აქ შეგხვდები ისევ //სრულად//
თებერვლის იმ სუსხიან ღამეს ისევ შეიკრიბნენ ახალგაზრდები ქუჩაში.ისევ ისმოდა თავისუფლების დაუოკებელი ძახილი თბილისის ქუჩებში და ირგვლივ ყველას აფხიზლებდა.ზოგი ამაყობდა,ზოგი ფანჯრიდან ადევნებდა თვალს და ხელისუფლების შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდა...იყვნენ ისეთებიც რუსთაველზე იარაღით,რომ შეცვივდებოდნენ და ბავშვების დარბევას დაიწყებდნენ...ბევრს ისეთსაც იხილავდით მეგობრის გამო სისხლს,რომ დაღვრიდა და გასაჭირში არ მიატოვებდა... იმ ღამეს 12 ახალგაზრდა დაიჭირეს და ყველას სასტიკად გაუსწორდნენ განყოფილებაში მიყვანამდე...მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა ხალხის მასას ნიღბიანები ვერ მოერივნენ და დილამდე გადაკეტილ რუსთაველს დარაჯობდნენ.ეს იყო ჩვენი დროის ქართული რეალობა,რომელსაც ჩვენივე დროის ჯინსების თაობა ებრძოდა. მიზეზი?თავისუფლება! ბრძოლა?ბოლომდე! დაიღლები?ჩაგენაცვლებით! დაეცემი?წამოგაყენებთ! დავნებდებით?არასოდეს! *** საპატიმრო ერთი კვირის წინ დატოვა.პარლამენტის წინ დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს და 60 დღე გაატარა ოთხ კედელში.ეს პირველი და თან საკმაოდ ხანგრძლივი პატიმრობა იყო ბარათელისთვის.დაჭერის დროს მინივენში რომ ჩატენეს კარგადაც სცემეს.ნაიარევი დარჩა თვალთან,მაგრამ არ დარდობდა.ისევ ამაყად უყურებდა საკუთარ თავს სარკეში,ეს ყველაფერი ხომ სამშობლოს სიყვარულისთვის მოხდა... 67 დღეა მისი მესიჯი არ გაუხსნია,პასუხი აღარ გაუცია და მოსვენება დაკარგა საერთოდ.მოერიდა პოლიტიკაზე საუბრის.მოერიდა იმის თქმისაც,რომ ციხეში იჯდა,საერთოდ არც კი იცნობდა ამ გოგონას.მხოლოდ მისი სახელი იცოდა და ის,რომ აფხაზეთში ცხოვრობდა.დაინტერესებული იყო ქართული კულტურით და სწორედ ამიტომ ეკონტაქტებოდა ოტიას. ყველაფერი 11 თვის წინ დაიწყო,როდესაც უნებურად ყალბ გვერდს წააწყდა სოციალურ ქსელში,რომელიც აფხაზურ ამბებს პოსტავდა,თუმცა ცენზურის ფარგლებში.პოსტებს რუსული,ინგლისური და „დამტვრეული“ ქართული თარგმანი ერთვოდა.დაინტერესდა და ყალბი ანგარიში შექმნა,მიწერა კიდეც უფრო მეტის გასარკვევად და აღმოჩნდა რომ პროფილის მიღმა,რომელსაც არც სახელი,არც სურათი და არც სხვა პირადი დეტალები ერთვოდა 20 წლის აფხაზი გოგონა იმალებოდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა.ოტია საქართველოზე უყვებოდა, ნილა თავისებურად აფხაზურს უზიარებდა და ასე დაუსრულებლად,თუმცა არა პოლიტიკურ ჭრილში,რადგან გოგონას ეშინოდა და თავს არიდებდა ყველაფერს.მასაც არ დაუძალებია.ისიც ყოფნიდა აფხაზი გოგო ხანდახან ქართულს რომ გაურევდა საუბარში უნებურად. ღმერთო როგორი განათლებული და როგორი თავისუფალი იყო...უყვარდა ჭკვიანი ხალხი ბარათელს.იშვიათად აინტერესებდა ადამიანები ასე ძალიან და ნილა...ეს გოგო მართლა სიგიჟემდე აინტერესებდა,მაგრამ არც დარეკვაზე და არც ფოტოს ჩვენებაზე თანხმდებოდა.თავიდან საკმარისი იყო უბრალოდ რამდენიმე მესიჯი,მაგრამ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი რომ გახდა და ყოველდღიურად ასობით მესიჯს უგზავნიდა უნდოდა,რომ უფრო კარგად გაეცნო... მისი დაბადებისდღე იცოდა.22 თებერვალს გახდა 21 წლის.მიულოცა და მიხვდა როგორ ესიამოვნა გოგონას მისი ყურადღება,მაგრამ მერე...მერე დაიჭირეს და გაქრა... რამდენიმე მესიჯის გაგზავნა გაუბედა მხოლოდ. „ჰეი,აქ ხარ?“ „ვიფიქრე დღევანდელ ამბავს მოგიყვებოდი,დიდი ამბავი იყო სოხუმში“ „ოტია?!“ „იმედია ყველაფერი კარგად გაქვს,საიტზეც არ შემოსულხარ ერთი კვირაა...“ „ჩემთან საუბარი თუ არ გინდოდა შეგეძლო პირდაპირ გეთქვა,ასე დამალვა საჭირო არ არის!“ „პატარა ბავშვები არ ვართ,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და მშვიდობით!“-იკითხებოდა ბოლო შეტყობინებაში და პროფილიც გაუუქმებია. Facebook User-იკითხებოდა მისი სახელის მაგივრად და ლამის ჭკუიდან გადავიდა.ალბათ დაინახა საიტზე რომ იყო შესული და მაინც არ გახსნა მისი მესიჯი.სწორედ ეს გახლდათ ნილას იმპულსური საქციელის მიზეზი,რამაც მართლა ძალიან ატკინა გული.მოსწონდა ოტიასთან საუბარი. ქართული ამბების მოსმენა და მისგან შესწორებული „წ“ და „შ“-ც კი. სულაც არ ესიამოვნა მისი ასე გაქრობა,პირიქით საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი,ცხვირი ჩამოუშვა და გაღიმებულსაც იშვიათად ხედავდნენ. არ უნახავთ ერთმანეთის სახე. არ გაუგონიათ ერთმანეთის ხმა,მაგრამ ნებისმიერი საკითხი,რომელზეც საუბრობდნენ იმაზე მნიშვნელოვანი იყო,ვიდრე მათი გარეგნობა. ხანდახან უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის და ხან უბრალოდ ერთი „როგორ ხარ?“ ცვლიდა მათთვის ყველაფერს... *** -ისევ ოტია?-ოთახის ბოლოდან გამოსძახა სახლში შემოპარულ ახალგაზრდას ბიძამ. -მეგონა გეძინა.-დამფრთხალი სახით გახედა სავარძელში მჯდომ კაცს. -მთელი ღამე გირეკავდი,მეგონა დაგიჭირეს!-სინათლე აანთო კაცმა და ბიჭი უკეთ შეათვალიერა.-აბა კარგად შემომხედე!-ეჭვნარევი მზერა შეავლო და წინ დაუდგა.-გცემეს? -არაფერია... -ლაზარე სად არის?-თვალი კარისკენ გააპარა და იქ,რომ არ დახვდა ტანში ერთიანად გააჟრჟოლა. -ქვემოთ არის,ეწევა და ამოვა.-ურცხვად იცრუა და ზურგი აქცია.-დაწექი და მოვა მალე. -აივანზე ვერ მოწევდა?მატყუებ ახლა შენ!-ცალი წარბი ასწია კაცმა. -კარგი რა ბიძაჩემო,დაღლილი ვარ. -ღორივით ოფლიანი ხარ და ხვნეში,მორბოდი? -რუსთაველიდან აქამდე როგორ ვირბენდი? -ოტია!-ტონი აიმაღლა კაცმა.-მოყევი რა მოხდა,გელოდები! -მოვრბოდი...-დანებდა მის ნებას კაცი.იცოდა ბიძის მოტყუებას აზრი არ ჰქონდა,მაინც ყველაფერს გაიგებდა და გაუნაწყენდებოდა.თანაც იცოდა,რომ აქტივისტი იყო,სისხლი უდუღდა,უბრალოდ დეტალები აინტერესებდა.-გამთენიისას გაზი და წიწაკის სპრეი გაუშვეს.პარლამენტის შენობიდან გვესროდნენ,უეცრად დაგვერივნენ,ძლივს გამოვასწარით...იქვე გვცემეს მე და ლაზარე. -სად არის? -კიბეზე ზის...ვიფიქრეთ ჩუმად შემოვიდოდით,რომ არ გენერვიულა... -რა სჭირს?-ხმა აუკანკალდა კაცს. -ტყვია მოხვდა გვერდში,მაგრამ ნაკაწრია,ვიყიდე ყველაფერი და მივხედავ. -სულ დაკარგეთ ჭკუა?-მაშინვე კარისკენ გაიქცა კაცი.-მე თქვენ ორი პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა მგონიხართ!-კიბეზე მჯდომ ლაზარეს მიუახლოვდა თომა.-როგორ ხარ ბიჭო? -არ დაიწყო ახლა,ერთი ჭიქა არაყი დამალევინე და ტკივილიც გამივლის.-ნაძალადევად გაიღიმა,რომ ტკივილი არ შეემჩნია. -რა ცოდვა მაქვს ასეთი რომ ორივე ჩემი თავის ტკივილი გახდით!-ჭერში აიხედა კაცმა,თითქოს ღმერთს ელაპარაკებაო.-მოდი დამეხმარე შევიყვანოთ!-ოტიას მიუბრუნდა და ორივე ხელით მოქაჩა რომ ამდგარიყო. -ცოტა ნელა ბიძაჩემო,თორემ უკვე ვგრძნობ ორგანოები გარეთ გამოსვლას ცდილობენ. -ახლა ერთი დიდი წკეპლა მადლი იქნებოდა ორივეზე!-დაიჯუჯღუნა კაცმა.-რაც იმ არაკაცებმა ხელი მოიქნიეს ყველა შენ მოგხვდა ბიჭო თუ რას დალურჯებულხარ ასე.-სინათლეზე შეათვალიერა ბიჭი. -უნდა გენახა როგორ ველურებივით დაგვესივნენ.-თავი იმართლა და დივანზე მოწყვეტით დაეცა.-რამდენიმე საათი მაცადეთ,გამოვიძინებ და ყველაფერი გამივლის. -მაჩვენე აბა.-მაისური აუწია კაცმა რომ ჭრილობა კარგად დაეთვალიერებინა.-სერიოზული არ არის,ნაკაწრია.-მშვიდად ჩაილაპარაკა და ოტიას გახედა.-დაუმუშავე და მერე ორივემ გამოიძინეთ.ფეხი არსად გაადგათ ჩემს დაბრუნებამდე! -სად მიდიხარ ამ დილაუთენია?-ერთხმად იკითხა ორივემ. -როგორ თუ სად?მთელი ღამე რომ გაათენეს იმ ხალხს არ უნდა ჩავენაცვლოთ?-თვალი ჩაუკრა ორივეს და ქურთუკი მოიცვა.-ძმას მიხედე,მარტო არ დატოვო!-დაუბარა ბარათელს და კარს მიღმა გაუჩინარდა... *** სამსახურიდან მისული სავარძელში იჯდა და უაზროდ ათვალიერებდა სხვადასხვა გვერდებს. „Abkhazia-Абxазия“ ამით იყო აჭრელებული მისი საძიებო ველი იმის იმედად,რომ სადმე მის ხელწერას ამოიცნობდა.იქნებ ახალი ექაუნთი შექმნა,მაგრამ სულ ტყუილად.აფხაზი ნილა ვეღარსად იპოვნა.ტელეფონი ხმაურით მიაგდო მაგიდაზე და ფიქრებს მიეცა. -რაიყო?!-გაკვირვებული დააჩერდა ლაზარე სახეზე ხელაფარებულ მეგობარს.-დეპრესია გაქვს? -რა სი*ი ვარ.-ამოთქვა ღვარძლით.-მიმეწერა და ამხესნა,რაც მოხდა.აფხაზ გოგოს ვინმეს ციხე და ცემა გაუკვირდებოდა? -კაი ტო,მე საერთოდ მგონია ვიღაც გეღადავებოდა.ფოტო არაო,არ დაგირეკავო...აბა ნახვით საერთოდ ვერ ნახავ შე*ემა და მაშინ რა აზრი ჰქონდა საერთოდ?მისი ხმაც არ გაგიგია. -უნდა მეთქვა ყველაფერი.-ისევ თავისას გაიძახდა.-არ მოხდებოდა ასე,არ ვაწყენინებდი და არ გააუქმებდა ანგარიშს. -ოტია.-ჩამოუჯდა მეგობარს იქვე.-შენ ახლა მაგ გოგოზე,რომელიც შეიძლება არც კი არსებობს მართლა ფიქრობ?!-წარბები შეჰყარა მაშინვე. -არსებობს და ვფიქრობ ჰო...-გაუკიდა ერთ ღერს.-ვაწყენინე ლაზარე. -არც კი გინახავს ბიჭო... -რას აიჩემე ეს ნახვა?-უხეშად მიუგდო მეგობარს.-არ მჭირდებოდა მისი ნახვა.სხვანაირად ვიყავით რა... -აი ახლა შენ თუ ინტერნეტით გაცნობილი გოგო ჩაგივარდა გულში,რომელიც ისევ განვმეორდები არც კი გინახავს,არც ხმა მოგისმენია...ხომ არ გამო*ლევდი ჰა?-ბოლოს აუწია ტონს ისევ.-აბა კარგად შემომხედე...მაგრად გცემეს იქ? -ლაზარე!-დაუღრინა მეგობარს. -არანაირი ლაზარე არ გამაგონო ბიჭო!კარგი აი,ვზივარ და გისმენ,მიდი მითხარი.-ხელები გაშალა ბოლოს. -რა გითხრა? -რა აქვს განსაკუთრებული?ერთი ფოტო მაინც გენახა,მეტყოდი თვალები,ან ცხვირი,ან თმა...რა აქვს განსაკუთრებული?-ლამის პანიკა დაეწყო.-ამხელა კაცი ხარ,რამდენი შეყვარებული გყოლია და ახლა რუს ნა*ას გადაეკიდე იმის იმედად,რომ... -არ გააგრძელო!-გამოსცრა კბილებში.-აღარ დაუძახო მასე. -რუსი თუ... -არცერთი! -ბიჭო იქნებ გატყუებდა ვიღაც?როგორ შეიძლება ინტერნეტით ვინმეს ნდობა? -ჰო,ეგეც შეიძლება.-დანებდა ბოლოს.ვერ აუხსნიდა ლაზარეს მათ საუბრებს.მათ ურთიერთგაგებას.ეს მხოლოდ ამ ორის ამბავი იყო და სხვა ვერასოდეს გაიგებდა.ის ღამეც თეთრაც გაათენა მხოლოდ იმის გამო,რომ თავის მართლებას ვერ მოახერხებდა მასთან და სამუდამოდ შეიძლებოდა დაეკარგა.არ სჭირდებოდა მისი ნახვა,რადგან სული ჰქონდა ნანახი ამ გოგონასი...იმ ღამეს პირველად გაიფიქრა აფხაზეთში გადასვლა... ***(აფხაზეთი-სოხუმი) -ნილა!-უკვე მეასედ იმეორებდა მის სახელს აინა.-ახლავე ადექი საწოლიდან,მომბეზრდა უკვე! -რა გინდა?-ნაწყენმა მიუგო მეგობარს.-ავად ვარ და შემეშვი! -არ ხარ ავად და მოაშორე ეს.-საბანი ჩამოსწია მაშინვე.-იწვის ქალაქი და შენ რა გემართება? -თავი დამანებე გთხოვ! -კარგი რა,ხომ დამპირდი წამოვალო...მერე მამა აღარ გამომიშვებს. -დღეს ვერ.-გვერდი იცვალა ისევ. -ჯანდაბასაც წაუღია ის ქართველი ბიჭი ნილა!-მთლიანად მოაცილა საბანი მის სხეულს.-ხუმრობ?რა გჭირს?ისე იქცევი თითქოს შეყვარებული დაგშორდა! -ასე რომ გაქრა მეწყინა...-ამოისრუტუნა საცოდავად. -ნილა?!-მოესმა მამის ხმა კიბეებიდანვე და წამსვე შეიმშრალა ცრემლები. -ტყუილად იწმენდ,ისეთი წითელი ხარ მიხვდება.-თავი გააქნია გოგონამ.ის იყო კარზე კაკუნიც გაისმა და შეაღო კაცმა კარი. -რა გჭირს?-ეჭვნარევი მზერა შეავლო კაცმა.კარგად დააკვირდა მის დასიებულ თვალებს.აწითლებულ სახესა და სევდანაკრავ სფეროებს.უკვე რამდენი დღეა ასეთ მდგომარეობაშია... -არაფერი მამა.-წამოდგა მაშინვე ფეხზე.წელში გაიმართა. -ტიროდი?!-უცნაური ტონით უთხრა.მაშინვე გაქრა ოთახიდან აინა. -არა მამა,ალერგია მაქვს უბრალოდ.-გააქნია თავი და კიდეც გადააწყდა მამის გაბრაზებულ თვალებს. -დაჯექი!-გაუგრძელა აფხაზურად.ყველაფერმა ერთად დაუარა სხეულზე გოგონას.-გაწყენინა ვინმემ?-ისეთი ცივი იყო კაცის ხმა,მაგრამ ამავდროულად სითბოთი სავსე... მზად იყო იმწამსვე გაეგლიჯა ნებისმიერი შუაზე,ვინც მისი შვილის ცრემლების მიზეზი გახდა.მეტი შვილი არ ჰყავდათ.ეს ერთი იყო და ყველაფერზე მეტად უყვარდა დამეის. -არა.-იუარა ისევ.რას აუხსნიდა?ქართველი ბიჭი გავიცანი და ბოლოს ისე მომიშორა არც კი მითხრა მიზეზიო? -ნილა!რამდენიმე დღეა არ გამოდიხარ ოთახიდან,დასიებული გაქვს მთელი სახე ტირილისგან...მითხარი რა გაწუხებს.-იარაღი გვერდით გადადო,თითქოს ამით ანიშნა მისი დაცვა რომ შეეძლო და ამასთანავე მშვიდი საუბარი შვილთან.-ვიცი მამებს არ ესაუბრებიან ამაზე.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.სიგარეტის კოლოფი აათამაშა ხელში,მაგრამ არ მოწია მის ოთახში,იცოდა ვერ იტანდა.-შეყვარებული ხარ?-მახვილი მზერა დაასო მის ცისფერ სფეროებს. -არა მამა.-იუარა მაშინვე.ლამის დატოვა მისმა სულმა სხეული. -არ მომატყუო,ხომ იცი გავიგებ მაინც. -მამა არაფერია მსგავსი,გეფიცები.-პანიკურ შეტევამდე ცოტა აკლდა.ვერ გაუძლო ასეთი შვილის ყურებას დამეიმ,მოხვია ხელები და მკერდზე მიიხუტა მაშინვე.ყველამ იცოდა რომ გიჟდებოდა შვილზე.მისი სიყვარული აბრმავებდა და ბევრ გადაწყვეტილებასაც აცვლევინებდა,მაგრამ მკაცრი იყო მაინც.თავისებურად ნილაც ერიდებოდა.მხოლოდ დედას ესაუბრებოდა,რადგან ძალიან უშუალო ქალი იყო.ის საქართველოც ჰქონდა ნანახი ნილას ნატვრად რომ ჰქონდა ქცეული და ხანდახან უხსენებდა ქმარსაც,მაგრამ სულ კამათით მთავრდებოდა ეს საუბარი,ამიტომაც ვერ გაებედა. -მე შენს გამო ყველაფერი შემიძლია ხომ იცი?-აკოცა საფეთქელზე შვილს.უფრო მეტად მოეძალა ემოციები.გადმოსცვივდა ცრემლებიც მაშინვე.-იცოდე უნდა მითხრა თუ რამეა.უნდა ვიცოდე რომ შენი დახმარება შემეძლოს.-ცერები გადაატარა სახეზე.შეუმშრალა მაშინვე თვალები. -კარგად ვარ.-ჩაიბურტყუნა თავისთვის.არ დაუჯერებია დამეის,მაგრამ აღარც უკითხავს,იცოდა მისივე შექმნილი იყო ეს ბარიერი შვილთან და ამიტომაც არ საუბრობდა მასთან თავისუფლად. -ჩაიცვი და გადი სახლიდან,გელოდება აინა და ნუ აწყენინებ. -ისევ შენი ხალხი თუ უნდა გამომყვეს... -წადი.-მხოლოდ ეს უთხრა შვილს და ფეხზე წამოდგა.მეტი არ შეეძლო.სხვანაირი მოფერება არ იცოდა.იარაღი ისევ ქამრის სალტეში დააბრუნა და კარგად დაიმახსოვრა შვილის სევდიანი თვალები.მიზეზის ძიებას დღეიდანვე დაიწყებდა.არავის მისცემდა უფლებას,რომ მისთვის გული გაეტეხა...-იცოდე თუ რამე ისეთია,რაც უნდა ვიცოდე...-დაუდგა წინ აინას და ჩააცქერდა მასაც თვალებში.-ვიცი არ მეტყვი,მაგრამ მიხედე. -ბიძია... -გვიანობამდე არ დარჩეთ.-დაუბარა გოგონას და თავით ანიშნა ასულიყო ოთახში ისევ.ოთახის ბოლოდან მომზირალ მეუღლეს მიაჩერდა.მკერდზე გადაეჯვარედინებინა ხელები და სევდიანი სახე ჰქონდა მასაც.-შენც?-მხოლოდ ეს ჰკითხა ქალს და აკოცა შუბლზე. -არ მიყვება დამეი,რამდენიმე დღეა ტირის.-დარდობდა დილარა. -გავიგებ და ვინც არ უნდა იყოს დავაჩოქებ მის წინ. -გეყოფა!-გაუწყრა ქმარს.-ახალგაზრდაა,მისი ასაკის ბავშვთან საქმის გარჩევა არ დაიწყო. -აბა როდემდე ვუყურო თვალცრემლიანს? -რას შეცვლის შენი საქციელი?უფრო მეტად მოგერიდება მერე,ისედაც არ გაქვთ კარგი ურთიერთობა. -რა გინდა დილა?-მიეფერა ცოლს ლოყაზე.გადაუწია თმა სახიდან.ლამაზი და მოხდენილი ქალი იყო.რუსული ფესვები ბატონობდნენ მასზე.ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.მოხდენილი სხეული.ისე გამოიყურებოდა როგორც 30 წლის ქალი. -დავიღალე.-ჩაიდუდღუნა ქალმა და მიეკრო სხეულზე.- და შენ ისევ მიდიხარ.-ცივ მეტალს შეახო თითები.მობეზრებულად აატრიალა თვალები.-სანამ არ მოკვდები ასე იქნება? -რა გინდა?-ჩაეღიმა კაცს.-მითხარი. -ადამიანური ცხოვრება და მშვიდი დღეები,რაც არ გვაქვს. -გაწუხებს ვინმე? -ვინ გაბედავს?-ასწია წარბი ქალმა.-უბრალოდ დიდი ხანია დაკავებული ხარ და სახლშიც არ მოდიხარ ხშირად,ან თუ მოდიხარ რამდენიმე საათით... -ახლა ეჭვიანობ თუ მე მეჩვენება?-გულიანად გაეცინა დამეის.არასოდეს ყოფილა მისი ცოლი ეჭვიანი.ან რა ჰქონდა საეჭვიანო?სადაც მიდიოდა ყველაზე ლამაზი მისი ცოლი იყო,ან უბრალოდ სიყვარულისგამო ეჩვენებოდა ასე.დილარამაც იცოდა საკუთარი თავის ფასი და თავაწეული იდგა ყველგან.24 წელი გავიდა მათი ქორწინებიდან და ალბათ პირველად მოისმინა მისგან ასეთი სიტყვები კაცმა. -არ ვეჭვიანობ,რაღა დროს ეგაა?-ცხვირი აიბზუა მაშინვე.ხანდახან მასში იმ თინეიჯერ გოგოს ხედავდა ცოლად რომ მოიყვანა წლების წინ. -შენზე და ნილაზე ძვირფასი არ მყავს არავინ მე.არც უფრო მნიშვნელოვანი საქმე მექნება არასდროს,გესმის?-აკოცა ხელის გულზე ქალს.-ცოტაც მოითმინე და გაარკვიე რა სჭირს ნილას,თორემ ჩემით თუ გავიგე...-ავად დაისისინა. -შეწყვიტე და ნუ შეაშინებ.-გაუწყრა ქმარს. -იმ სი*მა ხომ არ შეაწუხა ნეტავ? -ციხიდან?მტრედს თუ გამოატანა წერილი და პირდაპირ საძინებელში შეუფრინდა შეიძლება,მაგრამ სხვანაირად ვერ.-გააქნია თავი ქალმა. -მიხედე,მე უნდა წავიდე.-მობილურს დახედა კაცმა.აკოცა ცოლს შუბლზე და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. რა მარტივად ჟღერდა „მიხედე“,მაგრამ როცა არ ესაუბრებოდა შვილი როგორ?სულ ბრაზობდა ამაზე,არასოდეს სიამოვნებდა რომ თავად უწევდა მხოლოდ ნილასთან გამკლავება და დამეი მხოლოდ მაშინ ერეოდა,როდესაც რაღაც ცუდი ხდებოდა,მაგრამ გრძნობდა არ უნდოდა შვილის თავისუფლება შეეზღუდა,ამიტომაც იყო მისგან შორს,მაგრამ ამასთანავე ძალიან ახლოს...უკვე მესამე ფინჯან ყავას სვამდა,თავი უსკდებოდა ფიქრისგან.როგორ უნდა დახმარებოდა?.. ***(თბილისი) -კარგი ამბებია ოტია.-აივანზე მდგომს მიუახლოვდა ლიკა.-ივლისის შუა რიცხვებში იხსნება ჩვენი სასტუმრო და ბერდომ შენი გაშვება ბრძანა. -ვიცი,მითხრა უკვე.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-აქ ვერ ვაკეთებ ჩემს საქმეს? -აქ კარგად რომ აკეთებ ამიტომაც გიშვებს იტალიაში.-გაუღიმა გოგონამ და პერანგის ორი ღილი შეუხსნა.-ასე ჯობია. -საერთოდ არ მინდა იქით ყოფნა. -ზაფხული მოდის ახლა,შეწყდება ეს აქციები დამიჯერე. -ლიკა არ გინდა რა.მარტო აქციები არ არის პრობლემა,ბიძაჩემი უნდა დავტოვო და გადავცხოვრდე სადღაც შორს.მერე იქ უნდა მიტ**ან ტვინი იტალიელებმა.-გაუკიდა სიგარეტს კაცმა. -ხელფასი გაგეზრდება სამაგიეროდ.-თვალი ჩაუკრა მაშინვე. -გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერს ისედაც კარგად უხდიან,შენ არ გესწავლება ჩემი ხელფასი.-წაკბინა მაინც.ბუღალტერი გახლდათ ლიკა. -რა გინდა?გაცდენილი 60 დღეც კი გაპატია ბერდომ,ახლა ამაზე უარს თუ ეტყვი ცუდად იქნება შენი საქმე. -ლიკა რა გავაკეთო?-შუბლი შეჭმუხნა კაცმა.-ორ ცეცხლს შუა ვარ. -მოდი ბერდოს დაელაპარაკე,სტრესი გაქვს ახლა,შვებულება აიღე,წადი სადმე. -ვინ იღებს შვებულებას?-გამოჩნდა კარში ბერდიაც. -დაელაპარაკე რა,დეპრესია აქვს მგონი.-გადახედა მეგობარს.შეწუხებულმა მოსრისა ნამწვი იქვე რკინის კონტეინერში და შენობაში დაბრუნდა. -რა ხდება ოტი?-მიაჩერდა მის წინ მდგომს. -არაფერი.-გააქნია თავი. -მიდი მითხარი.-დაეყრდნო მოაჯირს მკლავებით.-იქნებ შემიძლია დახმარება? -ვერავინ დამეხმარება,თვით ღმერთიც კი.-იმედგადაწურულმა გააქნია თავი. -პატიმრობამ შეგაშინა?თუ ეს არის პრობლემა მე არ მადარდებს ხომ იცი? -ვიცი,ამიტომაც არ გამაგდე.-სულ ოდნავ ჩაეღიმა ბარათელს. -რაც დაბრუნდი უხასიათოდ ხარ,რამე მოხდა ციხეში? -იქ რა უნდა მომხდარიყო?-გულწრფელად გაუკვირდა.-აქ მაქვს პრობლემა. -აქ,სამსახურში?-წარბები აწკიპა მაშინვე. -არა...ისე. -ეე ატ*აკებ ახლა.-მოთმინება მოეწურა კაცს.-5 წელია ჩემთან მუშაობ.რამდენ რამეში დამეხმარე,საიდან სად მოხვედი,ყველაფერი იცი აქაურობაზე...ბევრჯერ გადაგირჩენია ამ სასტუმროს ტ*აკიც და თუ რამეა მითხარი მიდი.მეგობრები ხომ ვართ? -გოგოს ამბავია.-ნამწვი საფერფლეში მოსრისა და იქვე ჩამოჯდა.ზემოდან გაჰყურებდა ღამის თბილისს,ადრე ძალიან უყვარდა ეს ხედი,ახლა მხოლოდ გული შესტკიოდა. -რაო პორშე მაჩუქეო?ხელფასის მომატება გინდა? -არა,ფულის პრობლემა არ მაქვს ბერდო.-მძიმედ გააქნია თავი.ახალი ღერი ამოიღო კოლოფიდან.-გრძელი ამბავია რა. -მომიყევი.-გამოსწია სკამი და თავადაც ჩამოჯდა.კარში მდგომ ბიჭებს ანიშნა უკან გაბრუნებულიყვნენ და მითითება გასცა აივანზე არ გამოვიდეს არავინო. -ვერ გაიგებ და არ აქვს აზრი. -სცადე შენ,მესმის იქნებ.-მიხვდა როგორ ძალიან უჭირდა და სმენად იქცა მაშინვე.თავისი თავი გაახსენდა შეყვარებულობის პერიოდში.სალომემ რომ უთხრა შევისვენოთ ერთმანეთისგანო ასე იყო ისიც,დამწუხრებული და შეშლილი ლამის. -წინა წელს ივნისში ერთი გოგო გავიცანი ინტერნეტით.-არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო,ახლა გაიაზრა რა სულელურად ჟღერდა ყველაფერი,რაც მის თავს ტრიალებდა.თავი დაუქნია ბერდომ გააგრძელეო და მანაც თხრობა განაგრძო.-აფხაზურ ამბებს ყვებოდა ერთ-ერთ ჯგუფში,დავინტერესდი და მივწერე...დამიბრუნა პასუხი და ცოტა ვისაუბრეთ.იმან საქართველოზე მკითხა ბევრი რამ,აინტერესებდა ძალიან. -რუსია? -ქართველია,აფხაზი რა.-განმარტა თავისებურად. -რუსი.-ჩააკვეხა მაინც.-არ არიან ეგენი ქართველები ოტი,ვერ გვიტანენ. -თუ მკითხე მაცადე მაშინ მოგიყვე.-ნერვიულად მოსრისა ის ღერიც.-იქაურები ხომ იცი,ბევრს ვერ იტყვი ვერაფერს,ისეთ ამბავს თუ გამოაქვეყნებ,რაც მათ არ აწყობთ წასულია შენი საქმე.ყალბი ექაუნთი ჰქონდა,მეც ასევე ვწერდი,მაგრამ დიდხანს. -ნანახი გყავს?დარეკვით ან... -არა.-გააქნია თავი და კარგად დააკვირდა მის თვალებში გავლილ ემოციებს.ვერაფერი წაიკითხა.-მისი ხმაც კი არ გამიგონია.გიჟურად ჟღერს ვიცი და ახლა შენც ლაზარესავით არ დაიწყო. -არაფერს ვამბობ,განაგრძე.-მშვიდად მიუგო და კოლოფი გამოართვა ხელიდან.-საკმარისია და მოყევი.-აღარ მისცა მეტის მოწევის უფლება. -ძალიან საინტერესო მოსაუბრეა.ქართულიც იცის,თავისებურად,მაგრამ მაინც...ძალიან აინტერესებდა აქაურობა,ვუგზავნიდი სურათებს,ვუყვებოდი აქაურობის შესახებ,მაგრამ პოლიტიკას თავს არიდებდა სულ.მეც არ ვაძალებდი.ის სოხუმიდან მიგზავნიდა ფოტოებს.მაჩვენებდა ყველაფერს,რაც დავკარგეთ... -„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.-გაეღიმა ორივეს. -სულ უარს მეუბნებოდა დარეკვაზე,სურათის გაგზავნაზე...ნახვით მე მაგას ვერ ვნახავდი და.-შუბლი მოისრისა კაცმა.-დღეში ასობით მესიჯს ვუგზავნიდით ერთმანეთს.თბილის-სოხუმის ამბებიდან პირადზე გადავდიოდით და მოკლედ რა...ბევრს ვსაუბრობდით,თითქოს ვიცნობ კიდეც... -დარწმუნებული ხარ,რომ ვიღაც არ გეღადავება? -ლაზარე გელაპარაკა ჩემამდე თუ რა ხდება?-ნერვებმა უმტყუნა მაინც.-მჯერა,რომ არა. -კარგი,მერე? -22-ში,როცა დამიჭირეს დაბადებისდღე ჰქონდა და მივულოცე.გაუხარდა ძალიან,მოკლედ დაფასებულად იგრძნო თავი და რაღაც...მერე დამიჭირეს.60 დღე არ დამიბრუნებია პასუხი მისთვის.აი რითი უნდა გამემართლებინა თავი?მოტყუება არ მინდოდა და ციხის ამბის მოყოლა „გამიტყდა“.ეწყინა ჩემი საქციელი,ბოლო მესიჯი მომწერა და გააუქმა ექაუნთი.მესმის მისიც.არ ვამტყუნებ და არ ვიცი რა ვქნა. -არ იცი მასზე არაფერი?ვინმე მეგობარი ან... -ნილა ჰქვია,21 წლის გახდა 22 თებერვალს და სოხუმში ცხოვრობს.დანარჩენი,რაც ვიცი არაფერში გამომადგება. -გვარი? -არ ვიცი.-გააქნია თავი.-ქერაა და ცისფერი თვალები აქვს,როგორც დედამისს.ერთი შვილია.ძაღლი ყავს.ასეთი სიდებილეები ვიცი მხოლოდ. -აი გისმენ და ვერ ვიჯერებ.-გაოცებული შეჰყურებდა კაცი.-იაზრებ რომ გოგოზე ლაპარაკობ,რომელიც არ გინახავს? -ნუ აიჩემეთ ეს ნახვა რა.არ მჭირდება მე მისი ნახვა,უფრო სწორედ აქამდე არ მჭირდებოდა,ახლა მინდა რომ ვნახო,მაგრამ შეუძლებელია.ვეღარასდროს ვიპოვნი,ალბათ ერთი ნაბი*ვარი ვგონივარ და სოხუმშიც რომ ჩავიდე ქუჩაში ხომ არ დავიწყებ ვინმე ქერა ნილას ხომ არ იცნობთთქო?თან სოხუმშიც ვერ ჩავალ,ჩვენ ხომ არ გვაქვს მაგის ფუფუნება.-ბრაზით დაამთავრა სათქმელი. -ასე უნახავად გიყვარს? -არ მიყვარს,უბრალოდ კარგი მოსაუბრეა და სხვანაირად არის მასთან ყველაფერი.-აიქნია ხელი.-ვერ გაიგებ რა. -გავიგე,გავიგე.-გაეცინა ბერდოს.ამოაძვრინა კოლოფიდან ერთი ღერი და გაუწოდა.-შენი სულის ადამიანია,მაგიტომ აგაფორიაქა ასე. -სულის და გულის კიდევ.ნუ მოიგონე ახლა. -არ მოვიგონე,უცხო ადამიანის სული გიყვარს.შეიძლება თვითონ ადამიანი არც მოგეწონოს გარეგნობით,არ შეგიყვარდეს,მაგრამ სული გიყვარს მისი.-ეღიმებოდა კაცს.-მაგარი რამეა,ძალიან იშვიათი გრძნობაა,შენგან მაგას არ ველოდი მართლა. -რატომ მემასხრები ბერდო? -არანაირად...იცი შენს რა პერიოდს მოვესწარი მე?კლუბებში რომ ერთობოდი და მეორე დილას ჯერ ისევ ნასვამი რომ მოდიოდი სამსახურში,ყელზე ჩალურჯებებით და ხანაც ტუჩსაცხის კვალით.-თავი გააქნია,ეგ რა შუაშიაო ანიშნა კაცს.-შენგან რომანტიკოსი კაცის გამოძერწვას არ ველოდი,მითუმეტეს რუსის დევნას თუ დაიწყებდი მაშინ,როცა რუსები მხოლოდ ერთი რამისთვის გვინდა. -არ გააგრძელო!-გამოსცრა კბილებში.-არ არის რუსი და არც ნა*ა არ დაუძახო.უბრალოდ ერთხელ დალაპარაკება და იმის ახსნა მინდა რატომ გავქრი,სხვა არაფერი. -რომ გაიგო ვინ არის წახვალ მის გამო სოხუმში? -დღესვე წავიდოდი. -აი ახლა წარმოიდგინე სოხუმში ჩახვედი და გაიგე ვიღაც გეღადავება უბრალოდ,რას იზამ? -არ იქნება ეგრე.-გაეღიმა. -იქნებ ისეთი მახინჯია... -ყველაზე ლამაზია,სხვანაირია ძალიან. -აკი არ მინახავსო? -არ მინახავს,მაგრამ ვგრძნობ.-ის ღერიც მოსრისა.-ვერ გაიგებ რა,უბრალოდ მინდა მართალი ვიყო მასთანაც და საკუთარ თავთანაც. -ივნისში შვებულებას მოგცემ.-დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ.კარგად დაფიქრდა ეტყობოდა. -ისე დაიწყე ფსიქიატრიულში ხომ არ მიშვებ? -სალომეს ბებია და პაპა იქ ცხოვრობენ.-დაიწყო მშვიდად.მის რეაქციას აკვირდებოდა.-შენ თუ გინდა ვთხოვ მოწვევა გაგიკეთონ და ჩადი ზაფხულში.-კარგად აათვალიერა ოტიამ მის წინ მჯდომი კაცი.ვერ ხვდებოდა ხუმრობდა თუ სერიოზულად ელაპარაკებოდა.-მე ვერ მოგიძებნი იმ გოგოს,თუ არსებობს საერთოდ,მაგრამ რავიცი,სცადე მისი პოვნა და თუ გენდომება წადი,თუ გნახავს ჩადი მასთან. -რას ბოდიალობ? -არ ვბოდიალობ,გეუბნები.-გაეღიმა.მიხვდა რომ იმედი მიეცა.-სალომეც მიდის,მასთან ერთად წადი შენც.სულ დადის თვითონ სოხუმში,არ არის პრობლემა და კანონიერია ყველაფერი,არავინ ერჩის. -ბერდო,არ მეცინება.-დაეჭიმა მთელი სხეული.თითქოს სუნთქვაც კი გაუჭირდა.გრილმა სიომაც ვერ უშველა ბარათელს. -არ არის სასაცილო ოტი,იპოვნე ეგ შენი იდუმალი გოგონა,წადი და დაელაპარაკე.-მხარზე ხელი დაჰკრა ბიჭს.-აი ეს მღელვარება და გაურკვევლობა შეგჭამს შიგნიდან.კარგახანს ვერ მოისვენებ და ვერც გაიხედავ სხვისკენ.გაიგე რა და როგორ,გაარკვიე...რომ ნახავ მერე გადაწყვეტ,იქნებ საერთოდ არ მოგწონს და აღარც მოგინდეს მეორედ ნახვა. -არ მეხუმრები? -ვერ იმუშავებ ასე,ვერ მოხვალ აზრზე და გამიფუჭებ ყველაფერს.-ჩაეცინა კაცს.-აფხაზეთში გინდა?გიშვებ მაგ შენს აფხაზეთში! -ბერდო... -არ მითხრა არაფერი,როცა იპოვნი მერე მომიყევი დანარჩენი.-რამდენჯერმე დაუტყაპუნა მხარზე ხელი.-იცოდე უნდა გამოგივიდეს.მერე წახვალ იტალიაში და იქაურ საქმეებს მომიგვარებ.ვიცი წასვლა არ გინდა,მაგრამ მე არ ვენდობი სხვას არავის. -მოვაგვარებ.-მხოლოდ ეს უთხრა და ცისფრად განათებულ ანძას გახედა.მისი თვალების ფერი იყო,თითქოს შორიდან უმზერდა... *** იმ საღამოს ძილი არ მიეკარა ბარათელს.ისევ დაიწყო ჯგუფების ძებნა.ყველა მათგანს ამოწმებდა და ისევ რომ ვერაფერი იპოვნა ლამის დალეწა ლეპტოპი.ძველ მესიჯებს აუყვა.თითქოს რაიმე გასაღებს ეძებდა და ყველაფერს თვალი გადაავლო. „აქ შეგხვდები ისევ“-გადააწყდა ამ სურათს,რომელიც გაუგზავნა გოგონას,საპასუხოდ ნილამ რამდენიმე დღეში მოიძია ეს ადგილი და თავადაც დაუბრუნა ფოტო იმავე ადგილიდან.უცნაურები იყვნენ.მალე 27 წლის გახდებოდა ოტია,მაგრამ მაინც სხვანაირი სულისკვეთება ჰქონდა.ისევ ის თინეიჯერი ბიჭი იყო ხან და ხანაც ზედმეტად ზრდასრული.ნილა უფრო ბავშვური და ლაღი იყო.ასაკიც ხელს უწყობდა და თან კომფორტულად გრძნობდა მასთან თავს.თვალები დახუჭა და მხოლოდ წამით წარმოიდგინა მისი სახე...მხოლოდ ერთხელ უნდოდა,რომ ენახა. მხოლოდ ერთხელ მიეცა საუბრისა და ახსნის უფლება... რატომ გაქრი ასე ნილა... ლეპტოპი მოიმარჯვა ისევ.ინტერნეტიდან აღებული „აქ შეგხვდები ისევ“(ფოტო ეკუთვნის გელა ხასაიას) და ნილას დაბრუნებული იგივე სურათი,ცოტა შელახული და დაძველებული ატვირთა აფხაზეთის ყველა იმ ჯგუფში,რომელიც იცოდა და წარწერა დაურთო. „იცოდე რომ მე შენ გეძებ!“ რა იქნებოდა?საერთოდ თუ გამოეხმაურებოდა ოდესმე?ყველაზე სულელური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან,მაგრამ თან ყველაზე საიმედო და გამართლებული.12 ჯგუფში დაპოსტა თავისი გასაჭირი.სამ ენაზე,როგორც თავად ნილა აკეთებდა,იმის იმედად,რომ ნახავდა და უფლებას მისცემდა აეხსნა ყველაფერი. უყურებდა ლაზარე და ვერ იჯერებდა მეგობრის ასეთ ცვლილებას.იმის გამო რომ ეს ყველაფერი მოეფიქრებინა და გაეკეთებინა იმ ღამეს აქციაზეც არ გავიდა.სინდისი აწუხებდა.თითქოს რაღაც უჭერდა ყელში და ამიტომაც იყო ასე... ბევრი უცნაური კომენტარი დაიმსახურა მისმა ფოტოებმა.ზოგი ქართველებისგან იყო,მოხუცი ქალებისგან. „ვის ეძებ ბებია?“ ზოგიც რუსებისა და აფხაზებისგან. „ჩემი ლამაზი სოხუმი“ „დავბრუნდებით“ ბევრმა ვერც გაიგო რა მიზეზით დაწერა ეს ყველაფერი,მაგრამ ადრესატი აუცილებლად მიხვდებოდა თუ ოდესმე ამ სურათებს ნახავდა... ***(სოხუმი) ისევ უხასიათოდ დადიოდა სახლში.ისევ ცოტას ჭამდა და სულაც არ უნდოდა გარეთ გასვლა,მაგრამ აღარ უნდოდა მამისთვის ეჭვის გაღვივება,ამიტომაც გამოიპრანჭა იმ დღეს.მზიანი დღე იყო.ასე დღეებში სეირნობა ძალიან უყვარდათ,ამიტომ უცებ ისაუზმეს და დედას ნებართვა სთხოვა,თუმცა პირდაპირ მამასთან გადაამისამართა. -მამა.-ეზოში მდგომს მიუახლოვდა გოგონა.აინას მამაც იქვე შორიახლოს იდგა,ტელეფონზე საუბრობდა. -რა ხდება ნილა?-მიუბრუნდა შვილს. -გამარჯობა ბიძია ასლან.-გაუღიმა კაცს.მამის ძალიან ახლო მეგობარი იყო. -გამარჯობა ქალბატონო.-თმაზე აკოცა მაშინვე.რაღაც გადაულაპარაკა დამეის და მარტო დატოვა შვილთან. -მამა,მე და აინას სადმე გვინდა გასვლა.შეიძლება?-მაინც მორიდებით იკითხა. -რატომ მეკითხები?-წარბი ასწია კაცმა.-ხომ გითხარი სანამ ციხეშია ის,სადაც გინდა იქ იარე.უბრალოდ გამაფრთხილე,როცა გადიხარ და მარტო ნუ წახვალ ნილა.-მიეფერა ქალიშვილს. -ანუ შეიძლება მე და აინა მარტო წავიდეთ?-გათამამდა უფრო. -გაწუხებენ დაცვის ბიჭები? -უბრალოდ არ მინდა ყველა მაღაზიაში უკან დამყვებოდნენ.ტანსაცმლის საყიდლად მინდა წასვლა და გოგო ვარ. -გოგო ხარ.-ჩაეღიმა დამეის.-შენობაში არ შემოვლენ,გარეთ დაგელოდებიან. -მამა... -მეტი არ შემიძლია ნილა არაფერი.-აგრძნობინა ყველაფერი ერთად.-მე უნდა გაგიფრთხილდე,მარტო ვერ ივლი სოხუმში.ქუჩაშიც ბევრი რამ ხდება და სულ არ მამშვიდებს იმისი ციხეში ყოფნა. -ისედაც ყველამ იცის შენი შვილი რომ ვარ,არავინ მეკარება,არც აინას...რატომ არ შეიძლება? -იცი რატომაც და არა ნილა.-მოკლედ მოუჭრა.იცოდა მამა ისევ მის სასიკეთოდ ამბობდა და აკეთებდა ყველაფერს,მაგრამ მაინც უნდოდა თავისუფლად ესუნთქა. -კარგი,შენობაში არ შემოვიდნენ მაშინ.-დაჰყვა მის ნებას,როგორც ყოველთვის და სახლისკენ ლამის სირბილით წავიდა. თითქოს ბათუმს ჰგავდა სოხუმი,მაგრამ თან საერთოდ არაფერი ჰქონდათ საერთო.რუსული წარწერებით სავსე იყო ქალაქი.ქართველს გულს რომ გაუყინავდა ზუსტად ისე იყო ყველაფერი.ბათუმშიც ბევრია ასეთი ადგილი.ზოგ რესტორანს მხოლოდ რუსული წარწერა აქვს,ან ქართულთან ერთად რუსულიც იქვე მიყოლებული.ამაზე ხშირად ესაუბრებოდა ოტიას.ძალიან უკმაყოფილო იყო ბიჭი ამის გამო,რადგან ნელ-ნელა ქართულს ივიწყებდნენ ადამიანები და ფულის გამო ლამის სულსაც კი ყიდდნენ რუსებზე. ერთი რამ იყო საერთო.ზღვა ჰქონდათ ერთი...ის უკიდეგანო და თვალუწვდენელი ლურჯი სივრცე საერთო იყო მათთვის.ახლაც ახსოვს ზუგდიდში მყოფი რომ უგზავნიდა მხოლოდ საათ ნახევარი რომ აშორებდა მისგან.ხშირად ხუმრობდა ოტია ჩამოვალ და გიპოვნი იცოდეო... ზღვის ნაპირზე იჯდა თავად,კილომეტრების მოშორებით ბათუმში უყურებდა მზის ჩასვლას ოტია და ნილას ფოტოებს უგზავნიდა.ისიც საპასუხოდ... ერთი მზე ჰქონდა ორივეს,ერთი წყალი და ერთი მიწა.უბრალოდ ადამიანებმა ვერ გაიყვეს და ზუსტად მათ გამო გაიხლიჩა მიწა შუაზე...მზეს ვერ მისწვნდნენ თორემ ალბათ ყველა თავის წილს ჩამოჭრიდა და მის ნახვასაც სამათხოვროს გაუხდიდა მთავრობა ხალხს... უხალისოდ გაუყვა მაღაზიებს.რამდენიმე კაბა აარჩია.წითელი სარაფანი მოეწონა ყველაზე მეტად.ზაფხულისთვის გადაინახა და ახლა აინას დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში,რომელსაც ორი კაბა მოექცია ხელში და ვერ გაეგო რომელი ეყიდა. -აიღე ორივე.-მხრები აიჩეჩა. -რომ არ ჩავიცვა? -მოგწონს ორივე და რატომ?მიდი აიღე.-გაუღიმა გოგონას. -ეს ნახე შენ,ნახე რა ლამაზია,შენს თვალებს მოუხდება ძალიან.-ლურჯი სარაფანი გაუწოდა.-მიდი მოისინჯე. -ავიღე უკვე. -ზედმეტი არასოდეს არის,ხომ იცი.-გაუღიმა გოგონას და თავად ყველაფერი სალაროსთან დახლზე დააწყო.პარკში ღიმილით ჩააწყო გოგონამ ყველაფერი. -ქეშით.-საფულე ამოაძვრინა ჩანთიდან და ის იყო რუბლების გადათვლა დაიწყო გოგონამ რომ შეაჩერა. -საჭირო არ არის,საჩუქარი იყოს ჩვენგან. -არა,გადავიხდი.-გააქნია თავი. -ძალიან გთხოვთ.-ლამის შეევედრა გოგონა.-წაიღეთ. -ღმერთო როგორ მომბეზრდა.-უკმაყოფილოდ დაავლო პარკებს ხელი.გოგონას გაუღიმა და გასახდელის წინ დაელოდა მეგობარს. „ფეისბუქის“ სქროლვა დაიწყო.ათვალიერებდა ახალ ამბებს.რუსი ბიცოლას ახალ ქმარს უკმაყოფილო მზერა ესროლა ფოტოდან რომ უღიმოდა და კომენატრებს გადახედა. -„როგორ უხდებით ერთმანეთს“-გამოაჯავრა ერთ-ერთს.სულაც არ უხდებოდნენ.ბიძამისის გარდაცვალებიდან 2 წელში გათხოვდა,ფერადკანიანს გაჰყვა ცოლად და ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად.უფრო მეტად შეშურდა მისი თავისუფალი ცხოვრების ვიდრე აქამდე.თავად აუცილებლად აფხაზს გააყოლებდა მამა,არ აჩქარებდა,არც გათხოვებას აიძულებდა,მაგრამ იცოდა ეს დღეც მალე დადგებოდა. -რა ჯანდაბაა?-შუბლზე ხელი შემოირტყა მაშინვე და გაოცებული მიაჩერდა ფოტოებს.ნილასთან ერთად იყო იმ შენობაში,იმ ძველი წარწერის ფოტო რომ გაუგზავნა.წვიმიანი დღე იყო.ზუსტად ახსოვს როდის გადაიღეს და ზუსტად ახსოვს ვისაც გაუგზავნა ნილამ.-ნილა!-შეჰკივლა მაშინვე და გასახდელში შეუვარდა გოგონას.გაოცებისგან თვალებგაფართოებული მისჩერებოდა მეგობარს. -რაიყო?!-უკვე მოესწრო გამოცვლა.ხელში ჩაებღუჯა ის ლურჯი კაბაც. -ნახე!-მიუბრუნა მობილური.მისი ექაუნთი იყო და ზუსტად ის ფოტოები ჰქონდა დაპოსტილი. „იცოდე რომ მე შენ გეძებ!“ -არა...-გააქნია თავი და ყელში მოწოლილი ბურთი უკუაგდო მაშინვე.საშინლად მოუნდა ტირილი. -ნილა შენთვის გააკეთა... -ღმერთო...-კაბა იქვე გასახდელში მიაგდო და სირბილით დატოვა იქაურობა. -ნილა მოიცა.-უკან მიჰყვა საპირფარეშოში შესულ მეგობარს.-რა მოგივიდა? -იდიოტი,სულელი!-დაიწყო მისი ლანძღვა.-მესიჯზე პასუხი არ იკადრა და ახლა?რატომ? -ნილა.-მიიხუტა მეგობარი მაშინვე.-იქნებ რა მიზეზი ჰქონდა... -სულელი ვარ,ისიც სულელია...-გააპროტესტა მისი ქმედება.-მომეცი ტელეფონი.-აუყვა კომენტარებს.სიგიჟე ხდებოდა სრული.ზოგი ქართულად უწერდა,ზოგი რუსულად...ზოგი აფხაზი იმუქრებოდა დასანგრევია ეგ შენობაო...არავისთვის გაუცია პასუხი,მაგრამ ელოდა...ელოდა იმ ერთადერთს,რომელსაც ეკუთვნოდა მისი მესიჯი... -ნილა არაფერს ეტყვი?-შეწუხდა აინა. -რა უნდა ვუთხრა?67 დღე არ უპასუხა ჩემს მესიჯს.რა არ ვიფიქრე,როგორ ვინერვიულე...ის კი საიტზე შემოვიდა და არ გამცა პასუხი! -კარგი.-შეუმშრალა უცებ ცრემლები.-დამშვიდდი რა,არ იდარდო.საერთოდ არ უნდა მეჩვენებინა,ახლიდან აგანერვიულე. -რა მჭირს აინა?-კანკალმა აიტანა ერთიანად. -არ უნდა დაგეწყო საერთოდ,არ უნდა მიგეწერა და ეგ გჭირს!-გაუბრაზდა მეგობარს.-არც კი გინახავს,მისი ხმაც კი არ გაგიგონია,ისიც კი არ იცი ვინ არის,იქნებ უფროსია ვინმე?მოხუცი ან... -არ არის ეგეთი.-ჩაეღიმა გაფიქრებაზეც კი.-სხვანაირია,შავგვრემანი,დაბალი წვერით და ყავისფერი თვალებით,როგორც ქართველ კაცებს შეეფერებათ.მაღალია და ვარჯიშობს. -დავიჯერეთ ახლა ეს ყველაფერი და მორჩა?-შუბლზე ძლიერად შემოირტყა ხელი.-არ გიფიქრია,რომ გატყუებს? -არა,არ მომატყუებს. -მაშინ მიწერე. -არა.-გააქნია თავი უარის ნიშნად და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა.როცა ტიროდა ამღვრეული თვალები მღელვარე ზღვას მიუგავდა...-ლამაზი ვარ?-ალბათ ცხოვრებაში პირველად ჰკითხა მსგავსი რამ.სულ დაიბნა აინა. -რა თქმა უნდა,ლამაზი ხარ ნილა.-მიეფერა ოქროსფერ თმაზე.-ულამაზესი გოგო ხარ და შენ იცი ეს... -ის ვერასოდეს გაიგებს.-ნაწყენმა ჩაილაპარაკა.-რატომ უნდა ვიყოთ ასე?რატომ უნდა გვაშორებდეს ერთმანეთს რაღაც არარსებული საზღვარი მაშინ,როცა რეალურად ერთი ქვეყნისა და მიწის შვილები ვართ?-კაბინიდან გამოსულმა გოგონამ უცნაურად შეხედა,ხელები დაიბანა და წამსვე დატოვა ოთახი. -ნილა გაჩუმდი გეხვეწები,რას ბოდავ?ახლა შენ ის მართლა თქვი,რომ ერთი მიწის შვილები ხართ? -ჰო. -ანუ? -აფხაზეთი სულ იქნება საქართველო აინა. -გაჩუმდი!-პირზე ხელი ააფარა მაშინვე.-გინდა თავი წაგვაცალონ ორივეს?-აფხაზეთი არის აფხაზეთი და მორჩა.რამდენი ქართველიც არ უნდა შეგხვდეს გარეთ,რამდენიც არ უნდა ჩამოსახლდეს მაინც ასე იქნება ყოველთვის!გაიხსენე ისტორია და არ გაბედო მსგავსი აღარაფრის თქმა! -აინა... -არა ნილა!-გაცეცხლებული ესაუბრებოდა მეგობარს.-ვერ გავიგე შენი ეს უაზრო სიყვარული მაქ ქვეყნისადმი.არაფერს გეუბნები,რადგან ჩემი მეგობარი ხარ,მაგრამ არ გადახვიდე ზღვარს კარგი?მოგწონს ის ბიჭი?კარგი მოგწონდეს,მშვიდად ვარ,რადგან ვერასოდეს ნახავ და ასე შორიდან ბევრის მოწონება შეიძლება,მაგრამ გახსოვდეს ნილა ვინ არის შენი ოჯახი! -შანსი რომ გქონდეს არასოდეს გამომყვები საქართველოში? -მე მანდ არაფერი დამრჩენია!-მკვახედ მიახალა მეგობარს.მიახვედრა რამდენად ღრმა იყო ზიზღი ქართველების მიმართ.მისი ნახევარი ოჯახი შეეწირა აფხაზეთის ომს და მამამისსაც ეზიზღებოდა ყველა.აინას,ანუ ახუბების ოჯახიდან მხოლოდ მამამისი და ბიძამისი გადარჩნენ.კიდევ ორი ძმა ჰყავდათ,რომლებიც დაიღუპნენ,ასევე მშობლებიც.მერე ბიძაც დაეღუპა მოგვიანებით და მამამისი ერთადერთი ახუბა იყო მისი შტოდან.ორი შვილი ჰყავდათ.აინა და ბაგრატი.მამას საქართველოს ვერ უხსენებდა ვერასდროს.ამის უფლებას არ მისცემდა თავს.იმ ქართველებზე ნილა მოწიწებით,რომ საუბრობდა თავად მას მხოლოდ ცუდი თუ გაუგონია... *** წვიმიანი მაისი იდგა თბილისში.მიუხედავად ცუდი ამინდისა და პოლიციის მცდელობისა იმ ღამესაც ვერ დაშალეს აქცია.ამჯერად თავადაც იქ იყო მეგობრებთან ერთად.საწვიმრებს ურიგებდა ყველას.რამდენიმე ყუთი მიიტანეს მანქანით.უყურებდა პარლამენტის წინ როგორ დარბოდნენ ახალგაზრდები,ბავშვები,სკოლის მოსწავლეები... იმ წვიმაშიც კი იხტიბარს რომ არ იტეხავდნენ და ბურთს რომ აგორებდნენ წინ და უკან.ნაგვის ურნასთან ჩამოდგა და სიგარეტს გაუკიდა.იმ ღამეს უკვე მერამდენედ... ლაზარეს გაჰყურებდა მეგობრებთან.სულ ასე იქცეოდა,შორიდან აკვირდებოდა და წამიც არ დასჭირდებოდა მასთან მისასვლელად ისე უცებ დაიხსნიდა პოლიციის კლანჭებიდან. ლაზარე და ოტია ერთად გაიზარდნენ.საუკეთესო მეგობრები იყვნენ მათი მშობლებიც.ოტიას დედა მასზე მშობიარობას გადაყვა.ტყუპებზე იყო ორსულად და მხოლოდ ოტიას გადარჩენა მოახერხეს.მას შემდეგ მზექალა უწევდა დედობას.საკუთარი რძე მისცა და ისე ექცეოდა,როგორც ლაზარეს.2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ დიმიტრი და გაგა.უმამოდ დარჩა ორივე,თან უპატრონოდ...იმავე წელს ჩამოვიდა თომა მოსკოვიდან და საკუთარი კალთა გადააფარა ბიჭებს.არ ჰყავდა თომას ოჯახი,მხოლოდ ოტია და ლაზარე.ერთად ზრდიდნენ ბიჭებს.ერთი ოჯახი გახდნენ ძალიან მალე და ბიჭებმაც ძმებივით შეიყვარეს ერთმანეთი.2017 წელს მზექალა იტალიაში წავიდა,იქ დაიწყო მუშაობა,ბიჭებიც უკვე დიდები იყვნენ და იქიდან უგზავნიდა ფულს.ორივეს ჩააბარებინეს უნივერსიტეტში და სასურველ ფაკულტეტზე ასწავლეს.არცერთს გაუცრუებია მათი იმედი.ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ და ამაგიც ლამის ასმაგად გადაუხადეს მშობლებს.ორივეს ისე ექცეოდა თომა,როგორც საკუთარს.არც საყვედურს ერიდებოდა და არც მათთვის ყურის აწევას.ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა ოტიამ,სამართალი ლაზარემ და ორივე ერთ სასტუმროში მუშაობდა უკვე წლებია.ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ და სულ სხვანაირი სულისკვეთებით არიან განსმჭვალულნი. ახლაც ასე უყურებდა.ოღონდ ლაზარეს არაფერი დამართნოდა და დანარჩენი არაფერი ადარდებდა...ცოტა ფიცხი იყო ბატონი შონია,ხან ვერც უგებდა ოტიას,მაგრამ სიგიჟემდე უყვარდა და ნებისმიერ ნაბიჯს გადადგამდა მის გამო.გამთენიისას დაბრუნდნენ სახლში.იმ ღამით სიმშვიდე იყო.ვერ ისვენებდა,უნდოდა ეთქვა მეგობრისთვის აფხაზეთის ამბები,მაგრამ ვერ გაებედა.იცოდა გაუგიჟდებოდა.თვალი გააყოლა ოთახში როგორ შევიდა,მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოუვიდა,ამიტომ სათქმელიც ვერ უთხრა.თავადაც დასაძინებლად წავიდა... ასე უთქმელად გაიარა კიდევ ორმა კვირამ,ჩქარობდა საბუთების მოსწრებას,რომ არაფერი დაეტოვებინა გასასწორებელი.ხან მთელი ღამე თავჩარგული იჯდა საბუთებში.ისევ უაზროდ მიშტერებოდა გოგონას გაუქმებულ ექაუნთს,იმ ფოტოებსაც ათასი გამოხმაურება რომ ჰქონდა,მაგრამ არცერთი მისგან... განმეორებით ატვირთა ფოტოები.რის იმედად თავადაც არ იცოდა. „აფხაზეთში მოვდივარ და იცოდე რომ გეძებ ნ!“-განსხვავებული წარწერა გაუკეთა და თორმეტივე ჯგუფში ახლიდან დაპოსტა.რა უცნაური იყო...რატომ უნდოდა მისი პოვნა.რას მისცემდა ეს ყველაფერი?მართლა სისულელე იყო.თვალით არ ჰყავდა ნანახი,არ იცოდა საერთოდ თუ არსებობდა.უბრალოდ გიჟური სურვილი იპყრობდა მისი პოვნისა და გაცნობის... თუ ფოტოს გამოგზავნა არ უნდოდა პირადად შეხვდებოდა?მაგას გაბედავდა?ახლა ამ ფიქრმა აიყოლია.ლამის ჭკუიდან გადავიდა.მისაღებში მჯდომს მალევე შეუერთდა თომა.მიხვდა რაღაც აწუხებდა,აივნის კარი გამოაღო და სიგარეტს გაუკიდა. -დაიწყე.-მშვიდი იყო მისი ხმა,თითქოს საერთოდ არაფერი ხდებოდა ცუდი. -რა დავიწყო? -რაც გაწუხებს.-გაასრიალა კოლოფი მის მხარეს.-მითხარი,რომ დაგეხმარო. -ვერ დამეხმარები.-გააქნია თავი.სისულელე იყო მისთვის ამის ახსნა. -მითხარი. -აფხაზეთში მივდივარ!-ყელი მოიღერა მაშინვე.სცადა მტკიცე ყოფილიყო.ჩააცქერდა კაცის სევდანაკრავ სფეროებს.არაფერი უთქვამს,წარბიც კი არ შეუხრია. -ომი არ დაწყებულა.-ამოთქვა მცირე პაუზის შემდეგ.-მაგის გამო რომ მიდოდე ახლა უკვე კედელზე მეყოლებოდი აჭედილი.-მოატარა თვალები მის დაძაბულ სხეულს,თითქოს კითხულობდა ყველაფერს მის სახეზე.-გოგოს გამო მიდიხარ? -არ მკითხო მეტი არაფერი. -შვილო.-მიიწია მისკენ კაცი.საფერფლეში მოსრისა ნამწვი.-იქ როგორ წახვალ?ევროპა კი არ არის გინდოდეს და შეგიშვან. -მოწვევას გამიკეთებს ბერდიას ცოლის ოჯახი. -მხოლოდ ერთს გკითხავ.-ვერ მოითმინა მაინც.-ღირს ამად? -არ ვიცი.-გააქნია თავი.-სხვა დროს არ წავიდოდი,მაგრამ ახლა მჭირდება. -არ მაჩვენებ რძალს?-გაეღიმა უნებურად.გასცრა ტანში ბარათელს. -ჯერ ვერა,იქნებ არც ღირს საჩვენებლად.-იმართლა თავი.-ჯერ მე გავერკვევი. -რუსია არა?-იცოდა არ მოსწონდა რუსები თომას. -ქართველია,აფხაზი. -აფხაზი.-გაიმეორა კაცმა.-არ გამოგატანს ოჯახი. -ვერ გავიგე?! -აფხაზ ქალს არ გამოგატანენ,არ მისცემენ ქართველზე გათხოვების უფლებას.არ იცნობ შენ მაგათ,რუსეთში ბევრი მყავს ნანახი,ყველას ეზიზღება ქართველები და არავინ მოგცემს იმის უფლებას,რაც შენ გულში გაქვს ოტი. -ცოლად კი არ მომყავს ბიძაჩემო.-ნერვიულად ჩაეცინა.-ჯერ უნდა გავიცნო მეც. -რამდენი ხნით მიდიხარ? -3 თვე,მთელი ზაფხული იქ ვიქნები. -გაგიფრენია ბარათელო!-გაშალა ხელები კაცმა.-3 თვე მანდ როგორ იცხოვრებ?არაფერი იცი,არ ხარ ნამყოფი,სვავების გარემოცვაში მარტო... -კარგი ახლა,მოსკოვში რომ წამიყვანე ერთხელ იმაზე ცუდი იქნება? -დაგეშილები არიან ქართველებზე,არსად გაბედო სიამაყით თქვა საქართველო.-შეეშინდა კაცს.-ბევრია სამი თვე,ერთ კვირაში მიხვდები ღირს თუ არა ეგ გოგო ამად. -დამშვიდდი ბიძაჩემო.-ჩაეღიმა კაცს.-ასობით ქართველი დადის ასე,არ მომკლავენ. -ღმერთმა იცის ეგ მარტო.-ვერ მშვიდდებოდა.-სად იცხოვრებ? -მომიგვარებენ სახლის ამბავს. -ოტი არ გინდა რა.ნუ იზამ გეხვეწები. -არ გამოვა და არ სცადო ჩემი შეჩერება.მაინც წავალ. -როდის მიდიხარ? -5 ივნისს. -გაგიჟდება კაცი.-მუხლებზე ჩამოირტყა ხელები.-იცის?-ლაზარეს ოთახზე ანიშნა თავით. -არ მითქვამს ჯერ,ხვალ ვეტყვი. -ვერ გადაგაფიქრებინებ არა? -არ სცადო რა,არ მინდა ახლა ზედმეტი ჭკუის დარიგება. -კარგი.-დაჰყვა მის ნებას კაცი.ფეხზე წამოდგა,იცოდა აზრი არ ჰქონდა ამაზე საუბარს.-27-ე წელს გილოცავ ოტი.-თავზე აკოცა კაცმა და ნელი ნაბიჯით დაიძრა საძინებლისკენ... ასე შემოეპარა კიდევ ერთი წელი ბარათელს.არ უყვარდა აღნიშვნა და ამის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავდა ვერავინ.მის დაბადებას დედამისი ემსხვერპლა და ამას არასოდეს დაივიწყებდა.არცერთი დაბადებისდღე არ გადაუხდიათ მისთვის,მხოლოდ ტორტი მოჰქონდათ და როცა წამოიზარდა ესეც გააპროტესტა.იმხელა სევდა დაჰქონდა გულით ბარათელს,რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო არ განელდებოდა...და თუ ეს მისი თავგადასავალიც ამაო იქნებოდა საერთოდ არავინ იცის რას იზამდა მერე... იქვე დივანზე გადაწვა და თვალები დახუჭა.აფხაზეთი და მისი ქერა გოგონა ესიზმრა გაგრის ქუჩებიდან... ***(სოხუმი) -სულ გაგიჟდა მგონი.-ნერვიულად დადიოდა ოთახში გოგონა.-აქ რანაირად ჩამოვა,მითხრა არ მყავს არავინო. -იქნებ გადმოპარვას აპირებს? -არამგონია,შეუძლებელია.ფილმი ხომ არ არის,დაიჭერენ,მოკლავენ.-გააკანკალა ამის გაფიქრებაზეც კი. -აბა როგორ მოვა აქ?-კიდევ ერთხელ გადაიკითხა პოსტის სათაური. -მე რატომ მეკითხები?-გამოჰგლიჯა მობილური ხელიდან.-მითხრა რომ აფხაზეთში ვერასოდეს გადმოვიდოდა და მისი ოცნება იყო.შეუძლებელია... -ნილა...-ძლივს ამოთქვა გოგონამ,თავადაც აგიჟებდა ამაზე ფიქრი.-იქნებ მიწერო? -რა უნდა მივწერო?რა ვუთხრა? -არ ვიცი,შენი სახელი არ გამოქვეყნოს სადმე,ან რაც იცის შენზე...მერე გაიგებს მამაშენიც და... -ღმერთმა დაგვიფაროს!-გააკანკალა გოგონას.-აღვადგენ ანგარიშს. -მიწერე და დაელაპარაკე,ასე ჯობია ნილა,უთხარი რომ აღარ მოგწეროს და თავი დაგანებოს. -ჰო,ზუსტად ეგრე ვეტყვი,მაგრამ ჯერ გავლანძღავ.-იპოვნა გამოსავალი უცებ.მონაცემები შეიყვანა მობილურში და ანგარიშიც აღადგინა.დიდხანს იფიქრა რა უნდა მიეწერა ბარათელისთვის.რა იქნებოდა გამოსავალი და როგორ უნდა დაემთავრებინა ყველაფერი?! *** ლამის ბოლო დღეებს ითვლიდა თბილისში.11 დღე რჩებოდა მის წასვლამდე და ძალიან უცნაურად გრძნობდა თავს.შიშიც ჰქონდა გულში და მღელვარებაც.სად მიდოდა ან ვისთან?უცნაურად იყო ყველაფერი...თივის ზვინში ნემსის ძიებას ჰგავდა მისი საქციელი,მაგრამ თავს ვერ ერეოდა. „If he wanted to, he would“ -ჭკუიდან არ ამჭრა ახლა!-ნერვიულად დადიოდა ოთახში ლაზარე.-გამო*ლევდი? -ნუ დაიწყებ. -რას ნუ დავიწყებ ოტი?რა აფხაზეთში მიდიხარ?ვის გამო თან? -რა გინდა?მაცადე და თავად გავერკვევი.-არ აკლებდა თავადაც ტონს. -რაში გაერკვევი ბიჭო?მოჩვენებას დასდევ,რას ბოდავ საერთოდ?ამდენი ლამაზი ქართველი გოგო დადის,რას გადაეკიდე ვიღაც უხილავ რუსს? -ქართველია ისიც და გეყოს!-გააფრთხილა მაინც. -რა მეყოს ოტი?ერთი წელია ლამის ასე ხარ,არ გამოვა.ფეხებს მოგამტვრევ და ვერ გადახვალ მაგ საზღვარზე. -ნუ დაიწყებ რა,მაინც წავალ და არ აქვს აზრი. -გიპასუხა რომელიმე პოსტზე?მოგწერა?გითხრა გნახავო?-ჩაიმუხლა მის წინ.-მითხარი,გაგცა პასუხი?რის იმედად მიდიხარ? -მგონია,რომ ვიპოვნი.-მხრები აიჩეჩა და მიიღო კიდეც მეგობრისგან სახეში. -გამოფხიზლდი ბიჭო!გაახილე თვალები! -გეყოს უკვე!-წამოვარდა ფეხზე გაავებული.-შენ ხომ არ გთხოვ რამეს?მივდივარ და მორჩა,ტყუილად დაიღლი თავს. -ახლა ისეთს შემოგკრავ...-დაემუქრა მეგობარს და გაიწია კიდეც მისკენ,მაგრამ თომა ჩადგა მათ შორის. -რა გაჩხუბებთ? -აფხაზეთში მიდის ბატონი,სიყვარული უნდა იპოვნოს.-ღრიალს აგრძელებდა მაინც. -ვიცი და ნუ ყვირი რა.-აიქნია ხელი. -მე წავედი,არ მაქვს შენთან ჩხუბის თავი.-სანთებელა და სიგარეტის კოლოფი ხელში მოიქცია,ჟაკეტი აიღო და სახლიდან გიჟივით გავარდა.ნამდვილად არ სიამოვნებდა ლაზარეს ასეთი რეაქცია,მაგრამ პირიქით რომ ყოფილიყო სიტუაცია თავადაც ასე იქნებოდა,ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. -რატომ ხარ ასე მშვიდად?-გაოგნებული უყურებდა ბიძას. -არ ვარ მშვიდად,მაგრამ ჩხუბმაც არ უშველა.-ნერვიულად მოისრისა შუბლი და სავარძელში ჩაეშვა. -რას ამბობ? -ვერ გადააფიქრებინებ,არ იცი რანაირია? -და რა ვქნა?გავაცილო აფხაზეთში რუსების საჯიჯგნად?იცი რომ გოგოს ეძებს,რომლის ფოტოც კი არ უნახავს? -რაო?-გაოცებულმა გახედა. -დიახ,არაფერი იცის მასზე,ასე ბრმად მიდის და რანაირად იპოვნის? -მიწერს ალბათ და... -აღარ ეკონტაქტება ის გოგო,ვერაფერს იზამს. -შეეშვი.-ამოთქვა ბოლოს მაინც.ღამის თბილისს გახედა და გრილ სიოს სახე მიუშვირა.-აცადე თავად გადაწყვიტოს. -იქ მარტო როგორ უნდა იყოს?არაფერი იცის,არავის იცნობს.რა უნდა იქ? -გაყევი.-მოახერხა მხოლოდ ამის თქმა და მშვიდად გაუღიმა ბიჭს.იყო მხოლოდ ერთი თხოვნა და ერთი პასუხი ამ თხოვნაზე. -აფხაზეთში? -დასჭირდები და იცი შენ ეს...დროებით მაინც,სამი თვე არ გაჩერდე,თუნდაც ორი კვირა გაჩერდი და დაეხმარე. -აფხაზეთში?-დაპროგრამებულივით გაიმეორა. -ჰო,აფხაზეთში! -ბიძაჩემო... -არ გაუშვა მარტო,დაბნეულია ახლა და სულ დაიკარგება იცოდე.-გააფრთხილა კაცმა და თითქოს ჩაატია კიდეც თავისი სათქმელი ამ ერთ წინადადებაში.ფიქრებს მიეცა ლაზარეც. მანქანის კარი გაგიჟებულმა გამოგლიჯა და ის იყო დაძვრას აპირებდა შეტყობინება რომ მიუვიდა მობილურზე. -„გაგიჟდი?“-იკითხებოდა ეკრანზე და იმ მომენტში თითქოს საქართველოც გამთლიანდა ბარათელის სხეულში... *** -ნილა...-შვების ოხვრა აღმოხდა კაცს.როგორც იქნა გამოიღო მისმა ტანჯვამაც შედეგი.სასწრაფოდ გახსნა შეტყობინება.-როგორც იქნა მივიქციე შენი ყურადღება.-გაგზავნა შეტყობინება. -რა სისულელეს ამბობ ხვდები მაინც?-გაბრაზებულმა დაუბრუნა პასუხი.ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან ბარათელი. -არ არის სისულელე,აღარ იყო დრო? -რისი დრო ოტია? -შენი ნახვისა და გაცნობის.-რამდენიმე დარტყმა გამოტოვა ნილას გულმა.წამით სუნთქვაც კი დაავიწყდა.-დაგირეკავ...უბრალოდ დამელაპარაკე,ნუ დამენახები.-მიაყოლა მეორე შეტყობინებაც.ამის მეტი არაფერი უნდოდა ნილას.სიგიჟემდე უნდოდა მისი ხმის გაგონება.მისი ნახვა... -ნუ სულელობ,არა!-მოუჭრა მოკლედ,მაგრამ არავინ იცის რად უჯდებოდა ეს სიჯიუტე. -გოგო დაელაპარაკე!-გაუწყრა აინა.-არ არიან შენი მშობლები სახლში,გაქვს დრო და მე ვიდარაჯებ ფანჯრიდან. -აინა ვნერვიულობ.-მისი ხელი თავისაში მოიქცია და მკერდზე მიიბჯინა.-გარბის ჩემი გული,სადაცაა საგულედან ამოხტება. -გოგოო.-დასცინა მეგობარს.-უპასუხე. -ნილა გთხოვ,მხოლოდ ამ ერთხელ,დამელაპარაკე რა იქნება? -მომეცი მობილური აქ!-ხელიდან გამოჰგლიჯა მაშინვე და მოკლე პასუხიც დაუბრუნა.-კარგი.-რამდენიმე წამი დასჭირდა პასუხის გასააზრებლად ბარათელს.მართლა ვერ იჯერებდა. -რა გააკეთე?-გაოგნებული მისჩერებოდა მეგობარს. -ის,რაც აქამდე უნდა გექნა შენ ნილა,მასთან საუბარი არ მოგკლავს,დაელაპარაკე...ვიცი რომ გინდა.-გაუღიმა მეგობარს და ფანჯარაში გადაყუდა.ეზოს გასცქეროდა პირდაპირ.-ვდარაჯობ,მშვიდად იყავი. -მოვკვდები ახლა...-ეკრანზე რომ გამოჩნდა შემომავალი ზარი ერთიანად გასცრა ტანში. -უპასუხე!-ლამის უღრიალა და სმენად იქცა მაშინვე.კანკალით გადაუსვა თითი ეკრანს და თბილისური ხმაური მაშინვე შემოიჭრა მობილურს მიღმა. -გამარჯობა ნილა.-გაისმა ბარათელის მამაკაცური,ბოხი ბარიტონიც. -გამარჯობა.-დაიჩურჩულა როგორც შეეძლო მშვიდად.ძლივს იჭერდა ხელში მობილურს.ესიამოვნა მისი წკრიალა ხმის მოსმენა კაცს.ხმაზევე ეტყობოდა უფროსი ქალი რომ არ ესაუბრებოდა. -როგორ ხარ?-სანთებელის ჩხაკუნიც მოესმა მაშინვე.მიხვდა ბარათელიც მასსავით ნერვიულობდა. -კარგად,შენ როგორ ხარ? -რადგან შენი ხმა მესმის კარგად ვარ მეც.-ჩაეღიმა ორივეს.დუმილი ჩამოწვა მაშინვე.-ვიცი გაბრაზებული ხარ ჩემზე.მაპატიე ნილა და მომეცი საშუალება აგიხსნა. -არაფერია ასახსნელი ოტია,67 დღე გქონდა ასახსნელად.-აემღვრა მაშინვე თვალები. -ვიცი,მაგრამ თუ მომისმენ...უნდა მომისმინო რა,თუნდაც მხოლოდ ერთხელ,მნახე და მომისმინე. -არ ხუმრობდი აქ ჩამოსვლაზე? -არა,5 ივნისს ჩამოვდივარ. -რისთვის? -შენთვის ნილა.შენი ნახვა მინდა.-მიუგო მოურიდებლად.სხვა მიზეზი არ ჰქონდა ისედაც. -არ შეიძლება.-გააქნია უარის ნიშნად თავი,თითქოს დაინახავდა.-ვერ ჩამოხვალ აქ,ვერც მე გნახავ. -მზად მაქვს ყველაფერი,ხუთში დილით გადმოვდივარ.-აღარ უსმენდა თითქოს.-ახლა გაბრაზებული ხარ,მაგრამ ზოგადად არ დავიმსახურე? -რას გულისხმობ? -შენი ნახვა ნილა,არ დავიმსახურე? -ვერ გნახავ...-აცრემლებულმა გახედა მეგობარს.იქიდან ანიშნებდა რაღაცას,მაგრამ ვერ მიუხვდა. -რატომ? -უბრალოდ ვერ.-ამოისრუტუნა და ცრემლები შეიმშრალა მაშინვე. -ნილა...-ხმა დაუმძიმდა კაცს.-ტირი? -არა.-ისევ იგივე ტონით უპასუხა.მიუხვდა ბარათელი მაინც. -რა გატირებს?ნილა შენ თუ ახლა ჩემი საქციელის გამო ტირი მაპატიე რა. -ხმამაღალზე ჩართე.-დაუწერა მეგობარს მობილურში და მანაც გააგონა ოტიას ხმა აინას. -არ ვტირი.-განმეორდა ისევ. -ნუ მატყუებ და მაპატიე.-კიდევ ერთ ღერს გაუკიდა კაცმა.-ნილა არ იტირო რა,რა გაწუხებს? -ვერ გნახავ ოტია. -მე მაინც ჩამოვალ.დაგელოდები ჩვენ რომ ვიცით იმ ადგილას. -ოტია... -ჰო ნილა. -სად იყავი? -მოგიყვები,მაგრამ პირისპირ.-გაჯიუტდა ამჯერად თვითონაც.ერთი წელი ხომ ითმინა ამ გოგოს ხუშტურები?აწი მისი ჯერი იყო. -ვერ... -არ გინდა გთხოვ,არ მენდობი ნილა?ხომ იცი ვინც ვარ?არ ვარ მანიაკი,არც რამეს დაგიშავებ.ერთი წელია თითქმის გიცნობ,ერთი წელია ყოველდღე ვწერთ ერთმანეთს,რა მოხდება პირადადაც რომ გამიცნო? -რატომ? -მაგის მიზეზსაც მერე გეტყვი. -არ შეიძლება ასე. -მართალი ხარ,არ შეიძლება ასე მოიქცე მაშინ,როდესაც იცი ცუდი არაფერი მაქვს ჩაფიქრებული.მხოლოდ ნახევარი საათი დამითმე,მერე თუ არ გენდომება აღარასდროს მნახო.თუ გეშინია მარტო ნუ მოხვალ.მეგობრებთან ერთად მოდი,ან არვიცი.-გაახალისა ნილა მისმა დამთმობმა ტონმა.შორიდან ეღიმებოდა აინასაც.-რისი გეშინია ასე ძალიან? -ვინმემ რომ გაიგოს... -მშობლებმა? -სხვანაირი ხალხია აქ და... -მესმის,ჩუმად შევხვდეთ.-იცოდა ბარათელმა რომ რთული იყო გოგონასთვის ეს ყველაფერი და არ დაუძალებია.დაჰყვა მის ნებას,თუნდაც ჩუმად ენახა.უნდოდა მისი ნახვა და არ ადარდებდა სად და როგორ პირობებში შეძლებდა.ეს ბარიერი უნდა გადაელახა,ჯერ მისი ნახვა უნდა შესძლებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეჭიდებოდა ყველაფერ დანარჩენს. -მგონია რომ ხუმრობ.-მოესმა კიდევ ერთხელ როგორ აინთო სანთებელა.-ბევრს ეწევი. -მანერვიულებ.-გაეცინა ორივეს.იქვე ჩაიფხუკუნა აინამაც. -პრობლემა არ გექნება აქ ჩამოსვლისას? -არა,ბოლოს და ბოლოს ჩემს საქართველოში მივდივარ მაინც. -აფხაზეთში მოდიხარ,არ არის აქ შენი საქართველო.-მეგობრის სახის დანახვისას შეეპასუხა ოტიას. -ერთი ზღვა და ერთი მიწა,ერთი მზე და ერთი მთვარე.ჩემი აზრით მაინც საქართველოა.-აღარ შეპასუხებია.სხვანაირად უძგერდა გული.მისი ნახვის მომენტი...ალბათ მის წინ ჩაიკეცებოდა.ნერვიულობდა ძალიან.-ნილა...-გამოაფხიზლა ისევ. -გისმენ. -მნახავ? -იმსახურებ? -არა?!-ჩაეკითხა უცნაური ტონით. -მხოლოდ ნახევარი საათით. -იცი ახლა სად ვარ?-ღიმილით გადახედა განათებულ ქალაქს.დღეს,დიდი ხნის შემდეგ პირველად მოეჩვენა ასეთი ლამაზი.-მთაწმინდაზე,ასე რომ გაინტერესებს.-მიაყოლა ფოტოსურათი ამ სიტყვებს.მართლაც ძალიან ლამაზი იყო.-წაგიყვან ერთხელ. -ნუ დამპირდები ისეთ რაღაცას,რასაც ვერ შეასრულებ ოტია.-ახლიდან დაიწყო ტირილი. -ისეთს არაფერს დაგპირდები,რასაც ვერ შევასრულებ.-ისე ამაყად განაცხადა...-არ მინდა რომ ტიროდე ნილა. -არ ვტირი.-შეიმშრალა თვალები. -მატყუებ,მაგრამ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.როდის მნახავ ნილა? -ჯერ ჩამოდი. -5-ში მოვაგვარებ ყველაფერს,6-ში? -დილით ადრე მოგიწევს ადგომა. -სულ არ დავიძინებ.-უჩვეულოდ სიამოვნებდა ნილას მისი სიტყვები.-ძალიან მალე გნახავ. -გიჟი ხარ.-გაეცინა გოგონას და მეგობრის დაქნეულ ხელს გახედა.-უნდა წავიდე ახლა,ჩემი მშობლები დაბრუნდნენ და... -კარგი...მადლობა ნილა და ღამემშვიდობის შენც და იმ შენს მეგობარსაც ოთახში რომ გიზის.-გაეცინა ბარათელს.უხერხულად იგრძნო ძალიან თავი ნილამ,მაგრამ აღარ დალოდებია მის პასუხს კაცი,ზარი დაასრულა. -ღმერთო... -ძალიან კარგი ხმა აქვს.-გამოთქვა ვარაუდი აინამ.-მართლა აპირებ მის ნახვას? -ჩამოდის...აქ...აფხაზეთში და თან ჩემს გამო. -ესეიგი ნახავ. -უნდა ვნახო? -მე ვნახავდი ქართველი რომ არ იყოს.-ჩაეცინა აინას. -აინა ვნერვიულობ...რომ არ მოვეწონო?რომ არ მოუნდეს ჩემი ნახვა და ჩემთან ლაპარაკი რომ შეწყვიტოს?-გააკანკალა მაშინვე.სარკესთან დადგა და საკუთარი თავი აათვალიერა. -სულელი თუ არ ხარ მაგას როგორ ამბობ?თანაც იქნებ შენ არ მოგწონს?იქნებ მახინჯია? -არ არის.-გაეღიმა უნებურად.-ასეთია?ასეთია ის გრძნობა? -რომელი?-წარბები ეშმაკურად აათამაშა. -არ ვიცი,ბიჭის სანახავად რომ გადიან და ნერვიულობენ. -უბრალოდ ბიჭის გამო ასე არ ნერვიულობენ.-თვალი ჩაუკრა მეგობარს და ინტერნეტში ძრომა დაიწყო.საწოლზე დაეცა ნილა.უჩვეულოდ ბედნიერი,მაგრამ თან ანერვიულებული.არ იცოდა რა იქნებოდა... სულელივით ეღიმებოდა ბარათელს.ცხოვრებაში პირველად მოუნდა რაღაც ასე ძალიან და მალე მიაღწევდა კიდეც.სიგიჟემდე უნდოდა მისი ნახვა.მის გვერდით ყოფნა,თუნდაც იმ ნახევარი საათით,რომელსაც გოგონა დაპირდა.მართლაც დაიბრუნა და მის სანახავადაც მიდიოდა.საკუთარი თავით ამაყი იყო ბარათელი... *** „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია, მომენატრა მზე სინათლის მფენი, მომენატრა ზღვა, რომელიც შორია. მომაგებე შენ იგივე პალმა, სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი, მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან.“ ოცნებად ჰქონდა ქცეული,მაგრამ არ გაბედავდა არასდროს.მისი პატარა საქართველო იყო საზღვარს იქითაც,მაგრამ არ უნდოდა აქამდე ასე ძლიერად.სახლიდან წამოსვლისას გაკვირვებულმა გადახედა კორპუსიდან გამოსულს ბერდომ.არავინ გამოაცილა.უბრაზდებოდა ყველა...უპატრონოდ მიდიოდა უცხო,მაგრამ თან ძალიან ნაცნობ მიწაზე და გული ერთდროულად სიხარულითა და მწუხარებით ევსებოდა. იმახსოვრებდა გზად ყველაფერს,რაც კანონიერი იყო ამ წამს მისთვის.თავადაც არ იცოდა რა დახვდებოდა ხიდის იქეთ.იცოდა ძალიან ეტკინებოდა და ისიც იცოდა შეიძლება ენანა კიდეც,მაგრამ სიტყვა ნათქვამი ჰქონდა,აუცილებლად წავიდოდა. ზუგდიდიდან ენგურის ხიდამდე დაახლოებით 20 წუთი სჭირდებოდა.თვალი გააყოლა ქუჩებს.ხეებს,მინდვრებს...საერთოდ ყველაფერს.თითქოს უკანასკნელად ხედავდა...სამ თვეში დაბრუნდებოდა.ეს სევდა რატომ იპყრობდა თავადაც ვერ იგებდა... -ფული გადაახურდავე?-გადმოხედა ბერდომ. -ჰო. -ჩვენებური ბარათებით გადახდა ჭირს,მაგრამ თუ რამე იცი ჩემი ნომერი და დაგეხმარები.-გაუღიმა სალომემ.-ნერვიულობ? -უცნაური შეგრძნებაა... -არაფერია,შეგვამოწმებენ და კონტროლის მერე ჩათვალე საქართველოა. -ნეტავ მართლა ასე იყოს.-დანანებით გააქნია თავი და მანქანიდან გადავიდა. -პირადობა,პასპორტი,საბუთები... -მაქვს ყველაფერი. -სახლს დაგახვედრებენ,მანქანას პაპამისი იქირავებს და... -ვიცი,ვიცი.-მხარზე დაჰკრა მეგობარს ხელი.-მადლობა მართლა,ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ვალს. -მადლობა ქორწილში დაპატიჟებით გადაგვიხადე.-გაეღიმა სალომეს.ქმარს ჩაეხუტა და ის იყო წასასვლელად შებრუნებას აპირებდა რომ არ მისცა უფლება ბერდომ. -რაიყო? -ჯერ არა,მოიცა.-გზას გახედა ჯიუტად. -ბერდო.-მიეფერა სალომე სახეზე.-რას ამბობ?მეორე მხარეს უკვე გველოდებიან ჩემები. -ვიცი,მაგრამ მოიცა.-ნაზად აკოცა შუბლზე.თეთრი პრიუსიც გამოჩნდა და მიხვდა მოასწრო.გაკვირვებულები მისჩერებოდნენ გზას.კაცმა რაღაც ფურცლები ამოაძვრინა მანქანიდან. -ამას აქ რა უნდა?-გაკვირვებული მიაჩერდა მანქანიდან გადმოსულ ლაზარეს,რომელმაც შორიდან აუწია ხელი ყველას და საბარგულიდან ჩემოდანი გადმოათრია. -ხომ იცი,უშენოდ ყოფნა არ უყვარს.-ჩაეცინა და თბილად გადაეხვია მეგობარს. -წავედით? -შენ სად მოდიხარ?-გაიკვირვა ოტიამ. -ოტი,შენ უჩემოდ აფხაზეთში ვერ გადარჩები.-კეფაში წამოარტყა მეგობარს და პირველი თვითონ დაიძრა საკონტროლო პუნქტისკენ.უცნაური შეგრძნებაა,თითქოს იქ მომუშავე ხალხიც კი სხვანაირად გიყურებს.უცნაურად მოგშტერებიან და თითქოს შენგან თავის მართლებასაც კი ელიან.რატომ მიდიხარ?თავადაც ვერ გაგიგია მიზეზი,მათ რას ეტყვი? ენგურის ხიდს გაუყვნენ ფეხით.ხმაურით მიათრევდნენ ბიჭები ჩემოდნებს.მხოლოდ ხელჩანთა ეკავა სალომეს.წინ მიუძღვოდა ორივეს.თავად იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა.საით უნდა წასულიყო...დაბნეულებმა გადახედეს ბიჭებმა ერთმანეთს.ვერ იჯერებდნენ... ენგური გადალახეს... „და თუ ოდესმე დაბრუნება გაგვიბედნია, ხალხს გადასძახე,სიხარულით ატირდებიან.“ მეორე მხარესაც შეაჩერეს,მოსთხოვეს ყველა დოკუმენტი,რომელიც ადგილზე ჰქონდათ.დაკვირვებით გადახედა ქალმა ყველაფერს.ჩაეკითხა ვიზიტის მიზეზსა და დასარჩენ ადგილს.მომზადებული ჰქონდა ყველაფერი.გაიარეს ვიწრო დერეფანი,რკინის ღობით შემოსაზღვრული და აი ისიც... Аԥсны Аҳәынҭқарра-კიდევ ერთხელ გადაიკითხა, დიდი ასოებით მწვანე აბრაზე დატანილი,მასთან ერთად რუსული და ინგლისური წარწერა დაეტანათ ზედ,არცერთი ქართული...ზიზღით აევსო გული ოტიას,მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ყელში რაღაც გაეჩხირა ბარათელს.სხვანაირად დაიწყო სუნთქვა. თითოს მის ორგანიზმში იცვლებოდა ყველაფერი.თითქოს საერთოდ სხვა ადგილას იყო... -ჩემო ანგელოზო.-დაიწყო მოხუცმა რუსულად და გადაეხვია შვილიშვილს.ხელი ჩამოართვა ბიჭებს სოსომ.რუსული სალამი უთხრა ორივეს. -აქ ასე ჯობია.-თვალი ჩაუკრა სალომემ ორივეს და ოჯახი გააცნო.თბილად მიიღეს ბიჭები.ორივეს ესიამოვნა ქართველების ნახვა.უცხო იყო მათთვისაც ქართველი სტუმრები.ისედაც დაიჩემეს ჩვენთან დარჩნენო,მაგრამ იუარა ოტიამ და სხვა გზა არ ჰქონდა,სახლი უნახეს,სადაც დარჩებოდა. ახლა უკან წასასვლელი გზა რომ გაეხსნათ ბიჭებისთვის სირბილით წავიდოდნენ უკან.ნაომარს ჰგავდა იქაურობა.მერე რა რომ ლამაზი მთები და ბუნება იწონებდა თავს მათ წინ.ყველაფერს ეტყობოდა თითქოს რუსების ხელი.გახედავ და ატყობ იმ ფერწასულ ქალაქს,როგორ აკლია ქართული ხელი. თითქოს არ გაუგონია არცერთი სიტყვა,რაც მოხუცებმა თქვეს.სალომეს ეკითხებოდნენ თბილისურ ამბებს,ბიჭებს თითქოს აცდიდნენ ყველაფრის გაგებას,ხედით ტკბობას.ეს ხომ იშვიათი ფუფუნება იყო მათთვის. „Гал“-ალბათ ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს ყველა ქართველი,რომ ეს სიბინძურე უემოციოდ ნახოს.გარუსებულ საქართველოს უყუროს და ის მძიმე ჰაერი ისუნთქოს,რომელიც მოგონებებს ჯერ ისევ ხმამაღლა ჰყვირის... როდის უნდა დავნებდეთ? ნუთუ ასეთი ლაჩრები ვართ? ყვირილს მოგანდომებს ამ ყველაფრის ნახვა,სისხლს აგიდუღებს და შინაგანად ყველა ორგანოს აგატკიებს.არა ამ ძველი ქუჩების ყურება მოკლავდა ბარათელს.იმ საგანძურის ყურება ხალხი რომ საუბრობდა და ახლა თავისი თვალით უყურებდა. -იქნებ სოხუმი უკეთესი იყოს.-იმედიანად ამოთქვა და თავი საზურგეს მიაყრდნო. არ უნდოდა ასეთი საქართველოს დაჯერება. არ უნდოდა ასეთად დამახსოვრება და ალბათ ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა კითხვა. ნუთუ ორივე მხარეს საქართველოა? -კარგად ხარ?-ღიმილით გადმოხედა სალომემ. -ეს რა ჯანდაბაა საერთოდ? -ხომ გინდოდა აფხაზეთის ნახვა,ეს დარჩა შენი აფხაზეთისგან. -რამ მოგიყვანა აქ შვილო?-ჩაეკითხა მოხუცი.-აქ არ მოდიან ახალგაზრდები. -სიყვარულმა მოიყვანა.-მის მაგივრად უპასუხა ლაზარემ.-აფხაზი გოგო უნდა წაიყვანოს. -ნუთუ?!-ჩაეცინა კაცს.-გატანენ? -არ გამატანენ?-გადახედა კაცს. -ქართველ კაცს აფხაზებმა ქალი გაატანონ?-წარბები შეკრა.-არ არსებობს. -რატომ? -ისტორია არ იცი თუ ვერ მიხვდი რატომ მოგიწია ამდენი კონტროლის გავლა საზღვარზე?-ეუცნაურა კაცს მისი კითხვა.-აქ არ უყვართ ქართველები.არც ღიმილით მიგიღებენ.საქართველოში რუსებს რომ ელაქუცებიან აქაოდა ფული დავცინცლოთო ეგრე კი არ არის,გაიგებენ ქართველი ხარ და კარსაც მოგიხურავენ,მერე ჭირსაც წაუღიხარ. -ჩვენ რომ არ გვძულს აფხაზები? -შეგძულდება.-დანანებით გააქნია თავი კაცმა.-გაიცნობ და შეგძულდება ბიჭო.ჭკუით იყავი და თავს არაფერი მოსწიო.რუსობა დაიბრალე,უფრო მიგიღებენ. -მივხედავ ამას მე.-გაეცინა ლაზარეს.-რთულია აქ ცხოვრება სოსო პაპა? -რთულია.-ამოიოხრა.-ჩემი ანგელოზი თუ ჩამოდის უფრო მარტივიახოლმე.-მიეფერა სალომეს.-ამისი ქმარი ვერ ჩამოვიყვანე,მაგრამ...ეჰ რთულია აქ ცხოვრება.რთულია სოხუმის ყურება,თითქოს ისევ დაცემულია. -არის კიდეც.რუსების წინ მოიხარეს ქედი.-ჩააკერა სიტყვა ოტიამ. -მომისმინე შვილო.-სარკიდან გადახედა.-აქ არ დაიწყო ეგ ყველაფერი,ვერავის მოერევი და ჩაგსვამენ.არ ილაპარაკო,რაც არ გეხება.ნუ წამოეკიდები ნურავის.ნუ ათქმევინებ შენზე ზედმეტს და ნუ ჩაიგდებ ხიფათში ძალით თავს.გახსოვდეს აქ არ არის შენი მიწა,ხიდს იქით რაც გინდა ის აკეთე,მაგრამ აქეთ...აქეთ სხვა საქართველოა ბიჭო. -აფხაზებს ხომ მოჰყავთ ქართველი ქალები ცოლად? -რუსები უფრო,მაგრამ არის ეგეთი შემთხვევებიც. -ქალს რატომ არ ატანენ? -კაცს მეტი უფლება აქვს,იმას აკეთებს რაც უნდა,ქალს მამის რიდი აქვს და ვერც გაბედავს ქართველისკენ გახედვას.თან ქალი მარტივად სამართავი, დასამორჩილებელია...სიყვარულის გამო ბევრს თმობენ ქალები.კაცები უტეხები არიან,ყველას თავისი გვარის გაგრძელება უნდა,თავის საქართველოში და აქედან ქალის წაყვანას ეხუმრები?უკან გამოგყვება უცნობი თუ ნაცნობი,არ გაგატანენ.სულელი ხარ თუ ქალის გამო ჩამოხვედი. -პაპა!-თვალები დაუბრიალა სალომემ. -თქვას,შეეშვი.-გაეცინა ბარათელს.-იქნებ არც მიღირს მისი წაყვანა. -არ შეიყვარო აქაური არავინ,გაგიჭირდება.-უცებ მოულბა ხმა.-გახსოვდეს საიდან მოდიხარ და გახსოვდეს სულ რომ ეს არ არის შენი საქართველო. -მახსოვს.-თავი დაუქნია კაცს.უსიამოვნოდ გასცრა ტანში.რისთვის ჩამოვიდა? არაფერი იქნებოდა თბილისურად,ქართულად... გრძნობა ყელში მოწოლილ ემოციებს. გული რომ გამალებით უძგერდა... დარჩა აფხაზეთი დაჩოქილი,მხოლოდ ამას ფიქრობდა ბარათელი... “Cуxум“-აქამდეც მოაღწიეს. სოხუმის პირველად დანახვისას ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს ზღვა და ქალაქი ერთად ესალმება.პალმებით გაფორმებული ქუჩები, ზღვის სურნელი და თბილი ჰაერი განსაკუთრებულ სიმშვიდეს ქმნის. ყველაფერი იმდენად ბუნებრივი და ლამაზია, რომ ქალაქი მაშინვე გულში რჩება.ასე დაემართა ბარათელს.ვერ შეიზიზღა.ღიმილით უყურებდა ყველაფერს და მიუხედავად იმისა,რომ ბათუმივით თანამედროვე ქალაქი არ იყო,სილამაზე ამას უფრო მეტი ჰქონდა,ან უბრალოდ მას მოეჩვენა ასე... მანქანა რამდენიმე სახლის წინ შეუჩერა.წინასწარ იყო არჩეული და ხალხიც ბევრად უფრო მეგობრული იყო.ჰოსტელის მეორე სართული,თავისი 3 საძინებლით,სამზარეულოთი და სველი წერტილებით მათ განკარგულებაში იყო.აფხაზური საუბარი გაუბა დაცვას სოსომ.კმაყოფილმა გადახედა ბიჭებს და საბარგულიდან ჩემოდნები ამოიღო. -თუ რამე ეგრევე მირეკავ გესმის?-თბილად გადაეხვია გოგონა.-მყავს აქ ნაცნობები,პრობლემა თუ შეგექმნება მოგხედავენ. -მადლობა სალომე,ყველაფრისთვის.-თავზე აკოცა გოგონას. -ეს მანქანის გასაღები,საბუთები შიგ დევს ყველაფრის.-თავით ანიშნა შავ BMW-ზე, მადლობა გადაუხადა,მოხუცებს დაემშვიდობა და დაცვას უკან მიჰყვა.ფული წინასწარ გადაიხადა საიტზე,ამიტომაც პირდაპირ მისცა გასაღები ბიჭებს და მეორე სართულზე ასულებს ოთახში შეუძღვა.ზღვის ხედი იშლებოდა იქიდანვე.დიდი მისაღები და ყველა საძინებელს თავისი აივანი ჰქონდა.ყველაფერი იდეალურად იყო. ესეც მათი აფხაზური თავგადასავალი... პირველი ფოტოც გაუგზავნა გოგონას.აცნობა მისი სოხუმში ყოფნა.ყველაფერი კარგად მიდიოდა... -კეთილი იყოს შენი ფეხი აფხაზეთის მიწაზე.-მალევე დაუბრუნა პასუხი ნილამ.თავისი ოთახიდან გაუგზავნა ფოტო.ისევ ერთ ზღვას გასცქეროდნენ,ამჯერად საღვრის ერთი მხრიდან... -მართლა ჩამოვიდა.-სიხარულისგან თვალები ცრემლებით აევსო.ხვალ ნახავდა.შეხვდებოდა იმ ადამიანს ერთი წელია მოსვენება რომ დაუკარგა.შუძლებელია ასეთი რამ,მაგრამ მას დაემართა...უცნაურად გრძნობდა თავს და ასევე უცნაურად სწრაფად სცემდა მისი გული. -რას ჩაიცვამ?-ჩაეკითხა აინა.-ტანსაცმელზე,თმაზე,მაკიაჟზე იფიქრე. -ღმერთო...-თავი ხელებში ჩარგო.გონებაში გადაავლო თვალი კარადას.-ერთი თეთრი სარაფანი მაქვს,არ მცმია ჯერ და...-კარადა გამოაღო,დაანახა გოგონას. -ეს რა არის ნილა?-აღშფოთება ვერ დამალა.-ფეხის თითიც კი არ გამოგიჩნდება ისეთი გრძელია. -ქართველი კაცები სხვანაირები არიან,ცოტა მორიდებული და ნორმალური ქალები უყვართ.-წამოროშა გაუაზრებლად. -რაო?-ჩაიფხუკუნა მაშინვე.-შენ ახლა მის გამო კოჭამდე ტანსაცმლით კი არ იარო.გამოაჩინე შენი რუსული ფეხები,წვრილი წელი,ლამაზი მკერდი.-დაუწყო ჩამოთვლა. -ოო,აინა გეყოს.-დაიმორცხვა უცებ.-ეს? -ეს ჩაიცვი.-წითელი სარაფანი გამოსწია,წელზე კორსეტი ჰქონდა,ამიტომ კარგად გამოაჩენდა მის გამოყვანილ ფორმებს. -ზედმეტი არ იქნება?ვერა.-გააქნია თავი.-შორტი და მაისური? -ნილა ნუ სოფლელობ გეხვეწები.-შეწუხდა ძალიან.-ეს ლურჯი? -შეიძლება.-მხრები აიჩეჩა.ლამის დილამდე კარადაში იყო შეყუჟული... *** -რას აპირებ აბა?-როგორც იქნა ჭამა და სული მოითქვა ლაზარემ. -გამთენიისას უნდა ვნახო,ლოკაცია გამომიგზავნა. -თუ მჯეროდეს ის ყველაფერი რასაც აკეთებ...-ჩაეცინა მაინც.-მაგარი ნებისყოფა გქონია,ერთი წელი მისი ხმაც არ გაგიგონია,მერე აქ ჩამოაკითხე. -დავურეკე და ველაპარაკე,მჯერა მე მისი. -როდის? -აი შენ რომ გამიჭედე იმ საღამოს...მზად არის ჩემს სანახავად. -ერთი წელი დასჭირდა შენს ნახვას,ალბათ ათი წელი დასჭირდება ფეხების გაშლას და... -ლაზარე!-კბილებში გამოსცრა მაშინვე.ჭამა შეწყვიტა ბარათელმა.მაგიდაზე დადო დანა-ჩანგალი და მიაჩერდა მის წინ მჯდომ მეგობარს.-მილიონჯერ აგიხსენი,ნუ საუბრობ მასზე ასე,არ იცნობ,არაფერი იცი...გეყოფა და ნუ მაძლევ მიზეზს რომ გეჩხუბო.მესმის არ მოგწონს,მაგრამ თავი დაანებე ასეთი რთულია? -კარგი ჰო.-დანებების ნიშნად ხელები ასწია.-უბრალოდ გამოწმებ,მაინტერესებს რას გრძნობ,რას ელი მისგან... -არაფერს ველი ისეთს,რასაც შენ ფიქრობ.-მკვახედ მიახალა.-უბრალოდ მინდა ვნახო და დაველაპარაკო.რთულია დაჯერება? -კარგი ოტი,რადგან ასე ამბობ,ასე იყოს.-დაუქნია თავი.-რას იცვამ? -ზედმეტად ქალური კითხვა ხომ არ არის?-სიცილი ვერ შეიკავა. -მიდი მაჩვენე.მაგარი ტიპის შთაბეჭდილება უნდა დატოვო.-წამოვარდა ფეხზე და ჩემოდანი გახსნა. -ცისფერ ჯინსს და თეთრ პერანგს ვიცვამ. -აქ რა ბიზნეს შეხვედრებისთვის ჩამოხვედი?ჰალსტუხი რად გინდოდა შე*ემა?-ლამის გაიგუდა ლაზარე. -ახლა ისეთს შემოგკრავ!-დაემუქრა მაშინვე.-გამეცალე აქედან. -მანქანაც კარგ ვიდზეა,შენც არაგიშავს.გამოდგება რა.-შეათვალიერა ბოლოს.ორი ღილი გაეხსნა პერანგის,მოუჩანდა ყელზე დამაგრებული ოქროს ჯვარი.დაბალი წვერი ჰქონდა,მარცხენა ხელზე ტატუებიც მოუჩანდა.ზურგზე აღარაფერს ვამბობ.მილიონჯერ დადგა სარკის წინ.-კაი ტო,რამდენ პაემანზე ყოფილხარ და რამდენ ქალთან ყოფილხარ,არასოდეს მინახავს სარკის წინ გეტრიალოს ამდენი,თავბრუ დამეხვა უკვე. -პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია!-დაუბრიალა თვალები მეგობარს და მაჯაზე საათიც დაიმაგრა.-სახლში იქნები შენ? -ჰო,მაგრამ არ გამაღვიძო.დაღლილი ვარ ისედაც,მერე მომიყევი როგორ ნახეთ მზის ჩასვლა.-სიცილს ვერ იკავებდა.-წადი ახლა.ადრე მიდი,ცოტა მაგარი ტიპი იყავი. -ყვავილები!-დაჰკრა თავში მაშინვე.-მაგის ყიდვა დამავიწყდა. -უნდა? -პირველ პაემანზე მიაქვთ ნორმალურ კაცებს.ფუ რა სი*ი ვარ.-მძიმედ მიაყრდნო შუბლი კედელს. -კაი ნუ დაიწყე პანიკები.-ჩაეცინა მაშინვე.-აჰა შენ ყვავილები.-ოთახიდან გამოუტანა თეთრი ვარდების თაიგული. -საიდან მოათრიე? -სანამ შხაპს იღებდი და წვერს იმოკლებდი გავისეირნე.-გაიცინა კაცმა.-მიდი წადი ახლა. -გავგიჟდები მალე.-ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი.-ჯიგარიხარ ძმაო. -კიდევ კარგი გამოგყევი.-თვალი ჩაუკრა და კიბეებზე მიმავალს თვალი გააყოლა.-ეგ სუნამო მეც უნდა ჩამომიტანო მილანიდან,მაგარი რამეა.-სიცილით მიაყოლა და დამშვიდებული გულით დაუბრუნდა საძინებელს... *** დაიყოლია ნილამ მამა მზის ამოსვლის ყურებაზე.ორი დაცვის წევრი გაჰყვებოდა,როგორც ყოველთვის,მაგრამ შენობაში არ შევიდოდნენ.დანგრეული იყო ისედაც,ბოლო სართულიდან გასცქეროდახოლმე ზღვას,დაცვა შორიახლოს ელოდა ყოველთვის.შორს გააჩერებინა მანქანა და იქვე დაელოდა როდის მივიდოდა ოტია შენობასთან.გზის მეორე მხრიდან უყურებდა.ისე რომ თავად ვერ დაინახავდა.უნდოდა ჯერ თავად ენახა.თვალი შეევლო მისთვის და მერე მისულიყო.ძლიერად უჭერდა ხელს აინას და გაფაციცებით აშტერდებოდა შესასვლელს.ნახევარი საათით ადრე მივიდა,ამიტომ არც ელოდა რომ ასე უცებ მივიდოდა.მოთმინებით დაელოდა მის მოსვლას და აი ისიც... 20 წუთით ადრე გაჩერდა შავი მანქანა.ვერ არჩევდა მის სილუეტს,კიდევ უფრო დაიძაბა,კარგად გადაიხარა რომ დაენახა და შენიშნა კიდეც.გადავიდა მანქანიდან ბარათელი.მთელი თავისი ხიბლით გაიშალა ნილას წინ მისი სხეული.აინასაც ყველა ეჭვი გაუქრა.არც მოხუცი იყო,არც მახინჯი.პირიქით ძალიან ათლეტური და სიმპათიურიც კი ეჩვენა. -ის არის...-დაიჩურჩულა აკანკალებულმა.-ღმერთო... -ჩემი ყველა ცუდი სიტყვა უკან მიმაქვს,გაყევი ცოლად.-ლამის ხტუნვა დაიწყო გოგონამ. -ღმერთო აინა,როგორი სხვანაირია... -არ მოგწონს? -როგორი მამაკაცურია და რაღაცნაირი.-სახეზე ჩამოისვა ხელი.ერთიანად გააკანკალა. -გეშინია? -რა მიაქვს?-მანქანიდან გადმოღებულ ვარდებს გადახედა გოგონამ. -ყვავილები მოგიტანა...-ჩაეღიმა აინას.-არა აფხაზი იზამდა... -აინა...მოვკვდები ახლა... -დამშვიდდი,კარგად არის ყველაფერი...ღმერთო რა საყვარელი ტიპია ნახე. -აინა...ვერ შევძლებ.-დაეყრდნო მეგობარს.-არ შემიძლია. -ნილა...რა გჭირს?-შეშინებულმა გახედა მეგობარს.-რა იყო? -არ მოვეწონები...არ ვარ ლამაზად,მაკიაჟი არ მაქვს და სულელური კაბა მაცვია...ის წითელი უნდა ჩამეცვა,ტუშიც რომ წამესვა... -ნილა ულამაზესი ხარ.არ აქვს აზრი რა გაცვია და რა არ გისვია,დამიჯერე ძალიან ლამაზი ხარ... -გთხოვ,არა...ვერ შევძლებ.-ლამის პანიკური შეტევა დაემართა იქვე. -მოვიდა და გელოდება ნი...არ ნახავ?-მიეფერა სახეზე. -ვერ შევძლებ... ავიდა ბოლო სართულზე როგორც შეთანხმდნენ.მოთმინებით ელოდა როდის აივლიდა იმ კიბეებს მისთვის უცნობი გოგონაც.როდის შეძლებდა მის ნახვას და მისთვის თვალებში ყურებას.უცნაური გრძნობა ჰქონდა,ნერვიულობდა... -„გელოდები.“-გაუგზავნა შეტყობინება გოგონას და ფოტოც მიაყოლა შენობიდან. დილის ხუთის ნახევარი სრულდებოდა და მზეც ნელ-ნელა იწყებდა ამოსვლას... პასუხი არ დაურბუნებია. ათი წუთი გადასცდა დროს. ნელ-ნელა ეფინებოდა შავი ღვის ზედაპირს ოქროსფერი სხივები. ქალაქსაც იხსნიდა უკუნითი სიბნელისგან. საათს ნერვიულად დახედა. შეტყობინებაც კი არ გაუხსნია... ოცი წუთიც გავიდა. -„ნილა,ყველაფერი რიგზზეა?“-მიაყოლა მეორეც.გულმა ცუდი უგრძნო მაშინვე.არც ამაზე გაუცია პასუხი. ნახევარი საათი და მისი მოთმინების ფიალაც აივსო თითქმის. -ჯანდაბა.-უხეშად მიჰკრა წიხლი იქვე დაყრილ აგურების გროვას.-რა სულელი ხარ ოტია...-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-რა თქმა უნდა,არ მოვა! ალბათ ასე გამოყენებულად და ცუდად არასოდეს უგრძვნია თავი.ლამის მთელი ხმით იღრიალა.ახლა ნუღარც მოვიდოდა,ისეთი გაბრაზებული იყო ნამდვილად აწყენინებდა. რამდენიმე ღერი მოწია.განათდა ქალაქი და თითქოს ახლა უფრო სულელად იგრძნო თავი.სირბილით ჩაიარა კიბეები.გავარდა ქუჩაში და გეზი პირდაპირ მანქანისკენ აიღო.ნაგვის ურნაში მოისროლა ყვავილები,საკმაოდ უხეშად და მანქანის კაპოტს დაეყრდნო მუშტებით. -ამის დედაც!-გაეცინა საკუთარ თავზე და გამოაღო მანქანის კარი.სულაც არ იყო სასაცილო.მოიმარჯვა მობილური.უკანასკნელ შეტყობინებას სწერდა გოგონას. -„თუ მაინც ჩემს გადაგდებას აპირებდი ძილი რიღასთვის დამიფრთხე?მზის ამოსვლას ბათუმშიც ვუყურებდი რომ მდომოდა.ზედმეტად ბავშვური საქციელია და მე მართლა მეყო შენი ხუშტურები ნილა,ნახვამდის.“-მაშინვე დაძრა მანქანა და გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო... -წავიდა.-აქვითინდა მეგობრის მხარზე.-ღმერთო რატომ ვარ ასეთი სულელი... -ნილა რა გჭირს?ერთი საათი გელოდა,აქ იყო,შენს წინ...რატომ არ ნახე? -არ ვიცი.მომერიდა,შემრცხვა,ვნერვიულობ...ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია ხომ იცი...-აგრძელებდა ტირილს.ძლივს გადაიკითხა მისი შეტყობინებაც. -„მაპატიე,აგიხსნი.“-გაუგზავნა მაშინვე,მაგრამ აღარ დაუბრუნა პასუხი.-მართლა ძალიან ვწუხვარ ოტია,არ მინდოდა ასე გამოსულიყო,მაპატიე... -დაგაგვიანდა აწი არა?-შეუღრინა მეგობარს და მანქანაში ტირილით ჩასვა.ბარათელს პასუხის დაბრუნების სურვილიც კი აღარ ჰქონდა... -„ოტია გთხოვ,დამელაპარაკე და აგიხსნი...“-ისევ არ ისმოდა მისგან პასუხი.სახლში მისული პირდაპირ ოთახში ავიდა.ისევ შეათვალიერა სარკის წინ საკუთარი თავი.ლამაზი იყო ძალიან,რატომ დაპანიკდა ასე? -„დავიღალე ნილა,ნუ ამიხსნი.“-დაუბრუნა პასუხი.მისი ცივი ტონი მესიჯის მიღმაც კი გაიგონა. -დაურეკე და უთხარი. -რა ვუთხრა? -სთხოვე საღამოს შეგხვდეს,დამამშვიდებელს დაგალევინებ და ძალით გაგაგდებ,რომ ნახო. -გაბრაზებულია. -ამიტომაც უნდა აუხსნა ახლავე,მიდი.-თავადვე დააჭირა დარეკვის ღილაკს.მისდა გასაკვირად უპასუხა კაცმა. -გისმენ. -ოტია...მაპატიე რა... -რა გინდა ნილა?-ისეთი ცივი და უხეში ხმა ჰქონდა,კიდევ უფრო უმატა ტირილს. -არ მინდოდა ასე,ცუდად გამოვიდა ვიცი... -ცუდად არა,საშინლად გამოვიდა.სასაცილო იყო ალბათ,გაერთე? -ნუ მელაპარაკები ასე,გთხოვ. -მითხარი რა გინდა და ვთიშავ,მორჩა...მეც მაქვს ნერვები ნილა. -მაპატიე,აგიხსნი ყველაფერს,ოღონდ ერთი შანსი მომეცი. -ძალიან დაგვიანდა. -გთხოვ,საღამოს 8-ზე შევხვდეთ იგივე ადგილას,აგიხსნი ყველაფერს...მხოლოდ ამ ერთხელ...ვიცი ცუდად გამოვიდა... -აღარ ვაპირებ ამ სისულელეების მოსმენას,ჩამოვედი,ერთი საათი გელოდე და შენ არ მოხვედი,დამცინი?ბავშვი არ ვარ და არც ეგ იყო სახალისო,კარგად იყავი ნილა. -ძალიან გთხოვ...-ზარი დასრულდა.იცოდა აღარ ჰქონდა ამ საუბარს აზრი.ტანსაცმლითვე ემბრიონის ფორმაში დაწვა და უხმოდ ატირდა მეგობრის მკლავებში... საშინლად გაბრაზდა ბარათელი.ნუთუ მართლა მოატყუეს,ასეთი სულელი იყო?საწოლზე უაზროდ წრიალებდა.ვერ ისვენებდა.ასე აწყენინა და მაინც ვერ აიტანა მისი ცრემლები.ცუდად იგრძნო თავი.მასთან უხეშად ლაპარაკიც გაუჭირდა... დაათენდა სოხუმს.ახალი დღე დაიწყო.პირველი ღამე უცხო მიწაზე და ცუდი მოგონება მაშინვე.ალბათ ძალიან მალე დატოვებდა აქაურობას.იტალიაში წავიდოდა და იმ სასტუმროს ჩაიბარებდა ბერდო რომ სთხოვდა... *** -ძლივს არ გაიღვიძე?-ღიმილით დახვდა მისაღებში ლაზარე.-მოყევი აბა,როგორი იყო?მოგეწონა?ლამაზი გოგოა?ამოღერღე. -არ მოვიდა.-მშვიდად თქვა და ყავის მადუღარა ჩართო.ლამის ყბა დაუვარდა იატაკზე ბიჭს. -რა? -არ დაიწყო,ვიცი რომ მარიგებდი,ვიცი რომ მითხარი და არ უნდა ჩამოვსულიყავი,კმაყოფილი ხარ?-შეუღრინა მეგობარს. -არ მოვიდაო ეგ თქვი მართლა? -ლაზარე! -იქნებ რამე დაემართა. -ტირილით დამირეკა,მაგრამ აზრი?მაგარი დებილი ვარ,სად მიდიხარ შვილო,რა აფხაზეთი.ათასი გოგო დადის თბილისში.ზედმეტი საუბარი არ დამჭირდება,ლიკას რომ ვუთხრა ცოლად გამომყვება დღესვე. -ბუღალტერი? -ჰო. -მაგრად არ მევასება ეგ გოგო,ოღონდ ეგ არ მოათრიო.-დამწუხრებულმა შეხედა მეგობარს.-არადა რა ვიდზე იყავი.გოგო რომ ვყოფილიყავი მოგცემდი. -შემეშვი,თორემ გცემ.-დანა მოუღერა მაშინვე.-როდის წავიდეთ საქართველოში? -რაიყო,გეჩქარება? -რისთვისაც ჩამოვედი არ გამოვიდა,ვნახოთ სოხუმი და წავიდეთ.-ყავა მოსვა და სიგარეტს გაუკიდა.თავი უსკდებოდა. -იქნებ... -არ გინდა,ვიცი რასაც ფიქრობ,იდიოტი ვარ და ყველაფერი მსგავსი,მოვრჩეთ კარგი? -გირეკავენ.-მობილური გადააწოდა,არც დაუხედავს ისე. -ეს ვინღაა...-გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.-აინა ახუბა,იკითხებოდა ეკრანზე.-გისმენთ.-მშვიდი ტონით უპასუხა.რუსულის მოსმენაზე ყურები ცქვიტა ლაზარემ. -გამარჯობა ოტია,გთხოვ არ გამითიშო,ნილას მეგობარი ვარ. -აჰა...-ლაზარეს მობილური გამოართვა მაშინვე და მისი ექაუნთი მოძებნა.ნამდვილი იყო... -გთხოვ ნილას ნუ უბრაზდები,ვიცი ცუდად მოიქცა,მაგრამ... -მაგრამ არაფერი,ცუდად მოიქცა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი.ნახვამდის. -იქ ვიყავით.-სანამ გაუთიშავდა მანამ მიახალა.-გნახეთ...თეთრი პერანგი და ლურჯი ჯინსი გეცვა.თეთრი ვარდები გქონდა ნაყიდი... -რა? -ვიცი ცუდად გამოვიდა.როცა მოხვედი დაპანიკდა,უცნაურად იგრძნო თავი და შეეშინდა.ამიტომაც არ მოვიდა.არ იფიქრო რომ შენი ნახვა არ უნდოდა,უბრალოდ თავს ვერ მოერია,ემოციებმა დაჯაბნა. -იქ იყავით?იქ იყო და არ მოვიდა?-მეორე ღერს გაუკიდა. -გთხოვ ერთი შანსი მიეცი.დღეს აუცილებლად მოვიყვან.ძალით გამოვაგდებ.ვაიძულებ,რომ მოვიდეს,ოღონდ ერთი შანსი მიეცი. -აინა არა?-კიდევ ერთხელ გადაიკითხა მისი სახელი.-რატომ მეუბნები ამ ყველაფერს? -რადგან მთელი ღამე ტიროდა,ვიცი უნდა შენი ნახვა და ცუდად გრძნობს თავს.გთხოვ,მხოლოდ ამ ერთხელ,მიეცი უფლება გნახოს. -ჯანდაბა.-ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი.-იცის რომ მირეკავ? -არა,მაგრამ ვეტყვი!გთხოვ,დღეს რვა საათზე,იგივე ადგილას,მოვა მე გპირდები ამას...საკუთარ თავსაც არ გიმალავ ხომ ხედავ.-გაეღიმა მობილურს მიღმა.-მოვიყვან და დაგელოდებით. -იცოდე... -ვიცი და არ მოხდება.პირობას გაძლევ მოვიყვან... -კარგი.-დაჰყვა მის ნებას ბარათელი.თავადაც არ იცოდა რატომ,მაგრამ სჯეროდა მისი. -დიდი მადლობა,რვაზე იქ იქნება.-ლამის ტაში შემოჰკრა.-ნახვამდის ოტია. -ნახვამდის.-ზარი დასრულდა და სრულ გაურვკევლობაში მყოფი ბარათელი მეგობარს მიაშტერდა. -ისევ მიდიხარ? -მგონი... -რომ მოგატყუოს? -ბოლო იქნება,მერე წავშლი მართლა ყველგან... -არ ხარ შენ ნორმალური ოტი.-მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს.-ესეც ლამაზია.-დაათვალიერა მისი ფეისბუქი. -გეყოფა.-ჩაეცინა ბარათელს და გონებაში ახალი ლუქიც ააწყო. *** ამჯერად შავებში გამოეწყო ბარათელი.ისევ შეიხსნა პერანგის ორი ღილი.მშვენივრად გამოიყურებოდა.წუნს ვერ უპოვნიდით.ის ნაიარევიც კი უხდებოდა თვალთან.ამჯერად ყვავილები არ წაუღია.იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული,რომ ნამდვილად მივიდოდა.ჯერ ისევ გაბრაზებული იყო და კიდევ ერთი გადაგდებული თაიგული სულ გადაიყვანდა ჭკუიდან. 20 წუთით ადრე მივიდა.აინას გაუგზავნა შეტყობინება და მანაც საპასუხოდ დაუბრუნა რომ გზაში იყვნენ...მართლაც ასე იყო.წამოაგდო მეგობარი ფეხზე და ის წითელი სარაფანი ჩააცვა.ტუში წაუსვა,წითელი კონტურიც გადაატარა მის ტუჩებს და ესეც თქვენი იდეალური ქალბატონი.დატრიალდა სარკის წინ.ძალიან ეშხიანი იყო... შორიდანვე შეამჩნიეს მისი მანქანა.ნერვიულობისგან ისევ აუკანკალდა სხეული,მაგრამ თითქოს დამამშვიდებელი მოქმედებდა,აღარ უჭირდა სუნთქვა. -იცოდე ეს ბოლო შანსია ნილა!-თვალებში ჩააცქერდა მეგობარს.-მიდი მასთან,ნახე...გახსოვდეს რომ ულამაზესი ხარ.-ლოყაზე ხმაურით აკოცა,თავად შენობის ქვემოთ დარჩა და გოგონა კიბეებზე აატარა. რამდენიმე ბლოკი ერთმანეთზე დაეწყო და ზედ ჩამომჯდარიყო კაცი.მესამე ღერს გაუკიდა უკვე.რვა საათი შესრულდებოდა ორ წუთში.ახლაც თუ გაეღადავა ვინმე ჰაერში ასწევდა ალბათ სოხუმს.იატაკს უაზროდ დასცქეროდა.ფეხით წინ და უკან ყრიდა კენჭებს.ფიქრებს მიეცა... -გამარჯობა ოტია.-მოესმა ის წკრიალა ხმა მობილურს მიღმა რომ იყო მხოლოდ მიჩვეული.ნელა ასწია თავი.ააყოლა მის ფეხებს მზერა და სახესთან შეაჩერა.თითები ერთმანეთში აეხლართა და მსუბუქად უღიმოდა ბიჭს. -ღმერთო რა ლამაზია.-პირველი ფიქრი იყო,რომელიც გონებაში გაივლო და მაშინვე მოისროლა სიგარეტი.ფეხზე წამოდგა.მასზე ერთი თავით იყო მაღალი.მის ფონზე კიდევ უფრო პატარა ტანის გამოჩნდა გოგონა. -ნილა...-ამოთქვა ძლივს.დაფარა მათ შორის მანძილი და წინ გადაუდგა.ზღვისფერი თვალებით შეჰყურებდა ბიჭს.თითქოს რცხვენოდა,ხან არიდებდა თვალებს,ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. -მაპატიე დილით რომ არ მოვედი.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და წამსვე იგრძნო ძლიერი ხელების მოხვევა წელზე.მთელი ძალით აიკრო სხეულზე ბარათელმა.ვერ იჯერებდა.ალბათ უფრო იმიტომ ჩაეხუტა,რომ მისი სინამდვილე ეგრძნო.მართლაც უცემდა გული,მისი სუნთქვა ესმოდა,თბილი იყო და ცოცხალი...ნამდვილი იყო...იმ საღამოს აფხაზეთის მზემ იხილა ორი სულის შეერთება.ორი სხეულის შეყრა და თითქოს რაღაც გატეხილის გამთლიანებაც... -მართლა აქ ხარ.-ყურთან უჩურჩულა და ნაზად შეუშვა ხელი.ლოყები აუწითლდა გოგონას.დაიმორცხვა... -აქ ვარ...-ამოიბურტყუნა ძლივს.თვალს არ აშორებდა მის წინ მდგომ კაცს.ახლა ბევრად უფრო სიმპათიურად მოეჩვენა. -რა ლამაზი ხარ ნილა.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია.დედის გენები აშკარად ჭარბობდა მასში. -მადლობა.-თბილად გაუღიმა ბიჭს,არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. -მოდი თავიდან დავიწყოთ.-ხელი გაუწოდა გოგონას.-ოტია ბარათელი. -ნილა არშბა.-შეაგება თავისი პატარა ხელი მისას.ეს რაღაც ახლის,ძალიან უცნაურის და რთულის დასაწყისი იქნებოდა... *** ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.თითქოს უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს და სულაც არ დარდობდნენ სხვა დანარჩენზე.ფეხს ნერვიულად ათამაშებდა გოგონა.ვერ უსწორებდა თვალს ბარათელს.აი თავად ოტიას მისი ყურების მეტი არაფერი გაუკეთებია... -მართლა არ მჯერა რომ აქ ხარ.-ამოილაპარაკა ძლივს. -ხომ დაგპირდი...არა უფრო „გემუქრებოდი“ ჩამოვალ და გიპოვნითქო.-გაეცინა საკუთარ სიტყვებზე.-როგორი ლამაზი ხარ ნილა.-ფრთხილად გადაუწია თმა სახიდან.ლამაზი სულისა და სხეულის კომბინაცია იყო ნამდვილად. -მადლობა.-დაიმორცხვა და აუწითლდა კიდევ ლოყები.-მაპატიე დილას რომ არ მოვედი,აქ ვიყავი,მაგრამ... -ვიცი.-ღიმილით გააწყვეტინა და მისი პატარა ხელები თავისაში მოიქცია.-მოეშვი,ნუ ნერვიულობ.-მაჯაზე შეახო ცერა თითი.მართლაც ნერვიულობდა... -უბრალოდ არ ვარ მიჩვეული და... -თან ჩუმად მხვდები სადღაც მიყრუებულ შენობაში.-დუმილი ჩამოწვა.ვერ ხვდებოდა საით უნდა წაეყვანა საუბარი.უყურებდა და ხვდებოდა როგორ ანერვიულებდა მის გვერდით ყოფნა.თან ცხადი იყო სციოდა.მოახურა მხრებზე ჟაკეტი,რომელიც საგულდაგულოდ მისთვის წაიღო. -მადლობა.-წამსვე გაუყარა მკლავები და მჭიდროდ შემოიკრა სხეულზე.ნამდვილად არ იყო კარგი აზრი ასე წასვლა.-სად იყავი ოტია?-ვერ შეიკავა თავი.უნდა სცოდნოდა. -დამიჭირეს.-მიუგო მოურიდებლად.დაპირებისამებრ აპირებდა ყველაფრის მოყოლას.-არ გამექცე ახლა.-იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული.თითებით ეფერებოდა ხელზე.-არაფერი დამიშავებია,ხომ იცი ქართული ამბები. -როდის? -შენს დაბადებისდღეზე. -შენ არ გითქვამს,რომ მანდ მიდიოდი.-წარბები შეკრა მაშინვე. -ჰო,რადგან ინერვიულებდი.სულ ნერვიულობდი.-გაეღიმა ბარათელს. -რატომ არ მითხარი? -რადგან ვიცი შენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.ვიფიქრე რომ ჩემთან საუბარს შეწყვეტდი. -ისედაც შევწყვიტე,გახსოვს? -მახსოვს ნილა,მაგიტომ ვზივარ ახლა აქ.-გაეღიმა ორივეს.-ყველა ჩემს გაჩერებას ცდილობდა,ვიღაც გატყუებს და არ მოვაო...მართლა არ მქონდა არაფრის იმედი,როცა ჩამოვედი.ახლა კი ჩემს წინ ზიხარ... -აინაც ამას ამბობდა.მითხრა იქნებ ვინმე ღიპიანი კაცია,უფროსი და შეშლილი,იქნებ შენთვის რაიმეს დაშავება უნდაო... -არასოდეს არ იფიქრო ეგ ჩემზე გესმის?-ფრთხილად შეახო ტუჩები მის ხელებს.-არაფერს დაგიშავებ,არასდროს... -როგორ ჩამოხვედი აქ?-უჩვეულოდ სიამოვნებდა მისგან ეს ყურადღება. -მეგობრის ოჯახმა გამიკეთა საბუთები. -და რის გაკეთებას აპირებ?-ამოწმებდა მართლა მისგამო ჩამოვიდა თუ არა,არადა იცოდა ამაზე პასუხი. -შენს ნახვას ვაპირებ კიდევ ძალიან ბევრჯერ.-ჩააცქერდა თვალებში.-მომცემ უფლებას? -იმსახურებ?! -ვიცით ორივემ,რომ ვიმსახურებ. -დავფიქრდები. -იცოდე გიპოვნი მაინც,გავიკითხავ შენზე და... -ოღონდ ეგ არა.-გააწყვეტინა მაშინვე.-გთხოვ არ ქნა... -რაიყო?!-ეჭვნარევი მზერა მოავლო მაშინვე.-რისი გეშინია? -არ მეშინია,უბრალოდ ჩემებმა რომ გაიგონ... -ჰო,გავიგე აფხაზებს ქართველები როგორ გეზიღებათ.-გააქნია თავი. -სხვანაირად არის აქ ყველაფერი,შენთან არ ვიცი როგორ ხდება,მაგრამ აქ...აქ ძალიან რთულად არის საქმე ოტია.ძალიან გამიბრაზდება მამაჩემი ეს რომ გაიგოს.-მოარიდა მაშინვე თვალი.შერცხვა.პატარა ბავშვი ხომ არ იყო მამას ცხოვრება რომ ეკონტროლებინა?მაინც ასე იყო და ერიდებოდა ამაზე საუბრის. -არაფერს ვიზამ ისეთს,რაც შენ გავნებს ნილა.-მიეფერა თმაზე გოგონას.-ნუ ნერვიულობ ტყუილად,არაფერი მოხდება. -მადლობა.-სხვაგან გაიხედა.თითქოს ახლა გაიაზრა ქართველი ბიჭის სანახავად რომ მოატყუა ოჯახი.ფაქტობრივად გამოიპარა და მეგობარსაც ეს ყველაფერი აიძულა.რა იქნებოდა? -შემომხედე!-მთვარისა და ქალაქის სუსტი ნათების ფონტზე დაინახა მისი ცრემლიანი თვალები.-არ იტირო გთხოვ. -არ ვტირი.-ნერვიულად გაეცინა.-უბრალოდ ისეთი უცნაურია ყველაფერი. -არის რამე რაც უნდა ვიცოდე?რისი გეშინია ასე ძალიან? -არ მეშინია,ახლა არა.-გაუღიმა ბიჭს,მაგრამ ატყუებდა.ახლა ყველაზე მეტად ეშინოდა... ჩუმად ისხდნენ დიდხანს.მის ყველა მოძრაობას,მიმიკასა თუ ნაკვთს სწავლობდა ბარათელი.ცდილობდა როგორმე გაექრო მისი დაძაბულობა,თუმცა პირველად ნახა და ამ ყველაფერს გადააბრალა მაინც.სიბნელეს მოეცვა ქალაქი.ხალხმაც შეწყვიტა გარეთ სეირნობა.ნახევარ საათზე ბევრად მეტი დაუთმო იმ ღამეს ბარათელს.სიტყვების გარეშე ესაუბრებოდა და იღებდა მისგან პასუხებს.იმაზე უკეთესი იყო ვიდრე წარმოედგინა... -აქ რა დაგემართა?-გაუბედა ბოლოს თქმა და პატარა ნაიარევს წარბიდან თვალის ჭრილამდე ჩაუყვა.ნაზად აატარა თავისი თლილი თითები სახეზე.სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა კაცს. -დაკავებისას მცემეს. -ასე? -უარესად იყო,დანარჩენი არ დამრჩა უბრალოდ. -როგორ შეიძლება...-მიეფერა ისევ.-მაგიტომ მძულს მოძალადე კაცები,ძალაუფლების მქონე ხალხი... -არაფერია ნილა,გაიარა დიდი ხანია.-ესიამოვნა მის გამო რომ დარდობდა.-გცივა?-დახორკლილ კანზე გადაატარა ხელის ზურგი. -ცოტა. -ამ კაბაში თან.-აათვალიერა კიდევ ერთხელ. -რაიყო?-წარბი აუწია.-მოკლეა? -არა ნილა.-ჩაეცინა მაშინვე.-ლამაზია,ძალიან გიხდება,მაგრამ დღისით ჩაცმა ჯობია,ახლა გრილა და შენც იყინები. -მათბობს.-ჟაკეტზე მიანიშნა. -ძალიან ბევრჯერ წარმოვიდგინე შენი თავი გონებაში.-ლოყაზე მიეფერა გოგონას.-იმაზე ბევრად ლამაზი ხარ,ვიდრე მე წარმომედგინა.-სითბო ჩაეღვარა გულში გოგონას.არასოდეს სიამოვნებდა აფხაზი კაცებისგან კომპლიმენტები.მისი ნათქვამი „ლამაზი ხარ“ ყველაზე სასურელად მოეჩვენა იმ წამს. -იცი დილით რატომ არ მოვედი?-შუბლი შეჭმუხნა.ერიდებოდა,მაგრამ მაინც უნდოდა თქმა. -ვიცი,მაგრამ არასწორად ფიქრობ,არ გეტყოდი რომ არ იყო.-კიდევ ერთხელ აკოცა ხელის გულზე.-ადექი,იყინები ხომ ვხედავ. -ჰო,გრილა.-წამოდგა მაშინვე ფეხზე.-ჯერ მე წავალ,მერე გამოდი შენ,მოგწერ და... -სერიოზულად? -დაგინახავენ,გთხოვ.-ლამის ვედრება გაურია ხმაში.-ეს გამომართვი.-ჟაკეტის ელვა შეიხსნა მაშინვე. -გქონდეს.-გაუღიმა გოგონას.მასაც გადაეკრა კმაყოფილი ღიმილი სახეზე.-სახლამდე ვერ მიგაცილებ ანუ? -მძღოლი მელოდება გარეთ.-წამოროშა უნებურად.გადააწყდა კაცის დაბნეულ თვალებს და ინანა მაშინვე.-ნახვამდის ოტია...-დაიბნა,არ იცოდა რა უნდა ექნა. -მოდი ჩემთან.-ხელი გაუწოდა გოგონას.სულაც არ უნდოდა მისი გაშვება.დაჰიპნოზებულივით დაჰყვა მის ნებას და წინ დაუდგა კაცს.ლამის ფეხები მოეკვეთა იქვე.შეეხო მისი ხელები კიდევ ერთხელ.მოიქცია ძლიერ მკლავებში და სხეულზე მიიკრო სიფრიფანა სხეული...ამჯერად თავადაც ასე უპასუხა.კისერზე შემოჰხვია ხელები.ოდნავ ფეხის წვერებზეც აიწია.რა ლამაზი სანახავი იყო...-როდის მნახავ ნილა? -ზუსტად არ ვიცი. -აღარ გაქრე,ნუ გერიდება.-ცერით მიეფერა ლოყაზე.-იცოდე აინას გავაგიჟებ. -ეჭვიც არ მეპარება რომ ასე იქნება.-კიბეებიდან თავი ამოყო გოგონამ.ოდნავ მოშორდა მის სხეულს ნილა. -გამარჯობა აინა.-ხელი გაუწოდა გოგონას მაშინვე. -გამარჯობა.-ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი და მეგობარს თვალებით ჩაეკითხა რა შეშინებული სახე გაქვსო.-არ მინდოდა შემოჭრა,მაგრამ მამაშენმა მოიწერა.-თავისი მობილური აუფრიალა ცხვირწინ.-დიდი ხანია მზე ჩავიდაო... -ოტია... -წადი.-ფრთხილად აკოცა თმაზე და საბოლოოდ შეუშვა ხელი.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობდა.თავს ისე გრძნობდა,როგორც ახლობელთან.-სახლში რომ მიხვალ მომწერე. -ღამემშვიდობის.-ღიმილით დაემშვიდობა,აინამაც დაუქნია ხელი და კიბეებზე მასთან ერთად დაეშვა.რა უცნაური იყო ყველაფერი.ლამის გააგიჟა საკუთარმა ფიქრებმა.ზემოდან უყურებდა როგორ გავიდნენ შენობიდან და გზა გადაკვეთეს.არ ხუმრობდა,მძღოლი მართლაც ელოდა... ვინ იყო ნილა სინამდვილეში?ალბათ ეს კითხვა ბოლოს მოუღებდა... 6 ივნისი სამუდამოდ დარჩებოდა მათ ცხოვრებაში. დღე,რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა... *** დიდი ხანია ასეთი სიხარული არ უგრძვნია ბარათელს.უჩვეულოდ კმაყოფილი იყო.მოსწონდა ყველაფერი,რაც ნილასთან აკავშირებდა და არასოდეს ინანებდა აფხაზეთში ჩასვლას.თითქოს ჰაერიც კი მსუბუქი იყო ახლა.ღიმილით შეაღო სახლის კარი.მისაღებში ელოდა ლაზარე.მაგიდაზე ლუდის ბოთლები დაეწყო და მომლოდინე სახით უყურებდა. -არაფერს გკითხავ,დაჯექი,დავლიოთ.-თავისი ხელით გამოუწია სკამი. -რაიყო?!-გაკვირვებულმა შეხედა. -დავლიოთ ძმაო,ბოლოს და ბოლოს აფხაზეთში ვართ,კიდევ როდის გვეღირსება?-ქილაც გაუხსნა მაშინვე. -ვნახე.-ლამის დაიხრჩო იქვე ლაზარე.გადასცდა სასმელი და ხველაც აუტყდა.-რა გჭირს შე*ემა?-წამოარტყა კეფაზე. -რა თქვი?-ძლივს ამოიხრიალა. -იცი როგორი ლამაზია?იმაზე მეტად,ვიდრე მე წარმომედგინა. -ხომ არ დაგესიზმრა? -ვნახე-მეთქი ბიჭო.-თავადაც დააგემოვნა ადგილობრივი „Суxумское“. -ანუ რეალურად? -ჰო,როგორც ნორმალურმა ადამიანებმა ისე ვნახეთ ერთმანეთი. -რადგან შენ გეშველა და ვიღაც არ გატყუებდა რაღა მომკლავს.-ტაში შემოჰკრა მაშინვე.-მოყევი აბა. -ძალიან უბრალო და ლამაზია.-თვალწინ ედგა ისევ მისი სახე.-ვერ აგიხსნი,ძალიან სხვანაირია ლაზარე. -ეე,დაგენ*რა შე*ემა?-სიცილით უთხრა მეგობარს.-რაიყო?არ გინახავს ეგეთი არავინ? -არა.-გააქნია თავი.-საზიზღარი ლუდია.-გასწია გვერდით. -რას აპირებ ახლა? -მის ნახვას,კიდევ ბევრჯერ. -მერე?ზაფხული რომ მორჩება? -რა გინდა? -უბრალოდ ვცდილობ გაგიგო.რას იზამ,როცა უკან დაბრუნება მოგიწევს? -მაგაზე მერე ვიფიქრებ.-გაეღიმა უნებურად.უკვე წარმოედგინა როგორ წაიყვანდა ერთ დღეს თბილისში. -კეფაში წამორტყმა გჭირდება ახლა.გაგიჟდება ადამიანი.-ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი.-ეგაა მხოლოდ? -ხვალ გავიდეთ სოხუმში.ვნახოთ დაცემული ქალაქი. -გაგახსენდა ძმაკაცი?-წარბი აუწია მაშინვე. „უბრალოდ ბოლომდე ამოვყევი იმაში დასარწმუნებლად,რომ ნამდვილად გნახავდა.“-გამოუგზავნა შეტყობინება აინამ და მათი ფოტოსურათიც მიაყოლა.ნარინჯისფერი ცის ფონზე როგორ იკრავდა ოტია გოგონას სხეულზე.ალბათ ყველაზე ლამაზი კადრი იყო მთელს დედამიწაზე. „სახლში ვარ.“-მალევე მოაყოლა ნილამაც. -აი მანდ რატო ნახე მაინც ვერ გავიგე,მაგრამ უხდებით.-ჩაიცინა ლაზარემ. -არ მინდა რამე დავაძალო,როგორც თავს კომფორტულად იგრძნობს ისე იყოს. -მაგარ მახეში გაები ოტი,ვერ გიშველის შენ ვერავინ.-გააქნია თავი და მისი გახსნილი ბოთლიც მან გამოცალა.-თომამ გიკითხა,ხვალ დაამშვიდე,უთხარი რომ იპოვნე. -დავურეკავ,ახლა წყლის გადავლება და ძილი მინდა მხოლოდ.-წამოდგა ფეხზე მაშინვე.-ხვალ გავიდეთ.-ზურგი აქცია მეგობარს. -ისე...ის მეორე გოგო გათხოვილია?-სიცილით გააყოლა სიტყვები მეგობარს.გაეცინა ბარათელსაც და კარი ხმაურით დახურა... *** -ბედნიერი ხარ ახლა?-თვალი შეავლო მეგობრის გაბრწყინებულ სახეს.მისი ჟაკეტი ისევ მჭიდროდ შეეკრა ტანზე და კაპიუშონიც წამოეხურა. -ძალიან.-ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ უნახავს.-იცი როგორი სხვანაირია? -ვნახე.-აკისკისდა გოგონა.-კარგი ბიჭი ჩანს. -არის,ხომ გითხარი აქამდეც. -ნეტა რა იცოდი.-აიქნია ხელი.-მე კი გამყინეთ იმ კიბეებზე ჯდომით. -არ მეგონა ასე თუ გაგვეწელებოდა,უბრალოდ მასთან საუბარი ისე მსიამოვნებდა... -კარგი ჰო,ვიცი და არ დაიწყო ახლა.თან მაღალია,შენ ხომ მოგწონს მაღალი ბიჭები.-წარბები ეშმაკურად აათამაშა. -შემომაკვდები აინა.-ბალიში ესროლა მეგობარს.-ასე არასოდეს ვყოფილვარ. -ისე მელაპარაკები თითქოს ერთად არ გავიზარდეთ.ვიცი ყველაფერი ნილა,რას აპირებ? -რას უნდა ვაპირებდე? -იცი რასაც გეკითხები,შენ ხომ მოგწონს... -რთულია და არ გვინდა ამაზე.-რაღაცამ უჩხვლიტა გულში მტკივნეულად. -შენი ოჯახი არ მიიღებს,ქართველი რომ არ იყოს... -ქართველია და მე არ მაწუხებს.ჯერ მეტი არაფერია საფიქრალი და იქნებ დღევანდელის მერე არც მოუნდეს ჩემი ნახვა. -ასე გგონია?-სიცილი ვერ შეიკავა.-კიდევ ძალიან ბევრჯერ გნახავს.მიწერე სახლში რომ მოხვედი? -დამავიწყდა.-შუბლზე შემოირტყა ხელი.სანამ ნილა მისთვის გასაგზავნ ტექსტს მოიფიქრებდა აინამ დაასწრო.ასე გაჩნდა მათი პირველი სურათიც ბარათელის გალერეაში. „მადლობა რომ მენდე ნილა,ძალიან სასიამოვნო იყო შენი პირადად გაცნობა და იცოდე,რომ კიდევ ძალიან ბევრჯერ მოგიწევს ჩემი ნახვა.“-დაუბრუნა ბარათელმა პასუხი.იმ ღამეს მისი ჟაკეტით ეძინა და მის სურნელს ხარბად სუნთქავდა.სულაც არ უნდოდა ამ სურნელის ოდესმე დავიწყება და ამ სურნელის პატრონისგან შორს ყოფნა... *** „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“. ფეხით გაუყვნენ სოხუმის ქუჩებს.იმ სანატრელისა და მიუვალის აქამდე რომ ოცნებად ჰქონდათ ქცეული.იმ მიწაზე დადიოდნენ ქართველებისთვის აკრძალული ხილი რომ იყო,მაგრამ თან ამდენადვე ტკბილი და სასურველი.სულ სხვანაირი იყო.რაღაცნაირი ქართული,მაგრამ თან უცხოური.გაივლი ქუჩაში და მხოლოდ რუსული გესმის,გული გეკუმშება,სუნთქვა გეკვრის და ვერაფერს აკეთებ.უძლურებაა ის,რაც ბოლოს მოგვიღებს.უსუსურების შეგრძნება,რომელიც ყელში გვიჭერს... ფიქრობდა ბარათელი და ხვდებოდა,ზუსტად ეს იქნებოდა საქართველოს მომავალი ხალხი ბრძოლას თუ შეწყვეტდა.იმ მცირე იმედსაც ჩაკლავდა მალე მთავრობა და მერე რა იქნებოდა?აღარაფერი დარჩებოდა... არ დაუშვებდა ამას,არ მისცემდა უფლებას...უკანასკნელი კაციც რომ ყოფილიყო იქ იდგებოდა,ბრძოლას განაგრძობდა და აფხაზეთის მიწაზე ქართულ დროშასაც აღმართავდა... შეიძლება ვერ ჩამოხსნას აქაური,მაგრამ გვერდით აუცილებლად დაამშვენებს ქართული.როგორი შეუძლებელია ეს ყველაფერი და როგორი სასურველი ქართველი კაცისთვის... ბათუმს ჰგავდა რაღაცით აქაურობა.ზღვის გამო არა,უფრო ხალხის...ბევრი რუსი გვყავს ქვეყანაში და თითქოს აირეკლა ზღვამ ეს ორი ქალაქი.უყურებ ხალხს და ხვდები შენები არ არიან,მაგრამ რამდენიმე ათეულით უკან თუ დავბრუნდებით ერთი სისხლი ყიოდა ყველას ძარღვებში.უყურებ ბავშვებს როგორ თამაშობენ სანაპიროზე,მერე გესმის მათი რუსული ბგერები და არ გევსება გული სითბოთი.ბავშვებმა რა დააშავეს?უფროსები ვართ გასაგლეჯები. თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვიყავით და ძმა ძმას წაჰკიდეს.როგორც სახლის სანახევროდ გაყოფა ჰქონდათ წესად ისე გაიყვეს ქვეყანა...საკითხავი ის არის რომელ ძმას შეხვდა აფხაზეთი?უფროსს თუ უმცროსს? რადგან შუაზე არ გახლიჩეს საქართველო მე ვიტყოდი,რომ შუათანას.უფროსმა უმცროსს თავისი კალთა გადააფარა და ერთ ჭერქვეშ გაუყოფლად ცხოვრება შესთავაზე.შუათანას ვერ აეტანა და ოჯახიდან წასვლა გადაეწყვიტა... ოტია რას ასწავლის თავის შვილებს?ოჯახის სიყვარულს.ხალხისა და მიწის სიყვარულს.იმ აფხაზებზეც არ ათქმევინებს ცუდს დასანახად რომ ვერ გვიტანენ და იმ მოწყალე რუსებისკენაც აუკრძალავს თითის გაშვერას მთავრობის ყველა დანაშაულს მხოლოდ ეროვნების გამო რომ მივაწერთ... ზღვიდან მონაბერმა სიომაც კი ვერ უშველა ბარათელის გაგლეჯილ გულს.ვერაფერი დაამებდა ამ ტკივილს,ან იქნებ სიყვარულს შეეძლო მისი გამთლიანება? -მაგრად ცხელა.-სათვალე ისევ ჩამოიწია ცხვირზე ლაზარემ.-რა ლამაზია ეს ოხერი. -ჩვენი როა მაგიტომ.-ჩაეცინა ოტიას. -აპირებ ჩასვლას? -არა,ახლა მანდ თუ ჩავედი საღამომდე ვერ ამომიყვან. -რას აპირებ საღამოს?ნახავ ნილას? -არ ვიცი,არ მინდა დავაძალო.თუ არ ენდომება არა. -რა უჩვეულოდ დამთმობი ხარ მაგ გოგოსთან?!-წარბი აუწია მაშინვე. -გშურს?-სიცილი ვერ შეიკავა ბარათელმა. -ვეჭვიანობ!სულ რომ აღარ მოუნდეს შენი ნახვა? -არ იქნება ეგრე. -რატომ? -მოუნდება ჩემი ნახვა,თანაც ძალიან ბევრჯერ.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.ის ნერვიულობა,რომელიც მისგან იგრძნო უმიზეზო არ იყო.თუ არ მოგწონს ადამიანი და არაფერს გრძნობ მის მიმართ არც ნერვიულობ.ამიტომაც იყო დარწმუნებული,რომ ნახავდა. -არ ჩაეფლო ძალიან ამ ყველაფერში რა.-მაინც ფრთხილად დაიწყო საუბარი.-უბრალოდ არ მინდა მერე იმედი გაგიცრუვდეს.ხომ გახსოვს რა გვითხრეს?არ გაგატანენ,არც თვითონ დაიწყებს შენთვის ბრძოლას და გული გეტკინება.არ შეიყვარო. -ლაზარე.-კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მშვიდად გაუკიდა.-ნილას აუცილებლად წავიყვან აქედან,მაგრამ ასე უბრალოდ ვერა.მიზეზი უნდა ჰქონდეს ჩემთან წამოსვლის.ჩემს გვერდით დგომის და ამას დრო სჭირდება.ნუ მომაწვები,თუ ჩემს გვერდით დგომა გინდა იდექი,თუ წასვლა გინდა იცი როგორც უნდა წახვიდე. -აქ არის უკვე არა?-მკერდზე მიარტყა ხელი მაშინვე.-უნახავად შეგიყვარდა, გუშინდელმა საღამომ უბრალოდ გაგიმყარა გრძნობები. -არ მაქვს პასუხი და არ მკითხო.-გააქნია თავი.-მაცადე თავად გავერკვე ყველაფერში. -წამოდი ცივ ლუდზე გეპატიჟები.-ხელი დაჰკრა მეგობარს.აღარ დაუძალებია.იცოდა რთული იყო მისთვისაც. ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ.ორი ახალგაზრდა გოგონა მუშაობდა მიმტანად.გულღიად მიესალმნენ ბიჭებს,მათაც რუსული სალამი დაუბრუნეს და ერთ-ერთ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი. -английский завтрак(ინგლისური საუზმე)-ხმამაღლა ამოიკითხა ლაზარემ.-ეგეთებიც სცოდნიათ.-ჩაეცინა მაშინვე. -მოგაკლდა სასტუმროს საჭმელი?-გააქნია მაშინვე თავი.ძირითად დროს სამსახურში ატარებდა და კვება უფასო ჰქონდათ,ამიტომ იქ უკვეთავდა ყველაფერს,რაც სურდა. -ამას გავსინჯავ.შენც აიღე,ვნახოთ არ როგორ იციან კეთება.-ხელი აუწია მაშინვე მიმტან გოგონას.-საუკეთესო ლუდი რომ მოგვიტანოთ რა,ამ ვაჟბატონს თქვენი „Суxумское“ არ მოეწონა.-გაათამამა გოგონას ღიმილიანმა სახემ. -კარგი ლუდი გვაქვს,მოგართმევთ ახლავე.-თვალებში შეაციცინდა ორივეს.მენიუ აიღო და დახლთან დაბრუნდა.ფანჯრიდან გახედა ქალაქს.ქუჩაში მომღიმარ ადამიანებს...მაინც რა გაწუხებს ასე ძალიან ბარათელო? რამდენიმე წუთში შეაბიჯეს დარბაზში აფხაზებმა.სამი მამაკაცი,თითქმის ერთნაირად ჩაცმული,თუმცა ორი უფროსი და ერთიც ახალგაზრდა.მაშინვე დაფაცურდნენ გოგონები.კუთხის მაგიდასთან წაიყვანეს,რომელზეც მანამდე რაღაც ნიშანი იდო აფხაზური წარწერით.თითქოს ჰაერიც კი დამძიმდა.ღიმილიც კი შეწყვიტა ყველამ.დარბაზის მეორე მხრიდან წამოდგნენ კაცები და სალამი შეუთვალეს სამივეს.ეს რისი მომსწრე გახდი ბარათელო? -რა ჯანდაბაა...-ჩუმად ჩაილაპარაკა ლაზარემ და კარგად შეავლო კაცებს თვალი. -იმედია ჩვენგანაც სალამს არ ელოდებიან ისე იყურებიან.-წარბები შეკრა მაშინვე ოტიამ.ყველაფერი ისე უცნაურად ეჩვენათ...შეკვეთა არც კი მიუციათ ისე მიუტანეს საჭმელი და გაუვსეს კიდეც მაგიდა.არც გაჰკვირვებიათ პირველად მათ რომ მიუტანეს კერძები,ისეთი ანერვიულებული იყო ყველა... -ინებეთ.-ღიმილით დაუწყო გოგონამ მაგიდაზე სასმელი.ღიმილს კი ვამბობ,მაგრამ ნაძალადევი იყო ეგეც. -მადლობა.-თავი დაუქნია ლაზარემ და ისევ გააპარა აფხაზებისკენ თვალი. -რას აპირებ დამეი?-შუბლი შეეკრა კაცს. -ჯერ არაფერს,საჭმელად მოვედი.-უდარდელად მიუგო. -ბევრს უთმენ ბიძაჩემო მაგათ.-ჩაერთო ახალგაზრდა.-მაგათ მთელი აფხაზეთი უნდათ,ეგრე ნუ დაუთმობ ყველაფერს. -ბაგრატ!-ყინულივით ცივი გაუხდა ხმა.-არავის არ ვუთმობ არაფერს. -მაშინ რატომ მიეცი გაგრაში დარჩენის უფლება?-არ ცხრებოდა მაინც.-რომელი არძინბაა აქ ცხოვრების ღირსი? -გაგრაში მაგათ უფრო მეტი ჰყავთ სათავისოდ,ხომ არ გავიწყდება ეგენიც რომ უყვარს ხალხს? -მოსკოვიდან მე მაგათი ჩამოსვლა არ მომწონს დამეი,რისთვის უნდა ჩამოსულიყვნენ?ბესლანი კიდევ 3 წელი უნდა იჯდეს ციხეში,ახლა ეგენი თუ დაიწყებენ ნადირობას რას იზამ შენ? -ნადირობას.-ჩაეცინა კაცს.დანა-ჩანგალი ხმაურით დადო თეფშე და საზურგეს მიეყრდნო.გააკანკალა დახლთან მდგომ გოგონას. -შენს გოგოსთან რომ მოვიდნენ ისევ? -არ გინდა.-ავად დაისისნა კაცმა.-მასთან არავის მივუშვებ,არასდროს. -და მაინც... -ჭამე!-თეფშზე მიუთითა უმცროსს კაცმა.-აქ მხოლოდ საჭმელად მოვედი. -ვინ არიან ნეტავ.-დაინტერესდა ლაზარე.ყველა სიტყვა მოისმინა მისგან ნათქვამი.თავად ჩუმად საუბრობდა,რომ არ გაეგონა მისი ბგერები. -ჭამე რა.-აიქნია ხელი ოტიამ.-გემრიელია.-კმაყოფილმა დააგემოვნა.-ისეთია შენ რომ გიყვარს. -ლუდი? -ეგეც კარგია. -ქალი? -მე არ მინდა და შენ თუ გინდა იქნება აქაც მსგავსი ადგილები,რომ იპოვნო.-მშვიდად განაგრძო ჭამა.როგორც იქნა გაიღვიძა ნილამაც და პირველი შეტყობინებაც გაუგზავნა.ვეღარაფერი გაუფუჭებდა ხასიათს... *** სამი დღე გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან.ყოველდღე საუბრობდნენ,ამჯერად კამერის ჩართვისაც არ ერიდებოდა ნილას.როგორც კი მარტო რჩებოდა მაშინვე მასთან საუბარს იწყებდა.ეუბნებოდა ყველაფერს,რაც იცოდა სოხუმზე.ლამაზ ადგილებს უგზავნიდა,რომ მასაც ენახა.ქალაქში დაბრუნდა აინას მამაც და ამიტომაც ვერ მოახერხა მისი ნახვა რამდენიმე დღით.სუფრასთან იჯდა ორივე.მათი ერთად ყოფნა ყოველთვის ძაბავდა გოგონებს. სუფრის თავში იჯდა დამეი,მის გვერდით მარჯვენა მხარეს პირველი სკამი ცოლს ეკავა,მერე შვილს,შემდეგ აინას.მარცხენა მხარეს პირველი სკამი კი დაურს,მეორე ბაგრატს..ასეთი უცნაური ტრადიცია ჰქონდათ.ოჯახის თავი პირველ ადგილს იკავებდა,მარცხენა მხარეს მისი მისი ერთგული ადამიანები სხდებოდნენ,იმ თანმიმდევრობით როგორც დაიკავებდნენ მის ადგილს თუ დამეის რაიმე დაემართებოდა.მარჯვნივ კი ჯერ ცოლი,როგორც მისი და ოჯახის საყრდენი,შემდეგ კი შვილი. -როგორ მოხდა დღეს მზის ჩასვლას არ უყურებთ.-დაარღვია სიჩუმე დამეიმ. -ბიძიას ჩამოსვლა მნიშვნელოვანია,სახლში უნდა ვყოფილიყავით.-მედიდურად გასცა პასუხი მამას,ესიამოვნა კიდეც ქალიშვილის სიტყვები. -მართალია.ოჯახი ყველაფერზე წინ დგას. -მადინა რატომ არ მოვიდა?-მიუბრუნდა მეგობარს. -თავს შეუძლოდ გრძნობდა,არ დავაძალე.-გაბრაზებული იყო დაურზე ცოლი და ვერც დააძალებდა ვერაფერს.ჯერ კაცი არ დაბადებულა მისი ხასიათი რომ მოედრიკა. -გააბრაზე ისევ?-სიტყვა ჩააკერა დილარამ. -არასოდეს ხარ სახლშიო და ყველაფერთან ერთად ქორწინების წლისთავი დამავიწყდა.-თავი გადააქნია კაცმა.-ისედაც წევს მთელი დღეა,თავი მტკივაო. -ცოლის გაბრაზება არ შეიძლება დაურ.-ჩაეცინა დამეის.-მათზე დგას მთელი ოჯახი. -ნამდვილად.-დაეთანხმა კაცს და გოგონებს მიუბრუნდა.-თქვენთან რა ხდება? -არაფერი მამა.-მხრები აიჩეჩა აინამ. -არავინ არის ვისზეც უნდა ვიცოდეთ?-დააწვრილა თვალები.ორივეს გაუხშირდა სუნთქვა. -არა ბიძია,საიდან უნდა იყოს.-ნერვიულად გაეცინა ნილას. -თქვენი მოსაწონი აფხაზი არ დადის სოხუმში? -დაურ შეეშვი ბავშვებს.-დაიცვა გოგონები დილარამ. -რატომ?განა რას ვკითხულობ ისეთს?დროა უკვე.დიდები არიან,ხომ შეიძლება შეუყვარდეთ ვინმე. -არავინ არის მამა.-ერთიანად გააკანკალა აინას. -მალხაზი ხომ იცი დამეი?-გადახედა მეგობარს.-მარიხუბას ოჯახზე ვამბობ. -მერე?-კმაყოფილი ილუკმებოდა კაცი. -კარგი ოჯახია,მოკითხვა შემოგითვალეს. -მამა!-მთელი სხეული დაეჭიმა ბაგრატს.თეფშისკენ გადახრილმა გადახედა კაცს დამეიმ.არ ესიამოვნა მოსმენილი. -მე რაში მჭირდება მაგათი მოკითხვა?-წარბი ასწია მაშინვე.მაგიდის ქვეშ ცოლის აკანკალებულ ფეხს გადაატარა ნაზად ხელი.მიანიშნა არ იყო არაფერი სანერვიულო. -კარგი ოჯახია.სამი ვაჟი ჰყავს მალხაზს. -ყველაზე პატარა 31 წლის!-ჩააკერა ბაგრატმა.-არაფერში სჭირდება არცერთს მაგათი მოკითხვა.-ლამის სისხლი აუდუღდა ბიჭს. -მერე?-ინტერესით მიაჩერდა მაინც. -სერგეის უნახავს ნილა შენთან ერთად... -ვიცი,ეცეკვა კიდეც.-ტონს არ ცვლიდა უფროსი არშბა. -მალხაზმა მთხოვა მეკითხა აზრი ამ ყველაფერზე. -მამა?!-წყენით და შიშით გადახედა მამას. -ოთახში ადით და იქ გააგრძელეთ ჭამა.-მშვიდად გადახედა გოგონებს.ამან უფრო მეტად შეაშინა ორივე. -მამა... -ოთახში ადი ნილა.-ლამის აკანკალებული წამოდგა ფეხზე.თეფში მოიქცია ხელში და ნელი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. -აინა შენ დარჩი.-მამის მითითებას დაემორჩილა გოგონა.წარბაწევით გადახედა დამეიმ,მაგრამ ჯერ დააცადა.-იგორს იცნობ შენ,რამდენჯერმე გესაუბრა კიდეც. -ვიცნობ.-ყრუდ ჩაილაპარაკა.სერგეის ბიძაშვილი გახლდათ. -მერე რას ფიქრობ? -არაფერს...-აევსო ცრემლებით თვალები.მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი. -ბევრჯერ მითხრა მანაც შენზე,თანაც შენ ხომ გიყვარს ნილასთან ყოფნა,იქაც ერთად იქნებით და... -საკმარისია!-უხეშად დაარტყა ხელი მაგიდაზე დამეიმ.-აინა ადი ოთახში.-თბილი ხმით უთხრა გოგონას.მანაც სასწრაფოდ დაავლო თეფშს ხელი და ლამის სირბილით დატოვა იქაურობა.-რას აკეთებ? -უბრალოდ იმას ვამბობ,რაც ვიცი.ეს კარგი შანსია ყველასთვის დამეი,მათი ოჯახი პორტის 70 პროცენტს აკონტროლებს,გუდაუთა მთლიანად მათია.წარმოიდგინე რა კარგი შანსი იქნება ჩვენთვის. -მზად ხარ შენი 21 წლის ქალიშვილი 35 წლის კაცს მიათხოვო მხოლოდ იმიტომ,რომ პორტში პრობლემა არ შეგექმნას საქონლის შემოტანისას? -არ მითქვამს ეგ,უბრალოდ... -ქალებს არ შეეხო-მეთქი არ გაგაფრთხილე? -ეს შენთვისაც კარგი შანსი იქნება დამეი,ბესლანი ციხიდან რომ გამოვა მოუნდება ისევ ნილას თავი,რას იზამ?!უკვე გათხოვილს და თან მათი ოჯახიდან წამოყვანას ვერ გაბედავს,აღარაფერს იზამს და... -მხოლოდ იმიტომ,რომ შენ ომი გეზარება ჩემს შვილს ორ ცოლ განაშვებ და შვილიან კაცს არ გავატან.მითუმეტეს ასაკით უფროსს და თან როცა ვიცი არ უნდა. -არაფერი მეზარება,ვიომოთ დამეი და როდემდე? -ქალები არ გარიო დაურ! -ნილას თავად მიხედე,მე და აინას კიდევ ბევრი სასაუბრო გვექნება ამაზე. -გგონია აინას თავს დაგითმობ?-ავად ჩაეცინა მაშინვე. -ჩემი შვილია,დათმობა რად მინდა?-ისევე გასცა პასუხი. -ჩემი შვილიც არის.რადგან ნათესაური კავშირი არ გვაქვს გგონია ნილაზე ნაკლებად მიყვარს?გგონია მოგცემ უფლებას დაჩაგრო და ვიღაც ფულიან კაცს გააყოლო შენი სურვილით? -შენ არ გესმის... -ეს შენ არ გესმის დაურ!-უხეშად დაეყრდნო ორივე ხელით მაგიდას და ფეხზე წამოდგა.-არასოდეს გავწირავ ბავშვებს ამ ომში გესმის?არცერთი მათგანის ცრემლი და სისხლი არ მიღირს მე ამ ყველაფრად!ომი კაცების საქმეა,ან აიღე იარაღი და კაცი იყავი,ან გაეთრიე ჩემი სახლიდან და აღარ გაბედო ამ ზღურბლზე გადმობიჯება,მაგრამ იცოდე...-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.-აინა ჩემთან დარჩება,ვერ წაიყვან და ვერაფერს აიძულებ. -რას ამბობ დამეი?არც ვაპირებ რაიმე დავაძალო.-შეშფოთდა კაცი.-მე უბრალოდ ის მინდა რომ უკეთ გაიცნოს,იქნებ... -მე ვთქვი არა!არ ამაწევინო მთელი ქალაქი ჰაერში,ნუ მაიძულებ!მეორედ არც ის გაბედო უჩემოდ წამოჭრა მსგავსი საკითხი,ჩემი ცოლი და შვილები შეაშინო და ვახშამი ჩააშხამო გესმის? -კარგი,იყოს ამჯერადაც შენებურად.-გააქნია თავი და უხეშად მიჰკრა ფეხი სკამს.-მერე ინანებ იცოდე. -თავად მივხედავ.-უხეშად მიუგო,ცოლს მხოლოდ წამით მიეფერა ლოყაზე და ნილას ოთახისკენ დაიძრა.რატომღაც ორივე იქ ეგულებოდა,მაგრამ აინა არ დახვდა. -მამა?! -რა გატირებს?-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.სულაც არ ესიამოვნა უმიზეზოდ რომ ტიროდა.ნუთუ ასეთი მამა იყო მის თვალში? -გთხოვ რა...-სიტყვებს ლამის სული ამოაყოლა.-მე... -შეწყვიტე ტირილი!-ჩამოუჯდა საწოლზე.-ასე მიცნობ?ასეთი ვარ შენთვის?-ჩააცქერდა მის ამღვრეულ თვალებს. -მამა... -მე არასდროს დაგაძალებ რამეს.არასდროს გაიძულებ დაქორწინებას კაცზე,რომელიც არ გიყვარს და მითუმეტეს უფროს,შვილიან კაცზე...ოდესმე მომიცია ამის ფიქრის საბაბი? -არა.-გააქნია თავი და შეიმშრალა კიდეც ცრემლები. -მაშინ რატომ ტირი ახლა?არ ენდობი მამაშენს?-უსიამოვნოდ გასცრა ტანში მაშინვე. -როგორ არა. -აინას დაუძახე მიდი.-სახეზე ჩამოისვა ხელი კაცმა.მშვიდად დაელოდა აინას შემოსვლასაც ოთახში,რომელსაც უკვე დაესიებინა ტირილისგან თვალები.-გამაგიჟებთ.-ამოიოხრა დამეიმ.-დასხედით. -ბიძია...-ამოისლუკუნა აინამ.მას ყველაზე მეტად ეშინოდა ამ ამბის.ნილას არ გაათხოვებდა დამეი,ამაში დარწმუნებული იყო,მაგრამ მას რა ბედი ელოდა? -ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ.-ყელი მოიღერა კაცმა.-ეს არ არის თქვენი,ქალების ომი.არც უნდა ჩაერიოთ ამაში არასდროს და მე არ მივცემ არავის უფლებას,რომ თქვენი ცხოვრება მოიპაროს.არცერთი არ გათხოვდებით ძალდატანებით,არც ვინმეს ხათრის გამო.სანამ მე ცოცხალი ვარ ვერავინ ვერაფერს გაიძულებთ.-აინას გადახედა მშვიდი სახით.-თავად მამაშენიც კი ვერ დამიდგება წინ აინა.ჩვეულ რიტმში გააგრძელეთ ცხოვრება და ნუ იფიქრებთ ამაზე.არაფერი მოხდება არც დღეს და არც ხვალ! -შენ ხომ სიყვარულით შექმენი ოჯახი... -მეც და მამაშენმაც ასე შევქმენით ოჯახი აინა,ასე შექმნით თქვენც.-დამყოლი იყო იმ საღამოს დამეი.ძალიან უყვარდა ორივე.დღესაც ახსოვს პირველად რომ აიყვანა ხელში ნილა,ოთხი დღის მერე კი აინა.ორივე ერთი იყო მისთვის. -მადლობა.-თვალები დახარა გოგონამ. -აღარ გავიგო თქვენი ტირილი ამ უაზრობის გამო.-წამოდგა კაცი ფეხზე.შუბლზე აკოცა აინას,ალბათ ბავშვობის მერე პირველად.-ვერ მომერევა მამაშენი და ნუ გეშინია.-ჩამოუსვა ხელი თმაზე და მერე შვილს მიუბრუნდა.მასაც აკოცა თბილად,მიეფერა თმაზე.-ერთმანეთს მიხედეთ,სხვა არაფერი მინდა თქვენგან.-აივნიდან მონაბერი სიო ღრმად შეისუნთქა და ზურგი აქცია ორივეს.ყველაფერი გასაგები იყო.ორივეს თავისუფლად უნდა ესუნთქა იქამდე,სანამ დამეი იდგა ფეხზე... *** იმ ღამით ცხოვრებაში პირველად გაიპარა სახლიდან.არც დაცვა და არ აინა იყოს მის გვერდით.არ ეგონა თუ გამოუვიდოდა,მაგრამ სამზარეულოს მხრიდან უკანა ეზოში გასვლა და ღობეზე გადაძრომა იყო საჭირო.ეზოში დაცვის ყურადღება აინამ მიიპყრო და აი შედეგიც.მარტო მირბოდა სოხუმის ქუჩებში სახლიდან შორს.საათი ღამის პირველს აჩენებდა.უცნაური გრძნობა იყო ძალიან.თინეიჯერი გოგოსავით იქცეოდა,რომელსაც მშობლები გარეთ გასვლას უკრძალავდნენ.ამჯერად ჭკუა ეყო,თავადვე წაიღო ჟაკეტი,თუმცა ბარათელის.შორტი ეცვა,თუმცა როგორც თვითონ ამბობდა ნორმალური სიგრძის.ბარათელს საერთოდ არ ადარდებდა რა სიგრძის კაბა ან შორტი ეცვა ნილას.არ იყო ასეთი და ის სტერეოტიპული წარმოდგენა მალე გაუქრებოდა ნილას,რომელიც თავისი ძიების შედეგად შეიქმნა ქართველ კაცებზე. -საღამომშვიდობის.-გაუღიმა კიბეებზე მჯდომ ბარათელს. -საღამომშვიდობის.-წამოდგა მაშინვე ფეხზე და მოხვია ხელები გოგონას.უცნაურად უნდოდა მისი სიახლოვე.-როგორ ხარ? -კარგად,შენ? -მშვენივრად.-ჟაკეტი გაუსწორა და შეუკრა კიდეც.გრილოდა ზღვის ნაპირზე.-მაინც ნილა?-შორტს დახედა წარბაწეულმა. -რაიყო? -არ გცივა? -არ მიყვარს ზაფხულში შარვლით სიარული. -ცივი ხარ.-თითები გადაატარა მის მოშიშვლებულ მუხლებს. -არაფერი მომივა.-გაჯიუტდა მაინც.-როგორ მოგწონს ქალაქი? -ლამაზია.-ვერ დამალა აღფრთოვანება.-უსაქართველოდ მიჭირს მიღება,მაგრამ ვერ დაუკარგავ იმას,რომ სხვანაირი ხიბლი აქვს. -შენ მაგ ხაზს რომ ვერ წაშლი იცი არა? -ეგეც დროის ამბავია,მე თუ ვერა ჩემი შვილები წაშლიან. -შვილები გყავს?-თვალები გაუფართოვდა მაშინვე. -არა გოგო,რა შვილები.-ხმამაღლა გაეცინა ბარათელს.-ხომ მეყოლება მერე,ეგ ვიგულისხმე. -გასაგებია.-სხვაგან გაიხედა გოგონამ.-დღეს სახლიდან გამოვიპარე შენს გამო. -ანუ? -არც აინა და არც მძღოლი გამოვიყოლე,ღობიდან გადმოვედი და გამოვიქეცი. -ღმერთო.-ღიმილს ვერ იკავებდა ბარათელი.-რატომ ნილა?ასე ძალიან გაგიბრაზდება მამაშენი მე რომ მხვდები? -არ გვინდა ამაზე.-გაუღიმა უნებურად და თითები ჩამოატარა მის ნაიარევს.წამით არ აშორებდა თვალს ოტია.-რატომ არ ხარ დაქორწინებული? -არ მყვარებია არავინ და მაგიტომ. -იღბლიანი ხარ არჩევანის უფლება რომ გაქვს.-სევდიანად ამოთქვა.-აქ ძალიან ბევრი ისე ქმნის ოჯახს არ უყვართ ერთმანეთი. -ნილა...-აატარა თითები სახეზე.-აბა შემომხედე. -რაიყო? -რატომ მეუბნები ამას?ხდება რამე ისეთი,რაც უნდა ვიცოდე? -არა,მამა არ დაუშვებს ამ ყველაფერს.-გაუღიმა ისევ.-უბრალოდ იდეის დონეზე გააჟღერა აინას მამამ და... -რა გააჟღერა,შენი გათხოვება?-დაეჭიმა მთელი სხეული. -ჰო,აინასიც. -ნილა.-მასთან კიდევ უფრო ახლოს მიიწია ბარათელი.-არ მომატყუო იცოდე,გათხოვებენ? -და თუ მათხოვებენ?-სცდიდა მის ნერვებს ქალბატონი.აინტერესებდა რას ეტყოდა.-წახვალ? -გაინტერესებს? -მაინტერესებს. -მოგიტაცებ.-მიუგო მოურიდებლად და ლოყაზე შეახო ტუჩები.სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა გოგონას სხეულზე. -ნუ სულელობ.-ნერვიულად გაეცინა. -არ ვსულელობ,გეუბნები. -რას რომ მომიტაცებ? -გგონია ვერ ვიზამ?-მეორედაც აკოცა,ძალიან ფრთხილად და მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით შეაჩერა სახე.პირდაპირ თვალებში უყურებდა. -შენგან არ გამიკვირდება,აფხაზეთშიც კი ჩამოხვედი და.-მხრები აიჩეჩა მაშინვე.ისე ახლოს იყო მის სუნთქვასაც კი გრძნობდა გოგონა. -ჰოდა არ მეხუმრო მსგავს საკითხზე,არ გამომცადო.-ცერით მიეფერა ლოყაზე.-ისევ ნერვიულობ.-გაეღიმა მის პულსაციაზე და იქვე აკოცა.-რატომ? -მე...უბრალოდ...-ენა დაება.ვერ მოუყარა სათქმელს თავი. -არასოდეს გაპარულხარ სახლიდან ბიჭის სანახავად?-თითებზე ეფერებოდა თავისებურად. -არა.-გააქნია თავი. -პაემანიც ისეთ ადგილას გვაქვს დარწმუნებული ვარ არც ეს იქნება შენს სიაში.-ხმამაღლა გაეცინა. -საერთოდ პაემანიც არ არის სიაში.-ჩაილაპარაკა ჩუმად. -ანუ?-მაშინვე ასწია თვალი და გაუსწორა თავისი ბნელი სფეროები მისას.-შეყვარებული არ გყოლია ნილა? -აუცილებელია ამაზე საუბარი?-სიტუაციიდან თავის დაძვრენას ამაოდ ცდილობდა. -მითხარი.-მიუხვდა ისედაც პასუხს,მაგრამ მისგან უნდოდა მოსმენა.თმაზე გაეთამაშა და ცალ მხარზე ჩამოვარდნილი ჟაკეტისკენ გადაიხარა.ფრთხილად აკოცა მის ჭორფლებს და გაუსწორა კიდეც.-არ მიპასუხებ?-ეღიმებოდა მის სიმორცხვეზე.ყბის ძვალზეც მიაკრო ტუჩები და გაუსწორა ისევ თვალი. -არ მყოლია.-როგორც შეეძლო მშვიდად ამოთქვა,მაგრამ მართლა გაქცევას ლამობდა მისი გული. -მაინც და მაინც ქართველს მიუთრევ სახლში მამაშენს და გაგიჟდება არა? -შენ ჩემი შეყვარებული არ ხარ.-ლოყაზე იკბინა შიგნიდან. -ჯერ არ ვარ.-აგრძელებდა მის წვალებას.-მაგრამ შენ ხომ იცი საითაც მიდის ეს ყველაფერი? -რისი მოსმენა გინდა ოტია?-ხმაში თითქოს ბრაზიც კი შეერია. -უბრალოდ იცოდე რომ დიდხანს ვერ დამმალავ,მოგიწევს დღის შუქზეც ჩემი ნახვა. -ანუ? -მე არ მეშინია ნილა,არც დამალვას ვაპირებ,დიდხანსაც რომ არ დავყვები შენს ღამის პაემნებს ამ შენობაში ხომ იცი?მე რა კაცი ვიქნები ასე მალულად თუ უნდა გამომყავდე სახლიდან,ჩემს გამო ოჯახს ატყუებდე,ნორმალურად პაემანზე ვერ წაგიყვანო და როგორც აინამ მითხრა ყვავილები არ მოგიტანო,რადგან კითხვებს დაგისვამენ და სახლში ვერ მიიტან.მეგობრული ვიზიტით რომ არ ვარ ჩამოსული ეგეც იცი. -ოტია... -არ მითხრა ახლა არაფერი,ჯერ გაცდი.-აკოცა ორივე ხელის გულზე.-ჯერ ჩვენ გავერკვიოთ,სხვები მერე. -გთხოვ არ გინდა.-გააქნია თავი.-შენ არ გესმის,ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი... -ანუ რა,დავიშალოთ აგვისტოს ბოლოს და მორჩა? -სხვა არაფერი გამოვა. -ნილა.-ისეთი სითოთი წარმოთქვა მისი სახელი ჟრუანტელმა დაუარა მაშინვე.-მაცადე კარგი?ნუ ნერვიულობ შენ და მე მომეცი უფლება ამ ყველაფერს მივხედო.-ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს აკოცა და მკერდზე მიიხუტა.უსმენდა მის სუნთქვას,გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა გული და მაინც ვერ ხვდებოდა რა იყო ამის მიზეზი.განა ასეთი მტრები ვართ?განა არ შეიძლება ჩვენი ერთ მაგიდასთან დაჯდომა?ერთ ქალაქში რომ სუნთქავენ ქართველები და აფხაზები(სინამდვილეში ორივე ქართველი) ეგ უკვე დასაწყისია ამ კედლის დანგრევის... *** მომდევნო ერთი კვირაც ასე ნახულობდა ყოველ საღამოს.სულაც არ სიამოვნებდა ბარათელს,მაგრამ ჯერ ისევ სჭირდებოდა დრო ყველაფრის გასაგებად.ოჯახის საქმიანობაზე არაფერს ყვებოდა,ამიტომაც არ ჰქონდა პასუხები.თავად ლაზარე კარგად მოერგო საზოგადოებას და რომ არ მოგატყუოთ ერთი ღამეც კი გაატარა მასზე რამდენიმე წლით უფროს ქალთან.დრო რამით ხომ უნდა გაეყვანა.ძმაკაცი სიყვარულის მორევში გადაეშვა და აფხაზური ცხოვრება მარტო ადვილია? დამეი ძირითადად არ იყო სახლში.გაგრაში ჰქონდა საქმეები და არც ბრუნდებოდა.აინას ოჯახიც ასე,დედამისი საერთოდ რუსეთში იყო დროებით,ამიტომ ისევ არშბებთან რჩებოდა.ყველაზე ცუდი ის იყო იცოდა დიდხანს არ დაიმალებოდა ბარათელი და ძალიან აშინებდა ნილას ეს სიტუაცია,ამიტომაც ხან საერთოდ ურთიერთობის დასრულებაზეც კი ფიქრობდა,მაგრამ რომელი ურთიერთობის?სახელიც კი არ ერქვა მათ ღამის პაემნებს. -ნილა,შენი აზრით რატომ დაგიბარა?-ბოლოს მაინც დაარღვია სიჩუმე აინამ. -როგორც ყოველთვის,უბრალოდ ვნახავ. -გამოსაცვლელი ტანსაცმელი წამოიღეო ნილა.-თავი გადააქნია გოგონამ.-არ მომწონს ეგ ამბავი. -რას გულისხმობ? -შენი აზრით რაში გჭირდება გამოსაცვლელი ტანსაცმელი?-შუბლი შეჭმუხნა მაშინვე.-ნილა მომწონს მე ოტია,მაგრამ ის თუ იმიტომ გიბარებს,რაც მე მგონია არვიცი. -რა გგონია აინა?-გააკანკალა მოსალოდნელი „საფრთხის“ გაცნობიერებისას. -რავიცი,ჩემთან ავიდეთო ხომ შემოგთავაზა ეგეც...მე ყველაფრის ბოლოს საწოლს ვხედავ ნილა,იმედია ვცდები. -რას ამბობ? -ბოლომდე მაინც არ ვენდობი ნილა,თუ გინდა წამოვალ და... -არა,არამგონია ამას ფიქრობდეს,არც კი უკოცნია,საიდან მოგაქვს ეგ აზრები?-ნერვიულად დაიწყო ბურტყუნი. -თუ რამე დამირეკე გესმის?მაშინვე მთელს აფხაზეთს შევყრი. -არ წავიღებ ტანსაცმელს,მასთან არ დავრჩები და საერთოდ არაფერს ვაპირებ.-ერთიანად გააკანკალა.-არა რა. -კარგი ნილა,დამირეკე და ხომ იცი,ყველაფერს ვიზამ.-მიეფერა მეგობარს.-ლოკაციაც გაზიარებული გქონდეს.მიდი წადი. -ყურადღებით იყავი მობილურთან აინა.-ლამის ვედრებით უთხრა მეგობარს.საიდან გაუჩნდათ ეს ეჭვები? -„ტანსაცმელს ვერ წამოვიღებ,ღობეზე უნდა გადმოვძვრე გახსოვს?“-იპოვნა უცებ გამოსავალი.ორი ქუჩის მოშორებით ელოდა.მისდა გასაკვირად ამჯერად მანქანით. -როგორ ხარ?-მონატრებული წამებში აიკრო სხეულზე. -კარგად,შენ როგორ ხარ? -მომენატრე. -ერთი დღე გავიდა მხოლოდ. -კიდევ კარგი რომ მხოლოდ ერთი გავიდა.-გაეცინა ბარათელს და მანქანის კარი გაუღო.-ჩაჯექი. -ოტია... -ნუ გეშინია,უბრალოდ ჩაჯექი. -სადმე მივდივართ?მეგონა ისევ... -მენდე ნილა.-ნაზად აკოცა შუბლზე და თვალებში ჩააცქერდა.-გთხოვ,მომეცი შანსი ნორმალურ პაემანზე წაგიყვანო. -კარგი.-დაჰყვა მის ნებას როგორც იქნა.მანქანაში ჩაჯდა და კაპიუშონი წამოიფარა.მაინც ნერვიულობდა... ცარიელ ქუჩებს შეშინებული ადევნებდა თვალს,თითქოს საიდანმე მამამისი გამოჩნდებოდა და დაინახავდა,მაგრამ შეუძლებელი იყო.სულიერიც კი არ დადიოდა გარეთ... სოხუმიდან გავიდნენ. ძალიან მშვიდი იყო ბარათელი და ძალიან ნერვიულობდა ნილა.ალბათ პირველად შეეშინდა მისი... -რატომ ხარ ასეთი დაძაბული?-ცერად გახედა გოგონას. -უბრალოდ როცა არ ვიცი სად მიგყავარ... -ღმერთო.-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-გიტაცებ ნილა.-მიუგო სრული სერიოზულობით. -არ მეხურება ახლა. -არ ვხუმრობ,გიტაცებ და საქართველოში მიმყავხარ,მომბეზრდა ეს დამალვა და ჩუმი შეხვედრები,აწი გვდიოს მამაშენმა. -ოტია...-ძლივს ამოილაპარაკა.-გაგიჟდი?გააჩერე მანქანა ახლავე.-სახელურს წაეტანა მაშინვე. -ნილა ვხუმრობ.-მიხვდა ზედმეტი მოუვიდა.-საერთოდ არ არის საქართველო ამ მხარეს. -ოტია იცოდე... -ნილა ვიცი და ვიხუმრე,პაემანზე მიმყავხარ. -სოხუმში ვერ გვექნებოდა? -ვერა,აქ უნდა წაგიყვანო აუცილებლად.გუშინ რომ ვერ გნახე აქ ვიყავი,ვნახე ის საოცრება ჩემი თვალით და მინდოდა დღე წამეყვანე,მაგრამ დღე ვერ იპარები სახლიდან,ამიტომ... -სად მიგყავარ ოტია? -მოითმინე.-მისი ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად აკოცა.-მოეშვი,ნუ ნერვიულობ რა.-პასუხი აღარ გაუცია.არც ჰქონდა რამე სათქმელი.ჩაბნელებულ გზაზე მისრიალებდა ავტომობილი.სიტყვას არ ეუბნებოდა ბარათელი და ეს უფრო მეტად აგიჟებდა,მაგრამ არ უნდოდა უნდობლად ყოფილიყო განწყობილი მის მიმართ და ოტიასაც ეგრძნო ეს,ამიტომაც სცადა დამშვიდება.ათას რამეზე ჩაფიქრდა.ხან იმასაც კი ფიქრობდა,რომ მანქანიდან გადახტომა და გაქცევა შეეძლო,მაგრამ ვერც ეს გაბედა... თითქმის ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ მიხვდა სადაც მიდიოდნენ.რიწის ტბაზე მიჰყავდა... გუშინ დაგეგმა ყველაფერი ბარათელმა.ლაზარესთან ერთად ნახა ეს საგანძური.ადგილი,რომელიც საუბარს დაგავიწყებს...ულამაზესია დღის შუქზე და მიუხედავად იმისა,რომ ღამით მიდიოდნენ მზის ამოსვლას მაინც ნახავდნენ... და მაინც რა ახლოსაა და რა შორია ეს სამშობლო. ეს მიუვალი ტყეები. ეს თვალუწვდენელი ქედები. უძირო ტბები. სიცოცხლეს მოგანდომებს ისეთი ტკბილია და სიკვდილს განატრებინებს ისეთი მწარეა გააზრება იმისა,რომ დაკარგულია... ვაი მათ,ვინც ვერასოდეს ნახავს აფხაზეთის სილამაზეს. ვაი მათ,ვინც ვერ მოესწრება საქართველოს გამთლიანებას. სირცხვილი მათ,ვინც არასწორი არჩევანი გააკეთეს და გახლიჩეს ეს პატარა საქართველო. სირცხვილი მათ,ვისაც ბრალი მიუძღვის მოსისხლეთა მტრობაში. მათი ბრალია ახლა ნილას ოტიას სიყვარული რომ ერთულება და ოტიას ნილას გაგება რომ არ შეუძლია. ვაი ჩემო უბედურო საქართველო,რა ლამაზი ხარ და როგორი დაჩაგრული. როგორი სავსე და როგორი ცარიელი... -მოდი.-ძლივს გამოვიდა ფიქრებიდან გოგონა.წინ ედგა ხელგაწვდილი ბარათელი.კიდევ ერთხელ ჩაეჭიდა აფხაზური ხელი ქართულს.კიდევ ერთხელ ენდო ხაზს იქით მცხოვრები,ხაზს აქეთ დარჩენილ საქართველოს შვილს.და მაინც ვინ მოიგონა ის ხაზი?მოდი წავშალოთ და ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი.რა აფხაზეთი ხალხო,საქართველოა უბრალოდ.იყავით აფხაზები,მაგრამ ქართველი აფხაზები... ხომ გვყავს ჩვენ მეგრელი ხალხი?ქართველები არიან,ამ მიწის შვილები,უბრალოდ სამეგრელოდან. გურულები გვყავს,გურიის შვილები,მაგრამ საქართველოს ეკუთვნიან... ის მოუდრეკელი სვანებიც კი ქართველები არიან. პირველად ვნახე საქართველოს შვილს ქართველობა ეხათრებოდეს. რა დაგემართათ? არა უკაცრავად,რა დაგვემართა?.. -რატომ არ მითხარი.-გაეღიმა უნებურად. -არ გამოვიდოდა სიურპრიზი.-თავადაც გაეღიმა და ტბის ნაპირისკენ წაიყვანა.ფანარი და ორი პარკი წაიღო.-წამოდი.-ნელი ნაბიჯით წაიყვანა ნაპირისკენ. ისეთი ლამაზი იყო ყველაფრის მიუხედავად.მერე რა რომ ბნელოდა.საკმარისზე მეტს ხედავდა ორივე. -იცოდე მგლები თუ შეგვჭამენ მოგკლავ.-დაემუქრა ბიჭს და ძლიერად ჩასჭიდა ხელი. -ნუ გეშინია.-ნაპირთან შეჩერდა და პირდაპირ იმ ადგილისკენ წაიყვანა,სადაც ხიდი იყო გადებული.ამ ხიდთანვეა დამაგრებული ნავებიც,რომლებიც ამჯერად არსად ჩანდა. -შეიძლება ამ დროს აქ მოსვლა? -შეიძლება,ვიკითხე.-თითქმის ნაპირთან შეჩერდა და პარკიდან პლედი ამოძვრინა.მაშინვე გაშალა ხის კონსტრუქციაზე და თავით ანიშნა,რომ დამჯდარიყო.გვერდით მიუჯდა მაშინვე.მალე გათენებას დაიწყებდა... -ეს ყველაფერი როდის მოიფიქრე?-ღიმილით გადახედა მაშინვე. -როცა უარი მითხარი სოხუმში ჩემთან ერთად ყავის დალევაზე. -ღმერთო რა სულელი ვარ.-სიცილით გააქნია თავი და პირველად თავისი ინიციატივით მიეხუტა კაცს.-მადლობა.მე რა სისულელეები აღარ ვიფიქრე.-ჩაიდუდღუნა თავისთვის და ყელში შეუძვრა ფაქტობრივად. -რა იფიქრე?-ჩამოუსვა ხელი ოქროსფერ თმაზე.-ისეთი დაძაბული იყავი ლამის გადავიფიქრე შენი წამოყვანა. -თავიდანვე რომ გეთქვა არაფერს ვიფიქრებდი.-გაუკეთა მარტივი შესავალი.-ტანსაცმლის წამოღება რომ მთხოვე,შენთან ფილმის ყურებაც ხომ შემომთავაზე და...მეგონა რომ... -რა გეგონა ნილა?-ააწევინა სახე და თვალებში ჩააცქერდა.ფანრის სუსტი ნათების ფონზე მაინც გარკვევით ხედავდა მის ლურჯ თვალებს. -ბოდიში. -მითხარი.-თბილად გაუღიმა.როგორი სხვანაირი იყო მასთან...-განა ვერ მივხვდი ბოლოს რომ გადაიფიქრე ტანსაცმლის წამოღება. -უბრალოდ... -გეგონა შენთან სე*სი მინდოდა?-გააქნია თავი.უსიტყვოდ ესმოდა მისი ფიქრები ბარათელს. -გთხოვ არ გვინდა ამაზე რა.-მოარიდა მაშინვე თვალი. -არასოდეს არაფერი მოხდება ისეთი,რაც შენ თავს ცუდად გაგრძნობინებს გესმის?-მიატრიალებინა მაინც სახე.-რამე არასწორად გავაკეთე შენთან?რატომ არ მენდობი? -გენდობი,უბრალოდ...არ ვიცი რა დამემართა. -ყველაფერი ყოველთვის ისე იქნება,როგორც შენ გენდომება და კომფორტულად იგრძნობ თავს ნილა,ბევრს ნუ იფიქრებ.-ნაზად აკოცა ხელი გულზე.-ტანსაცმელზე იმიტომ გითხარი,რომ შეგცივდებოდა.შორტით გამოხვედი ისევ და ცივი ხარ.-რამდენჯერმე აუსვა ხელი შიშველ ფეხებზე.-ჩემი სპორტულები წამოგიღე,პარკში აწყვია.-პლედი ამოიღო მაშინვე და სხეულზე მოახურა. -მადლობა ყველაფრისთვის ოტია. -ეს მე გიხდი მადლობას ნილა.მიუხედავად ყველაფრისა,იმ შინაგანი ომისა,ოჯახის წინააღმდეგობისა ახლა აქ რომ ზიხარ მადლობელი ვარ.-შუბლზე მიაკრო ტუჩები გოგონას.-ვიცი რთულია შენთვის.ძალიან მინდა ისეთი მარტივი იყოს,რომ არ გიწევდეს არავის მოტყუება,მაგრამ მივხედავ მაგასაც. -სულ სხვანაირი ხარ ოტია.-ქვემოდან ახედა კაცს და თითები გადაატარა სახეზე.-მგონია რომ მესიზმრება ყველაფერი. -თუ ეს სიზმარია ნილა,შენთან ყოფნა და შენს გვერდით ახლა ამ ხედით ტკბობა იცოდე,რომ გაღვიძება არ მინდა.დაე სამუდამოდ დავრჩე აქ.-კურნოსა ცხვირზეც მიაწება ტუჩები და მის მკლავებში მოქცეულს ზემოდან დახედა.-მკითხე რისი კითხვაც გინდა.-მიუხვდა წამსვე. -რას ფიქრობენ შენები? -რაზე? -ჩემზე... -ნილა შენ ქართველებისთვის ოჯახი ხარ.არ გაქვს ამაზე პრეტენზია,ამიტომ გეტყვი.ხომ იცი აფხაზები ჩვენთვის ისევ ქართველები არიან,ისევ გელოდებით,ისევ გვინდა თქვენთან ყოფნა... -ვიცი,ბევრს ვკითხულობ ამაზე,რა უცნაური ხალხი ხართ. -ვერ ვეგუებით დაკარგულ ხალხს,ვერ შევცვლით ისტორიას,მაგრამ მომავალი შეგვიძლია სხვანაირად ვაქციოთ.შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ,რატომ არ ვცდილობთ?ბიძაჩემს ისე უნდა შენი გაცნობა...ლაზარეს მხოლოდ ეკრანს მიღმა იცნობ,მასაც გაგაცნობ პირადად.ყველას უყვარხარ და არავის აქვს პრობლემა. -და დედაშენს ან მამაშენს ექნებოდა პრობლემა? -არა.-ფიქრის გარეშე მიუგო.-მამაჩემი სამშობლოს გამთლიანების სურვილით მოკვდა.დედაჩემი ჩემს დაბადებას ემსხვერპლა.ორივეს მარტო ის ენდომებოდა,რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი ნილა. -ბოდიში,არ უნდა მეთქვა.-მიხვდა როგორ დაუმძიმდა ბარათელს ხმა ტკივილისგან. -არაუშავს,მივეჩვიე უკვე.-ლოყაზე მიეფერა ცერით.-შენ უნდა მენდო და არ შეგეშინდეს,დანარჩენი მართლა ყველაფერი კარგად იქნება ნილა.-პირველი სხივებიც მოეფინა აფხაზეთის მიწას.გაანათა მთის კალთები და გააპო ხეებს შუა სივრცე.გათენებას იწყებდა... -რაღაც რომ გთხოვო შეიძლება? -რაც გინდა პატარავ.-წამოიწია მაშინვე. -ცურვა იცი? -ვიცი,რაიყო? -მე არ ვიცი,მეშინოდა ყოველთვის.-გაეღიმა,მიანიშნა რასაც ფიქრობდა. -აქ ნილა? -უბრალოდ აქ არ მეშინია იმდენად...-გადაიხარა,ხელი გაუსვა წყლის ზედაპირს.ცივი იყო ძალიან. -ნილა ძალიან ცივია,ყინულივით. -კარგი.-გაებუტა თითქოს.სხვა მხარეს გაიხედა.ჩაეცინა ბარათელს.როგორი ბავშვური იყო ამ წამს.შეუშვა ხელი და გადაიძრო კიდეც მაისური.მობილური და საფულე იქვე დადო და ხელი გაუწოდა. -მოდი,ნუ მებუტები.-წინ დაიყენა და სახიდან თმა გადაუწია.-იცოდე თუ გაცივდი მე არ დამაბრალო. -მართლა?-გაუნათდა მაშინვე სახე.მის შიშველ სხეულს მოარიდა თვალი. -თმა შეიკარი ოღონდ,არ დაისველო.-მიანიშნა მაჯაზე დამაგრებულ რეზინზე.წამსვე აიკოსა და ჟაკეტი იქვე მიაგდო. -ასე ჩამოხვალ? -არ გავიხდი,არ მაცვია საცურაო კოსტუმი.-იუარა მაშინვე.შეეფაკლა კიდეც ლოყები.მოერიდა მის წინ გახდა. -კარგი,გაიხადე ფეხზე და ჩავიდეთ. -შარვლით ჩამოხვალ შენ? -საცურაოდ არ წამოსვულვარ,არ წამომიღია შორტი.-გაეცინა მაშინვე და ფეხსაცმელიც იქვე ნაპირზე დააწყო. -გაიხადე არაუშავს.ჯინსის შარვლით ცურვა გაგიჭირდება.-იცოდა მის გამო იკავებდა თავს,ამიტომაც უთხრა.შარვალიც მალევე მოიშორა სხეულიდან კაცმა.სულაც არ უნდოდა იმ გაყინულ წყალში ჩასვლა,მაგრამ მას ვერ აწყენინებდა.დაუფიქრებლად გადაეშვა პირდაპირ.ნელა ჩასვლა უფრო გაუჭირდებოდა.ალიონის ფონზე ბევრად უფრო ლამაზი იყო ყველაფერი...-ღმერთო გიჟი ხარ?-ასე პირდაპირ გადახტომას სულაც არ ელოდა. -კიდევ ერთხელ გაფრთხილებ,ძალიან ცივია.-გაცურა ნაპირისკენ და ხელებით დაეყრდნო ხიდის კიდეს. -არაუშავს.-გაეღიმა გოგონას,დაჯდა და ჯერ მარტო ფეხები ჩაყო.ერთიანად გააკანკალა სიცივისგან. -უცებ ჩამოსვლა ჯობია.-მენჯებზე შეახო ხელები.-ისევ გინდა? -ხო,გენდობი.-გაუღიმა კაცს და წამსვე აღმოჩნდა მისი სხეული გაყინული ტბის შუაგულში.-ღმერთო როგორი ცივია.-აკანკალებული ჩაეჭიდა მის კისერს.-ბოდიში,არ უნდა ჩამომეყვანე. -გვიანია,ახლა უნდა დარჩე.-ჩაეცინა კაცს და ფეხები წელზე მოახვევინა.-ნუ გეშინია,არ ჩაგაგდებ. -ღრმაა ძალიან. -მენდე.-გაუღიმა ისევ და მოშიშვლებულ მხარზე მიაწება ტუჩები. -აქედან რომ წახვალ... -ჰო,მერე? -რა იქნება?-სიცივისგან ნიკაპიც კი აუკანკალდა. -თან წაგიყვან. -ვერა.-გაეცინა უნებურად. -რა გინდა რომ იყოს მითხარი და ყველაფერი იქნება ისე,როგორც შენ გინდა. -მე მინდა რომ მზის ჩასვლას და ამოსვლას მთაწმინდიდან ვუყურო.-შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია.-შეგიძლია?-დაიჩურჩულა ქართულად.გაეღიმა ბარათელს. -შემიძლია.-ყელზე შეეხო მისი გაყინული ტუჩები,ჟრუანტელმა დაუარა გოგონას. -ნეტავ მართლა შეგეძლოს.-გაეღიმა და ამომავალ მზის სხივებს სახე მიაგება.სულ დაავიწყდა სირცხვილი.ისიც არ ადარდებდა ნახევრად შიშველ კაცს რომ ეკვროდა სხეულზე.აღარც ეშინოდა.მასთან არა...თითქოს აღარც წყალი იყო იმდენად ცივი.მაშინ არა,როდესაც ოტია ეხებოდა.თვალდახუჭული ფიქრობდა ყველაფერზე,რაც გადახდა და ვერ იჯრებდა.რა საოცარი იყო თითოეული წამი,რომელსაც მის გვერდით ატარებდა... უყურებდა ბარათელი მის მკლავებში მოქცეულ გოგონას და ვერ იჯერებდა.როგორი უბრალო იყო,როგორი სხვანაირი და თან როგორი მიუწვდომელი.არ უნდოდა ოდესმე ვინმე სხვა შეხებოდა,სხვისთვის გაეცინა და სხვა კაცისთვის გამოეცხადებინა ნდობა.მაშინ შეუძვრა გულში ის ეგოისტობის გრძნობაც და ლამის მთლიანად დაიმონა.რამდენჯერმე მიაკრო ყელზე ტუჩები და მის დახორკლილ კანს ცხვირის წვერი გაუსვა.ღმერთო რა ლამაზი სანახავი იყო.ალბათ ყველაზე დაუჯერებელი კადრი იშლებოდა აფხაზეთის ცის ქვეშ. რიწის ტბა. ქართველი და აფხაზი. ის სითბოთი სავსე მზერა ბარათელი რომ იმეტებდა ნილასთვის და ნილას ოტიასადმი ნდობა,რომელსაც ვერაფერი შეცვლიდა. მიხვდა სწორედ ის დრო იყო ახლა. უნდა გადაედგა კიდევ ერთი ნაბიჯი. ახლა ენდობოდა,აღარ გაექცეოდა. ნაზად გადაატარა ცერა თითი მის ვარდისფერ ტუჩებს,მიახვედრა თავის განზრახვას და დაელოდა მისგან საპასუხო რეაქციას. მხოლოდ დაბნეული თვალების გამეტება მოახერხა გოგონამ. ფრთხილად აკოცა ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს და იქვე ამოილაპარაკა. -მაკოცნინე ნილა.-დაინახა როგორ შეეპარა ღიმილი არშბას ტუჩებს და გაბედა ბარათელმაც მისი შეხება. გამთენიისას,იმ სტაფილოსფრად შეღებილმა ცამ კიდევ ერთხელ იხილა ორი სულის შეერთება. აი რიწის ტბამ კი ჩუმად ჩაიწერა მათი ისტორია. „შეიქმნ ლეგენდა ალიონის ჟამს რომ ქართველისა სიყვარული მიეღო აფხაზს, და საპასუხოდ გაიმეტა მან გული მისთვის თითქოს საზღვარი დანგრეულა ენგურის პირას.“ -ჭკუიდან შევიშლები მალე.-წამით მოშორდა მის ტუჩებს და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა.დაბნეული იყო გოგონა და სიმორცხვე გადაჰკვროდა მის აჭარხლებულ ლოყებს.-ძალიან ლამაზი ხარ. -შენ კი ძალიან ღირსეული.-გაეცინა ორივეს.კიდე ერთხელ შეეხო მის აკნაკალებულ ტუჩებს და თავი მის ყელში ჩარგო. -ავიდეთ?სულ გამეყინე. -ჰო.-საცოდავად ამოილპარაკა.ყბას ვერ იმორჩილებდა სიცივისგან. -მოდი.-ნაპირთან მიიყვანა და ასწია რომ ჩამომჯდარიყო.თავად ხელებს დაეყრდნო და აიწია მაშინვე ზედაპირზე.-ახლა სასწრაფოდ მშრალდები და ჩემს ტანსაცმელს იცვამ.-გააფრთხილა მაშინვე და მკლავებზე პლედი მოახვია. -ჩაიცვი შენც,გაიყინები. -ესენი გამომართვი.-ნაცრისფერი სპორტულები გაუწოდა გოგონას.-გაიხადე ესენი და ჩაიცვი. -აქ როგორ გამოვიცვლი. -არ შემოგხედავ ნილა,მიდი.-ჯინსი ამოიცვა მაშინვე და ზურგით დაუდგა გოგონას.წამსვე გადაიშალა მის თვალწინ სხვადასხვა იეროგლიფი და ცენტრში ორი ვეფხვის ტატუ.ისეთი ლამაზი იყო...აქამდე რომ არ შეუმჩნევია იდაყვის ოდნავ ზემოთ საქართველოს რუკაც ეხატა წითელი ხაზით შემოსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებით და იქვე წარწერა „თავისუფლება“.-ზურგი ამეწვა.-სიცილით უთხრა ბარათელმა და ისიც წამსვე გამოერკვა ფიქრებიდან.მაშინვე მოიშორა ჯინსი სხეულიდან.კარგად შეიმშრალა ფეხები და რამდენიმე ზომით დიდი სპორტული მოირგო.ზედატანიც გაიხადა.აინტერესებდა გამოიხედებოდა თუ არა,ამიტომ თვალს არ აშორებდა,თუმცა არ უკადრია. არც უფიქრია.მშვიდად ელოდა როდის მორჩებოდა გოგონა. -მადლობა ყველაფრისთვის,საუკეთესო დღე იყო მართლა.-მის დანამულ ზურგსაც გადაატარა ნაჭერი.კარგად შეუმშრალა და წინ დაუდგა.-ასე არასოდეს ვყოფილვარ,აფხაზები სხვანაირები არიან. -ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი?-შუბლზე მიაკრო ტუჩები და წამსვე ჩამოუშალა თმა.თავად დაიტოვა შავი რეზინი მაჯაზე.-გიხდება ჩემი ტანსაცმელი. -ამით როგორ შევიპარები სახლში ეგაა საკითხავი.მალე მთელი შენი კარადა მე მექნება. -არ ვარ წინააღმდეგი. -ეს ჟაკეტი შენ ჩაიცვი,მე ხომ მაცვია ჰუდი,გაიყინები.-თავისივე ჟაკეტი დაუბრუნდა და ამჯერად სველ თმას მიადგა. -არ გშია?შენი საყვარელი პიცა,წვენი და ხილი აწყვია პარკში. -გზაში შევჭამ,წავიდეთ თორემ ვეღარ შევიპარები სახლში. -მალე დავამთავრებ მაგ შეპარვებსაც.-ყველაფერი პარკში ჩააწყო ისევ და ნელი ნაბიჯით წაიყვანა მანქანისკენ. ახალი დღე დაიწყო,თუმცა მათთვის მაქსიმუმი მოხდა დღეს უკვე. ყველაფერი ისე იყო,როგორც უნდა ყოფილიყო. საკუთარი ხელით აჭმევდა საჭესთან მჯდომ ბარათელს მარწყვს.კრეკერსაც გემრიელად შეექცეოდა თვითონ. უჩვეულოდ ბედნიერი იყო. ასეთი ალბათ არასდროს ყოფილა. უნდოდა ეს ბიჭი მის ცხოვრებაში. ღმერთო ოღონდ არავინ წაართვას მისი თავი... -დღეს ვეღარ გნახავ. -არაუშავს პატარავ,მიდი გაიქეცი სახლში.-შუბლზე აკოცა მაშინვე და მანქანიდან გადასულს თვალი გააყოლა.8 საათი ხდებოდა.უსწრაფესად უნდა შესულიყო სახლში. -ყველაფრისთვის მადლობა.-ღიმილით დაემშვიდობა და მოპირდაპირე ქუჩაზე გაუჩინარდა.პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი ბარათელმა.სასიამოვნო დაღლილობას გრძნობდა სხეულში... ჩვეულებისამებრ გადაძვრა ღობიდან.ხეებს მიღმა დაცვას გვერდი აუქცია და სირბილით შევიდა სამზარეულოში.ის იყო კიბეებზე ასვლას აპირებდა სასტუმრო ოთახში მჯდომი დედა რომ დალანდა და მოულოდნელობისგან ადგილს მიეყინა. -დილამშვიდობის ნილა!-ნაძალადევად გაუღიმა დილარამ და მიახვედრა როგორ შარში იყო ქალბატონი.ყველაფერი აირეოდა,თან ზუსტად იმ დღეს ბედნიერება რომ იგრძნო ნილას გულმა ცხოვრებაში პირველად... *** -დედა?!-გაოგნებული მიაჩერდა ქალს. -მოდი!-სავარძელზე მიუთითა.ისიც დაჰიპნოზებული დაჰყვა მის ნებას.-დაიწყე! -დედა... -შენ საერთოდ ხვდები აქ რა ხდება ნილა?-ტონი გაუმკაცრდა ქალს.-წარმოგიდგენია მაინც ოთახში რომ არ დამხვდი რა ვიფიქრე? -ისე არ არის,როგორც გგონია დედა. -ზუსტად ვიცი როგორც არის!-რაღაც ფურცლები აათამაშა ხელში.-ქართველი ნილა? -საიდან გაიგე?-ვერ უჯერებდა მოსმენილს. -ასლანმა დაგინახათ.-მძიმედ გააქნია თავი.-მე მითხრა ჯერ,რადგან მამაშენს თუ ეტყოდა ხომ იცი... -გთხოვ დედა...-წამსვე აემღვრა თვალები. -რაზე ფიქრობდი ნილა?ღმერთო ასეთი სულელი ხარ? -გთხოვ... -თან მისი ტანსაცმლით მოდიხარ სახლში...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.-მითხარი რომ სისულელე არ გაგიკეთებია.-თვალებში ჩააცქერდა მაშინვე. -უბრალოდ რიწაზე ვიყავით,მეტი არაფერი.-თავი იმართლა და აუკანკალდა კიდეც მთელი სხეული. -სად გაიცანი?ორი კვირაა,რაც ჩამოვიდა,ასე შენით ვერ იპოვნიდი. -ინტერნეტით... -შენთან ჩამოვიდა? -დედა გთხოვ... -მიპასუხე!-დაუყვირა მთელი ხმით და ისიც ლამის მიეყინა სავარძელს. -ჩემთან ჩამოვიდა! -მამაშენი თუ გაიგებს ხომ იცი რაც მოხდება?-ასეთი დედა არასოდეს უნახავს ნილას.თითქოს მისი ლურჯი სფეროებიც კი გამქრალიყო.ბრაზს ასხივებდა სახის თითოეული ნაკვთი. -არ უთხრა,გეხვეწები.-ამის გააფიქრებაც კი აშინებდა.-ხომ იცნობ მამას. -რაზე ფიქრობდი ნილა?ბესლანი დაგეშილია შენზე,მერე რა რომ ციხეშია?გინდა ისევ მათ ხელში აღმოჩნდე? -ფრთხილად ვიყავი... -არ მაიძულო მამაშენს ვუთხრა ნილა,დაამთავრე ეს ყველაფერი გესმის? -არ არის ცუდი ადამიანი.-ამოისრუტუნა ატირებულმა.-არაფერი დაუშავებია,მართლა. -შენ არ იცი ნილა.ვერ არჩევ კარგს და ცუდს,მაგრამ არ არიან ქართველები კარგები...იცი როგორ სძულთ რუსები?მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ!მხოლოდ შენთვის ტანსაცმლის გახდაზე იფიქრებს და როდესაც ამის უფლებას მისცემ მიგატოვებს!-ისეთი ტკივილიანი იყო მისი ხმა თითქოს სულამდე ჩასწვდა გოგონას. -ოტია არ... -რუსი ნა*ა,ასე ეძახიან რუს ქალებს!ჰგონიათ რომ მხოლოდ სე*სისთვის ვართ შესაფერისები!გგონია რამე სერიოზული უნდა?გგონია ცოლად მოგიყვანს ოდესმე?-შვილის წინ ჩაიმუხლა.-არაფერი იქნება მსგავსი ნილა.მიგატოვებს! -არ იქნება ასე,ზედმეტი არაფერი გაუბედავს!-ჯიუტად იმეორებდა თავისას. -ასეა თავიდან,ყველაზე მეტად გაგიფრთხილდება და მერე...ეჰ ჩემო გოგონა...-მიეფერა თმაზე.-უნდა შეწყვიტო ნილა... -კარგი ადამიანია დედა, მართლა. -მაგ კარგ ადამიანს თუ უთხარი ვინ არის მამაშენი?-მძიმედ გადააქნია თავი.-იცის ვისი შვილი ხარ?იცის რომ მამაშენის არის ნახევარი სოხუმი?იცის იმ იარაღის ამბავი?იმ დახოცილი ხალხის? -არ მითქვამს არაფერი...ეს მამას ცხოვრებაა და არა ჩემი! -მამაშენის ცხოვრება ავტომატურად არის შენიც!-არ ცხრებოდა დილარა.შვილის ბედნიერებაზე მეტად არაფერი უნდოდა,მაგრამ ქართველთან?-მიგატოვებს გესმის? -არ მიმატოვებს.-უხეშად შეიმშრალა ცრემლები. -მოუყევი ყველაფერი და თუ არ მიგატოვებს ნახავ!ან რას ფიქრობ?საქართველოში წახვალ და მშვიდად ისუნთქებ?გგონია იქ არ გამოგყვებიან?-ნერვიულად ისვამდა სახეზე ხელს.ვერ გაეგო რა უნდა ექნა. -არ მინდა ასე ცხოვრება გესმის?-ამოიყვირა ბოლოს.-არ მინდა შიში მქონდეს სულ.მინდა გარეთ გავიდე,როგორც ჩვეულებრივი ადამიანი,მყავდეს მეგობრები,შეყვარებული...თუნდაც ქართველი,მერე რა? -ნილა გეყოფა! -არ მეყოფა დედა,ძალიან დავიღალე.-ამჯერად მართლა აღარ აპირებდა მოთმენას.-რას ვითხოვ ასეთს?მშვიდ ცხოვრებას და ადამიანობას!არ მინდა არც ბესლანი და არც სხვა აფხაზი კაცი.არ მინდა ჩემი ქმარი სახლში სისხლიანი ხელებით ბრუნდებოდეს,არ მინდა ჩემი ქმარი მკვლელი იყოს და ყველას ეშინოდეს მისი გესმის? -ასე ხედავ მამაშენს?-ირონიულად გაეცინა ქალს.-ვერ ხვდები რომ ყველაფერი შენთვის გააკეთა? -ჩემთვის დაიწყო სოხუმზე ბატონობა?-წარბი ასწია მაშინვე.-დაბადებულიც არ ვიყავი მამას სოხუმი რომ უნდოდა.თავისი ნებით დაიწყო ეს ომი და მე უბრალოდ შედეგებზე ვარ პასუხისმგებელი!შენ ვერ ხვდები,რომ მე ყველაფერს დავკარგავ ასე...ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს შევწირავ ამ ომს და მერე?ვიღაც აფხაზ კაცს გამაყოლებთ ძალით იმისთვის რომ ეს ომი შეწყდეს? -გეყოფა!-ვეღარ მოითმინა მისი სიტყვები ქალმა და უხეშად შემოჰკრა მარჯვენა ხელი შვილს.ცხოვრებაში პირველად გაიმეტა საკუთარი შვილი და იგრძნო კიდეც როგორი დაიმსხვრა მისი პატარა გული ნაწილებად. -ეს დავიმსახურე?-ნაწყენი და ნატკენი თვალებით უმზერდა დედას.გამსკდარი ტუჩიდან წვეთებად იღვრებოდა სისხლი.-დღეს უარი თქვა ჩემს გათხოვებაზე,მაგრამ ხვალ რას იზამს?როცა მიხვდება რომ ძალა არ ყოფნის გაატანს ვინმეს ჩემს თავს?მეც მინდა ვინმე მიყვარდეს და ჩემი პატარა ოჯახი მქონდეს,არ შეიძლება?-აკანკალებული სხეულს ძლივს იმორჩილებდა.ყველა სიტყვას ბრაზით ისროდა დედის მიმართულებით.საშინლად იყო გაბრაზებული და ნაწყენი. -ნილა შვილო... -არა!ყელში ამომივიდა...ჩემი და ოჯახის პატიოსნებაზე გადაფარებული ხალხი ხომ საერთოდ!ბიჭს შევხვდი,როგორ შეიძლება?ქართველს მითუმეტეს...იცი რომ მე ასეთი პატივისცემა არავისგან მიგრძვნია?ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ,რომ ვიღაც მაფასებს.ვიღაც დარდობს ჩემზე... -გიყვარს?-შეშფოთება ვერ დამალა ქალმა.მიუხვდა შვილს ყველა იმ დამალულ შიშს და პირველად გაშიშვლდა ნილას გრძნობებიც დედის წინ. -და თუ მიყვარს?-თვალი თვალში გაუყარა ქალს.-თუ მამა რამეს დაუშავებს იცოდე,რომ მეორე დღეს ჩემი გლოვა მოგიწევთ!-პირველად ნახა დილარამ შვილის ეს მდგომარეობა და პირველად შეეშინდა მისი დაკარგვის.ის ხომ ასეთი პატარა და ასეთი უძლური იყო სიყვარულის წინაშე... -ნილა!-სირბილით მიჰყვა შვილს უკან.-ნილა სად მიდიხარ?-ვერ დაეწია,არც დაცვას უცდია მისი შეჩერება. ნეტავ სად მირბოდა? სად ჰქონდა წასასვლელი? ყველაფერი ისე უცებ გაიგეს... მან ხომ ამ ყველაფრით ტკბობაც ვერ მოასწრო... იცოდა სადაც ცხოვრობდა. ეგულებოდა მისი ადამიანი და ეიმედებოდა კიდეც. ატირებულს სხვა არავინ გახსენებია. დაუფიქრებლად აიღო გეზი მისი სახლისკენ... *** მხოლოდ შხაპის მიღება მოასწრო ბარათელმა და ის იყო დაძინებას აპირებდა მისი მობილური რომ ახმაურა.ტუმბოზე დადებულს ხელი დაავლო და თვალებმოჭუტულმა დახედა. -ნილა?!-გაკვირვება დასტყობოდა ხმაზე. -ოტია...-ვერაფერი მოუხერხა თავს.ვერ დამშვიდდა და ბარათელიც წამსვე მიუხვდა რომ არ იყო კარგად. -ნილა რა მოხდა?-წამოიწია მაშინვე საწოლიდან.-კარგად ხარ? -მე...მე აქ ვარ,არ ვიცი რატომ,უბრალოდ არ მქონდა სხვაგან წასასვლელი... -სად აქ ნილა? -ქვემოთ...შენს სახლთან...შეგიძლია ცოტახნით გამოხვიდე?მე...მე უბრალოდ...-გადაიხედა ფანჯრიდან და წამსვე დაინახა მისი სხეული ეზოში.ისევ მისი ტანსაცმელი ეცვა... -ნილა ამოდი.-ანერვიულდა ბარათელიც.-ბოლო სართულია,შემოდი. -მე... -ჩამოვალ და ძალით ამოგიყვან იცოდე.-დაემუქრა გოგონას და მაისური გადაიცვა მაშინვე.აღარ უყოყმანია ნილას,აიარა კიბეები და რამდენჯერმე დააკაკუნა მის კარზე.გამოჩნდა ბარათელიც.ის ადამიანი ასე უცებ რომ ენდო და მიიღო.მისი სულის ადამიანი... -ნილა...-მთელი სხეული დაეჭიმა მისი დანახვისას.მაშინვე გადაატარა თითები მის გახეთქილ ტუჩს და არავინ იცის რად დაუჯდა თავის შეკავება.ტირილისგან დასიებული და ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა მის წინ მდგომ კაცს.-პატარავ... -არ ვიცოდი სხვაგან სად წავსულიყავი...-მთელი სხეულით მიეკრო ზედ.იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდა ახლა თავს... -ნილა რა მოხდა?-მაშინვე ჩამოსვა დივანზე და მის წინ ჩაიმუხლა.-მითხარი. -არაფერი,უბრალოდ... -მითხარი ნილა.-ვერ ისვენებდა.იმაზე ფიქრიც კი აგიჟებდა რომ ვიღაცამ დაარტყა. -დედაჩემმა გაიგო შენზე...-ტირილით ამოილაპარაკა.-ძალიან გაბრაზდა... -გავგიჟდები...ნილა შემომხედე.-თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა გოგონას.-ეს...-გახეთქილ ადგილას გადაატარა თითი.-დაგარტყა? -ოტია...-გადმოსცვივდა მაშინვე ცრემლები.მთელი სახე დაუკოცნა ბარათელმა.ვერ აიტანა.ვერ შეეგუა.არც შეეგუებოდა არასდროს... -მაპატიე ნილა.-მკერდზე მიიკრო მისი სხეული და ნაზად მიეფერა თმაზე.-მაპატიე... -შენი ბრალი არ არის... -ჩემი ბრალია.-დანანებით გააქნია თავი.-მე რომ შენს ოჯახს დავლაპარაკებოდი... -არასოდეს მიიღებენ ამ ყველაფერს. -მოდი.-წამოაყენა მაშინვე ფეხზე.-სახე ჩამოიბანე.-სააბაზანოში შეიყვანა.ცივმა წყალმა თითქოს დაუბრუნა გონებაც. -ბოდიში აქ რომ მოვედი... -ნუ სულელობ ნილა.სხვაგან სად უნდა წასულიყავი?-მიეფერა თმაზე.საკუთარი ხელით შეუმშრალა სახე.-მოდი. -შენი ოთახია?-დაბნეულმა მოავლო თვალი ყველაფერს. -ჰო,გამოიცვალე-დასვრილ ზედაზე მიუთითა მაშინვე.შორტი და მაისური მისცა,რომ ჩაეცვა და შებრუნდა კიდეც. -ვეღარ გნახავ ოტია.-რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა და შებრუნდა კიდეც მისკენ ბარათელი. -რას ამბობ ნილა?შენს მშობლებს დაველაპარაკები და მოვაგვარებ ყველაფერს... -არ შეიძლება... -შეიძლება,მერე თან როგორ.-მიეფერა თმაზე და საწოლზე ჩამოსვა.-ყველაფერს მოვაგვარებ გესმის?ეს ერთი მაპატიე,მეტი აღარ მოხდება. -ოტია... -არავის ვაპატიებ ამას ნილა.-ფრთხილად შეახო ტუჩები მტკივან ადგილას.სასიამოვნო ჟრუანტემა დაუარა მაშინვე.-არც შენს ცრემლებს. -ვერაფერს იზამ... -ყველაფერს ვიზამ შენთვის.-დარწმუნებით საუბრობდა.დააიგნორა ნილამ დედის ზარი და მობილური გვერდით გადადო.-დაწექი მიდი. -ოტია... -დავიძინოთ ნილა,დაწექი.-ხელისგულზე აკოცა და გვერდით მიუჯდა მაშინვე.-მოვაგვარებ კარგი?გპირდები. -მეტჯერ ვერ გნახავ,უნდა წახვიდე ოტია.-თითებით მიეფერა სახეზე.-დაბრუნდი საქართველოში. -უშენოდ არა.-ნაზად შეეხო მის ბაგეებს კაცი.სულაც არ აპირებდა წასვლას და მის მიტოვებას.მის თითოეულ მოძრაობას აჰყვა გოგონა.ახლა რაც არ უნდა მომხდარიყო აღარ ადარდებდა.თითები თმაში შეუცურა და კოცნაზე კოცნით უპასუხა.-დაიძინე ნილა.-ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და მკერდზე აიკრო პატარა ქალბატონი.მართლა არავის აპატიებდა ნილას მდგომარეობას.უკვე მზად იყო მის ოჯახთან საუბრისთვის... *** -ბიჭო ვიღაც ქალი...-სიტყვა შუაზე გაუწყდა ლაზარეს მის გვერდით გოგონა რომ დაინახა.თმაზე ეფერებოდა ოტია,მას კი უდარდელად ეძინა. -რა გაღრიალებს?-წარბები შეჭმუხნა მაშინვე. -ქალი თუ გყავდა არ უნდა გეთქვა? -ლაზარე არ მაქვს შენი თავი ახლა.-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-რას ამბობდი? -ვიღაც ქალი გკითხულობს,მისაღებში გელოდება და როგორც სიტუაციიდან ვხვდები დედამისია...-კარგად გადახედა გოგონას სახეს.ამოიცნო მაშინვე ნილა.მართლა ძალიან ჰგავდა დედას. -ჯანდაბა.-თავი მხოლოდ წამით მიაყრდნო კედელს.თმაზე აკოცა მძინარეს და ოთახიდან მშვიდად გავიდა. -გამარჯობა ოტია.-თვალს არ აშორებდა ქალი მის წინ მდგომ ბიჭს.მაშინვე გაქრა სახლიდან ლაზარე.ცალკე სასაუბრო იყო ეს ამბავი. -გამარჯობა.-ხელი ჩამოართვა ქალს. -ხვდები აქ რატომ ვარ არა? -ვხვდები. -ახლა ყველაზე ნაკლებად ის მინდა,რომ იმ საძინებელში შევიდე რომლიდანაც გამოხვედი და შიშველი ნილა ვნახო შენს საწოლში.-მძიმედ გადააქნია თავი. -ნუ გააღვიძებთ,ძლივს დაიძინა ისედაც,მაგრამ ნახვა თუ გინდათ მიბრძანდით.-გზა გაუთავისუფლა მაშინვე.არც უყოყმანია დილარას.კარგად აათვალიერა მისი სხეული და გვერდი აუარა.მაინც შეამოწმა.მის ტანსაცმელში გამოწყობილს მშვიდად ეძინა...შვების ოხვრა აღმოხდა ქალს,კარი მშვიდად გამოიხურა და ისევ მაგიდასთან დაჯდა. -გაბედული ბიჭი ხარ,საქართველოდან ჩამოხვედი მის გამო. -ასე იყო საჭირო. -რა გეგმა გაქვს?-წარბი აუწია.-არ გამანდობ? -არანაირი გეგმა არ მაქვს,უბრალოდ ნილას გვერდით ყოფნა მინდა,დანაშაულია?-არც შეუთავაზებია ისე დაუდო უშაქრო ყავა მაგიდაზე.ნილასგან ახსოვდა. -დანაშაულია.-მშვიდი იყო ქალი.-შენგან მისი მოწონება,სიყვარული...ყველაფერი დანაშაულია. -რატომ? -იმის გამო რომ არ მიიღებს არც საზოგადოება და არც დამეი ამას,ნილას პრობლემები ექნება,რომელიც ისედაც არ აკლია,ეს გინდა? -მე არ მინდა ნილას ტკივილი მივაყენო,არ არის ეს ჩემი მიზანი,მაგრამ როგორც ჩანს თქვენი არის.-მიანიშნა მის გახეთქილ ტუჩზე.-საკუთარ შვილს ხელი დაარტყით იმის გამო,რომ ქართველი ბიჭი ნახა?ეს ნორმალური გგონიათ? -პატარა ხარ ოტია,გამოუცდელი და არც ის იცი რა ხდება აქ!არც ნილას იცნობ... -ნილას ძალიან კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი რა უნდა!-შეეპასუხა მაშინვე. -გითხრა ნილამ რომ მამამისს ეკუთვნის ნახევარი სოხუმი?-ჩაეღიმა მის დაბნეულ მზერაზე.-ის თუ გითხრა რომ 15 წლის ასაკში მოიტაცა უფროსმა კაცმა და მისი ცოლად შერთვა უნდოდა?3 წელში გამოვა ციხიდან ბესლანი და ისევ დაიწყებს მის დევნას...მანამდე მისი ნათესავები ჩამოვიდნენ მოსკოვიდან,ისინი არ მოასვენებენ ნილას...უამრავი მთხოვნელი ჰყავს,ნებისმიერი მოიყვანს ცოლად...ის თუ იცი 5 თვის წინ თავს რომ დაგვესხნენ?ჩემმა ქმარმა და მისმა ბიჭებმა ყველა დახოცეს...-რაღაცამ გადაურბინა სახეზე ბარათელს.კმაყოფილი ღიმილი გადაეკრა სახეზე ქალს.-ჩემი ქმარი არასოდეს მიიღებს თქვენს ურთიერთობას. -რადგან ქართველი ვარ? -გავიკითხე შენზე,მყავს მეგობრები საქართველოში...ციხეში მჯდარხარ,კარგი სამსახური გაქვს,ობოლი ყოფილხარ... -ეს რა შუაშია?-მტკივნეულად გაჰკრა რაღაცამ გულში. -შენ ნილას დაცვას ვერ შეძლებ.-ფინჯანი ხმაურით დადო მაგიდაზე.-მის მეტი არავინ გვყავს მე და დამეის,შენ ვერ დადგები ჩვენი ოჯახის წინ,მისი საყრდენი ვერ გახდები ვერასდროს და ვერც იმას შეძლებ,რომ აქ იცხოვრო... -იქნებ ნილას ჩემთან წამოსვლა უნდა? -უნდა კიდეც.-წრფელი ღიმილი აუთამაშდა სახეზე.-არვიცი როდის გაიცანით ერთმანეთი,ან როგორ მოხდა ეს საერთოდ,მაგრამ უყვარხარ...აფხაზებისგან გამარჯობა ეზიზღება და შენგან...შენთან სახლშია ახლა...იცი როგორ მეზიზღება ეგ შენი ქართველები?ასე გამოიყენებ მის გრძნობებს და მერე მიატოვებ. -არასოდეს მოხდება მსგავსი რამ...ვიცი რასაც ფიქრობთ,მაგრამ არ ვიზამ.არც ნილას ვაწყენინებ... -ცოლად მოიყვან? -ეს დაგამშვიდებთ?-გადაიხარა მისკენ და ჩააცქერდა ქალის ლურჯ სფეროებს. -არ გაგატანს არავინ,დაიტანჯება უფრო მეტად. -ნილა ერთი წლის წინ გავიცანი...იმდენად იყო შეშინებული,რომ ერთი წელი მისი სახე არ მინახავს,მისი ხმა არ გამიგონია...გგონიათ მის გამოსაყენებლად ჩამოვედი აფხაზეთში?იმ წყეულ მიწაზე,რომელსაც მთელი ჩემი ხალხი შენატრის?გართობა რომ მდომოდა თბილისშიც შევძლებდი,არ გავირთულებდი საქმეს და აფხაზეთში იმ გოგონას არ მოვძებნიდი,რომლის სახეც კი არ მქონდა ნანახი...-ბრაზი შეერია ხმაში ბარათელს.-თქვენიც მესმის.გოგოს დედა ხართ და იცავთ,მაგრამ ნილას ვინ დაიცავს თქვენგან? -ჩემი შვილისთვის არასოდეს დამიკარებია ხელი,არც ის შეპასუხებია ჩემს სიტყვებს აქამდე,დღეს ეს შენს გამო გააკეთა...იცი რა თქვა?არ მინდა ჩემი ქმარი სახლში სისხლიანი ხელებით ბრუნდებოდეს და არ მინდა ყველას ეშინოდეს მისიო...ასეთია აფხაზეთი ოტია!აქ თავი უნდა დაიცვა...აქ ქალებსაც უნდა გაუფრთხილდე...შენ გაუფრთხილდები ნილას?გგონია უსისხლოდ შეძლებ? -მე აქ ცხოვრებას არ ვაპირებ,ნილას წავიყვან თუ ეს მისი სურვილი იქნება. -მომისმინე.-ხელზე მსუბუქად შეეხო ქალი.-ახალგაზრდა ხარ,სისხლი გიდუღს,მესმის.გგონია მის გამო ყველაფერს შეძლებ,მაგრამ ვერა...ვერ გაუმკლავდები მამამისს,ბიძამისს...აფხაზეთს ვერ მოერევი... -რადგან იარაღით არ დავრბივარ? -რადგან შენ ვერ შეძლებ ხელების გასვრას მაშინ,როდესაც ეს ერთადერთი გზა იქნება ნილას გადასარჩენად. -ამდენად ცუდი მდგომარეობაა? -35 წლის კაცია,მისი თავი უნდა ცოლად...სოხუმის ჩვენი ნაწილიც უნდა... -თბილისში... -ვერ წაიყვან!იცი რატომ?იქ სისტემა შენ მოგერევა,მათ ვერა!ჩამოაკითხავენ და წაიყვანენ.აქ კი ბრძოლა წესების გარეშეა.არც პოლიცია და არც სამართალი არ არსებობს.არავინ ჩაერევა არშბებისა და არძინბების ომში.ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდება,სანამ სოხუმი არ დაეცემა.ნილას შენი აქ ყოფნით კიდევ უფრო დაამძიმებ.ნუ დაუმატებ სადარდებელს,ნუ აიძულებ მამამისს რომ შენი სისხლით გაისვაროს ხელები... -დედა?! -ნილა შვილო.-წამოდგა მაშინვე ფეხზე და მიიხუტა გოგონა.-მაპატიე ჩემო ლამაზო... -აქ რა გინდა?-დაბნეულმა მოატარა მზერა ყველაფერს.-ოტია? -არაფერია პატარავ.-თავი დაუქნია გოგონას. -წავიდეთ ნილა,მამაშენი გზაშია უკვე. -მამას უთხარი? -არ მითქვამს.-მძიმედ ამოილაპარაკა ქალმაც.არ იცოდა რა უნდა ეთქვა.-მაგრამ უნდა შეწყვიტოთ.-ხელი შეუშვა გოგონას და მასთან დამშვიდობების უფლება მისცა.მკერდზე მიეკრო მაშინვე ბარათელს. -ნილა.-გაეღიმა კაცს.გაბრაზებული იყო სიმართლე რომ დაუმალა,მაგრამ ახლა არ იყო სალაპარაკო ეს ყველაფერი.-არაფერია,არ იტირო... -წადი ოტია,წადი საქართველოში...-აქვითინდა მის მკლავებში. -შენ ნუ ნერვიულობ,კარგად იქნება ყველაფერი.-აკოცა შუბლზე და თვალებში ჩააცქერდა. -მაპატიე ამაში რომ გაგრიე... -ჩშშ...-მიეფერა თმაზე.-კარგად არის ყველაფერი.-არც დილარას იქ ყოფნის მორიდებია.ნაზად დაუკოცნა მთელი სახე.აივანზე გავიდა ქალი.მისცა თავისუფლება ორივეს.-შენი მიტოვება არ გამომივა ნილა,ძლივს გიპოვნე,ახლა სად წავალ?-მსუბუქად შეეხო მის ბაგეს.-არავისი ცოლი არ იქნები არსადროს და არავინ შეგეხება.არავინ ჩემს გარდა.-სახიდან თმა გადაუწია,იქვე მიაკრო ტუჩები და განაგრძო.-არაფერზე ინერვიულო,გახსოვდეს ვინ ვარ მე და რას დაგპირდი. -წავიდეთ ნილა.-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები ქალმა.ატირებული დაეშვა გოგონა კიბეებზე. -აღარასდროს გაბედოთ მისთვის ზიანის მიყენება.-მკაცრად გააფრთხილა დილარა.-პატივს გცემთ,როგორც მის მშობელს,მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შეეხოთ არ ვაგებ საკუთარ საქციელზე პასუხს! -მასზე ზრუნავ,ეს კარგია.-კმაყოფილი იყო მოსმენილით.-მაშინ უნდა წახვიდე ოტია.თუ გინდა რომ კარგად იყოს მიატოვე.-ზურგი აქცია მაშინვე და უკან მიჰყვა შვილს.გაოგნებული ბარათელი კი დარჩა სასტუმრო ოთახში სრულიად მარტო,საკუთარ შიშებთან და ფიქრებთან ერთად... *** -ეს საერთოდ როგორ მოხდა?-ბოლთას სცემდა ოთახში დამეი.ერთ-ერთი რესტორნის სარდაფში ხვდებოდა აფხაზებს. -გაგრაში ჩამოსვლით და პრობლემებით თვალი აგვიხვიეს,სანამ იქაურობას ვაწესრიგებდით ამათ დრო იხელთეს. -იმ დედამო**ნული მოსკოვიდან რატომ არ დარეკა არავინ?-უხეშად ჰკრა წიხლი მაგიდას. -არავინ იცოდა,ჩუმად მოხდა ყველაფერი.-ჩაერია სერგეი.-როგორც ჩანს რამდენიმე კვირაა გამოსულია,მაგრამ მალავდნენ. -რანაირად გამოვიდა?სამი წელი უნდა დარჩენილიყო კიდევ. -პოლიტიკა ბინძური რამ არის დამეი,ვიღაც დაეხმარა ზემოდან თორემ თავისით ვერ გამოვიდოდა,ურცხვად დადიოდა ქუჩაში,არც იმალება. -რას აპირებ?-ჩაერია დავითი.-ის აუცილებლად ჩამოვა გოგოს წასაყვანად ხომ იცი. -ნილას ვერავინ წაიყვანს,ბესლანი მითუმეტეს,ჩემს შვილს ვერც კი მიუახლოვდება გესმის?-ხმა აიმაღლა კაცმა.ყველამ იცოდა მხოლოდ ნილას და დილარას დაკარგვა აშინებდა დამეის. -დამეი.-მოურიდებლად მიუახლოვდა დაური.-ის სხვის ცოლს ვერ წაიყვანს,ახალი ომი დაიწყება და ამას არ იკადრებს. -არა-მეთქი!-დაუყვირა კაცს.-ჩემს შვილს უსიყვარულოდ არ გავათხოვებ,არ ვაიძულებ...მითუმეტეს მაგათთან რა უნდა ქალს? -სერგეის გააყოლე,შენ იცი რომ მიხედავს. -გაგიჟდი?-ნაპერწკლებს ყრიდა დამეი. -მამა!-ბაგრატსაც შეეცვალა ხმა.-ნილას გათხოვება გამოსავალი არ არის,მერე სოხუმის დაპატრონებასაც მოინდომებენ,გალიც მალე მათი გახდება და გგონია ასეთი მარტივი იქნება? -რას გვთავაზობ?-ტონს აუწია დაურმაც.-ველოდოთ ნილას როდის შეუყვარდება ვინმე და როდის უშველიან?წაგართმევენ დამეი! -ჩემს შვილს ვერავინ შეეხება! -დამეი.-ყოყმანით წამოიწყო ასლანმა.თავად იყო მომსწრე იმის,რაც გუშინ მოხდა და მიხვდა ახლა საუკეთესო შანსი იყო,რომ მისთვის ეთქვა.-უნდა დაგელაპარაკო. -ახლა არა.-აიქნია ხელი. -ზუსტად ახლა!-მოუჭრა მოკლედ და ჩაავლო მკლავში.-ნილას ეხება. -რამე დაემართა?-გაუფართოვდა მაშინვე თვალები.ცალკე დაიწყეს საუბარი კაცებმა.სერგეი თავის მომენტს ელოდა.იქნებ ქორწინებაზე მართლაც დაფიქრებულიყო დამეი... -ნილას გათხოვება ახლა ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება.-დაიწყო მშვიდად. -არც კი გაიფიქრო!ჩემი შვილი თავად გადაწყვეტს მომავალს! -მაცადე!-ხელის აწევით გააჩუმა კაცი.-შენთვის თქმას არ ვაპირებდი,რადგან შენი რეაქცია ნილას შეაშინებდა და დილარამ მითხრა მოვაგვარებო,მაგრამ... -რას ამბობ ასლან?ამოღერღე! -ნილა ერთ ბიჭს ხვდება... -რას ნიშნავს? -როგორც გავიგე ერთად არიან,კარგი ბიჭი ჩანს,მაგრამ... -ვინაა?ვისი ოჯახიდან არის?ვიცნობთ ჩვენ?სოხუმელია?-დაიწყო კითხვების დასმა გიჟივით. -ქართველია!-ჩამოენგრა დამეის მთელი სამყარო თავზე.თითქოს ყურები დაუგუბდა,წამით დაავიწყდა სუნთქვაც...ჯერ ისევ გრძნობდა დამწვარი ხორცის სუნს ჰაერში.ჯერ ისევ ხელით ატარებდა დაურის ძმებს,რომლებიც სასიკვდილოდ გაიმეტეს ქართველებმა. -რას ბოდავ?!-წამოენთო მაშინვე თვალები. -დამეი მომისმინე.ახლა იმის დრო არ არის,რომ ქართველებთან ახალი ომი დაიწყო,გავიკითხე მასზე,საქართველოში კარგი რეპუტაცია აქვს,მაგრამ ჩვენი წრის არ არის,ერთი ჩვეულებრივი ბიჭია... -ასლან!-პერანგის საყელოში წვდა კაცს.-გესმის მაინც რას მეუბნები? -მესმის და ვხვდები რამდენად რთულია მოსასმენად,მაგრამ არ არის სხვა გზა.ახლა უნდა გადაწყვიტო...მისცემ ნილას არჩევანის საშუალებას,თუ გააყოლებ ადამიანს,რომელიც არ უყვარს? -ქართველზე ამბობ?იმ დაწყევლილი ადგილიდან?-თითი გაიშვირა გაურკვეველი მიმართულებით. -იმ დროს დაბადებულიც კი არ იყო,მისი რა ბრალია?ახალგაზრდაა,შენი ოჯახის შესაფერისი... -ასლან!-გამოსცრა კაცს კბილებში.-გაჩუმდი! -ნილაზე დაფიქრდი,შენ იცი რა არის მისთვის უკეთესი!დილარას დაელაპარაკე,მან მითხრა რომ ღირსეული ბიჭია და მეც დავუჯერე,ნილასთვის ჩამოვიდა აფხაზეთში. -უნდა მომაკვლევინოს?-ნერვიულად ჩაეცინა.-არ ეყო ჩემს შვილს ისინი,ვინც დავხოცე? -დამეი... -არა!-ხელით უხეშად უბიძგა კაცს.-არ გაბედო!იცნობ შენ მაგათ,იცი რა გაუკეთეს დილარას,იცი რაც გაუკეთეს ჩვენს ხალხს!ჩემი შვილის გამოყენების უფლებას არ მივცემ!მოვკლავ...-სასმელი ბოთლითვე მოიყუდა და არავის დამშვიდობებია ისე გავარდა გარეთ. ახალი თავისტკივილი დაემატა კაცს. თითქოს ის არ ჰყოფნიდა,რომ მისი შვილის წართმევა სურდათ. სოხუმში ეცილებოდნენ და ახლა ქართველი შეიყვარა მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა. გაგიჟდებოდა... *** ნელი ნაბიჯით გადაკვეთა ეზო,თითქოს დამშვიდებას ლამობსო.თითოეულ ნაბიჯს ღრმა სუნთქვას აყოლებდა და ცდილობდა ყველაფერ კარგზე ეფიქრა,მაგრამ შეპყრობილი იყო მისი სული.რა იქნებოდა?რა გამოვიდოდა? ახლა სახლში ცოლი რომ ელოდა,რომელმაც სიმართლე დაუმალა როგორ უნდა მოფერებოდა? ან შვილისთვის როგორ უნდა დაერიგებინა? სიმშვიდე შეინარჩუნე დამეი... -მამა.-ღიმილით გაიქცა მისკენ ნილა.ხანგრძლივი განშორების შემდეგ ყოველთვის გულთბილად ხვდებოდა ოჯახი.-როგორ მომენატრე... -ცოლ-შვილთან მარტო დამტოვეთ.-გადახედა მაგიდასთან მდგომ აფხაზ ქალებს და მათაც წამსვე დატოვეს ოთახი.მიხვდნენ არ იყო კარგი ამბავი... -რა ხდება დამეი?-აანერვიულა ქმრის მდგომარეობამ დილარა. -ეს მე უნდა გკითხოთ,რა ხდება? -რას გულისხმობ? -ქართველი ბიჭის ამბავი მოვიდა ჩემამდე.-გააცია ორივეს.-მართალია? -ნილა ადი ოთახში.-გადახედა მაშინვე დედამ. -არავინ არსად არ წავა!-ხმა აიმაღლა კაცმა.-თქვენ რა დამცინით? -დამეი ცალკე ვილაპარაკოთ. -რადგან მამის მოსატყუებლად ჭკუა და ასაკი ეყო,ამ საუბარსაც დაესწრება ქალბატონი!-ბრაზით გადახედა ნილას.-თქვენ მე სულელი ხომ არ გგონივართ? -მამა... -ვინ არის? -დედა გეხვეწები არაფერი თქვა.-შეევედრა ქალს. -დილარა!არ მაიძულო,არაფერი გამომტყუო,გისმენ! -ახალგაზრდები არიან დამეი,ხომ იცი... -ეგეთი ახალგაზრდა იყავი შენც,გახსოვს?-მაინც ატკინა ცოლს.-გინდა იგივე გამოიაროს? -მამა მოვრჩით ისედაც ყველაფერს,აღარ ვნახავ,წავა აქედან,გთხოვ... -რამდენი ხანია იცნობ?-სიგარეტს გაუკიდა კაცმა. -რამდენიმე თვეა იცნობს,ორი კვირაა ნახულობს.-გასცა პასუხი ქალმა. -დედა... -ახლა რას იზამ?წახვალ და მოკლავ?რისთვის?-სულ უნდოდა ნილას დედამისივით ძლიერი ქალი ყოფილიყო.ასე მედიდურად გაეცა პასუხი ხალხისთვის,მაგრამ არ შეეძლო. -დამცინი ლარა?-ასე მხოლოდ მაშინ ეძახდა,როცა ძალიან იყო გაბრაზებული. -მოვაგვარე ყველაფერი და აღარ შეხვდება,იმ ბიჭსაც გავუშვებ აქედან,რატომ ქმნი პრობლემას? -აფხაზი კაცები დაილია?-მიუბრუნდა შვილს.მიხვდა არ ჰქონდა ცოლთან საუბარს აზრი.-შენი მოსაწონი აფხაზი არ დადის ამ ქვეყანაზე? -გარეგნობით ბევრია კარგი,მაგრამ პატივისცემა არ იციან.-ცრემლიანი თვალები მიანათა მამას.-შენ იცი აქაური ხალხი,იცი როგორებიც არიან...ის არ ჰგავს სხვებს... -ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა?-უხეშად ჰკრა ხელი თაროს.-გინდა რომ შემომაკვდეს?საიდან მოიტანე ეს ურთიერთობა? -იცოდე რამეს თუ დაუშავებ...-თითი დაუქნია მამას.-იმავე დღეს მოკვდება შენი ერთადერთი ქალიშვილი. -მემუქრები? -ნილა ოთახში ადი.-ხელით ანიშნა ქალმა,მაგრამ არ წავიდა.დედის მხარდაჭერა რომ იგრძნო გამბედაობა მიეცა. -ცხოვრებაში ერთხელ ჩემი ინტერესები რომ დააყენო წინ არ შეიძლება?არ შეიძლება გადაწყვეტილება მივიღო? -რა გადაწყვეტილება?ქართველის ცოლობა ნილა?-ღრიალს არ წყვეტდა უფროსი არშბა. -თუნდაც! -ჭკუიდან არ გადამიყვანო!-უხეშად მოკიდა ყბებზე ხელი შვილს.-არ გამაგიჟო ნილა. -ახლავე გაუშვი ხელი!-ახალგაზრდობის მერე ალბათ პირველად მიიღო სილა ცოლისგან.ახლაღა გაიაზრა როგორ ატკინა ორივეს...-ჩემს შვილს აღარ შეეხო მეტად გესმის?-მათ შორის ჩადგა ქალი.-არ გაბედო მეტჯერ დამეი! -უნდა გესმოდეს... -ნილა ოთახში ადი და აღარ დამჭირდეს გამეორება!-დაუყვირა შვილს და როგორც კი კიბეები აირბინა გაცეცხლებული მიუბრუნდა ისევ ქმარს.-მე შევხვდი იმ ბიჭს,ნილა მისგან წამოვიყვანე,ისეთი არ არის,როგორიც სხვები... -მისგან წამოიყვანე? -ხელი არ დაუკარებია მისთვის,მე მჯერა მისი და მისი წრფელი განზრახვის.არ ავნებდა ჩვენს შვილს. -უკვე ავნო,გესმოდა სიტყვები რომელებიც მითხრა?სიყვარულის სიტყვები იყო...რა ვქნა ახლა დილარა?-ხმა გაუტყდა კაცს. -გაუშვი ის ბიჭი,წავიდეს.არაფერი დაუშავო,ახალგაზრდაა... -შენც ახალგაზრდა იყავი,გახსოვს?-მიეფერა ქალს. -დამეი.-თვალებში ჩააცქერდა ქმარს.-მე რაც დამემართა სულ სხვაა,საბჭოთა კავშირის დროს არავის გაუკვირდებოდა ქართველის მოსკოვში ნახვა და იქ ცხოვრება მითუმეტეს.მოვტყუვდი,ძალიან მწარედ...ჩემებს ვუმალავდი და ამან მოიტანა ეს შედეგი,მაგრამ ის ბიჭი...ის ნილას გამო იმალებოდა...მან სთხოვა და არა პირიქით...შენ არ გინახავს როგორ უყურებდა ჩვენს შვილს...არ მოგისმენია ის სიტყვები...მაშინაც კი არ შეშინებია,როდესაც ვუთხარი ვინ არის მამამისი...ქართველია,მაგრამ ეს იმას არ ცვლის,რომ სხვანაირია... -ჩემი გაგიჟება გინდა? -ჩვენი შვილისთვის მე საუკეთესო მინდა...-აკოცა ქმარს ძალიან ნაზად.-ნილას დავარტყი... -რას ამბობ? -არ მინდოდა,თავი ვერ შევიკავე და ბეჭედი იყო ამობრუნებული,ტუჩი აქვს ნატკენი...მასთან გაიქცა პირდაპირ და უნდა გენახა როგორი გაგიჟებული იყო...მეც კი არ მაპატია მისი მდგომარეობა დამეი,წარმოგიდგენია სხვას რას უზამს?-ქმრის მოთაფვლას ცდილობდა ქალი. -არ დაიწყო!არ გინდა,არ გამოვა და არ სცადო... -დამეი.-სავარძელში მჯდომს კალთაში ჩაუჯდა ქალი.-რატომ ხარ ასეთი განერვიულებული? -ბესლანი ნახეს მოსკოვში,ციხიდან გამოსულა.-ცოლის ყელში ჩარგო თავი კაცმა.-ლამის გავგიჟდი დილარა...ლამის ჭკუიდან შევიშალე...არც კი ვიცოდი!რომ მოსულიყო და ნილა წაეყვანა? -რას ამბობ?რანაირად? -არ ვიცი და ეგ მაგიჟებს!ცალკე ეს ამბავი...ვინ არის? -დამეი... -ნილას მამა ვარ!მითხარი ვინ არის,უნდა დაველაპარაკო. -იცოდე... -მაინც გავიგებ ხომ იცი? -ოტია ბარათელი.პატარა ბიჭია,ახლახანს გახდა 27 წლის. -და ჩემს შვილსაც შეუყვარდა არა? -სიმპათიურია,წუნს ვერ უპოვნი.-მხრები აიჩეჩა ქალმა. -არ დაიწყო!-მხარზე მიაკრო ტუჩები ცოლს.-წავალ და ვნახავ. -ნილას შემორიგებაც არ დაგავიწყდეს! -დაელაპარაკე ჩემი ხათრით რა. -მისი ბიჭი უნდა დააფრთხო,როგორ წარმოგიდგენია ეგ ამბავი?არ მიგიკარებს დიდხანს... -გთხოვ.-მხარზე აკოცა ცოლს და ფეხზე წამოაყენა.-უნდა წავიდე. -ახლა? -სანამ საღ გონებაზე ვარ.-ამოთქვა მშვიდად და სახლი უკანმოუხედავად დატოვა... -არ თქვა რომ მასთან წავიდა... -დაელაპარაკება უბრალოდ. -დედა გეხვეწები...წავა აქედან,გთხოვ...-ლამის მუხლებში ჩაუვარდა ქალს.-გთხოვ... -ნილა უბრალოდ დაელაპარაკება...-აღარ უსმენდა მის სიტყვებს გოგონა,კიბეები სირბილით აიარა და კარი გადაკეტა. -გთხოვ მიპასუხე...-მისი სახლიდან წასვლის შემდეგ არც კი მიუწერია ბარათელს.ახლა მობილურსაც არ პასუხობდა...ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს,ნუთუ მართლა დაუშავებდა რამეს?ამაზე ფიქრიც არ უნდოდა... *** -რა სიგიჟეში გაყავი თავი ჰა?-ყვირილს აგრძელებდა ლაზარე.-გინდა მართლა თავი წაგაცალონ? -თავი ამტკივდა უკვე,მორჩი ღრიალს! -რომ წაგაცლიან აღარც გეტკიება!-წამოარტყა მარჯვენა.-აზრზე მოდი ბიჭო.აკრიფე ნივთები და ავა*ვიეთ ახლავე. -ტ*აკი დააყენე და დაჯექი!-გამოსცრა კბილებში.-არსად წასვლას არ ვაპირებ,მითუმეტეს ნილას მდგომარეობის მერე.არავინ იცის რას დამართებს თავისი ოჯახი. -ხოდა შვილს რომ არ ინდობენ შენ რისი იმედი გაქვს?აფხაზი მაფიოზების გადაკიდებაღა გაკლდა,ისე ხომ ქართველი პოლიტიკოსები ძალიან გყვარობენ! -ნუ აბუქებ.-მობილურს დახედა მაშინვე.ნილა რეკავდა. -არც იფიქრო!-ხელიდან გამოჰგლიჯა მაშინვე და ზარი დაასრულა.-არ დაელაპარაკები,არც ნახავ,ტვინი მომე*ნა უკვე ამ შენი აფხაზური ამბებით.კარგი მეც მომეწონა აინა,მაგრამ როცა ასეთი სიტუაციია აღარც მის ნახვას ვაპირებ და აღარც მიწერას,ვკრავთ ჩემოდანს და ნა*უი საქართველოში! -აინა ნახე? -მხოლოდ ეს გაიგე ჩემი ნათქვამიდან?-შუბლზე შემოირტყა ხელი.-მე ჩაგილაგებ ჩემოდანსაც! -მომეცი ტელეფონი და აინას ამბავი მოყევი აბა.-საზურგეს მიეყრდნო ბარათელი. -ახლა ისეთს შემოგკრავ...-კარზე რამდენჯერმე მოისმა კაკუნის ხმა და გაირინდა ორივე.-იმან მოგაკითხა?-თავი მძიმედ გააქნია.-იცოდე ეუბნები რომ დამთავრდა და მიდიხარ.-მშვიდად გამოაღო კარი და როგორც კი ზღურბლზე შუახნის ასაკის კაცი შენიშნა ოტიას მიაჩერდა. -ოტია ბარათელი შენ ხარ? -დაგვნ*რა!-ჩაილაპარაკა ქართულად და კაცი კარგად აათვალიერა. -მე ვარ.-დაუბრუნა რუსულადვე პასუხი კაცს. -ხვდები ვინც ვარ? -გაიწიე ლაზარე.-ხელით უბიძგა მეგობარს და უხმოდ დაუქნია თავი კაცს.-შემოდით. -ჩემი ვიზიტის მიზეზსაც მიხვდებოდი ალბათ. -მივხვდი.-მოურიდებლად რომ ჩამოჯდა მაგიდასთან თავადაც მიუჯდა საპირისპირო მხარეს. -ცალკე საუბარი გირჩევნია,თუ დარჩეს?-ლაზარეზე მიანიშნა. -ცოლთან ერთად გირჩევნია ბაზარი,თუ ცალკე?-ჩაიდუდღუნა ქართულად. -დარჩეს,არაფერი მაქვს დასამალი,იცის მანაც ყველაფერი. -ისედაც არ ვაპირებდი წასვლას.-ანთებული თვალებით მიაჩერდა კაცს. -შენობით ვილაპარაკოთ,არ გვინდა ზედმეტი ამბავი.-მშვიდად ჩაილაპარაკა და სიგარეტს გაუკიდა.-ისევ აქ რატომ ხარ? -სხვაგან სად უნდა ვიყო? -არ ეკუთვნი ამ მიწას,არც გყავს ვინმე აქ...ამდენად სულელი ხარ? -სულელი რატომ ვარ,რადგან არ გავრბივარ? -ან ძალიან გამბედავი ხარ,ან... -ნილას გამო ვარ აქ,მაგას ვერ შეცვლი ვერც შენ და ვერც დედამისი.-საშინლად ცივი ხმით ესაუბრებოდა კაცს. -ნუთუ?!იმაზე თუ გიფიქრია როცა აქ ჩამოდიოდი რა მოხდებოდა?როცა ოჯახი გაიგებდა ყველაფერს... -მე დასამალი არაფერი მაქვს,ქართველი ვარ და ვიცი ვერ მიტანენ აფხაზები,მაგრამ დამალვა არ მინდოდა,ნილას სურვილი იყო,ამიტომაც არაფერი ვთქვი.ამიტომაც არ ვაწყენინე... -ესეიგი მასზე ფიქრობ?-შუშის საფერფლეში მოატარა ღერი.უცნაურად დააცქერდა ანთებულს სიგარეტს. -აბა აქ ტყუილად მოვიდოდი? -ხომ ხვდები რომ არ მომწონს მე თქვენი ურთიერთობა და ის ღამის პაემნები,რომელზეც გავიგე? -მაშინ დღე შეხვედრის უფლება მოგვეცი. -კარგად მიდიხარ,მომწონს.-ჩაეცინა კაცს და კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა კვამლი.ბარათელმაც აანთო ერთი ღერი.-ახლა მე შენ რაღაცას გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე.ჩაალაგე ბარგი და აქედან წადი,დილით აქ აღარ დამხვდე,არავინ მითხრას აფხაზეთში შენი ყოფნა,თორემ...-ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო და ცხვირწინ აუთამაშა ბარათელს.დაეჭიმა მთელი სხეული.-ერთი გასროლა და აღარ იქნები. -ეე ბიძაჩემო რას აკეთებ?-წამოვარდა ფეხზე ლაზარე.-ხომ არ გაგიჟებულხარ? -დაჯექი ლაზარე.-ხელი მშვიდად აუწია მეგობარს.-კარგადაა ყველაფერი.-თვალს არ აცილებდა მის წინ მჯდომ კაცს.-არსად წასვლას არ ვაპირებ,მითუმეტეს ნილას გარეშე.თუ ამის სათქმელად მოხვედი,კარი იცი საითაც არის!-გამოსცრა კაცს კბილებში. -ამას დამიხედეთ.-ჩაეცინა.-შენ მართლა გგონია რომ აქაურობას აჯობებ? -არ მაინტერესებს მე თქვენი ომი.ერთადერთი რაც მადარდებს ნილა და მისი ბედნიერებაა და როგორც გავიგე თქვენთან არც ისე ბედნიერია.პირიქით სძულს ასეთი ცხოვრება. -და რა გგონია მის თავს გაგატან? -როგორც ცივილური ადამიანი ოჯახთან ნორმალურად მოგვარებას ვეცდები,მაგრამ არ შეგეკითხები მის წაყვანაზე აზრს.არ დაიმსახურა ბედნიერება?გინდა მთელი ცხოვრება ასე იყოს? -ბესლანი გამოვიდა ციხიდან. -ბესლანი ვინ არის? -კაცი,რომელსაც ნილას ცოლად მოყვანა და სოხუმის ჩემი წილი უნდა.რუსეთში ხალხი ჰყავს,სამი წლით ადრე გამოუშვეს ციხიდან.მალე ჩამოვა და მის დაბრუნებას მოინდომებს.როგორ აპირებ ნილას დაცვას? -საქართველოში წავიყვან. -და შენს ლაჩარ მთავრობას გგონია მისი ბედი აღელვებს?1 კილო კო*კაინზე გაყიდიან მის თავს.არავინ მოძებნის,არავინ დაგეხმარება! -აბა რას აპირებ? -ამას.-ლითონს გადაატარა თითები.-აფხაზეთში ასე გვარდება საქმე.ამით ხარ კაცი! -ხოდა ეს თქვენი აფხაზეთი საზიზღრობა ყოფილა თუ ასე აგვარებთ საქმეებს! -შენ არ მისმენ ბიჭო!-დაიძაბა კაცი.-ისინი ყველგან მოძებნიან ნილას.გინდ მთვარეზე წაიყვანე,აუცილებლად იპოვნიან და წაიყვანენ.შენ ვერ შეძლებ მის დაცვას,ამიტომაც უნდა წახვიდე აქედან!ნილა დარდობს შენზე,ამიტომ არ მოგკლავ,გაძლევ უფლებას რომ წახვიდე და... -დარჩენის ნებართვა არ მითხოვია.აქაურობა ქართველებს ეკუთვნოდათ,სანამ... -არ გააგრძელო!შენ დაბადებულიც კი არ იყავი,არ იცი რა მოხდა... -ის მოხდა,რომ ლაჩრები იყავით!მონობა არჩიეთ! -ქართველებმა რა გავიკეთეთ არ იცი?არ ისწავლე? -საკმარისია!-ნერვებმა უმტყუნა ლაზარეს.-რა პოლიტიკური დებატები გამართეთ? -შენი მეგობარი დაარწმუნე,რომ წავიდეს!-წამოდგა ფეხზე დამეი. -არსად არ წავალ ნილას გარეშე.მასთან ყოფნა მინდა და ვერ დამიშლი ამას. -ერთ ქართველს მაგონებ ძალიან!-მიუბრუნდა ისევ.-დილარას ხვდებოდა,ჩემს ცოლს,სანამ ერთად ვიქნებოდით...თავი შეაყვარა და ორსული მიატოვა...გგონია ჩემს შვილს დაგითმობ? -გგონია ნილას ვაწყენინებ?-დაუდგა წინ კაცს.-ერთი ზედმეტი ტყვია სულ თან გქონდეს,როცა ნილა ჩემ მიზეზით ატირდება მაშინვე მესროლე,გაწყობს? -თამამი ხარ. -ნილას ჩემგან კი არა საკუთარი თავისგან უნდა იცავდე.საკუთარი ცოლისგან,რომელმაც ხელი ასწია შვილზე...არავის ვაპატიებ გესმის?თუ გინდა მთელი აფხაზეთი მომიქსიე,ნილას არ შეეხო,თითი არ დააკარო,არ აწყენინო!-თითი დაუქნია კაცს.-არ გეხუმრები,მაგ იარაღს გამოგგლეჯ და ტვინს გაგასხმევინებ. -და რომ გავათხოვო?ერთი კაცი თხოულობს,კარგი ოჯახი აქვს და... -არ გაბედო!-საშინელმა გრძნობამ მოიცვა მისი სხეული.-არ დააძალო,არ გაბედო!იცოდე...მას თუ რამეს დააძალებ წავიყვან.თან ისე რომ აზრზე ვერ მოხვალ საერთოდ და ვეღარასდროს ნახავ! -ეს შემართება არ დაკარგო ბიჭო!-რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა.-დაგჭირდება. -ოტია...-ყვირილით შემოვარდა სახლში ნილა.გაოცებულმა მოავლო ოთახს თვალი. -აქ რას აკეთებ?-შვილს მიუბრუნდა დამეი. -რამე დაგიშავდა?-ცრემლიანი თვალები მოატარა ოტიას სხეულს. -კარგად ვარ ნილა.-წინ დაუდგა ბარათელი.-არაფერია გეფიცები.-ნაზად შეუმშრალა ცრემლები.-რა გატირებს? -გაგაფრთხილე რამეს თუ დაუშავებ თავს მოვიკლავ-მეთქი!-გადახედა მამას.-რა გინდა?რატომ აგრძელებ?ხომ გითხარი აღარ ვნახავ,წავა აქედან! -მაგ გადაწყვეტილებას შენ ვერ მიიღებ ნილა.-შეეპასუხა ბარათელი.-კარგად ვარ,ნუ ნერვიულობ. -სახლიდან როგორ გამოხვედი? -გამოვიპარე.-უხეშად მიუგდო მამას. -წამოდი!-დაცვის ერთ-ერთ წევრს თავით ანიშნა მისი გაყვანა. -არ შეეხო!-წინ გადაუდგა ბარათელი.-მამაშენს გავაცილებ და ვილაპარაკოთ.-შუბლზე აკოცა მოურიდებლად და კარისკენ წავიდა. -გგონია აქ დავტოვებ? -უნდა დაველაპარაკო,თავად მოვიყვან სახლამდე! -არა! -დამეი!-შეაჩერა ასლანმა.-ნუ შექმნი პრობლემას.-გვერდით ოთახში გაიყვანა ლაზარემ ნილა. -შენ...-აღმოხდა გაოცებულს.-შენ ის გიყვარს... -და თუ ასეა?-უტეხი იყო ქართველის მზერა. -სულელი და გამბედავი,ორივე ხარ.-თავი მძიმედ გააქნია კაცმა.-აღარ შეხვდები,ბოლოჯერ ნახულობ,არ გამომიყვანო წყობიდან. -მაგაზე ბევრი სალაპარაკო გვექნება,ახლა მიბრძანდი ჩემი სახლიდან!-როგორც შეეძლო მშვიდად მიუგო და კარი ხმაურით დახურა. ეს რა თავისტკივილი გაგიჩნდა ბარათელო? გაგიჟებას იყო... *** მღელვარე ზღვის ტალღებს გაჰყურებდა ბარათელი.სიბნელე ვერ ახშობდა მის თვალთახედვას.იმაზე მეტს ხედავდა ყოველთვის,ვიდრე სხვები. იმაზე მეტი ესმოდა,ვიდრე სხვა ნებისმიერს... ახლაც ასე იყო. -არაფერს მეტყვი?-დასჯილი ბავშვივით იჯდა ნილა.არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო საუბარი.რა უნდა ეთქვა მისთვის... -რატომ არ მითხარი სიმართლე?-მის წინ ჩაიმუხლა კაცი.-გიღირდა ამ მდგომარეობად? -რა უნდა მეთქვა?მამაჩემი ხალხს ხოცავს ხშირად,რომ სოხუმი არ დაკარგოსთქო?თუ ის ვიღაც კაცი რომ გადამეკიდა და ყოველ შესაძლებლობაზე ჩემს მოტაცებას და ცოლად მოყვანას რომ ცდილობს? -ორივე ნილა.ორივე!წარმოგიდგენია რა რთულია ამის სხვისგან გაგება? -მაპატიე...გთხოვ ოღონდ ნაწყენი ნუ წახვალ აქედან...ასე ნუ შემომხედავ რა... -როგორ შემოგხედავ ნილა? -სხვანაირად...ისე,როგორც ყველა... -არასოდეს გიყურებდი ისე,როგორც ყველა ნილა.-მიეფერა თმაზე.-ვერც შემოგხედავ ვერასდროს,შუძლებელია... -მაპატიე რა...-პატარა თითები აატარა სახეზე კაცს.-გთხოვ არ შემიძულო და... -საიდან მოგაქვს ეს აზრები?-ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე და იქვე აკოცა.-ან ვინ გითხრა რომ მივდივარ? -რას ამბობ? -ის კაცი ვარ სოხუმიდან გავიქცე,რადგან შეყვარებულის მამამ ასე მიბრძანა?-ჩაეცინა მის სახესთან.-წაგიყვან,გინდა? -ნუ სულელობ.-დაიჩურჩულა ქართულად.გაეღიმა მის უაქცენტო სიტყვებზე ბარათელს. -გგონია არ წაგიყვან?-ჩააცქერდა მის ზღვისფერ თვალებს.შემოიხვია თითზე მისი ოქროსფერი თმა. -შენ იცი რომ ეს შეუძლებელია.-გააგრძელა რუსულად.-მამა არასოდეს მომცემს უფლებას. -მამაშენს მე დაველაპარაკები,მე მოვაგვარებ... -მარტო მამაჩემი არ არის ოტია...ბესლანი...იცი რა ცუდი კაცია?ყველას მოკლავს,სანამ მე არ დამიბრუნებს...განა ვუყვარვარ,უბრალოდ გაბრაზება უნდა მამაჩემის...სოხუმი უნდა დათმოს მაშინ მამაჩემმა,მერე ხალხი გაბრაზდება... -ანუ გადაგვეწურა იმედი?მორჩა? -არაფერი გამოვა ოტია,უნდა წახვიდე...შენი ბედი შენს ქვეყანაშია.ჩემი ჩემსაში გადაწყდება... -აკი ერთი მიწის შვილები ვართო? -ხომ მიხვდი,რაც ვიგულისხმე... -ჩუმად რომ წაგიყვანო,მაინც არ წამოხვალ?-მაინც მოსინჯა ნიადაგი კაცმა. -და რა სტატუსით უნდა წამოვიდე?როდესაც ზურგს შემაქცევს ჩემი ოჯახი რა პასუხი გავცე? -ახლა არ გეტყვი მაგას,რადგან არ მენდობი საამისოდ.-ჩაეცინა ბარათელს.-აღარაფერი დამიმალო გესმის?არასდროს ნილა...ფრჩხილიც რომ მოიტეხო მე უნდა ვიცოდე. -მიბრაზდები? -მინდა რომ გაგიბრაზდე,მაგრამ არ შემიძლია.-ყელზე მიაკრო ტუჩები გოგონას.-რა ჯანდაბა გამიკეთე ნილა? -ნეტავ საერთოდ არაფერი გამეკეთებინა.-დაიხარა მისკენ და საყვარელი კაცის ტუჩებს თავად შეეხო.როგორ არ უნდოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი...აჰყვა მის ყველა მოძრაობას ბარათელი.მარტივი მოძრაობით აიყვანა ხელში,იქვე ჩამოჯდა და ძლიერად მოხვია ხელები ქალბატონს.არ ეთმობოდა.არც დათმობდა არასდროს... -იცი რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის?-ტუჩებით მიეფერა ყველგან,სადაც შეეძლო.-იყავი ჩემთან ნილა... -ოტია... -არსად არ წავალ,არც შენ გათხოვდები გესმის?არაფერი გავიგო მსგავსი,არ გამაგიჟო! -გაგიჟებულხარ უკვე... -შენ გამაგიჟე.ჭკუიდან გადამიყვანე...ყველას კი არ ჩავაკითხავდი აფხაზეთში...-მის ფერებას განაგრძობდა კაცი. -მამაჩემი... -არ მაინტერესებს მე მამაშენი! -ოტია... -შემომხედე!-ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.ააწევინა თავი და თვალებში ჩააცქერდა მაშინვე.-გინდა ჩემთან?უნდა ვიცოდე ნილა,რომ ამის მიხედვით გადავდგა ყველა ნაბიჯი.თუ ეს მხოლოდ ჩემი სურვილია,მხოლოდ მე მინდა და შენ არაფერს გრძნობ,მაშინ არაფერს გავაკეთებ,მაგრამ თუ შენ ჩემთან გინდა... -შენ ხომ იცი ამის პასუხი? -შენგან უნდა მოვისმინო. -ოტია... -მითხარი,არ წავალთ ისე აქედან. -როგორ იქნება? -ჩვეულებრივად იქნება,უბრალოდ მომეცი უფლება.-მის ფერებას არ წყვეტდა ბარათელი. -შენ რომ რამე დაგემართოს ოტია... -რა უნდა დამემართოს იმაზე მეტი,რასაც უშენობა ჰქვია? -მამაჩემს ვერ დაითანხმებ. -რადგან დამიტოვა შენი თავი უკვე მაქვს თანხმობა არა?-კიდევ ერთხელ მისწვდა მის ტუჩებს.-გინდა ნილა? -მინდა...-შვების ოხვრა აღმოხდა კაცს.-ძლიერად მიიხუტა სხეულზე და თმაზე აკოცა რამდენჯერმე.სხვა არაფერი უნდოდა ახლა.უფრო ძლიერი იყო თითქოს,უფრო მეტი შეეძლო ახლა... *** ზუსტად ორი კვირის წინ მიაცილა ბოლოს სახლამდე.მხოლოდ ის დაუბარა მოთმინება იქონიეო და შუბლზეც ბოლოჯერ მიაკრო ტუჩები. დაემშვიდობა ბარათელი ნილას. ნილაც თავისებურად დაემშვიდობა ღიმილს. რა უცნაური გრძნობაა სიყვარული არა?ისე უცებ მოდის,ისე მოულოდნელად,გაუფრთხილებლად... აი ნილასთან უნახავად მოვიდა. შეუყვარდა და პატივი სცა ადამიანს,რომელიც ნანახიც კი არ ჰყავდა. იცით როგორია აფხაზეთი? სიყვარულის მიმართ ძალიან სასტიკი. ქალების მიმართ კიდევ უარესი... სიყვარულით შექმნილი ოჯახი სანთლით საძებარია. ქართველი რძალი კიდევ შეიძლება მონახოთ სადმე,მაგრამ ქართველი სიძე? სისხლის მდინარეები დაიძვრება სოხუმში. უცნაურად დაძაბული დადიოდა დამეიც. აღარც გახსენებია ის ქართველი,რომელსაც აფხაზეთიდან წასვლა უბრძანა. შვილიც ისეთი სევდიანი იყო მიხვდა დამთავრებული იყო და აღარც უკითხავს. და რა მოხდება თუ დათმობს დამეი სოხუმს?იქნებ ნილასაც დაანებონ თავი... არ იზამს ამას,არ დასჯერდება მხოლოდ ერთ სახლს დამეი. არ დასჯერდება უავტორიტეტოდ ცხოვრებას. არ დასჯერდება იმას,რომ უბრალო გამვლელი იყოს ქუჩაში... ძალაუფლება...უხ რა ბინძური რამ არის...გაბრმავებს,აზროვნების უნარს გართმევს და ყოველ წამს თითქოს უფრო მეტიც კი გინდა... გამწვანებული სოხუმი,ლურჯი ცა და კიდევ უფრო ლურჯი ზღვა... ცის კაბადონზე განავარდებული მერცხლები... არა მაინც აკლია აქაურობას რაღაც. ალბათ ქართველი ხალხი. -აინა?!-დას მიუახლოვდა ბაგრატი.დიდი ხანია არ უსაუბრიათ. -გისმენ. -როგორ ხარ? -კარგად.-მხრები აიჩეჩა.-შენ? -ხომ იცი,საქმეები.-მოაჯირს დაეყრდნო და სიგარეტს გაუკიდა.-მოწყენილი მეჩვენები. -დავიღალე.-ალალად მიუგო.-შენ არა? -იცი როგორ მინდა რამდენიმე დღით გადაბმულად მეძინოს აინა?-უჩვეულოდ გულღია იყო იმდღეს ბაგრატიც.-აი ეს...-ხელში იარაღი შეათამაშა.-საძინებლის გარეთ დავტოვო და ბალიშის ქვეშ აღარ მედოს ეგ მინდა. -ესეიგი ერთ დღეში ვყოფილვართ. -რა გაწუხებს?მითხარი.-სკამი გამოუწია და ჩამოსვა იქვე.-დამელაპარაკე. -შენთან მამაზე ჩივილი შეიძლება? -ჩემთან ყველაფერი შეიძლება,მითხარი.-მიუჯდა თვითონაც გვერდით. -ამ ზღვას ხომ ხედავ?-თითი გაიშვირა.-მაგის იქით სამყარო რომ არის,ეგ მაინტერესებს.-ღიმილით გაიხედა სადღაც შორს.-ამ ქუჩებს ხომ ხედავ?მომბეზრდა ყურება და ამ ზღვის იქით ქუჩები რომ არის იმის ნახვა მინდა...-ამ აფხაზ კაცებს ხომ ხედავ?-ლუდის ბოთლით მიმავალ ბიჭებს გააყოლა მზერა,ფეხი ერეოდათ.-ამ კაცების დანახვაც არ მინდა.კიდევ იცი რა არ მინდა?უსიყვარულოდ ცხოვრება... -აინა... -თუ მკითხე მაცადე.-ხელის აწევით გააჩუმა ძმა.-მამა ამოვიდა ოთახში,მომეფერა,მომესიყვარულა...-ნერვიულად ჩაეცინა.-გგონია ამდენი წლის მერე გაახსენდა გოგოც რომ ყავს,მოენატრე...იგორზე დაიწყო საუბარი...თურმე როგორმე თავი უნდა გადავირჩინოთ,დამეის მოერევიან და მე უსაფრთხოდ ვიქნები იგორთან... -ჩემთვის არაფერი უთქვამს,რა საქმეებს ხლართავს?! -იცი როგორ მშურს შენი?ხან ერთ ქალს დასდევ,ხან მეორეს...ცოლადაც იმას მოიყვან ვინც შენ გენდომება და არა ვისაც შენ ენდომები.ასე მოათრევ ძალით და... -გაჩუმდი!-ტონს აუწია უეცრად.-არ იცი და ნუ ლაპარაკობ. -შენთვის მარტივია,მე შემომხედე!საითაც მიმატრიალებთ იქით მივდივარ!იცი მაინც რა დღეში ვარ? -ვიცი აინა,ვიცი.-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-გგონია არ მესმის ყოველ ღამით შენი ტირილი?გგონია არ ვიცი როგორ გეშინია?მე შენს გამო ორმაგად მეშინია გესმის?-მიატრიალებინა დას სახე და თვალებში ჩააცქერდა.-მე არასოდეს გამიმეტებია შენი თავი,არასოდეს დამითმია მამასთვის და არც ახლა ვიზამ!შევაკვდები იმათ და შენი და ნილას თავს არ დავუთმობ არავის.თუ მაინც გადაწყვეტს ორივე ძმას მოვკლავ,მერე ახალ კანდიდატს რომ იპოვნის იმათაც დავხოცავ და ასე დაუსრულებლად!-კიდევ ერთ ღერს გაუკიდა კაცმა.-რისი გშურს აინა?ამის?-ხელში შეათამაშა იარაღი.-იცი რამდენი წლის ვიყავი პირველად ადამიანს რომ ვესროლე?-ტანში გასცრა გოგონას.-14 წლის ვიყავი...მე კი არ მინდოდა,ასე მომთხოვა მამაჩვენმა!უარს ვეუბნებოდი და რა ქნა იცი?მიწაზე გართხმულსა და ნაცემს თავისი იარაღი მიაწოდა,მაშინ გავაკეთე მე არჩევანი...იმანაც კი,ლამის სიკვდილის პირას მყოფმა დაუმიზნა მამას,სხვაგან გავიხედე და გავისროლე კიდეც...თურმე ცარიელი ყოფილა მამას მიწოდებული იარაღი,ტყვია არ იდო შიგნით...მაშინ დამიტყაპუნა მეგობრულად ზურგზე ხელი და მითხრა შენგან კაცი დადგებაო...14 წელი გავიდა მაგ დღიდან,14 წელია ყოველ დღე ვკვდები აინა.გგონია ვინმეს სისხლი მსიამოვნებს ხელებზე?გგონია მარტივია აქ ცხოვრება ჩემთვის მხოლოდ იმიტომ,რომ კაცი ვარ? -გთხოვ...-საცოდავად ამოილუღლუღა.ვერ გაუძლო ძმის აღიარებას. -აქაურობა ხომ იცი,სასტიკია ძალიან...ვინც არ უნდა იყო,რასაც არ უნდა წარმოადგენდე არჩევანი გეძლევა...უნდა გადაწყვიტო გადარჩენა გინდა თუ არა.მე გადარჩენა ვარჩიე,შენც იმავეს გირჩევ! -ვერასოდეს დავაღწევთ ამ ყველაფერს თავს არა?-მაჯით შეიმშრალა ცრემლები. -ომის შეჩერება თუ გინდა სოხუმი უნდა დათმონ,ბესლანი და მისი ნათესავები დაიტოვებენ ყველაფერს და ჩვენ რუსეთში წასვლა მოგვიწევს.აქ ვეღარ დაბრუნდები...ამ გზით ომი გაგრძელდება,მაგრამ ჩვენი ოჯახი იქნება მისგან შორს.არანაირი სოხუმი არ დარჩება.ააოხრებს მისი ოჯახი აინა,დაეცემა... -დაცემულია ისედაც.-ნიკაპით მიეყრდნო რკინის კონსტრუქციას.-ქართველები შენც გეზიზღება?-არასოდეს გამოუთქვამს ძმას ამაზე თავისი აზრი და მართლა არ იცოდა. -არავინ მეზიზღება მე საკუთარი თავის გარდა.-ღრმად ჩაისუნთქა ზღვიდან მონაბერი ჰაერი.-მე არ მინახავს რა მოხდა მაშინ.ყველა თავისას ამბობს.საქართველოს აფხაზეთი უნდოდა და აფხაზეთს თავისუფლება...რომელი ისტორია გგონია შენ მართალი? -თუ ასეთი აფხაზეთია თავისუფალი მაშინ რატომ არის ჰაერი ასეთი მძიმე?რატომ მტკივა სუნთქვისას ფილტვები?რატომ მგონია რომ დამწყვდეული ვარ და ვიღაც მაკონტროლებს? -რა გგონია შენ თავისუფლება? -ქუჩაში გასულს უკან მოხედვის რომ არ მეშინოდეს.-გაეღიმა უნებურად.-პატივს სცემდნენ ჩემს არსებობას...მისმენდნენ...შენ? -თავისუფლება...-ნამწვი საფერფლეში მოსრისა და სანთებელა აათამაშა კაცმა.-ჩემთვის თავისუფლება ისაა,როცა შეგიძლია მართალი იყო.არ გაყიდო სული შიშის ან ოჯახის გამო.ღამით მშვიდად დახუჭო თვალები...ახლა ტყვეობაში ვარ. -რას გულისხმობ? -სინათლე დავკარგე საკუთარ თავში...მე ქვეყანა ვერ დამიმონებს.ვერც ოჯახი...მხოლოდ საკუთარი თავი და ასეც არის.მშვიდი ძილი რომ მეღირსება მხოლოდ მაშინ ვიქნები მე თავისუფალი. -შენ არ გინდა ამ ზღვის მიღმა სამყაროს ნახვა? -მე მინდა რომ შენ იყო თავისუფალი.არ გახრჩობდეს ჰაერი,რომელსაც სუნთქავ და ვიცი კიდეც რატომაც გრძნობ ამას...-ხელი აუწია,არ მისცა საუბრის უფლება.-ვიცი მე ნილას ამბავი,მისი ქართული სიყვარულიც...გგონია ხსნაა საზღვარს იქით? -თუ არ ვნახავ ვერასოდეს გავიგებ.-მაინც წამოსცდა.უცნაურად გადახედა ძმამ. -ესეიგი ასეა საქმე.-შუბლზე მიიჭირა თითები.-რა გგონია რა არის საზღვრის იქით? -მგონია რომ ხალხია იქ,რომელსაც ვუყვარვართ.-შეხედა ძმას თვალებში.აგრძნობინა ყველაფერი,რასაც ვერ გადმოსცემდა სიტყვებით.-აქ მხოლოდ ჩვენი სისხლი უნდათ.ჩვენი აღსასრული.იქ ხალხს ჩვენი დანახვა და გაგება უნდა... -ლაზარემ გითხრა ასე?-მიახვედრა რომ იცოდა.ამან კიდევ უფრო მეტად დაძაბა გოგონა. -შენ საიდან... -მე სულ ყველაფერი ვიცი აინა.იმ თქვენი თამაშებიდან დაწყებული,სოხუმის ამბებს რომ აფრიალებდით ინტერნეტში.რადგან არ გესაუბრები,არ ვიღებ ხმას,განა არ ვიცი?!იცი როდის გავიგე მე მაგის ვიზიტის ამბავი?-გაეღიმა უცნაურად.თითქოს ცივად,მაგრამ ძალიან ალალად.-მოწვევა რომ გაუკეთეს...ფოტოები რომ დაპოსტა,გეძებო და ამბები,ჩამოვდივარო...მაშინ ვთხოვე ნერსეს გაერკვია ვინ აპირებდა ჩამოსვლას.საზღვარზე ხალხი ჰყავს და ოტიაც რომელი ისეთი სახელია ყოველ ქართველს ერქვას... -ნერსე ის არ არის?-გააცია უნებურად.-მთელი ოჩამჩირე ხომ მისია.მამაც კი ერიდება მაგასთან საუბარს.შენ რა გააფრინე? -დამშვიდდი და ნუ ააწიოკე მთელი ქალაქი. -ახლახანს არ იპოვნა მაგან მშობლები?რომ მოიტაცეს და რუსეთში გაზარდეს ეგ არ არის?...საბრალო... -წეღან გეშინოდა,ახლა საბრალოო...ჩამოყალიბდი. -ეგ არის? -ეგ არის,მაგრამ ტყუილად გეშინია.კარგი ადამიანია. -კარგი ახლა არ დაიწყო.-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.-ამბობენ ის ხანძრები მისი გაჩენილიაო,გაიგო მისი მშობლების ამბავი და დახოცვა უნდოდაო... -მოგონილია და თემა ნუ გადაგაქვს.-გაეცინა კაცს.-სადაც არ უნდა წახვიდე აინა სულ გახსოვდეს,ოჯახზე მეტად არავის ეყვარები და არავინ მოგაქცევს ყურადღებას...ის შენი ქართველები არ არიან ანგელოზები.ნუ იზამ ისეთ რამეს,რაც არჩევანის წინაშე დაგაყენებს.გული გეტკინება.ნუ დაემონები გრძნობებს,ტვინით იფიქრე,ყველა საქციელზე უნდა გქონდეს პასუხი ყოველთვის. -და შენ?შენ გექნება პასუხები? -ამიტომაც არ მოვიყვანე ძალით ანანო აქ.-ტკივილიანი მზერა ჰქონდა ბიჭს.-მამას ვერ გავცემ პასუხს,ვერ შემოვუშვებ ქართველს სახლში და ვერც მას ვატკენდი.ვერ დავაძალებდი ჩემს სიყვარულს.ამიტომაც არ მოვიტაცე და არ შევლახე მისი სახელი.მე ყოველთვის მექნება პასუხი.ისეთს არაფერს ჩავიდენ,რომ პასუხი ვერ გავცე სხვას... -და საკუთარ თავს?-დასევდიანდა თვითონაც. -მაგიტომაც ვარ საკუთარი თავის ტყვე აინა,მე ვერასოდეს გავცემ საკუთარ თავს პასუხს.ვერასოდეს გავიმართლებ თავს...ამიტომაც ვერ ვიქნები თავისუფალი... -გიყვარს?რატომ არაფერი მსმენია მასზე? -მეც არ მსმენია მასზე.მხოლოდ მინახავს რამდენჯერმე.ოჩამჩირეში ცხოვრებას თბილისი არჩია. -ოჩამჩირეში რა უნდა?-თავი გადააქნია კაცმა. -ნერსეს დაკარგვისას ორსულად იყო დედამისი.გოგონა შეეძინა და მალევე ჩამოვიდნენ აფხაზეთში მის მოსაძებნად.ხომ იცი როგორც ხდება,შვილის პოვნა თუ გინდა რამეს უნდა წარმოადგენდე...აიღო მამამისმა ხელში იარაღი და დაერია ყველას,მაგრამ რას იპოვნიდა.წაყვანილიც იყო და გაყიდულიც...იცი როგორც გაიზარდა და როგორც მიითვისა თავისი წილი მიწა.აქაურ ომს ვერ გაუძლო ქალმა და თბილისში დაბრუნდა.იქით გაზარდა ანანო და მეორე ბიჭიც ლადო.შემთხვევით შევხვდი მის დას,სახლამდე მივაცილე და მაშინ გავიცანი ნერსეც.უყვარს თავისი ოჯახი,რომელზეც არაფერი იცოდა ამდენი წელი.პატარა და უყვარს განსაკუთრებით...აი იმ დას კი ეზიზღება აფხაზეთი,მხოლოდ ხანდახან მოდის ძმის სანახავად. -მისი და გიყვარს...-ცრემლი მოერია უნებურად. -ქართველია.-დასვა იქ წერტილი თავისებურად.მამას არ გადააბიჯებდა არასდროს.-მხოლოდ შენ არ გტკივა გული აინა.მხოლოდ შენი გული კი არ ფეთქავს...მე რომ მიყურებ ახლა ცოცხალიც კი არ ვდგავარ შენს წინ,მაგრამ არც მკლავს ეს დალოცვილი ღმერთი,თითქოს ჩემი ბინძური სული იქაც კი არ სჭირდება... -ნუ ამბობ... -ანანო...ანანოს როგორ მივეკარები?რა უფლება მაქვს?როგორ გავბედავ?ჩემი ბინძური ხელი არც კი ჩამომირთმევია მისთვის.შორიდან მითქვამს სალამი მხოლოდ და მაშინაც შემზიზღებია საკუთარი თავი.მასთან საუბარსაც კი არ ვიმსახურებ ისეთი წმინდაა...ხვდები მე რა ომი მაქვს?ახლა აქ შენს ჩახუტებას რომ ვერ ვბედავ ამის ბრალია.არ მინდა ჩემი ჩირქი წაგეცხოს სხეულზე.არ მინდა ამ ჭაობში ჩემთან ერთად ჩაიძირო.შენი ბედნიერება მინდა მე მხოლოდ და... -მაპატიე.-წამში დაფარა მათ შორის მანძილი და ატირებული მიეკრო ძმას სხეულზე.ვერ გაუძლებდა მის მდგომარეობას.თურმე რა ჰქონია გულში მის ძმას და როგორ ვერ გაუგია აქამდე მისი ტკივილი.რადგან დახმარებას არ ითხოვდა,აღარც შეუმოწმებია იქნებ უნდოდა მასაც რამე...ღმერთო რა ეგოისტი იყო თურმე აქამდე...-ჩამეხუტე. -ბინძური მაქვს ხელები აინა.-ისიც კი ვერ გაბედა საკუთარ დას თამამად ჩახუტებოდა.მოშორდა მის სხეულს ცივად.კარგად აათვალიერა.მიხვდა აწყენინა დას,მაგრამ ვერაფერი მოახერხა. -წამოდი.-უხეშად მოჰკიდა ხელი და სააბაზანოსკენ წაიყვანა.ვერ უძლებდა ასეთ გატეხილ ძმას...დააყენა ხელსაბანის წინ.სარკეში გაუღიმა გოგონამ.-დახუჭე თვალები. -რა? -დახუჭე!-ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.წარბაწეული მიაჩერდა ქალბატონს. -აინა ნუ სულელობ. -თვალები დახუჭე!-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და ისიც დაჰყვა მის ნებას.პერანგის სახელოები აუწია ძმას.ონკანი მოუშვა.იცოდა ამ სიბინძურეს არ გულისხმობდა,მაგრამ თავისებურად სცადა მაინც მოგვარება.-ჯადოსნური სითხე მაქვს აქ.-გაეღიმა საკუთარ სიტყვებზე.-ცოტა სიყვარულის ცრემლი და ცოტაც საპონი...-დაასხა ლურჯი სითხე ხელებზე.მისი ცრემლიც დაეცა ხმაურით მის დაკოჟრილ ხელებს.გადაატარა თითები,აუქაფა კიდეც და ყველა ნაწილი საგულდაგულოდ გაუსუფთავა.-ეს სითხე ყველა სიბინძურეს,ყველა ტკივილს,ყოველ წვეთ სისხლს აშორებს ხელებიდან. -ამდენად ძლიერია?-ჯიუტად არ ახელდა თვალებს კაცი.უნდოდა დაეჯერებინა,რაც ესმოდა. -იმდენად ძლიერია,რომ ჩამორეცხავს ყველაფერს. -ამაზე ბევრად მეტი დაგჭირდება... -კიდევ ბევრი მაქვს.-ცივ წყალს შეუშვირა მისი ხელები,სულ გაასუფთავა.-იმდენად სუფთაა ახლა შენი ხელები,რომ შეგიძლია სინდისის ქენჯნის გარეშე შეეხო საყვარელ ადამიანს.-ფრთხილად აკოცა ხელის გულზე,პატარა ნაიარევზე ძმას.გაახილა კიდეც თვალები კაცმა.-რამდენჯერაც შენს სინდისს დასჭირდება იმდენჯერ შემიძლია ამის გაკეთება.-კიდევ ერთხელ აკოცა და ცრემლიც მიაყოლა.განათდა ის პატარა წვეთი კაცის ხორბლისფერ კანზე. -შენი გულისთვის მე ყველაფერი შემიძლია აინა.-გაეღიმა კაცს.თითქოს გულზეც კი მოეშვა.დის სახე ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა შუბლზე.ცრემლებიც შეუმშრალა. -ახლა მხოლოდ შენი ჩახუტება მჭირდება.-გადადგა ერთი ნაბიჯი და მიეკრო სხეულზე კაცს.ახლა უნდა ჩახუტებოდა.არ გამოვიდოდა სხვანაირად.იგრძნო მისი ძლიერი ხელების შეხებაც და თითქოს ჰაერი შემსუბუქდა კიდეც ორივესთვის... *** მერამდენე ღამეს ატარებდა ბნელ საკანში ვეღარ ითვლიდა,ან საერთოდ ღამე კი იყო? მზის სხივები სანატრელი გაუხდა და ამ მდგომარეობაშიც კი მხოლოდ ლაზარეზე ეფიქრებოდა.თვალებს რომ ხუჭავდა მისი სისხლიანი სახე ედგა თვალწინ.ახსენდებოდა როგორ უტყამდნენ გამეტებით მუცელში და გონება დაკარგული როგორ გაათრიეს სახლიდან.სისხლის კვალს ტოვებდა იატაკზე... საკუთარი თავიც მშვენივრად ახსოვს.სისხლს აფურთხებდა პირიდან და გონება დაბინდული ცდილობდა გაავებული რუსების მოგერიებას.იმ ღამით ბარათელმა და შონიამ ის წაწყმედილი აფხაზეთი იხილეს ხალხს რომ საუბრისაც ეშინია.ვერ იგებდა რა იყო ასეთი საშიში ამ აფხაზეთში,რატომ აღარ იყო მიწა ქართული და აი იხილა კიდეც რეალობა.თავის ტკივილი აგიჟებდა და ნორმალურად ვერ ახელდა მარჯვენა თვალს.ხანდახან თუ ჩაეძინებოდა ნილა სტუმრობდა.ის ოქროსფერთმიანი გოგონა,ვის გამოც დაემართა ყველა უბედურება... ხმაური მოესმა დერეფნიდან.ასწია თავი და მიაყურადა კიდეც.თვალი მოსჭრა ანთებულმა სინათლემ.ნახევრად დახუჭული თვალებით გახედა შემოსასვლელ რკინის კარს. -შედი!-შეათრიეს კარგად ნაცნობი სხეული ოთახში.ძალაგამოცლილი დაეცა იატაკზე ბიჭი.მხოლოდ წამით გადახედა მეგობარს და დახუჭა ისევ თვალები.-დაუდე და გამოდი.-მოხუც ქალს ლანგარი შეატანინა და წყლის ბოთლიც იქვე მიაგდო კაცმა.ძლიერად გაიხურეს რკინის კარი,მაგრამ სინათლე არ გაუთიშავთ. -ლაზარე...-გატეხილი ხმით ამოილაპარაკა ბარათელმა და მიუახლოვდა მის სხეულს.გადმოაბრუნა თავისკენ.გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.საშინლად აეწვა შინაგანად ყველაფერი. -აქედან რომ გავალთ ჩემი ხელით მოგკლავ!-ამოილაპარაკა როგორც შეეძლო მტკიცედ,მაგრამ გაეღიმა ბოლოს მაინც.-რადგან ცოცხალს გხედავ ახლა მომკლან თუნდაც,აღარ მადარდებს. -როგორ შემაშინე ბიჭო!-ხელები ძლიერად მოხვია და ზედ აიკრო მეგობარი.ღმერთო ოღონდ მისი თავი არავის წაერთმია,სხვას ალბათ ყველას შეელეოდა...-გტკივა რამე? -არა,მაგარი ნასიამოვნები ვარ,მიმიქარავს ქალთან ყოფნა.-იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს შონიას.-რას დაუმსგავსებიხარ ბიჭო... -არც ისე ცუდადაა საქმე.-ნაძალადევად გაუღიმა ბიჭს.-მაპატიე.-თავი ჩახარა ბოლოს.ვერ გაუძლო მაინც.-არ უნდა წამომეყვანე,არ უნდა წამოვსულიყავით...ან საერთოდ უნდა დაგვეტოვებინა აქაურობა... -მორჩი ქალივით მოთქმას.-აუქნია ხელი და მის მკლავს ძლიერად ჩაეჭიდა,რომ წამოწეულიყო,მარამ ტკივილისგან ამოიგმინა ბარათელმა.სისხლით დაესვარა თითები ლაზარეს.-დაჭრილი ხარ ბიჭო? -არა.-გააქნია თავი.სიმწრისგან ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. -რა არა?!-წარბი აუწია.-მაჩვენე. -არაფერია-მეთქი!-აუქნია ხელი,მაგრამ არ დაანება.მოატრიალებინა ძალით. -მაგათი დედა***ვეცი!-დაიღრინა ბიჭმა და კარგად დააკვირდა.აღარ ჰქონდა არც საქართველოს რუკა და აღარც სიტყვა „თავისუფლება“ კანზე.უფრო მეტიც,მაგ ადგილას საერთოდ აღარ ჰქონდა ბარათელს კანი...გულის რევის შეგრძნება დაეუფლა...-ბიჭო... -არაუშავს.-დაამშვიდა ვითომ.-დელიკატესი თუ გინდა იქით უნდა მიხვიდე და იმათ სთხოვო განაწილება.-ოთახის ბოლოში გაიშვირა ხელი,სადაც მწერები დასეოდნენ მისი ხორცის ნაწილს...იუმორით უთხრა მეგობარს,იქნებ ასე მაინც დაემშვიდებინა,მაგრამ რა დაამშვიდებდა... -ოტი...-აემღვრა შონიას თვალები. -მაპატიე ლაზო,ეს ერთი მაპატიე...-შუბლით მიეყრდნო შუბლზე.-იცოდე!-დაიწყო ცივად.-რამეს თუ იტყვიან არ შეეპასუხო,მაცადე მე ვუთხრა ყველაფერი.შენთან არ აქვთ პრობლემა,თუ წასვლას გეტყვიან ადგები და წახვალ გესმის? -აქ დაგტოვებ არა?-მწარედ ჩაეცინა.-ეგეთი ნაბი*ვარი ვარ? -ჩემი ბრალია ახლა აქ რომ ხარ,მე რომ არა... -მოკეტე რა,თავი ამტკივდა უკვე.-აიქნია ხელი.სიჩუმე ჩამოწვა.თითქოს უხმოდ დაიწყეს საუბარი.თვალებს დაატარებდნენ ერთმანეთის სხეულზე.უყურებდნენ ერთმანეთის დასახიჩრებულ სხეულებს და გული ბრაზით ევსებოდათ.არასოდეს უგრძვნია ასე ცუდად ლაზარეს თავი.მისი მოვალეობა იყო,აქ მისი თავი ჰქონდა ჩაბარებული და თომას იმედი გაუცრუა.ნეტავ თუ ეძებენ?თუ აკეთებს მთავრობა მათ საპოვნელად რამეს?თუმცა რას გააკეთებენ ეგენი,უკანალში შერჭობილი ნემსივით იყო ორივე და დაისვენებენ მათგან...უცნაურად გასცრა ტანში.ნეტავ მამის გვერდით დამარცხვა თუ ეღირსებოდა?ნუთუ ამ რუსებს დარჩებოდა მისი სხეული?.. -აქ არ მოკვდები.-მიუხვდა ფიქრებს ბარათელი.-საქართველოს გარდა არსად გეღირსება სიკვდილი. -სულ ჩვენ დაგვეკითხებიან.-მწარედ ჩაეცინა.-შენი ნილას მამას დავმარხავ და მერე მოვკვდები.მაგ კაცს თუ ტვინი არ გავასხმევინო... -მაგისი გაკეთებული არაა.-გააქნია თავი.-ნილას ცოლად მოყვანა რომ უნდა იმან ქნა. -ბესლანიო თუ ვიღაც ჩემი ყ*ე? -ჰო,ჩემზე და ნილაზე გაიგო და... -მაგისი მოწყობილია ის რეიდი?მაგიტომ დაგვერივნენ? -შენ აქ არ უნდა ყოფილიყავი...-თავი გააქნია ისევ და კედელს მიეყრდნო.ვეღარაფერი დაუამებდა ტკივილს ბარათელს... (12 დღით ადრე) -დაველაპარაკები მამამისს,დავითანხმებ რადაც არ უნდა დამიჯდეს.-დარწმუნებით საუბრობდა ბარათელი.ეგონა ყველაფერს შეცვლიდა უკეთესობისკენ. -გაიგებს რომ არ წასულხარ და მართლა წაგაცლის თავს.-სიგარეტს გაუკიდა ლაზარემ.ღამის სოხუმი ისეთი ლამაზი იყო... -არ იზამს არაფერს.-ჩაეცინა კაცს.-იცის რომ არ მაქვს ცუდი განზრახვა.გგონია ვერ მიხვდა? -ოტი...-თვალებში ჩააცქერდა მეგობარს.-არ არის აქ შენნაირი კაცის ადგილი.მათთვის მარტივია კაცის მოკვლა,განადგურება...ისე დაგშლიან გვამსაც ვერ ვიპოვნით შენსას,ეს გინდა? -ლაზო მე მხოლოდ ნილასთან ყოფნა მინდა. -არ უსმენდი იმ კაცს? -მე ნილას ვუსმენდი მხოლოდ,ის გავიგე რომ უნდა ჩემთან და დანარჩენი არ მაინტერესებს. -სანანებელი გაგიხდება ოტი.ქართველი დაილია?ლამაზია,ვნახე და მესმის... -არ გესმის.-გააქნია უარის ნიშნად თავი.-რომ გესმოდეს არ მთხოვდი აქედან წასვლას. -გიყვარს... -სხვანაირია...-აარიდა მაინც პასუხს თავი. -იმედი მაქვს მართლა ღირს დარჩენად,თუ არა ოტი მერე? -დარჩენად კი არა სიკვდილადაც ღირს ლაზო,როგორი კეთილია იცი?როგორი სხვანაირი შინაგანად...ლამაზია,არ ვკამათობ მაგაზე,მაგრამ როგორი უბრალოა შინაგანად,როგორი დიდებული...ასეთი ქალის გამო ღირს ყველაფერი დამიჯერე.-უცნაურად გააგრძელა მასზე საუბარი.აი ადამიანს რომ აღმერთებენ,ზუსტად ისე.რა აზრი ჰქონდა ლაპარაკს?არანაირი...-კარის წინ შედგა და გასაღები გადაატრიალა წამსვე. -ქართველები თქვენ ხართ?-მოესმათ უაქცენტო სიტყვები და შებრუნდა ორივე. -ჩვენ ვართ...-უცნაურად აათვალიერა კაცი და იქ დამთავრდა ყველაფერი.აღარც ქართველის ნდობა შეიძლებოდა.არა საზღვარს გარეთ და არა აფხაზეთში... -ესენი არიან.-ქვემოთ გადაიხედა და წამსვე გაჩნდა აფხაზების კოლონა მათ წინ.ძალით შეიყვანეს სახლში და უმოწყალოდ დაუწყეს ცემა. -რა ჯანდაბაა?-ამოიხრიალა იატაკზე დაცემულმა ლაზარემ და მიიღო კიდეც ხელმეორედ. -ქართველებს აქ ასე ხვდებიან სი*ებო!-მთელი ძალით დაარტყეს ბარათელს სახეში.მხოლოდ რამდენჯერმე შეძლეს გაბრძოლება და მერე ვეღარაფერი მოახერხეს...ათამდე ადამიანი დაესხათ თავს.აგინებდნენ,აფურთხებდნენ,სცემდნენ... ცალ-ცალკე ოთახში შეიყვანეს,რომ გაეტეხათ,მაგრამ ვერა... მათ ძარღვებში სისხლი რომ ჩქეფდა უტეხი იყო რუსისთვის... ქართულს ყიოდა მათი სისხლი და მათ დაჩოქებაზე ფიქრიც კი უბრალოდ დროის ფლანგვა იყო... -ესეიგი შენ ხარ არშბების სასურველი სასიძო.-სკამზე ჩამოჯდა ბესლანი.გაკვირვებული მიაჩერდა ოტია,ვერ მიხვდა ვინ იყო.-ნილას რჩეული ქართველი... -ნუ ახსენებ!-კბილებში გამოსცრა კაცს. -გეგონა ქალს წამართმევდი? -რამე რომ წაგართვან ჯერ უნდა გქონდეს!-ღვარძლით გადაანერწყვა იატაკზე. -რამდენს ლაპარაკობ?-გაეღიმა ავად.-ბოლოს ასე რომ ილაპარაკეს ენა დაკარგეს.-უბრალოდ გაეცინა ბარათელს.გგონიათ არ ეშინოდა?ეშინოდა,მაგრამ მას არ აჩვენებდა არასდროს.-იცი რას გიზამ ბიჭო?თავს წაგაცლი და მაგათი ეზოს კარზე დავკიდებ! -ტანს რას უპირებ? -შენს მშობლებს გავუგზავნი!-დაისისნა.-აჰ,დამავიწყდა...ისინი ხომ დახოცილები არიან!-ვერანაირი ემოცია ვერ წაიკითხა ოტიას სახეზე.-გმირი მამა გყოლია,დასანანია...-მაინც არ უპასუხა.-ლამაზი ქალი ყოფილა დედაშენი.ვნახე სურათები... -დედაშენს არ მაჩვენებ?-გადახარა ცერად თავი და მიიღო კიდეც სახეში. -მოგკლა გინდა? -ისედაც მაგისთვის არ მომიყვანე? -იცი რას გიზამ?-ყელში სწვდა და ააყუდა კედელს.-ყველა შენი ძვირფასის სიკვდილს გაყურებინებ. -რატომ?დაგიშავე რამე? -ჩემი ქალი გინდა...გგონია მას მოიყვან ცოლად და სოხუმიც შენ დაგრჩება?ქართველის საბატონო სოხუმი არ არის აფხაზეთში,წადი და შენს ქვეყანაში დაარსე შენი სოხუმი! -აი რა სულმდაბალი ხალხი ხართ,დაჭერით ქალაქები და ყველა ქუჩა ვიღაცის საკუთრებაა...ვინ ხართ ეს თითის ტოლა კაცები,რომ ბედავთ და ქალაქებს ანაწევრებთ?ვინ მოგცათ იმის უფლება საქართველო გაგეხლიჩათ შუაზე? -ეს რა პატრიოტული სულის კვეთება გქონია თურმე.-სიცილს აგრძელებდა.-რამ მოგიყვანა უცხო მიწაზე ქართველო? -სიყვარულმა. -აჰა,ნილა გინდა ესეიგი. -შენ რაც გინდა ის დაარქვი მაგას,არ მადარდებს. -მალე წავიყვან მასაც.იქნებ სულაც აქ მომეყვანა?-გაუჩნდა ახალი იდეა.-გაყურებინო როგორ გავ*იმავ! -აქედან ცოცხალი არ გამიშვა ბესლან,თორემ გიპოვნი და მოგკლავ!-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა ბარათელმა. -ვინ გიშვებს საერთოდ.-სიცილი ვერ შეიკავა.-აქ იქნები იქამდე,სანამ არ დაბეჩავდები და წამებით არ მოკვდები. -რა მრავალფეროვანი სცენარია.-ირონია გაისმა ოტიას ხმაშიც.-მომწონს,მყუდრო ოთახია. -აქ ჩაძაღლდები ნაბი*ვარო!-მარჯვენა დაარტყა მაშინვე.სისხლმა იწყო დენა მისი წარბიდან. -ხელსახოციც არ მერგება? -შენ მხოლოდ სიკვდილი გერგება,მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ,რაც ნახავ როგორ დავტანჯავ იმ ქერას. -თავი დაანებე! -მაშ,რაკი შენ ასე გსურს.-სიცილი გაიხურა კარი.დერეფნიდან კიდევ დიდხანს ესმოდა აფხაზური ბგერები... *** იმ საზარელ ღამეს,მისი ყვირილი ლამის მთელ სოხუმს რომ მოედო ძილი არ მიეკარა ნილას თვალებს.ვერ მიხვდა ასე უცებ სად გაქრა,ან რატომ... ნუთუ მართლა მიატოვა?დატოვა სოხუმი და გაქრა... ის ყველაფერი თუ ტყუილად ელაპარაკა,მაშინ მართლა არაკაცი ყოფილა... ტალღების ხმას გაეპო ოთახის სიმშვიდე.ქუჩაში ჯერ ისევ ირეოდნენ ახალგაზრდები.თვალებდახუჭული ყველა დეტალს იხსენებდა და ცდილობდა რაიმე გასამართლებელი ეპოვნა,მაგრამ უჭირდა... იმ ღამეს პირველად გაბედა დარეკვა,მაგრამ პასუხი არავის გაუცია. ლაზარესთანაც სცადა დაკავშირება,მაგრამ აორთქლდა თითქოს ისიც. -ნილა...-თითქოს მოესმა სიბნელიდან როგორ იძახდა მის სახელს და საერთოდ დაუფრთხა ძილი.ბაღში გავიდა და ჰამაკში ჩაწვა.ნეტავ რა ხდებოდა? -რატომ არ გძინავს? -ბიძია ასლან?-წარბები აწკიპა გაკვირვებისგან.-აქ რა გინდა? -ბიჭებს ველაპარაკებოდი და შემოვრჩი.-გახედა ჭიშკართან მდგომებს.-რა გაწუხებს ნილა? -ხომ იცი რაც.-ამოიოხრა კაცმა.სკამი ახლოს მისწია მასთან და ჩამოჯდა იქვე.-წავიდა? -არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა. -კარგი რა,შენ ყოველთვის ყველაფერი იცი. -მის ბინასთან დარაჯობდნენ ბიჭები,არავინ შესულა და გამოსულა,ალბათ წავიდა. -სიმართლე მითხარი.-გადაიხარა მისკენ.-მამამ რამე დაუშავა? -არ უნახავს იმ დღის მერე,რაც არ უნდა გადაეწყვიტა,თვითნებურად მოხდა. -ჩემს მესიჯებსაც კი აღარ პასუხობს,უბრალოდ იმის ცოდნა მინდა,რომ კარგად არის.მერე აღარც კი მივწერ. -ის არ ჰგავს აქაურებს ნილა.ალბათ შეეშინდა ამ ცხოვრების,იმ იარაღის მამაშენმა ცხვირწინ რომ უფრიალა... -არა.-გააქნია თავი.-შენ არ იცი რაზე მელაპარაკა ბოლოს.ისეთი სიტყვები მითხრა ამის მერე მის გაქრობას ვერ ვიჯერებ ბიძია,იქნებ რამე დაემართა... -გავიკითხავ.-რამდენიმეწუთიანი დუმილის მერე ამოთქვა.-გავარკვევ საზღვარზე გადავიდა თუ არა,მოვძებნი,მაგრამ არ უთხრა დამეის. -მართლა?-გაუნათდა სახე. -როდის მომიტყუებიხარ?-წარბი აუწია და სიგარეტს გაუკიდა მაშინვე. -რას ფიქრობ მასზე? -ნილა მე არ ვემხრობი ამ ყველაფერს,ამის მოსმენას თუ ელოდები ვერ გეტყვი.-მძიმედ ჩაილაპარაკა.-ომი საშინელი რამეა. -მათ თუ შეუძლიათ ჩვენი მიღება,ჩვენ რატომ ვერა? -მათ დახოცეს ჩვენი წინაპრები და იმიტომ!დაურის ძმებს რომ ვერ მოესწარი,ისინი რომ არ უდგანან დაურს მხარში,მაგათი ბრალია! -შეიძლება პირადული კითხვა დაგისვა?-ჩააშტერდა კაცის ცისფერ თვალებს. -მიდი. -გყვარებია?-შეცბა ასლანი.არ ელოდა მსგავს კითხვას.51 წელს უკაკუნებდა.უცოლო იყო და აწი აღარც მოიყვანდა ვინმეს. -მიყვარდა,ძალიან ადრე.-აიქნია ხელი. -რატომ არ იყავი მასთან?არ უყვარდი?-გაუშინაურდა კაცს. -ვუყვარდი.-სხვაგან გაიხედა.-ლამაზი იყო ძალიან.გრძელი შავი თმა და ჭაობისფერი მწვანე თვალები ჰქონდა.-ისეთი თბილი ხმით დაიწყო საუბარი,უნებურად გააჟრჟოლა გოგონას.-ბებიასთან ჩამოდიოდა აქ,მაშინ ვნახე პირველად...არეულობა რომ დაიწყო არ მეცალა მისთვის.მერე მოვძებნე და საზღვრის იქით იყო უკვე.თავისი არჩევანი გაუკეთებია.მეც არ ჩავძიებივარ.ისიც არ ვიცი როგორ არის.ალბათ ქმარი,შვილები და შვილიშვილები ჰყავს. -ქართველი გიყვარდა?-გაოცება ვერ დამალა მაინც. -მეგრელი ქალი იყო.16 წლისა ვნახე ბოლოს,მაგის იქით არ ვიცი არაფერი.ბებია-ბაბუა აქ დარჩნენ,არ მიატოვეს სახლი და მივდიოდი მათთან,პროდუქტები მიმქონდა...მათ გასვენებაშიც არ ჩამოსულა... -გინდოდა რომ ჩამოსულიყო? -მისი ნახვა მინდოდა მხოლოდ.-ნამწვი მიწაზე ჩააქრო და შორს მოისროლა.-განა არ მესმის რას გრძნობ ახლა.-მიეფერა თმაზე.-გიყვარდეს იმ მიწის შვილი,-თვალებით ანიშნა გაურკვეველი მიმართულებით.-ტანჯვა და წყევლაა აფხაზისთვის.შენ იცი როგორია ამ ამბის დასასრული...რატომ დაიწყე საერთოდ?ხომ იცოდი? -ერთ მესიჯს მეორე მიყვა და დავიკარგე.-ცრემლი მოერია ბოლოს.-პირველი ქართველია,ვისაც ვესაუბრე.არაფერი ჰქონდა ისეთი,რაც მის მიმართ უნდობლობას დამითესდა გულში. -ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის სოხუმში,შენი ტოლები...ბევრი ბიჭიც შემოგნატრის ასე მგონია. -ასეც არის.-დაადასტურა ნათქვამი.-იმათ იმიტომ მოვწონვარ,რომ ლამაზი ვარ. -და ოტიას რატომ მოსწონხარ? -ოტია აქ ისე ჩამოვიდა ჩემი სახე არ ჰქონდა ნანახი.-თვალები მოჭუტა კაცმა.უფრო ღრმად დააკვირდა მის ყველა ემოციას.-ჩემი ხმა არ გაეგონა არასდროს.ისიც კი არ იცოდა,რომ ნამდვილად ვარსებობდი,უბრალოდ უნდოდა მართალი ყოფილიყო და ამიტომ ჩამოვიდა.ხედავ განსხვავებას? -როგორ წარმოგიდგენია შენ მისი მიღება? -რატომ უნდა გვიჭირდეს მისი მიღება?ერთი მიწის შვილები ვართ,ის საზღვარი რომ არა... -ფრთხილად!-ახალი ღერი აანთო კაცმა.-ახალი თაობა ძალიან მეამბოხეები ხართ,თქვენებურად გინდათ ყველაფერი. -მშვიდად ცხოვრება მინდა,სხვა არაფერი. -მესმის შენი.მე რომ ოჯახი მყავდეს აქ არ ვაცხოვრებდი.-მიუგო ალალად.-მაგიტომ ვარ ყოველთვის მამაშენის წინ.მირჩევნია მე მომხვდეს ყველა ტყვია,ვიდრე მას.მე არავინ დამრჩა ნილა,მამაშენს კი თქვენ ყავხართ და გამკვირვებია კიდეც,როგორ ბედავს მაინც ამ ომში ყოფნას.ისეთ ადგილას გინდა ცხოვრება,სადაც მშვიდად ივლი,არავინ არაფერს დაგიშავებს...ეს აფხაზეთის ბრალი არ არის ნილა,ხომ იცი ვინც არის დამნაშავე? -მამაჩემი. -არა.-გააქნია თავი.-მურიკო.ბაბუაშენმა დაიწყო.მაგან ჩაუნერგა დამეის ბატონობის სურვილი. -მეორე ნახევარი ხომ შენია? -მე შენს გამო დავთმობ სოხუმს ნილა.აინას გამოც და ბაგრატისაც.დაე არ დარჩეს არცერთი აგური,ყველა გააცამტვერონ.შევთავაზე კიდეც ბესლანს,მაგრამ მამაშენის წილი უნდა.მისი შერცხვენა და დამცირება აქვს გადაწყვეტილი,ამიტომ იჭყლიტები შენ.-შუბლი მოისრისა კაცმა.-იმედი მაქვს მალე შეძლებ თავისუფლად სუნთქვას ნილა. -თუ იმ კაცს გამაყოლებთ... -არაფერი მოხდება! -და თუ ოტიას რამე დაუშავეთ და არ მეუბნები...იცოდე გავიგებ ოდესმე მაინც და არ ვიცოცხლებ თავს. -ასე ძალიან გიყვარს? -იმდენად დიდია ჩემი პატივისცემა,რომ სხვა ყველაფერს გადაწონის.სიყვარულზე მეტად მე პატივს ვცემ მას. -სახლში შედი ნილა,დაიძინე.-ფეხზე წამოდგა კაცი,მიახვედრა დასრულებული იყო საუბარი.-გავარკვევ მის ამბავს და შეგატყობინებ. -მადლობა.-გაუღიმა კაცს და ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ.იცოდა არ მოატყუებდა.უცნაური კაცი იყო,ტყუილს არ კადრულობდა არასდროს.სიმართლეს ამბობდა თუნდაც გულს სტკენდეს ვინმეს... *** უსაშველოდ გაიწელა მათი ტყვეობა.ჩუმად შემოათრიეს ოთახში და მას შემდეგ თითქოს გონება აღარც კი უმუშავებდა.იატაკზე მძინარე ლაზარეს გაჰყურებდა ბარათელი და ხვდებოდა რამდენად უიმედო იყო ეს მდგომარეობა.ალბათ მართლაც დალპებოდა ამ ჭუჭყით სავსე ადგილას.გულს უღრღნიდა რაღაც შინაგანად.თითქოს სულ მარტო იყო ამ სამყაროში.ნეტავ რას ფიქრობდა ახლა თომა? ან ქალი,რომელმაც დედობა გაუწია? რას ფიქრობდა მისი ოქროსფერთმიანი გოგონა?ალბათ ფიქრობდა რომ მამამისის შეეშინდა და მიატოვა. მძიმედ სუნთქავდა შონია.თითქოს ყოველი ამოსუნთქვა სტკენდა გულ-მკერდს.ჭამამაც კი ვერ მისცა ენერგია.დაიძინა ბოლოს და სინათლის გარეშე დარჩენილი ბარათელი მის მაჯაზე ამოწმებდა პულსაციას.ხელი არ გაუშვია მისთვის.ასე იჯდა და როგორც კი უხმოდ იწყებდა სუნთქვას ლაზარე თითებით მის პულსს ამოწმებდა... კარი შემოაღო ერთ-ერთმა.წელში გასწორდა,კარგად შეავლო სინათლის ფონზე თვალი ორივეს. -მოკვდა?-თვალებდახუჭულ ლაზარეს გახედა. -წადი შენი.-ამოიღრინა ისე რომ თვალები არ გაუხელია. -რა გინდა? -ამასთან არ გვაქვს საქმე,უფროსმა გაუშვითო.-მხრები აიჩეჩა და ლაზარემაც წამსვე მიანათა სფეროები კაცს. -ვინ გითხრა რომ წასვლა მინდა? -არ გვიკითხავს.-უხეშად ჩაავლო მაჯაზე ხელი და წამოსწია მისი სხეული. -თავი დაანებე,სად მიგყავს?-წამოდგა ბარათელი და გადაიტენა კიდეც იარაღები. -დაბრუნდი უკან.-იატაკზე ანიშნა თვალებით და როდესაც მის ნებას დაჰყვა ბარათელი კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-დამჯერი ძაღლი. -სად მიგყავს-მეთქი? -სამშობლოში ვაბრუნებთ. -მეც დავიჯერე.-შეუღრინა კაცს.გაუძალიანდა ლაზარე და დაუსხლტა ხელებიდან. იატაკზე დაეცა მეგობრის წინ. -არსად არ წავალ ოტიას გარეშე! -ეს აქ დარჩება,შენ წახვალ საქართველოში და გააფრთხილებ ყველა ქართველს,რომ ტრა*ი არ ათამაშონ სხვის ტერიტორიაზე! -ლაზო.-კეფაზე ძლიერად მოხვია ხელი მეგობარს.-კარგად არის ყველაფერი.-მიხვდა პირობის თავის წილს ასრულებდა ბესლანი. -რა ვიცი,რომ სადმე არ მომკლავენ და დამაგდებენ?! -ლაზო წადი და არ დაბრუნდე უკან არასდროს!-თვალებში ჩააცქერდა მეგობარს.-ყველას უთხარი რომ მოვკვდი და არ მომძებნონ!უთხარი რომ იმ მიწაზე დავიმარხე,რომელიც ასე მიყვარდა... -რას ბოდავ? -წადი! -ოტი ხომ არ გაგიჟებულხარ?-ძლიერად ჩაეჭიდა მის ხელებს.-აქედან შენს გარეშე არ წავალ! -გარიგება ასეთი იყო,შენ უნდა გაგიშვათ უკან! -რა გარიგება?რა ქენი ოტი?-თვალს არ აშორებდა მეგობარს.იქ ეძებდა პასუხებს. -ოჯახს მიხედე ლაზო და მაპატიე კარგი? -ოტი... -უნდა წახვიდე,არ დაგიშავებია შენ არაფერი!-უხეშად შეაშვებინა ხელები. -იცი რას გიზამ ბიჭო?ხომ არ გაგიფრენია?-ღრიალებდა მთელი ხმით.სამი კაცი ექაჩებოდა. -შენ უნდა დამეცავი სულ,ასე დავპირდი ყველას და უნდა შევასრულო.არ დაბრუნდე ჩემთვის ლაზო. -ოტი!არ ქნა ბიჭო,რას აკეთებ?-როგორც შეეძლო უძალიანდებოდა კაცებს,მაგრამ არ ჰქონდა თავი.-ჩემი ძმა ხარ ბიჭო,აქ როგორ დაგტოვო?ჩემი სისხლი და ხორცი ხარ ოტი...რას აკეთებ ბიჭო?რა სისულელე გააკეთე?-ბოლოჯერ დაუსხლტა ხელებიდან ყველას და მეგობარს მთელი ძალით მოეხვია.-რა ჯანდაბა ქენი?უშენოდ მე სად წავალ ბარათელო? -არ უთხრა ჩვენებს სიმართლე.-თავზე აკოცა მეგობარს და გამოჰგლიჯეს კიდეც ხელიდან.-არც ნილას.არავისთან თქვა სიმართლე.დამთავრდა ლაზო...-ბოლო იყო რაც უთხრა მეგობარს და რაც გაატანა სამშობლოში.გაგიჟებული ღრიალებდა დერეფანში.კიდევ დიდხანს ესმოდა მისი მშობლიური სიტყვები... მერე?მერე მიჩუმდა ყველაფერი.მდინარის პირას აღმოჩნდა ლაზარეს დაბეჩავებული სხეული.ამდენი დღის შემდეგ პირველად ნახა მზე და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მაშინვე.მერე კეფაში ძლიერი დარტყმა იგრძნო და სრულიად გამოეთიშა ამ სამყაროს... ნილასთან საუბარი ამოუტივტივდა გონებაში.ყველაფერი დათმო ლაზარეს გადასარჩენად,რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დასუსტებული და დანგრეული ეჩვენა.უნდა მიეხედა.გადაერჩინა და ამავე მიზეზით დადო გარიგებაც. -ოტია?!-გაისმა გახარებული გოგონას ხმა მობილურს მიღმა. -ბევრი დრო არ მაქვს ნილა,არც სურვილი საუბრის.-მოუჭრა მოკლედ.როგორც შეეძლო უხეშად.კარგად დახედა ფურცელზე დაწერილ სიტყვებს და გააგრძელა ისევ.-საქართველოში ვარ,არ გამოვიდა...არასოდეს შევიყვარებ აფხაზს,არასოდეს ვიქნები შენთან... -ოტია რას ამბობ? -გართობა იყო ეს ყველაფერი და არ ვაპირებ ამის გამო მთელი ცხოვრების დანგრევას და თქვენს ომში ჩაბმას.-ძლივს ამოისუნთქა.ზიზღის გრძნობა დაეუფლა. -შენ... -მშვიდობით ნილა!-ზარი დასრულდა.იმ დღეს ჩაკვდა ყველა ოცნება ორი ადამიანის სხეულში.საზღვრის ერთ მხარეს,ერთდროულად მოკვდა ორივე.მხოლოდ მათი მოსიარულე სხეულები დარჩა სოხუმის მიწაზე. -გავუშვებ შენს მეგობარს საქართველოში,მაგრამ რამეს თუ იტყვის ტვინს გავასხმევინებ,სადაც არ უნდა იყოს! -გაუშვი.-მძიმედ ამოილაპარაკა და ოთახშიც დააბრუნეს... ბოლოს ის ახსოვს როგორ შეაგება მზის სხივებს თავისი სისხლიანი სახე.არ გაუგია ბზიფის ნაპირებიდან ენგურამდე როგორ მიიყვანეს.ან როგორ დააგდეს საზღვრის ქართულ მხარეს და მიატოვეს იქვე. -სიტყვა არ დაგცდეს,თორემ მკვდარი ხარ!-ახსოვს მხოლოდ ყურთან დატოვებული ეს სიტყვები და მერე...მერე ქართველები,რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს.ქართული ჰაერი,რომელიც თავისუფლებას ყვიროდა... *** სისხლიან იატაკს კარგად დააკვირდა ასლანი.კარადები შეამოწმა,ტანსაცმელი ისევ ადგილზე იყო.ერთ-ერთის მობილური ეგდო შემოსასვლელ დერეფანში.მიხვდა არ წასულან ნებით და ამან უფრო ააღელვა.მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში და ეს თუ მართალი იყო ძალიან იჩხუბებდა მეგობართან. პირდაპირ მის სახლს მიაშურა.დილარას მხოლოდ შორიდან მიესალმა და კაბინეტში მჯდომ დამეის დაუკაკუნებლად შეუვარდა.რუკა ჰქონდა გაშლილი მაგიდაზე,თითქოს გემის კაპიტანი ყოფილიყოს.შუაზე გაეყო სოხუმი.მისი და ასლანის წილი მოენიშნა.პორტის დაურის ნაწილიც არ გამორჩენია.გაიკვირვა მეგობრის ხილვა.წარბი აუწია და წინ მჯდომს უცნაურად მიაჩერდა. -ახლა მე შენ რაღაცას გკითხავ და არ მომატყუო!-სისხლი უდუღდა ძარღვებში. -რა მოხდა? -ის ბიჭები,ქართველები...-ამოიოხრა.-არ წასულან,ხომ ასეა? -მე საიდან უნდა ვიცოდე ასლან?აქ არიან ისევ?-გაბრაზება დაეტყო. -მეც მაგას გეკითხები. -რა გინდა?ვერ გავიგე.-დაბნეული მიაჩერდა. -შენ გყავს ბიჭები? -ვინ ბიჭები მყავს ასლან? -ოტია და ლაზარე! -რას ბოდავ?-გადაიხარა მეგობრისკენ.-ისიც კი არ ვიცოდი,რომ არ წასულან. -მათთან მივედი სახლში,სისხლიანია იატაკი,ტანსაცმელი არ წაუღიათ და ეს ეგდო იატაკზე.-მობილური აათამაშა ხელში.-შენ გააკეთე?რა უქენი ბავშვებს დამეი? -მე არაფერი გამიკეთებია,რას ბოდავ? -დამეი...რამე თუ დაუშავე ეს დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევს,გაუშვი სახლში ორივე და... -არაფერი დამიშავებია არცერთისთვის.-მოთმინება დაკარგა.-იმ საღამოს მერე არ მინახავს არცერთი.არც კი მიკითხავს მათი ამბავი... -მაშინ სად არიან? -მე საიდან უნდა ვიცოდე? -ოჯახი ძებნას დაუწყებს ორივეს,თუ რამე იცი... -არაფერი ვიცი,ნუ გამი*რაკე!-დაუყვირა მთელი ხმით.-ვინ რას დაუშავებდა,ერთი მე მქონდა პრობლემა და წასვლა ვთხოვე. -იქნებ... -არა.-გააქნია თავი.-საიდან ასლან? -იქნებ დაბრუნდა. -გავიგებდით.-იუარა მაინც. -დამეი ის ბიჭები უნდა ვიპოვნოთ,მნიშვნელობა არ აქვს ვის ყავს... -აქ რომ იყოს მეცოდინებოდა. -დამეი...-დაიძაბა კაცი.-თუ დახოცა ორივე? -იმას კი ნამდვილად მოკლავდა.-შუბლზე მიიჭირა ხელი.მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით.ესღა აკლდა...-სერგეის დაურეკე და ნილას არაფერი გააგებინო.-მოკლედ მოუჭრა და თავადაც მოიმარჯვა მობილური.დაურს დაურეკა პირველს.უნდა გაეგო პორტიდან ხომ არ შეიპარა ვინმე... *** ძლივს დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს.საშინლად სტკიოდა თავი და სიმართლე რომ ითქვას მთელი სხეული.მოავლო ოთახს თვალი.საავადმყოფოში არ იყო.იქვე კუთხეში მოხუცს გაეშალა გაზეთი და რაღაცას გამალებით კითხულობდა.ძველი იყო.ალბათ 10-15 წელს მოითვლიდა.გაცრეცილი ყდა და ყავის ლაქები დაჩნეოდა.ვინ იცის მერამდენედ კითხულობდა... -გაიღვიძე როგორც იქნა.-წამოიწია მაშინვე და მაგიდაზე მიაგდო ფურცელი.-როგორა ხარ? -სად ვარ?-ესიამოვნა ქართული ბგერების მოსმენა.წამოიწია საწოლიდან. -საქართველოში ხარ ბაბუ,ნუ გეშინია.-დაუთბა კაცს ხმა. -საქართველოში?რანაირად? -საზღვართან დაგაგდეს...ჩემი შვილიშვილი ცხვრებს მწყემსავდა და გიპოვნა. -დიდი ხანია მძინავს? -გუშინდელიდან.საავადმყოფოში არ წაგიყვანე,რა ვიცი,პრობლემები არა გქონდეს ბიჭო.-კარგად აათვალიერა. -პრობლემები მაქვს პაპა,თან ძალიან დიდი... -ცოცხალი ხარ,მაგაზე იფიქრე მხოლოდ.-წყალი მიაწოდა.მანაც წამსვე გამოცალა ჭიქა. -ტელეფონი მჭირდება...დამარეკინებ ბაბუ? -აგერ გენაცვალოს ჩემი თავი.-„ნოკია“ ამოიღო ჯიბიდან კაცმა.-ბევრი სალაპარაკო არა მაქვს,მაგრამ კრედიტს ავიღებ. -არა ვარ ბაბუ კრიმინალი გეფიცები.-მის თვალებს გადააწყდა.მაინც უნდობლად უმზერდა.-არაფერი დამიშავებია. -გაგიტაცეს? -მერე მოგიყვები ბაბუ,დამარეკინე.-ლამის ვედრება გაურია ხმაში.გაუწოდა კაცმაც მობილური.ძლივს გაიხსენა ბერდიას ნომერი და დარეკა კიდეც მაშინვე. -გისმენთ. -ბერდო...-შვებით ამოისუნთქა კაცმა.-ლაზარე ვარ. -რას ამბობ ბიჭო?-გაოცება ვერ დამალა.-სად ხარ?კარგად ხარ? -დაგვენ*რა ბერდო,უნდა მიშველო...-წარბშეჭმუხნულ მოხუცს გახედა. -ბიჭო რადგან შენი ხმა გავიგე...ოტია სადაა?ხომ კარგად ხართ ორივე? -რეიდი მოგვიწყო ერთმა სი*მა,წაგვიყვანა და ჩაგვკეტა სადღაც,გცემა და დაგვხოცა ლამის... -რას მეუბნები?სად ხარ?მითხარი!აფხაზეთში ხარ ისევ?გადმოვალ მაგის დედაც! -სად ვარ ბაბუ?-გადახედა კაცს. -რუხში. -რუხშიო,რავიცი... -ეგ სად არის? -სადაა ბაბუ? -საზღვართან,პატარა სოფელია. -მისამართი გამომიგზავნე,გადავაბარებ აქაურობას და ჩამოვალ. -მისამართს ვერ გამოგიგზავნი,არ აქვს ამ ტელეფონს ეგ ფუნცქია.-ჩააკერა ძლივს.არ უნდოდა მოხუცის განაწყენება. -თოდუები იკითხოს,თენგიზიო და მოასწავლიან... -თოდუებიო და... -გავიგე.-გააწყვეტინა მაშინვე.-ოტია მანდ არის? -არა!-მოუჭრა მოკლედ,მაგრამ მიახვედრა სათქმელს. -ცოცხალია? -ცოცხალია ბერდო...მისმინე,თომას დაურეკე და აუხსენი.არ ინერვიულოს და...-ზარი დასრულდა,როგორც ჩანს თანხა ამოიწურა...-პაპა,ერთ ადამიანთან უნდა დავრეკო,ყველაფერს გადაგიხდი ჩემი მეგობარი რომ ჩამოვა,ოღონდ დამარეკინე. -აიღე ბაბუ კრედიტი. -არა,სხვანაირი ტელეფონი მჭირდება...-დაიწყო ყოყმანით.-ღილაკები რომ არ აქვს,ჩვეულებრივი რა,ახალი... -ასეთი?-თავი შემოყო ფანჯრიდან ბიჭმა.გაუქნია თვალწინ მობილური. -ეგეთი ზუსტად.ფეისბუქი მჭირდება. -რამე შარში ხომ არ გაგვხვევ ბიჭო?-მაინც შეშინებული ჩაეკითხა მოხუცი. -გეფიცები ბაბუ არაფერი დაგვიშავებია.-გაგიჟებულმა დაიწყო ახსნა.-ჩემს ძმაკაცს გოგო შეუყვარდა და ჩავაკითხეთ.თურმე ეს გოგო აფხაზი მაფიოზის შვილი ყოფილა.მეორე აფხაზ მაფიოზს უნდოდა ცოლად.ამ გოგოს ჩემი ძმაკაცი უყვარს და ის კაცი გაგიჟდა.ბესლანიო თუ ვიღაც.-ხელებს იქნევდა გიჟივით.-მოგვიტაცა მე და ჩემი ძმაკაცი,ოტია.გვცემეს,ლამის დაგვანაწევრეს.სადღაც ბნელ სარდაფში გამოგვკეტეს ისიც არ ვიცი რამდენ ხანს.მერე მე აქ დამაგდეს,იმას ალბათ აწამებენ ახლაც.დამარეკინე რა,მომეცი ტელეფონი. -მიეცი.-გადააქნია თავი კაცმა.იმან პარკით საჭმელი დადო მაგიდაზე. -აიღე ძმაო. -მადლობა.-საკუთარი მონაცემები შეიყვანა მობილურში და პირველი ნილასთან დარეკა.ზარი გადიოდა,მაგრამ პასუხის გაცემა არ იკადრა.რა თქმა უნდა,მას შემდეგ,რაც ოტიამ უთხრა,არც ლაზარეს დაელაპარაკებოდა.-აინა...-ავად დაისისინა მისი სახელი და ამჯერად მასთან დარეკა. -აქ დარეკვას როგორ ბედავ?!-ჩაჰყვირა მობილურს გამარჯობის მაგივრად. -დარეკვას როგორ ვბედავ კი არა,ახლავე უთხარი მამაშენს ან ნილას მამას აფხაზეთში დამაბრუნონ როგორმე!-საპასუხოდ დაუყვირა გოგონას. -რაო,მოგენატრა დაკარგული მიწის სურნელი? -გოგო ნორმალური ხარ?-ტონი არ დააკლო.-ოტიას მოკლავენ აინა.დამეხმარე უკან დავბრუნდე. -რას ამბობ? -ბესლანმა წაგვიყვანა ორივე.ორი კვირაა მაგას ვყავართ.ოტია დაიტოვა და მე გამომიშვა.მოკლავს გესმის?დამეხმარე აინა,გთხოვ... -ხუმრობ ლაზარე? -რას ვხუმრობ გოგო?-ღრიალებდა გაუჩერებლად.-რა მეხუმრება?ოტიას მომიკლავენ აინა,მუხლებზე დავუდგები ნილას მამას,ოღონდ ოტია დამიბრუნოს უკან.მერე წავიყვან და აღარ მოვახედებ აფხაზეთისკენ. -მაგიტომ უთხრა ნილას ის სისულელეები?-წამში მიხვდა ყველაფერს.-სად ხარ შენ?როგორ ხარ? -საქართველოში ვარ,დამეხმარე აინა. -დარწმუნებული ხარ,რომ ბესლანი იყო? -ბესლანიაო ოტიამ,მე არ მინახავს,მაგრამ... -ნუ ღელავ...-ანერვიულებულმა გააწყვეტინა და მაშინვე ძმას მიაშურა.უკვე საღამო იყო,ოთახში ეგულებოდა...-ბაგრატ!-შეჰყვირა ლამის.აივანზე მჯდომს მობილური გაუვარდა ხელიდან. -რაიყო?!-წამოვარდა მაშინვე. -ბესლანი სოხუმშია!-შეჰყვირა უმალ. -შენ საიდან იცი?ან საიდან მოიტანე? -ლაზარე და ოტია წაუყვანია ორი კვირის წინ...ოტია დაუტოვებია თავისთვის.-მობილური ისევ ყურზე ჰქონდა მიდებული. -ვის ელაპარაკები? -ლაზარეა...საქართველოშია,დახმარებას სჭირდება. -მომეცი!-ხელი გაუწოდა და თავად გააგრძელა მასთან საუბარი.-ბესლანი იყო ნამდვილად? -ოტიამ ასე თქვა... -რატომ გამოგიშვა? -რაღაც გარიგება დადო ოტიასთან,არ ვიცი.-გიჟივით სუნთქავდა მობილურს მიღმა.-დამეხმარე ჩემი ძმის დაბრუნებაში!შენ იცი ეს პოლიტიკური დაპირისპირება იქნება.ქართველის გაუჩინარება თქვენს მიწაზე... -რატომ არ წახვედით?-გაღიზიანებულმა იკითხა ბოლოს.-ხომ მოგცათ დამეიმ წასვლის ნება? -აი მაგას მერე ვკითხავ ოტიას ცემით რომ ამოვხდი სულს.-კბილებს ახრჭიალებდა ბრაზისგან.-დამეხმარე ძმის დაბრუნებაში. -დაუშავდა რამე? -გარდა იმისა,რომ კანი აათალა იმ ნაბი*ვარმა?-ღრიალით უთხრა ბოლოს.-ნაცემია,სადღაც მდინარის პირას არის ძველი სახლი.იქ ვყავდით ეს დღეები. -დაცვა? -ათამდე კაცმა წაგვიყვანა,მაგრამ გამოსვლისას მხოლოდ 4 ვნახე მე. -აქ შენი დაბრუნება არ ღირს.-დაიწყო საქმიანად.-მე მოვაგვარებ მაგ ამბავს.მთავრობას ნუ გააგებინებ,თუ უკვე არ იციან...პრობლემები არ გვჭირდება,ვიპოვნი და დაგიბრუნებ. -ცოცხალი უნდა დააბრუნო!დამეხმარე სოხუმში ჩამოვიდე ისევ. -არა.-მკაცრად გააჟღერა ნათქვამი.-ახლა დაგეშილები არიან,შენი აქ ჩამოსვლა უარესი იქნება.დარჩი მანდ და ეცადე ფეხებში არავის მოებლანდო. -ოტია... -მე მივხედავ,პირობას გაძლევ!მარტო იმის გამო არავის ვერჩით,რომ ქართული სისხლი აქვთ,დავაბრუნებ.-დააიმედა ბოლოს და მობილური ისევ დას გადააწოდა. -მამას ვეტყვი და... -არა.-გააქნია თავი.-არავის არაფერი უთხრა,მე მივხედავ ყველაფერს.-მობილური მოიმარჯვა და მისთვის ამ მომენტში ყველაზე საიმედო ადამიანს დაურეკა. საქმეში ჩაერთო მაშინვე ნერსეც.მთელი ოჩამჩირე დააყენა ფეხზე.ქართული ოჯახი ჰქონდა.თავადაც საქართველოდან მოდიოდა და იცოდა არ იტყოდა დახმარებაზე უარს.თანაც ვერ იტანდა სუსტების დაჩაგვრას.ამჯერად მართლა ზედმეტი მოუვიდათ.ერთ-ერთი უნდა დანებებულიყო,ან სამუდამოდ უნდა დაესრულებინათ სიცოცხლე.უნდა გაერკვიათ საბოლოოდ ვის დარჩებოდა სოხუმი.ვინ იცოცხლებდა და ვინ მიაბარებდა სულს მიწას... ერთი ამბავი ატყდა იმ ღამეს სოხუმში.სოხუმში არავინ ერჩოდა სტუმრებს.არავინ ესხმოდა უმიზეზოდ თავს სხვას და მითუმეტეს ვერავინ ბედავდა დამეისა და ასლანის სიტყვის უგულვებელყოფას.ნებისმიერი ადამიანი მშვიდად ატარებდა არდადეგებს და ბრუნდებოდა კიდეც სახლში.არავის ესიამოვნა ამ ამბის გაგება და ყველამ თავისებურად სცადა დახმარება.ბაგრატი ცალკე ეძებდა ოტიას.ნერსესთან ერთად მას უფრო მეტი შანსი ჰქონდა,რადგან იცოდა საიდან უნდა დაეწყო ძებნა. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ომის დასაწყისი იქნებოდა. უკეთესი იქნებოდა არცერთი ქალი თუ არ შეესწრებოდა ამ ამბავს. უკეთესი იქნებოდა ოტიასაც არ ენახა აფხაზური „გარჩევა“,მაგრამ ბედისწერა მას მხოლოდ ამ გზას უქადდა... *** -არ ვიცი, რამდენი ხანია აქ ვარ. ტკივილი იმდენად ღრმად ჩამიჯდა, რომ საკუთარი გულისცემაც კი აღარ მესმის. მხოლოდ ერთი რამ შემრჩა-თქვენ... დედა… მამა… ვიცი, რომ აქ არ ხართ. ვიცი, რომ ამ სამყაროში ვეღარ დაგინახავთ. მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი მენგრევა, სწორედ თქვენთან მოვდივარ ფიქრებში. მახსენდება თქვენი თვალები, თქვენი ხმა, ის დღეები, როცა თქვენი ხელის შეხება ყველა შიშს აქრობდა... ხანდახან მგონია, რომ თუ დავნებდები, თქვენც მეორედ დაგკარგავთ. ამიტომ ვუძლებ. არა იმიტომ, რომ ძლიერი ვარ. არა იმიტომ, რომ აღარ მტკივა. ვუძლებ იმიტომ, რომ თქვენი სიყვარული ჯერ კიდევ ჩემში ცხოვრობს. ის ერთადერთი რამაა, რასაც ვერ წამართმევენ. როცა თვალებს ვხუჭავ, თითქოს თქვენს სახეებს ვხედავ. თითქოს მეუბნებით: „კიდევ ცოტა… კიდევ ერთი ნაბიჯი…“ და მეც ვდგები. ისევ და ისევ. გატეხილი, დაღლილი, მაგრამ მაინც ვდგები. არ მივცემ ამ ცხოველის სისხლით სავსეებს იმას,რაც სურთ. არ გავტყდები,არ დავეცემი და ისე წავალ ამ ქვეყნიდან,რომ სასირცხვილო არაფერი მქონდეს... ნილა...ღმერთო ეს პატარა გოგო...-გახედა მშობლების გაღიმებულ სახეებს.-ძალიან მინდა იცნობდეთ.სულ სხვანაირია.აი ისეთი თქვენ რომ შეგიყვარდებოდათ...-სევდიანად გადახედა დედამ.თითქოს ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლიც კი შენიშნა.-არ ვნანობ მის ნახვას.მის გაცნობას...უბრალოდ ნეტავ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო...ვიცი რომ ზემოდან სულ მიყურებთ,მასზეც გეცოდინებათ...არ გაუბრაზდეთ,მისი ბრალი არ არის არაფერი... -გიყვარს?-ცივი თითების შეხება იგრძნო კეფაზე. -მისი თვალებისთვის მიღირს სიცოცხლე... -მაშინ რისი გეშინია? -ამის...-თითები გადაატარა ჭრილობას.ნეტავ რის მიღწევას ცდილობდნენ ამით?მისი ქართველობა ამოძირკვეს?მაშინ უკანასკნელი წვეთი სისხლიც უნდა გამოაცალონ მის სხეულს.სხვაგვარად ქართული სული არ დატოვებს მის სხეულს არასდროს. -გაიხსენე ვინ არიან შენი მშობლები,გაიხსენე საიდან მოდიხარ.-ეჩურჩულებოდა დედა.-გაიხსენე რომელი ქვეყნის შვილი ხარ და რატომ ფეთქავს შენი გული... -თუ თქვენ აქ ხართ,ესეიგი აღარც ფეთქავს.-გაეღიმა,მაგრამ უემოციოდ. -„ათას ცოცხალსა ბევრჯელა,ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.“-უჩურჩულა მამამ. -ანუ რა,მორჩა?-გაკვირვებულმა შეხედა ორივეს.-აქ,ამ რუსების ხელში მოვკვდი? -ოტია...-სასიამოვნო მელოდიასავით ჩაესმოდა დედის სიტყვები.- „ეს არ არის შენი მიწა, ეს არ არის შენი სახლი, აქ ვერ ნახავ შენს ქართველებს, აქ შვილს დედაც კი არ სტირის. საზღვარს იქით,სადღაც მთებში დაკარგულა შენი ბედი ენგურს იქით,სამშობლოში გეძებს ბიძა,ჩუმად გელის ენგურს აქეთ,აფხაზეთში მტერი ხარ და არვინ გყვარობს... დათმე ჩვენი აფხაზეთი მიაშურე საქართველოს...“ -ამისთვის მოკვდა მამა?-გატეხილი ხმით ჰკითხა დედას.-თავს ვერ დავხრი,არ მაქვს ამის უფლება... -მაშინ გაახილე თვალები.-მისი ცრემლი თითქოს მალამოდ მოედო ჭრილობებს.-ლაზარესთვის კარგი ძმა ხარ ოტია,ეს სულ გახსოვდეს. -სულ გქონდეს მისი იმედი.-მიეფერა მამაც.-იცოდე რომ გეძებს,ცოტაც გაუძელი... -ბიჭო მოკვდა მგონი.-ფეხით შეარხია მისი სხეული ერთ-ერთმა. -რაო?-თავზე წამოადგა მეორეც. -ისეთ დღეში ჩააგდო რა გასაკვირია?-მაჯაზე პულსის პოვნას ცდილობდა ამაოდ.-ვერ ვპოულობ,მოკვდა მგონი. -მაჩვენე.-ახლა მან დაიწყო თითების ტარება კაცის სხეულზე.-ცოცხალია,ბრმა ხარ?-დახედა მის დაბეჩავებულ სხეულს.-სუნთქავს.-სულ ოდნავ მოძრაობდა სუნთქვისას მისი მკერდი. -დიდხანს ვერ გაძლებს ასე...-დანანებით გააქნია თავი ერთ-ერთმა. -შენ არ იყავი დანა რომ გაულესე ბესლანს?ახლა გეცოდება? -სიკვდილი არ მინდა და მაგიტომ,მაგრამ შეხედე.-თავით მიანიშნა.-ძლივს სუნთქავს. -დიდხანს ვერ ისუნთქებს. -მერე მართლა ჩაგვსვამენ,ჩვენ დაგვაბრალებენ ყველაფერს და კარგახანს გვიკრავენ თავს ციხეში! -რა გინდა იური?-წარბი აუწია კაცმა. -სიყვარულის გამო,ეს დაიმსახურა?-კარგად აათვალიერა მისი სახე.სისხლით იყო სულ დასვრილი.მკლავი შეშუპებოდა.ის მოჭრილი საქართველოს რუკა სტკიოდა სხეულს და სიტყვა „თავისუფლება“...სუნთქვისას ყველა ძვალი საშინლად სტკიოდა.ალბათ ნეკნებიც დამტვრეული ექნებოდა.გუშინ საღამოს რომ შევარდა მასთან ბესლანი და გაავებულმა დაუწყო ცემა მას შემდეგ არ მოსულა გონს.რუსულ ტყვეობას ვერ გადაურჩა ოტია...თანაც უკვე მეორედ... -საქართველოდან აქ ქალის გამო რომ ჩამოხვალ სულელი ხარ.-გააქნია თავი.-ქართველებს რა ლამაზი ქალები ჰყავთ და აქ რისთვის მოვიდა? -რა მნიშვნელობა აქვს სადაური შეუყვარდება?-არ ცხრებოდა იური. -პატარა ბიჭია.დასანანია... -ბესლანს არ გააგონო,თორემ შენც დასანანი გახდები.-გამოსცრა კბილებში და წყლის ჭიქა პირთან მიუტანა ოტიას.-ბიჭო დალიე...-საპასუხო რეაქცია არ ჰქონია ბარათელს.-წყალია,ცოტა აზრზე მოგიყვანს... -მკვდარია ლამის,წყალი რას უშველის... -მოდი დამეხმარე.-წამოსწიეს მისი სხეული.ძალით გააღებინა პირი და დაალევინა რამდენიმე ყლუპი. -ამის სიკვდილს მე არ ავიღებ ჩემს თავზე.-სახეზე გადაავლო დანარჩენი. -ერთი ქართველის სიკვდილი გაშინებს ბიჭო? -უმიზეზოდ მოკლულის სიკვდილი მაშინებს მე.-აიმაღლა ხმა.-ყველამ იცის დამეის ლამაზი ქალიშვილი რომ ჰყავს,მაგრამ იმდენად რომ ღირს ამ ყველაფრად? -ღირს...-ამოიხრიალა ძლივს.თვალებიც კი არ გაუხელია.აუთრთოლდა სხეული. კანკალებდა უნებურად.სიცხე ჰქონდა... -წყალს დალევ? -ცოტახანსაც გავძლებ,მერე მომაკითხავენ.-იმედიანად ჩაილაპარაკა და ისევ გაითიშა... *** -ყველა სახლის სათითაოდ გაჩხრეკვა მოგვიწევს. -ყველასი არა,მოშორებით იქნება სადმე.-კარგად გადახედა ხეობას.-დაახლოებით აქ უნდა იყოს,დასახლებაც ნაკლებია და მანქანით მისვლა შესაძლებელია თითქმის ბოლომდე. -პირდაპირ მდინარის ნაპირზე ვიყავითო.-იხსენებდა ლაზარეს სიტყვებს.-რომ გამოიყვანეს მდინარე იყო იქვე. -ჰოდა ამ შემოგარენში იქნება.მანდეთ მიდიან ჩემები უკვე. -მოკლავდა შენი აზრით?-მძიმედ გადააქნია თავი.სიგარეტს გაუკიდა ორივემ. -მაგ კაცს ნილა რომ არ უყვარს ცხადია.სოხუმში თავისი ბინძური საქმეები რომ აუკრძალა დამეიმ მაგიტომ გადაეკიდა.ბოლო სიტყვაც დამეიმ თქვა და მაგისი წილიც მაგიტომ უნდა.მე არ გამიგია ასლანის წილი მოეთხოვოს.ნილას ცოლად მოყვანა იმიტომ უნდა რომ მემკვიდრე არ ჰყავს დამეის და ავტომატურად მისი იქნება ყველაფერი,როდესაც ოჯახის თავი მოკვდება.იმ მაგიდასთან პირველ ადგილს თავად დაიკავებს.სოხუმიც მისი იქნება.ოტიას წაყვანის ერთადერთი მიზეზი ის არის,რომ ეს შესაძლებლობა არ წაერთმია.-შუბლი მოისრისა.უძილობისგან თავი უსკდებოდა.-რა გგონია ოტიას სოხუმი უნდა? -არა.-გააქნია მაშინვე თავი.-ჩვეულებრივი ბიჭია,სიყვარულის გამო გაგიჟებული.რა სოხუმი,წაყვანა უნდოდა ნილასი. -დამეიმ უარი უთხრა არა?-ჩაეცინა მაშინვე. -გააგდო ფაქტობრივად.წადი და აღარ ჩამოხვიდეო,მაგრამ არ წავიდა და აი შედეგიც.რომ წასულიყო ნაკლებად დაზარალდებოდა. -მე სიყვარულს დიდ პატივს ვცემ ბაგრატ.-ნამწვი საფერფლეში მოსრისა.-თუ მართლა წრფელია მისი გრძნობები,თუ მართლა ამდენად ძვირფასია მისთვის ნილა,უფლება უნდა მისცეს. -როგორ წარმოგიდგენია შენ ქართველი და აფხაზი? -ისე,როგორც შენ წარმოგიდგენია შენი თავი ანანოს გვერდით.-მიახალა პირდაპირ.თან თვალს არ აშორებდა კაცს. -რას... -არ გინდა.-ხელის აწევით გააჩუმა.-ბრმა არ ვარ,დავინახე ყველაფერი.დავინახე როგორ უყურებდი. -ვერ დაგინახავს კარგად. -ბინძური მაქვს ხელები.-ჩაეცინა ნერსეს.-ასე არ უთხარი?ხელიც კი არ ჩამოართვი,რადგან არ თვლი თავს მის ღირსად. -რა გინდა ნერსე?-გაღიზიანება დაეტყო. -არ ხარ მისი ღირსი.-მოუჭრა მოკლედ.ძალიან ეტკინა რაღაც შინაგანად.-მაგრამ შეგიძლია გახდე. -როგორ?დრო უკან დავაბრუნო და აღარავინ მოვკლა? -შენ თუ საკუთარი თავის პატიება და მიღება არ შეგიძლია სხვაც ვერ მიგიღებს ვერასდროს.კაცი ხარ დიდი ხანია და გააზრებულია შენი ყველა არჩევანი.თუ იცი რომ მცდარია,მაშინ რატომ აგრძელებ? -შენ იცი მე რა ცხოვრებაც მაქვს,ტყუილად მიკითხავ ლექციას,მე არაფერი ამირჩევია და... -შენც იცი ჩემი ცხოვრება.-მეორე ღერსაც მოუკიდა.-ძალიან ბევრი ადამიანის სისხლია ჩემს ხელებზე ბაგრატ,მაგრამ სული არავისი.-ერთიანად გასცრა ტანში.არ ელოდა მისგან ამ სიტყვების მოსმენას.მართლა ეგონა რომ მისნაირი იყო.უსისხლოდ,რუსებისა და აფხაზებს გარემოცვაში გაზრდილი მკვლელი,თუმცა არა...თურმე უდანაშაულო ყოფილა მაგაშიც...-მაგრამ მიუხედავად ამისა,მე თავს უდანაშაულოდ არ ვცნობ და არც მშვიდად მძინავს ღამე.სანამ შენ ასე დატანჯავ საკუთარ თავს,სანამ საკუთარი თავის მიუღებლობა გიპყრობს და გიმონებს,ჩემს დას არ გაეკარო.მისი მოტაცება ხომ საერთოდ.-ავად ჩაეცინა.-არ იფიქრო რომ მე ოჯახის ამბავს გავითვალისწინებ!არ დაგიტოვებ მის თავს და მერე შეიძლება შენი სული შერჩეს ჩემს ხელებს. -ანანოს არაფერს დავუშავებ,არც ახლა,არც მომავალში.არც კი მივეკარები ნერსე.არ მაქვს უფლება,არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას,რომ მას ვატკინო. -მიხარია ამის მოსმენა.-კმაყოფილმა დაუქნია თავი და მობილურს დახედა.-იპოვნეს... *** რა უცნაური ერი ვართ ქართველები...შეიძლება ერთი სისხლი არ გვაქვს,მაგრამ ერთმანეთის და-ძმად ცნობა შეგვიძლია.უნდა გენახათ ბერდიასა და ლაზარეს შეხვედრა.ძალა რომ მისცა მისმა მოსვლამ და ფეხზე წამოდგა...უნდა გენახათ ბერდიას მშვიდი,ღიმილიანი სახე,მკერდზე რომ მიიკრო მეგობარი და ლამის შეისისხლხორცა წამიერად.თვალებში ჩააცქერდა.კარგად შეათვალიერა მისი სხეული.შუბლით მიეყრდნო მის შუბლს.წამით დახუჭა თვალები და კეფაზე მოხვეული ხელით ისევ ძალუმად მიიხუტა.ცოცხალს ხედავდა და არ ადარდებდა მას სხვა არაფერი... თომაც გამოჩნდა.თითქოს უცნაურად დაბერებული...ძლივს მიათრევდა ფეხებს მიწაზე.თითქოს ერთი სიცოცხლე მოაკლდა.დაინახა დაბეჩავებული ლაზარე და კიდევ ერთიც მაშინ დაკარგა.გული შეუტოკდა და მკერდზე მიიბჯინა ხელი.კედელს მიეყრდნო.თითქოს ფეხქვეშ მიწაც კი გამოეცალა.ასე არასოდეს მიფერებია ბიჭებს.ჩხუბით იცოდა სიყვარულის გამოხატვა,მაგრამ ახლა?ახლა მხოლოდ ის შეეძლო ძლიერად შემოეჭდო ხელები მისთვის და ჩაეხუტებინა მისი სხეული. -ლაზო...-შვებით ამოისუნთქა კაცმა და ჩაეხუტა კიდეც.გამხდარი ეჩვენა.ჯერ ისევ შემოხეული ტანსაცმელი ეცვა და ცუდად გამოიყურებოდა.გული მოუკვდა ლამის...იცოდა არ იყო იქ,მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა.მაინც მოავლო ოთახს თვალი იმის იმედად,რომ ოტიას დაინახავდა,მაგრამ ვერ...არ იყო მისი ოტია იქ... -მაპატიე...-მის ყურთან ამოილაპარაკა ლაზარემ.-ვერ მივხედე... -ღმერთო მადლობა შენს სახელს.-პირჯვარი გადასახა ბიჭს და თავზე აკოცა.-ვიცოდი მთავრობა ვერაფერს იზამდა... -დავრეკე საჭირო ხალხთან,დააბრუნებენ.-დაარწმუნა თითქოს.სკამზე ჩამოჯდა.დიდხანს ვერ ახერხებდა ფეხზე დგომას. -მითხარი რა დაუშავეს.-მის პირისპირ ჩამოჯდა კაცი. -მერე მაგაზე.-აიქნია ხელი და თავი მაგიდას ჩამოაყრდნო.-მთავარია ცოცხალი დაბრუნდეს. -ორივე რომ გამოკეთდებით იცი რას გიზამთ?-დაემუქრა კაცი.აემღვრა კიდეც თვალები.-გაგიჟებას იყო დედაშენი,ძლივს დავამშვიდე. -უთხარი?! -არა,მოვატყუე ელექტორენერგია გაუთიშეს-მეთქი!-მძიმედ გააქნია თავი.-ხშირია მანდეთო,დასევდიანდა და მერე ვითომ სალომესგან ვიგებდით ახალ ამბებს. -დავურეკავ მოგვიანებით... -იქ ვინ მიხედავს ახლა? -გოგოს ოჯახი იპოვნის.დააბრუნებენ,შენ არ იდარდო. -ამ დროს ერთად ყოფნა გმართებთ ბატონო ჩემო.-მხარზე ხელი დაჰკრა კაცმა.-მოდი პური გავტეხოთ,შორი გზიდან მოდიხართ,მანამდე იქნებ რამე ახალიც გაიგოთ... -ვერ გაგეცანი,თომა.-გაუწოდა ხელი კაცს. -თენგიზი.-შეაგება მანაც თავისი.-ნიკო მიდი რამე ტანსაცმელი მიეცი ბიჭს,აბანოშიც შეუშვი,გასუფთავდეს. -მოდი ძმაო.-დაეხმარა წამოდგომაში და გაიყვანა კიდეც ოთახიდან.დაბანა ასე თუ გააბედნიერებდა რას იფიქრებდა...საკუთარ თავს გახედა სარკეში.მართლაც რა დღეშია...აფხაზეთში გადასვლამდე ორი დღით ადრე შარვალ-კოსტუმი ეცვა და ძვირიან რესტორანში ვახშმობდა,კარგი გარეგნობა ჰქონდა,კარგი სამსახური...ახლა?ახლა უპატრონოს ჰგავდა.წამიერად შეეზიზღა საკუთარი თავი და ყველა ის გადაწყვეტილება,რომელმაც სოხუმამდე მიიყვანა.გატეხილი იყო.შეშინებულიც...დიახ შეშინებული,მაგრამ ახლა თავისიანებს რომ ხედავდა უფრო ძლიერი იყო თითქოს...ჩამოირეცხა აფხაზური კვალი სხეულიდან.თითქოს იმ სისხლჩაქცევებს და ჭრილობებს წყალი განკურნავდა... *** -„თუ ცოცხალს ვერ ვიპოვნით,ჯობია ეგონოს რომ მიატოვა.“-ახსენდებოდა ძმის სიტყვები აინას და ვერაფრით ბედავდა მეგობრისთვის სიმართლის თქმას.ვერ ანუგეშა.ვერ დაეხმარა.ტირილისგან სახედასიებულს ცრემლებიც აღარ შერჩენოდა.მიელეწა მთელი ოთახი და მილაგების უფლებასაც არავის აძლევდა.ვერც დილარამ დაუამა შვილს ტკივილი,რომელმაც ზუსტად იცოდა ოტიას მდგომარეობა.ვერ დაეხმარა და ვერც ვერასოდეს დაეხმარებოდა.ხანდახან სიტყვას ჩააკერებდა,სხვა გამოჩნდებაო ეტყოდა,მაგრამ ვაი მაგ თქმას,მრისხანედ უყურებდა დედას და მის ხელებსაც იშორებდა სხეულიდან. ყველაზე ცუდი ამ ამბავში ალბათ არ ცოდნის მომენტია,რადგან ასე არ ეტკინებოდა რომ სცოდნოდა...ნილას მიტოვებაზე მეტად,ოტიას არაკაცობა ეტკინა.საერთოდ არ ელოდა ამ ყველაფერს,მაგრამ მოლოდინი ჰქონდა მისი აფხაზეთში გამოჩენის შემდეგ ბევრის... გულნატკენი იყო,მაგრამ მხოლოდ ერთი დღე იტირა.მეორე დღეს შხაპი მიიღო,გამოიპრანჭა როგორც სჩვევია.მოწესრიგდა და იმ შენობაში დაბრუნდა,სადაც სულ ხვდებოდა... „აქ შეგხვდები ისევ“ გაუფერულებული და გაუფასურებული იყო...ქვემოთ მათი სახელებიც იკითხებოდა.მარკერით მიეწერა ოტიას...ამავე მარკერით გადახაზა ყველაფერი,რაც მათ უკავშირდებოდა.მხოლოდ იმ წარწერას ვერ გაუბედა შეხება,რომელმაც მისი თავი გააცნო.ჯერ არ იყო მზად.ჯერ ვერ იზამდა ამას... ისევ გაჰყურებდა ზღვის ტალღებს.მშვიდად მონარნარე ჩიტებს.სუფთა,წკრიალა,ცას...კარგი ამინდი იყო.ისეთი როგორიც ივლისს შეეფერებოდა...ყველაფერი ისევ ისეთი იყო,მაგრამ მას თითქოს აკლდა კიდევ რაღაც. -„რუს ნა*ებს ეძახიან“-გაახსენდა დედის სიტყვები. „იქნებ გატყუებს ვიღაც?“ „-თუ ეს სიზმარია ნილა,შენთან ყოფნა და შენს გვერდით ახლა ამ ხედით ტკბობა იცოდე,რომ გაღვიძება არ მინდა.დაე სამუდამოდ დავრჩე აქ." „-მე არ მეშინია ნილა,არც დამალვას ვაპირებ,დიდხანსაც რომ არ დავყვები შენს ღამის პაემნებს ამ შენობაში ხომ იცი?მე რა კაცი ვიქნები ასე მალულად თუ უნდა გამომყავდე სახლიდან,ჩემს გამო ოჯახს ატყუებდე,ნორმალურად პაემანზე ვერ წაგიყვანო და როგორც აინამ მითხრა ყვავილები არ მოგიტანო,რადგან კითხვებს დაგისვამენ და სახლში ვერ მიიტან.მეგობრული ვიზიტით რომ არ ვარ ჩამოსული ეგეც იცი.“ „შენი მიტოვება არ გამომივა ნილა,ძლივს გიპოვნე,ახლა სად წავალ?“ „არავისი ცოლი არ იქნები არასდროს და არავინ შეგეხება.არავინ ჩემს გარდა.“ „არაფერზე ინერვიულო,გახსოვდეს ვინ ვარ მე და რას დაგპირდი.“ ლამის თავი გაუსკდა.ყველაფერი ერთიანად აწვებოდა და აიძულებდა მასზე ეფიქრა.ნუთუ მართლა ასე იყო?ამ ყველაფრის მერე...იმ სიტყვების მერე...ასე უბრალოდ წავიდოდა?თანაც ქართული ნომრით არ დაურეკავს...რა ჯანდაბა ხდებოდა?კიდევ ერთხელ შეამოწმა ნომერი.სოხუმიდან დაურეკეს აშკარად... მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეეძლო.გაერკვია მისი ბინის მეპატრონესთან თუ როდის დატოვა ბინა... ადგილზე მისულს არავინ დახვდა შენობაში.ოტიას მანქანა ისევ იქ იდგა.არც მანქანა წაუყვანია პატრონს...ეუცნაურა ყველაფერი.აიარა კიბეები.მან ხომ კარგად იცოდა სადაც ცხოვრობდა და რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე.არავინ გასცა პასუხი,ამიტომ სახელურს წაეტანა.ღია იყო მისდა გასაკვირად.წამში გადაიშალა მის წინ ის სცენა,რომელსაც საერთოდ არ ელოდა.ასლანი დახვდა ოთახში.ფანჯარა გამოეღო და სიგარეტს ეწეოდა მშვიდად.როდემდე დაუმალავდა?იცოდა პასუხებს მოძებნიდა და აი იპოვნა კიდეც... -გამარჯობა ნილა.-გახედა გოგონას.-მოდი,დაჯექი. -აქ რა გინდა ბიძია ასლან? -ვილაპარაკოთ.-მშვიდი იყო ძალიან.-დიდი გოგო ხარ და უნდა იცოდე. -მამამ დაუშავა რამე?-საკიდზე დატოვებულ ჟაკეტს გახედა.არ წაუღია...მიხვდა ყველაფერს. -არა,მამაშენი ეძებს.-აუხსნა თავისებურად.-რატომ ჩამოიყვანე ნილა? -მე ვუთხარი არ ჩამოსულიყო,მაგრამ არ მომისმინა... -ვფიქრობ ცუდად არის მისი საქმე.-ამოიოხრა კაცმა.-ბესლანს ჰყავს. -რას ამბობ?-გაოცება ვერ დამალა. -ციხიდან გამოვიდა და როგორ ჩანს სოხუმშია.მან წაიყვანა... -რატომ არ მითხარი?-ერთიანად გააკანკალა.-ღმერთო...მოკლა?-ძლივს ამოილაპარაკა. -ვეძებთ ნილა.-მიეფერა ოქროსფერ თმაზე.-ვიპოვნით,არ ინერვიულო. -ბიძია... -ვიცი და მესმის.-მიიხუტა მაშინვე.-ნუ ტირი. -თუ მოკლა...ღმერთო ოტია... -დამშვიდდი ნილა.-ძლიერად მოეხვია ზურგზე ხელები.როგორ არ ემეტებოდა ამ დარდისთვის ეს პატარა გოგონა...-მთელი სოხუმი ეძებს,მალე ვიპოვნით.-თითქოს ამშვიდებდა,მაგრამ საკუთარ ნათქვამში თავადაც არ იყო დარწმუნებული.მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ და მესამე დღეა არ სძინავს ქალაქს... *** მდინარის პირას შეაჩერეს მანქანა.აქედან ფეხით უნდა გაჰყოლოდნენ გზას.მანქანით ვერ ავიდოდნენ.სულაც არ უნდოდა ნერსეს რაიმეს გართულება და უნებურად ხელის გასვრა,მაგრამ იცოდა ასე მარტივად ვერ გამოიყვანდნენ.ისიც საკითხავი იყო საერთოდ გამოსაყვანი იყო თუ არა ვინმე,რადგან დიდი დრო გავიდა და არ გამოირჩეოდა ბესლანი კეთილი გონებით.არც მოთმენა შეეძლო.მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც მის გვერდით ხმამაღლა სუნთქავდა შეეძლო მოეკლა... შორიდანვე შენიშნეს როგორ დაიწყეს ჩოჩქოლი ბიჭებმა.ამოეფარნენ მთელი სხეულით ხეებს და უმისამართოდ დაიწყეს სროლა.ორნი იყვნენ.არც კი ამოუღია ნერსეს იარაღი,ჩუმად მოუარა მაღალ ბალახში დახრილმა გაირბინა.უკან მიჰყვებოდა ბაგრატიც.ხის მიღმა ჩამალულ ბიჭს კეფაში წაავლო ხელი და ფეხი აუქნია იარაღზე.ბაგრატი უმიზნებდა პირდაპირ შუბლში. -დააგდე!-გამოსცრა კბილებში და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა მის ნებას. -ნუ მესვრი ძმაო.-გააკანკალა ბიჭს. -გამოდი შენც!-მეორეს დაესია რამდენიმე ერთად.გამოათრიეს ძალით.-სად არის? -არ არის აქ... -ეგ არ მაინტერესებს,ბიჭი სად არის?-ძლიერად მოუჭირა ყელზე თითები.კარი გამოგლიჯა ვიღაცამ. -აქ არის ნერსე.-ორ კაცს გამოჰქონდა მისი სხეული.თავი და ხელები გადმოეგდო მიწისკენ.სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. -იური?-გაოგნებულმა გახედა ძველ მეგობარს. -ვიცოდი ბოლოს შენ რომ შეგრჩებოდა ეს ამბავი.-მძიმედ გააქნია თავი.მიწაზე დააწვინეს ოტია.არ შერხეულა. -მოკალით?-ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან ბაგრატი. -გაგიჟდა წუხელ და ძალიან სცემა.-დამნაშავესავით ჩახარა თავი.-ვცადეთ,მაგრამ... -მოკეტე!-დაიყვირა მთელი ხმით.წავიდა მისკენ და ჩაიმუხლა კიდეც.ჰყავდა ნანახი,მაგრამ ვერ იცნო ახლა.სიბრაზე მოაწვა მთელს სხეულში.-დაგხოცავთ ყველას! -მკვდარია?-ცერად გადახარა თავი ნერსემაც.არ ესიამოვნა საშინლად.ყელთან მიადო ორი თითი.თვალები დახუჭა.რაღაც საიმედოს პოვნას ცდილობდა...თვალებით გამოელაპარაკა იურის ნერსე,თითქოს დატუქსა,როგორ მიიღე ამ ყველაფერში მონაწილეობაო.მანაც თავისებურად გასცა პასუხი.მხრები აიჩეჩა დაბნეულმა. -ცოცხალია!-ამოიოხრა შვებით.-მანქანამდე მიიყვანეთ.-გადახედა ბიჭებს.-მოგკლავთ!ყველას დაგხოცავთ!-ყელში სწვდა იურის.-გიღირდა ამად მისი ლაქიობა? -შეეშვი!-მხრებში მოკიდა მაშინვე.-წაიყვანე ბიჭი საავადმყოფოში.გადარჩეს იქნებ. -თუ ვერ გადარჩა...-ავად წამოიწყო.-ყველასთვის დავბრუნდები!-ხელი ჩამოართვა ნერსეს და ზურგი აქცია მაშინვე. -შენ რაღა დაგემართა?-როგორც კი თვალს მიეფარნენ სხვები უსაყვედურა. -შენ რომ მოსკოვში დამაგდე თავი ხომ უნდა მერჩინა რამით? -დაგაგდე?ასე ეძახი ამ ყველაფერს? -შენთვის არასოდეს მიღალატია,უბრალოდ იმას ვასრულებდი,რაც მამაშენმა დამაბარა. -მამაჩემი გიაა და არა ის სი*ი!-გამოსცრა კბილებში.-იცოდი რამდენ ხანს ვეძებდი ოჯახს.ამდენი წელი მიმალავდი,აქვე იყვნენ,მეზობელ საქართველოში და მათთან შეხვედრა არ მარგუნე. 26 წელი ისე გაილია დედას არ ვიცნობდი. -მე მამაშენზე ვმუშაობდი. -და ჩემი მეგობარი იყავი...-დაამთავრა თავისებურად.-იცოდი როგორ ვიტანჯებოდი,როგორ მინდოდა მათი გაცნობა...და-ძმა,ოჯახი მყოლია და მე არ ვიცოდი... -მე რაც დამავალეს... -ვხედავ ისევ ასე კარგად რომ ასრულებ ბრძანებებს.-ხელის აწევით გააჩუმა ბიჭი.-ილოცე რომ არ მოკვდეს ის ბიჭი. -ქართველების ადგილი არ არის აქ ნერსე!არ გაახარებენ მაგ ბიჭს,რაც დამართა ბესლანმა ყველაზე მცირე იქნება.აიძულე რომ წავიდეს! -და რა დამართა ასეთი?ცემით მეც ვუცემივარ ბევრს.თუ უყვარს,მაგასაც გადაიტანს. -ხელზე ინფექცია შეეჭრა ალბათ.-დაიწყო მორიდებით.-საქართველოს რუკა და რაღაც ეწერა ქართულად... -მერე? -ბესლანმა ყველა ქართველს გავჟლეტ აფხაზეთშიო.სოხუმით დავიწყებ და ოჩამჩირემდე მივალო... -მერე?-გაუკიდა ერთ ღერს,ძალიან მშვიდად იყო. -ამოაჭრა ის ნაწილი,სადაც სამშობლო ჰქონდა ამოტვიფრული.-დაეძაბა მთელი სხეული.აერია კიდეც გონება.კარგად შეხედა ძველ მეგობარს. -და შენ მიეცი ამის უფლება? -დანაც კი გაულესა.-მიუგო მეორემ.რაღაც უხილავი ქარიშხალი აბობოქრდა მის სხეულში.გული გაეგლიჯა ლამის.ერთი მიწიდან იყვნენ.მერე რა რომ არ უნახავს სამი წლის შემდეგ საქართველო.მაინც ერთი სისხლი ჰქონდათ და ამან უფრო გააგიჟა.ოჩამჩირეშიც ჩავა თურმე ბესლანი.ხმამაღლა გაეცინა. -შენ...-კეფაში ძლიერად მოკიდა ხელი და თავისკენ მისწია მისი სხეული.-იცი სად არის? -გუშინდელის მერე არ მოსულა.-მხრები აიჩეჩა. -მოსკოვში დაბრუნდი,თვალით აღარ გნახო,თორემ მოგკლავ!-უხეშად უბიძგა და ბიჭებს ხელი აუქნია წავიდეთო.არასოდეს მიუშვებდა თავის ოჯახთან ვინმეს... შორიდან დაინახა როგორ დააწვინეს უკანა სავარძელზე ოტიას სხეული და საავადმყოფოსკენ აიღეს გეზი.საშინელება იყო იმაზე ფიქრიც კი რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო.მასზე ერთი წლით იყო პატარა.არაფერი ჰქონდა ქვეყანაზე,გარდა სიყვარულისა.ახლა გამოიცდებოდა ბარათელის სიყვარული.შეძლებდა ყველაფრის მიუხედავად ნილასთან დარჩენას? და თუ წავიდოდა?მხდალი იქნებოდა?მე ვიტყოდი,რომ ჭკვიანი იქნებოდა,მაგრამ ვინ იცის... მე წავიდოდი... *** მალევე აცნობეს ბაგრატს,რომ ინფექციასთან ერთად,რამდენიმე ნეკნი ჰქონდა მოტეხილი.ტვინის შერყევაც და სხვა უამრავი ხილვადი ჭრილობაც.სავარაუდოდ მხედველობას არ დაკარგავდა,მაგრამ პატარა ნაწიბური მაინც დარჩებოდა.თუ ინფექციის შეჩერებას ვერ მოახერხებდნენ ხელის მოკვეთა მოუწევდათ... -გააკეთე ყველაფერი,რაც საჭიროა გესმის?-მიმართა ქალს.-არაფრის გამოყენებას მოერიდო.ეს ბიჭი ორი ხელით,ორი ფეხითა და ორი თვალით უნდა დაბრუნდეს სამშობლოში გესმის?! -ქართველია? -ქართველია,მაგრამ არავინ უნდა გაიგოს იცოდე!-თითი დაუქნია მაშინვე.-გადაარჩინე. -რაც შემეძლება ყველაფერს ვიზამ.-დაქნია ქალმაც თავი და გაუჩინარდა კიდეც.ბიჭები დატოვა სადარაჯოდ.მამა და დამეიც გზაში იყვნენ.ეზოში გავიდა და სიგარეტს გაუკიდა.უნებურად შეეცოდა სხვა ქვეყნის შვილი.ხაზს იქიდან მოსული,რომელმაც მთელი აფხაზური შურისძიება ერთბაშად იხილა საკუთარ თავზე. გაიგო არც დედა ჰყავდა,არც მამა...მხოლოდ ლაზარე,რომელსაც ძლივს შეატყობინა ეს ამბავი.ეხვეწა და ემუდარა დამაბრუნე სოხუმშიო.ნერსემაც დაუქნია თავი და თავადვე გადმოიყვანა.თომა ვერ მოიყვანეს.იქით დარჩა,ენგურს მიღმა და ყოველ წამს ელოდა ზარს ლაზარესგან.პოლიციას განუცხადა თომამ,რომ იპოვნეს უვნებელი და აღარ მოძებნოთო. სიმართლე რომ ითქვას არც ეძებდნენ... ოჯახის სასაფლაოზე ავიდა,ცივ ქვებს გადაატარა თითები.მტვერი ჩამოწმინდა მთლიანად და ორივეს თავის წილად აკოცა.ცივ მიწას შეახო ტუჩები.ტკივილისგან დაღლილს შვებას მხოლოდ მათ გვერდით ყოფნა ჰგვრიდა...დამშვიდდა თითქოს.ხელები თავქვეშ ამოიდო და ღრმა ძილს მიეცა... არ ახსოვს ლაზარეს როგორ გაიარა დერეფანი,სადაც ბაგრატი იჯდა.დარდის ძალაც აღარ შესწევდა...სალომემაც მიაკითხა.გვერდით დაუდგა მეგობარს,რომელსაც საუბრის თავიც აღარ ჰქონდა.ბერდიამ სთხოვა მარტო არ დაეტოვებინა... ბუნდოვნად ახსოვს როგორ წარიმართა სიტუაცია. კეფა მოიქექა ექიმმა,მოავლო იქ მყოფებს თავი.აუხსნა ვითარება,სიცხეს ვერ ვუგდებთ და შეიძლება ხელის მოჭრა მოგვიწიოსო. -ჩემი მივაკეროთ.-გაუწოდა მარჯვენა ლაზარემ.-არ შეიძლება?-სულაც არ ხუმრობდა,ან რა დროს ეს იყო? -ასეთ ოპერაციებს არ ვატარებთ ბატონო.-მორიდებით მიუგო ქალმა. -ხოდა არც მოკვეთოთ.საქართველოში გადავიყვან და მიხედავენ. -ახლა მისი სადმე წაყვანა ცუდი იდეაა... -ლაზარე...აქაც გვყავს კარგი ექიმები და მიხედავენ.-სიტყვა ჩააკერა ბაგრატმა.ცეცხლი აგიზგიზდა შონიას თვალებში. -კარგი ექიმები არა?-ყელში წვდა მაშინვე.-რომელი კარგი ექიმები?რომელი კარგი ხალხი?ყასბები გყავთ აქ მარტო!ავადმყოფებო და სულმდაბალო რუსებო! -გაუშვი ლაზარე,რას აკეთებ?-ექაჩებოდა მკლავზე სალომე.ბიჭებიც გამოიქცნენ გასაშველებლად. -ყველაფერი თქვენი დაწყევლილი ოჯახების ბრალია! -გეყოფა ბიჭო,აზრზე მოდი!-უხეშად გასწია უკან ნერსემ.-საკმარისია. -რამე რომ მოუვიდეს მერე მართლა დაგხოცავთ! -უნდა წასულიყავით,როცა ამის შანსი გქონდათ!-არც ბაგრატი აკლებდა ტონს.-დამეიმ წასვლის უფლება მოგცათ,მაგრამ დარჩენა არჩიეთ.აი თქვენი აფხაზეთი,ასეთია აქ ცხოვრება! -მოვ**ან ეგეთი აფხაზეთი!-შეუღრინა ბიჭს და ნერსესაც უხეშად აუკრა ხელი.კუთხეში აწურული აინა დალანდა.ახლა მოსულიყო.იცოდა გაიგებდა ყველაფერს და ეწყინებოდა,მაგრამ ახლა ოტიას მეტი არავინ ადარდებდა.ზურგი აქცია ყველას და ეზოში გავარდა.უჰაერობა სტანჯავდა... -გაღიზიანებულია,არ მიაქციო ყურადღება.-მშვიდად გადაულაპარაკა ბაგრატს,რომელიც ბრაზისგან კანკალებდა. -აინა?!-დას გადახედა იქვე კუთხეში ცრემლებს რომ ღვრიდა.-მოდი. -როგორ არის? -კარგად იქნება.-აკოცა თმაზე.-ჩემი დაა,აინაზე რომ გიყვებოდი.-გააცნო ნერსეს.ჩამოართვა ხელი მაშინვე. -სასიამოვნოა აინა. -ჩემთვისაც... -ნილა სად არის? -ასლან ბიძიას მოჰყავს,გზაში არიან.-უხეშად შეიმშრალა ცრემლები.-რომ მოკვდეს ნილა ვერ გადაიტანს. -არ მოკვდება,ახალგაზრდა ბიჭია,ძლიერი...გადაიტანს. -რა ჯოჯოხეთს გამოატარებდნენ... -კარგად იქნება,ნუ მოსთქვამ ტყუილად. -მამა და ბიძია გელოდებათ ორივეს ქვემოთ. -არ მოშორდე ამათ.-ბიჭებს გადახედა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ორივე გასასვლელისკენ.უკანა ეზოში ჩამომსხდარიყვნენ ხის სკამზე.გამალებით საუბრობდნენ რაღაცაზე.გაბრაზებული იყო ორივე. -ნერსე არა?-ახედა დამეიმ ბიჭს და ფეხზეც წამოდგა.-მადლობელი ვარ იმისთვის,რაც გააკეთე. -ვალდებული ვიყავი.-მოკლედ მოუჭრა.სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა მაშინვე და ერთ ღერს გაუკიდა. -ძალიან ცუდად არის? -ისეა ნაცემი ვერც ვიცანი.-ამოთქვა ბიჭმა. -ქართველი რომ არის მაგან უფრო გაახელა,იცოდა არავინ მოსთხოვდა პასუხს.-ამოიხვნეშა დაურმა. -რას ნიშნავს პასუხს არავინ მოსთხოვდა?-წარბი ასწია აფხაზმა.ასე ეძახდნენ ძირითადად. -ქართველებს აქ რომ არ სწყალობენ იცის ყველამ. -და მაგის გამო ახალგაზრდა ბიჭი უნდა მოკლან?-სუსხიანი გაუხდა ხმა.-ქართველია და მოდი გადავაგდოთ? -რა გინდა ბიჭო? -მაგ თქვენმა ბესლანმა ბიჭს კანი მოაჭრა,რადგან საქართველოს რუკა ჰქონდა დახატული მკლავზე.ძვლები ჩაუმტვრია,დაასახიჩრა და რისთვის?სიყვარულის გამო? -ეს შენი ომი არ არის და არ ჩაერიო! -ალბათ არ გსმენიათ,ქართველი ვარ მეც.-აიმაღლა ხმა.იშვიათი იყო მისგან თავისი წარმომავლობის გამხელა.-ქართველების ამოძირკვას გეგმავს თურმე,ჯერ მთელ სოხუმს დაიმორჩილებს და მერე ოჩამჩირემდეც ჩამოვა.კიდევ ერთი ქართველი თუ დაშავდება შუაზე გავგლეჯ! -მაგ ბიჭს სახლში გავუშვებთ და ამ ამბავს ჩვენ მოვაგვარებთ.-აუხსნა დამეიმ. -ან გაუშვებთ და ან ვერა.-ჩაეცინა.-თუ მართლა უყვარს ნილა არ წავა.ახლა გადაწყდება მისი კაცობის ამბავი და შენ...-თვალებით ანიშნა უფროს არშბას.-სულელი კაცი იქნები თუ მისი წარმომავლობა შეგაშინებს...დიდი გამბედაობა უნდა ბატონო ჩემო სიყვარულს.კიდევ უფრო დიდი გამბედაობა უნდა იმას,ენგური გადალახო და სხვა მიწაზე,სადაც იცი არ გაგახარებენ, ქალს ჩააკითხო.მერე დაგემუქრონ და მაინც არ მიატოვო და ბოლოს ასე დაამთავრო.შეიძლება ხელი მოკვეთონ.გაგიჟებული იდგა მისი მეგობარი და თავისას სთავაზობდა ექიმს.რომელი აფხაზი გყავს ასეთი გულადი? რომელი ჩავა საქართველოში სიყვარულისთვის?რა სიყვარულისთვის ძალით ჰგლეჯენ გოგონებს მშობლებს.-თვალებს აბრიალებდა დაური.-ტყუილად მიქაჩავ თვალებს.-სიგარეტის ნამწვი მოისროლა.-ჯერ კაცი არ დაბადებულა მე შევეშინებინე თვალების ტრიალით.სიმართლის მოსმენა არ უნდა „გეხამუშოს“.და თუ გეხამუშება ესეიგი მტყუანი ხარ სადღაც ამ ისტორიაში! -რა გინდა ბიჭო? -შვილისთვის სოხუმი არ გეთმობა? -და შენ დათმობ ოჩამჩირეს? -მე დასათმობად რომ გამიხდება საქმე მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. -სოხუმში არ არის საქმე.მაგას ჩემი დამცირება უნდა.უნდა გამაგიჟოს და ჭკუიდან გადამიყვანოს.მერე გამაძევოს აქედან.არ ვიზამ მაგას.თავს არ დავიმცირებ.რუსეთში მოგვიწევს გადასახლება.ზურგს უკან შემაფურთხებს ყველა და ვერასოდეს დავბრუნდები უკან. -და რას იზამ?შენს შვილს დაუთმობ? -არაფერს არა ვთმობ,რას ლაპარაკობ? -შენ დაგჭირდება ადამიანი,რომელიც შენს შვილს დაიცავს.ისეთი,ვისაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ეყვარება.გამოსცადე და გაიგებ ვინ არის ასეთი და მერე...მერე მაგიდასთანაც საპატიო ადგილას დასვი. -რას ბოდავ?-დაიბნა დაური. -მან იცის,რაც ვიგულისხმე.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.ხელი ჩამოართვა ბაგრატს.თავისი საქმე დაასრულა და წავიდა კიდეც. ახალი საფიქრალი გაუჩნდა დამეის.ნუთუ მართლა ეს ბიჭი იყო მისი ოჯახის მომავალი?ნუთუ უნდა მიეღო? *** შეუშვეს მასთან ატირებული.ალბათ მანაც დაკარგა ერთი სიცოცხლე მის ლოდინში და კიდევ ერთი მაშინ,როდესაც მისი მდგომარეობა იხილა.ახლაც თვალწინ ედგა პირველად რომ შეძლო მისი შეხება.თვალებში რომ ჩახედა...პირველად რომ ჩაეხუტა,თუნდაც პირველად რომ აკოცა... სხვანაირი იყო ბარათელი.მართლაც ღირსეული და თავისებურად სულით მნათობი.შერცხვა საკუთარი საქციელის ნილას.ძალიან მოერიდა იმის,რომ მასში ეჭვი შეეპარა და ისე მოიქცა,თითქოს საერთოდ არ იცნობდა ოტიას... სკამი მისწია მასთან ახლოს.თითებზე გადაატარა თავისი და ტუჩებიც მიაწება.დარდისგან აკანკალებდა.ვერ გამოხატავდა იმას,რასაც რეალურად გრძნობდა.სტკიოდა საშინლად მისი ტკივილი გოგონას,მაგრამ ვერაფერს იზამდა. -ოტია...-ამოთქვა ძლივს და წამწამები ძლიერად დააჭირა ერთამენთს.მდინარესავით ჩამოვიდა თითქოს ცრემლები.დაიწმინდა მხედველობაც და ბურუსის გარეშე შეხედა საყვარელ კაცს.-მაპატიე,გთხოვ...-ეფერებოდა ნაზად.-მე რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა,რომ გამებედა თავიდანვე არასოდეს ჩამოხვიდოდი...არასოდეს მოგიწევდა ამ ყველაფრის გადატანა და არასოდეს გაეხვეოდი ამ ყველაფერში...ლაზარე ვნახე...ზიზღით ჰქონდა სავსე თვალები და მართალიც არის...ჩემი ბრალია ყველა შენი უბედურება... გახსოვს სიყვარულზე რომ მიყვებოდი?-გაეღიმა უნებურად.-ეგეთი სიყვარული მაქვს შენს მიმართ და რა მოვუხერხო საკუთარ თავს?-დღიური ამოიღო.რუსული ასოებით,მაგრამ ქართულად ეწერა ძალიან ბევრი რამ.ზოგჯერ ქართულსაც გაურევდა.ბევრს ასწავლიდა ოტია. -„ჭეშმარიტი სიყვარული ტანჯვაა, განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვაა და ეს განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვა და ტანჯვა არაფრით არ ნაზღაურდება. ოთარ ჭილაძეს უთქვამს ეს სიტყვები.-თარგმანი კიდეც ერთხელ გადაიკითხა.-საკუთარი ტანჯვისთვის მზად ვარ ოტია,მაგრამ შენ?შენი ტანჯვის ყურება შემიძლია გგონია?ნეტავ მოვკვდე და აღარასდროს ვნახო შენი სულის ტკივილი...ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება,არასოდეს გიპასუხებდი იმ შეტყობინებაზე...როგორ ვიფიქრე რომ რამე გამოვიდოდა...როგორ ვიფიქრე რომ მომავალი გვქონდა... გთხოვ ამ ერთხელ მაპატიე...გეფიცები არ გთხოვ დარჩენას,არ გთხოვ ჩემს გვერდით ყოფნას.თუნდაც შემიძულო,მზად ვარ ამისთვისაც,მაგრამ არ გაბედო ჩემი ასე მიტოვება... ჩვენ ხომ ერთი ღმერთი გვწამს ოტია...-ცას გახედა ფანჯრიდან.-ამ ღმერთს,რომელიც გვაერთიანებს ვთხოვ რომ არ მაწვნიოს ის ტკივილი შენი დაკარგვა,რომ გამოიწვევს...ჩვენ ხომ ერთი მიწის შვილები ვართ...ამ მიწას არასოდეს დავუთმობ შენს თავს.არც საზღვრის იქით და არც საზღვრის აქეთ გესმის?-ფრთხილად აკოცა კიდევ რამდენჯერმე.-ეს ცა,რომელიც საერთოა არასოდეს დაასველებს შენს საფლავს...მაშინ არა,როცა მე ცოცხალი ვიქნები.ღმერთმა არ მაჩვენოს ეგ დღე არასდროს,არ მომასწრო ღმერთო გევედრები...ის ჰაერი,რომელიც საერთოა არასოდეს აავსებს ჩემს ფილტვებს უშენოდ...სადაც არ უნდა იყო,მჭირდება რომ ისუნთქო კარგი? ჭირსაც წაეღოს ენგურის ხიდი სულაც დაიშროს იქვე მდინარე თუ შენს შეხებას ვერ მოვესწრები მზესაც ნუ ვნახავ ცის კაბადონზე...-ცას ახედა ისევ.ბინდდებოდა. -იცი?არასოდეს მიფიქრია რომ ასეთი ადამიანი იქნებოდი.ასეთი სუფთა და ღირსეული...აქ არ დადიან შენნაირები.ერთი გამოხედვით მახვედრებდი რომ სხვანაირი იყავი...იმ საუბრით.იმ სიყვარულით,რომელიც შენ ქვეყნის მიმართ გქონდა...იმითაც კი როგორ მოგერიდა ჩემთვის შენი პატიმრობა გეთქვა... არასოდეს მიგრძვნია ასეთი რამ ოტია...არასოდეს მყვარებია...-მაჯით იწმენდდა ცრემლებს.ზოგი ეცემოდა მის მტევანზე უმოწყალოდ.-აქ...-მკერდზე მიიდო მისი ხელი.-აქ ეს გული მხოლოდ შენთვის ფეთქავს ასე მგონია...ახლა კი არ მოხდა ეს...დიდი ხანია,აი მაშინ მივხვდი შენგან დაბადებისდღის მოლოცვას რომ ველოდი და შენმა ტექსტმა რომ გამაღიმა.სისულელეა ვიცი,მითუმეტეს იმ ყველაფრის მერე,რაც შენ გადაიტანე ამის თქმის უფლება არ მაქვს,მაგრამ...-მოიკრიბა მთელი გამბედაობა.-მიყვარხარ.-დაიჩურჩულა ქართულად და გადაიხარა მისკენ.ბოლოჯერ აკოცა მის ფერმკრთალ ტუჩებს.სახეზე დააწვეტა თავისი წილი ცრემლი და მოშორდა ისევ.-იოსელიანი ამბობს:„სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს.“-გადაიკითხა ისევ რვეულში.-იქნებ ასეთი სუსტი ვარ მეც?უნდა გაგიშვა.-გაეღიმა ბოლოს.-მაპატიე ეს სიყვარულიც.-ხელის ზურგით მიეფერა ლოყაზე და იქვე ტუმბოზე დაუტოვა „დავალების რვეული“. -„თუ სიყვარული დანაშაულია...-ძლივს ამოთქვა კაცმა და ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს.-მაშინ ყველაზე ლამაზი დანაშაულია, რაც ადამიანს ჩაუდენია“ -ოტია?!-გაოგნებულმა დახედა ბიჭს.მხოლოდ მას უყურებდა.მხოლოდ მას ხედავდა ბარათელი... -თუ შენი სიყვარული დანაშაულია,მაშინ არც პატიებას ვითხოვ და არც გამართლებას. -შენ...შენ გღვიძავს...ექიმს დავუძახებ... -გთხოვ.-შეაჩერა მაშინვე.-მხოლოდ ხუთი წუთი.მომეცი უფლება გიყურო,მერე დაუძახე.-გაღიმებაც კი ვერ მოახერხა ბარათელმა,მაგრამ როგორც შეეძლო თბილად მიუგო სათქმელი და დაუბრუნდა კიდეც თავის ადგილს ნილა.ხმას ვერ იღებდა.ასე დაიარებოდნენ მის სახეზე ცრემლები და ხმაურით ეცემოდა ბარათელის ხელს.-გთხოვ,შეწყვიტე ტირილი...-ნაზად გადაატარა თითები მისას.მთელი სხეული ეწვოდა შინაგანად და ტკივილ გამაყუჩებელზეც არ იტყოდა უარს. -მაპატიე გთხოვ,ჩემს გამო დაგემართა ყველაფერი... -გაჩუმდი.ნუ ამბობ და გულს ნუ მტკენ, გთხოვ. -მე... -ჩემთვის შენი დანახვაც საკმარისია ნილა. -ექიმს დავუძახებ,გთხოვ...-მიხვდა აზრი არ ჰქონდა.ასე უფრო ანერვიულებდა გოგონას და მისცა უფლება.შევიდა ექიმიც მასთან.თავად კი დერეფანში დარჩა.-გაიღვიძა.-თავზე დაადგა ლაზარეს.იმან ახედა ცრემლიანი თვალებით. -რა თქვი?! -ექიმი შევიდა,გასინჯავს და გვეტყვის მდგომარეობას. -ღმერთო მადლობა შენს სახელს.-პირჯვარი გადაიწერა წამსვე.ფეხზე წამოდგა. -ლაზარე... -არ მითხრა არაფერი.-ხელი აუწია გასაჩუმებლად.აინამ უპწკინა მხარზე. -ათქმევინე,გთხოვ...-თვალებში შეაციცინდა კაცს.ვერ უთხრა უარი.მისი მეტად წყენინება აღარ უნდოდა. -გისმენ. -არ მინდოდა რამე დამართნოდა...არასოდეს არ მენდომება მსგავსი რამ გესმის?მაპატიე ამაში რომ გაგრიეთ. -ლამის მოკლეს ნილა,იაზრებ? -ვიაზრებ და ყველაფერი მტკივა შინაგანად...ხომ ვნახე მისი მდგომარეობა და ალბათ რამდენიმე წელი დავკარგე მისი დანახვისას...მეჩხუბე,გამლანძღე...რაც გინდა ის გააკეთე,ვიცი ვიმსახურებ,მაგრამ...-ამოისრუტუნა და პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები.-მიყვარს ლაზარე,რა გავაკეთო?მის გარეშე მე არცერთი დილა არ მინდა.სულ ნუ მოვა გაზაფხული.თუნდაც შუაზე გახლეჩილა დედამიწა...აქ...-მკერდზე მიიდო ხელი.-აქ ასეთი ტკივილი მე არასოდეს მიგრძვნია.მან რომ აღარ ისუნთქოს,ის დილა არც მე გამითენდება... -რატომ დაუმალე სიმართლე? -შემეშინდა...მეც ხომ ადამიანი ვარ?მეც მაქვს გრძნობები.უბრალოდ მინდოდა რაიმე განსხვავებული მქონოდა...ისეთი,რასაც ვერ წაბილწავდა ჩემი ოჯახი და ის იარაღი,რომელსაც მთელი აფხაზეთი სიამაყით ატრიალებს.მინდოდა ნამდვილი ყოფილიყო.ისეთი რომ მის გამო ყველაფრის დათმობა შემძლებოდა და ვხედავთ,რაც მოხდა...გეფიცები არ მინდოდა და... -კარგი,კარგი.-ვერ აიტანა მისი ცრემლები შონიამ.-ნუ ტირი,ცოცხალია.-მიიხუტა მაშინვე გულზე.მიეფერა ოქროსფერ თმაზე და დაამშვიდა ატირებული.კიდევ ერთხელ გამთლიანდა საქართველო.ამჯერად ქართველმა მიიღო აფხაზი თავისი ყველა ცოდვით და ტრაგედიით.ნილას ეხუტებოდა,ამშვიდებდა და ეფერებოდა,მაგრამ აინას უყურებდა.თითქოს მის თვალებში კითხულობდა ყველა სიტყვას,რომელიც უნდა ეთქვა გოგონასთვის.უცნაური სანახავი იყო და არც ბაგრატს გამოჰპარვია ეს სცენა.მიხვდა რაშიც იყო საქმე,მაგრამ არ ჩაერია.ისედაც არეული იყო ყველაფერი.თითქოს არც კი არსებობდა რაიმე განმასხვავებელი.ერთი იყო თითქმის ყველა.ყველას თავისი წილი ცოდვა და ტკივილი ჰქონდა.სხვა თუ არაფერი ადამიანები იყვნენ და ყველას ეშლებოდა,თუმცა ამ თაობას რატომ უნდა ეგო პასუხი?არცერთი ყოფილა დაბადებული იმ დროს და წინაპრების გამო მათი დასჯა კარგი საქციელი როდია? ექიმი გამოვიდა და დაიძაბა ყველა ერთიანად.მიაჩერდა ასი თვალი და ყური ქალს. -ტემპერატურამ დაიწია,ამჟამად ინფექცია კონტროლს ექვემდებარება და გაუარესება არ შეინიშნება.მკვდარი ქსოვილები მთლიანად მოვაცილეთ.ჭრილობა გავასუფთავეთ და ანტიბიოტიკებს ვაწვდით,რომ მომჯობინდეს და ხელის შენარჩუნება შევძლოთ. -ხომ კარგად იქნება? -ამჟამად ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება,ამიტომ სანერვიულო არაფერია.-გაუღიმა ქალმა.-მთავარია ჩვენი მითითებები შეასრულოს. -სახლში როდის წავიყვანთ? -ინფექციაზეა დამოკიდებული.შეიძლება ერთიდან სამ კვირამდე დასჭირდეს,ზუსტ დროს ვერ გეტყვით ბატონო. -მისი ნახვა მინდა,გონზეა ისევ? -დიახ,საჭმელს შემოვუტანთ,ახლა კარგი კვება და დასვენება სჭირდება. -მადლობა.-შვებით ამოისუნთქა და კედელს მიაყრდნო შუბლი.-ღმერთო... -ხომ გითხარი კარგად იქნებათქო.-ხელზე მიეფერა აინა.წარბებაწკეპილმა აათვალიერა მისი ყოველი მოძრაობა ბაგრატმა.ჩაეჭიდა მათი თითები ერთმანეთს,თითქოს არავინ არსებობდა მათ გარდა ირგვლივ... წამლების სუნმა მაშინვე ცხვირი აუწვა შონიას.ეზიზღებოდა ორივეს საავადმყოფოები.არასოდეს დადიოდნენ.პირველად ნახა ასეთ მდგომარეობაში მყოფი მეგობარი.უნდოდა გადაეწვა მთელი სოხუმი...გაღიმებას ცდილობდა,მაგრამ ყბა არ ემორჩილებოდა საამისოდ. -რას დამსგავსებულხარ ბიჭო?-დააცქერდა ზევიდან. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?მე არ გაგაფრთხილე... -ახლა ისეთს შემოგკრავ!-ხელი აუქნია მაშინვე,მაგრამ არ დაურტყამს.ეგღა აკლდა. -არ გაგიშვეს საქართველოში? -გამიშვეს,მაგრამ ჩამოვედი ისევ.თანაც ორივე მხარეს ხომ საქართველოა. -გაგიჟდი? -გავგიჟდი ხო,შენ და შენმა იმ გოგოსადმი სიყვარულმა გამაგიჟეთ.შეიძლება ხელი მოგაჭრან. -შეიძლება.-ამოთქვა მძიმედ.სხვაგან გაიხედა. -ოტი წავიდეთ რა სახლში.-შეევედრა ლამის. -ლაზო... -შენ რომ რამე მოგსვლოდა რა უნდა მექნა მე ბიჭო?შენი გული რომ აღარ ფეთქავდეს... -მიყვარს ლაზარე.-დაიჩურჩულა ლამის. -ამად გიღირს შენი სიცოცხლე? -მისი გულისთვის ათასჯერ რომ მოვკვდე,ათასჯერვე აღვსდგები მკვდრეთით. -ეგ მარჯვენა თუ მოგალპება იცოდე,აღარც მე მექნება ჩემი მარჯვენა.ცალი ხელით კიდე გამიჭირდება. -აღარავის მოეწონები? -ოტი მე ვიცი მხოლოდ შენს გულში რა ქარიშხალი ტრიალებს...-ჩამოჯდა მეგობრის გვერდით.-აი ეს...-მიანიშნა ხელის იმ ადგილზე.-ეს არ შერჩება არავის.შენი ქართველობა სულ ყველასთვის იქნება მაგალითი.და ეს...-მოუტრიალა მარჯვენა.საქართველოს რუკა და „თავისუფლება“ დაეხატა თვითონაც.-ამას თუ მომაჭრიან და ხელსაც მიაყოლებენ,ამის ამოჭრაც მოუწევთ,ისე ვერ წამართმევენ მე ქართველობას,გულიც მიაყოლონ მაშინ.-მკერდზე შეიხსნა სამი ღილი და იქაც იმავე ტატუ აჩვენა მეგობარს.-ჩემს გარეშე სიკვდილი არ გაბედო გესმის? -ძალიან დავიღალე ლაზო...-თვალებში ჩამდგარ სითხეს ვეღარ მოერია ბარათელი.-ეს რა წყევლაა?ეს რა საქართველოა?ან რა საქართველო,ქართველმა გაგვყიდა...თუმცა რა ვუყო ამ გულს?ამომგლიჯე,იქნებ მიშველოს რამე... -არ გიშველის,თორემ ვიზამდი... -იმ ჯოჯოხეთშიც კი მხოლოდ მასზე ვფიქრობდი.მხოლოდ მისი ღიმილი და თვალები მახსოვდა... -ვიცი,მაგიტომაც არ დატოვებ აფხაზეთს შენ... -რა ვქნა ლაზო? -არ შეგეშინდეს და იცოდე რომ თუ წაბორძიკდები სულ შენს უკან ვიდგები,რომ ხელი შეგაშველო.ბოლომდე მიგიყვან.საკუთარი ხელით მიგათრევ იმ წერტილამდე, რომელიც სოხუმში მშვიდად სუნთქვას გასწავლის... -აქ დარჩები? -შენი დაავადება არ მჭირს,მაგრამ აინას დავიწყება გამიჭირდება.-ჩაეცინა სულ ოდნავ.-შენს გამო დავრჩები,ჩემი ძმა რომ ხარ მაგიტომ. -არ გეუბნები ხშირად,მაგრამ ხომ იცი როგორ მიყვარხარ ლაზო? -დაე არ იფეთქოს ამ გულმა შენს გარეშე ბიჭო.-მჯიღი მიირტყა მკერდზე.ჯერ ისევ სტკიოდა სხეული,მაგრამ ეს რა მოსატანი იყო ოტიას მდგომარეობასთან. იქ იჯდა.მთელი ღამის განმავლობაში.სახლში წაიყვანა დამეიმ ნილა.არ მისცა იქ დარჩენის უფლება,რადგან საშიში იყო,მაგრამ ოტიას დაუტოვა ბიჭები.გულმა ვერ მოუთმინა მისი მდგომარეობა რომ გაიგო და არ უნდოდა ვინმეს მოეკლა.თანაც იცოდა,ხვდებოდა,როგორი ძვირფასი იყო ნილასთვის... მთელი ღამე მის სუნთქვას უსმენდა შონია. მშვიდად ეძინა სოხუმს,მაგრამ ეს ერთი ქართველი დატანჯულა იმ ღამეს უძილობით. არც აინას ეძინა.მთელი ღამე სწერდა და ხანაც ელაპარაკებოდა ლაზარეს. ოტიას ამბავმა გამოაფხიზლა ძალიან ბევრი სული. ძალიან ბევრს შეეცოდა. ბევრმა ილოცა კიდეც მითვის. უმიზეზოდ დაჩაგრული,თუნდაც ქართველი,არ გახარებია არცერთ სოხუმელს... გამთენიისას ჩაეძინა.სკამზე იჯდა და თვალები მიელულა.ისეთი საუცხოო სანახავი იყო... „რა არის მეგობარი?ორ სხეულში დავანებული სულის ერთობა“-არისტოტელე... *** -რამე ხომ არ გაიგეს იმაზე? -არა,ეძებენ.-გააქნია თავი კაცმა.გაუკიდა ერთ ღერს.-რას აპირებ? -მის მოკვლას ცხადია. -ეგ ვიცი.ოტიას რას უპირებ? -გავუშვებ საქართველოში,რას უნდა ვუპირებდე?-გაუკვირდა გულწრფელად. -ვიცი არ გინდა ამის მოსმენა.-ღრმად ჩაისუნთქა კვამლი.-მაგრამ იქნებ დაინახო რა ხდება შენს ცხვირ წინ? -რას გულისხმობ?-ასწია წარბი. -დაიყენე ეგ ბიჭი გვერდით დამეი...ნილას უყვარს ძალიან.მასაც უყვარს ასე მგონია. -და ეგ გაუფრთხილდება სოხუმს? -განა ის იკითხე ნილას თუ გაუფრთხილდებაო...-გააქნია მძიმედ თავი.-სოხუმი...მოვ**ან ეს ქალაქი დამეი. -ეგ არ მიგულისხმია და შენ იცი...-დამნაშავედ იგრძნო თავი. -არ ვიცი...მე იმას ვამბობ,რასაც ვხედავ და არ მომწონს შენი საქციელი...რას აკეთებ ხვდები? -იმ ხალხის შვილი როგორ დავიყენო გვერდით,რომელმაც დაურის ძმები გაიმეტა?ყველაფერს თავი დავანებოთ გამოუცდელია,იარაღი არ იცის რა არის და... -ეგ ბიჭი დაბადებულიც არ იყო დაურის ძმები რომ დაიხოცნენ!-გააწყვეტინა მაშინვე.-იარაღს კიდევ დიდი სწავლა არ უნდა,მაგრამ იქნებ იარაღის გარეშე უკეთ გამოვიდეს?მოვკლათ ბესლანი და მერე ვინ დარჩება?არავინ საერთოდ და რად უნდა იარაღის ქნევა? -რას ლაპარაკობ გესმის მაინც?-ბრაზი შეერია ხმაში.-პენსიაზეც ხომ არ გავიდე? -მაშინ გაატანე ნილა საქართველოში. -არა!-დაიღრიალა კაცმა.წარბიც არ შეუხრია ასლანს. -შენი შვილის მომავლით თამაშობ დამეი.აცადე ცხოვრება.მიეცი უფლება თავად გადაწყვიტოს...ის ქართველი იმაზე უფრო ღირსეულია,ვიდრე შენ გგონია... -შვილები რომ გეყოლება მერე წამიკითხე ლექცია გასაგებია?-მაინც აწყენინა მეგობარს,მაგრამ უნებურად.თავი გადააქნია კაცმა.წამოდგა ფეხზე.მიხვდა არ ჰქონდა ამ საუბარს აზრი. -არ მყავს შვილები,მაგრამ ნილა მიყვარს საკუთარივით.გგონია დამამცირე?შენ ხარ დამცირებული კაცი,რადგან საკუთარი სისხლისთვის ქალაქი ვერ დაგითმია და მე...მე,კაცს,რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს ნილასთან,თავი წილი ქალაქი ეთმობა მისი თავისუფლებისთვის...გრცხვენოდეს დამეი!-ნამწვი იქვე მიაგდო კაცმა და ზურგი აქცია მეგობარს. -დაური არასოდეს მაპატიებს ქართველის ოჯახში შემოშვებას.-დააწია მეგობარს სიტყვები. -დაურმა თავის ოჯახს მიხედოს,ქართველს გაჰყვება მაგისი გოგოც!-აიქნია ხელი. -და მაინც... -დაიყენე ეგ ბიჭი გვერდით,კაცია და არ გაგიცრუებს იმედს!-მაინც უთხრა სათქმელი და ჭიშკრიდან მშვიდად გავიდა.მთელი საუბარი გაიგონა აივანზე მჯდომმა ნილამ.თითოეული სიტყვა და ვერ ხვდებოდა უნდა გახარებოდა თუ სწყენოდა.ისიც კი არ იცოდა რას გადაწყვეტდა ოტია... წავიდოდა? ან იქნებ დარჩებოდა? ვინ იცის... *** ლამის მიილია ივლისიც.გაივსო სოხუმი რუსი ტურისტებით.შუადღით სანაპიროზე დასაწოლ ადგილს ვერ იპოვნიდით.თითქოს ლამაზი იყო სავსე სოხუმი,მაგრამ თან ძალიან იყო ცარიელი.ცარიელი იყო ქართველების გარეშე.ათასში მხოლოდ ერთი რომ გამოერეოდა და ვერც ბედავდა ქართულად საუბარს.მშვიდი ამინდები იყო.თითქოს გამოიდარა ადამიანთა სულებშიც.გვერდიდან არ შორდებოდა ოტიას ლაზარე.ხან თავსაც კი აბეზრებდა ამდენი ყურადღებით.ლამის აგდებდა მეგობარს ოთახიდან.ძალით აჭმევდა და ექიმსაც ყოველ შესვლაზე ეკითხებოდა მის მდგომარეობას.ინფექცია მართვადი აღმოჩნდა.უკეთესად გრძნობდა თავს ბარათელი,მაგრამ თითქოს რაღაც მოუკვდა შინაგანად.სიცოცხლის ხალისი წაერთვა და ორ კვირაში სრულიად სხვა ადამიანად გადაიქცა.ასეთი იყო მისთვის რუსული ტყვეობის შედეგი.ხვდებოდა მის ყველა შიშს უსიტყვოდ ლაზარე და ამიტომაც არ ტოვებდა მარტოს.ძილი დაავიწყდა საერთოდ,მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრის მშვიდი ძილისთვის ედარაჯა. არ გაუღიმია ბარათელს დიდი ხანია და ამჩნევდა ამას ყველა.თითქოს ის ამოჭრილი საქართველო მთელი სხეულით სტკიოდა. ნილას ნახვა ახარებდა ყოველთვის.ყოველდღე მიდიოდა.იქვე ჩამოჯდებოდა და ეფერებოდა მძინარეს.ხანაც თავისებურად ესაუბრებოდა და მის გამხნევებას ცდილობდა.ხმას ვერ იღებდა მომავალზე.იმაზე თუ რას იზამდა მომავალში.წავიდოდა თუ დარჩებოდა?არც ბარათელი იწყებდა ამაზე საუბარს მიუხედავად იმისა,რომ იცოდა აინტერესებდა.გაღვიძებისას საწოლთან რომ ხვდებოდა მძინარე თავად ბარათელიც ეფერებოდა.ოქროსფერ თმაზე უსვამდა თითებს და საერთოდ ყველაფერს თავიდან იხსენებდა.ვერ იჯერებდა საიდან სადამდე მოვიდნენ... თომას მისი ხმის გაგონება გულზე მალამოდ მოედო.საზღვრის იქით ტიროდა მის ამბავს და გულაჩუყებული ყველა თბილ სიტყვას მისთვის იმეტებდა.არასოდეს უნახავს ასეთი ბიძა.როგორ ყვარებია თურმე ყველას...განა ვერ ამჩნევდა ლაზარეს უძილო ღამეებს.ამოღამებული თვალებით მაინც მის დარაჯად რომ იდგა ჯიუტად. რა იღბლიანი ყოფილხარ ბარათელო... -მობრუნდი!-ქუჩაში გასულს გულზე ლახვარივით ესობა ძმის სიტყვები.ეგონა მოახერხებდა,მაგრამ გამოიჭირეს... -მე...-სიტყვები ვერ გადააბა ერთმანეთს.აცრემლებულმა შეხედა მის წინ მდგომს. -სად მიდიხარ ამ დროს,თან მარტო?-წარბი ასწია მაშინვე. -მეგონა გეძინა... -აივანზე ვიჯექი,სინათლეს რომ ვანთებ მწერები ესევიან ყველაფერს.-მშვიდად გასცა პასუხი.-გელოდები. -მე... -არ დამიმალო არაფერი აინა,მითხარი.-ისეთი მზრუნველი იყო იმ წამს ბაგრატი... -საავადმყოფოში მივდივარ. -ამ დროს? -ხომ იცი... -ლაზარესთან მიდიხარ? -მერამდენე ღამეა მარტოა...უბრალოდ ვიფიქრე ერთ ჭიქა ყავას და საჭმელს მაინც მივუტანდი.-პარკი აათამაშა ხელში.-სენდვიჩი გავუკეთე.სულ არაფერს ჭამს,არ სძინავს და... -სახლიდან ასე აღარასდროს გაიპარო აინა.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და დას ხელი მოხვია.-არსებობს კარი,რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს. -გთხოვ... -მოდი.-ეზოში შეიყვანა და მანქანის კარი გამოუღო.-დაჯექი. -რას აკეთებ?-გაოცებული მზერა ჰქონდა. -მე არ მომატყუო აინა,არასოდეს.-მოუჭრა მოკლედ.-მე სულ უნდა ვიცოდე სად ხარ და რა გიჭირს.-კარი ხმაურით დაუხურა და საჭეს მიუჯდა.-კიდევ ერთხელ თუ მომატყუებ ან რამეს დამიმალავ იცოდე,რომ აღარ დავდგები შენს მხარეს.-მანქანა დაძრა.გეზი პირდაპირ საავადმყოფოსკენ აიღო. -მადლობა.-მადლიერი თვალებით გადახედა ძმას. -მოგწონს?-არ შეუხედავს მისთვის.-ლაზარეზე გეკითხები. -მერიდება შენთან ასეთ ამბებზე საუბრის.-ცხვირი აიბზუა მაშინვე. -შენ ხომ იცი ჩემი სიყვარულის ამბავი,შენიც მომიყევი.-გზა გაუხსნა თითქოს,რომ ესაუბრა. -ძალიან კარგი ადამიანია,ვიცი ასე არ ჩანს შენგან,რადგან გეჩხუბა,მაგრამ...-ტუჩი მოიკვნიტა ანერვიულებულმა.-ხანდახან მზის ამოსვლას ვუყურებდით ერთად.ბევრ რამეზე ვსაუბრობდით.არც ნილამ იცოდა და არც ოტიამ,ჩუმად ვნახულობდით ერთმანეთს.-გაეღიმა გახსენებისას.-ვიცი მამა არასოდეს მიიღებს,არც შევტოპავ.უბრალოდ მინდა ყურადღება მივაქციო.ლამის ერთი კვირაა არ სძინავს. -აინა...-კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და გაუკიდა კიდეც.-შენ ვერ აირჩევ ვინ უნდა გიყვარდეს.საავადმყოფოში გიყურებდით,ბრმა არ ვარ,ვხედავ ისიც როგორ გიყურებს და მინდა კისერი მოვამტვრიო,მაგრამ არ მაქვს უფლება,რადგან შენ გსიამოვნებს მისი ყურადღება.გგონია ანანოს სიყვარული მე ავირჩიე?ერთხელ ვნახე,სახლამდე რომ ვაცილებდი ცოტა ვისაუბრეთ და ვეღარ წავშალე ჩემი გონებიდან. -არ შევიყვარებ!-განაცხადა ძალიან დარწმუნებით. -ნეტავ კონტროლი შეგეძლოს.-გაეცინა მაშინვე.-ვიცი რომ კარგი ბიჭია,მაგრამ შენს გამო აქ არ დარჩება. -არც მინდა რომ აქ დარჩეს.-რაღაც გაუკრთა სახეზე მაშინვე.ვერ ამოიკითხა ეს ემოცია აინამ. -საქართველოში გინდა წასვლა?-დაეჭიმა მთელი სხეული. -იტალია რომ გითხრა უკეთესი რეაქცია გექნება? -არ ვენდობი ისე,რომ შენი თავი გავატანო.როგორც მეგობრები ხელჩაკიდებულები რომ ვერ გადახვალთ საზღვარზე და ბედნიერებას ვერ გაასხივებთ ეგეც ხომ იცი? -რას ამბობ?ვერ მივხვდი. -თუ ეყვარები,მამას არ დავეკითხები,მე მივცემ თანხმობას და მოგცემ უფლებას შენი გზა იპოვნო,მაგრამ ახლა არა.-მორიდებამ დაუარა მთელს სხეულზე.ძლივს გაიაზრა რა უთხრა ძმამ.-სანამ მე ცოცხალი ვარ,იმაზე ნერვიულობა არ მოგიწევს რა იქნება მერე...იმას გაჰყვები ცოლად,ვინც გეყვარება.ამას დაგპირდი და შევასრულებ კიდეც.ოღონდ ვინმე საყურიანი არ მოათრიო სახლში,ნერვებზე არ ამშალო.-გაეცინა ბოლოს.აინამაც ვერ შეიკავა თავი.მანქანა საავადმყოფოს ეზოში გაჩერდა.სავსე მთვარე დაჰყურებდა იმ ღამით სოხუმს.მშვიდი იყო რაღაცნაირად ქალაქი..-აქ დაგელოდები. -დროს რამდენს მაძლევ?-ხუმრობა სცადა. -არ დავინიშნავ,იმდენ ხანს იყავი,რამდენიც დაგჭირდება.-თვალები აუცრემლიანდა აინას.ასე ახლოს არასოდეს ყოფილა მისი ძმა.ბოლო პერიოდში სულ შეიცვალა.სულ სხვა თვალით დაინახა და თითქოს გააძლიერა მისმა დამთმობმა ხასიათმა. -საუკეთესო ძმა ხარ,მართლა.-გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.უცებ შემოუარა და მის მხარეს დაეყრდნო ფანჯარას.-სულ მაპატიე როცა კი გამიბრაზებიხარ კარგი?ისიც მაპატიე მამას ჯიბის დანა შენს ოთახში რომ დავმალე და ამის გამო გცემა. -ვიცოდი რომ შენი გაკეთებული იყო.-სიცილი ვერ შეიკავა კაცმა.-წითელი ორნამენტები რომ ჰქონდა მაგიტომ აიღე არა? -პრინცესული ფერია და მომეწონა.-თვალი ჩაუკრა ძმას.-ეს ყველაფერი რომ დამთავრდება...მინდა ბედნიერი გნახო,ანანოსთან ერთად.მისი ინსტაგრამი დავათვალიერე,ულამაზესი გოგოა,შენი შესაფერისი ნამდვილად. -წადი.-თავით ანიშნა შენობისკენ.ისიც სირბილით წავიდა კიბეებისკენ. ვრცელი დერეფანი გაიარა და ოთახის კარი შეაღო.ვინ ეტყოდა რამეს,უხმოდ გაატარა ექთანმა და მოჰკრა კიდეც თვალი მის სილუეტს.საწოლზე ჩამოეყრდნო თავი და მეგობარს შეჰყურებდა.ისევ არ ეძინა.უკვე მერამდენედ... -აინა?!-გადმოატრიალა თავი როგორც კი კარის ხმა გაიგონა.-აქ რა გინდა?-დაიჩურჩულა რომ ოტია არ გაეღვიძებინა. -შენს სანახავად მოვედი.-ახლოს არ მისულა.იქვე დარჩა.-შეგიძლია გამოხვიდე ცოტახანს?-წამოდგა მაშინვე ფეხზე.გადახედა მეგობარს და დაჰყვა კიდეც მის ნებას. -ამ დროს სახლიდან როგორ გამოხვედი?-დერეფანში გასულმა უსაყვედურა.-არ გეშინია საერთოდ?რამე რომ... -ჩემმა ძმამ მომიყვანა,დამშვიდდი.-გააწყვეტინა მაშინვე.-სკამზე ჩამოსვა და თავადაც გვერდით მიუჯდა.-როდემდე აპირებ ღამეების თენებას? -სანამ საქართველოში არ წავალთ. -ნუ სულელობ,გთხოვ.კიდევ რამდენ ხანს იქნები აქ არავინ იცის. -რატომ მოხვედი აინა? -სენდვიჩები მოგიტანე და ყავა.-გაუღიმა კაცს.-არ ჭამ,არ გძინავს...ასე უფრო ანერვიულებ ოტიას.-ქაღალდი შემოაცალა.-ბევრი პომიდვრით,შენ რომ გიყვარს ისეა.ყავა ცივია,ამ სიცხეში გაგაგრილებს ცოტა. -რატომ აკეთებ ამას?-სული აუფორიაქდა მაშინვე შონიას. -რას ვაკეთებ? -ზრუნავ ჩემზე,აინა.-სხვაგან გაიხედა გოგონამ.გაეღიმა კაცს მაშინვე.-შემომხედე აბა. -სულ არ უნდა მოვსულიყავი,მომეცი ჩემი სენდვიჩები და წავალ.-წამოდგომა უნდოდა,მაგრამ არ დაანება კაცმა. -ნუ იქცევი ასე.-მიეფერა ლოყაზე და მიატრიალებინა კიდეც თავი.-ნუ გამირბიხარ და ნუ გრცხვენია. -არაფრის არ მრცხვენია,მადლობის მაგიერი ხარ? -მადლობელი ვარ შენი.-აგრძელებდა მის ფერებას.-არ მითქვამს აქამდე,მაგრამ მადლობა აინა.შენ რომ არა შეიძლება მისთვის დაგვიანებული ყოფილიყო.-ოტიაზე ანიშნა.-შენ რომ არ გეთქვა შენი ძმისთვის... -მიღებულია,ღამემშვიდობის!-მეორედ სცადა წამოდგომა.გაეცინა ლაზარეს. -რატომ გარბიხარ? -სახლში უნდა წავიდე. -მაშინ საერთოდ რისთვის მოხვედი?-გადაიხარა მისკენ.ლამის სუნთქვაც კი დაავიწყდა აინას. -მე... -რა შენ,აინა?-გაეღიმა მის სახესთან ძალიან ახლოს. -გაიწიე. -რატომ?გაბნევ?-ძალიან ფრთხილად შეახო ტუჩები ყელზე.ხელი ჰქონდა მოხვეული მის წელზე,თორემ გაექცეოდა აუცილებლად. -შენ რატომ აკეთებ ამას? -ლამაზი ხარ.-ყურთან უჩურჩულა და იქვე მიაკრო მეორედ ტუჩები.ერთიანად მოშორდა დერეფანში მოსიარულე ექთნები რომ დალანდა.-მომეცი აქ ჩემი სენდვიჩები.მშია და ვნახოთ როგორი მზარეული ხარ. -აღარ გაჭმევ შენ.-ხელი აუქნია და თვითონ ჩაკბიჩა გამწარებულმა. -მომეცი აქ.-გამოართვა მაინც და თავად განაგრძო დაგემოვნება.მართლაც გემრიელი იყო,ან უბრალოდ ძალიან შიოდა და ასე მოეჩვენა.გაეღიმა აინას.გაუხარდა რომ მოეწონა.ალბათ უფრო მეტად იმიტომ რომ მისი დაწყებულის ჭამა იკადრა.უცნაურად იგრძნო თავი.ყელზე ის ადგილები ეწვოდა,სადაც მისი ტუჩები შეეხო ასე მოურიდებლად.ყავაც დააგემოვნა.არც ამაზე გამოუთქვამს პრეტენზია. სიამოვნებისგან აქა-იქ რაღაცას ეტყოდა და ისევ ჭამას განაგრძობდა.ვერ იტანდა საავადმყოფოს საჭმელს და მოენატრა კიდეც რაღაც შინაურული... -მადლობა აინა.-მიეფერა თმაზე გოგონას.-ყველაფრისთვის საერთოდ. -ჩვენს გამო დაგემართათ ყველა უბედურება,ვალდებული ვიყავი. -არა,შენი და ნილას ბრალი არაფერია.ოჯახის ბრალია და ოჯახს შენ არ ირჩევ სამწუხაროდ. -მაგრამ... -ვიცი...შენ რომ საზღვრის იქით დაბადებულიყავი ძალიან ბედნიერი იქნებოდი აინა.ამ ყველაფერს არასოდეს ნახავდი და არ დაიტანჯებოდი. -მე მიყვარს ჩემი ოჯახი ლაზარე. -რა თქმა უნდა,გიყვარს.როგორებიც არ უნდა იყვნენ შენები არიან მაინც,მაგრამ შენ ხედავ იმას,თუ სად არის უკეთესი... -ოტია ხომ იჯდა ციხეში?იქაც ხომ სცემეს? -იქაც რუსებმა გვცემეს,გარუსებულმა ქართველებმა.-შეუსწორა. -ესეიგი იქაც არის ასეთი... -იქ ასეთი არაფერი არ არის.წამომყევი და ნახავ. -ძალიან არ გაიჭრა ოცნებებში.-გაეცინა ბოლოს.-ბათუმში მზის ჩასვლასაც ხომ არ ვუყუროთ? -გინდა?-ეშმაკურად ჩაეცინა. -და თუ მინდა? -წაგიყვან,ამ სენდვიჩების ხათრით. -რა სულელი ხარ. -ქართული უნდა გასწავლო. -აბა ახლა.-გაეცინა ამაზე უფრო.-ნილას ტანჯვაც მეყოფა. -ნილამ ძალიან კარგად იცის ქართული,ბევრიც ესმის და ხანდახან მეუბნება ხოლმე სალანძღავ სიტყვებს. -როგორ უნდა ვთქვა Идиот? -იდიოტი...თუ ვინმეს გინდა დაუძახო პირდაპირ მაშინ იდიოტო. -იდიოტო!-გამოაჯავრა თვითონაც და გაეცინა ორივეს. -სიმპატიურო,შეგიძლია ესეც მითხრა. -და რას ნიშნავს? -симпатичный. -არც იოცნებო.-ხელი აუქნია მაშინვე. -რატომ?მე ხომ გითხარი,რომ ლამაზი ხარ? -იმიტომ რომ ვარ.-გაეღიმა ეშმაკურად. -ანუ მე მახინჯი ვარ? -რა გინდა ლაზარე?-სიცილს ვერ იკავებდა გოგონა. -არ მოგწონვარ აინა?-მიეფერა ისევ.თითები აასრიალა მის მოღერილ ყელზე. -გაწიე ხელები,ხალხი გვიყურებს. -მე მაინც ვერავის ვხედავ შენს გარდა.-ყბის ძვალზე აკოცა ფარულად და დაიწია ისევ უკან. -რა აფერისტი ბიჭი ხარ! -მერე მოგხედავ.-გაეცინა.-ახლა სახლში წადი,თორემ შენი ძმა ამოვა და ისევ ვიჩხუბებთ. -არ გეძინება? -დილით დავიძინებ,სახლში მივალ და... -მოდი.-წამოდგა და გაუწოდა მაშინვე ხელი.წამოაყენა ფეხზე. -რაიყო?-გაკვირვებული მიაჩერდა.იმან შეაღო პალატის კარი,ნელა დაიძრა გრძელი დივნისკენ და კუთხეში ჩამოჯდა. -დაწექი მოდი. -სად დავწვე აინა?-ჩურჩულით გააგრძელა.კი დაეტეოდა რომ მოენდომებინა. -მოდი.-დაუტყაპუნა ხელი ისევ და ისიც ჩამოჯდა.-ცუდად გამოიყურები,ძილი გჭირდება.-მიეფერა პატარა თითებით სახეზე.-ჩაშავებული გაქვს თვალები და აღარც სიმპატიურად არ გამოიყურები.-გაეღიმა საკუთარ ნათქვამზე.-გაიხადე ფეხზე და დაწექი. -აინა ვერ... -არ დავიძინებ,არაფერი მოხდება. -რა? -მე ვიდარაჯებ,შენ დაიძინე.-რაღაც უცნაური სითბო იგრძნო სხეულში ლაზარემ.ღამის ყველაზე მეტად ეშინოდა.ბევრი არავინ იყო და ყურადღებაც ნაკლები ჰქონდა ოტიას.ამიტომაც ვერ იძინებდა.სხეულს ძლივს მიათრევდა დილით საწოლამდე და მხოლოდ 3-4 საათი ეძინა,მაგრამ ღამის ძილი სხვა იყო მაინც.სუსტად გრძნობდა თავს.გაიხადა ფეხსაცმელი და მოკეცა ფეხები.თავი მუხლებზე დაადო გოგონას და თითქოს მოდუნდა კიდეც მისი სხეული.თითები შეუცურა თმაში.მიეფერა თავისებურად.იმ ღამით მისი ძილის დარაჯი გახდა აინა.თვალი არ მოუხუჭავს.ექთანსაც კი ეჭვის თვალით უყურებდა,რომელიც ანტიბიოტიკებს აწვდიდა ოტიას.პლედი მოუტანეს.გადააფარა მაშინვე და ისევ განაგრძო მისი ფერება.ასე მშვიდად დიდი ხანია არ სძინებია შონიას. იმ ღამით პირველად ნახა ოტიამ მათი სიახლოვე.გამოეღვიძა და თვალი მოჰკრა მაშინვე მათ სილუეტს.როგორ ზრუნავდა მასზე აინა.პირველად ეძინა ღამით ლაზარეს და მაშინაც კი სხვა დარაჯობდა ყველაფერს.გაეღიმა.ლამაზი სანახავი იყო მათი სიახლოვე.მათი უცნაური მიჯაჭვულობა და ნდობა ერთბაშად.არ შეაწუხა.ისევ დახუჭა თვალები და ღრმა ძილს მიეცა... *** თავისუფლად სუნთქვა დავიწყებულს,ოთახში გამოკეტილს თითქმი ერთი თვით...ჯერ სადღაც სარდაფში,მერე საავადმყოფოში...გაუჭირდა გარეთ გასვლა.თითქოს ერთბაშად ყველაფერი მიაწყდა და წამიერად სუნთქვაც კი დაავიწყდა.უცნაური იყო ყველაფერი.გულზე დაწოლილი ლოდი მოეხსნა,როდესაც თავისუფლების გემო იგრძნო.პატიმრობა გაახსენდა.არაფრით იყო კავშირში,მაგრამ მაინც...არ ამბობდა,მაგრამ ხელის დაკარგვის ეშინოდა ძალიან.როდესაც ექიმმა უთხრა,რომ გადარჩა და არ მოუწევდათ ამპუტირება შვების ოხვრა აღმოხდა მაშინვე.თავიც აღარ სტკიოდა,მაგრამ გულს...იმ ვერაგს ვერაფერს უხერხებდა.ყოველ ჯერზე,როდესაც სარკეში იხედებოდა და ნაიარევს უკურებდა მკლავზე,რაღაც ამოუხსნელ ბრაზს გრძნობდა.ხან ფიქრობდა ადამიანის მოკვლაც კი შეეძლო ისე ბრაზობდა... სახლში მისულს კადრებად დაუდგა ყველაფერი თვალწინ.ის სცენარი განმეორდა მის გონებაში და კიდევ ერთხელ აირია შინაგანად.შეუძლებელი იყო იმ ყველაფრის მერე ძველი ოტია დაბრუნებულიყო და ყველაფრისთვის სიხარულით შეეხედა.როდესაც დრო მოვიდოდა არჩევანი უნდა გაეკეთებინა და ჯერ თავადაც არ იცოდა რას აირჩევდა... „აქ შეგხვდები ისევ“ უყურებდა ამ წარწერას და სულ თავიდან იწყებდა გახსენებას.არ დაუშვებდა ამ ისტორიის დამთავრებას,არც უნდოდა.ქვემოთ უყურებდა მარკერით გადახაზულ მათ სახელებს.მიხვდა ნილას გაკეთებული იყო და ზუსტად იცოდა რატომაც...ხმაური მოესმა თუ არა მაშინვე შებრუნდა.იქ იდგა,ისევ ლამაზი სარაფანი ეცვა,ამჯერად მწვანე.ისევ ისეთი ლამაზი და უბრალო იყო,როგორც პირველი შეხვედრისას.მორიდებით დამდგარიყო მისგან შორს.თავს დამნაშავედ გრძნობდა,ეს იცოდა. -მოდი.-გაუწოდა ხელი და ისიც დაჰყვა მის ნებას.სულ სხვანაირი ეჩვენა ახლა.ნილაც ამჩნევდა მის ცვლილებას,უფრო ცივი იყო,სერიოზული,მაგრამ ვერაფერს ამბობდა.ან რა უნდა ეთქვა? -მიხარია,რომ კარგად ხარ.-ბოლომდე მაინც არ მივიდა,ორი ნაბიჯი დატოვა მათ შორის.სხვაგან გაიხედა.ის მანძილიც ბარათელმა დაფარა. -როგორ დაიჯერე ის ყველაფერი,რაც გითხარი?-წყენით ამოთქვა თითქოს.-როგორ დაიჯერე,რომ იმ ყველაფრის მერე გავიქცეოდი. -რომ დამირეკე და მითხარი...არ ვიცი,ასე გამოვიდა.-მხრები აიჩეჩა უნებურად. -მე მიყურე,როცა მელაპარაკები.-შეაკრთო მისმა უხეშმა ტონმა,მაგრამ არაფერი უთქვამს.კარგად შენიშნა ოტიამ ყველაფერი.-მაპატიე.არ გიბრაზდები,ეგ არ იფიქრო ნილა. -ჩემი ბრალია და ვიცი. -შემომხედე.-თითები ამოსდო ნიკაპქვეშ და ააწევინა თავი.-კარგად ვარ,ნილა.რატომ ნერვიულობ? -მე გნახე ოტია,იმ მდგომარეობაში...მე იმის წარმოდგენაც კი არ შემიძლია რა გადაიტანე შენ იქ... -შენზე ვფიქრობდი,სულ.-ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაუღიმა ბარათელმა.დაიხარა და მსუბუქად აკოცა მის ბაგეებს.-ამ შეხებაზე ვფიქრობდი...ჩვენზე... -ოტია... -ეს ყველაფერი რომ მორჩება,მე აუცილებლად წაგიყვან აქედან.-ნელი კოცნებით გაუყვა მის სახეს.-შენ უბრალოდ უნდა დამთანხმდე. -როგორ წამოგყვები? -რა სტატუსით?-გაეღიმა მის ყელთან.თბილად აკოცა იქაც და სახიდან თმა გადაუწია. -თუნდაც,რა სტატუსით?-მოიღერა ყელი. -ცოლად გამომყევი.-ჩააკვირდა მის ლურჯ სფეროებს,თვალები რომ გაუფართოვდა და შავი გადაეკრა მთლიანად.-არ გინდა ჩემი ცოლობა? -ნუ სულელობ.-ანერვიულებულმა მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა. -მე დაველაპარაკები მამაშენს,შენ მომეცი თანხმობა. -ოტია... -ნუ ნერვიულობ,დღეს და ხვალ არა.-კიდევ ერთხელ აკოცა და მიეფერა ცერით ლოყაზე.-ყველაფერი რომ დამთავრდება,აი მაშინ. -ხუმრობ? -იუმორის გრძნობით არ გამოვირჩევი,ტყუილად ცდილობ თავის დაძვრენას.მაინც მოგიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. -ასე უცებ... -უცებ?-წარბები შეჰყარა მაშინვე.-რაღა უცებ პატარავ.მეორე წელი დაიწყო. -მაინც ადრეა. -დრო რომ მოვა გააკეთებ მაგ არჩევანს. -აქ არ გინდა ცხოვრება?-შეაპარა მაინც. -აქ?დაზაფრულ ქალაქში ნილა?არა!-იუარა მაშინვე.-მე არ მინდა ჩემს შვილებს პატივი სცენ შიშის გამო.არც მე მინდა ამის გამო მიცნობდეს ვინმე.აქ ასეთი ხალხია,მხოლოდ ამის გამო თუ გცემენ პატივს. -ნუ ამბობ ასე.ხომ გიყვარდა აქაურობა? -მიყვარდა...-გაეცინა უცნაურად და გადახედა ყველაფერს.მართლაც უყვარდა...-ახლაც მიყვარს. -მერე? -შენც მიყვარხარ.-მიახალა მოურიდებლად.-ვიცი შენც.-დარცხვენილმა ისევ სხვაგან გაიხედა.-სიყვარულის გამო არ გიღირს აქაურობის მიტოვება ნილა? -სანამ ბესლანი ცოცხალია და შეუძლია ჩემებს რაიმე დაუშავოს,არა! -ახლა არც მე გეუბნები.-წელზე აატარა ხელები და მიიხუტა სხეულზე.ღმერთო როგორ ენატრებოდა... შენობიდან გამოსულს დამეი დახვდათ.ერთი ამოიოხრა ოტიამ და შეუშვა აფართხალებულ ნილას ხელი.მოერიდა მამის და შორს დადგა მისგან. -აბა,ახალი რაუნდია?-მობეზრებულად აატრიალა თვალები. -ნილა,შენ ასლანს გაჰყევი.-მოკლედ მოუჭრა შვილს.-შენთან სალაპრაკო მაქვს. -მამა... -წადი სახლში.-გაუღიმა შვილს.-უბრალოდ ლაპარაკი მინდა. -მიდი.-შუბლზე აკოცა გოგონას და მსუბუქად უბიძგა ასლანისკენ. -წამოდი. -მანქანით ვარ,უკან გამოგყვები.-მშვიდად მიუგო კაცს და მართლაც გაჰყვა უკან.ერთ-ერთი რესტორნის წინ შეჩერდა.შეუძღვა შიგნითაც და ფარდით გამოყოფილ ვერანდაზე გავიდნენ.ზედა სართულზე,საიდანაც სოხუმის ხედი იშლებოდა.გადახურული იყო,ამიტომაც მცხუნვარე მზე არ აწუხებდათ.უკვე გაეშალათ მათთვის სუფრა.ორი თეფში იდო მხოლოდ მაგიდაზე.ის „შელახული“ აჭარული ხაჭაპური,მწვადი,ნიგვზიანი ბადრიჯანი,სალათი...ლუდიც მოარბენინა გოგონამ.გაუღიმა კაცს და მალევე გაეცალა იქაურობას.ხელით ანიშნა დაჯდომა და ჩამოჯდა ისიც.სულ არ ჰქონდა ახლა ამისი ნერვები,მაგრამ სხვა რა გზა იყო... -აბა,როგორ მოგწონს სოხუმი? -ცოტა უადგილო კითხვაა,ბოლო ერთი თვეა არაფერი მინახავს.-მოუჭრა მოკლედ. -მანამდე მოგეწონა? -ლამაზია,მაგრამ ქართველების ხელი აკლია.-ჩააკერა თავისებურად. -ჭამე,გემრიელი საჭმელი აქვთ აქ.-მიუთითა თეფშზე და თვითონ დაიწყო ჭამა.-რას აპირებ? -წასვლას არა,ამის იმედი გაქვს ვიცი. -ესეიგი რჩები?-თითქოს ესიამოვნა მოსმენა. -ნილა მიყვარს და შენ ეს იცი,ამიტომაც მოგიწევს ამ ყველაფრის მიღება. -შეცვლილი ხარ,ტყვეობამ შენი გონება გადააბრუნა.-თავი გააქნია.-აღარ გეშინია.მახსოვს პირველად რომ გნახე შეგეშინდა,მაგრამ არ მაჩვენებდი.ახლა არაფერია საჩვენებელი,აღარ გეშინია. -შენც ხომ ეს გინდოდა.-ავად ჩაიცინა.-გამომეცადა ყველაფერი საკუთარ თავზე და გამეგო რა ხდება თქვენეულ აფხაზეთში. -მე მინდოდა რომ წასულიყავი.-სასმელი მოსვა კაცმა.-მაგრამ შენ დარჩენა გადაწყვიტე.რაც დაგემართა ამას ჩემთან კავშირი არ აქვს. -აბა ვისთან აქვს კავშირი?ვისი ბრალია ეს ყველაფერი? -მომისმინე.-უჩვეულოდ მშვიდი იყო დამეი.-სათევზაოდ წასვლას ვაპირებ,წამოხვალ? -თევზაობა არ მიყვარს.-დაიბნა შეკითხვაზე,მაგრამ თავისებურად გასცა პასუხი.-თუ მაინც მეპატიჟები,სანადიროდ დამპატიჟე. -იცი იარაღის გამოყენება? -ვიცი. -კარგია.-ჩაეღიმა კმაყოფილს.-იცი აქ ბევრი ქართველია,მაგრამ შენსავით გამბედავი არა.აფხაზ ქალებს ერიდებიან.ოჯახსაც გააჩნია,რა თქმა უნდა.ნილას ვერ გაუბედავდა შეხედვას ვერცერთი. -ძალიან დიდი წარმოდგენა გქონია შენს თავსა და ამ აფხაზეთზე. -არ უნდა იყოს ასე?ხომ წაგაქცია? -წამაქცია,მაგრამ ვერ დამაჩოქა.განსხვავებას ხედავ?-გაეღიმა ირონიულად.-ტყუილად რატომ ანერვიულებ ნილას? -მართლა ასე ძალიან გიყვარს? -იმ ყველაფრის მერე,რაც დამემართა,ისევ აქ რომ ვზივარ არ არის საკმარისი პასუხი შენთვის? -არის.-კმაყოფილმა დააგემოვნა ხორცი.-უბრალოდ ხანდახან სიყვარული არ არის საკმარისი. -ჩემი იქნება! -ვერ იქნება,როცა ბესლანი მოვა მის წასაყვანად! -რა გინდა? -მაინტერესებს სადამდე წახვალ.-გაეღიმა ცივად.-როცა დასჭირდები ნილას,როგორ დაიცავ?მუშტებს მოუქნევ ყველას? -და შენ რა გინდა რომ გავაკეთო? -შეიძლება შეგიძულოს კიდეც,როდესაც ვინმეს მოკლავ.შეიძლება აღარასდროს შემოგხედოს,არ დაგელაპარაკოს...როცა არჩევანი დადგება,შენ სწორად უნდა აირჩიო.შეძლებ ამის გაკეთებას?-ხელი აუქნია კართან მდგომ ბიჭს და შემოიყვანეს პირ აკრული ბიჭიც მაშინვე.დააგდეს დამეის ფეხებთან.-ნილას მოჰყვებოდა დღეს.ასლანმა დაიჭირა,თორემ რას უზამდა,ვინ იცის.-ზიზღი ამოიკითხა ბარათელის თვალებში უეცრად დავლილი.-ბესლანის მოგზავნილია.იქნებ მისი მოტაცება და წაყვანაც უნდოდა...ახლა წარმოიდგინე,ერთ მხარეს ნილას უსაფრთხოებაა,მეორე მხარეს მისი მოკვლა,მაგრამ გეცოდინება ის სამუდამოდ შეგიძულებს,რას იზამ შენ?რას აირჩევ ბარათელო?-კარგად აათვალიერა ბიჭი.ზიზღი უელავდა მასაც თვალებში.ერთი სული ჰქონდა ყელი გამოეღადრა ყველასთვის.ალბათ კმაყოფილიც იყო იმით,რასაც აკეთებდა და როგორც აწიოკებდა ოჯახებს.ჟალუზები ხმაურით დასწიეს.იარაღი ამოიღო დამეიმ და მაგიდაზე მის მხარეს დადო.-ამათთან წყნარად ვერ ილაპარაკებ,ამათ მხოლოდ იარაღის ენა ესმით. -ნაბო*არო ქართველო!-ღვარძლით გადაანერწვა იატაკზე როგორც კი მოხსნეს სახვევი.-ბოლოს მაინც ბესლანს დარჩება ყველაფერი.მაგისი იქნება შენი ძუ*კნა შვილიც!-ხელუკუღმა შემოჰკრა დამეიმ.მუხლებზე დააყენეს მათ წინ.ესეც შენი ვახშამი გოგოს მამასთან. -რას აირჩევ ოტია?-ჭინკები ხტოდნენ კაცის თვალებში.ძალიან უნდოდა სწორი არჩევანი გაეკეთებინა.რა იყო სწორი არჩევანი?მოკვლა მისი?ცივ ლითონს გადაატარა თითები.გააჟრჟოლა კიდეც უნებურად.დიდი ხანია არ სჭერია ხელში იარაღი.საქართველოში ან ვინ დაგაჭერინებდა ასე.რას იზამდა?ისროდა?შემართა კიდეც.თვალწინ დაუდგა ნილას იმედგაცრუებული სახე...მშობლები...ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.თითქოს სული ამოაყოლა ყველა ამოსუნთქვას.-ნილას თუ მოკლავს ოტია?-აწვეთებდა თავისებურად დამეი.ლამის მუხლები მოეკვეთა.ვალდებული იყო?არ იყო და არც უნდოდა.ნილა რომ მოეკლა?მისი უსულო სხეული წარმოიდგინა და სისხლი აუდუღდა მაშინვე.ლანძღვას განაგრძობდა მუხლებზე მდგომი აფხაზი.გადატენა იარაღი გაუაზრებლად.თითი მიადო სასხლეტს.გონება გაეთიშა,მხოლოდ ბრაზი ამოძრავებდა.მას ეკუთვნოდა ახლა ვიღაცის სიცოცხლე.შეეძლო დაესრულებინა ყოველ წამს.თვალები დახუჭა,არ შეეძლო სხვანაირად.ოდნავ დაატანა ძალა,მაგრამ ვერაფერს გახდა.არ შეეძლო...ხმაურით მიაგდო იარაღი მაგიდაზე.დანებდა...გაისმა გამაყრუებელი ხმაც და სისხლი გადმოეღვარა ახალგაზრდას პირიდან.გაუშეშდა თვალები და იქვე მის ფეხებთან დაეცა.გულის რევის გრძნობა დაეუფლა,მაგრამ თავი შეიკავა როგორღაც.დამეის გახედა,იარაღი შეემართა და მას გაესროლა ის საბედისწერო ტყვიაც.ისევ ქამრის სალტეში დააბრუნა.ისევ მიუჯდა მაგიდას,თითქოს არაფერი მომხდარა.-მე ვსაუბრობ ამაზე ოტია და მაინც,შენ არ შეგიძლია მოკლა ადამიანი. -რაც შენ გააკეთე სწორი გგონია?-გაათრიეს წამსვე მისი სხეული.სისხლის ასაწმენდად შემოვარდნენ გოგონები.სიბრალულით დახედა ატირებულ გოგონას სისხლს რომ წმენდდა. -მე ის გავაკეთე,რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ. -ვინ მოგცა იმის უფლება განსაჯო ვინ იმსახურებს სიცოცხლეს და ვინ არა? -ღირსეული ხარ და ამას ვაფასებ.-შეაქო ბარათელი.მე აქ ქართველების სიგიჟე მინახავს.წესები არ მოქმედებს და ბევრ ცუდს სჩადიან.არ აინტერესებთ რა მოხდება.მთავარია თავისუფლება,რომელსაც სული გრძნობს.ხელში გეჭირა იარაღი,გესმოდა როგორ გლანძღავდა,ნილას ემუქრებოდა,მაგრამ მისი მოკვლა ვერ იკადრე.ამიტომ უყვარხარ ნილას.ამიტომ აქვს შენს ღირსებას ჩემს თვალში დიდი ფასი!შენ უნდა გადაწყვიტო,შენნაირი ღირსების მქონე კაცს თუ შეგიძლია ამ ოჯახის მიღება?ეს ხშირად მოხდება.შეიძლება შენდაუნებურად ხელის გასვრაც მოგიწიოს.ესროლო ან გესროლონ.გადაიტან?-ჩააკვირდა მის სფეროებს. -ძალით არავის ვავნებ,მე არ ვარ ასეთი! -არც დაგვემსგავსო!-გაეღიმა კაცს,ძალიან წრფელად.-ნილას შენი ადამიანობა,შენი ღირსება უყვარს.ნუ გაისვრი ხელებს სისხლში.ნუ აატირებ და ატკენ.შეიძლება მერეც უყვარდე,მაგრამ ის პატივისცემა,რომელიც შენს მიმართ აქვს გაქრება!სანამ ცოცხალი ვარ დავრწმუნდები,რომ არ გაისვრი სისხლში ხელებს,მაგრამ მერე?მერე მოგიწევს ყველა ნაბიჯი მოზომილად გადადგა.მერე აღარავინ გაისვრის შენს გასასროლ ტყვიას. -საქართველოში... -საქართველოში არ წახვალ და ეს ორივემ ვიცით.აქ იქნება შენი სახლი,ჯერ ვერ ხვდები ამას,მაგრამ ასე იქნება. -არასოდეს გავისვრი ადამიანის სისხლით ხელებს და მაინც თუ მოხდა,იმავე ღამეს მიისაკუთრებს ეს ტალღები ჩემს სხეულსაც,იცი რატომ?რადგან მე ვერ გავუძლებ ნილას იმედგაცრუებულ თვალებს.ამის ნახვას სიკვდილი მირჩევნია. -მიცნია შენი ქართველობა და მიღიარებია ბარათელო.იქნებ ერთ დღეს ნადირობაც მოვასწროთ.-კმაყოფილმა გააგრძელა ჭამა.-წადი თუ არ გინდა აქ ყოფნა,ყველას არ შეუძლია ჭამის გაგრძელება ნანახის შემდეგ.-წამოდგა მაშინვე ბარათელი.არ უნდოდა იქ ყოფნა და გაუხარდა რომ მიხვდა კაციც.ზურგი აქცია,თუმცა დაეწია კართან სიტყვები. -ნოდარ დუმბაძე გყავდათ ჭკვიანი კაცი,ასე უთქვამს: „ღირსება პერანგი არ არის,რომ ვინმემ გაგხადოს ან ჩაგაცვას.ის სულის სამოსელია და არა სხეულის...“ -„შეუძლებელია მისი მოცემაც და წართმევაც.დღეგამოშვებით ვერ იქნები ღისეული და უღირსი.ღირსეული ან სამუდამოდ ხარ,ან არასოდეს...“-გაეღიმა ბარათელს.გადააბიჯა ახლად მოწმენდილ სისხლის გუბეს და კიბეებზე დაეშვა. ამ ომს დამთავრება არ ეწერა... *** გაიმართა ნადიმიც არშბების სახლში.დამეის მთელი ოჯახი და ახუბების ოჯახი ესწრებოდა ყველაფერს.ასლანიც იქ იყო.დამეის გვერდით პირველი ადგილი მას დაეკავებინა,შემდეგ ისხდნენ დაური და ბაგრატი.დილარას გვერდით ნილა,შემდეგ მადინა და აინა ისხდნენ.დაძაბულობა ჰაერშივე იგრძნობოდა.საშინლად არ სიამოვნებდათ გოგონებს იქ ყოფნა,მაგრამ არ იყო სხვა გზა.მთელი ოჯახი შეიკრიბა და ვერსად გაიქცეოდნენ.რატომღაც ჭამას არ იწყებდა დამეი.კიდევ ერთი თეფში დაამატებინა გოგონას და კმაყოფილმა გადახედა სუფრას.ბაგრატის გვერდით ცარიელი იყო თეფში,არსად ჩანდა სტუმარი. -ვის ელოდები დამეი?-გაიკვირვა დილარამ.მის გარეშე ჭამას არ იწყებდა არავინ. -სიძეს.-ჩაეცინა კმაყოფილს.გააკანკალა თავისებურად ყველას. -რას ამბობ? -ნილას საქმროს ველოდები,გათხოვება ხომ გინდა ნილა?-უღიმოდა შვილს.სუნთქვა გაუხშირდა ბაგრატს მაგიდის ბოლოს.მამამისის სიგიჟეები არ ჰყოფნიდა?ახლა ამან დაიწყო... -მამა?!-გაკვირვებული მიაჩერდა კაცს.წყენაც დაეტყო სახეზე. -არანაირი მამა არ გამაგონო.ხომ გადაწყვიტე...მე მხოლოდ იმას დავსვამ ამ მაგიდასთან,ვისაც ცოლად გაჰყვები.ამის მეტი არავინ იქნება და იმედი მაქვს სწორი არჩევანი იყო და არ ვინანებ. -რას ამბობ დამეი?-გააცია ქალს.-რა სიძე? -ნუ ნერვიულობ.-მიეფერა ფეხზე.მანქანის ხმა გაისმა ეზოში.რვას სამი წუთი აკლდა.-პუნქტუალურია. -დამეი!-მრისხანე გაუხდა სახე ქალს.ნილას უკვე ამღვრეოდა თვალები.-ახლავე გამომყევი,ვილაპარაკოთ. -დაჯექი!-გადახედა ცოლს.-ნილა შვილო,კარი გააღე.-თავით ანიშნა და ისიც იძულებული იყო წამომდგარიყო ფეხზე. -ბიძია,ვინც არ უნდა იყოს,მოვკლავ იცოდე!-დაიმუქრა ბაგრატი.-სულ ფეხებზე მ*იდია მე ამათი ომი... -ნუ ნერვიულობთ ყველა ასე.-კმაყოფილ დაურს გადახედა.ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე. ძლივს მიიტანა სხეული კარამდე.ფიქრიც არ უნდოდა იმაზე,თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო.იცნობდა მამას,მაგრამ არ ეგონა ამის გაკეთება თუ შეეძლო.ხომ დაპირდა? გააღო კიდეც კარი და გაოცებული მიაჩერდა კართან მდგომ სილუეტს. -აქ რას აკეთებ?-გაოცება ვერ დამალა.ზღურბლზე ყვავილებით ხელში იდგა ბარათელი. -მომენატრე.-მოურიდებლად აკოცა ლოყაზე და მიპატიჟების გარეშე შეაბიჯა სახლში. -მართლა რას აკეთებ აქ?წადი,მამამ რომ დაგინახოს... -მამაშენს კიდევ ძალიან ბევრჯერ მოუწევს ჩემი ნახვა პატარავ.-წითელი ვარდების თაიგული გაუწოდა გოგონას.-ნუ ნერვიულობ,კარგად არის ყველაფერი.-წელზე შეახო თითები და უბიძგა შესასვლელისკენ.ისიც რეტიანივით დაიძრა მაშინვე. -დროულად მოხვედი,მიხარია რომ არ დააგვიანე!-ფეხზე წამოდგა დამეი.ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.თითქოს სამშვიდობო ზავი დადეს.აფორიაქდა ყველას სული.თითქოს ქარიშხალი შემოიტანა სახლში ბარათელის შემობრძანებამ.დილარაც მიუახლოვდა.სტუმარი იყო და კეთილგანწყობა მართებდა.მასაც მიაწოდა თეთრი ვარდები და ხელიც ჩამოართვა მეგობრულად.-დავსხდეთ.-მშვიდად განაცხადა დამეიმ და დაუბრუნდა თავის ადგილს.ნილას გადახედა თბილად ბარათელმა.ანიშნა არაფერი იყო სანერვიულო და მანაც თითქოს შვებით ამოისუნთქა,მაგრამ რანაირად?ბომბი აფეთქებას იყო...-ნუ იყურებით დაბნეულები,ჩემი სასიძოა.-აუხსნა ყველას და ის იყო დაჯდომას აპირებდა ბარათელიც სკამიდან რომ წამოიწია ასლანი.ალბათ ყველაზე დიდ დაფასებას მის მიმართ ამით გამოხატავდნენ არშბების ოჯახში.მას მიბაძეს დაურმა და ბაგრატმაც.წამოდგა ორივე და ერთი სკამით გადაინაცვლეს.იქ,სადაც ოტია უნდა დამჯდარიყო ბაგრატმა დაიკავა ადგილი.თითო სკამით გადაიწია ყველამ და ცარიელი დატოვეს სკამი დამეის მარჯვენა მხარეს.არასოდეს უნახავს ასეთი რამ.შესამჩნევად გაეღიმა დილარას.გაკვირვება ვერ დამალეს სხვებმა.იცოდა ასლანმა ეს ყველაფერი.წინასწარ იყო ნათქვამი,რომ მის მისაღებად მზად იყო დამეი და ამიტომაც დაუთმო ადგილი.ახლა ოჯახის უფროსის შემდეგ,ოტია იყო ყველაფერი.მისი იმედი უნდა ჰქონოდა ყველას და უნდა გაყოლოდნენ ბოლომდე,თუნდაც მტყუანი ყოფილიყო...-დაჯექი.-თავით ანიშნა კაცმა.მანაც გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და დაიკავა მის გვერდით ადგილი.ნილას გადახედა.პირველად გაეღიმა.ბედნიერი იყო მომხდარით. -ღმერთი იყოს შენი თანმდევი ბიჭო.-გადაულაპარაკა ასლანმა და ზურგზე რამდენჯერმე ხელიც დაუტყაპუნა.ვახშამი დაიწყო...უცნაური სიჩუმე ჩამოწვა.ყველა თავის თეფშს უყურებდა.უხერხული იყო ძალიან.ისევ ვერ გაეგო მიზეზი იმისა,თუ რატომ მოიქცნენ ასე,მაგრამ არც ადარდებდა.მთავარი იყო მიიღეს მისი თავი,მთავარი იყო ნილას ნახვა თავისუფლად შესძლებოდა. -ალბათ ყველამ არ იცით.-გააგრძელა ისევ,როცა ჭამას მორჩა.-საქართველოდან ნილას გულისთვის მოვიდა ჩვენთან ოტია.-წყალი გადასცდა მადინას.-დასამალი არაფერი აქვს.როგორც გაირკვა არც ეშინია და ძალიან მედიდური ბიჭია.ქართველია,მაგრამ აუღებელი ციხე-სიმაგრეა.იარაღი რომ ავუფრიალე და მაინც არ წავიდა აქედან,მაშინ მივხვდი რა სერიოზული მიზნები ჰქონდა.ამაყად რომ განმიცხადა ნილა მიყვარსო,არც მაშინ შეშინებია იმის,თუ ვინ ვარ მე.-გადახედა შვილს.ალბათ არასოდეს უნახავს მისი სახე ასეთი გაბრწყინებული.-ბედნიერი ხარ ნილა? -ვარ მამა.-დაუქნია კაცს თავი. -ვისაც მისი ქართველობა აწუხებს,მხოლოდ იმიტომ რომ საქმეში არ უცვნია მისი კაცობა და არც ინტერესდება,კარი იცით საითაც არის.გოგოს მამობა რთული საქმეა,არ მეთანხმებით?-გადახედა ყველას.-ბევრის დათმობა გვიწევს,მაგრამ კი ვსუნთქავთ თავისუფლად.შენ დაურ?შენ მიიღებ ამ ყველაფერს? -შენ იცი ვისი ხელით დაიხოცნენ ჩემი ძმები!-გამოსცრა კბილებში.ცოფებს ყრიდა კაცი. -ამ ბიჭის?-გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.-ეს დაბადებულიც არ იყო.მამამისმა ხომ არ ქნა?არც იმას გაუკეთებია ასე მგონია,პაპაშენი ომობდა ბიჭო? -ომამდე გარდაიცვალა.-მოკლედ მოუჭრა. -თურმე ამისი ოჯახი არ ყოფილა შუაში.-გასცა პასუხი დაურს.-დანაშაულია ნილას უყვარდეს? -რის იმედად უშვებ ოჯახში?არასოდეს იქნება საკმარისად ძლიერი აფხაზეთში საცხოვრებლად.ვერასოდეს დაიმორჩილებს ქალაქს. -ვერც შენ დაგიმორჩილებია პორტი,რადგან მანდედან შემოიპარა ბესლანი. გაგამათრახოთ?თუ გაგაძევოთ? -მამა,საკმარისია.-ჩაერია ბაგრატიც. -შენ არ ვიცი ისტორია თუ დაგვიწყებია,მაგრამ ამ თავზე გადავლას არ ექნება კარგი შედეგი!-აინამაც ჩახარა თავი.ლაზარე მოაგონდა წამსვე.ძმას გადახედა.თვალებით დაელაპარაკა,დაამშვიდა. -აბა რა გეგონა?იმათ გავაყოლებდი?ძალით?-ჩაეცინა.-მე ამ ბიჭისგან,რაც დავინახე საკმარისია იმისთვის,რომ ნილას გვერდით ყოფნის უფლება მივცე. -ხოდა შეგშლია!-წამოვარდა ფეხზე. -მამა გეყოფა!-გვერდით ამოუდგა ბაგრატიც. -არა!არასოდეს მივიღებ ამ ყველაფერს და არასოდეს შევეგუები შენგან ამას!შენ ის უნდა გაგეკეთებინა,რაც მომგებიანი იქნებოდა ოჯახისთვის.ქალის ცრემლებით არ იმართება ზოგადად ქვეყანა. -დამშვიდდი დაურ.-ასლანიც ცდილობდა მის დამშვიდებას. -როცა საქმე ასეთ დიდ აურზაურს ეხება ემოციები გვერდით უნდა გადადო და ცივი გონებით იმოქმედო.რადგან შენ ვერ შეძელი ამის გაკეთება მე მაინც უნდა მივხედო ოჯახს. -და რას გულისხმობ? -იგორს გაჰყვება აინა!-განაცხადა მტკიცედ.სხეული დაეჭიმა ბარათელს.თვალწინ დაუდგა მისი და ლაზარეს საავადმყოფოს სცენა. -მამა!-იღრიალა ბაგრატმაც.-არ გაბედო! -აინა ჭკვიანი გოგოა,ისე მოიქცევა,როგორც ოჯახს დასჭირდება და შენ დამეი...შენ საკუთარ თავსა და ოჯახს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე!-გააქნია თავი.-წავედით.-ფეხზე წამოვარდა მაშინვე აინა.არც იყო სხვა გზა.ძმა გადაუდგა წინ. -არა!-შეეპასუხა მამასაც.-არ გათხოვდება უსიყვარულოდ ჩემი და.არ მოგცემ უფლებას დაჩაგრო და შენი მიზნებისთვის გამოიყენო. -რას ბოდავ? -წასვლა თუ გინდა დაურ.-ხელი გაიშვირა კარისკენ.-აქეთ უნდა წახვიდე. -სახლში მივდივართ,ახლავე! -ჩემს დას შეეშვი!-კბილებში გამოსცრა მამას. -აინა!-ძმის უკან დამალულ გოგონას გადახედა.-მოდი. -შვილო...-მადინამაც არ დააკლო.თითქოს ცუდად აგრძნობინა თავი.მშვიდი,მაგრამ იმედგაცრუებული ტონი ჰქონდა. -მაპატიეთ.-მოიბოდიშა სუფრასთან.ძმას მიეფერა ზურგზე და ლამის სირბილით დატოვა სახლი. -არასოდეს დაივიწყო ვინ ააყენე სუფრიდან,ამ ქართველის გამო!-უხეშად გაიშვირა ხელი ოტიასკენ. -შენ არასოდეს დაივიწყო რამდენჯერ აატირე შენი ქალიშვილი ძალაუფლების გამო! -ინანებ,მერე გვიანი იქნება.-თავი გააქნია მძიმედ და ზურგი აქცია ყველას.უკან მიჰყვა ცოლიც მაშინვე. -შენ ბაგრატ?-გადახედა დამეიმ. -მამასთან მოვაგვარებ ჯერ,რამე თუ დაგჭირდეს დამირეკე ბიძია.-ხელი ჩამოართვა კაცებს.ნილას და დილარას თბილად გადაეხვია და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. -ბევრს შეაწუხებს შენი ქართველობა ბიჭო,არ შეგაშინოს ამან.-დაამშვიდა ოტია. -მართლა გააყოლებს იმ კაცს?-იკითხა მაინც. -რატომ გაინტერესებს?-წარბები აწკიპა მაშინვე.-ლაზარესთვის გინდა?-ჩაეცინა.არაფერი უპასუხია ოტიას.-როგორ მოხდა რომ აფხაზეთში ორი ქართველი მოვიდა,ორივე ერთდროულად,ორივე პრობლემებს ქმნის და ორივე ჩემს შვილს დასდევს?-ამოიოხრა ბოლოს.-ბაგრატი არ მისცემს უფლებას,არც მე.მშვიდად იყავით ყველა. -წავალ მე დამეი,დაველაპარაკები თან.-აღარ დამჯდარა ასლანი.ისიც მალევე გაქრა სახლიდან. -ნილა იმედი მაქვს დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში და ტყუილად არ გადამამტერე საუკეთესო მეგობართან.-ამოთქვა ბოლოს.-იმედია მართლა ისე ძალიან გიყვარს,როგორც ამბობდი. -ასეა.-დარცხვენილმა დაუდასტურა. -თუ მორჩი ჭამას,კაბინეტში გამომყევი ოტია.-წამოდგა ფეხზე კაცი.რაღა აჭმევდა.წამოდგა თვითონაც.წამოდგნენ ნილა და დილარაც.ზურგი აქციეს მაშინვე,აიარეს კიბეები.თავისებური ბიბლიოთეკა ჰქონდა კაბინეტში დამეის. ყველა ის წიგნი,რომელსაც არ ელოდა აქ,აფხაზეთში.განათლებული რომ იყო ეტყობოდა.მაშინ მითუმეტეს დუმბაძე რომ იცოდა საქართველოდან. ყველაზე უცნაური,რაც დალანდა რუსულად ნათარგმნი ქართული ლიტერატურა იყო.ჭავჭავაძე,დუმბაძე,ბარათაშვილი,დოჩანაშვილი,ორბელიანი...იქვე გვერდით _პუშკინი, დოსტოევსკი,ტოლსტოი,ჩეხოვი...აი თურმე საიდან იცოდა... -ნილამ პირველად ჭავჭავაძე მოიპარა.-გაანდო კაცს.-შემოვედი და დავლანდე,რომ აღარ იყო,მაგრამ არ მიკითხავს.ეგონა გავბრაზდებოდი... -ვერ იტანთ საქართველოს,ქართველებს,მაგრამ წიგნები გაქვთ მათი.იცით ისეთი დიადი მწერლები,როგორებიც აქ,თაროზე შემოინახეთ და მაინც... -ლიტერატურა ომისგან შორს უნდა იყოს ყოველთვის.წიგნი საუნჯეა.თითოეული ფურცელი იმხელა ისტორიას ჰყვება...მისი განადგურება არ შეიძლება,თუნდაც ქართველის დაწერილი იყოს.შენ არ იცი რუსი მწერლები? -აქ ჩამოსვლამდე დავამთავრე „დანაშაული და სასჯელი“. -მაშ არ ჰქონია ლიტერატურას საქმე ომთან,ასეა? -მაინც მიკვირს.-გაადავლო ყველაფერს თვალი. -ასე იპარავდა ყველა მათგან ნილა და უკან აბრუნებდა ღამით,როდესაც ქალაქს ეძინა.ამიტომაც დაიწყო ეს ყველაფერი. -თქვენგან,აფხაზებისგან,განსხვავებით მე არ მრცხვენია თქვენთან მაგიდის გაზიარების.თქვენი დაწყებული უფროა,არა? -არ გვინდა პოლიტიკური ამბები.-აიქნია ხელი.-ნილას ხელი მინდა ჩვენს წრეში სთხოვო. -უკაცრავად? -როცა დააპირებ,მინდა რაიმე ისეთი დღე იყოს და ნახოს ბევრმა.მინდა იცოდნენ რომ მიგიღე და არ გიპირისპირდები.უნდა იცოდნენ,რომ გვერდით მიდგახარ,მაგრამ შენთვისვე აჯობებს მალე გააკეთო. -რატომ? -სხვისი ცოლის წაყვანა დიდი დანაშაულია აქ.-მიახვედრა სათქმელს.-შენი ცოლი რომ იქნება,მაინც თუ წაიყვანს,არავინ დაინდობს.არავინ გაგვამტყუნებს,როცა მოვკლავთ. -ის აუცილებლად გახდება ჩემი ცოლი,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როცა ეს თავად ენდომება და არა ოჯახის ზეწოლოთ.-მოუჭრა მოკლედ. -მე სათქმელი გითხარი.-მშვიდად გასცა პასუხი.-მინდა ეს ატარო.-იარაღი ამოიღო უჯრიდან. -მე არ ვაპირებ... -ვიცი,არ აპირებ არავის მოკვლას.-გაეღიმა.-არც არის საჭირო,მაგრამ ნილასთან ერთად სეირნობას თუ აპირებ ამის გარეშე არ გამოვა.უნდა მქონდეს შენი იმედი,უნდა შეგეძლოს მისი დაცვა ოტია.-თვალებში ჩააცქერდა.-შენ თუ ნილას დაცვა არ შეგეძლება,მაშინ არც ივლის შენთან ერთად,რადგან ნებისმიერ დროს წაგართმევენ. -და ამით როგორ ვუშველი? -ნუ მოკლავ,ადამიანის სხეული დიდია,სხვაგან ესროლე.-თავით ანიშნა იარაღზე.სხვა გზა არ იყო.მისი თავი თუ უნდოდა,უნდა მიეხედა კიდეც.-როცა ბესლანი მოკვდება დამიბრუნე,აღარ დაგჭირდება.-გამოართვა რატომღაც.მხოლოდ წამით დაუშვა,რომ მისი დაცვა არ შეეძლო და სისხლი აუდუღდა ძარღვებში.ნილას თავს ვერ დაუთმობდა ვერავის.ქამრის სალტეში ჩაიცურა მაშინვე და პერანგი გადმოაფარა ზემოდან.-ნილას არ აწყენინო ოტია. -შენ იცი რომ არ ვაწყენინებ.-ხელი ჩამოართვა ისევ დამეიმ.რაღაც უხილავი ნდობის ძაფი გაჩნდა მათ შორის.დაბლა ჩავიდნენ ისევ.დილარასაც დაემშვიდობა.უღიმოდა ქალი.მიახვედრა თეთრი დროშის აფრიალებას ქალმა.მშვიდობამ დაისადგურა მათთანაც. -ნილა გააცილე სტუმარი.-თავით ანიშნა შვილს.მასაც რა უნდოდა მეტი,სირბილით წავიდა მისკენ.მიუხედავად ფეხების ტკივილისა,რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმელი იწვევდა მაინც გაჰყვა ბოლომდე.ვერ ითმენდა იმდენი რამის თქმა უნდოდა მისთვის. -ვიცი მამას ზედმეტი მოუვიდა,არ ველოდი და... -ღმერთო რა ლამაზი ხარ ნილა.-ცერით მიეფერა ლოყაზე.-თმას ნუ იკრავ რა.-მაშინვე დაიწყო მისი ოქროსფერი დალალების გაშლა. -არ მეგონა მამა აქ თუ მოგიყვანდა. -ხომ დაგპირდი ყველაფრის მოგვარებას?-უღიმოდა გოგონას. -მადლობა,ყველაფრისთვის... -მე შენს გამო ყველაფერი შემიძლია ნილა.ცოტა მოთმინება და მართლა ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა.-მიიხუტა სხეულზე და მის თმაში ახლართა თითები.მისი სურნელი აბრუებდა.ჭკუიდან გადაჰყავდა ამ გოგოს... -ეს რა არის ოტია?-ცივ მეტალს შეეხო თითები.დაიძაბა ორივე ერთდროულად. -არაფერია ნილა.-ჩააცქერდა მის ზღვასავით ლურჯ თვალებს. -იარაღია? -ნილა,ნუ ნერვიულობ მაშინვე. -რად გინდა?-არ უსმენდა თითქოს.-რისთვის? -შენი დაცვა რომ შევძლო იმისთვის.-აკოცა საფეთქელზე მოურიდებლად.-ნუ გეშინია,არავის მოკვლას არ ვაპირებ. -არ მინდა მათნაირი იყო ოდესმე.-გააქნია თავი და უკან დაიწია.-არ მინდა მათნაირი ჩვეულებრივი გახდე... -არ გავხდები პატარავ,არა.-მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია და აკოცა რამდენჯერმე ლოყაზე.-არასოდეს გატკენ ნილა.არაფერს გავაკეთებ ისეთს,რომ შენ გეტკინოს.ვერ გადავიტან მე შენს იმედგაცრუებულ მზერას. -შენ არ ხარ ასეთი...ჩემი ოტია არ იქცევა ასე... -ნილა...ეს მხოლოდ უკიდურესი შემთხვევისთვის არის.მხოლოდ იმისთვის,თუ მართლა რაიმე მოუგვარებელი მოხდება,მაგრამ გპირდები,სანამ სხვა გამოსავალი არსებობს,ამას არასოდეს შევეხები... -არასოდეს გაპატიებ თუ ოდესმე ძალაუფლება შეგიპყრობს და მათნაირი გახდები. -იმ დღესვე წამიღოს შენს თვალებში აბობოქრებულმა ტალღებმა და შთანთქოს ჩემი სულიც ნილა.-კიდევ ერთხელ მიიხუტა სხეულზე.-ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ.მინდა ბედნიერი იყო და ყველაფერს ვიზამ ამისთვის.ნუ ინერვიულებ ტყუილად.გახსოვდეს რომ მიყვარხარ.-მოურიდებლად,მსუბუქად შეეხო ტუჩებზე.-შედი სახლში. -მეც მიყვარხარ ოტია...-სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა კაცს.რა ლამაზად ჟღერდა მისი პირიდან ნათქვამი „მიყვარხარ“...ზურგი აქცია და შეირბინა სახლში.დატოვა ბარათელმა მათი სახლი.ამჯერად სავსემ,თითქოს გრძნობდა როგორ ინგრეოდა ენგურის ხიდი... *** სიგიჟის ზღვარზე იყო შონია.გაიგო მისი სავარაუდო გათხოვების ამბავი და ყელში მოაწვა ემოციები.არ იყვნენ ძალიან ახლოს,მაგრამ უნდოდა უფრო მეტი და არ ეთმობოდა ასე უბრძოლველად მისი თავი.მაინც გამოიყვანა სახლიდან,უნდა დალაპარაკებოდა.ყველა მომენტი,რომელიც ერთად გამოიარეს თვალწინ ედგა და სულაც არ იყო მზად ამ ყველაფრის დასავიწყებლად.საავადმყოფოში გატარებული დღეები მითუმეტეს არ ეთმობოდა.იცოდა მისი ძმის დამოკიდებულება.შეიძლება არ უჭერდა მხარს ამ ყველაფერს,მაგრამ არც წინააღმდეგი იყო... -იმედი მაქვს მართლა რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვს!-გაბრაზებული იყო აინა ისედაც.სულაც არ უნდოდა ახლა მისი ნახვა.უფრო სწორად უნდოდა,მაგრამ დამშვიდობებისთვის არ იყო მზად... -რატომ არ მითხარი?-მიუახლოვდა მაშინვე.იმავე შენობის შუაგულში ნახულობდა მალულად. -რა არ გითხარი? -რომ გათხოვებს მამაშენი! -ჯერ დიდი დროა იქამდე,სახლშიც არ დაუპატიჟია.-მხრები აიჩეჩა მაშინვე. -და რადგან ჯერ არ დაუპატიჟია არაუშავს?გინდა გავგიჟდე?-წარბები შეკრა მაშინვე. -რა გინდა?ვერ გავიგე რისთვის მომიყვანე. -რისთვის მოგიყვანე ვერ გაიგე არა?-ჩაეცინა.-გინდა მისი ცოლობა? -არ აქვს აზრი,საჭიროა და ისე იქნება,როგორც მამაჩემი გადაწყვეტს. -გეყოფა!მითხარი შენ რას გრძნობ,რას ფიქრობ. -იმას ვგრძნობ რომ თავის მოკვლის დროა,მაგრამ მეშინია მაგისიც.-გაეღიმა.გავიდა შენობიდან და ზღვის ნაპირს მიაშურა მაშინვე.უკან მიჰყვა ლაზარეც. -უთხარი მამაშენს,რომ გათხოვება არ გინდა. -რა მარტივი სათქმელია შენთვის.-ფეხსაცმელი გაიხადა და წყალთან ახლოს დადგა.სასიამოვნოდ მოელამუნა მის ფეხებს გრილი ტალღები. -რად გინდა შენ მაგ კაცის ცოლობა აინა? -არ მინდა,მაგრამ საჭიროა...ამაზე სალაპარაკოდ მომიყვანე?ქორწილის მოსაწვევს თუ ელოდები ვერ დაგპატიჟებ,მაპატიე. -საერთოდ არ გათხოვდები.არ მოგცემ მაგის უფლებას! -გაგიფრენია.-სიცილი წასკდა მაშინვე.-სულ შენ გკითხავს მამაჩემი. -აკი საქართველოს ნახვა გინდოდა?იმ ქვეყნებისაც აქამდე ნამყოფი რომ არ იყავი...მსოფლიოს ნახვა ხომ გინდოდა აინა? -მერე? -მერე არაფერს გააკეთებ?არ იბრძოლებ და ხელს ჩაიქნევ ასე მარტივად? -იმ ბრძოლას ვერ დავიწყებ,რომელიც დასაწყისიდანვე წაგებას მიქადის.- -ჩემი გაგიჟება გინდა თუ ასე რატომ იქცევი?-თავისკენ შეაბრუნა მაშინვე.-აინა... -მე არაფერი არ მინდა გარდა მშვიდი ცხოვრებისა...არავის შეუძლია ჩემთვის ამ სიმშვიდის მოცემა,არც მე შემიძლია საკუთარი თავის დახმარება.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-რა გინდა რომ გავაკეთო?მე ახლა ისიც არ შემიძლია ყველაფრისგან გავთავისუფლდე და ამ ზღვის ტალღებს შევერიო ისეთი მშიშარა ვარ.დინებას მივყვები.საითაც წავა ჩემი ცხოვრება,მეც იქით გავცურავ. -„დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.“ -ახლა ვის ციტირებ? -გამსახურდიას.-მიეფერა ცერით ლოყაზე.-გინდა შენ ეს თევზი იყო? -მე არაფერი შემიძლია.-ცრემლი მოერია.-კაცი ხარ შენ,ვერ გაიგებ. -გავიგე და არ მსიამოვნებს,რასაც ამბობ. -იცი როგორ არ მინდა ეს ყველაფერი?როგორ მინდა თავისუფალ ქალად ვიგრძნო თავი.მონა მგონია თავი.არსად ვყოფილვარ არასდროს,არ წავსულვარ ამის იქით.-გული მოეწურა შონიას.ძალიან არ უნდოდა ასე ყოფილიყო ყველაფერი.არ უნდოდა ასე ედარდა...-მე საერთოდ არაფერი შემიძლია,სუსტი ვარ ძალიან. -დედაშენმა რა თქვა? -ოჯახს როგორც დასჭირდება ისე უნდა მოიქცეო,მაგრამ მოფერებით,არ გამიბრაზდა,ნამუსზე ამაგდო ფაქტობრივად. -გაჰყვები? -სხვა გზა არ მაქვს,არ მისმენ?-ბრაზი შეერია ხმაში.-ნეტავ ცალი თვალით მანახა ამ ზღვის იქით რა ხდება.-ჩამოუგორდა მაინც ლოყაზე ის დიდხანს ნაკავები ცრემლი.მოთმენილი იმ ყველა შეურაცხყოფისა და იძულებისა. -ესეიგი მორჩა? -ჩემთვის?-გაეღიმა უნებურად.-ჩემთვის მორჩა დიდი ხანია,ან საერთოდ არაფერი ყოფილა. -გაიპარე. -რა? -საქართველოში წაგიყვან,გამოიპარე. -ნუ ბოდავ!-გაეცინა ნერვიულად.-ოჩამჩირემდეც ვერ ჩავალთ,ალბათ გამოფრინდება მამაჩემი. -აინა.-სახიდან თმა გადაუწია.მოიქცია მისი პატარა სახე ხელებში.-არ გათხოვდე... -შენ რა გაწუხებს? -მე რა მაწუხებს?-წარბი ასწია.-შენ ხომ იცი რაც მაწუხებს. -არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა. -აინა,ნუ მაგიჟებ.-ავად ჩაეცინა.-ნუ გათხოვდები. -რატომ ლაზარე?სენდვიჩები მოგაკლდება? -შენ მომაკლდები და ვერ ავიტან მაგას.-აკოცა ფრთხილად ლოყაზე.-არ ქნა!-მისგან თავის დაძვრენა უნდოდა,მაგრამ შეაჩერა მაინც.-ნუ წახვალ ახლა,ნურც გაიქცევი. -არ შეიძლება ასე მოქცევა. -გავიგე დანიშნული ქალის მოტაცება დიდი პრობლემა ყოფილა თქვენთვის. -ვინაა დანიშნული ან ვინ იტაცებს?-გაიკვირვა. -ესეიგი ცოტა დრო გვქონია.-ჩაეღიმა.კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩის კუთხესთან ამჯერად.-მე არ მინდა ის თევზი ვიყო,რომელიც დინებას გაჰყვება აინა,არც შენ მოგცემ მაგის უფლებას.ეს თქვენი კომუნისტური ადათებიც ფეხებზე მ*იდია.რომელი საუკუნეა.ბიზნესის გამო შვილის გათხოვება ლამის 40 წლის კაცზე...მაგარი სი*ია მამაშენი! -გეყოფა! -საქართველო იცი როგორია? -ვიცი,ნილა სულ მაგაზე ლაპარაკობს,შენც.-ნიშნისმოგებით უთხრა.-გავიგე რომ ჩემი მიწა არ არის ისეთი,როგორიც შენი. -ჩემია ორივე,უბრალოდ რაღაც საზღვარი გაავლეთ ენგურთან ახლოს. -მთვრალი ხარ თუ რაებს ბოდავ? -არ გათხოვდე აინა. -მერამდენედ უნდა მითხრა?-მობეზრებულად აატრიალა თვალები. -კიდევ ბევრჯერ გეტყვი,მომისმენ?-მეორე ლოყაზეც აკოცა.ააწევინა სახე და ჩააცქერდა თვალებში.-გაიგონე ჩემი სიტყვა,გთხოვ. -რატომ? -იმიტომ რომ არ მეთმობი მაგ კაცისთვის.-გაეღიმა მის ტუჩებთან ძალიან ახლოს.-საკმარისი მიზეზია? -ახალგაზრდა რომ იყოს დაგეთმობოდი? -იცი როგორი ეგოისტი ვარ?მარტო ჩემთვის მეთმობი,სხვა არავისთვის.-შეეხო მის ტუჩებსაც.ამდენი ხნის ნანატრს და სასურველს.იგრძნო ყველფერი ერთიანად ორივემ.ყველა ემოცია აუფეთქდა სხეულში შონიას.თურმე როგორ ძალიან ეძვირფასებოდა და როგორ ეგოისტურად არ ეთმობოდა არავისთვის.სოხუმის ცამ და აფხაზურმა მთვარემ კიდევ ერთხელ იხილა ქართული და აფხაზური სულის შეერთება.სინამდვილეში ხომ ორივე ერთი მიწის შვილები იყვნენ...-კიდევ გათხოვდები? -არა?-გაეღიმა.-როგორ შეიძლება?იცი სხვას მივყვები ცოლად და მკოცნი,სულ არ გრცხვენია? -მეტყობა რამე?-მოურიდებლად აკოცა ყელზე.-ეშმაკები რომ ხართ ქალები მსოფლიოში ცნობილი ფაქტია,მაგრამ აფხაზი ქალი თუ მომიღებდა ბოლოს მართლა არ მიფიქრია არასოდეს. -ნეტავ მართლა შესაძლებელი იყოს ამ ღამის იქით შენარჩუნება ყველაფრის.-აატარა თლილი თითები სახეზე.-სამწუხაროა აქ რომ უნდა დამთავრდეს. -საკითხავია დამთავრდება კი?გინდა რომ დამთავრდეს? -მე არ მინდა,მაგრამ დამთავრდება. -შენ როგორც გინდა,ისე იქნება ყველაფერი.-მიიხუტა მკერდზე მაშინვე.ყველა უჯრედით გრძნობდა მის არსებობას.ადარდებდა,ეფიქრებოდა...არ უყვარდა ჯერ,მაგრამ ეფიქრებოდა...არ იყო გულგრილი,ძვირფასი იყო მისთვის,სულ ცოტა დრო და მის გულში სამუდამოდ დაიდებდა ბინას.შეძლებდა ამდენს?შეძლებდა რომ მოფრთხილებოდა?შეძლებდა მისი სურვილების ასრულებას და მის სახეზე ღიმილის დაბრუნებას? არ გაატანდა არავის.არ დაუთმობდა არავის,თუნდაც ოჯახს. საზღვრის იქით გადააყვანინა როგორმე და მერე ყველაფერი მარტივი იქნებოდა. შეიყვარებდა,მოუფრთხილდებოდა და ყველაზე ძვირფასი საგანძური იქნებოდა მისთვის. რა მარტივად ჟღერს და რა რთულია... *** ცოლს ეფერებოდა დამეი.იცოდა მისი საქციელით კმაყოფილი იყო და აივანზე იჯდა მასთან ერთად.უხაროდა შვილის ბედნიერებაც,მაგრამ სწყინდა დაურის საციელი.თუმცა იცოდა ასე იქნებოდა.გააზრებული ჰქონდა და მხოლოდ იმის იმედს იტოვებდა,რომ ოდესმე შეძლებდა ამ ყველაფრის მიღებას. -ძალიან ვამაყობ შენი საქციელით.-მიეფერა ქალი.-არ მეგონა ამის გაკეთება თუ შეგეძლო. -არც მე მეგონა,მაგრამ შვილის სიყვარული მთებს გადაგადგმევინებს.-ჩაეცინა კაცს,ახალი ღერი აანთო და შორს გასწია ცოლისგან. -ნილა ძალიან ბედნიერია.როგორ მოიპოვა იმ ბიჭმა შენი ნდობა? -არ წავიდა...არც ჩემს ნათქვამზე და არც იმის შემდეგ,რაც დაემართა.გგონია ასეთი ბევრია?სიკვდილი მარტივია ძალიან,მაგრამ წამებას ვერ უძლებს ყველა.ლამის მოკლეს კი არა,დაანაწევრა იმან ლამის.რა დღეში იყო არ გინახავს შენ. -ნილამ მითხრა ხელზე რაც დაემართა,საშინელებაა... -ვერ დაადანაშაულებ რომ სტკივა მაგას თავისი ქვეყანა.სიყვარული ხომ მითუმეტეს არ არის დანაშაული.ვხედავ როგორც ექცევა ნილას,როგორ უფრთხილდება,უყვარს ძალიან და მე სხვა არაფერი მინდა. -ხალხი როგორ მიიღებს ამას? -სოხუმში ბევრი ქართველია,ზოგს გაუხარდება და უფრო მეტიც,გათამამდება.-ჩაეცინა.-ზოგი გაბრაზდება,მაგრამ ვერ გაბედავს სიტყვის თქმას. -დაური? -დაურის შვილსაც ქართველისკენ მიუწევს გული,არ იცის თვითონ,მაგრამ ასეა.-გადააწყდა ცოლის დაბნეულ თვალებს.-ასლანმა მითხრა კარგად არის ლაზარესთანო.ისიც კარგი ბიჭია,მეგობრისთვის სიცოცხლის გამღები.ჩვარივით მოისროლეს თავის ქვეყანაში,ნაცემი და ნაომარი,არ მოისვენა სანამ მეგობარი არ იპოვნა და უკანაც დაბრუნდა მისთვის.არ გინახავს როგორ უთენებდა ღამეებს.მისი ძილის დარაჯი იყო ყოველ ღამე.ეშინოდა ისევ არაფერი დაეშავებინათ მისი მეგობრისთვის.შეიძლება არ მიიღო მთელი ერი,მაგრამ ღირსეულებს ვერ დაუკარგავ ფასს ვერსადროს.უნდა იცნო ასეთები და გვერდით დაიყენო.მე ასეთი მეგობრობა იშვიათი თუ მინახავს,ძმად ჰყავთ ერთმანეთი ნაცნობი,არანაირი სისხლის კავშირი არ აქვთ,მაგრამ ქარიშხალი თუ მძვინვარებს ერთის სხეულში,მეორეც აბობოქრებულ ზღვას ემსგავსება.ასეთი მეგობარი როცა გყავს არ უნდა შეგეშინდეს მტრის.სულ ძლიერი ხარ,სულ მოერევი ყველას... -ახლა ქართველებს რომ აქებ ხვდები? -უღირსი კაცი უნდა ვიყო მე ვერ გამეგოს მათი კაი კაცობა.ორივე ერთად უფრო ძლიერი იქნება,მითუმეტეს მაშინ,როდესაც საყვარელი ქალი გაუმაგრებს ზურგს ორივეს.ეს სოხუმი რომ ოტიას დარჩება,იქ ლაზარე რომ ბაგრატს გვერდში დაუდგება...მაგას ვერ მოვესწრებით,მაგრამ ლამაზი სანახავი იქნება ზემოდან. -ამდენად ენდობი? -მე ვენდობი თვალებს,რომლებიც ხედავს ძალიან ბევრს.ყურებს,რომელთაც ესმით საჭიროზე მეტი...მე დავინახე ყველაფერი ის,რაც მას აფხაზეთისთვის სჭირდება.შეიძლება წააქციოს რამემ,მაგრამ ვერ დააჩოქებს,მუხლებზე მდგომს ვერ ვნახავთ მაგას ვერასდროს.ოტიასთვის მხოლოდ ერთი არსებობს და მხოლოდ იმ ერთს შეუძლია მისი დაჩოქება. -ღმერთს? -ნილას.-თბილად წარმოთქვა შვილის სახელი.-ხელის თხოვნის დროს ხომ თავისი ნებით დაუჩოქებს და ისეც მხოლოდ ნილას შეეძლება ამის გაკეთება. -დამეი...აქედან წაიყვანს ნილას?-დასევდიანდა ქალი. -ნილა ხომ უყვარს მაგას,მაგრამ აფხაზეთი უყვარს კიდევ ძალიან...ეს ზღვა,საზღვრის აქეთა მხარეს,ეს ხეები,ეს მიწა...ეს ჰაერიც კი,რომელიც თავისად უცვნიათ ქართველებს,ეგეც კი სხვანაირად უყვარს ამას.არ დაეთმობა. -ბესლანი?როგორ იქნება ეს ყველაფერი? -მის კვალს ადგას ხალხი,მალე ვიპოვნით. -აქ იმალება? -გაგრაში...მის მომდევნო ნაბიჯს ველოდებით და ყველაფერი დამთავრდება,როცა ვიპოვნით. -დამეი... -არაფერი მოხდება.-აკოცა ცოლის ტუჩებს მაშინვე.-მალე დამთავრდება ყველაფერი და მერე თავისუფლად შევძლებთ სუნთქვას ყველა... *** სარეველსავით მოედო ქალაქს დამეის ქართველი სასიძოს ამბავი.ზოგი ხარობდა,ზოგი ბრაზობდა,ზოგიც არ ერეოდა.საშინლად იყო გაბრაზებული დაური.მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდა,რადგან არ უნდოდა საკუთარი წილის დაკარგვა და აინას გათხოვებასაც დააჩქარებდა.მიუხედავად ყველას წინააღმდეგობისა აინა ხმას არ იღებდა,მიხვდა მისთვის დამთავრდა ყველაფერი და გაჰყვებოდა კიდეც.ლაზარეზე მხოლოდ ძილის წინ თუ გაბედავდა ფიქრს,ისიც ცოტახნით,სანამ კოშმარების ახალი სერია დაიწყებოდა... ქალაქში ხშირად ხედავდნენ ნილას და ოტიას.გასაკვირი არ იყო ალბათ პატივს რომ სცემდნენ იმ ქართველს,აფხაზი რომ ედგა უკან ფარად.ზოგი თავს იგიჟებდა,ფულს არ ახდევინებდა,მაგრამ არ კადრულობდა პრივილეგიებით სარგებლობას და ბევრჯერ საჭიროზე მეტსაც ტოვებდა.ნილას გვერდით გატარებული ყოველი წამი უფრო ამყარებდა და აძლიერებდა მის გრძნობებს.არაფერი უნდოდა მის გვერდით ყოფნის გარდა,მაგრამ შიში ღრღნიდა შიგნიდან.თითქოს დაივიწყდა თავისი ადამიანობა მის გვერდით ყოფნის გამო.ყველგან იარაღით დადიოდა და ვერ იტანდა საკუთარ თავს ამის გამო.სიგიჟე იყო ისიც,რომ უკან მოსიარულე ხალხსაც სულ ამოწმებდა.ტვინი გაძლიერებულად უმუშავებდა,სულ დაძაბული იყო...როცა არავინ იცოდა სად იყო ბესლანი და რას გეგმავდა უფრო რთულად იყო ყველაფერი.ნილა განა ვერ ხვდებოდა...ყველაფერი გასაგები იყო მისთვის და მიხვდა მიჩვევა მოუწევდა ასეთ ოტიასთანაც.გარეთ სულ დაძაბული იყო,სახლში ბევრად უფრო თავისუფალი... -ლაზარე არ არის?-მოათვალიერა სახლი უცებ.-აინას გაკეთებული სენდვიჩები მოვუტანე. -ესეიგი თან თხოვდება და თან ლაზარეს არ ეშვება არა?-იცინოდა ბარათელი.-რატომ მიგიჟებს ძმაკაცს? -არ უნდა აინას გათხოვება და იცის ყველამ,მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. -გამოვა ნილა,თუ ენდომება.-მიეფერა თმაზე მაშინვე და სენდვიჩები მაცივარში შეაწყო.-სად გინდა რომ წავიდეთ? -არსად,სახლში მირჩევნია. -კარგი.-გვერდით მიუჯდა დივანზე მჯდომს.-ფილმის ყურება გინდა?ისევ ჰარი პოტერი?-ყელზე აკოცა რამდენჯერმე და ლეპტოპი დაიდო მუხლებზე. -რაც გინდა.-მხრები აიჩეჩა. -არც კი მეკამათები?-წარბი ასწია მაშინვე.რამდენჯერაც ფილმის ყურება მოინდომეს იმდენჯერ კამათობდნენ რომელს უყურებდნენ. -რასაც გინდა იმას ვუყუროთ. -ნაწყენი ხარ რამეზე?-გადადო ლეპტოპი გვერდით.-რაიყო? -არაფერი. -არ მიყვარს ტყუილები ნილა,რა გავაკეთე? -მართლა არაფერი.ვუყუროთ პარი პოტერს. -გეყოფა...-არ მისცა უფლება ლეპტოპი აეღო.-მითხარი რა ხდება. -არ მინდა ჩემს გარდა ვინმე გყავდეს ოტია...-სხვაგან გაიხედა,არ შეეძლო მასთან ასე პირისპირ საუბარი. -რას ამბობ ნილა? -შეიძლება ვერ მოგცე ყველაფერი,რაც გინდა.ვერ ვიყო ისეთი როგორიც შენ გინდა,ან სხვა იყოს ჩემზე ლამაზი,უკეთესი... -გაჩუმდი,რას ლაპარაკობ?-თვალებში ჩააცქერდა მაშინვე.-საიდან მოიტანე ეს სისულელე?-არ გაუგრძელებია ლაპარაკი.გაბრაზებული კი იყო,მაგრამ ვერ გაუძლო მის თბილ მზერას მაინც.-მითხარი.-ზედაპირულად აკოცა ტუჩებზე,ნიკაპზე,ყელზე.-ვინ რა გითხრა?რა ჩაგაწვეთეს? -ლიკა...-ამოიოხრა მაშინვე ბარათელმა.-რაღაც ფოტოზე დაგთაგა,დამაინტერესდა ვინ იყო და შენი ფოტოებით აქვს სავსე გვერდი. -ჩემი თანამშრომელია ნილა. -ყველა თანამშრომელი ასე ლოყაზე გკოცნის და შენთან ერთად ფოტოებს დებს სოციალურ ქსელში?-წარბი აუწია მაშინვე. -არა,ყველა არა. -რამე გაქვს მასთან? -გოგო საიდან მოიტანე?-მოფერება უნდოდა,მაგრამ გაექცა.წამოდგა ფეხზე და ისე გაუგრძელა საუბარი. -თუ სხვებთანაც აპირებ ყოფნას,ჯობია დღესვე წახვიდე აქედან.მე არ ვაპირებ... -რას არ აპირებ?-დაუდგა წინ და წელზე მოხვია ხელები.-მითხარი აბა,რას არ აპირებ,ამბობდი რაღაცას.-გაეღიმა მის სახესთან ახლოს.-გისმენ ნილა. -გაიწიე. -იცი როგორ მსიამოვნებს რომ ეჭვიანობ?-სველი კოცნის კვალი დაუტოვა ყელზე. -არ ვეჭვიანობ,გეკითხები და შენ არ მპასუხობ. -რას მეკითხები გოგო?რამე მაქვს თუ არა მასთან?ხომ არ გაგიჟდი? -ნორმალურად მიპასუხე,კი თუ არა? -შენს გარდა ჩემი თვალები ვერავის ხედავს ნილა.-მიეფერა ყველგან სადაც შეეძლო.-საიდან მოიტანე ეგ სისულელე?ერთად ვმუშაობთ უკვე წლებია. -ხვდებოდი აქ ჩამოსვლამდე?-სახე მიატრიალა,არ აკოცნინა მაინც. -არა,მეგობრობის მეტი არაფერი ყოფილა არასდროს.-ნიკაპზეც აკოცა.მოატრიალებინა სახე,შეეხო მის ბაგეებსაც.-ნუ მეჯიუტები ტყუილად. -მეტი არაფერი ყოფილა? -შენს სიცოცხლეს გეფიცები ჩემგან არაფერი. -მისგან იყო?-მაინც მიაქცია ყურადღება იმ სიტყვებს. -მოვწონვარ,მაგრამ მაგის გამო მე გამიბრაზდები?-გაეცინა.-მე არ მომწონს.შენ მომწონხარ მხოლოდ. -არ მსიამოვნებს ფოტოებს რომ გიტვირთავს და მომენატრეო რომ აწერს. -ვეტყვი რომ ცოლი მოვიყვანე,შემეშვება. -ოტია... -მითხარი.-ურცხვად დააცოცებდა ხელებს და ტუჩებს მის სხეულზე. -შეიძლება ემოციური ვარ,მაგრამ სულელი არა.თუ მიღალატებ არასოდეს დაგაბრუნებ ჩემს ცხოვრებაში გესმის?-თავადაც აკოცა ყბის ძვალზე და ჩააცქერდა მის თვალებს.-მე არ გაპატიებ ასეთ რამეს. -გაფიქრებასაც კი თუ გავბედავ,მამაშენს მივუშვერ მკერდს ეგრევე.-გადაუწია მკლავზე ნაჭერი და აკოცა შიშველ მხარზე,ლავიწზე...-როგორ დაგაჯერო ჩემი სიყვარული ნილა? -მჯერა,უბრალოდ გეუბნები.მე თუ გიღალატებ... -გეყოფა.-გადაატარა ცერი ტუჩებზე.-არ მინდა მსგავსი არაფრის მოსმენა.არ მინდა ჩვენს ურთიერთობაში მსგავსი ეჭვი და პრობლემა იყოს.მე მიყვარხარ შენ,ნილა.არავინ იქნება არასოდეს შენს მეტი.ჩვენი პატარა ოჯახი მინდა.შენ უნდა მყავდე ძალიან დიდხანს და მერე შენს მკლავებში დავლიო სული.შენნაირი პატარა გოგონა უნდა გვყავდეს.მეტიჩარა და ლამაზი.არ გამაგონო მსგავსი არაფერი,არასოდეს არავისზე იეჭვიანო.ვინც არ უნდა იყოს ჩემს სიახლოვეს იცოდე,რომ ჩემი წილი მე მათთვის უკვე ნათქვამი მექნება. -ძალიან მიყვარხარ ოტია. -მეც მიყვარხარ პატარავ.-მიიხუტა მკერდზე გოგონა.მართლა მისთვის ძგერდა ბარათელის გული.მაშინ როდესაც სიკვდილის პირას მისული გადარჩა და მეორედ დაიბადა მე ვიტყოდი რომ მხოლოდ ნილასთვის აძგერდა მისი გული... *** სამშობლო, დედაო ჩვენო მინდა ეს სიმღერა გიმღერო შავო ზღვა,ცისფერო მთებო სამოთხევ მიწის საქართველო... დადგა ის საძულველი დღეც მამამ რომ გამოუცხადა დასანიშნად მოვლენ მალეო.ხვალ დაველაპარაკები და მერე ყველაფერი უცებ მოხდებაო.არ გაჭრა ბაგრატის სიტყვებმა,დამეიც კი ჩაერია და ხელიც დაარტყა მეგობარს,მაგრამ არ შეიცვალა აზრი. ცოცხლებში აღარ ეწერა აინა,მაგრამ მკვდრებიც არ იღებდნენ,ადრე იყო მისთვის.არ იქნებოდა გზა მისი ხსნისთვის.არც საუბარი გაჭრიდა და აღარც ჩხუბი.ისედაც დაღლილი იყო ყველაფრით.ალბათ პირველად დაიწუწუნა ამ 1 თვის განმავლობაში და დედას გათხოვებაზე უარი უთხრა,მაგრამ არ მოუსმინა.ასეა ოჯახისთვის საჭიროო და გადაუსვა თავზე ხელი.თვითონ ხომ შექმნეს ოჯახი სიყვარულით?სხვა ვის რაში ადარდებდა... -რატომ არ ჭამ აინა? -ახლა ჭამაზე მეფიქრება შენი აზრით?-გაღიზიანებულმა მიუგო ძმასაც. -როგორ დაგეხმარო?-დადო დანა-ჩანგალი მაგიდაზე. -მე ღმერთიც კი ვერ დამეხმარება,მორჩა.-გაუღიმა ცივად.ჩანგლით ჯიჯგნიდა სალათს უემოციოდ. -ამ ზღვის იქით რომ სამყაროა.-დაიწყო მშვიდად.-გაძლებ იქ ოჯახის გარეშე? -რომელი ოჯახის?-ვერ აკავებდა ბრაზს სხეულში.-მამის,რომელმაც ჩემი ღირსება გაყიდა თუ დედის,რომელმაც ჩემს დასაცავად ხმა ვერ ამოიღო? -ძმის? -მე ისედაც არსად მივდივარ,გეცოდინება ჩემი მისამართი და მნახავ. -იქით რომ იყო.-ისევ შორს გაიხედა.-სადმე შორს,სადაც მე ვერ შევძლებ მოსვლას,კარგად იქნები? -რა სისულელეებს ლაპარაკობ?-უხეშად დადო ჩანგალი მაგიდაზე.-რა გინდა? -მიპასუხე! -თუ არ მათხოვებენ იქით,გავძლებ როგორმე.-სულ ოდნავ გაეღიმა.თითქოს წარმოიდგინა ყველაფერი რეალურად. -შეიძლება შენც გაგიჭირდეს აქეთ მოსვლა,გაძლებ? -რომ მიყვარხარ ეს ხომ იცი?სად გავძლებ მე ასე უშენოდ?რაიყო რუსეთში მივყავარ იმას?-ზიზღით ამოილაპარაკა მაშინვე.-დიდ ქალაქებს ვერ ვიტან,მოსკოვში ვერ ვიცხოვრებ.ზღვა მჭირდება,იქ ძალიან ცივა.ხშირად ვერ გნახავთ.ბებიამისთან მაცხოვრებს?ალბათ მომკლავს ის ქალი და... -იცხოვრებ ჩემს გარეშე აინა?-გააწყვეტინა ბოლოს.პასუხები სჭირდებოდა მისგან. -გადავრჩები. -კარგი ხალხი გეყოლება გვერდით,ოჯახივით იქნებიან. -ჰო,მაგათგან მჯერა.-ზღვას გახედა.თითქოს აღარც ის იყო მშვიდად.ძმისგან მოსმენილი ოჯახის განმარტება ეწყინა ძალიან.ნუთუ ისიც ეთანხმებოდა ამ ქორწინებას? -მე რომ შენი გადარჩენა არ შემიძლია ახლა ხომ იცი? -რომ შეგეძლოს ვიცი ყველაფერს იზამდი,ნუ ნერვიულობ. -გახსოვს სამყაროს ნახვა რომ გინდოდა?თავისუფლება და ბედნიერად ცხოვრება. -მახსოვს,ეგეც დაივიწყე.-მიეფერა თითებით მის ხელს.-ყველაფერი წარმავალია, მოგვარდება. -წამოდი.-გაიყვანა გარეთ და ჩასვა მაშინვე მანქანაში. -რაიყო? -სადღაც უნდა წაგიყვანო. -ღამის სერინობის ხასიათზე არ ვარ.ძილი და ტირილი მინდა მხოლოდ,სახლში წავიდეთ. -ჯერ ვერ.-გაუღიმა დას.-ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. -წამიყვანე სახლში რა.-გაჯიუტდა მაინც,მაგრამ სულ ტყუილად...უკან მოიტოვეს სოხუმი.ის მიწა,რომელიც ასე უყვარდა და თან სძულდა აინას.ის ზღვა ასე ახლოს რომ იყო,შორს გაიწია.ის ცა,რომელიც მთელი დილა მოწმენდილი სახით დაჰყურებდა ახლა ემუქრებოდა.გაშავდა და ცრემლად დაიღვარა მის გამო.არცერთი ვარსკვლავი არ იყო ცაზე.სოხუმის მთვარეც ვერ ნახა ბოლოს... ცრემლიანი გაჰყურებდა ყველაფერს აინა.რაღაც გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო ძმამ და ეტირებოდა.უჩვეულოდ თბილი იყო მის მიმართ.სხვანაირად ექცეოდა...ალბათ მართლაც აღარ მოახედებდნენ უკან.წაიყვანდნენ მოსკოვში და სანატრელი გაუხდებოდა ამ მიწის შეხება.ოჯახის ნახვა...თუმცა სად ჰყავდა ოჯახი? ნილასი შურდა,მაგრამ კეთილი შურით.უხაროდა მისი ბედნიერება და ძალიან სწყინდა რომ თავად არ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო...ლაზარე აღარ უნახავს რამდენიმე დღეა,ალბათ იმასაც გადაეწურა იმედი და მიხვდა საბოლოოდ სისულელე იყო ყველაფერი.წავიდა ისიც თავის გზაზე.მხოლოდ აინა გაიყინა დროში.ვერც წინ მიდიოდა,ვერც უკან... ოჩამჩირესაც მიაღწიეს...გაკვირვებული ატრიალებდა თვალებს,მაგრამ არ უთქვამს არაფერი.ჩაეძინა... ალბათ ბაგრატს ყველაფრის გაკეთება შეეძლო მართლაც მისთვის.მისი ცრემლები სტკენდა ყველაზე მეტად.მისი უბედურება აუბედურებდა მასაც.დის დაცვა ვერ შეძლო მამისგან და საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამის გამო.რამე უნდა გაეკეთებინა,სწორედ ამიტომ გეგმავდა ბოლო ერთი თვეა იმ სასწაულ დასასრულს აინასთვის,რომელზეც თითქმის არავინ იცოდა... მანქანა გაჩერდა და შეფხიზლდა აინაც.მანქანიდან გადავიდა ბაგრატი.მიესალმა ნერსეს,იქვე მანქანაზე მიყუდებულიყო და სიგარეტს ეწეოდა.მას ელოდა ფაქტია.გაოგნებულმა აათვალიერა იქაურობა.არასოდეს ყოფილა აქ...ე.წ. საზღვარზე,რომელიც საქართველოსგან აშორებდა. გადავიდა თვითონაც.საერთოდ ვერ მიხვდა რა ხდებოდა.ოტია,ლაზარე და ნილაც გადმოვიდნენ მანქანიდან.ჩემოდანი გადმოიღო საბარგულიდან.მან რა იცოდა თავად მისი რომ იყო ეს ჩემოდანი. -მიდიან?-ჰკითხა ძმას.ნილას მიაპყრო გაოცებული მზერა,ნუთუ იპარებოდა? -მოდი.-მიეფერა დას.-მე თუ შენი დაცვა არ შემიძლია,ესეიგი დამთავრებულა ჩემი კაცობა.-მიიყვანა ახლოს მათთან.ლაზარეს პირისპირ დააყენა.ნილა ამოუდგა გვერდში. -იპარები გოგო?-თვალებში ჩააცქერდა მეგობარს. -მე არსად ვიპარები.-გაეცინა ნილას.-შენ იპარები? -სად ვიპარები? -მომისმინე.-სახეზე მოკიდა ხელები ძმამ.-ამის იქით არის ქვეყანა და ხალხი,რომელიც გაგიფრთხილდება.არ მინდოდა ასე,მინდოდა ჩემებურად მომეგვარებინა,მაგრამ არ გამოდის,მამას ვერ გადავაფიქრებინებ და კოშმარია სრული. -რას... -ეს მოვიდა ჩემთან ერთი თვის წინ,შენი გათხოვების ამბავი რომ გაიგო.-ლაზარეზე მიანიშნა.-მთხოვა დახმარება და ვცადეთ ყველაფერი,მაგრამ არაფერი გამოვიდა. (1 თვით ადრე) -რისთვის მომიყვანე?-სიგარეტს გაუკიდა კაცმა.ლაზარეს მიაჩერდა,მშვიდი იყო ძალიან. -იცი აქ რისთვისაც მოგიყვანე.-ყავა მოსვა.თავი უსკდებოდა ფიქრისგან.-ძალიან ბევრი ვიფიქრე,რამდენიმე ღამეც გავათენე და ბოლოს მივხვდი, რომ მე შენს გარდა ვერავინ დამეხმარება. -რაიყო აფხაზები გადაიკიდე ისევ?-დასცინა ბიჭს. -მამაშენს გადავიკიდებ აუცილებლად,მაგრამ გააჩნია როგორ მოხდება ეს. -ვერ გავიგე?-გადაიხარა მისკენ.მაგიდაზე დააწყო ხელები. -შენს დას ათხოვებენ. -მერე? -მერე ეგ კაცი ხარ? -ჩემს კაცობას მე მივხედავ,შენ რა გინდა?-ბრაზს ვერ ფარავდა ბაგრატი. -ვიცი რომ იცი ჩვენი ამბავი! -რომელი ამბავი? -ბაგრატ!-ავად დაისისინა.-ნუ გაუკეთებ აინას ამას.ნუ აწყენინებ ასე. -მე ვაძალებ თუ ამას რატომ მეუბნები? -არ უნდა გათხოვება,მითუმეტეს იმ კაცზე. -გგონია არ ვიცი რა უნდა ჩემს დას?-თვალები წამოენთო.-ვცდილობ დავეხმარო.უსაქმოდ არ ვზივარ და ყავას არ ვსვამ ასეთი მშვიდი სახით. -არ იქნება ის აქ ბედნიერი,თქვენთან,აფხაზებთან...დაიტანჯება. -მაინც რას მელაპარაკები ახლა?-წარბები შეჰყარა კაცმა. -შემიძლია საქართველოში წავიყვანო,სახლი და ოჯახი ექნება,ყურადღებას მივაქცევ.არაფერი დაუშავდება. -და რა სტატუსით მთავაზობ მაგას?-ჩაეცინა კაცს.-მეუბნები რომ ჩემი და უცხო მიწაზე გაგატანო.რა მიზეზით? -მისი ბედნიერებისთვის. -გიყვარს? -არა...-ალალად მიუგო.მართალიც იყო. -მაშინ რა გინდა?ეჭვიანობ? -მას არ უნდა აქ ცხოვრება,გაანადგურებს ეს ყველაფერი და ამაზე პასუხისმგებელი იქნები,ეს გინდა? -სად გაგატანო ჩემი და ბიჭო?-აუწია ტონს.-მე შენც კი არ გიცნობ ნორმალურად,რას მეუბნები ხვდები? -ვიცი რისიც გეშინია,მაგრამ არაფერი მოხდება.ხელს არ ვახლებ,თავისთვის იცხოვრებს.ბედნიერი იქნება იმ სუფთა მიწაზე,რომელიც აფხაზ ხალხს დღემდე ელოდება. -წადი,სანამ მიცემიხარ!-გამოსცრა კბილებში.აუწია ერთი ხელიც კი,ანიშნა დაარტყამდა. -შენ იცი მე მივხედავ აინას,მაგრამ არ გინდა დაჯერება...გაანადგურებენ აქ,ვნერვიულობ მასზე და... -რომ გიყვარდეს და მე მქონდეს შენი იმედი შეიძლება,მაგრამ არა!საუბარი დამთავრებულია. -გინდა ცოლად მოვიყვანო?ეგ დაგამშვიდებს?-წამოვარდა ფეხზე თვითონაც,არ მისცა წასვლის უფლება. -აინას თავი დაანებე,თორემ ცუდად დაამთავრებ! იმავე საღამოს ელაპარაკა ასლანს.საიმედო ვერ უთხრა ვერაფერი.იყო დამეიც იქვე,რომელმაც სცადა,მაგრამ ვერ გადააფიქრებინა დაურს.გონებაში დაუჯდა ეს ამბავი,მაგრამ ვერ ბედავდა ხმამაღლა საუბარს.მერე თომამ დაურეკა.იცოდა ყველაფერი და დაარწმუნა მიხედავდა აინას.შვილივით გავუფრთხილდები და ლაზარესაც არ მოვაშლევინებ ნერვებს მისთვისო.ენდო იმ კაცს,რომელიც თვალით არ ჰყავდა ნანახი და აი ახლა,ენგურის პირას იდგა ყველა.გადაწყვეტილება აინას მისაღები იყო.მას უნდა გადაეწყვიტა რა უნდოდა და თუ გაბედავდა ყველაფრის უკან მოტოვებას... (ახლა) -უნდა იცოდე,რომ მამა არ მიიღებს ამ ყველაფერს და არ დაგელაპარაკება აღარასდროს...დედაც ალბათ,ზუსტად არ ვიცი...დაძალებული ნიშნობა და ქორწილი თუ გინდა რომ აიცილო თავიდან,ახლა უნდა გადაწყვიტო რა გინდა შენ. -რას ამბობ? -ლაზარესთან და მის ბიძასთან იცხოვრებ,კარგი კაცია და მე ვენდობი მას.რასაც გინდა იმას გააკეთებ,როგორც გინდა ისე წაიყვან შენს ცხოვრებას,მაგრამ მოგიწევს იქაურ წესებს შეეგუო,იქაური ენა ისწავლო,მიიღო ის ხალხი და შეიყვარო როგორც შენები. -მე... -გქონდეს მისი იმედი,ხომ გინდოდა მსოფლიოს ნახვა?ხომ გაინტერესებდა როგორი იყო ეს ზღვა სხვა მიწიდან?ნახავ კიდეც,მაგრამ უნდა წახვიდე. -ასე სად უნდა წავიდე? -აქ არის შენი ნივთები,ნილამ ჩაალაგა ყველაფერი.ბევრი დრო არ გაქვს,უნდა გადაწყვიტო რა გინდა. -ამიტომ მეუბნებოდი დაგტოვებო? -ამიტომ გეუბნებოდი იმ ყველაფერს.შენ უჩემოდ ცხოვრება შეგიძლია. -დედ-მამა რას იტყვიან?აღარასოდეს გამცემენ ხმას...-ასლუკუნდა ისევ. -მე გეყოლები სულ,ეგ გახსოვდეს.-შუბლზე აკოცა დას.მიანიშნა დრო იყო მისი წასვლის. -მალე გნახავ.-გადაეხვია ატირებული ნილაც. -გქონდეს მისი იმედი.-უჩურჩულა ყურთან ოტიამ.-თუ გაგაბრაზებს თედოს უთხარი,მოხვდება მაშინვე.-ეს უკვე ხმამაღლა ამოთქვა და შეუშვა ხელიც.გაეცინა ლაზარეს თავისებურად.მეორე მხარეს ელოდა კაცი ორივეს. -ძალიან მიყვარხარ!-ჩაეხუტა ძმას და აივსო მისი სურნელით ფილტვები.თითქოს ბოლოჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს...იცოდა არასოდეს აპატიებდა მამა,აღარასოდეს შეხედავდა დედა და მისთვის დამთავრებული იყო ეს ცხოვრებაც,მაგრამ ვერ გაწირავდა ყველაფერს.მასაც უნდოდა სიცოცხლე... -ან ახლა,ან მომდევნო ორი თვე ვეღარ გავუშვებ.-მიუახლოვდა ნერსე მაშინვე.აეტირა აინას.შუაზე ეგლიჯებოდა გული ბაგრატს,მაგრამ არ იყო სხვა გზა.გაუშვა...გაატანა მისი თავი ქართველს.გაატანა იმიტომ რომ ასე ჯობდა მისთვის,მაგრამ ვერ დაიოკა ტკივილი გულში. -იცოდე რომ არ მიხედოს...-გამაფრთხილებლად ჩასჩურჩულა ოტიას. -საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს,რომ გაუფრთხილდება... უცხო კაცი მიეგება შვილივით.ატირებული ჯერ თვითონ ჩაიკრა გულში.მიეფერა გოგონას თმაზე,აკოცა შუბლზე.დაამშვიდა არაფერი მოხდებაო და კიდევ ერთხელ მიიხუტა სხეულზე.მამის ჩახუტებას ჰგავდა.უფრო სუფთა და წმინდა იყო მგონი,ვიდრე მამასთან.სულ სხვანაირი იყო ეს კაცი.ის მამა იყო,რომელიც არ ჰყოლია აინას არასდროს... ვეღარ შებრუნდა.არ შეეძლო,არ იყო მზად ამის სანახავად.თითქოს დამთავრდა... რა შორი იყო და რა ახლოა ეს ზღვა ტიალი... ყელში უჭერდა ჰაერი,რომელიც თავისუფლებას ყვიროდა. ასეთი თუა განშორება სულ არ უნდოდა. მანქანიდან გადავიდა. გადაიფიქრა... -აინა!-ძლივს მოასწრო მისი დაჭერა ლაზარემ.შემართეს იარაღები იქიდან.-რას აკეთებ? -გადავიფიქრე,არ მინდა აქ ყოფნა,ვისაც უნდა იმას გამაყოლონ,იქით მინდა...ჩემს ოჯახთან დამაბრუნე,გამიშვი!-ღრიალებდა ბოლო ხმაზე.დანანებით აქნევდა თავს თედო.-არ მინდა აქ,გეხვეწები გამიშვი... -გთხოვ აინა,გაჩერდი.-მუცელზე მოეხვია ხელები გოგონასთვის და ძლივს აკავებდა.არ შეეძლო აქ გაჩერება. -არ მინდა,გამიშვი...სახლში უნდა დავბრუნდე...-თურმე მასაც ისე სტკიებია იმ საღამოს თავისი აფხაზეთი.დატოვებული ოჯახი,რომელიც სულაც არ იყო ოჯახი...მიწაზე დაცემულს ეფერებოდა ლაზარე,ცრემლებს სმენდდა და ყველაფერ კარგზე ესაუბრებოდა,რომ მისთვის იმედი მიეცა,მაგრამ ტყუილად.თითქოს გაითიშა აინას გონება,თითქოს აღარ იყო ამ პლანეტაზე...სანამ ღრმა ძილს მიეცემოდა მისი სხეული ბოლოჯერ შეავლო თვალი ყველაფერს,ბოლოჯერ გახედა ძმასაც და მერე სულ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა... ***(თბილისი) ვინც თბილისში არ გაზრდილხართ,გახსოვთ ის ემოციები პირველად დედაქალაქი რომ ნახეთ?მე მახსოვს,თუმცა ყველაზე მძაფრად რა მახსოვს იცით?პირველი დილა დედაქალაქში.ფარდებს რომ გადასწევ და თბილისს უყურებ ზემოდან.აი ეს მახსოვს მე... ქალაქია უზარმაზარი.უყურებ შენ გაოცებული,ისიც გიყურებს,ჯიუტად დგას ფეხზე და თითქოს გაშინებს,თითქოს გეგებება...თბილისის ანძა გესალმება დილიდან.ამაყად დამდგარა,თითქოს დარაჯად.წვიმიანიც კი ფერადია ქალაქი.უფერულ სოხუმს არ ჰგავს.მაღალი შენობები იშლება შენს წინ,ხალხი მიიჩქარის სადღაც.ისეთი შეგრძნება გეუფლება,თითქოს ცხოვრების რიტმს ჩამორჩი.ყურები წამიერად გიგუბდება ხმაურის გამო,თუმცა მალევე ეჩვევი. ზღვის სურნელი არ ტრიალებს ჰაერში.არც ხმა გესმის აბობოქრებული ტალღების... თამამად გახედა თბილისს ფანჯრიდან. აღიდგინა ყველაფერი გონებაში და ცრემლიც ჩამოუგორდა ლოყაზე. ამაზე ძლიერი იყო.შეიმშრალა ორივე თვალი.იქვე საწოლთან დადებული ფეხსაცმელი ჩაიცვა და სახელურს წაეტანა.ესმოდა ლაზარესა და ბიძამისის ქართული ბგერები,მაგრამ ვერ გაერჩია ვერცერთი. -დილამშვიდობის.-კარი გაიღო თუ არა მას მიაპყრო მზერა ლაზარემ.დასიებული ჰქონდა სახე.თმა აწეწილი...განადგურებული იყო ეტყობოდა. -მოდი შვილო.-გაშლილი ხელით მიეგება კაცი.სუფრა გაეწყოთ.-რაც შევძელი მოვამზადე.იმედი მაქვს რამე მაინც მოგეწონება და შეჭამ. -რატომ შეწუხდით.-დაიმორცხვა მაშინვე.არ იძვროდა ადგილიდან.-ჩემს ძმას ელაპარაკე? -ველაპარაკე.-დაუდგა წინ გოგონას.-მოდი ჭამე და ვილაპარაკოთ. -მე უნდა გავიდე ბავშვებო,გოგოს მიხედე იცოდე!-უკვე გამზადებული იყო წასასვლელად.-აინა შვილო,არ მოერიდოს არაფრის.თუ გაგაბრაზებს ჩემი ნომერი ჩაგიწერე ტელეფონში.-გაუღიმა თბილად.მაგიდაზე დადებულ უცხო ტელეფონს გახედა.არ იყო მისი... -ძალიან დიდი მადლობა. -რის მადლობა,აბა ღმერთი თქვენსკენ,გნახავთ ხვალ დილით.-დაუქნია ხელი ორივეს და კარს მიღმა გაუჩინარდა.დაბნეული აცეცებდა თვალებს გოგონა.არ იცოდა რა უნდა ეთქვა,ან ექნა.ჰაერიც კი სხვანაირი იყო მისთვის. -მოდი.-სულ ოდნავ შეახო თითები წელზე და უბიძგა მაგიდისკენ.-ჭამე რამე,მშიერი იქნები. -რა თქვა ჩემმა ძმამ?-შეხედა თამამად.გაუსწორა მზერა.ყველაზე მეტად ოჯახის რეაქცია აშინებდა.ვინ იცის რამდენჯერ მოკვდა ამ რამდენიმე საათში დედამისი... -არ გჭირდება ამის ცოდნა აინა.-აბურდულ თმაზე ჩამოუსვა თითები.დაამშვიდა თავისებურად.მაშინვე აუკანკალდა სხეული,მიხვდა არ იყო კარგი ამბავი და ამიტომ არ უთხრა. -უნდა მითხრა!-გაჯიუტდა მაინც. -აინა... -ჩემს ძმას დავურეკავ. -თავად დარეკავს,როცა შენები დაწყნარდებიან.-მისი მობილურიც ჩაიცურა ჯიბეში.-ახლა რთული სიტუაციაა,დააცადე ყველას დამშვიდდეს. -მე აფხაზეთიდან გავიპარე ლაზარე,როგორ გგონია დამშვიდდებიან?ალბათ ცოცხლად დამმარხავს მამაჩემი და დამიტირებს ასე.-ჩამოჯდა სკამზე.ოთახს მოატარა დაბნეულმა მზერა.ახალი იყო ყველაფერი.ავეჯიც,კედლებიც...სამზარეულოც ისე ბრჭყვიალებდა,თითქოს გუშინ გაეკეთებინათ.უსიცოცხლო ავეჯი გასცქეროდა მის სხეულს.არც მცენარეები იყო არსად,არც ეზო ჰქონდათ...ლამაზი ბინა იყო,თანამედროვე და მოვლილი,მაგრამ სახლი არ იყო...ცრემლები წამოსცვივდა... -აინა...-ჩაიმუხლა მაშინვე მის წინ ლაზარე.-შემომხედე,ნუ ნერვიულობ რა.მოგვარდება ყველაფერი.-შეუშრალა მაშინვე სახე.-ნუ ტირი,არ არის ყველაფერი ასე ცუდად.გთხოვ შემომხედე... -რა სისულელე გავაკეთე...-თავში ირტყამდა ხელებს.-აქ რა მინდა ლაზარე?კარგი შვილი რომ ვყოფილიყავი ამას ვაკადრებდი ოჯახს? -მშობელს შვილისთვის ყველაფრის პატიება შეუძლია.-არ მისცა ადგომის უფლება.-მითუმეტეს ამ სიტუაციაში დამნაშავე არ ხარ,თავს იცავ,დანაშაულია? -დანაშაულია...მხოლოდ წამით დავუშვი ეს ყველაფერი და ნახე სად ვარ...-მოატარა თვალები ოთახს.-რა მინდა აქ? -თავისუფლება. -ცხოვრება დავინგრიე! -გეყოფა თავის დადანაშაულება!-ნერვებმა უმტყუნა.-აინა 21 წლის გოგო ხარ,ცხოვრებაში არაფერი გინახავს,არაფერი გაგიკეთებია.ლამის მამაშენის ტოლია ის კაცი,ეგ ცხოვრება გინდა? -შენ არაფერი გესმის!-წამოვარდა მაშინვე ფეხზე.-ჩვენთან ოჯახს პატივს სცემენ ლაზარე!მამას ასეთ რაღაცას არ უბედავენ! -მხოლოდ შვილებს უბედავენ?-არ დააკლო მანაც.-აძალებენ ისე იცხოვრონ,როგორც თავად სურთ? -არ იცი და ნუ ამბობ!-გააქნია ჯიუტად თავი.-გთხოვ დამარეკინე ჩემს ძმასთან,გეხვეწები...წამიყვანოს...არ მინდა აქ...-ისტერიული ტირილი დაიწყო.-მე...შევეხვეწები მამაჩემს რომ მაპატიოს,გავყვები ცოლად ვისაც ამირჩევს...გთხოვ,გეხვეწები ოღონდ სოხუმში დამაბრუნე... -გთხოვ,გეყოფა...-ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.სახეზე ეფერებოდა და რიტმულად უსვამდა თმაზე ხელს.-უნდა დამშვიდდე... -დედაჩემი მოკვდება...მამა აღარასდროს დამელაპარაკება...აქ ვერ ვიცხოვრებ ლაზარე.გთხოვ,გეხვეწები,მომეცი უფლება უკან წავიდე... -ახლა სად გაგიშვა?ასე ვერ წახვალ აინა,გთხოვ დამშვიდდი,ძმას დაელაპარაკე და... -აქ მოვკვდები გესმის?-მაისურზე ჩაებღაუჭა ძლიერად.-მოვკვდები...არ მინდა აქ ყოფნა.ჩემს სახლში მინდა...ჩემს ქალაქში,ჩემს ოჯახთან...გემუდარები ლაზარე... -დამშვიდდი... -მოვკვდები და აქ ვერ ვიცხოვრებ... -ჩშშ...-მიიხუტა მკერდზე.მიუშვა ახლოს როგორც იქნა.ისე იყო ანერვიულებული თავისი მკერდით გრძნობდა ქალის გულისცემას ლაზარე.არ შეეძლო სხვა არაფერი მისთვის.იქნებ მანამდე რომ დალაპარაკებოდა და პირდაპირ ფაქტის წინაშე რომ არ დაეყენებინათ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.მთელი სხეული უთრთოდა მის მკლავებში მოქცეულს.აქ ბედნიერი არასოდეს იქნებოდა... *** გაცეცხლებული იყო დაური.პირდაპირ მოახსენა ბაგრატმა მისი გაპარვის ამბავი,ყველაფერი თავად დაიბრალა,საკუთარ თავზე აიღო და მიიღო კიდეც მამისგან სილა...არ ელოდა არავინ.მადინამ ისეთი იმედგაცრუებული მზერა გაიმეტა შვილისთვის რომ გული ნაწილებად დაემსხვრა ბაგრატს,მაგრამ უღირდა დის გულისთვის ყველაფერი. იმუქრებოდა თბილისს გადავწვამო,მაგრამ არ ჰქონდა მაგდენის ძალა,ამიტომაც მთელი ბრაზი შვილზე ამოანთხია,მისაღები ოთახი მთლიანად დალეწა და მერე გაუჩინარდა სადღაც... -„ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ხარ,ბაგრატ!“-მამის სიტყვებმა სამუდამო დაღი დატოვა მის გონებაში.საშინლად ეტკინა,მაგრამ ვერ შეცვლიდა ვერაფერს,თუმცა რომც შესძლებოდა არ იზამდა არაფერს.აინას ბედნიერება იყო ყველაფერი ბაგრატისთვის. შევარდა ახუბების ეზოში იარაღით ხელში.სანადიროდ მიდიოდნენ დამეი და ოტია,იქვე შეეგება ორივე,სახლის შესასვლელთან.გაავებული მიაბიჯებდა პირდაპირ ოტიასკენ.დაბნეული იყო,მაგრამ არ შეიმჩნია.ყელში სწვდა მაშინვე და უხეშად ააყუდა კედელს. -შე ნაბი*ვარო ქართველო!-ღრიალებდა დაური.-შენს ნაბო*არ მეგობარს უთხარი ჩემი ქალიშვილი უკან დააბრუნოს,თორემ მთელს თბილისს ავწევ ჰაერში! -ხელი გაუშვი!-უხეშად ჩაავლო დამეიმ.-ბიჭს შეეშვი. -ჩემი შვილი წაიყვანეს,გესმის დამეი? -მესმის,ხელი გაუშვი! -მოგკლავ ბიჭო! -ხელი გაუშვი-მეთქი!-დაუღრიალა დამეიმ და მოაშორა მის სხეულს მაშინვე.ნილა და დილარა გამოცვივდნენ მაშინვე სახლიდან. -ოტია?! -კარგად ვარ.-სულ ოდნავ გაუღიმა გოგონას. -ჩემი შვილი დააბრუნოს დღეს მზის ჩასვლამდე!-არ ცხრებოდა კაცი.-აინა უკან დააბრუნოს,თორემ... -შეწყვიტე!-შემოჰკრა სახეში მეორედ.-შენმა შვილმა არჩევანი გააკეთა! -არჩევანი გააკეთა?გაგიჟდი დამეი? -აინას შენ გათხოვებას აძალებდი,ბავშვებმა ისე მოაგვარეს,როგორც შეეძლოთ,რადგან შენ სხვა გზა არ დაუტოვე! -ამათ მხარეს ხარ?-გაოცება ვერ დამალა კაცმა.-რას ამბობ,გესმის მაინც? -აინა ჩემი შვილია,საკუთარივით მიყვარს დაურ,შენ მას ვერ გაუფრთხილდი,მან არჩევანი გააკეთა და ძალიან სწორადაც.ახლა შეინახე ეგ იარაღი და შემოდი სახლში,თუ გინდა ვისაუბროთ,თუ არა...-ავად დაისისინა.-აღარ გაბედო ჩემს სახლში იარაღით შემოსვლა და ჩემს სიძეზე თავდასხმა! -ეგ სიძე დაგღუპავს!-დაუღრიალა მაინც.-აფხაზი ქალის ქართველისთვის გატანება...ეს სიგიჟეა დამეი!ასეთი შეურაცხყოფა...გაგიჟდი? -ვისთანაც ბედნიერი იქნება,იმასთან იქნება ჩემი შვილი.იმას მივიღებ მეც! -რა სასაცილო კაცი გახდი დამეი!-თავი გააქნია დანანებით.-ამის გამო.-იარაღი შემართა ოტიას მიმართულებით.-ამ ქართველის გამო რამდენს კარგავ ხვდები?-წინ გადაუდგა მაშინვე ნილა.არც უფიქრია,არც უყოყმანია,ისე მიუშვირა მკერდი დაურის შემართულ იარაღს. -ნილა გაიწიე ახლავე.-წელზე უბიძგა ძლიერად,მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა გოგონა. -მიყვარს ბიძია,დანაშაულია?-შეაციცინდა კაცს თვალებში.თითქოს ყველა მისი ტკივილი განსჭვრიტა წამიერად გოგონამ.-გგონია აინას უნდა იქ ყოფნა?იქ არ უნდა ცხოვრება,უყვარს სოხუმი,უყვარს ოჯახი და ვერ გაძლებს მათ გარეშე.შენ აიძულე...რატომ არ აძლევ უფლებას არჩევანი გააკეთოს?რისი გეშინია ასე ძალიან? -მე არაფრისაც არ მეშინია!-ამოთქვა ღვარძლით.-ეს მამაშენს ეშინოდეს! -მიეცი აინას უფლება თავისუფალი იყოს და დაბრუნდება უკან.-მოერია ცრემლები მაინც.-რატომ გინდა მამაჩემი შეგადარო?რატომ გინდა მამაჩემი გამჯობინოს აინამ?იცი ყოველთვის მამაჩემთან რატომ მორბოდა?რადგან არ იყავი არასოდეს კარგი მამა.აინას სტკიოდა შენი შვილობა,შენი ხასიათი,თქვენი ოჯახი...მამაჩემი უწევდა მამობას სულ.რატომ გინდა ასეთი მამა იყო?-დასწია კაცმა იარაღი.ნაწყენი იყო მოსმენილით ეტყობოდა.-შენც რომ მიგეღო აინას ცხოვრება.გაგეაზრებინა,გაგეგო რა უნდოდა...ახლა საზღვარს იქით არ იქნებოდა.არ მოუწევდა ყველაფრის მიტოვება და მარტო დარჩენა...-ხმაურით დაეცა მისი ცრემლები ოტიას მკლავებს,რომლებიც მკერდზე მოეხვია.თითქოს იმ გაუსროლელი ტყვიისგან იცავდა გოგონას სხეულს.თავზე აკოცა მაშინვე,შეუმშრალა ცრემლებიც. -აინას გათხოვება რომ გადაგეფიქრებინა იქ არ მოუწევდა ყოფნა.-ახლა ბარათელმა დაიწყო.-მისცემ ოდესმე უფლებას არჩევანი თავად გააკეთოს?თავად გადაწყვიტოს ვინ უყვარდეს,ვისთან იყოს... -იმ ქართველთან ყოფნის უფლებას არ მივცემ არასდროს!-არ ჩაცხრა ქარიშხალი მის ხმაში.-ვერ იქნება მასთან,არ მივცემ უფლებას.მოვკვდები და არ გავახარებ! -რატომ?იმ ომისთვის გვსჯი,რომელსაც არ კი მოვსწრებივართ? -აინა დააბრუნეთ,თორემ... -თორემ არაფერი!-მოულოდნელად შეაბიჯა ბაგრატმა ეზოში.-აინა მე გავუშვი,ტყუილად ემუქრები აქ ხალხს.არ მინდოდა აქ ყოფილიყო და ძალაუფლების წყურვილის გამო დატანჯულიყო.გეყოფა უკვე. -შენ...-ავად გადახედა ბიჭს.-შენ ჩემი შვილი არ ხარ!აღარ გაბედო სახლში მოსვლა,შენ იქ აღარ ცხოვრობ! -ორივე შვილს მოიძულებ დაურ?-ჩაერია დამეი.-რის გამო? -ჩემს სიტყვას არ უნდა გადავიდნენ ჩემი შვილები!მაინც ასე რადგან გადაწყვიტეს,შენ სახლში აღარ მოხვიდე,აი შენს ტუტუც დას გადაეცი აღარასდროს დაბრუნდეს სოხუმში! -სოხუმში დაბრუნებას ვერ აუკრძალავ აინას,მე მეკუთვნის ეს ქალაქი და აინა მაშინ მოვა,როცა მას მოესურვება. -ამათ მხარეს რომ ხარ...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.-მე შენი მეგობრობის მრცხვენია დამეი! -წადი!-გამოსცრა კბილებში. -ახლა წავალ,მაგრამ... -გაეთრიე ჩემი სახლიდან დაურ!-დაუღრიალა კაცმა.ნაწყენი თვალებით შეხედა მეგობარს,რომელიც ახლა მტრად მოეკიდა.ერთი დღე არ გაუტარებიათ აქამდე ცალ-ცალკე და ახლა...ახლა თითქოს გაცვდა მათი მეგობრობაც.კართან მდგომმა ასლანმაც გადმოხედა იმედგაცრუებით,მასაც თავისებურად მტკიცე,შეუპოვარი მზერა ესროლა და ისე დატოვა იქაურობა.თითქოს ამაყად,მაგრამ თან საერთოდ არაფერი ჰქონდა საამაყო.ერთ ღამეში დაიქცა მისი ოჯახი. ბაგრატმაც დატოვა მათი სახლი.ეზოდან გასულმა მამას შეხედა,მანქანას მიყრდნობოდა და ფიქრობდა. -კარგად დაფიქრდი იმაზე,თუ რას მოგიტანს შენი საქციელი მოხუცო!-დაუტოვა მამას ეს სიტყვები.მანქანაში ჩაჯდა და იმ დღის შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა... -აღარასოდეს გაბედო და ჩემთვის მოშვერილ იარაღს წინ არ გადაუდგე.-შეაბრუნა თავისკენ გოგონა.-ეს აღარ გააკეთო ნილა,აღარასდროს. -არ მინდა რომ რამე დაგემართოს. -მე კი არა,შენ არ დაგემართოს რამე,ნილა.-მოურიდებლად მიიხუტა მკერდზე.არ მოერიდა არც მისი მშობლების,ასლანის...-აღარასდროს გააკეთო. -მართალს გეუბნება.-არ დააკლო ტონი მამამ.-აღარასდროს ჩაერიო კაცების საქმეში. -კარგი,ნუ დაესიეთ.-დაიცვა დილარამ.-რას აპირებ დამეი?ახლა სანადიროდ მართლა გცალია? -რამდენი ხნის წინ დავგეგმე,რა თქმა უნდა,წავალ.ხომ უნდა გამოვცადო სიძის უნარები.-ბეჭებზე ხელი დაჰკრა მსუბუქად. -დაური გიჟს გავს ვერ ნახე?გადაწვავს ქალაქს. -ფეხებს ვერ მოსჭამს ვერავის.-შუბლზე აკოცა ცოლს მაშინვე.-წამო. -გვიან მოხვალთ? -რა იყო,ნილა?-წარბი აუწია მამამ.-ამაზე კი არ ვნადირობ,მოგიყვან ისევ უკან. -წადით.-აუქნია ხელი დილარამ და სახლის კარი შეაღო.იმაზე ფიქრიც არ უნდოდა რას მოიმოქმედებდა დაური. -წაგიყვანთ.-წინ გადაუდგა ერთ-ერთი ახალგაზრდა. -რად მინდა ბიჭო? -საშიშია მაინც,მარტო როგორ წახვალთ? -მარტო რატომ?-გაიკვრივა.-სამნი მივდივართ. -ხეობაში მაინც... -გუმისთის ხეობაში რა უნდა იყოს საშიში?-გაეცინა კაცს.-დამშვიდდი ბიჭო,პირველად კი არ ვნადირობ.-თმა აუჩეჩა დაცვას და იარაღი საბარგულში ჩააწყო. -დარწმუნებული ხარ რომ კარგი იდეაა? -დაური არ იზამს არაფერს.-შეაგულიანა ასლანი.-ნუ ნერვიულობ ტყუილად,აინაც სანდო ხელშია,მოგვარებულია ყველაფერი. -კარგი.-დაჰყვა მის ნებას კაცი და ჩაჯდა მათთან ერთად მანქანაში. ნადირობის სეზონი უფიციალურად გახსნილად გამომიცხადებია... *** -მამა ძალიან გაბრაზდა?დედამ როგორ მიიღო?ხომ კარგად არიან?-ძმას ლაპარაკს არ აცდიდა აინა.ტირილისგან დასიებოდა სახე.ვერაფრით დაამშვიდა ლაზარემ.არც გარეთ გაჰყვა,ოთახში იჯდა გამოკეტილი. -კარგად იქნება ყველაფერი,აინა.ნუ ტირი და თავს ნუ იტანჯავ ტყუილად.-თავი უსკდებოდა ბაგრატსაც ფიქრისგან. -მითხარი რა თქვეს? -რომ არ შეგაქებდნენ ხომ იცი?-მძიმედ ამოილაპარაკა.გაუკიდა ერთ ღერს.-გაბრაზდნენ ძალიან,მაგრამ ასე უკეთესია.ოჯახის გარდა ყველა ჩვენს მხარესაა აინა. -დამაბრუნე უკან.-ამოიტირა მაინც.თვალი მოარიდა მასზე მიშტერებულ ლაზარეს.-გავყვები ვისაც უნდა,გთხოვ...არ მინდა აქ ცხოვრება... -დროებით მოიცადე,ყველაფერი მოგვარდება და მერე დაგაბრუნებ. -არა!ახლა მინდა მანდ ვიყო,მამას ბოდიშს მოვუხდი,გავყვები იგორს ცოლად და მაპატიებს ისიც. -აინა.-თბილად გაუღიმა ძმამ.-მოიცადე ცოტახანს.მანდ დარჩი.ფეხი აუწყვე ყველაფერს,როცა შესაფერისი მომენტი იქნება თავად გადმოგიყვან უკან,მაგრამ ახლა არ ღირს. -აქ რა უნდა ვაკეთო? -შენი ნებით არ წახვედი?-მხრები აიჩეჩა.-ნახე მეორე მხარე,ხომ გაინტერესებდა? -დედას რომ დავურეკო... -არ დარეკო.-გააქნია თავი.-აცადე გონს მოვიდნენ,მერე მოვაგვარებ კარგი?სულ ცოტა დრო მომეცი,უსაფრთხოდ ხარ მანდ,ასე ჯობია. -მე აქ ვერ გავძლებ იცოდე!-შეიმშრალა უხეშად ცრემლები.-მოვკვდები და აქ ვერ ვიცხოვრებ. -ნუ გეშინია.-როგორ უნდოდა იმ წამს გვერდით ყოლოდა და.ჩახუტებოდა და მოფერებოდა...-მივხედავ ყველაფერს,მხოლოდ დროებით კარგი? -კარგი.-თავი დაუქნია ძმას,დაემშვიდობა და ზარიც დასრულდა... ოჯახის მონატრება საშინელი რამ არის.სამშობლოსგან შორს ყოფნას გადაიტანს ადამიანი,მაგრამ ოჯახისგან?საყვარელი ადამიანების მონატრებას ვერ გაუძლებს გული.სულ მათზე გეფიქრება,მათთან გინდა...ხან ისიც კი გტკენს უშენოდ რომ იცინიან სადღაც შორს...უშენოდ რომ სვამენ ყავას...ასე ვერ იცხოვრებდა აინა... -ეს დალიე.-ორი აბი გაუწოდა გოგონას.რამდენიმე საათი გადაბმულად ტიროდა,თავადაც არ სიამოვნებდა მისი ეს მდგომარეობა. -რა არის? -დამამშვიდებელია,ძალიან ემოციური ხარ და რამდენიმე საათია ტირი,არც ჭამ...დალიე გთხოვ.-შეეცოდა მის წინ ჩამუხლული ბიჭი.ისეთი თვალებით უყურებდა...საკუთარი ანარეკლის დანახვაც არ უნდოდა,დარწმუნებული იყო რომ საშინლად გამოიყურებოდა.მართლა გაუჩერებლად სდიოდა ცრემლები...გამოართვა წამალი და მშვიდად დალია.აღარ უნდოდა მეტი კამათი.-ვიცი რომ გიჭირს ახლა... -არ იცი...-სევდიანად გაუღიმა.-ვერ მიხვდები.მამაჩემი აღარასდროს შემომხედავს,დედა არ დამელაპარაკება... -აინა შემომხედე.-სახე ააწევინა მაშინვე.-შენ არაფერი დაგიშავებია.შეუძლიათ პატიება მშობლებს,თანაც ყველაფრის დამიჯერე.უბრალოდ დრო სჭირდებათ დასავიწყებლად. -მამაჩემი არ არის ეგეთი მშობელი,არ მაპატიებს და არც დაავიწყდება. -სულ არ გინდა აქაურობის ნახვა?იქნებ მოგეწონოს და აქ მოგინდეს ცხოვრება.წამოდი,გამოიცვალე,მოწესრიგდი და გარეთ გავიდეთ,ნახავ აქაურობას... -ფანჯრიდან ვუყურებდი ქალაქს,ვსუნთქავდი ჰაერს და იცი რა მოხდა?-თვალებში ჩააცქერდა კაცს.-გული არ ამიჩქარდა ლაზარე... -რას... -შეიძლება აქ შენი სახლია,მაგრამ ჩემი არ არის.საზღვარს იქით უნდა გადავიდე რომ ვიცოცხლო,თუ არა არამგონია მე დიდხანს გადავრჩე. -ნუ ამბობ ასე.-მისი ხელი ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა.-ნუ ნერვიულობ რა,ნუ ტირი...აღარ შემიძლია შენი ასე ყურება... -რის იმედად წამომიყვანე ლაზარე?-აინტერესებდა ამის პასუხი ძალიან. -ხომ არ გეგონა გათხოვების უფლებას მოგცემდი? -რატომ არა?-წარბი ასწია. -იმიტომ,რომ ადრეა შენთვის.ეგეთ კაცზე არა,ახლა არა,აინა. -შენ რატომ დარდობ? -შენ იცი მაგ კითხვის პასუხი.-ჩაეღიმა ძალიან ალალად.მიეფერა თმაზე და მიუჯდა კიდეც გვერდით.-გეგონა რომ ბედს შევეგუე და წავედი არა? -მეგონა.-დაეთანხმა მაშინვე. -არასოდეს...მინდა ახლა გამოიპრანჭო როგორც გჩვევია და გარეთ გაგიყვანო,თბილისი უნდა გაჩვენო. -არ მინდა.-გააქნია თავი.-მერე რომ მომეწონოს? -ვეღარ წახვალ?არ დაგეთმობა? -ჩემი ოჯახის გამო მე ყველაფერი დამეთმობა. -მეც?-გადაიხარა მისკენ და აკოცა ლოყაზე.ნაზად მიეფერა თითებით ყელზე. -ნუ მანიპულირებ. -არ დარჩები ჩემთან? -შენ წამოდი აფხაზეთში.-საპასუხოდ შეეხო მის მფეთქავ არტერიას გოგონა. -მოწესრიგდი,თბილისი უნდა გაჩვენო აინა.-შუბლზე აკოცა და ოთახისკენ ნელი ნაბიჯით წაიყვანა.დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო მისთვის ეს დღე... *** მდინარესთან ახლოს შეჩერდნენ და ფეხით გაუყვნენ იქიდან გზას.კარგი ადგილი იცოდა დამეიმ,ხშირად დადიოდა და ყველაზე მეტად უყვარდა აქ დროის გატარება.სიმშვიდე იყო.მხოლოდ მდინარე ხმაურობდა.ფიქრისთვის შესანიშნავი ადგილი იყო,მხოლოდ სანადიროდ კი არა.თვალუწვდენელი ქედები იშლებოდა მათ წინ.უღრანი ტყეც შეეგებათ ამაყად.უცნაურად გრძნობდა თავს ოტია.არასოდეს ყოფილა შეყვარებულის მამასთან ერთად სადმე,გარდა დინამოს სტადიონისა.ახლა არ უნდა შეშლოდა.არ უნდა დამარცხებულიყო,თორემ ალბათ სუსტი მოეჩვენებოდა დამეის.ერთი შველი როგორ ვერ უნდა მოეკლა?მაგასაც ნახავდა სადმე და ერთხელაც გაისროდა იარაღიდან. პირადულ თემაზეც უნდოდა საუბარი.ანუ იმაზე თუ როგორ ემზადებოდა ხელის სათხოვნელად ოტია.როგორ დააქვს ჯიბით დედის ნაქონი ბეჭედი და როგორ ძალიან უნდა სულ გვერდით ჰყავდეს ნილა...ნუთუ დრო იყო ამისთვის?სანადიროდ კი არა,სალაპარაკოდ უფრო გაჰყვა დამეის.არ ექცეოდა ცუდად,პირიქით,აგრძნობინებდა რომ მიღებული იყო ოჯახში,პატივს სცემდა და ეიმედებოდა და ამ იმედის გაცრუების ეშინოდა ყველაზე მეტად.ახლა ნილას წაყვანა რომ ეხსენებინა რას იტყოდა?იქნებ ის ტყვია პირდაპირ ბარათელს მოხვედროდა გულში და იქვე აფხაზეთის მთებში დაემარხათ? -მისმენ ბიჭო?-ფიქრებიდან გამოიყვანა დამეის ხმამ.მოათვალიერა იქაურობა.გამქრალიყო ასლანი სადღაც,მხოლოდ ორნი დარჩნენ. -ვერ გავიგე.-დაბნეული მიაჩერდა კაცს. -აქ მარტო სანადიროდ არ წამომიყვანიხარ-მეთქი.-გაუმეორა. -არც მე წამოვსულვარ მხოლოდ მაგისთვის. -მე გეტყვი ჩემს სათქმელს.-ჩამოჯდა იქვე,ერთ-ერთი დიდი ხის მიღმა.-დაჯექი.-მიუთითა მეორეზე.-მერე შენც მითხარი შენი. -გისმენ.-იარაღი მუხლებზე დაიდო და კაცს მიაჩერდა. -რამდენიმე დღის წინ სოხუმში დალანდეს ბესლანი.-დაიწყო მშვიდად.-ეგ კიდევ არაფერი,ჩვენს ქუჩაზე იყო...ხვდები რას ვგულისხმობ? -ვხვდები!-სისხლი აუდუღდა ძარღვებში,ნილას დაკარგვაზე ფიქრიც კი არ უნდოდა. -ნილას უყვარხარ,მაგაში ეჭვიც არ მეპარება.გულს ამოიგლეჯს და მოგცემს,რომ დაგჭირდეს.ვხედავ გიყვარს შენც,უფრთხილდები...ოჯახში შემოგიშვი და შენს გამო ბევრი გადავიმტერე,ბავშვობის მეგობარი სახლში იარაღით მომივარდა...რას აპირებ ოტია? -გულახდილი ვიყო? -რა თქმა უნდა.-თავი დაუქნია კაცმა.ჩურჩულით საუბრობდნენ ნადირი რომ არ დაეფრთხოთ,მაგრამ მკაფიოდ იგრძნობოდა დაძაბულობა ორივეს ხმაში. -მე სამი თვით ჩამოვედი.აქ არც სახლი მაქვს,არც სამსახური,არც ოჯახი,არც მეგობრები...ჩემთვის უცხოა ეს ყველაფერი.ჰო,ყველა ქართველს აკერია პირზე აფხაზეთი,მაგრამ როცა მოდიხარ აღარ ხარ შენ საქართველოში,სხვა მიწაა,სხვა ხალხი,სხვა ბუნება...ჰაერიც კი სხვანაირია...-ყურადღებით უსმენდა დამეი.წამით არ უგრძნობინებია არაფერი მისთვის.-მე არ მინდა ნილას რაიმე დავაძალო.ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.რომ მიყვარს და ვუყვარვარ,საკმარისი არ არის ყველაფრისთვის.აგვისტოა უკვე,თვის ბოლოს წასვლა მიწევს და რა იქნება?მის გარეშე არ მინდა ყოფნა და არც დაშორებას ვაპირებ.მინდა ცოლობა ვთხოვო,ჩემს გვერდით იყოს,შემეძლოს მისი გაბედნიერება და მასაც შეეძლოს თავისუფლად ცხოვრება.აქ...აქ ვერ იცხოვრებს თავისუფლად დამეი.-პირველად მიმართა კაცს სახელით.საქმიანი საუბარი იყო და ასე სჭირდებოდა.-გგონია აქ ოჯახი ენდომება?ქალაქში სადაც ყველა მის ოჯახს მტრობს?შვილებს გააჩენს?ბედნიერი იქნება?მე არ მინდა ჩემი შვილები ვინმეზე წინ იყვნენ მხოლოდ იმიტომ,რომ ბაბუა იარაღით წესრიგს ამყარებს სოხუმის ცაზე.არ მინდა ასეთი პატივისცემა,ასეთი დაძალებული სიყვარული. -რის თქმას ცდილობ?-ჩაეღიმა დამეის. -მე მიყვარს აფხაზეთი.ნანახი არ გვაქვს ქართველებს,ისე გვიყვარს,გვტკივა და ველოდებით...ვნახე და რის ფასად?შენც ნახე რა დამემართა.ეს არ მინდა ნილასთვის,არც ჩვენი შვილებისთვის. -შვილებზე რაღაც ბევრს ლაპარაკობ.-წარბი ასწია კაცმა.-რამე უნდა ვიცოდე? -არა.-თავი გააქნია მაშინვე.-თითიც არ დამიკარებია მისთვის.ამისთვის არ ჩამოვსულვარ.მომავალი მაქვს წარმოდგენილი მასთან და შვილები თავისთავად მოიაზრებიან.ნაომარ,დაცემულ,სისხლიან ქალაქში რა მომავალი უნდა გვქონდეს? -მის წაყვანას აპირებ? -თუ ეს მისი სურვილი იქნება.-მშვიდად გასცა პასუხი.-საქართველოს ნახვა უნდა.მთაწმინდიდან მზის ჩასვლა-ამოსვლის ნახვა...მე მინდა მისი ბედნიერი თვალები ვნახო,შიშის გარეშე.მინდა მისი ღიმილი ვნახო,წრფელი და ნამდვილი.შვილის გამო არ გეთმობა სოხუმი? -მერე რას ფიქრობ,სოხუმი დავთმო და რა ვაკეთო მთელი ცხოვრება?პენსიაზე გავიდე? -დილარას მიხედე.გსიამოვნებს მისი მომლოდინე თვალების ყურება?სულ ეშინია,მაგრამ არ გაჩვენებს,რადგან იცის არ შეცვლი არაფერს.უყვარხარ და რჩება,რადგან ყველაზე ძვირფასი ხარ მისთვის.ნილას არ აჩვენებს ცრემლებს,მაგრამ ვინ იცის მას რა ომი აქვს საკუთარ სულში ყოველ ჯერზე,როდესაც სახლიდან გადიხარ? -მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი.-გვერდით გადადო იარაღი კაცმა.-როდესაც მასთან ომი დავიწყე ახალგაზრდები ვიყავით.სინამდვილეში მამებმა დაიწყეს,მერე ჩვენც შევყევით და ნახე სად მოვედით.-თავი გააქნია მძიმედ.-ახლა ვერაფერს დავთმობ,რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კავშირები ოჯახის დასაცავად.რომ გაიგონ რამე დავთმე სუსტი ვეგონები ყველას და ყველა მხრიდან დამარტყამენ.სოხუმი ყველას უნდა,მაგრამ ვერ გაუმკლავდება ყველა.ვიცი მისი წაყვანა და საკუთარი გვარის გაგრძელება რომ გინდა,მაგრამ არ გამოვა.ხავსივით მოგედება აქაურობა,ვერ წახვალ და ვერც მას წაიყვან.არ იქნება იქ ბედნიერი,აი შენ კი ძალიან გაგახარებს აქ ცხოვრება,რადგან ყველა ქართველის ოცნებას აისრულებ.შენ იქნები ჩვენი მშვიდობა.ის ხიდი,რომელიც ამ ორ მხარეს ერთმანეთს არ ამოახოცინებს.აფხაზურ ოჯახში ქართველი კაცის შეშვება რას ნიშნავს იცი?მშვიდობას.წლების წინ რომ ეთქვათ ქართველს გაატან შვილსო გავიცინებდი!ომის გამო ხომ ვერ ვიტან,მაგრამ დილარას გამო უფრო მძულს შენი ხალხი. -მაინც არ მენდობა ბოლომდე,ვხედავ მეც ამას.-გაეცინა ბარათელს. -ძალიან პატარა იყო,როდესაც ქართველმა ბიჭმა შეაცდინა.მერე დადგა და ილაპარაკა რუსი ნა*ა ვი*მარეო!მას უყვარდა,იმ ქართველს არა...-მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.-ამის შეეშინდა ყველაზე მეტად.შენ რომ ნილას გამოყენება გდომოდა...შენ რომ ის აგეტირებინა,დაგემცირებინა...ორსული რომ მიგეტოვებინა და... -მსგავსი არასოდეს არაფერი მოხდება.მე ნილას განზრახ არასოდეს ვაწყენინებ,მიტოვებაზე ხომ საუბარი ზედმეტია.ბავშვი არ ვარ,აღარც ძალით დაძაბული ურთიერთობები და დროებითი გატაცებები აღარ მაქვს.მასთან ყოფნა მინდა.თუნდაც დღეს უკანასკნელი დღე იყოს ჩემთვის,მასთან ყოფნის გარდა არაფერს ვისურვებდი. -მე რომ დილარაზე პასუხისმგებლობა ავიღე ძალიან პატარა ვიყავი.მაგ ამბის შემდეგ,მამამ რომ სცემა და მუცელი მოეშალა მე შევიფარე,შევიყვარე და ცოლადაც მოვიყვანე.-რაღაცამ გადაურბინა სახეზე ბარათელს.გაკვირვებამ ყველაზე მეტად.-იმაზე ბევრად დიდი ხარ,ვიდრე მე ვიყავი.იმაზე ბევრად მეტი მოგეთხოვება,ვიდრე მე მაშინ,იცი რატომ?რადგან მე გიმაგრებ ზურგს,მე მზად ვარ თუნდაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფს გაგიცვალო ადგილი ნილას გულისთვის.არ მაიძულო ვინანო ჩემი ქცევა,ჩემი სიტყვები.არასოდეს მიატოვო უმწეო მდგომარეობაში მყოფი.რა საქმეც არ უნდა გქონდეს გადადე და მის გვერდით იყავი.როგორც არ უნდა გიჭირდეს,ნუ დაგამძიმებს მისი ცრემლები,ნუ შეგაშინებს მისი ყვირილი და ნუ მოექცევი ცუდად.სხვანაირია ძალიან ოტია.შენ იცი ისედაც,მაგრამ მაინც უნდა გითხრა.-წამოიწია კაცი.თითქოს ცრემლიც კი დალანდა მის სფეროებში ოტიამ.-მე ნილას ვერ ვუბრაზდები.მიყურებს თავისი ლურჯი თვალებით და მავიწყდება ყველა წყენა,ბრაზი...ისეთია რომ ძალით არ გაწყენინებს,არ დააშავებს...სიყვარულისა და პატივისცემის ღირსია,ამიტომ მინდა შენთან იყოს,შენგან ამას ვხედავ და ვაფასებ.მე დილარასთვის ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს ამდენი წლის განმავლობაში.როცა ნილა შეგვეძინა პრობლემები შეექმნა და მეტი შვილის ყოლა ვეღარ შევძელით,იცი როგორ განიცადა?ღამეებს ტირილში ათენებდა.ყველა ღამე გავათენე მის გვერდით,კი არ დამეზარა...მისი ცრემლები მტკიოდა.მისი ტკივილი მეტკინა მე ძალიან.ბევრი შვილი უნდოდა,ამიტომაც იდარდა ასე.ამიტომაც მიიღო ბაგრატი და აინა საკუთარივით.შენ უნდა იდგე დღის ბოლოს ფეხზე,რომ ის დაგეყრდნოს,შენს მკლავებში იპოვნოს შვება...შეგიძლია ეს ყველაფერი ოტია?-მიაჩერდა მის დაბნეულ სფეროებს.იმდენი რამ დაავალა ერთად,თუმცა იცოდა ისედაც.არ იზამდა ისეთს არაფერს,რაც ნილას ავნებდა,აწყენინებდა.ძალიან უნდოდა გვერდით ჰყოლოდა და თუნდაც მთელი მსოფლიო დაპირისპირებოდა თავს არ დახრიდა.ნილას გამო შეეძლო ყველაფერი.მისი თვალებისა და ღიმილის გამო.ახლაც მაგიტომ იდგა ფეხზე იმ ყველაფრის მერე,რაც თავს გადახდა.მაგიტომ არ გაიქცა...იმდენად ძლიერი იყო მის მიმართ გრძნობა,რომ სხვა ყველაფერი ავიწყდებოდა.უბრალო იყო ძალიან,ემოციური, თავისებური... ხანდახან ბავშვური,ხანაც ძლიერი ქალი,ხანაც თავნება და ეჭვიანი,მაგრამ სიგიჟემდე უყვარდა.პირველად რომ ნახა იმ წამიდან მიხვდა მისთვის იყო დაბადებული.მისი ბედისწერა იყო...მასთან დააკავშირა ღმერთმა.ამიტომაც გადაიკვეთა მათი გზები.ნილა იყო ყველაფერი,რაც მას სჭირდებოდა და უნდოდა ცხოვრებაში.ნილა იყო ქალი,რომელთანაც ოჯახი სურდა.ოღონდ მის გვერდით დაბერება შესძლებოდა,ოღონდ ნილასაც მიეღო მისი თავი და არ უნდოდა მეტი არაფერი.ერთადერთი ქალი იყო,რომელიც თეთრი კაბით წარმოედგინა,რომელზეც ჯვარს დაიწერდა...მხოლოდ მასთან ერთად ნახავდა მთაწმინდიდან მზის ჩასვლა-ამოსვლას.სხვის გამო არც მაგას იზამდა.ნილა იყო ის სინათლე მის სულს რომ ანათებდა მუდამ.ნილა იყო ყველაფერი ბარათელისთვის... -ნილას გამო მე საერთოდ ყველაფერი შემიძლია!-ისე ამაყად განაცხადა ჟრუანტელმა დაუარა კაცს.-მე ნილას გამო ახლა ისევ აქ რომ ვარ,ამბობს სათქმელს ისედაც.იცი რომ თვალით არ მყავდა ნანახი ისე ჩამოვედი მის გასაცნობად?ხმა არ მქონდა მოსმენილი,არ ვიცოდი არსებობდა თუ არა.მისი ადამიანი,მისი სული მიყვარდა ასე შორიდან.დავინახე და იმ წამს მივხვდი,არ იყო გზა უკან დასახევი.ყველა გზა დაიკეტა ჩემთვის,ყველა ხიდი ჩაინგრა,მხოლოდ წინ უნდა მევლო მისთვის.-კაცის მზერას მიაყოლა თავისი.თავისთვის ნავარდობდა შვლის ნუკრი ხეებს შორის და მშვიდად შეექცეოდა საკვებს.გაეღიმა დამეის.ისევ ოტიას გახედა,მიახვედრა არ მოუყვანია აქ სანადიროდ და მანაც განაგრძო თავისებურად.-მინდოდა მისი სიმშვიდე ვყოფილიყავი.ისე ნერვიულობდა,ისე დარდობდა...მე ისიც არასოდეს მდომებია რომ სახლიდან ჩუმად გამოპარულიყო,არც მაშინ მერიდებოდა მამამისთან საუბრის,მაგრამ არ დამანება თვითონ.საავადმყოფოში რომ ვიყავი,ისეთი სიტყვები მითხრა დღემდე გულს მისერავს და მასთან სამუდამოდ ყოფნას მანდომებს.ხვდები როგორ ძალიან მიყვარს?ჩემთვის ის არსებობს მხოლოდ,მხოლოდ ის და არავინ სხვა.ბოლო ერთი წელია მოსვენება დამიკარგა,გამაგიჟა,ლამის ჭკუიდან გადამიყვანა და ბოლოს აფხაზეთში,აწ უკვე მტრის მიწაზე მომიყვანა საკუთარი ფეხით...არ გავუზრდივარ დედას,არ უსწავლებია ბევრი რამ მამას,მაგრამ არაჩვეულებრივი ქალი იდგა ჩემს გვერდით,მან მასწავლა ძალიან ბევრი რამ,სულ მარიგებდა როგორ უნდა მომეთმინა ქალისთვის,რაღაც სხვანაირი თმენის ვალდებულება რომ გვქონდა კაცებს,ზოგადად ცხოვრებაშიც.ბიძაჩემმა მასწავლა ყველაფერი,რაც მამას უნდა ესწავლებინა.ჩემი ერთი შეცდომა მე მთელს ოჯახად დამიჯდება.მხოლოდ ნილას კი არა ყველას დავკარგავ გარშემო.უსაფრთხოდ იქნება თუ არა ჩემთან?ყოველთვის!ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვაც ნილას ეკუთვნის.ასე იქნება ყოველთვის...არ მიყვარს ჩხუბი,განსაკუთრებით არ ვჩხუბობ ქალებთან,მაგრამ მასთან?-გაეღიმა უნებურად.-ყველაზე წმინდაა,რაც გამაჩნია.თუნდაც დამამხოს მთელი სახლი თავზე,მე მაგის მოსათმენადაც მზად ვარ. -დარჩები აფხაზეთში მისი გულისთვის? -აქ მე არაფერი მაკავებს მის გარდა.-გულწრფელი იყო ოტია.-ის თუ წამომყვება,ორივე წავალთ.მას აქ მოსვლა სულ შეეძლება.როცა ოჯახი მოენატრება და... -მე ჩემი ოჯახი უნდა დაგიტოვო ოტია.-მიუჯდა გვერდით და მხარზე დააყრდნო ხელი.გატეხილი მოეჩვენა ძალიან იმ წამს.-მე რომ აღარ ვიქნები...მინდა დარწმუნებული ვიყო,რომ მხოლოდ ნილას კი არა,დედამისსაც მიხედავ. -რას ამბობ? -სოხუმი რომ გეთმობა ახლა,მერე აღარ დათმო იცოდე.ძლიერი იყავი და უპატრონე ყველაფერს,რაც ერთ დროს მე მეკუთვნოდა.-გაუღიმა კაცმა.დაუნამა წვიმის წვეთებმა სახე.-ამ ოჯახს კაცი სჭირდება მემკვიდრედ.ბაგრატს თავისი ოჯახიც ეყოფა თავისი სიმძიმით.ეს ოჯახი თუ გინდა,შენ უნდა დაგაწვეს ყველაფერი მხრებზე. -ჯერ ორმოცდაათისაც არ ხარ,რა ანდერძს მიტოვებ?-დაიბნა ბარათელი. -ვკვდები ოტია.-უემოციოდ გაუღიმა.სულ არ ეცინებოდა,არც ეხუმრებოდა კაცს.-ძალიან ცოტა დრო დამრჩა.ამ ცოტა დროში მე უნდა მოვასწრო შენთვის გზის გათავისუფლება,ბესლანის მოშორება და თავისუფალი სავალი ნაწილის დატოვება.შენ უნდა ჩაიბარო ყველაფერი,რაც მე მაქვს.შეგიძლია?-ხმა ვერ ამოიღო ბარათელმა.ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა.რას ნიშნავდა მისი სავარაუდო სიკვდილი?-კიბო მაქვს.-განუმარტა,როდესაც მიხვდა გაუგებრად ახსნა ყველაფერი.-6 თვე მომცეს მაქსიმუმ.არ იციან სახლში და არც მინდა რომ გაიგონ.ეს თუ ვინმემ გაიგო,მაშინვე ისარგებლებენ ამით და... -მკურნალობას არ ექვემდებარება? -არა.-გააქნია თავი.-მე ეს დრო ოჯახს უნდა დავუთმო,მინდა ნილას ბედნიერება ვნახო,მაგრამ როგორც მამა ისე გთხოვ...ნუ წაიყვან აქედან...როგორც კაცი ისე გთხოვ,რომ არ დატოვო მარტო ჩემი ცოლი და არ მოანატრო შვილი.შენია ჩემი წილი სოხუმი ოტია.როგორც კი მოვკვდები,მაშინვე შენ დაგრჩება ყველაფერი და... -ასე როგორ შეიძლება?-გაოგნდა სულ.-ოჯახს უნდა უთხრა,უნდა იცოდნენ და გვერდში დაგიდგნენ. -არა.-უარის ნიშნად თავი გააქნია.მის სახეზე მოსიარულე წვიმის წვეთებს შეერია ცრემლებიც.-არ შეიძლება,დამიჯერე.უბრალოდ დამპირდი,რომ არ მიატოვებ ჩემს ოჯახს და...-მოათვალიერა ირგვლივ ყველაფერი.მთელი სხეული უცნაურად დაეჭიმა.ძლიერად ჩაავლო მკლავში ოტიას.ერთი წამით გაუსწორა თვალი და მთელი ხმით უღრიალა.-დაწექი!-მერე?მერე ყველაფერი დრომ შთანთქა.არავინ იცის საიდან,როგორ,რანაირად...სრული სიგიჟე ხდებოდა იმ დღით გუმისთის ხეობაში.ყველა მხრიდან გაუხსნეს ცეცხლი.ყველა მხრიდან დაესივნენ სვავებივით.ჰაერში კვამლის სურნელი ტრიალებდა.გასროლილი ტყვიები ხმაურით ეხეთქებოდნენ ხის ქერქებს,ზოგიც საერთოდ სივრცეში იკარგებოდა.ასე გადაწყვიტეს იმ საღამოს ორივეს მოშორება.ვერ დააკლეს ვერაფერი თავისი იარაღით,ხეს ამოფარებულები ცდილობდნენ მათ დაფრთხობას და თავის დაღწევას,მაგრამ შეუძლებელი იყო.ზედმეტად ბევრნი იყვნენ გასაქცევად. მათზე სანადიროდ დაგეშილი ძაღლებივით გამოვარდნილიყვნენ და ცდილობდნენ შუაზე გაეგლიჯათ ყველა მათგანი.კიდევ ერთ აფხაზურ ომს მოესწრო ბარათელი... -ნაბი*ვრებო!-ისმოდა ნაცნობი კაცის სიტყვებიც.ღრიალებდნენ შორიდან და საპირისპირო მხრიდან ესროდნენ ბესლანს.მაინც დააგვაინეს... ხეებს შორის მიმოფანტული ადამიანები თავშესაფარს ეძებდნენ. ზოგი სქელი ღეროების უკან იმალებოდა, ზოგი მიწაზე იყო გაწოლილი. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებდა, ხოლო მშრალი ფოთლები ყოველი ნაბიჯისას შრიალებდა. -დამეი დრო მოვიდა დათმო სადავეები!-ხის უკან დამალულიყო კაცი და იქიდან ანთხევდა ბოღმას. -შე ნაბო*არო!-თავს ვერ იკავებდა ბაგრატი,მაგრამ მამა ჩაეჭიდა მკლავებზე და ვერ მოახერხა ახლოს მისვლა.გამაყრუებელი გასროლის ხმა გაისმა ისევ.არც ცხებოდა არცერთი მხარე. ექო მთის ფერდობებს ეჯახებოდა და ხმას მრავალჯერ აბრუნებდა უკან. შეუძლებელი ხდებოდა იმის გარკვევა, საიდან მოდიოდა საფრთხე. ფოთლები და წვრილი ტოტები ირხეოდა, მიწიდან მტვერი და ნამსხვრევები იფანტებოდა. დაძაბულობა ყველგან იგრძნობოდა,ჰაერშიც კი, თითქოს ტყე თავადაც ამ მძიმე დაპირისპირების მონაწილე გამხდარიყო. რამდენიმე წუთის შუალედით მივიდნენ დანარჩენებიც.განახლდა ტყვიების წვიმა და უმცირესობაში მყოფმა ბესლანმაც დრო იხელთა,თავისი ბიჭები მათ მიუგდო საჯიჯგნად და ხეებს მიღმა გაუჩინარდა.დაიჭირეს ყველა მათგანი.გააკავეს ადგილზე,მაგრამ სულ ტყუილად.ისინი უბრალოდ ლაქიები იყვნენ,მტერი კი გაქცეულა უკვე დიდი ხანია... ძლივს გამოიხედა თვალებიდან ოტიამ.მტკივან ადგილას მიიჭირა ხელი და დამეის დახედა.იქვე ჩაკეცილიყო ხის ძირში.ქერქზე სისხლის კვალი დაეტოვებინა.გახშირებულად სუნთქავდა და თვალებს მძიმედ ახამხამებდა.თითქოს გამოსცლოდა ენერგია.სულაც არ ჰქონდა ახლა ფეხზე ადგომის ძალა.არც საუბარი შეეძლო.სისხლს აფურთხებდა პირიდან... -დამეი?!-ასეთი ხმა არ გაუგონია მისგან არავის.მეგობარს გადახედა დაურმა.საშინლად გამოიყურებოდა.ოტიამ მიირბინა პირველმა.მიწისკენ მიიწევდა მისი სხეული.ხელი შეაშველა და ფრთხილად წამოაწვინა სველ ზედაპირზე.მასთან ჩაიმუხლა ყველა.ბიჭები ჯერ ისევ პერიმეტრს ამოწმებდნენ.-კარგად ხარ?-ჩაეკითხა სრულიად უადგილოდ. -ვკვდები დაურ.-სულ ოდნავ გაუღიმა მეგობარს.-ვგრძნობ როგორ შემეპარა სხეულში სისუსტე. -გაჩუმდი!-გააფრთხილა მეგობარი.-წამაყვანინეთ. -არა!-აუქნია ხელი გაჭირვებით.მასთან ჩამუხლულ ოტიას გადახედა და თითები შეძლებისდაგვარად მოუჭირა ხელზე.-დაეხმარეთ.-მიანიშნა ყველას მასზე.გასაგები იყო რაშიც უნდა დახმარებოდა.სოხუმს უტოვებდა ოტიას... -დამეი...-გული მოეწურა ასლანს.სულ არ უნდოდა ახლა მეგობრის გაშვება. -დამპირდი ოტია...-გადახედა ბიჭს.ასე ცხადად პირველად ნახეს მისი ცრემლები.გაიკვალეს მის სახეზე გზა და ყურისკენ ჩაცურდნენ ნელ-ნელა.მიხვდა ეს იყო მისი აღსასრული.აქ მთავრდებოდა მისი გზა და იწყებოდა ბარათელის.ახლა მისი პასუხისმგებლობა ხდებოდა ოჯახი,რომელიც გაჭირვებით მოიყვანა აქამდე... -გპირდები!-თავადაც არ იცის როგორ მოიკრიბა გამბედაობა ამის სათქმელად.მოუჭირა თავადაც ხელი.აგრძნობინა მისი სიახლოვე,მისი გვერდით ყოფნა...მიწა გაიჟღინთა იმ დღეს დამეის სისხლით.ხის ფესვებმა შეიწოვა წყალთან ერთად.მიწაზე დაცემულს,სხვა არაფერი უნდოდა ახლა,გარდა ოჯახის ნახვისა,რაც აღარ ეღირსებოდა.სამი ტყვია მოხვდა ზურგში.თავისი და ოტიას წილი.არ ნანობდა,არც ინანებდა...ზუსტად იცოდა ვის უტოვებდა ოჯახს და მშვიდად იყო... -მაპატიე...-შუბლით მიეყრდნო შუბლზე დაური.აკოცა თავზე მეგობარს.-გთხოვ მაპატიე. -არც გავბრაზებულვარ.-ძლივს ამოიხრიალა.ასლანს გადახედა რაღაცის სათქმელად და გაუშეშდა კიდეც თვალები.რუსის მიერ მოკლული ნახევრად ქართველი შთანთქა აფხაზეთის მიწამ. ცამ დაიტირა.მეგობრებმა კი წაიღეს მისი სულის ნაწილი...ვერ იჯერებდნენ,არც უნდოდათ დაჯერება...უსულოდ იწვა მათ წინ და ვერაფერს აკეთებდნენ... ქუდი მოიხადეს ბიჭებმა. ქედიც მოიხარეს უმალ ვეღარ დაიტიეს მთებმა თითქოს დაიხიეს უკან. ცამაც დაიტირა მამა, გულიც გაეგლიჯათ კაცებს. ერთად რომ დაიწყეს ლოცვა, თითქოს შვება მისცეს დამეს. ღმერთო რატომ სწირავ კეთილს? რატომ ამჯობინებ ბოროტს? რატომ დააობლე შვილი? რატომ დააქვრივე ცოლი? ამ დღის იქით შვილის თვალებს, აღარ დაუნახავს მთვარე ამ დღის მერე ცოლის თვალებს ბინდი გადაეკრა წამსვე. დაუსვენებიათ სახლში, პატივს მიაგებდნენ მასვე, თითქოს სულიც ჩაკვდა სახლში, თითქოს წაუღია თანვე... *** დერეფანში ისმოდა ნილას განწირული კივილი.ხმამაღლა მოსთქვამდა დილარაც,მაგრამ ბარათელს მხოლოდ საყვარელი ქალის ხმა ესმოდა.იცოდა რა რთული იყო მშობლის გარდაცვალება.როგორი მტკივნეული იყო და მისი ტკივილი ეტკინა წამსვე.საკუთარი ხომ არ ეყოფოდა,ახლა ნილასიც მისი იყო მთლიანად.ვერ იჯერებდა როგორ უცებ მოხდა ყველაფერი და როგორ ვერ შეძლო ვერაფრის გაკეთება.კადრებად იხსენებდა ყველაფერს,რაც მოხდა და მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა,რომ მან გადაარჩინა.ყველა ტყვია საკუთარივით მიიღო და მამაცურად შეეგება სიკვდილს.შეეძლო ოტიას ამის გაკეთება? მამის დაღუპვა მისთვისაც ძალიან მძიმე იყო.მიუხედავად პატარა ასაკისა,მაინც ბევრს მიხვდა და ძალიან ეტკინა.რომ მიხვდა აღარ დაბრუნდებოდა.აღარ მიეფერებოდა და აღარასდროს ექნებოდა მის სახლს ჭერი,გაეყინა ლამის სული და ყველაზე დაჩაგრულ ბავშვად გრძნობდა თავს,თუმცა მის გარდა იყო ლაზარე,რომელსაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა,უბრალოდ მას დედა მაინც ჰყავდა.ოტია კი ორი მშობლით დაობლდა... ძლივს მოასწრო გოგონამ მისი ჭრილობის გადახვევა,ისე უცებ გავარდა ოთახიდან როგორც კი ნილას ხმა გაიგონა.ატირებული მკერდზე აიკრო და მის დამშვიდებას ცდილობდა,მაგრამ ამაოდ.ისედაც ემოციურს,ახლა მშობლის დაღუპვა რომ დაემატა,სულ არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. -მამა!-რა თბილად ჟღერდა ეს სიტყვა,რუსულად ნათქვამიც კი...-არ დამტოვო გეხვეწები...-ძლივს მოაშორა სუდარა გადაფარებულ კაცს და ოთახიდანაც გაიყვანა.დილარა დატოვა მარტო.უფლება მისცა ქმარი ენახა ბოლოჯერ...დაემახსოვრებინა ასეთი,სანამ შეიცვლებოდა,გაუფერულდებოდა მისი სხეული...-მამა არ დამტოვო გეხვეწები!-მუხლებზე იდგა დერეფანში მასთან ერთად.სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს ამაოდ სწმენდდა.იმ საღამოს ვერაფერი დააშრობდა ნილას ცრემლებს. -პატარავ გთხოვ,შემომხედე.-ჩააცქერდა მის ამღვრეულ სფეროებს ბარათელი.-დამშვიდდი გთხოვ,გეხვეწები... -მამაჩემი მოკლა ოტია...-შუბლით მიეყრდნო მკერდზე.-მამაჩემი...ჩემი იმედი... -კარგად იქნება ყველაფერი,ვიცი როგორც გტკივა,მაგრამ უნდა გამაგრდე გესმის?დედას დაუდექი გვერდში ნილა,სჭირდები... -არ შემიძლია.-ძლივს ამოილაპარაკა.-მამაჩემის გარეშე არ შემიძლია... იქვე კუთხეში დაცემულიყო მუხლებზე დაური.ახლა რაღა აზრი ჰქონდა მის სიამაყეს?მის კაი კაცობას რა ფასი ჰქონდა?მოუკლეს მეგობარი,რომელთან ერთადაც მრავალი ომი მოიგო.რომელსაც არასოდეს მიუტოვებია... ასლანიც არ იღებდა ხმას,თითქოს გატეხილიყო შინაგანად,მაგრამ მზად იყო საომრად.შეეკრიბა უკვე ბიჭები.კვალში ედგნენ ბესლანს და იპოვნიდნენ კიდეც მალე.ბაგრატი დატოვა მათთან,დაურს მოკიდა ხელი და წაიყვანა.ბავშვები არ უნდა ჩარეულიყვნენ.ეს უფროსების ომი იყო.უფროსებს უნდა მოეგვარებინათ,მათ უნდა გაესვარათ ხელი... -არაუშავს ჩემო სიყვარულო.-უკანასკნელად შეეხო კაცის ტუჩებს დილარა.-წადი,არაფერია... -ნილა...-თავი მაღლა ააწევინა-ცუდად ხარ?-მკერდზე მიიჭირა გოგონამ ხელი,თითქოს ვერ სუნთქავდა.-ნილა მითხარი რამე... -ექიმი,დროზე!-დაიყვირა ბაგრატმა და გადახედა დერეფანში მოსიარულე ხალხს. -ნილა გთხოვ,ნუ მაშინებ...-ოდნავ შეარხია მისი სხეული.-პატარავ... -მამა...-სხეული მოუდუნდა წამსვე,თითქოს შეწყვიტა სუნთქვაც,თვალები დაეხუჭა და ჩაესვენა საყვარელი კაცის მკლავებში.უბრალოდ დასვენება სჭირდებოდა ახლა.ასე მარტივად ვერ მოინელებდა მამის სიკვდილს.ასე ვერ შეეგუებოდა... -ნილა...-საკაცეზე დააწვინა მაშინვე და გამოაცალეს კიდეც ხელიდან ექიმებმა.არ მისცეს ოთახში შესვლის უფლება,კართან დატოვეს და ხმაურით დახურეს კარიც.გაგიჟებას იყო.უხეშად დაარტყა კედელს მუშტი და შუბლით მიეყრდნო.მკლავის ტკივილი აგიჟებდა,შინაგანად აფორიაქებული იყო,გული ლამის საგულედან ამოუხტა და ახლა ეს...ლამის ჭკუიდან შეიშალა... -კარგად იქნება. -ძალიან გაუჭირდება ამის გადატანა.-მძიმედ გააქნია თავი.-როგორ გაიგეთ სად ვიყავით?ან რატომ მოხვედით?-ჩაეკითხა ბოლოს.გაახსენდა ყველაფერი ერთად. -იურიმ დაურეკა ნერსეს...დაცვის წევრმა ჩაუშვა და სოხუმიდანვე მოგყვებოდნენ. -იური ის არის? -ეგ არის.-დაეთანხმა მაშინვე.-ახლა ამას მთელი სოხუმი გაიგებს ოტია,რას აპირებ? -რა უნდა ვქნა?-გაკვირვებულმა გახედა. -ეს ყველაფერი ახლა შენია.-მშვიდად წამოიწყო.-ეს ოჯახი,რომელსაც უბედურება დაატყდა,შენ გაბარია ახლა. -რას ამბობ? -ნუ იქცევი ისე თითქოს არ იცოდე.-ხელი აიქნია კაცმა.-ხომ დაგიტოვა ყველაფერი? -ჰო.-ყრუდ ჩაილაპარაკა.სულ არ უფიქრია ამაზე. -ხალხს უნდა აჩვენო,რომ დამეის წილი შენია.ეს ყველაფერი უსწრაფესად უნდა მოგვარდეს,მაგრამ ნილას გარეშე ვერ იზამ. -ბაგრატ ვერაფერი გავიგე.-დაბნეული მიაჩერდა კაცს.-რა გინდა? -ცოლად უნდა მოიყვანო,თანაც სასწრაფოდ.-მიუგო მოურიდებლად.-ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ნახვა,რომ მიღებული ხარ მათ ოჯახში.ოფიციალური უნდა იყოს ყველაფერი და ასე მეტის უფლება გექნება.ასე დაიცავ ნილასაც,თორემ წაგართმევს იცოდე! -ვერავინ ვერ წამართმვს ნილას!-ბრაზისგან სხეული აუკანკალდა. -გათხოვილს ვერ წაიყვანს,სხვისი ცოლისთვის ხელის დაკარებას აქ არავის პატიობენ,ამიტომ გეუბნები ოტია.ხომ გიყვარს ისედაც?მასაც უყვარხარ და... -მამა დაეღუპა რამდენიმე საათის წინ ბიჭო!რა გინდა რომ ვუთხრა?წავედით დავქორწინდეთ სანამ დროა-მეთქი?-უხეშად მიუგდო კაცს. -ეს იცის ნილამაც,იცის დილარამაც,რომელიც ახლა ქმარს დასტირის.აზრზე მოდი და შენი ადგილი დაიკავე! -ნილას ასე არ მოვიყვან ცოლად,მინდა თავად გადაწყვიტოს რა უნდა და... -უნდა მოიყვანო!-ჩაერია დილარა.არსაიდან გამოჩნდა.-ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის.მისი დაცვა უნდა შეგეძლოს,ვერ დაიცავ თუ ამ ოჯახის ნაწილი ვერ იქნები.მის თავს არავის დავუთმობ გესმის?-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.-ჩემი შვილი უსაფრთხოდ უნდა იყოს ოტია! -ასეც იქნება,მაგრამ... -ქორწინებას გააფორმებთ როგორც კი დავკრძალავთ დამეის.-ღრად ჩაისუნთქა ჰაერი.ცრემლიც შეშრობოდა უკვე სახეზე.ცივი,მონაცრისფრო,მოთეთრო სფეროებით შეჰყურებდა კაცს.თითქოს წაიღო დამეიმ მისი სულის ნაწილიც,აღარაფერი დარჩენილიყო იმ ქალისგან,რომელიც დილას ნახა სახლის ეზოში.-სად არის ნილა?-ახლაღა გაანალიზა იქ რომ არ იყო. -აქ არის.-გაუღიმა გოგონამ.თავით ანიშნა ოთახზე.-დამამშვიდებელი მივეცით,სავარაუდოდ დილამდე ეძინება. -ასე ჯობია.-თავისთვის ჩაილაპარაკა და მობილური მოიმარჯვა.ახლა უნდა გაეგო რა გეგმა ჰქონდათ მეგობრებს... ყველაფერი თავზე ჩამოენგრა ბარათელს.იქნებ საერთოდ არ უნდა ჩასულიყო აფხაზეთში?იქნებ არასოდეს უნდა მიეწერა მისთვის?მაინც ძალით უნდა მოეყვანა ცოლად.კითხვასაც ვერ გაუბედავდა ახლა,ან რადროს ეს იყო?მხოლოდ ფურცელზე მოუწერდა ხელს და მორჩა? არ იმსახურებდა ნილა ასეთ მოპყრობას.მისთვის ბევრად მეტი ემეტებოდა ბარათელს. მის სარეცელთან გაატარა მთელი ღამე.თმაზე ეფერებოდა და თითქოს ამით ცდილობდა მისი შინაგანი ტკივილების წაღებას... *** „ხმაურიანი ქალაქი“-პირველი შთაბეჭდილება იყო თბილისზე.იწუწუნა აინამ,მაგრამ მაინც წაიყვანა ლაზარემ.ნელა მიაქროლებდა მანქანას ქალაქის ქუჩებში და ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებინებდა. ძველი თბილისით დაიწყო მათი ექსკურსია.ნარიყალა იხილა საკუთარი თვალით გოგონამ. ნახეს სამება,ის დიდებული მთაწმინდაც ნილას რომ ოცნებად ჰქონდა ქცეული... ძალით აჭამა საჭმელი,კაფე „ლოლიტა“-ში მიიყვანა და ყველაფერი გაასინჯა,რაც უყვარდა. მშვიდობის ხიდი,ქართლის დედა... როგორი დიდი და უცნაური იყო ეს ქალაქი...გადატვირთული ქუჩები,დაკავებული ადამიანები...ყველა სადღაც მიიჩქაროდა.არავის აინტერესებდა ვინ იყო,არავის ადარდებდა აინას არსებობა.ცოტა გაუჭირდა ამასთან შეჩვევა,მაგრამ გაპროტესტებას რა აზრი ჰქონდა? ყველა კუთხე აჩვენა,რომელიც კი შეეძლო.მთელი დღე ფეხით ატარა წვიმიან ქუჩებში და ლამის დაქანცული აიყვანა თბილისის ზღვაზე.ის დიდებული მონუმენტებიც აჩვენა,ისტორიას რომ ჰყვებოდა... როგორი საოცარი ხედი იშლებოდა,როგორ მოსწონდა,მაგრამ არ აღიარებდა გოგონა.ერიდებოდა მოწონება ქვეყნის,რომელსაც ვერ იტანდა მისი ოჯახი,ამიტომაც მთელ აღფრთოვანებას თავისთვის იტოვებდა და უბღვერდა ლაზარეს მაინც. ამდენი ქართული ბგერა არ მოუსმენია არასდროს.ამდენი სითბო არ უგრძვნია არავისგან... ხან სად შეიყვანა,ხან სად...რაღაცას ამბობდა ქართულად და მოხუცები იხუტებდნენ გულში გოგონას.ეფერებოდნენ,კოცნიდნენ... -როგორ გაგვახარე შვილო... -კეთილი იყოს შენი მობრძანება საზღვრის ამ მხარეს... ასეთი სიტყვებით ამკობდა ყველა.როგორც ლაზარემ აუხსნა აფხაზების სიყვარული რომ გვაქვს ჩანერგილი მაგის ბრალი იყო.ყველას უხაროდა თბილისში მობრძანებული აფხაზი,ქართველის გვერდით რომ დაიარებოდა ასე ამაყად. -საცოლეა ჩემი ბებო.-გაუღიმა ქალს.-აფხაზია. -ბებია გენაცვალოთ ორივეს.-გაუღიმა ქალმა და ჩაიკრა მკერდში მაშინვე.-ასეთი ბიჭის ხელიდან გაშვება არ იქნება ბებო.-გადაულაპარაკა რუსულად გოგონას.-რა კარგი ხარ,როგორი ლამაზი... -ხომ ვუხდებით? -ძალიან ბებო,ღმერთმა დაგლოცოთ!-ვარდიც აჩუქა თავის წილად ქალმა.პირჯვარი გადასახა.სულ სხვანაირი ეჩვენა ეს საქართველო.სულ სხვანაირი სიყვარულით ძგერდა მათი გული... -აბა მოგეწონა?-როგორც კი მონუმენტის თვალიერებას მორჩა უკან ამოუდგა ლაზარე. -არის რა.-მხრები აიჩეჩა. -არის რა,თუ ძალიან ლამაზია?-გაეღიმა ბიჭს.ქარისგან აწეწილი თმა გადაუწია სახიდან.-ნუ გერიდება იმის თქმა,რომ ლამაზია. -არის,მაგრამ სოხუმი ჯობია.-ჟაკეტი მჭიდროდ შემოიკრა მკერდზე და მანქანისკენ დაიძრა,თუმცა არ დაანება კაცმა. -სად მიდიხარ? -გავიყინე ლაზარე.-წვიმდა საშინლად იმ დღეს თბილისში. -აინა როგორ მიხარია ახლა აქ რომ ხარ იცი?-ცერით მიეფერა ლოყაზე.-შენ უნდა გესმოდეს რატომ მოხდა ეს ყველაფერი. -უკან დაბრუნება გადავწყვიტე და ამას ვერ გადამაფიქრებინებ,ტყუილად არ სცადო. -დარჩი ჩემთან,არ შეიძლება? -რა მინდა შენთან?-აიბზუა ცხვირი მაშინვე. -ძალიან ბევრჯერ რომ გაკოცო ეგ.-გაეცინა თავისივე ნათქვამზე. -იყოს მადლობა.-ხელი აიქნია და ისევ მანქანისკენ წავიდა,მაგრამ არ დაანება.მაჯაში ჩაავლო და მთელი სხეულით აიკრო ზედ.წელზე მოხვია ცალი ხელი რომ არ გაჰქცეოდა. -დარჩი,არ გინდა? -არა.-თავი გააქნია.-რა მინდა აქ? -მე მინდა რომ ჩემთან იყო. -ასე ეგოისტურად? -შენც ხომ გინდა,რატომ ჯიუტობ? -წავიდეთ რა. -მინდა რომ ჩემი იყო.-აკოცა ლოყაზე მოურიდებლად.-სულ ჩემი იყო და არ გაგიშვა არსად.თუნდაც მცემოს მამაშენმა,მაგასაც ავიტან... -ლაზარე... -რაღაც დამმართე,ნარკო*იკივით ხარ,სულ შენთან მინდა და ვერ გეშვები. -გეყოფა... -აქედან ვერ წახვალ შენს ნებაზე,ვერ გათხოვდები,ვერ მიმატოვებ ასე უბრალოდ გესმის?-შუბლით მიეყრდნო შუბლზე.-იყავი მხოლოდ ჩემი,არ შეიძლება? -რა გჭირს?-დაბნეულმა სცადა მისი მოშორება,მაგრამ საპასუხოდ შონია მის ტუჩებს წაეტანა გახელებით.როგორ ენატრებოდა...ერთი თვის წინ თქვა,რომ არ უყვარდა,მაგრამ ახლა? -აინა...-ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა მის ტუჩებთან. -გისმენ... -მგონი მიყვარხარ...-გაეცინა საკუთარ ნათქვამზე,გაეღიმა გოგონასაც. -წავიდეთ რა.-გააჟრჟოლა სიცივისგან. -მეტს არაფერს მეტყვი? -მგონის გარეშე რომ მეტყვი,შეიძლება.-გაუცინა მის წინ მდგომს და ამჯერად მართლა ჩაჯდა მანქანაში.ის იყო თავადაც მძღოლის ადგილი უნდა დაეკავებინა მესიჯი რომ მიუვიდა მობილურზე და ერთიანად გაქვავდა ადგილზე.ბაგრატისგან იყო... „პრობლემები იყო და დამეი მოკლეს,რთული სიტუაციაა,ცოტახანს აინას ყურადღება გადაატანინე და არაფერი უთხრა.“ ახალი თავისტკივილი გაჩნდა იმ ღამით.მოსვენება დაეკარგა შონიას.როგორ უნდა დაემალა ასეთი რამ?.. *** თამამად გაეღოთ იმ დღეს არშბების სახლის ჭიშკარი.ათასი ხალხი ირეოდა.ბევრი ტიროდა მის სიკვდილს,ბევრს უყვარდა დამეი,ბევრიც მოვალეობის მოხდის მიზნით მიდიოდა.ბევრი ვერ იგებდა რა მოხდა,კუთხეში ჩერდებოდნენ და ათას ისტორიას ისმენდნენ,რომელთაგან არცერთი იყო მართალი,გარდა იმისა,რომ ბესლანმა მოკლა დამეი. მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ნათესავებიც.აი მაშინ გაიაზრა ბარათელმა რამხელა ტვირთი გადავიდა მის მხრებზე.ნილას ვერ აქცევდა ყურადღებას.დედის გვერდით მჯდომს ცრემლი გაშრობოდა.თითქოს სულ სხვა ადამიანი იჯდა მის ადგილას.ყველა ემოცია გაეყინა და თვალები ზიზღის გარდა არაფერს ასხივებდა.ეს ყველაფერი იმ საუბრის ბრალი იყო,რომელიც წინა ღამით ნათესავებს ჰქონდათ.დაისვეს ეს პატარა გოგო და ათასი იდეით გამოუჭედეს თავი.ამაყად გეჭიროს თავი და ისე მოიქეცი ვითომ არ გეშინიაო,ისე მოიქეცი თითქოს ოტია უკვე გარკვეულია ყველაფერში და შეუძლია ამ ოჯახის მართვაო... თავისებურად კაცები დასტრიალებდნენ თავს ოტიას.ლამის მთელ დღეს კაბინეტში ატარებდნენ და დამეის მკვლელზე შურისძიებას გეგმავდნენ.ბაგრატი რომ არა ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა.იმდენ რამეს ითხოვდნენ,იმდენი რამ აინტერესებდათ... -შენ ხარ ოტია?-დაუდგა წინ შუახნის კაცი და აათვალიერა შავებში ჩაცმული. -ის არის ბიძია.-ხელი ჩამოართვა ბაგრატმა. -ვიქტორი.-გაუწოდა მარჯვენა ოტიას.შეაგება მანაც თავისი.-შენზე ყველაფერი კარგი მსმენია დამეისგან.იმედი მაქვს მართლა ასეთი ხარ ბიჭო. -ასეთია.-ჩააკერა სიტყვა დაურმა.ახლა აღარ ჰქონდა პროტესტს აზრი.აღარ შეეძლო დაღუპული მეგობრის წინ წასვლა.ახლა მხოლოდ ოტიას გვერდით უნდა მდგარიყო და დახმარებოდა ყველაფერში,ეს ხომ მისი უკანასკნელი სურვილი იყო... -ახლა რთული პერიოდი გვიდგას,საფრთხილოა ყველაფერი.კართან დაცვა რომ დააყენეთ ჭკვიანურია,ასეა საჭირო.ქალები და ბავშვები უნდა დავიცვათ. -განსაკუთრებით ნილა და დილარა.-ჩაერია ვლადი,როგორც თავად გაეცნო შორეული ნათესავი იყო. -მადინა და აინა რატომ გამოტოვე?-წარბი ასწია კაცმა.-აინა არ მინახავს,სად არის? -ავად არის,სახლში დარჩა.-იცრუა კაცმა.ვერ აუხსნიდა ვერავის მის ქართულ არდადეგებს. -გასაგებია.გაგრაში ჩემი ხალხი ჩავიდა,იქაურობასაც მიწასთან გაასწორებენ ვინმე თუ დამალავს ბესლანს. -სხვა გამოსავალი არ არის,უნდა მოკვდეს და თავისი ლაქიები გავყაროთ აფხაზეთიდან. -მოსკოვში მიგზავნი მაგათ?-ჩაეცინა ვიქტორს.-ყველას ჩავსვამ,თავისუფლად არ ივლის არცერთი. -შენ ბესლანზეც ეგრე თქვი,მაგრამ გამოუშვეს და გამოგეპარა მაგისი გამოსვლა.-ირონია არ დააკლო დაურმა. -რა გინდა დაურ?ახლა ვისაუბროთ მაგაზე? -რაც მინდა ის ვეღარ მოხდება!-თავი გააქნია მძიმედ.-ყველამ უნდა გაიგოს,რომ ოჯახი მარტო არ დარჩენილა და აწი ოტია უდგას სათავეში.-გაოგნებულმა გადახედა ყველას.სულაც არ ეხალისებოდა ეს მდგომარეობა. -ასე ჯობია.-გადაულაპარაკა ბაგრატმა. -ქორწინებასაც უნდა მივხედოთ,ასე ბევრად უსაფრთხოდ იქნება ნილა. -ესეიგი ცოლად მოგყავს?-ჩაერია სერგეი.დასანახად ვერ იტანდა ოტია. -ვიცი მისი ცოლად მოყვანა გქონდა განზრახული,მაგრამ დაივიწყე!-კბილებში გამოსცრა კაცს ყველას თვალწინ.-არასოდეს გაბედო მისთვის ზედმეტად შეხედვაც კი. -სხვის ქალებს არ ვეხებით ოტია,დამშვიდდი.-თავი დაუქნია კაცმა.-ამაზე მე დამეიც მესაუბრა,ჩათვალე არაფერი ყოფილა და იცოდე რომ გვერდში გიდგავარ.სოხუმი ოთხ ნაწილად არის გაყოფილი.ეს ოთხი მხარე თუ არ გაერთიანდება,არაფერი გამოვა და დავკარგავთ სადავეებს.ახლა ომის დრო არ არის,დაე იყოს მშვიდობა ჩვენს შორის.-გაუწოდა ხელი.ბაგრატს გადახედა დაბნეულმა,რომელმაც თავის დაქნევით ანიშნა რაღაც და მანაც ჩამოართვა მაშინვე.ახლა მათი ოჯახის გვერდში დგომა მნიშვნელოვანი იქნებოდა. -რას აპირებ ახლა?-აივანზე გავიდნენ ოჯახის წევრები.სიგარეტს გაუკიდა ნერვიულად ბარათელმა.ნეტავ ახლა ლაზარე ჰყოლოდა გვერდით... -მე ამ ყველაფერში ახალი ვარ,არაფერი ვიცი იმაზე თუ რას აკეთებთ და... -ვიცი ბიჭო,დამშვიდდი.-მხარზე მოუსვა ხელი ვიქტორმა.-მაგიტომ ვართ ჩვენ აქ.დამეიმ მითხრა რომ სხვანაირი ხარ,ქართველი კაცის ოჯახში შემოშვებას დიდი გამბედაობა უნდა,სხვა დროს ალბათ გავაპროტესტებდი,მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს და რაც მთხოვა ის უნდა შევასრულო.შენი კაი კაცობა კი დროსთან ერთად გამოიცდება. -მე არავის არ მოვკლავ,იარაღიც რომ მომაბჯინოთ შუბლზე ხელებს არ გავისვრი არავისი სისხლით.-კატეგორიული იყო ბარათელი. -ამდენი კაცი ვართ და როგორმე უშენოდ მოვკლავთ რამდენიმეს.-გაეცინა სრულიად უადგილოდ.რა მარტივი იყო კაცის მოკვლა მათთვის...თანაც არანაირი სასჯელი არ არსებობდა.ფულს იხდიდი და შენი სინდისიც სუფთავდებოდა... -ნერსე გზაშია უკვე,მითხრა რომ დაგვეხმარება როგორც შეეძლება.იურისგან რამეს გაიგებს თუ არა გავალთ და მოვკლავთ. -ნერსე ის არის არა?-ჩაფიქრდა წამით.-ოჩამჩირის ბატონი. -ეგრე არ დაუძახო,არ უყვარს. -გამიგია მისი ამბები მეც,კარგი და სამართლიანი კაციაო,ასეა? -ასეა.-დაემოწმა ბაგრატი.დილარამ შეაღო კარი.მოთვალიერა ოთახი და აივანზე როგორც კი დაინახა ოჯახის წევრები მაშინვე იქით მიაშურა.ცოცხალმკვდარი დადიოდა.აღარ უბრწყინავდა ლურჯი თვალები და აღარც სახე უნათოდა. -ხომ კარგად ხარ?-მიეფერა მაშინვე ვიქტორი.შეათვალიერა მისი განადგურებული სხეული. -რას აპირებთ?-ეს იკითხა მხოლოდ. -ვლაპარაკობთ კაცები ამაზე,ვიზრუნებთ და შენ ნუ ნერვიულობ. -უნდა მოკვდეს!-ზიზღით ამოილაპარაკა მაშინვე.-ნილას დაურეკა,ახლოს ვარ და შენთან მოვდივარო.-მაშინვე სმენად გადაიქცა ბარათელი.ვერ აიტანა ვერცერთი სიტყვა ნილას მიმართ ნათქვამი.-ოტია...-გადმოხედა ბიჭს.-შენ თუ მზად ხარ,საბუთებს მოიტანენ და ქორწინებას გააფორმებთ,მერე ამ ოჯახის თავი იქნები.თუ არა,თუ მზად არ ხარ ნილას ცოლად მოსაყვანად,ამ ოჯახის საყრდენად ყოფნა თუ არ შეგიძლია,წადი ახლავე და აღარასდროს დაბრუნდე აფხაზეთში.თუ ისევ თვლი რომ ეს შენი ომი არ არის,თუ ფიქრობ რომ ნილას აქედან წაიყვან და ბედნიერად იცხოვრებთ სადმე,წადი და აღარ დაბრუნდე.დამეი შენ გენდობოდა,მაგრამ მე მირჩევნია წახვიდე,თუ ვიცი რომ არ ხარ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის.-ვერაფერი მოიფიქრა სათქმელად.გატეხილ ქალს ვერ დაამშვიდებდა ვერაფრით.გაიწია მისკენ,წინ დაუდგა და წამით ჩააცქერდა იმ თვალებს ნილას რომ ჰქონდა საჩუქრად.ახლა ორივეს ერთი ზიზღი ჰქონდა თვალებში.ერთნაირად დაეკარგათ ვარსკვლავები მათ სფეროებს.მისი ოჯახი იყო,მას უნდა მიეხედა ორივესთვის ახლა.ორი ქალი უსახსოვრა დამეიმ,ორივე ყველაფერზე ძვირფასი და ასეთი ძვირფასი უნდა ყოფილიყო ახლა ორივე მისთვისაც. -იმას გავაკეთებ,რაც საჭირო იქნება და მე არასდროს დავუთმობ ნილას თავს არავის.-შუბლზე აკოცა ქალს და მიიხუტა მკერდზე.ძალიან თბილი და ძალიან უცხო სანახავი იყო.თითქოს მოდუნდა ქალის სხეულიც.იგრძნო რომ საყრდენი ჰქონდა მის ოჯახს.იგრძნო სახურავი არ მოსცილებია მის სახლს და წვიმა ვერას დააკლებდა არშბების კერას.მიხვდა რატომ ენდობოდა ასე ძალიან დამეი.იმ წამს ისწავლა მისი ნდობა ქალმაც.იცოდა იმედს არ გაუცრუებდა და ყველაფერს ისე გაუძღვებოდა,რომ არ შეებღალა დამეის სახელი არასოდეს. -ნილამ იცის ქორწინების ამბავი,ამაზე ნერვიულობა არ მოგიწევს. -მასთან ლაპარაკი მინდა.მაინტერესებს რას ფიქრობს და... -ახლა ამის დრო არ არის,არც მის აზრს აქვს დიდი მნიშვნელობა.-გააწყვეტინა ვიქტორმა და მიიპყრო კიდეც ოტიას ყურადღება. -რას მეუბნები ახლა რომ არ აქვს მნიშვნელობა ნილას ჩემი ცოლობა უნდა თუ არა?-დაეჭიმა მთელი სხეული ბარათელს. -ასეა საჭირო,ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. -მე მას დაველაპარაკები.გავიგებ რას ფიქრობს და ამის მიხედვით მოხდება ყველაფერი.ახლავე წავალ,რადგან მერე დაზაფრავთ თქვენი საუბრით და არ მინდა ზეწოლით მიიღოს გადაწყვეტილება. -ახლა ამის დრო არ არის ბიჭო! -ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის!-გამოსცრა კაცს კბილებში. -ოთახშია.-სიტყვა დააწია კართან მისულს დილარამ და მიუბრუნდა ვიქტორს.-დაანებე თავი,ახლა ის მხოლოდ ნილაზე დარდობს. -უყვარს ძალიან.-ჩაეღიმა კაცს.-კარგად იქნება ყველაფერი ხომ იცი? -კარგად არ იქნება არაფერი დამეის გარეშე,მაგრამ შევეგუებით.-იქვე ჩამოჯდა ქალი.აბობოქრებულიყო ზღვა.ეს უბედურება საერთო იყო მთელი სოხუმისთვის და სოხუმის წილი ზღვაც განიცდიდა თავისებურად... *** კიბეები აიარა ბარათელმა და რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე.ხმა არ გაუცია ნილას,მაგრამ შეაღო კარი და შეაბიჯა მაინც დაუკითხავად.ღმერთო რა ცუდად გამოიყურებოდა...გული შუაზე ეგლიჯებოდა ბარათელს... -ნილა...-წამოიწყო ყოყმანით.ყველა გრძნობა ჩაატია ამ სახელში.საწოლზე იჯდა და ხელში ფოტოსურათი ეჭირა.მამასთან ერთად იყო ზღვის ნაპირზე.მის კისერზე იჯდა და ნაყინს აჭმევდა კაცს.რა ბედნიერი იყო მაშინ... -როგორ ძლებ ოტია?-სურათისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა.ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი შეიმშრალა,თითქოს ემოციების დამალვას ცდილობა. -ეჩვევა ადამიანი ყველაფერს.-მიუჯდა გვერდით მაშინვე.არ იცოდა როგორ უნდა დახმარებოდა და ეს აგიჟებდა ყველაზე მეტად. -როგორ უნდა მივეჩვიო ამ სიცარიელეს?-ცივად გაეღიმა.-ყოველთვის ასეთი არ ყოფილა მამაჩემი.სულ ცივი კი არ იყო...მეც ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა.მასთან ერთად ვატარებდი დროს.სანაპიროზე დავყავდი.ერთად ვჭამდით ნაყინს იქამდე,სანამ ყელი არ ამტკივდებოდა.ბიჭი არ ჰყავდა,ამიტომ ფეხბურთსაც მე მეთამაშებოდა.სხვა არ იცოდა არაფერი.აბა თოჯინებით თამაშის ერიდებოდა...ეზოში კალათბურთის ფარი გააკეთა.მაგასაც მასწავლიდა ხშირად.ცურვა...ცურვის მეშინოდა ყოველთვის,ერთადერთი იყო,რაც ვერ მასწავლა...ჩემი ცრემლები იცი როგორ ეძვირფასებოდა?გული სტკიოდა როცა ვტიროდი.ჩემს გამო ძალიან ბევრ რამეზე თქვა უარი,ბევრს გადაწყვეტილება შეცვალა,ბევრ დათმობაზე წავიდა...მე ასე არავის ვეყვარები ოტია... -ძალიან ცდები ნილა.-სურათი გამოართვა და გვერდით გადადო.-მამის დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს ვერ ამოგივსებ,მაგრამ მე ვიქნები შენი სახლი,შენი ოჯახი...მე გაგითვალისწინებ ყველგან და ყოველთვის.შენ იცი როგორი ძლიერია ჩემი შენდამი სიყვარული.-აკოცა ორივე ხელის გულზე მაშინვე.-შენი ტკივილი მე ორმაგად მტკივა ნილა.როცა ვერ გეხმარები,ვერაფერს ვაკეთებ შენნთვის...მტკივა შენი ამბავი და შენი ცრემლები...არ მემეტები ამ ტკივილისთვის,ამ ცხოვრებისთვის,მაგრამ არაფერი შემიძლია...-ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ცერით შეუმშრალა მაშინვე.-არ ვიცი რა დაგემართა,მაგრამ ნუ ექცევი ასე შენს თავს,ტირილი სისუსტე არ არის,მამა დაკარგე და ბუნებრივია რომ განიცდი.ნუ მალავ ტკივილს ნილა.ხალხი ვერასდროს გაიგებს შენს განცდებს და ვისაც არ უნდა დაერიგებინა,რომ არ უნდა გეტირა,არ არის მართალი. -ახლა ძლიერი უნდა ვიყო,ოჯახს ასე სჭირდება ოტია. -ოჯახს,რაც სჭირდება მე გავაკეთებ.შენ იგლოვე მამა ისე,როგორც შენს სულს სჭირდება.-ცერით მიეფერა ლოყაზე.ჩააცქერდა მის გაუფერულებულ სფეროებს.-მე ვარ შენი ოჯახი ნილა.მე შემიძლია ყველაფერი შენთვის და მინდა რომ მენდო,მინდა ჩემი იმედი გქონდეს. -შენი იმედი სულ მაქვს.-აკოცა მის ტუჩებს მსუბუქად.თითებით მიეფერა ყველგან.იმ ნაიარევზეც თვალთან რომ ჰქონდა და გაუხსნა პერანგის რამდენიმე ღილი.გაკვირვებული ადევნებდა მის ყველა მოძრაობას თვალს.გადახვეულ ჭრილობაზეც გადაატარა თითები.ლავიწის ძვალთან ახლოს ჰქონდა ჭრილობა.-მაპატიე ყველფერი კარგი?-აკოცა მის ჭრილობასაც.დააწვეთა თავისი წილი ტკივილი მის მხრებსაც.-მაპატიე რაც დაგემართა გთხოვ.ნეტავ საერთოდ არ.... -არ თქვა.-თითები მიაფარა მის ტუჩებს.-არ გაბედო ამის თქმა! -ოტია... -მე გააზრებული მაქვს ყველაფერი,ნილა.ჩემი ყველა არჩევანი,ჩემი ყველა ნაბიჯი...ათასჯერ რომ დამაბრუნა უკან,რომ ვიცოდე წინ რა მელოდება,ათასჯერვე ავირჩევდი ამ გზას,რადგან შენამდე მომიყვანდა.არ გამიბედო ამ ყველაფრის თქმა არასოდეს,ნუ მკრავ ხელს იმის გამო,რომ რთული პერიოდი გვაქვს ორივეს და ბევრის გადატანა მოგვიწია. -ეს ყველაფერი ჩემი ბრალია ოტია...ის საქართველოც ახლა აქ რომ აღარ ამშვენებს შენს ხელს.-თითები გაადაატარა ნაიარევზე.-ესეც... -ჩემი არჩევანი იყო ეს ყველაფერი.შენი სიყვარული,შენს გვერდით ყოფნა ნილა...მე არ ვნანობ არაფერს,არ მადარდებს,თუნდაც მოვკვდე ახლავე. -შენს სიკვდილს ვერ გადავიტან ოტია.-მკერდზე მიაყრდნო თავი.-გთხოვ ოღონდ ეგ არ მითხრა. -მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო ნილა,შენი ადამიანი ვიყო,ის ვისაც დაეყრდნობი,ვინც შენი იმედი იქნება ამ ბინძურ სამყაროში. -ახლა ყველაფერი შეიცვლება ოტია...ვიცი ქორწინების ამბავი,ვიცი ყველაფერი,რაც თავს დაგატყდება...ვერ გაუძღვები ამ ოჯახს სისხლის გარეშე. -მე არასოდეს ვიქნები მათნაირი ნილა.-თმაზე აკოცა რამდენჯერმე.-არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს,რაც შენ გულს გატკენს,გაგანაწყენებს...ხომ იცი რომ სხვანაირი ვარ?ხომ იცი რომ არასოდეს ვიქნები ის კაცი,რომელსაც გვერდით ვერ დაიყენებ?რომლისაც შეგრცხვება და მოგერიდება? -ოტია... -ყველაზე წმინდა რამ ხარ ჩემთვის ნილა...შენი თავი რომ დავიმახურო,ყველა ჩემი ქცევა უნდა გავაკონტროლო,მართალი უნდა ვიყო საკუთარ თავთან და ღმერთთან,რომ მართალი ვიყო შენთან და შემეძლოს შენს გვერდით ყოფნა.არასოდეს არაფერს გავაკეთებ ცუდს,გესმის? -მესმის.-ამღვრეული თვალებით მიაჩერდა კაცს.თითქოს უბრუნდებოდა ის სხივები მის თვალებს. -ეს ქორწინებაც ნილა,შენ თუ არ გინდა,შენ თუ მზად არ ხარ,არ შედგება.სხვანაირად წარმოგედგინა ყველაფერი ვიცი.მეც სხვანაირად მინდოდა შენთვის...არ მინდა ოჯახის გამო დამთანხმდე,არ მინდა ძალით იყო ჩემთან.რომ გიყვარვარ ვიცი,მაგრამ ოჯახის შესაქმნელად საკმარისი არ არის.მინდა გინდოდეს ჩემთან ყოფნა ისე,როგორც მე მინდა შენთან.მინდა ამ ყველაფერზე სხვების გარეშე დაფიქრდე.იცოდე თუ უარს მეტყვი და მზად არ ხარ,მე არსად წავალ,მაინც შენთან ვიქნები და ზუსტად ისე იქნება ყველაფერი,როგორც მანამდე.დაგელოდები იქამდე,სანამ თავად არ მოხვალ ჩემამდე.თუნდაც წლები დაგჭირდეს მოსაფიქრებლად,მე ეგ წლებიც მემეტება შენთვის.მიყვარხარ და არ ვაპირებ დანებებას.მე აუცილებლად მექნება ოჯახი შენთან.აუცილებლად შეგისრულებ ყველა პირობას,რომელიც მოგეცი.უბრალოდ იცოდე,რომ აქ ვარ.-ჯიბიდან ბეჭდის ყუთი ამოიღო,გახსნა და ტუმბოზე დადო.-მე შენთვის ნებისმიერი ბეჭდის ყიდვა შემიძლია,ნებისმიერით შემიძლია გთხოვო ხელი,მაგრამ ამაზე ძვირფასი არ იქნება არცერთი,რადგან დედაჩემი ატარებდა ამას,ბარათელების საგვარეულო ბეჭედია და მინდა შენ გქონდეს,როცა მზად იქნები.-სუსტი ნათების ფონზე ბრჭყვიალებდა ლურჯი ქვა.მისი თვალებივით ანათებდა იმ წამს.საფირონივით ბზინავდა ორივე.ისეთი ლამაზი იყო,ისეთი დახვეწილი... უნებურად გაეღიმა გოგონას.არ იყო ამის დრო,მაგრამ ყველა სიტყვა გულზე მალამოსავით მოედო.ისეთი სხვანაირი იყო იმ წამს ოტია.სულ სხვა თვალით დაინახა.სულ სხვა კაცი იყო მისთვის ახლა.-მიყვარხარ ნილა,სულ გახსოვდეს.-შუბლზე მიაკრო ხანგრძლივად ტუჩები და ფეხზე წამოდგა.-ქვემოთ ჩავალ,დედაშენსაც დავხედავ,თუ არ ჩამოხვალ ცოტახანში ისევ ამოვალ კარგი? -კარგი.-გაუღიმა სულ ოდნავ და ოთახიდან გასულს თვალი გააყოლა. *** ერთმანეთში აირია ხალხი.არ წყდებოდა მათი ნაკადი.დილარა გადაქანცული იყო.ემოციები არ ჰყოფნიდა?ახლა ხალხიც დაემატა,ყველა მხრიდან რაღაცას უჩიჩინებდნენ,ათასი კაცის ხმა ესმოდა ერთდროულად.არ იყო ამ ყველაფრისთვის მზად,მაგრამ ნილა ედგა გვერდში.ორივეს ერთად კი ოტია.უყურებდა როგორ ზრუნავდა მასზე,როგორ აძალებდა ჭამას.საკუთარი ხელით აჰქონდა ხან ოთახში მისთვის საჭმელი.ყოველი წამი უფრო მეტად უმყარებდა ნდობას ამ ქართველის მიმართ. -შანსი რომ მქონდეს თავიდან შეგიყვარო,თავიდან გავიარო ეს ცხოვრება შენთან ერთად,ისევ ამას ავირჩევდი დამეი.-შუბლით მიყრდნობოდა პატარა მინას და ასე ესაუბრებოდა ქმარს.ბოლო ღამე იყო სახლში.ბოლოჯერ იყო ეს სახლი ასეთი სავსე,მაგრამ თან ცარიელი.-შენი სიყვარული ყველაზე სწორი რამ იყო ამ ქვეყანაზე,რაც გამიკეთებია...იცი როგორ მაკლიხარ?არ შემიძლია უშენოდ...არ მინდა უშენოდ გათენებული დილა,მაგრამ ნილას ვერ მივატოვებ.არ შემიძლია მისთვის ზედმეტი ტვირთის დამატება...რატომ დამეი?რატომ არ შეგვეძლო მშვდად გვეცხოვრა?არ დავიმსახურეთ?-აეტირა მაინც.მარტო დარჩენილს თითქოს სიცივემ დაუარა მთელს სხეულში.-ვეღარ ნახავ გაზაფხულის მოსვლას ასე რომ გიყვარს...ვერ ნახავ შვილის ბედნიერებას ასე რომ ელოდი...ვერც იმას ნახავ მისი შვილები რომ ირბენენ ამ სახლში...ეჰ...ოტია ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო და ამით მაინც იყავი მშვიდად...არ დატოვებს ნილას,არ გააწბილებს...ყველანაირ არჩევანს აძლევს,რომელიც ნილას სჭირდება,აქვს ის თავისუფლება,რომელიც სულ უნდოდა.მისი სული ოტიასთან მშვიდად არის დამეი...-შეაღო გოგონამ კარი.არ დააცადა დედას მარტო ყოფნა.უნდოდა დამშვიდობებოდა მასთან ერთად.მიუჯდა გვერდით.შეუმშრალა სახიდან ცრემლები.გაიბრწყინა მის თითზე უცხო სხეულმა.გაკვირვებული მიაჩერდა ქალი,მაგრამ არ დააცადა საუბარი. -ნახე მა.-აუწია ხელი და დაანახა კაცს ბეჭედი.-სიყვარულით ვთხოვდები.ასე მივიღე გადაწყვეტილება და იმ კაცს მივყვები ცოლად,რომელსაც საკუთარ სიცოცხლესაც კი ვანდობ.შენც ენდობოდი,შენც პატივს სცემდი და ვიცი კმაყოფილი იქნები ახლა.-გადაუსვა თითები მინას.-მშვიდად განისვენე მა.მიხედავს ოტია ჩვენს ოჯახს... -თხოვდები დედი?-უცნაურად შეხედა დედამ. -მთხოვა როცა მზად ვიქნებოდი მაშინ გამეკეთებინა ეს ბეჭედი.-გაუღიმა დედას.-მზად ვარ მისი ცოლი ვიყო,მის გვერდით დავბერდე...მიყვარს დედა... -მასაც ძალიან უყვარხარ.-მიეფერა შვილს,მიიხუტა მაშინვე გულზე.რა უცნაური გრძნობა იყო,მარტო დარჩებოდა მალე.გაუფრინდებოდა გოგონა და ამ უზარმაზარ სახლში არავინ იქნებოდა მის გარდა...ახლიდან მოეძალა ცრემლები.ძალიან რთული იყო მისთვის... ფანჯრიდან უყურებდა ყველაფერს ბარათელი,ყველაფერი ესმოდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.ახლა ნილა რომ წაეყვანა,უბედური იქნებოდა ყველგან,სადაც წავიდოდნენ.უნდა დარჩენილიყო?მაგრამ უნდოდა ეს დილარას?უნდოდა მისი ნახვა ამ სახლში?ერიდებოდა სხვისი ადგილის დაკავება,არც იმსახურებდა ასე თვლიდა.ამიტომაც უჭირდა ასე ძალიან. ამავდროულად შვებით ამოისუნთქა ნილას თითზე იმ ბეჭდის დანახვისას.თითქოს სრულიად სხვა და ახალი იგრძნო რაღაც.უცნაური იყო ყველაფერი,მაგრამ ბედნიერი იყო ძალიან. -რა განერვიულებს ასე?-ჩამოჯდა მის გვერდით ბაგრატი.ერთ ღერს გაუკიდა თვითონაც. -ხვალ დამარხავენ,მერე მართლა აღარაფერი დარჩება ამ სახლში. -მერე? -რა ვქნა ბაგრატ? -დამეის ადგილის დაკავება ადვილი არ იქნება.-დაიწყო ახსნა.-მაგრამ არ უნდა ინერვიულო,რადგან დილარამ მიგიღო.მან იცის რომ ახლა შენ ხარ მის მაგივრად,ასლანი გიდგას გვერდში,მე თავისთავად და მამაჩემიც კი გაფარებს ხელს.არ არის ეს ცხოვრება მარტივი,მაგრამ არც ისეთი რთულია,რომ გაგიჭირდეს.დამიჯერე ყველაფერი წარმავალია,ეს ტკივილიც და დარდიც.მალე მიგიღებს ხალხიც,პატივს გცემენ და... -არ მინდა მე მაგათი პატივისცემა.მე მინდა რომ ნილამ მშვიდად ისუნთქოს. -ამ ოჯახში შემოსვლა რადგან გადაწყვიტე,უნდა იცოდე რომ უკან ვერ წახვალ.ნერსეს ვესაუბრე,საბუთებს გაგიკეთებს,რომ დარჩენა შეძლო.აქაურობის ნაწილი ხარ უკვე,აქაურობას ეკუთვნი,დაივიწყე იქ სადღაც რომ არსებობს ენგური.ბევრის დათმობა გიწევს მისი სიყვარულისთვის,მაგრამ ხომ იცი რომ ღირს? -მეშინია რამე არ შემეშალოს ბაგრატ.-გაანდო თავისი შინაგანი ფორიაქის მიზეზი.-აქ ყველაფერი სხვანაირად არის.ყველაფერს იარაღით აგვარებთ.ხელების გასვრა რომ მომიწიოს?აღარასდროს შემომხედავს,აღარასდროს ენდომება ჩემს გვერდით ყოფნა... -შენი სინდისის ხმას მოუსმინე ოტია,არასოდეს მისცე ძალაუფლებას შესაძლებლობა,რომ დაგიმონოს.გახსოვდეს ვინ ხარ,საიდან დაიწყე და სად გინდა რომ დაამთავრო.გახსოვდეს ყოველი დღის ბოლოს მართალი რომ უნდა იყო ნილასთან. -რომ ვერ ვიყო? -გაგამართლებ.-გაეცინა კაცს.-ასე გაშინებს მასთან ყოფნა? -მე მისი იმედგაცრუებული თვალები მაშინებს მხოლოდ. -ხოდა არ გახდე მაგის მიზეზი. -რომ გავხდე? -მაგაზე მერე იფიქრე ოტია,წინასწარ რატომ დარდობ? -ლაზარე რომ იყოს აქ,უფრო მარტივად იქნებოდა... -გინდა მოკლას მამაჩემმა? -მაგას დავაბრუნებ აქ,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როცა ბესლანს ვიპოვნით.-ჰაერი გააპო კაცის ცივმა ხმამ.მიუახლოვდა ბიჭებს,ჩამოჯდა იქვე.-აინას გაპარებას ვერ გამიმართლებს ვერავინ,მაგრამ იქ არ დარჩება.დავაბრუნებ როგორც კი ბესლანს ვიპოვნი და ჩავაძაღლებ,მანამდე უთხარი დარჩეს და ისიამოვნოს ქართული არდადეგებით. -მერე რისთვის დააბრუნებ,რომ გაათხოვო?-ისევ გაბრაზებული იყო მამაზე.ისევ ეურჩებოდა. -აინა სახლში უნდა იყოს,ოჯახთან.-მოუჭრა მოკლედ.-არაფერს დავაძალებ,გაჰყვეს იმას,ვისაც უნდა. -თუნდაც ქართველს?-ჩააკერა სიტყვა ოტიამ. -იყოს ქართველი,თუ ეყვარება აინას.-დანანებით გააქნია თავი.-გგონია ვერ მივხვდი?მე დიდი ხანია მაგათი ამბავი ვიცი,მაგრამ არ მინდოდა.დამადანაშაულებ რომ არ მინდა ქართველი სიძე?მეგონა მიხვდებოდა აინა,მაგრამ სიჯიუტე და სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა მისი. -ესეიგი მიიღებ ლაზარეს?-მაინც ჩაეკითხა ბარათელი. -დამეიმ შენ დაგტოვა აქაურობის პატრონად.ქართველი ხარ,მაგრამ ღირსეული.ალბათ ერთეული ქართველები ხართ დაჯილდოვებული ღირსებით და გამბედაობით.ასეთია ისიც,მეორე.-გაეღიმა სულ ოდნავ.-შვილი წამგლიჯა ხელიდან,მიუხედავად იმისა იცოდა,რომ არ ჩაივლიდა უკვალოდ ყველაფერი.შეუთვალეს იქაც ჩემი სათქმელი და მაინც არ გატყდა,არ დამიბრუნდა უკან.განა ვერ მივხვდი,რომ აინა უყვარს. -მაშინ რატომ ათხოვებდი? -შიში.-გაუკიდა ერთ ღერს კაცმა.-მე მისი უსაფრთხოება მინდოდა,მაგრამ არ გამოვა ასე.ძმა დაიცავს,რომელიც მამას გადაუდგა წინ,ყველა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და გააპარა საკუთარი და სხვა მიწაზე.მტრის მიწაზე,სადღაც უპატრონოდ...მისი თავი ჩააბარა ქართველს,რადგან იცოდა მისი სიყვარული იყო ძლიერი.მე მეტის დაკარგვას ვერ გადავიტან,როცა ყველაფერი მორჩება აინას დავაბრუნებ,ლაზარეს თუ ენდომება დიდია სოხუმი,იცხოვროს სადაც უნდა.ბაგრატი გააგრძელებს ჩემს მემკვიდრეობას.-შვილს გახედა თბილი თვალებით,მოერიდა თავისი საქციელის ძალიან.-თუ ეს ენდომება და წყენა არ ჩაიტოვა გულში...მე მინდა ის იყოს ჩემი გვარის გამგრძელებელი.მაინც,ამ ყველაფრის მერეც კი მასაც ქართველი ქალი ჩავარდნია გულში.-არ მოაშორა მზერა.-ესეც ქართველს მომიყვანს სახლში და ალბათ ერთ პარტია გულის შეტევას გავუძლებ. -საიდან იცი ეს ყველაფერი? -მე ყველაფერი ვიცი,ყოველთვის.-ამაყად განუცხადა შვილს და ფეხზე წამოდგა.-დაბრუნდი სახლში.-თვალებით მიეფერა კაცი.-აი შენ კი.-მხარზე ხელი დაჰკრა ოტიას.-ნილას და დილარას გაუფრთხილდი.საყვარელი ქალის ოჯახი გაბარია ახლა,არ გააწბილო...-ზურგი აქცია ორივეს,თითქოს დაამშვიდა ორივეს სული.იმ ღამეს ისევ უჭირდა სუნთქვა სოხუმს.იქით,საზღვარს მიღმა,აინა ვერ სუნთქავდა,ვერ იძინებდა...ცრემლი ახრჩობდა დამეის გარდაცვალების გამო.იმის გამო,რომ არ იყო აქ,ვერ ამშვიდებდა ნილას,ვერ დაუდგა ოჯახს გვერდით... დაურეკა ძმამ,თითქოს თავისი წილი ჰაერი გაუგზავნა დას.აცნობა მამის სიტყვები.მიახვედრა რომ აპატია და როცა ყველაფერი მორჩებოდა სახლშიც დაბრუნდებოდა.ასე უფრო მარტივი იყო,როცა იცოდა მამას არ სძულდა და სოხუმი ისევ მისი სახლი იყო...უნდოდა ლაზარესთან ყოფნა,მაგრამ არ დატოვებდა ოჯახს,ლაზარეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება რა უნდოდა საბოლოოდ.როცა დრო მოვიდოდა სად იცხოვრებდა და დაუდგებოდა თუ არა გვერდში მის ოჯახს... თედო...თედო მამასავით იყო.ახლაც კი,დივანზე მჯდომს ეფერებოდა თმაზე.ამშვიდებდა და არწმუნებდა რომ ყველაფერი კარგა იქნებოდა,თუმცა თავად არ სჯეროდა ამის.ოტიაზე ნერვიულობდა,იცოდა,მიხვდა აღარ დაბრუნდებოდა...გაეცნო სიტუაციას და გაანალიზა ყველა გზა მოიჭრა უკან დასაბრუნებელი...თავისი გზა იპოვნა და გამოემშვიდობა თბილისს... ამ გზას ადგა ლაზარეც.არაფერს ამბობდა,მაგრამ ეს სიჩუმე თითქოს ანგრევდა კედლებს მის ირგვლივ.ის მზერა,რომელსაც აინასთვის იმეტებდა,საკმარისი იყო თედოსთვის.მიხვდა არ იყო დასასრული ისეთი ნათელი,სამაგიეროდ აფხაზეთის თავისებურად შემოერთებას მოესწრო მისი სხეული.ორი შვილი ჰყავდა და ორივეს იქით ეგულებოდა საკუთარი ბინა...იქით აეშენებინათ ოჯახი,რომელსაც სულ შენატროდა თედო... ორივე გაუშვა,ორივე სიყვარულის დაემონებინა და გასაგებიც იყო.დარდობდა,მაგრამ უფრო მეტად უხაროდა მათი ამბავი... *** ცა მოღრუბლულიყო, თითქოს თავად ბუნებაც გლოვობდა. შავი სამოსით შემოსილი ადამიანები ჩუმად იდგნენ,მაგრამ მათი დუმილი უფრო ხმამაღლა ამბობდა სათქმელს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ოჯახი კუბოს გარშემო შეკრებილიყო.ნილას თვალები ცრემლებისგან დასიებოდა, ხელები უკანკალებდა, თითქოს ბოლოჯერ ცდილობდა მშობლის გაშვებას.დილარა უძრავად იდგა, მაგრამ სახეზე აღბეჭდილი ტკივილი მის გულში მიმდინარე ქარიშხალს ამხელდა.კაცები ერთმანეთს მხარზე ურტყამდნენ ხელს,რადგან სიტყვები აღარ ჰყოფნიდათ იმ სიცარიელის აღსაწერად, რომელიც მათ ცხოვრებაში გაჩნდა. კუბოს მიწისკენ დაუწყეს დაშვება და ჰაერიც თითქოს დამძიმდა. ვიღაცამ ჩუმად ატირდა,შემდეგ კიდევ ერთი უცხო შეუერთდა და მალე სლუკუნის ხმა მთელ სივრცეში გაიფანტა.თითოეული მუჭა მიწა,რომელიც კუბოს ეცემოდა,საბოლოო გამომშვიდობებას ჰგავდა.ეს იყო წამი,როცა ყველას გულში ერთნაირი შეგრძნება გაჩნდა,რაღაც სიცარიელის მსგავსი...ცხოვრება გაგრძელდებოდა, მაგრამ უკვე ვეღარასოდეს იქნებოდა ისეთი,როგორიც ადრე იყო.დამეის გარეშე უფერული იყო სოხუმი.უსიცოცხლო იყო ოჯახი და ეს სული უნდა დაებრუნებინა ბარათელს ყველას სხეულში... მიიქცია ხალხის ყურადღება ნილას თითზე მბზინავმა ბეჭედმა.გადაულაპარაკეს ერთმანეთს რაღაც.თითით მიანიშნა ზოგმა.მუხლებზე დაცემულს,მამის გაცილება არ დასცალდა მშვიდად.ყველა მის მომავალზე ბჭობდა.დაუმოწმა ასლანმა ყველას მისი გათხოვება.იქვე შორიახლოს მდგომი სერგეიც ავრცელებდა ამ ჭორს,ყველას უნდა სცოდნოდა როგორი იყო მათი ოჯახი ახლა.მარიხუბების ოჯახი,ასე უნახავად და გაუცნობლად რომ შეიძულა ოტიამ სულაც არ იყო ასეთი ცუდი და უსისხლო.გვერდში ედგა მათ ოჯახს.ასლანის მითითებით ამბობდა იმას,რაც საჭირო იყო და ხალხსაც მისი პატივისცემისკენ მოუწოდებდა. დაღამდა...ალბათ ყველაზე ცუდი მაინც ის მომენტია,როცა მარტო რჩები ყველანაირად.სიცარიელე გიპყრობს და მზად არის გშთანთქოს,სანამ მარტო ხარ.ხელი უნდა მოეწერათ საბუთებზე,ასე იყო ნათქვამი და იმ საღამოს ერთად უნდა ევახშმათ,როგორც ოჯახს.არავინ იღიმოდა,არავის ეცვა ფერადი სამოსი.ნილას უნდოდა მისი ცოლობა,მაგრამ სხვანაირად.მოუწერა საბუთებზე ხელი,მანაც თავის წილად და გააოფიციალურეს ყველაფერი.ოქროსფერი ბეჭედი ამშვენებდა იმ დღიდან ბარათელის მარჯვენა ხელს.თითქოს უკვე ოფიციალურად დაედგა ოჯახის უღელი მის მხრებს. არ იყო ლამაზი სანახავი მათი სულის შეერთება,მათი ქორწინება და ეს სტკენდა ნილას ძალიან.თითქოს დაძალებული იყო ყველანაირი მილოცვა,რომელსაც იმეტებდნენ მათთვის.უყურებდა როგორი ღირსეული იყო აწ უკვე მისი ქმარი და გული სტკიოდა ძალიან.ამ ყველაფერში ხომ თავად გახვია...როგორ უნდოდა ნორმალური გოგო ყოფილიყო...ისეთი,რომელიც მამის დაკრძალვის დღეს ნაჩქარევად არ თხოვდება,არ აიძულებს მის საყვარელ ადამიანს ომში მონაწილეობას,რომელთანაც საერთო არაფერი აქვს... მისი ტუჩები შეხება იგრძნო შუბლზე.თითქოს გამოფხიზლდა,მიეცა ისევ საყრდენი.ახედა ქვემოდან მის თვალებს,ისევ სიყვარულით რომ უმზერდა...ალბათ ყველაზე მეტად ეს ამშვიდებდა... აინა ენატრებოდა ძალიან.სულ ოთხი დღე იყო გასული,მაგრამ ამ ოთხ დღეში თითქოს საუკუნე გავიდა.ყველაფერი ცუდი დაატყდათ თავს. მამა აკლდა ახლა გვერდით...კიდევ კარგი ოტიას გაცნობა და მიღება მოასწრო თორემ მერე უფრო გართულდებოდა...წელზე ბარათელის ძლიერ ხელს გრძნობდა,მხოლოდ ეს აკავებდა,თორემ დაეცემოდა ალბათ... არც ბარათელი იყო კარგ მდგომარეობაში.გასული სამი დღე არ სძინებია.ან თუ ეძინა,მხოლოდ 1-2 საათი,დივანზე ან გარეთ სკამზე.დაღლილობას მოეცვა მისი სხეული,მაგრამ ძილი ვერ გაბედა მაშინ,როცა ბესლანი სადღაც გარეთ დადიოდა... არავის შიოდა,მაგრამ სავახშმოდ გადაინაცვლეს. -ნუ ნერვიულობ.-უჩურჩულა გოგონას ყურთან,იქვე თმაზე აკოცა და ისიც გამოეცალა ხელიდან.წამით შედგა მაგიდასთან დილარა,დამეის სკამს გახედა,გაეღიმა,თითქოს ისევ იქ იჯდა და თავის ადგილს მიაშურა.მარცხენა მხარეს პირველ სკამზე ნილა დასვა,მერე მიუჯდა თვითონ გვერდით.გული გაეხლიჩა შუაზე ამ სურათის ნახვისას ბარათელს.გაოცებული იყო ყველაფრით,რაც ამ ოჯახში ხდებოდა... ასლანმა დაიკავა მარჯვენა მხარეს პირველი სკამი,მისი ადგილი... მის გვერდით დასხდნენ დაური და ბაგრატი...ვერ მიხვდა რა უნდა ექნა,როგორ უნდა ეკადრა იქ დაჯდომა,სადაც დამეი იჯდა...ყველა მას უყურებდა,ელოდებოდნენ... -მიდი.-უჩურჩულა დედამ ნილას.წამოდგა ისიც მაშინვე და გვერდით ამოუდგა ქმარს.დაბნეულს ჩასჭიდა ხელი და მაგიდისკენ წაიყვანა.დააყენა იმ სკამთან,სადაც მისი ადგილი ეგულებოდა ყველას. -შენი ადგილია ოტია.-თითებით მიეფერა ხელზე.ძლივს იკავებდა თავს,რომ არ ეტირა...მაგიდას გადახედა,ყველამ თავი დაუქნია,მაგრამ დილარას გარეშე ვერ გაბედა...გადააწყდა ქალის აწყლიანებულ სფეროებს.იმედიანად უმზერდა მაინც,უტეხი იყო მისი მზერა.სულ ოდნავ გაუღიმა,დაუქნია თავი და მისცა ნებართვა დაეკავებინა მისი ქმრის ადგილი. ნილას გამოუწია სკამი,დასვა თავის ადგილას და თავადაც მძიმედ გამოსწია სკამი.თითქოს მძიმე იყო,თითქოს გაუჭირდა კიდეც... არც დაჯდომა იყო მარტივი იმ სკამზე...ეკლები ესობოდა მთელ სხეულში... ამ ერთ ქართველ ბიჭს დააწვა სოხუმის ბედი მხრებზე და ლამის მოიხარა კიდეც წელში. არ იყო ამისთვის დაბადებული,არ ეგონა არასოდეს,არც კი წარმოედგინა... აკლდა თავისი ოჯახი,თედო და ლაზარე...უნდა შეგუებოდა,სხვაგან იყო ახლა მისი ოჯახი...აფხაზების ხახაში ჩავარდნილი გეგონებოდათ,ისე უყურებდა ყველა,მაგრამ უბრალოდ ყველას მისი იმედი ჰქონდა...ყველა მის სიტყვას ელოდა,რადგან მისი იყო ეს ოჯახი...მიხვდა რამე უნდა ეთქვა,რამე უნდა გაეკეთებინა... -დამეიზე სიტყვის თქმას არ ვიკადრებ.-დაიწყო მძიმედ.თითქოს სიტყვები ყელში გაეჩხირა.-მისი ოჯახის წევრი რომ ვარ,ჩემთვის ბევრს ნიშნავს...ყველა იმ წინააღმდეგობის მოუხედავად,იმ დიდი ბრძოლისა,რომელიც მას ჰქონდა,მიმიღო და მომცა უფლება ნილას გვერდით ვყოფილიყავი...არ აქვს მნიშვნელობა ქართველი თუ აფხაზი ხარ,არ ვიტყვი რომ ერთნი ვართ,რადგან არ არის ასე.სამი თვეა აქ ვარ და იმხელა უფსკრულია ამ ორ ხალხს შორის,რომ ქართველობას ვერ დავწამებ და დავაძალებ ვერავის.დამეის ესმოდა ეს ყველაფერი,მეც გავიგე მისი სათქმელი...ახლა აქ რომ ვზივარ,მის ადგილას...არაფერს ცვლის ჩემთვის.მე ისევ ის ოტია ვიქნები,ვინც მანამდე ვიყავი.სოხუმს მხოლოდ იმიტომ მოვუფრთხილდები,რომ მან მთხოვა ასე,ნილას კი იმიტომ,რომ მიყვარს...დილარას იმიტომ მოვუფრთხილდები,რომ ყველაზე ძვირფასი დანატოვარია მისგან და ყველაზე ძვირფასია ნილასთვის,მაშასადამე ასეა ჩემთვისაც.მე არ ვეცდები მისი ადგილის დაკავებას,არც მეკუთვნის.-გაუღიმა ქალს.-ამ ოჯახის თავი ყოველთვის ის იქნება,სადაც არ უნდა იყოს და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. -შენი იმედი ჰქონდა ოტია,მეც მაქვს.-გაუღიმა დილარამ.ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი მოიწმინდა უხეშად.-ეს შენი სახლი და ოჯახია.აქ ყველა გაფასებს და პატივს გცემს.აქ უნდა იყო,ნილასთან...-მიახვედრა იქ ცხოვრებას სთავაზობდა.-შენ ახლა ვერ მატოვებ ვერაფერს,ისედაც გაცნობიერებული გექნება ეგ.მარტო ნილას მეუღლე არ ხარ,სოხუმი გაბარია,ხალხი გელოდება... -ვიცი,საერთოდ ყველაფერი ვიცი. -თუ რამე დაგჭირდება იცი ვისაც ეძახი საშველად.-ჩაურთო ასლანმა.ყველა გვერდით დაგიდგება ოტია,მთავარია არ გადაუხვიო იმ გზას,რომელსაც დამეი მიჰყვებოდა.-თავი დაუქნიეს სხვებმაც.მართლაც მისი ოჯახი იყო... მშვიდად ჩაიარა ვახშამმა.როგორც ყოველთვის ახლაც დააძალა ნილას ჭამა.თითქოს ამ რამდენიმე დღეში გამხდარიყო.არ უნდოდა მის ჯანმრთელობაზე ასახულიყო ყველაფერი და მასზე ზრუნვაც არ ავიწყდებოდა. დაცარიელდა სახლი და მარტო დარჩა ყველა თავის ფიქრებთან...გააცილეს ყველა,თავად მომსახურე პერსონალიც კი.მხოლოდ ნილა,ოტია და დილარა დარჩნენ. უცნაური იყო ძალიან.ისედაც არ აპირებდა წასვლას,მათთან რჩებოდა ეს პერიოდი,რადგან ეშინოდა რამე არ დამართნოდა ნილას.დღეს ოთახში დაძინებისკენაც მოუწოდა დილარამ.გაუღიმა და თან ისე.გააყოლა ნილას მისი თავი. ოთახში შესვლამდე იარაღი ამოიღო ქამრიდან და იქვე კედელთან დადგმულ მცენარეს ჩაუცურა ქოთანში.არ უნდოდა მის ოთახში იარაღით ევლო.კარი რომ დაიხურა ხმაურით,თითქოს მხოლოდ მაშინ გაიაზრა გოგონამ რა მოხდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში.თითზე მორგებულ ბეჭედს დახედა... -დავქორწინდით...-ამოთქვა ბოლოს.შებრუნდა კარზე მიყრდნობილი ბარათელისკენ თვალები რომ დაეხუჭა. -ჰო,ახლა მართლა ვეღარავინ წამართმევს შენს თავს.-დაიძრა მისკენ და შუბლზე შეახო გავარვარებული ტუჩები.სასმლისგან ამღვრეული თვალები მიანათა გოგონას.მისი წართმევა რომ ეცადა ვინმეს... -მე... -დამშვიდდი.-მაჯაზეც შეახო ტუჩები მაშინვე.-გამოიცვალე და დაიძინე. -ოტია... -გამოიცვალე,არ შემოგხედავ.-ზურგით დადგა მაშინვე.აიღო პენუარი მაშინვე და კაბის ელვას სწვდა,მაგრამ სულ ტყუილად.ვერ ჩამოსწია. -დამეხმარე.-ამოიბურტყუნა ჩუმად.მიტრიალდა მისკენ ბარათელი.ზურგით დაიყენა გოგონა და ჩამოსწია ელვაც.გადაიშალა მისი ვარსკვლავები ოტიას თვალწინ.ნაზად გადაატარა თითები მის ჭოფლიან კანს.ნაზად აკოცა რამდენჯერმე და ყურთან უჩურჩულა. -ეს ვარკვლავები მე მეკუთვნის ნილა,ყველა მათგანი...-შებრუნდა ისევ ბარათელი,უცებ გამოიცვალა გოგონამ.იქვე სკამზე დააწყო ტანსაცმელი და წინ დაუდგა ბარათელს.ძალიან უნდოდა რომ ჩახუტებოდა.მაშინვე მიეკრო სხეულზე.სხვანაირად ფეთქავდა ახლა მისი გული. -ძალიან მიყვარხარ ოტია.-მის გულისცემას უსმენდა და ისე ელაპარაკებოდა კაცს.-მე უშენოდ რა უნდა მექნა მართლა არ ვიცი. -არასოდეს მოგიწევს მაგის გაგება,არასოდეს იქნები უჩემოდ.-ააწევინა თავი მაშინვე და ნაზად შეეხო მის ბაგეებს.-მეც მიყვარხარ. -ოტია... -ნუ გეშინია ნურაფრის.-მიეფერა ლოყაზე.-დაწექი,დაიძინე. -შენ? -პირველ ღამეს არ გამაგდო ოთახიდან,დავრჩები მეც შენთან. -დარჩი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ. -ჰო?-ყელზე აკოცა რამდენჯერმე.შეეფაკლა მაშინვე ლოყები.-იცი როგორ მიყვარს მარტო ჩემთან რომ ხარ ასეთი?-წამსვე აკოცა აწითლებულ ლოყებზე.-მიდი დაწექი და დაიძინე. -შენ? -ქვემოთ ვიქნები. -არ გეძინება? -დაიძინე ნილა.-შუბლზე აკოცა და თავად მიიყვანა საწოლამდე.გადასაფარებელი გადასწია და ჩამოსვა იქვე.-არაფერზე ინერვიულო. -ხომ არაფერს აპირებ? -ისეთს არაფერს,რაც შენ გატკენს ოდესმე.-ორივე ხელის გულზეც აკოცა და წამოდგა ფეხზე.-ღამე მშვიდობის ნილა. -ღამემშვიდობის.-გაუღიმა კაცს და ოთახიდან მიმავალს თვალი გააყოლა. *** -რატომ არ გძინავს?-ეზოში გასულს ჩაეკითხა დილარა.იქ იჯდა ჰამაკში და გასცქეროდა ცას. -ვერ დავიძინებ ახლა. -რატომ?-წამოიწია.-ყელში გიჭერს ყველაფერი არა? -სანამ ის ასე თავისუფლად დაძრწის და ნილას ემუქრება ვერ დავიძინებ. -მადლობა ოტია.-გაუღიმა ბიჭს.-მადლობა ასე რომ გიყვარს ჩემი შვილი. -სამადლობელი არაფერია,იმსახურებს ნილა ასეთ სიყვარულს. -შენამდე არავინ უნდოდა არასდროს,ზედ არ უყურებდა არავის,ის ერთადერთი ხარ მისთვის...ამიტომ გიცავდა დამეი,ამიტომ მთხოვა მეც შენი მიღება...ნილასთვის ყველაფერი ხარ. -ვერც წარმოიდგენ რამდენად ძვირფასია ჩემთვის.ძალიან ვწუხვარ რომ დამეის გადარჩენა ვერ მოვახერხე.მე რომ... -არაუშავს.-გაუღიმა ქალმა.-ალბათ ეს იყო მისი ბედისწერა. -რა შემიძლია გავაკეთო შენთვის? -ცოცხალი არ გაუშვა ის ნაბი*ვარი,შეგიძლია? -მე არ მოვკლავ არავის ამას თუ მეკითხები.-მშვიდად უპასუხა ქალს.სიგარეტს გაუკიდა წამსვე.თავი უსკდებოდა. -დავინახე იარაღი გარეთ რომ დატოვე,რატომ? -არ მინდა მის სიახლოვეს ის ვიყო,ვისაც მოერიდება,ვისიც შეეშინდება.არ მინდა მის საძინებელში იარაღი შევიტანო და ამ სიბინძურით წავბილწო იქაურობა.ამაზე ბევრად მეტი დაიმსახურა. -კარგი ბიჭი ხარ.-პირველად გაიღიმა ასე გულწრფელად იმ ამბის შემდეგ.-ვაფასებ შენს საქციელს,იმასაც უჩემოდ მაგიდას რომ არ მიუჯექი,იმასაც რასაც ნილასთვის აკეთებ.ღირსეული კაცი ხარ ამ ოჯახისთვის,თუნდაც ქართველი. -ჩემი ქართველობა მე სულ საამაყოდ მექნება,ამას ვერ შეცვლის ვერავინ,ის რომ აქ დარჩენა გადავწყვიტე ჩემი პირობის გამო,არ ნიშნავს იმას რომ უკან არ დავბრუნდები,იქაურობას შევიძულებ,ან ნილას არ წავიყვან და მიცემულ პირობას არ შევუსრულებ. -კარგი ხალხი ხართ ქართველები,მსმენია ბევრი,მე უბრალოდ ყველაზე ცუდს შევხვდი თავის დროზე.-სევდიანად გაიხსენა.-დამეი რომ არა,მე აქ არ ვიქნებოდი. -რუსები არ გვიყვარს,მაგრამ ეგ იმის უფლებას არ გვაძლევს ვინმეს ასე მოვექცეთ.ყველა ერთნაირი არ არის.რუსებსაც გყავთ კარგები და ცუდები,ქართველებსაც გამოგვერევა ზოგჯერ.ერთი ადამიანის გამო ლამის 4 მილიონ ადამიანს ნუ მოიძულებ. -მეშინოდა ძალიან შენი...შენი საქციელის...ახლა აქ რომ ზიხარ,ნილას მშვიდ ძილს რომ დარაჯობ ამაღამ,მე უკვე ვხვდები რა კაციც ხარ შენ ოტია.შეიძლება მშობლებთან დიდი დრო ვერ გაატარე,მაგრამ ძალიან კარგად აღგზარდა ბიძამ.რამდენჯერმე ვესაუბრეთ მე და დამეი,კარგი კაცია.-სითბო ჩაეღვარა მუცელში ამ სიტყვების მოსმენისას.უყვარდა როცა მის იმედებს ამართლებდა,ამით ხომ ბიძამისის კარგი კაცობა ჩანდა ყველგან... -როცა ეს ყველაფერი დამთავრდება,რამდენიმე კვირით საქართველოში წავიყვან ნილას,იმედი მაქვს არ ხარ წინააღმდეგი. -მთაწმინდიდან მზის ჩასვლა-ამოსვლას უნდა უყუროთ.-გაეღიმა.-ნილამ მითხრა...წაიყვანე,მაგრამ სულ ნუ წაიყვან,ძალიან გთხოვ... -არ წავიყვან,აქ არის ნილას სახლი,მესმის მისი.იქით ცხოვრებას ვერ დავაძალებ.თანაც აქეთ შენი თავიც მე ჩამაბარეს,მე პირობას ყოველთვის ვასრულებ. -მადლობა.-გაუღიმა ქალმა.-დაიძინე ოტია,ცოდო ხარ დივანზე წოლით.ადი ნილასთან ოთახში. -მერე ავალ,როცა უკვე ჩაეძინება. -რა თავნება ხარ.-თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა.-ღამემშვიდობის ოტია. -ღამემშვიდობის.-არც შეუხედავს მისთვის ისე ამოთქვა და თავი ხელებში ჩარგო.ლაზარე უნდოდა გვერდით ახლა ძალიან.დაარიგებდა,რამეს ეტყოდა... რამდენიმე დღე მიჰყვა ერთმანეთს.თითქოს ხახლმაც ჩვეულებრივ განაგრძო ცხოვრება.გამოცოცხლდა სოხუმი.ხანდახან თუ იტყოდნენ „საბრალო დამეი“-ო და ისევ განაგრძობდნენ თავის საქმეს.ადამიანის გარდაცვალებით არ ჩერდება სამყარო,არ გლოვობენ დიდხანს,ავიწყდებათ მალევე.შეიძლება ჩვენს გულშიც სამუდამოდ იყოს,მაგრამ არ ვლაპარაკობთ ამაზე,მერე უბრალოდ ვხვდებით,რომ ამ ემოციის შეკავება უნდა ვისწავლოთ და აღარ ვაგრძელებთ.ასე იყო მათთანაც. თერთმეტი წყეული დღე გავიდა მისი დაკრძალვიდან. თხუთმეტი დღეა ძილი არ მიჰკარებიათ ბიჭებს.ბესლანს ეძებს ყველა.სოხუმი ხომ დგას ფეხზე,ოჩამჩირე და გაგრაც დგას მასთან ერთად.არავის ესიამოვნა ის ყველაფერი,რაც დამეის შეემთხვა. ყველამ იცოდა ვინ იყო ოტია ბარათელი.ვისი ოჯახის წევრი იყო და ისიც,ახლა მისი რომ იყო ნახევარი სოხუმი.პატივს სცემდნენ ქუჩაში,მაგრამ საერთოდ არ უნდოდა მსგავსი არაფერი.ნილასთან ერთად ქუჩაში გასულს ეგებებოდნენ და ყველა თავისებურად გამოხატავდა მხარდაჭერას.ზოგი ამრეზით უმზერდა.არ მოსწონდათ მათ მიწაზე გაბატონებული ქართველი. ყოველ საღამოს ნილას სარეცელთან იჯდა,ეფერებოდა და საათობით უყურებდა მძინარეს.ხანდახან თავადაც ჩაეძინებოდა იქვე.დაღლილს საკუთარი სხეული ვერ მიჰქონდა საწოლამდე,სკამზეც შეეძლო ძილი.ხედავდა ნილა ამ ყველაფერს. ცდილობდა როგორმე დახმარებოდა,მაგრამ არ შეეძლო,ძალიან ჯიუტი იყო ბარათელი.სულ იმაზე ეფიქრებოდა ნილა რომ წაეყვანა რას იზამდა...რას დაუშავებდა ბესლანი?საკუთარი უმწეობა გაახსენდა.საკუთარი დარდები მოაწვა უნებურად და ლამის ჭკუიდან შეიშალა... -ვერ წაიყვანს ვერავინ,ნუ გეშინია!-დააიმედა ნერსემ.ეზოში მჯდომიც კი მისი ოთახის ფანჯარას უყურებდა. -ვერ ვიძინებ,ვერ ვჭამ,ვერ ვსუნთქავ ნერსე.-გაანდო გულისტკივილი კაცს.-მისი თავი რომ წამართვას ვინმემ... -ვერ წაგართმევს.ყველა აქ არის ოტია,გარეთ დარაჯობენ სულ. -ვიცი,მაგრამ მის გვერდით ძილიც არ შემიძლია,მგონია რომ არ გამეღვიძება რამე რომ მოხდეს.ლაზარეც ვერ გადმოდის.ვერ ტოვებს აინას მარტო.ჩემი ოჯახი და სანდო ხალხი მაკლია,იქნებ მერე მაინც შევძლო მშვიდად სუნთქვა...-თქვენ არ იცით იმ ღამით როგორ გაიგო ნერსემ მისი ტკივილი.არასოდეს ჰყვარებია,მაგრამ ბაგრატს რომ მიაჩერდა და წაიკითხა ყველაფერი მის თვალებშიც მიხვდა როგორ ერთნაირად სტკიოდა ყველას.ბაგრატს თავისი და სტკიოდა,სადღაც უცხო მიწაზე გაქცეული. ანანოც სტკიოდა,ქალი რომელსაც ვერ ეკარებოდა. დამეიც სტკიოდა,მაგრამ მე ვიტყოდი რომ ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად. ოტიას ნილას უსაფრთხოება სტკიოდა. ლაზარეს არ ყოფნა უჭერდა ყელში... -ადი მასთან.-თავით ანიშნა ოტიას. -აზრი? -მთელი ღამე აქ ვიჯდები ოტია,თვალსაც კი არ დავახამხამებ ეს თუ დაგამშვიდებს.ადი და დაიძინე,ასე ვერ გაძლებ დიდხანს და წაიქცევი.ბაგრატიც აქ არის,ისიც აქ იქნება. -მართალს ამბობს,მიდი. -არა.-გააქნია თავი. -არ მაჩხუბო,თორემ არც მაგაზე ვიტყვი უარს.-თვალები დაუბრიალა ნერსემ.-ადი.-დაჰყვა მათ ნებას ბარათელი.არც ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა.სუსტად იყო ძალიან.აიარა კიბეები.შევიდა მის ოთახში და საყვარელ ქალს გვერდით მიუწვა.ღმერთო როგორ ძალიან უყვარდა...მუცელზე მოხვია ხელი და თავი მის ყელში ჩარგო მაშინვე.აგიჟებდა მისი სურნელი...რამდენჯერმე ნაზად აკოცა და თვალები დახუჭა. -ოტია... -არაფერი მითხრა,გთხოვ.-ყურთან უჩურჩულა და მხოლოდ წამები დასჭირდა იმისთვის,რომ მთლიანად გაეთიშა ეს სამყარო... -ანანომ დამაბარა მოკითხვა.-პირდაპირ მიახალა ბაგრატს.ლამის დაახრჩო კვამლმა კაცი. -რატომ მიმატებ,რა გინდა? -არ გიმატებ,გეუბნები.-მხრები აიჩეჩა. -რას მეუბნები?ანანომ მომიკითხა...მე მისთვის გამარჯობის თქმაც მერიდება და შენ ყოველ წამს მიხსენებ,რატომ? -იდიოტი ხარ და მაგიტომ. -რა გინდა ნერსე?ახლა უნდა მაჩხუბო? -მინდა მიხვდე რა გაქვს წინ და რას კარგავ ბაგრატ!-თავადაც გაუკიდა ერთ ღერს.-ხშირად მეკითხება შენზე,აინტერესებს რატომ აღარ მოდიხარ,სად დაიკარგე... -გეყოფა... -რა მეყოფა ბიჭო?-წარბი ასწია მაშინვე.-აქ გადმოდის საცხოვრებლად.-მის გაფართოებულ თვალებს მზერა მოარიდა.-ჩემი ოჯახი აქ იქნება,ჩემთან.ლადოს ცოლი ყავს უკვე,ამიტომ იქით იქნება,მაგრამ დანარჩენები...ოჩამჩირეში გადმოდიან. -რატომ მეუბნები ამას?-გული შეეკუმშა ლამის იმის გააზრებაზე,რომ ასე ახლოს იქნებოდა სულ. -ხელები დაიბანე ბაგრატ,შეეშვი იმათ დევნას,ვისზეც დროს კარგავ ტყუილად და დაიმსახურე მისი სიყვარული,ასეთი ძნელია? -იმის მერე,რაც მე გამიკეთებია?-ნერვიულად გაეცინა.-შეუძლებელია. -შენ ხდი შეუძლებელს,შენ ვერ იტან საკუთარ თავს და ამით ანადგურებ სხვასაც,აზრზე მოდი ბიჭო!-კეფაში წაავლო ხელი და თვალებში ჩააცქერდა.დაიმსახურე მისი თავი,მისი სიყვარული.არ გაგიჟდები სხვასთან რომ იყოს?ასე ახლოს იქნება და შენ მის თავს სხვას დაუთმობ? -ნერსე შემეშვი! -გამოფხიზლდი ბიჭო!-შემოჰკრა ძლიერად მარჯვენა.სისხლმა იწყო დენა მისი ტუჩიდან მაშინვე.-ფეხზე წამოდექი,კაცი იყავი და დაიმსახურე ყველაფერი ის,რაც გინდა!გგონია ტყუილად მეკითხება შენზე?მოსწონხარ და მაგიტომ კითხულობს.იმ ხელის ჩამორთმევაზე მელაპარაკა ძალიან ბევრჯერ,ხელი რატომ არ ჩამომართვა ვერ გავიგეო...გგონია არ იცის ვინ ხარ?იცის მაგრამ ფეხებზე ჰ*იდია!თუ არაფერს აპირებ,თუ კაცი ვერ უნდა იყო,მაშინ შორიდანაც მორჩი მის ყურებას,ვიცი ოჩამჩირეში როდის მოდიხარ და როდის მიდიხარ.ან რამე გააკეთე,ან დაანებე თავი. -ჩემთვის გემეტება? -არ მემეტება,მე მინდა რომ ბედნიერი იყოს და თუ შენთან იქნება მე იძულებული ვარ შენგან მისი ღირსი კაცი გამოვძერწო! -გგონია გამოვა? -შენ უნდა მოინდომო და ყველაფერი გამოვა... ვარსკვლავებით მოჭედილიყო სოხუმის ცა.თითქოს გამოდარებას ანიშნებდა ყველას.ზღვაც მშვიდი იყო,ნიავი მსუბუქი...ყველაფერი მათ სასარგებლოდ მეტყველებდა.დილაუთენია გაიყვანეს სახლიდან ოტია.მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრეს. -იპოვნეს.-დაიძრა ყველა იმ ადგილისკენ,სადაც ბესლანი ეგულებოდათ.უკვე გამოემწყვდიათ ნერსეს ბიჭებს,დაურს ეცემა სასტიკად.სკამზე დაბმული საკუთარი სისხლით დაფარულიყო მთლიანად. შეაბიჯეს შენობაში,სადაც ათამდე ადამიანი იყო.ისევ გულიანად იცინოდა კაცი.ისევ იმუქრებოდა...სულ არ ადარდებდა მისი მდგომარეობა,ის ტყვეობა და მოსალოდნელი აღსასრული. -სიძე მოსულა.-გაეცინა ხმამაღლა და მიიღო კიდევ ერთი სახეში.უსიამოვნოდ გასცრა ტანში ბარათელს.არ სიამოვნებდა ამის ყურება.არ უნდოდა.არ იყო მისი მიზანი...რას იზამდა?ყველას წინ დაუდგებოდა რომ არ მოეკლათ?სხვა რისი ღირსი იყო?ღმერთო რა ცუდად გამოვიდა ყველაფერი... საკუთარი ტკივილები გაახსენდა ოტიას.ყველაფერი ასტკივდა ახლიდან.ასეთი უმწეო იყო თვითონაც,როცა ჯგუფურად სცემდა ყველა.ასეთი იყო,დაუცველი... -დამეის სიკვდილს გაპატიებდა ვინმე?რა გეგონა? -სოხუმი მინდოდა,დამეიც და მაგისი ოჯახიც მე სულ ყ*ეზე მეკიდა ყოველთვის,მოეცა თავისი წილი და... -ნაბო*არო!-ხელუკუღმა შემოჰკრა კაცმა.გადაანერწყვა სისხლი ბეტონზე. -პატარძალი როგორ არის ოტია?-გაეცინა ისევ.-ორსულად ხომ არ არის? -ნუ ახსენებ,თორემ თავს წაგაცლი!-კბილებში გამოსცრა მაშინვე. -ლამაზი გოგოა,პატარაობიდანვე ასეთი იყო.თოვლის გუნდასავით თეთრი,ლამაზი ნაკვთები,თვალები...ზღვაზე მოხდენილი სხეული ნათლად მოუჩანდა,მიყვარდა მისი შორიდან ყურება და... -გინდა მოგკლა?-ყელში წვდა მაშინვე.-რას ბოდავ გესმის მაინც?-ისე უჭერდა თითებს ხრიალი დაიწყო კაცმა. -გაუშვი. -შეეშვი ოტია,სპეციალურად გიწვევს.-ჩაეჭიდა ნერსეც.-გეყოფა. -სულ მინდოდა მისი ნასიამოვნები სახის ნახვა...-ძლივს გაშვებული ხელით ახლიდან ჩააფრინდა ისევ.წითელი გადაეკრა მის სახეს.ფილტვებში ჰაერი რომ აღარ გადადიოდა დაუმძიმდა კიდეც სხეული,აღარ ეცინებოდა,პირიქით სულ დაიძაბა,მიხვდა ახლოს იყო აღსასრული და დაიწყო ფართხალი. -შეეშვი ოტია,ხომ არ გაგიჟდი? -ბიჭო გაუშვი ხელი!-დაურმაც არ დააკლო ტონი.გამოჰგლიჯეს ხელიდან ძლივს.ლამის შემოაკვდა... -კიდევ ერთი სიტყვა მასზე და მკვდარი ხარ!-ზიზღით ამოილაპარაკა.გრძნობდა როგორ ჯაბნიდა სიბრაზე,როგორ ერეოდა აფხაზეთი მის ადამიანობას და ალბათ ცხოვრებაში პირველად შეეშინდა იმის,რომ ვერ გააკონტროლებდა თავს. -უფრო ადამიანური მახსოვდი.-ძლივს ამოილაპარაკა აქოშინებულმა. -იცვლებიან ადამიანები. -განსაკუთრებით იმის მერე,რაც მე შენი ქართველობა ამოვძირკვე,არა?-ჩაეცინა ირონიულად. -ჩემი ქართველობის ამოძირკვა თუ გინდოდა სისხლი უნდა გამოგეტუმბა ჩემი ვენებიდან და გული უნდა ამოგეგლიჯა მკერდიდან. -ისედაც კარგად გამომივიდა,შენთვის საკმარისი იყო.-გაუცინა ისევ.-როგორ მიპოვნეთ?ეგ ვერ გამიგია. -მე ვუთხარი.-ჩავიდა სარდაფში იურიც.-ზედმეტი მოგივიდა,ასე არ ფიქრობ?-გააჟრჟოლა მის დანახვაზე ოტიას.ის კაცი იყო,რომელმაც დანა გაულესა ბესლანს. -შე პატარა ვირთხა...-დაემანჭა სახე.-ვიცოდი ნერსეს ფეხის ჭუჭყი რომ იყავი!იქაც შენს გამო დაგვადგნენ თავზე? -სოხუმს შენი ბატონობა არ არგებს ბესლან,შენ არ იმსახურებ ამას,ყველას გაამწარებ,არ შეიძლება ასე ცხოვრება. -შენ მოგი**ნავ!-წამოიწია სკამიდან,მაგრამ სად წავიდოდა.დაბმული იყო.ხეშად აუკრა დაურმა ხელი და ამოიღო კიდეც იარაღი. -რატომ მოკალი დამეი?რად გინდოდა სოხუმის მისი წილი? -მისი დამცირება მინდოდა,ხომ იცი შენც.-ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.-მე თუ მომკლავ ჩემი ნათესავები იძიებენ შურს. -შენი ნათესავები ვინც ცოცხალი გადაგვირჩა მოსკოვში გაიქცნენ უკვე.-უპასუხა იურიმ.-ყველამ იცის რომ მოვკდი. -არ მოკლა.-ჩაერია ოტია,მაგრამ სრულიად უადგილოდ. -მაშ რა ვუყო?-გაიკვირვა კაცმა.-მორჩა ამისი პარპაში,ჯოჯოხეთში შეგხვდები ნაბი*ვარო! -მამა.-ჩაერია ბაგრატიც.-გეყოფა,იქნებ... -ხომ არ გაგიფრენიათ?-გაღიზიანებულმა მიუგდო ორივეს.-რას ველოდო?რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი?ახალგაზრდა კაცი წევს მიწაში მის გამო! -მკვლელობა არ არის გამოსავალი,ციხეში ჩავსვათ. -იჯდა ერთხელ უკვე,არ მოვკალი და ვიწვნიე შედეგები საკუთარ თავზე,მშვიდობით ნაბო*არო!-გამოსცრა კბილებში და შეეყინა კიდეც სახეზე ღიმილი.ვეღარ დააწიეს სიტყვები,იქვე დატოვა მისი უსულო სხეული.ლამის გული აერია ოტიას.საშინელი გრძნობა ჰქონდა სხეულში,არ იყო ამ ყველაფრისთვის დაბადებული.გარეთ გავარდა მაშინვე.სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და მოისვა სახეზე ხელი.როგორ არ უნდოდა ასეთი ცხოვრება... მალევე გავარდა სოხუმში ხმა მისი სიკვდილის შესახებ.მისი ნათესავები მართლაც გაიკრიფნენ აფხაზეთიდან ძალიან სწრაფად,ვინც დარჩა არაფერში ერეოდა და მისი ნათესაობაც სძულდათ.იქვე დატოვეს გვამი,საფლავიც არ ეღირსა იმ უბედურს.ნათესავებსაც არ შეუწუხებიათ თავი.სახლში მისულს მხოლოდ ერთი რამ უნდოდა,ნილას ჩახუტება და მისთვის იმის თქმა,რომ თავისუფალია. -სად იყავი?-გამოვარდა ეზოში მაშინვე.შეშინებულმა შეათვალიერა მისი სხეული.-იცი როგორ ვინერვიულე დილით რომ არ დამხვდი?არც ზარებზე მპასუხობდი,ნორმალური ხარ? -ჩშშ...-მიიხუტა სხეულზე მაშინვე.კისერში აკოცა რამდენჯერმე.სიმშვიდე შეეპარა მის სხეულს.მომხდარის მიუხედავად მხოლოდ ნილაზე ფიქრობდა.-პატარავ,მორჩა ყველაფერი.-ხელებში მოიქცია მისი სახე და ნაზად დაუკოცნა.-მორჩა გესმის? -რას ამბობ?-დაბნეულმა გახედა დანარჩენებს.მის უკან რომ შეკრებილიყვნენ.-ოტია?! -მოკვდა ნილა.-ჩააკერა სიტყვა დაურმა.-მოკვდა. -ოტია?-შეშინებულმა ახედა მაშინვე.იმან დაამშვიდა თავისებურად.თვალებით დაელაპარაკა. -ხომ იცი რომ არასდროს ვიზამ.-რამდენჯერმე აკოცა კიდევ და მოშორდა მის სხეულს. -ბესლანი მოკვდა,მისი ნათესავები გაიქცნენ,აწი მშვიდად იყავი ნილა.-თავზე აკოცა კაცმა. -მართლა? -თავისუფალი ხარ ნილა.-გაუმეორა კაცმა.-აინასაც დავაბრუნებ ახლა.დროა გამთლიანდეს ოჯახები. -ღმერთო...-შვებით ამოისუნთქა დილარამ.მკერდზე მიიხუტა ასლანმა მაშინვე.რამდენი დამცველი ჰყავდა მათ ოჯახს.იღბლიანი იყო ყველა... გათავისუფლდა აფხაზეთი არძინბების მარწუხებისგან.თითქოს შემსუბუქდა ჰაერი.ნილაც დამშვიდდა.ოტიას სიყვარული მართლა საკმარისი აღმოჩნდა ყველაფრისთვის. დიდი ნადიმი გაიმართა იმ საღამოს არშბების სახლში.მშვიდად იყო ყველა.დიდი ხანია ასეთი არაფერი უგრძვნიათ,ასეთი თავისუფლება და სიმშვიდე...ნეტავ დამეიც მოსწრებოდა,მასაც შესძლებოდა ამ ყველაფრის ნახვა,მაგრამ დარწმუნებული იყო ყველა,რომ ზემოდან უყურებდა ამ ყველაფერს... *** დივანზე იჯდა აინა,ლეპტოპში სერიალს უყურებდა ლაზარესთან ერთად,როცა მამისგან შეუვიდა ზარი.ერთიანა გააკნკალა.ლამის შეიშალა ჭკუიდან.შეშინებულმა გახედა მის გვერდით მჯდომს,რომელსაც არ ეკითხებოდა არანაირი რეაქცია სახეზე.ისაუბრა მანამდე დაურთან.მოაგვარეს თავიანთი პრობლემა და მხოლოდ აინას აფხაზეთში დაბრუნება იყო დარჩენილი. -მამა?!-ძლივს ამოთქვა და მიაჩერდა კამერის მიღმა კაცს. -როგორ ხარ აინა?-ჩაეკითხა კაცი. -კარგად,შენ როგორ ხარ? კარგად.-მშვიდად მიუგო.-სახლს აკლიხარ. -მამა...-აემღვრა თვალები მაშინვე. -მაპატიე აინა.-უჭირდა საუბარი კაცსაც,არ იყო მიჩვეული ასეთ საუბარს.-არ ვიყავი მართალი შენთან,არც შენს ძმასთან.ზედმეტი მოგთხოვეთ და თავის დასაღწევად სხვა მიწაზე მოგიწია გაქცევა. -მამა... -დაბრუნდი სახლში აინა,ახლა საფრთხე აღარ არსებობს,დროა ოჯახს დაუბრუნდე. -მაპატიე მამა... -არ გიბრაზდები აინა,დაბრუნდი სახლში,აქ გადაწყვიტე რა გინდა შენთვის.შენ თუ მეტყვი,რომ მაგ ქართველის ცოლობა გინდა,გაგაყოლებ.-ლამის გადმოსცვივდა თვალები გაკვირვებისგან.არ ელოდა მამისგან მსგავს სიტყვებს. -მე... -დედაშენსაც მოენატრე,უშენოდ ცარიელია სახლი.ხვალ გადმოგიყვანს შენი ძმა,მერე ვილაპარაკოთ აქ. -მართლა ამბობ? -სახლში დაბრუნდი ჩემო გოგო.-მიეფერა შორიდან კაცი.დაასრულა ზარი და დატოვა გაკვირვებული აინა ასე.ეცინებოდა ლაზარეს მის სახეზე,მან ხომ არ იცოდა რა ხდებოდა რეალურად. -ალბათ მამაჩემი შენთვის თავის წაცლას გეგმავს.-გააკანკალა უნებურად. -ან უბრალოდ უნდა ბედნიერი იყო,ჩემთან.-აკოცა მოშიშვლებულ ლავიწზე მორიდებლად.-შენ არ გინდა აინა? -რას ბოდავ? -აინა,მორჩა ყველაფერი.-ეფერებოდა თმაზე ნაზად.-არ გჭირდება ნერვიულობა,ახლა აღარ.მამაშენი მიხვდა ყველაფერს და მესაუბრა კიდეც.მაძლევს უფლებას შენთან ვიყო,მიყვარდე და გაგიფრთხილდე.ოტიამ გამიკვალა გზა შენთან მოსასვლელი,მეც ვაპირებ შენთან ვიყო,შენ არ გინდა აინა? -მგონია რომ ხუმრობ. -არ ვხუმრობ,მართლა გეუბნები,შენთან მოვდივარ აფხაზეთში. -ლაზარე... -ჰო,პატარავ.-მსუბუქად შეეხო მის ტუჩებს კაცი.-მითხარი. -ვერ ვიჯერებ... -დაიჯერე,რეალობაა.-გაუღიმა და ფეხზე წამოაყენა.-მიდი ჩემოდანი ჩაალაგე,სამშობლოში გაბრუნებ. -ღმერთო მადლობა შენს სახელს.-გახარებული გაიქცა ოთახისკენ და ტანსაცმელი პირდაპირ გადმოყარა.მერე ლაზარეს გამოხედა,თუ რამე ისე არ წავიდოდა და არ იქნებოდა აფხაზეთი მისთვის,სანანებელი მაინც არ გაუხდებოდა.სირბილით მივიდა მასთან,ხელები ყელზე შემოჰხვია და შეეხო მის ბაგეს თავისუფლად.არ ელოდა ლაზარე,მაგრამ ესიამოვნა მისი ქმედება.ხვდებოდა არ იყო გულგრილი და გოგონასაც უნდოდა მასთან.სწორედ ეს იყო მისი გაყოლის მიზეზი და კიდევ ოტია,რომელიც ახლა ნახევარ სოხუმს ფლობდა თავისებურად... დაბრუნდა აფხაზეთის მიწაზე აინა.იმ ნანატრსა და სასურველზე სუნთქვას რომ უჩერებდა.მონატრებულ ძმას ჩაეხუტა.მთელი ძალით მიიკრო მანაც სხეულზე.თითქოს ჩამოერეცხა ყველანაირი ჭუჭყი ხელებიდან,მოეხვია დისთვის ორივე და აკოცა რამდენჯერმე თავზე. მამაც მიეგება,იქვე იყო დედასთან ერთად.მართლაც მიუღია მამას მისი ქართული სიყვარული,მისი უცნაური გატაცება.ჯერ არ გამოსტყოდმია არავის,მაგრამ იცოდა ისედაც ყველამ.მიიხუტა ორივემ ძლიერად,მიხვდნენ არაფერი იყო შვილებზე ძვირფასი.ბევრი იტირა იმ საღამოს გოგონამ.ძალიან ენატრებოდა ყველაფერი... ჩამოართვეს ლაზარესაც ხელი.ოტია გადაეხვია ძმურად.მონატრებულმა ლამის შეისისხლხორცა მეგობარი.ისეთი ლამაზი სანახავი იყო.თითქოს გამთლიანდა საქართველოც... ნილასთან დარჩა იმ საღამოს,დაუდგა მეგობარს გვერდში.ბევრი იტირეს,ბევრიც იცინეს.მოუყვა თბილისური ამბები და აჩვენა სურათებიც.მასაც უნდოდა ამ ყველაფრის ნახვა ძალიან.ის თავისებურად სოხუმის ამბებს უყვებოდა.ათასი ემოცია ტრიალებდა სახლში ერთდროულად. სიმყუდროვე სუფევდა ყველგან. ვეღარაფერი დაარღვევდა მათ სიმშვიდეს... *** -იცი როგორ მომენატრე ბიჭო?-კიდევ ერთხელ გადაეხვია ლაზარე.-უშენოდ საქართველოც კი არ მომწონს ადამიანო. -იცი როგორ მაკლდი?-გაუღიმა ოტიამ.-შენ რომ აქ არ დარჩე,ალბათ გავაფრენ. -საღვარს იქით აფრენს თედო,ლამის გული გაეგლიჯა შუაზე... -ვიცი,ვნახავ მალე მასაც. -თბილისში მიდიხარ? -ჰო,ბერდოს საქმეები უნდა მოვუგვარო და ვინმე უნდა ავარჩიო ვისაც გაგზავნის საზღვარგარეთ,პრობლემები ჰქონდა მასაც. -მითხრა იქნებ ოტია ჩავიდეს ერთი კვირითო. -მაგასაც ვფიქრობდი,სანამ სამუდამოდ დავტოვებ ყველაფერს,რამე ხომ უნდა გავაკეთო,იმდენი სიკეთე მახსოვს მისგან,ასე ვერ მივატოვებ. -მიდიხარ?-ზურგს უკან მოესმა ის წკრიალა ხმა ასე რომ უყვარდა. -მოდი.-ხელი გაუწოდა მაშინვე და გვერდით ჩამოსვა გვერდით. -მიდიხარ?-გაიმეორა ჯიუტად. -გტოვებ.-ისეთი სერიოზული იყო იმ წამს მისი სახე.-არ ვაპირებ აქ დარჩენას. -ოტია... -ლიკას მოვიყვან ცოლადო გაიძახის.-აჰყვა ლაზარეც.-ვერ გადავაფიქრებინე. -რამე მოხდა?-აემღვრა წამსვე თვალები,მაგრამ არ შეიმჩნია.ისეთი გულუბრყვილო იყო... -ნილა,ჩემო სიცოცხლე.-მიეფერა მაშინვე.-შენ როგორ დაგტოვებ?ეგ როგორ იფიქრე?-დაუკოცნა მთელი სახე მაშინვე.-ბერდიას უნდა დავეხმარო,სასტუმროში რაღაცები უნდა მოვაგვარო და მერე გადმოვალ ისევ. -მიდიხარ ესეიგი. -მივდივარ,მაგრამ 2-3 კვირით მხოლოდ. -ოტია...-ხმა აუთრთოლდა. -ნილა,ეს ბეჭედი შენთვის ხუმრობით კი არ გამიკეთებია თითზე.-აკოცა ნაზად.-უბრალოდ დავეხმარები და დავბრუნდები ისევ. -ბევრია... -კარგი დასასრული ექნება სამაგიეროდ.-გაეცინა ბარათელს.-მხოლოდ ეს რამდენიმე კვირა და მერე შენც წაგიყვან თბილისის სანახავად,როგორც დაგპირდი. -გიჟი ხარ. -ორმოცის მერე გადაგიყვან,იცის დედაშენმაც. -მერე რა თქვა? -ნილას თუ უნდა წაიყვანეო.გინდა? -ხომ იცი რომ მინდა?-გაუბრწყინდა თვალები. -მაშინ პრობლემაც არ ყოფილა.-აკოცა შუბლზე და მიიხუტა სხეულზე.სულ არ უნდოდა ახლა მასთან განშორება... -ჩემი დაქალი გაგიგიჟებია სანამ შენთან ყოფილა.-ახლა ლაზარეს მისდგა ქალბატონი. -შენი დაქალი თავისით არის ასეთი,მე არაფერ შუაში ვარ. -გიყვარს? -რაიყო მაგან გამოგგზავნა?-გაეცინა ბიჭს. -მაგან მითხრა რომ სიყვარული აგიხსნია,ასეა? -აინტერესებს მგონის გარეშე მიყვარს თუ არა?-სიცილს ვერ იკავებდა.-მგონის გარეშეც მიყვარხარ აინა,ჩამოდი ქვემოთ.-აივანს ახედა მაშინვე.იცოდა იქ იყო და ელოდებოდა.უსმენდა მათ ყველა ნათქვამ სიტყვას.გადაიხედა ზემოდან და სახე დაუმანჭა ლაზარეს.ჩავიდა ქვემოთაც,მიუჯდა გვერდით და მიეხუტა ყველაფრის უთქმელად სხეულზე. -ახლა თქვენი ქორწილის ჯერია? -შენ როდის გქონდა?-წარბი აუწია აინამ.-ფურცელზე ხელის მოწერა ქორწილად არ ითვლება. -ყველაფერი იქნება,მაგრამ მოგვიანებით.-ჩააკერა სიტყვა ოტიამ.-თეთრი კაბაც ეცმევა და ისეთი ქორწილიც გვექნება,როგორიც თავად უნდა.-მიეფერა სახეზე.უჩვეულო სილაღე სუფევდა სახლში მათი ერთად ყოფნა რომ იგრძნობოდა.თვალცრემლიანი უყურებდა დილარა ყველაფერს.ერთ დროს ასეთი ბედნიერი იყო თავადაც... *** მალევე დატოვა სოხუმი ოტიამ.გამოემშვიდობა მიწას,რომელიც მიეღო თავისად და ასე ძალიან ეძვირფასებოდა.ნეტავ შესძლებოდა მასზე მოყოლა ქართველებისთვის...მაგრამ მოიცადეთ...მე ხომ გიყვებით? ყველაზე მეტად ნილას დატოვება გაუჭირდა.სულ არ უნდოდა მის გარეშე ყოფნა...დაუტოვა ბიჭებს თავისი სათქმელი რომ გაფრთხილებოდნენ ნილას და მის ოჯახს.მძინარე დატოვა ოთახში და ისე გაეპარა,არ უნდოდა მისი ცრემლების ნახვა. შეეგება მშობლიურ ქალაქს,იგრძნო ის ჰაერი ასე რომ ენატრებოდა...ღმერთო როგორ ძალიან უყვარდა აქაურობა და როგორ უჭირდა მიტოვება,თითქოს ახლა უფრო რთული იყო მისთვის... მშობლების საფლავს მიაკითხა პირველად.მიეფერა ორივეს შორიდან.მათ გაღიმებულ სახეებს ქვიდან რომ უმზერდნენ და მოუყვა ყველაფერი. -აუცილებლად გაგაცნობთ,მოვიყვან თქვენთან და მიხვდებით რატომ ღირდა ყველაფრად მისი თავი.-ჩაიმუხლა მათ წინ.აკოცა მიწას ორივე მხარეს.თითქოს მიეფერა მობლებს.აგრძნობინა ყველა ის დაკლებული სიყვარული,რომელიც ვერ გამოხატა ამ ხნის განმავლობაში.ხშირად ფიქრობდა,რომ მისი ტყვეობისას ისინი რომ არ ენახა ცოცხალიც არ იქნებოდა... მიაშურა მეგობრისკენ,რომელსაც დახმარება სჭირდება.გაუფრთხილებლად შეაბიჯა სასტუმროში და მიიპყრო ყველას ყურადღება,გაოგნებულები მისჩერებოდნენ თანამშრომლები.ზოგი გადაეხვია,ზოგი შორიდან უწევდა ხელს.კიბეებიდან გამოიქცა ბერდია მისი სახე რომ დაინახა.მთელი ძალით ჩაიკრა მეგობარი გულში.ვერ იჯერებდა იქ რომ ხედავდა.რამდენი ხანი გასულა... -ვერ ვიჯერებ რომ გხედავ.-იცინოდა ისევ ბერდო. -მეც ვერ ვიჯერებ აქ რომ ვარ,ლამის დამავიწყდა ქუჩებიც. -მარტო გაგიშვი და მთელი სოხუმი გამოიყოლე შენ უკან,რა ამბები დაგიტრიალებია ჰა? -ასე მოხდა.-მხრები აიჩეჩა. -ცოლი ბიჭო?გაგიჟებას ვიყავი რომ გავიგე.-დასცინოდა ისევ.-ვიცოდი მაგ გოგოს ეგრე რომ ვერ მოშორდებოდი. -შენ გეყოს ახლა ჩემზე ღადაობა.-თითი დაუქნია მეგობარს.-იცოდე წავალ და დაგემხობა ისევ ყველაფერი თავზე. -კარგი,კარგი.-დანებების ნიშნად ხელები ასწია.-ოღონდ შენ ნუ იზამ მაგას და... -ვინც გამოგიგზავნე არავინ მოგეწონა? -გიგი რომ მითხარი ვიღაც,გასაუბრების მერე პასუხიც არ გამცა,ელენე კიდე სიტყვებს მიწელავდა ელარჯივით და გავუშვი. -ეგეთი ლაპარაკი იცის,მაგრამ კარგი თანამშრომელია ძალიან. -შენ ვერ შეგედრება.-წარბები შეკრა მაშინვე.-ახლა რას აპირებ იქით? -სასტუმროში ვიმუშავებ ალბათ,რომელიც ისედაც მე მეკუთვნის. -გამდიდრდა რუბლებით ბიჭი. -გეყოფა! -რა ცუდი ხასიათი გაგიხდა,რა გჭირს? -1 თვე დარჩი იქ და მერე მიხვდები.-მოკლედ მოუჭრა.არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი. -კარგი,შენი გასაკეთებელი გამიკეთე,ასწავლე ანდროს ყველაფერი,რომ შენი წასვლა არ დამეტყოს,თორემ გამცვივდა თმა ხომ ხედავ? -მაგას სალომეს არ აბრალებდი? -სალომემ გამაჭაღარავა,ამათ გამამელოტეს.-განუმარტა მშვიდად და მთელი დასტა გაუწოდა.სრული არეულობა სუფევდა დოსიეში... ლამის თავზე ეყარა ყველაფერი.საბუთებს ჩაჰკირკიტებდა და ახალ ბიჭს უხსნიდა ყველაფერს,რომელიც თითქოს არ იყო ამ პლანეტაზე. -ოტია?!-მოესმა ნაცნობი ხმა კარიდან და მიტრიალდა მაშინვე.ლიკა იყო.-ღმერთო რას ხედავს ჩემი თვალები!-ჩამოეკიდა მაშინვე კისერზე.არც კი ჩახუტებია ქალს,ცივად მოშორდა და ნაძალადევად გაუღიმა.-აქ რა გინდა? -დასახმარებლად მოვედი. -აღარ მეგონა თუ დაბრუნდებოდი.-კომპიუტერთან მჯდომ ბიჭს გახედა.-გადი შენ ცოტახანს.-ისიც სწრაფად დაჰყვა მის ნებას და სირბილით გავიდა ლამის.-მომენატრე... -არ გინდა.-ცივად ამოილაპარაკა და უკან დაიწია.მაგიდას დაეყრდნო მარჯვენა ხელით,ბეჭდის ჩვენებას ცდილობდა,მაგრამ არც დაუხედავს. -ოტია,რამდენჯერ მოგწერე,პასუხიც არ დაგიბრუნებია,გაწყენინე რამე?-კიდევ მიიწია მასთან ახლოს. -არა ლიკა,უბრალოდ არ მქონდა მაგის დრო.-სხვაგან გაიხედა. -კარგი,მაშინ ახლა მომიყევი,როგორი იყო სოხუმი?შენი პატრიოტული სული მაგიჟებს,მე რა წამიყვანდა იქ... -ცოლი მოიყვანე!-გააწყვეტინა უხეშად.პერანგის საყელო შეისწორა მარჯვენათი.-თბილისს არ ჰგავს,სხვანაირია ძალიან. -ცოლი მოიყვანე? -ასეა.-ამაყად განუცხადა. -სად?აფხაზეთში? -ჰო,გოგოს გამო წავედი და ცოლადაც მოვიყვანე.-ისე ამაყად საუბრობდა მასზე.-ულამაზესი აფხაზი ქალია,ფოტოებიც გაქვს ნანახი. -მეგონა მეგობარი იყო ან... -არა,ცოლია. -აქ არის?მოიყვანე? -არა.აფხაზეთშია და მეც იქით მივდივარ,აღარ დავბრუნდები. -იქ რა უნდა აკეთო?-გაოგნებული იყო ქალი. -რავიცი,საქმის მეტი რა არის,იქნებ ავაყვავო სოხუმი... -როგორ შეცვლილხარ.-დამწუხრებულმა გადააქნია თავი,სულ არ ესიამოვნა მისი დამოკიდებულება ქალს. -ადამიანები ვართ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს ლიკა.-გაუღიმა ნაძალადევად.-აქ სამუშაოდ ჩამოვედი და ძალიან გთხოვ ის ბიჭი მომიძებნო ოთახიდან რომ გააგდე და უკან დააბრუნო,რაც მალე ვასწავლი,მით მალე დავბრუნდები ცოლთან.-მიახვედრა დასრულებული იყო საუბარი,ზურგი აქცია გამწარებულმა და დააბრუნა ბიჭიც ოთახში. არ იყო ზოგადად უხეში,მაგრამ ლიკას საქციელი არ სიამოვნებდა.მაშინ მითუმეტეს არა,როდესაც სახლში ნილა ელოდებოდა... *** -მე ვერ ვიჯერებ,რომ მართლა ასე თავისუფლად დავსეირნობთ ახლა სოხუმში.-ბედნიერებას ასხივებდა აინას სახე.-ათასი სცენარი წარმოვიდგინე იმისა,თუ როგორ გკლავდა მამაჩემი. -სულ ტყუილად აინა,მიხვდა მამაშენი რომ არ ვარ ხელიდან გასაშვები სიძე და მოულბა გული.-იცინოდა შონია.-თან მეგრელი ვარ. -აფერისტები არიანო თქვენზე ასე ამბობენ. -გოგო?!-წარბი აუწია მაშინვე.-მეგობრების გატანა ვიცით და ოჯახის. -ეგ არ გამიგია. -რაც არ გინდა არ გაგიგია.-სიცილით უთხრა და ზღვის ნაპირზე ჩაიყვანა.იმ ადგილას,სადაც პირველად აკოცა,სადაც პირველადი იგრძნო ორივემ რაღაც ახალი. -ამ შენობაში დაიწყო ოტიასა და ნილას ამბავი.-ჩამოჯდა იქვე მიწაზე.ცარიელი იყო ღამის სოხუმი. -ჩვენი ამბავი როდის დაიწყო არ გაინტერესებს? -პირველად რომ მომწერე ჩემს ძმაკაცს კიდევ თუ მოატყუებთ გიპოვნით და აგწევთ ჰაერშიო.-სიცილს ვერ იკავებდა გოგონა. -მართლა ვიზამდი! -შენგან არ გამიკვირდებოდა.ველური და გიჟი ხარ. -აინა გეყოს ჩემი ლანძღვა.-სიცილით პასუხობდა ისიც მის ყოველ სიტყვას.-რაღაცის გამო მოგიყვანე აქ. -ხელი თუ უნდა მთხოვო არ დაგთანხმდები.-თავი გააქნია მაშინვე. -უკაცრავად? -ახლა თუ უნდა მთხოვო ვერა,ორმოცსაც არ ჩაუვლია,რადროს ხელის თხოვნაა? -დაწყნარდი აბა.-გაეცინა ისევ.-ბეჭედია,მაგრამ საქორწინო არა.-ჯიბიდან ამოიღო ვარდისფერთვლიანი გულის ფორმიანი ბეჭედი. „ძვრფასო აინა. ეს ბეჭედი მხოლოდ სამკაული არ არის. ის ჩემი გულის ნაწილია, რომელსაც შენ გაბარებ. ყოველ ჯერზე, როცა მას შეხედავ, მინდა გახსოვდეს, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარხარ და შენს ბედნიერებაზე ზრუნავს. გპირდები, რომ შენს გვერდით ვიქნები როგორც ნათელ,ისე რთულ დღეებში. გპირდები,რომ მოგისმენ,პატივს გცემ,დაგაფასებ და არასოდეს შევწყვეტ შენი ღიმილის მიზეზის ძებნას. შენ ჩემს ცხოვრებაში იმაზე მეტი მნიშვნელობა გაქვს, ვიდრე სიტყვებით შეიძლება გადმოიცეს. შენთან ერთად ვისწავლე, რა არის ნამდვილი სითბო,ნდობა და სიყვარული. ამიტომაც გაძლევ ამ ბეჭედს,როგორც ჩემი გრძნობების, ერთგულებისა და იმ მომავლის სიმბოლოს, რომლის აშენებაც შენთან ერთად მინდა. არ ვიცი, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: დღეს, ამ წუთას, მთელი გულით გირჩევ შენ. და ეს არჩევანი ყოველდღე განმეორდება. ეს ბეჭედი ჩემი დაპირებაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გულწრფელი ვიქნები შენთან, დაგიცავ, დაგაფასებ და უპირობოდ მეყვარები!“ იკითხებოდა ფურცელზე და აეტირა კიდეც ახუბას.რა თქმა უნდა, სიამაყით ატარებდა ამ ბეჭედს.რა თქმა უნდა,არასოდეს მოიხსნიდა.უყვარდა მთელი გულით თვითონაც... -ლაზარე... -მიყვარხარ აინა.-მისწვდა მის ბაგეებს კაცი.მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები და მიიხუტა კიდეც სხეულზე. -მეც მიყვარხარ,ლაზარე.-თავი მის ყელში ჩარგო გოგონამ.ყველა მისი ოცნება რეალობა იქცა.ძალიან ბედნიერი იყო.კიდევ კარგი გამოჩნდნენ ეს ქართველები სოხუმში,თორემ ალბათ კლასიკური აფხაზივით დაასრულებდა ცხოვრებას, უსიყვარულოდ, მარტოობაში,კაცის გვერდით,რომელიც არ ეყვარებოდა... *** ასე გაატარა 19 დღე მონატრებაში.ლამის ჭკუიდან შეიშალა ისე უნდოდა მისი ნახვა.ყველანაირად დაეხმარა ბერდიას,როგორც შეეძლო.ისევ უკან მოიტოვა თედო,მისი ოჯახი და გადავიდა საზღვარს იქით.ორმოცი დღეც გასულიყო იმ ტრაგედიიდან.მერე რა რომ მკვლელი აღარ სუნთქავდა,ამ ტკივილს ვერ ანელებდა მისი სიკვდილი.შავი თავსაბურავი სასაფლაოზე დაატოვებინა ნილას.არ უნდოდა ასე ენახა,ასე ყოფილიყო.დიდხანს ელაპარაკა ამაზე და ბოლოს მოიხსნა მანაც.დილარა არ მოიხსნიდა,რა თქმა უნდა,სახლის გარდა ყველგან ასე დადიოდა. საყვარელი ადამიანის ნახვა,ძალიან რომ გენატრება და მერე უცებ შეძლებ ჩაიხუტო,საუკეთესო რამ ყოფილა...ახლა გრძნობდა ამას ოტია,მკლავებში რომ ჰყავდა მოქცეული და ასე სახალხოდაც არ ერიდებოდა მისი ფერება.არ ერიდებოდა სიყვარულის ჩვენება,რომელიც ამ გოგოს მიმართ ჰქონდა... რამდენიმე დღეში დაბრუნდა საქართველოშიც,მაგრამ მარტო არა.დაბრუნდა ნილასთან ერთად.ქალთან,რომელსაც ცხოვრება დაუკავშირა,რომელიც უყვარდა სიგიჟემდე... გადაკვეთეს საზღვარი და მიაშურეს იმ ადგილს,რომელიც ამენად ღრმად იყო დამარხული ორივეს გულში.იმ ადგილს,რომელიც ენახა საკუთარი თვალით ოტიას,ნილა კიდევ მხოლოდ სიზმრად სტუმრობდა,ისიც ძალიან იშვიათად... სუნთქვა შეეკრა და ალბათ დაავიწყდა კიდეც.თურმე რა დიდი ყოფილა საქართველო.თურმე როგორი ნათელი იყო და როგორ ცუდად აღწერდნენ აფხაზები... როგორ შესძულებიათ მისი ბუნება,მისი სიდიადე და სული ქართული... ეს მთები...რომლებიც ისტორიას ჰყვება. ეს მიწა,რომელიც გავლებულ საზღვარს სტირის. ეს ჰაერი,რომელიც თავისუფლებას ჰღაღადებს. ეს ზღვა,რომელიც აქეთ უფრო სუფთაა იქით სისხლიანი... პირველად ბათუმში ჩაიყვანა. მთელი საქართველო მიუძღვნა ნილას. მთელი საქართველო გაიმეტა მისთვის. ფეხით მოატარა ლამის მთელი ქალაქი და საღამოს მზის ჩასვლას ამჯერად საზღვრის ქართული მხრიდან უყურეს... იმ ღამეს პირველად გაბედა ოტიამ მისი შეხება.ქართული ცის ქვეშ,სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდა და ამ სიყვარულს სხეულის ყველა უჯრედს უნაწილებდა. პირველად გაეღვიძა ასე ბედნიერს.ფანჯარაში ქართული მზის სხივები იჭრებოდა და გვერდით საყვარელ ქალს მშვიდად ეძინა... მოამზადა საუზმე მისთვის.სულ რომ ოცნებობდა ზუსტად ისე.გაღვიძებამდე ეფერა,ძალიან დიდხანს...დაუკოცნა ზურგზე ის ვარკლავები ასე რომ უყვარდა და მანაც გაახილა თვალები. რა ლამაზი სანახავი იყო შეყვარებული ადამიანი...თანაც ასე,ასე ძალიან... ქართული საჭმელიც დააგემოვნეს,ის ყველაფერი,რაც ქართულ კულტურას ყვიროდა... ერთი კვირის შემდეგ წაიყვანა მესტიაში.მეგობარი ელოდებოდა,ამიტომაც ჯერ სვანეთს ესტუმრა.აჩვენა ის თვალუწვდენელი ქედები და საუკუნოვანი ისტორიის მატარებელი სვანეთი.სრულიად უცხო ადამიანებმა რომ მიიპატიჟეს სახლში და გაუმასპინძლდნენ გაოცებული იყო გოგონა.რაღაცნაირ სიყვარულს გრძნობდა ყველასგან.თუ ასეთი კარგი იყო საქართველო,რატომ მოიძულეს აფხაზებმა? გურიაც არ დაავიწყდათ,იქაც წავიდნენ.ბახმაროშიც მიიღეს ისე,როგორც სახლში.პატივი სცეს მის მისვლას,აფხაზი ქალი მოიყვანესო და კოტეჯის მეპატრონემ სუფრა გაუშალა.თან გაუკვირდა,როგორ გამოგატანეს ქალიო.მოხუცი ქალი ეფერებოდა გაშლილ დალალებზე.პატარა გოგონა ჩაუხტა კალთაში,პატარა ნაწილი აიღო და დავარცხნა დაუწყო.ძირითადად ესმოდა ყველაფერი,რასაც ქართულად საუბრობდნენ,უბრალოდ უჭირდა საუბარი,თან ერიდებოდა,მისი რუსულნარევი აქცენტის გამო არ შეეძულებინა ვინმეს,მაგრამ ყოველ მცდელობაზე ისე უღიმოდა ყველა... თურმე რა კარგი ერი ვყოფილვართ და რა ტყუილად მოგვიშორეს აფხაზებმა... ბორჯომშიც დარჩნენ ორი დღით და იქიდან კახეთიც მოინახულეს,ჯიუტად არ მიჰყავდა თბილისში,ყველაზე ბოლოს უნდოდა იქაურობის ჩვენება. ლოპოტას ტბაზე აიყვანა,კახელ მეგობრებთან ერთად დალია კიდეც.ისე თბილად ექცეოდა ყველა,თითქოს მისი მეგობრებიც ყოფილიყვნენ.ბერდიამ ჩამოაკითხა იმ ღამით,წამოაყენა ფეხზე და აცეკვა კიდეც ძალიან ბევრჯერ.ფეხებიღა სტკიოდა დაღლილობისგან.უცნაური იყო ყველაფერი,ძალიან უცხო და თან ძალიან სახლური... თომაც ჩამოვიდა მოულოდნელად.ჩაიხუტა ძმისშვილი მთელი გულით და გაიცნო რძალით.მიიღო შვილივით ეს პატარა აფხაზი.იმ ბედკრული საქართველოს შვილი,რომელმაც არ ისურვა გამთლიანება. -ამ ჭიქით,ჩემს მეგობრებს გაუმარჯოს,მათ ვინც შეძლეს საქართველოს გამთლიანება!-ომახიანად წარმოთქვა ბერდიამ და განსხვავებული აიღო.-ქართველისა და აფხაზის შეყრა,იქითაც და აქეთაც...ერთი ცისა და ერთი მიწის გამთლიანება,დიდი საქმეა...ეს იქნება იმ რაღაც დიდის დასაწყისი,რაც დაგვაბრუნებს ყველას ჩვენს მიწა-წყალზე! -გაგიმარჯოთ!-შემართეს სხვებმაც.არ ეგონა მართლა ასე თუ უყვარდა ხალხს აფხაზები.ყველა თავს ევლებოდა,ყველა ეფერებოდა...თურმე როგორ ჰყვარებიათ ოტია მეგობრებს,როგორ ზრუნავენ მასზე... -ნილა რომ არა,საერთოდ არაფერი მოხდებოდა.-აკოცა ცოლის ვარდისფერ ტუჩებს მსუბუქად.-მისი სადღეგრძელო მინდა დავლიო და ჩემის თამადობით,ყველას დაგილოცავთ საყვარელ ადამიანებს,მეუღლეებს,რომლებმაც აზრზე მოგვიყვანა და სულ სხვა თვალით დაგვანა სამყარო.მიყვარხარ!-კიდევ ერთხელ შეეხო მის ტუჩებს და გამოცალა ის ჭიქაც.ბერდიამ სალომეს გადახედა,მის გარდა ვერ ხედავდა ვერავის უკვე წლები იყო.მიიხუტა სხეულზე.მიეფერა თმაზე...ის თავისებურად ნილას ეფერებოდა,საქართველოზე უყვებოდა ბევრს და კიდევ უფრო მეტს ოტიაზე... ერთი თვე მოანდომეს თბილისში ჩასვლას...სასაცილო იყო,მაგრამ ასეა...ერთი თვე დასჭირდა მთაწმინდამდე მისვლას. იმ ადგილას,საიდანაც მთელი თბილისის ხედი იშლებოდა,იმ ადგილას,სადაც მხოლოდ ისინი იყვნენ...საკმაოდ ბევრი ხვეწნის შემდეგ გარეთ-თბილისის ხედზე დაუდგეს ერთი მაგიდა,ორი სკამით.გაუშალეს სუფრა და მოულოდნელად მიაწოდეს ყვავილები ოტიას.წითელი ვარდები მისთვის,ასე რომ უყვარდა... -დანახვის წამიდან ვიცოდი,რომ შენს იქით მე სხვა გზა არ მექნებოდა ნილა,არც მინდა.რომც იყოს სხვა გზა,მე არასოდეს გავიხედავ იქით.-დაიწყო კაცმა და წამოდგა ფეხზე.თითქმის მიმალულიყო მთლიანად მზის სხივები.ნარინჯისფერი გადაჰკვროდა ცას.-იმ ყველაფრის მერე,რაც გადავიტანეთ,შეუძლებელიც კია ჩვენი ცალ-ცალკე წარმოდგენა. -ოტია?!-აუცრემლიანდა თვალები,თითქოს მიუხვდა მაინც სათქმელს. -მე რომ შენი სიყვარული ჩამიდია გულში ნილა...იმხელა ადგილი უჭირავს,რომ აღარ არის სხვისთვის ადგილი...არ მინდა არცერთი დღე შენს გარეშე.იმ სოხუმშიც კი ვიცხოვრებ ჩვენს გამო,მივიღებ შენს ოჯახს ჩემად,შენს ხალხსაც ასე.აქ,თავისუფალი ცის ქვეშ,იქ სადაც არ არსებობს არანაირი ზეწოლა,მინდა შენი სურვილით გამცე ამ ყველაფერზე პასუხი და არა გარემოებიდან გამომდინარე.-ჩაიმუხლა მის წინ და ბეჭდის ყუთი გახსნა.ზუსტად ისეთი,შესაფერისი,რომ იმ ბეჭედთან ერთად დაემაგრებინა თითზე.ყველაფერი გაეთვალა წინასწარ ბარათელს.-ვიცი სულელურად ჟღერს,ჩემი ხარ ისედაც,მაგრამ მაინც უნდა გკითხო...ცოლად გამომყვები ნილა?-გაუჟღერა ქართულად და წამოსცვივდა ცრემლები წამსვე. -გამოგყვები!-წამოვარდა ფეხზე და მიეხუტა საყვარელ კაცს. არ დაავიწყდა,მაინც აუსრულა ყველა პირობა...მზის ჩასვლასაც უყურა,ხელიც სთხოვა,ზუსტად ისე,როგორც ეკადრებოდა...ის ღამე იქ გაატარეს,სანამ მზის სხივები არ ამოიწია და ნათელი არ მოჰფინა არე-მარეს. თავი ასწია მისი მკერდიდან,თვალებში შეაციცინდა კაცს.მზის ჩასვლისას ცოლობაზე დასთანხმდა,მზის ამოსვლისას ახალი სიცოცხლის არსებობა უნდა ეცნობებინა... -ოტია... -გისმენ.-გახედა მაშინვე. -წონაში რომ მოვიმატე ამჩნევ? -ქართული სამზარეულოს ბრალია,მე ვერ ვამჩნევ,მაგრამ გიხდება.-ჩაეცინა ბარათელს და შეეხო მის ტუჩებს მაშინვე. -ან უფრო იმ ონავარის,რომელიც აქ არის...-მუცელზე გადაისვა ხელი.გაოცებულმა აათვალიერა ოტიამ. -რას ამბობ? -ორსულად ვარ.-ქართულად უჩურჩულა.დიდხანს რეპეტიციობდა ამ ორ სიტყვას,რომ არ დავიწყებოდა.ჯიბიდან ამოიღო ტესტიც და აჩვენა კაცს.ისეთი სახე ჰქონდა ოტიას,ლამის ინანა ყველაფრის თქმა გოგონამ.-ოტია... -მართლა მეუბნები?-ძლივს ამოილაპარაკა და მსუბუქად შეახო ხელები მის სხეულს. -მართლა გეუბნები.-გაუღიმა სულ ოდნავ.ანერვიულდა საშინლად.ვერ მიხვდა მის რეაქციას. -ნილა...-მთელი გრძნობით წარმოთქვა მისი სახელი და მკერდზე მიიხუტა მაშინვე.-ღმერთო რა ბედნიერი კაცი ვარ ნილა,შენს თავს გეფიცები!-რამდენჯერმე აკოცა შუბლზე,თმაზე,ლოყაზე.-ჩემო პატარავ...დედა გახდები? -ჰო... -ამიტომ მეჩვენებოდი ყოველდღე სულ უფრო და უფრო ლამაზი?-გაეცინა ბარათელს და დაუკოცნა მთელი სახე.-შენ ვერც წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ მე ახლა.შენი და მისი გულისთვის ნილა,მე მთელ სამყაროს დავუდგები წინ. -ვიცი ოტია.-თითებით მიეფერა სახეზე.-მიყვარხარ... -მეც მიყვარხარ ნილა,შენც და ჩვენი პატარაც,ყველაფერზე მეტად... ქართულ მიწას ახსოვდა მათი ბედნიერების ცრემლები. ამ ჰაერს მათი სიცილი. ამ ცას,მათი სიყვარულით სავსე მზერა... ყველაფერი ზუსტად ისე იყო,როგორც იმსახურებდნენ.როგორც მათი სულები იმსახურებდნენ... მიეგებათ სოხუმი,მთელი თავისი სიდიადით.თავს ევლებოდა ყველა.ოტია განსაკუთრებით... ლაზარესა და აინას ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდათ,მათ შეუღლებასაც იხილავდა აფხაზური მიწა,ჯერ არ იცოდნენ უბრალოდ... ბაგრატი...თითქოს ჩამოირეცხა ყველანაირი სიბინძურე სხეულიდან...ბესლანის სიკვდილის დღეს,თან წაიყვანა ნერსე და საკუთარი ხელით გათხარა საფლავი მისთვის.სადღაც მთებში დამარხა და საფლავის ქვის მაგივრად,ფიცრის კიდეზე ამოტვიფრა სახელი და გვარი.მასთან ერთად დატოვა ყველა სიბინძურე,ყველა ჭუჭყი და მშვიდობიან სოხუმს გაეცალა ცოტახნით.ანანოს ნახვა გაებედა.მისთვის ხელის ჩამორთმევაც და ყავაზე დაპატიჟებაც ორი თვის მერე... არ იყო ნერსე წინააღმდეგი,პირიქით,მისი დამსახურება იყო ყველაფერი... დაურსაც მოულბა ის ქვის გული და გვერდით დაისვა სასიძო.მიიღო იმ აფხაზურმა ოჯახმა მეორე ქართველიც. ორივემ იპოვნა თავისი გზა.ორივეს გზა აფხაზეთზე გადიოდა და სოხუმში წყდებოდა.რა უცნაური იყო სამყარო,რა უცნაურად გადაიკვეთა მათი გზები და როგორ უცნაურად შეისისხლხორცა მათი სხეულები იქაურობამ... იმ შენობის ბოლო სართული მოაწყვეს თავისებურად.ფანჯრები დაუყენეს და პატარა მყუდრო ოთახიც გამოვიდა,ხშირად ადიოდნენ და მზის ჩასვლას უყურებდნენ.მათი ადგილი იყო,მათი შეხვედრის. ადგილი,სადაც ქართველი და აფხაზი ხვდებოდნენ ერთმანეთს. „აქ შეგხვდები ისევ“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა და კედელი აფხაზეთიდან,რომელიც შუაზე გაყოფილი ერთი მიწის შვილებს აერთიანებდა... ახლაც იქ ისხდნენ,ნოემბრის სუსხის მიუხედავად გაჰყურებდნენ აბობოქრებულ ზღვის ტალღებს და არაფერზე ფიქრობდნენ,გარდა ერთმანეთისა. მწყუროდეს მუდამ, როგორც მწყურია მთების, ქედების ბროლი ნაჟური: ქცეული სიზმრად – დიოსკურია, ქცეული სიზმრად – ცა აფხაზური. მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი, მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები, ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი. ზღვაზე ცახცახით მზე დაწურული და მისი ჩასვლა და აღსასრული. . . მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.-(ავტ.ირაკლი აბაშიძე) ისტორიის დაიწერა უნივერსიტეტისთვის,ერთ-ერთი კონკურსისთვის.მოგვიანებით გადავწყვიტე განმევრცო,ცოტა შემეცვალა,დავუკავშირდი უამრავ ქართველს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ.ვაგროვებდი ინფორმაციას,ჩემი ლექტორიც მიყვებოდა ბევრს და შედეგი ასეთი გამოვიდა.ეს არის ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი და მჯერა რომ აუცილებლად მიგივიღებენ ოდესმე უკან. ნილა არის ის მოჭრილი აფხაზეთი და ოტია დანარჩენილი საქართველო,რომელიც აუცილებლად გამთლიანდება... მე ყველა მათგანი მიყვარს,ყველა თავისი შინაგანი ომით,თავისი წილი პასუხისმგელობით და უბედურებით.ყველამ შეძლო ადამიანური სახის შენარჩუნება და ჩემი აზრით ყველამ ბედნიერება დაიმსახურა... მეჭორავეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრიც,მიყვარხართ ყველა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



