შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი_თავი 2


6-05-2026, 18:06
ავტორი Scarlett
ნანახია 612

მელისამ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანიდან გადმოვიდა . შენობის შესასვლელთან უკვე ჩანდა ხალხი. ხმამაღალი სიცილი და მუსიკის ხმა გარეთაც აღწევდა.
-კარგი მელისა, ნუ დაიძაბები... უბრალოდ შედი და გაერთე. შენ ამას შეძლებ!-ჩუმად ჩაულაპარაკა საკუთარ თავს და კარისკენ წავიდა.
შიგნით შესვლისთანავე თვალები აუჭრელდა.განათება... ხმაური... ამდენი უცხო სახე... ერთი წამით ინანა კიდეც მოსვლა.
-მელოო-სესილიას ხმა მოესმა და მალევე იგრძნო როგორ მოეხვია კისერზე გოგონა-მეგონა აღარ მოხვიდოდი.
-მოვედი, ხომ ხედავ-გაუღიმა და საჩუქარი გაუწოდა-გილოცავ.
-მერე გავხსნი სხვებთან ერთად. წამოდი ახლა სხვებს გაგაცნობ-თვალები უციმციმებდა სესილიას.
მელისა უხერხულად გაჰყვა. თავს არაკომფორტულად გრძნობდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
-აი, ეს არის მელისა, ვისზეც გიყვებოდი
მელისამ თავი ასწია და გაიყინა. „აპოლონივით კაცი“-ჩაესმა გიგის ხმა.
-შენ?-ორივემ ერთდროულად თქვა.
წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. სესილია გაოცებული უყურებდა ხან ერთს, ხანაც მეორეს.
-იცნობთ ერთმანეთს?
მელისამ ტუჩი მოიკვნიტა.
-ჰო... სამწუხაროდ-ჩაილაპარაკა ჩუმად. კაცს ჩაეცინა.
-მე ვიტყოდი რომ ძალიან „ცხელი“ გაცნობა გვქონდა.
მელისას თვალები სიბრაზისგან აენთო.
-არ დაიწყოთ-კბილებში გამოსცრა.
სესილია კი უკვე ღიმილშეპარული ინტერესით იყურებოდა.
-ოჰოო, საინტერესოაა...
-სესილია, მე...-მელისამ გახედა, მაგრამ მისი ხმა ხალხის ხმაურში გაიფანტა. სესილია ნელ-ნელა ხალხში უჩინარდებოდა.
-მელისა! აქ ხარ?-შორიდან ისევ დაუძახა.
-მოვდივარ-უპასუხა და უკან გაჰყვა.
მუსიკისა და ხალხის ხმა ერთმანეთში ირეოდა. ოდნავ ოქროსფერი, თბილი განათება ეცემოდა ოთახს და ყველაფერს ოდნავ არარეალურ იერს აძლევდა. სესილია მას ხალხს აცნობდა-სახელები ერთმანეთში ერეოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა დამახსოვრებას.
-ეს ჩემი მეგობარია,მელისა-აცნობდა სესილია თავის მეგობრებს. მელისა კი ხან მხოლოდ თავს უკრავდა ღიმილით, ხანაც უბრალოდ გამარჯობას ამბობდა.
ყველა ინტერესით აკვირდებოდა.მელისა გრძნობდა რომ იქ უცხო იყო. ზოგადად არ უყვარდა ასეთი სიტუაციები. გართობა როგორ არ უყვარდა, მაგრამ ეს ადრე იყო, მაშინ როცა მეგობრები ჰყავდა. აქ კი.. აქ არავინ იყო მისი მეგობარი, გარდა სესილიასა და ესეც რაღაც ახალი იყო მისთვის. არ იყო თავისუფლად. უბრალოდ სესილის სცემდა პატივს თორემ მზად იყო ახლავე გაქცეულიყო.
-კარგი, მალე დამთავრდება. უბრალოდ კიდევ ცოტაც...
სესილია ხან ვისთან მიდიოდა ხან ვისთან. ყურადღებას აქცევდა ყველას, როგორც ყოველთვის ხდება. ჩვენ ხშირად ვდარდობთ სხვებზე ასეთ მომენტში. არ გვინდა მოიწყინონ და თავი მარტო იგრძნონ. თითქოს ვალდებულებიც კი ვართ რომ ყურადღება მივაქციოთ, რადგან ძირითად შემთხვევაში იწყება საუბარი „მარტო როგორ დამტოვა“, „იმას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ვიდრე მე“, „საერთოდ არ გავხსენებივარ“ და ა.შ. მელისა გასასვლელთან, აივნისკენ წავიდა. მიახლოებისას გრძნობდა გრილ ჰაერს და თითქოს შვებას პოულობდა. გარეთ ჰაერი უფრო ცივი იყო. ქალაქის ხმაური შორიდან ისმოდა. თითქოს შენობის ხმაურთან შედარებით მშვიდი იყო. წამში იგრძნო დამშვიდება მაგრამ ხელი შეუშალეს.
-აქ ხარ?
მელისამ ნელა მიაბრუნა თავი.“აპოლონივით კაცი“ იდგა კარის ჩარჩოსთან, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. თითქოს ხმაურიანი დარბაზი მასზე არ მოქმედებდა-მშვიდი,ოდნავ შორეული მზერით.მელისამ არაფერი უთხრა. მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი და ისევ ქალაქს გახედა.
-გაქცევას ცდილობ?
-არ ვცდილობ-მოკლედ უპასუხა-უბრალოდ ჰაერი მჭირდებოდა.
კაცი გვერდით დაუდგა. მათ შორის მცირე მანძილი დარჩა-არც ახლოს იყო და არც შორს.მთელი ქალაქი ანათებდა.
-დღეს დილით...-დაიწყო მან
-არ არის საჭირო-სწრაფად თქვა მელისამ.
-არის.უცნაურად გამოვიდა.
-უცნაური ის იყო რომ უკან დამიდექი-წარბი აწია
-უკან არ ვიდექი-მშვიდად თქვა-უბრალოდ შენ მოძრაობდი არასწორ დროს
-მართლა ასე ფიქრობ?
-მე არ ვფიქრობ-ოდნავ ჩაეღიმა-ვაკვირდები.
მელისამ თვალები გადაატრიალა. სიჩუმე ჩამოვარდა.
-ხელი?-დაჩიმ მზერა მის მკლავზე შეაჩერა-ისევ გაწუხებს?
-არა
-ყველა ასე ამბობს როცა რაღაც აწუხებს.
მელისას უნებლიედ გაეღიმა, მაგრამ მაშინვე დამალა ღიმილი, თან გაიფიქრა „რატომ ვდგავარ საერთოდ აქ და ველაპარაკები...“
-შენ ყოველთვის ასეთი მშვიდი ხარ?-გაახსენდა გიგის ნათქვამი, კიდევ კარგი შარიანი არ იყო და ერთი ამბავი არ ატეხაო.
-შენ ყოველთვის ასე სწრაფად ბრაზდები?
-მე არ ვბრაზდები
-კი.
მელისამ წარბაწევით შეხედა
-ეს შენი დასკვნაა?
-დაკვირვება.
ისევ სიჩუმე, მაგრამ ამჯერად უფრო მსუბუქი-თითქოს რაღაც უხილავი ძაფი გაჩნდა მათ შორის. ამ დროს დარბაზიდან სესილიას ხმა გაისმა.
-დაჩი სად გაქრი ან მელისა სად არ...
-აქ ვარ-დაჩიმ თავი ოდნავ მიაბრუნა.
„დაჩი“, „აპოლონივით კაცი“-ტრიალებდა მელისას გონებაში. სესილია მათკენ წამოვიდა. ხელი მაღლა ასწია.
-აჰა! აქ ყოფილხართ-მერე მელისასკენ გადაიწია-ჰო მართლა დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს ჩემი ძმაა დაჩი თუ ჯერ არ გაგიგია
მელისამ მხოლოდ თავი დაუქნია. გაუკვირდა. იდეაში რა იყო გასაკვირი, მაგრამ მაინც. არ ელოდა. სესილია მაშინვე სხვა თემაზე გადავიდა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. დაჩიმ კი მზერა მელისასკენ გააპარა, თითქოს ამოწმებდა მის რეაქციას. მელისამ მზერა მოარიდა, არაფერი უთქვამს , მაგრამ იმ წამიდან, როცა სესილიამ „ძმა“ თქვა თითქოს რაღაც შეიცვალა... უმნიშვნელოდ..
სესილია წამით გაჩერდა, ორივეს შორის მზერა აათამაშა.
-ესეიგი იცნობთ ერთმანეთს?!-ჰკითხა ბოლოს ოდნავ ეჭვიანი ტონით, მაგრამ ღიმილით.
მელისამ სწრაფად შეხედა დაჩის
-არა...
-კი-მელისას ხმის ამოღებისთანავე თქვა დაჩიმ. ერთდროულად გამოუვიდათ თანხმობაც და უარყოფაც.
სესილიას წარბები მაღლა აუვიდა.
-კი თუ არა?
-დილით შევხვდით-დაჩიმ მხრები აიჩეჩა-ყავით შემეჯახა
-უკან იდექი და შეგეჯახებოდი აბა რა იქნებოდა. ჯერჯერობით თვალები არც ზურგზე გამომსვლია და არც კეფაზე-თვალები აატრიალა მელისამ,რასაც დაჩის ჩაფხუკუნება მოჰყვა.
-რაღაც უფრო საინტერესო ამბავს ველოდი-გაეღიმა სესილიას-მაგალითად ბავშვობიდან იცნობთ ან რაღაც საიდუმლო ისტორია გაქვთ.
-არც ბავშობიდან ვიცნობთ და არც საიდუმლოა. მსგავსი არაფერი
-ჯერჯერობით-დაამატა დაჩიმ თავდაჯერებულად
-„ჯერჯერობით“ რას ნიშნავს?-წარბაწევით მიაჩერდა მელისა
-არაფერს-მშვიდად თქვა-უბრალოდ სიტყვაა
სესილიამ ჩუმად ჩაიცინა, აშკარად კმაყოფილი ჩანდა სიტუაციით.
-კარგიი...რაღაც საინტერესო იწყება მგონი
-არაფერი იწყება-სწრაფად თქვა მელისამ
დაჩიმ არაფერი უპასუხა. მხოლოდ ჩაეღიმა. დარბაზში დაბრუნებისას მიხვდა ხმაურს და მუსიკას მთლიანად მოეცვა სივრცე. ადამიანები უფრო თავისუფლად მოძრაობდნენ-ზოგი იცინოდა,ზოგი ტელეფონით იღებდა ფოტოებს,ზოგიც უბრალოდ მუსიკას ტანს აყოლებდა. სესილია მაშინვე სხვებს შეერია.ენერგია აშკარად არ ქრებოდა. მელისას შორიდან დაუქნია ხელი, თითქოს ეუბნებოდა რომ ერთ ადგილზე არ გაჩერებულიყო. მელისამ ოდნავ ამოისუნთქა ირგვლივ მიმოიხედა.
-აქ ყოველთვის ასეთი ქაოსია?-ჩაილაპარაკა ჩუმად
-ხანდახან უარესიც-გვერდით ამოუდგა დაჩი
სესილია ხელში ორი ჭიქით მიუახლოვდა მათ.
-აი რა მოგიტანეთ. ისევ აქ დგახართ?-ორივეს თითო ჭიქა გაუწოდა-დალიეთ და დაიწყეთ გართობა, დროა უკვე
-კარგი...-მელისამ ერთი ამოისუნთქა და სასმელი გადაკრა.
სესილია როგორც კი გატრიალდა მელისამაც არ დააყოვნა, მიუტრიალდა დაჩის.
-კარგი... დღეს ცოტა უხერხული იყო. უხეში ვიყავი. ჩემი ბრალი იყო, მაგრამ ტკივილმა გამთიშა
-მივიღებ შენს ბოდიშს ერთი პირობით-გაუღიმა დაჩიმ-ერთი ჭიქა ყავა იქნება შენზე
-კარგი, კარგი- თავი დაუქნია სიცილით.
საღამო ნელ-ნელა მიწურულს მიუახლოვდა. მუსიკა უკვე უფრო დაბალ ხმაზე იყო. ხალხიც იშლებოდა. იგივე ენერგია აღარ იდგა ჰაერში, რაც დასაწყიში. მელისა საერთოდ ვეღარ გრძნობდა თავს დაძაბულად. სესილიასთან ერთად რაღაცაზე იცინოდა. დაჩი იქვე იყო. ვიღაცას ელაპარაკებოდა. თან მელისასკენ აპარებდა თვალს. მელისამ მობილურზე საათს დახედა. უკვე დრო იყო რომ წასულიყო. მამამისი გაფრთხილებული ჰყავდა, 12-ისკენ უნდა მიეკითხა მისთვის. უფრო ადრე ვერ წავიდოდა ხვდებოდა ამას. არ უნდოდა სესილიას წყენინება.
-სესო... მე უკვე უნდა წავიდე-ღიმილით გააჩერა მოსაუბრე სესილია.
-ასე მალე? ჯერ ხომ ძალიან ადრეა მელოო-სევდიანი თვალებით მიაჩერდა.
-ხვალ ვმუშაობ, ისედაც სულ ვაგვიანებ. ჯობია წავიდე, დამიჯერე-ჩაეცინა მელისას, სესილია ისე საყვარლად უყურებდა. მისი მობილურიც გაანათა მამის შეტყობინებამ-აი, მამაჩემიც მოვიდა.
-კარგი ჰო... მადლობა რომ მოხვედი-თბილად გადაეხვია
-არაფრის, რისი მადლობა. შენ მერე ის მითხარი საჩუქარი თუ მოგეწონება-მოშორდა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-კარგი რა... მე ყველაფერი მომეწონება-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ხელი დაუქნია-დროებით
-დროებით. აბა შენ იცი კარგად გაერთე.
საპასუხოდ მანაც იგივე გაიმეორა და თვალები მოატარა დარბაზს. გასასვლელთან იყო უკვე დაჩის რომ მოკრა თვალი, ბართან იდგა. ზურგით ეყრდნობოდა. უყურებდა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. დაჩიმ ორი თითი აწია შუბლამდე და სწრაფადვე ჩამოწია დამშვიდობების მიზნით, თან გაუღიმა. მელისამ თავი დაუკრა და გასასვლელში გაუჩინარდა.

„რამდენჯერ მინატრია, ნეტა ადამიანები ერთმნეთის სულს ხედავდნენ და შეუძლებელი იყოს რამეს დამალვა მეთქი. მართლა კარგი იქნებოდა. ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეოდა ყველაფერი. ან საბოლოოდ დაიღუპებოდა ადამიანი, ან საბოლოოდ გადარჩებოდა...“
ჯემალ ქარჩხაძე
ცხოვრება იდუმალია. არასდროს იცი რა მოხდება. შეიძლება ერთხელაც ისეთ სამყაროში გაიღვიძო სადაც საკუთარ თავს ვერასდროს წარმოიდგენდი. თავიდან ყველაფერი მარტივია. სიყვარულით სავსე ბავშვი იზრდები. ყველაფერს ფერად ფერებში ხედავ. თითქოს ყველაფერი ადვილია. თითქოს ყველაფერი მარტივია... ცხოვრობ.. უყურებ.. ხედავ და ხვდები რომ ის არის. ის შენი სულის ნაწილი ხდება თითქოს... ან შეიძლება უბრალოდ ასე გგონია და ეს ჯერ არ იცი. გგონია რომ იპოვე ის. გგონია რომ ერთადერთია. მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა?! ყველაფერი ყოველთვის ისე კარგად არ არის, როგორც ჩანს. ხშირად, მეცხრე ცაზე აფრენილი შეიძლება დაენარცხო მიწაზე ისე ძლიერად, რომ წამოდგომა ვეღარ შეძლო. მაგრამ თუ მაინც... თუ შენ ამას შეძლებ, ეს ისეთი მარტივი არ იქნება როგორც გგონია. წარმოიდგინე, სუნთქვის საშუალება რომ აღარ გქონდეს,რას გააკეთებ?! სუნთქვა რომ აგიკრძალონ, რას იზამ? როგორ შეძლებ არსებობას? ანდაც წარმოიდგინე, თითქოს გული გეფლითება... თითქოს ვიღაცას შენი გული ხელში უჭირავს და ისე ძლიერად უჭერს ხელს, რომ სადაცაა ნაწილებად დაიშლება. წარმოიდგინე? როგორ იარსებებ? როგორ შეძლებ სუნთქვას თუ მას აგიკრძალავენ?! როგორ შეძლებ სუნთქვას თუ გაუსაძლისი ტკივილი შენი გულისა ნაწილებად დაგშლის... გაგანადგურებს. მოგინდება კი ასეთი ცხოვრება?! შეძლებ არსებობას თუ საერთოდ შეწყვეტ მას?! იცი რას ემსგავსება ასეთი ადამიანი? ადამიანი რომელსაც „ყველაფერს“ ართმევენ.. უსულო სხეულს. ის უსულო სხეული ხდება. შენ აკვირდები. გარედან თითქოს არაფერი ეტყობა. თავიდან ისევ იღიმის, ურთიერთობს, საუბრობს, ერთობა, მაგრამ შიგნით იცი რა ხდება ამ დროს? არ იცი, რადგან ვერ ხედავ. ის ნაწილებად იშლება. საკუთარ თავს ებრძვის ყველგან და ყოველთვის. ცდილობს საკუთარი თავი არ დაკარგოს, მაგრამ როდემდე? დიდხანს გაგრძელება ხომ შეუძლებელია. ნელ-ნელა შენც ამჩნევ. აღარ შეუძლია. ვეღარ მალავს. იწყება უმიზეზო აგრესია და ეს უმიზეზო აგრესია გახვედრებს რომ დროა შეჩერდე... ყველაფერს უნდა გაეცალო, რომ სხვაც არ დააზიანო, არ ჩაათრიო შენთან ერთად ჭაობში. ჭაობში, რომელიც დღითიდღე გითრევს. ყოველდღე, ყოველწუთს, ყოველწამს და შენ არაფერი შეგიძლია... უბრალოდ იძირები. იძირები და მეტი არაფერი. იწყება იზოლაცია. მე გეტყვი რა ხდება ამ დროს. შენ იწყებ ორმაგი დროით მუშაობას. სულ მუშაობ. შორდები მეგობრებს. სამსახურიდან სახლში დაბრუნებული მაშინვე წვები საწოლში და რთავ სერიალებს. არაფრის დროს იტოვებ. რატომ? იმიტომ რომ დრო თუ გექნება ფიქრს დაიწყებ და ფიქრს თუ დაიწყებ უფრო გართულდება. არ გაწყობს ფიქრი... უარს ამბობ ყველაფერ იმაზე რაც გიყვარს, რადგან ყველაფერთან ისაა დაკავშირებული. თუ მუსიკას მოუსმენ, იქ ის იქნება; თუ იმღერებ, იქაც ის იქნება; დახატავ? მას დაინახავ. ცასაც რომ შეხედო იქაც ის დაგხვდება. ის ყველგან იქნება. ამიტომ შენ უბრალოდ არსებობას წყვეტ. უბრალოდ შენ კი არ არსებობ, შენი სხეული არსებობს. ყველაფერს ანადგურებ! მიმოწერებს, სურათებს, ვიდეოებს... მაგრამ ეს რამეს ცვლის? მოგონებებს როგორ გაანადგურებ? მას როგორ წაშლი? ასეა! ნურასდროს განსჯი ადამიანს ერთი შეხედვით. ნუ გადაწყვეტ რომ რადგან ხედავ, ესეიგი იცნობ. შენ არაფერი იცი. მართალია, ხედავ, მაგრამ მის სულში ვერასდროს ჩააღწევ ასე ერთი შეხედვით. სანამ თვითონ არ მოგცემს ამის უფლებას იქამდე არაფერი გამოგივა. და თუ ეს მაინც მოხდება... თუ ვინმე სულში ჩაგახედებს შენ მას ისე ვერ გაუგებ, ვერ იგრძნობ ისე როგორც ის გრძნობს. არ გეწყინოს ის, რასაც ვამბობ. ეს სიმართლეა. შეიძლება ადამიანს თანაუგრძნო, მაგრამ ვერასდროს იგრძნობ მის ნახევარსაც კი. გეტკინა? აი ნახე, შენ როგორ გეტკინა და ახლა წარმოიდგინე მას როგორ ტკივა?! კარგი, სულ ეს არის ჯერჯერობით. დღეისთვის საკმარისია. ბევრი დრო მაქვს. კიდევ ვისაუბრებთ.
ატვირთა ბლოგზე თან ცრემლები ღვარღვარებდნენ მის თაფლისფერ თვალებზე.
-ეჰ.. როგორ მიყვარდი გიუ... ჩემი სამყარო იყავი...

„ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ, თავისით გაქრა ბევრი სურვილი...“
ოთარ ჭილაძე


----------
ესეც მეორე თავი. არ ვიცი როგორია. უბრალოდ რაც შინაგანად მოდის იმას ვწერ. შეიძლება ცოტა არეულიც იყოს რამე. მაპატიეთ გადახედვის დრო არ მქონდა. ვიცი პატარაა, მაგრამ გადავწყვიტე სადაც შევჩერდები ხოლმე გაგიზიაროთ რომ არ გალოდინოთ. გამიზიარეთ თქვენი აზრი,რას ფიქრობთ? სიყვარულით სქარლეტი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent