შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კასიანა" (თავი IX)


დღეს, 01:46
ნანახია 16

ესაია მძიმედ წამოიწია საწოლიდან. ყოველი კუნთი დაძაბული ჰქონდა, თითქოს ჯერ კიდევ არენაზე იდგა. მან ფანჯარა ფართოდ გამოაღო და ღამის გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ამან არ გაუგრილა ის ცეცხლი, რომელიც გულში უღვივდებოდა.
როგორც კი თვალებს ხუჭავდა, თვალწინ კვლავ ის სცენა უდგებოდა: კასიანას მომხიბვლელი, თავისუფალი ღიმილი, სხვა მამაკაცების ხელები მის წელზე და ის მუსიკა, რომელიც მათ აერთიანებდათ. ესაიას ყბა იმდენად დაეძაბა, რომ კბილების ღრჭიალი გაისმა. საშინელი, მწველი ბრაზი ჰქონდა — არა მარტო იმ კაცების მიმართ, ვინც მას ეხებოდა, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. რა უფლება ჰქონდა, ასე ეგრძნო თავი? კასიანა მისთვის მიუწვდომელი იყო, ისევე როგორც ჩრდილოეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი, რომელსაც ვერასდროს შეეხებოდა. ამ აკრძალულმა ვნებამ და გაცნობიერებამ, რომ მას არ ჰქონდა პრინცესას სურვილის უფლება, უფრო გააბრაზა.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და პასუხს არ დალოდებიან, ჰენრი პირდაპირ შემოვიდა.
— ესაია, რატომ ხარ აქ? — ჰენრიმ ოთახს თვალი მოავლო, სადაც ჰაერი დაძაბულობით იყო გაჯერებული.
ესაია ფანჯრიდან შემობრუნდა. მისი მზერა ცივი და შეუვალი იყო.
— ვეღარ გავძელი, ჰენრი. იმ ატმოსფერომ... იმ ყველაფერმა ჭკუიდან გადამიყვანა. არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩრდილოეთში საქმეებია დაგროვილი, საზღვრებს ყურადღება სჭირდება. თუ ნებას დამრთავ, დღესვე გავბრუნდები ჩრდილოეთში.
ჰენრიმ დიდხანს უყურა ესაიას, თითქოს ცდილობდა მისი სულის სიღრმეში ჩაეხედა. მან დაინახა ის ბრძოლა, რომელიც ესაიას სახეზე ეწერა.
— გასაგებია, — თქვა ჰენრიმ მშვიდად. — თუ ჩრდილოეთს შენი ყოფნა ასე სჭირდება, ნებას გრთავ. წადი.
ჰენრიმ დატოვა ოთახი. როგორც კი კარი დაიხურა, ესაიამ ნივთების შეკრება დაიწყო. მოძრაობები სწრაფი და უხეში ჰქონდა. მაგიდასთან მივიდა, ის ლექსი, რომელიც ცოტა ხნის წინ გულით დაწერა, ამოხია, დაკუჭა და იატაკზე, სიბნელეში ისე გაისროლა, როგორც არასაჭირო ნაგავი.
მან საჯინიბოსკენ მიაშურა. არავისთვის არაფერი უთქვამს, თავისი ცხენი გამოიყვანა და შეახტა. ცხენს შოლტი გადაუჭირა და სასახლის ჭიშკარი ელვის სისწრაფით დატოვა. მან არ აირჩია მთავარი გზა; სურდა, ყველაფრისთვის თავი აერიდებინა, ამიტომ იმ მიტოვებული, მივიწყებული მიწის გავლით გააჭენა, სადაც კასიანასთან ერთად რამოდენიმეჯერ, სხვაგვარი სიმშვიდე იგრძნო. ახლა კი ეს გზა მხოლოდ მის მარტოობასა და მწარე გაქცევას იტევდა.სასახლის დარბაზში მუსიკა ჯერ კიდევ ისმოდა, როდესაც რობი კასიანასთან მივიდა. ის დაბნეული ჩანდა, თითქოს რაღაცის თქმას ერიდებოდა, მაგრამ კასიანას მზერამ აიძულა, სიმართლე ეთქვა.
​— პრინცესა... ესაია წავიდა, — ჩაილაპარაკა რობიმ დაბალი ხმით. — სასწრაფოდ დატოვა სასახლე. მეფე ჰენრიმ ნება დართო, მან კი წუთიც არ დააყოვნა.
​კასიანას გულმა ფეთქვა შეწყვიტა. არც კი დამშვიდობებია, არც ერთი სიტყვა... ის უბრალოდ გაქრა. გოგონამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ გვერდი აუარა რობის და დარბაზიდან სირბილით გავიდა.
​მისი ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი ცარიელ დერეფნებში გაისმოდა,
კასიანამ კარი ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად შეაღო. ოთახში სიმძიმე და სიცარიელე სუფევდა. ესაია წასულიყო — დატოვა მხოლოდ ის აფორიაქებული ჰაერი და გაციებული კერა, რომელიც მის არსებობას მოწმობდა.
​იატაკზე მიგდებულმა დაკუჭულმა ქაღალდმა კასიანას ყურადღება მიიქცია. მან აიღო, გაშალა და ბასრი, უსწორმასწორო ხელწერით ნაწერი ლექსი წაიკითხა. კასიანას სუნთქვა შეეკრა, მაგრამ სიტყვების კითხვასთან ერთად, მის თვალებში ის ილუზია, რომელიც ცოცხლობდა, ნელ-ნელა ქრებოდა.
კასიანამ ქაღალდი მჭიდროდ დაკეცა. გულში მწარე დარტყმა იგრძნო. ის მიხვდა, რომ ეს ყველაფერი — ესაიას მზერა, დაძაბულობა, მათი დუელი რომელიც კაცისგან სიმპატიის გამომხატველი ეგონა— მხოლოდ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი, მისი ილუზია ყოფილა. მამაკაცის ცხოვრებაში ვიღაც სხვა იყო, ვიღაც, ვისზეც ის ფიქრობდა, როცა კასიანას უყურებდა. მიხვდა, მხედართმთავარი უბრალოდ მოვალეობას ასრულებდა და შემდეგ თავის ნამდვილ სამყაროს დაუბრუნდა.
​„რა სულელი ვარ,“ — ჩაიჩურჩულა მან, თითქოს საკუთარ თავს დასცინისო.
​პრინცესა სწრაფად დაბრუნდა თავის საძინებელში. მან ის საზეიმო, მძიმე კაბა, რომელიც ისე უხდებოდა, უხეშად გაიხადა და იატაკზე დააგდო. კომფორტული, მუქი ფერის საბრძოლო შარვალი და ტყავის ზედა ჩაიცვა, თმები მჭიდროდ შეიკრა — მას სურდა ყოფილიყო ის, რაც რეალურად იყო: თავისუფალი, მოწესრიგებული და მარტოხელა მეომარი.მაგიდასთან დაჯდა და სწრაფად, კანკალით დაწერა წერილი:
​„მეტი აღარ შემიძლია ამ სასახლის კედლებში ყოფნა. მარტოობა მჭირდება, რათა გონს მოვიდე და ყველაფერი თავიდან გადავაფასო. არავინ დამედევნოს.“
​წერილი საწოლზე დააგდო, პატარა ხურჯინში სწრაფად ჩაალაგა ტანსაცმელი, პატარა დანა და ოთახიდან გავიდა. ჩუმად სამზარეულოში შეიპარა, საგზალი შეუმჩნევლად მოიპარა და ისიც ხურჯინში ჩადო. წყლით სავსე ტყავის მათარა ქამარზე დაიმაგრა, ცხენისკენ გაემართა, კატანა და ხურჯინი უნაგირზე კომფორტულად დაამაგრა, მშვილდ-ისარი მხარზე გადაიკიდა და სასახლის უკანა ჭიშკრიდან, ისეთივე შეუმჩნევლად, როგორც ესაია, სიბნელეში გაუყვა გზას. ცხენი მეტად სწრაფად გააჭენა.
პრინცესა სამეფო სასახლის უკანა კარი ისე დატოვა, რომ არავის შეუმჩნევია.
​ის აღარ იყო სამხრეთის პრინცესა. მის მხრებზე გადაკიდებული მშვილდ-ისარი, ხაზს უსვამდა მეომრის სახეს, რომელიც წესებს არ ექვემდებარებოდა.
​კასიანამ უარი თქვა მთავარ გზებზე, სადაც მცველები და მოგზაურები დადიოდნენ. მან ტყეების გავლით გაიკვლია გზა, სადაც ბუნება უფრო ველური და გულწრფელი იყო. ყოველი ტოტი, რომელიც სახეზე ეხლებოდა და ყოველი ეკალი, რომელიც მის ტანსაცმელს სერავდა, თითქოს ილუზიებს აშორებდა.
​მისი მიზანი შორეული, მივიწყებული ზღვისპირეთი იყო — ადგილი, სადაც სასახლის ინტრიგები და ცრუ გრძნობები ვერ აღწევდა.
​გზაში, ტყის სქელ ნაწილში, როდესაც ღამე ჩამოწვა და ტყემ თვალუწვდენელი სიბნელე მოიცვა, გოგონა ცოტახნით გაჩერდა. ცხენიდან ჩამოხტა და მშვიდად ჩამოჯდა ხის ფესვებთან, მუხლებში კატანა ჩაიდო და ცაა მიაშტერდა. მისი მზერა მკაცრი და ცივი იყო, ისეთი, როგორიც მხოლოდ მეომარს.
​ის იდუმალი, მიუწვდომელი და დამოუკიდებელი იყო — სწორედ ისეთი, როგორიც მაშინ, როცა ესაიამ პირველად დაინახა არენაზე. ოღონდ ახლა, მას აღარავის წინაშე არაფრის მტკიცება აღარ სჭირდებოდა.
სასახლეში აურზაური მაშინ ატყდა, როდესაც დილის შუქმა კასიანას საძინებლის კარი გაანათა. მოახლემ, რომელმაც საუზმე მიუტანა, ოთახი ცარიელი დახვდა. საწოლი გასწორებელი იყო, მასზე კი გაშლილი წერილი იდო.
სამეფო დარბაზში, სადაც გუშინდელი ზეიმის გამოძახილი ჯერ კიდევ ისმოდა, ახლა საგანგაშო სიჩუმე ჩამოწვა. ჰენრიმ წერილი აიღო და თვალები გადაავლო. მის სახეზე შეშფოთება იკითხებოდა. ის კასიანას არა როგორც პრინცესას, არამედ როგორც მებრძოლს და თანამოაზრეს ისე აფასებდა, ამიტომაც მისმა გაქცევამ მეფე ნამდვილად დაამძიმა.
მაგრამ დარბაზის მეორე ბოლოში სრულიად სხვა ატმოსფერო სუფევდა. მეფე მარკი და დედოფალი ელენა თავაზიანად, თუმცა უემოციოდ იდგნენ. მათ სახეზე არც შიში ჩანდა და არც სასოწარკვეთა.
— ეს უბრალოდ მორიგი ახირებაა, — განაცხადა ელენამ ცივად, თან თავისი მოსასხამი შეისწორა. — პრინცესას, რომელიც საკუთარ მოვალეობებს უგულებელყოფს და ღამით იპარება, არ აქვს უფლება, ჩვენი დრო და ენერგია წაიღოს. მარკ, ბრძანე, რომ საძებნელი რაზმები გაიგზავნოს, მაგრამ არავითარი საჯარო განცხადება. არ მინდა სხვა სამეფოებმა იცოდნენ, რომ ჩვენს ქალიშვილს ასეთი არასტაბილური ბუნება აქვს.
მარკმა თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია. მისი მზერა არა მშობლის, არამედ მმართველის მზერა იყო, რომელიც დაზიანებულ დეტალს აფასებდა.
— მართალი ხარ, ელენა. არ არის ემოციების დრო. ეს არის რეპუტაციის საკითხი. თუ ის გადაწყვეტს, რომ სამეფო სისხლს თავისუფალი ცხოვრება არჩიოს, მალე თავად მიხვდება, რა შეცდომაც დაუშვა. მშიერი და უსახლკარო, თან მეომრის როლში დიდხანს ვერ გაძლებს.
აბელი რომელიც მათ საუბარს ისმენდა, მუშტები შეკრა. ის ვერ იტანდა მათ ამ ცივ, დამოკიდებულებას მისი დის მიმართ.
— თქვენს ქალიშვილზე, პრინცესაზე, ჩემს დაზე ვსაუბრობთ! — წამოიძახა მან. — მისმა გაქცევამ ხომ არაფერი გაფიქრებინათ? ხომ არ გეფიქრებათ იმაზე, რომ სასახლის კედლებში ის უბრალოდ იხუთებოდა?
მარკმა აბელს შეხედა, მისი თვალები ისეთივე ცივი იყო, როგორც ზამთრის ტბა.
— შენ ზედმეტად ემოციურად უყურებთ სამეფო საქმეებს. კასიანა არის პრინცესა, რომელიც ვალდებულია თავისი ადგილი იცოდეს. თუ მან ეს კავშირი გაწყვიტა, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ კი, ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ და დავაბრუნოთ ის, რათა გვირგვინის პრესტიჟი არ შეილახოს. მეტი არაფერი. მომავალი მეფე ხარ და ტვინით იფიქრე და არა გულით.
ის მიხვდა, რომ მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ისინი ვერასდროს გაიგებდნენ კასიანას სულს, რადგან მათთვის ის ყოველთვის მხოლოდ პრინცესა იყო რომელსაც მოვალეობები აკისრია.
პრინცესა კი ამ დროს უკვე კილომეტრებით იყო დაშორებული სასახლეს. ტყის სქელ ხეებს შორის მიიკვლევდა გზას. ის უბრალოდ გარბოდა იმ სამყაროდან, სადაც მშობლების სიყვარულიც კი ცივი მოვალეობა იყო. სადაც მის სიყვარულს არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა.
ზღვის სურნელი ჰაერში უკვე იგრძნობოდა. კასიანა იქ აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას — სადაც მისი სახელი, ტიტული და მშობლების მოლოდინები აღარაფერს ნიშნავდა.

ნელ-ნელა უკან მოიტოვა ტყე და გამოჩნდა ქალაქი. აზურის მისადგომებთან ჰაერი იცვლებოდა.სუფთა, მარილიანი ნიავი თანდათან ნესტიან ნისლში იხლართებოდა, რომელიც ნახევარკუნძულს ისე მჭიდროდ ეკვროდა, თითქოს ქალაქს გარე სამყაროსგან მალავდა. კასიანამ ცხენი შეანელა. მის წინ გადაშლილი ქალაქი ერთი შეხედვით ლამაზი ჩანდა.
ლურჯი, კამკამა ზღვა, ქალაქს სამი მხრიდან აკრავდა, მაგრამ იქ რომ გაგევლო, აზურის ნამდვილი სახეს დაინახავდი: დახეთქილი ქვის ქუჩები, ზღვის მარილისგან გაცრეცილი სახლების კედლები და ნისლში მოჩანდა მრავალი დუქნის უხეში, ხის კარები. ქუჩაში თევზით მოვაჭრე მოხუცები, მოწყალების მთხოვნელები, ბავშვები დაძონძილი ტანსაცმელებით. ასეთი კამკამა, საოცარი ზღვის შიგნით, ქალაქში, სრული სიღატაკე, სიბინძურე, უპასუხისმგებლობა სუფევდა.
როცა კასიანამ ქალაქის მთავარ კარიბჭეში შევიდა, ირგვლივ საუბრები ნელ-ნელა ჩურჩულში გადაიზარდა. აზურში ცხენით მოძრაობა ფუფუნება იყო, რომელიც მხოლოდ გრაფის გარემოცვასა და მის მცველებს ეკადრებოდათ. ხის დახლებთან მსხდომი მეთევზე-ვაქრები, ნავსადგურის მუშები და უცნაური, ჭუჭყიანი გარეგნობის კაცები გაჩუმდნენ. მათი მზერა უხეში იყო, იარაღზე ხელგადასმული — ისინი აკვირდებოდნენ უცნობს, რომელიც ისეთი თავდაჯერებით ამხედრებულიყო ცხენზე, თითქოს აქაურობის ბატონ-პატრონი ყოფილიყო.
ქალაქში შესვლისას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ისმოდა ზღვის შხეფების ხმა, რომელიც ნაპირს ეხეთქებოდა, და შორიდან მომავალი დუქნების ხმაური — ლუდის კათხების კაკუნი, უხეში სიცილი და თევზის შემწვარი სუნი. ნისლი ისე იყო ჩამწკრივებული სახლებს შორის, რომ თითქოს ქუჩებს ახშობდა, რაც კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა იქაურ ატმოსფეროს.
კასიანამ იგრძნო ათობით თვალი, რომლებიც ზურგს უწვავდნენ, მაგრამ ცდილობდა თავდაჭერილად გაეგრძელებინა გზა. აზური, თავისი ლურჯი წ....ბითა და ნესტიანი ქუჩებით, მზად იყო მიეღო ის, მაგრამ კასიანამ იცოდა — აქ პატივისცემას არავინ გჩუქნის, აქ მხოლოდ იმას გაძლევენ, რასაც მოიპოვებ.
პრინცესამ ცხენი დუქნის, „აზურის კიდეს“, პირქუშ, დახავსებულ კართან შეაჩერა. დუქანი ქალაქის ყველაზე უკიდურეს წერტილში, კლდის პირას იყო გაშენებული, სადაც ნისლი ზღვის შხეფებს უერთდებოდა და შენობას თითქოს ზღვის ტალღებიდან ამოზრდილს ხდიდა.
ცხენიდან მოქნილი მოძრაობით ჩამოხტა და მიწაზე ფეხი მყარად დადგა. მისი ჩექმების კაკუნი ნესტიან ქვაზე მკვეთრად გაისმა. მხრიდან მშვილდ-ისარი მოიძრო და უნაგირზე დაამაგრა, მის ნაცვლად კატანა დაიმაგრა წელზე და დუქნის მასიური, მუხის ხის კარი შეაღო.
შიგნით შესულს, მაშინვე ეცა: ლუდის, გამხმარი თევზის, სველი ტანსაცმლისა და ბოლის ნარევის სურნელი. დუქანში ჩამობნელებული იყო, მხოლოდ კედლებზე ჩამოკიდებული რამდენიმე ჩირაღდანი ანათებდა, რომლებიც ნისლით გაჟღენთილ ჰაერში მოკიაფე ლაქებად ჩანდნენ.
როცა კარი ბოლომდე გაიღო, შიგნით მყოფი ხმაური მყისიერად ჩაცხრა. ათეულობით გაუხეშებული სახე, რომელთაგან ზოგს იარაღის ნაიარევი ამჩნეოდა, მისკენ შემოტრიალდა.ვიღაცამ სიცილი შეწყვიტა, ვიღაცამ კი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დაახეთქა. აქ ყველას აინტერესებდა, ვინ იყო. კასიანას სილუეტი — მეომრის სამოსით, ცივი, მზერით და კატანით— აშკარად არ ჯდებოდა ამ ბნელი თავშესაფრის ჩვეულებრივ სტუმრებში.
ის ყურადღებას არ აქცევდა მათ მზერას და პირდაპირ დახლისკენ მივიდა. დახლის უკან მდგომი, დანაოჭებული და ნაიარევიანი მამაკაცი საეჭვოდ აკვირდებოდა გოგონას წელზე გამობმულ კატანას.
— ლუდი, — თქვა კასიანამ მოკლედ.
მამაკაცმა დახლზე კათხა დადგა. პრინცესამ მონეტა დაუდო და არც კი დალოდებია, კათხა ისე აიღო. იქ მყოფები ათვალიერებდნენ მის იარაღს და ცდილობდნენ გამოეცნოთ, ვინ იყო ეს უცხო ქალი.
​მან ნაბიჯი გადადგა და დარბაზის ბოლოში, ყველაზე ჩაბნელებული მაგიდისკენ გაემართა. სკამი ისე გადასწია, რომ ზურგით კედელს მიეყრდნო, რათა დარბაზის ნებისმიერი კუთხე მისი მზერის არეალში ყოფილიყო.
​აქედან მთელი დუქანი ხელისგულზე ჩანდა. ის სრულიად უძრავად იჯდა, ერთი ხელი კათხაზე ჰქონდა, მეორე კი — კატანას ტართან ახლოს. ის არ ჰგავდა ქალაქის გაჭირვებულ მოსახლეს, მაგრამ არც იმ სტილის იყო, რომ მდიდრად ჩაეთვალათ. ის იყო მტაცებელი, რომელიც უცხო ტერიტორიაზე შევიდა და ახლა აკვირდებოდა, ვინ გაბედავდა მისთვის მიახლოებას.
დარბაზში ხმაური ოდნავ ჩაწყნარდა; თითქოს ვიღაცებმა უკვე დაიწყეს ჩურჩული მისი კატანისა და თავდაჯერებული მზერის შესახებ. კასიანა მხოლოდ თვალებს აცეცებდა და ათვალიერებდა იმ ხალხს, რომლებიც, მეფე მარკის დაუდევრობის გამო, ამ გაბზარულ კედლებში საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.
დარბაზში ხმაური ნელ-ნელა დაბრუნდა, მაგრამ ყურადღება მას ბოლომდე არ მოშორებია. მაგიდებს შორის ერთი მამაკაცი გამოეყო — მაღალი, ტანით მძიმე, სახეზე ნაიარევიანი, რომელსაც ეტყობოდა ალკოჰოლით თრობა. კასიანას მაგიდას მიუახლოვდა, ცოტა ხანს შეყოვნდა, თითქოს მის შესწავლას ცდილობდა, შემდეგ კი ისე, თითქოს ეს თავისი უფლება იყო, კასიანას გვერდით სკამზე მოკალათდა.
მამაკაცმა თავხედურად გაუღიმა, შემდეგ ხელი მძიმედ გადახვია კასიანას მხარზე და ნელა, დამცინავი ტონით ჩაილაპარაკა:
— "ამ კატანას ასეთი ნაზი გოგონა არ უხდება, მშვენიერო," — ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კასიანას მხარზე ხელი უფრო მჭიდროდ დააჭირა. — "აქ უცნობებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ქალაქის კანონებს ჩვენ ვწერთ და არა ისინი, ვინც ცხენებით დადიან. მითხარი, ვისი გოგო ხარ, თუ უბრალოდ ბედის ძიებაში მოხვედი ჩვენს ნაპირებთან?"
მამაკაცის ხელი, რომელიც ლუდის სუნით და ოფლით იყო გაჟღენთილი, კასიანას მხარზე დამძიმდა. მისგან მომავალი სითბო გოგონასთვის მყისიერად გამაღიზიანებელი გახდა.
​— ხელი გაწიე— თქვა მან წყნარად, თითქმის ჩურჩულით, მაგრამ მისი ხმა იმდენად მკვეთრი იყო, რომ კაცმა უნებურად შეაჩერა თავისი დამცინავი გამომეტყველება. — "სამ წამს გაძლევ, რომ მომაშორო. თორემ, ამ მაგიდას შენი სისხლით მოვრთავ, რომელიც ისედაც საკმარისად არის დალაქავებული.
კაცი რამდენიმე წამს გაშეშდა, თითქოს ვერ დაიჯერა, რაც მოისმინა. მისმა სახემ გაკვირვებიდან გააფთრებაში გადაინაცვლა. გარშემომყოფებმა ჩაიხითხითეს, ზოგიერთმა ფეხზე წამოდგომაც კი დააპირა.
— "შენ რა, გგონია..." — დაიწყო კაცმა, მაგრამ ფრაზის დამთავრება ვერ მოასწრო.
კასიანამ ელვისებური მოძრაობით, მარცხენა ხელით კაცის მაჯა დაუჭირა, ხოლო მარჯვენათი კი კატანას სწრაფად ამოიღო და მისკენ მიმართა. მან ისეთი ძალით დაუჭირა მაჯა, რომ კაცმა ტკივილისგან სახე დამანჭა და ხელი მყისიერად მოაშორა.
ეს არ არის თხოვნა, — კასიანამ თვალებში ჩააშტერდა, — "ეს გაფრთხილებაა. აზურის ნისლში ბევრი რამ იკარგება, მათ შორის შენი სიცოცხლეც, თუ კიდევ ერთხელ დაარღვევ ჩემს პირად სივრცეს.
კასიანას სიტყვები მკაფიოდ გაისმა, მაგრამ მამაკაცმა, ნაიარევიანი სახით, მხოლოდ ზიზღით ჩაიცინა. ის ფეხზე წამოდგა, მაგიდას ფეხი ჰკრა და გადააყირავა.
​— შენ აქ კანონებს არ ადგენ, ქალო!“ — ღრიალით წამოიწყო მან და ხანჯალი ამოაძრო. — „ვინ ხარ საერთოდ, ჩვენს ტერიტორიაზე ასე რომ იქცევი?!
ოთახში მყოფი დანარჩენი მამაკაცები მყისიერად წამოიშალნენ. სკამების წაქცევის ხმაური და ლოთების ყვირილი დუქნის სივრცეს აზანზარებდა. ხუთი-ექვსი კაცი გოგონას გარს შემოერტყა. პრინცესამ უკან დაიხია, კატანას ზლიწრად მოხვია ხელი, ის მზად იყო, მაგრამ სანამ ვინმე პირველ დარტყმას მიაყენებდა, მოულოდნელი რამ მოხდა. ყველა ჩირაღდანი ერთდროულად ჩაქვრა. ოთახში აბსოლუტური სიბნელე ჩამოწვა, რომელიც მხოლოდ ქუჩიდან შემოსული ნისლით ივსებოდა. ყვირილი შეცვალა გაოგნებულმა გინებამ.
— „ეს რა ჯანდაბაა?!“ — გაისმა ნაიარევიანი კაცის დაბნეული ხმა.
​სანამ კასიანა გონს მოეგებოდა, ვიღაცამ უკნიდან ძლიერად წაავლო ხელი მკლავში. ეს არ იყო აგრესიული შეხება, არამედ ზუსტი და მყისიერი მოქმედება.
​— არ ამოიღო ხმა, თუ სიცოცხლე გსურს! — ჩასჩურჩულა უცნობმა ხმამ, რომელიც სადღაც ყურთან გაისმა.
​კასიანას წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა, მაგრამ უცნობმა ისეთი სისწრაფით წაიყვანა დუქნის უკანა გასასვლელისკენ, რომ ქალმა მხოლოდ ნისლის ცივი ჰაერი იგრძნო სახეზე. ისინი ღამით გაიჭრნენ, კლდის პირას მიბმულ ცხენთან მივიდნენ. უცნობმა კასიანას უნაგირიზე შემოახტუნა, თვითონაც დაჯდა ცხენზე და სადავეებს მყარად ჩაავლო ხელში.
ცხოველი ფრუტუნით გაიჭრა ნისლიან ქუჩებში. ირგვლივ მხოლოდ ფლოქვების კაკუნი და მათი სწრაფი სუნთქვა ისმოდა. მათ უკან, დუქნიდან, კვლავ ყვირილის ხმა გამოდიოდა, მაგრამ აზურის ნისლი იმდენად სქელი იყო, რომ მდევრები წამებში გაუჩინარდნენ.
​ისინი ქალაქის გარეუბნისკენ, ზღვის სანაპიროსკენ მიქროდნენ. კასიანა გრძნობდა უცნობის მყარ ზურგს თავის ზურგთან.
​— ვინ ხარ? — ჰკითხა კასიანამ, როცა ცხენი ცოტა დაამშვიდა და სიჩქარე შეანელა.
ცხენი ნელა მიუყვებოდა ნავსადგურის მიტოვებულ, ლპობით გაჟღენთილ ხის ნაპირს. ზღვის ტალღები ქვებს ეხეთქებოდა და ნისლში ბგერები უცნაურად ბლაგვდებოდა. როდესაც უცნობმა ცხენი გააჩერა და კასიანას ჩამოსვლაში დაეხმარა, გოგონამ ბოლოს და ბოლოს შეძლო მისი სახის დანახვა: 25 წლამდე მამაკაცი იდგა მის წინ და უღიმოდა.
​— მე გრაფი ვორკი ვარ, — წარმოთქვა მან მშვიდად და ცხენის სადავეები ხელიდან გაუშვა. — აზურის ნისლს თავისი წესები აქვს. აქ ისეთი ადამიანები დადიან, რომელთათვისაც შენი ტიპის უცნობი მეომარი არა თუ საინტერესო, არამედ სამიზნეა.
​კასიანამ, რომელიც ჯერ კიდევ ადრენალინისგან კანკალებდა, მუშტი შეკრა და კატანას ტარს ხელი მოუჭირა.
— რატომ დამეხმარე? — ჰკითხა კასიანამ, ხმაში დაუფარავი ეჭვით. — შენი საქმე არ იყო ის ჩხუბი.
​ვორკმა მხოლოდ ჩაიცინა.
​— აზურში ახალი ხარ, როგორც ჩანს და საკუთარი თავის გამოჩენას ისე ცდილობ, თითქოს რომელიმე თავადის მამულში იყო. აქ ნუღარ გაიმეორებ იმას, რაც დუქანში მოხდა. ეცადე, არ გადაეყარო მათ. ჩემი ქალაქის „გმირები“ არც ისე ხელწამოსაკრავები არიან, როცა ბევრი არიან.
​ვორკი ოდნავ მიუახლოვდა კასიანას და ტონს დაუწია.
​— დასარჩენი თუ არ გაქვს და ვხედავ, რომ აქ არავის იცნობ — აქედან ოცი მეტრის მოშორებით პატარა სახლია, ფანჯრებზე აბრა არ აქვს, მაგრამ შიგნით უსაფრთხოდ იქნები. დააკაკუნე, თქვი, რომ ვორკმა გამოგიგზავნა. ოთახს მოგცემენ და არავინ შეგაწუხებს.
— მადლობა, ვორკ.
​— არაფრის! მთავარია, კარგად იყო, — გაუღიმა ვორკმა და უკან დაიხია. — აზურს ნამდვილად სჭირდება ახალი, საინტერესო ადამიანები. გამოიძინე კარგად, ხვალ კი უკეთესად დაათვალიერებ ქალაქს!
​ვორკმა მხიარულად დაუქნია ხელი და ისე გაუყვა ნისლიან გზას, თითქოს აზურის ბნელი ქუჩები საუკეთესო ადგილი ყოფილიყო დედამიწაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent