ჩემი პირადი მცველი 7
ნიცამ მაისური გაიხადა,იქვე სკამზე დაუდევრად მიაგდო.ალექსანდრემ თვალი შეავლო სიბნელეში გოგოს უნაკლო სხეულს,მის მრგვალ ფორმებს… იზიდავდა…ჰქონდა რაღაც რაც მის მიმართ უგრძნობს არ დაგტოვებდა… გონებას მობილიზება გაუკეთა,გვერდით გაიხედა… სავსე მთვარე დაჰყურებდა ტყეში ჩამჯდარ აუზს.წყლის ცისფერი ტონები მთვარის შუქზე მაცდურად ლივლივებდა. ნიცამ მაისურს შორტიც მიაყოლა და ფრთხილი,მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ.რამდენიმე საფეხურზე ჩავიდა. _ შენ არ ჩამოხვალ? არ მომწონს სიბნელეში,წყალში მარტო ყოფნის იდეა… ალექსანდრეს ჩაეღიმა.მაისური გადაიძრო და პირდაპირ თავით გადაეშვა წყალში. წყლის შხეფებმა ნიცასთან მიაღწიეს და გოგოს ნარინჯისფერ სხეულზე,მთვარის შუქის ფონზე აკიაფდნენ. ალექსანდრემ თავი წყლიდან ამოყო.ნიცასკენ გაცურა,ხელი გაუწოდა _ მოდი._ იმავე წამს გოგოს ნაზი თითები ბიჭის ძლიერ ხელებში მოექცა,თავისკენ მიიზიდა ახლოს და აუზის სიღრმეში შეცურა მასთან ერთად. _ მართლა რა თბილი წყალია._ აღმოხდა ნიცას._ ოღონდ სუნი აქვს ამასაც…_ დაიჯღანა. _ რამე არსებობს რასაც არ დაიწუნებ? _ აი ახლა არ თქვა რომ შენ ვერ გრძნობ?! _ კი,ვგრძნობ,მაგრამ… _ არავითარი მაგრამ! ნუ მედავები._ გაიცინა გოგომ და სახეში შეასხა წყალი. _ აი,ეგ არ უნდა გაგეკეთებინა._ გაიცინა და თავადაც გაწუწა. _ გაჩერდი,შენ ნუ მწუწავ._ სერიოზულად გააპროტესტა. ალექსანდრემ ხმამაღლა გაიცინა. _ ვითომ რატომ? _ არ მსიამოვნებს და იმიტომ. _ იცი ვის მაგონებ?_ არ ელოდება ნიცასგან დაინტერესებას._ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინს. _ ვაააი…_ სიცილის აუტყდა ნიცას,მერე უფრო აქტიურად აამოძრავა ხელები და თვალებში შეასხა ბიჭს. _ როგორ მადარებ მაგ მონსტრს?! _ შენც პატარა მონსტრუკა ხარ._ გაიცინა ალექსანდრემ და ზურგი აქცია._ კარგი გეყოს… ნიცა კი არ ჩერდება,დაუზოგავად ასხამს წყალს,იქამდე სანამ არ მობრუნდა. მიუახლოვდა,ორივე მაჯაში მოკიდა ხელები,ზურგს უკან თავისავე წელზე დააწყო და მისი ხელებიც იქვე დატოვა,არ მოაშორა.ასე მოექცა მის მკლავებში გოგო. სახე სულ ახლოს მიწია,თვალებში ჩახედა,მზერა არც ნიცას აურიდებია,ახლო კონტაქტის მიუხედავად. ართობდა გოგოს სიჯიუტე და უტეხი ხასიათი. _ რატომ არ იცი მოსვენება?!_ წარბის აწევით ეუბნება ალექსანდრე და ოდნავ ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში. ნიცა თვალებში უყურებს ბიჭს და მზერას ავიწროებს. _ რა ჯიუტი ხარ ნიცა..._ ღიმილს აფართოებს,ხელი შეუშვა და მეორე ბოლოში გაცურა.ნიცაც უკან მიყვა. _ მოდი შევეჯიბროთ ვინ მალე დაფარავს მანძილს ორჯერ._ იდეა შესთავაზა ალექსანდრემ _ გაჯობებ. _ დამიმტკიცე._ ჩაიცინა ბიჭმა._ სამამდე ვითვლი და ვიწყებთ.სამი,ორი,ერთი… ნიცამ ხელები მოუსვა და წინ წაიწია,მაგრამ აშკარად ბიჭი დაწინაურდა და ვეღარ შეძლო ნიცამ გათანაბრება. _ აღარ მინდა,_ გაჩერდა ნიცა. _ ოხ,ნიცა… _ სხვადროსაც ყოფილხარ აქ? _ კი,თინეიჯერობის ასაკში ზაფხულში ხშირად ჩამოვდიოდით თენგოსთან ბიჭები,სახლთან დაბლა გაშლილი ადგილი რომ არის მანდ ღამით “ბირჟა” იყო ხოლმე,ალბათ ოცი ბავშვი მაინც ვიყავით,ღამის 4-5 საათამდე ვთამაშობდით,ვსაუბრობდით,ხან აქ მოვდიოდით… _ ტკბილი მოგონებები გაკავშირებს ანუ? _ კი. _ აქ ამოგყავდათ გოგოები?_ იცინის ნიცა. _ კი…_ ეღიმება ალექსანდრეს და ნიცას უახლოვდება.მის ხელებს ეხება,თითებს ერთმანეთში ხლართავენ… _ და… აუზში სხვა გოგოსთან ერთად ყოფილხარ?_ ფრთხილად შეაპარა კითხვა. ალექსანდრეს ეცინება. _ ეგეთი შემთხვევაც ყოფილა,კი. _ჰმ… _ რაა?- იღიმის ბიჭი,ხელებს უფრო მჭიდროდ უჭერს მის თითებს და თავისკენ იზიდავს. _ არ მომწონს… _ რა არ მოგწონს? _ ის რომ სხვასთან ერთად ასე ერთობოდი. _ რატომ? შენ რა პრობლემა გაქვს?_ ეშმაკურად ეღიმება ალექსანდრეს. _ ჩემი პირადი მცველი ცივსისხლიანი უნდა იყოს.- წარბს ზევით ზიდავს ნიცა. ალექსანდრე ხმამაღლა იცინის. _ მომიტევე წარსულის შეცოდებანი. ნიცაც აყვა ამჯერად მის სიცილს. ალექსანდრე წყლიდან ადის და პირსახოცში ეხვევა. _ ეი…მეგონა ჩემთვის იყო ეგ.მე რითი შევიმშრალო? _ ეს ჩემია,შენ არ წამოიღე? _ ხომ გითხარი ჩანთა არ მაქვსთქო…_ უკმაყოფილება გაურია ხმაში გოგომ. _ ოხ,ნიცა,ნიცა… _ ახლა რა ვქნა?!_ გაუწყრა ბიჭს. _ ამობრძანდი და შენც ეს გამოიყენე,არ ვიცი ჩემი პრობლემა არ არის ეს._ ერთობოდა გოგოს გაბრაზებით დღეს ალექსანდრე. _ შენი გამოყენებული არ მინდა… _ მაშინ დარჩი მანდ,ან ტანსაცმლით შეიმშრალე…მე ვერაფრით დაგეხმარები. _ ალექსანდრე!.. მოგხვდება._ მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ. _ მიდი,დაუჩქარე ამოდი…თორემ ჰოთ დოგებს ამზადებენ უკვე და აღარ შეგხვდება…სიმინდსაც წვავენ…_ შეახარბა გოგო. _ მე აღარ წამოვალ შენთან ერთად აწი სხვაგან…_ წყლიდან ამოსვლა იწყო._ საერთოდ არ ზრუნავ ჩემზე,არადა მამამ მაგიტომ აგიყვანა… ბიჭის წინ აისვეტა,წყლის წვეთები ნაკადულებად მიედინებოდა მის სხეულზე,შეაცია. შეეცოდა ბიჭს.მკლავები გაშალა და მისი სველი სხეული თავის მშრალ ტორსზე ააკრა. ასე აღმოჩნდა ორივე ერთ პირსახოცში გახვეული.თავისი მძიმე ხელები გოგოს მხრებზე მოხვია.იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული. არცერთი არ ინძრეოდა,აღარ არღვევდნენ სიჩუმეს.ეს სიჩუმე ჯერ ისევ უხერხული იყო მათ შორის. _ ჩაიცვი,არ გაცივდე._ სახიდან წყლის წვეთები მოაშორა.პირსახოცი მას მოახურა ბოლომდე.მაისურს დაწვდა და გადაიცვა. ნიცამ იქვე ამოიცვა სველ შიდა თეთრეულზე შორტი და მაისური.შეუერთდნენ მეგობრებს,რომლებიც კოცონთან საქმიანობდნენ და თან ერთობოდნენ.გიო ვაშლს ყუნწზე ძაფს აბამდა. ნიცა ცეცხლთან ახლოს დაჯდა. _ რას აკეთებ?_ გიოს ჰკითხა. _ თამაშს გიმზადებთ…_ წარბები აათამაშა. როგორც კი ყუნწზე მოაბა ძაფის ერთი ბოლო,მეორე ბოლო ხის ტოტზე დაკიდა. _ აბა ახლა ვინც პირველი შეძლებს და ჩაკბეჩს ვაშლს,ის მიიღებს პირველ ჰოთდოგს და სიმინდს. _ ო,ნამდვილად ღირს წვალებად._ ჩაიცინა ნათიამ. _ მიდი პატარა,არ შემარცხვინო._ გაამხნევა დუდუმ,თუმცა პირველი მცდელობა კრახით დასრულდა,მერე ცირამ სცადა,მაგრამ ვერც ცირამ შეძლო. _ მიდი ნიცა,_ დაუძახა თენგომ. ნიცა წამოდგა,უტრიალა ვაშლს რას არჩევდა და აკვირდებოდა თავადაც არ იცოდა,სცადა მანაც,მისი მცდელობაც კრახით დასრულდა. დუდუმ სცადა შემდგომ. _ ეს იმხელა პირს აღებს,ძაფიც არ მიაყოლოს თუ ძმა ხარ,კუჭზე არ დაეხვეს…_ ახარხარდა სერგი. იმდენი იწვალეს,ბოლოს გიომ მოკბიჩა. ითამაშეს “ნამიოკობანა”,სიმართლე თუ მოქმედება. _ მოდი ახლა “მაფიოზობანა”._ ტაში შემოკრა სერგიმ. _ აუ კიი._ აყვა ცირა. დუდუ თამაშს იწყებს. _ ქალაქს სძინავს… იღვიძებს მაფია. ნიცამ თვალი გაახილა,მოავლო თვალი გარშემო.მის გვერდით ალექსანდრე მშვიდი სახით უმზერდა. უნდოდა ეცინა,მაგრამ თავი შეიკავა. თამაში გაცხარდა. დარჩნენ ალექსანდრე,დუდუ,ნიცა და ნათია. მალე ალექსანდრეს დაადო ხელი დუდუმ. _ მგონი ალექსია.ზედმეტად ჩუმადაა. _ ეს სულ ჩუმადაა…ვფიქრობ გეშლება._ პასუხობს ნიცა. _ ნახე როგორ იცავს.