ჩემი პირადი მცველი 14
ნაცრისფერი დღე იყო.მთელი დღე ღრუბელთა ჯარი იყრიდა თავს.ქალაქიც გარინდული ელოდა წამს როდის მოხსნიდა პირს ცა და წამოვიდოდა თქეში წვიმა. გზად წამოეწიათ პირველი წვიმის წვეთი მეორე… მესამე… და მერე,თითქოს მართლაც გაირღვა სადღაც ღრუბელი,თავსხმა წვიმა წამოვიდა. მეკომ მანქანაში მოასწრო ჩაჯდომა,თუმცა რამდენიმე წამიც საკმარისი აღმოჩნდა,წვიმის წვეთების მსხვილი კვალი,რომ დატყობოდა მის წითელ ჰუდს. _ ვაიმე ეს რა ამინდია?!_ სალამის ნაცვლად მაშინვე წუწუნზე გადავიდა._ გავიწუწე. ოთომ თავი უკან სავარძელზე მჯდომ მეკოსკენ მიაბრუნა. _ გამარჯობა. მეკომ თმების სწორებას ხელი უშვა და ოთოს გახედა. _ გამარჯობა.ჩემს ემოციებში ვიყავი,ვერ შეგნიშნეთ. _ როგორც ჩანს,არც მე მამჩნევ._ ვითომ გაბრაზებით წარბი აწია ნიცამ. _ ეე,ნიცკუ…_ წინა ორ სავარძელს შორის ნახევარი ტანით გაძვრა და მეგობარს ჩაეხუტა._ როგორ მომენატრე. _ მეც და აი ახლა მოგიტაცებ და ჩემთან ერთად გადაგხიზნავ მთებში. _ რას იზაავ?_ სახე დამანჭა მეკომ. ნიცას გაეცინა. _ ოთო აუხსენი._ მკლავზე დაჰკრა ხელი ნიცამ ოთოს. _ მე სულ დავაბნევ იყოს,რუსკას მივანდოთ ეგ საქმე._ ორივემ გუპიანად გაიცინა,მეკო კი დაეჭვებული უყურებდა. გზაში ნიცა მხიარულობდა.ოთომ პირველად ნახა გოგო ასეთი მხიარული და მოეწონა,მისი ხასიათის ამდაგვარი ტრანსფორმაცია.მიხვდა მეგობარი იყო ამის მიზეზი და მეკოს მიმართ დადებითად განეწყო. რუსიკო ბებო გაფრთხილებული ჰყავდა.ნიცას დაბადების დღეა და საღამოსთვის თავისებურად დატრიალებულიყო და სადღესასწაულო ვახშამი მოემზადებინა. მანქანა ჭიშკართან გააჩერა ოთომ. _ ვაა,რა სილამაზეაა_ აღმოხდა მეკოს და აქეთ-იქით ატრიალებდა თავს._ აქედან მეც არ წავმოვიდოდი თბილისში ვაღიარებ.აუ,რა ჰაერია ჯერ მარტო…_ ღრმად ჩაისუნთქა და ისევ გარემოს თვალიერება განაგრძო. _ დროულად შემოდი,თორემ აქაც არ აგცდება დასველება._ გააფრთხილა ოთომ. _ ნუ სინოპტიკოსობ ოთო._ დასცინა მეკომ და სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული,ერთიანად წამოვიდა წვიმის მახვილი წვეთები და გარემო წვიმის ხმამ მოიცვა. _ ააა…_ აკივლდა წვიმის ცივი წვეთებისგან შეწუხებული მეკო და შენობის იმ მხარეს გაიქცა სადაც ოთო დაინახა.ოთახში ისეთი სისწრაფით შევარდა,სამზარეულოში მიმავალ რუსიკოს შეეჯახა,რომელსაც ფქვილით სავსე თასი მიჰქონდა და მთელი ფქვილი პუდრივით მოეფინათ სახეზე და იატაკზე. _ ვააი…_ არც აქ დააკლო კივილი. _ დედა,ვინაა ეს მჩხავანა ბავშვი? _ გაჯავრდა რუსიკო.უხერხულობისგან მეკო აიტუზა,ოთო კი სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა და კარის ზღურბლზე იყო მიყუდებული. _ მაპატიეთ,არ მინდოდა._ ჩამოფერთხა მეკომ რუსიკო და დაბნეული აცეცებდა თვალებს. _ რომ არ გინდოდა მეც ვიცი…_ ჩაიცინა რუსიკომ და ოთოს გადახედა._ ამოისუნთქე ახლა,ნუ მოიგუდავ თავს. ახლა მეკოს გაეცინა. ეზოს მხრიდან ნიცამ შემოირბინა. _ უი,აქ რა ხდება? _ თოვლის ბებია მოვედი ნაადრევად._ ჩაიცინა რუსიკომ._ კალთა ჩამოიფერთხა და სამზარეულოსკენ გაემართა. _ რა გჭირთ შენ და რუსკას?_ კითხვა გაიმეორა ნიცამ. _ ვაიმე,რავიცი,ოთოს ბრალია სულ… _ ე,მე რა შუაში ვარ?! _ არ ვიცი,მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს და…_ გაიცინა მეკომ._ წამოდი,დამაბინავეთ ახლა ასე ნუ მატარებთ. სანამ მეკო მოწესრიგდა,ნივთები დაალაგა. ნიცაც მასთან ერთად იყო,როცა მის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ეკრანს დახედა უცხო ნომერი. _ გისმენთ… დიახ,ნიცა… სად?.. _ ნიცა წამოდგა,ფარდა გაწია.მანქანა მართლაც იდგა მათი ჭიშკრის კართან._ ახლავე. ტელეფონი იქვე ტუმბოზე დადო.კაპიუშონიანი მოსაცმელი მოიცვა და კოკისპირული წვიმის მიუხედავად ეზო სირბილით გადაკვეთა. მეკო ფანჯრიდან ადევნებდა თვალს,როცა დიდი წითელი ვარდების თაიგული გაუწოდეს.შენიშნა ნიცას დაბნეული სახე და კოტეჯისკენ გამობრუნდა. დაბნეული შევიდა კოტეჯში.მოსაცმელი იქვე საკიდზე დაკიდა,ოთახის სიღრმეში შევიდა.თაიგული მაგიდაზე დადო. _ ვისგან არის? _ არ ვიცი._ დაბნეულმა და ცოტა გაკვირვებულმა უპასუხა. ბარათი მოიძია.თაიგულის სიღრმეში ჩავარდნილიყო,ამოიღო და სახეზე გამომეტყველება შეეცვალა. “ დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ჯიუტო,პატარა ქალბატონო.მენატრები.” ალექსანდრე თითქოს ყველაფერი გაუახლდა,ყველა ტკივილი,ყველა დარდი…არც დავიწყებია,მაგრამ ცდილობდა და სულ ცდილობს აღარ იფიქროს,გაუმკლავდეს მის გარეშე ცხოვრებას,ის კი რას აკეთებს?! ახლა როცა ყველაზე ნაკლებ ელოდა,როცა ისწავლა,როგორც იცხოვროს ისე რომ ფიქრებიც აკონტროლოს,ახლა გამოჩნდა. გამოჩნდა და სული აუფორიაქა. _ ნიცა…_ ფიქრებიდან მეკოს ხმამ გამოიყვანა.არეული მზერა მიაპყრო მეგობარს._ ალექსანდრეა? _ ჰო… იდგა მიყინული ერთ ადგილზე და არ იძროდა. _ გინდა რამის თქმა?_ თანაგრძნობით ჰკითხა მეკომ. _ ახლა არა._ მტკივნეულად ამოთქვა.მერე თითქოს გონს მოეგო,ლარნაკის ძებნა დაიწყო. ინტერიერის გასალამაზებლად მდგარი ლარნაკი აიღო ტუმბოდან,წყლით შეავსო და თაიგული ჩადო. _ გავიდეთ,რუსკას მივეხმაროთ.ხინკალს აკეთებსო ოთომ. _ ოჰ,შენც არ მოახვიო ცხრამეტ ნაოჭიანი უცებ._ გაეხუმრა მეკო და ეცადე მეგობრის გამხიარულებას. _ ნუ ხინკალი,არა მაგრამ ხაჭაპურის ცხობა მასწავლა რუსკამ,კიდევ რამდენიმე კერძი. _ ვინ შენ? მოიცა,მოიცა…_ თვალები ააფახულა მეკომ._ ნიცა მელიქიშვილი ხაჭაპურს აცხობს? არაა,არ მჯერა. _ ნუ გჯერა,ხელდახელ რომ დაგიცხობ ერთ დღესაც მერე დაიჯერებ. _ აი სასწაული,ამას ჰქვია._ ხელები ცისკენ აღაპყრო მეკომ სიცილით.მერე უცებ დასერიოზულდა._ ნიც,სანამ გავალთ მითხარი,ორსულობა როგორ მიდის? _ კარგად არის ყველაფერი.დღეს კიდევ ერთ კონტროლზე ვიყავი. _ ალექსანდრემ კიდევ არ იცის? _ რანაირად? არ მაძლევს საშუალებას. _ აბა ეს ყვავილები? რანაირად?.. _ ლოკაცია მქონდა მისთვის გაზიარებული და ალბათ…_ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. _ რატომ არ შლი? ტუჩის კუთხეში მწარედ ჩაეღიმა ნიცას. _ მეშინია იმ დღის დადგომის,როცა შევძლებ და წავშლი… მეკო მეგობარს ჩაეხუტა. _ ყველაფერი გაივლის და დალაგდება. _ რის ხარჯზე გააჩნია… მე აღარ ვიქნები მე ასე მგონია._ დანანებით ჩაილაპარაკა ნიცამ,უფრო მჭიდროდ მოხვია მეგობარს ხელები და მის თმაში ჩამალა სახე. _ იქნები და უფრო უკეთესი შენი ვერსიაც კი,დამიჯერე.ახლაც კი ამ რამდენიმე საათში რაც შეგატყვე ბევრი კარგი თვისებები გიპოვნია საკუთარ თავში,ასე რომ _ უკან დაიხია და თვალებში ჩახედა ნიცას,მერე დემონსტრაციულად განაცხადა. _ თუნდაც ხაჭაპურის ცხობა,ეს ხომ წარმოუდგენელი იყო ნიცა მელიქიშვილისგან?! ორივეს სიცილი აუტყდა,როცა წარმოიდგინეს ძველი ნიცას და ხაჭაპურის ერთობლიობა. _ წამოდი,წამოდი,თორემ რუსკა ერთ ამბავს დაგვატეხავს თუ დროულად არ გავალთ. _ რას აკეთებ გოგო?!_ შეიცხადა რუსიკომ._ ფქვილი დააყარე და ისე გააბრტყელე… მეკომ მუჭით აიღო ფქვილი და წინ დაიყარა. _ ღმერთო,მაღალო…_ ხელები ცისკენ აღაპყრო რუსიკომ._ ციდან ჩამოცვივდით თქვენა? ადექი ბიჭო,მომეხმარე,თორემა დავხოცამ ამათ… მიუბრუნდა იქვე მჯდომ ოთოს.წამოდგა ბიჭი და გოგოების ნამოქმედარს გადახედა ერთი ფირფიტის გასაბრტყელებლად,რომ ფქვილის პირამიდები დაეყარათ წინ.ჩაეცინა. _ ცოტა ეკონომიურად ქალებო,თორემ რუსკა მაგ საბრტყელებლით გამოგეკიდებათ ცოტახანში._ თვალი ჩაუკრა გოგოებს. _ გაინძერი შენა,ბევრს ნუ ლაპარაკობ._ დაუტატანა რუსიკომ. _ მიყურეთ და ისწავლეთ._ მოუწოდა გოგოებს.ისინიც დიდი მონდომებით აკვირდებოდნენ ოთოს თითოეულ მოძრაობას და იმეორებდნენ.პერიოდულად ოთო დასცინოდა გოგოებს და შენიშვნებს აძლევდა,მაგრამ საბოლოოდ დახვეწეს. _ მეკო,ოთხკუთხედის და წრის გარჩევა თუ არ იცოდი გეთქვა,გეომეტრიაში გამეცადინებდი მანამდე._ დასცინა ბიჭმა.მეკომ ფქვილიანი ხელი პირდაპირ სახეზე ჩამოუსვა ბიჭს. _ ენა გააჩუმე,თორემ …_ თვალები გადაატრიალა მეკომ. რუსიკომ მომღიმარი მზერა მიაპყრო გოგოს და ბიჭს და ჩუმად ჩაიცინა. _ მართალს გეუბნება.აბა ეგ რაა,კარგად თუ დააკვირდები ხუთკუთხედია._მხარი აუბა შვილიშვილს რუსიკომ. ოთახში ხმამაღალი სიცილის ხმა გაისმა. ახლა შეხვევაზე გადავიდნენ და ლამის გაგიჟდა რუსიკო,როცა დაინახა რა “მახინჯ” ხინკლებს ახვევდნენ. _ რა არის ქალო ეს? შეჭმა შეგეშინდება! მიყურეთ ახლა._ დატუქსა გოფოები და მოუწოდა ჯერ მისთვის ეყურებინათ და თან დეტალურად უხსნიდა როგორ გააკეთებინათ ნაოჭი,რამდენი ჩაედოთ ფარში ცომში,როგორ მოეკრათ თავი ხინკლისთვის.ნიცას ლამაზი გამოუვიდა და ტაში შემოკრა.მეკოს ჯერ ისევ არ უმართლებდა. _ ვაი,შენს დედამთილს, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ._ დასცინა რუსიკომ და თავი გადააქნია._ მიყურე გოგო,მიყურე… _ რუსკა ბებია,თბილისში ვიძახებთ ხინკალს,ნუ ღელავ._ დაამშვიდა მეკომ. _ იქნება სოფელში თხოვდები,ან იმ ქალაქში რა სახლში აღარაფერს აკეთებს ხალხი? აი,დაიწვას ჩემი ქალობა…თქვენს ასაკში ქალო,ორი შვილი მყავდა,ქმარი,დედამთილ- მამამთილი,მამამთილის მშობლები და ყველასთვის მე ვაკეთებდი სადილსა თუ ვახშამსა._ ახვევდა და თან ქოთქოთებდა._ ახლანდელებმა კიდე ოჯახის გაძღოლას ვინ ჩივის,ხინკლის მოხვევა არ იცით. _ რა ოჯახი რუსიკო ბებია,საკუთარი თავისთვის ვერ მიმიხედია._ ამოიბუზღუნა მეკომ. ოთო მხიარულობდა რუსიკოს საყვედურებზე.იცოდა ქალი სიყვარულით ტუქსავდა ახალგაზრდებს. როგორც იქნა,მორჩნენ ფქვილთან და ცომთან ურთიერთობას და სუფრა გაშალეს. რუსიკომ თაფლის არაყი გამოატანინა ბიჭს. _ აბა ახლა სმაში უნდა გამოგცადოთ. _ მაგაში ვერ გვაჯობებ რუსო ბებო._ გაუთამამდა მეკო. _ შენა,გოგო ჩემი ასაკი ნუ მოგატყუებს.ისე დაგათრობთ სამივესა რომა …_ სამივეს სიცილი აუტყდა. სუფრასთან მხიარულება სუფევდა.ნიცამ თავიდანვე განაცხადა მე ვერ დავლევ არ შემიძლიაო,რუსიკომ ხან ღვინო შესთავაზა,ხან კონიაკი,მაგრამ უარზე იყო ნიცა.ოთო დაკვირვებით უმზერდა,ღიმილით. _ კარგი რუსკა,დაანებე თავი.არ შეუძლია და რა გრიშა პაპასავით იქცევი? _ ლოთ გრიშას რას მადარებ,ერთი ამ მაიმუნს უყურე?! ხელახალი ტალღა დაიძრა სიცილის.რუსიკოც იცინოდა და ვითომ ბრაზობდა,ამხიარულებდა ახალგაზრდებს. მეკომ,ოთომ და რუსიკომ დალიეს.ნიცა უბრალოდ ჭიქას მიურტყამდა და ისევ უკან აბრუნებდა. გვიან საღამოს,უკვე კარგად შეზარხოშებულები რომ იყვნენ და იცინოდნენ,ძველ ისტორიებს იხსენებდნენ.ნიცას ტელეფონზე ისევ ზარის ხმა გაისმა. მირიანი რეკავდა. წამით სიცივე იგრძნო სხეულში.ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა. _ გისმენ. _ გამარჯობა ნიცა._ მამაკაცის მშვიდი,თბილი ხმა გაისმა ყურმილში.ნიცამ დუმილით უპასუხა. _ გილოცავ მამიკოს პირველო და ერთადერთო ._ ეს სიტყვა გულზე შემოეჭდო ნიცას. “პირველი და ერთადერთი” მალე აღარ იქნებოდა._ მინდა,სულ ბედნიერს გხედავდე მა. _ მადლობა._ დაიჩურჩულა ნიცამ. ორივე გაჩუმდა წამით. _ მომენატრე მამიკო. გოგომ ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლები მოაწვა. _ მეც… _ მაპატიე… _ არ შემიძლია._ ხმა გაებზარა ნიცას. _ მესმის… შენი ნახვა მინდა…ვისაუბროთ. _ ჯერ არა,მარტო მინდა ყოფნა. _ კარგად ხარ? _ კი. _ თუ რამე დაგჭირდეს ნიც,ხომ იცი მა,დამირეკე კარგი? _ კარგი. _ კარგი,მა დაისვენე.მიყვარხარ არასდროს დაივიწყო. _ ჰო._ ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა ნიცამ და გათიშა. ასე იდგა ცოტახანს. ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა. უკნიდან კარის ხმა მოესმა.სწრაფად შეიმშრალა სახე. _ ო,როგორ აგრილებულა გარეთ._ ოთო იყო. _ ჰო. ხმა ეუცნაურა.თვალი შეავლო გოგოს. _ კარგად ხარ?_ მზრუნველობა გაერია ხმაში. კიდევ აუჩუყდა გული.მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო,მაგრამ თვალებმა გაყიდეს. ბიჭმა ხელი მოხვია და გულზე მიიკრა,რომ არა სასმელი ვერ გაბედავდა ორივე ხვდებოდა ამას. _ ნიცა,რა ხდება? ბიჭის ძლიერ მკლავებში მოქცეული გოგოს სხეული უფრო ათრთოლდა და იგრძნო,როფორ აუკანკალდა მხრები ნიცას. თავზე ხელი ჩამოუსვა. _ აქ ვარ…თუ რამით შემიძლია დახმარება აქ ვარ…_ ეჩურჩულებოდა ბიჭი. რუსიკო და მეკო მხიარულად ისხდნენ სუფრასთან.მეკო გულიანად იცინოდა რუსკას მონათხრობ ძველ ამბებზე. გარეთ გრილი ღამის სიო დაჰქროდა,რომელსაც სუსხი დაჰყვებოდა თან და ნიცას სახეზე ჩამოსულ თბილ ცრემლებს,წამში აციებდა სახეზე. _ ნიცა,შემიძლია შენი დახმარება? თავი გაინთავოსუფლა მისი მკლავებიდან,ცრემლები შეიმშრალა. _ არა. ბიჭი წამით დააკვირდა მის სევდიან მზერას. _ ნიცა,ჩემი იმედი ხომ გაქვს?_იდგა უძრავად გოგო და ხმას არ იღებდა.ოთომ ჩაიცინა._ კაი,თუ არ გაქვს,მინდა რომ გქონდეს.კარგი? გოგომ მხოლოდ თავი დაუქნია. _ შევიდეთ,შეგცივა._ მზრუნველად მოხვია მხარზე ხელი გოგოს და გზა დაუთმო კარისკენ. ცოტახანს კიდევ საუბრობდნენ,ხუმრობდნენ,მერე ძილი მოერია რუსიკოს და ახალგაზრდები მარტო დატოვა.ცოტახანში ნიცაც ადგა,რომ შეატყო მეკო და ოთო ჯერ ისევ მხიარულად საუბრობდნენ. _ მეც მეძინება გავალ რაა. _ კაი მეც წამოვალ._ წამოდგა მეკო. _ შენ ოთოს მიეხმარე მაგიდის ალაგებაში,თან დამძინებელი არ ხარ შენ ისე ჭიკჭიკებ და ისევ ამას ელაპარაკე,მე ძილს არ დამაცდი ვიცი. მეკოს გაეცინა. ნიცა კოტეჯში გავიდა.ყვავილებისკენ გაექცა მზერა.ახლოს მივიდა,თითები ნაზად გადაატარა ვარდის ფურცლებს. _ მენატრები._ დაიჩურჩულა და ტუჩის კუთხე დაეშვა.ისევ ცრემლებმა იმარჯვეს.მთელი დღეა ეტირება და ემოციებს ვერ უმკლავდება. საწოლში დაწვა. _დროა დაიძინო ნიცა,_ უთხრა საკუთარ თავს._ თორემ,დღეს ტირილის მეტს არაფერს აკეთებ. მეკოს შემოსვლა ვერ გაიგო.გვიან ღამით დაიშალნენ მეკო და ოთო.ისაუბრეს ბევრი,აღმოაჩინეს საერთო ინტერესები,გაუზიარეს ერთმანეთს განსახვავებული აზრები,იმსჯელეს,რამდენადაც შეეძლოთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. _ და მაინც მგონია,რომ კაცებს ემპათიის უნარი არ გაგაჩნიათ._ განაცხადა მეკომ გადაჭრით. _ აუ,ამ ნაწილში არ გეთანხმები._ ხელები გაასავსავა ოთომ._ უბრალოდ ქალებს გიყვართ,რომ კაცი მუდმივად თქვენს გარშემო ბრუნავს,როგორც დედამიწა მზის სისტემაში. _ ნუ ბოდიალობ ოთო,_ პირზე ხელი ააფარა მეკომ. _ რასაც ვამბობ არის ჭეშმარიტება.კაცებს არ შეგიძლიათ თანაგრძნობა.რაღაცნაირები ხართ,ზედაპირულად უყურებთ ბევრ საკითხს. _ მაგ ლოგიკით მაშინ ქალები ზედმეტად ემოციურები ხართ და მანიპულატორები. მეკომ თვალები დაჭყიტა. _ რას კადრულობ ახალგაზრდავ?_ თან გადაიკისკისა. _ არ მსჯელობ სწორად._ დაუყვავა ოთომ._ არ მიყვარს მსგავსი ფორმულირება,რომელიმე სქესზე.ყველაფერი ინდივიდუალურია,ზოგადად თითოეული ადამიანი არის ფენომენალური.აქედან გამომდინარე რთულია აიღო ყველა კაცი ერთად და გადაჭრით ამტკიცო რამე მათზე,თუნდაც ეს ქალებზე იყოს. _ არა,ოთიკო,მომისმინე._ თითი ცხვირწინ დაუტრიალა მეკომ.ოთოს ჩაეცინა._ კაცებსაც და ქალებსაც გვაქვს ჩვენი საერთო ქალური საწყისი ბუნება და კაცებს თქვენი,ხოდა საწყისად გაქვთ ეგ ოხერი ხასიათიც. ოთოს სიცილი წასკდა. _ ეს ფრიად საჭირბოროტო საკითხი ხვალ განვავრცოთ ფხიზელ გონებაზე,ახლა ვწყვეტ შენთან დისკუსიას._ ხელები ჰაერში აღმართა ბიჭმა. _ აი ასე,მომწონს,როცა მნებდებიან._ თქვა გამარჯვებულის ინტონაციით მეკომ და სუფრის ალაგებას შეუდგა. ოთო სკამზე ნახევრად გადაწოლილი უყურებდა გოგოს და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


