შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 16


გუშინ, 16:27
ავტორი Tak.oo
ნანახია 1 226

ოთომ გოგონას კარი გაუღო და მანქანის სავარძელში დაჯდომაში მიეხმარა.ძრავა მომართა და მეკოსკენ დაიძრნენ.
გოგოს ოთოს დანახვაზე სახე გაუნათდა და ემოცია,რომ დაეფარა სახე ძირს დახარა.ბიჭი მიუხვდა,ტუჩის კუთხე სასიამოვნო ღიმილმა ჩაუტეხა.ნიცას არცერთის ქცევა არ გამოპარვია და ეშმაკურად იღიმებოდა.
ბევრს ეხვეწნენ წამოდი ჩვენთანო,მაგრამ მეკო უარზე იყო.
_ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს.წლის ბოლო,ყველაფერი მოსაგვარებელია.არა,არაა,ამჯერად არ შემიძლია.ახალიწლის დღეებში ვიფიქრებ.
_ წამოდი,სადმე ყავა დავლიოთ,ბორჯომში წამოსვლაზე თუ ხელი გვიკარი._ ბოლო შანსი გამოიყენა ოთომ.
_ აი,ყავაზე არ გეტყვით უარს.
დრო მხიარულად გაატარეს,თუმცა მალე დაბრუნდნენ.
ჯერ ისევ ადრეული საღამო იყო,კოტეჯში რომ დაბრუნდნენ.ნიცა კარგ განწყობაზე იყო.პატარას ყველაფერი რიგზე ჰქონდა და მასაც.მეგობარი ნახა და თან ოთოსა და მეკოს შორის განვითარებულ გრძნობაზე ეღიმებოდა.
საწოლში შეწვა და წიგნის კითხვა დაიწყო,ცოტახანში შიმშილი იგრძნო.ეზარებოდა მომზადება,თუმცა იცოდა არც შეიძლებოდა და ვერც მოითმენდა დიდხანს ასე.
ის იყო მაცივრის კარი უნდა გამოეღო,რომ კარზე ხმა გაისმა.კარისკენ გაემართა,სახელური ჩამოწია.
_ რა გაგახსენდა?_ სიტყვა ზედ შეეყინა.მის წინ მირიანი იდგა.
_ მამა…
დაიბნა,იმდენად დაიბნა არ იცოდა რა გაეკეთებინა,ჩახუტებოდა,ეტირა,გაბრაზებულიყო…ემოციების ზღვარზე იყო.
_ აქ საიდან გაჩნდი?_ მხოლოდ ეს მოახერხა ეთქვა.
_ მხოლოდ ეს გაქვს სათქმელი ნიცა?_ მირიანის ხმა მშვიდი იყო.
მისმა ხმამ ისეთი დამამშვიდებელი გავლენა იქონია გოგოზე,გაეღიმა.გზა დაუთმო.
_ მოდი.
_ არ მოგენატრე? არც კი მეხუტები._ რბილი ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა მირიანმა.
გული აუჩქარდა.
_ მაა…_ ხმა ვერ დაიმორჩილა,გაებზარა.
მირიანმა ხელები გაშალა,გულში ჩაიკრა თვეების ნანატრი შვილი.
_ ჩემო ჯიუტო,როდის გაიზარდე ამხელა?!_გულში იკრავდა და გრძნობდა მის წამოზრდილ მუცელს,თუმცა არაფერი უთქვამს,მაგრამ გრძნობდა როგორ იცავდა დისტანციას ნიცა.
ხელი შეუშვა,თვალებში ჩახედა.
_ ძალიან მომენატრე.
_ მეც…
_ მერე რას ფიქრობ? დამსაჯე სათანადოდ? თუ არ მეყო?_ ხუმრობანარევი ხმა გაუხდა მირიანს.ნიცამ ტუჩები გაბუსხა.
_ საქმე შენს დასჯაში არაა,მაგან გადამიარა…
_ აბა რაშია?_ მშვიდი ხმა ჰქონდა.
_ არის რაღაც,რაც არ იცი…
_ რა? პაპა რომ ვხდები?_ ნიცა ადგილზე გაიყინა.
_ რა… საიდან იცი? მამა…_ სახეზე ხელები აიფარა და გული ამოუჯდა.მირიანმა ძლიერი მკლავები მოხვია შვილს,გულში ჩაიკრა და ისე ამშვიდებდა.
_ სუ…რა იყო,რა გატირებს?_ თავზე აკოცა._ კარგი,ნუ ტირი…
ძლივს დამშვიდდა ნიცა.იქვე სავარძელზე ჩამოჯდა.მირიანმა მის წინ დაიკავა ადგილი.
_ ნიცა,მაპატიე მა,არ ვიცოდი,გვიან გავიგე,თორემ არ დაგტოვებდი ამდენხანს მარტო.მეგონა თავად გინდოდა ეს და გაცდიდი,თორემ ხომ იცი ერთი დღეც კი მიჭირს,როცა არ გნახულობ…
_ არაფერია,მივეჩვიე._ ჩაეღიმა გოგოს.
_ მა,ალექსანდრემ იცის?
_ არა და ნუ ჩაერევით თქვენ.
_ ხომ,მაგრამ…
_ არა._ კატეგორიული იყო ნიცა._ თქვენი ჩარევის გამოა ყველაფერი ასე,ახლა მაინც ნუ ჩაერევით.
_ კარგი ჰო,მაგრამ უნდა იცოდეს…
_ ოდესმე გაიგებს.
_ “ოდესმე” ძალიან ცუდად ჟღერს.
_ მამა…_ გამაფრთხილებლად გაისმა ნიცას ხმა.
_ კარგი ჰო,კარგი._ თითები მაგიდაზე აათამაშა._ არ გინდა სახლში დაბრუნდე?
_ არა,აქ კარგად ვგრძნობ თავს.
მირიანს სახე ეცვალა.
_ ნიცა,რა სისულელეს ამბობ მა ხვდები?აქედან როგორ ივლი მუდმივად,ან რამე რომ დაგჭირდეს უცებ…
_ ჯერ აქ მომწონს და დროც მაქვს…_ ნიცამ თავი დახარა._ მერე დავბრუნდები.
მირიანი ერთხანს ფიქრობდა.
_ კარგი.
გვიან საღამოს დატოვა შვილი და თბილისის გზას დაადგა.


სახლში დაბრუნებულს ლია და მანანა ელოდნენ.კაცს შესვლა არ დააცადეს,კითხვები მოაყარეს.
_ ნახე მირიან?
_ კი,ვნახე._ ქურთუკი გაიხადა და საკიდზე დაკიდა.
_ რაო,დაგელაპარაკა? როგორ იყო?
_ ინერვიულა?
მირიანს ჩაეღიმა.
_ ყველაფერი კარგად არის და უკეთესად უნდა იყოს აწი._ სავარძელში ჩაჯდა._ ცოტა ემოციური ფონი იყო,თან თქვენს მდგომარეობაში ხომ ბუნებრივია._ ლიას გადახედე სიყვარულით.
_ მერე რაო? არ დავბრუნდებიო?_ გული აუჩვილდა ლიას.
_ კი,ოღონდ ჯერ არაო.
_ როგორი გაბრაზება სცოდნია._ ჩაეღიმა მანანას.
_ ცუდი._ გაეცინა მირიანს._ ახლა ალექსანდრემ იფიქროს როგორ შემოირიგოს.
_ უნდა დავურეკო._ გადაჭრით თქვა მანანამ.
_ ხომ,მაგრამ შენ ხომ არ ეტყვი,გოგოს სათქმელს._ გააპროტესტა ლიამ.
_ არა მანანა,ნიცამაც გამაფრთხილა ამჯერად ნუღარ ჩაერევითო,ძალიან გთხოვ შენ ნუ ეტყვი._ ჩაერია მირიანი.
_ ჩამოვიტყუოთ მაშინ და …_ მანანა წამით დაფიქრდა._ რამენაირად შევახვედროთ.
_ კარგი აზრია._ დაეთანხმა ლია.
მირიანს ჩაეცინა და ხელი ჩაიქნია.
_ ოჰ,ეს ქალები,მუდმივად “ფორმაში” ხართ._ფეხზე წამოდგა._ ვახშამზე რას იტყვით? კი გვიანია,მაგრამ…
_ კი,კი ახლავე,ჩვენც არ გვივახშმია,ემოციების ფონზე._ ლიაც წამოდგა და სამზარეულოში გადაინაცვლეს.


ახალწლამდე სულ რაღაც ათი დღე იყო დარჩენილი.თბილისში მყოფმა ოთომ მეკოს დაურეკა.ყოველგვარი მისალმების გარეშე დაიწყო.
_ შეძლებ ცოტახნით ჩამოხვიდე,შენს სახლთან ვარ.
_ სანამ მოხვიდოდი,მანამდე უნდა გეკითხა წესით ეგ,მაგრამ კარგი…_ ხუმრობით უპასუხა გოგომ და 2 წუთში მის მანქანაში იჯდა დიდი ფუმფულა “ბაჭია” ჩუსტებით.
_ ლამაზად გამოიყურები._ წამით მაინც გაამახვილა გოგოს ჩაცმულობაზე ყურადღება და თან გაეცინა.
_ მადლობა._ შეიფერა მეკომ.
_ მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი…_ დაიწყო ოთომ.
_ იმედია ხელი არ უნდა მთხოვო ამ ფორმაში._ ისევ ხუმრობის ხასიათზე იყო მეკო.
ოთოს ჩაეცინა.
_ რომ ვიცოდე თანახმა იქნები,შენი ბაჭიები ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
_ ჩემთვის კი._ დაბეჯითებით დაუბრუნა პასუხი.
_ ანუ,მარტო ბაჭიებია პრობლემა?_ თემა შეცვალა ოთომ.
_ მე მგონი შენ აქ რაღაც საქმეზე იყავი და ნუ ცვლი თემას._ ტონი გაიმკაცრა მეკომ.
ოთოს ჩაეცინა.
_ კარგი მაგ საკითხს მერე დავუბრუნდეთ._ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო._ მეკო,მას შემდეგ რაც ნიცამ მისი პირადი მომიყვა დავინტერესდი ბავშვის მამის ვინაობით.
მეკოს მზერა შეეცვალა.
_ ეგ შენ არ გეხება…
_ უკვე მეხება.
_ ნიცა გაბრაზდება,არ უყვარს …
_ ალექსანდრე ჩემი ძმაა.
_ რა?_ მეკოს მზერა გაუშეშდა,მერე თვალები დააწვრილა._მეღადავები ახლა რაღაცას…
_ არა,არაფერი მსგავსი.ალექსანდე ჩემი ნახევარ ძმაა.
_ როდის გაიგე?
_ რამდენიმე დღეა დაზუსტებით გავიგე.
_ ღმერთო…აი კინო…_ ლოყაზე ხელი ჩამოისვა მეკომ.
ოთოს ჩაეცინა.
_ ალექსანდრემ იცის?
_ კი,ჩემი არსებობა იცის,მაგრამ არა ის ვინ ვარ.
_ ეგ რანაირად?
_ აუ,გრძელი ამბავია,მამაჩემმა დედამისი და თვითონ მიატოვა, დედა მოიყვანა ცოლად.
მეკომ წარბები შეკრა.
_ ნუ იქნები სხვისი ცხოვრების მოსამართლე,არ გინდა._ მერე სწრაფად დაამატა,რომ შეხედა გოგოს მზერა უფრო გაუმკაცრდა._აქ ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.მოკლედ,ალექსანდრეს დედა ვნახე…
_ რა?_ მეკომ საფეთქლებზე მიიჭირა ხელი._ რა დღეში ხარ?
ოთოს ისევ გაეცინა.
_ მომისმინე,ყოველთვის მინდოდა ალექსანდრეს გაცნობა,მაგრამ მამას ვერ აპატია,როცა მათთან მიდიოდა არ ნახულობდა.ისე გარდაიცვალა მამა,რომ არ უნახია._ წამით გაჩუმდა._ მერე ვიცი რომ ევროპაში წავიდა სასწავლებლად და მუშაობდა.მოკლედ არ დადგა ის დრო რომ გამეცნო,როცა უკვე ორივე ზრდასრულ ასაკში ვართ.ახლა დედამისი გავიცანი ავუხსენი სიტუაცია,ნიცაზეც ვუთხარი,რომ ვიცნობ და სხვათაშორის თავად მითხრა,რომ ნიცა ალექსანდრესგან ბავშვს ელოდება.
_ რანაირად? ღმერთო…ჩემი გაგიჟების დღეა დღეს?!_ ხელები უმოწყალოდ გაშალა მეკომ.
_ კაი მომისმინე._ ისევ გაეცინა ოთოს._ ნიცას ოჯახსაც სურს რომ ალექსანდრე და ნიცა შეხვდნენ ერთმანეთს,მაგრამ არ იციან როგორ.ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ…
_ აბა,აბა…მე თავი დამანებეთ…_ ხელები გაასავსავა მეკომ.
_ მეკო…_ ხმა დაუსერიოზულდა ოთოს.
_ რა მეკო?! შენ არ იცნობ წესიერად ნიცას…
_ კარგად ვიცნობ და კარგად ვიცი როგორ უჭირს მარტოობა,ისიც ვიცი რომ ალექსანდრეს პასუხი აშინებს და ამდენი ხანი ამიტომ ვერ ბედავს თქმას…
_ არაა,არა! ალექსანდრეს ვერ ეკონტაქტება._ შეუსწორა მეკომ.
_ მეკო ,არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაგას.ჩვენთან ხარ თუ არა?! მქონდეს შენი იმედი,რამე რომ იყოს დამეხმარები?
გოგო გაჩუმდა,ტუჩებს იჭამდა შიგნიდან.
_ დაანებე მაგ ტუჩებს თავი,თორემ…
_ რა თორემ?
_ მე შეგიჭამ._ ჩაიცინა ოთომ.
_ დებილო._ ლოყები შეეფაკლა მეკოს.
ოთომ ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა.
_ კაი ჰო,ხომ ჩემს გვერდით ხარ.
მეკო გაინაბა ბიჭის მკერდზე.ვითომ ფიქრობდა,არადა პასუხი უკვე მზად ჰქონდა.
_ კარგი ჰო,ოღონდ გეგმას გააჩნია.
_ ოქრო ხარ._ კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე და თავზე აკოცა.


მანანამ ვაცაფში ვიდეო ზარი განახორციელა და ალექსანდრეს დაურეკა.
_ როგორ ხარ დე?
_ შენ დედას ბედნიერებავ?
_ მე კარგად._ მშვიდად,თავშეკავებით უპასუხა ალექსანდრემ,როგორც სჩვეოდა.
_ ალექს დე,რაღაც უნდა გითხრა,_ შეპარვით დაიწყო მანანამ.
_ რა მოხდა? _ მზერა დაეძაბა ბიჭს,თუმცა ტონი ისევ დაჭერილი ჰქონდა.
_ იქნებ ცოტა ადრე დაბრუნდე…
_ წლის ბოლოა დედა,ვერანაირად ვერ შევძლებ.რა ხდება?
მანანა მიხვდა გეგმა “ბ” უნდა გამოეყენებინა,რაც ნაკლებად სურდა.
_ ვერ ვარ დედა კარგად.იქნებ შეძლო…არაფერი არ არსებობს შანსი,რომ ერთი კვირით ადრე გათავისუფლდე?
_ რა გაწუხებს?
_ ცოტა ჯანმრთელობა…მერე აქაც დაიწყება დასვენებები და ხომ იცი საქართველოში ახალი წელი ერთი თვე გრძელდება…ამ დღეებში მინდოდა წასვლა ექიმთან.
_ დედა…_ მძიმედ დაიწყო ალექსანდრემ._ ეს საქართველო არაა,აქ მარტივი არაა გათავისუფლება…_დედის შეწუხებულ სახეს,რომ გადააწყდა დაამატა._ ვეცდები,ისე გავაკეთო,რომ სანამ მანდ შვებულებები დაიწყება ჩამოვიდე კარგი?
_ კარგი დედი,კარგი.ისეთი არაფერი დე,_ ბოლოს მაინც შეეცოდა შვილი._ თუ მოგიხერხდა ხომ კარგი,არადა მერე მივიდეთ.მთავარია ჩამოხვალ ხომ?
_ კი დედა,ჩამოვალ.
ალექსანდრეს ბილეთი ნაყიდი ჰქონდა. 29 დეკემბერს მოფრინავდა,მაგრამ დედას აღარ უთხრა იქნებ მანამდეც მოეხერხებინა,რადგან დაურეკა და სთხოვა,ალბათ მნიშვნელოვანი იყო,რადგან არასდროს არ უთხოვია სხვა დროს ჩასვლა.
დედის ზარმა ააღელვა.ყველა საქმე მოაგვარა წინასწარ,მაქსიმალურად ეცადა ყველაფრის მოსწრებას,ბილეთების გადაცვლა მხოლოდ 26-ში მოახერხა.დუდუს დაურეკა წინასწარ მხოლოდ და საღამოს უკვე საქართველოში იყო.

ყველგან წინა საახალწლო მზადება იყო.მათ შორის აეროპორტში.ხალხშიც იგრძნობოდა.დიდი თუ პატარა ყველას ახალი წელი,საჩუქრები ეკერა პირზე.ყველა რაღაცის მოსწრებას ცდილობდა და სადღაც მიიჩქაროდა.
ალექსანდრემ ღრმად ჩაისუნთქა საქართველოს ცივი ჰაერი და დუდუ მოათვალიერა მოსაცდელ დარბაზში.
მეგობრის დანახვაზე მისკენ გამართა.
ერთმანეთს გადაეხვივნენ.
_ აბა,როგორ ხარ? _ მხარზე ხელი დაკრა დუდუმ,ერთმანეთი მოიკითხეს.
_ აუ,მაგრად დავიღალე დუდუ,ერთი სული მაქვს დავასრულო ყველაფერი და წამოვიდე.ვერ ვეგუები იქაურ ცხოვრებას და ხალხს.
_ კაი,ნუ ატრაკებ ერთი,აქ რა დალაგებული გგონია ყველაფერი?!
_ ხო,არც აქ ყვავის სიტუაცია,მაგრამ დედაჩემის გვერდით მაინც ვიქნები,რომ ვიცი მარტოა და არავინ ჰყავს ჩემს მეტი ქვეყანაზე,მაგრად მედარდება._მობილურს დახედა და ისევ ჯიბეში ჩააბრუნა._ იმ დღესაც დამირეკა,ვერ ვარო კარგად და როგორია ბიჭო,ამხელა გზაზე ხარ წასული და რა გინდა რომ ქნა? აქ კიდე გაეთავისუფლები უფროსს რავი იზავ რა რამეს და იქ ვინ გაგათავისუფლებს?!_ ხმაურით ამოუშვა ჰაერი ფილტვებიდან და განაგრძო._ ერთი ეს ვალი დავფარო და აღარ წავალ.
_ ბევრი დაგრჩა?
_ აქაურ თემაში ხო და იქ ერთი თვის ხელფასი და დავფარავ სრულად მივცემ.უბრალოდ ამ წელს დავასრულებ რაა,წელს რა,მომდევნო სემესტრს.
_ ნიცასთან რას აპირებ?
_ არ ვიცი,ალბათ არც მაპატიებს…ან რა საპატიებელი ვარ დავტოვე გაუფრთხილებლად…მერეც კონტაქტზე არ გავედი…
_ იქნებ გენახა…
_ მაგრად მინდა,მაგრამ,ასე მგონია რომ ვნახო,ვეღარ წავალ…_ ჩაეცინა.
_ ნახე მერე…
_ აუუ,ამდენი რისთვის გელაპარაკე?! მაგრად ურევ რა შენც…_ ჩაიცინა ალექსანდრემ.
_ ბურნუთა ხარ ძმობას ვფიცავარ,შენს თავსაც ტანჯავ და იმ გოგოსაც.
ალექსანდრეს სიცილი აუტყდა.
_ აუ,რა მაგრად მომნატრებიხარ შენც და შენი გიჟი იუმორიც._ მსუბუქად დაკრა მხარზე ხელი.
_ იუმორი არა ის,სერიოზულად გეუბნები,ნახე ნიცა…_ დუდუ გაჩუმდა წამიერად._ ბოლოს რომ ვნახე არ იყო რა კარგად…რაღაც უჭირდა,მაგრამ ჩემთან არ თქვა…
ალექსანდრე გზას უყურებდა წინ,თითქოს არ უსმენდა დუდუს,მაგრამ ფიქრებით ნიცას დასტრიალებდა თავს და ყველა სიტყვა გულში მწარედ ხვდებოდა.

მანანა სიხარულისგან გადაირია შვილი,რომ დაინახა.ესეც რაღაცას ნიშნავდა 3 დღით ადრე,რომ მოახერხა ჩამოსვლა.ბევრი ეფერა მონატრებულ შვილს.
როგორც კი ალექსანდრემ განმარტოება მოისურვა,მიზეზით ოთახში შევალ ბარგს ამოვალაგებო.მანანამ ტელეფონი მოიმარჯვა და ლიას დაურეკა.
_ ლია,როგორ ხარ?
_ კარგად მანჩი,შენ?
_ შესანიშნავად._ აშკარად ხმაზეც ეტყობოდა მანანას სიხარული.
_ კი გეყტყობა ხმაზე და რამ გამოიწვია აბა?
_ გოგო,ალექსანდრე ჩამოვიდა.ახლა მოულოდნელად დამადგა თავზე.
_ ვაი,ეს რა კარგი სიახლეა მანჩო,ანუ გეგმის შემდეგ ნაწილზე გადავდივართ.
_ ჰო,დროულად.ახალწლამდე რამე უნდა მოვუხერხოთ.
_მანჩო,მომისმინე ნიცა ისევ იქ არის ბორჯომში,როგორ მოვიქცეთ? პირდაპირ…
_ არა,არა,ასე პირდაპირ არ წამოვა ეს,ხომ ვიცნობ ჩემს შვილს. ერთი იდეა მაქვს.მე მივხედავ საქმეს._ თქვა მანჩომ და მაშინვე გაუთიშა ლიას.ერთი სული ჰქონდა მოქმედებაზე გადასულიყო.
მაშინვე თავისი გერის ნომერი მოიძია ტელეფონში და ახლა ოთოს დაურეკა.
_ გამარჯობა ოთო.მანანა ვარ.
_ გამარჯობა მანანა დეიდა.ვიცი,გიცანით.
_ ოთო შვილო,ჩამოვიდა.
_ ძალიან კარგი.ნიცას საქმეს მე მოვაგვარებ,ალექსანდრე როგორ?..
მანანა დაფიქრდა…
_ მაგას მე მივხედავ._ თქვა დამაჯერებლად და დაემშვიდობა.


ოთომ მეკოს ნომერი აკრიფა.
_ მეკუნა,რას შვრები?
_ ვმუშაობ.რა ხდება ოთო?_ სერიოზულად პასუხობს გოგო,ოთო წამით შეყოვნდა,თუმცა გეგმას არ გადაუხვია.
_ ხვალ შაბათია,ზეგ კვირა…_ დაიწყო რბილი ტონით.მეკო მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს.
_ რა გნებავს ოთიკო? უნდა ჩამომიტყუო,თუ შენ მოდიხარ? რა გეგმებს მაპარებ აბა?
ოთომ ხმამაღლა გაიცინა.მიუხედავად რამდენიმე თვიანი კავშირისა,გოგო კარგად ცნობდა მის “ ხრიკებს”.
_ ნუ უფრო შენი ჩამოტყუება მქონდა გეგმაში,მაგრამ რადგან არ ტყუვდები იქნრბ ჩამოხვიდე,შენი ნებით._ მოსინჯა ოთომ,თუმცა ბოლომდე არ გაუმხილა სათქმელი.
_ ნუ შეიძლება დაფიქრება,მერე ისედაც იხურება ბაზები…კაი,_ წამში გადაწყვიტა მეკომ._ ჩამოვალ.
_ მიყვარხარ,კარგი ხარ._ ემოციები მოეძალა ოთოს.მეკომ გადაიკისკისა.
_ მეც,მეც…ახლა წავედი და გვიან საღამომდე აღარ დამირეკო,დავასრულო სამუშაო.ნუ მაცდენ.
ოთოს გეგმა მუშაობდა ახლა მთავარი იყო რას იზამდა მანანა…


მანანამ დრო იხელთა,როგორც კი ალექსანდრე აბაზანაში შევიდა დუდუს დაურეკა. ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო.
_ დუდუ შვილო,შენთან საქმე მაქვს.
დუდუ დაიძაბა,გაახსენდა გზაში ალექსანდრეს სიტყვები და იფიქრა მართლა რამე სერიოზული სჭირს მანანა დეიდას ალბათო და ცივმა ოფლმა დაასხა.გაჭირვებით ამოთქვა.
_ გისმენ მანანა დეიდა,ხომ კარგად ხართ?
_ კარგად ვარ დუდუ,ახლა მისმინე.ალექსანდრე როგორმე უნდა დაითანხმო და ბაკურიანში წაიყვანო.ხვალვე…
დუდუ დაიბნა,ვერაფრით დააკავშირა ბაკურიანი – ალექსანდრე…
_ რა ხდება მანანა დეიდა?
_ დუდუ,ნიცა მაგ მხარეს არის.აუცილებლად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და თან უახლოეს პერიოდში…ისე უნდა დაითანხმო და წაიყვანო ეჭვი არ აიღოს.
_ ხო,მაგრამ,მე რანაირად შევახვედრო იქ… ნიცამ იცის?
_ არა,არც მან იცის,მაგრამ იქ არის ადამიანი ვისთანაც დაგაკავშირებ და ერთად ისე მოახერხებთ,რომ…მოკლედ მოაგვარებთ ამ საქმეს.
_ ვინ არის? ვიცნობ?
_ ალექსანდრეს ძმა._ ხმას უფრო დაუწია მანანამ.
_ ვინ?_ ლამის იყვირა დუდუმ.
_ მამამის მეორე ცოლთან ხომ ჰყავს შვილი და ის ბიჭი…
_ მანანა დეიდა…_ აირია დუდუ._ ალექსანდრემ ხომ არც იცნობს და არც უნდოდა მასთან კავშირი.
_ ეგ ბავშვობაში დუდუ,ახლა კაცია,ძმაა… ერთი სისხლი აქვთ,თან ცხოვრებამ ისე გადაკვეთა ერთმანეთს,რომ ე.ი. საჭიროა და უნდა იცნობდეს.
_ მანანა დეიდა,ძალიან მერიდება მაგრამ…
_ დუდუ,არავითარი მაგრამ… შენ კიდევ ბოლომდე არ იცი…დამიჯერე,ნახევარი ცხოვრება გავლიე და რაღაც მაინც ხომ დამეჯერება?! დამიჯერე რაა და როგორმე დაიყოლიე…
_ კარგი,კარგი… მოვახერხებ.
_ მადლობა დუდუ.
_ კარგად.
ტელეფონი გათიშა და სიხარულით ხელი ხელს შემოკრა მანანამ.
_ ესეც ასე…


ყველამ თავისი პატარა როლი უნაკლოდ შეასრულა.რჩებოდა მხოლოდ ალექსანდრე და შემდეგ მათი შეხვედრა…
დუდუ ერთხანს ტელეფონს უყურებდა.არ უყვარდა მეგობრის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება.იცოდა ალექსანდრე ვერ იტანდა ზურგს უკან გეგმების ხლართვას,ურთიერთობებში საკმაოდ პირდაპირი და სამართლიანი იყო… და რომ გაიგებდა დუდუმ მოტყუებით წაიყვანა რას იზამდა?.. თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა,რომ ნიცა უნდა ენახა…
ალექსანდრეს დაურეკა.
მანანამ უპასუხა ისე თითქოს ორი წუთის უკან მასთან არ ესაუბროს.
_ ხო დუდუ შვილო…
_ ალექსანდრე სად არის მანანა დეიდა?
_ ალექს…_ აბაზანის კართან მივიდა მანანა_ დე,დუდუ გირეკავს,მალე გამოხვალ.
_ კი,გამოვდივარ._ შორიდან მოესმა დუდუს ალექსის ხმა.
ნამიანი სველი თმით გამოვიდა ალექსანდრე,ტელეფონი დედას გამოართვა.
_ რა უცებ მოგენატრე.
_ მომენატრე ისე,რომ ხვალ ბორჯომში თენგოსთან უნდა ჩავიდე და შენც უნდა გამომყვე.
_ არა,ვერ…_ თითქოს გვიან გაიაზრა ნათქვამი. _ რა გვინდა ბორჯომში?
_ აი ძაან აუცილებელი საქმე მაქვს,გთხოვ რა ,ძმურად,მარტო მეზარება მანქანით,ამხელა გზაზე…
_ ბიჭო,დედა უნდა წავიყვანო,ხომ გითხარი…_ დაიბნა ალექსანდრე.
დუდუ ამ პასუხს არ ელოდა და გაიჭედა,რომ უცებ მანანა ჩაერთო საუბარში,რომელიც იქვე იდგა ალექსანდრეს გვერდით და ყველაფერი ესმოდა.
_ წადი დედიკო,ხვალ მაინც შაბათია,ვინ იქნება.ორშაბათს წავიდეთ.
_ სად უნდა წავიდე?_ შეიცხადა ალექსანდრემ და დედას მოუტრიალდა.
მანანა დაიბნა მიხვდა მეტი თქვა.
_ ბორჯომი რომ ახსენე…რავიცი ვიფიქრე…
_ ხოო,რავიცი…_ ისევ დუდუს ჩასძახა._ კაი რავიცი,შემეხმიანე ხვალ.
მობილური გათიშა და იქვე ტუმბოზე დადო.
_რა ბორჯომი აუტყდა ამასაც,ამ ახალიწლის დღეებში…
მანანას ეღიმებოდა და ზურგით დაუდგა შვილს.
_ წადი,შენც ცოტა დაისვენებ.ბაკურიანში ადი,ხომ გიყვარს თხილამურებით სრიალი,მოთოვა თან,ისეთი კარგი თოვლია,დღეს დილით პროგნოზს რომ აცხადებდნენ იქ თქვეს.
_ კაი ხო,გავყვები…_ მაისური გადაიცვა და ისევ დედას მიუბრუნდა._ მშია დე რა…
_ ახლავე დე,ახლავე…_ სამზარეულოში გადაინაცვლა მანანამ.

***

ალექსანდრე და დუდუ დილიდან დაიძვრნენ ბორჯომისკენ.ბიჭმა ბევრჯერ ჰკითხა დუდუს,რა საქმე გაქვსო,მაგრამ დუდუ სიტყვას ბანზე უგდებდა და სასაუბრო თემას ცვლიდა.ბორჯომში თენგოსთან ავიდნენ.იქ უკვე ჩიხში მოექცა დუდუ,ერთი საათი ასე ისხდნენ და საუბრობდნენ.
_ კაი რა საქმე გქონდა,რომ წამომიყვანე დილაუთენია და ახალი ნამგზავრი.
_ ბაკურიანში უნდა ავიდეთ._ თქვა დუდუმ.
_ ახლა ბაკურიანში…_ სიგარეტს მოუკიდა ალექსანდრემ._ იქ რა დაგრჩენია?
_ ანუ,ახლა ხომ სეზონია…_ არეულად დაიწყო დუდუმ._ ხოდა ანუ ჩემი კვების ობიექტის ფილიალი მინდა გავხსნა._ თვითონაც გაუკვირდა საიდან მოიგონა,თუმცა თან აზრი მოეწონა.
_ ვაა,კარგი იდეაა._ მოუწონა ალექსანდრემ.
_ თბილისში აღარ ჩამოვალ ხოლმე შენი შაურმისთვის._ გაიცინა თენგომ.
_ ჰოო…ხომ არაა ცუდი იდეა?_ უკვე ჭკუაში უჯდებოდა ეს აზრი დუდუს.
_ არა,მაგარია.თბილისის თემაში უკვე საკაიფოდ გაქვს ყველაფერი და წარმოიდგინე აქაც გაუსწორდებათ,თბილისიდან ჩამოსულ დამსვენებელს შენი შაურმა რომ დახვდებათ.
_ მართალია ხო._ დაეთანხმა დუდუ.
_ ადე მერე,წამო,კიდე დიდხანს უნდა იჯდე?_ შეუტია ალექსანდრემ.
_ წავიდეთ კი. საპირფარეშოში გავალ დამაცადე._ დრო იხელთა და ოთოს დაურეკა.გააფრთხილა ბაკურიანში ამოვდივართ და ყურადღებით იყავიო.

მეკო დილიდან გაემზადა და დღის პირველ ნახევარში უკვე ნიცასთან და ოთოსთან ერთად იჯდა მაგიდასთან და რუსკას გამომცხვარ ხაჭაპურს შეექცეოდა.
_ აი რუსიკო ბებო,გეფიცები შენს შვილიშვილს თუ მსგავსი გემოს ხაჭაპური სადმე მეჭამოს.
_ ჩემს შვილიშვილსა რაზე იფიცებ ერთი?_ წარბი აწია რუსიკომ.
_ რძლობას გიპირებს რუსკა და გაპარებს._ თვალი ჩაუკრა მეკოს ოთომ.
რუსიკომ დაეჭვებით გადახედა ორივეს.
_ სანამ ხაჭაპურის ცხობას არ ისწავლის მე ვერ მივიღებ რძლად._ ჩაიცინა ტუჩის კუთხეში._ მერე ჩემს ოთიკოს,რომ ხაჭაპური მოუნდება ვინ დაუცხობს? ასე რომ გენაცვალე,ჯერ გამოცდა ჩააბარე…აგერ ბიჭი,აგერ ჟიური._ ნიცასკენ გაიშვირა ხელი.
სამივე სიცილისგან გაწითლდნენ სახეზე,რუსიკოც მათი შემხედვარე იცინოდა.
_ ეს ჟიურიდ არ ივარგებს ბე,_ ნიცაზე ანიშნა ოთომ._ დაქალია და არ გაწირავს.
_ გაწირვა ის იქნება,რომ დათანხმდება შენ რა გითხარი შენ._ ხელი ჩაიქნია რუსიკომ და ხელახალი ტალღა დაიძრა სიცილის.
სწორედ ამ დროს ზარი შემოვიდა ოთოს ტელეფონზე.იცნო დუდუს ნომერი და გავიდა ეზოში.სახლში შემობრუნებულმა ახალი იდეით აღტკინებულმა გოგოებს მიმართა.
_ ისეთი კარგი თოვლია ეზოში,ბაკურიანში ხომ არ ავსულიყავით?
_ საიდან რა მოგელანდა ახლა?_ გაოცებულმა შეხედა მეკომ.
_ აუ,რავი,რომ გავედი კაი თოვლია და ვისრიალებთ ცოტას,გავერთობით.
_ მე ძალიან კი,_ ჩაეცინა ნიცას._ თქვენ წადით.
ოთოს წამში შეეცვალა გამომეტყველება.
_ არა,შენს გარეშე არა.შენც წამოდი.
_ არ მინდა,ვერ ვისრიალებ,დავიღლები…თქვენ წადით.
_ ოო,ნიცა ახლა…მიდი რაა…
_ საერთოდ რა ბაკურიანი აგიტყდა?_ აყვა ნიცას მეკო.
ოთოს ცივმა ოფლმა დაასხა.იცოდა ახლა ესენი თუ ერთმანეთს აყვებოდნენ,მთელი გეგმები ჩაიშლებოდა.
_ კაი რაა,წამოდით რა…ცოტახანს…_ ორივეს გადახედა ბიჭმა.არცერთი არ იძვროდა._ ხალხი თბილისიდან ჩამოდის ერთი დღით რომ ისრიალონ და თქვენ რა გჭირთ აქვე ვართ,15 წუთში ავალთ.
_ კაი,ჰოო… წამო,ნიცა,თორემ მთელი დღე ხასიათში გადაუვა ეს ერთი უარი.
ოთოს გული მოეცა.
_ მიდი ნიცა,მიდი რაა…
_ კაი ჰოო._ ზანტად წამოდგა ნიცა და კოტეჯში გავიდა.
თეთრი ფერის მთლიანი კომბინიზონი გამოაძვრინა გარდერობიდან.წინა წელს ეცვა.ულამაზესი დგომა ჰქონდა.
ჯერ ფეხებზე ჩაიცვა,ხელები გაუყარა და მუცელზე ცოტა გაუჭირდა,მაგრამ მაინც მოერგო.ელვა შესაკრავი შეკრა და სარკეში ჩაიხედა.
ძალიან მოეწონა,მუცელი უკვე საყვარლად ეტყობოდა.ფრთხილად გადაატარა მუცელს ხელი და პატარას მიეფერა.
_ გამარჯობა,ციცქნა.გავისეირნოთ ბაკურიანში?_ისე იკითხა თითქოს პასუხს ელოდებოდა.
მეკოც შემოვიდა,უკვე გამზადებული
_ რა ლამაზი ხარ,ძალიან გიხდება.
_ მადლობა.შენც ლამაზი ხარ._ გაუღიმა ნიცამ და თმა ცხენის კუდად გამოინასკვა.
_ ქუდი არ გინდა? არ გაცივდე დაიფარე.
_ ვერ ვიტან ქუდებს ხომ იცი,არ მინდა.
ყველანი ოთოს მანქანაში ჩაჯდნენ და ბაკურიანისკენ დაიძრნენ.



№1 სტუმარი Ლალი

Გამიხარდა ალექსანდრეს დაბრუნება მოუᲗმენლად ველი Შემდეგს

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

რა დროს იცი ხოლმე რა დასრულება ,ინტრიგას ტოვებ ,კარგი თავი იყოო ,ველოდები შემდეგს❤️

 


№3  offline წევრი Tak.oo

სტუმარი თეო
რა დროს იცი ხოლმე რა დასრულება ,ინტრიგას ტოვებ ,კარგი თავი იყოო ,ველოდები შემდეგს❤️

თეო 🤭❤️ სხვაგვარად არ შეიძლება,Disyd-მა ასე მასწავლა 😃🤍

 


№4 სტუმარი სტუმარი ანასტასია

მოუთმენლად ველოდები შემდეგი თავების დადებას. მალე დადეთ რა ძალიან მომწონს.

 


№5  offline წევრი Tak.oo

სტუმარი ანასტასია
მოუთმენლად ველოდები შემდეგი თავების დადებას. მალე დადეთ რა ძალიან მომწონს.

მადლობა დიდი,ვფიქრობ ხვალ მექნება შესაძლებლობა ახალი თავის დადების ❤️

 


№6  offline წევრი Tak.oo

Ლალი
Გამიხარდა ალექსანდრეს დაბრუნება მოუᲗმენლად ველი Შემდეგს

მადლობა ლალი ❤️ ვეცდები დროულად დავდო ახალი თავი

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

რა დროს შეწყდა. იმედია ერთი კვირა არ გვალოდინებთ. გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent