შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 31


7-05-2026, 20:08
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 320

იოანე რამდენიმე წამი უყურებდა, თითქოს ცდილობდა ქალის თვალები ამოეკითხა.
-მაშ აღარ ყვირი? აღარ გარბიხარ? -ჰკითხა.
-სად გავიქცე? -მილენამ ფანჯრისკენ გაიხედა, -მთაში ვართ. მანქანა წაიყვანეს. ტელეფონი წამართვით.
მერე ისევ მას შეხედა. -ლოგიკურად შენთან ხვეწნას და გვემას აზრი არ აქვს. -ცინიკურად ჩაილაპარაკა.
მისი გამოვლენილი ეს სიმშვიდე უფრო მოქმედებდა კაცზე, ვიდრე წინააღმდეგობა.
იოანე ნელა მიუახლოვდა.
-და მაინც… ასე უცებ დამთანხმდი? -ხმაში უნდობლობა შეეპარა.
მილენამ ამჯერად უკან არ დაიხია.
იდგა.
მოთმინებით შესცქეროდა და ელოდა.
-ანუ გინდა, რომ აქ ვიყო, არა? -ჰკითხა.
-კი.
-მაშინ ისიც უნდა გინდოდეს, რომ მე თვითონ გადავწყვიტო აქ დარჩენა.
იოანეს მზერა ოდნავ შეიცვალა.
ეს სიტყვები მასზე მოქმედებდა.
-მაგას კი დრო უნდა, -დაამატა მილენამ მშვიდად, -და შენ თუ მართლა გგონია, რომ მსგავსი ქცევებით შემიყვარდები… -ცინიკურად ჩაიღიმა, -ძალიან ზედაპირულად მიცნობ.
იოანეს ტუჩის კუთხე ოდნავ შეირხა.
-ზედაპირულად? -გაიმეორა.
-მაშინ მიცნობდი. -მკვეთრად თქვა მილენამ, -ახლა აღარ.
სიჩუმე.
იოანემ ნელა წაიღო ხელი მისკენ.
ამჯერად უფრო ფრთხილად.
მილენამ თვალი არ აარიდა.
არც უკან დაიხია.
მაგრამ როცა მისი ხელი თითქმის იგრძნო ტუჩებთან-
-იოანე.
ხმა გაწონასწორებული იყო.
მაგრამ მკაფიო.
კაცი გაჩერდა.
-...რა მოხდა?
-თუ ასე გააგრძელებ… -უთხრა პირდაპირ თვალებში, -ვერასდროს შემოგხედავ ისე, როგორც გინდა.
პაუზა.
-და თუ შევჩერდები? -ჰკითხა მან.
-მაშინ… შეიძლება.
ეს “შეიძლება” განზრახ წარმოთქვა.
არანაირი გარანტია.
მაგრამ საკმარისი იმედის გასაჩენად.
იოანემ ხელი ნელა დაუშვა და ჩაიცინა.
პირველად.
ნებაყოფლობით.
მილენამ ეს შეამჩნია.
და სწორედ აქ მიხვდა -
მისი სუსტი წერტილი ძალაუფლება კი არა, სურვილია.

***

რამდენიმე წუთში იოანე ცოტათი მოშორდა.
სივრცე დაუტოვა.
-დაისვენე, -თქვა ბოლოს. -დაღლილი ხარ.
გოგომ თავი დაუქნია.
არ შეეწინააღმდეგა.

***

მილენა მომცრო საძინებელ ოთახში მარტო იჯდა.
სახლის ყველა კარი ღია იყო.
მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
გარეთ მხოლოდ უკაცრიელი ბუნება და ქარი იდგა.
შიგნით - საფრთხე.
ნელა ჩამოჯდა საწოლზე.
სახე ისევ მშვიდი ჰქონდა.
მაგრამ მალევე სუნთქვა და გამომეტყველება შეეცვალა.
-სული მეხუთება...
თვალებში რაღაც გაუმძაფრდა.
-კარგი… -ჩაიჩურჩულა.
ხელები მუხლებზე დაიწყო.
სახლში სიჩუმე ისევ მძიმე იყო - ისეთი, სადაც ფიქრები თითქოს ხმამაღლა ისმის.
ადგა და რამდენჯერმე მოიარა ოთახი.
განუწყვეტლივ ფიქრობდა.
არაფერი.
გაქცევის გზა არ ჰქონდა.
სუნთქვა ნელა დაარეგულირა.
„ვნახოთ როგორ არ გამიშვებ..“
ცოტა ხანში წამოდგა.
კარი გააღო.

***

იოანე საძინებელში იყო.
მარტო იწვა საწოლზე და ტელეფონის ეკრანზე რაღაცას ყურადღებით აკვირდებოდა.
მილენამ კარი შეაღო და კაცი შენიშნა თუ არა პირდაპირ მისკენ გაეშურა.
არ შეჩერებულა.
-ჩემი ტელეფონი დამიბრუნე.
ხმაში არც თხოვნა იკვეთებოდა, არც ნერვიულობა.
მხოლოდ პირდაპირი მოთხოვნა.
იოანემ გამომცდელად შეხედა.
-არა, ძვირფასო. სამწუხაროდ ჯერ ვერ მიიღებ შენს ტელეფონს.. ჯერ მაგ აზრამდე უნდა მიმიყვანო, რომ გენდო..
მის პირველივე სიტყვაზე მილენას თვალებში მაშინვე ბრაზი აინთო.
-ჯანდაბა! -ამოიფრქვა. -რა გინდა ჩემგან? მითხარი, რა გინდა?! -დაიკივლა.
იოანე ჩუმად და თითქმის უდარდელი გამომეტყველებით იწვა.
მილენა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ეს გინდა? -ხმა უფრო დაიჭიმა.
მოულოდნელად ხალათი შეიხსნა, რომელიც წამში იატაკზე დაეცა.
იოანემ მზერა ინსტიქტურად აარიდა.
მილენა მის წინ აისვეტა.
სრულიად დაუცველი.
მაგრამ ეს სისუსტე კი არა, გამოწვევა იყო.
-ეს გინდა ჩემგან, იოანე? -ჩუმად თქვა. -მიდი… მიიღე. და მერე თავი დამანებე.
სიტყვები ნელა, მაგრამ მტკივნეულად იჭრებოდა მისი ყელიდან სივრცეში.
კაცს კვლავ მიუახლოვდა.
საკმარისად ახლოს.
ხელით ხელზე შეეხო, თუმცა უხეშად, პროვოკაციულად.
იოანემ წამით თვალები დახუჭა.
სუნთქვა გაურკვეველი გაუხდა.
შემდეგ სწრაფად შემოხვია ქალს ხელი წელზე და ლოგინზე მის ქვეშ მოაქცია.
მილენა მყისვე გაშეშდა.
გული სწრაფად უცემდა.
იოანე კი ზემოდან დაჰყურებდა.
მზერა მძაფრი ჰქონდა.
მაგრამ-
არ ეხებოდა.
მხოლოდ უყურებდა.
რამდენიმე წამი ასე გავიდა.
დაძაბული.
მძიმე.
მილენამ თვალებში შეხედა. სხეული მის მკლავებში მოადუნა და მალევე აცრემლებული მზერა გაარიდა.
ელოდა.
არ იცოდა რას.
იოანემ ყბა დაჭიმა.
-არა… -თქვა ბოლოს ხმადაბლა, მკაცრად.
პაუზა.
-არასდროს შეგეხები, თუ შენ არ გინდივარ.
მისი ხმა ამჯერად სხვანაირი იყო.
არა დამპყრობლის ან დესპოტის.
თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებდა რაღაცას.
-გესმის? -დაამატა.
სიჩუმე.
მილენა ქვემოდან უყურებდა.
სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა.
და უცნაური თბილი ტალღა იგრძნო სხეულში.
ამ პასუხს არ ელოდა.
ერთი წამით მის შიგნით რაღაც შეირხა.
არ იყო ნდობა.
მაგრამ
ბზარი, რომელიც თითქოს ოდნავ გამთელდა.
იოანემ ხელი ნელა მოაშორა.
ადგა.
თვალებში კიდევ ერთხელ შეხედა.
შემდეგ უკან დაიხია.
წამით კართან გაჩერდა.
-ახლა კი ძილი ნებისა, მილენა..
და გავიდა.

***

კარი დაიხურა.
სიჩუმე დაბრუნდა.
მილენა ისევ საწოლზე იწვა.
არ განძრეულა.
მხოლოდ ჭერს უყურებდა.
გული ისევ სწრაფად უცემდა.
თითქოს სხეული ჯერ კიდევ განვლილ წუთში იყო ჩარჩენილი.
ნელა ამოისუნთქა.
და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-რას თამაშობ, იოანე… რატომ..
თვალები დახუჭა.
მაგრამ ძილი არ მოდიოდა.
იმიტომ რომ პირველად-
მისი გათვლა ბოლომდე ზუსტი აღარ იყო.

***

მზიანი დილა გათენდა. დილის გრილი ნამი და მზის ოქროსფერი სითბო ატმოსფეროში ერთმანეთს ელამუნებოდნენ. მილენა ნელა გაიზმორა საწოლზე, თითქოს ახლა გაახსენდა სად არისო, შეკრთა და ირგვლივ ოთახს გაკვირვებით მოავლო მზერა. იქვე ტანსაცმელი შენიშნა, ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
ფანჯრიდან იოანე შენიშნა, თავი უსიამოვნოდ გააქნია და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
-ახლა რაღას იზამ..
ცოტა ხანში მისი ნაბიჯები იგრძნო და გახედა.
იოანემ მოულოდნელად უთხრა:
-დილა მსვიდობისა.. წამოდი. რაღაც უნდა გაჩვენო.
მილენამ ეჭვით შეხედა.
-ახლა კიდე რას გეგმავ?
-უბრალოდ მენდე ერთი საათით.
ამ სიტყვაზე მილენას ირონიულად ჩაეცინა.
-მაგ სიტყვას შენგან საერთოდ ვერ ვიტან.
იოანემ პასუხი აღარ გასცა.

***

მთის ბილიკზე მიდიოდნენ.
ჰაერი ცივი და სუფთა იყო, მზე კი ხეებს შორის ოქროსფრად იფანტებოდა.
რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა წყლის ხმა.
მილენა ნელა შეჩერდა.
წინ პატარა ჩანჩქერი იშლებოდა კლდეებიდან - თეთრი, შხაპუნა წყალი ღრმა ლურჯ გუბურაში ეცემოდა. გვერდით კი ხის მაგიდა იყო ყვავილებით გაწყობილი.
სანთლები.
შამპანური.
ხილი.
მილენა რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა.
მართლა ლამაზი იყო.
იოანე ჩუმად აკვირდებოდა მის სახეს.
-მოგწონს? -ჰკითხა ბოლოს.
მილენამ უნებურად ჩაიღიმა.
-მთა შენზე უკეთესად მოქმედებს.
იოანეს გაეცინა.
პირველად - გულწრფელად.

***

ცოტა ხანში მაგიდასთან ისხდნენ.
ჩანჩქერის ხმა ფონად გასდევდათ.
ჭიქებში შამპანური ესხა.
მილენა თავიდან ისევ დაძაბული იყო, მაგრამ ალკოჰოლმა სხეული ოდნავ მოუდუნა.
იოანე დიდხანს ჩუმად იყო.
მერე მოულოდნელად თქვა:
-ანამარიაზე იმიტომ ვიქორწინე, რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი.
მილენამ მაშინვე ახედა.
-რა?
იოანემ მწარე ღიმილით დახედა ჭიქას.
-მეგონა თუ სხვას ავირჩევდი… გაგაქრობდი თავიდან. აღარ მეყვარებოდი..
-მერე?
-ვერ შევძელი.
სიჩუმე.
მილენას სახე დაეძაბა.
-ეს საერთოდ არ არის რომანტიკული, იოანე. -ცივად თქვა. -შენს ცოლს პატივი მაინც უნდა სცე. შენნაირი ქმარი მართლა განსაცდელია.
იოანემ მშვიდად აიტანა ეს სიტყვები.
-ვიცი.
-არა, არ იცი. შენ უბრალოდ გინდა ყველაფერი გქონდეს ერთდროულად.
პაუზა.
-მაგრამ ერთი რამ ვერ გაგიგია… ადამიანები ნივთები არ არიან.
იოანე რამდენიმე წამი უყურებდა.
-მაინც მიყვარდი.
მილენამ თვალები აარიდა.
ჩანჩქერის ხმაში სიჩუმე უფრო მძიმედ იგრძნობოდა.

***

ნელ-ნელა საუბარი შეიცვალა.
ძველი ამბები.
პირველი ჩხუბები.
პირველი შეხება.
პირველი ღამე, როცა ორივეს ერთმანეთი შეუყვარდა და ვერ თქვეს.
მილენას უნდოდა არ გახსენებოდა.
მაგრამ ახსენდებოდა.
ძალიან მკაფიოდ.

***

შამპანურის ბოთლი თითქმის დაცარიელდა.
მილენა წამოდგა.
წყალს გახედა.
ჩანჩქერის ქვეშ წყლის ზედაპირი სარკესავით ლურჯი ჩანდა.
-ძალიან ლამაზია… -ჩუმად თქვა.
იოანე აკვირდებოდა.
-მოიცადე, რამე არ მოგაფიქრდეს.
მილენა უკვე იცინოდა.
-მინდა შევიდე.
-წყალი ძალიან ცივია.
-მერე?
იოანემ თავი გააქნია.
-არ ღირს.
მაგრამ მილენა უკვე ფეხსაცმელს იხდიდა.
-მილენა-
-დამშვიდდი.
მის ხმაში პირველად იყო სიმსუბუქე.

***

რამდენიმე წამში წყალში შეცურა.
ჩანჩქერის ქვეშ უწყვეტად მომდინარე წკრიალა წყლის ნაკადები სხეულზე ეცემოდა, კანი უბზინავდა.
იოანე ნაპირზე იდგა და უბრალოდ უყურებდა.
დიდხანს.
ზედმეტად დიდხანს.
თითქოს თვალს ვერ წყვეტდა.
მილენა განაბული იდგა, თმა დასველებოდა, მხრებზე წყალი გაუჩერებლად ეღვრებოდა.
ერთ მომენტში თავი უკან გადასწია და გაიცინა, წყლის ზედაპირზე გაწვა.
და ზუსტად იმ წამში-
იოანემ იგრძნო, რომ ისევ ის გოგო დაინახა.

***

რამდენიმე წუთში თვითონაც წყალში შევიდა.
მილენამ მისი მოძრაობა იგრძნო და ოდნავ შეკრთა.
მაგრამ არ მობრუნებულა.
იოანე ნელა მიუახლოვდა ზურგთან.
თითქმის ეხებოდა.
ჩანჩქერის ხმა ყველაფერს ახშობდა.
-…არ მოგენატრე? -ხმადაბლა ჰკითხა.
მისი თითები ძლივს შესამჩნევად შეეხო მუცელზე.
მილენას სუნთქვა შეეკრა.
-იოანე… არა… -ამოიკნავლა სუსტად და უარყოფით გადახარა თავი.
იოანე მის კისერთან დაიხარა.
-ცოტათიც არა?
პაუზა.
მილენას თვალები დაეხუჭა წამით.
წყალი, სიცივე, მისი ხმა-
ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა.
მერე ნელა შემობრუნდა.
ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ.
იოანე ისე უყურებდა, თითქოს წლების დაკარგულ დროს მასში ხედავდა.
და შემდეგ-
მილენა პირველი მიუახლოვდა.
ტუჩებით შეეხო.
მძიმედ.
მოულოდნელად.
იოანემ წამში უპასუხა.
კოცნა სწრაფად გახდა ვნებიანი, თითქმის უკონტროლოდ.
წყალი ისევ უწყვეტ ნაკადად ეცემოდა მათ სხეულებს, მაგრამ ვეღარც ერთი გრძნობდა რაიმეს სიმხურვალის გარდა.

***

დაბრუნდნენ.
გზაში თითქმის აღარ უსაუბრიათ.
მილემა უხერხულად არიდებდა თვალს.
სახლში შევიდნენ.
საღამო ნელა ეშვებოდა.
ყველაფერი ისევ თითქოს კონტროლქვეშ იყო.
ზედმეტად.


***

მილენა ფანჯარასთან იდგა.
იოანე სამზარეულოში.
წყლის ხმა ისმოდა.
ჩვეულებრივი.
მაგრამ თითქოს საშიშიც.

უცებ
შორიდან ძრავის ხმა გაისმა.
მილენა შეკრთა.
იოანემაც შეწყვიტა მოძრაობა.
რამდენიმე წამი ორივე უსმენდა.
ხმამ უფრო მოიმატა.
ერთზე მეტი მანქანა.

იოანეს წარბები შეეკრა.
-ვინ უნდა იყოს?..
ეს სიტყვა ბოლომდე ვერ თქვა.
ხმამ უკვე ეზოს მოაღწია.
მუხრუჭის ხმა.
კარების გაღება.
მძიმე ნაბიჯები.

მილენას გული უცებ აუჩქარდა.
იოანემ შეხედა.
პირველად -
ეჭვი გაუჩნდა.
-რა ხდება, მილენა?
მილენამ არაფერი თქვა.
მაგრამ თვალებში -
მოულოდნელობა გაკრთა.

შემდეგ-
კარი.
ძლიერად შეირყა.
-გააღე! -დაიყვირა გარედან ვიღაცამ.
იოანე გაიყინა.
-ვინ ჯანდაბაა?..
მეორე დარტყმა.
უფრო ძლიერი.

მილენა უკვე სუნთქვას ვეღარ აკონტროლებდა.
-იოანე… -ჩუმად თქვა.
ამჯერად სხვანაირად.

კარი შემოიმტვრა.
ხალხი შემოცვივდა.
იარაღიანი კაცები.
სწრაფი, ორგანიზებული მოძრაობა.
-ადგილზე დარჩი!
იოანემ ინსტინქტურად უკან დაიხია.
არ ელოდა.
თანაც საერთოდ.

ერთ-ერთმა კაცმა ხმამაღლა დაიძახა:
-ქალბატონი მილენა?!
მილენამ ნაბიჯი გადადგა.
-აქ ვარ!
ხმა გაუტყდა.
მაგრამ მკაფიო იყო.

კაცები მაშინვე მასთან მივიდნენ.
იოანეს გზა გადაუკეტეს.
-არ შეეხოთ! -დაიძახა იოანემ.
მაგრამ უკვე გვიანი იყო.

მილენას მხარზე ხელი დაადეს.
-თქვენთან ვართ, უსაფრთხოდ ხართ.
ეს სიტყვა -
"უსაფრთხოდ“
მართლა ისმოდა რეალურად.

იოანე უყურებდა.
გაოგნებული.
გაბზარული.
-მილენა… -ჩუმად თქვა.
მილენამ შეხედა.
ბოლო წამით.

არაფერი უთქვამს.
არც სიბრაზე.
არც შურისძიება.
არც სიმპათია.
მხოლოდ სიცივე.

გარეთ გაიყვანეს.
ჰაერი იგივე იყო.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.

***

იოანე მარტო დარჩა სახლში.
გარშემო უცხო ხალხი.
ხმაური.
ქაოსი.
და პირველად -
კონტროლი მთლიანად დაკარგა.
მან მხოლოდ ერთი რამ გაიაზრა:
მილენა ვიღაცამ იპოვა.
და ეს ვიღაცა -
უფრო ძლიერია, ვიდრე ეგონა.

***

ღამე უკვე ჩამოწოლილი იყო, როცა მანქანა ქალაქში შევიდა.
მილენა მთელი გზა ჩუმად იჯდა.
ფანჯარას უყურებდა, მაგრამ რეალურად ვერაფერს ხედავდა.
ხელები ისევ უკანკალებდა.
თითქოს სხეული ჯერ კიდევ იმ სახლში დარჩა.

***

როცა მანქანა ნაცნობ ეზოსთან გაჩერდა, სუნთქვა შეეკრა.
კარი სწრაფად გაიღო.
სოლომონი კიბეებზე თითქმის სირბილით ჩამოვიდა.
რამდენიმე წამით ორივე უბრალოდ უყურებდა ერთმანეთს.
მილენას არასდროს ენახა მამა ასე.
შეშინებული.
ნამდვილად შეშინებული.
-აქ ხარ?! -ხმა გაებზარა სოლომონს, თითქოს ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ შვილი მის წინ იდგა. -მილენა…
მილენამ რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
მხოლოდ თავი დაუქნია სუსტად.
შემდეგ კი-
სოლომონი სწრაფად მივიდა და გულში ჩაიკრა.
ძალიან ძლიერად.
ისე, თითქოს თუ ხელს გაუშვებდა, ისევ დაკარგავდა.

მილენა თავიდან გაშეშებული იდგა.
მერე უცებ იგრძნო უსაფრთხოება.
ნამდვილი.
და ეს იყო ყველაზე მძაფრი.
ხელები ნელა შემოხვია მამას.
სუნთქვა აუჩქარდა.
-მაპატიე… -ჩაილაპარაკა სოლომონმა მის თმებში. -ღმერთო… მაპატიე… საკმარისად რომ ვერ დაგიცავი.. ვერასდროს გარიდებ საფრთხეს..
მილენას თვალები დაეხუჭა.
-მამა… დამშვიდდი.. კარგად ვარ..
ხმა ჩაუწყდა.
რამდენიმე წამში სოლომონმა მისი სახე ხელებში მოიქცია და დააკვირდა.
თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.
-რამე დაგიშავა? -იკითხა მაშინვე. -გეფიცები, მითხარი და-
-მამა…
-გეფიცები მოვკლავ.
ეს ისე თქვა, მილენამ იცოდა რომ მართლა იზამდა.

***

-მომისმინე, -თქვა ჩუმად მილენამ, -ახლა უბრალოდ… არ შემიძლია.
სოლომონი მაშინვე გაჩუმდა.
მის სახეს უყურებდა.
შემდეგ უცებ შენიშნა -
მაჯაზე ჩალურჯება.
სახე წამში შეეცვალა.
-ეს რა არის?..
მილენამ ინსტინქტურად ჩამოაფარა ლაქას ხელი.
-არაფერი.
-არ მომატყუო!
ხმამ პირველად აიწია.
მილენა შეკრთა.
სოლომონი მაშინვე მიხვდა.
სუნთქვა შეიკავა.
-ბოდიში… -უფრო ჩუმად თქვა. -ბოდიში… ჩემი ბრალია..

***

სახლში შევიდნენ.
ყველაფერი ისევ ისეთი იყო.
იგივე სურნელი.
იგივე განათება.
მაგრამ მილენასთვის-
თითქოს აღარაფერი იყო იგივე.

***

სოლომონი წამითაც არ შორდებოდა.
წყალს უსხამდა.
ყოველ წუთს ეკითხებოდა:
-გშია?
-ექიმი გინდა?
-ცუდად ხარ?
-ხომ არ გეძინება? დაისვენე..
მილენას ბოლოს ნერვიული ღიმილი მოედო.
-მამა…
სოლომონი გაჩერდა.
-აქ ვარ.
ამ ორ სიტყვაში იმდენი რამ იდო, მილენას გულში რაღაც ჩაემსხვრა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე სოლომონმა ძალიან ფრთხილად იკითხა:
-ვინ იყო სინამდვილეში შენთვის?
მილენა გაიყინა.
იოანეს სახე წამში დაუბრუნდა გონებაში.
ჩანჩქერი.
მისი ხმა.
მისი ხელები.
მისი სიგიჟე.

***

-მილენა…
მან ნელა ახედა მამას.
და პირველად-
არ იცოდა რა ეპასუხა.
სოლომონი აკვირდებოდა.
მიხვდა.
არაფერი უთქვამს რამდენიმე წამი.
მერე ძალიან ჩუმად ჰკითხა:
-გიყვარდა?
მილენას სუნთქვა შეეკრა.
თვალები მოულოდნელად აუწყლიანდა.
მაგრამ არ ტიროდა.
-არ ვიცი… -ჩაილაპარაკა ბოლოს.
და ეს იყო ყველაზე საშიში პასუხი.



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, იოანე მოძალადეა, სიყვარულით ამას ვერ გაამართლებს და ვერც მილენასთვის იქნება ღირსეული ქმარი, ვნახოთ ავტორის გადაწყვეტილება, როგორ დასრულდება ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent