დაუნდობელი სული.(სრულად)
დაუნდობელი სული. თავი 1. კარზე გაბმული ზარის ხმა არის და კარიც იღება,გაოცებული უყურებს ელი მის წინ მდგარ გაღიმებულ ელისოს და თან ამბობს. -ელისო შვილო აქ ამ დროს რას აკეთებ, სახლში იციან აქ რომ ხარ? -ჯერ 8 სა-თი არის ელი დეიდა,ანინასთან მოვედი.... -ელისო რა მოხდა....ანინაც გაოცებული უყურებდა მეგობარს.... -მეკითხები რა მოხდა, სულ დაგავიწყდა ხვალ რა დღე არის არადა მეგობრები ვართო. -ხვალ რა დღე არის მითხარი პირდაპირ რომ საყვედურობ,წამოდი ჩემს ოთახში შევიდეთ. -ხვალ ჩემი დაბადების დღე არის ამიტომ დღეს უნდა გაგიტაცო და ელი დეიდა უარს არ მივიღებ. -მამა სახლში არ არის და რომც იყოს ხომ იცი ელისო არ გამომიშვებს. -გთხოვ დეიდა ელი ხვალ დილით სახლში იქნება,პირობას გაძლევ.ანინამ დედას შეხედა და არც ელოდა თუ გაუშვებდა ამიტომ არც არაფერი თქვა,მაგრამ ელიმ შეხედა შვილს და უთხრა. -წადი მოემზადე და მეგობარს გაყევი,დილით კი ადრე მოდი. -დედა მამა რომ დაბრუნდება..... -წადი შვილო მე გიშვებ....ანინამ სიხარულისგან დედას აკოცა შემდეგ თავის ოთახში შევიდა და წასვლის წინ დედას შეხედა. -დედა დარწმუნებული ხარ? ელიმ შვილს შუბლზე აკოცა და უთხრა. -წადი მეგობარი გელოდება მე კი რასაც ვამბობ დარწმუნებული ვარ,წადი დროს ნუ კარგავთ. ანინა ელისოს გვერდით მიყვებოდა და თან უთხრა. -აბა რა გეგმა გაქვს და სად მივდივართ ან კიდევ ვინები არიან ჩვენთან ერთად. -შენ მხოლოდ გამომყევი.ელისომ ტაქსი გააჩერა და მალე ქალაქის ერთ ერთ ძვირადღირებულ ბარში შევიდნენ მხიარული სახეებით,ძალიან მალე მიიქცია ყურადღება უცხო გოგოებმა და ანინამ ერთი მაგიდა აირჩია. -იქ დაცსხდეთ,უფრო განაპირას არის და უკეთესია. -აქ დასამალად მოდი? ანინა ათვალიერებდა ხალხს და ელისოს მიუბრუნდა. -სხვები სად არიან, აგვიანებენ. -მოვლიან. თქვა და თვალებით ეძებდა ვიღაცას,რამდენიმე წუთში ელისო გაქრა,ანინას რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და მეგობარს ელოდა,მაგრამ მის მაგიდასთან სიმპატიური მამაკაცი მივიდა და სკამი უთქმელად გამოწია ანინამ შეხედა და მანაც თვალებში ჩახედა, მაგრამ ანინა კარისკენ იხედება ელისოს ეძებს მისი თვალები ელისო კი იგვიანებდა. -დააგვიანდება მას თუ ელოდები.... -საიდან იცი წასვლის წინ გითხრა? -ჰო მითხრა მარტო ხარ ჩემი მეგობარიც მარტო არის და მიმიხედეო,მეც სიტყვას ვასრულებ. -ყოველთვის ასრულებ მიცემულ სიტყვას... -ყოველთვის.... -კი როგორ არა....თქვა და საათი ნახა შემდეგ უცნობს შეხედა და უთხრა. -უნდა წავიდე....ჩანთა აიღო უცნობმა შეაჩერა ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -ვერ წახვალ... -რატომ, შენ დამიდგები წინ? -მეგობარს უნდა დაელოდო მის მოსვლამდე კი მე უნდა გადევნო თვალი,აქ პირველად გხედავ. -საერთოდ პირველად ვარ ასეთ ადგილზე....უცნობმა წარბი აწია და ანინას უყურებდა, მაგრამ ანინამ თვალებში ჩახედა და მკაცრად უთხრა. -მართალია ასაკი პატარა მაქვს,მაგრამ ვფიქრობ დაცვა არ მჭირდება არც გამოყოლა და თუ მოვიდა უთხარით რომ წავედი სხვას თავად დაველაპარაკები. -აქ ამ არეულობაში გჭირდება დაცვა,დამიჯერე დაჯექი და ერთად დაველოდოთ... -ჰმ,გამომივიდა დამცველი ოხ ელისო...ჩაილაპარაკა და გაბრაზებულმა ხელებში ჩარგო თავი,უცნობი უყურებდა რომ გოგონა ამ ადგილისთვის უცხო იყო არავის დაუვალებია მიხედეო თავად ვერ გაიმეტა იცოდა რაც დაემართებოდა თუ ვინმე არ დაუდგებოდა გვერდით. -სახელს არ მეტყვი? -რა საჭიროა, გგონია ისევ შევხვდებით ერთმანეთს? -არავინ იცის ჩვენი მომავლის წიგნში რა წერია,იქნებ ჩვენი ბედი ზემოთ დაიწერა. -ჩვენი ბედი,ჯერ ადრე არის ბედზე ფიქრი. -გასაგებია სწავლა,სწავლა და სწავლა.საუბრობდნენ და ნელა ნელა სვამდნენ,ანინას სასმელი მოეკიდა და წასვლა უნდოდა,მაგრამ როცა ფეხზე ადგა სასმელმა მძიმედ დასვა ისევ სკამზე, უცნობს გაეცინა და მკლავში ჩაავლო ხელი ფეხზე წამოაყენა და თავად გაარიდა ხალხს რომ არ წაქცეულიყო თუმცა არ იცოდა სად წაეყვანა ანინას კი უკვე მის მხარზე თავმიდებულს ჩასძინებოდა ამიტომ არც დაფიქრდა თავის ბინაში მიიყვანა და თავის საწოლში დააწვინა თავადაც ნასვამმა ვერც კი გაიგო დილით გოგონა რა დროს წავიდა,მაგრამ გაოცებული დარჩა როცა საბანი გადაწია და საწოზე დიდი წითელი ლაქა დაინახა. -დაუჯერებელია,არა არა ეს არ უნდა მომხდარიყო.თქვა და კარზე ზარის ხმა იყო საწოლს ისევ გადააფარა საბანი და კარის გასაღებად წავიდა, გულში კი ფიქრობდა. -,,იქნებ რამე დარჩა და დაბრუნდა''.კარი გააღო და კართან ლაზარე იდგა. -მარტო ხარ? -ვინ გინდა რომ იყოს ჩემთან. -გუშინ მარტო არ წამოსულხარ ბარიდან. -ვიცი,მაგრამ სახელიც არ ვიცი მისი. -ნანობ? -ქალიშვილი იყო შე ჩემა.... -კარგი რა ქალიშვილი იყო და ასე ჩუმად წავიდა? -მეც ეს გამიკვირდა. -ერთ თვეში თუ მოგადგა ორსულად ვარო. -ასეც რომ იყოს ვერ მიპოვის. -როგორ ვერ გიპოვის,დანიელ რა ჩაიფიქრე. -მივდივარ ლაზო. -სწავლის გამო მიდიხარ? -სხვას რას უნდა გავურბოდე,ჩემი მიზანი მაქვს და ოცნებები ის რაც წინ ვთქვი თუ რამე მოხდება უფალი ნიშანს მომცემს თუმცა არ ვიცი როგორი იქნება ეს ნიშანი, რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი და ჩემს გზას გავაგრძელებ. -მეც მინდა წავიდე,მაგრამ ქეთი არ მეთმობა არადა მისთვის უკეთესი მინდა არ ვარ დანიელ ქეთის ღირსი. -იცის ქეთიმ? -არა,დღეს უნდა შევხვდე და არ ვიცი როგორ უთხრა მინდა დავასრულო ყველაფერი. -თუ მართლა გადაწყვიტე წასვლა ლაზარე პირდაპირ უთხარი. -ასე ფიქრობ? -სწორი ეს არის და შენც მშვიდად იქნები მასთან სიმართლის თქმით. -შენ,შენ რას აკეთებ დღეს. -დღეს ბოლო დღე არის უნივერსიტეტში მივალ და ბიჭებსაც ვნახავ,საღამოს კი გავფრინდები. -ეს ფრენა რამდენ წლიანია.... -ეს კი არ ვიცი,მხოლოდ ვიცი რომ დავბრუნდები მყარად უნდა ვიდგე ფეხზე. -მშვიდობიანი გზა მეგობარო.ერთმანეთს გადაეხვია მეგობრები და ლაზარე წავიდა,დანიელმა საწოლის თეთრეული გამოცვალა და გასარეცხად მანქანაში შეაგდო არ უნდოდა ასე დაეტოვა და დედას ენახა,შემდეგ დაფიქრდა და გაახსენდა გოგონას ყელზე ყელსაბამი ეკეთა უცხო ნაკეთობით რაღაც განსხვავებული და საუცხოო თითქოს განსაკუთრებული იყო იშვიათად რომ იკეთებენ ზურმუხტის თვალით და ასევე ისეთივე სამაჯური,მაგრამ სამაჯური საწოლში იპოვა,ხელში მოიქცია და თქვა. -არ ვიცი დაგრჩა თუ დატოვე,შესაძლებელია ამ სამკაულით ოდესმე გიპოვო. საათს შეხედა, სამკაული ჯიბეში ჩაიდო და სასწავლებელში წავიდა ლაზარე კი ნერვიულად გადი გამოდიოდა და როგორც იქნა ქეთი უკვე მის წინ იდგა,ლაზარემ საათზე დაიხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -ხომ იცი რომ ლოდინი არ მიყვარს,დააგვიანე. -ათი წუთი თუ ცოტა მეტი,ლაზარე შენი ოფიციალურობა მაგიჟებს. -წამოდი,წამოდი სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ. -შენ ყოველთვის სერიოზული ხარ,ზოგჯერ მეშინა შენს გვერდით ყოფნა. -დღეს განსაკუთრებულად. თქვა ლაზარემ და რესტორანში შევიდა,ქეთიმ მიიხედ მოიხედა და გაოცებული გაყვა უკან ლაზარეს,ლაზარე კი ერთ ერთ მაგიდასთან შეჩერდა და ქეთის შეხედა. -ლაზარე აქ რას ვაკეთებთ.... -რესტორანში რას გავაკეთებთ ქეთი სხვას თუ არა იმას რომ ვისადილოთ. -ვისადილებთ და მერე? -მერე დავილაპარაკებთ....ლაზარემ შეკვეთა მისცა და თან საუბრობდნენ უკვე საათზე მეტი ისხდნენ,ქეთი გულის ფანცქალით ელოდა რომ ლაზარე მას ხელს თხოვდა,მაგრამ ლაზარემ გულის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ქეთის შეხედა. -ეს რა არის.უყურებდა გაოცებული. -ნახე და მერე გეტყვი რაც არის. ქეთიმ კონვერტი გახსნა და შიგ დიდი თანხა იყო,ლაზარეს შეხედა და უთხრა. -ლაზარე ეს რა არის და რატომ მაძლევ ამ თანხას,მე კი ვფიქრობდი რომ..... -შენ რასაც ფიქრობდი ის არ მოხდება ქეთი... -რატომ,რა გვიშლის ხელს ზრდასრული ხალხი არ ვართ? -ვართ როგორ არ ვართ,მაგრამ მე არ გეკუთნი არც შენ და არც შენს ოჯახს. -ვერ გავიგე.გაოცებული უყურებდა ქეთი ლაზარეს და ლაზარე კი ქეთიზე ფიქრობდა როგორ დაეცვა მისგან და მისი არეულ დარეული ცხოვრებისგან,მისი მტრებისგან,ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი დაშორება იყო მასთან.ქეთიმ ხელი აწია და ახალგაზრდა გოგონა მივიდა მასთან. -გისმენთ.... -წითელი ღვინო მოიტანეთ,გთხოვთ.არც შეხედა მიმტანს ქეთიმ ის მხოლოდ ლაზარეს უყურებდა. -ქეთი ნასვამი ხარ მეტი საჭირო არ არის.... -ფხიზელი ვერ ვუყურებ როგორ ინგრევა ჩემი ოცნებები და ყველაფერს ვკარგავ ლაზარე. -მომისმინე დრამას ნუ შექმნი,გეფიცები მეც მიჭირს და შენგან შორს ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელია,მაგრამ გამოსავალი რომ შენ კარგად იყო,რომ შენ დაგიცვა ეს არის. -დამიცვა? -ქეთი ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. -შენ გგონია მიიღე გადაწყვეტილება, რომ მე შენგან შორს კარგად ვიქნები? ლაზარე ჩვენ ოთხი წელია ერთად ვართ,ოთხი წელია მხოლოდ შენ გიყურებ და როგორ ფიქრობ შენ წახვალ მე კარგად ვიქნები და ახალ ცხოვრებას დავიწყებ ან რა გგონია ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შემოტრიალდება და შენ მიშლი ხელს უკეთესი ცხოვრებისთვის? მე შენთან ვარ კარგად შენს გვერდით,შენთან ერთად. -დამიჯერე საყვარელო ყველაზე უკეთესი გამოსავალი ეს არის,გამიგე მე ცხოვრებას ოჯახში ცოლთან ერთად და შვილებთან ერთად ვერ შევძლებ. -რატომ,რატომ,რატომ..... -იმიტომ რომ ქურდად ვარ დაბადებული და ქურდებს ოჯახი არ ყავთ,ქურდების ოჯახი მისი საძმოა და ეს უნდა გაიგო.ქეთი გაჩუმდა,მხოლოდ ლაზარეს უყურებდა და ცრემლები თავისით მოდიოდა სახეზე. -გგონია არ ვიცი ვინ ხარ და რა ხარ ან რას აკეთებ? მე ყველაფერი ვიცი და შენს გამო ვიტანდი ყველასგან საყვედურს,მაგრამ იყოს ისე როგორც შენ გინდა ლაზარე მაგრამ დაიმახსოვრე აღარასოდეს აღარ მომძებნო რაც არ უნდა მოხდეს,რაც არ უნდა გაიგო მე ანუ ჩვენ შენთვის მკვდრები ვართ. -ჩვენ, რა ჩვენ რას გულისხმობ ქეთი.გაოცებული უყურებდა ლაზარე ქეთის,ქეთი კი ადგა ჩანთა აიღო ხელში და კონვერტი რომელიც ხელში ეჭირა ლაზარეს სახეში ესროლა და უთხრა. -ეს ოთხი წელი არ ვყოფილვარ შენთან იმიტომ რომ იმ ღამეებისთვის ფული გადამიხადო,არ მჭირდება შენგან არანაირი დახმარება უშენოდაც გავიტანთ თავს მე და ჩემი შვილი შენ კი მკვდარი ხარ მისთვის ისე როგორც ჩემთვის. -რას ამბობ..... -რას ვამბობ,იდიოტო იმას ვამბობ რომ 7 თვეში მამა გახდები მაგრამ გპირდები და ვფიცავ ამ ბავშვს ვერასოდეს ვერ ნახავ და მითუმეტეს ვერც კი შეეხები.ლაზარე ფეხზე წამოდგა კანკალებდა და შეეცადა ქეთი შეეჩერებინა,მაგრამ ქეთი თავად შეჩერდა და უთხრა. -არ ვიცი რა გაიმეტე,მაგრამ რამდენიც არ უნდა გაიღო შენ ჩემთვის შეუფასებელი იყავი მე კი ანუ ჩვენ ფასი დაგვადე ამ საუბრის შემდეგ კი არც ღირს ჩვენი ერთად ყოფნა და გზაზე აღარ გადამეღობო.ლაზარე მარტო დარჩა ორივე ხელებში თავი ჩარგო და ფიქრობდა,თავის აწევა არ უნდოდა რადგან ყველა მას უყურებდა იქნებ ფიქრობდნენ კიდეც რომ არაკაცია არა ადამიანი და ვალდებულებებს გაურბოდა,მგრამ სხვამ რა იცოდა მისი ცხოვრების რთული გზა.იჯდა ფიქრებში ჩაძირული და გრძნობდა როგორ სქელდებოდა მის გარშემო ჰაერი,დღეს უნდოდა წყნარად და მშვიდად დაესრულებინა ქეთისთან მოლაპარაკება,მაგრამ დღე რომელიც ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო ყველაფერი შეცვალა.წელმოწყვეტილი ადგა თანხა გადაიხადა და რესტორნიდან გამოვიდა,გულზე მიიდო ხელი და თქვა. -ძლიერ ხტუნავხარ გულო არც სკდები.შემდეგ ტელეფონი ამოიღო და დანიელს უპასუხა. -გისმენ დანიელ.... -რა მოხდა,რა ხმა გაქვს ლაზარე.... -ცუდად ვარ,სად ხარ შენ. -წუხელ რომ ბარში ვიყავით იქ მოვედი იქნებ ვიპოვო,მაგრამ.... -ვერ ასწრებ,მე დავუკვირდები საღამოს პირველად შევხედე მაგ გოგოს მეორეს კი ვხედავდი და თუ ვიპოვე ან ერთი ან მეორე აუცილებლად გავიგებ კოორდინატებს. -კარგი ლაზო უნდა მოვემზადო და შენს ზარს დაველოდები,არ ვიცი არც სახელი და ასე როგორი გავუშვი ჩემს თავზე ვბრაზობ. -იქნებ ასე სჯობდეს დანიელ... -ასე ფიქრობ? -არ ვიცით ბედი რას გვიმზადებს უფრო უარესობისთვის უნდა ვიყოთ მზად თუ სულ არაფლისთვის და არავისთვის... -ლაზარე სად ხარ შენ ცუდად ხარ. -აეროპორტში გნახავ და იქ გეტყვი. -კარგი,12-ის მერე მივფრინავ.ლაზარემ ტელეფონი გათიშა და მანქანასთან მივიდა მასთან კი პატარა ბიჭმა მიირბინა და უთხრა. -იქნებ ფული მომცე დღეს მშიერი ვარ.შეხედა 8 წლის ბიჭს და ცრემლი მოერია საფულე ამოიღო და 100ლ-ნი მისცა ბიჭმა კი თვალებ გაფართოებულმა შეხედა და ლაზარემ გაუღიმა. -წაიღე და რაც გინდა იყიდე.შემდეგ ადგილს მოწყდა და ქეთის ბინასთან მივიდა,ქეთი კი მეგობართან იყო და ტირილისგან თვალებ დასიებული ტელეფონში ლაზარეს ფოტოებს უყურებდა,ლაზარემ კი მეგობარს დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა. -ლაზარე.... -გელოდები,ვახო მჭირდები. -სად ხარ.მოვდივარ. ლაზარემ კოორდინატები გაუგზავნა და ვახოც რამდენიმე წუთში მასთან იყო ქალაქის ერთ მყუდრო ადგილზე სადაც თუ ვინმემ არ იცოდა ვერ მიაგნებდა მის ადგილს. -რა გჭირს,თითქოს ტრაილერმა გადაგიარა ისე ხარ. -ტრაილერმა არა ვახო ქეთიმ გადამიარა. -ვერ გავიგე,შეუძლებელია ვინც რა გითხრა ქეთიზე იმედია სერიოზულად არ ფიქრობ,რადგან არის ვიღაც ვისაც უნდა რომ დაგაშოროთ. -დავშორდით... -რას ამბობ,ლაზარე ქეთი ხომ..... -რა,რა,გინდა თქვა რომ ქეთი ორსულად არის? -რა,რა,რა თქვი ქეთი ორსულად არის? -ვიფიქრე რომ ეს უნდა გეთქვა,არ იცოდი? -საიდან უნდა მცოდნოდა იდიოტო, მე მეტყოდა შენზე წინ რომ ორსულად ვარო? -ასე ვიფიქრე, რომ იცოდი და ამის თქმას ცდილობდი. -რატომ,რატომ დაშორდით ქეთის ხომ უყვარხარ და შენც გიყვარს. -არ შემიძლია,ვახო შენ იცი ჩემი ცხოვრების სტილი ოჯახს ვერ შევქმნი გამუდმებით შარში ვარ და ქალი ვინც მიყვარს ის ჩემი საყვარელი ვერ იქნება. -ახლა რას აკეთებ ან რას ფიქრობ, ბავშვი? -ვიცი რომ ბავშვს გააჩენს და შენ უნდა უპატრონო ისე რომ არ უნდა გაიგოს თუ მე ვარ შენს გვერდით,მე კი გავქრები მისი ცხოვრებიდან ისე როგორც მიბრძანა და ასე უფრო დაცული იქნება ორივე. -რაღაც გაქვს ჩაფიქრებული ლაზარე და არ ამბობ. -ეს შემდეგისთვის სამომავლოდ განსახილველი თემა არის,ახლა ეს თანხა გამომართვი აქ 10 000$ არის და სადაც იმუშავებს რა ხელფასიც ექნება ორჯერ მეტი უნდა აიღოს ამას შეათანხმებ მის უფროსსთან და ყოველ თვეში ხელფასზე ქეთი აიღებს თანხას იმ დაწესებულების სახელით და კიდევ რა უნდა გააკეთო გავიგე რომ ქეთი სადაც მუშაობს ის ფირმა იყიდება,ყველაფერი გააკეთე რომ ის ფირმა შევისყიდო და ვინმე ჩვენიანის სახელზე გავაფორმო ისეთზე ვისაც ქეთი არ იცნობს,ქეთის კი დირექტორად დავაყენებ და ვალდებულებები და ხელის მოწერის უფლება მხოლოდ მას ექნება ეს იმიტომ რომ მაღალმა ხელფასმა არ დააეჭვოს,ახლავე შეუდექი საქმეს. -შენ სად იქნები სად უნდა გიპოვო. -თვეში ერთხელ შეგეხმიანები,როცა ჩემი ზარი იქნება ყველა საქმეს გვერძე გადადებ და სულ მცირე დროს თუნდაც ერთ საათს დამითმობ რადგან ყველაფერი მითხრა,ასევე გაიგებ ქეთი რომელ საავადმყოფოში მივა ვინ იქნება მისი ექიმი და მისი საკონტაქტო ტელეფონი ქეთი კი მარტო არასოდეს არ იქნება შენ მასთან იქნები, მაგრამ მისთვის უხილავი უნდა იყო. -უჩინმაჩინი გავხდე? -თუ საჭირო იქნება გახდები კიდეც... -გასაგებია,შენ ყველაფერი გადაგიწყვეტია გამოდის რომ არ გინდა მიხვიდე და დაელაპარაკო მშვიდად,წყნარად აუხსნა შენი ცხოვრება. -აზრი არ აქვს, ვახო მან ყველაფერი იცის ჩემზე. -მაინც რომ გეცადა... -არ მისმენს,არ უნდა ჩემგან შორს იყოს და ვიცი მე მაგის სიცოცხლეს საფრთეს შევუქმნი თუნდაც ახლა ამ მდგომარეობაში და თუ ვინმეს გაიცნობს შევხედავ რომ ბედნიერია ხელს არ შეუშლი,მაგრამ ბავშვს ვერ დავთმობ ის იქნება ჩემი ცხოვრების გაგრძელების იმედი და ძალა თუ ვიცოცხლებ მხოლოდ იმ ბავშვის გამო,არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი ის ჩემი ნაწილია და უკვე მიყვარს დედამისთან ერთად. -გასაგებია, ახლა სად მიდიხარ ასეთი არეული ჭკუით და გონებით. -ახლა სახლში წავალ,12 საათის შემდეგ ფრენა აქვს დანიელს ის მიდის და უნდა გავაცილოთ არც თავად იცის როდის დაბრუნდება. -შენ მიდიხარ მაგრამ უგზო უკვლოდ,დანიელიც მიდის თუმცა ის ვიცით რომ დროებით მიდის და დაბრუნდება ვიშლებით ძმაო და ცხოვრება ვის სად გაგვრიყავს ეს არცერთმა არ ვიცით. -მთავარია რომ დავბრუნდებით და ჩვენ ყველა ისევ ერთად ვიქნებით,ჩვენი ფესვები აქ არის მეგობარო. -ნეტავ იმ ასაკში დამაბრუნა ლაზარე ბებია მარო რომ ლამპით ხელში დაგვადგებოდა თავზე და გეტყოდა გაბრაზებული ,,რომელი საათია,ცნობა კიდე ვერ ისწავლე შე უდღეურო?'' ორივეს გაეცინა და ლაზარემ თქვა. -სახლის წინ რომ მსხლის ხე იდგა ძველი ალბად საუკუნეს ითვლიდა ფუღურო ჰქონდა და იქ სიგარეტს ვმალავდი, სანამ პატარები ვიყავით გვატყუილებდა მახრჩობელა მსხალია და არ ჭამოთ ბავშვებზე ბრაზდება და დაგახრჩობთო საღამოს კი დიდი თასით შემოიტანდა და ზოგს კომპოტად აკეთებდა ზოგს მურაბად..... -შენ კი იმ გარეცხილს პარავდი და ჩვენთან მოგქონდა ჩეროში ვისხედით და ვჭამდით მარო ბებო კი ქოთქოთებდა ,,ლაზარე ცეცხლი ჭამე,მაინც მომპარე ხომ?'' -კარგი იყო ბავშვობა,ვახო სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ წლებში და რამდენ რამეს შევცვლიდი.... -სამწუხაროდ შეუძლებელია მეგობარო.... -წავედით, შევიკრიბოთ და დანიელს გზა დაულოცოთ თან გავაცილოთ.დანიელი ჩემოდანს ალაგებდა და არავის ელოდა,მშობლებიც კი გააფრთხილა არ ჩამოხვიდეთ არ მიყვარს გაცილების წუთებიო,მაგრამ 8 სთ-ზე კარზე ზარი იყო ბარგი კართან დადგა ჯიბეში კი უცნობი გოგონას დატოვებული ძვირფასი სამკაული ჩაიდო და კარი გააღო იქ კი მისი განუყრელი საძმო იდგა შამპანიურით ხელში. -გვშორდები მიდიხარ ძალიან შორს, დაბრუნების კი არ იცი დრო... აქ გვტოვებ მეგობრებს ცრემლით და დარდით, მოგვენატრები,მაგრამ დრო არის წადი.... დანიელი იცინოდა და მეგობრებს სათითაოდ გადაეხვია,ზაზამ შეხედა და უთხრა. -ისწავლე ძმაო ჩვენ დაგელოდებით,ამდენ გიჟს და გადარეულს ერთი ექიმი კი გვჭირდება. დანიელმა ყველას სათითაოდ შეავლო თვალი და თქვა. -არ გელოდით რადგან იცით არ მიყვარს ეს გაცილებები და დამშვიდობება. -მაგრამ არ მიდიხარ ერთი თვით... -არც ერთი წლით.... -ვინ იცის როდის გნახავთ. დანიელმა ათულის შეხედა და უთხრა. -ნუკი დაიბრუნე საუკეთესო ადამიანია და შეეცადე შენი სიყვარული დაუმტკიცო. -შევეცდები აუცილებლად. -არ შეეცდები,იბრძოლებ მანამ სანამ ჰოს არ გეტყვის,შენ კი იდიოტო ქეთის მიხედე.უთხრა ლაზარეს და უკვე წასვლის დროც მოვიდა. -წავედი თორემ სულ ცოტაც და წასვლას გადავიფიქრებ. აეროპორტშიც ერთად წავიდნენ, რეგისტრაცია დაწყებული იყო და დანიელმაც გაიარა შემდეგ ისევ ბიჭებთან მივიდა და გაუჭირდა მათი დატოვება,ზაზამ ხელი კრა და უთხრა. -წადი ძმაო შენ შენი მიზნები და ოცნებები გაქვს,ჩვენ კი აქედან გაგამხნევებთ. -ვინ იცის როდის წამოგვიარს ჩვენებური და იქაც ჩამოვალთ,ხომ იცი რა გადარეული საძმო გყავს.დანიელმა ხელის აწევით დაემშვიდობა საძმოს და თვალს მიეფარა,თვითმფრინავში ასული ჯერ წიგნი იკითხა,შემდრეგ თვალები დახუჭა და მის ბაგეებს ღიმილი შეეპარა სხეულში კი უცნაური სითბო იგრძნო ჯერ რომ არასოდეს უგრძვნია,ჯიბიდან სამკაული ამოიღო და უყურებდა,შემდეგ მუჭში მოიქცია და გაიფიქრა. -გიპოვი,წლებიც რომ გავიდეს გიპოვი.თვალები ჰქონდა დახუჭული და ჩაეძინა, თვითმფრინავის რყევამ გააღვიძა და ხალხმა ოვაციებით შეხვდა თვითმფრინავის მშვიდობიანად დაშვებას,არ უჩქარია დაელოდა ხალხის გასვლას და თავადაც დაიწყო მომზადება.ყველაზე ბოლოს გავიდა და ზურგჩანთა მხარზე მოიგდო მოზომილი ნაბიჯებით ხალხის ნაკადს გაყვა,ფიქრებში ჩაძირულს როგორ აეწყობოდა მისი ახალი ცხოვრება უცხო ქვეყანაში თითქმის დაავიწყდა ჩემოდანიც რომ ჰქონდა და მიუბრუნდა, არავინ ელოდა ამიტომ ნელა ნელა მოძრაობდა არც უყვარდა ვინმესთან შეზიარებული ბინა მარტო უნდოდა ყოფნა სიმშვიდეში ყოფილიყო მთელი დღის დაღლილი. მეორე დღეს უნივესიტეტი ელოდა და ამიტომ მას მშვიდად ყოფნა ესაჭიროებოდა,მაგრამ დაასრულა თუ არა ყველა მნიშვნელოვანი გაასასვლელი უეცრად შედგა და მის წინ მისი თანასოფლელი და მასზე უფროსი მეგობარი იდგა და უღიმოდა. -დანიელ მე ვარ დაჩი და ვიცი რომ არ მელოდი,მაგრამ როგორ იფიქრე აქ ჩამოხვიდოდი და მე არ მნახავდი? -დაჩი ვინ დაგირეკა,ვახომ? -ყველამ ერთად დამირეკეს ისე რომ არ იცოდნენ აქ თუ ვიყავი ლონდონში ვეგონე მათ და არც მითქვია რომ აქ ვარ და დავხვდებიმეთქი. -გამოდის მათთვითსაც სიურპრიზია ჩვენი შეხვედრა... -ნამდვილად რომ სიურპრიზია,წავედით. -სად მივდივართ,შენთან? -დანიელ გიცნობ და ვიცი ხმაური არ გიყვარს,ამიტომ მე ყველაფერი მოვამზადე ვიცი მარტო გინდა ყოფნა და ბინა ავიღე შენთვის ორი ოთახია და ვფიქრობ შენს გემოვნებაში ჩაჯდება, მოგეწონება. -დაჩი ეს რა სიურპრიზი მომიწყვე,სასტუმრო მქონდა დაჯავშნილი.... -მისამართი მომეცი დავრეკავ და მოვაგვარებ,რაც შეეხება სამსახურს გაქვს სამსახური ასე რომ მხოლოდ სწავლაზე იფიქრე მეგობარო და ქალები შემდეგაც ბევრი გეყოლება.დანიელი ადგილზე გაჩერდა და დაჩის უყურებდა. -სამსახური,როგორ ეს როგორ მოახერხე ამ მოკლე დროში ანუ მათი ზარიდან.... -ჩემთან იმუშავებ.....ბედნიერი და მოულოდნელობის ეიფორიაში მყოფი როგორ მივიდნენ ბინამდე არც გაუგია,ბინაში მისულს დაჩი უყურებდა რას იტყოდა მეგობარი მან კი ბარგი დადო თუ არა პირველი რაც გააკეთა ფარდები გადაწია მიუხედავად იმისა რომ ღამე იყო მაინც არ უყვარდა ფარდებით დაკეტილი ფანჯარა და შემდეგ მიუბრუნდა დაჩის. -მადლობა მეგობარო.... -მიხარია თუ მოგეწონა და კიდევ,მაცივარში ყველაფერია რაც ამ პირველ ეტაპზე დაგჭირდება შემდეგ თავად მიხედე საკუთარ თავს ვიცი რომ საუცხოო კულინარი ხარ და ზოგჯერ თუ დამიძახებ და გამანებივრებ უარს არ გეტყვი. -რამოდენიმე დღეში შევეჩვევი აქაურობას და შემდეგ აუცილებლად დავსხდეთ ერთად. -კარგია,ეს მანქანის გასაღები დაიტოვე ორი მყავს ერთი ხვალიდან შენი იქნება და ხვალიდან საკუთარი თავის გარდა და სწავლის გარდა არაფერი გევალება ეს კი ნომერია ტელეფონის ჩადე შენს ტელეფონში ჩემი ნომერი ჩაწერილია. -არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო დაჩი. -წლების წინ გადაიხადე მადლობა დანიელ შენ რომ არა მე დღეს არავინ ვიქნებოდი,მაგრამ გული დამწყდა რომ თავიდანვე აქეთ არ წამოდი ახლა აწყობილი იქნებოდი,მაგრამ არა უშავს ხვალიდან ჩავდგებით ფორმაში ახლა კი დაგტოვებ მეგობარო თუ რამე ერთი ზარი და შენთან ვარ.დაჩი წავიდა,დანიელმა ჯერ მშობლებს დაურეკა შემდეგ ბიჭებს და ბოლოს დაღლილი დასაწოლად საძინებელში შევიდა ჯიბიდან ხელს ისევ ის სამკაული ამოყვა ფოტო გადაუღო და თავის გვერძე ატვირთა თან დააწერა... -,,ვიპოვე და თუ ვინმეს დაგეკარგათ მითხარით სად დაკარგეთ მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიბრუნებთ''.აინტერესებდა თუ ვინმე მოწერდა და გამოეხმაურებოდა,შემდეგ ტელეფონი გათიშა და დაწვა დაღლილს კი მკვდარივით დაეძინა დილით დაჩის ზარმა გააღვიძა საათს შეხედა და სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან მეგობარს ვერ უღალატებდა ვინც ძალიან ბევრი გააკეათა მისთვის.დანიელმა ყოველთვის იცოდა რომ ნამდვილი სიმდიდრე ადამიანის ღირსებაში,სიკეთეში და სამართლიანობაშია ახლა მისი ჯერია მეგობარს დაუმტკიცოს რომ ბოლომდე ყოველთვის მის გვერდით იქნება.სახლიდან გასვლამდე ჯერ ყავა მიირთვა,თავი მოიწესრიგა როგორც ყოველთვის ჩაცმის სტილი მისი ყველაზე დიდი პრობლემა იყო შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი თავიდან გადაამოწმა მის ხელ ჩანთაში ჩააწყო ფრთხილად გასაღები აიღო და წავიდა,იმ დღეს უნივერსიტეტის საქმეებიც მოაგვარა და დაჩისთანაც მივიდა კლინიკაში გვიან ღამემდე დარჩა მასთან და პირველ ოპერაციასაც დაესწრო,გვიან იყო ტელეფონი რომ შეამოწმა და გაოცებული დარჩა საუკეთესო სამკაულის მფლობელობა ათასამდე ადამიანმა დაიბრალა ჩაიცინა და პასუხიც დაწერა. -,,არცერთი არ ხართ მფლობელი და როგორ არ გრცხვენიათ ასე ურცხვად რომ მწერთ თითქოს მფლობელი ხართ,ნამდვილი მფლობელი ისევ მე ვარ და ვიპოვი იმას ვისი საკუთრებაც არის ასე რომ ტყუილად დაისახეთ იმედი რომ ამ ძვირფას სამკაულს მიითვისებდით''. დანიელს დაჩისთან ყოფნის ყოველდღიურობა წლებმა მიითვალა და დანიელი ქართველიშვილი წარჩინებული ექიმი დადგა თავის სფეროში ქირურგი-ტრავმატოლოგი ვინც უამრავ პაციენტსაც დახმარებია.დანიელმა წარმატებების საფეხურები ღირსეულად აიარა და თავისი ცოდნა გამოცდილება მის საყვარელ საქმეს შეალია. დილა ისევ ტელეფონის ზუზუნით დაიწყო არავინ პასუხობდა ზარებს,უამრავი წაუკითხავი შეტყობინება ელოდა,მაგრამ მას დრო არ ჰქონდა ტელეფონისთვის დაღლილი და ძალა გამოცლილი გამოვიდა საოპერაციოდან სადც 18 საათი გაატარა და პაციენტის მშობლებს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა. -გილოცავთ,ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ყველაფერი რიგზე არის ის გადარჩა,მაგრამ უნდა დაველოდოთ ნარკოზიდან გამოსვლას. -მადლობა ექიმო თქვენ სასწაულებს ახდენთ. -მარტო მე არა ეს უფლისგან არის,მისი ჩარევით დაუბრუნეთ მას სიცოცხლე სხვაგვარად შეუძლებელი იყო. -როდის შევძლებთ ჩემი შვილი ვნახო ექიმო. -48საათი ვერავინ ვერ ნახავს მის ამბებს კი ექთანის საშუალებით გაიგებთ,მეც აქ ვარ თუ რამე დაგჭირდებათ შემაწუხეთ. ექიმი წავიდა თავის კაბინეტში შევიდა იქ რამდენიმე წუთი შეჩერდა და შემდეგ წამლების საცავში შევიდა სადაც გაოცებული უყურებდა იმ ცარიელ ყუთებს სადაც მნიშვნელოვან და ძვირადღირებულ პრეპარატებს ინახავდა,მაგრამ რამდენიმე ყუთი ცარიელი დახვდა.გაბრაზებულმა დატოვა საცავი და ისევ თავის კაბინეტში დაბრუნდა იქ დაჩი დახვდა და დაჩის არ მოეწონა დანიელი. -რა მოხდა, ოპერაციამ როგორ ჩაიარა. -ოპერაციამ კარგად ჩაიარა,მაგრამ იცი ახლა საიდან მოვდივარ? -დანიელ ოპერაციაზე იყავი 18 საათი და ვფიქრობდი ცოტას დაისვენებდი,საიდან უნდა ვიცოდე სად წადი და საიდან მოდი. -საცავში,დაჩი საცავში ვიყავი რადგან ერთი პრეპარატი დამჭირდა რომელზედაც მითხრეს აღარ არისო არადა მე ჩავიბარე,მე ვარ დაჩი პასუხისმგებელი და არა შენ ან სხვა ვინმე. -მერე რა მოხდა ან რატომ ბრაზობ,საცავი ვალერას აბარია. -ეს ერთხელ არ შემიმჩნევია,დაჩი უკვე თვეებია გაურკვევლობაში ვარ იკარგება ძლიერი პრეპარატები,იკარგება თანხა და ხდება უცნაური გადარიცხვები. -შეუძლებელია..... -ასეა აქ ვიღაც გძარცვავს და ვინ.... -შურისძიება,ყვირილი და ასეთი რამ არ გაიფიქრო მოდუნდი და მასაც მიეცი მოდუნების საშუალება,შენ უხილავი უნდა დარჩე როგორც აქამდე სხვას მე მივხედავ დანიელ. -შენ რაღაც იცი და არ ამბობ,გიცნობ დაჩი. -გგონია არ შევამჩნიე და არაფერი გავაკეთე,მაგრამ მტკიცებულებებს მოვიპოვებ და პირდაპირ მივალ იმ პიროვნებასთან ვინც ჩუმად მოქმედებს და გონია შეუმჩნეველია. -ჩუმად ვარ რომ ვიყვირო დაიმალება,კონტროლი რომ დავიწყო კონტროლსაც დავკარგავ, ამიტომ შენ მიხედე ამ საქმეს. -წადი დაისვენე 18 საათი ფეხზე ხარ და რთული დღე გქონდა. -წავალ,მაგრამ აქ შენ იქნები და ჩემს დაბრუნებამდე არსად არ წახვალ. -აქ ვიქნები,სახლში რომ წავიდე ცოლი მელოდება თუ შვილი.ორივეს გაეცინა,დანიელი ფეხზე წამოდგა და ტელეფონზე დარეკა მაგრამ ტელეფონზე არავინ პასუხობდა და გაოცებულმა თქვა. -მაირა არ მპასუხობს ის ტელეფონს არასოდეს თიშავს.პიჯაკი ჩაიცვა და კაბინეტში სახეგაფითრებული ექთანი შემოვიდა. -ექიმო გადაუდებელი შემთხვევააა დედა-შვილი მოიყვანეს უგონო მდგომარეობაში,სასწრაფოდ თქვენ ხართ საჭირო.დანიელმა დაჩის შეხედა და დაჩი უკვე გადიოდა კაბინეტიდან,მან კი ისევ ხალათი ჩაიცვა და ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა ექთნების ოთახს სადაც განტვირთვისთვის ყავას მიირთმევდნენ,მისაღებში საკაცეზე უგონო მდგომარეობაში გოგონას შეხედა და ხელები აუკანკალდა ყველა მას უყურებდა და ყველა ტიროდა.... -მაირა.....მაირას რა დაემართა...უყურებდა მაირას რომელსაც ხელი გულზე ჰქონდა დადებული ტუჩები განაცისფრებული და სახეზე შემხმარ სისხლზე თმები ჰქონდა მიკრული, იქვე მეორე საკაცეს შეხედა სადაც პატარა სხეული იყო და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. -თებე,თებე,ეს თებე არის,ვაჩე ჩემი თებე.... არა მხოლოდ იქ მყოფები დანიელისთვის მსოფლიო გახდა ჩუმი მას არ ესმოდა არავის ხმა და მხოლოდ ზუზუნს გრძნობდა.არეული ნაბიჯით მივიდა თებესთან ის აღარ სუნთქავდა,შემდეგ მაირას შეხედა მკერდი ოდნავ შეუმჩნევლად რომ აუდიოდა და ჩაუდიოდა ის კი ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა ორ საკაცეს შორის დამდგარი,ისევ თებეს მიუბრუნდა წინა დღით მიუტანა ვარდისფერი სპორტულები სწორედ ისინი ჩაეცვა მისთვის დღეს დედას. -ძინავს,თებეს ძინავს რადგან ის ჩუმად არის და არ იცინის.თქვა ჩურჩულით და იქვე მდგარ დაჩის შეხედა რომელმაც მის გვერდით დადგა და თავადაც ტიროდა,დანიელმა ნაბიჯი ვერ გადადგა შიგნიდან დაიმსხვრა,ბოლოს ორივე ხელები აიფარა სახეზე და არა ადამიანური ხმით დაიღრიალა დაჩიმ კი მკლავში ხელი მოკიდა და არ უშვებდა დანიელს კი ყელში ძარღვები ისეთი დაჭიმული ჰქონდა როგორც გიტარის სიმები რომლებიც შესაძლებელია ნებისმიერ წამში გაწყდეს. -უნდა გაუძლო დანიელ მათ ჯერ ვერ ნახავ. -დაჩი თებე,მაირა.თქვა დანიელმა და ისევ მათ მიუბრუნდა,დაჩი მის წინ დადგა თუმცა არ შეეძლო მეგობრისთვის შეეხედა. -პოლიციას მიანდე ყველაფერი და ნუ ჩაერევი.გაშეშებული იდგა და უყურებდა ექთნები როგორ ცდილობდნენ მაირას სიცოცხლის შენარჩუნებას,უამრავი კაბელები მიაერთეს მის სუსტ მკლავებს და მოულოდნელად დაუსხლტდა ხელიდან დაჩის დაიძრა ადგილიდან და მათთან სამ ნაბიჯში გაჩნდა თავადაც პროფესიონალურად დადგა ექიმების გვერდით თითქოს მაირაც და თებეც იმ წუთში უცხო ადამიანები იყვნენ მისთვის და თავადაც ცდილობდა ექიმებთან ერთად.უკიდურესად მძიმე იყო მაირას მდგომარეობა და უყურებდა თავად მაირაც როგორ ბრძოლობდა სიცოცხლისთვის,მაგრამ ბოლოს დანიელს შეხედა ცრემლი დაედინა თვალებიდან და მის ხელში თავისი ხელი კი ნელა ნელა მოდუნდა ამ დროს ექიმის ხმაც გაიგონა. -ვწუხვარ დანიელ.....დანიელმა მკლავები ჩამოყარა და მიხვდა რომ მისი ცხოვრება გაიყო ორად,წინ და შემდეგ.დაჩის დახმარებით გამოვიდა საოპერაციოდან კართან უამრავი ხალხი იდგა ყველა გაჩუმდა დანილს რომ შეხედეს ატირებულს,მაგრამ თმაჭაღარა მოხუცი მიუახლოვდა და ხმის კანკალით გაუბედავად ცრემლიანი თვალებით შეხედა,დანიელის წინ იდგა დაღლილი მამაკაცის სახე სიცარიელესთან ერთად. -დანიელ შვილო........ -ვწუხვარ. -თებე,თებეც? -თებეც დედას გაყვა და ორივემ დამტოვა. მოხუცი მუხლებზე დაეცა და საზარელი ხმით იყვირა,დანიელი არ განძრეულა ის კედელს მიეყრდნო და ნელა ნელა ჩაიკეცა თავადაც ხმით ღრიალებდა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა და მიახლოება,ისევ დაჩიმ მივიდა რამდენიმე წუთი ისიც ძირს იჯდა მასთან ერთად და უხმოდ იყო მის გვერდით,მაგრამ დანიელმა შეხედა და თქვა. -მომიყევი თუ რამე იცი დაჩი. -არაფერი ვიცი,არავის არაფერი დაურეკია არ უთქვიათ ეს,ეს,ეს დღეს რაც მოხდა მოულოდნელი იყო როგორც შენთვის ისე ჩემთვის და ყველასთვის. -დანიელ უნდა ვილაპარაკოთ. ნაცნობი პოლიციელი იდგა დანიელის წინ და თვალებში უყურებდა მას. -მინდა ყველა წვრილმანიც კი გამოიძიოთ,იპოვოთ დამნაშავე დაგელოდებით,მაგრამ ლოდინსაც დრო აქვს უსასრულო ლოდინისთვის კი მე დრო არ მაქვს ნუ გააკეთებთ რომ თქვენ რასაც გვერდს აუვლით მე დავდგები იმ გზაზე და ჩემი გზებით ვიპოვი მკვლელს ნუ მაიძულებთ ეს გავაკეთო ნუ გამხდით დაუნდობელს. -დანიელ მაირას ტელეფონში შეტყობინება არის ნაპოვნი. -რა შეტყობინება და ვისგან.... -,,არ გაპატიებ სხვასთან წასვლას და ჩემი შვილის წაყვანას,შვილს დავიბრუნებ თუნდაც გადამეღობოთ გზაზე ყველას გაგანადგურებთ და ჩემს შვილს წაგართმევ,იცი ამის გამკეთებელი ვარ''. -დანიელ რას ნიშნავს ეს სიტყვები ან ვისგან უნდა იყოს ის გამოგზავნილი. -მისი ყოფილი ქმრისგან დაიწყეთ ძიება,ხელთ გაქვს დამამტკიცებელი საბუთი რომ ის არის მკვლელი და სხვაგან ნუ წახვალთ რომ უდანაშაულო ადამიანი დაადანაშაულოთ მაირას სიკვდილში. დაჩიმ შეხედა დანიელს და ვერაფერი ვერ თქვა,რამდენიმე წუთში ისინი კაბინეტში იყვნენ და დანიელის ხმამ სიმყუდროვე გაარღვია ხმა რომელიც დაჩის გულს მოხვდა და მეგობარს გაოცებული უყურებდა. -მაირა რომ გავიცანი ტირილისგან დაწითლებული თვალები ჰქონდა,კიბეებზე ავდიოდი და ის იჯდა მე კი მის დალურჯებულ მკლავებს შევხედე ჩვენ მხოლოდ მისალმებით ვიცნობდით ერთმანეთს და იმ დღეს გვერდი ვერ ავუარე მის გვერდით დავჯექი მეც და რამოდენიმე წუთი მის ტირილს ვუსმენდი,შემდეგ კი მომიყვა მის რთულ ცხოვრებაზე ასევე მის ქმარზე რომელიც მასზე მისი ქონების,სიმდიდრის,ფულის,სახელის და ბიზნესის გამო დაქორწინდა მაირა კი არასოდეს არ ყვარებია.მაირას ძლიერი მამა ყავს,მაირას ქმარი კი მისი პარტნიორის შვილი არის როგორც ხდება ბიზნესში პარტნიორების გადაწყვეტილებით მათ შვილები დააქორწინეს თავად კმაყოფილები იყვნენ,მაგრამ არავის უკითხია მაირასთვის უნდოდა თუ არა ის ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად ყოლოდა გვერდით მათმა კი ბიზნესი გააერთიანეს. მაირას მამა ფიქრობდა რომ სიძე გააბედნიერებდა მის შვილს თვეების შემდეგ გაირკვა რომ მის სიძეს საყვარელი ყავდა და ბიზნესში შემოსულ თანხას ის არა სასიამოვნო გარემოში ფლანგავდა,რამოდენიმე გაფრთხილების შემდეგ მან გონს ვერ მოეგო და მაირა ოფისში ხალხის წინაშე ცემა. -ცემა? -ცემა და სწორედ მაშინ ვნახე მაირა.დანიელი დაფიქრდა და გაახსენდა მაირასთან პირველი შეხვედრა. -იმ დღეს როცა მაირა ახლოს გავიცანი არ მეგონა თუ ვინმე მომიშხამავდა დღეს რადგან პირველი ოპერაცია გავაკეთე. ავდიოდი კიბეზე,მაგრამ მაირას შევხედე და მივუახლოვდი. -კარგად ხართ? -როგორ მხედავთ კარგად ვარ? -არ ხართ კარგად,შემიძლია დაგეხმაროთ? -ვერავინ დამეხმარება,ვერავინ. -მომისმინე მხოლოდ მისალმებით ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ არ შემიძლია ამ მდგომარეობაში დაგტოვო მენდეთ და მიიღეთ ჩემგან დახმარება თუ წასასვლელი არსად გაქვთ შემიძლია ჩემს ბინაში დაგითმოთ საძინებელი....უცნაურად შემომხედა,მაგრამ მეც მივხვდი რომ ცუდად გამომივიდა და უცებ გამოვასწორე. -გთხოვ ცუდად არ გამიგო რომ თქვენი მდგომარეობით ვსარგებლობ,ადექი წავიდეთ ბინაში დაგტოვებ და უნდა წავიდე დღეს პირველი ოპერაცია გავაკეთე პაციენტი უნდა ვნახო ამიტომ ნუ ამანერვიულებ.გამიცინა და წავედით,ბინაში მივიყვანე და გაოცებულმა შემომხედა. -მარტო ცხოვრობ? -ნუ ნერვიულობ მე სულ წასული ვარ ზოგჯერ დღეები ვერ მოვდივარ და აქ მარტო იქნები, ასე რომ მე მხოლოდ გამოსაცვლელად მოვალ, ახლა კი მომიყევი რა მოხდა. -მეგონა რომ ვუყვარდი,მეგონა რომ ყოველთვის შემეძლო მასზე დაყრდნობა,მაგრამ მწარედ შევცდი. ყოველთვის ძვირად ღირებული სუნამოთი იწონებდა თავს,მიჩვეული იყო დიდი ფულის ტრიალს და ჩემზედაც ამიტომ დაქორწინდა. -დაქორწინებული ხარ? შევხედე გაოცებულმა,მწარედ გაიცინა და მითხრა. -ვიყავი დაქორწინებული ამ ქორწინების გაგრძელაბას აზრი არ აქვს მისგან გაქცევა მინდა, მისგან თავი უნდა გადავირჩინო. -რომ დაგეხმარო მაირა ყველაფერი უნდა მომიყვე. -დღეს თავდაჯერებული და თავაწეული მივდიოდი ოფისში სიხარულით სავსე,მინდოდა მისი დაბადების დღე განსაკუთრებული საჩუქრით მიმელოცა ეს სიურპრიზი იყო რომელსაც ერთი კვირა ვატარებდი გულით და ასევე ჩემი სხეულით.მივდიოდი და შროშანები მიყვარს მანაც იცის რომ სულ შროშანებს ვყიდულობ,მივდიოდი და შროშანების სურნელიც თან მიმყვებოდა თან ყველას ღიმილით ვესალმებოდი,მაგრამ ჩემი სიამაყე ჩემი თავდაჯერებულობა უეცრად ტკივილმა შეცვალა რადგან ვიღაცის ძლიერმა ხელმა კედელზე მიმახეთქა თვალები დავხუჭე ტკივილისგან და როცა ტკივილი ცოტა განელდა შევხედე ლევანის გაბრაზებულ თვალებს. -აქ რატომ მოდი გითხარი რომ დღეს აქ გელოდებოდი? -ხელი გამიშვი,შენთან შეთანხმება არც მჭირდება ოფისში როდის მოვიდე ნუ გავიწყდება რომ ეს მამას ოფისი არის,მაგრამ დღეს პირადად შენთან მოვედი. -ჩემთან მოდი და რატომ ან რატომ არ დამელოდე სახლში. -მოვედი რომ მოგილოცო,მაგრამ შენ .....აქ უკვე უფროსი გგონია თავი არადა მამა ჯერ კიდევ კარგ ფორმაშია და მუშაობს. -მამაშენი იყო აქ უფროსი ახლა მე ვარ და დროულად წადი ისე რომ სცენები არ გამიმართო. -გამოდის ამ კედლების გამო იქორწინე ჩემზე და ფულის გამო,ასევე ბიზნესის გამო. -მაირა წადი.... -ლევან. ცივად შემომხედა და იქვე მდგარ დაცვას შეხედა,მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა მათ. -გაიყვანეთ....დაცვის ორმა თანამშრომელმა რომლებიც ყოველთვის ღიმილით მხვდებოდა კართან არც კი შემომხედეს უფრო სწორად ვერ შემომხედეს ხელი ჩამავლეს და ოფისიდან გამიყვანეს,შევჩერდი და ჩემს უკან მდგარ ლევანს შევხედე. -შენ არ შეგიძლია ასე მომექცე. -რატომ? -რატომ, პირველი შენი ცოლი ვარ და მერე ორსულად ვარ. -ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი,შენ ჩემი ცოლი ხარ და ქმარი ისე მოგექცევა როგორადაც დაიმსახურებ აქ არასოდეს მომაკითხო, განქორწინებაზე ხელს მოაწერ და ჩვენ ცოლ-ქმარი აღარ ვართ.ვიდექი და ვუყურებდი იმ უგულო ადამიანს ვისთანაც ცხოვრებაზე დავთანხმდი და გულში ვიფიქრე.... -,,ნუთუ ეს ის ადამიანია ვისაც ჩემი ქმარი ქვია''?იმ დღეს ღირსება დავკარგე და მან იფიქრა რომ მე მამას შიშით განქორწინებაზე უარს ვიტყოდი,მაგრამ მე დავინახე რომ ჩემი იქ გაჩერება შეუძლებელი იყო და რაღაც უნდა გამეკეთებინა რომ მისგან თავი დამეღწია. უეცრად გვერდში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე რადგან ვფიქრობდი ტკივილი ასე გამივლიდა,მაგრამ ტკივილი უფრო და უფრო გაძლიერდა და ჩურჩულით ვთქვი რომ ცუდად ვიყავი გულის რევის შეგრძნებაც მქონდა და თვალებში დამიბნელდა,გონება დავკარგე და როდესც გონზე მოვედი ვერ ვგრძნობდი ხელებს ასევე ფეხებს და სხეულის ყველა კიდური დაჭიმული მქონდა.საავადმოფოს თეთრ ოთახში ვიწექი და სუნთქვა წყვეტილი ანუ არა თანაბარი იყო არც ვიცი და აზრზედაც არ ვარ იქ ვინ მიმიყვანა მხოლოდ ვგრძნობდი რომ ექიმები შეშფოთებულები იყვნენ,როცა გონზე სრულად მოვედი მითხრეს რომ სხეულზე სისხლჩაქცევები მქონდა მე ნაცემი ვიყავი ჩემი ტელეფონი მოვითხოვე და ჩემს ადვოკატს დავურეკე მან მოვიდა და ექიმს ცნობა სთხოვა რომ მე ნამდვილად ნაცემი ვიყავი საქმეს თან დაურთო რომ განქორწინება არ გართულებულიყო. იქედანაც მინდოდა გაქცევა,მაგრამ ჯერ მამა უნდა მენახა და მასთან უნდა გამერკვია რამდენიმე საკითხი ამიტომ ადვოკატიც შევაჩერე და მოთმინება ვიქონიე რამდენიმე დღეში ფეხზე დავდექი და როცა დავრწმუნდი კარგად ვიყავი მამასთან პირდაპირ ოფისში მივედი გაფითრებული და ძალიან გამხდარი რამდენიმე დღის უჭმელი,მამა გაოცებული მიყურებდა მე მის წინ ვიდექი და ცრემლები მდიოდა. -როგორ შეგეძლო ასე გაგეწირა შენი ერთადერთი შვილი,როგორ შეძელი რომ ბიზნესის გამო დათანხმდი ცხოველზე დავქორწინებულიყავი. -მაირა შვილო.....ვეღარ მოვითმინე და ვიყვირე. -როგორ შეძელი და მასზე დაქორწინდი მაირა....მაირას ცრემლით აევსო თვალები და მითხრა. -მე არავინ შემეკითხა,ოჯახის ერთადერთი შვილი ვარ ერთადერთი მემკვიდრე და ჩემი ცხოვრება ჩემს გარეშე დაგეგმეს,პრესტიჟული სკოლა,უნივერსიტეტი და სწავლის დასრულრების შემდეგ დირექტორის თანამდებობა და როგორც ხედავ მე ოჯახისთვის ვიყავი გრძელვადიანი ინვესტიცია და მე არ მქონდა არც სიყვარულის უფლება,არ მქონდა გრძნობების გამოხატვის უფლება მე ვიყავი უფლება ჩამორთმეული შვილი მათ სასარგებლოდ. ჩემს ყვირილს არავინ ყურადღება არ მიქცია,ღამეები ვტიროდი მაგრამ არავინ არ დამისვა თავზე ხელი. -არ მიყვარს,მასზე არ გავთხოვდები მამა. -ეს ჩვენი ოჯახის სიძლიერეა შვილო,ისინიც ძლიერი ოჯახია და ჩვენ ძალებს გავაერთიანებთ. ძალიან მშვიდად საუბრობდა მამა მე კი ყოველ მის სიტყვას ვეწინააღმდეგებოდი. -არ ვიცნობ არასოდეს არ მინახავს. -მაირა ჩვენ ქორწილიც დავნიშნეთ,ასე რომ ქორწილისთვის მოემზადე შენ საუცხოო პატარძალი იქნები.იმდენად არ მინდოდა ეს ქორწილი გადავწყვიტე ჩემი ოთახი სხვენში იყო იქ ავედი რამდენიმე წუთში უკვე სახლის სახურავზე ვიყავი ქანდაკებასავით და მოულოდნელად ძიძა ფეხებზე შემომეხვია და ტირილით მითხრა რომ ეს არ გამეკეთებინა იქვე ჩავჯექი და ძიძას კალთაში დაღლამდე ვიტირე შემდეგ კი შევეჩვიე, ვითმენდი ტკივილს მამას აღარ ველაპარაკებოდი და რასაც იტყოდა მორჩილად ვაკეთებდი რადგან უარი არ გამოვიდა ქორწილი შედგა,მამა სიხარულით დაფრინავდა და პარტნიორებს ეცნობოდა მე კი ვიხრჩობოდი,როდესაც ქორწილი დასრულდა არსად არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემზე სიყვარულში დამდნარმა ვითომ ქმარმა სასტუმროში წამიყვანა იმ ღამითვე იძალადა ჩემზე შემდეგ მცემა და საყვარელთან წავიდა.მამამ რამდენჯერმე მნახა მკლავებზე სილურჯეებით და თვალს მარიდებდა, თუმცა აღარ იყო ისეთი მხიარული როგორც ქორწილამდე მივხვდი რომ ძალიან ნანობდა და განიცდიდა,საავადმყოფოდან გამოსული პირდაპირ მასთან წავედი არ იცოდა სად ვიყავი მისთვის არავის უთქვია,ვიცოდი ისეთი რამ რაც მამამ არ იცოდა და ძალიან გაბრაზებული მამასთან მივედი -მამა უნდა ვილაპარაკოთ.... -გავდივარ საქმეები მაქვს არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი,რა მოხდა. -რა მოხდა,მოხდა ის რომ მე ყველაფერი ვიცი. -ყველაფერი იცი და რა არის ეს ყველაფერი,მეც მითხარი. -ნუ მიყურებ ისე თითქოს ვერ ხვდები... -ვერ ვხვდები მაირა რისი თქმა გინდა,მაგრამ ვხვდები რომ რაღაც ვერ გაიგე კარგად და სწორად. -მამა შენ ნარკოტიკით ვაჭრობ,როდიდან დაიწყე ეს საქმე შენს ფირმაში უმეტესობა ნარკოტიკის გადაზიდვაზე მუშაობს.გაფითრდდა და თვალებში მიყურებდა. -შეუძლებელია.... -სიმართლეა, აქ ამ ფირმაში და შენს შექმნილ კედლებში ნარკოტიკია მამა. -ვინ გგონივარ და როგორ მელაპარაკები ეს რა ტონია მაირა. მიყვირა,მაგრამ შევხედე რომ შეშინებული იყო და მეც გავაგრძელე. -როგორ შეგიძლია ნარკოტიკზე იმუშაო მამა,როგორ შეგიძლია სხვისი შვილები მოკლა ეს საერთოდ არ გტკივა?იცი საიდან მოვდივარ,იცი სად ვიყავი ეს დღეები... -სად იყავი,ლევანის ვხედავ და მშვიდად არის. -საავადმყოფოში ვიწექი ეს დღეები და არცერთი იქ არ მოსულხართ,მან მცემა მამა ამ ოფისში ხალხის წინაშე ნახე კამერები თუ არ წაუშლია.გაჩუმდა და შემდეგ ჩურჩულით მითხრა. -მაირა წადი,წადი აქედან გაეცალე შენს ქმარს. -მიხვდი რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვი? -მივხვდი და წადი,წადი გაიქეცი -სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ,წავალ ჩემს შვილთან ერთად და ვერავინ ვერ მიპოვის. -შვილი, ორსულად ხარ მაირა და ამ მდგომარეობაში ხელი დაგარტყა? -ასეა მამა,რომ გეუბნებოდი არ დამიჯერე ახლა კი ხედავ რაოდენ დიდ განსაცდელში ხარ, ამიტომ უნდოდა მას ეს ქორწინება რომ თავად ეკონტროლა ნარკოტიკებზე გატანა და იცოდა აქ მოხვედრით ადვილად გაიტანდა. -მაირა ახლა მე და შენ აქედან გავალთ და ამ კამათის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს, გპირდები მოვსპობ ამ სიბინძურეს ჩემს ფირმაში და ყველა პასუხს აგებს.შენ წადი აქედან, გაიქეცი მისგან და ბოდიში შვილო რომ არ დაგიჯერე,არ შევისმინე შენი ხმა და არ შევხედე შენს ცრემლებს. -მამა.... -სადაც არ უნდა წახვიდე,იცოდე მარტო არასდროს არ იქნები მე არადროს არ დაგტოვებ ჩემო ერთადერთო.დაინგრა ლევანის მშვიდი ცხოვრება,მას უნდოდა მე ჩუმად ვყოფილიყავი მისი გავლენის ქვეშ მომწყვდეული დაჩიავებული და დამონებული,მაგრამ მის შექმნილ ციხეში მე სიმამაცე მეყო და გადავდგი ნაბიჯი რომელსაც უკან აღარ გადავდგამდი,მოქმედება დაიწყო და პირველ ნაბიჯს მეორე მივაყოლე თავისუფლებისთვის.იმ დღის შემდეგ თითოეული ცარიელი პურის ნაჭერი ჩემთვის გემრიელი სადილია,რთული ცხოვრება დავტოვე და დავდექი დიდ პასუხისმგებლობის წინაშე ამიერიდან შემიძლია ჩემი ცხოვრება მქონდეს მშვიდი დღეები,ჩემი სიჩუმე დღეს ჩემი გადარჩენაა დანიელ. თვეებია უშიშრად ვსუნთქავ და გავიგე რომ სიჩუმე ყოველთვის არ დაგიცავს,ზოგჯერ ხმა უნდა ამოიღო რომ გაგახსენდეს სინამდვილეში ვინ ხარ.მამას უამრავი ფული აქვს,მაგრამ მე ეს ფული არ მინდა ამ ფულმა მე მომიტანა არა ბედნიერება არამედ ტკივილი.იმ ფულის გამო მე გავხდი არასასურველი მამაკაცის ტყვე და ახლა კი ვარ თავისუფალი ქალი,ქალი ვინც დაიბრუნა თავისუფალი ცხოვრება. -დაჩი ვუყურებდი ჩემს წინ ქალს ცრემლიანი თვალებით რომ მიყურებდა და ირგვლივ გაურკვეველი სიჩუმე იდგა,გამომეტყველება შემეცვალა და გული ყელში გამეჩხირა იმ წუთში ჩემი თავის დარწმუნება მინდოდა რომ ეს ერთი ქალის იდეა იყო და არა რეალური ცხოვრება იმ ქალის ვინც ქმარს უთხრა ორსულად იყო მან კი ცემა და მე გაუბედავად ვკითხე. -მაირა ლევანის გარდა სხვამაც გცემა? -იმ ორმა დაცვის ბიჭებმა მცემეს ეს კი ლევანიმ უბრძანა მათ. -ცუდად გავხდი,იმდენად დავსუსტდი მოსმენილისგან ცახცახი დავიწყე და ვთქვი. -დამშვიდდი,დამშვიდდი დანიელ..შემდეგ მაირას შევხედე და გაუთვითცნობიერებლად ვუთხარი. -მე დაგიცავ,მაირა დღეიდან მე დაგიცავ. -როგორ დამიცავ დანიელ ჩვენ წესიერად ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. -შენ უკვე განქორწინებული ხარ,ამიტომ ჩვენ დავქორწინდებით ბავშვს ჩემს გვარს მივცემ და ის ვერ შეგეხებათ,მომენდე თუ გინდა მშვიდი ცხოვრება გქონდეს. -მაგრამ ეს როგორ,არა ეს არ.... -მაირა მომენდე. -დანიელ ეს მართლა შეგიძლია გააკეთო? -შემიძლია გავაკეთო ამ პატარას გამო რომ ის მშვიდ გარემოში გაიზარდოს. -არ ვიცი ახლა ვერ გიპასუხებ. -მეც უნდა წავიდე შენ კი იფიქრე მე დილით მოვალ და სერიოზულად დავილაპარაკოთ. -მადლობა დანიელ. -მაირა ზოგჯერ ყველაზე დიდი სიმამაცე დაპირისპირება არ არის ეს არის წასვლა და სიმართლისთვის დროის მიცემა, რომ თავად მიაღწიოს თავის დასახულ მიზანს ადამიანმა.შენ ეს გააკეთე და წინ რთული გზა გვაქვს ამ გზას კი ორივე გავივლით,შენ თავს აწევ და გაიღიმებ შენი ბედნიერი ღიმილით მიახვედრებ მას ის არ არის ერთადერთი და მის გარშემო სამყარო არ ბრუნავს. -იცი როგორ ცუდად ვიყავი როცა მივხვდი რამდენად ახლოს ვიყავი იმ ფაქტთან რომ გავაცნობიერე შესაძლებელი იყო ჩემი შვილი დამეკარგა,მაგრამ ის ჯიუტად იბრძვის სიცოცხლისთვის და ყველაზე მეტად მიყვარს. -დანიელ არავინ არ მოაკითხა მაირას. -მოაკითხა,რამდენიმე დღის შემდეგ მამა მოვიდა და გაოცებული იყო რაც ადვოკატმა უთხრა, გამოდის რაც მაირამ უთხრა არ დაუჯერა ან არ იყო დარწმუნებული მაირას სიმართლეში. -როგორ მოაგვარე ასე ჩუმად ყველაფერი შვილო....მაირას წინ დავდექი და თვალებში ჩავხედე ვაჩეს. -ბ-ნო ვაჩე თქვენი შვილი წამოვიდა იმ ცხოველისგან და აღარ ცხოვრობს შიშში, ტერორში და ცემაში. ვაჩე იდგა მაირას უყურებდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. -ყველაფერი მაირას მივეცი ქორწილის დღეს,ახლა კი აღარაფერი მაქვს ის დაეპატრონა. -ეს შეუძლებელია,თქვენ თქვენს წილს დაიბრუნებთ ისევ უკან და ძალიან ჩქარა იმოქმედეთ ჯერ უნდა დარწმუნებულიყავით თქვენი შვილი იყო ბედნიერი თუ არა,ისინი თვეებია ერთად ცხოვრობენ და მე შევამჩნიე მაირას სილურჯეები და ნაცემი მკლავები თქვენ კი რა გააკეთეთ ეს რომ ნახეთ, არაფერი მხოლოდ ბიზნესია თქვენთვის მთავარი და მხოლოდ ბიზნესზე ზრუნავთ და არა შვილზე. -შვილო.... -მამა არ მითხრა რომ ლევანს დავუბრუნდე და მასთან ვიყო,ეს არ მოხდება. -არა, მე თავად გიბიძგე მისგან გაქცეულიყავი.... -მაირა ჩემი ცოლია და ბავშვიც ჩემი არის,რადგან მან ცოლზე და ბავშვზეც უარი თქვა მე ვიზრუნებ ორივეზე ეს საკითხი კი აქვე დაიხურება და განხილვას არ ექვემდებარება. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ და ნუ იფიქრებთ იმას რომ მეც ბიზნესი მინდა და თქვენი სიმდიდრე, არა ბ-ნო ვაჩე მე თქვენი შვილის და შვილიშვილის ბედნიერება მინდა და სხვა არაფერი მე ჩემი კარიერა მეყოფა ჩემი ცხოვრების მოსაწყობად.წავიდა,მაირამ კი ღრმად ამოისუნთქა და შემომხედა. -რა მოხდა,რატომ მიყურებ. -შენ მართლა დარწმუნებული ხარ იმაში რაც თქვი? -მაირა გთხოვ ყურადღებით მომისმინე,ჩვენს შორის არ არის სიყვარული და არც ვგიჟდებით ერთმანეთზე მინდა დაგიცვა და თუ ჩვენს შორის გრძნობა გაჩნდება ეს ორ მხრივი უნდა იყოს თუ ვინმეს გავიცნობ და შემიყვარდება პირველი შენ გაიგებ ასევე შენც პირველი მე მეტყვი თუ შენში რამე შეიცვლება,ვფიქრობ შევთანხმდით და ცხოვრებას ერთად დავიწყებთ და ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე იქნება.როცა დრო მქონდა ექიმთანაც მივყვებოდი და ერთად ვუსმენდით თებეს გულის ცემას,თებეს დაბადება იყო რაღაც სასწაული შეგრძნება ის ჩემს გულზე მოიკუნტებოდა და იძინებდა,ასე იყო 4 წლამდე მანამდე კი მე მელოდა ჩემს მოსვლას ელოდა და რომ დამინახავდა არ იცოდა ლაპარაკი სხვა შემთხვევაში პირველი მეტყოდა ,,დაგაგვიანდა ან მე გელოდები''. -შეგიყვარდა? -არ დაიჯერებ,მაგრამ ვერ შევიყვარე მიუხედავად იმისა იცნობდი და იცი მაირა საოცრად ლამაზი და კეთილი გულის ადამიანი იყო. -რატომ დანიელ ვინმე არის შენს გულში? -არის,არის დაჩი მაგრამ არ ვიცი სად არის ან ვინ არის. -ვერ გავიგე. -იყო ერთი ქალი უფრო სწორად ბავშვი გოგო ჩემს ცხოვრებაში და ეს წლების წინ იყო, მაგრამ ისე დავშორდი მას არც სახელი ვიცი და არც მან იცის,მხოლოდ ეს სამკაული მაქვს მისგან და ვფიქრობ ოდესმე ვიპოვი. -ღმერთო ჩემო, არარეალობას რომ ამბობ ხვდები? -არ ვიცი ეს მოხდება თუ არა,მაგრამ სხვა ქალისკენ გული არ მიმიწევს დაჩი. -სად უნდა ეძებო დანიელ ქალი ის 17 წლის ბავშვი იყო მას შემდეგ ხომ წლები გავიდა, დარწმუნებული ხარ რომ მას ახსოვხარ ისე როგორც შენ გახსოვს? -მას შემდეგ 7 წელი გავიდა,დავბრუნდები და თუ ბედია ვიპოვი. -ახლა რა იქნება. -ახლა ყველაფერს კანონი და სამართალი გადაწყვიტავს,ვაჩეს დაველაპარაკები და ცხედრებს აქ არ დაასაფლავებს გადავასვენებთ და ძალიან მიჭირს,მაგრამ მოვიდა დრო ჩემი უკან დაბრუნების მეგობარო აქ კი შენ დარჩები,შეძლებ? -დარწმუნებული ვარ დრო და დრო დაბრუნდები. -გულისხმობ როცა ეს ძალიან საჭირო იქნება... -თავიდანვე მიხვედრილი იყავი...დაჩის გაეცინა და მეგობარს გადაეხვია თითქოს ცრემლიც კი მოერია და ჩურჩულით თქვა. -ვაღიარებ გამიჭირდება უშენოდ,მაგრამ შევეცდები და ხშირად შეგეხმიანები. -მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს დაჩი. -მითხარი რა უნდა მთხოვო.... -გთხოვ პროფესორი ხშირად ინახულო შენ მან ბევრი რამ გასწავლა,მეც ძალიან მინდოდა მისი გაცნობა,მაგრამ როგორც ხედავ ვერ შევძელი მისი ახლოს ნახვა. -აუცილებლად ვინახულებ და მისი საუკეთესო მოსწავლე არის ვაკო... -ვიცი ვაკო მისი მოსწავლეა და კარგი ექიმიც დადგა ვაკო პროფესორის დახმარებით.დაჩი კაბინეტიდან გავიდა, რამდენიმე წუთში დანიელმაც დატოვა კაბინეტი და ის ვაჩესთან მივიდა,ვაჩემ დანიელს შეხედა და თქვა. -მაირას სიცოცხლე დაზღვეული იყო და ასევე თებესი და შენ როგორც მაირას კანონიერი ქმარი დაზღვევას შენ მიიღებ დანიელ. -მე არაფერს არ ვითხოვ და კარგად იცით რატომ დავქორწინდი მაირაზე, ბ-ნო ვაჩე მე და მაირა მხოლოდ ფურცელზე ვიყავით ცოლ-ქმარი ამიტომ არაფერს არ ვითხოვ მე ისინი დავიცავი,მაგრამ როგორც ხედავთ ბოლომდე ვერ დავიცავი მათ ორივეს თქვენმა ყოფილმა სიძემ მოუსპო სიცოცხლე და მე ამას დავამტკიცებ.დანიელი შებრუნდა და იმ ოთახისკენ წავიდა სადაც მაირა და თებე იწვა უძრავად,მაგრამ დაჩიმ მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -არ შეხვიდე,დაინგრევი მეგობარო. დანიელი კართან შედგა არ მიუხედა დაჩის უკან და წინ გადადგა ნაბიჯი ის მაინც შევიდა მათთან ჯერ მაირასთან მივიდა და ახლა უფრო ემჩნეოდა მაირას გაფითრებულ სახეზე სისხლჩქაცევები გული ეტკინა,მოულოდნელად ერთიანად გადახადა თეთრი ზეწარი მაირას სხეულს და მან სახესთან ერთად სხეულზედაც დაინახა დაიზიანებები და გააფრთებულმა დაიყმუილა. -დანიელ,გთხოვ დანიელ აქედან გავიდეთ გითხარი ვერ შეძლებთქო. -ნაცემია,დაჩი მაირა ნაცემია... -როგორ მიხვდი.... -შეხედე მის თითებს ფრჩხილებში მას მკვლელის სისხლი აქვს ექსპერტმა არაფერი გააყალბოს თორემ გეფიცები სათითაოდ ავქნი ყველას და წეს ავუგებ იცი რომ ყველაფერს დავთმობ და თავს შევაკლავ სიმართლეს,დაუნდობელი ვარ და არ ვაპატიებ ვინც ამ საქმეში ცუდად გაერევა.ფერდაკარგული და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან წინ ვაჩეს შეხვდა ვაჩემ მიხვდა რომ დანიელი არავის დაინდობდა და სიმართლეს დაადგენდა,დანიელმა კი ვაჩეს თვალებში ჩახედა და უთხრა. -თუ ეს დამტკიცდა რაც ახლა აღმოვაჩინე,გეფიცები.... -დამშვიდდი,ხომ მხედავ მე როგორ მშვიდად ვარ ამით ის არ იფიქრო რომ ჩემი შვილი და შვილიშვილი არ მიყვარდა და მათი მდგომარეობა გულთან არ მივიტანე,ვიცი რაც გაიფიქრე და დღეიდან მე მივხედავ ყველაფერს შენ შვილო შენი გასაკეთებელი უკვე გააკეთე,გთხოვ დრო მომეცი.უყურებდა ორი მამაკაცი ერთმანეთს და მათი მკერდი ერთად ერთ უხილავ რიტმში მოძრაობდა რადგან მათ ერთნაირად ტკიოდა დღევანდელი დღე ერთს მისი ნაწილი წაართვეს წაგლიჯეს და მეორეს კი საუკეთესო მეგობარი როგორც ყველამ იცოდა რომ იყო ცოლი.თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს მათ გარშემო კი სიჩუმე იყო ისინი კი დაძაბულები იდგნენ და მათი ტკივილით კი თვით სამყაროც კი გაჩერდა.რამდენიმე საათის ლოდინი დანიელს უკვე ნერვებზე მოქმედებდა,მაგრამ დაინახა დაჩი მისკენ მოდიოდა სახე წაშლილი პოლიციელთან ერთად და ორივე ჩუმად იდგა დანიელის წინ. -ვერავინ ცნობს შენს სახეს დაჩი როცა ნერვიულობ და გიჭირს რამის თქმა,მაგრამ მივხვდი ისეა როგორც ვივარაუდეთ.... -სწორად მიხვდი შენი თვალი ექსპერტზე უკეთესად ხედავს ყველაფერს,სხვას პოლიცია გეტყვის... -მაირა ნაცემია დანიელ ის გაქცევას ცდილობდა მისგან და შვილიც თან ყავდა,მაგრამ თებე ვერ გადამალა ვერ მოასწრო შვილიც ემსხვერპლა მკვლელის ქმედებას და დედა-შვილი ერთად დაიღუპა. -შორს წასვლა არ დამჭირვებია ვიცოდი რომ ის მოაგნებდა და სულ ვფრთხილობდი,დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი და როცა მის ხმას გავიგონებდი ვმშვიდდებოდი. -არის კიდევ რაღაც.... -თქვი ბოლომდე სათქმელი.... -გაუპატიურება....სრული სიჩუმე და შოკი,თვალებგაფართოებული უყურებდა ვაჩეს და მათ გარშემო დაძაბულობა უტოლდებოდა სუნთქვის შეწყვეტას,ვაჩე უკვე აღარ ფიქრობდა არც მაირაზე და არც თებეზე ის დანიელზე ფიქრობდა,მაგრამ იმედიც ჰქონდა რომ დანიელს ვისაც იცნობდა გაწონასწორებულ და ჩამოყალიბებულ პიროვნებას გზიდან არ გადაუხვევდა ძაფის ბოლო ეჭირა ხელში და ისეთი ფაქიზი გახდა გრძნობა დანიელის მიმართ რომ რასაც ფიქრობდა ეშინოდა ხმამაღლა ეთქვა,უყურებდა სახე შეშლილ დანიელს და წამი საუკუნედ გაგრძელდა თუმცა ის ხმა რაც დანიელმა ამოუშვა ყელიდან ყველა გააშეშა ადგილზე. -არა,არა,არააააააა..... -დანიელ....დანიელმა შეხედა დაჩის ჩასისხლიანებული თვალებით საიდანც რისხვას აფრქვევდა და მეგობარი ხელით შეაჩერა. -კარგად ვარ,მაგრამ გთხოვ ნუ შემაჩერებ რადგან ეს დასასრული არ არის დღეიდან დაუნდობელი სული ვარ ჩემი მტრებისთვის არ დამინდეს და არც მე დავინდობ არავის, გესმის არააავის. ყველა ვინც კი იცნობდა დანიელს მასთან ახლოს ვერ მიდიოდა,რადგან ასეთი განრისხებული ის არავის არ ენახა ამ წლების მანძილზე. -რა საშინელებაა,ვის შეეძლო ასე სასტიკად მოქცეოდა მან ხომ ძალიან ბევრ პაციენტს ზოგჯერ უსასყიდლოდ დაეხმარა რომ არ ქონდა გადაეხადა კლინიკის თანხა ერთხელ მე თავად ვარ მოწმე თავად გადაიხადა ბავშვი იყო ხელი ჰქონდა მოტეხილი და უთხრა რომ კლინიკიდან არის საჩუქარიო ამ მოქცევით მან გაახარა დარდიანი მამა,გოგოებო დღეს კი ვუყურებ და ვერ ვიჯერებ რომ ეს ის ჩვენი ექიმი დანიელია ვისაც ჩვენ ვიცნობთ წლებია. თქვა ერთმა ექთანმა და ცრემლი მოიწმინდა.... -ვიცნობდი მაირას ძალიან კარგი წყვილი იყო,დანიელს ეს ტკივილი არ უნდა გამოეცადა... -დანიელ შვილო ყველაფერს მოვაგვარებ და უნდა გადავასვენოთ....თქვა ვაჩემ და დანიელს შეხედა... -მეც მოვდივარ,მაგრამ აქ გამოძიება როგორ იქნება ვინ იქნება პასუხისმგებელი რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს,ვაჩე არ იფიქრო რომ ამ საქმეს შევეშვები სიცოცხლეც რომ დავთმო იმ ნაბიჭვას შევეწირები და ორივეს სიკვდილისთვის გადაიხდის თან ძალიან მწარედ. -გთხოვ რომ რამე სისულელე არ ჩაიდინო,აქ ჩემი ხალხი მყავს და ისინი მიხედავს საქმეს მეც დავბრუნდები... დანიელს ჩაეცინა და ვაჩეს შეხედა. -არავის, გესმის არავის ვენდობი დღეის შემდეგ... -არც მე მენდობი შვილო? -არა,არ გენდობი,რადგან ბიზნესის გამო ერთხელ გაწირეთ შვილი და გამორიცხული არ არის ახლაც დახუჭო თვალი დაბრმავდე და დაყრუვდე კიდეც,ბოდიში პირდაპირობისთვის, მაგრამ საქმეს მე პირადად გავაკონტროლებ. -დანიელ,ექიმო დანიელ უნდა მიშველო.გაოცებული და თან ჩაწითლებული თვალებით უყურებდა დანიელი მის წინ თითქმის ატირებულ ნევრო-ქირურგს,მან კი შიშისგან უკან დაიხია არ იცოდა რაც მოხდა,მაგრამ დანიელმა ჩახლეჩიული ხმით უთხრა. -გავდიოდი,რა მოხდა. -ჩემი შვილი,ჩემი დემეტრე დაეცა.... -წავედით შევხედავ იქნებ არ არის სერიოზული და შენ კი პანიკაში ხარ,დამშვიდდი.უთხრა კოლეგას,მაგრამ ვაჩეს მიუბრუნდა და უთხრა. -აზრს არ შევიცვლი და ნუ შეეცდები.... შებრუნდა და იმდღევანდელი ტკივილის შემდეგ მაინც წავიდა პაციენტის სანახავად,შეხედა ბავშვს და ის არ რეაგირებდა. -რამდენი საათია რაც ასე არის... -სკოლიდან რომ მოიყვანეს დამელაპარაკა მერე გული წაუვიდა და ასე არის... -რა მოხდა გითხრა რამე? -წავიქეცი და თავი დავარტყიო... -ვალერა ბავშვი სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი და უფრო სწორად გადმოგდებული და ის ბულინგის მსხვერპლი არის, ეს იცოდი? -არა, არ ვიცოდი და ახლა რა იქნება. -ახლა რა იქნება ჯერ ვერ გეტყვი მე რამდენიმე დღე კიდევ აქ ვარ და რასაც გავაკეთებ თავად შეხედავ,მაგრამ მე ვერანაირი ექსპერტი ვერ ამიხვევს თვალს,მას თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული და შემდეგ არის გადმოგდებული სიმაღლიდან სულ მცირე მესამე სართულიდან. -ღმერთო რა გავაკეთო,გადამირჩინეთ შვილი.თქვა იულიამ და ვალერას გაბრაზებულმა შეხედა,ვალერამ კი გაბრაზებულმა დაუყვირა ცოლს. -იცოდი რომ ბულინგის მსხვერპლი იყო? -არ ვიცოდი,არასოდეს არ უთქვია დემეტრეს. -დამშვიდდით პანიკა არაფერს მოგვცემს,ბავშვს გადავარჩენთ ერთად შევებრძოლებით ყველა სირთულეს.თქვა დანიელმა და ვალერას შეხედა. -პირველი თვალებით რეაგირებს და ესმის,მაგრამ მას ტვინზე აქვს მიზეზი ოპერაცია აუცილებლად დაჭირდება და არ ვამბობ ვარაუდად. -დანიელ გთხოვ არ მიმატოვო.დანიელი დემეტრეს უყურებდა და ისე თქვა. -რეაგირებს ეს ცოტაა,მაგრამ წინსვლა გვაქვს და ამიტომ ახლავეს ყველა ანალიზი გააკეთე რომ დრო არ დავკარგოთ.დანიელი გავიდა და დაჩიმ ვალერას და ლუბას შეხედა. -იცით რა რთული დღე აქვს დღეს დანიელს. -რა მოხდა,მისმა გამოხედვამ შემაშინა დაჩი. -ჯერ კიდევ საოპერაციოში დევს მისი ცოლის და შვილის ცხედრები არ წაუყვანიათ, პოლიციას ელოდება მაირას მამა დანიელი აქ არის და შენს შვილზე ზრუნავს. -მაირა და მისი პატარა გოგო რას ამბობ დაჩი..... გაოგნებული იყო ვალერაც და ლუბაც რამდენიმე წუთში კი როცა ყველა ანალიზი ხელთ ჰქონდა ვალერას დანიელის წინ მუხლებზე დადგა,დანილმა ხელი შეაშველა და უთხრა. -რას აკეთებ,გთხოვ ფეხზე ადექი... -არ ვიცოდი, გეფიცები არ ვიცოდი დღეს თუ ამხელა ტკივილით სავსე იყავი და მე მაინც გამომყევი. -ვალერა მომისმინე,პირველი მე ექიმი ვარ და ვალდებული ვარ ტკივილი გვერძე გადავდო და ყველა პაციენტს შევხედო,შემდეგ კი ჩვენ კოლეგები ვართ,მესამე კი მე მჯერა გამარჯვების და ყოველი ნაბიჯი ახალი ნორმალური ცხოვრებისკენ გადავდგათ ბოლომდე დავრჩეთ ადამიანებად,ჩვენი ფარი სიყვარული და მოთმინება უნდა იყოს.რაც შეეხება დემეტრეს ოპერაციის შემდეგ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ სკოლაში და უნდა ნახოთ ის ბავშვები ვინც ის ამ დღეში ჩააგდო და რატომ უყურებთ ოპერაციას გამოიძახეთ პოლიცია და აცნობეთ რომ ვიღაცის გაზულუქებული მამიკოს შვილებმა თქვენი შვილის მოკვლა სცადა ეს რთულია თუ ვინმესი გეშინია ვალერა. -არა,არავის მეშინია ან ვისი უნდა მეშინოდეს უკვე დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და მივხედავ თავად. -კარგი სიტყვაზე გენდობი რადგან დღეს შენს შვილს გადავარჩენთ,მაგრამ ხვალ რომ იგივე მოხდეს და განმეორდეს სადაც არ უნდა წაიყვანო ვეღარ უშველი რადგან მას თავში რტყმევისგან სიმსიმური წამონაზარდები აქვს და არ არის გამორიცხული რომ ისეთი აღარ იყოს შენი შვილი როგორიც აქამდე გყავდა ამას კი შენი სიჩუმით შეუწყობ ხელს შენი შვილის დაინვალიდებას. იულიამ ტირილით შეხედა ვალერას და შემდეგ ვეღარ დაიტია ამდენი დარდი და განწირული ხმით იკივლა. -რამე გააკეთე,ყოველთვის სხვისთვის თავდადებული ერთხელ მაინც გააკეთე შენი შვილისთვის რამე და მოიქეცი როგორც მამა მოიქცევა ამ დროს. -დამშვიდდი იულია ყველაფერი გაირკვევა.უთხრა მშვიდად დანიელმა და ოთახი დატოვა, მიხვდა რომ ვალერა რაღაცას მალავდა ან ვიღაცას გადაეფარა და არ უნდოდა მისი გამოჩენა, კაბინეტში შესულმა დაჩის შეხედა და უთხრა. -მოამზადეთ საოპერაციო რთული ოპერაციაა არ ვიცი რამდენი საათი გაგრძელდება,მაგრამ საჭიროა პოლიცის აქ ყოფნა რომ ჩვენ შევიტანოთ საჩივარი რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია რადგან მამა არ რეაგირებს ამაზე და დაჩი მიხედე ამ საქმეს,წარადგინე ყველა ანალიზი გამოძიებასთან. -გასაგებია, ვიძახებ პოლიციას და ოპერაცია რამდენ დროში დაიწყება. -დრო არ გვაქვს ვალერას შვილი არის ეს ვისაც უკეთდება ურთულესი ოპერაცია და უნდა გადავარჩინოთ თუმცა არ ვიცი როგორი შედეგით დასრულდება ეს დღე.დაჩიმ ყველა ექიმი თუ ექთანი გააფრთხილა და ყველა მზად იყო დანიელთან თანამშრომლობისთვის,რამდენიმე წუთში დემეტრე გაიყვანეს დანიელს კი იმ წუთში დაავიწყდა მაირაც და თებეც ის კონცენტრირებული იყო დემეტრეზე და ყველას უკვირდა მისი სიმტკიცე,შემართება და სიძლიერე.8საათიანი ოპერაციის შემდეგ დანიელმა ხელები აწია მაღლა და ექთნებს შეხედა. -დასრულდა,მეგობრებო სიმსივნე ამოკვეთილია და დაველოდოთ გაღვიძებას.დავაკვირდეთ მისი ტვინის მუშაობას როგორ დაიწყებს მეტყველებას და გამოხედვას.ყველაფრისგან დღლილი და დაცლილი იყო,მაგრამ პაციენტი არ დატოვა მასთან იყო მის გვერდით და აკვირდებოდა მის სუნთქვას როცა საოპერაციო დატოვა იულიამ შეხედა და უთხრა. -შეიძლება ვნახო? დანიელმა ექთანს შეხედა და დაღლილი ხმით უთხრა. -სპეციალური ფორმა მიეცით და აჩვენეთ შვილი,მან ერთ საათში უნდა გაიღვიძოს და შეხედოს დედას დედა მიხვდება შვილის გამოხედვა შეიცვალა თუ ისევ ის აზროვნება და გამოხედვა აქვს როგორიც ჰქონდა. -გასაგებია ექიმო ახლავეს მოვამზადებთ. იულია გამოაწყვეს და დემეტრეს საწოლთან იდგა მისი ხელი ხელში ეჭირა და ლოცულობდა ორი საათის ლოდინის შემდეგ იულიამ იგრძნო რომ დემეტრე შეირხა უმნიშვნელოდ,მაგრამ სუსტად მოუჭირა ხელზე ხელი შემდეგ ნელა ნელა თვალებიც გაახილა და დედას შეხედა. -დედა....თქვა დემეტრემ და იულიას ცრემლი მოერია. -აქ ვარ შვილო შენთან.შოკისმომგვრელად სასიხარულო იყო ეს მომენტი დემეტრე მოძრაობდა ნელა,მაგრამ დახმარების გარეშე და დანიელი ბედნიერი იყო ურთულესი ოპერაცია ისე დასრულდა როგორადაც ჩაიფიქრა და დემეტრეს თითოეული გაღიმება ძალას აძლევდა, რამდენიმე დღეში კი სიმართლე დემეტრემ თავად თქვა და აღიარა კიდეც ვინ მოექცა ასე სასტიკად.იულიამ არ იცოდა სიმართლე,მაგრამ დანიელმა გაარკვია რომ ბავშვი ვინც დემეტრეს აბულინგებდა ვალერას საყვარლის შვილი იყო,ამიტომ დანიელმა ვალერა არ დაზოგა და სამედიცინო ყველა ხარჯი ბოლო ცენტამდე გადაახდევინა ოჯახს და მშობლებმა მიიღო სასტიკი გაფრთხილება კიდევ შეეხება დემეტრეს და სასჯელი ციხე იქნება მათი შვილისთვის ის თავად მივიდა დემეტრესთან და მომხდარზე ბოდიში მოიხადა,დანიელი კი საბოლოოდ დამშვიდდა და როცა უკვე მზად იყო წასასვლელად ტელეფონზე ლაზარეს დაურეკა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა. -მოვდივარ.ლაზარე გაოცებული დარჩა და შეშინებულმა კითხა. -დანიელ კარგად ხარ? სიჩუმე,მიხვდა ლაზარე დანიელს უჭირდა რადგან ის არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი სიტყვით,ახლა კი ის არაფერს ამბობდა ტელეფონი გათიშა და დაჩის შეხედა შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა. -დემეტრეს მიხედე მას საშიშროება არ ელოდება,მაგრამ საცავში წამლების გაქრობა ვალერას საქმეა და მოკითხე,სანამ შენ ზუსტ ინფორმაციას მიიღებდი მე უკვე ვიცოდი სიმართლე. -დანიელ.... -ნახვამდის მეგობარო.... რამდენიმე წუთი დაჩი და დანიელი ერთმანეთზე ჩახვეულები იყვნენ,დაჩიმ ვერ შეძლო ცრემლის დამალვა და დანიელი ყველა მედ-პერსონალმა სიყვარულით გააცილა დაჩის კი არ მისცა უფლება გაყოლოდა,კლინიკა დატოვა და ბინაში წავიდა ბინის კარი გააღო თუ არა პირველად თვალში მოხვდა ჩაბნელებული ბინა და ფარდები გადაწია,შემდეგ თებეს საძინებელში შევიდა მაგიდაზე გადაშლილი წიგნი იყო და ცრემლი მოერია წიგნის ფურცლებზე პატარა ხელით დაწერილი წერილი დახვდა სადაც ეწერა. ,,მამიკო მიყვარხარ,ველოდები დაღამებას რომ შენს გულზე დავდო თავი და დავიძინო შენთან ერთად''. შემდეგ იქვე მაირას მინაწერი იყო. ,,მთხოვა მომეხმარეო და რაც უნდოდა ის დავწერეთ ერთად,მაგრამ მეც მიყვარხარ დანიელ და ეს მუდამ გახსოვდეს''.ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა ცაზე კი ნაცრისფერი ღრუბლები გამუქდა და წვიმა წამოვიდა. -ღმერთო როგორ დავიღალე. თქვა დანიელმა და ფანჯარასთან მივიდა ხედავდა როგორ უმატებდა ნელა ნელა წვიმას და ქარის გამაყრუებელი ხმა თითქოს მას უყვირის და რაღაცას მიანიშნებს,მაგრამ ვერ ხვდება ქარის სიბრაზეს.ფიქრებში წასულს ვაჩეს ზარმა გამოაფხიზლა და მეორე დღისთვის მიდიოდნენ ცხედრებთან ერთად,მისამართი უთხრა სად უნდა მისულიყო და გათიშა,ბინაში ყველაფერი გადაამოწმა ბარგი ჩალაგა მანქანის გასაღებიც მაგიდაზე დადო სახლის გასაღებთან ერთად და რამდენიმე საათით ადრე წავიდა დათქმულ ადგილზე,შუაღამე იყო თბილიში რომ დაფრინდნენ აეროპორტში მეგობრები დახვდნენ,მაგრამ მათი სიხარული გაქრა როცა დანიელს შეხედეს,დანიელმა მონატრებული მეგობრები უხმოდ ჩაიკრა გულში და ყელში მოწოლილი ცრემლისგან ვეღარაფერს ამბობდა. -დანიელ რა მოხდა მეგობარო. -სახლში მივიდეთ,გთხოვთ ძალიან დაღლილი ვარ. დანიელის ამ მდგომარეობაში ნახვამ ყველა დაამუნჯა,მშობლებთან არ წასულა ბინაში მივიდა როცა ცოტა დამშვიდდა ბიჭებს ყველაფერი მოუყვა,გეგიმ შეხედა დანიელს და უთხრა. -ცოლიც გყავდა შვილიც 6 წლის და ჩვენ არაფერი არ ვიცოდით? -გეგი ეს ფიქტიური ქორწინება იყო ასე დავიცავი მისი ყოფილისგან,მაგრამ როგორც ხედავთ ბოლომდე მაინც ვერ დავიცავი,ახლა კი მათი მკვლელი უნდა ვიპოვო რადაც არ უნდა დამიჯდეს. -რამე მიახლოებით იცი რომ ჩავეჭიდოთ ნაქსოვის დაშლას? -არის რაღაცეები,მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. -კარგი ძმაო ჩვენ ყველა აქ ვართ. დანიელმა ლაზარეს შეხედა რომელიც დაფიქრებული იჯდა და თითქოს გონებით სხვაგან იყო და ფრთხილად უთხრა... -შენ იმ საქმის რამე გაარკვიე? ლაზარემ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -6 წელი გავიდა დანიელ და კიდევ გახსოვს... -არც არასდროს დამვიწყებია,იცი რამე? -არა,არაფერი თითქოს უცხო პლანეტელი იყო და იმ ერთხელ ჩამოვიდა სხვა გალაქტიკიდან და გაქრა.ხშირად დავდივარ იმ კლუბში,მაგრამ ის იქ აღარ მინახია.... -არც მისი მეგობარი გოგო? -არა არც ის და ვფიქრობ არ იყვნენ აქაურები ალბად რაიონიდან იყვნენ ვინმესთან და ის ერთი ღამე იყო მათთვის,სხვა რა უნდა ვიფიქრო არ ვიცი. -კარგი ხვალ მაირას სახლში უნდა მივიდე ზეგ დასაფლავებაა და შემდეგ მივხედავ მაგ თემასაც,თან აქ უკვე სამსახურის საქმეც უნდა მოვაგვარო,რადგან გადაწყვეტილება მივიღე აქ დავრჩე. -ეს კარგი და სწორი გადაწყვეტილება მიიღე,მაგრამ დაისვენე და ხვალ მოვალთ ერთად წავიდეთ დანიელ შენ უკვე მარტო აღარ ხარ ჩვენ ვართ შენს გვერდით შენი ძმები.ბიჭები წავიდნენ,მაგრამ ვახო დარჩა დანიელს შეხედა და უთხრა. -შენები,არ ეუბნები შენებს? -არა, არ იციან მაირას და თებეს შესახებ,ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე გვაკავშირებდა ვახო. -კარგი გასაგებია,მეც წავალ დანიელ დაისვენე და ხვალ შევხვდებით.ბარგი თავის საძინებელში შეიტანა საწოლს შეხედა და ჩაიღიმა შემდეგ კი თქვა. -იმდენად ღრმად შემოდი ჩემში გიპოვი,მჯერა რომ გიპოვი და ჩვენი გზები გადაიკვეთება ამჯერად სამუდამოდ. ბარგი ამოალაგა თავის ადგილზე დააწყო ტანისამოსი და წყალი გადაივლო,შემდეგ საწოლის იმ მხარეს დაწვა სადაც გოგონა იწვა იმ ღამით და დილის 11 საათამდე ეძინა კარზე ზარის ხმამ გააღვიძა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა სად იყო,შემდეგ ფეხზე წამოდგა შარვალი ამოიმცვა და კარის გასაღებად წავიდა,კარი გააღო და კარში ვახო იდგა ყავით ხელში თვალები გაუფართოვდა და არც შეეკითხა მისი თუ იყო ხელიდან აართვა და მოსვა,ვახომ კი ღიმილით უთხრა. -ნელა ნუ დაიხრჩობი შენთვის მოვიტანე.დანიელს გაეცინა და ვახოს უთხრა. -სხვები სად არიან.... -ქვემოთ გველოდებიან,ტელეფონზე ვერ დაგირეკეთ და მე ამოვედი ყავა ვიცოდი რომ გამოგაფხიზლებდა და მიდი მოემზადე წავიდეთ.დანიელმა კიდევ ერთხელ მოსვა ყავა და საძინებელში შევიდა თავი მოიწესრიგა და რამდენიმე წუთში მეგობრებთან იყო ყველა ერთად კი ვაჩესთან წავიდნენ...ვაჩეს კარისკენ ჰქონდა თვალები დანიელის ლოდინში და ისიც ერთ საათში ვაჩესთან იყო, ხალხით სავსე ეზოში შევიდა და ყველამ გზა დაუთმო ქალებში კი ჩურჩული ატყდა. -,,მაირას ქმარი მოვიდა'' -,,ექიმი ყოფილა'' -,,როგორ ადრე დააშორა მკვლელმა ერთმანეთს''. -,,არ გაიხაროს თქვენმა მკვლელმა მაირა შვილოოო''.დანიელმა ჩუმი მისალმებით მიესალმა ყველას და გვერდის ავლით შევიდა ვაჩესთან,ვაჩე მოეშვა და დანიელს ხელებგაშლილი შეხვდა. -მოდი შვილო დანიელ.... უთხრა სიძეს და დანიელს მოეხვია,დანიელმა შიგნითაც მიესალმა ჭირისუფლებს და ვაჩეს მიუბრუნდა. -ხვალისთვის გადაწყვიტე? -ხვალ,ხვალ დავასაფლავებთ ჩემს შვილს და შვილიშვილს.... -ჩემგან რა გჭირდება,მითხარი რა გავაკეთო. -არაფერი არ მჭირდება შვილო,ახალი იცი რამე დაგირეკეს? -ჯერ არაფერი,ხვალის მერე მივხედავ ამ საქმეს. -დანიელ შვილო შენ დაკავებული ადამიანი ხარ ამ საქმეს მე მივხედავ....დანიელმა მაირას შეხედა და მტკიცედ თქვა. -ვაჩე მაირას პირობა მივეცი რომ მის მკვლელს მის საფლავზე ფორთხვით მივიყვან და ამას გავაკეთებ გინდა თუ არ გინდა, ამიტომ ნუ ვიკამათებთ.დანიელის მტკიცე ხმა ზარივით გაისმა სახლში და ყველა გაჩუმდა,შემდეგ მაირასთან მივიდა სახეზე ჩამოშლილი თმა ხელით გადაუწია და შუბლზე აკოცა,შემდეგ თებეს მიუბრუნდა და უთხრა. -თებე გპირდები ვიპოვი,ვიპოვი იმ არამზადას. ჯიბიდან თებეს წერილი ამოიღო და ცრემლი დაეცა ქაღალდს შემდეგ თებესაც აკოცა შუბლზე და ვახომ მხარზე დაადო ხელი დანიელმა ცრემლიანი თვალებით შეხედა მეგობარს და წელში გასწორდა ყველას აკვირდებოდა,ყველას სახეზე კითხულობდა ვინ წუხდა გულით,უკვე გვიანი იყო მისთვის უცხო მამაკაცი სათვალით რომ შევიდა სახლში და მაირას ცხედართან დადგა ცუდი წინათგრძნობა გაუჩნდა და ვაჩესთან მივიდა. -ვინ არის..... -ლევანი....მოკლედ უპასუხა,დანიელს კი ბრაზი მოერია,თვალები ჩაუწითლდა სიბრაზისგან და რისხვისგან უნდოდა ყელში ცემოდა,მაგრამ მას არ ჰქონდა ხელთ სამხილი შემდეგ გეგის შეხედა და გეგიმ მიხვდა რაც უნდოდა დანიელს თავი დაუქნია სხვას თავად მიხედავდა. გვიან ღამემდე დარჩა ვაჩესთან და ბევრი რამ განიხილეს,ბევრი ვარიანტი თქვეს და ბოლოს წავიდა დილით 10 საათზე უკვე იქ იყო ხალხის ნაკადი არ წყდებოდა მიცვალებულები შუადღეს გამოასვენეს და დანიელი შეიცვალა,მძიმე ტკივილისგან მისი სახე ქვას ჰგავდა არც ცრემლები ჰქონია არც ისტერიკა მხოლოდ მას ჰქონდა ცარიელი მზერა მიყვებოდა პროცესს და მაირას ხელი ბოლო წუთამდე ხელში ეჭირა ეგონა გაათბობდა გაყინულ ხელს,მაგრამ მაირა უძრავად იყო და ოდესღაც სულ მომღიმარი ახლა მდუმარედ იწვა. მძიმე და ნაცრისფერი იყო ის დღე თითქოს ცაც გლოვობდა დანიელის ტკივილს, სასაფლაოზე ორი სასახლის შუა იდგა და ხალხის გმინვა კიდევ უფრო უსერავდა გულს.იქ იყო მაირას უყურებდა შემდეგ თებეს მაგრამ გონებით სხვაგან იყო ისე შორს იყო რომ მისი ფიქრები დამთურგვნელი და აუტანელი იყო,დაძაბული ცარიელი მზერით იდგა და ვერ მოიშორა საავადმყოფოს სუნი და დაჩის სიტყვები უწიოდა ყურებში. -,,არ შეხვიდე,დანიელ დაგანგრებს მათთან ისევ შესვლა''.მამაომ რიტუალი დაასრულა და ორ დიდ ორმოსთან მდგარი ბუნებაც გაირინდა მასთან ერთად და მხოლოდ ჩუმი ტირილის ხმა ისმოდა,ძალა არ ჰქონდა თავად ეტირა და გული დაუმძიმდა როცა მიწა ხრიალით ეხეთქებოდა კუბოს და ისეთი შემზარავი იყო ეს ხმა იმდენად სასტიკი ვეღარ გაუძლო სიჩუმეს და თებესთან მივიდა ცრემიანი თვალებით ეფერებოდა და ბოლოდ მუხლებზე დაეცა ყველას გააჟრჟოლა დანიელის ღრიალზე. -გეფიცებით ყველას სასტიკად პირადად გავუსწორდები ვინც თქვენ ასე მოგექცათ და გაგაწამათ,თავს შევწირავ და სიმართლეს მაინც გავიგებ. სასახლე ჩაასვენეს და ორმოებიც ამოივსო,მესაფლავეებიც წავიდნენ ისევ ორ საფლავს შორის იდგა მუხლებზე დამდგარი და გაახსენდა როცა თებე დაიბადა როგორ ნერვიულობდა,შემდეგ მაირას ღიმილით ამხნევებდა. -,,შენ შესანიშნავი დედა იქნები,საუკეთესო დედა მაირა''.უეცრად ყველაფერი შეიცვალა ექიმებმა ჩქარი მოძრაობა დაიწყო და ყველაფერი ქაოსში ჩაიძირა. -,,მაირა აქ ვარ,გთხოვ ძლიერი იყავი. -,,უნდა დაგვტოვოთ''. -,,მაგრამ ის ჩემი ცოლია,ჩემი შვილია''. -,,გთხოვთ დაგვტოვეთ''. ისეთი თვალებით შეხედა ექიმმა უკან დაიხია,კარიც დაიხურა და იქვე დარჩა კართან და წასვლას ვერ ბედავდა ცრემლები ახრჩობდა და ბოლოს გაუსაძლისი ტკივილით დამძიმებულს ექიმის ხმა გაიგონა. -,,გილოცავთ,გოგონა დაიბადა''. -,,დაიბადა, თებე დაიბადა''.თქვა და ბედნიერი გადაეხვია ექიმს,ახლა კი ორ ამოვსებულ საფლავთან იდგა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა. -უსასრულოდ სასტიკი ხარ ცხოვრებავ..... ვიღაცამ მხარზე შეეხო და უთხრა. -დანიელ ადექი აღარაფერი შეიცვლება. -ვერ შევცვლი ვერაფერს და ვიცი ვერც მაირას და ვერც თებეს ვერ დავაბრუნებ, მაგრამ ვიპოვი,ვიპოვი,ვიპოვი და მწარედ ინანებს რომ დაიბადა. -ჩვენ შენს გვერდით ვართ. მეგობრებს არცერთს არ მიუტოვებია,ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და როგორ მივიდა ბინაში აღარც კი ახსოვს მეორე დღეს ისევ სასაფლაოზე იყო დილით ადრე,შემდეგ კი კლინიკაში მივიდა სადაც სივი ჰქონდა გაგზავნილი და მთავარი ექიმი თავად ელოდა წარმატებული გამოდგა პირველივე დღე და სამსახურიც დაიწყო,რამდენიმე დღე ვაჩე ვერ ინახულა მხოლოდ ტელეფონზე ურეკავდა ვაჩე ზოგჯერ პასუხობდა და ზოგჯერ ვერა პირველ ხანებში არ მიაქცია ყურადღება ამ ფაქტს,მაგრამ შემდეგ დაეჭვდა და გადაწყვიტა მასთან არა სახლში არამედ ოფისში მისულიყო იქ ენახა და დარწმუნრებულიყო რომ კარგად იყო,მაგრამ ვაჩეს ოფისში მის სავარძელში ლევანი იჯდა და ის განაგებდა საქმეებს რადგან კომპანიის მეწილე იყო ვაჩე ჩამოაშორა საქმეს და თავად აიღო სადავეები ხელში. -ვაჩე აქ აღარ არის.... იყო მოკლე პასუხი,მაგრამ დანიელი არ დაბნეულა ახლოს მივიდა ლევანისთან და თვალებში ჩახედა. -რატომ არ არის,მას უფლება აქვს აქ იყოს და მოვა კიდეც. -მას ჯამრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია ოფისი მართოს. -რა ჭირს მის ჯამრთელობას,როგორც ვიცი ის აქამდე არ უჩიოდა ტკივილებს. -ნერვიულობისგან და მიღებული სტრესისგან ის დაბრმავდა,ამიტომ არის აქ მისი ყოფნა შეუძლებელი. -მე რატომ არ ვიცი ეს ყველაფერი.... -არ ჩათვალა საჭიროდ გცოდნოდა,მე ვერ გაგცემ პასუხს. -შენ პასუხი ყველაფერზე გაქვს ლევან მაგრამ ის რაც მე მაიტერესებს მოვისმინო სწორი პასუხი მოვა დრო და თავად გამცემ პასუხს ჩემს დასმულ კითხვაზე,რაც შეეხება ვაჩეს შენ არ გაქვს უფლება მისი ცხოვრება მართო და თუ დაბრმავდა ჩემთვის უნდა დაგერეკა. -მან არ მოისურვა. -მან არა,შენ არ გინდოდა მე მცოდნოდა სიმართლე... -შეცდომით ფიქრობ... -თუ შეცდომით ვფიქრობ ბოდიშსაც მოვიხდი,მაგრამ ახლა ვაჩესთან წავალ და პირადად ვნახავ მას. -მას მოვლელი ავუყვანე,ასე რომ უყურადღებოდ არ არის.დანიელმა ახლოს მივიდა და საყელოში ხელი წაავლო შეხედა ლევანის შეშინებულ თვალებს და დანიელმა მიხვდა რა არაკაცთან ჰქონდა საქმე,ამიტომ მკაცრად უთხრა. -მომვლელი აუყვანე თუ მოთვალთვალე თუნდან იმფორმატორი,ვაჩესგან რა გინდა სული წაართვი და კიდე რა დარჩა რომ წაიღო.დანიელმა ხელი შეუშვა ლევანის და თან უთხრა. -ვაჩესთან მივდივარ გამოძიების ახალი დეტალები გამოვლინდა და უნდა დაველაპარაკო. ლევანის ფერებმა გადაუარა და დანიელის წინ დადგა. -ახალი ვერსიები გვაქვს,კარგია და რა არის ეს ახალი ვერსიები. -ვერსია ბევრია დაზუსტებით კი რომელი დაზუსტდება ესაა მნიშვნელოვანი,მაალითად მე დიდ ყურადღებას გავამახვილებ მაირას ფრჩხილებში ჩარჩენილ მკვლელის ხორცს რომელიც მაირამ მკვლელს ააცალა სხეულზე და ეს ძალიან კარგი სამხილია,პასუხს ველოდები და შემდეგ პასუხის მიხედვით ვიმოქმედებ.სათვალე გაიკეთა და ლევანი გაშეშებული დატოვა ათას ფიქრთან ერთად,რამდენიმე წუთში კი იმ კარზე მისცა ზარი სადაც ვაჩე იყო კარი კი მოსამსახურე გოგონამ გააღო. -გისმენთ.... -ვაჩეს ნახვა მინდა... -ბ-ონ ვაჩეს ძინავს ამ დროს,ისვენებს. -უკვე გაგაფრთხილეს რომ მოვიდოდი და დაგავალეს ჩუმად მომისმინო თუ აგიკრძალა ჩემს სახლში არ შემოგეშვი. -ბატონო? -საძინებელი მიმითითე რომელ საძინებელში ისვენებს ვაჩე მძინარეს დავხედავ და წესით ასევე კანონით ეს სახლი ჩემია, ვაჩეს შემდეგ აქ მე ვარ და არა ლევანი.გოგონა გაფითრდდა, დაიბნა და სიწითლეც შეეპარა სახეზე დანიელი კი ამ დროს უკვე სახლში შევიდა თუმცა არ იცოდა სახლის დიზაინი და გოგონას დაელოდა,მაგრამ ვაჩე თავად გამოვიდა საძინებლიდან ხალათში ჩაცმული და ჯოხით ხელში. -ლანა ვინ არის შვილო..... -ვაჩე დანიელი ვარ, შენს წასაყვანად მოვედი. -დანიელ არ გელოდი,შენ ხომ წასული იყავი შვილო. -ვიყავი,მაგრამ დავბრუნდი.კარი გაიღო და ლევანი შემოვიდა აფორიაქებული.ჯერ დანიელს შეხედა შემდეგ ვაჩეს. -რატომ ადექი შენ უნდა დაისვენო,როგორც ექიმმა თქვა.დანიელს ჩაეცინა,შემდეგ ლევანისთან მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ზედმეტად ზრუნავ ყოფილ სიმამრზე,მაგრამ ვაჩეს მე წავიყვან თუმცა რატომ ვაჩე აქ ცხოვრობს მის საკუთარ სახლში და აქედან ვინც უნდა წავიდეს ეს შენ ხარ ლევან და გაეთრიე ამ სახლიდან სანამ დავკარგავ მოთმინებას. -დანიელ შვილო..... -შენ,შენ,შენ არ გაქვს უფლება მოხვიდე აქ და ასე ქედმაღლულად მელაპარაკო,მე ვზრუნავ მასზე. -რას ამბობ თუ ხვდები შენ ალაოდ ხარ,მე არ მაქვს უფლება ვაჩესთან მოვიდე ვინც მისი შვილის კანონიერი ქმარი არის და არა ყოფილი ან რა მოტივით ზრუნავ ვაჩეზე რამეს გინდა ამოეფარო რამე გაშინებს? ბოლო წერტილამდე მივყვები მაიარას სიკვდილის მიზეზის გასაგებად და მე პირადად დავსჯი მკვლელს ეს დაიმახსოვრე,ნუ დაივიწყებ დღევანდელ დღეს ლევან. ლევანი გაჩუმდა და ვაჩეს უყურებდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა,დანიელმა კი იქვე მდგარ ლანას მიუბრუნდა და უთხრა. -ბარგი ჩაუწყვეთ უნდა წავიყვანო,დროს ნუ ვკარგავთ. -ვაჩე არსად არ წამოვა.თქვა ლევანიმ გაბრაზებულმა,დანიელი კი ჩუმად იდგა შემდეგ მიუბრუნდა და მშვიდად უთხრა. -ვაჩე ჩემთან წამოვა და ჩემთან იქნება და თუ წინაც რომ გადამიდგე მას აქედან მაინც წავიყვან შენ კი ამ სახლის გასაღები დატოვე,რადგან ამ სახლში შენისთანა ვირთხები არ უნდა შემოდიოდეს და არ შემომედავო ვიცი ვინ ხარ და რა ადამიანობაც გააკეთე მაიარასთან მიმართებაში,ამიტომ აქედან მიბრძანდი გითხარი სანამ სიმშვიდე მეყოფა სხვაგვარად პოლიციას გამოვიძახებ თუ პოლიციაც უკვე მოსყიდული გყავს. -დანიელ..... -დანიელი არ არის ლევან ის ადამიანი შენ შეაშინო,შენ უნდა გეშინოდეს დანიელის... -სიკეთე უნდა დაუნახო ადამიანს... -სიკეთეო,ლევან გზა გაანთავისუფლე წინ ნუ გადამიდგები. -მაშინ შევთანხმდეთ. -რა შეთანხმებაზე გინდა გამოგყვე, საინტერესოა. -ლანა წამოვა და მასთან ერთად იქნება. -მაკვირვებ და მაოცებ,ასე ძალიან მაირა არ გყვარებია როცა ქორწინებაში იყავი მასთან არც გიზრუნია მასზე როცა შენს შვილს მისივე სხეულით ატარებდა,ვაჩეს რატომ ეფოფინები და რატომ გტკივა ასე ძალიან. -შენ არ გესმის... -ლევან რა არ მესმის, მაგრამ ვაი რომ შენზე უკეთ მესმის და გეტყვი შენ გეშინია,ო გეშინია შენი საიდუმლო არ გამჟღავნდეს და გინდა ვაჩე ახლოს გყავდეს რომ აკონტროლო ვის დაურეკავს რას დაელაპარაკება რომ ინფორმატორმა საღამოს პატაკი ჩაგაბაროს. -რას ამბობ,რას ბოდავ სულ შეიშალე? -თავადაც კარგად იცი რასაც ვბოდავ და რას ვგულისხმობ,მაგრამ მალე სულ მალე დავამტკიცებ სიმართლეს თითქმის მისული ვარ ბოლო წერტილამდე სადაც რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს და ამ მანძილსაც შევამცირებ. -დანიელ მომისმინე. -შენ მომისმინე.....დანიელის მოთმინება პიკზე იყო და მკაცრი იყო მისი ხმაც და გამოხედვაც. -შეიგნე შენ ამ ოჯახის ყოფილი სიძე ხარ და ძალიან საწყენია რომ მაირამ შენ მოგიძღვნა მისი თავი,ქალს ვისაც არ უყვარდი,მაგრამ შვილის არსებობა შენს დაბადების დღეზე უნდოდა ეთქვა შენ კი რა გააკეთე იკაცე და ყველას წინაშე დაამცირე,ცემე,დაცვას გააგდებინე და რამდენიმე დღე ბრძოლობდა რომ შვილი არ დაეკარგა არც კი მოიკითხე სად იყო ის რამდენიმე დღე, რამეს შეცდომით ვამბობ? -არა და ვაღიარებ, ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც დავუშვი. -შეცდომა, დიახ შეცდომა რომლის გახსენებაზედაც სულ უნდა შეგრცხვეს.მე დავუდექი გვერდით მაირას და მე დავიჭირე მისი ხელი,მე შევუმშრალე ცრემლი რომელიც შენს გამო გაუჩნდა თვალზე და მე ვარ მისი კანონიერი ქმარი ვინც ის მიიღო და თებე შვილად ვაღიარე გვარი მივეცი და მან მაგრძნობინა მამობრივი გრძნობა როგორი არის.6 წელი ჩემს გულზე იძინებდა და სად იყავი შენ ლევან ამ დროს მისი ბიოლოგიური მამა,გახსოვდა რომ შვილი გყავდა? ამიტომ მე ვარ ვალდებული ვაჩეზე ვიზრუნო და არა შენ,აქამდე რაც გააკეთე თუ გულით გააკეთე და სხვა არ გაქვს ჩაფიქრებული რამე გულწრფელ მადლობას მოგიხდი ესეც გამოჩნდება ახლა კი მე გავაგრძელებ ვაჩესთან ერთად ცხოვრებას,მას მე მივხედავ.ლანამ ბარგი მოიტანა,დანიელმა ვაჩეს მკლავში ხელი მოკიდა და სახლიდან გაიყვანა სახლის კარები დაკეტა და ლევანის გასაღებიც ჩამოართვა ლანა კი მათ გაყვა ლევანის დაჟინებული თხოვნით, სახლშიდაც არ მისულა ის ერთ მყუდრო ადგილზე მივიდა და კარზე ზარი მისცა კარი კი მომხიბვლელმა ქალბატონმა გაუღო და დანიელის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. -დანიელ ვიცი რომ ჩამოსული ხარ და აქამდე ვერ მოდი,ჩემთვის დრო ვერ იპოვე.ერთმანეთს გადაეხვია დიდი ხნის უნახავი მეგობრები და შემდეგ თქვა. -ლუი სად არის უთხარი რომ სტუმრები გვყავს. -აქ ვარ შვილო,არ დამირეკე მაგრამ კარგ დროს მოდი სადილიც მზად არის.თქვა და უეცრად გაჩერდა ის გაოგნებული უყურებდა დანიელს და მის გვერდით მდგარ ვაჩეს. -ღმერთო ჩემო,ვერ ვიჯერებ..... თქვა და პირზე ხელი აიფარა თვალები კი ცრემლით აევსო და დანიელი გაოცებული უყურებდა ლუიზას. -რა მოხდა,რამ შეგაშინა მოჩვენებას მიგვამსგავსე? -ეს,ეს,ეს ვაჩე არის..... -კი ვაჩე არის მაირას მამა და შენ იცნობ ვაჩეს?ლუიზა ცუდად გახდა,ყველა დაიბნა გონდაკარგული ლუიზა დანიელმა დივანთან მიიყვანა საფეთქლებთან მსუბუქი მასაჟი გაუკეთა ვერ მიხვდა რა მოხდა და ლუიმ ასე რატომ განიცადა ვაჩეს დანახვა. -რა გჭირს,გონზე მოდი და შემომხედე. -დანიელ, დანი ვაჩე ჩემი თანაკლასელია და რა დაემართა მას ვერ ხედავს? დანიელმა წარბი აწია მაღლა და ლუიზას გაბრაზებულმა შეხედა. -შემაშინე,ვიფიქრე ვაჩე შენი ქმარი იყო ვინც წლების წინ მიგატოვა შენი ისტერიკების გამო..... -უზრდელი და უნამუსო კაცი ხარ დანიელ.... -არ გააგრძელო და მითხარი აბა რას მივაწერო შენი ეს გულის პრანჭვები და ემოციები, გიყვარდა? -იმიტომ რომ მაირა ჩემი გაზრდილია მისი ძიძა ვიყავი, მაგრამ შენ ხომ ყველაფერი შენებურად უნდა მიიღო. -ნუ კამათობთ,ლუიზა მიხარია შენი ნახვა. თქვა ვაჩემ ღიმილით და წლების უნახავი მეგობრები ერთმანმეთს გადაეხვია,დანიელმა კი ვაჩე ლუიზას გვერდით დასვა და თვალიც კი ჩაუკრა შემდეგ კი უთხრა. -უხდებით ერთმანეთს და ვინ იცის რა მოხდება.... ნინო იცინოდა დანიელს რომ უყურებდა და უთხრა. -საერთოდ არ შეცვლილხარ დანიელ. -სანამ ლუი მყავს რა შემცვლის ნინო და მშია მაგიდა გააწყვეთ მათ დავაცადოთ და შემდეგ შემოგვიერთდებიან.ნინო იცინოდა,დანიელმა შეხედა და უთხრა. -მე არ შევცვლილვარ და ისევ ისეთი დავბრუნდი სამაგიეროდ შენ შეიცვალე, ნინო შენ ხომ ყოველთვის თავს უვლიდი ზედმეტი წონა არ გაგქცეოდა და ახლა გხედავ მოეშვი საკუთარი თავი მიგიტოვებია,ნინო რა ხდება. -ორი შვილი დანი და დანგრეული ქორწინება. -რას ამბობ,ვერ ვიჯერებ თქვენს სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. -ასე რომ ვთქვა გამომიყენა,გოგოები პატარები იყვნენ უბედური შემთხვევა რომ მოხდა და 4 წელი საწოლში ვუვლიდი და 4 წლის შემდეგ მისი ნაბიჯები რომ დავინახე სიხარულისგან ვიტირე,მაგრამ სიყვარული ბრმა არისო ეს მართალია მეც დამაბრმავა სიყვარულმა,მისმა ღიმილმა და მხიარულმა ხასიათმა ჭკუიდან გადამიყვანა და ამავე დროს იყო ძალიან კარგი იურისტი. -მახსოვს ბედნიერებისგან ბრწყინავდი მის გვერდით. -ვიყავი ბედნიერი,მამამ საქორწილო საჩუქრად მიწა გადმოგვცა ყველაფერი ჩავდევი იმ მიწაზე ჩემი ოცნების სახლი რომ დამედგა და ორივე ერთად თითო-თითო აგურს ვდებდით და ვფიქრობდი ეს კედლები ისეთი მყარი იქნება არასოდეს დაინგრევამეთქი.ჯერ ემილი დაიბადა შემდეგ ელენე და მეც უკვე მოვწყდი ჩემს კარიერას სახლში ვიყავი და შვილებს ვზრდიდი ისიც ყოველ დღე მანებივრებდა რომ მე შესანიშნავი დედა ვიყავი,რომ ჩემს კარიერაზე წინ შვილები და ოჯახი დავაყენე. დავფიქრდი და მართლაც რომ ასე იყო ჩემი ოჯახის გამო მივატოვე ყველაფერი და საკუთარი თავიც დავივიწყე,მაგრამ მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი დარწმუნებული ვიყავი რომ ვერავინ შეარყევდა ჩვენს ურთიერთობას,ჩვენს მშვიდ და ჰარმონიულ ცხოვრებას თუმცა ერთ საღამოს ტელეფონზე იმ ზარმა ჩემი ცხოვრება ამოაყირავა როცა ქალაქის საავადმყოფოდან დამირეკეს დემეტრე ავარიაში მოყვა სასწრაფოდ იქ უნდა მივსულიყავი.ბავშვებს ეძინათ,წავედი დანიელ და გზა დაუსრულებელი იყო ცრემლები წასვლის საშუალებას არ მაძლევდა თითქოს მაფერხებდა რაღაც გზა არ გამეგრძერლებინა როგორც იქნა მივედი და ექიმმა მითხრა რომ ზურგის ტვინის დაზიანება ჰქონდა წელს ქვემოთ პარალიზებული იყო.დანიელ ვერ გადმოვცემ ჩემს ტკივილს იმ მომენტში როგორ ვიყავი და როცა მასთან შევედი ტირილით უთხარი რომ ბოლომდე მის გვერდით ვიქნებოდი და რასაც ვამბობდი დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიტყვებში რადგან მე გულით მიყვარდა სწორედ ეს სიყვარული შემაძლებინებდა და მომცემდა ძალას რომ გადამეტანა მასთან ერთად ჩვენს თავს დამტყდარი სირთულე.რეაბილიტაციას ძალიან ბევრი დაჭირდა თითქმის ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა ამოიწურა და უკვე შიშველი ხელებით ვეჭიდებოდი იმედს ამიტომ იძულებული ვიყავი სამსახურს დავბრუნებოდი და ბავშვები ზოგჯერ დედას ყავდა მე სამსახურიდან დაბრუნებული ექიმიც ვიყავი,ექთანიც,დამლაგებელიც,მოსამსახურეც და ყველაფერი ერთად.დანიელ ჩემი სხეულის არცერთი ნაწილი არ დარჩენილა დაღლილობისგან ხელშეუხებელი. -ნინო როგორ არ დამირეკე ან როგორ შეძელი შენ ხომ ერთი სუსტი გოგო იყავი ქარი მის ჭკუაზე რომ გაფარფატებდა. -მთელი 4 წელი ვცდილობდი ჩემი შვილებისთვის ნორმალური ცხოვრება შემენარჩუნებინა და გეტყვი რომ მე პირადად სუნთქვისთვისაც კი არ მქონდა დრო.2 დამღლელი წლის შემდეგ ვიგრძენით რომ ჩვენს ბრძოლას შედეგი ჰქონდა და ყველაფერი დავივიწყე რაც იმ ორ წელში გავიარეთ,კიდევ ორი წელი თვალებში ვუყურებდი ეს დრო სიარულის სწავლას დავუთმეთ მე კი ვტიროდი რომ ეს შევძელით.მაშინ როცა ყველა ექიმმა უიმედოდ გააქნია თავი ისინი 4 წელიწადში გაოცებულები მიყურებდნენ და მეც ვგრძნობდი რომ ჩვენ ორივე ერთად ერთდროულად ვსუნთქავდით,მაგრამ ძალიან გულუბრყვილო ვყოფილვარ და ყველაფერ ამის შემდეგ ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულს მხვდება სამზარეულოს მაგიდაზე ქაღალდი განქორწინების და პატარა წერილი. -,,მივდივარ,რადგან დავიღამლე შენთან უინტერესო ცხოვრებით''. -რას ამბობ,ნინო ამ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე? -ვიხრჩობოდი,მე მიყვარდა ადამიანი ვის გამოც ყველაფერი გავიღე,დავცარიელდი ის კი წავიდა რადგან მე თავს ვეღარ ვუვლიდი,არ ვიყავი ისეთი წიწკვი გოგო და მე ვიყავი ქალი ვინც გადაღალა ცხოვრებამ და მასზე ზრუნვამ,თუმცა არ მიტირია დაიჯერებ? -გიცნობ და ვიცი როგორი ამაყი სულის ხარ.... -არ მიტირია,არც დამიკავებია,არც დამიყვედრებია მე შენთვის ამდენი რამ გავაკეთე მიცნობ წლებია და იცი როგორიც ვარ ჩემს გვერდით მამაკაცი უნდა იყოს სიყვარულით და მეც მზად ვარ იმ სიყვარულის გამო ყველა განსაცდელს წინ დავუდგე,მაგრამ ბედი ჩემს მხარეს არ იყო ის წავიდა და იფიქრა რომ მე მან გამომიყენა თუმცა ორ წელიწადში დასრულდა ის რაც მე გავაკეთე მას რეაბილიტაცია ისევ დაჭირდა რადგან ტკივილები ბოლომდე არ იყო განკურნებული და არ ყავდა გვერდით ჩემნაირი დებილი ნინო ის ვეღარ მუშაობს და ერთ პატარა ბინაში არის სხვის ხელებში შემყურე მე კი ჩემს გოგოებთან ერთად დავდივარ შოპინგზე ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ისინი არიან ჩემი ნათელი წერტილი და ჩემი ორი ვარსკვლავი. -ვერ ვიჯერებ რაც მითხარი.... -ჩემი ცხოვრება ასეთია შენ რას შვრები,ყველაფერი რიგზეა დასასრულს უახლოვდები? -ყველაფერი ძალიან რთულად არის,ნინო ჯერ ვაჩეს უნდა მივხედო შემდეგ კი ნაცნობი თემა და წარმოიდგინე ჯერ სოფელში ჩემებთან არ ვყოფილვარ. -ვაჩეზე შემიძლია დაგეხმარო საუკეთესო ექიმთან მივიყვან. -ვიცი რომ დამეხმარები და გამიხარდა აქ რომ ხარ,მაგიდაც მზად არის მაგრამ ლანას ოთახს ვაჩვენებ ის ვაჩეს გვერდით იქნება სახლშიდაც და გარეთაც. -კარგი აჩვენე ოთახი მე აქ მივხედავ სალათა დამრჩა გასაკეთებელი. უთხრა ნინომ და დანიელმა თვალი ჩაუკრა,მიხვდა ნინო რომ დანიელი სიტყვა ძუნწი იყო და თვალი ჩაუკრა და რატომ იკავებდა თავს იმედი ქონდა რომ შეძლებდა გაგებას რა ჰქონდა დანიელს გულში, დანიელი კი სალონში გავიდა და გვრიტებს გადახედა შემდეგ კი ლანას ხელით ანიშნა გამომყევიო. -ეს საძინებელი შენია და შენს გვერდით ვაჩე იქნება უფლება გაქვს შეხვიდე მასთან და მასზე იზრუნო,მაგრამ არც ისე დავრდომილია რომ ხელით გადაყვანა და გადმოყვანა ჭირდებოდეს თუ დაჭირდება დაეხმარები.სხვა რა გითხრა თუ რამე დაგჭირდება ერთად მოვილაპარაკებთ და ერთად გადავწყვიტავთ,ახლა კი დაგტოვებ და სადილზე გელოდებით.დანიელი კართან იყო მისული რომ ისევ მიუბრუნდა და უთხრა. -დამჭირდება იმ ექიმის კოორდინატები ვისთანაც ვაჩე გყავდათ და იმ პრეპარატების სია რასაც ის იღებს თუ რამე აკლია მოვიტან,შემდეგ კი ერთად წავალთ ექიმთან და კონტროლს გავივლით. -ექიმი არ ვიცი ვისთან დაყავს პრეპატარები კი რაც მომცა ლევანიმ აქ მაქვს,მაგრამ მან გამაფრთხილა როცა პრეპარატის შევსება დაგჭირდება მე დამირეკე და მე მოგაწვდი სადაც იქნებიო. -ლანა მომისმინე,ეს ჩემი სახლია და ჩემი სივრცე აქ მე ვიღებ გადაწყვეტილებებს და არა ლევანი.რაც შეეხება ვაჩეს ეს იქაც ვთქვი მასზე დღეიდან მე ვიზრუნებ,ექიმთან მე წავიყვან და პრეპარატებსაც მე შევავსებ ასე რომ ლევანი გამორიცხე ამ თემიდან ის აქ ვერ მოვა ის არ არის სიძე ვაჩესი მე კი კანონიერი სიძე ვარ ვინც დავკარგე ცოლიც და შვილიც შენი აზრით ვის უფრო მეტი უფლებები აქვს ვაჩეზე. -რა თქმა უნდა თქვენ.... -სწორია და თუ რამე იცი უნდა მითხრა მე მოგისმენ და პასუხს გეტყვი,მაგრამ თუ ვაჩეს რამე აღმოაჩნდება ისეთი რაც ექიმის მიერ არ იქნება დანიშნული და ექიმის გარეშე აძლევთ რომელიმე პრეპარატს ამაზე როგრც ლევანი შენც პასუხს აგებ.დანიელი უფრო დარწმუნდა თავის ეჭვებში და ოთახიდან გავიდა,სამზარეულოში დაბრუნებულს ნინომ სულ სხვა დანიელი დაინახა,მაგრამ დანიელმა შეხედა და უთხრა. -ხვალ მოხვალ და ვაჩეს გაიყვან თითქოს სასეირნოდ გაგყავს და ექიმთან მიიყვან,არ მომწონს არც ეს გოგო და არც მისი გამოხედვა. -შეამჩნიე რამე? -აქ რაღაც ხდება,ნინო ადამიანი ასე მალე არ ბრმავდება მას მხედველობის პრობლემა არ ჰქონდა და ვერ მოვისვენებ სანამ სიმართლეს არ გავიგებ და თუ ეს გოგონა სიმართლეს არ იტყვის სხვაგვარად მოვიქცევი,ვიცი რომ ვაჩეს სათვალთვალოდ დაიქირავა და ერთად მოქმედებს ორივე ამიტომ არ დავინდობ. -შესაძლებელია არც არაფერი იცოდეს, ჯერ დარწმუნდი დაინელ... -მაირას შემდეგ არავინ მაინტერესებს და ვინც ჩემიანს ავნებს ყველას ერთი ბედი აქვს და ყველასთვის დაუნდობელი ვიქნები ისეთი რომ ჯერ არასოდეს არ უნახივარ არავის,ყველა სასჯელს მიიღებს. სამზარეულოში ლანა შევიდა და დანიელის ბოლო სიტყვები გაიგონა, შემდეგ დანიელს შეხედა და შეშინებულმა ხმის კანკალით უთხრა. -მე არაფერი დამიშავებია ხელფასს მიხდის ეს პრეპარატები მომიტანა და მითხრა როგორ უნდა მიიღოს ექიმი კი არ ვიცი როგორც გითხარით, ლევანი თავად აკონტროლებს ყველაფერს. -დამშვიდდი უდანაშაულო ადამიანს ჩემს სახლში თმის ღერიც არ შეერხევა. -ყველა პრეპარატს თავისი დრო აქვს,მაგრამ არის ერთი პრეპარატი კაფსულები რომლებსაც ყოველ დღე მახსენებს რომ არ დამავიწყდეს,დილით და საღამოს უნდა მიიღოს. -კარგია, გააგრძელე ყველაფერი ისე როგორც ლევანიმ გითხრა და თუ გითხრა მოგიტანო დათანხმდი რომ მოიტანოს შედეგი მაინტერესებს და თან ექიმის კოორდინატები გამოართვი ისედაც გავიგებ რომ არ მითხრას,მაგრამ შენ უთხარი დანიელს უნდათქო. -კარგი,ლანა წაიღე ეს წამლები და ისევ დაბრუნდი უნდა ვისადილოთ.თქვა ნინომ და ლუის გასძახა. -მობრძანდით ახალგაზრდებო, მაგიდა მზად არის.ლუიმ თავის ხელით მიიყვანა ვაჩე მაგიდასთან და დასვა თეფში კი ახლოს მიუწია,მაგრამ ვაჩემ ხელი დაუჭირა სათვალე მოიხსნა და დანიელს შეხედა. -ვაჩე..........გაოცებული უყურებდა დანიელი ვაჩეს და შემდეგ გაეცინა,თუმცა არანაკლები გაოცებული იყო ლანაც. -დამშვიდდით,ბრმა არ ვარ ყველაფერი ვიცი და სწორედ ამ დროს ველოდი შენ რომ მოხვიდოდი,დარწმუნებული ვიყავი შენს ზარებს რომ არ ვუპასუხებდი ვერ მოისვენებდი და არც შევმცდარვარ,შენს უბადლოდ კარგ ადამიანობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დანიელ. -დიდი ხანია ხედავთ? იკითხა ლანამ და სახეზე აწითლდა. -ლანა შვილო ვაჩე არასოდეს ყოფილა ბრმა,პრეპარატი რომელსაც ლევანი გაძალებდა აუცილებლად უნდა მიმეღო არასოდეს მიმიღია მას შემდეგ როცა შევამჩნიე რომ სწორედ ის პრეპარატი მიქვეითებდა მხედველობას.არ ვიცი შენ რა პრობლემები გაქვს,მაგრამ მინდა მიპასუხო რატომ აყევი მას ნუთუ ვერ მიხვდი რომ ბინძურ საქმეში უნდა რომ ჩაგითრიოს ან რას დაგპირდა რას მოგცემს როცა აღარაფერი აღარ აქვს და არ იცის რომ მე ყველაფერი დანიელის სახელზე დავწერე ის უბრალოდ მართავს ოფისს და ამასაც მალე დატოვებს. -ლანა ვაჩე რას ამბობს,სულ ცოტა ხნის წინ დავიჯერე რომ შენ უდანაშაულო ხარ თან როგორ კარგად დამაჯერე შენს სიმართლეში,ახლა კი რაც მოვისმინე არ ვიცი რა გავაკეთო. -მართალია არ უნდა აყოლოდა თუმცა არც მისი ბრალი არის,მე გავიგონე როგორ დაემუქრა ლევანიმ რომ მწარედ ანანებდა ამ ყველაფერს შემოატრიალებდა და იტყოდა რომ არაფერი არ იცოდა და ხელფასს ვუხდიდი ამიტომ დავიქირავეო შენ დაგადებდა ხელს და ციხეშიც გაგიშვებდა,მისგან არაფერია გამორიცხული ის ისეთი არა სანდო და გარეწარი პიროვნებაა. -ვაჩე გამაოცე იცი? -ვიცი,მაგრამ დანიელ მე იქ უნდა დავრუნდე... -არა,გამორიცხულია იქ არ წახვალ რადგან უკვე დარწმუნებული ვარ რამეს მოგწევს. -სწორედ მეც ეს მინდა ლანამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ აზრს შეიცვლის და მომეხმარება ვამხილო ლევანი რომ ის არის დამნაშავე ჩემი შვილის და შვილიშვილის სიკვდილში. -რას ამბობთ,შეუძლებელია ლევანი..... -დიახ ლანა შვილი და შვილიშვილი ლევანიმ მომიკლა,დანიელი პირველივე წუთითან ამ აზრზე იყო. -კარგია რომ აღიარე,დიახ მე თავიდანვე ამ აზრზე ვიყავი და ლევანიმ ისედაც ბევრი სამხილები დატოვა თუმცა მე ამოვიცანი მისი სახე პირველმა.ლანა შენ რატომ გაოცდი ან რას ელოდები ლევანისნაირი ადამიანისგან,მან ხომ ეს ყველაფერი ბიზნესის,ფულის და ქონების გამო გააკეთა და არა მარტო ეს დაქორწინდა მაირაზე რომ ვაჩეს ბიზნესის სათავეში დამდგარიყო ეს არ იკმარა ორი ადამიანი ორი უცოდველი არსება არ დაინდო და კიდევ არ ისვენებს,პირდაპირ არ კლავს ვაჩეს მაგრამ მისი გათვლით და მცდელობით ნელა ნელა მასაც თავიდან მოიშორებს და შენ როგორ ფიქრობ შენი ცრემლების შეეშინდება და დაგინდობს? -დანიელ მომისმინე შვილო აქ ორი დღე გავჩერდები და ისევ უკან წავალ,შემდეგ კი ჩემს ზარს დაელოდე როცა დაგირეკავ იცოდე რომ მჭირდები მე კი ლანასთან ერთად ლუიზას წავიყვან ჩემი სახლი ლუიზასთვის უცხო არ არის და ჩემს გვერდით იქნება დაე ლანა იცოდეს მან რომ მისი ადამიანია ანუ მისი ინფორმატორი. -გასაგებია.... თქვა დანიელმა და ნინოს შეხედა,ნინომ კი საათს შეხედა და თქვა. -დანიელ უნდა წავიდე გოგოები მოვიდოდნენ სკოლიდან და შემდეგ ინგლისურზე უნდა წავიდნენ. -კარგი და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. -იგივეს გეტყოდი შენც,იცოდე რა დროც არ უნდა იყოს შენს გვერდით გავჩნდები არ მოგერიდოს გვიანი არის და ვერ გავაღვიძებო. -შენი აფთიაქი ისევ მუშაობს ისევ იქ ხარ ხომ? -კი იქ ვარ სად უნდა წავიდე,მე და ჩემს შვილებს გვყოფნის.დანიელმა კარამდე მიაცილა და უკან დაბრუნდა,კიდევ საუბრობდნენ ლუიზამ ნელა ნელა მაგიდა მიალაგა ვაჩე და დანიელი სალონში ისხდნენ და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს ასე ახლოს ხომ ისინი არასდროს ყოფილან,ლანა თავის საძინებელში იყო და ლევანის ზარებს აიგნორირებდა რადგან მიხვდა რომ დანიელი არ აპატიებდა ლევანისთან თანამშრომლობას და უნდა შეეწყვიტა ლევანის ბრძანებები ზარი კი არ წყდებოდა, ლანა ადგა და დანიელს უთხრა დანიელმა ჯერ ვაჩეს შეხედა შემდეგ ლანას და თქვა. -უპასუხე ესაუბრე,მაგრამ რას გეტყვის უნდა ვიცოდე. -გასაგებია. დანიელი ფეხზე წამოდგა და ლუიზას უთხრა. -ლუი ვერ დავრჩები დღეს და სტუმრებს გაბარებ განსაკუთრებით კი სიმპატიურ თანაკლასელს.... -დანიელ მოგკლავ იცოდე.... -წავედი მეგობრებს უნდა შევხვდე.კარისკენ წავიდა და ვაჩეს მიუბრუნდა თან თვალი ჩაუკრა. -გავდივარ არ მოვალ და აბა თქვენ იცით. -დანიელ ნუ ბავშვობ...გაეცინა ვაჩეს და ლუის შეხედა დანიელს გაბრაზებული რომ უყურებდა,დანიელი წავიდა ვაჩემ შეხედა ლუის და უთხრა. -საიდან იცნობ ასე კარგად დანიელს.... -ნინო და დანიელი მეგობრები არიან ფეხი გადაუბრუნდა ერთხელ ნინოს ზამთარში და დანიელმა ნახა მაშინ სულ ახალბედა ექიმი იყო,მაგრამ ძალიან ყურადღებიანი მის მერე დამეგობრდნენ და მეც მიმიყვანა ნინომ მასთან ხელი მტკიოდა სახსარში მომარჩინა ასე რომ ჩვენ მისი სტუდენტობის დროინდელი პაციენტები ვართ.დანიელმა აუჩქარებლად გაიარა მანძილი მანქანამდე და ჯერ კლინიკაში მივიდა,შემდეგ კოლეგებთან ერთად ერთ ერთ რესტორანში მივიდა და ძალიან მოიხიბლა რესტორნის შიდა დიზაინით ადგილიც მყუდრო იყო და შეკვეთაც ზუსტ დროში მიიტანეს.მშვიდად საუბრობდნენ რომ რესტორნის კარი გაიღო და მაღალი ძალიან გემოვნებით ჩაცმული ახალგარდა ქალბატონი ბართან მივიდა ბარმენს გაუღიმა მისი საოცარი ღიმილით რომელითაც დანიელიც მოინუსხა და არა მარტო დანიელი მისი კოლეგებიც კი გაოცებული უყურებდნენ, ლუკა უყურებდა მის უფროსს და ის ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა. -ლუკა ყველაფერი რიგზე არის? -დღეს საოცრად ლამაზი ხართ უფროსო.... -ლუკა.....გაბრაზებულმა შეხედა და ლუკამ ღიმილით უთხრა. -ყველაფერი რიგზე არის ანინა. -კომპლიმენტისთვის მადლობა და აქ რა ხდება, რამე არ ვიცი და უნდა მითხრა? -არა ყველაფერი კარგად არის,სიწყნარე გვაქვს. -მაშინ ჩემი შოკოლადი....თვალი ჩაუკრა ლუკას და შემდეგ კი მის ამოჩემებულ მაგიდასკენ წავიდა,მას მისივე ხელით შეკერილი ულამაზესი კაბა ეცვა ფირუზისფერი და სწორედ რომ დანიელის მაგიდას ჩაუარა საოცარი სურნელი დატოვა და ხელში უამრავი ქაღალდები ეჭირა ამიტომ ვერც კი გაიგო ქაღალდებიდან როგორ გადმოფრიალდა მისი სავიზიტო ბარათი და დანიელის მაგიდასთან მის ფეხთან დავარდა,მაგრამ დანიელი არაფერს არ უყურებდა გარდა იმისა რომ მის ყელზე ულამაზესი ფირუზისფერი სამკაული შეამჩნია და დანიელმა ჩურჩულით თქვა. -შეუძლებელია..... -რა მოხდა,დანიელ კარგად ხარ? დანიელმა მარჯვენა ხელი ჯიბეში ჩაიყო და ის სამკაული ამოიღო რომელსაც წლებია ჯიბით დაატარებს და შემდეგ ისევ უცნობ ქალს შეხედა რომელმაც იქ მყოფ მენეჯერს შენიშვნები მისცა მასთან მისულ ლუკას გაუღიმა და ცხელი შოკოლადის სურნელი შეისუნთქა თვალები დახუჭა დააგემოვნა და ლუკას შეხედა. -იცი რომ შენნაირ შოკოლადს არავინ არსად არ ამზადებს? -აჭარბებ უფროსო. -ჯერ ერთი ეს უფროსო მოიშორე მაგრამ როცა მარტო ვართ და მეორე, სულაც არ ვაჭარბებ სრული სერიოზულობით ვამბობ.ორივე იცინოდა,ძალიან უხდებოდა გაცინება და დანიელი გაითიშა მხოლოდ მას უყურებდა გაახსენდა მისი სახე 17 წლის ბავშვი ახლა კი მის წინ მშვენიერი ქალი იდგა,ყველა მამაკაცის სასურველი ქალი და რა იცოდა დანიელმა ამ ქალს რამდენი ტკივილი ჰქონდა გავლილი რომ ამ საფეხურზე დამდგარიყო სხვები რომ წველებებზე ერთობოდა ანინა სწავლობდა,მუშაობდა და მისთვის განუსაზღვრელი დროით კითხულობდა. ის ვერ გრძნობდა დაღლას და არც არასოდეს ნებდებოდა. ნუკი გაოცებული იყო მისი შემართებით,მონდომებით და ხელს არ უშლიდა მხოლოდ ყავას მარტო ვერ სვამდა და ყავის გამო შედიოდა მასთან და ხშირად ანინას ავიწყდებოდა ნუკის არსებობა იმ ოთახში და კითხულობდა ისე რომ მას ვერც კი ამჩნევდა,ერთხელ ხელი გაკრა ყავის ფინჯანს და დააქცია შიშისაგან იყვირა და შეხედა იქვე მყოფ ნუკის ანინას ყვირილზე რომ შეხტა. -რა მოგივიდა,რა გაყვირებს ან რამ შეგაშინა. -მაპატიე გადამავიწყდა აქ რომ იყავი და ეს ყავა კი დავაქციე,ღმერთო ჩემო.... -დამშვიდდი,არა უშავს და არც ინერვიულო მაგრამ ადექი ცოტა ფეხი გამართე და გაიარე ასე არ შეიძლება ანინა.ანინას მეცადინეობამ და ღამის თევებმა შედეგი გამოიღო ის სტუდენტი გახდა ბიზნესის მართვაზე და იქაც თავისი ნიჭით და მონდომებით სტიპენდიატიც გახდა რამაც ძალიან გაახარა და ნუკიც შეუერთდა მის სიხარულს.ანინასთვის დაუძლეველი არაფერი იყო და ყოველი დღე წარმატებული ჰქონდა,მისი ცხოვრება მისი ხასიათიც შეიცვალა უხაროდა სიცოცხლე,მაგრამ გულს დარდი ჰქონდა დედა ენატრებოდა თუმცა მიზანს მიაღწია და ნუკისთან ერთად წლების შემდეგ წარმატებული ქალი არის.ახლა თავისივე რესტორანში იჯდა და მიირთმევდა ცხელ შოკოლადს და ფიქრობდა მას ლუკა მიუახლოვდა, ანინამ შეხედა და უთხრა. -რა მოხდა,ლუკა რა ჩაიფიქრე სახე გიცინის რაღაც უნდა გააფუჭო? -არა, იმ მაგიდასთან ექიმები არიან და ერთი მათგანი თვალს არ გაცილებს,არ გაიხედო მიხვდება რომ გითხარი.ორივეს გაეცინა და ანინამ უთხრა. -ბედი მომადგა? -მგონი უნდა გაგვიფრინდე ანინა და დოც არის... -ლუკა წადი მომშორდი საქმეს მიხედე.ლუკა შებრუნდა და ორი ნაბიჯის შემდეგ ისევ მიუბრუნდა. -ეს ფერი დღეს ძალიან,ძალიან გიხდება და სამკაული ხომ ზედ აკვდება ამ კაბას. -ლუკაააა....ლუკამ შებრუნდა და დაუსტვინა,დანიელს გაეცინა თუმცა არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია და თავი დახარა,რამდენიმე წუთში კი ანინას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა..... -ქ-ნო ანინა.....ანინამ თავი აწია ქაღალდებიდან და უცნობ მამაკაცს გაოცებუმა შეხედა. -დიახ, გისმენთ. -დამავალეს,რომ ეს კონვერტი გადმომეცა თქვენთვის. ანინა კიდევ უფრო გაოცდა შეხედა უცნობს და შემდეგ კონვერტს ის ყვითელი კონვერტი იყო ტანში გაცრა გული აუფრიალდა და ჩურჩულით თქვა. -ეს კონვერტი უკან წაიღეთ და მფლობელს გადაეცით. -მე მოტანა დამავალეს და ვტოვებ კონვერტს სხვა თავად გადაწყვიტეთ,ნახვამდის.უცნობი წავიდა ანინას კონვერტი ხელში ეჭირა,მაგრამ გახსნას არ ჩქარობდა რამდენიმე წუთში ანინას ტელეფონის ეკრანი განათდა და უცნობ ზარს უპასუხა. -გისმენთ. -ვიცი რომ მისმენ და არ ველოდებოდი თუ მიპასუხებდი,გელოდები.ზარი გაწყდა ტელეფონი ხელში შეაცივდა ფერიც დაკარგა და წამოდგა განუსაზღვრელი სიჩქარით დატოვა მისი ადგილი და გაიარა მაგიდებს შორის მოულოდნელად თავბრუსხვევა იგრძნო ის დანიელთან ძალიან ახლოს გაჩერდა რადგან წონასწორობა დაკარგა და მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო დანიელი ფეხზე წამოდგა მის წინ დადგა და სახეზე ფერდაკარგულს მკლავში ხელი ჩაავლო. -ცუდად გამოიყურებით,მოგეხმარებით სად მიგიყვანოთ მითხარით. ანინამ თვალები გაახილა დანიელს შეხედა და მისი ხელი დანიელისგან გაითავისუფლა და ჩურჩულით უთხრა თან თვალებში უყურებდა უცნობ,მაგრამ ნაცნობ მამაკაცს. -მადლობა,მაგრამ თავად წავალ. თქვა და არეული ნაბიჯით დატოვა დანიელი რომელმაც ძირს დაგდებული სავიზიტო ბარათი აიღო და წაიკითხა. -ანინა მოდებაძე....ბარათი ხელის გულში მოიქცია და მიმავალ ანინას გახედა და დარწმუნებით თქვა. -ის არის,ის არის ვიპოვე და რამდენი წელი გავიდა მასზე ფიქრში.ანინამ რესტორნიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა თუ არა კონვერტი გახსნა და შიგ არსებული ფურცელი ამოიღო რომელზედაც ერთი სიტყვა ეწერა. -,,ბოდიში''. შემდეგ მეორე ამოიღო და მისამართი იყო სადაც უნდა მისულიყო,თვალები დახუჭა რაოდენ ბევრს ნიშნავდა მისთვის ის ერთი სიტყვა,მაგრამ გული ხომ ისევ სტკიოდა. რამოდენიმე წუთი ფიქრობდა წასულიყო თუ არა და შემდეგ თქვა. -რატომაც არა დავდგები მის წინ და შემხედოს რომ არ მეშინია მისი. წავიდა და ერთ საათში მივიდა გამოგზავნილ მისამართზე,ამაყად თავაწეული შევიდა დიდ შუშებიან შენობაში და შორიდან შეხედა როგორ შეცვლილა და დაბერებულა მამა,მაგრამ ის ისეთივე არწივის თვალებით უყურებდა ანინას ანინა კი ნელა და მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდებოდა მამას და მის ადვოკატებს.უყურებდა და შორიდანვე მიხვდა რომ მიშას რაღაც უჭირდა,მაგრამ რა.მიშა კი უყურებდა ანინას და არ სჯეროდა რომ გოგონა რომელიც სახლიდან გამოაგდო წლების წინ პატარა შვილთან ერთად დღეს მის წინ საქმიანი ქალის იმიჯით იდგა,ანინამ კი როგორც იქნა მიუახლოვდა და მიშას არა მის ადვოკატს შეხედა და უთხრა. -გისმენთ,მინდა გავიგო რა არის ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. -შვილო ჯერ მომესალმე და შემომხედე....მიშამ წინ გადადგა ნაბიჯი,მაგრამ ანინას ხმამ ის ადგილზე გააქვავა. -შვილო,გამიკვირდა ეს სიტყვა რადგან თქვენ წლების უკან უარყავით თქვენი შვილი... -შეწყვიტე ეს შოუ... -შევწყვიტავ ისე როგორც თქვენ შეწყვიტეთ წლების უკან. -მოვედი ბოდიში მოგიხადე და მინდა ჩემი ბიზნესის ნახევარი გადმოგცე. -თქვენი ბიზნესი გადმომცეთ თან ნახევარი და მეორე ნახევარს ვის უტოვებთ ძვირფასო მამა. -მინდა ეს საჩუქარი მიიღო და ჩემი შეცდომა გამოვასწორო,მე დავაშავე შენთან და დავისაჯე კიდეც. -მადლობა მამა ასეთი გულუხვი რომ ხარ,მაგრამ უარს ვამბობ. -უარს ამბობ,რატომ.... გაუკვირდა მიშას მაგრამ ანინა ისევ მტკიცედ იდგა მასთან ახლოს. -მე როცა მჭირდებოდა შენგან მხარდაჭერა და გვერდში დგომა შენ სახლის ზღრუბლზე მოსული სახლშიდაც არ შემომიშვი ზამთარში სიცივეში და წვიმაში გარეთ დამტოვე,მაგრამ ხომ მხედავ არ დავკარგულვარ დღეს მე არ მშია,არ მწყულია,არ მცივა,არც მიჭირს და საკუთარი ბინაც მაქვს მხოლოდ რაც მტივა ჩემი შვილის მონატრებაა იმ დღეს მე შვილი დავკარგე,ჩემი შვილი და შენი შვილიშვილი ვისაც ზედაც არ შეხედე.ჩუმად იდგა,ბოლოს წელში გასწორდა ანინას თვალებში ჩახედა და თქვა. -მითხრეს ძლიერი ქალი დადგაო და ახლა ჩემი თვალით ვხედავ რეალობას,მინდოდა მენახე.... -გინდოდა გენახე ალბად გატეხილი და დაბეჩავებული რომ გეთქვა უჩემოდ არავინ ხარ და ღირსიც ხარ რაც დაგემართაო,მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო მამა შემხედე კარგად და დარწმუნდი რომ აღარ ვარ ის ადამიანი ვისზედაც ზეწოლას მოახდენ და შენი ყვირილით დააშინებ ისევ. -შეგიძლია დაბრუნდე სახლში.... -ის სახლი ჩემი აღარ არის,ის სახლი წლების უკან დავტოვე იმ ადამიანებთან ერთად ვინც არ მიმიღო ჩემს შვილთან ერთად ახლა კი რატომ მთხოვ დაბრუნებას შემხედე რომ აღარ ვსაჭიროებ შენგან დახმარებას? -დაბრუნდი ის სახლი გელოდება... -იმ სახლში შენი დაწესებული კანონებით გინდა ვიცხოვრო,მაგრამ არა მამა იქ ჩემი ადგილი აღარ არის. ყველას სათითაოდ შეხედა და წასასვლელად შებრუნდა,მაგრამ მიშას ხმამ შეაჩერა და გული მოეწურა. -ანინა რამდენიმე თვის სიცოცხლე დამრჩა....ცრემლი მოერია,მაგრამ ძალიან ძლიერად დადგა და შებრუნდა. -სიკვდილის პირას მისულს გაგახსენდა შვილი? -მე ბოდიში მოგიხადე შვილო.... -მე კი გეტყვი ის რამდენიმე თვე მაინც იყავი ადამიანი.თქვა და ამაყად დატოვა შენობა, მაგრამ როცა მარტო დარჩა გულზე მოიკიდა ხელი და ჰაერიც არ ყოფნიდა როგორც შეძლო თავი დაიმშვიდა მიშამ კი თვალი გააყოლა და ადვოკატებს მიუბრუნდა. -როგორც ვთქვი სწორედ ისე არის ანინამ ბოდიში არ მიიღო,არც თანხა,არც ბიზნესი და არც მაპატია ის უკვე კარიერა შემდგარი ქალი არის და მისი არ მეშინია,ანდერძი მის სახელზე დაწერეთ და ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს ქონებას იმედია მიიღებს. -ანინას მტკიცე ხასიათი აქვს ის არასოდეს დაიხევს უკან და ყოველთვის ასეთი ამაყი იქნება თავის თავში თავდაჯერებულიც. -ის ცხოვრებამ გამოზარდა და თავისივე ტკივილზე ისწავლა როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი ტკივილით იყო სავსე მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი მაშინაც რომ იმშობიარა,მაშინაც რომ მოეწყო უნივერსიტეტში,რომ დაასრულა სწავლა ფარად ვედექი,მაგრამ ჩემი შვილიშვილი ვერ დავიცავი და დღემდე მტკივა მისი ასე უკვალოდ გაქრობა. -ძიება ისევ გრძელდება ბ-ნო მიშა. -გააგრძელეთ ძიება და იმედია ვიპოვით ჩემს სიცოცხლეში.ანინა ისევ რესტორანში დაბრუნდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა თავის კაბინეტისკენ რომ უცნაური ღრიანცელი შენიშნა ერთ მაგიდასთან სადაც რამდენიმე მამაკაცი იჯდა რომლებიც რესტორნის დიზაინს აკვირდებოდა რესტორანი კი ბრწყინავდა მაგიდებზე თეთრი სუფრებით და ვერცხლის დანა-ჩანგლით. ამ რესტორანში ყოველთვის ყველაფერი წესრიგში იყო აქ ხომ მდიდარი და საქმიანი ხალხი იკრიბებოდა დიზაინი კი მთლიანად ანინას ეკუთნოდა რომლითაც ხარობდა როცა მომხმარებელი მონუსხული იყო იქ არსებული სილამაზით.გაახსენდა როცა თავად მუშაობდა თავდაუზოგავად და საღამოს დასიებული ფეხის ტერფები შიგნიდან ჭამდნენ,მაგრამ ახლა უყურებს მის გოგოებს და ზოგჯერ უნდა თავადაც შეუმსუბუქოს მათ შრომა იმ დღეს რადგან ბევრი ხალხი იყო გადაწყვიტა სიბრაზე როგორმე ჩერხშო და წინსაფარი გაიკეთა ლუკამ და ელენემ გაოცებულმა შეხედეს ანინას და მან კი ორივეს გაუღიმა. -ნუ გიკვირთ,მეც მიმტანად ვმუშაობდი და ჭურჭელსაც ვრეცხავდი ახლა კი როცა ვერ უმკლავდებით მეც შემიძლია მოგეშველოთ.ელენემ შეხედა ერთ მაგიდას და შეკვეთა იქ უნდა წაეღო,მაგრამ ანინამ აიღო ბლოკნოტი და თქვა. -მე წავალ მათთან შენ სხვას მიხედე. -ისინი მდიდრები არიან მაგრამ ისინი უხილავებიც არიან,მათ ფული აყოყოჩებთ და ჰგონიათ რომ ფული ყველაფერია. -ელენე ვინც არ უნდა იყო გახსოვდეს რომ პირველ რიგში ხარ ადამანი და მეორე შენს ღირსებას შენ ვერავინ წაგართმევს თუ შენ არ დაკარგავ მას.თქვა ანინამ და წავიდა,ისეთი ელეგანტური იყო მისი მოძრაობა თითქოს უხილავი ჩრდილი იყო თუმცა ის მდიდარ და გავლენიან სტუმრებს მიუახლოვდა მათ შეხდა და ღიმილით თქვა. -იმედია მენიუ ნახეთ და არჩევანი გააკეთეთ. -გავაკეთეთ არჩევანი.ცინიკური მზერა ესროლა ერთ ერთმა მათგანმა ანინას მაგრამ მას ჰქონდა უზარმაზარი მოთმინების უნარი რომელსაც ყოველდღიურად ატარებდა,მის მოთმინებასთან ერთად და ღიმილთან ერთად ზედმიწევნით მშვიდი იყო.მამაკაცებმა ესპანურად დაიწყეს საუბარი ქალის მიმართ ბინძური სიტყვები რაზედაც ანინამ წარბი მაღლა ასწია და სიჩუმეში დარჩენა გადაწყვიტა,მაგრამ ერთი მამაკაცის მზერამ ძალიან გააღიზიანა ტკივილმა სისხლი გაუყინა უსამართლობის,ღირსების და სიამაყის განცდა ერთმანეთში აირია რაც ძალიან დიდი ხანია არ გამოუვლენია ის უსმენდა მამაკაცებს და სწრაფად სუნთქავდა, მაგრამ მოთმინებამ პიკს მიაღწია და მაინც ამაყად შეხედა ისევ თითოეულ მათგანს და სრულყოფილი ესპანურით მიმართა მათ. -უნდა გრცხვენოდეთ,ადამიანებს გავხართ მაგრამ თქვენ ცხოველები ხართ და ცხოველების ადგილი ჩემს რესტორანში არ არის,ახლვეს დატოვეთ ჩემი ტერიტორია. -ქალბატონო თქვენ..... -რატომ გაგიკვირდათ,ესპანურიც ვიცი და ექვსი ენა ვიცი თქვენისთანა არა ადამიანებმა რომ არ გადამიაროს,თქვენ მდიდრებს გგონიათ უფლება გაქვთ სხვა უფრო დაბალი ფენის ადამიანები დაამციროთ და საინტერესოა რას მოიგებთ ამით. -როგორ ბედავთ ჩვენთან ასეთ საუბარს.... ფეხზე წამოდგა ერთი მათგანი,მაგრამ ანინამ თვალებში ჩახედა და უთხრა. -მე ამ რესტორნის მფლობელი ვარ,მაგრამ ჩემთვის სირცხვილი არ არის ეს წინსაფარი გავიკეთო და ჩემს სტუმრებს მოვემსახურო,მაგრამ სირცხვილია რომ თქვენ ადამიანები გიწოდოთ თუმცა თქვენ ხომ ფულიანი და ყოვლის შემძლე მდიდარი ხალხი ხართ.ყველა გაუნმძრევლად იჯდა და რესტორანში მყოფები დიდი პატივისცემით უყურებდნენ ანინას, ანინამ კი იმ დღეს მამამისის ჯავრი ამ გაზულუქებულ მდიდრებზე იყარა და დიდი მძიმე ტვირთი მოიხსნა მხრებიდან.ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა დარბაზში თითქოს ყველამ სუნთქვა შეიკრა,დანიელი შეეცადა ანინასთან მისვლას,მაგრამ ერთ-ერთმა კოლეგამ ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -არ გინდა დანიელ ნუ შეიქნი პრობლემებს ის ორგანოს მუშაკია და არც დღევანდელ დღეს დატოვებს ასე უხმოდ დამიჯერე, რაც შეეხება ამ ქალს მასზე ლეგენდები დადის ქვად ქცეული სულის არის რაღაც დიდ ტკივილს დაატარებს და არც იმჩნევს.დანიელმა დაუჯერა კოლეგას და უყურებდა ამაყად ქალს ვინც იგულისხმა რომ დაჩაგრავდა,მოერეოდა და დასცინებდა,მაგრამ სუსტი მხრებით და დიდი გულით იდგა ქალი ვისაც წლების მანძილზე ეძებდა და ელოდა მასთან შეხვედრის წუთებს,ანინამ კი წინსაფარი მოიხსნა და მამაკაცებს კიდევ უფრო მკაცრად უთხრა ამჯერად ქართულად. -არ მაინტერესებს თქვენი თანამდებობა,დატოვეთ ჩემი ტერიტორია.ყველა უხმოდ წამოდგა და უსიტყვოდ გავიდნენ,ანინამ კი იქვე მყოფთ მიუბრუნდა ძალდატანებით გაიღიმა როცა რომ საერთოდ არ ეღიმებოდა და მათ მიმართა. -მაპატიეთ,მაგრამ აქ შემოსულ ადამიანებს ვინც არ უნდა იყოს არ მივცემ უფლებას დაამციროს აქ მომუშავე პერსონალი, ჩვენ მოგემსახურებით და თუ შეცდომას დავუშვებთ ბოდიშის მოხდა არ გვიჭირს,მაგრამ აქ ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა და ყველა ღიმილით ტოვებს ჩემს ადგილს.გთხოვთ მშვიდად გააგრძელოთ სადილობა და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ჩემგან გამოწვეული ხმის მაღალი ტემპისთვის, მაგრამ მოთმინება ამოიწურა. ელენეს დაუძახა და იმ მაგიდაზე არსებული ყველაფერი ნაგვის ურნაში ჩაყარა,შემდეგ ხელები დაიფერთხა და თქვა. -ნაგვების ადგილი ნაგავშია. წინსაფარი მოიხსნა ელენეს გადასცა ჩანთა აიღო და წავიდა, მიდიოდა ბნელ ქუჩაში სადაც ნათურა სუსტად ანათებდა და ფიქრობდა ყველაზე,ყველაფერზე რომ უეცრად მის ფეხებთან მანქანა გაჩერდა და მის წინ უცხო მამაკაცი აღიმართა. -ვინ ხართ და რა გინდათ თუ იმიტომ ამედევნეთ რომ პასუხი მომთხოვოთ მე ჩემი თავი, ჩემი სამსახური და ჩემი გოგოები დავიცავი.უცნობს გაეცინა და ახლოს მივიდა,ისე ახლოს რომ მისი სურნელი შეისუნთქა და ღიმილით უთხრა. -სუნამო არ შეგიცვლია. -ბატონო? ....გაოცებული უყურებდა მომღიმარ მამაკაცს და გონებაში წარსულის კადრები ამოტივტივდა,თვალები ჯერ დაახამხამა და შემდეგ პირდაპირ შეხედა. -ძლიერი ქალი ხარ.... -ცხოვრებამ მომექცა მწარედ და გამხადა ძლიერი,სიმდიდრე კი არ უნდა ააშიფირო სხვების თვალწინ რადგან სიმდიდრე არ არის ფულში არც ოქროში ჩემი სიმდიდრე ჩემი ღირსებაა რომელსაც ყველგან დავიცავ. -იმ ღამით არ ყოფილხარ ასეთი მკაცრი.... -იმ ღამეს,რომელ ღამეს....გული აუჩქარდა ანინას და მამაკაცს უყურებდა ის კი კიდევ უფრო ახლოს მივიდა და უთხრა. -მაშინ როცა 17 წლის ბავშვი იყავი ანინა. -შენ,შენ,შენ.... თქვა და ცრემლი მოერია,შემდეგ ორივე ხელი გულზე დასცხო დანიელს და თავბრუ დაეხვა უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და დანიელსაც ცრემლი მოერია, ანინას თვალებში დაუბნელდა და დანიელის მკლავებში ჩავარდა არ შეშინებია დანიელს რადგან იცოდა ეს გულის წასვლა მოულოდნელი შეხვედრისგან იყო გამოწვეული სახეზე ჩამოშლილი თმები გადაუწია არც დაფიქრებულა მანქანის კარი გამოაღო და გვერდით დაისვა,მიდიოდა და დრო და დრო გადახედავდა გულწასულ ანინას არც საავადმყოფოში მიიყვანა და არც სასწრაფოს გამოუძახა იცოდა როგორ მოევლო მისთვის და თავის ბუდეში მიიყვანა,თავისივე ხელით შეიყვანა იგივე საძინებელში იგივე საწოლზე დააწვინა სადაც წლების წინ იწვა ორივე ერთად როცა არცერთმა არ იცოდა ერთმანეთის ვინაობა მხოლოდ ერთი ღამე და მხოლოდ ერთი შეხება იყო მათ შორის და ისიც არცერთს არ ახსოვდა ნორმალურად რა მოხდა თუმცა იმ ღამემ მათ ორივეს დაუტოვა დიდი განძი.უყურებდა გულწასულს და შემდეგ სველი ხელი მოუსვა სახეზე როდის როდის თვალი გაახილა და გრძნობდა როგორ იზრდებოდა მასში სიბრაზე,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და დანიელს შეხედა,შეხედა საწოლს და ისევ დანიელს, დანიელმა კი გაუღიმა თვალი ჩაუკრა და უთხრა. -რატომ მიყურებ გაოცებული,საწოლი გეცნო? -აქ რატომ მომიყვანე,გინდა.... -დაასრულე და თქვი რაც გაიფიქრე თუ გინდა მე დავასრულებ,გინდა გავიმეოროთ?ანინამ თვალები მაგრად დახუჭა დანიელმა კი ჯიბიდან სამკაული ამოიღო წლების მანძილზე რომ დაატარებდა და ხელის გულზე დაუდო,ანინამ შეხედა სამკაულს და საწოლზე წამოჯდა რადგან დანიელმა ადგომის საშუალება არ მისცა. -ეს,ეს,ეს შენ..... -წლებია დავატარებ იმ დილით საწოლში ვნახე და თან გაოცებული ვიყავი,რატომ.... -რა რატომ.... -რატომ დამიტოვე თილისმათ თუ ნიშანი იყო უნდა მეპოვნე.... -ვეძებდი, ეს ყველაზე ძვირფასი სამკაულია რაც ოდესმე ვინმეს უჩუქებია. -ვინ გაჩუქა, შეყვარებულმა? -დიახ შეყვარებულმა და მეც ძალიან მიყვარს. დანიელს ძარღვები დაეჭიმა და პირდაპირ უთხრა. -ვინ არის.... -არ ვიცი რა გაიფიქრე და რატომ ბრაზობ,მაგრამ საჩუქარი დედასგან არის როცა 16 წლის გავხდი. -გასაგებია.გულზე მოეშვა ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და ანინას აჩვენა. -ანინა,დღეს გავიგე რომ ანინა გქვია მე დანიელი ვარ და ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. ანინა საწოლიდან ადგა და დანიელს უყურებდა,მაგრამ მთელი დღის უჭმელს და ნანერვიულებს ისევ დაეხვა თავბრუ და ისევ დანიელმა შეაშველა ხელი,გაოცებულმა შეხედა და წარბაწეულმა უთხრა. -ორსულად ხარ? ანინამ შეხედა და უნდოდა ეყვირა,მაგრამ მშვიდად უყურებდა და უთხრა. -როგორ მიხვდი.... -ანინა ექიმი ვარ,მართლა ორსულად ხარ? -ადრე ბებიებმა იცოდნენ თქმა მამაკაცის შარვალს რომ გაედო ის დაგაორსულებსო მე შენ შემეხე უბრალოდ ხელებით და ეს თუ დამაორსულებდა.... -ანინა.... -დიაგნოზის დასმა არ გცოდნია სწორად,მშიერი ვარ დღეს ექიმო.დანიელს გაეცინა და ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა შემდეგ კი სერიოზულად კითხა და თან თვალებში უყურებდა. -ოჯახი.... -ქმარი თუ მყავს ეს გინდა გაიგო,მაგრამ გეტყვი რომ არა მე მხოლოდ ჩემი ოცნებებისთვის და მიზნისთვის ვცხოვრობდი,მიზანს მივაღწიე,ოცნებაც ავისრულე თუმცა დავკარგე ყველაზე ძვირფასი და ამ დანაკარგს მთელი ცხოვრება ვინანებ. დანიელმა წარბი აუწია და უთხრა. -იქნებ არც არაფერია დაკარგული ასე უიმედოდაც ნუ იქნები. -იმედს ვერ ვხედავ.თქვა და ისევ შეეცადა ადგომას,მაგრამ დანიელმა ისევ არ მისცა უფლება ამდგარიყო ტელეფონი ამოიღო და გადარეკა,შემდეგ საძინებელი დატოვა და რამდენიმე წუთით ანინა მარტო იყო დანიელის მისვლამდე ფიქრობდა ეთქვა თუ არ ეთქვა სიმართლე დანიელი კი ფიქრობდა და ელოდა ეტყოდა თუ არა ანინა სიმართლეს ასე რომ ორივე ერთმანეთს ელოდა თუმცა დანიელმა ისიც გაიფიქრა... -,,არ მეტყვის რადგან იფიქრებს რომ არ დაუჯერებ''. ტელეფონი მაგიდაზე დადო,კარები გააღო კურიერს პაკეტი ჩამოართვა და უკან დაბრუნდა ანინას საწოლთან დამდგარი ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი იდგა და უყურებდა შემდეგ კი უთხრა. -ადექი უნდა ვივახშმოთ მეც მშია. -არაფერი არ მინდა..... -ადექი ხომ ხედავ თავბრუ გეხვევა აქედან წახვალ და სადმე გაითიშები ვიღაც ისარგებლებს და ბინაში მიგიყვანს მერე მის საწოლში მოხვდები და ამ სამკაულს კი არავის დავუთმობ... -დანიელ.... -რა დანიელ იმ ღამით მეც ხომ ასე მოგიყვანე თუმცა იმ ღამით ორივე მთვრალები ვიყავით, მაგრამ ახლა ვართ ორივე ფხიზლები. ახლოს მივიდა ხელი გაუწოდა და ანინაც მის ხელს დაეყრდნო დანიელმა წელზე შემოხვია ხელები უფრო ახლოს მიიზიდა შემდეგ კი ყურში უჩურჩულა. -არ დაიჯერებ,მაგრამ ეს წლები და ეს დრო შენზე ვფიქრობდი. -მეც ბევრჯერ მიფიქრია შენზე და ზოგჯერ გახრჩობდი ჩემი ხელით ჩემს წარმოსახვაში... დანიელს გაეცინა და უთხრა. -თუ ფიქრობდი ჩემზე რატომ გაქრი და გაუჩინარდი.... -მე არ გავმქრალვარ,მე რთული ცხოვრება მერგო იმ დილიდან როცა აქედან გავედი. -მომიყვები? -გახსენებაც არ მინდა. -მაინც უნდა მომიყვე. -შენთვის უმნიშვნელო და უინტერესო არის. -იქნებ რამე პატარა დეტალიც გახდეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და დამაინტერესდეს,არაფლის თქმა არ გინდა? ანინას ცრემლი მოერია და დანიელმა ცრემლიანი თვალები კოცნით ამოუშრო, შემდეგ მის ბაგეებს დააჩერდა და ვნება მორეულმა შეეხო ანინას ათრთოლებულ ბაგეებს მასაც სუნთქვა შეეკრა სხეული ჯერ გაეყინა შემდეგ კი ცეცხლის ალი მოედო და სულ სხვა სამყაროში გაახილა თვალები დანიელმა ბედნიერმა შეხედა და უთხრა. -ჩემს კოცნამდე უხეში გქონდა ტუჩები რომელსაც არავინ მიკარებია ახლა კი რბილი და ვარდისფერია,ანინა შენი ბაგეები მე მელოდა.უთხრა და ცერა თითი გადაუსვა ტუჩებზე, დანიელი მისი მზერით გამოხატავდა გრძნობას,ემოციას და ასევე ვნებასაც შემდეგ კი უთხრა. -ნუ ნერვიულობ აღარ ვართ ბავშვები დრო გვაქვს ერთმანეთით დავტკბეთ ანინა მაგრამ ახლა უნდა ვივახშმოთ და უნდა ვილაპარაკოთ. -რაზე,რაზე უნდა ვილაპარაკოთ....დაიბნა ანინა და დანიელს თვალებში უყურებდა, დანიელმა შიში დაინახა მის თვალებში და უთხრა. -ზოგადად ყველაფერზე თუნდაც იმაზე რატომ გქონდა რთული ცხოვრება,რა იყო მიზეზი. -შენ,შენ იყავი მიზეზი.თქვა უცებ და გაჩუმდა,მიხვდა რომ ზედმეტი თქვა და დანიელმა ახლა უფრო სერიოზულად შეხედა. -მით უფრო გვქონია სალაპარაკო,წამოდი. უთხრა და პირველი გავიდა საძინებლიდან სამზარეულოში შესულმა მაგიდაზე დადებული შეფუთვა გახსნა და სენდვიჩები ასევე სხვა გემრირლობები ამოალაგა და ტელეფონმაც შეახსენა თავი ჯიბიდან ორი თითით ამოიღო ტელეფონი და გახსნა. -დაგაგვიანდა დანიელ.... -ვიცი მაგრამ გითხარი სადაც მივდიოდი, არ დამელოდო ლუი. -მძიმე ავადმყოფი გყავს? -ძალიან მძიმედ არის და წამალი უნდა დავალევინო.თქვა და ანინას შეხედა ანინა კი უყურებდა დანიელს და დანიელმა ისევ ღიმილით თქვა. -გული ტკივა და მხოლოდ მე თუ მოვარჩენ,სხვას ვერ ჩავანდობ მას.ანინას გულზე მოუჭირა სპაზმამ და ფერიც შეეცვალა,დანიელმა შეხედა ანინას და თქვა. -უნდა გაგითიში ვაჩეს მიხედე ლუი.ტელეფონი გათიშა და ანინასთან მივიდა. -ფერი დაკარგე,ანინა ისევ ცუდად ხარ და სხვა დროს არასდროს დარჩე აქამდე მშიერი ასე შენს თავს ავნებ და მითხარი რატომ სჯი საკუთარ თავს,მიამბე რა გადაგხდა თავს. -არაფერი,არაფერი მომხდარა და გთხოვ ნუ მთხოვ წარსულის გახსენებას. -კარგი,კარგი მხოლოდ მშვიდად იყავი და მოდი....დანიელმა სენდვიჩი აიღო და თეფშზე დაუდო ანინას თავადაც აიღო ერთი თუმცა სულაც არ უნდოდა ჭამა,შემდეგ მაცივარი გამოაღო და რძე გაათბო ისიც ანინას დაუდგა და ანინამ შეხედა,დანიელმა კი უთხრა. -დალიე და არ მითხრა რომ კატა არ ვარო....ანინას ხველა აუტყდა და შემდეგ გულიანად გაეცინა,დანიელი იდგა და უყურებდა თან ფიქრობდა. -,,როგორ უხდება სიცილი,გპირდები ამიერიდან სულ ასეთი ბედნიერი და გაღიმებული იქნები''. ანინამ ნახევარი სენდვიჩი ძლივს შეჭამა და ხმას არ იღებდა,რძეც ნახევარი ჭიქამდე დაიყვანა და დანიელს საწყალი თვალებით შეხედა. -გთხოვ,უჭმელობისგან მგონი კუჭი დაპატარავდა....დანიელი უყურებდა და სერიოზულად უთხრა. -ასე აღარასოდეს აღარ გააკეთო ახლა კი კარგი არ შეგიძლია მეტი და მიდევი გვერძე, შენზე მომიყევი. -რა მოგიყვე ჩემზე რა უნდა გითხრა გარდა იმისა ჩემი ცხოვრება როგორ დაინგრა და დაიმსხვრა ისე როგორც არასოდეს წარმომედგინა? -რა მოხდა,რატომ გაქვს გული ასეთი დიდი ტკივილით სავსე. -არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო.... -ახლა არ გინდა,მაგრამ ყველაფერი უნდა მომიყვე. -რატომ,რატომ გაინტერესებს ჩემი გავლილი ცხოვრება დანიელ. -მეკითხები რატომ მაინტერესებს შენი ცხოვრება? -ო რატომ გაინტერესებს..... -იმიტომ რომ ეს წლებია შენმზე ვფიქრობ,იმ დილით როცა საწოლი ვნახე იმ წუთიდან დავიწყე შენი ძებნა,მაგრამ წავედი და ეს შენი სამკაული ყოველთვის ძალას მაძლევდა რომ დავბრუნდებოდი და გიპოვიდი,ვიცი რომ ჩვენ რაღაც გვაერთიანებს და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ძვირფასი ეს სამკაული კი ჩვენი თილისმაა.გიპოვე,გიპოვე ახლა ჩემს წინ ხარ და მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე ჩემზე გინდა გიამბო და გაიგო ექიმი ვარ,მაშინ რომ წავედი გერმანიაში სასწავლებლად წავედი მაგრამ აქ თვალები დავტოვე ვინც გეძებდა და ვერ გიპოვა თითქოს სხვა სამყაროდან მოდი იმ ღამით და გაქრი. -დამშვიდდი, შევეცდები მოგიყვე ძალა თუ მეყოფა ბოლომდე გითხრა ის რაც გამოვიარე იმ დღიდან დღემდე და შენთან შეხვედრა ალბად მარტოობისგან დაგროვილმა დაღლილობამ განაპირობა,რადგან ცარიელი ვარ დანიელ ჩემი სამყარო დაინგრა ერთ საღამოს და მე იმ საღამოდან დავიწყე მოლოდინით ცხოვრება,მოლოდინი უიმედოდ ოდესმე გიგრძვნია? არ გისურვებ,მე კი ყველაფერი წავშალე ჩემი გონებიდან და ცხოვრება გავაგრძელე ჩემთვის, ჩუმად, ყველას შეუმჩნევლად. -ანინა უნდა მითხარა ასე ძალიან რა გტკივა და რა გაწუხებს. -იმ დღეს შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ ძალიან ციოდა,ქარი ქროდა და სიცივე ძვლებამდე ჩადიოდა ცა კი ბნელი იყო ძალიან ბნელი. რუტინაში ვცხოვრობდი რომელიც ნელა ნელა ანადგურებდა ჩემში ყველაფერს.უსმენდა დანიელი და ანინას ნუშისფერ თვალებს უყურებდა დიდი სევდა და დარდი ბუდობდა იმ საოცრად ლამაზ თვალებში.კლასიკური შავი შარვალი და ასევე შავი თხელი პერანგი იდეალურად უხდებოდა მის სხეულს და დანიელს ტანში სითბომ დაუარა როგორ ძალიან უნდოდა ორივე ხელი მოეხვია და გულში ჩაეკრა ტკივილით სავსე გოგო. -წარსულს უნდა დაემშვიდობო და მომავლისკენ გადადგა ნაბიჯი. -ასეც გავაკეთე,მაგრამ წარსულის დავიწყება როცა ტკივილით არის სავსე შეუძლებელია და მე ვინც უმნიშვნელო ვიყავი და სირცხვილი ოჯახის ერთ დღეს გავხდი უკვე მონატრებული შვილი თუმცა როგორც მათმა უარმყვეს მეც უარვყავი ისე რომ არც მე გამჭირვებია და აღარავინ აღარ არსებობს წარსულიდან. -რას ამბობ,შენ ოჯახმა უარგყო? -უარმყო,რადგან მე მათი იმედგაცრუება ვიყავი და გავქრი მათი ცხოვრებიდან მაგრამ ჩემი ღირსება და ადამიანობა არ გაქრა,თუმცა ცარიელი ვარ. -მინდა დაგეხმარო ამიტომ ყველაფერი უნდა მითხრა რომ შევძლო შენი დახმარება,რაც შეგეხება პირადად შენ ხელს აღარასოდეს გაგიშვებ. -რატომ გინდა დამეხმარო... -იმიტომ რომ მიყვარხარ და მინდა ტკივილი დაგავიწყო და გპირდები დაგავიწყებ თუ ვინმე არის შენს ცხოვრებაში და ამიტომ იკავებ თავს. -არა,მე ჩემი ცხოვრება სწავლას და ჩემს კარიერას მივუძღვენი ახლა კი შვილი,ჩემი შვილი. ვეღარ დაასრულა სათქმელი ცრემლები სახეზე დაედინა. -რა თქვი,შვილი გყავს? დუმილი,ანინა უყურებდა დანიელს და დანიელი ფეხზე წამოდგა თავზე შემოიწყო ხელები და ცრემლით აევსო თვალები,შემდეგ ანინას მიუბრუნდა და უთხრა. -იმ ღამიდან? -იმ ღამიდან.... -ამიტომ უარგყო მშობლებმა,სახელი.... -ლელა,ჩემი ლელა ჩემი სიცოცხლის ნათელი წერტილი იყო. -იყო არა,ანინა იყო არასდროს არ თქვა.... -ჩვენ ორნი განუყრელი მეგობრები ვიყავით და არა დედა-შვილი,ჩვენ სულ მარტოებმა შევეჭიდეთ ცხოვრებას და მასაც ჩემთან ერთად ეძინა,ჩემს გულს ეკვროდა და მეჩურჩულებოდა რომ ვუყვარდი თუ მოიწყენდა მეც მოვიწყენდი თუ იტირებდა მეც ვტიროდი თუ იცინოდა და უხაროდა მეც მიხაროდა და მეც ვიცინოდი. იმ ღამით როცა ის დავკარგე მამაჩემის სახლიდან მოვდიოდი კიდევ მეორედ უარყოფილი და კიდევ უფრო ტკივილით სავსე,მოვდიოდი და ჩემი შვილის ხელი მაგრამ მქონდა ჩაჭიდებული და ფიქრებით მოუყვებოდი გზას გზაზე კი უეცრად ორი ნასვამი გადაგვიდგა ალკოგოლის სუნით ყარდნენ და მათ ჩემზე ძალადობა უნდოდათ სიბნელეში გამათრიეს ლელას ვუყვირე რომ გაქცეულიყო და დამალულიყო,მაგრამ დაიბნა ვერ გაიგო რა ხდებოდა როცა პირზე ხელი ამაფარეს და ვეღარ ვყვიროდი თუმცა მათგან თავის დახსნა შევძელი და გავიქეცი სიბნელე იყო და სიბნელეში ჩავიკარგე, მომდევდნენ და მე ერთ ორმოში ჩავხტი ვერ მიპოვეს და წავიდნენ.ორმოდან ამოვედი ღმად ვსუნთქავდი და მათი წასვლის შემდეგ ლელას დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე დანიელ ჩემი შვილი,ჩვენი შვილი.ვეძებდი ღამეში და დილამდე შეშლილივით გიჟივით დავრბოდი მის სახელს ვყვიროდი,მაგრამ პასუხი არ იყო ვერ შევძელი მისი დაცვა ვერ დავიცავი და ჩვენი შვილი იმ ღამით დავკარგე ის გაუჩინარდა.დანიელი გაოგნებული იდგა და ცრემლებისგან დაცლილ ქალს უყურებდა,ანინა კი თავს დამნაშავედ გრძნობდა და დანიელს ვერ უყურებდა. -ჩემს თავს დატეხილმა ტკივილმა გამზარდა და ვისწავლე როგორ ვატარო ჩუმად ტკივილი სხვა რომ არ შევაწუხო,დამღალა ამ ცხოვრებამ,ძალიან დამღალა.მართლა დაიღალა და დანიელმა არსად არ გაუშვა ის იმ ღამით ისევ იმ საწოლში იწვა,მაგრამ ამჯერად თავად არ ყოფილა მის გვერდით მიუხედავად იმისა რომ ეს ქალი უყვარდა და ისე ძალიან იზიდავდა, რომ ჭკუას კარგავდა მას რომ უყურებდა.მთელი ღამე არ დაეძინა,მთელი ღამე ფიქრობდა და დილით ჩაეძინა,მაგრამ თვალი გაახილა თუ არა ისევ საძინებელში შევიდა შეეშინდა ისევ უთქმელად არ წავიდესო,მაგრამ შეხედა ტკივილისგან დაღლილს ტკბილად ეძინა და აღარ გააღვიძა სამზარეულოში შევიდა და ფიქრები პატარა გოგონას გარშემო ტრიალებდა, მაცივრიდან ფორთოხალი გამოიღო და გაწურა დილის ჯანსაღი საუზმე მოამზადა და დაელოდა ანინას გაღვიძებას ანინამაც გაიღვიძა დანიელს შეანათა მისი შავი თვალები და თითქმის ჩურჩულით მიესალმა,შემდეგ თავი მოიწესრიგა და დანიელმა სამზარეულოში შესვლა სთხოვა მან კი გაოცებულმა შეხედა გაშლილ მაგიდას ორივემ ერთად ისაუზმა და როცა დაასრულეს დანიელმა შეხედა და უთხრა. -ანინა მომიყევი მშობლებთან კონფლიქტი როდიდან დაიწყო. -იმ დილით შენგან წასულმა შენთან დავტოვე ის რაც ყველაზე ძვირფასი მქონდა და უნდა გავფრთხილებოდი,სახეც კი არ მახსოვდა შენი დანიელ და ერთი თვის შემდეგ გავიგე რომ იმ ერთი ღამიდან ორსული დავრჩი ეს იყო ჩემთვის სრული შოკი ვერ ვამხელდი,მაგრამ დედამ როცა აბაზანაში გულწასული მიპოვა იკივლა,მამამ როცა გაიგო ჩემი შეწუხების მიზეზი შემომხედა და მითხრა. -შეწყვიტავ ამ ორსულობას.... -ვერ ვიზამ ის ჯერ ძალიან პატარაა.... -მაშინ ბავშვის მამას უთხარი რომ მოვიდეს. ვერაფერი ვთქვი,როგორ მეთქვა არ ვიცი ვინ არის ბავშვის მამა მისი არც სახელი ვიცი არც ეროვნება და არც ვინაა ვისგან ველოდები ამ ბავშვსმეთქი. ისევ უარი ვთქვი და ჩემი უარის თქმაზე კარი გააღო და მითხრა. -წადი ჩემი სახლიდან აქ შენი ადგილი აღარ არის,შენ ტვირთი ხარ მხოლოდ ამ ოჯახის და შენს შვილთან ერთად აქ აღარავისთვის აღარ ხარ საჭირო. -გასაგებია,მივდივარ ამ სახლიდან და ჩათვალეთ რომ არასოდეს არ ვყოფილვარ თქვენს ცხოვრებაში მადლობა რომ თქვენი ასეთი მოქცევით მასწავლეთ რომ ძლიერი ვიყო,რომ ჩემს თავს და ჩემს შვილს თავად მივხედო. 17 წლის ასაკში დავტოვე სახლი და ჩემი პატარა ჩანთით სადაც რამოდენიმე ხელი ტანისამოსი ჩავდე წამოვედი,მივდიოდი არ ვიცი სად და ვისთან ან რა და ვის იმედით უფულოდ მხოლოდ მე და ჩემი ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილი და სად უნდა მივსულიყავი სულ მალე ჩემს ორსულობას ვერ დავმალავდი ქალაქში ვიყავი ხან სად და ხან სად უკვე მიუწვდომელი ვიყავი ოჯახისთვის რადგან ჩემი ნომერი გადავაგდე და იმ დღეს როცა სასოწარკვეთილი ვეძებდი თავშესაფარს ერთ ერთ ბარში ჭირდებოდათ მიმტანი მეც დაუფიქრებლად შევედი ბარში და სამუშაო ვითხოვე არ დამიმალავს ჩემი მდგომარეობა ისიც რომ წასასვლელი არსად მქონდა უფროსმა მომისმინა და სამსახურში ამიყვანა ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა პატარა ოთახიც გამომიყო სადაც დასვენებას შევძლებდი და მეც მადლობა როგორ გადამეხადა თუ არა იმით რომ დილით ადრე ვდგებოდი თანამშრომლების მოსვლამდე ყველაფერს ვაწესრიგებდი.ყველას შევეჩვიე, ყველა მეხმარებოდა როცა მუცელი გამეზარდა სამზარეულოში გადავედი თეფშებს ვრეცხავდი. ბარში ხშირად ერთი გოგო შემოდიოდა და მას დაუახლოვდი ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და მიხაროდა მასთან ერთად ყოფნა, როცა უკვე დრო მოვიდა მშობიარობის მითხრა რომ მასთან გადავსულიყავი რადგან ბინაში მარტო ცხოვრობდა მეც დავთანხმდი და მასთან გადასვლიდან რამდენიმე დღეში გოგონა გავაჩინე სახელად კი ლელა დავარქვი და ის ყველას შვილი გახდა.მუშაობა არ შემიწყვეტია მასთან ერთად ვმუშაობდი და როცა წამოიზარდა ხელიდან ხელში გადადიოდა ყველას უყვარდა,ვმუშაობდი და თან ვმეცადინეობდი ყველა ხელს მიწყობდა და სტუდენტიც გავხდი.დანიელ რთული იყო ყველაფერთან ერთად დედობაც, მაგრამ არასოდეს დამიწუწუნებია და როცა ჩემი შვილი 3 წლის გახდა გადაწყვეტილება მივიღე მე გადამედგა პირველი ნაბიჯი და მათთან მივსულიყავი.წავედი კიდეც, ეკონომიურად აღარ მიჭირდა ამიტომ მათთან არ მივსულვარ რომ მშიოდა ან რამე დახმარება მჭირდებოდა,ვფიქრობდი რომ მათ წყენა გაუვლიდა ეს წლები მაგრამ ძალიან შევცდი.პირი გაუშრა,დანიელმა წყალი დაუსხა და ანინამ ხელის კანკალით აიღო ჭიქა ნახევრამდე დაცალა ჭიქა და თვალები დახუჭა,რადგან დაიწყო მოყოლა უნდოდა ყველა დეტალი ეთქვა და არაფერი გამორჩენოდა. -შაბათი დღე იყო როცა მათ კარზე დავაკაკუნე და კარი მამამ გამიღო,ვფიქრობდი 4 წლის მონატრებულ შვილს ხელებს გამიშლიდა და გულში ჩამიკრავდა,მაგრამ მისი თვალები ისევ ისეთივე ცივი იყო როგორც დავტოვე წლების უკან. -გზამ მოგიყვანა სახლამდე თუ შენ გახსოვდა სახლისკენ მომავალი გზა. -სახლში არ შემომიშვებ? არანაირი მონატრება,არანაირი სითბო,მის გამოხედვაში ისევ ისეთივე მედიდური გამოხედვა დავინახე და დედის ხმაც გავიგონე. -მიშა ვინ არის.გავიგონე დედას ხმა და მას ცრემლი მოერია,ისიც აჩრდილივით დადგა მამას გვერდით და სიხარულისგან იყვირა... -ანინა შვილო.... -ანინა დაბრუნდა,მაგრამ ისევ მარტო არის. -კარში დააყენე სიცივეში ბავშვი გაცივდება სახლში შემოუშვი,რა გემართება მიშა ასე რამ შეგცვალა. -რა მემართება,კიდევ რომ ბედავ და მეკითხები რა მემართება მე ხალხი მიცნობს პატივს მცემს და როგორ ვთქვა შვილიშვილი მყავს,მაგრამ მამამისი ვინ არის არ ვიცითქო.ყვიროდა მამა და მე ისევ კარში ვიდექი,მივხვდი რომ იქ შესვლას აზრი არ ჰქონდა და უკან დავიხიე დედა ტიროდა მამამ გაოცებულმა შემომხედა არ ფიქრობდა თუ ნაბიჯს უკან გადავდგამდი ის ფიქრობდა რომ მის ფეხებთან დავეცემოდი და პატიებას ვთხოვდი,მაგრამ მე მას თვალებში ჩავხედე და უთხარი. -გგონია იმისთვის მოვედი რომ მიჭირს და მშია,არა ძვირფასო მამა არც მშია,არც მწყურია და შენგან უარყოფილი უცხო ადამიანებმა შემიფარეს თუმცა დღეს მოვედი,რადგან ვფიქრობდი მოგენატრებოდით,მაგრამ ვხედავ შენთვის ხალხის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ამიტომ აღარ შეგაწუხებ ეს ბოლო ცდა იყო და ჩემი შეცდომაა რომ მოვედი,რას ვიზამ ჩემი გზა მაქვს რომელიც მარტომ უნდა გავიარო მაგრამ ამჯერად ჩემს შვილთან ერთად და მივხვდი რომ აღარასოდეს აღარ უნდა შევეცადო აქ დაბრუნებას თქვენც ნუ დამელოდებით, ამიერიდან შემიძლია ვთქვა რომ ობოლი ვარ რადგან შენ ყველა ჩამომაშორე,ყველას აუკრძალე ჩემთან ურთიერთობა და მინდა მშვიდად იყო ასევე იცოდე არ მიჭირს მხოლოდ უთქვენობა მიჭირდა,მაგრამ ვხედავ თქვენ უჩემოდაც კარგად ხართ.წამოვედი,ნელა ნელა მოვდიოდი უკან გულდამძიმებული და მისმა ხმამ გამაჩერა მომიახლოვდა ხელში რაღაც ჰქონდა და ცივად მითხრა. -ეს აიღე და როგორც გინდა მოიხმარე,სხვა დროს დახმარებას ვერ მიიღებ.მის ხელში არსებულ ქაღალდს შევხედე მერე მას შევხედე როგორ კანკალებდა და ჩამეცინა,არ ვიცი ალბად ნერვიულობისგან იყო ეს ჩაცინებაც ან ფიქრობდა გადავიფიქრებდი პატიებას ვთხოვდი და სახლში შევიდოდი,მაგრამ არა ქაღალდს დავხედე და მერე მას შევხედე. -თანხას მაძლევ რომ შენი ცხოვრებიდან გავქრე? როგორ შეგიძლია ასეთი სასტიკი იყო ეს რომ გააკეთო,მე ხომ შენი შვილი ვარ შენი ერთადერთი შვილი,შენი ანინა. -შენ იყავი ჩემი შვილი,ახლა კი.... -ახლა კი..... -ახლა კი უცხო ხარ.... დედა ჩუმად იდგა ღია კარში და ცრემლებს იწმენდდა მე კი ამაყად დავდექი და მამას თვალებში ჩავხედე შემდეგ კი როგორც მან მეც ცივად ვუთხარი. -აქამდე შენი ფულის გარეშე გავიტანე თავი ახლაც გავიტან და ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ ეს თანხა კი შენ გამოიყენე წყლის მომწოდენელი რომ აღარ გეყოლება ვინმეს გადაუხადე რომ წყლით სავსე ჭიქა მოგაწოდოს,ახლა კი მივდივარ და ჩემი წასვლის შემდეგ შენს ერთგულ ლეკვებს დაურეკე ადვოკატებს რომ ამომწერო ამ სახლიდან შენი ცხოვრებიდან ისედაც ხომ ამომშალე,მაგრამ არ გჭირდება მათთან დარეკვა არც აქამდე მქონია შენგან ფუფუნება.ქაღალდი ხელში დარჩა გაშეშებული მე კი შემოვბრუნდი და წამოვედი,ძალიან სიცივე იყო ბავშვის შემეშინდა და ბედად ტაქსი გავაჩერე მხოლოდ ერთხელ მივიხედე უკან დედა ჩვენსკენ მორბოდა ტირილით,მაგრამ იმდენად გულნატკენი ვიყავი არც მას მივუბრუნდი, მოვდიოდი და ვფიქრობდი რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემი კარიერა უნდა შემექმნა და ძლიერი სახელოვანი ქალი დავმდგარიყავი მათ წინ,ყველაფერი ავისრულე თუმცა ჩემი შვილი გამიხდა დარდად. -ჩვენი შვილი....დანიელი დაფიქრდა,შემდეგ შეხედა და უთხრა. -შეგიძლია იმ სახეების ამოცნობა. -რაც არ უნდა გაგიკვირდეს ერთს ვიცნობ,სკოლაში რომ ვიყავი სიყვარულში გამომიტყდა მე კი მეზიზღებოდა და უარი ვთქვი მის სიყვარულზე მან არაფერი თქვა,მაგრამ ბრაზი გულში ჩაიდო და წლების შემდეგ მნახა ორსული რომ ვიყავი და გაუგია ჩემი მარტოობის შესახებ მოვიდა და ისევ უარით გავისტუმრე... -დამშვიდდი,დიდი სამეგობრო მყავს და აუცილებლად ვიპოვით პატარას. -როგორ ვიპოვით მას შემდეგ დრო გავიდა და ძიება წინ ვერ მიდის,მის კვალს ვერავინ ვერ მიაგნო. -ახლა დამშვიდდი მე უკვე აქ ვარ ყველაფერი ვიცი და ამ საქმეს მე მივხედავ,მითხარი იმ ბიჭის სახელი და გვარი. -ლევანი ჩხეტია .... -დარწმუნებული ხარ ანინა.. გაოცებული უყურებდა დანიელი ანინას და ანინამ დაეთანხმა, დანიელმა ტელეფონი აიღო და გადარეკა თან ანინას უყურებდა. -ვაჩე დილა მშვიდობის როგორ გრძნობ თავს... -დანიელ ნუ ბავშვობ.... -ვაჩე მომისმინე, მითხარი ლევანი რა გვარი არის? -ჩხეტია რა მოხდა,რამე კიდევ გაიგე მასზე? -გავიგე რაღაც,მაგრამ მოგვიანებით აგიხსნი დღეს არ ვიცი თუ შემოვივლი და უჩემოდ არსად წახვიდე. -კარგი შენ დაგელოდებით მე ხომ ბრმა ვარ...დანიელს გაეცინა და ტელეფონი გათიშა, შემდეგ კი ანინას შეხედა და უთხრა. -მე უნდა გავიდე შენ რას იზამ.... -სახლში წავალ გამოვიცვლი და სამსახუში მივალ... -კარგია,ეს გასაღები აიღე დღეიდან აქ იქნები სამსახურიდან აქ მოხვალ... -დანიელ.... -ანინა ეს ასე იქნება, ახლა ვერ გაგყვები მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და აქ დამხვდები შესაძლებელია ვერც მოვიდე ღამით არ ინერვიულო.შუბლზე აკოცა ტელეფონში ნომერი ჩაუწერა თავადაც ჩაიწერა და ორივემ დატოვა ბინა,ანინა ჯერ კიდევ ბურანში იყო მიდიოდა და გაახსენდა ის ტკივილით სავსე დრო,გაახსენდა როგორ ცუდად იყო როგორ განიცდიდა და როგორ ეხმარებოდა შეძენილი მეგობარი ტკივილის დაძლევაში.ტიროდა,მისი ცრემლები ზღვას ერთოდა ნუკიმ კი დამამშვიდებელი ჩაი გაუკეთა ანინას და საძინებელში დატოვა,შემდეგ ტელეფონი აიღო და გადარეკა. -ვახო ნუკი ვარ გეგეს უთხარი და სასწრაფოდ ჩემთან ამოდით,სალაპარაკო გვაქვს. -რა მოხდა,ნუკი კარგად ხარ? -კარგად ვარ,ზაზაც მჭირდება. -სამივე ერთად ვართ,რა ხდება გოგო. -გითხარი რომ სალაპარაკო გვაქვს ალბად ტელეფონში არ ითქმება,აქ უნდა მოხვიდეთ.ნუკიმ ტელეფონი გათიშა ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და სამივე ერთდროულად წამოდგა ფეხზე. -ნუკი ამ დროს ჩვენს ასაგდებად არ დარეკავდა,ხმაც სერიოზული ჰქონდა ნანერვიულებია. -წავედით დროს ნუ ვკარგავთ.თქვა გეგიმ და სამივე ერთად გავიდა,ნუკიმ ყავა დააყენა და კარზე უკვე ზარი იყო კარი გააღო და მის წინ სამი მეგობარი იდგა რომლებიც გაოცებული უყურებდნენ. -შემოდით,მაგრამ არ იხმაუროთ.... -რატომ,ვინმე გყავს?...იკითხა გეგიმ ჩუმად და ნუკის გაოცებულმა შეხედა,ნუკიმ კი მთელი სერიოზულობით უპასუხა. -სწორად მიხვდი მას ძინავს და არ მინდა გაიღვიძოს ხმაურზე,გადაიღალა. -ვის ძინავს გოგო და რით გადაიღალა,სექსით? -რომ არ გიცნობდე ამ ცხელ ყავას თავზე დაგასხამდი და ქათამივით გადაგპუტავდი, იდიოტი. -ღირსი ხარ რაც გითხრა შეგისრულოს,დააცადე და იტყვის რატომ აგვყარა ამ დროს და აქ რისთვის მოგვიყვანა.თქვა ვახომ და ნუკიმ კი გაბრაზებულმა გადახედა ვახოს და ზაზას და თქვა. -თქვენც თუ იგივეს ფიქრობთ ამ წუთში ადექით და წადით,ეს კარი კი დაივიწყეთ. -კარგი ჰო ვიხუმრე,თქვი აქ რისთვის მოგვიყვანე. -ყავა თუ ვისკი რას მიირთმევთ თქვენო აღმატებულებავ.შეხედა ჯერ კიდევ სიბრაზით სავსემ გეგის და რადგან არჩევანში დააყენა გეგიმ დაფიქრდა და თქვა. -თუ ფიქრობ ძალიან სერიოზული თემაა ვისკი თუ ისე ლაითად არის საქმე ყავა. -თქვენც იგივე აზრზე ხართ? ბიჭებმა თავი დაუქნია ნუკის და მან კი მაგიდაზე ვისკის ბოთლი დადგა და 4 ჭიქაც,ბიჭებმა მიხვდა რომ ნუკი არ ხუმრობდა და საქმე სერიოზულ თემას ეხებოდა,მოულოდნელად ტირილის ხმა გაიგონეს ნუკი ფეხზე წამოხტა და სასწრაფოდ საძინებელში შევიდა რამდენიმე წუთი იქ იყო და დაღლილი სულით გამოვიდა თავადაც თვალებში ცრემლი ჰქონდა და ვახომ გაოცებულმა უთხრა. -შენ რა იტირე... -დახმარება გვჭირდება... -ვინ არის იქ ნუკი. -იქ ჩემი მეგობარია გეგი და მისთვის გთხოვთ დახმარებას. -მოყევი ნუკი რა დახმარება ჭირდება და რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ.ნუკიმ იმედით შეხედა ბიჭებს ღმად ამოისუნთქა და ანინას ისტორია მოკლედ მოყვა,ყურადღება ბავშვზე გაამახვილა და არა ანინას წარსულზე. -ჯერ ბავშვი ვიპოვოთ,მაგრამ სად შეიძლება ბავშვი გამქრალიყო თუ ვინმემ არ წაიყვანა და არ მალავს. -რამე შეტყობინება ან გაფრთხილება ხომ არ მიუღია,მაგალითად პოლიცია არ ჩართო საქმეში თორემ ბავშვს ვერ ნახავ.... -არა, არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა ეს რომ იყოს იმედი გვექნებოდა რომ ვიპოვით, მაგრამ.... -გასარკვევია ვინ არის ის ტიპები,უნდა ვიცოდეთ იქნებ ვინმე გამვლელი არის და რაღაც იცოდეს რაც ამ თემას ეხება. -არაფერი ვიცი სხვა,შეგიძლიათ თავად დაელაპარაკოთ ხვალ. -შენ როგორ ჩაერთე ამ საქმეში.... -ვახო მიცნობთ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და რომ არ ვიყო დარწმუნებული მის სიალალეში,უბრალოებაში,სათნოებაში და პატიოსნებაში არც აქ მეყოლებოდა და არც გვერდში დაუდგებოდი.გთხოვთ რამე გააკეთეთ და ბავშვი ვიპოვოთ,ლელა ჩემს ხელში გაიზარდა ის 4 წლისაა ბიჭებო.... -მოდი ასე გავაკეთოთ დაისვენოს დღეს და ხვალ მოვალთ,უნდა გვითხრას რამე ასე ჰაერზე ვინ ვეძებოთ ნუკი. -მისი მიზანი? -სწავლას ამთავრებს და ერთად გვაქვს რაღაც გეგმები, ძალიან კარგი და დაკვირვებული გოგო არის ცდილობს მისი კუთხე ჰქონდეს და ისეთი მიზანდასახულია ექნება კიდეც.ოთხივე დუმდა,წასვლას აპირებდნენ რომ საძინებლის კარი გაიღო და ანინა გამოვიდა უეცრად გაჩერდა და შეშინებულმა შეხედა უცხო ადამიანებს,მაგრამ ნუკი ადგა და დაამშვიდა. -არ შეგეშინდეს, ჩემი მეგობრები არიან მათ შენი დახმარება უნდათ თუ თანახმა იქნები და ბავშვს გვაპოვნინებენ. -ნუკი ცუდად ვარ.... -ვიცი,ვიცი რომ ცუდად ხარ.... -დამშვიდდი დაო და გვითხარი სად მოხდა ეს ინციდენტი სად იყავი ასევე უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ის ტიპები და თუ თუნდაც ერთს იცნობ გაგვიადვილდება ბავშვის პოვნა. -მათგან მხოლოდ ერთი ვიცანი და გეტყვით,მაგრამ ვიცი სიმშვიდე აღარ მექნება თუმცა ჩემი შვილის გარეშე ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს. თქვა და ცრემლი ვერ დაიმაგრა,ნუკიმ გულზე მიიდო ანინას თავი და თავადაც უნდოდა ტირილი მას მისი წარსული დაუდგა თვალწინ როცა მისი პატარა ორივე ხელზე ყავდა გადაწვენილი და უყურებდა ბავშვს როგორ კარგავდა,როგორ სუსტდებოდა მის მკლავებში და ნელა ნელა ქრებოდა მისი პატარა ახლა კი მეგობრის გვერდით იდგა და მისი ხელი ეჭირა ხელში,იქნებ იმ ბოროტ ადამიანს ყავდა ჩაკეტილი მაგრამ სად. -ათული სად არის იცით რომელიმემ? -ათული აქ ვერ მოვა და იცით რატომ. -ნუკი მომისმინე ათული და ლაზარე იცი რა ფიგურაც არის ჩვენში და ამ ორმა უნდა გაიგოს ეს ამბავი,უნდა იცოდნენ ისტორია ბოლომდე რა მოხდა მხოლოდ ის ორი შეძლებს დაგვეხმაროს და ვიპოვოთ ბავშვი ან იქნებ გამოსასყიდზე დარეკოს ბავშვი ვისაც ყავს იმან ამიტომ უნდა დაველოდოთ.ვახო გაბრაზებული უყურებდა ნუკის,ნუკი კი რამდენიმე წლით უკან დაბრუნდა თავის მოგონებებში თუ რა ბედნიერი იყო იმ დროს ის ხომ ქორწილისთვის ემზადებოდა.ზაფხულისთვის უჩვეულოდ ლამაზი საღამო იყო,მზე ჩადიოდა და სამყაროს მისი უკანასკნელი გამოსხივებით ემშვიდობებოდა მეორე დღის დილამდე ის კი ვერანდაზე იდგა და ღიღინებდა მისი საყვარელი წითელი კაბა ეცვა თეთრი პეპლებით და ყვავილებს წყალს უსხამდა ბედნიერი ღიმილით თან თითოეულ მათგანს ეფერებოდა ფოთლებზე ჩურჩულით კი ამბობდა რომ იმ მამაკაზე თხოვდებოდა ვინც სიცოცხლეზე მეტადაც კი უყვარდა.დაასრულა მორწყვა და მზეს შეხედა შემდეგ კი სახლში შევიდა სადაც რამდენიმე წამში ყველაფერი შეიცვალა და ამოყირავდა მისი ცხოვრება, მან სააბაზანის კართან გაიარა და ჩურჩულის ხმა მოესმა ფეხი შეაჩერა და ყური დაუგდო. -ორსულად არის რამე უნდა ვიღონო... -არა,არა,ნუკის ვერ ვეტყვი ამ ტკივილისთვის ვერ გავიმეტებ მას.გულზე ხელი მიიდო რადგან გრძნობდა გული ამოუვარდებოდა,მაგრამ მას ხომ ათული უყვარდა და არც დაფიქრდა კარი გააღო ათული კი შეშინებული შემობრუნდა მისკენ,ნუკიმ ხელი დაადო მხარზე და უთხრა. -არ საჭიროებს ამ თემის სხვასთან განხილვა,ერთად განვიხილოთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. -ნუკი მომისმინე,შენ გაიგონე რაც ვთქვი და არ ბრაზობ? -ვბრაზობ,მაგრამ ბრაზი და ჩხუბი მომხდარს შეცვლის? -მაგრამ.... -ათუკა ვბრაზობ და მეტკინა კიდეც, შენ ახალგაზრდა მამაკაცი ხარ და გამორიცხული არაფერია მაგრამ ვფიქრობ ეს მხოლოდ ჩვენ ორმა უნდა მოვაგვაროთ. -როგორ მოვაგვაროთ,ნუკი ფიქრობ რომ დასრულდა და უნდა დავშორდეთ? -არა ეს არც გამიფიქრებია,მამობის ტესტს გაიკეთებ და თუ ბავშვი შენია აღიარებ,სხვას კი შემდეგ მივხედოთ მხოლოდ არ მინდა ჩვენს შორის საიდუმლო იყოს ამიერიდან.ათული და ნუკი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ათულიმ დაუფარავად უთხრა ნუკის მისი შეცდომა რაც გადახდა ის მთვრალი იყო და დილით ნახა მის გვერდით იწვა გოგონა ვისაც არ იცნობდა რამდენიმე ხნის შემდეგ კი უთხრა რომ ის ორსულად იყო და არ იყო დარწმუნებული ბავშვი თუ მისი იყო. -გამოგიყენა,მთვრალს გვერდით მოგიწვა და მერე გითხრა რომ შენგან იყო ორსულად,ეს არც კი უნდა ინერვიულო. -მიყვარხარ.უთხრა ნუკის და მოეხვია,რამდენიმე წუთში ტელეფონი ისევ განათდა და ნუკის შეხედა,ნუკიმ კი წარბი აუწია და უთხრა. -უპასუხე....ათულიმ ტელეფონი გახსნა.. -გისმენ ომარი... -სასწრაფოდ მოდი ეს გოგო სისხლდენით შემოყვანეს მისი მდგომარეობა რთული არის, მშობლები ბავშვის მამას კითხულობს. -ომარ ორივე ხომ გადარჩება.... -არ ვიცი,არაფერი არ ვიცი გადაწყვეტილება მიიღე რას იზამ მხოლოდ დროულად.ომარიმ ტელეფონი გათიშა და სისხლში ამოსვრილ გოგონას მიუბრუნდა თან ჩაილაპარაკა. -ოხ ათუკა ეს რა გააკეთე....გოგონამ ხელზე ხელი მოუჭირა ომარის და ჩურჩულით უთხრა. -არ მოვიდეს,აქ არ მოვიდეს ჩემებმა არ იციან ვინ არის ბავშვის მამა და ათუკა კარგი ადამიანია ის არ არის დამნაშავე, ბავშვი სხვისგან მყავს ექიმო. -მაგრამ აქამდე ხომ ამბობდი რომ ათული არის ბავშვის მამაო..... -არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, მთავარია რომ უდანაშაულო ადამიანს ვერ გავწირავ ჩემები არ აცოცხლებს მას და არ მოვიდეს... -მაოცებ,რის გაკეთებას ცდილობდი თუ არ გინდა ათული გამოაჩინო და ამიტომ აკეთებ ამას.... -მინდოდა ნუკის დაშორებოდა სულ ეს იყო....გაოცებული იდგა ომარი და გოგონას უყურებდა,გოგონამ კი თვალები მაგრად დახუჭა და უთხრა. -მომეცი ტელეფონი მე ვეტყვი პირადად სანამ ჩემები მოვლიან.ომარიმ მიცა ტელეფონი და პირველივე ზარზე აიღო ათულიმ... -მოვდივარ ომარ... -მე ვარ,არ მოხვიდე შენ არ ხარ ბავშვის მამა ათულ.... ათული გაშეშდა და ნუკის უყურებდა,ნუკი კი ათუკას და ორივე უსმენდა გოგონას. -ეს ჩემი დასასრულია მე ვერ გადავრჩები და შენ უდანაშაულო ხარ,ბავშვის მამა სხვა არის ერთი არაკაცი და ამიტომ მინდოდა ნუკისთან დამეშორებინე,მაგრამ ბოროტება ყოველთვის მარცხდება,მშვიდობით ათუ და ბედნიერები იყავით.ტელეფონი გათიშა და ომარის დაუბრუნა თვალებიდან კი ცრემლები დაედინა,ომარიმ ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა. -ძლიერი უნდა იყო..... -უკვე გვიან რის ჩემი სიძლიერე დამჭირდეს...თვალები მილულა და ნელა ნელა ძალაც დაკარგა,ომარიმ თავზე შემოიწყო ხელები და შოკირებული გავიდა საოპერაციოდან... -ექიმო... -დაგვიანებული იყო მოყვანა, ვწუხვარ... -ბავშვი,ბავშვი მაინც.... -ის ჯერ სულ პატარა იყო 4 თვის და მისი გადარჩენა არანაირად არ მოხერხდებოდა.ომარის დღე წარუმატებლად დამთავრდა,დანიელი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა მასთან და შესასვლელში ნუკი დაინახა. -ნუკი აქ რა გინდა გენოკოლოგიურში,ორსულად ხარ? -მართალა რომ ის გოგო გარდაიცვალა? -ვინ გოგო არაფერი ვიცი მე ოპერაციაზე ვიყავი....ნუკი დანიელის წინ იდგა და საუბრობდნენ,დანიელი ომარის ურეკავდა ტელეფონზე და მოულოდნელად ექთანის მჭექარე ხმა გაიგონა. -დატოვეთ მიმღები აქ შემოსვლა არ შეიძლება... დანიელი მიუბრუნდა და გაბრაზებულმა უთხრა... -მომისმინე ეთერი აქ ვისაც ხედავ ყველას ერთი ტკივილი აქვს ამ წუთში ახალგაზრდა გოგონა სიცოცხლეს დაემშვიდობა,ჩვენ აქ არავის ვაფასებთ სილამაზის გამო აქ ჩვენ ვართ რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და ვკურნავთ ტკივილებისგან თუ ჩვენს ხელთ არის მათ დღეს მათი ნაწილი დაკარგეს და თანაგრძნობა გამოვიჩინოთ და პატივი ვცეთ ყველამ ყველას რადგან აქ ამ შენობაში სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს გარედან შემოსული თითოეული მოქალაქის სიცოცხლე უნდა დავიცვათ,გასაგებია? შემდეგ ნუკის მიუბრუნდა და უთხრა. -ნუკი წადი მიხედე მას.... -მაგრამ... -ის უდანაშაულოა და დაუჯერე.თქვა ომარიმ რომელიც ის წუთი მათ მიუახლოვდა. -წადი ნუკი ხომ გაიგონე მას ახლა შენ ჭირდები გვერდით.ნუკი წავიდა გულდამძიმებული თან ბრაზობდა გოგონაზე,ათული კი რამდენიმე დღე ცუდად გრძნობდა თავს ქორწილი შედგა და მათი ურთიერთობა ვერ აეწყო თუმცა ერთმანეთის სიშორეს ვერ იტანდნენ ვერც ახლოს ყოფნას,როცა ნუკიმ ორსულობის შესახებ უთხრა ათულის იმდენად არც გახარებია რომ ცაში კამარა შეეკრა თუმცა სიხარული მაინც გამოხატა.ითმენდა ნუკი ათულის სიჩუმეს და როგორღაც 9 თვე დასრულდა,როცა ძლიერი ტკივილებით წაიყვანეს და რამდენიმე საათში პატარა დაიბადა ექიმებმა ვერ შეხედეს ნუკის მით უფრო ომარიმ რადგან პატარა სულ სტრესში ყოფნის გამო სუსტი დაიბადა და დედას მკლავებში დალია სული ის დღე ნუკი ათულისთან აღარ დაბრუნებულა და ყოველთვის განიცდიდა ყველა პატარას მდგომარეობას, მიუხედავად იმისა რომ ბიზნესი ანინასთან ერთად ააწყო მან მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და ყველა პატარას თვალებში უყურებდა რომ მისი შვილის თვალები დაენახა,სწორედ ისე იყო ახლაც ძალიან არ უნდოდა ათულის იქ მისვლა მაგრამ ანინას გამო დათანხმდა და გეგიმ დაურეკა.ათულიმ რომელმაც გაოცებულმა მოისმინა მისამართი სადაც უნდა მისულიყო არ დაიჯერა,მაგრამ გეგის დაჟინებული თხოვნით მივიდა რამდენიმე წუთში კარზე ზარი იყო და გეგიმ წავიდა კარის გასაღებად,ათული ყველას მიესალმა და ნუკის შეხედა ნუკიმ კი ხელით ანიშნა არ მომიახლოვდეო და უთხრა. -ერთგულება იზრდება იქ სადაც პატივისცემა არსებობს აქ ყოფნა ვიცი გიკვირს,მაგრამ იმიტომ ხარ რომ დახმარება მჭირდება და მათი თქმით დახმარება შენ შეგიძლია თუ ოდნავ მაინც შეგრჩა რამე ადამიანობის ყველაფერი გააკეთე და დაკარგული ბავშვი გვაპოვნინე. -ბავშვი ვისი არის და რამდენი წლისაა. ანინამ შეხედა დაღლილი თვალებით და მიხვდა ათუკა რომ ბავშვი მისი იყო,ანინასთან მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ყველაფერი უნდა მომიყვე,მხოლოდ სიმართლე დაო.ანინამ ყველაფერი ისევ თავიდან თქვა და ლევანიც დაასახელა... -კარგი,უნდა დამშვიდდე მე ხვალიდან უკვე ამ საქმეს მივხედავ და ყველაფერს გავაკეთებ რომ ბავშვი ვიპოვოთ,ბიჭებო იცით ვინც დაგვეხმარება. -წასულია ის საქართველოში აღარ არის. -არც მჭირდება მისი აქ ყოფნა,მისი ტელეფონი მჭირდება რომ იქედან გააკონტროლოს საქმის არსი.ყველა ეძებდა პატარას,მაგრამ მისი კვალი ვერავინ ვერ იპოვა,ანინას ცრემლი გაუშრა და ცხოვრებას აგრძელებდა წარსული წარსულში დარჩა თუმცა ის ხშირად პოლიციაში იყო და ბავშვის ამბებს კითხულობდა ძებნამ კი კვალს ვერ მიაგნო უკვე ორი წელი გადიოდა პატარა ლელა უგზო უკვლოდ დაიკარგა ის სულ მალე 6 წლის გახდებოდა და განიცდიდა ანინა რომ კიდევ მის გარეშე შეხვდებოდა ამ დღეს.დანიელის დაბრუნებამ და მისმა პირობამ იმედი დაუსახა, იმ ღამით მშვიდად ეძინა მაგრამ მეგობრები ვახოსთან ისხდნენ რომ ზაზამ ვახოს გახედა და უთხრა. -დანიელი ნახე? -არა, დღე და ღამე კლინიკაში არის ვერ გამოვიყვანე კლინიკიდან. -ვიცი იქ გულს აყოლებს,მაგრამ როდემდე უნდა იყოს ასე.ბიჭები დანიელზე საუბრობდნენ დანიელი კი ანინასთან საუბრის შემდეგ მხოლოდ ბავშვზე ფიქრობდა,მაგრამ კლინიკაში ბევრის საქმის გამო ჯერ ვერაფერი გააკეთა ის ერთი პატარა ბიჭის საწოლთან იჯდა და ისინი მეგობრულად საუბრობდნენ. -თაზო ბიჭო მარტო ხარ დღეს? -არა მამა აქ არის,მაგრამ გასულია. -კარგი მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ,ხომ არ წამოდგები. -წამოვდე ეს შეიძლება? -ჩვენ უნდა ვცადოთ,შენ ხომ ძლიერი ხარ და მომეცი ხელები,ჯერ ფეხები გადმოვალაგოთ. დანიელი ბავშვს მოეხმარა საწოლიდან გადმოიყვანა და როცა საწოლზე წამომჯდარს შეხედა უთხრა. -ხომ გრძნობ ფეხებში რომ გეხები. -კი,როგორ არა ფეხის გულებშიც მეხაჭუნება. თქვა სიცილით და დანიელიც გააცინა, დანიელმა ხელებში დაიჭირა მისი სუსტი ხელები და უთხრა. -თაზო სხეულმა იცის სიარული და შენ უნდა დადგე ძლიერად რომ სხეულს მიყვე და შეეცადო ნაბიჯი გადადგა, მე აქ ვარ და უბრალოდ გეხმარები აბა დავიწყოთ? -დავიწყოთ ექიმო.თაზო დანიელს უყურებდა და ორივე ხელებით მის ხელებზე ძალიან მაგრად იყო დაყრდნობილი ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა შემდეგ მეორე და მამაც შემოვიდა ოთახში რომელიც გაოცებული უყურებდა ექიმს და პაციენტს. -მამა,მამა შემხედე მე შემიძლია გავლა. ექიმმა გაუღიმა თაზოს და საწოლთან დააბრუნა შემდეგ კი გაღიმებულმა შეხედა და უთხრა. -დაიღალე? -ცოტა კი. -მომისმინე დღეს რაღაც გავაკეთეთ,ხვალ კიდევ შევეცდები რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ და მეტი რამ გავიხსენოთ წარსულიდან და სიარულთან ერთად შევეცადოთ შენი მეხსიერებაც აღვადგინოთ მხოლოდ მე მომყევი,მენდე და ყველაფერი კარგად იქნება.ექიმი დაემშვიდობა მის პატარა პაციენტს და ოთახიდან გავიდა,თაზოს მამა კი მიხვდა ცხოვრებაში მთავარი ფული არ არის მთავარია გჯეროდეთ და გწამდეთ,რწმენა კი არასოდეს არ დაკარგოთ რაც არ უნდა რთული მდგომარეობაში იყოთ.დანიელი უკვე წასასვლელად ემზადებოდა და უხაროდა ანინას ნახავდა,მიიჩქაროდა თავის კაბინეტში რომ მან მოხუცი დაინახა ბავშვით ხელში გულზე ახუტებული რომ ყავდა და ექიმს ცრემლიანი თვალებით შეხედა. -ექიმო,ექიმო გთხოვთ გადაარჩინეთ. -თქვენი შვილიშვილია? -გადაარჩინეთ და სიმართლეს გეტყვით.დანიელმა შეხედა პატარას და არ მოეწონა მისი ფერი,შემდეგ მის გულის ცემას მოუსმინა სუსტად უცემდა პატარა გული,მაგრამ შეძლო და სიცოცხლე დაუბრუნა ბოლოს დამამშვიდებელი გაუკეთა და პატარას მშვიდად ძინავდა თავად კი მოხუცთან დაბრუნდა იმედით სავსე. -პატარას მდგომარეობა სტაბილურია ის იცოცხლებს,ჩვენ ეს შევძელით. -ღმერთმა გიშველოს შვილო.... -ბავშვი ყოველგვარი საბუთის გარეშე მივიღე მოხუცო,მითხარი რა დაგემართათ ვინმე დაგესხათ თავს თუ ეს ბავშვი თქვენი არ არის.მოხუცმა შეხედა დანიელს და მასში სანდო ადამიანი დაინახა გული გაუხსნა და ყველაფერი მოუყვა დანიელი კი მას გაოცებული უსმენდა. -მე ის გადავარჩინე და გადავმალე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მათმა რომ გაიგოს რომ პატარა ცოცხალი არის,ის მათთვის უსარგებლო ტვირთია ამიტომ მასზე მე ვიზრუნებ. -ვერ იზრუნებ მოხუცო და ვერც უსაფრთხოდ ვერ გეყოლება. -დავიცავ მას და გავზრდი კიდეც. -მომიყევი როდის მოხდა მათზე თავდასხმა და როგორ იპოვე. -იმ ღამით საშინელი სიცივე იყო სიბნელეში ვიყავი მთელი დღე სიცივეში ყოფნისგან ძვლები გაყინული მქონდა ნელა ნელა ჩემი ქოხისკენ მივდიოდი ქარში ქალის გამაყრუებელი ხმა გავიგონე მიშველეო ყვიროდა,შევხედე როგორ გაიყვანეს ბინის უკანა მხარეს და ერთმა მათგანმა ბავშვს ფეხი ჩაარტყა დედას რომ მისდევდა ტირილით ბავშვი დაეცა და თავი დაარტყა ყველაფერს უყურებდი რამდენიმე წუთში გონზე მოვედი და ბავშვთან მინდოდა მისვლა რომ ის ორი ისევ დავინახე ბავშვთან მივიდნენ ხელში აიყვანეს ბავშვი და ნაგავსაყრელზე მოისროლეს დაველოდე მათ წასვლას და ბავშვი მე შევიფარე იქედან წამოვედით და მას მერე ჩემთან არის. -დაუჯერებელია....ჩურჩულით თქვა დანიელმა და მოხუცს თვალს არ აშორებდა,მოხუცმა კი იფიქრა არ მიჯერებსო და გააგრძრლა. -მეორე დილით იმ ადგილზე მოვიდა ის ორი ახალგაზრდა,აინტერესებდათ თუ ვინმე იპოვნიდა მკვდარ ბავშვს და ერთმა უთხრა მეორეს. -ბავშვი არავის უპოვია, მაგრამ აქ არ არის ის ცოცხალია ლევან. -დამნახავი არავინ არის,მაგრამ ის ძუკნა არ გაჩერდება და მას უნდა მოვაკეტინო. -შეეშვი დაე იტანჯოს ამ ტკივილით. -იმით მაინც დავსაჯე რომ შვილი მოვგლიჯე გულიდან.ასე ლაპარაკობდნენ,ბოლოს მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ თუმცა ძალიან ხშირად ვხედავდი ამ დგილზე ხან ერთს და ხან მეორეს გოგონა კი გარკვეული დრო შიშით გარეთ ვერ გადიოდა ამიტომ შემეშინდა ბავშვის გამოჩენა და აქამდე ჩემს ქოხში მყავდა,თუმცა ძალიან მინდა ვიცოდე სად არის ბავშვის დედა რომ ბავშვი მას მივუყვანო. -მე ვიპოვი დედას მოხუცო.... -რთული იქნება შვილო.... -რთულია,მაგრამ არა შეუძლებელი.... -მაგრამ ამ რთულ გზას დასასრული არ აქვს უფრო და უფრო ჩაგითრევს ცუდ საქმეში. -ოდესღაც დასრულდება. თქვა ექიმმა და მოხუცს შეხედა ხელი ჩამოართვა და თავისი სავიზიტო ბარათი მისცა თან გაუღიმა. -როცა დაგჭირდე დამირეკე მე მოვალ სადაც იქნები და პატარას ამბებებსაც მოგიტან,გაჩვენებ კიდეც. -მართლა იზრუნებ მასზე და მეც მაჩვენებ? -აუცილებლად გაჩვენებთ,თქვენ გადაარჩინეთ ის და ვალდებული ვარ გითხრათ მისი ამბები. -მაშინ ნახვამდის შვილო და ამ კეთილი საქმისთვის უფალი დაგაჯილდოვებს დიდი საჩუქარით. -უკვე დამაჯილდოვა თქვენ რომ გაგიცანით,ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება მოხუცო. -ალბად რაღაც სიურპრიზს გიმზადებს უფალი ის არასოდეს არ სცდება,დამიჯერე დაელოდე და თავად დარწმუნდები.მოხუცი იმედით სავსე წავიდა და თავადაც ისევ პატარასთან შევიდა, უყურებდა მის მშვიდ სახეს და ჩურჩულით თქვა. -შენ ხომ ჯერ ძალიან პატარა ხარ გააცნობიერო რა არის სიკვდილი ვინ მოგექცა ასე სასტიკად და რატომ,მაგრამ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან თუ ის არის ვისზედაც მე ვფიქრობ არ მივცემ იმის უფლებას მეორედ დამანგრიოს და დამამსხვრიოს.გოგონამ გაიღვიძა შავი თვალები შეანათა ექიმს და ტირილით უთხრა. -ჩემი ბაბუ სად არის. -დამშვიდდი პატარავ... -ცუდი ადამიანები მოვიდნენ და მათ წაიყვანეს? -აქ არავინ მოვა შენ ჩემთან ხარ და ვერავინ ვერ შეგეხება,აქ დაცული ხარ. -მაგრამ მე მეშინია. -როცა მე აქ ვარ შენ არ უნდა შეგეშინდეს... -როცა წახვალ ხომ მარტო ვიქნები... -არასოდეს იქნები მარტო... -მპირდები? -გპირდები,სახელი რა გქვია... -ლელა....დანიელი გაოცებული უყურებდა და შემდეგ უთხრა. -ლელა შენს დედიკოს რა ქვია პატარავ. -ანინა ჰქვია და ჩემი დედიკო ძალიან ლამაზია. -მართალია,შენი დედიკო და შენც ძალიან ლამაზები ხართ. -იცნობ ჩემს დედიკოს? -შენ ხომ გაგიცანი ახლა,მაგრამ შენი სახელი დღეიდან თებე არის დაიმახსოვრე შენ თებე ხარ ანუ თებრო. -თებე,თებრო და რატომ? -გინდა გაიგო მე ვინ ვარ? -ექიმი ხართ... -დიახ ექიმი ვარ დანიელ ექიმი და თებე შენი მამიკო სად არის.კითხვა დასვა და სუნთქვა შეეკრა ფიქრობდა იტყოდა რომ ის ერთი არამზადა არის და მე მხოლოდ დედასი ვარო, მაგრამ თებემ სულ სხვა რამ თქვა. -მამიკო შორს არის და დაბრუნდება....იცი დედამ მითხრა მამიკოს ფოტო არ აქვს რადგან ჩემს დაბადებამდე სახლი დაეწვათ და ყველა ფოტო დაიწვა განადგურდა მამასთან გადაღებული ამიტომ მამა წავიდა რომ ფული დააგროვოს და ჩვენ ახალი სახლი გვიყიდოს. -დედამ ასე გითხრა? -დედა სულ ელოდება მამას და მითხრა იმ დროს რეკავს როცა შენ გძინავსო და ვთხოვე ერთხელაც გამაღვიძე რომ მეც დაველაპარაკო მამასმეთქი და დამპირდა ერთხელაც გაგაღვიძებო.გული გაუთბა დანიელს და ანინა კიდევ უფრო შეუყვარდა. -ჩემი ბაბუ არ დაბრუნდება? -გპირდები იმ ბაბუს მალე გაჩვენებ... -დედას,დედას არ მაჩვენებ? ცრემლი მოერია პატარას,დანიელმა ხელზე ხელი მოუჭირა და ღიმილით უთხრა. -დედას ვიპოვი მოგიყვან და თანახმა ხარ სამივემ ერთად ვიცხოვროთ? -დედა რას იტყვის, დედა მინდა ვნახო. -დაგპირდი დედას მოგიყვან,გჯერა ჩემი? -არ ვიცი მაგრამ მაინც მჯერა. -რამდენი წლის ხარ....მოიცადე მე გეტყვი ალბად 6 წლის.... -როგორ მიხვდი.. -მივხვდი რადგან შენ ჩემი შვილი ხარ თებე.დანიელმა საათზე დაიხედა და თქვა. -უნდა გავიდე და ისევ მოვალ,შენ მშვიდად იყავი აქ არავინ მოვა. -არ დააგვიანებ? -არ დავაგვიანებ პატარავ...დანიელი გავიდა საჩქაროდ გაიხადა თეთრი ხალათი და გული უთრთოდა სიხარულისგან,შემდეგ ტელეფონზე დარეკა და დაელოდა სამი ზარის შემდეგ ნაცნობი ხმა გაიგონა და გული აუფრიალდა. -ანინა სად ხარ უნდა გნახო ეს ბავშვს ეხება. -მართლა,მართლა რამე გაარკვიე? მოესმა ათრთოლებული ხმა და უთხრა. -გამოვდივარ და თუ მანდ არ გინდა რომ შემხვდე მომწერე სად მოვიდე,გელოდები.ანინა სიხარულით დაიბნა და ისე წავიდა ყველაფერი დაავიწყდა,რესტორანთან ახლოს კაფე იყო და იქ შევიდა,მაგრამ ტელეფონი ხელში აღარ ჰქონდა და ბარმენს სთხოვა უცხო ნომრიდან მიღებულმა შეტყობინებამ დანიელი დააბნია,მაგრამ წაიკითხა და კაბინეტიც დატოვა როგორც დანიელი ანინაც ცუდ დღეში იყო ანინა ვერ ისვენებდა და სადაც შევიდა იქ ძალიან ბევრი ქოთნის მცენარეები იყო მუსიკაც წყნარი და სტუმრებიც სიამოვნებით ისხდა ამ მშვენიერ გარემოში,დანიელი ანინას მიუახლოვდა და ორივე ხელები შემოხვია შემდეგ ტუჩებშიც აკოცა ნაზად და უთხრა. -სიყვარული არ კვდება ანინა ის ელოდება და როცა მზად ხარ ისევ იქ არის სადაც დატოვე, გესმის ჩვენ დღეს ისევ გავერთიანდით და იცი რატომ? -რატომ, დანიელ აქ რატომ მომიყვანე ეს რომ გეთქვა? -მიყვარხარ სულელო გოგო შენში ეს გრძნობა ნუთუ ჩაკვდა და აღარ გაცოცხლებს. -ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი 2 წელი გავიარე,ჩემი შვილის დაკარგვა ჩემთვის ჯოჯოხეთი არის. -ვიპოვით მას. -საკმარისად დიდი დრო უნდა გავიდეს გამახსენდეს ვინ ვიყავი და სანამ ჩემთვის ჩემში არსებული ტკივილის გამო დუმილს ვისწავლიდი, ყველა გრძნობა ჩაკვდა და დავიწყებას მიეცა. -ანინა შემომხედე და გაიღიმე,დამიჯერე შენს მშობლებთან შენ,მე და ჩვენი შვილი ერთად წავალთ... -არა,არა,ეს არასოდეს არ მოხდება. -მოხდება,მამაშენმა უნდა ნახოს ვინ არის მისი შვილიშვილის მამა და მან ბოდიში უნდა მოიხადოს შენთან იმ ტკივილისთვის,იმ ცრემლისთვის რაც დღემდე გაიარე. -ძალიან დარწმუნებული ხარ რომ იპოვი,მითხარი რა გაიგე და რა იცი. -დაჯექი....ანინა დანიელის წინ დაჯდა და თვალებში უყურებდა,დანიელმა კი ტელეფონი ამოიღო და გადარეკა... -გისმენ დანიელ.... -შეტყობინება გამოგიგზავნე ჯერ ნახული არ გაქვს იქნებ მჭირდები და სასწრაფოა,ნახე წაიკითხე და როცა ყველა ერთად იქნებით დამირეკე სერიოზულ თემაზე გვექნება საუბარი, მაგრამ გაითვალისწინე ბევრი დრო არ მაქვს კლინიკაში უნდა დავბრუნდე. -კარგი ახლავეს ვნახავ და დაგირეკავ....რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იყო დანიელი ანინას უყურებდა,ანინა კი უკვე ნერვებს ვერ იმორჩილებდა. -უნდა წავიდეთ. თქვა დანიელმა და ტელეფონის ზარს უპასუხა. -ყველა ერთად ვართ ნუკიც მოვიდა და გელოდებით მასთან. -მოვდივართ. -მოდიხარ-(თ) დანიელს გაეცინა პასუხი აღარ გასცა და ტელეფონი გათიშა,ანინა ფეხზე წამოდგა და გაოცებულმა შეხედა დანიელს. -რა მოხდა ასე რატომ მიყურებ. -ჩანთა,ჩანთა არ წამომიღია. -სად დატოვე,დაკარგავ? -არა იქ დავტოვე მაგიდაზე ლუკას დავურეკავ და შემინახავს. -ჩემი ტელეფონით დარეკე.დანიელის ტელეფონი აიღო და ლუკას დაურეკა ლუკამ სერიოზულად უპასუხა უცხო ნომერს. -ლუკა ანინა ვარ ჩანთა და ტელეფონი მაგიდაზე დევს და შემინახე... -ისე გავარდი და წადი თვალიც ვერ მოგატანეთ,ყველაფერი შევინახე მშვიდობა გაქვს?ანინამ დანიელს შეხედა და დანიელმა თავი დაუქნია კი მშვიდობა გვაქვსო და ანინამაც იგივე გაუმეორა ლუკას. -კი,კი მშვიდობა მაქვს უბრალოდ დამაგვიანდება და ყველაფერი პირადად შენ შეინახე შენ მოგთხოვ ლუკა,ჩემი შოკლადი კი შენ მიირთვი ვერ მოვასწარი დამელია.ლუკას გაეცინა და უთხრა. -ძალიან აღფრთოვანებული ხარ დღეს უფროსო და კარგი ამბით დაგვიბრუნდი.... -არ ვიცი ჩემს თავს რა ხდება ლუკა მოვალ და გეტყვი. -საქმეს მიხედე აქ მე ვარ და ყველას გავაკონტროლებ,ვიდეოს შევინახავ როგორ დავცოფავ ყველას გაყურებინებ.ტელეფონი გათიშა და დანიელმა წარბაწეულმა უთხრა. -ძალიან ნუ ენდობი ყველას ანინა. -ვიცი დანიელ მაგრამ ლუკამ ძალიან ბევრჯერ მაჩვენა რომ უნდა ვენდო,თუმცა ზოგჯერ დისტანცია მაქვს მასთანაც და ყველასთან. -ძალიანაც კარგი,წავედით.წავიდნენ,დანიელი სიხარულით აღფრთოვანებული იყო ანინა კი დაფიქრებული მიყვებოდა უკან და მისთვის ნაცნობ ბინასთან გააჩერა თუმცა დანიელმა არ იცოდა ანინა თუ მის სამეგობროს იცნობდა,ნაცნობ კართან რომ მივიდნენ,ანინამ ხელზე ხელი მოკიდა და უთხრა. -აქ რა გვინდა,ნუკი ცხოვრობს ამ ბინაში თუ გადავიდა ბინიდან და ახლა სხვა ცხოვრობს. -იცნობ ნუკის? გაოცებული უყურებდა დანიელი ანინას და კარიც გაიღო. -დანიელ,ანინა თქვენ ერთმანეთს იცნობთ? ნუკი თვალებგაფართოებული უყურებდა ორივეს, დანიელმა ნუკის გადაეხვია და შიგნით შევიდა,ანინა დაბნეული იყო და უარესად დაიბნა როცა ბინაში შევიდა და იქ ყველა დახვდა უყურებდა დანიელი როგორ ჩაეხვია ყველას შემდეგ ანინას შეხედა და გაეცინა,გეგიმ კი დანიელს შეხედა და უთხრა. -თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს თუ დამთხვევაა და ერთად მოდით აქ. -გახსოვს წლების წინ ის ბარი და მეორე დღეს ჩემი წასვლა.... -არ მითხრა რომ ის უცხო პლანეტელი და სხვა გალაქტიკიდან მოსული გოგო ანინა იყო. -თუ არ გინდა სიმართლე გითხრა არ გეტყვი,მაგრამ სიმართლე ესაა ჩემი წლების სიყვარული რომელსაც გულით დავატარებდი ის 17 წლის გოგონაა და მას თქვენ თურმე ყველა იცნობთ. -ანინა ბავშვი.... -ღმერთო გავგიჟდები,დანიელ ლელა შენი შვილი არის? -ჩემი შვილია, უფრო სწორად ჩვენი შვილია ორივესი და სწორედ ამიტომ შეგყარეთ ყველა დღეს ერთად. -რა გაიგე,რა მიაგენი ისეთს ჩვენ რომ ვერ გავიგეთ ნუ გამაგიჟებ დანიელ გუშინ გაიგე და დღეს ბავშვი იპოვე? -ალბად კვალს ვერასოდეს ვერ ვიპოვიდით დღეს ერთ საინტერესო ფაქტს რომ არ შევსწრებოდი. -იპოვე, ჩემი შვილი იპოვე დანიელ და იმიტომ საუბრობ ასე ჩემთვის გაუგებრად.ფეხზე წამოხტა ანინა და დანიელს უყურებდა,შემდეგ გულზე ხელი მიიდო და თვალებში დაუბნელდა ბედად ახლოს იყო დანიელი და წაქცევისგან მან დაიჭირა რამდენიმე წუთი დაჭირდათ ანინას გონზე მოყვანას და როცა დანიელმა დააპირა საავადმყოფოში წაეყვანა ხელზე ხელი მოუჭირა ანინამ და სუსტად უთხრა. -წამიყვანე მასთან სად არის,სად იყო,როგორ იპოვე..... -ჯერ დამშვიდდი და გეტყვი რომ დასრულდა შენი ტკივილი,ბავშვი გველოდება თუმცა არ იცის შენ რომ მიგიყვან. -როგორ არის,კლინიკაში რატომ მოიყვანეს.დანიელმა ყველას გადახედა და ბოლოს გეგის შეხედა. -ამ საქმეში ლევანი არის გარეული... -ბავშვი, თქვი როგორ არის ბავშვი ნუ ამოგვხადე სული. -დამშვიდდი,ანინა ბავშვი უსაფრთხო ადგილზე არის გითხარი და მასთან ორივე ერთად წავალთ ის ძალიან შეშინებულია იმ ღამის შემდეგ შიშები აქვს ძალიან დასტებულია რადგან კარგი კვება არ ჰქონდა და ის შეიკედლა ერთმა უსახლკარომ ვინც ყველაფერი დაინახა და ის ნაბიჭვრები შეეცადნენ ბავშვის მოკვლას თუმცა ბავშვი მან გადამალა და მათი საუბარიც მოისმინა,მას ძალიან კარგად ახსოვს რომ ერთის სახელი ლევანი იყო და კიდევ ასევე ის თუ ვერ მოახერხა და ვერ გააუპატიურა ანინა დასაჯა ისე რომ შვილი ააგლიჯა გულიდან.... -ანინას რას ერჩოდა ის არაკაცი...თქვა ნუკიმ და ანინას წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა. -სკოლის პერიოდში სიყვარული ამიხსნა რაზედაც უარი მიიღო მე უკვე ორსულად ვიყავი და ამ პრობლემებში გახვეული სიყვარულისთვის არ მქონდა დრო, შემდეგ სახლიდან წამოვედი ნუკიმ იცის როგორ დავიწყე არაფლიდან ცხოვრება და ორჯერ მნახა მას შემდეგ ერთხელ შემთხვევით მეორედ კი მოვიდა მარტო ხარ და მე დაგიცავო მაშინაც უარით გავუშვი ის გაბრაზდა და ბრაზის გამო გააკეთა თითქოს ასე დამსაჯა და შური იძია. -დამშვიდდი ის ყველაფერზე პასუხს აგებს მწარედ გადაიხდის,ლაზარეს დაურეკეთ და აუხსენით ის მიხედავს ამ საქმეს, მე ლევანისთან სხვა საქმეებიც მაქვს და ყველაფერზე პასუხს აგებს. -ახლა რას ვაპირებთ. -ახლა მე და ანინა წავალთ პატარას რამეს ვუყიდით,დავბანთ ბავშვს დავამსგავსებთ და ჩემთან გადმოვლიან საცხოვრებლად შემდეგ ცოტა რომ ჩავწყნარდებით მოხუცი უნდა ვიპოვო სად ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს და მასაც მივხედავთ ბიჭებო.... -დანიელ ყოველთვის სიურპრიზებით რატომ ხარ სავსე,არა ადამიანო რამდენჯერ მინდოდა ის არაკაცი მენახა ვინც ანინა ასე მიატოვა შუა გზაზე...... -თურმე ვინ ყოფილა ის არაკაცი....დაასრულა ზაზამ ნუკის წინადადება და ყველამ გულიანად გაიცინა. -6 წელი ვეძებე და ვიპოვე თან ორი ერთად....ბედნიერი ღიმილით შეხედა ანინას და უთხრა. -წავედით....ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა ანინას ისიც ჩაეჭიდა მის ხელს და მძიმედ ადგა შეხედა დანიელს და ტირილით უთხრა. -მადლობა....არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო...დანიელმა ხელი მოხვია და გულზე მიიკრა,შემდეგ კი უთხრა. -დაიბრუნე ღიმილი,დაიბრუნე ის ჩამკვდარი სიყვარული რომ არის შენში და ერთად ვიცხოვროთ ეს არის შენგან მადლობა ანინა და მე გიხდი მადლობას რომ ადამიანს ვინც შენი შვილის მამა იყო შვილს ის ძალიან ლამაზად და თბილად დაუხასიათე ალბად შენც მელოდი ისე როგორც მე გელოდი. -არ ვიცი,არ ვიცი რას ვაკეთებდი მაგრამ გპირდები აღარასოდეს აღარ ვიტირებ. -დაკარგული სამკაული ხომ დაგიბრუნე ორივე ერთად რომ გიკეთია ლამაზია, ჰოდა ჩვენც შევერთდებით და ლამაზი ოჯახი გავხდებით.ვახომ ხელი მოხვია ორივეს და ბედნიერმა თქვა. -ეს უნდა ავღნიშნოთ... -აუცილებლად... თქვა დანიელმა და ანინასთან ერთად გავიდა ბინიდან,ნუკის კი ჯერ კიდევ არ სჯეროდა ის რაც რამდენიმე წუთის წინ ნახა და მოისმინა,დანიელი და ანინა მაღაზიაში შევიდნენ ლამაზი ჩასაცმელები იყიდეს ასევე ბავშვის შამპუნი და კლინიკაში წავიდნენ გული უფართხალებდა ანინას სანამ ადგილზე მივიდოდნენ,მაგრამ სასწაული ის იყო იქ მისულებს სამეგობრო უკვე იქ დახვდათ და მათ ელოდნენ დანიელმა ღიმილით გადახედა მეგობრებს და შემდეგ ანინას უთხრა. -ჩემი ძმები ვის გამოც შემიძლია სიცოცხლეც კი გავწირო,მაგრამ უნდა დაგველოდოთ ბიჭებო თებეს მოვამზადებთ და თქვენც ინახულებთ. -თებეს? -ვიცი რომ ლელა ჰქვია ჩვენს გოგოს,მაგრამ დღეიდან ის თებე არის ანინა და რატომ ამას მოგვიანებით აგიხსნი. -საბუთებში ხომ.... -საბუთებში მამის გრაფა ცარიელია ამიტომ ის ადგილიც შეივსება და სახელიც თებე ჩაიწერება.ოთახის კართან რომ მივიდა ანინამ გააჩერა მკლავზე შეეხო დანიელს თითქოს გული უკან ხევდა და ჩურჩულით უთხრა. -ჩემი შვილი რომ არ იყოს,დანიელ.... -არ ვიცნობ,მაგრამ ვიგრძენი რომ ჩემი შვილია და შეცდომაში ნუ შემიყვან ანინა.კარი გააღო და პირველი თავად შევიდა უამრავი ჩანთებით,შემდეგ თებეს გაუღიმა და უთხრა. -მოიწყინე? -დაგაგვიანდა,მითხარი არ დავაგვიანებო... -მაგრამ მარტო არ მოვსულვარ,მე ხომ პირობა მოგეცი.... -დედა,დედა იპოვე? თვალებ გაბრწყინებული უყურებდა დანიელს და შემდეგ კარისკენ გაიხედა კარში კი ანინა იდგა ცრემლები სახეზე ჩამოდიოდა და როგორ გადაკვეთა ის მანძილი და როგორ აღმოჩნდა თებე მის მკლავებში თავადაც არ ახსოვს დანიელი კი ცრემლებით უყურებდა დედა-შვილს თავადაც მათთან მივიდა ორივე გულში ჩაიკრა თებეს კი უთხრა. -პირობა შევასრულე შენც უნდა შემისრულო თხოვნა. -რა მთხოვე შემახსენე... -უნდა გჯეროდეს ჩემი. -მჯერა და უკვე მიყვარხარ მამა. ანინამ შეხედა დანიელს და დანიელმა თვალი ჩაუკრა თებე კი გულში ყავდა,შემდეგ კი უთხრა. -თებე უნდა დაიბანო და გამოიცვალო, ყველაფერი ახალი მოვიტანეთ დედამ შეგირჩია და მოგეწონება.ორივემ დაბანა თებე და ანინა სიხარულს ვერ მალავდა ტირილში ყნოსავდა მის ტანისამოსს ანინა შემდეგ თმებიც ლამაზად გაუკეთა დიდი რომ გაზრდოდა და დანიელმა მეგობრებს დაუძახა. -შეგიძლიათ შემოხვიდეთ აქ პრინცესას ოთახია.პირველი ნუკი შევიდა და თებე გულში ჩაიკრა,ნუკიმ ცრემლი მოიწმინდა და უთხრა. -როგორ ძალიან მომენატრე ჩემო პატარა გოგო. -იცი მე ლელა აღარ ვარ მე თებე ვარ და სახელი მამიკომ დამარქვა,ხომ ლამაზი სახელია თებე. -ძალიან ლამაზი სახელია,მაგრამ მამაშენს ერთ ღამით მე დავახრჩობ... -რატომ,გინდა მამა ისევ წავიდეს? -არა პატარავ რომ დააგვიანდა მოსვლა იმიტომ დავახრჩობ და გვანერვიულა.ყველა დამშვიდდა,დანიელმა თებე და ანინა თავის სახლში მიიყვანა ეს არც ანინას გააუპროტესტებია ჯერ არ ჰქონდათ თებეს ოთახი და თებე სტუმრების ოთახში მოათავსეს,ანინამ შეხედა დანიელს და უთხრა. -დანიელ შეეშინდება, არ არის მიჩვეული მარტო დაძინებას. -უკვე დიდი გოგო არის უნდა მიეჩვიოს და გაიგოს,რომ მშობლების გვერდით ვერ დაიძინებს. -აღარ მეშინია დედა მამიკო ხომ უკვე აქ არის ცუდი კაცებიც ვეღარ მოვლიან.თებეს მალე ჩაეძინა,დანიელმა კი ვაჩეს დაურეკა. -როგორ ხარ ვაჩე ბოდიში ვეღარ მოვედი... -ვიცი შვილო რომ ბევრი საქმე გაქვს,ხვალ წასვლა გადავწყვიტე დანიელ... -ხვალ მოვალ დილით საქმე მაქვს შენთან და დავილაპარაკოთ. -კარგი შვილო დაგელოდები. ცაზე ნაცრისფერი ღრუბლები სიშავით შეიცვალა,დანიელმა ტელეფონი გათიშა და ანინას მიუბრუნდა უყურებდა ანინა როგორ ალაგებდა ნივთებს და ყველას თავის ადგილს უჩენდა. დანიელი ჯერ თებეთან შევიდა დახედა და დარწმუნდა რომ მშვიდად ეძინა მერე ისევ ანინასთან მივიდა უკნიდან შემოხვია მისი მკლავები ანინაც შემოუბრუნდა და გულზე მიეკრა ის ხომ მისი პირველი მამაკაცია და გულს უფრიალებს მასთან ახლოს ყოფნა,დანილმა თმები გადაუწია და სიყვარულით უთხრა. -ერთად გავალამაზოთ ჩვენი ცხოვრება,დასრულდა ის რაც გტკიოდა და გაწუხებდა.ჩემო სიყვარულო მომენდე და იპოვე საკუთარი თავი სამყაროში და სამყარო შენში,მაგრამ გახსოვდეს შენი სამყარო აქ ამ ბუდეში არის ჩვენ ვართ მე და თებე ამიტომ უნდა ვიცხოვროთ არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით.დამანახე შენი სულის სარკმელი, რომ შენმა სითბომ მეც გამათბოს… -მადლობა რომ დაბრუნდი,შენი დაბრუნებით თებეც დამიბრუნდა და ეს როგორ არ უნდა დაგიფასო გული რომელიც შენს წინ დნება და იღვენთება ვერ ვუარყოფ რომ გრძნობა არ მაქვს შენს მიმართ,მაგრამ წლების მერე......... -გიჭირს,ამიტომ ჩვენ უკვე ერთი ვართ ანინა და მოდი ფხიზლებმა ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული და ორივე ჩავეჭიდოთ ამ სიყვარულს, გავზარდოთ და გავაძლიეროთ. -მოგყვები,დანიელ სამყაროს დასასრულამდე მოგყვები.უთხრა და თავად გათამამდა დანიელს თავად შეეხო ტუჩებზე და დანიელმაც უკან არ დაიხია თან ტანისამოსს იხდიდა თან საყვარელი ქალი მკლავებში ყავდა ის ღამე კი იყო მათი დაუვიწყარი ღამე,არცერთს უძინია და ყველაფერზე საუბრობდნენ. -ხვალ დილით უნდა წავიდე ერთი საქმე მაქვს მოვაგვარებ და დავბრუნდები მერე სოფელში წავიდეთ.... -წავიდეთ,ჩვენც უნდა წამოვიდეთ? დანიელმა შეხედა გაოცებულმა და უთხრა. -ანინა გგონია ერთი თვით ან ერთი წლით ხარ ამ ოთახში და ამ საწოლში? -არა,მაგრამ ხომ გეტყვიან თებეზე რატომ არ ვიცოდითო.... -ეს ჩემი საქმე არის და სიმართლეს ვიტყვით შენ კი ამაზე არ ინერვიულო,ჩემი ამოუწურავი სამყარო შენი სამყაროს მოზიარედ ვხდები და შენ არც კი იცი რამდენჯერ ვყოფილვარ ანინა შენი სულის და სხეულის ჩუმი სტუმარი. -იცი ამ დღეს ვოცნებობდი,მაგრამ ახლა რომ რეალობა არის თითქოს არც მჯერა და მგონია რომ მესიზმრები და ეს ყველაფერი გაქრება,დაიკარგება. -არ დაიკარგება საყვარელო,საოცარი სინაზით ამივსე გული და გმადლობ. -მადლობას რატომ მიხდი.... -თებე რომ გააჩინე მარტო იყავი და რამდენი რამ გადაიტანა შენმა სუსტმა მხრებმა,იმ ღამიდანვე თითქოს ვგრძნობდი რომ ვერ დაგთმობდი და როცა წახვედი არ დაიჯერებ,მაგრამ იმ ერთი შეხებით უზომოდ, უზომოდ შემიყვარდი. თითქმის გათენებული იყო ანინას რომ ჩაეძინა დანიელმა კი იმ სიხარულით რომ უკვე ორივე მის გვერდით ყავდა თვალი ვერ მოხუჭა,დილით ადრე ადგა არ გააღვიძა და სამზარეულოში მაცივრის კარზე დაუტოვა წერილი. -,,ჩემი კოცნა ვერ გაიგე ტკბილად გეძინა და არ გაგაღვიძე,გავდივარ და შევეცდები მალე დავბრუნდე''.დილა ადრე იყო ლუის კარზე ზარი რომ მისცა და ლუიმაც კარი გააღო შეხედა დანიელს და ნამძინარევი ხმით უთხრა. -რა მოხდა,კლინიკიდან მოდიხარ ღამურა ხარ დანიელ და ჩვენ რას გვერჩი. -ლუი უზომოდ ბედნიერი ვარ,არ მიძინია თუმცა ძალიან კარგი ღამე მქონდა ყავა დააყენე ან გადი ჩაიცვი და მე დავაყენებ შემდეგ კი მოდი ისეთი რამ უნდა გითხრა რომ სიხარულისგან აცეკვდები.ლუი უყურებდა დანიელს და ასეთი დანიელი წლებია მას აღარ ენახა,გავიდა და სამზარეულოში ვაჩე შევიდა. -დანიელ რა მოხდა შვილო.... -გაგაღვიძეთ ყველა,მაგრამ შემდეგ სოფელში მივდივარ და ვერ გნახავდი.ყავა გაამზადა ვაჩესაც დაუდგა და ლუიც შეუერთდა მათ,დანიელმა შეხედა ჯერ ერთს მერე მეორეს და უთხრა. -როგორ ხართ გვრიტებო... -დანიელ... -დანიელ ნუ ბავშვობ....გაეცინა ვაჩეს თუმცა ლუი ბრაზობდა დანიელზე,დანიელმა კი ნელა ნელა დაიწყო და რაც ქონდა სათქმელი ბოლომდე დაიცალა,გაოცებული უყურებდა ორივე და ვაჩეს გაეცინა. -შვილიც გყავს და იპოვე ეს ბედნიერებაა დანიელ და ძალიან გამახარე შენი ამბებით,ახლა რა იქნება... -ახლა ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს ვაჩე... -ბავშვს გვარი მიეცი,მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე ჯერ ხელი არ მოაწერო რადგან მჭირდები და აუცილებელია ჯერ ისევ იყო ქორწინებაში მაირასთან. -გასაგებია,მაგრამ მე გითხარი თავშიც რომ არ ვაკეთებ ამას იმიტომ რომ რამეს ველოდი შენგან ან მაირასგან,ვაჩე.... -დამიჯერე,დანიელ მე სხვა არავინ არ მყავს შენ და ლუი ხათ ჩემი ხალხი,ჩემი სანდო ადამიანები ეს კი გოგოსაც აუხსენი.... -რა თქმა უნდა გუშინ მაირაზეც და თებეზეც ვუთხარი რადგან გაუკვირდა რატომ შევუცვალე სახელი თებეს და მეც ავუხსენი..... -კარგია,გულგახსნილები იყავით ერთმანეთის მიმართ და დანიელ ძალიან ცუდი მტერი გყავს დაიცავი ისინი და გაუფრთხილდი შენს ბუდეს. -ვაჩე.... -არაფერი მითხრა,თავიდანვე ვიცოდი რომ შენ შენს გზას იპოვიდი შვილო ამიტომ გლოცავ და მინდა ბედნიერი იყო.დანიელ ჩემო შვილო ჩუმია სულის ხმა, ის მხოლოდ გულის მდუმარებაში ისმის და შენც ყოველთვის გულის ხმას უსმინე.დანიელი წამოდგა ფეხზე ვაჩეს გადაეხვია და უთხრა. -ლუი შენთან წამოვა და იქ იქნება მეც იმედიანად ვიქნები თუ რამე ტელეფონის ნომერი იცი დამირეკავ და რა დროც იქნება შენთან ვარ.ვაჩემ თავად გააცილა დანიელი კარებამდე კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში გულშიც ჩაიკრა და კარი რომ დახურა ღრმად დაფიქრდა,ლუიზამ მიუახლოვდა და უთხრა. -რა მოხდა,რატომ დაფიქრდი ვაჩე. -დანიელს დიდი მტერი ყავს ლევანის სახით ლუი და მეშინია.... -შენ არ იცნობ დანიელს არავის უსურვებ მას წინ დაუდგეს,დანიელმა უკან დახევა არ იცის ვაჩე ის ყოველთცის რისკზე მიდის პირდაპირ ლომის ხახაშიო რომ იტყვიან მასზე არ ინერვიულო.ვაჩე დანიელზე ფიქრობდა,დანიელი კი მარტო ვაჩესთან არ ყოფილა მან თებეს სკოლის საქმეც მოაგვარა ის პრესტიჟულ სკოლაში ჩაწერა და ის დღე სახლში გაატარა,მეორე დილით კლინიკაში წავიდა პაციენტები მოინახულა და სახლში დაბრუნებულს ჯერ კიდევ სიწყნარე იყო მაგრამ სამზარეულოდან გამოდიოდა ტკბილი ხმები და ისიც იქ შევიდა ანინა ღიღინებდა თებე კი ფორთოხლის წვენს მიირთმევდა და დანიელს რომ შეხედა წამოფრინდა ფეხზე და შეახტა თან გაბრაზებულმა უთხრა. -სად იყავი, დედამ მითხრა მოვაო მაგრამ დაგაგვიანდა. -თებე მომისმინე შვილო მე ექიმი ვარ ამიტომ შესაძლებელია ზოგჯერ ღამით ვერ მოვიდე და ამას უნდა შეეგუო,შენ კი დედასთან იქნები.... -კარგი მაგრამ რომ მოარჩენ ბევრ ხალხს ხომ დაბრუნდები სახლში... -რა თქმა უნდა,ახლა კი მოემზადეთ და სოფელში წავიდეთ ბებია,ბაბუა ვნახოთ. -წავედით.....მოულოდნელი იყო მშობლებისთვის დანიელის მისვლა და სიხარულისგან არ იცოდა არცერთმა რა გაეკეთებინა მით უფრო რომ გაიგეს თებე მათი შვილიშვილი იყო, დანიელმა სიმართლე უთხრა მშობლებს გარდა იმისა რომ პირველი მათი შეხვედრა სიმთვრალეში მოხდა,მართა უყურებდა ანინას და ტკბებოდა მისი ყურებით ბედნიერი იყო შვილს რომ ბედნიერს ხედავდა ცოლ-შვილთან ერთად. -გაიხარე შვილო ეს რა დღე გამითენე სიკვდილამდე გამყვება ეს სიხარული და ქორწილი, როდის გადაწყვიტეთ ქორწილი. -ხელს მოვაწერთ ვიწრო წრეში,მაგრამ ჯერ ესეც უნდა შევაჩეროთ მხოლოდ თებეს საბუთები ჩვენს გვარზე უნდა დავწეო სკოლაში ჩვენი გვარით მივა მერე წვალება რომ არ დამჭირდეს უკეთესია ახლა გავაკეთო გასაკეთებელი თან ანინას ქორწილი არ უნდა.... -ეს როგორ შვილო ყველა გოგო ოცნებობს თეთრ კაბაზე და შენ რატომ არ უნდა ჩაიცვა, ძალიან ლამაზი პატარძალი იქნები... -მეორე შვილი გვეყოლება ქორწილიც და ნათლობაც ერთად იქნება,ვფიქრობ ასე უკეთესია... -ოოო,ეს კარგია და მომწონს როგორც ამბობ ბიჭი გვჭირდება ახლა გოგო კი გვყავს დახატული. ანინამ დანიელს შეხედა მან თვალი ჩაუკრა ანინას და მამას უთხრა. -შევუკვეთავ მამა და მოიყვანენ...მამამ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -ვის შეუკვეთავ ეს შენ უნდა ივარგო შვილო და შენ უნდა იმუშავო. იცინოდა მამა-შვილი ანინა ადგა და სამზარეულოში გავიდა შეხედა მოფუსფუსე მართას და მორიდებულად უთხრა. -მოგეხმარები,მითხარი რა გავაკეთო.... -ყველაფერი გასაკეთებელია შვილო თუ არ დაგეზარება სალათებს მიხედე,ხორცს ზვიადი მიხედავს მწვადებს კი დანიელი ეზოში ააშიშხინებს.შემდეგ ქმარს გასძახა ხმამაღლა. -ზვიადი დაუძახე მეზობლებს სახლი ახმიანდა ეს ყველამ უნდა გაიგოს,შვილი მისი ცოლ-შვილით დამიბრუნდა და რა მაქვს დასამალი. ანინა უყურებდა ამ კეთილ ადამიანებს და ცრემლი მოერია,არ უნდოდათ შეემჩნიათ რომ ტიროდა და სახე ყველას მოარიდა,მაგრამ დანიელმა შეხედა და მასთან მივიდა. -ანინა ტირიხარ? -არა,ხახვია მწარე... -კარგი,მაგრამ დამშვიდდი მათთანაც წავალთ მხოლოდ დრო გვჭირდება. -არა დანიელ იქ არ წავალ,დავიფიცე და იქ არ მივალთ.... -კარგი,კარგი დაწყნარდი,მაგრამ იცოდე იქაც წავალთ. -დანიელ რას ერჩი გოგო რატომ აატირე....გაოცებული უყურებდა მართა დანიელს და ანინას ცრემლიან თვალებს ანინამ კი შეხედა დანიელს და თქვა. -მითხრა ხახვი წვრილად დაჭერი დედა არ მოგიწონებსო.... -რაო? თვალები გააფართოვა მართამ დანიელი კი ანინას უყურებდა და შემდეგ მართას შეხედა. -შენნაირი რომ გამოუვიდეს კერძი იმიტომ ვუთხარი დედა.... -გადი სამზარეულოდან რა კაცის საქმე არის სალათები რატომ ერევი ქალების საქმეში, დანიელ....დანიელი ანინას უყურებდა და უთხრა. -ვიმახსოვრებ იცოდე....ანინამ თვალი ჩაუკრა დანიელს და ზურგიც აქცია თან იცინოდა.იმ დღეს დიდი სიგრძის მაგიდა გაიშალა ქართველიშვილების ეზოში,მუსიკაც მოიყვანა მეგობრებმა თებე გაოცებული უყურებდა ასაკში შესულ ქალბატონებს ყველა რომ ეფერებოდა და მანაც გაუნაწილა ყველას სიყვარული და სითბო,მეგობრებიც შეიძინა სოფელში მისი ასაკის გოგო-ბიჭები.ორი დღე დარჩნენ,ორი დღე თებე სახლში ნორმალურად არ უნახიათ სულ გარეთ იყო ბავშვებთან და ძალიან ბედნიერი იყო,მესამე დღეს დანიელმა ხელი მოხვია მართას და უთხრა. -უნდა წავიდე დედა სამსახური არ მიშვებს კიდევ დავრჩე და ვიყო თქვენთან,თებეს სკოლა აქვს ხვალ და უნდა წავიდეს... -წადი შვილო,სწავლას წლები შეალიე ოცნება აიხდინე და ახლა საქმე უფრო მეტი გაქვს მიჩვეული ვართ უშენობას, მაგრამ ვიცით რომ ბედნიერი ხარ დედას სიცოცხლევ თუმცა თებეს გარეშე როგორ გავჩერდებით ეს არ ვიცი. -ხშირად გამოვალთ,დროს ვიპოვი თუ არა აქ ვარ თქვენთან უკეთეს ადგილას სად უნდა წავიდე,ზაფხულზე კი თებე აქ იქნება... -კარგია ჩემო გოგო მთელი ზაფხული სიცოცხლეს გამიხანგრძლივებს მისი აქ ყოფნა. დაემშვიდობნენ ყველას და დანიელი ბედნიერი გაჰყურებდა წინ გზას,შემდეგ თებეას შეხედა სარკეში და ანინას სიცილით უთხრა. -ეძინება, ნახე როგორ ცდილობს არ დაიძინოს. -იმდენი ირბინა დაიღალა,მოეწონა ეზო და სიმწვანე.... -ჰოდა ზაფხულში იქ იქნება რამდენიმე დღით, შენც მიხვალ მეც დროს ვიპოვი და თქვენთან ვარ დიდი ხნით რომ ვერ შეგელევი შენც იცი....უეცრად მოიწყინა,ანინამ შეამჩნია და უთხრა. -რა მოხდა,რატომ მოიწყინე. -მშობლები მომიხუცდა,ანინა ისინი ძალიან ნაშრომი არიან და მამა დღემდე ვერ ჩერდება. -მთავარია ჯამრთელები არიან დანიელ... -მინდა ხშირად ვიყო მათთან როგორც მოვახერხებ...ბინასთან მისულმა ანინას შეხედა და უთხრა. -შენ წადი მე თებეს წამოვიყვან ძინავს უკვე და შემდეგ დავბრუნდები დედამ ჩანთებით გაავსო უკან საბარგული და იმათ ამოვიტან. -კარგი და საწოლსაც გავუმზადებ და ჩავაწვინოთ დილამდე აღარ გაიღვიძებს.ანინა წინ წავიდა,დანიელმა თებე ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში და საწოლში ჩააწვინა მაგრამ ანინამ სველი პირსახპცით დაუწმინა ფეხები და შემდეგ აღამურებიც ჩააცვა დანიელი კი ისევ დაბრუნდა უკან და სამი დიდი ჩანთა წვალებით შემოიტანა სამზარეულოში,ანინამ შეხედა და გაოცებულმა თქვა. -არაფერი არ დაუტოვებია ყველაფერი ჩაალაგა და აქ გამოგვატანა.... -გახსენი და ამოალაგე მე დავიღალე.... -ამდენი რამე....დანიელ სად დავალაგო.დანიელმა წყალი დალია და თქვა. -თებეს ძინავს? -არც გაუგია ისე დაუწმინდე ფეხები და საღამურები ჩავაცვი.ანინამ ჩანთები გაანთავისუფლა დარეცხა და ვერანდაზე გაიტანა,ერთ ჩანთაში რამდენიმე წველა ყველი იდო დანიელმა ტელეფონზე გადარეკა და მართას სიცილით უთხრა. -დედა ამდენი ყველი ბინაში რად მინდოდა,მეზობლებს დავურიგო? -წვენი გაუკეთეთ და გექნებათ რატომ უნდა იყიდოთ შვილო ან რას ყიდულობთ იცით? -მე არ ვიცი როგორ გავაკეთო წვენი და მასწავლე....უთხრა მორიდებულად ანინამ,მაგრამ მართამ დაამშვიდა და უთხრა. -არ ინერვიულო შვილო ხვალ ქალაქში მოვდივარ მოვალ ერთი საათით შემოვივლი და გავაკეთებ. -კარგი მაშინ ანინა სახლში იქნება არ წავა სამსახურში მე კი დილიდან უნდა გავიდე. ანინამ ყველი სათითაოდ გარეცხა და დიდ თასზე დააწყო სხვა ყველაფერს მიუჩინა თავისი ადგილი,უკვე გვიანი იყო საძინებელში რომ შევიდა და ეგონა დანიელს ეძინა ფრთხილად მოძრაობდა დანიელი კი თვალს ადევნებდა სიბნელეში მოძრავ ფიგურას და დაწვა თუ არა ხელი გაუწია და მის მკლავზე დაიწვინა შემდეგ კი გულზე მიიკრა. -არ გძინავს? -არა,გელოდებოდი. -რატომ არ დამელაპარაკე მეგონა გეძინა. -ვნება გამივლიდა....უთხრა და მის ტუჩებს დაეტანა. -17 წლის მერე დაიწყო ჩემი გაზრდა როცა ჩემი შვილი დავიჭირე ხელში ვისი მამაც არ ვიცოდი ვინ იყო და უკვე ჩემი შვილის სუთქვით ვსუნთქავდი,თუმცა სანამ მას ხელში ავიყვანდი მაშინებდა ექიმების სიფრთხილე მათი ჩურჩული,მაგრამ ჩემს გვერდით ნუკი იყო და ის იყო მკაცრი.დაიბადა თებე და ჩვენ ორივე ერთად ვიზრდებოდით და ვფიქრობდი ოდემე რომ შევხვდე თებეს მამას რას ვეტყვი მას და რას მეტყვის ან თავად დაიჯერებს რომ მისი შვილი არის ეს ლამაზი შავთვალება გოგონა? -შენთან გატარებული ის ღამე ანინა არ იყო უბრალო ღამე, ჩვენ ვფიქრობ უფლის ხელის შეწყობით გავხდით ერთნი და დილით რომ ვერ გიპოვე იმ ბარიდან დავიწყე შენი ძებნა, მართლა ის გოგონა სად არის იმ ღამით რომ იყო შენთან ერთად. -ელისო მის მერე არ მინახავს,მხოლოდ ვიცი რომ სახლში მივიდა და რამდენიმე დღეში გაქრა მის კვალს კი ვერავინ ვერსად ვერ მიაგნო... -რას ამბობ,გამოდის იმ ღამით მე შენ გადაგარჩინე... -არ გამოდის,დანიელ ეს ასეა შენ იმ ღამით მე მიხსენი რაღაც საშინელებისგან. -კარგია რომ მე დავასწარი ყველას და წლების შემდეგ უკვე შენს სუნთქვას ვუსმენ ჩემს მკერდზე და ვაცნობიერებ რაოდენ ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით,იცი ვფიქრობ სამართლიანი ნაბიჯი გადავდგი და არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებდი ახლა შენს ადგილას ამ საწოლში სხვა რომ იწვეს, მაგრამ შენ ხარ და შენს პოვნამდე მიუხედავად იმისა არ ვიცოდი გიპოვიდი თუ არა სხვა ქალისთვის არ შემიხედია,თუმცა ყველაფერი ისე დასრულდა როგორც ჩავიფიქრე და ახლა თავად მითხარი სასჯელი რა გამოვიტანო. -რა სასჯელი და რატომ მსჯი? -დედასთან რა თქვი ეს ტყუილი ასე უცებ როგორ მოიფიქრე.უთხრა და ორივე იცინოდა, ორივეს თვალები ბედნიერებას ასხივებდა, ერთმანეთის ფერებაში შუაღამეც გადავიდა და დანიელმა საათს დახედა. -უნდა დავიძინოთ თორემ არ ვიცი როგორი დღე მექნება და მინდა მშვიდი ნერვები მქონდეს. ერთმანეთზე ჩახვეულებს დაეძინათ,დილით დანიელი ადრე ადგა ძალიან ფრთხილად რომ ანინას არ გაღვიძებოდა,მაგრამ სააბაზანოდან გამოსულს ანინა საწოლში აღარ დახვდა ის საუზმეს ამზადებდა საყვარელი ადამიანისათვის მან კი მხოლოდ ყავა მიირთვა ჩანთა აიღო და ანინას უთხრა. -საყვარელო უკვე გავდივარ ვჩქარობ,თებეს შენ მიხედე ახალ სკოლაში წაიყვანე და შემდეგ დედაც მოვა. -თებე საწოლიდან არ დგება... -რატომ, გაოფლიანდა გუშინ და გაცივდა? -არ ვიცი სიცხე არ აქვს,გაბუტულია და არაფერს არ ამბობს. -ღმერთო ჩემო უკვე გაბუტვები დაიწყო,ჯერ ხომ 6 წლის არის ანინა.ჩანთა იქვე დადო ანინას შეხედა და თებესთან შევიდა. -თებე,თებე დედამ გაგაბრაზა? -არა,არავისზე არ ვბრაზობ. -მაშინ ადექი და სკოლაში წაგიყვანს დედა გაგვიანდება და მეც დამაგვიანე უკვე. -სიცხე მაქვს ვერ ავდგები. -სიცხე გაქვს,მაგრამ სიცხე არ გაქვს და რა გაქვს ეს არ ვიცი. -ექიმი ხომ ხარ, ჰოდა მომხედე. -თებე ახლა უკვე მე მაბრაზებ,რადგან სიცხე არ გაქვს სკოლაში უნდა წახვიდე. -ჰო კარგი სიცხე არ მაქვს,მაგრამ სკოლაში არ მივდივარ. -მიზეზი მითხარი რატომ არ მიდიხარ,ახალი სკოლა არ გაინტერესებს იქ ახალ მეგობრებს გაიჩენ. -არა, არ მინდა იქ წასვლა და არ წავალ. -თებე.... -მამა რამდენ კითხვას სვამ,სკოლაში წასვლა არ მინდა. -ჰოდა ეს მაინტერესებს რატომ არ მიდიხარ ჯერ ხომ არ იცი იქ როგორ შეგხვდება მასწავლებვლები და მეგობრები. -ყველაფერი უნდა გითხრა,ზოგი რამ არ ითქმება მამა. -მართალი ხარ ზოგი რამ არ ითქმება,მაგრამ თუ გინდა მეგობრები ვიყოთ დამალული არაფერი არ უნდა იყოს... -ყველაფერს გეტყვი,მაგრამ არის რაღაცეები რაც მხოლოდ ჩემია. -გამაგიჟებ თებე.... -ნუ გიჟდები,მამა მე ძველ სკოლაში მინდა ისევ რომ ვიყო.... -მაშინ ადექი და ძველ სკოლაში წადი ჯერ საბუთები არ გამომიტანია იქედან,მაგრამ მე მეჩქარება დედასთან იყავი სახლში და იმეცადინე არ გააბრაზო იცოდე გიყურებ კლინიკიდან. -კლინიკიდან როგორ მიყურებ,თვალებს აქ დატოვებ? -ვიდეო თვალით...თვალი ჩაუკრა თებეს და ოთახიდან გადიოდა თებემ რომ უთხრა. -შენთან მინდა ვიყო,წამიყვანე შენთან მეც თეთრ ხალათს ჩავიცმევ და მეც ვნახავ რა ტკივათ,სიცხის გაზომვა მეც ვიცი ეს შემიძლია.საწოლიდან წამოდგა თებე და დანიელს თვალებში უყურებდა, დანიელმა კი უცნაურად შეხედა და უთხრა. -მოგწყინდება იქ მთელი დღე. -შენთან ერთად არ მომწყინდება მამა. -რა გიყო თებე დღეს დატვირთული დღე მაქვს...თქვა და ანინას გახედა,ანინა ოთახის კართან იდგა და სუნთქვას ვერ აწყნარებდა მამა შვილის საუბარს რომ უსმენდა და ყველაფერი თითქოს ერთ კვანძად იყო შეკრული ეს კვანძი კი სიყვარული იყო,მაგრამ დანიელს შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -რას მიყურებ დანიელ ის სულ ახლახანს შესრულდა 6 წლის და შენ არ გინდა მას აწყენინო და მის ჭკუაზე გინდა გაიარო, ვინ იცის ხვალ რას მოგთხოვს. -ჩააცვი და დღეს ჩემთან ერთად იქნება,გთხოვ დაუჩქარე.ანინამ ჩააცვა თებეს და ისიც სიხარულით სავსე გაყვა მამას დანიელმა ძალიან იჩქარა,მაგრამ მაინც დააგვიანდა თუმცა გზად ერთ მაღაზიაში შეიარა უნდოდა თებესთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და გამოუვიდა კიდეც თებეს ექიმის ფორმა შეუძინა და კლინიკაში მისულმა როგორც თავად გამოეწყო თეთრ ხალათში თებეც ისე გამოაწყო და მასთან ერთად პაციენტების შემოვლაზე წავიდა.ყველა ღიმილით აყოლებდა თვალს მამა-შვილს,ერთ პაციენტთან მისულმა დანიელმა სერიოზულად შეხედა თებეს პაციენტს თვალი ჩაუკრა და თებეს მიუბრუნდა. -ექიმო თებე პაციენტი ჯიუტობს და არ უნდა საწოლიდან ადგეს,რა გავაკეთოთ? -სიცხე აქვს? -არა, სიცხე არ მაქვს ექიმო. -მაშინ ტუალეტში გასვლა მოუნდება და ადგება.ყველას გულიანად გაეცინა,მაგრამ თებეს სერიოზული სახე ჰქონდა ის პაციენტთან მივიდა შუბლზე ხელი დაადო სიცხის პისტოლეტი შუბლზე მიადო სერიოზულად დააკვირდა ტემპერატურის ციფრს და დანიელს არც შეხედა ისე თქვა. -ტემპერატურა ნორმალური არის,ტკივილებს არ უჩივის ასე რომ დღეს თუ არ უნდა ადგეს მობეზრდება წოლა და ხვალ ადგება...მხიარულად გასინჯა დანიელმა პაციენტები,ერთ პაციენტთან მისულ თებეს ვიდეო გადაუღო და ანინას გადაუგზავნა ანინამ შეხედა ვიდეოს გახსნა მაგრამ ვერ იყურა კარზე ზარი იყო და კარის გასაღებად წავიდა კარში ღიმილით იდგა დედამთილიც და მამამთილიც ორივეს თავადაც ღიმილით შეხვდა მათმა კიდევ მძიმე ჩანთა მოიტანეს ანინამ კი გაოცებულმა თქვა. -გუშინ იმდენი რამ გამოგვატანეთ დღეს კიდევ ასეთი მძიმე ჩანთით მოდით. -ეს ღვინო არის შვილო,გუშინ გამზადებული მქონდა და დამავიწყდა ჩადება მართა ვერ წამოიღებდა და მეც წამოვედი, ბავშვი სკოლაში წავიდა და ვერ ვნახავთ... -არა დღეს ჯინზე დადგა არ წავიდა სკოლაში და მამამისს გაყვა კლინიკაში რაღაც ვიდეო გადმომიგზავნა დანიელმა და ვნახოთ.ანინამ გახსნა ვიდეო და სამივემ ერთად ნახა,სამივემ გულიანად იცინა და შემდეგ დანიელს დაურეკა. -როგორ ხართ,ძალიან სერიოზული ექიმი გყავს დღეს გვერდით და ვინ იცის შესაძლებელია მამის კვალს დაადგეს. -უკვე ყველა პაციენტი გაიცნო და რჩევებსაც იძლევა. -დედა და მამა მოვიდა თებეს ნახვა უნდათ. -მე მოვალ შვილო და წამოვიყვან.თქვა ზვიადიმ და ჯერ კიდევ იცინოდა ვიდეოზე,მართამ და ანინამ ყველი შეინახეს თავის წვენში შემდეგ გემრიელი სადილიც მოამზადეს და ანინამ ყავაც დააყენა სამივე ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ. -შვილო არ მიწყინო მაგრამ თუ ქორწილი არ გინდათ მშობლებს მოვიპატიჟებთ და ახლოდან გავიცნოთ ერთმანეთი. -არა დედა მართა ისინი ჩემთვის არ არსებობენ,ისინი როცა თებეზე ორსულობა გავიგე მაშინ დავმარხე ცოცხლად ორივე.თქვა და ცრემლი მოერია,მართამ და ზვიადიმ ერთმანეთს შეხედეს მათმა არ იცოდნენ ანინას ისტორია და გაოცებულები უყურებდნენ რძალს. -ვიცი გაგიკვირდებათ,მაგრამ 18 წლის ასაკში სულ მარტო დავრჩი თებესთან ერთად ქუჩაში, უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ. -ეს როგორ შვილო.... -იმ ღამით მეგობრის დაბადების დღე იყო 17 წლის ვიყავი და პირველად გამოვედი მარტო სახლიდან იმ დღეს მშობლების გარეშე და მოხდა ისე რომ უცხო ადგილზე უცხო ხალხში მარტო დავრჩი სადაც დანიელი გავიცანი ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვქონდა ურთიერთობა და სულ მალე აღმოჩნდა რომ ორსული ვიყავი დანიელი უკვე წასული იყო მამამ კი სახლიდან გამომაგდო. -როგორ თუ გამოგაგდო....ეს რა ადამიანობაა... -დიახ ასეა როგორც გაიგონეთ და მე აღმოვჩნდი მარტო ამ სამყაროში,მაგრამ შიში ნელა ნელა გაქრა მე არ შევასრულე მისი მოთხოვნა და ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილი არ გავწირე ვიპოვე სამსახური და დავიწყე მუშაობა შევიძინე ნამდვილი და გულიანი გვერდში მდგომი მეგობრები,ჩემი შვილი დაიბადა და გაიზარდა სიყვარუილთ სავსე გარემოში როცა სწავლა დავასრულე და უკვე ჩემი დანაზოგით ერთი პატარა ბინის ყიდვა შევძელი თებე წავიყვანე და ჩემს მშობლებთან მივედი, მაგრამ ამჯერადაც ბავშვის მამა არ გახლავს თან და ვერ მიგიღებო მე კი დავიფიცე რომ მათ აღარასოდეს აღარ ვნახავდი. -ეს ცუდია შვილო რაც გადაიტანე,მაგრამ მათმა უნდა ნახოს რომ შენ მარტო აღარ ხარ. -ვერავინ მიხვდება რაოდენ დიდია ეს ტკივილი ჩემში,როცა ჩემი სხეული იშლებოდა და ჯერ კიდევ ბზარი მქონდა გულზე სრულიად უცხო ადამიანებმა დახმარების ხელი გამომიწოდეს მაშინ როდესაც ჩემებმა მკრა ხელი და მე არ შემიძლია დავბრუნდე იქ მათ გავუღიმო ისე თითქოს არც არაფერი არ მომხდარა ჩვენს შორის.არ ვიცი როგორ გამიგებთ,მაგრამ ვიცი რომ შეცდომა დავუშვი 17 წლის ასაკში,მაგრამ ჩემს შეცდომაზე ავაშენე ჩემი კარიერაც და ჩემივე ბედნიერება და ის რაც წვალებით ვაშენე არ მინდა ჩემმა ცივსისხლიანმა მამამ დამინგრიოს. ისინი მშვიდად საუბრობდნენ დანიელი კი გადაუდებელი ოპერაციისთვის ემზადებოდა და იმდენად რთული იყო მდგომარეობა პალატიდან პალატაში გადადიოდა დრო კი არ ჰქონდა მოცდის,თებე თავის კაბინეტში დატოვა და თავად საოპერაციოში იყო სულ მცირე ორი საათით, თებემ კი თავად შემოიარა პაციენტები და მათთან ერთად ერთობოდა დანიელს კი საოპერაციოში ექთნის ხმა ბუნდოვნად ესმოდა. -წნევა ეცემა.... -გულის ცემა ნელდება ექიმო...მაგრამ დანიელს ხმა მხოლოდ მაშინ ესმოდა როცა რამე ჭირდებოდა... -სკალპერი.... -მაკრატელი... ძალიან მშვიდად იდგა თუმცა შიგნიდან ნელ ნელა იმსხვრეოდა და გონებაში მხოლოდ ორ სიტყვას ატრიალებდა. -,,უნდა გადარჩე,უნდა გადარჩე''.აუტანელი ორი საათი გავიდა თავი აწია,ოფლი შუბლზე მსხვილ წვეთებად აჩნდა და მის გვერდით მდგომ კოლეგებს გადახედა. -დასრულდა მეგობრებო და მადლობა თვითოეულ თქვენთაგანს. -რთული დღე იყო ექიმო... -რთული ორი საათი იყო მარო....უთხრა ღიმილით ექთანს და შემდეგ თქვა. -თებე... -თებე მშვენივრად არის, ყველა პაციენტი მოინახულა და მათთან იყო ეს დრო. -მე კი მასზე ვნერვიულობდი...დანიელმა ღიმილით დატოვა საოპერაციო და პაციენტის ნათესავებთან გავიდა. -დამშვიდდით რთული იყო,მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასარგებლდ დასრულდა. -მადლობა ექიმო.სიხარულისგან და ბედნიერებისგან სახე გაეხსნა პაციენტის მამას და იქვე მდგარ თვალცრემლიან მეუღლეს ხელი მოხვია.დანიელმა ორივე დაამშვიდა და შეხედა ერთ ერთი პალატიდან თებე გამოვიდა ძალიან უხდებოდა თეთრი ხალათი და კარგად ირგებდა ექიმის როლს,მან შეხედა იქვე მდგარ მამას და მასთან მივიდა. -ექიმო დანიელ ჩემი დახმარება გჭირდებათ?დანიელს გაცინება უნდოდა,მაგრამ შეხედა თებეს და უთხრა. -არა ექიმო თებე ყველაფერი კარგად დასრულდა. -მიხარია,ყოჩაღ.თქვა და დანიელის კაბინეტში შევიდა თუმცა შეამჩნია ყველა გაოცებული უყურებდა ექიმს და პატარა თებეს,დანიელს გაეცინა და თქვა. -ჩემი ქალიშვილია სკოლაში არ წავიდა უნდოდა დღეს აქ ყოფილიყო. -მამის კვალს უნდა გაყვეს რომ თავადაც სახელოვანი ექიმი დადგეს. -მადლობა, მაგრამ დღეს პაციენტს ვერ ნახავთ ნარკოზშია,დანიელმა საათზე დაიხედა და კაბინეტში შესულმა თებეს შეხედა. -მოდიხარ სახლში თუ აქ რჩები დღეს ექიმო. -არ ვიტყოდი უარს აქ დარჩენაზე რადგან ძალიან კარგად გავერთე,მამა ხომ წამომიყვან კიდევ. -თუ საოპერაციოშიდაც არ მთხოვ შეყვანას შეიძლება წამოგიყვანო. -არა,არა იქ არ შემოვალ აქ მომწონს ყოფნა. -მაშინ სერიოზულად უნდა იფიქრო,რომ ექიმი გახდე.თებემ ხალათი მოიხსნა და მამის ხალათის გვერდით მიუჩინა ადგილი,წასვლამდე კი ყველას დაემშვიდობა.დანიელი მიდიოდა და თებეს უსმენდა რომელიც მის შთაბეჭდილებებს უყვებოდა როგორ გაერთო და რა გააკეთა მის არ ყოფნაში,ბინასთან მისვლამდე არ გაჩერებულა და როცა კიბეები აიარა უცხო შეხვდა ბინაში იფიქრა ახალი მდგმური არის გადმოსულიო და ღიმილით მიესალმა უცნობს,კართან მისულს კი ძირს კონვერტი დახვდა თებე დაიხარა და უნდა აეღო რომ დანიელმა უთხრა. -თებე არ შეეხო....თებე გაჩერდა და მამას დაელოდა,დანიელმა აიღო კონვერტი და სქელი იყო რასაც გაოცებულმა შეხედა და კარი გააღო არაფერი შეიმჩნია და ღიმილით მიესალმა ოჯახს. -გამარჯობა ოჯახო.... -რატომ წამოდი შვილო მე ახლა მოვდიოდი თებეს წამოსაყვანად.... -დავასრულე დღეს მამა,რთული დღე იყო... -შენ რა გააკეთე ბაბუ... -მეც დავიღალე უნდა დავისვენო,მამიკო მოგიყვებათ.ანინამ შეხედა თებეს და უთხრა. -მამა რომ მოდის სამსახურიდან პირველი რას აკეთებს.... -ვიცი და არ მინდა შეხსენება დავიბან ხელებს.თებემ ხელები დაიბანა საღამურები ჩაიცვა ცოტა ხნით ბებიას და ბაბუას მოეფერა და დაწვა,დაღლილს რამდენიმე წუთში ჩაეძინა ანინამ კი გაბრაზებულმა შეხედა დანიელს,დანიელმა კი წარბი აწია და უთხრა. -რატომ ბრაზობ,რამე დავაშავე? -დანიელ დააშავე,გთხოვ ნუ უსრულებ ყველა სურვილს და ყველა მის კაპრიზს იცოდე თავნება გაიზრდება და მერე არ ინანო.... -დანიელ შვილო ანინა სწორია,ცოტა სიმკაცრე ჭირდება ბავშვს... -ის ხომ ჯერ ბავშვია დედა სულ რაღაც 6 წლისაა. -ბავშვია გეთანხმები და ჯერ სუსტია,მაგრამ ის შენ დაგეყრდნობა და სულ შენი იმედი ექნება მან კი უნდა ისწავლოს ბრძოლა ცხოვრებასთან. -კარგი გავითვალისწინებ და ეს რა არის. -რა არის,ეს რა კონვერტია.ანინამ დანიელს შეხედა და კონვერტი გახსნა გაოცებული უყურებდა ყველა მაგიდაზე დადებულ გასაღებს და წერილს რომელიც ხელის კანკალით გახსნა და ორად გაკეცილი ქაღალდი გაშალა ჯერ ზოგადად გადაავლო თვალი შემდეგ ცრემლი მოერია და ვერ შეძლო გაგრძელება დანიელს შეხედა,დანიელი მიხვდა ანინას უჭირდა რაც იმ ქაღალდზე ეწერა წაკითხვა და გამოართვა. ,,ვიცი ამაყი ხარ და თან ძლიერი და ისიც ვიცი როგორ გაუძელი და დაძლიე შენი რთული ცხოვრება,მაგრამ თუ ოდესმე სუსტად იგრძნო თავი ეს შენი საკუთრებაა და უნდა აიღო თუ ვისგან ამას მოგვიანებით გაიგებ''. დანიელმა ქაღალდი მაგიდაზე დადო და სხვა ქაღალდებს გადახედა იქ იყო მნიშვნელოვანი საბუთი რეესტრიდან და საჩუქრების ხელშეკრულება ასევე იყო მისამართი ქალაქის ცენტრში და ანინას შეხედა. -პატიების მიზნით მამაშენმა საჩუქარი გაგიკეთა ალბად ასე უნდა გამოისყიდოს შენთან დაშვებული დანაშაული და სიშორე. -არა,არა ის არ არის ასეთი ხელგაშლილი ის გულცივი ადამიანია და ზოგჯერ არა ბევრჯერ მიფიქრია რომ თითქოს მისი შვილი არ ვარ ამიტომ გამიმეტა ასე ადვილად და მომიხურა კარი. -მაშინ ვინ იქნება,ვისზე უნდა ვიფიქროთ. -არ ვიცი იდეა არ მაქვს და ამიტომ ჯერ არაფერს არ შევეხებით,იქნებ მახეა დანიელ... დანიელმა შეხედა და დაფიქრდა,შემდეგ ისევ კონვერტს დახედა და კონვერტს ბრიტანეთის ბეჭედი ჰქონდა. -ეს კონვერტი ბრიტანეთიდა არის ანინა და არა საქართველოდან... -არ ვიცი,გეფიცები არ ვიცი და არც პასუხი მაქვს. -დამშვიდდი ნუ ნერვიულობ მე მჯერა შენი და ოდესღაც გამოჩნდება ვინც იქნება,გავიგებთ. -შვილო ჩვენ წავალთ სახლი,ეზო მიტოვებულია და შაბათ კვირას გელოდებით. -არა,დღეს ჩვენ სამი ერთ ადგილზე წავალთ ანინას და თებეს ხვალ დილით წავიყვან თებეც მინდოდა მასთან მიმეყვანა,მაგრამ დაიძინა ამიტომ რამდენიმე საათით გავალთ საყვარელო და დავბრუნდებით. -სად მიდიხართ ვახშამი მზად არის დანიელ... -ვაჩესთან უნდა მივიდე და ვნახო.... -ააა,კარგი და დაგელოდებით. დანიელმა შუბლზე აკოცა ანინას და მშობლებთან ერთად გავიდა რამდენიმე წუთში ვაჩეს სახლთან იდგა და თავისი გასაღებით გააღო კარი ვაჩე სალონში იჯდა ლუისთან ერთად და საუბრობდა,ლუიმ შეხედა დანიელს და გაეხარდა მისი დანახვა. -ვიცოდი რომ მოხვიდოდი... -ვინ არის,ვინ მოვიდა.თქვა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა დანიელის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და გადაეხვია. -როგორ ხართ გვრიტებო.... -დანიელ...მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა ლუიმ და დანიელმა თქვა. -რაღაც აღარ ბრაზობ ისე ძალიან და მგონი გაამართლა ჩემმა გეგმამ.სამივეს გაეცინა და მართა კომოდზე დადებულ ფოტოს უყურებდა დანიელი მაირასთან და თებესთან ერთად ბედნიერი რომ იყო,დანიელმა დედას შეხედა და შემდეგ ვაჩეს მიუბრუნდა. -ვაჩე ჩემი მშობლები მოგიყვანე,მინდოდა გაგეცნოთ ერთმანეთი.ვაჩემ ზვიადის ხელი მაგრად ჩამოართვა და მართას შეხედა,შემდეგ მასთან მივიდა და უთხრა. -ბედნიერი იყო ჩემი შვილი ქ-ნო მაგრამ ეს ღიმილი და ბედნიერება თვეებია ჩაქრა და დასამარდა. -რა მოხდა შვილო დანიელ... დანიელმა მაირას ისტორია მოყვა და მართას ცრემლები სახეზე ჩამოდიოდა.... -ამიტომ დაარქვი შენს გოგოს თებე... -ამიტომ დედა რადგან თებემ ადრე დაასრულა სიცოცხლე,მაგრამ ჩემი თებე მის სახელს გააგრძელებს და ის არ იყო თებეს ნაწილი თუმცა მე ისე ჩავაგონებ რომ ის მისი და იყო დაე ასე იცოდეს როცა გაიზრდება სიმართლეს გაიგებს. -ეს რა სისასტიკეა,რატომ დაუშვი ეს საშინელება უფალო.ტირილით თქვა მართამ და დანიელს გულზე მიეკრა ის მართლა გულით ტიროდა,დანიელმა ხელები მოხვია და უთხრა. -ამიტომ დღეს დარჩებით ხვალ მათ საფლავზე მივალთ ყველა და მერე წახვალთ დედა. -კარგი შვილო არაფერს ვამბობ,ერთი დღე არ დაიქცევა ჩემი ოჯახი.ერთი საათი გაჩერდნენ ვაჩესთან და შემდეგ წავიდნენ გზიდან კი ანინას დაურეკა. -მოვდივართ.... -ივახშმეთ თუ.... -არა ძალიან მშია,რაც გაქვს დააწყვე მაგიდაზე...ოჯახმა გემრიელად ივახშმა,მშობლებმა თებესთან მოისურვეს დაწოლა და შვილიშვილის ჩახუტება მართას თითქმის არ დაეძინა მაირას საოცარი ღიმილი ედგა თვალწინ და ასე იყო ზვიადიც,თუმცა ანინასთან ვერ მოახდინეს შედარება ანინა იშვიათი ხასიათის ადამიანია რომ იტყვიან ცხოვრებისგან გამოწვრთნილი თეთრი და შავი უკვე კარგად რომ ესმის და შვილის არჩევანით ბედნიერები იყვნენ,დილით თებეს ხმამ დააღვიძა ყველა და დანიელს გაეცინა. -რა სიხარული დახვდა მის საწოლში,გესმის როგორ ყვირის... -ყვირის თუ მღერის თუ ტირის სიხარულისგან ვერ გავარჩიე...თქვა ანინამ და უნდოდა ამდგარიყო რომ დანიელმა ხელი ჩაავლო... -გამიშვი, დანიელ შუადღემდე ხომარ ვიქნები საწოლში პირველად გაათიეს ღამე ჩვენთან... -გაგიშვებ მხოლოდ რაღაც დაგავიწყდა... -არ დამვიწყებია,მიყვარხარ...უთხრა და ანინამ თავად დაუტოვა გემრიელი კოცნა და ხელებიდანაც დაუსხლტდა,დანიელმა შეხედა და უთხრა... -იპოვე მიზეზი,მაგრამ სხვა დროს ვერ გამექცევი...ანინა ადგა საუზმე მოამზადა და მართაც შევიდა სამზარეულოში გაოცებული უყურებდა ანინას და ღიმილით უთხრა. -მე ჩუმად ავდექი არ გავაღვიძებმეთქი და შენ ეს რა გაგიკეთებია... -ანინა შვილო სამზარეულო დალაშქრე? უთხრა ზვიადიმ და ცივი წყალი გამოიღო მაცივრიდან, ანინამ კი ბედნიერმა შეხედა ორივეს და თქვა.. -ვისთვის უნდა გავაკეთო გემრიელობები თუ არა თქვენთვის.შემდეგ ორივეს ლოყაზე აკოცა და მაგიდაც გაშალა,თავი დახარა და თითქმის ჩურჩულით თქვა. -თქვენ შემივსეთ დედის და მამის ადგილი და ცხოვრების ბოლომდე მადლობის თქმა არ მომწყინდება,მიყვარს თქვენი შვილი და ის თუ მიყვარს თქვენც მიყვარხართ. -დაგლოცოს შვილო ღმერთმა და ბედნიერი მყავდეთ.ყველამ ისაუზმა და დანიელმა შეხედა ანინას. -ანინა ამათ ეჩქარებათ ამიტომ მაგიდა ასე დარჩება და ყველამ წავიდეთ,მაირას და თებეს საფლავზე მინდა ყველამ მივიდეთ. -კარგი წავიდეთ.თებეს ჩააცვა თავადაც მოემზადა შავი მომდგარი კაბა ჩაიცვა რომელიც ძალიან უხდებოდა და წავიდნენ,დანიელმა წინა კარი გაუღო ანინას მაგრამ ანინამ მართას გვერდით დაჯდა და თებეც შუაში დაისვა ზვიო კი დანიელის წინ მოთავსდა ანინას ამ ჟესტმა ყველას სასიამოვნო გრძნობა დაუტოვა,სასაფლაოზე მისულებმა დანიელმა ორი ლამაზი თაიგული იყიდა და საფლავებს შორის ნელა გაუყვა გზას,საფლავთან მისულებს ვაჩე იქ დახვდათ თვალები წითელი ჰქონდა ტირილისგან და ვაჩემ თებეს შეხედა,შემდეგ ქვაზე თებეს ფოტოს გახედა და დანიელს უთხრა. -ერთი ასაკის არიან? -კი ორივე თებე ერთი ასაკის არის,თებე ეს ვაჩე ბაბუ არის ეს კი თებე არის შენი და და ყოველთვის გახსოვდეს ის მაღლიდან დაგიცავს.რამდენიმე წუთი გაჩერდნენ და წავიდნენ, დანიელმა მშობლები სოფელში ტაქსით გაუშვა რადგან მანქანას ხელის შევლება ჭირდებოდა აღარ გაატანა მამას სახლში მისულები მართა სულ ანინაზე საუბრობდა მათ გულთან ძალიან ახლოს მივიდა შვილის რჩეული და კიდევ უფრო შეუყვარდათ რძალი. ცხოვრებას ყოველთვის აქვს ანგარიშსწორების თავისებურება,ზოგჯერ როდესაც გგონია რომ ყველაფერი დაკარგულია როცა მარტო რჩები ყველასა და ყველაფრის გარეშე სწორედ მაშინ აფეთქდება ავრორა და წარმუდგენელი რამ ხდება,ბედნიერმა დღეებმა თვეები შეცვალა და ერთ დღეს ანინამ თავი შეუძლოდ იგრძნო,მაგრამ არაფერი თქვა და გაუმკლავდა თავის ტკივილებს ისე რომ დანიელს არ უთხრა არ დატვირთა ზედმეტად რადგან დანიელი ძალიან გადაღლილი ბრუნდებოდა კლინიკიდან,მაგრამ ერთ დღეს ნუკისთან ყოფნის დროს როცა ყავას მიირთმევდნენ და ჭორაობდნენ ანინა ისევ ცუდად გახდა მოულოდნელად ფერი დაკარგა და ნუკის შეეშინდა რადგან დანიელი ქალაქიდან გასული იყო ნუკიმ სასწრაფო გამოიძახა და ანინა კლინიკაში გადაიყვანა,გადაუდებელში შეყვანისთანავე ანალიზები აუღეს და აღმოჩნდა გადაცილებული ციკლის გამო ჰქონდა თავბრუსხვევები,მაგრამ არ იყო ორსულობა მას მიზეზი ჰქონდა საშვილოსნოს ყელზე.მამაკაცი რომელიც კლინიკაში იყო გაოცებული იდგა და ანინას შორიდან უყურებდა,გაიგო ექიმი გენეკოლოგი და მასთან მივიდა. -გისმენთ.... -პაციენტი ახლა ვინც გასინჯეთ იცნობთ მას? -მეგობარო აქ ვინც მოდის ყველას როდი ვიცნობ მე ექიმი ვარ და ყველას უნდა შევხედო, მაგრამ ეს ქ-ნი განსაკუთრებული პიროვნებაა ჩვენი ერთ ერთი საუკეთესო ექიმის მეუღლე. -მომისმინე ექიმო გააკეთე ისე რომ მას შვილი არასოდეს არ ეყოლოს და გაგამდიდრებ, იმდენს აიღებ რომ მუშაობაც არ დაგჭირდება,უზრუნველ ცხოვრებას გპირდები. -ვერ გავაკეთებ.... -გააკეთებ... -თქვენ ვერ მიბრძანებთ რა როგორ გავაკეთო... -მაგრამ გააკეთებ ექიმო... -რატომ გგონია რომ გავაკეთებ ან რატომ ეს სისაძაგლე... -მიმატოვა,უარმყო და სხვასთან წავიდა ამიტომ მინდა დაისაჯოს,დასჯაში კი თქვენ დამეხმარებით. -ბოდიში მეგობარო,მაგრამ ეს საუბარი აქ არ შემდგარა რადგან ამას ვერ გავაკეთებ... -ექიმო... -დატოვეთ ჩემი კაბინეტი მე მყოფნის ის რასაც ვღებულობ არ მინდა ისეთი ფული ჩემს ოჯახს,ჩემს გვარს და ჩემს სახელს რომ შელახავს,დამტოვეთ და აღარასოდეს აღარ შემხვდეთ. -შევხვდებით ექიმო და მოულოდნელად... -იცი რას გეტყვით,არ ვიცი ვინ ხართ და არც ვკითხულობ მაგრამ გხედავთ და თქვენში მხოლოდ ბოროტებას ვხედავ,არასოდეს არ გავაკეთებ ისეთ რამეს რაც ოჯახს გააუბედურებს და დატოვებს მემკვიდრის გარეშე. -ომარ.... -წადით და აღარასოდეს აღარ შემხვდეთ.დატოვა ომარის კაბინეტი მოულოდნელმა არასასიამოვნო სტუმარმა და დანიელზე გაბრაზებული ახლა ომარიზე ჩაიციკლა,ის კლინიკიდან გავიდა და მეგობრის ხმაც გაიგონა. -ლევან სად წადი გეძებდი,არ წავიდეთ? -წავიდეთ. ექიმი დაფიქრდა და გადაწყვიტა დანიელისთვის ყველაფერი ეთქვა,რადგან არ იცოდა ეს პიროვნება როდის რას გააკეთებდა ლევანი კი უკვე გეგმებს აწყობდა და ომარიმ დიდი საფრთხე შეუქმნა თავის თავს ლევანისთან დაპირისპირებით კაბინეტში არსებული ვიდეო თვალს შეხედა და მათი საუბარი ამოიღო ერთ სიდზე ჩაწერა და ნაცნობ ადვოკატს მიმართა. -ომარ აქ არ გელოდი.... -მომისმინე,თუ რამე დამემართოს ეს სიდი უნდა გადაეცეს ექიმ დანიელ ქართველიშვილს. ადვოკატმა შეხედა ომარის და უთრა. -ომარ ვინმე გემუქრება, უნდა მითხრა თუ საფრთხეში ხარ. -ეს სიდი აღიარებს საშიშ დამნაშავეს,მაგრამ ვფიქრობ სხვა ექიმს მოსყიდვას შეეცადოს და ყველა არ არის ძლიერი ნებისყოფის ბევრი დახარბდება ფულს და ვიღაცის სიცოცხლეს შეიწირავს მისი სიბოროტე.ადვოკარმა სეიფში შეინახა სიდი და ჩააფიქრა ომარისთან ვიზიტმა, ანინა კი პალატაში იწვა თებეზე ფიქრობდა ოთახის კარი რომ გაიღო და შეშინებული დანიელი დაინახა, ანინამ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -დანიელ აქ რატომ ხარ ან როგორ,შენ ხომ.... -შენმა ექიმმა დამირეკა და შენი გულის წასვლის ამბავი მითხრა,როგორ ფიქრობ შენ აქ წევხარ და გტკივა მე კი იქ გავჩერდებოდი? -მაპატიე საყვარელო ჩემს გამო დატოვე შეხვედრა,ხელი შეგიშალე. -ეს მეორედ არ თქვა ჩვენ ერთნი ვართ და ერთმანეთის სუნთქვით ვსუნთქავთ.ხელზე ხელი მოუჭირა და გაუღიმა,ოთახის კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა. -დანიელ უკვე აქ ხარ ასე მალე არც გელოდი. -კარგია რომ დამირეკე,მითხარი რამე სერიოზულია? -არა,როგორც ხდება ხოლმე ციკლის არევა და ეს ჰორმონების ბრალია მედიკამენტებით შეიძლება ამის მოგვარება,თუმცა გამიხარდებოდა ის რაც გავიფიქრეთ რეალობა ყოფილიყო... -მაგრამ პრობლემა არ არის გახდეს რეალობა.... -არა პრობლემა არ არის ეს მედიკამენტები შეიძინე სულ ორი პრეპარატია რომ დღესვე დავიწყოთ მკურნალობა. -კარგი გამოწერე რეცი წავალ და მოვიტან...ომარიმ რეცი გამოწერა და დანიელს გადასცა, დანიელმა ნინოს დაურეკა. -დანიელ გისმენ... -აფთიაქში ხარ? -კი აქ ვარ, რა მოხდა. -მოვდივარ...დანიელი ნინისთან მივიდა და ნინო დადარდიანებული დახვდა,რაც დანიელის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ჯერ რეცი მიცა იყიდა რაც უნდოდა და შემდეგ თვალებში შეხედა. -რა მოხდა,პრობლემები გაქვს? -ამ ადგილს მივეწებე დანიელ და გული მწყდება,იყიდება ჩემი საყვარელი ბუდე. -რას ამბობ,როდის გაიგე. -დღეს გვითხრა უფროსმა მოხუცდა და არავინ ყავს,მას კი უნდა ამ თანხით თავი ირჩინოს. -ნუ ნერვიულობ იქნებ გადაიფიქროს მოხდეს სასწაული. -არ მგონია, ისეთი დარწმუნებით თქვა ყველას გული ჩაგვწყდა.დანიელი წავიდა უფროსის ნომერი კარზე გაკრული აბრიდან ამოიწერა და გადარეკა,შეხვედრაზე შეთანხმდა და მასთან წავიდა მის წინ წლებისგან დაღლილი მოხუცი იდგა შეეცოდა კიდეც და პირდაპირ უთხრა რომ მყიდველი იყო და რასაც აფასებდა მიცემდა მოხუციც არ დაფიქრდა და თანხმობა მისცა მხოლოდ ეს ნინოს არ უნდა გაეგო დამშვიდებული დაბრუნდა ანინასთან და ის დღე მასთან იყო დილით კი სახლში წაიყვანა,ანინა ჩააწვინა საათს შეხედა და ისევ მოხუცთან წავიდა ისინი ერთად წავიდნენ ადვოკატთან და ყველა საჭირო საბუთი გაამზადეს მოხუცმა კი თავად მიიტანა ნინოსთან და უთხრა. -ხელი მოაწერე შვილო ამ ქაღალდებს... -ეს რა არის უფროსო რაზე უნდა მოვაწერო ხელი... -კონპესაცია რომ გადაგიხადო ჩემთან ერთგულად მუშაობისთვის.ნინომ ხელი მოაწერა, დანიელმა ყველაფერი ადვოკატის დახმარებით მოაგვარა და მეორე დღესვე ნინოსთან წარსდგა ქაღალდებით თან ნინოს უყურებდა გაღიმებული და ბოლოს უთხრა. -მაყარიჩი რა იქნება ნინიკო.... -რას გულისხმობ... -ეს შენია და კარგად მიხედე,აფთიაქს გადაახლებაც ჭირდება ეს შენ გევალება მე კი დაგეხმარები. -ეს რა არის დანიელ....კითხულობდა ქაღალდებს და უეცრად ისეთ ხმაზე შეიკივლა დანიელსაც შეეშინდა ყველამ მასთან მოიყარა თავი ნინომ დანიელს შეხედა და ენა დაება... -შენ,შენ, შენ იყიდე ეს ადგილი? -მე ვიყიდე,მაგრამ შენ უხელმძღვანელებ ჩემო ერთგულო მეგობარო...ნინო დანიელს ჩაეხუტა და ტიროდა, თან ქაღალდი ხელში ეჭირა და მას უყურებდა. -როგორ გადაგიხადო მადლობა.... -ერთგულებით,ხომ იცი ტყუილი არ მიყვარს და რაც შეეხება ჩემი რეცით ამიერიდან შენთან მოვა ჩემი პაციენტები და განსაკუთრებულად უნდა მიიღო ისინი.ყველა ულოცავდა ნინოს და დანიელმა წასვლისას უთხრა. -ხელოსანს გამოვუშვებ და ვნახოთ რა დაგვიჯდება ამ ადგილის გადაახლება,სხვა სახე და ელფერი უნდა მივცეთ შენს ბუდეს.ღიმილით დატოვა გახარებული ნინო მეგობრებთან ერთად და სახლში დაბრუნდა,დანიელი არ აძლევდა ანინას ადგომის საშუალებას და ისიც სახლში იყო რამდენიმე დღე ერთ საღამოს კომპიუტერი ჩართო სოციალური ქსელს გადაავლო თვალი და ერთ ერთმა ცნობამ შოკში ჩააგდო ტელეფონი ამოიღო და გადარეკა... -გისმენ დანიელ... -რადგან მიცანი დიდი პრობლემა არ გაქვს,შენი ნახვა მინდა. -უკვე გაიგე? -არ ვიცი როდის მოხდა მე ახლა წავიკითხე,როგორ ხარ. -ახლა კარგად ვარ,მაგრამ რამდენიმე დღე თუნდაც თვე ვერ გავივლი თავბრუსხვევები მაქვს. -მოვდივარ....დანიელმა ანინა გააფრთხილა გავდივარო გასაღები აიღო და წავიდა,ომარისთან ბინაში მივიდა ხელდამშვენებული და პირდაპირ უთხრა. -იცი ვინ იყო,გაქვს ვინმეზე ეჭვი? -ღამე იყო ისეთი ადგილი შეარჩია სადაც კამერები არ წვდება თან სიბნელეში სახეზე ვერ დავინახე დარტყმაც მოულოდნელი იყო,გავითიშე დანიელ.... -იქნებ ქალის ამბავია,რამე შარში ხარ გახვეული? -არავისთვის წამირთმევია ქალი და არც არაკაცობა გამიკეთებია.... -აქ რაღაც ამოუხსნელი კვანძია,მაგრამ გავარკვევთ დროთა განმავლობაში სადღაც წამოარტყამს ფეხს მთავარია ცოცხალი ხარ.დანიელი რომ ომარისთან იყო და საუბრობდნენ ლევანი ერთ ბინაში იჯდა მეგობრის პირისპირ და გაბრაზებულმა შეხედა მას. -უნდა მოგეკლა და იქვე დაგეტოვებინა.... -პირველივე ჯერზე მოკვლა ეს არასწორია,პირველი შეხვედრა მასთან ეს გაფრთხილებაა და თუ ვერ გაიგებს და არ გაფრთხილდება ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებს.... -გავიგე, მეორე შეხვედრა სავალალოდ დასრულდება თუ გაიგებს იცოცხლებს კიდეც.დანიელი ყურადღებით იყო ანინას მიმართ რადგან მას ლევანის ეშინოდა რამე არ დაეშავებინა მისი ოჯახისთვის,მის გონებაში მხოლოდ ანინა და თებე იყო ის გრძნობდა რომ რაღაც რიგზე არ იყო და ვიღაც მას უთვალთვალებდა და ვინ დაყვებოდა ფეხ და ფეხ ცდილობდა ამის გარკვევას,მაგრამ ერთ დილით მასთან მაღალი წარმოსადეგი მამაკაცი მივიდა კლინიკაში და ბოდიშის მოთხოვნით უთხრა რომ მისთვის დრო დაეთმო და მოესმინა,დანიელი უყურებდა უცნობს ის იყო მაღალი ფართო მხრებით მისი სახე ფერმკრთალი ჰქონდა სუნთქვა კი არა თანაბარი,მაგრამ დანიელი ამ ადამიანში მისთვის ნაცნობ თვალებს ხედავდა,მაგრამ როცა ისევ შეხედა იმ კაცს რაღაც შეიცვალა მასში არა შიში,არა ცუდი ფიქრები, მის თვალებში იყო რაღაც უფრო მშვიდი და უფრო ძლიერი ამიტომ თავადაც მშვიდად უთხრა. -გისმენთ დაბრძანდით,ჯამრთელობის პრობლემა გვაქვს? -არა შვილო,რამდენიმე დღეა თქვენზე ინფორმაციას ვაგროვებ და ბოლოს გავბედე პირისპირ შეგხვდით... -საინტერესოა,გისმენთ.ის ჯერ მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა,თითქოს ეს ერთადერთი რამ იყო რაც ძალას მისცემდა შემდეგ კი დანიელის წინ სავარძელში დაღლილი ჩაჯდა ღმად ამოისუნთქა და დანიელს შეხედა. -ყურადღების გარეშე სიყვარული სიყვარული არ არის შვილო,სიყვარულს დაცვაც ჭირდება და მოფრთხილებაც რადგან ეს გრძნობა ძალიან ფაქიზია და უცებ მსხვრევადი ასევე მას უყურადღებობა ანაცრისფერებს და აუბრალოებს. -გთხოვთ პირდაპირ მითხარით სათქმელი...უყურებდა უცნობის ნაცნობ თვალებს და მშვიდი ზუზუნი ერწყმოდა კედლის საათის თანაბარ ტიკტიკს. -დანიელ სწორი არჩევანი იშვიათად არის მარტივი მაგრამ ის ყველაფერს ცვლის და ზოგჯერ ერთი პატარა ქმედება მთელ ცხოვრებას ცვლის და მეც ასე დამემართა,ოჯახი მყავდა და ბედნიერი ვიყავი ასევე მყავდა ერთადერთი და ვისზედაც მზე და მთვარე ამომდიოდა,მაგრამ მან შეიძულა ჩემი ცოლი,ჩემი ორსული ცოლი რადგან თავად ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადებისგან არ შეეძლო შვილის გაჩენა და გაიგო თუ არა ელას ორსულობა იმ წუთიდან შეიცვალა და დაიწყო წუწუნი რომ ბავშვის ტირილი მას დაუნგრევდა მყუდრო ცხოვრებას, ამიტომ მოითხოვა რომ ბინიდან გადავსულიყავი,მაგრამ მის მოთხოვნაზე მე უარი ვთქვი ამიტომ ელა გადიოდა დილით სახლიდან და ჩემს დაბრუნებამდე ის ბიბლიოთეკაში იჯდა იქ კითხულობდა და დრო გაყავდა ეს არ იკმარა რომ ჩემი საყვარელი ქალს მისივე სახლში არ შეეძლო მშვიდად ყოფნა მშობლებიც მის მხარეს გადაიყვანა ასე ყველამ ერთად დაამსხვრია და დაანგრია ჩემი ბედნიერება ელამ ვერ გაუძლო მათ გაუსაძლის მოქცევას და წავიდა. წავიდა, მაგრამ ორსული ის ოჯახმა არ მიიღო ახლობელთან დასახლდა და იქ გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი ვინც ხელი სთხოვა და ჩემი შვილი შვილად მიიღო.დანიელ მე სუსტი აღმოვჩნდი და ვერ დავიცავი ჩემი ცოლი,ვერ ვივარგე ქმრად და ორივე დავკარგე ჩემი ცხოვრება იმ დღიდან დღემდე სინანულში გავატარე.ჩემი და გათხოვდა ოჯახი შექმნა და შვილებიც გაუჩნდა ეს დიდი ბედნიერება იყო,მაგრამ მე მან დამტოვა მარტო მისმა ზიზღმა და სიძულვილმა.შევეცადე ელას დაბრუნებას შევხვდი კიდეც და ვნახე ერთხელ ჩემი პატარა გოგონა მხოლოდ იმ ერთხელ ჩავიკარი გულში და ეს იყო,მუხლებზეც დავდექი მის წინაშე თუმცა მან უარი მითხრა და მთხოვა იქ აღარ მივსულიყავი შევამჩნიე რომ მას ეშინოდა სხვა შვილი კი აღარ გაუჩენია ის გოგონა ექიმო კი დღეს თქვენი მეუღლე არის. -რას ამბობთ,ანინა.....გაოცებული უყურებდა დანიელი მის წინ მყოფ მამაკაცს... -ანინა ჩემი ერთადერთი შვილი და მემკვიდრე არის,მე ავსტრალიაში ვცხოვრობ აქედან წასვლის შემდეგ დავტოვე ყველა და ყველაფერი იქ ავაწყვე კარიერა და დიდი კლინიკა გავხსენი,დღემდე მარტო ვარ შვილო და დავბრუნდი აქ რადგან მინდა შვილს შორიდან მაინც შევხედო,მე ყველაფერი ვიცი.ვიცი რომ იმ არამზადა მიშამ სახლიდან გამოაგდო რადგან ის პატარა ასაკში შეცდა და ორსული იყო,ძაღლივით გააგდო ქუჩაში და არაფლიდან დღეს ყველაფერი აქვს მარტომ შექმნა და გააკეთა მისი კარიერა... -გაოცებული ვარ,ანინამ სიმართლე უნდა გაიგოს. -ამბობ უნდა გაიგოს სიმართლე,მაგრამ არა რადგან კიდევ არის რაღაც რაც ჩემს ჯამრთელობას ეხება. -თქვენ.... -მომისმინე ბოლომდე,მე არ ვიცი მის ნახვას შევძლებ თუ არა მაგრამ დღეს ეს კლინიკა შევისყიდე და შენ დანიელ ქართველიშვილო ამ კლინიკის მთავარი ექიმი ხარ,მინდა ჩემი შვილი და შვილიშვილი გააბედნიერო თუ ვერ მიპოვი გეტყვიან რომ ცოცხალი აღარ ვარ და დაე დარჩეს ანინასთვის ისე ყველაფერი როგორც არის ოდესღაც გაიგებს სიმართლეს,რადგან ყველაფერს მას ვუტოვებ რაც კი მაქვს,მას და დედამისს. -რას ამბობთ,რამდენად სერიოზულია მდგომარეობა მკურნალობას არ შევწყვიტავთ და შედეგს ვნახავთ.... -საქმეც ეს არის რომ შედეგი არ გვექნება,ასე რომ თითქოს რაღაც გავაკეთე ჩემს სიცოცხლეში და ახლა დაგემშვიდობები....ხელი ჩამოართვა მაგრად და წავიდა,დანიელი კი დარჩა გაოცებული ახალი ამბავი კი ელვასავით მოედო კლინიკას და დანიელს ყველა ულოცავდა დაწინაურებას რამაც თვით დანიელიც კი ვერ იჯერებდა.დანიელმა შეხედა მიმავალ უცნობს და მასთან მივიდა,მაგრამ დაცვამ არ მისცა ნება მიახლოებოდა მას თუმცა მობრუნდა და დაცვას ხელით ანიშნა შეჩერდიო. -საჩუქარი რომელიც მივიღეთ კონვერტით ეს თქვენგან არის? -ეს ჩემი ძმის არჩევანი იყო საჩუქარი მან გააკეთა და ერთ დღეს თავად გაიცნობთ მას, დანიელ ვიცი რომ ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს და გთხოვ იზრუნე მათზე ჩემი ვინაობით ჩემი შვილი ყოველთვის ამაყად ივლის რადგან სიკვდილის შემდეგ გაიგებს ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა. უცნობი წავიდა, სიცივე ძვლებში ატანდა თავად მობუზული მიდიოდა და თან დაძაბული მანქანისკენ თავადაც არ სჯეროდა ის რაც დღეს მოხდა რთული დღის შემდეგ ფიქრობდა როგორ ეთქვა ანინასთვის სიმართლე. ფიქრში გართულს ბინამდე თავად გზამ მიიყვანა და არა გონებამ,კიბეებზეც დაფიქრებული ავიდა კარი გააღო და კართან სიხარულით სავსე თებე დახვდა თავისი ნახატით -შეხედე რა დავხატე მამიკო...დანიელმა შეხედა ნახატს და გულში სითბო ჩაეღვარა, ქაღალდზე უზარმაზარი მზე ანათებდა სამყაროს და ამ დიდ ნათელ სამყაროში ბედნიერი დანიელი საყვარელ ცოლ შვილთან ერთად იდგა ორივე გულზე ყავდა მიკრული,გაოცებულმა შეხედა ჯერ ანინას ღიმილით რომ უყურებდა საყვარელ ადამიანს და შემდეგ თებეს შეხედა. -ვერ დამაჯერებ რომ მარტო შენ შეძელი და ეს ფოტო შენ დახატე თებე შვილო. -გეფიცები მე დავხატე,აი მასწავლებლის მინაწერიც აქ არის მამიკო ნახე.....დანიელმა ქაღალდს დააცქერდა და სულ ქვემოთ მასწავლებლის მინაწერიც ნახა. ,,ყოჩაღ, თებე შენ დღეს წარმოაჩინე ბედნიერი ოჯახის ფოტო და დაიმსახურე უმაღლესი შეფასება''. -მეც დამირეკა მასწავლებელმა და მითხრა რომ ტალანტი აქვს ან მხატვარი იქნება ეს გოგო ან არქიტექტორიო. -რა თქმა უნდა ჯერ ადრე არის,მაგრამ შენს გულს რაც უნდა და რაც უყვარს იმ დარგს აირჩევ ჩვენ კი ხელს შეგიწყობთ თუმცა ძალიან მინდოდა მამის კვალს გაყოლოდი და ექიმი გამხდარიყავი რომ კლინიკა რომელიც დღეს ჩამაბარეს როცა ვეღარ შევძლებ მუშაობას ჩემმა შვილმა მართოს. -რა კლინიკა, დანიელ დაგაწინაურეს? -ანინა მინდა შენებთან წავიდეთ და სხვას შემდეგ გეტყვი,ჯერ ის ხალხი მინდა ახლოს ვნახო და გავიცნო. -დანიელ.... -ანინა ეს საჭიროც არის და აუცილებელიც დამიჯერე ჩვენ იქ უნდა მივიდეთ,ასე დაჟინებით კი რატომ გთხოვ იქ გაიგებ სიმართლეს. -მაგრამ ამ დროს გარეთ ძალიან სიცივე არის,თებე არ გაგვიცივდეს... -ვიცი რომ გიჭირს იქ მისვლა,მაგრამ გითხარი რომ აუცილებელია იმ კაცს თვალებში ჩახედო და სიმართლე თავად მან გითხრას. -კარგი წავიდეთ თუმცა ძალიან მინდა გავიგო რა ჩაიფიქრე. -ახლავეს უნდა წავიდეთ მამა.... -ახლავეს წავალთ და ეს შეხვედრა დღესვე უნდა მოხდეს ან არასოდეს.უსიტყვოდ ჩააცვა თებეს ანინამ და ასევე უსიტყვოდ გაყვა დანიელს უკან,დანიელიც უსიტყვოდ მიდიოდა და სიბრაზე ყელში ჰქონდა ამოსული.სიცივე იყო,ისეთი სიცივე როგორც მაშინ პირველად რომ დატოვა მისი სახლი.უხმოდ მიდოდნენ, რამდენიმე საათი იარა გზას უყურებდა მაგრამ ის სულ სხვაგან იყო ანინა კი გახედავდა მის დაძაბულ სახეს და მის გამოხედვაზე მიხვდა რაღაც უცნაური რომ უნდა გაეგო,დანიელმა სვლა შეაჩერა და თქვა. -მოვედით. ანინას შეხედა რომელიც გზის კიდეზე მდგარ სახლს უყურებდა დაძაბული და ცრემლიანი თვალებით ის ბნელი ღამე გაახსენდა, მანქანიდან გადმოვიდა და თოვლით დაფარულ ეზოში გაიარა,მიდიოდა სახლისკენ და ყინულიანი ქარი სახეზე ეხეთქებოდა თითქოს აფრთხილებდა ,,ნუ მიდიხარ,უკან გაბრუნდი აქ შენი ადგილი არ არის''. უკან რჩებოდა ფეხები,მაგრამ მიდიოდა და მისი ყველა გადადგმიული ნაბიჯი მძიმე იყო,დანიელი გვერდით ამოუდგა მეორე მხარეს კი თებეს ხელი ეჭირა მაგრად და თავად დარეკა კარზე ზარი,რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ კარი გაიღო და კარში მიშა იდგა რომელიც დანიელს გაოცებული უყურებდა,ვერ იცნო დანიელი და შემდეგ შეხედა მის გვერდით მდგარ თებეს. -ვინ გნებავთ,ვინმეს ეძებთ? -არავის ვეძებთ და სწორ მისამართზე მოვედით,ვფიქრობ მოგენატრებოდათ შვილი და მით უფრო შვილიშვილი. -შვილი,მაგრამ თქვენ შეცდომით მისამართზე ხართ მოხვედრილი. -ჩვენ სწორად მოვედით ანინა ჩემი მეუღლე არის ეს კი თებე არის ჩვენი შვილი,შეიძლება სახლში შემოვიდეთ? -გზა დაუთმე მიშა სტუმრებს საკმარისია უკვე,საკმარისი.მოესმათ ელას ხმა შიგნიდან და მიშამ სტუმრებს გზა დაუთმო თუმცა არ აღფრთოვანებულა მათი სტუმრობით. -დედა.....ტირილით ჩაეხუტა დედას ანინა და ორივე ხმით ტიროდა,ელამ ანინათი რომ გული იჯერა და ტირილით დაუკოცნა მონატრებულ შვილს სახე შემდეგ თებეს მიუბრუნდა, დანიელი იდგა და უყურებდა მათ შეხვედრას არცერთი წუთი არ უნანია მისი ჩანადიქრი და მისი გადაწყვეტილება მიშამ ტელეფონი აიღო და შეტყობინება გააგზავნა და დანიელს შეხედა, დანიელმა კი გაბრაზებულმა უთხრა. -როგორ შეძელი და იყავი მშვიდად ეს წლები როცა უყურებდი საყვარელ ქალს თუ მართლა გიყვარს რა თქმა უნდა როგორ დნებოდა შვილის მონატრებით შენ კი შვილის ნახვის უფლებაც არ მიეცი,იქნებ ანინა არც არის შენი შვილი სხვა გვარად ნამდვილი მამა ასე სასტიკად არ მოექცეოდა საკუთარ შვილს და ძაღლივით არ გააგდებდა სიცივეში და წვიმაში.მიშა ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა, ანინა კი უყურებდა დედას და ხმის კანკალით უთხრა. -ნუთუ ეს სიმართლე არის დედა....ელამ თავი აწია და მიშას შეხედა, მიუხედავად მიშას ბრაზით სავსე გამოიხედვისა მაინც ხმამაღლა თქვა. -როცა ბავშვთან ერთად მოდი მაშინ მქონდა გადაწყვეტილი მეთქვა სიმართლე და შენთან ერთად წამოვსულიყავი,მაგრამ შენ ისე წადი უკან არ მომიხედე მე კი რამოდენიმე თვე დამტვრეული ძვლების გამო საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული.სიმართლე არის შვილო,შენ საოცრად კარგი მამა გყავს მოძებნე და ჩემგან პატიება უთხარი რომ არ მოვუსმინე როცა ჩემს წინ მუხლებზე დადგა და შენთან ერთად აქედან წასვლა მთხოვა პირველი ყველაზე დიდი შეცდომა რომ მე მიშას დავთანხმდი და მასთან ვცხოვრობ,მეორე უდიდესი შეცდომა რომ მამაშენს არ გავყევი როცა მოვიდა და პირველად ჩაგიკრა გულში. -ზედმეტს ლაპარაკობ ელა.... -მე არ ვთვლი რომ ზედმეტად ვამბობ მიშა მე სიმართლეს ვამბობ, ახლაც მცემ და ახლაც რამდენიმე თვე საწოლზე დამაბავ მთელი დღე ისე დამტოვებ უპატრონოდ ჩემმა ტკივილებმა რომ არ შეგაწუხოს? გაოცებული უსმენდა ანინა და დანიელი ელას და ეზოში მანქანების ღმუილი გაისმა, დანიელმა შეხედა მიშას რომელმაც ჩაიცინა და დანიელს უყურებდა ირონიულად თითქოს ახლა სად წახვალ,მაგრამ დანიელმა თებეს და ანინას ხელი ჩაავლო და სახლის უკან კართან მივიდა,ასევე ელაც მათ გააყოლა და ნერვიულად უთხრა. -სიბნელისკენ წადით და უკან არ მოიხედოთ.... -მე შენთან დავრჩები დანიელ....დანიელმა ანინას აკოცა და ნერვიულად უთხრა. -წადით და გეგის დაურეკე ჩემი ტელეფონით მომაგნებს სად ვართ,იჩქარეთ ანინა უკვე კართან არიან.დანიელმა კარი დაკეტა და ორ ნაბიჯში მიშასთან იყო თვალებში ჩახედა და უთხრა. -ყველაფერი ვიცი ვინ ხარ და რა კორუფციას აწარმოებ შენი ვითომ ბიზნესის შესახებ და თუ არ გინდა ჩაგძირო ხმა არ დაძრა არცერთ მათგანზე,გასაგებია? მიშა გაოცებული უყურებდა დანიელს და შემდეგ სახლში შემოსულ მოულოდნელ სტუმრებს და დანიელი უფრო გაოცებული დარჩა როცა მათ შორის ლევანი ამოიცნო და გაიფიქრა... -,,აქაც შენ ხარ,რადგან აქაც სიბინძურეა ესე იგი სადაც სიბინძურეა შენც იქ ხარ''.ანინა მიდიოდა სიბნელეში ტელეფონით გეგის დაუკავშირდა და რამდენიმე სიტყვა უთხრა, ძალა გამოცვილს მოულოდნელად ფეხი დაუცდა დაეცა და გორაკზე დასრიალდა სიბნელეში.... -ანინა შვილო....იკივლა ელამ და ანინამ შეაჩერა. -ჩუმად დედა ხმაურზე გვიპოვნიან....თქვა და უეცრად ვიღაცამ ხელი ჩაავლო არ იცოდა ვინ იყო,მაგრამ უცნობის ხელს მაგრად ჩაეჭიდა სხეულში კი შიშის უცნაური გრძნობა ჰქონდა თუმცა უცნობის ხმა რომ გაიგონა დამშვიდდა რადგან მიხვდა ის მათ გადარჩენაში ეხმარებოდა,ძლიერმა ხელმა ანინა ჰაერში აიტაცა და მოულოდნელად ერთმანეთს თვალებში ჩახედეს,უცნობმა კი მშვიდად უთხრა. -ხელზე მომეჭიდე და აქედან უნდა გავიდეთ ამ ადგილს გავერიდოთ. -მაგრამ იქ ჩემი ქმარი არის.... -საფრთხეში ხართ ეს ხაფანგია რომელიც მიშამ მოაწყო. -ხაფანგი და რატომ,ჩვენ ხომ მშვიდად მოვედით. -სწორედ ამ სიმშვიდემ გააღიზიანა მიშა და უნდა წავიდეთ სანამ გვიან არ არის,ანინა აქ ვერ დარჩები შვილო დრო არ გვაქვს, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.ანინა უყურებდა უცნობს და ხმის კანკალით უთხრა. -აქ როგორ მოგვაგენი....ღამეში და სიცივეში იდგა ოთხივე რომლებიც კანკალებდნენ ორი შიშისგან და ორიც წარსულის ტკივილისგან, უცნობმა კი ჩურჩულით თქვა. -დეტალებს ახლა ნუ გავარკვევთ,უბრალოდ მენდეთ და აქედან თავი დავაღწიოთ გპირდები შვილო სიმართლეს გეტყვი... -გენდობი,მაგრამ დანიელი იქ სულ მარტო არის.... -ის იქ მოვა სადაც ჩვენ ვიქნებით. -არა მე მასთან დავბრუნდები მას მარტო არ დავტოვებ,თქვენ წადით და თებეს მიმიხედეთ. ანინა მოულოდნელად ხელიდან დაუსხლტდა უცნობს და უკან სირბილით დაბრუნდა ღრმად სუნთქავდა სახლთან რომ მივიდა და სახლში სამზარეულოს ფანჯრიდან შეხედა მიშას, ლევანის და დანიელს სამივე ერთმანეთის პირისპირ იდგა და შეხედა დანიელის სიბრაზით ანთებულ თვალებს... -ღმერთო ეს შეუძლებელია,მამა და ლევანი რა საერთო აქვთ მათ ერთად....მოულოდნელად პირზე ხელი ააფარა ვიღაცამ და სახლში შეიყვანა.... -აქ არის ვიპოვე.....ლევანიმ შეხედა ანინას და ჩაეცინა,დანიელი კი გაოცებული უყურებდა ანინას და მის უკან გაიხედა მაგრამ სხვა ვერავინ დაინახა და ცოტა დამშვიდდა. -გითხარი მიფრთხილდიმეთქი და არცერთმა თქვენთაგანმა არ გაითვალისწინეთ,ახლა კი შენი ფეხით მოდი ჩემთან. -შენთან არა ჩემს ქმართან მოვედი. -გინდა შეხედო როგორი უძლური არის შენი ქმარი? ანინამ ლევანის თვალებში ჩააშტერდა და შემდეგ მიშასთან მივიდა. -იმ ღამით როცა ამ სახლის კარი ჩემთვის დაიხურა მე ავირჩიე დუმილის ნაცვლად მოქმედება, უარყოფითის ნაცვლად ღირსება, გარეგნული ბრწყინვალების ნაცვლად უბრალოება,სიმდიდრის ნაცვლად ჩემი ოფლით ნაშოვნი სარჩო უფრო გემრიელი იყო რადგან შენ იქ არ იყავი და არ მაყვედრიდი და დავრწმუნდი რომ ჩემი გადადგმული ყველა ნაბიჯი სამართლიანი იყო.მართალია მე შეცდომა დაუშვი და ამ შეცდომამ დანიელთან მიმიყვანა, დიახ და ბედნიერი ვარ მე ვიპოვე ადამიანი ვისაც ნამდვილად ვუყვარვარ და სიცოცხლის ბოლომდე იზრუნებს ჩვენზე,სწორედ ამიტომ არ ჩავკალი შენი ბრძანებით ჩემი შვილი და სწორედ ამიტომ გამაგდე სახლიდან ვინ იცის სულ მალე შესაძლებელია ოთხნიც ვიქნებით. ჩვენ ვიზრდებით,ვმრავლდებით და შენ,შენ ვისთვის ბრძოლობ არავისთვის რადგან თქვენ ორივე ერთადაც არავინ ხართ ისე როგორც არარაობა სიბინძურის ჭაობში ჩაძირული ჭიები და იმედია იმ სიბინძურეში ჩალპებით. -გგონია ყველაფერი იცი ლევან...ლევანიმ შეხედა დანიელს და ანინას გვერდით დადგა ამ დროს კარი გაიღო და ბიჭები შემოვიდნენ სახლში. -კარგად ხართ,დაჭრილი ხართ? -არა,არა კარგად ვართ ანინა გაიყვანეთ და ერთი იყოს მასთან.გეგიმ ანინა გაიყვანა,ვახო და ზაზა დანიელის გვერდით დადგნენ დანიელმა კი ლევანის წინ დადგა და უთხრა. -გაგიკვირდა მათი აქ მოსვლა და გგონია მარტო შენ გყავს სანდო წყარო,მეც მყავს ჩემი წყარო ვინც თქვენს ჯგუფშია და ყველაფერს ინფორმაციას მაწვდის,გგონია არ ვიცოდი რომ თქვენ ორნი პარტნიორები იყავით? ვიცოდი,ორი ბინძური სული ერთად შეყრილი მაირას მკვლელები და მერე მისი სიმდიდრის გაყოფას რომ გეგმავდით ვაჩეს თავიდან მოშორებით თუმცა აქაც ჩაფლავდით. -რას ამბობ,ვინ არის..... -ეს კარტი მხოლოდ ჩემია და ამ კარტით შემიძლია გავაღო თქვენი ბინძური საწყობის კარი, გპირდებით იმ კართან ძალიან მალე მივალ. -ვინ არის.....გაბრაზებული უყურებდა ლევანი დანიელს. -არ მოგეწონება სიურპრიზი....ანინა გეგის მიყვებოდა,მაგრამ უკან იხედებოდა და სიამაყით იყო სავსე რომ იმ წუთში არავის არ შეეძლო მისი დამარცხება რადგან დანიელი იყო მასთან მისი ძლიერი მხრებით და მზრუნველობით.ეშინოდა,მაგრამ გულში სიყვარულით უფრო და უფრო ივსებოდა ეს იყო გრძნობა რომლის გადმოცემა თავადაც არ შეეძლო,შემდეგ თებე და დედა გაახსენდა და ისინი რომ ტკიოდა უეცრად მანქანა გაჩერდა და მისი სახელი გაიგონა. -ანინა წამოდი,დანიელმა იცის სად უნდა მოვიდეს.ანინა შებრუნდა და ისევ ის უცნობი დაინახა,გეგიმ შეხედა და უთხრა. -წადი, გაყევი მათ ანინა ჩვენ ერთად მოვალთ. -მპირდები? -გპირდები.ანინამ დაუჯერა გეგის და წავიდა,მაგრამ ფიქრებით დანიელთან იყო,დანიელს კი ყოველი წუთი და ნაბიჯი დაგეგმილი და გააზრებული ჰქონდა გეგიმ თვალი გააყოლა მანქანას და როცა თვალს მიეფარა დანიელთან დაბრუნდა ისინი რამდენიმე საათი საუბრობდნენ ვერ შეთანხმდნენ რადგან დანიელს არ შეეძლო მათსავით ბინძურ საქმეში გარევა,საბოლოოდ მიშას გაფრთხილება დაუტოვა და წავიდა. -აღარასოდეს აღარ შეეხო არც ჩემს ცოლს, არც ჩემს შვილს და არც ელას. -ის ჩემი ცოლია.... -ის ჯერ კიდევ მისი ყოფილი ქმრის კანონიერი ცოლი არის და რომ გიჩივლოს როგორ აკავებდი სახლში და როგორც ექცეოდი ციხიდან ცხვირს ვერ გამოყოფ ეს ის ქალი არის ვისაც შვილი წაართვი და ნახვის საშუალებას არ აძლევდით,ცოლობას გიწევდა ძალდატანებით შენ აიძულებდი ამიტომ ნუ ეძებ ამიერიდან მის გზას. -ის დაბრუნდება.... -არ დაბრუნდება და ნუ დაელოდები... -ეს არ მოხდება... -მოხდება.თქვა დანიელმა და სახლი დატოვა,ლევანიმ სკამს ფეხი კრა და გაუაზრებლად იყვირა. -ის რატომ რჩება ყოველთვის გამარჯვებული... -იმიტომ არომ შენსავით არ ხტის ის ჯერ უფიქრდება რა გააკეთოს,რა თქვას და შემდეგ მოქმედებს.დანიელმა მისამართი შეტყობინებით მიიღო და შემოვლითი გზებით მივიდა დანიშნულ ადგილზე,ანინას თებე ყავდა გულზე მიკრული და ორივე ფეხზე წამოფრინდა დანიელმა კარი რომ შეაღო,დანიელმა გულში ჩაიკრა ორივე შემდეგ კი ანინას ყველაფერი სიმართლე უთხრა ანინამ კი მიუბრუნდა უცნობს და ტირილით უთხრა. -აქამდე რატომ არაფერი თქვი რატომ არ მიპოვე,რატომ დამტოვე იმ ურჩხულის ხელში ბავშვობა რომ გამიმწარა მუხლებზე მაყენებდა და შემდეგ ქამრით მცემდა თუ დედა გადამეფარებოდა ორივეს სასტიკად გვცემდა. -დაივიწყე წარსული რადგან ის ადამიანი შენს ანუ თქვენს ცხოვრებაში აღარასოდეს აღარ გამოჩნდება და სიმართლე ის არის რომ მამაშენი გამოჩენილი პიროვნებაა ანინა.მამა შვილმა სერიოზულ თემებზე ისაუბრეს,თებეს მოეწონა ბაბუა და მასთან იყო მან კი შეხედა და ღიმილით უთხრა. -რომ შემეძლოს წაგიყვანო არც დავფიქრდებოდი,მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებელია. -აქ დარჩი და ერთად ვიყოთ....რამდენიმე დღე იყო ზურაბი ანინასთან და თებესთან ერთად,შემდეგ ელას შეხედა და უთხრა. -გეტყოდი ახლა შეგიძლია წამოხვიდე და ერთად ვიცხოვროთ,მაგრამ არ გეტყვი რადგან ვიცი მალე ატირდები ამიტომ უკეთესია აქ იყო შვილთან და შვილიშვილთან,მადლობელი ვარ რომ ყველაფრის მიუხედავად ანინა გააჩინე და გაზარდე არც გიბრაზდები მე დავამსხვრიე ჩემი ბედნიერი ცხოვრება ახლა კი მოვიდა წასვლის დრო და დაგტოვებთ ჩემი დრო ამოიწურა საბოლოოდ გნახეთ და მოგისიყვარულეთ.ზურაბი სააბაზანოში შევიდა და სარკეში ჩაიხედა მის გაფითრებულ სახეს შეხედა და თქვა. -ახ ზურაბ როგორ უაზროდ ამთავრებ ცხოვრებას არადა როგორ გინდოდა კიდევ ცოტა დრო გქონოდა,ამიტომ წადი და დროს ნუ კარგავ ყველაფერი გააკეთე რაც საჭირო არის.ცხვირიდან სისხლი წასკდა და რამდენიმე წუთი მოუნდა თავის მოწესრიგებას,სააბაზანოდან გამოსულს დანიელმა შეხედა და მიხვდა ზურაბი რთულ მდგომარეობაში იყო და ვერაფერი თქვა,ზურაბი კი სასწრაფოდ დაემშვიდობა ყველას და დანიელმა გააცილა აეროპორტში. -მადლობა დანიელ და იმედიანად მივდივარ,მშვიდობით....ზურაბი წავიდა,დანიელმა თავზე შემოიწყო ორივე ხელები და ძალიან განიცადა ზურაბის მდგომარეობა,თვითმფრინავი აფრინდა და დანიელმა ვაჩეს დაურეკა მოიკითხა თუმცა მისი ხმა არ მოეწონა,მაგრამ არ შეიმჩნია და ვაჩესთან დააპირა წასვლა რომ პირადად ენახა ვაჩე კი კომპანიაში მივიდა ლევანიმ შეხედა და არ მოეწონა ვაჩეს იქ მისვლა ლევანისთვის ვაჩე სახლში უნდა ყოფილიყო და ვაჩეს მოთმინება უკვე ზღვარს გადავიდა მაშინ როცა ლევანიმ ანგარიშები დაუდო წინ და უთხრა. -შეხედე რა დავხარჯე ექიმებში და წამლებში,ახლა კი კეთილი ინებე შენ და შენმა მოყვანილმა მოსამსახურემ წინა კბილებით ჭამეთ... -ლევან ზედმეტი მოგდის და ვფიქრობ უნდა დაფიქრდე კარგად გაიხსენო რომ ბიზნესის 80%-იანი პაკეტი ჩემი არის ნუ დაგავიწყდება. -შენი აქ აღარაფერი აღარ არის ჩემს მზრებზე ზიხარ ბებერო... -ნუ მაიძულებ... -მემუქრები შენს დამთხვეულ სიძეს მომიგზავნი,გინდა ჟეშტივით დავკუჭო და შენს შვილთან გავისტუმრო? ლევანიმ ჩაიცინა და წავიდა,ვაჩემ კი დანიელს დაურეკა და რამდენიმე წუთი ისაუბრეს,დანიელმა გაბრაზებულმა შეიკურთხა და შემდეგ ტელეფონში სასურველი ნომერი მოძებნა რამდენიმე ზარის შემდეგ გაიგონა ნანატრი ხმა. -გისმენთ.... -ქეთუშ როგორ ხარ,თუმცა ვიცი გაბრაზებული ხარ და კარსაც არ გამიღებ რომ მოვიდე... -დანიელ შენ არა ადამიანო რა თქმა უნდა გაბრაზებული ვარ ხვდები თავადაც.... -ქეთუშ გადადე ახლა სიბრაზე და დახმარება მჭირდება... -ანინა... -ანინას არ ეხება მე მინდა პირადად შენი დახმარება... -მოდი აქეთ თუ დრო გაქვს და ვილაპარაკოთ,მარტო ვარ... -ბავშვი? -ბავშვი სკოლაშია ამ დროს... -კარგი,მოვდივარ...დანიელი რამდენიმე წუთში ქეთისთან იყო და მეგობრები ჯერ შორიდან უყურებდა ერთმანეთს,შემდეგ გაეცინა ქეთის და დანიელმაც ხელები გაშალა. -ის არა ნორმალური არ გეხმიანება? -არ მჭირდება მისი შეხმიანება,რას დალევ ან რას მიირთმევ სადილიც მზად მაქვს. -არაფერი მინდა და სადილი სახლში ცოლთან და შვილთან ერთად.... -მიხარია დანიელ ბედნიერი რომ ხარ შენც და ანინეც. -შენც ბედნიერი იქნები,დამიჯერე ერთად უნდა იყოთ შენც გიყვარს და ის რომ გიჟდება შენზე ამაში ეჭვიც არ უნდა შეიტანო ქეთი ის შენს დასაცავად წავიდა მისი არეული ცხოვრების გამო,მაგრამ დაბრუნდება. -სულ რომ არ დაბრუნდეს უკეთესია, დანიელ ბავშვი უკვე მეშვიდე წელშია გაიზარდა და ისე მსჯელობს დიდი ადამიანი გეგონება დგას შენს წინ,იცის რომ მამა წასულია ურეკავს და საუბრობენ კიდეც თუ დაბრუნდება ბავშვთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ექნება.... -შენ,შენთან როგორი ურთიერთობა ექნება გგონია დაბრუნდება და ისევ ცალ ცალკე იცხოვრებთ? -არ ვიცი,მართლა არ ვიცი უკვე აღარ ვფიქრობ მასზე. -დაგიჯერე ახლაც არ გინდა მაჩვენო თორე სადაცაა აღრიალდები,მაგრამ მოდი ეს საუბარი გადავდოთ გვერძე და დახმარება მჭირდება.დანიელმა ყველაფერი მოუყვა ქეთის და ქეთი ყურადღებით უსმენდა და ბოლოს დანიელი გაჩუმდა. -ვიცი რისკზე გიშვებ,მაგრამ შენი დახმარება მჭირდება სანდო ხარ და ადვილად ვერ გიყიდის ვერავინ თან მასთან ფრთხილად უნდა იყო. -მითხარი რა გავაკეთო.... -ვაჩეს შექმნილ კომპანიაში რაღაც ხდება,აღარაფერში აღარ ახედებს ვაჩეს ლევანი და თავად მართავს ყველაფერს და რას მართავს იცი ნარკოტიკებზე მუშაობს,ქეთი უნდა გაიგო ძირითადად რას აკეთებენ იქ და ვინ შემოდის ვინ გადის... -გასაგებია... -ეს მისამართია და მიდი დამლაგებლის ადგილი ითხოვე... -დამთანხმდებიან? -ჩაცმის სტილი როგორიც შენ გაქვს ისე თუ მიდი რა თქმა უნდა არავინ არ მიგიღებს... -ხო წავალ 18სმ-იან ქუსლებზე შევდგები და თავს შევაცოდებ დამლაგებლად ამიყვანეთ მშიერი ვარ რამდენიმე დღის, ცოტა ცრემლებსაც მოვაყოლებ..... -წადი,წადი ხვალ ველოდები შენგან პასუხს.მეგობრები სიცილით დაშორდნენ ერთმანეთს, ქეთიმ კომპიუტერი ჩართო კომპანიის ოფისი ამოაგდო და დამლაგებლის ადგილზე გააგზავნა მოთხოვნა ერთ საათში რომ არ ელოდა პასუხი მიიღო და შეხვედრის დროზე შეთანხმდნენ, ქეთიმ დროც მიიღო როდის უნდა მისულიყო და მოემზადა ამ დროს ტატოც დაბრუნდა სკოლიდან... -დედა გადიხარ? -გავდივარ დე სამსახური შემომთავაზეს და ვნახავ რა სამსახურია... -ხომ მუშაობ კიდევ მეორე სამსახური? -ვნახოთ თუ შევძლებ გავაგრძელებ თუ ვერა და სამსახურის გარეშე არ ვარ,სადილი მზად არის შენი საყვარელი მაკარონი სპაგეტი გაგიკეთე პომინდვრის სოუსით... -კარგია...თვალები გაუბრწყინდა ტატოს და მის ტელეფონზე ნაცნობი ზარი დაფიქსირდა.. -მამა მირეკავს... ქეთიმ შეხედა და არ გაჩერდა სახლიდან გავიდა,კართან მისულს ნაცნობი და მონატრებული ხმა გაიგონა... -სად მიდის დედაშენი შვილო... -სამსახური იპოვა და გასაუბრებაზე მიდის.... -რატომ დაჭირდა მეორე სამსახური.... -შეყვარებულს ვეძებ და უნდა ვიპოვო მარტოობა მოსაბეზრებელია....გაიგონა ქეთის ხმა ლაზარემ და ჩაიცინა ტატოს კი თვალი ჩაუკრა და უთხრა. -წავიდეს, ვნახოთ ვის იპოვის ჩემზე უკეთესს....ტატოს გაეცინა და დედას თვალი ჩაუკრა, ლაზარე კი ქეთის უყურებდა ტატომ იეშმაკა და კამერა შეაბრუნა,მიუხვდა შვილს ეშმაკობას ქეთი და სასწრაფოდ დატოვა სახლი დანიშნულ დროს მივიდა კომპანიაში პირდაპირ მდივანთან მივიდა და უთხრა. -უფროსი მელოდება.... -რა საკითხზე... -რამდენიმე საათის წინ თხოვნა გამოვაგზავნე დამლაგებლად დავიწყო მუშაობა...მდივანმა გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -თქვენ დამლაგებლის ადგილი? -რატომ მიყურებ გაოცებული მეგობარო,ვმუშაობ თუმცა არ მყოფნის მარტოხელა დედა ვარ ბავშვს ბევრი ჭირდება და ნუ გგონია მხოლოდ ასაკში შესულები მუშაობენ დამლაგებლად მე არ მესირცხვება საქმის კეთება. -შემობრძანდით...მოესმა მამაკაცის ხმა და შებრუნდა,მის წინ სანდომიანი და სიმპატიური მამაკაცი იდგა,ღიმილით მიუალოვდა მიესალმა და ხელიც კი ჩამოართვა. -მეუხერხულება,მაგრამ თქვენ დამლაგებლის პოსტი როგორ შემოგთავაზოთ,იქნებ.... -არა,არა თქვენი კაბინეტი ყოველ დღე დასუფთავდება,მაგრამ მთელი ოფისისთვის ვერ შევძლებ მე სხვა სამსახურიც მაქვს ასევე დალაგებები... -გასაგებია,მიღებული ხართ... ქეთი ფეხზე წამოდგა და უფროს გაუღიმა. -ლევანი.... -სასიამოვნოა ბ-ნო ლევან მე ქეთი ვარ...შეთანხმდნენ და ქეთიმ მეორე დღიდან დაიწყო ახალი სამსახური,ლევანიმ საიდან არ უტრიალა ქეთის მაგრამ ქეთი მის საქმეს აკეთებდა და მას ყურადღებას არ აქცევდა,არც საუბრობდნენ თუ საქმე მის სამუშაოს არ ეხებოდა ამიტომ ლევანიმ ერთ დღეს საწყობის დალაგება სთხოვა უნდოდა იქ ჩაეყვანა და რა ჰქონდა ჩაფიქრებული ეს არავინ იცოდა,ქეთიმ მიუხვდა მის ბნელ ზრახვებს და იეშმაკა ნაცნობ პოლიციელს შეტყობინება გაუგზავნა. -,,დაჩი სასწრაფოდ დამირეკე''.დაჩის უცნაურად მოეჩვენა ქეთისგან ასეთი შეტყობინება და იმ წუთში გადაურეკა,ქეთიმ კი ზარს შეხედა და ლევანის ბოდიში მოუხადა. -უკაცრავად უნდა უპასუხო. -გისმენ,მოიცალე ჩემთვის ორგანოში დასაჭერი აღარავინ გყავთ და დრო იპოვე საჭორაოდ? -შენთვის ყოველთვის მცალია,როგორ ხარ... -ახლა ვმუშაობ და აქედან რამდენიმე საათში გავალ და დამირეკე თუ ვერ გიპასუხო მისამართს ჩაგიგდებ და მომაკითხე. -რა ხდება ქეთუშ... -შენთან საქმე მაქვს სერიოზული... -ქეთ არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული,მაგრამ გამომიგზავნე მისამართი სად მოვიდე და მოვალ. ქეთიმ მისამართი გაუგზავნა და თან სიცილის სმაილებიც არ დაავიწყდა. -,,ყველაფერს აგიხსნი რომ შეგხვდები,მაგრამ როდის არ ვიცი''. მიხვდა დაჩიმ რომ ქეთი რაღაცას მაიმუნობდა და ჩაიცინა. -როდის უნდა დასერიოზულდე გოგო. ჩაილაპარაკა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო,ლევანიმ კი მედიდურად შეხედა თავისი ჩანაფიქრი გადაიფიქრა და ქეთის შეხედა. -დღეს ეს საწყობი უნდა დაალაგო....უკვე ერთი კვირაა რაც მუშაობა დაიწყო და ყველაფერს უთქმელად აკეთებდა ხშირად აკვირდებოდა შიდა სამზარეულოდს თუ რა ხდებოდა ლევანის კაბინეტში,ქეთიმ უსიტყვო დაუქნია ლევანის თავი საწყობს თვალი მოავლო და მუშაობა დაიწყო,ლევანი იმ დღეს გაბრაზებული იყო და მთელი სიბრაზე ქეთიზე გადაიტანა,ქეთი კი ჩუმად იყო მოულოდნელად ლევანიმ კუთხეში დადებულ ზეთის ბიდონს ხელი კრა და ზეთი ქეთის გადაესხა არც მაშინ თქვა არაფერი რადგან უნდოდა გაეგო მისი სიბრაზის მიზეზი,მან ლევანის შეხედა და ზეთის აწმენდა დაიწყო,ლევანი კი უფრო გააბრაზა მისმა სიჩუმემ და უთხრა. -ცვლის ბოლომდე ეს საწყობი უნდა დასუფთავდეს. -უკაცრავად,ეს არ ყოფილა ჩვენს მოლაპარაკებაში რომ მე საწყობებს დავცლიდი. -დამლაგებელი როცა ხარ უნდა გააკეთო რასაც მიგითითებენ,გასაგებია? არაფერი თქვა არ უნდოდა კიდევ უფრო გაეღიზიანებინა რადგან მარტო იყო და ცოტა შეეშინდა კიდეც მისი და რამდენიმე საათი მუშაობდა,როცა ლევანი საწყობში ჩავიდა იქაურობა ბრწყინავდა,შემდეგ შეხედა და უთხრა. -ეს ყუთები უნდა გადმოალაგო.... -ვერ გავიგე....სახე აენთო ქეთის და ლევანის უყურებდა,თითქოს ამას ელოდა გაბრაზება ისევ გადმოანთხია და ქეთისთან ახლოს მივიდა თვალებში უყურებდა და უთხრა. -ეს ყუთები მეორე კუთხეში უნდა გადაიტანო კამათის გარეშე ქ-ნო ქეთევან ჩვენ აქ თანხას ტყუილად არ ვიხდით,აქ 200ც ყუთია და 200-ივე ისევ ერთად უნდა დავთვალოთ.ქეთი მუშაობდა თან ყველაფერს იწერდა და მან 150ც ყუთი მეორე კუთხეში დაალაგა ის ადგილიც დაასუფთავა და ლევანის უთხრა. -აქ 150ც ყუთია და არა 200. -სად წავიდა 50ყუთი ვინ გაიტანა... -დღეს არავის გაუტანია მე კი ჯერ კიდევ აქ ვარ არსად არ წავსულვარ და ვერც ჯიბეში ჩავიწყობ 50ც ყუთს,სხვის დადანაშაულებს მორჩი ყუთები შენ თავად გაიტანე ამ საწყობიდან და გინდა სხვას აკიდო ზარალი ზურგზე შენ შეჭამე და სხვამ გადაიხაოს, მაგარია. -როგორ მიბედავ შემოლაპარაკებას....ხელი აწია ლევანიმ მაგრამ ქეთის ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან თვალებში უყურებდა და უთხრა. -გგონია ვინმე ხარ ან ყველაფრის მფლობელი ხარ? -გაეთრიე აქედან აქ აღარ მუშაობ რაც იმუშავე აი ამ ყუთების გამო ვერ მიიღებ, რომელებიც ასე უკვალოდ გაქრა და შენი აქ ყოფნის დროს.ქეთიმ ძირს დააგდო ცოცხიც და ყველაფერი ჩაიცინა, ლევანის წინ დადგა ხალათიც მოიხსნა და სახეში ესროლა შემდეგ კი თვალებში ჩახედა და უთხრა..- -სულ მალე დატოვებ იმ სავარძელს რომელიც აამყრალე.ლევანიმ ფერი დაკარგა და უყვირა. -ვინ ხარ ან აქ ვინ შემოგაგზავნა. -მალე გაიგებ.თქვა და ლევანი მისკენ წავიდა,ქეთიმ ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -ქეთი... -თავისუფალი ვარ მომაკითხე სასწრაფოდ. შემდეგ ლევანის მიუბრუნდა და უთხრა. -თუ ერთ საათში აქედან არ გავალ პოლიცია დაგადება თავზე.ლევანი გაშეშებული იდგა და მიხვდა ქეთის მასთან ყოფნით დიდი შეცდომა დაუშვა,ქეთიმ ჩანთა აიღო და კომპანია თავაწეულმა დატოვა გარეთ კი პოლიციის მანქანით ელოდა მეგობარი და საერთოდ გაეცალა იმ ადილს,რამდემიმე დღე სიმშვიდე იყო თუმცა ლევანი ყოველი დღე დაძაბული იდგა და რომ მოეშვა სწორედ მაშინ გაიღო მთავარი შემოსასვლელი და ვაჩე შავი სათვალით წარსდგა კომპანიის თანმშრომლების წინაშე ლევანი გაოცებული უყურებდა ვაჩეს და მის გვერდში მყოფ ლუის,ვაჩემ კი თითქოს ბრმა იყო ლუის ხელი მოკიდა და მშვიდად,აუღელვებლად დაიწყო საუბარი. -ყოველთვის ვაფასებდი მშრომელ ადამიანებს და მათ თავდადებას,მათ ერთგულებას,მაგრამ რაც მე აქ ვეღარ მოვდივარ ეს კომპანია ნელა ნელა ინგრევა უმიზეზოდ ათავისუფლებენ თანამშრომლებს ზოგი კი თავად მიდის მიზეზის აუხნელად.ეს კომპანია მე მარტომ ნულიდან დავიწყე და ახლა დროა ყველაფერი შევცვალო და პირველ რიგში შევცვალო კომპანიის ხელმძღვანელობა... -ამას ვერ გააკეთებ, ვაჩე ამ კომპანიაში წილი მეც მაქვს... -წილი შენ უკვე მიღებული გაქვს ლევან და შენ სინდისი რომ გქონდეს თითქმის ერთი წლის უკან უნდა დაგეტოვა ეს ადგილი,მაგრამ უსინდისოს ვერ მოთხოვ ვერაფერს თუ თავად შეგნება არ აქვს ამიტომ დროა ვიზრუნო ჩემს შექმნილ კომპანიაზე და ვიხსნა ჩაძირვისგან, რომელიც ეს ერთი წელია ფსკერისკენ წავიდა. -ვის ნიშნავ ხელმძღვანელად,ვინ უნდა მოვიდეს ამ დანგრეულ ბიზნესში...ვაჩემ სათვალე მოიხსნა ლევანის თვალებში ჩახედა და თავისი თავი ვერ გააკონტროლა ისეთი ხმით იყვირა. -გგონია არაფერი ვიცი,გგონია მართლა ბრმა ვარ, არა ლევან თუმცა ეს ძალიან გინდოდა და ძალიან შეეცადე ეს ბიზნესი კი შენ დაანგრიე,შენ ეს ადგილი ნარკომანების ბუდედ აქციე ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნება ძლიერი და მიზანდასახული ქალბატონი ქეთევან გოგოჩური. -ქეთევან გოგოჩური ეს ხომ ის დამლაგებელია. გაოცებული უყურებდა ვაჩეს ლევანი და ქეთიც შევიდა კომპანიაში კლასიკურად ჩაცმული და ულამაზეს ფორმაში, მან ვაჩეს ხელი ჩამოართვა და მის გვერდით დადგა ვაჩემ კი ისევ თანამშრომლებს მიუბრუნდა და თქვა. -დიდი იმედით მივდივარ ამ კედლებიდან რომ არ დაიჩაგრება უბრალო თანამშრომელიც კი და შენ კი ლევან განთავისუფლებული ხარ დაკავებული თანამდებობიდან. -ვაჩე დიდ შეცდომას უშვებ.... -შენ თავში აგივარდა მას შემდეგ როგორც კი ჩემს მაირაზე დაქორწინდი ეს ჩემი უდიდესი შეცდომა იყო, შენ ვერ შეძელი შეგენარჩუნებინა ცოლი და მით უფრო შვილი ის არც კი აღიარე არც კი მიიღე შვილად შენ მხოლოდ ძალაუფლება ფული და სიმდიდრე გქონდა გონებაში და ამ სავარძლის შემდეგ თავი სამყაროს მბრძანებელად აღიქვი.ვწუხვარ,ძალიან მტკივნეულია ჩემთვის შენი ასეთი სირცხვილით წასვლა,მაგრამ შენი ადგილი ჩვენს გვერდით აღარ არის,მშვიდობით.ქეთიმ რამდენიმე ნაბიჯით წინ წამოიწია და ლევანის მიუბრუნდა, სათვალე მოიხსნა და უთხრა. -რაც შეეხება ყუთების სიმართლეს ეს შენ პირადად გაიტანე გამთენიის 5სთზე საწყობიდან, დატვირთე აკრძალული პაკეტებით სატვირთო და გაუშვი. შენ ამ საქმეზე მუშაობ ლევან და ამიტომ გჭირდება ეს კომპანია მე კი შევეცდები ყველა სიბინძურე ჩამოვაშორო ამ კედლებს და კეთილსინდისიერად ვიმუშავო ერთგულ თანამშრომლებთან ერთად. -მწარედ ინანებ პირადად შენ... -გელოდები,იმოქმედე რა შეგიძლია....შემოსასვლელი კარი გაიღო და დიდი თაიგულით ხელში შემოვიდა ანინა და დანიელი, დანიელის ხელს კი თებე ყავდა ჩაჭიდებული ვის დანახვაზეც ლევანის ფერი დაეკარგა ვაჩემ კი ღიმილით შეხედა სამივეს და განსაკუთრებით თებეს მიესალმა,თებემ მივიდა ვაჩესთან და ვაჩემ დაიხარა თებემ კი გულში ჩაეკრა და ლოყაზეც აკოცა ვაჩემ ცრემლი ვერ დამალა და ლევანის შეხედა ლევანი კი უგრძნობლად იდგა რამდენიმე წუთში კი ტორტი შემოიტანეს და ყველამ დააგემოვნა ტორტი ვაჩემ კი სიტყვა დაასრულა. -ვინც სხვის აშენებულ ცხოვრებაზე ციხეს აშენებს ბოლოს ყველაფერს კარგავს,ამიტომ უნდა ვითანამშრომლოთ და უნდა ვიყოთ ერთი დიდი ოჯახი. შეხვედრა დასრულდა, ტორტი ყველამ მიირთვა და დანიელი შამპანიურს ასხამდა ჭიქებში ლევანი კი ანინას თვალს არ აშორებდა მან სხვის თვალში მშვიდად შეხვდა მის განთავისუფლებას,მაგრამ არავინ იცოდა გულში რაოდენ დიდი რისხვა ჩაიდო მხოლოდ დანიელს არ მოეწონა მისი სიმშვიდე და ანინა გვერდით ყავდა თებე კი ტატოსთან ერთად იყო და ხელს არ უშვებდა თითქოს თავად დიდი იყო და თებეზე ზრუნავდა.ყველა მხიარული იყო,მოულოდნელად ანინას ვეღარ შეხედა დანიელმა და ქეთის მიუბრუნდა. -ანინა სად წავიდა ქეთუშ შეხედე? -აქ იყო ახლა არ ვიცი,იქნებ ტუალეტში გავიდა. -თებეს შეხედე არ გაგებნეს ხალხში. -ტატო და თებე ერთად არის ვაჩესთან ახლოს.დანიელი გავიდა და ანინას ძებნა დაიწყო რომ მისი ხმაც გაიგონა და ფრთხილად მიუახლოვდა. -რატომ მეჩხირებით ყველგან თვალში..... -რა შენი საქმეა მე აქ რატომ ვარ და რას გავაკეთებ,დანიელი ჩემი ქმარია და შენ რა გაწუხებს რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში,ვინ ხარ.... -მაწუხებს რომ იმ ს გამო მითხარი უარი ანინა... -ამიტომ მკლავდი იმ ღამით? -რას ამბობ... -სიმართლეს,შენ ბოროტი დამნაშავე ხარ და ამას სასამართლოშიც ვიტყვი,შენ გარეთ არ უნდა იყო რადგან შენ ადამიანებისთვის საშიში ხარ....ლევანს უნდოდა ანინასთვის ხელი დაერტყა რომ დანიელი მის წინ გაჩნდა.. -რა ხდება, რა გინდა ლევან მე დამელაპარაკე ქალებთან ძლიერი ხარ?შემდეგ ანინას შეხედა... -კარგად ხარ? -კარგად ვარ,ძალიან კარგად... -შენთან რა უნდა... -ვერ გადაუყლაპია რომ სიყვარულზე სიყვარულით არ ვუპასუხე,ახლა კი თავისი ადგილი უნდა იცოდეს,მაგრამ მისი ადგილი ციხეშია და არა ასეთ დაწესებულებაში სადაც უამრავი ხალხი მუშაობს.დანიელმა ლევანის მიუბრუნდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ზედმეტები მოგდის რა გინდა რა დაგიშავე მაირა და თებე შენს გამო დაიღუპა ახლა ანინას დაადგი თვალი თუ გგონია კიდევ ისეთივე საზარელ დანაშაულს ჩაიდენ და ხელშეუხებელი ხარ ამჯერადაც გამოძვრები,იცოდე მიფრთხილდი... -თორემ რა....შემზარავად მიუტანა დანიელს სახე სახესთან და თვალებში უყურებდა დაინახა რაოდენ დიდი სიბოროტე იყო მის თვალებში ვეღარ გააკონტროლა ხმა ანინა გაუშვა და ლევანს ყელში წვდა.... -იცოდე ჩემს ოჯახს შეეხები და არ გაცოცხლებ... -ასე იშტატებოდი მაირაზეც მაგრამ რა გააკეთე...დანიელმა სიბრაზისგან ისე მოჭირა ხელი ყელში ცოტაც და წაახრჩობდა,მაგრამ ვიღაცამ მკლავში წვდა და არც კი შეხედა ლევანს თვალებში უყურებდა და ხედავდა როგორ ბრძოლობდა სიცოცხლითვის. -შეეშვი შვილო შენ მასავით სულმდაბალი არ ხარ და ის ყოველთვის შეეცდება გამოგიწვიოს, რადგან მას შენნაირი ადამიანობა არ შეუძლია.დანიელმა ნელა ნელა შეუშვა ხელი ლევანს და სული მოითქვა თუ არა დანიელს შეხედა უკან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია და თქვა. -განანებთ,დღევანდელ დღეს მწარედ გადაიხდით. -აბა გაბედე და მომიახლოვდი და მაშინ დაინახავ ვინ არის და რა შეუძლია დანიელ ქართველიშვილს.ლევანი წავიდა დანიელი ვაჩეს მიუბრუნდა და უთხრა. -ყველაზე შემზარავი ის არის როცა გვერდით გყავს ადამიანი ენდობი,მაგრამ მას შენი ცხოვრების განადგურება აქვს გამიზნული და შეუძლია კიდეც ეს გააკეთოს,მხოლოდ იმიტომ რომ თავად იყოს ცხოვრებით კმაყოფილი და ეს კარგი ცხოვრება შენი ჯიბიდან უნდა რომ აიღოს,მაგრამ შემომხედე შენ მარტო არ ხარ ვაჩე და ეს აღარ გამოუვა არც ლევანის და არც სხვას.არავის,არავის მივცემ შენი გამოყენების უფლებას. -მჯერა შენი დანიელ და დამშვიდდი....დანიელი ცოტა დამშვიდდა სახეზე წყალი შეისხა და ვაჩესთან ერთად დაბრუნდა დარბაზში ხალხის უმეტესობა წასულიყო ქეთიმ და გეგიმ ყველა მნიშვნელოვან საბუთებს გადახედეს ბევრი უზუსტობა აღმოაჩინეს და ბევრი თანამშრომლის განთავისუფლების საკითხიც დააყენეს.ქეთის გამოჩენა ქაღალდებით ხელში უკვე ყველას აშინებდა,მაგრამ თავად ქეთი მშვიდად იყო და ყველას შორიდან აკვირდებოდა.გეგი ქეთის ხშირი სტუმარი იყო როგორც მისი და კომპანიის ადვოკატი ვაჩემ გეგის მიანდო ყველა საკითხი და იურდიულ საქმეს გეგი განაგებდა რაც არ გახარებია კომპანიის ძველ იურისტებს. -ბ-ნო ვაჩე იქნებ თავიანთ დაშვებულ შეცდომაზე ისწავლონ და კიდევ ერთი შანსი მივცეთ, რომ ისევ თქვენს გვერდით იმუშავონ და იყონ. -ის ვინც ერთხელ უშვებს შეცდომას, ერთხელ სულს გაყიდის მეორედაც იგივეს გააკეთებს ამიტომ მეორე შანსი ჩემს გვერდით ვინც იქნება არ აქვთ გეგი შვილო. -არ მინდა ჩავერიო,მაგრამ თქვენ ჯამრთელობას მიხედეთ გთხოვთ თუ შესაძლებელია და აუცილებელია წახვალ ქვეყნიდან და კარგ ექიმის დარწმუნებული დიაგნოზით დაიწყებთ მკურნალობას. -ესეც იქნება,უკვე დანიელმა ყველაფერი მოაგვარა და მინდა იქამდე ვიცოცხლო ჩემი შვილის და შვილიშვილის მკვლელი დაისაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომით. -დანიელიც და ყველა მაგ საკითხზე ვმუშაობთ,ახლა უნდა დაგტოვოთ ამ ქაღალდებს წავიღებ და დღეს ღამით გადავხედავ ყველაფერს დავაწყობ და შემდეგ სამივემ ვილაპარაკოთ. -მე ნუ გამრევთ,თქვენ ორმა და დანიელიც ჩართეთ ამ საქმეში მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ კომპანიის საიდუმლო კოდი ის ძალიან დაკავებული პიროვნებაა და თქვენ გქონდეთ ორს საერთო ენა ენდეთ ერთმანეთს და ერთად ითანამშრომლეთ,ქეთი მეც დაგტოვებ შვილო ძალიან მალე ვიღლები და წავალ.ვაჩე ლუისთან ერთად წავიდა,ქეთი კიდევ დარჩა და გეგიმ ყველა მნიშვნელოვაბი საბუთი წაიღო და წავიდა რამოდენიმე საქაღალდე სადაც მნიშვნელოვანი საბუთები უნდა მოეწესრიგებინა ის თავის კაბინეტში შევიდა იქ მყოფ გოგონას შეხედა რომელმაც გაბრაზებულმა შეხედა. -ნარინა.... -გისმენ გეგა... -ყველა საქმე უნდა გადავდოთ და ახალი საქმეზე უნდა ვიმუშავოთ,ძალიან ბევრი გაურკვევლობაა იურდიულად საბუთებში... -ვისი საქმე არის... -ქეთის კომპანიას ეხება... -ქეთის გარდა სხვა საქმეებიც დაგვიგროვდა და საერთოდ ვფიქრობ ძალიან დიდ დროს უთმობ ქეთის და მის საქმეებს. -ვერ გავიგე,ნარინა ქეთი ჩემი მეგობარია ჯერ ეს უნდა გაითვალისწინო და მეორე შენ თუ ვერ ერევი საქმეებს სხვას დავიყენებ გვერდში და ის სხვა ვინც იქნება ჩემს გვერდში იმუშავებს. -სხვა რამ მინდოდა მეთქვა,ვინმეზე გაქვს ეჭვი ან იცი რომ ვინმე ემტერება კომპანიას? -არ ვიცი რის გაგებას ცდილობ,მაგრამ ვხედავ რომ გაფანტული გაქვს ყურადღება და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვინმესთვის ინფორმაციას აგროვებ.ნარინა გაჩუმდა და პასუხი არ ჰქონდა გეგისთვის ეთქვა ამ სიჩუმემ კი გეგი უფრო დააეჭვა და კითხვა შეუბრუნა. -შემომხედე, ნარინა ვინმესთვის მუშაობ და ამიტომ ხარ ჩემთან ერთად? -რას ამბობ,გეგი ეჭვიანობ? -არა არც არასდროს მქონია ეჭვები,მაგრამ ეს რამდენიმე დღეა ვეღარ გცნობ და ეს არ მომწონს თუმცა რატომ ვერ გცნობ ამასაც გავიგებ. -მოგეჩვენა ნამდვილად ან გადაღლილი ხარ.... -ნარინა.... -ახლა უნდა წავიდე რადგან აქ ვერ გავჩერდები ამ საუბრის შემდეგ. -კარგი წადი,მაგრამ გარეთ ძალიან ცივა და ყელი დაიფარე არ გაცივდე. უთხრა მშვიდად და პირველი თავად გავიდა კაბინეტიდან,ნარინა კი დახურულ კარს უყურებდა და შემდეგ ტელეფონს შეხედა და ჩაეცინა. -დროული იყო შენი ზარი,გისმენ მეგობარო. -კი,კი გამოვდივარ და მეც შემოგიერთდებით,რა წამოვიღო? -კარგი,მაშინ ჩემი გემოვნებით იყოს და საღამომდე შენთან ვარ.ნარინამ ტელეფონი გათიშა ჩანთა აიღო და გეგის მაგიდას შეხედა უამრავი საქაღალდეები მთასავით რომ ეწყო და მაინც წავიდა,რამდენიმე წუთში გეგი დაბრუნდა და პირველი ნარინას სავარძელს შეხედა და თვალში მოხვდა იქვე დადებული მისი კაშნე რომელიც დავიწყებოდა უცებ ხელი დაავლო კაშნეს და გარეთ გავიდა ის ის იყო ნარინამ მანქანა აამუშავა რომ გეგი დაინახა მისკენ მიდიოდა და გაჩერდა. -რა მოხდა, უკვე მივდიოდი ნანასთან ვიკრიბებით თუ აუცილებელია დავრჩები... -არა წადი ქეთის საქმე შენ არ გეხება მე კაშნე მოგიტანე ხომ გითხარი სიცივე არისმეთქი, მაგრამ შენ ყურადღება გაფანტიული გაქვს ეს დღეები და არ მოგისმენია. -მადლობა და საღამოს შევხვდებით. ნარინა წავიდა გეგი კი გვიან ღამემდე მუშაობდა,შემდეგ სახლში წაიღო სამუშაო და იქაც არ გაჩერებულა ის ნარინას ელოდებოდა საათის ისრები უკვე ღამის 2 საათს აჩვენებდა და გადაცილდა კიდეც ნარინა კი ჯერ არ დაბრუნებულა ის ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა და გეგის შეხედა კომპიუტერთან იჯდა ჩქარ ჩქარა წერდა საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მან კი ჩაიცინა ჩანთა დივანზე ისროლა გეგის გაუკვირდა ეს არ იყო ნარინას ჩვევა თითქოს ის ცდილობდა კამათის დაწყებას და უკვე დიდი ხანია ნარინა თითქოს მისგან წასვლასაც კი ცდილობდა, დააცადა სადამდე მივიდოდა ნარინა და მანაც ამოხეთქა. -ისევ ქეთის საქმეზე მუშაობ? -რა მნიშვნელობა აქვს ვის საქმეზე ვმუშაობ,ვმუშაობ რადგან აუცილებელია რომ დავასრულო. -არ ვიცი თუ ხვდები,მაგრამ რაც ეს საქმე აიღე ძალიან მოსაწყენი გახდი. -როგორ მოსაწყენი და რა არ მოგწონს აბა მითხარი. -რა არ მომწონს,მაგალითად ის რომ მუდმივად მაფრთხილებ,მუდმივად მიმითითებ როგორ რა უნდა გავაკეთო და იცი ეს ყველაფერი მოსაბეზრებელია.უკვე მაღიზიანებ და ასე აღარ შეიძლება, სიჩუმეს რომელიც ჩვენს შორის არის ვეღარ ვუძლებ მე სხვანაირი მამაკაცი მჭირდება გესმის? -სხვა მამაკაცი და მე რა დაგაკელი,რა ვერ მოგეცი სექსი არ გვაქვს საკმარისად თუ ფული არ გყოფნის თუ რამე მთხოვე და არ მოგაქციე ყურადღება. -უნდა წავიდე,შენთან და შენს გვერდით ვიხრჩობი.გეგი გაჩუმდა და ფეხზე წამოდგა,მასთან ახლოს მივიდა და უთხრა. -მე არც არასოდეს დამიკავებიხარ,შენ მოინდომე ერთად გვეცხოვრა და შენ მოდი ჩემთან შენი ნივთებით. -მაგრამ უკვე ვნანობ.... -ორი წლის მერე ნანობ და წადი,წადი მაგრამ დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ...გეგიმ კიდევ შეხედა მას და მშვიდად უთხრა. -წამოდი... -სად წამოვიდე... -იცი კარგია რომ ნასვამი დაბრუნდი,ასეთი გულახდილი არასდროს არ ყოფილხარ ამიტომ გამომყევი... -საძინებელში მეპატიჟები ჩემი სიმართლის მერე აგეშალა ვნება? -გულს მირევ უკვე რომ გიყურებ,შენი ნივთები ჩაალაგე და გაგატანინებ... ნარინას არ უფიქრია რომ გეგი ასე მარტივად დათანხმდებოდა მის წასვლას და დაიბნა. -რა გაოცებული მიყურებ,ხომ თქვი რომ წასვლა გინდა ჰოდა წადი თუ აქ აღარ გინდა ყოფნა შენი ნივთები გაიტანე და წადი,მე გავდივარ დავბრუნდები და იმედია წასული დამხვდები. გეგის კომპიუტერი უნდა დაეხურა,მაგრამ მოულოდნელად კომპიუტერის კოდი შეცვალა და ისე წავიდა ნარინამ კი მისი ნივთები ჩაალაგა და გასვლამდე კომპიუტერთან მივიდა უნდოდა ყველაფერი გადაეტანა თავის კომპიუტერში,მაგრამ არ გამოუვიდა და უფრო ცუდი ის იყო რომ თითქმის ერთი საათის წვალების შემდეგ გეგიც დაბრუნდა და ნარინას უყურებდა რომელიც გაბრაზებული იდგა კომპიუტერთან. -რას აკეთებ,ჩემს კომპიუტერში რას ეძებ ნარინა. -არაფერს არ ვეძებ,შენთვის წერილის დატოვება მინდოდა,მაგრამ კოდი შეგიცვლია და ვერ შევძელი. -წერილის დატოვება საჭირო არ იყო უკვე ყველაფერი მითხარი და გასაგებად რომ თავი მოგაბეზრე იმით შენზე ვზრუნავდი,წადი ნარინა.ნარინა წავიდა,გეგიმ კი იმ დროს გადახედა და მიხვდა რომ ეს ორი წელი ტყუილში დაუკარგავს,ნარინა კი არა მარტო გეგის ცხოვრებიდან ის სამსახურიდანაც წავიდა და მისი ცხოვრება აირია ხან ვის ხვდებოდა და ხან ვის.პირველმა მამაკაცმა ვინც გაიცნო პირდაპირ სახლში დაპატიჟა,მეორე მამაკაცმა კაფეში შეხვდა და თანხის გადახდა ნარინას სთხოვა,მესამედაც ცადა ბედი,მაგრამ დაქორწინებული აღმოჩნდა და შესთავაზა რომ ერთად მალულად ყოფილიყვნენ.ბედი ვერა და ვერ ააწყო და გვიან,ძალიან გვიან მიხვდა და გააცნობიერა რომ გეგი მასზე ზრუნავდა სიყვარულით თუმცა მან ეს ვერ დაინახა ვერ დააფასა და ვერ შეიშნო, გეგიმ კი ცხოვრება გააგრძელა და ქეთის კომპანიაში ხშირად მიდიოდა.ქეთის კომპანიის უფროსად დადგომა ბევრმა ვერ მიიღო დადებითად და შურიანი თვალითაც უყურებდა რამდენიმე,მაგრამ ქეთი მეგობრული და გამგებიანი უფროსი იყო მან ძალიან სწაფად შეამჩნია გოგოების შურიანი და უცნაური გამოხედვა და რამდენიმე კვირაში ქეთის სამყარო ჩამოინგრა ერთ საღამოს როცა მან სამუშაო საათებს გადააცილა და დანიელს ტელეფონზე ელაპარაკა რომ ვიღაც უთვალთვალებდა. -არ წახვიდე პირდაპირ სახლში,განყოფილებაში მიდი და იქ დამელოდე მე გეგის დავურკავ მერე ბავშვს ჩემთან წავიყვან. -დანიელ მანქანაში ორნი ზის. -არ შეგეშინდეს,ტელეფონი არ გათიშო მელაპარაკე და მხიარული სახე მიიღე ისე მიდი მანქანასთან და წადი. -კარგი უკვე გავედი შენობიდან და გარეთ ვარ. -კონტაქტზე იყავი, გესმის? -მესმის,უკვე მანქანასთან ვარ და მშვიდად ვარ. -ასე გააგრძელე,მე შენს ბინასთან მივედი და ტატოს გამოვიყვან არ ინერვიულო მასზე. დანიელმა ტელეფონი არ გათიშა ქეთის ელაპარაკებოდა და ტატო ისე გამოიყვანა სახლიდან, რამდენიმე წუთში ანინას ჩააბარა ბავშვი და უთხრა. -აქ იყოს ქეთის დააგვიანდება და ჩვენთან იქნება.ტატოს რომ არ გაეგო კი გასვლისას უთხრა. -ვიღაც აედევნა და მის ჩამოცილებას ცდილობს... -კარგი, დამირეკე რომ მოიცლი.დანიელი განყოფილებაში წავიდა გეგისთან ქეთიმ ტელეფონი გათიშა და მანქანა დაქოქა გარეთ ძლიერი ყინვა იყო სითბო ჩართო და დაიძრა თუ არა ადგილიდანვე აკრიფა სიჩქარე თითქოს ვიღაცას გაურბოდა და უნდოდა გაესწრო და სადმე დამალულიყო,მაგრამ მდევარი ფეხ და ფეხ მოყვებოდა და დამალვას ვერსად ვერ შეძლებდა, მოულოდნელად უკნიდან ძლიერი დარტმა იგრძნო და ისედაც სწრაფად მიმავამა ვეღარ გააკონტროლა სისწრაფე და გზიდან გადავიდა ის ხევში ჩავარდა მოასწრო და მანქანიდან გადახტა ის სრიალ სრიალით ჩავიდა ქვემოთ სიღრმისკენ,ყოველი წუთი საშიში იყო დაქანებულ სიღრმეში თავის შეჩერება შეუძლებელი იყო და მოულოდნელად ხეს მოეჭიდა სუნთქვა დაიმშვიდა და შემდეგ ნელა ნელა დაიწყო სიმაღლეზე ასვლა უნდოდა ამ ხევიდან როგორმე ამოსულიყო... -გაუძელი... -უნდა გადარჩე.... -შვილი გყავს არ გაქვს უფლება ის დატოვო.... -ქეთი შენ ძლიერი ხარ.... ჩურჩულებდა და ბრაზისგან ძალა აღარ ჰქონდა,მაგრამ მაინც შეძლო და მისი დამძიმებული სხეული გაჭირვებით,მაგრამ შეძლო და გზამდე აიტანა ცას შეხედა ჯერ კიდევ მიწაზე მწოლიარემ და მძიმედ სუნთქავდა თუმცა ფეხის ძლიერმა ტკივილმა სიმწრის ცრემლები ადგინა და დაიღმუილა, ტელეფონის ხმა გაიგონა რომელიც ქურთუკის ჯიბეში ჰქონდა და ამოიღო. -ქეთი სად ხარ,სად წადი გელოდებით. -დანიელ ცუდად ვარ,მჭირდებით... -მიახლოებით მითხარი სად ხარ,როგორ მოვიდე.... -სიბნელეში,სიცივეში,ქალაქიდან შორს გთხოვთ მიპოვეთ. თითები და მთელი სხეული სიცივისგან უბუჟდებოდა,გული ისე ძლიერად უცემდა რომ ირგვლივ ყველა ხმაური ჩაახშო და მკერდშიც ისე ძლიერად მოუჭირა რომ სუნთქვა შეეკრა, უკვე კანკალებდა და ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა რამდენიმე წუთში ღამის სიჩუმეში გაიგონა ხმა. -ქეთი,ქეთი ნიშანი მომეცი.....ქეთიმ ტელეფონის ფარანი ჩართო და დანიელი გეგისთან ერთად მასთან მივიდა,არც დაფიქრებულან კლინიკაში თავად გადაიყვანეს და ვერცერთი ვერ იღებდა ხმას. -დანიელ ეს იცი ვისი გაკეთებულიც არის და ლაზარემ უნდა გაიგოს. -უნდა გაიგოს და ვინც იცის მისი კოორდინატები დაურეკოს.გეგიმ ვახოს დაურეკა და ვახომ პირველივე ზარზე უპასუხა. -გეგი..... -კლინიკაში მოდი სასწრაფოდ დანიელთან... -დანიელს რა დაემართა... -ზედმეტი კითხვების გარეშე ვახო...თქვა და ტელეფონი გათიშა რამდენიმე წუთში ვახო შეშინებული მეგობრებთან ერთად იყო ქეთის დანახვაზე გაშეშდა და შემდეგ დანიელს შეხედა, დანიელმა კი უთხრა. -იცი რაც უნდა გააკეთო,ქეთი ჩემი პაციენტია და მასთან ვიქნები შენ კი დაურეკე.არც დაფიქრებულა ვახო იმ დროს რომ არ ელოდა ლაზარე ვახოს ზარმა ძალიან შეაშინა და ლაზარემ შეშინებულმა უპასუხა, ვახომ კი მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა. -უნდა ჩამოხვიდე. -პირდაპირ მითხარი ვახო შენ ამ დროს ტყუილად არ დამირეკავდი,გისმენ მზად ვარ მოგისმინო. -ქეთი კლინიკაშია დანიელთან ის არის ექიმი, გეგიმ დამირეკა მეც ახლა მოვედი და აქ ვარ. -შედეგი? -არ ვიცი ექიმს ველოდებით. -მოვდივარ... თქვა და გათიშა,ვახომ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და შეხედა დანიელს რომელსაც სახე გაფითრებული ჰქონდა. -დაბუჟებული აქვს სხეული უმეტასად უკანა მხარე... -ხომ იცოცხლებს დაინელ... -იცოცხლებს თუმცა დრო დაჭირდება მის ფეხზე დადგომას, რადგან ფეხი წივში აქვს მოტეხილი ამას კი დრო ჭირდება რომ მის მდგომარეობას დაუბრუნდეს თან ცოტა შიში არ გაიარა, შეშინებულია. -კარგი ლაზარემ იცის და ის უეჭველი უახლოესი რეისით დაბრუნდება,ახლა რას ვაკეთებთ. -ამ წუთში არაფერს ის გველოდება ამიტომ ჩვენ ჯერ ქეთის მივაქცევთ ყურადღებას და მოულოდნელ დღეს გამოვეცხადებით როცა აღარ გველოდება,როცა იფიქრებს რომ ჩვენ მისი შეგვეშინდა და ამიერიდან რასაც გააკეთებს გაუვა ყველაფერი.დილამდე იქ იყვნენ,დანიელმა ანინას დაურეკა და ქეთის მდგომარეობა უთხრა ამიტომ გადაწყვიტა ქეთის ფეხზე მყარად დადგომამდე ტატო მათთან იქნება, ანინამ ორივე წაიყვანა დილით სკოლაში,შემდეგ ქეთისთან წავიდა ბინაში და ტატოს საჭირო ნივთები წამოიღო იქედან კი კლინიკაში მივიდა ანინას გვერდით ნუკიც იყო თვალცრემლიანი უსმენდა დანიელს და დანიელმა მოულოდნელად თვალი შეასწრო სახე წაშლილ და გაფითრებულ ლაზარეს რომელიც უკვე მათ გვერდით იდგა როგორც იქნა შეძლო მეგობრებმა ქეთის ნახვა ის იწვა სახე დალურჯებული ტკივილისაგან რომ ღმუოდა მაგრამ თითქოს არ იმჩნევდა, დანიელი კი გაბრაზებული უყვიროდა. -ტკივილი არ შეიკავო, უნდა ვიცოდე რა დონეზე გტკივა გამოუშვი რომ შევძლო დაგეხმარო. შემდეგ დიდი დოზა მისცა გამაყუჩებლის და ქეთი როდის როდის ჩაწყნარდა,დღეები გავიდა სანამ ქეთის ოდნავ ჩაუცხრებოდა ტკივილები,დანიელმა დაჩის დაურეკა და რამდენიმე ზარის შემდეგ დაჩიმ უპასუხა. -დაჩი როგორ ხარ მეგობარო... -უშენობა ჯერ კიდევ მიჭირს დანიელ... -დაჩი მჭირდები... -გისმენ,ყველაფერი მომიყევი.დანიელმა ქეთიზე მოუყვა ყველაფერი და დაჩი დაფიქრდა მაგრამ დანიელის ხმაზე მოწყენილმა შეხედა. -თომას მინდა შევეხმიანო,მაგრამ მისი კოორდინატები აღარ მაქვს ვეღარც ვხედავ ეს რამდენიმე თვეა საიტზე ხშირად იცოდა დარეკვა. -თომა დაივიწყე.... -რატომ რა მოხდა. -თომა ნარკოზის დიდი დოზით გარდაიცვალა 3 თვის წინ.დანიელი ძალიან შეწუხდა,მაგრამ დაჩიმ შეხედა და უთხრა. -გამოუშვებ ჩემს ახლობელს,მაგრამ მის გვერდით იყავით. -ვინ არის და რას შეძლებს. -ის ყველაფერს შეძლებს,ახლავეს დაურეკავ და თუ შევძელით ხვალვე წამოვა დანიელ მაგრამ ვიღაც გყავს გვერდით ვინც შენს საწინააღმდეგოს აკეთებს და ტკივილები ძლიერდება დაუკვირდი კარგად ქეთი არ უნდა დატოვოთ მარტო. -დაჩი.... -არ მინდა მადლობა ის ვალში არის ჩემთან მისივე სიცოცხლით,შენ კი გადახდილი გაქვს მადლობა კლინიკა შემინარჩუნე დანიელ.მეორე დღეს დიდი იმედით ელოდნენ დაჩისგან ზარს და როგორც იქნა ზარი მიიღო დანიელმა 12 საათისთვის მისი გამოგზავნილი პიროვნება ყოფილი კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი იყო მან მოახერხა და ისეთი სისტემა გახსნა რაზედაც დანიელს წარმოდგენა არ ჰქონდა,სტუმარმა აღმაშფოთებელი ინფორმაცია აღმოაჩინა კლინიკაში რომ ქეთის გაუკეთდა პარალიზებული პრეპარატი და ეს პრეპარატი მას ძლიერ ტკივილებთან ერთად ნელა ნელა კლავდა.დანიელი გიჟს დაემსგავსა შეარყია მთელი კლინიკა და ბევრ ექიმს წინ დაუდგა არავის მისცა უფლება ქეთისთან შესულიყო,მან დაუპირისპირდა ცნობილ და წარმატებულ ექიმებს,პროფესორებს დაჩისთან ზარი აღმოჩნდა ქეთის ხსნა რადგან მან გაუკეთა ქეთის იმ პრეპარატის საწინააღმდეგო რომელმაც რამდენიმე საათში იმოქმედა გეგიმ კი განყოფილება დააყენა ფეხზე და სწორედ ქეთის ამ მდგომარეობით პოლიციამ მიაგნო ადამიანების ორგანოების ვაჭრობის ქსელს სადაც აიყვანეს უამრავი ცნობილი პიროვნება, ლაზარემ კი როცა ქეთი დაინახა სიხარულისგან ტირილი დაიწყო და შემდეგ დატოვა მისი ოთახი -ლაზარე....დაუძახა ქეთიმ სუსტად,მაგრამ ლაზარე არ მიუბრუნდა და ისე უთხრა. -ქეთი რამდენიმე დღეა აქ ვარ და ჯერ ბავშვიც არ მინახია,ვინც ჩემსას შეეხება ცუდი განზრახვით ის მკვდარია.ლაზარე რომ სიბრაზისგან გასიებული მიდიოდა დანიელის სახლში უცნობი პირები ცდილობდნენ შესვლას,მაგრამ იმ დღეს ბედად დანიელი ადრე დაბრუნდა სტუმართან ერთად. -წავედით,მოვედით აქ არ უნდა დაგვინახოს.. -ახალი მოდელის საკეტი აქვს დადებული,უნდა შევისწავლო ეს რა საკეტია და როგორ არის დამზადებული რადგან ამის ასე გახსნა შეუძლებელია. -გადაუღე ფოტო საკეტს და მის მიხედვით გავარკვევთ,ახლა კი გავდივართ....დანიელს საკეტი უცხოეთიდან ჰქონდა მოტანილი რომ ვერავის შეეძლო იმ საკეტის გახსნა რადგან კარი მთლიან კრუგში იყო დაცული და თუ შიგნით შეაღწევდა ვინმე ოჯახის წევრის გარდა არავის შეეძლო გახსნა რადგან საკეტს შიგნიდანაც და გარედანაც ორი პიროვნების დანიელის და ანინას თითის ანაბეჭდები ჰქონდა დაფიქსირებული.უცნობს გაგონილი ჰქონდა ამ საკეტზე, მაგრამ თუ სააქართველოში შეხვდებოდა ამ საკეტს ეს არ წარმოედგინა, ამიტომ არც დაინტერესებულა შეესწავლა უცნაური საკეტის თვისებები.დანიელი უახლოვდებოდა ბინის კარს და უცნობები ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან რომლებმაც თავიანთი ლიდერი გაბრაზებული უყურებდა,მაგრამ გაბრაზება გაოცებამ შეცვალა როცა მის წინ ლაზარე დადგა და საშინელი ხმით დაიყვირა. -მარტო დაგვტოვეთ.....ლევანიმ შეშინებულმა შეხედა მეგობრებს ისინიც მიხვდნენ რომ მარტო არ უნდა დაეტოვებინათ,მაგრამ ლაზარე თვალებში უყურებდა ლევანის და კიდევ ერთხელ დაიღრიალა არა ადამიანური ხმით და ყველა გაიქცა ადგილიდან,ლაზარე ნელა ნელა დაიძრა და ლევანის მიუახლოვდა. -წლებია მიცნობ და იცი ჩემი გაბრაზება რომ გადამეკეტება ზომა,წონა,ნორმა ჩემთვის გაუგებარია.შენ მიგვერდე,თუმცა ვიცოდი რა ჭაობისკენ მიდიოდი და ვცდილობდი შენს შემობრუნებას არ მიმიტოვებიხარ იცი რატომ წავედი ჩემი ქვეყნიდან მიჭირდა მეგობრებთან ერთად ყოფნა როცა შენს გამო ცუდ გზას დავადექი შემდეგ რა მოხდა მაირა გაიმეტე და შვილი,ლევან საკუთარი შვილი გაიმეტე იცოდი რომ დანიელი მფარველობდა არ მითხარი რომ დანიელი იცნობდა და უფრო მეტი ის ორი დანიელის ოჯახი იყო ის ვერ გაიაზრე რატომ არ ვიცოდით არავინმა მათი ქორწინების შესახებ ეს ფიქტიური ქორწინება იყო შენგან რომ დაეცვა შენი საკუთარი ცოლი და შვილი.შენ როცა დიდი და უზარმაზარი შეცდომა გაქვს დაშვებული ისევ იგივეს აგრძელებ და ვისთან ჩემს ქალთან? რა გინდა ქეთისგან რისთვის სთხოვ პასუხს შენი ჩაჯმული შენ ვერ გაგიწმენდია,რა გინდა ჩემს ოჯახთან და საერთოდ რა გინდა ჩვენგან სული რომ აგვიწიოკე ყველას.... -არ ვიცოდი,არ ვიცოდი გეფიცები... -მეფიცები, რომ გცოდნოდა ქეთი ჩემი ქალი იყო არ შეეხებოდი? -არა,არ შევეხებოდი.... -ახლა რატომ შეეხე იმიტომ რომ ის ადგილი და სავარძელი წაგართვა ვაჩემ რომელიც შენი არ იყო არც იმსახურებდი,სწორედ იმ სავარძელს ამოფარებულმა ჩაიდინე ის დანაშაულებები. ლაზარემ ქურთუკი გაიხადა ლევანიმ კარისკენ გაიხედა სადაც იცოდა მეგობრები იქნებოდა, მაგრამ ლაზარემ არც კი შეხედა ისე უთხრა. -იქ არავინ არის იმედი ნუ გაქვს ვინმე მოვა და მოგეშველება. -ლაზარე... -რა ლაზარე,რა ლაზარე არ მელოდი თუ პირველივე ზარზე ჩამოვიდოდი რა გაითვალისწინე რომ არ გცემო თუ მაირას სიკვდილი რომ შეგრჩა გგონია შეგრჩა აზრზე არ ხარ დანიელი რას გიწყობს.უთხრა და ძლიერად მოქნეულმა ხელმა კედელს მიახეთქა,მეორე მოქნეული ხელი სახეში მოხვდა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.როგორც შეძლო ადგა და ლაზარეს წინ დაუდგა, ლაზარემ კი შეხედა უკვე მომჩვარულ ლევანის და უთხრა. -აი სულ ეს ხარ და სხვისი დახმარებით ცდილობ გაგვიმწარო სული.კიდევ რამდენჯერმე დაარტყა და შეეშვა იქვე დაგდებული თოკით ხელ ფეხი შეუკრა კისერზედაც მოაბა თოკი და ასე გაკოჭილი ჩამოკიდა ძალიან სიმაღლეზე ასწია და წასვლისას უთხრა. -თუ გაინძრევი კისერს დაადგება ძალა და დაიხრჩობი, ჩემთვის კაპიკიც არ ღირხარ და სულაც არ მადარდებს რა მოგივა ან ვისთვის რას წარმოადგენ ერთი არაკაცი ხარ სხვისი გამწარებით რომ ცხოვრობ ქალებს აუპატიურებ და მერე კლავ მათ ისე არც კი ფიქრობ და თუ გყავს ან დედა ან დეიდაშვილი ერთ დღესაც შენც გაგიკეთებს ვიღაც იგივეს და მინდა შორიდან გიყურო.შენ ბრძანებას ცემ და ძალა გყავს გვერდით,მარტო ხომ საკუთარი ჩრდილის გეშინია მათ გარეშე ნული ხარ ლევან.აღარ გაბედო ჩემს სამეგობროს და ჩემს ხალხს ახლოს მიუახლოვდე,ჩემგან მიიღე და მეორე დარტყმას დანიელისგან მიიღებ კარგად იცი ის ასე მშვიდად რომ არ იქნება ბოლომდე და როდის ამოხეთქავს მისი დაუნდობელი სული მზად იყავი დახვედრისთვის,გეშინოდეს მასთან შეხვედრის მაირას და თებეს გამწარებას რომ არ შეგრჩება მისგან ამას ხვდები და სანამ მოგიახლოვდება უკეთესია შენთვისაც და ყველასთვისაც თავი თავად მოიკალი მას ნუ გახდი მკვლელს არ ღირხარ იმდენად რომ შენს გამო ციხეში დაჯდეს, კაცურად კი სასჯელს რომ არ გაექცევა ესეც იცი დანიელი ჩვენ არ გვგავს ის სულ სხვა სულის ადამიანია და ნუ სარგებლობ მისი სიმშვიდით და სიჩუმით.ლაზარემ დატოვა ლევანი თოკზე დაკიდებული და კლინიკაში წავიდა,ქეთი აფორიაქებული დახვდა რადგან მას ისევ ის ხმები ესმოდა დარტყმის ხმა და მამაკაცის მკაცრი ხმას ვერ ივიწყებდა ,,უნდა მოკვდეს,ეს ბრძანებაა''.თვალი გაახილა თუ არა ლაზარე და ტატო იკითხა დანიელმა კი მშვიდად უთხრა. -ტატო ჩემთან არის,ლაზარე აქ იყო გავიდა და მალე დაბრუნდება. -დანიელ ვიცი სადაც წავიდა ლაზარე...უეცრად თავზე მოიკიდა ხელი და თვალები მაგრად დახუჭა, შემდეგ კი თქვა. -ღმერთო ეს ხმები.... დანიელი მასთან მივიდა და უთხრა. -რა ხმები გესმის შეგიძლია მითხრა? -ჯერ დარტყმის ხმა საშინელი ხმა რომ ჰქონდა,შემდეგ უცხო მამაკაცის ყვირილი რომ უნდა მოვკვდე,დანიელ ეს საშინელებაა. -ქეთი აქ უსაფრთხოდ ხარ დამიჯერე, ვერავინ ვერ შემოვა.ქეთისთვის ყოველი დღე ბრძოლა იყო შიშთან ის იძულებული იყო ტატოს გამო ისევ დამდგარიყო ფეხზე და მან ეს შეძლო მის გვერდით იყო ძლიერი მხარდაჭერა,ნამდვილი სიყვარული და მეგობრები. არა ის სიყალბე რომელიც ფულზე და ტიტულზეა დაფუძნებული, არამედ ის როცა საკუთარ ფეხზე დადგები წვალების შემდეგ.ქეთი უფრო ძლიერი გახდა,თითქოს გარდაიქმნა და გააცნობიერა რომ არანაირი ღირებულება არ დევს შვილზე და სიყვარულზე მაღლა.ის ამაყი იყო ძალიან ამაყი, მაგრამ საჭირო იყო მის გვერდით ლაზარეს ყოფნა და ორივემ ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლა ერთად ცხოვრება. -ჩემო სიყვარულო როცა ხევში ჩავარდი გავიფიქრე რომ არა მარტო შენ მე შვილიც დავკარგე, მაგრამ ამ ტკივილმა გაგვაერთიანა. -შენ შეძელი საკუთარ თავში იპოვე გამბედაობა,შენ შენით იბრძოდი ფეხზე დადგომას და იბრძოდი წინსვლისთვის,მაგრამ ყოველთვის შენს უკან ვიდექი,ზოგჯერ გვერდიდაც.ქეთი არასოდეს დამიტოვებიხარ მარტო,არასოდეს. ქეთის და ლაზარეს ცხოვრება დალაგდა,ლევანიმ მისაღები ლაზარესგან მიიღო ამიტომ ის თვეების მანძილზე არ გამოჩენილა და არც არავის აინტერესებდა მისი მდგომარეობა თუ როგორ იყო ან სად იყო,მაგრამ ბოროტი ადამიანი ვერ ისვენებს,ერთ საღამოს ანინამ დანიელს შეხედა და უთხრა. -რაღაც მინდა გითხრა...დანიელმა შეხედა და უთხრა. -რაღაც სერიოზული უნდა მითხრა, ანინა გისმენ... -რამდენიმე დღის წინ კარებს გაუჭირდა გაღება,ვფიქრობ კარი ნაწვალები იყო. -რას ამბობ ამ კარს ვერავინ ვერ გააღებს ეს იშვიათი საკეტია ევროპიდან ჩამოვიტანე,თუმცა მეც გამიჭირდა ერთხელ კარის გაღება.დაფიქრდა და მერე ფეხზე წამოდგა კართან მივიდა და კარი გააღო გარედან დააკვირდა საკეტს კარს ფხაჭები ემჩნეოდა კარის გაღების დროს ფხაჭები ჰქონდა კარს გასმული და ჩურჩულით თქვა. -შეუძლებელია,ვიღაცამ მართლა შეეცადა კარის გაღებას. რამდენიმე წუთი დაფიქრებული იყო და ანინამ უთხრა. -ხვალ ბავშვებს სკოლაში წავიყვან და მერე იქედან რესტორანში წავალ დიდი დრო გავიდა იქ არ ვყოფილვარ,გადავხედავ მდგომარეობას. -ლუკა ხომ აკონტროლებს,მეც როცა დრო მაქვს და იქეთ მოვხვდები გვერდს არ ვუვლი შევდივარ და ლუკასთან ვკითხულობ ამბებს. -ლუკა აკონტროლებს,მაგრამ ჩემი თვალით დანახული სულ სხვა არის დანიელ. -რა თქმა უნდა შენც უნდა მიხვიდე ასე უყურადღებოდ როდემდე იქნება,დასრულდა ქეთის საქმე ის უკვე სახლშია და ტატოც ხვალიდან დედასთან ერთად იქნება ჩვენ ჩვენი საქმეები გავაგრძელოთ.დილით დანიელი კლინიკაში წავიდა,ანინამ ბავშვები წაიყვანა როგორც მოილაპარაკეს და შემდეგ რესტორანში მივიდა როგორც ყოველთვის გაღიმებული შევიდა დარბაზში და ლუკამ ღიმილით შეეგება. -ღმერთო რა კარგი სიურპრიზი მოგვიწყვე უფროსო.... -როგორ ხართ,ბევრი ხალხია დახმარება გჭირდებათ? -დაბრძანდით თქვენს მაგიდასთან და თქვენს შოკოლადს მოგართმევთ უფროსო...ანინამ თვალი მოავლო დარბაზს და ერთ მაგიდასთან სამი მამაკაცი იჯდა ისინი დაბალ ხმაზე საუბრობდნენ ერთმანეთში და ვიღაცის საქმეს განიხილავდნენ რომ აუცილებლად სასჯელი უნდა დაუმძიმონ. -მას ავკიდებთ დანაშაულს,ჩვენზე ეჭვს ვერავინ ვერ მიიტანს. -აი ეს ქალბატონი გახსოვთ ალბად იმ დღეს რაც გაგვიკეთა,იმ დღეს ჩვენი შერცხვენისთვის ამ სასტუმროს თავზე დავამხობ. -მომისმინეთ არ ვერევი თქვენს საქმეებში მაგრამ ზედმეტებში ნუ გადახვალთ,მისი ქმარი ცნობილი ექიმია არც გირჩევთ მასთან შებრძოლებას. -არ შევარჩენ იმ დღეს აქედან როგორც გავედით და არც დამვიწყებია თითქოს გუშინ იყო. -ნუ დაგავიწყდებათ რომ თქვენი ბრალი იყო,მაგრამ თქვენ ხომ ყოველთვის სხვა უნდა დაადანაშაულოთ....თქვა ერთ ერთმა მათგანმა და დარბაზში შემოსულ დანიელისკენ ღიმილით წავიდა. -დანიელ რა საოცარი შეხვედრაა... -მამუკა მესხი რამდენი წელია არ შევხვედრივართ.უთხრა მეგობარს და ერთმანეთს გადაეხვია წლების უნახავი ორი მეგობარი. -შენი ძმა როგორ არის კონტროლზე აღარ მოსულა,მერე მეც წავედი აქედან ალბად სხვა ექიმთან გააგრძელა მკურნალობა. -ჩემი ძმა აღარ არის დანიელ.... -რას ამბობ,როგორ ის ხომ კარგად იყო იმხელა ავარიას გაუძლო და ფეხზე დავაყენე.... -ავარიას გაუძლო,ფეხზეც დადგა თუმცა ვერ გაუძლო ზეწოლას და ისევ იმავე ადგილას ისევ იმაზე მეტად მძიმე ავარია მოხდა ერთი წლის წინ ოთხნი ისხდნენ და სამი გარდაიცვალა, ჩემი ძმის მკურნალობა არასწორად წარიმართა და ნახევარი მხარე პარალიზებული დარჩა ვერ ამოძრავებდა ვერც პირს,ვერც ლაპარაკობდა და ამ ყველაფერს დაემართა თავში ანევრიზმა გასკდა.... -რატომ არ დამირეკეთ მამუკა.... -არ იყავი აქთ პირველი შენ გიკითხე და მითხრეს რომ წასული იყავი რამდენიმე დღით სპეციალური გამოძახებით. -მართალია, ეს ის პერიოდია გერმანიაში ვიყავი წასული მნიშვნელოვან კონფერეციაზე, დამნაშავე? -დამნაშავე გარეთ არის და თავისუფლად დადის. -ვერ ვიჯერებ რომ შენ გაგიჭირდა დამნაშავის პოვნა.... -დანიელ არ გამიჭირდა ვიცი ვინც არის,მაგრამ ძლიერი დაცვა ყავს ვერაფერი შევძელი. -როცა ძლიერი დამცველი ყავს და კარგად იხდის ძნელია დამნაშავის დაჭერა ან ვიღაცას აკიდებენ და უბრალო ადამიანს ცხოვრებას დაუნგრევენ ეს მათი მეთოდია. -დანიელ არ მითხარი რომ მოხვიდოდი.... -ვიცი რომ არ მელოდი შესვენებაზე მოგაკითხე,როგორ ხარ.... -კარგად,ყველაფერი კარგად დამხვდა არ ველოდი ასე კარგ შედეგს.დანიელმა ლუკას შეხედა და თვალი ჩაუკრა,რადგან ლუკამ არ უთხრა ანინას რომ დანიელი ყოველ დღე დადიოდა მათთან აკონტროლებდა და განაგებდა რესტორნის საქმეებს. -გაიცანი ჩემი მეგობარი მამუკა მესხი.... -ვიცნობ,იმ დღეს მეც აქ ვიყავი ანინა.... -აღარ ვიხსენებ იმ დღეს,დასრულდა.... -რა მოხდა,რამე შეგემთხვა? -არაფერი საყვარელო დიდი დროა გასული მას შემდეგ,მოხდა რაღაც გაუგებრობა და არ ღირს გახსენებად.დანიელმა საათზე დაიხედა და თქვა. -მამუკა უნდა წავიდე შენი ნახვა გამიხარდა და ძალიან მეწყინა თორნიკეს გარდაცვალება... ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და შემდეგ ანინას მიუბრუნდა. -რაც შეიძლება მათი მაგიდიდან შორს დაიჭირე თავი ნუ მიხვალ მათთან ის ხალხი ყველაფრის მკადრებელი არის და მოვერიდოთ თუ თავად არ მოგვერიდებიან მერე ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ სხვაგვარად მშვიდად უნდა წავიდე,გესმის? -კარგი მშვიდად იყავი მათთან რა საქმე მაქვს,მენიუს ნახავს შეკვეთას მისცემს და მიუტანენ კერძს მე მათთან არ მივალ უკვე გავდივარ საქმეები მაქვს.დანიელმა მიმავალ მამუკას თვალი გააყოლა და მის მაგიდასთან ერთ მამაკაცს შორიდან ჩახედა თვალებში და იმ თვალებში შორიდანვე დაინახა ყინული,დაინახა მოსალოდნელი საფრთხე და თვალი აარიდა არა სასიამოვნო პიროვნებას ანინას დაემშვიდობა და წავიდა,მანქანასთან მისულს ტელეფონზე შეტყობინება მიიღო. -,,არ გინდა და არც გირჩევ მას დაუპირისპირდე,ხალხს ეშინია მისი ძმა მერიაში ყავს და ძმიშვილი პოლიციაში თავად მოსამართლე არის ვერაფერს გახდები მასთან დანიელ''. დანიელმა იგრძნო შიში და პირველად შეეშინდა ასე მკაფიოდ ანინასი. -,,ვიცი მამუკა მათ ფულით აქვთ ძალაუფლება და არა ცოდნით''.დანიელი ვეღარ წავიდა უკან დაბრუნდა და ანინას თვალებში ჩახედა შემდეგ რაღაც უთხრა მშვიდად,მაგრამ ანინა ანერვიულდა და ორივემ ერთად დატოვა დარბაზი,ანინამ კი გაოცებულმა შეხედა დანიელს და უთხრა. -რა მოხდა,ასე ჩქარა რატომ დაბრუნდი. -ის საშიში პიროვნება შენზეა ჩაციკლული... -ეს როგორ,შენ საიდან იცი... -ვიცი,ის ისეთი საშიშია ანგრევს ადამიანებს საყვარელო. -გინდა მითხრა ჩემს სამსახურს თავი დავანებო იმ არა კაცების გამო? -არა,ამას არასოდეს გეტყვი და არც გამოგკეტავ სახლში მე არ ვეკუთნი ამ კეტეგორიის მამაკაცებს, არ ვარ ასეთი ადამიანი და ეს შენც იცი,მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაც ცუდი მოხდება,ამიტომ ვცდილობ რაც შეიძლება მათგან შორს იყო შენ ნუ გამოჩნდები მათთან თუ ისევ მოვლიან. -კარგი,მეც არ მინდა ისეთი მოხდეს რომ მის პირდაპირ აღმოვჩნდე. -მაშინ წავედით აღარ მივდივარ კლინიკაში საღამოს ბიჭები მოვლიან და გეგიც იქნება. -რა ხდება გეგისთან და ნაირასთან იცი რამე? -წავიდა და წავიდეს,გეგი ძალიან პრინციპიანი პიროვნებაა რადგან თქვა მან რომ უნდა წავიდეო დაე წავიდეს მან ვერ დააფასა ვერც გეგი და ვერც მისი სიყვარული,ზოგიერთი ქალი ანინა ძალიან თხელი ჭკუის არის ეძებს იმაზე მეტს რაც აქვს,მაგრამ ვერ ხვდება რომ რაც აქვს ბოლოს იმასაც კარგავს. -რომელი საათია თებეც წავიყვანოთ... -მოვაგვარე უკვე,შენი ქმარი ყველაფერს ასწრებს.სიცილით თქვა და ანინას შეხედა,ანინა კი უყურებდა მას და ფიქრობდა. -,,როგორ მეშინოდა და როგორი ბედნიერი ვარ''. დანიელი გადავიდა და თებეს თავად მიაკითხა,რამდენიმე მასწავლებელმა კი ვნებიანი მზერა გააყოლა,მაგრამ დანიელი თებეს უსმენდა და იცინოდა. -მამიკო გუშინ მაწყენინა და დღეს კი ყვავილები მომართვა და ბოდიში მომიხადა''. -ოოო, მარტივი არ არის ბოდიშის მოხდა გამოდის იგრძნო რომ დამნაშავე იყო. -დედას არ უთხრა კარგი? -კარგი არ ვეტყვი,მაგრამ დამპირდი რომ ყველაფერს მეტყვი. -გპირდები,ყველა ჩემს საიდუმლოს შენ გაგანდობ მამიკო.თებე დანიელს მოეხვია დანიელმაც ორივე ხელებით აწია გულში ჩაიკრა და უთხრა. -როგორ გამიმართლა რომ შენ მყავხარ... -მადლობა დედას რომ გამაჩინა,ასეა? -ასეა,მაგრამ მამიკოს არ ეკუთნის მადლობა? -მაშინ ორივეს მადლობა....ანინა უყურებდა ორივე მამა-შვილს და თავადაც ეღიმებოდა მათ სიცილზე. -რა მხიარული სახეები გაქვთ არ მეტყვით რაზე იცინით? -შენი შვილი კარატისტია,თავისი ჯგუფელი ცემა... -თებე.....ანინა გაოცებული უყურებდა თებეს და თებემ მამას შეხედა, დანიელმა კი სარკეში გახედა და თვალი ჩაუკრა. -დედა ზოგჯერ ასეც საჭიროა.... -რომ არავინ დაჩაგროს მე ვეთანხმები თებეს. -ორივე ერთნაირები ხართ... -კი გეთანხმები რადგან ჩემი შვილია. ასე სიცილში მივიდნენ სახლში და დანიელმა თებეს შეხედა. -ხელები დაიბანე და იმეცადინე, რადგან მერე სტუმრები მოვლიან და შეგეზარება სამეცადინოდ დაჯდომა დედა კი სადილს მოამზადებს. -რა გავაკეთო....მაცივარი გამოაღო ანინამ და მის უკან დადგა დანიელიც. -რაც გინდა და რამე ნორმალური,მშია. -ჰოდა ვფიქრობ უცებ რა გავაკეთო...კარზე ზარი იყო და დანიელი წავიდა კარის გასაღებად,ანინამ თევზი გამოიღო რომელიც დილით გამოიღო საყინულიდან და უკვე გამღვალი იყო ამიტომ მას ფერადი ბულგარული პიმპილა მიუწყო გვერდით ნიორიც არ დაავიწყდა და ღუმელში შედო რამდენიმე წუთში სახლი სასიამოვნო სურნელით აივსო და ვახომ თქვა. -თევზი გვაქვს დღეს? ანინამ შეხედა და უთხრა. -არ მითხრა რომ თევზს არ მიირთმევ,მაგრამ დღეს უნდა მიირთვა რადგან ხორცი გაყინულია. დანიელმა თვალი ჩაუკრა ვახოს და უთხრა. -რომ მოგკლას დღეს ხმა არ ამოიღო ერთი საათი იდგა მაცივრის კართან და არჩევდა რა გავაკეთო რით ვასიამოვნო ბიჭებიო,ამიტომ ჩუმად დახარე თავი და კარგად დააკვირდი ძვალი არ ჩაგყვეს.ვახო იცინოდა და ანინასთან გავიდა სამზარეულოში,ანინამ შეხედა და უთხრა. -მამოწმებ თუ რატომ მომაკითხე,კარგად ვარ და მალე მაგიდას გავაწყობ. -რატომ გაქვთ ორივეს მწარე ენა ვინ გითხრათ რომ თევზს არ მივირთმევ,სასიამოვნო სურნელია და შემახედე როგორ აკეთებ. -დადექი ღუმელთან და უყურე.... -ხო,ხო,ხო,ისეთი გაწყობილი აქვს ჟარონა გეფიცები შეგენანება ხელის ხლება,კიდევ ბევრი უნდა ანინა. -დაყენებულია საათი და თავად გაითიშება.ანინამ სალათაც გააკეთა,ფორთოხალიც დაწურა და მაგიდაც გააწყო კარზე კი ზარიც დაირეკა. -გეგი მოვიდა.თქვა დანიელმა და კარი გააღო,გეგი შემოვიდა ხელში ლუდის რამდენიმე ბოთლი ეჭირა და დანიელმა ხელით ანიშნა აქეთ მოდიო ვახო უკვე მაგიდასთან იჯდა და მათ ელოდა,კარგად ისადილა ყველამ დანიელმა ჯერ თებეს დაურჩია თევზი და შემდეგ მიხედა თავის თავს. -დედა მე გავალ.... -უკვე დაასრულე? -კი და აღარ მინდა. -ფორთოხლის წვენი დალიე ბოლომდე და წადი.დანიელმა შეხედა გეგის და ვეღარ მოითმინა მისი უხასიათობა და გაბრაზებულმა უთხრა. -რა სახე ჩამოგტირის თუ ვერ ეგუები და გიჭირს მის გარეშე დაურეკე. -დაუვრეკო და შევხვდე? -დაურეკე და შეხვდი,რა არ შეხვდები? -შევხვდები და ვნახავ კიდეც,მაგრამ როგორ გაგრძელდება ეს არ ვიცი.გეგის მართლა გაუჭირდა ნარინას გარეშე,ნარინა კი უკვე ახალი თაყვანისმცემლის მისამართს იწერდა. -იცი სადაც უნდა მოხვიდე. -მე საიდან უნდა ვიცოდე თქვენ სად ხართ. -ნაცნობი სასტუმრო და ნაცნობი რესტორანი... -ეს როგორ გავიგო,ეს არ არის მისამართი. -ეს არის მისამართი სადაც გუშინ და ამ რამდენიმე დღის წინ იყავი ჩემო გოგო.ტელეფონი გაითიშა და ნარინა კიდევ ტელეფონით ხელში იდგა. -უცნაური ხალხი არ დაილია.შემდეგ დაჯდა და ფიქრობდა,ცრემლიც მოერია და სარკესთან მივიდა თავის თავს უყურებდა და ტირილით თქვა. -,,რას აკეთებ,რას აკეთებ, რად იქეცი.საუკეთესო ადამიანი დატოვე და ეძებ მამაკაცს,მაგრამ ვერ იპოვე ოდნავ მაინც რომ გავდეს გეგის და დროა გონს მოხვიდე, რადგან გეგი სულ სხვაა ის ერთადერთია''. შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და უთხრა. -გადაწყვეტილება მივიღე... -რა გადაწყვეტილება,ქვეყნიდან მიდიხარ? -არა, არსად წასვლას არ ვაპირებ გეგის უნდა დავურეკო. -მართლა დაურეკავ? -არა ვერ დავურეკავ და მივწერ, უფრო გამიადვილდება. -კარგი თუნდაც მიწერე და სთხოვე შეხვედრა,ვნახოთ გიპასუხებს? -შემხვდება? -ვნახოთ,მეც ეს მაინტერესებს. -არ შემხვდება რადგან ის ძალიან თავმოყვარე ბიჭი არის. -თავმოყვარე მამაკაცი არ შეგხვდება სწორად მსჯელობ. -მაინც მივწერ.თქვა და შეტყობინება გააგზავნა. -,,გამარჯობა ვიცი რომ გაბრაზებული ხარ,მინდა შვხვდეთ და დავილაპარაკოთ''. -ნახა,რა საინტერესოა მოგწერს პასუხს? ნარინა ნერვიულობდა,დანიელმა კი ვახოს თვალი ჩაუკრა და თქვა. -გეგი გაიარე ვინმეს იპოვი... -არავითარ შემთხვევაში,ქალებისკენ გახედვაც არ მინდა. -კარგი რა ყველა ერთნაირი ხომ არ არის. -დასერიოზულდი დანიელ.თქვა და ტელეფონს დახედა,შემდეგ დანიელს შეხედა მერე ისევ ტელეფონს და თქვა. -შეხვედრა უნდა.... -შეხვედრა,შეხვდები? -შევხვდები ეს უკვე გითხარი... -არ მიწერო ახლავეს პასუხი,დააგვიანე.გეგი დაფიქრებული იჯდა თითქოს რეალობას მოწყვეტილი და უეცრად თქვა. -რა ლამაზია....ვახომ და დანიელმა ერთმანეთს შეხედეს და დანიელმა თქვა. -ერთი წელია არ გინახავს და ალბად უშენობას განიცდის,წონაშიდაც დაიკლო ნერვიულობით და უფრო გალამაზდებოდა რა თქმა უნდა...გეგიმ შეხედა და უთხრა. -რას ბოდავ,მანქანაზე ვამბობ ლამაზიათქო გადავწყვიტე ვიყიდო დროა მანქანა გამოვცვალო. ვახო და დანიელი ერთმანეთს უყურებდა და მერე სამივემ გულიანად იცინა. -ვერ ხართ თქვენ გონზე.თქვა გეგიმ და თავადაც გაცინებულმა უპასუხა შეტყობინებას. -შეგხვდები,მომწერე სად გინდა შეხვედრა სახლის გარდა. რამდენიმე წუთში მისამართიც მიიღო და ფეხზე წამოდგა. -ჩვენ რა გავაკეთოთ დავურეკოთ სხვებს? -ნუ ბოდავთ,შევხვდები რა უნდა გავიგებ და დავბრუნდები. გეგი წავიდა,ვახომ შეხედა დანიელს და დანიელმა უთხრა. -წავედით,გავყვეთ ეს გვეღადავება არ მიდის მასთან. -წავედით.ფეხზე წამოდგა ორივე და დიდი სისწრაფით ჩაიარეს კიბეები,ანინამ სიცილით გააცილა ორივე გეგი უკვე გზაზე იყო გასული ვახომ უკან რომ გაყვა,მაგრამ გეგიმ შეამჩნია მეგობრები და ჩაეცინა. -ორი იდიოტი უკან გამომყვა. თქვა და არ შეიმჩნია მისამართზე მისული მანქანა დააყენა და ნარინა უკვე მისული დახვდა თითქოს გამხდარი,მაგრამ დანიელის თქმით დამშვენებულიც იყო. ნარინა ფეხზე წამოდგა და გეგისკენ გაიწია,მაგრამ გეგიმ აგრძნობინა რომ კოცნა არ იყო საჭირო და მკაცრად უთხრა. -შეხვედრა გინდოდა და არ გაგაწბილე შეგხვდი თუმცა ალბად ისიც იფიქრე შენს გამო თავმოყვარეობა დავკარგე და მოვედი რადგან მომენატრე,არა ნარინა იმ ორ წელს ვეცი პატივი როცა ერთად ვიყავით,ახლა კი გისმენ. -მინდა პატიება გთხოვო.... -ვინმემ დაგავალა ეს ადამიანი მჭირდება თავისი ინფორმაციებითო თუ გულით ითხოვ პატიებას. -არა,არავის დაუვალებია მე გთხოვ პატიებას,რადგან ვიცი რომ დიდი შეცდომა დავუშვი. -კარგია შენს სიამაყეს რომ გადააბიჯე და პატიება ითხოვე,მაგრამ მე იმ დღესვე გაპატიე და იცი რატომ? მეც მივხვდი რომ ჩემი ადგილი შენს გვერდით შეცდომით დავიკავე,შენ ჩემი შეცდომა იყავი ნარინა. -გეგი.... -გაპატიე ნარინა რომ მშვიდად იყო.... -სხვა გყავს? -გგონია რომ მხოლოდ შენს გარშემო ტრიალებდა ჩემი ცხოვრება? -ასე ადვილად გაიარა სიყვარულმა? -შენმა სიტყვებმა რომ შენთვის მე საკმარისად კარგი არ ვიყავცი,რომ მოსაწყენი იყო ყველა დღე შენთვის ჩემთან ერთად,რომ მოგწყინდა ჩემგან მზრუნველობა რთული მოსასმენი იყო და ახლა რატომ დაბრუნდი რამე დაგრჩა კიდევ სათქმელი? -მინდა ისევ ერთი ოჯახი ვიყოთ... -ვერ იპოვე მამაკაცი ვინც ჩემზე უკეთესი იყო? -გეგი თუ გულწრფელად მაპატიე გთხოვ დაივიწყე და ბედნიერები ვიქნებით. -ბედნიერები ვიქნებით,მაგრამ არა ერთად ცალ-ცალკე. -გთხოვ გეგი.... -ყავაზე დაგპატიჟე მეტ დროს ვერ დაგითმობ,რადგან დრო ამოიწურა მე ვმუშაობ ახლაც გვიან ღამემდე რაც შენ ძალიან არ მოგწონდა და კიდევ მე არ ვარ ის ადამიანი გუშინ ერთად ვიყავით დღეს წახვიდე და ხვალ დაბრუნდე რადგან უკეთესი ვერ იპოვე.ნარინა მე არ ვარ სათადარიგო ნაწილი მე ადამიანი ვარ მამაკაცი ვისაც ჩემი ღირებულებები და ღირსებები გამაჩნია,რადგან შენს გვერდით არ ვიყავი შენი შესაფერისი ნუ მისტირი წარსულს რადგან წარსულის დრო აღარ განმეორდება,აღარ დაბრუნდება რაც იყო დასრულდა. იმედია იპოვი იმას ვისაც ეძებ,მშვიდობით და თავს გაუფრთხილდი. -არ წახვიდე,გთხოვ.... -მე ეს ერთი წელი უშენოდ ცხოვრებას მოვანდომე და როგორც იქნა შევძელი,უშენობა ვისწავლე და მივეჩვიე კიდეც.თქვა და წავიდა,ვახომ და დანიელმა ერთმანეთს შეხედეს თუმცა გეგი მათთან მივიდა და თქვა. -რა გითხრათ,ორი იდიოტი რომ ხართ ამას დამტკიცება აღარ ჭირდება და რა იფიქრეთ ხელს გადავხვევდი და აქედან ისე გავიდოდი?გეგი მეგობრებთან ერთად გავიდა,ნარინას დარჩა გატეხილი და თავისივე ხელით დამსხვრეული გული ტყუილებით და საიდუმლოებებით დამძიმებული,იმ დღეს საბოლოოდ დაინგრა მისი ბედნიერი ცხოვრება და მისი ოცნებები რომ გეგისთან ისევ შეძლებდა დაბრუნებას,მაგრამ გეგიმ აღარ დააბრუნა მის ცხოვრებაში ქალი ვინც ერთხელ უკვე უარყო.დარდით სავსე იხეტიალა ქუჩებში და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე,მოულოდნელად მისი სახელი გაიგონა და ადგილზე გაშეშდა. -ნარინა.....იდგა ერთ ადგილზე და ნელა ნელა შებრუნდა მის წინ მდგარ ხელჯოხზე დაყრდნობილ თმაჭაღარა მამაკაცს შეხედა რომელიც მძიმე ტყავის ქურთუკში იყო გახვეული და ისეთი მზერით უყურებდა ოდესღაც რეციდივისტებსაც რომ აკარგვინებდა თავდაჯერებულობას. -ძმაო. -წელიწადზე მეტია არ მოსულხარ,ტელეფონის ნომერი გამოცვალე და რატომ,რა მოხდა შენსა და გეგის შორის. -დროებით ცალ ცალკე ვცხოვრობთ ეს თავად გადავწყვიტე.უყურებდა ნარინა ძმას და არ მოეწონა მისი ფერწასული სახე,შემდეგ მის ხელჯოხს შეხედა და ხმის კანკალით უთხრა. -ფეხზე რა მოგივიდა,დაეცი? -არა,მესროლეს... -გესროლეს და ვინ გესროლა,იპოვეთ? -გეგიმ იპოვა და უკვე სასჯელიც მიიღო....აქ უნდა ვიდგეთ სახლში არ წამოხვალ? -არა,შეხვედრა მაქვს სამსახურის თაობაზე და ვერ დავიგვიანებ. -ნარინა სახლში მოდი....ნარინამ თავი დახარა და ტაქსი გააჩერა,იდგა ძმა და უყურებდა მიმავალ ტაქსს სადაც მისი სულის ნაწილი იჯდა და ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია,ნარინა კი მიდიოდა და ცრემლები უსველებდა სახეს.ბიჭებმა ისევ დანიელთან მივიდნენ,ანინასთან ერთად ნუკი იჯდა და გულიანად იცინოდნენ.ანინამ და თებემ დანიელის ცხოვრებაში ბედნიერება შემოიტანა და ეს იყო მისი ცხოვრების დასაწყისი უხაროდა ოჯახური სითბო, მაგრამ მოხუცზე ფიქრობდა ვინც თებეა გადაარჩინა და მისგან ზარს ყოველთვის ელოდებოდა რადგან იცოდა უყვარდა თებე და მისი ამბები აინტერესებდა,ნუკიმ შეხედა დანიელს და უთხრა. -იცი როგორი გაბრაზებული ვიყავი შენზე.... -რატომ რა გავაფუჭე.... -უფრო სწორად ვბრაზობდი იმ არაადამიანზე ვინც თებეს მამა იყო....დანიელი წყალს სვამდა და უეცრად ხველა აუტყდა, შემდეგ სული მოითქვა ნუკის შეხედა და გულიანად გაიცინა რაზედაც ნუკიც აყვა... -მე კი ანინაზე და ჩემს თავზე ვბრაზობდი ნუკი... -ანინაზე რატომ.... -არც სახელი ვიცოდი არც ტელეფონის ნომერი და საერთოდ არაფერი ვიცოდი ქალზე ვინც თავდავიწყებით შემიყვარდა. -ბედმა დაგინდოთ ორივე....თქვა ნუკიმ და დანიელს შეხედა დანიელი გააოცა მოხუცის ზარმა იმ დროს, ტელეფონი აიღო და იცნო მოხუცის ხმა. -ექიმო უნდა მიშველო,მოვიდნენ მათ ჩემი განადგურება უნდათ.... -სად ხარ,სად მოვიდე.ფეხზე დადგა დანიელი და მისი ხმა დაძაბული იყო,შემდეგ ბიჭებს გადახედა და თქვა. -უნდა წავიდე მას დახმარება ჭირდება,ნუკი აქ იყავი.ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და წავიდა,უკან გაყვა გეგიც და ვახო ტელეფონზე ლაპარაკობდა და ანინამ ბოლო სიტყვები გარკვევით გაიგონა. -ეს ის მოხუცია თებე რომ გადაარჩინა ათულ. -მისამართი დანიელს აქვს ჩაგიგდებს...კარი დაიხურა და სიჩუმე დადგა,ანინა სივრცეში ერთ წერტილს უყურებდა და შემდეგ ხმის კანკალით თქვა. -ჩემი გამოჩენით დანიელს პრობლემები შევუქმენი,არ მინდა რამე შარში გაეხვეს ჩემს გამო რომელიმე. -რას ამბობ ანინა დანიელი თებეს მამა არის და ვალდებულია დაიცვას შვილი,დაგიცვას შენ და თავისი ღირსება. -ვალდებული არის,მაგრამ.... -რა მაგრამ რას ფიქრობ,დამშვიდდი დანიელი ყველაფერს მოაგვარებს.დანიელი დაძაბული მიდიოდა გამოგზავნილ მისამართზე,მოხუცი კი აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა და ის არ გავდა დაუძლურებულ ქუჩაში მცხოვრებ მოხუცს,მის თვალებში რაღაც იდუმალი იყო. -ჰეი მოხუცო,შეჩერდი.....თითქმის შეჩერდა და ტელეფონი ამოიღო მოასწრო დარეკვა თან ჩაილაპარაკა. -მომაგნეს.ტელეფონი შეინახა და მის წინ ძლიერი კუნთმაგარი მამაკაცი იდგა და მოხუცის სიჩუმე მისი გამოხედვა ტყესაც კი აკრთობდა,თომა იდგა და მისი დანაოჭებული სახე დაძაბული იყო დაღლილობით,მარტოობით და ყოველდღიური მოსალოდნელი შიშით. -წლებია იმალები და ჩვენგან გაქცევას ცდილობ... -მაგრამ გიპოვეთ მოხუცო და ახლა ღმერთიც კი ვერ გიშველის.თომა ერთმა მათგანმა შებოჭა და მუხლებზე დააყენა,არაფერს ამბობდა ნაღვლიანი თვალებით სივრცეში უყურებდა ერთ ამოჩემებულ წერტილს და ფიქრობდა... -,,როგორ მიპოვეს ამ შუაგულ ტყეში''.წლებია ამ მყუდრო ადგილზე მშვიდად რომ არის, მან ხომ ყველაფერი დატოვა შვილის სიკვდილის შემდეგ და თავი ტყეს შეაფარა. -ხელი გაუშვით....უცნობები გაშეშდნენ მოხუცის დაცინვა შეწყვიტეს და ხელიც შეუშვეს, ახალგაზრდა რომელიც მათ მიუახლოვდა პირველად მოხუცი ფეხზე წამოაყენა და შემდეგ მათ ჩახედა სათითაოდ თვალებში. -თქვენ სიმართლე დღემდე არ იცით.... -რა სიმართლე... -პაპამ თქვენს შორის მოღალატის მიტანილი ენით დატოვა მისი სახლი და კარგად იცით როდის იყო ეს საშინელი დღე როცა ერთადერთი შვილი მიწას მიაბარა,მან არ გასცა ის საიდუმლო რაც იცოდა და იცით რა იყო ეს საიდუმლო რას ავალებდნენ მას? ის ბაზა უნდა აეფეთქებინა სადაც თქვენ იყავით,თქვენი განადგურება დაავალეს... -მე ტყუილი ვთქვი თქვენს დასაცავად,თქვენ კი სულ სხვაგვარად გითხრეს თუმცა იმ დღეს საკუთარი შვილი დავკარგე თქვენ კი გადაგარჩინეთ. -გამოდის თქვენ გადაგვარჩინეთ... -დიახ მიზეზი თქვენ რომ ცოცხლები ხართ დღეს ესაა დამნაშავე კი სხვაგან ეძებეთ ისევ თქვენში და ვფიქრობ კარგად იცით სადაც, თომა პაპა კი უდანაშაულო არის და თქვენ კი სამუდამოდ ვალში ხართ მასთან.ერთ ერთი მათგანი უყურებდა მათ და უეცრად რამდენიმე ნაბიჯში გაჩნდა მათთან რომელსაც არ დაფიქრდა მოსულმა და ძლიერი დარტყმასაც არ დაზარდა,ძირს დაცა და მეორეს მიუბრუნდა ჩექმის ყელიდან ამოღებული დანა ესროლა და დაჭრა,ორმა მათგანმა დაჭრილი მეგობარი წაიყვანეს და წავიდნენ,მოხუცმა ღიმილით შეხედა მის წინ მდგარ გაბრაზებულ სახეს და ღიმილით უთხრა. -საიდან გაჩნდი აქ ველურო.უღიმოდა სახე მოხუცს მან კი მოხუცს მიუბრუნდა და უთხრა. -ადამიანური ცხოვრება დაივიწყ როდემდე გინდა ამ ქოხში რომ იყო,შენი საქმე ვის ჩაანდე ან იპოვე ვისაც ეძებდი? -ვიპოვე მკვლელი და მალე მოვა ის ვინც დამეხმარება მის დაკავებაში.... -გამოდის უნდა წავიდე აქ არ უნდა დავხვდე. -არ გინდა გაიცნო ვისაც ველოდები? -არ ღირს პაპა არ მინდა ვინმესთან საერთო მქონდეს. -გაიცანი,მოუსმინე,დააკვირდი და თავად მიხვდები თუ ღირს გაიგოს შენი ვინაობა გაიგებს თუ ვინ ხარ შენ. -აქ რატომ ხარ, რომ არ მოვსულიყავი... -ყოველ დღე ამ დროს ამ ადგილზე მოვდივარ ახლაც მოვედი და მოულოდნელი იყო მათი გამოჩენა ფიქრობდნენ შემაშინებდნენ,მაგრამ თავად წავიდნენ შეშინებულები.მოულოდმელად ხმელი ფოთლების შრიალი გაიგონეს ვიღაც მათ დიდი სიფრთხილით უახლოვდებოდა არცერთი არ ელოდა ასეთ დახვედრას და გაოცებულები დარჩნენ,უცნობმა გეგის შეეფეთა წინ და ხელი ამოუტრიალა გეგიმ კი ჩურჩულით უთხრა. -სიცოცხლეს ნუ ეთამაშენბი ვინც ხარ...უცნობმა ხელი ოდნავ შეუშვა გეგის და ამჯერად გეგიმ მისთვის უცნობი იქვე დიდ ხეზე გააკრა ჯერ მის ხელებს დააკვირდა ძალიან მოვლილი და ძლიერი ხელები ვერ აღიქვა მამაკაცის ხელებად შემდეგ შეამჩნია მკერდი ჰქონდა და ჩაეცინა, მიხვდა რომ ქალთან ჰქონდა დაპირისპირება,მაგრამ არაფერი თქვა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ვერ გათვალე რომ საიდუმლო ილეთი სხვამაც იცოდეს.თვალი ჩაუკრა და ხელი შეუშვა გოგონას,დანიელმა კი მოხუცს შეხედა და უთხრა. -დავაგვიანეთ.... -ჩემმა გოგომ გაანეიტრალა და ისინი შიშისგან გაიქცნენ... -გოგომ?.... -გაიცანით ექიმო კლარა ყოფილი პოლიციელი,იურისტი,დეტექტივი ყველაფერი ერთად, მაგრამ ამჯერად უმუშევარი. -აქ როგორ მოხვდა ან თქვენ საიდან გიცნობთ....მოხუცი დანიელს უყურებდა,კლარამ გეგის შეუბღვირა და მოხუცის გვერდით ნახა ადგილი დანიელს კი შეხედა და თქვა. -4 წლის ვიყავი როცა დედინაცვალმა სიბნელეში ჩამკეტა მას შემდეგ სიბნელეს თვალი შევაჩვიე და ვისწავლე სიბნელეში საგნების გარჩევა,პაპამ მიპოვა ჩაკეტილი და გამომიყვანა თუმცა დედინაცვალმა ორივე გარეთ მოგვისროლა.... -დიდი ისტორიაა ექიმო... -კარგი ბუნება,სიმშვიდე და ჩვენც მოგისმენთ...მოხუცმა თავი დახარა და თქვა. -პატარა კლარა ხელში მეჭირა და ჩემი სახლიდან მე ქურდივით გამოვედი,ექიმო იმ სახლში სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე სწორედ იმ ღამემ დაასრულა ჩემი ადამიანური ცხოვრება.ზაფხული იყო და არ გამჭირვებია აქ ქოხის დადგმა ვიყიდე პირველადი ნივთები და აქ ვცხოვრობთ კლარაც აქ გავზარდე აქ ვავარჯიშებდი და შეისწავლა ჩხუბის ყველა ილეთი სადაც არ უნდა წასულიყო მისი არ მეშინოდა თავს ყველგან დაიცავდა. და მართლაც, სკოლა დაამთავრა და პოლიციის სკოლაში მოეწყო შემდეგ კი აიჩემა სამშობლო უნდა დავიცვაო და მოხალისედ წავიდა დრო და დრო მოდის და მნახულობს დღეს კი გაუფრთხილებლად მოვიდა,რომ დაერეკა იცოდა სადაც დავხვდებოდი... -სად დახვდებოდით,ძალიან დიდ საიდუმლოს მალავთ მოხუცო. -სასტუმროში სადაც მისი სავარძელი დღეს ცარიელია... -დანიელ შვილო ღირსება გარეგნობის შენარჩუნებაში კი არა საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების დაცვაშია. -მე კი თქვენზე ვნერვიულობდი როგორ არის სად არის და თქვენს ზარს ველოდი რომ ჩემი შვილის გადარჩენისთვის..... -შვილის, ლელა.... -დიახ ლელა ანუ ახლა თებე ჩემი შვილი არის მოხუცო.დანიელმა მოკლედ მოუყვა ისტორია როგორც იყო მოხუცს და ისიც ყურადღებით უსმენდა,შემდეგ გეგის შეხედა და თქვა. -ეს წლები გადამცმული ფორმით დავდიოდი და იცით რატომ ჩემი შვილის მკვლელის სახე რომ ახლოდან დამენახა,შვილი მომიკლეს და რატომ მან სასტუმროში არ შეუშვა უცხოელები რომლებსაც ჰქონდათ ნარკოტიკი,ასევე უგზო უკვლოდ დაიკარგა ჩემი ქალიშვილი წლების წინ და მის ადგილს ვერ მივაკვლიე,თუმცა როდემდე ვიმალო დაახლოებით ვიცი მკვლელის ვინაობა და გამომძიებელო უნდა მიხედო ამ საქმეს თან გეტყვი რომ ჩემი ორივე შვილის გაქრობაში დიდი ადამიანი ურევია მოვა დრო და გეტყვი ვინც არის. ყველას სათითაოდ გადახედა და ფეხზე დადგა წელში გასწორდა. -გამოდის პატარას მე აღარ ვჭირდები,სიტყვა სიტყვაა ვთქვი როცა საჭირო აღარ ვიქნები მეც დავუბრუნდები ადამიანურ ცხოვრებას და კლარა შვილო დრო მოვიდა. -მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე და ეს ქოხი? -ეს ქოხი....თქვა მოხუცმა და ქოხს თვალი შეავლო. -ეს ქოხი აქ იქნება თუ ოდესმე განტვირთვა მოგინდებათ გასაღები აქ იქნება და ისევ აქ დატოვებთ. -წავიდეთ ბიჭებო? -წავიდეთ, ჩვენც საჭირო აღარ ვართ... -საჭირო ხართ,აქედან ყველა ჩემს რესტორანში წამოხვალთ,კლარა მანქანა მოიყვანე შვილო. რამდენიმე წუთში ქოხიდან გამოვიდა მოხუცი კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი და ყველა გაოცებული უყურებდა,შემდეგ კი როგორც მან თქვა ყველა ერთად წავიდა რესტორანში ის ღამე ყველამ მხიარულად გაატარა მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ვისაც მოხუცის გაქრობა უნდოდა რადგან მოხუცმა გაიგონა მისი სახელი რომ ის იყო მოწმე იმ კოშმარულ ღამის. დანიელი დაფიქრებული დაბრუნდა სახლში და კარი გააღო თუ არა მისი საყვარელი შოკოლადის ბლინების სურნელი შეიგრძნო,გაიღიმა და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა ნუკი ისევ იქ დახვდა და ორივე დანიელს უყურებდა,მაგრამ დანიელი ნუკის უყურებდა. -რომელი საათია ისევ აქ დამხვდი,შენ რა გზა დაგავიწყდა უკან როგორ უნდა დაბრუნდე?ნუკის გაეცინა და ანინას შეხედა. -კითხე შენს ქმარს თავი წესრიგში აქვს თუ თავი რამეს მიარტყა.ანინა იცინოდა,დანიელმა გოგოებს ყველაფერი მოუყვა და ისინი გაოცებული უსმენდნენ,ნუკიმ შეხედა და ფრთხილად უთხრა. -ისიც იყო,მოვიდა? -შენ როგორ ფიქრობ... -მოვიდოდა,ის ხომ მეგობრების გამო სიცოცხლეს დათმობს. -შენს გამოც დათმობს სიცოცხლეს ეს შენ არ გინდა გაიგო,მეტიჩარა ხარ. -დანიელ.... -ნუკი გაჩუმდი, შენ კი ანინა მშია რა გვაქვს? ანინამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -რესტორნიდან მოვდივარო ხომ თქვი... -რესტორნიდან მოვდივარ,მაგრამ შენს სახლში რომ მიირთმევ ეს სულ სხვაა. -კარგი ახლავეს... -გაუმაძღარი ხარ სულ როგორ გშია დანიელ.... -ნუკი მე ჯერ კიდევ ვიზრდები და მალე მშივდება.სამივე იცინოდა,დანიელი და ნუკი სალონში დასხდნენ ანინა კი სამზარეულოში იყო და რამდენიმე წუთში ისეთი სურნელი გამოვიდა სამზარეულოდან ნუკი და დანიელი ერთმანეთს უყურებდა,შემდეგ ორივემ ჩუმად შევიდა სამზარეულოში და ანინა ღიღინით ამზადებდა გრილზე ხორცს თან პურის ნაჭრებიც დააწყო,შემდეგ კარტოფილით შემოაწყო გარშემო არც ფერადი წიწაკები დავიწყებია და ყველას ერთად ლიმონი დააშეშხა და ისეთი სურნელი გამოუშვა დანიელს ლამის გული შეუწუხდა და ნუკის უჩურჩულა. -ლამის უმად შევჭამო ის რაც დააწყო,ნუკი ცუდად ვარ....ანინამ კი მწვანილი გამოიღო მაცივრიდან დარეცხილი ცხრილზე დააწყო ერთი ბოლოკი აიღო ჯერ უყურა მერე გემრიელად ჩაკბიჩა და დანიელმა გაოცებულმა შეხედა. -ასე გემრიელად რატომ ჭამს რამე იცი რაც მე არ ვიცი? -დანიელ არაფერი არ ვიცი ახლა მხოლოდ ის ვიცი როდის დავაგემოვნებ გრილზე შამწვარ ხორცს. -ვაიმე...იყვირა უცებ ანინამ და გულზე ხელი მიიდო, იქვე მდგარ დანიელს და ნუკის გაბრაზებულმა შეხედა. -რას დამდგარხართ და მითვალთვალებთ შეგეშინდათ მარტო არ მივირთვა? -ანინა კიდევ ბევრი ჭირდება? -შემოდით....დანიელი აკვირდებოდა ანინას ანმინამ კი ნუკის მიუბრუნდა... -გგონია სტუმარი ხარ თეფშები გამოიღე კარადიდან.ნუკიმ თეფშები გამოიტანა და ანინამ ცხელი ხორცი მიიტანა მაგიდაზე შემდეგ ორივეს თებშე რაღაც აართვა ნუკის კარტოფილი დანიელს წითელი წიწაკა დანიელმა სახეზე მოისვა ორივე ხელი და კიდევ რომ უნდა აერთვა წიწაკა დანიელმა ხელი დაუჭირა თვალებში ჩახედა და უთხრა. -მე თუ მიდევს ჩემს თეფშზე ჩემია შენ შენს თეფშს შეხედე,იცოდე გაკვირდები. -მაკვირდები რა ლუკმებს მითვლი? -რას ამბობ ღმერთმა დამიფაროს,უბრალოდ შენს თეფშს მიხედე.უთხრა და თვალი ჩაუკრა და გემრიელად ჩაკბიჩა ხორცის ნაჭერი,ანინას მადა წაუხდა უნდოდა ამდგარიყო და გასულიყო,მაგრამ გულის ბრაზს მოერია და ჯერ ნელა ნელა დაიწყო შემდეგ კი მწვანილიც კი მარტო მან მიირთვა.დანიელმა წარბი მაღლა ასწია და ნუკის გადახედა ნუკი კი ხმას არ იღებდა მხოლოდ ფეხზე ფეხი მიარტყა,მაგრამ ფეხი ანინასი იყო და გაოცებულმა შეხედა. -რატომ მირტყამ ფეხს რას მანიშნებ.დანიელს გაეცინა და თემა უცებ შეცვალა. -ხვალ პარასკევია და თებე რომ მოვა სკოლიდან სოფელში წავიდეთ. -მე რესტორანში უნდა წავიდე ხვალ.... -მე წავალ იქ არ ინერვიულო დიდი ხანია არ ვყოფილვარ,ხვალ მოველანდები მათ.უთხრა ნუკიმ და ანინას გაუხარდა. -კარგი და მადლობა ნუკი. ნუკი კიდევ ცოტა ხნით გაჩერდა მეგობრებთან და წავიდა,ანინამ ყველაფერი მიალაგა გვიან ღამემდე წმინდავდა სამზარეულოს ფანჯრებიც დააღო და დანიელმა უთხრა. -რას აკეთენ ანინა.... -ხორცის სუნი დადგა და ცოტა გაიწმინდება..... -გამწოვი ხომ ჩართე... -კი მაგრამ მაინც... -მე ვერაფერს ვგრძნობ. თქვა და ანინას ისევ უცნაურად შეხედა,შემდეგ თავი მოიწესრიგა და თებეს დახედა საბანი გაუსწორა მძინარეს შუბლზეც აკოცა და თავადაც შევიდა საძინებელში ანინა კი შუაღამე გადასული იყო რომ მიუწვა გვერდით მიეკრა ზურგზე და მალე ჩაეძინა, დილით დანიელი ფრთხილად ადგა ყავა გაიმზადა და სკოლაში დარეკა თებე გაანთავისუფლა მაგრამ კლინიკიდან დაურეკეს გადაუდებელი არის და უნდა მოხვიდეო ანინას შეხედა და უთხრა. -მოემზადეთ და რამდენიმე საათში დავბრუნდები თებე სახლშია არ მიდის სკოლაში,მოვალ და წავიდეთ.ანინამ მოწყენილმა შეხედა დანიელმა გულზე მიიკრა და უთხრა. -მე ხომ არ დამიგეგმია გადაუდებელია და უნდა წავიდე.... -წადი ვიღაცას ჭირდები შენი პროფესიაც ეს არის.დანიელი წავიდა,ანინა დარჩა თებესთან ერთად დამძიმებულ სიჩუმეში გათბობა ისევ ჩართო და მკვეთრად გრძნობდა ჰაერში დარჩენილ დანიელის ძვირადღირებულ სუნამოს სურნელს შემდეგ თებეს შეხედა და უთხრა. -მოდი ამოცანები ამოვხსნათ და ორშაბათისთვის მზად გექნება დავალება,მამა გავაოცოთ. დედა შვილი მეცადინეობდა,ამინდი მშვიდი და ნაცრისფერი იყო,მაგრამ დანიელი არ იყო მშვიდი ის გამოძახებაზე გამოცხადდა ყველაფერი გააკეთა დაზარალებული ახალგაზრდა მამაკაცისათვის,მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო ხელი უკანკალებდა,რადგან გარდაცვლილს ცოლი და პატარა გოგონა ელოდებოდა დიდი მოლოდინით ასევე დიდი შავი თვალებით რომ უყურებდა დანიელს,დანიელი კი გაშეშდა და პირველად გაუჭირდა შეხვედრა დაღუპულის ოჯახთან ბოლოს გაბედა და თვალცრემლიან ქალს რომელიც იმედით უყურებდა მხარზე ხელი დაადო და ჩურჩულით უთხრა. -ძალიან შევეცადეთ,მაგრამ არ იყო ჩვენს ხელთ მისი სიცოცხლე... -ახლა რა იქნება ექიმო.... -ვწუხვარ...ვერ შეხედა იქვე დედის კალთას ამოფარებულ 4 წლის გოგონას და შებრუნდა, ცრემლი ვერ დამალა და კაბინეტში შესულმა გაბრაზებულმა მოიხსნა ხალათი საკიდზე დაკიდა და წავიდა,მიდიოდა და ქალის და ბავშვის ცრემლით სავსე თვალები ვერ დაივიწყა სახლში მისულს ანინა დივანზე დამჯდარი დახვდა მასთან მივიდა და ორივე ხელები შემოხვია მაგრად ჩაიხუტა გულში და გაყუჩდა. -დანიელ რა მოხდა,რა სახე გაქვს.... -ჩემი სამყარო ხართ და მხოლოდ შენ ხარ ჩემს გულში. -მეც იგივეს გეტყვი შენი სიყვარული მაცოცხლებს და ძალას მაძლევს,მაგრამ რა მოხდა. დანიელმა ღრმად ამოისუნთქა და თვალებში ჩახედა, ანინამ მიხვდა რომ რთული რამდენიმე საათი ჰქონდა დანიელს და უთხრა. -პაციენტი დაიღუპა რასაც არ ელოდი,სხვაგვარად ასეთი არ დაბრუნდებოდი დანიელ და მოდი დაისვენე. -ახლა მინდა საწრაფოდ წავიდეთ და სამი დღე სოფელში ვიქნებით იქ კი კარგად გავხდები, მთელი სამი დღე ერთად ვიქნებით მე შენ და თებე.... -შეძლებ სამი დღე კლინიკის გარეშე? -შევძლებ,შენ იქნები დღეს მძღოლი.გაუცინა და თვალი ჩაუკრა,შემდეგ თებეს გასძახა თებე კი იქვე იდგა და უყურებდა მშობლებს. -რა დროს მოდი რომ ვერ გავიგე მამიკო. -რატომ ვერ გაიგე რას აკეთებდი? -ვმეცადინეობდი... -ოოო,ეს კარგია და წავედით მზად ხართ? -შენ თუ ხარ მზად ჩვენც მზად ვართ.უთხრა დანიელს და თვალი ჩაუკრა,დანიელმა კი გაოცებულმა გააყოლა თვალი თებეს შემდეგ კი ისიც უკან გაყვა ცოლშვილს,სოფელში მოულოდნელად ჩასულებმა მშობლებიც გაახარეს მართამ მაგიდა გააწყო და თან საყვედურობდა. -უნდა დაგერეკათ და უფრო კარგად დაგხვდებოდით ან რამდენი რამ მოიტანეთ ეს რაა შვილო.შემდეგ თებეს მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა. -ამერიდან შენი იმედი მაქვს შენ დარეკე ჩუმად ბებო როცა აქეთ წამოხვალთ.თებეს გაეცინა და პირობა მისცა მართას შემდეგ კი თანატოლების სანახავად გაიქცა და საღამომდე არ შემოსულა სახლში ხან სად იყო ვის ოჯახში და ხან სად ყველგან სითბოს და სიყვარულს ღებულობდა,დაღამდა და დაღლილი დაბრუნდა სახლში მოშივებული. -არ გაგიმასპინძლდნენ სტუმარს არავინ? კითხა დანიელმა სიცილით. -მაინც მომშივდა.გემრიელად ილუკმებოდა თებე,ანინამ მიალაგა ყველაფერი და ვერანდაზე იდგა ფიქრებში იყო მართამ მხრებზე რომ მოაფარა შალის თბილი მოსასხამი. -გაცივდები შვილო.... -მადლობა რა თბილია და რა სასიამოვნოდ თბილი,ფაფუკი. -დედაჩემის ნაქსოვია,კიდევ მაქვს რამდენიმე ფერი თუ მოგწონს წაიღე შენთვის არაფერი მენანება შვილო.რძალ-დედამთილი საუბრობდა რომ უცხო მარკის ავტომობილმა ჩაიარა და ორივემ თვალი გააყოლა მართამ კი თქვა. -სამი დღეა ეს უცხო მანქანა რომ დადის და ვისთან არიან სტუმრად არ ვიცი.ანინა დაფიქრდა და მართამ გაოცებულმა შეხედა. -ანინა შვილო როცა აქ მოგიყვანა დანიელმა ღიმილით შევხვდით ერთმანეთს რადგან შენც ღიმილი შემოიტანე სიხარულთან ერთად,ახლა რომ მოდით მოგვესალმე და მის მერე სიტყვა არ გითქვამს რამე გაწუხებს ან რამე გინდა თქვა და ვერ ამბობ? -დედა მართა ცხოვრებაში გაქვს გაკეთებული ისეთი რამ რასაც ნანობთ ან გინდათ გააკეთოთ და ვერ აკეთებთ? -როცა ამ სახლში შემოვედი 16 წლის ბავშვი ვიყავი ჩემი ქმარი ჩემზე 10 წლით დიდი არის მე კი მკაცრ ოჯახში გავიზარდე და გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი ძალიან მალე გავიზარდე, წარმოიდგინე 16 წლის ბავშვი 26 წლის მამაკაცთან ეს ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ შევეჩვიე მას ნელა ნელა შემიყვარდა კიდეც 18 წლის ვიყავი დანიელი რომ გავაჩინე და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი ანინა. -როგორ.... -ჩემი ქმარი ნუ გგონია ახლა რომ შემომციცინებს სულ ასე იყო ის მექალთანე იყო,ყოველ დღე იცვლიდა ქალებს და სხვადასხვა ქალების გვერდით ხედავდნენ,ერთ დღესაც ამომივიდა ყელში მისგან უპატივცემულობა და მივედი იმ სახლში სადაც იყო ქალთან თავზე დავადექი და შევხედე როგორ ეფერებოდა სხვა ქალს იმდენად დიდი იყო სიბრაზე ჩემში შევიჭერი ოთახში და თავში ჩავარტყი იქვე დადებული წყლით სავსე გრაფინა არცერთი არ მელოდა ქალმა შემომხედა და შიშისგან გული გაუსკდა იმ ღამით თავი დავიდანაშაულე ზვიადიმ კი არ გამიმეტა ვუყვარდი განა არ ვუყვარდი,მაგრამ მისი ხასიათი ასეთი იყო და არ გამთქვა თავის თავზე აიღო თუმცა არც ის დაუკავებიათ რადგან ის შიშისგან გარდაიცვალა და რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება შევცვლიდი იმას რომ საერთოდ არ მივიტანდი გულთან მის უსაქციელობას და მის გზაზე გავუშვებდი მე კი ჩემს შვილს გავზრდიდი და მამაკაცისაკენ საერთოდ არ გავიხედავდი. -ამ დიდ ტვირთს ატარებთ წლებია,დანიელმა იცის? -არა,არც არასოდეს მითქვია არ ჩავთვალე საჭიროდ მამამისის უმსგავსო საქციელის შესახებ სცოდნოდა და შეძულებოდა მამა, მინდოდა წასვლა მაგრამ ზვიადიმ არ გამიშვა თუმცა შეიცვალა და მას შემდეგ სხვა ქლისკენ არ გაუხედია,შეგიძლია მენდო შვილო და შენი სათქმელი თავისუფლად მიხარია. -ვფიქრობ დანიელი რომ არ დაბრუნებულიყო და თებე მას არ ეპოვა ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა,მაგრამ დაბრუნდა და დამიბრუნა ღიმილიც და გამხადა ბედნიერი. -ახლა მნიშვნელოვანი ის არის რომ ერთად ხართ და ისევ გიყვართ ერთმანეთი,ანინა ცხოვრება შეცდომების გარეშე არ არის შვილო,შეცდომას გაშვებინებს შენში აფეთქებული აზრები და შესაძლებელია ამ შენმა შეცდომამ წლების შემდეგ სწორ გზაზე გაგიყვანოს და შენს თუმდაც ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა ჩვენმა დაშვებულმა შეცდომამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა სწორი გზა გვიჩვენა და ამ გზაზე ორივემ ხელჩაკიდებულმა უნდა იაროთ,ერთად უნდა გადალახოთ ყველა პრობლემა,ყველა განსაცდელი თუ ყველა სიხარული. -ყველაფერზე ვფიქრობ დედა,ვფიქრობ იმ კონვერტზეც რომელიც მივიღეთ და ჯერ არ გამიხსნია,ვფიქრობ ჩემს ბილოგიურ მამაზე და ვფიქრობ დანიელზეც მას რომ რამე დაუშავდეს ვერ ვიცოცხლებ... -დამშვიდდი შვილო ეს რა აზრები გაწუხებს. -კიდევ არის რაღაც და პირველად შენ გეუბნები... -მითხარი შვილო,დამელაპარაკე და გული გაინთავისუფლე დარდისგან... -მოემზადე... -მოვემზადო და რისთვის უნდა მოვემზადო. -ჯერ დანიელმაც არ იცის,მეორე შვილიშვილი მობრძანდება უკვე გზაშია. -ღმერთო რა ბედნიერი ვარ,როგორ გამახარე ჩემო სიხარულო... -ამას მიმალავდი ეს დღეები და როდის უნდა გეთქვა ანინა ჩემთვის. -დანიელ....აცრემლებული უყურებდა ანინას და შემდეგ ორივე ხელები შემოხვია. -მივხვდი,შენი შეცვლის მიზეზი რომ სწორედ ორსულობით ავხსენი.. -როგორ მიხვდი... -ექიმი ვარ ანინა და ვერ მივხვდებოდი? -ზვიადი,ზვიადი მოდის...ზვიადი უყურებდა მართას გაოცებული და შემდეგ დანიელს შეხედა. -შეირყა დედაშენი თუ ვინ მოდის ასეთი რომ გადაირია ეს ქალი. -შენც სიხარულისგან სულ მალე გადაირევი მამა რადგან მეორე შვილიშვილი მოდის და მოემზადე.ზვიადის ენა დაება სიხარულისგან და შემდეგ ანინას სიყვარულით შეხედა. -შვილო შენ გაგვაბედნიერე,შენით გაიზარდა ჩვენი ოჯახი და მინდა სულ მუდამ ბედნიერი იყოთ. -ღამის სუსხი არის და არ გაცივდე,ექიმთან როდის უნდა მივიდეთ რომ გადავამოწმოთ. -გადამოწმებულიც არის და დაზუსტებულიც, უკვე 8 კვირის არის ჩვენი პატარა... -8 კვირის და როგორ შეძელი ეს 8 კვირა არაფერი არ თქვი,ანინა არ გრცხვენია? -სულაც არა შენი სახე არ დამავიწყდება როცა ომარიმ გითხრა ორსულობას ვეჭვობდი და არ აღმოჩნდაო შენ კი გული დაგწყდა,ამიტომ რომ ისევ არ გვენერვიულა კარგად დავრწმუნდი თან შენზე გაბრაზებულიც ვიყავი და ასე დაგსაჯე. -მე რატომ დამსაჯე.... -წითელი წიწაკა რომ არ დამითმე... -წინ ხომ გედო ანინა... -მე შენი თეფშიდან მინდოდა....დანიელს გაეცინა და შემდეგ თქვა. -ომარი აღარ არის კლინიკაში... -ვიცი და გული დამწყდა. -ვფიქრობ დაბრუნდება და მინდა ის იყოს პირადი ექიმი მას ვენდობი,სახლში შედი მე ერთი საქმე უნდა მოვაგვარო ტელეფონით და დავბრუნდები.ანინა სახლში შევიდა მართასთან ერთად თავად კი ტელეფონი ამოიღო და რამდენიმე ზარის შემდეგ ნამძინარევი ხმას ღიმილით უპასუხა. -ვაკო გაგაღვიძე დანიელი ვარ... -დანიელ,რა მოხდა დანიელ... -ბოდიში რომ ძილი დაგირღვიე... -რა ბოდიში მითხარი რამ გაგახსენა ჩემი თავი... -სიმართლე გითხრა მჭირდები მეგობარო და შენი დახმარება არის აუცილებელი. -შენ რომ ვინმეს შეაწუხებ გამოდის მართლა გჭირდები,გისმენ. -როდის ბრუნდები უკან თუ ჯერ ვერ გადაწყვიტე დაბრუნება. -ალბად ზაფხულზე,მაგრამ დროებით მითხარი რა დახმარება შემიძლია შენთვის. -მომისმინე ვაკო უნდა გამიგო პროფესორი ზურაბ აბშიაური დაბრუნდა საქართველოში დროებითია ეს დაბრუნება თუ რამე კონკრეტულს ეხება ვინმესთან კონტაქტს თუ შეხვედრას. -დანიელ არაფერი ვიცი არც ის ვიცოდი თუ საქართველოში იყო და სიმართლე გითხრა უცნაური ადამიანია თავისებურად ჩაკეტილი და წარსულზე საუბარს ყოველთვის გაურბის, ვფიქრობ ეს მის პირად ცხოვრებას ეხება რომელიც ძალიან მტკივნეული თემაა მისთვის და როგორც გავიგე რთულ დაავადებას ებრძვის. -მეც ასე გავიგე თემა მის ჯამრთელობას მართლაც რომ ეხება,რამდენად სერიოზულია ამის გაგება მინდა შენ კარგად იყავი მასთან... -ახლაც კარგად ვარ,მაგრამ ჩვენ ჩვენი პროფესიის გარშემო ვსაუბრობთ მხოლოდ. -შეგიძლია მასზე გაიგო უფრო მეტი? -შევეცდები,მაგრამ ვერ დაგპირდები. -კარგი იქნებ რამე თემამ დაგაინტერესოს მასთან ყოფნის დროს და დაელაპარაკე შენც მის ჯამრთელობაზე. -თუ რამეს გავარკვევ გეტყვი აუცილებლად,მაგრამ შენ რატომ დაინტერესდი მისით. -ამასაც გაიგებ შენც შეეცადე რამე გაიგო.დანიელმა ტელეფონი გათიშა,კიდევ რამდენიმე წუთი დარჩა ვერანდაზე შემდეგ სიცივემ შეაწუხა და სახლში შევიდა ოჯახის სითბომ მთელ სხეულში დაუარა,მაგრამ გარედან მოულოდნელი განწირული კივილის ხმა გაიგონა ყველამ და დანიელი ისევ ვერანდაზე გავიდა. -ოთარის სახლიდან მოდის ეს ციცოს ხმა არის,ღმერთო დაგვიფარე შვილო დანიელ გაიქეცი ექიმი ხარ დედა.დანიელი არც დაფიქრდა ვერანდაზე გადახტა და ეგონა ყველაზე პირველი მივიდა ოთარის სახლში მაგრამ მეზობლები უკვე მოგროვილიყვნენ. -რა მოხდა,ვინ გახდა ცუდად.იკითხა შეშინებულმა და ფეჩთან ჩაკეცილ ოთარის შეხედა. -ძია ოთარ შემომხედე და ხელზე ხელი მომიჭირე როგორც შეძლებ.ოთარის ესმოდა,მაგრამ ვერ რეაგირებდა,შემდეგ იქვე მდგარ ციცოს შეხედა და უთხრა. -სველი არის ოფლიანობა აქვს,წნევები ჰქონდა ეს დღეები? -ორი დღეა თავს ცუდად გრძნობს,დღეს დილით თქვა გულზე მჩხვლიტავს და ექიმს უნდა ვეჩვენოო,მაგრამ ვეღარ შევძელით წასვლა,დანიელ რას ფიქრობ შვილო. -ასე ზეპირად არ მინდა რამე ვთქვა,მაგრამ მაინც გეტვი რომ გულის ბრალია და მიკრო ინფაქტი აქვს მოხდილი,რაღაც დიდი სტრესი აქვს მიღებული.ოთარი ფეხზე წამოაყენა და საწოლზე დააწვინა,სანამ წნევამ არ დაუწია იქ იყო მეზობლები წავიდნენ ციცომ ცრემლიანი თვალებით შეხედა დანიელს და როცა მარტო დარჩნენ თქვა. -სტრესი გაიარა ძალიან ინერვიულა, დანიელ ჩვენი ჯილდა სახლში დაბრუნდა. -რას ამბობ,რატომ სიძე ხომ მოგწონდათ. -შვილი არ გაუჩნდათ და ჩემი შვილი დაადანაშაულეს ამ დროს სიძე ყოფილა უნაყოფო და მათ არ უნდოდათ ეს გაემხილათ,რძალი ხომ სხვისი შვილი არის ადვილად მოერიეს. -ძალიან მეწყინა... -ჩემი შვილი თავიდან ამაყი იყო ეს შეურაცყოფა არცერთს არ აპატია ერთ საღამოს კარგი ვახშამი გააკეთა და ახლო მეზობლებს დაუძახა ასევე მეგობრებს,ყველა ფიქრობდა რომ სასიხარულო ამბავს იტყოდა ჩემმა შვილმა კი ყველას წინაშე განქორწინების ქაღალდი დაუდო წინ ქმარს ექიმის დასკვნასთან ერთად და უთხრა,რომ დედამისთან ერთად წაეკითხა რა ეწერა დასკვნაში.დანიელ ყველა გაოცებული უყურებდა ენა ჭარტალა დედამთილს ყველგან რომ რძალს ლანძღავდა გადამიშენა შვილიო,ჩემმა შვილმა კი იმ დღესვე დატოვა ის სახლი ბევრი ეხვეწა მურადიმ მაგრამ უკან აღარ მიუხედა არც პატიება მიიღო მათგან და არც ბოდიში ამასთან უზარმაზარ ვალში ყოფილა გახვეული და ჩემი შვილით უნდოდათ ვალებიდან დაძვრენა. -ჯილდა როგორ გაისტუმრებდა ვალს. -ქორწილზე ბინა ვაჩუქეთ დიდი არ იყო ორი ოთახია,მაგრამ წყვილს ჰქონდეს თავისი ბუდეთქო და იმ ბინის გაყიდვა მოითხოვა დედამთილმა რომ ვალები დაეფარათ,შემდეგ ვიყიდით უკეთესს ეს მაინც პატარა არისო თან დაიწუნა თან ვალის გადახდა უნდოდა იმ ბინით ნაგავ ქალბატონს,მაგრამ ჯილდას თვალებში ჩაუხედია და უთქვია ,,ჯერ იყიდეთ უკეთესი და მერე გავყიდი ამ პატარა და გამოუსადეგარ ბინასო''.ჭკუა მოიხმარა ჩემმა შვილმა ქმარი არ ყოლია ბინაში ჩაწერილი ის ბინა ხომ ქორწილამდე ვიყიდეთ. -ციცო დეიდა ჯილდა ხომ ექიმი არის თუ კარგად მახსოვს. -ექიმია შვილო,მაგრამ ახლა უმუშევარია... -დაურეკეთ და უთხარით მამის ამბავი...კარი გაიღო და შეშინებული ჯილდა იდგა კარში დედას უყურებდა და ტირილით უთხრა. -როგორ არის ძალიან ვანერვიულე ჩემი მამიკო... -ახლა იმის დრო არ არის გავარკვიოთ რატომ ან ვის გამო ინერვიულა,ახლა უნდა წავიყვანოთ და გამოკვლევა გავუკეთოთ. -დანიელ რა კარგია აქ რომ ხარ შენს კლინიკაში მინდა გაუკეთდეს ყველა გამოკვლევა. -კარგი მოემზადეთ სახლში გადავალ და ანინას ვეტყვი... -აქ არის ანინაც როგორ მინდოდა მისი ნახვა... -შემდეგ,შემდეგ იჭორავეთ ახლა მივხედოთ მთავარს სასწრაფო გამოიძახეთ თუ ჩვენ გადავიყვანოთ. -სასწრაფოს დააგვიანდება ჩვენ წავიყვანოთ. -არსად არ წავალ უკვე კარგად ვარ....თქვა ოთარიმ და დანიელს შეხედა,შემდეგ კი იქვე მდგარ ჯილდას. -მამა... -შენ როგორ ხარ, შვილო არ მინდა ინერვიულო ცუდი უნდა მოიშორო გატკინეს და დაგამცირეს ამიტომ შენ შენი გზა გააგრძელე. -ძია ოთარ ჩემთან წავიდეთ კლინიკაში და ჯილდა მოგხედავს თავად. -ხვალ,ხვალ წავიდეთ დღეს ჩემს შვილთან უნდა დავილაპარაკო. -კარგი და დამპირდი თუ ოდნავ რამეს იგრძნობ დამიძახებთ. -თუ კიდევ განმეორდა ციცოს ხმა აქვს ისეთი ცივი ისედაც გაიღვციძებ მის ხმაზე,მაგრამ ახლა მართლა უკეთ ვარ.ანინა აღარ ელოდა დანიელს და თებესთან დაწვა,უკვე ჩაძინებული იყო თებე ფრთხილად რომ ადგა და მართასთან წავიდა,მაგრამ გაუკვირდა დანიელს რომ შეხედა. -დედა აღარ გელოდა და დაწვა უკვე ძინავს მე კი გამოვეპარე.დანიელს გაეცინა შვილი კალთაში ჩაისვა მოეფერა და მართას უთხრა. -ჩაიბარე დილამდე შენია დილით კი ჩვენი. -წადი შვილო, რომ გამოიღვიძოს და თებე ვერ დაინახოს შეეშინდება... -მე თუ ვერ მნახავს მამიკოს ნახავს მის გვერდით და თვალებს ფართოდ გაახელს შემდეგ კი ეტყვის. -დანიელ როდის დაბრუნდი საყვარელო... -თებე....უთხრა სიცილით დანიელმა და საძინებელში წავიდა,ფრთხილად მოქმედებდა რომ ანინას არ გაღვიძებოდა,გაიხადა და ფანჯარასთან იდგა რომ მანქანის ფარნები ჩაქრა მათ ჭიშკართან დანიელი უყურებდა თუ ვინმე ჩავიდოდა ეზოში,მაგრამ მანქანიდან არავინ გადმოსულა ანინამ კი ხელით თებეს მხარე რომ ცარიელი იგრძნო შეშინებულმა გაიღვიძა და ჩურჩულით თქვა. -თებე... -თებე შვილო... დანიელმა შეხედა და მასთან მივიდა. -მე ვარ თებე ბებოსთან დაწვა. -როგორ შემეშინდა და შენ რატომ ხარ აქ. -სად გინდა რომ ვიყო ანინა...ვითომ გაბრაზდა დანიელი მაგრამ შემდეგ გაეცინა და გულში ჩაიკრა. -უკეთ არის ძია ოთარი და დილით წავიყვან კლინიკაში,თქვენ... -წამოვალთ,რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს... -დამშვიდდი... -დედამ თქვა ეს დღეები უცხო მანქანა დადის ქუჩაში მისვლით კი არავისთან მისულა უცხო სტუმარიო,ვერავის გაუგია ვინ არიან დანიელ ვფიქრობ... -ახლაც დადგა შავი მანქანა ჩვენს შემოსასვლელში და ფარნები ჩააქრო,ვიფიქრე ბიჭები მოვიდნენმეთქი მაგრამ მანქანიდან არავინ არ გადმოსულა...დანიელი დაფიქრდა და ვერ მოისვენა დაელოდა ანინას დაძინებას და როცა ანინას ჩაეძინა ფრთხილად ადგა შუქი არ აანთო გარედან შემოსულ შუქზე ჩაიცვა ტანისამოსი და ოთახიდან გავიდა არც სახლის წინა კარიდან არ გასულა უკანა კარიდან გავიდა,მოულოდნელად შუქები ჩაქრა ყველგან მხოლოდ მათ სახლში დანიელი კი სიბნელეში ნელა ნელა მიაბიჯებდა რომ სახლთან ახლოს უცნობი შენიშნა რომელიც სახლის გარშემო დადიოდა დიდი სიფრთხილით,დანიელი ნელა მიუახლოვდა და კედელზე ააკრა პირზე ხელი ააფარა და უთხრა. -ვინ ხარ აქ რას აკეთებ და ვინ გამოგაგზავნა.უცნობი დაიბნა და გაქცევას შეეცადა,მაგრამ დანიელი ძლიერი იყო და მაგრად დაიკავა. -ვინ გამოგაგზავნა და რა დავალება გაქვს.უეცრად თვალი მოკრა მინდორში დადებულ თეთრ ბიდონს და უცნობს ისეთ ადგილზე ჩაარტყა გათიშა, წუთიერად ბიდონთან მივიდა ნახა ბენზინით იყო სავსე. -, ჩემი სახლის გადასაწვავად გამოგაგზავნეს? ტელეფონით ვახოს დაურეკა და აუხსნა რაც მოხდა,ერთ საათში ვახო და ლაზარე უკვე დანიელთან იყო უცნობი მანქანაში ჩასვეს ხელ-ფეხ შეკრული და წაიყვანეს,წასვლამდე ცოტა რომ მოფხილდა დანიელმა ლაზარეს თვალი ჩაუკრა და უცნობის გასაგონად უთხრა. -მანქანას გადაასხი ეს ბენზინი და თავადაც დაწვით თუ არ იტყვის სიმართლეს. -არა,არა ეს არ გააკეთოთ ყველაფერს ვიტყვი შვილები მყავს გთხვთ შვილებს ნუ დამიობლებთ. -შვილები გაიზრდება და შერცხვებათ შენნაირი ცივსისხლიანი მამა რომ ყავთ,წაიყვანეთ და მეც მოვალ.უცნობის მანქანა ვახომ წაიყვანა,ლაზარე კი თვით უცნობთან ერთად იყო და სარკეში უყურებდა და შეამჩნია როგორ ნერვიულობდა. -ფულის გამო გინდათ სული გაყიდოთ,რას ერჩით დანიელს მას არავისთვის არასოდეს არაფერი არ დაუშავებია ის უმიზეზოდ ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს ვინ დაგავალა მისი ოჯახის გადაწვა და განადგურება. -ვალი მაქვს ერთი ადამიანის და მითხრა ვალს აღარ მოგთხოვ თუ ერთ დავალებას შეასრულებო. -შენც არ იკითხე ვისთან გაგზავნიდა და რატომ,იცი რომ ორი წლის წინ მაგ ადამიანმა დანიელს ცოლი და შვილი მოუკლა,იცი რომ მას ეშინია დაიჭერს რადგან ბევრი ძალიან ბევრი სამხილები აქვს მის წინააღმდეგ და ამიტომ ერჩის რომ ბინძური ადამიანია და შენც ასევე ბევრი შენნაირები ჩაითრია თავის სიბინძურეში გააუბედურა ოჯახები და რატომ იღუპავ თავს,ღუპავ ოჯახს და სამუდამო სირცხვილის ლაქას უტოვებ შვილებს. -არ ვიცოდი,ყოველთვის მეხმარებოდა როცა მიჭირდა ყოველთვის ღმერთივით გაჩნდებოდა ჩემთან და დაუზოგავად მაძლევდა თანხას,შვილი მყავს ავად ვერ დადის და ძალიან ბევრი მიჯდება ექიმები. -სწორი გზით რომ მისულიყავი დანიელთან ის გადაგირჩენდა შვილს და ფეხზე დაგიყენებდა,ახლა კი არ ვიცი რას გააკეთებს ის იმაზე მეტი უკონტროლო და დაუნდობელია ვინც მასთან გაგაგზავნა ამ ცუდი საქმისთვის. ლაზარე ქალაქში ჩავიდა,დანიელმა ცოლ შვილი არ დატოვა სოფელში და წასვლის წინ ზვიადის სერიოზულად დაელაპარაკა,უთხრა რაც მოხდა წინა ღამით და ზვიადი გაოცებული უსმენდა დანიელს შემდეგ კი ხმა გატეხილმა უთხრა. -დანიელ შვილო ფრთხილად იყავი... -მე ფრთხილად ვარ მინდა აქაც ფრთხილად იყო,დედა არ შეაშინო ღამით გამოდი ხოლმე და გაიარე ძაღლიც აუშვი თუ ვინმე ცუდი განზრახვით მოვა დაე უკბინოს,დაღეჭოს ბრალი ჩვენი არ იქნება.გაფრთხილდი მამა,გთხოვ. -კარგი შვილო. -ეს ბრნძინი კი შეინახე გამოგადგება ეზოს ჩასაცელად.უთხრა და ორივეს გაეცინა,შემდეგ კი წასვლამდე ოთარი მოინახულა და ჯილდას შეხედა ჯილდამ კი თვალებით ანიშნა ,,არ მომყვებაო'' და თავად მივიდა ოთარისთან. -ძია ოთარი უნდა წამოხვიდე ვიცი ვისთან უნდა მიგიყვანო ჯილდაც შენთან ერთად იქნება რადგან ის იქნება შენი პირადი ექიმი.სამივე გაოცებული უყურებდა დანიელს და დანიელმა ჯილდას შეხედა. -ჩემი კლინიკა წარმატებული კლინიკაა ჯილდა და მინდა საუკეთესო თან სანდო ექიმები მყავდეს ჩემს გარშემო,ასე რომ მიღებული ხარ გამოსაცდელი ვადის გარეშე. -დანიელ.... -არაფერზე არ გაქვს სანერვიულო,როგორც ჩანს შენი ღირსი პიროვნება შენამდე არ მოსულა, ამიტომ მე რჩევას მოგცემ რომ დროს დაელოდო და ისევ არ იჩქარო,სიჩქარემ დაო კარგი არაფერი არ მოგიტანა ახლა კი უნდა დაუკვირდე რომ ამჯერად შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.ჯილდას ცრემლი ჩადგომოდა თვალებში და როგორც ადრე ახლაც ისე ბავშვურად მოეხვია დანიელს და ტირილით უთხრა. -შენ შეგიძლია მიყვირო,შეგიძლია დამტუქსო,გამლანძღო,მირჩიო და პირდაპირ მითხრა რომ არასწორად ვაკეთებ.დანიელ შენს დაუკითხავად ნაბიჯს არ გადავდგამ,გპირდები. -ნუ მპირდები,ჯილდა მე არ გთხოვ ყოველდღიური შენი განრიგი უნდა ვიცოდე შეხედე მამაშენს,დედას ისინი შენზე ნერვიულობენ და ამიერიდან რომ ისინიც მშვიდად იყოს უნდა დაუკვირდე ვისაც გაიცნობ არ იჩქარო მასთან დაახლოება ჯერ გავიცნოთ ვინ არის და რა ადამიანია. -ახლა რა იქნება რომ არ მოგვყვება. -წამოგყვება,მე ანინას და თებეს სახლში დავტოვებ შემდეგ მოვალ კლინიკაში,იქ რომ მიხვალ მთავარ ექიმს უნდა შევხვდეთქო და მოგხედავენ მეც დავრეკავ. -დანიელი შებრუნდა და ციცოს შეხედა. -არ ინერვიულო მეუღლე ჯამრთელი დაგიბრუნდება. -დაგლოცოს შვილო ღმერთმა,სიკეთედ ედები ყველას ვისაც კი შენი ხელი შეეხო.დანიელი წავიდა და უკან მიყვებოდა ციცოს გულიანი ლოცვა,ჯილდა მამასთან ერთად წავიდა დანიელმა კი ჯერ სახლში გაიარა ჯილდამ ახსენა თუ არა დანიელის სახელი ყველა ფეხზე დადგა და მის მისვლამდე პაციენტს ყველა მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთდა ოთარი გაოცებული იყო და სულ სხვა სამყაროში გრძნობდა თავს იმ სამყაროში სადაც დანიელმა მკაცრი წესები დააწესა ის ჯილდას გვერდით იყო ყველა რთულ მომენტში.ოთარის რებილიტაციის პერიოდში ჯილდამ ისწავლა მოსმენა და მოთმინებით ცხოვრება,კლინიკაში მუშაობამ დაუბრუნა მას ღიმილი,იმედი და რწმენა რომ მის ცხოვრებას ჰქონდა აზრი. ოთარის მკურნალობას და გამოკვლევების სწორი დიაგნოზის დასმას ერთი თვე დაჭირდა ერთ თვეში უკვე ჯან ღონით შევსებული ოთარი დანიელის კაბინეტში იყო მხარზე ხელი დაადო დანიელს და უთხრა. -ყველაფერი ღირს რაც კი შენს სახელს უკავშირდება შენი ყველა ღამე სწავლაში გათენებული, მშობლების შრომა რომ შენ ხელი არ შეგშლოდა ყველაფერი გაამართლე შვილო.მე და ჩემმა ცოლმაც 0-იდან დავიწყეთ ერთი საწოლი გვქონდა მაგიდა და ორი სკამი თავზე გვაწვიმდა და ფეხებში წყალი ჭყაპუნობდა,მაგრამ უიმედოდ არასოდეს არ ვყოფილვართ.ჩვენ შევძელით და სახლიც დავდგით ჯერ ფიცრული ოდა ავღმართე მერე ის ქვის სახლი დავდგი,შვილიც გავზარდეთ,ექიმი გახდა და შეხვდა უღირსი ვერ დააფასა ვერც ცოლი და ვერც ცოლის მხარე შენ კი მადლობა შვილო ისევ შენით დადგება ფეხზე ცხოვრებაზე იმედ დაკარგული,არ მეშინია შენს გვერდით იქნება ვიცი მიზანდასახულია და ოდესღაც ვიღაც შეამჩნევს მის ალალ თვალებს და კეთილ გულს,მის სიწმინდეს.ოთარიმ გულითადი მადლობა გადაუხადა კლინიკას და მედ პერსონალს,ექიმებს,ექთნებს და კმაყოფილმა დატოვა კლინიკა სოფელში დაბრუნებულმა დანიელის ადამიანობა და ყურადღება მის მიმართ ყველას გააგებინა.დრო ძალიან სწრაფად გადის ეს ახალი არავისთვის არის,დანიელმა მოულოდნელი ზარი მიიღო გერმანიიდან რამდენიმე დღე უნდა წასულიყო რადგან ეს გარდაუვალი იყო და არც დაფიქრდა თანხმობა ისე უთხრა დაჩის,გერმანიიდან კი ბრიტანეთში გაემგზავრა იქ ვაკოს შეხვდა და მეგობრები გვიან ღამემდე საუბრობდნენ,ბოლოს ვაკომ შეხედა და უთხრა. -შენს თხოვნაზე თუ შემეკითხები დანიელ ბოდიშს გიხდი,მაგრამ ვერ შევძელი რამე ინფორმაცია გამეგო პროფესორზე ის გარდაიცვალა ჯერ 40 დღეც არ გასულა,მას სიმსივნე ჰქონდა და მაინც ბედნიერი წავიდა,რადგან ბოლოს თქვა რომ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც მას უნდოდა. -რას ამბობ, მეწყინა უნიჭიერესი ადამიანი იყო. -შენ რატომ ეძებდი რამე პირადული გქონდა მასთან? -ბოლოს როდის ნახე... -ვნახე სიკვდილამდე რამდენი დღით ადრე თავად დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,ძალიან დასუსტებული იყო და მითხრა შენზე რომ შენი მონაცემები თავის ადვოკატს დაუტოვა ის თავად შეგეხმიანება, სხვა არაფერი არ ვიცი. -გასაგებია,პროფესორი ვაკო ჩემი ანინას ბიოლოგირი მამა არის და ეს რამდენიმე თვის წინ გავიგეთ ყველამ,რადგან ის სხვა მამაკაცის გვერდით გაიზარდა მას იცნობდა როგორც მამას ეს დიდი ისტორიაა და ეს ტკივილი ჰქონდა გულში ყოველთვის პროფესორს. -რას ამბობ,დანიელ იცით რა სიმდიდრის პატრონი არის პროფესორი? -სიმდიდრე და ფული აქ არაფერ შუაში არის,ვაკო მინდოდა გადამოწმება რასაც ამბობდა თუ სიმართლე იყო თუ ნანობდა ნამდვილად მომხდარს,მაგრამ როგორც მივხვდი ნანობდა.კიდევ ერთი დღე დარჩა ვაკოსთან და მესამე დღეს წასვლა გადაწყვიტა,ანინა და თებე მარტო იყო სახლში ერთ საღამოს მულოდნელად დედა-შვილს მართა ესტუმრა დილით კი თებემ ტირილით გააცილა ბებო მაგრამ მართამ ვერ გაუძლო მის ცრემლებს და ანინას უთხრა. -მე ჩამოვიყვან კვირას დილით მხოლოდ ამის ცრემლებს ნუ გამატან შვილო. -მამას რომ სახლში არ დახვდები მას ხომ ეწყინება თებე. -სოფელში მის დედასთან და მამასთან ვიქნები დედა. -პასუხი ყველაფერზე გაქვს ისეთ შედარებებს აკეთებ დიდიც კი ვერ მოიფიქრებს თებე... მართას გაეცინა და თებე ხელჩაკიდებული გაიყვანა ბინიდან,რამდენიმე წუთში ანინამ შხაპი მიიღო მოემზადა და უკვე სახლიდან გადიოდა რომ კარზე ზარი იყო გული აუჩქარდა და ღიმილით თქვა. -არ გამაფრთხილა ისე დაბრუნდა დანიელი...კარი გააღო და კარში ორი უცნობი იდგა. -გისმენთ.... ერთ ერთმა ხელი კრა ანინას და პირველი შევიდა ბინაში,ბინა მოათვალიერა და თქვა. -სუფთა არის,ბავშვი არ არის მარტოა. შემდეგ კიდევ ორნი შემოვიდა და ერთი მათგანი ანინას დამცინავად უყურებდა,იქვე მდგარ მაღალ მამაკაცს კი დამცინავად უთხრა. -კომოიუტერი გახსენი,კოდი გატეხე და შედი. -რას ეძებთ ჩემს ბინაში და რა გინდათ ჩვენგან. -მე პირადად შენ გეძებ ქალბატონო და თავადაც იცი რატომ. -რა არ გასვენებს,გინდა დანიელის ხელით მოკვდე და ის ციხეში გაისტუმრო სხვა შენ არაფერი დაგაკავებს. -დანიელს საერთოდ არ ვეხები შენ ვერ გპატიობ რაც გამიკეთე იმ დღეს. -ავადმყოფი ხარ,შენ ექიმი გჭირდება.ანინამ ნელა ნელა უკან დაიხია და საძინებელში შევიდა უნდოდა შიგნიდან დაეკეტა კარი და ტელეფონზე დაერეკა რომელიმესთვის,მაგრამ მამაკაცი მის წინ დადგა და უთხრა. -შენ მჭირდები იმ დღის შემდეგ სიზმრად გადამექეცი, ვაბოდებ შენზე. -მკვლელი ხარ,მოძალადეები ხართ თუ რა გინდათ ჩემგან. -არა მოძალადე არ ვარ,მაგრამ შენ გამხადე ვიძალადო შენზე. -რატომ,თავადაც იცი რომ დამნაშავე იყავი იმ დღესაც და ახლაც. -შეიცვალე აზრი და ყველაფერი გექნება,რასაც ინატრებ შენი იქნება. -მეზიზღები,ყველა მეზიზღებით შენთან ყოფნას კი სიკვდილი უკეთესია... -მაშინ მოკვდი.უთხრა და ხელი გადაუგრიხა,შემდეგ კოცნას შეეცადა და ანინამ წიხლი ამოკრა ტკივილებისგან ისე მოიკუნტა სული გაუმწარა მულოდნელად ძლიერი მოქნეული ხელი სახეში გაარტყა და ანინა წაიქცა. -რას აკეთებ,რატი ხელი გაუშვი ვერ ხედავ ორსული არის ხელი გაუშვი სულ დაქლიავდი? რატიმ ხელი შეუშვა,მაგრამ ამჯერად თმებში ხელი ჩაავლო თვალებში უყურებდა ანინას და უნდოდა მოეწმინდა სისხლი ტუჩთან,მაგრამ ანინამ ხელი აუქნია... -არ შემეხო... -არ შეგეხები,მაგრამ მხოლოდ ერთხელ იყო ჩვენი შეხვედრა და მის მერე შენზე ვფიქრობ შენი სურვილი მაქვს და იცოდე სურვილს მაინც ავისრულებ.ანინა ზიზღით უსმენდა, მოულოდნელად რატის წინ დადგა და იარაღი აართვა ბუდიდან ეს ისეთი უცაბედი იყო რატი გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ ანინას მას რომ უმიზნებდა იარაღას და ირონიულად თქვა. -ოპა,ოპა რას იზამ მესვრი და მოსამართლეს მოკლავ? -არც კი დავფიქრდები შენივე იარაღით აქვე გაგაფრთხობინებ სულს, სასტუმროში მომხდარი ინციდენტი უამრავმა ადამიანმა იცის ასე რომ შენ შემოიჭერი ჩემს სახლში მე კი თავს ვიცავდი და თუ არ გინდა ეს მოხდეს გაეთრიეთ ჩემი სახლიდან,მკვლელებო. -იარაღი მომეცი თორემ... -თორემ,მომკლავ? -იარაღი მომეცი...ანინამ ერთი გასროლა სიფრთხილის გამო გაისროლა,რატი მიხვდა რომ ანინა არ ხუმრობდა და ბიჭებს შეხედა,ბიჭები ფეხზე წამოდგა ერთ ერთმა ანინასკენ გადადგა ნაბიჯი და უთხრა. -თავი შევიკავე რომ ორსული ხარ სხვაგვარად შენივე საწოლზე გიხმარდი ....ანინას სისხლი აუვარდა თავში და აღარ უფიქრია რა მოხდებოდა ან სად მოარტყამდა ტყვიას იარაღი გაისროლა და მხარში მოარტყა მის წინ მდგარს ყველა დაიბნა,ანინამ კი უთხრა. -ჭკუაზე გადამიყვანეთ,გაეთრიეთ ჩემი სახლიდან.... -იარაღი მომეცი.... -გაეთრიე სანამ შუბლი გაგიხვრიტე მკვლელო,მეც თქვენნაირი გამხადეთ. -წავიდეთ,წავიდეთ...თქვა რატიმ და კართან იყო მისული ანინას რომ მიუბრუნდა და უთხრა. -დღევანდელ დღეს არ გაპატიებ,დაიმახსოვრე ისე გაწამებ რომ სიკვდილს ნატრობდე.ანინამ იარაღი კიდევ ერთხელ დაუმიზნა და ფეხში ესროლა რატი აბღავლდა და ბიჭებმა სირბილით დატოვეს დანიელის ბინა ორ დაჭრილთან ერთად,ანინამ შეშინებულმა მოათვალიერა ბინა და რომ დარწმუნდა მარტო იყო იარაღი იქვე დააგდო დივანთან თავად საძინებელში გავიდა მუხლებზე დაემხო და აღრიალდა,მკლავი ტკიოდა საშინლად,მაგრამ ტირილისაგან და შიშისაგან გული წაუვიდა,რამდენიმე წუთში სახლში დანიელი ღიმილით დაბრუნდა და თვალებით ეძებდა ანინას ასევე თებეს მაგრამ არცერთი არ შეეგება სახლში კი სისხლის წვეთები შენიშნა იატაკზე დივანთან იარაღიც დაინახა ჩანთა იქვე დააგდო და სამზარეულოში გავიდა ყველაფერი წესრიგში იყო,შემდეგ საძინებელში შევიდა და ადგილზე გაშეშდა ანინა იატაკზე იწვა და სახეზე სილურჯეები ჰქონდა,მკერდში სიმძიმე იგრძნო მთელი სხეული დაუმძიმდა თვალთ დაუბნელდა და იქვე ჩაჯდა ანინას გვერდით ვერ გრძნობდა ვერაფერს, მხედველობა რომ დაეწმინდა შეხედა ანინამ ხელის თითები გაანძრია გულმა სწრაფად დაუწყო მუშაობა რომ გულმკერდის ძვალის დაბზარვამდე მივიდა ტკივილი,ისევ ანინას დააცქერდა და შემდე შემზარავად იღრიალა. -ანინააააა...იქვე ანინას ტელეფონი იყო ხელში აიღო და ჩართო 98 გამოტოვებული ზარი ყველასგან,ხელით სუნთქვა გაუსინჯა და რადგან ცოცხალი იყო სასწრაფო გამოიძახა,შემდეგ გეგის დაურეკა და ისიც სასწრაფოდ მივიდა. -დაბრუნდით? -საიდან დავბრუნდით გეგი მე ვიყავი მარტო წასული. -მოიცადე,თქვენ ხომ ერთად წადით სამივე დანიელ. -არა,ანინა და თებე სახლში იყო. -ეს ნახე...გეგიმ იმ დილანდელი შეტყობინება აჩვენა დანიელს. -,, გეგი მივდივართ სამივე სამი დღით სახლში არ ვიქნებით,დავბრუნდებვით და მოგწერთ შევიკრიბოთ''. -ვიღაცამ ისარგებლა ანინას ტელეფონით ის შეებრძოლა მათ და ცემეს,მაგრამ სისხლი ვისია ან ეს იარაღი ვისი არის,სად არის თებე გეგი.სასწრაფო მოვიდა,ყურადღებით დაათვალიერეს ანინა და კლინიკაში გადაიყვანეს ის მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებდა რაც იმის ნიშანი იყო რომ ცუდად გადაუწია სადისტმა თუმცა მოტეხილობა არ იყო.კლინიკაში მისულმა ომარის დაურეკა და მისვლა სთხოვა როგორც ანინას ექიმი,ომარი არც დაფიქრდა ისე წავიდა ყველა ანალიზი გააკეთა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა ბავშვი მშვიდად რომ იყო და ზიანი არ ჰქონდა,ანინა ნელა ნელა გონს მოვიდა და დანიელს შეხედა ცრემლი მოერია და უთხრა. -დაბრუნდი... -ანინა რა მოხდა, შეგიძლია მითხრა გაქვს ძალა? ანინამ შეხედა და სუსტად უთხრა. -წყალი დამალევინე.... დანიელმა მოეხმარა და წყალი თავისი ხელით შეასვა,შემდეგ კი აკანკალებული ხმით უთხრა. -ანინა თებე.... -თებე სოფელში არის არ ინერვიულო მასზე. -სოფელში იყავი? -არა,დედა მართა იყო მოსული ჯერ დედასთან იყო გასული ბინაში მოინახულეს ირივემ და შემდეგ წავიდნენ სოფელში კვირას ჩამოვიყვან დილითო. -ვინც შემოვიდა სახლში იცნობ მათ? -ის იყო რესტორანში რომ იყო.... -მოსამართლე? -ჰო მოსამართლე,ხუთნი იყვნენ,ლევანიც იყო მაგრამ ის არ გამოწეულა ჩემსკენ იმ მოსამართლემ დამარტყა...დანიელი გიჟს გავდა გეგის შეხედა,გეგი მიხვდა გაუჭირდებოდა დანიელის დაკავება და ლაზარეს დაურეკა. -გთხოვ კლინიკაში მოდი დანიელი გიჟს გავს ვერ დავაკავებ მარტო,მეშინია სისულელე არ გააკეთოს. -რა მოხდა... -ვახოს დაურეკეთ და მოდით,სასწრაფოდ კლინიკაში ვართ. -ახლა გთხოვ დამშვიდე პატარა კარგად არის,მაგრამ წასული ვიყავი და რთული პაციენტები უნდა მოვინახულო მოგვიანებით შემოვალ, ნუკის დაურეკავ და ის იქნება შენთან. -დანიელ გთხოვ არსად წახვიდე.... -არსად არ მივდივარ,მათთან როგორც მამუკამ მითხრა იმ დღეს ვერაფერს გავხდები და აზრი არ აქვს მასთან შეხვედრას. -მპირდები რომ არსად წახვალ.... -გპირდები არ ინერვიულო.ოთახში ომარი შემოვიდა და ანინას შეხედა შემდეგ დანიელს. -პატარა ძლიერი ბიჭი გვყავს კიდევ გადავამოწმე ანალიზები და შენ კი დასუსტებული ხარ და რატომ,მადა არ გაქვს არ იკვებები კარგად თუ რატომ დაგესხა თავბრუ ხშირად გიშვება ასე? -კარგად ვარ, მადაც კარგი გვაქვს ორივეს და კარგადაც მივირთმევთ. დანიელმა თვალით ანიშნა ომარის და ისიც აღარ ჩაეძია,გაუღიმა ანინას და უთხრა. -დღეს აქ იქნები... -თუ შესაძლებელია ხვალაც აქ იქნება მოძლიერდება და წავალთ.თვალი ჩაუკრა დანიელმა ანინას მაგრამ დანიელმა ომარის მიუბრუნდა. -მძიმე პაციენტი მყავს უნდა გავიდე შენ გაბარებ შენს პაციენტს მიხედე,გასაგებია? -ვინმე შემოიყვანეს ახალი, დღეს სიმშვიდე გვქონდა. -გავდივარ....თქვა და ოთახიდან გავიდა,ანინამ მიხვდა და ადგომას შეეცადა თან ტირილით უთხრა. -დანიელ ხომ დამპირდი,გთხოვ არ წახვიდე...დანიელმა ლაზარეს და ვახოს შეხედა კლინის შემოსასვლელში მოკლედ აუხსნა მათ სადაც მიდიოდა,მაგრამ ლაზარემ არ გაუშვა თავადაც გაყვა ვახო უკან მიყვებოდა მათ დაზღვევისთვის თან ზაზას დაურეკა. -გისმემ გაგახსენდი? -კლინიკაში მიდი ანინა წევს და არ დაენახო,მხოლოდ მასთან ახლოს იყავი. -რა მოხდა... -გაიგებ ყველაფერს ახლა იქ წადი, მასთან უნდა იყო.ზაზა კლინიკაში წავიდა,ლევანი კი დაფიქრებული იჯდა და რატის უყურებდა. -რა იფიქრე საერთოდ ხელი რომ აწიე და დაარტყი,იცი ვინ არის დანიელი? -ფეხებზე ისიც და მისი ქმარიც,ციხეში დავალპობ... -როგორ,სახლში თავად შეუხტი გაუპატიურება მინდოდა და ჩემივე იარაღიდან მესროლაო,შენ სულ გამოშტერდი თუ შიგ გაქვს და ვერ ხვდები... -შემეშვი... -იმუქრები ციხეში ჩავალპობო როგორ,შენივე დანაშაულისთვის ჩასვამ, ასე არ გამოვა რატი. -რამეს ვიპოვი ეს რთული არ არის. -სულ არ იქნები მაგ სავარძელში და ფრთხილად იყავი.უეცრად კარის შემომტვრევის ხმა გაიგონეს და ორივე ფეხზე დადგა,კარში დანიელი იდგა ის პირდაპირ ლევანისთან მივიდა. -გითხარი და გაგაფრთხილე ჩემი ოჯახიდან თავი შორს დაიჭირე და მით უფრო ანინასგან არ გაფრთხილდი,არ გაიგონე მეც მოვედი და აქ ვარ გისმენ ბოლოს და ბოლოს მითხარი რა გინდა. -დანიელ მომისმინე.... -გისმენ,სწორედ ამიტომ მოვედი რომ მითხრა რა გინდა. -დღეს ჩემი ინიციატივით არ მოვსულვარ.... -მე ნუ შემეხები,მითხარი ძველი ანგარიშები მაქვს მასთან შენი შეეშინდება და წამოდიო.... დანიელმა შეხედა რატის და ზიზღით უთხრა. -შენ ამის შემდეგ მოგხედავ.თქვა და ისევ ლევანის მიუბრუნდა. -არ უყვარხარ არც არასოდეს ყვარებიხარ და ამიტომ ცხოვრება ჯოჯოხეთად უნდა უქციო,ვინ ხარ შენ და რატომ ბედავ ამდენს,იცი ანინა ახლა სად არის? კლინიკაში წევს,მას და ბავშვს რომ რამე დაემართოს ცხოვრებას მე გიქცევ ჯოჯოხეთად .ლაზარე ჯერ უყურებდა დანიელს არც უცდია მისი შეჩერება დანიელმა ხელში გადატეხა მკლავი და კუთხეში მიაგდო უსარგებლო და გამოუსადეგარი ნივთივით.ლევანი სისხლში მოსვრილი ძლივს სუნთქავდა, შემდეგ კი შეშინებულ მოსამართლეს მიუბრუნდა დანიელის სახე გაორებული იყო ის მხეცი იყო იმ წუთში,მხეცი დაუნდობელი და ამ მხეცის წინ იდგა მსხვერპლი. -როგორც ვიცი ყოველ წლიურად ოჯახის სიწმინდეს აღნიშავ და ასევე მივხვდი ამ ყველაფერს ხალხის თვალში აკეთებ და გყავთ მეუღლე შვილი,მაგრამ ეს არ არის თქვენი სახე თქვენი ნამდვილი სახეა როცა ტყუილი განაჩენი გამოგაქვთ უბრალო და უდანაშაულო ადამიანებზე. ხართ ბნელი ადამიანი ისე როგორც ცხოვრება გაქვთ ბნელი წარსულით ჩაჯმული აწმყოთი და ჩაოხრებული მომავალით,სულ მალე კი გისოსების მიღმა იქნებით და ეს ჩემით მოხდება რომ პირადად შენგან დაისვენოს ოჯახმა და იმ ქალების რისხვამ ვისაც ასე ავიწროვებთ და ისინიც თქვენი მუქარებისგან გამოუვალი მდგომარეობით ქმრებს რქებს ადგამენ. -შეცდომაში შეგიყვანეს.... -ისიც შეცდომაა რომ ამ რამდენიმე დღის უკან ჩემი სახლის გადაწვა გინდოდა,მომისმინე მოსამართლევ ყველაფერი ვიცი ორივე ერთნაირი ნაბიჭვრები ხართ,თქვენ ხართ ხალხის და საზოგადოების მუწუკები,ამიტომ უნდა მოშორდეთ ხალხს. -დამშვიდდი,საერთოდ ვერ დამინახავთ აღრასოდეს მოგიახლოვდებით... -ეს პირობა ბევრთან დაგიდვია,ჩემთან კი ასე იოლად ვერ გახვალ მოსამართლევ.მსგავსი რამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია,ბევრი არაკაცი შემხვედრია მაგრამ მათ უსიტყვოდ ვტოვებ და მივდივარ თუ ჩემს გაფრთხილებას ვერ ხვდებიან და ჩემს ჩუმად ყოფნას თუ რატომ გავჩუმდი მერე ვაცნობ მათ ჩემს ნამდვილ სახეს როცა გამიცნობს განზე ვდგები ვტკვბები თან ველოდები თუმცა ისინი უხმოდ ქრებიან ჩემი ცხოვრებიდან ახლა კი მაინტერესებს და ერთი კითხვა მაქვს, ჩვენ მე და შენ რა გავაკეთოთ რომ ერთმანეთი ახლოს გავიცნოთ. -საკმარისად გაგიცანი უკვე და პირობას ვდებ... -ისევ პირობას დებ თუმცა იცი რომ შემსრულებელი ამ პირობის შენ არ ხარ.თქვა და სკამზე რომელზედაც იჯდა ფეხი კრა ცალი ხელით მიიწია მოსამართლე და თავისი მუჭი კბილებში ჩაარტყა რამდენიმე წინა კბილი თავისივე ხელის გულზე გადმოაფურთხებინა,შემდეგ ჯიბიდან იარაღი ამოიღო და ხელში დააჭერინა თან ფეხზე სადაც ჭრილობა ჰქონდა შეეხო და რატი აღრიალდა დანიელს ვედრებით თვალებში უყურებდა. -გთხოვ... -რას მთხოვ გავჩერდე,შენ გაჩერდი ჩემს საკუთრებას რომ შეეხე? -გთხოვ ეს აღარ განმეორდება... -რა თქმა უნდა აღარ განმეორდება,ეს იარაღი ჩემთან იქნება კიდევ ერთი შეცდომა და ჩემს ხელში ხარ მოსამართლევ. -დამიბრუნე იარაღი და შენი ცხოვრებიდან გავქრები. -დააშავე ძალიან რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი,დანაშაულზე კი პასუხი უნდა აგო ახლა კი დაურეკე იმ ნაბიჭვარს აქ მოვიდეს ვისაც ჩემს საძინებელში ჩემს საწოლზე ჩემი ცოლის ხმარება უნდოდა... -ეს შეუძლებელია ის აქ არ მოვა.... -აქ არ მოვა მე მივალ იქ სადაც არის და მისი მისამართი მითხარი... -ეს უკვე ზედმეტია დანიელ... -შენც ასე ფიქრობდი ჩემს სახლში რომ შედი დღეს დილით, ზედმეტი მოგივიდა? დაურეკე.. იღრიალა დანიელმა და რატიმ ტელეფონი ამოიღო ნომერზე დარეკა და თან კანკალებდა, დანიელმა ხელიდან აართვა ტელეფონი და მშვიდად თქვა. -გამვლელი ვარ არ ვიცი თქვენ ვინ ხართ,მაგრამ თქვენი მეგობარი ავარიაში მოყვა და უნდა მოხვიდეთ. -სად არის მოვდივარ... -იცით სადაც არის,გუშინ სადაც დატოვეთ ისევ იქ არის და გელოდებით მე ვარ პასუხისმგებელი მის ჯამრთელობაზე რადგან მე დავეტაკე. - ვინ ხარ... -თავად და ნაგავო, გელოდები...ტელეფონი გათიშა და რატის შეხედა,შემდეგ კი ლევანის გადახედა და თქვა. -კავშირები გაქვთ და ერთმანეთს ეხმიანებით,მოვა და ვნახავ რა მაგარი ბიჭიც არის. რამდენიმე წუთში მანქანის მკვეთრი სინათლე მათ ჩრდილებს ზრდიდა ისინი კი ზურგით იდგნენ მანქანა გაჩერდა ოთხივე კარი გაიღო და სიბრაზით სავსე ოთხი მამაკაცი უკვე დანიელის წინ იდგა,დანიელმა სათითაოდ შეხედა ოთხივეს და შემდეგ ერთ მათგანს ჩახედა თვალებში. -შენ ხარ მხარში დაჭრილი... -მე ვარ, საიდან იცი. -მე ვინ ვარ მიცნობ? -არა,არ გიცნობ. -არ მიცნობ მართალია,მაშინ ჩემს ბინაში და ჩემს ცოლთან რა გინდოდა ან რა საქმე გაქვს ჩემთან გასაყოფი და გასარჩევი .უთხრა და ისეთი დაარტყა ოთხივე დაიბნა,შემდეგ ისე დატრიალდა ოთხივე ერთმანეთზე იწვა,მაგრამ ამჯერად დანიელთან ერთად ლაზარე იყო და ყველა ისე დატოვა ვერცერთი ვერ იღებდა ხმას ხელებზე დაიხედა სისხლი ჩამოიბანა და მშვიდად გამოიკეტა კარი რამდენიმე წუთი კართან იდგა და შემდეგ ლევანის ხმა გაიგონა. -გითხარით დაუნდობელი არის ნუ დაუპირისპირდებიმეთქი და არ დამიჯერეთ... -დღევანდელი დღისთვის მწარედ გადაიხდის... -ვერაფერს უზამ შენი იარაღი მასთან არის... -იარაღს დავიბრუნებ ვიცი სადაც არის და ვისთან შეინახავს.უეცრად კარი გაიღო და მოსამართლის წინ დანიელი გაჩნდა და ირონიულად უთხრა. -ყველა შენი საუბარი და პირობა ჩაწერილია,ერთი არასწორი მოძრაობა და პირობის დარღვევა პროკურორთან შევა იარაღიც და ჩანაწერებიც,ჩემი ოჯახის კიდევ შეხებისთვის თავს მოგაძრობ და პროკურორს მაგიდაზე დაუდებ ნუ მიმიყვან ამ ზომამდე თუმცა უსამართლო მოსამართლე ყველაფრის ღირსი ხარ საინტერესოა შენ ვინ უნდა გაასამართლო.კიდევ ერთი ძლიერი დარტმა მიიღო რატიმ სახეში და ლოყაც გადაუგლიჯა,დანიელი ამჯერად მართლა წავიდა და სანამ არ დარწმუნდნენ რომ წავიდა არცერთს ხმა არ ამოუღია,დანიელი კი მშვიდად იჯდა და კლინიკაში მივიდა თეთრი ხალათი ჩაიცვა ხელებზე ფერჩათქიც გაიკეთა და ანინასთან შევიდა პირბადით,შესვლამდე კი საათს დახედა და ჩაილაპარაკა. -ორი საათის წასული ვარ,ესე იგი ეს დრო ოპერაციაზე ვარ.იქვე მდგარ ზაზას თვალი ჩაუკრა და უთხრა. -შენ როდის მოდი,ეს დრო აქ იყავი? -თქვენ სად იყავით,შიგნით არ შევსულვარ ნუკი არის ანინასთან. -კარგია,ახლა მე შევალ.ბიჭებს თვალი ჩაუკრა და ფრთხილად შეაღო კარი ზაზამ გაოცებულმა შეხედა ლაზარეს და ვახოს, ნუკი კი თავთან უჯდა ანინას და მშვიდად საუბრობდნენ,ანინამ შეხედა დანიელს და ეჭვიანად აათვალიერა. -როგორ ხარ,დამშვიდებული სახე გაქვს. -შენ როგორ ხარ რასაც ვერ ვიტყვი რომ დამშვიდებული სახე გაქვს. -ოპერაციაზე ვიყავი და ვინერვიულე,როგორ ვიქნები მშვიდად ანინა. -ვიცი ექიმმა მითხრა ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანეს და იქ არისო,მაგრამ.... -მაგრამ, არ გჯერა ეს გინდა თქვა? -არაფერს არ ვამბობ რადგან სიმართლე ის არის რაც მე ვიცი და რასაც ვფიქრობ. -კარგი ნუ ვიკამათებთ,დღეს აქ დარჩები მეც აქ ვარ ხვალ სოფელში წავალთ მეც რამდენიმე დღით შემიძლია წამოვიდე და თქვენთან ერთად ვიყო... -მართლა? -მართლა და იმედია ამჯერად დაიჯერებ ჩემსას. -დანიელ მე შენი მჯერა,მაგრამ ის მოსამართლე არის და არ დაგინდობს,მეც ვერ შევებრძოლები კანონი მის მხარეს არის და არა მარტო კანონი ორგანოში ვინც მუშაობს მის მხარესაა ყველა. -მის დაწერილ კანონებს ძალიან მალე შეცვლის,ახლა ისევ გავდივარ და მოგვიანებით შემოვალ უთხრა და თვალი ჩაუკრა ნუკის კი თმები აურია. -რას შვრები, მეც თუ არ შემეხე ისე არ წახვიდე. -რატომ ყვირი ფსიქოლოგი თუ გჭირდება გვყავს და დაუძახებ,მაგრამ შენ სხვა ფსიქოლოგი გჭირდება თუმცა უგულო ხარ.გოგოებს გაეცინა და წავიდა,ომარი წინ შეხვდა და მოულოდნელად ჯილდა გაახსენდა გაეცინა დანიელს და ომარის თვალებში ჩახედა. -რას მიყურებ და მიცინი ისე თითქოს პირველად მხედავ წლების შემდეგ... -პირველად არ გხედავ,პირველად გავიფიქრე რაღაც შენზე. -დანიელ სად იყავი გასული რამე მოწიე,არეულად ფიქრობ. -ჯილდა... -ჯილდა და ვინ არის ჯილდა... -ახალი ექიმი ავიყვანეთ არ იცი? -არა,არც შემხვედრია გენოკოლოგია? -კარდეოლოგი რომელიც შენ დაგჭირდება სულ მალე მას კი გენოკოლოგი. -ანინა ეს საოპერაციოში იყო რამდენიმე საათი თუ სად იყო ტვინ გადაბრუნებული რომ დაბრუნდა. -იცის თავად სადაც იყო და რაც გააკეთა,მარტო რომ იქნებით გეტყვის.დანიელმა შეხედა ანინას და უთხრა. -თებეს დაურეკე? -არა,არ იცის აქ რომ ვარ და არ უთხრა. -კარგი მე თავად დაურეკავ.თქვა და ჯილდაც შემოვიდა ოთახში დანიელმა ომარის ხელი კრა რომელმაც უცნაურად შეხედა ჯილდას და დანიელს ჩაეცინა. -როგორ ხართ მე ჯილდა ვარ დანიელის მეზობელი და ბავშვობის მეგობარი. -ვიცი ჯილდა მამა როგორ არის. -მამა უკეთ არის კლინიკიდან კმაყოფილი წავიდა და უკვე სახლში არის საგაზაფხულოდ ემზადება სოფლის საქმეებისთვის. -მომისმინეთ,ომარი ექიმო და ჯილდა ექიმო გაიცანით ერთმანეთი მე ხვალიდან რამდენიმე დღე არ ვიქნები უნდა წავიდე თქვენ ორს დაგტოვებთ აქ და ძალიან მნიშვნელოვანზე დამირეკეთ მხოლოდ,მამას კი რადგან იქ ვიქნები მე მივაქცევ ყურადღებას. -კარგი,მაგრამ მაინც რამდენი დღე არ იქნები. -სულ მცირე 5-6 დღე,ანინას სოფელში წავიყვან და იქაური ჰაერი მოუხდება ორივეს. -ორივეს არა დანიელ ოთხივეს, მაგრამ სკოლა? -ორშაბათიდან სკოლა ათი დღით არ არის,საგაზაფხულო დასვენება არის. -ჰოდა ზედ გამოჭრილია ჩვენთვის ეს დრო.დანიელმა ყველაფერი მოაგვარა და ჯილდას თავისი კაბინეტის გასაღები დაუტოვა ის ღამე კი კლინიკაში გაატარა გვიან ღამით შევიდა ანინასთსნ და მასთან იყო. -დაიღალე,ბევრი პაციენტი გყავდა დღეს. -დავიღალე შემოვლა გავაკეთე და თებესთან ჯერ არ დამირეკია,ახლა დაურეკა.... -ახლა დაწოლილი იქნება არც მას გავახსენდით... -მაინც დავრეკავ.თქვა და ნომერი აკრიბა რომელსაც დაეწერა ,,დედა''. -დანიელ შვილო როგორ ხარ, გვიან რეკავ ახლა დაბრუნდი? -დავბრუნდი დედა,მაგრამ თებე წამართვი დღეს. -მამიკო არის,მამა რა მომიტანე.... -ქრთამს მთხოვ რამდენიმე დღით რომ დაგტოვე? -გადასახადი უნდა გადაიხადო ბ-ნო ექიმო თავის არიდება არ გამოგივათ. -ხვალ მოვდივარ და მოგიტან შვილო... -აქ მოდიხარ უნდა წამიყვანო? -არა ჩვენც გავჩერდებით 5-6 დღით .. -უჰ რა კარგია,მაგრამ მერე არ წახვალ და არ გაქრები მოულოდნელად. -არა,ამჯერად პირობას ვასრულებ დედას დასვენება ჭირდება. -დედას რა ჭირს,ავად არის? -დაეცა და ხელი იტკინა თან რამდენიმე ანალიზი გაუკეთეთ და ყველაფერი კარგად არის, მხოლოდ უნდა დაისვენოს. -დანიელ ექიმი რას ამბობს შვილო... -ნაყოფი დიდი არის დედა და ხშირად უნდა იწვეს,ამიტომ გადავწყვიტე სოფელში უფრო კარგად დაისვენებს მშვიდად იქნება თან ვერანდაზე გამოვა ჰაერზე. -შენც გაჩერდები? -მეც გავჩერდები ჯილდას ჩავაბარე უკვე კაბინეტის გასაღები,რამდენიმე დღე მეც დავისვენებ. -კარგი გადაწყვეტილებაა,ყველაფერს ბიოლოგიურს გავუკეთებ და მშვიდადაც იქნება. -კარგი დედა დილამდე და თებეს სულ ნუ გააფუჭებთ თქვენ. -თებე დღეს მოგვეხმარა ბაბუას საქონელი გაადენინა და ხბოები საღამოს თავად ჩადენა სამბულში. -გაყოჩაღებულა სოფელში გავათხოვებ სადაც ბევრი საქონელი და ღორები ყავთ. -გინდა მაწამო? -შეხედე ბაბუ იმ მთას ხომ ხედავ... -ვხედავ... -ჰოდა იმ მთის ფერდობზე აგიშენებთ მე და მამა სახლს და იქ იცხოვრებ. -იქ რა მინდა მარტო ტურები და მგლები შემჭამს.დანიელმა ტელეფონი გათიშა და ანინას შეხედა,მისი ხელი ხელში მოიქცია და უთხრა. -რაღაც უნდა გითხრა,მაგრამ დამპირდი რომ არ ინერვიულებ. -რომელი მიასიკვდილე ლევანი თუ მოსამართლე არცერთზე არ ვიდარდებ,შენზე ვდარდობ დანიელ. -არც ერთი და არც მეორე,ანინა მამაშენი გარდაიცვალა. -მამაჩემი ბრიტანეთში? -კი ბრიტანეთში...იქ ვიყავი ვაკოსთან და გავიგე მასზე რომ ყველასთვის დასაფასებელი პიროვნება იყო,სამი დღე და ღამე ვიჯექით მე და ვაკო მის კაბინეტში მისი ცხრილების წინ და ვაჯამებდით შემოსავალს და გასავალს მის კლინიკაში ამ კლინიკას ძალიან დიდი შემოსავალი აქვს 40 დღე რამდენიმე დღეში დასრულდება მისი გარდაცვალებიდან და ანდერძი გაიხსნება, როგორც ვაკომ მითხრა ანდერძი ჩვენს სახელზე არის დაწერილი,მაგრამ უნდა მოემზადო ფსიქოლოგიურად წინ დიდი ბრძოლა გელოდება. -რატომ? -მამიდაშენი ასე ადვილად არ დაგითმობს და კლინიკის წილს მოითხოვს. -წილს ვერ მოითხოვს,წესით ანდერძიც და ქონებაც დედას ეკუთნის დანიელ. -ეს როგორ ისინი ხომ დაშორდნენ... -დაშორდნენ,მაგრამ განქორწინება არასდროს გაუკეთებიათ ისინი აქამდე ჯერ კიდევ კანონიერ ქორწინებაში იყვნენ,დედა დღემდე მამას კანონიერი მეუღლე არის. -რას ამბობ ეს ყველაფერს ამარტივებს საყვარელო. -ასე რომ დედასთან ერთად წავალთ და წავრსდგებით იმ ქალის წინაშე ვინც დედას ბედნიერება დაუნგრია,საკუთარი ძმა გააუბედურა და ჩემი გამოჩენით ჩავუშხამებ მის დაწყობილ გეგმებს და იდეებს.დანიელმა გაუღიმა და ფეხზე ადგა გემრიელად დაუკოცნა სახე და ჩურჩულით უთხრა. -მომენატრე,მაგრამ უკვე მეშინია შენი რადგან ვხედავ ძალიან საშიში ხდები. -შიში უარყავი და ხელები მომხვიე შენს მკლავებში პატარა კნუტი ვარ საყვარელო,როგორ ძალიან მიყვარხარ შენ ვერც კი ხვდები. -შეიძლება შემოვიდე? დანიელმა ღიმილით შემობრუნდა ბედნიერებისგან რომ ბრწყინავდა და ჯილდას შეხედა. -მგონი ხელი შეგიშალეთ... -არა,არა უკვე დავასრულეთ საუბარი... -მაშინ დღეს აქ ვარ და დრო მოვიპარე მოვსულიყავი. -ომარი სად ბრძანდება... -არ ვიცი აქ რომ ვნახე მის მერე არ მინახია... -ხომ გითხარით ერთად იყავითმეთქი ჯილდა... -დანიელ ჩვენ სიამის ტყუპები არ ვართ...დანიელმა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა,მაგრამ ომარი არ პასუხობდა ჯილდას შეხედა და უთხრა. -რა უთხარი ასეთი რომ გააქრე კლინიკიდან... -დანიელ ნუ მაგიჟებ, არ იცვლები ადამიანს არ ვიცნობ და რა უნდა მეთქვა.დანიელმა კარი დაკეტა და ჯილდას თვალებში ჩახედა შემდეგ კი სერიოზულად უთხრა. -ვიცი რაც გადაიტანე ყოფილიდან,ვიცი რომ რთულია ისევ ახლიდან დაიწყო,მაგრამ ომარი ძალიან კარგი პიროვნებაა პიროვნულად და საუკეთესო ექიმი,ჯილდა მინდა მხოლოდ ეს დაიმახსოვრო ჩემგან სხვას ალბად უფალი დაალაგებს. -ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდა დანიელ,მაგრამ მართლა არ ვფიქრობ ამ ეტაპზე ახალ ურთიერთობას. -მე ჩემი გითხარი და უნდა გაითვალისწინო,ჯილდა შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინ გაქვს.ჯილდა ჩუმად იყო შემდეგ უეცრად გულიანად გაიცინა და დანიელს შეხედა დანიელიც და ანინაც ჯილდას უყურებდა და მის სიცილზე ისინიც იცინოდა,ჯილდამ ანინას შეხედა თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და თქვა. -ბავშვობაში ძალიან დიდი ნაწნავები მქონდა დედა ცხრათითას მიწნიდა და ძალიან ლამაზი იყო,დანიელი ჩემზე სამი წლით დიდი არის და ერთხელ გავაბრაზე,მაგრამ რატომ გავაბრაზე ეს აღარ მახსოვს, შენ გახსოვს? -როგორ არ მახსოვს,დაბადების დღეზე ტორტი მომიტანეს უბნის ბავშვებმა და რაც იმ დღეს მივირთვით დარჩენილი მაცივარში შევინახე და ბურთის სათამაშოდ წავედით ეს შებრძანდა სახლში გამოუტანია ეს დარჩენილი ტორტი და თავის ძაღლს შეაჭამა ამ დრო მოვედი და შევხედე, გავბრაზდი ძალიან და მისი ნაწნავებით დავითრიე ვცემე კიდეც სახლში ატირებული გაუშვი გაოცებული იყო დედამისი და რომ გაიგო მიზეზი რატომ ვცემე თავადაც დაუმატა,ერთი თვის შემდეგ ლეკვი მაჩუქეს მგლის ჯიშის და სახელად ჯილდა დავარქვი. -საზიზღარი ბავშვი იყავი დანიელ... -რატომ ვიყავი საზიზღარი შენ იყავი აუტანელი და ჩამშვები თან სამაგიერო გადაგიხადე,შენ წარმოიდგინე იმ ძაღლის ჯიში დღესაც გვყავს და დღემდე ერთ ერთს ჯილდა ქვია. -რატომ ჯილდა და არა ჯეკა... -როგორ მეკითხები ანინა ჯეკა ბიჭი არის და ჯილდა გოგო,რადგან მე გოგო მყავდა ჯილდა დავარქვი და ეს სახელი შეუცვლელია. -დამინახავდა და მაშინ დაუწყებდა ძაღლს ძახილს და გაყვიროდა ჯილდა,ჯილდა არადა ძაღლი ფეხებთან ყავდა დაცუცქული. -ვერ ვიჯერებ დანიელ რომ ასეთი იყავი... -უფრო მკაცრი და დაუნდობელი იყო მისი უბანში ეშინოდათ თუ ხმაური იყი დანიელი მოდისო და ყველა ჩუმდებოდა.... -აი სად ყოფილხართ,როგორ ხართ ანინა უნდა ადგე და გაიარო მხოლოდ არ უნდა გადაიღალო. -ვიყავი ამდგარი და გავიარე,ახლა კი დანიელის ჩადენილ შეცდომებს განვიხილავთ რაც ბავშვობაში აქვს ჩადენილი. -ოოო,ოოო ნუ ჩაეძიები ანინა თორემ განქორწინება გარდაუვალია. -ვფიქრობდი გაგიკვირდებოდა და შენ კი უარესი თქვი.ისხდნენ და საუბრობდნენ,იცინოდნენ კიდეც ომარიმ და ჯილდამ კიდევ უფრო ახლოს გაიცნო ერთმანეთი და მათ შორის თითქოს გაიბა დამაკავშირებელი ძაფი,დანიელმა შეხედა ომარის და უთხრა. -რა დროს შეგვიძლია წავიდეთ ექიმო. -თქვენ ახლაც შეგიძლიათ წახვიდეთ თუ წასვლა გინდათ,ანალიზები კარგია უნდა იაროს მხოლოდ არ უნდა გადაიღალოს და წოლით უნდა იყოს უმეტესწილად ერთ თვეში კი კონტროლზე მოხვალ და კიდევ, ყურადღება მიაქციე ჩამონაშალს თუ მუქი ფერი იყოს და არ მოგეწონოს მოდიხარ კლინიკაში. -კარგი ექიმო. -ამ ბავშვს განსაკუთრებით უნდა მიაქციო ყურადღება ბ-ნო ექიმო. -ვითომ რატომ ყველა პაციენტს ერთნაირად ვიღებ და შენი შვილი რატომ არის ვითომ განსაკუთრებული? -არა,ეს ბავშვი განსაკუთრებული იქნება შენთვის რადგან შენ მონათლავ მას და ეს გახსოვდეს. -სერიოზულად? დაიბნა ომარი და ანინას შეხედა ანინამ კი გაუღიმა და უთხრა. -ნათქვამი სიტყვა არ შეიცვლება... -რა გგონია ჩვენი მეგობრობა რომელიც სტუდენტობიდან მოდის უნდა გაქრეს თუ უნდა გაღრმავდეს და სიყვარულით გაივსოს. -უნდა გაღრმავდეს მეგობარო.უთხრა და მეგობარს გადაეხვია,დანიელმა ანინას შეხედა და უთხრა. -წავიდეთ საყვარელო ჩვენს ბუდეში,ჩვენს საძინებელში,ჩვენს საწოლში... -ოპა,ოპა,სხვა სახლში გააგრძელეთ აქ არა. -ექიმი ხარ,მაგრამ იდიოტი ხარ.უთხრა დანიელმა და მათი მეგობრობა წლებს რომ ითვლიდა სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს,დანიელმა ანინას ჩაცმაში მოეხმარა და ნელა ნელა მისივე ხელზე დაყრდნობით გავიდნენ კლინიკიდან,ანინას სახლში შესვლა შეეშინდა და დანიელს შეხედა დანიელმა კი კარი გააღო და უთხრა. -დასუფთავებულია,ნუკიმ მოიყვანა გოგოები და დაასუფთავა,მშვიდად იყავი აქ ვერავინ ვერ შემოვა ამ საკეტის გაღება შეუძლებელია თუ შიგნიდან არ გაუღებ კარს მოსულს.ის ღამე მშვიდად იყო დანიელის გვერდით დილით კი ისაუზმეს და სოფლისკენ გაუყვნენ გზას,მართა უკვე ელოდა შვილს და რძალს და მანქანა მოადგა თუ არა ეზოს პირველი ხაჭაპურიც დააკრა ცხელ ცხელი ხაჭაპურებით გაუმასპინძლდა შვილებს,ანინამ შეხედა დანიელს და უთხრა. -რას გამბერე ცხელი წყლით და კარაქიანი პურით აქ ნახე რა დაგვახვედრა დედამ. -აქამდე მშიერი უნდა ყოფილიყავი? მშვენიერი დღეები გაატარეს სოფელში,დანიელი ხშირად გადადიოდა ოთარისთან და ნახულობდა ამოწმებდა და რჩევასაც აძლევდა და დრო ისე გავიდა უკან დაბრუნების დროც ახლოვდებოდა რომ ბრიტანეთიდან მნიშვნელოვანი ვიდეო ზარი მიიღო დანიელმა და საუბარის დასრულების შემდეგ ანინას შეხედა. -ზარი ბრიტანეთიდან იყო და შენც ხვდები ეს ზარი რაოდენ მნიშვნელოვანია,უნდა წავიდეთ. -როდის უნდა ვიყოთ იქ დანიელ. -პირველ რიგში თქვენი პასპორტები უნდა მოვაწესრიგოთ და ჩემს ზარს ელოდებიან,ჩვენზეა რაც უფრო მალე წავალთ ანდერძიც გაიხსნება.ელას გული ეტკინა საყვარელი ადამიანის დაკარგვა რომ გაიგო და წასვლაზედაც თანახმა იყო რადგან მისი იქ ყოფნა მეტად აუცილებელი იყო როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა. -მაშინ ნუ გავჩერდებით და დღესვე წავიდეთ,თებე? -თებე აქ დარჩება ბავშვის სეირნობის დრო იქ არცერთს არ გვექნება ამ პირველ წასვლაზე და არ ვიცით როდემდე გასტანს ანდერძის დამტკიცება შესაძლებელია ბრძოლა მოგვიწიოს ანდერძის გაყალბება დაგვწამოს მამიდაშენმა. -გამორიცხული არაა მისგან ეს რომ გააკეთოს ის ისეთი ცუდი ადამიანია ყველაფერზე წავა. -მე მზად მაქვს საბუთები,თქვენი პასპორტები უნდა მოვაწესრიგო და ვაკოს დაურეკო ვაცნობო ზუსტი დრო როდის წავალთ. -წადით შვილო თებე აქ იქნება მეგობრები ყავს უკვე და მათთან ერთად დროს გაატარებს. დანიელი მამას მიუბრუნდა და უთხრა. -მარტო არსად არ გაუშვათ,მამა... -ვიცი შვილო ვიცი არ ინერვიულო.დანიელმა ჩაახველა და მართას შეხედა შემდეგ ზვიადის და უთხრა მათ ანინა რატომ და როგორ მოხვდა კლინიკაში,გაოცებული უყურებდნენ ხან ანინას ხან დანიელს ელამ ცრემლი ვერ შეიკავა და უთხრა. -არ უნდა დამეტოვებინე მარტო შვილო... -ბედად დანიელი მოვიდა იმ დილით და დროული გახდა კლინიკაში წასვლა,ბავშვი ჯამრთელია მაგრამ ნაყოფი დიდია. -კარგი დასრულდა რთული დღე და ყველაფერი კარგად არის,თებე მარტო არ გაუშვათ თუ არ დაიშალოს თან გაყევით ან აქ მოვიდნენ მეგობრები და აქ იყვნენ.სამივემ დატოვა სოფელი,წასვლამდე დანიელმა ოთარი კიდევ ინახულა და შემდეგ გაუდგა მშვიდად გზას, გზიდან კი ომარის დაურეკა. -სად ხარ მეგობარო... -როგორც ყოველთვის,კლინიკაში. -ჯილდა ხომ არ არის ახლოში. -აქ არის ყავას მივირთმევთ ერთად. -კარგია მიხარია,მომისმინეთ და ეს ორივეს გეხებათ მოულოდნელად წასვლა მიწევს ბრიტანეთში კიდევ 5-6 დღე ვერ ვიქნები ადგილზე,ორივეს გთხოვთ რომ ყურადღებით იყავით ჩაატარე ბრიფინგი და ჩამრთე სადაც ვიქნები იქედან ჩაგერთვებით. -კარგი,მაგრამ ხომ მშვიდობა გვაქვს დანიელ. -კი მშვიდობაა,ცნობილი პროფესორი რომ გარდაიცვალა ხომ იცი... -კი,კი ვიცი ჩვენი ვაკოს პროფესორია ბევრი რამ ვისწავლეთ ამ პროფესორიდან. -პროფესორი ანინას ბიოლოგიური მამა არის და 40-ზე მივდივართ,თან ანდერძი უნდა გაიხსნას. -ვაუ შენთვის უსროლია ავრორას,რა იღბლიანი ხარ დანიელ. -შეგშურდეს,შენთვისას გაისვრის ავრორა თუ გაახელ მაგ თვალებს და ჩემს ნათქვამს გაითვალისწინებთ ორივე. -ვნახოთ,ვნახოთ. თქვა სიცილით ომარიმ და ჯილდას შეხედა. -ჯილდა გესმის ჩემი? -მესმის დანიელ.... -მამაშენი კარგად არის წამოსვლის წინ კიდევ ვნახე რამდენიმე პრეპარატი დაგიწერე ძვლებისთვის ასაკშია უკვე და საჭირო არის,გაუგზავნე როგორმე მიაწვდინე. -მადლობა დანიელ დამირეკავს და მეტყვის,ყოველ დღე მირეკავდა ყურადღებას მაქცევსო. -კარგი მეგობარო ვთიშავ რაღაც შეფერხებაა გზაზე და პატრული დგას ჯარიმას ავიკიდებ რომ დამინახონ ტელეფონით ხელში -კარგი აქ არაფერზე არ ინერვიულო. -მგონი ავარია არის მომხდარი.თქვა ანინამ და დანიელმა მანქანა გვერძე გადააყენა, შემდეგ მანქანიდან გადავიდა. -რა მოხდა,მსხვერპლი არის? -სასწრაფოს ველოდებით ორი ახალგაზრდა მამაკაცია დაზიანებული. -ახლოს ვნახავ რა უჭირთ ექიმი ვარ.თქვა დანიელმა და მისი ჩანთა წაიღო შეკრებილ ხალხთან მივიდა და თვალები გაუფართოვდა ის ორი ახალგაზრდა მამაკაცი ვახო და ათული იყო. -დანიელ მეჩვენები თუ აქ როგორ გაჩნდი... -თქვენ რას აკეთებთ აქ ან რატომ არ დამირეკეთ,რა მოხდა. -ვიღაცამ მუხრუჭები გადაგვიჭრა ბენზინისთვის რომ გავაჩერეთ. -კარგი სად გტკივა მაჩვენე.... -ფეხი,ფეხი ვერ ვანძრევ დანიელ...ფეხზე ხელი მოკიდა და თქვა. -მოტეხილია,წივში არის გადატეხილი.... -ეს უფრო ცუდად არის ვერ ლაპარაკობს. -ათული შემომხედე.... -დანიელ ორი თავი გაქვს? -ეს მოწეულშია თუ ნასვამია. შეხედა ვახოს,ვახო კი იცინოდა და თქვა... -თავი დაარტყა და იმხელა ხმა ჰქონდა მეგონა ბომბი გასკდა... -ჰოდა მიტომ აქვს შერყევა ტვინის ეს კარგია იქნებ გონება გაეხსნას. -ნუ ღადაობ ცუდად ვარ იდიოტო.თქვა ვახომ დანიელმა კი ტელეფონი ამოიღო და ანინას დაურეკა. -გისმენ დანიელ... -წამოდი კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ ვახო და ათული არის... -სერიოზული დაზიანება არის? -დაზიანებულები არიან,მაგრამ სიცოცხლეს გააგრძელებენ. -კარგი მოვდივარ.ანინამ უთხრა პატრულის მუშაკს და დანიელიც დაალაპარაკა შემდეგ კი ხალხის დახმარებით ბიჭები მანქანაში ჩასვა და კლინიკაში წავიდა ავარიულებით წინ კი პატრული მიუძღოდა,ომარის გაუკვირდა დანიელს რომ შეხედა და შემდეგ ბიჭებს. ვახოს სულ ხუმრობაში და სიცილში დაადო გიფი ფეხზე და ორივე ერთ ოთახში მოათავსა, შემდეგ კი ნუკის დაურეკა და უთხრა მათი ამბავი ნუკი კი რამდენიმე წუთში უკვე კლინიკაში იყო. -სად არის და როგორ არის.ომარი შეხვდა ნუკის წინ და ისიც შეშინებული უყურებდა. -ჩემი პაციენტი არ არის ეს დანიელის პაციენტია ნუკი. -ყველა ერთნაირებმა როგორ მოიყარეთ სამეგობროში თავი.გაბრაზდა ნუკი და დანიელთან წავიდა,დანიელი კი ათულის საწოლთან იდგა და ომარის ზარს უპასუხა,შემდეგ ჩაახველა და ათულის შეხედა. -ნუკი მოვიდა და რაც შეიძლება გაირთულე მდგომარეობა... -შემირიგდება? -ეს უკვე შენზეა დამოკიდებული,დახუწე თვალები და დადუმდი.... -სულ არ დავილაპარკებ თუ ნუკი შემირიგდება მადლობას ვეტყვი იმას ვინც მუხრუჭები გადაჭრა.დანიელი იცინოდა,მაგრამ შემდეგ სერიოზულად შეხედა ვახოს და თქვა. -როგორ გავხდე მკვლელი სხვაგვარად ისინი არ გაჩერდებიან. -მეც მაგ აზრზე ვარ ვიღაცა სიკვდილს ეთამაშება დანიელ. კარი გაიღო და ნუკი შემოვიდა ცრემლიანი ჰქონდა თვალები, უკან კი ომარი შემოყვა. -შენ აქ რა გინდა... -ჩემთან მოვიდა და ესენი არცერთი არაა ჩემი პაციენტი ამიტომ შენთან წამოვიყვანე.ვახომ თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა,მაგრამ ათული იყო ჩუმად,ნუკიმ კი დანიელს შეხედა და შეშინებულმა უთხრა. -მითხარი როგორ არის... -ვახოს რომ დაერტყა თავი ცარიელი აქვს და ვერაფერს გაიგებდა,მაგრამ ათულის შემთხვევა სერიოზულია. -სიმართლე მითხარი... -სიმართლეს გეუბნები გაორებული ხედვა აქვს და თავის ძლიერი ტკივილი,ახლა დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული და წყნარად არის ექთანი კიდე გაუკეთებს დამამშვიდებელს სხვა გვარად ტკივილს ვერ გაუძლებს. -ღმერთო ნუ წამართმევ ამ იდიოტს რა გავაკეთო რომ მიყვარს,მაგრამ ჩემს სიამაყეს ვერ გადავაბიჯე. -დაივიწყე ახლა წყენაც და ტკივილიც,ახლა ილოცე რომ კარგად იყოს და ზიანი არ დაუტოვოს ამ ტრავმამ. -დანიელ შენ როდის მიდიხარ... -პასპორტებს გავაბარებ დღეს და როგორც კი მზად იქნებაა წავალთ... -მე წავალ დანიელ... -სად მიდიხარ შენ... გაოცებული უყურებდა სამივე ნუკის,მაგრამ ნუკიმაც გაოცებულმა შეხედა დანიელს და უთხრა. -გამოსაცლელებს ვიყიდი მაიკები და ტრუსები დაჭირდებათ აქ არ ვიცით როდემდე დარჩებიან და თუ შედეგი ვერ დავინახე თურქეთში გადავიყვან... -კარგი დამშვიდდი ეს სამი დღე აქ ვარ,შემდეგ კონტაქტზეც ვიქნები ვიდეო ზარით. -აუცილებელია შენი წასვლა? -აუცილებელია ანინას მამის 40 არის და უნდა წავიდეთ. -კარგი მე წავალ და მალე დავბრუნდები.ნუკის და ათულის შორის სიბრაზის კედელი ნელა ნელა დაშლას იწყებდა,უსასრულო ლოდინისთვის მზად იყო ნუკი მხოლოდ ათული გამოჯამრთელებულიყო ყოველი წამი მის იქ ყოფნას სიყვარულს კიდევ უფრო ზრდიდა და დანიელმა ვახოს თვალი ჩაუკრა,გარეთ ომარის შეხვდა და უთხრა. -არ გაიგოს ნუკიმ რომ ვატყუებთ თორემ ყველას დაგვხოცავს. -მე არ ვერევი ეს თქვენი გეგმა არის და თქვენ გადაიხდით. -კარგი საქმისთვის ყოველთვის კარგად ვიხდი და ღირს კიდეც გადახდა,როცა იცი რომ საუკუნო სიკეთეს აკეთებ.შემდეგ ომარის მიუბრუნდა. -მივდივარ,ხვალ შემოვივლი მაგრამ არ ვიცი რა დროს საქმეები მაქვს. -კარგი მიხედე საქმეებს... -მიხედე ამ გადარეულებს....დანიელი წავიდა,ანინა და ელა მანქანაში ელოდა ანინა უკვე წუხდა და დანიელმაც გააღო კარი შეხედა და უთხრა. -მოვედი ვიცი რომ დამაგვიანდა,მაგრამ ვახოს გიფი დავადე ფეხზე ათულის ტვინის შერყევა აქვს და ეს ავარიაც იმ ღამეს უკავშირდება. -ჩემს გამო მოხვდნენ ამ დღეში,დანიელ ეს ოდესმე შეწყდება? -შეწყდება და თუ არ შეწყდება, შევწყვიტავთ. -ღმერთო სულ შიშში როგორ ვიცხოვროთ... -არ ვიცხოვრებთ შიშში ისინი იცხოვრებენ ჩვენზე შიშში. -რა უდარდელად ხარ დანიელ და მაცოფებს შენი სიმშვიდე.დანიელმა მოულოდნელად გააჩერა მანქანა და ანინას შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -სად გინდა რომ წავიდე და რა გინდა რომ გავაკეთო,გინდა დავხოცო ყველა და ციხეში წავიდე? -არა, ციხეში არა,მაგრამ უკვე მეშინია თებეს სკოლაში გაშვება. -დრო უნდა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს,ჯერ მივხედოთ წინ რა საქმეც გვაქვს სახლში მივიდეთ მოვემზადოთ,პირველი პასპორტის ფოტოები გადავიღოთ ხვალ კი მივიდეთ და პასპორტები გავაკეთოთ რამდენიმე საათში მზად იქნება.სამივე ჩუმად იყო,დანიელი არ იმჩნევდა მაგრამ შიშით მასაც ეშინოდა რამდენიმე საათში მოაგვარა ფოტოების საქმე ელაც ბინაში მიიყვანა შემდეგ ვაკოს დაურეკა. -პასპორტები ხვალ მზად იქნება,ბილეთებსაც ხვალ გავარკვევ და დაგირეკავ ჩვენი წამოსვლის ზუსტ პასუხს გეტყვი -კარგი დანიელ ესენიც ჩქარობენ ძალიან და კარგია თუ დროს არ დავკარგავთ,ვფიქრობ ადვილად ვერ დასრულდება. -ვიცი ვაკო წინ კამათი გველოდება... -კარგი ზარს ველოდები.დანიელმა ტელეფონი გათიშა და ანინას შეხედა,ანინამაც მიხვდა.... -იოლი არ იქნება.... -ნამდვილად,წავალ ბიჭებს ვნახავ შენ დაისვენე...დანიელი წავიდა რადგან ბიჭებთან დალაპარაკება უნდოდა როგორ მოხდა ავარია,კლინიკაში შესულმა ხალათი არ ჩაიცვა და პირდაპირ ბიჭებთან შევიდა... -როგორ ხართ. -მგონი უკეთესობა გვაქვს ათულისთან ექიმო.უთხრა ნუკიმ და დანიელმა შეხედა ათულის, ათულს შემდეგ ვახოს მიუბრუნდა. -მტკივა ექიმო... -ერთი თვე ასე იწუწუნებ და საწოლში იქნები ახლა მითხარი რა მოხდა ან როგორ მოხდა,ვინ იყვნენ. -სოფელში შენთან მოვდიოდით ხომ თქვი სოფელში მივდივარო და გზაზე ბენზინი ჩავამატეთ ,მერე შევნიშნეთ შავი ჯიპი აგვეკიდა სარკეში შევნიშნე ძალიან სწრაფად გვიახლოვდებოდა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე დაიწყო დამცავ ბარიერთან ჩვენი შევიწროვება. -რამდენი იყვნენ... -ორნი იყო,ესეც გაბრაზდა ვალდებული არ ვარ ვიღაცა თავხედს გზა დავუთმოო და წინ გაუსწრო ჯიპი ჩამორჩა ისევ მშვიდად მივდიოდით მაგრამ ისევ დაგვეწია და უკნიდან დაგვარტყა დარტმა ძლიერი იყო ტორმუზმაც ვერ დაიჭირა ჯებირს დავეტაკეთ და გადავარდით. -გააჩერეს თუ წავიდნენ... -გააჩერეს მოვიდნენ დაგვხედეს და ერთმა თქვა ,,ვინც უნდა ყოფილიყო შიგნით ის არ არის და წავიდეთო''. -დანიელ მათი ხალხი იყო ისევ არ ჩერდებიან... -ვიცი რომ მისი ხალხი იყო რა გავაკეთო მითხარი ორგანოში მუშაობს და დამიჭერს. -დანიელ დამიჯერე ჩვენც ეს გვაჩერებს,შენ რა გგონია აქამდე ასე წყნარად ვისხდებოდით თან გეგი იქ არის უეჭველი თვალში ამოიყვანს და რამეს დაუშავებს. -ასეა ჩემს გამო გეგიც საფრთხეშია,ნუკი წავიდა? -გარეთ გავიდა ნახე არ მოვიდეს და არ მოგვისმინოს.დანიელმა კარი გააღო და ნუკი ვერ დაინახა,შემდეგ ათულის მიუბრუნდა. -რა გააკეთე,შემოირიგე? -მგონი გალღვა ყინული,ძალიან დათბა. -კარგია ჩვენც ეს გვინდოდა.იცინოდნენ ნუკი რომ დაბრუნდა და სამივეს შეავლო თვალი, დანიელმა კი გაუღიმა და უთხრა. -ხვალიდან შენ ხარ ამ ორი ხისთავიანის უფროსი თუ გინდა ცემე კიდეც ვერცერთი ვერ გამოგეკიდება,დამიჯერე კარგი დროა თუ რამე ჯავრი გაქვს მიდი დაუშვი.ნუკის გაეცინა და ვახოს შეხედა. -რას მიყურებ ვინც საცემია ის ცემე... -როდის დაბრუნდები ჩვენ ისევ აქ დაგხვდებით? დანიელმა ვახოს გახედა და თქვა. -ეს რომ დამხვდება ასე ფეხაწეული ეს ვიცი,ათულის მდგომარეობა კი შენზეა დამოკიდებული დაო. -შევეცდები მე დაგხვდე ნორმალურ ჭკუაზე ამათ ხელში.დანიელმა გულიანად გაიცინა და ოთახიდან გავიდა ჯილდა ნახა რამდენიმე საკითხი მასთან განიხილა და შემდეგ მასთან ერთად მიმღებში ჩავიდა იქაც რამდენიმე შენიშვნა დატოვა ჯილდას თვალი ჩაუკრა და წავიდა,ჯილდამ კი ხმამაღლა უთხრა. -შენს ზარს დაველოდებით დანიელ და მოკითხვა ვაკოს. -შევეცდები მალე დავბრუნდე,მაგრამ ვიდეო ზარით ჩაგერთვებით როცა საჭიროდ ჩათვლი ჩემს ჩართვას. დანიელმა სათვალე გაიკეთა და წავიდა,ყველამ თვალი გააყოლა და შემდეგ ჯილდას შეხედეს. -ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა გაქვთ ექიმთან... -დიახ,დანიელს ვიცნობ რაც ასაკი მაქვს ასე რომ რაც თვალი გავახილე,საიდუმლოდ გეტყვით რომ სულ მცემდა ძალიან აუტანელი ბავშვი იყო სისხლს მიშრობდა და სულ მატირებდა. -ბავშვობის მეგობრები ხართ? -კი დანიელი ჩემი ბავშვობაა და ძალიან თბილი ადამიანია,გოგოებო დანიელს არ უყვარს ტყუილი და მით უფრო ღალატი თუ მასთან გულახდილი იქნებით საუკეთესო მეგობარს შეიძენთ,დამიჯერეთ.ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და უპასუხა. -გისმენ ომარ კი წავიდა უკვე... -დაურეკე ტელეფონზე და უთხარი.დანიელი ჩაფიქრებული მიდიოდა ბილეთებიც აიღო და უკვე ვაკოსაც უთხრა რომ მეორე დღეს წავიდოდნენ,სახლში მისულმა გაიაზრა რომ ძალიან მოშივებოდა და ანინას შეხედა... -ანინა სერიოზული რამ უნდა გითხრა. -რა მოხდა,პრობლემა გვაქვს წასვლაზე? -პრობლემა მაქვს,მაგრამ კუჭზე იმიტომ რომ მშია. -დანიელ შემაშინე შვილო.თქვა ელამ და მაგიდის გაშლა დაიწყო,დანიელმა შეხედა ელას სახე მშვიდი ჰქონდა და იღიმოდა,მალე სამივე გემრიელად შეექცა ვახშამს. -ხვალ გავდივართ რამდენიმე ხელი ტანისამოსი ჩაალაგე,ბევრი ბარგი არ გინდათ რადგან ვიცი იქედან გვექნება ბარგი.... -საიდან იცი რომ იქედან გვექნება ბარგი... -შენ ბრიტანეთის წამოღებას ვერ შეძლებ თორემ მაღაზიებში შეუსვლელი რომ არ დარჩები ეს ცხადია.გაეცინა ანინას, დანიელმა თეფში განზე გადგა და ტელეფონი ამოიღო. -როგორ ხარ,შენი გოგო როგორ არის. -ვინ ჩემი გოგი დანიელ კარგად ხარ? -ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ კლარა შენთან მუშაობს. -არაფერი არ გამოგეპარება,სიურპრიზის გაკეთებას არ დააცდი ადამიანს,ვინ ხარ შენ დანიელ. -ის გოგო ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ნაწილია და გაუფრთხილდი გეგი. -ვიცი და გაუფრთხილდები,ბიჭებთან იყავი? -ვიყავი და ის ორი ხისთავიანი ნუკის იმედად მყავს,რაც მთავარია ნუკი და ათული შევარიგეთ. -მიხარია და სხვა რა უნდა გავაკეთოთ. -არაფერი,მე ქვეყნიდან გავდივარ ოჯახთან ერთად რამდენიმე დღით,რომ დავბრუნდები მერე დავილაპარაკოთ. -კარგი გასაგებია,წარმატებები.ტელეფონი გათიშა შემდეგ კომპიუტერთან დაჯდა რამდენიმე საათი ყურადღებით კითხულობდა პაციენტების ისტორიებს და ერთ ერთი 9 წლის ბიჭუნას ისტორიამ დააინტერესდა ანინას დაუძახა რადგან ბავშვთან ერთად თებეს შეხედა და გაუკვირდა,ანინა მივიდა და უთხრა. -ვინ არის ეს ბავშვი,იცნობ? -ეს ბექა არის თებეს კლასელი ავარიაში მოხვდა რამდენიმე წლის წინ და ინვალიდი დარჩა. -გასაგებია რომ დავბრუნდებით ვნახავ.დანიელი დაიძაბა და ძალიან უნდოდა რამდენიმე დღე კიდევ ჰქონოდა დრო,მაგრამ იმედოვნებდა რომ დაბრუნდებოდა აუცილებლად ნახავდა ბავშვს და მის ისტორიას შეისწავლიდა.ღამის 12 საათი იყო ტელეფონმა რომ დაურეკა გაოცებული უყურებდა ნომერს შემდეგ ანინას შეხედა,ისიც გააღვიძა ტელეფონის ზარმა. -რა მოხდა გამოძახებაზე ხარ? -არ ვიცი გავიგებ ახლავეს.თქვა და ტელეფონს უპასუხა. -გისმენთ... -მე ვარ აუცილებლად უნდა გამოხვიდე ტელეფონში ვერ გეტყვი,მისამართს მოგწერ და მოდი. -კარგი,კლინიკაში მიდი და მოვალ. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა,ნახევარ საათში უკვე მისამართზე იყო იქ გეგი,კლარა,ზაზა და ლაზარე დახვდათ კიდევ ორ უცნობთან ერთად. -რა მოხდა,ლაზარე.... -ესენი ჩემები არიან,დანიელ მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ უფრო სწორად მივაგენით რაღაც და შენ გვჭირდები. -მითხარი ვის ეხება.... -ლევანის,მიშას და მოსამართლეს, არ დაიჯერებ მაგრამ მათ საერთო თანხას მივაგენით. -რა,რამდენია და კიდევ ვინ იცის. -მხოლოდ ჩვენ ვიცით ამ ბიჭებმა კი იციან ზუსტი ადგილი. -ლაზარე,ლაზარე რამდენად ენდობი დარწმუნებული ხარ რომ ხაფანგი არ არის? -სანდოები ვართ მეგობარო,ჯერ ერთი რომ ლაზარეს ტყუილს ვერ ვეტყვი იმ ღამის შემდეგ და ესეც რომ არა იმ ნაბიჭვარმა მოსამართლემ 9 წლის შვილი ინვალიდი დამიტოვა არც ხარჯები აიღო თავის თავზე ისევ ჩვენ დაგვაჯარიმა და ჩვენ დაგვადანაშაულა,მოსამართლე არის და ყველაფერი მის ხელშია,შეელაპარაკები პასუხს მოთხოვ და დაგიჭერს. -კარგი,მაგრამ ახლა რას ვაკეთებთ მე ხვალ საღამოს მივფრინავ ანინას მამა გარდაიცვალა წაუსვლელობა კი შეუძლებელია. -მაშინ ახლავეს დავიწყოთ და თანხა სხვაგან გადავიტანოთ იმ ადგილზე კი ცეცხლი წაუკიდეთ ყველაფერს ისინი კი ვერაფერს იზამენ ვერ გააცხადებენ და ვერ გვიჩივლებს, მხოლოდ ამ თანხით გაჭირვებულებს დავეხმარებით მაინც არმად ნაშოვნი ფულია დაე მოხმარდეს მათ ვისაც ნამდვილად ჭირდება. -დავიწყოთ ახლავე ჩვენი საქმე ღამე მალე გადავა და უნდა მოვასწროთ.იმ ადგილზე მიიყვანა ისინი უცნობმა სადაც თანხა იყო ადგილს კი რამდენიმე შეიარაღებული დაცვა იცავდა თუმცა დანიელმა და ლაზარემ ოსტატურად განაიარაღა ისინი რამდენიმე მამაკაცს ხელ ფეხი შეუკრეს ტელეფონები ჩამოართვეს და თანხა ქოხიდან გამოიტანეს და ის ადგილი უნდა დაეტოვათ რომ დანიელის ყურადღება ერთმა ადგილმა მიიპყრო იქ მივიდა და ლაზარეს უთხრა. -რამე მომიტანე აქ რაღაც არის,ეს ქოხი დიდი საიდუმლოს ინახავს....ლაზარემ გაოცებულმა შეხედა და ქოხში სადაც კიდევ ერთი ოთახი იყო გაოცებული იდგა დანიელის უკან,შემდეგ ისევ ბიჭების დახმარებით ის ადგილი გადათხარეს იქვე ნაპოვნი ძველი ბარით და არც შემცდარა მიწაში დამარხული ძვლები იპოვეს.ყველა გაოცებული იყო და დანიელმა თქვა. -ანალიზი უნდა ავიღოთ და გავიგოთ ვინ არის რაც მე და ანინა ერთად ვართ ლაზარე ეჭვებში ვცხოვრობ მის მერე როცა მითხრა მისი მეგობარი უგზო უკვლოდ დაიკარგა, ის გოგო გახსოვს იმ ღამით? -რას აამბობ,ეს პირველად მითხარი... -ვგრძნობ იმ გოგოს უბედურება დაატყდა თავს და სახელად უბედურებას მოსამართლე ქვია. ყველამ შოკირებულმა დატოვეს ქოხი და ცეცხლის წაკიდება ვერ გაბედეს რადგან ტყეს მოედებოდა ალი ზიანს მიაყენებდნენ ბუნებას,როცა დარწმუნდნენ ყველაფერი სწორად გააკეთეს ყველაფერი წაიღეს და წავიდნენ ეს კი გააკეთეს,მაგრამ სად დაემალათ თანხა ახლა იმას ფიქრობდნენ და დანიელმა თქვა. -კლინიკის საცავი რომ გამოვიყენოთ, ივარგებს? -იქ დიდი ხნით ვერ გავაჩერებთ დანიელ ვინმემ არ ნახოს,შენი რეპუტაცია შეილახება კორუფციას დაგაბრალებენ და სამუდამოს მოგისჯიან მოსამართლესაც ეს უნდა მის ხელში ჩავარდე,შენ წადი თავისუფალი ხარ შენს საქმეს მიხედე,ჩვენ მივხედავთ სხვას. -დარწმუნებული ხართ? -დარწმუნებული ვარ.დანიელმა მანქანა გააჩერა და ტელეფონი ამოიღო,ორიოდე წუთი რაღაც მოიძია და უკან სავარძელზე მყოფ მამაკაცს მიუბრუნდა. -ეს პატარა ბიჭი არის თქვენი შვილი? -კი ეს ჩემი ბექაა. -გასაგებია, ლაზარე მივდივარ და შენ დააასრულე საქმე რაც შეეხება ბავშვს დავბრუნდები და მე ავიყვან ამ ბავშვს შევხედავ თუ შევძლებ და დავაყენებ ფეხზე ტყუილ იმედს არ მოგცემ. -სადაც მივიყვანე ყველგან უიმედოდ გამომიშვეს ბოლოს შევეშვით რადგან ყველგან იმედგაცრუება იყო,ახლა კი ეტლით დადის სკოლაში და ხშირად დაცინვის მსხვერპლიც არის. -ერთ დღესაც გაივლის ფეხზე,დამიჯერე იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო. -დანიელ აქედან ტაქსით წადი მანქანა დილით ბინასთან დაგხვდება,გასაღები იქ იქნება სადაც ვდებთ ყოველთვის. -გააჩერე და აქ დამტოვე ტაქსების გაჩერებასთან,მანქანა კი არ მჭირდება ეს დღეები მაინც არ ვიქნები სახლში მე ტაქსით წავალ აეროპორტში,მაგრამ მაინც მოერიდე ამ მანქანით სიარულს. -კარგი,დავაყენებ და შევფუთავ შენ კი მშვიდად იყავი. -ხო არ გაცივდეს ჩემს მოსვლამდე. თქვა სიცილით,ლაზარემ მინიშნებულ ადგილზე გააჩერა დანიელმა დაემშვიდობა მათ და გაუშვა თავად ფეხით გაიარა რადგან კლინიკასთან ახლოს იყო მოულოდნელად დაადგა ყველას თავზე სადაც ყველა გაოცებული უყურებდა რადგან უკვე დილის 5საათი იყო,ვახოს ადრე გაღვიძებოდა და მის საწოლთან დანიელი რომ დაინახა შეეშინდა. -მეჩვენები თუ შენ ხარ,დანიელ აქ რას აკეთებ ამ დროს. -ჩუუუ,ნუ ყვირიხარ...პირზე ააფარა ხელი და სიცილით უთხრა. -თქვენთან მოვედი რომ დავრწმუნებულიყავი კარგად ხართ და ვხედავ მართლა კარგად ხართ, ხედავ იმ ორს? ათულის და ნუკის ერთად ეძინათ თავი თავ მიდებული,მაგრამ არ გააღვიძა ნუკი შეეცოდა თუმცა ფოტო გადაუღო და ვახოს მიუბრუნდა. -მივდივარ და ვეღარ გნახავთ რამდენიმე დღე დაგასვენებთ ჩემგან,მაგრამ დაგირეკავთ.წავიდა და კლინიკა დატოვა,მიდიოდა გაღიმებული და ჯილდას ვერ გაექცა... -დანიელ აქ რას აკეთებ... -ბიჭებს დავხედე და დავრწმუნდი კარგად არიან... -საოცრება ხარ ექიმო.თქვა ჯილდამ და დანიელი ღიმილით გააცილა,ანინას არ დაეძინა დანიელი კი ფრთხილად შევიდა სახლში და ანინამ თავი მოიმძინარა ჯერ კიდევ ადრე იყო და თავადაც დაწვა ანინას გადახედა მის მკლავზე თავი დაადებინა და მშვიდად დაიძინა, დილით 11 საათამდე ეძინა მთელი ღამის უძილარს. -არ ვიცი რომელ საათზე უნდა გავიდეთ,ვერც გავაღვიძებ 5 საათი იყო რომ მოვიდა დაღლილი და მკვდარივით დაეძინა. -დაურეკეს კლინიკიდან? -არ მიდიოდა,მაგრამ როგორც მივხვდი აუცილებელი იყო და წავიდა. -ეს მისი პროფესიაა შვილო რომელსაც წლები შეალია ასეთი ექიმი დამდგარიყო. -ანინა ყავა გაამზადე,გთხოვ. -თვალები დასიებული გაქვს უძილობით დანიელ.დანიელმა საათი ნახა და თქვა. -მოემზადეთ უნდა გავიდეთ შუადღისით იქ უნდა ვიყოთ, გაფრენამდე ორი საათით ადრე. -შენი ბარგი... -ჩემ ბარგს მე მივხედავ შენ მიხედე შენ ბარგს და ერთი ჩანთა წავიღოთ,გითხარი იქედან ბევრი ბარგი იქნება.სამივე უხმოდ მოძრაობდა,წასვლამდე ანინამ თებეს დაურეკა და ესაუბრა თითქოს დამშვიდებული იყო რომ თებე სოფელში იყო სანდო ხელში და წასვლის დროც მოვიდა,აეროპორტში მისულებმა რეგისტრაცია გაიარეს და თვითმფრინავში ასულებმა დანიელს მკლავზე შეეხო და მაგრად ჩაეჭიდა. -გეშინია?უთხრა დანიელმა და ხელი მოხვია. -ნუ გეშინია შეხედე შენს გარდა რამდენი ადამიანი ზის და ყველა მშვიდად არის.5საათი და 25 წუთი ანინას თვალი არ გაუხელია,როგორც იქნა დაფრინდა თვითმფრინავი და როცა მიწაზე დადგა დანიელმა უჩურჩულა. -გაიღვიძე დავფრინდით... -არ მძინავს... -დაგიჯერებ კი რომ არ გძინავს. გაეცინა დანიელს და თვალებში ჩახედა,შემდეგ კი შუბლზე აკოცა როგორც იქნა მიწაზე დადგეს ფეხი და ანინა უფრო კარგად გახდა აეროპორტში კი ვაკო დახვდათ მეგობრების შეხვედრა განსაკუთრებული სანახავი იყო და ანინა ბედნიერი უყურებდა დანიელს,დანიელმა სასტუმროში წასვლა გადაწყვიტა და ვაკომ გაბრაზებულმა შეხედა შემდეგ როცა ყველამ მოთავსდა ადვოკატს დაურეკა და შეხვედრის დრო დანიშნა ვახშამი ერთად მიირთვეს დილით კი ყველამ ერთად დატოვა სახლი შეხვედრა კლინიკის იმ დიდ კაბინეტში იყო სადაც პროფესორი მოლაპარაკებებს და მნიშვნელოვან შეხვედრებს აწარმოებდა ასევე დიდ და რთულ ოპერაციებს გეგმავდა,ახლა კი იქ ადვოკატები იყვნენ და კიდევ რამდენიმე ადამიანი მათ შორის კი იყო ერთი ქალბატონი რომელმაც გაოცებულმა შეხედა ელას და ანინას,მაგრამ მოსამართლემ და ადვოკატმა რადგან დარწმუნდა რომ ყველა აუცილებელი პირი ადგილზე იყო ანდერძის წაკითხვა დაიწყო,წაიკითხა მნიშვნელოვანი პუნქტი და კიდევ ერთხელ გადახედა იქ მყოფთ. -ძვირფასო საზოგადებავ დღეს ვკითხულობთ ანდერძს რომელიც დატოვა გარდაცვლილმა რამდენიმე ადამიანზე და ერთ ერთი მათგანი უკვე სამი წელია ყველასგან უხილავად არის კლინიკის ოფიციალური მფლობელი ეს გამოდის,რომ კლინიკა პროფესორის სიცოცხლეშიდაც უკვე სხვას ეკუთნოდა,მაგრამ სანამ მისი ჯამრთელობა გაუარესდებოდა მანამდე განაგებდა კლინიკას თვით პროფესორი და ეს პიროვნება გახლავთ მისივე საუკეთესო სტუდენტი ვისიც სჯეროდა რომ კლინიკას ღირსეულად გაუძღვება და მის სახელს მოუფრთხილდება არის ვაკო დარჩია,მაგრამ ბ-ნო ვაკო არის ასევე წერილი და ეს წერილი თქვენ თავად უნდა გახსნათ წაიკითხოთ თუ დათანხმდებით წერილში რაც არის მითითებული ჩვენ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს.წერილი ვაკოს გადასცეს რომელიც გაოგნებული იდგა და ხელის კანკალით გახსნა დალუქული კონვერტი კითხვა დაიწყო,მაგრამ ნერვიულობისგან თვალები აუჭრელდა შეეცადა დამშვიდებას და შემდეგ გარკვევით წაიკითხა. -,,ვაკო ჩემო საუკეთესო სტუდენტო,შვილო და მეგობარო,ნიჭიერო და მიზანდასახულო ბიჭო ვიცი რომ გაგიკვირდება,გაოგნდები,ანერვიულდები,მაგრამ კლინიკის 30%-ს შენ გიტოვებ დარჩენილი 70% გადაეცემა დანიელ ქართველიშვილს ჩემს სიძეს.'' -დანიელ,დანიელ ეს სიმართლე არის რაც აქ წერია? ვაკო დანიელს უყურებდა და დანიელმა მხრებზე ხელი მოხვია შემდეგ თვალზე ცრემლი მისივე ხელით მოწმინდა და უთხრა. -შენ თავად წაიკითხე და რაც წაიკითხე ხომ ხედავ პროფესორს როგორ ყვარებიხარ ძმაო. -ასევე პროფესორი ბ-ნი ზურაბ აბშიაურის ანდერძში არის მისი ერთადერთი და ნაილი აბშიაური ვისაც დაუტოვა თბილიში საბურთალოზე სამოთახიანი კეთილ მოწყობილი ბინა, მაგრამ გარდაცვლილის კანონიერ მეუღლეს ქ-ონ ელა აბშიაურს და მის ერთადერთ შვილს ქ-ონ ანინა მოდებაძეს დაუტოვა მისი ბანკის ანგარიშები და ასევე უძრავი ქონება თბილიში. მეგობრებო სულ ეს არის მადლობა მობრძანებისთვის,ჩვენ დაგტოვებთ მოილაპარაკეთ ერთმანეთში და ყველას თავისი წილი თავიანთ სახელებზე გაფორმდება. -ეს არ მოხდება,ქ-ნი ელა ვერ მიიღებს ჩემი ძმის ქონებიდან თუნდაც ერთ ევროსაც კი. -მაშინ მომისმინეთ ქ-ნო ნაილი თუ თქვენ უარყოფთ ანდერძის რომელიმე პუნქტს ჩვენ ვალდებულები ვართ წაგიკითხოთ გარდაცვლილის მიერ დამატებული პუნქტი რადგან წინასწარ იცოდა თქვენი ქმედება და თუ თქვენ უარყოფთ პროფესორის ანდერძს და წინ აღუდგებით ქ-ონ ელას მიიღოს მეუღლისგან დატოვებული ქონება თქვენზე პირადად გაუქმდება ანდერძში რაც არის თქვენზე მითითებული,ასე რომ კარგად დაფიქრდით.ნაილი გაჩუმდა და ვეღარაფერი თქვა,ანინა მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. -დედაჩემს არ შეარგე ბედნიერი ცხოვრება მე მამა დამაკარგვინე და მას შვილი, მადლობა უნდა თქვა რომ მამამ უყურადღებოდ არ დაგტოვა და იცი რატომ? ის შენნაირი უგულო და ბოროტი არ ყოფილა.ანინა შებრუნდა და წავიდა,ვაკომ კი დანიელს შეხედა და ორივე შეთანხმდა იმაზე როგორც პროფესორს ჰქონდა განაწილებული.ელა გაოგნებული იყო,მაგრამ ღრმად ამოისუნთქა და წლების შემდეგ თვალებში შეხედა მულს ვინც დააკარგვინა ბედნიერი ცხოვრება,საყვარელი მამაკაცი და მის გამო იცხოვრა ჯოჯოხეთში,ანინა კი სიხარულით სუნთქავდა თითქოს სიჩუმე არც კი არსებობდა,ნაილი ელას მიუახლოვდა და ზიზღით,მაგრამ ჩურჩულით უთხრა. -ძალიან შეიცალე.... ანინამ გაიგონა დედას გვერდით დადგა და უთხრა. -არა, დედა საერთოდ არ შეცვლილა დედამ შეწყვიტა თავი დაუხაროს ყველას და მით უფრო შენ ვისაც არასოდეს მოგცემს უფლებას შელახო ისევ მისი ღირსება, რადგან შენგან შელახული ღირსება დაიბრუნა დღეს.დედა არასოდეს ყოფილა სუსტი შენ დაასუსტე, თუმცა ახლა ძლიერი ქალი არის და სიძლიერესთან ერთად მდიდარიც.ანინამ კლინიკა დანიელთან და დედასთან ერთად დატოვა ამაყი და თავაწეული მიაბიჯებდა საყვარელი ადამიანის გვერდით ჰაერი კი სავსე იყო გაზაფხულის ფერადი ფერებით და მიწის ნოტიო სურნელით ელამ კი წლების შემდეგ პირელად იგრძნო რომ ვინც დაამსხვრია შიგნიდან ის დამსხვრეული შეხორცდა და სუნთქვაც თავისუფლად შეძლო ტკივილის გარეშე,გული კი ისე ძლიერად უცემდა თვალებში სიბნელე იგრძნო დანიელმა ხელი შეაშელა და მშვიდად უთხრა. -დასრულდა ყველაფერი არავის არ უნდა შეგეშინდეს,მან ვერ შეძლო ის გაეკეთებინა რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ჩვენ კი ხვალიდან მივხედოთ საბუთებს და როცა თქვენს სახელზე გადმოვა ყველაფერი... -დანიელ შვილო არ მინდა ჩემს სახელზე იყოს... -ამას ვერ ვიზამთ ანდერძი თქვენზეა და გაფორმებაც თქენზე უნდა გაფორმდეს, თქვენ მერე შეგიძლიათ სხვას გადასცეთ.არ იყო ადილი უცებ საქმის მოგვარება,თითქმის ერთი თვე მოუწიათ გაჩერება სანამ ყველა საბუთი არ დამოწმდა ადვოკატისგან.ვაკოც დანიელის გერდით იყო და ყველა მნიშვნელოვან საკითხს ერთად აგვარებდნენ, როგორც იქნა ბოლო საკითხიც მოგვარდა და გამგზავრების დღეც დადგა,როგორც იწინასწარმეტყველა დანიელმა იდგა რამდენიმე ჩემოდნის შუაში და შემდეგ ანინას შეხედა,მაგრამ ჩუმად იყო. -რატომ შფოთავ დანიელ.დანიელმა კი მშვიდად უთხრა. -ვფიქრობ ანინა... -საინტერესოა რას ფიქრობ... -ვფიქრობ ამდენი რა იყიდე და სად გინდა დააწყო ამდენი რამ. -გგონია ჩემთვის ვიყიდე და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემია? -ვიცი აქ თებეც არის და საერთოდ ყველა. -არა მარტო ჩვენ ყველა აქ მეგობრებიც არის და შენი მშობლებიც. -დანიელ ნუ კამათობ ახლა დააბრუნებ უკან ნაყიდს თუ რას იზამ,უნდა წავიდეთ.გაიგონა ვაკოს ხმა და შემდეგ გაშეშდა მან ორი ჩემოდანი გაიტანა ასევე ვაკომ ორი უყურებდა მეგობარს და შემდეგ ორივეს გაეცინა,ხელი ჩაიქნია ორივემ დიდი წვალებით ჩაიტანა ბარგი,ვაკო აეროპორტში გაყვა მეგობარს და ერთმანეთს დაემშიდობნენ ასევე მადლობა მოუხადა ნდობისთვის და ერთგულებისთვის. მეგობარს ცრემლიანი თვალით დაემშვიდობა ვაკო რადგან იცოდა დიდი ხნით ვერ ნახავდა და დამქანცველი რთული დღეების შემდეგ ბინაში უნდოდა მისვლა რომ დაესვენა,მაგრამ უფალმა მისთვის ახალი განსაცდელი მოამზადა ბინასთან მისულმა მანქანა დააყენა და სიბნელეში ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ადგილზე გაშეშდა ნელა ნელა მიუახლოვდა იმ ადგილს და დაინახა ბავშვი მის გვერდით კი არავინ იყო,უყურებდა პატარას ტირილისგან ძალა რომ არ ჰქონდა და სიცივისგან კანკალებდა არც დაფიქრდა თავისი კაშნე მოიხსნა და ბავშვი შიგ გახვია ძალა მოიკრიბა ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა თითქოს იგრძნო პატარამ რომ ვიღაცამ შეამჩნია და იმედი მიეცა გაუღიმა კიდეც იმას ვინც სითბო უწილადა ვინც გადაარჩინა და ტირილიც შეწყვიტა. -აქ ვინ დაგტოვა ან ვინ გაგიმეტა ასეთი პატარა.არ იცოდა რა გაეკეთებინა და ტელეფონი ამოიღო ნომერი მოძებნა და დარეკა ნამძინარევი ხმა გულზე მოხვდა,მაგრამ ყოველგვარი ბოდიშის მოხდის გარეშე უთხრა. -ლუდა სასწრაფოდ დატოვე ყელაფერი და ჩემთან მოდი. ლუდა სტუდენტი იყო სამედიცინოზე სწავლობდა და ვაკოს კლინიკაში პრაქტიკას გადიოდა ის თითქმის ერთი წელია ვაკოსთან მუშაობს და ყოველთვის მორიდებული იყო მასთან, ვაკოც გრძნობდა მისგან თავშეკავებულობას და მოწონდა მისი სიმორცხვით და დაბნეულობით ეს პატარა გოგო ჩუმად აყოლებდა თვალს თითქოს მის გაზრდას ელოდა,ლუდამ კი ვაკოს შეშინებულმა უპასუხა. -სად მოვიდე ექიმო მორიგე არ... -მორიგე თუ ხარ რატომ გძინას,მოდი სასწრაფოდ მჭირდები. -ღმერთო ჩემო დაჭრილი ხართ? -ჰო დაჭრილი ვარ და არავინ გაიგოს.ტელეფონი გათიშა და პატარას შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -მშვიდად ხარ და არსად არ გაგიშვებ.ვაკო გარეთ ელოდა ლუდას ბაშვით ხელში და ისიც დაფეთებული თან შეშინებული მივიდა ვაკოსთან,ვაკომ კი შეხედა და მის რეაქციას აკვირდებოდა... -მითხარით დაჭრილი ვარო... -დამჭრა ამ პატარამ და მჭირდები რომ ჭრილობა გადამიხვიო... -ვერაფერი ვერ გავიგე... -მივხვდი რომ ვერ გაიგე,ლუდა ბავშვი ვიპოვე... -იპოვე,როგორ თუ იპოვე სად იპოვე პოლიციას უნდა დაურეკო... -არა,პოლიცია წაიყვანს მას და ბავშვთა სახლში მიიყანს ვინ იცის როგორი ბავშობა და ცხოვრება ექნება... -თქვენი შვილია დედამ მოგიყანათ და დაგიტოვათ... -არა,არა,აქ ვიპოვე და ავიყვანე ხელში,ახლა კი არ ვიცი რა გააკეთო. -მას პირველ რიგში გამოცლა და დაბანა ჭირდება,შემდეგ გამოკვება... -მაგრამ.... -უნდა წავიდეთ, მორიგე აფთიაქი ვიპოვოთ და ვიყიდოთ რაც კი გვესაჭიროება ამ ეტაპზე ასევე საკები, ვაჭამოთ დავაძინოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება რას გავაკეთებთ. -რაც ბავშვისთის უკეთესია იმას გავაკეთებთ ლუდა და ამას ჩვენ ერთად გააკეთებთ. -ჩვენ,ანუ მე და თქვენ? -დიახ ჩვენ ანუ მე და შენ.ბავშვი ლუდას მისცა და მანქანის კარი გაუღო,ლუდა უკანა სავარძელზე მოთავსდა და ვაკომ ტელეფონით იპოვა მორიგე აფთიაქი ბინასთან ახლოს რაც საჭირო იყო ყველაფერი იყიდა შემდეგ კი ლუდასთნ ერთად ბინაში ავიდა ლუდამ ბავშვი დაბანა,გამოუცვალა,რძეც გაუთბო აჭამა პატარამ თბილად იგრძნო თავი თბილ გარემოში და მშვიდად დაიძინა,ორივე ჩუმად იყო ვაკომ შეხედა ლუდას და ლუდამ თქვა. -რას ფიქრობ ან რა გინდა გააკეთო... -ლუდა ეს პატარა ვიღაცამ უარყო და მას მე ვიშვილებ,მაგრამ მე ვერაფერს გავაკეთებ შენს გარეშე.... -მე,მე რა უნდა გავაკეთო... -ჩემს გვერდით უნდა იყო შენი სურვილით და არა ჩემი ბრძანებით ან ჩემი მოთხოვნით,თუ შენს თანხმობას მივიღებ ხვალე შევუდგები საბუთების შეგროვებას და ბავშვის მშობლები ვიქნებით მე და შენ და არა ისინი ვინც მიატოა ღამეში უფლის იმედად.ლუდა დაფიქრდა, შემდეგ ვაკოს შეხედა და უთხრა. -დარწმუნებული ხართ ექიმო? -შენთან ერთად შევეჭიდები ახალ ცხოვრებას და ჩენ ორივე შევძლებთ ის ღირსეულ ადამიანად ავღზარდოთ და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. -ჩემი სწავლა ან ჩემი სამსახური? -ლუდა არ ვხუმრობ,ყველაფერს მოვაგარებთ ჩვენ ის გადავარჩინეთ და შეხედე როგორ ლამაზად იღიმის ძილში თან მშვიდად ძინას რადგან იცის მასზე უკვე ზრუნავენ.ლუდა ვერ ბედავდა,მაგრამ ბოლოს დათანხმდა ვაკომ სიტყვა შეასრულა მას სწავლა უნივერსიტეტში არ შეუწყვეტია ის ონლაინ სწავლებით სწავლობდა თან პატარას უვლიდა კლინიკიდან მისი წასლა კი ყველას უკვირდა ვაკო კი კმაყოფილი იყო მისი გადაწყვეტილებით ლუდას სიყვარულშიც გამოუტყდა და ლუდამაც სიყვარულით უპასუხა გახარებულმა დანიელს დაურეკა და თავისი ამბავი მოუყვა დანიელი გაოცებული უსმენდა და ბოლოს უთხრა. -საოცარი ადამიანი ხარ და მიხარია რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ. -დანიელ მე პროფესორმა ამირჩია და უზარმაზარი საცუქარი დამიტოვა, ამიტომ მე ვალდებული ვარ ვიღაცამ პატარა მიატოვა და მას ვუპატრონო ეს კიდევ ერთი დიდი გამოცდა იყო უფლისგან რომელსაც გვერდი არ ან ვერ ავუარე,ალბად უფალი არ მაპატიებდა და არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.თქვენ როგორ ხართ ანინა, თებე... -თებე სიმაღლეში წავიდა და უკვე გოგოობს 9 წლის არის.დანიელს გაეცინა და ანინას შეხედა. -ანინა კიდე უფრო იბერება და ჩვენც ახალი სიცოცხლის მოლოდინში ვართ. -გასაგებია, აქეთ როდის ჩამოგვიქროლებ... -დაიბადოს პატარა და შემდეგ ახლა ვერა მეგობარო,მაგრამ ერთი ჩამოსლა მინდა ჩამოვიდე რაღაც იდეა მაქვს და მინდა შენთან ერთად განვიხილო. -კარგი დამაინტერესე და როცა მზად იქნები მოგისმენ და ერთად განვიხილოთ ასევე ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.დანიელმა ვიდეო გათიშა და შემდეგ ანინას უთხრა. -ანინა მინდა თებეს ამხანაგს დავეხმარო... -რომელს... -ის ინვალიდი რომ არის. -როგორც ვიცი ის ყველგან ყავდათ დანიელ. -ხვალ დილით თებეს მე წავიყვან და ვნახავ...ღამე იმ ბაშვზე ფიქრობდა და არ დაეძინა, დილით თებე წაიყვანა სკოლაში თავად თებემ კი არ იცოდა რა ჰქონდა მამას ჩაფიქრებული და გული გაუთბა როცა გაიგო,მაგრამ დანიელი სიბრაზით აივსო როცა შეხედა როგორ ექცეოდა ინვალიდ ბავშვს ერთი ბავშვი სხები კი იცინოდნენ და ტაშს უკრავდნენ იქვე არც თუ ისე შორს რამდენიმე მასწავლებელი იდგა და რეაგირება არ ჰქონიათ ბავშვის ცრემლიან თვალებზე. -რას აკეთებთ როგორ შეგიძლიათ მეგობარს ასე მოექცეთ ის ხომ ვერ გაიქცევა შენსავით,განა ვერ ხედავ როგორ განიცდის? მრისხანედ შეხედა დანიელმა მათ ლიდერს შემდეგ კი მასწავლებლებს მიუბრუნდა... -თქვენ რას აკეთებთ და უყურებთ შორიდან ამაზე მეტი მნიშვნელოანი რა გაბარიათ ამ კედლებში თუ არა ბაშვების სიცოცხლე,ხედავთ და გესმით როგორ დასცინიან ბავშვს და არაფერს აკეთებთ. -არაფერი მომხდარა ისეთი.... -არაფერი მომხდარა ახლა და თქვენი შვილი რომ იჯდეს იმ სავარძელში? მასწავლებელი დაიბნა და ბავშვებს მიუბრუნდა.... -დაიშალეთ,შედით თქვენს ჯგუფებში... -ბატონო ის ვინც აწვალებდა ბექას მისი შვილი არის და მამა მოსამართლე ყავს, ამიტომ მას არაფერს არ ეუბნებიან მასწავლებლები. -მოსამართლეს ვისაც სასჯელი სხვისთის გამოაქვს ჯერ თავისი შვილი დასაჯოს და აუხსნას მოქცევის წესები,მაგრამ რა უნდა უთხრა მას ვინც თავად არ იცის როგორ უნდა მოექცეს სხვას და გგონიათ სწორად ზრდით შვილს ან გგონიათ ეს სამართლიანი რასაც თქენი შვილი სჩადის? -თქვენ არ გაქვთ უფლება ჩაერიოთ ბაშვების საქმეში ისინი თავად გამოსწორდებიან. -რა გააკეთეთ ამ დრომდე ის ბაშვი თქვენმა მეუღლემ დაასახიჩრა და დატოვა ინვალიდი ეს იმიტომ რომ მოსამართლეს ვერ მოერია მისი უბრალო მშობლები თქვენი შვილი კი დასცინის მას,რომ არა თქვენი მეუღლის უყურადღებობა ეს ბავშვიც ერთ ერთი ჩვეულებრივი ბაშვი იქნებოდა.დანიელის სახე ორად იყო გაყოფილი და თვალებიდან ცეცხლს აფრქვედა, შეეშინდათ კიდეც მასთან შელაპარაკების,მაგრამ უეცრად დამშვიდდა და თებეს შეხედა. -მეგობრის ჩანთა წამოიღე და ორივე ჩემთან მოდიხართ... -მამა ბექას მშობლებს... -მე დაურეკავ შვილო კლინიკაში მოვლიან და იქ დავილაპარაკებთ.თებემ ბექას ჩანთა აიღო, დანიელმა კი ბექა ხელში აიყვანა და ცალი ხელით ეტლი მიჰქონდა ბექა ჩასვა მანქანაში და თებეს ჩანთები ჩამოართვა ეტლი კი საბარგულში ჩადო და კლინიკაში წავიდა ბავშვებთან ერთად,გზიდან კი ლაზარეს დაურეკა. -გისმენ დანიელ... -დაურეკე შენს მეგობარს ინვალიდი შვილი რომ ყავს და კლინიკაში მოდით,ბექა ჩემთან არის დღეიდან ვიწყებთ მკურნალობას. -დანიელ ბავშს რომ ნახავდი ვიცოდი ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებდი. -გელოდებით... -მე შემეძლება გავიარო ფეხზე სხვებივით? გაოცებული უყურებდა პატარა ბექა დანიელს. -ჩვენ შევეცდებით შვილო ამ ეტაპზე ეტლიდან წამოგაყენოთ,მეორე მცდელობა იქნება რომ შენით გადაადგილება შეძლო და სხვას არ დაელოდო,სხვას არ დაეყრდნო და გადაადგილდე. -რა მაგარია თებე აღარავინ აღარ დამცინებს.დანიელს გული ეტკინა და სარკეში შეხედა ბექას თებე კი მეგობრის გვერდით იყო და თავისივე ხელით შეუმშრალა ცრემლი ეს ცრემლი კი იყო სიხარულის,დანიელმა კლინიკაშიც თავის ხელით შეიყვანა და თავის კაბინეტში შესულმა რამდენიმე სატელეფონო ზარი გააკეთა და შემდეგ ბექას შეხედა,გაუღიმა და უთხრა. -გეშინია? -არა არ მეშინია თებე ჩემს გვერდით არის.დანიელს გაეცინა და ტელეფონს დახედა ანინას ზარს უპასუხა. -დანიელ თებე სკოლაში არ არისო.... -ჩემთან არის კლინიკაში დრო არ მაქვს აგიხსნა რატომ, მოვალ და დაგელაპარაკები. -რა მოხდა,შემეშინდა.... -კარგად არის და დამშვიდდი, დღეს აქ იქნება ერთად მოვალთ საღამოს.ტელეფონი გათიშა და თებეს შეხედა. -დედას შეეშინდა სკოლაში რომ არ ხარ... -სად წავიდოდი მამა....კარზე ფრთხილი კაკუნი იყო და დანიელმა კარს შეხედა,კარი გააღო და ორი ექიმი შემოვიდა კაბინეტში. -გისმენთ ექიმო... -წაიყვანეთ ეს ვაჟკაცი დღეიდან ჩენი კლინიკის პაციენტი არის გადაუღეთ ფეხზე, სახსარშიც და იცით რაც უნდა გააკეთოთ ერთად ვნახოთ და შემდეგ დავილაპარაკოთ რას როგორ გავაკეთებთ. -გასაგებია... -ბექა ეტლში ჩასვეს და წაიყვანეს თებემ კი ცრემლიანი თალი გააყოლა,შემდეგ მამას შეხედა. -მამა ეტკინება და იტირებს? -არა შვილო მხოლოდ გადაღებას გაუკეთებთ,მეც გადივარ და თუ მოვიდეს ძია ლაზარე აქ დამელოდოს,კარგი? -კარგი აქ ვიქნები.დანიელი წამოდგა თეთრი ხალათი ჩაიცვა შემდეგ თებეს შეხედა გაეცინა და უთხრა. -შენი ხალათი აქ არის,მაგრამ ეს უკე პატარაა უნდა შევცალოთ თებე თუმცა ჯერ ბექას მივხედოთ და მერე ეს საქმე მოვაგაროთ.დანიელი გავიდა თებემ ხალათს შეხედა და ჩამოიღო, მაგრამ როგორც დანიელმა თქვა ის უკვე პატარა იყო ამიტომ დააბრუნა ისევ მის ადგილზე და დანელის დაბრუნებას დაელოდა.ამინდი შეიცვალა აირია და მოულოდნელი წვიმა იერიშით თითქოს ცა მთელი ქალაქის ჩარეცხვა ჰქონდა გამიზნული საწმენდი ძლივს უმკლადებოდა მანქანის მინის გაწმენდას,მაგრამ ლაზარეს საჭე მტკიცედ ეჭირა და მისი ყურადღება გზაზე იყო გადატანილი მის გვერდით კი მამაკაცი ძალიან ნერვიულობდა. -ნუ ნერვიულობ,დანიელმა თუ ხელი მოკიდა ჩათვალე რომ სასწაული მოხდება. -ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა ხდება თუმცა მინდა ვიცოდე რა მოხდა დღეს. -გავიგებთ,ჩემი აზრით ის ისეთ ინციდენტს შეესწრო რომ გადაწყვეტილება უცებ მიიღო. -რა საშინელი ამინდი ამოვარდა,ეს რა არის ქარბორბალა დაიწყო? -არ ვიცი რა არის,მაგრამ რაც არის კარგი არ არის.... -გააჩერე,გააჩერე ლაზარე არ წახვიდე...იყვირა გაბრიელმა და ლაზარეს მკლავზე შეეხო, ლაზარე გაჩერდა და ორივე გაოცებული უყურებდა მათ წინ უზარმაზარი ხე ტოტების ტკაცუნით რომ დაეცა წინა მანქანას და ორივე ადგილზე გაიყინა,ბოლოს ერთმანეთს შეხედეს და ერთდროულად გადავიდა ორივე მანქანიდან წინა მანქანასთან მივიდნენ და ბედად არავინ დაზიანებულა და მძღოლი სასწაულად გადარჩა.გზა გადაიკეტა,ლაზარემ შეხედა გაბრიელს და შემდეგ მანქანა გვერძე მიაყენა რამდენიმე წუთში ორივე წვიმაში გარბოდნენ და ტაქსით მივიდნენ კლინიკაში,ლაზარე პირდაპირ დანიელის სანახავად წავიდა და მის კაბინეტთან მისულმა ღრმად ამოიოხრა შემდეგ კარი შეაღო და თებე რომ დაინახა ჯერ გაეცინა შემდეგ კი უთხრა. -ექიმო თებე დანიელ ექიმის ნახა გვინდა, შეიძლება? -შეიძლება,მაგრამ უნდა დაელოდოთ....სერიოზულად მოირგო ექიმის როლი თებემ და შემდეგ თავადაც გაეცინა,ლაზარემ კი მასთან ახლოს დაჯდა და უთხრა. -თებე ჩემო გოგო რა მოხდა დღეს სკოლაში...თებემ თვალები დახუჭა და შემდეგ ლაზარეს ყველაფერი მოუყვა,ლაზარე გაბრაზდა იქვე მდგარ გაბრიელს შეხედა და თქვა. -ბექა დანიელმა აიყანა და შეუძლებელს შეძლებს რომ ბექამ გაიაროს,შეიძლება ვერ ირბინოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ დანიელი იმდენს შეძლებს რომ ბავშვი გადაადგილებას მარტოც შეძლებს. -ლაზარე გარეთ გავალ ვიხრჩობი,ჰაერი არ მყოფნის სანამ საიმედოს არ მეტყვის რამეს ვერ მოვისვენებ გული მაქვს ცუდად.დანიელი ყურადღებით ათალიერებდა ფოტოებს და შემდეგ ექიმებს მიუბრუნდა,რომლებიც როგორც დანიელი ისინიც ორჭოფობდნენ,მაგრამ დანიელმა მიიღო გადაწყვეტილება. -თუ ფიქრობთ რომ ვერ გავუმკლავდებით და მე ვფიქრობ რომ შევძლებთ,მაშინ უნდა გავუშვათ უცხოეთში და ეს ბავშვი აუცილებლად გაივლის ფეხზე. -დანიელ დიდი რისკია და თუ შესაძლებლობა არის უკეთესია წავიდეს უცხოეთში. -რა თქმა უნდა უკეთესია,მაგრამ კარგად დააკვირდით მარჯვენა ფეხს ბავშვი ინვალიდი დაბადებიდან არ არის არასწორად გაკეთებული ოპერაციამ დააინვალიდა და უჭირს ფეხის მოხრაც და ნაბიჯის დადგმაც ასე რომ მას აქვს გადაჭრილი მთავარი ნერვიული ვენა ეს შეიძლება შეცდომით მოხდა,მაგრამ იმდენად ამაყი იყო ექიმი შეცდომა არ აღიარა არ გამოასწორა და ბავშვი ინვალიდი დატოვა ეს ოპერაცია კი აქაც გაკეთდება და ბავშვის ფეხიც გასწორდება,გაივლის კიდეც დამიჯერეთ მისთვის რთული იყო ეს ოპერაცია რადგან როგორც მივხვდი ახალბედა ექიმს აქვს გაკეთებული ჩვენ კი შევძლებთ. -რადგან შენ ასეთი დარწმუნებული ხარ,დავიწყოთ მაშინ მკურნალობა. -დავიწყოთ მკურნალობა,ავიღოთ ანალიზები და შედეგებზე ჯერ ადრე არის საუბარი. დანიელი ქაღალდებით ხელში მიდიოდა და ყველა ქაღალდს ისევ თავიდან კითხულობდა, რომ ლაზარე გადაუდგა წინ დანიელმა შეხედა და უთხრა. -მოხვედით,ჯერ მითხარი იმ საქმეზე რა გააკეთეთ. -მშვიდად არიან თითქოს იციან ვინ გაიტანა თანხა,მაგრამ ხმაურს ვერცერთი ვერ ბედავს. -გასაგებია და ძალიან კარგი კაბინეტში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ მომისმინე იქ ნაპოვნი ძვლების ნატეხი გავაგზავნე ბრიტანეთში ანალიზის გასაკეთებლად უნდა გავიგო ვინ არის იქ დამარხული, ლაზარე ვერ ვისვენებ ის გოგო კი ხომ იცი ვისი შვილიც არის. -ვიცი,კლარას მგონი მამიდა უნდა იყოს... -ჰოდა კლარას ბაბუასთან ვალში ვარ ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ რომ გავიგო სად გაქრა მისი ქალიშვილი და ანინას მეგობარი. -გავიგებთ,ბოლომდე მივყვებით და გავიგებთ. -თებე კაბინეტშია? -ვნახეთ უკვე იქ არის ექიმის როლი აქვს მორგებული,მითხრა ექიმ დანიელს გარეთ დაელოდეო. -მართლა? დანიელს გულიანად გაეცინა და იქვე მდგარ გაბრიელს შეხედა. -ექიმო.... -კაბინეტში შევიდეთ გაბრიელ.დანიელმა კაბინეტში შესულმა თებეს შეხედა რომელიც მამის სავარძელში იჯდა და ბექას იქედან უხსნიდა რომ არ უნდა შეეშინდეს. -რა თქმა უნდა არ უნდა შეეშინდეს...თქვა დანიელმა და ბექას თმები აუჩეჩა,შემდეგ შიდა ტელეფონიდან დარეკა და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -შემოდი....ორიოდე წუთში ახალგაზრდა გოგონა შევიდა კაბინეტში და დანიელმა შეხედა, შემდეგ ბავშვებს მიუბრუნდა და თან გოგონას უთხრა. -მარგო ბავშვთა ოთახში შეიყვანე ორივე და იქ იყავი ბავშებთან ერთად,ერთ საათში დაბრუნდით. -გასაგებია.მარგომ ბავშვები გაიყვანა და დანიელი გაბრიელს მიუბრუნდა. -სად და ვინ გაუკეთა ბექას პირველი ოპერაცია...გაბრიელი დაფიქრდა,დანიელმა კი გააგრძელა. -ვინ ჩააგდო ბავშვი ამ მდგომარეობაში.... -სად გყავდა და ვისთან მკურნალობის გასაგრძელებლად,ამ ყველაფერს დამიწერ ქაღალდზე აქვე და დამიტოვებ სხვას კი შენი თანხმობით მე გავაკეთებ. -ექიმო.... -მოდი თავისუფლად ვილაპარაკოთ,გაბრიელ ჩვენ უკვე ერთ საქმეში ვართ და უკვე მეგობრებიც ვართ. -როგორც გითხარი ბექა დედამის მოყავდა სკოლიდან და წვიმიანი დღე იყო,გადასასვლელზე კი მათ ჯიპი დაეტაკა არც გაჩერდა არც მიხედა ბავშვს,მაგრამ ერთმა მოწმემ მანქანის ნომერი მომცა და ვიჩივლე როცა საჩივარი მასზე შევიდა ჩემთან მოვიდა და მითხრა საჩივარი გამომეტანა და ბექას უმკურნალებდა მე კი დავთანხმდი რადგან ოპერაცია ჭირდებოდა და არ მქონდა საშუალება ოპერაციისათვის მისი დახმარებით ოპერაცია გაკეთდა თუმცა უშედეგოდ დასრულდა,მეორედაც გაკეთდა და მეორედაც იგივე იყო უშედეგო ლოდინი გვიან გავიგე რომ ექიმი პრაქტიკანტი იყო ჯერ კიდევ სწავლის პროცესში თან მისივე ძმიშვილი,ამიტომ არ მომცა გასაჩივრების უფლება ყველა საჩივარი დამიბლოკა და ბოლოს კი მითხრა რომ ვერცერთ ექიმთან შედეგს ვერ მივაღწევდი ამ ბრძოლაში კი ბავშვი ინვალიდი დარჩა. -მე მითხრეს რომ ბავშვს ფეხი არ აქვსო. -ფეხი აქვს მგრძნობელობა არ აქვს ფეხში. -ჩევნ უკვე ყველამ შევიკრიბეთ და გადაწყეტილება მივიღეთ რომ დავიწყოთ მკურნალობა თუ საჭირო გახდება ბექას მშობლებთან ერთად ბრიტანეთში გავამგზავრებ და იქ გააგრძელებს მკურნალობას,ბექა გაივლის გაბრიელ... -რას ამბობთ, ექიმო ეს ხომ სასწაული იქნება ამდენი წლის შემდეგ... -გჯერა სასწაულების თუ არ გჯერა ჩვენ მოვახდენთ სასწაულს და დაიჯერებ გაბრიელ. გაბრიელმა დაწერა ბექას ვინ დაეტაკა,ვინ გაუკეთა პირველი ოპერაცია, ვინ არის მისი მასწავლებელი და იმ დღევანდელი ინციდენტიც დააწერინა თუ როგორ შეესწრო ბავშვებისგან მისი შვილის დაცინვას და ქაღალდი გვერძე გადადო გაბრიელის ხელწერასთან ერთად. -ეს გადავდოთ გვერძე,ბექა რამდენიმე დღით და შეიძლება გარკვეული დროც კლინიკაში დარჩეს,რადგან დავიწყებთ ვარჯიშებს და ეს მისთვის რთული პროცედურაა ვიღაც უნდა იყოს მის გვერდით რადგან ტკივილები ექნება როცა ფეხს ძალას დაატანს. -მე ვიქნები მასთან და ზოგჯერ დედაც მოვა. -კარგია, მაშინ წარმატებები ექიმსაც და პაციენტსაც.თქბა დანიელმა და ხელი ჩამოართვა გაბრიელს,ლაზარე კი სიამაყით უყურებდა დანიელს. -დანიელ.... -ვიცი რაც უნდა მითხრა,კლინიკაში თანხა არ ჩაირიცხება იტყვით რომ ექსპერიმეტს ვაკეთებთ ეჭვის გასაფანტად რადგან სამივემ ვიცით რა ნაბიჭვრებიც არიან და კიდევ თუ მისი უცხოეთში წაყვანა აუცილებელი გახდება ყველაფრის დასაფარ თანხას იმ თანხიდან ავიღებთ ლაზარე და მოდი ჯერ აქ დაველოდოთ შედეგს რაზედაც დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად დასრულდება. -დიდი მოლოდინით დაველოდები იმ წუთებს ჩემს შვილს რომ დავინახავ ფეხზე დამდგარს. თქვა გაბრიელმა და ბავშვები შემოიყვანა მარგომ სამივემ შეხედა ორივეს კმაყოფილი სახეები ჰქონდათ. -დაიღალეთ,რადგან ვხედავ მძიმედ სუნთქავთ ორივე. -კარგად გავერთეთ... -ჰოდა საკმარისია გართობა,თებე მეგობარს უნდა დაემშვიდობო ხვალიდან მხოლოდ მისი ნახვა აქ შეგეძლება. -მამიკო შემიძლია მოვიდე აქ და ვნახო? -შენ სკოლაში წახვალ ყოელ დღიურად დაინიშნავ დავალებებს აქ მოხვალ და ორივე ერთად იმეცადინებთ,შენ უნდა დაეხმარო ბექას რომ პროგრამას არ ჩამორჩეს, შევთანხმდით? -შევთანხმდით....გაუხარდა თებეს და მამას მოეხვია,გაბრიელმა კი დანიელს შეხედა და უთხრა. -მე მივაკითხავ თებეს და მოვიყვან აქ გაკეთილების შემდეგ... -ხედავ ძია გაბრიელს უნდა შენი პირადი მძღოლი იყოს ეს დიდი დაფასებაა თებე და შენც უნდა დააფასო მისი ეს გადაწყეტილება. -რა თქმა უნდა ჩვენ ვიმეცადინებთ და კარგად დავასრულებთ სწავლას. ბექა განსაკუთრებულ ოთახში მოათავსეს, იმ ღამით გაბრიელი დარჩა მასთან დედამ კი ყველაფერი მოუტანა რაც კი ჭირდებოდა და დანიელს ლოცავდა,მაგრამ მოსამართლეს ცოლმა საშინელი ამბავი დაახვედრა საღამოს შვილს შეხედა,ადამიანი ვინც შეუძლებელ შეთანხმებებს აწარმოებდა და შედეგებს მხოლოდ თავისივე სასარგებლოდ ცვლიდა იდგა და შვილს უყურებდა გაბრაზებიული. სახლის კედლები არ ჩამოინგრა,მაგრამ დედა-შილი დაძაბულობამ შიგნიდან დაშალა. -რას აკეთებთ,მე ვცდილობ არაფერი არ მოგაკლდეთ და თქვენ რას მიკეთებთ,დაგავიწყდა შენმა ძმიშვილმა გაუკეთა ოპერაცია და უშედეგოდ მე კი არ დავანებე ეს საჩივარი არ გახმაურებულიყო ისე რომ განაახლოს საჩივარი რას გააკეთებთ წინ დაუდგებით? სამართალს ითხოვს ის დაზარალებულია ჯულია და შენი შვილი მას დასცინის შენ კი დგეხარ უყურებ, გესმის და არაფერს მოქმედებ. -რაც არ უნდა უთხრა უარეს აკეთებს და იცი რატომ,მას შენი იმედი აქვს ერთხელ დაფარე მისი დანაშაული,მეორედ,მესამე და მას ჰგონია სულ ყოველთვის ასე იქნება.მე ვეღარ ვერევი მას,ვეღარ ვიმორჩილებ ჩემი ხელიდან უკვე აღარაფერი გამოდის,რატი მამა ხარ და შენ დადექი შვილის გვერდით ისე როგორც ნამდვილი მამა. -მაგრამ არ იქნება ყოველთვის ასე შენც იცი ეს და უნდა შეეჩვიოთ,უნდა ისწავლოთ უბრალოდ ცხოვრება.ჯულიმ შეხედა და შეშინებულმა უთხრა. -რა მოხდა,რატი პრობლემები გაქვს? -ჩემს პრობლემებს მე მოვაგვარებ, კაბინეტში ვიქნები არავინ შემაწუხოს.რატი გრძნობდა რომ დანიელი ქართველიშვილის სახით უძლეველი მტერი შეიძინა,ყოველი დღე და ყოველი ღამე მის განადგურებაზე ფიქრობდა დანიელს კი მხოლოდ პატარა ბექა ყავდა მის ფიქრებში და მის გონებაში.ბავშვმა დაიწყო რთული და ძნელი რეაბილიტაცია,დანიელი გაოცებული იყო მისი ძალით,ნებისყობით,შემართებით და მოთმენით.ყოველი დღე მასთან ყოფნის გრძნობდა რომ მის გადაწყვეტილებას არ ინანებდა,ერთ ერთი რეაბილიტაციის დროს თავადაც მასთან იყო და შემდეგ გაბრიელს უთხრა. -ადამიანს შეუძლია იპოვოს ძალა რომელიც არც კი ეგონა რომ ჰქონდა,მაგრამ ამ შემართებით ჩვენ მივაღწევთ მიზანს და მიზანის მისაღწევად ვიბრძვით ყველა.ყველა მისი მოძრაობა, მოქნილობა და ელასტიურობა დიდ და უზარმაზარ ტკივილთან ასოცირდება გაბრიელ და ცვლის მას ასევე მეც უფრო დიდ იმედს მაძლევს. -გამოდის ყველაფერი კარგად მიდის... -უბრალოდ კარგად არა მართლა კარგად დასრულდება ყველაფერი,გაბრიელ ოპერაცია უკვე დაინიშნა.გაბრილს დიდი იმედი ჰქონდა,მაგრამ დანიელს შიშით შეხედა და ჩურჩულით თქვა. -დანიელ.... -დარწმუნებული ვარ გაბრიელ ბექა ძალიან ძლიერია და მასაც უნდა ოპერაცია რომ გაუკეთდეს. -როდის.... -შენ მითხარი როდის უნდა მოვემზადოთ,ანალიზები კარგია და სუპერ... -მაშინ გავაკეთოთ.... -მაშინ რაც უფრო მალე და ყველაზე მალე ხვალ დილით...დანიელი საღამოს სახლში მივიდა და თებეს შეხედა,შემდეგ ანინას და უთხრა. -ხვალ არ წახვალ სკოლაში თებე... -რატომ,ბექა ხომ უნდა ვამეცადინო მამა. -ხვალ ბექა ოპერაციას იკეთებს და ჩემთან ერთად წამოხალ,მეგობარს ნახავ ოპერაციამდე შენი მას სჯერა შენ გენდობა და მინდა ასეთი შემართებით იყოს ბოლომდე ეს ძალა კი ხვალ შენ უნდა მისცე მას თებე.დილით დანიელი თებესთან ერთად მივიდა იქ ვახო დახვდა, ლაზარე, ბექას დედა და ბებიაც კი მოსულიყო და დანიელმა ყველას მიესალმა შემდეგ თებეს მიუბრინდა და უთხრა. -ნახე მეგობარი...თებე ოთახში შევიდა,დანიელი კი იქ მყოფთ მიუბრუნდა და თქვა. -არ ინერვიულოთ ბექა შემართებით არის და ცრემლი არ დაანახოთ,გთხოვს ეს შემართება რომელიც აქვს ნუ დაუკარგავთ მოგვყევით და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.დანიელი მოემზადა, რამდენიმე ექიმთან ერთად ისაუბრა კიდე ერთხელ გადახედეს ყველა ფოტოს დაკვირვებით,ანალიზები შეამოწმეს და ბოლოს ბექაც გაიყვანეს ოთახიდან,გაბრიელმა შეხედა შვილს და ღიმილით უთხრა. -ჩემო ლომო მხოლოდ იმაზე იფიქრე რომ ფეხზე დადგები გაივლი და შენით მიაღწევ ყველა წარმატებას,ჩვენ აქ დაგელოდებით შვილო. -მხოლოდ ეს მინდა მამა,რომ აღარ გავხდე მათი დასაცინი და რომ აღარ დამჩაგრონ.ბექამ მამას მოეხვია დედას ხელი დაუქნია და უთხრა. -მიყვარხარ დე.... -მეც მიყვარხარ ჩემო ერთადერთო...ბექა წაიყვანეს,თებემ საოპერაციოს კართან მიყვა და ბექას შეაჩერდა შემდეგ კი უთხრა. -აქ დაგელოდები სანამ აქედან არ გამოხალ არსად არ წავალ,არც შევჭამ არაფერს,ჩემი გჯერა? -მჯერა თებე შენ საუკეთესო მეგობარი ხარ... -ჰოდა შენც გჯეროდეს, ექიმი დანიელი ყველაფერს გააკეთებს რომ შენ გაიარო.დანიელს გაეცინა და თებეს თვალი ჩაუკრა შემდეგ კი ბექასთან ერთად გაუჩინარდა თებეს წინ დაიხურა უზარმაზარი კარი რამდენიმე წუთში კი ბექას საწოლთან სამი ექიმი და რამდენიმე ექთანი იდგა,დანიელმა იქვე მდგარ ექთანს შეხედა და უთხრა. -განსაზღვრე მორფი ეს რთული რამდენიმე საათია და იმედია ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ვფიქრობთ.ოპერაცია 4 სააათი გაგრძელდა და თებე 4 საათი კართან იდგა არსად არ გასულა ვერც გაბომ,ვერც ლაზარემ და ვერავინ ვერ გაიყვანა იმ ადგილიდან,როგორც იქნა კარი გაიღო და დანიელი გამოვიდა დაღლილი და ერთიანად ოფლით სველი,თებემ ფეხებზე შემოეხვია და ტირილით უთხრა. -მამიკო ხომ მიცნობს ბექა... -რა თქმა უნდა შილო მას ახლა ძინავს და რომ გაიღვიძებს შენ ნახავ პირველი.შემდეგ გაბრიელს შეხედა და ღიმილით თქვა. -ყველაფერი დასრულდა,ოპერაციის შემდეგ ისევ რთული პროცედურები გვექნება რომ ფეხი ნელა ნელა შეეჩვიოს დატვირთას და იმედია საბოლოოდ მივაღწევთ იმ შედეგს რაც ჩვენ ყველას გვინდა. -არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ დანიელ... -სიმართლე გითხრათ მადლობა უფრო იმ ბავშვს ეკუთნის ვინც დააჩქარა ეს ოპერაცია იმ გაბრაზებულ გულზე რომ წამოვიყვანე,სწორედ იმას რაც იქ შევესწარი მიმაღებინა ეს რთული და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება,მაგრამ მგონი არასოდეს არ ვინანებ ამ ჩემს მოულოდნელ ნაბიჯს. გაბრიელს მხარზე ხელი დაადო და ღიმილით შეხედა იქვე მდგარ ბებოს თვალები რომ ცრემლიანი ჰქონდა. -დამშვიდდით,კიდევ რამოდენიმე დრო უნდა მოვითმინოთ და ბექა რომ ფეხზე დადგება ყველამ ერთად ავღნიშნოდ. -რა თქმა უნდა ეს ასე იოლად არ ჩაივლის დანიელ.დანიელი წავიდა,გამოიცვალა და სხვა პაციენტებიც მოინახულა ის ღამე იქ იყო სახლშიდაც არ წასულა დილით ადრე იყო ბექამ თვალი რომ გაახილა თითქოს ფეხში სიმძიმე იგრძნო შემდეგ შეხედა ჯერ ბუნდად რომ მთელი ფეხი შეხვეული ჰქონდა არავის ელოდა იმ დროს იქ თუმცა დანიელი ღიმილით უყურებდა მას და უთხრა. -რაო რაზე ფიქრობ,მგონი იმაზე რომ როცა გულით გინდა ბრძოლა ღირს იბრძოლო რადგან შედეგი გაგახარებს,ასე არის? -ნამდვილად ექიმო.... -ბექა იცი რომ შენი რწმენა,შენი მოთმინება და შენი ენერგია დამეხმარა ამ შედეგამდე მივსულიყავი,შენ ძალიან ძლიერი ხარ შვილო. -თებე? -თებეც აქ იყო არ წავსულვართ სახლში კაბინეტში ჩაეძინა და შენ გელოდება,მაგრამ საიდუმლო უნდა შემინახო შეძლებ? -მითხარით... -არ უთხრა რომ პირველმა მე გნახე,თებეს ვეტყვი რომ მოვიდეს გნახოს თუ გაიღვიძე დამიძახოს,მოსულა? -მოსულა,ვიცი საიდუმლოს შენახვა.დანიელმა თვალი ჩაუკრა ბექას და ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და თებე მიუახლოვდა ფეხაკრებით ბექას და შუბლზე ხელი დაადო ბექამ თვალი გაახილა და თებეს შეხედა. -მოხვედი,შენ მართლა აქ ხარ? -ბექა გაიღვიძე მეც აქ ვარ პირობა შევასრულე,ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. -მიხარია აქ რომ გხედავ.თებე გახარებული გაიცა დანიელთან და თან ყვიროდა. -მამა, მამიკო გაიღიძა,ბექამ გაიღვიძა.დანიელმა შეხედა გაღიმებულმა და უთხრა. -გიცნო? -კი მიცნო მამა. -კარგია, მეცადინეობას ისევ ისე გააგრძელებთ. თებე ყოელ დღე ამეცადინებდა სკოლის შემდეგ ბექას და მისი მდგომარეობა ყოველ დღე უკეთესობისაკენ მიდიოდა,როგორც იქნა დადგა მნიშვნელოვანი დღე და ბექამ შინაგანად იგრძნო სულიერი შვება როცა თავად დამოუკიდებლად გაიარა ეტლის გარეშე იმ დროს ყველა მასთან იყო და ყველას უხაროდა ეს დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება.ბექა ძალიან მალე გაიზარდა ტკივილთან ერთად,მისმა ბავშვურმა სულმა მიიღო თანატოლებისგან დაცინვა,მაგრამ მან სიმამაცე გამოიჩინა და ეს იყო მისი მტკიცე ხასიათის სიმბოლო.ის უკვე გახდა სრულყოფილი ბავშვი და გრძნობდა ყველას სიყვარულს გარშემო,მან ისწავლა სიარული ახლიდან და მისი თავდაჯერებულობა აძლევდა ძალას ასევე მისი თითოეული ახალი გადადგმული ნაბიჯი აძლევდა შთაგონებას რომ არასოდეს არ უნდა დანებებულიყო.მან ოპერაციის შემდეგ მიიღო სრულყოფილი ცხოვრება გაიღიმა გულით და თავს გრძნობს ბედნიერად იმ ხალხთან ერთად ვინც ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო და უკვე რთული დღეების შემდეგ ის თებესთან ერთად შევიდა საკლასო ოთახში, იმ დღეს რამოდენიმე წყვილი თვალი მათ გაოცებული უყურებდა და ზოგს არ სჯეროდა ამ სასწაულის. დანიელი დამშვიდდა და ამ რთული ეტაპის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა ოჯახით სოფელში წასულიყო რამდენიმე დღით წავიდა კიდეც და ძალიან კარგად გაერთო ოჯახთან ერთად,2 დღით ლაზარემაც მიაკითხა ოჯახთან ერთად თებემ ტატოსაც გააცნო სოფელში მისი სამეგობრო და ორივე ძალიან კარგად გრძნობდა თავს,მხოლოდ დანიელმა მოიწყინა რადგან დასრულდა ამოიწურა დასვენების დრო და უნდა წასულიყო ანინასაც ექიმთან კონტროლი უწევდა,მასაც მოეწყინა სოფელში დანიელს შეხედა და უთხრა. -დასრულდა არდადეგები ხვალიდან სკოლა არის თებემ უნდა იმეცადინოს გადაიკითხოს გასული მასალა,შენც სამსახურს უნდა დაუბრუნდე... -ვიცი ანინა თუმცა არ მინდა წასვლა,მაგრამ დასრულდა თავისუფლება სადილის შემდეგ წავიდეთ დილით გაუჭირდება ადგომა ამიტომ ნუ დავაგვიანებთ. მართას გული დაწყდა, მაგრამ რას იზამდა გულში ჩაიკრა შვილი თითქოს გული ცუდს უგრძნობდა და უთხრა. -ვერ დაგაძალებთ აქ დარჩენას,მაგრამ კარგი იყო დღეს აქ დარჩეთ. -ხვალიდან ვმუშაობ დედა თან სკოლაც.... -კარგი შვილო რომ ჩახვალთ დამირეკე თუ დარეკვა ვერ შეძლო მომწერე....დანიელმა ბარგი ჩაალაგა მანქანაში,ანინა ნელა ნელა ჩავიდა კიბეებზე ზვიადის დახმარებით,მართას და ზიადის გადაეხვია და მანქანის უკანა კარი გამოაღო,დანიელმა შეხედა და უთხრა. -წინ არ დაჯდები? -არა,მე და თებე უკან ვიქნებით. -მე დავჯდები მამიკოსთან...იყვირა თებემ მაგრამ ანინამ სასტიკი წინააღმდეგი წავიდა. -არა,არავითარ შემთხვევაში თებე შენი წინ დაჯდომა ჯერ კანონით იკრძალება,ამიტომ ჩვენ ორივე უკან მოვთავსდებით. -კარგი,უფრო მოისვენებ უკან სავარძელზე.თქვა დანიელმა და იქვე მდგარ მშობლებს ხელის აწევით დაემშვიდობა,შემდეგ ზვიადის უთხრა. -დაკეტავ თუ.... -წადი,წადი გინდა ნამუსზე შემაგდო? სამივეს გაეცინა და გულმა არ მოუთმინა ორივე მაგრად ჩაიხუტა გულში,დანიელმა კი ორივეს თვალებში ჩახედა და თქვა. -თქვენ ხართ ჩემი ძალა და ჩემი ძლიერი მხარე,სიცოცხლის ბოლომდე ვიამაყებ რომ თქვენი ვარ და თქვენ ჩემი ხართ,გაუფრთხილდით ერთმანეთს მამა დედას გაბარებ არ ვიცი როდის გამოვალ კიდევ ანინასაც აღარ შეუძლია სიარული ძლივს დაგორიალობს უკვე 7 თვისაა... -დამშვიდდი შვილო მიხედე შენს ოჯახს,ჩვენ ჩამოვალთ და ჩვენ გნახათ...კიდევ მოეფერა დედას და წავიდა,მართამ გულზე დაიდო ხელი და არ აგრძმობინა ზვიადის თუმცა ვერ იყო მშვიდად და უნებურად თვალზე ცრემლი მოადგა. -უფალო კარგად მიმყოფე ჩემი ოჯახი.... ანინაც მოუსვენრად იყო და სოფელს გასცდნენ თუ არა დანიელს უთხრა. -დანიელ ის შავი ჯპი შეამჩნიე ჩვენს უკან რომ არის,არ მომწონს ეს ყველაფერი. -არც მე მომწონს,მაგრამ დამშვიდდი... -დანიელ შეხედე ნიღბებში არიან...დანიელი დაიძაბა ანერვიულდა და ანინას შეხედა სარკეში, თებემ ვერ მიხვდა რა ხდებოდა და მამას შეხედა და შემდეგ დანიელის მხარეს სადაც ანინა იჯდა ძლიერი დარტყმა იგრძნო იმდენად ძლიერი იყო რომ მანქანა შეტორტმანდა დანიელმა კი იყვირა. -ორივემ ჩაწექით სავარძლებში და თავი არ ამოწიოთ,თებემ კი შეშინებულმა იყვირა. -დედა..... დანიელმა შეხედა ანინას და არა ადამიანური ხმით იყვირა. -ანინა, ანინა გესმის ჩემი თუ გესმის მანიშნე.... -მესმის და წადი არ გაჩერდე..დანიელმა სისწრაფეს მოუმატა და შებინდებული იყო ქალაქში რომ შევიდნენ ერთ ერთ შუქნიშანთან ისევ დაარტყეს დანიელს ისევ იმავე მხარეს, ანინას მუცელზე დაედო ორივე ხელი,მაგრამ მარცხენა ხელი მაჯაში ძალიან ტკიოდა, დანიელმა ვეღარ მოითმინა მანქანა გააჩერა და გადავიდა თან გეგას დაურეკა უთხრა რაც მოხდა. -სად ხარ,ვინმეს ხედავ? -ქალაქში ვარ მოძრაობა არის,მაგრამ ჩვენს სიახლოვეს მანქანა დგას ფარნებ ანთებული არ ვიცი რატომ იქნებ მე მელოდება, იქნებ არც არავინ არ ზის შიგნით ახლოს მივალ... -არ მიხვიდე,არაფერს არ შეეხო დანიელ გამოვდივარ.რამდენიმე წუთში გეგი რამდენიმე პოლიციელთან ერთად მივიდა სადაც დანიელი იყო გაჩერებული,პოლიციელები იარაღით მიუახლოვდნენ ფარნებ ანთებულ მანქანას და ერთ ერთმა პოლიციელმა გაოცებულმა შეხედა მეორეს. -მოკლეს,საფეთქელში აქვს ნასროლი.... -ღმერთო ეს ხომ ნარინა არის.თქვა მეორე პოლიციელმა და გეგის შეხედა,გეგიმ გაიგონა პოლიციელის გაოცებული შეძახილი და ისიც მათთან მივიდა შეხედა ნარინას საფეთქელთან სისხლი შედედებოდა,დანიელმა ხელი დაადო გეგის მხარზე და უთხრა. -სახლში მივიყვან ანინას და ბავშვს ისევ დავბრუნდები შენთან. -დანიელ ეს განგებ მოწყობილია აქამდე მოგიყვანეს და აქ დაგარტყეს მეორედ,ასე ჩაგკეტეს და გული ცუდს მიგრძნობს. -მეც ვხვდები რაც აქვთ ჩაფიქრებული,მაგრამ შენ კარგად იცი მე ნარინას ცუდის განზრახვა არასოდეს არ მქონია და შეუძლებელია ვინმემ ეს მკვლელობა მე ამკიდოს,თუმცა ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ. -მოდი დაველოდოთ.ანინა თავს შეუძლოდ გრძნობდა,მაგრამ ეს სტრესს დააბრალა დანიელმა მისი ხელი ნახა და თქვა. -მოტეხილია,შუბლზე ღრმა ნაკაწრიც გაქვს ნაკერები დაგჭირდება. -წაიყვანე კლინიკაში თუ დამჭირდები იქ მოგაკითხავ. -კარგი,ხომ იცი ჩემი ტელეფონი სულ ჩართულია. დანიელი კლინიკაში წავიდა ანინას შუბლზე 12 ნაკერი დაჭირდა, რამდენიმე საათში გაიაზრა რაც მოხდა და შიშისაგან კანკალებდა. -დამშვიდდი,ხელს თაბაშირი ჭირდება და უნდა დაისვენო შეშინებული ხარ.დანიელმა თაბაშირი დაადო ხელზე და ანინას შეხედა რომელსაც შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული. -დანიელ უცნაური შეგრძნება მაქვს,წამომაყენე.დანიელმა ანინას წამოდგომაში მოეხმარა ის ღრმად სუნთქავდა,საწოლიდან გადმოვიდა და წელშიც მოიხარა ტკივილისგან თითქოს უხილავ და უჩინარ ტკივილს უმკლავდებოდა,ბოლოს როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა გულგანგმირული კვნესა აღმოხდა და დანიელის მკლავს დაეკიდა ჯამრთელი ხელით. -დანიელ მგონი დრო მოვიდა დაურეკე ომარის. -ომარის,ომარის რატომ ჯერ ხომ ადრე არის. -არ ითმენს შენი შვილი მგონი დღეს დაიბადება. -კარგი,დამშვიდდი ახლავეს დაურეკავ. ანინას ნაბიჯების გადადგმაც არ შეეძლო და დანიელმა ხელში აყვანა დააპირა,მაგრამ შეხედა ომარი მათკენ მოდიოდა სწრაფი და გათვლილი ნაბიჯებით მის გვერდით ჯილდაც იყო,ანინას კი ძალიან უჭირდა თავის გკონტროლება მშობიარობაც ადრე იყო აქამდე არანაირი გართულება არ ყოფილა ახლა კი ტკივილით და დაძაბულობით დამუხტული იდგა ექიმის გადაწყვეტილების მოლოდინში, მაგრამ ექიმი რას ელოდა სასწაულს თუ ტრაგედიას ეს თავადაც არ იცოდა,ანინამ კი ტკივილისაგან დაღლილი თვალებით შეხედა დანიელს და ტირილით,თან ჩურჩულით უთხრა. -გთხოვ არ დამტოვო,მაგრამ არ მინდა შიგნით შემოხვიდე. -რას ამბობ ანინა ასეთ მდგომარეობაში დაგტოვო და რომ დაგტოვო სად წავიდე ან როგორ შემიძლია დაგტოვო,უნდა დამშვიდდე შენი შიში და აფორიაქება ბავშვზეც მოქმედებს. -იცი როგორ ძალიან ვცემ? -ჯერ დაიბადოს და მერე ცემე.თქვა სიცილით დანიელმა და თავზე აკოცა. -მიყვარხარ,გთხოვ თებეს მიხედე. -დამშვიდდი მხოლოდ ამას გთხოვ და მეც უაზროდ მიყვარხარ,სულ მალე განთავისუფლდები ტკივილებისგან საყვარელო. -მამა,მამიკო დედას ასე ძალიან რომ ტკივა მეც ასე უნდა მეტკინოს როცა შვილს გავაჩენ? დანიელი დაიბნა და ანინას შეხედა,ანინა მიუხედავად ძლიერი ტკივილისგან თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა,დანიელმა კი ჩურჩულით თქვა. -ღმერთო ჩემო, თებე თავის თავზე ფიქრობს და უკვე ტირის როცა შენსავით გაიბერება ტკივილს გაუმკლავდეს. -ნუ მაცინებ არ შემიძლია,მტკივააააა.იყვირა ანინამ და ექიმმაც შეეხო მკლავზე თვალებში ჩახედა და უთხრა. -ეს უკვე სამშობიარო ტკივილებია და უნდა წავიდეთ. -სად უნდა წავიდეთ. -როგორ თუ სად აქ ხომ არ გააჩენ პატარას ანინა.ანინამ დანიელს შეხედა ხელზე ხელი მოუჭირა და ცრემლმორეულმა დატოვა მამა შვილი,ანინა წაიყვანეს დანიელის გარშემო სიცარიელე და აუტანელი სიჩუმე დადგა რამდენიმე საათი გავიდა ლოდინში და ჯერ არაფერი არ იყო ომარი გამოვიდა და დანიელს შეხედა. -მომისმინე ნუ გადიხარ კედლებზე,მშობიარობას ძლიერი ტკივილები აქვს და ეს ტკივილი ძვლებშიც შედის რომელიც ყველა ძვალს თითქოს სათითაოდ ტეხავს და ტკივილი სისხლში ილექება,სუნთქვას ცვლის და ქალი ამ ტკივილისგან ზღვარს გადადის,შიში იპყრობს მთელ მის გონებას და მაინც ის ირჩევს სიცოცხლეს თუნდაც შეეწიროს ის მისი ნაყოფის გაჩენას რადგან ის დედა არის დანიელ. -მინდა მათან ვიყო...ის თავის სიცოცხლეს რისკავს, რომ მეორე სიცოცხლე შვას. -ამიტომ მე როგორც გენოკოლოგი ხმამაღლა ვამბობ ყველა მამაკაცმა პატივი უნდა სცეს თავიანთ მეუღლეებს და მის სხეულს, მასში 9 თვე სასწაული ხდება გააჩენს შვილს გახდება დედა და ის რამდენიმე საათში იღიმის თითქოს რამდენიმე წუთის უკან ის არ ყვიროდა,არ სტკიოდა,არ ითხოვდა შველას და არ იბრძოდა,ანინა და მასთან ერთად ჩვენც ამ ბრძოლას მოვიგებთ. -ომარ შენი იმედი მაქვს....ომარი წავიდა და რამდენიმე საათში ის ფერდაკარგული გამოვიდა სამშობიარო ბლოკიდან. -დანიელ... -რა მოხდა,ფერი არ გადვს. -უფრსკულის პირას ვართ დამდგარი... -რა მოხდა,მითხარი რა გავაკეთო....ომარ ექიმი ხარ სპეციალისტი და ერთი შეცდომა,ერთი არასწორი მოძრაობა და ყველაფერი ფატალურად დასრულდეს რა მოხდა,რატომ გართულდა მდგომარეობა. -ბავშვი დიდი არის ვთქვათ რომ გოლიათი უნდა დაიბადოს და ვერ შეძლებს იმშობიაროს, საკეისრო დაგვიანებულია.... -რამე გააკეთეთ ექიმი ხარ და ორივე გადაარჩინე.დანიელის ხმაში ფოლადის სიმტკიცე ისმოდა და გამოხედვაც არწივისებური ჰქონდა თითქოს ომარის წინ იმ წუთში დაუნდობელი ცხოველი იდგა,ანინა კი კბილს კბილზე აჭერდა და ტკივილს ასე უმკლავდებოდა გარეთ სამყარო კი ბუნდოვან შუქად იქცა და ძლიერი წვიმისაგან ფანჯრების მინები მოთმინებით უძლებდა ზეციდან წამოსულ თითოეულ დარტყმას ამ წვიმის ხმაში ანინას ხმამ მიაღწია დანიელამდე და თებემ შიშით ასევე ტირილით შეხედა მამას. -დედა ისევ ისე ძალიან ტირის ექიმმა წამალი რატომ არ მისცა მამა. -დამშვიდდი საყვარელო,დედას ტკივილი გაუვლის და პატარა ძამიკოს გაგვიჩენს და ისე შეგვიყვარდება ეს ღამე ყველას დაგვავიწყდება.დანიელი თებეს ელაპარაკებოდა ომარი კი ანინას აქეზებდა. -ანინა შენზეა დამოკიდებული გოლიათ ბიჭის დაბადება,მოგვეხმარე დაო კიდევ ერთხელ ვცადოთ.კიდევ ძლიერი ჭინთვა და ანინამ ძალა დაკარგა,დაიღალა. -ანინა გთხოვ უკანასკნელად ვცადოთ,ბავშვს დავკარგავთ თუ არ მოვინდომებთ გაიგუდება. ანინას თვალებიდან ცრემლი სდიოდა,მაგრამ მის მზერაში ომარიმ რაღაც ამოუცნობი დაინახა და მოულოდნელად ძლიერი ჭინთვის დროს რაც ძალა ჰქონდა დაიყვირა. -დანიელ შემომაკვდებიიიი.....დანიელმა გაიგონა ეს ძლიერი ხმა და ცრემლი მოერია,თებე გულში ჩაიკრა და ჩურჩულით თქვა. -ახლა ვხვდები რაოდენ დიდი ტკივილით გაგაჩინა,მაგრამ მაშინ მარტო იყავი ახლა კი მე ვარ შენს გვერდით და გთხოვ ამ ერთხელ გაუძელი საყვარელო...დანიელი რომ ცრემლებით ლოცულობდა ომარის ხელში ეჭირა გოლიათი ბიჭი რომელმაც ძლიერ დასჭექა გაბრაზებულმა თითქოს რატომ შემაწუხეთ და მყუდროება დამირღვიეთო და ანინას დაღლილმა,მაგრამ ღიმილით შეხედა. -შეხედე ანინა ამ მართლაც და გოლიათს უკვე საჭმელს ეძებს. -დასრულდა,დაიბადა ჩემი გოლიათი შვილი. -მართლაც რომ გოლიათია,ნახე რა დიდი კაცივით მიყურებს თან გაბრაზებული.იცინოდა ომარი და ექთნის ხმაზე შებრუნდა. -ექიმო უნდა ავწონოთ.ღიმილით გადაცა პატარა ომარიმ ექთანს და რამდენიმე წუთში ექთანმა გაოცებულმა დაიძახა. -7 თვის ბავშვი 5,700-ია.ომარიმ შეხედა გასავათებულ დედას და უთხრა. -იბრძოლე და შეძელი შენი შიში შენმა გამბედაობამ დაძლია,სიმართლე უნდა იცოდე რომ ძალიან შემეშინდა მეც და ექთნებსაც ანინა. -მომიყვანე.ცრემლი სდიოდა ანინას და უყურებდა პატარა გოლიათს რომელმაც დედის მკერდზე თავი დადო თუ არა კრუსუნი დაიწყო რადგან იგრძნო რომ ის უსაფრთხო ადგილზე იყო.სიჩუმე დადგა,ანინა კი კანკალებდა შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ჯამრთელი ხელი შემოხვია პატარას, უსმენდა მის სუნთქვას და მოცმაცუნე ტუჩებს და გაეცინა ის თვალდახუჭული ეძებდა საკვებს.ომარიმ ფოტოები გადაუღო და დანიელს გაუგზავნა,დანიელი გაოცებული უყურებდა ფოტოებს თუმცა ნაადრევი მშობიარობის გამო ექიმები შეშინებულები იყვნენ შიში მალე გაქრა და ყველასთვის რთული რამდენიმე სააათი იყო უფრო მეტი დედასთვის და დანიელისთვის ანინას ცრემლიანი თვალები,ტირილის ხმა მისთვის დაუვიწყარი წუთებია ის თებეს ვერ ტოვებდა თუმცა იცოდა რომ ერთი კედელი აშორებდა საყვარელ ადამიანთან,ერთი კედლის მიღმა იბრძოდა საყვარელი ქალი და ის იყო შიშით სავსე,მაგრამ უძლური.დაიბადა გოლიათი მჭექარე ხმით,მაგრამ მისი გული სტაბილური რიტმის შენარჩუნებისათვის იბრძოდა.საათები გავიდა რაც პატარას ხმა გაიგონეს და ფოტოები ნახა თუმცა არავინ გამოსულა ექთნები სწრაფად მოძრაობდნენ ყველას სახეზე დაძაბულობა ეწერა,დანიელი ჩუმად იდგა მოლოდინით და ფიქრებით დამძიმებული როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო თვალები გაახილა და მის წინ ნუკი იდგა. -ძლიერი ქალი არის ანინა და ორივე გაუძლებს,კარგად იქნებიან.ჩურჩულით თქვა და თებეს შეხედა სკამზე მოკუნტული რომ იჯდა,შემდეგ ისევ დანიელს შეხედა. -გავიგონე ბავშვის ხმა ნუკი მაგრამ არავინ გამოსულა რომ მითხრას როგორ არიან. -დამშვიდდი,ვხედავ თებე შეშინებულია.დანიელს გაეცინა და ნუკის უთხრა. -თებე აქედანვე ტირის მეც უნდა ვიტირო შვილს რომ გავაჩენო? ანინამ ვეღარ გააკონტროლა თავი და გაეცინა,მაგრამ დანიელს შეხედა და პირზე ხელი მიიდო. -მითხრა არ შემოხვიდეო,მაგრამ უნდა შევიდე ნუკი თებეს მიხედე.ფეხი გადადგა და ომარიც დაინახა უყურებდა მისკენ მომავალ ომარის და დრო გაჩერდა,მაგრამ მის სახეზე დანახულმა ღიმილმა იმედის ნაპერწკალი გაუჩინა. -დანიელ გოლიათი დაიბადა,თუმცა საფრთხის გარეთ არ ვართ,ბავშვი დიდია და მჭექარე ხმა ჰქონდა მაგრამ გულის რითმი სტაბილიზაციაში შევიდა ჟანბგბადის დონე გაიზარდა თუმცა ეს რთული რამდენიმე საათი დასრულდა ბავშვი 5,700-ია. -მართლა რომ გოლიათია ამიტომ დამძიმდა ეს ბოლო ორი თვე,ხომ გადალახავს ომარ სირთულეს... -ვერ წარმოუდგენ როგორ გაიტრუნა დედის მკერდზე და დაიწყო საჭმლის ძებნა,მსუნაგი ბიჭი გვყავს თუმცა უნდა გაუძლო. -გაუძლებ,რთული ღამე იყო მაგრამ ეს სიამოვნება უნდა შემეგრძნო. -მამა,დედას როდის ვნახავთ. -სულ მალე პატარავ პალატაში გადაიყვანენ და შეძლებთ ნახოთ,მაგრამ ძალიან დაღლილია და უნდა დაისვენოს.ომარი წავიდა,დანიელმა კი დედას დაურეკა და მართას შეეშინდა დანიელის დაძაბული ხმა რომ გაიგონა. -გელოდებოდი შვილო,ძალიან დაგაგვიანდა ახლა ჩადით? -დედა გოლიათი ბიჭი დაიბადა.... -რას ამბობ,ჯერ ხომ ადრე იყო შვილო. -ადრე იყო,მაგრამ მან იჩქარა ჩვენი გაცნობა. -მოვდივართ, თებეს წამოვიყვანთ და შენ ანინას მიხედე... -დამჭირდები დედა... -მოვდივარ შვილო აქ რა გამაჩერებს,ანინა როგორ არის. -ანინა დაღლილი და ძალა გამოცლილი ის კი საჭმელს ეძებს. -ჰა,ჰა,ჰა,შემოგევლოს ბებომ. -დედა უნდა გაგითიშო თებეს დედას ნახვა უნდა და თან ტირის მეც ასე მეტკინება მუცელი როგორც დედასო?ორივე იცინოდა და სახლში წვიმისგან დასველებული ზვიადი შევიდა. -მამა მოვიდა და ვეტყვი შვილო,შეიძლება ახლავეს წამოვიდეთ. -სად მიდიხარ ადამიანო ასეთ ამინდში. -არ წამოხვიდეთ ახლა, დედა გადაიღებს დილამდე და დილით წამოდით ახლა მაინც ვერ ნახავთ ვერც ანინას და ვერც პატარას. -კარგი შვილო მაშინ დილით წამოვალთ.ტელეფონი გათიშა მართამ და ზვიადის შეხედა, რომელიც გაოცებული უყურებდა მართას. -გილოცავ,გოლიათი შვილიშვილი დაიბადა 5,700-ია წონით. -უჰ რამხელა ყოფილა,მაგრამ ჯერ ხომ ადრე არის... -არ ვიცი რა მოხდა დანიელის ხმა არ მომეწონა,ზვიადი რაღაც მოხდა და არ მითხრა, მხოლოდ ის მითხრა ,,დედა მჭირდებიო''. -გაუჭირდა? -გაუჭირდა,რთული მშობიარობა ჰქონდა. -წავიდეთ რატომ ვჩერდებით. გაოცებულმა შეხედა მართას და მართამ უთხრა დანიელის ნათქვამი. -დილით წავიდეთ თებე წამოვიყვანოთ ანინას გაუჭირდება ორივეს შეხედვა.დანიელმა ექიმი ნახა და ანინასთან შესასვლელად ნებართვა ითხოვა,თებემ დედას შეხედა მუცელი აღარ ჰქონდა ისეთი დიდი და თქვა. -დედა ისევ ისე ძალიან ხომ არ გტკივა,მუცელიც აღარ გაქვს ისეთი დიდი. -დასრულდა ტკივილი შვილო,დანიელ თებე.... -დედა მოვა ხვალ და წაიყვანს იქ იქნება ცოტა ხნით,სკოლა გადადეს დროებით ამ არეულობაზე და თებეს გაუმართლა. -გინდათ სოფელში გამიშვათ და თქვენ მარტოები იყოთ ამ პატარა გოლიათთან,გამოდის მე აღარ გჭირდებით.ისეთი მოულოდნელი იყო თებესგან ეს განცხადება ანინას გული ეტკინა, დანიელმა კი სიყვარულით ჩაიკრა გულში თებე და უთხრა. -შენი ასაკის რომ გაიზრდება ის პატარა გოლიათი იცოდე რომ ეგოისტობისთვის გცემს,მასზე ასე რომ ამბობ. -საიდან გაიგებს ჯერ არც ესმის და ვერც მხედავს თუ შენ არ ეტყვი ან დედა.სამივეს გაეცინა და დანიელმა თებეს შეხედა თმები გადაუწია სახეზე და უთხრა. -იმედია რაც თქვი სერიოზულად არ თქვი. -არა მამიკო ვიხუმრე ვიცი რომ დედას დასვენება ჭირდება, მაგრამ შენ მუშაობ და დედას მარტო სახლში გაუჭირდება თან ხელი სტკივა ჯერ ხომ ვერ იხმარს ხელს. -ბებო და ბაბუ რომ მოვლიან დავილაპარაკებთ შეიძლება ბაბუს წავართვათ ბებო ცოტა ხნით და დავიტოვოთ ჩვენთან. -ეს კარგია რომ ბებო ჩვენთან დარჩეს. -დანიელ იმ ღამით რაც მოხდა,ნარინა.... -ყველაფერი იცის გეგიმ ჩვენება მივეცი და ნარინასთან ვის რა ხელი ჰქონდა ნამდვილად არ ვიცი,ყველაფერი გაირკვევა. -დიდი შეცდომა დაუშვა გეგისგან რომ წავიდა. -ეჭვიანობდა,ძალიან ეჭვიანი იყო გეგის ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,ბოლოს ქეთიზე იეჭვიანა. -მისი სულელური იდეებით აირია გზები... -შეიძლება. კარი გაიღო და ღიმილით მიუახლოვდა კლარა დანიელს... -კლარა საიდან გაიგე...კლარას უკან თომა იდგა და დანიელს უყურებდა ისიც ღიმილით. -ძია თომა მობრძანდით,მაგრამ... -გავიგეთ გოლიათი ბიჭი დაბადებულა და მოვედით მშობლებს რომ მოგილოცოთ. -ჩემი თომა ბაბუ....იყვირა თებემ და თომასკენ გაიქცა. -თებე ბაბუ როგორ ხარ,დაგავიწყდი? -არა,არა მახსოვხარ.თქვა თებემ და თომას მიეკრა,დანიელმა ანინას შეხედა და უთხრა. -ძია თომა ანინა ვინც ჩვენი თებე გადაარჩინა და პატრონობდა მას. -აქ ბევრი ხართ და არ შეიძლება პაციენტს დასვენება ჭირდება,გთხოვთ უნდა დატოვოთ პაციენტი.ექთანმა ყველა გაუშვა ოთახიდან,ანინას კი გოლიათი მიუყვანა და ისიც მშვიდად იყო დედის გვერდით დანიელი კი თომა პაპას წინ იდგა და უჭირდა თქმა,მაგრამ დაწვრილებით უთხრა ანინას გაცნობის ღამე.თომა დაფიქრდა და რომ გადახედა დანიელის ნათქვამს სწორედ იმ დროში დაიკარგა ელისო და დანიელს შეხედა. -ფოტო რომ გაჩვენო იცნობ იმ გოგონას? -როგორ არ ვიცნობ, მაშინდელი სახე არ შემეშლება.თომამ ტელეფონი ამოიღო და ფოტოებში ერთ ერთი ფოტო აჩვენა დანიელს,დანიელმა დააკვირდა და თომას შეხედა შემდეგ კი თქვა. -ეს არის,მაგრამ თუ ახლოს გიცნობდათ ანინა რატომ ვერ გიცნოთ... -ანინას ვერც მე ვერ ვიცნობ დანიელ ჩემი ელისო ჩემს სახლში არ გაზრდილა ის ჩემს ძმასთან იზრდებოდა რადგან ის მარტო იყო,ჩემი ძმა სწორედ მის ჯავრს გადაყვა ეს საქმე კი წლებია გაუხსნელი დევს და გამოდის ვიღაც დიდი ადამიანია რაღაც დიდ სიბინძურეში. -ასეა,ჯერ დაველოდოთ ანალიზების პასუხს და მერე რას და როგორ გავაკეთებთ ერთად ვიმოქმედებთ,ერთმანეთთან შეთანხმებით. თომა წავიდა შემდეგი დღეები წყნარი იყო პატარას სუნთქვა დასტაბილურდა ექიმებმა აღიარეს რომ დროული იყო მისი დაბადება სხვა გვარად მისი სიდიდის გამო ვერც დედა და ვერც შვილი ვერ გადარჩებოდა ახლა კი პატარა გილიათი დედის მკერდზე მშვიდად სუნთქავდა მან იცოდა ის ადგილი ყველაზე ტკბილი,ყველაზე თბილი და ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო სამყაროში.დედის მკერდი,სწორედ ამ მკერდიდან იწყებს ყველა პატარა თავის თავის გამოკვებას.დანიელი უყურებდა შვილს მინის კედლის უკან და ჩაეცინა,ყველა შიში და ყველა ტკივილის გადატანა ღირდა ამ წუთებად. ექთანმა დანიელს გაუღიმა და ბავშვი მიუყვანა,დანიელმა ფრთხილად დაიჭირა პატარა ხელში და მისი გულის ცემას თავისი გულის ცემაც შეუთავსა.შეეხო მის პატარა ხელს და პატარამ გაიცინა მიხვდა თითქოს რომ ძლიერი ხელებით ვინც დაიჭირა მას უნდა ენდოს რადგან ის ყოველთვის დაიცავს და მის გვერდით იქნება,დიდი ნერვიულობის და შიშის მიუხედავად პატარას ღიმილი მისთვის ბედნიერება იყო და ამ პატარამ თითქოს ის შეცვალა. -უსაზღვროდ ბედნიერი გამხადე მა....შემდეგ თებეს დააჭერინა ხელში და ფოტოც გადაუღო ორივეს ერთად,ნუკიმ კი სამივეს გადაუღო და დანიელს აჩვენა.პატარა კარგად იყო,მხოლოდ ანინას მდგომარეობა ადარდება რადგან ის ძალიან სუსტად იყო, მაგრამ დანიელი რომ სიხარულით უყურებდა გოლიათი ბიჭის და ხარობდა,მტერი მის წინააღმდეგ ორმოს თხრიდა. დღეები გავიდა,ყველა მძიმე დღე გრძელ ჯაჭვად გადაიქცა და გადაღლილობა სიტყვებს გასცდა,რამდენიმე გადაბმული უძილო ღამის შემდეგ დანიელს იმ ღამით დაეძინა.შუაღამე იყო ჯოხზე დაყრდნობილი მამაკაცი ტაქსიდან რომ გადმოვიდა და ნელა ნელა მიიწევდა წინ ის სიბნელეში მდგარ მამაკაცს მიუახლოვდა. -შუა ღამით მირეკავთ და დაჯინებით მოითხოვთ ჩემთან შეხვედრას,მომიყვანეთ აქ და არ ვიცი ვინ ხართ და რა გინდათ. -აქ უსაფრთხო ადგილი არის და არავინ არ უნდა შეგვხედოს ერთად. -რატომ,საერთოდ არც გიცნობთ ვინ ხართ და რატომ უნდა მეშინოდეს თუ ვინმე დამინახავს. -ჩვენი ერთად ყოფნა და მით უფრო ჩვენი ნაცნობობა არავინ არ უნდა გაიგოს,გასაგებია? -ვინ ხარ ადამიანო,სიბნელეში დგეხარ და სიბნელით აშინებ სხვას სინათლეზე გამოდი მითხარი კაცურად რა გინდა. -გაიგებ ვინც ვარ სულ მალე. -რამდენიმე დღის წინ ჩემი და მოკლეს,ნამდვილად არ მცალია გამოცანებისთვის. -მე არ მომიკლავს შენი და ის უყურადღებო იყო,გეგისთან დაშორების შემდეგ მისი ცხოვრება ჭაობში ჩაიძირა და ვეღარ ამოვიდა იმ ჭაობიდან. -თქვენ ხართ მკვლელი.... -ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და გამბედავი ხართ სხვას უწოდო მკვლელი,მაგრამ გპატიობ რადგან სიმწარე და ტკივილი გალაპარაკებს. -მკვლელი ხართ და ამიტომ მალავთ სახეს. -მე მისთვის კარგი მინდოდა,მან კი ვერ დაინახა ჩემი მხრიდან სიკეთე ამიტომ მისი არეული ცხოვრების გაგრძელებას აზრიც არ ჰქონდა.მამაკაცი თრთოდა ჯოხზე დაყრდნობილი შემდეგ ნელა-ნელა მიუახლოვდა სიბნელეს, მაგრამ მკაცრმა ხმამ შეაჩერა. -აღარ მომიახლოვდე მანდ დარჩი და კარგად მომისმინე,ნარინას სიკვდილი მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია და შენ უნდა ამხილო ის თუ გინდა იცოცხლო. -რას ამბობთ მგონი შეშლილი ხართ,გინდათ უდანაშაულო ადამიანი გავწირო? -მე კი თქვენს ადგილზე სიცოცხლეს ავირჩევდი და თუნდაც ასე ჯოხზე დაყრდნობილი გავაგრძელებდი ცხოვრებას, არც ეტლში ჯდომას ვისურვებდი სამუდამოდ უსარეგებლო ნივთივით რომ მომექცევიან,ვფიქრობ ასეთ ცხოვრებას უკეთესია სივდილი. -თქვენ ავად ხართ,ნამდვილად ავად ხართ მე ისიც არ ვიცი ვის უნდა დავაფარო ხელი და ვინ უნდა გავწირო. -თუ ინფორმაცია სწორად მომაწოდეს თქვენი საცოლე ხვალ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდის თურქეთში,ილოცე რომ რამე არ მოხდეს ფრენის დროს და ცუდი ამბავი შეგატყობინონ. -რა საცოლე,მე საცოლე არ მყავს ნამდვილად ცრუ ინფორმაცია მოგაწოდეს და გინდა დამაშინო.თქვა და შებრუნდა,თუმცა სიბნელიდან არ გამოსულა მეტოქე თუმცა აღარაფერი უთხრა და გაუშვა ის მაინც მის სასარგებლოდ გადაწყვიტავდა ისე როგორც მას სურდა და მისდი ოცნებაც ასრულდება თუმცა რა მოყვება ამ ოცნების ასრულებას ამაზე არც კი უფიქრია,ისევ სიბნელეში იდგა და მიმავალ ბადრის უყურებდა. -სულ მალე მოხვალ ჩემთან ვედრებით.ლაზარე და დანიელი რომ ფიქრობდა მოსამართლე ხელში ყავდათ იარაღი დაცულ ადგილზე ჰქონდათ მოსამართლემ დაიბრუნა იარაღი,მან გეგის კაბინეტში მიაგნო დამალულ იარაღს და წაიღო გეგი გიჟს დაემსგავსა და ლაზარეს დაურეკა, ლაზარე მაგიდასთან იჯდა ოჯახი ვახშმობდა და გეგის ზარს უპასუხა,მაგრამ შეეშინდა გეგის ისეთი ხმა ჰქონდა და სასწრაფოდ მასთან წავიდა,ქეთიმ შეხედა როგორ სწრაფად გავარდა ლაზარე და კარებში გასვლამდე მიაძახა. -თქვენ მომკლავთ, ლაზარე სულ შიშში და განცდებში როგორ უნდა იყოთ. -არ ვიცი,გეფიცები მართლა არ ვიცი რა ხდება ქეთი უნდა წავიდე.როგორ მივიდა გეგისთან ვერც კი მიხვდა და კაბინეტში შევიდა თუ არა გეგის უთხრა. -რა მოხდა,რა ხმა გქონდა შემეშინდა. -ვიღაცამ ჩემს კაბინეტში ჩემი სამალავი მიაგნო ლაზარე. -ნეტავ ვინ მიაგნო ეს ხომ მოსამართლე არის გეგი სხვაგან არ ეძებო,ის არის ყველაფრის თავიც და ბოლოც. -მაგრამ როგორ, არავინ იცოდა მან როგორ შემოვიდა. -ვერ ვიჯერებ რომ ფიქრობ სხვა ვინმე შემოვიდა,არა გეგი ეს მისი გაკეთებულია და რატომ დანიელს მიაწვება და უჩივლებს ან რამე უარესს გააკეთებს. -ცემას ვერ ახსენებს ლაზარე მეშინია ნარინას მკვლელობა დანიელს არ აკიდოს,მას ის უნდა დანიელი გაამწაროს და ყველაფერზეა წამსვლელი.ლაზარემ ანთებულ ტელეფონს შეხედა და ლაზარეს უთხრა. -დანიელი რეკავს,უთხრა? -უპასუხე და გაიგე რისთვის რეკავს,უცებ ნუ ეტყვი.ლაზარემ ტელეფონი გახსნა და სულაც რომ არ ეღიმებოდა მაინც ღიმილით უპასუხა მეგობარს. -დანიელ როგორ ხარ.... -კარგად ვართ და რესტორანში გეპატიჟები ლაზო და სხვებსაც დაურეკე,ყველა მოხვალთ. -რა მოხდა ასე მოგენატრეთ? -სიურპრიზი მაქვს თქვენთვის თუმცა მაინც გეტყვით. -რაღაც ხდება,დანიელ.... -გოლიათი ბიჭი დაიბადა მეგობარო... -რას ამბობ,დანიელ როდის რატომ არაფერი თქვი... -აი ეს რეაქცია დამაკლდებოდა.თქვა სიცილით დანიელმა და ლაზარესგან კარგი გალანძღვაც მიიღო თუმცა ის გემრიელად იცინოდა,გეგიმ კი გამოართვა ტელეფონი და უთხრა. -რომელ რესტორანში უნდა მოვიდეთ მომწერე....დანიელმა მიწერა მისამართი და საღამო იყო რომ შეიკრიბა მეგობრები,მხიარულად აღნიშნა ყველამ გოლიათი ბიჭის დაბადება,მაგრამ იმ რესტორანში არ მხიარულობდა მხოლოდ ერთი ადამიანი რომელიც შემთხვევით შეესწრო მათ მხიარულებას და გაბრაზებული გავიდა რესტორნის უკანა კარიდან თუმცა რამდენიმე წუთში დაბრუნდა უფრო მხიარული სახით მან მოისყიდა რესტორანში მომუშავე ერთ ერთი გოგონა და ძალიან ადვილად დანიელს ჭიქაში რაღაც აბი ჩაუგდო რამდენიმე წუთში დანიელმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მაგიდა დატოვა,მეგობრები ელოდნენ დანიელს თუმცა დანიელი გაუჩინარდა და ვერც კი გაიგო ქალაქიდან შორს როგორ აღმოჩნდა სულ მარტო დაუცველი. ცუდად იყო დანიელი და ჰქონდა ღებინება თვალებშიც უბნელდებოდა, მაგრამ შეძლო და გზას უყურებდა, მის გარშემო იყო მხოლოდ ტყე და სიბნელე.დანიელმა ვერ მიხვდა რა დაემართა მას არ ახსოვდა ვინ გამოიყვანა რესტორნიდან და ფიქრობდა მისი ცხოვრების უკანასკნელ წამების ათვლა დაიწყო მან ჯიბეები ნახა და ბედად ტელეფონი ჯიბეში ჰქონდა თავბრუ ესხმოდა თუმცა მოახერხა და ლაზარეს დაურეკა რომელმაც გაოცებულმა უპასუხა. -დანიელ სად ხარ სად გაქრი, ვერ გპოულობ. -არც მე ვიცი სად ვარ ტელეფონს შეხედე და წამოდი ლაზარე.ტელეფონი გათიშა ფეხზე წამოდგა და პირველი რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა რთული იყო ვერ შეძლო და დაეცა,მაინც შეეცადა წამოდგომას და მასთან ახლოს ვიღაც დადგა ბუნდოვნად ხედავდა საგნებს გულის ცემამ სწრაფად დაეწყო იმედი გაუჩნდა ხელი გაუწოდა უცნობს და სუსტი ხმით უთხრა. -დახმარება მჭირდება... -აქ ვერავინ მოგეხმარება,აქ მარტო მოკვდები ექიმო....დანიელმა იცნო ხმა მაგრამ არ შეიმჩნია რომ იცნო და მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. -ვინ ხარ და რა გინდა,რომ არ შეგრჩება ეს ღამე თუ ხვდები...უცნობმა იარაღი ამოიღო და დანიელს დააჭერინა ხელში,მაგრამ დანიელმა ძალა მოიკრიბა და იარაღი თავად ჩაარტყა მას თავში რაზედაც არ ელოდა უცნობი და დაეცა,მაგრამ ის უეცრად წამოდგა ფეხზე დანიელთან მივიდა ორმა პიროვნებამ ის გააკავა მესამემ გამოკრა სასხლეტს თითი და ერთი გასროლა გაისროლა,შემდეგ კი კმაყოფილმა თქვა. -სწორედ რომ ეს მინდოდა,მკვლელობისთვის დაისჯები.თქვა და საზარლად გაიცინა,შემდეგ რომ არ ელოდა მანქანის ფარნები სუსტად გამოჩნდნენ ხელი კრა დანიელს ძირს დააგდო და სამივე სიბნელეში გაუჩინარდა,სინათლე კი ნელა ნელა უახლოვდებოდა და დანიელი რომელიც გზაზე იწვა მოშორებით გაჩერდა მანქანა,მანქანის კარი გაიღო ლაზარე და გეგი გიჟებივით გამოიქცნენ მეგობარს შეშინებული უყურებდა ორივე. -დანიელ აქ როგორ მოხვდი,ვინ მოგიყვანა. -არ ვიცი ცუდად ვარ,მომწამლეს.... -დამშვიდდი,ჩვენ აქ ვართ მოვედით და ყველაფერი კარგად იქნება. მშვიდი ხმით თქვა გეგიმ და კლინიკაში გადაიყვანეს,დანიელის დანახვაზე ექიმები გაშეშდნენ,გეგიმ თავისი საბუთი აჩვენა ექიმს და უთხრა. -იჩქრეთ მოწამლულია...ექიმებმა პირველად ის გააკეთეს დაადგინეს რა საწამლავით იყო მოწამლული და დროულად მიაღებინეს ანტიდოტი საწამლავის საწინააღმდეგოდ,დანიელი ნელა ნელა დამშვიდდა აზრი და გონება არ გათიშულა მისი და ფიქრობდა შემდეგ კი ბიჭებს დაუძახა. -კამერები შეამოწმეთ და ნახეთ ვინ შემოიტანა საწავლავი ჩემამდე,გეგი მკვლელობაზე დამაკავებენ. -რას ამბობ, ვინ მოკალი ან როდის.დანიელს გაეცინა გეგის რეაქციაზე,მაგრამ შემდეგ ყველაფერი თქვა და ჩაფიქრდა. -ის იყო,მოსამართლე იყო მან იარაღიდან გასროლა ჩემით მოახდინა სწორედ იმ იარაღს გამოიყენებს. -იარაღი გაქრა ჩემი სამალავიდან დანიელ.... -ველოდი,ისიც ჩასაფრებული იყო როდის აიღებდა იარაღს და წაიღებდა,მაგრამ არ იყო ის იარაღი სულ სხვა იყო,ჭკვიანია თავისი იარაღის გამოჩენას ვერ შეძლებდა ამიტომ სხვა გამოიყენა და თავის ოცნებას აისრულებს. -დაველოდოთ მის შემდეგ ნაბიჯს.თქვა ლაზარემ,მაგრამ დანიელმა შეხედა და უთხრა. -ანინას და ბავშვებს მიმიხედეთ... -ყველაფერს გავაკეთებ რომ მოსამართლეს მისი სიამაყე დავუკარგო,გპირდები დანიელ ახლა კი მივყვეთ მას გავახაროთ დამიჯერე გაგვიჭირდება,მაგრამ ასე უკეთესია დაე იგრძნოს რომ დაგაჩოქა,დაგამარცხა და მან გაიმარჯვა. -ფიქრობ რომ ასე უკეთესი იქნება? -არ ვიცი რა უფრო უკეთესია,დაველოდოთ.სამივე გაჩუმდა და ოთახი მძიმე სიჩუმეში იყო, ჰაერიც უფრო დამძიმდა და სამივე ცდილობდა ერთმანეთისთვის არ ეჩვენებინათ თავიანთი შიში, სამივე ცდილობდა მოსამართლისგან თავის დახსნას,მაგრამ როგორ ამ გზას პოვნა უნდოდა.დილით გეგი ჩვეულებრივ ყოველდღიურ ფორმაში მივიდა განყოფილებაში და მოსამართლეს შეეჩეხა თავისივე კაბინეტის კართან ერთმანეთს თვალებში ჩახედეს გეგიმ კარი გააღო გასაღებით და შემდეგ რატის შეხედა მის სახეზე არ იყო არც შიშის კვალი,არც მუქარა ის მხოლოდ დარწმუნებით უყურებდა მას და როგორც იქნა გეგიმ ხმა ამოიღო. -ვიცი რაც გააკეთე,პირველი რომ ჩემს კაბინეტში შემოდი და ჩემი ნებართვის გარეშე აქაურობა გადააქოთე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,მეორე კითხვა რაც მაფიქრებს როდემდე გინდა ითამაშო წესიერი ადამიანის როლი,იცოდე რატი მიწიდან ამოგთხი და ყველა შენს ბინძურ საქმეებს გამოვფენ ნუ გამომცდი არ გირჩევ,შეგვეშვი დაგვტოვე და წადი გააგრძელე შენი გზა დანიელს თავი დაანებე.გეგი ელოდა რატისგან სიბრაზეს ქარიშხალს დაემსგავსებოდა,მაგრამ მან ჩაიცინა და ირონიულად თქვა. -შევშინდით? -ჩვენ არ გვეშინია შენ კი ერთ დღეს ეს ღიმილი წაგეშლება და ყველაფერს დაკარგავ,რომ ვამბობ ყველაფერს ესე იგი ყველაფერს ვგულისხმობ და მათ შორის სავარძელსაც მერე კი ვერავინ ვერ დაგიცავს.რატი უსმენდა გეგის მისი მზერა ცარიელი იყო თითქოს რაღაც ჩაიფიქრა და ეს ჩანაფიქრი უნდა შეესრულებინა გეგიმ კი მისი დაკვირვებით გამოიცნო რატის პიროვნების მიღმა იმალება სავარძელს და კარიერას ამოფარებული მშიშარა პიროვნება ვინც ყველაფერზეა წამსვლელი ფულის და ძალაუფლების გამო.გეგი წავიდა,რატიმ თვალი გააყოლა და ჩაფიქრდა,მაგრამ შემდეგ ისევ ქაღალდებს მიუბრუნდა სათითაოდ გადათვალა და თავის კაბინეტში შევიდა ღრმად სუნთქავდა ცდილობდა კონცენტრირება მოეხდინა საკუთარ თავზე და სხვას არ შემჩნია მისი აფორიაქება. -დამშვიდდი,მშვიდად უნდა იყო და არანაირი დაძაბულობა.თავის თავს უთხრა და სახეზე ხელები მოისვა.ტელეფონზე უცნობი ნომერი დაფიქსირდა და არ უპასუხა,რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ შეტყობინება მიიღო და გაოცებული უყურებდა ტელეფონს. -,,რადგან სამართალი თქვენ არ ან ვერ იპოვეთ მე ისევ შემაქვს საჩივარი და იმედია ამჯერად ვინმე მომისმენს''. -,,თქვენი მუქარა ყოველთვის მუქარად დარჩება,სამართალს მე ვადგენ და ჩემს ხელშია კანონი''. მოხუცმა შეტყობინება წაიკითხა და ჩაიცინა,რამდენიმე დღის შემდეგ კი არა ადვოკატის სახით თავად მივიდა განყოფილებაში,იდგა და არ იცოდა ვის დალაპარაკებოდა, ბედად თავისი კაბინეტიდან გეგი გამოვიდა და მოხუცმა მისკენ წავიდა. -შვილო შეიძლება ვინმეს დაველაპარაკო ვინც მომისმენს. -მობრძანდით თუ დახმარება შემიძლია დაგეხმარებით,ჯერ მოგისმენთ.მოხუცი მასთან ერთად შევიდა კაბინეტში და გეგის წინ მორიდებულად დაჯდა გეგიმ კი შეხედა და ღიმილით უთხრა. -გისმენ ძია... -მინდა ჩემს შვილზე მოგიყვეთ ის სამშობლოს დასაცავად მოხალისედ წავიდა, არც უფიქრია რომ სადმე წავიდოდა და იქ წასვლას თავს აარიდებდა ქართულ ჯარში მსახურებას და წავიდა კიდეც თავისი ვალდებულების მოსახდენად 4 თვე იმსახურა და შემდეგ გაუჩინარდა. -გაუჩინარდა,როგორ გაუჩინარდა.... -თვეზე მეტი ვერაფერი ვერ გავიგე მასზე ერთი თვის შემდეგ დამირეკა ის ნაცემი იყო სასტიკი ნაცემი, დაუნდობლად რომ ცემენ უსისხლო ადამიანები სხვას.სახეზე სისხლჩაქცევები ჰქონდა,ტუჩი გახეთქილი,ხელიც მოტეხილი თვეები დაჭირდა მის გამოჯამრთელებას და როცა ფეხზე დადგა ისევ უკან დაბრუნდა არ უჩივლა იმას ვინც ასე მოექცა დაასრულა თავისი მოვალეობა დაბრუნდა სახლში და თავისი ცხოვრება გააგრძელა,მაგრამ რამდენიმე დღის უკან ჩვენივე სახლთან ახლოს ნაცემი ვიპოვე და მუქარის წერილიც დაუტოვეს.... -თქვა ვინ მოექცა ასე სასტიკად და ვინ ცემა? -ერთი ბიზნესმენის შვილია ვინც ყველას ასე აგდებულად ექცევა რადგან ის ყოველთვის მართალი გამოდის და მასთან შეკამათებას ყველა ერიდება. -ეს როგორ, რადგან ბიზმნესმენის შვილია ყველაფერი გაუდის? -იციან რომ მათ ვერ მოერევიან და ისევ ჩუმად არიან. -გასაგებია... -მითხარი როგორ მოვიქცე შვილო და ვის მივმართო,მას აქ ძლიერი ზურგი იცავს სხვაგვარად ასე ვერ გააკეთებს იცის რომ არ დაიჭერენ და პასუხს არავინ მოთხოვს ჩადენილისთვის. -საჩივარი შეიტანეთ,ვინმეს მიმართეთ? -შევიტანე საჩივარი მოსამართლე რატი გველესიანმა უმნიშვნელო ჯარიმა დააკისრა და სულ ეს იყო,მის მერე ძალიან ხშირად ხვდებოდა ის პიროვნება ჩემს შვილს და სულ კამათობდნენ არ ვიცი რაზე მხოლოდ ერთხელ მოვკარი ყური რომ ეს საქმე არ უნდა გახმაურდეს,რა საქმეა ეს არ ვიცი ახლა ჩემი შვილი ისევ ფეხ მოტეხილი წევს მას კი პასუხისგება არ უნდა დანაშაულზე. -რა თქვი ვინ არის მოსამართლეო? -რატი გველესიანი... -საჩივარი უნდა დაწეროთ ამჯერად ის ვინც არის ყველა ხარჯს გადაიხდის და თუ ის არ გადაიხდის მოსამართლე გადაიხდის თავად. -მე,მე თემურ ჭიღრაძე ვარ.თქვა და ცრემლიანი თვალებით შეხედა გეგის შემდეგ როგორც გეგიმ დაარიგა ისე მოიქცა და დამშვიდებული წავიდა,გეგიმ კი კმაყოფილმა ჩაიცინა და თვალები დახუჭა ცოტა ხანში განცხადება პროკურორთან შეიტანა ის არ იყო მდივანს გადასცა და კმაყოფილი დაბრუნდა მედიდურად შეხედა ჰოლში გაჩერებულ რატის და უთხრა. -ადამიანის ნამდვილი ღირებულება მის ადამიანობაშია რატი.... -ამით რა გინდა რომ მითხრა. -შენ,დიახ შენ მოსამართლე რატი გველესიანი ადამიანების უპატივცემულობით გამოირჩევი და მიკვირს ვინ გმფარველობს შენი მედიდური ხასიათით აქამდე რომ შეინარჩუნე სავარძელი, მაგრამ დაიმახსოვრე ნამდვილი სიმდიდრე მრავალ ფორმას იღებს სიმდიდრის ნაწილი ბანკში ინახება რომელიც წლების შემდეგ განიავდება,მეორე სიმდიდრის ნაწილი კი გულშია რომელიც სამუდამოდ მდიდარს გტოვებს, შენ კი აირჩიე ამ ორიდან როგორია შენი სიმდიდრე ფულით ხარ მდიდარი თუ გულით.რამდენიმე დღე დანიელი კლინიკაში იყო, მაგრამ მომხდარის შესახებ მხოლოდ გეგიმ და ლაზარემ იცოდა,ანინა დედასთან ერთად იყო და პატარა კაცის ფოტოებს ტელეფონით უგზავნიდა დანიელს ისიც უყურებდა ფოტოებს და ვეღარ გაჩერდა მეოთხე დღეს წავიდა სახლში დასუსტებული და თვალებ ჩაცვენილი,ანინამ შეხედა დანიელს და შეშფოთებულმა უთხრა. -რამდენიმე დღე გადააბი დანიელ შენს თავს სარკეში მაინც შეხედე და ნახე როგორ გამხდარი ხარ და რას დაემსგავსე. -ანინა შეუძლოდ ვიყავი რაღაცამ მომწამლა... -მერე რატომ არ დამირეკე,რატომ არ მითხარი რამე... -ორი შვილი გვყავს და თან ახალი ნამშობიარები ინერვიულებდი რძეს დაკარგავდი ახლა კარგად ვარ და თქვენთან მინდა ვიყო,გთხოვ ნურაფერს შემეკითხები წყალს გადავივლებ და ბავშვებთან შევალ.თებე სულ პატარასთან იყო წამოიტირებდა თუ არა უნდოდა ხელში აეყვანა,მაგრამ ანინას ეშინოდა და მხოლოდ საწოლზე დაგორებულს ეთამაშებოდა თებე კი ბუზღუნებდა ანინა კი ყურადღებას არ აქცევდა მის ბუზღუნს,თებე ზედმეტად სერიოზული იყო მის ასაკში და უნდოდა დედას დახმარებოდა. -ანინა გააკეთე განცხადება და ძიძა ავიყვანოთ. -არა, ჩემს შვილებს მე გავზრდი. -თუ ეჭვიანობ ასაკის ძიძა ავიყვანოთ.უთხრა სიცილით,მაგრამ ანინამ სერიოზულად უპასუხა. -არა, არც ასაკის ძიძა არ მინდა. -მაგრამ რთულია და ძიძა შეგიმსუბუქებს საქმეს ამ მსუქანასთან ის იქნება, თებეს სკოლაში ზოგჯერ მეც წავიყვან. -დავფიქრდები,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ დაგეთანხმები. -კარგი იფიქრე, ძინავს გოლიათს? -მას ჯერ სულ ძინავს,მალე ჭამის დრო აქვს და გაიღვიძებს. -იქ მინდა ვიყო რომ გაიღვიძებს.თქვა და საძინებელში შევიდა გოლიათს ეძინა და ფრთხილად მიუწვა დაღლილს და გამოფიტულს მალე ჩაეძინა იმ დროს გაიღვიძა ანინა რომ აჭმევდა გოლიათს და ღიმილით შეხედა ორივეს,გოლიათს ქაფი გამოდიოდა პირზე და გაეცინა. -გაუმაძღარია,ნახე როგორ ჩქარა ჭამს.... -თითქოს ვინმე შეუჭამს და უნდა რომ მოასწროს გაძღომა.კარზე ზარი იყო და კარი ელამ გააღო ის გაოცებული უყურებდა კარში მდგარ რამოდენიმე პოლიციელს,ელას უკან დანიელი იდგა და თავისი ფიქრები გამართლდა მოსამართლემ მუქარა შეასრულა,დანიელი განყოფილებაში გადაიყვანეს ანინა გიჟს დაემსგავსა და ლაზარეს დაურეკა,ლაზარემ კი გეგის და განყოფილებაში დახვდა გეგი დანიელს,დანიელმა შეხედა და უთხრა. -როგორც ვივარაუდეთ,მაგრამ შენ არ იჩქარო გეგი ყველაფერი დაკვირვებით გააკეთე. -არავის არაფერი არ უთხრა არ ხარ ვალდებული დასმულ კითხვებს უპასუხო და რაც მთავარია ხელი არაფერზე არ მოაწერო. -ვიცი გეგი და ისიც ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებ ჩემს აქედან გაყვანაზე.გეგი საბუთებს აწესრიგებდა დანიელი დასაკითხ ოთახში შეიყვანეს და მარტო დატოვეს,რამდენიმე წუთში კარი ნელა ნელა გაიღო და გამოჩნდა სახე რომელიც სიხარულისგან ანათებდა,მაგრამ მისი თვალები იყო ცარიელი თითქოს ცხოვრებისგან იმედგაცრუებული წლების სიმარტოვეს ატარებდა.დანიელმა ხელის მუშტები ისე მაგრად შეკრა, რომ თითები თეთრი ფერის გაუხდა მათმა მზერა გაცვალეს და მოსულმა უთხრა. -როგორი შეგრძნებაა აქ ყოფნა დანიელ... -თავად შეიცნობ აქ ყოფნის სიამოვნებას რამდენიმე თვეში როცა დნმ-ის ანალიზი მოვა უცხოეთიდან და მერე მე დაგისვამ იმავე კითხვას ბ-ნო უსამართლობავ. -ეს არ მოხდება,სასჯელს მოგისჯი შეიძლება სამუდამოზედაც კი გაგიშვა... -შენ გინდა რომ დამამარცხო,მაგრამ ვერ შეძლებ რატი და თუ გინდა ეს მართლა გააკეთო ნუ დატოვებ მტკიცებულებებს შენს ბინძურ საქმეებში გიცნობ და ვიცი ვინც ხარ,მაგრამ ჩემი იმ გისოსებიდანაც გეშინოდეს. -მართლა,ასე კარგად მიცნობ? -გიცნობ და ვიცი რომ არაკაცი ხარ სიბინძურეში ყელამდე დაფლული და მალე დაიხრჩობი, შენ ელისო დაგასამარებს ის ელისო ვინც მოკალი და დამარხე.ახლა კი გაეთრიე აქდან და თუ სიმართლე შენს მხარეს არის გააკეთე ყველაფერი რომ აქედან არ გამოვიდე.რატიმ რომელსაც ეგონა გამარჯვებული და გაღიმებული დატოვებდა დანიელს უხმოდ გავიდა და თავის კაბინეტში შესულმა ტელეფონი აიღო. -გისმენ რატი... -იცის,მან ელისოზე იცის... -საიდან ან როგორ, ეს შეუძლებელია... -იცისთქვა რომ გეუბნები....ოფლმა დაასხა,ტელეფონი გათიშა და ჭიქაში წყალი აკანკალებული ხელით დაასხა დანიელთან კი გეგი შევიდა და დაინახა დანიელი მშვიდად იჯდა. -რა მოხდა,მას რა უნდოდა შენთან... -უხაროდა აქ რომ მნახა,მაგრამ ელისოს სახელი ვუხსენე და აქედან ჩაჯმული გავიდა მას ყავს ელისო მოკლული გეგი ამას დნმ-ის ანალიზიც არ ჭირდება. ხუთი თვე საკუთარი ცხოვრების დავიწყებაში,ხუთი თვე რწმენით და მოთმენის ლოდინში რომ სიმართლე ბოლოს და ბოლოს გაირკვეოდა,ხუთი თვე ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას დანიელი.ხუთი თვე არ უტირია არცერთი ცრემლი არ უნახია არავის ანინას თვალზე,მაგრამ ის ტიროდა ღამით დღისით ყველასთვის ის იყო ცივი და მტკიცე თუმცა დადგა დღე რომ დადგეს იმ ადამიანის წინაშე ვინც თავისი სავარძელი მის ძალაუფლებად აქცია და ასევე მას ჰქონდა თავისი დადგენილი კანონები და დრო იყო ეს კანონები ვიღაცას უნდა წაეშალა მისი გონებიდან და ეს ვიღაცა კი უშიშარი და საყვარელი ადამიანის თავისუფლებისთვის მებრძოლი ანინა იყო. გვიანი ღამე იყო იჯდა და ფიქრობდა კარზე ზარის ხმა რომ გაიგონა არც დაფიქრდა კარი ისე გააღო მის წინ კლარა და გეგი იდგა. -რა მოხდა,გეგი დანიელს.... -დამშვიდდი დანიელი კარგად არის ანინა გამოსავალი ვიპოვეთ და ამ ჩვენი ახალი მტკიცებულებებით დანიელს გავანთავისუფლებთ,დავიხსნით ანინა. -რა მოხდა,რა იპოვეთ.კლარამ საქაღალდე გახსნა და მაგიდაზე გაშალა ყველა ფურცელი შემდეგ გეგის შეხედა და უთხრა. -ამ ვიდეოს შეხედე ჯერ ეს ვიდეო მოვიპოვე იმ ადგილზე არსებული ერთ ერთი მაღაზიიდან,ნახე და მერე ვიმსჯელოთ. -ვინ არის ეს პიროვნება....ანინა უყურებდა მანქანას და დაინახა იმ ღამით როგორ დაეტაკა მათ შავი ჯიპი თავში ზუზუნის ხმები ესმოდა,იმ ღამინდელი ავარია მისთვის ბედნიერების დამამსხვრებველი იყო. -პიროვნება არ ვიცით ვინ არის,მაგრამ ჩვენ ვეძებთ ვიპოვოთ ვინ მისცა შეკვეთა თქვენი განადგურების ეს არის გამიზნულად და დაგეგმილად გაკეთებული რაშიდაც გადაიხადეს დიდი თანხა რომ დანიელის კარიერა დაემსხვრიათ,მაგრამ დანიელი ყველამ და თვით მან ვინც იქ ჩასვა იცის და ვიცით რომ უდანაშაულო არის,ჩვენ ამას დავამტკიცებთ. -კლარა ვინც ნარინა მოკლა მან დაიჭირა დანიელიც. -რა თქმა უნდა მაგაზე მეორე ვარიანტი და განხილვა არ არსებობს,მაგრამ ვინ არის ეს პიროვნება ვიცით თუმცა გვიჭირს ხელი დავადოთ რადგან არ გვაქვს მტკიცებულებები. -ხუთი თვე გავიდა და სიმართლეს ვერ მივაღწიეთ და რატომ გეგი იქნებ იმიტომ ხომ არა თავად ზის იმ სავარძელში და არ უნდა სიმართლის გამოაშკარავება. -ვიცით მოსამართლე არის და ვერ შევეჭიდებით ასე მარტივად, ანინა ეს გვხევს უკან.ანინამ წლების წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა რესტორანში.... -ამიტომ შეგიძულათ და დანიელის სახელის გაგონებაც არ უნდა... -მე მასზე დიდ ხალხს შევაწუხებ ამჯერად გეგი... -ვის შეაწუხებ,ვისთან მიხვალ ყველა ერთ აზრზე არის... -არის ერთი ვინც მომისმენს და დილით წავალ მასთან შენ კი სასამართლო შეხვედრა დანიშნე, ამჯერად ჩემმა გეგმამ უნდა გაამართლოს....გეგი გაოცებული უყურებდა ანინას და მის თვალებში შურისძიების დაუოკებელი სურვილი დაინახა,მეორე დღეს მთელი დღით გაუჩინარდა ანინა მართა კი ნერვიულობდა ურეკავდა ტელეფონზე მაგრამ ზარს არ პასუხობდა ანინა კი არასოდეს თმობდა ადვილად ის ხომ ცხოვრებამ გამოზარდა და იმას რაც საკუთრებად მიიჩნევდა ის ყველასთვის უხილავ ძაფებს ქაჩავს რასაც ვერავინ ხედავდა,მაგრამ ანინას აღარ უნდოდა ჩრდილში ყოფნა და მის წინ სახეგაფითრებულ მამაკაცს დამცინავად შეხედა. -არავინ დაგიჯერებს და თავს დაიღუპავ,ფსიხიატრიულში მოხვდები... -წარმოდგენა არ გაქვს ვის შეეჯახე... -შენ,შენ გაქვს წარმოდგენა ვის ემუქრები? ანინა სუსტი და ბრძოლისგან დაღლილი თუმცა გაბედული ღიმილით შეხედა მამაკაცს და ზიზღით უთხრა. -ძალიან კარგად ვიცი და არა მარტო ეს თქვენს სხვა სიბინძურესაც ავხდი ფარდას, ყველაფერს დაგაკარგვინებ,სახელს,ძალაუფლებას,სავარძელს,ქონებას და შენ წარმოიდგინე ოჯახსაც კი.მოსამართლე უყურებდა ანინას და მის თვალებში ბრაზი და შესამჩნევი შიში დაინახა და მიხვდა რომ ანინას ადვილად ვერ გააჩერებდა,ანინა კი მისი და ქმარის ღირსების გამო ყველაფრისთვის მზად იყო მისი სიმტკიცით,სიმართლით და გამბედაობით,მამაკაცი კი ვინც ორგანოში მუშაობდა მისივე სისუსტეზე აშენებდა მის ძალაუფლებას მას სჯეროდა რომ მისი ნიღაბი ხელშეუხებელი იყო და ყოველთვის ყველგან დაიცავდა მან სწორედ ამ ფიქრისთვის დაუშვა დიდი დანაშაული ეს დანაშაული კი მისთვის იყო უკვე ყოველდღიური შიში. ანინას სახლში მისულს გეგი იქ დახვდა მართა და ელა თვალებში უყურებდა შეშინებულები და მართამ ხმის კანკალით უთხრა. -რა ჩაიფიქრე შვილო ადამიანს აღარ გავხარ მთელი ეს დრო.... -დანიელის გამო სიცოცხლესაც გავწირავ დედა მართა... -არ მინდა რამე დაგემართოს ორი შვილი გყავს... -გაიზრდებიან, დანიელის ჩემს გვერდით არ ყოფნას ჩემთვის აზრი არ აქვს ამიტომ ბოლომდე მივყვები ამ საქმეს და ბოლოს მოუღებ თუნდაც მესროლონ და მომკლან სიმართლეს მაინც დავამტკიცებ რომ ექიმი დანიელ ქართველიშვილი პატივსაცემი პროვნებაა და არა მკვლელი. -ანინა რას აკეთებ... -ხომ გაიგონე რაც ვთქვი,შენ გააკეთე რაც გითხარი გამოძიება თავიდან დავიწყოთ და სასამართლო სხდომა მოვითხოვოთ.ანინამ ის ხელუხლებელი საქაღალდე გადმოიღო რომელსაც დანიელის მაგიდაზე ინახავდა და გახსნა გეგიც მის გვერდით იჯდა ყველაფერი თავიდან წაიკითხეს და იქ ერთი ფურცელი ნახა გაშალა და გეგის შეხედა. -მითხარი ვინ არის ედიკა შენგელაია. -ედიკა შენგელაია შენ მას იცნობ? -ეს ნახე და წაიკითხე.ქაღალდი მიაწოდა გეგის და გეგიმაც წაიკითხა... -,,თუ ძალიან გაგიჭირდეს თუმცა ვიცი დანიელი არ გაგიჭირვებს გიტოვებ ედიკა შენგელაიას ნომერს არც დაფიქრდე ისე დაუკავშირდი შვილო,გახსოვდეს ის ისე დაგიდგება გვერდით როგორც მე დაგიდგებოდი ახლა რომ შენს გვერდით ვიყო.მიყვარხარ და თან მიმაქვს თქვენი სიყვარული''.იქვე ტელეფონის ნომერი იყო მიწერილი,გეგიმ გაოცებულმა შეხედს ანინას და უთხრა. -ანინა გამაგიჟებ ასეთი ადამიანი გყავს და აქამდე არაფერი არ თქვი. -კარგია გამოდის რომ სიმართლე არის,ახლა კი ყველა მტკიცებულება რაც გაქვს შეგიძლია რომ მომცე. -რად გინდა ნუ გადამიბრუნე ტვინი რა ჩაიფიქრე, უნდა მითხრა. -მასთან უნდა წავიდე,ვერ ვისვენებ ხუთი თვეა ჩემი ქმარი ტყუილად არის დაკავებული, მის სუფთა სახელს და ღირსებას შეეხო ადამიანი ვინც თავად უსახელოდ წავა ამ ქვეყნიდან და ვინც უღირსია. -კარგი დაურეკე,მაგრამ გაფრთხილებ ეს ადამიანი ძალიან რთული პიროვნებაა და მასთან ახლოს არავის უშვებს. -ჩვენ ეს ბოლო შანსი გამოვიყენოთ და ვცადოთ. -გეთანხმები ვცადოთ.ანინამ ნომერი აკრიბა რამდენიმე ზარის შემდეგ გაიგონა ბოხი და სიგარეტისგან ჩახლეჩილი ხმა. -ბ-ნი ედიკა შენგელაიას ველაპარაკები? -ანინა ზურას ქალიშვილი როგორც იქნა დამირეკე,გელოდებოდი და გისმენ შვილო. -თქვენთან შეხვედრა მინდა,ძალიან გამიჭირდა სხვა გვარად არ.... -არ შემაწუხებდი,მაგრამ მე ვიცი რომ ხუთი თვეა ბრძოლობ და დახმარება გჭირდება ყოველ დღე გელოდებოდი...არ ინერვიულო სიმართლეს დავადგენთ,სიმართლე ისედაც ვიცით ჩვენ ერთად უსამართლობას უნდა შევებრძოლოთ. -გამოდის.... -ხვალიდან ვიწყებ და უნდა მომიტანო რაც კი ხელთ გაქვთ და გეგის უთხარი ჩემამდე მოვიდეს შენ ჯერ არ მჭირდები,მე თავად გნახავ.გეგი გაოგნებული იყო მოსმენილით და ანინას შეხედა, როცა ანინამ ტელეფონი გათიშა გეგიმ უთხრა. -მომეცი ნომერი ხვალამდე ვერ დაველოდები დღესვე და ახლავეს მასთან წავალთ,კლარა... -მეც წამოვალ... -არა,ამჯერად მე დამელოდე ანინა ბავშვებს მიხედე ხომ ხედავ თებე როგორ გახდა,ცოტა დრო მასაც დაუთმე.ანინამ ვერაფერი თქვა მან თებეს შეხედა თებე დედასთან მივიდა და ორივე ხელები შემოხვია,გეგიმ კი შეხედა ანინას და უთქმელად წავიდა კლარასთან ერთად. -ძალიან უჭირს ანინას.... -ანინა ძლიერია კლარა მან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა არ მეშინია მისი,თებეს უჭირს მასზე მეტად ის მამას ძალიან არის მიკედლებული. -ეს არის ოჯახის სითბო და სიყვარული,მეც ძალიან მიყვარდა მამა მაგრამ ადრე დამტოვა, ძალიან ადრე წავიდა. -კარგი მოიცა უნდა დავურეკო.გეგიმ ნომერი აკრიბა და პირველივე ზარზე გაიგონა იგივე ბოხი ხმა. -ვიცოდი რომ დილამდე ვერ მოითმენდი,გელოდებით. -მისამართი... -შეტყობინებით მოგივა.რამდენიმე წუთში მიიღო მისამართი და წავიდა,კართან მისულმა ღრმად ამოისუნთქა და კარი გააღო კართან კი მაღალი ჭაღარა სიმპატიური მამაკაცი იდგა სიგარეტით ხელში და გეგის გაუღიმა, შემდეგ კი კლარას შეხედა. -როგორ მყავს ჩემი მეგობარი თომა შვილო... -ჩემს ბაბუას იცნობთ? -ეს შემდეგ მოვყვეთ ახლა კი საქმეს მივხედოთ და ჩვენი უდანაშაულო ბიჭი დავიხსნათ,რა მომიტანეთ მაჩვენეთ.გეგამ საქაღალდე გახსნა და ყველა ქაღალდი სათითაოდ წაიკითხა ედიკამ თითქმის ერთი საათი იჯდა და კითხულობდა,შემდეგ სათვალე მოიხსნა და გეგის შეხედა. -ეს ახალი სამხილებია? -კი ახალია დღეს მოვიპოვე. -ბევრს არაფერს ამბობს,მაგრამ ვნახოთ. -ესეც ვნახოთ.კლარამ ვიდეო ჩართო და ედიკამ დაკვირვებით უყურა ბოლომდე და შემდეგ კლარას უთხრა. -შეგიძლია ეს მომენტი როგორმე ახლოს მოწიო ახლოდან ვნახო?კლარამ ვიდეო გაადიდა და ედიკამ ისევ დაკვირვებით უყურა და გეგის უთხრა. -შენ უყურე ამ ვიდეოს? -კი ვუყურე... -ვინმე ამოიცანი? გაოცებულმა შეხედა ედიკას და ვიდეოს თავიდან უყურა,შემდეგ კი თქვა. -ეს,ეს არ შემიმჩნევია რატი არის? -რატი გველესიანი გვარიც რომ ხელს უწყობს,სასამართლო როდის გვაქვს? -ხვალ შევალ პროკურორთან... -ეს ყველა საბუთი დააკოპირე და ისე შეიტანე პროკურორთან ეს ორიგინალები კი ჩემთან დატოვე მე მექნება,სასამართლო დანიშნეთ და შემატყიბინე როდის იქნება იმ დღეს მეც იქ ვიქნები არა როგორც დანიელის დამცველი იმ დღეს მოსამართლე მე ვიქნები,ანინას გადაეცი დანიელს იმ დღეს გავანთავისუფლებ მხოლოდ არავინ არ უნდა იცოდეს ჩემი არსებობის შესახებ. -გასაგებია დიდი იმედი მოგვეცით ბ-ნო ედიკა და ყველა საბუთს ხვალ მოგაწვდენთ. -არა,აქ ნუ მოხვალ ჩემი კაცი მოვა და გამოატანე შეხვედრის კოდი იქნება ,,ვიბრძოლოთ ბოლომდე'' ეს ორი სიტყვა მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცით თუ ამ კოდს არ გეტყვის შენთან მოსული პიროვნება არავის არაფერს არ მისცემ მას მოუსმინე და გაუშვი უნდა მიხვდე რომ გვითვალთვალებენ,შემდეგ დამირეკე და რამეს მოვიფიქრებ.გეგი და კლარა გაოცებულები წამოვიდნენ,მეორე დღისთვის ყველა მნიშვნელოვანი საბუთი დააქსეროქსა და ხელთ ჰქონდა, მაგრამ საღამომდე მასთან არავინ არ მისულა საღამოს საათებში პროკურორი გაღიზიანებული დაბრუნდა განყოფილებაში გეგიმ მასთან შეხვედრა ითხოვა და პროკურორის თანხმობის შემდეგ მასთან შევიდა. -ბ-ნო პროკურორო გამოძიების თავიდან დაწყებისთვის სასამართლო სხდომას ითხოვს როგორც დაკავებული ისე მისი ოჯახის წევრებიც. -დაკავებულს რა უნდა დაამტკიცოს რომ უდანაშაულო არის? -რა თქმა უნდა უდანაშაულო არის და ეს თქვენც იცით,ასევე ყველა უდანაშაულოდ გამოკეტილი პირივნება იბრძვის დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა,მაგრამ თქვენ თავს იკავებთ სიმართლის მხარეზე დადგეთ და სამსახურიდან რომ დამითხოვოთ მაინც გეტყვით თქვენი სიჩუმით თქვენ ვიღაცას აფარებთ ხელს. -გეგი ზედმეტები მოგდის დავნიშნავ სასამართლოს, მაგრამ მაინც ისე დარჩება ყველაფერი როგორც პირველ და მეორე სასამართლოზე. -მე მისი ადვოკატი ვარ და უფლება მაქვს მოვითხოვო სასამართლო,თქვენ კი უარის თქმის უფლება არ გაქვთ პროკურორო. -დაველაპარაკები ზემოთ მსხდომთ და ვნახოთ რას მივაღწევთ... -ყველაფერს მიაღწევთ თუ თქვენ მოინდომებთ.გეგიმ დატოვა პროკურორი და თავის კაბინეტში იყო უცნობი რომ შევიდა და გეგის შეხედა შემდეგ კლარას და გეგიმ გაოცებულმა უთხრა. -ვინმეს ეძებთ? -გეგი ლომაია მინდა ვნახო... -მე ვარ გეგი... -მითხრეს რომ უნდა მენახეთ... -უნდა გენახეთ და რატომ,დახმარება გჭირდებათ?მოსული დაიბნა და გეგის უყურებდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და უკან ხევით დატოვა კაბინეტი კლარამ შეხედა გეგის და უთხრა. -ყველაფერი....ხელით ანიშნა გეგიმ კლარას გაჩუმდიო და ფეხზე წამოდგა იმ ადგილზე მივიდა სადაც უცნობი დაჯდა ორიოდე წუთით და მაგიდის ქვეშ მუხლებზე დადგა სადაც დაინახა მაგიდას ქვემოდან მოსასმენი ჰქონდა მიმაგრებული და ჩაიღიმა, ფურცელზე რაღაც დაწერა და კლარას მისცა. -მოსასმენი დაგვიყენეს.... -უნდათ რომ გაგვშიფრონ...მიუწერა პასუხი კლარამ გეგიმ კი ამჯერად ხმამაღლა თქვა. -თუ გარკვევა გინდათ საქმის მხრივ რა ხდება შეგიძლიათ მობრძანდეთ და მკითხოთ,ასეთი ქცევებით უფრო იმდაბლებთ თავს და კიდევ უფრო უდანაშაულო გამოდის დანიელი ქართველიშვილი თქვენ კი ნელა ნელა უახლოვდებით სასჯელს და იმ ადგილს სადაც ახლა დანიელია თქვენ აღმოჩნდებით ვისურვებდი მალე დადგეს ეს დღე.მოსასმენი მოხსნა და გატეხა ეს კი კიდევ ერთი გამოწვევა იყო უსამართლობასთან ბრძოლაში,მიხვდა რატი გველესიანი რომ არც ანინა,არც დანიელი,არც სამეგობრო ასე ადვილად არ დათმობდა დანიელის უმიზეზოდ გამოკეტვას და ეს კი ნიშნავდა მის დამარცხებას რაც არ უნდოდა ეღიარებინა,ამიტომ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო ედიკამ კი ეს ყველაფერი იცოდა,მაგრამ ჩაიცინა თავზე თავისი შავი ქუდი დაიხურა და სახლიდან გავიდა ის ფრთხილად მიუყვებოდა გზას,ყველას აკვირდებოდა სიგარეტის ღერისგან გაყვითლებული ორი თითი ტაქსს აუწია და მის ფეხებთან გაჩერდა ტაქსიც მან მძღოლს შეხედა და წინა კარი გამოაღო თუმცა შეამჩნია რომ მძღოლი იმ მისამართზე არ მიდიოდა სადაც მიყვანა სთხოვა იარაღი ამოიღო და მძღოლს მიუბრუნდა. -ახლავეს იმ მისამართზე მიმიყვანე რა მისამართიც გითხარი.მძღოლი დაიბნა და ამჯერად სწორი მიმართულებით წავიდა,მოულოდნელად არც თავად მივიდა ბოლომდე სადაც მიდიოდა ტაქსი გააჩერა და გადასვლისას უთხრა. -თავს ნუ დაიღუპავ შვილო მას ფული აქვს და გაქრება,წავა შენ კი სასჯელს მოგისჯის და ყველა მის დანაშაულს შენ აგკიდებს დაკარგავ ოჯახს შენს თავისუფლებასთან ერთად.კარი მიხურა გაბრაზებულმა და მაღაზიაში შევიდა მძღოლი კი დაფიქრებული იყო ელოდა მოხუცს,თუმცა მოხუცი მაღაზიის სხვა გასასვლელიდან გავიდა და წავიდა,რამდენიმე კორპუსი გაიარა და კარზე ზარი მისცა ღიმილით ანინამ კარი გააღო და გაოცებული უყურებდა უცნობს. -ედიკა შენგელაია თავად მოვიდა თქვენთან ანინა. -თქვენ,შემობრძანდით.ედიკა სახლში შევიდა პიჯაკი მოიხსნა და პტარას ხელზე მოეფერა დედას რომ ყავდა ხელში. -გოლიათი ბიჭიო და მართლაც რომ გოლიათი ყოფილა....აბა როგორ ხართ,შეგიძლია ყველაფერი თავისუფლად მითხრა ის რაც გაინტერესებს და პირველად ის რომ მე ვინ ვარ ან საიდან ვიცი თქვენზე ყველაფერი. -რა თქმა უნდა მაინტერესებს.... -20 წლის ვიყავი როცა დედა გარდაიცვალა და თითქოს ჩემთვის სამყარომ შეწყვიტა არსებობა, ჩემში ყველაფერი დაცარიელდა და სუნთქვაც კი გამიჭირდა რადგან დედა იყო ჩემი საყრდენი, ჩემი ძალა და ის იყო ადამიანი ვინც ყოველთვის ამჩნევდა ადამიანში ყველაფერს და მან იცოდა უბრალოდ მოკითხვა მაშინ როცა ძალიან დაიღლებოდა. -,,როგორ ხარ,შენი ხმის გაგონება მინდოდა''. თითქოს ამ მოკითხვით და პასუხის მიღებით ეხსნებოდა დაღლილობა და მშვიდდებოდა,როდესაც ძალიან ავად გახდა და მას დაუდგინეს ძალიან რთული დაავადება მისი დიდი საიდუმლო გამიმხილა,რომ მე მყავდა კიდევ ერთი ძმა და ჩვენ ვიყავით მამით სხვადასხვა,მაგრამ ძმები. -ავად გახდა? -ავად გახდა,მაგრამ მოვუსმინე და მითხრა ვინ იყო ჩემი ძმა რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვიპოვე და ჩვენ ურთიერთობა აღვადგინეთ თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ იგივე განმეორდა ჩემს ძმას იგივე დაავადება დაუდგინდა რაც დედას ჰქონდა და მე ბოლო წუთამდე მის გვერდით ვიყავი,ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა და თითქოს ერთად დავამარცხეთ ვერაგი დაავადება თუმცა ეს დროებით აღმოჩნდა ის 15 წელი ებრძოდა სასტიკ და ვერაგ სიმსივნეს და ბოლოს დამარცხება აღიარა და მითხრა. -,,მინდა დავისვენო ედიკა დავიღალე''.ბოლოს სულ საავადმყოფოში ვიყავით ერთ დღეს შენზე მომიყვა,დედაშენზეც,თებეზე და შენი ნომერი მომცა მითხრა დანიელზე რომ თქვენ საოცარი სიყვარული გაქვთ და ის საოცარი ადამიანია.ანინა მამაშენმა სულის ამოსვლამდე ყველაფერი დედაშენს და შენ,ასევე დანიელს დაგიტოვათ აქ კი კლინიკა რომელიც დანიელს მისცა მის არ ყოფნაში მე ვხელმძღვანელობ და კლინიკა მის უფროსს ელოდება. -ბინა რომელიც წლების წინ საჩუქრად გამიკეთა.... -ის ბინა ჩემი საჩუქარი იყო რადგან შენ ჩემი ძმიშვილი ხარ,თუმა ბინა დღემდე ხელუხლებელია... -თქვენ,მაგრამ... -მაგრამ შენ იფიქრე რომ მისგან იყო.... -დიახ.... -ჩვენ ერთნი ვართ შვილო,ქონება რომელიც მამაშენმა დაგიტოვა ის კლინიკა მამაშენმა შექმნა ბრიტანეთში შეგიძლია გაყიდო მილიონები ღირს და იცხოვრო უდარდელად,მშვიდად. -არა,კლინიკა არ გაიყიდება ის დანიელის სამყაროა... -მით უკეთესი,ახლა გეგის დაურეკე შენი ტელეფონით არა დედამთილის ტელეფონით.მართამ ტელეფონი მიაწოდა ანინას და მანაც გეგის დაურეკა ორი ზარის შემდეგ გეგამ უპასუხა. -მართა დეიდა რამე გჭირდებათ? -ვიბრძოლოთ ბოლომდე, აქ ვარ მოდი.... -მოვდივარ.თქვა გეგიმ და ტელეფონი გათიშა ზუსტად ნახევარ საათში ქაღალდებით ხელში ანინასთან იყო და ედიკას უთხრა უცნაური სტუმრის შესახებ,ედიკამ ჩაიცინა და უთხრა. -კარგია რომ აგრძნობინე მისი გეგმა რომ გაიგე,შენ სასამართლოს შესახებ მაცნობე ახლა კი დაგტოვებთ.ედიკამ დაემშვიდობა ყველას თავისი განუყრელი ქუდი დაიფარა და კართან მისულმა გეგის უთხრა. -არ გამომყვე,მე მარტო წავალ. ედიკა წავიდა,მაგრამ ის არ წასულა კიბეებით ის სახურავზე ავიდა და კორპუსიდან კორპუსზე გადავიდა როცა რამდენიმე კორპუსით დაშორდა ანინას ბინას ჩავიდა კიბეებით და მშვიდად გააგრძელა გზა.მიუყვებოდა ქუჩას ნელი ნაბიჯით თითქოს ფიქრებს ვერ აღწევდა თავს,მაგრამ მაინც გალია გზა და თავისივე ბინის კარს რომ შეხედა ჩაიღიმა შემდეგ კი ჩურჩულით თქვა. -მშვიდად მოვედი აქამდე. ღამის 1 საათი იყო გეგი კომპიუტერთან იჯდა და პროკურორის ზარს არც გაუოეცებია ის ელოდა ამ ზარს და უპასუხა,პროკურორმა მიიღო თანხმობა სასამართლოს სხდომის შესახებ და გეგი მზად იყო ამ დღისთვის,დილით ედიკას აცნობა რომ სასამართლო იყო ანინა გულანთებული შეხვდა გეგის ნათქვამს და ისიც მოემზადა ის ბავშვებთან ერთად წავიდა სასამართლოზე,გული ეტკინა დანიელს რომ შეხედა გამხდარს, მაგრამ დანიელს სულ დაავიწყდა ყველაფერი სად იყო ისე გაუხარდა ბავშვების და ანინას ნახვა,ანინას თვალებით მოესიყვარულა და დედას თვალიც კი ჩაუკრა,ედიკა უსმენდა ყველა მოწმეს მოსყიდულს თუ ნამდვილს და ჩანაწერებს აკეთებდა,შემდეგ კი ანინას დროც მოვიდა ანინამ თვალებში ჩახედა მოსამართლეს და უთხრა. -არასოდეს არ შემშინებია და არც ახლა მეშინია,რადგან ჩემი მეუღლე ჩემი შვილების მამა დანიელ ქართველიშვილი უდანაშაულო არის... -რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული... -მარტო მე არ ვარ დარწმუნებული თქვენც დარწმუნებული ხართ და ყველაზე კარგად თქვენ იცით რომ ის უდანაშაულო არის,ყოველთვის მქონდა რწმენა და ჩემს სიტყვას მეორედ არ ვამბობ არც ახლა დავიხევ უკან. -იქნებ თქვენ სცდებით... -მე არ ვცდები ეს თქვენ შეგყავთ ხალხი შეცდომაში,რომ თქვნი დანაშაული სხვას გადააბრალოთ თქვენ გინდოდათ ჩემი მოკვლა მაშინ ვერ მომკალი რადგან იარაღი მე წაგართვით ახლა მესროლეთ მიდი რატომ გაჩერდით,მესროლე მკვლელო ამ ადამიანის და ამ ორი პატარას ცოდვა არასდროს არ გაგახარებს რომ მათ მამა წაართვი. -კორექტულად,მოსამართლეს შეურაცყოფას ნუ აყენებთ... -შეურაცყოფას ვაყენებ მე მას? სირცხვილია რომ შენნაირი არაკაცების გადასაწყვეტია დღეს კანონი და სამართალი,სირცხვილია შენნაირი არამზადა რომ ზის სუფთა სავარძელში რომელსაც შენ აბინძურობ.შენ თავად დამნაშავეს სხვისთვის სასჯელი გამოგაქვს,როცა თავად ხარ მკვლელი შენ მოკალი იმ დღეს ნარინა და სხვას ადანაშაულებ რატი გველესიანო. შენ ყველაფრის უფლება გაქვს დაამცირო ქალი და შემდეგ მისგან გარტყმული სილა შეურაცყოფად მიიღო, ამის გამო მისი მოკვლაც კი შეუკვეთო... -ანინა რას აკეთებ...დანიელი გიჟს დაემსგავსა თან უხაროდა ასეთი შეუპოვარი რომ იყო ანინა,ანინამ კი მკერდი მოიშიშვლა და მოსამართლის წინ დადგა. -მესროლე ან დამიჭირე,თავადაც იცი რომ შენ ხარ დამნაშავე და არ გავჩერდები სანამ არ მივიყვან საქმეს ბოლომდე,დაგასამარებ და თითოეულ გადადგმულ შენს გათვლილ ნაბიჯს ჩვენს გასანადგურებლად განანებინებ. -სასამართლო გადაიდო...ყველა ფეხზე წამოიშალა,რატი თავის კაბინეტში იყო და ბოლთას ცემდა,პროკურორი მასთან შევიდა და გაბრაზებულმა უთხრა. -რა შეურაცყოფაზე ლაპარაკობს,რა მოხდა თქვენს შორის. -არაფერი არ ვიცი,შეშლილია... -რატი მე შენი მხარე დავიჭირე და თუ შენ ამ საქმეში დამნაშავე გამოხვალ იცოდე რომ არ გაპატიებ,ახლა კი იმ შეშლილ ქალზე დაპატიმრების ორდერს გამოვწერ... -არა,არა,გაუშვი მან თავად არ იცის რას ამბობს... -ასეთი გულმოწყალე როდიდან გახდი...ანინა წამიერად მივიდა დანიელთან და მაგრად მოეხვია,ყურში კი უჩურჩულა. -ყველაფერი კარგად არის,მეორე მოსმენაზე თავისუფალი ხარ. -რას აკეთებ,ანინა გგონია გაპატიებს ასე ხმამაღლა დაადანაშაულე? -ვიცი რასაც ვაკეთებ და თუ დამაკავებენ შენთან ახლოს ვიქნები, უშენობას ვეღარ ვუძლებ საყვარელო. -ბავშვები,ბავშვებზე არ ფიქრობ გინდა ლევანიმ გაგვანადგუროს? -ნუ შეშინდები ვაჩე და ყველა შენი თავისუფლებისთვის იბრძვიან სხვას რომ გამოხვალ გეტყვი და გაგაცნობ პიროვნებას ვინც მეორე მოსმენაზე გამოგიყვანს. -ანინა გთხოვ ფრთხილად იყავი. -ყველაფერს გავაკეთებ აქედან რომ დაგიხსნა... -საყვარელო და ჩემს მკლავებში გაიტრუნო,ჩემი ფოცხვერი ხარ.სიმართლე ნელა ნელა,მაგრამ შეუბრალებლად აგებს ბოროტებისგან დადგმულ სცენას. დანიელი გაიყვანეს,გეგის რამდენიმე რჩევა დაუწერა ქაღალდზე ედიკამ და წავიდა,მაგრამ გეგის ხმამ შეაჩერა. -სად მიდიხართ,უნდა დავილაპარაკოთ. -გეგი მნიშვნელობა არ აქვს მე სად წავალ,როცა დაგჭირდები შენს გვერდით ვიქნები მნიშვნელოვანია ახლა გავიგოთ მთავარი მტრის შემდეგი ნაბიჯი ამიტომ საქმეები მაქვს,დღეს დაკვირვების დღე არის სხვას მიხვდები.თებე ტიროდა მამა ენატრებოდა ანინა არც ჭამდა და არც ძილი იყო მისთვის მართა და ელა უკვე ძალიან ნერვიულობდა მასზე,ედიკა სახლში მივიდა დავალება მისცა მის ბიჭებს და თავად მშვიდად იყო,შუაღამე გადასული იყო როცა პროკურორს აცნობეს საშინელი ავარიის შესახებ სადაც ცნობილი მოსამართლე რატი გველესიანი მძიმედ დაშავდა მის გადარჩენას ექიმები ცდილობდნენ,პროკურორი შოკირებული იყო და გათიშული ტელეფონი ჯერ კიდევ ყურთან ჰქონდა,დილით ის თავად მივიდა მოსამართლის ბინაში სადაც უამრავი ხალხი იყო და ტირილისაგან დაღლილი ჯული შვილი რომ მიკროდა გულზე ის შოკში იყო,როცა პირველი შოკი ჩაწყნარდა ჯულის უცნობი მიუახლოვდა და ხელში რაღაც ჩაუდო ქალმა დახედა ქაღალდს და მისამართი ეწერა სადაც დაუყონებლივ უნდა მისულიყო არც დაფიქრდა და წავიდა უცხო მისამართზე მისულს საკუთარი ქმარი ფერმკრთალი და დაბნეული დახვდა.რატი იჯდა დაბნეული დასჯილი ბავშვივით და ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ოდესმე ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა,ჯულია იდგა თვალცრემლიანი და თითქოს სამყარო პირდებოდა დაცვას საკუთარი ქმრისგან,მიხვდა რომ ცხოვრობდა ადამიანთან და თურმე საერთოდ არ იცოდა ვინ იყო მისი ქმარი.იდგა და ზიზღით უყურებდა, რატიმ შეხედა ჯულის და უთხრა. -არ იყო საჭირო პროკურორის შეწუხება,ამით შენ ჩემი თავმოყვარეობა შელახე. -შენ თავად მიმიყვანე ამ წერტილამდე,შენ თავად დაისამარე შენი თავი და ჩვენც გაგვასწორე მიწასთან დღესვე ვიწყებ განქორწინებაზე საბუთების შეტანას. -ამას ვერ იზამ... -რატომ,ხომ მიდიოდი უთქმელად და გვტოვებდი. -დამშვიდდით,ჩემთან წამოხვალ უნდა დავილაპარაკოთ. რატი პროკურორთან ერთად წავიდა ჯულიას გარშემო დამღლელი სიჩუმე დადგა,მაგრამ ჰაერი იყო თავისუფალი ის თავს ცუდად გრძნობდა თავისივე ხელებს დააკვირდა რომლებიც კანკალებდა და გააცნობიერა რომ სულ მარტო დარჩა,ნელა ნელა ძალა მოიკრიბა მანქანასთან მივიდა სახლში დაბრუნდა და შვილი გულში ჩაიკრა შემდეგ კი ხმით ატირდა.პროკურორი კი ისევ განყოფილებაში მივიდა რატისთან ერთად და ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილები იყვნენ შემდეგ რატი თავის კაბინეტში შევიდა და თავისივე თავზე ბრაზობდა რომ გეგმამ არ გაამართლა,ედიკა კი ამ დროს პროკურორის წინ იდგა. -ბ-ნო ედიკა თქვენ... -იმდენად დარწმუნებულად გელაპარაკა დანიელის დანაშაულზე შენც მისი მხარე უხმოდ დაიჭირე და უდანაშაულო ექიმი ვისაც რამდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი სიკვდილს ციხეში გამოკეტეთ,რატომ არ შემეკითხე და რატომ არ დამირეკე.პროკურორი ჩუმად იყო ვერც უყურებდა ედიკას. -რატომ ჩაიყენე საკუთარი თავი გამოუვალ მდგომარეობაში,რატომ აფარებ ხელს,რატომ გაწირეთ ეს ადამიანი.ცრემლიანი სიჩუმე,პროკურორმა როგორც იქნა შეხედა ედიკას და ედიკა მიხვდა რომ ამ ორ ადამიანს მხოლოდ სავარძელი და მხოლოდ ძალაუფლება უნდათ. პროკურორმა იცოდა ედიკა შენგელაია არ აპატიებდა არავის შეცდომის დაშვებას და მორიდებულად შეხედა. -მთელი ცხოვრება ვუფრთხილდები რეპუტაციას და ჩემს კარიერულ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვიყენებ... -სწორედ მაგიტომ მიდი მაგ შედეგამდე რადგან შენი პრობლემა იყო არ მოსმენა,არ უსმენდი ადამიანებს და თვალი ყოველთვის არა სიმართლის დადგენისთვის გქონდა მათ ჯიბეებს უყურებდი შენ ამიტომ ვერ არჩევდი დამნაშავეს და უდანაშაულოს,შენთვის ყოველთვის უდანაშაულო იყო ის ვინც ფულს გადაიხდიდა. უდანაშალო დამნაშავედ გამოგყავდა და წლების მანძილზე ციხეში კეტავდი, რამდენ ადამიანს დაუნგრიეთ ასე შეთანხმებით ცხოვრება, ასეთია აქ კანონები და ეს კანონები თქვენ დააწესეთ გველესიანთან ერთად... -ახლა რა იქნება... -დღეს დანიელი დაუყონრებლივ განთავისუფლდება და გადაიხდით იმ ზარალისთვის რის გამოც იქ გამოკეტეთ,ასევე გადაუხდით დაზარალებულ ოჯახს ვინც კი ტკივილი მიიღო შენგან ნაქები მოსამართლისგან. -ეს როგორ.... -გიკვირს კიდევ როგორ გაკეთდება ეს გაკეთდება ზარალს გადაიხდით ერთად რადგან ერთად მოქმედებთ,სწორი სასამართლო რომ გქონოდა არაფერი არ მოხდებოდა,მაგრამ დააშავეთ და გადაიხადეთ.ედიკა ფეხზე წამოდგა და პროკურორს შეხედა,შემდეგ თვალებში ჩახედა და უთხრა. -ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს სასწავლი შენს გულის თქმას მიყევი,დანიელი ახლავეს გაანთავისუფლე მასთან მივდივარ იქ დავხვდები და დააკავე ის ვინც გაითამაშა სიკვდილი და არც კითხე ეს რატომ გააკეთა,მაგრამ მე ყველაფერი ვიცი მასზეც,შენზეც,შენს შვილზეც და ლევანიზედაც მაგრამ ყველას დრო ნელა ნელა დადგება.ვერაფერი უთხრა მხოლოდ ტელეფონი აიღო და რამდენიმე ზარის შემდეგ ხმის კანკალით თქვა. -დაკავებული დანიელ ქართველიშვილი უდანაშაულო არის,გაანთავისუფლეთ.ედიკამ ჩაიცინა და კაბინეტი დატოვა,შემდეგ გეგის დაურეკა და დანიელის განთავისუფლება აცნობა თავადაც წავიდა დანიელის შესახვედრად,გეგიმ კი ყველას დაურეკა ანინა სიხარულისან მუხლებზე დაეცა და ხმით ტიროდა შემდეგ იქვე მდგარ აცრემლებულ მართას და ელას შეხედა და თქვა. -რაც გინდათ გააკეთეთ საღამოს აქ მოვლიან მე კი მივდივარ.თქვა და ბავშვებთან ერთად გავიდა ქვემოთ გეგი ელოდა და წავიდნენ დანიელის დასახვედრად,დანიელი კი ამ დროს ღიმილით ემშვიდობებოდა საკნის მეგობრებს. -აუცილებლად გინახულებთ....როგორც იქნა რკინის კარი გაიღო ამ კარს მძიმე ხმა ჰქონდა ქურთუკი გახსნილი ჰქონდა და გამოვიდა თუ არა ქარიც მიაფრინდა მის მკერდს თითქოს განთავისუფლება მიულოცა,მისი არათანაბარი სუნთქვა ნაცნობ თვალებს ეძებდა მაგრამ იქ არავინ იყო ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე თვალები მაგრად დახუჭა და თავისუფლების ჰაერი ღრმად შეისუნთქა მის თვალებში თვეების განმავლობაში დაგროვილი მოუთმენლობა და ტანჯვა იყო,მას არ დაუჯერეს არ მოუსმინეს. ყველა წუთი უდანაშაულობის დანიელმა ტკივილად აღიქვა რომ შორს იყო საყვარელი ადამიანებისგან,მასში გაიღვიძა შინაგანმა ძალამ და სახლში წასასვლელად ნაბიჯი გადადგა,მაგრამ მოულოდნელად დაინახა ანინა ბავშვებთან ერთად ადგილზე გაშეშდა ვეღარ გადადგა ნაბიჯი,უყურებდა მათ და მიხვდა რომ უბედნიერესი ადამიანი იყო მთელ სამყაროში. -ღმერთო რა სიხარული მომანიჭე რომ ჩემი ბედნიერება კიდევ უფრო გაზარდე და მტკიცე გახადე,როგორ მიყვარხართ თქვენ ვერც წარმოიდგენთ. ფიქრებში გართულს ედიკა მიუახლოვდა პირველი და თავისუფლება მიულოცა.... -მებრძოლი ცოლი გყავს გვერდით ისეთია ადვილად რომ ვერავინ შეძლებს მის დამარცხებას და გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას უსამართლობასთან ბრძოლაში.შენ მისმა სიყვარულმა, მისმა ერთგულებამ,მისმა თავდაჯერებულობამ და შენდამი პატივისცემამ მოგცათ ორივეს ძალა და ენერგია,გილოცავ დანიელ ქართველიშვილო შენ და თქვენ დღეს ყველასთვის უძლეველი მტერი დაამარცხეთ. -მადლობა....თქვა და თებეს ხმაც გაიგონა.... -მამა,მამა,მამიკოოო....დანიელმა ჩანთას ხელი გაუშვა ხელები გაშალა და თებე ორივე ხელებით აიტაცა გულში ჩაიკრა,შემდეგ ანინას მოხვია მეორე ხელი და სულ ბოლოს შეხედა გოლიათს ვერ მოითმინა და ხელში აიყვანა ანინას კი გაოცებულმა შეხედა. -როგორ ზიდულობ ანინა ამ გოლიათს.... -სიყვარული მაზიდინებს და ამიერიდან შენ ასეირნებ და გაიგებ როგორ ვზიდულობდი. ეფერებოდა გოლიათს ვისი მოფერებაც ვერ შეიგრძნო,ვერ გაითავისა და ვერ მოეფერა. დანიელი ტიროდა და ტირილით უკოცნიდა მსუქან ლოყებს. -მა რამხელა ხარ,მართლა გოლიათი ხარ? პატარამ წვერებზე შეეხო ხელებით მოწიწკნა კიდევ და თავის ენაზე რაღაც უთხრა შემდეგ შუბლზე შუბლი მიადო მამას და გაუცინა,ვერცერთმა ვერ გაიგო მისი ენა და იცინოდნენ ანინამ კი უთხრა. -არ მოეწონე წვერებში,მაგრამ გული არ დაგწყვიტა მაინც შეგეხო.დანიელი იცინოდა და ცრემიანი თვალებით შეხედა ანინას. -მომესალმა მისებურად... -მოგესალმა და ისიც გითხრა წვერი არ გიხდებაო... -რასაც შენ ვერ იტან.ბავშვი ანინას დაუბრუნა და გეგას მადლიერი თვალებით შეხედა,ფარებ ანთებული სიგნალით შემოიჭრა მანქანა და დანიელის ფეხებთან გაჩერდა,მეგობრები მხიარული შეძახილებით შეხვდნენ დანიელს,ვახომ გოლიათი აართვა ხელიდან ანინას,ზაზამ კი ხელი გადახვია ანინას და დანიელს შეხედა. -ანინამ ჩააჯმევინა მოსამართლეს ძმაო და ყველა პირდაღებული დაგვტოვა,არავინ რომ არ ველოდით მის ასეთ გამოსვლას.ლაზარემ თვალი ჩაუკრა დანიელს და თქვა. -ისე დავიბენი უკვე დღეებს ვარჩევდი ანინასთვის ამანათი რომელ დღეს უნდა მიმეტანა. -მეც ძალიან შემეშინდა იმ დღეს არ ველოდი და ჯერ დავიბენი,შემდეგ ბავშვებზე ვფიქრობდი არ მეგონა თუ ის იმ დღეს დარბაზიდან გამოვიდოდა და არ დააკავებდნენ. -ბავშვებს ჩვენ მივხედავდით რომ რამე. თქვა ზაზამ ისევ და ყველა იცინოდა. -აი ვინ უნდა იყოს მოსამართლედ,ანინა მოსაკლავი ხარ რა გინდოდა ბიზნესის მართვაზე შენ იქნებოდი სამართლიანი მოსამართლე. თქვა გეგიმ და ყველა დაეთანხმა,შემდეგ ვახომ ჯერ ყველას გადახედა და შემდეგ თქვა. -წავიდეთ,მაგრამ სად წავიდეთ რძალო. -რა თქმა უნდა სახლში,მაგიდა მზად არის. -მოიცადეთ მაგიდა რომ გაამზადე საიდან იცოდი რომ გამოვიდოდი.ანინამ ედიკას ხელი გადახვია და დანიელს შეხედა ღიმილით. -გაიცანი დანიელ ქართველიშვილო თქვენს წინაშე დგას ცნობილი მოსამართლე და კანონმდებელი ბ-ნი ედიკა შენგელაია ჩემი ბიძა მამის ძმა,სხვა სახლში გავაგრძელოთ. -რას ამბობ ანინა ეს ხომ.... -ვიცი შენი გაოცების მიზეზი,მეც შენსავით გაოცებული ვიყავი რომ გავიგე და ის გამბედაობა,ის ქცევა,სწორედ რომ დროული იყო და იმ დღემ გვიჩვენა საბოლოოდ მოსამართლის ნამდვილი სახე. -ეს წინასწარ დაგმული სცენა იყო შვილო ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და გარეთ ხარ უდანაშაულო,ამას კი ყველა გაიგებს საჯაროდ მოგიხდიან ბოდიშს და ეს მოხდება ტელევიზიით. -მადლობა, არ ვიცი თქვენი ეს ბრძოლა და გვერდში დგომა როგორ დავაფასო... -გააგრძელე ის სიყვარული რაც აქამდე გქონდა ყველას მიმართ,გააგრძელე შენი ღირსეული სახელის ღირსეულად ტარება ამაზე დიდი მადლობა რა უნდა მითხრა და გამიკეთო როცა ჩემს ანინას ვხედავ შენს გვერდით ანათებს ბედნიერებისგან. ყველა დაიშალა და შეხვედრა სახლში გაგრძელდებოდა ასე შეთანხმდნენ,მაგრამ დანიელის თვალები მრისხანებით აინთო სხეულმა იგრძნო კატასტროფა სანამ გონება გააცნობიერებდა რა მოხდა დანიელის ხმამ შეაშინა თვით ედიკა და გეგიც. -მანქანას მოეფარეთ,ანინააააა.....იყვირა გაუაზრებლად და თავად გადაეფარა ანინას და თებეს.დრო თითქოს გაჩერდა თებეს ხელები მის კისერზე იყო შემოხვეული თავად კი მათზე ზემოდან დამხობილი სუნთქვას ცდილობდა,ავტომატის ჯერი ჩაწყნარდა და ციხის კარიდან შეიარაღებული პოლიცია გამორბოდა.დანიელმა თებეს სხეულზე შეეხო და ჩურჩულით თქვა. -თებე შვილო კარგად ხარ? -კარგად ვარ მამა, შენ? -კარგად ვარ შვილო,ანინა... -კარგად ვართ დანიელ... -ბავშვი,სად არის გოლიათი...ფერი დაეკარგა დანიელს და დაიბნა,მაგრამ ანინამ შეხედა და უთხრა. -ვახომ წაიყვანა კარგად არის ყველა...მაგრამ მანქანის საბურავთან ჩაკეცილ გეგის შეხედა და მასთან მივიდა,შეშინებული უყურებდა და ყელზე ორი თითი მიადო ედიკას შეხედა და იყვირა. -სასწრაფო გამოიძახეთ და გამოათრიეთ ის პროკურორი აქ უნდა დავწვა ცოცხლად, ციხეში დაგალპობთ ნაბიჭვრებო. -დამშვიდდი დანიელ სიბრაზით ვერ დაეხმარები მეგობარს. უთხრა ედიკამ და პოლიციელებს წინ დაუდგა. -დღეს აქ რაც მოხდა ყველა დამნაშავე ხართ.სასწრაფო მალე მოვიდა და გეგი საავადმყოფოში გადაიყვანეს მეგობრები კი მხიარულად მივიდნენ სახლში,ვახომ მართას ჩააბარა პატარა და რამდენიმე წუთში ანინამ ტირილით აცნობა ყველას მომხდარი. -რას ამბობ,ანინა თქვენ... -ჩვენ კარგად ვართ გეგი არის დაჭრილი ბევრი სისხლი დაკარგა.გეგი კლინიკაში მიიყვანა დანიელმა ექთნები მიმღებში რაღაცას ხმამაღლა განიხილავდნენ და იცინოდნენ,გეგი სისხლში ამოსვრილი შეიყვანეს და საკაცე გვერძე მიდეს არავის შეუხედია მისთვის ის უგონოდ იწვა და ელოდა. -ვინ მოიყვანეს... -ქუჩაში ნახეს დაჭრილია....რამდენიმე წუთში დანიელი ფერდაკარგული შევიდა კლინიკაში და შეხედა გეგი უყურადღებოდ იყო არც გადასხმა და არც გადახვევა არ ჰქონდა გაკეთებული ის უპატრონოდ იყო გვერძე მიდებული ექთნებს შეხედა და სიჩუმე მძიმე იყო,შემდეგ კი გაუაზრებლად დაიღრიალა.... -ექიმი ახლავე აქ გაჩნდეს....ერთ ერთმა ექთანმა შებრუნდა და გაბრაზებულმა შეხედა,მან არ იცოდა ვინ იყო დანიელი ვინ იდგა მის წინ შეშლილი სახით და უთხრა. -რა გაყვირებთ აქ კლინიკაა... -მეც ვიცი რომ კლინიკაა, მაგრამ ადამიანობას ვერ ვხედავ...ერთმა ექთანმა იცნო დანიელი და ჩურჩულით თქვა. -ის დაბრუნდა გოგოებო... -როგორც ვხედავ ხუთ თვეში ძალიან შეიცვალა კლინიკა,მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ, თქვენ დღეს ამ კლინიკის სახელი და ღირსება შელახეთ,შეარცხვინეთ,მეგობარს მივხედავ და შემდეგ მოვიცლი ყველასთვის. ედიკა გაფითრებული შევიდა კლინიკაში და ექთნების წინ დადგა,ერთთან მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -შემარცხვინეთ,მინდოდა დანიელის დაბრუნებით ამაყად დავდგებოდი მის წინ თქვენთან ერთად და მას მადლობა ეთქვა ყველასთვის,მაგრამ როგორ გენდობოდით და როგორ შევცდი თქვენში. დანიელი სასწრაფოდ შევიდა თავის კაბინეტში ხალათი ჩაიცვა და გეგას საოპერაციოში შეყვა ის ავტომატურად მოქმედებდა გეგა კი სიცოცხლისთვის ბრძოლობდა და ეს სიცოცხლე დანიელს უნდა მიეცა მისთვის,ყველაფერი ქაოსში გადაიზარდა დანიელი არავის უყურებდა მხოლოდ დრო და დრო გახედავდა დადგმულ მონოტორს უსმენდა გულის ხმას და აკვირდებოდა სუნთქვას ბოლოს როგორც იქნა ყველაფერი დასრულდა,დანიელმა შეხედა გეგის და უთხრა. -გადარჩები, შენ ისევ ჩვენს გვერდით იქნები.ღრმად ამოისუნთქა გაწონასწორებული და მშვიდი საოპერაციოდან სხვისთვის შეუმჩნეველი სიხარულით გამოვიდა, მაგრამ ამ რამდენიმე საათმა ის ძალიან შეცვალა. -დანიელ.... მას რამდენიმე წყვილი თვალი უყურებდა შიშით,იმედით და გამოუხატავი გრძნობით. -სიცოცხლე შევუნარჩუნეთ გეგი იცოცხლებს,მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი და მის ფეხზე დადგომას ჭირდება დრო ასევე შესაძლებელია სისხლი ისევ დაგვჭირდეს 1 დადებითი ვინ მისცემს... -მე მივცემ, რაც მაქვს სულ გამომიღეთ...თქვა ზაზამ და არ ეცინებოდა დანიელს მაგრამ მაინც გაეცინა და ზაზას ხელი გადახვია. -ყველა გავიღებთ თუ დაჭირდება.ყველამ ამოისუნთქა,ლაზარემ ვეღარ დამალა ცრემლი და დანიელს გადაეხვია შემდეგ იქვე მდგარ ედიკას შეხედა და უთხრა. -ბ-ნო ედიკა უნდა ვილაპარაკოთ....დანიელმა შეხედა ლაზარეს და თვალებით კითხა რა ხდებაო,შემდეგ კი სამივე კაბინეტში შევიდა. -ლაზო რა ხდება.... -დანიელ დნმ-ის ანალიზის პასუხი ვაკომ დარეკა და თქვა რომ იმ გოგონასია ვისაც შენ ეჭვობდი... -თომას ქალიშვილი თავიდანვე ამას ვეჭვობდი და ეს როგორ უნდა ვუთხრა ძია თომას.ედიკა ჩუმად იყო და დანიელს შეხედა. -არაფერს არ მოიმოქმედებ, დანიელ პირობა მომეცი რომ დამელოდები. -კარგი ძია ედიკა თქვენზე წინ არ წავალ,მაგრამ... -ყველა გადაიხდის მისი შეცდომისთვის,თომას კი მე ვეტყვი. -კარგი და ჩვენ ისედაც სალაპარაკო გვაქვს ეს კლინიკას ეხება. -ვიცი,მაგრამ ახლა ამის დრო არ არის შვილო ახლა გეგის უნდა მივხედოთ და მერე სხვას. სამივე გავიდა კაბინეტიდან,დანიელმა კლარას შეხედა თვალები რომ დაწითლებოდა ტირილისგან და უთხრა. -წამოდი ჩემთან....კლარამ სხვებს გადახედა და ვახომ ხელი გადახვია კლარას და უთხრა. -შენ უნდა მისცე ძალა სიცოცხლის,წადი გაყევი დანიელს მასთან მიგიყვანს და იცოდე შენი ძალა შენის შიგნიდან მოდის და ძლიერი უნდა იყო.კლარა დანიელს გაყვა და უსასრულო ემოციების ცუნამი აფეთქდა მასში,მოულოდნელად დანიელი კლარას მიუბრუნდა და უთხრა. -წესით არავინ არ უნდა იყოს მასთან ექიმის გარდა,მაგრამ რადგან მე ვარ მისი ექიმი ნებას გრთავ მასთან იყო და ელაპარაკე რომ ამ ლაპარაკში გამოვიდეს. -მადლობა დანიელ.დანიელმა კარი გააღო კლარა შევიდა ფრთხილი ნაბიჯებით და დანიელმა ჩურჩულით უთხრა. -თუ რამე ჩემი ნომერი იცი და დამირეკე.დანიელი წავიდა,კლარა იდგა შუა ოთახში და გეგის უძრავ სხეულს უყურებდა გარეთ კი ცივი წვრილი წვიმა მოდიოდა მას არ ესმოდა არავინის და არაფლის ხმა მხოლოდ უყურებდა მის წინ სიმპატიურ, თავდაჯერებულ, ზედმიწევნით მოვლილ და მოწესრიგებულ გეგის და ასევე მის მომღიმარ სახეს ახლა რომ გაფითრებულიყო,მასთან მივიდა ნელა ნელა და ჩურჩულით უთხრა. -შენთვის არ არის ეს გარემო უნდა დაბრუნდე, თუნდაც ჩემს გამო გეგი.დაიღალა ფეხზე დგომით და იქვე საწოლთან სკამზე მოკუნტული დაჯდა ფიქრებში რამდენიმე საათი გავიდა დანიელმა ფრთხილად შეაღო კარი და კლარას დახედა,შემდეგ გეგის სუნთქვას დააკვირდა აპარატზე რაღაც ჩაინიშნა და გავიდა უკვე დრო გამონახა მიმღებში ჩასასვლელად და პირდაპირ ექთნების ოთახში შევიდა მკაცრად გადახედა იქ შეკრებილთ და თქვა. -საავადმყოფოს ანუ კლინიკას იმიტომ აქვს ფართო კარი რომ ყველას შეუძლია აქ შემოსვლა, ექიმის და ექთნის პროფესიას როცა ვირჩევთ უნდა გვქონდეს გათვალისწინებული რომ ჩვენმა დაუღალავმა შრომამ,უძილო ღამეებმა და დაღლილობამ,ჩვენს სახეზე ნაძალადევი ღიმილით პაციენტს იმედი უნდა მივცეთ. თქვენ რა გააკეთეთ დღეს ხუთი თვის წინ მე ასეთი თანამშრომლები არ მყავდა ყველა ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობდით და რა შეიცვალა ამ დროში,რამ გადაგაგვარათ,რამ გაგიცივათ გული.რა გააკეთეთ მიდევით საკაცე გვერძე სადაც დაჭრილი ადამიანი იწვა რომელიც სისხლიდან იცლებოდა და თქვენ დატოვეთ ის უყურადღებოდ.იცით რომ შესაძლებელი იყო დღეს იმ საწოლზე მე ვყოფილიყავი ან ჩემი ცოლი ან ჩემი შვილი, რადგან ჩვენ ყველა ერთად ვიყავით სადაც გეგი დაჭრეს თქვენ კი სტატუსის და ჩაცმულობის მიხედვით ირჩევთ პაციენტებს? არა,ეს ასე არ არის და თქვენ დღეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით.თქვენ არ გაქვთ გააზრებული თუ გათვალისწინებული რომ საავადმყოფო და კლინიკა ყველასია,ღარიბს და მდიდარს არ არჩევს არც ავადმყოფობა და არც უბედური შემთხვევა ექიმი ყველას ჭირდება, გასაგებია?ხმა ვეღარ გააკონტროლა და იმ ორ ექთანს თავისი ხელით მოხსნა ბეიჯი მკერდიდან და თქვა. -თავისუფალი ხართ აქ აღარ მუშაობთ,მე არ მჭირდება ასეთი უგულო ექთნები და ყველას ვინც ჩემს კლინიკაში პაციენტს აგდებულად მოექცევა სამსახურს დატოვებს,აქ წესებით ვმუშაობთ და ეს წესებია არ ვანსხვავებთ ადამიანებს ტიტულების და დიდების გამო... -ექიმო... -დაუბრუნდით თქვენს ადგილებს და მოვითხოვ სრული წესრიგს,ბ-ნო ედიკა ჩემს აქ არ ყოფნაში თქვენი ყურადღება არ მიიჩნიეს კანონიერად და მუშაობა მოშვებულია დაცემულია კლინიკის რეიტინგი მარტო ჯილდამ და ომარიმ ვერ მოერია ყველას,მაგრამ დღეიდან გამკაცრდება ყველა წესი.შემდეგ ისევ ექთნებს მიუბრუნდა და მკაცრად თქვა. -ძალიან ვწუხვარ რომ თქვენ თქვენს ღირსებას თქვენი საზომით ზომავთ,მაგრამ უნდა ვთქვა რომ მე სხვა საზომი მაქვს და ეს არასოდეს არ შეიცვლება. -დანიელ....გაიგონა ჯილდას ხმა და დანიელს გადაეხვია ასევე ომარიც მასთან იყო. -რა მოხდა, გეგის.... -ორი ექთანი გავანთავისუფლე რადგან აქაური სიმკაცრე და დისციპლინა მოშვებულია. -ყველაფერს ვაკონტროლებდით დანიელ სახლშიდაც არ წავსულვართ ნორმალურად მთელი ეს დრო.თქვა ჯილდამ და დანიელს უყურებდა,შემდეგ კი ექთნებს მიუბრუნდა. -ვინ იყო დღეს მიმღებში... -ელზა და ირინა.... -რამდენჯერ გავაფრთხილე ეს ორი და დავემუქრე კიდეც სამსახურის დატოვებით და აი დატოვეს კიდეც. -დამშვიდდი ჩავდგებით ისევ ფორმაში... -გილოცავ თავისუფლებას და ისევ ერთად ვართ...დანიელი მიუბრუნდა შეკრებილ ექთნებს და თქვა. -ვისაც აქ მუშაობა არ გინდათ მე ძალას არავის ვატან,გტოვებთ და ვინც ჩემს მკაცრ წესებს შეეგუებით ვითანამშრომლოთ ვისაც არ მოგწონთ სიმკაცრე კარი იცით სადაც არის. დანიელი ჯულისთან და ომარისთან ერთად წავიდა და დატოვა ექთნები მათ თავად უნდა აერჩია დარჩებოდნენ მკაცრ წესებთან თუ წავიდოდნენ,უმრავლესობამ დარჩენა გადაწყვიტა ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა შერჩენილი რამდენიმე კი წავიდა ვინც ქრთამზე იყო მიჩვეული და დანიელი ქრთამის სასტიკი წინააღმდეგი იყო,ედიკამ კი შეხედა დანიელს და უთხრა. -იამაყებდა ჩემი ძმა დღეს შენთვის რომ შეეხედა და მეც ვამაყობ შენით შვილო,ხვალ სასამართლოში შევხვდებით. -გეგი რომ არ იქნება მას აქვს ყველაფერი.... -გეგის რაც აქვს ის ყველაფერი მე ორიგინალები მაქვს და ხვალ მე ვიქნები შენ არ ინერვიულო. ხელი ჩამოართვა დანიელს და წავიდა,დანიელმა სახლში დარეკა ანინა და შვილები მოიკითხა რომ დარწმუნდა მათ კარგად ყოფნაში მეგობრებთან მივიდა. -დანიელ როგორ არის. -არ შევსულვარ გეგისთან რამდენიმე ექთანი გავანთავისუფლე... -რატომ... -ვინც უგულოდ მოექცევა კლინიკას და მის სახელს თუნდაც აქ მყოფ პაციენტს ყველა დატოვებს ადგილს,ახლა გეგის ვნახავ და გეტყვით როგორ არის.დანიელის თვალებში ჯერ კიდევ არ გამქრალა შურისძიების დაუოკებელი სურვილი ეს ლაზარეს გარდა ყველამ შეამჩნია და დანიელი თვალს მიეფარა თუ არა ვახომ თქვა. -რაღაც აქვს ჩაფიქრებული... -მეც მასე ვფიქრობ ვიცნობ მის გამოხედვას სიბრაზის დროს. -არცერთი არსად არ წავალთ, ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით დანიელს რომ რამე სისულელე არ გააკეთოს.თქვა ზაზამ და ყველას გადახედა რაზედაც ყველა დათანხმდა, დანიელი გეგისთან შევიდა და შეხედა კლარას გეგის ხელი ხელში ეჭირა და ელაპარაკებოდა. -წლები დამჭირდა საკუთარი სურვილით ამეშენებინა საკუთარი ცხოვრება და შევძელი,მე თავად შევქმენი ჩემი მშვიდი ცხოვრება და ისევ დავიბრუნე საკუთარი თავის რწმენა,მაგრამ ნამდვილ გამარჯვებად მივიჩნიე რომ მე ღირსება ავირჩიე ასევე დავგმე შიში და მოქმედება დავიწყე.ვერ დამაჯერებ რომ შენ სუსტი ხარ,რომ ძლიერი არ ხარ.შენც ძლიერი ხარ და უნდა იბრძოლო რომ დაბრუნდე ჩვენთან მეგობრები გელოდებიან ნუ გაუჩენ მათ თვალებში ცრემლს ისინი არ იმსახურებს შენგან ღალატს და მე,მე რას მერჩი დიდი დრო არ არის რაც გაგიცანი,მაგრამ შენმა ქცევამ,შენმა სითბომ ჩემი გული სიყვარულით აავსო.დანიელი ფერმკრთალი და დაბნეული იდგა ვერ ამბობდა,მაგრამ იმედს კარგავდა,უკან იხევდა და გეგისთან შესვლაც უჭირდა.გეგი სადაც იწვა ოთახი მოლურჯო შუქით იყო განათებული აპატრატი კი რბილად ზუზუნებდა და მომენტის შეფერხებას არ ცდილობდა,დანიელს ცრემლი მოერია და უხმოდ გავიდა კართან მისულს კი კლარამ უთხრა. -დანიელ...დანიელი შებრუნდა და კლარას შეხედა. -არაფერს მეტყვი? დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა და ჩურჩულით თქვა. -დაველოდოთ,გთხოვ კლარა რაც არ უნდა მოხდეს თავი გააკონტროლე. -შენც დაკარგე იმედი,გამოდის უარესობისკენ მივდივართ და ჩემი თხოვნა საერთოდ არ გაუთვალისწინებია.კლარამ ჩაიცინა და ეს ჩაცინება იყო ტკივილით და სევდით სავსე, დანიელი ოთახიდან გავიდა,მაგრამ არ მისულა ბიჭებთან ის ასეთი დამსხვრეული და უიმედო თვალებით მათ ვერ შეხედავდა და საერთოდ გავიდა კლინიკიდან.უმისამართოდ იარა ცრემლიანი თვალებით და ყველა ის ადგილი შემოიარა სადაც კი გეგისთან ერთად უვლია და უთამაშებია,ყველა ხის ძირთან გაჩერდა პარკში და ბოლოს მის ბინაში მივიდა საშინელი სიჩუმე იყო სახლი სუფთა და დალაგებული,მაგიდაზე უამრავი ქაღალდები იყო დაწყობილი, მისი საწოლი ზედმეტად იდეალურად გაშლილი და საწოლზე წიგნი იდო თითქოს ელოდა პატრონს როდის გადაფურცლავდა შემდეგ ფურცელს. -დაბრუნდება,პირობას გაძლევ რომ დაბრუნდება და ისევ ამ სამართლის წიგნში დაწერილ კოდექსებს მოიხმარს.თქვა და ცრემლი მოიწმინდა ბინა დატოვა და ისევ კლინიკაში დაბრუნდა,ლაზარეს შეეფეთა შემოსასვლელში. -სად წადი დანიელ თვალს ვერ გვისწორებ ასე ცუდად არის გეგი და ვერ გვეუბნები? -კარგად იქნება,გეგი გამოვა მდგომარეობიდან პირობას გაძლევ ლაზო გეგი დაგვიბრუნდება მას ფეხზე დავაყენებ,მერე მას მივხედავ ვინც მას ასე მოექცა ჩემთვის გამიზნული ტყვია გეგის მოხვდა და მე არ მაქვს უფლება დავნებდე ლაზო.კიდევ რამდენიმე დღე იყო გეგი უგონოდ,მაგრამ რომ არავინ აღარ ელოდა გეგიმ თვალი გაახილა და შეხედა კლარას მისი ხელი რომ ეჭირა ხელში კლარამ იგრძნო გეგის დაჟინებული მზერა და სანამ გონება გააცნობიერებდა რა მოხდა გეგის ხმაც გაიგონა.ელოდა,მაგრამ გაოცებულმა შეხედა თითქოს არც სჯეროდა რომ გეგის ღვიძავდა და მას უყურებდა. დრო გაჩერდა,სუნთქვა შეეკრა და გაუაზრებლად იყვირა. -გეგი,გეგი შენ გაიღვიძე... -შენმა ჩურჩულმა ძილი დამიფრთხო კლარა. -მათ,მათ ვეტყვი ისინი გარეთ არიან...შებრუნდა,მაგრამ გეგიმ ხელი დაუჭირა და ჩუმად უთხრა. -რაც მითხარი ერთ სიტყვასაც არ შეცვლი,მპირდები? -გპირდები.უთხრა ღიმილით და თან ცრემლები სდიოდა და გეგის ფრთხილად შეეხო ტუჩებზე,გეგიმ თვალები დახუჭა და თქვა. -მართლა ცოცხალი ვარ? -მგონი ახლა დაბრუნდი იქ არ მიგიღეს და უკვე ჩემთან ხარ. -ბიჭები.... -ყველა აქ არის მათ არცერთი ღამე არ დაუტოვებიხარ და დანიელი.... -რამდენი დღე გავიდა...კარი გაიღო და დანიელი გაოცებული უყურებდა გეგის შემდეგ კლარას ხელი მოხვია და გეგის ნაცვლად მას ჩაეხუტა,ტირილნარევი ხმით კი უთხრა. -ხომ გითხარი დაველოდოთ მეც მიჭირდა ლოდინი რომ უსასრულოდ გაიწელა,მაგრამ ღირდა ლოდინად.გეგიმ ხელი გაუწოდა დანიელს და უთხრა. -განერვიულე,მაგრამ გამოგცადე არ შემეძლო რამე მეთქვა თორემ ყველაფერი მესმოდა და შენს ცრემლებსაც ვხედავდი გულში რომ იბრუნებდი სხვებს არ დაენახა.დანიელმა ცრემლი მოიწმინდა შემდეგ კარი გააღო ბიჭებს შეხედა და თქვა. -ღირდა ლოდინად,გეგი დაგვიბრუნდა.ყველას დავიწყებული ჰქონდა ღიმილი და გეგის წინ უკვე ყველა იღიმოდა.დანიელმა იმ ღამით ყველას მოეფერა მის თვალებში დიდი და უზარმაზარი სევდა იყო,ლაზარე თვალს არ აშორებდა მეგობარს და ვახოს შეხედა,ვახომაც თავი დაუქნია.ბიჭები გვიან ღამე დაიშალნენ,დანიელმა თავის ბინას გვერდი აუარა და ვაჩესთან მივიდა,ვაჩემ სათვალე მოიხსნა და დანიელს შეხედა. -დანიელ გავიგე გეგი უკეთ არის,მაგრამ აქ ამ დროს რატომ ხარ შვილო. -შენთან მოვედი,ვაჩე თუ რამე დამემართოს ჩემს ოჯახს მიხედე. -რა ჩაიფიქრე შვილო შენი ცოლი შვილები,გინდა ამ უსამართლო ცხოვრებას თავი შეაკლა შენ ვერ გამოასწორებ ცხოვრებას,ვერც ბოროტებას მოსპობ შენ მოგსპობენ და გაგანადგურებენ. -არავის არ შევარჩენ გეგის ვინც შეეხო ის ტყვია მე ამცდა და გეგის მოხვდა,ვაჩე... -ყველაფერი მოგვარდება,მხოლოდ მკვლელობა არ ჩაიდინო მაგ ოქროს ხელებს სისხლით ნუ გაისვრი დანიელ.დანიელმა ვაჩეს გადაეხვია და წავიდა,ვაჩემ ვერ მოისვენა და ლაზარეს დაურეკა. -ლაზარე დანიელმა რაღაც ჩაიფიქრა უნდა შეაჩეროთ. -რამე გითხრა ძია ვაჩე. -კონკრეტულად არა, მაგრამ ხომ იცი ლაზარე ძალა არ არის დაცემაში დაცემის შემდეგ ადგომაშია ძალა შვილო...დილით ყავა მიირთვა დანიელმა შვილებს მოეფერა ანინას შეხედა და უთხრა. -უნდა წავიდე დამაგვიანდება და გთხოვ, არ შემიძულო... -დანიელ...დანიელი სახლიდან გავიდა შემდეგ ვაკოს დაურეკა და ვაკომაც ღიმილით მიესალმა მეგობარს. -ერთი თხოვნა მაქვს შენთან... -მთხოვე რაც გინდა მეგობარო... -ამიერიდან ჩემი წილი თანხა ანინას ანგარიშზე დარიცხე,ეს მისი თანხაა ვაკო და მასთან უნდა იყოს. -დანიელ რა მოხდა... -არაფერი,მიხარია რომ მიპასუხე.დანიელმა გათიშა ტელეფონი და წავიდა, დაფიქრებული იყო განყოფილებაში რომ შევიდა ხელში ლურჯი საქაღალდე ეჭირა და პროკურორთან შეხვედრა ითხოვა და რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ის პროკურორთან შევიდა,რატიმ თვალი შეასწრო დანიელს და სხეულში უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა ძალიან აინტერესებდა პროკურორის და დანიელის შეხვედრა რა თემას შეეხებოდა ამიტომ სიმშვიდე დაკარგა თავად დანიელი კი მშვიდად იჯდა პროკურორის წინ. -გისმენთ ბ-ნო დანიელ და სანამ მეტყვი რისთვის გინდათ ჩემთან შეხვედრა,მინდა მოგილოცოთ განთავისუფლება. -მადლობა,მაგრამ ნამდვილი მკვლელი დიდი იმედი მაქვს სათანადოდ დაისჯება,ახლა კი გთხოვთ დაკვირვებით წაიკითხოთ ეს ყველაფერი და განაჩენიც სწორად გამოიტანეთ თუ არ ან ვერ გაანალიზებთ წაკითხვისგან სიმართლეს და ტყუილს მე შემიძლია მეორე ასეთივე საქაღალდე უფრო დიდი პიროვნებას პირადად გადავცე და ეს ნიშნავს რომ თქვენ ამ სავარძელს დაემშვიდობებით. -დამშვიდდი აქ რასაც გადავავლე თვალი თქვენ მოსამართლე რატი გველესიანზე გაქვს პრეტენზია და ნამდვილი მკვლელიც ის არისო, ეს როგორ გავიგოთ. -დაუძახეთ მოსამართლეს და ჩემს წინ დადგეს მითხრას რომ მე ვტყუი,რომ მე მან არ მცემა,რომ სასმელში საწამლავი არ ჩამიყარა,რომ მოტყუებით არ გამიყვანა და შემდეგ რაც გააკეთა თავად თქვას,მოგიყვებათ თქვენ ხომ ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ. -მოიცადე.... -ჩემი ცემა არ იკმარა გული ვერ შეივსო და შემდეგ ციხის კართან ხალხი დამახვედრა,ჩემი მოსახვედრი ტყვია კი გეგის მოხვდა და გუშინ ღამით გამოვიდა კომიდან, სხვა რასაც წაიკითხავთ აქ წერია ყველაფერი მისი დანაშაულებების დიდი სია მოგიტანეთ წაიკითხეთ მე აქ ვიქნები და დაგელოდებით. -შეუძლებელია რასაც აქ ვკითხულობ გველესიანი სანიმუშო მუშაკია.... -ალბად თქვენთვის არის კარგი მუშაკი... -თუმცა რამდენიმე კვირის უკან გეგიმ ვიღაც მოხუცის საჩივარი შემოიტანა ისიც გველესიანს უჩივის -და რა გააკეთეთ არც გადახედეთ და სანაგვე ურნაში ჩაუძახეთ.პროკურორმა მდივანს დაუძახა და უთხრა. -გველესიანი შემოვიდეს ჩემთან სასწრაფოდ....მდივანი უხმოდ გავიდა და რამდენიმე წუთში რატი თავდაჯერებული და ამაყი შევიდა პროკურორთან,დანიელმა შეხედა მას და სისხლი აუვარდა თავში არც პროკურორის მოერიდა და არც განყოფილების ფეხზე წამოიჭრა და რატის სისხლი ადინა პირიდან,პროკურორი ჯერ გაოცდა და შემდეგ რატის შეხედა. -ასე როგორ გაამწარე ადამიანი რომ ჩემს კაბინეტში ჩემს წინაშე ასე მოგექცა. -მიდი დამიჭირე ახლა ვარ დამნაშავე და ვიცი რისთვის დავჯდები,მკვლელი თავად ხარ გეგისაც ამიტომ ესროლე რომ სამხილები და პრობლემები აგეცილებინა გეგონა მოკვდებოდა, მაგრამ ვიცი არ გაგიხარდება თუმცა გეგიმ კომა დაძლია და გამოვიდა კომიდან,აზრიც და გონებაც მშვენიერი აქვს რას იზამ ვინმეს გააგზავნი და მკვლელობას შეუკვეთავ? -მე,მე,მე რა შუაში ვარ..... -ცხოვრება დამინგრიეთ შენ და შენმა ნაბიჭვარმა მეგობრებმა და შენ რა შუაში ხარ? ხომ მითხარი კანონებს მე ვადგენ მე მოგისჯი სასჯელსო,ჰოდა გელოდები გამასამართლე და მომისაჯე სამუდამო როგორც გქონდა ჩაფიქრებული ჩემი ანინაც ხომ ამოიყვანე თვალში და სასიკვდილოდ გაიმეტე ორსული,გელოდები .იღრიალა დანიელმა და ისევ ცემა პროკურორი კი ადგილიდან არ დაძრულა გაოცებული უყურებდა სიბრაზის პიკზე მყოფ დანიელს და სისხლში მოსვრილ რატის ის შოკირებული იყო მოსმენილით. -მე ხომ გითხარი შენ არ იყო ამ საქმეში გარეულიმეთქი და რა მითხარი,არა ასეთი საქმეები ჩემგან შორს არისო ის ქალი შეშლილი არისო. -ვინ არის შეშლილი ანინა არის შეშლილი ვისი გაუპატიურება ჩემს სახლში ჩემს საწოლზევე გინდოდა, მითხარი პროკურორო როგორ არ უნდა მოვკლა...პროკურორს სახე წაეშალა ის უემოციო გახდა დანიელი ფეხზე წამოდგა და პროკურორს შეხედა. -დღეს ჩემი სასამართლო არის, დღეს საჯაროდ ბოდიში უნდა მომიხადოს მოსამართლემ რომელმაც უსამართლოდ დამაჯინა ხუთი თვე და დღეს ნამდვილი მკვლელის ვინაობა გახდება ცნობილი,ეს საქაღალდე თქვენთან რჩება რაც გინდათ შეცვალეთ თუმცა ვერ შეძლებთ რადგან მოსამართლე ვინც სხდომას წაიყვანს ბ-ნი ედიკა შენგელაია მას აქვს ასეთივე საქაღალდე იგივე ორიგინალი საბუთებით და მტკიცებულებებით რომელიც გააცნობს მართლმსაჯულებას ყველა დეტალს ამ კაბინეტიდან კი ამ პირუტყვის გაშვება თქვენი დიდი დანაშაული იქნება.დანიელმა დატოვა პროკურორის კაბინეტი და მას მეგობრები იქ დახვდა ვაჩესთან ერთად,რომელიც დანიელზე ძალიან ნერვიულობდა. -რა გააკეთე....წინ დაუდგა საქაღალდით ხელში ედიკა და დანიელს უყურებდა,დანიელმა არაფერი თქვა არც იყო საჭირო რამე ეთქვა რადგან ყველამ დაინახა პროკურორის კაბინეტიდან მოსამართლე ხელებზე-ბორკილებით გამოიყვანეს დრო გაჩერდა,ლაზარემ შეხედა დანიელს ხელებზე და მერე მოსამართლეს ცხვირიდან სისხლი სდიოდა ტუჩი გახეთქილი ჰქონდა თმა დაუდევრად არეოდა,მხრებში მოხრილი და ბრაზიანად შეხედა ჯერ დანიელს და შემდეგ სხვებს,ლაზარემ კი დაუსტვინა და თქვა. -ამას თუ დღეს ასეთ მდგომარეობაში ვნახავდი ვერც კი ვიფიქრებდი.ედიკა მიუბრუნდა დანიელს და სიბრაზის შეჩერება არც უცდია. -რა გააკეთე სულ გაგიჟდი? -უნდა მომეკლა,მაგრამ იტყოდნენ კაცი მოკლაო და ეს ხომ კაცი არ არის ძია ედიკა... -დანიელ... -ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო დღეს ჩემგან სხვა უფლისთვის და შენთვის მომინდვია თუ დამიჭერენ მისი ცემის გამო დავჯდები და შიგნიდან კიდევ მივწვდები, რომ ჩემი ხელით მოვკლა ჰოდა სწორედ მაშინ ვიქნები ნამდვილი მკვლელი და მოვიხდი კიდევაც სასჯელს მკვლელობისთვის. -შენს ცოლზე და შვილებზე არ ფიქრობ შვილო? -თქვენ რატომ მყავხართ,თქვენ მიხედეთ ვიცი რომ მათ არაფერს არ მოაკლებთ. -დანიელ,დანიელ...ხელები გაშალა ედიკამ და პროკურორთან წავიდა,კაბინეტში შესულს პროკურორი ფეხზე ამდგარი შეხვდა. -რთულ მდგომარეობაში ხარ, ფირუზ მე წლების წინ გაგაფრთხილე და გითხარი რატიზე დანიელს არც კი ვიცნობდი შენ კი რა გააკეთე არ გადაამოწმე არ დაგაინტერესდა რატომ მქონდა ეჭვი ამ ადამიანზე ეს ადამიანი მკვლელია, დანიელის ცოლი და შვილი მაირას ყოფილმა ქმარმა და რატიმ მოკლეს რატომ არის ეს საქმე დღემდე გაუხსნელი ფირუზ. -არ ვიცი,არ ვიცი ედიკა რა გითხრა. -იცი და მეც ვიცი რატომ იკავებ თავს არ გინდა გახმიანდეს რომ შენი შვილიც არის ამ მკვლელობის მონაწილე არ გინდა ჩასვა წლები ციხისთვის შვილს ვერ იმეტებ და მაირამ რა დააშავა სიცოცხლე რომ წაართვეს ან თებემ იმ ანგელოზმა შენც გყავს შვილიშვილები თებეს ასაკის რომ მოგიკლას ვინმემ რას გააკეთებ საგვარეულოს ამოუწყვიტავ და არავის არ დატოვებ -მითხარი რა გავაკეთო... -შენი ხელით ჩააბარე შენი შვილი წლებს მოიხდის და ისევ ცოცხალი დაგიბრუნდება, კაცობაში ჩაგეთვლება დამიჯერე ყველა შენს გვერდით დადგება სამსახურსაც შეინარჩუნებ ნუ დაკარგავ ადამიანობას. -ვერ ვიზამ რასაც მთხოვ.... -მე არ გთხოვ, ფირუზ მე გირჩევ ადამიანობა შეინარჩუნო.ედიკამ დატოვა პროკურორი რომელმაც როცა მარტო დარჩა თავში შემოიცხო ხელები და რამდენიმე წუთი მდუმარედ იყო შემდეგ ტელეფონი გახსნა გულზე ხელი დაიდო და თქვა. -გადაიკარგე,სადაც გინდა წადი რომ მეც არ ვიცოდე სად ხარ.... -რა მოხდა,რა ხმა გაქვს მამა ცუდად ხარ? -შენ გამხადე ცუდად,შენ გამხადე არაკაცი,არა ადამიანი, შენ დამმარხე ცოცხლად და მეკითხები როგორ ვარ?პროკურორს ცრემლები მოერია გარეთ კი დანიელი მეგობრებთან ერთად იდგა და სასამართლოს დაწყებას ელოდნენ,დანიელმა ედიკას ვერ შეხედა და ლაზარეს უთხრა. -ედიკა სად წავიდა,შეხედე? -პროკურორთან იყო არ ვიცი რა საუბარი ჰქონდათ,მაგრამ გაფითრებული გამოვიდა თითქოს გაბრაზებულიც არც შემოგვხედა ისე გაგვიარა და წავიდა. -პროკურორი ლაზო კავშირშია მოსამართლესთან და მასაც შეეხება დღევანდელი დღე,ალბად ნერვიულობს წავალ ვნახავ... -რაში გაინტერესებს, დანიელ ნუ ჩაუღრმავდები მთავარია შენ მართალი ხარ და ბოდიშს მოგიხდიან თან საჯაროდ. -სწორედ ეს მინდა მეც რომ ჩემი შელახული სახელი და რეპუტაცია დავიბრუნო, აღვიდგინო...დანიელი პროკურორის კაბინეტთან მივიდა და მკვეთრად და გარკვევით გაიგონა მისი ხმა. -მაირას და თებეს მკვლელობის საკითხი თავიდან უნდა გამოიძიონ უძლიერესი ადვოკატი ყავთ ამჯერად არაფერი არ გამოვა,თავი დაიძვრინე პირველ ძიებაზე ახლა კი ვერ შევძლებ ხელი დაგაფარო ედიკა შენგელაიას წინ ვერ დავუდგები ამიტომ მისი საქმეში ჩართვა ყველაფერს ართულებს მან კი სიმართლე იცის,იცის რომ გარეული ხარ ამ საქმეში. -მამა რა გავაკეთო... -წადი ქვეყანა დატოვე, შენი ცოლი და შვილები მერე წამოვლიან და აქეთ აღარასოდეს ჩამოხვიდე. -შენ რას გააკეთებ.... -მე დავკარგავ სამსახურს,მაგრამ შენ ცოცხალი მეყოლები.წადი შვილო და არ დამირეკო,არ მინდა ვიცოდე სად იქნები.დანიელი გაფითრდდა კართან იდგა და კანკალებდა,ედიკა ლაზარესთან მივიდა და უთხრა. -შევდივართ, სად წავიდა ეს გიჟი რამე სისულელე არ ჩაიდინოს.ლაზარემ პროკურორის კართან შეხედა დანიელს ის იდგა და ცახცახებდა მას მხრები უთრთოდა დანიელი ტიროდა, ტიროდა იმ ტკივილისგან რომ წლებია სიმართლის დადგენას ცდილობს და სამართალი ვერ იპოვა,წლებია რომ ცდილობს ლევანის ჩასმას და ვერ ჩასვა,მაგრამ მისი სხეული რისხვით აივსო. -დანიელ,დანიელ რა გჭირს....ცრემლი მოიწმინდა და ლაზარეს შეხედა,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და უთხრა. -აქედან გავიდეთ და სერიოზულ საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ... -რა მოხდა,შენ რაღაც გაიგე ეს რაღაც კი იმდენად ცუდია ნერვები ვერ დაიმორჩილე და აქ ხალხის შესახედად იტირე,დანიელ გისმენ.... -ახლა არა,ლაზო ახლა რომ რამე ვთქვა ვიცი თავს ვერ შევიკავებ არ მინდა შევბრუნდე და მოსამართლეზე უარესი პროკურორს დავმართო ახლა გარეთ უნდა ვიყო ლაზო და საქმე ბოლომდე მივიყვანო. -ვერ მოვისვენებ სანამ არ მეტყვი ბოლომდე,არაფერს არ ამბობ გინდა მარტო გაუმკლავდე ყველაფერს და მარტო ბრძოლობ. -ლაზო ეს იყო წლების წინ დაგეგმილი, რომ ლევანი მაირას მოკლავდა შემდეგ კომპანიას მიისაკუთრებდა და დარჩებოდა კოსტიუმის შიგნით და ბიზნესს ამოფარებული სახე მაგრამ ნამდვილი მკვლელი მას კი გვერდს უმშვენებს მოსამართლე და კიდევ ერთი იმ ერთის ვინაობა კი ახლა გავიგე.... -ვინ არის,თქვი ვინ არის... -სად ხართ გელოდებით თქვენ კი დაიკარგეთ.ბრაზობდა ედიკა და გაბრაზებული წავიდა დარბაზში ყველა მას მიყვა უკან,დანიელი აღარ იჯდა საბრალდებულო სკამზე მოსამართლემ ქაღალდების დასტა წინ დაილაგა და გადახედა დარბაზში მყოფ საზოგადოებას ასევე ტელევიზიას რომელიც თავად მოიწვია,ედიკამ ღრმად ამოიოხრა ჟურნალისტებს გაუღიმა და თქვა. -დღეს არ გვექნება კითხვები დღეს მინდა ვაცნობო საზოგადოებას რომ ექიმი დანიელ ქართველიშვილის განადგურება არც ისეთი იოლი აღმოჩნდა,მას არანაირი საერთო არ აქვს მომხდარ მკვლელობასთან ამიტომ სასამართლო კერძოდ მოსამართლე ბ-ნი რატი გველესიანი საჯაროდ იხდის ბოდიშს და ბ-ონ დანიელ ქართველიშვილს აღუდგენს შელახულ ღირსებას. დანიელის გამოხედვა აშინებდა ედიკას და ყველას მის გამოხედვაში იყო უზარმაზარი ზიზღი და შიში,დანიელმა დარბაზში პროკურორი დაინახა და დაიძაბა ელექტრო შოკივით დაუარა შეპყრობილმა სურვილმა რომ იქვე ხალხის წინაშე დაეხრჩო თვით პროკურორიც,მაგრამ ედიკას შეხედა და ედიკას გამოხედვაში მრისხანება დაინახა თავისივე თავის გაკონტროლება შეძლო და ედიკას თვალებით ანიშნა ,,მშვიდად ვარო''. ედიკამ კი დაზარალებულის სახით დანიელს სიტყვა მისცა.დანიელი დადგა საზოგადოების წინაშე და დარბაზს თვალი გადაავლო,შემდეგ კი მისმა მტკიცე ხმამ პროკურორს დენივით დაუარა სხეულში. -არასოდეს არ მიღალატია მეგობრისთვის,ახლობლისთვის და ყოველთვის დავხმარებივარ უცხოსაც კი უსასყიდლოდ რადგან არასოდეს გამიყიდა ჩემი სინდისი და ღირსება ეს ხუთი თვე კი უსამართლობა იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჩემი ღირსების შელახვას კი არავის ვაპატიებ. საჯაროდ ვაცხადებ დაიწყოს ახალი გამოძიება მაირას და თებეს მკვლელობაზე ეს საქმე დახურეს და თაროზე შემოდეს და რატომ ამ კითხვას არავის უნდა პასუხი გასცეს, რადგან ხელს აფარებენ მაღალჩინოსნის შვილს ნუ მიმიყვანს გამოძიება იმ ზომამდე რომ მე პირადად ავიყვანო დამნაშავე ვიცი რომ იცით ვინც არის მეც ვიცი და თუ რამდენიმე დღეში მკვლელი არ იქნება აყვანილი მერე არ დავფიქრდები რომ ჩემი სამართალი მევე დავაყენო და შემდეგ ნუ შემეკითხებით და ნუ დამისვამთ კითხვას ბ-ნო პროკურორო ეს რატომ ჩავიდინე. გპირდებით მე თავად აქ მოვიყვან დამნაშავეს და აქ მოვკლავ თქვენს თვალისწინ, მერე კი არა უსამართლოდ სამართლიანად მოვიხდი სასჯელს ეს არის ჩემი განცხადება.ეს რამდენიმე წუთი დანიელი საუბრის დროს მხოლოდ პროკურორს უყურებდა თვალებში, პროკურორი გაშეშდა და ჩურჩულით თქვა. -იცის,სიმართლე იცის.დანიელმა ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ქაღალდებს და სასამართლო დარბაზიდან გავიდა,მაგრამ გასვლამდე ისევ პროკურორს მიუბრუნდა და მშვიდად,წყნარად უთხრა. -სამ დღეს გაძლევთ დროს და თქვენს ზარს ველოდები ნუ იფიქრებთ რომ შეძლებს ქვეყნიდან გაიქცეს,მიწიდან ამოვთხრი და აქ ისე მოვიყვან. -შევეცდებით ვიპოვოთ.... -არ შეეცდები პროკურორო და ძებნაც არ გჭირდებათ,რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით სად უნდა იპოვოთ მკვლელიც და მისი ხელის შემწყობიც.თვალებში უყურებდა,ბოლოს თვალი ჩაუკრა და დარბაზი დატოვა. -ბ-ნო დანიელ რა ხდება, თვით სასამართლო დარბაზში მემუქრებით? დანიელი შეჩერდა და ნელა ნელა შებრუნდა,მათ შორის ედიკა ჩადგა და დანიელს უთხრა. -წადი მე დაველაპარაკები. დანიელი წავიდა,ედიკა მიუბრუნდა პროკურორს სათვალე მოიხსნა და პროკურორმა უთხრა. -გაიგონა,მან ჩვენი საუბარი გაიგონა და სიმართლე იცის. -შეუძლებელია,რომ გამოვედი ის ლაზარესთან ერთად შემოსასვლელში იდგა. -იცის,მან ყველაფერი იცის ედიკა... -იცის და მშვიდად არის სწორედ ამ სიმშვიდის უნდა გეშინოდეს,დანიელის მშვიდი სახე და სიჩუმე მაშინებს ყოველთვის და შენ რატომ ამწვავებ მდგომარეობას,შენ წარმოდგენა არ გაქვს დანიელი სიბრაზემ სადამდე შეიძლება მიიყვანოს. -მკვლელოოოო.......... -შენ ხარ მკვლელიიიი......გაიგონეს ქალის ცივი კივილი,ედიკამ შეხედა ფირუზას და თქვა. -მკვლელი დაუძახეს დანიელს და გგონია ამას ვინმეს აპატიებს? -არ ვიცი რა გავაკეთო,არ ვიცი... -ფირუზ მას ცოლი და შვილი მოუკლეს,უბრალოდ წარმოიდგინე მის ადგილზე თავი სხვა შენ გადაწყვიტე.ედიკა გავიდა და შეხედა დანიელი გაშეშებული იდგა ის მის წინ მდგარ ჯულის უყურებდა. -შენ მოკალი,შენ ხარ მკვლელი და ჩემი ქმარი დაიჭირეს.... -რას ამბობ ჯული შენ თავად ნახე შენმა ქმარმა გასაქცევად ავარია რომ დაგეგმა,დანიელი ხუთი თვე დააჯინა უდანაშაოლოდ და დროა დამნაშავემ აგოს პასუხი. უთხრა ედიკამ ჯულის და დანიელს შეხედა,დანიელის გაყოფილი სახე და თვალებიდან წამოსულმა ცეცხლმა ედიკაც კი დაწვა და უკან დაიხია დანიელმა შეხედა უამრავი გაოცებული წყვილი თვალი მას რომ უყურებდა და მუხლებში სისუსტე იგრძნო წამიერად.წლებია იბრძვის მაირას და თებეს მკვლელი დააკავოს და დღეს მას უწოდეს მკვლელი და ვინ ვინც არის ნამდვილი დამნაშავე. დანიელს ძალიან ბევრჯერ გადაურჩენია უცნობი პაციენტები და ის არასოდეს ყოფილა საცოდავი,მაგრამ გამხეცებული და დაუნდობელი ბევრჯერ ყოფილა იმ დღესაც მის მიმართ ნათქვამმა ,,მკვლელი ხარ'' სული გაუყინა მის წინ მდგარ გამხეცებული ქალის ხელი ჰაერში დაიჭირა თავად წაავლო მკლავში ხელი და სახე თვალებთან მიუტანა თან ხელს ძლიერად უჭერდა რომ ქალს ტკივილი ეგრძნო მისი თვალებიდან კი შოკისმომგვრელი სიბრაზემ გამოანათა და თავისივე ხმა თავადაც ვერ იცნო ისე დაიღრიალა. -წლებია ფუფუნებაში ცხოვრობ,წლებია შენი ქმარი დამნაშავეებიდან ფულს იღებს და უდანაშაულოებს ალპობს ციხეში.წლებია შენი ქმარი თავად დამნაშავეა, ქურდია, მკვლელია, ნარკომანია და ახლა რატომ ტირიხარ ქმრის სიშორეს თუ იმ ფულს რომელიც შემოგაკლდებათ შენ და შენს გაუზრდელ შვილს.შენმა ქმარმა დაეტაკა პატარა ბექას,შენმა ძმიშვილმა შეცდომით გააკეთა ოპერაცია და ბავშვი ინვალიდი დატოვეთ მკურნალობის თანხაც არ გადაუხადეთ შენი შვილი კი მას დასცინოდა,ამცირებდა,აბულინგებდა შენ კი იდექი და უყურებდი ამ ყველაფერს.წლები ეს ყველაფერი შენი თვალის წინ ხდებოდა სად იყავი აქამდე რატომ არ ტიროდი,წლებია ცოლი და შვილი შენმა ნაბიჭვარმა ქმარმა რომ მომიკლა რატომ მაშინ არ იყვირე,რატომ მაშინ არ იტირე როგორ გაგაჩუმა საშოპინგოდ ფული მოგცა და შენც გაჩუმდი.ციხეში დალპება და შენც მასთან გაგიშვებ სიჩუმის გამო იცოდი სიმართლე და ჩუმად იყავი ზედ კი იმასაც დავუმატებ როგორ ექცევი მოსწავლეებს სკოლაში. -ეს ტყუილიააა... -ყველაზე დიდი შეცდომა იცი როდის დავუშვი,როცა მკვლელი ჩემს წინ იყო და მე ის გავუშვი რადგან ვფრიქრობდი სამართალს ვიპოვიდი,მაგრამ შევცდი.თქვენ ყველამ მე წამართვით ყველაზე ძვირფასი,ყველაზე წმინდა და ახლა ჩემი ჯერია გაგანადგუროთ,მაგრამ არა თქვენსავით მოპარვით და ჩუმათ,კანონით.დანიელი დაუნდობელ ცხოველს ჰგავდა, ტელეფონი ამოიღო და ერთი ზარის შემდეგ თქვა. -დაიწყეთ ანგარიშების ლიკვიდაცია და დაბლოკეთ კლიენტი ყველა ბაზაში,იმავე ანგარიშიდან გადაუხადეთ იმ ხალხს ვინც მის მიერ არის დაზარალებული სია მაგიდაზე დაგიტოვე. ტელეფონი გათიშა და დანიელი უყურებდა მის წინ მდგარ უკვე შეშინებულ ქალს და ნანობდა რომ მან დროებით დაივიწყა რეალობა ამიტომ იყო ის დაუნდობელი მტაცებელი ცხოველივით თუმცა სინამდვილეში ის მსხვერპლი იყო და მას ჰქონდა წლების უკან მიყენებული ფსიქოლოგიური ჭრილობა რომლის მოშუშება იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი როცა მკვლელები მიიღებდნენ დამსახურებულ სასჯელს. -შე,შენ წამართვი ყველაფერი და ჩემს შვილს მამა წაართვი...ჩაისისინა ქალმა დანიელმა კი შეხედა და ყველას გასაგონად თქვა. -ზუსტად იმას მიიღებთ რაც დაიმსახურეთ,მაგრამ აღარ გაქვთ ის სიამაყე ჩამოგახიეს ის მედიდურობის იარლიკი და ახალი დაგკიდეს დღეს ,,მკვლელი მოსამართლის ცოლი'' ატარე ეს სახელი და მიხვდები რამდენად მტკივნეული იყო ის ხუთი თვე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის,ჩემი პატარა შვილებისთვის,შენი უსაქციელო ქმრისგან დამცირება ჩემი ცოლის. ხელი შეუშვა ქალს და ხუთი თვის დაღლილობა ერთიანად მოიხსნა მის თვალებში კიდევ უფრო მკვეთრად გამოისახა შურისძიების წყურვილი და ცეცხლიც აინთო,წასასვლელად შებრუნდა,მაგრამ ჯულის თვალებში ჩახედა და უთხრა. -თქვენ მთელი ოჯახი სირცხვილი ხართ სამეზობლოსი,სამეგობროსი და ყველასი.მე ექიმი ვარ ქალბატონო და თუ პაციენტი ჩემამდე მოვა მკურნალობისთვის მე მას გაფუჭებულ და ლპობაში წასულ სხეულის ნაწილს თუ არ მოვაჭრი ის მთელ სხეულს დაალპობს,მე პოლიციას და ასევე გამოძიებას სკალპერი მივეცი რომ საზოგადოებისათვის მოეშორებინა ის დამპალი არსება როგორიც თქვენი ქმარი არის,მშვიდობით ბრძანდებოდეთ.შებრუნდა და ჯული გაშეშებული დატოვა,სიამაყით მისული ქალი დაპატარავდა და ციცქნა შეიქნა,მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მიუბრუნდა და უთხრა. -თებეს ან ბექას სკოლაში რამე შეემთხვევა და არც დედას და არც შვილს არ გაპატიებთ, დასრულდა თქვენი ვეზირობა რადგან თქვენი მეფე დაეცა.დანიელი შებრუნდა არავის არ დარჩენია შეუმჩნებელი მის სახეზე თეთრი ხაზი,შემდეგ ედიკას უკან მდგარ პროკურორს შეხედა და უთხრა. -სამ დღეში აქ ამ დარბაზში შეგხვდებით მაირას მკვლელებს,თებეს მკვლელებს თვალებში უნდა ჩაგხედოთ ნაბიჭვრებო.ლაზარე და ყველა გაოცებული უყურებდნენ დანიელს,დანიელმა კი მრისხანედ შეხედა იქვე მდგარ ედიკას შემდეგ ყველას გვერდი აუარა და გარეთ გავიდა, ლაზარემ მხარზე დაადო ხელი და უთხრა. -სადმე დავსხდეთ და ყველაფერს მეტყვი... -ანინა ნერვიულობს მელოდება და უნდა წავიდე სათქმელს კი აქვე გეტყვი,დაქსაქსე შენი ბიჭები 24 საათი უთვალთვალონ პროკურორის სახლს და მისი შვილი იპოვონ რადგან ისიც გარეულია მკვლელობაში ამ სამს ერთად დავაჯენ მხოლოდ მაშინ დაისვენებს თებეს და მაირას სული ლაზო. -ამიტომ გახდა შეუძლებელი მკვლელის პოვნა და ამიტომ ქრებოდა მტკიცებულებები,კარგი ეს მოგვარდება მაგრამ მერე რას აკეთებ. -შენ ნახე და მიიყვანე მყუდრო ადგილზე, მხოლოდ ძია თომას ქოხი არ გაიფიქრო იმ ადგილს სიბინძურისთვის ვერ გავიმეტებთ თუ ტაქსის აიყვანთ ნომრები მოხსენით უბრალო ადამიანს ნუ ჩავაყენებთ განსაცდელში.ლაზარეს გაეცინა და უთხრა. -ახლა რომ ვინმემ მასთან მიგიშვას ცოცხლად შეჭამ,მაგრამ მაინც სხვაზე ფიქრობ რომ შენი ტკივილით და პრობლემებით სხვა არ დატვირთო,დანიელ რა ადამიანი ხარ... -რა ხდება რას ჩურჩულებთ განცალკავებული რომ დგეხართ.უთხრა ზაზამ ორივეს თან ორივე შეათვალიერა. -დამჭირდები,წამოდი ჩემთან... -ვახო? -ვახოს საქმე აქვს ეს მის პირადულს ეხება. -ვახ და ჩვენ რატომ არ ვიცით? -იმიტომ რომ ჯერ თავადაც არ არის დარწმუნებული გამოვა თუ არ გამოვა.ლაზარემ შეხედა ვახოს და უთხრა. -უკვე მიდიხარ? ვახომ საათზე დაიხედა და სერიოზულად თქვა. -ჯერ მაქვს დრო,გჭირდებით რამეში? -არა,არა დანიელიც სახლში მიდის ანინა ნერვიულობს ჩვენ კი მე და ზაზა საქმეზე გავალთ შენ მიხედე შენს საქმეს. -კარგი წავედი... -არ ინერვიულო, გესმის? -ლაზო შუაზე გაგხლიჩავ მაგ ირონიისთვის...ყველას გაეცინა და ვახო წავიდა თუმცა მართლა ნერვიულობდა ცდილობდა ეს შეხვედრა მშვიდი და სასიამოვნო ყოფილიყო,ხუმრობა ხომ არ იყო რამდენიმე დღეა ამ შეხვედრისთვის ემზადება,სახლში წავიდა თავი მოიწესრიგა სუნამოშიც დაიბანა და შეხვედრის ადგილზეც წავიდა რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე იყო სადაც პაემანი დაუნიშნა შემთხვევით გაცნობილ გოგონას ნატალის ამიტომ დაძაბული იყო, მხოლოდ 15 წუთით დააგვინდა და შეხედა ნატალის ტანზე მომდგარი წითელ კაბა ეცვა და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა მაგიდაზე კი ციცინათელებივით ციმციმებდა სანთლები ირგვლივ კი სასიამოვნო გარემო და ასევე სასიამოვნო მუსიკა,ყველაფერი ბუნებრივად ლამაზი იყო თვით ნატალი კი ძალიან მშვიდი სახით უახლოვდებოდა ნელა ნელა ვახოს და ვახოს უნდოდა ეს წუთები კარგად დამახსოვრებოდა როგორც იქნა მიუახლოვდა ვახოს ღიმილით მიესალმა ეს ღიმილი და თვალების ციმციმი მისთვის ნაცნობი იყო და ჩურჩულით თქვა. -სადღაც მინახავს ეს სახე,ეს ღიმილი,მაგრამ სად ვერ ვიხსენებ.ნატალის უფრო გულიანად გაეცინა და უთხრა. -ეს გულიანი სიცილი დაგვიწყებოდა შეუძლებელია,შენ ხომ სულ მეჩხუბებოდი გოგო ხარ სინაზე გმართებსო.ვახო დაფიქრდა უყურებდა მას და სავსე იყო სითბოთი, გაოცებით, სიბრაზითაც კი როგორი ახლობელია და როგორ ვერ გამოიცნო,მაგრამ უცებ გააცნობიერა წლების წინ დაკარგული სიყვარული რომ ფიქრობდა ნატაზე ეს ხომ მაშინ ბავშვური გატაცება იყო თურმე არ ყოფილა გატაცება და არც ბავშვური 33 წლის ასაკში დადგა მის წინ გოგონა ვინც ბავშვობაში უყვარდა.უყურებდა ნატალის და გვიან,ძალიან გვიან მიხვდა რომ სასწაული იყო ნატასთან შეხვედრა მათი ღიმილი ყველაფერს ცვლიდა და ორივეს ერთი ფიქრი ჰქონდა, რომ მათმა წარსულმა მოგონებას და დროს გაუძლო ამიერიდან კი ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებდა მათ გრძნობებს რომელიც მათ შოროს წლების შემდეგ ისევ დაინთო.ვახომ სკამი გამოუწია და ნატალიმ მოხდენილად დადო ჩანთა შემდეგ ვახოს შეხედა და მშვიდად დაჯდა ვახო კი ჯერ ფიქრობდა საიდან დაეწყო საუბარი და პირდაპირობა აირჩია. -ნატალი მომიყევი შენზე,შენს პირადულზე. -ჩემი პირადი არც ისე სახარბიელო არის ღარიბ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე,მაგრამ სხვებს არ ჩამოვრჩი უნივერსიტეტი დავამთავრე გავიცანი ჩემი თანაკურსელი გენადი გვიჭაძე და სერიოზული ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი,მაგრამ უფალმა გადმომხედა და შემიცოდა... -რა მოხდა,რამე ცუდი გაკადრა? -არა,არა ოჯახში დამპატიჟა მშობლების გასაცნობად მე კი დედამისზე მეტი ეშმაკი აღმოვჩნდი და ჩემთან მოვიწვიე ოჯახით.დედა არ მყავს ბუნდოვნად მახსოვს დედას ღიმილი,მახსოვს მამა როგორ განიცდიდა თუმცა ჩემთან სულ იღიმოდა.ვახო მე მამამ გამზარდა,ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და არავის არ მივცემდი მამის დამცირების უფლებას.. -შემდეგ რა მოხდა,დამაინტერესე... -საგანგებოდ მოვემზადე,კულინარია ჩენი სუსტი წერტილია და მეც თავი გადავდე ყველა გემრიელი კერძი მოვამზადე თუმცა მე ძირითადად სულ სალათებზე ვარ მიყვარს როცა სხვისთვის ვამზადებ,იმ დღეს კი ქათამი მოვამზადე ღუმელში ძალიან გემრიელი სურნელი დადგა სახლში მაგიდა გავაწყვე ჯერ ცივი კერძებით და სტუმრებიც მოვიდნენ,დედამისმა სახლში შემოვიდა თუ არა არც მომესალმა თქვა... -,,ძალიან მძიმე სუნი დგას,რა დაწვი''? გენადის მამამ თვალები დაუბრიალა,მაგრამ არ შეიმჩნია ყველა ოთახი დაიარა შეამოწმა და ბოლოს სამზარეულოში გავიდა შეხედა ღუმელში ქათამი მქონდა რომელიც ის წუთი იყო ღუმელიდან გამოვიღე და უნდა დამეჭრა,რომ ცივი ხმით იკივლა. -,,ძვირფასო ეს რა არის ცხიმით სავსეა ჩემი გენადი ასეთ კერძებს არ მიირთმევს''. -,,ბატონო,ვერ გავიგე რას გულისხმობთ''. -,,ჩემი შვილი არ მიირთმ......არ დავაცადე და მეც გაბრაზებულმა შევხედე. -,,თუ გენადი არ მიირთმევს სხვა მიირთმევს ნურც თქვენ მიირთმევთ და აქ რატომ ხართ,რომ შემამოწმოთ თუ გაგვეცნო უნდა ერთმანეთი''. -,,ნატალი გთხოვ დედას''....შევხედე გენადის და შემდეგ დედამის წინსაფარი მოვიხსენი და სამზარეულოდან გავედით ძალიან მკაცრად და ხმამაღლა ვთქვი. -,,პირველივე შეხვედრაზე ასეთ დამცირებას ნამდვილად ვერ ავიტან''. -,,შემომხედე,მადლობა უნდა თქვა მე რომ დავთანხმდე შენს რძლობას''... -,,მართლა? ვითომ რატომ ქ-ნო ინეზა ჩემზე უკეთესი რით გყავთ თქვენი შვილი.მაგრამ პირდაპირ გეტყვით რაც ხართ ის შვილიც გყავთ''... -,,ინეზა რას აკეთებ,სტუმრად ხარ''... -,,ჩემი შვილი უმაღლესში სწავლობს და მალე ცნობილი პიროვნება დადგება,შენ კი''.... -,,იცით მე სად ვსწავლობ თქვენი შვილის კურსელი ვარ და ვარ ის სტუდენტი ვინც თქვენ რომ გგონიათ სწავლობს თქვენი შვილიკო მე ხელით დავათრევ კურსიდან კურსზე''... -,,რას მეუბნებით თქვენ ღარიბი ოჯახის შვილი შეურაცყოფას გვაყენებ,ვერასოდეს გახდები ჩემი რძალი''. არ გავბრაზებულვარ,იცი გამეცინა კიდეც და გენადის მივუბრუნდი თვალებში ჩავხედე. -,,წაიყვანე დედაშენი აქედან და მოძუძგე ჩემი სახლიდან,მე ღარიბი ვარ მაგრამ უფლება არ გაქვთ დამამციროთ და კიდევ მე ქმარი მინდა მყავდეს გვერდით და არა მისი დედიკოს ჩმორი''.კარი გავაღე და თავიანთი საჩუქრებიანად გაუძახე გარეთ,კარში სანამ გავიდოდა მამამისი მას შევხედე უთხარი. -ვწუხვარ,თქვენ არ იმსახურებთ მათნაირის გვერდით ცხოვრობდეთ''. -ის იყო და ის დღე მე მისკენ არ გამიხედია... -როგორ უთხარი,მოძუძგეო.... -მოძუძგე აქედანმეთქი.ვახო გულიანად იცინოდა და შემდეგ სიცილით უთხრა. -გამზადებულ პურმარილს რა უყავი ისიც გადაყარე თუ რამდენიმე დღე არაფერი მოგიმზადებია. -არაფერიც გოგოებს დავურეკე და კარგად მოვილხინეთ,მის შემდეგ სადაც გენადის დაინახავდნენ ,,მოძუძგეს-ს''ეძახდნენ. -ვახ კარგად ვიხალისე,ნატალი როგორ მიცანი წლების შემდეგ. -ვახო გახსოვს უკვე წამოზრდილები ვიყავით ქალაქში რომ გავიპარეთ და ტატუ გავიკეთეთ თუმცა მე მამამ წამიშალა ის ტატუ აი შენ კი ისევ გაქვს ამ ტატუს რომ შევხედე შენი სახე ბავშვობის სახეს დავუკავშირე და დავრწმუნდი რომ შენ იყავი ის ჩემი მეგობარი ვინც თოვლში ჩარჩენილი მანქანა მარტოებმა ამოვიყვანეთ და შიგ თითქმის გაყინული დედა-შვილი სიკვდილს გადავაჩინეთ შეუძლებელია დაგვიწყებოდა. -არა არ დამვიწყებია მახსოვს,იცი რამდენი წელია იქით არ ვყოფილვარ იქ ერთი მეგობარი მყავდა გოგი ქვიოდა თუ კარგად მახსოვს. -გოგი კაჭარავა მანანა მასწავლებლის ერთადერთი შვილი,ის გარდაიცვალა ვახო. -რას ამბობ, როდის ან როგორ... -გოგი დაქორწინდა,დედამ ულამაზესი ქორწილი გადაუხადა მაშინ იოსებ ძიაც ცოცხალი იყო,სწორედ ქორწილის შემდეგ რამდენიმე თვეში გული გაუჩერდა... -გოგი,გოგი რით გადაიცვალა მხეცივით იყო... -გოგი ავარიის მსხვერპლი გახდა რძალმა კი გააყიდინა დედამთილს სახლი მოტყუებით ჩემთან იცხოვრეო და შემდეგ მშრალზე დატოვა ის მალე გათხოვდა და იცი ვისი შვილი არის მისი ქმარი? ქალაქის პროკურორის და ისეთი უკარება არის გამხდარი აღარავის აღარ ეკონტაქტება,ის ხომ ძალიან მდიდარი ოჯახის რძალი არის და ამბობენ სწორედ იმ არაკაცმა გააყიდინა ყველაფერიო და დედამთილმა ვერ მოერია მას დიდი და ძლიერი ზურგი იცავდა. -მანანა დეიდა,ახლა სად არის.... -რომ გითხრა დამცინებ... ვახოს გაეცინა,მაგრამ თვალებში ჩახედა და უთხრა. -არა, რატომ დაგცინებ. -მანანა დეიდა მამამ შეიფარა სოფელში შემდეგ მათ შორის გრძნობა გაჩნდა ორივე მარტო იყო და ჩემი ერიდებოდათ,თუმცა მე წინააღმდეგი არ წავსულვარ ორმა მარტო სულმა ადამიანმა იპოვეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს ერთად ეცხოვრათ. -მერე ეს რატომ არის დასაცინი ნატალი.... -რამდენიმე წლის შემდეგ მანანა დეიდას უცნობი მამაკაცი ესტუმრა და იოსებ ძიას დიდი თანხა უსესხებია მისთვის ის თანხა წლების შემდეგ დააბრუნა,მას არავინ ყავდა შვილიშვილი არ დარჩა გოგისგან ჩამიკრა გულში ის თანხა მე მომახმარა ბინა დავიგირავეთ შემდეგ დავამატეთ და ახლა ჩემი ბინა მაქვს მეც მინდა დავუფასო ამაგი გულნატკენ ქალს. -მინდა ვნახო ერთ დღეს... -ვნახოთ, წავიდეთ სოფელში... -წავიდეთ,მაგრამ წასვლამდე ჩვენზე რას მეტყვი... -მომავალი გვიჩვენებს,წარსული საერთო გვაქვს მომავალს კი უფლის ნებით დავწერთ. -ესე იგი თანახმა ხარ შევხვდეთ... -ვახო ბავშვები არ ვართ და დრო არის მომავალზე ვიფიქროთ. -ნამდვგილად რომ დრო არის და მომწერე როდის გექნება დრო და შევხვდეთ თუ გინდა ღუმელში შემწვარ ქათამზე დამპატიჟე მე არ დავიწუნებ და გულს არ გატკენ....ნატალის გულიანად გაეცინა და ვახოს ტელეფონზე ლაზარეს ზარი დაფიქსირდა. -გისმენ ლაზარე.... -შეხვედრა რომ დასრულდება დამირეკე ვახო... -მნიშვნელოვანი არის? -არის და სხვა მხრივ ხომ იცი არ დაგირეკავდი. -კარგი, მომწერე სად ხარ და მოვდივარ. -ვახო... -დანიელი სად არის,წავიდა? -წავიდა და დამირეკა მოვალო, შენც გვჭირდები ძმაო. ვახომ ტელეფონი გათიშა შეხედა ნატალის და უთხრა. -ნატალი აუცილებელი რომ არ იყოს არ დაგტოვებდი,მაგრამ უნდა წავიდე რაღაც მოხდა და მათთან უნდა ვიყო შენ კი მშრალად გიშვებ მხოლოდ ვისაუბრეთ და ვერაფერი ვერ შევუკვეთეთ. -დანიელი როგორ არის გავიგე რომ ცოლი და შვილი დაეღუპა. -მოუკლეს,სწორედ ამ საქმეზე მუშაობს გეგი და გახსოვს ჩვენი უწყინარი,უთქმელი გეგი. -ყველა მახსოვს ვახო და ძალიან მინდა მთთან შეხვედრა. -მოდი ასე შევთანხმდეთ,დანიელს ახლა რთული პერიოდი აქვს და ცოტა დამშვიდდეს.მერე ყველას შევკრიბავ და მათთან ჩვენც ერთად მივიდეთ. -კარგი მხოლოდ არ მომატყუო... -ნატალი როდისმე მომიტყუებიხარ? გაოცებული უყურებდა ნატალის ვახო მაგრამ ნატალიმ წარბი მაღლა ასწია და უთხრა. -დღემდე არ ჩაგიბარებია წაგებული, გახსოვს რა წააგე ჩემთან? -ვაიმე ჯერ კიდევ გახსოვს? თქვა ვახომ და მის გულიან სიცილზე ნატალიც იცინოდა,შემდეგ ვახო ფეხზე წამოდგა ნატალის თავზე აკოცა და უთხრა. -თანხას დაგიტოვებ რაც გინდა შეუკვეთე და მეგობარს დაურეკე მარტო არ დარჩე ვინმე არ მომაკვლევინო,არ მინდა მკვლელი გავხდე ახლა როცა ისევ გიპოვე. -ისევ ის გიჟი ხარ,ყველაფერზე წამსვლელი ველური და დაუნდობელი... -დაუნდობელი დანიელი არის მე ვიყო ველური... -დანიელი დაუნდობელი,ვერ დამაჯერებ... -თუ ოდესმე ნახავ გაბრაზებულს მაშინ დაიჯერებ.ვახო წავიდა,ნატამ ტელეფონი ამოიღო და მხიარულად თქვა. -მისამართს მოგწერ და მოდი შენს მოსვლამდე კი შეკვეთას მივცემ მე სალათი შენ მწვადი, კიდევ გინდა რამე? ხო,ხო ნუ ყვირიხარ გავიგონე ლუდიც... რამდენიმე წუთით ნატას წინ გაოცებული სახით იჯდა მარეხი და თან მაგიდას უყურებდა. -ვინ დააყაჩაღე ნატა... -არავინ, თავად დატოვა თანხა და მითხრა ვინც გინდა მოვიდეს დაურეკე მოვიდესო.... -პიროვნება სად არის ვერ ვხედავ რა უყავი,ნატა სად გადამალე.ნატა იცინოდა და მარეხის ყველაფერი მოუყვა თან თვალები უციმციმებდა... -ისეთი სიმპატიურია,ისეთი ვაჟკაცი... -გენადის გავს?ორივე ერთმანეთს უყურებდა და შემდეგ მათ სიცილზე ყველა მათ უყურებდა. -მგონი შეგიყვარდა ისეთი ენთუზიაზმით ყვები მასზე. -მგონი არა,მარეხ მართლა შემიყვარდა.ვახო ისევ ნატალიზე ფიქრობდა და რამდენიმე წუთში მეგობრებთან იყო ლაზარეს უსმენდა,შემდეგ კი დანიელს შეხედა და თქვა. -გოგო გახსოვს კაჭარავა მანანა მასწავლებლის შვილი დილაობით ხაჭაპურებს რომ გვიცხობდა,ძია იოსები ჩემი ლომები ხართო რომ გვეძახდა ერთად შეგვკრიბავდა ერთმანეთს გვაჭიდებდა. -გოგი როგორ არ მახსოვს,მაგრამ წლებია არ მინახავს. -ვეღარ ნახავ,გარდაიცვალა. -რას ამბობ, როდის ან როგორ. გაოცებული უყურებდა დანიელი ვახოს. -მეც იგივე რეაქცია მქონდა როგორც შენ ახლა. -როგორ გარდაიცვალა... -დაქორწინებულა და ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ავარიის მსხვერპლი გამხდარა,არავინ იცის ეს უბედური შემთხვევა იყო თუ განგებ მოწყობილი მის ცოლს კი წელიწადიც არ უგლოვია გათხოვილა და მანანა დეიდას სახლი გაუყიდია შემდეგ კი ბინიდან გამოუგდია,იცი ვინ არის მისი ქმარი? -ვინ არის,ვინმე ჩვენი სანაცნობოდან არის? -პროკურორის შვილი,ორი შვილი ყავს მასთან. -კიდევ ერთი მიზეზი მისი ცემის. -ვის ცემთ მეც ამიხსენით რა მოხდა და რას ვგეგმავთ. ლაზარემ ყველაფერი აუხსნა ვახოს და თქვა. -ვიცით სად იმალება ან სად აპირებს წასვლას? -ხალხი დგას მათ სიახლოვეს და ზარს ველოდებით.იმ დღეს უკვე საღამო იყო ლაზარეს ტელეფონზე ზარი რომ დაფიქსირდა,მაგრამ ვერავინ წარმოიდგინა რომ დღე ასე ცუდად დასრულდებოდა. -სად მიდიხარ,რა გადაწყვეტილება მიიღე ჩვენზე არ ფიქრობ? -დროებითია ეს წასვლა რამდენიმე თვეში ბავშვებიანად წამოხვალ თინა. -არა,მე შენთან ერთად მოვდივარ ბავშვებს დავტოვებ აქ დროებით და როცა ავეწყობით დავბრუნდებით მათ წასაყვანად.თინა გაბრაზებული იყო დრო არ ითმენდა კობა უნდა წასულიყო,მაგრამ სად არც თავად არ იცოდა,ლევანიმ შეხედა და უთხრა. -რატი დააკავეს ის არაფერს იტყვის შენ წადი მეც გავეცლები აქაურობას და ვერავინ ვერ მიპოვის,გზაზე ავარია მოხდება ეს უკვე მოწყობილია არ შეგეშინდეს და შენ გაქრები იმ ავარიიდან ყველა ჩათვლის რომ მანქანასთან ერთად დაიღუპე დაიწვი,გასაგებია? -ლევან დაივიწყე ყველაფერი და თავი გადაირჩინე.თქვა კობამ და თინას შეხედა რომელიც ჩანთით ხელში გამოვიდა ბინიდან. -მაინც არ იშლი შენსას. -სადაც შენ იქნები მეც იქ ვიქნები. -ბავშვები? -სკოლაში არიან ასე უფრო არ გაუჭირდებათ,შემდეგ დაველაპარაკებით....კობამ ბარგი მანქანაში ჩააწყო და თინასთან ერთად წავიდა,რამდენიმე წუთში შეამჩნია რომ მანქანა მოყვებოდა და სიჩქარეს მოუმატა თინას შეეშინდა და შიშიც გამართლდა ,,ვინც ჩქარობს ცუდი შედეგით ის ასრულებსო'' და სწორედ ასე მოხდა მანქანა ჯერ მობრზიალდა შემდეგ კი გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა,თინას რემენი არ ეკეთა და ის საქარე მინიდან გადავარდა კობა კი ბოლომდე ჩაყვა მანქანას და შეეცადა მანქანიდან გადმოსვლას რემენი გაიჭედა და მანქანაც აფეთქდა მან კი წამით გადმოასწრო მანქანიდან ის მიწაზე ეგდო უცრად მკლავებში ხელი ჩაავლეს და ციმ ციმ აიტაცეს კობა ადგილიდან გააქრეს თინა კი სასწრაფოთი კლინიკაში გადაიყვანეს,კობა მშვიდად იყო რადგან ფიქრობდა რომ ლევანის ხალხი იყო ვინც გაარიდა ავარიის ადგილს და რამდენიმე დღე ჩაკეტილი ყავდათ ვერაფერი ვერ გაიგო სად იყო ან ვინ მიიყვანა იმ ადგილზე,ვინ გადაარჩინა დანიელი კი ამ დროს თინას მკურნალობდა რომელმაც ავარიის დროს ხელ-ფეხი დაკარგა,მაგრამ დანიელმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა და როცა დარწმუნდა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა კლინიკიდან წავიდა ის ლაზარეს მიცემულ მისამართზე მივიდა და კარზე დააკაკუნა კარი კი ბედნიერი ღიმილით კობამ გაუღო და თქვა. -გამოვიდა,ყველაფერი გამოვიდა გადავრჩი ლევან. ღიმილი გაუქრა როცა კარი გააღო და მის წინ დანიელი იდგა,დანიელი არც დაფიქრდა მუჭი კბილებში ჩასცხო და რამდენიმე კბილი ჩამოუყარა შემდეგ კი უთხრა. -არ მელოდი, თუმცა ლევანის ელოდი. -მე არ ვარ დამნაშავე. -ცოლის ამბავი იკითხე ჯერ შენს გამო შენი თავი რომ გადაგერჩინა ცოლი დაამახინჯე და კიდურების გარეშე დატოვე შენ კი მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ,რაო გინდა აქედან გახვიდე და გაიქცე? -ჩემგან რა გინდა.... -ის რაც მაირასგან გინდოდა წლების უკან და თებესგან... -მე არ მომიკლავს ისინი... -გოგი კაჭარავა ვინ მოლა,დედამისი ვინ გამოაგდო სახლიდან ეს ვისი გეგმა იყო შენი თუ შენი ცოლის. -ეს თინამ გააკეთა მე არანაირი ბრალი არ მაქვს ამ საქმესთან... -შენ უბრძანე,შენით გააკეთა და დატოვა ქალი ქუჩაში შვილ მკვდარი დედას დაატოვებინეთ მისი სახლი სადაც ერთადერთი შვილი გაზარდა. -მითხარი რა გავაკეთო რომ დამიჯერო არცერთის სიკვდილში ბრალი არ მაქვს. -რისი გაკეთება შეგიძლია ქათამი ხარ,მამაშენის გარეშე არავინ ხარ საერთოდ არავინ და ისიც ვერ მიხვდი აქამდე სწორედ მამაშენის გამო იყავი იმ ნაბიჭვრების გვერდით რომ შენთან ერთად ისინიც დაცული ყოფილიყვნენ.კობა ჩუმად იყო იცოდა ჩაკეტილში იყო და ვერსად ვერ გაიქცეოდა და ზაზამ ბენზინით სავსე ბიდონი შემოიტანა,დანიელმა შეხედა კობას და შემდეგ ზაზას მიუბრუნდა. -არაფერს ამბობს ამ მდგომარეობაშიდაც მათ აფარებს ხელს,შენ კი ხელ-ფეხი შეუკარი მოასხი ბენზინი და შორიდან ესროლე ასანთი არავინი არ დაუწყებს ძებნას ჰგონიათ რომ მანქანასთან ერთად დაიწვა. -ამას არ გააკეთებთ, ცოცხლად ვერ დამწვავთ. -მაირაც გთხოვდათ არ მოგეკლათ,მაგრამ რომელმა შეიცოდეთ. -მე არ მომიკლავს,მე რომ მივედი მაირა და ბავშვი უკვე მკვდრები იყვნენ. -ვინ მოკლა,ვისი იდეა და გეგმა იყო მათი მოკვლა. -ლევანის,ლევანიმ თქვა რომ მისი დიდი თანხა გმართებდა და არ იხდიდი ამიტომ უნდოდა გაემწარებინე თუ უნდა შეეშინებინე... -მე,მე მქონდა ლევანის ვალი? -მან ასე თქვა და ყველა დაგვაჯერა. -კარგი,დაურეკე ლევანის და აქ მოვიდეს. -არ მოვა,მიხვდება რომ მახე არის. -მოვა,ეტყვი და დაარწმუნებ რომ უნდა მოვიდეს თუ უარი გითხრას იმასაც ეტყვი რომ დანიელთან შეხვედრა უკეთესია და შენი სურვილით ჩაბარდე.ზაზამ ტელეფონი მისცა და ხელის კანკალით აკრიბა ნომერი,უცნობი ნომრის ზარს ჯერ არ უპასუხა ლევანიმ შემდეგ ზარი რომ ისევ განმეორდა იძულებული გახდა ეპასუხა ტელეფონი გახსნა და კობას ხმა გაიგონა. -მე ვარ უნდა მოხვიდე. -სად ხარ,ვინ არის შენს გვერდით. -არავინ არის მარტო ვარ მისამართს მოგწერ და მოდი. -კობა მახეს მიგებ? -მარტო ვარ გეუბნები უნდა მოხვიდე და თინასთან წამიყვანო. -გაგიჟდი ყველას მკვდარი ჰგონიხარ იქ ვერ მიხვალ დანიელი გნახავს და იცი რაც მოხდება, კობა ყველაფერი გამოაშკარავდება. -თუ არ მოხვალ სწორედ რომ დანიელს ვნახავ და ყველაფერს ვეტყვი მერე ჩემი ფეხით წავალ პოლიციას ჩავბარდები,უკვე ფეხებზე ყველაფერი. -მომწერე მისამართი და მოვდივარ,თინა არ მოკითხო მას მკვდარი ჰგონიხარ.ტელეფონი გათიშა დანიელმა მისამართი გააგზავნა იმავე ნომრიდან და შემდეგ კობას შეხედა. -ცხოვრება ლამაზია და სავსეა ახალი შესაძლებლობებით,შენ რას გააკეთებ ამ მეორე დაბადებით ახალი პასპორტით და ახალი სახელით უნდა შეეგუო რომ დაკარგე მემკვიდრეობა მამაშენის ქონება დარჩი ცარიელი ჯიბით, გგონია ლევანი ზურგზე მოგისვამს და გათრევს უსალკაროს და უსახსროს? -მამა გაიგებს რომ ცოცხალი ვარ.დანიელი ჩუმად იყო შემდეგ შეხედა კობას და მისი სიმშვიდე რომ ყველას აშინებდა სწორედ იმ სიმშვიდით და სიწყნარით რომელსაც იყო ამოფარებული დაუნდობელი დანიელი უთხრა. -კარგად მომისმინე თუ მართლა არანაირი ბრალი არ გაქვს ჩემთან და ჩემს ტკივილთან დადგები ლევანის წინ და დაადანაშაულებ,დააჯერებ რომ აქ მარტო ხარ მას აალაპარაკებ და თუ მართლა ისე არის როგორც ამბობ და მსხვერპლი ხარ არ შეგეხები შვილები გყავს თუ თავის დაძვრენა გინდა ეს არ გამოგივა რადგან არ იცი სიბრაზემ რა შეიძლება ჩამადენინოს გაფიქრებაც არ მინდა.ტელეფონზე შეტყობინება მიიღო ზაზამ და დანიელს შეხედა შემდეგ კობას მიუბრუნდა და უთხრა. -აქ მარტო გტოვებთ 10 წუთში აქ არის და იცოდე ჩვენ გისმენთ. -ზაზა,ვახო მანქანები გაიყვანეთ მოაფარეთ ამ ადგილს და ისევ მოდით.ვახომ და ზაზამ კორპუსის მეორე მხარეს დააყენეს მანქანები და წუთიერად შეასწრეს ბინაში ლევანს რომელიც მარტო არ იყო ის შეშინებული უყურებდა გარშემო ყველაფერს და შემდეგ იმ კართან მივიდა სადაც კარს მიღმა კობა იყო,ჯერ კართან გაჩერდა დააყურადა და რომ მიხვდა სიჩუმე იყო შემდეგ ფრთხილად დააკაკუნა კარი მასავით შეშინებულმა კობამ გააღო რომელიც კოჭლობდა და ძლივს გადაადგილდებოდა, ლევანიმ შეხედა და უთხრა. -აქ ვინ მოგიყვანა, ვინ დაგეხმარა ის ადგილი დაგეტოვა კობა. -არ ვიცი,მომიყვანეს და დამტოვეს მე ვიფიქრე რომ შენი ხალხი იყო... -არა, ჩემები მოვიდნენ და იქ ვერ გიპოვეს თინი იყო მხოლოდ უგონო მდგომარეობაში. -ახლა როგორ არის ლევან ხომ იცოცხლებს. -რა აზრი აქვს შენთვის. -რას ამბობ ლევან ის ჩემი ცოლია და ჩემი შვილების დედა. -იყო და მორჩა, თქვენ ახლა ცალ ცალკე ხართ... -რას ბოდავ ასეთი უსისხლო როგორ ხარ,როგორ შეგიძლია ილაპარაკო ქალზე ვინც შენი შვილების დედა არის და ახლა სიცოცხლისთვის ბრძოლობს. -მან მარცხენა ხელი და ფეხი დაკარგა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ და იქ იქნება, გინდა მთელი ცხოვრება ინვალიდს უყუროს ბავშვებმა? -შენ ადამიანი არ ხარ,ცხოველიც არ მოექცევა ასე თვით შობილს ისინი შვილებს არ ტოვებენ და შენ რა ჯიშის ხარ ვინ ხარ. -ის ადამიანი ვარ ვინც შენს გვერდით იყო ყოველთვის. -არა, შენ მხოლოდ ბრძანება იცი და მე იმიტომ გყავდი გვერდით რომ თავი დაგეხსნა ციხისგან,თუმცა ყველა მკვლელობა შენ დაგეგმე და შენვე ჩაიდინე სხვას ნუ დასდებ ხელს, შენ გააყალბე ყველა მტკიცებულებები და თავად დამნაშავემ ყველას წინააღმდეგ დაიწყე ბრძოლა, ბრძოლობ თუმცა არც იცი რატომ ბრძოლობ.ყველა ჯერზე მამას ემუქრებოდი ჩემი დაჭერით ან მოკვლით გამომიყენე,მე არ მომიკლავს დანიელის არც ცოლი და არც შვილი არც მის ბინაში შევსულვარ ესეც შენი იდეა იყო,ქეთიც გინდოდა მოგეკლა თუმცა ის ძალიან გონიერი აღმოჩნდა და თავი გადაირჩინა. -გაჩუმდი,გაჩუმდი აქ ვიღაც არის და გვისმენს ან იღებს ამ საუბარს და იცოდე გაგანადგურებ. -მე ისედაც განადგურებული ვარ შენი გაცნობის მერე ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციე,ჩემი ცოლიც კი შენი მსხვერპლია რატომ ერჩი ამ ხალხს შენ თუ ცხოვრება ვერ შეიშნე და ვერ გამოიყენე სხვას დააცადე ცხოვრება. -რატომ წაიყვანე ხომ გითხარი მარტო წადიმეთქი.... -7 წელია უკვე ამ ტკივილით ვცხოვრობ, დანიელს არც ვერჩოდი და ადამიანს არ ვიცნობდი შენ იცნობდი შენ გინდოდა მისი განადგურება ჩემი გამოყენებით...ლევანი უყურებდა კობას და ბოლოს ყელში ამოუვიდა მივარდა და დაუზოგავად ცემა. -ქალივით ტირი კაცობა დაკარგე? -შემეშვი,შემეშვი მკვლელი ხარ ის გოგო როგორ მოკალით შენ და რატიმ და დამარხეთ,იმ დროს მოვედი რომ გეხვეწებოდათ გამიშვით არაფერს ვიტყვიო გააუპატიურეთ რამდენიმე დღე რამდენიმე კაცი ერთად ხმარობდით და არ აკმარეთ ეს ტკივილი შემოგაკვდათ ვერ გაგიძლოთ ცხოველებს და მერე დამარხეთ.დანიელს უკვე ხელით აკავებდა ლაზარე და ვახო, ლევანიმ გადაიხარხარა და კობას იარაღი დაუმიზნა ორივე ფეხებში ესროლა კობას ღრიალი კი მთელ კორპუსს მოედო. -მკვლელოოოო,მეც მომკლალი ნუ დამტოვებ დანიელი გაიგებს რაც გაუკეთე მაირას როგორ სადისტურად მოკალი, შენ ცხოველი გჯობია. -მაშინ შენც მოკვდი შენ . იარაღი დაუმიზნა და ამ დროს ზაზა შევარდა ოთახში იარაღზე ხელი აუკრა და არ მისცა საშუალება კობა მოეკლა,ზაზას უკან ვახო და დანიელი შეყვა ნიღბებში და ლევანი მის თანხმლებთან ერთად ცემეს შემდეგ ხელ ფეხები შეუკრეს და პროკურორს დაურეკეს. -ბ-ნო პროკურორო თქვენი შვილი ვიპოვეთ, უნდა მოხვიდეთ. -რას ამბობთ ჩემი შვილი მანქანასთან ერთად დაიღუპა და ცეცხლში ჩაიფერფლა. -არა ის ცოცხალია მისამართს გამოგიგზავნით და დააკავეთ რამდენიმე პიროვნება ვინც ავარია განგებ მოაწყო და თქვენი შვილის მოკვლას შეეცადა,ის დაჭრილია იჩქარეთ.რამდენიმე წუთში პოლიცია უკვე ადგილზე იყო დანიელი და ბიჭები პროკურორს გარეთ დახვდა, ყველაფერი უთხრეს პროკურორს და პროკურორმა დანიელს შეხედა. -მადლობა დანიელ არ ვიმსახურებდი შენგან ასეთ გვერდში დგომას,მაგრამ შენ ადამიანი ხარ და ადამიანობას არასოდეს არ დაკარგავ.ახლა კი წადით აქედან არ მინდა ლევანიმ აქ დაგინახოთ თუ სახეზე არ შეუხედია თქვენთვის დარწმუნებით ვერც იტყვის ვინ ცემა. ფირუზა პოლიციასთან ერთად შევიდა კორპუსში და შეხედა კობა ძირს ეგდო სისხლში, სასწრაფოს გამოუძახეს და დანიელმა სასწრაფოს უთხრა სადაც უნდა მიეყვანათ.კობა წაიყვანეს კლინიკაში ლევანი კი თავის დამქაშებთან ერთად როგორც იქნა საპყრობილეში ისინი ტკივილისაგან კვნესოდნენ,გისოსები სადაც მხოლოდ თითს ყოფდა ვაჩე დადგა უყურებდა ლევანის და ყველაფერი ერთი დიდ ტკივილით სავსე ჩარჩოში ჩასვა შემდეგ კი უთხრა. -შევცდი,იმდენად დადებითი პიროვნება იყავი ჩემს თვალში ჩემი შვილის არც ცრემლი და არც ტირილი არ გავითვალისწინე და მისი თანხმობის გარეშე დავაქორწინე შენზე რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ შენ მისი ფარი და მისი მეგზური იქნებოდი ყველგან და ყოველთვის,ვაი რომ ჩემზე უკეთ მაირამ შეგიცნო.ფოლადის გული ჩავიდე იმ დღიდან დღემდე რომ მეცოცხლა,მათი სიკვდილის შემდეგ ცხოვრებამ აზრიც დაკარგა და სწორედ ამ წუთებს ველოდი რომ აქამდე მეცოცხლა.შენ დააცარიელე ჩემი სახლი,შენ დააცარიელე თებეს საწოლი მისი კურდღელი ისევ თებეს ელოდება იმ საძინებელში მზეც იჭყიტება ზოგჯერ და ცარიელ ოთახს ათბობს,მაგრამ იქ მაინც გაყინულია ყველაფერი.მახსოვს და ვერ დავივიწყებ იმ დღეს როცა მაირამ დანიელის ხელებში უკანასკნელად ამოისუნთქა,გონება დავკარგე დანიელის შეშლილ სახეს რომ შევხედე არ ვიცი ხელი ვინ შემაშველა ვუყურებდი დანიელს ერთ ადგილზე მდგარს და მის სახეზე ცრემლების ნაკადს,შემდეგ კი ყველაფერი ჰალუცინაციად გადაიქცა,დანიელმა გააკეთა ყველაფერი და მე სად ვიყავი? მე მის გვერდით ვიყავი მაგრამ ამ სამყაროში არ ვარსებობდი არც ვლაპარაკობდი,მათ დაკრძალვაზე მეც დანიელის გვერდით ვიდექი ორ კუბოს შორის მაგრამ ეს არ იყო ჩემი ცხოვრება მე არ ვცხოვრობდი არც ვცოცხლობდი უბრალოდ ვარსებობდი და დიდი დრო დამჭირდა რეალობა მიმეღო,შემეგრძნო.როცა გავიგე როგორ ექცეოდი და იმ დღეს როგორ მოექეცი ჩემს შვილს ქალს ვინც შენს შვილს მუცლით ატარებდა გული ტკივილისგან შემეკუმშა,ვნახე ვიდეო როგორ გააგდე ჩემი შვილი ცემით ჩემივე კომპანიიდან აზროვნება დავკარგე,მაგრამ ვიცოდი ვერ მოგერეოდი ამიტომ ყველაფერი დანიელს მივანდე.ჩემმა შვილმა 26 წელი იცოცხლა და უსიყვარულოდ წავიდა მხოლოდ თებემ გააბედნიერა ის 7 წელი,ამ ორმა ადამიანმა ამ დედა-შვილმა დატოვა ნათელი და ლამაზი სიყვარული რომელიც სამუდამოდ ჩვენთან დარჩა შენ კი რას ტოვებ მხოლოდ და მხოლოდ ზიზღს. -ვაჩე.... -შენ ხარ პიროვნება ვინც ეძებდა კარგ ცხოვრებას სხვის ჯიბეზე,შენ იპოვე ჩემი შვილი და თვალი დაადგი.ჩემი მაირა ვინც წყლის მსგავსად ბობოქარი იყო შენ ჩააქრე მისი ყველაფერი რადგან ვერ ამჩნევდი მის სინათლეს მეც ვერ შევამჩნიე შენ როგორი ცუდი ადამიანი იყავი რომ შემემჩნია დავუშლიდი,დავიცავდი,შენგან გადავარჩენდი,სიკვდილს ავაშორებდი.იცი ამ ბოლო დროს დამჩემდა ხშირად ვხედავ ჩემს მომღიმარ შვილს და ერთად დავაბიჯებთ იმ ადგილებში სადაც ოდესღაც გვივლია,დიდი ხეების ტოტები ხმაურით შრიალებს და მე მიხარია მას მოკისკისეს რომ ვხედავ.ვიცი,ვიცი რომ ის დაბრუნდება ამიტომ ღამით კარს ვამოწმებ სანამ დავწვები ოდნავ ღიად ვტოვებ რომ თავისუფლად შემოვიდეს და შემდეგ ერთად წავიდეთ,მაგრამ აგვიანებს თუმცა ახლა ან შენთან მოვა ან ჩემთან. -რას ბოდავ მოხუცო, ჩემთან რა უნდა ვერ მიტანს. -შენთან უნდა,შენთან უნდა,შენ მოკალი ის და შენ წაართვი სიცოცხლე,შენ წაართვი ცხოვრების ხალიც. -არ მინდოდა ასე ყოფილიყო,არ მინდოდა.... -ბავშვი,ბავშვი როგორ გაიმეტე უსისხლო არსებავ...ჩემი სახლი დაადუმე,გაყინე,ფერები დაუკარგე ამიტომ ნებისმიერ სასჯელს არ დავჯერდები სამწუხაროა რომ სიკვდილით დასჯა არ არის ჩვენთან შენ ამ სასჯელს იმსახურებ შენს ლეკვებთან ერთად.ლევანი ფეხზე წამოდგა და ნელა ნელა მიუახლოვდა გისოსებს,უყურებდა ვაჩეს და უეცრად კისერში წვდა ვაჩე არ განძრეულა არც შველა უთხოვია თვალებში უყურებდა ლევანის და უთხრა. -დაასრულე,უკეთესია დაასრულო რაც გაიფიქრე თორემ ინანებ ერთის მკვლელი და ათასის მკვლელი სამუდამოდ მკვლელია ამ ჩირქს ვერ ჩამოირეცხავ იქ შიგნით გაგცემენ პასუხს შენც და მოსამართლესაც იქ გელოდებიან აქამდე დუმილი მიღირდა ამად.ლევანიმ ხელი შეუშვა და თვალებში ჩახედა ვაჩეს. -შენ,შენ და მამაჩემმა ამირიეთ ცხოვრება.... -შენს სიხარბეს და შენს სისუსტეს ნურავის დააბრალებ,კარგია რომ ის ამ ქვეყნიდან წავიდა შენს არაკაცობას არ შეხედა.ვაჩე წავიდა,დანიელი კი კლინიკაში კობას ურთულეს ოპერაციას უკეთებდა ვაჩე კი ძალიან გვიან იყო სახლში რომ მივიდა,დანანებით შეხედა ეზოში სამ სართულიან სახლს და ცრემლი წამოუვიდა შემდეგ სახლში შესულმა კომპიუტერი ჩართო გეგის შეტყობინებები დაუტოვა და იურდიულად ყველაფერი დანიელს დაუტოვა ნაწილი კი ლუიზას და მის შვილს ნინოს.დანიელმა კი კობას აღსარება რაც ილაპარაკა ედიკას გადასცა და ასევე მოიძია ის ყველა გადარიცხვები სადაც ლევანი რატისთან ერთად აწარმოებდა ყალბ ფულს,პროკურორმა შეხედა დანიელს და ბოდიში მოიხადა მის წინაშე. -თქვენი შვილი გამოიყენეს თქვენ კი მათ ჭირდებოდით,ახლა მთავარია ის გამოჯამრთელდეს თუმცა სასჯელს ვერ გაექცევა. -ექიმო თინოს რა ეშველება.... -თქვენი რძალის მდგომარეობა თქვენც ხედავთ რომ რთულია,ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია მას პროტეზები გავუკეთოთ,იცოცხლებს მას სხვა პრობლემა არ აქვს მაგრამ ის საბოლოოდ ინვალიდია. -გასაგებია,მე ვალდებული ვარ მას შევხედო და ყურადღება მივაქციო ის ჩემი შვილის არა სწორი გზით სიარულის გამო არის ამ დღეში.ურთიერთობები მხოლოდ ერთად გატარებული წლები არ არის ამ წლებს შენახვა უნდა,ზრუნვა უნდა,სიყვარულს თავად უნდა გააძლებინო რომ ბოლომდე თქვენთან იყოს ჩემმა შვილმა პირიქით გააკეთა დაანგრია და დაამსხვრია ის რაც ერთად ჰქონდათ შექმნილი.დანიელმა ჩაიღიმა და პროკურორს უთხრა. -ეს მე არ მითხრათ თქვენი შვილისთვის უნდა გეთქვათ რომ ამ დღემდე არ მისულიყავით, ახლა კეთილი ინებეთ და იმ გოგოს მხარში დაუდექით. -მართალი ხარ შვილო,წავალ მასთან.წელმოწყვეტილი გავიდა ექიმის კაბინეტიდან და რძალთან შევიდა რომელიც ერთიანად იყო თეთრ ბინტებში შეხვეული და საწოლზე მუთაქასავით იდო. -როგორ ხარ შვილო... -მეხუმრებით ალბად ხომ? -არა რა ხუმრობა მეც არ ვიცი რა თქვა. -წლებია ერთ სახლში ვცხოვრობთ,სანამ თქვენს ოჯახში რძლად მოვიდოდი კობა უკვე ჩათრეული იყო ბინძურ საქმეებში და დამპირდა ყველაფერს დავივიწყებო,ერთი პერიოდი მართლა დაივიწყა ყველაფერი კარგად იყო მერე ჩვენი ფერია გოგო გაჩნდა და მიხაროდა მამობა სერიოზულად მიიღო და კარგი მამა იქნებათქო,შემდეგ მეორე შვილი და რამდენიმე თვეში შეიცვალა ისევ დაიწყო უცნაური მარკის მანქანებით სიარული გახდა ცივი და მიუკარებელი ყველა ღამე ჩხუბით მთავრდებოდა საბოლოო შედეგს კი თავადაც ხედავთ.მე მას ვაპატიე პირველი ხელის დარტყმა,სწორედ ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა არც თქვენ დასაჯეთ როცა შემხედეთ ჩალურჯებულ თვალზე პირიქით თვალი ამარიდეთ.ფირუზა დუმდა, თუმცა ის ჩუმად ტიროდა ოთახში კი დამხუთველი სიჩუმე იდგა თითქოს ჰაერიც კი არ მოძრაობდა,თინის კი ტკივილი მკერდში უჭერდა და სუნთქვას უძნელებდა.ოთახში დანიელი შევიდა და მიხვდა,რომ რძალ მამამთილს შორის დაძაბული საუბარი იყო,თინომ დანიელს შეხედა და უთხრა. -თხოვნა მაქვს ექიმო თქვენთან... -გისმენთ თუ შემიძლია მზად ვარ შევასრულო... -გამიკეთეთ ისეთი ნემსი რომ ჩემი სული მშვიდად მიიბაროს უფალმა,მხოლოდ ჩემი ჯამრთელი ორგანოები გადაეცეს მათ ვისაც დახმარება ჭირდებათ არ მინდა ასეთი სიცოცხლე, არ მინდა ვიცოცხლო. -დამშვიდდით,ვიცი რომ რთულია და ნერვებს ნუ აყვებით,მაგრამ გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს. -დავმშვიდდე,კარგი დავმშვიდდები მაგრამ რას წარმოვადგენ მე ხომ ყველასთვის უსარგებლო ნივთი ვარ.თინოს მკურნალობა სერიოზულ ჩარევას ითხოვდა,კიდურებს ვერავინ აღუდგენდა მაგრამ მას ჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარებაც.ფირუზა ყოველ დღე იქ იყო რამდენიმე საათს ყოველთვის პოულობდა მასთან მისასვლელად და დაღლილობისგან ასევე უძილობისგან სულ ჰქონდა თვალები დაწითლებული,ფიქრობდა მკურნალობა ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და დანიელმა უარი თქვა თანხაზე ის უსასყიდლოდ მკურნალობდა თინის და ეხმარებოდა კიდეც ბევრი რთული პრეპარატის შეძენაში.ერთ დღეს კი თინის საწოლთან სკამი დადგა და თინომ გაკვირვებულმა შეხედა ექიმს,ექიმმა კი თვალი ჩაუკრა და უთხრა. -გინდა უსარგებლო ნივთივით არ იგრძნო თავი და შენც იყო საჭირო პიროვნება. -რას ამბობთ ექიმო ეს ვის არ უნდა. -მაშინ მომისმინეთ ორივემ,თქვენ არ გაგიჭირდებათ თინისთვის პასპორტის გაკეთება და თინი ესტუმრება დიდ ბრიტანეთს,იქ გნახავს საუკეთესო პროფესორები და გეტყვიან რისი გაკეთება შეუძლიათ. -დანიელ ცდილობ ცხოვრება უაზრო არ გაუხადო და შეუმსუბუქო ჩემს რძალს,ამ სიკეთეს კი არასოდეს დავივიწყებ. -თქვენ არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ თინი ვერ დაივიწყებს.თინო იცინოდა გრძნობდა მისი გულის ძლიერ ფეთქვას და იცოდა ცხოვრება ზღაპარი არ არის,მაგრამ წინ დიდი სიურპრიზი ელოდა თავადაც და მის ოჯახსაც.დანიელმა ვაკოს დაურეკა თინის ისტორია გადაუგზავნა და მის ზარს დაელოდა,რამდენიმე წუთში ზარიც განხორციელდა და შემდეგ სერიოზული საუბარი ჰქონდათ რომელსაც თვით პროკურორიც ისმენდა. -გამოდის იმედი უნდა გვქონდეს რომ თინი დამოუკიდებლად გაივლის? -გაივლის,დამღლელი პროცედურა არის პროტეზის მოხსნა და დილით ისევ გაკეთება,მარტო ვერ შეძლებს რადგან მას ხელზედაც ჭირდება დახმარება ამიტომ დამხმარე უნდა ყავდეს ყოველთვის გვერდით. -დამხმარეს ავიყვანთ და სანამ კლინიკაში იქნება ეს ექთნის მოვალეობაა მერე კი ნელა ნელა შეეჩვევა და შედეგს რომ დაინახავს სტიმულიც ექნება. -ვაკო აქ დავასრულებთ მკურნალობის პირველ ეტაპს,მეორე ეტაპი დაიწყება თქვენთან და წამოსვლის დღეს დავაზუსტებთ. -კარგი,დაგელოდები ექიმო და მხოლოდ საქმის გამო არა ისედაც უნდა ჩამოხვიდე გაიგო რა ხდება შენს კლინიკაში მარტო რომ დამტოვე,გგონია არ მიგიღებთ თუ ვერ შევძლებთ. -დრო,დრო არ მიშვებს პროფერორო და რაც შეეხება კლინიკას ჩაგანდე იმიტომ რომ გენდე სხვას თავად მიხედე.უთხრა დანიელმა და თვალი ჩაუკრა მეგობარს,ვიდეო ზარი გათიშა და პროკურორს შეხედა. -რას იტყვით პროკურორო გავაგრძელოთ ბრძოლა? -რა თქმა უნდა გავაგრძელოთ...მე პასპორტს გავაკეთებ სხვა თქვენ იცით რაც ჭირდება და იმედია მივალთ ბოლო წერტილამდე. -ბ-ნო ფირუზ თქვენს შვილს არ ნახავთ,ის ნერვიულობს. -ჯერ არა,ვნახავ მაგრამ საქმეები მაქვს. -საქმეები არ დაგელევა უფროსო,მაგრამ ვფიქრობ შვილი უნდა ნახოთ. ფირუზამ შეხედა დანიელს და ჩურჩულით თქვა. -რომელ ოთახში წევს..... -წამომყევით.დანიელი წინ მიდიოდა და კობასთან შევიდა,კობამ შეხედა დანიელს და უთხრა. -გთხოვ გამიყვანე აქედან როგორმე მინდა თინი ვნახო დანიელ. -რა გინდა ნახო როგორ დევს საწოლზე საბრალო? -ეს შენ გააკეთე,შენმა გაუთავებელმა უაზრო გასვლებმა დაამახინჯა ის ქალი... -მამა... -მამა არ დამიძახო, ყველაფერს ვაკეთებდი რომ ციხე ამერიდებინა შენთვის,მაგრამ გვიან არის თუმცა სჯობს გვიან მაინც იგრძნო დანაშაულის გრძნობა და მე თავად მიგიყვან ციხეში რომ გაიგო რატომ ვცდილობდი იქ არ მოხვედრილიყავი ამას არ გაკმარებ ყველაზე მკაცრ სასჯელს მოგისჯი რადგან თინი შვილებთან უნდა ყოფილიყო და მის ადგილზე შენ უნდა იწვე ისე როგორც ის წევს, ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა. -კობა ერთ შეკითხვას დაგისვამ.უთხრა დანიელმა და ახლოს მივიდა მასთან. -გოგო ნაჭყეპია ვინ მოკლა,მხოლოდ სიმართლე მითხარი. -მკვლელი არ ვარ დანიელ არავინ მომიკლავს,ამას ვერც შევძლებ.... -მითხარი ვინ მოკლა გოგი და რატომ.... -ესეც მათი გეგმა იყო მე რომ გავიცანი თინი ის უკვე ქვრივი იყო შემდეგ გავიგე გოგის ამბავი, როცა დავქორწინდით... -ტყუი კობა....უთხრა მშვიდად დანიელმა. -მე ვცდილობ თქვენ ორივეს დაგეხმაროთ,მაგრამ არ გინდა შენ რომ დამეხმარო და მითხრა სიმართლე,მითხარი მანანა დეიდა სახლიდან რომელმა გამოაგდო. -შენ ვერც გაგექცევი და ვერც დაგემალები,ამიტომ ყველაფერს გეტყვი თუმცა უნდა დამიჯერო რომ მე არ მომიკლავს გოგი. -დაიწყე.თქვა თავშეკავებული სიბრაზით და მისი ტელეფონი აწკრიალდა თან პროკურორს შეხედა. -ერთი კვირაა სახლში არ ვყოფილვარ,უკვე ძებნაში ვარ. -წადი შვილო შენ ოჯახი გყავს,პატარა შვილები მამა მოენატრათ.დანიელმა ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო და უთხრა. -მოყევი. -არ მიდიხარ? -ჯერ არა ბოლომდე უნდა მოგისმინო. -კარგი გეტყვი,თინი სკოლიდან მიყვარდა თუმცა მე სანამ სიყვარულში გამოვუტყდებოდი ის გოგიმ მოიტაცა ფსიქიკურად თითქმის შევიშალე,შემდეგ თვეები გავიდა და ქალაქში შემთხვევით დავინახე ის ერთ მოხუცს დაეტაკა და დახმარება აღმოვუჩინე,შემდეგ უთხარი რომ ის ბებო უჩიოდა და ასე დავიწყეთ ურთიერთობა. -უღალატა ქმარს? -ჩემი ბრალი იყო მე ვაიძულე....მოხდა უბედური შემთხვევა და გოგი გარდაიცვალა დიდი ხნით არ გაჩერებულა იმ სახლში და დავქორწინდით. -კარგი ახალგაზრდა ქალი არის და პატიოსნად გათხოვება ჯობია სხვა ცხოვრებას,მაგრამ სახლი რატომ გააყიდინე და გოგის დედა უსახლკაროდ დატოვე. -სახლის გაყდვა იდეაში არ მქონია და არც ისეთი არაკაცი ვარ შვილ მკვდარი დედა ღია ცის ქვეშ დამეტოვა,ეს ლევანიმ გააკეთა მე კი იმ ქალს ერთი ნაცნობის საშუალებით დიდი თანხა გავუგზავნე თითქოს მმართებდა მისი ქმრისგან და ასე დავეხმარე მან დღემდე არ იცის რომ ეს მე გავაკეთე.გვიან გავიგე იმ სახლის გაყიდვა და თინის ვუსაყვედურე კიდეც,ლევანიმ იცოდა იმ მოხუცი ბებოს შესახებ და გამოიყენა სათავისოდ დააშანტაჟა სახლი გააყიდინა და პატარა ბინა იყიდა სხვა ლევანიმ წაიღო მან კი ნარკოტიკში დახარჯა.არ ვიცი და დარწმუნებით ვერ ვიტყვი,მაგრამ ამდენ მკვლელობებთან ვფიქრობ გოგის სიკვდილიც მის კისერზეა დამტკიცებით კი ვერ დავამტკიცებ ეს შეუძლებელია. -მანანა დეიდა როგორ უნდა ვნახო,როგორ დავუკავშირდე. -ჩემს ტელეფონში არის მისი ნომერი ის იმავე სოფელში ერთმა ახლობელმა შეიკედლა მერე მგონი დაქორწინდნენ კიდეც, ზუსტად არ ვიცი. -კობა რაც თქვი გადავამოწმებ თუ გოგის მკვლელობასთანაც შორს ხარ ფეხზე დაგაყენებ მე ექიმი ვარ და პაციენტს ვერ უგვერდებ,მაგრამ სხვა ექიმს გადავცემ შენს თავს. -გადაამოწმე და თუ გეტყვის ვტყუი რაც გინდა გააკეთე.ფირუზა და დანიელი ოთახიდან გავიდა,ფირუზამ შეაჩერა დანიელი და უთხრა. -არ ტყუის ვიცი როცა ამბობს ტყუილს,ამჯერად ის სიმართლეს ამბობს თუმცა მაინც გადაამოწმე. -მეც ასე შევამჩნიე,ლევანი ყველანაირად ნაძირალა როგორ გახდა... -რა გინდა გავაკეთო დანიელ... -მე არაფერი კანონის უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს ორივე,გოგის მკვლელობაც უნდა გამოიკვლიოთ და არა მარტო მკვლელობა შვილ მკვდარ დედას უნდა აუნაზღაუროს ზარალი. -ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც კანონი მოითხოვს,დანიელ მადლობა ყველაფრისთვის. -დღეს მორიგე ექიმთან ითანამშრომლეთ მე არ ვიქნები.დანიელი თავის კაბინეტში შევიდა ხალათი მოიხსნა და ოთახში ჯილდა შევიდა. -დანიელ... -რა მოხდა,ჯილდა ყველაფერს მიხედე მე მივდივარ... -მართალია რაც გავიგე? კითხა და თვალებში ცრემლი ჰქონდა დაგუბებული... -უნდა მითხრა რა გაიგე და მერე გეტყვი მართალია თუ ტყუილი. -გოგის სიკვდილი არ ყოფილა უბედური შემთხვევა,დანიელ ის მოკლესო... -მეც ახლა გავიგე თუმცა მკვლელი რამდენიმე დღის უკან დააკავეს,შენ იცნობდი გოგის ცოლს? -ვიცნობდი,მაგრამ მაპატიე მასთან არ შევსულვარ და არც შევალ. -მართალი ხარ ნეტავ შემეძლოს მეც გვერდის ავლა... -შენ ვერ აუვლი გვერდს ეს არ შეგიძლია,დანიელ შენ ბოლომდე იხარჯები ყველასთვის და ბევრჯერ გულს გტკენს ადამიანები,მაგრამ უფალი ხედავს რასაც აკეთებ. -მართალი ხარ ჯილდა მაგრამ მე ექიმი ვარ.... -ასეა,დღეს მიდიხარ? -მივდივარ თითქმის ერთი კვირაა სახლში არ ვყოფილვარ ბავშვები არ მინახია მგონი გოლიათი ვეღარც კი მიცნობს და არც მომეკარება. -როგორ მინდა ვნახო და ის ბარკლები დავუკბინო.... -მერე რას ფიქრობ, ააწყვე პირადი და დაკბინე ჯერ ომარი და მერე თქვენი შვილი მიაყოლე დესერტად. -დანიელ... -რა დანიელ,რა დანიელ მითხარი ჰო გისმენ... -ვნახოთ, ნუ ყვირიხარ არის რაღაც... -მართლა? -მართლა,მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო სიჩქარემ რა მომიტანა კარგი მიყვარდა,მაგრამ ბედნიერებას ვერ ვეღირსე მასთან. -ცხოვრება მკაცრი მსაჯულია ყველა თავისას მიიღებს,ახლა კი უნდა დაგტოვო და წავიდე სანამ მეც უმკაცრესი სასჯელს მივიღებ ოჯახიდან ამოწერას.გაეცინათ და დანიელი წავიდა კარი არ გააღო თავისი გასაღებით ზარი მისცა კარი კი ანინამ გააღო კარში დაღლილი და გამოფიტული დანიელი იდგა რომელმაც წარბი აუწია ანინას და უთხრა. -ხომ გითხარი კარი არ გააღო თუ ვინმეს არ ელოდებიმეთქი,იცოდი რომ მოვედი? -ვერანდაზე სარეცხი გავფინე და დაგინახე...შემოდი რა უცხოსვით დგეხარ. -სად არიან,მიცნობენ? -თებე გიცნობს უეჭველი ზვიო კი არ ვიცი გაუჭირდება,ვერც იმედს მოგცემ.ანინას ხელი მოხვია და გემრიელი კოცნით მიესალმა,შემდეგ კი უთხრა. -ძალიან დავიღალე ანინა... -წყალი გადაივლე და მაგიდას გავშლი... -კარგი ჯერ წყალს გადავივლებ დაღლილობას მოვიხსნი რომ ჩემმა ბარტყებმა ადვილად არ დამღალოს.დანიელმა თავი მოიწესრიგა და ბავშვებთან შევიდა თებეს შეხედა და მიხვდა მას კითხვები ჰქონდა მამასთან,მაგრამ ხმამაღლა ვერ გაბედა თქმა დანიელმა კი პატარას შეხედა რომელიც მშვიდი და ინტერესით სავსე თვალებით უყურებდა, რამდენიმე წუთი გასტანა სიჩუმემ შემდეგ ხელები გაშალა და თავის ენაზე დაელაპარაკა მამას რაც ამ პატარამ გამოავლინა ეს სიყვარულზე მეტი იყო რასაც ვერ ხსნიდა თვეების ბავშვი თებემ ვეღარ გაუძლო მამის მონატრებას და სანამ პატარას აიყვანდა ხელში დანიელი თებე მივიდა და ორივე ხელებით შემოეხვია წელზე. -ძალიან მომენატრე მამა. -ვიფიქრე გაბრაზებული იყავი ჩემზე,მაგრამ გეტყვი რომ მამასაც ძალიან მოენატრე თებე. დროებით მოადუნა ყურადღება პატარას მიმართ და თებეს დაელაპარაკა პატარა კი აყვირდა და ხელებს და ფეხებს იქნევდა იმდენი ქნა საწოლზე მამასთან მიხოხდა და ფეხებით ურტყამდა ამიყვანეო. -ხედავ რას შვრება ყურადღება მომაქციეო,მაგრამ ჯერ შენთან ვარ და უნდა გკითხო ბექა როგორ არის. -ბექა კარგად არის და ძალიან ბედნიერიც არის. -მიხარია,ახლა კი ამ გოლიათს ავიყვან.პატარას მიუბრუნდა და ხელში აიყვანა მსუქანი ლოყები დაუკოცნა შემდეგ კი სიცილით უთხრა. -შენ კიდევ უფრო დამძიმებული ხარ რა ხარ ეს გაუმაძღარი.შემდეგ ფოტო გადაუღო და ჯილდას ჩაუგდო და თან მიწერა. -,,შეგშურდეს,ნახე ვინ მყავს ხელში''. -,,შემომეჭმება რომ ვნახავ''.ანინამ შეხედა დანიელს და უთხრა. -რა გაცინებს... -ჯილდას ფოტო ჩავუგდე და გიჟის გავს უკვე... -ყველაფერს ჭამს ექიმო ხედავ როგორი შეცვლილი დაგხვდა... -თებე მოდი დაასრულე დავალება ბებო... -თებე ბებო გეძახის მა.... -მათემატიკაში რთული დავალება მაქვს,დამეხმარე... -მე დაგეხმარები აბა რას ვიზამ,მაგრამ ჯერ შენ ცადე ბექას დაურეკე ერთად გააკეთეთ და თუ ვერ შეძლებთ მერე დაგეხმარები. -სიტყვას არ დაივიწყებ იცოდე....დანიელს გაეცინა და უთხრა. -არა,ხომ იცი სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.თებე გავიდა საძინებლიდან პატრა გულზე ყავდა დაწვენილი დანილს და ლოყებს უჩქმიტავდა, ანინა იქვე იყო და ბედნიერი ღიმილით უყურებდა მამა-შვილის თამაშს, დანიელმა შეხედა ანინას და უთხრა. -სოფელში უნდა წავიდე... -ყველა მივდივართ? -არა,ხვალ წავალ და მარტო. -რა მოხდა,დღეს ველაპარაკე დედას და კარგად არიან... -ლევანი კიდევ ერთ მკვლელობაში ფიგურირებს. -ვინ მოკლა კიდევ... -წლების უკან სანამ მაირაზე დაქორწინდებოდა მკვლელობა მანამდეა და მოკლული ჩვენი ბავშვობის მეგობარია, ახლა გავიგე რომ აღარ არის. -საშინელი ადამიანი,ვინ იცის კიდევ ასეთი სინინძურე რამდენი აქვს გაკეთებული. -როგორც იქნა მისი ადგილი იპოვა და ვეღარავის ვეღარ დაუშავებს,სასამართლომ რაც არ უნდა მიუსაჯოს იქედან ცოცხალი ვერ გამოვა -მაგიდა მზად არის ანინა,დანიელ. -მოვდივართ. -წავედით,ძალიან მშია.დანიელმა ხელში აიყვანა პატარა და სამზარეულოში გავიდნენ,პატარამ შეხედა ბებოს ხელში თეფში ეჭირა და ხელებით მისკენ წავიდა დანიელი კი იცინოდა. -ნახე როგორ უცებ გამიდგა,ჭამის მინისტრი გვყავს სახლში.... -მართლაც...დანიელი გადაღლილი იყო,მაგრამ ბავშვებთან ყოფნამ დაღლილობა დაავიწყა იმ ღამით თავად დააწვინა თებე და მისებური ზღაპარიც მოუყვა თებემ მკერდზე დაადო თავი მამას და ბედნიერს ჩაეძინა, დანიელმა შუბლზე აკოცა და ფრთხილად დატოვა თებეს ოთახი შემდეგ თავიანთ საძინებელში შევიდა და შეხედა ანინას ბოთლით აჭმევდა პატარას და გაუკვირდა. -რა მოხდა,ძუძუ აღარ ყოფნის? -აღარ ყოფნის ვეშაპია,დილით დააგემოვნებს გემრიელობებს. -როდის გადაიყვანე ხელოვნურზე,თავისუფლად მიიღო? -არც გაუგია მთავარია გაძღეს.დანიელი დაწვა და მის გვერდით დაიწვინა პატარა ის თამაშში დაიღალა და ჩაეძინა,ანინამ ფრთხილად აიყვანა და ჩააწვინა თავის საწოლში შემდეგ კი თავადაც მიუწვა მონატრებულ ქმარს. გვიან ღამემდე საუბრობდნენ დილით კი დანიელმა არც კი ისაუზმა სოფელში წავიდა,როცა მანანას სახლს მიუახლოვდა სოფელში სიჩუმე იყო სახლის წინ გააჩერა მანქანა და ვერ შეძლო გადმოსვლა ფეხები არ დაემორჩილა მით უფრო მაშინ როცა დაინახა თმაჭაღარა მანანა მისკენ მომავალი და გაახსენდა ერთხელ გოგისთან ერთად ისიც რომ დასაჯა. -გოგი,გოგი წამოდი ბიჭები შევიკრიბეთ დღეს ბურთი მომიტანა მამამ. -დასჯილი ვარ და ვერ წამოვალ დანი. -წამოდი,ვერ გაიგებს მანანა დეიდა. -მოვასწრებთ? -მოვასწრებთ,მის დაბრუნებამდე მოვალთ.გოგიმ სახლის კარი დაკეტა და დანიელთან ერთად სირბილით წავიდა,თამაშში დრო ვერ განსაზღვრეს ბიჭებმა და გოგი გაოფლილი სულ სველი დაბრუნდა სახლში ეზოში კი დედა დახვდა. -სად იყავი გოგი.ისეთი მკაცრი იყო მანანა გოგის შეეშინდა და უთხრა. -დანიელმა მოვიდა და ძალით წამიყვანა... -როგორ ძალით,გცემა თუ ხელში აგიყვანა და ისე წაგიყვანა. -არა,ძმობას გაფიცებო დამაფიცა და მეც წავედი. -ძმობას გაფიცებო ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო შენთვის თუ მე რაც დაგიბარე... -დედა მეგობარს ვერ ვუღალატებდი. -სამაგიეროდ დედის სიტყვა არაფლად ჩააგდე,წადი და მოიყვანე არ დააგვიანო. გოგი წავიდა და მალე დანიელთან ერთად დაბრუნდა. -ძალით წაიყვანე სათამაშოდ? -ყველა როცა ვთამაშობთ უბნის ბიჭები გოგიც ჩვენთან ერთად უნდა იყოს,ეს კი ძმობაა. -ჩემი სიტყვა არაფერია და ვინ ვარ მე თქვენთვის.ორივე გაჩუმდა,იოსები შორიდან უყურებდა ბავშვებს და იცინოდა,მაგრამ ისინი მას ვერ ხედავდნენ მანანამ კი ორივე დასაჯა და თქვა. -ხვალ სკოლაში არ მიდიხართ,რადგან დააშავეთ ორივემ ჩადით და ის მარწყვები გათოხნეთ, იცოდეთ დათვლილი მაქვს რამდენ მარწყვს შეჭამთ იმდენ ორინს დაგიწერთ და საშემოდგომოს გამოგაყოლებთ სექტემბერში,რადგან ერთმანეთის გარეშე ვერ ჩერდებით იმავე კლასში დაგსვამთ ორივეს ერთ დღესაც რომ უსწავლელი მოხვიდეთ.ორივემ აიღო პატარა თოხები იოსებმა რომ გაუკეთა მათ და მთელი ბოსტანი გათოხნეს,მანანამ კი გემრიელი სადილი გაამზადა იოსები გაუშვა და უბნის ყველა ბავშვი მოაყვანინა შემდეგ ერთად დასვა ყველა და ასადილა დესერტად კი მაგიდაზე გარეცხილი მარწყვი დაუდგა ბავშვებს,დანიელმა ახედა მანანას და უთხრა. -დავიჯერო მართლა დათვლილი გაქვს იქ რამდენი მწიფე მარწყვი იყო? -რა თქმა უნდა დათვლილი მქონდა... დანიელმა არაფერი უთხრა წასვლისას მადლობა მოუხადა და თან ჭიშკარში რომ გადიოდა მოუხედა და უთხრა. -მაინც ვერ დამაჯერებ რომ დაითვალე,80-მდე მარწყვი მარტო მე შევჭამე დღეს. -80-მდე ორიანს მიიღებ სასწავლო წლის დასრულებამდე.უთხრა მანანამ და ვეღარ გაუძლო ბავშვების გაბრაზებულ გამოხედვას და თავადაც გაეცინა. -ასე რა ხომ დამტანჯე დღეს....ჩაეცინა და მანქანიდან გადავიდა ცრემლი მოიწმინდა და მანანას შეხედა, მანანამ იცნო დანიელი ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა. -რაო ჩემო ბიჭო მარწყვების გასათოხნად მოხვედი,აღარ მაქვს აქ მაწყვები ჩემი გოგის გარეშე აღარაფერს აღარ აქვს გემო. -არ ვიცოდი,გეფიცები ძალიან განვიცადე. -წასული იყავი.... -როგორ ხარ,როგორც გავიგე სკოლას დაანებე თავი. -სკოლაში აღარ ვარ სახლში დადის რამოდენიმე მოსწავლე... -კარგია,მაინც არ მიგიტოვებია ბოლომდე საყვარელი საქმე.... -შენებთან იყავი? -არა არ იციან აქ რომ ვარ, გუშინ გავიგე და მოვედი რომ მენახე თან მკვლელი დაიჭირეს. -როგორ თუ მკვლელი,დანიელ უბედური შემთხვევა იყო. -ეს მათ უნდოდათ ასე გამოჩენილიყო და გააკეთეს კიდეც ასე კი ხელი დააფარეს მკვლელს, რადგან მან ძვირი გადაიხადა თავისუფლებისთვის. -ვიცნობ ვინ არის? -არა, არ იცნობ მე ვიცნობ..... -ვინ არის მითხარი დანიელ... -ჩემი მაირას და თებეს მკვლელია... -სასამართლო როდის არის.... -ჯერ არ ვიცი დაგირეკავ რომ გავიგებ,მითხარი თუ რამე გჭირდება... -არა შვილო ყველაფერი მაქვს. -ყოფილი რძალი წევს ჩემთან კლინიკაში... -რატომ რა დაემართა თინის....დანიელმა შეხედა მანანას და მის თვალებში შიში დაინახა, შემდეგ თავი დახარა და ჩუმად თქვა. -ინვალიდად დარჩა ავარიის შემდეგ... -ვერ გაივლის? -მარტო ეს არ არის მანანა დეიდა ხელი და ფეხი არ აქვს ის ძალიან რთულ მდგომარეობაში არის. -ღმერთო ეს რა მითხარი,ოჯახი და შვილები? -ქმარს ფეხები აქვს დამტვრეული და დრო უნდა რომ გაიაროს,თავად კი.... -ერთი წელიც ვერ იგლოვა ჩემი შვილი გული დამწყვიტა,მაგრამ კობა კარგი ქმარი დარჩა უყვარს თინი. -მითხრა,ყველაფერი ვიცი და სახლის გაყიდვა არ სცოდნია სხვისი ხელით გამოუგზავნია შენთვის დიდი თანხა თითქოს ვალი ჰქონდა იოსებ ძიასი ვიღაცას და დააგვიანდა, თუმცა ვალი არ შეირჩინა. -რას ამბობ დანიელ... -ასეა არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ ჩაითრიეს ცუდ საქმეში და სასჯელის გარეშე ვერ გამოვა,თინიც სხვისი მსხვერპლი იყო სიცოცხლით დაემუქრა ის ... -ჰოდა დასაჯა ღმერთმა,როგორც მოგვექცა არ ვიმსახურებდი.დანიელმა საათზე დაიხედა და მანანას შეხედა,მიხვდა მანანა რომ დანიელი უნდა წასულიყო და გულში ჩაიკრა დანიელმა კი უთხრა. -თუ რამე დაგჭირდეს გთხოვ შემაწუხე და გთხოვ დამირეკე, ეს ჩემი ნომერია შეინახე არ დაკარგო. -გამიხარდა შენი ნახვა დანიელ... -მეც გამიხარდა შენთან საუბარი,ახლა დაგტოვებ მაგრამ ისევ მოვალ.დანიელი წავიდა და ზვიადიმ გულზე მიიდო ხელი შეეშინდა დანიელს რომ შეხედა, დანიელს კი ფერი დაეკარგა... -მამა ცუდად ხარ? -რატომ მოდი გაუფრთხილებლად,კარგად ხარ? -კარგად ვართ მამა,გოგის გარდაცვალება ახლა გავიგე და მანანა დეიდასთან ვიყავი თქვენც არ მითხარით არაფერი... -რა ვიცი შვილო ისე მიყვა ერთმანეთს ყველაფერი ვეღარ გითხარით,გოგი კი მთელმა სოფელმა დაიტირა იმ ავად სახსენებელ დღეს ძლიერი წვიმა და ქარი იყო გოგიც სწორედ იმ ცუდმა ამინდმა შეიწირა. -არა მამა ამინდი არაფერ შუაშია,გოგი მოკლეს. -რას ამბობ შვილო ეს არავინ არ გაგიგონოს.... -დაიჭირეს მკვლელი... -დანიელ შვილო მარტო მოდი? -მარტო მოვედი დედა საქმე მქონდა სოფელში... -ბავშვები.... -დედა ზუსტად სამი დღეა არ გინახია ბავშვები... -მენატრებიან უკვე ჩემი ბარტყები ის პატარა კი ხომ გვაგიჟებს,წამოდი სადილი მზად მაქვს ერთად ვისადილოთ. დანიელმა მართას ხელი მოხვია და ორივე ავიდა ერთად კიბეებზე, მართამ შეხედა შვილს და უთხრა. -გამხდარი ხარ შვილო... -ათი დღეა სახლში არ ვყოფილვარ ძალიან რთული დღეები იყო კლინიკაში,სახლშიც ვერ მივედი ბავშვებმა რომ შემხედეს არცერთი აღარ მომშორდა. -ჩემი ბედნიერება ხართ დედა და თქვენზე ვნერვიულობ ძალიან. -ნუ ნერვიულობ დამშვიდდი დაიჭირეს ის ,მალე სასამართლო იქნება და ვნახოთ როგორ სამართლიანად დაისჯებიან ბიჭები,მაგრამ სასჯელი მძიმე იქნება ამაზე მე ვიზრუნებ პირადად,რომ ვერცერთი მათგანი თავისუფლებას ვეღარ ეღირსება. დანიელმა ისადილა და ქალაქში შესულმა ზაზას შეხვდა, საუბარში დრო გავიდა გვიანი იყო რომ დაიშალნენ. -მანქანა სად გყავს... -დღეს უმანქანოდ ვარ ახლის ყიდვა მინდა და ამ დღეებში ვიყიდი. -კარგი მაშინ წამოდი ბინამდე მიგიყვან.ზაზა დანიელმა მიიყვანა ბინამდე და დატოვა,ზაზამ მარკეტში შესვლა გადაწყვიტა გაახსენდა შამპუნი აღარ ჰქონდა გაუთავდა და მარკეტიდან გამოსული ღიღინით მიდიოდა, რომ უეცრად ქალის მოგუდული ხმა გაიგონა და შეჩერდა. -რას აკეთებთ...ხმა შეწყდა,მაგრამ არ წასულა სიბნელეში იდგა და გარემოს ათვალიერებდა, გაახსენდა მის ბინასთან რამდენიმე მეტრში ერთი ბნელი ჩიხი იყო სწორედ იმ ჩიხისკენ წავიდა ფრთხილად მიდიოდა და მოულოდნელად ჩურჩული გაიგონა და ადგილზე გაშეშდა ორი მოზარდი იყო ჩასაფრებული და გზას გაჰყურებდა მიხვდა რომ ისინი ვიღაცას ელოდნენ აქ ვიღაც გამოივლიდა რამდენიმე წუთში და დაინახა კიდეც გოგონა ისიც შეშინებული მოუყვებოდა ჩიხს მოზარდებს კი ემჩნეოდათ რომ მოწეულში იყვნენ ერთ ერთ მათგანს კი ხელში გასაშლელი დანა ეჭირა. -შეინახე დანა საჭირო არ არის მას არ უნდა დაუშავდეს,გასაგებია? -გაჩუმდი და დამაცადე... -მე დაგაცდი,მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს... -ვიცი რასაც გავაკეთებ... -მოდის,გესმის მოდი და ძალადობა არ გვინდა არც ზედმეტი პრობლემები. -ნუ მასწავლი მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო...თქვა და გოგონას მოახლოებას დაელოდა გოგონამ თითქმის ჩიხის ბოლოში გავიდა და უხაროდა,რომ არავინ იყო იქ მაგრამ ერთ ერთი მათგანი წინ გადაუდგა მეორემ კი უკან დადგა ვერ წავიდოდა,ვიწრო ჩიხი ორ შენობას შორის იყო გაჭიმული და ის ჩიხი ყოველთვის ჩაბნელებული იყო. -ჰე ლამაზო ასეთ დროს საით გაგიწევია.გოგონამ არაფერი უთხრა გვერდის ავლა უნდოდა, მაგრამ მოზარდი წინ დაუდგა პირისპირ გოგონას,გოგონა კი დაძაბული იდგა მის წინ.გოგონამ ჯერ ჩაიცინა და კარგად შეათვალიერა მის წინ მდგარი,შემდეგ კი უთხრა... -გაიხადე,შენი ტელეფონი და ფული რაც გაქვს.... -რატომ უნდა მოგცეთ, ვალი მაქვს თქვენი და ვერ გადავიხადე? ზაზა გაოცებული უყურებდა გოგონას შემდეგ ჩაეცინა და გააგრძელა თვალ-თვალი,მოზარდს კი სახე გაუქვავდა,მაგრამ შემდეგ უფრო გაბრაზებულმა თქვა. -გაიხადე,შენი ტელეფონი და ფული რაც გაქვს გადმოგვეცი... -მე კი ვამბობ არას....ჯინზე წავიდა გოგონა... -მაშინ შენს თავს დააბრალე რაც მოხდება... -რა მოხდება,მცემთ? -ესე იგი უარზე ხარ... -დიახ უარზე ვარ და საერთოდ ვინ ხართ... -ვინ ვართ ახლავეს გაჩვენებთ...თქვა ერთმა და გოგონასკენ საკოცნელად წაიწია,მაგრამ გოგონამ სწრაფი მოძრაობით მის წინ მყოფს ფეხი ჩაარტყა ის მოულოდნელობისგან მუხლზე დაეცა,მეორეს უკნიდან უნდოდა დაეჭირა გოგონა,მაგრამ გოგონა მასაც მიუბრუნდა და ფეხი წივში ჩაარტყა და წივში ჩაუტეხა რამაც მისმა საშინელმა ღრიალმა დააღვიძა ბინაში მაცხოვრებლები,გოგონა კი გაიქცა და ზაზას გაშლილმა ხელებმა დაიჭირა მის უკან მოიქცია თან უთხრა. -არ შეგეშინდეს მათთან არ ვარ,შემთხვევით დაგინახეთ. -რა გინდათ ჩემგან... -მე არაფერი,თუმცა მათ რაც უნდოდათ ვერ მიიღეს...მოზარდები ძირს ასვალტზე ეყარნენ ერთი ღრიალებდა მეორე კი კვნესოდა,ზაზამ შეხედა გოგონას და უთხრა. -მიიღეს რასაც ეძებდნენ ჩემი ჩარევა აღარ გახდა საჭირო,ახლა კი წავიდეთ მშვიდად.ზაზა წინ წავიდა და გოგონამ შეაჩერა. -მართლა არ ხარ მათთან? ზაზა მიუბრუნდა და უთხრა, -ვგავარ მათნაირ არაკაცს რომ გოგონას დავხვდე გზაში? -არა მაგრამ... -წამოდი,წამოდი ზაზა მქვია აქვე ვცხოვრობ.... -მარიბელი ჩემი სახელი...ზაზა წინ მიდიოდა,შემდეგ მარიბელს შეხედა და უთხრა. -გვიანი არის ასეთ დროს ტრანსპორტი ჭირს და არც იცი ვის გადაეყრები, ამიტომ დღეს ჩემთან დარჩი... -როგორ დავრწმუნე რომ მათთან ერთად არ ხარ... -წამოდი და დარწმუნდები...მარიბელმა საათს დახედა და მართლაც რომ ძალიან გვიანი იყო ის რისკზე წავიდა და მისთვის უცნობ მამაკაცს გაყვა,ზაზამ ბინაში მიიყვანა და უთხრა... -აქ არის ჩემი ბუდე და შეგიძლია მშვიდად მოისვენო.მარიბელი გაშეშებული იყო ერთ ადგილზე, როცა ზაზამ შებრუნდა და წავიდა კიბეები ჩაიარა და დანიელს დაურეკა რომელმაც ის ის იყო ბინაში შევიდა და ფრთხილად მოძრაობდა,რომ არ ეხმაურა,მაგრამ ანინამ შუქი აანთო და შეხედა. -მოხვედი,დაგაგვიანდა დანიელ... -ვიცი გვიან წამოვედი სოფლიდან, ჩემებთანაც ვიყავი მერე ზაზას შევხვდი და დროც გავიდა.პიჯაკი მოიხსნა და ანთებულ ტელეფონს შეხედა. -ზაზა მირეკავს,რა მოხდა ახლა დავშორდით ერთმანეთს.ტელეფონი გახსნა და უპასუხა გაკვირვებულმა. -მომისმინე ორი მოზარდი წევს ჩემს ბინასთან მგონი ფეხი აქვს მოტეხილი ერთს და მეორეს არ ვიცი რა ჭირს კლინიკაში მივიყვან... -რით წაიყვან მანქანა არ გყავს,სასწრაფო გამოიძახე და მეც მოვალ. -კარგი რა დანიელ... -უნდა წავიდე საყვარელო...დანიელი წავიდა და კლინიკაში მისულს ზაზა იქ დახვდა და გაოცებულმა შეხედა. -ვინ არიან ან რა დაემართან, შენ ცემე? -არა,რა ვცემე... -მანქანამ დაარტყა ორივეს? -არავინმა არ თქვას ძმაო ქალი სუსტი არსება არისო... -რა მოხდა,ვინ ქალი ან სად არის აქ ქალი... -ერთმა სუსტმა არსებამ ცემა დანიელ ეს ორი,დაიჯერებ? -ეს ორი ცემა ერთმა სუსტმა გოგონამ,ზაზა არ მჯერა. -ჩემი თვალით შევხედე და ის გოგონა ახლა ჩემს ბინაში არის. -უნდა ვნახო,ზაზა ერთს ფეხი წივში აქვს გადატეხილი მეორეს კი რა ჩაარტყა ასეთი ელენთა აქვს დაზიანებული და დავიჯერო ერთმა სუსტმა გოგონამ ცემა ისინი? -ის თავს იცავდა დანიელ და შედეგებზე არ უფიქრია. -სად მოხდა შემთხვევა... -ბნელ ჩიხი რომ არის ჩემს უბანში. -ჩაუსაფრდნენ? -ჩაუსაფრდნენ და ვინც არ უნდა ყოფილიყო კარგი განზრახვა არ ქონდათ,მაგრამ გოგონა ვინც სუსტი ეგონათ ორივე კლინიკაში გამოამგზავრა. -კარგია,წადი სახლში და დილით მოვალ მინდა გავიცნო ვინ არის. -ამათ რა ეშველებათ.... -ან ხვალ აქ მოდი იმ გოგოსთან ერთად და ვნახოთ მათი რეაქცია,მეც აქ გავიცნობ... -კარგი მოვიყვან აქ და უჩემოდ არ წახვიდე. -მაშინ ჩემი მანქანით წადი და დილით მომიყვანე...ზაზა წავიდა დანიელის მანქანით და ფრთხილად შევიდა სახლში,მაგრამ მარიბელი მას ელოდა დივანზე დამჯდარი ზაზამ გასაღები იქვე დადო შემოსასვლელში და გაკვირვებულმა შეხედა მარიბელს. -რატომ არ დაწექი,ნუ შეგეშინდება აქ არავინ შეგეხება. -მარტო დამტოვე ბინაში და რატომ მენდე,იქნებ.... -შენ რატომ მენდე რომ გამომყევი ბინაში უცხო მამაკაცს, გამომცადე თუ დაკვირვება მოახდინე და ვინ ხარ სპორტში დადიოდი თუ ახლაც ხარ,იცი სად ვიყავი აქამდე? -შენ სად იყავი საიდან უნდა ვიცოდე. -ვერ დავტოვებდი ორ მოზარდს ქუჩაში როცა ასე სტკიოდათ,კლინიკაში წავიყვანე და გეფიცები არავინ დაიჯერა რომ ისინი ერთმა სუსტმა გოგონამ ცემა. -მძიმედ არიან? -მრავლობითი მოტეხილობებით და მაქსიმუმ ვერ გაივლის ერთი ფეხზე ერთ თვეს. -პრობლემები შემექმნება? -ხვალ გავიგებთ,ერთად წავალთ და ვნახავთ მათ. -ვერასოდეს ვზომავ როცა გადამეკეტება,რამდენიმე წლის წინ სპორტით ვიყავი დაკავებული მწვრთნელის სერტიფიკატიც კი მქონდა თუმცა შემდეგ ასე დამხვდნენ გზაში სამნი იყვნენ ისევ მე დამადანაშაულეს რადგან ისინი ფულით იყვნენ ჩემზე ძლიერი ახლა კი.... -ახლა სად მუშაობ... -რადგან ჩემი საყვარელი საქმე დავტოვე ახლა ერთ კაფეში ვმუშაობ და დღეს გვიან ღამემდე გავჩერდი,მანქანა მეგობარს ვათხოვე და ამ ჩიხით გადავწყვიტე წამოსვლა,გზის შემოკლება. -გასაგებია,შედი საძინებელში და დაისვენე დილით კი ჩუმად არ წახვალ დანიელს უნდა რომ გნახოს. -დანიელს და ვინ არის დანიელი ან რატომ უნდა რომ მნახოს. -უნდა ნახოს ის ქალი ვინც ცემა ის ორი.თქვა ზაზამ სიცილით და სამზარეულოში გავიდა, წყლით სავსე ბოთლი გამოიღო მაცივრიდან და ცივი წყალი სულომუთქმელად დალია. -შეიძლება წყალი ავიღო? -უჰ ახლა დავცლე მაგრამ არის მეორეც, აავსე ორივე და ისევ შედგი.მარიბელს გაუკვირდა, მაგრამ ჩაეცინა ორივე ბოთლი წყლით აავსო და ისევ მაცივარში შედგა შემდეგ კი გაოცებულმა შეხედა ზაზას. -ჰაერზე იკვებები არაფერი მაცივარში არ გაქვს. -გშია,გინდა რამე შევუკვეთო? -არა, არა უბრალოდ.... -მაცივარი რომ გაავსო ქალი უნდა გყავდეს რომ სადილი მოამზადოს და დამახვედროს,მე როგორც მარტო ვცხოვრობ და მარტო მყოფი მამაკაცი გარეთ ვიკვებები. -გასაგებია,მარტოხელა მამაკაცი ხარ. -ასეა და თქვენ? -მეც მარტოხელა ვარ ტყუილით და ღალატით სავსე.... -ოოო,ეს ცუდია და ახლა? -ახლა არავინ რადგან ნდობა დაიკარგა. -განქორწინება? -განქორწინება გაკეთდა, თუმცა არ უნდოდა რადგან მიხვდა ძალიან ბევრს კარგავდა,მე კი გავუშვი ძალიან მშვიდად ყვირილის და სცენების მოწყობის გარეშე.ნელა ნელა დავანგრიე მისი ცხოვრება ჩემს ხარჯზე აწყობილი,თვალებს არ უჯერებდა როცა განქორწინების ქაღალდი შეტყობინებით გავუგზავნე მან კი სამსახურში მომივარდა უმადურს მეძახდა რომ არ ვაფასებდი და ვერ ვხედავდი მის შრომას,მის თავგანწირვას და მის სიყვარულს რომელსაც არ ვიმსახურებდი მე კი მშვიდად ვიდექი და უსმენდი შემდეგ კი უთხარი. -შვება არის შენგან შორს ყოფნა,ღალატმა გაანადგურა შენი შრომაც,შენი თავგანწირვაც და სიყვარულიც რომელმაც მონიკასთან გადაანაცვლე ახლა ამ წუთში კი ძალიან იმცირებ თავს და ახალი ცხოვრების დასაწყისსაც ანადგურებ.მივაფურთხე და დავტოვე,მას შემდეგ არ მინახია შემდეგ გავიგე რომ უკვე უფულო და უპერსპექტივო მონიკამაც მიატოვა შეეცადა ჩემთან შერიგებას,მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა მე ხომ ყველა კარზე გამოვცვალე საკეტი ისე როგორც გულზეც. -კარგია,მომწონს შენი მშვიდი სახე და ასევე თავშეკავებულობა.... -ზაზა მე უხილავი ბაკნომატი ვიყავი,მაგრამ ბოლოს აპარატი გაფუჭდა,თუმცა უნდა ვაღიარო რომ მე ის მიყვარდა,მართლა მიყვარდა,მაგრამ ქალს უნდა აგრძნობინო შენი სიყვარული.მას სიყვარული ჭირდება,ქალი თუნდაც მამაკაცი როცა არჩევანს გააკეთებს იმ არჩევანმა უნდა გაუმართლოს ორივეს და ორივემ ერთმანეთი უნდა გააბედნიეროს,ქალს არ უნდა ატკინო უმიზეზოდ თორე მტერს გაავებული და გაცოფებული ქალი. -გაავებული და გაცოფებული პირველად ანინა ვნახე დანიელის სასამართლოზე და მერე გუშინ ღამით მეორედ შენ გნახე, მაგრამ მშვიდიც გნახე დღეს დილით ახლა კი სიყვარულით მთვრალი მინდა გნახო.თქვა ზაზამ და თვალი ჩაუკრა,მარიბელი გაჩუმდა ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა უეცრად მიუბრუნდა ზაზას და უთხრა. -ჩქარობ,მაგრამ პირდაპირი ხარ....საძინებელში შევიდა,ზაზაც მისაღებში დაწვა დივანზე ბინაში სიჩუმე დადგა რომელსაც მხოლოდ მაცივრს ზუზუნი და მათი ღრმა სუნთქვა არღვევდა. ზაზას არ დაეძინა,ხედავდა როგორ გაიფანტა ნელა ნელა სიბნელე და წვიმიანმა დილამ შემოანათა ფანჯრებში ის კი კიდევ მარიბელზე ფიქრობდა. -ნაგავივით მოგექცა,მაგრამ შევეცდები დედოფალივით გაცხოვრო.წარსული გასახსენებელი აღარ არის და უნდა დავხუროთ წარსულის კარი ის აღარ არსებობს.ზაზა ადგა ყავა დააყენა და მარიბელიც გამოვიდა საათზე იხედებოდა და უნდოდა ფრთხილად ემოქმედა,მაგრამ სამზარეულოდან დაუძახა. -აქ ვარ ყავა მზად არის,მაგრამ არ ვიცი როგორს მიირთმევთ სტუმარო. მარიბელს გაეცინა და სამზარეულოში შევიდა ზაზას შეხედა თან ყავა თავად დაისხა იმ ფინჯანში რომელიც ზაზას ჰქონდა ამოჩემებული,ზაზამ წარბი ასწია და უთხრა. -ეს ჩემი ფინჯანია.... -გეფიცები არ წავიღებ ყავას მივირთმევ და ფინჯანსაც აქვე დაგიტოვებ.ზაზა ახლოს მივიდა მარიბელთან თვალებში ჩახედა და უთხრა. -გაჩუქებ თუ უცებ მიიღებ გადაწყვეტილებას და მეტყვი ყოველ დილით ამ ფინჯანით მიირთმევ ჩემთან ერთად ყავას.მარიბელი არ ელოდა ზაზასგან ამ წინადადებას და თვალებ გაფართოებული უყურებდა,შემდეგ კი ენის ბორძიკით უთხრა. -რას,რას,რას მთავაზობ შენთან ერთად ვიცხოვრო? -რატომაც არა შენც მარტო ხარ და მეც...წარბები აუთამაშა ზაზამ და ნაზად აკოცა რასაც არ ელოდა მარიბელი და ამ კოცნამ კიდევ უფრო დააბნია არია და გამოთიშა მისი გონება.ზაზა სტვენით გავიდა სამზარეულოდან საძინებელში შევიდა გამოიცვალა და მარიბელი ისევ იმ ადგილზე დახვდა ყავის ფინჯნით ხელში,გაეცინა და უთხრა. -აქ ხარ თუ ჯერ კიდევ მოგზაურობ არ მინდა ხელი შეგიშალო, მაგრამ უნდა წავიდეთ. მარიბელმა შეუბღვირა ფინჯანი იქვე დადგა ყავა გაციებულიყო და სამზარეულოდან გავიდა,პიჯაკი ჩაიცვა და ჩაიბუტბუტა. -წავედით....ორივე ერთად გავიდა ბინიდან ქვემოთ კი უკვე დახვდათ ადრე ამდგარი ბინის ჭორიკნები,ზაზამ ყველას ღიმილით მიესალმა და მათმაც მარიბელს თვალი გააყოლეს. -ზაზა შვილო გვიან ღამით მიშველეს რომ ყვიროდა ვიღაც შენ გეცოდინება ვინ იყო,მერე ჩხუბიც იყო. -ვიცი მეც გავიგე იმ დროს ვბრუნდებოდი სამსახურიდან და მარიბელს დახვდნენ ვითომ მაგარი ბიჭები,მაგრამ მისაღები მიიღეს. -მარიბელი ვინ არის შვილო.... -გაიცანით ჩემი საცოლე სულ მალე დავქორწინდებით....მარიბელს უნდოდა ზაზა დაეხრჩო იმ წუთში,ზაზაც მიხვდა მისი სიბრაზის მიზეზს და მას არ უყურებდა გულში კი ზეიმობდა რომ ეს გოგო ჭკუაზე გადაყავდა უკვე.ყველას გაუხარდა ზაზასგან ახალი ამბის გაგონება და დალოცეს ობოლი ბიჭი,ზაზამ კი მკლავში ხელი მოკიდა მარიბელს და მანქანასთან მიიყვანა წინა კარი გააღო და მის გვერდით დასვა თავადაც ღიღინით შემოუარა მანქანას ხელის აწევით დაემშვიდობა მეზობლებს და ჩაჯდა თუ არა მარიბელი მიუბრუნდა. -ვინ ხარ საერთოდ ნორმალური ხარ თუ ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე,რა საცოლე,რა დაქორწინება,მე არ მეკითხები? -დღეს შეგეკითხები აუცილებლად ახლა ბეჭედი არ მაქვს, თან მოვიფიქრებ სად ან როგორ გთხოვო ხელი.ზაზას ტელეფონზე ვახოს ნომერი დაფიქსირდა და ღიმილით უპასუხა. -გისმენ ვახტო. -რა გჭირს... -რა მჭირს,მოგესალმე. -მხიარულ ნოტაზე ხარ გაღვიძებული დღეს თუ გიხარია ცოცხალი რომ ხარ... -ვქორწინდები... -ღადაობ... -სულაც არაა საღადაო დაქორწინება რომ იცოდე... -შენ და დაქორწინება, მომკალი და არ მჯერა. -რატომ? -აქამდე რას ამბობდი არ დავქორწინდები თავის ტკივილები დამეწყებაო... -რასაც ვფიქრობდი გადავიფიქრე... -სად ხარ საქმე მაქვს... -დანიელთან მივდივარ კლინიკაში... -რატომ, უნდა გაესინჯო მხიარულ ნოტაზე რატომ ხარ? -მე არა გუშინ ორი დაზარალებული მივიყვანე და მათი ამბავი უნდა ვიკითხო. -კარგი,ვერაფერი ვერ გავიგე ამიტომ მეც იქ მოვალ და გნახავ.ტელეფონი გათიშა და მარიბელს გადახედა მომზადებული იყო თუ რამეს ეტყოდა პასუხიც მზად ქონდა,მაგრამ ამჯერად სიჩუმეც კი სხვანაირი იყო აღარც ზაზამ თქვა არაფერი და გზას გახედა, კლინიკაში მისულმა დანიელის მანქანა ყველამ იცნო დაცვის ბიჭებმა და ეგონათ დანიელი მოვიდაო ერთ ერთმა დაცვის ბიჭმა მიუახლოვდა და უთხრა. -ექიმო პარკინგში შევიყვანო თუ მალე გადიხართ და იყოს ახლოს.ზაზამ მინა ჩამოწია და ღიმილით უთხრა. -როგორ სხვანაირი გავხდი ერთ ღამეში,არა? -ექიმი მეგონა მოვიდა.... -ექიმი აქ არის,დაურეკე და კითხე სად დააყენებ მანქანას....შმაგიმ დაიელს დაურეკა და ღიმილით გათიშა ტელეფონი. -რაო უფროსმა....გადამალე თუ გადააგდე და საერთოდ მომაშორეო... -იყოს გარეთ მალე გავდივარო... -კარგი მაშინ და მიხედე გასაღები აქ არის. ზაზამ მარიბელს შეხედა და უთხრა. -არ გადავიდეთ თუ დაველოდოთ და აქ მოგვაკითხავს დამტვრეული პაციენტები. -დაურეკე და იკითხე როგორ არიან... -რომ რამე ყოფილიყო დამირეკავდა,ასე რომ უნდა გადავიდეთ.ორივე ერთდროულად გადავიდა მანქანიდან,დანიელმა ფანჯრიდან შეხედა ზაზას და გოცებისგან წარბიც კი აწია შემდეგ ბიჭებთან შევიდა და ორივე გვერდიგვერდ საწოლზე იწვა. -როგორ ხართ ბიჭებო და მინდა მითხრათ თუ გახსოვთ აქ როგორ მოხვდით.ერთმანეთს გადახედეს და დანიელი ორივეს გაბრაზებული უყურებდა. -ჯიბეში დანა გქონდა ის გოგონა რომ მოგეკლა მერე რას იტყოდი,არ მახსოვს რა მოხდაო? -მართლა არ მახსოვს რა მოხდა... -რატომ არ გახსოვს მოწეულში ხომ არ იყავი,გოგონამ საჩივარი შეიტანა მალე მოვა თავის ადვოკატთან ერთად და მე ვალდებული ვარ მშობლებს გავაგებინო.დანიელის ტელეფონზე ზაზას ზარი დაფიქსირდა და დანიელმა უპასუხა. -გისმენთ.... -რა ოფიციალური მიმართვაა,დანიელ კარგად ხარ? -კი,კი ახლავეს გამოვალ...ტელეფონი გათიშა და ბიჭებს შეხედა... -მოვიდა და თუ გინდათ ციხეში არ მოხვდეთ ამ ასაკში ბოდიში მოუხადეთ და პატიება სთხოვეთ გაპატიოს, თქვენი ამ მონანიებით შესაძლებელია კიდევ ერთი შანსი მოგცეთ. -ექიმო გთხოვთ დაგვეხმარეთ ეს აღარ განმეორდება... -ვნახოთ რას გავაკეთებ,თუმცა არ ხართ დახმარების ღირსი.დანიელი გავიდა ოთახიდან და ღიმილით მიუახლოვდა ზაზას. -ჯერ არ გელოდი ბ-ნო ზაზა.... -ვახომ დამირეკა კლინიკაში მოვალ უნდა გნახოო,იცი რა უნდა? -არაფერი არ ვიცი,ეს ბოლო დრო საერთოდ ვერ ვხედავ. -კარგი გავიგებთ რა უნდა,გაიცანი მარიბელი სასტიკი და დაუნდობელი მწვრთნელი... -მართლა შენ ცემე ის ორი თუ ესეც მოგეხმარა. -ეს იმ დროს არც დამინახია დამიბნელდა თვალებში და ვერც ვაზროვნებდი რას ვაკეთებდი. -მე შორს ვიდექი თორემ გამორიცხული არ არის მათათან ერთად ვეგონებოდი და მეც მიმაყოლებდა იმ ორს.სამივე იცინოდა,დანიელმა უთხრა ბიჭების შიშის მიზეზი და ზაზამ მაგიდიდან ერთი საქაღალდე აიღო და მათთან ერთად შევიდა ოთახში, ზაზამ ორივეს გადახედა და შემდეგ ჩაახველა. -საჩივარი შემოვიდა ბიჭებო თქვენზე და მომჩივანიც თან მახლავს,რას იტყვით? -დამნაშავეები ვართ პატიებას გთხოვთ.... -კლინიკის გადასახადს ვინ გადაიხდის თქვენ თუ გოგონა ვისი ცემაც გინდოდათ და კიდევ აღარ დავაბოლოვებ... -დამნაშავეები ვართ და გადასახადსაც ჩვენ გადავიხდით... -როგორ გადაიხდით თუ არ გინდათ მშობლებმა გაიგოს და აქ დიდი თანხაა ბიჭებო,ამიტომ ვერ დავმალავთ მშობლებს უნდა დავურეკოთ და მოვიდნენ... -ჩემი ტელეფონი სად არის მე დაურეკავ მამას... -ჩემი ტელეფონით უკეთესია დავრეკო ნომერი მითხარით.უთხრა დანიელმა და ტელეფონი მიაწოდა ერთს მან კი მეორეს შეხედა და უთხრა. -თომა შენ დარეკე შენები მოვიდნენ... -კარგი მამას ნომერს დაგიწერთ...დანიელმა ტელეფონი მისცა და თომამ ნომერი დაწერა თუ არა დანიელმა ზარი გაუშვა,მეორე ზარზე უპასუხა მამაკაცის ბოხმა ხმამ. -გისმენთ.... -უკაცრავ თქვენი შვილის თომას თანხმობით გაწუხებთ... -თომა, სად არის თომა და თქვენ ვინ ხართ... -მე ექიმი ტრავმატოლოგი ვარ თქვენი შვილი კლინიკაში მოხვდა გუშინ ღამით,უნდა მოხვიდეთ... -როგორ არის რა დაემართა,ექიმო ცო.... -ნუ ნერვიულობთ ცოცხლები არიან,მაგრამ თქვენი მოსვლა აუცილებელია. -მოვდივარ... -ექიმი დანიელ ქართველიშვილი იკითხეთ ან ამ ნომერზე დამირეკეთ.დანიელმა ტელეფონი გათიშა და თომას შეხედა. -გაიგონე როგორი შეშინებულია მამა,რას აკეთებთ ან ვის რას უმტკიცებთ შვილო.თითქმის თქვენი ასაკის შვილი მყავს და ჯერ არასოდეს მიფიქრია რაიმე პრობლემის წინ დავდგები ოდესმე,თუმცა როგორც თქვენ გხედავთ გამორიცხული არც არაფერია,ისეთ მდგომარეობაში როგორშიც თქვენ გუშინ იყავით მკვლელები შეიძლება გახდეთ რადგან იმ დროს თქვენ თქვენს თავს არ ეკუთნით. -უკეთესი ხომ არის რაიმე სპორტით დაკავდეთ,მშობლები არ გეცოდებათ ისინი ხომ თქვენით ავსებენ თავიანთ სამყაროს და თქვენით უხარია მომავალი.დანიელს ტელეფონმა დაურეკა და ისევ იეშმაკა,ზაზას შეხედა და უთხრა. -ბ-ნი ვახო მოვიდა ამ საქმესთან დაკავშირებით,უნდა წავიდე ჯერ ავუხსნა რა მოხდა და შემდეგ თავად გაესაუბრება ბიჭებს. ზაზამ როლი კარგად მოირგო და დანიელთან ერთად გავიდა ოთახიდან თავის საქაღალდესთან ერთად,ვახო დანიელის კაბინეტთან მივიდა მაგრამ შეხედა ზაზას და დანიელს მისკენ სიცილით მიდიოდნენ და ისიც გადაეხვია მეგობრებს, ვახომ ზაზას შეხედა და უთხრა. -ეს რა საქაღალდე გაქვს ხელში,ექიმობა დაიწყე?ზაზას გაეცინა მოკლედ აუხსნა რაც ხდებოდა ვახოს ვახომ ვერაფერი ვერ გაიგო მაგრამ მაინც დაეთანხმა დანიელს და ბოლოს სამივე ერთად შევიდა ბიჭებთან,ვახო ყველას მიესალმა და შემდეგ თქვა. -გამოსასწორებელში გადაიყვანეთ....ბიჭებმა ერთმანეთს შეშინებულებმა შეხედეს და ზაზამ სიმკაცრე გამოიჩინა... -რამ შეგაშინათ ფერი დაგეკარგათ და გუშინ არ იყავით ასეთი შეშინებულები. -გუშინ დაბოლილები იყვნენ... -ცუდი ახალგაზრდობა მოდის ექიმო ყოველ დღე ასეთების ყურებით დაქორწინებასაც არ ვფიქრობ, ამიტომ ბ-ნო ზაზა 4-4 წლით გამოსასწორებელში გაუშვით და გონზე მოვლიან, სხვა გვარად ესენი არ გამოსწორდებიან. -მშობლებს ველოდებით და თუ პირობას მოგვცემენ რომ აღარ ჩაიდენენ ასეთ სისულელეს და ჯერ ბავშვები არიან სწავლას მიყვებიან ქ-ნი მარიბელი თანახმა არის მეორე შანსი მისცეს ორივეს. -გავიდეთ ოთახიდან და გარეთ დაველოდოთ მშობლებს.თქვა დანიელმა და ოთხივე გავიდა ოთახიდან,დანიელმა თავის კაბინეტში შეიყვანა ყველა და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაიცინა გულიანად. -აუ რა სახე მიიღეს შენს შემოსვლაზე.... -გეფიცებით ვერც გავიგე წესიერად რა მოხდა,რაც ვთქვი ჰაერზე ვთქვი და ახლა მითხარი ვინ არიან ეს ბავშვები.ზაზამ მოუყვა ვახოს რაც მოხდა და ვახომაც მარიბელს მიუბრუნდა. -დაო ჩემს გვერდით იყავი სულ შარში ვარ და დამეხმარები. -ახლა რა შარში გაეხვიე... -საღამოს არაფერი არ დაგეგმოთ სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. -მარტო ჩვენ თუ გოგოებიც... -ლაზარეს დაურეკავ თუ დავურეკო და რა თქმა უნდა გოგოებიც და დაიკო კეთილი იყოს შენი ფეხი ველურთა სამყაროში. -მართლა ველურო ნუ შეაშინე თორემ უკან არც მოიხედავს ისე გაიქცევა.მარიბელს გაეცინა და ზაზას შეხედა მათ გასაოცრად კი თქვა. -არსად წასვლას არ ვაპირებ,ველურების ხროვა კი ერთი ველურიც მივემატები არაფერიც არ დაშავდება.ზაზა დაიბნა და მარიბელს შეხედა. -სერიოზულად ამბობ? -სერიოზულად,თუმცა ვიცი რომ ვჩქარობ. -კარგია,ახლა რას ვაკეთებთ? -როგორც ადვოკატები დაველოდოთ მათ მშობლებს შემდეგ გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ, ომარის ვეტყვი ისიც შემოგვიერთდება ჯილდასთან ერთად. -მართლა, ვაკო როგორ არის დანიელ შენ ეკონტაქტები მას ხშირად. -ვაკო დაქორწინდა კარგ გოგოზე და შვილსაც ზრდიან ერთად.... -მოდი ბიჭებო ლაზოს უთხრათ და დავადგეთ თავზე ისე რომ არ იცოდეს. -კარგი აზრია მაინც მიწევს წასვლა რამოდენიმე დღით და ერთად წავიდეთ,ვახო გუშინ ვიყავი სოფელში... -სოფელში და რატომ ასეთი მოწყენილი, რამე მოხდა დანიელ... -მანანა დეიდა ვნახე გული დამეწვა და ძალიან განვიცადე რომ შევხედე,გეფიცებით სულ სხვა მანანა დეიდა ვნახე ბიჭებო... -უკაცრავად ექიმი დანიელი მინდა ვნახო...გაიგონა დანიელმა და ფეხზე წამოდგა,ზაზას შეხედა ზაზამ კი თქვა. -მგონი მოვიდა ვიღაც შენ გკითხულობს.კარზე კაკუნი იყო და დანიელს ხმაც გაიგონა სტუმარმა... -მობრძანდით... -ექიმო....ახალგაზრდა მამაკაცი კარებში იდგა და დანიელს უყურებდა,დანიელი ფეხზე ადგა და მოსულს შეხედა თვალები ჩაწითლებული ჰქონდა ნერვიულობისგან და უძილობისგან. -გელა,გელა შენ ხარ....მამაკაცმა შეხედა დანიელს და თავში შემოირტყა ხელი და თქვა. -დანიელ ქართველიშვილი რატომ ვერ მოვიფიქრე რომ შენ იქნებოდი,დანიელ მეგობარო არ დამიმალო მითხარი რა მოხდა.დანიელმა იქ მყოფთ გადახედა და გელას აუხსნა რახ ხდებოდა, გელამ მიუბრუნდა მარიბელს და სიცილით უთხრა. -შენ ცემე,დაგირჩეს ეს მარჯვენი მაგრამ ცოტა მოზომილად გააკეთე დაო.იცინოდნენ,შემდეგ კი ბიჭებს მიუბრუნდა. -თქვენ კი საქმეს აწარმოებთ? -ვახოსი შეეშინდათ შენ ახლა ვახოსთან ერთად შედი მათთან და თავად დარწმუნდები როგორი შეშინებულები არიან.გელა დაფიქრდა და დანიელს შეხედა,შემდეგ სხვებს და თქვა. -მთელი ღამე ველოდით,ვერ დავწექი არ დამეძინა არც ტელეფონზე მპასუხობდა არ ვიცოდი სად წავსულიყავი და სად მეძებნა რომ არა ეს ზარი დილით უკვე პოლიციაში ვაპირებდი წასვლას,გიყურებთ ახლა და იცით რას ვფიქრობ ,,სიკვდილზე გადარჩენა არ არის ყველაზე დიდი სასწაული,ბიჭებო სასწაული დროულად გაღვიძებაა და ის რომ ვინ დგას გაჭირვების დროს შენს მხარეს''. მადლობა თქვენ ყველას....დანიელმა მხარზე ხელი დაადო გელას და უთხრა. -ჩვენ ასეთები ვართ და არც შევიცვლებით,წადით ახლა და ბავშვები ნახეთ.გელა ვახოსთან ერთად შევიდა ბიჭებთან მათ შეხედეს ვახოს და შემდეგ გელას,გელა კი თომას უყურებდა გაბრაზებული და უთხრა. -ფეხი არა შვილო თავი უნდა გაეტეხა შენთვის რომ გონება გაგხსნოდა,რას ფიქრობ ან როგორ გაუმკლავდები ამ ყველაფერს. -მამა გთხოვ გადამარჩინე ნუ გამწირავ 4 წლით და იმ ადგილზე ნუ გამიშვებ. -რატომ თავიდან არ იფიქრე რა მოყვებოდა შენს ბინძურ ჩანაფიქრს,რას ფიქრობდით ან ვის დაემსგავსეთ ასე გაგზარდეთ ან ერთი ან მეორე და ეს ჩაგინერგეთ? -არა მამა შეცდომა დავუშვით,შენ უშეცდომოდ გაიზარდე? -ძია გელა ჩვენი ასაკის ბავშვი ხომ იყავი,ვაღიარებ რომ შეცდომა დავუშვით და გთხოვ დაგვეხმარეთ.სიჩუმე იდგა ოთახში რამდენიმე წუთი და გელამ ბოლოს დანანებით თქვა. -ჩემი შეცდომაა რაც გუშინ მოხდა და მე გამოვასწორებ,ბ-ნო ადვოკატო გააკეთეთ რაც გასაკეთებელია და რაც სამართლიანია არ ვაპირებ დახმარება გავუწიო ამ ორ უზრდელს და ხვალ იგივე შეცდომა დაუშვას იგივე გაიმეოროს. -არა,არა სიტყვას გაძლევთ ასეთი რამ აღარ განმეორდება.... -კიდევ რა პრობლემებში ხართ ახლავეს თქვით... -არაფერი პრობლემა არ გვაქვს,იმ ღამით წვეულებაზე ვიყავით იქ მოვწიეთ ეს პირველი შემთხვევა იყო... -სწორედ იმ ერთხელ შეიძლებოდა დაგეშვათ გამოუსწორებელი შეცდომა... -მომისმინეთ ბიჭებო,ზოგჯერ ერთი ცუდი გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაანადგუროს,ახლა კი საბოლოოდ თქვით რა გადაწყვეტილებას მიიღებთ გაგიშვათ გამოსასწორებელში თუ დაივიწყებთ ყველაფერს ყველა ცუდ საქმეს და ჩამოშორდებით ცუდ საძმოს იმ საძმოს რომ გგოგონიათ თქვენი ძმები არიან,ასევე ცუდ მეგობრებს რომლებიც მხოლოდ ცუდზე მიგითითებენ. -კიდევ ვიმეორებ,შეცდომა დავუშვით და კიდევ პირობას ვდებთ მეორედ ასეთი რამ აღარ განმეორდება. -პირობას დებ თუმცა ასე ვერ მივიღებთ შენს დადებულ პირობას,უნდა დაწერო და წერილობით გვექნება ხელს მოაწერთ თუ კიდევ შეეცდებით ასეთი სისულელე ჩაიდინოთ იმ ღამის ვიდეო არსებობს და მე გაძლევთ პირობას თქვენს როგორც მოძალადეებს ყველა მოგერიდოთ ამას მე პირადად გავავრცელებ და თქვენ დაინახავთ საზოგადოების მხრიდან როგორი ზიზღი წამოვა თქვენს მიმართ. -ასეთი რთულია ერთი შეცდომა მაპატიოთ რომელიც გაუთვითცნობიერებლად ჩავიდინეთ,ეს პირველი და უკანასკნელი შეცდომაა მამა რომელიც აღარ განმეორდება. -ბ-ნი ზაზა უნდა მოვიდეს და დაველოდოთ ის რას გვეტყვის. ვახომ გელას შეხედა და თან ზაზას ნომერი აკრიბა. -გისმენთ ადვოკატო როგორ არის საქმე. -უნდა მოხვიდეთ თქვენი საქაღალდით რომ ბიჭები პატიებას ითხოვს,ამბობენ რომ ეს აღარ განმეორდება და მეც მივიღე გადაწყვეტილება ეს ერთი შეცდომა ვაპატიოთ ნუ დაუნგრევთ 15 წლის ბავშვებს ცხოვრებას. -კარგი მოვდივარ.... -საქაღალდე... -კარგი ნუ შეიჭერი როლებში...უთხრა ჩუმად და ტელეფონი გათიშა,შემდეგ გელას შეხედა და ორივეს უთხრა. -ამიერიდან ზაზა მიხედავს ბიჭებს,დამიჯერეთ მიანდეთ მას ამ ბიჭების აღზრდა და არ ინანებთ. -დავილაპარაკებთ და იმედია რამე შეთანხმებამდე მივალთ.ვახომ ბიჭებს შეხედა და ორივეს უთხრა. -მივდივარ და აქ გტოვებთ,მაგრამ თქვენს პირობას არ ვივიწყებ.ვახო წავიდა,ბიჭებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა და ზაზამაც დაემშვიდობა მათ.ზაზაც მოვიდა და რამდენიმე წუთი იყო მათთან,შემდეგ გელას შეხედა თვალი ჩაუკრა და უთხრა. -მეც უნდა წავიდე ვფიქრობ ჩემი საქმე დასრულდა.გელამ გააცილა ზაზა და ზაზამ სიცილით უთხრა. -ვფიქრობ რაღაც გავაკეთეთ და დაგეხმარეთ. -მადლობა,მადლობა ბიჭებო ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ.ზაზა და ვახო დაემშვიდობა დანიელს და წავიდნენ დათქმულ დროზე უნდა იყვნენ დანიშნულ ადგილზე,მარიბელმა ზაზას შეხედა და უთხრა. -მეც წავალ, მიმიყვანე გთხოვ ბინასთან. -სულ ეს იყო და აქ დასრულდა? მარიბელს გაეცინა და უთხრა. -ასე ვერ წამოვალ საღამოს, უნდა მოვემზადო. -ააა,გასაგებია და რომელ საათზე მოგაკითხოთ...იცინოდა ზაზა და მარიბელს უყურებდა. -იქ მისვლამდე ერთი საათით ადრე,მზად დაგხვდები ეს ჩემი ნომერია მარიბელი წავიდა, ზაზამ ღიმილით გააყოლა თვალი და ღიმილ მოუშორებლად დატოვა ის ადგილი ზაზამ რომ მიაკითხა 7 საათი იყო მარიბელიც რამდენიმე წუთში გამოჩნდა თმები შეკრული ჰქონდა, კლასიკურ შარვალში და თეთრი თხელი ზედა მის სხეულს რომ ლანდავდა ზაზამ თვალი ვერ მოწყვიტა და თქვა. -ბიჭებს მადლობა უნდა უთხრა შენი პოვნისთვის... -ნუ აჭარბებ,წავედით... ზაზა ბედნიერი უყურებდა მარიბელს და რესტორანში მისულმა მარიბელს ხელი მაგრად ჩაკიდა,შესვლისას კი უამრავი გაოცებული თვალი მათ უყურებდა, მათ შორის მეგობრებიც.ერთ ერთი მაგიდიდან ძალიან გაპრანჭულმა ქალბატონმა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -საღამო მშვიდობის ელდარ... -საღამო მშვისობის, ესმა მოხდა რამე? -მოხდა,შენი ყოფილი... -მარიბელს რა დაემართა... -ნუ შფოთავ და ნუ იჭრები ჭკუაზე როცა ვინმე მარიბელს ახსენებს...ძალიან კარგად არის, რესტორანშია ვიღაც ახალგაზრდა და სიმპატიურ მამაკაცთან ერთად. -რომანტიკული ვახშამი? -არა მე უფრო დავარქმევდი მეგობრულ ვახშამს. -მოვდივარ... -არც გაბედო აქ მოსვლა,ცნობილი ექიმი არის მათ მაგიდასთან და არეულობას ვერ მოაწყობ. -ის ჯერ კიდევ ჩემი ცოლია,ცოლი ესმა. -ცოლი რომელიც შენ არასოდეს გყვარებია მას იყენებდი ელდარ და მისი ფულით იყავი ძლიერი,იცი რას გეტყვი დედის კალთას ამოფარებულს კარგადაც დაგემართა ვერ დააფასე მარიბელი ვერც მისი სიყვარული როგორ ძალიან უყვარდი და ვხედავ ის ახლა ნამდვილად ბედნიერია.ტელეფონი გათიშა და ელდარიმ მთელი ხმით იღრიალა. -დედაააააა......... -რა მოხდა შვილო.შეშინებული უყურებდა ლიდა შვილს და მის გამოხედვაზე რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -რა მოხდა,მეკითხები რა მოხდა როცა შენი და შენი შვილის გაუმაძღარი მუცელი ვერა და ვერ ამოვავსე მარიბელის ფულებით.რა მოხდაო მეკითხები,მოხდა დედა მოხდა,ცხოვრება დამინგრიეთ გამანადგურეთ და ცხოვრობ შენს შვილთან ერთად ჩემს ბინაში რომელიც ჩემს კისერზე ზის ქმარშვილთან ერთად. -აქ ყოფნას მამადლი ძმაო. -მე არ დამიმადლებია შენ დამამადლე ჩემი ბედნერება,იმდენად ვერ იტანდი მარიბელს წავიდა და ამოისუნთქე,ბედნიერი ხარ ახლა? -წავალთ ამ სახლიდან ასე თუ გაწუხებს ჩვენი აქ ყოფნა. -არა,არსად არ წახვალ რადგან დედაშენის პენსიის გარეშე შენ ვერ იცხოვრებ,პენსიის დღეს მაინც აქ მოხვალ და აქ ჩასახლდები ამიტომ უკეთესია მე წავიდე და თქვენ იხადეთ ყველა ის გადასახადები რასაც აქამდე ვიხდიდი..გაბრზებული შევიდა თავის საძინებელში და თავისი ნივთები ერთ ზურგ ჩანთაში ჩააწყო დედის ტირილისთვის ყურადღება არც მიუქცევია გვერდი აუარა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. -იმ გოგომ დაგღუპა და ისევ მას მისტირი.ლიდამ შეხედა მის ქალიშვილს და სახეში მისი მოქნეული ხელიც მოხვდა. -დედაააა.გაოცებული უყურებდა დედას,მაგრამ ლიდამ შეხედა და უთხრა. -შენ,შენ დაუნგრიე ოჯახი შენს ძმას და ახლა მაინც გაჩუმდი. -დედა შენც...ლიდა იდგა კართან და უყურებდა ღამეში წასულ შვილს და მეორე მის წინ იდგა თვალებში ცრემლით,მაგრამ ის უფრო ელდარის დანგრეულ ცხოვრებას ტიროდა და ნანობდა რომ ის ყოველთვის ქალიშვილის გვერდით იდგა ელდარი კი ყოველთვის მეორე ადგილზე იყო და ტირილით თქვა. -მე,მე,მე,მხოლოდ მეს გაიძახი ერთხელ მაინც თუ თქვი ჩემს ძმას ეს უნდა და არ აქვსო, დიახ ის ბედნიერი იყო იმ გოგოსთან რომელიც შენ არ მოგწონდა მეც ამირიე ტვინი მარიბელი შემაძულე,ჰო შემაძულე და შენმა ამპიციურობამ მიმიყვანა იმ ზომამდე რომ ჩემი ხელით გაუღე კარი წასასვლელად იმ ღამით,მაგრამ შევცდი ის არა შენ უნდა გამეშვი სახლიდან მირანდა.მათი ერთმანეთის დადანაშაულებაში მეგობრების შეკრება მხიარულად გრძელდებოდა,ნუკიმ თვალი ჩაუკრა ქეთას და ანინას და მარიბელს მიუბრუნდა. -მარიბელ შენზე მოგვიყევი... -რა გაინტერესებთ ჩემზე მითხარით და დასამალი არაფერი მაქვს. -საიდან მოხვედი და როგორ გაჩნდი ჩვენთნ ჩვენს სამეგობროში,ეს ბულკივით ბიჭი აცრილი რომ იყო დაქორწინებაზე ასე როგორ შემოტრიალდა 180-ით. -მე არ მიძებნია მან მიპოვა,ჩვენი შეხვედრა კი ღამით მოხდა. -მთვრალი იყავი და დილით აღმოაჩინე თავი მის საწოლში? -არა ძვირფასო.... -ოხ,ზაზა მარიბელი სასამართლო პროცეზე გაიყვანეს ის დაკითხვაზეა.ზაზამ შეხედა მარიბელს მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მიხვდა ზაზა რომ მარიბელს დახმარება ჭირდებოდა,ჭიქა მაგიდაზე დადგა და მარიბელს გვერდით დადგა შემდეგ გოგოებს გადახედა და ნუკის უთხრა. -გისმენ მოსამართლე ნუკი რა გაინტერესებს. ნუკი გაჩუმდა,შემდეგ კი ღიმილი მოერია სახეზე და ზაზას უთხრა. -რატომ მოდი.... -რატომ მოვედი,იმიტომ მოვედი რომ კედელზე მიაყუდეთ და შეავიწროვეთ... -მე არა ზაზუნა მე,ანინა და მარიბელი სამეგობროს რძლები ვართ ნუკი მულია და მულები ხომ იცი როგორები არიან... -თქვენ ორივე აყევით თქვენს მულს და ამიტომ სამივეს წაგძვრებათ თავები მე ხელს არ გავანძრევ თავად მარიბელი მოგივლით, იცოდეთ ტყვიას ათიდან ათში აჯენს ამიტომ უფრთხილდით.თითით აჩვენა მარიბელზე და მარიბელიც მიხვდა რომ ეს გოგოების ხუმრობა იყო,მაგრამ შემდეგ შეხედა ზაზას და უთხრა. -უშენოდაც გავართმევდი თავს.... -მე ბოდიში რომ დაგეხმარე,აქ გყავთ და რაც გინდათ ის უქენით ამას ვერ ვიტყოდი თუმცა ღირსი ხარ ახლა ამათთან მარტო დაგტოვო და ბოლომდე გამოგწურონ.უკვე ყველა იცინოდა, მიხვდა ამ ერთიანად შეკრული სამეგობროს ვერავინ დაშლიდა ნუკის შეხედა და შემდეგ ყველაფერი მოყვა რაც იმ ღამით მოხდა, ნუკიც და გოგოებიც გაოცებულები უყურებდნენ, შემდეგ დანიელის ხმა გაიგონეს და ოთხივე მისკენ მიტრიალდა. -დღეს ვახომ შეგვკრიბა და თავად არ ჩანს... -მოვიდა.თქვა ლაზარემ და ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა ვახო მარტო არ იყო მას ხელჩაკიდებული მოყავდა ულამაზესი გოგონა რომელსაც რამდენიმე წყვილი თვალი უყურებდა და გოგოებმა ფეხის ფრჩხილიდან დაიწყეს მისი შეთვალიერება. -ღმერთო ჩემო რა სილამაზეა.თქვა ნუკიმ და შემდეგ კარგად დააკვირდა გოგონას რომელიც თავად ნუკის უყურებდა და იცინოდა. -ღმერთო ეს სიცილი რა ნაცნობია.ჩაილაპარაკა და ჩაფიქრდა,თუმცა დანიელიც და სხვებიც იგივე მდგომარეობაში იყო ნუკი ფეხზე წამოდგა დანიელის გვერდით დადგა და მათთან ერთად დაელოდა ვახოს და უცნობ გოგონას. -გამარჯობათ მეგობრებო..... -ვახო შენ დღეს ვინ მოიყვანე ეს ხომ,ეს ხომ ნატალია...ვახომ ხელი მოხვია ნატალის და ღიმილით თქვა. -დიახ მეგობრებო ნატალი მოგიყვანეთ,მაგრამ უნდა გითხრათ რომ ის უკვე ჩემი ნატალი არის. -ნატალი....თქვა ღიმილით დანიელმა და ნატალის გადაეხვია,ისინი ტიროდნენ და ტიროდნენ მათ ბავშვობას ასევე ტიროდნენ იმ წლებს რომლებიც ერთად ჰქონდათ გატარებული, სათითაოდ ჩაიკრა ყველამ გულში ნატალი შემდეგ გოგოებიც გააცნო და დანიელმა კითხა. -სად იყავი,რატომ არ ჩანდი არც სოფელში შემხვედრიხარ არასდროს დავიკარგეთ წლებია და ერთმანეთზე აღარაფერი აღარ ვიცით. -უნივესიტეტი დავამთავრე მერე საერთოდ წავედი აქედან,იტალიაში ვიყავით რამდენიმე თვეა რაც დავბრუნდი და შემთხვევით ვახო ვნახე სოციალურ ქსელში მე მივწერე პირველმა და არ ვუთხარი ვინ ვიყავი შეხვედრამდე. -რომ შეხვდი გიცნო? -მიცნო და ვერც მიცნო... -ნატალიდან გავიგე გოგის ამბავი დანიელ... -გასაგებია,კიდევ ვის ველოდებით... -ომარის და ჯილდას... -ჯილდაც თქვენთან ერთად არის? -ჯილდა ექიმია მისი ოცნება აისრულა და ჩემს კლინიკაში მუშაობს. -მეუღლე,ის ხომ გათხოვდა. -გათხოვდა,მაგრამ უვარგისი დროულად უნდა დატოვო ჯილდამაც მიხვდა რომ მისი ღირსი არ იყო და უკვე ეჭიდება ახალ ცხოვრებას. -მოვიდნენ...თქვა ანინამ და მეგობრები ტაშით შეხვდა მოსულებს..ჯილდამ ყველას მოავლო თვალი და ნატალის კაშკაშა წითელი კაბა მოხვდა თვალში და ადგილზე გაიყინა,უყურებდა ნატალის და ჩურჩულით თქვა. -ნატალი....გაჩერდა და დანიელს შეხედა,თვალში ცრემლი ჰქონდა. -მართლა ნატალი არის თუ მას ჰგავს ასე ძალიან...ნატალი ფეხზე წამოდგა და წლები რომ ითვლიდა მათ მეგობრობას ერთმანეთს გადაეხვია,რომ არავინ ელოდა მეგობრებს ეტლით გეგი შეუერთდა კლარასთან ერთად რამაც კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა მათი მეგობრობა და სიმხიარულე უფრო თვალსაჩინო იყო,ყველაზე ბედნიერი საღამო მათთვის მშვიდი და მხიარულებით სავსე არ უნდოდათ დაშლა მაგრამ მეორე დღეს ყველას სამუშაო დღე ჰქონდა თუმცა წასვლა არავის უნდოდა, მარიბელი ბოლომდე ცლიდა ჭიქას დანიელმა შეხედა და ზაზას უთხრა. -აღარ დალიო მარიბელი ბოლომდე სვამს... -ვიცი და მეც ამიტომ დავდგი ჭიქა...ყველა ერთმანეთს დაემშვიდობა ნუკი,მარიბელი და ნატალი ერთმანეთს ვეღარ დააშორეს და ვახომ თქვა. -წავიყვან სამივეს და სამივეს ერთად დავაწვენ,დანიელი ვიდეოს იღებდა და თან იცინოდა, როგორც იყო მარიბელი გამოიყვანა გარეთ და დანიელის მანქანასთან მიიყვანა. -დღესაც მიმყავს მანქანა და შენ რითი წახვალ... -ანინა არის მანქანით წაიყვანე ჩემი....ზაზამ მხარზე ადებული მიიყვანა მარიბელი ბინაში და პირდაპირ საძინებელში შეიყვანა თავის ხელით გახადა და ჩააწვინა შემდეგ კი უყურებდა. -რომ აწყინოს რა ვქნა....ჩალაპარაკა და მარიბელის ხმაც გაიგონა. -არ ვიცი წყენა,მაგრამ არ დამტოვო....ხელი მოკიდა ზაზას და ისიც მის გვერდით დააწვინა ხელს აღარ უშვებდა ზაზამ როგორღაც შეძლო და პერანგი გაიხადა შარვალზე ქამარი შეიხსნა და ისე დაწვა დილით კი ერთმანეთზე ჩახვეულებს გაეღვიძათ მარიბელმა დაიხედა და მხოლოდ ლიფით და ტუსით იწვა ზაზას კი შარვალი ეცვა ზემოთ კი შიშველი იყო და ჯერ უყურა შემდეგ ხელი კრა და იყვირა. -შენ რა გინდა ჩემს საწოლში...ზაზამ თვალი გაახილა მკლავი ტკიოდა მთელი ღამე მარიბელი მის მკლავზე იწვა და ცალი თვალით მოჭუტულმა თქვა. -დილა მშვიდობის.... -დარწმუნებული ხარ რომ დილა მშვიდობიანი არის? -რატომ არ უნდა ვიყო დარწმუნებული? -კითხვა დაგისვი,ჩემს საწოლში რას აკეთებ. -თხილს ვეძებ მარიბელ... -რას ეძებ? -რას უნდა ვეძებდე გოგო ჩემს საოლში ვწევარ,მაგრამ მგონი უკვე შენ დაიმისე ეს საწოლი ისე რომ არც კი დამეკითხე და ნელა ნელა ალბად გარეთ გამიშვებ. -გვერდს ნუ უვლი სათქმელს,ზაზა აქ რა გინდა. ზაზამ შეხედა შემდეგ გვერძე გაიხედა და ღიმილით უთხრა. -მარიბელ ჩაიცვი და ისე დამიდექი წინ,მამაკაცი ვარ შემდეგ რაც მოხდება....მარიბელმა პლედი აიფარა შიშველ სხეულზე და ისევ ზაზას შეხედა. -აქ რომ მომიყვანე რატომ არ დამტოვე და შენს დივანზე არ დაიძინე. -გასაგებია არაფერი არ გახსოვს და სადამდე გახსოვს შენი თავი შეგიძლია რომ თქვა? -რაც მახსოვრობა მაქვს იქედან დავიწყო? -გუშინდელი ღამიდან დაიწყე მარიბელ... -გუშინდელი ღამე კარგად მახსოვს... -კი როგორ არა თუ ვერ იტან სასმელს არ უნდა დალიო... -გინდა სასმელს დააბრალო შენი აქ დაწოლა და დაძინება? -თავად ჩამავლე ხელი და აქ დამაწვინე თან მთხოვე მარტო არ დამტოვოო,მაგრამ მე წესიერი ბიჭი ვარ და ცუდი არაფერი არ ვიკადრე. -გინდა მითხრა რომ მე შეგაცდინე? ზაზამ ჯერ გაოცებულმა შეხედა და მერე გულიანად იცინა, სიცილისაგან თვალში გაჩენილი ცრემლი მოიწმინდა და მარიბელს შეხედა. -ზოგჯერ სიყვარული იდუმალებით პოულობს გზას ან ზოგჯერ ისე არ იქმნება როგორც გეგმავ,როგორც წარმოგიდგენია,არამედ ზუსტად ისე მოხდა გიჟურად როგორც ჩვენ ვართ გიჟები.თვალი ჩაუკრა და ახლა თავად წაეტანა მკლავზე და წამებში მოიქცია ქვეშ,რამდენიმე წუთის შემდეგ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ზაზამ ჯერ მთელი სახე დაუკოცნა შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა. -იმედია არ ნანობ... -არა.არც დაფიქრებულა ისე უპასუხა,ზაზამ ისევ ვნებიანი კოცნა აჩუქა და ადგა გარდერობის კარი გააღო და ძველი ხის ყუთი გამოიღო იქედან ერთი ბეჭედი აარჩია და მარიბელს მიუბრუნდა. -ეს ბეჭედი დედაჩემის იყო და ახლა კი მინდა შენ გქონდეს.მარიბელმა შეხედა და უთხრა. -იქნებ ჯერ არ მოგეცა,იქნებ ვერ შევეწყოთ ერთმანეთს. -რატომ ფიქრობ ასე... -ძალიან მესაკუთრე ვარ და ამიტომ შესაძლებელია ხშირი კამათი გვქონდეს,კამათს კი ვერ ვიტან... -გამორიცხულია,მესაკუთრე მეც ვარ და ამიტომ კამათი ორივესთვის მისაღები იქნება.შუბლზე აკოცა,ქარი ჩურჩულებდა ფანჯარასთან თითქოს მარიბელს ბრაზობდა. -,,აიღე ბეჭედი უჭკუო და ჭკუათხელო,ბიჭს მაგრად ჩაკიდე ხელი ის შენია და შენ მისი ხარ''.ჩაიცინა ბეჭედი თითზე მოირგო და თქვა. -დროის და სიძველის სუნი ასდის,დარწმუნებული ვარ ეს ბეჭედი დედაშენამდე ბებიასი იქნებოდა რადგან შეხედე ძალიან სქელია ოქრო ახლანდელ ნაკეთობას არ გავს და თან მძიმე არის. -ვხედავ ოქროში ერკვევი... -ძალიან და იყო დრო ვიყავი დაინტერესებული ამ საქმით. -უკვე მაშინებ მარიბელ... -რატომ, განა ცუდია თუ რამე გაინტერესებს ის გააკეთო? -არა ცუდი არ არის, მაგრამ მითხარი სოფელი გიყვარს? -მიყვარს სოფელი და გაშლილი ეზო. -მაშინ მოემზადე და წავიდეთ,მაგრამ სახლი წლებია დაკეტილია ამიტომ არ ვიცი როგორი ან რა მდგომარეობა დამხვდება. -წავედით....ზაზამ ჩანთა გადმოიღო და რამოდენიმე ხელი გამოსაცვლელი ჩააწყო,დილის საუზმედ ყავა და სენდვიჩი იყიდა გზაში რომ ესაუზმათ და ჯერ მანქანას მიაკითხა მზად დახვდა დანიელს თავისი დაუბრუნა და სოფლის გზას დაადგა.სოფლისკენ ასეთი განწყობით და მხიარული არასოდეს არ წასულა ახლა კი მარიბელმა მისცა ეს ძალა და მონდომება, რამდენიმე საათში უკვე სოფელში იყო ჯერ გაუჭირდა მანქანიდან გადმოსვლა ეზო გავერანდებული დახვდა,სიბრაზე მოერია თანხას ვისაც ყოველ თვიურად უხდიდა ეზოს მისახედად საერთოდ არ იყო ნამყოფი,მაგრამ თავი მოთოკა ,,იქნებ რა ჭირს ადამიანს'' გაიფიქრა და მანქანიდან გადავიდა ძველი ჟანგისგან დაძველებული ჭიშკრის გაღებას შეეცადა გაუჭირდა,მაგრამ შეაღო და მანქანა ეზოში შეიყვანა მარიბელიც გადმოვიდა მანქანიდან ზაზამ სახლის გასაღები მისცა და მანაც შეაცურა საკეტში თითქოს იგრძნო კარმა უცხო ცდილობს ჩემს წვალებასო და გაჯიუტდა წინააღმდეგობა გაუწია შემდეგ კი წვალებისგან დაღლილს კვნესით გადატრიალდა და ნება დართო სახლში შესვლის,ნელა ნელა გადადგა ნაბიჯი წლებს განმავლობაში გაუღებელ კარში შიგნით მტვერი დასდებოდა ნივთებს,მზის სინათლის სხივზე მტვერი ტრიალებდა სახლში ზოლად და ჩურჩულით თქვა. -აქ ნივთები ხელუხლებელია რომლებიც გვაუწყებს შეწყვეტილ სიცოცხლეს, რომელიც ვალდებული ხარ გააგრძელო შენ. -შენთან ერთად გავაგრძელებ სიცოცხლეს ამ კედლებში,მოდი დავასუფთავოთ აქაურობა და ამიერიდან ხშირად ვიაროთ,რას იტყვი მარიბელ. -მე თანახმა ვარ,მართლა თანახმა ვარ. -დღეს უბრალოდ შევხედოთ რა გვჭირდება ჩავიწეროთ,ხვალიდან კი.... -ზაზა ამ სახლში ყველაფერი რომ დასუფთავდეს და სახლი სახლს დაემსგავსოს ძალიან დიდი თანხა ჭირდება,მეც მაქვს გადადებული ჩემი თანხა გამოვიტან და ერთად ვიყიდოთ საჭირო ნივთები. -მადლობა ძვირფასო,მაგრამ ეკონომიურად არ მიჭირს და რომ არ მქონდეს სამეგობრო მყავს ისეთი ერთ დაძახებაზე ყველა ჩემს გვერდით დადგება,მაგრამ ეს სახლი მე და შენ უნდა გავაკეთოთ აქ ჩვენი სიყვარულის ბუდე უნდა შევქმნათ. -სიყვარულის ბუდე,ამიტომ სიყვარულით უნდა მოვეპყრათ ყველა ნივთს. ზაზამ სახლს მოავლო თვალი ვეში თეთრი ზეწრების ქვეშ იყო და უნდოდა მათ შეხებოდა,მაგრამ ვერ შეძლო მარიბელი კი დაფიქრდა ტელეფონი ამოიღო გადარეკა და რამდენიმე წუთი ისაუბრა შემდეგ ზაზას მიუბრუნდა და უთხრა. -ერთი თხოვნა მაქვს შენთან... -მითხარი რაც გინდა თუ რამე გჭირდება.... -მე არა ამ სახლს ჭირდება და დასაწყისი ცოტა რთულია, ამიტომ ამ ნომერზე ამ სოფლის მისამართს ჩაწერ როგორ უნდა მომაგნოს პიროვნებამ. -კარგი,მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს,მოსვენებითაც ვერ მოვასვენებთ. -ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ამ ეტაპზე,მთავარია მოვიდეს.ზაზას გაუკვირდა,მაგრამ მისამართი გააგზავნა და შეხედა მარიბელს რომელიც სახლის დიდ ფანჯრებს უყურებდა, ჩაეცინა და მის გვერდით დადგა მანაც შეხედა ფანჯრებს და მარიბელს უთხრა. -ახლა რა ჩაიფიქრე... -გეტყვი რაც ჩავიფიქრე,შენ გაზომე ფანჯრების სიგრძე ეს სახლი დალაგდება და თავადაც ვერ იცნობ,ასე რომ ვიწყებთ დღეიდან. -მარტო ვერ შევძლებთ მარიბელ... -შევძლებთ,გჯერა ჩემი? -მჯერა შენი მაგრამ რთულია,არ მოგშივდა? -არა,ჯერ ველოდები უნდა მოვიდნენ... -ვინ უნდა მოვიდე,ვის ელოდები გოგო ამ დაულაგებელ სახლში... -თავად ნახავ,შენ ხომ წამოიღე გამოსაცვლელი. -წამოვიღე რაღაც რომ დამჭირდესმეთქი. -მაჩვენე რა გაქვს.ზაზას ჩანთა ამოაპირქვაბა და სპორტულები თავად ჩაიცვა,ზაზა უყურებდა და გაოცებულმა უთხრა. -მე რა ჩავიცვა.... -შენ აქ საქმე არ გაქვს,დაურეკე ვისაც უნდა გაეწმინდა ეზო და მასთან ერთად იყავი ზაზა ეზო კიდიდან კიდემდე გააწმენდინე,იმედია მენდობი სახლში ვიყო წაღებით არაფერს არ წავიღებ გპირდები შენთან ერთად მოვედი და შენთან ერთად წავალ. -დაიწყე უკვე მწარე ენის ფრქვევა... -თუ საჭიროება მოითხოვს უკან არ დავიხევ...ორივეს გაეცინა და ზაზამ გარეთ გავიდა ტელეფონზე გადარეკა და ჭიშკართან მანქანა გაჩერდა უცხო ქალბატონი ზაზას უყურებდა და ღიმილით უთხრა. -თუ სწორ მისამართზე მოვედი არ ვარ დაგვიანებული... -ვისთან ხართ ქალბატონო..... -დასუფთავების სააგენტო... -აააა გასაგებია,მარიბელ მოვიდნენ ვისაც ელოდი.... მარიბელი ღიმილით შეეგება ქალბატონს და თან უთხრა. -მობრძანდით თუმცა არ მინდა ამ წუთში უკან გაბრუნდეთ... -რას ამბობთ ნუ ნერვიულობთ,მშვენიერი სახლია მხოლოდ ეტყობა რომ წლების დაკეტილია ჯერ ფანჯრები დავაღოთ ნიავმა გაიაროს სახლში შემდეგ ოთახებიდან და ბოლოს ფანჯრები, დაბალი სახლია და ყველაფერი ერთ სივრცეში არის არ გაგვიჭირდება,მაგრამ დღეს ვერ მოვილევთ. -პირველი რაც მინდა გავაკეთო აბანო ტუალეტია და სამზარეულო რომ გავჩერდეთ აბანო და სამზარეულო აუცილებელია ყველა ოჯახში. -აუცილებლად და ერთი საძინებელიც... -დიახ ერთი საძინებელიც,თქვენ წახვალთ და ხვალ ისევ მოხვალთ? -არ ვიცი ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნებით საღამოს,თან ოთხნი ვართ და ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს არც ბევრი არ უნდა დარჩეს გასაკეთებელი. -მეც მოგეხმარებით...თქვა მარიბელმა და ხუთნი ერთად შეუდგა სახლის დასუფთავებას, ზაზა გარეთ იყო და ეზოს დასუფთავებაში ეხმარებოდა ორ მამაკაცს დრო ისე გავიდა არც ჭამა გაახსენდა ვინმეს და არც წყალი უკვე ბინდი იყო აქეთ იქით იხსდნენ გასავათებული. ზაზამ გაისტუმრა მისი მუშა და სახლში შევიდა,მაგრამ ისევ გაბრუნდა უკან რამდენიმე წუთში დატვირთული დაბრუნდა ყველას შიოდა და უარი არცერთს არ უთქვია,ზაზამ შეხედა დაფიქრებულ მარიბელს და უთხრა. -დღეს აქ თუ ფიქრობ დარჩენას,ამოიგდე თავიდან ეს ფიქრი ეს არ მოხდება. -რატომ, საძინებელი დავალაგეთ... -დღეს არა ხვალ ბოლომდე დასუფთავდება და მერე მეც აქ მინდა რომ ვიყო.... -მე წინააღმდეგი არ ვარ,სოფელში გავხსნი ერთ სპორტულ სკოლას და ვიმუშავებ ამ სიმშვიდეში. -მართლა ამბობ რომ აქ გინდა იყო? -ზაზა რა გაქვს იმ ქალაქში,აქედან ქალაქი კი არც ისე შორს არის შეგიძლია სამსახურში აქედან იარო,არ ვიცი მე მომწონს.ზაზამ გადახედა ქალბატონებს და თქვა. -ხვალ როგორ იქნება,მოხვალთ? -მოვალთ დავასრულებთ ეს თეთრეულიც დასარეცხია,მაგრამ აქ როგორ დაირეცხება. -ხვალ წყლის ამბავს გაარკვევს მამუკა და ვიყიდი ყველაფერს,მაცივარიც გამოსაცვლელია, წყლის გამათბობელიც გვჭირდება... -ასე რომ გამოდის ჩვენ შუადღემდე ვერ მოვალთ ხვალ.. -ასეა ყველაფერს უცებ ვერ ვიყიდით,აქედან ერთად გავალთ და უკეთესი იქნება გასაღები თქვენ მოგცეთ. -კარგი აზრია,ჩვენ დილით მოვალთ და საქმეს გავაგრძელებთ და თქვენს დაბრუნებამდე იქნებ მოვილიოთ კიდეც... -კარგია ყველაფერი გავარკვიეთ მაგრამ თანხა დღეს მოგცეთ თუ ხვალ ერთიანად... -ხვალ უკეთესია უფრო ბევრი გამოჩნდება.თქვა ერთმა და ყველა გააცინა,ერთმა კი სიცილით თქვა. -მერი შენ და შენი იუმორით ხასიათს უკეთებ ადამიანს.ზაზამ გასაღები მისცა გოგოებს და წავიდნენ,მეორე თავად დაიტოვა და შეხედა მარიბელი სახლის შუა იდგა კედლებს უყურებდა და იქ არ იყო ცარიელი სახლის სიჩუმე აქ ქარიც მოძრაობდა გატეხილ მინაში,მარიბელი სახლის სიჩუმემ შეაშინა თითქოს გრძნობდა ამ სახლის კედლები დიდ საიდუმლოს ინახავდა თან მომსწრენი იყვნენ დიდი ფაქიზი და სპეტაკი სიყვარულის.ლამაზად გაფორმებულ ბუხარს ანტიკვარად შემორჩენილი ლამპა ამშვენებდა,მოგვიანებით შენიშნა ბუხრის გვერძე შიდა ჩამავალი კიბე აქამდე არცერთს არ შეუმჩნევია და ზაზას შეხედა,ზაზამაც გაკვირვებულმა მივიდა იმ ადგილზე და თქვა. -დაბლა სართულიც გვაქვს.... -ჩავიდეთ ვნახოთ? -ჩავიდეთ,მაგრამ ჯერ შუქი ვნახოთ თუ გვაქვს.იპოვა საიდანაც უნდა ჩაერთო შუქი და გრძელი დერეფანი მკვეთრმა შუქმა გაანათა,აქეთ იქით ოთახები იყო სამი სრული საძინებელი, ერთიც დაკეტილი კარი და ერთიც გრძელი ვიწრო ოთახი ქილების შესანახად მარიბელმა შეხედა ზაზას და თქვა. -დავიჯერო ეს დაკეტილი ოთახი რამე სიურპრიზი იქნება ჩვენთვის? -არ მგონია სადღაც გასაღები იქნება.კარების კიდეები მოსინჯა და გასაღებიც ნახა კარი ჭრიალით გაიღო ოთახიდან ძლიერი მძაფრი ნესტის სუნი იდგა რადგან ოთახი უფანჯრო იყო,ყველაფერი დაათვალიერეს და მარიბელს უცნაური შეგრძნება ჰქონდა მეზობლები კი გაოცებულები უყურებდნენ წლების წინ მიტოვებულ და დაკეტილ სახლს ახლა გარშემო შუქებით რომ აინთო და სიცოცხლის დაბრუნებას ცდილობდა,კართან ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი მეზობელი მივიდა და კარზე დააკაკუნა თან ორი ნაბიჯით დაიხია უკან ხელში რაღაც ეჭირა და დაელოდა ვინ მიიპატიჟებდა სახლში ვინ იყო მათი იდუმალი ახალი მეზობელი. -შეიძლება შემოვიდე? ორივემ გაიგონა მოხუცის ხმა და ზაზამ შეხედა მარიბელს შემდეგ ორივემ დატოვა სარდაფი, კიბეები დიდი სისწრაფით აიარა ზაზამ და კარში მდგარ მოხუცს გაუღიმა. -მობრძანდით.... -დღეს მთელი დღე ვერანდაზე ვზივარ და თქვენ გიყურებთ,ვხარობ შვილებო რომ ეს სახლი და ეს კედლები დღეს გაცოცხლდა,ჩემმა რძალმა თქვა იქ რა ექნებათო ღვეზელები გამოაცხო ხორციანიც და კარტოფილიანიც. -მადლობა,რატომ შეწუხდით... -თუ დარჩენა გინდათ ჩვენ შეგვიძლია მოგასვენოთ ეს ღამე ბებო. -არა უნდა წავიდეთ მნიშვნელოვანი ნივთები გვაქვს მოსატანი ხვალ,თქვენ? -მე წინა მეზობელი ვარ პენსიაზე გასული პედაგოგი,მე და შენი ბაბუა ალექსანდრე ერთად გავიზარდეთ შვილო ისიც დამსახურებული პედაგოგო იყო ისტორიას ასწავლიდა ძალიან მკაცრი და შეუვალი პიროვნება იყო იშვიათად თუ ნახავდა ვინმე გაღიმებულს და ზამთრის ყინულიან კაცს ეძახდნენ...მარიბელს გაეცინა და თქვა. -მადლობა ღმერთს არ გავხარ... -გავს შეხედულად ბაბუას ახალგაზრდობაა,მაგრამ განათლებით ის ძალიან განათლებული და ნაკითხი პიროვნება იყო ის და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთადაც წავიდნენ, რომ იტყვიან ხელი ხელ ჩაკიდებული. -აი სიყვარულიც ასეთი უნდა იყოს. თქვა ზაზამ და მარიბელს შეხედა,ბებომ კი ზაზას მიუბრუნდა. -ამ უბანში ამ ჭაში ყველაზე სუფთა წყალი ამოდის და მთელი უბანი ან წყალს ხმარობდა, უნდა განაახლო ეს ჭა შვილო. -მადლობა რომ მითხარით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩემთვის. -მგონი მიდიოდით და მე გაგაჩერეთ ამიტომ აღარ გავაგრძელებ და მე წავალ,ბედნიერი იყოს თქვენი დაბრუნება ამ ფუძეზე სადაც დიდი და კარგი ადამიანები ცხოვრობდნენ.ფეხზე წამოდგა ბებო და კარისკენ წავიდა,მაგრამ შემდეგ კედლებს მოავლო თვალი და თქვა. -ამ სახლში სულ სიყვარული იყო ხმამაღალი ხმა ამ კედლებიდან არასოდეს არ გამოსულა და თქვენც ასეთ დიდ სიყვარულს გისურვებთ. დალოცა ბებომ ახალგაზრდები და წასასვლელად შებრუნდა,მაგრამ ზაზამ შეაჩერა. -ჩემს მშობლებს ხომ იცნობდით რას მეტყვი მათზე. -შენ რომ დაიბადე მამა უკვე აღარ გყავდა ბებო ის საზღვაო ძალების კაპიტანი იყო ძალიან მკაცრი და დაუნდობელი და სწორედ მისმა სიმკაცრემ,სიჯიუტემ მისი სიცოცხლე შეიწირა და ორსული ცოლი დატოვა უფლის იმედად. -რატომ უფლის იმედად ბებო და ბაბუ? -არ ვიცი რა მოხდა მათ შორის,მაგრამ ისინი აქედან წასულები იყვნენ თუმცა ჭორად გაგონილს მეც გავიმეორებ რომ დედამ ვერ შეეგუა აქ ცხოვრებას ამიტომ ზაზა აიძულა აქედან წასულიყვნენ, ზაზას მშობლებს კი მის მეტი არავინ ყავდათ ის იყო მათი მზეც და მათი მთვარეც,ვერაფერი უთხრეს შვილს და გზა დაულოცეს მარტო დარჩა ცოლ-ქმარი ტკბილ მოგონებებთან ერთად.გარკვეული დრო უმალავდა რძალი მშობლებს ზაზას სიკვდილს და რომ დააგვიანდა მშობლების მოკითხვა ზაზას ალექსანდრემ თავად დაურეკა ტელეფონზე და უთხრეს რომ ზაზა გარდაიცვლილი იყო თითქმის ერთი თვის ალექსანდრე გაფითრებული დაბრუნდა სახლში და ის დილა ქალის კივილმა დააღვიძა მეზობლები თმაგაშლილი და ფეხშიშველი შემოვარდი სახლში და შევხედე შვილის ფოტო გულზე ედო და ერთმანეთის ხელი ეჭირათ ხელში შემდეგ კი ნელა ნელა იმ დარდმა ორივე დაადნო და ისე ხელჩაკიდებული და ალექსანდრეს მხარზე თავჩამოდებულმა თვალები რომ დახუჭა აღარ გაუხელია იგივე სიკვდილით წავიდა ალექსანდრეც და ორივე ერთ დღეს დაასაფლავეს. მამაშენი ვაჟკაცი ბიჭი იყო ფართო მხრებით და ლამაზი კოხტა სიარულით,ყოველთვის ყურადღებიანი,მაგრამ მინუსი დაუწერეთ მეზობლებმა რომ მშობლები ცოლის სიტყვებზე დატოვა ის წავიდა და წავიდა აქეთ აღარ მოსულა არავინ იცის რატომ შეიძულა ეს სახლი, რატომ წავიდა აქედან და რატომ დარჩა ეს ეზო კარი აქამდე უპატრონოდ. -დედა ბუნდოვნად მახსოვს 4 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა,მისი გარდაცვალების დღეს არავინ მოსულა არცერთის მხრიდან,არავის უკითხია ვინ ვარ და საიდან ვარ,ამიტომ ბავშვთა სახლში გადამიყვანეს მადლობა ღმერთს რომ ცუდ წრეში არ მოვმხდარვარ კარგი მეგობრები მყავს. -შენ აქ არ გაზრდილხარ და ვინ გითხრა სოფლის შესახებ. -შემთხვებით ვნახე მამუკა ძია და მან მითხრა რომ სოფელში ჩემი სახლი დაკეტილი იყო, ერთხელ მომიყვანა აქ მის მერე არ მოვსულვარ ახლა კი სურვილი გამიჩნდა მოვსულიყავი და ვფიქრობდი ღირს თუ არა იმ დაკეტილი სახლის გაღებამეთქი და მარიბელი აღფრთოვანდა რომ დალაგდა სახლი მართლაც რომ მიმზიდველია და გვინდა აქ ვიცხოვროთ, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით რას გადავწყვიტავთ. -კარგს იზამ შვილო ღირსეულ ოჯახს თუ ააღორძინებ ყველა გვერდში დაგიდგება.მოხუცი წავიდა,ზაზა შემობრუნდა და მარიბელს შეხედა რომელიც ჩაფიქრებული იჯდა. -რა მოხდა,რამ დაგაფიქრა არ მეტყვი? თქვა და ღვეზელიც დააგემოვნა. -ზაზა აქ ამ სახლში რაღაც არის მომხდარი წლების წინ... -რა უნდა მომხდარიყო არ ვიცი,მაგრამ მეც ეს აზრი გამიჩნდა.მოხუცი ნელა ნელა ავიდა თავისი სახლის კიბეებზე და უკან მოიხედა,შეხედა ზაზა და მარიბელი სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა იქვე მეზობელმა მამუკამ რომ შეაჩერა. -ხვალ რა დროს მოხვალ ზაზა... -დილით საქმეები მაქვს გოგოები მოვლიან და დალაგებას გააგრძეებენ,ძია მამუკა იქნებ გყავს ვინმე ხელოსანი საკეტები რომ დავცვალო ყველა კარზე. -კი მყავს დილით დაურეკავ... -დილით იქნებ სხვა გეგმები ჰქონდეს და ვერ მიიცალოს ახლა დაურეკე რომ დილით მოვიდეს და ნახოს ამ წინა კარის გამოცვლა მინდა,საკეტები დააცვლევინე და მის წასვლამდე მეც მოვალ. -კარგი დაურეკავ და თუ დრო ექნება დილით დავიბარებ, მეც მის გვერდით ვიქნები.ზაზამ თანხმობის ნიშნად ხელი ჩამოართვა მამუკას,მამუკა კი მარიბელს უყურებდა მარიბელი მას კუშტად უყურებდა და თითქოს რაღაც გაახსენდა ამიტომ თვალი აარიდა და ზაზას მანქანაში დაელოდა თან ფიქრობდა,მოხუცი კი ამ ყველაფერს ვერანდიდან ადევნებდა თვალს და უკვე წასულ მანქანას თვალი გააყოლა მერე ისევ მამუკას შეხედა და სახლშიც შევიდა. -მოხვედი,დედა რაო ბავშვებმა იციან რამე? -კარგი შვილი ყავს ზაზას და მისი საცოლეც კარგი გოგონაა,მაგრამ წარსულის საიდუმლო კი ეტყობა რომ არ იციან. -ეს საიდუმლო წლების შემდეგ გასკდება დედა... -ჩვენ მშვიდად ვიყოთ არავისთან არაფერი არ თქვათ,არ მინდა ჩვენგან გაიგოს და ჩვენით უბედურებას ჩახედოს თვალებში...ზაზა და მარიბელი ჩუმად იყო,ზაზამ გადახედა მარიბელს და გაეღიმა. -დაიღალე დღეს ჩუმად ხარ....სამსახურიც მიაცდინე... -რამდენიმე დღე არ ვმუშაობ... -რატომ,სახლის გამო? -ზაზა კაფე ჩემი არის ამიტომ როცა მე მინდა წავალ... -რამდენი რამ არ ვიცით ერთმანეთზე...უეცრად ბრახ და მანქანა შუა გზაზე გაჩერდა... -ისევ გაფუჭდა... -ახალი იცის... -მოდი ამ გაბრაზებულ გულზე ვიყიდოთ ახალი.... -ზაზა უკვე 8 საათია სად იყიდი ახლა ახალს ყველაფერი დაკეტილია უკვე. -ვიყიდი,სწორედ რომ ახლა ვიყიდი.ზაზამ ტაქსს დაურეკა და რამდენიმე წუთში უკვე ტაქსში ისხდნენ,ქალაქში ჩასულებმა ორივე სამუშაო ფორმაში იყო როგორც სოფელში მიწაზე მომუშავე გლეხი ყოველდღიურად ზაზამ მძღოლს მისამართი უთხრა და წავიდა ის ის იყო ერთ ერთი დიდი მაღაზიის წინ გაჩერდა ტაქსი და შიგნით შესულმა ზაზამ ძალიან ძვირიან მანქანას დაადგა თვალი.... -ვიკეტებით მეგობარო და თქვენ აქ მანქანას ვერ იყიდით თქვენ შედარებით დაბალფასიანი მანქანა გჭირდებათ აქ კი ათასობით დოლარი ღირს ასე რომ თქვენთვის არ არის ეს მაღაზია და დატოვეთ ეს ტერიტორია. ზაზა გაბრაზდა და მის წინ გალერიის მენეჯმენტს თვალებში ჩახედა შემდეგ კი მშვიდად,მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა. -შემიძლია ამ წუთში ვიყიდო ეს მაღაზია და შენ აქედან გაგაქრო შენს ადგილზე კი სწორედ ის ღარიბი გლეხი დავაყენო ვინც ადამიანების დაფასება იცის,ისწავლეთ მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელს როგორ უნდა შეხვდეთ და როგორ უნდა დაელაპარაკოთ. -მომხმარებელს ვიცი როგორ უნდა შევხვდე იმათ ვინც ნამდვილი მყიდველია და არა მათ ვინც დასათვალიერებლად შემოდის როგორც მუზეუმი... -უფროსს დაურეკე და შენ გაქრი აქედან... -ამ დროს უფროსი აქ არ არის... -დაურეკე....იღრიალა ზაზამ და მარიბელს შეეშინდა კიდეც მისი. -დაურეკე სანამ მე დავურეკავდე... -რა ხდება აქ რა ამბავია მიხო. -ამ ბატონის მანქანის ყიდვა უნდა ნიკო. -მერე აჩვენე და გვაჩვენოს ჩვენც რომელი მანქანა უნდა რომ იყიდოს,რატომ აჩერებ კარში. შემდეგ ზაზას მიუბრუნდა და უთხრა. -რომელი მანქანა გინდათ ბატონო. -მარიბელ ის შავი ჯიპი მოგწონს? -მომწონს,მაგრამ.... -შენ მითხარი მოგწონს? მარიბელმა შეხედა ზაზას და თავი დაუქნია ზაზამ კი თქვა. -შავი ჯიპი გამოიყვანეთ. ზაზამ მანქანას შემოუარა გარშემო და გაატარა კიდეც,შემდეგ მარიბელს შეხედა და უთხრა. -ეს ქალისთვის მძიმე და რთული არის, ამიტომ შენთვის უფრო დაბალი და კომფორტული შევარჩიოთ. -ერთიც საკმარისია ზაზა... -საკმარისი არის,მაგრამ მე რომ ჩემს საქმეზე წავალ შენც დაგჭირდეს ამიტომ შევარჩიოთ ეს თეთრი ჟუკი,მოგწონს? -ძალიან ლამაზია, ნახე როგორ დგას პატარა ქალივითაა. -კარგი გადაწყვეტილია ამ ორს ვყიდულობთ...ყველა გაოცებული უყურებდა ზაზას და მარიბელიც თავად გაოცებული იყო თან ფიქრობდა. -,,საიდან აქვს ამდენი ფული რა საქმიანობს იქნებ შავი სამყროს წარმომადგენელია''.ზაზამ თავისი ბარათი ამოიღო და თანხა გადაიხადა საბუთები შეავსეს და ღიმილით შეხედა მარიბელს ნელა ნელა მიუახლოვდა და უთხრა. -გილოცავ,მარიბელ ეს ჩემი პირველი საჩუქარი ეს ერთი და კიდევ უკეთესები გვეყიდოს. -მაგრამ.... -აღარაფერი თქვა და გული არ მატკინო.გასაღები ხელის გულზე დაუდო და უთხრა. -წინ წავალ და გამომყევი....მარიბელი სიხარულს ვერ მალავდა ჩაჯდა თავის ჟუკში და წავიდა უკან ზაზას მიყვებოდა,ზაზამ თავის ხელოსანს დაურეკა,ხელოსანმა იცნო ზაზას ნომერი და სიცილით უთხრა. -არ მითხრა რომ გზაში დაგტოვა... -დამტოვა და გამაბრაზა ამიტომ სადაც გაჩერდა ისევ იქ დგას გასაღებიც იქ არის ადვილად ნახავ წამოიყვანე და რაც გინდა ის უქენი,გაუშვი დაშლილებში... -სერიოზულად? -სრული სერიოზულობით ვამბობ,არ ღირს ლაშა მისი გაკეთება. -კარგი და რამდენს ითხოვ.... -არ გრცხვენია,რომ დამჭირდე გულიანი ხარ და ვიცი ჩემს გვერდით ხარ ასე რომ შენი იყოს....ბინასთან მისულმა სარკეში გაიხედა და მარიბელმაც მიაყენა მის უკან,ზაზა გადმოვიდა მანქანიდან და უთხრა. -ეს შენი ადგილი იქნება აქ ამ დღეებში წარწერას გავაკეთებ,მარიბელი და ზაზა ვერავინ დააყენებს აქ ჩვენი ადგილი იქნება.თვალი ჩაუკრა და ხელი მოხვია. -დაიღალე დღეს,მაგრამ საღამო კარგად დაგვირგვინდა.ბინაში შევიდნენ ორივემ თავი მოიწესრიგა და ზაზამ მარიბელს შეხედა. -გინდა რამე შევუკვეთო და აქ ვივახშმოთ თუ გარეთ გავიდეთ. -არ დაიღალე? -შენთან ერთად დაღლასაც ვერ ვგრძნობ,მარიბელ რა გამიკეთე. -ნუ ბოდიალობ რა უნდა გამეკეთებინა... -არ ვიცი,მაგრამ ვიცი რომ რაღაც გამიკეთე....გავიდეთ გარეთ? -ზაზა არ მშია მაგრამ გვიან მომშივდება, რა ვქნათ? -მაშინ გავიდეთ და შენი ნივთები წამოვიღოთ,რას იტყვი? -ეს კარგი თქვი,მაგრამ შენ ხომ არ გადმოხვალ ჩემს ბინაში ან თუ დამთანხმდები დღეს იქ ვივახშმოთ და თან დავრჩეთ. -სახლში ვინ არის კიდევ.... -არავინ,მხოლოდ მე შენ და ჩემი სახლი. -მოიცა არც შენ არ გყავს ვინმე,შენც ობოლი ხარ? -მშობლები ორივე მყავს, მაგრამ წლებია ემიგრანტები არიან ათენს შეაბერდნენ და ოდესმე დაბრუნდებიან თუმცა არ ვიცი როდის. -ჰოდა უნდა ვიხსნათ ემიგრანტობისგან ისინი,ახლა კი წავიდეთ.მიდიოდნენ და გზაში თავიანთ გეგმებზე საუბრობდნენ,შემდეგ თავიანთი მანქანებით მივიდნენ მარიბელის ბინასთან და საუბარი იმავე თემაზე ისევ ბინაში გააგრძელეს. -მოეშვი არავინ არის სახლშითქო გითხარი და კიდევ,მეც ვიფიქრე ამ საკითხზე,ჩემებს სოფელი ძალიან უყვართ და ისინი სოფელში იქნებიან კარიც არ დაიკეტება ღორს და ქათამს ვიყოლიებთ ზაზა.... -აზრი მეც მომწონს და მოდი ასე გავაკეთოთ.... -დაიცადე ჯერ მე გეტყვი ჩემს აზრს,არავის უთხრათ სახლის შესახებ სოფელი კარგად გავაკეთოთ ამას დრო უნდა რა თქმა უნდა როგორც შენ გინდა გააკეთო,ამიტომ ჩუმად ვართ და ყველაფერი რომ დასრულდება ჩემებს ჩამოვიყვან, მეგობრებსაც ვეტყვით ის სახლი იქნება ჩვენი განტვირთვის და თავშეყრის ადგილი. -ძალიან კარგი აზრია და მეც მაგ აზრის ვარ მხოლოდ დამასწარი,რატომ კითხულობ ჩემს აზრებს გოგო. -კარგი,მაშინ წავედით ხვალის ფორმა წამოიღე დღევანდელი უკვე გასარეცხია და მე უნდა გავიარო რამდენიმე წყვილი თეთრეული უნდა ვიყიდო,პირსახოცები და კიდევ ბევრი რამ რაც გვჭირდება,ყველა საძინებელში თავისი თეთრეული არის საჭირო... -ეს შენი საქმე არის მე არც გეკითხები და ნურც შენ შემეკითხები,მხოლოდ შენი ანგარიშის ნომერი მომეცი რომ თანხა დაგირიცხო. -მოდი ასე გავაკეთოთ ჩემს ოჯახში ისე გავიზარდე ჩემი და შენი არასოდეს ყოფილა,დედას ჰქონდა იხდიდა მამას ჰქონდა იხდიდა ძალიან გთხოვ თუ ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას არ ვიცით შენი და ჩემი,შეიძლება ერთ საღამოს მოხვიდე და შენი შარვალი მეცვას რადგან ძალიან კარგი გარდერობი გაქვს,მომწონს შენი ჩაცმის სტილი.ეს სიცილით უთხრა და ზაზასაც გაეცინა,ზაზამ კი ხელი მოხვია გულზე მიიკრა და უთხრა. -ძალიან გამიმართლა იმ ღამით შენ რომ გნახე და იდარდოს იმან ვინც შენ დაგკარგა,მე კი გიპოვე და აღარსად აღარ გაგიშვებ. -მაშინ შევთანხმდეთ დილით მე ჩემს საქმეზე წავალ და რაც მჭირდება ყველაფერს ვიყიდი, შენ ხვალ მაცივარი,სარეცხი მანქანა ასევე საშრობი,საუთაო პრესი და ჭურჭლის მანქანა იყიდე წაიღე და წადი არ დამელოდო. -არის ქალბატონო გეგმა შედგენილია შეიძლება ვივახშმოთ ან რა გვაქვს,ზაზა სამზარეულოში შევიდა უეცრად მარიბელს მიუბრუნდა,მარიბელმა შეხედა და უთხრა. -რა მოხდა,ასე რატომ მიყურებ არ გჯერა ჩემი? -როგორ არ მჯერა,მაგრამ შენებმა იცის ჩემზე? -ჯერ არა რატომ უნდა ავაფორიაქო სოფელს რომ დავასრულებთ ვეტყვი ასე რომ მოემზადები მათ გასაცნობად.მარიბელმა მაცივრიდან გამოიღო რაც ჰქონდა ვახშამი მოამზადა და ორივემ ივახშმა,სამზარეულო მოაწესრიგა და მარიბელს ტკბილად დაეძინა მის საწოლში,დილით კი ზაზა უძილო იყო მარიბელს კი მშვიდი სახე ჰქონდა და ბედნიერი ღიმილიც ამშვენებდა მის სახეს,შეხედა ზაზას და უთხრა. -არ დაგეძინა მთელი ღამე წრიალებდი და ოხრავდი... -სხვის საწოლში ვერ დავისვენე... -მიეჩვევი რადგან ამიერიდან ასე იქნება,ახლა კი ავდგეთ უნდა წავიდეთ იქ ვისაუზმოთ მე მოვიტან ყველაფერს.ორივე ადგა,ზაზა უფრო ადრე გავიდა მარიბელიმ ჩანთა გაამზადა სახლს თვალი მოავლო და ისიც წავიდა,ორი საძინებლის საუკეთესო თეთრეული იყიდა ეს სასტუმროდ და იყიდა ასევე ფერადები ლურჯი და ვარდისფერ ფერებში,როცა დარწმუნდა ყველაფერი იყიდა სოფლისკენ გზას დაადგა კმაყოფილი გულით,სოფელში მისულს გოგოები მისული დახვდა და გაუხარდა,მაგრამ მამუკას შეხედა და მათ ერთმანეთს შეხედეს არ ესიამოვნა მისი იქ ყოფნა მამუკას ყოფნას მათ სიახლოვეს ცუდი აურა მოჰქონდა და გრძნობდა რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. -ზაზა არ მოვა დღეს? -დააგვიანდება,მაგრამ მოვა საჭირო ნივთებს მოიტანს.სახლში შევიდა და თვალები გაუბრწყინდა სახლი ბზინავდა და ძალიან ნათელი იყო. -ადრე მოსულხართ დღეს... -ჩვენ თითქმის მოვილიეთ დალაგება ეს თეთრეული არის დასარეცხი და დასაუთოებელი. -მოიტანს ზაზა ყველაფერს და ამასაც მივხედავთ,მანამდე გოგოებო საქმე კიდევ გვაქვს ქვემოთ კიდევ ერთი სართულია... -სახლის ქვემოთ? -ჰო ქვემოთ, უნდა ჩავიდეთ ჩვენც გუშინ ვნახეთ... -არ იცოდით სარდაფი რომ იყო? -სარდაფსაც ვერ დავარქმევთ,როგორც მივხვდი საზაფხულოდ არის გაკეთებული რადგან სიგრილე იქნება ზაფხულზე. -მაშინ დავიწყოთ რას ველოდებით... -დავიწყოთ,მაგრამ ზაზაც მოვა ვისაუზმოთ ყველაფერი მოვიტანე დავაწყოთ მაგიდაზე... -რა სასიამოვნოა თქვენთან მუშაობა... -მარიბელი მქვია და სახელით მომმართეთ გოგოებო მეც უბრალო ადამიანი ვარ და ვიცი შრომის ფასი,მამაკაცი გყავთ ჯგუფში? -კი გვყავს მერის მეუღლე ყველაფერი იცის. -კარგია,ამიერიდან ერთი დღეს ჩემთან ხართ შაბათი დღე იყოს ჩვენც უფრო მოვიცლით და თქვენთან ერთად ვიქნებით. -კარგია და ამიერიდან შაბათ-კვირას თქვენთან გადავდებთ. -დიდი სახლია და შაბათი არ გეყოფა.მარიბელმა გამოიცვალა სამუშაო ფორმა ჩაიცვა თავზე ბენდელა წაიკრა და თავადაც ქვემოთ ჩავიდა და იმ დაკეტილ ოთახის კართან გაჩერდა შემდეგ შიგნით შევიდა და სქლად დადებული მტვერი სათითაოდ ააცალა წიგნებს,ერთი ძველი წიგნი აიღო და ხელიდან გაუვარდა წიგნი გადაიშალა და გაყვითლებული ფურცლები გადმოფრიალდა ძირს მოეფინა იატაკს მარიბელმა ხელის კანკალით აკრიბა ფურცლები და გაშალა,წერილი იყო ქალის ხელით ლამაზად მოქარგული ასოებით დაწერილი სადაც წაიკითხა ,,ჩემს ჯერ არ დაბადებულ შვილს''. -არ ვიცი გოგო ხარ თუ ბიჭი,მაგრამ წლების შემდეგ თუნდ ცოცხალიც აღარ ვიყო მინდა შენ ნახო ეს წერილი და ბოლომდე გულდასმით,ყურადღებით წაიკითხო.შენი მამიკო ძალიან მკაცრი და ზედმეტად ფიცხი არის თავისი თანამებრძოლების მიმართ ის ჯარისკაცია სამშობლოს იცავს და ამაყობს იმ ფორმით რომელსაც ატარებს წლებია. შვილო ჩემო საყვარელო მინდა იცოდე რომ ძალიან კარგი მამიკო გყავს და ვიცი შენ მუდამ იამაყებ შენი მამიკოს სახელით,მხოლოდ კარგად მომისმინე მინდა ერთი საიდუმლო გაგანდო ვტოვებ ამ სახლს არა იმიტომ რომ აქ ყოფნა არ მინდა ან არ მომწონს,მე საუკეთესო დედამთილი და მამამთილი მყავს ადამიანები ვინც შემოვსო ჩემი მშობლების ადგილი,მაგრამ იძულებული ვარ ეს გავაკეთო გავერიდო ამ სოფელს და ამ სახლს სანამ ცუდი არ მომხდარა. როცა გაიზრდები და ამ სახლში მოხვალ ნუ დადგები ახლოს მამუკას ოჯახთან, მოერიდე მას ის ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი არის.ალბად უკვე გაიცანი და შენში კარგი სახელი დატოვა და გაგიკვირდეს აქ რასაც კითხულობ,მაგრამ ის ერთ ღამეს როცა მამა სახლში არ იყო ჩემს ოთახში შემოიპარა და სიკვდილით დამემუქრა თუ მის სურვილს არ დავთანხმდებოდი ცუდი არც კი გაიფიქრო შვილო თვალებში ჩავხედე და ვთქვი რომ მოვეკალი, მაგრამ მისი არასოდეს არ გავხდებოდი ეს კი ვერ უთხარი მამას მაგრამ ვაიძულე ამ სახლიდან წავსულიყავით რაზედაც დამთანხმდა და სულ მალე დავტოვებ ამ სახლის კედლებს რომლის დატოვება ძალიან მიჭირს,თუმცა არც ის ვიცით სად და როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მთავარია აქედან შორს ვიყოთ ძალიან შორს, რომ იქ სადაც ვიქნებით ეს ადამიანი ვერ მოგვწვდეს.მიყვარხარ დედას იმედო და სიცოცხლის გაგრძელების ძალავ თუ ოდესმე რამე დამემართოს ან მე ან მამაშენს ბრალი ამ ადამიანს მიუძღვის ის ვერ იტანს მამაშენს,მას ბინძური სული აქვს და მისგან შორს დადექი შენი სულიც არ დამიბინძუროს ამიტომ შენც უნდა წაგიყვანო და მისგან შორს უნდა მყავდე,მაგრამ იცოდე რომ შენ ღირსეული ოჯახის ღირსეული შთამომავალი ხარ და იმედია ასეთი ღირსეული შვილი იქნები ბოლომდე''. ქაღალდი ხელში ჰქონდა და ერთიანად კანკალებდა,სახეზე ფერი არ ჰქონდა ზაზას ხმა გაიგონა და წერილი ჯიბეში დამალა. -მარიბელ სად ხარ... -აქ ვარ ზაზა... -გეძებდი,რა მოხდა რამე იპოვე თუ რამ შეგაშინა სულ კანკალებ. -ეს,ეს,ეს ოთახი წარსულს ინახავს და არ მინდა შევეხო,უბრალოდ მტვერს ავიღებ და ასე დავტოვებ როგორც არის ვინ იცის შეიძლება მე გამოვიყენო...ან ზემოთ ავიტანო ეს წიგნები და ეს კარადა რას იტყვი... -აქაც კარგია სიმყუდროვე არის ან რა გვაქვს დასამალი,ზემოთ ავიტანოთ და წიგნების კუთხე მოვაწყოთ მარიბელ ეს მდიდარი ბიბლიოთეკაა რომელიც ახლა იშვიათია ჰქონდეს ვინმეს. -შენ მოიტანე ყველაფერი? -მოვიტანე,ხელოსანიც მოვიყვანე და წამოდი სად დავამონტაჟოთ. -მოვდივარ.წიგნი ხელის კანკალით შემოდო თაროზე და ზაზას გაყვა,მაგრამ ისევ წერილზე ფიქრობდა,სარდაფიდან ამოსულმა ზაზამ შეხედა მარიბელს ფერი არ ჰქონდა. -მარიბელ რა გჭირს,ფერი არ გადევს.ზაზა დაფიქრდა და შემდეგ გადაწყვეტილად თქვა. -მივიღე გადაწყვეტილება... -რა,რა გადაწყვეტილება რას ფიქრობ... -სარდაფი გავაერთიანოთ და ის სავარჯიშო დარბაზი იყოს,სახურავს გადავხდი ფინურად დავხუროთ და ზემოთ გავაკეთებ საძინებლებს რადგან სარდაფი უფანჯრო არის თან ნესტის სუნი დგას ასე უკეთესია. -ეს კარგი გადაწყვეტილებაა...მარიბელი გოგოებთან ჩავიდა და მათ უთხრა. -გოგოებო შეწყვიტეთ აღარ გააგრძელოთ ზაზამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო,სარდაფი უნდა გაერთიანდეს. -მარიბელ თთქმის დავასრულეთ.... -მერიკო არც მე ვიცოდი,მაგრამ კარგია რომ დასუფთავდა ძირითადი ზედმეტი ჭუჭყი მოვაცილეთ ისე ბევრი სამუშაო გექნებათ და როგორ მიიცლით ეს არ ვიცი... -გამოვნახავთ დროს და მოვალთ,მაგრამ ამას თუ გააერთიანებთ უფრო კარგი დარჩება ახლა რას ვაკეთებთ? -მაღლა ავიდეთ და ვნახოთ ბატონი რას დაგვავალებს...გოგოებს გაეცინათ და მარიბელს გაყვა უკან ოთხივე,ზაზა ტელეფონზე ლაპარაკობდა,მარიბელმა წიგნიდან ამოღებული გაყვითლებული ფურცლები ჩანთაში შეინახა და უფრო მშვიდად იყო უნდოდა თავისთვის მარტო ყოფილიყო რომ ბოლომდე ყურადღებით წაეკითხა ყველა ფურცელი და სწორედ რომ დროული იყო დედის ზარი ათენიდან და ღიმილით უპასუხა. -გისმენ დედა.... -სად ხარ შვილო... -სოფელში ვარ დე მეგობართან... -კარგია მეც რომ მქონდეს სოფელი,მარ ხომ არ გვეყიდა პატარა სახლი სოფელში.მარიბელმა ზაზას გახედა გაეცინა და თვალი ჩაუკრა. -შესაძლებელია,გავიკითხავ დედა ვნახავ და თუ მომეწონა ვიყიდოთ...ზაზამ გაიგონა შეხედა და გაეცინა,მაგრამ შემდეგი საუბარი არ მოეწონა. -მარი საღამოს მამას აუცილებელი საქმე აქვს,უნდა რომ დაგელაპარაკოს. -დედა რამდენჯერ გითხარით რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩაერიოთ... -ჯერ მოუსმინე რას გეტყვის და მერე თქვი შენი აზრი... -კარგი მოგვიანებით ვიქნები სახლში...ზაზა მივიდა ყველას მოარიდა კედელზე ააკრა და უთხრა. -რაო რა საქმე მაქვსო იქნებ სასიძო გამოძებნა და უნდა რომ გაგაცნოს... -მერე შენ რატომ ნერვიულობ? -მარიბელ ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე,არ გირჩევ ცუდად დაასრულებ იცოდე. -არ მიცნობ და ამიტომ იჭრები ჭკუაზე,საღამოს დაველაპარაკები და სწორედ რომ დრო არის შენზე დაველაპარაკო რომ აღარავინ აღარ მიხსენონ. -დაელაპარაკები და მე იქ არ უნდა ვიყო? -დაგირეკავ და მოხვალ...გაჩუმდა ორივე მარიბელი გულში იცინოდა შემდეგ კი უთხრა. -რატომ ართულებ იმას რაც სირთულეს არ წარმოადგენს. -ერთი წუთით არ მინდა ჩემგან შორს იყო,ჩემთან მინდა იყო ჩემს გვერდით დღეც და ღამეც. -მაშინ მხოლოდ ერთია გამოსავალი... -რა,რა არის გამოსავალი თქვი აბა. -გადავებათ ერთმანეთს ძაღლებივით და ისე ვიაროთ ყველგან.თქვა და გულიანად გაიცინა, მათ სიცილზე ყველამ მათკენ გაიხედა ზაზამ კი პირზე ხელი ააფარა და თავადაც სიცილით უთხრა. -იმედია შენი გიჟური იდეა არავის არ გაუგონია... -გაიგონონ მერე რა შემოგვიერთდებოდნენ? -გაჩუმდი მარიბელ...უკვე ორივე იცინოდა,ზაზამ ხელი შეუშვა და სიცილით უთხრა. -წახვალ მათ დაელაპარაკები და დამირეკავ ან მოვალ ან მოხვალ ჩემთან,გაიგე? -გავიგე სერ.უთხრა მარიბელმა და ხელი აუწია,ზაზა ჭასთან იყო სახლიდან ხელოსანი რომ გამოვიდა და მას დაელაპარაკა. -იცი ვინმე ვინც ამ ჭას ამოწმინდავს? -ვიცი მეგობარი მყავს თუ გინდა დაურეკავ და მოვა. -მოვიდეს,მინდა ეს ჭა ამოვწმინდო მითხრეს რომ კარგი წყალია სუფთა და ცივი... -ნოდარ აქ რას აკეთებ...მერი გაოცებული უყურებდა თავის ქმარს ზაზას გვერდით რომ იდგა,ისიც გაოცებული უყურებდა ცოლს და უთხრა. -მერი მე დამდევ და მითვალთვალებ თუ აქ რას აკეთებ... -ხო შენ გითვალთვალებ სად წახვალ და მოხვალ,აქ რას აკეთებ... -ჩემს საქმეს ვაკეთებ მერი და გაოცებული რატომ მიყურებ...ზაზას გაეცინა და მერის შეხედა. -აქ ნუ იკამათებთ და ძალიან კარგია მერი შენი ქმარიც გავიცანი მეც შანსი მაქვს დაველაპარაკო.ზაზამ ნოდარის დაელაპარაკა რომ კვირაში ერთი დღე დაჭირდებოდა მასთან ყოფილიყო რადგან წლების მიტოვებულ სახლში უამრავი რამ იყო გასაკეთებელი. -კი მოვალ ამათთან ერთად და ამათ გარეშეც შემიძლია მოვიდე. -საქმე ისაა რომ აქ არ ვიქნები სულ... -მე შენი აქ ყოფნა არც მინდა გარეთ მექნება საქმე და თუ სახლში იქნება პრობლემა დამირეკავ მოვალ და გავაკეთებთ ერთად, რაც შეეხება ეზოს უშენოდაც მივხედავ მერე გამოვსწორდებით ეკონომიურად. -შევთანხმდით,თანხაზედაც მოვილაპარაკოთ. -თანხაზეც დრო გვაქვს საქმის მიხედვით მოვილაპარაკებთ.დრო სწრაფად გავიდა,მარიბელმა ჩაიცვა და ზაზას უთხრა. -გოგოები უკვე მიდიან ხელზე ფული გაქვს ჯიბეში?ზაზამ საფულე ამოიღო და გოგოებს შეხედა. -რომელი ხართ უფროსი ერთი ნაბიჯით წინ გამოდით... გოგოებმა მერის კრეს ხელი და წინ გამოაგდეს,ზაზას გაეცინა და შემდეგ მათ შეხედა. -არ უნდა შეგრცხვეთ, ორი დღეა რომ მუშაობთ ოჯახები გყავთ აქ სამარცხვინო არაფერია თქვენი შრომა დააფასეთ.თანხა არც დათვალა მერის ისე გადასცა და შემდეგ ისევ ნოდარის მიუბრუნდა,მაგრამ მერიმ თანხა გადაითვალა და ზაზას გაოცებულმა შეხედა. -შეგეშალათ,აქ იმაზე მეტია რაც ჩვენ გვეკუთნის. -არ შემშლია,მერი დაიმსახურეთ და მადლობა კიდევ გელოდებით ჯერ კიდევ არის აქ სამუშაო ძირს ოთახები უნდა მოვშალო და გარედან გაუკეთდება კარი შესასვლელი. -ერთიანს ტოვებ? -იყოს ერთიანი სამზარეულოს და შხაპს არ მოვშლი, რადგან მარიბელს დარბაზი უნდა გავუკეთო თან საზაფხულოდ არის კარგი, დიდი სივრცეა ბავშვებისთვის.თქვა ზაზამ და მარიბელს შეხედა,ძალიან არ უნდოდა მისი წასვლა მაგრამ იცოდა მშობლები ელოდა და მოწყენილმა უთხრა. -უკვე მიდიხარ,მე ვერ წამოვალ დავრჩები დღეს და რაც გითხარი გაითვალისწინე. -შევეცდები უფროსო თუ ვერ მოვედი მე რაც გითხარი ის გაითვალისწინე შემდეგში.ზაზას გაეცინა და მარიბელიმ თვალი ჩაუკრა თან გულიანად გაიცინა იცოდა ზაზა პასუხს ვერ ეტყოდა ხალხთან ერთად,მის ეშმაკობაზე ყველას გაეცინა,მარიბელი წავიდა უკან გოგოები მიყვნენ ზაზამ ნოდარისაც გადაუხადა თანხა მამუკას თავისი და ყველა წავიდა დარჩა მარტო, გაახსენდა მარიბელიმ ფანჯრების გაზომვა რომ უთხრა გაზომა და ზომები ტელეფონით გადაუგზავნა. -ზაზა ეს რა არის ფანჯრები გაზომე? -ხო გავზომე დიდი ზომები წინა ორი ფანჯარაა... -მივხვდი იქ ორ-ორი ფარდა ჭირდება და ხვალ გავალ ვიყიდი ფარდებსაც,შენ არ მოიწყინო დღეს უჩემოდ. -დავიღალე მარიბელ და დღეს დავრჩები თუმცა უშენოდაც ძნელია ყოფნა. -თეთრეული რომ მზად არ დამიტოვებია? -არ ვიცი ან დავრჩები ან წამოვალ,მოგწერ რას ვიზამ... -კარგი როგორც გინდოდეს.დაბინდდა კიდეც, შეეზარა წასვლა და ახალი თეთრეული დახსნა ლურჯი ფერის იყო თავად გამოაკრა წყალი გადაივლო და დაწვა დაღლილს მალე დაეძინა, მარიბელი ბინაში შევიდა და დედამაც დაურეკა ჩანთა დივანზე ისროლა და ტელეფონს უპასუხა. -გისმენ დედა. -მე ვარ შვილო შენი მამიკო,როგორ ხარ... -ჩემი მამიკო, მომენატრე მერაბო... -ჩამო ერთად გავაგიჟოთ ბერძნები. -ორივე ერთნაირი როგორ ხართ.. -ჩემი შვილია და აბა ვის დაემსგავსებოდა თუ ქეთი რა ხდება, რამე იეშმაკე? -ჰე გამოტყდი, ქ-ნო ქეთევან ვისი შვილი ვარ... -ნუ სულელობთ სხვასთან რომ წავსულიყავი მეორესაც გავაჩენდი და მესამესაც,ეს სულელური კითხვა კი აღარასოდეს აღარ დამისვათ არცერთმა. -მა ცოლი გაგიბრაზდა და დღეს შემოსასვლელში დაწვები. -სწორედ რომ შემოსასვლელში... -კართან ახლოს და მერე გარეთ გაგიძახებს,მერაბო უფრთხილდი და ქალს უნდა მოეფერო მამიკო არ უნდა გააბრაზო. -საკმარისია გავიცინეთ,შენი ამბავი მითხარი შვილო. -კარგად ვარ, შენ რომ გაგიხარდება და მტერს ეწყინება სწორედ ისე ვარ მა. -ბედნიერი ხარ თვალები გიბრწყინავს არის ვინმე შენს ცხოვრებაში,ფიქრობ უკვე ახალი ცხოვრება დაიწყო? -არ მინდოდა მეთქვა,მაგრამ უკვე დავიწყე და ბედნიერი ვარ მამიკო. -მიხარია, ვინ არის. -რაღაც გადმოგიგზავნე და ნახე.... მერაბიმ ნახა ფოტო და გაოცებულმა შეხედა შვილს. -ახალი მანქანა იყიდე? -მე არა მან მიყიდა გუშინ საჩუქრად... -რას ამბობ მარიბელ... -მამა პირველად ჩემთვის ვიღაცამ გაიმეტა ამხელა თანხა,არ მოუთხოვია ჩემთვის თავად გამიკეთა თავისი თანხით საჩუქარი ისე რომ არც კი შემეკითხა. -მგონი უნდა წამოვიდეთ,ასეა? -კი უნდა წამოხვიდეთ,მაგრამ 2-3 თვე ჯერ გვადროვე ერთად რაღაც საქმეს ვეჭიდებით და ვიცი რომ გაგიხარდებათ... -რა საქმეა მეც შემოვალ წილში... -მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ... -ადექი დამენახე,ორსულად ხარ და 2-3 თვეში შვილიშვილი მეყოლება? -რას ამბობ მამა ესეც იქნება,მაგრამ ჯერ არა... -კარგი შვილო იყოს ისე როგორც შენ გინდა ჩვენ შენს ზარს დაველოდებით, მე უკვე დავიწყებ ჩემი ნივთების ჩალაგებას დედაშენს არ დაველოდები მეტყვი წამოდიო და მოვდივარ... -აბა დროებით,მენატრებით დედა გაბუტულო შემირიგდიიი. -თუ ყველაფერს მეტყვი შეგირიგდები... -მაშინ იყავი გაბუტული და რომ ჩამოხვალ მაშინ გეტყვი...ტელეფონი გათიშა და ჩანთა გახსნა წერილები ამოიღო და ბოლომდე წაიკითხა,გაოცებული კითხულობდა ცრემლიანი თვალებით და თავადაც ტიროდა წერის დროს წერილის ავტორიც. -ამიტომ არ მომეწონა თავიდანვე ეს ადამიანი მას ბნელი წარსული აქვს და ვინ იცის იქნებ მან მოკლა ზაზას მამა ზაზას კი ვერ ვეტყვი,მაგრამ ვიღაცამ უნდა იცოდეს და დანიელი, დანიელს დავურეკავ ის მეტყვის როგორ მოვიქცე. ტელეფონი აიღო და დანიელის ნომერი დაფიქსირდა. -დანიელ გისმენ... -მარიბელ გაგაღვიძე,მაგრამ ზაზამ დამირეკა კლინიკაში მოდის... -რა მოხდა,რა დაემართა ზაზას. -გავიღვიძე და ერთიანად ლურჯი ვარო,იცი შენ რამე? -არა,არაფერი არ ვიცი,მოვდივარ... ჩანთაში ჩადო წერილები და შეშინებული გაიქცა კლინიკაში მისულს დანიელი გარეთ დახვდა და შეშინებულმა შორიდან დაუძახა. -რა მოხდა,დანიელ როგორ არის... -არაფერი ვიცი ჯერ არ მოსულა ველოდები,გზაში ვარო უთხარი სასწრაფოს გამოუშვებმეთქი და არა წამოვალო არაფერი მტკივა უბრალოდ გალურჯებული ვარო... -ღმერთო ჩემო კარგად დავტოვე...თქვა მარიბელმა და ზაზას მანქანაც შემოვიდა,დანიელმა შეხედა და თქვა. -ეს როდის იყიდა რა ჩუმალა არის არაფერს არ იტყვის.ზაზა გადმოვიდა მანქანიდან და დანიელს შეხედა თუ არა უთხრა. -დანიელ მიშველე მგონი სისხლი საერთოდ აღარ მოძრაობს, ერთიანად გავლურჯი.დანიელი გაოცებული უყურებდა ზაზას,მარიბელი კი იდგა და ცდილობდა როგორმე სიცილი შეეკავებინა დანიელი ზაზასთან მივიდა და უთხრა. -წამოდი სისხლი ავიღოთ.ზაზამ შეხედა მარიბელს და უთხრა. -დღეს რომ მარტო დამტოვე აი ხომ ხედავ უშენობით რაც დამემართა.მარიბელს გაეცინა, მაგრამ არაფერი თქვა დანიელმა შეიყვანა ოთახში ზაზა და უთხრა. -შემოვალ მალე ნუ ხარ პანიკაში, არაფერია. -შენთვის არაფერია მე მკითხე აბა თუ არაფერია.დანიელი გავიდა თავისი კაბინეტიდან და მარიბელი უკან გაყვა,მკლავში ხელი მოკიდა დანიელს და თან იცინოდა,სიცილით რომ გული იჯერა დანიელს შეხედა,მაგრამ დანიელმა გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -რა გაცინებს,მარიბელ არ შეგხედოს ასე გულიანად რომ იცინი. -არაფერი არ ჭირს,დღეს მარტო იყო და ახალი თეთრეული გადაუფარებია ლურჯი ფერის და მისი ფერი აქვს გადადებული. -ღადაობ? -არა გეფიცები,მაგრამ არ უთხრა გაართულე მდგომარეობა შანსი მაქვს დაგელაპარაკო სერიოზულ თემაზე რომელიც ზაზას და მის მშობლებს ეხება,დატოვე აქ დანიელ ზაზა რომ მე და შენ ეს საკითხი განვიხილოთ რომელიც წამოიჭრა ეს რამდენიმე დღეა. -მარიბელ უკვე მაშინებ... -არ მინდა რამე სისულელე ჩაიდინოს,ვიცი რომ გაიგოს არ აპატიებს და თავს დაიღუპავს. -კარგი, წამოდი მე ავუღებ სისხლს თორემ ექთანი მიხვდება.ორივე შევიდა ზაზასთან და ზაზამ შეხედა ჯერ მარიბელს შემდეგ დანიელს. -სად წადით,რა მოილაპარაკეთ ცუდად ვარ და არ გინდათ ჩემი თანდასწრებით თქვა რომ ძალიან სერიოზული რამ მჭირს? -გითხარი ნუ ხარ პანიკაში,სისხლს ავიღებ და გავიგებ რამ გაგალურჯა. -დანიელ ძალიან მშვიდად ხარ და შენი სიმშვიდე მაშინებს მე კი სისხლი გამეყინა სარკეში ჩემს თავს რომ შევხედე,იმ წუთში შენ დაგირეკე. -მარიბელს რატომ არ დაურეკე. -მარიბელს მშობლებთან ჰქონდა ზარი დღეს და აღარ დაურეკე,მაგრამ აქ დამხვდა შენ ინფორმაციის გავრცელებას ვერავინ ვერ მოგასწრებს. -ნუ ბუზღუნებ აქ მოდი და რადგან აქამდე მოაღწიე გავიგებთ რამ გაგალურჯა,ხვალ დილით რომ გაიღვიძებ ყველა აქ იქნება და არ მოგაწყენენ ანალიზების პასუხის მოსვლამდე. -აქ უნდა დავრჩე? -როგორ ფიქრობ აქ რომ მოდი ასეთი გალურჯებული და გული გადამიქანე შენი სილურჯით აქედან წახვალ ან მე გაგიშვებ? -დანიელ ტკივილით არაფერი არ მტკივა. -ჯერ არ გტკივა,ხვალიდან დაიწყება ტკივილი და ისევ აქ მოხვალ მიშველეო... -დანიელ... -ზაზა....აქ მე ვარ უფროსი და მე უნდა დამემორჩილო ასე რომ ექთანი ოთახში შეგიყვანს, დილით სხვა ექიმიც გნახავს და შენს სილურჯეზე რომელიც ჯერ მე არ შემხვედრია ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მქონია ვფიქრობ ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს. -დანიელ მეკაიფები და ამას არ გაპატიებ...დანიელმა ექთანს დაუძახა და მალე ექთანიც მათთან იყო. -ბატონი წაიყვანეთ და იმ ოთახში შეიყვანეთ შემთხვევითობებისთვის რომ გვაქვს, არც არავინ არ შეუშვათ მასთან ჩემთან შეუთანხმებლად ამ ქალბატონის გარდა დაუდგით გადასხმა და რომ დასრულდება მითხარით. -ეს აუცილებელია? -აუცილებელია დილამდე უნდა იძინოს. -კარგი ექიმო ეტლის მოვიყვან და დავბრუნდები.ექთანი გავიდა და დანიელი უკან გაყვა, ექთანი შეაჩერა და სიცილით უთხრა. -ვიცი რომ მიხვდი რაც ჭირს ჩემს მეგობარს და რადგან აქ არასოდეს მოდის შანსი მაქვს ყველა ანალიზი ავუღო ამიტომ არ ვეუბნებით რომ ეს სილურჯე დაბანით ჩამოირეცხება, გთხოვ არ შეგამჩნიოს რომ შეხედავ და გაიცინებ ან ვინ არ გაიცინებს მარტო თვალები უჩანს თეთრად,ძალიან მშიშარაა ამიტომ უნდა დაიძინოს. -გასაგებია ყველაფერი...უთხრა ექთანმა და ორივცეს გაეცინა,ექთანმა ეტლი მოიყვანა და ზაზა განსაკუთრებულ ოთახში გაიყვანა გადასხმაც დაუდგა და სულ მალე ზაზას ჩაეძინა მარიბელი კი დანიელის წინ იჯდა და საიდან დაეწყო საუბარი არც იცოდა,დანიელი ელოდა მარიბელს და ბოლოს მოთმინება დაკარგა და უთხრა. -გისმენ და ყველაფერი უნდა მითხრა მარიბელ. -გეტყვი დანიელ ყველაფერს გეტყვი,მაგრამ სანამ გეტყვი ეს უნდა წაიკითხო.ჩანთა გახსნა და წერილები ამოიღო და დანიელს მაგიდაზე დაუწყო,დანიელმა ჯერ მარიბელს შეხედა,შემდეგ ქაღალდები აიღო ხელში ზოგადად გადაავლო თვალი თუმცა შემდეგ ყველა ფურცელი გულდასმით წაიკითხა და ბოლოს შეხედა მარიბელს რომელიც დაფიქრებული იჯდა და დანიელის ხმამ გამოაფხიზლა. -გამოდის ზაზას მამამისის სახელი ჰქვია? -არ გამოდის,ასეა დანიელ და ზაზას დაბადებამდე ვიღაცამ მოკლა მამამისი. -ძიება რად უნდა,წერილები აშკარად ამბობს რომ მკვლელი ის მამუკა არის და არ თქვა რომ ახლა ისინი მეზობლები არიან. -გვერდით მეზობელია,ერთი ღობე ჰყოფთ. -მარიბელ არ ვიცი დაბნეული ვარ და მართლა ვერ ვაზროვნებ ახლა, თუმცა ვიცი რომ ზაზა უნდა ავარიდოთ ამ სიცუდეს ეს რომ გაიგოს ვიცნობ ზაზას და დაუფიქრებლად გახდება მკვლელი ეს კი არცერთს არ გვინდა. -მეც მასე ვფიქრობ და შენთან ამიტომ მოვედი რომ ერთად გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ, დანიელ გამოსავალი მხოლოდ ერთია. -რა,რა არის გამოსავალი თქვი. -ზაზას სახლის წინ მოხუცი ბებო ცხოვრობს ვფიქრობ მან იცის სიმართლე,დანიელ მე იქ უკვე მიცნობს მეზობლები შენ უნდა წახვიდე და მიხვიდე იმ ბებოსთან. -მე არაფერს მეტყვის მარიბელ... -გეტყვის,ის ელოდება ვიღაცამ გახსნას ეს საქმე და შენ რომ მიხვალ ეტყვი რომ ზაზას ახლო მეგობარი ხარ უფრო მეტიც ძმები ხართ და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ავარიდოთ ამ დიდ პრობლემას. -კარგი წავალ,მაგრამ თქვენ იქ რას აკეთებთ.მარიბელს ჩაეცინა და უთხრა. -სიურპრიზად გვინდოდა გვეთქვა, მაგრამ შენ უნდა გითხრა სოფელში ბუდეს ვიწყობთ და ზაფხულობით იქ ვიქნებით თავად ნახავ იქ რა კარგია ყოფნა მოგეწონება. -კარგი გადავხედავ თქვენს ნამუშევარს მე დილით ინათებს თუ არა წავალ და ვნახავ იმ ბებოს დაველაპარაკები და გავიგებ რამეს,ზაზასთან კი არავინ არ შევა მსუბუქი დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული და მე რომ დავბრუნდები ანალიზების პასუხებთან ერთად შევალთ, მინდა ბიჭების სახე ვნახო ასე გალურჯებულს რომ ნახავენ. -მე უნდა შევიდე მასთან,რომ გაიღვიძებს და მარტო იქნება ინერვიულებს. -შედი და თუ სურვილი გაქვს შენც მიუწექი გპირდები შეწუხებით არავინ არ შეგაწუხებთ, მაგრამ იცოდე დილით ორივე ლურჯები იქნებით. -დანიელ ასაკი გემატებათ,მაგრამ არ იზრდებით. -სანამ ერთად ვართ ისევ პატარა ბიჭები ვართ და არ ვიზრდებით.მარიბელს გაეცინა და კაბინეტიდან გავიდა,ფრთხილად შევიდა ზაზასთან და საწოლთან სკამი დადგა უყურებდა ზაზას და ეცინებოდა,ზაზამ კი დილით ადრე გაიღვიძა და მარიბელს შეხედა. -მარიბელ აქ ხარ არ წასულხარ? -როგორ იფიქრე რომ წავიდოდი და დაგტოვებდი,მეც უდარდელად დავიძინებდი მაშინ როცა არ ვიცი ასე რამ გაგალურჯა. -მეგონა მიმატოვებდი,ავადმყოფი ქმარი რად გინდა წადი მარიბელ. -მარტო არ ხარ ჩვენ ერთად ვართ და ერთად ვიბრძოლებთ,ერთად გადავლახავთ ყველაფერს მეც აქ ვარ და დილით მეც შენსავით გალურჯებული ვიქნები თუ არ დამიჯერებ. -რას ამბობ გოგო,ჩემი სილურჯეც მეყოფა ახლა კიდევ შენ გალურჯდე. -დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება.დილით 8 საათი იყო დანიელმა ანალიზები ნახა და კმაყოფილმა ჩაიღიმა,შემდეგ ზაზასთან შევიდა და უთხრა. -როგორ ხარ,ანალიზების პასუხებს ველოდები 1 საათისთვის იქნება პასუხები ვნახავთ და თუ არაფერია ისეთი გაგიშვებთ წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევას დავიწყებთ და იმედია საბოლოო დასკვნამდე მივალთ გავიგოთ შენი სილურჯის მიზეზი. -დანიელ ვგრძნობ რომ ცუდად ვარ თუ რამე დამემართა იცოდე არავის არ გავითვალისწინებ, არც ანინას არც ბავშვებს არც შენს მშობლებს პირველი შენ წაგიყვან.დანიელი სერიოზულად უსმენდა და ზაზას ბოლო ნათქვამზე გულიანად გადაიხარხარა ისეთი ხმა გამოვიდა ოთახიდან ექთნებსაც კი გაეცინათ დანიელის ხმაზე, მარიბელიც იცინოდა და დანიელი მას მიუბრუნდა. -მარიბელ პირობას გაძლევ რომ არაფერი არ ჭირს შენს ქმარს თუ ჩემი მოცემული პირობა დაირღვა რაც გამორიცხულია, მეუბნება ვკვდებიო და თან უნდა წაგიყვანოო შენ რას იტყვი... -მე რა უნდა ვთქვა ან დანიელს რას ერჩი თუ ვინმე უნდა წაიყვანო მე წამიყვანე, რომ იქაც ერთად ვიყოთ ლურჯებიც და ყვითლებიც.დანიელმა ისევ გაიცინა და ზაზას შეხედა. -აი ქალი ხომ ხედავ როგორ უყვარხარ,კარგი საოპერაციოში უნდა შევიდე და შესაძლებელია შუადღემდე იქ ვიყო ასე რომ დროებით დაგტოვებთ, ანალიზების პასუხს კი თავად შემოგიტან. -სხვებმა გაიგეს აქ რომ ვარ? -ჯერ არა მაგრამ გაიგებენ.დანიელმა მარიბელს თვალი ჩაუკრა და წავიდა,იცოდა მისამართი მარიბელმა უთხრა სადაც უნდა მისულიყო და ადვილად მიაგნო არ გაჭირვებია, ბედად ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი იდგა და დანიელი მანაც შეამჩნია,დანიელმა კი ჯერ ზაზას სახლს შეავლო თვალი და ძალიან მოეწონა სახლიც და ეზოც, შემდეგ კი უცნობს მიმართა. -შეიძლება გკითხოთ? -მობრძანდით უცხო ხართ ჩვენს სოფელში...ვერანდაზე მოხუცი იდგა ჯოხზე დაყრდნობილი და დანიელმა მას მიესალმა. -სახლში მობრძანდი სტუმარო,უცხო ხართ ვერ გიცანით... დანიელი ბებოსთან მივიდა და ღიმილით მიესალმა. -ზაზას მეგობარი ვარ უფრო მეტიც ჩვენ ძმები ვართ ბებო... -გასაგებია,ზაზა სად არის თავად დღეს არ მოსულან... -ზაზა ამ წუთში კლინიკაშია,მაგრამ კარგად იქნება. -გადაიღალა, ერთი კვირაა აქ არიან და არ დაუსვენიათ იმედია სერიოზული არაფერი ჭირს. -ბებო მე თქვენთან მოვედი,მინდა ერთმანეთს მოვუსმინოთ... -გისმენ შვილო... დანიელმა წერილები ამოიღო და მოხუცს აჩვენა თან უთხრა. -მარიბელმა იპოვა ეს წერილები ჩვენ წავიკითხეთ და ახლა გვინდა თქვენგან გავიგოთ სიმართლე,მითხრით რა მოხდა და როგორ ავარიდოთ ზაზას ეს დიდი თავსატეხი ვიცი იმდენად ფიცხი და თავშეუკავებელია ციხეში წავა და არ მინდა ცხოვრება დაინგრიოს ახლა ეჭიდება მარიბელთან ერთად და მინდა ბედნიერი იყოს.გთხოვ თუ რამე იცი მითხარი,რომ ჩემს ძმას ჩემს ხელთან ერთად მხარიც შევაშველო. -ზაზას ავარიდებთ პრობლემას,მაგრამ წლებია ველოდები ვიღაც პასუხს მოთხოვს თუმცა არავინ გამოჩნდა რომ ეს საქმე გამოიძიოს. -მე გამოვიძევ მეგობარი მყავს და მას მივცემ მხოლოდ ვიცოდე რა მოხდა,ფაქტები მინდა რომ მქონდეს. -ზაზა ყოველთვის მოწესრიგებული იყო თმა დაბალზე ჰქონდა და უხდებოდა კიდეც,ერთ დღეს შეუძლოდ იგრძნო თავი წნევა ჰქონდა არ ვიცი რას ნერვიულობდა და ზედიზედ 3-4 დღე მაღალი წნევა ჰქონდა მაინც წავიდა ბაზაზე იმ დღეს წვრთნები ჰქონდა ვერ გააცდენდა, სწორედ ზაზას იმ დღევანდელი სისუსტით ისარგებლა მამუკამ და ცდილობდა მის გამოწვევას თუმცა ზაზა არ იყო იმ დონის მის პროვოკაციას აჰყოლოდა უნებურად დაეტაკა თითქოს ფეხმა უმტყუნა და ზაზამ გაოცებულმა შეხედა. -ბოდიში ფეხი ჩამეკეცა. -არა უშავს...მშვიდი იყო ზაზას პასუხი,შემდეგ თავის ოთახში წავიდა,თუმცა მამუკა თან გაყვა და გაღიზიანებულმა უთხრა. -შევცდი და ვაღიარე,ბოდიში მოგიხადე ასეთი ურეაქციო ხარ? -მამუკა რა გინდა პირდაპირ მითხარი.მამუკა ახლოს მივიდა ზაზასთან ირგვლივ მიმოიხედა და შემდეგ ყურში ჩასჩურჩულა რაღაც რამაც ზაზა ჯერ ადგილზე გააშეშა მერე სიბრაზისგან აღრიალებული მიუბრუნდა მამუკას ყელში წვდა და რომ არა იქვე რამდენიმე თანაგულდელი დაახრჩობდა მამუკას,მამუკამ სული მოითქვა და ყველას გასაგონად დაემუქრა ზაზას. -ინანებ დღევანდელ დღეს... ზაზა მიუბრუნდა კაფეში მომუშავეს და უთხრა. -დაუყონებლივ მომაწოდეთ კამერის ჩანაწერები და არანაირი არაფორმალური შესწორება, არანაირი არავის გაფრთხილება იცოდე პასუხს მოგთხოვ. ზაზას და მამუკას შელაპარაკება უფროსობამაც გაიგო ნახეს კამერის ჩანაწერები და მამუკას მკაცრი გაფრთხილება მისცეს მანაც წერილობით დაწერა ბოდიში და ზაზას გაუგზავნა რაც ზაზამ არ მიიღო მისი ბოდიში,მაგრამ რამდენიმე კვირაში მან სახლი დატოვა ორსულ ცოლთან ერთად,რამდენიმე თვეში კი ზაზა შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა,მაგრამ არავინ იცის შვილო გარდაიცვალა თუ მოკლეს ეს დღემდე დაუდგენელია საქმე უცებ დაიხურა.ზაზა აღარ იყო,მამუკამ სამსახური დატოვა. დანიელი მოხუცის წინ იჯდა ოთახს ღია ყვითელი ფერის შუქი ანათებდა თმა კი კოხტად ჰქონდა შეკრული უკან თვალებში ცრემლი დაუნახა დანიელმა და მოხუცი ძალიან დაღლილი მოეჩვენა. -ზაზას დედა.... -ზაზას დედა როზა ძალიან კარგი ადამიანი იყო,როზას დედა ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა როზა პატარა გოგო დარჩა და გოგიტა მეორედ დაქორწინდა,ნინო თავიდან როზას კარგად ექცეოდა თავადაც გოგონა ყავდა და ორივე გოგონა ერთად იზრდებიდა თუმცა მის შვილს მეტ ყურადღებას უთმობდა ამას კი გოგიტა კარგად ხედავდა თუმცა არაფერს ამბობდა.როზამ კარგად დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტშიც მოეწყო სწავლის დასრულების შემდეგ კი მამასთან დაიწყო მუშაობა,გოგიტა ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა როზა გახდა თუ არა სრულწლოვანი ყველაფერი შვილის სახელზე გააფორმა და როზა გახდა მისი ბიზნესის მმართველი, ნინომ არც ის იცოდა რომ მამა-შვილი ეკონომიურად მყარად იდგა ფეხზე და როცა გოგიტა გარდაიცვალა ნინომ როზას არაფერი მისცა და სახლიდანაც გამოაგდო, თუმცა როზას ნინოსი არც არაფერი უნდოდა.ზაზამ და როზამ გაიცნო ერთმანეთი და შეუყვარდათ, ეს სახლი კომფორტულად მოაწყო ზაზამ და საყვარელი ქალი მოიყვანა სახლში აქ კი დახვდა სიურპრიზი მამუკას ცოლი არის მისი დედინაცვლის შვილი და დაინახა თუ არა ესენი ფერი ეცვალა თუმცა სიყვარული ისეთი ძლიერია ის ჯებირებსაც კი ანგრევბს და როზაც შეეგუა აქ ცხოვრებას,ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ ისეთი ლამაზი იყო ორსული როზა რომ იმ ერთი ოჯახის გარდა ყველა სიყვარულით უყურებდა.რამდენჯერ უნახია ზაზას დედას როზა თვალცრემლიანი,ისიც ხვდებოდა რომ რაღაც ვერ იყო კარგად მამუკასა და როზას შორის და როცა ზაზამ აქედან წასვლა თქვა არცერთს არ შეუქმნია პანიკა ერთადერთ შვილს გზა დაულოცეს და აქედან გაუშვეს,სულ მალე კი ზაზა გარდაიცვალა როგორ,რატომ,რისთვის ამ კითხვაზე პასუხი არავის გაუცია და დღემდე პასუხს ელის ეს კითხვები. -თხოვნა მაქვს თქვენთან რაც მარიბელმა იპოვა ყველაფერი აქ მაქვს და არ გვინდა ზაზამ გაიგოს და ნახოს ეს წერილები. -ჩვენგან ვერ გაიგებს შვილო და რა ხართ ზაზასი ასე რომ განიცდით მის ცხოვრებას. -მე ექიმი ვარ ქირურგი ტრავმატოლოგი დანიელ ქართველიშვილი, ზაზა კი სტუდენტი იყო რომ გავიცანი კლინიკაში მოიყვანეს მაშინ ბიჭობდა ის 16-17 წლის მოზარდი იყო და იცით ამ ასაკში გოგოებს აწონებს თავს ყველა ბიჭი ზაზაც ერთ ერთი მათგანი იყო... -ჩხუბობდა? -არა,არა სპორტში იყო ფეხი დაიზიანა და ჩემი პირველი პაციენტია რომელმაც წარმატება მომიტანა და მას შემდეგ ვმეგობრობთ,მეგობრობასაც ვერ დავარქმევდი უფრო მეტია ჩვენს შორის არც მე და არც ზაზას დედმამიშვილი არ გყავს და იმ დღიდან მოყოლებული ძმებივით ვართ, როცა გავდივარ ქვეყნიდან ჩემი ოჯახის პატრონი ზაზა არის. -მიხარია რომ ასეთი ახლო ძმობა გაქვთ და ეს ურთიერთობა არავის და არაფლის გამო არ დაარღვიოთ,ჩემი შვილი მეგობრის მსხვერპლია და მან დაკარგა ნდობა ყველას მიმართ არავინ არ ყავს გვერდით. -ძნელია ადამიანს ენდო ექიმო,მაგრამ თქვენთან ვიმეგობრებდი... -ვიმეგობროთ,მალე აქ შევიკრიბებით და თქვენც იქნებით იმ დღეს ყველას გაიცნობთ. -მოხარეული ვარ.... -რას საქმიანობთ... -მანქანების ყიდვა გაყიდვა. -ზაზამ იყიდა ორი დღის წინ ორი მანქანა ჯიპი და თეთრი ჟუკი მეუღლისთვის. -ვიცი მითხრეს მე არ ვიყავი და მითხრეს უკმაყოფილო წამოსულა,ამას კი გამოვასწორებ. -ეს არ ვიცი არ უთქვამს,ჩვენს წრეში მიღებული ხარ მეგობარო.დანიელი დაემშვიდობა ოჯახს და დამშვიდებული წამოვიდა,მაგრამ მოხუცს მიუბრუნდა და უთხრა. -მოდით ჩემთან კლინიკაში თუ ბევრს ვერაფერს გავაკეთებ მაგ ჯოხს გადაგაგდებინებ გაბრაზებული. -გენაცვალე შვილო ჯოხს ვერ შეველევი თეძო მაქვს ამოვარდნილი და მიჭირს გადაადგილება. -შეიძლება ბებო მაგის გამოსწორება,წამოდი ნუ გადადებთ და აქ რომ შევიკრიბებით უჯოხოდ უნდა ვიცეკვო თქვენთან. -შვილო რას მეუბნები ასე მოუმზადებლად....მურადი შენ რას იტყვი შვილო. -წავიდეთ დედა და თუ არაფერი გამოვა ისევ ჯოხით დაბრუნდები უკან. -გამოვა,გამოვა...უთხრა დანიელმა და ბებო წინ დაისვა,შემდეგ მურადის მიუბრუნდა და უთხრა. -დღეს საჭირო არ ხარ,მაგრამ წამოდი ზაზაც იქ არის და ყველას იქ გაიცნობ. -კარგი უკან გამოგყვები... -არა არ გინდა იქედან ზაზას გამოყვები ბებო კი დარჩება...მურადიმ მეუღლეს შეხედა და უთხრა. -რამოდენიმე ხელი გამოსაცვლელი ჩაუდე დედას... -იქ ყველაფერი ექნება...გაოცებული დარა ყველა დანიელი იდგა და ზაზას სახლს უყურებდა ძალიან მოწონდა ეს ადგილი. -არასოდეს უთქვია რომ სოფელი ჰქონდა,ჩემთან უყვარს ხოლმე წამოსვლა იქ ისე ერთობა უბნის ბავშვებთან თამაშობს ბურთს.რძალმა რაც უცებ ჩაუწყო მურადის გადასცა ჩანთა. -ეს უცებ რაც ჩავალაგე და სხვას კიდევ მოგიტან დედა... -კარგი შვილო არ გადაიღალო ასეთ დროს არ მინდა შენი მარტო დატოვება,ძროხასთან ნუ შეხვალ დედა ხბო შეუშვი და გაძღეს მაინც ცოტას იწველება,შენ უცხოდ მიგიღებს და ფეხი არ გკრას არ დამღუპო... -დამშვიდდი ყველაფერს გავაკეთებთ,ტელეფონი ხომ თან გაქვს რომ დაგირეკო. -აბა აქ მაქვს ეს ჩემი განუყრელი მეგობარია. -ჰოდა დაგირეკავ...დანიელს გული გაუთბა,ასეთი თბილი საუბარი აქვს ანინას და მართას და სიყვარულით აივსო,ნელა ნელა მიდიოდა და ანინას ზარს უპასუხა. -გისმენ საყვარელო... -დანიელ წუხელ არ მოდი და არც დამირეკე... -წუხელ ანინა 4 საათი ოპერაციაზე ვიყავი,მერე ზაზა მოვიდა კლინიკაში ანალიზები ავუღე და ვეღრ დავტოვე,მარიბელი დავტოვე ახლა მასთან მე ერთ პაციენტთან ვარ და კლინიკაში მივდივარ,ჩაგაბარე პატაკი? -პატაკი არც მითხოვია მიჩვეული ვარ შენს გაქრობას,გოლიათმა გუშინ მამა დაგიძახა და შენ ეს ბედნიერი წუთები გამოტოვე,გული დამწყდა... -რას ამბობ უკვე ალაპარაკდა გოლიათიც,თებე სახლშია? -ახლა მოვიდა სკოლიდან... -ორივე წამოიყვანე და წამოდით თან ზაზას ნახავ ყველა კლინიკაშია -ზაზას რა მოუვიდა. -იქ რომ მოხვალ გაიგებ,ერთიანად გალურჯებული იყო რომ მოვიდა. -რას ამბობ,დანიელ რამე სერიოზულია? -არა,არა დამელოდე ჩემს კაბინეტში მასთან ვერ შეხვალთ დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული ჩემს მოსვლამდე უნდა იძინოს. -კარგი ჩავაცმევ ამათ და მეც წამოვალ,დილით დედა და მამა მოვიდა სოფლიდან... -რა მოხდა,ხომ კარგად არიან ანინა... -ბავშვები მოენატრათ და მოვიდნენ,შენი ნახვაც უნდოდათ მაგრამ მიდიან საღამოს. -წამოიყვანე ისინიც კლინიკაში მამას ანალიზებს ავუღებ მისი ფერი არ მომეწონა ბოლოს რომ ვნახე. -კარგი,მეც მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ ვერ გითხარი. -ანინა უნდა გავთიშო ლაზარე მირეკავს...ტელეფონი გათიშა და ლაზარეხ უპასუხა. -გისმენ ლაზო. -დანიელ მე გისმენ ზაზას რა დაემართა კლინიკაში ვარ და მოდიო. -ანალიზები ავუღე და პასუხებს ველოდები,დაურეკე სხვებსაც და მოდით ერთად შევიდეთ მასთან. -მარიბელი იქ არის? -იქ დავტოვე,მაგრამ მითხრა უნდა გავიდე გამოსაცვლელი ვუყიდოო მეც 15 წუთში კლინიკაში ვარ.ტელეფონი გათიშა და მოხუცს მიუბრუნდა თან სიცილით უთხრა. -ზაზაზე არ ინერვიულო ბებო კარგად არის ერთი ინციდენტი შეემთხვა და შეშინებულია, სიმართლეს კი დღეს გაიგებს. -კარგი შვილო რაც მოვისმინე ამ რამდენიმე წუთში საუკეთესო ოჯახი გყავს, სამეგობროც უჩვეულოდ კარგი და მჭიდრო. დანიელმა პირდაპირ მიმღების კართან დააყენა მანქანა და დაცვის თანამშრომელს უთხრა. -საღამომდე მანქანა არ მჭირდება,მეორეს უთხარი ეტლი მოაგოროს მოხუცი გვყავს ჯოხით გადაადგილება უჭირს. -არის ექიმო ეტლს ახლავეს მოვიყვანთ...რამდენიმე წუთში დანიელი უკვე მიმღებში იყო თავად დაადგა მოხუცს თავზე და თბილად უთხრა. -ნესმის ხომ არ გეშინია ბებო... -არა შვილო,მაგრამ ცუდი ვენა მაქვს... -მე ვერ დამემალება ვიპოვი...თქვა და უკვე სისხლი სინჯარაში გადმოდიოდა,დანიელი ექთანს მიუბრუნდა და უთხრა. -მარო ამ ბებოს პირადად შენ გაბარებ დღეც და ღამეც მასთან იქნები,გაიყვან გადაღებებზე და ყველა პროცედურას რასაც გააკეთებ პასუხებს ჩემთან შემოიტან,ახლა კი ლურჯი ზაზა რომ წევს იმ ოთახში შეიყვან ბებოს. -ზაზა? -ზაზა მიდის უკვე არაფერი არ ჭირს მე გავაჩერე წუხელ... -გასაგებია. -ჰოდა მიხედე საქმეს,მეც მალე შემოვალ ბებო... -ექიმო ძლიერი ტკივილებით შემოიყვანეს გოგონა... -გაუკეთეთ ყველაფერი... -ყველაფერი გაკეთებულია,მაგრამ მამა ითხოვს თქვენს ნახვას. -ნახევარი საათი მჭირდება სანამ არ წავიკითხავ პაციენტის ისტორიას,არაფერი არ ვიცი და ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვი და ვერც ვერავის ვერ შევხვდები მირანდა. -კარგი ექიმო... -მარო შენ აქ რას ელოდები, გაქრი.მიხვდა მურადი რომ დანიელი ამ კლინიკაში უფროსი იყო და დედას ხელზე ხელი მოუჭირა... -ბებო წავედით ჯერ დავბინავდეთ და შემდეგ წავიდეთ გადაღებაზე. -თქვენ უფრო იცით, შვილო სადაც წამიყვანთ მეც იქ გამოგყვებით.მარომ მოხუცი ზაზას ოთახში შეიყვანა ზაზა გაოცებული უყურებდა ბებოს და ენის ბორძიკით უთხრა. -ბებო აქ რას აკეთებ ჩემთან მოდი? გაოცებული უყურებდა ბებო ზაზას და დანიელიც შემოვიდა,მარომ გვერდით საწოლთან მიიყვანა ბებო დანიელმა კარი გააღო და ბიჭები შემოვიდნენ ოთახში დადარდიანებულები უყურებდნენ გალურჯებულ ზაზას,ლაზარემ შეხედა და ჯერ სათითაოდ გახედა ბიჭებს,შემდეგ თავი ვერ შეიკავა გულიანი ხარხარი ამოუშვა ყელიდან... -რა გაცინებს იდიოტო გუშინ ლამის გული გამისკდა სარკეში ჩემს თავს რომ შევხედე. -მართლა იდიოტი ხარ,ახალ თეთრეულში იწექი? -ხო სულ ახალი იყო მე თავად გავხსენი. -მერე ვერ ხვდები რატომ ხარ ლურჯი? ზაზამ საწოლს შეხედა მერე ხელებზე დაიხედა და ლაზარეს შეხედა. -ღადაობ? -არა არ ვღადაობ ისეთი ხმა გქონდა ტელეფონში ვიფიქრე უკვე სასახლე უნდა შევუკვეთომეთქი... -ჩაწექი მერე შენ შიგნით...ოთახიდან გუგუნის ხმა გამოდიოდა,ყველა იცინოდა ექიმებიც და ექთნებიც. -დანიელ ყველა აღადავე ჩემზე ყოჩაღ,მაგარი ექიმი ხარ. -ეს შენი ანალიზები 100-წელს გადაცილდები და მერე წადი კარგი შხაპი მიიღე სამჯერ წაისვი შამპუნი და მერე ჩაიხედე სარკეში თუ კიდევ ლურჯი იქნები მერე მოდი მართლა არ გაჩერდე სახლში. -მარიბელ....სად არის შემომაკვდება ეს ქალი... -ახლა იპოვე და უკვე შემოგაკვდება? იცინოდა დანიელი... -გააჩნია რატომ ან როგორ შემოაკვდება.თქვა ბებომ და ამას არავინ არ ელოდა,ისევ გულიანი სიცილი მარიბელი შევიდა ზაზასთან და ზაზამ უთხრა. -ხვალ მეც შენთან გალურჯებული ვიქნებით ამიტომ იცოდი სიმართლე.... -რომ შეგხედე შემოსასვლელში იქ მინდოდა სიცილის დაწყება,მაგრამ სულელად ჩამთვლიდით და დაგელოდე,მიიღე შედეგები ანალიზებს რისგან არის გამოწვეული შენი სილურჯე. -მიგიყვან სახლში აქ რა გითხრა... -ან რა უნდა გიქნას,უნდა გაუძლო რადგან ვერავინ ვერ დაგეხმარებით ბებო.მარიბელი მიუბრუნდა ბებოს და გულწრფელად უთხრა. -აქ რატომ ხართ რამე სერიოზული არის? -დანიელი მეტყვის შვილო ანალიზების მერე,მურადის ახლობელმა მისცა ტელეფონის ნომერი და ჩვენც აქ მოვედით ველოდები რას მეტყვის ექიმი... -საუკეთესო ექიმის ხელში ხართ თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.მარიბელი მეგობრებს მიუბრუნდა და თქვა. -ყველა აქ ხართ და გეტყვით,სიურპრიზს გიმზადებთ მხოლოდ 2-3 თვე უნდა დაგველოდოთ. -ორსულად ხარ? შეხედა ვახომ და თან მუცელზე უყურებდა, მარიბელს კი გაეცინა. -ჩემი ყოფილიდან არ გამომყოლია და ზაზა არ ვიცი ჯერ რას იზამს თან ადრეა ჯერ ამ თემაზე საუბარი ასე რომ სიურპრიზი სულ სხვა რამ არის და უნდა დაგველოდოთ..კარი გაიღო და ანინა შემოვიდა თებემ დანიელს შემოეხვია. -მამიკო მომენატრე... -მეც მომენატრე ჩემო მტრედო...შემდეგ პატარას შეხედა ხელებით რომ მისკენ წავიდა თან ლუღლუღებდა. -ბა,ბა,ბა,ბა... -ბაბას გოლიათო... -ზაზა რა მოხდა.გაოცებული იდგა ანინა და ზაზას უყურებდა,ყველა ჩუმად იყო მაგრამ ანინას წარბი გაეხსნა და გულიანად გაიცინა რაზედაც ისევ აყვა ყველა. -ლურჯები იყიდე? შეხედა მარიბელს ანინამ... -ვიყიდე მაგრამ ჯერ უნდა გამერეცხა ზაზამ კი გაურეცხავად გადაიფარა და აი შედეგიც,. -შენც მაინდამაინც ეს ლურჯები რატომ აიღე... -მომეწონა.. -ჰოდა აი ამიტომ წევხარ გუშინს მერე ამ საწოლზე... -ადექი არაფერი არ გჭირს ბ-ნო ზაზა საწოლს აკავებ,ისე არ მოდიოდი და ამ შენმა სილურჯემ ანალიზები აგაღებინა,ქვასავით მაგარი ხარ. -ჯამრთელიც ხომ? -კი ჭერეხებივით დაყრი ბავშვებს. -დანიელ... ყველამ კარგად იმხიარულა,ბოლოს ყველა გავიდა ოთახიდან ზაზა ადგა და მოემზადა,მარიბელს შეხედა და უთხრა. -სოფელში მივდივართ იმ საწოლში შენ დაწვები ამ საღამოს. -წაყევი ზაზას შვილო, დანიელთან არაფერი გამიჭირდება თუ რამე დამჭირდება დაგირეკავ. -კარგი დედა წავალ მარინაც მარტო არის სახლში. -წადი შვილო და მძიმე არ აწიოს...ზაზა წავიდა,ბებომ თვალით გააცილა ყველა და თქვა ჩურჩულით. -კარგ სამეგობროში შეაბიჯა ჩემმა შვილმა....მურადი კმაყოფილი იყო ახალი მეგობრების გაჩენით და გულში გაიფიქრა. -,,არასოდეს არის გვიან,ამჯერად მგონი სწორი სამეგობრო შევარჩიე''.მარიბელი სახლში შესული ისე იცინოდა რამაც გააბრაზა ზაზა და მარიბელს სიტყვის თქმაც არ დააცადა ეგრევე დააცხრა და ისიც აკოტრიალა იმ ლურჯ თეთრეულში,ბოლოს ორივემ სააბაზანოში გადაინაცვლა.ზაზას კლინიკაში ყოფნის დროს მარიბელმა ფარდებიც შეარჩია და შეკვეთა მისცა თანხაც გადაიხადა და კურიერის ხელით მიიღო,ძალიან ლამაზი გახდა სახლი ფარდები რომ დაკიდეს.ათი დღე არ გამოჩენილა წყვილი დანიელის მეტმა არავინ იცოდა სად იყვნენ და რას აკეთებდნენ,დანიელს კი დრო არ ჰქონდა მათთან წასულიყო ის ბრიტანეთში წასვლისთვის მნიშვნელოვან საბუთებს ამზადებდა.პროკურორი ქაღალდებით ხელში დანიელის კართან იდგა,დანიელიც გამოვიდა კაბინეტიდან და პროკურორს შეხედა. -ექიმო ყველაფერი მზად არის და მოვიტანე... -აქაც ყველაფერი მზად არის ეს საბუთები მაგ ქაღალდებთან იყოს ექთანიც თან გაყვება აქედან რა თქმა უნდა ხარჯებს გაითვალისწინებთ და დავრეკავ კლინიკაში მაშინ როცა ბილეთები ხელთ გვექნება, რომ იქაც ზუსტი დრო იცოდნენ. -გასაგებია,გამოდის უკვე უნდა ავიღოთ ბილეთებიც... -ეს ექიმის პასპორტის ასლი ვინც გაყვება და მხოლოდ ბილეთები გვჭირდება,თინა მალე წავა და დიდი ცვლილებებისთვის მოემზადება. -გასაგებია,წავედი რაც უფრო მალე მით უკეთესი თქვენი თქმით. -რა თქმა უნდა,რაც უფრო მალე მით უკეთესი...დანიელი დღეში რამდენჯერმე შედიოდა ბებოსთან და ნახულობდა, ისიც ყოველ შესვლაზე ღიმილით ხვდებოდა. -როგორ ხართ, დღეს მინდა შემართებით იყოთ... -რა ხდება დღეს შვილო... -დღეს გადაწყვეტილება მივიღე გავაკეთოთ ოპერაცია,მურადის არ ვუთხარი სიურპრიზი მინდა იყოს ხვალ რომ მოვა და ფეხზე დამდგარი დახვდები. -დანიელ დარწმუნებული ხარ შვილო. -დარწმუნებული რომ არ ვიყო ხელს არ მოგკიდებ ბებო და თქვენივე ჯოხით გაგიშვებდი აქედან ანალიზების შემდეგ,დარწმუნებული ვარ და გპირდები რთული ოპერაცია არ არის 1 ან 2 საათით დაგაძინებთ და რომ გაიღვიძებ რამოდენიმე საათში უნდა წამოხტე. -შენზე და შენს ულამაზეს ოჯახზე ვილოცებ... -მადლობა,აბა მოემზადე.დანიელის ტელეფონზე ანინას ზარი იყო და ღიმილით უპასუხა. -გისმენ საყვარელო... -მამა მე ვარ... -თებე დედა სად არის,რატომ ტირი შვილო. -მამიკო მალე მოხვალ? -რა მოხდა, თებე დედა სად არის მიეცი ტელეფონი... -დედა მაღაზიაში ჩავიდა,ზვიოს ძინავს მე ავიღე ტელეფონი და დაგირეკე... -მაშინ მითხარი რატომ ტირი შვილო,წამოვიდე? -მალე მოხვალ? -ერთ კარგ ბებოს ოპერაცია უნდა გავუკეთო რომ ფეხზე კარგად გაიაროს და წამოვალ 2-3 საათი დამაგვიანდება....დედას ვეტყვი რომ დამირეკოს... -არა,არა,გთხოვ დედას არ დაურეკო შენ უნდა დაგელაპარაკო. -კარგი შვილო არ დაურეკავ,მაგრამ დამშვიდდი. დანიელი შიშმა შეიპყრო და ბებოს გახედა. -შვილო დანიელ წადი დაელაპარაკე ვინ იცის რა უნდა რომ გითხრას,დამშვიდდები და დამშვილებულ გულზე გააკეთებ ოპერაციას. -კარგი წავალ გადავდებ ოპერაციას რამოდენიმე საათით,მაგრამ დღეს გავაკეთებთ.დანიელმა მხოლოდ ხალათი მოიხსნა და წავიდა ის ჩქარა მიდიოდა და ნერვიულობდა თებე უკვე 13 წლის გოგოა ცუდი გაიფიქრა ,,ვაი თუ ვინმემ რამე კადრა'', ,,ვაი თუ ვინმემ მოატყუა'', არეული სახით შევიდა სახლში ანინა ზვიოს უცვლიდა და თან საყვედურობდა. -რა ღორი ბავშვი ხარ შვილო და რატომ იცინი,რომ დაისვარე? დანიელმა შეხედა ანინას და შემდეგ თებეს ოთახში შევიდა. -თებე... -მამა... -თებე რა მოხდა, შვილო შენმა ხმამ შემაშინა... -მამიკო უკვე აქ ხარ.უთხრა თებემ და მამას მოეხვია. -მითხარი რა მოხდა,ვინმემ რამე გითხრა? -არა მამა შენ ხომ ექიმი ხარ და მინდა როგორც პაციენტს ისე შემხედო. -რა, რამე გტკივა? -დღეს დილით მუცლის ტკივილმა გამაღვიძა დედას არ უთხარი რადგან მეგონა გამივლიდა, მაგრამ არ გამიარა საშინლად მტკივა და საცვალზეც სისხლი მქონდა და მამა რა მჭირს. დანიელს ჩაეცინა და გულზე მიიკრა შვილი თავად კი თვალებში ცრემლი ჩაუდგა და ჩურჩულით თქვა. -დააგვიანე კიდეც ეს გოგოებში ანუ ქალებში ჩვეულებრივი მოვლენაა შვილო არ უნდა შეგეშინდეს,დედასთვის უნდა გეთქვა. -შემეშინდა,დედა ინერვიულებდა და უკეთესი იყო შენ თუ გეტყოდი. -კარგია რომ მითხარი ასეთი რამ ყოველ თვეში გექნება 3-4 ან შეიძლება 5 დღეც და მუცლის ტკივილიც სწორედ ამ დროს იცის მედიცინის ენაზე რომ გითხრა ქალის მომწიფების მაუწყებელია და თვეში ერთხელ ყველა ქალს აქვს საშოდან სისხლიანი გამონადენი შენ უკვე გაიზარდე აღარ ხარ პატარა გოგო ირბინო და ბავშვებში სილაში ითამაშო შენ უკვე გოგო ხარ ქალიშვილი გოგო და სერიოზულობა გმართებს.თებე შვილო ჯერ კიდევ ადრე არის,მაგრამ ვფიქრობ შენს მომავალზე უნდა იფიქრო, შენს ცხოვრებაზე რა ან ვინ გინდა გამოხვიდე და შენი მიზანი აისრულო შენი კარგი სწავლით.სხვას დედა აგიხსნის,მაგრამ ამაზე უკეთ ვერ აგიხსნის მხოლოდ რჩევას მოგცემს რომელი საფენი იხმარო,რადგან ამ რამდენიმე დღეში გჭირდება სქელი საფენი და არა ყოველდღიური. -დანიელ რა მოხდა მოხვედი თუ არა თებესთან შემოდი,რამე არ ვიცი?დანიელმა შუბლზე აკოცა თებეს და უთხრა. -თბილი აბაზანა მიიღე და დაწექი დედა მოგცემს ტკივილგამაყუჩებელს და ტკივილი დაგიამდება. -მადლობა მამა....უთხრა თებემ და მამას მოეხვია,დანიელმა კი თავზე აკოცა და გაოცებულ ანინას თვალი ჩაუკრა,შემდეგ თებე მარტო დატოვა ორივემ და დანიელმა ღიმილით უთხრა ანინას. -გაიზარდა ჩვენი გოგო ანინა. -რა მოხდა ლამის გული გამიჩერდეს, მითხარი... -მესტურაცია მოუვიდა და შეეშინდა,შენ ვერ გაგიმხილა იფიქრა რამე სერიოზული მჭირსო და შენი ტელეფონით დამირეკა. -მე რატომ არ მითხრა ასეთი მნიშვნელოვანი რამ... -ბავშვია და შეეშინდა,მთავარია რომ თქვა შენ დაეხმარე თბილი აბაზანა მიიღოს ყოველ ჯერზე და პაკეტი შეურჩიე როდის რა პაკეტი იხმაროს,ხომ იცი ზოგიერთი პაკეტი ალერგიულია და ქავილს იწვევს. -გაიზარდა, თებე უკვე ქალიშვილობას დაიწყებს. -13 წლის არის კიდევ ათი წელიც და გაფრინდება... -თუ ჩემსავით არ იჩქარა ათი წლის ლოდინი არ დაგჭირდება ბაბუა გახდე...დანიელს გაეცინა და გულში ჩაიკრა ანინა. -რომ არ გეჩქარა იმ ღამით თებე ახლა არ იქნებოდა... -არც შენ იქნებოდი და ვინ იცის როგორი ცხოვრება მექნებოდა,მადლობა საყვარელო. -მადლობა შენ უნდა გითხრა იმ ღამით შენი თავი რომ მაჩუქე,ბევრი ტკივილი გამოიარე, მაგრამ ერთმანეთი მაინც ვიპოვეთ რადგან უფალმა დაწერა ჩვენი ერთად ყოფნა. -მიყვარხარ დანიელ შენ ჩემი სამყარო ხარ... -თქვენ ხართ ჩემი სამყარო,თქვენამდე სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ვიყავი ახლა თქვენ მელოდებით თქვენთან მოვიჩქარი თუმცა ხშირად გასული ვარ. -ეს შენი საყვარელი პროფესიაა რომ სხვებს დაეხმარო,მამას ანალიზები როგორია,მისი ფერი არ მომწონს დანიელ და უკვე შევამჩნიე რომ მალე იღლება. -ცვლილებები აქვს და ვიყიდი რა პრეპარატებიც ჭირდება თებეს გაუვლის ტკივილი და წავიდეთ სოფელში მეც დავიღალე დავისვრენებ თან ხვალ სასამართლო არის და იქ უნდა ვიყო, დღეს კი დამაგვიანდება თებეს გამო მნიშვნელოვანი ოპერაცია გადავდე და უნდა წავიდე, მელოდებიან. -კარგია, ახლა მშვიდად ხარ მთავარი ეს არის სიყვარული კი არ იზომება ჩვეულებრივი საზომით, არამედ როცა გიყვარს რთულ მომენტებში ერთმანეთის მხარდაჭერის უნარი უნდა გვქონდეს და ესაა სიყვარული აქ კი ჩვენი სახლია,ჩვენი ადგილი სადაც სიყვარული და პატივისცემა ფულზე მეტია. -მიყვარხარ,თებეს მიხედე და მეგობრულად დაელაპარაკე რომ ამიერიდან არაფერი არ დაგიმალოს,რაც უფრო მეგობრული იქნები მასთან მით უფრო გახსნილი იქნება შენთან და გეცოდინება მასზე ყველაფერი. -შენთან უფრო ახლოს არის,ვფიქრობ მნიშვნელოვან სათქმელს ყოველთვის შენ გეტყვის რადგან შენთან უფრო მშვიდად არის ჩემთან ყოველთვის დაძაბულია და რატომ არ ვიცი. -კარგი ამ საკითხზე ერთ საღამოს დაველაპარაკები,უნდა წავიდე.შემდეგ ზვიოს შეხედა და ღიმილით უთხრა. -გოლიათო შენი მუსკულები დასუსტდა რაო სიმაღლეში მივდივართ?უთხრა და სიცილით თქვა. -სად გაკოცო ერთიანად მოსვრილი ხარ...მაინც მოძებნა ადგილი რომ ეკოცნა თავი გადაუწია და ყელი დაუკოცნა, ზვიომაც სიცილი დაუწყო და აჭიკჭიკდა. -როგორ მენატრება შენთან თამაში შვილო...ანინას შეხედა და უთხრა. -დღეს იმ ბებოს უკეთებ ოპერაციას რა დროც იქნება დავბრუნდები და ხვალ არ წავალ. -შენ არ წახვალ,მაგრამ რაღაც დაუგეგმავი გამოჩნდება და უნდა წახვიდე. -დილით წავალ რომ ოპერაციის შემდეგ ბებო ვნახო... -პროფესია აირჩიე რთული და შენი მოვალეობაა გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე თუ ეს შენს ხელთაა,წადი ჩვენ აქ ვართ და არ ინერვიულო ხვალ საბოლოო განაჩენს გამოუტანს მათ კანონი და იმედია ღირსელად დაისჯებიან ამჯერად მაინც იზეიმებს სამართალი სამართლიანად. -ყოველთვის რომ სწორად მსჯელობ ამიტომ მიყვარხარ,დედაშენი სად არის ვერ ვხედავ... -ბინაში გავიდა დავისვენებო,მძიმე არის ზვიო და მკლავები ტკივა გაიარა ფეხზე,მაგრამ მაინც სულ ხელში უნდა ყავდეს... -რას ერჩი სანამ დრო აქვს იშნობს კარგ ცხოვრებას,კარგი წავედი და თებეს მიხედე.დანიელი წავიდა,ანინა თებესთან შევიდა და საწოლზე ჩამოუჯდა თებემ შეხედა და უთხრა. -მიბრაზდები? -არა ჩემო ყვავილო,მაგრამ ეს რაც მამას უთხრი ჩემთვის უნდა გეთქვა. -მამა ექიმია და შემეშინდა ამიტომ დაურეკე მამას. -ეს ჩემი ბრალია იმ ასაკში ხარ უნდა მეთქვა და მომზადებული შეხვდებოდი ამ დღეს,ახლა ადექი თბილი აბაზანა მიიღე და დაიმახსოვრე ყოველი თვის იმავე რიცხვში უნდა ელოდო და 3-4 დღე კრიზისული დღეები გექნება,მაგრამ დაიმახსოვრე ეს არავინ არ უნდა შეგამჩნიოს შენი თავი ჰიგიენურად უნდა გააკონტროლო და თავად გადაიტანო ეს დღეები,ტკივილებიც გექნება და თუ ტკივილი გაუსაძლისი იქნება ტკივილგამაყუჩებელს დაახმარ რომ ტკივილი შეგიმსუბუქდეს თუ მოხდა და ციკლი აირია შემდეგ ექიმს მივმართავთ რადგან ციკლის სწორად მუშაობა ქალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. -მადლობა დე... -ადექი ჩემო დიდი გოგო და თბილი წყლით დაიბანე.თებე აბანოში შევიდა ანინამ კი საფენები დაუდო საწოლზე საცვალთან ერთად და ჩაეცინა. -დანიელი მართალია გაიზარდა ჩვენი გოგო არადა აქამდე როგორ მოვედით შიშში და ტკივილში,უფალო დამილოცე ჩემი ტკბილი ოჯახი...პირს ჯვარი გადაისახა და თებეს კარზე მიუკაკუნა. -შემოვიდე,გინდა დაგეხმარო? -არა,უკვე გამოვდივარ. -საწოლზე დაგიდე ყველაფერი რაც გჭირდება.დანიელი შევიდა კლინიკაში,ბებომ შეხედა თუ არა კითხა. -დანიელ თებეს ხომ არაფერი შეემთხვა შვილო სანერვიულო... -არა, ჩემი გოგო გაიზარდა და დედას ვერ გაუმხილა მე კი არა როგორც მამა არამედ როგორც ექიმი ისე დამელაპარაკა... -ანგელოზო,ეს იცი რას ნიშნავს შვილო მას შენი სჯერა და შენი იმედი აქვს. -ვიცი ბებო,მაგრამ ჩემი გონება ცუდისკენ წავიდა და ალბად მკვლელი გავხდებოდი ვინმე რომ თებეს შეხებოდა, მადლობა რომ დამაძალე წავსულიყავი ერთიანად მოვეშვი ავუხსენი და დამშვიდებული წამოვედი,მზად ხარ გავაგრძელოთ დანაპირები რაც გვქონდა გეგმაში. -შენ თუ ხარ მზად მეც მზად ვარ...ოთახში ექთანი შემოვიდა და დანიელმა შეხედა. -მარო საოპერაციოში და ახლა გაქვს შანსი მითხრა როგორი პაციენტი ჩაგაბარე,გაბრაზებს თუ შენ აბრაზებ. -არა მშვიდი პაცინტია და ძალიან საინტერესო მოსაუბრე. -ეს ჩვენი ყველასი ბებო არის.თვალი ჩაუკრა მაროს და მარომაც ღიმილით უთხრა. -თქვენი ბებო შეუძლებელია სხვაგვარი იყოს ექიმო. -წამოიყვანე იქ დაგელოდებით...დანიელი გავიდა სულ მალე მარო მიყვა ეტლით ბებოსთან ერთად და კიდევ სულ მალე მურადიც მოვიდა, საწოლი რომ ცარიელი დახვდა შეეშინდა და ექთანს უთხრა. -დედაჩემი სად არის... -მოხუცი ბებო თქვენი დედაა და ჩვენი ექიმის ბებო,დღეს კი ოპერაცია უკეთდება ახლახანს გაიყვანეს. -არაფერი მითხრეს არც დამირეკეს... -სიურპრიზი უნდოდა ექიმს თქვენთვის გაეკეთებინა...მურადი ელოდა ოპერაციის დასრულებას და ოპერაცია როგორც ივარაუდა დანიელმა 3 საათი გაგრძელდა,დაღლილი გამოვიდა საოპერაციოდან და იქვე მურადი დახვდა. -დანიელ როგორ არის,არაფერი მითხარი... -რატომ გაგვიფუჭე სიურპრიზი მურად დღეს არ უნდა მოსულიყავი.. -მითხარი როგორ არის და წავალ თითქოს აქ არ ვყოფილვარ,დაე იცოდეს რომ სიურპრიზია. -ყველაფერი კარგად დასრულდა ძვალი ამოვარდნილი იყო და ამოვადრნილობა წლების მანძილზე დაცემისგან არის თეძოს ძვალზე კი ჰქონდა გამონაზარდები, ამიტომ ჰქონდა ძლიერი ტკივილები ის მოვაცილეთ ასევე მთავარი ხტილი მოსახარში დამდნარი იყო იქ კი პლასმასი ჩაუსვით ასე რომ დაველოდები მის გამოღვიძებას გამორიცხულია ისეთივე ტკივილები ჰქონდეს როგორც ჰქონდა და ჯოხს თუ ვერ შეელევა ჰქონდეს იმედად თავის დაცვის მიზნით,მაგრამ ვფიქრობ რომ აღარ დაჭირდება. -ფეხი მოკლე ჰქონდა დანიელ... -ეს იმიტომ რომ თეძო ამოვარდა ბუდიდან და ფეხი დამოკლდა,მურადი არ გირჩევ არც შენ და არც სხვას ეს ტკივილი გამოცადოს საშინელი ტკივილი იცის ძვალმა,გასაკვირი ის არის აქამდე რატომ არ მიმართა ექიმს როგორ უძლებდა. -ვიცი რომ ძალიან ტკიოდა და არ იმჩნევდა მით უფრო ახლა როცა მარინამ ორსულობის შესახებ გვახარა,დედამ უთხრა. -,,ჩემი ტკივილი არაფერია შვილო ამ სახლში სიხარული შემოიტანე და ტკივილს როგორ გავამხელ;;. 17 წელია ველოდებით პატარას სად არ ვიყავით და როგორც იქნა დადგა ეს სასიხარულო დროც 3 თვეში გაჩნდება პატარები, ტყუპებია. -ეს მართლაც რომ მოსალოცი არის და სასიხარულო,ჩემები იქ რას შვებიან... -ოოო,ზაზა დღე და ღამე სახლზე მუშაობს, ხელოსნები ყავს და საერთოდ გადააკეთა ის სახლი ფინურად დახურა აქ ჩემი სამეგობრო რომ მოვა ყველას მისი ოთახი უნდა ჰქონდესო და ექვსი საძინებელი გამოდის ზემოთ კარგი დარჩება,კარგი იყო თავიდანაც ახლა უკეთესია. -მოულოდნელად დავადგები თავზე,მაგრამ მერე შენზე გაბრაზდება,ამიტომ უკეთესია დაველოდო სიურპრიზს. -მასე ჯობია იქ ყველა შევიკრიბებით.... მურადი წავიდა კმაყოფილი და დაიმედებული, დანიელი დაელოდა ბებოს გაღვიძებას და რომ დარწმუნდა კარგად იყო წავიდა სახლში,არ დაურეკა ანინას და ჩუმად გააღო კარი თებე ტიროდა,პატარაც ტიროდა,ანინა კი შეშინებული იყო. -რა მოხდა,რა გატირებს თებე. -ხელში ავიყვანე და მერე არ ვიცი როგორ ხელიდან გამივარდა.... -მძიმე არის შვილო შენ ვერ ზიდავ მას ეს ხომ გოლიათია,რა იტკინა. -თავი დაარტყა... -კარგი გაუვლის ტკივილი და სულ მალე დაავიწყდება კიდეც. მოდი ჩემთან ჩემო გიჟო, მოდი მამასთან დღეს თქვენს გამო მივატოვე ყველაფერი და წამოვედი,შემომხედე.პატარამ შეხედა მამას ცრემლიანი თვალებით და თან გაუცინა,დანიელმა კი სიცილით თქვა. -გაუარა უკვე ტკივილმა ხედავ იცინის,ჩემი ბაჯბაჯა...დანიელმა გამოიცვალა პატარასთან ერთად იჯდა ძირს და თამაშობდა კუბიკებით,ტელეფონმა დარეკა რამდენჯერმე და არ უპასუხა შემდეგ ანინას უთხრა. -მოამზადე რამე ველურები მოვლიან... და მართლაც 9 საათი იყო კარზე ზარი რომ იყო და კარი ანინამ გააღო თანმიმდევრობით შემოვიდნენ ბიჭები და ისინიც დანიელის გვერდით დასხდნენ კუბიკები მათმაც ააწყვეს პატარა კიც ატირეს და კიც აცინეს ბოლოს ძალიან დაღლილს მამის მკლავებში დაეძინა,ანინამ მაგიდა სამზარეულოში გააწყო და დანიელს პატარა ხელებიდან აართვა. -აღარ გააღვიძო ასე იძინოს დაღლილი არის...გვიან ღამემდე ისხდნენ და საუბრობდნენ, დილით კლინიკაში წავიდა ბებო ნახა თავისი ხელით წამოაყენა და რამოდენიმე ნაბიჯიც გაატარა,ბავშვივით უხაროდა ბებოს რომ ჯოხის გარეშე შეეძლო გავლა,მაგრამ მალე დაიღალა და ისევ საწოლთან მიიყვანა,შემდეგ კლინიკა დატოვა და სასამართლოში წავიდა.სასამართლო დარბაზში დანიელს ელოდა ადვოკატთან ერთად ყველა,როცა დანიელი დარბაზში შევიდა ყველას ყურადღება მიიქცია არა იმიტომ რომ ის სიმპატიური მამაკაცი იყო და ბევრ ქალს ჭკუას აკარგვინებდა,არამედ მიიქცია ყურადღება რომ 5 თვე იჯდა უდანაშაულოდ სხვისი დანაშაულისთვის და დღეს უნდა დასჯილიყო ნამდვილი დამნაშავეები. სასამართლო ჯერ არ ჩატარებული სიმკაცრით მიდიოდა,მოსამართლემ განიხილა ყველა დეტალი,ყველა საჩივარი და ასევე გამოიკვეთა ახალი სამხილები წლების წინ დაკარგიულ სალომეზე რომელიც ჯგუფურად გააუპატიურეს და ნახევრად ცოცხალი დამარხეს ამაზე მეტი სისასტიკე და სადისტობა რა უნდა გააკეთოს მოძალადემ.ყოფილ მოსამართლეს რამდენიმე საათი სასამართლოს მსვლელობის დროს თავი არ აუწევია,მას გული გაუჩერდა როცა მისი განაჩენი მოისმინა და მიიღო დამსახურებული სასჯელი სამუდამო პატიმრობა. ლევანი ვინც ცხოველად იყო წოდებული ყველა მისგან გამწარებული იჯახები მასზედაც სამუდადამო სასჯელს მოითხოვდა და ბოლოს პროკურორის შვილს კობას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შიდა პატიმრობით რაც ბრალდებულებს არ მოეწონა,ბოლოს სიტყვა დანიელს გადაეცა,რადგან ის იყო მსხვერპლი და ყოფილმა მოსამართლემ ეს კარგად იცოდა. -ყველა მიცნობს და ყველამ იცის ვინც ვარ,მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ვარ ექიმი ქირურგი ტრავმატოლოგი დანიელ ქართველიშვილი და თუ მკითხავთ ჩემი ყველაზე დიდი სინანული რა არის ვიტყვი რომ გულზე მაწევს ის ტკივილი რაც ჩემია და ბევრად უფრო მძიმეა სატარებლად.ამ ორი ცხოველის მიერ იქნა მოკლული ჩემი ყოფილი 26 წლის ცოლი და 6 წლის ქალიშვილი,უფრო სწორად შვილად წოდებული თებე რომელიც ერთ ერთი ამ ცხოველთაგანის საკუთარი შვილი არის რომელიც არასოდეს არ აღიარა შვილად.წლების შემდეგ ისევ შევქმენი ოჯახი,მაგრამ ეს ორი ცხოველი ისევ ჩემს გზაზე გადაიკვეთა და ჩემი ოჯახი მუდმივ შიშში იტანჯებოდა და ყველაზე ცუდი ისაა რომ ამ ბოროტმა ჩემს მეუღლეს ვერ აპატია ის რომ ბავშვობაში მისი სიყვარული უარყო რადგან არ უყვარდა.ამ ორი ცხოველის გამო (თუმცა ცხოველსაც ვერ ვუწოდებ მათ,რადგან ცხოველებს უყვართ თავიანთი შვილები)ჩემი ცხოვრების 5 თვის საუკეთესო დრო ოჯახიდან შორს გავატარე როცა ჩემი შვილი დაიბადა და არ ვიყავი მის გვერდით.შემდეგ დამნაშავეებს მიუბრუნდა რამდენიმე წუთი უყურა მათ და თქვა. -ძალიან დააშავეთ,მცენარეებსაც აქვს დრო ფოთლებიც მაღლიდან უყურებენ ყველას,მაგრამ როცა მათი დრო მთავრდება ისინი სუსტდება და მიწაზე ეცემიან,ამიტომ არავინ იცის როგორ მწარედ დასცემს მას ცხოვრება ძირს.თქვენი დროც დასრულდა და მიიღეთ სასჯელი რასაც ეძებდით და რისკენაც მიისწრაფოდით,მე დავასრულე ბ-ნო მოსამართლევ მადლობა რომ როგორც იქნა სამართლიანობა აღსდგა და ნამდვილი მკვლელები დაისაჯა სამაგალითოდ. დანიელმა სასამართლო დარბაზი დატოვა და გარეთ გამოსულმა გაიგონა გასროლის ხმა და ეს ხმა შიგნით სასამართლო დარბაზიდან მოდიოდა,შეშინებული შევარდა ისევ დარბაზში და შეხედა თომა ძია იარაღით ხელში და მოსამართლე ძირს წაქცეული მან მხარში მოარტყა მოსამართლეს და მეორედ გასროლის უფლება აღარ მიეცა რომ მოეკლა,თომას იარაღი კანონიერად ჰქონდა გასროლაც აფექტის ნიადაგზე მოხდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს თუმცა ის არავის დაუკავებია. -უნდა მომეკლა, დანიელ უნდა მომეკლა. -დამშვიდდი,ის მიიღებს მისაღებს ამ სასჯელის გარდა. -მე,მე უნდა ვცემო ისე რომ სიკვდილი ინატროს. -ესეც იქნება, მხოლოდ დამშვიდდი და ცოტა დრო გავიდეს.როგორც იქნა თომა დაამშვიდა და ის კლარამ წაიყვანა დანიელმა კი ტელეფონს შეხედა და ვაკოს პირველივე ზარზე უპასუხა. -შენს ზარს ველოდი... -როგორ არის საქმე დანიელ... -ყველაფერი კარგად,ხვალ მოფრინავს პაციენტი ექთანთან ერთად. -კარგია, დახვდება ექიმი და სასწრაფო მოიყვანს პირდაპირ კლინიკაში,შენ? -არ ჩავთვალე საჭიროდ ჩემი წამოსვლა,რადგან არ დაუმსახურებია ჩემგან კიდევ უფრო დიდი ყურადღება. -გასაგებია,ყველაფერს მივხედვთ დანიელ... ბიჭები დანიელის გვერდით იდგნენ ზაზამ სათვალე გაიკეთა და თქვა. -გამომყევით,დღევანდელი დღე კარგად უნდა დასრულდეს ამიტომ ყველამ ჩემს მანქანას გამოყევით.არცერთმა არ იცოდა ზაზას სიურპრიზი,დანიელმა კი თვალი ჩაუკრა ლაზარეს და თქვა. -წავედით,მაგრამ მარტო ჩვენ თუ გოგოებიც... -გოგოებზე ნუ დარდობთ ექიმო,უკვე ადგილზე არიან და ქმრებს ელოდებიან...ერთ საათში ზაზას გადაახლებულ სახლში იყვნენ და ყველა გაოცებული იყო,მაგრამ არ ჩანდა მარიბელი. -მარიბელი სად არის ზაზა... -მშობლები ჩამოდიან და პირდაპირ აქ მოიყვანს,მათთვის მეც სიურპრიზი ვარ და სოფელიც. -მაშინ გამოდის დიდი ქეიფი გვაქვს დღეს. -დიდი ქეიფი გვაქვს,მაგრამ ბებო არ იქნება დღეს ჩვენს გვერდით.დანიელმა ბიჭებს გადახედა და მოულოდნელად თქვა. -ერთ საათში შემოგიერთდებით. -სად მიდიხარ.... -მნიშვნელოვანია სადაც მივდივარ ზაზა...დანიელის ხმა მტკიცე იყო და ზაზამ ვეღარ შეუბრუნა სიტყვა,დანიელი კი მიდიოდა და იღიმოდა ის კლინიკაში მივიდა ბებოსთან შევიდა და უთხრა. -რამოდენიმე საათი უნდა გაგიტაცო და მიგიყვანო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. -შეხვედრაზე,ვის უნდა შევხვდე დანიელ ჩემი მურადი... -მურადი და მარინა კარგად არიან მათ არ იციან რომ აქ ვარ და ჩვენი იქ მისვლა მათთვის სიურპრიზი იქნება. -კარგი შვილო არ ვიცი რა ჩაიფიქრე,მაგრამ მოვემზადები.ბებომ ექთნის დახმარებით ჩაიცვა, თმები უკან შეიკრა ისე როგორც ჩვევია დანიელს მკლავში თავისი სუსტი ხელი გამოდო და ჯოხის გარეშე გაყვა,უკვე ბინდი იყო სოფელში რომ მივიდა მარიბელის მანქანას უკან მიუყენა მანქანა და სიგნალი მისცა თუმცა მარიბელის მანქანაში გაოცებული იჯდა მისი მშობლები. -სად მოგვიყვანე შვილო, ვინ ცხოვრობს აქ. -შევიდეთ შიგნით დედა და ყველაფერს გაიგებთ...შემდეგ დანიელს მიუბრუნდა და უთხრა. -დანიელ ამჯერადაც გვიან მოდი გამოდის პირდაპირ ოპერაციიდან მოდიხარ. -არა ვერ გამოიცანი,შედი სახლში შენთვის და ყველასთვის სიურპრიზია. -ვინ არის შვილო ეს მამაკაცი,არ მითხრა რომ... -არ გააგრძელო,დანიელი ჩვენი მეგობარია მამა...მარიბელი სახლში შეუძღვა მშობლებს და ბარგი ზაზამ ჩამოართვა,შემდეგ კი მარიბელს წელზე ხელი შემოხვია და თქვა. -კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჯერ სამშობლოში და შემდეგ ჩვენს ბუდეში... -გამაგებინე რა ხდება... -დედა-მამა გაიცანით ეს თქვენი სიძე ზაზა და ჩვენი დიდი ოჯახი, ჩვენი სამეგობრო ეს კი ჩვენი სახლი და დღეს აქ შეკრება ყველასთვის სიურპრიზია დანიელის გარდა.ზაზამ შეხედა მარიბელს გაოცებულმა და უთხრა. -შეუძლებელია დანიელმა იცოდა და არ მოვიდა ან საიდან იცოდა ეს სახლი,შენ უთხარი? -თავად გეტყვის და ნუ ბრაზობ, დღეს გაიღიმე შენ ხომ ღიმილი გიხდება. -მარიბელ შენ მომკლავ.თქვა ზაზამ და მარიბელის მშობლებს გაეცინა,შემდეგ კი ორივეს მიულოცა და ყველა სათითაოდ გაიცნო,რამდენიმე წუთის შემდეგ დანიელი შევიდა მათთან ღიმილით,ზაზამ შეხედა და უთხრა. -მობრძანდი გულთმისანო შენ რომ ვერაფერს ვერ გამოგაპარებთ. -გაჩუმდი და დადუმდი თორემ სიურპრიზად ვინც მოვიყვანე უკან წავიყვან... -ვინ მოიყვანე ყველა აქ ვართ თუმცა დაუჯერებელია, დანიელ... -დაიჯერებ თავად რომ შეხედავ...თქვა დანიელმა სიცილით და კარი ფართოდ გააღო სახლში ღიმილით და კამფეტებით შემოვიდა ბებო უჯოხოდ და თავისუფლად,მურადი ფეხზე დადგა და გაოცებული უყურებდა დედას. -დედა.... -შვილო აქ ხარ,როგორ გამახარე ამ წრეში რომ შეგხედე. მურადიმ დანიელს გადაეხვია და მადლობები უხადა თვალები კი ცრემლით ჰქონდა სავსე,მაგიდა გოგოებმა გააწყო და ყველა მხიარულობდა სასაცილო ამბებით კი ერთმანეთს დასცინოდნენ,მარიბელმა ჭიქა შეავსო სუფრის თავში ზაზას გვერდით დადგა და უთხრა. -უკვე ხუთი თვეა რაც ერთად ვართ,ამ სახლში ერთად შემოვედით და ერთად დავაყენეთ თავდაყირა ყველაფერი,ერთად შევცვალეთ ყველა დეტალი.თითოეულისთვის ცალკე ოთახები გამოყავით და ყველა ოთახის კარს მათი სახელი დავაწერეთ,ერთი დიდი ოთახი კი ბავშვებისთვის გავაკეთეთ ერთად რომ დაიძინონ თუ ითამაშონ,მაგრამ ერთი მინუსი უნდა დაუწერო ჩემს თავს და ასევე შენც. -რატომ,რა გამოგვრჩა? -საკუთარი შვილისთვის ოთახი ვერ გავიმეტეთ,როგორი მშობლები ვიქნებით? -რას ამბობ,ორსულად ხარ? მარიბელი უყურებდა ზაზას და მის დაბნეულობაზე იცინოდა. -მართლა ორსულად ხარ,ხმა ამოიღე გოგო.მარიბელმა დანიელს შეხედა და უთხრა. -დანიელ იცი რა გამახსენდა? -დაახლოებით ვხვდები რაც უნდა თქვა. -კარგად მივხვდი,სწორედ რომ ის მომენტია გალურჯებულმა რომ შეგხედა და მოწყენილმა გითხრა ,,დანიელ ვკვდები თუ რატომ გავლურჯდი ასე''.ისევ აგუგუნდა სახლი,ზაზაც იცინოდა თუმცა მოულოდნელად მარიბელი დასერიოზულდა და ზაზას მიუბრუნდა. -ზუსტად სამი წლის წინ დავკარგე წარმოდგენა მამაკაცზე ვინც მეგონა რომ მიყვარდა,მაგრამ სამწუხაროდ გვიან გავაცნობიერე რომ იქ ჩემი სამყარო არ იყო ამიტომ სადაც არ გაფასებენ იმ ადგილიდან უნდა წახვიდე მეც ერთ მშვენიელ დილას წარსულის ტვირთი ჩამოვიფერთხე, ყალბი ღიმილიც მოვიშორე და დავტოვე ის სახლი სადაც იცოდნენ სიტყვა მხოლო ,,მე'' და არც არასოდე უთქვიათ სიტყვა ,,შენ'' თვეების წინ კი დავრწმუნდი რომ შეიძლება ისევ ვენდო ადამიანს,ისევ შევიყვარო,მასთან ერთად ვიარო ქარიშხალშიც, წვიმაშიც, ქარბუქშიც და დავიძინო მასთან ერთად ფერად თეთრეულში მეც გავლურჯდე, გავყვითლდე,გავმწვანდე და არ მინდა შევიცვალოთ,მინდა სულ ასეთი გიჟები ვიყოთ ჩვენს შვილებთან ერთად. -დამიტოვეთ ბავშვი და მე გავზრდი ნორმალურს...თქვა მერაბიმ და ისევ სიცილი,მაგრამ ზაზა მარიბელს უყურებდა და უთხრა. -რამდენი დღეა რომ იცი... -ერთი კვირაა უკვე რაც ვიცი,რამდენიმე თვეში მამა გახდები ზაზუკო. -ეს დრო მიყურებდი თვალებში და არაფერი არ თქვი არადა მეუბნები მიყვარხარო,ხალხო რა ვქნა უნდა დავუჯერო ამ გიჟს და გადარეულს? -უკვე გატყუებს ზაზა.....ზაზამ ხელი ჩაიქნია და ისევ მარიბელს მიუბრუნდა.' -სამჯერ,კიდევ სამჯერ მინდა ასეთი ტყუილი მოვისმინო.... -მე კი 14-ჯერ... -რაააა,14 შვილი გინდა რომ გყავდეს ეს მართლა გაგიჟდა მგონი... -მინდა მთელი სოფელი ჩვენ ვიყოთ... -შენ თუ გაუძლებ და არ დაიღლები ვიყოთ მთელი სოფელი.უთხრა და გულში ჩაიკრა, შემდეგ კი თქვა. -წინადადება მაქვს...თქვა ზაზამ მაგრამ მარინამ შეხედა და ჩურჩულით თქვა. -მაპატიეთ ვითმინე,მაგრამ უკვე შეუძლებელია მოთმენა.... -მარინა საყვარელო... -ცუდად ვარ მურა....თქვა მარინამ და მურადი დაიბნა,გოგოებმა ბავშვები იქვე დატოვეს ანინამ დედას ჩააბარა ბავშვები და ყველა ერთად კლინიკაში წავიდნენ,დანიელმა ომარის დაურეკა მარინას ტკივილები უფრო და უფრო უმატებდა და გაუსაძლისი ტკივილისგან ხმა ვერ გააკონტროლა ყვირილით და ტირილით შეიყვანა დანიელმა კლინიკაში შემდეგ ომარის დაურეკა,ბებო ნერვიულობდა და ის დანიელს ყავდა მანქანაში ექთანმა კი მის ოთახში წაიყვანა თუმცა ბებო სამშობიარო განყოფილებში დარჩა სხვებთან ერთად. -დანიელ კარგად ვარ შვილო როდის გამწერ მინდა მარინას სახლში დავხვდე. -ხვალ გაგწერ ოფიციალურად,მაგრამ დღეს უკვე ჩვენ ორივემ დავტოვეთ კლინიკა...მარინას ძალიან დიდი მუცელი ჰქონდა არ მოინდომა სქესის გაგება და მურადი შიშისგან მუხლებზე დაეცა. -ღმერთო 17 წლის შემდეგ სიხარული მომანიჭე და გასაზრდელი მომივლინე ნუ გამამწარებ, ნუ მატკენ და ამ წლების ლოდინს ნუ გამიხდი სანანებლად.რამდენიმე საათი არავინ გამოსულა ომარი ნერვიულობდა დაიბადა ერთი,მეორე და რომ ფიქრობდა დასრულდა ყველაფერი კარგადო კიდევ ჭინთვები დაეწყო მარინას და მიყოლებით კიდევ ორი დაიბადა მარინა გმირი დედა იყო 17 წლიანი ლოდინის შემდეგ ოთხი ტყუპი დაიბადა სამი ბიჭი და ერთი გოგო,ბიჭები ყოჩაღად იყვნენ გოგონა იყო სუსტად.ომარი ღიმილით გამოვიდა და ოფლი მოიწმინდა შუბლიდან მურადის შეხედა და უთხრა. -წესით ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა არის სწორი,მაგრამ შენს ვერანდაზე სამი შარვალი და ერთი კაბა გაიფინება,გილოცავ ძმაო. -ომარ ღადაობ ოთხი დაიბადა? გაოცებული უყურებდა დანიელი მეგობარს,ბებომ ანინას ხელს დაეყრდნო და ანერვიულებულმა თქვა. -ვერ გავიგე რას ამბობს ექიმი,მიმიყვანე შვილო მასთან.ანინამ მიიყვანა ექიმთან და ბებოს პირველად პატარები არ უკითხია. -შვილო ჩემი გოგო როგორ არის,გაუჭირდა? -დიდად არა ბებო,გილოცავ 4 შვილიშვილი ერთად გაჩუქათ რაც ეს წლები დააგვიანეს ერთად აანაზღაურა ცოლმაც და ქმარმაც.ბებომ გაოცებულმა შეხედა დანიელს და უთხრა. -დანიელ რას ამბობს,მართლა ოთხი დაიბადა? -ოთხი დაიბადა ბებო სამ ძმას ერთი დაიკო ყავთ მისახედი... -ღმერთო დაილოცოს შენი განგება,მადლობა ამ სასწაულისთვის... -ომარ ბავშვები... -გოგონა არის სუსტი მაგრამ ვფიქრობ გადალახავს..გოგონა ცალკე გადაიყვანეს,მურადიმ დაინახა მავთულები,სენსორები,ნიღაბი პირზე,მაგრამ მისი პატარა გული ძლიერად ხმაურობდა და ცრემლით აევსო თვალები,მისი ყოველი ამოსუნთქვა და მისი გულის ცემა სასწაული იყო მარინა რამდენიმე საათში ფეხზე დადგა და პირველად წავიდა შვილის სანახავად,ოთხი დღის შემდეგ ბიჭები წაიყვანა სახლში დედასთან ერთად გოგონა კი ჯერ კიდევ რამდენიმე დღე კლინიკაში უნდა დარჩენილიყო,სახლში მისული მურადი გაოცებული უყურებდა ბავშვების ოთახს მეგობრებმა ყველაფერი დაახვედრეს ბავშვებისთვის რასაც არ ელოდა და სიხარულისგან ტიროდა.მარინა ყოველ დღე კლინიკაში მიყავდა მურადის მივიდოდა თუ არა ბავშვთან შედიოდა აიყვანდა ხელში გულზე მიიკრავდა და ნანას ეჩურჩულებოდა უყვებოდა მამაზე რომელიც გარეთ ელოდა და ძალიან განიცდიდა მის პატარა პრინცესას მდგომარეობას,მას ხომ ძალიან უყვარდა ეს პატარა თოჯინა.რამდენჯერაც ახსენა მამა მარინამ გულმა ძლიერად დაუწყო ფეთქვა და იღიმოდა კიდეც.სამი თვე,სამი თვის შემდეგ წაიყვანა მურადიმ ბავშვი სახლში ძამიკოებთან და დღითი დღე უკეთ ხდებოდა, იზრდებოდა ბავშვები და სუქდებოდნენ,მურადი ხელში აიყვანდა სათითაოდ ყველას და სახეს დაუკოცნიდა უფრო მეტად პრინცესა ყავდა ხელში და მისი სურნელით ძღებოდა.ტყუპების სიყვარულმა ყველას გულში დაიდო ბინა,მარიბელი მივიდოდა სოფელში პირველად ბავშვებთან მივიდოდა ისეთი ლამაზები დადგნენ სულ მათთან უნდოდა ყოფნა,მურადიმ აიყვანა ძიძა რადგან რთული იყო 4 ბავშვის მოვლა და თავადაც ეხმარებოდა როცა სახლში იყო.ყველა დაქორწინდა,ყველამ თავისი ბუდე შექმნა ვახოც და ნატალიც შეერთდნენ და ბედნიერები იყვნენ,მხოლოდ მარიბელი იყო მოწყენილი რადგან ზაზა რამოდენიმე დღით თურქეთში წავიდა თავისი ბიზნესის გამო ვახოსთან ერთად.იმ დღეს წვიმა შეუჩერებლად მოდიოდა და მძიმე ამინდი იყო თითქოს ცა ბრაზობდა და ერთდროულად დაღვარა ყველა ნაგროვები ცრემლი,ფანჯარასთან იდგა და ხელები ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ედო. -რატომ ბრაზობს დღეს ამინდი და ასე თავგამოდებით ტირის.თქვა მარიბელმა და ბუხართან მჯდარ მამას შეხედა. -ხვალისთვის ამინდს აჩვენებს ინტერნეტი...თქვა მერაბიმ ჩურჩულით და კარზე ზარის ხმა იყო,მარიბელმა დედას შეხედა და უთხრა. -ველოდებით ვინმეს თუ სიურპრიზია მეგობრებისგან... -არ ვიცი არავის არ ველოდებით,ნახე ვინ არის.თქვა მერაბიმ მაგრამ მარიბელი წამოდგა და თქვა. -მე ვნახავ ვინ არის.კარი გააღო და კარში ქერა ქალბატონი იდგა,მისი გამოხედვა უჩვეულო იყო თმა არეული ჰქონდა და ტანსაცმელი დაჭმუჭნული თვალებში კი ველური გამოხედვა. -ქეთათო რა მოხდა,კარგად ხარ? -როგორ ფიქრობ კარგად ვარ? მარიბელმა მხრები აიჩეჩა და პასუხი ვერ გასცა,რადგან ხედავდა მოულოდნელი სტუმარი აშკარად არ იყო კარგად და უთხრა. -შემობრძანდი სახლში კარში რატომ ვდგავართ,სიცივე არის.ქეთათო სახლში შევიდა და მარიბელს უყურებდა,მარიბელს შეეშინდა მაგრამ არ შეიმჩნია და გაუბედავად უთხრა. -მამუკამ იცის აქ რომ ხარ? -მამუკამ მის გზას მიხედოს სად წავა და სად იქნება.ამაყად შევიდა სახლში ქუსლებზე შემდგარი ვერც დადიოდა წესიერად,ყოველთვის თვალი ეჭირა ზაზას სახლზე და ახლა როცა ზაზამ და მარიბელმა გააახლა დიზაინი უფრო მოეძალა სურვილი სახლის დასაკუთრების, უყურებდა მარიბელს და თავხედურად გაიცინა სელფიც კი გადაიღო სახლში თვალი მოავლო კუთხიდან კუთხეს მარიბელს თვალი ჩაუკრა კართან მივიდა შებრუნდა და თქვა. -გემოვნებით არის გაკეთებული და შრომის საფასურს გადავიხდით. -ვერ გავიგე,ვინ გითხრა რომ სახლს ვყიდით ან ვინმეს დავუთმობთ. -თავად დათმობთ ისე როგორც წლების წინ... მარიბელს სისხლი გაეყინა ძარღვებში და ცოტაღა უკლდა აფეთქებას,მაგრამ მერაბიმ მკლავზე შეეხო იმის ნიშნად რომ მის პროვოკაციას არ გამოყოლოდა,მაგრამ ხელი გაინთავისუფლა მარიბელმა და ქეთათოს წინ დაუდგა როგორც აფოფრილი ძუ ლომი... -წადი ქეთათო წლების წინ ჩადენილი დანაშაულს კიდევ დანაშაულს ნუ დაამატებთ ნუ გამოიყვან ზაზას წყობილებიდან. -ზაზას და შენ გგონია მეშინია ზაზასი ან შენი? -წადი ქეთა.... -დღეს წავალ,მაგრამ ხვალ თქვენ წახვალთ.... -არსადაც არ წავალ.. -გაიძულებ რომ წახვალ... -ქეთათო აქ რას აკეთებ....წვიმაში იდგა მამუკა და გაოცებული უყურებდა ქეთას და მარიბელს,მარიბელმა მიუბრუნდა მამუკას და უთხრა. -თუ ამ სახლზე გეჭირათ თვალი ზაზა რატომ მოიძიე და ზაზას მოსვლამდე წაგეღო,სახლი წლების დაკეტილი იყო თუ გარემონტებას ელოდით,მაგრამ დაიმახსოვრე საკუთარ სიცოცხლეს დავთმობ და აქედან ვერაფერს ვერ წაიღებთ. -არასწორად გაიგე ქეთას ნათქვამი მარიბელ... -მე კარგად გავიგე შენ კი შენს ცოლს კითხე აქ რისთვის მოვიდა სელფის გადასაღებლად, თვეებია აქ ვართ და არ გადმოსულა არ დაინტერესებულა უკვე შეადგინეთ გეგმა და ასე გინდათ წაიღოთ ის რაც თქვენ არასოდეს არ გეკუთნოდათ და მით უფრო ახლა. -ვერაფერი ვერ გავიგე რაში მადანაშაულებ,მე არც კი ვიცოდი თუ აქ იყო. -მომისმინე მამუკა ყველაზე დიდი ღალატი ახლობელი ადამიანიდან მოდის ნუ დაკარგავ ნდობას,ფულით შეიძლება ყველაფრის ყიდვა, მაგრამ ვერ იყიდი იმ დაკარგულ ადამიანობას და ვერც გატეხილ გულს ვერ იყიდი. -მარიბელ.... -ცოლს მიხედე და გააკონტროლე მე პრობლემები ნამდვილად არ მინდა და თავი გააკონტროლოს.მარიბელმა სახლში შევიდა და კარი დაკეტა ერთიანად კანკალებდა,მერაბი ხმას ვერ იღებდა მას არ ჰქონდა ხმის ამაღლების უფლება,მარიბელი მამას მოეხვია და უთხრა. -მეშინია,ძალიან მეშინია მამა. -ზაზა ფეთქებადი ხასიათის არის... -არა,არა ზაზამ ეს არ უნდა გაიგოს... -შვილო პირიქით უნდა გაიგოს, რომ შენი და მისი სიჩუმით ის არ გათავხედდეს. -რამეს მოვიფიქრებ.თქვა მარიბელმა და ტელეფონი აიღო დანიელს დაურეკა. -გისმენ მარიბელ... -დანიელ ისინი არ გაჩერდებიან დანაშაულზე დანაშაულს ამატებენ... -სწორედ ეს უნდა მათ რომ გამოყვე და გთხოვ ზაზა არ არის და თავი შეიკავე,მოითმინე. მარტო არ ხარ,მაგრამ მაინც მოითმინე.მოვიდეთ,დავურეკო ბიჭებს? -არა,არა ნუ დაურეკავ ხვალ ან ზეგ მოვა ზაზაც...უეცრად მტვრევის ხმა გაისმა და ყველა გაშეშდა.... -ეს რა არის,რა ხმა ისმის მარიბელ რა ხდება. ყველა გარეთ გავიდა და გაოცებული უყურებდნენ ქეთათოს რომელსაც ხელში რკინის ნაჭერი ეჭირა და მანქანას უტყამდა,წინა მინა ჩაამსხვრია შემდეგ კი ზემოდან დაარტყა რამდენჯერმე.დანიელი ყვიროდა ტელეფონში და მერაბიმ უპასუხა. -მარიბელის მანქანას ამტვრევს.... -ეს სახლი ჩემი უნდა ყოფილიყო, შენ არ დამიჯერე ახლა კი მე ვიმოქმედებ.ყვიროდა ქეთათო და მამუკა მის შეჩერებას ცდილობდა მარიბელი კი იდგა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.მურადიმ გაიგონა ყვირილის ხმები და მარიბელის გვერდით დადგა ასევე რამდენიმე მეზობელიც გადმოვიდა ხმაურზე,მამუკამ შეძლო და გაგიჟებული და ჭკუა დაკარგული ქეთათო სახლში წაიყვანა. წვიმა იყო საშინელი,მაგრამ მათი სახლიდან საშინელი ღრიალის ხმა გამოდიოდა, მარიბელი კი იდგა წვიმაში და ტანზე ეკვროდა სველი ტანისამოსი თმაც სახეზე ეწებებოდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. -მოვდივართ და მალე მანდ ვიქნებით,ზაზას არ დაურეკოთ.წვიმას ქარიც მოყვა და მარიბელს გარშემო უვლიდა,დედამ ხელი მოხვია და ჩურჩულით უთხრა. -სახლში შემოდი შვილო ბიჭები გზაში არიან და იცი ისინი მარტო არ დაგტოვებს.რამდენიმე წუთში სახლთან ორი მანქანა გაჩერდა და შეშლილი სახით გადმოვიდა დანიელი და ლაზარე,დანიელმა არანორმალური ხმით დაიღრიალა. -მარიბელ....მარიბელი ვერ დაინახა და კარი შეაღო დაკაკუნების გარეშე და მარიბელს თვლებით ეძებდა,მარიბელი კი ბუხართან მუხლებზე იდგა და დანიელმაც მუხლებზე დადგა გულზე მიიკრა მისი აკანკალებული სხეული და ჩურჩულით უთხრა. -მარიბელ როგორ ხარ გთხოვ დამშვიდდი, გეგიც მოვა ეს საქმე ასე არ ჩაივლის შენ არ ინერვიულო ბოლო თეთრამდე გადაიხდის ზარალისთვის და შენი მორალური ზიანისთვის. კარი გაიღო და მამუკა შემოვიდა ხმას ვერ იღებდა დარცხვენილი მარიბელს შეხედა. -მარიბელ გამოვასწორებ,მხოლოდ არ გვინდა პოლიცია.ჩურჩულებდა მარიბელი ღია კარში მის დამსხვრეულ მანქანას უყურებდა რომელიც ზაზასგან პირველი საჩუქარი იყო და დიდი ფასი ღირდა,მაგრამ არ უნდოდა პრობლემები უეცრად შემობრუნდა და მამუკას წინ დადგა და გაბრაზებულმა შეხედა. -რას გამოასწორებ, მამუკა ზაზას აქ დაბრუნებამდე ეს სახლი თუ გინდოდათ აქ ხომ იდგა, რატომ არ შემოდით და რატომ არ დაიმისეთ ზაზამ ხომ არ იცოდა ამ სახლის არსებობა. -არ დაიჯერებ მაგრამ არც არასოდეს არ მდომებია ეს სახლი,რომ მდომოდა გავაკეთებდი და ახლა აქ თქვენ არ იქნებოდით.დღევანდელ ხარჯს ნაღდი ფულით გადავიხდი ჩემს ცოლს კი ვაიძულებ მუხლებზე დამდგარი მოიხადოს ბოდიში,მხოლოდ ჩვენ მოვგვარდეთ არ გვინდა პოლიცია.მარიბელმა ხმა ვერ გააკონტროლა და მთელი მისი ძალით იყვირა. -როგორ მოაგვარებ,როგორც მოაგვარე ზაზას მამის მკვლელობის საქმე და მიფარცხე ისე რომ დღემდე გაუხსნელი დევს საქმე,დღემდე ძიებაშია მისი მკვლელობა ამასაც ასე ჩაფარცხავ მამუკა და ან რა გინდათ ჩვენგან. -მარიბელ ნუ ართულებ ორსულად ხარ და არ ჭირდება ბავშვს სტრესი, გაუფრთხილდი ჯამრთელი დაიბადოს მის დროზე.დანიელი აქამდე ჩუმად მყოფი მარიბელის გვერდით დადგა,მაგრამ ლაზარემ ანიშნა გაჩუმდიო,მარიბელი კი ისევ აიფოფრა. -შენ,შენ,შენ მემუქრები? უყურებდა თვალებში მამუკას და ყველა გაოცებული იყო მისი თავხედობით,მაგრამ მარიბელმა უკან არ დაიხია. -ამ სახლში როზი მარტო იყო ზაზას მშობლებთან ერთად,არავინ იცოდა წყვილი რატომ წავიდა აქედან და დღემდე ნაწყენია მეზობლები მათი წასვლით რატომ? იმიტომ რომ არავინ იცოდა სიმართლე,მაგრამ შენ იცოდი რომ როზი შენს გამო წავიდა.შენ გააუბედურე ეს ოჯახი,შენ გახადე ისინი იძულებული აქედან წასულიყვნენ,შენით დარჩა ზაზა ობოლი და დამნაშავე რომელიც წლებია იმალება შენ ხარ და არავინ იცის ვის ზურგს ხარ ამოფარებული აქ მოდი და მემუქრები ჩემივე სახლში? მამუკას ყბები შეეკრა მიხვდა რომ როზისნაირი მშიშარა არ იყო მარიბელი და გაბრაზებულმა უთხრა. -ჩემთან დაპირისპირებას ინანებ მარიბელ. -ზაზას ეფოფინები აჩვენებ თავს რომ მისი აქ ამ სახლში დაბრუნება გიხარია,მაგრამ სინამდვილეში არცერთ თქვენგანს არ გაგხარებიათ ამ სახლის კედლების ახმაურება,რადგან ყველაზე მეტად შენ გეშინია ძველი საიდუმლო ამოტივტივდება წყლის ზედაპირზე რომელიც აქამდე სარდაფში იყო დამალული და ჩაკეტილი იქ კი როზიმ დამალა მე კი ვიპოვე ბ-ნო მამუკა და ილოცე ზაზას ხელში არ მოხვდეს იმ წერილებიდან თუნდაც ერთი ნაგლეჯი. მეზობლებს რომლებმაც ყველამ კარგად იცოდა სიმართლე და ვერავინ ვერაფერს ამბობდა, გაოცებული უსმენდნენ მარიბელს მაგრამ სასიკვდილო განაჩენივით იყო თვითოეული სიტყვა მამუკასთვის მისი თვალები რისხვით და შურისძიებით აივსო და მარიბელს ჩურჩულით უთხრა. -ციხეში არ წავალ და არც ამ სიტყვებს გავატარებ,ინანებ დღევანდელ დღეს. -შენი მუქარა მე არ დამასუსტებს და მინდა რჩევა მოგცე, შორს დადექი ჩვენთან და დაიმახსოვრე ზოგჯერ ყველაზე გაბედული მაშინ ხარ როცა იცი დამნაშავე ხარ და უსიტყვოდ ტოვებ იმ ადგილს სადაც შენი ადგილი აღარ არის და არც არასოდეს არ იქნება.ნურც ბოდიშს მოიხდი თუნდაც შენი ცოლის გამო უბრალოდ წადი,წადი ისე როგორც წავიდა უსიტყვოდ როზი და ზაზა ისინი უდანაშაულოდ გაუშვი აქედან შენ კი იცი დამნაშავე ხარ სწორედ ამიტომ შენ უნდა წახვიდე აქედან.ქალს შენი ეშინოდა,შენ მისი დასაკუთრება განიზრახე მან კი არ დაგნებდა და ქმარი აიძულა აქედან წასულიყო დაეტოვა მშობლები,სახლი,მისი კუთხე და წავიდა უხმოდ გაეცალა აქაურობას და ვერ ხვდები რომ ქმარი გაარიდა სიცუდეს შენ კი მათმა წასვლამაც არ დაგაკმაყოფილა იმდენად იყავი როზით შეპყრობილი წასვლაც არ აპატიე და ქმარი მოუკალი ახლა კი ჩემს კარზე მოდი ხმაურით და მემუქრები ამ ყველაფრის შემდეგ. წადი მამუკა და შენი წასვლით ვიტყვი რომ შეგნებული ადამიანი ყოფილხარ სხვაგვარად არ გაპატიებთ დღევანდელ საღამოს,კამერები ყველგან არის ყველაფერს აფიქსირებს და თუ კიდევ რამეს იკადრებ სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს თუ ამ დღეებში სოფელს არ დატოვებ მე არც გაიძულებ, მაგრამ ყველაზე მართებული ეს არის პირველ ნაბიჯს რასაც გააკეთებ. -მარიბელ... -მამუკა წადი მშვიდობით და მშვიდად,იცოდე ჩემი ერთი ზარი განვახორციელო და ყველა კარი შენთვის ასევე შენი ოჯახის წევრებისთვის ყველგან დაიხურება,არ გირჩევ ჩემთან არც მუქარას არც ჯიბრობას.მამუკა შებრუნდა და წავიდა,უკან დარჩა სიჩუმე და მძიმე სუნთქვის ხმა. -მარიბელ შვილო კარგად ხარ? ერთი ასაკოვანი მეზობელი მიუახლოვდა მარიბელს მხარზე ხელი დაადო და შუბლზე აკოცა,მარიბელი კანკალებდა მოხუცმა გულზე მიიკრა და უთხრა. -ვიღაცამ შეძლო და მას სიმართლე უთხრა ეს ვიღაცა კი შენ ხარ,გამაოცე შენი სიძლიერით და შენი პირდაპირობით.ნერვიულობისგან ტუჩებზე იკბინა მარიბელმა და მძიმედ,მაგრამ ძლივს შესამჩნევად სუნთქავდა და ერთ ადგილზე იყო გაშეშებული,დანიელმა ხელი მოკიდა და მაგიდასთან დასვა შემდეგ იქვე მდგარ შეშინებულ დედას შეხედა. -გვირილის ჩაი გაუკეთე,დაამშვიდებს.უეცრად კარი გაიღო და სახე შეშლილი ზაზა იდგა სახლის შუა გულში და მხოლოდ მარიბელს უყურებდა მასთან მივიდა ორივე ხელები მოხვია ის ყინულივით ცივი იყო,მისი სიჩუმე უფრო აუტანელი იყო და შიშით სავსე,შემდეგ ყველას მოავლო თვალი და დანიელს უთხრა. -მარტო არ დატოვოთ, დანიელ მის გვერდით იყავით.შებრუნდა და კართან მისული მარიბელის ხმამ შეაჩერა. -შენ არ ხარ მასავით სასტიკი ნუ დაიმსხვრევ ცხოვრებას.შემდეგ მიუახლოვდა და უკნიდან შემოხვია ხელები თან ტიროდა. -არ გაქვს უფლება წახვიდე ზურგი შეგვაქციო ჩვენ მიგვატოვო,წახვიდე და რატომ. -არავის შერჩება მარიბელ ჩვენი ოჯახის შერცხვენა. -ზაზა მან მიიღო შვილო გაფრთხილება თუ სინდისი აქვს უნდა წავიდეს,მასთან სახლში ვერ მიხვალ გაბრაზებული გიჩივლებს და იტყვის მომიხტა სახლში და შეურაცყოფა მომაყენაო. ზაზამ შებრუნდა და თვალებში ჩახედა მარიბელს. -რამდენი ხანია რაც სიმართლე იცი. -ნუ ბრაზობ... -არ ვბრაზობ...უყურებდა მარიბელს და მის თვალებში შიში დაინახა,შიში მათი განშორების და მშვიდად უთხრა. -არ ვბრაზობ,ვიცი რომ ჩემს გამო არ თქვი და იყავი ჩუმად.ჩვენ ორივემ ერთად ვიგრძენით რომ ეს სახლი რაღაც დიდ საიდუმლოს მალავდა,მაგრამ რა იყო ეს საიდუმლო ძიებაში ვიყავი,ვიპოვე ის წიგნი და ერთი წერილი იმ წერილს ვიცი რომ გაგრძელება აქვს,მინდა ყველა წერილი წავიკითხო. -ხომ გაიგე სიმართლე რატომ დატოვეს სახლი და წავიდნენ,აღარ არის ძებნა საჭირო მივცეთ გამოძიებას და დახურული საქმე თავიდან გაიხსნება გამოძიება ჩატარდება და მკვლელი დაისჯება, ჩვენ კი მათი სულებისთვის ვილოცებთ და თუ ბიჭი იქნება დიდი ბაბუას სახელი დაერქმევა და გავაცოცხლოთ ალექსანდრე ბოლაძე გთხოვ ზაზა მრისხანებას სიმშვიდე არ მოაქვს.გულზე მიეკრა ზაზას და ორივე გრძნობდა როგორ უცემდათ გული როგორც უკონტროლო ცხოველს და დაიღრიალა. -სიცოცხლე წაგლიჯეს,ეს სახლი მათ გამო დაიკეტა წლების განმავლობაში და მე მომაკლეს სითბო მშობლის,წლების შემდეგ გავხსენი კარი და რა დამხვდა მტვრის სქელი ფენა. დანიელმა ორივე ხელებით დაიჭირა და უთხრა. -შემომხედე.მიხვდა დანიელი რომ ზაზას დროებით ვერ დატოვებდა,რადგან მასში ქარიშხალი მძვინვარებდა. -თავი გააკონტროლე და დამშვიდდი არ უნდა აყვე ნერვებს,მარიბელის მდგომარეობა არ დაივიწყო მისი ნერვიულობა პატარას ზიანს მიაყენებს.ზაზა მარიბელს უყურებდა,მერაბიც მივიდა ზაზასთან და მშვიდად უთხრა. -არ მინდა ჩავერიო შვილო,მაგრამ ყველა დამერწმუნება აქ ჩემზე უფრო ასაკოვანი ხალხი არის და მხოლოდ ამ ერთხელ გეტყვი ,,ახალი სახლის დასაცავად ძველი სახლის კარი უნდა დაკეტო''.ზაზა არ ეწეოდა,მაგრამ იქვე მურადის სიგარეტი აართვა თითებიდან და გარეთ გავიდა ღამის ცის ქვეშ იდგა ეწეოდა და კანკალებდა არა შიშით,არამედ სიამაყით.მან მოისმინა მარიბელის თითოეული სიტყვა და ხედავდა რაც ხდებოდა მის სახლში. -კარგად ხარ? მხარზე ხელი დაადო დანიელმა მათ გეგი შეუერთდა და უთხრა. -მან იცის რომ შენ მარტო არ ხარ. -მას გონია რომ ყველაფერი დასრულდა,მაგრამ ახლა იწყება მთავარი.ლაზარეც მათთან იდგა და არც კი შეხედა ზაზას ისე თქვა. -შენ არ ჩაერიო მას მიხედავს ხალხი მხოლოდ რამოდენიმე დღე უნდა დაგველოდო,ჩვენ ეს დღეები აქ ვიქნებით გასაგებს კი ერთად გავიგებთ.მარიბელი დილით რომ ადგა მანქანა ეზოში აღარ დახვდა,ზაზას შეხედა და მისი გამოხედვით ზაზა მიხვდა რაც აინტერესებდა მარიბელს და უთხრა. -მე რატომ მიყურებ არც მე ვიცი დილით რომ გამოვედი არ დამხვდა,ალბად წაიყვანა რომ შეცდომა გამოისყიდოს.არაფერი თქვა მარიბელმა რადგან მას სიმშვიდე უნდოდა,ბიჭები ყველა ზაზასთან იყვნენ მამუკა კი ირიბად უყურებდა ეზოს როცა გარეთ გავიდოდა,არ იმჩნევდა თუმცა ძალიან აინტერესებდა რა ხდებოდა შიგნით ისინი ხომ შეკრული სამეგობრო იყო და შეუძლებელი იყო გაერკვია ვინ რას ამბობდა ან ფიქრობდა.გეგიმ ყველა მტკიცებულებები დაურთო საქმეს და პროკურორთან შეიტანა,ლაზარემ კი ზაზას ბილეთი მისცა და სასწრაფოდ თურქეთში გაყოლა სთხოვა უარი არ უთხრა და მანქანა მარიბელს დაუტოვა,რადგან მარიბელი უმანქანოდ დარჩა,მაგრამ მარიბელი რამოდენიმე დღე სახლიდან არ გასულა,ზაზა ისევ წასულია დანიელი კლინიკაში მხოლოდ ვახო იყო მის გვერდით,მაგრამ იმ დილით არც ვახო იყო მასთან და მერაბის უთხრა. -დღეს კაფეში წავალ ცოტას გავივლი თან თვეებია ტელეფონით ვაკონტროლებ იქაურობას, დროა მოვევლინო მათ. -მეც წამოვალ... -მამა ვერ წამოხვალ, დღეს ეზოს გასაწმენდად მოვა ნოდარი და აქ უნდა იყო. -კარგი,მაგრამ ფრთხილად იყავი...მარიბელიმ მამას აკოცა და დედას უთხრა. -საღამოს რომ დავბრუნდები შენი საფირმო ბლინები დამახვედრე.... -შენ მადა გქონდეს შვილო და დაგახვედრებ,სხვებსაც დავუძახოთ.მარიბელი წავიდა,შუადღე იყო ანინა რომ მივიდა პატარასთან ერთად,მერაბის ძალიან გაუხარდა პატარასთან თამაში ისიც ყველგან დაყვებოდა და ბაბუ-ბაბუს ეძახდა,მარიბელი კაფეში მივიდა ყველას გაუხარდა მისი ნახვა და რომ არ ელოდა ბარში ნაცნობი ბიჭები შემოვიდა მარიბელმა კი გაოცებულმა შეხედა მათ. -თომა,ედიკ აქ რას აკეთებთ ამ დროს.... -გავიგეთ რომ აქ მუშაობ რამდენჯერმე მოვედით რომ გვენახე და როგორც იქნა დღეს გიპოვეთ. -გისმენთ მე საჩივარი არ შემიტანია. -არა,არა, ამის გამო არ მოვსულვართ. -აბა,რა მოხდა მითხარით. -თხოვნა გვაქვს მე და ედიკას. -მამამ იცის თქვენი თხოვნის შესახებ? -იცის და გვითხრა რომ მოვსულიყავით და ახლოდან გვეთქვა,თუმცა ისიც გნახავს. -მოდით და დავსხდეთ რას დალევთ.მარიბელმა შეკვეთა მისცა და თომამ საფულე ამოიღო, მარიბელმა კი შეაჩერა. -შეინახე თუ გინდა მეორე ხელი არ მოგტყდეს,აქ უფროსი მე ვარ და მე გპატიჟებთ. -მადლობა. -ყავა თუ არ გინდათ რამე მაგარს მიირთმევთ? თქვა და გაეცინა ბიჭები დაძაბული ისხდნენ და ისინიც გააცინა,თომამ დაძაბულობა მოიხსნა და თქვა. -გვინდა რომ გვავარჯიშო. -ბიჭებო ჩემი ამ მდგომარეობაში ყოფნა რომ არა უარს ნამდვილად არ გეტყოდით,თუმცა შემიძლია გაკვეთილები ჩაგიტაროთ ზოგადად რომ იცოდეთ და როცა ბავშვი გაჩნდება წამოიზრდება და მერე კი ზედმიწევნით გასწავლით ყველაფერს. -პირობას არ ვივიწყებთ...თქვა თომამ და მარიბელს ხელს ხელი დაარტყა,მარიბელმა ორივე შეათვალიერა და თქვა. -რატომ გინდათ ვარჯიში ვინმე უნდა ცემოთ თუ... -თავის დაცვის მიზნით... -მომისმინეთ,არც ისე პატარები ხართ რომ თავი ვერ დაიცვათ ამიტომ უკეთესია მამას უთხარით თუ პრობლემა გაქვთ ის ძმასავით დაგიდგებათ გვერდით მე კი დრო მჭირდება ეს სამომავლოა სკოლას ვხსნი ჩვენს სოფელში და შეგიძლიათ ჩაეწეროთ,გინდათ სოფელში წაგიყვანოთ ჩემთან ჩემს სავარჯიშო დარბაზს გაჩვენებთ როგორ მოვაწყვეთ. -წამოვალთ,მაგრამ... -მაგრამ მამას დაურეკე ვიდეო თვალით და მეც დაველაპარაკები.თომამ მამას დაურეკა და გელამ ბარის ინტერიერზე მიხვდა რომ თომა სკოლაში არ იყო და გაოცებულმა უთხრა. -თომა სად ხარ პირობა დაგავიწყდა და უკვე დაარღვიე? -მამა მარიბელს შევხვდით მე და ედიკა დაველაპარაკრეთ და სოფელში შემოგვთავაზა წასვლა თანახმა ვართ თუ შენც დაგვთანხმდები. -შვილო გამაოცეთ... -გასაოცარი არაფერია გელა ბიჭები ჩემთან იქნებიან,ეს ორი დღე ვახოც და დანიელიც სოფელშია, რადგან ზაზა და ლაზო თურქეთში არიან. -კარგი მარიბელ და მადლობა... -არაფერზე არ ინერვიულო,კვირას დანიელი წამოიყვანს ბავშვებს ან მამას ვეტყვი და წამოიყვანს ორივეს უვნებელს ჩაგაბარებთ...მარიბელმა ანგარიშები შეამოწმა,შესწორებები შეიტანა მენიუში და ბიჭებს უთხრა. -წავედით ბიჭებო...ბიჭები უკან დასხდნენ,როცა ქალაქი დატოვა და სოფლის გზას დაადგა მარიბელი უკან მომავალმა მანქანამ ფარები აუნთო სიგნალი მისცა და შეხედა მამუკა იყო რომელიც მანქანის გადაყენებას სთოვდა.მარიბელმა სიჩქარეს მოუმატა ასევე მამუკამაც მოუმატა სიჩქარეს,მიხვდა რომ მამუკა მას მოსდევდა და სიჩქარე დააგდო,ნელა ნელა შეაჩერა და გვერდზე გადააყენა ბიჭებს მიუბრუნდა და თქვა. -რაც არ უნდა მოხდეს მანქანიდან არ გადმოხვიდეთ და თუ შეძლებთ ისე რომ არ დაგინახოს მამუკამ ჩემი გადასვლიდან დაიწყეთ გადაღება. -მარიბელ რომ წავიდეთ... -არა უნდა გავიგო რა უნდა მას ჩვენგან. მარიბელი მანქანიდან გადავიდა,მაგრამ გვიან შეხედა რომ მამუკას კიდევ ერთი პიროვნება ახლდა ჩაიცინა და ირონიულად უთხრა. -რაო მამუკა მარტო ვერ შემხვდი და მეგობარი მოიყვანე? -ხომ გითხარი პოლიცია არ ჩარიო საქმეშითქო... -მერე რა რომ მითხარი გეგონა ამჯერადაც იოლად მოაგვარებდი და ალბად ისიც იფიქრე როგორც აქამდე შენს ირგვლივ ატრიალებდი სხვებს ახლაც იგივე მოხდებოდა, მაგრამ შეიცვალა დრო მამუკა და შეიცვალა მთავრობაში ხალხიც შენი ძლიერი ზურგი კი ნელა ნელა სუსტდდება ამას კი უნდა შეეგუო.მარიბელს ხელთათმანები ეკეთა ხელებზე და პიჯაკი შეიხსნა,მამუკამ ხელი მოუქნია უნდოდა დაერტყა მან ხომ იცოდა მარიბელი მარტო იყო ცემდა და მიატოვებდა,მაგრამ მწარედ შეცდა მარიბელი ძველი სპორტსმენი იყო მისი მოქნეული ხელი აიცდინა და თავად დაარტყა სახეში შემდეგ მეორეს მიუბრუნდა და სანამ ორივე კარგად არ დაასისხლიანა არ მოეშვა,თომა და ედიკა გაოცებული უყურებდა და ყველაფერი გადაიღეს მარიბელი კი მშვიდად დაბრუნდა მანქანაში ხელთათმანები მოიხსნა და გზა გააგრძელა. -თქვენი ტელეფონით გადაიღეთ თუ ჩემით... -ჩემით გადავიღე...უთხრა თომამ,მარიბელმა თავის გვერძე გადააგზავნა ვიდეო და ტელეფონი დაუბრუნა თომას სახლში მისულს კი დედამ როგორც დაპირდა მისი საყვარელი ბლინები დაახვედრა, სახლში მისულს ვახო დახვდა და არ დაუმალია მამუკასთან შეხვედრა და ვახომ სიცილით უთხრა. -მართლა ორივე ცემე? თომამ ვიდეო აჩვენა და ვახო გაოცებული უყურებდა მარიბელს და შემდეგ შეშინებულმა უთხრა. -ვფიქრობ თუ ჭკუა აქვს დღეიდან არ უნდა მოგიახლოვდეს,მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. -რამდენიმე მეტრში ვგრძნობ საფრთხეს ვახო....ყველა იცინოდა,ვახომ დანიელს დაურეკა და უთხრა. -მოდიხარ სოფელში,ანინა აქ არის ბავშვებით. -ვიცი მე გამოუშვი ტაქსით და უკვე მეც მოვდივარ. -არ წამოხვიდე ჯერ სპორსულ მაღაზიაში შედი და დაცვის ჟილეტი იყიდე... -რა მოხდა,კიდევ რამე არის? -აქ ვარ ბუხართან ვზივარ ერთ კუთხეში და არ ვინძრევი,მეშინია მარიბელის... -რატომ...იცინოდა დანიელი და ვახომ ვიდეო ჩაუგდო. -ნახე რაც გადმოგიგზავნე და მერე დამირეკე. დანიელმა ვიდეო ნახა და ჯერ გაოცებული იყო მერე კი გულიანად იცინა...დანიელი რომ სოფლისაკენ წასასვლელად მიდიოდა თან ვიდეოზე იცინოდა ვაჩემ დაურეკა და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა... -ვაჩე... -დანიელ მოდი შვილო...დანიელს შეეშინდა არ მოეწონა ვაჩეს ხმა და გზიდან გადაუხვია ვაჩესთან წავიდა, შეშინებულმა გააღო კარი თავისი გასაღებით და თვალცრემლიან ლუის შეხედა... -დანიელ მოხვედი ცუდად იყო წუხელ... -რატომ არ დამირეკე... -არ დამარეკინა,მითხრა დრო მოვიდა ჩემს შვილთან უნდა წავიდეო... -ლუი უნდა დაგერეკა,უნდა დაგერეკა,ხომ გითხარი რაც დრო იქნება დამირეკემეთქი. დანიელი ვაჩესთან შევიდა და მის გათეთრებულ სახეს შეხედა თუ არა მიხვდა რომ საათებიღა ჰქონდა დარჩენილი, მასთან მივიდა და ხელზე შეეხო... -ვაჩე შემომხედე... -დანიელ შვილო აქ ხარ და კარგია საბოლოოდ მინდა შეგხედო.. -ვაჩე.... -ჩემი დრო ამოიწურა შვილო და ბედნიერი ვარ რომ ჩემი მაირა შენს ხელში ბედნიერი იყო,შენ აჩუქე მას ბედნიერი წლები. -ვაჩე მე და მაირა დავქორწინდით მაგრამ ეს ქორწინება იყო ქაღალდზე ეს შენც იცი,მე ეს მის გადასარჩენად გავაკეთე რომ თავი დაეხსნა იმ ცხოველისგან რომელიც გვიან მიუბრუნდა როცა გაიგო რომ წყალი შეუდგა ქვემოდან... -შენ გადაარჩინე და შენ დაუბრუნე ჩემს შვილს ღიმილი და შენ აიყვანე თებე პირველად ხელში,დანიელ ყველაფერი გამზადებულია არ დაგჭირდება არაფერზე სირბილი სახლიც შენს სახელზეა,კომპანიაც და ჩემი ბანკის ანგარიშებიც მე ყველა დავკარგე აღარავინ დამრჩა და არავინ არ მოვა ჩემს საფლავზე შენ კი როცა მოახერხებ აგვინთე სანთელი შვილო...დანიელს ცრემლი მოაწვა და ვახოს დაურეკა ვახომ კი უპასუხა სიცილით უთხრა. -დანიელ მაგიდას ვაწყობთ მალე მოხვალ? -ვერ მოვალ ვახო,ვაჩე.... -რა ვაჩე,დანიელ ვაჩეს რა მოუვიდა...ყველა ვახოს უყურებდა და ვახომ ანინას შეხედა. -ვახო წამოიყვანე ანინა ბავშვებით რომ საბოლოოდ შეხედოს თებეს მას საათებიღა აქვს დარჩენილი. -კარგი მოვდივართ...ვახომ ტელეფონი გათიშა და ანინას შეხედა... -წავიდეთ ანინა ბავშვებიც უნდა წავიყვანოთ ვაჩემ უნდა ნახოს თებე საბოლოოდო,ცუდად არის და ვერ დატოვებს დანიელი მას. -წავიდეთ დანიელი მარტო არის მასთან უნდა ვიყოთ. -მეც წამოვალ... თქვა მარიბელმა და ვახოს შეხედა,ვახომ კი შეაჩერა და უთხრა. -დარჩი და დაგირეკავთ მარიბელ...მარიბელის ტელეფონზე გეგის ზარი დაფიქსირდა მარიბელიმ ვახოს შეხედა და გეგის ზარს უპასუხა. -გისმენ გეგი... -მარიბელ მამუკას მეგობართან ერთად უბედური შემთხვევა შეემთხვა... -რა უბედური შემთხვევა... -დიდი სისწრაფის გამო დენის ბოძს შეასკდა და იმდენად დიდი იყო სიჩქარე ორივე კლინიკაშია გადაყვანილი. -რაც დაიმსახურა ის მიიღო გეგი... -ნამდვილად გეთამხმები,მაგრამ უფრთხილდი მის ცოლს და მის ოჯახს... -კარგი მადლობა რომ დამირეკე და მითხარი...ტელეფონი გათიშა და შემდეგ მამას შეხედა. -მამუკა და მისი მეგობარი კლინიკაში არისო... -ეს არ იდარდო მარიბელ დამსახურებულად არის კლინიკაშიც,ჩვენ მივდივართ.ვახო და ანინა წავიდა,მერაბიმ შეხედა მარიბელს და უთხრა. -ვაჩე ვინ არის ანინას მამა? -არა,ანინას მამა ბრიტანეთში ცხოვრობდა და ერთ ერთი დიდი კლინიკის მფლობელი იყო თან პროფესორი რომელმაც დანიელს დაუტოვა კლინიკა და მისი მემკვიდრეობა,დანიელი კი მის მძიმე პაციენტებს იქ აგზავნის და შველის ადამიანებს უბრუნებს მათ ჯამრთელობას თუ ეს შესაძლებელია,ვაჩე კი მისი სიმაური არის,მაგრამ ყოფილიდან თუმცა ეს დიდი ისტორიაა მამა. -საინტერესოა, მომიყევი იმიტომ რომ მეც ვიცნობ ერთ ვაჩეს ვისაც შვილი და შვილიშვილი გარდაეცვალა...მარიბელმა შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -მამა მეგობრები ხართ? -მეგობრები ვიყავით, მერე მე და დედაშენი წავედით და დავკარგეთ ერთმანეთი.მარიბელი ფეხზე წამოდგა და მამას შეხედა. -წავედით,ვინ იცის როგორ გაუხარდეს შენი ნახვა მამა... თომა და ედი ფეხზე წამოდგა, მაგრამ მარიბელმა შეხედა მკაცრად ორივეს და თქვა. -სად მიდიხართ, თომა აქ დარჩით დაბლა სავარჯიშო ოთახია ჩადით და ივარჯიშეთ,იცოდე კამერით შეგამოწმებთ. მარიბელი მშობლებთან ერთად წავიდა გზიდან კი დანიელს დაურეკა მისამართი გამოართვა სად უნდა მისულიყო და ისიც უთხრა რატომ მიდიოდა,გაუხარდა დანიელს და მერაბის მისვლამ მართლა ძალიან გაახარა ვაჩე მისი ხელი ხელში ეჭირა და ორივე ტიროდა,მერაბიმ კი შეხედა იქ მყოფთ და თქვა. -როცა ქეთიმ იმშობიარა ბიჭი გაგვიჩნდა,ვაჩეს მეუღლემ გოგონა გააჩინა და რძე არ ჰქონდა ძალიან სუსტი იყო და რთული მშობიარობაც ჰქონდა ამიტომ ქეთი აჭმევდა პატარას რძეს ჩვენი შვილი გულის პრობლემით დაიბადა და ექიმებმა ბევრი ეცადა მაგრამ ვერ შეძლეს მისი გადარჩენა ის დავკარგეთ. ქეთი ერთი თვის განმავლობაში დადიოდა საავადმყოფოში და პატარას აჭმევდა როცა გადასახადის გადახდის დრო მოვიდა მითხრეს რომ ყველაფერი გადახდილი არისო ვაჩემ გადაიხადა ჩემიც და მისი გადასახადიც მადლობისთვის და ჩვენ დავმეგობრდით,ქეთის მანამ ყავდა ძუძუზე მაირა სანამ გაიგებდა რომ ისევ ირსულად იყო თითქმის ორი წელი აჭმევდა ძუძუს და მის შემდეგ როცა თავი დაანებებინა ხშირად ვნახულობდით. მაირას შემდეგ დაიბადა მარიბელი ვაჩემ სამსახური მომცა მაშინ პატარა საწყობი ჰქონდა თავადაც ვიწროდ იყო და ვიყოფდით სამუშაოს,ჩვენ ერთად რთული დღეები გამოვიარეთ და ბოლოს წასვლა გადავწყვიტეთ 10 წლის იყო მარიბელი რომ დავტოვეთ და წავედით, შემდეგ დრო და დრო ჩვენი კონტაქტიც დაიკარგა და გზებიც გაიყო,ვაჩემ არ დანებდა ჩემსავით და დიდი კომპანია შექმნა. -შენ რომ არ დაგეტოვებინე ის გველი ჩემამდე ვერ მოვიდოდა,თუმცა უნდა ვთქვა რომ სიკვდილის წინ ძალიან გამახარე და დანიელ შვილო ამაზე მეტ სანდო ადამიანს ვერ იპოვი ქეთისთან ერთად დაიყენე მერაბი გვერდით და მშვიდად იქნები,მე შევქმენი და გიტოვებ შვილო ამიერიდან ერთად მიხედეთ,მაგრამ ნუ იქნები ყველასთან დამთმობი ნურც თვალს დახუჭავ სხვამ მიიღოს ის რაც უნდა შენ კი ყველა წყენა გადაყლაპო.ბიზნესმა არ იცის შვილო არც დედმამიშვილი და არც ახლობელი,ბიზნესი მკაცრია და თან ბინძური წესები აქვს თუ წესებს გაყვები და მტკიცე იქნები ვერავინ მოგერევა ჭამე და სხვასაც აჭამე,მაგრამ არა ისე რომ თქვას ბრმა არის და ვერ ხედავსო.კიდევ რამოდენიმე საათი ისაუბრეს წყნარად, შემდეგ დანიელმა თებე აჩვენა და ხელები აუკანკალდა. -ეს,ეს ხომ თებე არის დანიელ მისი დაკლებული წლები შენ შეგმატოს უფალმა.დალოცა დანიელი ოჯახით და რამდენიმე წუთში როგორი მშვიდიც იყო ისე მშვიდად წავიდა. -ჩვენს ადამიანობას ჩვენი ცხოვრების გარკვეული მომენტები განსაზღვრავს ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ და რა სახელს დავტოვებთ ჩვენი წასვლის შემდეგ.ვაჩე ორაგველიძე იყო ადამიანი ვინც მისი ეპოქა შექმნა ვისთვის შვილისთვის,მაგრამ შვილი ადრეულ ასაკში დაკარგა და როგორ ეს უკვე ყველამ იცის, ვაჩემ კი დატოვა საუკეთესო ადამიანის სახელი მის სახელს კი ჩემს ოჯახში დავიწყება არ უწერია.ოთახში სიჩუმე დადგა დანიელი გულწრფელი ცრემლით ტიროდა,მხოლოდ მან იცოდა როგორ გადაიტანა ვაჩემ მაირას და თებეს სიკვდილი,გეგას შეხედა რომელიც ის ის იყო მივიდა და უთხრა. -ბედნიერი წავიდა დანიელ ძია ვაჩე მაირას და თებეს მკვლელებს სამართლიანი სასჯელი მიეზღოთ. -მადლობა გეგი...დანიელმა იმ დღესვე დაიწყო დასაფლავებისთვის მზადება უამრავი ხალხი მივიდა დასაფლავებამდეც გულწრფელად რომ ტიროდნენ და ყველამ გაიგო ვაჩე ორაგველიძე ჩუმად შეუმჩნევლად ეხმარებოდა იმ ადამიანებს ვისაც უჭირდა ცხოვრება. თავადაც გაჭირვება გამოვლილს იცოდა რას ნიშნავდა შიმშილი,მაგრამ ის შეუმჩნეველი რჩებოდა ვაჩემ დაარსა ფონდი გაჭირვებულ ბავშვებზე და დანიელთან მივიდა 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ტირილისგან დაწითლებული თვალებით შეხედა მას და უთხრა. -ირაკლი ღვალაძე ვარ მშენებელი ინჟინერი და ჩემი სწავლა ბ-ნი ვაჩეს დაფინანსებით დავასრულე,ბავშვთა სახლში გავიზარდე იქ ხშირად მოდიოდა და დამპირდა ისწავლე შვილო და კაცად გაქცევო დავპირდი ვისწავლიმეთქი და პირობა შევასრულე არ ვუღალატე მის სიკეთეს და დღეს სწორედ მისით ვარ ადამიანი,შემიძლია ვთქვა საკუთარი მამა რომ მყოლოდა ის ვერ გამიკვალავდა გზას ისე როგორც ბ-ონმა ვაჩემ გამიკეთა...დანიელმა ხელი მოხვია და გულზე მიიკრა ატირებული ირაკლი. -ყველაზე პატარა სიკეთის კეთებამაც შეიძლება ყველაზე დიდი ცვლილება მოგიტანოს ცხოვრებაში და ეს ცვლილება იყოს მოულოდნელი ყველასთვის, შენი მადლობა მის მიმართ შენი კარგი ადამიანობაა,ყოველთვის დაანთე მის სახელზე ერთი სანთელი და მე მოვისმინე შენგან აღსარება და დადასტურება იმისა თუ როგორი ადამიანი იყო ვაჩე. -მე მან მომცა შესაძლებლობა ჩემი სამყარო შემეცვალა, მე მშობლებისგან უარყოფილ ერთ სასიამოვნო წუთს შეწირული შვილი რომელიც გააჩინა დედამ და ბავშვთა სახლის კართან დატოვა ერთ თხელ საფენში გახვეული,მაგრამ გავიზარდე და ადამიანი დავდექი. ბ-ონმა ვაჩემ დამიტოვა კავშირები ვისთვის უნდა დამერეკა და სიაში პირველი თქვენ ხართ თუ არ შეგაწუხებთ.... -როცა საჭიროდ ჩათვლი რომ გჭირდები ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, მხოლოდ დამირეკე.უთხრა დანიელმა და იქვე მდგარი ანინა და თებე გააცნო ირაკლის,დანიელმა თებეს შეხედა და უთხრა. -დაიმახსოვრე ადამიანები ვინც სიკეთეს აკეთებს არ აკეთებს იმიტომ რომ ტაში დაუკრან, ისინი ამ ტაშის მოლოდინისთვის ცხოვრობენ შვილო და აი შედეგიც,ბაბუა ვაჩეს სიკეთის მაგალითი ეს ადამიანია გაიცანი და იმეგობრეთ.გეგი მარიბელთან მივიდა და ჩურჩულით უთხრა. -ვიდეო რომელიც იმ დღეს გადაიღეთ უნდა გააქროთ და არავინ არ უნდა ნახოს,რა თქმა უნდა ჩვენს სამეგობროს არ ვგულისხმობ. -კარგი გეგა ყველას გავაფრთხილებ. -შენ ის გააფრთხილე ვინც გადაიღო დანიელს და ვახოს მე ვეტყვი. მარიბელი მშობლებთან ერთად სახლში წავიდა,მაგიდა ისევ ხელუხლებელი დახვდა და სახლში შევიდა თუ არა პირველად კამერები შეამოწმა და გაეცინა ეს დრო რაც წასული იყო ბიჭები ვარჯიშობდნენ და მათთან ჩავიდა. -დაასრულეთ,ყოჩაღ მაგარი ბიჭები ხართ.მარიბელიმ თომას შეხედა და უთხრა. -თომა ვიდეო რომელიც გადაიღე დღეს ვინმეს აჩვენე,გადაუგზავნე? -არა არავის, მხოლოდ ძია დანიელს გადავუგზავნე. -მომისმინე თუ არ წაშლი შეინახე,მაგრამ ტელეფონში არა რადგან თქვენც დაგკითხავენ და შესაძლებელია ტელეფონიც შეამოწმონ თქვენ კი იტყვით არავინ შეგხვედრიათ და ასეთს არაფერს არ შესწრებიხართ ჩვენ სამივეს ერთი სიტყვა უნდა გვქონდეს. -გასაგებია და არ ინერვიულო, ჩვენთან ვერავინ ვერაფერს ნახავს და ვერც ვერაფერს გაიგებს. რამდენიმე წუთში გეგის ნომერი დაფიქსირდა და გაოცებული უსმენდა გეგის. -დაუჯერებელია გეგი რასაც ამბობ...ეს როგორ ან რატომ გაიმეტა ასე სასტიკად ეს სახლი რომ ვერ წაგვართვა თუ რატომ,ვერ ვხვდები გეგი. -როგორც გავიგეთ მამუკას საყვარელი ყოლია და მასთან ერთად აპირებდა გაქცევას... -მოაბეზრა თავი და გაქცევა უნდოდა მისგან... -ასე რომ ამიერიდან მშვიდად ხარ... როგორც გაირკვა ქეთათო ერთ დღეს სახლში მოულოდნელად დაბრუნდა და კართან დადებული სამგზავრო ჩანთა დაინახა იფიქრა ვინმე სტუმარი იყო მათთან,მაგრამ გაირკვა რომ მამუკა მიდიოდა რამდენიმე დღით მოგზაურობაში, გაუკვირდა თუმცა მიჩვეული იყო მამუკას ხშირ გასვლებს და უთხრა. -ბავშვებმა იციან რომ მიდიხარ? -პატარები არ არიან მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ.... უთხრა მამუკამ გულგრილად და საძინებელსი შებრუნდა ტელეფონი კი მაგიდაზე დატოვა,ქეთათომ შეტყობინებას შეასწრო თვალი როცა ტელეფონის ეკრანი განათდა და წაიკითხა. -საყვარელო მზად ვარ გელოდები....თვალები შუბლზე აუვიდა თუმცა არაფერი თქვა, მამუკამ კი პირადი ნივთები და ბანკის ბარათები ჩაიწყო საფულეში და საძინებელი დატოვა თავის ბარგთან ერთად, ქეთათო ვერ დაინახა სახლში და ხელი ჩაიქნია ქეთათო კი ამ დროს თავის მანქანაში იყო და ბენზინის ბაკში სილა ჩაუყარა რომელმაც გაუფუჭა საწვავი სფრისკები მამუკამ ხელი ჩაიქნია და ბენზინგასამართ სადგურზე შევიდა ქეთათომ კი იქ თანხა გადაიხადა და მისი დახმარებით მანქანას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა,იმ დღეს მარიბელს შეხვდა მამუკა და უნდოდა პასუხი მოეთხოვა მისთვის მაგრამ არ ელოდა თუ სუსტი ქალისგან ასეთ დიდ წინააღმდეგობას მიიღებდა,გაბრაზებული მეგობართან ერთად წავიდა იმ ადგილიდან და მოხდა ის რასაც არ ელოდა ქეთათომ კი სახლში დაბრუნდა თუმცა დიდი ხნით ვერ გაექცა მართლმსაჯულებას და ორი ადამიანის დაზიანებისათვის გაასამართლეს. ზაზა დაბრუნდა და გვიან გაიგო,რომ ლაზარემ ის განგებ წაიყვანა თურქეთში რათა გაერიდებინა მამუკასგან. არავინ ელოდა თუ ქეთათო ასეთ რამეს ჩაიდენდა თუმცა ღვარძლიანი ადამიანი ვინც სხვას უშავებს ის თავად რჩება დაზარალებული და დაშავებული, როგორც იქნა სამეგობრო ერთიანად შეიკრიბა და ვაჩეს დასაფლავებაზე მივდნენ,ვაჩე ღირსეულად გააცილა დანიელმა და თავისი მონატრებული შვილის და შვილიშვილის გვერდით დაასაფლავა მხოლოდ იქ მათ გვერდით არ იყო მეუღლის საფლავი და ეს თვით დანიელისთვის ამოუხსნელი იყო მან იცოდა რომ ვაჩეს სიცოცხლის ბოლო წუთებამდე უყვარდა მისი გარდაცვლილი მეუღლე და არც დაქორწინებვულა სხვა ქალზე,დასაფლავების შემდეგ გაირკვა რომ მეუღლეს საფლავი მშობლების სოფელში ყოფილიყო,რადგან ყველა ფიქრობდა რომ ვაჩე დაქორწინდებოდა და სხვა ოჯახს შექმნიდა. ქაოსი ჩაწყნარდა,მარიბელი დიდი სიხარულის მოლოდინში იყო ტყუპებს ხშირად ნახულობდა რომლებიც თავიანთი სისხარტით ყველას აოცებდა,პატარები ძალიან მოძრავი იყო ოთხივე და მათი ღიმილით ყველა ბედნიერი იყო.ერთ საღამოს მარიბელი სახლში ბრუნდებოდა და მოულოდნელად შეხვდა თომას და ედიკას რომლებმაც მარიბელთან გადაწყვიტეს წასვლა გზაში ხუმრობდნენ და იცინოდნენ ასე მხიარულებაში და სიმშვიდეში თავს მაინც უცნაურად გრძნობდა. მოულოდნელად სარკეში შეამჩნია ვერცხლისფერი სედანი და არ თქვა თუმცა სიჩქარეს მოუმატა,გაახსენდა ეს სედანი რამდენიმე დღეა თან რომ დაყვება საჭეს მაგრად მოუჭირა მუშტები სანამ არ ატკივდა არ მოეშვა თავადაც, წინ ბნელი გზა იყო დაბურული ხეებით,კარგად დააკვირდა სარკეში წინ მძღოლის გარდა კიდევ ერთი იჯდა სისწრაფეს მოუმატა და გზის გასაყართან ბიჭებს დაუყვირა. -ჩაწექით სავარძლების ქვემოთ...თავად მუხრუჭებს დააჭირა და საბურავები დაბლოკა საჭე მარცხნივ მოატრიალა გაზი მისცა და მანქანა ააღრიალა,საბურავები კიოდა და თვით მანქანა რკალში ტრიალებდა.თომამ თავი ამოწია და შეხედა მის გარშემო ყველაფერი ტრიალებდა ვერაფერს შეხედა ვერცხლისფერი სედანის მძღოლი ელოდა რომ მარიბელი გაჩერდებოდა ან შეანელებდა როცა მარიბელი სედანის საპირისპიროდ წავიდა მათი დანბეულობით ისარგებლა სიჩქარეს ბოლომდე მიაჭია ფეხი და წინ გავარდა სიბნელეში შუქები ჩააქრო ღამის ხედვის სათვალე გამოიყენა და ბნელ ტყეში შევიდა რამოდენიმე წუთი იარა და გაჩერდა, სული მოითქვა სარკეში გაიხედა ფეხით წინა მინა ჩაამტვრია და ბიჭებს მიუბრუნდა. -ფრთხილად გადადით შეეცადეთ არაფერი დაიზიანოთ და რაც შეიძლება სიბნელეში დარჩით. -შენ გინდა აქ დარჩე? -არა მეც გამოგყვებით და ერთად ვიქნებით სამივე.თქვა მარიბელიმ და ბიჭები უხმოდ გადავიდნენ წინა მინიდან,თომამ შეხედა და უთხრა. -მარიბელ რა ხდება.... -გაჩერდით და ფრთხილად ვიყოთ შემდეგ ვილაპარაკოთ როცა აქედან მშვიდობით გავალთ, ახლა შევეცადოთ სიბნელეში დავრჩეთ. მიდიოდნენ სიბნელეში და რამდენიმე ნაბიჯში ფეირვერკები გაიშალა და ბიჭებს უთხრა. -დაწექით ძირს შუქზე არ უნდა გვიპოვნონ...სამივე მიწაზე გაწვა,მაგრამ ბიჭები პირველად იყვნენ ასეთ მდგომარეობაში და ემოციებში,თომას კი ცნობისმოყვარეობა კლავდა როდის გაიგებდა რა მოხდა და ვინ იყვნენ ისინი. -მარიბელ ამის შემდეგ რას ვაკეთებთ.... -პირველი რასაც გავაკეთებთ ტელეფონებს გავთიშავთ, დაველოდოთ წავიდნენ და მანქანას წავიყვანთ მინას ჩავსვამთ და ისევ იქ მივალთ სადაც არ გველოდებიან,ისინი ჩვენ გვეძებენ ჩვენ კი მშვიდად მივალთ სახლში. -რატომ მოგდევენ... -მხოლოდ ერთს გეტყვით ყოფილი ჯარისკაცი ვარ....ბიჭებს ყბა ჩამოუვარდათ გაოცებისგან და ედიმ თქვა. -ამიტომ ხარ ნავარჯიშები და ასე მაგრად ჩხუბობ... -კინოში მიღებენ მგონია...თქვა თომამ და სამივეს გაეცინა, თითქმის ერთი საათი იყო სამივე სიბნელეში მარიბელიმ სიჩუმეს დააყურადა და ჯერ ფეხზე წამოდგა შემდეგ კი ბიჭებს ჩურჩულით უთხრა. -სიჩუმე არის მგონი წავიდნენ,წავედით.სამივე ერთმანეთს უყურებდა,მარიბელიმ ჯერ მანქანა შეაკეთა შემდეგ თავის ბინაში მივიდა იქ დამალული სეიფი გააღო და შემდეგ კლინიკაში წავიდა დანიელთან. -მარიბელ... -დანიელ რა კარგია აქ რომ ხარ,უნდა ვილაპარაკოთ. -რა მოხდა,მარტო ხარ? -არა ბიჭები თომა და ედი მელოდება, შენთან მოვედი რომ რაღაც გადმოგცე. -მარიბელ რა მოხდა არეული სახე გაქვს. -ეს დამალე,როცა დრო ნახო გეგის აჩვენე და თუ რამე მომივიდეს მაშინ უთხარი ზაზას ამ სიდის შესახებ. -ეს რა არის, მარიბელ რამე შარში ხარ და შენთან ერთად ჩვენც? -თქვენ არა,9 წლის უკან როცა ჯერ კიდევ გოგონა ვიყავი და მომწონდა 18 წლის გოგოს ბიჭები რომ მეფლირტავებოდნენ ერთ ფაქტს შევესწარი და ვნანობ რომ აქამდე ჩუმად ვარ. -ღმერთო ჩემო, მოსიარულე ხათაბალა ხარ მარიბელ... -დანიელ კარგად მომისმინე,მამუკა ზაზას მეზობელი მკვლელი არის... -ეს ხომ ვიცით ყველამ... -მომისმინე, მან არა მარტო ზაზას მამა მოკლა მან ჩემი საუკეთესო მეგობარი მოკლა 18 წლის გოგონა, ვიკა გარდაიცვალა მე პოლიციის სკოლა დავამთავრე იქედან მოხალისედ ჯარში წავედი მამუკას შევხედე თუ არა ვიცანი მას ვიკასგან ყელზე დატოვებული შრამი აქვს და სწორედ იმ შრამით ვიცანი და გამახსენდა როგორ შეუბრალებლად, როგორ სადისტურად მოკლა ჩემი ვიკა რომელსაც ცხოვრება უხაროდა,მას შემდეგ ვარ მისი აჩრდილი მასზე ძიებაც კი დავიწყე და აღმოვაჩინე რომ ის უკანონო ბრძანებებს ასრულებდა,მას უამრავი ადამიანის ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე ადევს მხრებზე და ერთ დღეს მოვახერხე მისი კომპიუტერიდან გადმოვიტანე მნიშვნელოვანი ჩანაწერები რომლებიც ამ სიდზე ინახება.არავის ვერჩი დანიელ მაგრამ გთხოვ გეგისთან ერთად ნახეთ და განიხილეთ,მამუკას ძალიან ბევრი სიბოროტე აქვს გაკეთებული.ბევრი უდანაშაულო საჯიშე ბიჭები დახოცა, ბევრი გოგონა გააუპატიურა და ეს ყველა დანაშაული მის სინდისზეა მე კი სიცოცხლე მინდა მით უფრო ახლა როცა ჩემს პატარას ველოდები,მშვიდი ცხოვრება მინდა დანიელ მან იცის რომ მე ის ვიცანი,რომ მე სიმართლე ვიცი თუ რა საქმეს ეწეოდა ის მის მეგობრებთან ერთად ამიტომ ჩემზე ნადირობს უკვე. -მარიბელ.... -მან მე მიცნო დანიელ და მას ჩემი ეშინია,გამოვიდა თუ არა საავადმყოფოდან ჩემზე გამოვიდა და გამორიცხული არ არის მან რამე არ დამიშავოს,შემდეგ კი როგორც ყოველთვის უბედური შემთხვევა იქნება ისე როგორც მის ყველა დანაშაულებებში მას ხომ ფული აქვს და დანიელ ის ფულით ყიდულობს მის თავისუფლებას,ფულს არის ამოფარებული.სწორედ მისმა ფულმა გახადა ქეთათოც თავშეუკავებელი და ამპარტავანი,მაგრამ ფული ტყვიას ვერ შეაჩერებს თუ ტვინმა გადამიკეტა პასუხს აღარ ვაგებ. -დამშვიდდი,მივალ გეგასთან და ყველაფერს ვეტყვი. მარიბელი კლინიკიდან გამოვიდა დამშვიდებული,თუმცა ძალიან სიცხე იყო და სიცხისგან ჰაერი იყო დამძიმებული ბიჭები კლინიკის ეზოში ელოდნენ და ხელით ანიშნა მათ წავედითო,მაგრამ უეცრად თავბრუსხვევა იგრძნო და მანქანას მიეყრდნო ცდილობდა ღრმად ესუნთქა და მეტი ჟანგბადი მიეღო ის რაც დანიელს გადასცა ბომბის აფეთქების ტოლფასი იყო.სუნთქვა დაუმშვიდდა თავადაც დაწყნარდა და მანქანის კარი გამოაღო, თუმცა არ წასულა სახლისაკენ ის რამდენიმე წუთში სასაფლაოზე მივიდა იქვე ყვავილები იყიდა. ჩუმად, სევდინად და დაფიქრებულად მიდიოდა საფლავებს შორის.მიუახლოვდა ნაცნობ საფლავს და დიდხანს იდგა ცრემლიანი თვალებით, ერთადერთი ხმა რაც მას ესმოდა ფოთლების შრიალი იყო ყვავილები ლარნაკში ჩააწყო ქვაზე გამოსახულ სახეს ხელით შეეხო და უთხრა. -ვიპოვე,ვიპოვე და გეფიცები გავანადგურებ.შენი სიცოცხლის მოპარვისთვის თავის სიცოცხლეს ჯოჯოხეთად ვუქცევ,მაგრამ ახლა მე დამადგა თვალი მიხვდა და იცის რომ ვიცანი ამიტომ დარწმუნებული ვარ გეგმა აქვს როგორ მომიშოროს თავიდან. გიყურებ და შურისძიება მაკანკალებს როცა ის მომენტები მახსენდება,შენი შავი თვალები რომ სთხოვდა არ მოეკალი მაგრამ არავინ მოგისმინა შენი თვალების სიკაშკაშე მან ჩაფერფლა და ჩააქრო. ხანმოკლე იყო შენი სიცოცხლე,მაგრამ სიყვარულით სავსე ცხოვრება გაიარე მტკივა შენ რომ აღარ ხარ ჩემს გვერდით,მაგრამ მე ცოცხალი ვარ და გავაგრძელებ გზას მომავლისკენ შენთან კი ხშირად მოვალ.ადგა ღრმად ჩაისუნთქა ტკივილი ისევ გულში ჩააბრუნა იქ სადაც ყოველთვის ტკივილად დარჩა გრძნობდა კიდეც მის სიახლოივეს ის იყო ქარშიც,ის იყო წვიმაშიც, ის იყო ფეხქვეშ მიწაშიც სადაც კი დააბიჯებდა და ის იყო ხეების ჩრდილში თუ შრიალში. წარსული არ მიდის უკვალოდ ის ჩვენს სულებში რჩება ლამაზ პეიზაჟად,სევდიანი დაბრუნდა სახლში იმ ღამით არც უვახშმია ისე დაწვა,დილით ბიჭები ავარჯიშა დიდი დატვირთვით ასწავლა მნიშვნელოვანი ილეთები და იმ დღეებში არსად არ გასულა რადგან ვიკას გარდაცვალების 9 წელი სრულდებოდა მას ყოველთვის უჭირდა ვიკას ოჯახის წევრებთან შეხვედრა თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა,მაგრამ ყველამ იცოდა რომ მარიბელი არ იყო დამნაშავე ვიკას სიკვდილში ნამდვილი დამნაშავე თავისუფალი დანავარდობდა და კიდევ ახალი საკბილოს ძებნაში იყო.ორი თვის განმავლობაში ერთმანეთს თვალები ბურღავდნენ და მარიბელის დანახვაზე ფერი ეცვლებოდა მამუკას და მათ ამ ზიზღით გამოხედვას რამდენჯერმე შეასწრო თვალი ზაზამ მაგრამ არაფერი თქვა ესეც ორსულობის ჰორმონებს დააბრალა.ერთ მშვიდ საღამოს ზაზას მეგობრები ესტუმრა გოგოების გარეშე და ზაზამ მიხვდა რომ რაღაც მოხდა რაც მან არ იცოდა. -რა ხდება თუ მოხდა რამე. კარზე კაკუნი იყო და კარი ზაზამ გააღო კარში კი გაღიმებული მურადი იდგა მის უკან კი მარიბელის თეთრი ჟუკი სულ ახალთ ახალი და ზაზამ გაოცებულმა შეხედა მურადის. -ეს საიდან და რატომ გაქვს გასაღები შენ... -იმ დილით მე წავიყვანე,უფრო სწორად ღამით და რთული იყო თუმცა შევძელით და დავამსგავსეთ ახალს,ასე რომ გასაღები ჩაიბარე ქალბატონო მძღოლო... -აქამდე ვფიქობდი რომ მამუკამ წაიყვანა მანქანა,მაგრამ .... -არა,მე წავიყვანე და მოვიყვანე კიდეც ჩაიბარეთ თქვენი თეთრი თოვლის გუნდა...ყველა ჩუმად იყო რომ გეგიმ ტელეფონზე განყოფილებიდან მიიღო ზარი და როცა უპასუხა გაოცებულმა შეხედა ჯერ მარიბელს და მერე ზაზას ტელეფონი გათიშა თუ არა თქვა. -მამუკას და მის მეგობარს მანქანაში ცეცხლი გაუჩნდა და ვერ გადმოვიდნენ მანქანიდან ორივე ადგილზე დაიღუპა,ცოცხლად დაიწვნენ... არცერთს არ შეუცხადებია, არც უდარდია, რაც დაიმსახურა იმ სიკვდილით მოკვდა.მარიბელმა დედასთან ერთად სახელდახელოდ გააწყო მაგიდა და მურადისთან ერთად ყველა მაგიდას შემოუსხდა რამდენიმე წუთში კი კარზე ისევ კაკუნი იყო დანიელმა სიცილით გახედა ლაზარეს და თქვა... -გეფიცები და დაგენიძლავები ცოლებმა მოგვაკითხეს... -მათ რომ ვერ გაექცევი და ვერც დაემალები ვერსად...ზაზა სიცილით წამოდგა და კარი გააღო,მაგრამ კარში მისთვის ორი უცნობი მამაკაცი იდგა და ზაზას უყურებდა... -გამარჯობათ,მგონი ცუდ დროს მოვედით...ზაზამ გაოცებულმა შეხედა უცნობებს და სახლში შემოიპატიჟა... -მობრძანდით... -ვიცი რომ უცნობები ვართ თუმცა ახლობლები,ჩვენ მამუკას და ქეთათოს შვილები ვართ. ყველა ფეხზე წამოდგა და ერთ ერთმა თქვა. -არა,არა, არა საკამათოთ არ მოვსულვართ და არც არაფლის გასარკვევად ჩვენ ბოდიშის მოსახდელად მოვედით.ზაზა გაოცებული უყურებდა ბიჭებს და შემდეგ მარიბელს შეხედა. -მომისმინეთ,ჩვენ ერთი ღობე გყოფს და აქ რომ ვიცხოვროთ ერთმანეთს უნდა შევხედოთ, სხვაგვარად თუ ურთიერთობას ვერ ავაწყობთ მაშინ გავყიდით აქაურობას. -მთელი ცხოვრება ვამაყობდი ჩემი ადამიანობით და სიამაყით ვსვამდი მშობლების სადღეგრძელოს,მაგრამ დედამაც და მამამაც თავდახრილი დაგვტოვა.სიმართლე გითხრა საერთოდ არ მინდა აქ ყოფნა ვხედავ ამ სახლს და ზიზღის გრძნობა მაქვს,მე პირადად არ მინდა აქაურობა ჩემი ძმა რასაც გადაწყვიტავს ეს მისი გადაწყვეტილება იქნება მე თქვენთან მოვედი რომ გულით მოვიხადო ბოდიში თქვენთან და თქვენს ოჯახთან.ზაზამ და ბიჭებმა დააცადა ძმებს დაცლილიყო თავიანთი სათქმელისგან არც შეეწინააღმდეგა არც უცდია მათი დამშვიდება უბრალოდ იდგა და საშუალება მისცა გამოეხატათ მათი ტკივილი რაც მათში იყო დაგროვილი,მაგრამ დაძაბულობა მარიბელიმ განმუხტა და ორივეს წინ დადგა. -არცერთ შვილს არ შეუძლია გამოასწოროს დედის და მამის შეცდომა მით უფრო თუ ის მკვლელობას ეხება,არც მინდა და არც გვინდა წარსული გავიხსენოთ და თუ ფიქრობთ აქ იცხოვრებთ ვიყოთ მშვიდობიანი მეზობლები თუ ერთმანეთის სიყვარულით არ ვიქნებით გაბრუებულები ნურც დავუშავებთ ერთმანეთს,არც ერთი არის აქ და არც მეორე ორივემ მიიღო თავისი სასჯელი ჩვენ კი გავაგრძელოთ ცხოვრება ნუ მოვეკიდებით მტრად ერთმანეთს, ჩვენ კი არასოდეს არც თქვენ და არც არავის არ დაუშავებთ. -მარიბელ გისმენდი და შენ მართალი ხარ ნუ მოვეკიდებით ერთმანეთს მტრად და რაც შეეხება ამ სახლს რადგან ჩემმა ძმამ თქვა რომ აქაურობა არ უნდა მაშინ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას და გავყიდით სახლს სადაც ტყუილით არის აგებული მისი კედლები თან ამ კედლებში ვიღაცის სისხლიც არის... -თქვენი გადასაწყვეტია რას უზამთ თქვენს ქონებას და არავისთან არ გჭირდებათ არაფლის დამტკიცება,იმსახურებთ თუ არა სიყვარულს ეს თქვენ დაუმტკიცეთ საკუთარ თავს და მერე სხვებიც შეგამჩნევთ. -მართალი ხარ მარიბელ ჩვენ შევეცდებით ჩვენი მშობლების სამარცხვინო ისტორიის შემდეგ ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ გცოდნოდათ რას ვფიქრობდით და რას განვიცდიდით,რაც შეეხება ახლის შექმნას და ახალი ისტორიის დაწერას შევეცდებით იმაზე უკეთესი ისტორია დავწეროთ როგორც დაწერა ჩვენმა მშობლებმა და წარმატებას მივაღწევთ თუ ვერა ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.ბიჭები წავიდნენ და ყველა ჩუმად იყო სიჩუმე კი მერაბის ხმამ დაარღვია. -სიმართლე იგვიანებს მაგრამ ის თავის გზას პოულობს,ტყუილზე და სხვის ტკივილზე,სხვის ცრემლზე და სხვის სისხლზე აგებული ცხოვრება არასოდეს არის უსაფრთხო.მამუკამ წლების განმავლობაში თავისი რეალური თავი დამალა და მან შექმნა მეორე ისტორია სადაც იყო საუკეთესო მამა და მეუღლე თუმცა მეუღლეს ბოლომდე ვერ უერთგულა ვინც იცოდა მისი ნამდვილი სახე უნიღბოდ უღალატა და სწორედ იმ ადამიანიდან მიიღო მისაღები.ზაზა ჩუმად იყო,შემდეგ გეგას შეხედა და უთხრა. -მოყევი და გამარკვიე რა ხდება... გეგიმ წინ გადაუშალა ყველა საჭირო ქაღალდი,ზაზამ წაიკითხა და შემდეგ მარიბელს შეხედა. -რატომ არაფერი არ მითხარი,არ მენდე? -არ მინდოდა ისედაც დაღლილი უფრო არ გადამეღალე და მინდოდა ჩემით მომეგვარებინა. -რა უნდა მოგეგვარებინა ცხვირის წინ მუცელი გაქვს,ჩემზე თუ არა ბავშვზე არ ფიქრობდი? -ვფიქრობდი და ამიტომ საქმეში გეგი და დანიელი ჩავრღე... -ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემს გარდა... -იცი უფრო ადვილი აღმოჩნდა მასთან ახლოს ყოფნა, უფრო ვაკონტროლებდი ამავე დროს დისტანციას ვინარჩუნებდი.ზაზამ შეხედა მარიბელს და მარიბელიც მიხვდა მის გამოხედვას ის ჯერ კიდევ ბრაზობდა. -ბრაზობ? -ჩემთვის უნდა გეთქვა მე უნდა მცოდნოდა,მე მას გავაფრთხილებდი.ვიცოდი,განა არ ვიცოდი რომ ბნელი წარსულის იყო,მაგრამ ის ერთადერთი იყო მამაჩემის მხრიდან.... -დასრულდა,საშიშროება აღარ არის და გეგი ახლა რაც მინდა შეხვედრა უნდა მოაწყო შენ იცი სად ან როდის. -დანიელ ვიცი ვისთანაც გინდა შეხვედრა და თუ დამიჯერებ უკეთესია პროკურორს დაელაპარაკე, ბევრი რამ გააკეთე მისთვის ჩუმად მოქმედებას უკეთესია მას შეუთანხმდე. -არ არის ცუდი იდეა პროკურორს ხვალ ვნახავ.თქვა და კარზე ისევ ზარი იყო მარიბელი ადგა და კარისკენ წავიდა ღიმილით,კარი გააღო და პირველი თებე შევიდა სახლში დანიელმა შეხედა ცოლ შვილს ლაზარემ ქეთის და ტატოს და სიცილი აუვარდათ. -რატომ გვიყურებ ისე თითქოს დანაშაული ჩავიდინეთ მივხვდით აქ რომ ბრძანდებოდით და წამოვედით.ლაზარეს თვალი ჩაუკრა ლაზარეს გაეცინა და უთხრა. -მაშინ ხვალაც აქ იქნებით ჩვენ საქმეზე მივდივართ....შეხედა დანიელს და დანიელმა ანინას ჩაუკრა თვალი. -გაიგონე რაც თქვა ლაზარემ... -გავიგონე,მაგრამ... -მაგრამ აქ არაფერ შუააშია ანინა სკოლა არ არის ხვალ არც ზეგ და აქ იქნებით,საღამოს კი ჩვენც მოვალთ. -ახლა რა ჩაიფიქრეთ.თქვა ქეთამ და ორივეს უყურებდა,მაგრამ დანიელის ტელეფონზე ვახოს ზარი დაფიქსირდა. -სად ხართ ხალხო ასე ერთიანად რომ გაქრით და გაუჩინარდით. -სოფელში ვართ შენ და ნატა გვაკლიხართ. -თუ წამოხვალთ კლარაც წამოიყვანეთ...უთხრა გეგიმ და ვახომ ტელეფონი გათიშა იმ ღამით გვიან ღამემდე იყვნენ და იცოდნენ,მურადიც შეუერთდა მათ თავისი ტყუპებით და ყველა კარგად გაერთო,დილით დანიელი გეგისთან და ლაზარესთან ერთად განყოფილებაში მივიდა პროკურორს გაუკვირდა დანიელს რომ შეხედა თან შეეშინდა და დანიელმა უთხრა. -ნუ გეშინია ფერი დაგეკარგა რომ დამინახე თინო კარგად არის მისი საქმე ჯერ კიდევ კვლევაშია და ვაკოს ზარს ველოდები,მაგრამ სულ სხვა თემაზე ვარ მოსული. -გისმენ თუ რამე შემიძლია იცი უარს არ გეტყვი უფრო სწორად ვერ გეტყვი,დანიელ დავალებული ვარ შენგან... -შეხვედრა მინდა მათთან... -ვიცი რაც გაქვს ჩაფიქრებული,მაგრამ... -არა თუ ფიქრობ ამას რომ მკვლელი გავხდები პროკურორო მე არაკაცების გამო მკვლელი არ გავხდები,მაგრამ ჩემგან უნდა მიიღონ ერთი კარგი გაკვეთილი... -მეტიც ეკუთნით,მაგრამ ვერ დავუშვებ რომ დანაშაული ჩაიდინო დანიელ. -მომიწყვე შეხვედრა... -როგორ გწყურია მათ რომ ხელი შეავლო და ორივე კარგად ცემო ისე გაქვს ნერვები... -სწორად მიმიხვდი პროკურორო... -დანიელი ავარიდოთ და მე შემიშვი მათთან პროკურორო...პროკურორმა შეხედა ლაზარეს და გაბრაზებულმა თქვა. -არცერთი არ შეხვალთ,დამიჯერეთ იმ ბინძურ ხალხზე შენი სუფთა ხელის გასვრა არ ღირს თუ მენდობი მე მომანდე ეს საქმე სამ დღეს გთხოვ,მხოლოდ სამ დღეს. -კარგი,გენდობი ფირუზ და ეს საიდუმლო ჩვენში მოკვდება... -აქ მოკვდა ეს თემა...ორივემ დატოვა პროკურორი და წავიდნენ თუმცა დანიელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა ისე რომ ლაზარეს გარევა მის გეგმებში არ უნდოდა,ამიტომ უხმოდ დატოვა პროკურორის კაბინეტი და ისევ ზაზასთან დაბრუნდა ორივე. გვიან ღამემდე ისხდნენ მეგობრები და საუბრობდნენ,გამთენიის 5 სთ-ი იყო დანიელის ტელეფონზე ჯილდას ზარი რომ დაფიქსირდა და მძინარე ხმით უპასუხა. -ჯილდა.... -დანიელ ვიცი რომ ძალიან ადრე გაღვიძებ,მაგრამ მჭირდები მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო. -როგორც მივხვდი რთული მდგომარეობა არის. -ძალიან და მინდა შენთან ერთად ვიყო საოპერაციოში. -მოვდივარ,მაგრამ ჩემს მოსვლამდე ყველაფერი გადაიღეთ... -ვერ ვასწრებ მისიანებით სავსე არის კლინიკა 17 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადმოვარდა... -შენ კლინიკის წესებს ვერ შეცვლი გადაღებაზე გაიყვანეთ ამ წუთში პაციენტი,როგორ შეიძლება ბრმად ოპერაციის გაკეთება ჯილდა. -რამეს მოვიფიქრებ... -ყველა ანალიზი დამხვდეს მაგიდაზე,უკვე გამოვდივარ.დანიელმა ტელეფონი გათიშა ანინას შეხედა რომელსაც დანიელის ხმაზე გაეღვიძა და უთხრა. -უნდა წავიდე საყვარელო ჯილდას დახმარება ჭირდება. -რომ არ წუწუნებ და მიკვირს როგორ უძლებ ამდენ უძილობას. -საღამოს მოვალ და მაგ ბუზღუნისთვის დაისჯები...თვალი ჩაუკრა, ადგა ჩაიცვა და წავიდა ეზოში კი მერაბი დახვდა... -შენ რა სახლი დაცვაში გყავს თუ შენ იყავი წუხელ ღამით დაცვა.ორივეს გაეცინა და მერაბიმ უთხრა. -შენ საით 5 საათია ალბად ძალიან მნიშვნელოვანია.... -17 წლის ბავშვია უნდა მივუსწრო მერაბ... -ღმერთმა ორივეს გადმოგხედოთ... სწრაფად მიდიოდა დანიელი ჯილდა კი მას ელოდა და ძალიან ნერვიულობდა დანიელის ლოდინში,მაგრამ კაბინეტის კარი გაიღო და მამაკაცის ხმამ შეაშინა ჯილდა. -აქ რას ელოდებით, ექიმო ჩემი შვილი კვდება... -მთავარ ექიმს ველოდებით,დარეკილია და გზაში არის გთხოვთ დამშვიდდეთ. დანიელი სწრაფად შევიდა კლინიკაში,ჯილდამ შეხედა თუ არა ამოისუნთქა შვებით და თქვა. -ღმერთს მადლობა მოვიდა...ყველამ დანიელს შეხედა და დანიელმა კი ჯილდას მიუბრუნდა. -რა მდგომარეობა გვაქვს ანალიზები მაჩვენე. ჯილდამ ანალიზების პასუხები გადასცა და დანიელი კაბინეტში მიდიოდა თან ქაღალდებს ყურადღებით ათვალიერებდა,შემდეგ გახედა ერთ სურათს სინათლეზე და ჯილდას უთხრა. -შენ ნახე ეს ფოტოები? -ვნახე და ამიტომ დაგირეკე,დანიელ მარტო ვერ გავბედე. -სოფელში ვიყავით და ამიტომ დამაგვიანდა... -მივხვდი... -ჯილდა გულმკერდის მარცხენა მხარეს ლავიწის მიდამოში სისხლის ლაქაც ვერ ფარავს რომ შემავალი ჭრილობა არის,ეს ბავშვი სიმაღლიდან არ გადმოვარდნილა ის ჯერ დაჭრეს და გადმოაგდეს ამიტომ შეუძლებელია პაციენტს შევეხო პოლიციას უნდა დავურეკოთ.ჯილდა ბავშვის მამასთან მივიდა და შეეცადა აეხსნა მისთვის ბავშვის მდგომარეობა,დანიელმა შეხედა რომ მამაკაცი ჯილდას დაჟინებით რაღაცას უხსნიდა და ბოლოს უთხრა. -რა ექიმი ხარ თუ ბავშვს ვერ გადაარჩენ თუ მას რამე დაემართება ამ კლინიკას ჰაერში ავწევ.ჯილდა დაიბნა, მაგრამ დანიელი დადგა მის გვერდით და პაციენტის მამას შეხედა მის თვალებში სიბრაზე გამოიკვეთა და მამაკაცმა ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია. -კლინიკის ჰაერში აწევას ის აწიეთ ჰაერში ვისაც ხელს აფარებთ, მე ვალდებული ვარ პოლიცია გამოვიძახო რადგან ბავშვი ჯერ დაჭრილია ცივი საგნით და შემდეგ სიმაღლიდან გადმოგდებული აქ კი ექიმის წინ დგეხარ და დიდ გულზე ხართ, უკეთესია სიმართლე თქვა. -გთხოვთ გადაარჩინეთ ჩემი შვილი შემდეგ დავილაპარაკოთ.დანიელმა შეხდა მამაკაცს და ჯილდას უთხრა. -წავედით ჯილდა.ორივე მოემზადა საოპერაციოდ და ორივემ ერთმანეთს შეხედა, დანიელმა კი უთხრა. -დღეს ექიმი შენ ხარ,მე უბრალოდ გეხმარები ჯილდა... -დიდი იმედი ხარ დღეს ჩემს გვერდით რომ ხარ,მადლობა დანიელ...ორივე პაციენტის გვერდით იდგა,დანიელმა დახედა პაციენტის ჭრილობას ერთი წამით თვალები დახუჭა და როცა გაახილა მისი სახე აღარ იყო ჩვეულებრივი ის არის ქირურგი რომელმაც ნათლად დაინახა მის წარმოსახვაში სად რა ნაწილს უნდა შეეხოს დანარჩენი ორგანოს გადასარჩენად. ჯილდას ფეხები უკანკალებდა და გულის ცემა ისეთი სწრაფი იყო თავადაც ესმოდა მისივე გულის ხმა, დანიელმა შეხედა და არც დაფიქრდა ისე უყვირა. -გამოფხიზლდი,რა გემართება.რამდენიმე საათიანი სიჩუმიდს შემდეგ სადაც მხოლოდ სკალპერის ხმა ისმოდა დანიელმა ხელები მაღლა ასწია და თქვა. -დასრულდა და გილოცავთ, მგონი გადავრჩით დაველოდოთ პაციენტის გაღვიძებას. ჯილდამ და დანიელმა ერთად დატოვა საოპერაციო და პაციენტის მამასთან მივიდა იქ კი თომა იდგა გელასთან ერთად. -გელა,თომა აქ რა გინდათ... -დანიელ რა კარგია რომ აქ ხარ როგორ არის ბავშვი... -ნათესავები ხართ? -ჩემი ძმიშვილია დანიელ... -ტყუილს ვერ გეტყვი მიცნობ და იცი რომ პირდაპირი ადამიანი ვარ დღეს მე და ჯილდა ექიმმა ურთულესი ოპერაცია გავაკეთეთ და მდგომარეობა დავასტაბილურეთ მაგრამ ეს არ არის მხოლოდ, თომა მინდა მითხრათ რა მოხდა. -ძია დანიელ მივხვდი რომ თავად მიხვდი რაც მოხდა და არც ვმალავ,სიმართლეს ვამბობ ირაკლი ბულინგის მსხვერპლი არის. -თომა... -რა თომა, რა თომა ჰო ირაკლი ბულინგის მსხვერპლია ეს მეც დღეს გავიგე როცა მასთან დღეს შემთხვევით მივედი სკოლაში ჯგუფში ვერ ვიპოვე გოგოებმა თქვეს რომ ყველა სკოლის უკან იყო გასულები მეც წავედი სადაც ვიცოდი რომ ვიპოვიდი არც იქ იყო შემდეგ ხმამაღალი ღრიალი მომესმა თან პატარა ბიჭმა მოირბინა და მითხრა რომ ირაკლის თუ ვეძებდი სკოლის სახურავზე იყო და იქ კიდევ იყვნენ სხვებიც მეც იქით წავედი,ირაკლი მშვიდი ბავშვია არავის აწყენინებს არც არასოდეს უთქვამს რომ მას კლასელებთან პრობლემა ჰქონდა. -ეს გინდათ დამალოთ და იმ ბავშვს ვინც თქვენს შვილს ასე ექცეოდა გინდათ ხელი დააფაროთ და რატომ,რისთვის ან თქვენი შვილი გინდათ დასაჯოთ?იცით რომ ჯერ კიდევ სარისკოა მისი ჯამრთელობა? იცით რომ ჩვენ დავასტაბილურეთ მდგომარეობა,მაგრამ არ ვიცით რა მოხდება ხვალ ან იცოცხლებს კი ხვალამდე და თქვენ ხელს აფარებთ ვის მოძალადეს ვინც თქვენი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა? -არავის არ ვაფარებ ხელს... -აბა რას აკეთებთ საერთოდ ხვდებით? -ძლიერი ადამიანის შვილი არის,მას კავშირები აქვს ყველგან და ამიტომ იყო ირაკლი ჩუმად. -შვილო გესმის რას ამბობ,თქვი ვინ არის ის ბავშვი... -მამამისი მოსამართლე იყო. -რატი გველესიანის შვილი? -კი ის არის... -ეს უკვე მეორე ბავშვი მოხვდა ჩემს კლინიკაში მისგან გაუბედურებული რომლებიც მე ვიხსენი და იცით ეს რას ნიშნავს,მას მისი ადგილი უნდა მივუჩინოთ სხვა გვარად ის მკვლელი გახდება თუ თქვენი შვილი ვერ მოკლა დღეს ხვალ სხვას აატირებს და სხვის შვილს მოკლავს გელა... -გასაგებია,დანიელ... -ირაკლის მივხედავთ...დანიელი თომას მიუბრუნდა და უთხრა. -შენ როგორ ხარ... -ირაკლის ხმა ჯერ კიდევ ყურებში მესმის რომ შემხედა რაოდენ დიდი იმედი გავხდი მისი, მაგრამ იქამდე მისვლა ვერ მოვასწარი ირაკლი უკვე სიმაღლიდან ხელებგაშლილი გადმოეშვა და უკან რომ დავბრუნდი ის ცივ ფილებზე იყო მიკრული გულით,რომ გადმოვაბრუნე სისხლში იყო გულზე ხელი ჰქონდა დადებული და წამიერად ყველაფერი ბუნდოვანი გახდა მწარე ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა ხელის კანკალით ავიღე ტელეფონი და სასწრაფო გამოვიძახე შემდეგ მამას დაურეკე,ძია დანიელ თქვენს იმედზე ვართ და დარწმუნებული ვარ ირაკლის გადაარჩენთ. -მე ღმერთი არ ვარ შვილო,მაგრამ რაც შემიძლია გავაკეთო და უფალიც დამეხმარება ირაკლის არ დავაკლებთ სხვას დილით ვნახავთ,უკვე ჩვენც ექიმები ჩვენს ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად უფლის იმედად ვართ.სიჩუმე ჩამოვარდა,დანიელმა შეხედა თომას და მის თვალებში ტკივილი და დაღლილობა დაინახა გელასაც შეავლო თვალი და უხმოდ წავიდა,გელამ კი იქვე მდგარ ძმას შეხედა და უთხრა. -შალვა დანიელი მართალია ირაკლი დღეს გადავარჩინეთ,მაგრამ რა იქნება ხვალ ან ზეგ ამიტომ საჭიროა უკვე პოლიცია ჩავრიოთ რომ მისი დაუსჯელობით კიდევ უარესი არ მოხდეს. გელამ მიიღო თუ არა ძმისგან თანხმობა თავად დაურეკა პოლიციას და პოლიციას გეგიც თან მოყვა პირველი რაც გააკეთა პაციენტი ინახულა პოლიციამ და შემდეგ ექიმთან გასაუბრებაც ჰქონდა სამხილებიც ხელთ ჰქონდათ ვინაობაც იცოდა ვინ იყო მოძალადე და პოლიცია პირდაპირ მასთან წავიდა მისამართზე სახლი სადაც მივიდნენ გაჩახჩახებული იყო სახლიდან მუსიკა გამოდიოდა ბოლო ხმაზე აწეული და გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანდა თუმცა ქუჩაში იდგნენ დამწუხრებული მეზობლებიც მიხვდა გეგი რომ ამ ბავშვმა ყველას მოაბეზრა თავი და სახლთან მისულებმა ზარი მისცეს კარი ყველაფრისგან დაღლილმა ქალბატონმა გააღო რომელსაც თვალები ტირილისგან ჰქონდა დაწითლებული,მან უკვე იცოდა პოლიცია რატომ იყო მათ სახლში და შვილს დაუძახა. -რობი შენთან არიან... -შენ რას მიკეთებ დაელაპარაკე,გაიგე რა უნდათ და გაუშვი.პოლიციამ გაიგონა რობის სიტყვები და სახლის სიღრმეში შევიდა სადაც აშკარად ჩანდა მათ ასაკში კოკაინის დიდი და გადამეტებული დოზა,ამიტომ პოლიცია არც დაფიქრდა რობი მეგობრებთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სხვისთვის არ უტირია დედას, არც უყვირია,თითქოს ის მზად იყო ამ დღისთვის და ელოდა ამ წუთებს,შვილმა ერთი შემოხედა დედას და უთხრა. -არაფერს გააკეთებ დედა... -რა გინდა გავაკეთო შენ ხომ არასოდეს გესმოდა ჩემი შენ ხომ შენი აზრით და გონებით მოქმედებდი და ამ გზაზე მამაშენმა გაგიყვანა ისიც იქ დაგხვდება და არ ვიცი რამდენად შეიცვლები დღეიდან,მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რამე შეიცვალოს მხოლოდ ილოცე ის ბავშვი გადარჩეს რომ შენც იცოცხლო.გეგიმ შეხედა ტირილამდე მისულ დედას და უთხრა. -ეს არ მოხდებოდა და არც აქამდე მივიდოდა თქვენი შვილი პირველ შემთხვევაზე რომ თვალი არ დაგეხუჭათ,იმედია გამოსწორდება რაც ძალიან რთული იქნება თუმცა თუ მოინდომებს შეუძლებელიც არაფერია.პოლიცია წავიდა მარტო დარჩა და სამყარო გაჩერდა, იდგა და უყურებდა სირენებით მიმავალ პოლიციის მანქანებს უნდოდა ეყვირა,ეტირა და ყველაფერი ერთად გაეკეთებინა თუმცა ვერ შეძლო მხოლოდ გონება ღრიალებდა და გული ჩურჩულებდა რომ უკან უნდა გაყოლოდა ის ხომ დედა არის და დედა შვილის გვერდით უნდა იყოს.საათები გავიდა,ფიქრობდა რომ დრო გაჩერდა თუმცა არა დრო ძალიან სწრაფად გადიოდა იმ დღეს და ისიც მოემზადა სახლის კარი გამოკეტა და წავიდა ის ჩქარი ნაბიჯით და აჩქარებული გულის ცემით მივიდა განყოფილებაში გეგის წინ დადგა და უთხრა. -მინდა ვნახო რომ საბოლოოდ დაველაპარაკო. -დაკითხვაზე შევდივარ უნდა დამელოდოთ....გეგი წავიდა თავად კი ფეხზე იდგა და თითქმის ერთი საათი ელოდა გეგის როგორც იქნა ისიც გამოჩნდა და თავად გეგიმ წაიყვანა შვილთან შესახვედრად,გული სწრაფად უცემდა და შვილის წინ იდგა ის კი თავდახრილი იდგა ამჯერად დედის წინაშე. -ძალიან გეტკინა როცა მამაშენი დააკავეს ტიროდი რომ არ გჯეროდა ის რასაც მასზე ამბობდნენ,მაგრამ ის მკვლელი აღმოჩნდა ახლა კი შენ ხარ აქ და ჩვენს შორის გისოსებია მითხარი როგორ მოვიქცე ან რა გავაკეთო როცა შენც აქ ხარ ამ ადგილზე და არ შემიძლია შეგეხო,არ შემიძლია დაგიცვა როცა ჩვენ ორივემ ვიცით რომ დამნაშავე ხარ. -დედა მაპატიე გთხოვ... -მე გაპატიებ შენ თუ იქნები გამბედავი დაუბრუნდი შენს თავს და ყველა ცუდ მომენტს, ცუდ წუთებს დავივიწყებთ ვთქვათ რომ ახლა დავიწყოთ რთული მაგრამ სწორი ცხოვრებით ცხოვრება. -ირაკლის ბოდიშს მოვუხდი მისიანებსაც და მის ხელს ჩემს ხელში დავიჭერ,მხოლოდ... -მხოლოდ აქ არ გინდა იყო და ვინ გიბიძგა აქ რომ მოსულიყავი შვილო მე თუ ამ კეთილმა ადამიანმა.შენმა ამპარტავნობამ იმ ცხოვრებამ რომელიც მამაშენმა მოგცა მაგრამ ის ვეღარ დაგეხმარება ტაქტიკა უნდა შეცვალო,ცხოვრების სტილიც და ამიერიდან ჩვენ ჩვენს თავთან და ჩვენს ცხოვრებასთან უნდა ვიბრძოლოთ რადგან ისე იოლი და მარტივი აღარაფერი აღარ იქნება როგორც იყო როცა მამაშენი გვერდით გყავდა,მაგრამ ის ბინძური ფულით გაცხოვრებდა და გაიძულებდა ბინძურ ცხოვრებასთან შეგუებას.შეიცვალე შვილო,ყველაფერს გავყიდი და წავიდეთ აქედან,რომ ახალი ცხოვრება დავიწყოთ დედა-შვილმა. -მართლა იზამ ამას ჩემს გამო? -ყველაფერს დავთმობ შენს გამო,მაგრამ თუ სასჯელს მოგისჯიან არც ამაზე დავიხევ უკან რომ შენ დააშავე და არ აგო პასუხი რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა დიდია შვილო. -დედა შენ მე დიდი იმედი მომეცი და გპირდები რომ გამოვსწორდები,ვფიცავ ძველ ცხოვრებას დავივიწყებ და შენთან ერთად დავიწყებ ახალ ცხოვრებას ახალი და ცარიელი ფურცლიდან არც არსად არ წავალთ ჩვენ აქ ვიქნებით და აქ ვიცხოვრებთ რომ ყველამ დაგვინახოს შეუძლებელი ცხოვრებაში არაფერია.გეგი უსმენდა რობის და არ იყო დარწმუნებული,მაგრამ ძალიან დამაჯერებელი იყო მისი საუბარი დედასთან,ამიტომ ყველაფერი გააკეთა და რობი თანდებით გაანმთავისუფლა რობიმ მადლობა მოუხადა გეგის და დედასთან ერთად კლინიკაში წავიდა,თომას გაუკვირდა მაგრამ რობიმ ყველას ბოდიში მოუხადა ხარჯების ანაზღაურებაც მის თავზე აიღო და პირობაც დადო მათთან რომ ახალ ცხოვრებას იწყებდა,დანიელმა შეხედა და უთხრა. -ყველა დაგიჯერებთ რასაც ამბობ თუ გადაუხვევ გზიდან და ისევ ისე გააგრძელებ მე პირადად ვიზრუნრებ რომ მზის სინათლე არასოდეს აღარ ნახო...დანიელს მისმა ტელეფონმა საუბარი შეაწყვეტინა და ვაკოს მიესალმა. -გისმენ პროფესორო როგორ ხართ... -დანიელ ყველაფერი კარგად არის და დრო თუ გაქვს მინდა რაღაც გაჩვენო.ვაკომ ვიდეო თვალი შეაბრუნა და თინო დაანახა ფეხზე დამდგარი ის ერთიანად რკინებში იყო მაგრამ მაინც იღიმოდა,დანიელს ცრემლი მოერია და დედა შვილს მიუბრუნდა. -შეხედეთ ამ გოგოს ის ორი შვილის დედაა და მამაშენის მსხვერპლი არის შვილო,მისმა დაწერილმა კანონებმა თავად რომ ადგენდა სამართალს ასე დაუმახინჯა მას სიცოცხლე,მას ოჯახი და შვილები ელოდება აქ მოგწონთ მისი მდგომარეობა რასაც ხედავთ? ამიტომ უნდა შეიცვალო რომ შენც არ ჩაეფლო იმ ჭაობში რომ ვეღარ გამოხვიდე და სწორი გზა ვეღარ იპოვო უკან დასაბრუნებლად.გაშეშებული იდგა რობი და სიტყვა ვერ თქვა,დანიელი კი ვაკოს მიუბრუნდა. -რთული იყო დანიელ ამ ყველაფრის გაკეთება,მაგრამ შევძელით და ეს შენი დამსახურებაა ამ გოგოს რომ აქვს ისევ სიცოცხლის წყურვილი. -ვაკო მოგვიანებით დაგირეკავ და ახლა კი თინოს ფოტო გადმომიგზავნე.ტელეფონი გათიშა და გეგის შეხედა თან უთხრა. -არ წახვიდე აქედან ერთად გავიდეთ სალაპარაკო მაქვს შენთან.შემდეგ ჯილდას მიუბრუნდა და უთხრა. -მივდივარ შენ აქ ხარ თუ რამე აუცილებელი მოხდეს დამირეკე. -კარგი,საღამოს იქნებ ბავშვები ვნახო მომენატრნენ. -მაშინ ზაზასთან სოფელში გელოდებით ორივეს...დანიელმა ის ის იყო კლინიკა დატოვა რომ გელამ შეაჩერა. -დანიელ თუ საჭირო არის ბავშვის გადაყვანა... -ამ ეტაპზე ეს არ არის საჭირო და თუ შეიცვალა რამე და გახდა აუცილებელი მისი სხვაგან გადაყვანა ამას მე პირადად გეტყვით...ტელეფონზე მოულოდნელ ზარს უპასუხა და გეგის შეხედა არ უნდოდა გაეგო ვინ ურეკავდა და გეგის დასარწმუნებლად თქვა. -მისამართი მომწერეთ და ვნახავ პაციენტს,დიახ შეგხვდებით პირადად დაგირეკავთ. -დანიელ შენს გამოხედვას ვცნობ რა ჩაიფიქრე. -არაფერი არ მაქვს ჩაფიქრებული შენთან კი მინდოდა რომ შეხვედრა უნდა მომიწყო გეგი. -პროკურორმა რაც გითხრა არ ითვალისწინებ მაინც ვერ ისვენებ, ნერვები არ გასვენებს. -ნერვები არაფერ შუაშია გეგი მე ტკივილი არ მასვენებს,ტკივილი. -კარგი და ამ დღეებში გეტყვი როდის შევძლებ შეგახვედრო მათ... -გასაგებია და გაითვალისწინე არავინ არ უნდა გაიგოს. -ვერავინ ვერ გაიგებს,გპირდები.მეგობრები ერთმანეთს დაშორდა დანიელი სახლში მივიდა ორი დღის უძილომ პირველდ შხაპი მიიღო და შემდეგ ბავშვებს მიუბრუნდა,მაგრამ ერთ საათში ისევ მოემზადა და წავიდა,მოულოდნელად წვიმამ დაიწყო თუმცა მას ხელს არ უშლიდა წვიმა საკმაო მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდა ტელეფონი ამოიღო და ნაცნობ ნომერზე გადარეკა მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და გათიშა. -მოვდივარ.... წვიმა წვრილად ცრიდა მაგრამ მიწის სუნი იგრძნობოდა სასიამოვნოდ,წვიმამ ნელა ნელა მოუმატა და უწყვეტად იღვრებოდა.მიწაზე დაღვრილი კი პატარა ნაკადულებად მიედინებოდა მანქანა კი დაუბრკოლებლად მიაპობდა ნაკადულებში გზას და დანიშნულ ადგილზეც მივიდა. მივიდა, მაგრამ არ ჩქარობდა მანქანიდან გადმოსვლას რადგან წვიმასთან ერთად ქარიც ყიოდა წვიმაც კიდევ უფრო და უფრო უმატებდა ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გააგზავნა სანამ პასუხი არ მიიღო ადგილიდან არ დაძრულა და მანქანაში იყო რამდენიმე წუთის შემდეგ პასუხი მიიღო წაიკითხა თუ არა მანქანა დატოვა საბარგული გააღო იქედან ჩანთა გადმოიღო და დაფიქრებული გაწონასწორებული ნაბიჯებით წავიდა,მიდიოდა მის გარშემო სასტიკი ქარიშხალი დათარეშობდა ის კი მიდიოდა და მალე გაუჩინარდა რკინის კარს შიგნით სადაც დაკეტილ ოთახში შეიყვანეს იქ გამოიცვალა ჩაიცვა შავი სამოსი და ზემოდან ტყავის ქურთუკი შემოიცვა ორივე ხელებზე შავი ფერჩათქები ეკეთა და შემდეგ რკინები წამოიმცვა თითებზე რადგან თითებზე დარტყმის კვალი არ დარჩენოდა,თავზე კეპკიანი ქუდი დაიხურა სახე კი ცხვირის ქვემოთ ბენდელათი დაიფარა თუმცა მალევე მოიხსნა. -სახე უნდა დაიმალო დამიჯერე ეს შენთვის არის უკეთესი და ეს გამომართვი. -ეს რა არის.გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ პოლიციელს. -გამომართვი გამძლეობას შეგმატებს წინ რთული წუთები გაქვს. -მაშინ მომეცი,მაგრამ ამის გამოც უკონტროლო ვარ სიბრაზის დროს. საათზე დაიხედა მოსულმა და შემდეგ ანიშნა წავედითო,წავიდნენ ერთ დაკეტილ ოთახში შევიდნენ სადაც მოკუნტული იჯდა ლევანი კარის გაღებაზე თავი ასწია და გაოცებული უყურებდა იქ მდგარ ადამიანს რომელსაც არ ელოდა თუ მიაკითხავდა,მაგრამ ის მის წინ იდგა ჯერ ორივე ჩუმად იყო შემდეგ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და უთხრა. -მოწევ? ლევანი უსიტყვოდ ადგა სიგარეტი ამოიღო გააბოლა და უთხრა. -რატომ მოდი გინდოდა გენახე და დარწმუნებულიყავი როგორ ვიყავი აქ კმაყოფილება რომ გამოგეხატა... -შენ აქ ხარ გამოკეტილი მაგრამ ცოცხალი მაირა და თებე კი მიწაში დაალპე და დღემდე მაწუხებს ეს კითხვა რატომ,რა დაგიშავა ან ერთმა ან მეორემ,რატომ გაწირე ან როგორ გაიმეტე სიკვდილისთვის. -იმიტომ რომ მალე დამივიწყა და შენში გამცვალა... -იეჭვიანე,მაგრამ არ დაფიქრებულხარ მაშინ როცა კომპანიიდან შენს შვილზე ორსული გამოაგდე ცემით ყველას დასანახად. -არ ვიცოდი... -იცოდი,გითხრა რომ ორსულად იყო. -არ ვიცოდი... -იცოდი.დანიელს სიბრაზემ სიმხურვალედ დაუარა და ჯერ თავი დაარტყა ცხვირ-პირში და ლევანიმ უეცრად სახეზე აიფარა ხელები. -მითხარი რა გავაკეთო,როგორ დაგაჯერო რომ ვნანობ... -რომელ დანაშაულს ნანობ ელისო რომ გააუპატიურე შემდეგ რამდენიმე მამაკაცს მიუგდე საჯიჯგნად და არ შეიბრალე თან ცოცხლად დამარხე,მაირას და თებეს შემდეგ ანინას რომ გაუმწარე სიცოცხლე თუ ჩემი შვილის მოპარვა რომ განიზრახე თუ თიკო რომ დატოვე ხელ-ფეხის გარეშე...სიჩუმე დადგა,დანიელი ღრმად სუნთქავდა ლევანიმ შეხედა და უთხრა. -ყველაფერს ვნანობ,გეფიცები ჩემს დაბადებასაც ვნანობ დედას სიკვდილის მაგივრად მე მოვმკვდარიყავი ამდენი ხალხი არ დაზარალდებოდა... -ეს მართალია არავინ იცოდა რა სასტიკი და დაუნდობელი მონსტრი გაიზრდებოდი.დანიელი თავს ვეღარ აკონტროლებდა და ლევანი გათიშვამდე ცემა,კარი გაიღო და ორი პოლიციელი შევიდა ოთახში. -საკმარისია, მიიღო გაკვეთილი და არ უნდა მოკვდეს რადგან ყველას დააზარალებ მისი სიკვდილით ჩვენზედაც იფიქრე ექიმო. -გამიყვანეთ აქედან მეორე უნდა ვნახო...დანიელმა ხელთათმანები მოიხსნა და როცა დამშვიდდა ის ერთ საკანთან მიიყვანეს სადაც 12 პატიმარი იყო და კარზე დააკაკუნეს არავინ ელოდა გამოძახებას,არავინ ელოდა იმ დღეს მნახველს,მაგრამ საკანის კარი გაიღო და ზედამხედველი შემოვიდა პატიმრებს გადახედა და თქვა. -სტუმარი არის თქვენთან ექიმი და თუ ვინმეს რამე გაწუხებთ შეგიძლიათ უთხრათ. ზედამხედველი გვერძე გაიწია და სტუმარს გზა დაუთმო. -დანიელ....ოთხი მათგანი ფეხზე წამოდგა და დანიელს გადაეხვია ყველა მოიკითხა დანიელმა ბიჭებს გადახედა ბიჭები კი გაოცებულები უყურებდნენ... -ისევ აქ დაბრუნდი,მეგობარო შენ ხომ უდანაშაულო ხარ. -ჩემს უდანაშაულობაზე ახლა ნამდვილი დამნაშავე ზის თქვენს გვერდით,მაგრამ მე თქვენს სანახავად მოვედი როგორ ხართ და აქედან რომ გახვალთ რას ფიქრობთ. -მართლა იმიტომ მოდი რომ ჩვენი ამბავი გაინტერესებს ექიმო? -რა თქმა უნდა მაინტერესებს აქედან რომ გახვალთ რას გააკეთებთ. -ჯერ ოჯახში მივალთ მერე რაღაც საქმე უნდა ვიპოვოთ რაც ძალიან რთული იქნება,მაგრამ შევეცდებით ვიცხოვროთ. -მიახლოებულები გადიხართ ოთხივე აქედან... -მე კიდევ 6 თვე მინდა,რეზის ერთი წელი,შოთას 6 თვე და დემეტრესაც მგონი ერთი წელი. -კი ერთი წელი დამრჩა თუ არ დამიმატეს კიდევ...თქვა დემეტრემ და მოსამართლეს შეხედა -წყნარად იყავი და არ დაგიმატებენ. შემდეგ კი ოთხივეს მისი სავიზიტო ბარათი მისცა. -ჩემი სავიზიტო ბარათია შეინახეთ და დამირეკეთ საქმეს ვიშოვით არ გაგვიჭირდება, ახლა კი სალაპარაკო მაქვს თქვენს ახალ მეგობართან.დანიელი მოსამართლეს უყურებდა,მაგრამ რამდენიმე წუთში ლევანი შეიყვანეს ნაცემი და გაოცებული უყურებდა პატიმრები ლევანი თავის სწოლზე დააწვინეს პოლიციელები გავიდნენ დანიელმა კი მის საწოლთან მივიდა და უთხრა. -ცუდად გამოიყურები მაგრამ ნუ ფიქრობ რომ შეგიცოდებს ვინმე,მაირა ჩემი ცოლი იყო ფორმალურად შენგან უარყოფილი ორსული გოგონა რომელიც თავისი სხეულით შენს შვილს ატარებდა შემდეგ გააჩინა ზრდიდა და ელოდა ბედნიერ ცხოვრებას შენ კი ასეთი ქალი უარყავი,შენგან უარყოფილს რომ რამე სისულელე არ ჩაედინა დახმარება შევთავაზე და მასზე დავქორწინდი 8 წელი ერთად ერთ ბინაში ვიყავით თებე რომ დაიბადა მე ავიყვანე პირველად ხელში,მამისგან უარყოფილს მე მივეცი მას ჩემი გვარი და ის ჩემი შვილი იყო თუმცა მისი ბიოლოგიური მამა იყო და არის.რაც შეეხება მაირას არასოდეს შემიხედია მისთვის როგორც ქალი ის ჩემი მეგობარი იყო როგორც მე მისი,მაგრამ შენ ის ჯერ უარყავი დაამცირე ცემე გამოაგდე კომპანიიდან და ქუჩაში დააგდე როგორც უპატრონო ძაღლი და მერე იეჭვიანე არც აგიკანკალდა ხელი არც გული ისე გაიმეტე დედა-შვილი სიკვდილისთვის ეს რაც დაგემართა კიდევ ცოტა არის იმასთან რაც მათ დამართე,შვილი საკუთარმა მამამ როგორ გაიმეტე სიკვდილისთვის ....იღრიალა ბოლოს ერთი ძლიერი წიხლი კიდევ ჩაარტყა საწოლზე მწოლიარეს შემდეგ კი იქვე მდგარ ფერდაკარგულ მოსამართლეს მიუბრუნდა,მაგრამ ბიჭების მისამართით თქვა. -აქ თქვენთან მოვედი როგორც ექიმი და საჩუქარიც მოგართვით.დანიელმა პოლიციელს შეხედა კარი გაიღო და რამდენიმე პოლიციელმა პაკეტებით სავსე გემრიელობები შემოიტანეს და მაგიდა გაავსეს. -მიირთვით,თქვენც მობრძანდით მოსამართლევ... მიუბრუნდა რატის და რამდენიმე პატიმარმა მიხვდა თუ რატომ იყო იქ მისული დანიელი მაგრამ დანიელი მოსამართლეს უყურებდა. -ქარიშხალში შემაგდე ყინულივით ცივი გავხდი, როცა ჩემს საოპერაციოში ჩემს მაგიდაზე და ჩემს ხელებში დალია მაირამ და თებემ სული.ვერ შევძელი, მე ისინი ვერ გადავარჩინე და დამნაშავე თქვენ ხართ ეს თქვენ გააკეთეთ ორივემ.7 წლის ბავშვს რას ერჩოდით ან რას ერჩოდით მაირას რა დაგიშავეს ამ ორმა არსებამ და მიუხედავად იმისა იცოდი დამნაშავე ვინ იყო მე სამართალი ვერ ვიპოვე რადგან შენი დადგენილი კანონებით შეუძლებელი იყო სიმართლის პოვნა,თუმცა აქ ვერ იქნები ისეთი მამაცი როგორიც იყავი გარეთ როცა შენი სავარძელი ფარავდა შენს სიბინძურეს.ეს კაცი არის მკვლელი ჩემი ცოლის და შვილის სხვა თქვენთვის მომინდვია ბიჭებო...საკანში დაძაბულობა დადგა,ზოგიერთის თვალებში რისხვა ჩადგა მოსამართლე ადგა და დანიელის წინ მუხლებზე დადგა დანიელმა კი მის გულში დაგროვილ სისასტიკეს ვერ მოერია და მის წინ მუხლებზე მდგარ მოსამართლეს ფეხი ამოკრა.მოსამართლის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა საკანში და რამდენიმე დღეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ერთ დილით თავად ლევანიმ იპოვა საწოლის თავზე მიბმული და დამხვრჩვალი,დანიელი კლინიკაში იყო ჯილდამ შეშინებულმა რომ შევიდა მის კაბინეტში. -აქ ხარ,ანინამ მესამედ დამირეკა ტელეფონი სად გაქვს დანიელ.დანიელმა ტელეფონს დახედა და ანერვიულდა. -ხმა მქონდა დაწეული და დამავიწყდა,რა მოხდა ჯილდა. -პატარას სიცხე აქვს და დანიელს ვერ ვუკავშირდებიო...ანერვიულდა,ხალათი მოიხსნა და ჯილდას უთხრა. -გავდივარ ომარის უთხარი რომ არ ვარ ადგილზე და მიხედეთ აქაურობას. -დამირეკე და მეც მითხარი ბავშვის ამბავი.თავი დაუქნია კარგიო და წავიდა რამდენიმე წუთში გეგის ზარს უპასუხა. -გისმენ გეგი... -სად ხარ დანიელ... -კლინიკაში ვიყავი და სახლში მივდივარ პატარას სიცხე აქვს... -გუშინ სად იყავი... -სამი დღეა კლინიკიდან არ გავსულვარ,რა მოხდა... -მოსამართლემ თავი მოიკლა. -ჰოოო,მიხვდა მის ცხოვრებას რომ აზრი აღარ ჰქონდა და კარგად მოუფიქრებია. -ლევანი ნაცემია იცი რამე ამის შესახებ? -დაურჩა ხელები ვინც ცემა,ყოჩაღ მას. -დანიელ... -გეგი ეს ასე უნდა მომხდარიყო ამ თემაზე აღარ დამირეკო და კიდევ კარგია თუ მოსამართლის მაგალითს გაიმეორებს ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება მისგან გადადგმული და მივესალმები. -არ ღირს შენთან არაფლის თქმა... თქვა გეგიმ და ტელეფონი გათიშა,დანიელი ახლა მხოლოდ პატარაზე ნერვიულობდა და როგორც იქნა მივიდა ბინის კარი შეაღო ანერვიულებულმა ჩანთა იქვე დადო და თებემ შეხედა პირველმა სახე გაუნათდა სამი დღე იყო მამა არ ენახა და შემოეხვია განსაკუთრებულად უყვარდა თებეს მამა ხშირად ახსენდებოდა მათი პირველი შეხვედრა მისი თბილი გაღიმება და პირველად ნათქვამი შვილო, დანიელმა თავზე აკოცა თებეს და უთხრა. -შენ რა გინდა სიმაღლეში გამასწრო? -სულ მალე და გაგასწრებ მამა და მგონი გოგოებმა იეჭვიანონ კიდეც ერთად რომ გავივლით. -დედაშენმა არ გაიგონოს მე კი სიამოვნებით დავივლი შენთან ერთად ქუჩებს,გოლიათს რა მოუვიდა იცი? -გაუმაძღარი რომ გყავთ კუჭის პრობლემაც ჰქონდა. -დანიელ მოხვედი გუშინს მერე ვცდილობ შენთან დაკავშირებას. -მითხრა ჯილდამ რთული სამი დღე მქონდა საყვარელო,მერე ხომ იცი ტელეფონს თან არ ვატარებ ჯიბით სადმე რომ არ დავტოვო და კაბინეტში მქონდა ხმა დაწეული ჯილდამ კი ისეთი დაფეთებული შემოვიდა აქეთ შემაშინდა და წამოვედი,რა დაემართა გოლიათს ან სად არის. -გადამიყვანა გუშინ ჭკუიდან მაცივარს ვერ მოვაცილეთ და კუჭიც აეშალა,სიცხეც ჰქონდა. -ახლა როგორ არის. -ძინავს, მთელი ღამის უძილოს ჩაეძინა. -შემეშინდა,ანინა ვიფიქრე რამე სერიოზული არისმეთქი. -რა გავაკეთო,დანიელ ჭამა როგორ დავუშალო ბავშვს. -ყავაც მიირთვა გუშინ და აწყინა...თქვა თებემ და თან გულიანად გაიცინა ანინამ შეხედა დანიელს და მასაც გაეცინა. -რა გაცინებს,ყავა დაალევინე ბავშვს და კიდევაც რომ საყვედურობ ანინა. -მე არა ლაშამ დაალეცინა გუშინ რესტორანში ვიყავით წასული სამივე და ლაშასთან იყო სანამ ჩემს საქმეებს მოვაგვარებდი. -ჰოდა დაურეკე მოვიდეს წაიყვანოს გამოაჯამრთელოს და მოიყვანოს. დანიელი სამზარეულოში გავიდა,მაგრამ იქ მაცივარი აღარ დახვდა. -ანინა მაცივარი სად არის ასე გაგვიჭირდა რომ გაყიდე? -რა გავყიდე გარეთ დავდგი ბალკონზე ისე ავიჭერი გუშინ ლამის წავედი სახლიდან და მარტო დავტივე ეს გაუმაძღარი,ახლა მივიდეს და ეძებოს. -კარგი რა ბავშვებს ვიტამინებს აძლევენ რომ ჭამოს და შენ მაცივარი აართვი ბავშვს,როგორი დედა ხარ არ შეგეცოდა? იცინოდა დანიელი და თებე,ანინა კი უყურებდა მამა-შვილს და თავადაც გაეცინა შემდეგ კი დანიელს უთხრა. -შენ გგავს, სიცილიც რომ შენი აქვს შეამჩნიე? -შემომხედე შვილო...ერთმანეთს უყურებდა მამა-შვილი და თებემ კალთაში ჩაუჯდა მამას მაგრამ მათი ბედნიერება დიდი ხნით არ გაგრძელებულა მარიბელი ურეკავდა დანიელს. -მარიბელ რა გინდა ქმარმა აგანერვიულა? -დანიელ სად ხარ კლინიკაში მოვდივარ... -რა მოხდა,ცუდად ხარ? -ყრუდ მტკივა... -სად არის შენი ქმარი... -არ არის სახლში ლაზარესთან ერთად სადღაც წავიდა. -სულ მარტო ხარ? -არა თომა და ედი მოვიდა ეს წუთია... -წამოდი არ გაჩერდე მეც ახლა მოვედი სახლში, მაგრამ უკვე გამოვდივარ... -დედას დაურეკავ მოვიდეს მეც წამოვალ დანიელ...მარიბელს ყრუ ტკივილები ჰქონდა, მაგრამ ბედად მასთან თომა და ედი მივიდა თომას შეხედა ფერდაკარგულმა და შეშინებულმა უთხრა. -მანქანის ტარება იცი? -ვიცი რა მოხდა,ცუდად ხარ? -უნდა წამიყვანო თომა თუ არ იცი ტარება ახლა უნდა ისწავლო,გესმის? -მესმის მარიბელ მაგრამ ვიცი ტარება...ჩანთა იქვე მდგარ ედის გაუწოდა და თომას მკლავზე დაეყრდნო, თომამ ცალი ხელით კარი გააღო და მანქანის უკანა სავარძელზე დასვა ფრთხილად ედიც მარიბელის გვერდით მოთავსდა და მარიბელმა მის მხარზე ჩამოდო თავი თავის ხელში კი ედიმ მისი ხელი დაიჭირა და მარიბელს როცა ტკივილი მოუვლიდა ხელს მაგრად უჭერდა რაც ედისთვის მტკივნეული იყო თუმცა არაფერს ამბობდა. -თომა იჩქარე,მაგრამ გზას დაუკვირდი.თომა ნერვიულობდა,მარიბელს ტელეფონი მაგიდაზე დარჩა ბიჭებმა დანიელის ნომერი არ იცოდა ამიტომ თომამ მამას დაურეკა. -გისმენ თომა უკვე სოფელში ხარ? -მამა მარიბელი ცუდად არის დანიელ ძიას ნომერი მე არ მაქვს შენ დაურეკე რომ იქ დაგვხვდეს. -თომა დანიელმა იცის? -მამა იცის მაგრამ მაინც დაურეკე. -შენ მოგყავს შვილო. -ჰო მე მომყავს და ვთიშავ... -კარგი და მშვიდად იარე.მარიბელს სისხლდენა დაეწყო ედის კი პანიკა დაემართა სისხლს რომ შეხედა და უყურებდა მარიბელი გონს კარგავდა,თომამ სიჩქარეს მოუმატა წითელზედაც გაიარა და პატრულიც აიკიდა,მაგრამ კლინიკაში მისულმა მარიბელი თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყვანა,პატრულმა შეხედა მდგომარეობას და ვეღარაფერი თქვა მხოლოდ გაფრთხილება მისცეს თომას,დანიელი შემოსასვლელში დახვდა ომარისთან ერთად და თავისი ხელით გადმოიყვანა მარიბელი მანქანიდან,მარიბელიმ მკლავზე მოქაჩა დანიელი და უთხრა. -არ დაურეკო ზაზას ის სუსტი არის და ვერ გაუძლებს დანიელ... -კარგი დამშვიდდი,უკვე ექიმის ხელში ხარ მარიბელ... ომარიმ შეხედა მარიბელს და ექთანს დაუყვირა... -საკეისრო კვეთა სასწრაფოდ მოამზადეთ საოპერაციო.თომა იდგა უყურებდა ფერდაკარგულ მარიბელს და ცრემლი მოერია,მალე გელაც მოვიდა შვილს მხარზე ხელი დაადო და თქვა. -ნუ ნერვიულობ შენ შეძელი და ის აქ მოიყვანე,კარგი კეთილი საქმე გააკეთეთ ბიჭებო ექიმი უკვე მასთან არის და პატარაც მალე გაჩნდება.ედის ფერი არ ჰქონდა და გელას გაეცინა. -როცა თქვენი დრო მოვა და აქ მოხვალთ სულ დაიკარგებით,გამაგრდით რა გემართებათ ამ გზას გადის ყველა დედა,თქვენც ასეთი ტკივილით დაიბადეთ ბიჭებო.მარიბელის არტერიული წნევა იმატებდა შემაშფოთებლად მაგრამ ის პანიკაში არ ჩავარდნილა, არც უყვირია და ძლიერი შემოტევითი ტკივილის დროს თვალებს მაგრად ხუჭავდა ექთანი კი მის სახეს აკვირდებოდა,დანიელმა ინახულა მარიბელი და თვალებში ჩახედეს ერთმანეთს. -დანიელ თუ რამე მოხდეს გაუთვალისწინებელი,გთხოვთ ჯერ ჩემი შვილი გადაარჩინეთ და მას მიეცით სიცოცხლე. -დამშვიდდი არაფერი არ მოხდება.უთხრა დანიელმა და გავიდა,თუმცა შეაშფოთა მარიბელის რეაქციამ ის თითქოს გაითიშა,ამიტომ 4 საათი იყო გასული პირველი ბავშვი რომ ამოიყვანეს ძლიერი ტირილით ჯამრთელი და წონით 2,800 ხუთ წუთში ომარიმ ამოიყვანა მეორე და დანიელს შეხედა ღიმილით. -გოგონაა მეორე მხოლოდ ძმასთან შედარებით სუსტია.დანიელმა მარიბელს შეხედა და ღიმილით უთხრა. -მარიბელ დაო დასრულდა ტყუპი ქალ-ვაჟი აჩუქე ჩემს ძმას.მარიბელმა ღიმილით შეხედა დანიელს და სუსტი ხმით უთხრა. -ალექსანდრე და მირანდა დაიბადა, ეს სახელები უთხარი ზაზას. -შენ თავად ეტყვი დაო ახლავეს დაურეკავ...დანიელი გარეთ გავიდა ტელეფონით ხელში სამშობიარო ბლოკიდან,მაგრამ ზაზა უკვე იქ იყო ასევე ვახო და ლაზარეც,რამდენიმე წუთში ავთანდილიც მათ გვერდით იყო ნუკისთან ერთად. -ყველა აქ ხართ როგორ გამიხარდა და შენც აქ ხარ გილოცავ ძმაო ქალ-ვაჟის მამა გახდი ზაზულო. -ტყუპები არიან? -ტყუპები არიან.იცინოდა დანიელი და ზაზას მოეხვია. -ღადაობ დანიელ... -რას ვღადაობ ანინას მშობიარობას არ დავსწრებივარ მარიბელის ხელი ხელში მეჭირა და მითხრა ალექსანდრე და მირანდა დაიბადაო.ზაზამაც მაგრად მოეხვია დანიელს და შემდეგ თომას მიუბრუნდა, ორივე ხელები გაშალა და ბიჭებიც გულში ჩაუკრა. -თქვენ გადაარჩინეთ დღეს სამივე და თქვენ მაჩუქეთ დღეს ეს ბედნიერება ჩემო ლომებო, თქვენ რომ არა არავინ იცოდა როგორ დასრულდებოდა დღეს დღევანდელი დღე მარტო იყო სახლში. -ერთი თვით ადრე მოვიდნენ 8 თვიანები არიან შენი შვილები ზაზულო. თქვა ომარიმ და ზაზას მიულოცა,ზაზამ ვერ მოითმინა და მარიბელი ნახა პირველად შემდეგ კი ბავშვებს უყურებდა ფანჯრიდან და ცრემლებს ვერ იკავებდა.პატარა ალექსანდრეს მუჭი ჰქონდა შეკრული და წარბები შეყრილი,მირანდას ორივე ხელები გაეშალა და თითქოს ყველას უხმობდა მასთან მოდით რას ელოდებით გულში ჩამიკარითო. -როგორ ხარ მეგობარო,შეივსე? უთხრა დანიელმა და ზაზას მხრებზე მოხვია ხელი ისიც პატარებს უყურებდა და ბედნიერებას ასხივებდა ორივე მეგობარი. -შევივსე მეგობარო და იცი რას ვფიქრობ,დანიელ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე მაშინ როცა სიბრაზე სიჩუმით ჩავანაცვლე და იმ სიჩუმემ სამუდამო სიმშვიდე დაიდო ჩემში და რეალობაც ეს არის რომ სწორედ ჩვენმა სიჩუმემ მომიტანა დღეს ეს ბედნიერება.ვახო იდგა და ნატალის უყურებდა,შემდეგ ხელი მოხვია და ყურში უჩურჩულა. -შენ როდის მომიყვან აქ მეც რომ გამხადო ასეთი ბედნიერი... -შენ როცა გადაწყვიტავ,ხელი მთხოვე და ჩემგან უარი მიიღე? -მაშინ წავიდეთ და ახლავეს მოვაწეროთ ხელი...ნატალიმ საათზე დაიხედა და ღიმილით შეხედა ვახოს. -ხვალ რომ იყოს? -თუ არ გადაიფიქრებ იყოს ხვალ... თქვა და მეგობრებს შეხედა დანიელმა კი წარბი აწია მაღლა და უთხრა. -ვახო გადაჭარბებულად გიხარია და შენც ხომ არ მოგყავს ნატალი რამდენიმე თვეში აქ. -არა ეს არა,მაგრამ ხვალ ხელს ვაწერთ და ვქეიფობთ. ყველას გაუხარდა,ათულიმ ნუკის შეხედა და ნუკიმაც მას შეხედა შემდეგ კი უთხრა. -რა სახე ჩამოგტირის მოვაწეროთ ხელი და შვილებიც გვეყოლება თუ გინდა პატარა რომელიც გზაში არის ჩემს გვარზე დავწერო როცა მამა ცოცხალი ყავს, მაგრამ ვხედავ ურეაქციოდ დგას და გათიშული მიყურებს,შენ რა მოწეულში ხარ რეაქცია რომ არ გაქვს ადამიანო? ათული არ ელოდა ნუკისგან ამ სიურპრიზს და დაიბნა შემდეგ წაბარბაცდა და გულიც წაუვიდა,ნუკიმ კი დანიელს შეხედა და უთხრა. -ეს მოასულიერეთ და როცა მშობიარობის დრო მოვა არ დაუძახოთ,ბავშვი დავბადო თუ ამას უყურო გული არ წაუვიდეს და არ წაიქცეს უკეთესია ფეხზე რომ გაივლის ბავშვი მაშინ მოვიდეს. დანიელი სიცილისგან გალურჯდა და ათული ომარიმ მოაბრუნა,შემდეგ ნუკის შეხედა და უთხრა. -როდისთვის უნდა ვიყოთ მზად ნუკი. -შვიდ თვე გვაქვს წინ მის მობრძანებამდე. -ორი თვეა იცი და არაფერი თქვი? -კიდევ კარგი აქ რომ გითხარი,სახლში რომ შეწუხებულიყავი რა მექნა.ათულიმ გულში ჩაკრა და ცრემლიც მოერია. -17 წლიდან ერთად ვართ ნუკი... -მართალია 17 წლიდან სისხლს მიშრობ მაგრამ მაინც რომ მიყვარხარ და ვერ შევძელი შენი გადაყვარება ან რატომ მიყვარხარ რომ არ ვიცი? -ნუკი.... -17 წლიდან ერთად ვართ და ის პირველი რომ არ დაღუპულიყო ახლა რამხელა შვილი გვეყოლებოდა,მაგრამ მოდი წარსულით ნუ ვიცხოვრებთ და მომავალს მივყვეთ... -მაშინ ჩვენც მოვაწეროთ ხელი ხვალ... -კარგი მოვაწეროთ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს თუ ჩვენც ჩავერიოთ... -გვენდეთ ქალბატონებო ჩვენ ყველაფერს მივხედავთ და თქვენ იმ დროს მობრძანდით რომელ საათზედაც შევთანხმდებით,ათული წავედით საქმეები გვაქვს.ორივე წავიდა,მაგრამ დანიელმა ვახო შეაჩერა... -ვახო...ვახო გაჩერდა და დანიელს შეხედა,დანიელმა კი მიუახლოვდა და უთხრა. -შენებს არ ეტყვი? -დანიელ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დავრჩი,ახლა როცა ფეხზე დავდექი მჭირდება ისინი? -ვიცი რომ სიმართლე შენს მხარეს არის,მაგრამ მაინც შეეცადე ვალიდა შენი და არის და დედამისთან თუ არ გექნება ურთიერთობა ვალიდას მაინც ნუ კრავ ხელს. -შევეცდები დანიელ ურთიერთობა ავაწყო მათთან,მაგრამ ხვალინდელი დღე მინდა ბედნიერი ვიყო და ნატალიც გავაბედნიერო. -ჩემგან თუ რამე დაგჭირდეს იცი სადაც უნდა მნახო. -არაფერი,მეგობარო იმაზე მეტი გაქვს გაკეთებული რაც უნდა გააკეთო ხვალ კი ყველაფერი გადადე გვერძე და მინდა ჩვენთან ერთად იყო რომ მაგიდას უხელმძღვანელო. -კარგი თქვენთან ვარ ხვალ მთელი დღე...უთხრა დანიელმა და ათული წავიდა,ყველა გახარებული იყო მარიბელსაც გაუხარდა ბიჭების ბედნიერება უნდოდა კიდეც საყვედური ეთქვა,მაგრამ ბავშვები შემოიყვანეს და სულ დაავიწყდა ყველაფერი. -დედიკომ უნდა გამოკვებოს შვილები,გთხოვთ დაგვტოვეთ... -მამაც უნდა გავიდეს? თქვა ზაზამ და ექთანს ისე შეხედა ექთანს გაეცინა და უთხრა. -როგორ უნდა დაუშალო აქ ყოფნა ამ ორი ანგელოზის შექმნელს,აქ იყავით და ისიამოვნეთ მათი ყურებით.ზაზა უყურებდა როგორ ჩქარა ჭამდა ალექსანდრე და მირანდა ნელა ნელა თან ეძინებოდა ჭამის დროს. -ეს ზვიოზე მეტი ღორი იქნება...თქვა დანიელმა რომელიც იმ წუთში შემოვიდა და ზაზამ გაიცინა. -გუშინ რომ მივედი სახლში სამზარეულოში მაცივარი აღარ დამხვდა და ანინამ მითხრა ბალკონზე გავიტანე ვეღარ ვაცილებ მაცივარსო....სამივე იცინოდა,ბედნიერად ჩაიარა დღემ ბოლოს ინახულა თომამ და ედიმ რაც ძალიან გაუხარდა მარიბელს და ორივეს სიყვარულით უყურებდა,შემდეგ ზაზას შეხედა და უთხრა. -ეს ორი დღეს ჩემთან უფალმა გამოაგზავნა და რადგან დღეს თქვენით ვარ ბედნიერი მინდა თქვენ იყოთ ჩემი შვილების ნათლია.ბიჭები გაჩუმდნენ ზაზამ თავი დახარა,შემდეგ ბიჭებს შეხედა და თქვა. -გინდათ მონათლოთ და იყოთ მათი ნათლია? -სერიოზლად ამბობთ და აზრს არ შეიცვლით? -არა, როცა რამეს ვამბობ იმას აღარ ვცვლი.თქვა ზაზამ სიცილით თომამ გოგოს შეხედა და თქვა. -ორივე კარგია,მაგრამ მე გოგოს მოვნათლავ და ჩემებურად გავზრდი. -შენებურად, როგორ ქალბიჭად? -ეს უკვე თქვენ არ გეხებათ ბ-ნო ზაზა...თქვა თომამ და გელასაც გაეცინა. -შვილო ნათლიას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ნათლულზე... -მამა მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო...ედიმ შეხედა მარიბელს და უთხრა. -ავიყვან, ხელში დავიჭერ. -ვერ დაიჭერ ედი არაფერი არ ატკინო.თქვა თომამ და შეშინებული უყურებდა ედის,ედიმ კი კოხტად დაიჭირა პატარა მთელი მკლავის სიგრძეზე დაიწვინა და თომას შეხედა. -გადაგვიღე თომა ჩვენი პირველი ფოტო. თომამ ფოტო გადაიღო და ედიმ პატარას ყურში უჩურჩულა. -მე შენი ნათლია ვარ და ძალიან მიყვარხარ უკვე. ბავშვები ექთანმა გაიყვანა და ბიჭებს გული დაწყდათ,მარიბელს შეხედა ედიმ და უთხრა. -ძალიან შემაშინე დღეს,მაგრამ ბედნიერი ვარ და მადლობა ამ ნდობისთვის. -მადლობას მე გიხდით რომ დღეს საჭირო დროს მოდით ჩემთან,წადით და რომ გამოვალ აქედან ორი თვე ვერ გავარჯიშებთ,მაგრამ თქვენ ივარჯიშებთ და ვარჯიშს არ ჩააგდებთ, გასაგებია? -გასაგებია,ახლა წავალთ და ხვალ ისევ მოვალთ სკოლის შემდეგ.წავიდნენ ზაზა და მარიბელი მარტო დარჩა ზაზამ მარიბელის ხელი ხელში დაიჭირა და თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. -ბ-ნო ზაზა ხელი მოწერილი არ გვაქვს ქორწილი არ გვქონია ასევე არ გვქონია ჯვრისწერაც და როგორ იქნება ეს ბავშვები შენია თუ ჩემი თუ რა უთხრა ბავშვებს მამა არ გყავთ და ეს კაცი ჩემი საყვარელიათქო? -ორივესია საყვარელო,ჩემგან ჩაისახა და შენ გააჩინე ეს ორი ანგელოზი და გეფიცები უბედნიერესი ადამიანი გამხადე,40 დღის რომ გახდებიან მოვნათლოთ ჯვარიც დავიწეროთ და ხელიც მოვაწეროთ გავხდეთ ნამდვილი ოჯახი. -ველოდები საჩუქარს რას მიყიდი ორი შვილი გაჩუქე ერთდროულად.ზაზა იცინოდა შემდეგ მარიბელს შეხედა და გაოცებულმა თქვა. -მარიბელ შენებს ვერ ვხედავ სად არიან დღეს. -დილით ადრე გავიდნენ დასავლეთში დასაფლავებაზე არიან,მამას ნათესავი გარდაიცვალა. -არ იციან აქ რომ ვართ ჰოდა დავურეკო ახლა მერაბის.ზაზამ ტელეფონი ამოიღო და მერაბის ნომერი ამოძებნა თან იღიმოდა,რამდენიმე ზარის შემდეგ მერაბიმ უპასუხა. -ზაზა მაგიდასთან ვზივართ გვიან დავბრუნდებით. -მე კი დარწმუნებული ვარ ახლა რასაც გეტყვი ყველაფერს მიატოვებ და წამოხვალ. -რა მოხდა,სად ხარ. -კლინიკაში ვართ... -რატომ,კლინიკაში რა გინდა. -იმიტომ რომ შენმა შვილიშვილებმა იჩქარა სამყაროს ნახვა და ქალ-ვაჟი დაიბადა. -არ ამბობ სერიოზულად თუ უჩემოდ ვერ აიტანე სახლი და გინდა ადრე მოვიდე. -ნახე ფოტო გადმოგიგზავნე...მერაბიმ ტელეფონში ფოტოები ნახა და თავისივე ხმა ვერ გააკონტროლა ჯერ გაოცებული უყურებდა ფოტოს და შემდეგ მისგან მოშორებით მყოფ ქეთის უყვირა. -ქეთი,სად ხარ ქეთი მივდივართ... -რა მოხდა სად მიდიხარ.შეშინერბული უყურებდა ქეთი მერაბის და არა მარტო ქეთი, მერაბიმ კი ხელში აიყვანა ქეთი და რამდენჯერმე დაატრიალა. -გაგიჟდი თუ რა გემართება... -მაპატიეთ ყველამ, ჭკუაზე გადავედი ბაბუა გავხდი შვილიშვილები შეგვეძინა ტყუპი ქალ-ვაჟი დაიბადა სულ რაღაც ერთი საათის წინ. -რას ამბობ ჯერ ხომ ადრე იყო.თქვა ქეთიმ ცრემლმორეულმა ჩანთა აიღო და მერაბის უკან გაყვა,როგორ ჩავიდნენ ქალაქში და როგორ მივიდნენ კლინიკაში გზა არა და არ დაილია, კლინიკაში კი იმ დროს მივიდნენ პატარები ისევ დედასთან იყვნენ და ორივე გაოცებული უყურებდა ამ ორ ციცქნას და შემდეგ მერაბიმ მარიბელს აკოცა და თან უთხრა. -რადგან ქალ-ვაჟია არ გაჩერდები და კიდევ გააჩენ დედაშენივით ამათ არ შეაჩერდები ახლა არა ახლა არაო და დამტოვა ერთ შვილზე. -პირობას გაძლევ მამა ძალიან რთული იყო,მაგრამ ერთს კიდევ გავაჩენ. -აზრი არ შეიცვალო,იცოდე ვიმახსოვრებ თქვენ აკეთეთ გააჩინეთ და ჩვენ გავზრდით.შემდეგ ზაზას მიუბრუნდა მიულოცა და უთხრა. -რას ვაკეთებთ,რა თქმა უნდა მაგიდას.... -ეს თავისთავად,მაგრამ ოთახები უნდა მოვაწყოთ. დანიელი ადრე წავიდა,ლაზარეს დაურეკა და ბავშვებისთვის საწოლები შეარჩიეს ისე მიიტანეს სოფელში ზაზამ არაფერი არ იცოდა, მაგრამ ისინიც დაბრუნდნენ და გაოცებული უყურებდა მერაბი და ქეთი მეგობრებს, მურადი ვერანდაზე იდგა და შეხედა პატარა საწოლები რომ მოიტანეს და ზაზას დაუძახა. -რა ხდება ზაზა....ზაზამ შეხედა მურადის და მათთან მივიდა. -ბებო სად არის,დაწვა? -არა ტელევიზორთან ზის სერიალს უყურებს...ზაზა სახლში შევიდა და იყვირა. -ბებო,სიხარულით მოვედი ბებო. -ზაზა რა მოხდა შვილო...ფეხზე წამოდგა რძალიც და დედამთილიც. -დამლოცე ბებო და დამილოცე ჩემი პატარებიც,წელს ტყუპების წელია ქალ-ვაჟი დაიბადა ბებო უბედნიერესი ადამიანი ვარ. -ჯერ ხომ ადრე იყო,მარიბელი... -მარიბელი კარგად არის და ადრე იყო კი მაგრამ არ ისურვეს იმ ჩაკეტილ სივრცეში და გარეთ გამობრძანდნენ ჰაერზე. -შემოგევლეთ ბებო,მურადი შვილო ვალში ვართ არ უნდა შევრცხვეთ. -ყველაფერს გავაკეთებ დედა არ ინერვიულო. -სახელები,ბებო სახელები რა დაარქვით პატარებს. -ალექსანდრე და მირანდა.... -სანამ ვიცოცხლებ და ვსუნთქავ დაგაფასებთ ბებო რადგან ეს ორი სახელი იმ სახლში მცხოვრებლებმა არ უნდა დაივიწყოს,გამრავლდით და გაიხარეთ...სხვას აქ რომ მოვლენ შემდეგ იყოს... -გადმოდით უბრალოდ ვივახშმოთ ახლა და მერე იქნება უფრო დიდი მაგიდა. მურადიმაც გადაეხვია ზაზას და შემდეგ მასთან გადავიდა,გვიან ღამემდე ისხდნენ და საუბრიბდნენ დილით ზაზა გათენებული არ იყო კლინიკაში რომ წავიდა შუადღემდე იქ იყო შემდეგ მეგობრებთან წავიდა და შეიქმნა ორი ბედნიერი ოჯახი.ყველა ხალისობდა,ლაზარემ დანიელი გვერძე გაიყვანა და თვალებში უყურებდა. -ლევანი ძლიერი ნაცემია მოსამართლემ თავი მოიკლა თუ მოკლეს ეს ჯერ არ იციან საქმე ძიებაშია,დანიელ მარტო იყავი წასული? -ლაზარე მე რატომ მადებ ხელს,ჩემს გარდა რამდენი ოჯახი ყავს ატირებული დაგავიწყდა? -დანიელ გიცნობ.... -კი ლევანი მე ვცემე,მაგრამ მოსამართლის სიკვდილში ხელი არ გამისვრია იცი რომ მკვლელი არ ვარ. -ვიცი ეს შენი ხელწერაა ლევანის ჯერ არ შეეხებიან უნდა გამოჯამრთელდეს სხვა გვარად შენ დაგადებენ ხელს და ეს არ გვინდა. -ჩემთვის მთავარი იცი რა არის ლაზარე რომ მაირას,თებეს და ვაჩეს სული დამშვიდდა სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია და დღეს გაჩუმდი შემარგე ეს დღე. დანიელი იმ ღამით პირველად ნახა ანინამ მთვრალი ამდენი წლიანი თანაცხოვრების შემდეგ,ხელგადახვეული შეიყვანა საძინებელში და საწოლთან მიიყვანა უნდოდა გაეხადა მისთვის და საწოლში ჩაეწვინა,მაგრამ დანიელი თებეს მიუბრუნდა და უთხრა. -გოლიათი ჩაიბარე და ამ ღამით მიხედე,დილით კი დაგვიბრუნე. -გასაგებია ბ-ნო ექიმო და უექიმე თქვენს პაციენტს.თქვა თებემ და გულიანად გაიცვინა, დანიელმა კი შეხედა ანინას და უთხრა. -გაიზარდა და გაეშმაკდა ჩვენი შვილი ანინა თან ძალიან ლამაზია. -შენ მთვრალი არ ხარ? -ისეთი მთვრალი არ ვარ რომ ვერ ვგრძნობე ვერაფერს,ზომიერად ვარ ნასვამი.შემდეგ ხელი მოხვია საყვარელ ქალს და საწოლისკენ წაიყვანა თან ჩურჩულებდა. -ანინა მომენატრე, იცი როგორ ძალიან მომენტრა შენი ვნებიანი კრუსუნი. -კლინიკას და შენს კარიერას ზედ დაჰკანკალებ სახლში იშვიათად ხარ,თებეს უკვე ყურადღება ჭირდება სკოლაში მიკითხვა. -თუ შევძელი დილით წავიყვან და დამრიგებელსაც ვნახავ...ის ღამე ფერებაში გაატარეს და დილით ერთმანეთზე ჩახუტებულები გააღვიძა ორივე თებემ. -სკოლაში მივდივარ დედა. -მამა წაგიყვანს... -არა,მარტო წავალ მე პატარა აღარ ვარ დედა.დანიელმა თვალი გაახილა და თებეს შეხედა. -შენ რა გრცხვენია მამას გვერდით გავლა? -არა მამიკო მე ხომ სიმპატიური მამიკო მყავს,მაგრამ მარტო არც მივდივარ. -მარტო არ მიდიხარ,დედა აქ არის მეც აქ ვარ და ვის მიყავხარ სკოლაში თებე.სრულიად გამოფხიზლდა დანიელი და თებეს უყურებდა. -ბექას,ბექა და მე სკოლაში ერთად მივდივართ... -აააა ბექას,ეს ის ბექაა კლინიკაში რომ იყო? თებემ აღარაფერი თქვა მამას თვალი ჩაუკრა და წავიდა,დანიელი ჯერ ჩუმად იყო შემდეგ ანინას შეხედა და უთხრა. -რას ფიქრობ,იტყვი რომ ჯერ ადრეა და რა თქმა უნდა ადრეა,მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. -დანიელ ჯერ ისევ მთვრალი ხარ? -არა, თებემ გამომაფხიზლა...ადგა თავი მოიწესრიგა და სახლიდან გავიდა,ის არ წასულა კლინიკაში სკოლაში წავიდა და თებეს დამრიგებელს შეხვდა რომელიც დიდი პატივისცემით შეხვდა დანიელს. -გამარჯობათ,დიდი დრო გავიდა არ მოვსულვარ ძალიან რთული და დაძაბული პერიოდი მქონდა ხშირად გასვლაც მიწევს ქვეყნიდან ახლა მოვედი და გისმენთ თებეს მდგომარეობა მინდა გავიგო. -თებე ძალიან მოწესრიგებული გოგონა არის,ყოველ დღიურად მაოცებს მისი ნიჭი.სულ ცოტა ხნის წინ გაკვეთილი გაუცდათ პირადი მიზეზის გამო დააგვიანდა მათ მასწავლებელს და თებემ ჩაატარა გაკვეთილი გაოცებული დავრჩით ყველა რომ არავის არ გაუგია თუ იქ მათი მასწავლებელი არ იყო.დანიელი იმ დღეს სიამაყით აივსო უნდოდა იმ დროს თებე მის გვერდით ყოფილიყო და ისიც დანიელის წინ გაჩნდა. -მამა უკან გამომყევი არ მითხარი რომ მოხვიდოდი. -ამიერიდან ყოველთვის გაუფრთხილებლად მოვალ.უთხრა და მხრებზე ხელი მოხვია შემდეგ თავზედაც აკოცა შვილს და გულზე მიიკრა თან უთხრა. -მადლობა და ძალიან მიყვარხარ დედას გაუხარდება რომ ასეთი კარგი ხარ,მაგრამ ნუ გათამამდები ხომ იცი დედამ შექება არ იცის თუმცა ის ამაყობს შენით და უყვარხარ შვილო შენ ჩვენი პირველი სიყვარული ხარ. -მე კი თქვენით ვარ ძლიერი და ამაყი მამიკო... -მომისმინე და ყოველთვის გახსოვდეს,ოჯახი სადაც დაიბადე ეს ჩვენ ვართ მაგრამ ოჯახია ეს კედლებიც შენთვის სადაც წლებია დადიხარ და ყოველთვის გქონდეს იმ პედაგოგების იმედი ისინი ყოველთვის დაგიდგება გვერდით ყველაზე რთულ მომენტში და მათთან გახსნილი უნდა იყო ეს კედლები შენი ბავშვობაა და შენი მეორე ოჯახია. -მადლობა ბ-ნო დანიელ რომ როცა საშუალებას იპოვით აქ ხართ და მადლობა რომ ასეთი თბილი ახსნით აუხსენით თებეს აქ ყოფნა.ჩვენ ყველა პედაგოგს ძალიან გვიყვარს თებე ის კლასში არა სკოლაში პირველი მოსწავლეა და თუ ასე გააგრძელებს ის ოქროს მედალოსანი იქნება მის განუყრელ მეგობართან ერთად. -მეგობარი ბექას გულისხმობთ ალბად... -დიახ ბექას ვგულისხმობ,მან გადაწყვეტილება მიიღო ექიმი გახდეს რადგან მიხვდა რომ ექიმებს შეუძლიათ სიკვდილიდან დაიხსნას პაციენტი... -მიხარია რომ მისმა რთულმა პერიოდმა ის სწორ არჩევანზე შეაჩერა და თუ ასე გააგრძელებს მე რაც შემიძლია დავეხმარები კარიერის შექმნაში. -აქ ხარ და ბექასაც ნახავ მა... -ვნახავ შვილო და მგონი ამ სკოლაში თომა და ედიც არის,ისინი წელს ამთავრებენ. -კი აქ არიან მაღალ კლასებში...დანიელმა დაემშვიდობა პედაგოგებს და წავიდა,მაღალი კლასის გოგოებმა თებეს შურით გააყოლეს თვალი თომამ შეხედა დანიელს და იმ წუთში მასთან გაჩნდა. -თებე,ძია დანიელ რამე მოხდა? -არა შვილს მოვაკითხე,დანაშაულია? -არა,არა,მაგრამ თებე თუ რამე ჯერ ჩვენ გვეტყვი. -თქვენ გითხრათ და საფრთხეში ჩაგაგდოთ? -რამე ხდება და არ ვიცით? -არაფერი არ ხდება ბიჭებო დამშვიდდით,თებე შეხედე როგორ აიფოფრნენ...ოთხივეს გაეცინა და მათ ბექაც შეუერთდა. -ბექა როგორ ხარ,მიხარია რომ ექიმობა აგირჩევია... -თქვენთან ყოფნის შემდეგ დამებადა ეს აზრი და არც შევიცვლი... -კარგია,მიხარია და სამივეს გაბარებთ თებეს სიცოცხლეს... -ჩვენც აქ ვართ თებეს სიცოცხლის სადარაჯოზე ძია დანიელ...დანიელი წავიდა კლინიკაში მისულმა პირველი მარიბელი ნახა და ყველაფერი კარგად იყო ამიტომ სამ დღეში სახლში გაწერა ექიმმა,სახლიც შეივსო ბედნიერებით ახალ სიცოცხლესთან ერთად და ისევ ერთად შეიკრიბა სამეგობრო ისევ მხიარული საღამო ისევ სიყვარული იყო მათთვის პირველ ადგილზე. გაიზარდა სამეგობრო,ყველას შვილები ყავდა ნუკი ელოდა უკვე ნელა ნელა იბერებოდა ნატალი კი ჯერ არაფერს ამბობდა თუმცა ვახო ელოდა პატარას დიდი მოლოდინით ასევე პატარაზე ოცნებობდა გეგიც თუმცა ჯერ ეს სიხარული მისგანაც შორს იყო, გეგის უამრავი საქმეები დაუგროვდა მან გამოძიება დაიწყო და შეეხო იმ პიროვნების ცხოვრებას ვინც ეჭვმიტანილი იყო კორუფციაში ის იყო ბიზნესმენი ვინმე ალეკო მეშველიანი და ალეკომ თვალთვალი დაუწყო გეგის თუმცა გეგის გვერდით ყოველთვის იდგა უფალი,ერთ საღამოს როცა ის დაღლილი გამოვიდა განყოფილებიდან მან შეამჩნია რომ ვიღაც უთვალთვალებდა გეგი კი მეტი წინდახედული აღმოჩნდა უცნობზე და რამდენიმე წუთში ის მის წინ იდგა. -ვინ ხარ,ვინ დაგავალა რომ მითვალთვალო. -ცუდი არ მინდა მეგობარო,ცუდი რამ მზადდება შენთვის და ფრთხილად იყავი ამის თქმა მინდოდა. -ვინ ხარ და რატომ მაფრთხილებ... -ის ადამიანი ვარ ვისაც ოდესღაც სიკეთე გაუკეთე,სხვას ნუ იკითხავ.უცნობი წავიდა და მას შემდეგ გეგი ყოველთვის ფრთხილად იყო და მანქანას ამოწმებდა სანამ შიგ დაჯდებოდა ერთ დღესაც უცნაური რამ მოხდა,ერთ უბანში დამნაშავის ოჯახში იყო ოჯახის წევრების დასაკითხად და როცა თავის საქმეს მორჩა საქაღალდით ხელში გამოვიდა ერთ ერთი ბინიდან მანქანასთან მისულმა ვიღაცამ მოქაჩა მკლავზე და შეხედა მის წინ ძალიან ლამაზი გოგონა იდგა 9-10 წლის იქნებოდა რომელიც შეშინებული უყურებდა,გოგონას დახეული ჩანთა ჰქონდა მხარზე მიხვდა გეგი რომ გოგონა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახიდან იყო და გული ეტკინა უნდოდა დახმარებოდა გოგონას გოგონამ კი გეგის შეხედა და უთხრა. -ფულისთვის არ მოვსულვარ დაიხარე რაღაც უნდა გითხრა. გეგი დაიხარა და გოგონამ უთხრა. -არ წახვიდე მანქანით იქ მანქანის ქვემოთ ცუდმა ადამიანმა რაღაც დააზიანა.გეგიმ გაოცებულმა შეხედა პატარას და მუხლებზე დადგა რომ მანქანის ქვემოთ ენახა რა ხდებოდა, ბენზინის მილიდან ბენზინი წვეთავდა ეს ნიშნავდა რომ ვიღაცამ ის განგებ დააზიანა და მისი თავიდან მოშორება უნდოდა რომ არა ეს პატარა გოგონა ვერც მიხვდებოდა გეგი ისე ავარდებოდა ცაში და თავის მანქანასთან ერთად დაიწვებოდა,წელში გასწორდა და გოგონას მიუბრუნდა,მაგრამ გოგონა იქ აღარ იყო იმ დღის შემდეგ ფიქრობდა სად ეპოვა გოგონა არ იცოდა ვინ იყო ეს უცნობი ვინც გადაარჩინა და სიცოცხლე აჩუქა.ყველგან ეძებდა პატარა კულულებიან ქერა გოგონას,მაგრამ ვერსად ვერ იპოვა თუმცა უფალი მას დიდ სიურპრიზს უმზადებდა და დიდი სიხარულით შეხვდა ამ მოულოდნელ შეხვედრას ვახოსთან და ნატალისთან ერთად.ნატალიმ ანალიზები აიღო თვეების შემდეგ და თვალცრემლიანი იჯდა კლინიკის ეზოში დანიელმა დაინახა და მასთან მივიდა,ნატალიმ ახედა დანიელს არ უნდოდა ვინმეს დაენახა თვალცრემლიანი,მაგრამ ვეღარ თქვა ვერაფერი და ისევ მოერია ცრემლები. -ნატალი რა მოხდა,შეგიძლია დამელაპარაკო.ნატალიმ ვეღარ გაუძლო ჩუმ ტკივილს და ხმით ატირდა,დანიელს ანალიზების პასუხი აჩვენა დანიელმა გადახედა ანალიზებს და გული ეტკინა. -ეს შეცდომა იქნება,მომისმინე არ დანებდე და იმედი არ დაკარგო ნატალი. -როგორ ძალიან უნდა მამა რომ გახდეს,როგორ შეხარის მეგობრის შვილებს გიჟდება ყველაზე, მაგრამ ზვიო მისთვის განსაკუთრებული ბავშვია და როგორ ძალიან მინდოდა ერთ დღეს მეც მქონოდა მისთვის სიურპრიზი.დანიელ რატომ,რატომ მე მეგობარო... -მომისმინე ომარი ძალიან კარგი სპეციალისტია იმკურნალებ და თუ შედეგი არ იქნება აქ ბრიტანეთში გაგიშვებთ ჩემს პროფესორთან და იქ ჩაიტარებ მკურნალობას,მე დარწმუნებული ვარ რომ შენც გნახავ აქ მოსულს ტკივილებით აცრემლებული. -არ ვიცი როგორ უთხრა, ვახოს ძალიან ეწყინება. -არ დაუმალო ნატალი და გამოსავალს ერთად იპოვით... -მადლობა დანიელ მაგრამ წავალ...ნატალი მიდიოდა გულდამძიმებული და ვახოს ზარს უპასუხა... -გისმენ ვახო გზაში ვარ მოვდივარ. -ნატალი ძალიან დაღლილი ვარ და ჩვენს კაფეში მოდი... -კარგი იქ დამელოდე და მოვალ... კაფეში მიდიოდა და სიტყვებს ეძებდა როგორ ეთქვა ვახოსთვის ის რაც მას აწუხებდა,კაფემდე ცოტა ჰქონდა გზა გასავლელი რომ ორი გოგონა შეამჩნია მაგრამ მის ფიქრებში ჩაძირულს გვერდი აუარა და კაფეში შევიდა, გოგონები კი კაფესთან იდგნენ ვახომ დაინახა ნატალი და ფეხზე წამოდგა თუმცა შორიდან შეამჩნია მისი უხასიათობა,მაგრამ უცებ არაფერი კითხა ნატალი ფანჯრიდან უყურებდა გოგოებს და ვახოს შეხედა. -ვახო მგონი გოგოებს შიათ...ვახომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა,გაახსენდა როცა დედინაცვალმა სახლიდან გამოაგდო მშიერი და უსახლკარო ერთმა მოხუცმა შეიკედლა სოფელში წაიყვანა იქ დანიელი,ლაზარე და ათული გაიცნო ცრემლი მოერია და არ უნდოდა მისი ცრემლი ნატალის დაენახა ადგა და კაფე დატოვა გოგოებთან მივიდა და ხელი გაუწოდა გოგოებმა კი უკან დაიხია შეეშინდათ ვახოს უნდობლად შეხედეს,მაგრამ ვახომ გაუღიმა მათ და უთხრა. -შეხედეთ იქ რომ დეიდა ზის ის ჩემი მეუღლე არის ჩემი სიყვარული და მას უნდა მასთან მიგიყვანოთ და წამომყევით,გთხოვთ. -აქ არ გვიშვებენ,თქვენთვის აქ ადგილი არ გვაქვსო ასე გვითხრეს. -ჩემთან ერთად წამოდით და პრობლემა არ იქნება,ჩვენთან ერთად დასხდებით. -თქვენს მაგიდასთან და თქვენთან უნდა ვიყოთ? -დიახ ჩვენთან ერთად იქნებით და გპირდებით ვერავინ ვერ გაბედავს სიტყვა გითხრათ, წამოდით ერთად ვისადილოთ. გოგოებმა ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და ვახოს გაყვნენ, ნატალიმ ორივე გვერდით დაისვა აკვირდებოდა მათ და გაოცებული იყო მათი სილამაზით, ვახოს შეხედა და ვახომაც თავი დაუქნია ნატალის გაუხარდა ვახოსგან თანხმობა რომ მიიღო და გოგონებს შეხედა. -რას მიირთმევთ ყავა თუ კაკაო... -კაკაო თუ შეიძლება.თქვა ერთმა,ნატალიმ მეორეს შეხედა და მეორემაც მორცხვად უთხრა. -მეც კაკაო და რამე ბისკვიტი...ვახომ გოგოებს შეხედა და თქვა. -რა კაკაო და რა ბისკვიტი ვისადილოთ ყველამ ერთად,ნატალი შენ რას შეუკვეთავ... -პიცა შეუკვეთე ყველაზე გოგოებს კი როგორც უნდათ კაკაოც...მალე მოიტანეს შეკვეთა, ნატალიმ კი მორიდებულად იკითხა. -რამდენი წლის ხართ,მომიყევი თქვენზე ვინ ხართ და მარტო რატომ ხართ. -ჩვენ მარტოები ვართ დედა და მამა ადრე დაიღუპნენ ამბობენ რომ უბედური შემთხვევა იყოო მე კი არ მჯერა,შემდეგ მამას ძმამ წაგვიყვანა ჩვენი ბინა კი შვილს მისცა ახლა იქ ცხოვრობს ჩვენ კი გვაიძულებს ქუჩაში გამოვიდეთ და თავად ვირჩინოთ თავი,მე 11 წლის ვარ ჩემი და კი 9 წლის არის.... -ღმერთო ჩემო დედმამიშვილის სიკვდილით უნდა რომ ისარგებლოს და გამდიდრდეს,თქვენ ხომ მათი ნაწილი ხართ...ვახო ჩუმად იყო შემდეგ პიცაც მოიტანეს და რამდენიმე ნაჭერი დაულაგა გოგოებს თავიანთ თეფშებზე ასევე ცხელი კაკაოც მათ დაუდგა,სანამ მიირთმევდნენ ვახო ჩუმად იყო შემდეგ კი გოგოებს შეხედა. -რადგან წასასვლელი არსად არ გაქვთ ჩვენთან წაგიყვანთ და ამიერიდან ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე,სახელები რა გქვიათ? -მე მარიტა ვარ რადგან მარტში დავიბადე... -მე ინოლა მქვია ეს სახელი სვანეთშია გავრცელებული და ჩვენი ფესვებიც სვანეთიდან არის მეც მამამ დამარქვა ეს სახელი, ინოლა მეშვენიანი. -გასაგებია,ნატალი ჩვენ სახლში წავალთ შენ კი იცი რაც უნდა გააკეთო თუ ოთხივე ერთად წავიდეთ. -უკეთესი იქნება ჯერ სახლში წავიდეთ გოგოები იბანავებს და დღეს სახლში ვიქნებით,ხვალ კი სადაც გინდა იქ წავიდეთ უფროსო. -კარგი მაშინ წავიდეთ. -შენ მანქანით ხარ? -არა შენ რომ უნდა შეგხვედროდი არ წამოვედი მანქანით. -სახლში იყავი რომ დამირეკე? გაოცებული უყურებდა ვახოს ნატალი და ვახოს გაეცინა ნატალიც გააცინა მისმა ეშმაკობამ,ვახომ კი ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა. -შენი თავისთვის დროს ვერ პოულობ აი გამოვედით და ორი მარგალიტი ვიპოვეთ. -ვახო იცი რას ვფიქრობ,გოგოების ბიძა ადვილად არ დათმობს მათ და გეგას დაურეკე ნახოს გეგამ გოგოები როგორ მდგომარეობაში ვიპოვეთ და ადვილად მოვიპოვებთ მათზე მეურვეობას თქვენ რას იტყვით გოგოებო,გინდათ ჩვენთან იცხოვროთ თუ გინდათ უკან დაბრუნდეთ. -თქვენი შვილები მიგვიღებს? -არ გვყავს ჩემო ლამაზო შვილები და ვინ იცის ამ სიკეთისთვის იქნებ უფალმა ჩვენც გვაჩუქოს პატარა თუ არა და თქვენ იქნებით ჩვენი შვილები,თანახმა ხართ? -მართლა ამბობთ თუ.... -მართლა ვამბობთ ჩემო ლამაზებო და სკოლაში სწავლასაც გააგრძელებთ,ვახო წავედით? -წავედით ნატალი მაგრამ გეგი? -მაშინ დაურეკე რომ აქ მოვიდეს და აქ ვისაუბროთ.ვახომ გეგის დაურეკა და ისიც მალე მოვიდა,მეგობრები სიხარულით შეხვდა ერთმანეთს და შემდეგ გოგოებს შეხედა ვახომ აუხსნა ყველაფერი გეგის გეგიმ გოგონას შეხედა და გაოცებულმა თქვა. -გიცანი შენ იყავი რომ გადამარჩინე და ხედავ იმ სიკეთისთვის როგორ გადმოგხედა უფალმა. -რა მოხდა,საიდან იცნობ მარიტას.გეგიმ უთხრა ვახოს რაც მოხდა და საიდან იცნობდა მარიტას და ვახომ მარიტას სიყვარულით შეხედა და უთხრა. -არასოდეს შეწყვიტო სიკეთის კეთება თუნდაც სულ მცირე იყოს ის სიკეთე უფალი ყოველთვის დაგიმახსოვრებს და სამაგიეროდ შენც დასაჩუქრდები.გეგიმ ფოტოები გადაუღო გოგოებს შემდეგ მნიშვნელოვანი ქაღალდები შეავსო და გოგოებს ღიმილით უთხრა. -დედას და მამას ვერავინ ვერ შეგიცვლით,მაგრამ დამიჯერეთ ძალიან კარგი დედიკო და მამიკო იპოვეთ თქვენ ისინი ღიმილს დაგიბრუნებთ და ცხოვრებას შეგიცვლით. შემდეგ ვახოს შეხედა და უთხრა. -წავედი ვახო სანამ გოგოების გაუჩინარებას შეამჩნევენ პროკურორთან შევალ და საქმის შინაარსს გავაცნობ, შემდეგ თუ საჩივარი შემოვიდა და როდის შემოვა ჩემი განცხადების შემდეგ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ და ვიმოქმედებთ თუ როგორ მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები.აბა წავედი და გოგოები ექიმთან მიიყვანეთ ექიმის ცნობა აუცილებელია თუ როგორი აქვთ ჯამრთელობა ამ წუთებში ბავშვებს.გეგი წავიდა,ვახომ შეხედა ნატალის და უთხრა. -მაშინ როგორც თქვა გეგიმ ჯერ კლინიკაში წავიდეთ. თქვა ვახომ და წამოდგა თანხა გადაიხადა და ოთხივემ დატოვა კაფე კლინიკაში მისულები ჯილდამ შეხედა და გაოცებული მივიდა ნატალისთან. -ჯილდა რა კარგია აქ რომ ხარ ბავშვებს მინდა ანალიზები ავუღოთ. -კონკრეტულად რა გვაინტერესებს. -სისხლის საერთო ანალიზი,გულზედაც მინდა გადაღება რომ დავრწმუნდე და ყველაფერი რაც ჯამრთელობას ეხება. -მაშინ დანიელს უნდა უთხრათ როგორც მთავარი ექიმი უნდა გასცეს ბრძანება როცა ასე ჩაუწერლად მოდის პაციენტი და რადგან თქვენ ამ წუთში გჭირდებათ ეს გაკეთდეს, ექიმმა უნდა იცოდეს. -აქ არის დანიელი? -კაბინეტში იქნება ბ-ნო ვახტანგ. -ჯილდა....გაეცინათ და ვახო დანიელთან წავიდა,დანიელს გაუკვირდა ვახოს რომ შეხედა და უთხრა. -რა მოხდა,ნატალი აქ არ არის უკვე წავიდა დიდი ხანია ვახო. -ნატალი,ნატალი აქ იყო და რატომ იყო შენ იცი? -შენ რატომ მოდი,რა მოხდა...ვახომ უთხრა რატომ მივიდა იქ და დანიელი გაოცებული უსმენდა მეგობარს და შემდეგ უთხრა. -სად გყავს გოგოები ახლა. -გარეთ არის ნატალისთან ერთად.დანიელი ადგა და ვახოსთან ერთად წავიდა ნატალის შეხედა და თვალებით კითხა ვახოზე თუ იცისო და პასუხიც მიიღო რომ არაფერი იცოდა შემდეგ კი გოგოებს მიუბრუნდა. -გტკივათ რამე? -არა,მაგრამ ზოგჯერ ძალიან ვიღლებით... -კარგი,ყველაფერს გავიგებთ.დანიელმა ჯილდას შეხედა და უთხრა. -ჯილდა მოამზადე ფორმა 100 და გაუკეთე გულზე ყველაფერი რაც კი საჭიროდ ჩათვალო. შემდეგ იქვე მდგარ მაროს მიუბრუნდა. -მარო სისხლის საერთო ანალიზი და პასუხები დღესვე მჭირდება და არა ერთი თვის შემდეგ, ჩემი სახელით მიიტანე ლაბორატორიაში უთხარი რომ საჩქარო არის. ყველაფერი ანალიზი გაუკეთდა გოგოებს,ანალიზების პასუხების მიღებამდე ვახო და ნატალი მაღაზიაში წავიდნენ და გოგოებს რამდენიმე ხელი ტანისამოსი უყიდეს შემდეგ კი დაბრუნდნენ და გოგოები ერთმანეთზე ჩახუტებულები მათ ელოდა თუმცა გოგოებს არავინ ელოდა და არც არავინ ეძებდა მათ.დანიელმა შეადგინა მნიშვნელოვანი საბუთები და თავისი ხელმოწერით მისცა ვახოს თან უთხრა. -შეგიძლია ამ საბუთებით პატარებს ობლობის პენსია გაუკეთდეს რატომ უნდა დაუკარგოთ მთავრობა ვალდებულია ობოლ ბავშვებს მისცეს თავისი თანხა. -ჯერ ბოლომდე მივიყვანოთ დანიელ შვილად აყვანის საქმე და შემდეგ მაგასაც მივხედავთ გეგის დახმარებით. ვახომ ყველა მნიშვნელოვანი ქაღალდი გეგის მიუტანა საქმეში ჩასაკრავად და როგორც იქნა მივიდნენ ბინაში ნატალიმ გოგოებს მიუბრუნდა. -პირველი რასაც გავაკეთებთ აბაზანაში შეხვალთ თუ გინდათ ერთად შედით თუ გინდათ ცალ ცალკე ეს ტანისამოსი გაიხადეთ და აღარ გჭირდებათ აი ეს ახლები ჩაიცვით,მე მოგეხმარებით.ვახომ გამათბობელი ჩართო და გოგოები ერთად შევიდნენ დასაბანად,ნატალიმ გაუმზადა მათ რა უნდა ჩაეცვათ და საწოლზე დაულაგა გოგოებს ვახომ შეხედა და უთხრა. -დანიელმა მითხრა რომ დღეს კლინიკაში იყავი,ნატალი რა ხდება. -ისედაც ვაპირებდი თქმას,მაგრამ გოგოების შემდეგ ვეღარ გითხარი. -მითხარი, გოგოებს დააგვიანდებათ გამოსვლა. ნატალიმ ჩანთიდან ქაღალდი გამოიღო და ვახოს მისცა ვახომ გამოართვა და მაგიდაზე დადო ნატალის შეხედა და უთხრა. -შენ მითხარი რა წერია ამ ქაღალდზე.ნატალის ცრემლები მოერია და უთხრა. -შენი ბრალი არ არის ორსულად რომ ვერ ვრჩები ჩემი ბრალია ვახო და არ ვიცი რას გადაწყვიტავ,მაგრამ თუ წახვალ იქამდე დარჩი რომ გოგოების შვილად აყვანაში დამეხმარო მე დავიტოვებ მათ და მე ვიზრუნებ მათზე. ვახო გაფითრდდა,გაშეშდა,ერთ წერტილს უყურებდა და შემდეგ ნატალის მიუბრუნდა. -კარგად გაიაზრე რაც თქვი და დარწმუნებული ხარ რომ მე ამის გამო დაგტოვებ მარტო და სხვასთან ვიცხოვრებ? -ვიცი როგორ ძალიან გინდა შვილი,მაგრამ მე ეს არ შემიძლია ვახო. -იქნება ჩვენი საკუთარი შვილიც ახლა ხომ გვყავს ორი ანგელოზი გოგონა,ესენიც რომ არ ყოფილიყო ავიყვანდით რამდენი ბავშვია სიყვარულს მოკლებული,ნატალი გთხოვ ამ თემაზე აღარ ინერვიულო და აღარც მე მანერვიულო. -ვახო... -ნატა მიყვარხარ,ჩემს თავზე მეტად მიყვარხარ და ვინ იცის ეს გოგოები როგორი ფეხით შემოვლიან ჩვენს სამყაროში, დარწმუნებული ვარ იქნება პატარა მხოლოდ უნდა დაველოდოთ. ხელი მოხვია და თავი თავზე მიადო, ნატალიმ ლოყაზე აკოცა და მშვიდად თქვა. -შევალ მათთან ჯერ პატარები არიან და დავეხმარები. -კარგი,მაგრამ დამპირდი.... -კარგი არ ვინერვიულებ და დაიმახსოვრე რომ მეც მიყვარხარ ველურო. -ველური ღამე უფრო ვარ შენთვის,ახლა წადი....ნატალი გოგონებთან შევიდა და ორივემ მორცხვად შეხედა. -აბა მორცხვობა არ გვინდა,თმები კარგად დაიბანეთ თუ შეგავლოთ ხელი.კიდევ წაუსვა ორივეს შამპუნი და კარგად გაქაფა ორივე, სააბაზანოდან მხიარული ხმები გამოდიოდა ვახოს გაეცინა და სამზარეულოში შევიდა მაცივარი გამოაღო და შემდეგ უცებ გავიდა სახლიდან, ნატალიმ ბავშვებით რომ გამოვიდა ვახო ვერ იპოვა და გაოცებულმა თქვა. -სად გაიქცა და აორთქლდა ეს კაცი...გოგოებს გაეცინათ, ნატალიმ ტელეფონი აიღო და დარეკა. -სად ხარ,გაგვექეცი სამმა ქალმა შეგაშინეთ? -ხორცი გაყინულია როდის გალღვება და წამოვედი ხორცის ვიყიდი და მოვალ. -ააა,სამწვადე ცალკე იყიდე და ძვლიანი ხარჩოსთვის ცალკე იყიდე ბავშვებს სუპები რომ გავუკეთო რადგან ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია,კიდევ ფორთოხალი წამოიღე,ვაშლი და ბანანი სახლში გავუკეთებ წვენებს ვიცი რას ვასმევ ნაყიდი და ქიმიით სავსე არ მინდა მიიღონ. -კარგი წამოვიღებ და კიდევ რა გინდათ. -რძე და კაკაო წამოიღე,უყვართ კაკაო და დილით მიირთმევენ...ვახო მალე დაბრუნდა დატვირთული ნატალი თმებს უკეთებდა პატარას და უთხრა. -ვახო ვიფიქრე გოგოებს თებე გავაცნოთ. -თებე ვინ არის? იკითხა მარიტამ... -თებე ექიმის შვილი არის,ექიმი დანიელი კი ვახოს მეგობარია ასევე ჩემიც. -შეიძლება ვახოს მამა და შენც დედა დაგიძახოთ? -რა თქმა უნდა შეიძლება ჩემო პატარავ.უთხრა ნატალიმ და ცრემლი მოერია,ვახო მათთან მივიდა კალთაში ჩაისვა პატარა და უთხრა. -ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით და შეგიძლიათ ყველაფერი თქვათ ჩვენთან,ეს სილურჯე რომ გაქვს რამეს მიარტყი თუ წაიქეცი შვილო. -არ დავეცი ბიძამ მცემა გუშინ... -ვინ არის ეს ადამიანი უნდა ვნახო.თქვა ვახომ და ხელები მომუშტა,მაგრამ ნატალიმ შეხედა და უთხრა. -არავის არ ნახავ უნდა მოითმინო თორემ გოგოებს ვერ ავიყვანთ მეც აღარავის დავუთმობ ამათ თავს. -კარგი,კარგი მოვითმენ და ახლა დანიელს დაურეკავ მოვიდეს ბავშვებთან ერთად.ვახომ დანიელს დაურეკა და უთხრა რაც უნდოდა ნატალიმ კი ვახშამი მოამზადა და დანიელიც დაეთანხმა უკვე ყველაფერი მზად იყო სტუმრებს ელოდნენ გოგოები კოხტად გამოაწყო და დანიელმა რომ შეხედა გული გაუთბა. -ესენი როგორი ლამაზი გოგოები გვყოლია,თებე გაიცანი შვილო... -მე მარიტა ვარ ეს კი ჩემი და არის ინოლა. -მე კი თებე ვარ,ძია ვახო გოგოები ჩვენს სკოლაში ივლიან? -ჯერ არ ვიცით სად მივიყვანთ,ისე სად დადიხართ სკოლაში... -სკოლიდან გამოგვიყვანა არ გჭირდებათ სწავლაო ასე გვითხრა.დანიელმა შეხედა ვახოს და უთხრა. -თავი მოთოკე ჯერ ნუ გააკეთებ რამეს,ისე გავიკითხოთ ვინ არის და რა საქმეს ეწევა. -ხვალვე გავიგებ და ვინც არ უნდა იყოს ამ გოგოებს არ დავუთმობ.რამდენიმე დღე გავიდა გოგოები არავის მოუკითხია,ვახომ ყველა საჭირო ინფორმაცია შეაგროვა გოგოების ანალიზები დამაფიქრებელი იყო უჭმელობით და უწყლობით მათ ჯამრთელობის პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ნატალიმ და ვახომ მათ კარგი მოვლით და კვებით ყველაფერი გაუკეთეს და შედეგიც ჰქონდათ.გოგოები ხშირად იყვნენ თებესთან თებე მათ ამეცადინებდა შემდეგ საბაც გააცნო გოგოებს თომაც და ედიც და კარგი გუნდი შეკრეს,დანიელმა განსაზღვრული დროით ნება დართო თებეს სახლიდან გასულიყო ბავშვებთან ერთად და როცა თომა იყო მათთან არ ეშინოდა თუმცა ვახო მათ შორიახლოს ყოველთვის იყო და ბავშვებმა ეს არ იცოდნენ. დღეები გავიდა,დღეებმა კვირეები შეკრა და ერთ დღესაც თავად გაყვა ათული ნუკის ექიმთან რიგით შემოწმებისთვის რომ მერვე თვეში დარწმუნებულიყო ყველაფერი კარგად იყო,ათული ცდილობდა თავადაც დამშვიდებულიყო ექიმმა ღიმილით შეხედა ორივეს და უთხრა. -ძალიან ჯამრთელი ბავშვია და ნაყოფიც დიდი არის ვთქვათ რომ ნორმაზე მეტიც არი. არასოდეს არ უგრძვნია ასეთი ბედნიერება ათულის და ნუკის შეხედა,ორივე დამშვიდებული დაბრუნდა და როგორც იქნა 9 თვეც დასრულდა ერთ მშვენიერ და მშვიდ ზაფხულის ღამეში ნუკიმ მშვენიერი ბიჭი გააჩინა ათულის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა პატარა ხელში დაიჭირა. გოგოების დაკარგვიდან უკვე 10 თვე იყო გასული რომ ისინი კოხტად ჩაცმული და დავარცხნილი ბავშვებთან ერთად დაინახა ბიძამ ერთ პარკში და გოგოებს ბიძის რისხვა თავს დაატყდათ,ბედად ვახო დანიელი და გელა იქვე იყო გოგოების ტირილის ხმა რომ გაიგონეს და მათ განწირულ კივილზე ყველა მათთან გაჩნდა. -ვინ ხართ თქვენ მოიტაცეთ ჩემი შვილები მე კი მათ ყველგან ვეძებ.ბრალი დადო მათ უნამუსო ბიძამ და პოლიციაში საჩივარი შეიტანა,მაგრამ ქათამმა თხარა და თავისი დასაკლავი დანა გამოთხარაო კორუფციაში ჩაფლული და ყველა ბნელ საქმეში შემჩნეული პიროვნება თავად თავის ფეხით მივიდა პოლიციაში და ის იქედან აღარ გამოსულა,ვახომ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი წარადგინა და გოგოების კანონიერ მეურვედ დასახელდა ნატალი და ვახო ეს იყო გოგოების ყველაზე ბედნიერი დღე მათ ცხოვრებაში.იმ დღეს როცა ნუკიმ მშვენიერი ბუთხუზა ბიჭი გააჩინა მარიტას დაბადების დღე იყო რაც ღირსეულად აღნიშნა ვახომ და სწორედ კიდევ 9 თვის შემდეგ ნატალი სიხარულით დაგფრინავდა საღამოს როცა დაღლილი დაბრუნდა ვახო მას თეფშზე ორსულობის ტესტი დაუდო რომელიც 2 წითელ ხაზს უჩვენებდა ვახო მუხლებზე დაეცა და ცრემლით ატირდა შემდეგ გოგოები გულში ჩაიკრა და თქვა -თქვენ გააბედნიერეთ ჩვენი ოჯახი,თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის დიდი შენაძენი რაც კი ოდესმე შემიძენია უღირალი ხართ და თქვენს ფასს ვერასოდეს ვერ დაგადებთ,მიყვარხართ და ეს სიყვარული სიკვდილის მოსვლამდე იქნება ჩემში თქვენს მიმართ.ყველა გახარებული იყო, მაგრამ გოგოების შევიწროვება დაიწყო მათმა ბიძაშვილებმა ამიტომ დანიელი ერთ საღამოს ვახოსთან მივიდა და უთხრა. -გამოსავალი მხოლოდ ერთია გოგოები გავაგზავნოთ ბრიტანეთში იქ ისწავლიან და იქ გაიზრდებიან,ვაკოს ჩავაბაროთ და ჩვენც ხშირად ჩავაკითხავთ ასე თუ დავიხსნით მათგან გოგოებს.ნატალიმ და ვახომ ბევრი იფიქრეს,მარტოც იმსჯელეს,გოგოებსაც დაელაპარაკეს და ერთად მიიღეს გადაწყვეტილება რომ დანიელის აზრი ძალიან კარგი იყო ამიტომ ორივემ წაიყვანა ისინი ბრიტანეთში ვაკო სიხარულით დახვდა მეგობრებს და ბოლოს გოგოებს მიუბრუნდა. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში... -მადლობა,იმედია მივეჩვევით ახალ სამყაროს... -მიეჩვევით და პირობას გაძლევთ აქედან განათლებულები და დახვეწილი გოგოები წახვალთ. ვახომ და ვაკომ ყველაფერი მოაგვარა სკოლა,რეპეტიტორები და საცხოვრებელი ბინაც,მაგრამ ვაკომ არ გაუშვა მარტო ბინაში და თავის თავზე აიღო მათი მასთან ყოფნა რაზედაც ვახოც და ნატალიც დათანხმდა უფრო მშვიდად იყვნენ,რამდენიმე დღე ვახო და ნატალიც გაჩერდა მათთან,მაგრამ ნატალის მდგომარეობა შეიცვალა მას რთული ორსულობა ჰქონდა ვერც კლიმატს შეეგუა ამიტომ ისინი დაბრუნდნენ უკან და მშვიდად იყვნენ ბავშვები კარგ ხელში ყავდათ.ყოველ დღე საუბრობდნენ და ერთმანეთს ესიყვარებულებოდნენ,ბიძაშვილებმა ვეღარ იპოვეს გოგოები და გარკვეული დროს უშედეგოდ ძებნის შემდეგ თავი მიანებეს მიხვდნენ რომ ისინი არ იყვნენ უბრალო ოჯახში და მათ აღმზრდელებს დიდი გავლენა ჰქონდათ ყველგან,რაც შეეხება მეგობრებს დიდი ხნით ვერ თმობდნენ ერთმანეთს და ისევ ერთად იკრიბებოდნენ ვაკოს ოჯახიც გაიზარდა მათ მეორე შვილიც შეეძინათ და ბედნიერები იყვნენ, ნატალი უკვე ძალიან ლამაზი ორსული იყო მას არ შეუწყვეტია მუშაობა და იმ დღესაც ოფისში იყო,ვახო მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყო ნატალიმ გოგოებს მოესიყვარულა ტელეფონით შემდეგ გათიშა და ღიმილი შერჩა სახეზე მუცელზე დაიდო ხელი და სიყვარულით თქვა. -მშვიდობით მობრძანდი პატარავ,როგორ ძალიან გელოდებით.ნატალიმ იცოდა მისი სიყვარული ურყევი იყო ვახოს ძალიან უყვარდა ამიტომ თხოვა რომ ეპატიებინა დედინაცვლისთვის და მშვიდი ცხოვრება უნდოდა პატარასთან და ყველასთან ერთად ის არ ცდებოდა ვახოს თვალებში უყურებდა და ყოველ შეხედვაზე ყოველ მოძრაობაზე აგრძნობინებდა რომ კიდევ უფრო და უფრო უნდა ყვარებოდა.ლარნაკებში ყოველ დილით ხვდებოდა თეთრი შროშანები და მათ შეჰყურებდა,ფეხები ეტკინა რადგან შეშუპებული ჰქონდა,დილიდან კი წელის ტკივილს გრძნობდა და მუცელზე ხელის დადებით თქვა. -შვილო დღეს არა,დღეს მამიკო გასულია და მშვიდად უნდა ვიყოთ. -ნატალი მოძრაობა გიჭირს შვილო არც შენი ფერი მომწონს და ვფიქრობ ვახოს უნდა დაურეკო, რომ მოვიდეს და შენს გვერდით იყოს. -არა,არა ვახოს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დღეს მე ვერ შევძელი წასვლა ის კი აუცილებელია იქ რომ იყოს. -კარგი შვილო თუ რამე არ გჭირდება წავალ,მაგრამ შენზე ვნერვიულობ. -არ ინერვიულო დარო დეიდა მეც მალე გავალ... -თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე...ნატალიმ ღიმილით გააცილა მისი მდივანი და თავად ისევ მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებში ჩაიკარგა,მაგრამ ტკივილმა ისევ შეაწუხა ისევ შეახსენა ბავშვმა თავი შეეშინდა და კაბინეტიდან ნელა ნელა გავიდა,გოგოები ყოველთვის შურით უყურებდნენ ნატალის მან კი მზერა ერთ გოგონაზე შეაჩერა და დაუძახა. -ირმა შეგიძლია შემოხვიდე ჩემთან... -ახლავეს,მოვდივარ.უთხრა და თავისი კომპიუტერი გათიშა,ჩქარი ნაბიჯით წავიდა და ნატალისთან შევიდა გოგოებმა კი ჩურჩული გააგრძელეს რამდენიმე წუთში ნატალიმ თავი ცუდად იგრძნო და ირმას დახმარებით დატოვა ოფისი ნელა ნელა მიდიოდა ვახოს ზარს რომ ღიმილით უპასუხა. -როგორ ხარ საყვარელო... -სახლში მივდივარ რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს ვახო. -მეც მალე წამოვალ... -არ წამოხვიდე,ბოლომდე დარჩი და ყველას კარგად მოუსმინე ვახო ეს შეხვედრა ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. -კარგი,კარგი და რომ მიხვალ სახლში დამირეკე. -კარგი მშვიდად იყავი ჩემთან ირმა არის,მარტო არ ვარ. -კარგი საყვარელო იმედი მომეცი.ირმამ მანქანასთან მიიყვანს ნატალი,მაგრამ სახლში წაყოლაზე უარი უთხრა თუმცა თავად მარტო წასვლის შეეშინდა და დაცვის თანამშრომელს სთხოვა დახმარება. -სახლში შეგიძლიათ წამიყვანოთ? -როგორც მიბრძანებთ ქალბატონო მისამართი მითხარით. ნატალი უკანა სავარძელზე დასვა ირმამ და კიდევ ერთხელ სთხოვა რომ წაყვებოდა,მაგრამ ნატალიმ ისევ იუარა. -მადლობა ჩემო გოგო ჯერ ადრე არის ორი თვე უნდა დაველოდო მისი აღმატებულება რომ მობრძანდეს თუ დამჭირდი დაგირეკავ. -დაველოდები თქვენს ზარს,მაგრამ უკეთესია თუ საავადმყოფოში წახვალთ ნუ ენდობი ამ ყრუ ტკივილებს მე წამოგყვებით... -სახლში წავალ და გამივლის ალბად ძალიან გადავიღალე. -კარგი,მაგრამ დამირეკე...ნატალიმ ღიმილით დაემშვიდობა ირმას და სახლში მივიდა გაოცებული უყურებდა უცნობ ადამიანების მიმოსვლას მის სახლში ის შევიდა სახლში და ღიმილთ შეეგება ნინო ვახოს დედინაცვალი. -ნატალი უკვე მოხვედი ასე ადრე არ გელოდით... -შეუძლოდ ვიყავი და წამოვედი,აქ რა ხდება.თვალი მოავლო სახლს და შემდეგ ისევ ნინოს შეხედა. -დღეს ჩემი ვალიდას დაბადების დღე არის და მეგობრები მოვიდნენ აღსანიშნავად. -კარგია და გილოცავთ,მაგრამ აქ როგორ შემოდით გასაღები გქონდათ? -გასაღები არ ინერვიულო ვახომ თავად მომცა განსაკუთრებული შემთხვევისთვის და სწორედ რომ ახლა მქონდა ეს განსაკუთრებული დღე ამიტომ არც დავფიქრდი აქ მოვედი შენ შემდეგ დამსუფთავებლებს დაურეკავ და აქ არეულობას მიალაგებთ ახლა კი გთხოვ რადგან აქ ხარ შენი საუკეთესო სერვიზი გამომიწყვე უნდა გამილამაზო კარგად სალათებით. -ცუდად ვარ.... -ნატალი ორსულად ხარ კარგად არ იკვებები მაცივარში ბევრი არაფერი გქონდა რაც გაქვს ჩემთვის გამოუდეგარია.ნატალიმ თვალები დახუჭა მაგრად და თქვა. -ცუდად ვარ და ეს ხმაურო ჩემთვის მიუღებელია,გთხოვთ სახლი დატოვოთ და გასაღები საკიდზე დაკიდეთ....ნინოს სახე შეეცვალა,შებრუნდა და ნატალის გაბრაზებულმა უთხრა. -რა თქვი ვერ გავიგონე,გაიმეორე... -სახლი დატოვეთ ახლავეს...ხმა გაიმკაცრა ნატალიმ და ტკივილმაც უმატა,ხელით დაეყრდნო მაგიდას და ხედავდა როგორი ზიზღით უყურებდა მას ორივე დედა-შვილი. -ეს სახლი ჩემი შვილის არის და ამ სახლიდან თუ ვინმე უნდა წავიდეს ეს შენ ხარ, გასაგებია? -გასაგებია.თქვა ჩურჩულით და ტკივილმა ისევ შემოუტია მიხვდა ეს არ იყო უბრალო ტკივილი და შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,მაგრამ დედამთილმა მის ტკივილებს ყურადღება არ მიაქცია და სტუმრებს ღიმილით ხვდებოდა. -სასწრაფო მჭირდება ცუდად ვარ... უთხრა მის წინ მდგარ ვალიდას რომელმაც ხელი კრა და სამზარეულოში შევიდა ნატალიმ კი ფეხებს შორის თბილი სითხე იგრძნო ძირს დაიხედა და შიშისაგან გააკანკალა. -სისხლი,რატომ მდის სისხლი ჩემი შვილი...თქვა შეშინებულმა და სამზარეულოში შემოსულ ნინოს შეშინებულმა შეხედა ფიქრობდა ახლა მაინც გამოიჩენდა ადამიანობას,მაგრამ მან გაბრაზებულმა შეხედა და თქვა. -ნუ ხარ პანიკაში დღევანდელ დღეს ვერ ჩამიშლი,გესმის? -შვილს ვკარგავ რა ადამიანი ხარ...ნინომ ხელი მოკიდა მკლავში და ერთ ოთახში ჩაკეტა სადაც ნატალი ძველ ნივთებს ინახავდა იქ ხმაური ნაკლებად შედიოდა რადგან სახლის ბოლო კუთხეში იყო,ბედად ტელეფონი ჩანთაში ჰქონდა მან შეხედა ტელეფონს ვახო ურეკავდა და აკანკალებული ხმით უპასუხა. -გისმენ ვახო... -ნატალი როგორც იქნა მიპასუხე, სად ხარ მერამდენედ დაგირეკე არ მპასუხობ. -ვახო ცუდად ვარ... -ეს რა ხმაურიოა სად ხარ... -სახლში ვარ აქ შენები დამხვდა. -ჩემები,მანდ რა უნდა ჩემებს ან როგორ... -მითხრეს რომ გასაღები შენ მიეცი დაბადების დღის აღსანიშნავად... -რას ამბობ ეს ტყუილია,რამდენიმე დღის წინ დავკარგე გასაღები და სათადარიგო ავიღე რომ გამეკეთებინა ახალი,გამოდის ერთ ერთმა ამართვა გასაღები. -ვახო ცუდად ვარ სისხლდენა მაქვს მეშინია ბავშვის. -დაურეკე სასწრაფოს და გამოვდივარ... -ოთახში ვარ ჩაკეტილი... -სად ხარ,ვინ ჩაგკეტა...ღრიალებდა ვახო -ნატალი ფხიზლად იყავი ტელეფონი არ გათიშო უკვე გზაში ვარ გეგის დაურეკავ და მაგათ ვაჩვენებ... -ვახო ბინდდება... -არა საყვარელო ჯერ არ ბინდდება,თვალები არ დახუჭო გთხოვ...ნატალის ხელიდან გაუვარდა ტელეფონი და რამდენიმე წუთში სახლში მსხვრევის ხმა იყო სახლი დადუმდა ყველა შეშინებული უყურებდა ფანჯრიდან შემოსულ შავ ტანისამოსში ჩაცმულ ვახოს პირად დაცვას,ერთ ერთი მათგანი ნინოს წინ დადგა რომელსაც ნინომ შეშინებულმა შეხედა მამაკაცმა კი მკაცრად უთხრა. -სად არის ქ-ნი ნატალი... -ის,ის,ის იქით არის... -მაჩვენე სად არის წინ წადი და მასთან მიმიყვანე...ნინო ფეხის კანკალით წავიდა და ერთ ერთ დაკეტილი კარის წინ შეშინებული გაჩერდა უცნობმა ხელით გაწია ნინო და კარი ფეხით შეანგრია,ნატალი გათიშული იწვა თავისივე სისხლის გუბეში -ქ-ნო ნატალი გესმით ჩემი? ნატალიმ თვალი გაახილა მაგრამ ისევ დახუჭა მამაკაცმა თავი გააქნია და დაიყვირა... -საკაცე შემოიტანეთ და ჩქარა იმოქმედეთ. -ქ-ნო ნატალი ბ-ნი ვახოს ბრძანებით საავადმყოფოში გადაგიყვანთ.ნატალი საკაცეზე დააწვინეს ის უკვე გათიშული იყო სახლში ვახო შემოვარდა თვალები დაწითლებული ჰქონდა და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მტრის ზონაში შეიჭრა,შეხედა ნატალის და სასოწარკვეთილმა დაიღრიალა შეშლილი სახით. -ნატალიიიი.........იდგა და თვალებიდან ცრემლი ნაკადულივით მოდიოდა,შეშინებული ნელა ნელა მიუახლოვდა საკაცეს რომელიც ორ მამაკაცს ეჭირა ხელში სახეზე ორივე ხელი მოუსვა ნატალის და აკანკალებული ხმით უთხრა. -ხმა გამეცი საყვარელო,შემომხედე როგორც იცი ისე სიყვარულით სავსე თვალებით... ნატალის ესმოდა,მაგრამ ვერ უპასუხა და თვალებიდან ცრემლი დაუგორდა,ნატალი არ იცნობდა იმ ვახოს რომელიც იქ იდგა განრისხებული,მაგრამ ერთიანად დაშლილი რომელსაც იმ წუთში ყველას განადგურება შეეძლო. -სასწრაფოდ გადაიყვანეთ ექიმი გველოდება, აქ დარჩით რამდენიმე და იცით რაც უნდა გააკეთოთ. -ბ-ნო ვახო.... -ეს ჩვენი, ჩემი და ნატალის სახლია ამირან და ამ სახლში ჩვენი ნებართვის გარეშე შემოსვლის უფლება არავის არ აქვს,ამიტომ რაც კანონით გევალებათ ის გააკეთეთ... -მაგრამ ის თქვენი ოჯახია... -მეგონა ვიყავით ერთი ოჯახი,შევეცადე ერთიანი ვყოფილიყავით თუნდაც წარსულში მოყენებული ტკივილის მიუხედავად,მაგრამ არ ყოფილა საკმარისი მხოლოდ ჩვენი მცდელობა... -ვახო შვილო... -შვილს ნუ მეძახი,შევეცადე ურთიერთობა აგვეღდგინა მაგრამ ყველა ხედავს შენთან ადამიანური მოპყრობა შეუძლებელია.ნატალიმ შეძლო და თვალი გაახილა მან დაინახა ნინოს და ვალიდას შეშინებული სახეები შეეცადა ვახოსთვის ენიშნებინა რომ ესმოდა მაგრამ უკუნი ჩამოწვა.საავადმყოფოს დერეფნები თითქმის ცარიელი იყო ცივი თეთრი შუქებით განათებული რაც თითოეულ კედელს უსიცოცხლოს ამსგავსებდა, ერთადერთი ხმა იყო ექიმის აჩქარებული ნაბიჯების ექო სწრაფად რომ მიდიოდა ხელებში კი პაციენტის საქაღალდე უკანკალებდა და იცოდა რომ ძალიან რთული შემთხვევა ჰქონდა,მაგრამ ის მიდიოდა და ვახოს წინ გაჩერდა ვახო კი მძიმედ სუნთქავდა თითქოს ყოველი ჩასუნთქვა მას შიგნიდან გლეჯდა და მისი მზერა დერეფნის ბოლოში მდებარე ბოლო ოთახისკენ მიემართებოდა. -ომარი გთხოვ.... -დამშვიდდი,ვახო რაც შემიძლია გავაკეთებ მხოლოდ უნდა დამელოდო.ელოდა ვახო და როცა ნატალიმ გაიღვიძა ის დიდ ნათელ ოთახში იწვა საწოლის გვერდით პატარა ეტლში კი ლურჯ სამოსში გახვეული პატარა შეკვრა იდო ამანათის სახით და გაეცინა. -ჩემი შვილი რა მოუთმენელი ხარ შვილო...თქვა ჩურჩულით. -დედასავით ძლიერია,პატარამაც იბრძოლა სიცოცხლისთვის როგორც დედამ და ორივე ჩემთან ხართ,ორივე ჩემი ბედნიერება ხართ.უთხრა ვახომ და შუბლზე აკოცა ნატალის. -გილოცავ საყვარელო დედობას. -მეც გილოცავ საყვარელო, მამა გახდი რაც ყველაზე ძალიან გინდოდა და იმედია ღირსეულად ავღზრდით ისე რომ ადამიანების მიმართ პატივისცემა არასოდეს დაკარგოს. -ნამდვილად,ჩვენი შვილი სიმშვიდეში და სიყვარულში გაიზრდება დაიკოებთან ერთად. -დაიკოები,იციან უკვე გოგოებმა? -იციან და შენს გამოღვიძებას ელოდებიან. -ვახო შენები? -ისინი გარეთ არიან,მოვიდნენ. -შენ მიიღე? -შენს გაღვიძებას ველოდები ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. -მინდოდა ვახო ოჯახი ვყოფილიყავით და წარსულის ტკივილით არ გვეცხოვრა,მაგრამ შენც შეხედე შეუძლებელია ნინოსთან ცხოვრება ის ძალიან რთული ადამიანია. -მართალი ხარ და ამიტომ არაფერს ვამბობ... -ჩემები,მამამ გაიგო? -აქ არიან ისინიც მე დაურეკე დილით,მაგრამ ჩემებთან არც მე არ გავსულვარ რადგან არც სურვილი მაქვს მათი ყურების და არც მათი არსებობის რადგან ძალიან ღრმად დათესა ჩემში ზიზღის მარცვალი. -შემოვიდნენ და დაინახავ თავად მათ რეალურ სახეს. -ჯერ შენები შემოვლიან რადგან ძალიან ნერვიულობს მამაშენი. -კარგი. ვახომ კარი გააღო და რამდენიმე წყვილი თვალი მას უყურებდა,მაგრამ ვახომ ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გიორგის და უთხრა. -ნატალიმ გაიღვიძა შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ მასთან.გიორგიმ ვახოს შეხედა და შემდეგ თვალი გააპარა ოთახისკენ სახეზე ღიმილი შეეპარა და ვახოსთან ერთად წავიდა, თუმცა მანანამ წინ გაასწრო და ნატალის გულით მიულოცა დედობა შემდეგ პატარას დახედა მის პატარა ხელს შეეხო და ოქროს სამაჯურიც ჩამოამცვა შემდეგ ნატალის მიუბრუნდა. -რა სახელსაც შეურჩევ ამ სამკაულს ის სახელი დააწერე შვილო რომ ჩვენს სახელზე სულ ჰქონდეს.შემდეგ გიორგი მიუახლოვდა შუბლზე აკოცა შვილს და უთხრა. -გამაბედნიერე ამ სიბერეში და სულ მალე რაც ჭკუა მაქვს შერჩენილი ეს პატარა დამაკარგვინებს,ჩემი სიბერის დიდი სიხარულია ეს პატარა მურთაქა.რამდენიმე წუთი იყვნენ ერთად და შემდეგ ორივე გავიდა თუმცა ნატალის ნათქვამი გამართლდა ნინო ღიმილით შემოვიდა უკან ვალიდა მოყვებოდა დაბნეული მეუღლესთან ერთად. -ნატალი შვილო გილოცავ ძალიან იწვალე მაგრამ ეს დედის მოვალეობაა,ჩემი შვილიშვილი სად არის. ორივემ კარგად იცოდა რომ ნინო ძალით იღიმოდა და ვახოს აფეთქებას წუთი წუთზე ელოდა,ვახო კი მშვიდად იდგა მხოლოდ არცერთს არ მისცა უფლება ბავშვს და ნატალის მიახლოვებოდა, მისი მტკიცე ხმა ექოსავით გაისმა ოთახში. -უკან დაიხიე და არცერთს არ მიუახლოვდე. -რატომ,ის ხომ ჩვენი ნაწილია... -არა,შენ საერთო არაფერი გაქვს მასთან ის მამაჩემის ნაწილია რომელიც სამწუხაროდ აღარ არის. სიჩუმე იყო და ნინოს ისეთი სახე ჰქონდა შეშინებულიც და დამცინავიც,რაც ადვილად შესამჩნევი იყო ყველასთვის. -შეუძლებელია შენ ასე ფიქრობდე,მაგრამ ვხედავ სული მოგიწამლა შენმა ცოლმა და გითხრა რომ ჩვენ შენი ნაწილი არ ვართ.ვახო ახლოს მივიდა ნინოსთან და უთხრა. -აღარასოდეს,გესმის აღარასოდეს აღარ ახსენო შენი ბინძური პირით ნატალის სახელი,ზიზღს აფრქვევ ყველას მიმართ რომელიც შენშია ყველაფერი ვნახე რადგან არ იცოდით იქ კამერები რომ იყო დაყენებული სწორედ იმ კამერებიდან გავიგე როგორ მოექეცით ჩემს ცოლს. გასაღები უთქმელად აიღე, კარი დაუკითხავად გააღე და სახლში შედი ეს შეიძლებოდა მეპატიებინა, მაგრამ ის რაც ვნახე დღეს უპატიებელია როგორ შეძელი და როგორ მოექეცი ორსულ ქალს როცა რომ დახმარებას გთხოვდა.ვალიდა შენ,ნუთუ დავიჯერო შენც მოგწამლა დედაშენმა და სული გაყინული გაქვს. თქვენ ორივე დედა-შვილმა მოლოდინს გადააჭარბეთ, ამიტომ ნატალის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება ყოველგვარი დახმარება შევწყვიტო თქვენს მიმართ. -რას გულისხმობ,რა დახმარება ჩვენ არასოდეს გვითხოვია დახმარება ვახო. -თქვენ არ გითხოვიათ დედა-შვილს,მაგრამ თქვენი კომფორტული ცხოვრება რომ გგონიათ ქმრის და სიძის დამსახურებაა დღემდე მე ვიხდი ამ კომფორტის ხარჯებს ვალიდა ნატას ხათრით და თხოვნით. -ვერ გავიგე,ამიხსენი. -ვერ გაიგებ რადგან არ იცი და რომ გაიგებ გაგიჭირდება აღიარო ეს სიმართლე,ნატალის თხოვნით შევეცადე თქვენთან ურთიერთობის აღდგენას ამაში მეთანხმები,სწორედ ნატალიმ გაიგო ერთი წლის წინ რომ შენმა ქმარმა შენს დაუკითხავად სახლი იპოთეკით დატვირთა ერთი გადახდა გადაიხადა და შემდეგ ნატალი იხდის სახლის პროცენტს მე კი შენი მანქანის თანხას ვიხდი რომელიც ჯერ ბოლომდე არაა გადახდილი -ეს შეუძლებელია.ხმა აუკანკალდა ნინოს და კედელს მიეყრდნო. -მაგრამ სიმართლე არის,იმ დღეს იპოთეკის თანხა ერთიანად გავანულე და ნატალი ამ ჩეკის გადმოცემას სიურპრიზად აპირებდა,მაგრამ თქვენ დედა-შვილმა ყველაფერი გააფუჭეთ თქვენი ირონიით,თქვენი დაცინვით და თქვენი ამპარტავნობით.თავიდანვე როცა ჩემს სახლში შემოდი ნატალის უხეშად დაელაპარაკე ესეც გავატარეთ და უკვე დროა ვალდებულებები საკუთარ თავზე აიღო ბ-ნო სიძევ და გაუძღვე საკუთარ პრობლემებს თუ შეძლებთ სხვაგვარად სახლი უკვე დაკარგული გაქვთ ის თქვენ აღარ გეკუთნით ნატალის სახელზე გადმოვიდა და თუ თანხას ბოლომდე დაფარავთ სახლიც დაგიბრუნდებათ. -შვილო.... -შვილო,ამბობ რომ შენი შვილი ვარ ეს სიტყვა მაშინ მინდოდა გეთქვა როცა მამაჩემის გაციებულ სხეულს დავყურებდი 8 წლის ბავშვი,დასაფლავების დღეს როცა სასაფლაოდან დავბრუნდით ჩემი ოთახი დააცარიელე და შენი ძმიშვილი შეასახლე ჩემი საწოლი კი იმ ვიწრო ოთახში გაიტანეთ სადაც ძველ ნივთებს ვინახავდით ესეც არ დამიტოვე შემიძულე და ბოლოს სახლიდანაც გამომაგდე ყველაფრის გარეშე შემდეგ კი ჭორი გაავრცელე რომ ვერ გიტანდი და გავიქეცი შენგან მე კი შენგან უარყოფილი ერთმა მოხუცმა შემიკედლა სადაც გაჭირვებაში ვიზრდებოდი,მაგრამ ადამიანად გავიზარდე და გავიზარდე იქ სადაც გაიზარდა გამომძიებელი გეგი,ექიმი დანიელი და ბიზნესმენი ლაზარე,ასევე იქ გაიზარდა ნატალი, ჯილდა და ნუკი ესენი არიან ჩემი ოჯახი ვინც მე იმ 8 წლიდან დღემდე გვერდით მიდგანან ახლა კი თქვენ სამივე აქედან გაეთრიეთ და აღარასოდეს მახსენოთ ჩვენი გზები დღეს საბოლოოდ გაიყარა. -ვახო გთხოვ.... -რას მთხოვ, ვალიდა ძალიან გამიცრუე იმედი არ ვფიქრობდი რომ დედაშენივით დაუნახავი იყავი,მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა ვერ გაიგე,ვერ ისწავლე გაარჩიო შავი და თეთრი და ამიტომ ხვალ საღამომდე სახლი დაცალეთ... -შვილო წასასვლელი არსად არ გვაქვს.... -შენ გაინტერესებდა სად წავიდოდა 8 წლის ბავშვი? -ვახო.... -მეც არ მაინტერესებს სად წახვალ და სად იქნები. -შვილო ოჯახი ვართ. -თქვენ არ ხართ ჩემი ოჯახი,ეს არის ჩემი ოჯახი სადაც ყოველთვის მშვიდად ვიქნები და ვიცი არასოდეს მიმატოვებს. -დარწმუნრებული ხარ რასაც აკეთებ? -ცდილობ თავი შემაცოდო,მაგრამ არა ეს არ გამოგივა აქედან გაეთრიეთ...ვახოს ხმა ოთახის გარეთ გავიდა,კარი გაიღო და შეშინებული დანიელი ვახოს თვალებში უყურებდა. -ომარიმ მითხრა რომ გუშინ მთელი ღამით აქ იყავი, რატომ არ დარეკე ვახო... -ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა იყო,მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა. -რატომ არ დარეკე, მარტო იყავი აქ და მარტო შეებრძოლე ამ დიდ ტკივილს არავის არ გააგებინე.ვახომ შეხედა ვალიდას და უთხრა. -გესმის ვალიდა ეს ჩემი მეგობარი დანიელია და გაიცანი ეს არის ჩემი ნამდვილი ოჯახი. ვალიდან თავი დახარა და წავიდა უხმოდ დატოვა ოთახი გზაში კი ნინოს მიუბრუნდა და უთხრა. -შენი ბრალია რომ ძმა ისევ დავკარგე,ყოველთვის შენით გინდა გააკეთო მაგრამ არ უკვირდები რომ შეცდომას უშვებ.მითხარი რომ ვახომ ყველაფერი იცოდა და ნება დაგრთო მეც დაგიჯერე ამით რა მოვიგე სახლი დამაკარგვინე დედა,ძმა რომელიც შენ შემაძულე თურმე რაოდენ დიდ დახმარებას მიწევდა და არც კი ვიცოდი.დანიელმა ყველას დაურეკა პატარა დამიანეს მობრძანება ახარა სამეგობროს, ვახომ კი გოგოებს დაურეკა და მარიტამ ტირილით უთხრა. -როდის შევძლებთ ახლოს რომ ვნახოთ ჩვენი ძმა. ,,ჩვენი ძმა'' ამ ორმა სიტყვამ ორივე დააბნია ცრემლიც კი მოერია ვახოს და დიდი სიყვარულით უთხრა გოგოებს. -მარტო ვერ წამოხვალთ... -თუ დაგეგმამ ვაკო ძიათან წამოვალთ მანდ კი შენ დაგვხვდები,გთხოვთ მამა. -მომისმინეთ,რამდენიმე კვირაში ხომ სწავლა მთავრდება და დასვენება გაქვთ ზაფხულზე აქ იქნებით დამიჯერეთ სწავლა დაასრულეთ და მამა წამოვა თქვენს წამოსაყვანად. -იცოდეთ გელოდებით... -კარგი თქვენს მოსვლამდე ცოტას წამოიზრდება ახლა ძალიან პატარაა ვერც მოეფერებით. ვიდეო გათიშა ვახომ ნატალის შეხედა და თქვა. -მამა დამიძახა ისე თავისუფლად არ გაჭირვებია და დავიბენი... -მეც დავიბენი,გოგოები ჩვენი ნაწილი გახდა ვახო.კარი გაიღო და ყველა ერთად შემოვიდა საჩუქრებით და სიხარულით,მაგრამ ყველა გაოცებული იყო მომხდარით და მოსმენილით რაც ვახომ უთხრა მათ.ნატალი მესამე დღეს დადგა ფეხზე,ბედნიერი ღიმილით უვლიდა პატარას და ვახოც თვალებში შესციცინებდა დედა-შვილს.რამდენიმე კვირაც დამთავრდა და ვახო წავიდა გოგოების ჩამოსაყვანად და ერთი დიდი სიხარული მათი შეხვედრა იყო, დრო კი ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ,გოგოები თვეების შემდეგ შეცვლილები და სიმაღლეში იყვნენ წასულები კიდევ უფრო დალამაზებულები.ვახომ ციხეში მიაკითხა მათ ბიძას და ხელწერილი დაადებინა რომ გოგოებს არცერთი მათგანი არ შეეხებოდა თუმცა როგორ შეასრულებდა დადებულ პირობას ეს არ იცოდა და სულ იყო ცუდის მოლოდინში,გოგოებს დღეში რამდენჯერმე ურეკავდა თუ ვერ შეძლებდა ნატას ეკითხებოდა გოგოების ამბებს და ისიც დიდი ენთუზიაზმით უყვებოდა მათ საუბარს.სიხარულში და ერთმანეთის სიყვარულში ორი წელიც მიილია პატარები დაიზარდნენ,ანინამ მაცივარი ისევ სახლში დადგა და დანიელი იცინოდა მოძრავი მაცივარი მაქვს ხან სალონში დგას ხან ვერანდაზე სულ მალე ჩემს საძინებელში დაიდებს ბინასო.ზვიო უკვე სკოლაში დადიოდა,თებე 16 წლის იყო და ულამაზესი გოგონა დადგა სიმაღლით მამასაც კი გაუსწრო ანინა სიყვარულით უყურებდა მამა-შვილს და ზოგჯერ ფიქრებს იმ ტკივილან დროში მიყავდა უგზო-უკვლოდ დაკარგულ თებეს რომ ყველგან ეძებდა,მაგრამ სიყვარული არ დაკარგულა ის იპოვა და თებეც მან მიუყვანა.ზაზა ტყუპებთან ერთად გიჟდებოდა და ეზოში ერთად თამაშობდნენ თან ყვიროდა კიდევ სამი მარიბელ და ფეხბურთის გუნდი იქნება სამს მეზობლებიდან დავიმატებთო მურადიც თანხმდებოდა და იცინოდნენ.მარიბელიმ როგორც ივარაუდა სოფელში სპორტული სკოლა გახსნა თომა და ედი ძალიან კარგი ახალგაზრდები დადგნენ მარიბელიმ ორივე გვერდით დაიყენა, თომა მარიტას წერდა ჯერ მოწონება იყო მათ შორის და მოწონება სიყვარულში გადაიზარდა რაც მარიბელმა შეამჩნია,მაგრამ ჩუმად იყო მხოლოდ თვალს ადევნებდა თუმცა ერთ დღეს ვეღარ აიტანა სიჩუმე და თომას გაფრთხილება მისცა. -ტყუილი პირობა არ მისცე გოგოს,თომა ეს შენც დაგანგრევს და მასაც. -ჯერ არაფერს ვპირდები ჯერ უნდა გაიზარდოს.მარიბელმა თვალი ჩაუკრა და რადგან თომა გამოიჭირა ახლა ედის დაუწყო თვალთვალი თუმცა ედი უფრო ფრთხილი გახდა და დრო ჰქონდა სიმართლის დასადგენად,მაგრამ მაინც მიაღწია მისას და გაიგო ედის პატარა ინოლას სიყვარულით უთრთოდა გული და მის ფოტოებს უყურებდა ხშირად. -ედი ყურადრება გეფანტება,რატომ? -ყურადღებით ვარ.უთხრა ედიმ და ტელეფონი შეინახა,ერთ დილით მარიბელმა თავბრუსხვევა იგრძნო ზაზამ ის საწოლთან ნახა წაქცეული გათიშულ მდგომარეობაში ხელში აიყვანა შეშინებულმა და საწოლზე დააწვინა ხელები დაისველა და სახეზე მოუსვა მარიბელმა როდის იყო თვალი გაახილა. -რა მოხდა,სიბნელეში ვიყავი... -წაიქეცი რა გჭირს... -ზაზა არ იყვირო თავი მტკივა,მაგრამ შენ მოემზადე. -რისთვის მოვემზადო სტუმრები გვყავს? -სტუმარი ან სტუმრები გვეყოლება საყვარელო,მაგრამ 8 თვეში თუმცა არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი თუ ისევ ქალ-ვაჟი...ზაზა გაშეშდა და შემდეგ გულიანად გაიცინა. -არ ხმუმრობ და სიმართლეს ამბობ? -არა არ ვხუმრობ და ამჯერად ძალიან განსხვავებული ორსულობა იქნება,შესაძლებელია სამი ან ოთხი იყოს ერთად და ფეხბურთის გუნდზე მეზობლებისგან დამატება არ დაგჭირდება საკუთარი გეყოლება. -ბრავო ზაზა რა ზუსტად გაგაქვს გოლი კარში.თქვა ზაზამ და ორივეს გულიანად გაეცინა -მოიცა,მოიცა ექიმთან როდის წავიდეთ შენ მართლა ხომ არ ფიქრობ ფეხბურთის გუნდს შეავსებ. -ზაზა რა გიჟი ხარ მინდა სამი შვილი მყავდეს,რამდენიც იქნება იქნება და მერე არც დავფიქრდები ისე წაგაჭრი რადგან საჭირო აღარ იქნება. -მე ვერ წამაჭრი შენ ამოგიკერავ და აღარ შეგეხები... -შენ გაძლებ მერე უჩემოდ? -შენ რომ მაჭრი გაძლებ უჩემოდ? იცინოდნენ ქეთიმ რომ შევიდა ბავშვებით საძინებელში და ორივე ტალახში ამოსვრილები,ზაზამ შეხედა ორივეს სათითაოდ და ქეთის უთხრა. -ქეთი სად გყავდა ეს ბავშვები გოჭებთან იყავით შესულები? -გოჭებთან შესულან და იქ თამაშობდნენ,მე მეგონა შენ იყავი მათთან და ვხედავ გოჭებთან ერთად ესენი მურმალობდნენ... -ფუ რა სუნია...თქვა მარიბელმა და გულის რევით სააბაზანოში შევიდა,ქეთიმ შეხედა ზაზას და უთხრა. -რა ჭირს რამემ აწყინა? -მოემზადე, ქეთი მგონი სამი ან ოთხი ველური მოდის ერთად და უკვე გზაში არიან.ქეთის გაეხარდა და მერაბის ახარა ახალი ამბავი,მერაბიმ კი მარიბელი გულში ჩაიკრა და ქეთის შეხედა. -აი ქალი ორი შვილი გააჩინა და კიდევ აჩენს,შენ რა გააკეთე ერთი გააჩინე და სულ წუწუნებდი მის მერე თავის ტკივილი გაქვს.ზაზას გულიანად გაეცინა და მერაბის უთხრა. -აქამდე მოყვება თავის ტკივილი? -დღე კარგად არის დავწვები გადავბრუნდები მისკენ და არ მომეკარო თავი მტკივაო,დღემდე ტკივა თავი.მარიბელი ძალიან სუსტად იყო სულ გული მისდიოდა ვერაფერს ჭამდა სულ წოლით რეჟიმში იყო და გოგოები ხშირად მასთნ იყვნენ რადგან თავად ვეღარსად დადიოდა სახლში ჩაიკეტა ერთ დღესაც გეგი მივიდა შეკრებილ მეგობრებთან სასიხარულო ამბით და თვალებიდან სიყვარულს აფრქვევდა. -დავიგვიანეთ,მაგრამ ჩვენს გავიზრდებით სულ მალე.გაიზარდა სამეგობრო და ბავშვებიც გაიზარდნენ,თებე მამას წინ დაუჯდა ერთ საღამოს და უთხრა. -მამა სერიოზულად მინდა დაგელაპარაკო. -გისმენ შვილო, შენს გამოხედვაზე და ხმის ტონზე ვხვდები რომ რაღაც სერიოზული უნდა მითხრა. -მამა სულ მალე სკოლას დავამთავრებ და ვიცი რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო -თებე პირდაპირ მითხარი სათქმელი შვილო. ანინამ დანიელს ხელზე ხელი დაადო და მოუთმენლად ელოდა თებე რას ეტყოდა,მაგრამ ვეღრ მოითმინა და უთხრა. -თებე შვილო ორსულად ხარ? თებემ გაოცებულმა შეხედა ჯერ დედას მერე მამას და თქვა. -ასე ამღზარდეთ რომ პირველი ეს გაიფიქრეთ? დანიელმა ხელზე ხელი მოუჭირა ანინას და თებეს შეხედა. -არა შენი იმედი გვაქვს შვილო,მაგრამ ახლა სულ სხვა დრო არის და თუ სიმართლე გვეცოდინება ეს ყველასთვის კარგია. -დამშვიდდით ნუ ხართ დაძაბულები ასეთი რამ არ არის და არც გამიფიქრებია ასეთი რამ ვკადრო ჩემს მშობლებს რომლებმაც ყველაფერი მომცეს,ბექა მიყვარს და ეს არ არის ახალი არცერთი თქვენთაგანისთვის.სიჩუმე იყო დანიელს თავი დაეხარა და თებეს უსმენდა,ანინა კი დანიელის ხელს იყო დაყრდნობილი. -ჩვენ პატარა ასაკიდან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს კარგი მეგობრობა კი სიყვარულში გადავიდა და დღემდე ასეა,მაგრამ ახლა ჩემს მომავალზე მინდა დაგელაპარაკოთ სწავლაზე და არა გათხოვებაზე.ორივემ ამოისუნთქა და ერთმანეთს შეხედეს,თებეს კი გაეცინა და თქვა. -გეფიცებით ფერი დაგიბრუნდათ ორივეს... -თებე სული ამოგვხადე ორივეს სანამ სათქმელს ბოლომდე იტყოდი. -დედა მშია...დაიძახა ზვიომ და დანიელს გაეცინა. -კომბაინი ამუშავდება მალე... -მამა... -გისმენ შვილო გააგრძელე...შეხედა თებეს და ეცინებოდა თუმცა უცებ დასერიოზულდა, ანინა ადგა და ზვიოს ხორცი გაუცხელა დასვა მაგიდასთან და ისევ დანიელის გვერდით დაბრუნდა -დედა,მამა ორი ვარიანტი მაქვს არჩეული. -ექიმი გინდა გამოხვიდე? -არა,მინდა ფსიქოლოგი ვიყო ან ადვოკატი. -ფსიქოლოგი ან ადვოკატი,მოდი ახლა განვიხილოთ ხომ მკითხე მე ჩემს აზრს გეტყვი და კარგად მომისმინე,ფსიქოლოგი სხვის აზრებს გინდა ჩაწვდე და მის სულში აფათურო ხელები... -მამა შენ შენებურად აღიქვამ ფსიქოლოგს და მე ჩემებურად,მინდა დავეხმარო ადამიანებს თავის თავის პოვნაში....მაგრამ ადვოკატობაც მიზიდავს მინდა რაღაცას ვეძებდე ყოველთვის და დამნაშავე ვიპოვო... -თებე ჩამოყალიბდი რა გინდა ბოლოს და ბოლოს იყო,რაზე გინდა ისწავლო რა გიზიდავს, ექიმობა რატომ არ გინდა. -თებე გისმენდით აქამდე მამა შვილს,მაგრამ მეც მინდა გითხრა ეს კლინიკა ან აქ ან იქ ვის გინდათ ჩაანდოთ ხელში,მამაშენი სადამდე შეძლებს ორივეს უხელმძღვანელებს,მაგრამ ასაკი გვემატება შვილო შენ ხარ მემკვიდრე ზვიომ შეიძლება მშენებლობა აირჩიოს არქიტექტორი გახდეს შენ ხომ გინდა შენი მომავალი შექმნა კარგად დაფიქრდი გაერკვიე რა გინდა და მერე ისე ვიმსჯელოთ.უთხრა ანინამ და დანიელიც დაეთანხმა. -დედაშენი მართალია ვერავინ ვერ შეგირჩევს შვილო პროფესიას,მაგრამ დედას მოუსმინე ზვიოს ჭამის მეტი არაფერი არ აინტერესებს ის შეიძლება ის პოვარი გამოვიდეს და ამხელა მემკვიდრეობას ვის უტოვებ გგონია ვინმე რამედ ჩაგაგდებს და ჩაგახედებს შიგნით რა ხდება? იქ რომ არ ვიყო და ყოველ დღე არ ვაკონტროლებდე წამლებს ვის ჭირდება ნამდვილად დაფინანსენა და ვის დახმარება განუკითხაობა იქნებოდა როგორც მაშინ გეგის დაჭრის საღამოს მოხდა და რომ არა იმ დროს მე იქ გეგი ახლა ცოცხალი არ იქნებოდა.როცა კარგად დაფიქრდები გადაწყვეტილი პასუხი მითხარი და თუ არჩევანს ექიმობაზე შეარჩევ მე პენსიაში გავალ ჩემს ადგილს კი შენ დაიკავებ ვფიქრობ ცუდი იდეა არ არის. -გუშინ გვიან გათიშე ტელეფონი ვის ელაპარაკებოდი.უთხრა ანინამ და თებეს შეხედა. -მარიტას მას უკვე არჩეული აქვს სპეციალობა მე კი მასზე უფროსი ვარ და ჯერ კიდევ ვმერყეობ,ვერ გადამიწყვეტია საბოლოოდ რა ავირჩიო. -სხვისი სურვილით არა შენი სურვილით უნდა აირჩიო პროფესია და რასაც აირჩევ უნდა გიყვარდეს,ჩემთვის კლინიკა და ექიმობა თქვენს მერე მეორე სამყაროა და ჩემი საქმისთვის შეიძლება ჩემი სიცოცხლეც კი დავთმო,დაფიქრდი აირჩიე ის რაც გიყვარს და რაც გიზიდავს ახლა გისმენ და ვერ ირჩევ სწორად რადგან ჯერ კიდევ არ იცი რა ან ვინ გინდა იყო. უთხრა დანიელმა და შემდეგ მშვიდად იკითხა. -მარიტას რა დარგი აქვს არჩეული. -ადვოკატი უნდა რომ იყოს თან ძლიერი და არა უბრალო მას უფრო მოსამართლე უნდა გამოვიდეს, რადგან ძალიან ბევრი რამ აქვს გასარკვევი. -როგორც? დაინტერესდა დანიელი და თებეს შეხედა. -უნდა მამამისის ბიზნესი დაიბრუნოს რა ბიზნესი ჰქონდა ეს არ ვიცი. -ბიზნესი,ვახოს არ უთქვია რომ მათ მშობლებს ბიზნესი ჰქონდა. -ამ დღეებში ჩამოვლიან და უნდათ ძია ვახოს ამ საკითხზე დაელაპარაკოს აქამდე ჩუმად იყო რადგან უკვე დარწმუნდა და იცის რომ მარტო არ არის. -კარგია თუ რამე ჰქონდათ დაიბრუნებენ. -მამა დამპირდი რომ ძია ვახოს არ ეტყვი ეს მათმა უნდა უთხრას. -არაფერს არ ვამბობ გპირდები.ხელები აწია დანიელმა და თან თებეს თვალი ჩაუკრა. -მამა გიცნობ შენც და ვიცნობ შენს ღიმილსაც,ასევე თვალების ციმციმსაც. -თებე ძალიან გაიზარდე და უნდობიც გახდი,ადრე ძალიან მენდობოდი და შენი საყრდენი ვიყავი რატომ შეიცვალე? -არ შევიცვალე შენი ჩაღიმება არ მომწონს თან წარბის აწევაც რომ იცი და თუ რამეს ეტყვი იცოდე აღარასოდეს აღარ გენდობი. -ოოოო ეს სერიოზული განცხადებაა და ამიტომ ჩუმად ვარ.კარზე ზარი იყო და კარი თებემ გააღო კარში კი ვახო იდგა გეგისთან ერთად. -ბ-ნო ექიმო მოენატრე მეგობრებს და მოვიდნენ. -თებე მგონი არ გაგიხარდა ჩვენი მოსვლა. -ტყუილად ფიქრობთ ასე და შემოდით,სახლში ბრძანდება მისი აღმატებულება ექიმი დანიელი. -რა ჭირს ამ ბავშვს, გააბრაზეთ? -პროფესია ვერ აირჩია ვერ გაერკვა რა უნდა იყოს. -მაინც? -ფსიქოლოგი ან ადვოკატი მე კი არცერთი ამ დარგიდან არ მომწონს,მას აქვს იმდენად დიდი მემკვიდრეობა რომ ექიმი უნდა იყოს. -რა თქმა უნდა ექიმი, ეს ყველამ ვიცით რომ თებე ექიმი უნდა იყოს. -გესმის? -შენც გაგიხარდეს ეს გინდოდა. თქვა გაბრაზებულმა და თავის ოთახში შევიდა. -გოლიათი სად არის ვერ ვხედავ... -მიირთმევს და მერამდენედ დღეში უკვე თვლაც კი ამერია. -გაიზრდება და დაიხვეწება...დანიელ საქმეზე მოვედით შენი რჩევა მჭირდება. -გისმენ,რა მოხდა ჩვენს სამეგობროს ეხება რამე სერიოზულია? -სამშენებლო ინდუსტრიის გიგანტი პიროვნება ვისაც ჰქონდა უზარმაზარი პროექტები იყო ცნობილი ადამიანი და იმ დღეს როცა ის გარდაიცვალა მის ანგარიშზე 50 00000$ დაჯდა.მას ჰქონდა ბედნიერი ოჯახი და ეს ბიზნესი რომელსაც ის მართავდა იყო მეუღლის მემკვიდრეობა მის დიდი ბაბუასგან ჰქონდა და მამამ კი შვილს დაუტოვა,მაგრამ სიძემ ბიზნესი ჩაიბარა გაკოტრებული ორივემ ერთად კი ბიზნესი შემოაბრუნა და ააღორძინა ის 12 წელიწადში ცნობილი პიროვნება გახდა,მეუღლე მესამე შვილს ელოდა ძალიან უნდოდათ ვაჟი ჰყოლოდათ რადგან ორი გოგონა ჰყავდათ. -ვახო ამ ისტორიას გოგოების მშობლებზე ყვები? სიჩუმე დადგა,დანიელი ფიქრობდა თებეს ნათქვამზე და მათ შორის სიჩუმე ძალიან ცივი იყო. -ვახო დრო გავიდა და მარიტა იმედს არ კარგავს რომ ის დაიბრუნებს მამის ბიზნესს. -შენ ეს საიდან იცი... -თებეს ელაპარაკა და უთხრა რომ უნდა მოსამართლე გამოვიდეს და მამას ბიზნესი დაიბრუნოს, მაგრამ რა ბიზნესი ეს არ უთქვია მას კი შენი და ჩვენი იმედი აქვს რომ მარტო არ არის. ვახოს ტელეფონზე მარიტას ვიდეო ზარი დაფიქსირდა... -მარიტა მირეკავს.... -უპასუხე...ვახომ ვიდეო გახსნა და ღიმილით უპასუხა. -გისმენ ჩემო გოგო... -მამა სალაპარაკო მაქვს, გცალია? ვახოს სუნთქვა შეეკრა და გაჩუმდა,მაგრამ ისევ მარიტამ თქვა. -არ მინდოდა ასე მეთქვა,მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო იზრდება ჩემში დარდი და ტკივილი თან მინდა ბოდიში მოგიხადო რომ აქამდე არ გითხარი. -გისმენ შვილო რაც არ უნდა მითხრა ჯერ დავფიქრდეთ და ისე ვიმოქმედოთ. მარიტამ ყველაფერი უთხრა რა ბიზნესი ჰქონდა მამას და მისი ეჭვიც რომ მისი მშობლები არ მომკვდარა უბედური შემთხვევით ისინი მოკლეს.სამივე უსმენდა მარიტას და დანიელმა თქვა. -დაკარგული დრო და ძველი საიდუმლო რომელიც დიდი ხნით არ შეინახება უკვე მალე გამოაშკარავდება,ბიზნესი ბავშვებს უნდა დაუბრუნდეს გეგი და ამაზე შენ უნდა იმუშავო ეს შენი სფეროა შენი საქმე. -მოვიძევ ყველაფერს და შევხედავ რას შევძლებ ეს რთული პროცედურაა არ ვიცი როგორ ან რას შევძლებ. -მამა მე შემიძლია გაგიადვილოთ ძიება. -როგორ შვილო... -მე თებესთან მაქვს შენახული ჩემი მნიშვნელოვანი საქაღალდე რომელიც ჩუმად მქონდა ჩემს დახეულ ჩანთაში და ველოდებოდი დროს,მე გავიზარდე მამა და შემიძლია ახლა თქვენი დახმარებით შევებრძოლო მათ.დანიელმა დაუძახა თებეს და მარიტამ უთხრა თავად. -თებე გადაეცი მამას ჩემი საქაღალდე და მადლობა მეგობარო რომ ჩემი მესაიდუმლე იყავი. თებემ დანიელს შეხედა და თვალი ჩაუკრა თან უთხრა. -მარტო თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ იდიალური მეგობრები,ჩვენც ვიცით მეგობრობა და ეს თქვენგან ნასწავლია,მადლობა რომ ასეთი მეგობრები ხართ და წინ მაგალითად გვაქვს თქვენი ერთიანობა და სიყვარული. -ახლა კი მართლა უნდა ვაღიარო რომ ჩვენი ბავშვები დაიზარდნენ და ისინი ბავშვები აღარ არიან შეიძლება მათთან სერიოზული საუბარი.თებემ საქაღალდე მოიტანა და გეგიმ ყველა ფურცელი გადაფურცლა შემდეგ ბიჭებს შეხედა და თქვა. -ხვდებით რატომ დასდევდა გოგოებს ბიძამისი მათ გოგოები არ უნდიოდათ,ვახო მათ ეს საქაღალდე უნდოდათ. -ამ საქაღალდემ დიდი საქმე გააკეთა კარი გააღო მივიწყებული საქმის გასახსნელად და ეს ბიზნესი ბავშვების არის ვახო და მათი ქონება უნდა დაიცვა,მარიტა ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და არაფერია შვილო დაკარგული ამ ქაღალდებით შენ დუმილს დაარღვევ და ეს დანაშაული არ არის ეს იმედია შენი, შენი მომავლის იმედი და სიმართლე საბოლოოდ იპოვის თავის გზას ის რაც დაკარგული გეგონათ დაგიბრუნდებათ ისე რომ თავადაც ვერ დაიჯერებთ გაიზრდებით დაბრუნდებით და თქვენ ორივე დები ჩაუდგებით სათავეში თქვენი ოჯახის ბიზნესს. -მეც სწორედ ამიტომ ვითმენდი და ვიცდიდი,მინდა ყველამ პასუხი აგოს ჩვენი დაცინვისთვის, ცემისთვის, შიმშილისთვის და ყველაზე მეტად ჩემი ჯერ არ დაბადებული ძმის გამო. -მარიტა მომისმინე სადაც აქამდე კიდევ ცოტა ხნით უნდა გაჩუმდე,მოდი ეს ყველა საბუთი ჩემთან იყოს უფრო დაცული იქნება გახდები სრულწლოვანი და შეგიძლია შენ საჩივარი შეიტანო შენი ქონების დაბრუნების მოთხოვნით,ახლა კი იცი რა გამოდის? თქვენ ორივე დებს თქვენი აღმზრდელი მშობლები თითქოს მანიპულირებს თქვენზე და მათ თქვენ ორივე დები ქონების გამო აგიყვანათ ამ დროს ამ ორმა არაფერი არ იცოდა თქვენი ბიზნესის შესახებ ამიტომ ნუ ჩავაყენებთ ოჯახს განსაცდელში და ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ვარჩიოთ ეს დროებით რა თქმა უნდა. -სწორედ ამას ვფიქრობდი და ამიტომ გამეხარდა თქვენც რომ მანდ ხართ,ყველამ ერთად ძია დანიელ,ძია გეგი,მამა თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე გავაკეთოთ რაც სწორია და რაც ჩვენ არ დაგვაზარალებს დაველოდები გავხდე სრულწლოვანი და ვიბრძოლებ თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე მამას აშენებული ბიზნესს დავიბრუნებ ამას მამას ყოველ ღამით ვპირდები და პირობას შევასრულებ.მინდა მოსამართლე გავხდე რომ ჩემნაირი დაუცველი ბავშვები და ოჯახები დავიცვა,ჩემი და კარგად ხატავს მას უნდა არქიტექტორი გახდეს და ამბობს მამასავით მეც ლამაზ სახლებს ავაშენებო ჩემი და ჩაუდგება ბიზნესს სათავეში მამას დაწყებულ საქმეს ვიცი რომ ღირსეულად გააგრძელებს. -ჭკვიანი ხარ მარიტა და ასე გააგრძელე კიდევ რამდენიმე წელი და შეგიძლია ყველაფერს თავად გაუძღვე ჩვენ კი შენს გვერდით ვართ. -მადლობა ყველას და მადლობას მამა ჩემი სწავლით და კარგი ადამიანობით გადავიხდი ამჯერად მეტი არ შემიძლია.მარიტამ ტელეფონი გათიშა და სიჩუმე დადგა ყველა მხოლოდ ერთს ფიქრობდა,ბედნიერი ბავშვობა დაამწარეს ცხოვრება წაართვეს და უპატრონოდ მიატოვეს სწორედ ამას არ პატიობს მარიტა მამის მხარეს და მან სიტყვა შეასრულა.დრო სწრაფად გავიდა თებემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა დარგი კი ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც ექიმობა აირჩია მამის დარგი,დანიელი კი ყველაფერს ასწავლიდა შვილს და უკვე ამზადებდა კლინიკის მთავარი ექიმი გამხდარიყო.ბექაც ექიმი გახდა იმავე დარგზე რამაც ტკივილი დაავიწყა,მარიტამ იურდიულზე ჩააბარა ბრიტანეთში და ნასწავლი განათლებული დაბრუნდა.ერთ დღეს როცა არავინ ელოდა ორი ულამაზესი გოგონამ კარზე ზარი მისცა იმ დროს როცა ყველა თავშეყრილი იყო ზაზასთან სოფელში გოგოების ჩამოსვლა კი მხოლოდ გეგიმ იცოდა ის დახვდა მათ აეროპორტში,მარიტამ გეგის გაანდო საიდუმლო რომ ვახოს დაბადების დღეზე დიდი საჩუქარი ეყიდათ და ეს საჩუქარი დაახვედრა გოგოებს ახალი ჯიპი მერსედესი რომელიც ძალიან უყვარდა ვახოს და სწორედ ამ ჯიპით მივიდნენ სოფელში. -მარიბელ თეფში დაამატე დაგვიანებული სტუმარი მობრძანდა, როგორც იქნა გამონახა დრო ჩვენთვის ყმაწვილმა.თქვა ზაზამ და კარი გააღო,მაგრამ კარში გაშეშებული დარჩა ორ ულამაზეს გოგონას რომ ხედავდა. -ვაიმე,ვაიმე,ვაიმე....დაიყვირა და ყველა ფეხზე წამოდგა ზაზამ კი გულში ჩაიკრა ორივე, ნატალიმ ცრემლი ვერ შეიკავა გოგოები ისე მონატრებოდა ვახომ ხელში ააფრიალა ჯერ ერთი და მერე მეორე,გოგოებმა ყველას მოეფერა ყველას ჩაეხუტა და ბოლოს ისევ ვახოსთან მივიდა მარიტა. -მინდოდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მომელოცა,იმ წვიმიან დღეს თქვენ რომ არა ალბად სადღაც ნარკომანების გვერდით აღმოვჩნდებოდით და ის რაც ახლა მაქვს ოცნებად დარჩებოდა,მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა ამიტომ მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველი იმით რომ მე ექტერნად დავამთავრე სკოლა და უკვე სტუდენტი ვარ იურდიულზე მოვეწყვე... ყველას აღტაცების შეძახილი აღმოხდა, მაგრამ მარიტამ ცრემლი მოიწმინდა და ჩანთიდან ორი შეკვრა ამოიღო და ერთი ვახოს გადასცა. -გარეთ დგას ჩვენი საჩუქარი და მადლობა ძია გეგის რომ დაგვეხმარა... -შვილო ეს შენ საიდან.... -ეს ჩვენი წლების ნაგროვებია,მამა ჩვენ არაფერს გვაკლებდა ძია ვაკო მაგრამ ჩვენ ვიკლებდით რომ ეს გაგვეკეთებინა ასე რომ ზედმეტი საყვედურების გარეშე,გთხოვ... -კუთხე მოგვეცი,სახლი მოგვეცი,სითბო მოგვეცი,სიყვარული მოგვეცი რაც ყველაზე მეტად გვაკლდა ჩვენ ოჯახი გავხდით და ეს კიდევ ცოტა არის მასთან რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ.თქვა ინოლამ და ვახოს მოეხვია,ვახომ კი ორივე ჩაიკრა გულში მარიტამ მეორე შეკვრა გახსნა და ნატალის შეხედა. -დედა შენს სილამაზეს ვერ დაჩრდილავს ეს სამკაული,მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ ეს შევარჩიეთ და იმედია მოგეწონება.ნატალიმ აკანკალებული ხელით გახსნა რამდენიმე ქაღალდში გახვეული ლამაზი კოლოფი და ოქროს ცეფი ამოიღო თავისი დიდი გულით. -ყოველთვის გულში გვყავხართ და გვეყოლებით...თქვა მარიტამ და ნატალიმ ცრემლს ვერ მოერია,მარიტას უყურებდა და საჩუქარი ხელის გულში ჰქონდა აღფრთოვანებული დარჩა ამ მოულოდნელი საჩუქრით. მარიტამ თომას შეხედა რომელიც თვალს არ აშორებდა და ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა მარტო,მარიბელი კი ღიმილით უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს თომამ შეასწრო თვალი მის ეშმაკურ ღიმილს რაზედაც თვალები დაუბრიალა და მარიბელიმ თქვა. -ნახეთ როგორ მალე დაიზარდნენ ბავშვები,მარიტა და თებე უკვე გასათხოვარი გოგოები არიან,ინოლა ჯერ პატარაა თუმცა შესაძლებელია ორივეს დაასწროს თომა და ედიც უკვე საცოლო ბიჭები არიან. -მარიბელ რაღაცის თქმას ცდილობ და თქვი ნუ წვალობ...უთხრა ზაზამ და ყველას გაეცინა, მარიბელმა კი ჩაიცინა და თქვა. -დრო თავად იტყვის თავის სათქმელს ჩემო ზაზული მე ჩუმად ვარ....ვახომ შეხედა მარიტას მერე თომას და ორივე ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ჩაეცინა მარიბელს კი თვალი ჩაუკრა,თებემ მარიტას ხელი კრა და უჩურჩულა. -ძია ვახო გითვალთვალებთ, მგონი შეგამჩნიათ... -მართლა,კარგი ვთიშავ ტელეფონს. თქვა მარიტამ და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო შემდეგ ვახოს შეხედა და ვახომ თვალი ჩაუკრა რასაც არ ელოდა და თვალები დაჭყიტა. -სიყვარულის წინააღმდეგი არ ვარ შვილო.ყურში უჩურჩულა და გარეთ გავიდა,ბავშვები გარეთ იყვნენ და მარიტამ დამიანე მოიკითხა. -სად არის დამი რომ ვერ ვხედავ... -მარიტა მე აქ ვარ და რატომ არ მნახე, არ მოგენატრე? -მოდი ჩემთან როგორ არ მომენატრე გეძებდი და აი სად ყოფილხარ,მითხარი როგორ ხარ გაბრაზებს ვინმე? -ზვიო მაბრაზებს... -რატომ გაბრაზებს თქვენ ხომ მეგობრები ხართ. -ზვიოს შეყვარებული ყავს და მე ვიცი ვინც არის.დანიელმა გაიგონა დამიანეს საუბარი და გულიანად გაიცინა,მაგრამ შემდეგ მარიტას უთხრა. -კითხე ვინ უყვარს ზვიოსთქო.... -ვინ უყვარს ზვიოს დამი ჩვენ ვიცნობთ? -ყველა იცნობთ მოდი ყურში გეტყვი.მარიტას უჩურჩულა ყურში და მარიტამ სერიოზულად შეხედა. -მართლა? -არ გატყუებ, სკოლაში სულ ხელით დაყავს.... -ოოოო.... -გაჩუმდი არ თქვა არავინ გაიგონოს... -დამი რა უთხარი მარიტას ეს არის შენი მეგობრობა,იდიოტი ხარ. -მარტო მარიტას უთხარი ზვიო სხვებმა არ იციან. ზვიო გაგულისებული დაჯდა ყველასგან განცალკავებული და კარი რომ გაიღო მურადი შემოვიდა თავის ტყუპებთან ერთად,ზვიო ფეხზე წამოხტა და მათ შეეგება თან მურადის უკან იხედებოდა თუ დაინახავდა იმას ვისაც ელოდა,დანიელმა თავში შემოირტყა ხელი და ანინას შეხედა ანინა კი დანიელს უყურებდა და იცინოდა. -ოქრო უნდა მოვამზადო რძლისთვის... -იცინე იცინე სწავლა ამის საქმე არ არის და ადრე დავაქორწინოთ ორივე ერთად რომ გავზარდოთ,თებე უკვე გაიზარდა და მიხედავს თავის თავს.ყველა იცინოდა და მათ სიმხიარულეს კიდევ სიხარული შეემატა ტატო დაბრუნდა ლაზარეს გული შეუქანდა მასზე მაღალი რომ იყო შვილი და რამდენიმე წუთი ყავდა გულში ჩაკრული,შემდეგ ტატომ ყველას თვალი მოავლო და თქვა. -სიურპრიზი მაქვს ჯერ ჩემი მშობლებისთვის და მერე ყველასთვის. -თქვი შვილო,გისმენთ. -არაფერს ვამბობ მამა ვიმოქმედებ.თქვა და გარეთ გავიდა სახლში კი ულამაზეს გოგონასთან ერთად დაბრუნდა ხელიხელ ჩაკიდებული და ყველა მოიხიბლა ულამაზესი წყვილის ყურებით. -გაიცანით ჩემი საცოლე ლაილა და სულ მალე ყველა დაიჭერს ხელში სამეგობროს პირველ შვილიშვილს,მამა დედა არაფერს იტყვით?ლაზარემ გულზე მიიდო ხელი და დანიელი მის უკან იდგა ხელი შეაშველა შეეშინდა ამ მოულოდნელი სიხარულისგან რამე არ დაემართოსო და ლაზარემ თავს მოერია ორივე გულში ჩაიკრა და ლაილას უთხრა. -ვერ აღგიქვამ რძლად,შენ ჩემი შვილის რჩეული ხარ ამიტომ შენც ჩემი შვილი ხარ კეთილი იყოს ჩვენი გაცნობაც და შეხვედრაც.ქეთის გაუჭირდა შეგუება ჯერ რომ ტატოს გვერდით მისი საცოლე იდგა შემდეგ რომ ბებია გახდებოდა,მაგრამ გულში ჩაიკრა ორივე და ცრემლნარევი ხმით თქვა. -პირველი გაჩნდა ტატო სამეგობროში და პირველ შვილიშვილს ტატოსგან ველოდებით,ვინ იქნება შემდეგი.ყველა ხარობდა რომ თომამ მარიბელს თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა,ჯერ მარიტას შეხედა და შემდეგ ვახოს დანიელმა კი მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -ნუ ნერვიულობ ყველა თანახმა ვართ,ეს შეუმჩნეველი არავის დარჩენია სიყვარული სირცხვილი არ არის შვილო -როგორც შემეძლო ვმალავდი ჩემს გრძნობებს,მაგრამ თურმე ვერ დამიმალია. -გისმენ თომა შვილო... -ძია ვახო,დეიდა ნატალი ყველამ შემამჩნია და დამალვასაც აზრი არ აქვს მიყვარს თქვენი ქალიშვილი და თუ ნებას მომცემთ ხვალ ქალაქში გავივლით...ვახომ მარიტას შეხედა და უთხრა. -შენ რას მეტყვი შვილო მხოლოდ მინდა სიმართლე მითხრა... -თქვი ღამეები რომ ათენებ ტელეფონზე და დილით ადგომა გიჭირს,ისიც თქვი რამდენჯერ დაგასხი წყალი რომ გამეღვიძებინე.უთხრა ინოლამ მარიტას და ყველას გაეცინა,მარიტამ კი თომას შეხედა და თქვა. -კი მამა თომა მიყვარს,მაგრამ თქვენს წინააღმდეგ ვერ წავალ რადგან თქვენ ხართ ჩემი საყრდენი და თქვენთან ერთად გადავწყვიტავ ჩემს მომავალსაც... -კარგი შვილო, თანახმა ვარ მხოლოდ ვხედავ ძალიან უჭირს დედაშენს... -მიჭირს,მარიტა მართლა მიჭირს მაგრამ სიყვარულს წინ ვერავინ დაუდგება გიყვარდეთ ერთმანეთი,აფასებდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის საყრდენი იყავით,სხვა რა გითხრათ არ ვიცი.საღამო ხალისიანად დასრულდა,დანიელი ოჯახთან ერთად ადრე დაემშვიდობა მეგობრებს რადგან მეორე დღეს მნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდა კლინიკაში,ემოციებისგან დაღლილს ადრე დაეძინა და დილით თებესთან ერთად დატოვა სახლი,ზვიო სკოლაში წავიდა და ანინა თავის სამსახურში კლინიკაში კი თათბირზე შესვლამდე ხმაური ატყდა დანიელს გაუკვირდა რა ხმაური არისო და შეგროვილ ხალხს ისიც მიუახლოვდა სადაც ექიმები,ექთნები და პაციენტებიც კი იყვნენ, მაგრამ ადგილზე გაშეშდა რომ შეხედა ბექა თებეს ბეჭედს აძლევდა.იცოდა,განა არ იცოდა რომ ერთმანეთი უყვარდათ,მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო გულზე ხელი მიიდო და ფერი დაეკარგა ჯილდამ შეხედა და უთხრა. -რას იზამ,ბავშვები დაიზარდნენ.დანიელიმ თებე გაბრწყინებული თვალებით რომ დაინახა და მის თითზე ბეჭედი ცრემლით აევსო თვალები,გვიან შეხედა ორივემ იქვე მდგარ დანიელს და თებე მორიდებულად მივიდა მამასთან ცრემლი თავისი ხელებით მოწმინდა მამას და უთხრა. -ვიცი გიჭირს შეეგუო იმ აზრს რომ შენი თებე გაიზარდა და სულ ცოტაც გაგიფრინდება... -დააგვიანეთ კიდეც შვილიშვილი მინდა... -რა თქვი? იყვირა თებემ და მამას ჩაეხუტა,დანიელმა ორივე ხელები მოხვია თებეს და უთხრა. -მხოლოდ მინდა ბედნიერი მყავდე შვილო... -ვარ ბედნიერი მამიკო... -მინდა გაითვალისწინო, რომ რაც შეიძლება იჩქარეთ რომ შვილიშვილი მყავდეს.თებე სერიოზულად უსმენდა,მაგრამ გულიანად გაიცინა და დანიელმა ბექაც ჩაიკრა გულში საღამოს კი სახლში მისულს თებე რომ არ მიყვა ანინამ შეხედა მაგრამ დანიელმა უთხრა. -ახლა მოდი შენც? -თითქმის ერთად შემოვედით,დანიელ თებე სად არის... -თებეს უკვე თავისი პირადი ცხოვრება აქვს ანინა... -რას გულისხმობ...დანიელმა ვიდეო აჩვენა და ანინა ჯერ უხმოდ ყურობდა შემდეგ კი დანიელს ჩაეხუტა და მის მკერდზე იტირა. -ისევ ისეთი პატარა მგონია.ზვიო გაოცებული უყურებდა დედას და მასთან მივიდა. -მამა რა უთხარი დედას, რატომ ტირის... -ბედნიერებისგან ტირის დედა შვილო. -ბედნიერებისგან და რა მოხდა. -თებე დაინიშნა... -როდის... -დღეს კლინიკაში ბექამ ბეჭედი აჩუქა და ცოლობა სთხოვა, ისინი ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას. ზვიო დაფიქრდა და შემდეგ თქვა. -მეც ვაჩუქებ ბეჭედს და მეც დავნიშნავ.... -ვის, ვინ უნდა დანიშნო.გაოცებული უყურებდა დანიელი ზვიოს, ზვიომ კი სერიოზულად უთხრა. -ალინას. -ჩვენს ალინას და ის ხომ ჯერ პატარა არის.უთხრა ანინამ ზვიოს და დანიელს შეხედა დანიელმა კი ორივე ხელები ჩამოისვა სახეზე და თქვა. -ღმერთო გაძლება მომეცი.რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო,შემდეგ კი ანინას შეხედა და უთხრა. -ანინა არაფერს გვაჭმევ შენს კაცებს?ანინამ ვახშამი მოამზადა,მაგრამ ის გონებით თებესთან იყო და ასე ნელა ნელა გაიზარდა მათი სამეგობრო თებე ბექასთან გადავიდა საცხოვრებლად, მარიტა კი თომასთან,მარიტამ და თომამ ერთად იბრძოლა ვახოს და გეგის დახმარებით და თავისი კუთვნილი ბიზნესი დაიბრუნა,მაგრამ დაბრუნებამდე გეგიმ გაარკვია კომპანიის იუბილე ჰქონდათ სადაც მოწვეული იყო ცნობილი ბიზნესმენები და პარტნიორები მარიტამ კი მიიღო გადაწყვეტილება სწორედ დრო იყო გამოჩენილიყო მათ წინაშე და სიმართლისთვის ფარდა აეხადა ის თომასთან ერთად მივიდა იუბილეზე. ფეხაკრებით მიდიოდა მშვიდად, თომა მასთან ერთად იყო მაგრამ არ ჩანდა და ყველამ იფიქრა რომ მარიტა მარტო იყო, ნაცნობმა თვალებმა ადვილად იცნო მარიტა და ჯერ გაუკვირდა შემდეგ კი ირონიით უთხრა. -მობრძანდი ბიძაშვილო,რაო გგონია გაიზარდე და ახლა შეგიძლია ჩემს წინ დადგე მაგრამ შენ ხომ აქ არავინ ხარ,არავისთვის არაფერს არ წარმოადგენ.შემდეგ ახლოს მივიდა და რომ არავის გაეგონა ჩურჩულით უთხრა. -თუ რამეს გაბედავ ხმას ამოიღებ და იტყვი ხვალ იაფფასიან სასტუმროში გიპოვნის შენი შეყვარებული შიშველ მდგომარეობაში მკვდარს კოკაინის გადაჭარბებული დოზით, ასე რომ დაფიქრდი გიღირს სიკვდილი თუ გიხარია ცხოვრება და უხმოდ წახვალ.მარიტა თვალებში უყურებდა მის ბიძაშვილ კაკოს რომელსაც მშობლებმა სული მოუწამლა სიმართლე არ იციან და მტრად მოეკიდა მათ მიერ განადგურებულ ბიძაშვილს ისე რომ არც იცოდა რატომ ემტერებოდა და რატომ ძულდა ასე ძალიან.ბევრმა იცნო მარიტა ის მამას ჰგავდა და იმ ბევრში უფრო მეტმა იცოდა სიმართლე, ამიტომ ჩურჩული გაისმა. -,,ვერ მოერევა მათ და თავს დაიღუპავს''. -,,ამბობენ კარგმა ოჯახმა იშვილაო''. -,,მამასავით ამაყია არ დათმობს მამის ბიზნესს ადვილად''. -,,როგორ გავს მამას მასავით მაღალი და ლამაზია''.მარიტა გრძნობდა ხალხისგან ირონიას,დაცინვას,ბევრის თვალებში სიბრალულიც და თანაგრძნობაც დაინახა სწორედ ამიტომ თავი მაღლა ასწია რომ მისი იმიჯი დაეცვა და მამის შექმნილი იმპერია დაებრუნებინა, ამიტომ კომპანიის წვეულებაზე რომლის დაარსებიდან 30 წელს აღნიშნავდნენ ათასობით ადამიანი ესწრებოდა და იქ იყო კომპანიის აქციონერები, პოლიტიკოსები, პარტნიორები, მეგობრები და უბრალო ნაცნობებიც, სწორედ რომ დროული იყო მარიტას ამ წვეულებაზე მისვლა მან თომას თვალით ანიშნა და თომამ შეტყობინება გააგზავნა. -,,დროულად უნდა მოხვიდეთ თუნდაც წვეულების დამთავრებამდე''. -,,მოვდივართ''. მიიღო პასუხი და მარიტას თვალით ანიშნა რომ ის მზად უნდა ყოფილიყო მაგრამ მარიტა ამაყად იდგა არ გრძნობდა შიშს რადგან ზურგს ვახო,გეგი,თომა,დანიელი და ყველა უმაგრებდა,ის იდგა უემოციოდ და ხალხს თვალს ადევნებდა.გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლომდე ებრძოლა მისი საკუთრების დაბრუნებისთვის და დაიბრუნებდა თუნდაც თავისი სიცოცხლე გაეწირა და დაეხსნა ის არა კანონიერი მფლობელისგან რომლებმაც მიითვისეს ტყუილით და ღალატით.საათს დახედა,დრო ახლოვდებოდა და ტრიუმფალური ველური ღიმილი გადაეფინა სახეზე რაც არ მოეწონა კაკოს და სახეზე გაბრაზებული ნიღაბი მოირგო, მაგრამ ადგილზე დარჩა ხალხის წინაშე წარსდგა ქალბატონი დედა რომელსაც უნდოდა სიტყვა ეთქვა რომ მისი მეუღლე მსხვერპლია ბოროტი ხალხის,რომ ის უდანაშაულოდ დაიჭირეს. ყველა აღტაცებით უკრავდა ტაშს, მარიტა კაკოსთან ახლოს იდგა და უთხრა. -რა აღტაცებით უკრავ ტაშს მკვლელს და სატანას... -რას ამბობ ის ხომ დედაჩემია, ასე რამ გაგაბოროტა... -არ მითხრა რომ არ იცი რაც ჩაიდინა შენმა სათაყვანებელმა დედიკომ და მამიკომ. -რას ბოდავ მარიტა... -მე არ ვბოდავ მე სიმართლეს გეუბნები და ჩემს დევნას უკეთესი იყო სიმართლე გაგეგო. -წადი ახლავეს აქედან შენი ადგილი აქ არ არის და არც არავის მოუწვევიხარ. -წავალ,მაგრამ მაშინ წავალ როცა სიმართლეს სხვებთან ერთად შენც გაიგებ თუ გაიგებ... -მეგობრებო ყურადღებას ვითხოვ,კომპანია რომელიც დღეს 30 წლის იუბილეს ავღნიშნავთ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია... -დიახ რომ უშრომელად არ შექმნილა ეს კომპანია და დაუღალავი შრომა ჩადო ამ კედლების აღორძინებაში ჩემმა გარდაცვლილმა მშობლებმა რომლებიც თქვენი თქმით უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ,ვითომ უბედურ შემთხვევას ქ-ნო მაია...მაია დაიბნა და თავი იმ მხარეს მიაბრუნა საიდანაც ხმა გაიგონა იქ კი მარიტა იდგა ინოლასთან ერთად, ორივე კი მას ზიზღით უყურებდა. -სიმართლე ყველამ უნდა გაიგოს ასე არ არის ბიცოლა. -რას ამბობ ან თქვენ აქ რატომ ხართ... -ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ სადაც ჩვენი ადგილია,ეს კედლები წლების წინ როგორც ვთქვი ჩვენმა მამამ ააღორძინა.გაკოტრებული და თითქმის გაჩერებული კომპანია ნულიდან მამაჩემმა ააშენა და არა თქვენ,თქვენ ყველაფერი გააკეთეთ ამ კედლების დასამისებლად და არც მკვლელობაზე დაგიხევიათ უკან მამა მომიკლაით,დედა მომიკალით და ჯერ არ დაბადებული ძმაც მომიკალით,მათთან ერთად ჩვენი ბედნიერებაც დაიმარხა სახლშიც ვერ აგვიტანეთ მე და ჩემი და სამათხოვროდ ქუჩაში გაგვაგდე,ახლა რომ თავი მოგაქვს ყველამ უნდა გაიგოს ვინც ხარ და მე გეტყვი ვინ ხარ.შენ ხარ ადამიანი ვინც ობლებისთვის ერთი თეფში კერძი დაგენანა, უკეთესი იყო მშვიდად გვეცხოვრა და ჩვეთვის სითბო მოგეცათ,მაგრამ ზიზღი გადმოანთხიე და ყველაფერი წაგვართვი სკოლა დაგვატოვებინე რა თქვენი საქმე არის სწავლაო და გზაში გაგვყარე სამათხოვროდ.ყველა გაშეშდა,კამერები ყველაფერს იწერდა,მაია კი შებრუნდა და ჩურჩულით თქვა. -შეწყვიტე ბოდვა და აქედან წადით ახლავეს. -აქედან ვინც უნდა წავიდეს ეს შენ და შენი ოჯახი ხართ,მაგრამ სად წახვალ ამას სამართალი და მართლმსაჯულება დაადგენს. -ტყუილია.... -შენმა ქმარმა მამას მანქანაზე მუხრუჭები გადაჭრა და იმდენად გშურდათ ჩვენი ოჯახის ბედნიერების ყურება საკუთარი ძმა სიკვდილისთვის გაიმეტა,დიახ მან საკუთარი ძმა მოკლა და შენ ეს კარგად იცოდი ეს თქვენი ერთობლივად შემუშავებული გეგმა არის.მაია გაფითრდდა,ფეხზე იდგა და კანკალებდა მარიტა კი არ ჩერდებოდა და აგრძელებდა. -არ ელოდი ის ქუჩის მათხოვრად ქცეული გოგოები დღეს თუ დადგებოდნენ შენს წინ და დაგიპირისპირდებოდნენ,მაგრამ აქ ვართ ორივე და მიდი შენი ძალაუფლება გამოიყენე.მაია ერთიანად დაიშალა,დაინგრა და მისი კომფორტი მისი სიმდიდრე საპნის ბუშტივით გაქრა. -დაცვა,გაათრიეთ ეს ორი მათხოვარი აქედან და მოკალით. ყვიროდა მაია და ხალხი პანიკაში ჩავარდა,მათ წინ დაინახეს იდგა სახე შეშლილი ქალი ვისაც სიმდიდრის გამო ელაქუცებოდა ბევრი,მაიამ კი იქვე მდგარ გაშეშებულ შვილს შეხედა და ხმის კანკალით უთხრა. -კაკო რამე მოიმოქმდე დარეკე პოლიციაში რომ ეს ორი მატყუარა ჩასვან და პასუხი აგონ ამ ტყუილზე. -პოლიცია უკვე აქ არის ქ-ნო მაია თქვენ ბრალად გედებათ დამიანე და დარინა მეშველიანების განზრახ მკვლელობა და მათი ქონების მითვისება, ასევე მათი შვილების უპატრონოდ მიტოვება.მაიას ხელბორკილები დაადეს და ათასობით ხალხში მაია თავდახრილი გაიყვანეს.მარიტამ თავი ასწია და პოლიცია შეაჩერა მან ვახოს, დანიელის, გეგის, ზაზას, ლაზარეს, თომას, ათულის შუაში ჩადგა ორივე დები და ხმამაღლა თქვა. -შეხედეთ ამ ადამიანებს ამ ხალხმა შემიფარა მშიერი,შიშველი დაძონძილი სამოსით და მიუსაფარი.შეხედეთ ამ ქალბატონს ეს ნატალი არის ჩემი დედობილი და ვახო ჩემი მამობილი ვინც მომცა ოჯახი და ვინც მომცა საშუალება მესწავლა ვყოფილიყავი განათლებული და პერსპექტიული.უცხო და უცნობი ადამიანები ვინც გულში ჩამიკრა და თქვენსავით არ მომქცევია ქუჩაში მდგომს მშიერს და ჭუჭყიანს გვერდი არ ამიარა და არ მომცა საშუალება წავქცეულიყავით,ჩვენ ორივე დებს გვემათხოვრა და დღეს თქვენს წინაშე ვდგევართ ორივე ნასწავლი და განათლებული.გრცხვენოდეთ თქვენი თავის,გრცხვენოდეთ თქვენი საქციელის და გრცხვენოდეთ საერთოდ რომ ცოცხალი ხართ.მარიტამ თავი ასწია თომას ხელი ჩაკიდა და საყვარელ ადამიანებთან ერთად დატოვა დარბაზი, გაოცებულ ხალხთან ერთად რომლებმაც მათი გამბედაობისთვის ტაშით გააცილა დები.მარიტამ და თომამ გეგის დახმარებით გამოავლინა სიმართლე რომელიც დამარხული იყო წლების განმავლობაში ნაგები ტყუილების ქვეშ,როცა ყველაფერი დასრულდა და მარიტამ ქონების დაბრუნების საბუთები ხელში დაიკავა გამარჯვებული შეხედა ყველას და სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა და პანიკური სიცილი დაიწყო, შემდეგ ტირილი ვერ შეიკავა და მხარზე მძიმე ხელი იგრძნო ეს ვახო იყო რომელმაც გულში ჩაიკრა ატირებული და ასე ცდილობდა მის დამშვიდებას თავადაც ცრემლებამდე მისული, შემდეგ თომას შეხედა და ჩურჩულით უთხრა. -მიხედე და ამიერიდან მისი ცრემლის მიზეზი თუ გახდები არ გაპატიებ.თომამ ხელი მოხვია მარიტას და გულზე მიიკრა, ტიროდა მარიტა და თომა არ იძროდა ადგილიდან ის მძიმედ სუნთქავდა ბოლოს კი უთხრა. -დამშვიდდი? -მგონი კი უკეთ ვარ. -ამიერიდან უფრო კარგად იქნები,მიდი პირი დაიბანე თვალები შეშუპებული გაქვს. -თომა მათმა სიცოცხლეც კი მომპარეს ყველაფერთან ერთად,მაგრამ შევძელით და დავიბრუნეთ ეს კი უდიდესი გამარჯვება თქვენით არის თქვენ მომეცით ძალა და ენერგია ამ დღისთვის. -დასრულდა. -საკუთარი ძმა მოკლა, დედა მოკლა და ჯერ არ დაბადებული ბავშვი როგორ გაიმეტეს სიკვდილისთვის,ესეც არ იყო საკმარისი ჩვენი მოკვლაც უნდოდათ... -ბოლოს შეჩერდნენ რადგან იფიქრეს რომ ვერ შევძლებდით,მაგრამ შევძელით და ამიერიდან ყველაფერი თქვენია მარიტა. -დიახ,შევძელი და მათი სახელი მიწასთან გავასწორე...ბიზნესმა ახალი მმართველებთან ერთად დაიწყო მუშაობა სადაც უფროსი თომა იყო,ინოლა და ედი ჯერ კიდევ ჩუმად ხვდებოდა ერთმანეთს.ელიმ მძიმე ავადმყოფობა გამოიარა და დანიელმა ვაკოსთან გაუშვა სამკურნალოდ,მაგრამ რამდენიმე თვეში ელი საყვარელი ადამიანის გვერდით დაასაფლავეს. დანიელის მშობლები მოხუცდნენ და ხშირად ქალაქში ყავდა დანიელს სოფელში საქონელი გაყიდეს რადგან ზვიადის უკვე მათი მოვლა აღარ შეეძლო,მართა ბედნიერი იყო შვილთან და შვილიშვილებთან ყოფნით,მარიბელმა სპორტული სკოლა კიდევ უფრო გაზარდა და თავისი შვილებიც იქ ყავდა ყველამ თავისი გზა იპოვა ცხოვრებაში,დანიელიც ნელა ნელა გათეთრდა სარკეში ჩაიხედა და იქვე მდგარ ზვიოს უთხრა. -შეხედე თმა გამითეთრდა და ეს შენ გამითეთრე... -მე რატომ მაბრალებ თებეს ბრალი არ არის? -არა, თებე არ მიშლიდა ნერვებს შენ მიშლი ნერვებს.ზვიოს გაეცინა დედას ლოყაზე აკოცა და უთხრა. -მიყვარხარ დე... -მამა არ გიყვარს? -მამამ თქვა რომ ვანერვიულებ... დანიელმა კისერში წაავლო ხელი და უთხრა. -მამასაც უყვარხარ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჯიუტი ხარ,ძალიან...ზვიომ თავი გაინთავისუფლა მამის ხელებიდან, ჩაიცინა თვალი ჩაუკრა დანიელს და უთხრა. -ჭაღარაც სიმპატიური ხარ მამა... -ვიღაცას მოხვდება... -რისთვის სიმართლისთვის? ზვიო წავიდა ანინამ წელშე შემოხვია ხელები დანიელს და უთხრა. -დასუსტდი დანიელ ქართველიშვილო ვეღარ აკონტროლებ შვილს. -ჩემს წინ არასოდეს არ წავა ანინა ჩემი შვილი. უთხრა და თვალი ჩაუკრა,შემდეგ გემრიელი კოცნა დაუტოვა და უთხრა. -მთავარია დაიხვეწა და როგორც იქნა ჩვენი მაცივარი თავის ადგილზე დგას...ანინას გაეცინა და დანიელთან ერთად დატოვა სახლი მართამ კი შეაჩერა ორივე და უთხრა. -დღეს რა დაგახვედროთ შვილო ვახშმად. -რაც გინდა დედა...ორივემ ერთად უთხრა და სამივეს გაეცინა,მართამ დალოცა შვილები და კარი ფრთხილად მიხურა.დაუნდობელი სული დამშვიდდა საბოლოოდ როცა ლევანის გარდაცვალება გაიგო,დანიელმა პირობა შეასრულა ოთხ მეგობარს რომლებიც მასავით უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს პირობა მისცა დაეხმარებოდა ყველა დაასაქმა,თებეს ულამაზესი ქორწილი გადაუხადა და შვილიშვილიც აიყვანა ხელში მასზე ბედნიერი იმ წუთებში არავინ იყო სამყაროში. წლებს შეუძლია წალეკოს ყველაფერი,მაგრამ დაუსრულებელ სიყვარულს წლებიც ვერ წაშლის ის უკვდავი რჩება სწორედ რომ სიყვარულმა შექმნა წლები და მათი შვილებიც სიყვარულის და სიგიჟის ნაყოფია,ზაზას და მურადის ბიჭები ერთად ჩხუბის თავები იყვნენ,ისინი ქორივით დაყვებოდნენ დებს უკან,ბედნიერება იყო მათი ყურება და სამეგობროში მხოლოდ ჯილდას და ომარის ყავდა ყველაზე პატარა და ახლა მხოლოდ მასზე იყო გადართული ყველა,შემდეგ თებეს შვილი ყველას შვილიშვილი იყო.ყველას ჭაღარა შეეპარა ზაზა სარკეში უყურებდა თავის თავს და ჭაღარას იცლიდა,მაგრამ ბოლოს რომ ერთიანად შემოერია თავი მიანება ერთ დღეს მარიბელიმ შეხედა და უთხრა. -შეიღებე თმები და ყველაზე ახალგაზრდა შენ იქნები. -არ არის ცუდი აზრი.თქვა ზაზამ და ორივეს გაეცინა,მერაბი უყურებდა მათ და თქვა. -ორივე ერთნაირები ხართ ამიტომ იპოვეთ ერთმანეთი... -გავიზარდეთ მამა და კანიც გამოვიცვალეთ,დავსერიოზულდით. -ტვინი არ გემატებათ ასაკი კი... არ ეთმობოდათ ერთმანეთი და შეუმჩნევლად იცვლებოდა კალენდარზე რიცხვები და როგორ სწრაფად გავიდა დრო,წლები.გაიზარდა მათი სამყარო ერთად ცხოვრება ისწავლეს და მათი ყოველი ტკივილი,ყველა პრობლემა კიდევ უფრო მჭიდროს ხდიდა მათ ურთიერთობას და როცა თეთრი კაბით მათ წინ იდგა მათი შვილები მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს მათ თვალების ქვეშ გაჩენილი ნაოჭები.ზვიადი ჩუმად იჯდა და შვილის მოძრაობას თვალს ადევნებდა თითქოს გრძნობდა რომ მათ უკანასკნელად ხედავდა და საღამოს უკვე აღარ სუნთქავდა.მძიმე იყო დანიელისთვის მამის დაკარგვა,ასევე მძიმე იყო მართასთვის მაგრამ ის ქალაქში აღარ წასულა არ დატოვა თავისი კერა სადაც წლები ძალიან ბევრ ტკივილს და ტანჯვას გაუძლო მაგრამ ოჯახი მაინც არ წააქცია.დანიელმა ფეხ და ფეხ დიდი ხანი იყო ასე არ გაევლო თავის ეზოში,ეზოს ბოლომდეც ჩავიდა მდინარესთან იქ ჩამოჯდა ქვაზე და წყლის დინებას უყურებდა დრო გავიდა ფიქრებში და გვერდით იგრძნო ვიღაც რომ დაუჯდა ხელი მოხვია და უთხრა. -შენ ხარ ჩემი დასაყრდენი და შენს სხეულზე მეტად შენი სული მიყვარს. შენი გრძნობები და შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი,წამი,წელი და მთელი ეს დრო დაუნდობელიც ბევრჯერ ვიყავი მაგრამ ყოველთვის ერთად ვიყავით შენ სიყვარულმა გატკინა,გატირა,მაგრამ განგკურნა კიდეც საყვარელო. -დაუნდობელი დანიელ ქართველიშვილი არავინ დაიჯერებს ამას...უთხრა და მის მხარზე თავი ჩამოდი,სიყვარული უფრო ძლიერი იყო იმ ასაკში ვიდრე პირველივე წუთიდან. გატყდა, ძალიან განიცადა და ცრემლებად დაიღვარა,მაგრამ ყველასგან შორს და მის ცრემლებს მხოლოდ ანინა უყურებდა მხოლოდ მას შეეძლო მოეწმინდა მის თვალზე ცრემლი, მზე უკვე ჩასვლას აპირებდა და ანინამ უთხრა. -საყვარელო ნამდვილი სიყვარული შენც კარგად იცი რომ ფულით არ იზომება,არამედ იმ სიკეთით რომელიც დატოვა მამამ ყველას გულში. -დედა,მამა სად ხართ ბებია თქვენზე ნერვიულობს. ზვიო მიუახლოვდა მათ და შემდეგ აღტაცებულმა უთხრა დანიელს. -რა სილამაზეა, მამა ეს ადგილი ჩვენია? -ჩვენია შვილო,წყლის გადაღმაც ის ეკლის ტყეც ჩვენია მამას ძალიან უყვარდა აქ ყოფნა თითოეული ძირი ეკალი მისი დარგულია,მერე მე მოვეხმარე 12 წლის ვიყავი ასამდე ძირი დავრგეთ და გავიდა წლები შვილო მამა მოხუცდა მეც ასაკში შევედი ხეებიც დაიზარდნენ და ამ ადგილებმა რამდენი ადამიანის სიცოცხლე გამოიარა.ბაბუას სიყვარული განსაკუთრებულ კავშირში იყო ამ ადგილებში,დროა ამიერიდან მეც ვიზრუნო სოფელზე და აქ ხშირად ვიარო. ზვიო უკვე დიდი ხარ და ... -მამა მეც მინდა რაღაც რომ გითხრათ... -არ მინდა მითხრა ამ წუთში რომ შენც შეყვარებული ხარ... -არა,არა და გთხოვ უნდა გამიგო რომ შენს პროფესიას ვერ გავყვები... -ვიცოდი, არასოდეს გიზიდავდა ექიმობა არადა როგორ მოგიხდებოდა თეთრი ხალათი რა გადაწყვეტილება მიიღე. -არქიტექტორი უნდა ვიყო და მინდა განსხვავებუყლი ნაგებობები ავაშენო. -მე არ გედავები,ძალდატანებით ვერც ექიმი გამოხვალ,ვერც მშენებელი და ვერც მენაგვე რასაც აკეთებ ის საქმე უნდა გიყვარდეს და შენს საქმეს სიყვარულით აკეთებდე. -გამოდის თანახმა ხარ... -შენ შენი აზრი გაქვს,შენი გემოვნება და გემოვნებაზე არ დაობენ. -მადლობა დედა,მადლობა მამა და წავიდეთ ბებო ნერვიულობს რომ დაგაგვიანდათ. -წავედით...დანიელმა ხელი მოხვია ცოლ-შვილს და სახლში ასე შევიდნენ მართას შეხედა და უთხრა. -ამიერიდან ხშირად ვივლით და მარტოობას არ გაგრძნობინებთ,დაისვენე დედა. -დასვენების დრო არ არის დანიელ მამაშენი სულ გარეთ იყო ახლა ჩემი დრო არის მე უნდა მივხედო სახლს,ეზოს და ყველაფერს. -დედა მძიმე სამუშაოს შენ ვერ შეძლებ აქ მიხედე ეზოში შენი ყვავილების ბაღს და ესეც საკმარისია. -ჩემი ადგილი აქ არის შვილო,ჩემი ვალდებულებაც შენ შენს ოჯახს და საქმეს მიხედე ისედაც დატვირთული ხარ ზოგჯერ სახლშიდაც ვერ მოდიხარ ასე რომ გავუძლებთ,წადით ახლა ნუ დაიღამებთ ხვალ ყველას თქვენი საქმე გელოდებათ.შვილები გააცილა სიყვარულით და იმ ღამით მშვიდად დატოვა იმ სახლის კედლები სადაც მისი ცხოვრების 44 წელი გაატარა, დანიელისთვის ძალიან რთული იყო დედის წასვლა თან მოულოდნელი რომ არ სჯეროდა ის გაშეშებული იდგა და ვერაფერს ამბობდა. გაყინული იყო,პანაშვიდზე მოსულ ხალხს გათიშული ხვდებოდა დასაფლავების დღეს იდგა სასახლესთან და უყურებდა დედას შემდეგ კი სიცვრცეში აიხედა და ცრემლი დაედინა სახეზე მხოლოდ ანინას ესმოდა მისი გული რას ჩურჩულებდა. -დედა მოდის და ღირსეულად დახვდი მამა.შუბლზე აკოცა მართას და სევდანარევი მოგონებები აირია გონებაში,თვალები დახუჭა და მოგონებებში ხედავდა დედის მომღიმარ სახეს და მუქ წაბლისფერ თმებს. -ახლაც ამ ასაკში ბავშვი ვარ შენთვის დედა, ისე როგორც ჩემი შვილები სულ პატარები იქნებიან ჩემთვის.დაიმედებული გამიშვი და წახვედი,თბილი მზერა და სიყვარული გაგვატანე იმ დღეს,მაგრამ ვერ გათვალე რომ ძალიან მომენატრებით და დამაკლდებით ორივე თუმცა შეუძლებელია რამე შევცვალო.დასაფლავებამდე დანიელი კიდევ მოეფერა დედას და ყველას გასაგონად თქვა. -ამაყი ვარ რომ შენი შვილი ვარ დედა...შემდეგ უკან დაიხია ზვიოს გვერდით დადგა ორივე ერთი სიმაღლის იყო და ორივეს გულში დიდი სიყვარული დიდ ტკივილად დარჩა რომელიც ჯერ კიდევ სულ ახალი იყო და ტკივილი არა მარტო გულში სულშიც ტრიალებდა. დაკრძალვაზე ცა ძალიან მშვიდი იყო,თითქოს მართას გამო იყო ასეთი მშვიდი და წყნარი რადგან სიმშვიდე მართას ხასიათში იყო.დანიელის თვალებში შუქი ჩაქრა,ის სხივი აღარ იყო რაც ყველას მოწონდა მასში და ახალისებდა. სახლში სიჩუმე იყო ისეთი სიჩუმე რომ აუტანელი იყო უკვე ამ სიჩუმეში ყოფნა,ძლიერი და დაუნდობელი დანიელი გაქრა,მის ადგილზე ვიღაც სხვა უცხო უცნობი ადამიანი იდგა და მის გვერდით ყოფნა უკვე დამთურგვნელიც კი იყო. -დანიელ საკმარისია დაუბრუნდი შენს თავს...დანიელმა არაფერი თქვა მან ანინას მხარზე ჩამოადო თავი და ცრემლი ჩამოუგორდა და ეს იყო ბოლო ცრემლი რომელიც ანინამ ნახა მის თვალზე. -ვიცი რომ ძალიან დაგღალეთ ყველა,მაგრამ დედას წასვლა ძალიან მოულოდნელი იყო ანინა. -ყველას გული დაგვწყვიტა,გვატკინა,მაგრამ ჩვენს ცოცხლები ვართ და უნდა ვიცხოვროთ. მთელი ცხოვრება ცდილობ რომ ყველგან და ყველაფერში სწორი იყო და ახლაც აიყვანე თავი ხელში და შენს საქმეს დაუბრუნდი. -ზვიო სად არის არც გუშინ იყო სახლში და არც დღეს არის,სად დადის. -სოფელში წავიდა... -ზაზასთან? -არა ჩვენს სოფელში დანიელ თქვა ამიერიდან ხშირად ვივლიო. -ეთქვა და მეც წავიდოდი,შენ გათიშული ხარ ეს დღეები კლინიკიდან დარეკეს რამდენჯერმე ომარიმ,ჯილდამ,თებეც იყო მოსული,მაგრამ შენ ჩვენს სამყაროს არ ეკუთნი სულ სხვაგან დაფრინავ შენი გონებით. -თებეც იყო მოსული და რომ არ მახსოვს,როგორ არის. -თებე კარგად არის,დანიელ... -მოდი ჩემთან,ვიცი რომ ცუდი საქციელი მაქვს ეს დღეები,მაგრამ ყველა რომ დამავიწყდეს შენ არ მავიწყდები.უთხრა ანინას და ისე მაგრად ჩაეხუტა რომ ძვლები ატკივდა,შემდეგ კი ჩურჩულით თქვა. -საკმარისია უნდა გავიდე კლინიკაში და საქმეს დაუდო გული,შენ? -მეც შემოძალებული საქმეები მაქვს სკოლის რამდენიმე ბანკეტი არის ჩვენს რესტორანში. -ზვიოს ბანკეტი? -იდეა მაქვს და გეტყვი... -მითხარი და მეც გეტვი რა მოვიფიქრე. -ზვიოს ბანკეტი ჩვენს რესტორანში გავაკეთოთ და ეს დღე ვაჩუქოთ ბავშვებს და ეს თვით ზვიოსთვისაც იყოს სიურპრიზი. -კარგი აზრია და რომ გითხრა მეც იგივე იდეა მქონდა,ანინა დაიჯერებ? -დავიჯერებ,ზვიო ძალიან დაგემგვანა შენ დანიელ ადრე უფრო ჩემს თავს ვამსგავსებდი, მაგრამ ორივე შვილი შენ დაიმსგავსე...დანიელმა შეხედა და სიცილით უთხრა. -მაშინ მესამე დაიმსგავსე შენ ამ სიბერეში... -შენ კარგად ხარ რა დროს ჩემი პატარაა და ჩემი ორსულობა ამ ასაკში 38 წლის ვარ რთულია საყვარელო,მაგრამ თუ უფალი გვაჩუქებს უარს არ ვიტყვი. -მართალია,უფალმა უნდა გვაჩუქოს მისი ნებით არაფერი ხდება,ანინა მშია. -ოოოო,დაგვიბრუნდი დანიელ ქართველიშვილო და რას მიირთმევთ? -ჯერ კარგი გემრიელი და ნაყოფიერი ყავა მინდა.... -კლინიკა? -ხვალიდან წავალ, დღეს ბიჭებს ვნახავ ისინიც დამუნჯებულები არიან.ანინამ ტელეფონი აიღო და ყველას დაურეკა ჩათში,ყველას მოწყენილი სახე ჰქონდა და ანინამაც მოწყენილად თქვა. -ყველაფერი გადადეთ და მოდით ახლავეს.გათიშა ტელეფონი და დანიელს შეხედა, დანიელმა კი გაოცებულმა უთხრა. -რას აკეთებ, ხომ ვიცი როგორ წამოვლიან რამე არ მოიწიოს რომელიმემ სიჩქარით...ანინა იცინოდა და სამზარეულოში შევიდა სადილის მზადება დაიწყო იცოდა ყველა მათთან მივიდოდა ამიტომ უბრალო რამ მოამზადა თუმცა ცომიც მოზილა და გვერძე მიდო,დანიელი სამზარეულოში შევიდა და ანინას შეხედა შემდეგ უკნიდან ხელები მოხვია და უთხრა. -მალე 40 დღე გახდება რაც დედა აღარ არის,მტკივა ანინა მაგრამ როგორც შენ თქვი ცხოვრება გრძელდება და შენ ხარ ჩემი ნაწილი.ანინა შებრუნდა მის მკლავებში მკერდზე მიერდნო და უთხრა. -ბავშვებიც დაიზარდნენ და თავიანთი გზა იპოვეს,დანიელ ახლა იქ თებე არის ბექა არის და გთხოვ სახლში მოდი ყოველ საღამოს. -აუცილებლად,ნელა ნელა მივანდობ ბავშვებს კლინიკას ჩემი სამაყრო შენ ხარ და ყოველთვის შენთან მოვიჩქარი.კარზე ზარი იყო და ორივეს გაეცინა. -მოვიდნენ.თქვა ანინამ და დანიელმა უთხრა. -მე გავაღებ. ანინას აკოცა და კარის გასაღებად წავიდა,კარი გააღო და კართან ზაზა,ვახო და მურადი იდგა სამივე დანიელს უყურებდა,დანიელმა სამივე შეათვალიერა და გაეცინა. -შემოდით,ეს ანინას ერთადერთი ტყუილია მაგრამ სასიამოვნო. -ასე რა დანიელ ჯანდაბას ჩემი ნერვიულობა როგორ გამიხარდა გაღიმებულს რომ გხედავ. რამდენიმე წუთში გელა,ლაზარე,ათული და გეგიც შეუერთდა მეგობრებს იმ ღამით გვიან ღამემდე ისხდნენ ზვიოც დაბრუნდა და ღიმილით შეხედა საყვარელ ადამიანებს,შემდეგ სახლს თვალი მოავლო და თქვა. -მარტოები ხართ? -მარტოები ვართ...დანიელმა შეხედა მურადის და სიცილით უთხრა. -მიგვიღებ შენს ოჯახში გოგო რომ მოგტაცოთ მურად. -დანიელ რის თქმას ცდილობ გინდა მითხრა რომ ზვიოს.... -აქამდე ვერ შეამჩნიე ბავშობიდან უყვარს შენი პრინცესა... -ვიცოდი და ვფიქრობდი ჯერ პატარები არიან გაიზრდება და ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავსმეთქი...მურადიმ შეხედა ზვიოს და ზვიადიც მათ შეუერთდა დანიელის გვერდით დაჯდა,დანიელმა ხელი მოხვია შვილს და უთხრა. -მომესწრო შვილი...კარზე ზარი იყო და სახლში თებე შემოვიდა გაღიმებული რამაც დანიელი ძალიან გაახარა,თებემ ზვიადი ააგდო ადგილიდან და მამის გვერდით დაჯდა და თვალებში უყურებდა მამას შემდეგ კი უთხრა. -სურვილი აგისრულე მამიკო. -რა სურვილი...უეცრად გაჩერდა და თებეს შეხედა შემდეგ კი ბედნიერმა გულიანად გაიცინა. -მართლა? -მართლა,რამდენიმე თვეში ჩემს შვილს საყვარელი ბაბუა და ბებო ეყოლება და თან არა ერთი რამდენიმე. თებეს სასიხარულო ცნობამ სიმხიარულე შემოიტანა ოჯახში და ყველამ გულში ჩაიკრა...ზვიომ ხელში აიყვანა თებე და შემოატრიალა თებემ კი შეშინებულმა შემოხვია ხელები და ყვიროდა. -დამსვი,დამსვი ზვიო არ გაგივარდე ხელიდან როგორც მე გაგაგდე ერთხელ... -ღირსი ყოფილხარ დაგაგდო ძირს და მიზეზიც მქონია,მაგრამ ახლა არა ვერ გაგიმეტებ თუმცა გოლიათს ტყუილად მეძახიან ძია უნდა გავხდე ძია...დანიელი ბედნიერი იყო და ანინას სიყვარულით უყურებდა შემდეგ კი მეგობრებს შეხედა და თქვა. -ბიჭებო.... -დანიელ პირველად ლაზარე გახდა მამა მერე შენ და ბაბუაც ლაზარე გახდება პირველი და მერე შენ...მხიარულებაში იყვენ ბიჭები რომ ზაზამ შეხედა ბიჭებს და თქვა. -მე ჩემს გოგოებს არ გავათხოვებ. -როგორც შენ იყავი აცრილი დაქორწინებაზე,მაგრამ ახლა? -ჰოდა არ გავათხოვებ...... -რატომ? შეხედა დანიელმა და გაეცინა. -არ გავათხოვებ და მორჩა. -გგონია შეგეკითხება თუ ასეთი სახე დაანახე ან შვილიშვილი არ გინდა რომ გყავდეს? -ესაა შვილიშვილი რომ მინდა? თქვა და ყველამ გულიანად გაიცინა...ვახომ ტელეფონს დახედა და ნატალის უპასუხა. -გისმენ ნატალი... -ვახო სად ხარ. -რა მოხდა რატომ ტირი ნატალი, -ინოლა და ედი... -რა ინოლა და ედი რა დაემართა ბავშვებს. -წავიდნენ და წერილი დატოვეს...ვახომ შუბლზე მოისვა ხელი და თქვა. -გაიპარნენ? -ვერ გაბედა დალაპარაკება მარიტასავით გაბედული არ იყო ინოლა და ბოდიშს გვიხდის წერილში... -ბედნიერი იყვნენ ბავშვები ნატალი სხვა რა უნდა ვთქვა. -ისეთი წყნარი იყო ინოლა.... -დამდგარ წყალში მეტი ბაცილებია ნატალი და დამშვიდდი მალე ბებია გახდები ჩვენი თებე შვილიშვილს გვაჩუქებს მერე მარიტაც გაგვახარებს და ასე შევაბერდებით ერთმანეთს საყვარელო....სიხარული იზრდებოდა,სიყვარული უფრო ძლიერდებოდა და უფრო გიზგიზებდა მათი განკურნების წამალი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია.დაღლილი და შეშინებული დაბრუნდა ზაზა და მარიბელს შეეშინდა მისი შეხედვის. -ზაზა რა მოხდა ფერი არ გადევს. -გოგოებს მიხედე,შეყვარებული მყავს ეს სიტყვა არ გამაგონოთ...მარიბელს სახე გაეხსნა და ზაზას გვერდით დაჯდა. -რა მოხდა,ვერ თმობ პრინცესებს? -ნუ იცინი მარიბელ ისინი ამ სახლიდან არ წავლენ და მორჩა. -მაშინ სიძე მოვა ამ სახლში,პრობლემას ვერ ვხედავ. -არა,არც სიძე არ მოვა. -შენ რომ გიტანს მამაჩემი ეს დაგავიწყდა? -მე კარგი სიძე ვარ,კარგი ბიჭი და ბოლო ბოლო მას სამი შვილიშვილი ვაჩუქე.მარიბელმა შეხედა ზაზას და სიცილი ვერ შეიკავა... -რა გაცინებს მარიბელ ვერ შეველევი ჩემს გოგოებს. -დანიელი როგორ შეელია თებეს ან ვახო როგორ შეელია მარიტას,ზაზა შენც აცრილი იყავი ერთ დროს დაქორწინებაზე ასე რომ გაჩუმდი და გოგოებს ვერ ჩაკეტავ ნუ დააშინებ მათ და შენი სულელური აზრებით რამე სისულელე არ ჩაიდინონ თორემ ვერ გადამირჩები.ზაზამ მარიბელს შეხედა ხელები გაშალა და უთხრა. -მოდი ჩემთან თორემ ცუდად ვარ...მარიბელი გულში ჩაეკრა ზაზას და უთხრა. -ტკივილამდე,სულის ტკივილამდე მენატრები ზოგჯერ ისე ძალიან მიყვარხარ გადარეულო. -მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ მარიბელ,დღეს ედი და ინოლა გაიპარნენ, იცოდი რამე? -ვიცოდი,ჯერ კიდევ პატარები იყვნენ რომ ვიცოდი მათ შესახებ. -მარიბელ საშიში ქალი ხარ ეს იცი? -ესეც ვიცი...თქვა და ორივეს გაეცინა. -კიდევ ერთი შვილი რომ გავაჩინოთ? -გავაჩინოთ მე წინააღმდეგი არ ვარ საყვარელო... -მარიბელ შენთან სუნთქვა იოლია და როცა სახლში ვარ ვერ ვგებულობ ღამე როგორ მეპარება,შემდეგ დილა მოდის და სურვილი მაქვს საწოლიდან არ გაგიშვა... -მაბედნიერებს შენი შეხება,შენი მოფერება და იცი რას ვგრძნობ კიდევ ერთხელ მიხსნი სიყვარულს ფაქიზად და გრძნობით. -საყვარელო უსიყვარულოდ გავიზარდე მარტო,დანიელის გაცნობის შემდეგ მიეცა აზრი ჩემს ცხოვრებას,მე ყინული არ ვარ და შენი გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი იმედი გამიჩნდა რომ მეც ვარ ვიღაც,მანამდე იყო მხოლოდ სურვილები,დროის ცვალებადობა,მაგრამ შენთან ერთად აელვარდა ჩემი ცხოვრება.ქორწინებაზე აცრილი შენთან ცხოვრების შემდეგ მივხვდი რომ სიყვარული არასოდეს ქრება და არც კვდება თუ თავად არ გავაქრობთ და არ ჩავკლავთ მას ჩვენში,ყველა წყვილი სიყვარულით სავსე მიყვება ცხოვრების რთულ და საინტერესო თავგადასავლებით სავსე გზას საკმაოდ თმაშევერცხლილები და კიდევ უფრო სიმპატიურები. დანიელი დაუბრუნდა კლინიკას და დაუბრუნდა მის ჩვეულ ცხოვრებას,ერთ დღეს უცნაური შეგრძნება ჰქონდა გულზე ხელი მიიდო და საათს შეხედა შემდეგ ტელეფონს დახედა.... ანინას სამი გამოტოვებული ზარი იყო. -ისევ დავაგვიანე არადა დავპირდი...გადადო ჯილდას ნახვა,გზაში ისევ შეაწუხა გულმა ისევ გულზე მიიდო ხელი. -მგონი დასასრული გიახლოვდება დანიელ ქართველიშვილო....სახლში შევიდა და ანინა კართან დახვდა შეხედა და გული აუფრიალდა ეს კი არ იყო ტკივილი ეს სიყვარული იყო, ჩანთა იქვე დადო ანინას ორივე ხელი მოხვია და გულზე მიიკრა საფეთქელთან ტუჩები მიადო და კისერს ჩაუყვა ჩურჩულით კი უთხრა. -ზვიო სად არის თუ სახლში არ არის როდის დაბრუნდება. -დღეს არ დაბრუნდება ბავშვები იკრიბებიან ერთად როგორც ჩვენ ვიკრიბებოდით ადრეულ წლებში.უთხრა დაბნეულმა დანიელის მკლავებში გაყუჩულმა და გრძნობდა მთელ სხეულში ჭიანჭველების ჟრუანტელს თავადაც მოხვია მკლავები და უთხრა. -ჩემში ყოველთვის დაუსრულებელი სურვილი ხარ,ჩემში აღმოცენებული და ჩემშივე ჩაკარგული. -იგივეს გეტყოდი მეც საყვარელო შენს სხეულს პირველვე შეხებაზე თაფლის სურნელი ასდის, შენს ტუჩებს კი ვარდის სურნელი აქვს.ჩემო ანინა რაც არ უნდა ძლიერი ვიყო შენს მკლავებში შენს გვერდით უძლური ვარ შენ ჩემი ფიქრების და ჩემი არა ადამიანური გრძნობების ნაწილი ხარ და შენ ისევ აგდის სიყვარულის,ვარდის და ჩვენი ასრულებული ოცნებების სურნელი.ჩემი სითბო,სიტკბო და ჩემი დიდი სიყვარული ჩემი შვილების დედა და ბედნიერი ვარ სხვას რომ არ შევხვდი იმ ღამით ან სხვა დროს ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ქალის გვერდით. -ჩემო ძვირფასო ქმარო ნუ ეხუმრები ნატიფ გრძნობებს, რომლებიც შენს შეხედვაზეც კი იშლება არა თუ შეხებაზე.ის ღამე ბედნიერი ღამე ჰქონდათ დილით კი ბექას ზარმა გააღვიძა დანიელი და შეშინებულმა აიღო ტელეფონი ანინას გადახედა და ჩუმად უპასუხა. -ბექა რა მოხდა შვილო... -გილოცავთ, ბაბუა გახდი შვილიშვილი მელანო დაიბადა. -რა,რა,რა თქვი...იყვირა დანიელმა და ანინამაც გაიღვიძა. -რა მოხდა დანიელ...უყურებდა დანიელს და დანიელი სიხარულისგან ტიროდა,შემდეგ ანინას შეხედა და უთხრა. -გილოცავ საყვარელო ბებია გახდი,მელანო მობრძანდა და გვაგრძნობინა რომ სიბერისკენ მივდივართ. -რას ამბობ ჯერ ხომ,ჯერ ხომ....სასწრაფოდ წამოდგა ორივე და სიჩქარეში ორივეს დარჩა ტელეფონი სახლში,მაგრამ გზიდან აღარ დაბრუნდა კლინიკაში მისულს ბექას შეხედა. -როგორ არიან, რატომ ადრე არ დარეკე შვილო. -კარგად არიან არც გაწვალებულა,მოვედით და რამდენიმე წუთში დაიბადა. -საკეისრო? -არა, იმშობიარა ჩვეულებრივად. -უნდა ვნახო.... -დედა-შვილი ერთად არიან....ანინა ჩქარი ნაბიჯით წავიდა თებეს სანახავად,მიდიოდა არც უკითხია სად ნახავდა შვილს ბექა სიცილით მიყვებოდა უკან და მკლავზე ხელი მოკიდა. -რომ მიდიხარ იცი სად უნდა ნახო? -დავიბენი ბექა და ნუ იცინი წამიყვანე მათთან.ბექამ წინ წავიდა და როცა ოთახში შევიდა გაშეშებული უყურებდა თებეს მკლვებში მომწყვდეულ პატარა ციცქნა ვარდისფერ ყვავილს დედის მკერდზე რომ მისძინებოდა,ანინამ შეხედა თებეს და ცრემლი მოერია. -ვერ ვიჯერებ რომ ეს თოჯინა შენი შვილია და ჩემი შვილიშვილი,ბებოს ყვავილო.ხელში ფრთხილად აიყვანა და დანიელმა შეაღო კარი ანინამ შეხედა დანიელს და უთხრა. -გამარჯობა ბაბუ მე ვარ ის ყვავილი ჭკუიდან რომ გადაგიყვანთ.დანიელმა გაუღიმა ანინას მაგრამ ჯერ თებესთან მივიდა გულში ჩაიკრა და უთხრა. -იცი რომ ჩემი ბედნიერება უფრო და უფრო გაზარდე და უფრო მდიდარი გახადე. -მამა, ჩემო ტკბილო მამიკო ვამაყობ რომ თქვენი შვილი ვარ...ყველამ მოვიდა თებესთან ყველა ბედნიერი იყო ვახოს ტელეფონზე ვიდეო ზარი იყო ნატალის შეხედა და ყველა გაჩუმდა... -გილოცავთ ბებია და ბაბუა გახდით...თომას პატარა ეჭირა ხელში და ბედნიერებას ასხივებდა,დაიბნა ვახო,დაიბნა ნატალი და ყველა ორი ანგელოზი ერთად ესტუმრა სამეგობროს,მაგრამ სხვა და სხვა ქვეყანაში თუმცა სიყვარული მათი არ იცვლებოდა.ვიდეო თვალს ინოლა შეუერთდა ბედნიერი უყურებდა ყველას,ცრემლით სავსე თვალებით უყურებდა ერთმანეთს ვახო და ნატალი თომამ კი კიდევ უფრო მეტი მიზეზი მისცა ატირებულიყო. -მარიტას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და პატარას ბაბუას სახელი ვახო დავარქვით. -მე კი ნატალის დავარქმევ ჩემს გოგოს.თქვა ინოლამ და ვახომ იღრიალა. -რას მიშვებით გოგოებო... -თქვენით ვდგევართ მე და მარიტა ფეხზე მყარად,თქვენ მოგვეცი ძალა,ენერგია და სიყვარული რომ ზურგშექცეული ცხოვრება გაგვეგრძელებინა.კარი გაიღო და ბუშტებით ზაზა,მარობელი ბავშვებით შემოვიდა ოთახში და კიდევ უფრო დიდი სიხარული შემოიტანეს ზაზამ წარბები აუთამაშა დანიელს და თქვა. -მე ყველაზე მდიდარი ვარ თქვენს შორის... -რა ხდება,რაღაც ძალიან გიხარია და ამ სიბერეში კიდევ იეშმაკე ზაზა. -კიდევ ორი ტყუპი არის გზაში ძმებო...მარიბელი იღიმოდა და ანინას უყურებდა,ანინა მეგობარს გადაეხვია და ეს იყო ერთი დიდი მყარი ოჯახის დიდი სიხარული.დღეები გავიდა თებე სახლში გაწერეს,მარიტა და თომა ისე შორს იყო როგორც ინოლა და ედი მაგრამ ოთხივემ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო რომ დრო იყო დაბრუნებოდნენ ოჯახს და იქ დატოვებულ ბიზნეს გაძღოლოდნენ რომელსაც ვახო განაგებდა მათ არ ყოფნაში.სამეგობრო გაიზარდა მხოლოდ გეგის ეშინოდა მეორე შვილის გაჩენის კლარას რთული მშობიარობის შემდეგ მაგრამ ხარობდნენ ყველას სიხარულით,ათული და ნუკი ორი შვილის მშობლები იყვნენ ზვიო სიყვარულით ანთებული და გოგოსგან თანხმობის შემდეგ სულ ვერ ხედავდნენ სახლში და დანიელმა როცა ერთ საღამოს ზვიო სახლში დახვდა უთხრა. -რას ფიქრობ შვილო ასე გინდა ირო და უსაქმოდ იყო? -ვაშავებ რამეს მამა.... -არა არ აშავებ,მაგრამ მოიყვანე სახლში და ერთ ადგილზე იქნები აღარ მომიწევს შენი ძებნა სად ხარ და ვისთან ხარ. -ჯერ ორივე ვსწავლობთ უნდა დავამთავროთ და შემდეგ... -შენ ხომ ამთავრებ წელს... -მამა ყველაფერს მისი დრო აქვს,მაგრამ მგონი ეს დრო მოვიდა. -რას გულისხმობ ზვიო შვილო.... -კი მამა სწორად მიხვდი ალინა და მე უკვე ერთად ვარ. -რამდენი ხანია,ორსულად არის? -არა,ორსულად არ არის მაგრამ არც ესაა გამორიცხული. -ზვიადი ღირსეულად მოიქეცი და არავის გული არ ატკინო,მით უფრო გოგოს. -ვიცი მამა მე პატარა აღარ ვარ და დროა ჩემს თავზე ავიღო ვალდებულება,ასე რომ მეც მალე დაწყვილებულად დავდგები თქვენს წინაშე.როგორც იქნა გათენდა დილა როცა ყველა ერთად იქნებოდა სრული შემადგენლობით,მაგრამ ამჯერად შეხვედრა დანიელის მშობლიურ სახლში მოხდა.დანიელი უყურებდა ყველას ერთად და ფიქრობდა რამდენი რამ გამოიარეს ერთად დღეს კი ყველა ბედნიერია ერთმანეთის არსებობით,მაგიდა გააწყო ანინამ ნატალის დახმარებით და მაგიდასთან მიიწვია ყველა. -მეგობრებო...ფეხზე წამოდგა დანიელი ანინას ანიშნა მასთან მისულიყო,ხელი მოხვია ანინას და თქვა. -17 წლის იყო ანინა პირველად რომ შევხვდით და ეს შეხვედრა არ ყოფილა დაგეგმილი, მაგრამ შეხვედრა მხოლოდ ერთხელ მოხდა თუმცა შვილი წლის შემდეგ ისევ ვიპოვე ჯერ ანინა და შემდეგ თებე და ანინადან დავიწყე ბედნიერების საფეხურზე ასვლა და დღეს რომ ასე ერთად მოვსულიყავით ანინამ ძალიან ბევრი რამ გამოიარა და რომელი გავიხსენო მისი მოულოდნელი ორსულობა ოჯახისთვის და ოჯახიდან უარყოფა,თებეს დაკარგვა თუ იმ არაკაცებთან ბრძოლა,მაგრამ ყველა ქარიშხალი ჩადგა და ჩაწყნარდა ახლა სიმშვიდე გვაქვს.მე მეგობრებთან ერთად ვისწავლე ქარიშხალის გარღვევა სიმშვიდე რომ მოგვეპოვებინა და იმ ქაოსში ჩვენ ეს შევძელით,მხოლოდ სინანული მაქვს დღემდე რომ უდანაშაულო მაირა და თებე ვერ გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან ალბად ეს ასეც უნდა მომხდარიყო.მელინა რომ დაიბადა იმ დილით ვაჩეს ვახარე რომ ბაბუა გავხდი,იმ ადგილზე მისულმა ფილტვებიდან ღრმად ამოსუნთქული ჰაერი გამოვუშვი და ცრემლი ამდენი წლის შემდეგაც ვერ შევიკავე ისიც დედა გახდებოდა ისიც ხომ ჩემი თებეს ასაკის იყო მათგან სიცარიელეა ჩემში,მაგრამ ბედნიერი ვარ არ მინდა მშფოთვარე ფიქრები თომა,ედი,ზვიო,დამიანე და ზაზას მოუსვენარი ბიჭი,მურადის ბიჭები და თქვენ ყველა უნდა იყოთ თქვენი სამეგობროს თავი და კბილებით უნდა დაიცვათ ერთმანეთი.თქვენს გულში ჯერ ოჯახი შემდეგ სამეგობრო და შემდეგ კიდევ სხვები.ცათაბჯენები რომ ააგოთ წლებით მუშაობითაც ვერას გახდებით თუ მეგობარი გვერდით არ გყავთ,მაგრამ თუ მეგობარი არ გეყოლათ და დაიშლებით ნდობას ვერასოდეს დაიბრუნებთ.ერთი წამით გაჩერდა გული ძლიერად უცემდა შემდეგ ანინას თვალებში ჩახედა და ეს გამოხედვა ეს მზერა იყო ყოველთვის რომ გულს უხარებდა,ყოველთვის იმედს და მხარდაჭერას რომ ხედავდა ამ თვალებში,ანინამ ღიმილით გადახედა მეგობრებს და შემდეგ ისევ დანიელს შეხედა. -ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მარტო ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით,გთხოვთ შეეცადეთ თქვენი ტრადიცია და ჩვენი ეს ძლიერი გრძნობა თქვენ გააგრძელოთ.ჩვენ არსად არ მივდივართ აქ ვართ თქვენთან თქვენს გვერდით,ჩვენ ძალიან ბევრჯერ შევიკრიბებით ისევ რადგან ჩვენი დაშორება ეს არავის არ შეუძლია აქამდე ჩვენ ვიყავით თქვენი ძალა ახლა კი თქვენ ხართ ჩვენი ძალა,იმედი და სიყვარული.ზაზამ ცრემლი მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა,შემდეგ სიგრძის მაგიდას გახედა და აღტაცებულმა თქვა. -აი ჩვენი ერთობა,17 წლის ბიჭი ვიყავი თავში ავარდნილი მქონდა გოგოების ყურადღება, მაგრამ მე იცით როგორ ვიყავი ძალით ნათქვამ გამარჯობას რომ გადმოგიგდებს ვინმე და ხელს ჩაიქნევ ასევე ამოუხსნელ განტოლებასაც მეძახდნენ მაგრამ დანიელი რომ გავიცანი მან გაუშიფრავი კოდი შემარქვა არადა იმ დროს ჩემებურად მიყვარდა ყველა თუმცა ბედნიერებისგან ღიმილი მარიბელმა მასწავლა.ჩემო შვილებო და ძმიშვილებო ბევრი რამ შეგხვდებათ ცხოვრებაში,მაგრამ არ უნდა შეუშინდეთ სირთულეებს,ყოველთვის დღეც და ღამეც თქვენი ზარი და ჩვენ ყველა ფეხზე ვდგევართ და თქვენთან ვართ,მხოლოდ ეს წუთები ყოველთვის გახსოვდეთ ჩვენს გუნდს ერთი ლიდერი ყავს დაუნდობელი დანიელი და მეორე ველური ვახო ასევე ბევრი რამ მაქვს სათქმელი გონიერ ლაზარეზე,დამნაშავეების მაძიებელ გეგიზე,თავში ავარდნილ ათულიზე და მე კი გითხარით ვინც ვიყავი ამათთვის კი ჭკუათხელი ზაზულიკო ვარ მაგრამ ვეშაპი ვარ მათთვის თუ ვინმე თქვენ შეგეხებათ და გაწყენინებთ,მივყვეთ ცხოვრებას და ვიბედნიეროთ.რამდენ რამეს გრძნობდა მაშინ მათი გულები,რამდენმა მოგონებამ გაიარა მათ გონებაში და ყოველი მათი გულის ფეთქვა ნიშნავდა რომ ისინი ცოცხლობდნენ ერთმანეთისთვის.იმ დღეს თითოეულის გულიდან წამოსული ემოციური სიტყვა სიყვარულზე მეტი იყო,სიტყვები ზედმეტი იყო იქ კიდევ რამე ეთქვათ მთავარია ისინი ისევ ერთად იყვნენ გულმა ერთმანეთი იპოვა და სულმა ჩაიხუტა თითოეული მათგანი და ასეთ ბედნიერი წუთების გაცვლა შეიძლება რამეზე?თებე წამოდგა და ყველას ღიმილით გახედა. -არაფერს ვიტყვი ახალს და ძველი ყველამ იცით,მაგრამ მაინც მინდა ვთქვა რომ ჩემი უსასრულო სიყვარული ხართ და ჩემს იდეალურ მამაკაცს მინდა ვუთხრა რომ ყოველთვის ვიამაყებ მისით და ის ჩემით. მიყვარხართ თქვენ ჩემი ყველაზე დიდი და დაუვიწყარი სიყვარული ხართ,პირველი მამაკაცი ვინც შემიყვარდა ეს შენ ხარ მამიკო.შენ ყოველთვის მარიგებდი,ჩემს გონებაში შემოდიოდი და ჩემს აზრებს კითხულობდი და სულ იმის ცდაში ვიყავი არაფერი გავაკეთო ისეთი რომ შენ გტკენოდა შენ რომ გწყენოდა ესეც რომ არა თქვენს სიყვარულს შურით ვუყურებდი,მარიტას რომ დაუმეგობრდი ჩვენც გვქონდა ჩვენი საიდუმლოებები და ზოგჯერ ჩემი თავი მეზიზღებოდა შენ რომ გიმალავდი მაგრამ მადლობა რომ მეგობრობის აზრი შენ მასწავლე,სიტყვა მეგობარი თქვენგან ვისწავლე და მადლობის თქმა ეს ზღვაში წვეთია და მე პირადად პირობას გაძლევთ რომ ეს მეგობრობა მაგალითად მექნება რომ ჩემს შვილებსაც თქვენი მაგალითით ვასწავლო ცხოვრება,გთხოვთ თქვენ არ ჩამიქროთ ჩემს სულში ანთებული თქვენი თითოეულის სანთელი.ცხოვრება უკან არ ბრუნდება,არც დროის გაჩერება შეიძლება ეს წუთები რომ სუვენირად შემოვინახო ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ძლიერები რადგან ჩვენ თქვენი იმედით ვცოცხლობთ და ვცხოვრობთ. სიჩუმე იყო და არსებობა მათი შეწყდა,თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა თითოეულმა მათგანმა რომ თომამ თქვა. -თებემ ყველას სათქმელი თქვა,16 წლის ვიყავით მე და ედი რომ თქვენს ჯგუფს შემოვუერთდით და შეცდომა დაუშვით,მაგრამ არასოდეს ვინანებ იმ შეცდომის დაშვებას,თქვენგან ვისწავლეთ ადამიანი ვყოფილიყავით მე და ედიკა და თქვენ მასწავლეთ ცხოვრებაც მადლობა ძია დანიელ,მადლობა გამომძიებელ ზაზას და დეტექტივ ვახოს თქვენ თქვენი შესაძლებლობებით გვიხსენით ცუდი სამეგობროსგან და კიდევ რამდენი რამ უნდა გავიხსენოთ მარიბელთან ერთად თუ როგორ დავხოხავდით სიბნელეში ტყეში....ყველა იცინოდა,დილამდე ისხდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ,დილით სახლი დაცარიელდა ანინა და დანიელი მარტო დარჩა,ანინამ ყველაფერი მიალაგა ისე დააწყო ჭურჭელი როგორც მართა აწყობდა ფრთხილად,ფაქიზად და სიყვარულით,საქმე მოილია და ვერანდაზე მჯდარ დანიელს ხელები შემოხვია და უთხრა. -გუშინ ხმაური იყო ჩვენს სახლში დღეს კი დადუმდა ეზოც და სახლიც... -სიმშვიდე გვაქვს ანინა და ამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ვიწრო-ვიწრო გზებით ვიარეთ... -მართლაც და ის ვიწრო გზებიც აყრილ-დაყრილ ძნელად სავალი გზა იყო,ბევრჯერ ადიდდა ჩემი ცხოვრების მდინარე და მზად იყო ჩემს წასალეკად უნდოდა ჩავეყლაპე კიდეც მაგრამ შენ იდექი ჩემს გვერდით და შენი ძალა მაძლევდა მეც ძალას. -ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და მერე უცხოები გავხდით არადა როგორ გნატრობდი,როგორ შევეცადე მეორე დღეს შენს პოვნას მაგრამ ვერ გიპოვე,თუმცა გიპოვე წლების შემდეგ და ისე შეგიყვარე შეშლილივით ჩაგასახლე ჩემს გულში. -ჩემო სიყვარულო....არასოდეს,არასოდეს მინანია ის ღამე მიუხედავად იმისა მომკუნტა ცხოვრებამ და თითქოს დაპატარავებას,გაქრობას ვცდილობდი მინდოდა უხილავი ვყოფილიყავი, გაქცევას ვცდილობდი მაგრამ ვისგან საკუთარი თავისგან და ბოლოს გამოჩნდი შენც წლების შემდეგ ბევრჯერ ცხოვრებამ დაუნდობელიც რომ გაგხადა და თან მშვიდიც. ლამაზ დღეს ლამაზი მზის ჩასვლაც მოყვა და თავად ანათებდნენ უკვე ჩაბნელებულ ვერანდას თავიანთი სიყვარულით,დაუნდობელი სულის სიყვარული რომელიც ლეგენდად დარჩა ყველას და ის არასოდეს ყოფილა დაუნდობელი ის იყო სიყვარულით სავსე პიროვნება და ყველას გვერდში მდგომი დანიელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



