შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 10


გუშინ, 23:15
ავტორი Tak.oo
ნანახია 997

საწოლზე იწვა.ცრემლების ხელახალ ნაკადს უმკლავდებოდა.გონება გაეთიშა,უკვე დაღლილს აღარც ფიქრის უნარი შესწევდა,აღარც ნერვიულობის.დროსა და სივრცეში ჩაიკარგა,თავში სრული ქაოსი ჰქონდა,მხოლოდ კითხვები და პასუხები არსაიდან.
დაბლიდან კარის ხმა მოისმა.
ალბათ ლია დაბრუნდა,გაიფიქრა,მაგრამ არ განძრეულა.

***
კლინიკაში შევიდნენ.რეგისტრატურასთან მივიდნენ.თერაპევტთან გააფორმეს ვიზიტი.შემდეგ ლაბორატორია,ექოსკოპია.
_ ლია ჯანელიძე.ხომ? ასაკი.
_ კი. 44 წლის.
_ კარგი დაწექით ლია და შეიხსენით შარვალი.
ლია დაწვა,შეიხსნა.
_ ოდნავ ქვევით კიდევ…აი ასე…
ცივი გელის წასმაზე ოდნავ შეკრთა.
თავაკი მოათავსა მუცელზე და ეკრანს დააკვირდა ექიმი,ოდნავ დააჭირა.გვერდით გაწია,ოდნავ ქვევით,ისევ დააჭირა.ასე რამდენჯერმე გამეორდა.
_ მერამდენე ორსულობაა?- მშვიდი ხმით კითხულობს რადიოლოგი.
_ ბატონო? _ თითქოს მას არ ეხებოდა ისე იკითხა.
_ მერამდენე ორსულობაა?
_ ვინ? მე?..- გაოცებისგან წამოწევა დააპირა.
_ არ ადგეთ ჯერ,არ დამისრულებია.
_ ორსულად არ ვარ…
რადიოლოგს ჩაეცინა.
_ ოცი წელია ამ საქმეს ვაკეთებ და რავიცი…
_ რას მეუბნებით? ორსულად ვარ?_ დაუჯერებლად ეჩვენა.
_ დიახ,რა გიკვირთ?_ გაეცინა ექიმს.
_ არ არსებობს…_ სახეზე ხელები მოისვა ლიამ.ფერი დაკარგა,გული აუჩქარდა.
_ ცუდად ხომ არ ხართ?
_ კი…მეგობარი მელოდება,დაუძახეთ.- ძლივს ამოთქვა.
რადიოლოგის დამხმარე კარს ეცა.
_ ჯანელიძეს ვინ ახლავს შემოვიდეს.- გასძახა კართან რიგში მდგომ ადამიანებს.
მანანა კაბინეტში შემოვიდა.
_ რა ხდება?_ შეშინებულმა იკითხა მანანამ და ლიას
გადახედა,რომელსაც სახეზე ფერი არ ედო.
_ თქვენი მეგობარი ორსულად არის.
მანანას სახე წამით გაოცებისგან შეეცვალა,მერე გაეღიმა.
_ რას მეუბნებით?
_ დიახ,რა არის განა გასაკვირი?- გაოგნდა რადიოლოგი.- რატომ გიკვირთ ჩვენს ქვეყანაში როცა იგებთ რომ 44 წლის ქალი ორსულად შეიძლება იყოს.
_ წლები შვილი არ მეყოლა,ვფიქრობდი რომ უშვილო ვიყავი…- თქვა ლიამ,მაგრამ ჯერაც არ ეჯერა მოსმენილი.
_ რატომ? იქნებ მამაკაცს ჰქონდა პრობლემა,რატომ თქვენ? უცნაურები ვართ ქართველი ქალები,ისე ვასკვნით მსგავს ფაქტებს,თითქოს მხოლოდ ჩვენზეა ორსულობა დამოკიდებული…- ამოისუნთქა და განაგრძო.- ანუ პირველი ორსულობა.
_ დიახ.- მაინც არ ეჯერა ლიას.
_ მშვენიერი,გილოცავთ.ე.ი. მარიამ ჩაიწერე … - კარნახობდა გაურკვეველ ციფრებს,სიტყვებს,რომლებიც ლიას გონებამდე ვერ აღწევდა და გაოგნებისგან ჯერ კიდევ გათიშული იყო.
_ 11 კვირის ხართ.გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.ნაყოფი ჯანმრთელია,დანარჩენს გინეკოლოგთან.გილოცავთ კიდევ ერთხელ.
_ მადლობ._ ლია გაოგნებული წამოდგა,ჯერ ისევ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ის რაც მის თავს ხდებოდა.
მანანა მომღიმარი მიყვებოდა გვერდით.
_ მოსალოცი ამბავია.
_ ვაიმე,მანანა,არ არსებობს…ვერ წარმომიდგენია…_ სახეზე ხელები მოისვა ლიამ.არ მჯერა.
_ სულ ტყუილად- გაიცინა მანანამ.- დროა დაიჯერო.
_ რას იტყვის მირიანი? წარმოდგენა არ მაქვს,ღმერთო…
_ რა უნდა თქვას?!- გაიკვირვა მანანამ.
_ ამხელა შვილი ჰყავს,ნიცამ ჩვენს ურთიერთობაზეც კი არ იცის და ახლა ბავშვი?! წავიდეთ სახლში.
_ მოიცადე გინეკოლოგთან…
_ დღეს არა მანანა,დღეს არა._ ლია გასასვლელისკენ გაემართა და ტაქსი გააჩერა.
მანანასთან წავიდნენ.სახლში დაბრუნება და მარტო ყოფნა არ სურდა ლიას.
_ არც კი ვიცი ნიცა როგორ შეხვდება ამ ამბავს…
_ ლია,მომისმინე შენი შვილია,ნანატრი კი არა საოცნებო,ასე რომ ვინ რას იტყვის მაგაზე ფიქრს მოეშვი,თან ნიცას ისე უყვარხარ,დაბადების დღეზე როგორც დედას ისე გექცეოდა.
_ მის მერე ბევრი რამ შეიცვალა…
_ გადაუვლის დამიჯერე._ წვენი დაუდგა წინ._ დალიე და მირიანს როდის ეტყვი?
_ არ ვიცი…სიმართლე გითხრა მეშინია…_ თითქოს შერცხვა თავისავე ნათქვამის_ არ ვიცი რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს.
_ შენ ხომ გინდა? არ გაგიხარდა?
რამდენიმე წამს გაჩუმდა,თითქოს პასუხს ეძებდა.
_ დალაგებულ სიტუაციაში გამიხარდებოდა…ქმარი რომ მყავდეს,ოჯახი და არა ასე…არ ვიცი რას მოიტანს ეს ბავშვი…
_ კარგი, გაჩერდი.არასწორად მსჯელობ.უფალმა მოგმადლა და გაჩუქა საკუთარი შვილი და ახლა რაებს იძახი.
_ ლოგიკურია მანანა,ამ ასაკში,ამ მდგომარეობაში…
_ არა,არ გეთანხმები.დამშვიდდი პირველ რიგში და მირიანთან გაარკვიე.დანარჩენზე მერე იფიქრე.
_ ჰო…_ თუმცა არ იცოდა როგორ ეთქვა კაცისთვის ახალი ამბავი.იქნებ სულაც დალოდებოდა 3 კვირაც აღარ იყო დარჩენილი მის დაბრუნებამდე.

ბოლოს მაინც გადაწყვიტა პირადად ეთქვა მირიანისთვის.საშინლად გაიწელა დარჩენილი დღეები.
აშინებდა ახალ სიცოცხლეზე ფიქრი და თან გულის კუნჭულში უხაროდა.იქვე კუნჭულში შიშიც კრთოდა,თუ როგორ მიიღებდა მირიანი ამ ამბავს,შემდეგ ნიცა,მითუფრო როცა ახლა ასე ბრაზობდა ქალზე.
მანანასთან ერთად წავიდა გინეკოლოგთან პირველ ვიზიტზე.ორსულთა პროგრამის აღრიცხვაზე დადგა.წამლებს,რომელიც დაუნიშნა ექიმმა მალავდა საგულდაგულოდ,არ უნდოდა ნიცას ენახა შემთხვევით და ეჭვი გასჩენოდა.
ნეტას რას იტყვის მირიანი? ხშირად უსვამდა ამ კითხვას საკუთარ თავს.პასუხი არ ჰქონდა და ხან ჰქონდა,რომ არ უნდოდეს შვილი ჩემგან?! ახლა ამაზე აუთრთოლდებოდა გული… ნერვიულობაში და ფარულ შიშში განვლო ლიასთვის სამმა კვირამ,მაგრამ არც ნიცა იყო კარგ დღეში.
ლიასგან განსხვავებით ნიცას მწვავე ტოქსიკოზი ჰქონდა.ვერაფერს ირგებდა,ჭამდა თუ არა საძინებლამდე ასწვლას ასწრებდა და მალევე ეწყებოდა გულისრევა.თვალები ჩაუცვივდა,უპეები შეუმუქდა.სულ იწვა,ხასიათი საგრძნობლად შეეცვალა,ეზოშიც აღარ გადიოდა.ხასიათი დეპრესიული გაუხდა.მისი უსაყვარლესი თავის მოვლის რუტინაც კი დაივიწყა.მეგობრებთან კავშირი გაწყვიტა,თუმცა ახლა უმეტესად საზაფხულო შვებულებაში იყო ყველა.
კატომ დაურეკა რამდენჯერმე ვიდეო თვალით,მეკო იყო რამდენჯერმე და მეგობრის ამ მდგომარეობაში ხილვით ძალიან შეწუხდა.ეხვეწა,ემუდარა გავიდეთ სადმეო,მაგრამ ნიცა ისე იდგა მყარად პოზიციაზე მალე დანებდა.
_ ბათუმში მივდივარათ მე და ჩემი და მომავალ კვირას,წამოდი ჩვენთან ერთად.ხომ გიყვარს მზე და ზღვა?! - შესთავაზა მეკომ.
_ არ მინდა…
_ კარგი რა ნიც,ცხოვრებაა…უარესები ხდება.აგერ ჩემი დის დაქალს შეყვარებული მოუკლეს,მაგრამ აგრძელება ცხოვრებას.შერიგდებით,თუ არადა ესეიგი არც ყოფილა შენი ადამიანი და დაიკიდე რაა…
_ კაი. - უგულისყუროდ დაეთანხმა.
_ რა კაი,რა კაი გოგო,სარკეში იყურები საერთოდ? ფერი არ გადევს სახეზე.ყოველ მოსვლაზე უარეს დღეში მხვდები,მეშინია ერთ დღესაც შენი მუმია არ დამხვდეს აქ შენი სახით.
თავდახრილი უსმენდა მეგობარს.ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა,მის თავს დამტყდარი ამბავი.ორკვირაზე მეტია ჩუმად არის და არავის არ უმხელს.
_ ორსულად ვარ…
_ ჰო აბა,ახლა… - უცებ გაჩუმდა,სახეზე დააკვირდა.- მოიცა,მეღადავები თუ მართლა?
_ მართლა.- თვალები ცრემლებით აევსო.
_ შენ…ხომ არ გაგიჟდი?! რანაირად? თავს არ იცავდით?
_ იყო დაუცველიც…- მხრები ჩამოყარა ნიცამ.
_ დებილი ხარ რაა… ახლა რა უნდა ქნა?
_ ვიცი,მადლობა,შესანიშნავად მამხნევებ.- გადმოსცვივდა ცრემლები.
_ აუ,ბოდიში,დებილი მე ვარ,ამ მდგომარეობაში,რომ გიმატებ კიდევ…- ჩაეხუტა მეგობარს.-შენს გვერდით მიგულე.
ხელები ჩაკიდა,ნიცას თლილ თითებს ათამაშებდა საკუთარ ხელში.
_ ახლა რას აპირებ?
_ არ ვიცი…- დაბნეულმა ჩაილაპარაკა.
_ არ იცის ალექსანდრემ?
_ არავინ არ იცის.
_ დაურეკე ან მიწერე და უთხარი.
_ რა ვუთხრა?! რამდენჯერ მივწერე და არც მპასუხობდა და ახლა მანიპულატორივით მოვიქცე?!
_ ვერ ხარ შენ,ბავშვს ეხება საქმე,რა მანიპულატორი?!
_ არა,მეკო არ ვეტყვი.
_ არ ხარ სწორი,თუ დატოვებას აპირებ,უნდა უთხრა..საერთოდ რამდენი კვირის ხარ?
_ არ ვიცი… ორი კვირის უკან გავიგე…
_ რაა? მეგონა ახლა გაიგე,ორი კვირა მერე ხმას რატო არ იღებდი?
_ აუ,მოიცა რაა…
_ კაი ხო,მე მოვიცდი და ალექსანდრეს უნდა უთხრა ნიცა.- დაბეჯითებით გაუმეორა გოგომ.
_ არ ვიცი ჯერ არაფერი,მომეშვი.
_ კაი ჰოო… წამო სადმე გავისეირნოთ,როგორც ვიცი ორსულმა სუფთა ჰაერზე უნდა ისეირნოს.
_ მეკო,მომეშვი თორე დედას ვფიცავარ გისვრი აივნიდან.ერთხელ ხომ გისროლე უკვე.- ძლივს გაიხუმრა ნიცამ.
მეკო აკისკისდა.
_ აუ ხოო…- წამიერად გაჩუმდა.- ისე,ეგ დღე რომ არა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა…
_ ჰო,- დანანებით დაეთანხმა ნიცა.- როგორ ფიქრობ ბედისწერაა თუ უბრალოდ დამთხვევა?- ფილოსოფიური საუბრის ხასიათზე დადგა ნიცა.
მეკო რანდენიმე წამუთ გაჩუმდა.
_ არცერთი ჩემი აზრით და გეტყვი რატომ,მგონია რომ ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის.შენ შეგეძლო ალექსანდრესთან რომანი არ გაგება,შეგეძლო თავი დაგეცვა და ორსულობა არ შემდგარიყო,მაშინ გამოვიდოდა რომ ვიღაც შემოიპარა სახლში,დააკავეს,შენ დაცვა გჭირდებოდა,გყავდა და მორჩა,მერე სხვაგან და სხვასთან განვითარდებოდა შენი პირადი ცხოვრება,მაგრამ შენ აირჩიე ალექსანდრე,შენ არ დაიცავი თავი და გაქვს ეს შედეგი და როცა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვეძებთ ჰო,ის დღე არის საწყისი.
ნიცა ყურადღებით უსმენდა.
_ შეიძლება.- თქვა მშვიდი ხმით,მერე საწოლზე მიწვა,თავი ბალიშში ჩარგო და ფიქრებს მიეცა,თუმცა შორს ვერ გასცდა ფიქრებს,უმალ რული მოეკიდა,თვალები დაუმძიმდა და ჩაეძინა.

გვიან ღამით მირიანი ბრუნდებოდა სამშობლოში.ლიამ წინა დღიდან დაიწყო სამზარეულოში ფუსფუსი.ნიცამ იცოდა მამის დაბრუნების შესახებ.უხაროდა და თან უცნაური შეგრძნება ჰქონდა,არ იცოდა რას ეტყოდა პირისპირ მომხდარის შემდგომ და ყველაფერთან ერთად,როცა ნიცას ორსულობის შესახებაც გაიგებდა რა რეაქცია ექნებოდა კაცს,ვერაფრით წარმოედგინა ნიცას.
სახლში ორი ქალი იყო,ორივე ორსული და არცერთის შესახებ არ იცოდა მირიანმა.
გვიან დაბრუნდა მირიანი,თუმცა ლია მაინც კარში შეეგება.თავიდან მორიდებით ჩაიკრა კაცმა,იფიქრა ნიცაც იქვე იყო,ელოდებოდა მამას,მაგრამ ლიას თამამმა ჩახუტებამ მიახვედრა ნიცას არ ყოფნაზე.გულში ჩაიკრა მონატრებული ქალი,დაუკოცნა შუბლი,თვალები,ტუჩები.
_ როგორ მომენატრე ლიკო.
თავი მის თმებში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი.
_ მეც მენატრებოდი.- ამოიჩურჩულა ლიამ.
_ ხანდახან მონატრებაც კარგია.-ჩაიღიმა მირიანმა.- ნიცას სძინავს?
_ ალბათ,თორემ სხვა შემთხვევაში აქ იქნებოდა.
_ როგორ მომენატრა.
_ ადი ნახე იქნებ არ ეძინოს.
უხმოდ დაუქნია მირიანმა თავი,კიდევ ერთხელ აკოცა საფეთქელზე ქალს და კიბეებს აუყვა.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა.ნელა ჩამოსწია სახელური.ნიცას საწოლზე ეძინა ტანსაცმლით.
ალბათ მელოდა და ჩაეძინა გაიფიქრა მირიანმა.ფრთხილად დაეშვა საწოლზე,თმაზე ხელი გადაუსვა ერთადერთ შვილს და ტუჩებით მიეკრო მის შუბლს,რომელიც პატარაზე მოუჩანდა გაშლილ თმებში.შეიშმუშნა ნიცა,ოდნავ თვალი გაახილა და მამის სილუეტს მოჰკრა თვალი.
_ მაა…- ძილბურანში ამოთქვა.
_ ხო,მამიკოს პრინცესავ.- თმაზე ხელი გადაუსვა შვილს.ნიცამ ხელი გაიწვდინა და მის მუხლს შეეხო,თითქოს დარწმუნდა,რომ ცხადი იყო და არა სიზმარი.ძილშივე მიჩოჩდა მამისკენ,თავი მის მუხლზე ჩამოდო.
_ მომენატრე მა.- ამოიჩურჩულა.- ჩემთან დარჩი რა. - თქვა და უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელი ფეხზე.
_ აქ ვარ მამაიკოს გოგო,აქ. - ჩუმად პასუხობდა მირიანი და თან თმაზე ეალერსებოდა მონატრებულ შვილს.
ტელეფონი აიღო,ლიას მიწერა.
“ დაიძინე,ნიცასთან დავრჩები ამ ღამით,მთხოვა.”
ლიას გულში რაღაც ჩასწყდა.უნდოდა საყვარელ მამაკაცთან ესაუბრა,ჩახუტებოდა,ეთქვა როგორ ენატრებოდა,ეთქვა რომ მუცლით მის ნაყოფს ატარებდა,მაგრამ მირიანი შვილთან რჩებოდა.
ეწყინა,მაგრამ თითქოს უფლებაც არ ჰქონდა.მიხვდა ის არ იყო მათი ოჯახი,განსაკუთრებით ბოლო თვეებია აგრძნობინებდა ნიცა ამას.
“ დამშვიდდი ლია,პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.” შემოუძახა თავის თავს.ოთახს მიაშურა და ღამის სიბნელეს შეერია.

გამთენიას იგრძნო,წელზე შემოსალტული მამაკაცის ხელები.ნელა გადატრიალდა მისკენ.
_ დილამშვიდობის.- ძილისგან ხმა წართმეულმა უჩურჩულა ლიამ.
_ გამარჯობა,ჩემო სიყვარულო. - მის ყურთან დაიბუბუნა კაცის მონატრებულმა ხმამ.
_ როგორ არის? სძინავს? - ნიცას მისამართით იკითხა ლიამ.
_ ჰო. - გაუღიმა და მისი მოფერება სცადა.ქალი არ აჰყვა,არც შეაჩერა.მძიმედ სუნთქავდა.მირიანმა იგრძნო,შეჩერდა.
_ რამე მოხდა?
_ ჰო.- თავი დაუქნია და საწოლში წამოჯდა.მძიმედ დაიწყო საუბარი.
_ სალაპარაკო მაქვს შენთან,არ ვიცი… ბოლო პერიოდი ძალიან გაიწელა,ერთი სული მქონდა დაბრუნებულიყავი…მე არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა…ახლა უფრო გართულდა სიტუაცია.- ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა,არეულად.
_ ლია, - პაუზა გააკეთა მირიანმა._ დამშვიდდი და ისე მითხარი,რა ხდება,თუ რა მოხდა.
_ არ ვიცი საიდან დავიწყო…- ხელების მტვრევას მოყვა ქალი._ ნიცა აღარ მელაპარაკება მას მერე რაც შენ გითხარი ალექსანდრეს და მისი ამბავი.
_ ჰოო? - გაუკვირდა კაცს,რადგან აქამდე არ უთქვამს ლიას ამის შესახებ.
_ იმ დღეს,როცა ალექსანდრე წავიდა,მას მერე ძალიან შეიცვალა ნიცა,მართლა უყვარს,თან ძალიან…არ უნდა ჩავრეულიყავი მირიან,-დანანებით ჩაილაპარაკა ლიამ.
_ შენ არც ჩარეულხარ ლია,უბრალოდ მე მითხარი.სიმართლე გითხრა არც მე ჩავერეოდი,მაგრამ ალექსანდრესგან არასწორი იყო…
_ მესმის…მაგრამ ალბათ მეტად უნდა გაგვეგო.ახლა ალექსანდრე არიდებს თავს,ნიცა იტანჯება,აქ ჩემთან შეიცვალა…ყველაფერი მე ავურიე გესმის?
_ დამშვიდდი,არაფერია.ბოლო-ბოლო თუ ასე უყვართ ერთმანეთი მონახავენ საერთო ენას,ცოტა დროშიც გამოცდიან სიყვარულს.დაველაპარაკები ნიცას მე,არ მგონია ამდენწლიანი შენი ამაგი ასე გააუფასუროს…- მირიანი გაჩუმდა,თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებდა._ გადავწყვიტე ჩვენზე ვუთხრა ნიცას.
ლიას სახე ეცვალა.
_ არა,ოღონდ ახლა არა.
_ რატომ? ამ ამბების გამო?- გაიკვირვა კაცმა.
_ კი… თან არა.მომისმინე ჯერ…ჯერ არ დამიმთავრებია.არის კიდევ რაღაც,რაც უნდა იცოდე…
_ კიდევ რა მოხდა?- ინტერესით შეავლო თვალი მირიანმა.
სხეულში საშინელი დაძაბულობა იგრძნო,სიციბმვის საშინელმა ტალღამ დაუარა ლიას.
_ ორსულად ვარ.
მირიანმა წარბები აზიდა გაოცებისგან,მერე ჩაიცინა.
_ მეხუმრები?
_ არა,მართლა…არ ვიცოდი,არც ველოდი…ხომ იცი,მირიან,გამიზნულად …
_ ნუ სულეობ ლია,- გაეცინა მამაკაცს._ ვაა…- თავზე ხელი გადაისვა.
_ ანუ 48 წლის ასაკში მამა ვხდები გინდა თქვა? - ჩაეცინა,ვერ იჯრებდა.
_ გიხარია?- ფრთხილად ჰკითხა ლიამ.
_ რატომ არა? ნიცკუს ნაირი პატარა,რომ მეყოლება…- ჩაიცინა._ ცოტა დაუჯერებლად კი ჟღერს,მაგრამ კარგია.- აკოცა და შეწყვეტილი საქმე განაგრძო.

სულ რამდენიმე ნაბიჯით გამოასწრო მირიანმა ლიას ოთახიდან,ნიცას რომ გადაეყარა ჰოლში.
_ მამას რინცესა,რა ადრე გაგიღვიძია.- გულში ჩაიკრა და კიდევ ერთხელ ჩაკოცნა.
_ ჩამეძინა ღამით.- დამნაშავესავით ჩაიბურტყუნა ნიცამ.
_ ხო,ძილისგუდა გამხდარხარ.- თმა მოუჩეჩა მირიანმა.- ღამითაც აშკარად ვერ გამოერკვიე ძილიდან.
_ აუ,ჰო შემოსული იყავი? - ჩაიცინა ნიცამ._ ვიხსენებდი და თან სიზმარი მეგონა,ვერ აღვიდგინე,მართლა იყავი თუ დამესიზმრე.
მირიანმა ხმამაღლა გაიცინა.
_ ჩემო კუდრაჭა,როგორ მომენატრე._ კიდევ ერთხელ მოეფერა გოგოს._ წამოდი ვისაუზმოთ.
საუზმეზე როგორც წესი ერთად იყვნენ მამა-შვილი და ლია.ახლაც სუფრას ერთად შემოუსხდნენ.უხწრხულ სიჩუმეს დანა-ჩანგლის ხმა არღვევდა მხოლოდ.ნიცა დაძაბული იჯდა,იცოდა დიდხანს ვერ შეირგებდა საკვებს,ამიტომ როგორც კი დაასრულებდა უნდოდა თავის ოთახში განმარტოებულიყო.
მირიანმა ცოტახანს ადროვა ორივეს,რომ არ დაარღვია არცერთმა სიჩუმე,თავად დაიწყო საუბარი.
_ ნიცა,მა რატომ ხარ ჩუმად? ამ სამ თვეში საუბარს გადაეჩვიე საუზმის დროს?- გაეხუმრა გოგოს,თუმცა იცოდა საუბარი როგორ უნდა წარემართა.
_ უბრალოდ ვსაუზმობ._ მშვიდად უპასუხა გოგომ.
_ კარგი. _ პატარა პაუზა გააკეთა._ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდოდა შენთან საუბარი._ თქვა და დამკვირვებლური მზერა მიაპყრო გოგოს.ლიას სახე ეცვალა.
_ ჰოო? რაზე?
_ ჩვენზე…
_ მრავალმნიშვნელოვნად ჟღერს,ცოტა გაშალე თემა მამაჩემო._ ხუმრობანარევი ტონით უპასუხა გოგომ.
_ ჩემზე,შენზე და ლიაზე…
_ მე მოვრჩი საუზმეს და დაგტოვებთ._ დანა-ჩანგალი პროვოკაციულად თეფშზე დაყარა და წამოდგომა დააპირა.
_ დაჯექი._ მშვიდი,მაგრამ მკაცრი ტონი გაისმა.
_ მირიან,არ გინდა._ საუბარში ლია ჩაერთო.
_ არა._ სკამი გაწია და წელში გაიმართა.
მირიანმა მუშტი მაგიდაზე დაარტყა მსუბუქად,მაგრამ ეს რაღაც ახალი იყო ნიცასთვის მამის მხრიდან.
_ ახლავე დაუბრუნდი შენს ადგილს ნიცა._ შეუვალი ტონი ჰქონდა მირიანს._ პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.
_ არ ვარ თუ?! კი მომექეცით როგორც პატარა ბავშვს._ ნიშნის მოგებით უპასუხა გოგომ.
_ ზედმეტი მოგდის და მოგივიდათ ორივეს,თუმცა მაგაზე არ ვაპირებ ახლა.
ნიცამ იგრძნო როგორ შეეფაკლა ლოყები.ხმა არ ამოიღო,უჩუმრად გამოსწია სკამი და დაჯდა.ჩანგალს მოკიდა ინსტიქტურად ხელი და თამაში დაიწყო თეფშზე.
_ლონდონში ყოფნისას ბევრ რამეზე ვიფიქრე და ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. აქ დაბრუნებულს კი, მისი სისწორე კიდევ ერთმა ფაქტმა დამიდასტურა. მე ლია მიყვარს და მინდა ცოლად შევირთო.
ნიცას თვალები გაუფართოვდა,მერე გაეცინა,გაოცებისგან წამით ხმა ვერ ამოიღო.
_ ახალი ხუმრობაა?
_ არა,ხუმრობა არაა_ განაგრძო მშვიდად._ მე და ლიას ერთმანეთი გვიყვარს რამდენიმე წელია და ახლა ის ბავშვს ელოდება ჩემგან.
ეს უკვე სრული შოკი იყო ნიცასთვის.ხელში დაჭერილი ჩანგალი გაუშეშდა.სახეზე გაფითრდა,სუნთქვა გაუხშირდა.
_ დამცინით…
_ არავინ არ დაგცინის,რა შუაშია?!_ გაოცდა მირიანი.
ლია ანერვიულებული ადევნებდა თვალს მამა-შვილის დიალოგს.
_ დამცინით აბა რა არის?! _ ხმას აუწია ნიცამ.სკამიდან ხმაურით წამოდგა._ დაცინვაა სწორედ რომ,დაცინვა!_ ხმას უწევდა თავისდა დამოუკიდებლად._ მე ბოზად შემრაცხეთ ლამის.
_ ნიცა! _ ხმას აუწია მირიანმა და თავადაც წამოდგა.
_ ჰო,რაა,მასე არ იყო?!_ ლიას გადახედა._ შენს უმწიკვლო საცოლეს ჰკითხე.
ჰაერი წამში გააპო მირიანის ხელმა და ნიცას ლოყაზე შეჩერდა.
_ აა…_ შეკივლა ლიამ და შუაში ჩადგა,მაგრამ გვიანი იყო.გოგოს თეთრ ნაზ ლოყაზე ხუთი თითის კვალი აღბეჭდილიყო.
გაშეშდა ნიცა.ცხოვრებაში არ დაურტყამს,ხმა არ აუწევია მირიანს მისთვის და ახლა…თვალებიდან ცეცხლს ყრიდა და თან შეურაცხყოფილს თვალები ცრემლებით აევსო.
_ ასე ხომ?! კარგი._ მხოლოდ ეს თქვა და ელვის სისწრაფით გავარდა ოთახიდან.
ლიამ თავში წაივლო ხელები.
_ მირიან რა გააკეთა?! ასე უარესია.
მირიანი არანაკლებ დღეში იყო.ხელი ეწვოდა,შერცხვა საკუთარი თავის,როგორ სძლია გაბრაზებამ?! როგორ ვერ მოთოკა თავი?!
_ წყობიდან გამომიყვანა მისმა სიტყვებმა_ დაიჩურჩულა სიმწრით.სკამზე ჩამოჯდა და ხელებში ჩარგო თავი._ ეს რა გავაკეთე?
ლია დაბნეული გადი-გამოდიოდა ოთახში.მერე შეჩერდა კაცის წინ,ჩაიმუხლა.
_ მირიან,დაელაპარაკე გთხოვ,ადი ააკითხე ოთახში.
შუბლი მოისრისა,თითქოს წონიდა მომხდარს.
_ ახლა არა ლია,აზრი არ აქვს._ ამოიოხრა._ ხომ იცნობ ნიცას,არ მაპატიებს და არც დამელაპარაკება ჯერ.
კიდევ ეწვოდა ხელისგული,საკუთარ ხელზე დახედვა არ სურდა,დაამძიმა,საკუთარი ხელით ჩაიგდო თავი საშინელ დღეში.

ნიცამ სირბილით აირბინა კიბეები.მაშინვე ჩემოდანი გადმოიღო ერთი ხელის მოსმით ჩაყარა ტანსაცმელი რაც კი მოხვდა ხელში.პირადი ნივთები ზედ დააყარა და სირბილით გამოვიდა ოთახიდან.ხელში აიღო ჩემოდანი და კიბეებზე დაეშვა.მანქანის გასაღებს დაავლო ხელი რომელიც იქვე ეკიდა რა ხანია უფუნქციოდ,საბოლოოდ გაიჯახუნა კარები და მანქანით სწრაფად გაეცალა სახლს.

_ რა ხმა იყო?_ კარის ხმაზე ლია შეკრთა,ფეხზე წამოვარდა,ორიოდე ნაბიჯი გადადგა და სწრაფი წამოდგომისგან თავბრუ დაეხვა.იქვე კედელს მიეყრდნო ხელით,რომ არ დაცემულიყო.მირიანმა შეატყო ქალს ფერის ცვლილება და უმალ ფეხზე წამოდგა.ხელში აიყვანა და სასტუმრო ოთახში დივანზე დააწვინა.
წყალი მიუტანა.
_ დალიე.
ლიამ წყალი მოსვა.ნელ-ნელა ფერი დაუბრუნდა.
_ ნიცას გახედე.
მირიანი უსიტყვოდ წამოდგა,გაიხედა ეზოში ნიცას მანქანა არ ჩანდა.
_ ალბათ რომელიმე მეგობართან წავიდა.
_ დაურეკე.
_ ლია,ახლა არც მე მაქვს საუბრის თავი და არც დამელაპარაკება ხომ იცი?!
წამოდგომა დააპირა ქალმა.
_ რას აკეთებ,ახლა შენ უნდა გამაგიჟო?!_ გაბრაზდა მირიანი.
_ მაღლა.
_ მაღლა რა გინდა?
_ ამიყვნე._ კატოგორიული ტონი ჰქონდა ლიას
_ ეს ვინები არიან ღმერთო?! _ თავში ხელი შემოირტყა კაცმა და ქალის ნებას დაყვა.
ლიამ მაშინვე ნიცა ოთახს მიაშურა.გოგოს სარკის მაგიდიდან მაშინვე შენიშნა ნივთების ნაკლებობა,მერე გარდერობის ოთახში შეიხედა,რამდენიმე უჯრა ცარიელი იყო,ჩემოდანიც არ იყო თავის ადგილზე.
_ წავიდა მირიან._ ამოიჩურჩულა სიმწრით.



№1 სტუმარი სტუმარი ბარბარე

Rogor gamixarda ro dadeee ra kargiaaaaaa

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ველოდი ამ ამბებს ,საინტერესოა ამის შემდეგი ნაწილი ,რას იზამს ნიცა ,მირიანის ქცევა რომ არასწორი იყო უდაოა,შვილს ვერ ესაუბრა ისე როგორც საჭირო იყო და შესაბამისად გამოიწვია ნიცას გაღიზიანება და ხელით შეხება საშინელება იყო ,დაველოდები მომდევნო თავს ♥️❤️❤️

 


№3 სტუმარი Ლალი

ᲛოუᲗმენლად ველი Შემდეგ Თავს მადლობა

 


№4  offline წევრი Tak.oo

სტუმარი თეო
ველოდი ამ ამბებს ,საინტერესოა ამის შემდეგი ნაწილი ,რას იზამს ნიცა ,მირიანის ქცევა რომ არასწორი იყო უდაოა,შვილს ვერ ესაუბრა ისე როგორც საჭირო იყო და შესაბამისად გამოიწვია ნიცას გაღიზიანება და ხელით შეხება საშინელება იყო ,დაველოდები მომდევნო თავს ♥️❤️❤️

ამ ამბებს,რომ ელოდი ვიცი 😁❤️
მირიანის პოზიცია,მეც არ მომწონს და ვფიქრობ არავის არ მოეწონება და არც უნდა მოეწონოს.ნამდვილად შეცდა ნიცასთან მირიანი და ლიაც.
დავდებ უახლოეს დღეებში შემდეგ თავს.წერის პროცესში ვარ და მინდა საინტერესოდ განვითარდეს მოვლენები.
მადლობა თეო,შენ ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Nita

კარგი იყო მაგრამ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რაა :( მოუთმენლად ველიიიიი

 


№6  offline წევრი Tak.oo

სტუმარი Nita
კარგი იყო მაგრამ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რაა :( მოუთმენლად ველიიიიი

მაშინ უნდა დავაგვიანო გამოქვეყნება 😏
სამწუხაროდ ეს ისტორია წერის პროცესში გამოვაქვეყნე და ძალიან ვნანობ. 🥹
აწი სანამ არ დავასრულებ,ვეცდები აღარ დავდო 😃🤍

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

დადეთ რაა გაგრძელება,ბევრს ნუ გვალოდინებთ გთხოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent