ჩემი პირადი მცველი 18 დასასრული
სახეზე ფერი არ ედო ოთოს,ნიცა მის გამომეტყველებაზე მიხვდა ბოლო სიტყვები გაიგო ოთომ და დაჭიმულობა იგრძნო სხეულში. _ მამაშენი,ასე რომ მოიხსენიებ,საბედნიეროდ მხოლოდ შენი თვალით დანახულია. ალექსანდრეს მზერა აემღვრა,ვერ მიხვდა რა კავშირში იყო,ან რატომ ახსენებდა საერთოდ ეს ადამიანი მამამისს,რატომ იცავდა და რა მორალურ მხარდაჭერას უცხადებდა მისთვისაც უცხო კაცს. _ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა არავის უთხოვია თქვენთვის და მიბრძანდით. ოთოს ჩაეცინა.კაცს რომელსაც ასე სიძულვილით იხსენიებდა ალექსანდრე ერთიერთში ჰგავდა.ზუსტად მისი ხასიათი ჰქონდა. _ აშკარაა გჭირდება._ არ შეეპუა ოთო. _ რა გინდა? _ მისკენ მიტრიალდა ალექსანდრე. _ ალექსანდრე გაჩერდი._ ფეხზე წამოდგა ნიცა. _ შედი ოთახში ცოტახნით ნიცა._ მშვიდი ტონით უთხრა ნიცას,თუმცა მკაცრ მზერას არ აშორებდა ოთოს. _ არსადაც არ შევალ._ მკლავში ხელი ჩაავლო ბიჭს._ მოდი აქ,დაჯექი. ნიცას შეხებამ სითბო ჩაუღვარადა რეალობაში დააბრუნა,თუმცა მაინც ჯიქურად შეჰყურებდა ოთოს.თავისუფალი ხელის მტევანი ნიცას თითებს შეახო და დაბლა დააშვებინა გოგოს ხელი,თუმცა ხელი აღარ შეუშვა.ნიცა ამავე ხელით მოქაჩა. _ დაჯექი. _ ალექსანდრე მის ნებას დაყვა.მაგიდასთან სკამი გამოწია და დაჯდა.ოთო მის წინ დივანზე ჩამოჯდა. ნიცა მათშორის იდგა და ცდილობდა ემოცია გაეკონტროლებინა.ისე შემთხვევა იყო,რომ ვერცერთის მხარეს ვერ დაიჭერდა,პირიქით უნდოდა მოგვარებულიყვნენ,მაგრამ ისიც არ იცოდა ეტყოდა თუ არა ოთო საბოლოოდ სიმართლეს და ალექსანდრეს რეაქცია ვერც წარმოედგინა. _ ნიცა,შედი ცოტახანს გთხოვ,_ კიდევ უფრო მშვიდად გაუმეორე ალექსანდრემ. _ დამიჯერე აქ მირჩევნია. უკმაყოფილოდ გააქნია თავი ალექსანდრემ. _ გისმენთ,რა სახის ფსიქოლოგიურ დახმარებას მთავაზობდით?_ სარკაზმი მოიშველია ალექსანდრემ. ოთოს ჩაეცინა.კიდევ ერთი მამის ხასიათი დაიჭირა მასში,მიუხედავად იმისა,რომ ერთად არ უცხოვრიათ,მამის სისხლს მაინც თავისი კვალი დაეტყო ბიჭის ხასიათისთვის. ოთო წამოდგა ალექსანდრეს მიუახლოვდა.მის წინ აისვეტა,ხელი გაუწოდა და წარმოთქვა. _ ოთო,იგივე ოთარ წერეთელი. ალექსანდრემ მზერა დაავიწროვა.წამით უფრო ღრმა გაუხდა გამოხედვა.გვარი კი,მის გვარს ემთხვევა,მაგრამ ეს სახელი… მამამისის მამას ეკუთვნოდა… სწრაფად გამოცოცხლდა მისი მზერა.ოთოს გამოწვდილ ხელს დახედა,მაგრამ ხელი არ გაუწოდა საპასუხოდ. _ ვინ ხარ?_ მხოლოდ ეს იკითხა,ცივი ხმის ტონით. _ გითხარი უკვე…ოთო წერეთელი. _ ნუ მეთამაშები._ აგრესია გაკრთა ალექსანდრეს ხმაში. _ შენი ძმა,უფრო კონკრეტულად. ფერმა იცვალა ალექსანდრეს სახეზე.ყელზე ძარღვი დაეჭიმა,თვალები ჩაუმუქდა,მუშტი შეკრა სიბრაზისგან. ნიცას არ გამოპარვია ბიჭის ეს ცვლილებელი და მასთან ერთი ნაბიჯით ახლოს გადაინაცვლა. _ მე ძმა არ მყავს._ ფოლადის ცივმა ხმამ გაჭრა ოთახში დამყარებული სიჩუმე. _ აგერ ვარ._ ჯიუტად არ თმობდა პოზიციას ოთო. _ მომისიმინე შენ,უკვე ბევრჯერ მომხვდი თვალში და მოდი მომერიდე რა. _ ტონი აშკარად შეცვალა ალექსანდრემ. _ ნუ მაიგნორებ._ ჩაეღიმა ოთოს. _ შენ,რომ მამას უწოდებ,ეგ კაცი დავაიგნორე და შენ,არავინ ხარ ჩემთვის. _ აღიარებ თუ არა,შენი პრობლემაა,მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ალექსანდრე მე და შენ ძმები ვართ. სისხლი შხუილით მიაწვა ალექსანდრეს თვალებში.წითლად შეეღება თვალები,თუმცა მაინც შეძლო თავის შეკავება. რამდენიმე წამს შეყოვნდა,სუნთქვა დაირეგულირა და ნიცას მიუბრუნდა. _ ახლა უნდა დავბრუნდე თბილისში,დუდუ მელოდება.დაგირეკავ მოგვიანებით. არ უნდოდა სიტუაციის მეტად დაძაბვა ნიცას,მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. მანქანა გზაზე საშუალო სიჩქარით მიდიოდა.დუდუ მშვიდად მართავდა საჭეს და ელოდა,როდის დაიწყებდა ალექსანდრე საუბარს,თუმცა ბიჭი კარგა ხანია ჩუმად იჯდა და ხმის ამოღებას არ აპირებდა.