შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემპიონი (ნაწილი 16)


17-05-2026, 19:33
ავტორი თინათინი10
ნანახია 22

დილით ირაკლიმ პირველმა გაახილა თვალები, უფარდო ბინაში დილის სინათლე პირდაპირ შემოდიოდა და ოთახში იფანტებოდა, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა, მერე გვერდით გაიხედა, საწოლი ცარიელი იყო, საბანი ოდნავ არეული, ბალიშზე მარიამის თმის სურნელი ისევ დარჩენილიყო.. ირაკლიმ ღიმილით გადაისვა ხელი სახეზე, თითქოს გუშინდელი ღამე თავიდან გაახსენდა, ამ დროს სააბაზანოს კარი გაიღო, მარიამი გამოვიდა, სველი თმით, ხალათში გახვეული, ჯერ კიდევ ორთქლის სურნელი მოჰყვებოდა, თვალები მშვიდი ჰქონდა, უფრო ბედნიერი.. ისეთი მზერა, რომელიც სიტყვების გარეშე ყველაფერს ამბობდა, ირაკლი საწოლიდან წამოდგა, ნელა მიუახლოვდა, მარიამს მზერა არ მოუშორებია მისთვის, ჯერ მის სახეს დააკვირდა, მერე დაუფარავად ჩაჰყვა მის მხრებს, მკერდს, მუცლის ხაზებს.. ისეთი ყურადღებით უყურებდა, თითქოს რაღაც ხელოვნების ნიმუშს ათვალიერებდა, თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ეს სხეული მისი არ გამხდარიყოს.. ირაკლის გვერდულად ჩაეცინა, ხელში პირსახოცი ეჭირა, უცებ მისკენ გადადგა ნაბიჯი და პირსახოცით მსუბუქად მოქაჩა თავისკენ.
- რა ხდება, ცელქო გოგო? არ გეყო? - ყურთან ჩასჩურჩულა, მარიამს ღიმილი გაეპარა, თავი ნელა გააქნია.
- განა ადვილია გეყოს ასეთი მიმზიდველი სხეულის ყურება? -
თითები მის მკლავზე ჩამოატარა, მერე მხარზე, მუცლის პრესს შეეხო, თითის ბალიშებით ნელა გაჰყვა ხაზებს, ირაკლიმ ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა.
- ანუ გუშინ რაც მოხდა… არ ნანობ? -
მარიამმა თვალებში პირდაპირ შეხედა, უტეხი მზერით
- როგორც ადრე გითხარი… როცა რამეს ვაკეთებ, შემდეგ არასდროს ვნანობ! ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებ! - ამ პასუხმა თითქოს ირაკლი შინაგანად დაამშვიდა
- და რას ფიქრობ? ჩვენგან რამე გამოვა? - მარიამმა ტუჩზე ოდნავ იკბინა, მერე ღიმილით უპასუხა:
- უკვე გამოსულია! უბრალოდ შენ უნდა მოიცილო ის კომპლექსები, რაც იმიტომ გაქვს, რომ მე კობას შვილი ვარ - ირაკლი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა.
- არა, ასე არ არის, უბრალოდ… მგონია, რომ მამაშენი შენზე მაინც მოახდენს გავლენას.
- იმიტომ, რომ ჯერ კარგად არ მიცნობ! - მარიამი ცოტათი გადაიზმორა და უცებ სახე დაემანჭა.
- კისერი მომწყდა, ძალიან მტკივა.. ამ საზიზღარი დივნის ბრალია, შენი ბინა საერთოდ ადამიანის საცხოვრებელი არ არის. ერთი ნორმალური საწოლი, სკამი, კარადა… რამე ხომ უნდა გქონდეს? კედლებიც ცარიელია, ოთახიც ცარიელი, ავეჯიც არ გაქვს, და ბოლოს ორ ადამიანს იმ პატარა დივანზე ერთმანეთზე გადაბმულს უნდა გვეძინოს - ირაკლიმ ჩაიცინა.
- წუწუნებ, მაგრამ მგონი ცუდი არ იყო ასე რომ გვეძინა - მარიამმა თვალები მოჭუტა და გაეცინა
- არა, მაგრამ გადატრიალებასაც ვერ ვახერხებდი.. - ირაკლი მიუახლოვდა, თმაზე აკოცა.
- არ გიშვებდი და იმიტომ! - მარიამი გაწითლდა, გაეღიმა..შემდეგ მაგიდაზე დაწყობილ გუშინდელ საჭმელებში იქექებოდა, პირდაპირ შიგნით ცელოფანში ჩაყო თავი,
რამდენიმე წუთში უკვე პირში ყველაფერი ერთად ჰქონდა, ხაჭაპური, ყურძენი, ბანანი..
- მშიერი მონსტრი ხარ! - იცინოდა ირაკლი
- რავქნა შენი იდიოტური სალათის ფურცლები და ბროკოლი არ მინდა!.. ჰო მართლა, დღეს რესტორანში მივდივარ, ჩემს გვერდით იქნები იმედია!
- კი, მოვალ, მაგრამ მოგვიანებით.. ჯერ პატარა საქმე მაქვს დარბაზში.
- კარგი - მარიამი მისკენ წავიდა, ფეხისწვერებზე აიწია, ლოყაზე აკოცა და ჩუმად გაუღიმა.
- იცოდე, გელოდები… ჩემპიონო - შემდეგ შემოტრიალდა, თმა მხარზე გადაიყარა და ოთახისკენ წავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
ირაკლი კი იქვე იდგა, კარის ჩარჩოსთან, და ღიმილს ვერ იშორებდა.

სადარბაზოდან გამოსულმა მარიამმა ვერ შეამჩნია, როგორ გაჩერდა მუქი მანქანა რამდენიმე ნაბიჯში, ტელეფონში იყურებოდა, უცებ უკნიდან ძლიერი ხელი წელზე შემოეხვია, მეორე კი პირზე ააფარეს.
- მმმ!.. - ხმა ჩაუწყდა, ინსტინქტურად გაიბრძოლა, ხელები აქნია, ფეხით დაარტყა, მაგრამ კაცის ძალას ვერ გაუმკლავდა, კარი გააღეს და მანქანაში თითქმის ძალით შეათრიეს..
- გაგიჟდი?! - ბოლო ხმაზე უყვირა
- არაკაცი ხარ! ხელი როგორ დამაკარე?! - გიორგი საჭესთან მშვიდად იჯდა, თუმცა სახეზე დაძაბულობა ეტყობოდა.
- დაწყნარდი, ხომ იცი, ჩემს გვერდით უსაფრთხოდ ხარ. მე არაფერს დაგიშავებ.
- შენ ავადმყოფი ხარ! გულის ამრევი!- მარიამი კარს ექაჩებოდა, მაგრამ შიგნიდან იყო ჩაკეტილი
- შენ როგორ უნდა გენდო? სად ჯანდაბაში მიგყავარ?!
- მამაშენს შენი ნახვა უნდა
- როდის მერე გახდი მამაჩემის ერთგული ძაღლი? ვითომ ერთგული ხარ? რეალურად მოღალატე ხარ! ისე, როგორც ირაკლის უღალატე! -
ეს სიტყვები თითქოს დანასავით მოხვდა გიორგის, საჭეზე თითები მოუჭირა.
- ეს შენს გამო გავაკეთე. კი, ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუღალატე, მაგრამ შენს გამო - მარიამს ზიზღით ჩაეცინა.
- მანქანა გააჩერე! არც შენი ამაზრზენი ლაპარაკის მოსმენა მინდა და არც მამაჩემის! გააჩერე ეს წყეული მანქანა!
- გინდა თუ არ გინდა, მოგიწევს მისი მოსმენა - მანქანამ გზა შეიცვალა,
ეს ციხისკენ მიმავალი გზა არ იყო.
- სად მიდიხარ? ამ გზით ციხემდე არ მიდიხარ! - გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- ციხეში არც მივდივართ
- ანუ? სად მივდივართ?! - ხმა უფრო დაეძაბა
- ჩემთან! კობა ჩემთანაა, ციხიდან გამოვიდა.
- რა?! ციხიდან… რანაირად გამოვიდა? - მარიამს ხმა ჩაუწყდა
- მივალთ და თავად აგიხსნის - გიორგის ბინის კართან მისულს მარიამს ნაბიჯები უმძიმდებოდა,
გული სწრაფად უცემდა.. უნდოდა შებრუნებულიყო, გაქცეულიყო, მაგრამ თან რაღაც შიგნიდან აიძულებდა თვალებში ჩაეხედა იმ კაცისთვის, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება წარმართა. დაენახა, ისევ შეეძლო თუ არა მისი შერყევა,
გიორგი წინ მიუძღოდა.. კარი გააღო,
მისაღებში სიჩუმე იდგა, კობა ფანჯარასთან იყო ზურგით, არც კი შემობრუნებულა..
- მე დაგტოვებთ, მშვიდად ისაუბრეთ-
გიორგიმ კაეი გაიხურა, მარიამი მტკიცედ იდგა, თითები მუშტად ჰქონდა შეკრული, სახეზე არაფერს იმჩნევდა..კობამ ფანჯრიდან ქალაქს გახედა და ისე დაიწყო:
- როცა პირველად აგიყვანე ხელში, მაშინვე სინათლე შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ შვილებთან მკაცრი ვიყავი… შენთან სხვანაირი ვიყავი, შენთვის ხმის აწევაც კი არ შემეძლო, შენი ღიმილი… სულს მითბობდა.. -
მარიამი არაფერს ამბობდა.
- შვილებს შორის ყველაზე მეტად შენ მგავდი: მტკიცე, შეუპოვარი… მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ შენ გამიცრუე იმედი, იმიტომ, რომ მტრისთვის ყველაზე ადვილი მსხვერპლი აღმოჩნდი! პაიკი იყავი ირაკლის თამაშში! მან ტვინი გადაგიტრიალა, შენნაირი უსუსური შენი დაც კი არ ყოფილა! - მარიამმა ნელა ჩაისუნთქა, მერე ისეთი მშვიდი ხმით უპასუხა, რომ სიტყვები უფრო მტკივნეული აღმოჩნდა:
- ნუ ცდილობ ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას! გვიანია! შენმა საქციელმა მაიძულა ზურგში დანა ჩამერტყა! ზუსტად ისე, როგორც შენ უკეთებდი ამას სხვებს! პირველი მსხვერპლი დედაჩემი იყო - კობა პირველად შეკრთა
- მე ის ძალიან..
- არ გაბედო! - მარიამმა დაიყვირა.
- არ გაბედო იმის თქმა, რომ გიყვარდა! ვისაც უყვართ, მათ სიკვდილს არ აიძულებენ! მე ჩემი თვალით ვნახე ის ადგილი, იქ ვიყავი.. ორი საათიც ვერ გავძელი! დედაჩემმა კი იქ ორი თვე გაატარა! ამის მერე როგორ დაგინდო?! -
ხმა აუკანკალდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა:
- შენ მე დამაობლე, დედის გარეშე დამტოვე! შენ არა მარტო მე, ყველა შვილს ცხოვრება გაუმწარე! არც ნინო დაინდე, არ მიეცი ბედნიერების საშუალება შენი უაზრო კომლექსების გამო! სერგო საცოდავ ადამიანად აქციე, აიძულე მეგობრისთვის ეღალატა, მეც კი მაშინ შენს სასარგებლოდ გამომიყენე! შენ ყველას ანადგურებ! ეგოისტი ხარ! მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ამ საცოდავ გიორგისაც იყენებ! შენ მოღალატე ხარ!! - მხოლოდ ახლა შემოტრიალდა კობა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა, მარიამს მკლავში ხელი ჩაავლო, თავიდან წყნარად უთხრა:
- თვალებში კარგად ჩახედე მამაშენს. ჩემში მოღალატეს მართლა ხედავ?! - მარიამმა თავი გაწია, არ უნდოდა მისთვის შეეხედა, მაგრამ კობა არ უშვებდა, შემდეგ ხმას აუწია.
- მიპასუხე! მე ვგავარ კაცს, ვინც საყვარელ ქალს გაიმეტებდა?! შენი აზრით რატომ ვარ ახლა გარეთ?! ის, რაც შენ ნახე ყველაფერი დადგმული იყო! კი, დედაშენი იქ იყო, მაგრამ მართლა სჭირდებოდა! ირაკლიმ გამოგიყენა! - მარიამმა ყურებზე ხელები აიფარა.
- არ მჯერა! არ მჯერა შენი!
- ის გატყუებს! შენით მანიპულირებს! ჩემთვის რომ ეტკინა შენ გამოგიყენა! - მარიამის თვალები სავსე იყო ცრემლით, მაგრამ ხმა მკაცრი დარჩა.
- იცი რატომ არ მჯერა? იმიტომ, რომ ის ყველაზე წრფელი და სუფთა ადამიანია, ვისაც შევხვედრილვარ! -
კობას თვალები გაუმუქდა.
- არ გაბედო ჩემს წინ მის ასე ქება!
- შენ ვეღარაფერს მიბრძანებ - მარიამი უკვე ცრემლებს ვერ იკავებდა, მაგრამ არც უკან იხევდა.
- მე სრულწლოვანი ვარ! თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, შენ თვითონ გადმომაბარე ყველაფერი, შენ თვითონ გააფორმე ჩემს სახელზე - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- ახლა კი დაელოდე და მოიმკე ის, რაც დათესე! სიძულვილი დათესე - სიძულვილს მიიღებ. ყველაფერი, რაც დედაჩემს ეკუთვნოდა, ახლა ჩემია და ვერაფერს გაეკარები! -
კობა უხმოდ დარჩა, მარიამმა ცრემლი მოიწმინდა, თავი მაღლა ასწია და კარისკენ წავიდა.
- კარგად დაიმახსოვრე! მე და ირაკლი უკვე ერთნი ვართ და ჩვენ ვერ დაგვამარცხებ! - გარეთ გამოსულს სუნთქვა უჭირდა, გული ისე უცემდა, თითქოს მკერდიდან უნდა ამოვარდნილიყო..გიორგი წინ გადაუდგა, ხელი შეაშველა.
- მე წაგიყვან - მარიამმა ხელი უხეშად მოიშორა
- არ მომეკარო! - ქუჩაში ხმამაღლა იყვირა.
- აორთქლდით ჩემი ცხოვრებიდან! ორივე! - გამვლელები გაჩერდნენ, გიორგიმ ხმა ვეღარ ამოიღო, მარიამმა გზა გადაჭრა, ხელი ასწია და ტაქსი გააჩერა..ჩაჯდა, მანქანა დაიძრა..ფანჯარას მიეყრდნო და პირველად მარტო დარჩა საკუთარ ფიქრებთან, სძულდა კობა..სძულდა ისე, რომ მისი ხმაც კი კანკალს ჰგვრიდა, მაგრამ გულის ყველაზე ღრმა, ბავშვურ კუთხეში… მაინც ენანებოდა.. მაინც ახსოვდა პატარა როცა იყო ხელით რომ მიჰყავდა სკოლაში, დაბადების დღეები.. მისი სითბო და სიყვარული.. სწორედ ეს ართულებდა ყველაფერს, თავი ხელებში ჩარგო.. კობას სიტყვები გაახსენდა "ჩემში მოღალატეს ხედავ?".. შემდეგ ირაკლის სახე და თვალები გაახსენდა..მაშინვე თავი გააქნია, ის არასდროს აძალებდა არაფერს.. მისი თვალები ყოველთვის სუფთა იყო..

მარიამი რესტორანში ნელა შევიდა, კარის გაღებისთანავე ნაცნობი სურნელი შემოეგება..აქ პირველად მამამ მოიყვანა, მაშინ პატარა იყო, ხელში ეჭირა და სიამაყით ათვალიერებდა ყველაფერს..ახსოვდა, როგორ უთხრა კობამ - „ერთ დღეს ეს ყველაფერი შენი იქნება“. მაშინ მართლა ეგონა, რომ მამა მისთვის მთელ სამყაროს აშენებდა, ახლა კი იგივე სივრცეში იდგა და ხვდებოდა, რომ ეს სამყარო მართლა მისი იყო, ოღონდ იმ კაცის გარეშე, ვისიც ოდესღაც ასე უსაზღვროდ სჯეროდა.
ღრმად ჩაისუნთქა, კედლებს, მაგიდებს, თანამშრომლებს შეხედა, მათთან პირველი კომუნიკაცია დაამყარა. ახლა ამ ყველაფრისთვის თავად უნდა ეპატრონა. ეშინოდა, გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ერთი რამ ამშვიდებდა, გვერდით ირაკლი ჰყავდა. როცა ის ახლოს იყო, ყველაფერი თითქოს უფრო მარტივი ხდებოდა, ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა უკნიდან.
- როგორ არის უდაბნოს სურნელოვანი ვარდი?.. - მარიამი ოდნავ შეხტა, შემდეგ ირაკლის დანახვაზე გაეღიმა.
- აქამდე სად ხარ?!
- ძალიან დავიგვიანე?
- კი… თანამშრომლებს უკვე ჩავუტარე შეხვედრა. შენ კი ჩემს გვერდით არ ყოფილხარ - ირაკლიმ თვალი ჩაუკრა, ქურთუკი სკამზე გადადო და მიუახლოვდა.
- არაუშავს, ყველაფერზე ჩემს იმედად თუ იქნები, ასე საქმის მართვას ვერასდროს შეძლებ. ჩემი იმედი უნდა გქონდეს, მაგრამ მარტოც ისე მყარად უნდა იდგე, როგორც შეგეფერება, პრინცესა -
მარიამმა წარბი აზიდა.
- აბა? დღეს რა გაკვეთილს ჩამიტარებ? საიდან დავიწყებთ? - ირაკლის გაეღიმა.
- პირველი წესი: არასდროს იდგე მხოლოდ ლამაზად და არ ელოდო რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება.
- ანუ ლამაზად დგომა საკმარისი არ არის?
- ძალიან ეფექტურია, მაგრამ ბიზნესს ვერ მართავს - მარიამმა ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
- კარგი, მასწავლე, ჩემპიონო - ირაკლიმ მთელი დღე რესტორანში გაატარა, ჯერ სალაროსთან მიიყვანა.
- აქედან იწყება ყველაფერი.. -
შემდეგ სამზარეულოში შეიყვანა, მზარეულებს ესაუბრებოდა, პროდუქტებს ამოწმებდა, შეკვეთებს უსმენდა. მარიამი უკან დასდევდა, პატარა ბლოკნოტში რაღაცებს იწერდა, მოგვიანებით ერთ-ერთ მაგიდასთან დაჯდნენ. ირაკლი ასწავლიდა როგორ შეემოწმებინა დღიური გაყიდვები, როგორ ესაუბრა თანამშრომლებთან, როგორ არ დაეშვა პანიკა პრობლემის დროს.
მარიამი თავიდან სერიოზულად უსმენდა, მაგრამ მალე მოიწყინა.
- ეს ძალიან რთული და მოსაწყენიაა
- არაა! უბრალოდ მოთმინება უნდა.
- მე მოთმინება არ გამაჩნია..
- ვიცი, ამიტომ ვარ მე აქ - მარიამს გაეღიმა..
- აბა რას იტყვი, საბოლოო ჯამში დღეს როგორი ვიყავი?
- ცუდი არ იგი, უბრალოდ ცოტა მეტად დამაჯერებელი ხმით ისაუბრე ხოლმე
- ანუ უფრო საშიში უნდა გამოვჩნდე?
- არა ეგ საჭირო საერთოდ არ არის, უბრალოდ ჯერ ისევ ზედმეტად საყვარელი ხარ - მარიამმა გვერდზე მსუბუქად გაჰკრა ხელი.
- შენ ყველაფერზე პასუხი გაქვს?
- თითქმის პრინცესა.. - დღის ბოლოს, როცა დარბაზი ცოტა დაცარიელდა, ირაკლი მისკენ იყუურებოდა, მარიამი საბუთებს უყურებდა, მაგრამ უკვე აღარ იღიმოდა, თვალები თითქოს სხვაგან ჰქონდა.
ირაკლი მიუახლოვდა, ხელით მაგიდას დაეყრდნო.
- რაღაც გჭირს… თვალები ძველებურად არ გიბრწყინავს. რამე მოხდა? - მარიამი წამით გაჩუმდა, თითები ერთმანეთში გადახლართა.
- დღეს მამაჩემი ვნახე… - ირაკლის სახე წამში შეეცვალა, ღიმილი გაქრა, მხრები დაეძაბა.
- რატომ გადაწყვიტე იქ მისვლა?
- მე არ მივსულვარ.. გიორგიმ წამიყვანა ძალით… მის სახლში.. ის გაათავისუფლეს - ირაკლი გაცეცხლდა
- ეგ არარაობა! თავ-პირს დავამტვრევ! რამე დაგიშავა? - მარიამმა თავი გააქნია.
- არა…
- როგორ გაათავისუფლეს კობა?
- არვიცი.. ის ისევ ცდილობდა..ისევ ისე ლაპარაკობდა, თითქოს მე ვერაფერს ვხედავ, თითქოს ყველაფერი ტყუილია და შენ მატყუებ.. - ირაკლი ჩუმად უსმენდა, თვალებში ბრაზი უფრო ემატებოდა, მაგრამ თავს იკავებდა, მარიამმა თავი დახარა.
- მეზიზღება… მართლა მეზიზღება და მისი არ მჯერა მაგრამ… როცა დავინახე… მაინც გული მეტკინა.. არ ვიცი რატომ, თითქოს ისევ პატარა ვარ..ისევ ის ბავშვი, რომელიც მამას ხელს ეჭიდებოდა - ირაკლი მიუახლოვდა, ფრთხილად აუწია ნიკაპი.
- ეს ნორმალურია, მთავარია რომ ისევ არ იქონიოს შენზე გავლენა.. -
მარიამის თვალები ჩაუწყლიანდა, თუმცა ცრემლი არ გადმოვარდნია.
- სწორედ ამის მეშინია.. აქამდე დარწმუნებული ვიყავი რომ ვერაფერს შეძლებდა.. მაგრამ როცა ვნახე.. ჩემს თავში ეჭვი მეპარება უკვე - ირაკლიმ ხელები მხრებზე დაადო და ახლოს მიიზიდა.
- მომისმინე. შენზე გავლენას მხოლოდ იმდენს მოახდენს, რამდენსაც თავად მისცემ ამის უფლებას.. შენ ის პატარა გოგო აღარ ხარ. ახლა შენ თვითონ ხარ ადამიანი, რომელიც არჩევანს აკეთებს - მარიამი დიდხანს უყურებდა.
- და თუ დავიბენი? - ირაკლიმ ოდნავ გაუღიმა.
- მერე მე აქ ვიქნები. სანამ ფეხზე მყარად არ დადგები… მანამდე ხელს არ გაგიშვებ - მარიამი ჩაეხუტა, თავი მკერდზე მიადო, ირაკლიმ ხელი თმებზე გადაუსვა.. შემდეგ სახლისკენ წავიდნენ..

ირაკლიმ კარი გააღო და გვერდზე გადგა, თითქოს სპეციალურად აყოვნებდა, რომ მარიამს პირველი შთაბეჭდილება ბოლომდე ეგრძნო.
მარიამი ზღურბლზე გაჩერდა და რამდენიმე წამით საერთოდ ხმა ვერ ამოიღო..ეს ის სახლი აღარ იყო, ცარიელი კედლებით, შიშველი იატაკით და იმ საცოდავი დივნით. მის წინ ახლა თბილი, მყუდრო სივრცე იშლებოდა, მისაღებში რბილი, ღია ფერის დიდი დივანი იდგა, ფუმფულა ბალიშებით სავსე. ფანჯრებზე რძისფერი ფარდები ნაზად ირხეოდა, კუთხეში მწვანე მცენარეები იდგა, პატარა ხის მაგიდაზე სანთლები ელაგა. ოთახში ტკბილი სურნელი ტრიალებდა,
სამზარეულო სრულიად მოწყობილი იყო, თეთრი კარადები, მინის თაროები, ახალი ჭურჭელი, პატარა ყავის აპარატი… და ყველაზე მნიშვნელოვანი - მაცივარი სავსე!
მარიამი გაშეშებული და გაღიმებული იდგა, მერე ირაკლის შეხედა.
- ეს… ყველაფერი…? - ირაკლიმ მხრები აიჩეჩა, თითქოს არაფერიო.
- ვიღაცამ მითხრა, ამ ბინაში ბევრი ლამაზი რაღაცის გაკეთება შეიძლებაო… ამიტომ ვიფიქრე, ერთხელ მაინც მომესმინა ჭკვიანი ადამიანის აზრი
- არააა! მართლა გააკეთე?! - სირბილით შემოირბინა ყველაფერი. ჯერ მისაღებში, მერე სამზარეულოში, მერე ისევ უკან, ყველაფერს ხელით ეხებოდა, თითებით ფარდებს სწევდა, კარადებს აღებდა..შემდეგ საძინებლის კარი გააღო, იქ უკვე დიდი, რბილი საწოლი იდგა. თეთრი გადასაფარებლით, უზარმაზარი ბალიშებით. ისეთი საწოლი იყო, ჩახტომა რომ მოგინდება, მარიამი ირაკლისკენ მოტრიალდა, თვალები უბრწყინავდა.
- ანუ იმ ფიცარ დივანზე აღარ მომიწევს დაძინება? არ მჯერააა! -
შემდეგ პირდაპირ საწოლზე ახტა, ხტუნვა დაიწყო, თმები აქეთ-იქით ეფანტებოდა.
- რბილია! ღმერთო, ნამდვილი საწოლია! - იცინოდა და ისევ ახტა,
ირაკლი კარს მიყრდნობილი უყურებდა, ტუჩებზე უნებური ღიმილით.
- გეგონება პირველად ხედავ საწოლს.
- პირველად ვხედავ შენს სახლში! ეს ბევრად მნიშვნელოვანია!- საწოლიდან უცებ ჩამოხტა და სამზარეულოსკენ გაიქცა, მაცივარი გააღო, შიგნით ყველაფერი იყო შოკოლადები, იოგურტები, ხილი, წვენები, ყველი, ნაყინი, პიცის ინგრედიენტები. მარიამმა შოკოლადი გახსნა, მაშინვე პირში ჩაიტენა. მერე ყურძნის მტევანი აიღო და რამდენიმე ერთად ჩაიყარა.
- ჩემზე უფრო კარგად იცი მე რა მიყვარს - ირაკლიმ მხრები აიჩეჩა.
- შენს სახეზე ყველაფერი წერია როცა საჭმელს უყურებ.. ამ ყველაფერს ერთი რაღაც აკლია მხოლოდ
- რა?
- ნახატები კედელზე, რომელსაც ნიჭიერი მხატვრის ხელი სჭირდება! ბევრი ლამაზი ნახატი, ლამაზი მომენტებით
- აუცილებლად დახატავს ნიჭიერი მხატვარი! - უცებ კუთხეში დიდი ტელევიზორი დაინახა, ქვემოთ კი ორი ჯოისტიკი, უკვე მეორე წამში ჩართული ჰქონდა, მანქანების თამაში გახსნა.
- მოდი! ახლავე! ვნახოთ ვინ ვის აჯობებს - ირაკლი ნელა მიუახლოვდა, ჯოისტიკი აიღო.
- წინასწარ გაფრთხილებ, ძალიან ცუდად წააგებ!
- იოცნებოე - დივანზე გვერდიგვერდ დასხდნენ, მარიამი თავიდან კარგად მიდიოდა. ისეთი კონცენტრაციით უყურებდა ეკრანს, თითქოს მართლა სიცოცხლე-გარდაცვალებაზე იყო, ირაკლი გვერდულად უყურებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა.
- არ მომწონს შენი სახე.. - ჩაიბურტყუნა მარიამმა.
- რატომ?
- როცა ასე იღიმი, ნიშნავს რომ რაღაცა გაქვს ჩაფიქრებული - ზუსტად იმ წამს ირაკლიმ მის მანქანას გვერდიდან დაარტყა და ტრასიდან გადააგდო.
- ირაკლიიი! - გაბრაზებულმა მარიამმა ბალიში ესროლა, მარიამი ფეხზე წამოხტა, დივანზე დაიჩოქა და ეკრანს მიუახლოვდა, თითქოს ასე მოიგებდა. ირაკლიმ ამ დროს ისევ გაუსწრო.
- არაააა! მოიცა! თაღლითობ!
- უბრალოდ შენზე უკეთესი ვარ, როგორც საუდის არაბეთში მოგიგე ახლაც ისე ვიგებ! - მარიამმა ჯოისტიკი გვერდზე გადადო და უცებ ზურგიდან მოეხვია, რომ ხელი შეეშალა.
- ახლა გაჩვენებ ვინ ჯობია! - ირაკლი სიცილით ებრძოდა.
- მარიამ, გაჩერდი! მანქანა კედელს დაეჯახა!
- ზუსტად ეგ მინდოდა! - ორივე უკვე ხმამაღლა იცინოდა, ირაკლი ჯოისტიკს ვეღარ აკონტროლებდა, მარიამი კი გამარჯვებული სახით ეკრანს უყურებდა.
- მოვიგე!
- ასე თაღლითურად გამარჯვება არ ითვლება
- გამარჯვებას მნიშვნელობა აქვს, მეთოდს არა - ირაკლიმ თავი გააქნია, მერე ხელი მოჰკიდა, ერთი მოქაჩვით კალთაში ჩაისვა, მარიამს სიცილი შეწყდა, ეკრანზე მანქანები ისევ მიდიოდნენ, მაგრამ აღარ უყურებდნენ, ირაკლი თმა ყურს უკან გადაუწია.
- იცი ყველაზე კარგი რა არის?
- რა?
- ეს სახლი პირველად დაემსგავსა სახლს - მარიამი გაჩუმდა, ოთახს მოავლო თვალი, მერე ისევ ირაკლის შეხედა.
- იმიტომ რომ მე ვარ აქ? - ირაკლიმ გაეღიმა, შუბლი მის შუბლს მიადო.
- კი, შენ აცოცხლებ ამ სახლს -
მარიამმა მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა და ნაზად აკოცა, წამიერად. ირაკლიმ ხელი წელზე მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა.
- ასე უგულოდ კოცნას ვიმსახურებ? - ჩუმად უთხრა, ტუჩებთან ახლოს,
მარიამს გაეცინა, თვალები უციმციმებდა.. თითები მის მკერდზე ჩამოატარა, კუნთების ხაზს გაყვა, მერე კისერზე აჰყვა.
- აბა როგორ? მასწავლე - გამომწვევად უთხტა, ირაკლიმ აღარაფერი თქვა, ამჯერად თვითონ დაეწაფა მის ტუჩებს, ნელა, მაგრამ საოცარი ვნებით, მარიამი აჰყვა, თითები თმაში შეუცურა.. ოთახში მხოლოდ მათი სუნთქვა და ტელევიზორში ჩუმად დარჩენილი თამაშის ხმა ისმოდა, მარიამმა უკან დაიხია, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რომ ირაკლის თვალებში ჩაეხედა, ღიმილს ძლივს იკავებდა.
- ახლა უკეთესი იყო? - კეკლუცად ჰკითხა, ირაკლის გაეღიმა, მაგრამ პასუხის ნაცვლად ხელში აიტაცა, მარიამმა სიცილით წამოიკივლა და მხრებზე ჩაეჭიდა.
- ირაკლი! ჩამომსვი!
- უკვე გვიანია - საძინებელში შეიყვანა, დიდ საწოლზე, რომელზეც მარიამი ცოტა ხნის წინ ბავშვივით დახტოდა, ახლა სრულიად სხვანაირად ჩანდა - თითქოს ორივეს ელოდა, ფრთხილად დააწვინა, მარიამი ზურგზე დაეცა, თმა ბალიშზე გაიშალა, ირაკლი ზემოდან დაიხარა, სახეზე თითები ჩამოატარა შუბლიდან ლოყამდე, მერე კისერზე შეჩერდა, მარიამს სუნთქვა აუჩქარდა, თვალს არ აშორებდა.
- შენ მართლა ძალას მართმევ… - თითქმის ჩურჩულით თქვა ირაკლიმ,
მარიამმა ხელი მის კისერზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა, მათი ტუჩები ისევ შეხვდა ერთმანეთს, უფრო ღრმად, უფრო ვნებიანად. თითქოს მთელი სამყარო იმ წამში გაჩერდა - ახალი სახლი, გარეთ ქალაქი, ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ისინი იყვნენ..მარიამი ტუჩებს შორის ღიმილით ეფერებოდა, ხანდახან თითქოს განზრახ აშინებდა თავისი მშვიდი, თამამი მზერით..და სწორედ მაშინ ირაკლის ტელეფონმა დარეკა, მკვეთრი ხმა ოთახში გაისმა, ირაკლი გაჩერდა, რამდენიმე წამი არ განძრეულა, თითქოს იმედოვნებდა, რომ შეწყდებოდა, მაგრამ ეკრანი ისევ ციმციმებდა.. დახედა, სახე შეეცვალა, ირაკლი საწოლიდან წამოდგა, ტელეფონი აიღო, წამებში მთელი სიმსუბუქე გაქრა, სახე დაუსეროოზულდა
- რა მოხდა? - წამოიწია მარიამი,
ირაკლიმ პასუხი არ გასცა, სწრაფად ჩაიცვა მაისური, გასაღები აიღო.
- ირაკლი, მითხარი რა ხდება? - კართან შეჩერდა, ზურგით იდგა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა.. მხოლოდ მოკლედ თქვა:
- სახლში დარჩი, კარი არავის გაუღო!..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent