ზაფხული, როცა შემიყვარდა -სრულად
აგვისტო ყოველთვის სხვანაირი იყო ზღვისპირეთში. დილით, როდესაც მზე ჯერ კიდევ ჰორიზონტიდან ნელა ამოდიოდა, ზღვის ზედაპირზე ოქროსფერი ბილიკი ჩნდებოდა, თითქოს ვიღაცას უსასრულობისკენ მიმავალი გზა დაეხაზა. მარილიანი ნიავი ფარდებს არხევდა, თოლიები სანაპიროს თავზე წრეებს ხაზავდნენ, ხოლო ქალაქი, რომელიც ზამთარში მშვიდი და ჩუმი იყო, ზაფხულში სიცოცხლით ივსებოდა. დღისით ყველაფერი იცვლებოდა. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა ქვიშას. ჰაერი გახურებული იყო, ზღვა კი შორიდან ლურჯად ელავდა. სანაპიროზე ერთმანეთში ირეოდა ბავშვების სიცილი, მუსიკის ხმა, მოვაჭრეების ძახილი და ტალღების ერთფეროვანი, დამამშვიდებელი ხმაური. ამ ხმაურს შორის ყოველდღე ჩნდებოდა ნია. გოგონა დილიდან საღამომდე მუშაობდა პატარა კაფეში, რომელიც პირდაპირ სანაპიროს გადაჰყურებდა. ხელში მუდამ ლანგარი ეჭირა, სახეზე კი დაღლილობის მიუხედავად ღიმილს ინარჩუნებდა. ნია ოცდაერთი წლის იყო. დედა პატარა ასაკში დაეღუპა. მას შემდეგ მამასთან ერთად იზრდებოდა პატარა სახლში, ქალაქის გარეუბანში. ფული არასოდეს ჰქონდათ საკმარისი, ამიტომ ნიას ბავშვობიდანვე მოუწია იმის სწავლა, რომ ცხოვრებაში არაფერი მოდიოდა მარტივად. მას ჰქონდა ოცნებები. ძალიან ბევრი ოცნება. მაგრამ ისინი ყოველდღიურ საზრუნავში იკარგებოდნენ, როგორც ტალღებში ჩავარდნილი კენჭები. იმ დღეს კაფე გადაჭედილი იყო. სეზონის პიკი იდგა. ყველა მაგიდა დაკავებული იყო, მიმტანები აქეთ-იქით დარბოდნენ, სამზარეულოდან კი შეკვეთების უწყვეტი ხმები ისმოდა. ზუსტად მაშინ გაჩერდა კაფეს წინ შავი, ძვირადღირებული ჯიპი. მანქანიდან რამდენიმე ახალგაზრდა გადმოვიდა. ბოლოს კი სანდრო. მაღალი, შავგვრემანი, ბიჭი თავდაჯერებული ნაბიჯით. ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან არასოდეს უთქვამს ცხოვრებისთვის „ვერ შევძლებ“. მდიდარი ოჯახის ერთადერთი შვილი . მიჩვეული იყო ყურადღებას, პატივისცემას და იმას, რომ სურვილები თითქმის დაუყოვნებლივ უსრულდებოდა. ზოგისთვის მომხიბვლელი იყო. ზოგისთვის აუტანელი. მაგრამ გულგრილს არავის ტოვებდა. სანდრო მეგობრებთან ერთად ვერანდაზე დაჯდა. — აქ მაინც არის ნორმალური ყავა? — ჩაიცინა მან და მზის სათვალე მოიხსნა. მეგობრებს გაეცინათ. სწორედ მაშინ მიუახლოვდა ნია. — რას ინებებთ? სანდრომ პირველად შეხედა. მხოლოდ ერთი წამით. მაგრამ რატომღაც თვალი ზედმეტად დიდხანს შეაჩერა. — ამერიკანო და კლუბ სენდვიჩი. — ახლავე. ნია წავიდა. კაფეში ქაოსი იყო. შეკვეთები ერთმანეთზე ეწყობოდა, სამზარეულოში ჭურჭელი ხმაურობდა, სტუმრები მიმტანებს უხმობდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ნია სანდროს მაგიდასთან დაბრუნდა და შეკვეთა დაუდო. — გემრიელად მიირთვით. სანდრომ თეფშს დახედა. შემდეგ ნელა ასწია თვალები. — ეს რა არის? ნია დაიბნა. — თქვენი შეკვეთა... — ჩემი შეკვეთა? — ირონიულად გაიღიმა. — მე ბერძნული სალათი არ შემიკვეთავს. ნიას გული ჩაუვარდა. შეკვეთები აერია. ერთ წამში მიხვდა. — უკაცრავად... ახლავე შევცვლი. — საინტერესოა, ხელფასსაც ასე შეცდომებით იღებ? მაგიდასთან მსხდომ მეგობრებს ჩაეცინათ. ნია გაშეშდა. სირცხვილისგან ლოყები აეწვა. მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ ლანგარი უფრო მყარად დაიჭირა და პირდაპირ თვალებში შეხედა. — შეცდომა ყველას მოსდის. — რა? — ვთქვი, რომ შეცდომა ყველას მოსდის. უბრალოდ ზოგი ამას იგებს, ზოგი — არა. მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა. ზღვის ტალღების ხმა თითქოს უფრო მკაფიოდ გაისმა. სანდრო პირველად შეხვდა ადამიანს, რომელსაც მისი ფული არ აშინებდა. ნიაც პირველად შეხვდა ადამიანს, რომლის თვალებში უხეშობის უკან რაღაც უფრო რთული და დაუმორჩილებელი იმალებოდა. -საინტერესოა შენი შეცდომა როგორ აღიქმება შენი უფროსის მხრიდან სანდრომ იდაყვი კომფორტულად მოათავსა მაგიდაზე და ნიასკენ გადაიხარა -შეგიძლია მენეჯერს დაუძახო? ნიას ლოყები საშინლად აეწვა , თუ სამსახურს დაკარგავდა ეს მისთვის კიდევ ერთ ოცნებასთან დაშორება იქნებოდა , უნივსიტეტის ფულის მოგროვება იყო ახლა მისი მთავარი მიზანი — მჭირდება ეს სამსახური… გთხოვთ. სიტყვები თითქოს უნებურად დასცდა. როგორც კი წარმოთქვა, მაშინვე ინანა. სანდროს თვალებში რაღაც გაკრთა. გამარჯვების მსგავსი. ზუსტად იმ რეაქციას ელოდა. ნიამ კი მაშინვე თავი ასწია. არა. არ აპირებდა მის წინაშე თავის დამცირებას. — თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფლება გაქვთ შეურაცხყოფა მომაყენოთ, — მშვიდად დაამატა მან. სანდროს წარბი ოდნავ აეწია. როგორც ჩანს, გოგონამ საკუთარი სისუსტის ჩვენება მხოლოდ წამით დაუშვა. შემდეგ ისევ ის ჯიუტი მზერა დაუბრუნდა. — საინტერესოა… — ჩაილაპარაკა სანდრომ. — ანუ ჯერ რაღაცას მთხოვ, მერე კი მეჩხუბები? — არ გთხოვთ — აბა? — უბრალოდ გეუბნებით, რომ ერთი შეცდომისთვის ადამიანის დასჯა უსამართლობაა. სანდრო რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა. მეგობრები ინტერესით ადევნებდნენ თვალს. მათთვის ეს უკვე ჩვეულებრივ სცენას აღარ ჰგავდა. — იცი რა? — თქვა ბოლოს სანდრომ. — ალბათ პირველად ვხედავ ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება და მაინც სიამაყეს არ კარგავს. — მეც პირველად ვხედავ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს და მაინც მუდმივად სხვისი დამცირება სჭირდება მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა. ერთ-ერთ მეგობარს უხერხულად ჩაეცინა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა. სანდროს მზერა გაუმკაცრდა. ნიას ეგონა, ახლა ნამდვილად მენეჯერს დაუძახებდა. მაგრამ ბიჭი მოულოდნელად სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. — კარგი. — რა? — მენეჯერი აღარ მჭირდება. ნია გაოცდა. — რატომ? — იმიტომ, რომ უკვე მოვიწყინე. ეს თქვა ისეთი ტონით, თითქოს მთელი ეს სცენა მისთვის უბრალოდ გასართობი ყოფილიყო. შემდეგ ჯიბიდან რამდენიმე კუპიურა ამოიღო და მაგიდაზე დაუდევრად დააგდო. — ახლა კი წადი და მომიტანე ის, რაც რეალურად შევუკვეთე! ნიას თითები უნებურად შეეკუმშა. ყველაზე მეტად სწორედ ეს აღიზიანებდა. მისთვის ეს უბრალო შეცდომა იყო. სანდროსთვის კი თამაში. თუმცა არაფერი უთქვამს. თეფში აიღო და შემობრუნდა. — ნია. სახელი მის მაისურზე ამოიკითხა მამაკაცმა გოგონა გაჩერდა. — რა? — შემდეგ ჯერზე ყურადღებით იყავი. ნიამ ნელა შემოაბრუნა თავი. ამის შემდეგ აღარ დალოდებია პასუხს. წავიდა. სანდრო კი მზერას აყოლებდა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა. თითქოს საუბარი მოიგო. მაგრამ მაინც დამარცხებული დარჩა. და ეს განცდა საერთოდ არ მოსწონდა. მზის ბოლო სხივები ზღვის ზედაპირზე იფანტებოდა და წყალს გამდნარი ოქროს ფერს აძლევდა. დღის ხმაური თანდათან წყდებოდა. ზოგი უკვე სახლში ბრუნდებოდა, ზოგი კი ღამის გართობისთვის ემზადებოდა. ნია მთელი დარჩენილი ცვლის განმავლობაში ცდილობდა მომხდარი დაევიწყებინა. მაგრამ ვერ ახერხებდა. ყოველ ჯერზე, როცა სანდროს მაგიდისკენ იყურებოდა, ბიჭს მშვიდად მჯდომს ხედავდა. თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს რამდენიმე წუთის წინ სხვისი სამსახურის დაკარგვით არ ერთობოდა. ცვლის დასრულებისას ფეხები ძლივს მიჰქონდა. ფორმა გამოიცვალა, თმა შეიკრა და კაფიდან გამოვიდა. ჰაერი ოდნავ გაგრილებულიყო. ზღვის სუნი უფრო მძაფრად იგრძნობოდა. ნია ნაპირს გაუყვა. სახლში დაბრუნებამდე ყოველთვის რამდენიმე წუთით ჩერდებოდა ზღვასთან. ეს მისი ერთადერთი ფუფუნება იყო. რამდენიმე წუთი, როდესაც არავის არაფერი სჭირდებოდა მისგან. არც კლიენტებს. არც ცხოვრებას. არც პრობლემებს. ქვიშაზე ჩამოჯდა და მზერა ჰორიზონტს გაუშტერა. დედა გაახსენდა. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა იღლებოდა. გაახსენდა უნივერსიტეტიც. თანხა, რომელიც ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეგროვებული. და შიში, რომ შეიძლება კიდევ ერთი წელი დაეკარგა. — ყველაფერს მოვასწრებ… — ჩუმად უთხრა საკუთარ თავს. — დარწმუნებული ხარ? ნია შეკრთა. ხმა მაშინვე იცნო. თავი გვერდზე მიაბრუნა. სანდრო რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. თითქოს სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იქ. — თქვენ ყველგან უნდა გამომეცხადოთ? სანდროს ტუჩის კუთხე შეერხა. — შენს თავს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებ. — ამას თქვენ მეუბნებით? — უბრალოდ სანაპიროზე ვსეირნობდი. — რა დამთხვევაა. — მართლაც. ორივემ იცოდა, რომ ეს დამთხვევა არ იყო. მაგრამ არც ერთს უხსენებია. სანდრო მის გვერდით არ დამჯდარა. მხოლოდ იდგა და ზღვას უყურებდა. რამდენიმე წამით მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა. — ასე რატომ მიყურებდი დღეს? — მოულოდნელად ჰკითხა ნიამ. სანდრომ წარბი ასწია. — როგორ? — თითქოს სპეციალურად ცდილობდი ჩემს გაბრაზებას. — იმიტომ, რომ ვცდილობდი. ნიას გაეცინა. — ყოველ შემთხვევაში, გულწრფელი მაინც ხართ — და შენ ზედმეტად ჯიუტი. — ამას უკვე მეორედ მეუბნებით. — იმიტომ, რომ მეორედ ვრწმუნდები. ნიამ თავი გააქნია. სანდრო კი რამდენიმე წამი უყურებდა. მერე მოულოდნელად ჰკითხა: — უნივერსიტეტისთვის აგროვებ ფულს? გოგონა გაშეშდა. — რა? — დღეს თქვი, რომ სამსახური გჭირდებოდა. — და ეს თქვენი საქმეა? — არა. — მაშინ რატომ გაინტერესებთ? სანდროს მზერა არ შეუცვლია. — იმიტომ, რომ მაინტერესებს, რა აიძულებს ადამიანს, ასეთი ამაყი იყოს, როცა თითქმის არაფერი აქვს. ეს სიტყვები ნიას გულზე მოხვდა. მაგრამ სახეზე არ დასტყობია. ნელა წამოდგა. — და მე მაინტერესებს, რა აიძულებს ადამიანს, ასეთი ამპარტავანი იყოს, როცა ყველაფერი აქვს. სანდროს მზერა დაეძაბა. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. ნიას თვალებში ირონია გაკრთა. — თქვენთვის შეიძლება თამაშია. ჩემთვის კი უბრალოდ ერთი შეცდომით დაწყებული ცუდი დღე იყო. ამის შემდეგ შემობრუნდა და წავიდა. სანდრო კი ზღვის პირას მარტო დარჩა. ... რამდენიმე დღე გავიდა. სანდრო აღარ გამოჩენილა. არც კაფეში. არც სანაპიროზე. არც იმ ადგილებში, სადაც ნია უკვე უნებურად ეძებდა ხოლმე მის მაღალ ფიგურას. თავიდან ეს გაუხარდა. მერე კი ვეღარ გაეგო, რატომ ამჩნევდა მის არყოფნას. იქნებ იმიტომ, რომ გაღიზიანებაც ერთგვარი მიჩვევა იყო. იმ საღამოს ნიას მეგობრებმა ძლივს დაითანხმეს კლუბში წასვლაზე გოგონა — მთელი ზაფხულია მუშაობ, — წუწუნებდა თაკო. — ერთი საღამო მაინც გეკუთვნის. — ხვალ დილით ცვლა მაქვს. — ორი საათით წავიდეთ. — თქვენთან “ორი საათი” არასოდეს არის ორი საათი. მეგობრებს გაეცინათ. საბოლოოდ ნია დათანხმდა. ⸻ კლუბი სავსე იყო ხალხით. მძიმე მუსიკა კედლებს აზანზარებდა. ფერადი განათებები მოცეკვავე ადამიანების სახეებს წამით ანათებდა და ისევ სიბნელეში ტოვებდა. ნია მეგობრებთან ერთად მაგიდასთან იჯდა. დიდი ხნის შემდეგ პირველად არ ფიქრობდა სამსახურზე. არ ფიქრობდა ფულზე. უბრალოდ ერთობოდა. სწორედ მაშინ შეამჩნია, რომ თაკოს სახე რაღაც მომენტში შეიცვალა — რა მოხდა? თაკომ პასუხის ნაცვლად დარბაზის მეორე მხარეს გაიხედა. ნიამაც ავტომატურად გააყოლა მზერა. და მაშინ დაინახა. სანდრო. რამდენიმე მეგობართან ერთად იდგა. შავი პერანგი ეცვა, ხელში სასმლის ჭიქა ეჭირა და ძალიან ლამაზი აღნაგობის გოგონას ესაუბრებოდა , გოგოს შავი ატლასის ზურგამოღებული კაბა ეცვა, რომელიც საშინლად უხდებოსა მის ხორბლისფერ კანს ! ნიამ ამ მომენტში საკუთარი თავი აათვალიერა და ძალიან უბრალო ეჩვენა სანდრომ თავი ნელა შემოაბრუნა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ზუსტად იმ წამს. ნიას გული უსიამოვნოდ შეეკუმშა. სანდროს კი ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა თითქოს რაღაც საინტერესო შენიშნა. ნიამ მაშინვე მზერა აარიდა. — არ მითხრა, რომ ეს შენია, — ჩაილაპარაკა თაკომ. — ჩემი რა? — ღადაობ? რა სიმპატიური ბიჭია , შენ კი პირველად მიაშტერდი ასე ვიღაცას , ანუ უნდა დაგითმო გოგოს გაეღიმა — გეყოფა რა, სულ ნუ ღადაობ ნიამ სკამიდან ჩამოხტომა სცადა როცა იგრძნო, რომ ვიღაც მათ მაგიდასთან გაჩერდა. მზერა ასწია. რა თქმა უნდა. სანდრო. — რა პატარა ქალაქია, — თქვა მან მშვიდად. — ან უბრალოდ ზედმეტად ბევრ ადგილას დადიხართ. სანდროს გაეცინა — ისევ გაბრაზებული ხარ? — თქვენზე? ნია სკამის საზურგეს მიეყრდნო. — ამდენ დროს ნამდვილად არ გითმობთ. სანდროს თვალებში რაღაც გაკრთა. ისევ ის. ის ჯიუტი წინააღმდეგობა, რომელიც პირველივე დღიდან აღიზიანებდა. — დალევ? — არა. — რატომ? — იმიტომ, რომ არ მინდა. — საინტერესო პასუხია. — ყველა ჩემი პასუხი საინტერესო გეჩვენებათ. — მხოლოდ ისინი, რომლებიც ჩემს წინააღმდეგაა მიმართული. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ სანდრომ ხელი გაუწოდა ნიას მეგობრებს — სანდრო ერისთავი როგორი წარმოსადეგი სახელი და გვარი აქვსო გაიფიქრა ნიამ — აამ… თაკო, თაკო ახალკაცი, — ღიმილით გაუწოდა ხელი გოგონამ. — სასიამოვნოა. სანდრომ მზერა დანარჩენებზეც გადაატარა და ყველას ცალ-ცალკე გაეცნო. ნიას ეს არ მოეწონა. ძალიან არ მოეწონა. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს სანდრო მის სამყაროში შემოსვლის გზებს ეძებდა. და ეს აფრთხობდა. — შენ არ გამეცნობი?— მოულოდნელად მისკენ მობრუნდა სანდრო. — უკვე მიცნობთ. — მართალია. ტუჩის კუთხეში ღიმილმა გაურბინა ბიჭს. — საკმაოდ დასამახსოვრებელი გაცნობა გვქონდა. თაკოს სიცილი აუტყდა. — ახლა უკვე მაინტერესებს, რა მოხდა. — არაფერი ისეთი, — სწრაფად თქვა ნიამ. — ნამდვილად? — სანდრომ წარბი ასწია. — მე სხვანაირად მახსოვს. მათ შორის ისევ ის ნაცნობი დაძაბულობა გაჩნდა. ისეთი, რომელსაც ვერც ერთი ვერ მალავდა. სანდროს მეგობრებმა იქვე მდებარე მაგიდასთან გადაინაცვლეს. რამდენიმე წუთში კი თაკომ ნიას ყურთან ჩაიჩურჩულა: — ამ ბიჭს აშკარად აინტერესებ! ღმერთო უუუუსაშინლესად სიმპატიურია — სისულელეა. — მაშინ რატომ არ გვაშორებს თვალს? ნიამ უნებურად გაიხედა. სანდრო მართლაც მათკენ იყურებოდა. მაგრამ როგორც კი მზერები შეხვდათ, ბიჭმა მშვიდად მოსვა სასმელი, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. — წარმოიდგინე რა მაგარი იქნება თუ...— ჩაილაპარაკა თაკომ და მზერა აარიდა. — არაფრის წარმოდგენა არ მჭირდება. შეაწყვეტინა ნიამ მეგობარს რამდენიმე წუთის შემდეგ მუსიკა შეიცვალა. დარბაზში უფრო ნელი, რიტმული მელოდია გაისმა. ხალხმა საცეკვაო მოედნისკენ გადაინაცვლა. ნიაც წამოდგა. — სად მიდიხარ? — წყლის მოსატანად. — მარტო? — ორ წუთში დავბრუნდები. კლუბის შედარებით წყნარ ნაწილში გავიდა. აქ მუსიკის ხმა უფრო სუსტად აღწევდა. სწორედ ბართან იდგა, როცა გვერდით ნაცნობი ხმა გაიგონა. — საინტერესო მეგობრები გყავს. ნია არც კი მობრუნებულა. — თქვენზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ მოდელებს არჩევთ, როგორც ჩანს. სანდროს ჩაეცინა. ნიამ მაშინვე ინანა ნათქვამი. ბიჭის ღიმილი კიდევ უფრო ფართო გახდა. — დაკვირვებული ყოფილხარ — რა თქმა უნდა, თქვენნაირი ხალხი , ზუსტი სცენარით მიდიხართ და საერთოდ, რატომ გგონიათ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება მაინტერესებს? — იმიტომ, რომ ახლა უკვე მესამე წუთია ჩემს ცხოვრებაზე საუბრობ ნია მკვეთრად მობრუნდა. — თქვენ აუტანელი ხართ. — ამას ხშირად მეუბნებიან. — და მაინც ვერაფერს სწავლობთ. — როცა მასწავლებელი მომეწონება, შეიძლება ვისწავლო კიდეც! რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ნიას მზერა დაეძაბა. სანდრო კი მშვიდად უყურებდა. თითქოს იცოდა, რომ მის მოთმინებას ცდიდა. და თითქოს ეს სიამოვნებდა კიდეც. — იცით, რა არის თქვენი პრობლემა? — მითხარი. — მიჩვეული ხართ, რომ ყველა გეთანხმებათ! — და შენ არ მეთანხმები? — არც ვაპირებ. — ვნახოთ. — რა ვნახოთ? ბიჭი ოდნავ გადაიხარა. მის თვალებში უკვე ღიმილი აღარ ჩანდა. მხოლოდ თავდაჯერება. — რამდენ ხანს გაძლებ. ნია რამდენიმე წამი უყურებდა. შემდეგ თავი გააქნია. — თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს რაღაც თამაშია. — და შენ მართლა გგონია, რომ უკვე მოიგე? ამ სიტყვებზე ნიას პასუხი აღარ გაუცია. უბრალოდ შემობრუნდა და მეგობრებისკენ წავიდა. მაგრამ პირველად მათი გაცნობიდან მოყოლებული, ზურგს უკან მისი მზერა იგრძნო. მძიმე. დაჟინებული. და ისეთი, რომელიც ადვილად არაფერს თმობდა. ხოლო სანდრო მის უკან მდგომი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა. პირველად ცხოვრებაში ვიღაც საერთოდ არ იქცეოდა ისე, როგორც ელოდა. და რაც უფრო არ ემორჩილებოდა ნია მის წესებს, მით უფრო უნდოდა მისი გაცნობა. რამდენიმე წუთის შემდეგ ნია მაგიდასთან დაბრუნდა. თაკომ მაშინვე შეამჩნია, რომ სახე ოდნავ შეწითლებოდა. — რა გითხრა? — არაფერი მნიშვნელოვანი. — ანუ რამე გითხრა. — თაკო… — კარგი, კარგი, გავჩუმდი. მაგრამ არ გაჩუმებულა. თაკო იმ კატეგორიის ადამიანი იყო რომელიც სხვის ცხოვრებაში განვითარებულ საინტერესო მოვლენებს საკუთარ თავზე მეტად განიცდიდა ნია კი ცდილობდა ყურადღება მუსიკაზე გადაეტანა. სანდროსკენ აღარ გაუხედავს. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა არ გაეხედა. მაგრამ ადამიანი მაშინ უფრო ამჩნევს ვიღაცის არსებობას, როცა შეგნებულად ცდილობს არ შეამჩნიოს. ღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო. კლუბი ნელ-ნელა იცლებოდა. თაკო და დანარჩენები ისევ ცეკვავდნენ. ნია კი გარეთ გამოვიდა. ჰაერი სჭირდებოდა. ზღვისპირეთის ღამე საოცრად განსხვავდებოდა დღისგან. სიცხე ნელდებოდა. მარილიანი ქარი თმას უფრიალებდა. შორს ტალღების ხმა ისმოდა. კლუბის წინ მდებარე ხის მოაჯირს დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. — როგორც ჩანს, აქაც მარტო ყოფნა გიყვარს. გოგონას თვალები დაეხუჭა. ამჯერად არც გაჰკვირვებია. — თქვენ მართლა არ იღლებით? — რითი? — ჩემი გაღიზიანებით. სანდრო მის გვერდით დადგა. არც ისე ახლოს. მაგრამ არც ისე შორს. — არა. — რატომ? — იმიტომ, რომ შედეგს ჯერ ვერ ვხედავ. ნია მისკენ მობრუნდა. — ანუ? — ჯერ ისევ ისეთი ხარ, როგორიც პირველ დღეს იყავი. — და როგორი ვარ? — ჯიუტი. — ეს უკვე მესამედ მითხარით. — იმიტომ, რომ მესამედ ვრწმუნდები. ნიას უნებურად გაეღიმა. მხოლოდ წამით. მაგრამ სანდრომ შეამჩნია. რა თქმა უნდა, შეამჩნია. — აი, ეს უკვე პროგრესია. ღიმილი მაშინვე გაუქრა გოგონას. — ნუ მიიწერთ იმას, რაც თქვენი დამსახურება არ არის. — გვიანია. უკვე მივიწერე. ნიამ თვალები გადაატრიალა. სანდროს გაეცინა. და სწორედ ამ მომენტში პირველად დაფიქრდა ნია, რომ ბიჭს სიცილი უხდებოდა. სამწუხაროდ. ძალიან უხდებოდა. ამ აზრმა კი მაშინვე გააღიზიანა. ⸻ რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იდგა. შემდეგ სანდრომ მოულოდნელად იკითხა: — შეყვარებული გყავს? ნია პირდაპირ მისკენ შემობრუნდა. — უკაცრავად? — მარტივი კითხვა იყო. — და ზედმეტად პირადი. — ანუ არ გყავს. — ეგ დასკვნა საიდან გამოიტანეთ? — რომ გყავდეს, უკვე მეტყოდი. — თქვენ მართლა აუტანელი ხართ. — ეგ უკვე ვიცი. — და მაინც მეკითხებით? — კი. — რატომ? სანდრომ მხრები აიჩეჩა. — მაინტერესებს. — ჩემი ცხოვრება რატომ გაინტერესებთ? — იმიტომ, რომ შენს შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. — და რატომ უნდა იცოდეთ? — იმიტომ, რომ მინდა. ეს იმდენად პირდაპირ თქვა, რომ ნია რამდენიმე წამით გაჩუმდა. პასუხი ვერ მოიფიქრა. სანდრო კი მის რეაქციას აკვირდებოდა. ზუსტად ისე, როგორც მტაცებელი აკვირდება მსხვერპლის ყველაზე მცირე მოძრაობას გამოწვევის ინტერესით. ⸻ ამ დროს კლუბის კარებიდან ის შავთმიანი გოგონა გამოვიდა, რომელსაც სანდრო მთელი საღამო ესაუბრებოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ღამეში მკაფიოდ გაისმა. — სანდრო, გეძებდი. გოგონა პირდაპირ მასთან მივიდა და მკლავზე შეეხო. ნიას მზერა უნებურად მათზე შეჩერდა. გოგონა მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ისეთი, როგორიც ჟურნალების გარეკანებზე ხვდებათ. სანდრომ თავი ოდნავ მიაბრუნა. — ნატა, ორ წუთში მოვალ. გოგონამ პირველად შეხედა ნიას. მერე ისევ სანდროს. მის თვალებში გაკვირვება აშკარად ჩანდა. როგორც ჩანს, არ იყო მიჩვეული, რომ სანდრო ვინმეს გამო ალოდინებდა განსაკუთრებით — ასეთ უბრალო გოგოს. — კარგი… — თქვა ბოლოს და კლუბში დაბრუნდა. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ნიამ მშვიდად თქვა: — გელოდებიან. — ვხედავ. — მაშინ რატომ დგახართ აქ? სანდროს მზერა მის თვალებს შეხვდა. ღამის სიბნელეშიც კი უცნაურად მკვეთრი ჩანდა. — იმიტომ, რომ იქ ყველა ზუსტად ისეთია, როგორსაც ველოდები. — შენ კი არა. ნიას გული წამით უცნაურად შეეკუმშა. მხოლოდ წამით. შემდეგ მაშინვე გაახსენდა, ვის ესაუბრებოდა. სანდრო ერისთავს. ბიჭს, რომელიც ყველაფერს თამაშად აღიქვამდა. ბიჭს, რომელსაც უარის თქმა არ უყვარდა. და ბიჭს, რომელსაც ალბათ პირველად შეხვდა ადამიანი, რომლის მოხიბვლაც ასე მარტივად არ შეეძლო. — თქვენ უბრალოდ ვერ იტანთ წაგებას, — ჩუმად თქვა ნიამ. სანდროს ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა. — შეიძლება. — არა, ნამდვილად ასეა. — და შენ გგონია, რომ ეს ბრძოლაა? — თქვენ ხომ ასე აქციეთ. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ ნიამ მოაჯირს ხელი გაუშვა. — უკვე გვიანია. სახლში უნდა წავიდე. სანდრო გზიდან არ გაწეულა. მხოლოდ ოდნავ დახარა თავი. — ისევ შევხვდებით, ნია. გოგონამ პასუხი არ გასცა. მის გვერდით ჩაიარა და კიბეებისკენ წავიდა. ნიას მთელი გზა სახლში სანდროს სიტყვები ახსენდებოდა. “ისევ შევხვდებით, ნია.” ისე თქვა, თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. თითქოს სამყაროს წესები მის მხარეს იყო. თითქოს ადამიანები, რომლებსაც მოინდომებდა, საბოლოოდ მაინც მის გზაზე აღმოჩნდებოდნენ. და სწორედ ეს აღიზიანებდა ყველაზე მეტად. მეორე დღე ნიასთვის იშვიათად თავისუფალი აღმოჩნდა. კაფის მფლობელმა მოულოდნელად უთხრა, რომ შუადღის ცვლა აღარ სჭირდებოდათ. ასეთი რამ სეზონის დროს თითქმის არასოდეს ხდებოდა. თავიდან ვერც კი დაიჯერა. შემდეგ კი გადაწყვიტა, ეს რამდენიმე საათი საკუთარი თავისთვის დაეტოვებინა. სახლში არ წასულა. პირდაპირ სანაპიროსკენ წავიდა. ზღვა მშვიდი იყო. წყალი ისე ელავდა, თითქოს ზედ ათასობით პატარა ბრილიანტი დაეფანტათ. ნიამ ქვიშაზე პირსახოცი გაშალა და მზის სათვალე გაიკეთა. დიდი ხანი გავიდა, რაც უბრალოდ ისვენებდა. არ მუშაობდა. არ ჩქარობდა. არაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ ზღვის ხმას უსმენდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე წამოდგა და წყლისკენ წავიდა. მუქი ლურჯი საცურაო კოსტიუმი ეცვა. მარტივი. ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე. ზუსტად ისეთი, როგორიც თავად იყო. სანდრო იმ დროს მეგობრებთან ერთად სანაპიროს მეორე მხარეს იდგა. ვიღაც რაღაცას უყვებოდა. დანარჩენები იცინოდნენ. მაგრამ მოულოდნელად შუა წინადადებაში გაჩუმდა. მისი მზერა ზღვასთან მდგომ ფიგურაზე გაჩერდა. ნია. პირველად ხედავდა მას ასე. სამუშაო ფორმის გარეშე. დაღლილი გამომეტყველების გარეშე. იმ მუდმივი თავდაცვის გარეშე, რომელსაც გოგონა თითქოს ყველგან ატარებდა. ქარი თმას უფრიალებდა. ტალღები ფეხებთან ეხეთქებოდა. და პირველად სანდრომ გაიფიქრა, რომ ნია უბრალოდ ლამაზი კი არ იყო… არამედ საშიშად ლამაზი. ისეთი, რომლის შემჩნევაც შეუძლებელია. — ჰეი, სად იყურები? — სიცილით ჰკითხა ერთ-ერთმა მეგობარმა. სანდრომ პასუხი არც კი გასცა. თვალს ვერ აშორებდა. ნია პირდაპირ ზღვაში შევიდა. სანდროს უნებურად გაეღიმა. — ახლა რაღაზე იცინი? — ჰკითხა მეგობარმა. — არაფერზე. მაგრამ სინამდვილეში იცოდა ⸻ ოცი წუთის შემდეგ ნია წყლიდან გამოვიდა. თმა სველი ჰქონდა. მხრებზე წყლის წვეთები უბრწყინავდა. პირსახოცისკენ მიდიოდა, როცა წინ ვიღაც გადაუდგა. რა თქმა უნდა. სანდრო. — მართლა ყველგან მხვდები. ნიამ ამოიოხრა. — უკვე ვიწყებ ფიქრს, რომ თქვენ სპეციალურად დამდევთ. — ეგ ვერსია უფრო მოგწონს? — სხვა ახსნა გაქვთ? — შეიძლება უბრალოდ ერთი და იგივე ადგილები მოგვწონს. — დარწმუნებული ვარ, არა. სანდროს გაეცინა. შემდეგ რამდენიმე წამით დააკვირდა. ამჯერად აშკარად. გაუბედავად კი არა. პირდაპირ. ნიას ეს არ გამოჰპარვია. — რა არის? — არაფერი. — მაშინ რატომ მიყურებთ? — იმიტომ, რომ პირველად გხედავ ისე, რომ სადმე არ გარბიხარ. — ახლა შემიძლია გავიქცე. — შეგიძლია. — და შეიძლება ასეც მოვიქცე. — მაგრამ ჯერ არ წასულხარ. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. ტალღები ნელა ეხეთქებოდა ნაპირს. მათ ირგვლივ ხალხი მოძრაობდა, ბავშვები დარბოდნენ, მუსიკა ისმოდა ახლომდებარე ბარიდან. მაგრამ იმ წამს თითქოს ყველაფერი ფონად იქცა. — იცით რა? — თქვა ბოლოს ნიამ. — რა? — თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში. სანდროს გაეღიმა. — და შენი? — რა? — რომ ყოველთვის ცდილობ დამიმტკიცო, რამდენად არ გაინტერესებ. ნიას პასუხი მაშინვე არ გაუცია. რადგან პირველად… პირველად არ იყო დარწმუნებული, რომ ეს სიმართლე არ იყო. და ეს გაცილებით მეტად აშინებდა, ვიდრე თავად სანდრო. მოულოდნელად ვიღაც პატარა ბიჭი მათ შორის გამოვარდა. ბურთს მისდევდა. ქვიშაში ფეხი აერია და პირდაპირ ნიას შეეჯახა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გოგონამ წონასწორობა დაკარგა. სანდროს ხელი ინსტინქტურად წავიდა ნიასკენ წამში წელზე მოხვია და დაცემისგან შეაჩერა. სამყარო თითქოს რამდენიმე წამით გაჩერდა. ნია მის მკერდს შეეჯახა. სანდროს თითები ჯერ კიდევ მის წელზე ჰქონდა. ორივეს ერთდროულად შეეკრა სუნთქვა. — მაპატიეთ! — დაიძახა ბავშვმა და ბურთს გაეკიდა. არც ერთს გაუხედავს მისკენ. მზერა ერთმანეთზე ჰქონდათ მიპყრობილი. ძალიან ახლოს იყვნენ. იმდენად ახლოს, რომ ნია პირველად ამჩნევდა მის თვალებში ოქროსფერ ლაქებს. სანდრო კი პირველად ხედავდა, რომ ნიას წამწამები სინამდვილეში ბევრად უფრო გრძელი იყო, ვიდრე ეგონა. — შეგიძლია ხელი გამიშვა, — ჩუმად თქვა ნიამ. სანდრო თითქოს ახლა გამოფხიზლდა. — ჰო… რა თქმა უნდა. მაშინვე გაუშვა. ნიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ლოყები აუწითლდა. რაც საშინლად აღიზიანებდა. — გმადლობ. სიტყვა ისე ჩუმად თქვა, თითქოს თავადაც არ უნდოდა მისი წარმოთქმა. სანდროს წარბი აეწია. — ეს ახლა მადლობა იყო? — ზედმეტად ნუ მიეჩვევით. — უკვე მომწონს! .. მეორე დილა ზღვაზე ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი იყო. ქარი თითქმის არ იძროდა, ტალღებიც თითქოს დამძიმებული მოძრაობდნენ, და ყველაფერი იმ სიჩუმეში იყო ჩაძირული, რომელიც აგვისტოს შუაში იშვიათად ჩნდება. ნია უკვე კაფის წინ იდგა, წინსაფარი ეკეთა და შეკვეთებს იღებდა, როცა მენეჯერმა უცნაური ტონით დაუძახა. — ნია, ორი წუთი. გოგონამ ლანგარი მაგიდაზე დადო და შიგნით შევიდა. — რა მოხდა? მენეჯერი ცოტა უხერხულად იყურებოდა. — დღეს საღამოს კორპორატიული ღონისძიებაა სანაპიროზე… ძალიან დიდი ჯგუფი მოდის. დამატებითი ხალხი გვჭირდება. — შენც უნდა იმუშაო. ზედა სექციაში. ნიამ მაშინვე დაძაბა მხრები. — მე შუადღის ცვლა არ მაქვს. — ვიცი… მაგრამ ვერ გავწვდებით. და… — მენეჯერმა ოდნავ ჩაიხველა — სანდრო ერისთავის კომპანიაა. სახელი ისე გაისმა, თითქოს ოთახში ჰაერი შეიცვალა. ნია ერთ წამს გაჩერდა. — ის პირადად ითხოვს, რომ მომსახურე პერსონალი გამოცდილი იყოს — ნია, უბრალოდ ერთი საღამოა. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა. სანდროს სახე თვალწინ დაუდგა — ის მშვიდი, თვითდაჯერებული მზერა, რომელიც თითქოს ყოველთვის იცოდა, რომ ყველაფერი მაინც მის წესებზე მოეწყობოდა. — კარგი, — ცივად თქვა მან. — ერთი საღამო. საღამოს ზღვისპირეთი უკვე სრულიად სხვა იყო. ლამპიონები ანათებდა ქვიშას, მუსიკა რბილად ისმოდა, დიდი თეთრი კარავი სანაპიროზე ელეგანტურად იყო გაშლილი. ეს აღარ იყო ჩვეულებრივი კაფის ქაოსი. ეს იყო სანდრო ერისთავის სამყარო. ნია თეთრ პერანგში და შავ ქვედაბოლოში გადაადგილდებოდა სტუმრებს შორის, ლანგარი ხელში ეჭირა და ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე, რომ აქ ყოფნა საერთოდ არ უნდოდა. — წყალი, გთხოვთ. — ორი კოქტეილი. — ეს მაგიდა მზად არის? ხმა ხმაზე ეჯახებოდა. და სწორედ მაშინ დაინახა. სანდრო. შავი პერანგი ეცვა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და რამდენიმე ადამიანთან საუბრობდა. მუსიკა უკვე ზედმეტად ხმამაღალი იყო. ჰაერი კარვის შიგნით თითქოს დამძიმდა — ალკოჰოლის სუნი, სიცილი, ხმაურიანი საუბრები ერთმანეთში ირეოდა. ნია სწრაფად გადაადგილდებოდა მაგიდებს შორის. უკვე დაღლილი იყო, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. ერთი შეკვეთა. მეორე. მესამე. და სწორედ მაშინ, როცა ლანგარს ხელში იჭერდა, ვიღაცამ მკვეთრად ჩაუარა გვერდით და მხარი ოდნავ გაჰკრა. ჭიქა შეირყა. წყალი ლანგარზე გადმოიღვარა. — ყურადღებით იარე, — უხეში ხმა. ნია მაშინვე შემობრუნდა. — ბოდიში, მე— მაგრამ წინ მდგომმა კაცმა სიტყვა გააწყვეტინა. დაახლოვებით ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა. ნასვამი, ზედმეტად თავდაჯერებული ღიმილით. — ბოდიში არ მჭირდება. შეკვეთა მოიტანე ნია მშვიდად ცდილობდა სიტუაციის დასრულებას. — ახლავე მოგიტანთ შეკვეთას. გადახვევა უნდოდა, მაგრამ კაცმა გზა გადაუღობა. — არ გესმის? მე უკვე გელოდები. მისი ტონი შეიცვალა. უფრო მძიმე გახდა. ნიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. — გთხოვთ, გამატარეთ. კაცი არ დაიძრა. — რატომ ჩქარობ? ცოტა ხანს დარჩი. მისმა თვალებმა ზედმეტად დიდხანს გააჩერეს ნიაზე მზერა. და ეს მზერა არ იყო უბრალოდ უხეში. იყო დამღლელი. შემაწუხებელი. და ზედმეტად პირადი. — ხელი გამიშვით, — მშვიდად თქვა ნიამ. კაცმა გაიცინა და ხელი ოდნავ წინ წასწია — თითქოს შემთხვევით, მაგრამ საკმარისად ახლოს, რომ ნიამ ინსტინქტურად უკან დაიხია. ლანგარი ოდნავ შეირყა. ხალხმა ირგვლივ არაფერი შეიმჩნია. აქ ხმაური ყველაფერს ფარავდა. და სწორედ ეს იყო ყველაზე ცუდი. ნია მ ისევ უკან დაიხია. — გამატარეთ — არ გინდა ასე ლაპარაკი, — თქვა კაცმა და ნაბიჯი გადადგა მისკენ. ახლა ძალიან ახლოს იყო. — უბრალოდ ცოტა ყურადღება მინდა. შენნაირი გოგოები ხომ აქ მაგისთვის არიან? ეს წინადადება ჰაერში გაიჭედა ნია გაშეშდა. წამით ყველაფერი გაიყინა. შემდეგ კი სახე შეუცივდა. — რას ნიშნავს „ჩემნაირი გოგოები“? კაცმა მხრები აიჩეჩა, თითქოს არაფერი უთქვამს. — ნუ ნერვიულობ, უბრალოდ— მაგრამ აღარ დაამთავრა. ვიღაცამ მისი მკლავი ძლიერად დაიჭირა ზედმეტად სწრაფად. ზედმეტად მკვეთრად. — ხელი გაუშვი! სანდროს ხმა. ცივი. დაბალი. იმდენად კონტროლირებადი, რომ პირველად იქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ყურადღება მიაქცია. კაცი შემობრუნდა. — შენ ვინ ხარ? სანდრო ნიას წინ დადგა ისე, რომ მას და კაცს შორის სივრცე მთლიანად დაფარა. — ის ვინც მაგ ბებერ სახეს გაგილამაზებს თუ ახლავე არ აორთქლდები სანდრომ ხელი ძლიერად უბიძგა მამაკაცს კაცი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ სანდროს მზერა იმდენად ცივი იყო, რომ ბოლოს ხელი ნელა ჩამოუშვა. — პრობლემას ქმნი, ბიჭო, — ჩაიბურტყუნა მან და უკან დაიხია. -დაახვიე აქედან! როცა კაცი წავიდა, სანდრო ნელა შემობრუნდა. ნია იდგა. ლანგარი ისევ ხელში ეჭირა, მაგრამ თითები ოდნავ კანკალებდა. ეს თითქმის შეუმჩნეველი იყო. მაგრამ სანდრომ მაინც დაინახა. — კარგად ხარ? — ჰკითხა დაბალი ხმით. ნია ერთი წამით ჩუმად იყო. შემდეგ: — მე თვითონაც გავუმკლავდებოდი. მისი ხმა არ კანკალებდა. მაგრამ თვალები სხვას ამბობდა. სანდრო ოდნავ დაიხარა მისკენ. — არ მიკითხავს გამკლავებას შეძლებდი თუ არა — გკითხე, კარგად ხარ თუ არა. ნია გაჩერდა. ამ სიტყვამ უფრო დააბნია — …კი, — ბოლოს თქვა ჩუმად. — მსგავსი რამ ხშირად ხდება? ნია მხრები ოდნავ აიჩეჩა. — ხდება. ეს ერთი სიტყვა ძალიან მარტივად თქვა. ზედმეტად მარტივად. და სწორედ ეს იყო ყველაზე მძიმე ნაწილი. სანდროს ყბა ოდნავ დაეჭიმა. — აღარ მოხდება, — თქვა უბრალოდ. ნია მაშინვე შემობრუნდა. — რას ნიშნავს „აღარ მოხდება“? სანდრომ მას შეხედა. — იმას, რაც გაიგე. ნია რამდენიმე წამით უყურებდა. და პირველად ვერ გადაწყვიტა — ეს სიტყვები უფრო ამშვიდებდა… თუ უფრო აშინებდა. იმ საღამოს ნია სახლში გვიან დაბრუნდა. ზღვისპირეთიდან ფეხით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ გზა ჩვეულებრივზე გრძელი ჩანდა. თითქოს რაც უფრო დიდხანს დადიოდა, მით უფრო შორდებოდა იმ ხმაურს, იმ მზერებს, იმ ხელის შეხებას, რომელიც ჯერ კიდევ სხეულში ჰქონდა ჩარჩენილი როგორც რაღაც უცხო. სახლი ჩაბნელებული დახვდა. ეს სიჩუმე ყოველთვის მშვიდი იყო — მაგრამ დღეს ნიასთვის ზედმეტად მძიმე გამოვიდა. ფეხსაცმელი კართან დატოვა, ფრთხილად გავიდა ოთახში და პირდაპირ აბაზანისკენ წავიდა. სარკეში საკუთარ თავს რომ შეხედა, ერთი წამით გაშეშდა. არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ თვალებში რაღაც მაინც შეცვლილი ჰქონდა. ნიამ ონკანი მოატრიალა და სახეზე ცივი წყალი შეისხა. ერთხელ. მეორედ. მაგრამ სუნთქვა მაინც ვერ დაუდგა წესრიგში. ხელები ოდნავ აუკანკალდა. „არაფერი იყო…“ — ჩუმად უთხრა საკუთარ თავს. მაგრამ სხეული არ უსმენდა. აბაზანიდან გამოვიდა, ოთახში შევიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ტელეფონი გვერდით ედო — ეკრანი რამდენჯერმე აინთო შეტყობინებებისგან, მაგრამ არც კი შეხებია. გონება ისევ იმ საღამოს ბრუნავდა. ის კაცი. მისი ხმა. ის მზერა. და ის წამი, როცა ირგვლივ ხალხი იყო, მაგრამ მაინც ძალიან მარტოსულად იგრძნო თავი. ნიამ მუხლები მკერდთან მიიზიდა. თავი დაადო. და პირველად იმ დღეს სიჩუმე აღარ იყო დამამშვიდებელი. სანდროს ხმა გაახსენდა. „აღარ მოხდება.“ ეს წინადადება. იმ ზედმეტად მშვიდი ტონით ნათქვამი. ნია თვალებს ხუჭავდა და მაინც ვერ იშორებდა იმ ფაქტს, რომ იმ წამში — როცა ყველაზე მეტად უხერხულად და დაუცველად იყო — ვიღაც უბრალოდ… წინ დაუდგა. და ეს „ვიღაც“ სანდრო იყო. ეს აზრი უფრო აბნევდა, ვიდრე თავად ინციდენტი. — რა გინდა ჩემგან… — ჩუმად თქვა ოთახში. თითქოს ვიღაცას ესმოდა. თითქოს პასუხი უნდა მოსულიყო. მაგრამ არავინ იყო. სიჩუმე. მხოლოდ სუსტი ქარის ხმა ფანჯრიდან. ნიამ ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ სუნთქვა შუაზე გაეჭედა. და იმ მომენტში პირველად არ ეცადა ძლიერი გამოჩენილიყო. თვალები დაენამა. ჯერ ნელა. შემდეგ უფრო მძაფრად. და როცა მიხვდა, რომ ვეღარ აკავებდა, სახე ხელებში ჩამალა. არ იყო ხმამაღალი ტირილი. უფრო ჩუმი, მოტეხილი ემოცია იყო — ისეთი, რომელიც გარეთ არ გამოდის, მაგრამ შიგნით ყველაფერს შლის. წამები გადიოდა. შესაძლოა წუთებიც. და ნელ-ნელა სუნთქვა უფრო მშვიდი ხდებოდა. მაგრამ გულში ისევ რჩებოდა ერთი უცნაური, მტკივნეული შეგრძნება — არა მხოლოდ შიშისგან. არამედ იმისგანაც, რომ პირველად ვიღაცამ დაინახა მისი სისუსტე… და არ გაშორდა. ნიამ ბოლოს თავი ასწია. თვალები ჯერ კიდევ წითელი ჰქონდა, მაგრამ სახეზე უკვე ისევ ის ჩვეული სიმტკიცე უბრუნდებოდა. თითქოს საკუთარ თავს ისევ აბრუნებდა უკან. საწოლზე გადმოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაჩერდა. — აღარ განმეორდება… — ჩუმად თქვა. ამჯერად უკვე საკუთარ თავს კი არა, რაღაც სხვას უმტკიცებდა. და გარეთ, ზღვის შორიდან მოსული ხმა ისევ ჩვეულებრივად ჟღერდა. .... მეორე დილა ნიასთვის ადრე დაიწყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ დასვენებული იყო. ძილში რამდენჯერმე გამოეღვიძა — თითქოს სხეული ჯერ კიდევ იმ ღამის ხმაურში იყო ჩარჩენილი, სადაც ყველაფერი ერთდროულად მოხდა: შეხება, შიში, სანდროს ხმა და ის უცნაური წინადადება — „აღარ მოხდება“. სახლიდან რომ გავიდა, უკვე იცოდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე. კაფის კართან ჯერ კიდევ შორიდან შენიშნა ორი ადამიანი — მენეჯერი და ადმინისტრაციიდან ვიღაც უცხო კაცი. მათი სახეები ზედმეტად სერიოზული ჩანდა. ნიამ ნაბიჯი შეანელა. როცა მიუახლოვდა, მენეჯერმა თვალები აარიდა. — ნია… ორი წუთი შეგიძლია? ეს ტონი უკვე საკმარისი იყო. შიგნით რაღაც ჩაუწყდა. — რა მოხდა? მოკლე სიჩუმე. უცხო კაცმა ქაღალდი ამოიღო. — სამწუხაროდ, დღეს შენი კონტრაქტის შეწყვეტა გვიწევს. ნიას თვალები გაუფართოვდა. — რას ნიშნავს „შეწყვეტა“? მენეჯერმა სწრაფად დაამატა, თითქოს ეს სიტყვები ნაკლებად მძიმე უნდა ყოფილიყო — არაფერი პირადული. უბრალოდ… კომპანიამ გადაწყვიტა შემცირება. — შემცირება სეზონის პიკში? — ნიას ხმა ოდნავ აუკანკალდა. კაცი გვერდიდან ჩაერთო: — კომპენსაცია სრულად დაგერიცხება. საკმაოდ დიდი თანხაა. ამ სიტყვაზე თითქოს ჰაერი დაიძაბა. ნიამ ქაღალდს დახედა, მაგრამ არ წაუკითხავს. მხოლოდ ერთი რამ დაინახა — ციფრები. ზედმეტად დიდი ციფრები. იმაზე დიდი, ვიდრე ამ თვეებში ერთად აღებული ხელფასი. ნელა ასწია თავი. — ეს ვინ გადაწყვიტა? მენეჯერმა პასუხი დააგვიანა. ეს დაგვიანება საკმარისი იყო რომ ეფიქრა ამ ყველაფერში სანდრო ერისთავის ხელი ერია! ... აუზის ზედა ტერასა თითქმის დაცარიელებული იყო. მზე პირდაპირ ეცემოდა წყლის ზედაპირს და ლურჯი ფერი ისე ციმციმებდა, თითქოს მთელი სივრცე სუნთქავდა. უკვე წყალში იყო სანდრო ის არ „ცურავდა“ უბრალოდ — მოძრაობდა ისე, თითქოს წყალი მისთვის წინააღმდეგობა არ იყო. მხრები ყოველ ამოსვლაზე მკვეთრად იკვეთებოდა ზედაპირზე, მკლავები წყალს ჭრიდა, და ყოველი ამოსუნთქვა მშვიდი, კონტროლირებადი იყო. ნია კიბეზე გაჩერდა. ერთი წამით უყურებდა. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ რაღაც უცნაურად მძიმე ჩუმად ჩამოეკიდა შიგნით — რაღაც, რაც ზედმეტად ცოცხალი იყო იმისთვის, რომ იგნორირება შეძლებოდა. სანდრომ დაინახა ცურვა შეანელა და ნელა ამოვიდა ზედაპირზე. წყალი მის მკერდზე ჩამოედინებოდა, თმა შუბლზე ეკვროდა. — ისევ შენ, — თქვა მშვიდად. ნია პირდაპირ მივიდა აუზის კიდესთან. — შენ ყოველთვის ასე მარტივად არღვევ საზღვრებს? სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია — რომელი საზღვრები? — ჩემი ეს სიტყვა ჰაერში მკვეთრად გაიჭედა. სანდრო კიდეს მიუახლოვდა, ორივე ხელით დაეყრდნო ფილას და ზედაპირზე ოდნავ ამოიწია. ახლა მათ შორის მანძილი ზედმეტად პატარა გახდა. — შენ თვითონ მოდიხარ იმ ადგილებში, სადაც არ გინდა იყო. — მე აქ შენთვის არ მოვსულვარ. — აბა რატომ ხარ აქ? ნია გაჩუმდა წამით. და ეს წამი საკმარისი იყო, რომ სანდროს მზერა ოდნავ გამკაცრებულიყო. ქარი აუზის ზედაპირს არხევდა. წყალი მათ შორის მოძრაობდა, მაგრამ დისტანცია აღარ არსებობდა ისე, როგორც ადრე. ნია ოდნავ გადაიხარა წინ, თითქოს სიტყვებით კი არა, მზერით ეჩხუბებოდა. — შენ გგონია, რომ ადამიანებს მართავ! — არა. სანდროს ხმა დაბალი იყო. — მე უბრალოდ ვხედავ, როდის ვარდება ვინმე. — და ყოველთვის იჭერ? — ყველას არა პაუზა. — მხოლოდ მათ, ვინც არ მინდა დაეცეს. — ეს წინადადება ზედმეტად ახლოს მოვიდა. ზედმეტად პირადი გახდა. ნია ამას ვერ „უპასუხებდა“ ჩვეულებრივად. და სწორედ ეს აბრაზებდა. მან ხელი აუზის კიდეს დაარტყა, მაგრამ ფეხი სველ ფილაზე ოდნავ აუსრიალდა. ერთი წამი. ერთი მცირე შეცდომა. და მისი სხეული წინ წავიდა. — ნია— სანდროს ხმა მაშინვე შეიცვალა. მაგრამ უკვე გვიან იყო. — ნია წყალში ჩავარდა. ცივი ტალღა ერთიანად მოეხვია, სუნთქვა გაეთიშა წამით, ყველაფერი აირია — ხმა, სივრცე, ფიქრი. და შემდეგ ხელი. მტკიცე. სანდროს ხელი მის მაჯაზე. მისი სხეული სანდრომ მიიზიდა როცა ზედაპირზე ამოვიდა, მათი სახეები ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა. იმდენად ახლოს, რომ ნიას სუნთქვა ავტომატურად შეჩერდა. სანდრო არ იძვროდა. არც ჩქარობდა მის გაშვებას. მისი ხელი ისევ ნიას წელზე იყო ნია ცდილობდა თვალები არ დაეხარა. მაგრამ მისი მზერა მაინც გაექცა სანდროს ტუჩებისკენ. სწრაფად. უნებურად. და იმავე წამს უკან დაბრუნდა — თითქოს საკუთარ თავი დასაჯა ამისთვის. — კარგად ხარ? — ჰკითხა სანდრომ დაბალი ხმით. ნია ჩუმად იყო. სუნთქვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დალაგებული. წყალი მის მხრებზე მსუბუქად ჩამოდიოდა, მაგრამ გაცილებით მძიმე იყო ის, რაც შიგნით ხდებოდა. — გამიშვი, — თქვა ბოლოს. — ძალიან ნელა — გაუშვა. მაგრამ არც უკან დაიხია. ახლა მათ შორის მხოლოდ წყალი იყო. — უბრალოდ ვერ გშორდები, როცა ვხედავ, რომ ვარდები. ეს სიტყვა „ვარდები“ ზედმეტად ხმამაღლა გაისმა ნიას შიგნით. მან ნაბიჯი ოდნავ უკან გადადგა, მაგრამ წყალში ეს მოძრაობა უფრო ნელი იყო, უფრო ინტიმური, ვიდრე რეალურად უნდა ყოფილიყო სიჩუმე. მხოლოდ წყლის ხმა. და ის წამი, რომელიც ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა. ... რამდენიმე წუთი აუზის პირას ისხდნენ. პირველად. ყოველგვარი კამათის გარეშე. ჰაერში ზაფხულის მძიმე სითბო ტრიალებდა. და უცნაურად მშვიდი იყო ყველაფერი. — მართლა შენ იყავი? — მოულოდნელად ჰკითხა ნიამ. სანდრომ მისკენ გაიხედა. — რაზე მეკითხები კონკრეტულად — ჩემს სამსახურზე. — ასე ფიქრობ? — უბრალოდ მიპასუხე. რამდენიმე წამი ჩუმად იყო. შემდეგ ამოისუნთქა. — კი. ნიას სახე დაეძაბა. — ვიცოდი. — მაგრამ ბოლომდე მომისმინე. — არაფრის მოსმენა არ მინდა! — მაინც მოგიწევს. მის ხმაში რაღაც ისეთი იყო, რამაც გააჩერა. სანდრო წამოდგა. შემდეგ მის წინ დადგა. — იმ ღამის შემდეგ გავიგე, რომ ის კაცი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის მეგობარი იყო. ნია ჩუმად უსმენდა. — და გავიგე ისიც, რომ შენთან დაკავშირებით ჭორების გავრცელება დაიწყო. გოგონას სახე გაფითრდა. — რა ჭორები? სანდროს ყბა დაეჭიმა. — ისეთი, რომლის მოსმენაც არ მინდა, რომ მოგიწიოს. ნიას მუცელში უსიამოვნოდ მოეჭირა რაღაც -სანდრო რა ჭორები? ბიჭმა ნერვიულად მოისხვა ხელი თმაზე , უფრი და უფრო გამოეკვეთა შუბლის ძარღვი რაც გაბრაზების დროს სჩვეოდა ხოლმე -ნია ... ვერ დაასრულა -სანდრო მითხარი! -თითქოს სამსახურის შემდეგ კლიენტებს ფულის ნაცვლად საკუთარ თავს სთავაზობ ... ბიჭმა უხერხულად მოარიდა მზერა -ღმერთო საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა ნიას — არჩევანი არ მქონდა! ნია დუმდა — ან იქ უნდა დამეტოვებინე და ყოველ დღე გებრძოლა იმ ხალხთან… მისი ხმა ჩაწყდა. — …ან გამეყვანე იქიდან. — ჩემი ცხოვრების გადაწყვეტის უფლება ვინ მოგცა?! სანდროს თვალებში პირველად გაკრთა ბრაზი. ნამდვილი ბრაზი. — მე რას გეუბნები და შენ ამ დროს რას მპასუხობ ! რა ცხოვრების გადაწყვეტა გოგო! — აბა ეს რა იყო?!— მე შენი ფული არ მჭირდება! — ვიცი! ორივე გაჩუმდა. ქარი ძლიერად ამოვარდა. — ზუსტად ამიტომაც არ გითხარი— იმიტომ, რომ ვიცოდი, არასოდეს აიღებდი. ნიას თვალები აემღვრა. გაბრაზებული იყო. მაგრამ ამავე დროს პირველად ხედავდა, რომ სანდროსთვის ეს თამაში აღარ იყო , ყოველშემთხვევაში ახლა ასე ეჩვენებოდა — რატომ? — ჩუმად ჰკითხა ბოლოს. — რა რატომ? — რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? სანდრომ გაეცინა. — წარმოდგენა არ მაქვს. პირველად. პირველად მის ხმაში სრული გულწრფელობა ისმოდა. — მართლა არ ვიცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. და იმ წამს ნიამ პირველად დაინახა რაღაც ისეთი, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა. სანდრო მარტო იყო. ისეთივე მარტო, როგორიც თავად. უბრალოდ ამას განსხვავებულად მალავდა. სიჩუმე ჩამოვარდა. გრძელი. მძიმე. და ამჯერად არც ერთს უნდოდა მისი დარღვევა. მზის უკანასკნელი სხივი წყალს დაეცა. ქარმა ნიას სველი თმა სახეზე გადმოუყარა. სანდრომ ხელი უნებურად ასწია. თითქოს გადაუწევდა. მაგრამ შუა მოძრაობაში გაჩერდა. ნიამ ეს შეამჩნია. ორივემ. და უცებ მათ შორის დარჩენილი მანძილი საშინლად მცირე გახდა. ისეთი მცირე, რომ სუნთქვაც კი ზედმეტად ხმამაღლა ისმოდა. სანდროს მზერა ნიას თვალებიდან ტუჩებზე ჩამოცურდა. მხოლოდ წამით. მაგრამ ეს წამი საკმარისი აღმოჩნდა. ნიას გული ძლიერად აუძგერდა. არც ერთს არაფერი უთქვამს. არც ერთი არ განძრეულა. მხოლოდ მზერა ჰქონდათ ერთმანეთზე მიპყრობილი. -ფულს არ ავიღებ , ჩეკი დავხიე სიჩუმე ნიამ დაარღვია -ღმერთო!!! რატომ ართულებ -ჩემთვის კარგიც რომ გდომოდა, მე უნდა გადამეწყვიტა, ეს ჩემი ბრძოლაა და არაუშავს თუ დავმარცხდები, მიჩვეული ვარ თავიდან წამოდგომას ნიას თვალებში ისეთი სევდა ჩანდა სანდროს სურვილი გაუჩნდა ძალიან ძლიერად ჩაეკრა გულში -ნია მისმინე , ეს არ არის მოწყალება , ეს არის ის რაც შენ დაიმსახურე შენი შრომით! -ხვალიდან ვაპირებ ახალი სამსახურის მოძებნას , დამავალებ თუ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემ და არ შემაწუხებ! გოგონა წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა... ... ერთ საღამოს, როცა ბიჭები ბარში ისხდნენ, ერთ-ერთმა პირდაპირ ჰკითხა სანდროს — რა გჭირს? — არაფერი. — არც ერთ გოგოს არ უყურებ... — ვუყურებ.— ერთს. სანდრო გაჩუმდა. მეგობარს სიცილი აუტყდა. — ღმერთო, მართლა ჩარჩი. — გაჩუმდი. — არა, მართლა. სანდრო ერისთავი ვიღაცას ეპრანჭება. — არ ვეპრანჭები. — აბა? რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მშვიდად თქვა: — ვცდილობ, ჩემს თავს გავუგო პირველად. პირველად თქვა ეს ხმამაღლა. და თვითონაც მიხვდა, რამდენად სიმართლე იყო. ... მეორე დილას ნია ქალაქის ცენტრში იყო. ორი საათის განმავლობაში უკვე ხუთ სხვადასხვა ადგილას იყო ნამყოფი. რესტორანი. სასტუმრო. ტურისტული სააგენტო. ორი კაფე. ყველგან ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ. — დაგირეკავთ. ნია უკვე ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს. არავინ დაურეკავდა. სეზონის შუაში ყველა შტატი დაკავებული იყო. მზისგან გახურებულ ქუჩაზე ნელა მიდიოდა, როცა ტელეფონი აწკრიალდა. თაკო იყო. — აბა? — არაფერი. — არაფერი როგორ? — არავის ვჭირდები, როგორც ჩანს. — კარგი, ახლა ეგ დრამატული ტონი შეინახე სერიალებისთვის. ნიას გაეცინა. — მართლა ვამბობ. — კარგი, მაშინ ერთ ადგილას წამოდი. — სად? — სასტუმრო “მერიდიანში”. — რისთვის? — ჩემი ბიძაშვილი მუშაობს იქ. მითხრა, რომ ადმინისტრაციაში ადამიანი სჭირდებათ. ნია ადგილზე გაჩერდა. — მართლა? — ტყუილად როდის დაგირეკე? ერთი საათის შემდეგ ნია სასტუმროს ჰოლში იჯდა. ნერვიულობდა. ძალიან. ეს ჩვეულებრივი მიმტანის სამსახური აღარ იყო. სტუმრებთან ურთიერთობა. რეზერვაციები. უცხო ენები. პასუხისმგებლობა. საკუთარ მუხლებზე დადებულ ხელებს დახედა. “შეგიძლია.” დედა ყოველთვის ამას ეუბნებოდა. “უბრალოდ სცადე.” — ქალბატონო ნია? გოგონამ თავი ასწია. მომღიმარი ქალი იდგა მის წინ. — შეგიძლიათ შემობრძანდეთ. გასაუბრება თითქმის ორმოცი წუთი გაგრძელდა. როცა ოთახიდან გამოვიდა, საერთოდ ვერ ხვდებოდა, როგორ ჩაიარა. ერთ კითხვას მეორე მოსდევდა. მესამეს — მეოთხე. ბოლოს კი დირექტორმა საქაღალდე დახურა. — გულწრფელად გეტყვით, გამოცდილება არ გაქვთ. ნია დაიძაბა. — მაგრამ… გოგონას გული აუძგერდა. — ვფიქრობ, სწრაფად სწავლობთ. და ადამიანებთან ურთიერთობა კარგად გამოგდით. რამდენიმე წამის შემდეგ დაამატა: — თუ თანახმა იქნებით, სამუშაო ორშაბათიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. ნია უბრალოდ უყურებდა. ვერც კი იჯერებდა. — მართლა? ქალს გაეცინა. როცა სასტუმროდან გამოვიდა, მზერა ცას ააწვდინა. დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაც თვითონ შეძლო. საკუთარი ძალით. საკუთარი გადაწყვეტილებით. იქვე მოპირდაპირე ქუჩაზე ხეების ჩრდილ ქვეშ მანქანა იდგა სანდრო საჭესთან იჯდა. ის არც სასტუმროში შესულა. არც ვინმეს დალაპარაკებია. უბრალოდ დაელოდა. როცა ნია შენობიდან ღიმილით გამოვიდა, თავადაც უნებურად გაეღიმა. — მიიღეს? გვერდიდან მეგობრის ხმა გაისმა. საბა მგზავრის სავარძელზე იჯდა. — ჰო. — საიდან იცი? სანდროს მზერა არ მოუშორებია. — თაკოს მე ვთხოვე მასთან დაერეკა , სასტუმროს მეპატრონესთან ადრე პატარა რომანი მქონდა ჩაეცინა...კარგად დავიშალეთ როგორც ხედავ მეგობარს თვალი ჩაუკრა -დავურკე და ვთხოვე შემდეგ თაკოს ველაპარაკე ,სხვანაირად არ დაიჯერებდა და არც შანსს გამოიყენებდა ! საბა რამდენიმე წამი უყურებდა. მერე ჩაიცინა. — ცუდად გაქვს საქმე. — ვიცი. — და ახლა რას აპირებ? სანდრომ ამოისუნთქა. — არაფერს. — არაფერს? — მთხოვა, არ შევაწუხო. — და მოუსმენ? რამდენიმე წამის შემდეგ სანდრომ მანქანა დაქოქა. — პირველად ცხოვრებაში ვცდილობ! სამი დღე გავიდა. შემდეგ — ოთხი. შემდეგ — ხუთი. სანდრო აღარ გამოჩენილა. არც ზღვაზე. არც კაფესთან. არც ქუჩაში. არც შემთხვევით. არც განზრახ. და ეს ნიას ნერვებზე უფრო მოქმედებდა, ვიდრე მისი გამოჩენა. მეხუთე დღის ბოლოს საღამოს სასტუმროს მიმღებში იჯდა. ეჩვეოდა ახალ სამსახურს. დაცვამ ვიღაცის დატოვებული ნივთი მიიტანა მასთან — შენ გიკითხეს ნია გაკვირვებით მობრუნდა. — ვინ? — არ ვიცი. წავიდა უკვე. დაცვამ პატარა ქაღალდის პარკი დაუდო მაგიდაზე. შიგნით ერთი წიგნი იდო. ძველი გამოცემა. ზუსტად ის ავტორი, რომელზეც ნიამ ერთხელ შემთხვევით ახსენა, რომ ბავშვობიდან უყვარდა. პირველ გვერდზე არაფერი ეწერა. არც ბარათი. არც სახელი. მხოლოდ შუაში ჩადებული პატარა ფურცელი. ერთ წინადადებას შეიცავდა. “სივრცეს გაძლევ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდი.” ნია რამდენიმე წამი უყურებდა ნაწერს. შემდეგ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, გაეღიმა. ძალიან ოდნავ. და პირველად იმ დღის შემდეგ, როცა აუზთან დაშორდნენ, გულმა უცნაურად მშვიდად დაუკრა. რადგან მიხვდა… სანდრო პირველად ცდილობდა მისთვის თავის მოწონებას. და არა მის დამორჩილებას. ნიამ ფურცელი ისევ გადაკეცა. რამდენიმე წამით წიგნი ხელში ეჭირა და ნაწერს უყურებდა. “სივრცეს გაძლევ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდი.” სანდროს ხელწერა არ ენახა არასოდეს. მაგრამ რატომღაც ზუსტად იცოდა, რომ მისი იყო. თითქოს ამ სიტყვებში ის ჯიუტი თავდაჯერება ჩანდა, რომელსაც უკვე ძალიან კარგად ცნობდა. — რა გაცინებს? თაკოს ხმა გაისმა. ნია შეკრთა. — არაფერი. — მაჩვენე. — არა. — ნია… თაკომ წიგნი ხელიდან თითქმის გამოგლიჯა. ფურცელს დახედა. წაიკითხა. და ისეთი ყვირილი დაიწყო რომ მიმღებში მყოფმა ორმა სტუმარმა მათკენ გამოიხედა. — ღმერთო ჩემო! — ჩუმად! — ეს ბიჭი ფილმიდან არის?! ნია გაწითლდა. — დამიბრუნე. — არა, ჯერ არა. თაკო ფურცელს ისევ უყურებდა. — „სივრცეს გაძლევ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდი.“ ღმერთო… მე რომ ვინმემ ასეთი რამ მომწეროს, ეგრევე გავთხოვდები. — თაკო! — კარგი, კარგი… მაგრამ სიცილს ვერ წყვეტდა. ნია კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, ისევ ფიქრობდა იმაზე, რომ ხუთი დღის განმავლობაში სანდრო მართლაც არ გამოჩენილა. არც დაურეკავს. არც მოუწერია. არც შემთხვევით შეხვედრია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითონ სთხოვდა… იმ ღამეს, როცა სახლში დაბრუნდა, წიგნი ისევ გახსნა. ფურცელი ისევ იქ იდო. ისევ იგივე სიტყვები. და ნიამ პირველად დაუშვა, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი ყოფილიყო. სანდრო აღარ აღიზიანებდა ისე, როგორც თავიდან. ეს იყო პრობლემა. დიდი პრობლემა. რადგან სანდრო ერისთავი ჯერ კიდევ ის ადამიანი იყო, რომელმაც მის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ის ბიჭი, რომელიც მიჩვეული იყო ყველაფრის კონტროლს. მაგრამ ამავე დროს… ის იყო ერთადერთი, ვინც მისი ოცნებები დაიმახსოვრა. ერთადერთი, ვინც მისი სიჩუმეც გაიგო. და ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ ბოლო დღეებში ნიას რაც სანდრო მის ცხოვრრებაში გამოჩნდა არც ერთხელ უგრძნია თავი მარტო. მეორე დღეს სასტუმროში განსაკუთრებით დატვირთული დღე იყო. ჩამოსვლები, გასვლები, დაჯავშნები, სატელეფონო ზარები… ნია ძლივს ასწრებდა ყველაფერს. შუადღისას კი დირექტორმა მოულოდნელად დაუძახა. — ნია, შეგიძლია ერთი წუთით შემოხვიდე? გოგონას გულმა უცნაურად დაჰკრა. არ უყვარდა ეს ფრაზა. ბოლო დროს მსგავსმა საუბრებმა კარგი არაფერი მოუტანა. კაბინეტში შესვლისას დირექტორს ღიმილი ჰქონდა. — ცუდი არაფერი მომხდარა, დამშვიდდი. ნიამ უხერხულად გაიღიმა. — კარგი. — რეალურად, პირიქით. ქალმა საქაღალდე გადაშალა. — ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია საქველმოქმედო ღონისძიებას აწყობს. სტუმრების კოორდინაცია დაგვჭირდება. — და? — და მინდა, შენ წარმოადგინო სასტუმრო. ნია გაშეშდა. — მე? — კი. — მაგრამ… — ვიცი, რომ ახალი ხარ. მაგრამ სამი დღეა გიყურებ. ადამიანებთან ურთიერთობა გამოგდის. პასუხისმგებლიანი ხარ. და რაც მთავარია — პანიკაში არ ვარდები. ნია რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. შემდეგ ნელა ჰკითხა: — რომელი კომპანიაა? დირექტორმა ფურცელს დახედა. — ერისთავი გრუპი. … სიჩუმე. სრული. მძიმე. ნიამ თვალები დახუჭა. ერთი წამით მხოლოდ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სამყარო ვერ მოითმენდა იმას, რომ სანდრო ასე მარტივად გამქრალიყო. — პრობლემა ხომ არ არის? — ჰკითხა დირექტორმა. — არა. მოიტყუა. ძალიან ცუდად. ღონისძიების დღე ძალიან სწრაფად დადგა. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი სტუმრებით ივსებოდა. ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. ნია სტუმრებს ხვდებოდა, რეგისტრაციას ამოწმებდა და სხვადასხვა საკითხს აგვარებდა. ნერვიულობის დრო საერთოდ არ ჰქონდა. სანამ… დარბაზის შესასვლელში მაღალი ფიგურა არ გამოჩნდა. შავი კოსტიუმი. თეთრი პერანგი. ის თავდაჯერებული ნაბიჯები, რომლებიც უკვე შორიდან იცნო. სანდრო. ნიას გული უსიამოვნოდ შეეკუმშა. მაგრამ სახეზე არაფერი დასტყობია. — გამარჯობა, — თქვა მშვიდად, როცა ბიჭი მაგიდასთან მივიდა. სანდროს თვალებში აშკარა გაკვირვება გაკრთა. — გამარჯობა. — თქვენი ბეიჯი. სანდრომ ბეიჯი აიღო. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. — ესე იგი, აქ მუშაობ. — დიახ. — გიხდება. ნია წამით გაჩერდა. შემდეგ ოფიციალური ღიმილი დაიბრუნა — შემდეგი სტუმარი უნდა მივიღო გთხოვთ გაიაროთ! სანდროს ტუჩის კუთხე შეერხა. — ისევ მიბრძანებ? — სამუშაო საათებში დიახ! ბიჭს სიცილი წასკდა. მაგრამ ამჯერად არ შეკამათებია უბრალოდ წავიდა. და პირველად მათი გაცნობიდან მოყოლებული, ნიამ იგრძნო, რომ სანდრომ პატივი სცა იმ საზღვარს, რომელიც თვითონ დააწესა. ღონისძიების დასრულებისას თითქმის ყველა წავიდა. ნია ბოლო დოკუმენტებს ალაგებდა, როცა მის წინ ნაცნობი ჩრდილი გაჩერდა. თავი ასწია. სანდრო. — დღეს კარგი იყავი. — მადლობა. — არა. სანდრომ თავი ოდნავ გააქნია. — მართლა კარგი იყავი. ამჯერად ნიამ არაფერი უპასუხა. რადგან ეს კომპლიმენტი განსხვავებული იყო. მასში არც ირონია იყო. არც თამაში. არც გამოწვევა. მხოლოდ სიმართლე. რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ. შემდეგ სანდრომ მშვიდად ჰკითხა: — კიდევ ბრაზობ ჩემზე? ნია ჩაფიქრდა. მართლაც ჩაფიქრდა. და პირველად ვეღარ უპასუხა „კი“. რადგან სიმართლე გაცილებით რთული იყო. — ჯერ კიდევ არ გაპატიე. სანდროს მზერა არ შეუცვლია. — ეგ სამართლიანია. — მაგრამ… ბიჭი ოდნავ დაიძაბა. — მაგრამ? ნია რამდენიმე წამით უყურებდა. — აღარ მგონია, რომ ცუდი ადამიანი ხარ. და ამ სიტყვებზე პირველად ცხოვრებაში სანდრო ერისთავს პასუხი არ ჰქონდა. მხოლოდ უყურებდა. თითქოს ეს რამდენიმე სიტყვა იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი გამარჯვება, რომელსაც აქამდე მიჩვეული იყო. და ალბათ პირველად… ნამდვილად პირველად… მოინდომა, რომ ეს ნდობა დაემსახურებინა. იმ საღამოს სასტუმროდან ერთად არ გასულან. სანდრომ უბრალოდ თავი დაუქნია. — ღამე მშვიდობისა, ნია. — ღამე მშვიდობისა. და წავიდა. არც შეუჩერებია. არც დაუძალებია. არც დაუცდია. ნია კი რამდენიმე წამი იდგა ადგილზე. უცნაური იყო. მან პირველად იგრძნო, რომ სანდროს წასვლა არ ამშვიდებდა. პირიქით. რაღაც აკლდა. და ეს აზრი საერთოდ არ მოეწონა. მომდევნო კვირა თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო. სამსახური. ახალი პასუხისმგებლობები. ახალი ხალხი. ახალი რიტმი. მაგრამ ცხოვრებაში პირველად ნია ამჩნევდა, რომ რაღაცას ელოდა. უფრო სწორად — ვიღაცას. და ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ თვითონაც არ აღიარებდა. ყოველ დილით საკუთარ თავს ეუბნებოდა: „დღეს თუ ვნახავ, საერთოდ არ ვაპირებ ზედმეტი ყურადღების მიქცევას.“ და ყოველ საღამოს ხვდებოდა, რომ მთელი დღე მაინც შეუმჩნევლად ეძებდა ნაცნობ ფიგურას. შაბათს სასტუმროში დიდი ქორწილი იმართებოდა. ყველა დარბოდა. ყველაფერი ქაოსის ზღვარზე იყო. ნია უკვე მესამე საათი იყო ფეხზე იდგა, როცა მიმღებთან პატარა გოგონა მივიდა. დაახლოებით შვიდი წლის. ატირებული. — დეიდა… ნია მაშინვე ჩაიმუხლა. — რა მოხდა? — დედა დავკარგე… ქვედა ტუჩი უკანკალებდა. ნიამ მშვიდად გაუღიმა. — არ დაგიკარგავს. უბრალოდ ვერ ხედავ ახლა. გოგონამ ცრემლიანი თვალებით შეხედა. — იპოვი? — აუცილებლად. ათი წუთის შემდეგ დედაც იპოვეს. ქალი ისე მივარდა შვილს, თითქოს მთელი სამყარო დაებრუნებინა. პატარა გოგონამ კი ჩახუტებამდე უკან მოიხედა. ნიას გაუღიმა. და პატარა ხელი დაუქნია. ნიას უნებურად გაეღიმა. — ადამიანებთან მართლა კარგად გამოგდის. ნაცნობმა ხმამ ზურგს უკან გაიჟღერა. გული ისევ ისე აუჩქარდა, როგორც ყოველთვის. მობრუნდა. სანდრო იდგა. მუქი ლურჯი პერანგით. ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით. და იმ მზერით, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად ჰგავდა გამოწვევას. — ისევ აქ ხარ? — ოფიციალურად? კომპანიის შეხვედრა მქონდა. — არაოფიციალურად? — შენ მომენატრე. სანდრომ ეს ისე მშვიდად თქვა, თითქოს ამინდის შესახებ საუბრობდა. ნიას კი ერთი წამით დაავიწყდა, როგორ უნდა ესუნთქა. — შენ მართლა საერთოდ არ ფილტრავ არაფერს? — შენთან? სანდროს გაეღიმა. — არა. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ ნიამ თავი გააქნია. — აუტანელი ხარ! — ეგ ადრე უფრო დამაჯერებლად ჟღერდა. — ნუ იწყებ. — არ ვიწყებ. — უბრალოდ გეუბნები, რომ მომენატრე. ამჯერად ნიამ თვალები ვერ აარიდა. ვერც მაშინ, როცა სანდროს მზერა დარბილდა. ვერც მაშინ, როცა საკუთარ გულს უკვე ძალიან კარგად ესმოდა, რატომ აღარ ბრაზობდა ისე, როგორც ადრე. ... ორი დღის შემდეგ საღამოს ძლიერი წვიმა დაიწყო. ზღვისპირა ქალაქში ზაფხულის წვიმა ყოველთვის მოულოდნელად მოდიოდა. ცა ერთ წუთში ბნელდებოდა. მეორეში კი ქუჩები უკვე სველი იყო. ნია სასტუმროდან გვიან გამოვიდა. ქოლგა არ ჰქონდა. კართან გაჩერდა და ამოიოხრა. — მშვენიერია… — როგორც ყოველთვის, ყველაფრისთვის მზად ხარ. ნაცნობმა ხმამ გვერდიდან გაიჟღერა. ნია შეკრთა. სანდრო მანქანასთან იდგა. ხელში შავი ქოლგა ეჭირა. — შენ აქ რას აკეთებ? — მეგობარს ველოდები. — მატყუებ. — კი. სანდროს გაეცინა. — შენ გელოდებოდი. ნიამ თვალები გადაატრიალა. მაგრამ ამჯერად ღიმილის დამალვა გაუჭირდა. — აუტანელი ხარ. — ისევ? — ეს უკვე დიაგნოზია. სანდრომ ქოლგა გაშალა. — წამოდი, გაგიყვან. — არ არის საჭირო. — ნია. — სანდრო. — ერთი დღე მაინც არ შემეწინააღმდეგო. — რატომ? — მაინტერესებს, როგორი იქნება. ნიას სიცილი აუტყდა. ნამდვილი. გულწრფელი. სანდრო რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა. თითქოს პირველად ხედავდა. თითქოს ყველაფერი გაჩერდა. მანქანამდე ერთად მივიდნენ. წვიმის ხმაური სახურავებზე ეცემოდა. ქოლგის ქვეშ ძალიან ახლოს იდგნენ. უფრო ახლოს, ვიდრე საჭირო იყო. უფრო ახლოს, ვიდრე უსაფრთხო იყო ნია ამას გრძნობდა. სანდროც. მაგრამ არც ერთი არ იწეოდა უკან. წვიმა წუთიდან წუთამდე ძლიერდებოდა. მანქანის ფარები ძლივს კვეთდა წყლის ფარდას. სანდრო საჭესთან ჩუმად იჯდა, ნია კი ფანჯრიდან იყურებოდა და ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე, რომ ქალაქის ნახევარი უკვე დატბორილი ჩანდა. — ეს ნორმალურია? — ბოლოს ჰკითხა. — არა. სანდროს მზერა გზიდან არ მოუშორებია. — მშვენიერია… სანდროს ტუჩის კუთხე შეერხა. ზუსტად იმ წამს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. ერთი შეხედა. შემდეგ სახე დაეძაბა. — რა მოხდა? — მთავარი გზა ჩაიკეტა. — ანუ? — ანუ დღეს სახლში ვერ მიგიყვან. ნია გასწორდა სავარძელში. — რა? — სანაპიროს მონაკვეთი წყლის ქვეშაა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. გარეთ ქარი მანქანას თითქმის არყევდა. — კარგი… და ახლა? სანდრომ რამდენიმე წამი იფიქრა. შემდეგ მარჯვნივ გადაუხვია. — სასტუმრომდე მივალთ. — რომელ სასტუმრომდე? — უახლოესამდე. ოცი წუთის შემდეგ პატარა სასტუმროს ფოიეში იდგნენ. როგორც ჩანს, ისინი ერთადერთი არ იყვნენ, ვისაც ამინდმა გეგმები აურია. ფოიე ხალხით იყო სავსე. ვიღაც ტელეფონზე ლაპარაკობდა. ვიღაც ნომერს ითხოვდა. ვიღაც ადმინისტრატორს ეჩხუბებოდა. ნია უკვე ცუდს გრძნობდა. ძალიან ცუდს. სანდრო ადმინისტრატორთან მივიდა. რამდენიმე წუთი ესაუბრა. შემდეგ უკან მობრუნდა. და მისი გამომეტყველება ნიას საერთოდ არ მოეწონა. — არა. — რა არა? — ჯერ არ მითქვამს. — სახეზე გაწერია. სანდრომ ამოისუნთქა. — ერთი ნომერია დარჩენილი. სიჩუმე. — ერთი? — ერთი. — სასტუმროში? — მთელ სასტუმროში. — ხუმრობ. — ნეტავ. ნია რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. შემდეგ გაეცინა. ნერვიულად. — არა. — ნია… — არა. — გარეთ შტორმია. — მანქანაში დავრჩები. — მანქანა შორს დგას შეიძლება წყალმა წაიღო კიდეც! — ფოიეში დავრჩები. — ხალხის ტევა არაა ნია მობრუნდა. და ნამდვილად ასე იყო. ყველა კუთხე დაკავებული ჩანდა. ათი წუთის შემდეგ ლიფტში იდგნენ. ჩუმად. ძალიან ჩუმად. ნია აშკარად გაბრაზებული იყო. სანდრო კი აშკარად ცდილობდა არ გაეცინა. — ერთი სიტყვაც არ თქვა. — არაფერი მითქვამს. — მაგრამ ფიქრობ. — ბევრ რამეს. — სანდრო… — გავჩუმდი. ნომრის კარი რომ გაიღო, ნია მაშინვე გაშეშდა. — არა. — მეც ზუსტად ეგ ვთქვი. ოთახის შუაში მხოლოდ ერთი დიდი საწოლი იდგა. ნია ნელა შემობრუნდა. — მითხარი, რომ სხვა ნომერია. — არ არის. — დივანი? სანდრომ ოთახს თვალი მოავლო. — არც ეგ. — მშვენიერია. — დღეს უკვე მეშვიდედ თქვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ნია ფანჯარასთან იდგა. წვიმა ისევ უშედეგოდ ურტყამდა მინას. სანდრომ კარადასთან დადო ქურთუკი. შემდეგ სრულიად მშვიდი ხმით თქვა: — საწოლი შენია. ნია მობრუნდა. — რა? — მე სავარძელში დავჯდები. — მთელი ღამე? — კი. — ნუ სულელობ. — შენს გვერდით დაწოლას არ ვაპირებ, თუ მაგაზე ნერვიულობ. — არ ვნერვიულობ. — ცხადია. — მართლა. — ნია, ხუთი წუთია ოთახში ვართ და უკვე სამჯერ შემომხედე ისე, თითქოს გატაცებას ვგეგმავდე, ან შენს საწოლში შეტყუებას ! ნიამ ბალიში ესროლა. სანდრომ ჰაერშივე დაიჭირა. რამდენიმე წამის შემდეგ ორივეს გაეცინა. ძალიან ოდნავ. მაგრამ დაძაბულობა მაინც ცოტა შემცირდა. გარეთ ქარიშხალი გრძელდებოდა. შიგნით კი პირველად აღმოჩნდნენ ერთ სივრცეში, საიდანაც არც ერთს არსად წასვლა არ შეეძლო. და ორივემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ღამე ბევრად უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე თავიდან ეგონათ. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი სიჩუმე, რომელიც არც ერთს არ მოსწონდა. ნია ფანჯარასთან იდგა და წვიმას უყურებდა. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა სანდრო სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამ პატარა სავარძელში მთელი ღამის გათენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. — ნუ მიყურებ, — თქვა ნიამ ისე, რომ არც მობრუნებულა. — არ გიყურებ. — მატყუებ. — ცოტას გიყურებ. ნიამ თვალები დახუჭა. — აუტანელი ხარ. — ეგ უკვე ვიცი. გარეთ მეხი გავარდა. მინები ოდნავ შეირხა. ნია უნებურად შეკრთა. სანდროს ეს არ გამოჰპარვია. მაგრამ არაფერი უთქვამს. არ გაუღიზიანებია. არ გახუმრებია. უბრალოდ ჩუმად იჯდა. და სწორედ ეს იყო უცნაური. როცა სანდრო ჩუმდებოდა, ნია უფრო მეტად ნერვიულდებოდა. დრო ნელა გადიოდა. წვიმა კი არ წყდებოდა. პირიქით. უფრო ძლიერდებოდა. ბოლოს ნიამ ტელეფონს დახედა. ღამის პირველი საათი იყო. — ისევ არ გახსნილა გზა? — არა. — მშვენიერია. სანდროს გაეცინა. — მერვედ. — რა? — მერვედ თქვი „მშვენიერია“. — ნუ მითვლი — სხვა საქმე არ მაქვს. — წიგნი წაიკითხე. — შენსავით არ მიყვარს. — მაშინ დაიძინე. — სავარძელში? — შენი იდეა იყო. სანდრომ თავი საზურგეს მიაყრდნო. — ჩემი იდეა იყო შენი კომფორტულად ყოფნა. ამ სიტყვებზე ნია რამდენიმე წამით გაჩერდა. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. — ყოველთვის ასეთი ხარ? — როგორი? — თითქოს ყველაფრის გამოსწორება შენი ვალდებულებაა. სანდრო ცოტა ხნით ჩაფიქრდა. — არა. კიდევ ნახევარი საათი გავიდა. სავარძელში მჯდომ სანდროს კისერი უკვე აშკარად სტკიოდა. ნია უყურებდა. ჩუმად. ფარულად. ბოლოს კი გაღიზიანებულმა ამოიოხრა. — ვერ დაიძინებ მანდ. — მოვახერხებ. — ვერა. — მოვახერხებ. — ჯიუტი ხარ. — ამას შენ მეუბნები? რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ ნიამ ბალიში აიღო და საწოლის შუაში დადო. სანდრომ წარბი ასწია. — ეს რა არის? — საზღვარი. — საზღვარი? — კი. — ბალიშით? — ნუ დამცინი. — არ დაგცინი. მაგრამ აშკარად ძლივს იკავებდა სიცილს. ნია კიდევ უფრო გაბრაზდა. — ან ნორმალურად დაიძინე, ან დილით კისერმოტეხილმა გაიღვიძე, შენი გადასაწყვეტია. სანდრო რამდენიმე წამი უყურებდა. შემდეგ ძალიან ნელა წამოდგა. — ეს მოწვევაა? — ეს ჰუმანიტარული დახმარებაა. — განსხვავება სადაა? — სანდრო… — კარგი, გავჩუმდი. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე საწოლზე იწვა. სხვადასხვა მხარეს. მათ შორის კი ის ცნობილი ბალიში იდო. თითქოს ნამდვილად შეეძლო რამის გაჩერება. გარეთ ქარიშხალი ისევ მძვინვარებდა. ოთახში მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. ნია დარწმუნებული იყო, რომ ვერ დაიძინებდა. სანდროც იგივე ფიქრობდა. ქარიშხალი გარეთ კიდევ დიდხანს ხმაურობდა, მაგრამ ოთახში ნელ-ნელა ყველაფერი ჩაიშალა სიჩუმეში. წუთები ისე გადიოდა, თითქოს დრო გაჭედილიყო ერთ წერტილში. ნია ჯერ კიდევ იბრძოდა ძილთან. სანდრო კი, სავარძლისგან გადმოსული დაღლილობით, უკვე აღარ ცდილობდა ბრძოლას ბოლოს ის ხმა, რაც მხოლოდ სიბნელეში არსებობს, გაწყდა. სუნთქვა გათანაბრდა და ორივეს ერთდროულად ჩაეძინა. გათენდა წვიმა აღარ იყო. მხოლოდ მძიმე, სველი ჰაერი იდგა ფანჯარასთან. პირველი რაც ნიამ იგრძნო — სითბო იყო. სასაცილოდ ნაცნობი სითბო, რომელიც არც საბნიდან მოდიოდა და არც ოთახიდან. ნელა გაახილა თვალები… და გაშეშდა. ბალიში… აღარ იყო. მის ნაცვლად კი… სანდროს მკლავი ჰქონდა გადმოვლებული მის წელზე. ნია მის მკლავებში იწვა ისე ბუნებრივად, თითქოს ეს ყოველთვის ასე იყო. სანდროს სუნთქვა მშვიდი იყო. სახე ახლოს — ზედმეტად ახლოს ნია წამით საერთოდ ვერ ამოძრავდა. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა: “ეს… როგორ მოხდა?” სანდრო ოდნავ შეირხა. თითქოს მის მოძრაობაზე რეაგირებდა სხეული უფრო ადრე, ვიდრე გონება. ნელა გაახილა თვალები. პირველი წამი — გაურკვევლობა. მეორე წამი — გააზრება. და მესამე წამზე… სიჩუმე ისე გამკაცრდა, თითქოს მთელი ოთახი გაჩერდა. სანდროს მზერა ნიაზე დარჩა. ხელიც ისევ იქ იყო. და არც ერთი არ იძვროდა. ნიამ ბოლოს, ძალიან ჩუმად ამოისუნთქა: — ბალიში… გაქრა. სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეირხა. — აშკარად აღარ მუშაობდა. ნიამ თვალები აატრიალა, მაგრამ სახეზე სიცილი მაინც მოერია. — შენ გადააგდე? — არა. — მაშინ როგორ… სანდრომ ოდნავ მხრები აიჩეჩა, ისევ იმ პოზაში, ძალიან მშვიდად. — ღამით არ გვიბრძოლია საზღვრებისთვის ნია რამდენიმე წამი გაჩუმდა. შემდეგ ძალიან ჩუმად თქვა: — ეს არ ნიშნავს არაფერს. — ვიცი. სანდრომ ეს სიტყვა ისე თქვა, რომ არც ეცადა მის დარწმუნებას. არც დაჭერას. მაგრამ ხელიც არ მოუშორებია. სანდროს ხელი ისევ ნიასთან ახლოს იყო თითქოს ვერ ხვდებოდა, რომ უკვე გაღვიძებული რეალობა სხვანაირად ითხოვდა დისტანციას. ნია ოდნავ შეიშმუშნა. — უნდა ავდგეთ… ეს თქვა, მაგრამ არც თვითონ დაიჯერა ბოლომდე. სანდრომ თავი ოდნავ დაუქნია. — ჰო… მაგრამ არც ერთი არ იძვროდა. იმ უცნაურ წამში, როცა დილა უკვე ბოლომდე შემოდიოდა ფანჯრიდან, ყველაფერი ზედმეტად მკაფიო გახდა. ნიამ სანდროს შეხედა. სანდრომაც. და ამ მზერაში აღარ იყო ის ჩვეულებრივი დაპირისპირება, არც ხუმრობა, არც დაცვა. იყო რაღაც, რაც ორივეს ერთდროულად აშინებდა. სანდრო ოდნავ წამოიწია. ნელა. არ ჩქარობდა. ნიას თვალები არ მოუშორებია მისთვის, მაგრამ სუნთქვა შეუმჩნევლად შეეკრა. — ნია… ჩუმად თქვა. — ჰო? პასუხი უფრო ჩურჩულს ჰგავდა. სანდრო ერთი წამით გაჩერდა, თითქოს ბოლო ზღვარს ამოწმებდა. და შემდეგ ძალიან ფრთხილად მიუახლოვდა. ეს არ იყო ის სანდრო, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებული იყო. ეს იყო სანდრო, რომელიც პირველად არ იყო დარწმუნებული, ჰქონდა თუ არა უფლება ნიამ არ დაიხია. უბრალოდ დარჩა. და ეს იყო საკმარისი. სანდროს ხელი ნელა შეეხო მის სახეს თითქმის დაუჯერებლად ფრთხილად. და იმ წამს, როცა მათ შორის მანძილი საერთოდ გაქრა… -მოვკვდები რომ არ გაკოცო დაიჩურჩულა ნიას სახესთან -სან... წინადადება ვერ დაასრულა , ბიჭის რბილი მენთოლიანი ტუჩები მალე საკუთარ ტუჩებზე იგრძნო , ესმოდა სანდროს გახშირებული სუნთქვა და სინაზე რომელსაც ის კოცნის დროს იყენებდა, თითქოს დიდი ხანი ელოდა ამ წამს , თითქოს უნდოდა მანამ არ მიეცა ნიასთვის ამისუნთქვის საშულება სანამ მისი ტუჩების გემოს დიდხანს არ დაიტოვებდა თავისთან... ბიჭი წამოიწია სხეულით , მკლავები ნიას თხელ სხეულს შემოატარა და შუაში მოიმწყვდია , კოცნა არ შეუწყვიტავს -სანდრო გაჩერდი..გოგონამ თხელი ხელები ძლივს მიაბჯინა გულ მკერდზე სანდრო მაშინვე გაჩერდა. ისე სწრაფად, თითქოს ნიას ჩურჩული მისთვის ბრძანებაზე ძლიერი იყო. მისი შუბლი ნიას შუბლს მიეყრდნო. ორივეს სუნთქვა ჯერ კიდევ არეული ჰქონდა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ მათი აჩქარებული გულისცემა ისმოდა. სანდრომ თვალები დახუჭა და ჩუმად ამოისუნთქა. — მაპატიე… ნია გაშეშდა. ალბათ ბევრ რამეს ელოდა მისგან. ხუმრობას. თავდაჯერებულ პასუხს. ჯიუტ კამათს. მაგრამ არა ამას. — რისთვის? სანდრომ ნელა გაახილა თვალები. — იმიტომ, რომ არ მინდა ოდესმე იფიქრო, თითქოს რამეს გაძალებ ბიჭმა ნელა დაუშვა ხელები. საკმარისად, რომ არჩევანი მისთვის დაეტოვებინა. საკმარისად, რომ უკან დახევა თავისუფლად შესძლებოდა. და სწორედ ამან ააფორიაქა ნია ყველაზე მეტად. — შენ მართლა შეიცვალე… — ჩუმად თქვა ნიამ. სანდროს ოდნავ გაეღიმა. — არ ვარ დარწმუნებული. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. მერე ნია საწოლზე წამოჯდა. თმა სახეზე ჩამოეშალა. დილის შუქი ფანჯრიდან შემოდიოდა და ოთახს ოქროსფრად ანათებდა. სანდროც წამოჯდა. მათ შორის ახლა ისევ იყო მანძილი. პატარა. მაგრამ მნიშვნელოვანი. — გზა ალბათ გაიხსნა, — თქვა ბოლოს სანდრომ. — ალბათ. — სახლში უნდა მიგიყვანო. ნია ჩაფიქრდა. შემდეგ გაუღიმა. ძალიან ოდნავ. — ჰო. სანდროს მზერა წამით გაუნათდა. იმიტომ არა, რომ გაიღიმა. როცა ნახევარი საათის შემდეგ სასტუმროს ტოვებდნენ, ქარიშხლის კვალი ჯერ კიდევ ჩანდა ქალაქში. სველი ქუჩები. დამტვრეული ტოტები. მძიმე ჰაერი. მაგრამ ნიასთვის ყველაფერი უცნაურად განსხვავებული ჩანდა. მანქანამდე ჩუმად მივიდნენ. არც ერთს არ ეჩქარებოდა საუბარი. არც ერთს არ უნდოდა იმ დილის გაფრთხობა ზედმეტი სიტყვებით. სანდრომ კარი გაუღო. ნია ჩაჯდა. მანქანაში სიჩუმე იდგა. სანდრო საჭეს უყურებდა. ნია კი ფანჯარას. მაგრამ ამჯერად არც წვიმაზე ფიქრობდა. არც ქარიშხალზე. არც იმ კოცნაზე. არამედ იმაზე, რაც მანამდე იყო. ყველაფერი, რაც სანდროს შესახებ იცოდა. ყველაფერი, რაც ხალხს მის შესახებ უთქვამს. — რაღაცას ფიქრობ. სანდროს ხმამ სიჩუმე გაჭრა. ნია არ მობრუნებულა. — ჰო. — კარგს? — არა. რამდენიმე წამი გავიდა. — მეტყვი? ნია მწარედ ჩაიცინა. — სიმართლეს? — სხვას როდის მეუბნები? გოგონამ პირველად შეხედა. — გინდა, რომ გითხრა? სანდროს სახეზე ღიმილი ნელა გაქრა. — მითხარი. — იმის, რომ სინამდვილეში საერთოდ მოგწონვარ! სანდრო გაშეშდა. — რა? — მე კი არა. პროცესი. გამოწვევა მოგწონს ის, რომ უარს გეუბნებოდი. ის, რომ ვერ მმართავდი. ის, რომ შენს ხასიათს არ ვყვებოდი. ყბა ნელა დაეჭიმა. — ნია… — არა, მომისმინე. ახლა უკვე თვითონ ვეღარ ჩერდებოდა. თითქოს ეს სიტყვები დიდი ხანი იყო შიგნით გამოკეტილი. — შენ მიჩვეული ხარ, რომ ადამიანები გეთანხმებიან. რომ რასაც გადაწყვეტ, ის ხდება. რომ ყველა კარი იღება. ყველა პრობლემა გვარდება. ყველა ქალი გიღიმის. სიჩუმე ჩამოვარდა. — და მე მეშინია, რომ ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები, რომ თამაში დასრულდა. სანდროს მზერა გზას მოსწყდა. პირველად. მთელი გზა პირველად. — თამაში? — ჰო. — ეგ გგონია? — არ ვიცი. მაგრამ მინდა ვიცოდე სანდრო აღარაფერს ამბობდა. ნია კი აგრძელებდა. უკვე უფრო ჩუმად. — იმიტომ რომ მე შენს ცხოვრებაში პირველი გოგო არ ვარ ვისთანაც თამაშობ! მაგრამ შენ ჩემს ცხოვრებაში პირველი ადამიანი ხარ, ვისთანაც ასე დავიბენი. და ეს საერთოდ არ მომწონს. მანქანა ნელა გაჩერდა წითელ შუქზე. სანდრომ საჭეს ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა. — იცი, ყველაზე ცუდი რა არის? ჩუმად თქვა. — რა? — რომ მესმის, რატომ ფიქრობ ასე. ნია გაჩუმდა. — ჩემი წარსულის გამო. ჩემი რეპუტაციის გამო. იმ ყველაფრის გამო, რასაც ჩემზე ამბობენ. სანდროს გაეცინა. მაგრამ ამ სიცილში სიხარული არ იყო. — და პირველად ცხოვრებაში არ ვიცი, როგორ დაგიმტკიცო, რომ შენთან საერთოდ სხვა რაღაც ხდება. — იქნებ არ ხდება. სანდრომ მაშინ მისკენ გაიხედა. ისე, რომ ნიას სუნთქვა შეეკრა. — აი, ზუსტად ეგ მაღიზიანებს. — რა? — რომ შენ გგონია, მე შენ იმიტომ დაგდევ რომ უარი მითხარი და არა იმიტომ, რომ შენ ხარ. პირველად ისმოდა წყენა. ნამდვილი. პირადი. სიჩუმე ჩამოვარდა. მანქანის გარეთ შუქნიშანი მწვანეზე გადავიდა, მაგრამ სანდრო არ დაძრულა. უკნიდან ვიღაცამ საყვირი დააჭირა. მხოლოდ მაშინ შეიშმუშნა, მანქანა ნელა დაძრა და ისევ გზას გაუსწორა მზერა. ნია ჩუმად იჯდა. არ ელოდა, რომ სანდროს ხმაში იმხელა წყენას გაიგონებდა. — შენ არ იცი, როგორი ვიყავი ადრე, — თქვა ბოლოს სანდრომ. — ვიცი, რასაც ამბობენ. — ზუსტად ეგ არის პრობლემა. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ თითები ისევ ძლიერად ეჭირა საჭეზე. — რასაც ამბობენ, ეგ ვიცი მეც. ბევრს მართალს ამბობენ კიდეც. ნია მისკენ მობრუნდა. სანდრო რამდენიმე წამით დუმდა. შემდეგ განაგრძო: — ჰო, ბევრი ურთიერთობა მქონდა. ჰო, სერიოზულად არაფერს ვუყურებდი ქალებთან , მხოლოდ სექსი! ჰო, ალბათ ზედმეტად მარტივად ვშორდებოდი ადამიანებს. მაგრამ შენ… სიტყვა გაუწყდა. თითქოს პირველად უჭირდა რაღაცის თქმა. — შენ საერთოდ არ ჰგავხარ არაფერს, რაც მანამდე ყოფილა. ნიას გულმა უცნაურად დაჰკრა. — ეგ ყველა ბიჭს უთქვამს ოდესმე. სანდროს გაეცინა. მოკლედ. — ღმერთო, რა რთული ხარ. — სიმართლეს ვამბობ მანქანა მის სახლთან გაჩერდა. არც ერთი არ გადმოსულა. არც ერთი არ დამშვიდობებია. თითქოს ორივე ხვდებოდა, რომ საუბარი ჯერ არ დასრულებულა. ნია კარის სახელურს შეეხო. მაგრამ არ გაუღია. — მაშინ მითხარი. სანდრომ წარბი ასწია. — რა? — რა არის ჩემში ისეთი განსხვავებული? რამდენიმე წამი სანდრო უბრალოდ უყურებდა. ისეთი მზერით, რომ ნიას ისევ მოუნდა თვალის არიდება. მაგრამ არ აარიდა. — იმიტომ, რომ შენ არაფერს მთხოვ. — რა? — საერთოდ არაფერს. ნია დაიბნა. სანდრომ თავი ოდნავ გააქნია. — იცი, მთელი ცხოვრება ადამიანები ჩემგან რაღაცას ელოდნენ. ფულს. კავშირებს. შესაძლებლობებს. დახმარებას. ყურადღებას. ყველას რაღაც უნდოდა. უფრო დაღლილობა იგრძნიბოდა ძველი, ნაცნობი დაღლილობა. — შენ კი პირიქით ხარ. რაც უფრო ვცდილობ მოგიახლოვდე, მით უფრო შორს მიდიხარ. რაც უფრო მეტს გაძლევ, მით უფრო უარს ამბობ. რაც უფრო მინდა დაგეხმარო, მით უფრო ბრაზდები. ნიას უნებურად გაეღიმა. — ლამაზად რომ თქვა, ჯიუტი ვარ. — საშინლად ჯიუტი ხარ. — შენც. ორივეს გაეცინა. და ეს სიცილი დაძაბულობას ცოტათი შეერწყა სანდრო რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ უფრო დაბალი ხმით დაამატა: — მაგრამ მთავარი ეგ არ არის. — აბა? მისი მზერა ნიას შეხვდა. პირდაპირ. — შენთან მინდა უკეთესი ადამიანი გავხდე ნია გაშეშდა. სანდრომ კი მაშინვე გააგრძელა: — არა იმიტომ, რომ მთხოვ. არა იმიტომ, რომ მაძალებ. უბრალოდ… პირველად ვიღაცის იმედგაცრუების მეშინია. ეს სიტყვები ჰაერში დარჩა. მძიმე. გულწრფელი. სანდროს მსგავსი ადამიანისთვის თითქმის დაუჯერებელი. ნიამ ნელა ჩაისუნთქა. და პირველად ვეღარ იპოვა მზადმყოფი პასუხი მხოლოდ უყურებდა. — ნია… — ჰო? — არ გთხოვ, რომ ახლავე დამიჯერო. არ გთხოვ, რომ ყველაფერი დაივიწყო. უბრალოდ დრო მომეცი. დრო, რომ დაგიმტკიცო. ნია ჩუმად უსმენდა. შემდეგ ძალიან ნელა დაუქნია თავი. — დრო შემიძლია მოგცე. სანდროს მზერაში პირველად გაჩნდა შვება. პატარა. მაგრამ ნამდვილი. — და კიდევ ერთი რამ. — რა? — თუ კიდევ ერთხელ ჩემს მაგივრად გადაწყვეტ რამეს… სანდრომ თვალები დახუჭა. — ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა — მართლა მოგკლავ. — სამართლიანი იქნება. ამჯერად ორივეს გაეცინა. ნია ბოლოს მანქანიდან გადავიდა. კარი დაკეტა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სახლისკენ. შემდეგ მოულოდნელად შემობრუნდა. სანდრო ჯერ კიდევ იქ იდგა. უყურებდა. როგორც ყოველთვის. — სანდრო! ბიჭმა ფანჯარა ჩამოსწია. — ჰო? ნია რამდენიმე წამი ჩუმად იყო. შემდეგ ძალიან ოდნავ გაუღიმა. — იმ წიგნისთვის… მადლობა. სანდროს თვალებში რაღაც თბილი გაკრთა. — არაფრის. ამჯერად ნია აღარ გაჩერებულა. სახლში შევიდა. კარი დახურა. ზურგით მიეყრდნო. ნია კარს მიყრდნობილი კიდევ დიდხანს იდგა. გული უცნაურად მშვიდი ჰქონდა. პირველად ბოლო კვირების განმავლობაში. მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. მეორე დილით სამსახურში მისულს დირექტორმა კაბინეტში დაუძახა. — ნია, შეგიძლია ეს დოკუმენტები არქივში გადაიტანო? — რა თქმა უნდა. საქაღალდეები აიღო და ქვედა სართულზე ჩავიდა. არქივში თითქმის არავინ შედიოდა. სიჩუმე იდგა. დოკუმენტების თაროზე დალაგებისას ერთ-ერთი საქაღალდე ხელიდან გაუცურდა. ფურცლები იატაკზე მიმოიფანტა. — ჯანდაბა… ჩაიმუხლა და აკრეფა დაიწყო. მაშინ მოხვდა თვალში. საკუთარი სახელი. “ნია გელაშვილი – დასაქმების რეკომენდაცია” გაოცებულმა ფურცელი აიღო. ჯერ ვერ გაიაზრა რას კითხულობდა. შემდეგ კი თვალები ნელ-ნელა გაუფართოვდა. ქვემოთ ხელმოწერა ეწერა. სანდრო ერისთავი. ნია გაშეშდა. მთელი სხეული დაეძაბა. ფურცელში გარკვევით ეწერა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციასთან პირადად ჰქონდა გავლილი რეკომენდაცია. რომ კანდიდატი პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და სანდო იყო. რომ მისთვის შანსის მიცემა ღირდა. ნიას ხელები აუკანკალდა. — არა… ჩურჩულით თქვა. უცებ ყველაფერი სხვანაირად დალაგდა. პირველი გასაუბრება. დირექტორის დამოკიდებულება. მოულოდნელი მიღება. ყველაფერი. ყველაფერი, რასაც საკუთარ მიღწევად თვლიდა. ფურცელი ძლიერად მოკეცა. და იმ წამს პირველად იგრძნო, რომ სუნთქვა უჭირდა. იმავე საღამოს ნია სანდროს სასტუმროსთან მივიდა, ბიჭს დიდხანს ელოდა სანამ მისი სილუეტი შორიდან არ დაინახა სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ბიჭი მაშინვე მიხვდა — რაღაც მოხდა. — ნია… — რამდენი ხანია იცი? — რა? — ნუ მატყუებ! გოგონამ ხელში მოქცეული ფურცელი პირდაპირ მკერდზე მიარტყა. სანდრომ დახედა. და სახე დაეძაბა. — ჯანდაბა… საკმარისი იყო. პასუხი უკვე მიიღო. — ანუ მართალია? — მომისმინე… — არა! მის ხმაში წყენა უფრო იყო, ვიდრე ბრაზი. — მითხარი, მართალია თუ არა? რამდენიმე წამის დუმილის შემდეგ სანდრომ თავი დაუქნია. — ჰო. სიჩუმე. მძიმე. მტკივნეული. — ანუ სამსახური შენი დამსახურებით მივიღე. — არა. — არ გაბედო! ნიას თვალები ცრემლებით აევსო. — არ გაბედო ახლა იმის თქმა, რომ ჩემი დამსახურება იყო! — იმიტომ რომ იყო! სანდროს ხმამ პირველად გაჭრა ჰაერი. — გასაუბრება შენ გაიარე. შენ იმუშავე. შენ დაამტკიცე, რომ იმსახურებდი. მე მხოლოდ… სიტყვა გაუწყდა. — მხოლოდ რა? — კარი გაგიღე. ნიას გაეცინა. მწარედ. — აი, ზუსტად ეს არის პრობლემა. სანდრო გაჩუმდა. — შენ ვერ ხვდები, არა? ყველაფერს აგვარებ. ყველაფერს წყვეტ. ყველაფერს აწყობ. და მერე გიკვირს, რატომ ვბრაზდები. — იმიტომ რომ ვიცოდი, შანსს არ გამოიყენებდი. — ჩემი გადასაწყვეტი იყო! სიჩუმე ჩამოვარდა. სანდრომ თვალები დახუჭა. იმიტომ რომ იცოდა. ამჯერად ნამდვილად იცოდა. შეცდომა დაუშვა. — ჰო. ჩუმად თქვა ბოლოს. — შენი გადასაწყვეტი იყო. ნიას ცრემლი ჩამოუგორდა. — რატომ ცდილობ ჩემი ცხოვრება მართო! ეს კითხვა გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ბრაზი. სანდროს თითქოს სიტყვები გამოელია. რადგან პირველად მიხვდა — საქმე სამსახურში არ იყო. საქმე იმაში იყო, რომ ნიას უნდოდა საკუთარი ცხოვრებით ეამაყა. და ახლა ეშინოდა, რომ სიამაყის უფლებაც წაართვეს. — ნია… — არა. გოგონამ თავი გააქნია. — დრო ითხოვე რომ შენი დამეჯერებინა! შენ კი ისევ ჩემს მაგივრად გადაწყვიტე. ამჯერად ნია წავიდა. სანდრო ადგილზე დარჩა არ გაჰყოლია. არ დაუძახია. რადგან იცოდა — ამჯერად მართლა დააშავა .. თაკოს დაბადების დღე იმაზე ხმაურიანი გამოვიდა, ვიდრე თავად ჰქონდა დაგეგმილი. ზღვისგან მოშორებით, ფიჭვნარში ჩაფლულ პატარა კოტეჯს მუსიკის ხმა ავსებდა. ეზოში განათებები ეკიდა. ვიღაც ცეკვავდა. ვიღაც გრილთან იდგა. ვიღაც უკვე მესამე ჭიქას ცლიდა. ნია თავიდანვე გრძნობდა, რომ ეს იდეა არ მოსწონდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თაკომ პირველი ორი კოქტეილი თითქმის ერთმანეთის მიყოლებით დალია. — დღეს არავინ გამაჩეროს! — გამოაცხადა ხმამაღლა. — ეგ ყოველთვის ცუდად მთავრდება, — ჩაიბურტყუნა ნიამ. — დედასავით იქცევი. — ვიღაცამ ხომ უნდა გადაგარჩინოს. თაკომ ენა გამოუყო. მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ უკვე საბას გვერდით იჯდა. ძალიან ახლოს. საბაც აშკარად არ აპროტესტებდა. სინამდვილეში, ბოლო კვირების განმავლობაში ყველამ შეამჩნია, რომ ერთმანეთი მოსწონდათ. ნია შორიდან აკვირდებოდა. ჯერ მშვიდად. შემდეგ უფრო დაძაბულად. განსაკუთრებით მაშინ, როცა თაკომ საბას ხელი მოკიდა და კოტეჯის უკანა მხარეს გაიყვანა — წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. საბას გაეცინა. — ახლა? — ახლა. ნია მაშინვე წამოდგა. — არსად არ მიდიხართ! ორივემ ერთდროულად შეხედა. — მაპატიე? — თაკომ წარბი ასწია. — უკვე ბევრი დალიე. — დედაჩემი ხარ? — არა. — მაშინ? — ხვალ მადლობას მეტყვი. თაკოს ღიმილი გაუქრა. — ნია, სერიოზულად? — სერიოზულად. — მე თვითონ გადავწყვეტ, სად წავალ. — არა ამ მდგომარეობაში. საბა უხერხულად იდგა მათ შორის. — მე ალბათ… — შენ გაჩუმდი, — ერთდროულად უთხრეს ორივემ. რამდენიმე წუთის შემდეგ თაკო უკვე გაბრაზებული იჯდა ვერანდაზე. ნია კი გვერდით ედგა და წყლის ბოთლს აწვდიდა. — საშინელი ხარ. — ვიცი. — და საერთოდ არ მიყვარხარ. ნაწყენი ჩანდა. — — საინტერესოა. დაბალი ხმა ნიას ზურგს უკან გაისმა. გულში მაშინვე ეცნო ამ ხმას. მობრუნდა. სანდრო იდგა. მუქი მაისურით. ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით. და იმ მშვიდი მზერით, რომელსაც ბოლო დროს იშვიათად ხედავდა. — რა არის საინტერესო? სანდრომ თავი ოდნავ გააქნია. — უბრალოდ რაღაც გამახსენდა. ნია უკვე ხვდებოდა, საით მიჰყავდა საუბარი. და არ მოსწონდა. — არ მინდა ამის განხილვა. — მაგრამ ირონიულია. — სანდრო… — არა, მართლა. მისი ხმა მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდი. — გახსოვს, რას მეუბნებოდი? ნია გაჩუმდა. — რომ შენს მაგივრად ვწყვეტდი. რომ არ გაძლევდი საკუთარი შეცდომების დაშვების უფლებას. რომ ვფიქრობდი, თითქოს ყველაზე უკეთ ვიცოდი, რა იყო შენთვის კარგი. თითოეული სიტყვა ზუსტად მოხვდა. — და ახლა რას აკეთებ? — ეს სხვაა. — მართლა? — დიახ. — რატომ? — იმიტომ რომ თაკო ნასვამია. — და? — და ხვალ შეიძლება ინანოს. სანდრომ თავი ოდნავ დახარა. — შეიძლება. — ზუსტად. — მაგრამ ეგ მისი გადასაწყვეტია, არა? ნიას ყბა დაეჭიმა. სიჩუმე ჩამოვარდა. სანდრო არც დაცინოდა. არც გამარჯვებულივით გამოიყურებოდა. პირიქით. თითქოს უბრალოდ სარკე დაუდო წინ. და ეს გაცილებით უარესი იყო. — საბა ცუდი ადამიანი არ არის. — ვიცი. — თაკოც ბავშვი არ არის. — ვიცი. — მაშინ? ნია რამდენიმე წამი ჩუმად იყო. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. — არ შეიძლება ასე ჩქარობდეს სანდროს მზერა ოდნავ დარბილდა. სანდრო დიდხანს უყურებდა. -მისი გადასაწყვეტია ! -ასე არა? დოინჯი შემოირტყა ნიამ -გუშინ დროს მთხოვდი და დღეს გოგონების გარემოცვაში ერთობი, მეტიც ერთთან განსაკუთრებით ინტიმურად , შენი მეგობარი შენგან განსხვავებული ვერ იქნება! -შენ და თაკო ხომ განსხვავდებით? და საერთოდ რადგან გოგონების გვერდით ვდგავარ არ ნიშნავს იმას რომ მათთან აუცილებლად სექსით დავკავდები ამ ღამით! -ხო , როგორ არა , დავიჯერეთ -ნუ დაიჯერებ! ჩემი ნდობა არ შეიძლება ნია — აუტანელი ხარ. — ეგ ადრეც თქვი. — და ისევ ძალაშია. — კარგია, სტაბილურობა მიყვარს. ნიას უკვე აშკარად ნერვები ეშლებოდა. და სანდრო ამას ხედავდა. ძალიან კარგად. ხედავდა და აშკარად ერთობოდა. — იცი რა არის ყველაზე სასაცილო? — არა და არც მაინტერესებს. — მაინც გეტყვი. სანდრო ოდნავ მიუახლოვდა. — იმ გოგოს სახელიც კი არ ვიცი, ვისზეც მელაპარაკები. — რა? — ის ქერა გოგო. ნიამ წარბი ასწია. — რომელ ქერაზე ლაპარაკობ? — აი, ორი საათია რომ მაკვირდები. სიჩუმე. — არ გაკვირდებოდი! — რა თქმა უნდა. — მართლა. — ნია, შენ პირდაპირ მის გვერდით იდექი და ისეთი სახით გვიყურებდი, თითქოს გადასახლებაში უნდა გაგეგზავნე თაკოს ხმამ შორიდან გაიჟღერა: — ეგ მართალია. — თაკო! — რა? მართალია! საბას სიცილი აუტყდა. ნია მზად იყო ორივე მოეკლა. სანდრო კი უკვე ღიად იცინოდა. — მშვენიერია. — ნუ ამბობ მაგ სიტყვას. — რატომ? — იმიტომ. — კარგი. რამდენიმე წამის შემდეგ ისევ დაამატა: — მაგრამ მართლა მშვენიერია. — სანდრო! — კარგი, კარგი. ხელები ასწია დანებების ნიშნად. მაგრამ თვალებში ის ნაცნობი ეშმაკური ღიმილი მაინც დარჩა. ზუსტად ის ღიმილი, რომელიც ნიას ყველაზე მეტად აღიზიანებდა. და ყველაზე მეტად ახსოვდა. — იცი რა მგონია? — თქვა სანდრომ უცებ. — არა. — ეჭვიანობ. სიჩუმე. სრული. ეჭვიანობ. — არა. — ეჭვიანობ. — არა! სანდრომ ხელები ასწია დანებების ნიშნად. — საერთოდ არ ეჭვიანობ. — ზუსტად. — არც ის გაინტერესებს, ვისთან ვარ. — არა. — არც ის, რომ კარგი გოგოა — საერთოდ არა. სანდროს ტუჩის კუთხე შეერხა. — გასაგებია. ნიას უკვე ნერვები ეშლებოდა მომდევნო საათებში თითქოს სპეციალურად იქცეოდა. სადაც ნია გაიხედავდა — იქ იყო. ხან მარიამთან ერთად იცინოდა ხანაც მსუბუქად ეხებოდა მკლავზე , წელზე და ყველაზე გამაღიზიანებელი ის იყო, რომ არც ერთხელ არ მისულა ნიასთან. არც ერთხელ. — თუ კიდევ ერთხელ გაიხედავ, კისერი მოგექცევა. თაკოს ხმამ გამოაფხიზლა. — რას ლაპარაკობ? — სანდროზე — არც ვუყურებ. — რა თქმა უნდა. თაკომ წყალი მოსვა. — უბრალოდ მაინტერესებს, რატომ გაბრაზდი, როცა იმ გოგოს მხარზე ხელი დაადო. — არ გავბრაზებულვარ! — ჰო, ეგ შეკრული მუშტიც მაგას მოწმობს ნია გაჩუმდა. ღამის ბოლოს ხალხმა ნელ-ნელა კოტეჯებში გადანაწილება დაიწყო. რადგან სტუმრები მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა, ოთახების განაწილება ნამდვილ ქაოსად გადაიქცა. — კარგი, მოიცადეთ! თაკო სიას უყურებდა. — სამი კოტეჯია დარჩენილი. ყველა ერთად ლაპარაკობდა. ვიღაც აპროტესტებდა. ვიღაც იცინოდა. ნია საერთოდ აღარ უსმენდა. -მე და ნია ერთად ვიქნებით რჩება სამი გოგო და ერთი ბიჭი — მაშინ მე და სანდრო ერთად გაგვანაწილე და ის ორი დარჩენილი გოგონაც ერთად სიტყვით გამოვიდა მარიამი ნიას გული უცნაურად შეეკუმშა. თავი მაშინვე სხვა მხარეს მიაბრუნა. თითქოს არაფერი გაუგონია. — პრობლემა ხომ არ არის? იკითხა — საერთოდ არა. სანდრომ მშვიდად უპასუხა. ზედმეტად მშვიდად. ნიამ ყბა მაგრად დააჭირა ერთმანეთს. — მშვენიერია. ჩაიბურტყუნა. თაკომ სახე ხელებში ჩამალა. შორიდან ნიამ დაინახა, როგორ გაეცინა სანდროს რაღაცაზე მარიამთან ერთაფ შემდეგ კი ორივე კოტეჯისკენ წავიდა. ერთად. სანდროს მზერა წამით ნიას შეხვდა. მხოლოდ წამით ნია უკვე მესამედ იდგა ფანჯარასთან. და უკვე მესამედ არწმუნებდა საკუთარ თავს, რომ საერთოდ არ აინტერესებდა, რას აკეთებდა სანდრო. მეორე კოტეჯის ფანჯარაში ჯერ კიდევ ენთო შუქი. — ღმერთო, მართლა ავად ხარ. ჩაიბურტყუნა თაკომ საწოლიდან. — დაიძინე. — მე კი დავიძინებ— შენ თუ აპირებ მთელი ღამე სადაზვერვო მისიაზე ყოფნას, ეგ სხვა საკითხია. — არავის ვუთვალთვალებ. — რა თქმა უნდა. ნია გაღიზიანდა. ფარდა ძალით ჩამოსწია. ხუთი წამი გაძლო. შემდეგ ისევ გადასწია. თაკომ ხმამაღლა ამოიოხრა. მეორე კოტეჯში მარიამს სიცილი აუტყდა. სანდრო დივნის საზურგეზე იყო მიყრდნობილი და რაღაც ამბავს უყვებოდა. მათ შორის აშკარად კომფორტი იყო. ძველი ნაცნობების კომფორტი მარიამი თავისუფლად ეხებოდა ხოლმე მკლავზე საუბრის დროს.ხანდახან მხარზე ხელს ადებდა მის გვერდით ძალიან ახლოს იჯდა და პერანგის ღილებს აწვალებდა სანდროსთვის ეს ბუნებრივი იყო. ყოველთვის ასეთი იყო ადამიანებთან. განსაკუთრებით ქალებთან. ადვილად პოულობდა საერთო ენას. ადვილად ქმნიდა სიახლოვის განცდას. და ხშირად ვერც ამჩნევდა, როგორ აღიქვამდნენ ამას სხვები. ნია ისევ ფანჯარასთან იდგა. და სწორედ იმ მომენტში დაინახა, როგორ გადაიხარა მარიამი სიცილის დროს სანდროსკენ, როგორ შეაცურა ხელი მისი საროჩკის ქვეშ და გულ მკერდზე აასრიალა შემდეგ სანდრომ რაღაც უთხრა. გოგონას გაეცინა. და მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი. სრულიად უწყინარი ჟესტი იყო. მაგრამ ნიას საერთოდ არ მოეჩვენა უწყინრად. უცნაური სიმძიმე დაეშვა მკერდზე. — კარგი. ჩუმად თქვა. — ძალიან კარგი. — რა არის ძალიან კარგი? იკითხა თაკომ, ნიამ ფარდა უხეშად ჩამოსწია და საწოლში დაბრუნდა. მეორე დილით ნიმ ადრე გაიღვიძა. უფრო სწორად, თითქმის არ სძინებია. კოტეჯიდან გარეთ გამოვიდა. ეზო ჯერ კიდევ ცარიელი იყო. მხოლოდ დილის ნესტიანი ჰაერი იდგა. მარიამი დაინახა კოტეჯიდან გამოდიოდა. სანდროს კოტეჯიდან. გულში რაღაც უსიამოვნოდ შეეკუმშა. ძალიან სწრაფად. ძალიან ძლიერად. იღიმოდა. რაღაცას ტელეფონში წერდა. და იმ წამს ნიას წარმოდგენამ ისეთი სისწრაფით დაიწყო მუშაობა, რომ თვითონაც ვერ გააჩერა. ზუსტად მაშინ კოტეჯის კარი მეორედ გაიღო. სანდრო გამოვიდა. თმა აჩეჩილი ჰქონდა ცალი ხელით შარვლის ელვა შესაკრავს კრავდა მეორე ხელში ყავის ჭიქა ეჭირა. მარიამს რაღაც დაუძახა. გოგონამ უკან მოიხედა და გაეცინა. სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა ეს სცენა. მაგრამ ნიასთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. იმიტომ რომ უცებ გაახსენდა მისი სიტყვები. “ჩემი ნდობა არ შეიძლება, ნია.” მაშინ ეგ ხუმრობად მიიღო. ახლა კი პირველად დაფიქრდა იქნებ ეს სიმართლე იყო . სანდრო მარტო დარჩა აივანზე საიდანაც პირდაპირ ხედავდა ნიას სილუეტს , კიბეები ჩამოიარა ტყისკენ შეტრიალდა -ნია ნიას უცებ მოუნდა რომ ეთქვა — „არ არის ისე, როგორც გგონია.“ რამე. ნებისმიერი რამ. მაგრამ სანდრო უბრალოდ იდგა. მშვიდად. ზედმეტად მშვიდად. და ამ სიმშვიდემ ნიას მკერდში რაღაც ჩაამტვრია. — ანუ… მართალია? მისი ხმა ძლივს გაიგონა თვითონაც. სანდრომ მზერა არ აარიდა. — ჰო. მხოლოდ ერთი სიტყვა. მოკლე. მშრალი. საკმარისი. ნიას გული თითქოს წამით საერთოდ გაჩერდა. უცნაური იყო. იმიტომ რომ სანდროსთვის არასოდეს უთქვამს, რომ დალოდებოდა არასოდეს უთქვამს, რომ მხოლოდ მისი ყოფილიყო. არასოდეს ჰქონიათ ურთიერთობა. არასოდეს შეთანხმებულან არაფერზე. მაგრამ მაინც… მაინც ისე ეტკინა, თითქოს რაღაც წაართვეს. რაღაც, რაც საერთოდ არც კი ეკუთვნოდა. სანდრო რამდენიმე წამი დუმდა. შემდეგ მშვიდად თქვა: — ნია… — არა. თავი გააქნია. — არაფერი თქვა. იმიტომ რომ უკვე გრძნობდა. თუ ახლა ლაპარაკს დაიწყებდა, საკუთარ თავს ვეღარ გააკონტროლებდა. სანდროს სახე ოდნავ დაეძაბა. — შენ და მე ერთად არ ვართ! სიტყვები ლოგიკური იყო. სრულიად სამართლიანი. მაგრამ ნიასთვის თითოეული მათგანი დანას ჰგავდა. — ვიცი. — არასოდეს მითქვამს, რომ ქალთან ურთიერთობა აღარ მექნება — ვიცი. — და შენც არასოდეს მოგიცია მიზეზი მეფიქრა, რომ რაღაც შეიცვალა. ამჯერად ნიამ თვალები დახუჭა. იმიტომ რომ ესეც მართალი იყო. ყველაზე მტკივნეული კი სწორედ სიმართლე აღმოჩნდა. სანდროს ხმა უფრო ჩუმი გახდა. — შენ ყოველ ჯერზე კედელს მიშენებდი. ყოველ ჯერზე, როცა მოგიახლოვდი. ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობდი მეჩვენებინა, რას ვგრძნობდი. ნიას გაეცინა. მწარედ. — და ამიტომ სხვასთან დაწექი? სიჩუმე ჩამოვარდა. სანდრომ მზერა აარიდა. მხოლოდ წამით. — არა. მშვიდად თქვა ბოლოს. — ამიტომ არა. — აბა რატომ? სანდრომ პასუხი მაშინვე ვერ გასცა. თითქოს თვითონაც ეძებდა სიტყვებს. — იმიტომ რომ დავიღალე. ნია გაშეშდა. — რით? — იმით, რომ მუდმივად ვცდილობ დაგარწმუნო. მისი ხმა აღარ იყო გაბრაზებული. უფრო დაღლილი. — ერთი ნაბიჯით რომ მოგიახლოვდები, შენ ორით მიდიხარ უკან. ერთ დღეს რაღაც ხდება ჩვენს შორის. მეორე დღეს მეუბნები, რომ არაფერს ნიშნავს. მესამე დღეს მეუბნები, რომ არ მენდობი. სანდრომ ნელა ამოისუნთქა. — და რაღაც მომენტში ადამიანი უბრალოდ იღლება, ნია. ეს სიტყვები გაცილებით მეტად ეტკინა, ვიდრე ელოდა. იქნებ მართლა იმდენ ხანს უბიძგებდა შორს, სანამ ბოლოს ხელი არ გაუშვა. მაგრამ ტკივილი არ გამქრალა. პირიქით. გაიზარდა. იმიტომ რომ თვალწინ ისევ ის სურათი ედგა. მარიამი. სანდროს კოტეჯი. დილის ღიმილი. და ყველაზე მეტად ის აზრი კლავდა, რომ მთელი ღამე, როცა თვითონ ფხიზლად იწვა და ფანჯრიდან უყურებდა იმ შუქს… სანდრო საერთოდ არ ფიქრობდა მასზე. ეს იყო ყველაზე სასტიკი ნაწილი ჯერ ეგონა, უბრალოდ გაბრაზებული იყო. შემდეგ გულისცემა აუჩქარდა. ისე ძლიერად, თითქოს მკერდიდან ამოხტომას აპირებდა. — ნია? სანდროს ხმამ შორიდან მოაღწია. გოგონამ ნაბიჯი გადადგა. მერე კიდევ ერთი. მაგრამ ფეხები უცნაურად დაუმძიმდა. ყველაფერი თითქოს ნელდებოდა. ხეების სილუეტები. ჰაერი. ხმები. — ნია… ამჯერად სანდროს ხმა უფრო ახლოს გაისმა. ნიამ რაღაცის თქმა სცადა. ვერ შეძლო. მკერდში ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს ვიღაც უხილავი ხელი შიგნიდან უჭერდა გულს. სუნთქვა შეეკრა. — ჯანდაბა… სანდრო უკვე მისკენ მიდიოდა. — ნია, შემომხედე. გოგონამ თავი გააქნია. ვერ უყურებდა. თუ ახლა შეხედავდა, ალბათ ატირდებოდა. და ეს ყველაზე ნაკლებად უნდოდა. უცებ მუხლები მოეკვეთა. სანდრომ მაშინვე დაიჭირა. — ნია! მისი ხმა პირველად იყო მართლა შეშინებული. ეზოდან რამდენიმე ადამიანი მობრუნდა. თაკომ შორიდან დაინახა და მაშინვე გამოიქცა. — რა მოხდა? — არ ვიცი. სანდროს ხელი ნიას სახეზე ჰქონდა მიდებული. — ნია, შემომხედე. გოგონა გაფითრებული იყო. ტუჩებზეც კი ფერი დაკარგვოდა. — ბევრი დალია გუშინ? — იკითხა ვიღაცამ. — ალბათ მოწამლულია, — თქვა მეორემ. — წყალი მოიტანეთ! ხმები ირეოდა. ნია ძლივს უსმენდა. ყველაფერი თითქოს შორიდან ესმოდა. სანდროს ხელი ისევ მის ხელზე იყო. თბილი. მტკიცე. — ისუნთქე. ჩუმად ეუბნებოდა. — მომისმინე… უბრალოდ ი სუნთქე. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ნიას არც გულისრევა ჰქონდა. არც თავბრუსხვევა. არც ის ნიშნები, რაც მოწამვლას ახლავს. მხოლოდ მკერდში ჰქონდა აუტანელი სიმძიმე. და ცრემლები, რომლებიც გაუჩერებლად მოდიოდა. თითქოს სხეული იმ ტკივილს პასუხობდა, რომელსაც გონება ჯერ კიდევ უარყოფდა. — საავადმყოფოში წავიყვანოთ, — თქვა თაკომ. — წავიყვან. სანდრომ დაუფიქრებლად უპასუხა. ნიამ მაშინვე თავი გააქნია. — არა… — ნია. — არა… ხმაც კი აღარ ემორჩილებოდა. სანდრო გაჩუმდა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. და უცებ მიხვდა. შეიძლება ბოლომდე არა. მაგრამ საკმარისად. იმიტომ რომ ეს არ ჰგავდა ავადმყოფობას. ეს ჰგავდა ადამიანს, რომელსაც გული სტკიოდა ისე ძლიერად, რომ სხეულიც ვეღარ უძლებდა ნია კი პირველად ცხოვრებაში მიხვდა, რომ არსებობს ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. ტკივილი, რომელიც არც ბრაზია. არც წყენა. არც იმედგაცრუება. და სწორედ ამიტომ იყო ყველაზე საშიში. რადგან პირველად ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ სუნთქვა უჭირდა. .. ქალაქი აღარ იყო ისეთი ხმაურიანი, როგორც მანამდე. არც ადამიანები — ისე ახლოს ერთმანეთთან ნია ამას გრძნობდა, რომ ყველაფერი, რაც იქ მოხდა, უკვე სხვაგან რჩებოდა — თითქოს სხვა ცხოვრებაში. მისი ოთახი ნელ-ნელა დაცარიელდა. ჯერ ნივთები გაქრა. ბოლოს — მიზეზი, რატომაც საერთოდ დარჩენას ჰქონდა აზრი. ყოველი ნივთი, რომელსაც ჩანთაში დებდა, თითქოს პატარა ისტორიის დახურვას ჰგავდა. ნიამ არავის უთხრა, რომ მიდიოდა, ბრუნდებოდა სახლში, ხმაურიანი სეზონის შემდეგ თაკომ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ნია უკვე გზაში იყო. და ვერც გააჩერა. რადგან ზოგჯერ წასვლა არ არის არჩევანი — უბრალოდ ბოლო სუნთქვაა იმ ადგილიდან, სადაც მეტად ვეღარ გაჩერდები. გზა ქალაქიდან ნელა იშლებოდა. ფანჯრიდან ზღვა უკან რჩებოდა — ჯერ ლურჯი, შემდეგ ნაცრისფერი, ბოლოს კი უბრალოდ ზოლი ჰორიზონტზე. ნია არ უყურებდა თუ ერთხელ მაინც დაინახავდა, როგორ ქრება ყველაფერი, რაც იქ იყო, დარჩენა ისევ შესაძლებელი გახდებოდა. სანდროს სახელი მის ფიქრებში აღარ მოდიოდა ,ზოგჯერ შუა სიჩუმეში უცებ გაჩნდებოდა — უმიზეზოდ. როგორც ჩრდილი, რომელიც არ ეკითხება, არვის შეიძლება თუ არა მოსვლა და მერე ისევ ქრება. მაგრამ მთლიანად არასდროს. როცა ქალაქი უკან დარჩა, ნიას პირველად არ ჰქონდა განცდა, რომ რაღაც დასრულდა. თითქოს ის სეზონი, ის ხალხი, ის ხმები — ერთიანად ჩაიკეცა და დაიხურა, როგორც წიგნი, რომელსაც აღარ აბრუნებენ იმავე გვერდზე დედა ადრე დაკარგა. იმ ასაკში, როცა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რას ნიშნავს დაკარგვა — უბრალოდ გრძნობს, რომ ერთ დღეს ვიღაც აღარ ბრუნდება და მერე ეს „აღარ“ ნელ-ნელა ხდება ყოველდღიურობა. დედის შემდეგ სახლი თითქოს ორად გაიყო: მანამდე და მის მერე. და „მის მერე“ ნია და მამა დარჩნენ. მამა, რომელიც თავიდან უბრალოდ ჩუმი გახდა. შემდეგ — დაღლილი. და ბოლოს — ისეთი, რომელსაც ცხოვრება ხელიდან ეცლებოდა ალკოჰოლი ნელ-ნელა მისი დღის ნაწილი გახდა. ჯერ იშვიათად. შემდეგ — ჩუმად დამალულად. ბოლოს კი ისე, რომ ნიამ უკვე წინასწარ იცოდა, როგორ გაიღებოდა კარი საღამოს. ნაბიჯები. სუნი. სიჩუმე. და ის მოკლე დრო, სანამ რამეს იტყოდა ან საერთოდ არ იტყოდა. ნიამ ძალიან ადრე ისწავლა, რომ სახლში არ უნდა ელოდო გადარჩენას. გადარჩენა უნდა შექმნა თვითონ. სკოლიდან დაბრუნებისას ჯერ მაღაზიაში შედიოდა, რაღაც პატარა პროდუქტს ყიდულობდა — ისე, რომ ფული ყოველთვის წინასწარ ჰქონდა გათვლილი და მამისთვის სადილს ამზადებდა სწავლასაც ისე უყურებდა, როგორც ერთადერთ გზას, რომელიც სადღაც სხვაგან წაიყვანდა სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ეკარგებოდნენ შუა გზაში. მამა ხანდახან უყურებდა ისე, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. მაგრამ არასდროს ამბობდა ბოლომდე ერთ საღამოს ნია სამზარეულოში იჯდა და წიგნს კითხულობდა, როცა კარის ხმა გაისმა. ცნობილი. მძიმე. ისეთი, რომელიც წინასწარ გეუბნება ყველაფერს. მამა შემოვიდა. ქურთუკი ნახევრად მხრებზე ჰქონდა ჩამოცმული. თვალები დაღლილი, მაგრამ უფრო მეტად — დაკარგული. — სახლში ხარ? — თქვა ისე, თითქოს დარწმუნება სჭირდებოდა. — აქ ვარ, — უპასუხა ნიამ. მამა ცოტა ხანს იდგა. შემდეგ მაგიდას მიეყრდნო. — საჭმელი გაქვს? ნია წამოდგა. — კი და გააკეთა. ჩუმად. მექანიკურად. ისე, როგორც უკვე ასჯერ ჰქონდა გაკეთებული. მამა ჭამდა, მაგრამ თითქმის არ უყურებდა. ნია კი უყურებდა მას. და ხვდებოდა, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც რაღაც დიდი ტკივილი დაუგროვდა და ვეღარ გაუმკლავდა. ერთხელ, როცა მამამ ჭიქა გვერდით დადო, ჩუმად თქვა: — ბოდიში. ნია გაჩერდა. — რისთვის? მამამ პასუხი ვერ გასცა მაშინვე. მხოლოდ მხრები ოდნავ ჩამოუშვა. — ყველაფრისთვის. ეს სიტყვა ძალიან დიდი იყო ამ პატარა სამზარეულოსთვის. ნია ცოტა ხანს გაჩუმდა. შემდეგ ისევ დაჯდა. იმ ღამეს ნია დიდხანს იჯდა თავის ოთახში. ქალაქი გარეთ ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას — მანქანები, შუქები, ადამიანები. მაგრამ მისთვის ცხოვრება ყოველთვის ცოტა სხვანაირად მიდიოდა. სადაც სხვა ბავშვები უბრალოდ იზრდებოდნენ, ნია სწავლობდა. როგორ არ უნდა ჩამოიშალო. როგორ უნდა გააგრძელო. როგორ უნდა იყო ძლიერი მაშინაც კი, როცა არავინ გეკითხება, ხარ თუ არა ძლიერი და როცა ფანჯარასთან იდგა, ერთი ფიქრი ძალიან ჩუმად გაჩნდა: სიძლიერე ყოველთვის არ ნიშნავს თავისუფლებას ხანდახან უბრალოდ ნიშნავს — რომ სხვანაირად ვერ გადარჩები. ........ თვეები გავიდა. ზაფხული დასრულდა. შემოდგომამაც ჩაიარა. შემდეგ ზამთარმა. ცხოვრება კი, როგორც ყოველთვის, არავის დაელოდა. ნია ისევ მუშაობდა. სხვა ქალაქში. სხვა გარემოში. სხვა ადამიანებთან. და რაც ყველაზე გასაკვირი იყო — სანდროსთან საერთოდ არ უსაუბრია. არც დაურეკავს. არც მოუწერია. არც სოციალურ ქსელში გამოჩენილა. თითქოს მართლა გაქრა. თავიდან ნიას ეგონა, რომ შვებას იგრძნობდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ადამიანის არყოფნა უფრო ხმაურიანია, ვიდრე მისი ყოფნა. განსაკუთრებით ღამე. როცა ფიქრები არ გეკითხებიან, გინდა თუ არა მათი მოსმენა. ..... მარტის დასაწყისი იყო. თბილისში წვიმდა. ისეთი ამინდი იდგა, როცა ადამიანებს სახლში უნდებათ ყოფნა. ნია სამსახურიდან ბრუნდებოდა. მთელი დღე შეხვედრებში ჰქონდა გატარებული და ერთადერთი სურვილი ჰქონდა — სახლში მისულიყო, ცხელი ჩაი დაესხა და არავისთვის ეპასუხა. სწორედ ამიტომ თითქმის ვერ შეამჩნია, როგორ დაეჯახა ვიღაც მოსახვევში. საქაღალდე ხელიდან გაუვარდა. ფურცლები ისევ მიმოიფანტა. — უკაცრავად… ორივე ერთდროულად დაიხარა. ორივე ერთდროულად შეეხო ერთსა და იმავე ფურცელს. და მაშინ… დრო თითქოს წამით გაჩერდა. ნია ჯერ ხელებს უყურებდა. შემდეგ საათს. შემდეგ ნაცნობ თითებს. და ბოლოს… თავი ასწია. სანდრო. სანდრო ერისთავი. ზუსტად მის წინ იდგა. რამდენიმე წამი არც ერთს არაფერი უთქვამს. წვიმის ხმა უფრო ისმოდა, ვიდრე ქუჩის. სანდრო თითქოს ისეთივე იყო. და თან საერთოდ აღარ იყო ისეთი. უფრო დაღლილი. თვალების კუთხეებთან ახალი ხაზები უჩანდა. მაგრამ ყველაზე მეტად მზერა ჰქონდა შეცვლილი აღარ იყო ის თავდაჯერებული სიმსუბუქე, რომელიც ადრე თან სდევდა. — ნია… ხმა ჩუმი ჰქონდა. გაოცებული. თითქოს თვითონაც ვერ იჯერებდა. ნიას გული ერთხელ ძლიერად დაეჯახა ნეკნებს. შემდეგ მეორედ. შემდეგ საერთოდ აღარ დაემორჩილა. — გამარჯობა. სხვა ვერაფერი თქვა. სანდროს გაეღიმა. ძალიან ოდნავ. — გამარჯობა. ისევ სიჩუმე. იმდენი უთქმელი სიტყვით სავსე, რომ ორივეს სუნთქვა უჭირდა. — როგორ ხარ? იკითხა ბოლოს სანდრომ. ყველაზე სულელური კითხვა. ყველაზე აუცილებელი წვიმის წვეთები ტროტუარზე ეცემოდა. ადამიანები გვერდით ჩქარი ნაბიჯებით გადიოდნენ. მაგრამ მათთვის თითქოს მთელი ქუჩა დაცარიელდა. — კარგად ვარ. მოიტყუა ნიამ. სანდრომ მაშინვე შეამჩნია. როგორც ყოველთვის. უბრალოდ თავი დაუქნია. — მიხარია. ნია პირველად დააკვირდა. და უცებ მიხვდა. მასაც სტკიოდა. უბრალოდ სანდრო უკეთ მალავდა. — თბილისში როდის დაბრუნდი? იკითხა ბოლოს. — ორი თვის წინ. წვიმა ძლიერდებოდა. სანდრომ ცას ახედა. შემდეგ ისევ ნიას. — ყავა? ნია გაეცინა. — ეს რა არის, თავიდან იწყებ? — არა. სანდრომ თავი გააქნია. — ამჯერად უბრალოდ ყავაა. და პირველად ამდენი თვის შემდეგ… ორივეს გაეღიმა. არა იმიტომ, რომ ტკივილი გაქრა. არც ეგ. არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ ცხოვრება მეორე შანსს არ გაძლევს. უბრალოდ შემთხვევით ისევ გაჯახებს იმ ადამიანს. და გეკითხება: „ახლა რას იზამ?“ წვიმა ისევ მოდიოდა. მაგრამ უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ნია არ იყო დარწმუნებული, რატომ დათანხმდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან დაიღალა გაურკვევლობით. ან იქნებ იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში პირველად დაინახა სანდრო ისე, რომ მის მიმართ მხოლოდ ბრაზი აღარ უგრძვნია. ყავის პატარა, მყუდრო კაფე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იყო. ორივენი ფანჯარასთან დასხდნენ. უცნაური იყო. ადრე სანდროსთან სიჩუმე თითქმის არასოდეს არსებობდა. ახლა კი ორივე სიტყვებს არჩევდა. ფრთხილად. თითქოს ერთი არასწორი ფრაზა ისევ ყველაფერს დაანგრევდა. ოფიციანტმა შეკვეთა მიიღო და წავიდა. რამდენიმე წამი მხოლოდ წვიმის ხმას უსმენდნენ. — თაკო როგორ არის? იკითხა ბოლოს სანდრომ. ნია ოდნავ მოდუნდა. უსაფრთხო თემა. — კარგად. საბასთან ერთად ცხოვრობს უკვე. სანდროს წარბი აეწია. — მართლა? — ჰო. — და შენ ხომ დარწმუნებული იყავი, რომ კატასტროფა მოხდებოდა? ნიამ თვალები მოჭუტა. — ნუ დაიწყებ. სანდროს გაეცინა. პირველად. ნამდვილად გაეცინა. და ნიას გული უცნაურად შეეკუმშა. მოენატრა ეს ხმა. რაც არ უნდა ეცადა ამის უარყოფა. ყავა მოიტანეს. ორივემ ერთდროულად მოკიდა ფინჯანს ხელი. მერე ისევ სიჩუმე. ამჯერად უფრო მძიმე. იმიტომ, რომ ორივემ იცოდა, მთავარი კითხვა ჯერ კიდევ არ დასმულა. საბოლოოდ ნიამ ვეღარ მოითმინა. — მარიამი. სანდროს ხელი ჰაერში გაუშეშდა. აი, მივიდნენ მარიამთან ისევ ხარ? სანდროს მზერა არ შეუცვლია. — არა. — რამდენ ხანს იყავით ერთად? რამდენიმე წამი დუმდა. — დაახლოებით ერთი თვე. ნიას მკერდში ისევ ის ძველი სიმძიმე დაეშვა. უცნაური იყო. ეგ ამბავი უკვე წარსულში დარჩა. მაგრამ ტკივილს კალენდარი არ აინტერესებს. — მოგწონდა? სანდროს მწარედ გაეღიმა. — მარიამი კარგი გოგოა. — ეგ პასუხი არ არის. — ვიცი. შემდეგ სანდრომ ფინჯანი მაგიდაზე დადო. — ვცდილობდი შენზე არ მეფიქრა. ნია გაშეშდა. — და გამოგივიდა? — არა. ძალიან მარტივი პასუხი იყო. ზედმეტად მარტივი. — მაშინ რატომ დაიწყე მასთან ურთიერთობა? სანდრომ პირველად აარიდა მზერა. — იმიტომ რომ შენ წახვედი. — დარჩენის ვალდებულება არ მქონდა ! — ვიცი. — და მაინც მაბრალებ? — არა. თავი გააქნია სანდრომ. — საკუთარ თავს ვაბრალებ. ეს გაცილებით რთული პასუხი აღმოჩნდა. სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი, რომელიც ორივესთვის უკვე ნაცნობი გახდა. ყავის სურნელი ჰაერში იდგა. ფანჯარაზე წვიმის წვეთები ნელა ჩამოდიოდა. სანდრო ფინჯანს უყურებდა. თითქოს შემდეგი სიტყვების თქმა არ უნდოდა. ან იქნებ ძალიან უნდოდა და არ იცოდა როგორ. — კიდევ არის რაღაც, რაც არ იცი. ნია დაიძაბა. უცნაურად. მაშინვე. — რა? სანდრომ ღრმად ამოისუნთქა. — ორ თვეში მივდივარ. — სად? — ლონდონში. — რამდენი ხნით? — მინიმუმ ორი წელი. სიჩუმე ჩამოვარდა. ნია ცდილობდა სახეზე არაფერი დასტყობოდა. — კარგი შესაძლებლობაა. სანდროს გაეცინა. — ეგეთი სახით ადამიანები ჩვეულებრივ არ ულოცავენ. — გილოცავ. — მადლობა. — მართლა. — ნია… — რა? — გაბრაზდი? გოგონამ მაშინვე წარბი შეკრა. — რატომ უნდა გავბრაზდე? — არ ვიცი. სანდრო რამდენიმე წამი უყურებდა. შემდეგ თავი ოდნავ გადააქნია. — საერთოდ არ შეცვლილხარ. — შენც. — ეგ კომპლიმენტია? — არა. ორივეს უნებურად გაეცინა. მაგრამ ღიმილი მალევე გაქრა. — ყოველთვის გინდოდა წასვლა? იკითხა ბოლოს ნიამ. — ჰო. — მაშინ პრობლემა რა არის? სანდრომ მხრები აიჩეჩა. — პრობლემა ისაა, რომ აქამდე თეორია იყო. ახლა კი რეალურია. — შეგეშინდა? — ცოტათი. ნია პირველად გაოცდა. სანდრო იშვიათად აღიარებდა მსგავს რაღაცებს. — შენი ოჯახის გამო? — ნაწილობრივ. — და დანარჩენი? სანდრომ პირდაპირ შეხედა. რამდენიმე წამით. ისეთი მზერით, რომ ნიას მზერის არიდება მოუნდა. — დანარჩენი უფრო რთულია. — მაგალითად? — მაგალითად, როცა რაღაცის მიღებას ამდენი წელი ელოდები, უცებ ხვდები, რომ რაღაცების დატოვებაც მოგიწევს. ნიას გული უცნაურად შეეკუმშა. მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს. იმიტომ რომ არ იცოდა, იყო თუ არა იმ “რაღაცებში” თავადაც. ნიამ ფინჯანს დახედა. არ უკითხავს, რას გულისხმობდა. და სანდროსაც არ დაუკონკრეტებია. როგორც ყოველთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები ისევ უთქმელი დხარჩა. გარეთ წვიმა უკვე თითქმის შეწყვეტილიყო. კაფეში ხალხიც მომრავლდა. მათი პატარა კუთხე კი უცნაურად იზოლირებული ჩანდა დანარჩენი სამყაროსგან. — და სად აპირებ სწავლას? იკითხა ბოლოს ნიამ. სანდროს გაეღიმა. — აი, ეს უკვე ჰგავს ნიას. — რას ნიშნავს? — როცა უხერხული თემა ჩნდება, მაშინვე პრაქტიკულ საკითხებზე გადადიხარ. — იმიტომ რომ პრაქტიკული საკითხები მიყვარს. — მატყუარა ხარ. ნიამ თვალები მოჭუტა. — ძალიან გაბედული ხარ იმ ადამიანისგან, რომელიც ექვსი თვე გაუჩინარდა. სანდროს ღიმილი მაშინვე გაუქრა. ზუსტად მოხვდა. — სამართლიანია. ჩუმად თქვა. — ვიცი. რამდენიმე წამი სიჩუმეში გავიდა. შემდეგ სანდრომ თავად განაგრძო. — ლონდონის ბიზნესსკოლაში. ოჯახს უნდა, რომ მერე კომპანიის საერთაშორისო მიმართულება ჩავიბარო. — და შენ? — მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ოცდარვა წლის ასაკში შეიძლება ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, რა უნდა. ნიას უნებურად ჩაეღიმა. — აჯანყების სერიოზული მცდელობაა. — ვცდილობ. — წარმატებებს გისურვებ. სანდრომ პირველად გაიცინა. ნამდვილად. — მადლობა. კიდევ ცოტა ხანს ისხდნენ. საუბარი უფრო მარტივ თემებზე გადავიდა. თაკოზე. საბაზე. სამსახურზე. იმაზე, რამდენად შეიცვალა ქალაქი. რამდენად შეიცვალნენ თვითონ. და უცნაურად, პირველად ამდენი ხნის შემდეგ, არც ერთს არ უცდია ძველი ჭრილობების გახსნა. თითქოს ორივემ იცოდა, რომ ჯერ ადრე იყო. როცა კაფედან გამოვიდნენ, წვიმა უკვე შეწყვეტილი იყო. ქუჩები ბრწყინავდა ღამის განათებაში. — მანქანით ხარ? იკითხა ნიამ. — არა. — შენ? — არა. — საინტერესოა. — რა არის საინტერესო? — პირველად გხედავ ფეხით მოსიარულეს. სანდროს გაეცინა. — რთული პერიოდი მაქვს. — იმიტომ რომ ლონდონში მიდიხარ? — არა. — აბა? რამდენიმე წამი დუმდა. შემდეგ მხრები აიჩეჩა. — იმიტომ რომ გადავწყვიტე, ცოტა ნორმალური ადამიანი გავხდე. — დაგაგვიანდა. — ვიცი. ორივეს გაეცინა. გზაჯვარედინთან გაჩერდნენ. აქედან მათი გზები სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა. და უცებ ორივემ იგრძნო ეს. საუბრის დასასრული. მოულოდნელად ნიას საერთოდ არ უნდოდა დამშვიდობება. რაც საკმაოდ ცუდი ნიშანი იყო. — კარგი… ჩუმად თქვა. — კარგი. გაიმეორა სანდრომ. არც ერთი იძვროდა. არც ერთი მიდიოდა. ბოლოს ნიამ ნერვიულად გაისწორა თმა. — სასიამოვნო იყო. სანდროს ტუჩის კუთხე შეერხა. — ყავას გულისხმობ თუ ჩემს ნახვას? — თავს ნუ იფასებ. — გვიანია უკვე. — ისევ აუტანელი ხარ. — ეგეც მომენატრა. სიტყვები დაუფიქრებლად წამოსცდა. და ორივე გაჩუმდა. სანდრომ მაშინვე აარიდა მზერა. პირველად მთელი საღამოს განმავლობაში. თითქოს ზედმეტი თქვა. ნია კი უყურებდა. და პირველად თვეების განმავლობაში საკუთარ თავს ერთი სიმართლის აღიარების უფლება მისცა. მასაც მოენატრა. ძალიან. მაგრამ თქმა ვერ შეძლო. ამიტომ მხოლოდ თავი დაუქნია. — ნახვამდის, სანდრო. — ნახვამდის, ნია. შემობრუნდა და წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უნებურად უკან მიიხედა. სანდრო ისევ იქ იდგა. და უყურებდა. ზუსტად ისე, როგორც ადრე. თითქოს ზოგი რამ მართლა არასოდეს იცვლება .. თაკოს და საბას ახალი ბინა ჯერ კიდევ ნახევრად დაულაგებელი იყო. ყუთები კედლებთან ეწყო. სამზარეულოში ახალი ჭიქები ჯერ კიდევ შეფუთვიდან ამოჰქონდათ. თაკო კი ბედნიერი დადიოდა ოთახიდან ოთახში და ყველას აიძულებდა ენახა ის დეტალები, რომლებიც მხოლოდ თვითონ აინტერესებდა. — ეს თარო მე ავარჩიე! — უკვე მეხუთედ გვითხარი, — ამოიოხრა საბამ. — და კიდევ გეტყვი. ნია უნებურად გაეღიმა. სწორედ იმ წამს კარის ზარი გაისმა. გული უცნაურად შეეკუმშა. არ იცოდა რატომ. ალბათ იცოდა. თაკომ კარი გააღო. და რამდენიმე წამის შემდეგ ნაცნობი ხმა გაისმა. — დაგვიანებისთვის ბოდიში. ნია ადგილზე გაშეშდა. სანდრო. თითქმის ერთი თვე იყო გასული მათი ბოლო შეხვედრიდან. და მაინც, მისი ხმის გაგონებამ ყველაფერი ზედმეტად ნაცნობად აქცია. სანდრო მისაღებში შემოვიდა. პირველად თაკოს გადაეხვია. შემდეგ საბას. მერე კი… თვალები ნიას შეხვდა. მხოლოდ რამდენიმე წამით. — გამარჯობა. ჩუმად თქვა. — გამარჯობა. უპასუხა ნიამ. არც მეტი. არც ნაკლები. მაგრამ თაკოს არაფერი გამოეპარა. — ოჰ, ღმერთო საღამო ნელა მიედინებოდა. მუსიკა. საუბრები. ხუმრობები. ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა. გარდა იმისა, რომ ნია და სანდრო ერთმანეთს ზედმეტად ხშირად ამჩნევდნენ. ერთი ოთახის სხვადასხვა კუთხიდან. თითქოს ორივე ამოწმებდა, მართლა იქ იყო თუ არა მეორე. ღამე უკვე იწურებოდა, როცა ნია აივანზე გავიდა. სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. ქალაქის შუქები ქვემოთ ციმციმებდა. გრილი ქარი სახეზე ეხებოდა. — ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი. ზურგს უკან გაისმა. ნია არ მობრუნებულა. — ეგოისტი ხარ. — რატომ? — ყოველთვის გგონია, რომ ყველაფერი იცი. სანდრო გვერდით დაუდგა. რამდენიმე წამი ორივე ქალაქს უყურებდა. — ორ თვეში მიდიხარ? იკითხა ბოლოს ნიამ. — ჰო. — უკვე გადაწყვიტე? — ჰო. პასუხი ზედმეტად სწრაფი იყო. ნიამ თავი დაუქნია. გული ისევ ისე უსიამოვნოდ დაეძაბა, როგორც კაფეში. — ყოველთვის ასე ხარ! მოულოდნელად შეტრიალდა მისკენ. — რას ნიშნავს? — იმას, რომ მოდიხარ, ყველაფერს თავდაყირა აყენებ და მერე ისეთი სახით მიყურებ, თითქოს არაფერი მომხდარა! სანდროს ყბა დაეჭიმა. — მართლა ეგ გგონია? — არ ვიცი რა ვიფიქრო! — ისევ. ნია გაჩუმდა. — ისევ არ იცი. — იმიტომ რომ შენ არასდროს ამბობ სიმართლეს ბოლომდე! სანდროს გაეცინა. მოკლედ. მწარედ. — ღმერთო… — რა? — შენ მართლა ვერ ხედავ? — რას? — რომ მთელი ეს დრო მხოლოდ შენ გიყურებდი! სიჩუმე. მძიმე. მკვეთრი. — ნუ ამბობ ამას. — რატომ? — იმიტომ რომ მერე მარიამთან წახვედი! ეს თითქმის ყვირილი იყო. აივნის მეორე ბოლომდეც კი მივიდა მისი ხმა. სანდრო გაშეშდა. შემდეგ ძალიან ნელა დაუქნია თავი. — ისევ იქ ვართ. — იმიტომ რომ პასუხი არ მიმიღია! — იმიტომ რომ არ გინდა მოისმინო! — მაშინ მითხარი! სანდრომ უცებ ხმას აუწია. პირველად. ნამდვილად პირველად. — რა გინდა რომ გითხრა, ნია?! რომ იმ ღამეს მთვრალი ვიყავი?! რომ თავს ვაჯერებდი, შენზე უარი უნდა მეთქვა?! რომ ექვსი თვე საკუთარ თავს ვატყუებდი, თითქოს აღარ მაინტერესებდი?! ნიას სუნთქვა შეეკრა. სანდრომ წინ გადმოდგა ნაბიჯი. — რა გინდა?! რომ გითხრა, რამდენჯერ ავკრიფე შენი ნომერი და არ დაგირეკე?! რამდენჯერ დავწერე შეტყობინება და წავშალე?! რამდენჯერ გავჩერდი შენი სახლის წინ, როგორც სრული იდიოტი?! — გაჩერდი… — არა! ამჯერად თვითონ აღარ ჩერდებოდა. დაგროვილი ემოცია ხმაში ეტყობოდა. — ყოველთვის მე უნდა ვიბრძოლო? მე უნდა დაგარწმუნო? მე უნდა დაგიმტკიცო? მე უნდა გელოდო? მისი ხმა უკვე აღარ იყო გაბრაზებული. უფრო მტკივნეული. უფრო ნამდვილი. — ერთი წუთით მაინც დაფიქრდი, ჩემთვის როგორი იყო! ყოველ ჯერზე გიყურებდი და არ ვიცოდი, გიყვარდი თუ უბრალოდ ვერ მიტანდი! ნია გაშეშდა. გული უკვე ყელში უცემდა. — სანდრო… — არა, ახლა შენ მომისმინე. ბიჭმა ხელი თმაში შეიცურა. აშკარად ნერვიულობდა. აშკარად კონტროლს კარგავდა. — იცი, რა არის ყველაზე საშინელი? რომ იმ დღეს, როცა წახვედი, მაინც გელოდებოდი. დღეების განმავლობაში. კვირების განმავლობაში. და ბოლოს მივხვდი, რომ თუ ისევ დაგელოდებოდი, საკუთარ თავს საერთოდ დავკარგავდი. სიჩუმე ჩამოვარდა. ნიას თვალები ცრემლებით აევსო. მაგრამ გაბრაზება ჯერ კიდევ არ გაუქრა. — და ამიტომ გადაწყვიტე, რომ უბრალოდ გაქრებოდი? — იმიტომ რომ შენ წახვედი! — იმიტომ რომ მატკინე! — მეც მეტკინა! ეს თითქმის ერთდროულად წამოსცდათ. ორივე გაჩუმდა. ორივე. მოულოდნელად. თითქოს პირველად გაიგეს ერთმანეთის. ქარი მათ შორის გადიოდა. მძიმე სიჩუმეში. ნიას თვალებიდან პირველი ცრემლი ჩამოვარდა. — მეზიზღებოდა. ჩუმად თქვა. — რა? — ის, რომ მენატრებოდი. სანდრო აღარ განძრეულა. ნია უკვე ტიროდა. თავადაც ვერ ამჩნევდა. — ყოველ დღე მენატრებოდი. და უფრო მეტად მძულდა ამის გამო საკუთარი თავი. იმიტომ რომ ვცდილობდი დამევიწყებინე. ვცდილობდი დამერწმუნებინა თავი, რომ რომ არ მენდობოდი. რომ ისევ მატკენდი. ხმა გაებზარა. — მაგრამ მაინც მენატრებოდი. სანდროს თვალები დახუჭული ჰქონდა. თითქოს ეს სიტყვები ფიზიკურად სტკიოდა. — ჯანდაბა, ნია… — არა! გოგონამ თავი გააქნია. — შენ ვერ ხვდები! მე მეშინოდა! საშინლად მეშინოდა! იმიტომ რომ შენ პირველი ადამიანი იყავი, ვის დაკარგვაზეც საერთოდ დავფიქრდი! სიჩუმე. სრული. სანდროს სახეზე რაღაც გატყდა. ის დაცვა. ის სიმშვიდე. რომელსაც ყოველთვის ინარჩუნებდა. ყველაფერი ერთად ჩამოიშალა. ერთი ნაბიჯი გადმოდგა. — მეც მეშინოდა. ხმა თითქმის ჩურჩული იყო. — ტყუილია. კიდევ ერთი ნაბიჯი. — მთელი ცხოვრება არაფერი მაშინებდა. არც ბიზნესი. არც წარუმატებლობა. არც ადამიანები. შენამდე. ნია სუნთქვას ვეღარ აკონტროლებდა. სანდრო უკვე ძალიან ახლოს იდგა. — იმიტომ რომ პირველად ვიღაცას იმდენი ძალა ჰქონდა, რომ სრულიად დავენგრიე. ნიას თვალები ცრემლებით აევსო. — სანდრო… — მიყვარხარ. სიტყვა ისე სწრაფად გამოვარდა, თითქოს წლები ელოდა. — ჯანდაბა, ნია, მიყვარხარ. არ მომწონხარ. არ მიზიდავ. არ ხარ უბრალოდ ადამიანი, რომლის დავიწყებაც ვერ შევძელი. მიყვარხარ. და უკვე დავიღალე ამის დამალვით. ნია თითქოს ადგილზე გაიყინა. გული ისეთი ძალით უცემდა, რომ ტკიოდა. სანდროს თვალებიც სველი ჰქონდა. პირველად. — თუ ხვალ მეტყვი, რომ აღარასდროს გინდა ჩემი ნახვა, წავალ. თუ მეტყვი, რომ ლონდონში წავიდე და უკან აღარ მოვიხედო, წავალ. მაგრამ ერთხელ მაინც უნდა იცოდე სიმართლე. მისი ხმა ჩაწყდა. — შენ ხარ ერთადერთი ქალი, ვისთანაც დარჩენა მინდოდა. ნია რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. შემდეგ კი მოულოდნელად ხელი მკერდზე მიარტყა. ერთხელ. მეორედ. — იდიოტი ხარ! მესამედ. — სრული იდიოტი! სანდრომ ხელები დაუჭირა. — ვიცი. — მეზიზღები! — ვიცი. — არა, არ იცი! ნიამ ხელები გამოგლიჯა. უკან დაიხია. ცრემლები უკვე თავისუფლად ჩამოსდიოდა სახეზე. — საერთოდ არ იცი, რა გამიკეთე! სანდრო გაშეშდა. — ნია… — არა! აღარ გავჩუმდები! ხმა უკანკალებდა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარაფერი აჩერებდა. ტკივილი. შიში. ყველაფერი ერთად ამოდიოდა. — იცი, რამდენი ღამე არ მძინებია?! რამდენჯერ დავრწმუნდი, რომ ჩემში პრობლემა იყო?! რამდენჯერ ვიჯექი და ვფიქრობდი, რა არ მეყო?! სანდროს სახე დაეძაბა. — ეგ არასდროს… — გაჩუმდი! პირველად შეაწყვეტინა ასე უხეშად. — ერთხელ მაინც მომისმინე ბოლომდე! აივნის კარი გაიღო. შიგნიდან ხმაური გამოდიოდა. მაგრამ ახლა არცერთს არაფერი ესმოდა. სამყარო თითქოს მხოლოდ ამ პატარა სივრცემდე შემცირდა. — იმ ღამეს, როცა მარიამთან დაგინახე… ხმა ჩაუწყდა. თვალები დახუჭა. — რაღაც ჩემში მოკვდა. სანდროს სახიდან ფერი გადაუვიდა. — ნია… — არა, მართლა. მოკვდა. იმიტომ რომ პირველად გადავწყვიტე, ვიღაცისთვის გული გამეხსნა. პირველად. და ზუსტად მაშინ ვიგრძენი თავი სულელად. სანდრო უკვე ვეღარ უყურებდა. თავი დახარა. — მაპატიე… — არ მინდა შენი ბოდიში! მისკენ ერთი ნაბიჯით წავიდა. — საერთოდ არ მინდა! მინდა, ერთხელ მაინც მიხვდე, რას ნიშნავს, როცა ვიღაცას ასე ძალიან ანდობ თავს! როცა მთელი ცხოვრება ყველასგან შორს დგახარ და მერე მოდის ერთი ადამიანი… ერთი! და უცებ გჯერა, რომ შეიძლება უსაფრთხოდ იყო. ცრემლები უკვე ყელზე ჩადიოდა. — მერე კი ის ადამიანიც მიდის. სიჩუმე. სანდროს თვალებიც წითელი ჰქონდა. მაგრამ ნია აღარ ჩერდებოდა. — და ყველაზე ცუდი იცი რა იყო? ხმა თითქმის ჩურჩული გახდა. — მაინც შენ გეძებდი ყველგან. სანდროს თვალები დაეხუჭა. თითქოს ეს სიტყვები დანასავით მოხვდა. — ნებისმიერ ქუჩაზე. ნებისმიერ კაფეში. ნებისმიერ ხმაში. და საკუთარი თავი მეზიზღებოდა ამის გამო. იმიტომ რომ უნდა შემძულებოდი. უნდა დამევიწყებინე. მაგრამ ვერ შევძელი! ბოლო სიტყვა თითქმის იყვირა. სანდროს მოთმინება იმ წამს დაენგრა. — და გგონია მე შევძელი?! ნიამ გაკვირვებით შეხედა. — გგონია, ლონდონში იმიტომ მივდივარ, რომ მინდა?! მისმა ხმამ აივანი შეავსო. — იმიტომ მივდივარ, რომ აქ ვეღარ ვსუნთქავ! იმიტომ რომ ყველგან შენ ხარ! ყველაფერში! სანდრო რამდენიმე წამი უყურებდა. მძიმედ სუნთქავდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. მაგრამ ამჯერად აღარაფერი უთქვამს. აღარ უჩხუბია. აღარ უცდია თავის გამართლება. უბრალოდ თავი დაუქნია. ისეთი სახით, თითქოს საბოლოოდ დაიღალა. — კარგი. მხოლოდ ეს თქვა. ნია გაშეშდა. — რა? სანდროს მწარედ ჩაეცინა. — მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თუ საკმარისად ვეცდებოდი, ერთხელ მაინც დამიჯერებდი. თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. — მაგრამ ალბათ მართლა გვიანია. — სანდრო… — არა. ხელი ასწია. პირველად არ უნდოდა მისი მოსმენა. — აღარ მინდა კიდევ ერთი ჩხუბი. მისი ხმა უცნაურად მშვიდი იყო. და სწორედ ეს სიმშვიდე აშინებდა ნიას. — მივდივარ. შეიძლება საერთოდ აღარ დავბრუნდე. და თუ ამდენი ხნის შემდეგაც მხოლოდ ტკივილს გაძლევ… მაშინ ალბათ ასე სჯობს. ნიას გული შეეკუმშა. — რას ნიშნავს, ასე სჯობს? სანდრომ გაეღიმა. — იმას, რომ დაგასვენებ ჩემგან. და ამის შემდეგ უბრალოდ შეტრიალდა. ნია წამით ელოდა, რომ გაჩერდებოდა. უკან მოიხედავდა. რამეს იტყოდა. არაფერი. სანდრო აივნიდან გავიდა. შემდეგ ბინიდან. და რამდენიმე წუთში სადარბაზოს კარის ხმამაც გაიჟღერა. წავიდა. მართლა წავიდა. იმ ღამეს ნიას არ უძინია. საერთოდ. საწოლზე იწვა და ჭერს უყურებდა. სანდროს ბოლო მზერა ახსენდებოდა. მისი ხმა. “დაგასვენებ ჩემგან.” უცნაურად მტკივნეული იყო. იმიტომ რომ პირველად იგრძნო, რომ ამჯერად ნამდვილად კარგავდა. ამჯერად სანდრო დანებდა. და სწორედ ამან შეაშინა. გამთენიისას საწოლიდან წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. ქალაქს ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა. და უცებ გააცნობიერა რაღაც. მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტად არა სანდროს დაკარგვის, არამედ საკუთარი თავის დაკარგვის ეშინოდა. მაგრამ ახლა… ახლა თუ არაფერს გააკეთებდა, ორივეს დაკარგავდა. ორი დღის შემდეგ სანდროს ფრენა ჰქონდა. თაკოსგან გაიგო. და იმ წამს ყველაფერი გადაწყვიტა. აღარ იფიქრებდა. აღარ დაელოდებოდა. აღარ გაექცეოდა. სანდროს ბინის წინ იდგა. ხელები უკანკალებდა. გული ისე უცემდა, სუნთქვა უჭირდა. რამდენჯერმე დააპირა წასვლა. მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს ზარს თითი დააჭირა. რამდენიმე წამში კარი გაიღო. სანდრო ზღურბლზე გაშეშდა. თითქოს თვალებს არ უჯერებდა. — ნია… ხმა ჩაუწყდა. ორივე რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა ერთმანეთს. შემდეგ ნიამ ღრმად ჩაისუნთქა. — არ დამთავრებულა. სანდროს წარბი შეეკრა. — რა? — ჩვენ. მისი თვალები მაშინვე აივსო ემოციით — მთელი ცხოვრება ველოდი, რომ ვიღაც წავიდოდა. ყველასგან ამას ველოდი. შენგანაც. და როცა დავინახე, რომ შეიძლებოდა დამეკარგე… შენზე ადრე მე გავიქეცი. სანდრო უძრავად იდგა. — ნია… — არა, ახლა მე... თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. — მიყვარხარ. სიჩუმე. სრული. — და აღარ მინდა ისე ვიცხოვრო, თითქოს არ მიყვარხარ. სანდროს სახეზე ყველაფერი აირია. ტკივილი. შვება. სიყვარული. თითქოს ერთდროულად. ნიამ ნაბიჯი გადადგა მისკენ. — თუ წახვალ, ვერ შეგაჩერებ თუ ლონდონში უნდა წახვიდე, წადი. მაგრამ არ მინდა წახვიდე ისე, რომ არ იცოდე… ხმა ჩაუწყდა. — შენ ხარ პირველი კაცი, ვინც მთელი გულით შევუშვი ჩემს ცხოვრებაში. სანდროს თვალები დაეხუჭა. თითქოს ამ სიტყვებმა საბოლოოდ გატეხა. შემდეგ კი უცებ მიუახლოვდა. ხელები სახეზე მოჰკიდა. შუბლი შუბლზე მიადო. ორივეს სუნთქვა უკანკალებდა. — ღმერთო… ჩურჩულით თქვა. — კიდევ ერთხელ მითხარი! ნიას ცრემლიანი ღიმილი გაეპარა. — მიყვარხარ. სანდროს თვალები დახუჭული ჰქონდა. თითქოს ამ სიტყვებს ელოდა. და ბოლოს, როცა ხელები წელზე შემოხვია და გულში ჩაიკრა, ორივემ იგრძნო — ზოგჯერ სიყვარული მაშინ მოდის, როცა ბოლოს და ბოლოს შიშზე ძლიერ არჩევანს აკეთებ. -მხოლოდ ეს არ არის... ბიჭის ტუჩებთან დაიჩურჩულა -აბა? გარეთ საშინლად წვიმდა -ეს ამინდი რას გახსენებს? სანდროს ჩაეცინა -მინდა ის ღამე გავიმეოროთ ოღონდ ამჯერად ბალიშის გარეშე, ჩურჩულებდა გოგონა -ნია... შუბლი შუბლზე მიადო ბიჭმა , ამოიხვნეშა მის ტუჩებთან - ძალიან პატარა ხარ -მართლა ეგრე ფიქრობ? -ამწამს ყველაფერს ვიფიქრებ რომ გადაგარწმუნო .. გოგონა მოშორდა , სველი თმები მხრებზე ჩამოეშალა , ხელი შეგნებულად ჰუდისკენ წაიღო და მარტოვი მოძრაობით გაიხადა, მისი თეთრი ბიუზჰალტერი საოცრად კაშკაშებდა, სანდრომ ღრმად ჩაისუნთქა -ნია ნუ აკეთებ ამას ... ბოლო ძალები მოიკრიბა რომ ეთხოვა -თუ უნდა წახვიდე , თუ წლები ჩვენს შორის უნდა ჩადგეს , მინდა ჩემგან ყველაზე ძვირფასი რაღაც წაიღო.. ჩემი მთელი არსება სანდრომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, უკვე მილიმეტრები აშორებდათ -ნია თუ დროზე არ გაიქცევი.. -არ გავიქცევი! -თავის შეკავებას ვერ შევძლებ ! -მაშინ არ შეიკავო! სულ ოდნავ აიწია ფეხისწვერებზე, უკვე მამაკაცის პირიდან წამოსული ჰაერიც იგრძნო ბევრი არ უფიქრია , ოდნავ კიდევ აიწია და საყვარელი კაცის ტუჩებს მიწვდა , ძალიან ნაზად ეხებოდა ორი ტუჩი ერთმანეთს , ტუჩებს შორის მოძრაობისას სანდრო ცდილობდა რაღაც ეთქვა -ნია ! ორივე ხელი მხრებზე მოკიდა გოგონამ სახე გამოსწია თუმცა არ აპირებდა უკან დაეხია , სანდრო ყველა დეტალს იმახსოვრებდა რაც ამ წამს ხდებოდა , მის წინ მილიმეტრებში , საცვლებში დარჩენილი საყვარელი ქალი იდგა , ქალს მიუახლოვდა , გულ მკერდზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და ლავიწის ძვლისკენ დაიხარა საკოცნელად -დარწმუნებული ხარ ? მზერა გოგონას მზერას გაუსწორა -მიყვარხარ დაიჩურჩულა ბიჭის ყურთან ნიამ , სანდრომ იგრძნო როგორ დაუარა სიამოვნების ჟრუანტელმა -მიყვარხარ უთხრა თავადაც და სწრაფად შეაცურა ცალი ხელი გოგონას წელზე, მეორე ხელით კისერი დაუჭირა,სანამ ტუჩებამდე ჩავიდოდა კიდევ ერთხელ მოასწრო ჩაძირულიყო ქალის თვალებში , ჯერ თვალთან, შემდეგ ყელთან დაუტოვა ცხელი კოცნა, ნელი მოძრაობით წაიყვანა გოგონა საწოლისკენ, საწოლის კიდესთან მისულმა ფრთხილად გადააწვინა ნიას სხეული საწოლზე , თავად ზემოდან მოექცა ,ახლა უკეთ ესმოდა ქალის გამალებული გულის ფეთქვა , სწორედ გულთან აკოცა, თან კოცნიდა თან თვალებით ქალის თვალებს უყურებდა გოგონა გაუბედავად უსვამდა ხელებს ზურგზე, სცდილობდა მამაკაცის სხეულიდან ჰუდი გადაეძრო თუმცა დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა , სანდრომ თავად გადაიძრო ხელის ერთი მოძრაობით და ისევ ნიას სხეულს დაუბრუნდა, ძალიან ფრთხილი და მოზომილი იყო ბიჭის ყველა მოქმედება, აუჩქარებლად დაუკოცნა გულის არე, შემდეგ მკერდზე გადაინაცვლა , იგრძნო როგორ შეკრთა გოგონას სხეული შეხებაზე და უმალ ტუჩთან ამოვიდა -ნუ გეშინია..., თვალთან აკოცა , კოცნით მიუყვებიდა მთელს სხეულს კისრისან მუცლამდე, ყველა შეხებაზე კრთებოდა გოგონას სხეული სიამოვნებისგან, ხელი სანდროს თმებში ჰქონდა და პერიოდულად აიძულებდა სახე მისი სახისთვის გაესწორებინა , მარტივი მოძრაობით შეუხსნა ბიჭმა ბიუსჰალტერი , -რა ლამაზი ხარ ღმერთო… ყველა სიტყვა დამამშვიდებელი ეფექტივით იყო ნიასთვის იგრძნო როგორ დაუსველა მკერდი მამაკაცის ენამ და პირიდან წამოსული ხმების გაკონტროლება ვეღარ შეძლო , ინსტიქტურად აიფარა ხელი პირზე, თუმცა ხელი სანდროს ხელმა მალევე მოაშორა -არ ქნა , მინდა შენი ხმა მესმოდეს ! -სანდრო...საკუთარი ხმაც შეცლილი მოეჩვენა გოგოს , ხელი ბიჭის გულსაკიდს მოკიდა და მისკენ დაქაჩა -რა წამსაც მეტყვი გავჩერდები! თვალებში ჩააშტერდა ბიჭი -არ მინდა რომ შეწყვიტო სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა სველი ტუჩების გემო რომ იგრძნო -მიყვარხარ ! ნიამ დაინახა მამაკაცმა შარვლის ჯიბიდან როგორ ამოაძვრინა რაღაც პაკეტი, შემდეგ როგორ გახსნა პირით სანდროს ხელები მისსაში იყო ახლართული , ბიჭის გახშირებული სუნთქვა კი სახეზე ეფინებოდა ისევ შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს -ნია დარწმუნებული ხარ ? თუ მეტყვი გავჩერდები ეჩურჩულებოდა ბიჭი -ასეთი დარწმუმებული არასდროს ვყოფილვარ !ისევ ხელით ჩაებღაუჭა ბიჭის გულსაკიდს ტუჩზე კოცნის პარალელურად პირველი მოძრაობა გააკეთა სანდრომ ახლა უკვე ნიას სხეულში მყოფმა, რაღაც მწარე ტკივილი იგრძნო გოგონამ წამიერად , თვალიდან წამოსული ცრემლი კოცნით ამოუვსო ბიჭმა , ტკივილი აღარ ეჩვენებოდა ისეთი მძაფრი მამაკაცის კოცნების ფონზე, ყოველ ნელ მოძრაობას რაღაც სასიამოვნო სიტყვას აყოლებდა სანდრო -მიყვარხარ ! გოგონას ფრჩხილების კვალი აჩნდამის ზურგს , ნიას ჩურჩული უფრო მაღალმა ტონებმა შეცვალა, საკუთარი ხმის გაკონტროლება გაუჭირდა , ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა , თუმცა ბიჭი მოძრაობას ანელებდა და ხელის გაშვების შემდეგ გაღებულ ტუჩებში კოცნიდა -მინდა შენი ხმა სულ მესმოდეს!მიყვარხარ ! ნია გრძნობდა რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა მამაკაცის ყველა მოძრაობა , აღარც ტკივილი გახსენებია მეტად, აღარც სიმორცხვე , მზად იყო ბოლომდე მიეძღვნა საკუთარი თავი კაცისთვის რომელიც ერთადერთი იყო მის ცხოვრებაში! ..... ორი წელი გავიდა. ორი წელი, ოთხი თვე და თორმეტი დღე. ნია აღარ ითვლიდა. თავიდან ითვლიდა. ყოველ დილას. ყოველ საღამოს. მერე რაღაც მომენტში მიხვდა, რომ დღეების დათვლა მონატრებას ვერ ამცირებდა. სანდრო მაინც ენატრებოდა. ზუსტად ისე. შეიძლება უფრო მეტადაც. თბილისი შემოდგომის წვიმით იყო სავსე. ქუჩები სველი მაინც ბრწყინავდა. ხეები უკვე გაყვითლებულიყო. ნია კაფის ფანჯარასთან იჯდა. იმავე ადგილას. სადაც ორი წლის განმავლობაში აათიათასჯერ მოსულა მარტო. ზოგჯერ უბრალოდ ყავას უკვეთავდა და საათობით იჯდა. თაკო ამას “საკუთარი თავის წამებას” ეძახდა. ნია კი არასდროს პასუხობდა. იმიტომ რომ აქ სანდრო ახსენდებოდა. ტელეფონი მაგიდაზე ედო. ეკრანი განათდა. თაკო. „ზიხარ??“ ნიამ წარბშეკრულმა დახედა. „ჰო.“ პასუხი მაშინვე მოვიდა. „არ ადგე.“ — ღმერთო… ჩაილაპარაკა. — ახლა კიდევ რას აპირებს? მაგრამ პასუხის დაწერა ვერ მოასწრო. კაფის კარი გაიღო. ზარის ხმა გაისმა. და ნიამ მხოლოდ იმიტომ ასწია თავი, რომ ენახა, ვინ შემოვიდა. შემდეგ კი… სუნთქვა შეეკრა. ყველაფერი შეჩერდა. ხმა. მუსიკა. ადამიანები. ყველაფერი. სანდრო იდგა კართან. შავი პალტოთი. ოდნავ უფრო მაღალი ჩანდა. ოდნავ უფრო მკაცრი. თმაში რამდენიმე ახალი ჩრდილი ჰქონდა. სახეზე — უფრო მეტი სიმწიფე. მაგრამ თვალები… თვალები ისევ იგივე იყო. ზუსტად იგივე. სანდრომაც დაინახა და გაიყინა. ორივე უბრალოდ უყურებდა ერთმანეთს. ორი წელი. ორი წელი ერთ წამში ჩაეტია. ნია ნელა წამოდგა. სკამი იატაკს გაეხახუნა. მაგრამ არც ერთს გაუგონია. სანდრო არც განძრეულა. თითქოს ეშინოდა. თითქოს თუ მიუახლოვდებოდა, ეს ყველაფერი გაქრებოდა. ნია კი უყურებდა. და პირველად მიხვდა. სიყვარული არ შემცირებულა. არც ცოტათი. არც ერთი დღით. სანდრომ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი — გამარჯობა ნია.. ხმა ჩაუწყდა. სრულიად ჩაუწყდა. ნია ატირებას გრძნობდა. მაგრამ მაინც გაეცინა. იმიტომ რომ ორი წელი ელოდა ამ წამს. და ამ სულელმა კაცმა მხოლოდ “გამარჯობა” უთხრა. — მართლა ეს არის ყველაფერი? ჩურჩულით ჰკითხა. სანდროსაც გაეცინა. ნერვიულად. დაბნეულად. როგორც არასდროს. — მთელი გზა ვფიქრობდი რას გეტყოდი. — მერე? — დამავიწყდა. ნიას თვალები ცრემლებით აევსო. სანდროსაც. და იმ წამს ორივემ გაიგო — არც მანძილს. არც ორ წელს. არც ლოდინს. არაფერს შეუცვლია ის , რასაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ. სანდრომ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. შემდეგ კიდევ ერთი. გაჩერდა. სულ ახლოს. — შეიძლება? ჩუმად იკითხა. ნიამ პასუხი არ გასცა. უბრალოდ თვითონ გადადგა ბოლო ნაბიჯი. და მთელი ორი წლის მონატრება მის მკლავებში ჩამოიშალა. სანდროს ისეთი ძალით ჰყავდა ჩახუტებული, თითქოს ეშინოდა, ისევ არ გამქრალიყო. ნია კი პირველად ორი წლის შემდეგ გრძნობდა, რომ სახლში დაბრუნდა. მათი ჩახუტება დიდხანს გაგრძელდა. იმდენ ხანს, რომ გარშემო სამყარომ თითქოს არსებობა შეწყვიტა. არც კაფის ხმაური ესმოდათ. არც ჭურჭლის წკარუნი. არც ქუჩაში გამვლელი მანქანების ხმა. მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა. ორი წელი. ორი გრძელი, მძიმე, ჯიუტი წელი. და მაინც, საბოლოოდ აქ აღმოჩნდნენ. ერთმანეთთან. სანდრომ ნელა დახარა თავი და ნიას თმებში აკოცა. ისე, როგორც ადამიანი ეხება რაღაცას, რის დაკარგვასაც ერთხელ უკვე გადაურჩა. — კარგად ხარ? — ჩურჩულით ჰკითხა. ნია წამით გაჩუმდა. შემდეგ კი თავი ასწია. თვალებში შეხედა. იმ თვალებში, რომლებშიც ოდესღაც საკუთარი ყველაზე დიდი შიში ცხოვრობდა. ახლა კი იქ მხოლოდ სიყვარული იყო. მშვიდი. ღრმა. დამსახურებული. — ახლა კი. მხოლოდ ეს თქვა. და გაეღიმა. ის ღიმილი იყო, რომელსაც ორი წელი ეძებდა. სანდრომაც გაიღიმა. ალბათ პირველად ამდენი ხნის განმავლობაში სრულიად გულწრფელად. ზოგჯერ სიყვარული არ არის ზღაპარი. არ არის იდეალური. არ არის მარტივი. ზოგჯერ სიყვარული ლოდინია. ათასჯერ გადადგმული ნაბიჯია ერთმანეთისკენ. ათასჯერ არჩეული ერთი და იგივე ადამიანია. მაშინაც კი, როცა შორს არის. მაშინაც კი, როცა რთულია. მაშინაც კი, როცა გეშინია. და ბოლოს, როცა ცხოვრებამ ყველაფერი გამოსცადა — მანძილი. დრო. ეჭვები. ტკივილი. სიყვარული მაინც დარჩა. რადგან ნია და სანდრო არასდროს ყოფილან ორი ადამიანი, რომლებიც უბრალოდ ერთმანეთს შეხვდნენ. ისინი იყვნენ ადამიანები რომლებიც ერთმანეთში სახლს პოულობდნენ. და სახლი ხომ ის ადგილია, სადაც ბოლოს მაინც ბრუნდები. სულ ერთია, რამდენად შორს წახვალ. სულ ერთია, რამდენი დრო გავა. ბრუნდები. ყოველთვის. მოგვიანებით, ბევრად მოგვიანებით, როცა მათი ცხოვრება ახალი მოგონებებით აივსო, ნიას ხშირად ეკითხებოდნენ: — ღირდა ამდენი ლოდინი? და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა. ის უყურებდა კაცს, რომელიც ოდესღაც ყველაზე დიდი შიში იყო მისთვის, შემდეგ კი ყველაზე დიდი სიმშვიდე გახდა. უყურებდა და იღიმოდა. — დიახ. იმიტომ რომ ზოგიერთი სიყვარული არ მოდის იმისთვის, რომ უბრალოდ ბედნიერი გაგხადოს. ზოგიერთი სიყვარული მოდის იმისთვის, რომ გასწავლოს —ნამდვილი სიყვარული არ არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს მიდის. ნამდვილი სიყვარული ის ადამიანია, რომელიც ბრუნდება. და რომლისკენაც შენც ყოველთვის ბრუნდები. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


