შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობითი სიყვარული//დასასრული(18,19,20,21,22)


გუშინ, 19:37
ავტორი enola
ნანახია 566

მეთვრამეტე თავი
თბილისში ისეთი პერიოდი დადგა, როცა ასფალტიდან სიმხურვალე ამოდის და ჰაერი ცაცხვების სუნით ისეა გაჟღენთილი, რომ სუნთქვაც კი გიჭირს, მაგრამ ნინასთვის ეს ყველაფერი საოცრად სასიამოვნო იყო. ბოლო გამოცდიდან რომ გამოვიდა, უნივერსიტეტის ეზოში წამით შედგა, მზეს თვალები მოჭუტვით შეაგება და იგრძნო, როგორ მოეხსნა მხრებიდან ბოლო თვეების დაძაბულობა. ყველაფერმა ჩაიარა. წარმატებით.

ბათუ იქვე, უნივერსიტეტის ეზოში ელოდებოდა, მანქანაზე მიყუდებული. როგორც კი ნინას გახარებული სახე დაინახა, მაშინვე მიხვდა, აღარც კითხვა დასჭირვებია და აღარც პასუხი. უბრალოდ კარი გაუღო, ცივი წყალი მიაწოდა და სანამ ნინა რამეს იტყოდა, საფეთქელზე აკოცა.

-მორჩა, სტუდენტო, დღეიდან მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობთ.-უთხრა ბათუმ და მანქანა ადგილიდან დაძრა.

მათი იდილია სულ სხვაგვარი გახდა. აღარავინ გარბოდა სადღაც, აღარავინ ფეთდებოდა შიშისგან ყოველ უცნობ ზარზე.
ხშირად, როცა თბილისში ძალიან ცხელოდა, საღამოობით აივანზე გადიოდნენ. ნინას ბათუს რომელიმე ფართო მაისური ეცვა, ფეხებს მოაჯირზე აწყობდა და ასე, უბრალოდ, უყურებდნენ, როგორ ინთებოდა ქალაქში შუქები. ბათუ მის თმას ეთამაშებოდა, ნინა კი რაღაც სისულელეებზე ეტიტინებოდა, ხან იმაზე, რომ მომავალ წელს რომელიმე საგანი აუცილებლად გაუჭირდებოდა, ხან კი იმაზე, რომ სახლში მეტი ყვავილი სჭირდებოდათ.

ბათუ შეიცვალა. ის მუდმივად დაჭიმული კუნთები მოეშვა, თვალებიდან ის ბნელი ნაპერწკლებიც სადღაც გაქრა. ახლა მისი ღიმილი უფრო ხშირი იყო და უფრო ნამდვილი. ნინას გვერდით ის უბრალოდ წლის ბიჭი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი გოგო და უხაროდა, რომ ამ ზაფხულს აღარავინ უპირებდა მათ, დამსახურებული სიშვიდის წართმევას. ეს იყო ისეთი სიმშვიდე, როცა საათს აღარ უყურებ, როცა ტელეფონი სადღაც დივანზე გიგდია და სულაც არ გაინტერესებს, ვინ გირეკავს.

***
-შეგვიძლია წავიდეთ.-ბათუს და ნინას სახლის ეზოში ხუთივე შეკრებილიყო. ივნისის მცხუნვარე დღეს აუზზე წასვლა გადაწყვიტეს, რადგან ბიჭების გადატვირთული გრაფიკის გამო დასავლეთში წასვლა ჯერ ვერ ხერხდებოდა.

-ისე მიხარია, ძლივს წესიერი სიგრილე!-ელენეს ხელისთვის მარაოს ფუნქცია მიეცა.

-ჰოო, მეც!-მხარი აუბა ნინამაც. მანქანის ტარება ბათუმ აიღო საკუთარ თავზე, გვერდით ცოლი მიუჯდა, უკან კი როგორღაც მოთავსდნენ სანდრო, უტა და ელენე. აბედნიერებდათ ერთად ყოფნა და ერთმანეთის ყურება.

მანქანა ერთ-ერთ სასტუმროსთან შეაჩერეს, რომელსაც ღია აუზი ჰქონდა. სწრაფად გადმოიღეს ჩანთები, მხარზე მოიკიდეს და შენობაში შევიდნენ. რეგისრატურასთან ერთი ბიჭი იდგა. ნინა მას მიუახლოვდა.

-გამარჯობა!-მიესალმა გოგო.-აუზის აბონიმენტები გვაქვს, ხუთნი ვართ.

-გამარჯობა! დიახ, ბათუ აბაშიძეზეა ჯავშანი?!-ნინამ თავი დაუქნია.-შეგიძლიათ შეხვიდეთ, ოღონდ ჯერ ეს სამაჯურები აიღეთ. ამით მოახერხებთ შესვლას. გასახდელები იქვეა, ზემოთ მისასვლელი მინიშნებებიც აქვს და მიხვდებით.

-მადლობა!-ნინამ ღიმილით თავი დაუკრა, სამაჯურები აკრიფა და ბავშვებთან მიიტანა.

-წამო ელე, იქითაა გასახდელები.-უთხრა ელენეს. ბიჭები უკან მოიტოვეს და წინ გაიჭრნენ. გასახდელები კარგად იყო მოწყობილი, ელექტრონული სამაჯურით მარტივად შეეძლოთ კარადების ჩაკეტვა. სწრაფად გამოიცვალეს და აუზებისკენ წავიდნენ. ბიჭები უკვე იქ იყვნენ, შეზლონგებზე დაეკავებინათ ადგილები და აუზში ჩასახტომად ემზადებოდნენ. მოდურ საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი გოგოები მათ მიუახლოვდნენ. ბათუს საგულდაგულოდ შეენახა მის გვერდით შეზლონგი ნინასთვის. შავტუხას აბედნიერებდა თითოეული ასეთი პატარა დეტალი. პირსახოცი გაშალა, ჩანთა იქვე გვერდზე მიდო და დაჯდომას აპირებდა, როცა ბათუმ აიყვანა და ორივე ერთად აუზში ჩახტნენ.

-აუუ იდიოტი ხაარ!-წყლიდან თავი ამოყო ნინამ. წყალი ცივი იყო, თუმცა მწველი მზე ისე ანათებდა მათ ზემოთ ესიამოვნა.

-ნახე რა საყვარლები არიან.-ჩასჩურჩულა ზურგიდან ბათუმ და ელენეზე და უტაზე მიანიშნა. უტა ცდილობდა დაერწმუნებინა ელენე აუზში ჩასულიყო, ელენე კი უარობდა, რადგან ცურვა არ იცოდა.

-ძალიან.-დაეთანხმა ნინა და ბიჭისკენ შებრუნდა. ხელები ყელზე მოხვია და გაუღიმა.

-ჭკუა, რომ მეკარგება შენზე უკვე ნათქვამი მაქვს?-ჰკითხა მან და ტუჩებზე ლოყაზე მიაკრო. ნინას სველ ტუჩებზე გააჟრჟოლა და უფრო მეტად აეკრო ბიჭის სხეულს.

სადღაც აუზის მეორე მხარეს სანდრო ვიღაც გოგოს მიცუცქვოდა და ცდილობდა აელაპარაკებინა. თითქოს გოგო ცდილობდა მოეშორებინა, თუმცა ეტყობოდა, რომ აშკარად სიამოვნებდა სიმპათიური ბიჭის ყურადღება.

უტას საბოლოოდ დაეყოლიებინა ელენე, აუზში ჩამოეყვანა და ბედნიერი იყო იმით, რომ გოგო ფაქტობრივად მასზე იყო ჩამოკიდული. ცურვას ასწავლიდა.

-ნეტავ შენც არ იცოდე ცურვა, რომ ზუსტად ასე გასწავლო.-თვალებით ანიშნა ბათუმ. გიჟდებოდა გოგო მის აზრებზე, ვერ იგებდა საიდან მოჰქონდა ასეთი იდეები.

-მე არ გიშლი, შეგიძლია უკეთესად მასწავლო.-ურცხვად უთხრა ნინამაც. ბათუმ ტუჩები ახლიდან მიაკრო ლოყაზე და ყბის ზოლს ჩაუყვა. ნინამ ფართხალი დაიწყო და ჩაყვინთა.

ნინამ წყლის ქვეშ მხოლოდ წამით გაძლო. როცა ამოყვინთა, სველი თმა სახეზე ჰქონდა მიწებებული, თვალებიდან კი ნაპერწკლებს ყრიდა. ბათუ იქვე დახვდა, ირონიული და ამავდროულად ვნებიანი მზერით. ნინას გაქცევა არც უცდია, პირიქით წყლის ქვეშ ბიჭის წელს ფეხები მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა.

-ურცხვი ხარ, აბაშიძე,-ჩასჩურჩულა ნინამ და სველი თითები ბიჭის ყურის ძირში, თმებში შეაცურა.

-შენც არანაკლებ.-ჩაეცინა ბათუს. მისი ხელები ნინას სველ ზურგზე დასრიალებდნენ, საცურაო კოსტიუმის თხელ ქსოვილსა და შიშველ კანს შორის ზღვარს ეძებდნენ. ბიჭის სუნთქვა ნინას ყელთან გაცხელდა.-მე მგონი, ცურვის რეპეტიცია გვჭირდება. ინდივიდუალური.-ნინამ თავი უკან გადააგდო, როცა ბათუს ტუჩები მის ყურის ბიბილოს შეეხო. ირგვლივ სამყარო აღარ არსებობდა. აღარც სანდროს მოუხერხებელი ფლირტი აუზის მეორე ბოლოში და აღარც უტასა და ელენეს სასაცილო "გაკვეთილები". იყო მხოლოდ წყლის ლივლივი და ის ცეცხლი, რომელიც მათ შორის წყალშიც კი არ ნელდებოდა.

-ბათუ, ყველა ჩვენ გვიყურებს.-ამოიოხრა ნინამ, თუმცა თავადვე უფრო მჭიდროდ მიეკრა ბიჭის მკვრივ მკერდს.

-დაე, უყურონ. ნახონ, როგორ მშურს საკუთარი თავის.-თქვა ბათუმ და ნინას ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, რომ მისი სახე თვალებთან გაესწორებინა.

ბათუს მზერაში ახლა ისეთი მუხტი იდგა, ნინას მუხლები აუკანკალდა. ბიჭმა წამით შეაყოვნა, თითქოს გოგონას რეაქციას აკვირდებოდა, მერე კი ნაზად, მაგრამ მფლობელურად დაეწაფა მის ტუჩებს. კოცნას ნაყინისა და მზისგან დამცავი კრემის გემო ჰქონდა, თუმცა მასში გაცილებით მეტი სიმხურვალე იგრძნობოდა, ვიდრე ივნისის მზეში. ნინამ ხელები ბათუს სველ მხრებზე ააწყო, მისი თითები ბიჭის კუნთებში ჩაეფლო.

-ეი, თქვენ!-მოესმათ უცებ სანდროს ხმა.-აუზი საჯარო სივრცეა, თუ დაგავიწყდათ!-
ბათუმ კოცნა არ შეწყვიტა, მხოლოდ ცალი ხელით წყალი შეასხა სანდროს მიმართულებით, ისე, რომ ნინასთვის თვალი არ მოუცილებია.

-წადი, შენს "მსხვერპლს" მიხედე, სანდრო!-გასძახა უტამ სიცილით, რომელიც ამ დროს ელენეს წელზე ხელს უფათურებდა, ვითომ წყალზე ატივტივებდა.

ნინამ ბათუს მკერდზე თავი მიადო და აუჩქარებელ გულისცემას მიუგდო ყური.-უკვე სახლში მინდა.-ამოილაპარაკა ჩუმად, ისე, რომ მხოლოდ ბათუს გაეგონა.
ბათუმ მისი სველი თმა გვერდზე გადაწია და ყელში აკოცა.

-მეც. ოღონდ ისე, რომ ეს სამეული სადმე გზაში "დაგვეკარგოს".

ნინას გაეღიმა. იცოდა, რომ ეს საღამო ბევრად უფრო გრძელი და საინტერესო იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ აუზზე გარუჯვა. ბათუს მზერაში უკვე იკითხებოდა გეგმა, რომელიც მხოლოდ მათ ორს ეხებოდა.

***
ივლისის მძიმე სიცხე საღამოს სიგრილემ ოდნავ შეცვალა. ხუთეული სანდროს სახლის ტერასაზე იყო შეკრებილი. ლუდის ცივი ქილების ჩხაკუნი და შორიდან მომავალი ქალაქის ხმაური ერთმანეთში ირეოდა. ბათუ ნინას გვერდით იჯდა, ხელი მის სკამზე ჰქონდა გადაკიდებული და მეგობრებს აკვირდებოდა, რომლებიც რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ.

უცებ ბათუმ ჭიქა მაგიდაზე დადგა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ რაღაცის თქმას აპირებდა.

-მოკლედ, ხალხო, მომისმინეთ.-დაიწყო მან და ყველამ მაშინვე მას შეხედა.-ხომ იცით, რომ 25-ში ოცდახუთის ვხდები? ჰოდა, გადავწყვიტე, ეს „ოქროს დაბადების დღე" ისე არ გავატარო, როგორც სხვა დანარჩენი.

-ოჰ, აბაშიძემ ინება და რაღაცას გვიპირებს?-ჩაეცინა სანდროს და სკამზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა.

-ხო, ოღონდ ასეთი გეგმა მაქვს.-გააგრძელა ბათუმ და ნინას გადახედა, რომლის ხელსაც მაგიდის ქვეშ ფრთხილად შეეხო.-24-ში საღამოს რესტორანში გეპატიჟებით. მინდა, რომ კარგად გამოვეწყოთ, დავლიოთ და ზუსტად 00:00-ზე, როცა ჩემი დღე დადგება, ყველანი ერთად ვიყოთ. იქაურ ტერასას მთელი თბილისი უჩანს და მგონია, რომ საუკეთესო ადგილია ამისთვის.

-რესტორანი? შენგან ასეთ ფორმალურობას არ ველოდით.-გაუკვირდა უტას.-მაგრამ იდეა კარგია. მითუმეტეს, 00:00-ზე შეხვედრა სულ სხვა მუხტია.

-ფორმალური მარტო დასაწყისი იქნება.-თვალი ჩაუკრა ბათუმ.-მერე ვნახოთ, საით წაგვიყვანს ღამე. უბრალოდ მინდა, რომ ეს დღე რაღაცნაირად დაგვამახსოვრდეს. ბევრი რამ გამოვიარეთ და მგონია, რომ ერთი გიჟური ღამე ყველას გვეკუთვნის.

ნინა ჩუმად უსმენდა და ეღიმებოდა. ხედავდა, როგორ უბრწყინავდა ბათუს თვალები ის მართლა ბედნიერი იყო, რომ შეეძლო საყვარელი ადამიანები ასე ერთად შეეკრიბა.

-აბა, რას იტყვით?-ჰკითხა ბათუმ და ყველას მოავლო თვალი.-იმედია, 24-ში საღამოს არავინ აპირებთ დაძინებას.

-ხუმრობ? ეგ ღამე ჩათვალე, რომ ჩვენია!-წამოიძახა ელენემ და ჭიქა ასწია.

-მაშინ შეთანხმებულები ვართ.-დაასკვნა ბათუმ, ნინასკენ მიიწია და ყურთან ჩასჩურჩულა.-განსაკუთრებით შენს ნახვას ველოდები, იცოდე.-ნინამ პასუხის ნაცვლად ბათუს მხარზე თავი ჩამოდო. იგრძნო, როგორ დაიძაბა ბიჭის კუნთები მისი შეხებისას. წინ დიდი სამზადისი იყო კაბის შერჩევა, საჩუქარზე ფიქრი და ის მოლოდინი, რომელიც ყოველთვის უფრო ტკბილია, ვიდრე თავად მოვლენა.

-მარტო ჩვენ ვართ თუ კიდევ აპირებ ვინმეს დაპატიჟებას?-იკითხა სანდრომ და ლუდის ქილა მაგიდაზე დადგა. ჩანდა, რომ აინტერესებდა, რამდენად ვიწრო წრეში იკრიბებოდნენ.

ბათუმ წამით სიგარეტს მოუკიდა, კვამლი ნელა გამოუშვა და ეზოს სიღრმეს გახედა, თითქოს იქ ვიღაცას ეძებდაო.

-კიდევ რამდენიმე კაცს დავუძახე.-თქვა ბათუმ მშვიდად.-იცით თქვენც... ძველი სასტავი. ისე ვერ გამოვიდოდა, მაინც ოცდახუთი წელია. თან, ზოგთან საქმეც მაქვს და ბარემ იქ მოვიშორებ.-ნინამ ბათუს შეხედა. იცოდა, რომ ბიჭისთვის ეს „საქმეები" დაბადების დღეზეც კი განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ბათუს მზერამ დაამშვიდა, იცოდა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ ექნებოდა.

-მოკლედ, ბევრი ხალხი ვიქნებით.-დაასკვნა უტამ და გაეღიმა.-ეგ უფრო უკეთესიცაა, მეტი ხმაური და მეტი ამბავი იქნება.

-ჰო, ოღონდ ზედმეტები არ გვინდა.-მოკლედ მოჭრა ბათუმ, სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და წამოდგა.-დანარჩენი უკვე ადგილზე ვნახოთ. ახლა კი, ჩვენ წავალთ, თორემ ეს სიცხე ბოლოს მოგვიღებს.

ნინაც წამოდგა, ბათუმ წელზე ხელი მოჰხვია და ტერასიდან გაიყვანა. მეგობრებიც ნელ-ნელა დაიშალნენ, აივანზე მხოლოდ ნახევრად დაცლილი ჭიქები და ის მოლოდინი დარჩა, რომელიც 24 ივლისის ღამეს ასე განსაკუთრებულს ხდიდა.

ბათუ ჩუმად იყო, მაგრამ მისი თითოეული მოძრაობა იმაზე მეტყველებდა, რომ ეს დაბადების დღე მხოლოდ თარიღი არ იყო ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ მან ყველაფერი გადალახა და ახლა მზად იყო ახალი ეტაპისთვის, სადაც ნინა მისი მთავარი დასაყრდენი იქნებოდა.

***
ივლისის მზე თბილისის ქუჩებში ცეცხლს აფრქვევდა, მაგრამ მაღაზიებში გამაგრილებელი ჰაერი ნამდვილი შვება იყო. ნინა და ელენე უკვე მესამე საათია დადიოდნენ. ნინას უნდოდა რაღაც ისეთი, რაც მის ხასიათს სიმშვიდესა და ამავდროულად იმ ფარულ ცეცხლს გამოაჩენდა, რომელიც ბოლო დროს ბათუს გვერდით აღმოაჩინა.

-ნინა, ამ თეთრზე რას იტყვი?-ელენემ მაქმანებიანი კაბა აჩვენა.-ძალიან ჰაეროვანია, შენს ფერსაც მოუხდება.

-ლამაზია, მაგრამ... რაღაცნაირად ზედმეტად თეთრია, ქორწილი ხომ არ მაქვს.-ჩაეღიმა ნინას.-მინდა, რომ რაღაც უფრო სხვანაირი იყოს. ისეთი, ბათუმ რომ შემომხედავს, მაშინვე მიხვდეს, რომ დღეს მეც ისეთივე თავდაჯერებული ვარ, როგორიც ის.

ბოლოს, ერთ პატარა ატელიეში, სადაც სიწყნარე და ქსოვილების სურნელი იდგა, ნინამ ის დაინახა. კუთხეში ეკიდა შავი, აბრეშუმის კაბა, სადა, თხელი ზონარებით, რომელიც სინათლეზე მუქ ლურჯად ელავდა. არანაირი ზედმეტი დეტალი, მხოლოდ იდეალური ჭრა.

როცა ნინამ გასახდელიდან გამოიხედა, ელენეს ჭიქა კინაღამ ხელიდან გაუვარდა.

-ვაიმე, ნინა... ეს არის! აი, საერთოდ სხვა ადამიანი ხარ. ძალიან... ძალიან ქალური და თან ისეთი, თვალს რომ ვერ მოსწყვეტ.-ნინა სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. აბრეშუმი სხეულზე ისე ეკვროდა, თითქოს მის კანს შეზრდოდა. ზურგი ღია ჰქონდა, რაც მის ფიგურას კიდევ უფრო დახვეწილს აჩენდა.

-ხომ არ ვჩქარობ?-იკითხა ნინამ, თუმცა გულში უკვე იცოდა, რომ ეს ის იყო.

-რა დროს მაგაზე დარდია, ნახე რა კაბაა! ბათუს პულსი გაუჩერდება.-გაიცინა ელენემ.
კაბა იყიდეს და იქვე, ახლოს, საიუველირო მაღაზიაში შეიარეს. ნინას დიდი ხანია უნდოდა ბათუსთვის რაღაც განსაკუთრებული ეყიდა.

-ნინა, საათი მართლა კარგი იდეაა.-თქვა ელენემ, როცა ერთ-ერთ პრესტიჟულ საათების დახლს მიუახლოვდნენ.-კაცისთვის საათი მისი ხასიათის გამოხატულებასავითაა. ბათუს კი ისეთი ხასიათი აქვს, რამე „ნაზი" არ გამოადგება.

მაღაზიაში შესულებს სასიამოვნო სიგრილე და ძვირფასი ტყავისა და ლითონის სურნელი დახვდათ. ნინა ვიტრინებს შორის ნელა სეირნობდა. ის არ ეძებდა ყველაზე ძვირადღირებულს ან ბრჭყვიალას. ის ეძებდა საათს, რომელიც ბათუს სიმტკიცეს, მის პირდაპირობას და იმ ფარულ სიმშვიდეს გამოხატავდა, რომელსაც ბიჭი მხოლოდ ნინასთან აჩენდა.

ბოლოს, კუთხეში, შავ ხავერდზე დასვენებულ საათზე შეჩერდა. ეს იყო მასიური, მუქი ფოლადის კორპუსით, შავი ციფერბლატით და ტყავის უხეში, ხელით ნაკერი სამაჯურით. არანაირი ზედმეტი ციფრები, მხოლოდ მკაფიო ხაზები.

-აი, ეს არის.-თქვა ნინამ დაბალი ხმით.-თითქოს ბათუსთვისაა შექმნილი.

-ვაიმე, ნინა, მართლა! საოცარია. ძალიან მამაკაცურია და თან... რაღაცნაირად იდუმალი.-დაეთანხმა ელენე.

ნინამ საათი ხელში აიღო. ლითონის სიმძიმე
სასიამოვნოდ იგრძნო. მას წარმოუდგა ბათუს მყარი მაჯა, მისი ძლიერი ხელები, რომლებიც ასე ხშირად იცავდნენ მას.

-მინდა, რომ უკანა მხარეს რაღაც დავაწერო.-მიმართა კონსულტანტს. გულში უკვე იცოდა, რა ფრაზაც იქნებოდა.

საჩუქარი საგულდაგულოდ, ელეგანტურ შავ კოლოფში შეფუთეს. ნინა გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა ჩანთა, მაგრამ ეს სასიამოვნო სიმძიმე იყო.

ნინა სახლში რომ მივიდა, ბათუ ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული. მან ისარგებლა მომენტით, საძინებელში შევიდა და ნადავლი საგულდაგულოდ გადამალა. საათის კოლოფი უჯრის ყველაზე შორ კუთხეში შეასრიალა, კაბა კი სხვა ტანსაცმლის მიღმა ისე დამალა, რომ ბათუს შემთხვევითაც არ დაენახა.
საღამო მშვიდად იწურებოდა. ნინა აივანზე იჯდა, ფეხები სავარძელში შეეკეცა და თბილისის ნელ-ნელა აციმციმებულ შუქებს უყურებდა. ცოტა ხანში კარის გაღების ხმა გაისმა ბათუ დაბრუნდა.

მისი ნაბიჯები მძიმე და გადაქანცული იყო. ოთახში შემოვიდა, პერანგის ზედა ღილები უკვე შეხსნილი ჰქონდა, სახელოები კი მაჯებზე აკეცილი. ნინას დანახვაზე სახეზე მაშინვე ის სიმშვიდე გადაეფინა, რომელსაც მხოლოდ მასთან პოულობდა.

-ჯერ კიდევ არ გძინავს?-ჰკითხა ბათუმ, მიუახლოვდა და მხრებზე ხელები დაადო. მისი თითები ნინას კანზე ისეთი თბილი და ძლიერი იყო, რომ გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა.

-შენ გელოდებოდი.-ამოილაპარაკა ნინამ და თავი უკან გადააგდო, რომ ბიჭის თვალებისთვის ეყურებინა.

ბათუ დაიხარა და შუბლზე დიდხანს აკოცა. მერე კი გვერდით ჩამოუჯდა და ნინას ხელი თავისაში მოიქცია. მისი ცერა თითი ნინას მაჯაზე ნელა დასრიალებდა, ზუსტად იქ, სადაც პულსი ფეთქავდა.

-დღეს მთელი დღე ელენესთან ერთად იყავი, არა?-ჰკითხა ბათუმ და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.-რამე ისეთი ხომ არ იყიდე, ჩემს ნერვულ სისტემას რომ საფრთხეს შეუქმნის?-
ნინას გული აუფანცქალდა, მაგრამ სახეზე სიმშვიდე შეინარჩუნა.

-უბრალოდ რამდენიმე წვრილმანი... არაფერი განსაკუთრებული.- ბათუმ ჩაიცინა, ნინას ხელი ტუჩებთან მიიტანა და თითებზე აკოცა. მისი მზერა ახლა უფრო ღრმა და ვნებიანი იყო.

-ნინა, შენ ტყუილი არ გეხერხება. მაგრამ კარგი, იყოს ასე... დაველოდები შენს "არაფერ განსაკუთრებულს".-ბათუ წამოდგა, ნინას ხელი ჩაჰკიდა და ფეხზე წამოაყენა. ისე ახლოს მიიზიდა, რომ მათ შორის ჰაერიც კი აღარ რჩებოდა. ნინამ იგრძნო ბიჭის პერანგიდან წამოსული სუნამოსა და თამბაქოს ნაზავი, რომელიც ასე აგიჟებდა. ბათუმ ცალი ხელი მის წელზე დაასვენა, ზუსტად იქ, სადაც რამდენიმე დღეში შავი აბრეშუმი და შიშველი კანი უნდა ყოფილიყო.

-დავიძინოთ.-ჩასჩურჩულა ბათუმ.-წინ რთული და გრძელი დღეები გველოდება. მინდა, რომ 24-ში ფორმაში ვიყოთ.-
ნინა მიჰყვებოდა მას საძინებლისკენ და გულში უკვე იმ "ცეცხლს" გრძნობდა, რომელიც ამ დაბადების დღეზე უნდა აფეთქებულიყო.


მეცხრამეტე თავი
ვატო ამილახვარი თავის მანქანაში იჯდა, შორს, იქიდან, სადაც ბათუ და ნინა თავიანთ იდილიას აწყობდნენ. მისი მზერა თბილისის აბნეულ შუქებს დასჩერებოდა, ხელები კი საჭეზე მშვიდად, თუმცა მყარად ჰქონდა მოჭერილი. სიბრაზე, რომელიც თავიდან ახრჩობდა, ახლა ცივ, გააზრებულ სიმშვიდეში გადაზრდილიყო.
მან კარგად იცოდა, რომ რამდენიმე დღეში ბათუს 25 წლის დაბადების დღე იყო. იცოდა ისიც, რომ აბაშიძე ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავდა, მთელი თავისი წრით და, რა თქმა უნდა, ნინასთან ერთად.

ვატომ ჩაიცინა, თუმცა ამჯერად მის ღიმილში ბოღმაზე მეტად რაღაც სხვა, უფრო მძიმე რეალობის აღქმა ჩანდა. მას არასდროს უყვარდა წაგება, მით უმეტეს, როცა საქმე ბათუ აბაშიძეს ეხებოდა, მაგრამ ამილახვარი სულელი არ იყო. ის ხედავდა, რომ ნინამ ბათუს ცხოვრებაში ისეთი ადგილი დაიკავა, სადაც სხვას შეღწევის შანსი უბრალოდ არ ჰქონდა. ნინა აღარ იყო ის უცნობი გოგო, რომლის გარშემოც უბრალოდ თამაში შეიძლებოდა, ის ბათუს მთავარი საყრდენი გახდა.

ვატო სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ჩაფიქრდა. მიუხედავად იმისა, რაც მათ შორის მოხდა, და მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რომელიც ჰაერში დღემდე იგრძნობოდა, ვატოში რაღაც შეიცვალა. ალბათ, პირველად აღიარა საკუთარ თავთან, რომ ნინასა და ბათუს ურთიერთობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალო გატაცება. და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება, თუნდაც ეს მის ამბიციებს ურტყამდა, კაცური ნაბიჯი იყო.
ის არ აპირებდა მათ ცხოვრებაში ძალით ხელახლა შეჭრას ან 24 ივლისის საღამოს გაფუჭებას. სიამაყე და სახელი ამილახვარს იმის უფლებას უკვე აღარ მისცემდა, რომ ვინმესთვის დღესასწაული ჩაეშალა, მით უმეტეს მაშინ, როცა სიტუაცია ისედაც დანის პირზე გადიოდა.

-ნახე, როგორ ააწყვე ცხოვრება, აბაშიძე...-ჩაილაპარაკა ვატომ დაბალი, მშვიდი ხმით და მანქანა ადგილიდან დაძრა. მან გადაწყვიტა, რომ ამჯერად უკან დაიხევდა და შორიდან დააკვირდებოდა მოვლენებს. ნინამ თავისი არჩევანი გააკეთა, ბათუმ, თავისი, ვატო კი მზად იყო, თავისი თამაში სულ სხვა წესებით გაეგრძელებინა.

ვატო ქალაქის განათებულ ქუჩებში მიქროდა, თუმცა მისი მზერა გზაზე მეტად საკუთარ ფიქრებში იყო ჩაკარგული. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ბათუს ოცდამეხუთე დაბადების დღეზე, მით უფრო მკაფიოდ ხვდებოდა, რომ აბაშიძესთან ანგარიშები ასე მარტივად, დუმილში ვერ დასრულდებოდა. სიამაყე ერთს ეუბნებოდა, მაგრამ შინაგანი ინსტინქტი სულ სხვას. მას უბრალოდ უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა მოწინააღმდეგის ბანაკში, სანამ მთავარი საღამო დადგებოდა.
მანქანა გზის პირას გააჩერა. სიგარეტს მოუკიდა, ტელეფონი აიღო და კონტაქტების სია სწრაფად ჩამოშალა, სანამ ნაცნობ სახელს „კოტეს" არ მიადგა. კოტე ზუსტად ის ტიპი იყო, ვისაც ქალაქში ყველაფერზე მიუწვდებოდა ხელი და ნებისმიერი ადამიანის პოვნა სულ რამდენიმე წუთში შეეძლო.

ვატომ ნომერი აკრიფა. ტელეფონმა ორჯერ დაიზუზუნა და მეორე ბოლოდან ხაზი გაიხსნა.

-ხო, ვატო, მშვიდობაა?-გაისმა კოტეს საქმიანი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა.

-კოტე, საქმე მაქვს.-მოკლედ, ყოველგვარი შესავლის გარეშე მოჭრა ამილახვარმა, ხმაში იმ ნაცნობი, ცივი ტონით, რომელიც შეკამათებას არ იტანდა.-ახლავე, ამ წამს, ბათუ აბაშიძის კოორდინატები მჭირდება. ზუსტად მითხარი, სად არის, ვისთან ერთად და რას აკეთებს.-ტელეფონში რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. კოტემ კარგად იცოდა, რა დაძაბულობაც იყო ბათუსა და ვატოს შორის, ამიტომ ზედმეტი კითხვების დასმას არც აპირებდა.

-გავიგე. ათი წუთი მომეცი, გადავამოწმებ და ლოკაციას გადმოგიგზავნი.-უპასუხა კოტემ და გათიშა.

ვატომ ტელეფონი გვერდით, სავარძელზე დააგდო. საჭეს ხელები შემოაჭდო და საქარე მინის მიღმა მოციმციმე ქალაქს დააშტერდა. მისი გონება უკვე იმ წუთებს ითვლიდა, როცა გაიგებდა, სად ატარებდა ბათუ აბაშიძე თავისი ოქროს დაბადების დღის წინა დღეებს და რამდენად მშვიდად იყო იმ ნინას გვერდით, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.
ათი წუთიც არ იყო გასული, როცა ვატოს ტელეფონმა დაიზუზუნა. ეკრანზე კოტესგან მოსული მოკლე შეტყობინება და ონლაინ-ლოკაციის ლინკი გამოჩნდა, რასაც პატარა ტექსტიც ახლდა: *ვაკეშია, ერთ-ერთი ღია კაფეს ტერასაზე. მარტო არ არის, ნინაც მასთანაა.*

ვატომ ეკრანს დახედა და თვალები მოჭუტა. ნინა და ბათუ. ერთად.
ის, რაც კოტემ მისწერა, სიურპრიზი არ ყოფილა, მაგრამ ამ ინფორმაციის ზუსტად იმ წამს გაგებამ ვატოს შიგნით რაღაც მაინც შეატოკა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, მანქანა ადგილიდან მკვეთრად დაძრა და ვაკისკენ აიღო გეზი. მას არ ჰქონდა ჩხუბის ან სცენის მოწყობის გეგმა, მას უბრალოდ საკუთარი თვალით უნდა დაენახა ეს სურათი, რომ ის ბოლო ეჭვებიც გაეფანტა, რაც შესაძლოა სულში კიდევ უღრღნიდა სიამაყეს.
ათიოდე წუთში მანქანა კაფედან ოდნავ მოშორებით, ხეების ჩრდილში გააჩერა. ძრავი გამორთო, შუშა ჩამოწია და ტერასას შეავლო მზერა.

იქ, კუთხის მაგიდასთან, რბილ სავარძლებში ბათუ და ნინა სხედან. თბილი, ოქროსფერი განათება ზუსტად მათ მაგიდას ეცემა. შორიდანვე ჩანს, რომ მათ გარშემო სულ სხვა აურაა, ქალაქის ხმაური თითქოს საერთოდ არ ეხებათ. ნინა რაღაცას ანიმაციურად ყვება, ხელებს ასავსავებს და იღიმის, ბათუ კი.., ბათუ აბაშიძე, რომელიც ყველასთვის ცივი და მიუკარებელი კედელია, ახლა სულ სხვანაირია. მას ფეხი ფეხზე გადაუდვია, ცალი ხელით ნინას სკამის საზურგეს ეყრდნობა და გოგონას ისეთი თბილი, თითქმის დამცველობითი მზერით უყურებს, რომ ვატოს წამით სუნთქვა ეკვრის.
უცებ ბათუ იხრება, ნინას სიცილს თავისი ჩუმი ღიმილით პასუხობს და თმაზე ნაზად ეხება. ნინა წამით ჩუმდება, ბათუს მკერდზე თავს ადებს და ბიჭიც მკლავებს მჭიდროდ ხვევს.

ვატო ამ ყველაფერს მანქანიდან უყურებს. სიგარეტის ბოლი ნელა ამოდის მისი ტუჩებიდან. ის ხედავს ნამდვილ, ცოცხალ იდილიას, რომლის არსებობაც ბათუ აბაშიძის ცხოვრებაში ადრე შეუძლებლად ეჩვენებოდა. გაცნობიერება იმისა, რომ ნინა ახლა მთლიანად და შეუქცევადად ბათუსია, ვატოს გონებაში საბოლოო წერტილს სვამს.

ვატომ სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო, წამით სარკეში საკუთარ თავს შეხედა, მზერა გაისწორა, მანქანის კარი გააღო და გადავიდა. მისი ყოველი ნაბიჯი მყარი, თავდაჯერებული და აუჩქარებელი იყო. ამილახვრის სიამაყე მის წინ მიდიოდა, მაგრამ შიგნით სულ სხვა, ბევრად უფრო სუფთა მუხტი ტრიალებდა.

ის ტერასაზე ავიდა. მისი გამოჩენა ჰაერშივე იგრძნობოდა, დაცვამ თუ იქვე მყოფებმა მაშინვე იცნეს მისი ფიგურა.
პირველი ნინამ შეამჩნია. გოგონას ღიმილი სახეზე შეაშრა, თვალები გაუფართოვდა და შიშის უნებლიე ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. მან ინსტინქტურად, წამიერად მოუჭირა ხელი ბათუს მკლავს და უფრო მჭიდროდ აეკრა მას, თითქოს ბიჭის სხეულში ეძებდა თავშესაფარს.

ბათუმ ნინას დაძაბულობა მაშინვე იგრძნო. მისი მზერა წამში გამკაცრდა, სხეული ქვაზე უფრო მყარი გახდა და როცა თავი შეაბრუნა და ვატო დაინახა, თვალებში ის ნაცნობი, დამანგრეველი ცეცხლი აენთო, რომელიც ნებისმიერ წამს მზად იყო აფეთქებისთვის. ბათუ უკვე ადგომას აპირებდა, მაგრამ ვატომ სწორედ იმ წამს, მათ მაგიდასთან ორი ნაბიჯის მოშორებით, ნაბიჯი შეანელა და ხელები მშვიდად ჩაიწყო ჯიბეებში.
ამილახვარს სახეზე არანაირი აგრესია არ ეწერა. პირიქით, ისეთი სიმშვიდე ჰქონდა, ბათუსაც კი წამით გაუკვირდა.

-დაჯექი, აბაშიძე. საჩხუბრად არ მოვსულვარ.-თქვა ვატომ დაბალი, დინჯი ხმით. მისი მზერა ჯერ ბათუს შეეფეთა, მერე კი ნინაზე გადავიდა, რომელიც ჯერ კიდევ შეშინებული უყურებდა.

ბათუ არ ამდგარა, მაგრამ თვალი არ მოუშორებია, მზადყოფნის რეჟიმში დარჩა.
-ვატო, აქ რა გინდა?-ჰკითხა ბათუმ და ნინას ხელი თავისაში მოიქცია, რომ გოგონა დაემშვიდებინა.

ვატომ ტუჩის კუთხე ოდნავ, ძლივს შესამჩნევად ჩატეხა. ნინას შიში და ბათუს ეს თავდადება ყველაფერზე მეტყველებდა. ბოდიშის მოხდა მისი სტილი არ იყო, სიამაყე არ მისცემდა იმის უფლებას, რომ ეთქვა „მაპატიეთო", მაგრამ მის ყოველ სიტყვაში, მის ტონსა და მზერაში იკითხებოდა ის, რის სათქმელადაც მოვიდა. ნამდვილი სინანული სიტყვების გარეშეც ისმოდა.

-გავიგე, რომ 25-ის ხდები.-თქვა ვატომ და პირდაპირ ბათუს ჩახედა თვალებში.-უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მე ჩემი თამაში დავასრულე. ამ ქალაქში ორივეს გვყოფნის ადგილი და ჩემგან არანაირი საფრთხე აღარ არსებობს. არც შენთვის... და მით უმეტეს, არც მისთვის.-ვატომ მზერა წამით ისევ ნინაზე გადაიტანა. ამჯერად მისი თვალებიდან გაქრა ის ძველი, მესაკუთრე და თავდაჯერებული გამომეტყველება. იქ მხოლოდ პატივისცემა ჩანდა, პატივისცემა იმ არჩევანის მიმართ, რაც ამ გოგომ გააკეთა.
ეს სიტყვები მისგან ყველაზე დიდი აღიარება იყო. მან საკუთარ სიამაყეს გადააბიჯა იმდენად, რამდენადაც ეს ამილახვარს შეეძლო.

სანამ ბათუ ან ნინა რამეს უპასუხებდნენ, ვატომ თავი ოდნავ დაუკრა მათ, ზურგი შეაქცია და იმავე მყარი ნაბიჯებით წავიდა ტერასის გასასვლელისკენ. მან წერტილი დასვა. წერტილი, რომელიც ორივე მხარისთვის შვება იყო. ნინამ ღრმად ამოისუნთქა, დაძაბულობა ნელ-ნელა უშვებდა სხეულს. მან ბათუს გადახედა, რომლის მზერაც ვატოს მიმავალ ფიგურას მიჰყვებოდა. ბათუს თვალებში ის პირვანდელი ბრაზი აღარ ჩანდა. იქ გაკვირვება და რაღაც ახალი, ვაჟკაცური პატივისცემა ნელ-ნელა იკავებდა ადგილს. ამილახვარი მართლაც ღირსეულად წავიდა.
ვატომ მანქანის კარი გამოაღო, შიგ ჩაჯდა და საჭეს ხელები ჩააფრინა. გულმკერდიდან მძიმე, ცხელი ჰაერი ამოუშვა. ის, რაც ახლა მოხდა, მისგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა, საკუთარი სიამაყის ფეხქვეშ გათელვა და სხვისი იდილიის აღიარება ამილახვარისთვის ადვილი არასდროს ყოფილა.

მანქანა მკვეთრად დაძრა. ქალაქის განათებული ქუჩები გვერდით გიჟური სისწრაფით მიქროდნენ. შინაგანი ადრენალინი და ემოციებისგან დაცლილი სხეული რაღაც მასიურს, ხმაურიანს ითხოვდა, რაც მის თავში აბობოქრებულ ფიქრებს ჩაახშობდა. ნახევარ საათში მანქანა ერთ-ერთი პრესტიჟული, მიწისქვეშა კლუბის შესასვლელთან გააჩერა, სადაც ბასების მძიმე გუგუნი ასფალტსაც კი აზანზარებდა. მანქანიდან გადავიდა, პიჯაკის საყელო გაისწორა და შენობაში შევიდა.

შიგნით სრული ქაოსი, ნეონის მყვირალი განათება და ხალხის ტალღა დახვდა. ალკოჰოლის, თამბაქოსა და მძიმე სუნამოების სურნელი ჰაერში ტრიალებდა. ვატო ბარისკენ გაემართა, ხალხს გზას უთმობდა, თუმცა მისი მზერა მაინც ცივი და მიუკარებელი რჩებოდა. ბარმენს ანიშნა და სასმელი შეუკვეთა. სანამ ჭიქას აიღებდა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ეკრანს დახედა. კლუბის მოციმციმე შუქზე კონტაქტების სია გახსნა, სურდა ერთ-ერთი ახლო მეგობრისთვის დაერეკა, ვინმესთვის, ვინც გვერდით დაუჯდებოდა, უაზრო თემებზე დაუწყებდა ლაპარაკს და ამ საღამოს სიმძიმეს გადაატანინებდა. თითი უკვე ნომერზე ჰქონდა მიტანილი, მაგრამ უცებ გაჩერდა.

ბასის მორიგმა დარტყმამ გულმკერდში დაუარა. ვატომ ეკრანს დახედა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.
ხვდებოდა, რომ ახლა სხვისი ლაპარაკის მოსმენის თავი არ ჰქონდა. ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი "როგორ ხარ" ან ძველი საქმეების გარჩევა მხოლოდ გააღიზიანებდა. მას მარტოობა უნდოდა. ამდენი ხნის მანძილზე პირველად, სრულიად მარტო ყოფნა სურდა საკუთარ თავთან, ამ ხმაურიან, უცხო ხალხით სავსე სივრცეში, სადაც არავინ იცნობდა და არავის აინტერესებდა მისი სახელი. ბარმენმა ორმაგი ვისკი დაუდგა. ვატომ ჭიქას ხელი მოჰკიდა, სავარძლისკენ შებრუნდა, სადაც სიბნელე უფრო მეტი იყო, და სასმელი მოსვა. ხმაური მის გარშემო გუგუნებდა, ის კი ამ ხმაურის ცენტრში აბსოლუტურ, ცივ სიცარიელეში იჯდა და თავის დასრულებულ თამაშს გლოვობდა.
მის თვალებში ისევ ის ცინიკური, ცივი ღვარძლი ტრიალებდა. ბათუსთან ის ნაბიჯი კი გადადგა, მაგრამ ამას მისი ხასიათი არ შეუცვლია, ისევ ისეთივე ნარცისი და ამაყი ამილახვარი იყო, რომელიც ამ წამს მთელ კლუბს ზემოდან უყურებდა.

უცებ მისი ყურადღება იქვე, რამდენიმე მეტრში, დაცვის თანამშრომლებსა და ერთ გოგოს შორის დაწყებულმა ჩოჩქოლმა მიიპყრო. გოგო აშკარად მთვრალი იყო, თუმცა თავმოყვარეობას ბოლო ძალებით ინარჩუნებდა. ვიღაც ტიპი, რომელიც, როგორც ჩანს, ზედმეტად აბეზარი აღმოჩნდა, მკლავში უხეშად სწვდა და თავისკენ ქაჩავდა. გოგონამ ხელი უცებ გაითავისუფლა, მაგიდიდან სავსე ჭიქა აიღო და იმ ტიპს პირდაპირ ძვირადღირებულ პერანგზე გადაასხა. დაცვამ მაშინვე გოგოსკენ გაიწია, რომ გარეთ გაეგდოთ.

ვატომ ჩაიცინა. აი, ამ სცენამ კი მართლა გაართო. გოგონას რეაქციაში იმხელა აგრესია და სიამაყე ჩანდა, რომ ამილახვარმა მასში საკუთარი ხასიათის რაღაც ნაწილიც კი დაინახა. მან ჭიქა მაგიდაზე დადგა, ნელა წამოდგა და ჩხუბის ეპიცენტრისკენ გაემართა. დაცვის ბიჭებმა ვატოს დანახვაზე მაშინვე უკან დაიხიეს. ამილახვარს აქ ყველა იცნობდა და მის საქმეებში ჩარევას არავინ აპირებდა.

-ხელი გაუშვით.-თქვა ვატომ მბრძანებლური ხმით. დაცვა გაიწია. გოგონა მობრუნდა, სუნთქვა აჩქარებოდა, თვალებიდან ნამდვილ ცეცხლს აფრქვევდა და აჩეჩილი თმების მიღმა ვატოს საკმაოდ თავხედური, შეუდრეკელი მზერით შეეფეთა. მას ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ ვინმესგან დახმარებას ელოდა ან მადლიერი იყო.

-შენ კიდევ ვინ ხარ?-გამოსცრა გოგომ, პიჯაკი შეისწორა და ვატოს ზემოდან ქვემოთ შეავლო თვალი.-მეორეხარისხოვანი რაინდი? არ იყო საჭირო შენი ჩარევა.-ვატომ წარბი აზიდა. აი, ეს უკვე საინტერესო იყო. გოგოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვის ელაპარაკებოდა, და მისი ეს ნარცისული თავდაჯერებულობა ვატოს აზარტში აგდებდა.

-რაინდობის რა მეტყობა.-ჩაეღიმა ვატოს თავისი საფირმო, ცინიკური ღიმილით.-უბრალოდ, ჩემს ზონაში ხმაური არ მიყვარს. და კიდევ, შენი ტემპერამენტი მომეწონა.-
გოგომ ტუჩი ჩატეხა, ვატოს ძვირფას საათს და სამოსს შეხედა და ისევ მის თვალებს გაუსწორა მზერა.

-ტასო.-თქვა მან მოკლედ, ხელი კი არ გაუწოდებია, უბრალოდ თავი ამაყად ასწია.-და თუ გგონია, რომ ამის გამო ახლა შენთან ერთად სმას დავიწყებ, ძალიან ცდები.

-არც მიფიქრია, ტასო.-უპასუხა ვატომ, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ისე დახედა, რომ გოგონას მისი ცივი, დეგენერატული შარმი ეგრძნო.-მე თავად ვირჩევ, ვისთან ერთად დავლიო. და ახლა შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, უბრალოდ იმიტომ, რომ გარეთ მაინც არავინ აგეკიდოს.-ტასომ წამით თვალები მოჭუტა, აშკარად იაზრებდა ვატოს სიტყვებს, მაგრამ მის ხმაში არსებულმა მტკიცე ტონმა და საკუთარმა სიამაყემაც აიძულა, უკან არ დაეხია.

-ვნახოთ, რამდენად საინტერესო ხარ, როცა არ მბრძანებლობ.-თქვა მან და პირველმა გადადგა ნაბიჯი გასასვლელისკენ.
ვატო მის ზურგს გაჰყვა. მისი შინაგანი ღვარძლი არსად გამქრალიყო, მაგრამ ეს გოგო ზუსტად ისეთივე „შხამიანი" და ამაყი ჩანდა, როგორიც თავად იყო. თამაში გრძელდებოდა, ოღონდ სრულიად სხვა წესებით. ტასო წინ მიაბიჯებდა, მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი კლუბის დერეფნის ბეტონის იატაკზე მკაფიოდ ისმოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ჰქონდა დალეული, წელში ისე გამართულიყო, თითქოს პოდიუმზე გადიოდა. ვატო ორი ნაბიჯის დაშორებით მიჰყვებოდა უკან, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და მის ზურგს ცინიკური, შეფასებითი მზერით აყოლებდა თვალს.
კლუბის მძიმე კარი რომ გაიღო და თბილისის გრილმა, ღამის ჰაერმა სახეში შემოჰბერათ, ტასო ერთ წამს შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და თმა ხელის ერთი მკვეთრი მოძრაობით უკან გადაიყარა.

-ხოდა, სად არის შენი ტრანსპორტი, „მშვიდობის გარანტო"?-მობრუნდა ტასო და ვატოს ირონიულად გადახედა.
ვატომ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ჯიბიდან პულტს თითი დააჭირა. იქვე, ხეების ჩრდილში მდგარმა შავმა, აგრესიულმა სპორტულმა მანქანამ ფარები ორჯერ აანთო. ტასომ მანქანას შეხედა, მერე ისევ ვატოს და წარბი ოდნავ აზიდა, თუმცა განსაკუთრებული აღფრთოვანება არ შეუმჩნევია.

-ბანალურია. ყველა შენნაირ ტიპს ზუსტად ასეთი მანქანა ჰყავს. კომპლექსებს გიფარავთ თუ რა არის?-გამოსცრა გოგომ და კარისკენ წავიდა.

ვატოს ჩაეცინა. ეს გოგო აშკარად ცეცხლს ეთამაშებოდა და საერთოდ აზრზე არ იყო, ვის წინაშე იდგა, მაგრამ ამილახვარს ეს უხეში, თავხედური პირდაპირობა უფრო მეტად აზარტულს ხდიდა, ვიდრე აბრაზებდა. მანქანასთან მივიდა, კარი გაუღო, თავად საჭესთან დაჯდა და ძრავი აამუშავა. ძრავის დაბალმა, მძლავრმა გუგუნმა სალონი შეაზანზარა. ტასო გვერდით სავარძელში ჩაეშვა, თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა.

-სად მივდივართ-ჰკითხა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.

-სადაც ხმაური არ არის და სადაც ჩემს მანქანაზე სულელურ კომენტარებს არ მოვისმენ.-მიუგო ვატომ, სიჩქარეში ჩააგდო და ადგილიდან მკვეთრად მოწყდა. საბურავების წივილის ხმა ღამის ქუჩას მოედო.

მანქანა თბილისის აღმართებს მიუყვებოდა, მთაწმინდისკენ. სალონში სიჩუმე იდგა, მხოლოდ სიჩქარის გადართვისა და ქარის ხმა ისმოდა. ტასომ რამდენიმე წუთის შემდეგ თვალები გაახილა, შუშა ჩამოსწია და სახეზე ცივ ჰაერს მიეფიცხა. მერე ვატოს პროფილს შეავლო მზერა, მის მკაცრ ნაკვთებს, საჭეზე მყარად შემოჭერილ თითებს და იმ ცივ სიმშვიდეს, რომელიც ამ კაცისგან მოდიოდა.

-შენში ბევრი ბოღმაა.-თქვა მოულოდნელად ტასომ, მისი ხმა ახლა უფრო დაბალი იყო, ალკოჰოლისგან ოდნავ ჩახლეჩილი.-კლუბში რომ იჯექი, ყველას ისე უყურებდი, თითქოს მათი განადგურება შეგეძლო. და თან... რაღაცნაირად დაცლილი ხარ. ვიღაცამ კარგად გადაგიარა, არა?-მუხრუჭის ხმა მკვეთრად გაისმა. ვატომ მანქანა გზის პირას, გადასახედთან გააჩერა, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ღამის თბილისი. ის ნელა მიბრუნდა ტასოსკენ, ხელები საჭეზე დააწყო და გოგონას თვალებში ისეთი ცივი, მჭრელი მზერით ჩახედა, რომ ნებისმიერი სხვა მის ადგილას უკან დაიხევდა. ნარცისიზმმა და წყენამ წამიერად იფეთქა მის სულში, ბათუსა და ნინას სცენა ჯერ კიდევ ახალი იარა იყო.

-ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ, ტასო.-თქვა ვატომ, ხმა საშიშად დაბალი ჰქონდა.-ჩემს ცხოვრებაში ქექვა შენი საქმე არ არის.-
ტასომ თვალი არ აარიდა. პირიქით, ოდნავ წინ გადმოიწია, მათ შორის მანძილი შეამცირა და ტუჩის კუთხე ცინიკურად ჩატეხა.

-რომ ვიცოდე, ვისი გეშინია, ალბათ უფრო გამეცინებოდა. მაგრამ კაი, იყოს... დღეს შენი წესებით ვითამაშებ, ამილახვარო.-ვატომ წარბები შეკრა გვარი არ უთქვამს, მაგრამ გოგომ აშკარად იცოდა, ვინ იჯდა მის გვერდით. თამაში იმაზე ბინძური და საინტერესო ხდებოდა, ვიდრე თავიდან ჩანდა.

-შენ რომ ჩემი სახელი იცი, მე შენი არ უნდა ვიცოდე?-ტასომ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ტუჩის კუთხე ცინიკურად ჩატეხა.-თუ ამილახვარების გვარი იმდენად წმინდაა, რომ უბრალო მოკვდავებმა ჩურჩულით უნდა წარმოვთქვათ?-ვატო წამით გაშეშდა, მერე კი სახეზე ისევ ის ნაცნობი, ბოროტი ღიმილი დაუბრუნდა. ეს გოგო მართლა აზარტში აგდებდა.

-ანუ იცი.-ჩაილაპარაკა მან, ზურგით სავარძელს მიეყრდნო და თვალები მოჭუტა. -საიდან?

-ამ ქალაქში გოგოები ორ კატეგორიად იყოფიან, ამილახვარო.-ტასომ ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და ვატოს გახედა, სანამ სანთებელას აანთებდა.-ისინი, ვინც შენს დანახვაზე თვალებს აცეცებენ და ფიქრობენ, როგორ მოგაწონონ თავი, და ისინი ვისაც შენი ნარცისული სახე და ეგოიზმი შორიდანვე თვალში ხვდებათ. მე მეორე კატეგორიას ვეკუთვნი. შენნაირ ტიპებს კილომეტრზე ვცნობ, იმიტომ რომ საკუთარ ანარეკლს ვხედავ.-ვატომ ნელა გამოართვა ხელიდან სანთებელა, თავად აუნთო ცეცხლი და მერე თავისთვისაც მოუკიდა. კვამლი მათ შორის ნაცრისფერ კედლად აღიმართა.

-ჩემს ანარეკლს?-ვატომ ჩაიცინა, ხმაში ის ძველი, დეგენერატული და თავდაჯერებული ტონი ჰქონდა.-ზედმეტად ბევრს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე, ტასო? ჩემამდე ბევრი გიკლია.

-მართლა?-ტასომ კვამლი პირდაპირ ვატოსკენ გამოუშვა, თვალი არ აურიდებია.-კლუბში რომ იჯექი, მთელ სამყაროზე გაბოროტებული, მარტო, ვისკის ჭიქით ხელში და ხალხს ზემოდან უყურებდი გგონია ვერ მივხვდი, რა გჭირდა? შენნაირი ტიპები მაშინ ხდებიან ეგეთები, როცა რაღაცას ძალიან დიდი იმედით ელოდნენ და ბოლოს ყველაფერი ხელიდან გამოეცალათ. სიამაყე გიჟივით გიყვირის შიგნიდან, მაგრამ გული ცარიელი გაქვს. აი, ზუსტად მაგაში ვგავართ ერთმანეთს.

ვატოს ყბის ძვალი აუთამაშდა. ამ გოგომ ზუსტად, ყოველგვარი მიმსგავსების გარეშე იცოდა და მის ყველაზე სუსტ წერტილს აჭერდა. ბათუსა და ნინას სცენიდან სულ რაღაც ორი საათი იყო გასული და ტასომ ეს იარა პირველივე მზერით გაუნახლა.

-შენ საერთოდ აზრზე არ ხარ, რა მოხდა.-გამოსცრა კბილებში ვატომ.

-არც მაინტერესებს დეტალები.-ტასო პირდაპირ მისკენ გადმოიწია, მათ შორის მანძილი რამდენიმე სანტიმეტრამდე შეამცირა. მისი მწვანე თვალები ახლა ძალიან ახლოს იყო.-მთავარი ისაა, რომ ახლა ორივე აქ ვართ, ორივე საკუთარი ეგოს ნანგრევებზე ვზივართ და არცერთს არ გვინდა სახლში მარტო დაბრუნება. ჰოდა, ამილახვარო, აპირებ მთელი ღამე ასე გაბუტული სახით ყურებას, თუ რამე უფრო საინტერესოს მოიფიქრებ?

ვატომ ტასოს ტუჩებს შეხედა, მერე ისევ მის შეუდრეკელ მზერას გაუსწორა თვალი. მის ნარცისულ ბუნებას ეს გამოწვევა ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა. მან სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო, სიჩქარეში ჩააგდო და მანქანა ადგილიდან ისევ გიჟური სისწრაფით მოწყვიტა, ამჯერად უფრო ბნელი და მიწყნარებული ქუჩებისკენ. ვატომ სიჩქარის გადასართავს ხელი აუშვა, კარი მკვეთრად გააღო და მანქანიდან გადავიდა. ცივმა, მჭრელმა ქარმა მაშინვე აუწეწა თმა, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია. გადასახედის კიდესთან მივიდა და ბეტონის დაბალ ბარიერს ხელებით დაეყრდნო.

რამდენიმე წამში მანქანის მეორე კარის გაჯახუნების ხმაც გაისმა. ტასო ნელა მოუახლოვდა და მის გვერდით, ბარიერზე ჩამოჯდა. ორივე დუმდა. ქალაქის ხმაური აქამდე ძლივს აღწევდა, მხოლოდ ქარის ზუზუნი და ნაპერწკლების წამიერი ტკაცუნი ისმოდა.

-ხოდა,-დაარღვია სიჩუმე ტასომ, მზერა ქალაქიდან ვატოს პროფილზე გადაიტანა.-ესაა შენი სამყარო? ზემოდან ყურება და ფიქრი, რომ ყველაფერს აკონტროლებ?-
ვატომ თავი გვერდზე შეაბრუნა, ცინიკური ღიმილი ისევ დაუბრუნდა ტუჩებზე, თუმცა თვალებში ის ძველი, დამანგრეველი სიმწარე აღარ ედგა.

ტასომ არც ამჯერად დაიხია უკან. პირიქით, სიგარეტის ნამწვი პირდაპირ უფსკრულში გადააგდო, ვატოს ძვირფას პიჯაკს ხელები ჩაავლო და თავისკენ მოქაჩა. მისი მწვანე თვალები ღამის შუქზე კატასავით ბრწყინავდა.

-ნუ თამაშობ, ვატო. ჩემთან ეგ ნიღაბი არ გჭირდება.-ჩურჩულით თქვა მან.-ვიცი, რომ ახლა გინდა ყველაფერი დაამტვრიო, მაგრამ ამის ნაცვლად შეგიძლია უბრალოდ მე მენდო.-ამილახვარის ნარცისულმა ბუნებამ და იმ ფარულმა, ველურმა ენერგიამ, რომელიც მთელი ღამე გულში უდუღდა, პიკს მიაღწია. მან ტასოს წელზე ხელი უხეშად, მტკიცედ შემოაჭდო, ბარიერიდან ერთ მოძრაობით ჩამოიყვანა და იქვე, მანქანის კაპოტზე ზურგით ააკრა.

ტასოსგან მხოლოდ ამაყი ჩაცინება გაისმა, სანამ ვატოს ტუჩები მის ბაგეებს უხეში, მომთხოვნი და ყველანაირი წესების დამმსხვრევი კოცნით შეეფეთებოდა. ტასომ მკლავები კისერზე ძლიერად მოხვია, თითები მის თმებში შეაცურა და კოცნაში აგრესიით უპასუხა.  ეს არ იყო სიყვარულის ახსნა ან სინაზე, ეს იყო ორი თავმოყვარე, შხამიანი და ეგოისტი ადამიანის შეჯახება, რომლებმაც ამ ღამით ერთმანეთის ნანგრევებში საკუთარი თავშესაფარი იპოვეს.

როცა ვატო ოდნავ მოშორდა, შუბლით მის შუბლს დაეყრდნო და მძიმედ სუნთქავდა. ტასომ თვალები გაახილა, მისი ტუჩებიდან წამოსული წითელი პომადის კვალი ვატოს ტუჩის კუთხეში აირია. გოგომ ნაზად, თუმცა მესაკუთრედ ჩაავლო ხელი მის ნიკაპს.

-24 ივლისი იწყება, ვატო.-თქვა მან და გაეღიმა.-და მგონი, ეს წელი შენთვის ბევრად უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე გეგმავდი.-
ვატომ ქალაქს გადახედა, სადაც ჰორიზონტზე პირველი, მკრთალი ოქროსფერი ზოლი ჩნდებოდა.

-თან უკვე დიდი ხანია მომწონხარ.-ჩასჩურჩულა ტასომ და ჩაეხუტა.



მეოცე თავი
თბილისის ცაზე ივლისის ცხელი, ოქროსფერი მზე ნელ-ნელა ამოდიოდა. ქალაქი ჯერ კიდევ ნამცხვარივით თბილ, მინავლებულ ძილში იყო ჩაფლული, როცა ბათუს ბინის ფართო ფანჯრებში შუქის პირველი სხივები შემოიჭრა. ჰაერში უკვე ტრიალებდა იმ განსაკუთრებული დღის მოლოდინი, რომელსაც ორივე ასე დიდხანს ელოდა.
დღეს 24 ივლისია. საღამოს, ზუსტად თორმეტ საათზე, ბათუ აბაშიძე 25 წლის ხდება,მისი ოქროს დაბადების დღეა.

ნინამ თვალები პირველმა გაახილა. თბილმა მზემ სახეზე რომ მოუღიტინა შეაღვიძა და ინსტინქტურად გაეღიმა. გვერდზე გადაბრუნდა და ბათუს შეხედა, რომელსაც ჯერ კიდევ მშვიდად, ღრმად ეძინა. ნინამ ხელისგული ლოყაზე ნაზად მიადო, თითქოს ეშინოდა ამ იდილიის დარღვევის. ბოლო დღეების დაძაბულობა, ის გაურკვევლობა და გუშინდელი შეხვედრაც კი კაფეში, სადღაც შორს, წარსულში დარჩა. დღეს მხოლოდ ისინი იყვნენ და ის სიმშვიდე, რომელიც ასე ძვირად დაუჯდათ.

ბათუმ ნინას შეხებაზე ძილშივე გაიღიმა, თვალების გაუხელად მოხვია გოგოს წელზე ძლიერი მკლავი და თავისკენ მიიზიდა, სხეულზე მჭიდროდ აიკრა.

-უკვე გღვიძავს?-ჩაიბუტბუტა ბათუმ, ხმა ძილისგან კიდევ უფრო დაბალი და ხავერდოვანი ჰქონდა. თვალები გაახილა და ნინას თბილ, შეყვარებულ მზერას შეეფეთა.

-ხო... დღეს ხომ განსაკუთრებული დღეა, აბაშიძე.-ჩურჩულით უპასუხა ნინამ და მის ცხვირის წვერს თავისი წვერით შეეხო.-ვერ ვითმენდი. მინდა, რომ ეს დღე შენთვის საუკეთესო იყოს.-ბათუმ შუბლზე აკოცა, მერე კი წამოიწია და საწოლზე ზურგით მიეყრდნო. მის სახეზე აღარანაირი ქაოსი და ბრაზი აღარ იკითხებოდა. ის აბსოლუტურად დარწმუნებული იყო თავის არჩევანში, თავის მშვიდობაში, რომელიც აგერ, მის გვერდით სუნთქავდა.

-ჩემთვის მთავარია, რომ აქ ხარ. დანარჩენი მხოლოდ დეტალებია.-თქვა მან და ნინას ხელი თავისაში მოიქცია. წინა საღამოს კაფეში მომხდარი უცნაური ინციდენტის მერე, როცა ვატო ასე მოულოდნელად გამოჩნდა და მერე სამუდამოდ წავიდა, ჰაერი თითქოს საბოლოოდ განიმუხტა. ბათუ გრძნობდა, რომ ყველა ძველი ანგარიში გასწორდა. დღეს საღამოს მათი უახლოესი წრე იკრიბებოდა, ყველაფერი მზად იყო დიდი აღნიშვნისთვის, მაგრამ ნინასთვის და ბათუსთვის მთავარი საჩუქარი უკვე ერთმანეთის გვერდით ყოფნა იყო.

ნინამ ბათუს მკერდიდან თავი ნელა ასწია, საწოლზე წამოჯდა და მხრებზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა. მზის შუქი მის სილუეტს ოქროსფრად აფერადებდა. ბათუ იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო და თვალს არ აცილებდა მისთვის დღე ზუსტად ასე, ამ ხედით უნდა დაწყებულიყო.

-იცოდე, დღეს სამზარეულოში საერთოდ არ გიკარებ.-თქვა ნინამ და საჩვენებელი თითი მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია.-ყავას მე მოვადუღებ. შენ უბრალოდ იწექი და დაისვენე. საღამოს მთელი ეს ხალხი რომ შეიკრიბება, ენერგია დაგჭირდება.-ბათუს ჩუმად ჩაეცინა, ნინას წელზე ხელი მოჰკიდა და ოდნავ თავისკენ მოქაჩა, თუმცა გოგომ თავი დაიძვრინა, საწოლიდან მსუბუქად გადახტა და აივანზე გასასვლელი შუშის კარი ფართოდ გააღო. ოთახში ივლისის დილის თბილი, ქალაქის ხმაურით გაჯერებული ჰაერი შემოიჭრა.

ნინა ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში. მალე იქიდან ყავის აპარატის ნაცნობი შიშინის ხმა და ახლად დაფქული მარცვლების მძაფრი, სასიამოვნო სურნელი გამოვიდა. ბათუ საწოლშივე ელოდებოდა. ის იშვიათად იყო ასეთი მშვიდი. მთელი მისი ცხოვრება სადღაც სირბილი, პრობლემების მოგვარება და დაძაბულობა იყო, მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ დილას, აბსოლუტურ სიმსუბუქეს გრძნობდა.

ნინა ოთახში ორი დიდი ფინჯნით ხელში დაბრუნდა. ერთი ბათუს მიაწოდა, თავად კი ისევ საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ფეხები შემოიკეცა და ცხელ ყავას სული შეუბერა.

-ბათუ,-თქვა მოულოდნელად ნინამ და ფინჯანს მიაშტერდა.-წუხელ... ვატო რომ მოვიდა, მართლა გჯერა, რომ ყველაფერი მორჩა?-ბათუმ ყავა მოსვა, მერე ფინჯანი ტუმბოზე დადგა, ნინასთან მიიწია და მისი თავისუფალი ხელი თავის ძლიერ ხელში მოიქცია. თითებით მის ხელისგულს დაუწყო თამაში. მის თვალებში ეჭვის ნატამალიც კი არ იყო.

-მორჩა, ნინა. მე ამილახვარს ბავშვობიდან ვიცნობ. ის მრავალშრიანი ტიპია, მაგრამ კაცობა აქვს. წუხელ რაც თქვა, ეგ იმას ნიშნავს, რომ თავისი წაგება აღიარა და გვერდზე გადგა. დღეს ჩვენი დღეა და არავინ, საერთოდ არავინ არ აპირებს ამის გაფუჭებას.-თქვა ბათუმ მტკიცე, დამამშვიდებელი ხმით.
ნინამ შეხედა, მის თვალებში არსებულმა სიმშვიდემ გოგონაზეც იმოქმედა და ის შიშის ნარჩენებიც, გულში რომ ჰქონდა ჩარჩენილი, საბოლოოდ გაქრა. გაეღიმა, ფინჯანი გვერდით გადადგა, ბათუს მკერდზე მიეკრა და მისი გულისცემა ყურთან ახლოს იგრძნო.

-მაშინ, ოფიციალურად იწყება შენი დაბადების დღის მარათონი.-ჩაილაპარაკა ნინამ.-სადღაც ორ საათში ბიჭები დაიწყებენ რეკვას, მერე ტორტი უნდა მოვიტანოთ, მერე ის ადგილი შევამოწმოთ, მოკლედ, ბევრი საქმე გვაქვს.-ბათუმ ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია. 24 ივლისის დილა ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ოცნებობდა მშვიდი, თბილი და მთლიანად ნინათი სავსე.

საღამოს რვა საათი სრულდებოდა. ივლისის მცხუნვარე მზე ნელ-ნელა ჩადიოდა და თბილისის ცას მუქ იასამნისფერ და ოქროსფერ ტონებში ღებავდა. ბათუს ბინაში ფუსფუსი და ტელეფონების განუწყვეტელი ზუზუნი იდგა, ბიჭები უკვე აზუსტებდნენ დეტალებს, ამოწმებდნენ, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა ადგილზე, სადაც ათ საათზე სტუმრები უნდა შეკრებილიყვნენ.
სამზარეულოს მაგიდაზე ნინას მიერ შეკვეთილი უზარმაზარი, დახვეწილი ტორტი იდო, რომელზეც მინიმალისტური, ოქროსფერი ციფრები ბზინავდა — “25”.
ნინა საძინებელში, სარკის წინ იდგა. მაკიაჟის ბოლო შტრიხებს ისვამდა, თუმცა მისი ხელები ოდნავ თრთოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, შინაგანი მღელვარება მაინც თავისას შვებოდა. მას უნდოდა, რომ ამ საღამოს ბათუსთვის ყველაფერი უნაკლო ყოფილიყო. საგანგებოდ შერჩეული, ზურგმოშიშვლებული შავი აბრეშუმის კაბა იდეალურად კვეთდა მის სილუეტს, თმა კი მსუბუქ ტალღებად ჩამოჰყროდა მხრებზე.
საძინებლის კარი გაიღო და ბათუ შემოვიდა. ის უკვე თითქმის მზად იყო. თეთრი, კლასიკური პერანგი ეცვა, რომლის ზედა ორი ღილი შეუხსნელი დაეტოვებინა, და შავი, მკაცრი შარვალი. სარკეში ნინას დანახვაზე წამით შეჩერდა, მზერა გაუშტერდა და აშკარა აღფრთოვანება დაეტყო სახეზე.
ბათუ ზურგიდან მიუახლოვდა, ხელები წელზე ნაზად მოჰხვია და ნიკაპი მის მხარზე ჩამოდო, სარკეში მათ ანარეკლს შეხედა.

-საოცრად გამოიყურები, ნინა!-ჩაჩურჩულა მან და ყელში თბილად აკოცა.-მგონი, ჩემი დაბადების დღის მთავარი მშვენება უკვე ჩემ გვერდითაა.-ნინამ გაიღიმა, თავი უკან გადაწია და ბათუს მკლავებს თავისი თითები გადააჭდო. სარკეში უყურებდა ამ კაცს ძლიერს, თავდაჯერებულს, რომელიც დღეს თავის ოქროს ასაკში შეაბიჯებდა, და გული სიამაყით ევსებოდა.

-შენზე ნაკლებად არც მე ვნერვიულობ, აბაშიძე.-შემოტრიალდა ნინა, მისი პერანგის საყელო ხელის მსუბუქი მოძრაობით გაასწორა და თვალებში ჩახედა.-საათს შეხედე, უკვე ცხრა ხდება. ორი საათი დაგვრჩა. შენი საათი და პიჯაკი სადაა?

-მისაღებში დავტოვე.-ჩაეღიმა ბათუს, ნინას აღელვება აშკარად ართობდა. ის თავად აბსოლუტურად მშვიდად იყო, რადგან მთავარი ადამიანი, ვისი დანახვაც ამ საღამოს ყველაზე მეტად უხაროდა, უკვე მის მკლავებში გრძნობდა თავს. ბათუმ მაგიდიდან თავისი ძვირფასი, მძიმე საათი აიღო და მაჯაზე მოირგო, მერე კი იქვე სავარძელზე გადაკიდებული შავი პიჯაკი მოიცვა. მისი ფიგურა წამში კიდევ უფრო მამაკაცური და შთამბეჭდავი გახდა. ნინამ სუნამო აიღო და ბათუს ორჯერ მიასხურა ჰაერში მაშინვე დატრიალდა ხის, თამბაქოსა და ციტრუსის ის ნაცნობი, მძაფრი სურნელი, რომელიც მხოლოდ ბათუს ასოცირდებოდა.

-ვსიო, მზად ვართ!-ღრმად ამოისუნთქა ნინამ, ხელჩანთა აიღო და ბათუს ხელკავი გაუყარა.-ტორტი შენ წამოიღე, მე მანქანის გასაღებს ავიღებ. დროა, წავიდეთ.-ბათუმ ტორტის ყუთს ხელი მოჰკიდა, ნინას თბილად გადახედა და მათ ერთად დატოვეს ბინა.

საღამოს ათის ნახევარზე ისინი უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ, რათა სტუმრების მოსვლამდე ბოლო დეტალები შეემოწმებინათ. ნამდვილი 24 ივლისის გრანდიოზული ღამე იწყებოდა.

მანქანა კლუბის ნაცვლად თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, პრესტიჟული რესტორნის შესასვლელთან გაჩერდა. ეს იყო ღია სივრცე, სადაც ქალაქის ხმაური ნაკლებად აღწევდა, თუმცა მაინც მაღალი კლასის, მკაცრი და გემოვნებიანი აურა ტრიალებდა. კონდიციონერის ცივი ჰაერიდან ივლისის თბილ საღამოში გადასვლისას, ნინამ მხრები გაისწორა და კაბის ბოლოები ნელა ჩამოუშვა.

ბათუმ მანქანის გასაღები იქვე მყოფ დაცვის თანამშრომელს გადაულოცა, პიჯაკი შეიკრა და ნინას ხელი წელზე მყარად, მესაკუთრულად შემოხვია. მათ შორის ის დილანდელი, ზედმეტად ფაქიზი ტონი აღარ იყო. ორივე ჩვეულ, სოციალურ რეჟიმზე გადაერთო, სადაც თავდაჯერებულობა და სტატუსი პირველ ადგილზე იდგა.

ბათუმ მანქანის გასაღები იქვე მყოფ დაცვის თანამშრომელს გადაულოცა, პიჯაკის საყელო გაისწორა და ნინას ხელი წელზე მყარად, მესაკუთრულად შემოხვია. რესტორნის შიდა ეზოდან მომავალი დაბალი, რიტმული მუსიკა და ხალხის ხმები ჰაერში სასიამოვნოდ ირეოდა. ორივე ჩვეულ, სოციალურ რეჟიმზე გადაერთო, სადაც თავდაჯერებულობა და კლასი პირველ ადგილზე იდგა.

გრძელ, საგანგებოდ გაწყობილ მაგიდასთან, რომელიც ტერასის ყველაზე კარგ კუთხეში იდგა, ჯერჯერობით მხოლოდ ორი კაცი იჯდა.
ერთი სანდრო იყო, რომელიც ყინულიან ჭიქას ათამაშებდა თითებში. მის გვერდით კი სრულიად უცხო, მაღალი, მკაცრი ნაკვთების მქონე ტიპი იჯდა, რომელსაც ძვირფასი, მუქი ლურჯი პერანგი ეცვა და თამბაქოს ნელა აბოლებდა. ბათუს დანახვაზე სანდრო მაშინვე ფეხზე წამოდგა, სახეზე ფართო ღიმილი გადაეფინა და მეგობარს ძმურად გადაეხვია.

-ვა, ვა, ბათუ! ოცდახუთის ხდები, ბიჭო, ხუმრობა ხომ არ გგონია?-ჩაიცინა სანდრომ, მერე ნინას მიუბრუნდა და ლოყაზე თბილად აკოცა.-საოცრად გამოიყურები, ნინ. უტამ დამირეკა ახლა, მე და ელენე გზაში ვარ, საცობში გავიჭედე და ათზე ზუსტად მანდ ვიქნებიო.

ბათუმ ჩაიღიმა, მერე კი მზერა იმ უცხო ბიჭზე გადაიტანა, რომელიც ახლა ნელა წამოდგა მაგიდიდან. ნინამ წარბი ოდნავ აზიდა ეს ტიპი მათ სამეგობრო წრეში არასდროს ენახა. ბათუმ ნინას წელზე ხელი ოდნავ მოუჭირა, წინ წამოსწია და უცნობს გააცნო.

-ნინა, გაიცანი, ეს ნოდოა.-თქვა ბათუმ, მის ხმაში განსაკუთრებული პატივისცემა იგრძნობოდა.-ჩემი პარტნიორია ახალ პროექტში. რამდენიმე წელი ევროპაში იყო და ამ დღეებში დაბრუნდა თბილისში. ჩათვალე, დღეიდან ჩვენიანია.-ნოდომ ნინას თბილად, თუმცა საკმაოდ მტკიცედ ჩამოართვა ხელი და თავი ოდნავ დაუკრა. მისი მზერა დაკვირვებული იყო.

-სასიამოვნოა, ნინა. ბათუ შენზე იმდენს მიყვებოდა, მეგონა, უკვე დიდი ხანია გიცნობდი.-თქვა ნოდომ დაბალი, მშვიდი ხმით. მისი თავდაჯერებულობა იდეალურად ჯდებოდა ბათუსა და სანდროს აურაში.

-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ნოდო. ბათუსგან ახალ პარტნიორებზე იშვიათად მესმის ხოლმე, ასე რომ, საინტერესოა.-ღიმილით უპასუხა ნინამ და ბათუს გადახედა, რომლის თვალებშიც აშკარა კმაყოფილება ჩანდა. ოთხივე მაგიდასთან დაჯდა. ოფიციალურ ათ საათამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ საღამო უკვე საინტერესოდ იწყებოდა. ბარმენმა მაგიდაზე პირველი სასმელები დააწყო და სანდრომ ჭიქა ასწია:

-აბა, ბიჭებო, სანამ დანარჩენი გიჟები მოვლენ, ამ საღამოს მშვიდობის და ჩვენი იუბილარის სადღეგრძელო იყოს!

-დაველოდოთ სტუმრებს ბარემ სანდრო.-უთხრა ბათუმ. რესტორნის ტერასაზე უკვე ნამდვილი ხმაური და ჟრიამული იდგა. მაგიდა სტუმრებით გაივსო, სასმელი ნაკადულად მიედინებოდა და ივლისის თბილ ჰაერში სიცილისა და მუსიკის ხმა ერწყმოდა ერთმანეთს. ნერვიულობისა და ოფიციალურობის კვალიც აღარ არსებობდა ყველაფერი ჩვეულ, გიჟურ და მეგობრულ ქაოსში გადაიზარდა.
უცებ სანდრომ მაგიდაზე ხელი დაარტყა და გასასვლელისკენ გაიხედა.

-ოჰ, როგორც იქნა! მობრძანდნენ ჩვენი მეფე-დედოფალი!-გადაიკისკისა მან.
ყველამ იმ მხარეს გაიხედა. ტერასაზე ხელკავგაყრილები შემოდიოდნენ უტა და ელენე. უტას პერანგის სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, ცალ ხელში უზარმაზარი, სასაჩუქრე ყუთი ეჭირა და სახეზე ისეთი ღიმილი ჰქონდა, აშკარად საცობში ნერვებმოშლილ კაცს საერთოდ არ ჰგავდა. ელენე კი თავის ნაზ, ღია ფერის კაბაში საოცრად კაშკაშებდა.

აბოდიში, ხალხო, ძმაო, არ მომკლა, წერეთელზე ისეთი ამბავი იყო, მანქანაში დავბერდით!-დაიყვირა უტამ, საჩუქარი იქვე დადო და პირდაპირ ბათუსკენ გაემართა. ძმები ისე მაგრად გადაეხვივნენ ერთმანეთს, თითქოს ასი წელი არ ენახათ.
ელენემაც მიულოცა ბიჭს და მაშინვე ნინასკენ წავარდა და გოგოები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

-ჩემო ლამაზო, როგორ მომენატრე! რა საოცარი კაბაა, უბრალოდ ვგიჟდები!-უჩურჩულა ელენემ და ნინას ლოყაზე აკოცა, თან მაგიდას თვალი შეავლო.-აბა, რა გამოვტოვე?

-არაფერი, ახლა იწყება მთავარი, დასხედით.-გაეცინა ნინას და ელენე თავის გვერდით, თავისუფალ სკამზე დასვა.
უტამ ყველას ხელი ჩამოართვა, ნოდოსთანაც მივიდა, მხარზე ხელი დაჰკრა-, როდის ჩამოხვედი?-და აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს სადღაც ძველი საქმეებიდან მაინც იცნობდნენ. მოკლედ, წამში აირია მთელი მაგიდა.

ბათუ ნინას გვერდით დაჯდა, ხელი სკამის საზურგეზე გადაჰკიდა და გოგოს მხარზე თითები მესაკუთრულად, თუმცა ძალიან თბილად აათამაშა. ის ნოდოს, უტას და სანდროს ლაპარაკს უსმენდა, რომლებიც უკვე რაღაც ძველ, სტუდენტობისდროინდელ სასაცილო ისტორიას იხსენებდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ნინამ ბათუს გადახედა. ბიჭის თვალებში ისეთი სიმშვიდე და გულწრფელი სიხარული დაინახა, მიხვდა მთელი ეს წვალება და სამზადისი ამ წამად ღირდა. ბათუ თავს აბსოლუტურად ბედნიერად გრძნობდა თავისიანების გარემოცვაში. უტამ თავისი ჭიქა ვისკით შეავსო, ნოდოს გადახედა და მხარზე ხელი დაჰკრა. ბიჭები ხუმრობდნენ. მაგიდაზე ხმამაღალი სიცილი ატყდა. ელენე ნინას მიუახლოვდა, ჭიქა მიაჭახუნა და გადაუჩურჩულა.

-ნინ, ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია თქვენი ყურება. ბათუ საერთოდ სხვა კაცია შენთან ერთად. ასეთი მშვიდი და რაღაცნაირად თავის ადგილზე მშვიდად მყოფი, არასდროს მინახავს.-ნინამ ბათუს გადახედა, რომელიც ამ დროს ნოდოს რაღაც ახალ ბიზნეს-გეგმაზე სერიოზულად ელაპარაკებოდა, თუმცა მეორე ხელით ნინას თითებს მაგიდის ქვეშ მყარად, თბილად უჭერდა. გოგომ ელენეს გაუღიმა და თავი დაუკრა.

-მეც, ელენე. მგონი, ორივეს გვჭირდებოდა ეს სიმშვიდე.

-აუ, ხალხო, საჭმელები ცივდება, გამოუშვით აბა ის ხაჭაპური მანდედან!-გამოსძახა უტამ მაგიდის მეორე ბოლოდან და თეფში გააჩოჩა.-ნოდომ ჭიქა ასწია, პირდაპირ ბათუს შეხედა და უთხრა:

-ბათუ, დიდიხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ბევრი რამ ვნახეთ, მაგრამ დღეს რომ გიყურებ, ვხვდები, რომ ყველაზე სწორ ეტაპზე ხარ. შენს გვერდითაა ის, ვინც უნდა იყოს და შენს გარშემოც ის ხალხია, ვინც გულწრფელად ბედნიერია შენი წარმატებით. აბა, ძმებო და გოგოებო, ბათუს გაუმარჯოს!

-გაუმარჯოს!-ერთხმად გაისმა მაგიდასთან, ჭიქები ერთმანეთს ხმაურიანად შეასკდა და რესტორნის ტერასა კიდევ უფრო მეტი პოზიტივითა და მეგობრული აურით აივსო. საღამო თავის ბუნებრივ, თბილ კალაპოტში მიედინებოდა, თორმეტ საათამდე კი ჯერ კიდევ ბევრი სალაპარაკო და გასახსენებელი ჰქონდათ. დროის შეგრძნება საერთოდ დაკარგეს. ღამე სრულ სიმთვრალესა და ქაოსში გადაიზარდა. რესტორნის ფონური, მშვიდი მუსიკა სადღაც თორმეტისკენ უფრო რიტმულმა, ხმამაღალმა ბასებმა შეცვალა, რაც მაგიდის განწყობას იდეალურად დაემთხვა.

სანდრო უკვე ფეხზე იდგა, პიჯაკი სკამის საზურგეზე გადაეკიდა, პერანგის სახელოები აეკეცა და უტასთან ერთად რაღაც ძველ, სტუდენტობისდროინდელ ჩხუბის ისტორიას ხელების ქნევითა და ხმამაღალი სიცილით ყვებოდა. ორივე აშკარად კარგად იყო შემთვრალი, ჭიქებს ყოველ ორ წუთში აუზელავდნენ ერთმანეთს.

-ბიჭო, ნოდო, შენ აზრზე არ ხარ!-ენაარევით ამბობდა უტა და ნოდოს მხარზე ხელს უტყაპუნებდა. ნოდოც, მიუხედავად თავისი ჩვეული, მკაცრი იმიჯისა, საკმაოდ კარგად მომთვრალიყო, სავარძელში გადაწოლილიყო, ჰალსტუხი მოეშვა და ბიჭების გიჟურ ისტორიებზე გულიანად ეცინებოდა.-აბაშიძემ მაშინ ისეთი თქვა, მთელი უბანი გააჩუმა-მეთქი, გეუბნები!-
ელენესა და ნინას წინ უკვე კოქტეილის რამდენიმე ცარიელი ჭიქა იდგა. ელენე ნინას მხარზე ეყრდნობოდა, თვალები უციმციმებდა და სიცილისგან სული ეხუთებოდა, როცა სანდრო მაგიდაზე ჩანგლით „დრამებს" უკრავდა მუსიკის აკომპანიმენტად. ნინაც კარგად იყო შემთვრალი, ლოყებზე ვარდისფერი ბუნებრივი ტონი შემატვოდა, შავ აბრეშუმის კაბაში კიდევ უფრო თავისუფლად და ლამაზად მოძრაობდა. ის თავს აბსოლუტურად ბედნიერად გრძნობდა არანაირი დაძაბულობა, მხოლოდ სუფთა, მეგობრული სიგიჟე.

ბათუ მაგიდის თავში იჯდა. ის ყველაზე ნაკლებად გავდა მთვრალს, თუმცა თვალები უკვე ჩაწითლებული ჰქონდა ვისკისგან და სახეზე ისეთი თბილი, აბსოლუტურად კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, ძმაკაცებს იშვიათად რომ ენახათ. ის უყურებდა თავის ხალხს, თავის უახლოეს წრეს, ვინც მასთან ერთად ყველა ეტაპი გაიარა. მან ნინას გადახედა, რომელიც ამ დროს ელენეს რაღაცაზე უხმოდ, თვალებით ანიშნებდა და ეცინებოდა. ბათუმ მაგიდის ქვეშ ნინას შიშველ ფეხზე ხელი მყარად, მესაკუთრულად ააცურა და თავისკენ მიიზიდა. ნინა შეკრთა, მერე კი ბათუსკენ შემობრუნდა, მისი კისრისკენ გადაიხარა და მხარზე თავი ჩამოადო. ჰაერში ალკოჰოლის, თამბაქოსა და მათი სუნამოების ერთმანეთში არეული, მათრობელი სურნელი ტრიალებდა.

-ძალიან მთვრალი ხარ?-ჩასჩურჩულა ბათუმ ყურთან, მისი ხმა მუსიკის ფონზეც კი საოცრად დაბალი და მამაკაცური იყო.

-საკმარისად...-გაეცინა ნინას, თავი ასწია და ბათუს თბილ, ალკოჰოლისგან ოდნავ მინავლებულ თვალებს გაუსწორა მზერა.-შენ?

-მე შენით ვარ მთვრალი, ნინა.-თქვა ბათუმ, ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, წინ გადაიხარა და ნინას ტუჩებს მოკლედ, მაგრამ საოცრად მგზნებარედ შეეხო. მაგიდიდან მაშინვე ატყდა უტასა და სანდროს ყვირილი.

-ეეე, მორჩით მანდ ახლა, ბათუ, თორმეტი საათი ხდება, ჭიქები ასწიეთ!-მუსიკამ კიდევ უფრო აუწია, ბასებმა რესტორნის ღია ტერასის იატაკი შეაზანზარა. ამ დროს მაგიდის ბოლოდან ერთ-ერთი სტუმარი, დათა, ბათუს ძველი ნაცნობი, რომელიც მთელი საღამო კოქტეილებს აქტიურად აგემოვნებდა და უკვე საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო ფეხზე წამოდგა. ის მუსიკის რიტმს აყოლილი, ხელების ქნევითა და პლასტიკური მოძრაობებით წამოვიდა მაგიდის თავისკენ.
ბიჭებმა მაშინვე აუტაშეს ტაში:

-ოპაა, დათას სული გაეხსნა! მიდი, ძმაო, აჩვენე კლასი!-ყვიროდა აჟიტირებული უტა.
დათა პირდაპირ ნინასა და ბათუს მაგიდასთან გაჩერდა. ოდნავ ბარბაცებდა, მაგრამ სახეზე უზარმაზარი, მთვრალი ღიმილი ეხატა. ნინას შეხედა, მერე ინსტინქტურად ბათუსკენ გააპარა თვალი, რადგან კარგად იცოდა აბაშიძის ხასიათი და მესაკუთრული ბუნება. დათამ ხელები მრავალმნიშვნელოვნად ასწია, თითქოს წინასწარ იხდიდა ბოდიშს, და ბათუს მრავალმნიშვნელოვნად დაუკრა თავი.

-ნება მომეცი, ერთი წუთით გამოეთხოვე შენს მეუღლეს.-ბათუმ ჭიქა ნელა დადგა მაგიდაზე. მისი მზერა წამში დასერიოზულდა და თვალები ოდნავ მოჭუტა. სახეზე აშკარა უკმაყოფილება და სიმკაცრე გამოეხატა მას საერთოდ არ ეხატებოდა გულზე, როცა მისი ქალისკენ სხვა მამაკაცი იწვდიდა ხელს, თუნდაც ეს მისივე მთვრალი მეგობარი ყოფილიყო და თუნდაც საკუთარ დაბადების დღეზე. თუმცა, რადგან საღამო ასეთი პოზიტიური იყო და დათას მხრიდანაც არანაირი უპატივცემულობა არ ყოფილა, ბათუმ ყბის ძვალი აათამაშა, ნინას გადახედა და ძლივს შესამჩნევად, უკმაყოფილო თავის დაკვრით ანიშნა „მიდიო". ნინამ ბათუს რეაქციაზე ჩუმად ჩაიღიმა. ის საერთოდ არ იყო ცეკვის ხასიათზე, თანაც საკმაოდ შეზარხოშებული იყო და მხოლოდ სიმშვიდე უნდოდა, მაგრამ რადგან დათა ასე თავგამოდებით სთხოვდა და მაგიდაც მათ უყურებდა, ზრდილობის გამო, უარი არ თქვა. მან თავისი შავი აბრეშუმის კაბა ოდნავ შეისწორა, ბათუს თბილად, დამამშვიდებლად შეავლო მზერა და ფეხზე წამოდგა.


ოცდამეერთე თავი
დათამ ნინას ხელი ნაზად მოჰკიდა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა, სადაც მუსიკის რიტმზე უაზროდ მოძრაობა დაიწყო. ნინაც მხოლოდ ზრდილობისთვის, მსუბუქად აყვა მის ნაბიჯებს, თუმცა მისი ფიქრები და მზერა მაინც მაგიდისკენ იყო მიმართული.
ბათუ სავარძელში გადაწოლილიყო, სიგარეტს უკიდებდა და თვალს არ აცილებდა ნინას ყოველ მოძრაობას. მის მზერაში ისევ ის მტაცებლური, მკაცრი სიმშვიდე იკითხებოდა, რომელიც ნინას ყოველთვის ჟრუანტელს ჰგვრიდა. უტა და სანდრო კი ამ დროს დათას მთვრალ მოძრაობებზე ხმამაღლა ღადაობდნენ და ტაშს უკრავდნენ.

ნინასთვის მუსიკის რიტმი უკვე აუტანელი ხდებოდა. დათა მის წინ ირწეოდა, ხელებს უაზროდ აქნევდა და ნაბიჯებს ვერ აყოლებდა. ნინა მხოლოდ ზრდილობის გამო უღიმოდა, თუმცა სახეზე აშკარად ეტყობოდა დაღლილობა და გაღიზიანება, კაბის ბოლოს ნერვულად ეჭიდებოდა თითებით და ცდილობდა, მათ შორის უსაფრთხო დისტანცია შეენარჩუნებინა. დათა მოულოდნელად უფრო ახლოს მიიწია, ალკოჰოლის მძიმე სურნელი პირდაპირ სახეში ეცა ნინას. ბიჭმა ხმას აუწია, რომ მუსიკა გადაეფარა, თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა.

-ნინ, შენ აზრზე არ ხარ...-დაუწყო ენაარევით ბჟუტური დათამ, თან მხარზე ხელის დადება სცადა, მაგრამ ნინა ოდნავ უკან გადაიხარა.-ბათუ ჩემი ძმაა, ხომ იცი? უბრალოდ, სულ ვამბობდი, შენნაირი გოგო ამ ქალაქში მეორე არ არის. აბაშიძემ იმხელა რეპუტაცია მოიპოვა შენი სახით, მთელი ცხოვრება ხელისგულზე უნდა გატაროს, გეუბნები.

-მადლობა, დათა, ვიცი.-ნინამ ხმამაღლა, მაგრამ ცივად უპასუხა და მაგიდისკენ გააპარა მზერა. ბათუ იქ აღარ იჯდა, ფეხზე წამომდგარიყო და მათკენ ნელი, მტკიცე ნაბიჯებით მოდიოდა.

-არა, მართლა.-არ ჩერდებოდა დათა, უფრო მეტად წინ გადმოიხარა, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს აბარებდა.-ადრე... აი, ვატო რომ ტრიალებდა შენ გარშემო, სულ ვფიქრობდი, ეს გოგო ამილახვარს როგორ უნდა შერჩეს-მეთქი. შენც ხომ ხვდები, რომ ბათუსთან სულ სხვა ხარ? ის ნამდვილი მგელია, ვატო კიდე.

-დათა, გეყოფა, ზედმეტი მოგდის.-ნინამ ხმა გაიმკაცრა, სახიდან ზრდილობიანი ღიმილის ნასახიც გაქრა. მისი ყოველი ნერვი დაიჭიმა. ამ საღამოს ამ სახელის გაგონება ყველაზე ნაკლებად უნდოდა, თანაც ასეთი მთვრალი ადამიანისგან.-წამოდი, მაგიდასთან დავბრუნდეთ, საკმარისია.

-კაი, რა იყო, ნინ, რა გეწყინა...-დათამ ხელი ხელზე მოჰკიდა, თითქოს მისი გაჩერება უნდოდა, რომ აზრი დაესრულებინა. -მე ხომ ცუდი არაფერი მითქვამს? უბრალოდ, სიმართლეს ვამბობ აბაშიძემდე ხომ ყველა ვიცნობდით ვატოს, ყველამ ვიცოდით, როგორ გიყურებდა. აი, აქ, ამ ქალაქში ხომ არაფერი იმალება? ყველამ ვიცოდით, რა ხდებოდა თქვენ შორის.

-დათა, ხელი გამიშვი!-ნინამ ხმას აუწია, სახეზე აშკარა ზიზღი და ბრაზი გამოეხატა. სცადა ხელი მკვეთრად გამოეგლიჯა, მაგრამ ბიჭს მთვრალი, უაზრო სიჯიუტე ჩაერთო და თითები უფრო მაგრად მოუჭირა მის მაჯას, თან ისეთი მზერით მიაშტერდა ნინას ზურგმოშიშვლებულ კაბას, რომ გოგოს ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.

-რა იყო, ტო, რა პონტში მიბრაზდები?-დათამ ჩაიქირქილა, სახე საშინლად ახლოს მოუტანა და მისი სუნთქვა ნინამ პირდაპირ ყელთან იგრძნო.-ბათუს ძმაკაცი ვარ, უცხო ხომ არ ვარ? რა მოხდა, თუ ცოტას ვიცეკვებთ და ძველ ამბებს გავიხსენებთ? აბაშიძეს კი არ ვაეჭვიანობ, უბრალოდ შენნაირ ნაშასთან ყველა კაცი ეგრე იქნება. ვატოც ხომ არ იყო სულელი, ა? აბა, მითხარი, მართლა ეგრე მაგრად გიყვარდა, თუ უბრალოდ.-ნინას რამის გული აერია ამ ყველაფერზე. რესტორნის მძიმე ბასები ყურებში წუოდა, დათას მთვრალი, წებოვანი ხელის შეხება მაჯაზე აუტანელი ხდებოდა და მისი ყოველი სიტყვა პირდაპირ სახეში ლაფის სროლას ჰგავდა. გოგო მთელი ძალით შეეცადა უკან გაწეულიყო, მაგრამ დათამ მეორე ხელიც წელზე მოჰკიდა, თითქოს მის უარს საერთოდ ვერ აღიქვამდა.

-გამიშვი-მეთქი, გეუბნები!-თითქმის იყვირა ნინამ და ამჯერად მთელი ძალით ჰკრა ხელი მკერდში. დათა წამით შეტოკდა, უაზროდ ჩაიცინა და ისევ მისკენ გადადგა ნაბიჯი:

-კაი რა, ნინა, ნუ თამაშობ ახლა ფაქიზ გოგოს...-სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ მის ზურგს უკან მუსიკის ხმა თითქოს წამით გაქრა და ჰაერი საშიშად, წამიერად გაიყინა. ნინამ დათას მხარს ზემოთ ბათუს სახე დაინახა. ბიჭის თვალებში აღარანაირი ალკოჰოლის ნასახი აღარ იყო, მხოლოდ ცივი, მტაცებლური და დაუნდობელი მზერა, რომელიც წამებში აუწყებდა ყველას, რომ ამ ტერასაზე მშვიდობიანი საღამო ახლახან დასრულდებოდა.

ბათუ მათ შორის ისე უხმოდ და სწრაფად გაჩნდა, თითქოს იქვე, ჩრდილში იდგა და მომენტს ელოდა. მისი დიდი, ძლიერი ხელი დათას მაჯას ზუსტად იმ ადგილას ჩაეჭიდა, სადაც ნინას კანს უხეშად ეხებოდა. მოჭერა იმდენად მყარი და მტკივნეული იყო, რომ დათამ ინსტინქტურად, ტკივილისგან პირი გააღო და ნინას ხელი წამში გაუშვა.

-ხელი მოაცილე.-ბათუს ხმა არ ყოფილა ყვირილი. ეს იყო დაბალი, საოცრად მშვიდი და სწორედ ამ სიმშვიდით საშიში, მამაკაცური ბარიტონი, რომელმაც კლუბის გუგუნიც კი გადაფარა.

ბათუმ ერთი მკვეთრი მოძრაობით ჩამოაშორა დათა ნინას, გოგონა თავის ზურგს უკან, საკუთარი სხეულის საფარქვეშ მოიქცია და მისი შიშველი მხარი წამით თავის მკერდზე იგრძნო. ნინამ ინსტინქტურად ჩაავლო ხელი ბათუს პერანგის ზურგს, მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე, მისი სუნამოს ნაცნობი სურნელი და ეს აბსოლუტური, ურყევი დაცვის შეგრძნება წამში დაედო გულზე წამლად. ბათუ მის წინ კედელივით იდგა. დათამ ნაბიჯი უკან გადადგა, ალკოჰოლისგან აბნეულ თვალებში წამით შიშმა გაუელვა, როცა ბათუს ცივ, დაუნდობელ მზერას შეეფეთა.

-ბათუ, ძმაო.. აზრზე არ ხარ, უბრალოდ ვხუმრობდით.-ენა აებნა დათას და ხელები ასწია. ბათუ ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა. მისი ფიგურა, განიერი მხრები და ეს მესაკუთრული, ველური ენერგია მთელ სივრცეს აკონტროლებდა. მან დათას საყელოში თითები მყარად ჩაავლო, ისე, რომ პერანგი დაეჭიმა, და თავისკენ ახლოს მოქაჩა. მისი ყოველი ნაკვთი ქვაზე უფრო მკაცრი იყო, თვალებში კი ისეთი ცეცხლი ენთო, რომელიც მხოლოდ საყვარელი ქალის დასაცავად იღვიძებს კაცში.