საეჭვოა._ ახმაურდა დუდუ. _ შენ გაჩუმდი,პირველივე წუთებიდან მე მადებ ხელს. _ იმიტომ,რომ ინტუიციით ვგრძნობ… _ ინტუიცია კი არა პარანოია გაქვს._ დასცინა ნიცამ. ყველას გაეცინა. ალექსანდრე ხმას არ იღებდა.უბრალოდ აკვირდებოდა ნიცას, რომელიც ზედმეტად აქტიურად კამათობდა და თავს იცავდა,პერიოდულად მის დაცვასაც ცდილობდა. _ მე პირიქით, ნიცა მგონია,_ თქვა ნათიამ_ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. _ რა ლოგიკაა,_ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიცამ._ ანუ ვინც ლაპარაკობს მაფიაა? მე დუდუ მგონია,წეღან ცირა გააგდო,ახლა ალექსანდრეს ასახელებდა,მერე მე… _ კი შენ ხარ,_ დადასტურებით თქვა დუდუმ. _ რატომ მე? შენ ხარ._ არ დაუთმო ნიცამ. _ მგონი მართლა ნიცაა…_ თქვა ალექსანდრემ. _ მეე?_ შეიცხადა ნიცამ. _ ხო,რავიცი თავდაცვაზე ხარ. _ მე შენ გიცავდი და გაგაგდონ აი დარდი. შენ ზედმეტად ცდილობ ჩემი დადანაშაულებით თავი გადაირჩინო. _ იმიტომ რომ საეჭვო ხარ._ არ ნებდება ალექსანდრე. ყველა დაეჭვებული უყურებს.დუდუ ჩუმად ადევნებს თვალს. _ საერთოდაც დუდუ არის.მან ხელი დამადო მე და მერე ალექსანდრეს და მოკლედ ცდილობს პატიოსანი მოქალაქეები გადაგვკიდოს ერთმანეთს,მე დუდუს ვასახელებ. საბოლოოდ გააგდეს დუდუ პატიოსანი მოქალაქე. _ ასე რომ მაფია უკვდავია._ აკისკისდა ნიცა და ალექსანდრეს გადახედა. _ ეს ორი ნახე რაა,რა თამაში ითამაშეს._ თავი გადააქნია სერგიმ. _ გაგვაცუცურაკეს ყველა._ იცინოდა ნათია. შუა ღამემ გადაიარა მხიარულებაში.ზოგი მოითენთა და თვალი მილულა.ნათია პლედზე წამოწვა და დუდუ გვერდით მიუწვა.ცირა,გიო და სერგი ვიღაც საერთო მეგობარზე საუბრობდნენ. ნიცა ხეს მიეყუდა,მუხლებზე ხელები შემოიხვია,თავი ჩამოდო და სთვლემდა. ალექსანდრე გვერდით მიუჯდა.მანაც გაშალა პლედი ძირს. _ მოდი._ხელი მოხვია გოგოს და მხარზე მიიყრდნო._ დაიძინე. ნიცა არ შეწინააღმდეგებია.პლედზე წამოწვა,კალთაში თავი ჩაუდო ბიჭს და ტკბილად დაიძინა. ალექსანდრე აკვირდებოდა მის დახვეწილ ნაქვთებს,უნდოდა შეხებოდა,მაგრამ ვერ ბედავდა.ჭიანჭველებივით დაუდიოდა გულში მოუსვენარი გრძნობა. “არა” უთხრა თავის თავს მკაცრად,თავი გადააქნია და დუდუს მზერას გადააწყდა,რომელიც ორ მეტრში იყო წამოწოლილი,მძინარე ნათიასთან ერთად და უმზერდა. _ საყვარელია._ ჩუმად დაუძახა ნიცას მისამართით. ახსოვდა დუდუს,როგორ დაუხასიათა პირველად მეგობარს მელიქიშვილების ნებიერა და ახლა მოერიდა.კი,იყო ჯიუტი,მართალია აწვალებდა ძმაკაცს,მაგრამ მთლიანობაში კარგი ადამიანი ჩანდა. ალექსანდრემ მხრები აიჩეჩა,ვითომ სულ ერთი იყო,მაგრამ რას გამოაპარებდა დუდუს,რომელიც ბაღის ასაკიდან სცნობდა მეგობარს და მისი ეს მზარა როგორც ბიჭი უყურებდა ხოლმე გოგოს,ასე თუ ისე ნაცნობი იყო… ირიჟრაჟა,ალექსანდრესაც მოერია რული.იმ ხეზე რომელზეც ცოტახნის წინ ნიცა იყო მიყრდნობილი,ახლა თავად მიეყრდნო და თვალი მოხუჭა,არ უნდაოდა ძილი შეეწყვეტინებინა გოგოსთვის.როცა გაახილა თვალი ნიცა წამომჯდარი იყო პლედზე. მობუზული,ფერმკრთალი იყო. _ გცივა? _ მშვიდად ჰკითხა. _ჰო._ თავი დაუქნია. ჰუდი მკერდის არეში სველი იყო.გაახსენდა სველ ბიუსჰალტერზე რომ გადაიცვა გოგომ. _ არ უნდა ჩაგეცვა სველზე._ თავი გადააქნია ბიჭმა. _ არაუშავს… მალე წავალთ? გადახედეს ყველას ეძინა თითქმის,თენგო და გიო ფხიზლობდნენ მხოლოდ. _ გინდა ჩვენ წავიდეთ?_ ჰკითხა ალექსანდრემ. _ არ ეწყინებათ? პასუხი აღარ დაუბრუნებია ბიჭს.წამოდგა თენგოსთან მივიდა. _ თენგო,ჩვენ წავალთ.სცივა ნიცას,ტანსაცმელიც არ წამოუღია,წავიყვან… _ მიდი… გაიღვიძებენ ესენი _ თავით ანიშნა მეგობრებზე _ და წამოვალთ ჩვენც. ალექსანდრემ თავისი ჩანთა აიღო,ხელი გაუწოდა წამოაყენა. _ გაყინული გაქვს თითები. ჩუმად მოუყვებოდნენ გზას.ნახევარზე მეტი გზა სიჩუმეში გალიეს.2 საათიანმა ძილმა დიდი შეღავათი არ მისცა ნიცას.ენერგიის ნაკლებობას განიცდიდა. _ დაიღალე? _ კი… მაგრამ მაინც კარგი იყო. დაფიქრდა ნიცა,მასაც ბევრი მეგობარი ჰყავდა,მაგრამ უახლოესი მხოლოდ კატო და მეკო.კატო ბავშვობის მეგობარი იყო,მეზობლად ცხოვრობდნენ.ახლა დასთან იყო ვენაში,მალე დაბრუნდებოდა…მეკო უნივერსიტეტში გაიცნო და მაშინვე მიხვდა რომ მისი ადამიანი იყო…სხვა უახლოესი მეგობარი მათ გარდა არ ჰყოლია. _ კარგი მეგობრები გყავს. ჩაეღიმა ბიჭს და დაეთანხმა. _ კი. _ საიდან იცნობ? _ დუდუ,ჩემი უბნელი და კლასელია.ბაღშიც კი ერთად დავდიოდით.დანარჩენებს დუდუსგან ვიცნობ.ჩვენი დედებიც მეგობრობენ და ბავშვობაში დუდუს დედას სულ მოვყავდი ბორჯომში. _ მე არ მყავს დედის მეგობრის შვილები… არც კი ვიცი ვისთან მეგობრობდა დედა.კარგია ალბათ ასე რომ აგრძელებთ მეგობრობას შვილები ხომ?_ გახედა ბიჭს. _ რა გითხრა? ალბათ კარგია… ალბათ თუ ჩემი და დუდუს შვილებიც იმეგობრებენ გამიხარდება. _ ალბათ არა,გაგიხარდება ნამდვილად… გზაში პატარა რილსებს იღებდა ნიცა.მოხიბლა ბუნებამ და ბუნების ბუნებრივმა ხმებმა. ჭრიჭინების ხმა და ჩიტების ჭიკ-ჭიკი ისმოდა პერიოდულად,მდინარის ხმა კი მუდმივად თან სდევდათ. გზაში დაათენდათ. პარკში ჩამოვიდნენ.რამდენიმე ადამიანი შენიშნეს,რომელიც დილით სეირნობდა,ერთი ორი ვარჯიშობდა. ნიცას რამდენჯერმე დააცემინა. _ იმედია არ გაცივდები. _ ჰო,არ გირჩევ…_ ჩაეღიმა._ საშინელი სიცხე ვიცი,ლია მთელი ბავშვობა დატანჯული მყავდა.ღამის თენებები და ამბები,წამლებსაც რომ მასმევდნენ ვერ მიწევდნენ მაინც ტემპერატურას,ხოდა მინდა გითხრა რომ ახლაც ასე ვარ,რთულად მიწევს ტემპერატურა. _ ანუ ვირუსი მუტაციას განიცდის შენს სხეულში და შენსავით შეუვალი და ჯიუტი ხდება._ დაასკვნა ალექსანდრემ. ნიცას გულახდილად გაეცინა. _ ძალიან შემომაჩვიე ეს სარკაზმი შენ._ წარბ აწეულმა გადახედა. _ გახდენ,შენ ხომ მოხდენილი გოგო ხარ._ არ ნებდება ბიჭი. _ მართლა ცუდად ვარ,თორემ გაგცემდი…ააა…_ დააცემინა._ ვაი… _ მოდი ტაქსით ავიდეთ სახლში._ იქვე მდგომი ერთადერთ ტაქსთან მივიდა ალექსანდრე,რომელიც პარკის გასასვლელთან იდგა. სახლში შევიდნენ.ჩანთა იქვე მიაგდო.გოგოს გახედა რომელიც უფრო ფერმკრთალი იყო ვიდრე ცოტახნის უკან. _ მოდი ცხელი შხაპი მიიღე და დაწექი კარგი? ნიცამ თავი დაუქნია.კიდევ რამდენჯერმე დააცემინა.აბაზანაში შევიდა,დერეფნის ბოლოს იყო.მის საძინებელთან 5-6 მეტრში. ესიამოვნა ცხელი წყლის ჭავლი.ჩათბა,მაგრამ მაინც კანკალებდა. _ ფუ,შენი…_ კარი შეაღო._ ალექსანდრეეე… დაელოდა რამდენიმე წამს,პასუხი არ იყო. _ ალეეექს…ჯანდაბა სად წავიდა?! ალექსანდრეეე…_ იყვირა ბოლო ხმაზე. _ დებილი._ ჩაიდუდღუნა თავისთვის. აბაზანის ტილო დაავიწყდა და უნდოდა ბიჭს მიეწოდებინა.სველ ტანზე ამოიცვა რბილი,მაქმანის შავი ტრუსი.ბიუსჰალტერი თან არ ჰქონდა.აიკრა მკერდზე მარჯვენა ხელი,ფრთხილად გამოვიდა აბაზანიდან და სირბილით გაუყვა დერეფანს. ალექსანდრეს საძინებლის კარი გაიღო და გამოვარდა ბიჭი,ტანს ზემოთ შიშველი. _ რა მოხდა?_ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო,რომ ფაქტობრივად შიშველი ნიცა მის მკერდზე აკრული აღმოჩნდა. ყველაფერი წამის მეასედში მოხდა.ვერცერთმა გაიაზრა მომხდარი,მხოლოდ ინსტიქტით მოქმედებაზე გადავიდნენ. ნიცამ მეორე ხელი სირცხვილისგან სახეზე იტაცა.ალექსანდრეს დამცველობითი ინსტიქტი ჩაერთო,ეგონა რამე უჭირდა გოგოს და მაშინვე ხელ წელზე მოავლო და მიკრა გულზე,გვიან გაიაზრა მისმა ტვინმა დანახული, რომ გოგო ფაქტობრივად შიშველი იყო და მაშინვე უშვა ხელი. _ აააა….ალექსანდრეეე…_ სირცხვილისგან დაბალ ხმაზე ამოიჩურჩულა. _ ბოდიში,ბოდიში…_ ხელი შეუშვა._ მაპატიე…მე,მეგონა რამე გიჭირდა…_ განზე გადგა. _ ღმერთო,ჩემო…გაიწიე…_ ცალი ხელი ისე მკერდზე ჰქონდა მიკრული.საძინებელში შევარდა.კარი მოხურა თუ არა ისტერიული სიცილი აუტყდა. _ ნიცაა…_ ბიჭს ვერ გაეგო იცინოდა თუ ტიროდა._ კარგად ხარ? ნიცა სიცილს განაგრძობდა ისე,რომ ბოლოს ძლივს ამოისუნთქა. _ კიი,ჩავიცმევ…_ გასძახა დახურულ კარს მიღმა. სიცივის შეგრძნება არ ტოვებდა,კანკალმა უმატა სხეულში.თითქოს ყველა ძვალი სათითაოდ კრთოდა. _ ალექსანდრე,_ კარი გამოაღო და გასძახა. _ რაა…_ მისაღები ოთახიდან გააგონა ხმა. _ გთხოვ რამე სპორტული შარვალი მათხოვე,აი ის თუნდაც საღამოს რომ გეცვა გუშინ,მცივა და შარვალი არ მაქვს არაფერი… დერაფანში გამოჩნდა,საძინებლისკენ წავიდა. _ ჰო და რამე ჰუდიც გამომიყოლე რა… შარვლით,ჰუდით,წინდებით და საცვლით ხელში დაბრუნდა ალექსანდრე. _ აწი,მითხარი რომ ბარგის ჩალაგება არ იცი. ხელიდან წაგლიჯა ნივთები ნიცამ,ისრ რომ არც დაუხედავს. _ მოუსვი რაა. _ მადლობას იძახიან სულ მცირე მაგ დროს._ მოასწრო და უთხრა სანამ კარს დაკეტავდა. _ ეს რა ჯანდაბაა?_ სიცილი არ შეუკავებია ნიცას.ჯერ წინდები აიღო საჩვენებელი და ცერა თითის კომბინაციით,როცა საცვალიც აღმოაჩინა ბევრი იცინა. შარვალი ჩაიცვა,თასმები ბოლომდე მოჭიმა,რომელიც წელში ჰქონდა და თავის ზომაზე დააყენა,სიგრძე შედარებით მოჩაჩული ჰქონდა,თუმცა არ ედგა ცუდად.ცოტა სიგანეში იყო დიდი,მაგრამ ოვერსაიზის სტილში იყო.ზევიდან ჰუდი გადაიცვა და ოთახიდან გავიდა.თან გაიყოლა ალექსანდრეს ქვედა საცვალი და წინდა. _ წინდა მეც მქონდა ალექს და შორტიც სხვათაშორის._ თვალი ჩაუკრა._ მადლობა ,რომ იფიქრე. _ საცვალია ეგ. _ ჰოო?.. და ჩემსას რა დაუწუნე?_ უკან არ დაიხია გოგომ. _ ზედმეტად გამჭვირვალე იყო. _ ახლა ეგენია ტრენდული და არა ეს კუბოკრული ბებიაჩემის დროინდელი ნიფხვები. ალექსანდრეს სიცილმა ოთახი აავსო. _ ჩაი მომიმზადე რა. _ შენს ძიძას ვგავარ? _ კი,ძალიან._ ირონიულად ეღიმება. _ როდის გავა ეს სამი თვე…_ დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ელექტრო მადუღარაში წყალი ჩაასხა. ეზოდან ხმაური შემოვიდა.დანარჩენებიც დაბრუნდნენ. _ აუ,როგორ დავიღალეე…_ ცირა ნიცას გვერდით მიუჯდა. _ აუუ,მიიწიე მეც ჩამსვით._ ნათიაც ჩამოჯდა. _ ცხელი “კულიჩი” ნიც,არ გინდა?_ დუდუმ ფუმფულა ბულკი გაუწოდა ნიცას. _ მადლობა,აკექსი ჩაის მიმზადებს და ერთად მივირთმევ. გიომ ტუჩები დაბრიცა გაკვირვების ნიშნად,თუმცა არაფერი თქვა. _ ვინმეს ხომ არ გინდათ ჩაი კიდევ? _ არაა,მე ყავა. _ მეც… _ აუ,მეც რა,ნათ… ყვებოდნენ გზაში გადამხდარ ამბებს,თურმე ნათიას ფეხი დასრიალებია ერთ დიდ ქვაზე,მდინარესთან ფოტოს გადასაღებად რომ აბობღდა და მუხლი იტკინა.მერე ნახევარი გზა დუდუმ ზურგზე მოკიდებული ატარა. ნიცას ნელ - ნელა მათი ხმა აღარ ესმოდა,ეძინებოდა და თან სხეულში სიცივე სულ უფრო უჯდებოდა.ფეხები სავარძელზე აკეცა და თავი ზედ დადო,თვალები მილულა. _ ნიცა,ნიცაა…_ ნათიამ ხელი დაადო მხარზე._ ცუდად ხარ? თვალები ზანტად გაახილა,მაგრამ ძალა არ ჰქონდა საუბრის.ისევ დახუჭა. _ მგონი ცუდად არის…_ ხმამაღლა თქვა ნათიამ. ალექსანდრემ თვალებია აწია,ნიცას შეხედა,რომელიც სახეზე სულ თეთრი იყო,მოთენთილი და უღონო. ჩაისთვის პირი არ ჰქონდა დაკარებული. უმალ მასთან გაჩნდა.მისი თხელი ნაზი სახე ხელებში მოიქცია. _ ნიცაა…ნიცა…შემომხედე…გაიღვიძე ნიცა… გოგო თვალები ზანტად გაახილა.თვალები დანისლული,ამღვრეული ჰქონდა. _ გცივა? _ მხოლოდ თავი დაუქნია. ხელში აიტაცა,საძინებელში წაიყვანა.გზად თენგოს მიაძახა. _ საბანი მომიტანე,ან სქელი პლედი…თერმომეტრიც… საწოლში ტანსაცმლიანად ჩააწვინა.დააფარა,სიცხე გაუზომა. 40.8 ხაზი უჩვენა. _ აუ,ჩემი რა ვუშველო ახლა?!_ დაიბნა ალექსანდრე. _ წამალი მაქვს,მოგიტან.გააღვიძე მანამდე._ გაიქცა თენგო. _ ალექს,რით დაგეხმარო?_ შეჰყურებს ნათია. _ წარმოდგენა არ მაქვს ნათია… _ ნიცაა,გღვიძავს?_ ეკითხება ცირა. _ ჰმ… _ არ დაიძინო კარგი. _ კაი._ ამოიჩურჩულა. ალექსანდრეს ლია გაახსენდა,თუმცა არ უნდა ანერვიულოს,მაგრამ ისიც არ იცის რა გაუკეთოს.თან ნიცას სიტყვები ახსენდება,როცა უთხრა ტემპერატურას ვერ მიწევდნენ ხოლმეო.ბოლოს მაინც ლიასთან დარეკვა გადაწყვიტა.აუხსნა სიტუაცია. _ ალექს,კიდურები ნახე ცხელი აქვს თუ ცივი. _ ცივია… _ დაუზილე,სანამ არ ჩაუთბება არ დაეწევა,წამალი მიეცი,მაგრამ მაღალ სიცხეზე ღებინება ეწყება ხოლმე… ღმერთო,რა დაემართა წლები არ ჰქონია ტრმპერატურა… _ მივხედავ ლია დეიდა,უბრალოდ რა გავაკეთო მითხარით. ლია არიგებს,ალექსანდრე ზედმიწევნით ასრულებს ყვრლაფერს.ნათია და ცირა ეხმარებიან. ნელ-ნელა ხელები ჩაუთბა და ტემპერატურამაც კლება დაიწყო.ნიცამ თვალები გაახილა. _ ვაიმეე,ძლივს._ ამოისუნთქა ნათიამ. _ რას შეგვაშინე გოგო._ აყვა ცირა. _ თავი მტკივა… _ სხვა კიდე გტკივა რამე?_ ჩაეკითხა ალექსანდრე. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. _ წყალი მინდა. მთელი დღე თავს დასტრიალებდა ალექსანდრე.ზრუნვას არ აკლებდა.ლიაც დამშვიდდა რადგან ტრმპერატურა დაეწია.მთელი დღის მანძილზე ჩაებით გაჭყიპა ნიცა ალექსანდრემ. საღამოს პარკში სასეირნოდ წავიდნენ. ნიცას ისევ დაბალი სიცხე ჰქონდა,ამიტომ სახლში დარჩენა ამჯობინა.ალექსანდრემ მარტო არ დატოვა. ტელევიზორში ფილმი ჩართო და იმას უყურებდა.ბიჭიც დივნის მეორე მხარეს იჯდა.ძილი მოერია. _ გეძინება?- არ გამოპარვია ბიჭს. თავი დაუქნია. _ მოდი._ თავი მის კალთაში ჩაადებინა და ისე ჩაეძინა. საღამოს დუდუს შეუთანხმდა ალექსანდრე. _ დუდუ,მიდი რა ნიცას გაუცვალე ოთახი,ღამე მივხედო. _ მგონი შვილი რომ მეყოლება ძიძად შენ აგიყვან შე ჩ*მა. _ აუ,დავაი რაა.ხო ხედავ რა დღეში იყო…ისევ ისე რომ აუწიოს… _ კაი,დაწყნარდი არაფერი იქნება.დალია წამალი? _ კი.კიდევ კარგი მაგ საკითხშიც არ ჭირვეულობს… დუდუს ჩაეცინა და ნათიასთან გავიდა.შეუთანხმდა ღამით რომ შეეშვათ მათთან საძინებელში. _ შენი ძმაკაცი,ძალიან როლებშია…_ ჩაეღიმა ნათიას._ ისე,უხდება ხომ იცი გოგოც და როლიც… ღამით კიდევ აეწია ტემპერატურა.ნიცა ოთახში დაწრიალებდა.ალექსანდრემ თვალი ზანტად გაახილა. _ რა ხდება ნიცა?_ ჩახლეჩილი ხმით იკითხა. _ თერმომეტრს ვერ ვპოულობ. _ ისევ აგიწია?_ შეწუხებული ხმით იკითხა.საწოლიდან წამოდგა სპორტული შარვლით იყო.მაისური გადაიცვა. მისაღები ოთახიდან შემოუტანა თერმომეტრი,წამლები,წყალი. გაუზომა,38.3 აჩვენა.წამალი დალია. _ ახლა დაველოდოთ თუ დაგიწევს. _ დამიწევს. _ დილით ისე შემაშინე,ხომ ხედავ ლიად გადავიქეცი. ნიცას სიცილი აუტყდა. _ რომ დავბრუნდები გადავცემ,რომ გამოცდა შესანიშნავად ჩააბარე. _ რა რთული ბავშვი იქნებოდი წარმომიდგენია…საწყალი ლია შენს ხელში…_ იხუმრა. _ ჰო,ალბათ…თუმცა ლიაკოს არასდროს დაუწუწუნია და დაუყვედრებია…_ ფეხები ბუდას პოზიციაში განალაგა ისე დაჯდა._ იცი,პატარა რომ ვიყავი ლიას დედას ვეძახდი… სულ ჩემთან რომ იყო… თან მინდოდა დედა რომ მყოლოდა…ვერ ვხვდებოდი დედა რატომ არ უნდა დამეძახა,ისე მექცეოდა,როგორც დედები ექცევიან შვილებს._ ეღიმება,მოგონებების გახსენებაზე._ ხოდა ესენი მიშლიდნენ დედას ნუ ეძახიო.მე კიდე ძალით ვეძახდი,რაც უფრო მიშლიდნენ. _ გაგიჭირდებოდა ჯიუტად მოქცევა შენ…-ეღიმება ბიჭსაც. _ შენ როგორი ბავშვი იყავი?_ ყურადღება არ მიაქცია ბიჭის კომენტარს. _ როგორსაც მხედავ,ოღონდ პატარა… _ წარმომიდგენიხარ,თუ ასეთი იყავი რა უჟმური იქნებოდი ბავშვიც.- თვალები აატრიალა ნიცამ. _ შენნაირ აბეზარას ისევ უჟმური არ ჯობს? _ სიმართლე თუ გინდა,ალბათ ორივე საშინელებაა…- იცინის. _ არა,მე მაინც აბეზარს არ ვარჩევდი._ ეთამაშება ბიჭი. _ კაი რაა,ბავშვი ზოგადად მაგარი მოსაბეზრებელია…აი,მაგალითად ჩემს დაქალს პატარა და ჰყავს 6 წლის არის და იცი რა აუტანელია?! სულ უფუჭებს კოსმეტიკას,უყრის დალაგებულ გარდერობს,მუდმივად მის ნივთებში იქექება,მოკლედ მე რომ მყავდეს მასეთი აბეზარი ვინმე წარმოდგენაც არ მინდა რას ვიზამდი. _ შენი თავის გარდა რამე გაინტერესებს? _ კი,მოგზაურობა,შოპინგი,კითხვა მიყვარს. _ ძალიან ზედაპირული ხარ. ნიცას სახე შეეცვალა. _ სულ რატომ მაკრიტიკებ? _ რასაც ვხედავ იმას გეუბნები. _ მე არ ვკითხულობ შენს აზრს. _ იმიტომ,რომ ეგოისტი ხარ.სხვა არავინ გაინტერესებს,არც სხვის აზრს ისმენ… ნიცას თვალები აუწყლიანდა.საწოლიდან წამოდგა.ფეხზე ჩაიცვა და ოთახიდან გამოვიდა.გული ატკინა ალექსანდრეს სიტყვებმა.ცრემლებმა თავისით გადმოლახეს შემაკავებელი ზღვარი. კარი გააღო,ეზოში გამოვიდა. თბილი ღამე იყო,მაგრამ მაინც შეაცია ოდნავ. კიბეებს ჩაუყვა და ქუჩაში გავიდა.თენგოს სახლის დაბლა,ოციოდე მეტრში თინეიჯერი ბავშვები იჯდნენ,მოერიდა მათ წინ გავლა,საღამურებით და ისევ ეზოში დაბრუნდა,ჰამაკში ჩაწვა. “განა რა არის იმაში ცუდი,რომ ჩემს თავს ვიცნობ? ჩემს ინტერესებს ვიცავ და ვამბობ იმას რაც არ მომწონს,მიუხედავად იმისა უმრავლესობას თუ მოწონს…” ნაწყენი იყო ალექსანდრეზე,ფიქრობდა, მუდმივად მის დამცირებას ცდილობდა ბიჭი და თავადაც თავდაცვის ინსტიქტი ერთვებოდა.ანალოგიურად ცდილობდა მოქცეოდა.ხან დათბებოდა და ფიქრობდა საერთო ენა გამოვნახეთო… კარის ხმაზე თავი აწია.ალექსანდრე იყო.მის წინ აისვეტა. _ მაპატიე, უხეშად გამომივიდა…_ მის წინ ჩაიმუხლა.ჰამაკი შეაჩერა და თვალებში ჩახედე.შენიშნა ნამიანი წამწამები,ამღვრეული თვალები… ხვდებოდა არ იყო ნიცა ისეთი,როგორიც თავდაპირველად ეგონა.გაბრაზდა საკუთარ თავზე,რომ აწყენინა.ხელი წაიღო და ქერა თმა რომელიც ნახევარ სახეს უფარავდა ყურს უკან გადაუწია. _ ხანდახან შენზე მეტად უხეში და უტაქტო ვარ… _ ისე ვერ დაიმდაბლე თავი,რომ მეც არ გაგერიე ხომ?_ არ უნდოდა,მაგრამ მაინც გაეცინა. _ ჰო…_ გაუღიმა და თვალებში ჩახედა._ მაპატიე კაი? თავი დაუქნია.ალექსანდრეს გაეღიმა მის ბავშვურ ხასიათზე,როგორი უბოროტო იყო,ერთი თხოვნა და უკვე უღიმოდა,აპატია. _ ახლა ქალბატონო,_ მისკენ დაიხარა და ხელში აიყვანა._ არ ხარ იმ მდგომარეობაში,ამ მიკი მაუსიანი პიჟამებით ღამის 4 საათზე ჰამაკში ინებივრო. ნიცამ კისერზე მოხვია ხელები.თავი მხარზე ჩამოადო. _ მეძინება…_ დაიჩურჩულა. დააბრუნა საწოლში მელიქიშვილების ნებიერა,მზრუნველად დააფარა საბანი. თერმომეტრი მიაწოდა. _ გაიზომე რაა…თუ დაგიწია და მშვიდად დავიძინოთ. ნიცა უთქმელად დაყვა მის ნებას,თუმცა რამდენიმე წუთში მშვიდი და თანაბარი სუნთქვა დაიწყო. დილამდე მშვიდად ეძინა ორივეს.ნიცამ დაასწრო გაღვიძება დილით.ფეხაკრეფით გამოიპარა ოთახიდან. მისაღებში დუდუ იჯდა ყავის ფინჯნით ხელში. _ დილამშვიდობის. _ დილამშვიდობის.როგორ ხარ დღეს?_ მოიკითხა გოგო. _ კარგად.მგონი გადავრჩი._ გაეღიმა ნიცას და ჩაიდანი ჩართო. _ ალექს სძინავს? _ კი, აღარ გავაღვიძე დავინდე.ორი დღეა ვაწვალებ.- გაეღიმა ნიცას. _ ჰო,მზრუნველი ტიპია ზოგადად. _ მზრუნველი,მაგრამ უჟმური._ ჩაიცინა. _ ხო,ნუ ეგეც ბავშვობის ტრავმებიდან გამომდინარე… ნიცას წამში შეეცვალა მზერა. _ რატო?.. ანუ რა შეემთხვა? _ მამამ მიატოვა ოჯახი… პატარები ვიყავით,ალბათ 1-2 კლასში.გავლენა იქონია რა თქმა უნდა…შესაბამისად ზე მზრუნველი ტიპი გახდა. მხოლოდ ეს ერთი შვილი ჰყავდათ და დედამისზე აიღო ბავშვურად მზრუნველობა,რაც შეეძლო…ბიძა ჰყავს მაგარი ადამიანი.დედის ძმა…ხოდა ის გვასწავლიდა სულ მზრუნველობას,პატივისცემას და მოკლედ იმდენი გვესაუბრა ესეთად ჩამოყალიბდა- ჩაიღიმა დუდუმ._ უბრალოდ პატარა ასაკში ბევრი დარდი ჰქონდა,საფიქრალი და ხომ ხვდები…ამიტომ არის ცოტა უჟმური რომ გგონია…_ გაეღიმა დუდუს. _ ა… - ჩაფიქრებულმა ესღა თქვა ნიცამ. დუდუ გრძნობდა რაღაც იყო მათ შორის და ამიტომ ჩათვალა საჭიროდ ცოტა რამ გაემხილა ძმაკაცის შესახებ ნიცასთვის. საღამოს თბილისში დაბრუნება იყო გეგმაში.თენგო და სერგი ბორჯომში დარჩნენ.დანარჩენები დაბრუნდნენ. ლია შეეგებათ სახლში მისულებს.ალექსანდრე სახლში არც შესულა.დედასთან გავალ და მალე დავბრუნდებიო დაიბარა და წავიდა. აივანზე იჯდა ნიცა,როცა გვიან ღამით დაბრუნდა ალექსანდრე.ფეხაკრეფით შევიდა ოთახში,რომ ალექსანდრეს არ შეემჩნია ქვევიდან.კიბეებზე ჩადიოდა,როცა ბიჭმა სახლის კარი შემოაღო. _ იმედია პიჟამებით არ აპირებდი გაპარვას._ ჩაიცინა ბიჭმა. _ არა,წყალი მინდოდა… _ იცრუა უცებ._ რამეს ხომ არ დალევ შენც? _ რამე გრილს სიამოვნებით…_ უკან მიყვა სამზარეულოში შესულ გოგოს. მაცივარის კარი გამოაღო,თავი გვერდზე გადახარა და ტუჩები მომუწა. აკესანდრე უყურებდა და ეღიმებოდა მის მიმიკებზე. _ ლიაკოს მომზადებული ატმის წვენი? უგემრიელესია.დალევ? _ კი._ ბართან დაჯდა ბიჭი. _ როგორ დაგხვდა დედა? _ უკეთესად. _ ლიამ მითხრა…- ჭიქა წინ დაუდგა_ მისი ავადმყოფობის შესახებ. ბიჭმა მხოლოდ თვალებში შეხედა,არაფერი თქვა. _ ვწუხვარ,მაგრამ იმედია რთულ ფორმებში არ აქვს და მკურნალობას დაექვემდებარება. _ ჯერ-ჯერობით კი. _ მიხარია. _ თვითონაც მოსვა ჭიქიდან წვენი._ მოდი,ხვალ მოიყვანე ჩვენთან… _ არ არის საჭირო.- ცივად უპასუხა და შეაწყვეტინა. _ რატომ? ხვალ ლიას იუბილეა,ვიფიქრე გაუხარდებათქო… _ ეგ არ ვიცოდი…_ ჭიქა ბარის ზედაპირზე დადგა._ კარგი. _ ანუ თანახმა ხარ? _ თვალებში ნაპერწკლები აენთო და პასუხს არც დალოდებია ისე გააგრძელა._ სიურპრიზი მოვუწყოთ,სადმე გავგზავნოთ და ჩვენ აქ მოვამზადოთ ყველაფერი… _ რა ყველაფერი? ნიცა დაფიქრდა. _ მაგიდა,ტორტი,კერძები… _ და შენ აპირებ ხვალ მაგდენ რამეს? _ კარგი რა ალექსანდრე,მე რას ვაპირებ?! მე იდეას გაწვდი და დანარჩენს გამოვიძახებთ… _ არ იცი არაფრის მომზადება?_ დაეჭვებული ეკითხება და თან ინტერესი ერევა ხმაში. ნიცა დაკვირვებული უმზერს,ცდილობს ამოიცნოს რა მიზანი ამოძრავებს ბიჭს. _ არა,არ ვიცი…_ ხელებს დანებების ნიშნად ზედაპირზე ალაგებს._ მოიყვან დედას? ლიას მშობლები დავპატიჟოთ და ჩვენ… რას იტყვი? მომლოდინე თვალებით შეაჩერდა ბიჭს. _ კარგი. ხელი გაიშვირა და მის წინ მდგომ ბიჭს ლოყაზე მოჩქმიტა. _ კარგი ხარ… ოღონდ მაშინ,როცა მიჯერებ. _ კი,იგივე აზრის ვარ მეც._ ჩაიცინა ბიჭმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


