შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 11


გუშინ, 00:14
ავტორი Tak.oo
ნანახია 928

თვალცრემლიანი მართავდა ნიცა მანქანას.არ იცოდა სად წასულიყო,ვისთან,რა გზას დადგომოდა.წამოვიდა,მაგრამ სად?..
“როგორ მჭირდები ალე,ახლა…”_ხელახალი ტალღა დაიძრა ცრემლების.ალექსანდრეს გახსენებამ უფრო დაასევდიანა და გული აუჩუყა ფიქრებმა დუდუსკენ წაიყვანა და საჭეც ისე მომართა,დუდუსკენ აიღო გეზი.
მანქანა იქვე კვების ობიექტთან დააპარკინგა და ობიექტისკენ წავიდა.დუდუ მისკენ მიმავალი ნიცა შენიშნა.ფეხზე წამოდგა და შეეგება. სახეზე ეტყობოდა ნიცას ვერ იყო ხასიათზე.გადაკოცნა და მოშორებით განცალკევებით მაგიდასთან დასხდნენ.
_ კარგად ხარ?_ თანაგრძნობით ჰკითხა ბიჭმა.
_ არა…_ აღიარა გოგომ._ არ,ვარ კარგად.გთხოვ,ალექსანდრეს დამაკავშირე.
დუდუმ ტუჩი მოიკვნიტა.
_ ნიცა,არ შემიძლია.გამაფრთხილა ალექსმა.
_ რაო? _ ირონიული გაუხდა ხმა გოგოს.გულში ტკივილი იგრძნო.მიხვდა ა ღირდა დაემცირებინა თავი?!
_ კარგი,მაგრამ გადაეცი,რომ მე ვცდილობდი მასთან დაკავშირებას,რომ ხელი მკრა,რომ მომატყუა და გამომიყენა…
_ არა,ნიცა,არ მოუტყუებიხარ,უბრალოდ დრო სჭირდება…
_ დრო,რომელიც მე არ მაქვს…_ დანანებით ჩაილაპარაკა ნიცამ._ კარგი,მაგრამ უთხარი,მართლა უთხარი ოღონდ,რომ მე ვეცადე მეთქვა სიმართლე და როცა თავად მოვა ოდესმე ჩემთან,თუ მოვა საერთოდ,არც მე მივიღებ.
პასუხს აღარ დალოდებია,ფეხზე წამოდგა და წავიდა.
უყურებდა მიმავალ გოგოს დუდუ და შინაგანი განწყობა არ ასვენებდა.გრძნობდა რაღაც გადამწყვეტი წუთები იყო მათი ცხოვრების.
ტელეფონი ამოიღო და დარეკა.რამდენიმე ზარის შემდეგ ალექსანდრეს ხმა მოისმა ყურმილში.
_ დუდუნას სალამი.რამ გაგახსენა ამ დილას ჩემი თავი ძმობილო?
_ სალამი ალექს,ეგ მანდ გაქვთ დილა…_ ხმამაღლა ამოისუნთქა დუდუმ,თითქოს ძალებს იკრებდა.
_ რა ხდება მშვიდობაა?
_ აუ რავი ტო,ნიცა იყო ორი წუთის წინ. დაურეკე რაა,მაგრად განიცდის,ცოდოა.
_ ვერ დავურეკავ დუდუ ჯერ…ხომ იცი არა?!
_ ბიჭო,შენ რომ გენახა ასე აღარ გაჯიუტდებოდი.განახევრებულია გოგო დარდისგან,თან თვითონ მთხოვა უთხარი რომ ვეძებო და თუ მაინც არ სურს,მაშინ მერე მე აღარ მივიღებ,თუ ოდესმე დაბრუნდებაო.
_ არა დუდუ,არა…
_ აუ,რა ჯიუტი ხარ,ნაკლები კი არ ხარ შენ. ნიცაზე ამბობდი ხოლმე და შენ ჭედავ უკვე.
_ დუდუ სანამ არ დავფარავ მირიანის ვალს,ხომ იცი ვერ ჩამოვალ.მანდ მაგ ხელფასით მე ვერ დავუფარავ დედაჩემის მკურნალობაში გადახდილ თანხას.
_ უთხარი მერე გოგოს რას ტანჯავ ბიჭო?!
_ არა,მაგას ვერ ვეტყვი,მამამისთან დაიწყებს მოგვარებებს მერე,ვიცნობ ნიცას.
_ აუუ,ატრაკებ რაა.
_ კაი დუდუ,რაა მეც მაგრად მიჭირს.ცოტაც და დავბრუნდები,თუ კიდე შეგეხმიანა დაამშვიდე როგორმე და ყურადღება მიაქციე…
_ ისე წავიდა არ მგონია კიდევ დაბრუნდეს.
_ კაი,ვიზავ რამეს…
მეგობრები მოიკითხა,ზოგად თემებზე ისაუბრეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

ალექსანდრეს უჭირდა ნიცას გარეშე.ის რამდენიმე თვე, რაც მასთან ყოველდღიური შეხება ჰქონდა მიეჩვიე გოგოს,მერე მისი ხასიათი შეიყვარა,მისი ყოველდღიურობა.დაინახა,რომ ამპარტავანი და ამაყი ნიცას უკან სინამდვილეში საყვარელი,ბავშვური მხიარული გოგო იმალებოდა.არ უნდოდა მისთვის ტკივილის მიყენება,მაგრამ ყველაფერი ისე დატრიალდა,სხვა გზა არ დარჩა.არ აძლევდა თავმოყვარეობა იმის უფლებას,რომ ის თანხა ასე შეერჩინა,როცა სახლიდან ფაქტობრივად გამოაგდეს,არც ისე აპირებდა ამ თანხის მითვისებას,მაგრამ ახლა ჩქარობდა,ყელში მარწუხებივით უჭერდა,როცა ახსენდებოდა,რომ ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი მირიანისთვის.
ნიცას ვერ დაელაპარაკებოდა,ეგონა გოგო სთხოვდა დაბრუნებას ან შერიგებას,მიზეზად რომ ეთქვა მამაშენი ვალი მაქვს და ვერ დავბრუნდებიო,ალბათ ნიცა მამის გადაბირებას დაიწყებდა,ამიტომ არ ეკონტაქტებოდა ნიცას.რას წარმოიდგენდა,რომ გოგო მუცლით მის შვილს ატარებდა და სამყაროში ყველაზე მარტოსულად მიაჩნდა თავი…


ნიცა ბანკში წავიდა.ანაბარიდან თანხა გამოიტანა,რომელიც პატარა ასაკში მამამ გაუხსნა და უგროვებდა. ნაწილის გამოტანა შეძლო,იმდენი იყო რომ რამდენიმე თვე თავისუფლად ეყოფოდა.
უბრალოდ ვერ წყვეტდა სად წასულიყო.
“იფიქრე ნიცა,იფიქრე… სად ჯობია ახლა შენთვის…” სადღაც გონების ერთ კუნჭულში ფიქრმა გაიელვა.
“არა მხოლოდ შენ…შენთვის და ბავშვისთვისაც…
ჰო,ბავშვიც…
მისთვის სუფთა ჰაერი კარგია…ანუ მთა… მშვენიერი,გადაწყდა მთა,მაგრამ სად?
თუ ჩემს მდგომარეობას გავითვალისწონებთ,მთიანი მხარე,მაგრამ უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულება…”
ნიცა პრიორიტეტებს ალაგებდა გონებაში,რის მიხედვითაც უნდა აერჩია მხარე.ბოლოს ბაკურიანისკენ გადაწყვიტა გამგზავრება.
მობილური გათიშა,გადაწყვიტა ყველა დაესაჯა და ამავდროულად ყველასგან დაესვენა.სიმშვიდე სჭირდებოდა,რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო.
გზა ემოციურად დამღლელი აღმოჩნდა,მაგრამ არ შეჩერებულა არსად.ეგონა რაც მალე მოშორდებოდა თბილისს შეუმსუბუქდებოდა დარდი და ტკივილი.
თითქოს ასეც აღმოჩნდა,როგორც კი ბორჯომიდან ხიდზე გადავიდა და ბაკურიანისკენ მიმავალ გზას დაადგა
ოდნავ შვება იგრძნო.
ადრეული შემოდგომა იყო,ჯერ ისევ ცხელოდა,ზაფხულის ხვატი არ ტრიალებდა ჰაერში,მაგრამ სასიამოვნოდ ელამუნებოდა თბილი ჰაერი ჩაწეული ფანჯრიდან.
ინტერესით ათვალიერებდა გარემოს.ბაკურიანში სანამ ავიდოდა,გზად წყალი მოსწყურდა და შიმშილიც იგრძნო,როგორც ჩანს პატარა არსებას,რომელსაც ქალის სხეულში დაედო ბინა მოშივდა.
დასახლებული პუნქტი ჯერ არ ჩანდა,ბაკურიანამდე ნახევარი საათის გზა არ იყო,მაგრამ იმდენად შიოდა,ვეღარ ითმენდა.
ტიმოთესუბანი გამოჩნდა ტრაფარეტი.
“ ძალიან კარგი,აქ გავაჩერებ სადმე.”
იქვე მოიკითხა კვების ობიექტი ადგილობრივებთან.რამდენიმე მოხუცი ჩამომჯდარიყო სავარაუდოდ დაბის ცენტრში წყაროსთან.
_ აგერა,აუყევი შვილო ამ ქუჩასა და საოჯახო სასტუმროა,კოტეჯებიცაა გვერდით,არ გაცდები,მანდ შეჭამ გემრიელადა,ზემოთა ტაძარია…
დაწვრილებით აუხსნა ერთ-ერთმა.
_ მადლობა დიდი._ გზა გააგრძელა ნიცამ მითითებულ მხარეს.
მალე გამოჩნდა ცოტა განახვავებული შენობა,მიხვდა ნიცა სწორედ ამაზე ეუბნებოდნენ.გვერდით კოტეჯები იყო.ღობესთან გააჩერა მანქანა და ეზოში შეაბიჯა.
ჯერ ისევ იყვნენ დამსვენებლები ეზოში.მიესალმა ნიცა.
_ გამარჯობა.დიასახლისის ნახვა მინდა.
_ ახლავე._ ფეხზე წამოდგა 15-17 წლის გოგონა და სახლში გაუჩინარდა.
ცოტახანში ასაკიანი ქალბატონი გამოჩნდა წინკარში.წინასაფრის კალთები დაიბერტყა და გოგოსკენ წამოვიდა.
_ გამარჯობა,გენაცვალე._ მიესალმა ქალი.
_ გამარჯობა.თქვენთან მომასწავლეს,მითხრეს რომ …_ ნიცა დაიბნა საჭირო სიტყვა ვერ მოძებნა.უხერხულად მოავლო თვალი გარემოს._ რომ თქვენთან მზადდება გემრიელი კერძები.
ქალს გაეღიმა.
_ გშია გენაცვალე? მოდი,მოდი…_ შებრუნდა და ეზოში განთავსებული მაგიდებისკენ წავიდა.
_ აი აქ დაჯექი, გენაცვალე,რამდენიმე წუთში ცხელ ხაჭაპურს მოგართმევ და დანარჩენიც იქნება…
ნიცა პირზე მომდგარი ნერწყვი გადაყლაპა.ისე შიოდა,მუცელი უკვე დიდიხანია ნიშანს აძლევდა.
მოთავსდა მითითებულ მაგიდასთან და შეკვეთას დაელოდა,მანამდე გარემო მოათვალიერა.
ხასხასა მწვანე მოლი იყო ეზოში.ერთ მხარეს სახლი იყო,თუმცა ახალი გარემონტებული ჩანდა და სავარაუდოდ საოჯახო ტიპის სასტუმროდ გადააკეთეს,გვერდით რამდენიმე მეტრში ხის კოტეჯები იყო განთავსებული.
სასტუმროსა და კოტეჯების გამყოფ ზოლად ბავშვების სივრცე იყო მოწყობილი,ბატუტი,სასრიალო,საქანელები,ყვითელი ქვიშა ეყარა ხის ფიცრებით შეკრულ ოთხკუთხა ფორმის ჩარჩოში.
ეხოში რამდენიმე ნაძვი იდგა და სასიამოვნო ჩრდილს იძლეოდა.
საოჯახო ტიპის სასტუმროს წინ რამდენიმე შუშის მაგიდა და სკამები იყო განთავსებული,სადაც ახლა თავად იჯდა.
მალე გამოჩნდა ისევ ის ქალბატონი ხაჭაპურით ხელში,მეორე ხელში თეფში და დანა-ჩანგალი დაუდო ნიცას წინ.
_ გემრიელად მიირთვი ლამაზო.
_ მადლობა დიდი._ ნიცამ ხაჭაპურს შეავლო თვალი._ რა გამრიელად გამოიყურებაა…_ აღტაცაბულმა თქვა და ყველაზე მსუყე ნაჭერი რომელიც ეჩვენა ის გადაიღო.მოკბიჩა თუ არა თვალები მინაბა სიამოვნებისგან.
_ ვაიმე რა გემრიელია…_ ხმაურით გადაყლაპა პირველი ლუკმა_ მგონი ყოველდღე უნდა ჭამდე ასეთ ხაჭაპურს ადამიანი._ ჩაიცინა და კიდევ მოკბიჩა.
დიასახლისი კმაყოფილი სახით შესცქეროდა.
_ ღმერთმა შეგარგოს საყვარელო,როგორ მოგშიებია.კიდევ რამეხ ხომ არ ინებებ?
ნიცამ თავი დაუქნია სანამ ლუკმას გადაყლაპავდა და შემდგომ გააგრძელა.
_ ეს კოტეჯები ყველა დაკავებულია?
_ არა,ახლა აღარ,ერთი დაკავებულია,ორი ცარიელია.
_ მე მინდა.
_ რა დროით ბებია?_ უცებ გამოცოცხლდა ქალი.
_ზუსტად ვერ გეტყვით,მაგრამ შეიძლება 2-3 თვე ან მეტიც.
გაუკვირდა ქალს.
_ ჩემს შვილიშვილს დაველაპარაკები ბებიკო და ამდენი ხნით თუ გინდა,ფასს გაგირკვევ…
_ კარგი,მადლობა.
ნიცა დაჩვეული იყო თანხის არამიზნობრივ ხარჯვას,თუმცა კარგად ხვდებოდა ახლა ამის უფლება არ ჰქონდა და უნდა ეკონტროლებინა თავისი ფინანსები.
_ შენა რა გქვია ბებია?
_ ნიცა,თქვენ?_ გაუღიმა ნიცამ.
_ მე რუსიკო.ჩემი შვილიშვილი რუსკას მეძახის._ ჩაიცინა ქალმა.ნიცას გაეღიმა.
_ გემრიელი ხაჭაპურის ცხობა გცოდნიათ რუსკა ბებია.
ესიამოვნა,სახე გაებადრა.
_ დავბერდი ქალი,ახლაც თუ არ ვიცოდი.ჩემო გოგო,მე ალბათ 11-12 წლისა ვიქნებოდი საოჯახო საქმეს რომ მივყე ხელი.ჩვენი დრო სხვა იყო,სოფელში თან…_ მერე მერა ნიცაზე გადაიტანა._ ქალაქელი იქნები შენა?!
ნიცას უნებლიედ გაეღიმა.თავი დაუქნია.
_ ხოდა ჩემო შვილო,იმდენი შრომა და ჯაფა მაქვს გამოვლილი,მერე პატარა გამათხოვეს,იმ დროს მასე იყო.აბა ახლა ჩემი შვილიშვილი ოცდაათი წლისა ხდება და ისევ ეგრე დაყიალობს,მაშინა კიდე ამ ასაკის გასათხოვარსა ან დასანიშნსა ვინღა ითხოვდა,ან გაჰყვებოდა,უკვე დარჩენილი იყო._ უცებ გაჩუმდა.ნიცას შეხედა._ რამდენი წლისა ხარ შენა?
_ ოცდაორის.
_ მერე არ ფიქრობ გათხოვებასა?
ნიცამ თავი გააქნია და ხაჭაპურის შემდეგ ნაჭერს დასწვდა.
_ არა,ახლანდელი ახალგაზრდები ერთნაირად ფიქრობთ ყველა,იმიტომაა რომა შემცირდა მოსახლეობა.
ნიცას უნებლიედ გაეცინა.ქალსაც გაეცინა,ნიცას სიცილზე.
_ მიდი გენაცვალე,მიირთვი.უი,დედა როგორ ჩაი ან ყავა არ შემოგთავაზე?!_ გაბრაზდა საკუთარ თავზე.
_ არ მინდა მადლობ,გემრიელად მივირთმევ ხაჭაპურს და მერე თუ შეიძლება,კოტეჯი რომ მაჩვენოთ.
_ ჰო,დედი,ჰო გაჩვენებ.მიდი შენა ჭამე კარგადა.
ნიცას გულზე მოხვდა ქალის მიმართვა “დედი”.არასდროს არავის არ მიუმართავს ასე.ლიასაც კი,ალბათ არ აძლევდა თავს უფლებას,არადა როგორ უნდოდა ბავშვობაში,მერე თითქოს მიეჩვია და გულიც გაეყინა.
ახლა როცა თავადაც დედა უნდა გამხდარიყო,როგორ აფრთხობდა და აშინებდა ეს ფიქრები,მაგრამ სხვა გზა არ იყო.ახლა მისი შვილი უმამოდ გაიზრდებოდა.ისიც არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ბავშვისთვის,ან საერთოდ რა იყო დედობა?! შეძლებდა ყვარებოდა პატარა,რომელიც ასე დაუგეგმავად შემოიჭრა მის ცხოვრებაში?
ჯერ მზრუნველობის განცდა სულ არ ჰქონდა.არადა დაუნახავს,როგორ ეფერებოდნენ ორსული ქალები თავისავე მუცელს,როგორ თბილად საუბრობდნენ მომავალ პატარაზე.ნიცას კი მსგავსი განცდა კი არა ფიქრებიც არ ჰქონდა და შიში ერეოდა,რომ ვერ შევიყვარო მერე რა ვქნა?
არ იცოდა,რომ სიყვარული,მზრუნველობა ნელ-ნელა გაუჩნდებოდა პატარას მიმართ.

რუსიკო ბებიამ,იმ დროს გამოხედა,როცა ნიცამ დაამთავრა ჭამა.კოტეჯიბისკენ წავიდნენ.
ორივე კოტეჯი დაათვალიერებინა გოგოს.ნიცამ არჩევანი იმ კოტეჯზე გააკეთა,რომელსაც კარი და პატარა აივანი ტყის მხარეს ჰქონდა მოქცეული.კოტეჯში ორი საძინებელი იყო,სტუდიოს ტიპის მისაღები და სველი წერტილი.ნიცასთვის საკმარისი კი არა,მეტიც კი იყო.
ჩემოდანი საწოლზე შემოდი და ნივთების ამოლაგებას შეუდგა.ბევრი არც არაფერი ჰქონდა,საგულდაგულოდ დაკეცა ყველაფერი,დაალაგა და მაინც ერთი საათიც არ დასჭირდა.
მისაღებ ოთახში გამოვიდა.საგულდაგულოდ დაათვალიერა ყველაფერი.სამზარეულოს კუთხე…ყველაფერი იყო,ტაფა,ქვაბი,ყველა საჭირო ნივთი,თუმცა მას არასდროს დასჭირვებია ლიას წყალობით ეს ყველაფერი.სანამ ნიცა ადგებოდა ლიას ყველაფერი მზად ჰქონდა სუზმისთვის,შემდეგ სადილი,ხემსი,ვახშამი…
გულდაწყვეტილმა გადაავლო განვლილ ბედნიერ წლებს თვალი.ალექსანდრეს გამოჩენის შემდგომ ყველაფერი შეიცვალა… მისი გრძნობები,მისი ხასიათი და ახლა ცხოვრებაც.
ოჯახის გახსენებაზე მიხვდა ეგოისტურად იქცეოდა.ეწყინა,ძალიან ეწყინა მამისგან ხელის შეხება,იმდენად,რომ დანახვაც არ სურდა მირიანის,მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობდა,ვერ დაუშვებდა,რომ ასე უკვალოდ გამქრალიყო მამის ცხოვრებიდან.
ტელეფონი ჩართო,მოკლე ტექსტური შეტყობინება დაწერა:
“არ მეძებო,მარტო ყოფნა მჭირდება,კარგად ვარ.დარწმუნებული ვარ შენც კარგად იქნები,ლია არაფერს მოგაკლებს.”
ბოლოს მაინც გაურია სიმწარე,ვერ მოისვენა.რამდენიმე წამს დაყურებდა,კიდევ ვერ წყვეტდა გაეგზავნა თუ არა,მაგრამ იცოდა მირიანი მაინც იპოვიდა,რომ მოინდომებდა,ამიტომ ისევ გაგზავნაა არჩია.
ცოტახანს დაყურებდა ტელეფონს,პასუხი არ იყო.გულში ტკივილი იგრძნო.
“ არც კი ვადარდებ უკვე…ახალი ცოლი,ახალი შვილი”…
ცრემლები შემოაწვა,მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა,რომ ბოლო დროს ყველაფერზე ტიროდა და უკვე ესეც აღიზიანებდა.ვერ ხვდებოდა,რომ მის სხეულში დაწყებული ცვლილებების გამო ხდებოდა ეს ყველაფერი,არც მრჩეველი ჰყავდა,არც ჭკუის დამრიგებელი.
ადგა,ეზოში გავიდა.რამდენიმე ბავშვი თამაშობდა საბავშვო სივრცეში.კოტეჯის წინ ნაძვებს შორის გაკიდულ ჰამაკში ჩაწვა და ისე ადევნებდა თვალ-ყურს პატარებს.ყველაზე პატარა ალბათ ორიოდე წლის იქნებოდა ქვიშაში იჯდა და თამაშობდა.მზერა მისკენ გაექცა ნიცას.ინსტიქტურად მუცელზე მოიკიდა ხელი.
“ეს ნამცეცი როდის იქნება ამხელა”
ღიმილი მოჰგვარა საკუთარმა ფიქრებმა.
კოტეჯიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა.
_ რა მა,თამაშობ._ ბავშვისკენ წავიდა._ ნინია,ხომ აქცევთ ყურადღებას მელანიას?
_ კი,აი აქ თამაშობს._ მიუთითა ბავშვზე ალბათ შვიდიოდე წლის გოგონამ.
_ არ დატოვოთ მარტო კარგი?
_ კარგი._ თავის დაქნევითაც დაუდასტურა ნინიამ.
“ შენ,რომ უმამოდ უნდა გაიზარდო?!”
მიმართა გულში პაწაწინა წერტილს.
“არაუშავს,მე დედის გარეშე გავიზარდე,შენ მამის…ცოტათი მესმის შენი და გაგიგებ…უბრალოდ მე მამამ ყველაფერი მომცა მაქსიმალურად,მაგრამ მე რას მოგცემ შენ?! ერთი განებივრებული დედიკო გეყოლება,რომემაც შეიძლება ფაფაც ვერ მოგიმზადოს…” ისევ აეტირა საკუთარ უსუსურობაზე,გული ამოუჯდა.ხელები აიფარა სახეზე და ცრემლები შეიმშრალა.
_ რატომ ტირიხარ?_ მოესმა ბავშვის ხმა.
თავი აწია.ნინია იყო.
_ გამარჯობა._ გაუღიმა ბავშვს._ მე ნიცა ვარ.
_ მე ნინია.
_ მიხარია,რომ გაგიცანი._ ნინიას ჩაეღიმა,თავი დაფასებულად იგრძნო და ესიამოვნა.
_ რამდენი წლის ხარ ნინია?
_ შვიდის,მეორე კლასში გადავედი.ის ანდროა,რუსიკო ბებოს სტუმარია.ის პატარა მელანია ჩემი დეიდაშვილია.არც მას ჰყავს და ან ძმა და არც მე,ამიტომ ჩვენ ვართ დები.
ნიცას გაეთიმა ბავშვის საუბარზე.ამოსუნთქვას არ აკეთებდა ისე მოუყვა ყველაფერი.
კოტეჯიდან,ახლა ახალგაზრდა ქალი გამოვიდა.მზერა მოავლო სივრცეს,ნინია რომ დაინახა ჩაეღიმა.
_ გამარჯობა._მიესალმა ნიცას.თავი დაუკრა ნიცამ.
_ დეიდა,რომ ვერ დაგინახე შემეშინდა.
_ მე მესაუბრებოდა.
_ ჰო,საუბარი უყვარს,კარგი მოსაუბრეა._ ჩაიღიმა და თავზე ხელი გადაუსვა ბავშვს.
ნინია გაიქცა ანდროსკენ,რომელსაც რომელიღაც მწერი დაენახა და ყურადღებით ათვალიერებდა.
_ ახლა ჩამოხვედით?
_ დიახ,რამდენიმე საათია.ნიცა _ ხელი გაუწოდა ნიცამ.მის ხელს შეაგება თავისი გოგომ.
_ ციცი. დიდი ხნით აპირებთ დარჩენას?
_ ვფიქრობ კი,თუ სიმშვიდე იყო.
_ თბილისთან შედარებით,იდეალური სიმშვიდეა,სუფთა ჰაერი.ჩვენ რამდენიმე წელია ჩამოვდივართ აქ._ გვერდით ჰამაკში ჩაჯდა ციცი და თან ბავშვებს შეავლო თვალი.
_ ჩემი მეუღლის ძმაკაცის არის ეს კოტეჯები და სასტუმრო და ყოველ წელს,მოვდივართ,რაც ბავშვი გვყვავს მითუმეტეს,ისეა დაბინძურებული ქალაქში ჰაერი,ერთი თვე მაინც გამოვდივართ ხოლმე.
_ ჰო…_ თავი დაუქნია ნიცამ.
_ გათხოვილი ხარ?
_ მეე?..არაა…_ დაიბნა ნიცა._ მარტო ვარ,უბრალოდ გადავიღალე და გადავწყვიტე დამესვენა.
_ ძალიან კარგი.ბავშვები მშვიდები არიან,არ ხმაურობენ,ხელს არ შეგიშლიან.
_ რა პრობლემაა,ბავშვი იმის არის უნდა იხმაუროს._ გაეცინა ნიცას,თან გაუკვირდა საიდან მოიტანა ეს აზრი,როდიდადნ იყო ასეთი გამგები.
_ ხო,ზოგს პრობლემა აქვს და ხან თამაშის დროს ცოტა რომ ხმაურობენ უხერხულობას განვიცდი.
_ არ მგონია სწორი იყოს,ვფიქრობ არავინ გავზრდილვართ ისე,რომ არ გვეხმაუროს.ნუ დაკომპლექსდებით,კომპლექსიანი ადამიანების გამო.
_ რა კარგად მოაზროვნე გოგო ხარ,კარგი დედა იქნები._ ღიმილიანი სახით უთხრა ციციმ.
ნიცას მიმიკა შეეყინა,რამდენიმე წამს,მერე ნაძალადევად გაუღიმა.ესიამოვნა და თან დააფრთხო ციცის ნათქვამმა.
კოტეჯიდან თავისი სახელი მოესმა ციცის.
_ შევალ,მეუღლე მეძახის.
_ დროებით._ ღიმილით გააცილა ნიცამ გოგო.

საღამოს ნიცა ადრე დაწვა,როგორც ყოველთვის,თან ნამგზავრს მალე ჩაეძინა.შუა ღამით სიცივის შეგრძნებამ გააღვიძა,კანკალებდა.წამოდგა,მეორე საძინებელში გავიდა,იქიდან გამოიტანა სქელი პლედი და ისიც დაიფარა,მაინც დიდხანს აციებდა. მთელს სხეულში სიცივე გასჯდომოდა და ვერ არეგულირებდა.ძილიც გაუფრთხა.გვიან ჩაეძინა,როცა როგორც იყო სხეულმა აღიდგინა ტემპერატურა.
დილით ყელის ტკივილმა გააღვიძა.მთელი ყელი უხურდა.ამოიკვნესა და ზანტად წამოდგა საწოლიდან.შედარებით თბილად ჩაიცვა,გარეთ გავიდა.
მზე უკვე ამოწვერილიყო გამწვანებული მთების მიღმა,მაგრამ ოქროსფერი სხივები ვეღარ ათბობდნენ მთის ჰაერს,მაინც იგრძნობოდა მთის სუსხი დილის ჰაერში.
ნიცამ ჰუდის ელვა შესაკრავი ყელამდე აწია.გარემოს მოავლო თვალი,მერე მანქანისკენ დაიძრა.გუგლ მეფში აფთიაქი მოიძია,ყველაზე ახლოს წაღვერში უჩვენა.მანქანის ძრავი აამუშავა და მიჰყვა მიხვეულ-მოუხვეულ გზას.წაღვერში რამდენჯერმე აერია შესახვევი,როცა მიხვდა კიდევ ერთხელ აერია გაბრაზდა და ჩუმად შეიკურთხა.
_ ჯანდაბა,შენი…
უკუსვლით დაიძრა,რომ მოულოდნელად ლითონის ხმა და მამაკაცის შეძახილი მოესმა.
შეკრთა.თავი მოატრიალა და დაინახა საბარგულის მარცხენა კუთხით მაღალ მამაკაცს ეჯახებოდა,რომელიც მანქანის უკანა ნაწილზე ხელს ურტყამდა გაფრთხილების ნიშნად.
წამში შეაჩერა მანქანა,გადმოვიდა.
_ ვაიმე,ბოდიში,ვერ შეგნიშნეთ._ შეწუხებული ხმით დაიწყო.
_ მე თუ ვერ შემნიშნეთ,გამკვირვებია,როგორ აიღეთ მართვის მოწმობა საერთოდ.
_ რა? _ წამიერად დაიბნა ნიცა,შემდეგ მიხვდა თავისზე ლამის ორი თავით მაღალ მამაკაცს,რომ ესაუბრებოდა და გაეცინა.
_ რამე ხომ არ დაგიშავეთ?
_ არა…არა,დამშვიდდით და უფრო ყურადღებით მართეთ მანქანა._ გულთბილად გაუღიმა.
_ ვერაფერი ვერ გავუგე ამ ქუჩებს,ეს მეფიც ურევს…აფთიაქს ვეძებ.
_ აი,ამ ქუჩას ჩაივლით,შემდეგ მარცხნივ შეუხვევთ და ათიდე მეტრში არის აფთიაქიც.
_ მადლობა დიდი._ ნიცა მანქანისკენ გაემართა.შემდეგ მოტრიალდა._ მართლა თუ რამე გეტკინათ,აფთიაქში მივდივარ…
ბიჭს გულიანად გაეცინა.
_ არაფერია,დროული რეაქციები მაქვს ,მადლობა ღმერთს._ ჩაიცინა და დაემშვიდობა.
მანქანაში ხმაურით ამოისუნთქა,რადგან მსუბუქად გამოძვრა სიტუაციიდან და გზა გააგრძელა.
მარტივად მიაგნო აფთიაქს.ახალგაზრდა გოგონა დახვდა ფარმაცევტი.
_ გამარჯობა.ყელის ტკივილისთვის მინდა მედიკამენტი.
_ გამარჯობა.ბავშვისთვის თუ … _ კარის ხმა იყო და მისი მზერა კარისკენ გადავიდა._ ბავშვისთვის თუ ზრდასრულისთვის?
_ ჩემთვის,ოღონდ ორსულად ვარ და …
_ გასაგებია,თქვენთვის ყველა არ შეიძლება.ახლავე მოვძებნი შესაფერის მედიკამენტს.
_ კარგი,მადლობ._ ნიცამ მზერა აფთიქში განლაგებულ პროდუქციაზე გადაიტანა.სახლის მოვლის საშუალებები,ნიღბები,შამპუნები და იქვე იდგა ციცი.
_ დილამშვიდობის._ მიესალმა ციცი.
წამიერად დაიბნა ნიცა.ისიც გაიფიქრა ნეტავ გაიგო თუ არა ჩემი ორსულობის შესახებო,მაგრამ უმალ გაფანტა ფიქრები.
_ დილამშვიდობის.
_ რამ შეგაწუხა?_ ჰკითხა ციციმ.
_ ყელი ამტკივდა და სანამ გართულდა…_ გაუღიმა ნიცამ.
_აი ეს მედიკამენტი შეიძლება ორსულისთვის.რამდენი აბი?
_ იყოს მთლიანი კოლოფი.მადლობ._ წამალი აიღო,გადაიხადა.
_ ციცი,მანქანით ვარ,თუ გინდა დაგელოდები._ შესთავაზა ნიცამ.
_ აუ,თუ არ შეწუხდები კი გამოგყვები,ავტობუსით ჩამოვედი მე.

ერთად წავიდნენ.საუბარი ნიცამ დაიწყო.
_ ორსულად ვარ,გაიგებდი ალბათ…
_ ჰო,_ გაუღიმა ციცი._ გილოცავ.
_ მადლობ,თუმცა ისეთი სიტუაცია მაქვს,მოსალოცია თუ არა ეგეც არ ვიცი…
_ უი,მასე ნუ იტყვი საყვარელო… პრობლემები ყოველთვის არის,მთავარია ჯანმრთელი მოევლინოს ამ ქვეყანას.ერთადერთი მაგას ვთხოვდი უფალს,როცა მელანიაზე ვიყავი ორსულად.
_ მე ჯერ ვერაფერი ვერ გავითავისე.
_ რამდენი კვირის ხარ?
_ არ ვიცი.
_ როგორ ექიმთან არ იყავი?
_ არა.
_ რამდენი ხანია გაიგე,ან ბოლო ციკლიდან გადაათვალე.
_ ივლისის 10 იყო ბოლოს.
_ რას მეუბნები და ექიმთან არ ყოფილხარ? აუცილებლად უნდა წახვიდე 12 კვირამდე აღრიცხვაზე უნდა დადგე,პლიუს ფოლის მჟავა უნდა დალიო.რას ელოდები?_ გაოცებული უყურებდა ციცი.
_ არ ვიცი.
_ ბოდიში,ზედმეტი მომივიდა ალბათ._ შეცბა გოგოს ურეაქციობაზე ციცი და უხერხულად იგრძნო თავი.
_ არა,არაფერია.უბრალოდ…როგორ გითხრა,დიდი ამბავია… ჩემთვისაც ისეთი მოულოდნელი იყო,სიმართლე გითხრა არ გამხარებია…_ აღიარა ნიცამ პირველად ხმამაღლა,ალბათ იმიტომ რომ უცხო იყო სრულიად ციცი და არ ადარდებდა რას იფიქრებდა მასზე.
_ არ გიყვარს ბავშვის მამა?_ სიბრალულით ჰკითხა გოგომ.
_ ეჰ… მიყვარს,მაგრამ…მერე მოგიყვები… ძალიან მშია, რაო რა მითხარი რა უნდა დავლიო?
_ ფოლიუმის მჟავა.აბებია,ყველას უნიშნავენ ორსულს.
_ არ ვიცოდი.
_ ჰო,გეტყვი რაღაცეებს მე…არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
კოტეჯში დაბრუნებულებს ციცის მეუღლე ეზოში დახვდათ ბავშვებთან ერთად.
ციციმ მეუღლე გააცნო ნიცას.ნიკა იყო,წინა დღეს,რომ გამოვიდა ბავშვებთან.
ნიცა კოტეჯში შევიდა და არეულ საწოლს შეხედა.გაასწორა.სამზარეულოში გავიდა,თუმცა საკვები არაფერი ჰქონდა და არც მომზადება იცოდა.
_ ღმერთო,კვერცხის შეწვა მაინც როგორ არ ვისწავლე ლიასგან?!
თავი გადააქნია უკმაყოფილოდ.
_ კარგი,დღესაც რუსკა ბებოსთან ვისაუზმებ,ხვალიდან კი…_ კარზე ხმა იყო,თავისთავთან საუბარი შეაწყვეტინეს.
ციცი იყო.
_ გამოდი,ვისაუზმოთ სუფთა ჰაერზე,სანამ ამინდები ხელს გვიწყობს.
_ ახლა მივდიოდი რუსკა ბებიასთან.
_ დღეს ჩემი სტუმარი იყავი და ხვალ რუსკასთან მიდი._ ხელი გამოსდო მკლავში ციციმ და ეზოში განთავსებულ მაგიდასთან გაიყვანა.
_ ამდენი მარტომ მოამზადე?_ გაიკვირვა ნიცამ.
_ რამდენია? _ გაეცინა ციცის._ ნიკა,სულ მსაყვედურობს ბავშვის მენიუზე გადამიყვანე მელანიას შემდგომო.
_ ასე,რომ თუ ბევრი და სხვდასხვა საკვები არ მოვამზადე,ჩემს ქმარს ისე ვერ დავანაყრებ.
სუფრას მიუჯდნენ.
_ ნიკა,_ დაიძახა ციციმ._ გამოდით,გელოდებით.
_ მე არაფრის მომზადება არ ვიცი…_ დაიმორცხვა ნიცამ.
_ მართლა? _ გაეცინა ციცის._ სანამ აქ ვარ,გასწავლი და მერე ორსულობაზეც მოგიყვები რაღაცეებს…
ნიკა ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო,იუმორიც შესანიშნავი ჰქონდა და მხიარულად გაატარეს დრო ერთად.
მაგიდის ალაგების დრო,რომ დადგა.ნიცამ იუხერხულა,წამოდგა და მიეხმარა ციცის.ჭურჭლის გარეცხვა ნიკამ აიღო თავის თავზე.გოგოები ეზოში ჰამაკებში ჩასხდნენ,თან იქვე მოთამაშე ბავშვებს ადევნებდნენ თვალს.
ნიცამ მისი ცხოვრების ბოლოს განვითარებული დეტალები მოუყვა ციცის,რაღაცნაირად ნდობა დაიმსახურა მის თვალში,თან გულის გადაშლა სჭირდებოდა და დაიცალა.ციცი კარგი მსმენელი აღმოჩნდა,ობიექტური.
_ მოდი პირველი განვიხილოთ ბავშვის თემა,დაახლოებით ცხრა ან ათი კვირის არის ნაყოფი.აუცილებლად უნდა წახვიდე ექიმთან,თუ გინეკოლოგი არ გყავს მე გირჩევ,ძალიან ძლიერია თავის საქმეში.
ნიცა ყველაფერზე თავს უქნევდა,როგორც გამოუცდელი.ციციმ დარეკა და კონსულტაციაზე ჩაწერა.
_ ფაქტობრივად თვეში ერთხელ მოგიწევს ჩამოსვლა თბილისში,თან სულ აქ ხომ არ დარჩები არა? თუ გინდა გამოგყვები პირველ კონსულტაციაზე,ნიკუშას დავუტოვებ ბავშვებს.
_ არა,მადლობა,ისედაც მეხმარები.
_ ყველაფერი კარგად იქნება,არ ინერვიულო შენ,ხანდახან განსაცდელი იმისთვის მოდის,რომ ურთიერთობა გამოიწრთოს,თუ გაუძლებთ და გადალახავთ ეს კიდევ ერთი აგურია მყარი ურთიერთობის,მერე საყრდენი ხდება წყვილი ერთმანეთის,მეტი იმედი და ნდობა გაქვს პარტნიორის მიმართ.
_ ჩვენს შემთხვევაში ერთი აგური კი არა,საძირკველიც არ გვაქვს_ სარკაზმი მოიშველია ნიცამ.
_ დაელოდე იქნებ გამოჩნდეს,მან ხომ არ იცის ორსულობის შესახებ?
_ არ მინდა ჩვენი შემაკავშირებელი რგოლი ბავშვი იყოს და მხოლოდ ამის გამო იყოს ჩემთან.
_ ჰო,მესმის…

ნიცა კვირის ბოლოს დაბრუნდა თბილისში.პირდაპირ კლინიკაში მივიდა ექიმთან კონსულტაციაზე.გაგზავნეს ლაბორატორიაში,შემდეგ ულტრაბგერით გამოკვლევაზე და ბოლოს გინეკოლოგთან.
ექოსკოპიაზე ნაყოფი უკვე დიდი იყო,ჩანდა პატარა არსება,როგორ მოძრაობდა მის სხეულში,მოისმინა გულის ცემა,რომელიც ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა.რადიოლოგს სთხოვა გულის ხემის ხმას ჩავიწერო.ვიდეო გადაუღო ეკრანს სადაც პატარას ხედავდა და თან მის გულისცემას ისმენდა.
ამაღელვებელი იყო ასევე იმ კუთხით,რომ მოსაცდელში ყველა ვიღაცასთან ერთად იყო,დედასთან მეუღლესთან ერთად.ზოგს ორი და სამი ადამიანი ახლდა თან.ნიცა კი მარტო იდგა დაბნეული,არ იცოდა რა ელოდა რას ეტყოდა ექიმი…თავს შემოუძახა,ახლა სენტიმენტების დრო არ არისო.
დაღლილი იყო, მშიერი.ციციმ გააფრთხილა ანალიზები უზმოზე უნდა აგიღონო.
გინეკოლოგი ახალგაზრდა გოგო იყო,ცოტა გაუკვირდა,მაგრამ ციცის ენდობოდა.ამ ერთ კვირის მანძილზე გოგომ მისო ნდობის მოპოვება შეძლო.
გადახედა ექოსკოპიის დასკვნას,ყველაფერი რიგზე იყო.ორსულობის მეთერთმეტე კვირა იყო დაწყებული.აქამდე სად ხარო კი გაუკვირდა,მაგრამ მეტი აღარაფერი უთქვამს.ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა.ნომერი დაურეკა და გააფრთხილა,ნებისმიერ დროს დაერეკა,თუ დაჭირდებოდა.
გამოსვლისას ფოიეში ლია დაინახა.გულის ცემა ყელში იგრძნო.გულისრევის შეგრძნება დაეუფლა.ლიამაც შენიშნა გოგო და მისკენ წამოვიდა სწრაფად.ნიცამ ფეხს აუჩქარა,მაგრამ ქალი მასზე სწრაფი აღმოჩნდა.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ოჰო რა საინტერესოა ,სად გაწყდა ისტორია🙈🙈🙈

 


№2 სტუმარი ნია

შესანიშნავია გდლოდებით

 


№3 სტუმარი Nia

არ მიყვარს ეს ლია, რა პონტია, მამამისმაც მაგრად მიქარა, ძლიერი გოგო ჩანს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანიკო

არარის ალექსანდრე მართალი ნიცასთან.ნიცა სულ მარტო დატოვა🥺

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent