ჩემპიონი (ნაწილი 15)
მარიამს ბევრი აღარ უფიქრია, როგორც კი ირაკლის სიტყვები გაიგო, თითქოს ყველაფერი წამში გაქრა - ვარსკვლავები, უდაბნო, ღამის სიჩუმე, ის კოცნა, მისი სურნელი, ირაკლის მკერდზე დახატული საკუთარი თვალი...ყველაფერი.. მხოლოდ ერთმა გრძნობამ ამოიწია ზედაპირზე - შვილის ინსტიქტმა, როგორც არ უნდა სძულებოდა, რამდენჯერაც არ უნდა გაემეორებინა საკუთარ თავთან, რომ აღარ ჰყავდა მამა... გულის ყველაზე ღრმა კუთხეში მაინც ისევ პატარა გოგო იყო, რომელიც მამას დასდევდა მუდამ..სახე გაუფითრდა, თვალები შიშით აევსო - უნდა წავიდეთ! სასწრაფოდ! წამიყვანე აქედან გთხოვ... უნდა ვნახო! - ირაკლი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა, ხედავდა, როგორ წაიშალა მარიამის სახიდან მთელი ბრაზი, მთელი შურისძიება, მთელი თამაში, როგორ დარჩა მხოლოდ შიში..იმ შიშმა უცნაურად ატკინა. რადგან ზუსტად მიხვდა - კობა მართალი იყო, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა ექნა, მარიამის გულში ყოველთვის დარჩებოდა ადგილი იმ კაცისთვის. არ უთქვამს, რომ მოატყუა, აღარც აზრი ჰქონდა. - უახლოესი ფრენა როდის არის თბილისისკენ? ვერ ვნახულობ! - ტელეფონს ნერვიულად დაჰყურებდა, თითები უკანკალებდა, ირაკლიმ ტელეფონი გამოართვა. - დაწყნარდი! სასტუმროში წავიდეთ, ბარგი წამოვიღოთ და პირდაპირ აეროპორტში წავალთ - როგორ დავწყნარდე? მამაჩემი სიკვდილს ებრძვის! რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავიდე! - მარიამის ხმაში სასოწარკვეთა ისმოდა, ირაკლიმ მისკენ გაიხედა, რამდენიმე წამი ჩუმად იყო, შემდეგ დაბალი ხმით ჰკითხა: - ნანობ? - მარიამი გაშეშდა. - რა?! - ნანობ იმას რაც გააკეთე? - მარიამმა გაბრაზებით შეხედა - ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, ირაკლი. - პასუხი მაინტერესებს - მარიამი გაბრაზებული, დაბნეული უყურებდა. - არ ვნანობ... და არც მის პატიებას ვაპირებ. მაგრამ ბუნებრივია რომ განვიცდი. მამაზე კი არა... მტერზეც ინერვიულებს ადამიანი ასეთ დროს - ირაკლის ტუჩი ოდნავ შეერხა, გაეღიმა, მაგრამ ეს სიცილი არ იყო. უფრო რაღაცის საბოლოოდ გააზრებას ჰგავდა. - ჰო... რა თქმა უნდა - მეტი აღარ უთქვამს, არც უნდოდა, რადგან ზუსტად მიხვდა - რაც არ უნდა მომხდარიყო მათ შორის, შუაში ყოველთვის კობა იდგებოდა, ციხიდანაც კი..ერთი სიტყვითაც კი შეეძლო გავლენა მოეხდინა მარიამზე, ისინი უხილავი ძალით იზიდავდნენ ერთმანეთს, მაგრამ კობა ყველანაირად ეცდებოდა ყველაფრის დანგრევას და ირაკლი პირველად დაფიქრდა, რომ ეს ქორწინება დროებითაც კი არ უნდა გაგრძელებულიყო..ალბათ განქორწინება იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ რაიმეს ფუჭი იმედი არ ჰქონოდა..სასტუმროში თითქმის არ უსაუბრიათ, მარიამი ნივთებს ჩქარა ალაგებდა, ჩემოდანში ყველაფერს უწესრიგოდ ყრიდა, თითები უკანკალებდა, გონება სხვაგან ჰქონდა..ირაკლი ჩუმად აკვირდებოდა.. აეროპორტამდე გზა თითქმის ჩუმად გაიარეს. მარიამი მხოლოდ ტელეფონს დაჰყურებდა, ხან ბილეთებს, ხან დროს..ხან ეკრანს უაზროდ უყურებდა..ფრენა დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთს გრძელდებოდა..თვითმფრინავში მარიამი ფანჯარასთან იჯდა, მთელი გზა არ დაუძინია, თითქოს საკუთარ ფიქრებში იხრჩობოდა..ერთ წამს ბრაზი ეუფლებოდა - „ის ამას იმსახურებს“, მეორე წამს კი ბავშვური შიში - „თუ მართლა ვერ მოვასწარი?..“საკუთარ თავსაც კი ვერ უგებდა, ერთ მომენტში თავი მინას მიადო და ჩუმად ჩაილაპარაკა: - იქნებ ჩემი ბრალია... - ირაკლიმ გაიგონა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ თვალები დახუჭა, რადგან მის პასუხს აზრი აღარ ჰქონდა.. თბილისში ღამე დაეშვნენ, თვითმფრინავის კარი გაიღო და ცივი ჰაერი სახეში შეეჯახათ, გარეთ წვიმდა, არა მსუბუქად, ძლიერად წვიმდა..აეროპორტის შუშებს წვიმის წვეთები აწყდებოდა, ცაზე ელვამ გაიელვა..მარიამი თითქმის სირბილით გამოვიდა, ქურთუკიც არ ჩაუცვამს, წვიმაში მაშინვე გავარდა, თმა წამში დაუსველდა.. ტანსაცმელიც მიეკრო სხეულზე, ირაკლი უკან დაედევნა. - მარიამ, გაჩერდი! - მაგრამ ის აღარ უსმენდა, მანქანაში ჩაჯდომამდე უკვე კანკალებდა, არა სიცივისგან, არამედ ნერვიულობისგან.. ტაქსში ჩასხდნენ..მარიამი ფანჯარას უყურებდა, წვიმის წვეთები მინაზე ჩამოდიოდა, ქალაქი ნაცრისფერი ჩანდა, საუდის არაბეთის ოქროსფერი ღამის შემდეგ ყველაფერი უცებ ცივი და მძიმე გახდა.. - რომელ საავადმყოფოშია?- მარიამს ხმა უთრთოდა.. ირაკლი რამდენიმე წამი დუმდა, მერე მძღოლს ჩვეულებრივი, თითქმის გულგრილი ხმით უთხრა: - ციხისკენ წავიდეთ - მარიამი მაშინვე მიტრიალდა. - ციხისკენ?! იქ რა გვინდა?! - ირაკლიმ ფანჯარაში გაიხედა, არც კი შეუხედავს მისთვის. - არ გესმის რომ გეკითხები?! საავადმყოფოში არ არის?! - არა! - მარიამს თვალები გაუფართოვდა. - როგორ გულის შეტევა დაემართა ადამიანს და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს?! - წვიმის წვეთები მანქანის სახურავს გამეტებით ეხეთქებოდა, გარეთ ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა, ელვამ წამით გაანათა ცა, მარიამის დაძაბული სახე მკვეთრად გამოჩნდა, ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა - დამშვიდდი, მივალთ და გაიგებ! - მანქანა ციხის ჭიშკართან გაჩერდა, წვიმა უფრო მეტად ძლიერდებოდა, მარიამი დაუფიქრებლად გადავიდა მანქანიდან და პირდაპირ თავსხმაში აღმოჩნდა. თმა მთლიანად დაუსველდა, კაბა სხეულზე მიეკრო, წინ და უკან დადიოდა, ვეღარ ჩერდებოდა, ირაკლი ნელა გადმოვიდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, უყურებდა. - ამიხსენი... აქ რატომ ჰყავთ ისევ? საავადმყოფოში რატომ არ გადაჰყავთ? - ელვამ ისევ გაანათა, ირაკლი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, წვიმის ხმაში მისი ხმა დაბალზე, მაგრამ მკვეთრად გაისმა: - იმიტომ რომ კარგადაა! - მარიამი გაშეშდა. - იმიტომ რომ არანაირი გულის შეტევა არ მოსვლია! კარგადაა... ძალიან კარგადაა და როცა გაიგებს რომ მიზანს მიაღწია, ალბათ ძალიან ბედნიერიც იქნება - მარიამმა წარბი მაღლა აზიდა, სახეზე ჯერ გაუგებრობა გამოეხატა, შემდეგ შოკი. - რას... რას ნიშნავს კარგადაა?.. ანუ... მას არაფერი სჭირს? - ირაკლის მოთმინება ამოეწურა, ბოლო ხმაზე დაუყვირა: - არა! - ჭექა-ქუხილმა ზუსტად იმ წამს გადაუარა ცას. - არაფერი სჭირს! ძალიან კარგადაა!- ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და მკლავში ძლიერად ჩააფრინდა. - კარგადაა შენი საყვარელი მამიკო! თვითონ მთხოვა შენთვის ტყუილი მეთქვა! რომ ორივეს დაგვენახა, ისევ გტკივა თუ არა მამიკოზე გული!- მარიამმა ხელი გამოგლიჯა, სახეზე წყალი ჩამოსდიოდა - თქვენ ორივე არანორმალურები ხართ! - ხმამაღლა დაუყვირა. - ის შეშლილია, მაგრამ შენ?! შენც შეშლილი ხარ?! რა საჭირო იყო ეს თამაში?! - ირაკლის სახე გამკაცრდა. - მეც მაინტერესებდა და კითხვაზე პასუხი მივიღე! შენ ნანობ, აშკარაა - მარიამი ბრაზისგან გაცოფდა. - მე არაფერს არ ვნანობ! ასჯერ რომ მქონდეს იგივეს გაკეთების შესაძლებლობა, ასივეჯერ ასე მოვიქცეოდი! - ელვამ ისევ გაანათა ცა, წვიმა უფრო ძლიერად წამოვიდა, ირაკლიმ ცინიკურად ჩაიცინა. - ახლა რას იზამ? მამიკოს ნახვას არ მოისურვებ? - მარიამმა მკვეთრად გააქნია თავი. - არა! არ მაქვს სურვილი! წავედით აქედან! - ირაკლი წარბაწეული უყურებდა. - სად წავედით? - მარიამი წვიმის ქვეშ იდგა, ტუჩები უთრთოდა, თმა სახეზე ეკვროდა, მერე პირდაპირ თვალებში ჩახედა. - ცოლის ადგილი ქმრის გვერდითაა. იქ, სადაც შენ მოგესურვება. თუ გინდა ჩემს სახლში... თუ გინდა შენს სახლში - ირაკლის სახეზე პირველად რაღაც დათბა, ძალიან მსუბუქად გაეღიმა, სწორედ იმ დროს წვიმა უფრო გაძლიერდა, თითქმის თავსხმა წამოვიდა, მარიამმა თვალები მოჭუტა. - ჯანდაბა - ირაკლიმ ხელი მოჰკიდა და გზის კუთხეში პატარა გადახურულ ადგილას შეიყვანა, მაგრამ წვიმის წვეთები მაინც აღწევდა მათთან, მათ შორის ადგილი თითქმის არ იყო, ერთმანეთს ეკვროდნენ, ირაკლიმ პიჯაკი გაიხადა, თავზე გადააფარა მარიამს, ახლოს იდგნენ, ძალიან ახლოს.. მარიამის სველი თმა მას ყელთან ეკვროდა..სუნთქვა ერთმანეთში ერეოდათ. - გადაიღოს და ტაქსი გავაჩეროთ... - ჩუმად თქვა ირაკლიმ..იმ წამს გზაზე დიდი სისწრაფით მანქანა გამოვარდა, გუბეში შევარდა, მთელი წყალი პირდაპირ მათ შეესხა, ორივე თავიდან ბოლომდე გაწუწა, რამდენიმე წამით გაშეშდნენ, მერე ერთმანეთს შეხედეს და ერთდროულად გაეცინათ, ნამდვილი, გულწრფელი სიცილით.. - ესღა გვაკლდა! - მარიამმა ხელი ჩასჭიდა. - წავედით, წვიმა არ აპირებს გადაღებას. მაინც სველი ვარ უკვე, რაღა აზრი აქვს ლოდინს? - და პირდაპირ წვიმაში გაიქცნენ ორივე, როგორც ბავშვები..ტაქსი ძლივს გააჩერეს, მარიამი სიცივისგან კანკალებდა, ირაკლიმ სველი პიჯაკი გაიხადა და მხრებზე გადააფარა, მარიამს არაფერი უთქვამს, მხოლოდ გვერდულად გახედა..რამდენიმე წამში თავი ფრთხილად მიადო მხარზე, თავადაც ვერ გაიაზრა, უბრალოდ დაღლილი იყო..ირაკლი არც განძრეულა, ნელა დახედა, მარიამს თვალები დახუჭული ჰქონდა..ირაკლიმ თმაზე ჩამოუცურა ხელი,ძალიან ნაზად, თითქოს უნებურად - მოვედით.. კობას ტუჩებზე ნელი, ავადმყოფური ღიმილი გაეშალა. ციხის პატარა ოთახშიც კი ისე იჯდა, თითქოს ისევ ყველაფერს თვითონ აკონტროლებდა. გიორგის ხმა რომ მოისმინა ტელეფონში, თითები მაგიდაზე რიტმულად აათამაშა - ჩამოვიდა კი? მართლა მოვიდა? - თვალები გაუნათდა, თითქოს ამ ერთი ამბით ძალა დაუბრუნდა. - კი, მოვიდა, აქვე იყო... ციხის ჭიშკართან, ძალიან აფორიაქებული ჩანდა, შენზე კითხულობდა - კობამ ხმამაღლა გადაიხარხარა, ისეთი სიცილით, რომელიც ცივ კედლებსაც კი უსიამოვნოდ მოედო. - ჩემი გოგო... ვიცოდი! ვიცოდი რომ მოვიდოდა! - სკამის საზურგეს მიეყრდნო და თავი უკან გადაწია. - რაც უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა ვძულდე ახლა... მაინც ჩემი გოგოა! მაინც ვერ გამექცევა, სისხლს ვერ გაექცევა! - წამით გაჩუმდა, სახე დაეძაბა, ირაკლის სახელის ხსენებაზე ძარღვები დაებერა. - ის ნაძირალა იყო მასთან? - კი, ერთად იყვნენ.. როგორც გავიგე, მარიამი ძალიან ნერვიულობდა, თითქმის პანიკაში ყოფილა - კობას მზერა გამკაცრდა, თვალებში რაღაც მტაცებლური ჩაუდგა. - მშვენიერია... ზუსტად ეგ მინდოდა, მიხვდეს ირაკლიმ, რომ რაც არ უნდა ეცადოს, მარიამჯ ი მაინც ჩემსკენ წამოვა. ეგ ბავშვობიდან ასეა... ჩემზე გაბრაზდება, მიყვირებს, მძულსო იტყვის... მაგრამ ერთი სიტყვა რომ გავუგზავნო, სუნთქვაშეკრული გამორბის - სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ხმას დაუწია, უკვე აღარ იცინოდა. - კარგად მომისმინე, გიორგი... სანამ აქედან გამოვალ, ყველაფერი უნდა აკონტროლო, ყველა ნაბიჯი, ყველა მოძრაობა! არ მინდა ერთი წამითაც მოდუნდე - გასაგებია - კობა წინ გადაიხარა, ხელები მაგიდაზე დააწყო, თითები შეკრა, ხმაში აშკარა მუქარა იყო.. -ირაკლი ოლიმპიადაზე ვერ უნდა გავიდეს! არ დავუშვებ! თუ გავიდა და მოიგო, ყველას თვალში გმირი გახდება. - მოვაგვარებ - არა! "მოვაგვარებ" არ მჭირდება! შედეგი მჭირდება! ტრავმა, სკანდალი, დისკვალიფიკაცია - არ მაინტერესებს როგორ, უბრალოდ ხელი შეუშალე. თუ ვინმეს მოსყიდვა იქნება სააირო ფულს ნუ დაინანებ! - გიორგი რამდენიმე წამი ჩუმად იყო, მერე დაბალი ხმით უპასუხა: - გაკეთდება - კობამ ტელეფონი ნელა დადო, სახეზე ისევ ის ღიმილი დაუბრუნდა - ბოლოს მაინც მე დავრჩები გამარჯვებული! - თვალები დახუჭა. თითქოს უკვე ხედავდა იმ დღეს, როცა ირაკლის ყველაფერი დაენგრეოდა, ოლიმპიადაც, კარიერაც, მარიამიც და ამ წარმოდგენაზე კობას ღიმილი კიდევ უფრო მოედო მთელს სახეზე.. მარიამი ირაკლის სახლში შევიდა, ადრეც იყო ნამყოფი იქ, მაგრამ იმ ღამეს თითქოს პირველად იყო და უფრო ყურადღებით ათვალიეტებდა ყველა დეტალს..ბინა თითქმის ცარიელი იყო, ფარდები საერთოდ არ ეკიდა, კედლები შიშველი, ცივი, არაფრით გაფორმებული. კუთხეში მხოლოდ სავარჯიშო ინვენტარი ელაგა - ჰანტელები, თოკი, დამცავი ხელთათმანები და შემოსასვლელთან ერთი პატარა დივანი იყო მხოლოდ.. მარიამმა ნელა მოატარა მზერა სივრცეს და შუბლი შეკრა. - ამ სახლში ყველაფერი ცივია… ცარიელი კედლებია მარტო - ირაკლი კართან მიყრდნობილი იდგა, სველი თმა ხელით გადაიწია და მშვიდად ჰკითხა: - ცივი… როგორც მე? - მარიამი მისკენ შეტრიალდა, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, თვალები ოდნავ მოჭუტა, თითქოს აკვირდებოდა. - არა… შენ საერთოდ არ ხარ ცივი - მის ხმაში სერიოზულობა იყო - რაღაცნაირი ხარ… რთული… მაგრამ ცივი არა.. ამ ბინაში იმდენი ლამაზი რამის გაკეთება შეიძლება - ირაკლიმ ცალი წარბი ასწია. - მაგალითად? როგორ მოაწყობდი? - მარიამს მაშინვე აენთო თვალები. - დიდ თეთრ ფარდებს დავკიდებდი, აი აქ პატარა წიგნების თარო იქნებოდა, იქ კი ბევრი მცენარე… კედლებზე ნახატებს დავკიდებდი, რომ მარტო სიჩუმე არ გესმოდეს… და აი აქ პატარა ყვითელი ნათურები, ღამით რომ ყველაფერი თბილად ანათებდეს… შენს სახლს სახლს დავამსგავსებდი, თორემ ახლა სპორტდარბაზივითაა - ირაკლი უსმენდა და პირველად თითქოს წარმოიდგინა ეს ყველაფერი, მარიამის სიტყვებით მისი ცარიელი სივრცე უცებ ფერად იქცა. - საინტერესო იქნებოდა… - ჩუმად თქვა, მარიამმა მუცელზე ხელი დაიდო და ამოიოხრა. - საჭმელი არაფერი გაქვს? ძალიან მშია… ისე მშია ერთ ხარს შევჭამ - ირაკლის გულიანად გაეცინა - თუ ცოტას მოითმენ, მოვამზადებ. - კარგი… გთხოვ… - კბილები აუკაწკაწდა - ძალიან ცივა აქ, არც გათბობა გაქვს… ნორმალური ადამიანი ხარ საერთოდ? - ბუზღუნით წავიდა საძინებლისკენ, ირაკლიმ ღიმილით გააყოლა თვალი და სამზარეულოში გავიდა..რამდენიმე წუთში მარიამი დაბრუნდა - ირაკლის დიდი მაისური ეცვა, ხელები თითქმის მთლიანად დაფარული ჰქონდა, სამზარეულოში შევიდა და გაშეშდა..მაგიდაზე ირაკლი ბროკოლს ორთქლზე ამზადებდა, გვერდით ქათმის ფილეს ხარშავდა და სალათის ფურცლებს ჭრიდა - მარიამმა სახე მოეჭმუხნა. - რას აკეთებ? ეს რა ჯანდაბაა? ეს გამაძღებს? - მე სულ ჯანსაღი საკვებით ვიკვებები - მარიამმა ისე შეხედა, თითქოს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. - არა, არ მინდა. ეს საკვები კი არა, სასჯელია - უცებ ხელი მუცელზე მიიჭირა, სახე შეეცვალა, ერთი ნაბიჯი გადადგა და შეირხა. - მარიამ.. - ირაკლი მაშინვე მივარდა, სანამ წაიქცეოდა, ხელი წელზე შემოხვია და დივანზე დასვა, გოგო გაფითრდა. - კარგად ვარ… - დარწმუნებული ხარ? ექიმთან წავიდეთ? - არა… - ღრმად ამოისუნთქა - ალბათ შიმშილის გამოა.. - ირაკლი მის წინ ჩაიმუხლა, ისე უყურებდა თითქოს ყოველ მოძრაობას ამოწმებდა. - მითხარი რა მოგიტანო და ჩავალ მაღაზიაში - მარიამმა მაშინვე თავი გააქნია. - არ არის საჭირო, გამოვიძახებ.. ოღონდ ეს შენი უგემური საჭმელი მოაშორე აქედან - ირაკლიმ ჩაიცინა.. ნახევარ საათში კარზე შეკვეთა მოიტანეს. პიცა, აჭარული, ბურგერები, კარტოფილი, შოკოლადები, ხილი..მარიამს თვალები უბრწყინავდა, თითქოს ბავშვი იყო, ყველაფერს აღტაცებით ხსნიდა.. - აი, ეს უკვე ნამდვილი საჭმელია! - ირაკლი უხმოდ ეხმარებოდა მაგიდის გაწყობაში.. თეფშებს აწყობდა, ჭიქებს.. მარიამი შოკოლადს შეექცეოდა, მერე ყურძნის მტევანს იღებდა და პირდაპირ პირში იყრიდა მარცვლებს..ვიოლინოს მელოდია ჩართო ტელეფონიდან, მუსიკა ოთახში გაიფანტა..მარიამმა უცებ ირაკლის ხელი ჩასჭიდა. - წამოდი - სად? - იცეკვე ჩემთან. - არა.. - მოსაწყენი ხარ! - თავად დაიწყო ნელა ტრიალი პატარა სივრცეში, პიცის ყუთებს შორის, ირაკლი კედელთან დადგა და უყურებდა, ეღიმებოდა.. დასხდნენ, ჭამდნენ, იცინოდნენ. - მაინც და მაინც ბევრს ნუ შეჭამ, თორემ დივანზე ვერ დავეტევით - მარიამს ლუკმა პირში გაეჩხირა. - დივანზე? აქ უნდა დავიძინოთ? ერთად?! - ირაკლი სრულიად მშვიდი იყო. - სხვაგან დასაწოლს ხედავ?- მარიამს სახე მიუახლოვა. - რაიყო… გეშინია? - არა! რისი უნდა მეშინოდეს? - მე მეგონა შეგეშინდა - მარიამმა სკამი მიუაჩოჩა, გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე დაადო. - რა არის საშიში?! მე არაფრის არ მეშინია! - ირაკლიმ ოდნავ დახარა თავი, ტუჩებში ჩამალული ღიმილით. - ძალიან მამაცი ხარ, ყოჩაღ. ახლა საქმეზე გადავიდეთ.. რესტორანთან დაკავშირებით მინდა გითხრა რომ.. - კარგი რამ გამახსენე! - უცებ შეაწყვეტინა მარიამმა. - მინდა ის გოგო, ნათია, სამსახურიდან წავიდეს - ირაკლიმ ნელა შეხედა. - ნათია? რა შუაშია ნათია? - არ მომწონს და მინდა წავიდეს - ირაკლის ტუჩებზე ღიმილი გაეპარა. - ანიმ რაღაც გითხრა, ხომ? - ანის რა უნდა ეთქვა? უბრალოდ არ მომწონს! - ირაკლი აშკარად ერთობოდა. - მფლობელი შენ ხარ. - ორივე ვართ. - არა… მთლიანად შენ აკონტროლე რესტორანი - მარიამმა ყოყმანით შეხედა. - გამოცდილება არ მაქვს. - მე დაგეხმარები ყველაფერში, ბიზნეს ლედად გაქცევ - ორივეს გაეცინა.. - შენ რატომ ეხსნები რესტორანს? - ოლიმპიადისთვის კარგად უნდა მოვემზადო, ამიტომ არ მეცლება.. - გასაგებია.. საღამოს, როცა მარიამმა მაგიდის ალაგება დაიწყო, ირაკლი ვარჯიშს შეუდგა..ჯერ უბრალო გაწელვები გააკეთა, მერე მკვეთრი მოძრაობები..ხელები, დარტყმები, მუხლები..მარიამი ცდილობდა არ შეეხედა, ძალიან ცდილობდა, მაგრამ თვალები მაინც გაურბოდა.. მისი სხეული მოძრაობაში სრულიად სხვანაირი ჩანდა, კუნთები კანის ქვეშ იკვეთებოდა, მხრები დაჭიმული, მკლავები ძალით აღსავსე.. ეს ადამიანი ბრძოლისთვის იყო დაბადებული.. ნამდვილ გმირს ჰგავდა, იმას ზღაპრებში რომ აღწერენ, დევს მარტო რომ ებრძვის..მარიამს ხელში თეფში ეჭირა და იმდენად მიაშტერდა, რომ თეფში თითქმის დაუვარდა, ირაკლიმ გვერდულად გახედა. - ცალი თვალით ყურებისას დაიღლები პატარავ.. - მარიამი დაიბნა. - მე? სულაც არ გიყურებდი! - ჰო, თეფშზე გქონდა აშკარად კონცეტრაცია გადატანილი - მარიამმა ტუჩი მოიკვნიტა და სწრაფად ალაგება განაგრძო, ვითომ საერთოდ არ აინტერესებდა.. რამდენიმე წუთში ირაკლიმ წყალი გადაივლო, თმა სველი ჰქონდა, მაისური გამოიცვალა. ოთახში რომ დაბრუნდა, მარიამი უკვე დივანზე იწვა, საბანი ნახევრად გადაფარებული, მაგრამ აშკარად ელოდა..მორიდებული მზერით გახედა, ირაკლის გაეღიმა. დივანი მართლა პატარა აღმოჩნდა, როცა ორივე დაწვა, რამდენიმე წამში აშკარა გახდა, არც ერთს ჰქონდა ადგილი წესიერად გასაშლელად.. მარიამმა ჯერ გვერდი იცვალა, მერე ისევ, ირაკლიც ოდნავ გადაიწია, მაგრამ მაინც მისი მხარი მარიამის მკლავს ეხებოდა, ბოლოს ორივემ ერთდროულად ამოიოხრა და ერთმანეთს გახედეს, მარიამს გაეცინა. - ეს დივანი აშკარად შენთვისაც პატარაა და ჩემთვისაც. - ხომ გითხარი ბევრი არ უნდა გეჭამა - შენს მხრებს შეხედე… ნახევარი დივანს მარტო ეგ იკავებს - ირაკლიმ ჩაიღიმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. სიჩუმე ჩამოწვა, გარეთ ისევ წვიმის ხმა ისმოდა ფანჯარაზე. ოთახში მხოლოდ ქუჩის ფარების მკრთალი შუქი აღწევდა და მარიამის სახეს ნახევრად ანათებდა. ორივე გვერდულად იწვა, ერთმანეთისკენ შეტრიალებული, ხელი თავქვეშ ჰქონდათ ამოდებული. ისე ახლოს იყვნენ, რომ ერთმანეთის სუნთქვასაც გრძნობდნენ. მარიამის მზერა ისევ ირაკლის მხრებსა და მკლავებზე გადავიდა, დაძაბული კუნთები ჯერ კიდევ გამოკვეთილი ჩანდა ვარჯიშის შემდეგ. თითებით მოუნდა შეხებოდა, შეემოწმებინა, მართლა ასეთი მტკიცე იყო თუ არა..ირაკლი ამას ხედავდა, არაფერს ამბობდა. მხოლოდ უყურებდა ისე, თითქოს მისი ყოველი ფიქრი ესმოდა, მათი თვალები ერთმანეთს მიეჯაჭვა, არავინ ლაპარაკობდა, თითქოს ორივე რაღაცას ამბობდა, მაგრამ ხმამაღლა არა, მხოლოდ მზერით. მარიამმა ბოლოს ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა და ჩუმად თქვა: - ცხოვრებაში პირველად ვარ ასე… არხეინად, უდარდელად. მგონია, რომ საუკეთესო მცველი მყავს გვერდით - ირაკლის სახე ოდნავ შეეცვალა, ხელი ნელა ასწია და თმა გადაუწია ყურზე.. თითები მის ლოყას გაჰყვა, ისე ფრთხილად, თითქოს რაღაც ძალიან ძვირფასს ეხებოდა. - მეც პირველად ვარ ასე - მარიამს თვალები აუციმციმდა. - ასე როგორ? - ირაკლიმ რამდენიმე წამი პასუხი ვერ გასცა, თვალებში ისე ჩააშტერდა, თითქოს იქ პასუხს ეძებდა. - დაბნეული… - ბოლოს ჩუმად თქვა. - ჩემზე სხვანაირ ემოციას ახდენ.. თითქოს… ძალას მართმევ, გონებას მიმღვრევ.. არ ვიცი რა დავარქვა ამას - ეს რომ თქვა, შუბლი შუბლზე მიადო, მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა. ირაკლის სუნთქვა ტუჩებთან ეხებოდა. - არ ვიცი… იქნებ ჩვენს ცხოვრებაში ბოლოს და ბოლოს მზე ამოდის - ირაკლიმ გაუღიმა - აქამდე არ ამოსულა მზე? - მარიამმა თავი ოდნავ გააქნია. - არა… არასდროს! - სიჩუმე ისევ ჩამოწვა, მაგრამ ეს სიჩუმე აღარ იყო ჩვეულებრივი, ირაკლის ხელი ნელა ჩამოსრიალდა მარიამის კისერზე.. თითები კანზე ისე გაჰყვა, რომ მარიამს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.. ის არც განძრეულა, მხოლოდ თვალები დახუჭა წამით და ისევ გახსნა, პირდაპირ მის ცისფერ თვალებში.. მარიამმა თითები მის მკლავზე ჩამოატარა, მერე მხარზე, თითქოს პირველად ეხებოდა და თან კარგად იმახსოვრებდა..ირაკლი უფრო ახლოს მიიწია. იმდენად, რომ მათი ცხვირები შეეხო..ერთი წამი მხოლოდ უყურებდა, თითქოს უკან დახევის ბოლო შანსს აძლევდა, მარიამმა კი უკან არ დაიხია, პირიქით თითები კისერზე შემოხვია და ოდნავ მიიზიდა..ეს იყო საკმარისი, ირაკლის ტუჩები მის ტუჩებს შეეხო, თავიდან ნელა, თითქმის ფრთხილად, მაგრამ იმ წამსვე რაღაც დაირღვა, კოცნა უფრო მეტად ვნებიანი გახდა.. - ჩემო უდაბნოს ვარდო! - მარიამმა თვალები დახუჭა, ირაკლის მაისურზე თითები მოუჭირა.. ირაკლის ხელი მის წელზე დაეშვა, უფრო ახლოს მიიზიდა, ისე რომ მათ შორის ჰაერიც აღარ დარჩა..მისი თითები ისევ კისერზე აუყვა, ყურის ქვემოთ, თმებში შეერია..მარიამი იღიმოდა კოცნას შორის, თითქოს ისევ რაღაცას ეთამაშებოდა, ისევ იწვევდა..ირაკლიმ ტუჩები ლოყაზე გადაატარა, მერე ყელთან..სუნთქვა გაუხშირდა..მარიამის თითები მის თმებში ჩაიკარგა, ისევ ტუჩებთან დაბრუნდა..გარეთ წვიმა ისევ მოდიოდა, მაგრამ იმ პატარა დივანზე, იმ ცივ ბინაში, პირველად იყო სითბო ისეთი, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


