გატეხილი გულები ( თავი 8)
ძველით ახალი წლისთვის ბათუმში ვიყავით ჩასული ოჯახთან ასაღნიშნად მინდოდა რომ დენიც იქ ყოფილიყო მაგრამ რადგან მისი ოჯახი თბილისში იყო თვითონაც დარჩა. ერთი სული მქონდა მეც როდის ჩავიდოდი თბილისში ძალიან მომენატრა დენიც და ჩვენი სახლიც ერთი კვირით ვიყავით წასულები და უკვე ვეღარ ვითმენდი ძალიან მიყვარს ბათუმი მაგრამ თბილისში გადასვლის შემდეგ თითქოს დიდი ხნით ვეღარ ვძლებ აქ. დენიმ არ იცოდა რომ ჩავდიოდი სიურპირზსს ვუკეთებდი. მასთან ავედი იმის იმედით რომ სახლში დამხვდებოდა, კარზე რამდენიმე წუთი ვაკაკუნებდი არავინ აღებდა უკვე წასვლას ვაპირებდი ვიფიქრე რომ სახლში არ იყო, და ზუსტად ამ დროს გაეღო კარიც დენის წელზე ჰქონდა შემოხვეული პირსახოცი მაისურში ასე კარგად არ ჩანდა მისი პრესები. გავშეშდი ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ფორმაში ვნახავდი -ლილუ აქ როგორ აღმოჩნდი გაკვირვებული ამათვალიერა და გადამეხვია მეც მთლიანად დამასველა -მატარებლით სხვანაირად როგორ აღმოვჩნდებოდი, ხო მართლა არ გინდა რომ ჩაიცვა და ისე ჩამეხუტო ან საერთოდ ასეთ ფორმაში რატომ აღებ კარს იქნებ ვინ არის -რა იყო ეჭვიანობ პატარავ? -პატარავ? -ხო ჩემო პატარა უცებ სიცილი ამიტყდა არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის როცა ამ სიტყვას იყენებდნენ წყვილები თავს ვერ ვიკავებდი სიცილისგან -ასე გვიან რომ მოხვედი რა გეგონა აბა რა ფორმაში დაგხვდებოდი -ასეთ ფორმაში ნამდვილად არ მეგონა -რა იყო არ მოგეწონა ჩემი ნავარჯიშები ტანი -გეყო მეტიჩრობა და ჩაიცვი თორემ გაცივდები -კარგი ხო ორ წუთში მოვალ წყალი დავდგი გაზქურაზე ცხელი შოკოლადისთვის დენიც გამოვიდა და ზურგიდან მაგრად მომეხვია -არ გინდა დღეს აქ დარჩე თვალები დავჭყიტე რათქმაუნდა აქამდეც დავრჩენილვართ ერთმანეთთან მაგრამ ასე არასდროს გვითხოვია დარჩენა -რატომაც არა რამე ფილმი ჩავრთოთ მაგალითად ჰარი პოტერი ხომ იცი როგორ მიყვარს დენიმ ისე ჩაისუნთქა და თვალები აატრიალა თითქოს ჩემი პასუხი არ მოეწონა რაღაც სხვანაირი იყო დღეს -ხო კარგი აზრია -ჰო მართლა ოცდაორში ანდრიას აქვს დაბადებოსდღე და შენც დაგპატიჟა -ხო ვიცი მომწერა მეც, სახლი უნდა იქირავოს სადმე აგარაკზე -კარგია კარგად გავერთობით. იმ ღამით დენისთან დავრჩი როგორც ყოველთვის მთელი ღამე ფილმებს ვუყურებდით სანამ არ ჩაგვეძინა -სახლში გადავალ მოვწესრიგდები და თუ გინდა სადმე გავიდეთ მერე -ბოდიში ლილუ დღეს არ მცალია -რახდება? -არაფერი უნივერსიტეტში საქმეები მაქვს თორე დიდი სიამოვნებით გავატარებდი შენთან დროს ხო იცი ძალიან ნაწყენი ვიყავი გუშინს მერე უცნაურად იქცეოდა დენი ეჭვიც კი გამიჩნდა იქნებ მე დავაშავე რამე და მაგაზეა ნაწყენი მაგრამ რა? ბათუმში რომ მივდიოდი დიდი ხანია იცოდა არამგონია ეგ წყენოდა ნეტა რაშია საქმე იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა. -ლილუ ანდრიას რა ვაჩუქო მომაფიქრებინე რაა -შენ უფრო კარგად იცნობ მას ანასტასია და უფრო გეცოდინება რა მოსწონს ვიდრე მე -ხო მაგრამ ვერ ვხვდებიი -ანდრიას ხო ჰყავს BMW -კი -ხოდა მისი მანქანის პატარა ასლი გააკეთებინე და ფოტოზე მიაწებებინე ინსტაგრამზეც შემხვდა რამდენჯერმე მსგავსი საჩუქარი -ხოო კარგი იდეაა მართალი ხარ მადლობა, ისე შენ რა გჭირს დენის ეჩხუბე? -არა არ გვიჩხუბია უბრალოდ რაღაც უცნაურად იქცევა და ვერ ვხვდები რატომ -ნეტა რა მოუვიდა, ნუ ღელავ ყველაფერი დალაგდება მთელი საღამო დენი ესემესებზე ჩვეულებრივად მპასუხობდა მაგრამ არ მასვენებდა მაინც რაღაც და ვერ ვხვდებოდი რა დილით რომ გავიღვიძე ანასტასიას გავყევი საჩუქრის წამოსაღებად სახლში მისვლის თანავე მომზადება დავიწყეთ ანდრიამ როგორც გეგმაში ჰქონდა აგარაკზე იქირავა ბინა ექვსისთვის იქ უნდა ვყოფილიყავით დენიმ მოგვაკითხა და ერთად ავედით შევამჩნიე რომ უხასიათოდ იყო -ეს ორი დღე უხასიათოდ ხარ და რახდება დენი? -არაფერი უნივერსიტეტის და სამსახურის გადამკიდე ძალიან დავიღალე უბრალოდ ვხვდებოდი რომ ამაში არ იყო საქმე მაგრამ აღარ ჩავეძიე. ყველა იქ იყო უკვე რამდენიმე უცხო ადამიანი ანდრიას და და ძმაც, ყველა გავიცანით ანასტასია ძალიან ბედნიერი იყო ანდრიას და-ძმა რომ გაიცნო აშკარად მათაც მოეწონათ ანასტასია მაგრამ ის ვის არ მოეწონება ერთი შეხედვით მიხვდები როგორი გული აქვს. დენი მთელი ღამე ჩუმად იყო არც სვამდა და მხოლოდ ტელეფონს აშტერდებოდა თითქოს ვიღაცას ემესიჯებოდა გაბრაზებული. გარეთ გავედი რომ ცოტა მეფიქრა -გიო შენც აქ ხარ -აჰამ სიგარეტზე გამოვედი -სასაცილოა უკვე სულ ასე რომ ვხვდებით ერთმანეთს -ხოო, დენის რა სჭირს რაღაც არ არის ხასიათზე -ამბობს რომ სამსახურმა და უნივერსიტეტმა დაღალა მაგრამ მე რატომღაც არმგონია ასე იყოს -და პირდაპირ რატომ არ ეტყვი ამას იქნებ გულწრფელი პასუხის მეშინია და მაგიტომ, გიოსთვის სიმართლის თქმას ტყუილი ვამჯობინე -ვკითხე მაგრამ არაფერს ამბობს გიომ პირი გააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ ესემესის ხმამ შეგვაწყვეტინა საუბარი უცხო ნომერი იყო რაღაც დიდი ტექტი სანამ არ გავხსენი არ გამოჩნდა -გამარჯობა ლილუ მე თაკო ვარ ალბათ გსმენია ჩემზე დენისგან ეს სახელი რომ წავიკითხე დანარჩენი ტექსტის კითხვის გაგრძელება აღარ მინდოდა -თუ არადა და მე გეტყვი მე დენის ყოფილი შეყვარებული ვარ როგორც თვითონ ამბობს მე ვატკინე გული მაგრამ ასე არ ყოფილა თვითონ მოისურვა დაშორება შენ კი იმიტომ გწერ რომ გავიგე მისი შეყვარებული ხარ არ მინდა ტყუილში იცხოვრო სანამ შენ ბათუმში იყავი მე და დენი ერთმანეთს შევხვდით ვისაუბრეთ ცოტათი დავლიეთ კიდეც ბოლოს ყველაფერი ისე მოხდა რომ ხომ ხვდები არა რასაც ვამბობ მოკლედ ერთად გვეძინა მინდოდა რომ ეს გცოდნოდა ხელები ამიკანკალდა ცრემლები წამომივიდა გული ძალიან მეტკინა ხელი დავიდე გულზე რომ ტკივილი იმდენად არ მეგრძნო გიო მოვარდა -რა გჭირს ლილუ მშვიდობაა რამოხდა ნუ მაშინებ -თუ ჩემი არ გჯერა ფოტოებიც მაქვს ფოტოებიც გამოგზავნა თაკომ ერთად იწვნენ შიშვლები საწოლში ამის დანახვისას ჩავიკეცე -და ხო მართლა გუშინაც მე შემხვდა დენი, ალბათ ესეც არ იცოდი გიო ხელებში მწვდა წამომაყენა სკამზე ჩამომსვა -ლილუ წყალს მოგიტან მოიცადე -არა გთხოვ, არ მინდა ვინმემ გაიგოს არ წახვიდე მარტო არ დამტოვო მუხლებზე დაიჩოქა და ცრემლები მომწმინდა -მითხარი რამოხდა და რითიც შევძლებ დაგეხმარები შენი ცრემლების ყურება არ შემიძლია ტელეფონი გავუწოდე სახე ეცვალა ეგრევე დაეტყო როგორ გაბრაზდა წასვლას აპირებდა მაგრამ გავაჩერე და ჩავეხუტე მანაც ხელები მაგრად შემომხვია -ყვეაფერი მოგვარდება არ ინერვიულო -რა ხდება აქ? -შენ კიდევ იმას კითხულობ აქ რა ხდება აი შეხედე რაც ხდება დენის ტელეფონი ვაჩვენე ჩაიხედა თუ არა გაფითრდა -ლილუ შემიძლია აგიხსნა -რა უნდა ამიხსნა მოშორდი აქედან შენი დანახვაც კი აღარ მინდა -წადი სანამ მშვიდად გეუბნები და მეორეჯერ აღარ დაგინახო ამ გოგოსთან გიოს მაგრად ვუჭერდი ხელს რადგან ვხედავდი როგორ ცდილობდა მისკენ წასვლას -შენ საერთოდ ვინ გეკითხება, რაიყო ლილუ გაგიხარდა რომ ეს ყველაფერი მოხდა და ამასთან გაიქეცი ხო, ასეც ვიცოდი ვხედავდი როგორ ეფლირტავებოდი სახეში სილა გავაწანი ამ სიტყვებს ნამდვილად ვეღარ მოვუთმენდი -რას ბოდავ საერთოდ წადი მეთქი აქედან უკვე ხმასაც ავუწიე ყელში თითქოს ბურთი მქონდა გაჩხერილი რომელიც საუბრის საშუალებას არ მაძლევდა ეს სიტყვებიც არ ვიცი როგორ ვთვქი უკვე გიომაც ვეღარ მოითმინა და საყელოში წვდა -მოშორდი აქაურობას საშინლად ვგრძნობდი თავს აქამდე არასდროს მიგვრძნია იმედგაცრუება ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი ხდებოდა -გიო გთხოვ არავის უთხრა ამ საღამოს მაინც, არ მინდა ყველაფერი ჩავუშხამო სხვებსაც -კიდევ სხვებზე როგორ ფიქრობ? კარგი დამშვიდდი არავის ვეტყვი ცრემლები მოვიწმინდე და შიგნით შევედი -დენი სად წავიდა -სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და წასვლა მოუწია, ამაზე ნუ იდარდებთ მოდით დავლიოთ დარდის დასავიწყებლად ბევრი დავლიე ცოტახნიტ მაინც რომ დამვიწყებოდა ის ყველაფერი რაც ამ ერთი საათის განმავლობაში მოხდა. მეგონა კოშმარს ვხედავდი არ მეგონა თუ დენი ოდესმე ასე მომექცეოდა მაგრამ როგორც მივხვდი არაფერია გასაკვირი ადამიანებისგან და ყველაფერს უნდა ველოდოთ მათგან. ღამით აქ დარჩენა გადავწყვიტეთ ოთახში ავედი რამდენიმე წუთში გიოც შემოვიდა -როგორ ხარ? -როგორ ვიქნები -ხო სულელური კითხვაა ბოდიში გვერდით მომიჯდა -ძალიან ვწუხვარ რომ ასე მოხდა თვალებში შევხედე და მართლაც ვხედავდი სინანულს, სიხარულის ნაპერწკალიც კი არ ჩანდა. ისე ჩავიძირე მის ყავისფერ თვალებში უცებ კოცნა მომინდა და არ ვიცი ეს სასმლის ბრალი იყო თუ იმის რომ შურისძიება მინდოდა მაგრამ მე მას ვაკოცე. თვითონაც მიპასუხა კოცნით საწოლზე წამოვწექი -ლილუ არ გვინდა მთვრალი და ნაწყენი ხარ მე კიდევ არ მინდა რომ ეს პირველად ასე მოხდეს -მაპატიე -ნუ ღელავ უბრალოდ დაწექი და დაიძინე მეც აქ ვიქნები არ დაგტოვებ მარტო -მადლობა გიო. დილით საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე თვალები რომ გავახილე დავინხე როგორ იწვა გიო ჩემს გვერდით მას ჯერ კიდევ ეძინა ვაკვირდებოდი მძინარეს ძილშიც კი ძალიან სიმპატიური იყო სასმელის გამო გუშინდელი დღიდან ბევრი რამ არ მახსოვდა უეცრად გამახსენდა როგორ ვაკოცე მან კი გამაჩერა სახეზე ხელები ავიფარე სიცხვილისგან. -გაიღვიძე? მომემსა ოდნავ ბოხი მაგრამ ამავედროულად ძალიან სექსუალური ხმა -ძალიან მცხვენია -რისი? -იმის რაც გუშინ გავაკეთე -ნუ გრცხვენია ისეთი არაფერი გაგიკეთებია რაც მე არ მინდოდა ამ სიტყვებს ნამდვილად არ ველოდი -გიო ხომ ხვდები რომ ახლა ამის დრო არ არის -კი ლილუ მესმის მეტს არაფერს გეტყვი სანამ შენ არ მოისურვებ ძლიან მადლიერი ვარ მისი რომ გამიგო და თან არავის არაფერი უამბო. -თქვენ ორი აქ რას აკეთებთ გაკვირვებული გვიყურებდა ანასტასია -ისეთი არაფერია რაც შენ გგონია მის უკან დენიც გამოჩნდა ოთახში გამწარებული შემოვარდა -ამით გადამიხადე სამაგიერო არა ლილუ ისე ვიყავი მასზე გაბრაზებული ვერც კი გავიაზრე რა ვუთხარი -კი ამით გადაგიხადე სამაგიერო კმაყოფილი ხარ? -არ მეგონა თუ ასე მომექცეოდი -ნუ მაცინებ თითქოს შენ არაფერი დაგიშავებია საერთოდ რატომ მოხვედი აქ -მინდოდა ბოდიში მომეხადა და ამეხსნა ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც თაკომ გითხრა ამაზე გავცოფდი რადგან თაკომ ფოტოებიც კი მაჩვენა -აბა როგორ იყო დენი, გეყოფა რაა ნუ იმართელბ თავს ფოტოებიც კი ვნახე როგორ იწექით შიშვლები ჩემ ყვირილზე ყველა ოთახში შემოვარდა არავინ ხმას არ იღებდა იდგნენ და ჩუმად გვაკვირდებოდნენ ანასტასიას გაკვირვებული სახე ჰქონდა, იმედგაცრუებული ჩემთან მოვიდა და გვერდით დამიდგა მე კიდევ ცრმელებს ვერ ვიკავებდი მინდოდა რომ ღმალაღლა მეყვირა დამერტყა სამაგიერო გადამეხადა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი მხოლოდ ვიდექი და ვუსმენდი მის ტყუილებს -მე სხვანაირი გოგო მეგონე ლილუ მაგრამ როგორც ვხედავ დრო არ დაგიკარგავს და ლოგინში ეგრევე ჩაუწექი ფულიან ბიჭს ეგ გინდოდა არა თავიდანვე თითქოს სიყვარული შენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სექსი ვერ ვუჯერებდი ჩემს ყურებს არ მჯეროდა რომ ბიჭი რომელიც ასე ძალიან მიყვარდა ასე ამაზრზენად საუბრობდა ჩემზე -შენ შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო რეებს ბოდავ წესიერად ილაპარაკე ვერ მოითმინა გიომ და დენის დაარტყა -დროზე მოშორდი აქედან ბოლოჯერ გაფრთხილებ მეორეჯერ აღარ დაგინახო მეთქი თორემ ძვალ რბილს გაგიერთიანებ -ჯანდაბამდეც გზა გქონიათ გასვლას აპირებდა ოთახიდან მაგრამ ანასტასიამ გადაეღობა და სილა გააწნა -კარგი ადამიანი მეგონე დენი მაგრამ სამწუხაროდ შევცდი ლილუს აღარ მიუახლოვდე ისე მტკიოდა გული რომ სიცარიელეს ვგრძნობდი ვერ ვხვდებოდი რატომ დამემართა მაინდამაინც მე ეს ყველაფერი -რა დავაშავე რომ ესეთი რამ დავიმსახურე ანასტასია მოვარდა ჩემთან და ჩამეხუტა -გაჩერდი მეორეჯერ აღარ გავიგო რომ ამას ამბობ შენ არაფერი გაგიკეთებია არასწორად ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ დავინახე რომ მანაც ტიროდა მაგრად ჩავეხუტე. ორი წუთის განმავლობაში ორივე ძირს ვიჯექით და ვტიროდით მხოლოდ გიო ანდრია და გოგონები დარჩნენ ოთახში დანარჩენებმა დაგვტოვეს ყველა მეხუტებოდა და მამშვიდებდა -სახლში მინდა წასვლა -კარგი ახლავე ავიღებ ნივთებს და წავიდეთ -მე გაგიყვანთ თქვა გიომ და მანქანის დასაქოქად ჩავიდა -ანდრია დიდ ბოდიშს გიხდი რომ ყველაფერი ჩაგიშალე ძალიან ვწუხვარ -ბოდიშს ნუ მიხდი ლილუ შენი ბრალი არ არის ყველაფერი იმ ტიპის ბრალია თავი არ დაიდანაშაულო საღამოს შემოგივლით მეც არ ინერვიულო კარგი? მიხარია რომ ანასტასიას ანდრიასნაირი ადამიანი ყავს გვერდში დარწმუნებული ვარ რომ გულს არ ატკენს ვხედავ როგორი სიყვარულის თვალებით უყურებს მას და როგორ აფასებს კარგია რომ ერთმანეთი იპოვეს მჯერა რომ მუდამ ბედნიერები იქნებიან. მთელი გზა ფანჯარაში ვიყურებოდი და ხმას არ ვიღებდი გიოს სიმღერის ჩართვა ვთხოვე ყველა მოწყენილი ვიჯექით როდესაც ქართული ხმების მუხამბაზი ჩაირთო ხმას უფრო ავუწიე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა სახეზე ღიმილი გამიჩნდა ჩემს ღიმილზე გიოსაც გაეღიმა, საყვარელ მომენტზე სიმღერას ავყევი -ტატოსავით ლექსს ვწერ არა მწყინდება შენზე ფიქრიი არასდროს მომწყინდება ჩემთან ერთად მათაც დაიწყეს სიმღერა -სულის ვარდოო იცი რა ფაქიზი ხარ თვალს გავახელ მთელს წამწამზე მიზიხარ ღიმილთან ერთად ცრემლებიც მომდიოდა სახეზე რადგან მახსენდებოდა როგორ ვიჯექით მე და დენი მანქანაში და როგორ ვუსმენდით ამ სიმღერას როგორ ვმღეროდით ერთად ხელ ჩაკიდებული და ყველაზე ბედნიერები ვიყავით ისეთი თვალებით მიყურებდა ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ იმის გამკეთებელი იყო რაც გააკეთა როგორც კი გიომ შეამჩნია ჩემი ცრემლები სიმღერა გდართო და ხელზე შემეხო - კარგი რა ლილუ გთხოვ არ გინდა ვერ ვუყურებ შენს ცრემლებს, მართლა შემომაკვდება ის -ასე ნუ მოიხსენიებ გთხოვ საერთოდ არ გვინდა ისევ ამ თემაზე საუბარი დავინახე როგორ არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები -როგორც გინდა ბოდიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


