,,ისევ აყვავდება იასამანი'' (მესამე ნაწილი)
ქალაქი იმაზე მეტად გაცრეცილი დახვდა ვიდრე ადრე იყო.ნაცნობი ქუჩებიც კი, უცხო გამხდარიყო. მხოლოდ, აქა-იქ ხვდებოდა ნაცნობი იასამნის ,აყვავებული ბუჩქები. მთელი გზა, ჩუმად ტიროდა,ვახო ენატრებოდა,ბრაზობდა რომ ასე სიტყვის უთქმელად წავიდა მისგან.უმძიმდა მისგან შორს წასვლა. მეორე დღეს ,როგორღაც დააღწია თავი თამარს და სახლიდან გაიპარა. ქუჩის კუთხეში ნანა ელოდა,სწრაფად მოიკითხეს ერთმანეთი და საავადმყოფოს მიაშურეს. შენობაში უცნაური სუნი იდგა,სისხლის და წამლის ერთად,სუნმა თავბრუ დაახვია,მაგრამ ძალა მოიკრიბა და ნანას გაჰყვა.ნანამ,ვაჟას პალატის კართან მიიყვანა,ცოტახნით შეჩერდა, შემდეგ ღონივრად ჩამოწია სახელური და პალატაში შევიდა. - ნათია, შენ აქ რა გინდა? -გაოცებული უყურებდა ვაჟა, კედელზე აკრულ გოგონას. - გუშინ ჩამოვედი,შენი ამბავი გავიგე და….-კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმა აუკანკალდა,ყელში ბურთი გაეჩხირა და ვეღარ გააგრძელა. ავადმყოფს მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა. ვაჟა სულაც აღარ იყო ისეთი როგორიც ნათიას ახსოვდა.მეტდ გამხდარი და გაფითრებული იყო,თმა და წვერი წამოზრდოდა და უშნოდ არეოდა.მკლავებზე უცნაური სილურჯეები ქონდა. - როგორ მომენატრეე.. -ბიჭმა სიმწრით მოახერხა მიახლოება და ტუჩებზე დაეწაფა,ნათია არ განძრეულა,მოაგონდა იასამნები,პირველი კოცნა, როცა ვჟას ტუჩები პირველად იგრძნო.დაჰყვა ნებას და კოცნითვე უპასუხა. - რა მოხადა?- იკითხა გოგნამ,როცა ვაჟამ აკანკალებული ხელით სიგარეტს მოუკიდა,თავიდან ეგონა რომ ბიჭს მღელვარებით უკანკალებდა ხელები მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ეს არ იყო ნათიას დანახვის სიხარულით გამოწვეული ემოცია. - შენი წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა,ქალაქი შეიცვალა, მეც შევიცვალე.თავიდან მხოლოდ უშენობას განვიცდიდი,შემდეგ მამაჩემი დაჭრეს,ნაბიჭვრები. სამსახურიდან გაათავისუფლეს.იმ ახვრებმა ჩემი ძმაკაცი გოგა მოკლეს,შემდეგ გიორგი,რამაზი და დათო.სულ მარტო დავრჩი. გესმის სულ მარტო.ზამთარში შიმშილით და სიცივით კინაღამ დედა მოკვდა,ძლივს გადავარჩინე.მივხვდი, რომ ამ დამპალ ქვეყანაში ან უნდა მოკლა ან მოგკლავენ.-საუბრისას ცრემლი ჩამოუგორდა,ნათია ქვითინებდა. - მე, მე არაფერი ვიცოდი. - შენ რომ აქ ყოფილფიყავი ალბათ არც მე ვიქნებოდი ასეთი.-გოგონა მისკენ მიიზიდა ჩაეხუტა და კიდევ ერთხელ აკოცა. - ნათი მე ისევ ისე მიყვარხარ,ალბათ შენც, რახან ჩემი გულისვის ჩამოხვედი. აღარ მიმატოვო გთხოვ მე უშენოდ ვიღუპები ხომ ხედავ. - კი მააგრამ მე რა შემიძლია-თხოვნის თვალებით იყურებოდა გოგო. - შენ თუ ჩემთან იქნები,მე შევიცვლები ყველაფერი დალაგდება,თუ წახვალ ეს ქალაქი მომკლავს,როგორ არ გესმის. - დამშვიდდი მე შალვას დაველაპარაკები და აღარსად წავალ აქ დავრჩები.მხოლოდ ორი დღით , ჩემს ნივთებს წამოვიღებ. - არა, არა შენ თუ იქ წახვალ, შალვა აღარ წამოგიყვანს,მე კი უშენოდ ვკვდები ხომ ხედავ.შენ რომ ისევ მიმატოვო, თავს მოვიკლავ, სანამ ის ნაბიჭვრები მომკლავენ. - კარგი დამშვიდდი,არსად წავალ -გოგომ თავი მიადო მკერდზე და გაირინდა. - იცი რააა ერთი იდეა მაქვს,წამო გავიპაროთ.დღესვე ხელი მოვაწეროთ მერე ვეღარავინ წაგიყვანს ჩემგან. გახდი ჩემი ცოლი….. ნათია გაოცდა არ ელოდა ასეთ წინადადებას. -მოვკვდები, გესმის? მოვკვდები უშენოდ. -კარგი,კარგი თანახმა ვარ წავიდეთ-უარი ვეღარ თქვა გოგომ. ნანას ვერ გაეგო რა ხდებოდა,ნათიას სიტყვებს გაოგნებული უსმენდა,მაგრამ მეგობარს ასეთ დროს ვერ მიატოვებდა.საავადმყოფოდან ჯერ ნანა და ნათია გამოვიდნენ,შემდეგ ვაჟა,მას ექიმის ხალათი ჰქონდა მოხურული რომ არავის ეცნო.სიარული უჭირდა ,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. შესასვლელთან ვაჟას მეგობარი ელოდათ მანქანით. მატჩის ბიურო დაკეტილი დახვდათ,ჯვარზე ავიდნენ ტაძარიც დაკეტილი იყო. - არაუშავს,ჩვენ დეიდაჩემთან წავალთ გარეუბანში.ნანა შენ ნათიას მშობლებთან წახვალ და ეტყვი რომ ხელი მოვაწერეთ,მაგრამ არ თქვა სად ვიქნებით. - არა,ვაჟა შალვა გაგიჟდება-გამოთქვა აზრი ნათიამ - მე იქ ვერ მივალ, სულ გადაირიეთ?-გაცხარდა ნანა - კარგი მაშინ ჩვენ წავალთ ,შენს მშობლებს კი ჩემი ძმაკაცი შეატყობინებს. შალვა დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა. -ახლავე მითხარი სად არიან თორემ მოგკლავ! - მე არაფერი ვიცი-საცოდავად ამოილუღლუღა ბიჭმა როცა შალვა ყელში სწვდა და ლამის დაახრჩო. თამარი რომ არ ყოფილიყო ალბათ შემოაკვდებოდა კიდეც. - დამშვიდდი! წავიდეთ მოვძებნოთ,ვაჟას მშობლებს ვკითხოთ,შენ ხომ იცნობ მათ-აკანკალებული ლაპარაკობდა თამარი. - მართალი ხარ,ახლავე წავალ, შენ სახლში დარჩი!-მთელი თბილისი გადაქექა შალვამ მაგრამ ნათიას ვერსად მიაგნო,ვაჟას მშობლებმაც არაფერი იცოდნენენ. იმ საღამოს, ვაჟას დეიდამ გულთბილად უმასპინძლა წყვილს და რამდენიმე მეგობარს.ნათია ნაღვლიანი იყო, როცა წარმოიდგენდა როგორ ნერვიულობდნენ ახლა მისი მშობლები,ჩუმად ტიროდა. ვაჟამ ცოტა დალია. როცა მეგობრები წავიდნენ დეიდამ წყვილი საძინებელში შეაცილა. ნათია დარცხვენილი იდგა კედელთან,თითქოს რაღაც დანაშაულისთვის ისჯებოდა. ვაჟა მიუახლოვდა და აკოცა.ხარბათ დაეწაფა გაყინულ ტუჩებს,შემდეგ ყელი დაუკოცნა,ნათია უხერხულობას გრძნობდა.ბიჭმა კაბის საყელო შეხსნა და კოცნა განაგრძო, ნელ-ნელა ალმური მატულობდა,რამდენიმე ღილი შეაწყვიტა ყვავილებიან კაბას .მარმარილოსავით თეთრმა და არც ისე სავსე მკერდმა , ჭკუიდან გადაიყვანა ბიჭი,ვნება მორეული კოცნიდა დარცხვენილ ქალიშვილს.რამდენჯერმე ისე ძლიერად უკბინა ძუძუზე, რომ ნათიამ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეკივლა.თრთოდა და კანკალებდა საბრალო გოგო,ბიჭს კი აღარაფერი ახსოვდა . საბოლოოდ ყველა ღილი შეაწყდა კაბას და როცა ირგვლივ იასამნები აფრქვევდნენ სურნელს ნათია გამოემშვიდობა ძველ ცხოვრებას. პირველად რომ გაარტყა ჯერ ერთი თვის შეუღლებულები იყვნენ.გაოცებისგან ხმა ვერ ამოიღო გოგომ.მან კი კარი გაიჯახუნა და წავიდა, მთელი კვირა არ დაბრუნებულა, არავინ იცოდა სად იყო.ერთი კვირის თავზე, ყვავილებით ხელში დაბრუნდა და ბოდიში მოიხადა.თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა.ჩხუბი, ცემა, ლოთობა,ნარკოტიკი, ნათიას ყოველდღიურობა გახდა.თითქოს შეეგუა კიდეც ,თავდაცვა ისწავლა , თუ უხმოდ გააკეთებდა რასაც მთვრალი ვაჟა იტყოდა ის საღამო შედარებით მშვიდად ჩაივლიდა.ვერავის უმხელდა ამ მდგომარეობას.ნანასთან მეგობრობა აუკრძალა ვაჟამ, სახლიდან თითქმის არ გადის. მშობლებს ვრაფრს ეუბნება,შალვამ მისი გათხოვებისას ინფაქტი გადაიტანა.მას შემდეგ ურთიერთობაც გაუფუჭდა მამასთან და იშვიათად ნახულობს მას.ვაჟას მშობლები ვერაფერს ამბობენ, ვაჟა მათაც ზუსტად ისევე ექცევა როგორც ნათიას.მოკლედ ნათიას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.ხან ფიქრობს რომ სოფლის ცხოვრება ტკბილი სიზმარი იყო,არც ვახოს უარსებია როდესმე და არც მის სიყვარულს. როგორი ნაზი იყო ვახო,მის მიმართ როგორ ანებივრებდა. ხელის გულზე დაჰყავდა. ვაჟა? ვაჟა მოვა საღამოს მთვრალი ან ნარკოტიკით გარუებული, ძალით დაიმორჩილებს,ჟინს მოიკლავს და დაიძინებს ან ისევ გაურკვეველი დროით გაუჩინარდება. გახდა, გაფერმკრთალდა,თვალები ჩაუშავდა, გრძნობები აღარ შერჩა,ემოცია გამოელია.სარკიდან ვიღაც უცნობი დატანჯული ქალი უმზერს და საყვედურობს. გაზაფხულმა კვლავ გაშალა ფრთები და როცა ნათიამ ფანჯრიდან პირველი ,აყვავებული, იასამნის ბუჩქი დაინახა,შეიტყო რომ ორსულად იყო. თითქოს გაზაფხულმა მის სხეულში დაიდო ბინა. -ახლა ყველაფერი შეიცვლება-იძახოდა და თვალებიდან სიხარულის ცრემლი სცვიოდა. დარწმუნებული იყო რომ ბავშვი მის ცხოვრებას შეცვლიდა. - ვაჟაც შეიცვლება,რამდნჯერ უთქვამს რომ ბავშვი უნდოდა,სიხარულისგან გაგიჟდება. ყველაზე ლამაზი კაბა ჩაიცვა და ქმრის მოსვლას დაელოდა. გვიან ღამით,როგორც იქნა, ზარის ხმა გაიგო და კარი გააღო,სახეზე უსაზღვრო სიხარული ეხატა.ვაჟა მთვრალი მოვიდა,ნათია რომ ასე გალამაზებული დაინახა ჯერ შეუბღვირა,მერე ჟინი მოეძალა და ცოლს კოცნა დაუწყო -ახლა არა ვაჟა გთხოვ,რაღაც უნდა გითხრა! - რამდენჯერ გითხარი საყვარელო დამიძახე მეთქი,სათქმელი მოიცდის,მოდი ჩემთან.-ხმას აუწია და ისევ კოცნა დაუწყო. -ვაჟა არა გთხოვ-თავის დახსნას ცდილობდა,მაგრამ რაც მეტად უძალიანდებოდა ვნება არეულ ქმარს, მით მეტად უჭერდა ხელს ვაჟა. -არა გთხოვ არა,ოღონდ ახლა არაა!-ბოლოს ყვიროდა,მაგრამ კაცმა ოთახში შეათრია და კარი დაკეტა.ლოგიზე მთელი ძალით დაახეთქა,კაბა შემოახია და ზევიდან დააწვა. როცა, ვაჟამ მისი საქმე დაამთავრა და აზრზე მოვიდა,ნათია უკვე სისხლში ცურავდა. ვაჟამ ყვირილი მორთო .ოთახში შესულ ვაჟას მშობლებს ნათია საწოლზე დახვდათ,სისხლიანი გაუნძრევლად იწვა და ჭერს უყურებდა. როცა ექიმმა ნაყოფის დაღუპვის ამბავი ამცნო,ვაჟა მაშინ მიხვდა რაც ჩაიდინა,თამარი ცუდად გახდა, შალვა ხმას ვერ იღებდა,ვაჟას მშობლები ადგილს ვერ პოულობდნენ. -ნათი,ნათიკო გთხოვ მაპატიე,იდიოტი ვარ,გპირდები შევიცვლები,ოღონდ შენ მაპატიე.-ქვითინებდა ცოლის საწოლთან დამხობილი ვაჟი.ნათია ისევ ჭერს მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა.ისეთი ცარიელი იყო სხეულს ვეღარ გრძნობდა.არც ვაჟას სიტყვები ესმოდა. -თქვენ მეუღლე ხართ?-იკითხა პალატაში შესულმა ექიმმა. -დიახ -მას ახლა დასვენება სჭირდება,ეცადეთ არ ინერვიულოს. ერთი არასასიამოვნო ამბავი მაქვს,დიდი ალბათობით თქვენ შვილი აღარ გეყოლებათ. -ვაჟამ ყვირილი ატეხა,ექიმს ჩხუბი დაუწყო.ნათია კი იწვა გაუნძრევლად,ხმა არ ამოუღია მხოლოდ ცრემლი მოგორავდა მის გაცრეცილ ლოყაზე. ნათია მშობლებმა წაიყვანეს,ვაჟა წინააღმდეგი იყო მაგრამ შალვას მკაცრ სიტყვას ვეღარ შეეწინააღმდეგა.მშობლიურ სახლაში დაბრუნებულმა თავი უსაფრთხოდ იგრძნო, მოდუნდა,ემოციებმა სძლია და დედის კალთაში ატირდა.სული რომ მოითქვა,მშობლებს ყველაფერი უამბო.შალვას მიწის ფერი ედო,თამარი ტიროდა. - მოვკლავ მაგ გარეწარს-შალვმ თავი ვეღარ შეიკავა - არა მამა,გთხოვ,არ ღირს, მხოლოდ ერთს გთხოვ როგორმე უნდა დავშორდე მეტის მოთმენა აღარ შემიძლია - ნუ ნერვიულობ შვილო აქედან ვერავინ წაგიყვანს. ორი დღის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა,კარი შალვამ გააღო - სადაა ჩემი ცოლი მოხუცო-შალვამ ძლივს შეიკავა თავი რომ მთვრალი სიძისთვის არ დაერტყა. - ვაჟა წადი! რომ გამოფხიზლდები მოდი და შემდეგ ვისაუბროთ - შენ ნუ მასწავლი ჩემს ცოლს როდის დაველაპარაკები,გაიწიე! ნათია! - ნათია აკანკალდა მაგრამ თავს მოერია და ოთახიდან გამოვიდა. - ვაჟა წადი არ მიდა შენთან ლაპარაკი! - შენ ჩემი ცოლი ხარ ამიტომ ახლა ადგები და სახლში წამოხვალ გასაგებია?!! - არა არსად წამოსვლას არ ვაპირებ გშორდები! იმედია აღარასდროს გნახავ! ვაჟამ ნათიასკენ გაიწია მაგრამ წინ შალვა შეხვდა, - გეყო რაც ჩემს გოგოს დამართე, ახლა გაეთრიე აქდან და აქ მოსული არ დაგინახო!-შალვამ ძალით გაათრია სახლიდან და კარი მიუკეტა. - არა ასე ვეღარ გაგრძელდება.ეს არაკაცი თავს არ დაგანებებს,რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ის ღამე შალვამ და თამარმა თეთრად გაათენეს.ფიქრობდნენ როგრორ მოქცეულიყვნენ. ნათიას კი ეს სამი დღე ისე ეძინა თითქოს ბოლო ერთი წლის მანძილზე არასდროს სძინებია. დილით ნათიას ჯერ კიდევ ეძინა,შალვამ ოთახში რომ შეაკითხა,მხოლოდ ახლა დააკვირდა რომ მისი სიფრიფანა გოგო,დაქალებულიყო,სახეზე ახალი ღარები გასჩენოდა,მისი უდარდელობა სადღაც გამქრალიყო და ძილშიც კი იტანჯებოდა.უნდოდა ეტირა მაგრამ ამ დროს ნათიას გაეღვიძა. - საყვარელო როგრორ მომნატრებია შენი ყურება,ნეტავ აქამდე გამეგო ყველაფერი,ასე ხომ არ დაიტანჯებოდი. - მამა მთავარია ახლა აქ ვარ და აღრსად წავალ. - სწორედ მაგაზე მიდოდა შენთან საუბარი-ამ დროს თამარიც შემოვიდა ოთახში-მე და დედაშენმა ბევრი ვიფიქრეთ და თუ შენი სურვილიც იქნება,ცოტახნით ისევ სოფელში წადი.უკეთ გახდები,აქ მე მოვაგვარებ ყველაფერს.ვაჟაც შეეგუება ყველაფერს და დამშვიდდება. შემდეგ დაბრუნდები და სწავლას გააგრძელებ. - კარგი მოვიფიქრებ - კარგი მაგრამ იცოდე რაც მალე წახვალ უკეთესია. იდეა მართლაც კარგი იყო,სოფელში მართლაც კარგი იქნებოდა,მაგრამ მაინც ორჭოფობდა.ამასობაში კარზე კაკუნი გაისმა,შალვა უკვე წასულიყო ქარხანაში. - გააღე ძუკნა,გგონია თავს დაგანებებ? შენ ჩემი ცოლი ხარ გესმის?მოგწყინი არაა?სხვა გყავს ალბათ და იმიტომ მიმატოვე !-ბოლო ხმაზე ყვიროდა მათვრალი ვაჟა.თამარმა კარი არ გააღო.ბრახუნით რომ დაიღალა ბოლოს წავიდა. საღამოს სახლში დაბრუნებულ შალვას ნათია წასასვლელად გამზადებული დახვდა. - ახლავე წავიდეთ გთხოვ მეტი აღარ შემიძლია. უცნაურია ნათია თბილისს ისევ იასამნის ყვავილობისას ტოვებდა.ამჯერადაც გარბოდა,გარბოდა ადამიანისგან რომელიც წესით ყველაზე მეტად უნდა ყვარებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



