შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 6


11-05-2026, 14:20
ავტორი Tak.oo
ნანახია 700

რეპეტიციის შემდეგ მიდიან დუდუსთან.
_ გაიცანი დუდუ…ეს ნიცა…_ აცნობს ერთმანეთს.
_ გამარჯობა. _ უღიმის ნიცა და თავისუფალ მაგიდასთან ჯდებიან.
_ მოდი შეკვეთას მივცემ,თორემ დღეს ბევრი ხალხია ლოდინი მოგიწევთ._ გამოწეული სკამი ისევ უკან მიწია._ ნიცა,როგორს მიირთმევ?
_ ყველაფრით,წიწაკა ორმაგი._ ჩაეღიმა,მიჩვეულია გაოცებულ სახეებს,როცა წიწაკის რაოდენობას აკონკრეტებს ხოლმე.
_ ვაა…კაი,ალექსის გემოვნება კი ვიცი._ გატრიალდა დუდუ.
_ მაგდენ მწარეს,რომ ჭამ იმიტომ გაქვს ხასიათიც შესაბამისი._ კბილი გაკრა ალექსანდრე.
_ შენ საერთოდ თუ იცი,რატომ არის წიწაკა მწარე?_ წარბი აუწია ნიცამ.
_ კი,ვიცი, შაქრის დიდი რაოდენობის გამო,მაგრამ შენთან რა კავშირშია? _ირონია გაურია ხმაში.
_ ოჰ,ხედავ იუმორიც შეგძლებია._არ დარჩა ვალში ნიცა.
_ შენ აშკარად ზედმეტი მოგდის წიწაკა,ხასიათს გიყალიბებს უკვე.
_ უჟმური მაინც არ ვარ.
_ საერთოდ არ ვარ,რომ იცოდე…
მაგიდას დუდუ შემოუერთდა.
_ რა არ ხარ?_ ინტერესით იკითხა.
_ უჟმური ხარო,ცილს მწამებს.
_ აუ,არაა…საძმაკაცოში ყველაზე კარგი იუმორი მას აქვს.
_ არ არსებობს…_ აპროტესტებს გოგო.
_ ვაა,რა ჩაიდინე ასეთი რომ ვერ იჯერებს?_ ალექსანდრეს გადახედა.
_ ვაფშე არაფერი…
_ აი,ზუსტად რომ არაფერი,იმიტომაც მგონიხარ უჟმური…_ გამოცოცხლდა ნიცა.
_ უცებ გადაგარწმუნებ მაგაში._ ხელს იქნევს დუდუ._ კვირის ბოლოს მეგობრები მივდივართ ბორჯომში…
ალექსის გაკვირვებულ სახეს რომ ხედავს დუდუ,თემას ავრცობს.
_ თენგოსთან…იმ დღეს,რომ გირეკავდი და არ გამოხვედი…მაგ დღეს აქ იყვნენ და მოვილაპარაკეთ.მე,სერგი,გიო,თენგო,ნათია,ცირა,თქვენც წამოდით და კარგად გავერთობით.
_ ვერ შევძლებთ…ნიცას გეგმები აქვს…
_ აი,ხომ ვამბობ უჟმურიათქო.სამეგობროსთან მსგავს შანს ვინ გაუშვებს ხელიდან?!მაგრამ ეს…_ წარბს ნიშნის მოგებით წევს ზევით ნიცა.
_ მე თანახმა ვარ,მაგრამ შენ?
_ მე მცალია.შაბათ- კვირას არაფერი მაქვს… როდის მიდიხართ დუდუ?
_ პარასკევს საღამოს ვფიქრობთ,სამსახურებიდან რომ გამოვა სასტავი,ეგრევე გავეშვებით…მოსულა?
ალექსანდრემ ნიცას გადახედა.თავის დაკვრით ანიშნა თანხმობა.
_ ანუ ჩვენც მოვდივართ.
_ მაგარია.წავალ შეკვეთას გადავამოწმებ თუ გამზადდა…


პარასკევ საღამოს თბილისს ტოვებენ მეგობრები.დუდუ და ნათია ალექსანდრესთან და ნიცასთან თავსდებიან მანქანაში.ნათია და დუდუ შეყვარებულები არიან.
_ ანუ მხოლოდ მე ვარ უცხო?_ კითხულობს ნიცა.
_ აღარ ხარ უცხო,ხომ გაიცანი ყველა._ ამშვიდებს დუდუ.

სახლი შემაღლებულ ადგილზეა.ცენტრალური ქუჩიდან სულ ციცაბო აღმართზე იარა ავტომობილმა.ქუჩა ვიწრო და მჭიდროდ დასახლებულია.
სახლს ტერასა აქვს რომელიც გადმოყურებს ქუჩას.აქვე ჰამაკია,მაგიდა და სკამები.ეზო ძალიან პატარაა.
_ აუ,როგორ მომნატრებია აქაურობა._ ამბობს ალექსანდრე.
გრილი ჰავა მაშინვე იგრძნობა,ნიცას აციებს წამიერად.
_ უი,როგორ გრილა._ აღნიშნა.
_ გაქვს თბილი რამე?_ ჰკითხა ალექსანდრემ.
_ არა,არ მეგონა,ასეთი სიგრილე თუ იქნებოდა.
_ ყოჩაღ ნიცა…_ უკმაყოფილოდ გააქნია თავი ბიჭმა.

ეზო ჩანთებით გაივსო.
_ დროულად დაგაბინაოთ,თორემ,ვფიქრობ ეზოში ჩვენი ადგილი აღარ დარჩა._ იცინის თენგო._ აბა მომყევით ჯარი…
ამ საძინებელში შედით გოგონები,მოიცა რამდენი ხართ? ნათი,შენ,ნიცა და ცირა დაბლა პირველ საძინებელში.დუდუ და ალე თქვენც აქ,გოგონების საძინებლის გვერდით,მე,სერგი და გიო ზევით.
_ აუ,ნათ,დატრიალდი ჩემო სიცოცხლე შენებურად რა,მაგრად მშია…_ აწუწუნდა დუდუ.
_ ვაიმე დუდუ,დავიღალე გზაში.იქნებ დამასვენო…
_ აუ,ჩემი… კაი ხო,მე ვიზავ რამეს…თენგიზ,მოდი…
ბიჭები ისევ მანქანით გადიან,პროდუქტები მოაქვთ და მზადებას შეუდგნენ.თან მომდევნო დღის გეგმებს განიხილავდნენ.
_ ხვალ ღამე,გოგირდის აუზებზე წავიდეთ.
_ ღამე რატომ?_ იკითხა ნიცამ.
_ აუ,დღე უამრავი ხალხია.ვერ ჩახვალ_ გაეპასუხა თენგო,რომელიც შამფურზე აგებდა სამწვადეს._ ჩვენ სულ ღამით მივდივართ.ცენტრალური პარკიდან ტყის გავლით ფეხით.ლაშქრობები გიყვარს?
ალექსანდრეს ჩაეღიმა.ნიცა რომ წარმოიდგინა ლაშქრობაზე…ნებიერა,რომელიც სახლშიც კი ლამის ქუსლიანი ფეხსაცმლით დაბაკუნობს.
_ არასდროს ვყოფილვარ.
_ არაუშავს,მოგეწონება._ არ შეუმჩნევია მისი პასუხი თენგოს._ დღეს აქ გავერთოთ და თან დავისვენოთ.
ნიცა ჰამაკში ჩაწვა და შორიდან უყურებდა მისთვის უცხო ადამიანებს.
უყვარდა ადამიანებზე დაკვირვება.მათი ხასიათების შესწავლა,ამოცნობა…სულ ფიქრობდა,რომ ყველა თვისებას,ყველა ხასიათს თავისი მიზეზი ჰქონდა,იცოდა დასაბამი საიდანღაც იწყებოდა და სულ აინტერესებდა რა იყო ეს საწყისი წერტილი.
ერთი შეხედვით რთული,განებივრებული,კაპრიზული,ამაყიხასიათის გოგო ჩანდა ნიცა,მაგრამ სინამდვილეში შიგნით,ძალიას თბილი,კეთილი გულის ადამიანი იმალებოდა.
ახლაც იწვა ჰამაკში და აკვირდებოდა მათ მხიარულებას.ცდილობდა ამოეცნო რა ხასიათის მატარებლები შეიძლება ყოფილიყვნენ.შეძლებდა თუ არა მათთან ერთად ყოფნას ეს 3 დღე.
ალექსანდრემ რამდენჯერმე გამოხედა გოგოს,რომელიც ტილოს ჰამაკში ისე გახვეულიყო,ცხადი იყო სციოდა.რას უშველიდა თხელი ნაჭერი,როცა შორტი და თხელი, ბრეტელზე მაისური ეცვა.ბიჭი სახლში შევიდა და ჰუდით ხელში დაბრუნდა.
_ ჩაიცვი…_ გაუწოდა გოგოს.
ნიცა უხმოდ ჩამოართვა და გადაიცვა მუქი ჭაობისფერი ჰუდი,რომელსაც სასიამოვნო სურნელი ჰქონდა.ესიამოვნა სითბო.
_ მადლობა._ უთხრა დამთბარი ხმით.
_ რატომ არ გვიერთდები?_ დაინტერესდა.
_ მომწონს აქ…_ ზოგადად იგულისხმა სიტუაცია ნიცამ._ სასიამოვნო გარემოა.
_ ჰოო? _ გაუკვირდა გოგოს შეფასება ალექსანდრეს.
_ ხო,სულ სხვანაირი სიმშვიდეა…აი,სულში ჩამწვდომი…საკუთარ თავთან რომ კითხვებს გაგიჩენს…_ ნელა საუბრობდა,დაფიქრებით._ გულახდილობისკენ რომ გიბიძგებს.
იქვე მდგომი სკამი მოიწოდა ალედსანდრემ და გოგოს გვერდით ჩამოჯდა.
_ აქ თითქოს დროც სხვანაირად გადის._ საუბარში აჰყვა ბიჭიც.
_ აუ,კიი…მეც შევნიშნე…
ნიცა თან ჯგუფისკენ იყურებოდა,დუდუს მზერა იგრძნო,რომელიც ნათიას ეხუტებოდა.უხმოდ გაუღიმეს ერთმანეთს.
_ დიდი იმედი არ მქონდა,რომ მოგეწონებოდა…_ აღიარა ალექსანდრემ.
_ რატომ?_ მიუხვდა,თუმცა მაინც ჰკითხა.
_ მელიქიშვილების ნებიერა ხარ._ ჩაიცინა ბიჭმა._ რამე არის რაც მოგწონს?
_ როგორც ჩანს ყოფილა._ ნიშნის მოგებით დაუბრუნა პასუხი.
ორივემ იგრძნო,საუბარმა გადაუხვია და ისევ ძველ ფაზაში შედიოდნენ.
_ სასიამოვნოა,თუმცა შენგან მოულოდნელი და უცხო._ მაინც არ დაუთმო ალექსანდრემ.
_ ხო,ურჩხულებსაც მოგვწონს ხან რაღაცეები…_ თითქოს ეწყინა ნიცას,გულახდილობის ხასიათზე იყო,მაგრამ ბიჭი ვერ მიუხვდა.
ალექსანდრეს ჩაეცინა.
_ წამოდი ცეცხლთან,ცოტას შეიბოლები,მაგრამ გათბები._ წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
_ არ მინდა.
მხრები აიჩეჩა და მეგობრებისკენ წავიდა.
_ ალე…_ ხმადაბლა,თუმცა გასაგონად დაუძახა.
მისი ბაგედან მოწყვეტილი,თავისი სახელი ყოველთვის სხვანაირად ჟღერდა ალექსანდრესთვის.
ურთიერთობის მიუხედავად,ყოველთვის სახელს ისე უმოკლებდა,ისე მიმართავდა,რომ ბიჭის გულში რაღაც სიმებს ხლართავდა.
მოტრიალდა და თვალებში შეხედა.
_ სიგარეტი მომეცი რა…
ჯიბეები მოიქექა,არ ჰქონდა თან.
_ მოგიტან._ მშვიდად უპასუხა.
მიწას მსუბუქად დაჰკრა ხელი.ჰამაკი დაირწა.თვალები მილულა…
მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა.ოდნავ შეცბა,თვალები გაახილა.
_ მე ვარ…_ დაამშვიდა ალექსანდრემ._მგონი გეძინება შენ…
უხმოდ დაუქნია თავი.
_ ჭამე და დაიძინე._ ოდნავ მზრუნველი ტონი იგრძნო ბიჭის ხმაში და გულის კუნჭულში ესიამოვნა.
_ გაუკიდე და მომეცი რა…_ რბილი ხმით უპასუხა.
ცოტა გაუკვირდა ალექსანდრეს,თუმცა მაინც მსუბუქად მოიქცია ტუჩებს შორისსიგარეტი,ერთი ნაპასი გააკეთა და მერე გოგოს გაუწოდა.იცოდა მაინც არ მოწევდა.მიაწოდა,წამით გადაიკვეთა მათი თითები,ორივემ იგრძნო შეხება და ორივესთან რაღაც დატოვა…
დუფიქრებლად წაიღო ნიცამ ტუჩებთან სიგარეტის ღერი,მსუბუქად ჩაავლო მანაც ტუჩები,ოდანავ მოქაჩა…ღრმად ჩაუშვა ფილტვებში…გააჩერა და ნელა ზანტად გამოუშვა კვამლი.
თვალი გააყოლა ცისკენ მიმავალ კვამლის ლანდს ღამის სიბნელეს რომ შეერია…
უყურებდა ბიჭი და ვერც კი ხვდებოდა გულში ნაპერწკლები რომ ჩნდებოდა…

სუფრასთან მხიარულება სუფევდა.სასმელმა ყველას საუბრის სურვილი აღუძრა.იცინოდნენ,ხუმრობდნენ.ნიცა თვალს ადევნებდა და მოწონდა მათთან.თავად არ ერთვებოდა საუბარში,თუმცა სიამოვნებდა მათთან ყოფნა.
_ ვინ წამოვა,წყალზე?_ პირველმა თენგომ წამოჭრა იდეა.
_ სად წყალზე?_ დაინტერესდა ნიცა.
_ აი,პირველი მსურველიც გამოჩნდა._ ჩაიღიმა თენგომ.
ყველა ენთუზიაზმით შეხვდა ახალ იდეას.წამებში წამოიშალნენ.ერთი-ორი ცარიელი ბოთლი აიღეს,რამდენიმე ერთჯერადი ჭიქა და ჩაუყვნენ გზას…
_ ნელა დაღმართზე…_ იცინოდა ცირა და გიოს წელზე ექაჩებოდა._ წაიქცევი დებილო,რაებს აკეთებ.
_ მოდი ცირუ,_ხელი მოხვია გიომ და გოგო მკერდზე მიიკრა.
_ ესენიც …? _ გადახედა ნიცამ ალექსანდრეს.
_ არა._ ნიცამ დაეჭვებული მზერა შეაგება._ ბავშვობის მეგობრები არიან.
_ მერე რა…_ მხრები აიჩეჩა გოგომ._ დამიჯერე,არის რაღაც მათ შორის.
_ შენთან ლაპარაკს ხომ აზრი არ აქვს._ ხელი აიქნია ალექსანდრემ.
_ სასტუმრო თბილისის მხრიდან ჩავიდეთ რა._ სერგიმ მარშრუტი დაადგინა.
_ ვაიმე,რამხელა დაღმართია…_ შეიცხადა ნიცამ._ აქ ამოვლა არ გინდა?!
_ ამოვალთ ნუ გეშინია…_ გაეხუმრა დუდუ,რომელსაც ნათიასთვის ჩაეკიდა ხელი._ მიეჩვევი ამ ორ დღეში იმდენს ვივლით.
დაეჭვებულმა გადახედა ნიცამ.
კიდევ პატარა დაღმართი ქუჩა ჩაიარეს და შემდეგ კი გასწორდა გზა.
_ უჰ, ძლივს…_ მუხლებში ოდნავ მოიხარა ნიცა და ხელები დაიდო ზედ.
_ დაიღალე?_ ღიმილით ჰკითხა სერგიმ
_ ცოტა კი…
_ ახლა სწორი გზაა…
ქუჩაში ხალხი არ შეინიშნებოდა,აქა-იქ ერთი-ორი ახალგაზრდა.თენგო ყველას მიესალმა.
ქვაფენილიან ქუჩას მიუყვებოდნენ.გვერდით მდინარე მიედინებოდა,რომლის საამო ხმა არღვევდა ღამის მყუდროებს.
ნიცასთვის უცხო იყო ეს გარემო,სიტუაცია და ყველა წამით ტკბებოდა.
ალექსანდრეს ჰუდი ეცვა ისევ.წინ ჯიბეებში ჩაეწყო ხელები ნიცას და ისე მიუყვებოდა ქუჩას.
_ პირველი ჭიქა ნიცას._ თენგომ ჭიქა წყლით შეავსო და ნიცას მიაწოდა.
_ ოჰ,მადლობა._ჩამოართვა ნიცამ,ხელის გულებზე წყლის სიგრილე იგრძნო.რამდენიმე ჭიქა ნიცამაც დალია და ახლა მოწყურებული დაეწაფა წყალს.
_ ფუუ,ეს რა არის…_ ზიზღით დამანჭა ტუჩები.
რამდენიმეს გაეცინა.
_ ბორჯომის წყალი… სასარგებლოა._
_ საშინელი კვერცხის სუნი აქვს…კაი რაა…ამას როგორ სვამთ?_ შეიცხადა ნიცამ.თენგოს და სერგის გაეცინათ.
_ არ ისუნთქო და ისე დალიე.ვერ იგრძნობ სუნს._ აუხსნა გიომ.
_ არა,რომ გავიგე უკვე ვერ დავლევ.
_ კაი,მოეშვი.არ უნდა._ ალექსანდრე ჩაერია საუბარში.ჭიქა გამოართვა ნიცას და თავად მოსვა.
იქვე დალიეს ცოტა.წამოღებული ბოთლებიც გაავსეს და ისევ უკან აუყვნენ გზას.
_ მოდი პატარა პარკშიც გავატაროთ ნიცა…_თენგო მონდომებული იყო._ თანახმა ხარ?სულ ოდნავ დაგრძელდება გზა,უმნიშვნელოდ…
_ არაა პრობლემა…წავიდეთ.
გაიარეს განათებული პატარა პარკი,რომელიც მართლა პატარა იყო და ისევ სახლისაკენ მიმავალ აღმართიან ქუჩებს აუყვნენ.
_ აუუ,ისევ ისე აღმართები…_ დაიჯღანა ნათია.
_ მოდი ზურგზე მოგისვავ და ისე გატარებ პატარა._ შესთავაზა დუდუმ.
_ ღადაობ?_ ჩაიცინა სერგიმ._ ჯერ შენი თავი,როგორ უნდა ატარო ამ აღმართზე და ახლა ნათია მოისვი კიდე…
_ თუ ჩაგორდნენ მერე ნახე შენ…_ იცინოდა თენგო._მტკვარში ვეძებოთ მერე…
_ თქვენი დასაცინი ვინაა? ჩემი კაი,თუ არ ავიყვანო რაა… მოდი ნათ._ დუდუმ ნათია იხმო,ზურგზე მოისვა გოგო და ისე აუყვა ქუჩას.
_ ხმა არ ამოიღო_ ცირას გახედა გიომ.
_ არც მე,არ ვარ შენი ამყვანი ჩემი კაი…ისინი გიჟები არიან._ თვალი გააყოლა წინ მიმავალ დუდუს და ნათიას სერგიმ.
_ მე ბოთლები მომაქვს ცირ…_ ხელში ბოთლები შეათამაშა თენგომ.
_ არ ყოფილა ჩემი საშველი ანუ… გყავდეს ასეთი მეგობრები?!_ ხელები გაშალა ცირამ._ მაინცდამაინც შეყვარებული უნდა მყოლოდა ალბათ…
იმდენი აღმართი აიარეს,ნიცა დაღლილობისგან ყოველ რამდენიმე ნაბიჯში ისვენებდა.ისევ შეუდგნენ სასტუმრო თბილისის აღმართს.
ნიცას სახე დაეჯღანა,თუმცა უჩუმრად მიუყვებოდა გზას.შუა აღმართზე გაჩერდა.ყველა დაწინაურებული იყო,მხოლოდ ნიცა მიდიოდა უკან.ალექსანდრემ გამოხედა.გაჩერდა, დაელოდა.
_ დაიღალე?_ თანაგრძნობით ჰკითხა.
_ ცოტა…
_ სახეზე ბევრი გაწერია…_ ჩაეღიმა,რამდენიმე ნაბიჯით ისევ ქვევით ჩამოვიდა ნიცასთან.
_ ნუ მოდიხარ,რას აკეთებ,ძლივს აგივლია…_ გული დაწყდა გოგოს.
_ აბა რა ვქნა აქ ხომ არ დაგტოვებ?_ ხელი გაუწოდა ბიჭმა,ნიცამ თავისი თხელი თლილი თითები შეაგება ბიჭის ძლიერ ხელს.
წინ წავიდა ალექსანდრე და ხელით ექაჩებოდა უკან მიმავალ გოგოს.
_ მთლად ნუ გაზარმაცდები ახლა,იარე…_ ჩაეღიმა ალექსანდრეს.
_ ძალიან დავიღალე…_ აწუწუმდა გოგო._ რატომ მანქანით არ ჩავედით?
_ ნიცა,ნუ წუწუნებ… გასართობად ხარ აქ.
_ ვაიმე ღმერთო…ვსო მე აქ ფეხს არ ჩამოვადგამ აწი…
_ ხომ გციოდა? სამაგიეროდ გათბი…
_ ყველაფერში პოზიტივს რანაირად ხედავ?_ აიარეს მთავარი აღმართი და შეისვენეს,თუმცა ნიცას ხელი ისევ ეჭრა ხელში ბიჭს.
_ პოზიტიური აზროვნება საჭიროა…ისე გართულდება ყველაფერი…
_ ხო,მაგრამ უნდა შეგეძლოს…_ გააპროტესტა ნიცამ.
_ ნახე ნიცა… ხომ იცი მედალს ორი მხარე აქვს… ასეა ნებისმიერი საკითხი,აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე,მაგრამ შენ რომელი მხრიდან შეხედავ ეს არის მთავარი.მუდმივად დადებითიდან ყურებაც დამაზიანებელი და უარყოფითიდანაც…აქ ბალანსია საჭირო.
_ ეგ ბალანსი ვისთვის სად გადის მერე ალექს,ეგ არის მთავარი._ უპასუხა ნიცამ.
ალექსანდრეს ჩაეღიმა.
_ რაა?_ ღიმილით ჩაეკითხა ნიცა._ რატომ იღიმი?
_ ხანდახან,როცა წყნარად ხარ…_ გაჩუმდა.ხელზე მოქაჩა,გზა გავაგრძელოთო ანიშნა.ნიცა ჯიუტად დადგა.ხელი შეუშვა ბიჭს.
_ რა როცა წყნარად ვარ?!
იდგა შუა გზაში,ბიჭის ჰუდში გამოწყობილი,დოინჯ შემორტყმული,ჯიუტი მზერით და ელოდა პასუხს.
ალექსანდრეს ჩაეცინა.წამით მზერა გაუსწორა მის თვალებს,მერე შებრუნდა და გზას აუყვა.
_ წამოდი ნიცა…
რამდენიმე წამით ჯიუტად არ იძვროდა ნიცა,რომ მიხვდა მისი კაპრიზები არ გადიოდა…
_ ალექსანდრე,დამელოდე…_ ბოლო ბგერები გაწელა და გაბუტული ტონი შეურია ხმაში.
წინ მიმავალ ბიჭს ჩაეღიმა.მობრუნდა,ისევ ხელი ჩაკიდა და აუყვნენ სახლისკენ მიმავალ აღმართს.
დღე გვიან დაიწყო.დღის პირველი ნახევრის მერე შეიკრიბა ყველა.სულ ბოლოს ნიცა გამოვიდა,სანამ ყველა პროცედურა არ ჩაიტარა.დილის რუტინა არ დააარღვია.
საუზმე იკითხეს და ცირამ ბიჭებს საყვედური გამოუცხადა.
_ სულ სამი გოგო ვართ,ჩვენს რას გვიყურებთ,ადექით და მოამზადეთ.
_ კარგი,კარგი…_ განაცხადა თენგომ._ მივხედავ მე._ ოღონდ დაწუნებებს არ ვართ.
ნიცა,ეზოში გავიდა.მოკლე შორტით და ტოპით.პირდაპირ ჰამაკისკენ გაემართა,აადაც ალექსანდრე იწვა და ნებივრობდა.
_დილამშვიდობის.ადექი,დამითმე._მშვიდად უთხრა.
_ დილამშვიდობის._ მშვიდად განაგრძო ნებივრობა ალექსანდრემ.
რამდენიმე წამით იდგა ნიცა და თითქოს ელოდა.
_ ალექსანდრე,ვერ გაიგე რა ვთქვი?
_ ნამდვილად ვერ გავიგე თავაზიანი თხოვნა… “თუ შეიძლება” მოუხდებოდა მაგ წინადადებას ძალიან.
_ კარგი,რა…რა მნიშვნელობა აქვს,ხომ მიხვდი._ გაჭირვეულდა ნიცა.
_ ჩემთვის აქვს._ მშვიდად დაუბრუნა პასუხი.
_ არ მინდა,ბრძანდებოდე._ გაბრაზდა ნიცა.
_ ძალიან,კარგი.დათმობას ვაპირებდი,თუ ზრდილობიანად მთხოვდი,ახლა კი ვინებივრებ.
ნიცა გაბრაზდა.ჰამაკს წაეტანა ამოყირავება დაუპირა,რაც ნამდვილად გამოუვიდა,მაგრამ ალექსანდრემ ბოლო წამს გაიბრძოლა,ხელი მოხვია და წამში ზევიდან მოექცა გოგოს.
_ პატარა ალქაჯი ხარ._ ზევიდან დაჰყურებდა,თან ეცინებოდა,გოგოს სიჯიუტეზე.
_ ადექი ახლა…კარგია რბილად წოლა?
_ აუ,შენ თუ გგონია რბილი ხარ…_ ჩაიცინა ბიჭმა.წამოდგა და ხელი გაუწოდა,წამოაყენა.
ნიცა წამში ჰამაკში ჩაჯდა.
_ ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა…_ წარბი აწია და ორაზროვნად ჩაიცინა.
ალექსანდრე ღიმილით უყურებდა.
_ მიზანი ამართლებს საშუალებას შენთვის?
_ გააჩნია მიზანს და გააჩნია საშუალებასაც…
_ ამჯერად დაგითმობ.

საღამოს მზადება დაიწყეს.ღამის 22:00 საათზე სახლიდან უნდა გასულიყვნენ.
_ აუ,მანქანით წავიდეთ რა ალექსანდრესთან აწუწუნდა ნიცა.
_ არ არის სამანქანო გზა.
_ სადამდეც მივალთ მანქანით.
_ ნიცა,პარკთან მიხვალ მანქანით,მერე ფეხით უნდა იარო.
_ ხოდა პარკამდე წავიდეთ,აღარ მინდა ამ აღმართების ფეხით ამოვლა…
_ სადაც ყველა იქაც შენ.
_ არ მინდა._ გაჯიუტდა გოგო.
_ შენი არჩევანი ეს იყო,რადგან წამოხვედი ახლა ყველასთან ერთად უნდა იყო.ჩაალაგე ჩანთა?
_ არ მაქვს ჩანთა.
_ მომეცი შენი ნივთები,ჩემს ჩანთაში ჩავალაგებ.თბილები წამოიღე.
_ ხომ,გითხარი არც თბილები მაქვს…
_ კაი ჩემ ჰუდს წამოგიღებ.
კარში დუდუ გამოჩნდა.
_ თუ მზად ხართ წავედით.სანამ პარკს დაკეტავენ უნდა ტყეში გავიდეთ.
სწრაფი ნაბიჯით გაუყვნენ გზას.პარკის ტერიტორია დროულად დაფარეს და ტყეში გაუყვნენ გზას.
ბიჭები სრულ მზად ყოფნაში იყვნენ.ღამის სანათები ჰქონდა მომარჯვებული და გზას ანათებდნენ.
ღამით ტყეში,ქვა-ღორღიან გზაზე არ ყოფილა ადვილი.მდინარის გასწვრივ მიუყვებოდნენ გზას.
მალე დაიღალე ნიცა.
_ მალე მივალთ?
_ ჯერ არა ნიცა._ გაეპასუხა სერგი.
_ დავიღალე…_ დაიწუწუნა და მორჩილად მიყვა მის წინ მიმავალ ადამიანებს.
ერთ საათიანი სიარულის შემდგომ მივიდნენ დანიშნულების ადგილზე.
ნიცამ ინტერესით მოავლო თვალი გარშემო გარემოს.
მოეწონა.რაღაც უარესს ელოდა,არც იცოდა რას მაგრამ,იმას არა რაც დახვდა.
ბიჭებმა გარშემო ხმელი ხის ტოტები მოაგროვეს და პატარა კოცონი დაანთეს.
სერგი და დუდუ თავით გადაეშვნენ აუზში.მალე ნათია და ცირაც მიყვნენ.
გიო,თენგო და ალექსანდრე ჯერ ისევ ხმელ ტოტებს აგროვებდნენ,რომ მთელი ღამე ჰქონოდათ ცეცხლი.
_ მთელი ღამე რად გვინდა?_ ინტერესით იკითხა ნიცამ.
_ მხოლოდ დილის 8საათზე შევძლებთ წასვლას.პარკი მაგ დროს იღება._ აუხსნა თენგომ.
საკმარისი ფიჩხი, რომ მოაგროვეს ბიჭები კოცონს შემოუსხდნენ.
ნიცას სითბო ესიამოვნა.რადგან ისევ შორტით იყო წამოსული და ზევიდან ალექსანდრეს ჰუდის იმედად.აუზიდან ყველა ამოვიდა.გასახდელში გამოიცვალეს და ისინიც კოცონს შემოუსხდნენ.
_ ნიც,რატომ არ ჩადიხარ აუზში?_ ეკითხება დუდუ და სველ თმას იქნევს აქეთ-იქით.
_ კაი შე ჩემა გავიწუწეთ._ საყვედურობს თენგო.
_ რავი,რომ შემცივდეს?_ მხრებს იჩეჩავს ნიცა.
_ წყალი თბილია.ბუნებრივად არის თბილი…მიდი ტო,ჩაიყვანე…_ ალექსანდრეს მიუბრუნდა დუდუ.
_ არ უნდა და ძალით ხომ არ ჩავაგდებ?!
_ უნდა._ გადაჭრით ამბობს დუდუ.
_ გინდა? _ ეკითხება ალექსანდრე.
_ ვცდი…
ნიცა აუზისკენ გაემართა,ალექსანდრე უკან მიყვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent