შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემპიონი (ნაწილი 14)


გუშინ, 09:47
ავტორი თინათინი10
ნანახია 147

- ჯანდაბა… ასე ძალიან შორს შევტოპავთ - ჩახლეჩილი ხმით თქვა ირაკლიმ, მარიამი გამომწვევად უყურებდა.
- და რისი გეშინია ასე ძალიან? იქვე, მაგიდაზე დადებული ვისკის ჭიქა აიღო, მოძრაობის დროსაც კი თითქოს იწვევდა.. მის კაბაზე ჩამოკიდებული პატარა ოქროსფერი სამკაულები ყოველ ნაბიჯზე ნაზად ჩხრიალებდა, წითელი ქსოვილი სხეულზე ცეცხლივით ეხვეოდა, ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- უკვე მთვრალი ხარ… შენს ოთახში წადი.
- და თუ წასვლა არ მინდა? - გაეღიმა მარიამს და საწოლზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ირაკლი თვალს ვერ აშორებდა.
- შენ თვითონაც არ იცი რა გინდა… ბავშვი ხარ, ჩამოუყალიბებელი ბავშვი - მარიამმა ამოიკისკისა
- შენ კი ხანში შესული კაცივით ნუ იქცევი, ცოტა გაიღიმე, მოდუნდი… ცხოვრება მშვენიერია! - ვისკის ჭიქა პირთან მიუტანა.
- დალიე, მიდი
- არ მინდა! - ირაკლიმ ჭიქა გამოართვა და გვერდზე დადო
მარიამმა გაბრაზებულმა გააყოლა თვალი..შემდეგ ისევ აიღო და ჯიუტად მოსვა, ირაკლის მოთმინება ეწურებოდა, უცებ ხელი ჩაავლო მაჯაში
- საკმარისია უკვე… გადი შენს ნომერში, აქ არ უნდა წამომეყვანე… არც იმ სისულელე ქორწინებაზე არ უნდა დაგთანხმებოდი - მისგან შორს უნდოდა დაეჭირა თავი, მარიამს არ ენდობოდა მის ბავშვურ სიგიჟეს, მოულოდნელ ხასიათს, იმ თვალებს… რომლებიც ყოველ ჯერზე თავბრუს ახვევდა, მაგრამ რაც უფრო ცდილობდა დისტანციის დაცვას, მით უფრო ძლიერად იზიდავდა, მასთან სიახლოვისას თითქოს მართლა გრძნობდა ვარდის სურნელს, თვალებს წამიერად ხუჭავდა ხოლმე, თითქოს ამით შეძლებდა თავის კონტროლს,
მარიამი კი ყველაფერს ამჩნევდა..
ხედავდა მის სისუსტეს და ტკბებოდა ამით.. ნელა შეახო ხელი ხელზე..შემდეგ მკლავზე ჩამოუცურა თითები, ირაკლი ადგილზე გაიყინა,
მარიამი კიდევ უფრო მიუახლოვდა.
თვალებში დაჟინებით უყურებდა ურცხვად, პირდაპირ, დაუფარავად… თითქოს მხოლოდ მზერით ცდილობდა მის გაბრუებას, განსაკუთრებით ეშხიანი იყო ახლა,
შავად მოხატულ თვალებში..არაბულ სტილში, წითელი ტუჩებით.. ირაკლის სუნთქვა აუჩქარდა,
არაბული მელოდიები ერთმანეთს ცვლიდა ფონად.
- ძალიან ლამაზი ენაა… - თითქმის ჩურჩულით უთხრა მარიამმა, შემდეგ ხელი ჩასჭიდა და მაინც მოახერხა მისი აყოლიება..ირაკლი თავიდან უხერხულად, ფრთხილად მოძრაობდა. თითქოს საკუთარ თავს მუდმივად ახსენებდა რომ ეს ცუდი იდეა იყო, მარიამი კი პირიქით თამამად არხევდა სხეულს, გამომწვევად, თავისუფლად… მის კაბაზე ჩამოკიდებული მონეტები ნელა ჩხრიალებდა ყოველ მოძრაობაზე, ხან ძალიან ახლოს მოდიოდა, ხან შორდებოდა, მერე ისევ უბრუნდებოდა..ირაკლი გრძნობდა როგორ კარგავდა კონტროლს.
- ხედავ? - ჩუმად უთხრა მარიამმა.
- არც ისე რთულია მოდუნება - ვისკის ჭიქა ისევ აიღო და ამჯერად თვითონ მიუტანა ტუჩებთან
- ცოტაც დალიე…
- მარიამ.. არ მინდა!
- სულ ცოტა - ირაკლი რამდენიმე წამი უყურებდა, მერე მაინც მოსვა,
მარიამს გამარჯვებული ღიმილი გაეპარა სახეზე..მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ სასმელზე მეტად თავად ათრობდა, მისი სურნელით, სიახლოვით.. თვალებით..შიშველი კანით, რომელიც ცეცხლივით ეწვოდა..ირაკლი ნელ-ნელა უფრო თავისუფლად აჰყვა ცეკვას, ხელი წელზე უფრო ძლიერად მოუჭირა,
მარიამს ღიმილი გაუღრმავდა.
- აი… უკვე უფრო მომწონხარ - ირაკლი დაიხარა, მის თმაში ისევ ის ვარდის სურნელი იგრძნო, თვალები წამით დახუჭა, მარიამის ტუჩები სულ რამდენიმე სანტიმეტრში იყო და პირველად ამ ღამით მართლა აღარ იყო დარწმუნებული, რომ თავის შეკავებას შეძლებდა..
სასმელმა თითქოს მართლა შემატა გამბედაობა ირაკლის, უკვე აღარ ერიდებოდა მასთან შეხების, ცეკვის დროს ხელები უფრო ხშირად უცურდებოდა მარიამის წელზე, ზურგზე უფრო მკაფიოდ გრძნობდა მისი კანის სიმხურვალეს, სუნამოსა და ვარდის არეულ სურნელს, რომელიც თავბრუს ახვევდა..მარიამი კი თითქოს განზრახ აგიჟებდა, ხან ზედმეტად ახლოს მიდიოდა, ხან სიცილით უსხლტებოდა ხელიდან..ერთ მომენტში ქუსლიანი ფეხსაცმელი დააბიჯა ფეხზე.
- მერამდენედ?! - ირაკლის გაეცინა და თვალები აატრიალა.
- შემთხვევით… - სიცილს ძლივს იკავებდა მარიამი..რამდენიმე წამში ისევ დააბიჯა, ირაკლიმ უეცრად ხელში აიტაცა.
- რას აკეთებ?! - სიცილით თქვა მარიამმა და ინსტინქტურად მხრებზე შემოხვია ხელები, ირაკლიმ საწოლზე ჩამოსვა..შემდეგ მის ფეხებთან ჩაიმუხლა და ქუსლიანი ფეხსაცმელები გახადა, მარიამი გაჩუმდა, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს, ირაკლიმ ფეხსაცმელი გვერდზე გადააგდო.
- სანამ ფეხებს მომატეხ, ესენი უნდა მოგაშორო - მარიამს სიცილი აუტყდა, შემდეგ უცებ საწოლზე ახტა და პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო.
- მარიამ, ნორმალური ხარ საერთოდ?!
- არა! - თმა სულ აეშალა, თვალები უემავდა, კაბაზე დაკიდებული სამკაულები კი ყოველ მოძრაობაზე წკრიალებდა..ირაკლი უყურებდა და თავისდაუნებურად ეღიმებოდა, რამდენი ხანი იყო ასე გულით არ გაუცინია, თვითონაც აღარ ახსოვდა,
ბოლოს ხელი მოჰკიდა.
- ჩამოდი მანდედან, შეშლილო - მარიამი ჩამოხტომას ცდილობდა, მაგრამ წაბორძიკდა, ერთ წამში ორივე ერთად დაეცა საწოლზე, მარიამი ქვემოთ აღმოჩნდა.
ირაკლი ზემოდან, ოთახში უცებ სიჩუმე ჩამოვარდა..მხოლოდ მათი არეული სუნთქვა ისმოდა, ირაკლის ხელი ინსტინქტურად მარიამის სახეს შეეხო..ნელა ჩამოუსვა ლოყაზე თითები, შემდეგ კისერზე.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.. მარიამი არ ინძრეოდა, მხოლოდ უყურებდა..ისე ახლოდან, რომ ირაკლის უკვე მისი სუნთქვაც ეხებოდა ტუჩებზე, მარიამი ოდნავ მიუახლოვდა და ცხვირით ნაზად შეეხო, ირაკლის თვალები წამით დაეხუჭა, მერე ისევ გაახილა, მარიამის მზერა პირდაპირ მის ბაგეებზე იყო მიჩერებული. ისევ ის ეშმაკური, კეკლუცი გამომეტყველება ჰქონდა..თითები პერანგის საყელოსთან შეუცურა.
- ისევ თავს მარიდებ?.. - ჩურჩულით ჰკითხა, ირაკლი დუმდა, მის თავში თითქოს ორი ადამიანი იბრძოდა.. ერთი - რომელსაც მარიამი სიგიჟემდე უნდოდა, მისი შეხება, მისი სიცილი, მისი თვალები..
და მეორე, რომელიც გამუდმებით ახსენებდა, რომ ეს გოგო კობას შვილი იყო..მისი ყველაზე დიდი მტრის შვილი, რომ ამ ყველაფერს მომავალი არ ჰქონდა, რომ არ სჭირდებოდა არავინ, არც სიყვარული, არც მიჯაჭვულობა, მხოლოდ თავისი გზა, მხოლოდ ძიუდო, მხოლოდ მიზანი..მაგრამ მარიამის თითები ისევ და ისევ ეხებოდა, უფათურებდა ხელებს, ხან თმაზე, ხან მხარზე…თან ისევ ბავშვივით იცინოდა, ირაკლი უცებ წამოდგა.
- საკმარისია - მარიამმა გაკვირვებით შეხედა.
- სად მიდიხარ? - მაგრამ პასუხი არ გასცა, ხელი ჩაავლო და პირდაპირ საშხაპისკენ წაიყვანა.
- ირაკლი! დამსვი! - მომდევნო წამში უკვე წყლის ქვეშ იდგა.
- რა ცივიააა! - აკივლდა მარიამი, სულ სველი დარჩა, თმაც დაუსველდა, კაბაც მიეკრო სხეულზე.. მარიამი ხელებს ურტყამდა სიცილით.
- ეს რა მიქენი! - ირაკლი კართან იდგა და ცდილობდა აღარ გაეღიმა.
- ცოტა მაინც გამოფხიზლდები! - მარიამმა წყალი შეასხა.
- აუტანელო!! - ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა, მერე პირსახოცი აიღო და იქვე დაუდო.
- ჩაიცვი და გამოდი - ამის შემდეგ სწრაფად გავიდა სააბაზანოდან,
თითქოს კიდევ რამდენიმე წამი რომ დარჩენილიყო… საკუთარ თავს ვეღარ გააკონტროლებდა..
მარიამი ნახევრად გაბრუებული გამოვიდა სააბაზანოდან, თეთრი ხალათი ჰქონდა შემოხვეული სხეულზე, სველი თმები მხრებზე ეყარა, წყლის წვეთები კი ნელა მიუყვებოდა კისერს, ლავიწებს… ოთახში ისევ ჩუმად უკრავდა არაბული მელოდია..ირაკლი ფანჯარასთან იდგა ზურგით, უცქერდა ქალაქის ოქროსფერ განათებას, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თითქოს საერთოდ სხვა სამყაროში იყო დაკარგული..იმდენად შორს წასულიყო ფიქრებში, მარიამის გამოსვლაც ვერ გაიგო, მარიამი ჩუმად მივიდა საწოლთან და ჩამოჯდა, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა, შემდეგ ნელა მიწვა საწოლზე..თვალები ნახევრად დახუჭა, სიმთვრალესა და სიფხიზლეს შორის იყო გაჭედილი.
სველი თმები ბალიშზე გაეფანტა, ხალათი ოდნავ ჩამოსცურებოდა მხარზე, ნახევრად დახუჭული თვალებიდან ისევ ირაკლის სილუეტს უყურებდა..ნელ-ნელა ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და ძილმა სძლია, რამდენიმე წუთის შემდეგ ირაკლიმ უკან მოიხედა და გაიყინა..საკუთარ საწოლში მოკალათებული მარიამი ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა, ისეთი მშვიდი იყო, ისეთი დაუცველი, თითქოს საერთოდ სხვა ადამიანი გამხდარიყო. აღარ ჩანდა ის ცელქი, ხმაურიანი, გამაღიზიანებლად მომხიბვლელი გოგო, რომელიც მთელი საღამო მის ჭკუაზე თამაშობდა..ირაკლის ტუჩებს შორის უნებური ღიმილი გაეპარა, ნელა მიუახლოვდა, საწოლის კიდესთან ფრთხილად ჩამოჯდა, ისე ნაზად გადაუწია თმა ყურზე, თითქოს მართლა ეშინოდა მისი გაღვიძების, დიდხანს უყურებდა, თვალს ვერ აშორებდა, შემდეგ ოდნავ დაიხარა, კიდევ ერთხელ იგრძნო მისი კანის სურნელი, ვარდის სურნელი.. მის კანს თითქოს მართლა ვარდის სურნელი ასდიოდა, ირაკლიმ თვალები დახუჭა, ვეღარ ხსნიდა საკუთარ თავს..ვეღარ ხსნიდა რატომ იზიდავდა ასე ეს გადარეული გოგო..ეს გოგო, რომლის გამოც ერთ დროს ყველაფერი დაკარგა, რომელმაც უნებლიეთ ყველაზე მტკივნეული ჭრილობა დაუტოვა, მაგრამ იქნებ…სწორედ მას შეეძლო იმ ჭრილობების შეხორცებაც.. მარიამი ძილში შეიშმუშნა, იგრძნო ირაკლის სიახლოვე, ღრმად ჩაისუნთქა და ბუტბუტი დაიწყო.
- ჩემთან დარჩი… არ წახვიდე - ირაკლის მზერა დაუმძიმდა, კიდევ ერთხელ გადაუწია თმა, მარიამი ისევ შეიშმუშნა.
- მაკოცე - ბავშვივით ლაპარაკობდა ძილში, ირაკლის გაეღიმა, მაგრამ იმ ღიმილში სევდაც ერია..ნელა წამოდგა და სავარძელში ჩაჯდა, იქიდან უყურებდა მძინარე მარიამს, ათვალიერებდა.. ყოველ დეტალს იმახსოვრებდა - სუნთქვას, თმის მოძრაობას, მშვიდ სახეს…შემდეგ ჩუმად, თითქმის თავისთვის თქვა:
- დავიღალე -.თავზე ხელი გადაიტარა.
- დავიღალე იმის მცდელობაში, რომ არ უნდა შემიყვარდე… ძალიან დავიღალე… - სიჩუმემ ისევ მოიცვა ოთახი, ირაკლი უყურებდა ქალს, რომელმაც არა მხოლოდ მისი საწოლი დაიკავა, ნელ-ნელა მთლიანად მის სამყაროშიც იჭრებოდა და პირველად ცხოვრებაში ეს აღარ აშინებდა ისე ძალიან..სავარძელში მოკალათდა, თვალები მძიმედ დახუჭა, ბოლო რაც დაინახა, მარიამის მშვიდი სახე იყო
და იმ ფიქრით ჩაეძინა, რომ ეს უცნაური, აუხსნელი გრძნობა
აუცილებლად უნდა ამოეხსნა რას ნიშნავდა.

დილით ირაკლიმ სრულიად სხვა განწყობით გაიღვიძა, უკვე აღარ უნდოდა დისტანციის დაჭერა, პირიქით..იმ „ჭირვეული ბავშვის“ გამოწვევა უნდოდა, რომელიც მთელი ძალით უწიოკებდა ცხოვრებას..ფრთხილად წამოდგა, რომ მარიამი არ გაეღვიძებინა და ოთახიდან გავიდა. დერეფანში ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა, საქმიანი ტონი ჰქონდა, თუმცა ტუჩებზე ღიმილი მაინც ვერ მოეშალა..მარიამმა რამდენიმე წუთში მძიმე თავისტკივილით გაახილა თვალები.
- ღმერთო… - ამოიბუტბუტა და შუბლზე ხელი მოიჭირა, ბუნდოვნად ახსოვდა წინა ღამე, მუსიკა, ცეკვა, ირაკლის თვალები.. მეტი თითქმის არაფერი, ნელა წამოჯდა, უცებ როცა საკუთარ სხეულზე მხოლოდ თეთრი ხალათი დაინახა, გაშეშდა.
- ეს… რანაირად?.. - ზუსტად ამ დროს კარი გაიღო ირაკლი შემოვიდა, საოცრად კმაყოფილი სახით.
- დილამშვიდობისა, პრინცესა - მარიამმა მაშინვე შეხედა.
- ირაკლი… რა მოხდა წუხელ?..
- არ გახსოვს?..
- არა… -.დაიბნა.
- შენს ოთახში რატომ მძინავს? - ირაკლის თვალებში ეშმაკურმა ნაპერწკლებმა გაიელვა, ნელა მიუახლოვდა. ზურგიდან დაუდგა შემდეგ ყურთან ძალიან ახლოს დაიხარა.
- იმიტომ რომ ჩემთვის იმის დამტკიცება გადაწყვიტე, როგორი მოცეკვავე იყავი - მარიამს სუნთქვა შეეკრა.
- შემდეგ კი…
- შემდეგ რა?.. - უკვე გაფითრებულმა ჰკითხა,.სიფხიზლეში სულაც აღარ იყო ისეთი თამამი, როგორიც წინა ღამით, ირაკლის ღიმილი უფრო გაუღრმავდა.
- შემდეგ შენ თვითონ მთხოვდი, რომ მეკოცნა -.მარიამს თვალები გაუფართოვდა, ირაკლიმ ხელებზე ხელი მოჰკიდა.
- ამ თითებით თვითონ მეხებოდი… -
შემდეგ ხელისგული გულზე მიადო.
- თვითონ გიცემდა გული გამალებით-მარიამი უკვე მთლიანად დაიბნა.
- თვითონ ცდილობდი ამ ეშმაკი თვალებით ჩემს გაგიჟებას.
- და… მერე?.. - ძლივს ამოილაპარაკა. - მერე რა მოხდა?.. ტანსაცმელი რატომ არ მაცვია? მხოლოდ ხალათი რატომ მაცვია? - ირაკლიმ ტუჩი მოიკვნიტა, თითქოს სიცილს ძლივს იკავებდა.
- იმიტომ რომ… ხომ ხვდები ანუ…
- რას ამბობ?! - მარიამს თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა, მაშინვე ხალათი უფრო მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე, ირაკლი ვეღარ მოითმინა.
ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- ღმერთო, შენი სახე უნდა ნახო ახლა! - მარიამი გაბრაზებული უყურებდა.
- იდიოტი ხარ!
- არადა მართლა თავად მთხოვდი კოცნას… - სიცილს ძლივს იჩერებდა ირაკლი
- მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, სიმთვრალით რომ ისარგებლოს, ვიცოდი ასე რომ იქნებოდა ყველაფერი.. - მარიამმა თმაზე ხელი გადაიტარა.
- საერთოდ არაფერი მახსოვს -
შემდეგ უცებ წამოხტა და ხალათის ამარა თავისი ნომრისკენ გაიქცა, გული გამალებით უცემდა, უკან ირაკლის სიცილი ისევ ისმოდა.
კარი რომ დაიხურა, ირაკლიმ თავი გააქნია ღიმილით, მერე კუთხეში დაგდებულ შავ აბაიას მოჰკრა თვალი.. წინა ღამით მარიამი რომ იყო გახვეული შიგნით..ნელა აიღო,
უნებურად სახესთან მიიტანა, მისი კანის სურნელი ისევ შერჩენოდა, ირაკლის გაეღიმა
- გიჟი… - ჩუმად თქვა, ცისფერი თვალები აუციმციმდა.
- მაგრამ სიგიჟესაც აქვს თავისი მომხიბვლელობა…


მარიამს ოთახის კარზე დაუკაკუნა ირაკლიმ, თმა არეულად ჰქონდა ჩამოშლილი მხრებზე
- რა მოხდა? - ირაკლის სიტყვა არ უთქვამს, უბრალოდ ხელი გაუწოდა..
მის ხელში წითელი ბიუსჰალტერი იყო, მარიამს თვალები გაუფართოვდა.
- ჩემთან ეს დაგრჩა
- მომეცი ეს აქ! - უცებ გამოსტაცა ხელიდან, ირაკლის სიცილი გაეპარა.
- ასეთი აღეკვებული სახე რატომ გაქვს? გუშინ უფრო მამაცი იყავი.
- გაჩუმდი საერთოდ! - ბიუსჰალტერი ზურგს უკან დამალა
- არაფერი არ მახსოვს!
- სამწუხაროა... მე კი ძალიან კარგად მახსოვს - მარიამმა ბალიში ესროლა, ირაკლიმ სიცილით აიცილა.
- მოემზადე.. ამ საღამოს უნდა გავიდეთ.
- სად მივდივართ? - ირაკლი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა, მერე ოდნავ გაეღიმა.
- ზღაპრულ სამყაროში!
შებინდებული იყო, როცა მანქანა ალ-ულას უდაბნოში შევიდა..გზის ორივე მხარეს უზარმაზარი კლდეები აღმართულიყო, ქვიშა მზის ბოლო სხივებზე ოქროსფრად ელავდა, ცა ჯერ კიდევ ლურჯსა და იასამნისფერს შორის ირხეოდა, მაგრამ ნელ-ნელა ბნელდებოდა,
მარიამი ფანჯარას აკრული უყურებდა ყველაფერს.
- ეს ადგილი... სამოთხე სწორედ ასეთი წარმომიდგენია!
- არაბეთში ყველაზე ჯადოსნური ღამეებია აქ - ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა, ისეთი სიჩუმე, თითქოს სამყაროში მხოლოდ ისინი იყვნენ.
ქარი ქვიშას ძალიან ფრთხილად დაატარებდა, შორს კლდეები უძველეს სასახლეებს ჰგავდა, ჰაერში უცნაური სიმშვიდე ტრიალებდა.. ირაკლიმ ხელით ნიკაპი აუწია და ცისკენ აახედა და
გაშეშდა..მთელი ცა ვარსკვლავებით იყო დაფარული, არა უბრალოდ ვარსკვლავებით, თითქოს ვიღაცას შავი ხავერდი გაეფინა და ზედ მილიონობით ბრილიანტი დაეყარა..
თეთრი ნათება ყველგან ციმციმებდა..მარიამს სუნთქვა შეეკრა.. თვალები გაუფართოვდა,
ნელა დატრიალდა, ცას უყურებდა,
- ირაკლი... შეხედე რამდენია... ღმერთო - ბავშვივით იცინოდა, ტელეფონი ამოიღო, ფოტოებს იღებდა, მერე ირაკლის უღებდა, მერე ისევ ცას..შემდეგ უცებ მისკენ შეტრიალდა და გახარებული მთელი ძალით ჩაეხუტა.
- ეს ყველაზე ლამაზია რაც ცხოვრებაში მინახავს! - ირაკლი უყურებდა და ეღიმებოდა,
ნელა მიუახლოვდა უკანიდან, ისე ახლოს დადგა, მარიამის თმა მის სახეს ეხებოდა..ხელები წინ გაშალა და ცისკენ მიუთითა.
- აი იმ ვარსკვლავს ხედავ? - ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ანათებდა ცაზე, მარიამმა თავი დაუქნია.
- მას შენი სახელი ერქმევა დღეიდან... ვარსკვლავი მარიამი, ყველაზე კაშკაშაა! შენსავით! -
მარიამმა ნელა გამოიხედა უკან,
მათი სახეები ძალიან ახლოს აღმოჩნდა ერთმანეთთან..ქარი მარიამის თმას ირაკლის სახეზე აფრიალებდა, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს.
მერე მარიამმა ძალიან ნელა მოიკვნიტა ქვედა ტუჩი..ირაკლის მზერა მაშინვე მის ბაგეებზე ჩამოსრიალდა, სუნთქვა დაუმძიმდა,
კიდევ უფრო მიუახლოვდა..ირაკლიმ ხელი წელზე მოხვია, მეორე ხელი სახეზე ჩამოუსვა, თითქოს ეშინოდა შეხების..მაგრამ უკვე გვიანი იყო, მათი შორის ყველაფერი დიდი ხნის დაწყებული იყო..ირაკლი ძალიან ნელა დაეწაფა ტუჩებზე, პირველი შეხება ფრთხილი აღმოჩნდა,
მაგრამ შემდეგ...მარიამმა პიჯაკში ჩაავლო ხელი და თავისკენ უფრო ძლიერად მიიზიდა, კოცნა მაშინვე შეიცვალა, ღრმა გახდა, მშიერი, ვნებიანი..ვარსკვლავებით სავსე ცის ქვეშ გიჟებივით კოცნიდნენ ერთმანეთს უსიტყვოდ..ქარიც კი თითქოს გაჩერდა, ირაკლიმ შუბლი შუბლს მიადო, ღრმად ამოისუნთქა.
მაგრამ ისევ ვერ გაჩერდა, კვლავ დაეწაფა ტუჩებზე, უფრო ძლიერად.
უფრო ვნებიანად, მარიამი მის ხელებში დნებოდა, მერე ნელა მოშორდა, ის გამომწვევი, კეკლუცი მზერა ისევ დაუბრუნდა..ირაკლი უყურებდა და გაეღიმა.
- შენი თვალები... მინდა რომ სულ ვხედავდე... მატყვევებს!
- შეგიძლია ერთი თხოვნა
შემისრულო?
- რა თხოვნა? - გაუკვირდა მარიამს,
ირაკლიმ მანქანიდან ფუნჯები და საღებავები ამოიღო..შემდეგ მაისური გადაიძრო, მარიამს მზერა წამით გაეყინა მის სხეულზე.
- მინდა შენი თვალი სხეულზე დამახატო... აი აქ - გულთან ახლოს მიუთითა
- რომ სულ შევძლო დანახვა.
- მაგრამ... ეს საღებავია.
- დახატავ? - მარიამმა ფუნჯი გამოართვა.
- ოღონდ ისეთი... როგორც გუშინ გქონდა, მოხატული და ვნებიანი - მარიამს გაეღიმა
- კარგი - ირაკლი კლდეს მიეყრდნო,
მარიამი ძალიან ახლოს მივიდა,
ფუნჯი მის კანზე ნელა ააცურა, ხატვისას ხშირად ეხებოდა თითებითაც, ხან შემთხვევით, ხან განზრახ..ირაკლი თვალმოუშორებლად უყურებდა, მარიამი მის გულმკერდს აკვირდებოდა, მხრებს.. სუნთქვას..
რამდენჯერაც ფუნჯს უსვამდა, იმდენჯერ ირაკლის კანი ეჭიმებოდა.
- ასე ნუ მიყურებ...თითქოს ჩემი გაგიჟება გინდა - მარიამს გაეცინა.
- იქნებ მინდა კიდეც! - ნელა, საოცარი სიფრთხილით ხატავდა თავისივე მოხატულ თვალს ირაკლის კანზე..იდეალური გამოვიდა
- მორჩა - ირაკლიმ ჩაიხედა, ზუსტად ისეთი თვალი იყო, როგორიც მარიამს ჰქონდა იმ ღამით, იდუმალი, სახიფათო, მომაჯადოებელი.
- იდეალურია! - მარიამმა წარბი აზიდა.
- ნახატი? თუ მე? - ირაკლიმ უცებ თავისკენ მიიზიდა.
- შენ! - ორივეს გაეღიმა, სიჩუმე ირაკლის ტელეფონის ზარმა დაარღვია..ეკრანზე ქართული ნომერი გამოჩნდა..ირაკლის სახე მაშინვე შეეცვალა, გვერდზე გადგა და უპასუხა.
- გისმენ - მეორე მხრიდან კობას გაბზარული, ბრაზიანი ხმა გაისმა.
- კარგად ერთობით?!
- საიდან მირეკავ?
- სადაც გამიშვით იქედან! მაგრამ გპირდები, მალე გამოვალ და მოღალატე მარიამს არ დაგითმობ! შენც და მასაც გაზღვევინებთ!
- მარიამი უკვე დაკარგე! - კობას სიცილი გაისმა, ავადმყოფური და
მძიმე.
- მარიამი ახლა ბრაზობს ჩემზე, მაგრამ გულის სიღრმეში გიჟდება მამამისზე! ის ჩემთან დაბრუნდება, როგორც უძღები შვილი! თუ ახლა ერთად ხართ, იცოდე ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს რომ გამამწაროს! შენ უბრალოდ მორიგი სათამაშო ხარ მისთვის! - ირაკლის თვალები ჩაუმუქდა.
- კობა, საკანში დაბრუნდი და შეეგუე იმ ფაქტს, რომ მარიამი დაკარგე, ის უკვე ჩემია!! - რამდენიმე წამი სიჩუმე იყო, შემდეგ კობამ ჩახლეჩილი ხმით თქვა:
- მიდი და უთხარი რომ ცუდად ვარ... გულის შეტევა დამემართა... დარწმუნდები, რომ მისთვის მამამისი მაინც ყველაფერზე მნიშვნელოვანია - ყურმილი გაითიშა,
ირაკლი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, მერე ნელა შემოტრიალდა. მარიამი უკვე აკვირდებოდა.
- ვინ იყო?.. რა სახე გაქვს? რამე ცუდი ამბავია? - ირაკლი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა, შემდეგ თითქოს განზრახ, ძალიან ფრთხილად უთხრა:
- ციხიდან დამირეკეს.. - მარიამს სახე დაეძაბა.
- არ მაინტერესებს! მასზე არაფერი თქვა... ახლა განწყობას ნუ გამიფუჭებ - ირაკლი ისევ აკვირდებოდა, ტესტავდა, ამოწმებდა..
- თუ გეტყვი რომ... ცუდადაა და გულის შეტევა დაემართა... მაშინ რას იზამ?!..



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან საინტერესო ისტორიაა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent