ჩემი პირადი მცველი 15
მეორე დილით თავის ტკივილმა გააღვიძა მეკო.თვალები მოისრისა,ტელეფონს დახედა.საათი დღის თერთმეტ საათს უჩვენებდა. _ აუ,თავი…_ თმებში შეიცურა თითები,სკალპი დაიმასაჟა და ისე წამოდგა. ფრაგმენტებად ამოუტივტივდა წინა საღამო,მერე სრულად გაახსენდა…მისი და ოთოს საუბარი და ჩაეღიმა.სწორედ ამ დროს შემოყო ნიცამ თავი მის საძინებელში. _ რამ გამოიწვია ამ დილაუთენია,თან ნაბახუსევზე შენი ღიმილი?_ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ნიცას. მეკომ საწოლზე დაუტყაუნა ხელი ნიცას და ანიშნა დაჯექიო.ნიცამ იგრძნო რაღაც “საჭირბოროტო” თემას უნდა შეხებოდა მეკო და მაშინვე ფეხმორთხმით დაჯდა. _ ეგრე ნუ ჯდები,მგონი არ შეიძლება შენთვის._ დაეჭვებულმა უთხრა. _ ჰოო? რატომ? _ გაუკვირდა ნიცას,მაგრამ მაინც მორჩილად ადგა და პოზა შეცვალა. _ არ ვიცი,მაგრამ ჩემი მამიდაშვილის ცოლი სულ პოზებს არჩევდა ორსულობაში და მასე მახსოვს… _ კაი ჰო… გუგლი და მისი ჯანი,ვკითხავ მერე… აბა გამოუშვი რა ხდება?_ თვლებში შესცინა ნიცამ. _ არაფერი,ჩემი და ოთოს დისკუსია გამახსენდა და მაგაზე…შენ მითხარი ალექსანდრე არ გამოჩენილა? მხოლოდ თაიგული? _ ჰო,მხოლოდ თაიგული და ბარათი…_ ისე თქვა თითქოს სულ ერთი იყო. _ მამაშენთან რა ხდება? _ გუშინ პირველად ველაპარაკე,იმ დღის მერე არ მქონია კონტაქტი. _ არ აპირებ შენი ორსულობის ამბავი უთხრა? _ როცა დრო მოვა გაიგებენ,უბრალოდ ახლა… მგონია,რომ ალექსანდრემ უნდა იცოდეს და თან მეშინია… _ რისი? _ რომ არ უნდოდეს? მეკომ ინტერესით შეავლო მზერა. _ და რა შეიცვლება? _ არაფერი,უბრალოდ მეშინია მაგის მოსმენის… _ კაი არ იქნება მასე,შენ არ ამბობდი თავად მამამ მიატოვა და ძალიან განიცადაო? არ მგონია იგივე გააკეთოს. _ ჰო,მაგრამ … _ კაი,ვსო დაასრულე,ასე მგონია ტყუილად იტკიებ თავს,მაგ ფიქრებით.ხომ უყვარხარ არა?! რატომ არ უნდა უნდოდეს შენგან ბავშვი? _ აუჰ,რა მკვლელი ლოგიკაა._ ჩაიცინა ნიცამ._ ვინც გყვარებია ყველასგან გინდოდა შვილი? _ გოგო,დაბერდა ეგ შენი ალექსანდრე,მადლობაც თქვას ერთი._ ხუმრობაში გადაიტანა საუბარი მეკომ. _ არაფერი არ დაბერდა,ნუ დამიბერე…_ ისევ თავისად,რომ მოიხსენია გულში სითბო იგრძნო და თან სევდა შემოაწვა. კარზე ხმა იყო,ნიცა საწოლიდან წამოდგა,რომ ოთომაც თავი შემოყო. _ დილამშვიდობის,მშვენიერო ქალბატონებო.როგორ ხართ? _ შენ,რომ ჩიტივით ხარ კი გეტყობა._ ტუჩები ამრიზა მეკომ. _ თუ ცუდი პახმელი გაქვს რას მეჯიბრებოდი ჭიქის დაცლაში გენაცვალე? _ არაფერი მაგდაგვარი.კიტრის მწნილი მინდა და ჩიტივით ვიქნები._ იხტიბარი არ გაიტეხა მეკომ. _ მაცივარში მაქვს,მოგიტან._ ნიცა სამზარეულოში გავიდა. _ ნიცა,_ ოთახიდან გამოსძახა ოთომ._ საღამოს მეკო ტაძრისკენ არ გავასეირნოთ? _ მე თანახმა ვარ._ ქილით ხელში დაბრუნდა ნიცა. _ მე რა შემიშლის აბა ხელს? მხრები აიჩეჩა უდარდელად მეკომ. საღამოს ტაძარისკენ გაისეირნეს.ცოტახანს დაყვეს ტაძრის ეზოში,მამა მიქაელს ესაუბრნენ.შემდგომ ისევ დაუყვნენ დაღმართს,სახლიდან აღარ იყვნენ შორს,რომ წვიმა დაიწყო. _ უი,მე გავიქეცი,თორემ მე თუ გავცივდი,მერე მარტივად არ იქნება არაფერი._ თქვა ნიცამ.ფეხს აუჩქარა და მსუბუქი სირბილით დაფარა დარჩენილი მანძილი. მეკო და ოთო კი თავსხმა წვიმაში მოაბიჯებდნენ და წვიმის თითოეული შხაპუნა წვეთი ამხიარულებდათ. _ როცა ნორმალურად ჩავიცვამ და გამოვალ სასეირნოდ,შეიძლება სულ გაწვიმდეს?._ ბუზღუნით თქვა მეკომ. _ მერე ხანდახან ჩაიხედე პროგნოზში. _ შენ რისთვის ხარ აქ? _ ანუ ჩემი ბრალია ესეც?_ ჩაეღიმა ოთოს. _ხო აბა?! კითხვა უნდა მაგას? ქოლგა მაინც წამოგეღო?!_მოჩვენებითი ტონით დატუქსა. _ და შენ რატომ არ წამოიღე ქოლგა? _ მე ოპტიმისტი ვარ,იმედი მქონდა არ გაწვიმდებოდა…_ სახეგაბადრულმა ამცნო მეკომ. _ ჰო,ახლა გაწუწული ოპტიმისტი უფრო გეთქმის._ კბილი გაკრა ოთომ.მეკომ გაიცინა. _ საერთოდაც წვიმა მიყვარს,რომ იცოდე. _ აბა რა გაწუწუნებს? _ ისე…_ მხრები აიჩეჩა და სახე წვიმის წვეთებს შეუშვირა._აბა პირდაპირ რომ მეთქვა წვიმა მიყვარსთქო,საუბარიც არ შედგებოდა. _ სპეციალურად ანუ… _ ჰო,რა მოხდა გაგართე ცოტა._ გაიცინა მეკომ.ოთომ ღიმილით გადააქნია თავი და ჭიშკრის კარი შეაღო. _ რას გაგიგებთ ქალებს კაცი. _ გულისყურით გვისმინეთ და გაგვიგებთ._ კეკლუცად ჩაილაპარაკა მეკომ და კოტეჯისკენ გაემართა. თავსხმა წვიმაში მაცდურად მიმავალ გოგოს თვალი გააყოლა და ღიმილმა გადაურბინა სახეზე.შიგნით,სულის სიღრმეში,უხილავი მიზიდულობის ძალას გრძნობდა,რომელიც უბიძგებდა ურთიერთობისკენ და მისი უკეთ გაცნობისკენ. საღამო ოთოსთან ერთად გაატარეს.შეთანხმდნენ მეორე დილით თბილისში მიმავალ ოთოს გაყვებოდა მეკო.გულში ოროვე კმაყოფილებას განიცდიდა. გზაში გატარებულმა დრომ კიდევ უფრო დაახლოვა წყვილი და ყოველდღიურ მოკითხვის ფაზაში გადავიდნენ. რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებულ ოთოს ნიცა ჰამაკში დახვდა ეზოში,წიგნით ხელში,დედობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეცნობოდა,ჩვილის მოვლა და ა.შ. მზიანი დღე იყო,თუმცა მზის სხივები ვეღარ ათბობდა არე-მარეს,თუმცა სანამ მზის სხივები ჯერ ისევ სუსტად წვდებოდა მთის კალთებს,ნიცა მაქსიმალურად ეფიცხებოდა ხოლმე. ოთომ წიგნს შეავლო,ნიცამ დახურა და ამოატრიალა.ბიჭმა არ შეიმჩნია,თუმცა ორივე მიხვდა… _ როგორ ხარ,როგორ იმგზავრე? _ კარგად,შენ როგორ ხარ? ცოტა მოვიწყინე,მარტო მგზავრობა აღარ მომეწონა. ნიცას გაეღიმა. _ წამოგეყვანა ისევ ჩემი დაქალი. _ ჰოო,შეიძლება დაფიქრება მაგ საკითხზე. _ ოჰოო…_ ხმამაღლა გაიცინა გოგომ. _ შენ როგორ გააატარე ეს დღეები? _ რავიცი,ასე…_ ხელები გაშალა და გაუღიმა,მერე წამით გაირინდა,თითქოს რაღაცას წონიდა ფიქრში._ დაჯექი. ოთო უსიტყვოდ დაემორჩილა და მის წინ ხის მორზე ჩამოჯდა. ნიცამ თვალებში ჩახედა ბიჭს. _ ოთო,ორსულად ვარ. სახეზე ნაქვთი არ შერხევია ბიჭს,მხოლოდ გაუღიმა. _ გილოცავ. _ მადლობ._ ამოისუნთქა და გააგრძელა._ოჯახში პრობლემები მაქვს,არს ბავშვის მამასთან არის ყველაფერი იდეალურად…უფრო სწორად,არაფერი აღარ არის…მოკლედ ჩემი აქ ყოფნის მიზეზი იცი უკვე… თვალებში უყურებდა და ბიჭის რეაქციას აკვირდებოდა. _ შეგიძლია იმდენხანს იყო,რამდენსაც ჩათვლი საჭიროდ.მე მზად ვარ,თუ რამე დაგჭირდეს დაგეხმარო. _ მადლობა._ ნიცა წამოჯდა და ბიჭისკენ გადაიხარა,ჩაეხუტა._ ბევრს არ უთქვამს ეს სიტყვები ჩემთვის. ოთო მუდმივად გრძნობდა,რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა ნიცას,მაგრამ ამდენად სერიოზულად თუ იყო საქმე ვერ წარმოიდგენდა. შეეცოდა გოგო,რომ წარმოიდგინა ორსული,მარტოსული,ოჯახისგან და ბავშვის მამისგან მიტოვებული.კითხვები გაუჩნდა,მაგრამ არ დასვა,თუმცა რამდენიმე დღეში მისი ისტორია თავად ნიცამ გაუმხილა,რაზეც ოთოსგან პირველი რჩევა მიიღო,რომ აუცილებლად დაკავშირებოდა ალექსანდრეს და შეეტყობინებინა ბავშვის ამბავი. იმ დღის შემდგომ,ოთო კიდევ უფრო შეიცვალა ნიცასთან,უფრო მზრუნველი და მეგობრული გახდა.ეცნობოდა ინფორმაციას რაც ორსულს ეხებოდა.კვება,სეირნობა,ჯანსაღი ცხოვრების წესი და მუდმივად წესების გათვალისწინებით ცდილობდა გვერდში დგომას. მკაცრი,ცივი ზამთარი დაიწყო.დეკემბრის პირველივე კვირას მოთოვა მთაში.ნიცას ბავშვივით უხაროდა თოვლი.თბილად იცვამდა და იქვე ქუჩაში სეირნობდა. _ ფრთხილად იყავი ფეხი არ გაგისრიალდეს ნიცა._ აფრთხილებდა ბიჭო. _ ნუ გეშინია,მყარად დავაბიჯებ._ ეთიმებოდა მის მზრუნველობაზე._ შენ ის მითხარი ჩემი დაქალი როდის უნდა გაახარო და დაუბრუნდე ქალაქს? შეშის ჩეხა შეწყვიტა.რუსიკოს პერიოდულად შეშის ღუმელი ენატრებოდა,სულ სხვა სითბო აქვსო და ასეთ ცივ ამინდებში დამატებით გათბობის საშუალებად იყენებდა. _ რაო? მოვენატრე?_ სახე გაბადრულმა იკითხა ოთომ. _ ალბათ,რა მოგახსენო მე?!_ ხელები გაშალა ნიცამ. _ ჩემთან თავს იფასებს და იქნებ შენ მაინც გითხრა._ გაიცინა და ცული მოიქნია. _ წამო,ამ კვირას დავადგეთ თავს.კონსულტაცია მიწევს და … _ წავიდეთ,ოღონდ არ უთხრა მე რომ მოვდივარ.თუ სიურპრიზია იყოს ბოლომდე. _ იყოს._ სიამოვნებით დასთანხმდა ნიცა.თავადაც აინტერესებდა დაქალის სახე,როცა ბიჭს დაინახავდა. კონსულტაციაზე ოთოც გამოყვა.პირველად იყო,რომ ვიღაც ეხლდა ნიცასაც და გულში ათას მადლობას უხდიდა ოთოს. ბიჭმა სთხოვა ექოსკოპიაზე დავესწრები თუ უხერხულობას არ შეგიქმნიო,რაზეც ნიცა უპრობლემოდ დასთანხმდა. კლინიკაში ბევრი ხალხი ირეოდა,ნიცა ცოტა დაიღალა,უკვე მუცელიც ეტყობოდა,მიუხედავად იმისა,რომ წონაში თითქმის არ მოუმატია.სკამზე ჩამოჯდა და რიგს დაელოდა.მალე მისი გვარიც დაიძეხეს და შევიდა.ოთოც უკან მიჰყვა. უკვე ზეპირად იცოდა გოგომ რა უნდა მოემოქმედებინა. ოთო კარში გაჩერდა. _ მოდი,მამიკო აქეთ დადექი,რომ კარგად დაინახო._ მიმართა რადიოლოგმა. ნიცას ლოყები შეეფაკლა,უხერხულობისგან. ოთომ იგრძნო გოგოს დამოკიდებულება. _ ბიძა ვარ._ უცებ ვერაფერი მოიფიქრა ოთომ. _ უი,უკაცრავად. _ არაუშავს. როგორც ყოველთვის ყველაფერი კარგად იყო.კლინიკა ერთად დატოვეს და მეკოს სანახავად გაეშურნენ . ლია თებერვლის პირველ კვირებში ელოდებოდა პატარას,თუმცა გინეკოლოგის ჩარევით საკეისრო კვეთა გადაწყდა,ამის გამო იანვრის ბოლო კვირის დღე უნდა არჩეულიყო. დილიდან მზადებაში იყო.კონსულტაცია ჰქონდა ჩანიშნული. _ ლია,ნუ ჩქარობ დამაცადე,მოვაგვარებ ამ საქმეს და მე წაგიყვან._ დინჯად ამბობს მირიანი. _ წადი შენ,შენს საქმეზე,თუ მაინც და მაინც ღელავს,მანანას ვთხოვ და გამომყვება. _ როგორ არის მართლა? _ კარგად.ბოლო ანალიზებმა უკეთესობა აჩვენა. _ რა კარგია._ პერანგის ბოლო ღილი შეიკრა და პიჯაკი ჩაიცვა._ ალექსანდრე ხომ არ დაბრუნებულა? _ ჯერ არა,მაგრამ როგორც ვიცი მალე აპირებს ჩამოსვლას._ სუნამო მიიპკურა და საბოლოოდ შეავლო სარკეში თავის სილუეტს თვალი. _ კარგი ბიჭია,უბრალოდ არ უნდა შეშლოდა… _ ჰო,მაგრამ ჩვენც შეგვეშალა,ამდენი თვე გადის და ნიცა სახლში არ ბრუნდებამე არ მელაპარაკება.ნუ მადლობა ღმერთს შენ მაინც გესაუბრება ტელეფონით. _ ჰო… რა ჯიუტი გამოდგა ეს ბავშვიც,_ ჩაიცინა მირიანმა. _ შენ გგავს,ეჭვი ხომ არ გეპარება?_ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა ალერსით კაცს. მირიანმა ხელი დაუჭირა და ხელის გულზე აკოცა. _ არც მასეთი ვარ მე,_ ჩაიღიმა._ მზად ვარ ალექსანდრეს ვაპატიო ოღონდ ნიცა დაბრუნდეს. _ აქეთ უნდა გვაპატიოს ნიცამ,ამდენ ხანს ვერ მიხვდი? ჩვენზეა გაბრაზებული. _ ცოტაც და რამეს მოვიმოქმედებ,ასე ვეღარ გავძლებ მე.ვიპოვი სად არის და დავაბრუნებ. ლიამ ერთი ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.მანანას დაურეკა,გაყოლა სთხოვა კონსულტაციაზე.მირიანი ოფისში წავიდა. სწორედ იმ დროს როცა ნიცა გინეკოლოგის კაბინეტიდან გამოდიოდა,დერეფნის ბოლოს რეგისტრატურაში ლია ვიზიტს აფორმებდა.მანანა აქეთ-იქით იყურებოდა,რომ ნიცას შეავლო თვალი.მზერა მის ოდნავ წამოზრდილ მუცელზე გადაიტანა,მერე ისევ სახეზე დააკვირდა ის იყო,არ ეშლებოდა. გოგონა ვიღაც ბიჭთან ერთად იყო,მისი სახე,აღნაგობაც ისეთი ნაცნობი იყო… _ ლია,ლიაა,_სწრაფად დაქაჩა სახელოზე._ ეს ნიცა არ არის? _ სად?_ წამში გამოცოცხლდა ლია. _ შენი ექიმის კაბინეტთან…_ ახლა გაიაზრა ქალმა სრულად სიტუაცია.ნიცას წამოზრდილი მუცელი,გინეკოლოგის კაბინეტიდან გამოსული გოგო. ლიამ სანამ მზერა შეავლო ნიცას,უცნობმა მამაკაცმა და გოგომ შენობა დატოვეს. ლიას სახე ეცვალა,ადგილზე გაშეშდა. _ თანხას როგორ გადაიხდით?_ გამოარკვია ოპერატორის ხმამ. _ ბარათი…_ მანანას მიუტრიალდა._ მანანა,მომეჩვენა თუ …_ ვეღარ დააბოლოვა სათქმელი. _ შენი გინეკოლოგის კაბინეტიდან გამოვიდა._ გაოცებულმა დაუდასტურა მანანამ. _ ღმერთო…_ ყველაფერი აუკანკალდა ქალს._ დავჯდეთ. იქვე სკამზე ჩამოჯდნენ.ლიამ ხელები თავში წაივლო. _ ამდენი ხანი,იქნებ ამიტომ არ ბრუნდება…ღმერთო,რა ვქნა?!_ მანანას მიაჩერდა. _ ლია,მე იმას ვფიქრობ,ეს ბავშვი …_ ახლა მანანას შეეყინა პირზე სიტყვა. _ რა თქმა უნდა,ეჭვიც არ შეგეპაროს ალექსანდრესია._ ისე დაზუსტებით თქვა ლიამ,კაცი იფიქრებდა ნიცასგან იცისო. _ რა ვქნათ?_ დაბნეულმა ჰკითხა მანანამ. _ მირიანს უნდა ვუთხრა,ოღონდ ასე ვერ ვეტყვი…ღმერთო… დაველაპარაკები მირიანს,ყველაფერს თავად გაარკვევს,მანამდე ალექსანდრეს ნურაფერს ეტყვი მაინც კარგი? _ კარგი._ მანანა ჯერ ისევ გაოცებული იყურებოდა იქეთ საიდანაც რამდენიმე წუთის უკან გოგონას მოკრა თვალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