მხოლოდ დაჭიმული ყბა და ყელზე მფეთქავი ძარღვი მიუთითებდა რომ რაღაცაზე გაბრაზებული იყო და ფიქრობდა. _ აღარ იტყვი რა მოხდა? _ დაარღვია სიჩუმე დუდუმ. ალექსანდრე სავარძელში კომფორტულად მოეწყო,დუდუს გახედა წამიერად. _ არ ვიცი,ყველაფერი იმდენად რთულად არის,ისე დამატყდა ერთიანად თავს…_ მანქანის სალონში წინ ტყავის ზედაპირს ხელი დაარტყა. _ ე,დაოკდი,თორემ თუ გაგეხსნა აირბაგი მეყოლე კარგად._ ჩაიცინა დუდუმ_ რა მოხდა? _ ნიცა არ მირიგდება,ის ტიპი… ნიცასთან ერთად თუ შენიშნე? _ ჰო… _ ეგ ვაფშე გამომეცხადა და შენი ძმა ვარო… _ რაო?_ გაეცინა დუდუს. _. მამაჩემს მეორე ცოლთან ხომ ჰყავდა შვილი და ეგაა რა… _ მეღადავები… _ აუ,კიი…მიმიხვდი ხომ მაინც?! _ ირონია გაერია ხმაში._ხუმრობის თავი მაქვს დუდუ?!_ დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა. დუდუ ხან გზას გახედავდა,ხან ალექსანდრეს.ვერ ხვდებოდა რა საქმეში გაყო თავი.მაშინვე მანანა გაახსენდა “ ნეტა თუ იცოდა ოთო სინამდვილეში ვინ იყო?” _ ვახ,ჩემი…_ ჩაილაპარაკა._ მერე? _ რა მერე? ძალაზეა ჩემი ძმა ხარო…_ თავი ხელებში ჩარგო._ თავი ამტკივდა… _ რა უნდა ქნა? _ აუ რავიცი დუდუ,კი ვიცოდი,რომ შვილი ჰყავდა,მაგრამ არც არასდროს დავინტერესებულვარ. იმდენად გამაბოროტა იმ ფაქტმა,რომ დაგვტოვა და სხვა ქალთან წავიდა,ჩემს თვალში მოღალატეა,ვერასდროს ვაიძულე საკუთარი თავი მიმეღო,მეპატიებინა…რომ გარდაიცვალა მაშინაც ვერ შევძელი მისვლა.უცხო იყო ჩემთვის… _ ალე,_ მძიმედ დაიწყო დუდუმ._ იქნებ უნდა მოგესმინა და გეცადა გაგება? ალექსანდრეს მზერა დაეჭიმა. _ რისი? ღალატის გაგება?! ოჯახს რომ უღალატებს კაცი,კაი რა დუდუ,ჩემთვის ოჯახი იმდენად წმინდაა…არ მესმის და ვერ გავუგებ კაცს,რომელიც თავის არჩევანს უღალატებს.ის კაცი თავის თავსაც არ სცემს პატივს და მასეთ ადამიანს ვერ მივიღებ მე. _ თუ მოხდა და სხვა შეუყვარდა? _ არ უნდა შეგიყვარდეს. _ ხდება,იმდენი რამ ხდება ცხოვრებაში ალექს … _ არა,ცოლს რომ მოიყვან,იმდენს რომ იზავ იმ ქალს თავს შეაყვარებ,შვილს გაგიჩენს,მერე რა ნამუსით უნდა გაიხედო სხვაგან?! _ რომ არა,მამაშენის ამბავი ნეტა მასე იფიქრებდი მაინც? _ ჩაეღიმა დუდუს. _ არ ვიცი,თუმცა ვაღიარებ,მისმა ამგვარმა ქცევამ ჩამომიყალიბა ეს შეხედულებები… _ ხო,შენ ბავშვობიდან დამჯდარი ჭკუის იყავი. _ სად მქონდა ბავშვობა დუდუ,კაი რა?! მანანა სულ ცდილობდა დაემალა ის ტკივილი რაც მისმა წასვლამ მიაყენა,მაგრამ ბავშვი კი ხარ,მარა მაინც არ გეპარება მხედველობიდან დედის შეცვლილი ქცევა…_ გაჩუმდა,პაუზა გააკეთა._ აუ,ვერა რაა…ახლაც რომ ვიხსენებ,ვერ ვაპატიებ,მკვდარსაც ვერ ვპატიობ. _ მესმის ალე,მესმის,მაგრამ საკუთარი თავისთვის შეძელი.უნდა აპატიო და დაისვენო.ეგ გრძნობა შენც გჭამს შიგნიდან… _ ვახ,ჩემი…ნიცა,რანაირად შემოვირიგო?_ ყური არ ათხოვა დუდუს ნათქვამს. _ რომ გელაპარაკება ეგეც კარგია,დაელოდე,იქნებ ნელ-ნელა მოულბეს გული. _ მეტი გზა მაქვს?_ ხელები გაშალა ალექსანდრემ. გვიან დაბრუნდა თბილისში.მანანა მოიკითხა და აბაზანაში შევიდა.კარგად იცნობდა შვილს მანანა,მიუხედავად იმისა,რომ ალექსანდრემ არ შეიმჩნია და ბედნიერი შევიდა სახლში,თვალებში მაინც ეტყობოდა კვალი არასრული ბედნიერების და მიხვდა მანანა,ჯერ არაფერი არ იყო დალაგებული. აბაზანიდან გამოსულმა დედას უარი უთხრა გვიან ვახშამზე და დაწვა.ფიქრობდა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და ვერ ხვდებოდა სად იყო გამოსავალი,ვერც იმას ხვდებოდა საიდან დაუკავშირდა ნიცა მამამისის შვილს.რა აკავშირებდათ ერთმანეთთან… ტელეფონი აიღო.ნიცას ნომერი აკრიფა და დაელოდა გოგოს ხმას. _ გისმენ. _ როგორ ხართ?_ მშვიდი დაღლილი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს. _ უკვე თქვენობით მომმართავ?_ნიცას ირონიული სიცილი გაისმა ტელეფონში. _ არა,უკვე ორნი ხართ და ორივე მოგიკითხეთ._ გულში ეამა ნიცას სიცილი ალექსანდრეს. _ ხო,ვიფიქრე ოთოს ხომ არ კითხულობსთქო,მრავლობითში…_ ახლა კბილი გაკრა ნიცამ და თან ააინტერესებდა ბიჭის აზრი,მას შემდეგ რაც დაფიქრების საშუალება ჰქონდა. _ საიდან იცნობ მაგ ტიპს?_ ყურადღება არ მიაქცია ალექსანდრემ გოგოს გამოწვევას. _ აქ გავიცანი,შემთხვევით,უფრო სწორედ ეს კოტეჯი მისგან მაქვს ნაქირავები. ალექსანდრეს ახლა გაახსენდა ბუნდოვნად მამის მშობლები ბორჯომისკენ,რომ ცხოვრობდნენ,მაგრამ ზუსტად სად არც ახსოვდა.იმდენად იყო მამაზე გაბრაზებული ყველაფერი დაბლოკა მისმა გონებამ. _ ხოო… _ ღრმა ფიქრებიდან გამორკვეულმა ჩაილაპარაკა._ ნიცა,როდის ბრუნდები თბილისში? _ არ ვიცი,მომწონს აქ ყოფნა. _ მაგრამ შენი მდგომარეობისთვის ხომ იცი რომ მანდ დიდხანა ვერ დარჩები… _ ვინ იცის? _ გაურკვევლად ჩაილაპარაკა. _რა ვინ იცის? მე ვიცი,რომ მანდ ყოფნა შენთვის არ არის კარგი და უნდა დაბრუნდე და ნუ მამეორებინებ ერთიდაიგივეს რამდენჯერმე. _ ნუ იმეორებ მერე შენც პედაგოგივით. ორივე გაჩუმდა. ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ და არ არღვევდნენ სიჩუმეს. _ მომიყევი პატარაზე რამე…_ მშვიდი,ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს. _ რა მოგიყვე? _ ყველაფერი,აღმოჩენიდან დღემდე…_ ღიმილი გაეპარა ალექსანდრეს. _ არ ხარ ღირსი. _ ნუ დაიწყე თავიდან,გთხოვ…_ იმდენად დაღლილი ხმა ჰქონდა,შეეცოდა გულის სიღრმეში ნიცას და ოდნავ მოლბა. დაიწყო პირველი დღიდან,როგორ გაუჩნდა ეჭვი,როგორ ყველა ტესტი გაწითლდა და როგორ ინერვიულა,როგორ უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო და არ მისცა საშუალება,როგორ ტანჯავდა ტოქსიკოზი. _ მაგ დროს მაინც ვერ მოგეშველებოდი._ გახუმრება სცადა ალექსანდრემ._ შეიძლება მეც ცუდად გავხდე. _ არ მეცინება._ ტონი გაიმკაცრა ნიცამ,მაგრამ ჩაეღიმა. _ არადა ვგრძნობ,როგორ იღიმი. _ არა,რა მაქვს სასაცილო? 23წლის ასაკში მარტოხელა დედა ვხდები,ჰო მართლა…_ ჩაეცინა._ იცი,ახალი ამბავი,მალე დაიკო ან ძამიკოც მეყოლება და აღარ ვიქნები მამისერთა ნიცა მელიქიშვილი. _ რა?_ თითქოს ვერ ჩაწვდა ნათქვამის სისწორეს ალექსანდრე. _ ჰო,ლია მალე გამიჩენს პატარა დას ან ძმას. _ ვაა…_ გაოცდა ალექსანდრე._ ჩემს არ ყოფნაში რა ამბები დატრიალებულა. _ ხო…მერე მე სახლიდან წამოვედი… _ ხოო? მაგიტომ ხარ მანდ? _ ჰო,მეთქი სადმე მთაში ვიქნები სუფთა ჰაერზეთქო და აღმოვჩნდი აქ.სხვათაშორის ბებიაშენი რუსკა მაგა ხაჭაპურს აცხობს. _ნიცა,მოისვენე. _ რაა?_ გაიცინა ნიცამ._ ბებიაშენია და რა ვქნა. _ იცოდე “ აბაროტს” აგიღებ და მერე არ გაგეცინება. _ მე მივეჩვიე,დამიჯერე…_ წამიერად გაჩუმდა._ უფრო სწორედ მამას,რომ შევურიგდი მის მერე,თითქოს უფრო დავმშვიდდი. _ კარგი ნიცა,დაისვენე._ მიხვდა საუბარი საითაც მიჰყავდა გოგოს. _ ალექსანდრე… _ რა? _ გაიცანი ოთო ძალიან საყვარელია. _ დაიძინე. მშვიდი ღამე პატარებო. _ იფიქრე რაც გითხარი._ ბიჭის ხმაურიანი ამოსუნთქვა გაიგო ტელეფონში და გაეღიმა ნიცას,ზუსტად იცოდა რა სახე ჰქონდა ახლა ალექსანდრეს._ შენც მშვიდი ძილი. ძალიან უნდოდა ნიცას ოთოს და ალექსანდრეს შორის ურთიერთობა დამთბარიყო,მაგრამ როგორ ჯერ ვერ ხვდებოდა. ალექსანდრე თავის სიჯიუტეს არ აღიარებდა,როგორც ნიცა,მაგრამ არანაკლებ ჯიუტი და პრინციპული იყო. ნიცამ მიზნად დაისახა ალექსანდრეს და ოთოს ურთიერთობის გამოსწორება.აუცილებლად გამონახავდა გზას და მოაგვარებდა მათ შორის ურთიერთობას. 31 დეკემბრის დღე მიწურულს უახლოვდებოდა. დედაქალაქი ყოველ საღამოს გაჩახჩახებული იყო საახალწლო განათებებით.მაღაზიის ვიტრინებიდან თავბრუდამხვევი კაშკაშა განათებები იტაცებდა გამვლელის მზერას. ყველგან საახალწლო ფუსფუსი პიკზე იყო.სახლებში,ქუჩებსა თუ სავაჭრო ცენტრებში. ნიცა კოტეჯში,ფანჯარასთან მდგარ დივანზე იჯდა.წიგნი ეკავა ხელში და პერიოდულად ფანჯარაში იმზირებოდა.ლამპიონების შუქზე აქა-იქ ჰაერში მოფარფატე ფიფქებს ადევნებდა თვალს. ჯადოსნური საღამო იყო.მთაში,თბილ კოტეჯშ,ახალიწლის საღამოს იჯდა და თოვლის ფიფქებს უყურებდა.ხშირად უოცნებია ბავშვობაში მსგავს მომენტებზე,მაგრამ ახლა,როცა დადგა ეს წუთები,სულაც არ თვლიდა,რომ ბედნიერი იყო.რაღაც აკლდა სრული ბედნიერებისთვის,უფრო სწორად რაღაც კი არა ვიღაც _ ვიღაცები. იცოდა თუ ადგებოდა და დაბრუნდებოდა მამას ძალიან გაახარებდა,მაგრამ იმდენად გადაეჩია სხვებთან ერთად ცხოვრებას,ვეღარ წარმოედგინა როგორ უნდა ყოფილიყო იმ სახლში ლიასთან და მამასთან ერთად. ალექსანდრე მეორე დღეა არ გამოჩენილა და ეს ფაქტი ცალკე აღიზიანებდა. “ მერე მე მეტყვის ჯიუტი ხარო” თავი გადააქნია ნიცამ.წიგნი დახურა და ტუმბოზე დადო. ძილი მოერია,მაგრამ ადგომა დაეზარა.იქვე დივანზე მოიკუნტა.პლედი რომელიც იქვე ედო მიიფარა და ტკბილად ჩაეძინა. გვიანი იყო ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.სიბნელეში ეკრანს დახედა ღამი 12 საათი სრულდებოდა და ალექსანდრე რეკავდა. _ ჰოო…_ ნამძინარევი ხმით უპასუხა. _ გილოცავთ პატარებო. _ მადლობა,მეც გილოცავ,მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა. _ ვიცი,არ მინდოდა ვინმეს დაესწრო. _ რა პუნქტუალური ხარ. _ ზედმეტად კი._ ჩაიცინა ალექსანდრემ.არ აპირებდა ხასიათის გაფუჭებას._ გძინავს? _ მეძინა კი. _ კარგი,რადგან გაიღვიძე ადექი,გამოიხედე. ნიცა წამში გამოერკვა ძილბურანიდან.უცებ წამოჯდა დივანზე,თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა. თოვას ემატა,მსხვილი ქათქათა ფიფქები,თავბრუდამხვევი ტრიალით ეშვებოდნენ მიწაზე. ნიცა წამოდგა.პლედი მხრებზე მოიხურა და კარისკენ წავიდა.პირველი გასროლაც ამ დროს მოხდა ფეიერვერკის.ცაში აიჭრა წითელი წერტილი და ათასფრად გაიშალა ცის კაბადონზე. იქვე იდგა ალექსანდრე,დიდი თეთრი დათუნია ეკავა ხელში და უღიმოდა.ნიცამ პლედი უფრო მჭიდროდ მოიხურა მხრებზე და შეუმჩნევლად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე. ბიჭი მისკენ დაიძრა.მძიმედ მიჰქონდა უზარმაზარი დათუნია.გოგოს წინ გაჩერდა. _ გილოცავთ პატარებო. _ მადლობ. _ ამას შევიტან,თორემ ჩამაწყვიტა მკლავები._ გვერდი აუარა გოგოს და თავისუფალ სავარძელში ჩასვა დათუნია.უკან გამობრუნდა. ნიცა ჯერ ისევ ფეიერვერკს შეყურებდა გაღიმებული.ალექსანდრე ნიცას ზურგს უკან დადგა,ახლოს იმდენად ახლოს,რომ გოგოს მისი სუნთქვა კისერზე ეხებოდა. ბიჭმა ფრთხილად აწია ხელები,წელზე ნაზად შეუცურა…წინააღმდეგობას რომ არ წააწყდა,კიდევ უფრო მჭიდროდ შემოაჭდო ხელები და თავი მის მხარზე ჩამოდო.ფრთხილად შეახო ტუჩები მის ყელს,მისი თმის სურნელი ხარბად შეისუნთქა. _ როგორ მონატრებოდა ეს სურნელი…_ თვალები დახუჭა და დატკბა ბედნიერი წამებით. ნიცა ფრთხილად შეირხა.მოტრიალდა ბიჭის პირისპირ დადგა. _ მეც მენატრებოდი,მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ შენზე._ ღიმილმა ჩაუტეხა ტუჩის კუთხე,მაინც გაეპარა,ვერ მოთოკა გრძნობა. ალექსანდრეს ჩაეღიმა,იცოდა ეს ის ბრაზი არ იყო,რომელსაც ვერ მოერეოდა. ნაზად მიეპარა გოგოს გაშლილ ბაგეს და ფრთხილი ამბორით დაუკოცნა ბაგეები. _ მიყვარხარ._ ამოიჩურჩულა კოცნებს შორის. _ მეც,მაგრამ მაინც გაბრ…რა…ზე…_ აღარ დააცადა სიტყვის დასრულება გოგოს.ვნებიანი კოცნით დაუფარა ტუჩები. ახალი წლის ღამეს ერთად შეხვდნენ და პირობა დაუდეს ერთმანეთს,აღარასდროს ეჩხუბათ ისე,რომ ამხელა დროის სივრცე დასჭირვებოდათ ერთად ყოფნისთვის. _ გპირდები,შენს ყველა სიჯიუტეს ავიტან,ერთი პირობით…_ დაიწყო ალექსანდრემ.ნიცამ თვალები დააწვრილა. _ ჰოო? აბა რა არის ასეთი პირობა? _ დროდადრო მაინც უნდა აღიარო,რომ მართალი ვარ. ნიცას მაშინვე გაეცინა. _ შეუძლებელ პირობებს ნუ მიყენებ. _ ხედავ? უკვე იწყებ. _ კარგი._ უცებ დასთანხმდა.ალექსანდრემ დაეჭვებული მზერა შეაგება გოგოს. _ ვფიქრობ,ხანდახან არაუშავს,რადგან აქ ერთი პატარა პიროვნება კიდევ არის,რომელიც სრულად აგინაზღაურებს ჩემგან მიღებული სიჯიუტის დანაკლისს. ალექსანდრეს გულიანად გაეცინა. _ ჰო,რა თქმა უნდა.”დედა ნახე,მამა ნახე,შვილი ისე გამონახეო”. ახლა ნიცას გაეცინა და ალექსანდრეს ძლიერ მკერდს მიაყრდნო თავი. დილა უჩვეულოდ მშვიდი იყო.გარეთ მთელი ღამე შეუჩერებლად თოვდა.გამთენიას შეწყდა,თუმცა ალაგ-ალაგ მაინც მოფრინავდნენ დაგვიანებული ფანტელები. სახლში იმაზე მეტად თბილოდა ვიდრე საჭირო იყო,მაგრამ ნიცა მაინც ბიჭის სხეულს იყო ჩახუტებული.ალექსანდრეს მკლავი ნიცას წელზე იყო შემოხვეული. პატარას ონავარმა მოძრაობამ გააღვიძა ნიცა.ოდნავ შეირხა,არ უნდოდა გაეღვიძებინა ალექსანდრე.ფრთხილად ადგა.აბაზანაში გავიდა უცებ მოწესრიგდა და სამზარეულოს მიაშურა. ახალიწლის პირველი დღე იყო,მაგრამ რადგან მარტო ხვდებოდა არაფერი განსაკუთრებული არ მოუმზადებია,თან არც იცოდა სადღესასწაულო კერძები. ექვსი თვის მანძილზე რაც მარტო ცხოვრობდა ისწავლა მარტივი საუზმის მომზადება. დღეს ჯერი შვრიის ფაფაზე მიდგა,მოხარშა,ბოლოს ყველი დაჭრა პატარა კუბებად,ჩაყარა და მასთან ერთად ურევდა,ყვემა სათანადოდ,რომ იწყო გაწელვა ქურა გათიშა და მოტრიალდა. _ არ მჯერა,ნიცა მელიქიშვილი ქურასთან დგას და საჭმელს ამზადებს?_ ჩაიცინა ალექსანდრემ.გოგოს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. _ შენ გემოზე უნდა ნახო._ კმაყოფილმა ჩაიცინა ნიცამ._ და კიდევ ხაჭაპურის გამოცხობაც ვიცი._ ნიშნის მოგებით მიაძახა აბაზანაში მიმავალ ბიჭს. _ სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ,ვერ დავიჯერებ._ ალექსანდრემ თავი მოატრიალა და კმაყოფილმა ჩაიცინა. _ ჰმ… ბებიაშენმა სანამ სრული სიზუსტით და პროპორციების სრული დაცვით არ მასწავლა,არ მომეშვა. ალექსანდრე აბაზანის კარში ნახევარი ტანით გამოჩნდა. _ ნიცა,მოდი შევთანხმდეთ, აღარ თქვა ბებიაშენი…შენი ძმა და ა.შ. კარგი? ნიცამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. _ კარგი,მამაშენის დედამ ქალბატონმა რუსკამ ბლა ბლა ბლა… ასე გაწყობს? _ უკეთესია._ ჩაიცინა ბიჭმა და ისევ კარს უკან გაუჩინარდა. _ შენ დამაცადე,თუ დამოკიდებული არ გაგხადო რუსკას ხაჭაპურზე._ ჩაიბურტყუნა და ისევ შვრიის ფაფას მიუბრუნდა ნიცა. მთელი დღე კოტეჯში გაატარეს.ნიცამ მირიანს დაურეკა მიულოცა ახალი წლის დადგომა. ეუცნაურა შვილის ზარი კაცს,ხმაც უჩვეულოდ წკრიალა ჰქონდა,მაგრამ არაფერი უთხრა,მიხვდა ალექსანდრეს ხელი ერია მისი ხასიათის ცვლილებაში.საუბარი,რომ დაასრულა ნიცასთან.იქვე მჯდომ ლიას ხელი მოხვია,რომელიც ბავშვის ბოდეზე ქარგავდა ორნამენტებს. _ ლიაკო,შემთხვევით ალექსანდრე ხომ არ ჩამოსულა,უფრო სწორედ ხომ არ ჩამოიტყუეთ შენ და მანანამ?_ ჩაეღიმა მამაკაცს. _ კი.რა არის?_ საქმეში გართულს თავი არც აუწევია ისე გასცა პასუხი. _ ნიცა ვესაუბრებოდი… კარგ ხასიათზე იყო. _ მართლა? რა კარგია,იმედია დალაგდებიან…_ შვებით ამოისუნთქა ლიამ. მირიანს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. _ მირიან,მართლა… ალექსანდრეს კიდევ უბრაზდები?_ თავი აწია ქალმა და სახეში შეხედა. _ შვილიშვილს ველოდები,მისგან ლია,ჩემს სიბრაზეს რა აზრი აქვს აწი?! _ ხო,მასე ჯობს… გრძელი ენა მაქვს,არც თავის დროზე არ უნდა მეთქვა._ უკმაყოფილოდ გააქნია თავი ლიამ. _ ხდება ყველაფერი ლია,ცუდი განზრახვით არ გითქვამს,უბრალოდ მეც ავფეთქდი,მაგრამ …მოკლედ ყველას მიგვიძღვის მომხდარში ბრალი.მთავარია ვაპატიოთ ერთმანეთს და გავუგოთ…_ გაჩუმდა წამით_ და ყველაზე მთავარი იცი რა არის,არასდროს დაგვავიწყდეს რომ ყველას თავისი წილი სიმართლე აქვს ყოველთვის,უბრალოდ უნდა შევძლოთ და დავინახოთ ხოლმე ეს სიმართლე. ნიცამ ზუსტად იცოდა,რუსიკო ისე არ ჩაატარებდა ახალიწლის დღეს რომ ხაჭაპური არ გამოეცხო. სანამ ალექსანდრე აბაზანიდან გამოვიდა,რუსიკოსთან გადაირბინა. _ რუსკა,_ ბოლო ბგერები მოფერების ნიშნად გაწელა._ გილოცავ,ჩემო ტკბილო. _ ჩემო ცუნცულა,მეც გილოცავ.სადა ხარ გოგო,რომ არ გამოხვედი გუშინა ჰა? _ რავი,რუს,ჩემი ბიჭია ჩამოსული._ ჩაეღიმა ნიცას.იცოდა რუსიკო ბებომ მისი ისტორია და ალექსანდრეზე სულ ბრაზობდა,მაგრამ ის არ იცოდა,რომ მისი შვილიშვილი იყო. _ უი,მობრძანდა?_ ტუჩები მომუწა რუსიკომ. _ მოვიდა კი და ახლა უცებ შენ რომ იცი ის ხაჭაპური მინდა. _ ვის უნდა შენ თუ იმასა? ნიცამ გაიცინა. _ თუ გეტყვი რომ მას უნდა? _ მარილიანს გამოვუცხობ._ ჩაიცინა რუსიკომ. _ კარგი,რუსკა ახლაა…_ ტუჩები გაბუსხა ნიცამ. _ ვხუმრობ,ქალო ვხუმრობ,მაგისთვის გავაფუჭებ ცომს და ყველსა. ნიცას გაეცინა შუბლზე აკოცა და კოტეჯში გაიქცა ისევ. _ გისწავლია ხომ იცი._ გაეცინა ალექსანდრეს და ნახელავი მოუწონა. შუადღეს რუსკა ხელდამშვენებული,ხაჭაპურით ხელში მიადგა ნიცას კოტეჯს.კარი ალექსანდრემ გააღო და მაშინვე მიხვდა ვინც იდგა მის წინ.წამიერად მზერა მის თვალებზე შეაჩერა.ღრმა ბავშვობიდან მოგონებები აიშალნენ… იმ წამსვე აარიდა მზერა. _ მობრძანდით. ნიცა…_ დაუძახა საძინებელში მყოფ გოგოს და თავადაც იქით გაემართა._ შენთან არიან. ნიცამ არ შეიმჩნია,თუმცა კარგად მიხვდა ვინც იქნებოდა. წამოდგა და მისაღებში გავიდა.ალექსანდრე ოთახში შევიდა,საწოლზე დაწვა. ბევრი არაფერი არ ახსოვდა მამის დედაზე.ბავშვობაში ზაფხულობით ჩამოდიოდნენ,მაგრამ მის მერე 24 წელი გასულიყო და ამიტომაც ვერ იცნო სახლი. ბებიაც ვერ იცნო.ქუჩაში რომ შეხვედროდა სრულიად უცხო ადამიანი იქნებოდა მისთვის.ნეტა რუსიკომ თუ იგრძნო რამე? მაინც გაიფიქა. _ ალექს…_ მოესმა ნიცას ხმა._ გამოდი,რუსკამ ხაჭაპური მოგვართვა,მსგავსი გასინჯულიც არ გექნება. _ ოხ,ნიცაა…_ თავი გააქნია ალექსანდრემ. წამოდგა და გავიდა.უთქმელად დაჯდა დივანზე.რუსიკო მის წინ სავარძელში იჯდა.ნიცამ ხაჭაპური პატარა დაბალ მაგიდზე განათავსა,ჩაის ამზადებდა და თან საუბრობდა. _ რუსკა,ეს არის ალექსანდრე.რუსკა ოთოს ბებიაა,ალექს. ალექსანდრემ უხმოდ თავი დაუქნია. _ ჩაის ხომ მიირთმევ შენც ალექს? _ კი,მადლობ. _ რა სიტყვა ძუნწი ხარ შვილო._ ვეღარ მოითმინა რუსიკომ. ალექსანდრემ ქვევიდან ამოხედა მხოლოდ და არაფერი თქვა.ნიცამ ჩაიფხუკუნა. _ ახალგაზრდა კაცი ხარ,თქვი რამე. _ არაფერი მაქვს სათქმელი. _ რატომ კაცო? გამეცანი,აბა მომიყევი რა გვარი ხარ,საიდან ხარ? ჩემი გოგო რომ გინდა,ეგრე კი ვერ გაგატან…_ გაიცინა რუსიკომ და თავისებური იუმორი ჩართო._ ექვსი თვეა საკუთარი შვილიშვილივით ვზრდი ამას და ამის პატარასაც. _ მადლობ._ თავაზიანად უპასუხა ბიჭმა. _ ამისთანა უჟმურს იშვიათად შეხვდები კაცი…_ ხელები გაასავსავა რუსიკომ._ რა მე დამემსგავსე გოგო,მეც ასე თვალი გამოვითხარე და ცხონებულ ჩემს ქმარს,რომ გავყევი…ის იყო ზუსტად ასეთი,სიტყვას არ დაძრავდა ზედმეტად.ვეუბნეოდი კაცო “სოჩიკი” კი არ დაგიწერს ილაპარაკეთქო,მარა თქვენც არ მომიკვდეთ._ ხელი ჩაიქნია. ნიცა ჩუმად იცინოდა.კარგად იცოდა არც ეს მსგავსება არ იყო შემთხვევითი. _ მიირთვი მაინც ალეკო,აბა გამისინჯე ხაჭაპური. _ ალექსანდრე მქვია._ შეუსწორა ბიჭმა. _ მე ალეკოს დაგიძახებ._ ნიცას მიუტრიალდა._ ჩემს ცხონებულ ქმარს ერქვა ალექსანდრე,საბუთებში ეწერა მასე,თორე ისე მთელი სოფელი ალეკოთი ცნობდა.ისე მიყვარს ეგ სახელი.ჩემს შვილიშვილსაც ჰქვია,მამამისმა დაარქვა,უფრო სწორად ჩემ ყოფილ რძალმა,გაშორდნენ წლების უკან._ ამოიოხრა რუსიკომ._ ეჰ,ისეთი უცნაურია შვილო ცხოვრება…ეს წეღან ვიხუმრე,კი არ გეწყინოს._ ალექსანდრეს გახედა._ ჩემი ქმარიც სიტყვა ძუნწი იყო,მაგრამ ისეთი იყო,ტოლს ვერ დაუდებდა სოფელში ვინმე.მთავარია თქვენ გაუგოთ ერთმანეთს. გაჩუმდა.ალექსანდრე ხმას არ იღებდა.ნიცა ცდილობდა არ ჩარეულიყო საუბარში,უნდოდა როგორმე ალექსანდრე აყოლოდა რუსიკოს,მაგრამ ბიჭი მაინც ჯიუტად დუმდა.ბოლოს ისევ რუსიკომ დაარღვია სიჩუმე. _ ცხოვრება უცნაური რამეა… მაგრამ რომ არა ეს უცნაურობები,მოსაწყენიც იქნებოდა.ასე რომ მე არ მისმინოთ.ცხონებული ჩემი ქმარი მეტყოდა “შენ რომ ძალა გაქვს ენაში,ჩვენს ხარ ჰქონდეს მაგოდონაო”_ გულიანად გაიცინა რუსიკომ.ალექსანდრეს ჩაეცინა,თუმცა მალე დაიჭირა თავი.ნიცა კისკისებდა. _ როგორი მჭერმეტყველი ალეკო გყოლია რუსო. _ აბა გოგო._ ხითხითებდა რუსიკო. ცოტახანა კიდევ იხსენებდა ახალგაზრდობის ამბებს და მერე დატოვა ახალგაზრდები. ნიცა ალექსანდრეს მოუტრიალდა და კისერზე მოხვია ხელები.ალექსანდრემ წელზე შემოაჭდო ძლიერად მკლავები და მიიხუტა,რამდენადაც მუცელმა საშუალება მისცა. _ იცი რაა?!_ ჩასჩურჩულა ყურთან. _ რა? _ ჰკითხა ბიჭმა. _ მგონია რომ ალეკო პაპას ანალოგი ხარ და მე რუსიკოს კი ვგავარ ლაქლაქში. ალექსანდრეს ისევ გაეპარა ღიმილი,მაგრამ ნიცას თმებში ჩამალა სახე. _ როდის დავბრუნდეთ თბილისში? _ ჯერ არ ვიცი… _ ნიცა,რამდენჯერ ვილაპარაკოთ ამ თემაზე? _ სახლის თემა მაქვს მოსაგვარებელი… _ მე მაქვს სახლი,ისე,რომ იცოდე._ ცხვირზე თითი მსუბუქად დაჰკრა გოგოს. _ გილოცავ,მიხარია.მეც მაქვს მასე… _ რუსიკოსთან ექვსთვიანმა კონტაქტმა შენ სულ გადაგრია._ ხელი ჩაიქნია ალექსანდრემ,მერე ერთი ნაჭერი ხაჭაპურო აიღო და გემრიელად მოკბიჩა. _ მართლა გემრიელი ხელი ჰქონია ბებიაშენ რუსიკოს. ნიცამ გაიცინა. _ ბებიაშენია,ჩემი არაა… ალექსანდრეს ღიმილმა გაუპო ბაგე და ისევ ხაჭაპურს დაეწაფა. გვიან საღამოს ნიცა დივანზე იჯდა,ალექსანდრე გვერდით დაუჯდა და გრძელ ქერა თმაზე ეფერებოდა. _ ნიც,რას ფიქრობ ვის დაემსგავსება? _ თუ გოგო იყო ჩემსავით ლამაზი იქნება და თუ ბიჭი,მამიკოსავით სიმპათიური,მაგრამ დედიკოს ხასიათები ჯობია ჰქონდეს. _ ჰო,რა თქმა უნდა._ ჩაეცინა ალექსანდრეს._ ვინაა? გოფოა თუ ბიჭი? ნიცას ახლა გაახსენდა კონვერტი.უცებ წამოიწია და ადგა. _ დამელოდე._ ოთახში გავიდა და ტუმბოს უჯრა გამოაღო,კონვერტი გამოიტანა და ალექსანდრეს გაუწოდა. _ გახსენი. ალექსანდრემ ხელში შეატრიალა კონვერტი.რომელსაც არაფერი არ ეწერა. _ რა არის? _ ბავშვის სქესი მანდ წერია. ბიჭმა დაეჭვებით შეხედა. _ შენ არ იცი? ნიცამ მხოლოდ თავი გააქნია.ბიჭს გაეღიმა.ამ პატარა დეტალში იმხელა სიყვარული იკითხებოდა. _ გინდა შენ გახსენი._ კონვერტი გაუწოდა. _ არა,შენ._ მოკლედ უპასუხა ნიცამ. ალექსანდრემ კონვერტს ერთი ბოლო მოახია და ქაღალდი ამოიღო,სადაც სქესი ვარდისფერი მარკერით იყო მითითებული.ნიცამ ფერს მოკრა თუ არა თვალი,სახე გაუნათდა. _ გოგოა? ალექსანდრემ თავი დაუქნია და ტუჩები დაუკოცნა. _ ჰო,კიდევ ერთი შენნაირი ლამაზი და ჯიუტი მეყოლება. _ გილოცავ.ცხოვრებამ ჯეკპოტი გარგუნა ჩვენი სახით._ ორივეს გაეცინა. _ ეჭვიც არ შეგეპაროს._ და ისევ დაუკოცნა სისხლისფრად აელვარებული ტუჩები. მეორე დილით თბილისში ბრუნდებოდნენ.ალექსანდრე გაჯიუტდა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. _ რა მინდა შენთან,ხომ არ გგონია ბავშვის გამო სახლში დაგიჯდები?_ იუკადრისა ნიცამ. _ ღმერთო,ხანდახან მინდა ეგ პატარა თავი კარგად შევანჯღრიო._ სიმწრისგან გაიცინა ალექსანდრემ._ მარტო არ გადახვალ ნიცა,არ არსებობს. _ ზრდასრული ვარ და მე გადავწყვეტ. _ ჩემს შვილს ატარებ მუცლით._ ტონი გაიმკაცრა ბიჭმა. ნიცა აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. _ კარგი რა ნიცა,ჩემთან წამოდი.მეც მშვიდად ვიქნები,მანანა მოგხედავს. _ შენ როდის ბრუნდები ბერლინში? _ შობის მერე და მარტში დავბრუნდები,კონტრაქტს ვადა გაუვა და აღარ გავაგრძელებ.მანამდე ჩემთან იყავი. _ არა.ცალკე ვიქირავებ და იქ ვიქნები. _ რამე რომ გაგიჭირდეს უცებ? _ რატომ ფიქრობ ნეგატიურზე? _ კაი,ვსო.სადაც გინდა იქ წადი.არ ვერევი._ გაბრაზდა ალექსანდრე. საღამომდე ხმას არ სცემდა გოგოს,თუმცა დიდხანს ვერ გაძლო.ბოლოს მაინც თვითონ მიუჯდა როცა ნიცა დივანზე იწვა და წიგნს კითხულობდა. მეორე დილით ყველაფერი ჩაალაგეს და თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.მანამდე კი რუსიკომ ბევრი იტირა და ეხვეწა ნიცას ზაფხულში ბავშვი ჰაერზე ჩამოიყვანე და ჩამოდიო. _ ალეკო შენც გამოყევი შვილო._ და მოულოდნელად გადაეხვია ალექსანდრესაც.ბიჭმა იუხერხულა და მსუბუქად მოხვია ქალს ხელი. თბილისში ჩასულებმა,რადგან წინა დღეს ვერ გადაწყვიტეს.ალექსანდრემ ნიცას ჰკითხა: _ სად მიგიყვანო?_ გულში კი მაინც ჰქონდა იმედი,რომ გოგო ეტყოდა შენთანო. ნიცამ მისამართი უკარნახა.საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ალექსანდრემ. მისამართზე მიიყვანა ნიცა,ბარგი გადაიტანა და დაეხმარა გოგოს დაბინავებაში. _ უნდა გავიდე,თუ რამე დაგჭირდა დამირეკე._ გააფრთხილა ბიჭმა და წავიდა. სანამ ბერლინში წავიდოდა.ერთ კონსულტაციაზე სთხოვა და ერთად წავიდნენ. პირველად ახლდა ნიცას ალექსანდრე და გული სიხარულისგან უთრთოდა. ალექსანდრემ კი პირველად მოისმინა ბავშვის გულისცემა და მერე მთელი დღე ამაზე საუბრობდა. მალე მისი გამგზავრების დღეც დადგა. _ ნიც,გთხოვ შენს სახლში მაინც გადადი. _ ვაიმე,ალე…_ თმაზე ხელი გადაუსვა გოგომ_ არაფერია,მივხედავ თავს და პატარასაც._ მუცელზე ხელი მოისვა და ალექსანდრეს ხელიც ზედ გადაიტარა. _ დაგირეკავ ხოლმე,თუ რამე დამირეკე რა,ანუ დუდუს დაურეკე,რამე რომ დაგჭირდეს,მანანას ნომერი ხომ გაქვს,დაურეკე. _ კარგი ალექსანდრე,კარგი…მივხედავ თავს._ თვალები აატრიალა ნიცამ. _ ორი თვე და ჩამოვალ.ფრთხილად კარგი? ნიცა იმდენად დაღალა ყველა სიტყვაზე გაფრთხილებამ რომ ავტომატურად უქნევდა თავს. *** იანვრის მიწურულს გეგმიური საკეისრო კვეთა გაუკეთეს ლიას და გაჩნდა პატარა ნატალი მელიქიშვილი.ყველა ახლობელი ფოიეში იცდიდა და დიდი განცდებით ელოდებოდნენ პატარას მოვლინებას. ნიცა ბედნიერი იყო მირიანს ბედნიერს რომ ხედავდა,აღარ ჰქონდა ეჭვიანობის წუთები.უბრალოდ ტკბებოდა მამის ბედნიერებით და უხაროდა პაწაწინა დაიკო რომ შეეძინა. როცა ნატალი პირველად ნახა,უზარმაზარი სურვილი გაუჩნდა,თავისი პატარაც დროზე გადაეწვინა მკლავზე.უცნაური გრძნობა იყო ოცდასამი წლის ასაკში შეძენილი დედმამიშვილი,ვერ აღიქვამდა როგორც დას. ალექსანდრე დღეში რამდენჯერმე რეკავდა და ყველაფერს ეკითხებოდა ნიცას.ერთი სული ჰქონდა დაბრუნებულიყო,მუდმივად შიში ჰქონდა მის გარეშე არ მოვლენილიყო პატარა ქვეყანას ნაადრევად. მარტის ბოლოს დასრულდა ალექსანდრეს კონტრაქტი და ბედნიერი დაბრუნდა ქვეყანაში.აეროპორრიდან პირდაპირ ნიცასთან წავიდა. ნიცა კიდევ უფრო გაზრდილი მუცლით დახვდა.ფაქტობრივად ყოველდღე ელოდა პატარას მოვლინებას. ალექსანდრე ხან ნიცას კოცნიდა ხან პატარას მუცელზე ეფერებოდა. _ მეორე ბავშვზე ასე აღარ დაგტოვებ,სულ შენთან ვიქნები. ნიცამ წარბი აწია. _ ძალიან მდარე იუმორია ალექსანდრე,არ მეცინება._ სამაგიეროდ ალექსანდრემ იცინა ბევრი “მდარე იუმორზე”. _ იყავი ბოლო კონსულტაციაზე? _ კი,ვიყავით._ თიმილით უპასუხა ნიცამ._ ოთო ბიძიამ წაგვიყვანა. ალექსანდრეს სახე ეცვალა. _ ახვათაშორის,ეს ორი თვე,ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა.სულ პარკებით დატვირთული მოდიოდა,ძმისშვილს არაფერი მოაკლდესო… _ ნიცა,გეყოფა. _ რაც იყო იმას გიყვები… _ ხოდა აწი აქ ვარ და არ არის საჭირო. _ ჰო,მართლა მეკო და ეგ ხვდებიან და სხვათაშორის ოთო სერიოზულად ფიქრობს,უნდა რომ ხელი სთხოვოს,ხოდა ჩემო ძვირფასო,ბავშვის ნათლია მეკო უნდა იყოს და აბა დაფიქრდი ოთოს თუ გაყვა ცოლად… _ ჯერ ხელი სთხოვოს და მერე მეკო დათანხმდეს და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე…. _ ეგ დღეც მალე დადგება ძვირფასო…_ თმები მოუჩეჩა ნიცამ. ალექსანდრეს ჩამოსვლიდან ერთი კვირის შემდგომ ნიცას მშობიარობა დაეწყო.დილიდან სამშობიარო ბლოკში იყო გოგო.პერიოდულად ტელეფონზე ურეკავდა ალექსანდრეს. _ ნიც,გინდა ამოვიდე?_ თანაგრძნობით ეკითხებოდა ბიჭი. _ არა,არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახო… _ კაი რა,ნიცა… _ არ მინდა…_ გაჩუმდა_ ალექსანდრე… _ რაო პატარა? _ თუ მეც დედასავით მოვკვდი… _ ნიცა!_ სასტიკად გაისმა ბიჭის ხმა. _ არა,დამაცადე.ვიცი,არ მიატოვებ,მაგრამ მაინც გთხოვ,არასდროს მიატოვო,რაც არ უნდა დააშაოს.დედის სითბო ყოველთვის ეკლდება რამდენიც არ უნდა ეფერონ სხვებმა… _ ნიცა,ამოვდივარ! _ არა,არ ამოხვიდე. _ არ მომწონს,ნუ ლაპარაკობ ასე. _ მეშინია…_ ამოიტირა გოგომ. _ ხოდა შენს გვერდით ვიქნები. აღარ დატოვა მარტო გოგო,ბოლო წუთამდე მასთან იყო.მალე ოთახი ბავშვის ტირილმა აავსო. _ გოგოა…_ ჩაიღიმა ნიცას ექიმმა. ალექსანდრემ შეხედა პატარას და გაეღიმა,მერე ნიცას მიუბრუნდა. _ მართლა შენ გგავს ნიც._ შუბლზე აკოცა._ გილოცავ პაწაწინა ქალბატონო,შენ უკვე დედა ხარ. _ და შენ მამა… _ უღონოდ ამოიჩურჩულა გოგომ. ფოიეში ჩავიდა ალექსანდრე.ყველა მისი მეგობარი,ნიცას მეგობრები და ოჯახის წევრები იქ იყვნენ.მათ შოროს ოთო და მეკო. _ დაიბადა პატარა ლილი წერეთელი. _ გილოცავთ. _ რა მაგარია… _ ჩემი პატარა… ისმოდა შეძახილები,ყველა ერთმანეთს კოცნიდა და ეხუტებოდა.ოთო მიუახლოვდა ალექსანდრეს,ხელი გაუწოდა.ალექსანდრემ რამდენიმე წამს უყურა მის გამოწვდილ ხელს,მერე უბრალოდ ხელი აირიდა და ძლიერად ჩაიკრა ძმა გულში. _ მადლობა,რაც ჩვენთვის გააკეთე და მაპატიე დაკარგული წლები… _ ალექს…_ გული აუჩუყდა ოთოს. ლილის დაბადებამ გააქრო წლების მოუშუშებელი ტკივილი.ასწავლა სიყვარულის გამოხატვა და მიტევება ალექსანდრეს. გვიან ღამით გადაიყვანეს პალატაში ნიცა.ალექსანდრეც მასთან იყო ოთახში.გვერდით მიუწვა ფრთხილად გოგოს. _ ნიიც,გღვიძავს? _ კი…უბრალოდ თვალებს ვასვენებ…_ ჩაიღიმა ნიცამ. _ გაახილე რაა… ნიცამ თვალები გაახილა და ბიჭის თვალებს გადააწყდა. _ ნიც,გამომყვები ცოლად? ნიცას სიცილი აუტყდა. _ ვერ ხარ შენ? _ ეგ რანაირი პასუხია?_ დაიჯღანა ალექსანდრე. _ აბა ეგ რანაირი შემოთავაზებაა და თან რა მდგომარეობაში. _ კაი ახლა მიპასუხე და სხვადროს კიდევ გთხოვ… _ ვითომ? მეეჭვება სხვადროს კიდევ მთხოვო,ამიტომ სანამ გადაიფიქრებ,გეტყვი რომ კი თანახმა ვარ._ ჩაიცინა ნიცამ და ხელი გაუწოდა. ალექსანდრესაც გაეღიმა.ბეჭედი მოარგო თითზე და წამით განთებაზე გაიელვა ბეჭდის თვალმა. ნიცამ ხელი ასწია და არათითზე მორგებულ ბეჭედს უყურებდა. _ მომწონს,მიხდება. _ და შენ ჩემს ცხოვრებას უხდები. ნიცას გაეღიმა. თავი ალექსანდრეს მკერდს მიაყრდნო და იმ წამს ორივემ იცოდა,რომ გზა რომელიც ერთ დღეს,სრულიად შემთხვევით დაიწყო,საბოლოოდ ერთმანეთთან მიიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



