შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც ჩემს შიგნით


1-06-2026, 03:53
ავტორი alma mia
ნანახია 83

გარეთ სქელი ნისლი ჩამოწოლილიყო, ცივი, ფერმკრთალი, აი ისეთი, საშინელებათა ფილმებში რომ გხვდება, როცა იცი, მალე შემზარავი კადრი გამოჩნდება და ყველაფერი სწორედ ნისლით იწყება.ლამპიონები ისე მკრთალად ანათებდნენ ქუჩას, თითქოს უკუნით სიბნელეში ციცინათელების ჯგუფს გაებედა გამოჩენა. მათი შუქი პატარა იყო, თუმცა იმედს ჰგავდა, იმედს, რომელიც ცხოვრებას გინათებს.ირგვლივ არაფერი ჩანდა ლამპიონების მოციმციმე ნათების გარდა. გამაყრუებელი სიჩუმე მთელ უბანს დაუფლებოდა და სულში მძიმედ მაწვებოდა.ცას ავხედე, ბურუსით მოცული ღრუბლები ზემოდან გადმოჰყურებდნენ ქალაქს.მალე იწვიმებს, გავიფიქრე და სწრაფი ნაბიჯებით ავუყევი ჩემი ბინის კიბეებს.ფეხზე მაღალი ქუსლები მეცვა, შავი, ფართოდ გაშლილი შარვალი კი ჩვეულებრივ ყავისფერ ზედას ამშვენებდა. კარი შევაღე და სახლში შევედი.
ფეხსაცმელი გავიხადე, სიგარეტის ღერს მოვუკიდე და ფიქრებს მივენდე.
ვფიქრობდი ჩემს ერთფეროვან, უინტერესო ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მისი შეცვლა. სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო ორი წელი ბუნდოვან მოგონებებად შემომრჩა. იმდენი ტკივილი, იმედგაცრუება და გულისტკივილი დამიგროვდა, რომ ბევრი რამ უბრალოდ დამავიწყდა.
მაგრამ ეს ისტორია იმ წლებიდან არ იწყება. არა, მისი დასაწყისი გაცილებით შორს, წარსულის ერთ მივიწყებულ მონაკვეთშია. ე იმ დროში, როცა ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ სიყვარული არასდროს გტკენს, მეგობრობა არასდროს გიღალატებს და ადამიანები სამუდამოდ რჩებიან. სიგარეტის ბოლს ვუყურებდი, რომელიც ნელა იშლებოდა ჰაერში და ოთახის სიჩუმეში ქრებოდა, თითქოს არც არასდროს ყოფილა. ყველაფერი ზედმეტად მშვიდი იყო…
ფანჯრის მიღმა ნისლი ჯერ კიდევ არ იფანტებოდა. თითქოს გარეთ კი არა, ჩემს ცხოვრებაშიც იყო ჩამოწოლილი მძიმე, გაურკვეველი და უძრავი. ჩემი გრძელი, ყავისფერი თმები სახეზე მეხებოდა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ნესტის სუნითა და თამბაქოს მწარე კვამლით. სიგარეტის ბოლო ნაპერწკალი სიბნელეში ციმციმებდა, როცა ტელეფონის უეცარმა ზარმა რეალობაში დამაბრუნა.ღრმად ჩავისუნთქე და წამით მომეჩვენა, რომ მთელი ქალაქი იმ ნისლთან ერთად სუნთქავდა. დედა იყო ასეთ დროს იშვიათად მირეკავდა,გამიკვირდა,დედა საკმაოდ რთული ქალი იყო სერიოზული და ურყევი ხასიათის,ცოტათი კაპასიც კი .ტელეფონი ავუღე
_გისმენ დეე
რამდენიმე წამი არაფერი უთვქვამს მხოლოდ მძიმე სუნთქვა მესმოდა
_ჩამოდი
მითხრაა შიშ ნარევი ხმით და ტელეფონუ გამითიშა ავნერვიულდი უეცრად ყველაფერი ცუდი ერთად გავიფიქრეე თუმცა მისთვის აღარ დამირეკავს იმ ღამესვე ჩავედი…გზა ჩვეულებრივზე ბევრად გრძელი მეჩვენებოდა. ფანჯარაში ვიყურებოდი და ვცდილობდი ფიქრები დამელაგებინა, თუმცა ამაოდ. მთელი გზა წვიმდა. წვრილი წვეთები მინას ეცემოდა და ნელა ეშვებოდა ქვემოთ, თითქოს ცაც ტიროდა.შიგნიდან გული გამებერა. მძიმედ ვსუნთქავდი და ვცდილობდი ცუდი ფიქრები თავიდან მომეშორებინა, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი სახლს, მით უფრო მიჭერდა გულზე რაღაც უხილავი სიმძიმე.ბოლოს ჩავედი.სახლის კართან რომ მივედი, ჰაერში წვიმის, ნესტიანი მიწისა და მინდვრის ბალახის სუნი ტრიალებდა. ბავშვობიდან მიყვარდა ეს სურნელი, მაგრამ იმ დღეს ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა შფოთვისა.
გარეთ ჩემი პატარა დეიდაშვილები დარბოდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს დასდევდნენ. მათთვის ეს ჩვეულებრივი დღე იყო. უცნაურია, არა? როცა შენი სამყარო ნგრევის პირასაა, სხვებისთვის ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება.
სწრაფი ნაბიჯებით შევედი სახლში.
პირველი, რაც დავინახე, მამაჩემის სახე იყო.შვებით ამოვისუნთქე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ იმის მეშინოდა, რომ მამას რამე მოუვიდოდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის მხოლოდ მამა არ იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი.
მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ისეთი, სიტყვებით რომ ვერ აღწერ.მივუახლოვდი და მაგრად მოვხვიე ხელები. ისიც ჩამეხუტა. მის მკლავებში ისევ იმ დაცულობას ვგრძნობდი, ბავშვობაში რომ ვგრძნობდი, როცა მეგონა, რომ მამაჩემს ყველაფრის გამოსწორება შეეძლო.მაგრამ იმ დღეს რაღაც შეიცვალა.
როცა ცოტა უკან დავიხიე და უკეთ დავაკვირდი, მივხვდი, რამდენად დასუსტებული იყო. სახე ჩასცვენოდა, თვალების ქვეშ მუქი ჩრდილები დასდებოდა. თითქოს რამდენიმე წელიწადი ერთდროულად მოჰმატებოდა.
გული შემეკუმშა.ბოლო თვეებში საგრძნობლად დაეკლო წონაში. დიაბეტი ჰქონდა, მაგრამ პირველად ვიგრძენი, რომ ეს უბრალო ავადმყოფობა აღარ იყო. მის ღიმილშიც კი დაღლილობა ჩანდა.
იმ მომენტში პირველად შემეშინდა.
მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო, რომლის სიკეთესაც საზღვარი არ ჰქონდა.
იცით, ზოგ ადამიანს რომ უყურებ და ფიქრობ, რომ ამ სამყაროსთვის ზედმეტად კეთილია? სწორედ ასეთი იყო.
მახსოვს, ბაღში სულ ხელში აყვანილი დავყავდი. დიდი ფინანსური შესაძლებლობები არასდროს გვქონია, მაგრამ ბავშვობაში ამას ვერასდროს ვგრძნობდი. როცა რამე მინდოდა და ფული არ ჰქონდა, მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა:კარგი, მა, ხვალ მოგცემ.“
ორივემ ვიცოდით, რომ იმ “ხვალისთვის” ფული ჯერ არსად იყო, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემს პატარა სამყაროში სევდა არ შემოეშვა.
ყველაზე მეტად მისი საუბარი მიყვარდა.
ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა, მაშინ ჩვეულებრივ სიტყვებად რომ მეჩვენებოდა, დღეს კი ჩემი ცხოვრების დევიზებად იქცა. ბევრ ადამიანს ასწავლის სკოლა, უნივერსიტეტი, წიგნები… მე კი ადამიანობა მამაჩემმა მასწავლა.
მასწავლა, რომ სიკეთე სისუსტე არ არის.
მასწავლა, რომ სხვისი ტკივილის დანახვა ადამიანობის ყველაზე დიდი ნიჭია.
მასწავლა, რომ თუ შეგიძლია ვინმეს დღე ოდნავ მაინც გაუნათო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო.ახლა რომ ვუყურებდი, თვალწინ მიდგა ყველა ის მოგონება, რომელიც მას უკავშირდებოდა. როგორ მასწავლა ცურვა. როგორ მეჭიდავებოდა ვითომ სერიოზულად და ბოლოს ყოველთვის მაგებინებდა. როგორ მედგა გვერდით მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ მეგონა.
მუქი თმა უკვე ჭაღარას შეეღება. ყავისფერ თვალებში დაღლილობა ჩასახლებულიყო, მაგრამ მაინც ილ თბილად მიყურებდა, როგორც ბავშვობაში.
და სწორედ ეს მაშინებდა ყველაზე მეტად.
ზოგჯერ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში მაშინ არ მოდის, როცა ის ქრება.
ის მოდის მაშინ, როცა პირველად ამჩნევ, რომ დრო ნელ-ნელა გპარავს მას.
იმ წამს, მის წინ მდგომს, პირველად გამიელვა თავში ფიქრმა, რომლის გაფიქრებაც მთელი ცხოვრება მეშინოდა.
მამაჩემი აღარ იყო დაუმარცეხებელი.

დედა გვერდით იდგა. თითქოს სახეზე ფერი არ ედო.

ბეატრის… დამიძახა ჩუმად.

მის ხმაში სევდა და დაძაბულობა ერთმანეთში იყო არეული.

ნელა მივუახლოვდი.

ოთახში გავედით. კარი ჩემს უკან უხმოდ დაიხურა და იმ წამს ვიგრძენი, თითქოს მთელი სამყარო გარეთ დარჩა.

დედა წამით გაჩერდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა.

შემდეგ კი ძალიან ჩუმად მითხრა:

მამაშენის მდგომარეობა დღითიდღე უატესდება…

ეს სიტყვები ჩვეულებრივში არაფერია.

მაგრამ იმ წამს… თითქოს მთელი ჰაერი დამძიმდა

გავშრი.

რა…? ძლივს ამოვთქვი.

დედამ თავი დახარა.
ის ღამე თეთრად გავათენე.
ვიჯექი ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე და ამჯერად ჩემს ცხოვრებაზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი. მხოლოდ მამაზე მიტრიალებდა თავში ფიქრები რას გრძნობდა, რას ფიქრობდა, რამდენს იტანდა ჩუმად.

მთელი ღამე თითქოს რაღაც უხილავ შიშთან ვიჯექი.

დილით მის ოთახში შევედი.

და მათ შორის ისევ ისე ჩავწექი, როგორც ბავშვობაში.

ერთი ფეხი მამას თეძოზე გადავადე და ხელები მაგრად მოვხვიე ზურგზე.

ბეა,ასეც ნუ დამახრჩობ,ჩაიცინა მან სუსტად.

მისი ხმა თბილი იყო… მაგრამ დაღლილობაში გახვეული.

მე კი ჯიუტად, მთელი ძალით ვეხუტებოდი.

მინდოდა მისი სუნი სამუდამოდ დამამახსოვრებოდა. მინდოდა ეს მომენტი სადღაც გამეყინა — რომ არასდროს დამეკარგა.

საუბარი ვერ გავბედე.

იმ თემაზე უბრალოდ ვერ ვლაპარაკობდი. არ მინდოდა რეალობის მოსმენა, რომელიც შეიძლება მართალი ყოფილიყო.

ამიტომ გადავწყვიტე,ის დღეები ჩვეულებრივად გაგვეტარებინა.როგორც ადრე.

თითქოს დრო ისევ ისე გრძელდებოდა, როგორც ბავშვობაში მეგონა როცა ცუდი რაღაცები უბრალოდ არ გემართებოდა, თუ საკმარისად არ იფიქრებდი მათზე.

მეორე დილით ჩვენს ქალაქში კონცერტი ტარდებოდა.

არ მინდოდა წასვლა.

გულში რაღაც უცნაური, აუხსნელი შიში მქონდა. ისეთი შეგრძნება, თითქოს მთელი სამყარო გაფრთხილებას მაძლევდა და მე ვერ ვიგებდი რას.

მაგრამ მეგობრების დაჟინებული თხოვნით მაინც დავთანხმდი.

მთელი დღე მოუსვენრობა არ მასვენებდა.

ვიცინოდი, ვსაუბრობდი, მუსიკას ვუსმენდი, მაგრამ გონებით სულ სხვაგან ვიყავი.

ყოველ რამდენიმე წუთში ტელეფონს ვამოწმებდი.

თითქოს ვიღაცის ზარს ველოდებოდი.

თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო.

კონცერტზე ხალხის ხმაური ერთმანეთში ირეოდა, მუსიკა ყურებში ჩამესმოდა, მაგრამ მაინც მარტო ვგრძნობდი თავს.

უცებ ტელეფონი აციმციმდა.

დედა მირეკავდა.

გული წამიერად შემეკუმშა.

ზარს მაშინვე ვუპასუხე.

— გისმენ, დე…

მის ხმას რომ მოვუსმინე, სისხლი გამეყინა.

— სახლში წამოდი.

მხოლოდ ეს თქვა.

— რა მოხდა?

რამდენჯერმე ვკითხე, მაგრამ პასუხი არ გამცა.

— უბრალოდ წამოდი, ბეა.

მისი ხმა უცნაურად ჟღერდა.

ტელეფონი გაითიშა.

რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი.

მუსიკა ისევ უკრავდა, ხალხი იცინოდა, მღეროდა, ცეკვავდა… მაგრამ ჩემთვის ყველაფერი დადუმდა.

გული გამალებით მიცემდა.

არც მეგობრებისთვის არაფერი მითქვამს.

ადგილიდან მოვწყდი და სირბილით გავიქეცი.

მივრბოდი.

აღარ მახსოვს ვის შევეჯახე, ვინ დამიძახა ან საერთოდ როგორ გამოვედი იქიდან.

მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა თავში:

ოღონდ მამა იყოს კარგად… ოღონდ მამა იყოს კარგად…

ფეხები თავისით მიდიოდნენ

სუნთქვა მეკვროდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი.

მეგონა, თუ საკმარისად სწრაფად მივირბენდი, ცუდ ამბავსაც დავასწრებდი.

მეგონა, თუ სახლში დროულად მივიდოდი, ყველაფერი ისევ ისე დამხვდებოდა, როგორც ადრე.

მაგრამ გულში უკვე ვიცოდი…

ზოგ რაღაცას ვერ გაექცევი, რამდენიც არ უნდა ირბინო.

ეს იყო. ზუსტად ეს იყო ის მომენტი, რომლის გადმოცემაც დღემდე მიჭირს. მანქანისკენ წავედი. არც კი ვიცი რატომ. თითქოს ფეხები თავისით მიმათრევდნენ. გონება აღარ მუშაობდა, აღარ ვფიქრობდი, უბრალოდ მივდიოდი. მივუახლოვდი და ფანჯარაში შევიხედე. იქ კი დავინახე თეთრი სუდარა, რომლის ქვეშაც ადამიანის სილუეტი იკვეთებოდა.

იმ წამს ყველაფერი გაქრა.

ხალხი, ხმები, სახლი, ცა, მიწა… ყველაფერი.

სამყარო თითქოს ერთ წამში დაიცალა და მხოლოდ მე და ის საშინელი რეალობა დავრჩით პირისპირ.მახსოვს, როგორ ჩამეკეცა მუხლები. მახსოვს, როგორ მივვარდი მანქანას და გამწარებული ვურტყამდი ხელებსა და ფეხებს. არ ვიცი ვისზე ვიყავი გაბრაზებული — ღმერთზე, ბედზე, საკუთარ თავზე თუ მთელ სამყაროზე. უბრალოდ მინდოდა, ეს ყველაფერი შეწყვეტილიყო. მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ შეცდომა იყო, რომ სუდარის ქვეშ მამაჩემი არ იწვა, რომ რამდენიმე წუთში გამოჩნდებოდა, გამიღიმებდა და მეტყოდა, რომ ტყუილად შევშინდი.

მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა.

მახსოვს, ვიღაც მომიახლოვდა და იქაურობას გამომაცალა. მერე ყველაფერი ბუნდოვანია. თითქოს იმ მომენტიდან ჩემი მეხსიერება ნაწილებად დაიმსხვრა. არ მახსოვს რას მეუბნებოდნენ, ვინ მეხუტებოდა ან როგორ აღმოვჩნდი ისევ სახლში.

მახსოვს მხოლოდ ის, რომ კარი შევაღე და პირდაპირ მდივნისკენ გავიხედე.

იქ იწვა მამაჩემი.

ჩემი მამა.

ჩემი ბავშვობის ყველა ბედნიერი მოგონება.

ჩემი ყველაზე უსაფრთხო ადგილი.

დედაჩემი მის თავთან იყო ჩამუხლული, ჩემი და კი გვერდით იჯდა და ჩუმად ტიროდა. მე ნელა მივუახლოვდი. მთელი სხეული მიკანკალებდა. მეგონა, თუ ახლოს მივიდოდი, რეალობა საბოლოოდ დამარტყამდა და იმ ბოლო იმედსაც წამართმევდა, რომელსაც მთელი ძალით ვეჭიდებოდი.დავიხარე და სახეს დავხედე.მისი გრძელი წამწამები ისევ ისე ლამაზად ეფინა ლოყებს. სახე მშვიდი ჰქონდა. ისეთი მშვიდი, რომ გულს მიკლავდა. მთელი ცხოვრება დაღლილი, მშრომელი, მებრძოლი კაცი იყო, ახლა კი პირველად ჩანდა სრულიად უმოძრაო და ჩუმი.

ფრთხილად შევეხე სახეზე.

იმდენად სათუთად, თითქოს მეშინოდა, არ გამეტეხა.

მაშინ ვიგრძენი, როგორ გამეყინა გული.

საბოლოოდ მივხვდი.

ჩემი მამა, ჩემი იმედი, ჩემი საყრდენი, ადამიანი, რომელიც მეგონა, რომ ყოველთვის იარსებებდა, უკვე აღარ იყო.
და იმ ღამეს ჩემთან ერთად ჩემი სამყაროს ნახევარიც მოკვდა. „ამ წუთის მკვდარი ვარ… გთხოვთ, არ იყვიროთ. ბეწვის ხიდზე ვარ. არ შემაკრთოთ. გემუდარებით, ჩუმად… თორემ აქაც დავიკარგები…“

მხოლოდ ამას ვიმეორებდი.

მთელი დღე.

ყველას.

საკუთარ თავსაც.

იმ დღეს, როცა მამას ასაფლავებდნენ.

მის გაყინულ სხეულზე მედო თავი და მთელი ძალით ვეხუტებოდი. ზუსტად ისე, როგორც გუშინ,როცა მის საწოლში ჩავწექი და ბავშვივით მივეკარი. ეხლა ვხვდები რატომ ვიყავი თბილად რადგან მისი ხელები მათბობდა. ეხლა კი მის გაყინულ,უსულო,ცივ სხეულს ისე ვეხუტებოდი მეგონა უბრალოდ სციოდა და მე გავათბობდი.მხოლოდ ახლა ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მაგრად ჩავხუტებოდი, ვეღარ დავიტოვებდი.

მაინც არ ვეშვებოდი.

თითქოს ჩემი ხელები იყო ბოლო ძაფი, რომელიც მას ამ სამყაროსთან აკავშირებდა.

თითქოს თუ საკმარისად ძლიერად მოვეჭიდებოდი, ვერ წაიყვანდნენ.

ვერ წამართმევდნენ.

ვერ გამიმეტებდნენ ამ სიცარიელისთვის.

მაგრამ ის მომენტიც დადგა.

მომენტი, რომლის დადგომისაც ყველაზე მეტად მეშინოდა.

მახსოვს, როგორ ვყვიროდი.

ისე ვყვიროდი, თითქოს ჩემი სხეულიდან სული ამოდიოდა.

ისე ვყვიროდი, თითქოს ამ კივილით სიკვდილს შევაჩერებდი.

მაგრამ სიკვდილი არ ჩერდება.

არავის გამო.

არც სიყვარულის გამო.

არც ცრემლების გამო.

არც ლოცვების გამო.
მახსოვს, ცხვირიდან სისხლი წამსკდა.
ვერც კი ვიგრძენი.
ვერც ტკივილი ვიგრძენი.
იმ წუთას იმაზე დიდი ტკივილი უკვე აღარ არსებობდა.
სისხლის წვეთები მამაჩემის პერანგს დაეცა.
მის უკანასკნელ პერანგს.
და დღესაც მგონია, რომ ჩემი ნაწილი სამუდამოდ დარჩა იმ ქსოვილზე.
ისევე, როგორც ჩემი გული დარჩა იმ დღეს.
სწორედ იქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ამოყირავება.არა იმ ღამეს, როცა გარდაიცვალა.
არა იმ წუთს, როცა მისი სხეული დავინახე.
არამედ იმ დღეს, როცა მიწას უნდა ჩაებარებინა ადამიანი, რომელიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო.სწორედ იქ დავკარგე საკუთარი თავი.
სწორედ იქ მივხვდი იმას, რის დაჯერებაზეც მთელი ცხოვრება უარს ვამბობდი.რომ ცხოვრებაში მარადიული არაფერია.
არც ბედნიერება.არც ტკივილი.
არც ადამიანები.და ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი ადამიანები გვტოვებენ სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება მათი დარჩენა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent