დაუმთავრებელი ისტორია (მეექვსე თავი)
საღამოს ქალაქს მუსიკალურ გაფორმებად ეკრა მანქანების გადაბმული, გამაყრუებელი სიგნალების ხმა. ასფალტი ჯერ კიდევ ინახავდა დღის სითბოს, თითქოს მიწა უარს ამბობდა მზის სრულად გაშვებასა და დათმობაზე. ავტომობილები საათის განმავლობაში უმოძრაოდ იდგნენ რუსთაველის ქუჩაზე . ლენა ჯაფარიძე თეთრი კაბრიოლეტის საჭესთან მოუთმენლად იჯდა და ლოდინისგან გადაღლილი საჭეზე თითებს რითმულად აკაკუნებდა. მანქანის სალონში ჰარმონიულად იფანტებოდა მუსიკის ნოტები, რომლებიც საგრძნობლად ამცირებდნენ მოზუზუნე მანქანების ქუჩიდან შემოსულ ხმაურს. საათი მიიწურა ისე , რომ ხეივანს ვერ გაცდა. უკვე მომაბეზრებლად მეორდებოდა ერთი და იგივე მელოდია მანქანაში. გაბრაზებულმა მიაჭირა ხელი გათიშვის ღილაკს და სავარძელში უფრო კომფორტულად მოთავსდა. ცხელმა ჰაერმა სუნთქვა შეუნელა გოგონას. ფილტვების ჟანგბადით ასავსებად ოდნავ გადაიხარა ფანჯრისკენ . გრილი ჰაერის ნაკადი სასიამოვნოდ მიელამუნა გოგონას ლამაზ სახეს. თმები შეისწორა და გვერდითა სარკეში მანქანის უაკანა ნაწილში ჩამწკრივებულ მანქანების კოლონას გახედა, მაგრამ მანქანებთან ერთად თვალი მოსჭრა მარცხნივ, თითქმის მის მხარეს, მოძრაობაში გაჩერებულმა სილუეტმა. შავი, პრიალა მოტოციკლი თითქოს ქალაქის სტრუქტურაში შემთხვევით ჩარჩენილი უცხო სხეული იყო. ყურადღება მოტოციკლზე ადრე მისმა მმართველმა მიიქცია, რომელიც მოურიდებლად ადევნებდა თვალს მანქანაში მყოფი ლენას ყველა მოძრაობას. დაჟინებულმა მზერამ გოგონას სხეულში გულისცემა მოუსვენრად აათამაშა. საკვირველია, რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით მამაკაცის მზერას არ გაუღიზიანებია, პირიქით , მისმა თვალებმა უკუაგდო საცობის მოზუზუნე ხმები და მომაბეზრებელი მდგომარეობაც. იყო მის თვალებში, რაღაც მშვიდი, იმ ქაოსის ფონზე, რომელშიც, ყველაფერი ხმაურობდა . სულ რამდენიმე წამი თავადაც გაუსწორა სარკეში არეკლილ მამაკაცის სილუეტს მზერა. ეს რამდენიმე წამი ისე უცნაურად გაიწელა უხერხულობასც კი იგრძნო. მოტოციკლის მძღოლმა თავი ოდნავ მოაბრუნა მათი თვალები ერთმანეთს წამიერად გადაეკვეთა. იმ მომენტში ხმაურიანი ქალაქი თითქოს სადღაც გადაიმალა და საერთოდ გაქრა. ლენამ იგრძნო, როგორ სწრაფად შეიცვალა თავისი სუნთქვის რითმი. მკვთრმა და სწრაფმა სიგნალმა რეალობაში უმალ დააბრუნა. უკანა ავტომობილის მძღოლმა ანიშნა , რომ მოძრაობა განახლდა,გოგონამ სწრაფად დაძრა ავტომობილი და მზერა გზისკენ დაბნეულმა გადატანა. საცობი ისე სწრაფად ამოძრავდა, წამში გაიარეს ჩახერგილი ხეივანი, ქუჩის ბოლოს ავტოსაგზაო შემთხვევას შეეჩერებინა მოძრაობა. უიმედოდ შეავლო გოგონამ თვალი გზიდან გადაყვანილ თითქმის განადგურებულ მანქანას და გონება წარსულის სევდიანი, მტკივნეული დღეებისკენ გაეპარა. მოტოციკლის მკვეთრი მუხრუჭის ხმამ მისი ფიქრები დასალიერში მოისროლა და შეშინებულმა გადაიყვანა მანქანა სავალი ნაწილიდან . გონს რამდენიმე წუთში მოვიდა და რომ მიხვდა საავარიო სიტუაცია შექმნა შიშისგან გული შეუქანდა. შეფიქრიანებულმა ისეთი ტემპით შეანელა სიჩქარე შავი კავასაკი ლამის შეეწეპა მანქანის უკანა ნაწილს. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მაშინვე მოაყენა კაცმა მოტოციკლი მის ფეხებთან . კაცმა ჩაფხუტი ნელა მოიშორა . შავი თმა ოდნავ აერია, თვალები კი ისეთივე მშვიდი დარჩა, როგორიც ლენას რამდენიმე წუთის წინ ეჩვენა , როცა სარკის ანარეკლში მათი თვალები ერთმანეთს გადაეჩეხა. - კარგად ხართ? - იკითხა მშვიდად. მამაკაცის ხავერდოვანი ხმა ჰაეროვნად შემოეხვია გოგონას ყურთასმენას. წამით გაჩერდა, მაგრამ გულისცემა ისევ აგრძელებდა ხმაურს. - თქვენ… - დაბნეულობისგან ხმა ოდნავ ჩაუწყდა გოგონას , მერე კი თავი გაასწორა მამაკაცს შეუტია - თქვენ შემაშინეთ. კაცმს გაკვირვებისაგან წარბი შუბლზე აეზიდა. - მე? — მოკლე, თითქმის ირონიული სიცილი გაეპარა შავთმიანს . — თქვენ თვითონ გადმოხვედით ზოლიდან ისე, თითქოს მხოლოდ თქვენ იყავით გზაზე - მიუგო მშვიდად. ლენა გაწითლდა, დამნაშავის ამპლუაში რომ აღმოჩნდა , მაგრამ უკან არ დაიხია. - საცობში ყველა დისტანციას იცავდა. თქვენ კი… ძალიან ახლოს იყავით ჩემს მანქანასთან. კაცი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მოტოციკლს და ხელით საჭეს დაეყრდნო. მისი მზერა ახლა უფრო პირდაპირი გახდა , გამჭოლი და ლენას თვალებისკენ მიმართული. - ახლოს არ ვიყავი. თქვენ გაჩერდით არასწორ დროს. ლენამ იგრძნო, როგორ შეერია ჟანგბადს გაბრაზება და უცნაური, აუხსნელი დაძაბულობა ერთდროულად. - თქვენ თქვენს დანაშაულს ყოველთვის ქალებს აბრალებთ , თუ მხოლოდ მე ვარ გამონაკლისი ? - დასცინა ლენამ საჭეზე დაყრდნობილ მამაკაცს. კაცს ცოტა ხანს არ უპასუხია. მხოლოდ უყურებდა. ისე, თითქოს მის სულს ათვალიერებდა. - საინტერესო ბრალდებაა, - თქვა მშვიდად. - მაგრამ მე ქალებს საერთოდ არ ვადანაშაულებ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნამდვილად დამნაშავეები არიან. - რა თქვით? - მოულოდნელ პასუხზე ლენამ თვალები დააწვრილა - თქვენი მანქანა, ძალიან ლამაზია . - თქვა მანქანაზე , მაგრამ გოგონას თვალებს გაუსწორა მზერა. ლენამ უნებურად გადახედა თავის თეთრ ქალბატონს - თქვენ შეგეძლოთ საცობისთვის თავი აგერდიებინათ.- მოტოციკლი შეათვალიერა ლენამ და მანქანას მიეყრდნო. - შემეძლო , მაგრამ თვალი ვერ მოგწყვიტეთ . - აღიარა ბიჭმა და საოცრად მომხიბვლელი ღიმილი აჩუქა ლენას, გოგონას უნებურად ჩაეცინა ბიჭის თეთრად მოელვარე ღიმილზე. ლენამ წამით თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ გაეცინა. თითქოს იმ ღიმილმა არა უბრალოდ წინადადება არამედ მთელი მისი გაბრაზება გაუქრო. მაშინვე მოეგო გონს და თავი გვერდზე გაატრიალა, თითქოს სიცილს ასე დაფარავდა. - ძალიან თავდაჯერებული ხართ, - თქვა ისევ მკაცრად, მაგრამ უწინდელზე რბილად. კაცმა მხრები ოდნავ აიჩეჩა. - თქვენ ძალიან სწრაფად ბრაზდებით, - უპასუხა მშვიდად - და ძალიან უნიჭოდ ცდილობთ იმის დამალვას, რომ ბრაზის ნაცვლად გეცინებათ . - დაამატა ბოლოს. - ძალიან ცუდად გამომდის ჩიხირთმის კეთება, მაგრამ რაღაცების დამალვა ნამდვილად არ მეშლება - არ შეარჩინა დაცინვა მამაკაცს ლენამ. - ჩიხირთმის კეთება რატომ არ გამოგდით ? - სრული სერიოზულობით იკითხა შეწუხებულმა ზღვისფერთვალებამ და დგომისგან დაღლილი ჩამოჯდა ბორდიულზე. ქვემოდან უყურებდა ლენას და ცალი ხელით მწველი მზის ნათებას იჩრდილავდა პარალელურად - ალბათ , იმიტომ რომ ვერ ვიტან! - თქვა ჩიხირთმაზე გულმოსულმა გოგონამ , თან ვერ იჯერებდა დიალოგის უკუნტექსტობას და აფსურდულობას, მაგრამ ვერაფრით ეთმობოდა უცნობთან საუბარს. - ეს იმიტომ, რომ გემრიელი ჩიხირთმა არ გაგისინჯავთ , ლენა. უთხრა ბიჭმა და ძრავი აამუშავა. - ჩემი სახელი საიდან იცით ? - გაკვირვება ვერ დამალა გოგონამ . - თქვენი მანქანის ნომრიდან . შეხვედრამდე ლენა . - ჩაფხუტი მოირგო საცობის გმირმა და ლენას თვალთახედვიდან ხმაურიანად გაქრა. არ ახსოვს როგორ მივიდა ყაზბეგის ქუჩამდე. ყველაფერი მაშინ გაიაზრა, როცა საკუთარის ნაცვლად მანქანა ნანუკას კორპუსთან შეაჩერა და რამდნეიმე სართული სულმოუთქმელად აირბინა . კარი მასპინძელმა რამდენიმე დაზარუნების შემდეგ გააღო და დაქალის სახე შწეშფოთებულმა შეათვალიერა . - მშვიდობა გვაქვს ?- იკითხა მრავლობითში და გოგონა სახლში შემოატარა. - ორმაგი ესპრესო, რძის გარეშე. ამოილაპარაკა ბუზღუნით ლენამ და გეზი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აივნისკენ აიღო. - აუჰ. - სიტუაციის სიმძიმე იგრძნო ნანუკამ და ყავა სახელდახელოდ მოუმზადა დაქალს. ლენამ საცობის ისტორია სრული წერტილ - მძიმის დაცვით ჩამოურაკრაკა დაქალს და ამბის დასრულებისას ნანუკას გაოცებულ სახეზე შეუჩერებელი ხარხარი აუვარდა. - რაო, ნანუ? - ხელი თავლებთან აუფრიალა გოგონას ლენამ . - რაო და , ქუთაისში შავი კავასაკით, როგორც აღნიშნეთ, ზღვისფერთვალება ბიჭი დათა შენგელიაა და თუ მე და შენ ახლა ერთი და იგივე ადამიანზე ვსაუბრობთ, მაშინ დალოცე ამ სამყაროსა და დღევანდელი საცობის მადლი ლენა ჯაფარიძე . - მთელი პათოსით წარმოთქვა ნანუკამ და აივანზე უგზოუკვლო სიარული დაიწყო. - ვინ დათა შენგელია, რა ზენა, რა სამყაროს მადლი და რისი საცობი დავლოცო ? - გაკვირვებისგან თვალები დაუმრგვალდა გოგონას. - ჩემო გოგო, მომისმინე... - დათა შენგელია არის ვატო მაჩაბელის ბავშვობის ძმაკაცი. ერთხელ შევხვდით ერთმანეთს , არ გახსოვს ? სამი თვის წინ, გელათში, ვატოს აგარაკზე . - ინტერესისგან თვალები მოეჭუტა გოგონას. - ნანუ, მაგ დღეს , ვატოს აგარაკზე ორასი კაცი ვანხეთ მგონი, სად მახსოვს ვინ არის დათა შენგელია. - გულწრფელად გაუკვირდა ნანუკას ჩაბჟირება ლენას . - ორასი არა, ლენუ, ექვსას სამოცდა ტექვსმეტი. - გაბრაზდა ნანუკა. - ორასი კაცი და დათა შენგელია ერთია ? - ისე გადაირია გედენიძე ლამის აივნიდან მოისროლა დაქალი. - უკვე ვწუხდები ამ სახელი და გვარის მეასედ მოსმემენით - თვალები ავად დააკვესა ლენამ და ყურადღება ყავაზე გადაიტანა, რომ ახლა თვითონ არ მოესროლა ნანუკა გედენიძე , უალამაზესი მოსაღამოვებული ქუთაისის ფონზე თავისივე აივნიდან . - კარგი, ბოლოა, აგიხსნი და გავჩუმდები - შეეხვეწა ჯაფარიძეს ნანუკა. - აუჰ, რას გაიხსნებ, მეც რომ ჩაგაჯინდი, ბოლოდ ისეთი ნასვამი იყავი შენი თავიც კი ეჭირა, უნიტაზზე გადმოხობილი ძლივს , რომ სუნთქავდი . - დააჟრიალა ნანუაკს გახსენებისას. - რეებს მიყვები, ნანუკა. - ლამის მართლა გადააფრინა აივნიდან გედენიძე ლენამ . - შენ და ლაშა სად იყავით ?! - ლაშა სად იყო ნუ მკითხავ, ისედაც ვერ მოვინელე. - თვალებია ატრიალა მოგონებების ამოტივტივებისას გოგონამ . - მე , როგორც დაგინახე მაშინვე გამოვიქეცი, მაგრამ დათა უკვე მიგარბენინებდა თავისი ხელით. - განაგრძო თხრობა გედენიძემ. - ვერ გავიგე, ნანუ. აქამდე რატო არაფერი ვიცი ? - გაკვირვებას ვერ მალავდა ლენა. ვერ დაიჯერა, რომ ნანუკამ ასეთი შემარცხვენელი ისტორია მეორე დღესვე არ ჩამოურაკრაკა დაქალს. - დათამ მთხოვა. იფიქრა, რომ მოგერიდებოდა მასთან. ამიტომ დამაჯერა, რომ უკეთესი იქნებოდა საერთოდ არაფერი თუ არ გეცოდინებოდა იმ რამეზე. - შიშით ჩაამთავრა საუბარი ნანუკამ . ეგონა მისი დაქალი გაციებულ ყავის ჭიქას სითხიანად გამოუქანებდა, მაგრამ გადარჩა. ლენა ხედს გაჰყურებდა და გონებაში მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებდა. - რა გამოდის, მაგ ვიღაც შენგელიამ ღამე გამითენა , რომ არ ჩავგუდულიყავი დასალევში და დღისით მზისით ვერ მიცნო ? - რაღაც ბოლომდე ვერ გაარკვია ლენას ჭკვიანმა და დაკვირვებულმა გონებამ . - ვერ დავიჯერებ , რომ ვერ გიცნო, ლენ. - ის ღამე არ მოგშორებია, ჩემთან ერთად დაგტრიალებდა თავს. არ ვიცი ასე, რატომ ღელავდა, მაგრამ გათენებისას აღარც გამოჩენილა, არც მის შემდეგ , აქამდე, ამიტომ ამაზე ყურადრება არც გამიმახვილებია. - ეჭვი დღვანდელ თავის მოკატუნებაზე, ლენას ,,ვერ ცნობასთან ‘’ დაკავშირებით დაქალისგან ნანუკას გონებასაც გადმოეხვია. ლენას ფიქრები მობილურზე შეტყობინების მოსვლის მანიშნებელმა ზუზუნმა შეწყვიტა . ეკრანი უცხო ნომერმა გაანათა : ,,ძალიან დაბნეული ჩანდი, როცა წავედი, მშვიდობით მიხვედი სახლში , ლენა?’’ - ეკითხებოდა შეტყობინების ავტორი. მობილური ციანებივით მოიშორა და ნანუკას გაფითრებული მიაჩერდა. - რა მოხდა ?! - შეშფოთებულმა გადახედა მეგობრის არაადეკვატურ რეაქციას გედენიძემ . - ის მწერს... შენგელია . - გაიხსენა გვარი ბოლოს ლენამ. ნანუკა ტელეფენს მივარდა და შეტყობინება წამის მეასედში შეამოწმა . ნანახისგან თვალები შუბლზე აუვიდა, მაგრამ თან სასიამოვნო ღიმილმა გაუპო ბაგე. - შენი ნომერი საიდან აქვს ?! - იკითხა, ისე თითქოს ლენას ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი. წამში ისევ დაიზრიალა მობილურმა და ჩამქრალი ეკრანი იგივე ავტორმა გაანათა : ,, არაუშავს თუ პასუხის გაცემა არ გინდა, უბრალოდ მინდოდა გამეგო, რომ კარგად ხარ. ‘’ - წაიკითხა ნანუკამ ხმამაღლა და ტელეფონი ლენას გადააწოდა. ჯაფარიძის გონება სრულ ქაოსში იყო მოქცეული. გრძნობდა , რაღაც ახალი იწყებოდა მის ცხოვრებაში, რაღაც ახალი და საინტერესო. - და ამან ვითომ ვერ მიცნო მე ? - გაეცინა ლენას ბოლოს. - ვერ გიცნო კი არა, მე მგონი მეტისმეტად კარგად ახსოვხარ - გადაიხარხარა ნანუკამ და ყაზბეგის ქუჩა დღეს უკვე მეშვიდეჯერ დააყრუა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