-შენს მთვრალ ბჟუტურს დღეს ჩემი დაბადების დღის გამო ვპატიობ, დათა.-თქვა ბათუმ, მისი სუნთქვა ცხელი და მტკიცე იყო, ყბის ძვალი კი უკიდურესად დაჭიმული.-მაგრამ კიდევ ერთხელ გაიგონებს ჩემი ყური, რომ ნინას სახელი შენი ნაგავი პირიდან ამოვიდა, ან კიდევ ერთხელ შეეხები და ამ რესტორნიდან საკუთარი ფეხით ვერ გახვალ. ჩემი ძმობა და მეგობრობა აქ მთავრდება. ახლა კი, გაეთრიე აქედან. სანამ საერთოდ დამეკარგა კონტროლი.-ბათუმ ხელი მკვეთრად ჰკრა და საყელო გაუშვა. დათა შეტოკდა, ხმა ვეღარ ამოიღო, სასწრაფოდ შემობრუნდა და ტერასის გასასვლელისკენ თითქმის სირბილით წავიდა.

როგორც კი ის უცხო, ბინძური ენერგია სივრციდან გაქრა, ბათუ მაშინვე ნინასკენ შემობრუნდა. მისი სახიდან ის საშიში, მკვლელი სიმკაცრე წამში გაქრა და ადგილი უსაზღვრო, გიჟურმა მზრუნველობამ და ვნებამ დაიკავა. მან ნინას სახე ორივე ხელში მოიქცია. მისი დიდი, თბილი ხელისგულები გოგოს ლოყებზე იმდენად ფაქიზად და მესაკუთრულად დასკუპდნენ, თითქოს უძვირფასეს განძს ეხებოდა. ბათუმ თვალებში ჩახედა, მისი მზერა ნინას ტუჩებზე, მერე კი მის მაჯაზე გადავიდა, სადაც წითელი კვალი აჩნდებოდა. აბაშიძეს თვალები დაუვიწროვდა, თითის ბალიშით ნაზად დაუარა ნინას ნატკენ კანს და მერე ისევ მის თვალებს მიაშტერდა.

-გეტკინა?-ჰკითხა ჩურჩულით, და მის ხმაში იმდენი ფარული ბრაზი და ამავდროულად უდიდესი, თბილი სინაზე იგრძნობოდა, რომ ნინას სუნთქვა შეეკრა.-ნინა, შემომხედე... კარგად ხარ?

ნინამ ღრმად ამოისუნთქა, ბათუს მკლავებს ხელები ჩაავლო და თავი დაუკრა. მისი გული გიჟურად ცემდა, არა შიშისგან, არამედ იმ განცდისგან, თუ როგორ უყვარდა ამ კაცს. როგორ იცავდა, როგორ ეკუთვნოდა მთელი მისი არსებით.

-კარგად ვარ, ბათუ... შენთან ერთად კარგად ვარ.-უპასუხა ნინამ და მის ხელისგულს ლოყით მიეკრა. ბათუმ ვეღარ გაუძლო, წინ გადაიხარა და ნინას ტუჩებს საკუთარი, მომთხოვნი, ვნებიანი და ამავდროულად უზომოდ შეყვარებული კოცნით დაეწაფა. ეს იყო კოცნა, რომელშიც ბათუმ მთელი თავისი მესაკუთრეობა, სიყვარული და ის სიმშვიდე ჩააქსოვა, რომელსაც მხოლოდ ნინას სხეულთან გრძნობდა. მას სურდა, რომ გოგოს დათას ყოველი სიტყვა წამში დავიწყებოდა. და ნინამაც დაივიწყა მის მკლავებში ჩადნა, კისერზე ხელები მჭიდროდ მოხვია და ამ ხმაურიანი ტერასის ცენტრში მხოლოდ მათთვის გაჩერდა დრო.

რესტორნის დინამიკებიდან ბასების მძიმე გუგუნი ნელ-ნელა ჩაცხრა და გარემო მოულოდნელად ნაცნობმა, ნოსტალგიურმა აკორდებმა შეავსო. ჰაერში მელოუს (Mellow) "Eternal Love and Youth"-ის პირველი ჰანგები აჟღერდა, დაბალი, თბილი, ოდნავ მელანქოლიური და საოცრად ღრმა მელოდია, რომელიც მხოლოდ ამ ორისთვის არსებობდა. ეს მათი სიმღერა იყო. სიმღერა, რომლის ფონზეც მათი ისტორიის ყველაზე მთავარი გვერდები იწერებოდა.

ბათუმ ჩუმად ამოისუნთქა, თითქოს მუსიკამ მასში არსებული ბოლო ბრაზიც კი წამში ჩააცხრო. მან ხელი ნინას წელზე უფრო მჭიდროდ მოჰკიდა, თავისკენ ახლოს მიიზიდა და მათ ტერასის ცენტრში, თბილისის ღამის შუქების ფონზე, ნელა დაიწყეს მოძრაობა. ნინამ თავი მის ძლიერ მხარზე ჩამოდო. მისი ცალი ხელი ბათუს კისერზე იყო შემოხვეული, თითები მის თმებში ნაზად ჰქონდა შეცურებული, ხოლო მეორე ხელი ბათუს განიერ მხარზე ესვენა. სანამ ბათუ მუსიკის რიტმში ნელა ატრიალებდა და მის სხეულს საკუთარზე მყარად აკრავდა, ნინამ წამით მზერა დაბლა ჩააპარა და შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დახედა ციფერბლატს. ის წუთებს ითვლიდა. მის გულში რაღაც დიდი, მნიშვნელოვანი საიდუმლო ფეთქავდა, რომელიც აი, ახლა, სულ რამდენიმე წუთში უნდა მომხდარიყო.
მაგრამ ამ წამს, ეს საიდუმლოც კი უკან იხევდა იმ ვნების წინაშე, რაც მათ შორის ტრიალებდა.

ბათუ მას ისე უვლიდა გარს, თითქოს მთელი სამყარო მხოლოდ ამ ერთი ქალის გარშემო ბრუნავდა. მისი მზერა, ალკოჰოლისგან ოდნავ მინავლებული, თუმცა საოცრად ფხიზელი და მწველი, ნინას თვალს არ აცილდებოდა. ის სუნთქავდა გოგოს თმის, ყელისა და კანის სურნელს, ხელისგულებით კი მის ზურგზე ნელ, მესაკუთრულ, თბილ წრეებს ხაზავდა. ეს არ იყო უბრალო ცეკვა, ეს იყო ორი ადამიანის სხეულების აბსოლუტური შერწყმა, სადაც ყოველი მოძრაობა სიყვარულს, ერთგულებასა და იმ ველურ მიზიდულობას გამოხატავდა, ერთმანეთის გარეშე არსებობა რომ არ შეეძლოთ.
მელოდია სულ უფრო თბებოდა, მათ გარშემო მყოფი სამყარო, მეგობრების ხმები და რესტორნის შუქები თითქოს ბურუსში იძირებოდა. ნინამ თავი ასწია, ბათუს თვალებში ჩახედა და მათ ტუჩებს შორის მანძილი ისევ მინიმუმამდე შემცირდა. ისინი ცეკვავდნენ თბილად, ერთმანეთში გადახლართულები, ივლისის ამ გიჟური ღამის გულში.

სიმღერა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. "Eternal Love and Youth"-ის ნაზი, ჰიპნოზური აკორდები ჰაერში ტრიალებდა, როცა ნინამ ბათუს თვალებში ჩახედა, ტუჩებზე ნაზად აკოცა და მერე, მოულოდნელად, ხელი მკერდზე მიადო და რესტორნის გასასვლელისკენ, ტერასის კარებისკენ მსუბუქად უბიძგა. ბათუმ წარბები გაოცებით შეჭმუხნა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, თუმცა ნინას თვალებში იმხელა აზარტი და საიდუმლო დაინახა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია.

სწორედ ამ დროს, თითქოს ყველაფერი წინასწარ დადგმული სცენარით მიდიოდაო, მათთან ელენე გაჩნდა. მას სახეზე ეშმაკური ღიმილი ეხატა. ერთი სწრაფი მოძრაობით ნინას მისი პატარა, შავი ჩანთა მიაწოდა, თვალი ჩაუკრა და ჩუმად გადაუჩურჩულა:-დროზე, ათი წუთი გაქვთ!

ბათუს საერთოდ არაფრის კითხვა არ დასცალდა. ნინამ მისი დიდი, თბილი ხელი თავის თითებში მყარად მოიქცია, უკანმოუხედავად დაქაჩა და მათ ერთად, თითქმის სირბილით დატოვეს ხმაურიანი ტერასა. ზურგს უკან მხოლოდ უტასა და სანდროს გაოგნებული, მთვრალი შეძახილები მოესმათ:-ეე, სად გარბიხართ, ბიჭო, ტორტი?!

რესტორნის მძიმე კარები მათ ზურგს უკან დაიხურა და მუსიკისა და ხალხის ხმა უცებ გაქრა. ისინი ივლისის თბილ, ვარსკვლავებიან ღამეში აღმოჩდნენ. ჰაერი სავსე იყო თავისუფლებით, საიდუმლოებით და იმ გიჟური ადრენალინით, რომელიც მხოლოდ ამ ორს ეკუთვნოდათ.
ბათუმ ნინა თავისკენ შემოატრიალა, მანქანის სიახლოვეს, ხეების ჩრდილში გააჩერა და წელზე ხელები მყარად მოჰხვია. მის სახეზე აღარანაირი სიმკაცრე აღარ იყო
მხოლოდ უზომო ინტერესი, ვნება და ის მამაკაცური ღიმილი, ნინას გულს ყოველთვის რომ აჩქარებდა.

-აბა, ნინა, ამიხსნი ახლა, რა ხდება?-ჩაეღიმა ბათუს, მისი ხმა ღამის სიჩუმეში განსაკუთრებით დაბალი და სექსუალური იყო.-საკუთარ დაბადების დღეზე ჩემივე ქალმა მომიტაცა?-ნინამ ხელები ბათუს კისერზე შემოაჭდო, უფრო ახლოს მიიწია და თავი მის მკერდზე მიადო, სადაც ბიჭის გული ჯერ კიდევ სწრაფად, ძლიერად ფეთქავდა. ის უსმენდა ამ ფეთქვას და გრძნობდა, როგორ უვლიდა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი. ამდენი ხნის განმავლობაში, მთელი ამ ქაოსის, ეჭვებისა და წარსულის ფონზე, მას არასდროს უთქვამს ის მთავარი სიტყვა. ეშინოდა. მაგრამ ახლა, როცა ბათუს სხეულის სიმხურვალე ივლისის ღამის ჰაერს უერთდებოდა, მიხვდა, რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

მან ნელა ასწია თავი, ბათუს თბილ, ინტერესით სავსე თვალებს მზერა გაუსწორა და მისი სახე ხელისგულებით ნაზად დაიჭირა. თითის ბალიშებით მის ლოყებს, მერე კი თვალის კუთხეებს შეეხო, თითქოს მის ყოველ ნაკვთს იზეპირებდა.

-ხო, მოგიტაცე, ბათუ.-ჩუმად ჩაილაპარაკა ნინამ და მისი ხმა საოცარი სინაზითა და კანკალით აივსო.-უბრალოდ იქ, შიგნით, იმდენი ხალხია. მე კი მინდოდა, რომ ეს წუთები მხოლოდ ჩვენი ყოფილიყო. მინდოდა მეთქვა შენთვის, რამდენს ნიშნავ ჩემთვის.-ბათუ გაინაბა. მისი ხელები ნინას წელზე უფრო მეტად დაეჭიმა, მზერა კი იმდენად ღრმა და მწველი გახდა, თითქოს გოგოს სულში ჩახედვას ცდილობდა.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ, ჩემს ცხოვრებაში რა შეცვალე.-გააგრძელა ნინამ, თვალები აევსო, თუმცა სახეზე თბილი ღიმილი ეხატა.-შენამდე სულ მეგონა, რომ ჩემით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, სულ დაძაბული ვიყავი, სულ რაღაცას ვუმტკიცებდი საკუთარ თავსაც და სხვებსაც. მაგრამ როცა შენ გამოჩნდი პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა კედელივით გიდგას ვიღაც ზურგს უკან. რას ნიშნავს, როცა გიცავენ, როცა უფლებას გაძლევენ, უბრალოდ სუსტი და მშვიდი იყო.-ნინამ ღრმად ამოისუნთქა, ცალი ხელი ბათუს მკერდზე, ზუსტად გულზე დაადო.

-დღეს რომ გიყურებდი, როგორ იცავდი ჩემს მშვიდობას, მივხვდი, რომ შენ ხარ ერთადერთი კაცი, ვისთანაც თავს აბსოლუტურად დაცულად ვგრძნობ. შენ ხარ ჩემი სიმშვიდეც და ჩემი ყველაზე დიდი გიჟური სიგიჟეც. ამ სამყაროში ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ ყოველ 25 ივლისს შენ გვერდით აი ასე ვიდგე და შენს გულისცემას ვუსმენდე. შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ, ბათუ.-ბათუს სუნთქვა შეეკრა. ნინას ყოველი სიტყვა მის სხეულში პირდაპირ სამიზნეში ხვდებოდა. მას არასდროს სმენია ნინასგან ასეთი აღიარება. ბიჭის თვალებში იმხელა ვნება, სიამაყე და უსაზღვრო სიყვარული აინთო, რომ წამით ლაპარაკის უნარიც კი დაკარგა. მან ნინა მთელი ძალით აიკრა მკერდზე, თითქოს საკუთარ სხეულში მის ჩაზრდას ცდილობდა.
ნინამ ბათუს მკლავებიდან თავი ნელა დახსნა, თუმცა მისი თითები კვლავ ბიჭის მაჯას ჩაეჭიდა. მან თავისი ხელი ასწია, საათის ციფერბლატს თვალი შეავლო და გული გამალებით აუძგერდა ორივე ისარი ზუსტად თორმეტს ურტყამდა. 25 ივლისი დადგა.

-ზუსტად თორმეტია! გილოცავ დაბადების დღეს, ბათუ.-ჩაილაპარაკა ნინამ საოცრად თბილი, აკანკალებული ხმით. მან სწრაფი მოძრაობით გახსნა ელენეს მიერ მიწოდებული შავი ჩანთა, იქიდან დახვეწილი, მძიმე, მუქი ხავერდის კოლოფი ამოაძვრინა და ბათუს ხელებში ჩაუდო.
ბათუმ კოლოფს დახედა, მერე ნინას გადახედა და მის სახეზე იმ ნაცნობმა, მამაკაცურმა ღიმილმა გადაირბინა, რომელიც მხოლოდ ნინასთვის იყო განკუთვნილი. მან სახურავი ნელა, თითქოს სპეციალურად წელავდა სიამოვნების წუთებს, გადასწია.

შიგნით, რესტორნის გარე განათების შუქზე, ულამაზესი, უმაღლესი კლასის მამაკაცის საათი ბზინავდა. ის იდეალურად გამოხატავდა ბათუს ხასიათს, მკაცრი, მასიური, მეტალის ცივი ბზინვარებითა და დახვეწილი დეტალებით, თუმცა ამავდროულად საოცრად კლასიკური და ძვირფასი. ეს ზუსტად ის მოდელი იყო, რომელიც ბათუს გემოვნებასა და მის ცხოვრების სტილს ერთი ერთში ერგებოდა.
ბათუმ საათი კოლოფიდან ფრთხილად ამოიღო, თითებით მის ცივ მეტალს შეეხო და ჩაეღიმა. მისი ღიმილი სულ უფრო ფართო და გულწრფელი ხდებოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ უზომოდ, უზომოდ მოეწონა საჩუქარი. ის ამ ნივთში ხედავდა არა უბრალოდ ძვირადღირებულ აქსესუარს, არამედ იმას, თუ როგორ კარგად იცნობდა ნინა მას, მის ყოველ დეტალსა და სურვილს.

-ნინა.-ჩაილაპარაკა ბათუმ დაბალი ხმით, საათიდან მზერა გოგოზე გადაიტანა და თვალები სიამაყითა და ვნებით აევსო.-ეს უბრალოდ საოცრებაა. ზუსტად ის არის, რაც მინდოდა.

-აბა, ამოატრიალე.-უთხრა ნინამ ჩურჩულით, მისი გული იმხელა სიხარულითა და მოლოდინით ფეთქავდა, რომ სუნთქვა ეკვროდა. ბათუმ წარბები ოდნავ ასწია, საათი ხელში დაატრიალა და მისი მბზინავი, მეტალის უკანა კორპუსი შუქზე მიაფისა. რესტორნის ოქროსფერ განათებაზე მკაფიოდ გამოჩნდა ნაზი, დახვეწილი გრავირება.
იქ მხოლოდ ერთი, ყველაზე მთავარი სიტყვა ეწერა: "მიყვარხარ"

ბათუ წამით გაშეშდა. მისი თვალები, რომლებიც მანამდე საჩუქრის თვალიერებით იყვნენ გართულნი, ერთ წამში აინთო და უცნაური, საოცარი სინათლით აივსო. მთელი მისი სიმკაცრე და თავშეკავება სადღაც გაქრა. ის უყურებდა ამ ერთ სიტყვას და სახეზე ისეთი ბედნიერება გამოეხატა, თითქოს ხელში მთელი სამყარო ეჭირა. მან სიცოცხლეში პირველად იგრძნო, რომ ეს გოგო ახლა უკვე საბოლოოდ და სამუდამოდ მისი გახდა.

სანამ ბათუ აზრზე მოსვლას ასწრებდა, ნინა უფრო ახლოს მიიწია, ფეხის წვერებზე აიწია და ხელები მის კისერზე მჭიდროდ, თბილად შემოახვია. მათი სხეულები ერთმანეთს ისე მიეკრო, რომ მათ შორის ჰაერიც კი აღარ რჩებოდა. ნინამ სახე მის სახესთან მიიტანა, ბათუს ცხელი სუნთქვა საკუთარ ტუჩებზე იგრძნო, მის აცრემლებულ, თუმცა უბედნიერეს თვალებში ჩაიხედა და მთელი სულით და გულით ამოთქვა:

-მიყვარხარ.

ეს სიტყვა ჰაერში გაქრობამდე ბათუმ საკუთარი ტუჩებით დაიჭირა, პირდაპირ კოცნაში გადაზარდა. ეს იყო უზომოდ ვნებიანი, გიჟური, მომთხოვნი და ამავდროულად საოცრად ტკბილი კოცნა. ბათუმ საათიანი კოლოფი იქვე, მანქანის კაპოტზე დადო, ორივე ხელი ნინას წელზე მოჰხვია და ისე ძლიერად ააკრა საკუთარ სხეულზე, თითქოს ერთად გაფრენას აპირებდა. ტუჩები ერთმანეთს გემრიელად, მჭიდროდ მიეწება, და ივლისის ამ თბილ ღამეში, თბილისის ცის ქვეშ, მათი ისტორიის ყველაზე ლამაზი და ნამდვილი თავი დაიწერა.


ოცდამეორე თავი
იმ ივლისის ღამიდან, როცა თბილისის ცის ქვეშ, საათის ისრების თორმეტზე შეერთებასთან ერთად ყველაზე მთავარი სიტყვა გაჟღერდა, წლებმა ნელა, მაგრამ შეუჩერებლად ჩაიარეს. ის გიჟური, ვნებიანი და დაუცხრომელი ახალგაზრდობა, რომელიც კლუბის ბასებით, ღამის საუბრებითა და მესაკუთრული სცენებით იყო სავსე, თანდათან უფრო ღრმა, მყარ და მშვიდ სიყვარულში გადაიზარდა. ბათუსა და ნინას ცხოვრება ზუსტად ისე აეწყო, როგორც იმ ღამეს, ერთმანეთის მკლავებში გხვეულებს წარმოედგინათ.

მათი ყოველი მომდევნო წელი ერთმანეთის გაფრთხილებასა და იმ საძირკვლის შენებაში გაიარა, რომელიც ბათუმ თავისი მამაკაცური, ურყევი ბუნებით შექმნა, ნინამ კი საკუთარი სინაზითა და ერთგულებით გაათბო. აღარ არსებობდა წარსულის აჩრდილები, აღარც ის დაძაბულობა, რომელიც ოდესღაც მათ გარშემო ტრიალებდა. ბათუ ნინასთვის მართლაც იქცა იმ გადაულახავ კედლად, რომლის ზურგს უკანაც გოგონამ საბოლოოდ ჰპოვა აბსოლუტური თავისუფლება და სიმშვიდე. ნინა კი ბათუს ერთადერთ სუსტ წერტილად და, ამავდროულად, უდიდეს ძალად დარჩა ერთადერთ ქალად, ვის წინაშეც ამ მკაცრ კაცს იარაღის დაყრა და გულწრფელი ღიმილი შეეძლო.

მეგობრების წრეც შეიცვალა, დასერიოზულდა, თუმცა ძველი კავშირები არ განელებულა. უტა, ელენე, სანდრო და ნოდო კვლავ მათ გვერდით იყვნენ, ოღონდ ახლა უკვე არა სტუდენტური ქეიფების, არამედ ცხოვრებისეული წარმატებებისა და ახალი ეტაპების აღსანიშნავად. ბათუს ბიზნესი და პროექტები ნოდოსთან ერთად სულ უფრო გაფართოვდა, რამაც მათ ცხოვრებას ის სტაბილურობა მოუტანა, რაზეც წლების წინ ოცნებობდნენ.

თუმცა, დრომ თავისი გაიტანა და ერთ დროს ორად განაწილებული სამყარო, ახლა უკვე სულ სხვა, ბევრად უფრო დიდ ბედნიერებას იტევდა. მომავალმა მათ ისეთი საჩუქარი მოუმზადა, რომელმაც ბათუს მესაკუთრული სიყვარული და ნინას თბილი ბუნება სრულიად ახალ არსებაში გააერთიანა.
მომდევნო სამი წელი ნინასა და ბათუსთვის ნამდვილ, დაუვიწყარ მარათონად იქცა. მათ თითქოს ზურგჩანთებში ჩაალაგეს თბილისური ყოველდღიურობა და სამყაროს აღმოჩენა ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა დაიწყეს. ეს იყო პერიოდი, როცა ბათუმ ბიზნესის მართვა მეტწილად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა და ნოდოს გადაულოცა, მთელი თავისი დრო და ენერგია კი ნინას სურვილების ასრულებას დაუთმო.
მოგზაურობა მათი ცხოვრების ახალ სტილად იქცა. მათ მოიარეს ევროპის უამრავი კუთხე, თუმცა იტალია მათთვის მაინც განსაკუთრებულ ადგილად დარჩა. ნინა აღფრთოვანებული იყო ძველი არქიტექტურით, ხელოვნებითა და იმ საოცარი ესთეტიკით, რასაც ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდნენ. ბათუსთვის კი ყველაზე დიდი სიამოვნება ნინას ბედნიერი თვალების ყურება იყო. ის ყოველთვის გვერდით ედგა, როცა გოგონა საათობით ათვალიერებდა მუზეუმებს, ან როცა ქალაქის ქუჩებში ფოტოაპარატით ხელში დარბოდა, რათა ისტორიული შენობები საუკეთესო, საღამოს განათებისას დაეფიქსირებინა.

ბათუს ბუნება და მზრუნველობა არც უცხო ქვეყნებში განელებულა პირიქით, აეროპორტების ქაოსში, უცნობ ქალაქებსა თუ გადატვირთულ მატარებლებში, ის ყოველთვის ნინას წინ მიაბიჯებდა, გზას უკაფავდა, მის ჩემოდნებსა და ჩანთებს აბსოლუტურად თავად აკონტროლებდა და წამითაც არ უშვებდა გოგოს ხელს უცხო გარემოში. ნინა თავს ისე გრძნობდა, თითქოს პირადი, ურყევი ციხესიმაგრე ყველგან თან დაჰყვებოდა. ისინი ერთად სვამდნენ ყავას პატარა, მყუდრო იტალიურ კაფეებში, საათობით სეირნობდნენ ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში და საღამოობით, სასტუმროს ნომრის აივნიდან უყურებდნენ უცხო ქალაქების მზის ჩასვლას. ამ სამმა წელმა ისინი იმაზე მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. მათ ისწავლეს ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება, ყოველი წვრილმანის გაზიარება და რაც მთავარია, ერთად ყოფნით ტკბობა ყოველგვარი თბილისური ხმაურისა და სოციალური ვალდებულებების გარეშე.

სამი წლის თავზე, როცა მათი პასპორტები სხვადასხვა ქვეყნის ბეჭდებით აივსო და სახლში დაბრუნების დრო დადგა, ისინი უკვე სრულიად სხვა ადამიანები იყვნენ კიდევ უფრო მეტად დაახლოვებოდნენ ერთმანეთს, იყვნენ უფრო მშვიდები და მზად იმ უდიდესი სიახლისთვის, რომელსაც ცხოვრება მათ მშობლიურ თბილისში უმზადებდა.

რომ გეკითხათ, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვიდოდნენ ისე იყვნენ შეჩვეულები უცხო ქალაქების თავისუფლებასა და ერთმანეთით ტკბობას. თუმცა, მათ გეგმებში ელენესა და უტას დაჟინებული, კატეგორიული თხოვნა ჩაერია, რომელმაც ბათუსა და ნინას თბილისში დაბრუნება ერთიორად დააჩქარა.
მიზეზი იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე უბრალო მონატრება, უტა და ელენე ქორწილს იხდიდნენ.

ტელეფონში ელენეს აჟიტირებული ხმა და უტას მუქარა, რომ „თუ ბათუ ქორწილში არ მივიდოდა, ქორწილს საერთოდ ჩაშლიდა", საკმარისი აღმოჩნდა. ბათუმ და ნინამ ჩემოდნები ჩვეულზე სწრაფად ჩაალაგეს. მათ იცოდნენ, რომ თავიანთი მეგობრებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გვერდიდან ვერ მოცილდებოდნენ.
თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილებს მთელი სამეგობრო დახვდა. ხმაურიანი შეხვედრა, ჩახუტება და სიცილი პირდაპირ აეროპორტიდან დაიწყო. წლების წინ ბიჭის დაბადების დღეზე დაწყებული სიგიჟე ახლა უკვე ოფიციალურ, ულამაზეს დღესასწაულში გადადიოდა. უტა საოცრად ნერვიულობდა, ელენე სამზადისისგან გადაღლილი, მაგრამ ბედნიერი ჩანდა, ბათუ კი თავისი ძმის გვერდით კვლავ იმ ურყევ საყრდენად იდგა, რომელიც ნებისმიერ საორგანიზაციო ქაოსს ერთი გამოხედვით აგვარებდა.

ქორწილის დღეს, როცა ნინამ თავისი ძველი მეგობარი თეთრ კაბაში გამოწყობილი დაინახა, თვალები ცრემლით აევსო. ელენე საოცრად ანათებდა. ნინამ საპატარძლო თაიგულის შესწორებაში მიაშველა ხელი და გადაეხვია. სტუმრებით სავსე დარბაზში, მუსიკისა და მილოცვების ფონზე, ბათუ ნინას გვერდით იჯდა. მას საოცრად უხდებოდა კლასიკური შავი კოსტიუმი, რომელიც მის განიერ მხარ-ბეჭს კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენდა. მან ნინას ხელი თავის დიდ, თბილ ხელისგულში მოიქცია, თითები ერთმანეთში გადახლართა და სცენაზე მოცეკვავე უტასა და ელენეს შეხედა.

-გახსოვს, ჩვენი ამბავიც როგორ დაიწყო?-ჩასჩურჩულა ბათუმ ყურთან, მისი ხმა ხმაურშიც კი საოცრად თბილად და მამაკაცურად გაისმა. ნინამ თავი მის მხარზე ჩამოდო, ის ნაცნობი, საყვარელი სუნამოს სურნელი შეისუნთქა და გაეღიმა. მისი მზერა ინსტინქტურად გადავიდა ბათუს მაჯაზე, სადაც კვლავ ის საათი ეკეთა, საათი, რომლის უკანა მხარესაც მათი სიყვარულის მთავარი აღიარება ეწერა.

-მახსოვს, ბათუ... ყველაფერი მახსოვს.-უპასუხა ნინამ და ბიჭის ხელს უფრო მაგრად მოუჭირა თითები.

მეგობრების ბედნიერებით ტკბობისას, ორივე გრძნობდა, რომ ეს დაბრუნება მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. თბილისმა ისინი ძველი სიყვარულით მიიღო, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი, საკუთარი ოჯახური სასწაული ელოდათ.

ქორწილის ხმაურიანი და ემოციური საღამოს შემდეგ, როცა სამეგობროს ბოლო შეძახილებიც ჩაცხრა, ბათუ და ნინა საკუთარ, მყუდრო სახლში დაბრუნდნენ. ეს ბინა წლების განმავლობაში მათი პირადი თავშესაფარი გამხდარიყო სივრცე, სადაც თბილისური ქაოსი და წარსულის ნებისმიერი აჩრდილი კარს მიღმა რჩებოდა. მისაღებ ოთახში ჯერ კიდევ ეწყო მოგზაურობიდან ჩამოტანილი ჩემოდნები, რომლებიდანაც უცხოური ყავის, ძველი ქალაქებისა და ზღვის მარილიანი ჰაერის სურნელი ტრიალებდა. ბათუმ პერანგის ზედა ღილები შეიხსნა, საათი საძინებლის ტუმბოზე ფრთხილად დადო და სამზარეულოში გავიდა. რამდენიმე წუთში ოთახი ცხელი ჩაის თბილი არომატით აივსო.

ნინა დივანზე ფეხმორთხმული იჯდა, მხრებზე ბათუს დიდი, ნაცნობი ჰუდი ჰქონდა მოსხმული და ფანჯრიდან გადაჰყურებდა ღამის თბილისის მოციმციმე შუქებს. ბათუ მასთან მივიდა, ჭიქა წინ დაუდგა, თავად კი მის გვერდით დაეშვა და ერთი ძლიერი მოძრაობით გოგონა თავისკენ მიიზიდა. ნინამ თავი მის მყარ, თბილ მკერდზე ჩამოდო, ბათუმ კი ხელები წელზე მჭიდროდ მოჰხვია. ეს იყო მათი სახლის ნამდვილი, ხელშეუხებელი იდილია, აბსოლუტური სიმშვიდე, რომელსაც მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვის სიხშირე არღვევდა.

მოვლენები მათ ცხოვრებაში საოცარი სიზუსტით დალაგდა. მოგზაურობის პარალელურად, ნინამ უდიდესი შრომის ფასად, წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უწევდა გამოცდებისა და უცხოური მატარებლების განრიგის ერთმანეთთან შეთავსება, მან ეს ეტაპი ბრწყინვალედ ჩააბარა. ბათუ მთელი ამ დროის განმავლობაში მისი მთავარი გულშემატკივარი იყო; სწორედ ის უქმნიდა ნინას იმ კომფორტს, რომ გოგონას მხოლოდ სწავლაზე ეფიქრა და არანაირი ყოფითი პრობლემა არ შეხებოდა. ახლა ნინა უკვე დიპლომირებული სპეციალისტი იყო, რომელსაც წინ დიდი გეგმები ესახებოდა.
ბათუს ბიზნესიც ახალ საფეხურზე გადავიდა. ნოდოსთან ერთად დაწყებული საქმე იმდენად გაფართოვდა, რომ ბათუ ახლა უკვე თბილისის ერთ-ერთ წამყვან და ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლებოდა. თუმცა, მიუხედავად ამ სტატუსისა და გადატვირთული გრაფიკისა, სახლში ის მხოლოდ ნინას კაცი იყო, მზრუნველი, თბილი, ხანდახან ისევ ისე საყვარლად მესაკუთრე, მაგრამ უკვე სრულიად მშვიდი და თავდაჯერებული თავის არჩევანში.
ორივე გრძნობდა, რომ ამ სამწლიანმა პაუზამ და სამყაროს ერთად აღმოჩენამ მათ ის საძირკველი მისცა, რომელიც არასდროს შეირყეოდა. ისინი სახლში დაბრუნდნენ არა როგორც ორი შეყვარებული ახალგაზრდა, არამედ როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, მზად იმ ყველაფრისთვის, რასაც მომავალი ცხოვრება მოუტანდათ.

***
ბოლო რამდენიმე კვირაა, ნინა გრძნობდა, რომ მის სხეულში რაღაც ფარულად, ნელა და რადიკალურად იცვლებოდა. თავიდან ყველაფერს გადაღლილობას აბრალებდა უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ციებ-ცხელებას, მოგზაურობიდან თბილისურ რიტმზე გადმორთვას და ელენეს ქორწილის გიჟურ სამზადისს. მაგრამ ეს სხვანაირი შეგრძნება იყო, ბევრად უფრო ღრმა და ინსტინქტური.

დილით, როცა ბათუ უკვე ფეხზე იყო და დაბალი ხმით ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, ნინას საწოლიდან ადგომა უზომოდ უჭირდა. სხეული უცნაურად უმძიმდებოდა, ხოლო სამზარეულოდან გამომავალი ყავის ყოველი ნაცნობი, მძაფრი სურნელი, რომელიც ადრე ასე ძალიან უყვარდა, ახლა უცნაურ, მსუბუქ გულისრევის შეგრძნებას გვრიდა. ის სარკის წინ იდგა, საკუთარ ანარეკლს უყურებდა და გული გამალებით უცემდა. ხელისგულები ინსტინქტურად, სრულიად გაუცნობიერებლად მოითავსა მუცელზე. ჯერჯერობით არანაირი გარეგნული ცვლილება არ ყოფილა, მაგრამ შიგნით, მის არსებაში, თითქოს პატარა ქარიშხალი ტრიალებდა. შიშისა და უცნაური, აუხსნელი სიხარულის ნაზავი ყელში ბურთად ებჯინებოდა.

-ნუთუ მართლა?-ეს კითხვა გონებაში ყოველ წამს უტრიალებდა, თუმცა ხმამაღლა თქმის ჯერ კიდევ ეშინოდა. ეშინოდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის, რომელიც ამ აზრს მოჰყვებოდა.

ყველაზე მეტად კი ბათუს რეაქციაზე ეფიქრებოდა. მან იცოდა, როგორ გიჟურად უყვარდა ამ კაცს, როგორ უფრთხილდებოდა და როგორ აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს, რათა ნინას თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნოდა. თუ მისი ეჭვები გამართლდებოდა, ბათუს ეს მესაკუთრული და დამცველობითი ინსტინქტი ხომ საერთოდ კოსმოსურ მასშტაბებს მიაღწევდა. ის კაცი ალბათ ჰაერსაც კი აუკრძალავდა მასთან უხეშად შეხებას.

ნინას ჩუმად ჩაეღიმა ამ აზრზე, თუმცა ხელების კანკალი ვერ შეაჩერა. მან ღრმად ამოისუნთქა, ჩანთიდან საგულდაგულოდ დამალული, პატარა თეთრი კოლოფი ამოიღო და სააბაზანოს კარი შიგნიდან ფრთხილად ჩაკეტა, რათა ბათუს ნაადრევად არაფერი შეემჩნია. ის ჯერ კიდევ მარტო იყო ამ საიდუმლოსთან ერთად.
კოლოფის გახსნისას თითები უცნაურად უთრთოდა. ნინამ სააბაზანოს ნიჟარას დაეყრდნო და სარკეში საკუთარ თვალებს შეხედა გაფართოებულ გუგებში შიში და უსაზღვრო მოლოდინი ერთმანეთში არეულიყო.

ტესტის გაკეთების შემდეგ, წუთები იმაზე დიდხანს გაიწელა, ვიდრე ოდესმე. ნინამ ის მარმარილოს ზედაპირზე დადო და ზურგით კარს მიეყრდნო. გარედან ბათუს დაბალი ხმა ესმოდა, ნოდოს უხსნიდა რაღაცას ახალ ობიექტთან დაკავშირებით. ეს ნაცნობი, მამაკაცური ბარიტონი, რომელიც ყოველთვის მისი სიმშვიდის გარანტი იყო, ახლა ნინას გულს კიდევ უფრო უჩქარებდა.

მან თვალები დახუჭა და გონებაში ის სამი წელი გადაახვია, რომელიც მოგზაურობაში, მხოლოდ ერთმანეთით ტკბობაში გაატარეს. ისინი ხომ სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ, სულ ახლახან დაასრულა უნივერსიტეტი, ახლა იწყებდნენ ნამდვილ, დასტაბილურებულ თბილისურ ცხოვრებას. ნუთუ მართლა მზად იყვნენ ამისთვის? ნუთუ მართლა დადგა დრო, რომ მათი სიყვარული ახალ სიცოცხლედ ქცეულიყო?
ნინამ ღრმად ამოისუნთქა და წამზომს შეხედა. ხუთი წუთი გავიდა.
მან ნელი, თითქოს შეშინებული ნაბიჯით გადადგა ორი ნაბიჯი ნიჟარისკენ და ტესტს დახედა.
თეთრ ზედაპირზე, პირველი ხაზის გვერდით, ნელ-ნელა, მკაფიოდ და აშკარად გაჩნდა მეორე წითელი ხაზი.
ორი ხაზი. ეჭვები გაქრა. ყველაფერი რეალური იყო.

ნინას სუნთქვა შეეკრა, ხელები ინსტინქტურად მუცელზე დაეშვა და ტუჩებიდან უნებლიე, ბედნიერი ოხვრა აღმოხდა. თვალები წამსვე აევსო ცხელი ცრემლებით, რომლებიც ლოყებზე წამოუვიდა, თუმცა სახეზე ისეთი თბილი, მანათობელი ღიმილი დასთამაშებდა, როგორიც ცხოვრებაში არასდროს ჰქონია. შიგნით, მის არსებაში, უცებ ყველა შიში გაქრა და მხოლოდ ერთმა განცდამ მოიცვა მთელი სხეული, ის მარტო აღარ იყო. მათ ბინაში, მათ სამყაროში, მათ სიყვარულში ახალი სიცოცხლე ჩაისახა.
მან პატარა ჩხირი ხელში მყარად მოიქცია, სააბაზანოს საკეტი ნაზად გადაატრიალა და კარი გააღო.

მისაღებ ოთახში ბათუ კვლავ ტელეფონით ხელში იდგა ფანჯარასთან. როგორც კი კარის გაღების ხმა გაიგონა, მაშინვე შემობრუნდა. მისი მახვილი, მზრუნველი მზერა წამში დაეფისა ნინას აცრემლებულ სახეს და ბიჭის სახიდან ყოველგვარი საქმიანი გამომეტყველება ერთ წამში გაქრა.

ბათუმ ტელეფონი ყურიდან ნელა ჩამოწია, ეკრანს თვალიც არ შეავლო, ისე გათიშა და იქვე, მინის მაგიდაზე დააგდო. მისი ყოველი კუნთი ერთ წამში დაიჭიმა. ის ხედავდა ნინას აკანკალებულ მხრებს, მის აცრემლებულ თვალებს და სახეზე დაფენილ იმ უცნაურ, მანათობელ შუქს, რომელიც მანამდე არასდროს შეემჩნია.

ბათუ წამით ადგილზე გაშეშდა, მისი მჭრელი, შავი თვალები ნინას სახიდან მის მუცელზე გადავიდა, სადაც გოგონას ცალი ხელი ინსტინქტურად, დამცველობითად ესვენა, მერე კი მის მეორე ხელში მოქცეულ პატარა, თეთრ საგანს დააცქერდა.
აბაშიძის მახვილ გონებას, რომელიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ ქაოსს წამებში შიფრავდა, ამჯერად რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რა ხდებოდა მის წინაშე. როცა მიხვდა, მის სახეზე ყოველგვარი სიმკაცრე გაქრა. ყბის ძვალი დაუმშვიდდა, თვალები კი იმხელა ვნებით, სიამაყითა და უსაზღვრო, მესაკუთრული სიყვარულით აევსო, რომ სუნთქვა შეეკრა.

მან დიდი, მტკიცე ნაბიჯებით გადაჭრა მათ შორის არსებული მანძილი. ნინამ რეაგირებაც კი ვერ მოასწრო, რომ ბათუს ძლიერი, თბილი ხელები მის წელს შემოეხვია. ბიჭმა ის ერთი მოძრაობით ჰაერში აიტაცა, იატაკს მოსწყვიტა და თავის მკერდზე მჭიდროდ აიკრა.

-ნინა, ჩემო გოგო.-ჩაიჩურჩულა ბათუმ. მისი ხმა საოცრად დაბალი, ჩახლეჩილი და ემოციისგან აკანკალებული იყო. მას არასდროს, არცერთ სიტუაციაში არ დაუკარგავს ხმაზე კონტროლი, მაგრამ ახლა მისი მამაკაცური ბუნება ამ უზარმაზარი ბედნიერების წინაშე სრულიად უმწეო აღმოჩნდა. მან თავი ნინას ყელში ჩარგო, გოგონას სურნელი ღრმად შეისუნთქა და ნინამ იგრძნო, როგორ უცემდა ბათუს გული გამალებით, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, ტერასაზე, როცა პირველად უთხრა „მიყვარხარ". ბიჭის სხეულიდან წამოსულმა სიმხურვალემ ნინა მთლიანად მოიცვა და ბოლო შიშიც კი გაუფანტა.

მან ნინას სახე თავის დიდ ხელისგულებში მოიქცია, ცერა თითებით ლოყებიდან ცხელი ცრემლები მოწმინდა და მის თვალებს მზერა გაუსწორა. მისი თვალები ანათებდა. ეს იყო კაცის მზერა, რომელმაც ახლახან გააცნობიერა, რომ მისი სამყარო კიდევ უფრო დიდი, ხელშეუხებელი და წმინდა ხდებოდა.

-მართალია?-ჰკითხა დაბალი, მწველი ჩურჩულით და თვალით მუცლისკენ ანიშნა.-ჩვენი პატარაა იქ?-ნინამ ტირილნარევი ღიმილით დაუქნია თავი, ხელები მის კისერზე უფრო მჭიდროდ შემოაჭდო და ბათუს ტუჩებს საკუთარი ტუჩებით შეეხო. ეს კოცნა იყო ყველაფრის თქმა, მათი გიჟური ახალგაზრდობის, სამწლიანი თავისუფლების, ელენეს ქორწილისა და იმ ახალი, უსაზღვროდ თბილი მომავლის, რომელიც მათ ბინაში, ივლისიზ ამ თბილ ღამეს ოფიციალურად დაიბადა. ბათუმ ისევ თავისკენ მიიზიდა, ერთი ხელი მუცელზე, ზუსტად ნინას ხელზე დაადო და გოგონა მიხვდა: ამიერიდან, ეს კედელი მათ ორს კი არა, უკვე სამს დაიცავდა ნებისმიერი ქარიშხლისგან.

როგორც კი პირველი ემოციები ჩაცხრა და ბათუმ ნინა დივანზე, ათასგზის შემოწმებული სიფრთხილით დასვა, ამხელა საიდუმლოს დიდხანს შენახვა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი აღმოჩნდა. ნინამ ტელეფონი აიღო და მეგობრების საერთო ჩატში მხოლოდ ერთი ფოტო ჩააგდო კარგად ნაცნობი, ორი წითელი ხაზით.
ტელეფონი წამში აფეთქდა. პირველი ზარი, რა თქმა უნდა, ელენესგან შემოვიდა. ის ისე გიჟივით კიოდა ყურმილში, რომ ბათუს, რომელიც იქვე იჯდა, ჩაეღიმა და თავი გააქნია.

-არ არსებობს! ნინა, გეხვეწები, მითხარი, რომ არ მატყუებ!-გაჰყვიროდა ელენე, თან ტიროდა და თან იცინოდა.-მე ვიქნები ნათლია! საერთოდ არ მაინტერესებს, პირველი ნათლია მე ვარ და ვერავინ გადამიყვანს ამ აზრიდან! უკვე ბავშვის ტანსაცმლის საიტებს ვათვალიერებ, იცოდე!-
უტამაც არ დააყოვნა და თავისი ძმური იუმორით მიულოცა.-აბაშიძე, ბიჭო, როგორც იქნა, შენზე სერიოზული კაციც გამოჩნდება ამ ცხოვრებაში.-მეგობრებმა ერთმანეთის მიყოლებით აავსეს ჩატი მილოცვებით. მთელი სამეგობრო ისეთ ჟრიამულს ტეხდა, თითქოს ყველას საკუთარი ოჯახის წევრი შემატებოდა.

ყველაზე ემოციური მაინც სანდროს რეაქცია იყო. ის ბოლო ერთი წელი გახლდათ ამერიკაში წასული, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ კომპანიაში სერიოზული სტაჟირება და სამუშაო კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ იქაური დროით ღამე იყო, სანდრომ ვიდეოზარით გადმორეკა. მისი დანახვა ეკრანზე, აჩეჩილი თმებითა და უზომოდ ბედნიერი სახით, ყველას ძალიან ეამა.

-თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ?!-იცინოდა სანდრო, თან ეკრანს უახლოვდებოდა.-ამერიკიდან მაგ ბავშვს ყველაზე მაგარ სათამაშოებს ჩამოვუტან! და ვაი, თქვენი ბრალი, მე თუ არ დამელოდებით. კონტრაქტსაც ფეხებზე დავიკიდებ და შვებულებასაც, მაგ პატარას დაბადებას თბილისში უნდა შევხვდე. აუცილებლად ჩამოვალ, ბათუ, იცოდე, ძმობას ვფიცავარ, მანდ ვიქნები!-ბათუ ეკრანს უყურებდა, ნინას მხარზე ხელი ჰქონდა გადახვეული და თავისი ძველი მეგობრების ყურებისას გული სითბოთი ევსებოდა. წლები გადიოდა, ცხოვრება ყველას სხვადასხვა მხარეს აქცევდა, ზოგს ამერიკაში, ზოგს კარიერის მწვერვალზე, ზოგსაც ახალდაწერილ ქორწინებაში, მაგრამ მათი კავშირი ხელშეუხებელი რჩებოდა. მათი პატარა სასწაული ჯერ არც კი დაბადებულიყო, თუმცა უკვე გარშემორტყმული იყო იმხელა სიყვარულითა და ერთგულებით, რომელსაც წინ ვერანაირი მანძილი და დრო ვერ დაუდგებოდა.

დრო შეუმჩნევლად გაფრინდა და აი, დადგა ის დღე, რომელსაც ნინა და ბათუ სულგანაბულები ელოდნენ. ნინას ორსულობის მეოცე კვირა სრულდებოდა, სქესის გაგების დრო იყო. კლინიკაში მხოლოდ ორნი წავიდნენ. ბათუს არ სურდა ამ ხელშეუხებელ, მათთვის ყველაზე ძვირფას მომენტში ვინმე სხვა ჩარეოდა. მეგობრები სახლში დატოვეს იმ პირობით, რომ როგორც კი ყველაფერს გაიგებდნენ, მაშინვე დაურეკავდნენ.

თეთრ, მყუდრო საექიმო კაბინეტში ნინა საწოლზე იწვა. მისი მუცელი უკვე საყვარლად წამოზრდილიყო და მისი ყოველი მოძრაობა ბათუს მზერას წამითაც არ აპარებდა. ბათუ მის გვერდით, სკამზე იჯდა. მას კლასიკური შავი პერანგის სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, ერთი ხელი ნინას თითებში მყარად, ძლიერად ჰქონდა გადახლართული და ეკრანს ისეთი დაძაბული მზერით უყურებდა, თითქოს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდა. ის, კაცი, რომელიც არასდროს არაფერზე ნერვიულობდა, ახლა თითებს ნინას ხელზე შეუმჩნევლად, მაგრამ თავისებურად, მესაკუთრულად უჭერდა.
ექიმმა თბილად ჩაიღიმა, სპეციალური გელი წაუსვა ნინას მუცელზე და აპარატი ნელა გაასრიალა. ეკრანზე პატარა, მოციმციმე და მოუსვენარი გამოსახულება გამოჩნდა.

-აბა, ვნახოთ, ვინ გვყავს აქ.-თქვა ექიმმა, გამოსახულება ოდნავ გაადიდა, წამით დააკვირდა და მერე ორივე მშობელს გადახედა.-გილოცავთ, თქვენ გოგონას მშობლები გახდებით!-ამ სიტყვების გაგონებაზე ბათუს სუნთქვა წამში შეეკრა. თითქოს კაბინეტში დრო გაჩერდა.
ბათუ, რომელიც ყოველთვის ცივი, მკაცრი და თავშეკავებული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ერთ წამში სრულიად შეიცვალა. მის თვალებში იმხელა, უზომო, გიჟური ბედნიერება და სინაზე აინთო, რომ ნინას გული სიამაყით აევსო. ბათუს სახეზე ისეთი ფართო, უნებლიე და ბავშვური ღიმილი გადაეფინა, როგორიც ნინას მასზე მთელი ამ წლების განმავლობაშიც კი არასდროს ენახა.
კაცს, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი მყარი, ძლიერი და კონტროლირებადი უყვარდა, ახლა სამყაროში ყველაზე ნაზი, სათუთი და ფაქიზი არსების მამობა ელოდა. ის უკვე წარმოიდგენდა, როგორ დაიცავდა ამ პატარა გოგოს, როგორ გაანებივრებდა და როგორ გახდებოდა ის მისი ცხოვრების კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი სუსტი წერტილი ნინას შემდეგ.

-გოგოა..-ჩაილაპარაკა ბათუმ დაბალი, ემოციისგან ოდნავ ჩახლეჩილი ხმით, თითქოს თავადვე ეჩვეოდა ამ სიტყვის წარმოთქმას. მან ეკრანს თვალი მოაშორა, ნინასკენ დაიხარა, მისი სახე ორივე ხელით ნაზად დაიჭირა და შუბლზე, თვალებზე, ლოყებზე ისე თბილად, ხარბად კოცნიდა, თითქოს ამით მთელი ცხოვრების მადლიერებას უხდიდა.

-მადლობა, ჩემო გოგო, მადლობა.-ჩასჩურჩულა ტუჩებთან და ნინამ დაინახა, როგორ უბზინავდა ამ ძლიერ კაცს თვალები სიხარულისგან. ნინამაც ვერ შეიკავა ბედნიერების ცრემლები, ხელები მის კისერზე შემოაჭდო, ბათუს მკერდს მიეკრა და კაბინეტის სრულ სიჩუმეში ორივე გრძნობდა, რომ მათი ოჯახის ახალი, პატარა პრინცესა უკვე ყველაზე საყვარელი და დაცული ბავშვი იყო მთელ სამყაროში.

ცხრა თვე თითქოს ერთ ლამაზ წამად გავიდა და იმ გასაკვირად მზიან მარტის ღამეს, როცა თბილისის ქუჩები სითბოთი და მოლოდინით აივსო, დადგა ის წუთიც, რომლისთვისაც ბათუ და ნინა მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ. სამშობიაროს თეთრ ოთახში ბათუ წამითაც არ მოცილებია ცოლს. ის, კაცი, რომელიც ნებისმიერ ქარიშხალს ცივი გონებით ხვდებოდა, ახლა ადგილს ვერ პოულობდა და ყოველი წამი საუკუნედ ეჩვენებოდა. როცა პატარა, ნაზი და სიცოცხლით სავსე ტირილის ხმა გაისმა, ბათუს სუნთქვა შეეკრა. მალევე ექიმების დაძაბული შეძახილებიც გაისმა პაციენტი სისხლისგან იცლებაო და რომელიღაც დამხმარე მედდამ ბათუს გარეთ გასვლა მოუწოდა. იმდენად აირია ეს ყველაფერი ბათუს გონებაში რამის ჭკუა დაკარგა. ელოდებოდა როდის გამოვიდოდა ექიმი და როდის ეტყოდა რომ ყველაფერი კარგად იყო.

რამდენიმე საათში, როცა პალატაში შესვლის ნება დართეს, ნინა საწოლზე იწვა გადაღლილი, მაგრამ საოცრად მშვიდი და ბედნიერი. მკერდზე კი პატარა, თეთრ საბანში გახვეული არსება ეწვინა. ბათუ ნელი, თითქოს შეშინებული ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ. ის საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ნინას შუბლზე თბილად აკოცა, შემდეგ კი მზერა პატარაზე გადაიტანა.
მან სრულიად აკანკალებული, დიდი ხელისგული მიუტანა ბავშვს. პატარა გოგონამ ინსტინქტურად აამოძრავა თავისი თითები და ბათუს ცერა თითს მთელი ძალით ჩაეჭიდა. ამ წამს ბათუს თვალებში სიხარულის ისეთი ცრემლი გაკრთა, რომელიც მანამდე არავის ენახა. მისი გული საბოლოოდ და უპირობოდ დანებდა ამ ორ ქალს.

-რა დავარქვათ, ბათუ?-ჩუმად ჰკითხა ნინამ და ბიჭს შეხედა. ბათუმ პატარას ნაზ, თეთრ სახეს დახედა, რომელსაც უკვე აშკარად ეტყობოდა დედის სინაზე და მამის მტკიცე ნაკვთები.

-ლილე...-თქვა ბათუმ დაბალი, თბილი ბარიტონით.-ჩვენი მზეა, ნინა. ლილე ერქვას.-ნინას ბედნიერებისგან ჩაეღიმა და თავი დაუქნია. ლილე, ძველი ქართული მზის ქალღმერთი, რომელიც ზუსტად გამოხატავდა იმ სინათლეს, რაც ამ პატარა არსებამ მათ ცხოვრებაში შემოიტანა.

იმავე საღამოს, როცა ლილეს დაბადების ამბავი სამეგობრომ გაიგო, კლინიკის ეზო ხმაურმა მოიცვა. ელენე და უტა პირველები მოვარდნენ უზარმაზარი სათამაშოებითა და ყვავილებით. ელენე ფანჯრის მიღმა ტიროდა და ხელების ქნევით ამტკიცებდა, რომ ლილეს პირველი სიტყვა აუცილებლად „ნათლია" იქნებოდა. სანდრომ კი, როგორც შეჰპირდათ, ამერიკიდან ჩამოფრინა, აეროპორტიდანვე კლინიკაში მოვიდა და ბათუს ძმაკაცურად, მთელი ძალით გადაეხვია.

ბათუ პალატის ფანჯრიდან უყურებდა თავის ერთგულ მეგობრებს, მერე კი შემობრუნდა, საწოლზე მშვიდად მძინარე ნინასა და ლილეს გადახედა, ნაზად გადააფარა პლედი და მათ გვერდით დაჯდა. ის იყო კედელი, რომელიც ამ ორ სამყაროს ამიერიდან სამუდამოდ დაიცავდა, ლილე კი იყო მათი დიდი, გიჟური და ხელშეუხებელი სიყვარულის ყველაზე ლამაზი გაგრძელება.

***
ლილეს დაბადებიდან წლები შეუმჩნევლად და ლამაზად გაფრინდა. თბილისურ ქაოსში აბაშიძეების ოჯახი ყოველთვის იმ ხელშეუხებელ კუნძულად რჩებოდა, სადაც სიმშვიდე, ერთგულება და სიყვარული წესებს თავად კარნახობდა ცხოვრებას.
დრომ ყველაფერი თავის ადგილას დასვა. ბათუსა და ნოდოს ბიზნესი დიდი ხანია გასცდა ქვეყნის საზღვრებს, თუმცა ბათუსთვის მთავარი საქმე და მიღწევა ყოველ საღამოს სახლში დაბრუნება იყო. ნინამ, კარიერული წარმატებების პარალელურად, ზუსტად ისეთივე თბილი, მყუდრო და დამცველობითი გარემო შექმნა ოჯახში, როგორიც ყოველთვის უყვარდა. ლილე კი, მათი პატარა მზე, დღითიდღე იზრდებოდა, დედის საოცარი ესთეტიკითა და მამის მტკიცე, ამაყი ხასიათით. ის გახდა მთელი სამეგობროს საერთო საყვარელი არსება, რომელსაც ელენე კვლავინდებურად ანებივრებდა, უტა და სანდრო კი თავიანთი ძმაკაცის შვილს ნამდვილი რაინდებივით უფრთხილდებოდნენ.

ერთ-ერთ საღამოს, მათ დიდ სახლში ტრადიციული შეკრება მოეწყო. მისაღებ ოთახში მუსიკის ხმა, ჭიქების წკრიალი და მეგობრების ხმამაღალი სიცილი ტრიალებდა. ელენე და უტა, ბავშვობის მოგონებებზე ალაპარაკებული სანდრო, ნოდო და გოგოები, ყველა ერთად იყო, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, როცა მათი გიჟური ისტორია ახლა იწყებოდა.

ნინა წამით გამოეყო ხმაურიან დარბაზს და ტერასაზე გავიდა. გარეთ თბილისის ნაცნობი, თბილი ნიავი ქროდა და ქალაქის ათასობით შუქი ქვემოთ ულამაზესად იშლებოდა. მან მოაჯირს დაეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და სახეზე ბედნიერების მშვიდი ღიმილი გადაეფინა. დიდხანს მარტო ყოფნა არ დასცალდა. ზურგს უკან ნაბიჯების ნაცნობი, მყარი ხმა გაისმა და რამდენიმე წამში მის გვერდით ბათუს განიერი მხარ-ბეჭი გამოჩნდა. ბათუმ მას ზურგიდან შემოხვია თავისი ძლიერი ხელები, ნინა მთლიანად მიიზიდა თავისკენ და თავი მის ყელში ჩარგო, საყვარელი სურნელი ხარბად შეისუნთქა.

ნინამ ხელები ბათუს მკლავებზე დააწყო და მის მაჯას შეხედა, იქ კვლავინდებურად ბზინავდა ის ძველი საათი, რომლის უკანა მხარესაც მათი ისტორიის მთავარი სიტყვები ეწერა.

-რაზე ფიქრობ, ჩემო გოგო?-ჩასჩურჩულა ბათუმ თავისი დაბალი, მამაკაცური ბარიტონით, რომელიც წლების შემდეგაც კი ნინას გულს ზუსტად ისევე აჩქარებდა, როგორც პირველად.

-ჩვენზე.-უპასუხა ნინამ, თავი მის მკერდს მიაყრდნო და თვალები მინაბა.-იმაზე, თუ რამდენი რამ გამოვიარეთ და როგორ მოვედით აქამდე. ყველაფერი ისეთი იდეალურია, ბათუ.-ბათუმ ჩუმად ჩაიღიმა, ნინა თავისკენ შემოაბრუნა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში უზომო სინაზით ჩახედა. ეს იყო კაცის მზერა, რომელმაც თავისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა მოიგო და თავისი საგანძური ბოლომდე დაიცვა.

-ეს მხოლოდ დასაწყისია.-თქვა ბათუმ, დაიხარა და ნინას ტუჩებს საოცარი სითბოთი შეეხო.

ოთახიდან მეგობრების სიცილის ხმა და ლილეს მხიარული შეძახილები ისმოდა. გარეთ კი, თბილისის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ორი სული იდგა ერთმანეთისთვის სამუდამოდ შექმნილები, ძლიერები და აბსოლუტურად ბედნიერები. მათი ამბავი, რომელიც ოდესღაც ქარიშხლითა და გაუგებრობით დაიწყო, გადაიქცა სიყვარულად, რომელსაც წინ ვეღარანაირი დრო და ქარიშხალი ვეღარ დაუდგებოდა. ხვალინდელი დღე კიდევ უფრო ლამაზი იქნებოდა, რადგან მათ გვერდით ერთმანეთი, მათი პატარა მზე ლილე და ის კიდევ ერთი, ჯერ კიდევ პაწაწინა არსება ეგულებოდათ, რომლის შესახებაც ამ ქვეყნად ჯერ არავინ, აბსოლუტურად არავინ იცოდა.

დასასრული.

*თავდაპირველად მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამხელა მხარდაჭერისთვის, მოწონებისთვის, კეთილი სიტყვებისთვის. ასევე ბოდიშიც მოგიხადოთ ლოდინისითვის🤭ჩემთვის პირველი ისტორიაა, რომელიც დავასრულე და ზოგადად ვინმეს წავაკითხე და ბედნიერი ვარ. მადლობა, მადლობა, მადლობა*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent