გატეხილი გულები (3 თავი)
ორი კვირა ისე გავიდა ვცდილობდი არ შევხვედროდი, მგონი იეჭვა კიდეც რომ გავურბოდი ესემესებსაც არ ვუხსნიდი ფიქრი მჭირდებოდა იმაზე თუ რა მოხდა. ყველანაირად სწავლაში გადავერთე ყველა პრეზენტაცია მშვენივრად გავაკეთე და კარგი შეფასებაც მივიღე ამ ერთი კვირის განმავლობაში დენის გარდა კიდევ ერთი ადამიანი არ მასვენებდა ის ბიჭი კაფედან, გიორგი რესტორანში მეპატიჟებოდა დაჟინებით ყოველ ახალ მიზეზზე ახალ საბაბს ნახულობდა და მაინც არ მეშვებოდა ბოლოს ყელში ამომივიდა ამდენი მიზეზების მოფიქრება და დავთანმხდი -ძალიან მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს დაგითანხმე -სხვა გზა არ დამიტოვე :) -რომელზე გამოგიარო? -შვიდისკენ მზად ვიქნები -კარგი პრინცესა არ გალოდინებ მისამართი მომწერე და შვიდზე მაქ გავჩნდები როგორც კი მისამართი მივწერე მომზადება დავიწყე ორი საათი მქონდა მაგრამ ისეთი გოგოსთვის ვისაც უყვარს მომზადება ისე რომ არავინ აჩქარებდეს შესაფერისი დრო იყო მოსამზადებლად. არა ორი საათი ნამდვილად არ მჭირდება მაგრამ როცა ასე უეცრად იცვლება ჩემი გეგმები უფრო მეტი დრო მჭირდება. კარადის წინ ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა ჩამეცვა ისიც არ მინდოდა რომ ზედმეტად გამოვპრაჭულიყავი მე ხომ ისიც კი არ ვიცოდი სად მივყავდი გიოს ამიტომ ავირჩიე შავი გრძელი ტანზე მომდგარი კაბა ბრიტელებზე ამოღებული ზურგით თმები ბუნებრივად გავიკეთე ორი ხუჭუჭა თმის ღერი წინ ჩამოვიყარე დანარჩენი უკან გადავიწიე და შევკარი ისე რომ ოდნავ გაშლილი მქონოდა მაკიაჟიც ძალიან ნაზი ავირჩიე ოდნავ მაღალ ქუსლიან ჩექმები ჩავიცვი კოჭებამდე გარედან კი ტყავის ქურთუკი მოვიცვი გარეთ საკამოდ ციოდა მაგრამ ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე. შვიდის ნახევარი იყო როდესაც დავასრულე მომზადება გიომაც მომწერა რომ უკვე გამოვიდა და მალე აქ იქნებოდა ამიტომ ანასტასიას შეტყობინება მივწერე რომ სადილზე გიოსთან ერთად მივდიოდი და არ ენერვიულა როცა სახლში არ დავხვდებოდი ჩანთა ავიღე და გავედი.ზუსტად ორ წუთში მივედი მაგრამ ლოდინი არ მომიწია იმავე წუთს გიომ შემოანათა თავისი BMW M4-ით . მანქანიდან ისევ შავებში ჩაცმული ბიჭი გადმოვიდა ისეთი სიმპთიური იყო დავფიქრდი კიდეც აქამდე რატომ არ ვთანხმდებოდი შეხვედრაზე როცა დამიანახა წამიერად გაჩერდა და ამათვალიერა -ვაუუ რა ლამაზი ხარ ცოტა არ იყოს საშიშია შენთან ერთად სეირნობა -ხო აბა უნდა გეშინოდეს ოღონთ სხვისი არა ჩემი საყვარლად გაიცინა და როცა შეამჩნია რომ ხელები გამიწითლდა -ხომ არ გალოდინე პრინცესა -არა მეც ახლახანს მოვედი -კარგია თორე არ მიყვარს როდესაც ქალბატონებს ვალოდინებ -ოჰ ქალბატონებს -ხო რაიყო -როგორც მივხვდი ერთადერთი ქალბატონი არ ვარ შენთვის და ბევრი გყავს -უკვე ეჭვიანობ? -ფჰჰ არა რა სისულელეა უბრალოდ ცდუდად მოხვდა ყურს მრავლობითში ნათქვამი -ხო ხო მჯერა, კარგი წამო წავიდეთ თორე ცივა შენ კი ძალიან თხალდ ჩაგიცვამს -ხო ვერ გავთვალე კარის გაღებით მიმანიშნა რომ დავმჯდარიყავი მაგრამ არც ის გამომეპარა რომ მის სავარძელზე ლურჯი ვარდებისგან შემდგარი თაიგული იდო ლამის გავგიჟდი საიდან გაიგო რომ ლურჯი ვარდები მომწონდა -მოგწონს ჩემი პირველი საჩუქრი? -პირველი? -ხო პირველი რადგან ეს არ არის ერთადერთი რისი შენთვის ჩუქებაც მომინდა -საიდან გამოიცანი -რა? -რა და ლურჯი ყვავილები რომ მომწონს -ვა მართლა -ხო -რავი უბრალოდ როცა დავფიქრდი რომელი უფრო შეგეფერებოდა რატომღაც ეს ვარდები შევამჩნიე, თან ერთხელ თვალიც მოვკარი შენს რეპოსტებში და ეგრევე ვიყიდე -მართლა ძალიან დიდი მადლობა არ იყო საჭრო -როგორ არა იყო ძლივს დაგითანხმე შეხვედრაზე და უსაჩუქროდ როგორ დაგტოვებდი -ნუ ხო იცი, სწავლის გამო ვერ ვახერხებდი -ხო ვიცი არაუშავს არცისე დიდი ხანი მოგვიწია მანქანით მგზავრობა ერთერთ ცნობილ რესტორანში მიმიყვანა ხშირად მესმოდა მასზე მაგრამ ვერასდროს ვახერხებდით წასვლას საკმაოდ მაღალი ფასების გამო -მაგიდა მაქვს შეკვეთილი ორ კაცზე გიორგი ახვლედიანის სახელზე -დიახ წამომყევით ისეთ ადგილას დავსხედით ხალხისგან მოშორებით რაც ძალიან მომეწონა რადგან არ მომწონს ხალხმრავალი ადგილები ჩვენს წინ მხოლოდ ერთი მაგიდა იდგა და აშკარად ისიც ვიღაცას ჰქონდა დაჯავშნილი რადგან უკვე გამზადებული იყო ყველაფერი. გიორგი ისე კარგად მექცეოდა ცოტა არ იყოს ეჭვიც კი მეპარებოდა ნამდვილად ასეთი იყო თუ პირველი პაემნისთვის ირგებდა ამ როლს. მალე მიმტანიც მოვიდა -რას შეუკვეთავთ -ლილუ შენ რას შეუკვეთავ -სიმართლე გითხრა არ ვიცი იქნებ შენ მირჩიო რამე -პასტაზე რას იტყვი -ჰმმ კარგად ჟღერს -ორი პასტა კარბონარა და წითელი ღვინო თუ შეიძლება -მე ღვინოს არ ვსვამ გაკვირვებული გამომხედა ორივემ თითქოს რაღაც სასწაული ვთქვი -კარგი მაშინ რასდალევ -რამე უალკოჰოლო კოქტეილს -მოჰიტოზე რას იტყვით -იყოს მოჰიტო -აბა ლილუ მომოყევი რამე შენზე -მაგალითად -მგალითად რაზე სწავლობ რა არის შენი სამომავლო გეგმები -ანგლისიტიკაზე ვსწავლობ ძალიან მინდა ერთერთი ცნობილი ინლისურის მცოდნე გავხდე და გავუზიარო სხვებს ჩემი ცონდა -ძალიან კარგი პროფესიაა -ხო შენზე რას მეტყვი -მე ბიზნესსზე ჩავაბარე უკვე მაგისტრატურას გავდივარ მაგრამ ასევე მზარეულიც ვარ -ვაუუ რამაგარია დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი შენს მომზადებულს -აუცილებლად დააგემოვნებ -ესეიგი თბილისიდან არ ხარ ხო -ხო ბათუმელი ვარ - კარგია იმ ქალაქში ცხოვრება სადაც უამრავი ადამიან ბევრ ფულს ხარჯავს ჩასასვლელად და დასასვენებლად -კი დიდი პრიორიტეტია საუბარში ისე უცებ გავიდა დრო ვერც კი გავიგე, რომ არ მოვიტყუო ნამდვილად არ ვნანობ რომ დავთანმხდი შეხვედრაზე პირიქით გულიც კი გადავაყოლე და ძალიან ვისიამოვნე მართლაც კარგი ბიჭი არის გიორგი და ეს იმით არ გამისაზღვრავს თუ სად მომიყვანა და რამდენი ფული აქვს პირიქით ჩემთვის ადამიანობაა მნიშვნელოვანი რაც მასში კარგად დავინახე გატარებული დროის ხარჯზე.ბოლოს ჩვენი საუბარი შემოსულმა ზარმა შეწყვიტა გიოს ურეკავდნენ -ბოდიშის მოხდით გავალ -რათქმაუნდა მიდი აქამდე არ დავაკვირდი ვინ ვახშმობდა ჩვენს წინ ისე ვიყავი გართული მაგრამ როგორც კი გიორგიმ წამოდგა დავინახე როგორ იჯდა დენი ვიღაც გოგოსთან ერთად მანაც მალე შემამჩნია და გაკვირვება ვერ დამალა ვეცადე დამეფარა ჩემი აღელვება როდესაც დენი წამოდგა და ჩემი მაგიდისკენ დაიწყო სვლა -ლილუ აქ როგორ აღმოჩნდი? -მეგობართან ერთად ვარ ვუპასუხე ცივად - მე ჩემი და მოვიყვანე დიდი ხანი უნდოდა აქ მოსვლა თითქოს მიხვდა რომ არასწორად გავიგე და მითხრა სინამდვილეში ვინ იყო სი გოგო -შენი და? -ხო ბათუმიდან ჩამოვიდნენ ორი დღის წინ და ჩამოსვლის დღიდან მთხოვდა აქ მომეყვანა -კარგია მიხარია რომ ოჯახი ჩამოგივიდა -ხო ისე შენ რაგჭირდა ესემესებზე არ მპასუხობდი უნივერსიტეტშიც გამირბოდი რამე დავაშავე და არ ვიცი -არა რას ამბობ უბრალოდ სწავლის გამო ვერ ვახერხებდი კონტაქტს არაფერი პირადული მეეჭვება ამ სიტყვებს დაერწმუნებია ის მაგრამ აღარ გაუგრძელებია ეს თემა -ბოდიში ლილუ სასწაფო ზარი იყო როდესაც გიო მოვიდა დენის სახე ეცვალა -გამარჯობა -გამარჯობა -ესარის შენი მეგობარი ლილუ? -კი ეს არის გაიცანი გიორგი, გიროგი ეს დენია ჩვენ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ -ხო მახსოვს კაფეშიც იყო მგონი -კი მე ვიყავი, კარგი დაგტოვებთ ჩემი და მელოდება შეხვედრამდე ლილუ -შეხვედრამდე ისე დავიძაბე სულ გადაწითლდი უხერხულ მომენტებში სულ ასე მემართებოდა უკვე საკმაოდ გვიანი იყო ამიტომ წასვლა გადავწყვიტეთ რაც დენი შევამჩნიე იმის შემდეგ თვალს ვერ ვწყვეტდი რაც გიოსაც არ გამოჰპარვია ცოტა არ იყოს უხერხულად ვიყავი მაგრამ რას ვიზამთ გულს ვერ უბრძანებ -ხომ არ წავიდეთ გვიანია უკვე -კარგი ანგარიშსს მოიტანენ და წავიდეთ გასვილასას დენი და მისი დაც დაგვეწია -ლილუ თუ გინდა გაგიყვან -არა დენი მადლობა გიორგი მიმაცილებს არ შეგაწუხებ -რა შეწუხებაა მართლა არ მოგერიდოს -მეგობარო ლილუს მე მივაცილებ შენ არ ინერვიულო დენი დავარწმუნე რომ გიორგისთან ერთად წავიდოდი და ისიც აღარ შემეწინააღმდეგა -ვინაა ეს ტიპი შენი მანქანაში ჩავჯექით თუ არა ეგრევე მკითხა თან ისეთი გაბრაზებული იყო ყბებს ერთმანეთს აჭერდა -უბრალოდ მეგობარია მართლა -რატომღაც მგონია რომ უფრო მეტია ვიდრე მეგობარი -გიო მართლა ჩვენს შორის არაფერია -ლილუ ამას იმიტომ გეკითხები რომ არ მინდა მესამე ზედმეტი ვიყო თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა უბრალოდ მითხარი და გავქრები შენი ცხოვრებიდან -გიო მისმინე იმას ვერ გეტყვი რომ დენის მიმართ არაფერს ვგრძნობ მაგრამ ეგ იმიას არ ნიშნავს რომ შენ მესამე ზედმეტი ხარ მართლა მესიამოვნა დღევანდელი საღამო და მიხარია რომ წამოგყევი ვახშამზე -ლილუ უბრალოდ არ მინდა რომ ჩვენ ორიდან რომელიმეს გული ეტკინოს -ხოდა არ ეტკინება არავის გული დამშვიდდი ახლა კი წავედით თორე გავიყინე ისეთი თვალებით მიყურებდა შემეშინდა რამე ზედმეტი არ მეთქვა და გული არ ტკენოდა მართლა არ იმსახურებდა ამას. უკანა სავარძლიდან თავისი მოსაცმელი აიღო და მომაფარა -მოიფარე და გათბები ისეთი სურნელი ჰქონდა თვალები მიმეხუჭა ამბობენ გოგონებს პირველ რიგში მამაკაცის სურნელი მოსწონთო. როგორც იქნა სახლთან მივედით ნაზად შემახო ტუცები ლოყაზე და ტკბილი ძილი მისურვა ასეთ მომენტებში ყოველთვის გული იწყებს ამოვარდნას საგულედან და არც ახლა დააყოვნა სახლში შესვლის თანავე ანასტასია მოვარდა აბა მომიყევი რაქენით -დავწვეთ და მოგიყვები მთელი ღამე საუბარში გავატარეთ მიყვარს მასთან საუბარი თითქოს საკუთარ თავს ვსეუბრები ზუსტად ხვდება რას ვგრძნობ ხვდება როდის ვიტყუები და როდის ვარ მოწყენილი არც ახლა გამოჰპარვია ჩემი ემოციები მოყოლის დროს და ისეთი კითხვა დამისვა არც კი ვიცოდი რა მეპასუხა მაგრამ რატომღაც მეგონა რომ ამ კითხვაზე პასუხს მალე გავიგებდი. -არჩევნის შანსი რომ გქონდეს რომელს აირჩევდი დენის თუ გიოს? -გეყო სულელური კითხვები და დაიძინე საკმარისია დღეისთვის გულახდიდი საუბრები *** ანასტასიას დასმული კითხვა არ მასვენებდა მართლა პირველად ვიყავი ასეთ მდგომარეობაში თითქოს გული და გონება ებრძვოდა ერთმანეთს მაგრამ როგორ მივხვდე რომელია მართალი გული თუ გონება? ამბობენ გულს უნდა უსმინოო მაგრამ გული ხომ ზოგჯერ ისე მოქმედებს რაც ყველა წესს ეწინააღმდეგება ამიტომაც არცისე კარგი იდეაა ყოველთვის გულს უსმინო რადგან ვთქვათ და გააკეთე რაღაც რაც მთელი გულით გინდოდა მაგრამ ისე მოხვდა ყველაფერი რასაც ვერ წარმოიდგენდი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნა, რათქმაუნდა გონება უნდა ჩართო და ეცადო სიტვაციის გამოასწორება ზუსტად ეგარის რომ გონებას ყოველთვის უწევს გულის დაშვებული შეცდომების გამოსწორება აი ამიტომაც ზოგჯერ აჯობებს რომ სნამ რამეს გააკთებ კარგად დაფიქრდე. კაფეში ვიყავი შუალედურისთვის ვამზადებდი პრეზენტაციას სხეულის ენაზე ყოველთვის მიზიდავდა ეს საკითხი რადგან ზუსტადაც რომ სხეულის ენა გვეხმარება გავიგოთ ადამიანზე უფრო მეტი ვიდრე თვითონ საუბრობს -სხეულის ენის ნიშნები ტყუილისას ნაცნობი ხმა ჩამესმა რომელიც ჩემი პროექტის სათაურს კითხულობდა -რა პროექტია რაღაც საინტერესო ჩანს -გამარჯობა დენი, ხო აკადემიურისთვის ვაკეთებ პროექტს სხეულის ენაზე როგორ უნდა გამოვიცნოთ როდის გვატყუებს ადამიანი -ვაა მაგარია მოიძიე უკვე ინფორმაცია ამის შესახებ -პროცესში ვარ მაგრამ რაღაცრაღაცეები მოვიძიე უკვე -აბა მითხარი როგორ მივხვდე როდის მატყუებენ ან მოდი შენ გამოგცდი რაღაცას გეტყვი და გამოიცანი გატყუებ თუ არა -კარგი მიდი -გახსოვს პირველად ზღვაზე რომ შევხვდით გავიფიქრე რა ლამაზი გოგოა და ვერც კი ხვდება ამას რადგან ძალიან მორცხვად იდექი ეგრევე მივხვდი რომ თავდაჯერებულობა გაკლდა -მატყუებ -ჰა ჰაა ვერ გამოიცანი კიდევ ბევრი გაქვს სამუშაო ლი -მართლა ეგ გაიფიქრე? -და რატომაც არა? -რავი უბრალოდ ვიფიქრე რომ თავიდან ვერც კი შემამჩნიე -ანუ შენც თავიდანვე შემამჩნიე? - ეგ რა შუაშია უბრალოდ ვთქვი -მადლობა ლილუ რჩევისთვის უკვე ვიცი როდის მატყუებს ადამიანი -დენი ნერვებს მიშლი ლექცია არ გაქვს? წადი არმინდოდა კიდე რამე წამომცდენოდა ამიტომაც ვეცადე უხეშობით მომეშორებინა მაგრამ ამან არ გაჭრა -ამით ვერ მომიშორებ ლი -ეგ არც მიფიქრია დენი -ხო მართლა იმ ბიჭთან რამე სერიოზული გაქვს? -ვინ ბიჭთან? აა გიოსთან არა უბრალოდ მეგობარია -მგონი მან იმავეს არ ფიქრობს -მაგაზე შენ არ უნდა იდარდო ისე იქცეოდა თითქოს ეჭვიანობდა -არ მინდა რომ გული გატკინოს მთლად კარგი ბიჭიც არ ჩანს -დენი დიდი მადლობა რომ ჩემზე ასე ზრუნავ მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შემიძლია თავს მივხედო ისე ნუ იქცევი თითქოს ეჭვიანობ ვიცი ზედმეტი მომივიდა მაგრამ ზგჯერ თავს ვერ ვიკავებ რომ ადამიანს ის არ ვუთხრა რასაც ვფიქრობ -იქნებ მართლა ვეჭვიანობ -კარგი ნუ ხუმრობ ეგრე ვიცი რომ სერიოზულად არ ამბობ მაგას მითუმეტეს იმის მერე რაც... უცებ გავიაზრე რომ სისულელის წამოროშვას ვაპირებდი და ენას კბილი დავაჭირე -მითუმეტეს რის მერე ლილუ რატო გაჩერდი -არაფერი არ მომაქციო ყურადღება დაბნეული ვარ ეს დღეები - ნუ მატყუებ მითხარი რის თქმასაც აპირებდი ალბათ მართლა ჯობდა მეთქვა და მეც ამოვისუნთქავდი როდესაც სიმართლეს გავიგებდი -იმის მერე რაც ძილში თაკო ახსენე სახეზე ფერი ეცვალა თითქოს ფაქტზე წაასწრესო ცდილობდა ეთქვა რაღაც მაინც მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა -ოჰ აი თურმე რატო გამირბოდი ეს დღეები ვწუხვარ ლილუ თაკო ის გოგოა ვინც დიდი ხნის განმავლობაში მიყვარდა მაგრამ მან იგივეთი არ მიპასუხა -არაუშავს არ ხარ ვალდებული რაიმე ამიხსნა -არა ლილუ მართლა აღარაფერს ვგრძნობ მის მიმართ ხო აბა რა ამიტომაც ახსენებდი მას ავად ყოფნის დროს როცა მე ვიყავი შენს გვერდით -კარგი დენი უნდა წავიდე ლექცია მეწყება ნახვამდის ჯერ კიდევ დენის ნათქვამზე ვფიქრობდი იქნებ მართლა დაივიწყა ის გოგო და მაშინაც მხოლოდ იმიტომ ახსენა რომ გულში წყენა ჰქონდა შემორჩენილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


