შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაკვეთის წერტილი (მეექვსე Თავი)


დღეს, 09:30
ავტორი Khatiat162
ნანახია 52

წყნეთის ტრაგედიიდან ᲗერᲗმეტი დᲦე გავიდა.სპეცოპერაცია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა, კულმინაციას უახლოვდებოდა. სამართალდამცავებმა, სატელეფონო ანძების სიგნალებისა და კრიმინალური ავტორიტეტების დაკითხვის შედეგად, როგორც იქნა, შარაშიძის ბოლო თავშესაფარს მიაგნეს – ქალაქგარეთ, მიტოვებულ სამრეწველო ზონაში მდებარე საწყობის ბუნკერს.
​საავადმყოფოს VIP პალატაში ტელევიზორი ჩართული იყო, საიდანაც საინფორმაციო გამოშვების ხმა ბუნდოვნად ისმოდა, რეზომ პალატის კარი შეაღო და დემეტრეს აუწყა, რომ პოლიცია ევას ადგილსამყოფელზე გავიდა და შტურმისთვის ემზადებოდა.
​ეს იყო მომენტი, როცა დემეტრეს სხეულში არსებული ყოველი ნერვი კვლავ ფოლადივით დაიჭიმა.
​– გაწერის საბუთები მოამზადეთ. ახლავე, – კბილებში გამოსცრა დემეტრემ და საწოლიდან ფეხები გადმოაწყო.
​– გაგიᲟდიᲗ, ეს ყოვლად შეუძლებელია! – პალატაში მთავარი ექიმი შემოიჭრა, სახეზე ფერი არ ედო. – თქვენი მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაზიანებულია, კანტუზიის გამო შიდა ყურის მძიმე დაზიანება გაქვთ, წონასწორობის ცენტრი დარღვეულია. თქვენი გაწერა ამ მდგომარეობაში თვითმკვლელობაა! მინიმუმ ორი კვირა მკაცრი წოლიᲗი რეჟიმი გჭირდებათ!
​დემეტრემ მკაცრი მზერა მიაპყრო თეთრხალათიანს. მან ხელები საწოლის კიდეს დააჭირა და ნელა, ძალის მაქსიმალური კონცენტრაციით ფეხზე დადგა. მთელ სხეულში ტკივილის საშინელმა ტალღამ დაუარა, თავბრუ დაეხვა, მაგრამ სახის ერთი კუნთიც კი არ შეტოკებია.
​– თუ ნებიᲗ არ მომცემთ ტანსაცმელს, ამ ხალაᲗიᲗ წავალ, – მისი ხმა იმდენად მშვიდი იყო, რომ ექიმმა ინსტინქტურად ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. – ჩემი შეჩერება არც კი სცადოთ.
​ნახევარ საათში, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის პროტესტისა და მუდარისა, დემეტრემ საავადმყოფოს შენობა დატოვა. ყოველი ნაბიჯი ჯოჯოხეთურ ტკივილთან ასოცირდებოდა, ფეხი უმძიმდებოდა, მაგრამ გონებაში მხოლოდ ევას სახე უტრიალებდა. რეზოს მანქანაში ჩაჯდა. სამიზნე – თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, სადაც ოპერატიული შტაბი იყო მოწყობილი.
​სამმართველოს დიდ დარბაზში ნამდვილი ეფბიაის სტილის საოპერაციო ცენტრი მოეწყოთ. კედელზე დიდი ეკრანები ენთო, სადაც საწყობის 3D გეგმა და სატელიტური ფოტოები იყო გამოტანილი. დარბაზში ოცამდე სპეცრაზმელი, სრული ეკიპირებით – ჯავშანჟილეტებით, ᲩაფხუტებიᲗა და ავტომატებით – ბოლო ინსტრუქტაჟს გადიოდა. იქვე კრიმინალური პოლიციის დეტექტივები და საპატრულო ეკიპაჟების მეთაურები რუკებს დასცქეროდნენ. ხმაური, რაციების წივილი და დაძაბულობა ჰაერში ელექტრონული მუხტივით ტრიალებდა.
​უეცრად, დარბაზის მძიმე კარი გაიღო.
​ხმაური წამში ჩაცხრა. დარბაზში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ჟანგბადი ამოტუმბესო.
​ზღურბლზე დემეტრე იდგა. მას შავი ტაქტიკური შარვალი და უბრალო შავი მაისური ეცვა, რომლის მიღმაც ბინტების კონტურები აშკარად იკვეთებოდა.ოდნავ კოჭლობდა, მარჯვენა ფეხს მძიმედ ადგამდა, სახე ფერმკრთალი ჰქონდა, მაგრამ თვალებში ისეთი მომაკვდინებელი ცეცხლი ენთო, რომ ყველამ ინსტინქტურად იარაღზე დაიდო ხელი.​ეს თითქოს მკვდრეთით აღმდგარის გამოჩენას ჰგავდა. სამართალდამცავ წრეებში დემეტრეს შესახებ ლეგენდები დადიოდა – ყველამ იცოდა მისი სამხედრო წარსული, მისი აბსოლუტური ცივსისხლიანობა და ის ფაქტი, რომ მან მარტომ თითქმის გაანადგურა შარაშიძის ათკაციანი მოიერიშე ჯგუფი წყნეთში, სანამ ყუმბარაზე ააფეთქებდნენ.
​სპეცრაზმელებში ჩურჩული ატყდა.
​– ეს ის არის?.. დადიანის პირადი ჯალათი? – გადაულაპარაკა ერთმა მეორეს.
– აფეთქებას გადაურჩა... ნამდვილი მონსტრია, ამ მდგომარეობაში როგორ დადის? – ისმოდა Ჩუმი შეძახილები.
​დემეტრემ დარბაზს Თვალი გადაავლო, წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა, ყურებში კვლავ წუილი ჩაესმოდა, მაგრამ სხეულს მყარად იჭერდა. პირდაპირ იმ მაგიდისკენ წავიდა, სადაც სპეცოპერაციის გეგმა იდო.
​– გეგმა ამიხსენით, – თქვა მოკლედ, მისი ხმა დარბაზის ყოველ კუთხეში გაიგონეს. – მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. ამ სპეცოპერაციაში ვმონაწილეობ.
​– დემეტრე, გაგიჟდი?! – წინ რეზო გადაუდგა, ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. – ძლივს დგახარ, ძმაო. შენი ფეხი იარაღის უკუცემასაც კი ვერ გაუძლებს ახლა. იქ შტურმია საჭირო, წამები წყვეტს ყველაფერს. ამ მდგომარეობაში შენ იქ ვერაფერს გააკეთებ, უბრალოდ ხელს შეუშლი ბიჭებს!
​– რეზო, გამეცალე, – ცივად, ყოველგვარი ემოციის გარეშე თქვა დემეტრემ და მეგობარს თვალებში შეხედა. რეზომ ეს მზერა იცოდა – დემეტრეს გადარწმუნება შეუძლებელი იყო. კაცი წამით გაჩუმდა და უკან დაიხია.
​მაგიდის მეორე მხრიდან სპეცოპერაციის მეთაური, პოლკოვნიკი ვახტანგ გიორგაძე წამოდგა. ეს იყო ორმოცდაათ წლამდე ასაკის, გამოცდილი, უხეში ნაკვთების მქონე პოლკოვნიკი, რომელსაც უამრავი ცხელი წერტილი ჰქონდა გამოვლილი. მან ხელები მაგიდას დააყრდნო და დემეტრეს აგდებულად შეხედა.
​– შენ ვინ გგონია შენი თავი, ბიჭო? – ხმამაღლა თქვა პოლკოვნიკმა, მის ხმაში ირონია ერია. – აქ სახელმწიფო სტრუქტურაა და არა დადიანის კერძო კანტორა. შენ საერთოდ უფლება არ გაქვს ამ შენობაში ყოფნის, მონაწილეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს წესების, პროტოკოლისა და კანონის უხეში დარღვევაა. აქ ოპერაციას მე ვხელმძღვანელობ და ჩემს მოედანზე სამოქალაქო დაჭრილ ტიპებს იარაღით არ ვარბენინებ.
​დემეტრემ ნელა ასწია თავი, თვალები მოაჭუტა და პოლკოვნიკს პირდაპირ შეხედა.
​– ყლ*ზე თქვენი წესები, პროტოკოლიც და თქვენი კანონიც, – მშვიდად, თითქმის ჩურჩულით თქვა დემეტრემ.
​დარბაზში ყველამ სუნთქვა შეიკავა. პოლკოვნიკს სახეზე ბრაზმა გადაჰკრა, მაგრამ უცებ ჩაეცინა, თავი გაიქნია და მაგიდას მოშორდა.
​– გაიცანით ბიჭებო... – თქვა გიორგაძემ და სპეცრაზმელებს გადახედა. – ლეგენდარული დემეტრე. გავიგე, წყნეთში მაგრად გიომია, მაგრამ როგორც ვხედავ, ტვინიც იქ დაგიტოვებია. არ ხარ შენ ისეთი მაგარი ბიჭი, როგორიც გგონია. ახლა უბრალოდ ნატყვიარი, დაუძლურებული მხეცი ხარ, რომელიც ფეხზე ძლივს დგას და აქ პრეტენზიებს აყენებს.
​ეს იყო ბოლო წვეთი.
​დემეტრეს სხეულმა ადრენალინის მორიგი აფეთქება განიცადა. მოძრაობა იმდენად სწრაფი და მოულოდნელი იყო, რომ ვერავინ რეაგირება ვერ მოასწრო. დაჭრილი ფეხის მიუხედავად, დემეტრემ ელვისებურად დაფარა მაგიდასა და პოლკოვნიკს შორის არსებული მანძილი.კაცი საყელოთი დაითრია.
მისი სახე ოფიცრის სახიდან სულ რაღაც ორ სანტიმეტრში იყო. დემეტრეს თვალებიდან ცხოველური მრისხანება იღვრებოდა.
​– მომისმინე, შენ, ფორმიანო ნაგავო, – გამოცრა კბილებში დემეტრემ, მისი ხმა მიწისძვრისწინა გუგუნს ჰგავდა. – იქ, იმ ბუნკერში, ჩემი გოგოა და თუ შენი წესების გამო მას ერთი თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება ამ ფორმიანად შეგჭამ, გაიგე?! მე იქ მოვდივარ. და თუ წინ გადამეღობები, პირველს შენ გაგაგორებ.
​მთელი დარბაზი წამში საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა. ათმა სპეცრაზმელმა ავტომატები პირდაპირ დემეტრეს მიუშვირა.
​– ხელი გაუშვი პოლკოვნიკს! ახლავე, თორემ ადგილზე დაგაწვენთ! – ყვიროდა სპეცრაზმის კაპიტანი.
– რეზო, დაიჭირე შენი მეგობარი, თორემ ტყვიას დავახლით! – ისმოდა ყვირილი.რეზომ იარაღი ამოიღო, მაგრამ არა დემეტრეს, არამედ სპეცრაზმელების მიმართულებით, სიტუაციის გასაკონტროლებლად, თუმცა ხვდებოდა, რომ ერთი არასწორი მოძრაობა და დარბაზი სასაკლაოდ იქცეოდა. პოლკოვნიკისᲗვის ასეთი რამ ჯერ არავის გაებედა,სუნთქვას ძლივს ახერხებდა დემეტრეს მარწუხებში.
​გიორგაძე დემეტრეს თვალებში უყურებდა.ამ თვალებში ვერანაირი შიში ვერ დაინახა. იქ მხოლოდ კაცის მზერა იყო, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა და რომელიც მზად იყო მთელი სამყარო გადაეწვა ევას გამო. პოლკოვნიკმა, რომელიც თავად იყო სიკვდილს მრავალჯერ ჩახედული, იცნო ეს ფენომენი. მან ხელი ასწია, სპეცრაზმელებს ანიშნა, იარაღი დაეწიათ.
​დემეტრემ ნელა გაუშვა ხელი მის საყელოს. პოლკოვნიკმა ფორმა გაისწორა, ჩაახველა და ხრინწიანი ხმით თქვა:
​– კარგი... წამოხვალ. ჩვენთან ერთად წამოხვალ მანქანით. ოღონდ, ოპერატიულ ზონაში ჩარევას არ გაბედავ. პერიმეტრზე იდგები. თუ შტურმის დროს წინ აგვეტუზები, ჩემი ბიჭები ზურგიდან ტყვიას დაგახლიან და მერე შარაშიძეს დავაბრალებ. გასაგებია?
​დემეტრეს არაფერი უპასუხია. მან მხოლოდ მკაცრად დაუკრა თავი, ზურგი შეაქცია დარბაზს და კედელთან დადგა.მიზანი მიღწეული იყო. ის მიდიოდა ევას დასაბრუნებლად და ვერანაირი ძალა დედამიწაზე მას ვერ შეაჩერებდა.
ტოიოტა ჰაილუქსების“ კოლონა ნისლიან გზატკეცილზე მიქროდა. ფარები ჩამქრალი ჰქონდათ, მხოლოდ ძრავების მრისხანე გუგუნი არღვევდა გარეუბნის სიჩუმეს. მანქანის უკანა სავარძელზე, ორ შეიარაღებულ სპეცრაზმელს შორის მოქცეული დემეტრე იჯდა. მარჯვენა ხელი ინსტინქტურად ბარძაყზე ჰქონდა მიჭერილი, სადაც ნაკერები ყოველი მკვეთრი მოძრაობისას იხსნებოდა და შარვალს სისხლით ღებავდა.ტკივილი ფეხებზე ეკიდა.გონებაში მხოლოდ წამზომი ტრიალებდა – ყოველი გასული წამი ევას სიცოცხლეს აკლებდა.
​– პერიმეტრამდე ხუთასი მეტრი დარჩა, – გაისმა მძღოლის რაციაში კაპიტნის ჩახლეჩილი ხმა. – ალფა და ბეტა ჯგუფები უკანა შესასვლელიდან შედიან. გამა, მთავარ ჭიშკარს აკონტროლებთ.
​– შეანელე, შენი დედაც, შეანელე! – გადააფურთხა დემეტრემ და წინ გადაიხარა.ყურებში ისევ წუილი ესმოდა, თვალწინ ყველაფერი უორდებოდა, მაგრამ ყურადღება მაინც არ გაფანტვია – მანდ, მარჯვნივ, ძველი ანგარია, მანდედან სახურავზე გადასასვლელია. შარაშიძე მანდ სნაიპერს დასვამდა. ბიჭებს უთხარი, თავები დახარონ!
​– შენ შენს თავს მიხედე,– გამოსცრა მის გვერდით მჯდომმა სპეცრაზმელმა. – პოლკოვნიკის ბრძანება იცი. მანქანიდან ფეხს არ მოიცვალო.
​– შენი პოლკოვნიკიც მოვ*ყან და მისი ბრძანებაც! – შეიგინა დემეტრემ და კბილები ერთმანეთს დააჭირა.
​მანქანები მიტოვებული ქარხნის ეზოში შეიჭრნენ. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ანგარის ფანჯრებიდან ტყვიების წვიმა წამოვიდა. ტყვიები მანქანის კორპუსს სიკვდილის რიტმით აწყდებოდნენ.
​– კონტაქტი! კონტაქტია! – აყვირდა რაცია.
​სპეცრაზმელებმა კარები ელვისებურად გააღეს და გარეთ გადახტნენ, საკვამლე ყუმბარები ისროლეს. ეზო თეთრმა, მახრჩობელა ბურუსმა მოიცვა. დემეტრემ მომენტით ისარგებლა, გვერდით მჯდომ სპეცრაზმელს ხელი უხეშად ჰკრა, მანქანიდან გადმოვარდა და მიწას დაენარცხა. ფეხში ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს ცოცხლად გლეჯდნენ, მაგრამ ყვირილის ნაცვლად მხოლოდ ბინძურად შეიგინა.
​– დემეტრე, უკან დაიხიე. – დაუყვირა რეზომ, რომელიც იქვე, ბეტონის ბლოკს ამოეფარა და ცეცხლი გახსნა. – პოლკოვნიკი ადგილზევე ჩაგცხრილავს!
​– მაგასაც და მის ტყვიასაც შევჭამ! – დაიღრინა დემეტრემ. იქვე, დაცემული თავდამსხმელს ხელიდან „კალაშნიკოვი“ ელვისებურად გამოსტაცა, გადატენა და მძიმედ, მაგრამ გაუჩერებლად დაიწყო წინ სვლა.
​შტურმი საშინელი ტემპით მიმდინარეობდა. წამყვანმა ჯგუფმა შენობის მთავარი კარი ააფეთქა. ლითონის ნამსხვრევები და მტვერი ჰაერში აირია. დემეტრე სპეცრაზმის კვალდაკვალ შევარდა შიგნით. ყოველი ორი წუთის ინტერვალში მისი ბაგეებიდან საშინელი გინება ისმოდა – ხან ფეხის ტკივილის გამო, ხან იმის შიშით, რომ ევასᲗან არ დაეგვიანა.
​– ზედა სართული სუფთაა! ბუნკერისკენ ჩადიან! – გაისმა ყვირილი.
​დემეტრე არავის უსმენდა. მან იცოდა კუთხეში მიმწყვდეული მხეცის ფსიქოლოგია. გვერდითა დერეფანში გადავიდა, სადაც ორი თავდამსხმელი სპეცრაზმს ზურგიდან უმიზნებდა.ორი ზუსტი გასროლით ორივე იქვე დააგდო.
​– ნაბი*ვრებო... – ჩაიჩურჩულა, დაჭრილი ფეხი მოითრია და კედელს მიეყრდნო. სუნთქვა უჭირდა, სახიდან ოფლი და სისხლი ერთად ჩამოსდიოდა, გული ისე უცემდა, თითქოს მკერდის ძვლის გაგლეჯას აპირებდა.
​დერეფნის ბოლოში, რკინის მძიმე კარი გაიღო. სროლის ხმა მკვეთრად შეწყდა. დარჩენილებმა იარაღი დაყარეს, როცა დაინახეს, რომ სპეცრაზმის ძირითადმა ძალამ ისინი ალყაში მოაქცია. პოლკოვნიკი გიორგაძე წინ მიაბიჯებდა, იარაღმომარჯვებული.
​კვამლი ნელ-ნელა იფანტებოდა. დერეფანში ორი სპეცრაზმელი გამოჩნდა.ევა მოჰყავდათ.სამყარო წამით გაჩერდა. ავტომატი ხელიდან გაუვარდა და ბეტონზე დაეცა.
​ევა ნაცემი იყო. მისი ერთ დროს ნაზი, ლამაზი სახე ახლა ჩაჟანგული სისხლითა და ლურჯი ჩაქცევებით იყო დაფარული. ტუჩი დასკდომოდა, თეთრი აბრეშუმის ხალათი, რომელიც წყნეთში ეცვა, ახლა ნაფლეთებად ქცეულიყო. პატარა, ნაზ ფეხებს , რომლებსაც დემეტრე ასე უფრთხილდებოდა, მიწაზე უსიცოცხლოდ მოათრევდა.ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო. მუხლები ეკვეთებოდა, სხეული უცახცახებდა. მხოლოდ სპეცრაზმელების ხელები აკავებდა, რომ იატაკზე არ დაცემულიყო.
​– ევა... – ეს სახელი დემეტრეს ისე აᲦმოხდა, თითქოს მთელი მისი ცხოვრების დარდი და სიყვარული ამ ერთ სიტყვაში მოექცაო.
​მისი ხმის გაგონებაზე ძლივს, უზარმაზარი ძალისხმევით ასწია თავი ევამ.დასიებული თვალები დემეტრეს შეეფეთა. იმ წამს მის სახეზე არც შიში ყოფილა და არც პანიკა. მხოლოდ საოცარი, უსაზღვრო შვება.
​– დემე... ცოცხალი ხარ... – ჩაიჩურჩულა ევამ. მისი ხმა იმდენად სუსტი იყო, რომ დერეფნის ექოში ძლივს გაისმა.
​დემეტრემ ფეხის ტკივილი საერთოდ დაივიწყა.პირველი ნაბიჯი გადადგა, მერე მეორე, თითქმის გაიქცა მისკენ. სპეცრაზმელებს უხეშად ჰკრა ხელი და მთელი ძალით მიიკრა ევა მკერდზე. მისი ხელები ევას ნაზ სხეულს უფრთხილდებოდა, თითქოს ბროლი ყოფილიყო, რომელიც შეიძლებოდა ერთი არასწორი შეხებით დამსხვრეულიყო.
​– აქ ვარ, აქ ვარ, ყველაფერი დამთავრდა, – ჩურჩულებდა დემეტრე, ხმა აუკანკალდა – კაცს, რომელსაც სიკვდილის არასდროს ეშინოდა, ახლა ტირილის პირასიყო. – მე აქ ვარ, ვეღარავინ შეგეხება.
​ევამ ხელები სუსტად შემოახვია კისერზე. მისი სხეული დემეტრეს მკერდზე სრულად მოდუნდა. სიცივე, შიში და ის ᲗერᲗმეტ დᲦიანი ჯოჯოხეთი, რაც გამოიარა, წამში გაქრა ამ ხელების სითბოში. ღრმად ჩაისუნთქა დემეტრეს ნაცნობი, დენთისა და თამბაქოს სურნელი.
​– ვიცოდი... ვიცოდი, რომ მოხვიდოდი... – თქვა ევამ.ქუთუთოები დაუმძიმდა. ძალამ საბოლოოდ დატოვა მისი ნაწამები სხეული. თვალები ნელა დაეხუჭა, თავი დემეტრეს მხარზე გადაუვარდა და გონება დაკარგა.
​– ექიმი! სასწრაფოდ საკაცე მოიტანეთ, თქვენი დედაც, სად ხართ?!
​– დამშვიდდი, დემეტრე, უბრალოდ ორგანიზმი გაეთიშა, გადაიღალა, – მივარდა რეზო და მხარზე ხელი დაადო. – გარეთ რეანიმობილი დგას, სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ. გიორგაძემ ბიჭებს ანიშნა:
​– გზა გაუხსნით! სასწრაფოს მანქანამდე მიაცილეთ!
​ნახევარ საათში თბილისის ცენტრალური კლინიკის მისაღები საოცარ ქაოსს მოეცვა. ალექსანდრე დადიანი უკვე იქ დახვდათ, ათობით დაცვის წევრთან ერთად. როცა დაინახა დემეტრე, რომელსაც ხელიᲗ მისი ნაცემი, უგონო შვილი მიჰყავდა, მოხუცი კაცი თითქმის მუხლებზე დაეცა.
​– ჩემი გოგო... ჩემი ევა... – ჩურჩულებდა ალექსანდრე, როცა ექიმებმა გოგონა საკაცეზე დააწვინეს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებისკენ გააქანეს.
​დემეტრე იქვე, კედელთან იდგა. მისი შავი მაისური ახლა ევას სისხლით იყო დასვრილი. მარჯვენა ფეხმა საბოლოოდ უმტყუნა, წონასწორობა დაკარგა და კედლის გასწვრივ იატაკზე ჩაცურდა. ექიმები მასთანაც მიცვივდნენ, ხელის მოკიდებას ცდილობდნენ.
​– მომცილდით, – გამოსცრა დემეტრემ – მე კარგად ვარ. მას მიხედეთ.
​რეზო მის გვერდით ჩამოჯდა იატაკზე, ორივე ხელი თავზე შემოიდო და მძიმედ ამოისუნთქა. დერეფანში მხოლოდ საოპერაციო ბლოკის კარების ავტომატური დაკეტვის ხმა გაისმა.
​ბრძოლა დასრულდა. შარაშიძის კლანი განადგურებული იყო, მაგრამ ახლა იწყებოდა ყველაზე რთული ეტაპი – იმ ნამსხვრევების შეკოწიწება, რაც ამ სისხლიანმა ომმა მათ სულებში დატოვა. დემეტრემ კედელს თავი მიადო,თვალები დახუჭა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ქუთუთოებს შეატყუპებდა, ევას დაღლილი, მაგრამ სიყვარულით სავსე მზერა უდგებოდა თვალწინ. ის ცოცხალი იყო. და ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ამ სამყაროში საერთოდ გააჩნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent