გადაკვეთის წერტილი (მეოᲗხე Თავი)
დემეტრემ გენერატორი ჩართო. სახლში შუქი აციმციმდა და ძველმა, კედლის სანათებმა ოთახი თბილი, ოქროსფერი შუქით გაანაᲗეს. ბუხარში მშრალი შეშა ტკაცუნებდა, მაგრამ ჰაერი მაინც ცივი და მძიმე იყო. ევამ პირველადი დახმარების ყუთი იპოვა. ხელები კვლავ უთრთოდა, როცა დემეტრეს წინ, ხალიჩაზე მუხლებზე დაეშვა. კაცს პერანგის Ღილები Შეუხსნა, შიშველი, დაკუნთული სხეული ბუხრის შუქზე ელავდა, ჭრილობა კი იმაზე ღრმა და საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე ევას ეგონა.ნაპრალიდან მუქი, თბილი სისხლი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ევამ სპირტიანი ბამბა მიიტანა ჭრილობასთან, მაგრამ როგორც კი სისხლის სუნი ყელში ეცა და თითები მეტალისფერ სიწითლეში გაესვარა, სამყარომ ტრიალი დაიწყო. ფილტვებიდან ჰაერი გაქრა, ტუჩები წამში გაულურჯდა და სახეზე მიტკლის ფერი დაედო. ხელი ჰაერში გაუშეშდა. დემეტრემ წამსვე შეამჩნია ეს. ჯანმრთელი ხელით ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ ჩაავლო ევას მაჯაში, მისი ხელი ჭრილობას მოაშორა და გოგონა მსუბუქად გასწია უკან. – მომეცი მე ვიზამ,Თორემ სადაცაა გონებას დაკარგავ, – თქვა მშვიდად. თავად აიღო ბამბა, სარკის გარეშე, ბრმად მიაჭირა ღრმა ჭრილობას. სახის ერთი კუნთიც კი არ შეტოკებია. ამ სურათმა ევას შიგნით რაღაც ააფეთქა. შიშმა, პანიკამ, სირცხვილმა და ამ კაცის აუტანელმა სიმშვიდემ ერთად იფეთქა. ის ფეხზე წამოხტა, სხეული უთრთოდა. – საერთოდ რა გჭირს?! – იყვირა ევამ. – როგორ შეგიძლია ასეთი იყო?! როგორ?! საკუთარ თავს ხორცებს გლეჯ და ხელიც არ გიტოკდება! შენ ადამიანი ხარ საერთოდ თუ რაიმე წყეული მანქანა?! დემეტრემ თავი ასწია, მისი მზერა საოცრად მშვიდი იყო. – ევა, დაჯექი. ღრმად ისუნთქე. არაფერი ხდება, ჩვეულებრივი სამუშაო ტრავმაა. დამშვიდდი, გთხოვ. – არ დამამშვიდო! – უფრო მეტად გაცოფდა ევა მისი ტონის გაგონებაზე. – არ გაბედო და ჩემთან ეგ ფსიქოლოგიური ტრიუკები არ გამოიყენო! „ჩვეულებრივი სამუშაო ტრავმაო“?! სახლს Თავდ დაესხნენ, ადამიანები დახოცეს, შენ სისხლისგან იცლები და ზიხარ აქ, თითქოს არაფერი ხდება! – ევა, ტყუილად ხარჯავ ენერგიას, – ისევ სცადა დემეტრემ მისი ტემპერამენტის ჩაცხრობა, ბინტი მხარზე გადაიტარა. – ყველაფერი დასრულდა. საფრთხეს გამოვექეცით. ახლა წყალი დალიე და დამშვიდდი. – უგრძნობი ხარ! – აგონიით Ჩავარდნილმა დაუყვირა, ნაბიჯი გადადგა მისკენ და მუშტები შეკრა. – უსისხლო, რობოტი! არაფერი არ გაწუხებს, არაფერი არ გტკივა, არავინ გედარდება! შენში საერთოდ არის რამე ცოცხალი?! მე აქ ჭკუიდან გადავდივარ, შენ კი ზიხარ და მესაუბრები ისე, თითქოს ამინდს განვიხილავდეთ! როგორ მძულს ეს შენი ტონი! ეს შენი აუღელვებელი, ცივი სახე! დემეტრეს ამჯერად მართლა გაეცინა. ეს არ იყო დაცინვა, ეს იყო ზრდასრული მამაკაცის რეაქცია ბავშვის გაბრაზებაზე. მან ბინტი მაგიდაზე დადო, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. – იცი, ახლა რას ვხედავ? – თქვა მან, ხმაში სიმცივე შეერია. – ვხედავ პატარა, განებივრებულ ბავშვს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ყველა კაპრიზს უსრულებენ. მამაშენმა დაგარწმუნა რომ შენი ყოველი სიტყვა კანონი იყო ყველასთვის. შენ ახლა იმაზე კი არ ბრაზობ, რომ მე „უგრძნობი“ ვარ. შენ იმაზე გაცეცხლდი, რომ შენი კაპრიზები, შენი ცრემლები ჩემზე არ მოქმედებს. მიჩვეული ხარ, რომ კაცები შენს წინაშე მუხლებზე დგებიან, როცა ტირი. ჩემთან ეს არ გაგდის და ამას ჭკუიდან გადაყავხარ. ევას სახეზე წამში გადაჰკრა ალისფერმა ბრაზმა. ის ნაბიჯით მიუახლოვდა კაცს, თითი მკერდზე მიებჯინა. – ბავშვი?! – გამოსცრა კბილებში. – შენ გგონია, მე ბავშვი ვარ?მე ბავშვი არ ვარ, დემეტრე! მე ქალი ვარ! და თუ აქამდე ვერ შეამჩნიე, ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი!შენ უბრალოდ გეშინია ამის აღიარების! დემეტრეს თვალებში რაღაც შეიცვალა. ირონია წამში გაქრა, მისი ადგილი მტაცებლურმა გამოხედვამ დაიკავა. სანამ ევა რამის თქმას მოასწრებდა, დემეტრემ ხელი მოჰკიდა წელზე,მსუბუქად ასწია ჰაერში და იქვე მდგარ ხის მძიმე მაგიდაზე შემოსვა. დემეტრე წამსვე მის ფეხებს შორის მოექცა, იმდენად ახლოს, რომ მათი სხეულები ერთმანეთს მიეკრო. კაცმა ორივე ხელი მაგიდის კიდეებს დააბჯინა, ევა თავის სხეულსა და ხელებს შორის მოამწყვდია და ზემოდან დააცქერდა. – ქალი ხარ? – დაუწია ხმას დემეტრემ. მისი სუნთქვა ევას ტუჩებს ეხებოდა, ცხელი და აჩქარებული. – დარწმუნებული ხარ, ევა? მაშინ მიპასუხე. თუ ქალი ხარ და ყველაფერს აკონტროლებ... რატომ თრთი ყოველ ჯერზე, როცა გიახლოვდები? რატომ გაყრის ეკალს ყოველ ჯერზე, როცა უნებლიეთ გეხები? რატომ მიყურებდი გუშინ ისე, თითქოს ჩემი კოცნა შენი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო? ევას სუნთქვა შეეკრა. ის ხედავდა დემეტრეს ტუჩებს, მის ნაწიბურს, მის თვალებში აბობოქრებულ ვნებას. გოგონამ თვალები დახუჭა, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, სრულიად დარწმუნებულმა, რომ კაცის თავშეკავება დასრულდა და ის ახლა აკოცებდა... მაგრამ კოცნა არ შედგა. დემეტრემ დაბალ ხმაზე ჩაიცინა. მისი თბილი სუნთქვა ევას ყელზე მორდო. მან ნელა, თითქმის დემონსტრაციულად დაიხია უკან, ხელები მაგიდას მოაშორა და ჯიბეებში ჩაიწყო. – აკი ყველაფერს ვაკონტროლებო, ევა? – ჩაილაპარაკა ირონიული, გამარჯვებული ღიმილით. – როგორც ჩანს, საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებ, როცა ახლოს ვარ. ევამ თვალები გაახილა. როცა მიხვდა, რომ დემეტრემ ისევ გაეთამაშა, ისევ აგრძნობინა საკუთარი უპირატესობა და ცივად უარყო, გოგონა საბოლოოდ გაცეცხლდა. მისი სიამაყე მიწასთან გაასწორეს – იდიოტო! ნაძირლავ! – დაიკივლა ევამ, მაგიდიდან ჩამოხტა და მთელი ძალით ჰკრა ხელი მკერდზე, თუმცა კაცი ადგილიდან არც დაძრულა. – მძულხარ! გეფიცები, მძულხარ! შებრუნდა, მეორე სართულზე ავარდა, თავის ოთახში შევარდა და კარი საშინელი ხმაურით მოაჯახუნა. რამდენიმე წამში ზემოდან ნივთების მსხვრევისა და ვარდნის ხმა გაისმა. ევა ყველაფერს თავდაყირა აყენებდა – სკამებს აყირავებდა, ბალიშებს ისროდა, მაგიდიდან ნივთებს ყრიდა და ბოლო ხმაზე ლანძღავდა დემეტრეს. – გარეწარი! თვიᲗკმაყოფილი იდიოტი! რობოტი! ვინ ჰგონია თავისი თავი?! – მისი ყვირილი მთელ სახლს აზანზარებდა. დაბლა, კიბესთან, დემეტრე იდგა. უსმენდა ზემოდან წამოსულ ხმაურს. მის სახეზე აღარანაირი სიცივე არ იყო. ტუჩის კუთხეში თბილი, გულწრფელი ღიმილი დასთამაშებდა. თავი გადაიქნია, ჭრილობაზე ხელი მოიკიდა და ჩუმად ჩაილაპარაკა: – ბავშვი. Თავნება,ტუტუცი, გაბრაზებული ბავშვი. ღამის ორი საათი სრულდებოდა. სახლში ყველაფერი მიწყნარდა. ბუხარᲨი ცეცხლი ნელ-ნელა Ჩანელდა. ევა თავის არეულ ოთახში, საწოლზე იჯდა. ხალათი მჭიდროდ შემოეკრა სხეულზე. ბრაზი ნელ-ნელა მწარე, მახრჩობელა წყენამ შეცვალა.თავს საშინლად დამცირებულად გრძნობდა. დემეტრემ ისევ უარყო, ისევ აგრძნობინა, რომ მისი ლტოლვა ამ კაცისთვის მხოლოდ გასართობი ან სამართავი ბერკეტი იყო. „აქ ერთი წამითაც არ დავრჩები. არ მივცემ უფლებას, ასე მომექცეს,“ – გაიფიქრა ევამ. ფრთხილად გააღო ოთახის კარი. სახლში სრული წყვდიადი და სიჩუმე იდგა. ფეხაკრეფით ჩამოვიდა კიბეებზე, მთავარ კარს გვერდი აუარა,იცოდა, რომ იქ დემეტრეს დაყენებული სენსორები იქნებოდა და სამზარეულოს პატარა, ფანჯრიდან სველ ბალახზე გადახტა. მთვარე ღრუბლებიდან ძლივს ანათებდა ტყის ბილიკს. ევამ სწრაფი ნაბიჯით დაიწყო სიარული იმ გზისკენ, საიდანაც რამდენიმე საათის წინ მანქანით მოვიდნენ. არ ჰქონდა გეგმა, არ იცოდა, სად მიდიოდა, უბრალოდ გაქცევა უნდოდა.თუმცა, ასი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, როცა ხეების ჩრდილიდან ფიგურა გამოეყო და გზა გადაუღობა. ევამ შიშისგან შეჰყვირა და უკან დაიხია. ეს დემეტრე იყო.მხრებზე მუქი ქურთუკი მოეგდო, ხელები ჯიბეებში ეწყო და ისე უყურებდა, თითქოს ზუსტად იცოდა, რომ გოგონა ამას ჩაიდენდა. – შორს წასვლას აპირებდი ამ ფორმაში? – ჰკითხა მშვიდად, მის ხმაში ირონია აღარ ისმოდა, მხოლოდ დაღლილობა. – გამატარე! – ევას წყენამ კვლავ იფეთქა, სცადა გვერდი აევლო, მაგრამ დემეტრემ მკლავში ხელი სტაცა და ადგილზე გააჩერა. – ხელი გამიშვი, დემეტრე! მძულხარ, გამიშვი-მეთქი! – ევა, შემომხედე, – დემეტრე კედელივით იდგა მის წინ. მისი ფართო მხრები მთლიანად ფარავდა ბილიკს, მისი ხმა კი ბნელ ტყეში ცივად და მტკიცედ გაისმა. – გარეთ ღამეა, ყინავს. ტყეში ხარ, აბრეშუმის ხალათით. შარაშიძის ხალხი ყველგან ჩვენ გვეძებს. ახლავე ტრიალდები და უკან ბრუნდები. ეს ბრძანებაა. – ბრძანება?! – გაიმეორა ევამ და ისტერიკული სიცილი აუტყდა. – შენ ვინ ხარ, რომ მიბრძანო? ჩემთვის არავინ ხარ! გესმის? არავინ! არსად არ დავბრუნდები! – მეორედ არ გავიმეორებ, ევა. ნუ მეთამაშები, ჩემი მოთმინება უსასრულო არ არის, – დემეტრემ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მისი ჩრდილი მთლიანად გადაეფარა გოგონას. – სახლში შედი. ახლავე. – არა-მეთქი! – დაიკივლა ევამ, სხეული მთლიანად უთრთოდა, ხელებს გამეტებით იქნევდა რომ თავი დაეღწია. – ხელი გამიშვი, გარეწარო! არსადაც არ წამოგყვები! მირჩევნია ტყეში გავიყინო, მირჩევნია მათ ჩამიგდონ ხელში, მირჩევნია მომკლან, ვიდრე შენთან ერთად ერთ სივრცეში ვიყო! შენ საერთოდ ვინ გგონია შენი თავი? დემეტრეს პასუხი არ გაუცია. ხედაცდა, რომ ევა ისტერიკაში იყო და მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. წამიერად დაიხარა, ევას წელზე ხელი მოჰკიდა და ერთი მკვეთრი მოძრაობით, თითქოს მსუბუქი ტომარა ყოფილიყოს, ზურგზე მოიგდო. – გამიშვი! ნაძირლავ, დამსვი! – ევა ჰაერში აფართხალდა, მუშტებს უშენდა მის ზურგსა და მხრებს, ფეხებს აქეთ-იქით იქნევდა, მაგრამ დემეტრეს ისე მყარად ეჭირა რომ თავის დახსნის შანსი არ ჰქონდა. დემეტრე მძიმე, აუჩქარებელი ნაბიჯებით წამოვიდა სახლისკენ, თითქოს ზურგზე არავინ ჰყოლოდა მოგდებული. – დამსვი-მეთქი, გულს მირევ, მძულხარ! დემეტრემ სახლში შეიყვანა, მისაღებ ოთახში, პირდაპირ ხის მძიმე მაგიდაზე ჩამოსვა, მაგრამ ხელი არ გაუშვია. ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო და ევას კვლავ გზა გადაუღობა. – მორჩი ფართხალს, – გამოსცრა დემეტრემ, მისი ხმა კვლავ ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე ჟღერდა, რაც ევას ჭკუიდან შლიდა. – დაწყნარდი. – არ დავწყნარდები! – თავი გაიქნია ევამ,სტერიკის ახალმა ტალღამ დაუარა. – აღიარე! უბრალოდ აღიარე, რომ შენთვის მე ადამიანიც კი არ ვარ! უსულო ნივთი ვარ, ხორცის ნაჭერი, რომელიც მამაჩემმა დასაცავად მოგიგდო და საგულდაგულოდ გადამალე, რომ შენი კუთვნილი ანაზᲦაურება არ დაკარგო! შენ მხოლოდ ის წყეული ფული გადარდებს, რასაც მამაჩემი გიხდის! Შენ ერთი დაქირავებული, უსულო მანქანა ხარ რომელსაც საერთოდ არ გააჩნია გრძნობები! ამიტომაც მიყურებდი ზემოდან, იმიტომ, რომ ჩემში მხოლოდ ბიზნესს ხედავ! დემეტრე კვლავ დუმდა. ეს ევას უფრო მეტად აცოფებდა, აიძულებდა უფრო და უფრო მეტად დაერტყა სიტყვებით იქ, სადაც,მისი აზრიᲗ, ყველაზე მეტად ეტკინებოდა. – ხმას რატომ არ იღებ?! – დაიკივლა ევამ, კაცს მკერდზე მიაბჯინა ხელები და მთელი ძალით შეანჯღრია. – მიპასუხე! მითხარი, რომ მართალი ვარ! შენთვის ერთი საათიც კი წამებაა ჩემთან ყოფნა, იმიტომ, რომ ჩემი არსებობაც კი გაღიზიანებს!გეშინია იმის, რომ ქალი ვარ და არა თოჯინა! გეშინია, რომ შეიძლება ვინმე Შეგიყვარდეს, იმიტომ, რომ გული საერთოდ არ გაქვს, მანქანა ხარ! წყეული, უსულო რობოტი! დემეტრე გაშავდა. ეს უკანასკნელი სიტყვები, ეს დაუსრულებელი, სისულელეები მისი მოთმინების მყიფე ძაფს შეეხო და გაწყვიტა. კედელი, რომელიც ევას ისტერიკას ასე მყარად უმკლავდებოდა, ერთ წამში ჩამოიქცა. დემეტრე არ ყვიროდა, როცა ბრაზდებოდა, მაგრამ მისი ტონი ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე ყვირილი. ევამ იგრძნო, როგორ დაიჭიმა კაცის მთელი სხეული, მისი თითები გოგონას მკლავზე მარწუხებივით ᲨემოეᲭდო. დემეტრეს გუგები გაფართოვდა, სახის ნაკვთები გაუქვავდა და თვალებში ისეთი საშიში და მწველი ბრაზი ჩაუდგა, რომ ევას სიტყვა ყელში გაეჭედა. – ფული? – გაიმეორა დემეტრემ. მისი ხმა ისეთი დაბალი და ხრინწიანი იყო, თითქოს მიწისქვეშეთიდან ამოდიოდა. – შენ გგონია, ამ ყველაფერს ფულის გამო ვაკეთებ? გგონია, ჩემს სიცოცხლეს წყეული ფულის გამო ვრისკავ? შენ გგონია, შენი სიახლოვა ჩემთვის წამებაა იმიტომ, რომ ვერ გიტან? ღრმად ჩაისუნთქა, ყბები შეკრა და ევას ისე დახედა, თითქოს მან მისი თავმოყვარეობა და პროფესიონალური ეთიკა ერთ წამში ფერფლად აქცია. ყველა ბარიერი სამუდამოდ განადგურდა. – მობეზრდა, – თქვა დემემ.ეს იყო არა სიტყვა, არამედ განაჩენი. – მობეზრდა შენი კაპრიზებიც, შენი ისტერიკაც და თავშეკავებაც. დემეტრემ ხელი ააცურა ევას ყელზე, თითები ნიკაპზე მყარად მოუჭირა და თავი ააწევინა, რომ მის თვალებში ჩაეხედა. კაცის მზერა სიბნელეში ელავდა. – ზედმეტი მოგივიდა, ევა, – გამოსცრა კბილებში, მისი ხმა დაბალი იყო. – აი ახლა კი, ნამდვილ პასუხს მიიღებ ამდენი ენის ტლიკინისთვის. მიიღებ იმას, რასაც ასე გამწარებით ითხოვდი. დაგსჯი იმისთვის, რომ საზღვრები ვერ ისწავლე. დაისჯები, ევა. სანამ ევა გააზრებას მოასწრებდა, დემეტრემ მარჯვენა ხელი მოხვია წელზე და გოგონა ჰაერში აიტაცა. ევამ ინსტინქტურად, წონასწორობის შესანარჩუნებლად, ფეხები წელზე შემოიხვია. კაცმა ორი ნაბიჯი გადადგა და ევა ზურგით კედელზე აააკრა. აკოცა. ეს არ იყო უბრალო კოცნა – ეს იყო ნამდვილი სასჯელი, ვულკანის ამოფრქვევა, ნაგროვები, ჩახშობილი, გაავებული ვნების აფეთქება. დემეტრეს ტუჩები დაუნდობლად და დაუზოგავად დაეჯახა ევას ბაგეებს, თითქოს ამ კოცნით გოგონას მთელი ეს თავხედური სიტყვები უკან უნდა წაეᲦო. მარცხენა ხელი ევას თმებში მყარად ჩაიხლართა, თავი დაუფიქსირა და ყოველგვარი მოძრაობის შანსი მოუსპო, მარჯვენა ხელით მისი სხეული ისე მჭიდროდ მიიზიდა თავისკენ, რომ ევამ იგრძნო მისი დაჭრილი მხრის სითბო და მკერდის ძლიერი, მფეთქავი კუნთები. კოცნა იყო ცხელი, მწველი, თითქოს საუკუნოვანი წყურვილის მოკვლას ცდილობდა, ყოველგვარი სინაზისა და მორიდების გარეშე. დემეტრე სრულად დაეუფლა მის ბაგეებს, მისი ენა დაუნდობლად, მბრძანებლურად იკვლევდა ევას პირის ღრუს, ართმევდა სუნთქვას, საᲦ გონებას და ნებისყოფას. ევად ყრუ, უძლური კვნესა აᲦმოხდა.ზუსტად ამ წამს, დემეტრეს მკლავებში, კედელზე მიყუდებულმა ევამ საბოლოოდ, მთელი არსებით გააცნობიერა – ის მართლაც პატარა ბავშვი იყო. ის ვნება, ის ლტოლვა და ის „ცეცხლი“, რაც მას ეგონა, რომ ამ კაცის მიმართ გააჩნდა, დემეტრეს შიგნით ბობოქარ, დამანგრეველ და უსაზღვრო ოკეანესთან შედარებით,ზღვაში ჩაგდებული წვეთი იყო. კაცის ვნებამ ის მთლიანად შთანთქა, გააქრო მისი სიამაყე, მისი ეგო და მისი ისტერიკა. ის დნებოდა ამ დაუნდობელ, მამაკაცურ მკლავრბᲨი და ხვდებოდა, რამდენად სასაცილო და უსუსური იყო მისი აქამდე ნათქვამი ყოველი სიტყვა. დემეტრეს ტუჩები ლოყაზე, შემდეგ კი მის ყელზე გადავიდა. ის ხარბად სუნთქავდა გოგონას კანს სურნელს, მისი კბილები ევას ნაზ ყელს შეეხო, ევას სხეულში ნამდვილმა ელექტრონულიმა მუხტმა გაიარა. უფრო მაგრად ჩაეჭიდა კაცის მხრებს. ოთახში გამეფებულ სიᲩუმეს მათი აჩქარებული სუნთქვის ხმა არღვევდა. ნიღბები არა მხოლოდ ჩამოიხსნა – ისინი ფერფლად იქცა. დილა ცივი, ნისლიანი და გაცრეცილი გათენდა. ფანჯრებს მიღმა საუკუნოვანი ნაძვები მძიმე ჩრდილებად წამოწოლილიყვნენ, ოთახში კი გუშინდელი ქარიშხლისგან,მხოლოდ ჩამწვარი ბუხრის ნაცარი და აბობოქრებული ვნების მოგონება დარჩენილიყო. ევას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ყოველ ჯერზე, როცა Თვალებს ხუᲭავდა, კანზე დემეტრეს თითების მწველ შეხებას, მის დაუნდობელ, მშიერ ტუჩებსა და იმ დამანგრეველ ძალას გრძნობდა, რომელმაც მისი სიამაყე სრულად შთანთქა. ეგონა, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალებოდა. ეგონა, რომ კედელი, რომელიც მათ შორის იდგა, საბოლოოდ დაინგრეოდა. საწოლიდან ადგა, აბრეშუმის ხალათი მჭიდროდ შემოიკრა სხეულზე და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა. პირველ სართულზე, სამზარეულოში, ყავის სუნი ტრიალებდა.დემეტრე ფანჯარასთან იდგა, ზურგით მისკენ. ისევ ის შავი პერანგი ეცვა, ოღონდ სუფთა, ჭრილობა კი ახალი ბინტით საგულდაგულოდ გადაეხვია. მისი ფართო მხრები და დაჭიმული ზურგი დილის მზის შუქზე კლდესავით მყარი ჩანდა. ევას გულში სითბომ და რაღაც ახალმა, აქამდე უცნობმა იმედმა გაიღვიძა. ნელი, უხმო ნაბიჯებით მიუახლოვდა კაცს, ხელები ზურგიდან წელზე მოხვია და ლოყით მის მყარ ბეჭებს მიეყრდნო. თვალები მინაბა და მისი სხეულის ნაცნობი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა. თუმცა, ეს წამიერი მყუდროება ილუზიასავით გაქრა. დემეტრე ადგილიდან არ დაძრულა, არც შემკრᲗალა, მაგრამ ევამ იგრძნო, როგორ გაუქვავდა ყოველი კუნთი. კაცმა მისი მტევნები საკუთარ თითებში მოიქცია, ფრთხილად, ინსტინქტურად მოიშორა სხეულიდან და ერთი ნაბიჯით გვერდზე გადგა. ეს არ ყოფილა უხეში მოძრაობა, თუმცა მასში იმდენად მკაფიო დისტანცია იგრძნობოდა, რომ ევას ცივი წყალი გადაასხეს. ევას ხელები ჰაერში გაუᲨეᲨდა. თვალები გაახილა და დემეტრეს შეხედა. კაცის სახე ისევ ისეთი იყო, როგორც პირველ დღეს – ცივი, გამოუცნობი,თავშეკავებული. თითქოს გუშინდელი ღამე, ის ვნებიანი, დაუნდობელი კოცნა და ხის კედელზე აკრული სხეულების გიჟური მუხტი საერთოდ არ არსებულა. ევას გულში რაღაც მტკივნეულად გაწყდა. – დემეტრე... – ჩუმად თქვა, ხმა აუკანკალდა. – ეს რა არის? ახლა რას აკეთებ? დემეტრემ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა, მზერა პირდაპირ მის თვალებზე გადაიტანა,დემეტრეს თვალებში გუშინდელი ცეცხლის ნაცვლადა მხოლოდ პროფესიონალური სიცივე იდგა. – ევა, უნდა ვილაპარაკოთ, – თქვა მან. მისი ხმა საოცრად მშვიდი, გაწონასწორებული და ფორმალური იყო. – გუშინდელი ღამე... შეცდომა იყო. ჩემი მხრიდან დაშვებული უპატიებელი, წამიერი სისუსტე, რომელიც აღარ განმეორდება. ევამ ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს ფიზიკური დარტყმა მიიღოო. ლოყებზე წამში აუვიდა ალისფერი სიწითლე, ოღონდ ამჯერად არა ბრაზის, არამედ იმ საშინელი, დამამცირებელი ტკივილისგან, რომელსაც ქალი გრძნობს, როცა მას ასე ცივად უარყოფდნენ. – სისუსტე? – გაიმეორა ჩურჩულით, ხმა გაბზარვოდა. – ანუ, შენ გინდა მითხრა, რომ გუშინ... უბრალოდ მოთმინება დაკარგე? უბრალოდ დამსაჯე, როგორც თავად თქვი, და ახლა ისევ ჩემი „მცველი“ ხარ? ისევ ის რობოტი, რომელსაც არაფერი სტკივა და არაფერს გრძნობს? – ევა, დამშვიდდი, გთხოვ. შემომხედე და მომისმინე, – დემეტრემ ტონი ოდნავ დაათბო, ცდილობდა მისი აფორიაქება ჩაეხშო, მაგრამ ეს სიმშვიდე ევასთვის ნამდვილი წამება იყო. – მე შენი მცველი ვარ. ეს ჩემი ერთადერთი სტატუსია ამ სახლში. გუშინ ზღვარს გადავაბიჯე, რადგან შენმა სიტყვებმა წყობიდან გამომიყვანა, მაგრამ რეალობა სხვაა. მე არ მაქვს უფლება, შენ მიმართ რაიმე გრძნობა გამიჩნდეს. – რატომ? რატომ არ გაქვს უფლება?! – ევას ხმა Ჩაუვარდა, აცრემლებული თვალებიდან წყენა და სასოწარკვეთა გამოსᲭვიოდა. არ აწყობდა ისტერიკას, როგორც გუშინ, ეს იყო ღრმა, ქალური ტკივილის აფეთქება. – იმიტომ, რომ მამაჩემი ფულს გიხდის? იმიტომ, რომ შენი წყეული პროფესიონალიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც ჩვენ შორის მოხდა? გუშინ მეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს დამინახე... დამინახე, როგორც ქალი და არა როგორც ტვირთი! – ზუსტად იმიტომ, რომ გხედავ, ევა! – პირველად შეერია დემეტრეს ხმას სიმკაცრე,ნაბიჯი გადადგა მისკენ – ზუსტად იმიტომ, რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ! გაიგე, გრძნობები ამ საქმეში სიკვდილის ტოლფასია. თუ შენზე ფიქრს დავიწყებ, როგორც ქალზე... თუ ყოველ წამს იმაზე ვიდარდებ, რას გრძნობ, ჩემი კონცენტრაცია უნარი გაქრება. როცა Ჩემს წინ ხალხი დგას, იარაღით ხელში , მე წამის მეასედი დამჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. თუ ჩემი გონება შენზე ფიქრიᲗ იქნება დაკავებული, თუ ხელი ამიკანკალდება იმის შიშით, რომ შენ არაფერი დაგემართოს... მე შენს დაცვას ვერ შევძლებ, ევა! ორივე მოვკვდებით. ჩემი სიცივე შენი გადარჩენის ერთადერთი გარანტიაა. – მატყუებ... – თავი გაიქნია ევამ, ცრემლები ლოყებზე ჩამოეღვარა. – შენ უბრალოდ მშიშარა ხარ. გეშინია იმის, რომ კედლები ჩამოგეშალება. გუშინ დასცინე ჩემს გრძნობებს. მაჩვენე, რა ძლიერი ხარ, როგორ შეგიძლია ჩემი დამორჩილება და ახლა ისევ ნაგავსაყრელზე მისვრი შენს იმ „წამიერ სისუსტესთან“ ერთად! – ევა ასე არ არის, – დემეტრემ ხელი ასწია,უნდოდა ცრემლები ᲨეემᲨრალებინა. – დამშვიდდი, გემუდარები. მე შენს გრძნობებს არ ვეთამაშები... ოთახში სილის გაწვნის მკვეთრმა, ხმამ გაიჟღერა. ევამ მთელი თავისი ტკივილი ჩააქსოვა იმ დარტყმაში. კაცს თავი ოდნავ გვერდზე გაატრიალა, ნიკაპის კუნთი დაეჭიმა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა. თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და როცა ისევ ევას შეხედა, მის მზერაში მხოლოდ მოთმინება იდგა. – კმაყოფილი ხარ? – ჩურჩულით, ხრინწიანი ხმით ჰკითხა ევამ, სხეული უთრთოდა. – ისევ მშვიდად ხარ, არა? ისევ გგონია, რომ ამით რამეს მიმტკიცებ... მძულხარ, დემეტრე. შენნაირი უგრძნობი და ცივი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. მართალი ვიყავი... შენგან სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი. ევამ სახეზე ხელები აიფარა, ატირდა და სამზარეულოდან გიჟივით გავარდა. მისი ნაბიჯების ხმა კიბეებზე ნელ-ნელა მიწყდა, სანამ მეორე სართულზე ოთახის კარის გაჯახუნებამ საბოლოოდ არ დაასრულა ეს სცენა. სამზარეულოში სიჩუმე ჩამოწვა. დემეტრე ადგილზე იდგა, ფანჯრიდან შემოსულ მკრთალ შუქზე მისი პროფილი გამოკვეთილიყო. ხელი ნელა მიიფო ლოყაზე, ევას დარტყმული ადგილი კვლავ ეწვოდა. თუმცა, ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო იმ შინაგან ჯოჯოხეთთან შედარებით, რომელიც მის მკერდში ბობოქრობდა.მუშტები ისე მაგრად შეკრა, რომ თითების სახსრები გაუთეთრდა. მაგიდას დაეყრდნო, თავი დახარა. მისი შინაგანი სამყარო ორად იხლიჩებოდა. ერთ მხარეს იდგა მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ცივი გონება, პროფესიონალიზმი და იმის ცოდნა, რომ თუ ის ემოციებს აჰყვებოდა, ევას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა. მეორე მხარეს კი... მეორე მხარეს იყო ის გიჟური, მწველი ლტოლვა და გრძნობა, რომელიც ევას მიმართ გააᲩნდა. ყოველი სიტყვა, რაც ევას უთხრა, სიმართლე იყო, მაგრამ ამავდროულად ყველაზე დიდი ტყუილიც. გუშინ ღამით, როცა მისი სხეული ხელებᲨი ჰყავდა მომწყვდეული, დემეტრემ პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ ცოცხალი იყო. და ახლა, საკუთარი ხელით ამ სიცოცხლის ჩაკვლა, მისი ტირილის ყურება და უგრძნობის როლის თამაში იმაზე დიდი წამება იყო, ვიდრე ნებისმიერი ჭრილობა. „უნდა გაუძლო,“ – უთხრა საკუთარ თავს, სახიდან ოფლი მოიწმინდა და კედელს მიეყრდნო. „სანამ ეს ომი არ დასრულდება, შენ კაცი არ ხარ. შენ მისი ფარი ხარ. სხვა არაფერი.“ ამ დროს მის ჯიბეში სატელიტურმა ტელეფონმა მოკლე, სპეციფიკური სიგნალი გამოსცა. დემეტრე წამში გამოერკვა ფიქრებიდან. აპარატი ამოიღო და ეკრანს შეხედა. დაშიფრული არხიდან შეტყობინება მოვიდა. ეს რეზო იყო. თუმცა, ტექსტი მოკლე და საგანგაშო აღმოჩნდა: „მახეა. კავშირი გაწყდა. ალექსანდრეს შიდა წრიდან ინფორმაციამ გაჟონა. მათ იციან წყნეთის რეზერვი. სახლიდან გადით.“ დემეტრეს ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა. ინფორმაციამ გაჟონა... ეს ნიშნავდა, რომ ალექსანდრეს უახლოეს გარემოცვაში, იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ საიდუმლო თავშესაფრის კოორდინატები იცოდა, მოღალატე იმალებოდა. შარაშიძემ წყნეთის მამულზე თავდასხმა მხოლოდ ყურადღების გადასატანად მოაწყო, მათი მთავარი მიზანი ევას ამ მიკარგულ ალაგას მომწყვდევა იყო. დემეტრემ იარაღი შეამოწმა, წელზე დაიმაგრა და კიბეებისკენ გაეშურა. – ევა! – დაუყვირა მან ზემოთ. – ევა, სასწრაფოდ ჩამოდი! ტანსაცმელი ჩაიცვი, აქედან უნდა წავიდეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


