,,ისევ აყვავდება იასამანი'' (მეორე ნაწილი)
აცრემლებულმა წერილები გულში ჩაიკრა.სასწრაფოდ დაწერა ორი წერილი,ისე,თითქოს ორივეს ნანას უგზავნიდა და თამარს ჩააბარა. - ეს ორ- ორი წერილი რა უბედურებაა?- გაუკვირდა თამარს - დედაა ორივე ნანას გადაეცი! შალვა თითქმის ყოველ კვირას ჩადიოდა შვილის სანახავად .ნანას წერილებიც მუდამ მიჰქონდა,.ნანასიც და ვაჟასიც. მაგრამ ვაჟას წერილები, უფრო მოკლე და ზედაპირული გახდა,სულ უფრო მატულობდა ქუჩური ჟარგონები და უწმაწური გამოთქმები. ამასობაში ზაფხულმა ძალები მოიკრიბა და საშინლად ჩამოცხა. საღამოს როგორც ყოველთვის სოფლის გოგო-ბიჭები, სალომეს სახლის წინ, დიდი კაკლის ქვეშ, გამართული მაგიდის გარშემო, იკრიბებოდნენ,ეს იყო მათი ერთადერთი თავშესაქცევი.ნათია ასეთი საღამოებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა.ლამაზ კაბას იცვამდა, თმას საგანგებოდ ივარცხნიდა და ასე მიდიოდა სალომესთან.ასე მხოლოდ ნათია როდი ემზადებოდა, სოფლის ყველა გოგო სწორედ ასე იპრანჭებოდა. ახლაც, ანო ბებოს დავალებული საქმეები დაამთავრა თუარა ,გარდერობს მიაშურა.ბევრი ეძება და როგორც იქნა იპოვა, თეთრი კაბა,დიდი ყვითელი მზესუმზირებით,სწორედ ზაფხულის შესაფერისი.თმა დაივარცხნა და სალომესთან წავიდა. კაკლის ძირში უკვე შეკრებილიყვნენ ახალგაზრდები,სასიამოვნო ჟრიამული აყრუებდა არემარეს.ყველას გულთბილად მიესალმა,ნაცნობებთან ერთად ბევრი ახალი სახეც იყო.სალომემ ყველა გააცნო ნათიას,ზაფხულის არდადეგებზე დასასვენებლად ჩამოსული მეზობლენი იყვნენ. - ახლა კი მთავარი,ნათია გაიცანი,ვახო-ჩემი ძმა. - სასიამოვნოა- ხელი გაუწოდა ნათიამ,ვახო ხელზე ეამბორა და ბიჭებთან საუბარი გააგრძელა. - ისეთი ამბებია თბილისში არ ვიცი საერთოდ გავაგრძელებ თუ არა სწავლას-გულდაწყვეტით თქვა ვახომ.ყველა სმენად იქცა,ქალაქის ამბები ყველას აინტერესებდა,განსაკუთრებით ნათიას. - დაანგრიეს ქალაქი, ძმა ძმას აღარ ინდობს,ყოველდღე ვიღაცას კლავენ,საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით,ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელი გახდა.სასწავლებლები იძულების წესით იხურება,ხალხი შიმშილობს.-ბრაზი მატულობდა ვახოს ხმაში.ნათიამ ყველაფერი იცოდა,თვითონაც ამ რეალობაში ცხოვრობდა ცოტა ხნის წინ, მაგრამ სხვისი ნათქვამი ,ძალიან მოხვდა გულზე.ხასიათი წაუხდა.უნდოდა გამოქცეულიყო და ეტირა მაგრამ თავი შეიკავა. ზაფხულმა აუტანელი ხვატი დააყენა,გაუსაძლისი გახდა სიცხის ატანა.კაკლის ჩრდილი ვეღარ აგრილებდა ხალხს .ახალგაზრდების მთავარი გასართობი მდინარეზე სიარული გახდა .თუმცა ნათია ერიდობდა მდინარეს,არასოდეს მიდიოდა სხვებთან ერთად. სახლში ყოფნას და საქმიანობას ამჯობინებდა,შეიძლება რცხვენოდა კიდეც. მზე ,უკვე ჩასვლას აპირებდა მაგრამ მაინც ცხელოდა,ნათიაც უსაქმურად იყო,ყველა მდინარეზე წავიდა,მან სალომეს მუდარის მიუხედავად სახლში დარჩენა არჩია.სიცხისგან შეწუხებულმა წყაროზე წასვლა გადაწყვიტა.წყაროს წყალი საოცრად ცივი და სასიამოვნო იყო.გული რომ იჯერა ცივი წყლით,კოკა აავსო და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ამ დროს ფეხი დაუცდა, წაიქცა და ფეხი შუშის ნატეხს დაარტყა.სისხლის დანახვის ისე ეშინოდა გონება დაკარგა.ამ დროს სახლიდან ვახო გამოვიდა,მდინარეზე წასვლა სხვებთან ერთად ვერ შეძლო, მამას ეხმარებოდა, ახლა აპირებდა მათთან წასვლას.ნათია რომ დაინახა ,მისკენ გაიქცა ,ეცადა გონს მოეყვანა მაგრამ ვერ შეძლო,გახეული კაბიდან ჭრილობა უჩანდა.შემდეგ ხელში აიყვანა და სახლისკენ წავიდა,მისი სახლი უფრო ახლოს იყო ამიტომ გადაწყვიტა მასთან წაეყვანა.პირველად ეჭირა გულწასული ადამიანი ხელში - როგორი მსუბუქი ყოფილა,მსუბუქი და ლამაზი - მხოლოდ ახლა დააკვირდა რომ ნათიას გაფითრებული სახე და ჩაშავებული უპეები საოცრად ელამაზებოდა,მოსწონდა მისი მოღერებული ყელი,არც ისე სავსე მკრდი,ლამაზად გამოყვანილი წელი და სწორი ფეხები.თითქოს პირველად ნახა, ეს სიფრიფანა და დაუცველი არსება. - რადროს ფიქრია ჩქარა- თავს შემოუძახა და კიდევ უფრო აჩქარდა. - დედა ჩქარა მომეხმარე-დაიღრიალა ეზოში შესვლისას. - ეს ანოს შვილიშვილია? ჩქარა გაიქეცი ჯერ ანოს და შემდეგ ლელა ექიმს დაუძახე.ოღონდ იმ ქალს გული არ გაუხეთქო-მიაძახა უკვე ჭიშკარს გაცილებულ შვილს ქეთინომ. სოფლის ექიმმა ჭრილობა დაუმუშავა და გონს მოიყვანა საბრალო გოგო.ანო ბებო გაფითრებული უყურებდა თავის სიფრიფანა გოგოს,თან იმას ჯავრობდა შალვასთვის როგორ ეთქვა ეს ამბავი. ამასობაში სალომე და მისი ამხანაგებიც დაბრუნდნენ მდინარიდან და ყველამ იქ მოიყარა თავი. ნათია რომ ცოტა უკეთ გახდა,ანომ, მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა,მაგრამ ნათიას ფეხის დადგმა უჭირდა.ამდროს ქეთინო ჩაერია საქმეში - ვახო, როგორც აქამდე მოიყვანე,მოგიწევს სახლშიც ისე წაიყვანო- ნათია მკაცრ უარზე იდგა,ანო ბებოც შეეწინააღმდეგა მაგრამ სხვა გზა არ იყო.ისევ აიყვანა სიფრიფანა გოგო ვახომ ხელში,ამჯერად გული ისე უცემდა ეგონა მთლს სოფელს ესმოდა მისი ბრაგა-ბრუგი. როცა გრძნობდა, გოგონა ტკივლისა და სირცხვილისგან როგორ თრთოდა, სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. შეხედვას ვერ ბედავდა, იცოდა მისი თვალები ვერ გაჩუმდებოდნენ,მით უფრო ავადმყოფს ყველა ამხანაგი უკან მიჰყვებოდა.საწოლზე ისე ფრთხილად დააწვინა თითქოს ფაიფურის თოჯინა ეჭირა ხელში და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.გოგონამ სასწრაფოდ შეისწორა კაბა.ბიჭები ვახოს გაჰყვნენ,გოგოები კი ნათიასთან დარჩნენ.მომდევნო დღეების განმავლობაში კაკლის ჩრდილს მხოლოდ ბიჭები სტუმრობდნენ,გოგონები ნათიასთან მიდიოდნენ და მარტოს არ ტოვებდნენ.თითქმის ერთმა კვირამ ისე გაიარა ვახოს, ნათია არ უნახავს.თითქოს მღელვარების ტალღამ გადაუარა, საკუთარ თავს დასცინოდა კიდეც,გულწასული ადამიანი პირველად ვნახე ალბათ ამიტომ ავღელდიო. ამასობაში ნათიაც გამოკეთდა,ფეხის დადგმა აღარ უჭირდა ,მაგრამ ცოტას მაინც კოჭლობდა.უხაროდა რომ მამამ ასეთ მდგომარეობაში ვერ ნახა.შალვა ამ კვირას არ გამოჩენილა მოიწერა რომ ქარხანაში პრობლემები იყო და ვერ ჩავიდოდა. - მგონი დროა სახლიდან გახვიდე- უთხრა ერთ საღამოს სალომემ. - არავითარ შემთხვევაში-უარზე დადგა ანო ბებო - კარგი რაა ბე, გთხოვ სულ ნახევარი საათით,თანაც ნახე რა კარგათ დავდივარ.-ოთახში გაიარ-გამოიარა და თხოვნის თვალები მიაპყრო მოხუცს. - კარგი,კარგი მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათი,სალომე შენ გაბარებ დროულად დაბრუნდით. კაბა სალომემ შეურჩია ყვითელი,ყვავილებიანი,თმის დავარცხნაშიც მიეხმარა.შემდეგ დაიხარა და ნახევრად ჩურჩულით უთხრა - გახსოვს გიორგიზე რომ გიყვებოდი,დღეს სოფელში მოვა ჩემს სანახავად,მაგრამ არავინ უნდა გაიგოს რომ ერთმანეთი მოგვწონს,ხომ იცი ვახოს ძმაკაცია და ვახოს არ ესისმოვნება ეს ამბავი.მინდა ნახო და მითხრა როგორ მოგეწონება. - რა კრგიაა,მაგრამ ვახოს ვინ ეკითხება შენ თუ მოგწონს - შენ მას არ იცნობ თუ გაბრაზდა მტრისას - კარგი რა ნუ აზვიადებ სასიამოვნო ნიავი ქროდა მაგრამ მაინც ცხელოდა,ესიამოვნა ნაავადმყოფარს სიგრილე და სუფთა ჰაერი.ნელ-ნელა სეირნობით და ცოტა კოჭლობით მიუყვებოდნენ გოგონები გზას,როდესაც თავშეყრის ადგილს მიუახლოვდნენ ყველამ მათკენ მოიხედა.ნათიას გამოჯანმრთელება ყველას გაეხარდა,გოგოები გარს შემოეხვივნენ და სახელდახელოდ გაკეთებული,მინდვრის ყვავილების, გვირგვინი დაადგს თავზე.ნათიას დანახვამ ვახო სკამს მიჯაჭვა, ადგილიდან არ იძვროდა.თითქოს ერთ წუთში ნათია, ვახოს სანატრელ ქალად იქცა.სურვილი გაუჩნდა ეზრუნა და ყველაფრისგან დაეცვა ეს სიფრიფანა გოგო,ინატრა ის წუთები როცა გულწასული ხელში ეჭირა. ამასობაში გიორგიც გამოჩნდა.ბიჭებმა გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთ.ვახომ ყველა გააცნო გიორგის.შემდეგ ყველა სალომესთან წავიდა,ვახოს დაბარებული ქონდა ქეთინოსთვის ,რომ სტუმარს ელოდა,ამიტომ სახლში სუფრა იყო გაშლილი,ეს რომ სოფლის გოგო-ბიჭებმა გაიგეს ყველამ თითო კერძი მიიტანა ვახოსთან და სუფრაც იდეალური გამოვიდა.ბიჭები სვამდნენ, ლამაზ ლამაზ სადღეგრძელოებს უძღვნიდნენ გოგონებს,გოგონები სიმღერით ახალისებდნენ სუფრას,ქეთინო და თამაზი ტკბებოდნენ ამ შესანიშნავი სანახაობით,არაფერი ზედმეტი არ იყო.გიორგი და სალომე მალულად აპარებდნენ ერთმანეთისკენ თვალს. შებნელებულზე გიორგი წავიდა.სალომეს კი მხოლოდ ახლა გაახსენდა ანნა მიხაილოვნასთვის მიცემული პირობა.გოგონებმა წასვლა დააპირეს,ამ დროს სალომეს ვახოს ხმა შემოესმა - სალო მე გავაცილებ! გამოცდილება უკვე მაქვს - კარგი,ხვალამდე ნათ. - ხვალამდე. უკვე კარგათ ჩამობნელებულიყო,ერთხანს უხმოდ მიდიოდნენ. ვახო ნასვამი იყო,ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. დუმილი ნათიამ დაარღვია - მადლობაც არ მითქვამს შენთვის, იმ დღეს,შენ რომ არა. არ ვიცი რა იქნებოდა, - კარგი რა, მადლობა რა საჭიროა. -კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. - შენ ძალიან ლამაზი ხარ.- ნათია გაწითლდა არ ელოდა ვახოსგან ამ სიტყვებს. - გმადლობ. - მე.. მე..ძალიან მომწონს შენი კაბა-სხვა რამის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ გაბედა. უეცრად გაჩერდა მობრუნდა და ნათიას აკოცა.გოგო მოულოდნელობისგან დაიბნა,შემდეგ შეწინააღმდეგა,მაგრამ ამაოდ,ბოლოს დანებდა მხურვალე კოცნას,უეცრად ყველა პეპელა ერთად შემოფრინდა ნათიას სხეულში და ყველა ყვავილი აყვავდა გარშემო. ერთმა უბრალო კოცნამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, სული აუფორიაქა. ბოლოს დაიხსნა თავი და სახლისკენ წავიდა.ვახო დიდხანს იდგა გახევებული,ვერ გაეგო რატომ ჩაიდინა ასეთი რამ. ნათიას თავში ყველაფერი აირია,მთელი ღამე ვერ დაიძინა,ცდილობდა ვაჟასთან გამომშვიდობება გაეხსენებინა,ისევ მას დაახლოებოდა,მაგრამ რამდენჯერაც ამას ცდილობდა ვახო ახსენდებოდა. თითქოს ყველა იასამანი ერთად დაჭკნა და ვაჟას კოცნაც თან გაიყოლა. მომდევნო რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა,ჭრილობის ტკივილს იმიზეზებდა.სინამდვილეში ვახოსთან შეხვედრას ერიდებოდა. ფეხი სრულად მოურჩა,უკვე ცეკვა და სირბილიც კი შეძლო.დილას ბებომ გააღვიძა - ნათი მეზობელ სოფელში უნდა წავიდე,ვაჭარს ტანსაცმელი ჩამოუტანია გასაყიდად,რამეს შენთვისაც წამოვიღებ,საუზმე სამზარეულოშია,აბა შენ იციი,საღამომდე დავბრუნდები. ანოს წასვლის შემდეგ, ცოტახანს კიდეევ იწვა,შემდეგ ადგა და საუზმე მადანად მიირთვა. აივანზე გამოვიდა და კიბეზე ყვავილების თაიგული შენიშნა,ირგვლივ არავინ იყო.ყვავილები დაყნოსა და ბარათი შენიშნა ,, მაპატიე’’. მიხვდა.. ყვავილები ვახოსგან იყო. იგივე მოხდა მეორე დღესაც,მესამე დღესაც და მთელი კვირის განმავლობაში მის კიბეზე სულ ეწყო მინდვრის ყვავილები.მთელი კვირა ვახოზე ფიქრი არ შეუწყვეტია.მოსწონდა ასეთი იდუმალება.რამდენჯერაც ის კოცნა გაახსენდებოდა პეპლები ხელახლა იწყებდნენ ფარფატს. იმ დღეს სალომეს მიპატიჟებაზე უარი აღარ თქვა და მდინარეზე სხვებთან ერთად წავიდა.მდინარის ნაპირზე საოცრად გრილოდა,წყალი სუფთა და თბილი იყო.ნაპირებზე ლამაზი ბუჩქები იზრდებოდა,ალაგ ალაგ ქვიშაში უცნაური ყვავაილებიც მოსჩანდა თითქოს მძივის მარცვლები დაეპნაო ვინმეს.ვახო გოგოს დანახვისას დაიბნა, წასვლა დააპირა, მაგრამ თავს მოერია და წყალში გადაეშვა. როცა ნათიაც წყალში ჩასასვლელად მოემზადა ვახომ თვალი მოჰკრა ბარზაყზე ახალ შეხორცებულ იარას. სიამოვნებისგან გაჟრჯოლა და ღრმად შეცურა. ნათია ნაპირზე იჯდა, წყალში მხოლოდ ფეხები ელაგა,ვახოს საოცრად სიამოვნებდა მისი ყურება,გაბედა და ახლოს მიუჯდა. - როგორ ხარ? - კარგათ გმადლობ,ყვავილებისთვისას გმადლობ. - მიხარია თუ მოგეწონა, იცი იმ ღამეს არ ვიცი რა დამემართა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. - არაუშავს არ ინერვიულო- თბილად გაუღიმა გოგომ. ვერ გაეგო რატომ აძლევდა ვახოს, მის გონებაში ყოფნის უფლებას… იმ ზაფხულმა ,ახალი სიყვარული შვა.ნათია და ვახო ისეთი განუყრელები გახდნენ როგორც მზე და ზაფხული,ვახო ნათიას ჩრდილად იქცა.მარტოს არ ტოვებდა,ცივ ნიავს არ აკარებდა. მთელს სოფელს მოედო ეს ამბავი.ანომაც გაიგო და გაეხარდა ,მას მოსწონდა ვახო ის ზრდილი და განათლებული ახალგაზრდა იყო. ახალგაზრდები სოფელში ხელი ხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ და ზაფხულს თვალებიდან აფრქვევდნენ.ყველას უხაროდა მათი დანახვა. ვახო სასწავლებელში ვეღარ დაბრუნდა .ნათიაც ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებდა ,ამიტომ ასე სიამტკბილობით მიილია შემოდგომა,შემდეგ ზამთარი და დადგა ნანატრი გაზაფხული. გაზაფხულზე მათი სიყვარული უფრო გაიფურჩქნა.ყველა ახალი ყვავილი რომელიც სოფელში გაიშლბოდა, მეორე დღეს აუცილეებლად ნათიას თმაში აღმოჩნდებოდა.ვახოს უყვარდა როცა ნათიას თმაში ყვავილებს უმაგრებდა.ნათიაც მთელი დღე ამ ყვავილს შვილივით უვლიდა და ეფრებოდა.მზიან დღეებში,სოფლის განაპირა მდელოს სტუმრობდნენ,საუბრობდნენ,მომავალს გეგმავდნენ ,კოცნიდნენ და ეალერსებოდნენ ერთმანეთს ,თუმცა ზღვარს არასდროს გადადიოდნენ და ეს თავისებურ ხიბლს ჰმატებდა ურთიერთობას.ერთხელ როცა გოგონას ქარმა კაბა აუფრიალა და ნაიარევი გამოუჩნდა ,ბიჭმა ლამის თავი დაკარგა,მაგრამ მხოლოდ მსუბუქად ეამბორა და ისევ კაბით დაფარა.გოგონამ დაიმორცხვა და სახლისკენ გაიქცა. ადრე გაზაფხულზე სოფელში ახალი ოჯახი დასახლდა.მათ ორი შვილი თამუნა და სანდრო ჰყავდათ.ისინი მალე დაუმეგობრდნენ სოფლის ახალგაზრდებს.თუმცა სანდროს ნათია ძალიან მოეწონა.ყველა ეუბნებოდა რომ ის ვახოს შეყვარებული იყო,მაგრამ სანდრო ამ ფაქტს არაფრად აგდებდა.რამდენჯერმე ნათიას ყვავილები გაუგზავნა ,რაზეც ვახოსგან საკადრისი პასუხი მიიღო. ერთ დღეს,როცა შალვა ისევ ჩავიდა სოფელში შვილის მოსანახულებლად,ნათიამ და ვახომ დაგეგმეს რომ ვახოს შალვა უნდა გაეცნო.საღამოსთვის ნათია საგანგებოდ ემზადებოდა,მაგრამ ვახოს მოსვლამდე სანდრო მოვიდა სტუმრად.ნათია გაფითრდა.შალვამ სიამოვნებით მიიღო სტუმარი.ნათია აივანზე გამოვიდა, ვახოს ელოდა,ვახო ჭიშკარს მიუახლოვდა,ამდროს სანდრო გამოჩნდა, ნათიას ხელი მოხვია და ჩაიხუტა.ვახო გაშეშდა ,შემდეგ ეზოში შევარდა, სანდროს ეცა ,ერთი მუშტის მოქნვით ,ძირს დააგდო და ცემა დაუწყო.ნათიამ ყვირილი მორთო.გაფითრებული შალვა გარეთ გამოვარდა .ძლივს გააშველა ბიჭები.ნათიამ ვახოს გამხეცებულ და ცრემლიან თვალებს მოკრა თვალი,ის ის იყო მისკენ უნდა წასულიყო და დაემშვიდებინა, ვახო უკან მოუხედავად გაიქცა ეზოდან. - ვინ იყო ეს გადარეული.-გაოცებულმა იკითხა შალვამ ნათიამ ის რამე ტირილში გაატარა.ბრაზობდა ვახოზე რომ ასე სულელურად ვმოიქცა და სიტყვის უთქმელად გაიქცა.მეორე დღეს ყველაფერი სალომეს უამბო. - სახლში განრისხებული დაბრუდა, ბარგი ჩაალაგა და სადღაც წავიდა, არაფერი უთქვამს.-ცდილობდა დაემშვიდებინა ატირებული გოგო მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საღამოს,ტირილით რომ დაიღალა ნანას წერილი გაახსენდა და გახსნა. ,, როგორ ხარ? აქ ყველაფერი აირია , ვაჟა დაჭრეს საავადმყოფოშია, იქნებ მოახერხო და ჩამოხვიდე.’’ გული შეეკუმშა გახსენდა თბილისში გატარებული დღეები,ვაჟა და მათი სიყვარული. - არა თბილისში უნდა წავიდე! მაგრამ შალვამ მიზეზი არ უნდა გაიგოს. მეორე დღეს შალვა წასასვლელად ემზადებოდა ნათიამ პატარა ჩანთა ჩაალაგა და მამას შეეხვეწა.შალვა დათამხმდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


