მანათობელი გრძნობა - თავი 18
გაზაფხულის ჩვეული დილა იყო, ისეთი თბილი, ისეთი მზიანი თითქოს ბუნებაც ზეიმობდა ახალ სეზონს. ამინთან ერთად მეც გამოვიზაფხულე და ჯინსის თხელი კაბით გავეშურე თამოსთან. ქალაქს უკვე ეღვიძა და ჩვეულ ქაოსში ჩართულიყო. არ წყდებოდა ჩიტების ჟღურტული, ჟრიამული, მზეს რომ ეფიცხებოდნენ და აყვავებულ ხეებს დასტრიალებდნენ. აეეთი სასიამუვნო დილა დიდი ხანი იყო, არ გამთენებოდა. ნარნარით ჩავიარე ჩემი უბნის დაღმართი, გავცდი მოსახვევსაც და სამანქანო გზაზე გასული, მაღაზიის ვიტრინაში საკუთარი სილუეტის შეთვალიერების შემდეგ, აუჩქარებლად გავუყევი ალუბლის აყვავებული ხეებით გახალისებულ ტროტუარს. ქალაქისთვისაც ერთი ჩვეული დღე თენდებოდა — ვიღაც მაღაზიას აღებდა, ვიღაც აივანზე გადმოყულებულიყო და გარეცხილი სარეცხის გაფენასთან ერთად მეზობელთანაც ცვლიდა სიტყვას, ვიღაც გაზონებსა და ხეებს რწყავდა... ჰაერში ავარდნილიყო ნამიანი მიწის სუნი და წამით გავჩერდი კიდეც კარგად რომ ჩამესუნთა. ვინ დაგაცადა? არ წყდებოდა თამოს ზარები, რომელიც აივანზე გამოსულიყო და ჩამომჟავებული სახით მიყურებდა. - რამდენ ხანს უნდა იდგე მანდ? - როგორც ეტყობოდა, თამოსთვის არც ამინდს ჰქონდა რამე მნიშვნელობა და ჩიტების ჟღურტულზე ხომ ვეღარაფერს ვიტყოდი. - გაიღიმე თამო, ნახე რა კარგი ამინდია! - არ შევიმჩნიე მისი უჟმური ხასიათი და მომღიმარმა დავუქნიე ხელი აივნის მოაჯირს დაყრდნობილ მეგობარს. - ამინდი ვერ შველის ჩემს ალერგიას! - ჩემი მისალმება არ შეიმჩნია, ზურგით შებრუნდა და მალევე გაუჩინარდა - ყავა წამოაყოლე. მაინც არ გავიფუჭე ხასიათი. თამო ვერ იტანდა გაზაფხულს, თუმცა ვერ გავამტყუნებდი. გაზაფხულის ალერგია რომ მქონოდა, ალბათ მეც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, მაინც ენერგიით სავსე დავრჩი. ყავა ვიყიდე და თამოს სადარბაზოსკენ გავემართე. - უკვე საძებნელად მოვდიოდი. - უემოციოდ ამოთქვა ცხვირაწითლებულმა და დააცემინა. - ტვინის გაზრდა! - ყავა მივაწოდე და თავად სამზარეულოსკენ გავემართე. - მე მაინც დამაცადე ამინდით დატკბობა. - რით ვერ დატკბი ამ ამინდით? - შენ მაგას ვერ გაიგებ, თამო. სულ სახლში ზიხარ პლედში გახვეული, პენსიაზე გასული ბებიასავით. - იმათ რა უჭირთ, ალერგია მაინც არ აქვთ. - ნუ ხარ ბუზის სპილოდ გადაქცევის ვირტუოზი! ბავშვი სად არის? - ვიკითხე უცნაური სიჩუმით გაკვირვებულმა. - წაიყვანა ანრიმ. - ისევ დააცემინა. - დაჭკვიანება! - ერთხელ მართლა მოვკვდები ამ ცემინებით და მერე გამიხსენებ. - ჰო, და პირველი ადამიანი იქნები ისტორიაში, რომელიც ცემინებით მოკვდა! საცოდავი ის ბავშვი ერთ კვირას რომ გაგიძლო! - მადლობა თქვას მამიდამისი რომ ვარ. - ჰო, მადლობის მეტი რა ეთქმის? არც არაფერი. ბავშვს მთელი დღე მულტფილმებს აყურებინებდი და მერე ვუვლიდიო, დაიჩემებ. - გუშინ წიგნი ხომ წავუკითხე? - ჰო, სამი გვერდი და შუაში დაგეძინა. - დეტალებში ნუ გადადიხარ. - ისევ დააცემინა. - ასე მგონია ეს ჩემი ბოლო გაზაფხულია! - დაწყნარდი, ცემინებით არავინ მომკვდარა. ჯაბა გამომივლის და ვეტყვი წამალი მოგიტანოს. - სად მიდიხართ? - გამომხედა დაეჭვებულმა. - უნდა გავისეირნოთ. - როგორი საეჭვოა ეს თქვენი სეირნობა. - შენთვის ყველაფერი საეჭვოა, რაც არ მოგწონს. - რა? ტყუილია? - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, ძმასავით არის. - ბლა, ბლა, ბლა! - როგორც გინდა ისე იფიქრე... - შიგნით შევედი და თამოს ოთახისკენ გავემართე. მეცინებოდა. ვერაფრით ეგუებოდა ფაქტს, რომ ჯაბას არ იცნობდა. თითქოს შეურაცხყოფა იყო მისთვის. - მაინც მგონია გამოგონილია. - ვინ? - ჯაბა. - ღმერთო... - ამოვიოხრე. - აბა დაფიქრდი - უცებ გამოცოცხლდა. - სულ გაიძახი, “ჯაბა გამომივლის”, “ჯაბას ვხვდები”, “ჯაბამ დამირეკა”... მაგრამ ფაქტი? ერთხელაც არ მინახავს ეგ ადამიანი. - თუ ძალიან გაინტერესებს, უფლებას გაძლევ კარი გაუღო! - დიდად გმადლობელი, გეთაყვა! - მომიგო და დაცემინებაც არ დაავიწყდა. და ზუსტად მაშინ, თითქოს ენიშნაო, კარზე ზარი გაისმა. - აი, მოვიდა შენი წარმოსახვითი მეგობარი! - ჩქარი ნაბიჯით გაემართა კორიდორისკენ. თვალები ავატრიალე და მისაღებში გავედი. - სალამი, ლიკა აქ არის? - მორიდებულად შემოვიდა, დასტურის მიღების შემდეგ. თეთრ მაისურზე ზემოდან მოეგდო შავი ჰუდი. თმა არეული ჰქონდა და ისეთი ფერი ედო, თითქოს ნახევარი ქალაქი ფეხით გამოევლო. - ღმერთო ჩემო... - გაისმა თამოს გაოცებული ხმა. - მართლა არსებობს! - ბოდიში? - დაიბნა წარბაწეული ჯაბა. - თამოს ეგონა გამოგონილი იყავი და ახლა თვალებს არ უჯერებს. - ჩამეცინა და სავსე ჭიქა წყალი მივაწოდე ახალმოსულ მეგობარს. - ძალიან ჯაბასავით არ გამოიყურები. - ჩაილაპარაკა კედელზე აყუდებულმა თამომ. - და ჯაბა როგორ უნდა გამოიყურებოდეს? - არ ვიცი... - გაიღიმა - მაგრამ მინიმუმ, ულვაში მაინც უნდა გქონოდა. - ჯაბას ჩაეცინა. მერე კი აფთიაქის თეთრი პარკი ასწია და ჰაერში აათამაშა. - ეს შენი ალერგიის წამალია, სხვათა შორის. - ჩემთვის? - არა, შენი მეზობელი მალხაზისთვის! - დავცინე. - რას ერჩი მაგ მალხაზს, კარგი ბიჭია. - ჰო. კარგი რომ არის, იმიტომ არ მიჰყვები ცოლად. - ბოდიში ახლა! - დააცემინა. - ჯანმრთელობა. - მიუგო უკვე კედელზე მიყრდნობილმა ჯაბამ. ეტყობოდა, სიამოვნებდა ჩვენი კინკლაობის ყურება და სასიამუვნოდ მომღიმარი მოგვშტერებოდა. - კარგი - ამოიოხრა თამომ - ვაღიარებ, არსებობ... მაგრამ მაინც საეჭვო ხარ. - მაინც მიაყოლა თავისებური. - ეგ კომპლიმენტია? - ღიმილი არ შორდებოდა ჩემი იდუმალი მეგობრის სახეს. - ჯერ არ გადამიწყვიტავს. - მხრები აიჩეჩა თამომ და ჩაახველა. ჯაბამ თავი ოდნავ დახარა, თითქოს ამაზე პასუხის მოფიქრებას აპირებდა, მაგრამ მერე უბრალოდ ჩაიცინა. - ფლირტს თუ მორჩით, წავიდეთ. - მივუგე ინტრიგნულად და მერე, მალევე დავტოვეთ თამო თავის ამჟავებულ სახესთან, წამლების გროვასთან და ხელსახოცებთან ერთად. სანაპიროზე მივსეირნიბდით. მშვიდი, წყნარი საღამო იყო და ის საუცხოო სიტკბოც ტრიალებდა ჰაერში, თბილ სეზონებს რომ ახასიათებდა. - რა სასაცილო იყო არა თამო? სულ ახერხებს ხოლმე, კარგ ხასიათზე რომ დამაყენოს და მერე... - ასე ძალიანაც ნუ ცდილობ, ლიკა. - მზრუნველად გადმომხედა ჯაბამ. - რა? - არ არის საჭირო, ამდენად ცდილობდე დაგვაჯერო, რომ კარგად ხარ. - ჩაეღიმა - ვალდებული არ ხარ სხვებს რამე უმტკიცო. - მე... - არაუშავს, თუ კარგად არ იქნები. - მე კარგად ვარ. - ანუ კარგად ხარ? - ჰო, კარგად ვარ. - არ გეგონოს, დასიებული თვალები ვერ შეგამჩნიე. - თვალწინ გადამეღობა - რას ჰგავხარ?! - ... - ვერაფერი ვუთხარი. და რომც მეთქვა, ვერაფერს გამოვაპარებდი. საკუთარ თავზე კარგად მიცნობდა ჯაბა. მზერის ერთი შევლებაც საკმარისი იყო, მაშინვე ხვდებოდა, რა ხდებოდა ჩემში. არც მაშინ გამოჰპარვია რამე. მით უმეტეს, იცოდა, ბოლო ორი წელი ტურილსა და ცრემლებში რომ გავატარე. - რა მოხდა? - დამესიზმრა. - ისევ ამითამაშდა ყბა და ცხვირიც ჩვევისამებრ ამეწვა. - იცი, არ ვუბრაზდები... ვერ ვუბრაზდები მიუხედავად იმისა, რომ მტკივა უმისობა. თვალებიდან ვერ ვიგდებ იმ სურათს, ბოლოს რომ ვნახე და იცი, ყველაზე მეტად რა მკლავს? შიში! არ ვიცი, სად არის...როგორ არის...ან საერთოდ თუ არის... ამის გააზრებაც კი არ შემიძლია!.. - ჩუმად... - ვერ აიტანა ჩემი ცრემლები და უცებ გადამეხვია. სძულდა, როცა ვტიროდი და ვერ ეგუებოდა, ჩემს ცრემლიან თვალებს. ის ზოგადად ასეთი იყო. სძულდა ქალის თვალზე ცრემლი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჩემზე და დედამისზე ჰქონდა გართულება. მთელი ჩემი სიმდიდრე ხართო, ამბობდა და ბედნიერი, აღარ თვლიდა, დედისერთა რომ იყო. - ვერ ვიტან, ასე რომ ადგა და წავიდა! რომ ასე უბრალოდ დამტოვა, მაგრამ ვერც ვბრაზდები, იმიტომ, რომ ვიცი, უჭირდა! არ შემიძლია მასზე გაბრაზება მიუხედავად იმისა, რომ მატკინა! - მესმის...ძალიან კარგად მესმის, რასაც განიცდი. - თმაზე მეფერებოდა ჯაბა - მაგრამ იცი, რა? - ... - - მის ადგილას, მეც ასე ვიზამდი. - რა? - უცებ მოვშორდი, როცა გავიაზრე რა თქვა. არ შეიმჩნია ჩემი გაღიზიანება, ზურგი შემაქცია და ქვის მოაჯირს დაეყრდნო. - როცა არ იცი, რისი გამკეთებელი ხარ...როცა საკუთარ ქცევას ვერ აკონტროლებ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, წასვლაა. - არ მესმის...და ვერც ვერასდროს გავიგებ... - მართალია... - თავი დამიქნია - ვერ გაიგებ, რადგან შენ შენი სიმართლე გაქვს, მას მისი. მისი გადმოსახედიდან ასე იყო სწორი და ასე მოიქცა. - როგორ შეგიძლია ასე უბრალოდ გაამართლო... - - არ ვამართლებ. - გამაწყვეტინა - შენ ყველაზე კარგად იცი, რა მდგომარეობაშიც იყო...როგორ უჭირდა საკუთარი თავის ატანა და რამდენად გატეხილი იყო მაშინ... მით უმეტეს, სულ ამბობდი, რომ არ იცნობდი. - ჰო, არ ვიცნობდი...- თითქოს მაშინ გავიაზრე მეც. - თავის დროზე შენც ხომ დატოვე, მისივე სასიკეთოდ? - დავტოვე. - ჰოდა, აი მანაც იგივე გააკეთა, ლიკა. საკუთარი თავისგან დაგიცვა. არ იცი, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, რომელიც საღ ჭკუაზე არ არის. - მე... - - მაგრამ რაც არ უნდა იყოს მისი სიმართლე, ეს შენსას არ ცვლის. - დაამატა ბოლოს - რამდენადაც არ უნდა მესმოდეს მისი, მაინც არ ვაპატიებ შენი თვალიდან წამოსულ არც ერთ ცრემლს! - ესღა თქვა და თვალზე მაკოცა. - მე...მე შეიძლება ვაპატიო... - ჩავილაპარაკე - მაგრამ მას აღარ დავუბრუნდები! ისევ თეთრად გაიარეს ღამის წუთებმა და საათებმა. ჯაბასთან საუბარმა თავში ყველაფერი ამირია და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისევ იქ, ორი წლის წინანდელ რეალობაში გადავვარდი. არასოდეს დამვიწყებია და ალბათ, არც დამავიწყდებოდა, რამდენად რთული იყო ახალ რეალობასთან შეგუება - რამდენად მძიმე და ბნელი იყო ჩემი ყოველდღიურობა მის გარეშე. ყველაფერი გაუფერულდა. დაიმსხვრა და წაიშალა ჩემ გარშემო. დემეტრემ თავისი წასვლით ჩემი სიხალისეც თან გაიყოლა და უიმედოდ, საკუთარ ტკივილსა და დარდში ჩაკარგული დამტოვა. მისი წასვლის შემდეგ ჩემი ოთახიდან კარგა ხანს არ გავდიოდი. არც ადგომა, არც ჭამა და არც არავის თვალით დანახვა მინდოდა. საშინელი უსამართლობის, საშინელი ღალატის შეგრძნება მქონდა. ყველაზე მეტად კი გულს ის მოკლავდა ეს ყველაფერი დემეტრეს რომ უკავშირდებოდა. ადამიანს, რომელიც იფიცებოდა, რომ არასდროს დამტოვებდა. არ მესმოდა მისი და არც ის მჯეროდა, რაც გააკეთა. რომ აი ასე უბრალოდ თქვა მივდივარო, ყოველგვარი გრძნობის ან სირცხვილის გარეშე და მართლაც წავიდა. მენატრებოდა. იმდენად მენატრებოდა, რომ ჭკუიდან გადავდიოდი. ძალიან მტკიოდა ფაქტი, რომ ის ჩემთან არ იყო. მის წასვლაზე მეტადაც კი, მისი ვერ დანახვა მკლავდა. საშინელი გრძნობით ვიყავი სავსე. ზიზღით, სიძულვილით, მაგრამ მაინც მისდამი მიჯაჭვულობით. ვერ ვეგუებოდი მის არ ყოფნას...ვერ ვეგუებოდი და ალბათ, ვერც შევეგუებოდი იმას, რომ ის ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. და ყოველ ჯერზე, როცა ამას ვიაზრებდი, გულში საშინელ, გამაყრუებელ ტკივილს ვგრძნობდი. მინდოდა ჩემგან ყოფილიყო მიუხედავად იმისა, რომ თავად წავიდა. მაინც მინდოდა, რომ მოსულიყო და მომხვეოდა. ძველებურად ეცადა და ვერ გადმოეცა, როგორ ძალიან ვუყვარდი და კვლავ ეთქვა მომღიმარს, როგორ აგიჟებდა ჩემი სურნელი. თუმცა რამდენადაც არ უნდა მტკენოდა, რამდენიც არ უნდა მეოცნება, მაინც არავინ მოდიოდა და არც არაფერს მეუბნებოდა. იმდენად გულნატკენი, იმდენად დამსხვრეული დამტოვა, ცრემლიც ვერ გადმოვაგდე, რომ ჩემი სიყვარული მეგლოვა. ვერ მოვახერხე ცრემლის გაშრობამდე მეტირა, რომ მთელი ბრაზი და ტკივილი გადმომენთხია. მარტი საკუთარ თავზე კი არა, ვერც ის მოვახერხე, მასზე მეტირა. მეტირა, რომ ვერ დავეხმარე; რომ სადღაც ჩემგან შორს სულ მარტო იყო და იტანჯებოდა; რომ საკუთარი თავის ეშინოდა და არავინ არ ჰყავდა გვერდით, მისი ტკივილი რომ გაეზიარებინა. რამდენადაც დიდი იყო ბრაზი და ზიზღი, მაინც იმდენად დიდი იყო სიბრალულიც, მონატრებაც და ის გრძნობაც, უკვე რომ ვეღარ ვიტევდი... ოთახიდან ჩემი არ გასვლა თამოს ძალიან აშინებდა. ვინ არ მოიყვანა, რა არ გააკეთა, მაგრამ მიუხედავად მისდამი მადლიერებისა და მისი დიდი ხათრისა, წამოდგომის და ცხოვრების ჩვეულებრივად გაგრძელების ძალა არ მქონდა. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ყველაფერს არ გადავხადშავდი. ეს კი როდის ან საერთოდ მოხდებოდა თუ არა, წარმოდგენა არ მქონდა. ნელ-ნელა სახსრების ტკივილიც დამეწყო გამუდმებული წოლისგან, თუმცა ოთახიდან მაინც არ გავსულვარ. თუ არ ვიწექი, იატაკზე ვჯდებოდი ხოლმე და გარეთ ვიცქირებოდი. მინდოდა, ყველაფერი დამევიწყებინა. მინდოდა, მეხსიერება დამეკარგა და როცა მის სახელს კვლავ გავიგონებდი, საერთოდ არავინ გამხსენებოდა. არ მცოდნოდა მისი არსებობა, არ მცნობიდა მისი სახე და ყოველ ღამით ტირილში ჩაძინებულს, სიზმრად არ მომლანდებოდა. მინდოდა გამუდმებით მძინებოდა, მაგრამ იმის შიშით, იგივე არ განმეორებულიყო, ვერც ამას ვბედავდი. ამდენის მოთმენა კი მართლა აღარ შემეძლო. თამო სახლში მარტოს არ მტოვებდა. ეშინოდა საკუთარი თავისთვის რამე არ დამეშავებინა. არ იცოდა, რომ ამდენად ძლიერიც არ ვიყავი. წამდაუწუმ შემოიხედავდა ოთახში, ხან რას მეტყოდა, ხან რას გამოაცხობდა და შემოიტანდა... ყურადღება არ მიმიქცევია. უაზროდ მივშტერებოდი ერთ წერტილს და გონება გათიშული მქონდა. მაშინაც მხოლოდ ჯაბამ შეძლო ჩემი შველა. ჩემთან მოსულს არაფერი უკითხავს, არც რამე დაუძალებია, უბრალოდ მოვიდა და მაიძულა მეტირა. კარგად მახსოვს მისი სახე, მისი ტკივილი ჩემის კვალდაკვალ... ნელა რომ შემოვიდა ოთახში, თავზე დამადგა და გაუბედავად გაიღო ხმა. - ჩემო ანგელოზო, მოვედი. - ნაცნობმა, მზრუნველმა ხმამ წამში ამიჩუყა თითქმის გაქვავებული გული. - არ შემომხედავ, ჩემო პატარა? - ჩემს წინ ჩაიმუხლა სახეარეული და გაყინულ სახეზე გახურებული ხელი მომისვა. გაშტერებული გავყურებდი ოთახის ერთ წერტილს, მიუხედავად მისთვის შეხედვის დაუძლეველი სურვილისა. მრცხვენოდა. საშინლად მრცხვენოდა, რადგან იგივე ადამიანის გამო უნდა მეტირა. ზუსტად ვიცოდი, მისთვის თვალებში ჩახედვაც საკმარისი იქნებოდა, ღრიალი რომ მომერთო და საკუთარ ცრემლებში ჩამხრჩვალიყავი. ამიტომ არ ვუყურებდი. - რა დღეში ჩაგაგდო იმ... - ამოიგმინა გაბრაზებულმა ჯაბამ და მეორე წამს თავის დამშვიდება სცადა. - შემომხედე, გთხოვ... - გვერდულად გადმოხარა თავი. - მრცხვე...ნია... - რისი გრცხვენია? - ტირილის... - გალეული ხმით ამოვთქვი. - მხოლოდ მე ვარ აქ. - გვერდით გაიხედა - მხოლოდ ჩვენ ვართ, სხვა არავინ. - მითხრა და უფრო ახლოს მოიწია. - შემომხედე. - რომ ამეტიროს? - ვკითხე დარცხვენილმა - არ მინდა, შენთან ისევ მის გამო ვიტირო. - რა გიშველო?! - თავი დახარა გაბრაზებულმა - არაუშავს... - მომიგო ისევ - ოღონდ იტირე და რამდენიც გინდა და რამხელა ხმაზეც გინდა იტირე, ჩემო პატარა. - ... - - ოღონდაც ნუ იკავებ! - ცერა თითით მეფერებოდა გაყინულ ღაწვებზე - არ შეიძლება ის რასაც აკეთებ. - ჯაბა... - ძალიან ნელა გადავიტანე მზერა მის თვალებზე - მტკივა. - ვიცი. - ძალიან მტკივა! - სახის მიმიკებმა ჩემდა უნებურად დაიწყეს ცვლა. - ძალიან მწარეა! - უფრო ხმამაღლა. - როგორ მოვიშო...რო ამდენი რამ? - გულზე ვირტყამდი ხელს - როგორ უნდა დავიცალო, როცა... როცა არც კი ვიცი... - ილაპარაკე... - ხელზე მომიჭირა ჯაბამ - რაც გაწუხებს და გტკივა ყველაფერი თქვი. - ... - იმ წამს იმდენად მერთულა ამის გაკეთება, იმდენად მრცხვენოდა და მტკიოდა, ქვითინის მეტი ვერაფერი შევძელი. - მე ხომ მხოლოდ მიყვარ..და..არა? ასეთი რა დავაშავე? ასეთი რა გავაკეთე? - არაფერი...მხოლოდ გიყვარდა. - ძალიან მინდა წავიდეს... - წავა. - .... - მეტი ვერაფრის თქმა მოვახერხე, ტირილი ამიტყდა და ვეღარ გავჩერდი. - ბო..დიში... - ნუ გრცხვენია. - არ მოსწონდა ჩემი მორიდებულობა - ჯაბა ვარ...მე ვარ. - მტკივა... - გაუბედავად შემოვხვიე ხელები და ძალიან მაგრად ჩავებღაუჭე. - ყველაფერი გაივლის, ჩემო პატარა! გაივლის, გპირდები! - ეს თქვა, ლოგინში დამაბრუნა და გვერდით მომიჯდა. მიუხედავად დაღლილობისა ცრემლები მაინც არ წყდებოდა. ჩემ გვერდით მჯდომი ჯაბა, კედელს აყუდებოდა, მძიმედ სუნთქავდა და ხელს არ მიშვებდა. ჩემი გონება ჩაკეტილი იყო. არც მომავლის დანახვა შემეძლო და არც რაიმეზე ფიქრი. ერთადერთი, რაც არ მავიწყდებოდა მისი სახე, მისი ჩვეული ღიმილი და ხმა იყო, რომელიც გამუდმებით ჩამესმოდა და იმის გააზრება, რომ ეს მხოლოდ ჩემი ილუზია იყო, ჭკუიდან მშლიდა... თითქმის ასე გაიარა მთელმა ორმა წელმა. თავიდან მხოლოდ არსებობა გამომდიოდა. მერე ნელ-ნელა ოთახიდან გამოსვლაც დავიწყე - ხან სამზარეულოში, ხან აივანზე, ხან ქუჩაში და აი ასე, ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩვეულ ყოველდღიურობას. გულში ძალიან ღრმად დავიმარხე ჩემი სიყვარული და აღარ ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, არც ეს გრძნობა გაქრებოდა სადმე და აღარც ძველი ლიკა დაბრუნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


