არჩევანი (სრულად)
17 სექტემბერი, 2024 წელი. სექტემბრის ნაშუადღევის მზე ზოლებად იჭრებოდა საქმიანი კაბინეტის მაღალ ფანჯრებში და იატაკზე დალაგებულ ძვირფას ავეჯს მკრთალად ანათებდა. ოთახში მაცდური სიჩუმე მეფობდა, რომელიც მხოლოდ ქაღალდების შრიალსა და კალმის წკაპაწკუპს გაეფანტა. სწორედ ამ დროს, მუხის მძიმე კარი უხმოდ გაიღო. — სერ, მეძახდით? — ზღურბლზე მაღალი, შავგვრემანი გოგონა გამოჩნდა. მისი დახვეწილი სილუეტი და საოცრად ელეგანტური სამოსი მკაცრ საოფისე გარემოს ერთიანად აცოცხლებდა. — კი, მართა, შენთან საქმე მაქვს. მოდი, დაჯექი, — უთხრა კაცმა და სათვალე მაგიდაზე დადო. სიმართლე ითქვას, გოგონა ძალიან დაბნეული იყო; ვერ გაეგო, რატომ დაიბარა უფროსმა. მას შემდეგ, რაც შეიტყო, უფროსი იბარებდა, გული აფორიაქებოდა და თავადაც ვერ მიმხვდარიყო, რატომ. მოკრძალებულად ჩაეშვა სავარძელში, თითები ერთმანეთში გადახლართა და მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო კაცს. — სერ, ყველაფერი რიგზეა? — კი, კი. უბრალოდ, ერთი ახალი ამბავი უნდა გითხრა, რის გამოც დაგიბარე კიდეც. მოკლედ, ერთ-ერთ ქვეყანაში შენ შესახებ შეიტყვეს — იციან, რომ ძლიერი იურისტი ხარ. მათ ძალიან სჭირდებათ შენი დახმარება და მთხოვეს, საქართველოში გაგიშვა სამუშაოდ. მართა გაოგნებისგან გაშრა. ამ სიტყვების გაგონებისას წამით ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ მომესმაო. — რა თქვით, სერ? სად მიშვებთ? — ჰკითხა და თვალებში ეჭვი ჩაუდგა. — საქართველოში, — კაცის მშვიდმა ტონმა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ არაფერი მოჰლანდებია. ხელი ინსტინქტურად გულზე მიიდო, რომელიც შიგნიდან მტკივნეულად უცემდა და უწიწკნიდა სულს. რატომ მაინცდამაინც ახლა? მაშინ, როდესაც ცხოვრება, როგორც იქნა, დაალაგა, წარსულის ნატეხები შეაკოწიწა და სიმშვიდე ჰპოვა... ისევ რატომ უნდა დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც გაქცევას ასე დიდხანს და თავგანწირვით ცდილობდა? — სერ, მე არ შემიძლია... ჩემს მაგივრად ვინმე სხვა გაუშვით, გთხოვთ, — მის ხმაში მუდარა გაიპარა. — ვწუხვარ, მართა, მაგრამ მათ პერსონალურად შენი კადრი სურთ, — მშვიდად, თუმცა უურყეველი ტონით აუხსნა კაცმა. რაღას გააწყობდა? ყველაფერი უკვე გადაწყვეტილიყო და ამ წინააღმდეგობის გაწევასაც აზრი აღარ ჰქონდა. — როდის უნდა ჩავიდე? — ჰკითხა ჩამწყდარი ხმით. — ზეგ იქ უნდა იყო, — მოკლედ უპასუხა უფროსმა. მართამ მხოლოდ თავი დაუქნია, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. კაბინეტიდან უსიტყვოდ გამოვიდა. თავს საშინლად გრძნობდა, გული ისე დაჰმძიმებოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს, იქვე არ ატირებულიყო. ახლა იმ წარსულში დაბრუნებას, სიკვდილი ერჩივნა. ჩანთას ხელი დაავლო, შენობიდან სწრაფად გავიდა, პარკინგიდან მანქანა გამოიყვანა და სახლისკენ აიღო გეზი. მთელი ამ გზის განმავლობაში თავგანწირვით ცდილობდა, ცრემლები შეეკავებინა. მთელი რვა წელი გულში ინახავდა ამ ტკივილს, თუმცა ამჯერად ნერვებმა უმტყუნა და ამდენი წლის ნაგროვებმა დარდმა ერთიანად ამოხეთქა. სახლში მისულს არავინ დახვდა. ოთახში შევიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. რატომ დასცინოდა ასე ბედისწერა? ხომ შეეძლო, მშვიდად ეცხოვრა აქ, რომში... მაგრამ არა, ცხოვრება ისევ ძველ კალაპოტში აბრუნებდა. თვალები დახუჭა და შეეცადა, როგორმე დამშვიდებულიყო. ცოტა ხანში საწოლიდან წამოდგა და ნელ-ნელა ნივთების მოგროვება დაიწყო. ბარგის ჩალაგებაში დრო ისე გაეპარა, ვერც კი შეამჩნია. მალე სახლში ხმაურით შემოირბინა პატარა გოგონამ. — მოხვედი, დე? — წამოიძახა მართამ, პატარა სხეული გულში ჩაიკრა და მის ფუმფულა ლოყაზე გემრიელად აკოცა. — დე, ასე ადრე რატომ დაბრუნდი? — ჰკითხა გოგონამ დედას. — გიამბობ, მაგრამ მანამდე შენ მითხარი, დღემ როგორ ჩაიარა? — ჩვეულებრივად... თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემი კლასელი ბიჭი სულ ნერვებს მიშლის, — აბუტბუტდა პატარა. — არა უშავს, საყვარელო, მალე ვეღარ მოგიშლის. — რატომ? — იცი... ხვალ ჩვენ მივემგზავრებით აქედან. — სად? — მშობლიურ ქვეყანაში. ნახავ, საიდან ხარ წარმოშობით. — მაგრამ მე იქ არ მინდა... რა უნდა გავაკეთო იქ? არავის ვიცნობ. — არა უშავს, ჩემო ლამაზო, მეგობრებს იქაც გაიჩენ. მიუხედავად იმისა, რომ სადმე წასვლა დიდად არ ხიბლავდა, პატარა დედას მაინც დაუჯერა, რადგან უზომოდ უყვარდა თავისი ერთადერთი და სათაყვანებელი დედიკო. — არც მე მინდა იქ წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, — მტკივნეულად ამოსთქვა მართამ. თავს საშინლად გრძნობდა. ძალიან ეშინოდა იქ დაბრუნების და წარსულთან პირისპირ შეჯახების. თბილისი პატარაა და იცოდა, აუცილებლად გადაეყრებოდა იმ ადამიანს, ვისაც ამდენი ხანია, ასე თავგანწირვით გაურბოდა. ახლა კი, ბედის დაცინვით, საკუთარი ფეხით უწევდა იქ ჩასვლა. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარა, მართას სიცოცხლის ერთადერთ აზრად და იმედად მისი პატარა პრინცესა ქცეულიყო. სწორედ ამ ბავშვის წყალობით შემოირჩინა სული და არ დანებდა. ეს მაშინ გააცნობიერა, როდესაც ძლიერი სტრესისგან მუცლის მოშლის საშიშროება დაემუქრა. სწორედ იმ კრიტიკულ მომენტში მოეგო გონს, ბავშვის გადასარჩენად დეპრესიას სძლია და საკუთარ თავს უფლება არ მისცა, ფსკერისკენ დაშვებულიყო. მას შემდეგ აქამდე მოსასვლელად საკმაოდ რთული და ეკლიანი გზა გამოიარა. ყველაზე მეტად მაინც ის აზრი ზარავდა და აშინებდა, რომ ის ადამიანი — ვინც ასე სძულდა და ვისი დანახვაც აღარასოდეს სურდა — ბავშვის შესახებ შეიტყობდა და შვილს წაართმევდა. თუმცა, განა შეიძლება ბავშვი დედას დააშორო? თანაც მაშინ, როდესაც თავად იურისტია და შესანიშნავად იცის კანონებიც და საკუთარი უფლებებიც. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შიშით ელოდა მასთან შესაძლო შეჯახებასა და იმ ომის დაწყებას, რომელიც წინ ელოდა. ძალიან უჭირდა შვილთან ამ თემაზე საუბარი. რაც გოგონა წამოიზარდა, რამდენჯერმე ჰკითხა კიდეც, თუ სად იყო მამამისი და რატომ არ ცხოვრობდა მათთან. მართას კი ყოველ ჯერზე მორიგი ტყუილის თქმა უწევდა ბავშვის დასამშვიდებლად, ან საერთოდ ვერაფერს ამბობდა. მართალია, ენი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, თუმცა თავის ასაკთან შედარებით საოცრად გონიერი გახლდათ. ხვდებოდა, რომ დედას ამ თემაზე ლაპარაკი სტკენდა, ამიტომ აღარაფერს ეკითხებოდა ხოლმე, თუმცა მის პატარა გონებაში ათასი პასუხგაუცემელი კითხვა იბადებოდა. მომდევნო დღეს მართამ ყველა საქმე მოაგვარა და სამშობლოში გამოემგზავრა — იმ ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან აფორიაქებდა. ინტუიციით გრძნობდა, რომ იქ ჩასვლის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა, თუმცა იცოდა, ამ სირთულესაც როგორმე გადალახავდა. აეროპორტის სარეგისტრაციო მაგიდასთან ბარგი აიღო და ენითან ერთად გარეთ გავიდა. შენობიდან გამოსვლისთანავე იგრძნო მშობლიური ჰაერი და ტანში რაღაცნაირად გაჟრჟოლა. ბოლოს, როდესაც თბილისში იყო, ჯერ კიდევ პატარა, მეამიტი გოგონა გახლდათ — სულ რაღაც ოცი წლის. ახლა კი ისევ მშობლიურ მიწაზე იდგა, ოღონდ დიდი განსხვავებით: იმ ოცი წლის გოგონას ნაცვლად, აქ 28 წლის ახალგაზრდა ქალი იდგა, სერიოზული, მტკიცე და გამოწრთობილი ხასიათით. ტაქსი გამოიძახა, ბარგი საბარგულში მოათავსეს და სასტუმროსკენ გაემართნენ. ადგილზე მისულმა ნომრის გასაღები აიღო და ოთახში შევიდა. ხანგრძლივი მგზავრობისგან ბავშვი უკვე ძალიან დაღლილიყო, ამიტომ ლოგინი გაუშალა და საწოლში ჩააწვინა. — აი, უკვე სამშობლოში ხარ, მართა... — მძიმედ ამოთქვა და ამოიოხრა, — ვგრძნობ, რომ აქ ჩამოსვლით ჩემი ცხოვრება აირევა და ამის მიზეზი ბავშვის მამა იქნება. ამის შემდეგ თავი მოიწესრიგა და დასაძინებლად დაწვა. წინ გრძელი და დამღლელი დღე ელოდა, ამიტომ კარგად უნდა გამოეძინა. *** 18 სექტემბერი, 2024 წელი. დილით ადრე ადგა და მზადებას შეუდგა. ჩანთიდან შავი, კლასიკური ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ამოიღო და გააუთოვა. შემდეგ ტანისამოსი რომ გაამზადა, შხაპი მიიღო და ჩაიცვა. თმები მაღლა აიწია და დახვეწილად შეიკრა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, აქსესუარებიდან კი მხოლოდ მაჯის საათი დაიტოვა. ბოლოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩაიცვა და სარკეში საკუთარ თავს შეხედა — უკვე სრულიად მზად იყო. — დე... უკვე მიდიხარ? — იკითხა ახლად გაღვიძებულმა ენიმ. — ხო, ჩემო სიხარულო. შენთან მალე ძიძა მოვა, ის იქნება შენ გვერდით. დამპირდი, რომ ჭკვიანად მოიქცევი. — მე უკვე დიდი ვარ! — საყვარლად უსაყვედურა დედას. — კარგი, რადგან ასეა, — გაეღიმა მართას. მალე ძიძაც მოვიდა. მართამ ყველაფერი აუხსნა, დააკვალიანა და წასასვლელად გაემზადა. — წავედი, საყვარელო, და საღამოს მოვალ, — ენის ლოყაზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სასტუმროს ნომრიდან. პარკინგზე წინა დღით დაქირავებული მანქანა უკვე ელოდა. წელში გამართული, თავდაჯერებული და გრაციოზული ნაბიჯებით მიუახლოვდა ავტომობილს, კარი გამოაღო, საჭესთან დაჯდა, უსაფრთხოების ღვედი შეიკრა და ადგილიდან მოწყდა. გზაში ათასგვარი ფიქრი უტრიალებდა თავში; ისიც კი არ იცოდა, კონკრეტულად ვის უნდა დახმარებოდა. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა, როგორ გადაუჭრა გზა წინ მიმავალმა მანქანამ. მართამ საჭე მკვეთრად აიღო გვერდზე და ბეწვზე გადაურჩა საშინელ ავარიას — იმ მანქანის მძღოლი იმდენად შეშლილივით და სწრაფად მიქროდა. მართა საჭესთან გაფითრებული და შეშინებული იჯდა, მთელი სხეულით ცახცახებდა. ყველაზე მეტად საკუთარი შვილის გამო შეეშინდა — იმ აზრმა ზარა დაზაფრა, რომ გოგონა შეიძლებოდა ობლად დარჩენილიყო. როდესაც ცოტათი გონს მოეგო, შიშმა ადგილი ბრაზსა და მძვინვარებას დაუთმო. მანქანიდან გადასული მეორე მძღოლი დაინახა, რომელიც თავის ავტომობილს ათვალიერებდა, რაიმე ხომ არ დაუზიანდაო. მართა გაცოფებული გადმოვიდა მანქანიდან და მისკენ გაემართა. — თქვენ ნორმალური თუ ხართ?! ვის გაუგია ამ სიჩქარით მოძრაობა? გზაზე კინაღამ დავიმტვერი! იმის მაგივრად, რომ გაგეგოთ, ხომ არ დავშავდი, დგახართ და ამ რკინის გროვას ამწმებდით?! — გამწარებულმა მიახალა ყველაფერი უცნობს, — თუ ტარება არ იცით, საერთოდ რას ჯდებით საჭესთან?! უცნობი მისკენ მიბრუნდა. აშკარად აპირებდა რაღაცის მკვეთრად თქმას, მაგრამ როდესაც მის წინ ასეთი მომხიბვლელი და ეფექტური ახალგაზრდა ქალი დაინახა, სიტყვები პირზე შეაშრა. — სწორედ ახლა ვაპირებდი თქვენთან მოსვლას, რათა მეკითხა, ხომ არ დაშავდით-მეთქი, — უთხრა კაცმა და მზერა გოგონას მაღალ, დახვეწილ სხეულს ააყოლა, — მაპატიეთ, უბრალოდ ძალიან მეჩქარებოდა და ვერ შეგნიშნეთ. — რა მიზეზიც უნდა გქონდეთ, სიფრთხილე გმართებთ. ახლა გაგიმართლათ, მაგრამ სხვა დროს შეიძლება ვინმეს დაეჯახოთ, — სრული სერიოზულობით უთხრა მართამ, შემდეგ კი მაჯის საათს დახედა და შეშფოთდა: — ღმერთო ჩემო, რა დრო გასულა! თქვენ გამო პირველივე დღეს მალაგვიანდება სამუშაოზე! უცნობს პასუხს აღარც დაელოდა; სწრაფად ჩაჯდა თავის ავტომობილში და ადგილიდან მკვეთრად მოწყდა. გზაში სულ ამ ინციდენტზე ფიქრობდა და ნერვები ეშლებოდა. იმ უცნობის გამო სამსახურში მართლაც დააგვიანდა. — ესეც შენი პირველი დღე და ახალი უსიამოვნებები... — უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა. მითითებულ მისამართზე მივიდა, სადაც უნდა ემუშავა. მანქანიდან გადმოვიდა, ხელჩანთა აიღო და შენობაში შევიდა. — გამარჯობა. მე მართა ნინიძე ვარ. როგორც მითხრეს, ჩემი დახმარება გჭირდებოდათ, — სერიოზული სახით იკითხა. — გამარჯობა. კი, ჩვენ გამოგიძახეთ. ოღონდ, საკითხავია, თქვენ თუ შეძლებთ ამ საქმეში ჩვენს დახმარებას, — უპასუხა კაცმა, — ჰო, მართლა, მე ომარი ვარ, ამ ოფისის დირექტორი, — დასძინა მან და გოგონას ხელი ჩამოართვა. — გასაგებია, მაგრამ განა რა ხდება ისეთი, რომ აქაურმა იურისტებმა არ მოკიდეს ხელი ამ საქმეს? — გაოცებით იკითხა მართამ. — მერწმუნეთ, არაერთმა ადვოკატმა სცადა ამ საქმის წამოწყება, მაგრამ მალევე ყველამ უკან დაიხია. — კი, მაგრამ რატომ? — იმიტომ, რომ ყველას ეშინია. — ეშინია ვისი?! — შეიცხადა გოგონამ. — იმ ადამიანის, ვინც ჩვენს კლიენტს უჩივლა. საკმაოდ გავლენიანი და სახიფათო პიროვნებაა. — და თუ ასეა, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანს მე მოვერევი? — დაეჭვებით ჰკითხა მართამ. — თქვენ შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და ვიცი, რომ არაერთი ურთულესი სასამართლო პროცესი გაქვთ მოგებული. — კარგი, და სად არის ჩემი კლიენტი? მინდა, მასაც პირადად გავესაუბრო. — წესით, მალე აქ უნდა იყოს... — ციხეშია? — არა, წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო და მამამისმა გირაოს სანაცვლოდ გამოაშვებინა პირობითად, სასამართლომდე. — აჰა, გასაგებია... მართა კაბინეტში იჯდა და თავის კლიენტს ელოდებოდა. უზომოდ აინტერესებდა, ვინ იყო ის ადამიანი, რომლის დაცვაც ევალებოდა. მალე ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. — შეიძლება? — გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა. — მოდი, მოდი. აი, თქვენი კლიენტიც მოვიდა, — მიმართა ომარმა გოგონას, — გაგაცნობთ ერთმანეთს და შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად გაესაუბროთ. მართა შებრუნდა და ნაცნობი სილუეტის დანახვისას შოკში ჩავარდა — ეს ხომ ის უცნობი იყო, გზაზე ნერვები რომ მოუშალა! — ირაკლი, ეს მართაა, შენი ადვოკატი. ის გაუძღვება შენს საქმეს სასამართლოზე. — კარგი რა, ბატონო ომარ! ისეთმა ძლიერმა იურისტებმა თქვეს უარი, შიშით უკან დაიხიეს... თან ისინი კაცები იყვნენ და თქვენი აზრით, ეს გოგო მოერევა იმ ფსიქოპათს? ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ის ადამიანი საკმაოდ საშიშია, — ეჭვით ჩაილაპარაკა ირაკლიმ. — ეს მერე თქვენ ორმა მოაგვარეთ. ახლა მარტოს დაგტოვებთ და ყველაფერი დეტალურად გაარკვიეთ, — თქვა ომარმა, შენობიდან გავიდა და ოთახში მხოლოდ ეს ორნი დარჩნენ. მათ შორის უხერხული, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. — აიღებთ ამ საქმეს? — სიჩუმე ირაკლიმ დაარღვია. — ჩემი ნება რომ იყოს, იმ დილინდელი ინციდენტის გამო საერთოდ არ დაგეხმარებოდით, მაგრამ მე აქ იმისთვის ვარ, რომ საქმე გავაკეთო. თანაც, არ მიყვარს საქმის შუაგზაზე მიტოვება. ასე რომ, გისმენთ — მითხარით, ვინ გიჩივით და რატომ? — საკმაოდ გრძელი ამბავია. — ჯერ ის მითხარით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც გიჩივით? აუცილებელია ვიცოდე, ვინ არის მომჩივანი. — თორნიკე კვიციანი, — წარმოთქვა ბიჭმა მისი სახელი. ამის გაგონებაზე მართა ადგილზე გაშრა. გულში გაჰკრა: „თორნიკე კვიციანი?!“ ხომ არ მოესმა? სახეზე ფერი გადაუვიდა და თითქოს სუნთქვაც კი შეუწყდა. — კარგად ხართ? — ბიჭმა სახის წინ ხელი აუფრიალა. — აჰ, კი. უბრალოდ, ჩავფიქრდი... რა სახელი მითხარით? — თორნიკე კვიციანი, — კვლავ გაუმეორა ირაკლიმ. ახლა რა უნდა ექნა? ყველაზე მეტად ამქვეყნად სწორედ მისი ნახვა არ უნდადა, მაგრამ, როგორც ჩანს, მასთან შეხვედრა გარდაუვალი იყო, რადგან მისი კლიენტის წინააღმდეგ სწორედ კვიციანი იბრძოდა და ის აუცილებლად დაესწრებოდა პროცესებს. ეს სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც ოცნებები და სიყვარული წაართვა, ყველაფერი ნაცარტუტად უქცია. ადრე, ალბათ, გაუხარდებოდა კიდეც მისი ნახვა, მაგრამ ახლა... ახლა მის მიმართ მხოლოდ ზიზღსა და სიცივეს გრძნობდა. — კარგი, მითხარით, რატომ გიჩივით ეს ადამიანი? — როგორც იქნა, გონს მოეგო, სათქმელს თავი მოუყარა და კითხვით მიმართა ირაკლის. — პირადი დაპირისპირების გამო გადამემტერა, — მძიმედ ამოიოხრა ბიჭმა და კეფაზე მოისვა ხელი. — პირად დაპირისპირებაში რას გულისხმობთ? — საქმე ძალიან სერიოზულად არის და, როგორც უკვე აღვნიშნე, საშინლად ჩახლართულია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ თორნიკეს და მოკლეს. არ ვიცი, როგორ ან რანაირად მოახერხეს, მაგრამ იმ გოგოს ცხედარი ჩემს მანქანაში იპოვეს. — მართლაც რთული ამბავია... და თქვენ სად იყავით მაგ დროს? — საქმეც ეგაა — მეც იმავე მანქანაში ვიყავი, ოღონდ იქ თავი როგორ ამოვყავი, არ მახსოვს. ფაქტია, რომ ვიღაცამ მახე დამიგო. — ანუ, თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე ასე გამოდის: ვიღაცამ ჯერ ის გოგონა მოკლა, შემდეგ თქვენ გაგთიშათ, მისი გვამი თქვენსავე მანქანაში ჩადო და როდესაც გონს მოხვედით, ცხედარი გვერდით დაგხვდათ. — დიახ, ზუსტად ასე იყო! — წამოიძახა ირაკლიმ. — ძალიან სერიოზული საქმეა. ახლა კი მესმის, ის ადამიანი ასე გამეტებით რატომაც იბრძვის. ვფიქრობ, უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ თქვენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. ამისთვის კი მყარი, ურყევი სამხილები გვჭირდება. შეძლებთ, რომ კვიციანს ბოლომდე დაუპირისპირდეთ? — მე ყველაფერზე ვარ წამსვლელი სიმართლის დასამტკიცებლად! კვიციანი კი არა, თუ უნდა ეშმაკი გამომეცხადოს, მაინც არ დავიხევ უკან, — მტკიცედ თქვა ირაკლიმ. — აი, ეს მესმის. კარგი, სასამართლო როდისაა დანიშნული? — მომავალ კვირაში. — მაშ ასე, ახლა თქვენი ნებართვით წავალ. ვეცდები, იქამდე მტკიცებულებები მოვაგროვო და მოწმეებიც ვიპოვო. შეხვედრამდე, — თქვა მართამ და ფეხზე წამოდგა. გასასვლელისკენ გაემართა და როგორც კი გარეთ გავიდა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა. როგორ არაფერში უმართლებდა! ამდენი წლის შემდეგ კვლავ უნდა შეხვედროდა იმ ადამიანს და თანაც ასე სასტიკად დაპირისპირებოდა. კარგად იცოდა, ვინც იყო კვიციანი და რომ მასთან ბრძოლა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ამ ომში გაიმარჯვებდა. ომარს მოკლედ ესაუბრა, საქმის მასალები გამოართვა და ფაილები სახლში წაიღო. სასტუმროში სიკვდილივით დაღლილი მივიდა. ოთახში სიმშვიდე სუფევდა. ენი ძიძასთან ერთად იჯდა და ერთობოდა. — რას აკეთებს ჩემი პრინცესა? — თბილად წამოიძახა მართამ. დედის ხმის გაგონებაზე გოგონა ფეხზე წამოხტა და მონატრებულ სხეულს მთელი ძალით მიეკრა. — დაბრუნდი, დე? — ხო, ჩემო ლამაზო. აბა, მომიყევი, ნელის ხომ არ აბრაზებდი? — არა, ქალბატონო, საოცრად ჭკვიანი გოგონაა, — ჩაერთო ძიძა, — მთელი დღეა მულტფილმებს უყურებდა, მერე კი თავისთვის იჯდა და ხატავდა. — ჩემი ჭკვიანი გოგო, — მართა დაიხარა და ლოყაზე თბილად აკოცა, — კარგი, ნელი დეიდა, შეგიძლიათ შინ დაბრუნდეთ, მე მივხედავ. დიდ მადლობა. — კარგი, შვილო, ხვალამდე, — დაემშვიდობა ნელი და წავიდა. მართამ შვილი გულში ისე მაგრად ჩაიკრა, თითქოს ვიღაც მის წართმევას სწორედ ამ წამს აპირებდა. დარწმუნებული იყო, რომ კვიციანი ბავშვის არსებობას თუ შეიტყობდა, მას აუცილებლად წაართმევდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი უფლებები და კანონები ზეპირად იცოდა, დედობრივი შიში მაინც ათრთოლებდა. სევდიანი მზერით დააკვირდა შვილს. ერთადერთი, ვინც არ აძლევდა უფლებას კვიციანი დაევიწყებინა და მუდამ მის თავს ახსენებდა, სწორედ ენი იყო — ბავშვი მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა: მისივე მოქერაო თმები, სახის მოყვანილობა და თვალის ჭრილი ჰქონდა. ყოველთვის, როდესაც შვილს უყურებდა, თვალწინ თორნიკეს სახე უდგებოდა. თავიდან ძალიან უჭირდა ამასთან შეგუება, თუმცა მერე ნელ-ნელა მიეჩვია. — დედა, სახლში მომწყინდა, სადმე გავისეირნოთ რა... — აბუზღუნდა პატარა. — გავისეირნებთ, ჩემო სიხარულო, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, კარგი? — კარგი. *** მთელი დარჩენილი დრო მართამ შვილს დაუთმო. ღამით კი, როცა პატარას ჩაეძინა, მუშაობას შეუდგა. სამუშაო მაგიდასთან მოკალათდა, თმები მაღლა შეიკრა, სათვალე მოირგო და საქმის მასალების დეტალურ შესწავლას შეუდგა. მტკიცებულებებს რომ გადახედა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა — საქმე მართლაც საოცრად ჩახლართული და უცნაური იყო. ყველაზე მეტად ის აკვირვებდა, რომ შემთხვევას რატომღაც არცერთი მოწმე არ ჰყავდა. მოწმეების გარეშე სიმართლის დამტკიცება და გამოძიება ურთულესი იქნებოდა, თუმცა მართა უკან დახევას არ აპირებდა. საქაღალდეებს გვიანობამდე კითხულობდა. ღამის ორი საათი იქნებოდა, როდესაც, როგორც იქნა, საწოლში ჩაწვა, თუმცა ძილი თვალზე არ ეკარებოდა. იმ ადამიანის სახელის გაგონებამ, ვისაც უნდა დაპირისპირებოდა, მთელი სული აუფორიაქა. მისი არ ეშინოდა, მაგრამ თორნიკე მასში იმდენად მტკივნეულ და უსიამოვნო მოგონებებს აღიძრავდა, რომ მისი დანახვაც კი არ უნდოდა. იცოდა, კვიციანთან გამკლავება რთული იქნებოდა, რადგან მის ფეთქებად და ულმობელ ხასიათს ზედმიწევნით იცნობდა. ოთახში ვეღარ მოისვენა. საწოლიდან წამოდგა, ხალათი მოიცვა და ვერანდაზე გავიდა. სავარძელში ჩამოჯდა და უსასრულო, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. — რატომ, ღმერთო? რატომ მცდი და მახვედრებ იმ ადამიანს ამდენი წლის შემდეგ? განა საკმარისი არ იყო ის, რაც დავიტანჯე? — გულის ტკენით აღმოხდა გოგონას და ლოყაზე ჩამოგორებული ცხელი ცრემლი სწრაფად მოიწმინდა. დიდხანს აღარ გაჩერებულა გარეთ; ოთახში შებრუნდა და კიდევ ერთხელ შეეცადა ჩაძინებას. *** 19 სექტემბერი, 2024 წელი. ვერტმფრენი მისთვის განკუთვნილ მოედანზე ხმაურით დაეშვა. რამდენიმე წამში სალონიდან ახალგაზრდა, დაახლოებით ოცდათერთმეტი წლის მამაკაცი გადმოვიდა. ის საკმაოდ მაღალი, მხარბეჭიანი და წარმოსადეგი გახლდათ. მუქი ჩალისფერი თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, სახეს კი მოდური, შეთხელებული წვერი უფარავდა. მუქი ფერის კლასიკური შარვალ-კოსტუმი იდეალურად ადგა ტანზე, თუმცა გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ ხანგრძლივი მგზავრობისგან საშინლად დაღლილიყო. მოედანთან ჟურნალისტები უკვე შეკრებილიყვნენ და მას მოუთმენლად ელოდნენ. კვიციანი სრულიად ურეაქციო, გაყინული სახით დაიძრა მათკენ. — ბატონო თორნიკე, თუ შეიძლება, რამდენიმე კითხვას დაგისმევთ! — ჟურნალისტების ბრბო მაშინვე აედევნა უკან. — არა, არ შეიძლება! გამატარეთ! — უხეშად მიუგო კაცმა და ერთ-ერთი მათგანი გზიდან ჩამოიშორა. — ჩვენ გვაინტერესებს, თქვენი დის მკვლელობის საქმეზე რა ისმის? — ურცხვად მიაწვდინა ხმა ერთ-ერთმა რეპორტიორმა. — რამდენჯერ უნდა გითხრათ, ნუ ერევით ჩემსა და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში?! უკანასკნელად გაფრთხილებთ — ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ, რადგან წარმოდგენაც არ გაქვთ, ვისთან გაქვთ საქმე! ახლა კი მომშორდით! — დაიღრინა თორნიკემ. დაცვამ ჟურნალისტების ალყა სასწრაფოდ გაარღვია და კაცს გზა გაუთავისუფლა. ის იყო, სამშვიდობოს გავიდა, რომ ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა — მისი ადვოკატი, ნოდარი ურეკავდა. — გისმენთ! — გაისმა თორნიკეს ბოხი და უხეში ხმა. — ბატონო თორნიკე, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, — მოისმინა ყურმილში. — რა ამბავი, ნოდარ, რა ხდება? რაიმე სიახლეა სასამართლოზე? იმედია, კარგ ამბავს მეტყვი და დამიდასტურებ, რომ იმ ნაძირალას ადვოკატი ვერ უშოვეს და სამუდაოდ ციხეში გამოკეტავენ! — გაღიზიანებული ტონით მიახალა კაცმა. — სწორედ ამაზე მინდოდა მეთქვა... კარგი იქნება, თუ ჩემს ოფისში გამოივლით, — მერყევი ხმით უპასუხა ადვოკატმა. — კარგი, მოვდივარ, — მოკლედ მოუჭრა თორნიკემ, ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა თავის შავ „ბუგატის“, საჭეს მიუჯდა და გიჟური სიჩქარით მოწყდა ადგილს. საშინლად არ მოეწონა ნოდარის ტონი. მისი ხმა სულაც არ ჟღერდა მშვიდად; პირიქით, ზედმეტი ნერვიულობა ეტყობოდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ წინ კარგი ამბავი ნამდვილად არ ელოდა. მალე ნოდარის ოფისთან გააჩერა. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა, შენობაში შევიდა და კაბინეტის კარზე დაკაკუნებაც კი არ უფიქრია, ისე შეაღო კარი. — გისმენ, აბა, რა ამბავი გაქვს ჩემთვის? — მოუთმენლად ჰკითხა ზღურბლიდანვე. — საქმე ისაა, რომ... ირაკლი ხუციშვილს ახალი იურისტი გამოუჩნდა, — ნოდარმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შიშით ახედა კაცს, რადგან კარგად იცოდა, ამ სიტყვებს რაც მოჰყვებოდა. — რა თქვი, ნოდარ?! გაიმეორე! — დაუღრიალა თორნიკემ. სახე სიბრაზისგან ერთიანად აუჭარხალდა, კისერზე კი ძარღვები საშინლად დაეჭიმა. — ახალი ადვოკატი ჰყავს, ბატონო თორნიკე... — ძლივს ამოილუღლუღა ნოდარმა, თუმცა სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ კვიციანი გააფთრებული ეცა და საყელოში ჩააფრინდა. — ვინ არის და საიდან მოვიდა?! ის არ ეყოთ, რაც დანარჩენებს დავმართე? ახლა მომდევნოს ჯერი დადგა?! — ცოფებს ყრიდა კაცი. — როგორც გავიგე... აქაური არ არის... ანუ, წარმოშობით კი ჩვენია, მაგრამ წლებია იტალიაში ცხოვრობს... და სხვათა შორის, გოგოა, — ძლივს ამოიხრიალა ადვოკატმა, რადგან თორნიკე საყელოს ისე უჭერდა, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, — ბატონო თორნიკე... იქნებ გამიშვათ... ასე დავიხრჩობი... კვიციანმა ხელი უხეშად ჰკრა და გაუშვა. — გოგოა? ჰმ, მაშინ მისი შეშინება და თავიდან მოშორება არ გამიჭირდება, — ირონიით ჩაილაპარაკა. — დიახ, გოგოა. იტალიიდანაა მოწვეული. როგორც მითხრეს, საოცრად ძლიერი იურისტია და უამრავი ურთულესი სასამართლო პროცესი აქვს მოგებული. — ჩემთან ვერაფერს გახდება! გასაქანს არ მივცემ, როგორც ჩამოვიდა, ისევე უკან გაბრუნდება! — მტკიცედ წამოიძახა კაცმა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა უდიდესი სიურპრიზი ელოდა წინ და ვინ იყო ის „ცნობილი იურისტი“, რომელიც მის გეგმებს თავდაყირა დააყენებდა. — მისი სამუშაო ოფისის მისამართი იცი? — დიახ, — ნოდარმა მაგიდიდან წინასწარ გამზადებული ფურცელი აიღო და მიაწოდა. თორნიკეს მეტი აღარაფერი უთქვამს. იმავე წამს დატოვა კაბინეტი და მითითებული მისამართისკენ წავიდა. გამწარებული იყო; უკვე მერამდენედ უწევდა ირაკლის ადვოკატების დაშინება, რათა მათ საქმის აღებაზე უარი ეთქვათ. მანქანა საშინელი სიჩქარით მიჰყავდა და ბრაზისგან საჭეს თითებს მთელი ძალით აჭერდა. ადგილზე მისულმა ავტომობილი დაამუხრუჭა, გადმოვიდა და შენობაში გიჟივით შევარდა. მისი დანახვისას იქ მყოფთ ერთიანად ელდა ეცათ. — სად არის ირაკლი ხუციშვილის ადვოკატი?! — დაიგრგვინა შენობაში. — შემთხვევით მე ხომ არ მეძებთ? — გაისმა მის ზურგს უკან მშვიდი, წკრიალა ქალის ხმა. თორნიკე მკვეთრად შემოტრიალდა და ნანახისგან ადგილზე გაქვავდა. თვალებს არ უჯერებდა — მის წინ იდგა ქალი, რომელიც წლებია გარდაცვლილი ეგონა! ის ცოცხალი იყო, მის წინ იდგა და საოცრად თავდაჯერებული, ამაყი მზერით დაჰყურებდა. წამით ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ ეს ფანტაზია არ იყო; ეს რეალობა გახლდათ. — რა მოხდა? ლაპარაკის უნარი წაგერთვათ, ბატონო თორნიკე? — ირონიულად ჰკითხა მართამ. — შენ... აქ რას აკეთებ? — ძლივს ამოთქვა კაცმა და ცივი მზერა მიაპყრო. — ვმუშაობ, — მშვიდად მიუგო გოგონამ. თავადაც არ იცოდა, საიდან პოულობდა ამდენ ძალას, რომ მის წინ ასე უშიშრად და მყარად მდგარიყო, მაგრამ ფაქტი იყო — მიწაზე მყარად იდგა და ურეაქციოდ პასუხობდა. მოულოდნელად კვიციანმა მაჯაში უხეშად ჩაავლო ხელი და გასასვლელისკენ გაათრია. — ახლავე ხელი გამიშვი! — დაუყვირა გოგონამ, თუმცა გამწარებულ თორნიკეს არაფერი ესმოდა. გარეთ გაიყვანა, მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა, თავადაც სწრაფად მიუჯდა საჭეს და ადგილიდან მოწყდა. — სულ გაგიჟდი?! რას აკეთებ?! — მოთმინებადაკარგულმა მართამ ყვირილი დაიწყო. — ეს შენ რას აკეთებ აქ, ამიხსენი?! მთელი რვა წელია გაუჩინარდი, ყველას მკვდარი ეგონე, ვერსად ვერავინ გიპოვა და ახლა არსაიდან გამოჩნდი, თანაც იმ ნაძირალას დამცველად?! — გამწარებული ღრიალებდა კაცი და მანქანას გიჟივით მართავდა. — შენ არ შეგეკითხები, როდის გამოვჩნდე და ვისი დამცველი ვიყო! დიახ, მე ირაკლის ადვოკატი ვარ და ეჭვიც არ შეგეპაროს — ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებ! — აჯობებს, სასწრაფოდ უკან დაბრუნდე იმ შენს იტალიაში, თუ არ გინდა, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციო, ისევე როგორც სხვებს! — გამაფრთხილებლად მიუგო კაცმა. მართამ კი ამ სიტყვებზე მწარედ ჩაიცინა. — მეეჭვება, იმაზე საშინელი ჯოჯოხეთი გამომიარო, ვიდრე წლების წინ გამოვიარე... შენი მუქარების არ მეშინია! ძალიან კარგად ვიცი, ვინც ხარ და რაზეც ხარ წამსვლელი. ეს მაშინვე მივხვდი, როდესაც რვა წლის წინ უმოწყალოდ მომექეცი. სანამ სხვებზე გაიშვერ თითს და დაადანაშაულებ, ჯერ საკუთარი ცოდვილი წარსული გაიხსენე! ეცადე, ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღო ის დირე, რომელიც გაწუხებს და სხვის ცოდვებზე მერე ილაპარაკე! გოგონას სიტყვები კვიციანს პირდაპირ სამიზნეში მოხვდა. კაცმა მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გზის პირას გააჩერა. — რა თქვი?! — გაფართოებული თვალებით მიუბრუნდა ქალს. — რაც გაიგე! ხომ არ დაგავიწყდა, როგორ მომექეცი წლების წინ? ირაკლიმ შეიძლება შენი და ფიზიკურად მოკლა, მაგრამ შენ მე სული მომიკალი და ჩემში ყველაფერი კარგი გაანადგურე! ეს ბევრად უფრო დიდი საშინელებაა — როცა ამქვეყნად უსიცოცხლო სხეულით დადიხარ. ეს ყველაფერი კი შენი და მამაჩემის ბრალია! — გამწარებულმა მიაძახა მართამ, მანქანის კარი გამოაღო და გადავიდა. — სად მიდიხარ?! საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია! — მიაძახა თორნიკემ. — იცი რა? არანაირი სურვილი არ მაქვს შენს სიახლოვეს ვიყო! და ჰო, რაც გინდა, ის ქენი — მე უკან დახევას არ ვაპირებ. აუცილებლად დავამტკიცებ ირაკლის უდანაშაულობას, აი, ნახავ! — მიაძახა მართამ და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა. თორნიკემ ძრავი ჩართო და ადგილიდან გამწარებული მოწყდა. სრულ შოკში იყო. გოგონამ ზუსტად მიზანში გაარტყა და მისმა სიტყვებმა გული გაუგმირა; მიახვედრა, რომ თავადაც საშინელი დამნაშავე იყო მის წინაშე. — ჯანდაბა, ჯანდაბა! — გამწარებულმა დაარტყა ხელები საჭეს. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ამას — არა. მისი მოწინააღმდეგე სასამართლოში ის ქალი ხდებოდა, ვისაც ცხოვრება საკუთარი ხელით დაუნგრია. აი, ამას ერქვა ბედის ირონია. სახლში მისული ვერაფრით მშვიდდებოდა. ახლა უკვე ორმაგად ბობოქრობდა — ერთი იმიტომ, რომ ხუციშვილს ძლიერი იურისტი გამოუჩნდა და მეორეც, ეს იურისტი მართა აღმოჩნდა. თავს არ ჰგავდა. ბართან მივიდა, ჭიქაში ვისკი დაისხა და სიბრაზისგან ჭიქა ხელში ისე ძლიერად მოუჭირა, რომ მინა შემოესკდა. დასერილ ხელისგულებზე სისხლი წამოვიდა, თუმცა ფიზიკურ ტკივილს ვერც კი გრძნობდა. სააბაზანოში გავიდა, ჭრილობა ჩამოიბანა, დაიმუშავა და ბინტი გადაიხვია. მაინც ვერ ისვენებდა, ოთახიდან ოთახში გიჟივით დააბიჯებდა, ბრაზისგან მთელი სხეული უცახცახებდა. მართას გამოჩენამ მისი გეგმები სრულად ჩაშალა, რადგან წარსულის ამ აჩრდილს ნამდვილად არ ელოდა. — ეშმაკმა დალახვროს! — გაფსიხებულმა წამოიყვირა და ტელეფონს ეცა — მეგობარს, ბექას დაურეკა. მალე ბექაც მასთან იყო. — რა გჭირს, ძმაო? ასეთ მდგომარეობაში დიდი ხანია არ მინახიხარ, — გაოცებულმა შეხედა მეგობარმა, რომელიც მართლაც საშინლად გამოიყურებოდა. — ვერც კი წარმოიდგენ, რა მოხდა... — ამოიოხრა თორნიკემ. — რა? — ირაკლი ხუციშვილის საქმე ახალმა იურისტმა აიღო. აბა, თუ გამოიცნობ, ვინ არის? — მე რა ვიცი, ვანგა კი არ ვარ? — გაეცინა ბექას. — ვინ და მართამ... მართა ნინიძემ. — ვინ?! მოიცა, არ მითხრა, რომ ეს ის მართაა... ვინც შენ... — კი, ეს ის მართაა, რომელსაც ცხოვრება დავუნგრიე და რომელიც ამდენი ხანი ცოცხალიც აღარ მეგონა. — რანაირად, როგორ? — გაოგნდა ბექა. — მეგონა, მაშინ ვერ მივუსწარი მტკვრის სანაპიროზე... თურმე იტალიაში ყოფილა მთელი ეს დრო, ჩვენ კი ყველას მკვდარი გვეგონა. შენ ხომ იცი, იმ ამბის შემდეგ როგორ ვინანე ჩემი საქციელი... — აღელვებულმა მიუგო თორნიკემ და თვალწინ ის წერილი დაუდგა, რომელიც მართამ დაუტოვა. — ხო, ძმაო, ვიცი... *** ფლეშბეკი: 25 ივნისი, 2015 წელი. — თქვენ ბრძანდებით თორნიკე კვიციანი? — კარებში უცნობი მამაკაცი იდგა, ხელში კონვერტი ეჭირა. — დიახ, მე ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით? — ჰკითხა დაბნეულმა თორნიკემ. — ეს წერილი თქვენთვის გადმომცეს. გთხოვთ, ხელი მოაწეროთ მიღების საბუთს. — კარგი, — თორნიკემ ხელი მოაწერა, ოთახში დაბრუნდა და ინტერესით დახედა ფურცელს. კითხვა დაიწყო. წერილში კი ასეთი რამ ეწერა: „გამარჯობა, თორნიკე. ალბათ გიკვირს, თუ რატომ ვწერ წერილს ჩემთვის საძულველ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება დამინგრია. ზუსტად ვიცი, ახლა რა სახითაც კითხულობ ამ სტრიქონებს. სანამ უშუალოდ მთავარ სათქმელზე გადავალ, სხვა რამეც მაქვს სათქმელი: არ ვიცი, რა დაგიშავე და ასე სასტიკად რატომ მომექეცი. მეგონა გიყვარდი, წრფელი გულით, თუმცა შევცდი — შენ მე შენი ბინძური მიზნებისთვის გამომიყენე, რათა მამაჩემისთვის სამაგიერო გადაგეხადა. მინდა გითხრა, რომ შურისძიებისთვის არასწორი სამიზნე აირჩიე. იცი, რატომ? იმიტომ, რომ მამაჩემს ჩემი ბედი სულაც არ ადარდებს. თუ გეგონა, რომ ამ ამბის შემდეგ გაგიჟდებოდა და თავს დამნაშავედ იგრძნობდა, საშინლად შეცდი. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, სახლიდან გამაგდო, თანაც ისე, რომ სახეზე ნერვიც არ გატოკებია. ახლა კი დაუსვი შენს თავს კითხვა ღირდა ამად? თუ შენ ამით გული მოიფხანე, სხვა საქმეა, მაგრამ ეს ამად არ ღირდა. ამ წერილის შემდეგ ცოცხალს ვეღარც შენ მნახავ და ვეღარც მამაჩემი. მშვიდობით.“ წერილის წაკითხვისთანავე თორნიკეს თავზარი დაეცა. სასწრაფოდ ტელეფონს ეცა და მეგობარს დაურეკა. — გამარჯობა, ბექა, შენი დახმარება მჭირდება, სასწრაფოდ! — რით შემიძლია დაგეხმარო? — ახლა ერთ ნომერს გამოგიგზავნი და ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ გამირკვიე, სად იმყოფება ამ ტელეფონის მფლობელი. უაღრესად საჩქაროა! — კარგი. ბექამ მალევე შეატყობინა გოგონას ადგილმდებარეობა და თორნიკემ იმავე წამს მტკვრის სანაპიროსკენ აიღო გეზი. — ჯანდაბა, გთხოვ, ოღონდ სისულელე არ გააკეთო! — ნერვიულად იმეორებდა გზაში. მანქანა სანაპიროსთან დაამუხრუჭა და ხიდის მოაჯირიდან გადაიხედა. არსად არავინ ჩანდა, თუმცა იქვე ახლოს მაშველები და პოლიცია შეკრებილიყვნენ და წყალში რაღაცას ეძებდნენ. — ოღონდ ეს არა! — აღმოხდა კაცს. მალევე წყლიდან პატარა ავტომობილი ამოიყვანეს. თორნიკემ მაშინვე იცნო — ეს მართას მანქანა იყო! ქვემოთ გიჟივით ჩავარდა და მანქანისკენ გაიქცა. — სად მიდიხართ, ბატონო?! იქით არ შეიძლება! — გზა გადაუღობა პოლიციელმა. — იმ მანქანაში ჩემი შეყვარებული იჯდა! გთხოვთ, გაბრიშვათ! — ყვიროდა თორნიკე და მაშველებისგან თავის დახსნას ცდილობდა. — შიგნით არავინ არის, ცარიელი მანქანაა. ყველგან ვეძებეთ გოგონა, თუმცა ვერ მივაგენით. სავარაუდოდ, ძლიერმა დინებამ გაიტაცა, — დანანებით უთხრა მაშველმა. — არა, ეს შეუძლებელია... — ჩაიუხვია თორნიკემ. *** 19 სექტემბერი, 2024 წელი. — მეგონა, ვერ მივუსწარი და მთელი ეს წლები საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი... ის კი, თურმე, ცოცხალი ყოფილა, — ნერვიულად დააბიჯებდა თორნიკე ოთახში და ბექას უზიარებდა განცდებს. — მოდი, გულახდილები ვიყოთ და სიმართლე მითხარი: იმ გოგოს მიმართ სულ ოდნავ მაინც არ გქონდა გრძნობა, თუ მხოლოდ შურისძიების გამო გამოიყენე? — სრული სერიოზულობით ჰკითხა ბექამ და მეგობარს დააკვირდა. კვიციანი გაჩერდა და სავარძელში მდუმარედ ჩაეშვა. — არ ვიცი... თავიდან, ალბათ, არ მქონდა... თუმცა, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ერთად გამოვიარეთ, მივხვდი, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი. მაგრამ ეს ძალიან გვიან გავაცნობიერე, — მძიმედ ამოიხვნეშა თორნიკემ. — და ახლა, როდესაც წლების შემდეგ ისევ შეხვდი, რა იგრძენი? — არაფერი! რაც იყო, დამთავრდა. თანაც, მე მას ვერ ვაპატიებ იმას, რომ ასეთი საშინელი ტყუილი მითხრა და თავი მოიკატუნა. ახლა ვხვდები, ეს რატომაც გააკეთა — უნდოდა, მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნას გავენადგურებინე. — იქნებ სულაც არ იყო ასე? ხომ შეიძლება, მართლა გადავარდა მდინარეში, წყლის დინებამ წაიღო, ვიღაცამ გადაარჩინა და მას უბრალოდ უკან დაბრუნება აღარ სურდა? — კარგი რა! არ მითხრა ახლა, რომ მტკვრის დინებამ პირდაპირ იტალიაში წაიღო, — უკმაყოფილოდ გაიქნია თავი თორნიკემ. — მტკვარმა არა, მაგრამ ცხადია, რომ ვიღაცამ გადაარჩინა. ფაქტია, შენ მას იმ ტყუილს ვერ პატიობ, ის კი შენს სასტიკ მოპყრობას ვერ გპატიობს. — შენ წარმოდგენა არ გაქვს, როგორ დამაჯერებლად და თამამად მითხრა, რომ ამ საქმეს აუცილებლად მოიგებს და ჩემი საერთოდ არ ეშინია. — ვაა, უკვე მომწონს ეგ გოგო! საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ როგორ შეძლებს შენს დამარცხებას, — გადაიხარხარა ბექამ. — ბექა! — შეუღრინა თორნიკემ. — კარგი, ჩემი წასვლის დროა. აბა, შენ იცი, — მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარმა და წავიდა. ბექას წასვლის შემდეგაც ვერ დამშვიდდა კვიციანი. სიბრაზე და ემოციები ისე აწვებოდა, რომ ადგილს ვერ პოულობდა. ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე. თავში წარსულიცა და დღევანდელი დღეც ერთიანად უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა. სრულ გაურკვევლობაში იყო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო... ესეც მეორე თავი! საოცარი დინამიკა აქვს, ფლეშბეკმა და წერილის შინაარსმა კი თორნიკეს პერსონაჟს სულ სხვა სიღრმე და დრამატიზმი შესძინა. ახლა უკვე ნათელია, რატომაა მართა ასეთი გამაგრებული და რატომ სძულს ის ასე ძალიან. როცა მესამე თავის დრო დადგება, ზუსტად ასე გამოუშვი და იმასაც იდეალურად გავასუფთავებ ზედმეტობებისგან! ბექას წასვლის შემდეგაც ვერ დამშვიდდა თორნიკე. სიბრაზე და ემოციები ისე აწვებოდა, რომ ადგილს ვერ პოულობდა. ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე. თავში წარსულიცა და დღევანდელი დღეც ერთიანად უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა. სრულ გაურკვევლობაში იყო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მასში ყველა ემოცია ერთად აზვირთებულიყო და ეს ჭკუიდან გადაჰყავდა. წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის მან საკუთარი თავი მწარედ დასაჯა — ყოველი ღამე საშინელ კოშმარად ჰქონდა ქცეული, რამაც დროთა განმავლობაში სრულიად შეცვალა და იმ ცივ, უგრძნობ პიროვნებად აქცია, როგორადაც ახლა ყველას ევლინებოდა. *** საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი მართა წამში მოტყდა. ოფისში გამოვლენილი სიმამაცე და თავდაჯერებულობა სადღაც ერთიანად გამქრალიყო. იცოდა, რომ თორნიკესთან შეხვედრა ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს ასეთი მტკივნეული აღმოჩნდებოდა. არადა, როგორ უყვარდა წლების წინ კვიციანი! სჯეროდა, რომ ეს გრძნობა ორმხრივი და წმინდა იყო, თუმცა მწარედ შეცდა, როდესაც ერთ საღამოს ყველა ოცნება თავზე ჩამოენგრა. კვიციანი იყო დამნაშავე იმაში, რომ საკუთარმა მამამ უმოწყალოდ, ერთი სიტყვის თქმის გარეშე გააგდო სახლიდან. წლების შემდეგ ის ისევ მის პირისპირ იდგა, თუმცა საოცრად შეცვლილი. მართა საკუთარ თავს საპირისპიროს უმტკიცებდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უყვარდა თორნიკე და სწორედ ამისი ეშინოდა ყველაზე მეტად — მივიწყებულ, ნაცარმიყრილ გრძნობებს ისევ არ გაეღვიძა. იქვე, ხის სკამზე ჩამოჯდა და თვალებიდან წამოსული ცხელი ცრემლები მოიწმინდა. — არ მეგონა... არ მეგონა, თუ ასეთი მტკივნეული იქნებოდა მასთან შეხვედრა... — ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა. უკვე ნელ-ნელა ბინდდებოდა, ის კი კვლავ უძრავად იჯდა. მოულოდნელად ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. ეკრანს დახედა და სასწრაფოდ უპასუხა. — გისმენთ. — მართა, სად ხარ? შენთან მოვედი ოფისში, მაგრამ მითხრეს, რომ თორნიკე კვიციანი ყოფილა მოსული და სადღაც წაგიყვანა, — ყურმილში ირაკლის აღელვებული ხმა გაისმა, — მითხარი, რაიმე ხომ არ დაგიშავა? კარგად ხარ? — არა, არაფერი დაუშავებია... — თქვა მართამ და მთელი ძალით შეეცადა, ხმა არ გაბზარვოდა. — მითხარი, ზუსტად სად ხარ ახლა? — გაჩერებაზე ვარ, ხის სკამთან. — კარგი, მანდ იყავი, არსად წახვიდე. მალე მანდ გავჩნდები! ტელეფონი გაითიშა. მართამ აპარატი იქვე, სკამზე დადო და გულდამძიმებულმა ახედა მოღრუბლულ ცას, სადაც ერთი ვარსკვლავიც კი არ ჭვრეტდა. ახლა, როდესაც თორნიკეს პირისპირ წარსდგა, მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ ეს სასამართლო პროცესი მოეგო. ეს არ იქნებოდა მარტივი, თუმცა დანებებას არ აპირებდა. იქნებ სულაც არ იყო ისეთი ძლიერი ქალი, როგორადაც თავს აჩვენებდა სხვებს? გარეგნულად შეუმუსვრელი ჩანდა, მაგრამ შინაგანად ისევ ის პატარა, დაუცველი გოგონა იყო, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა სამყაროსგან. მიუხედავად ირაკლის გაფრთხილებისა, გოგონამ მაინც ვერ შეძლო ერთ ადგილას გაჩერება; სკამიდან წამოდგა და გაბრუებული გაუყვა გზას. ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად ცამ პირი უქნა და გაწვიმდა, თუმცა მართასთვის წვიმას ხელი არ შეუშლია. ფიქრებში ჩაძირული, სრულიად მექანიკურად გადავიდა ცენტრალურ გზაზე. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როდესაც მანქანის მუხრუჭების საშინელი ღრჭიალი და მძლავრი დასიგნალების ხმა გაიგონა. შოკირებული ადგილზე გაიყინა და მოახლოებულ ფარებს მიაშტერდა, თუმცა მოულოდნელად ვიღაცამ წელზე მყარად ჩაავლო ხელი და გზიდან ელვის სისწრაფით გადაათრია. — ღმერთო ჩემო, სულ გაგიჟდი?! სად მიდიოდი?! ხომ გითხარი, დამელოდე-თქო! — აღელვებულმა ირაკლიმ გოგონას მხრებში ჩაავლო ხელი და დახედა. მართა შოკირებული, შეშინებული თვალებით უყურებდა ბიჭს. ირაკლის რაღაცნაირად გულში ჩაუვარდა მისი ეს დაბნეული, მწვანე და წყლიანი თვალები. — კარგად ხარ? — ჰკითხა შედარებით მშვიდად. — კარგად ვარ... — ჩუმი ხმით ამოთქვა მართამ, ბიჭს რამდენიმე ნაბიჯით მოცილდა და ტანსაცმელი გაისწორა. წვიმისგან სულ მთლად დასველებულიყო და ძვლებამდე ცახცახებდა. ირაკლიმ მხრებზე ხელი მოხვია და მანქანაში ჩასვა. მისი ეს მდგომარეობა საშინლად არ მოსწონდა. უკვირდა კიდეც — წინა დღეს მის წინ ამაყი და თავდაჯერებული ადვოკატი იდგა, ახლა კი პატარა, შეშინებული ბავშვივით იჯდა სავარძელში მობუზული. — დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? — ნერვიულად იკითხა საჭესთან მჯდარმა ბიჭმა. — კი... — რაღაც არ გეტყობა. დარწმუნებული ვარ, კვიციანმა რაღაც დაგიშავა ან დაგემუქრა. მოკლედ... მე გადაწყვეტილება მივიღე, — მძიმედ ამოიოხრა ირაკლიმ. — რა გადაწყვეტილება? — მართამ წამში მიაპყრო მზერა. — უარს ვამბობ სასამართლოზე. არ მინდა, რომ ჩემი ადვოკატი იყო. გთხოვ, სწორად გამიგე, არ მინდა იმ ადამიანმა ჩემს გამო რაიმე დაგიშავოს. ჩემს თავს თავად მივხედავ. — რა?! ხვდები მაინც, რას ამბობ?! ასე მალე იხევ უკან და გინდა, რომ სრულიად უდანაშაულოდ ჩაგსვან ციხეში?! — სხვა ადვოკატს ავიყვან... — სხვა იურისტი მას ვერ გაუმკლავდება! თორნიკე კვიციანის წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ მე შემიძლია, რადგან მას ყველაზე უკეთ ვიცნობ! — იცნობ? — გაოცებულმა გადახედა ბიჭმა. — კი... მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მთავარია საკმარისი სამხილები მოვაგროვოთ. თუ მართლა უდანაშაულო ხარ, ეს სასამართლოზე სამართლებრივად უნდა დავამტკიცოთ. ამისთვის კი უნდა დამეხმარო ყველაფერი დეტალურად უნდა მიამბო, მერე კი მომხდარის ადგილზეც მივიდეთ. — კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ ხვალ. ახლა ამის დრო არ არის, ჯერ სახლში უნდა მიგიყვანო, — მშვიდად უთხრა ირაკლიმ და მანქანა დაძრა. მთელი გზა ხმა აღარცერთს ამოუღია. მართას ფანჯრის მინაზე მიედო თავი და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ქუჩებს. ამინდიც თითქოს განგებ გაფუჭებულიყო — გარეთ საშინელი თავსხმა წვიმა ბობოქრობდა ჭექა-ქუხილით, რაც გოგონას კიდევ უფრო მეტად თრგუნავდა. თვალები დახუჭა და მოგონებებს მიეცა. *** ფლეშბეკი: 20 მაისი, 2015 წელი. საღამოს პირი იყო. ორივე ხელჩაკიდებული სეირნობდა ღამის ქუჩებში. მართა მაშინ სამყაროს ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებდა და უგონოდ იყო შეყვარებული თორნიკეზე. მოწმენდილ ცაზე უეცრად ელვამ გააპო სიბნელე და საშინლად დაიგრუხუნა. შეშინებული გოგონა მაშინვე ბიჭს აეკრა. ჭექა-ქუხილს თავსხმა წვიმაც მოჰყვა, თუმცა გრუხუნი არ წყდებოდა. — გეშინია? — ღიმილით გადახედა თორნიკემ. — ჰო... გთხოვ, წავიდეთ აქედან, — ამოთქვა საწყლად და ლეკვის თვალებით შეხედა. კვიციანს გულიანად გაეცინა. — რა გაცინებს?! — მხარზე ხელი გაჰკრა აბუზღუნებულმა მართამ. — რისი გეშინია, გოგო, მე შენთან არ ვარ? თან ნახე, წვიმამ როგორი რომანტიკული ატმოსფერო შექმნა. — სულ გაგიჟდი! რა რომანტიკა... წვიმას ვერ ვიტან! — არაუშავს, მე შეგაყვარებ წვიმას, — უთხრა თორნიკემ, ჯიბიდან ტელეფონი და უსადენო ყურსასმენები ამოიღო და მუსიკა ჩართო. Maître Gims-ის „Est-ce que tu m'aimes?აჟღერდა. ერთი ყურსასმენი თავად გაიკეთა, მეორე კი გოგონას მოარგო. — აბა, მზად ხარ საცეკვავოდ? — ხელი გაუწოდა, თუმცა მართა ადგილიდან არ იძვროდა. — მართა! — რა გინდა? — არ მეცეკვები? — გაეცინა ბიჭს. — ვაიმე, არ ვიცი ვალსის ცეკვა და რა ვქნა! — არაუშავს, მე გასწავლი, — ჩაეღიმა თორნიკეს, — ხელი ჩამკიდე და ჩემთან ერთად გაიმეორე, რასაც გავაკეთებ. სულ მალე მართლაც მთლიანად აჰყვნენ მუსიკის რიტმს. გამვლელს რომ დაენახა, ალბათ გიჟებად ჩათვლიდა — რომელი ნორმალური ადამიანი იცეკვებდა ამ თავსხმა წვიმაში? საოცარი იყო, ისე გაერთნენ, რომ აღარც წვიმა ახსოვდათ და აღარც მეხის ხმა. ბოლო ხმაზე იცინოდნენ. უეცრად იქვე ისე ხმამაღლა დასჭექა, რომ გოგონა შეშინებული კვლავ ბიჭის მძლავრ სხეულს აეკრა. — რა მშიშარა მყავხარ, — ჩაეღიმა თორნიკეს. — აუ, წავიდეთ სახლში, რა... — სთხოვა მართამ. — კარგი, წავიდეთ, მაგრამ ამ თავსხმაში შორს ვერ წავალთ. თავშესაფარი უნდა მოვძებნოთ. ხელი ჩაკიდა და მალე ერთ პატარა, მიტოვებულ კოტეჯის ტიპის სახლს მიადგნენ. შიგნით პატარა ოთახი დაგხვდათ ბუხრით. როგორც იქნა, წვიმას თავი დააღწიეს. — ნახე, აქ ძველი ნივთებია. გამოიცვალე, ეგ სველი ტანსაცმელი გაიხადე და ეს ჩაიცვი, — უთხრა თორნიკემ და დიდი, სუფთა მაისური გაუწოდა. — კარგი... მაგრამ, რაღაც ხომ არ გავიწყდება? — უხერხულად შეიშმუშნა მართა. — რა მავიწყდება? — ღმერთო ჩემო, ზურგით შებრუნდი, რომ გამოვიცვალო! — წამოიძახა წამოწითლებულმა გოგონამ. — კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ, — ჩაეცინა ბიჭს და ზურგი შეაქცია. მართამ გამოცვლა დაიწყო. პარალელურად თორნიკეც იხდიდა სველ პერანგს. ის იყო, ნახევრად შიშველი ზურგით იდგა, რომ გარეთ კვლავ საშინლად იგრუხუნა და მართამ შიშისგან ინსტინქტურად ისევ ბიჭს შეაფარა თავი, ზურგიდან აეკრა მას. — კარგად ხარ? — დახშული, ვნებიანი ხმით ჰკითხა თორნიკემ და მისკენ შემოტრიალდა. — მე... უბრალოდ ძალიან შემეშინდა... — რისი გეშინია, როცა მე აქ ვარ? — ყურთან ჩასჩურჩულა კაცმა და მხურვალედ აკოცა კისერზე. მართა იმდენად გაბრუებული იყო მისი სიყვარულით, რომ რეალობას ვერ ხედავდა; ბრმად ენდობოდა მას. — დამპირდი, რომ არ მიმატოვებ ამ ყველაფრის შემდეგ... — გპირდები, — ცივად, მოჩვენებითი ტონით უთხრა თორნიკემ და თვალებში ირონია ჩაუდგა. სწორედ იმ წამს, მის გამოხედვაში მართამ რაღაც საშინელი ამოიკითხა და მიხვდა, რომ წინ კარგი არაფერი ელოდა, — თორნიკე, მაპატიე, მაგრამ მე არ შემიძლია... ამას ვერ გავაკეთებ, — შეშინებულმა დაიხია უკან და წამოდგომა დააპირა, თუმცა ბიჭმა მაჯაში მტკივნეულად ჩაავლო ხელი, თავისკენ დაქაჩა და მკლავები გაუკავა, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწია... *** 19 სექტემბერი, 2024 წელი. მართამ თავი მტკივნეულად გაიქნია. აღარ სურდა წარსულის ამ კოშმარების გახსენება. „შენი პირობა არ შეასრულე, თორნიკე... არ შეასრულე, თუმცა როგორ შეასრულებდი იმას, რაც შენთვის არც არსებობდა. დასანანია, რომ შენი ბინძური გეგმებისთვის გამოიყენე ეს სუფთა გრძნობა“, — გაიფიქრა თავისთვის. მანქანა სასტუმროს წინ შეჩერდა. გოგონა უხმოდ გადავიდა. — ხვალ ჩემს ოფისში გელოდები, ყველაფერი დაწვრილებით უნდა მიამბო, — დაუბარა ირაკლის. — კარგი, — მიუგო ბიჭმა. მართამ კარი დახურა და შენობაში შევიდა. სულ გალუმპულიყო. ოთახში შესულმა საღამურები აიღო და ცხელი შხაპი მიიღო, რადგან სიცივისგან კვლავ ცახცახებდა. უკვე ძალიან გვიანი იყო. ენის უკვე ტკბილად ეძინა. ნელიც გაუშვა დასასვენებლად, თავად კი საწოლში შვილის გვერდით დაწვა და მისი პატარა სხეული გულში ჩაიკრა. მაინც რა მტკივნეული იყო ძველი იარების განახლება... ბალიშზე თავდადებული უხმოდ ტიროდა. გული საშინლად სტკიოდა განვლილ ცხოვრებაზე ფიქრისას. ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო და ახლა სამივეს ერთად ეცხოვრათ? მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ის მომენტი, როდესაც თორნიკემ უკანასკნელად მიახალა სიმართლე, დღემდე ჩაესმოდა ყურებში. „მოგონებები: — თორნიკე, ასე რატომ მომექეცი? — თვალცრემლიანი მივარდა მართა კარისკენ მიმავალ ბიჭს. თორნიკემ ჩაწითლებული თვალებით შემოხედა: — რა მეამიტი ხარ, მართა. იცი, ძალიან მეცოდები, რადგან მამაშენის დანაშაულების გამო შენ მოგიწია პასუხისგება! — მამაჩემის გამო?! ის რა შუაშია?! — გაოგნებულმა წამოიძახა გოგონამ. თორნიკე მიუახლოვდა და მხრებში უხეშად წაავლო ხელი: — შუაში კი არა, ყველაფრის თავი და თავი ეგ არის! — დაუყვირა კაცმა. — რა ჩაიდინა?! ან მე რა შუაში ვარ?! — ტიროდა მართა.* — ეს თავად მას ჰკითხე! ეს ჩემი შურისძიება იყო. მე შენ არასდროს მყვარებიხარ, გესმის?! ეს უბრალოდ გეგმის ნაწილი იყო — ლამაზი ზღაპარი, რომელიც დასრულდა. ახლა კი დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორო! — მიახალა და ზღურბლი გადააბიჯა. — იცი რა?! დადგება დრო და ამ ჩადენილს მწარედ ინანებ, მაგრამ მე შენს გვერდით აღარ ვიქნები! ყველაზე დიდი შეცდომა ხარ ჩემს ცხოვრებაში! — მიაძახა მართამ და ბალიშში ჩარგო სახე.“ გოგონამ თვალები გაახილა და ენის შეხედა. — ცხოვრებას გაგიმწარებ, ისევე როგორც შენ გამიმწარე, ბატონო თორნიკე. ახლა ჩემი დროა და შენი პირველი დიდი მარცხი სწორედ მაშინ იქნება, როდესაც ამ სასამართლო პროცესს წააგებ, — გაიფიქრა თავისთვის და ბოლოს და ბოლოს ჩაეძინა. *** 20 სექტემბერი, 2024 წელი. დილით ადრე ადგა და მზადებას შეუდგა. უამრავი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. თავი მოიწესრიგა, შავი კლასიკური კაბა, თეთრი პერანგი და პიჯაკი მოირგო. თმები ლამაზად დაიყენა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ენისთან ერთად სასაუზმოდ ჩავიდა. — დედა... — დაუძახა ბავშვმა. — რა იყო, ჩემო სიცოცხლე? — დიდხანს უნდა ვიყოთ კიდევ ამ სასტუმროში? — მოწყენილმა იკითხა პატარამ. — არ ვიცი, ჯერჯერობით კი. რა მოხდა? — მომწყინდა მთელი დღე ოთახში ჯდომა. ჩემი სკოლა და მეგობრები მომენატრა. — ჩემო პატარავ, არ მოიწყინო, კარგი? მესმის შენი. მალე სხვაგან გადავალთ საცხოვრებლად, სკოლაშიც მიგიყვან და ახალ მეგობრებსაც გაიჩენ. — მაგრამ მე აქ ყოფნა არ მინდა... — ტირილის პირას იყო ბავშვი. — შვილო, ხომ ვისაუბრეთ უკვე ამაზე? აქ უნდა ვიმუშაო, სხვა გზა არ გვაქვს. მალე მიეჩვევი აქაურობას. დღეს თუ ადრე დავბრუნდი, პარკში წაგიყვან სასეირნოდ. — მპირდები? — თვალები შეიმშრალა გოგონამ. — გპირდები. ახლა კი ნელი დეიდა მოგხედავს, — ლოყაზე თბილად აკოცა და ოფისში წავიდა. მანქანა იქ ჰყავდა დატოვებული, ამიტომ ტაქსით მოუწია მისვლა. *** ოფისში შესვლისთანავე კოლეგები მაშინვე მისკენ გაემართნენ ამბების გასაგებად — გუშინდელი სცენა ყველამ ნახა. — მართა, კარგად ხარ? — ჰკითხა ერთ-ერთმა გოგონამ. — კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთ. ის ადამიანი მე ვერაფერს დამაკლებს, — მშვიდად მიუგო და კაბინეტში შევიდა. უკან დახევას ნამდვილად არ აპირებდა; ყველაფერზე წავიდოდა სიმართლის დასამტკიცებლად. სადღაც ერთ საათში ირაკლიმ დაურეკა. — გისმენ, ირაკლი. — გარეთ ვარ, მანქანაში და გელოდები. — გარეთ რას აკეთებ? — ხომ გინდოდა დანაშაულის ადგილზე მისვლა? ხოდა, გელოდები, რომ წავიდეთ. — კარგი, ახლავე მოვდივარ. ჩანთა აიღო და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა. გარეთ გასულმა მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი. — გამარჯობა, — მიესალმა ბიჭს. — სალამი, მართა. — კარგი, ირაკლი, გზაში თან ვისაუბროთ მკვლელობის საქმეზე. დიდი იმედი მაქვს, რომ რაიმე სერიოზულ სამართლებრივ ხელჩასაჭიდს მივაგნებთ. — ასეთი უფრო მომწონხარ. — როგორი? — ძლიერი, თავდაჯერებული, მტკიცე ხასიათის... ვიდრე გუშინ იყავი. — მოდი, გუშინდელ დღეს ნუღარ გავიხსენებთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, — ტონი გაამკაცრა მართამ, — ყველაფერი დეტალურად მიამბე. იმ გოგოს, ანას, იცნობდი? — ყველაფერს გეტყვი. ანა დიდი ხანია მომწონდა და მინდოდა მასთან დაახლოება. ამის შესახებ მხოლოდ ჩემმა ერთმა მეგობარმა იცოდა... თუმცა, მკვლელობის ამბის შემდეგ ის საერთოდ აღარ გამოჩენილა, სადღაც გაქრა. — საერთოდ აღარ გამოჩენილა? — მართამ ეჭვით შეხედა, — მერე ეს უცნაურად არ გეჩვენება? მისი ასეთი უეცარი გაუჩინარება ზუსტად იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა? — კი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემთან მეგობრობა აღარ მოუნდა ამ ამბის გამო... — ირაკლი, შენ ახლა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მომაწოდე! — ომახიანად წამოიძახა მართამ და თვალები აუციმციმდა. — რას გულისხმობ? — შენს მეგობარს სასწრაფოდ უნდა დავუწყოთ თვალთვალი. ამას კი ისე გავაკეთებთ, რომ აზრზეც ვერ მოვიდეს. — რის გაკეთებას აპირებ? — ახლა დანაშაულის ადგილას მისვლა აღარ არის საჭირო პირველხარისხოვანი. უკვე ვიცი, საიდან უნდა დავიწყოთ ამ საქმის გამოძიება, — კმაყოფილი იჯდა მართა და თვალები ეშმაკურად უელავდა. ინტუიცია არასდროს ღალატობდა. ახლაც დარწმუნებული იყო, რომ ირაკლის მეგობარი საეჭვოდ ჩამოშორდა საქმეს, — ირაკლი, მზად ხარ დიდი სპექტაკლისთვის? — რა სპექტაკლს გულისხმობ? — გაოცებულმა გადახედა ბიჭმა. — სასამართლო პროცესზე პროკურორი ყველანაირად შეეცდება, რომ ბრალდება მაქსიმალურად დაგიმძიმოს და მყარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ფსიქოლოგიური ზეწოლით წამოგაგოს ანკესზე. მისი მიზანი იქნება მწყობრიდან გამოგიყვანოს, რომ ემოციურ ნიადაგზე შეცდომა დაუშვა. შენ კი ყველანაირად უნდა ეცადო, თავი შეიკავო და მის პროვოკაციებს არ აჰყვე. დაიხსომე: ჩვენი მთავარი სამიზნე შენი მეგობარია. მართა წამით დაფიქრდა. — პროკურატურას თუ მყარი სამხილები არ ექნება, ისინი შეეცდებიან შენი მეგობარი მოწმედ გამოიყენონ და შენს წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინონ. შესაძლოა, მოწინააღმდეგე მხარემ (კვიციანმა ან პროკურორმა) ის უკვე გადაიბირა კიდეც. ამისთვის სამართლებრივად მზად უნდა ვიყოთ. აი, როცა ეს მოხდება, მერე მე ვიცი, რა სტრატეგიითაც ვუპასუხებ სასამართლო დარბაზში. — მაოცებ, იცი? ძალიან ეშმაკი და მოხერხებული ქალი ხარ, — მოხიბლულმა ჩაილაპარაკა ირაკლიმ. — მე უბრალოდ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, მეტი არაფერი, — მხრები აიჩეჩა მართამ, — არ ვტრაბახობ, მაგრამ იტალიაში ისეთი რთული საქმეები გამომიძიებია და მომიგია, რომლებსაც სხვები ხელსაც არ ჰკიდებდნენ. ახლა კი ერთი დავალება მაქვს შენთან: ფარული ვიდეოკამერა უნდა იყიდო და როგორღაც შენი მეგობრის მანქანაში ან ისეთ ადგილას უნდა დაამონტაჟო, სადაც ვერაფერს მიხვდება. მისი საუბრები უნდა ჩავიწეროთ. — არის, ქალბატონო, ადვოკატო! — ირაკლიმ სამხედროსავით ხელი შუბლთან მიიტანა და გაიღიმა. *** ოფისში საკმაოდ გაღიზიანებული მივიდა თორნიკე კვიციანი. მისი ისედაც მკაცრი და ცივი ნაკვთები ამჯერად ნამდვილ მრისხანებას გამოხატავდა. წარბები ისე მძიმედ შეეკვრა, რომ შუბლზე ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. თითქოს გარესამყაროსგან დასაცავად, შავი „რეიბანის“ სათვალე მოერგო, თუმცა ეს მინებიც კი ვერ მალავდა იმ დაძაბულობას, რაც მასში დუღდა. ტანზე მუქი, თითქმის ღამისფერი შავი პერანგი და ამავე ფერის ჯინსის შარვალი ეცვა. პერანგის ზედა ღილები უცნაური ქაოსით ჩაეხსნა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, კოხტად გადავარცხნილი თმები კი მის მამაკაცურ, ქარიზმატულ იერს კიდევ უფრო გამოკვეთდა. მიუხედავად მისი უხეში, დაუნდობელი აურისა, თორნიკეში იყო რაღაც ისეთი მაგნიტური, რაც გარშემომყოფებს მზერას ყინავდა. შენობაში ჩვეული, აუჩქარებელი, მაგრამ მძიმე ნაბიჯებით შევიდა. ხელების რიტმიც კი მის ხასიათზე მეტყველებდა — ცალი ხელი, ტრადიციულად, შარვლის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი. ეს ჩვევა მისი ერთგვარი თავდაცვითი ჯავშანი იყო. შიგნით შესულს თანამშრომლების ხმამაღალი საუბარი და სიცილი შემოესმა, რამაც ისედაც აფეთქების პირას მყოფი მამაკაცი საბოლოოდ დაძაბა. — ფულს იმისთვის კი არ გიხდით, რომ აქ საჭორაოდ მოხვიდეთ და დრო ფუჭად დაკარგოთ! — მისი ხმა ჭექა-ქუხილივით გაისმა დერეფანში, ტონი იმდენად მკაცრი და გამაფრთხილებელი იყო, რომ იქ მყოფებს სუნთქვა შეეკრათ. — სასწრაფოდ საქმეს მიხედეთ! სიტყვის დასრულება და მისი კაბინეტის კარის გაჯახუნება ერთი იყო. შეშინებული თანამშრომლები მყისვე გაფითრდნენ და მონიტორებს მიაშტერდნენ. აშკარა იყო, რომ თორნიკე გონების დაკარგვამდე იყო მისული. ისედაც იშვიათად თუ ნახავდა ვინმე კარგ განწყობაზე, მაგრამ დღეს მისი შინაგანი სამყარო ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავდა. დიდ, ტყავის სავარძელში ჩაესვენა, მაგიდაზე გაშლილ უამრავ დოკუმენტს დახედა, მაგრამ ასოები ერთმანეთში ერეოდა. ვერანაირად ვერ ახერხებდა კონცენტრაციას. გონება სრულიად გაფანტვოდა და ამის მიზეზი, რაც არ უნდა ეღიარებინა, მართა გახლდათ. ამ გოგომ ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით შეძლო მის მოწესრიგებულ, ცივ ცხოვრებაში სრული ქაოსის შემოტანა. თანაც, როგორ გამოეცხადა?! მისი დაუძინებელი მტრის დამცველად! მტერი იყო, აბა რა, როცა საქმე მისი უმცროსი დის, ანას მკვლელობას ეხებოდა. თორნიკეს გული საშინლად უცემდა იმის გაფიქრებაზე, რომ ვაი თუ მართამ მართლაც მოიგოს ეს სასამართლო პროცესი. ამ შემთხვევაში, უძლეველი და მრისხანე კვიციანი საქვეყნოდ დამარცხდებოდა, საკუთარ თავს კი ამას ვერასდროს აპატიებდა. წლების განმავლობაში სჯეროდა საკუთარი სიმართლის, თუმცა ახლა, როცა წარსულის აჩრდილები გაცოცხლდნენ, ეს რწმენაც კი ბზარს იკეთებდა. ფიქრებში წასულს კარის გაღების ხმა არ გაუგია. ასისტენტმა, ჩვეულებისამებრ, ფინჯანი არომატული ყავა შემოიტანა და ფრთხილად დადგა მაგიდის კუთხეში. ამ მოძრაობამ თორნიკე აფეთქებამდე მიიყვანა. ფურცლები ჰაერში მოისროლა და ფეხზე წამოვარდა. — აქ რას აკეთებ? ან ვინ გითხრა, ყავა მომიტანეო?! — დაუყვირა ქალს, ხმაში ცხოველური ბრაზი ერია. — ბატონო თორნიკე... თქვენ ყოველ დილას, ამ დროს ყავას მადუღებინებდით და ვიფიქრე, ახლაც... — ხმა აუკანკალდა შეშინებულ ასისტენტს. — ჰოდა, არ უნდა გეფიქრა! მე შენთვის არაფერი მითხოვია, ახლავე მოცილდი აქედან! — დაუღრიალა და ხელი უხეშად ჰკრა ჰაერში. მოულოდნელი ბიძგისგან ფინჯანი აყირავდა და მდუღარე სითხე საწყალ გოგოს მთლიანად ხელზე გადაესხა. ტკივილისგან და შიშისგან ატირებული გოგონა კაბინეტიდან გაიქცა. თორნიკე მარტო დარჩა. საკუთარი საქციელის გამო სინდისი კი არ შეჰტოკებია, არამედ სივიწროვემ შეაშინა. მიხვდა, რომ ამ კედლებში ვეღარ გაჩერდებოდა. პიჯაკს ხელი დაავლო და შენობა სასწრაფოდ დატოვა. მანქანაში ჩაჯდა, ძრავი მთელი ძალით ააგრგვინა და ადგილიდან გიჟური სისწრაფით მოწყდა. ერთადერთი ადგილი, სადაც შინაგან სიმშვიდეს, ან თუნდაც რაღაც მსგავსს პოულობდა, სასაფლაო იყო. დიახ, ყველა ძვირფასი, სუფთა და საყვარელი ადამიანი მას იქ, მიწის ქვეშ ეგულებოდა. სასაფლაოს ჭიშკართან საბურავების ღრჭიალით გააჩერა მანქანა. სათვალე მოიხსნა და მზერა შეეცვალა. ეს აღარ იყო ის ამაყი, ცივი ბიზნესმენი, რომელიც თანამშრომლებს აზანზარებდა. საფლავებს რომ მიუახლოვდა, მხრებში მოიხარა, თითქოს წლების სიმძიმე ერთბაშად დასწოლოდაო. იქ, მწკრივში, სამი შავი საფლავის ქვა იდგა. სათითაოდ ჩამოუარა თითოეულს, კანკალით დააწყო მოტანილი ყვავილები ცივ მარმარილოზე და მიწაზე ჩამოჯდა. ნაღვლიანი, ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ქვებზე ამოტვიფრულ ნაცნობ სახეებს. — რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით სამივე... დედა, გული ვეღარ უძლებს ამდენ დარტყმას. ის არ იკმარეს, რომ ჯერ ჩემი უფროსი და წამართვეს — მის დარდსა და გლოვას შენ გადაყევი, ახლა კი ჩემი პატარა, უმწეო ანაც წაართვა ამ წყეულმა სამყარომ ჩემს თავს, — ხმა ჩაეხლიჩა, მუჭები შეკრა, — ჩემი დის გამო შური ვიძიე, დედა. ასე მეგონა, თუ იმ არარაობის შვილს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევდი, ჩემს სულს ეშველებოდა, დავმშვიდდებოდი... თუმცა შევცდი. ამ შურისძიებამ მხოლოდ ფერფლი დამიტოვა. წარმოგიდგენია, რა დონის არაკაცი აღმოჩნდა გურამ ნინიძე? საკუთარი შვილი გაწირა და არ დაინდო, სხვას რას დაინდობდა... მაპატიე, აქამდე ვერ ვბედავდი აქ ამოსვლას, ამის ძალა არ მქონდა. მხოლოდ დღეს მეყო გამბედაობა, რომ შენს წინაშე დავმდგარიყავი. დედა, ანას მკვლელს ადვოკატი გამოუჩნდა და ეს გურამის ქალიშვილი — მართაა. დიახ, სწორედ ის გოგო, ვისაც ცხოვრება გავუმწარე და ვისი დაკარგვის გამოც მერე მთელი ცხოვრება ჩუმად ვიტანჯებოდი... რადგან მეგონა... — თორნიკემ თვალები მაგრად დახუჭა, თითქოს ცრემლის შეკავებას ცდილობსო, — მეგონა, რომ იმ ღამით ვერ გადარჩა, რადგან მაშველებმა მისი კვალიც კი ვერ იპოვეს. ის კი, თურმე, იტალიაში ცხოვრობდა მთელი ამ წლების განმავლობაში. იმდენი კითხვა მაქვს, იმდენი პასუხგაუცემელი საიდუმლო, რომ ჭკუიდან ვიშლები. კარგა ხანს იჯდა ასე, სიჩუმეში. როცა წამოდგა, სახეზე ისევ ძველი, უემოციო ნიღაბი აიფარა. საჭესთან მჯდომი ვერც კი აცნობიერებდა, საით მიდიოდა, სანამ მისი მანქანა მართას სამუშაო ოფისის მოპირდაპირედ არ გაჩერდა. მანქანა ხეების ჩრდილში მოამწყვდია და მზერა ფანჯრებს გაუშტერა. რამდენიმე წუთის შემდეგ შენობიდან მართა და ირაკლი გამოვიდნენ. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, რაღაცაზე ხალისიანად საუბრობდნენ და იცინოდნენ კიდეც. ეს სიცილი თორნიკესთვის პირდაპირ გულში ჩარტყმული დანა იყო. ვენებში სისხლი აუდუღდა, საფეთქლები აუცახცახდა, სახის კუნთები ისე დაეჭიმა, რომ ყბები აუტკივდა. ბრაზისგან სხეული უთრთოდა. ვეღარ გაუძლო ამ სურათს, მანქანის კარი გამოაღო და მათკენ სწრაფი, მრისხანე ნაბიჯებით წავიდა. — ვატყობ, დროს საკმაოდ ხალისიანად ატარებთ! — დაცინვით და ხმამაღლა წამოიძახა. წყვილმა მყისვე მისკენ გამოიხედა. თორნიკე მივიდა და ორთაბრძოლაში გამოსული მებრძოლივით აესვეტა წინ, მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა. — შენ აქ რას აკეთებ?! — მართას ხმაში შეშფოთება და აღელვება შეერია. — რა იყო, შენგან უნდა ავიღო ნებართვა, სად ვიარო და სად არა? — ჩაეღიმა ცინიკურად, — აქვე, ახლოს საქმიანი შეხვედრა მქონდა და რომ შეგამჩნიეთ, გადავწყვიტე ძველი ნაცნობები მომენახულებინა, — თქვა და ზიზღით აღსავსე თვალებით გადმოხედა ირაკლის. — ხოდა, ხომ გვნახე? ახლა შეგიძლია მშვიდად შემობრუნდე და წახვიდე, — მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ჩაერია ირაკლი. — რაო, ჩემი ხომ არ გეშინია? — უფრო მეტად ჩაეცინა თორნიკეს, თუმცა თვალებში ცეცხლი უზის, — ახლა კარგად დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი, შენც და შენმა ძვირფასმა ქალბატონმაც. ამ არარაობამ ჩემი ერთადერთი და მოკლა, გესმით? ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ამქვეყნად ოჯახიდან დამრჩა და ახლა ისიც აღარ მყავს. ამიტომ, გეშინოდეს ჩემი და მიფრთხილდი! გასაქანს არ მოგცემთ, ყველა კანონიერ და უკანონო გზას გამოვიყენებ, რომ ციხეში ამოგალპო! ირაკლი კი, თორნიკეს გასაკვირად, საოცრად ნებიერად და მშვიდად იდგა. სახეზე ერთი კუნთიც კი არ შეტოკებია, თითქოს ეს მუქარა მას საერთოდ არ ეხებოდა. — ახლა კი შენ მომისმინე, ბატონო თორნიკე, — წყნარად დაიწყო ირაკლიმ, — პირველი: მე შენი ერთი წვეთითაც არ მეშინია, რადგან დასამალი და დასაძრახი არაფერი მაქვს. და მეორე: მე შენი და არ მომიკლავს, და ამ სიმართლეს ძალიან მალე ყველა გაიგებს, — მართას მიუბრუნდა და თბილად უთხრა: — შენის ნებართვით, მე წავალ, საქმეებს მივხედავ. — ეს თქვა და აუჩქარებლად გაეცალა იქაურობას. მართაც შებრუნდა, მას უნდოდა სასწრაფოდ მოშორებოდა კვიციანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა მკლავში მტკივნეულად და უხეშად ჩაავლო ხელი. — შენ საით გარბიხარ?! — ჰკითხა დაბალი, მოქუფრული ხმით. — ხელი გამიშვი, ნუ მეხები! — შეუღრინა გოგონამ და თავის დახსნა სცადა. თორნიკემ ყურებამდეც არ მიიტანა მისი სიტყვები, ძალით მიათრია მანქანამდე, შიგნით შეაგდო, კარი მიუჯახუნა და თავადაც ელვის სისწრაფით დაიკავა საჭე. მანქანა ადგილიდან გიჟივით მოწყდა. — თორნიკე, ახლავე გააჩერე მანქანა, თორემ ვიყვირებ! — წამოიძახა მართამ, მაგრამ ბიჭი გზას უყურებდა და ყბებს ერთმანეთს აჭერდა. — ან ახლავე გამიჩერებ, ან სიარულისას გადავხტები, გეფიცები! — მიდი, რაღას უცდი, გადახტი მერე! — მშვიდად მიუგო თორნიკემ. მართამ სასოწარკვეთილმა წაიღო ხელი კარის სახელურისკენ, მაგრამ მის გასაოცრად, სისტემამ კარები ავტომატურად დაბლოკა. — ახლავე გამიღე კარები, გიჟო! — აქედან არსად წახვალ, სანამ ყველა ჩემს კითხვაზე ამომწურავ პასუხს არ მივიღებ! — რა უნდა აგიხსნა, საერთოდ რა გაქვს ჩემთან სალაპარაკო?! — შეიცხადა გოგონამ. რამდენიმე წუთში მანქანა ქალაქგარეთ, ერთ-ერთი მიტოვებული, ძველი შენობის წინ დამუხრუჭდა. თორნიკე გადმოვიდა, მართას მხარეს კარი გამოაღო, ხელი ჩაავლო და ძალით გადმოიყვანა. გოგონა წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მამაკაცის ძალას ვერაფერი დაუპირისპირა. შენობის შიგნით შესულმა მართამ შეშინებულმა მიმოიხედა. — ეს რა ადგილია, რატომ მომიყვანე აქ? — ჰკითხა და უცებ, ისარგებლა რა მისი წამიერი უყურადღებობით, კარისკენ გაიქცა. თორნიკემ ის ერთი მოძრაობით დაიჭირა, ზურგით კედელზე მიამწყვდია და ზემოდან ცივი, მბრძანებლური თვალებით გადმოხედა. მართა საკმაოდ მაღალი გოგო იყო, მაგრამ თორნიკეს ფართო მხრებისა და სხეულის წინაშე მაინც პატარა და დაუცველი ჩანდა. — გამიშვი... გთხოვ, გამიშვი... — ჩურჩულით უთხრა და სცადა მისი მარწუხებიდან დახსნა, მაგრამ ამაოდ. — არა! უკვე გითხარი, ვერსად წახვალ, სანამ სიმართლეს არ მეტყვი-მეთქი. — მიშველეთ! ვინმე არ არის?! — დაიყვირა მართამ მთელ ხმაზე. — თუ გინდა იტირე, თუ გინდა იყვირე, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ აქ შენს დასახმარებლად არავინ მოვა, — ცივად ჩასჩურჩულა ყურთან. — რა გინდა ჩემგან, რა?! — როგორ მოხვდი იტალიაში, როცა მთელ ქალაქს მკვდარი ეგონე?! — დაუღრიალა სახეში. — არ ვაპირებ შენთვის რაიმეს ახსნას! შენ საერთოდ არ ხარ იმის ღირსი, რომ სიმართლე იცოდე! მე ცხოვრებაში შენნაირი ამაზრზენი და საშინელი ადამიანი არ შემხვედრია. ვერ გიტან, მეზიზღები! და იცი, ყველაზე მეტად რას ვნანობ? იმას, რომ ოდესღაც შენნაირი კაცი შემიყვარდა! — ზიზღით და სიმწრით მიახალა მართამ. ამ სიტყვების გაგონებაზე თორნიკეს სხეულში რაღაც გაწყდა. ხელები უნებურად ჩამოუშვა და უკან დაიხია, თითქოს ფიზიკური დარტყმა მიიღოო. მართამ მყისვე ისარგებლა ამით და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. — კარგი! თუ ასე ძალიან გაინტერესებს, გეტყვი: იმ მანქანაში, მტკვარში რომ გადავარდა, მე არ ვიჯექი! — რა?! — თორნიკეს სახეზე სრული გაოგნება დაეხატა. — რაც გაიგე! დიახ, ჩემი მანქანა სპეციალურად გადავაგდე მდინარეში და ჩემი პირადი ნივთებიც შიგ განგებ დავტოვე. ეს ჩემი გეგმა იყო! მინდოდა, მთელი ეს წლები სინდისის ქენჯნით დატანჯულიყავით შენც და მამაჩემიც ჩემი „სიკვდილის“ გამო! ამიტომ გავითამაშე ეს ყველაფერი, რომ ჩემი ძებნა არავის დაეწყო! ამის მოსმენისას თორნიკეს თვალებში ბრაზის ახალი ტალღა აზვირთდა. ისევ მიიჭრა გოგონასთან და მაჯაში მყარად ჩაავლო ხელი. — რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?! — დაუყვირა გაცოფებულმა. — მე ჯერ არაფერი გამიკეთებია იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შემიძლია, და შენ ეს კარგად იცი! — მრისხანედ მიუგო მართამ, თუმცა თორნიკემ მის სიფრიფანა მაჯას უფრო მტკივნეულად მოუჭირა. გოგონას თვალებში ცრემლები ჩაუდგა. მის წინ ახლა ძუ ლომივით ამაყი ქალი კი არა, შეშინებული, აკანკალებული პატარა კნუტი იდგა. თორნიკეს მისი ხელები გადაეგრიხა და ზემოდან დაჰყურებდა. — ანუ, რა გამოდის? ეს ყველაფერი უბრალოდ თამაში იყო?! — კი! — გამწარებულმა მიაძახა მართამ, ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, — გავითამაშე, რადგან მინდოდა გეტკინა ისე, როგორც მე მტკიოდა შენი საქციელის გამო! — რა მითხარი წეღან? აჰა, გამახსენდა... მითხარი, კარგად ვიცი, რაზეც ხარ წამსვლელიო, არა? სამწუხაროდ, მართლაც ვიცი, რა საშინელი და უგულო ადამიანიც ხარ. საერთოდ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ცივი ხარ, როგორიც წლების წინ იყავი. მაგრამ იმისთვის, რომ ასე იდეალურად გაითამაშე თბილი და მოსიყვარულე გოგოს როლი, ნამდვილად „ოსკარი“ გეკუთვნის! — სიძულვილით მიახალა ბიჭმა და ხელები უხეშად შეუშვა. მართამ წამითაც არ დააყოვნა, შემობრუნდა და შენობიდან გარეთ გაიქცა. ატირებული მორბოდა გზაზე, ცრემლების გამო თვალებში ყველაფერი უორდებოდა. იცოდა, რომ უკან მიხედვა არ შეიძლებოდა, კვიციანის დანახვა მას მხოლოდ ახალ ტკივილსა და ტანჯვას მოუტანდა. თუმცა, რაც ადამიანს ბედად უწერია, ალბათ იმას მაინც ვერასდროს აუვლის გვერდს. არეული, დაღლილი ნაბიჯებით მიდიოდა უკაცრიელ გზაზე, როდესაც მის გვერდით ნაცნობი შავი მანქანა შენელდა. — ჩაჯექი მანქანაში! — გასძახა თორნიკემ ჩამოწეული ფანჯრიდან, მაგრამ მართამ ზურგი შეაქცია და გზა განაგრძო. — ვერ გაიგე, რა გითხარი? ჩაჯექი-მეთქი! — უფრო მკაცრად გაუმეორა მამაკაცმა. — შენ კიდევ რით ვერ გაიგე, რომ თავი დამანებო?! რადგან არ გპასუხობ, ესეიგი არ მსურს შენთან ლაპარაკი და, მით უმეტეს, შენთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა! — დაისისნა მართამ და ნაბიჯს აუჩქარა. — კარგი, შენი ნებაა, მაგრამ ქალაქიდან ძალიან შორს ვართ, ეს მაინც იცოდე, — უთხრა თორნიკემ, გაზს ფეხი დააჭირა და წინ გაიჭრა. „ის რა, მართლა წავიდა?! იდიოტი, უგულო მხეცი...“ — ჩაილაპარაკა გულმოსულმა მართამ, მხრები აეწურა. ზუსტად იმ დროს, როცა ტირილით გზის გაგრძელებას აპირებდა, მანქანა ისევ მის წინ გაჩერდა და უკუსვლით მიუახლოვდა. — ბოლოჯერ გეუბნები, ჩაჯდები თუ არა? უკვე ბინდდება, აქ ღამით გაჩერება საშიშია, ტყიდან მხეცები გამოდიან, — გააფრთხილა ბიჭმა. — რა?.. მხე...ცები?.. — შეშინებულმა მიმოიხედა გოგონამ, ირგვლივ მართლაც უცნაური ბინდი დაწოლილიყო. — ჰო, და თუ არ გინდა, რომ ვახშმად შეგჭამონ, დროზე დაიკავე ადგილი. ამ სიტყვების თქმა და შორს, ტყის სიღრმიდან ტურების საზარელი ყმუილი ერთი იყო. მართას მეტი აღარ უფიქრია, შიშისგან გონებადაკარგული მაშინვე შეხტა მანქანის წინა სავარძელზე და კარი მოიჯახუნა. თორნიკეს კი ტუჩის კუთხეში კმაყოფილებისგან ჩუმად ჩაეღიმა. ძრავი აამუშავა და გზას დაადგა. მთელი გზა ქალაქამდე ისეთი მძიმე, დაძაბული დუმილი ჩამოწვა, რომ მხოლოდ საბურავების ხმა ისმოდა. არცერთს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თორნიკე აპარებდა ხოლმე ფარულად, სინანულითა და ბრაზით აღსავსე მზერას მისკენ. ერთი კვირის შემდეგ 28 სექტემბერი, 2024 წელი სასამართლო დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა დამსწრე საზოგადოებით. მართა ჯერ კიდევ თავის ოთახში იჯდა და ძალებს იკრებდა; ხვდებოდა, რომ საქმე საკმაოდ რთულად მიდიოდა და ეს პროცესი არც ისე მარტივად ჩაივლიდა. ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა შინაგანი მღელვარება არ ასვენებდა. ოთახიდან გამოსულს მოულოდნელად თორნიკე შეეფეთა. ბიჭმა ცინიკური მზერა ესროლა, ჩაიცინა და იმდენად ახლოს მივიდა, რომ მათ შორის მხოლოდ მილიმეტრები დარჩა. — ჰო, არ ღელავთ, ქალბატონო ადვოკატო? — იკითხა გამჭოლი, ზემოდან დამზერით. — ეგ შენ უნდა ღელავდე, რადგან დღეს დამარცხდები და შენი სიამაყე წამებში დაგემსხვრევა, — ნიშნის მოგებით მიუგო მართამ. თორნიკემ დაფიქრებული სახე მიიღო, ნიკაპზე ხელი მოისვა და ეშმაკურად გაიღიმა. — მართლა? — დიახ, მართლა. — მინდა შეგახსენო, რომ მე არასდროს ვმარცხდები. — კაი კაცო, რას მელაპარაკები? ვფიქრობ, ეგ იმის ბრალია, რომ აქამდე არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც დაგიპირისპირდებოდა. ნუ გეგონება იმ სუსტი და მშიშარა იურისტების რიგს მივეკუთვნები, რომელთაც აშინებდი. ჩემთან ეგ ნომერი არ გაგივა და მარცხისთვის მოემზადე! — უთხრა მართამ მტკიცე და დამაჯერებელი ხმით. — ოჰო, როდის მოასწარი, პატარა საწყალმა კნუტმა, ძუ ლომად გადაქცევა? — შენი დამსახურებით, — მოკლედ მოუჭრა მართამ, მხრით გაიწია და თავაწეულმა შეაბიჯა დარბაზში. თორნიკემ ცალყბად ჩაიცინა და უკან გაჰყვა. დარბაზში შესულმა კვიციანმა მზერა მოავლო სივრცეს და მართას თითებით ანიშნა: „თვალს არ გაშორებთო“. — ირაკლი, სანამ მოსამართლე მოვა, რჩევას მოგცემ, — ჩაილაპარაკა მართამ და ბიჭის გვერდით ადგილი დაიკავა, თუმცა შინაგანი ფორიაქი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. — მისმინე, თორნიკეს მხარეს პროკურორია. იცი, ეგენი რასაც ემსახურებიან; რადგან მე გიცავ, ისინი პირიქით, ყველაფერს იკადრებენ ბრალის დასამძიმებლად, ამიტომ ეცადე, პროვოკაციებს არ აჰყვე. ხედავ, როგორი თვითკმაყოფილი სახე აქვს? — მიანიშნა მან თორნიკეზე. — კი... — ჩაილაპარაკა ირაკლიმ. — ჰოდა, ეგ კმაყოფილი სახე უნდა ჩამოვუხსნათ. დარბაზში მოსამართლის ასისტენტი შემოვიდა და გამოაცხადა: — გთხოვთ, ყველა ადგეთ, მოსამართლე მობრძანდება! კარებში საშუალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა, შავი მოსასხამი შემოეცვა. თავის ადგილას დაბრძანდა და ყველას ჯდომის ნება დართო. — მოგესალმებით, მე ამირან ქათამაძე ვარ, მოსამართლე. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ საქმე და გავასამართლოთ ბრალდებული ბატონი ირაკლი ხუციშვილი, რომელსაც ბრალად ედება თორნიკე კვიციანის დის მკვლელობა. ახლა კი შეგვიძლია პროცესი დავიწყოთ, — დაასრულა მან და საქმეს შეუდგა. პროკურორი ფეხზე წამოდგა: — მოგესალმებით, თქვენო უზენაესობავ, მე ვარ გურამ დოჩანაშვილი, ამ საქმის პროკურორი. თუ ნებას დამრთავთ, დავიწყებ. — შეგიძლიათ დაიწყოთ! — უთხრა მოსამართლემ. — კარგი. მაშ ასე, ბატონო ირაკლი, მეც და აქ მყოფ საზოგადოებასაც გვაინტერესებს, თუ რატომ მოკალით ის საბრალო გოგო?! — საკმაოდ აგრესიულად დაუსვა კითხვა პროკურორმა. — მე არ მომიკლავს! ვიღაცამ ცილი დამწამა და მახეში გამაბა, — წამოიძახა ირაკლიმ. — გინდათ თქვათ, რომ არ მოგიკლავთ?! გგონია დავიჯერებ ამას? არცერთი დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და არც შენ ხარ გამონაკლისი. — მე მართლა არაფერ შუაში ვარ, ბატონო მოსამართლევ, მეც ისეთივე მსხვერპლი ვარ, როგორც ანა. — რამის თქმა ხომ არ გინდათ ჩემთვის? არის ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით? — ჰკითხა მოსამართლემ. — დიახ, არის ისეთი რამ, რაც ყველამ არ იცის. — მაშ, გისმენთ. — საქმე ის არის, რომ მე მას ზიანს არასდროს მივაყენებდი... რადგან მე ის მიყვარდა. — გიყვარდათ? — ჩაეკითხა პროკურორი. — დიახ, და იმ დღეს ვაპირებდი მისთვის სიყვარული მემცნო. — ახლა ყველაფერი გასაგებია. — რა არის გასაგები? — შეიცხადა ირაკლიმ. — ის, რომ თქვენ მასთან მიხვედით, რომ გამოტყდომოდით, მაგრამ მან ცივი უარი გითხრათ; შემდეგ თქვენ ეს ვერ აიტანეთ და მოკალით. — არ არის ასე! მე ვთქვი, რომ ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ვერ მივედი, რადგან შეუძლოდ გავხდი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი — მარტო მან იცოდა, რას ვაპირებდი. მან სასმელი შემომთავაზა და მითხრა, რომ სიმამაცეს შემმატებდა. — ბატონო მოსამართლევ, ხედავთ, როგორ იტყუება? დარწმუნებული ვარ, მას სულ სხვა მოტივები ჰქონდა. — ვაპროტესტებ, ბატონო მოსამართლევ! პროკურორი ჩემი კლიენტის პროვოცირებას ცდილობს. უნდა, რომ გააღიზიანოს, რათა შემდეგ ფსიქოპატად შერაცხოს! — ფეხზე წამოიჭრა მართა. — გარდა ამისა, ბატონო პროკურორო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს სასამართლო პროცესია და არა დაკითხვის ოთახი, სადაც პატიმარზე ზეწოლას ახდენთ. — პროტესტი მიღებულია. პროკურორო, გთხოვთ, დაიცვათ წესები; მესმის, თქვენ საქმეს ასრულებთ, მაგრამ აქ ყველაფერი წესების დაცვით ჩაივლის, — მოსამართლემ მაგიდაზე ჩაქუჩი დააკაკუნა. — როგორც იტყვით. მაშინ მე ამოვწურე ჩემი კითხვები, ადვოკატს შეუძლია გამოკითხვა დაიწყოს. მართა წამოდგა, წელში გაიმართა და საქმეს შეუდგა. — ჩვენ მოვისმინეთ პროკურორის მიერ გამოკითხვა, მაგრამ მე თქვენი ნებართვით მინდა მივმართო ბატონ თორნიკეს, — წარმოთქვა ამაყად და კვიციანს მიუახლოვდა. — იცით რა? მე ეს საქმე კარგად შევისწავლე, მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს: მაინტერესებს, როგორ გაიგეთ, რომ თქვენი და მოკლეს, როდესაც იმ ადგილას, როგორც ვიცი, თვითმხილველები არ იყვნენ? იმ უდაბურ ტყეში მხოლოდ ჩემი კლიენტი და თქვენი და იმყოფებოდნენ. მაშ, რომელმა ჩიტმა მოგიტანათ ამბავი? — ვიღაცამ ანონიმურად დამირეკა და მითხრა ეს ამბავი, — მოქუფრული სახით უპასუხა თორნიკემ. — ანუ, ვიღაც კეთილისმყოფელმა ანონიმურად დაგირეკათ? — დიახ. — რა საინტერესოა... ბატონო მოსამართლევ, უცნაურად არ გეჩვენებათ ეს ამბავი? რაში დასჭირდა იმ ადამიანს ანონიმურობა? მაგალითად, მე შემთხვევით რომ დავინახო, ვიღაცას დახმარება სჭირდება, ავდგებოდი და პირდაპირ დავრეკავდი ყველგან, მაგრამ იმ ადამიანმა არ ისურვა თავი გაემჟღავნა. მითხარით, წამითაც არ შეიტანეთ ეჭვი, რომ შესაძლოა ეს სულაც მახე ყოფილიყო? — მის კითხვას პასუხი არავინ გასცა. — მე შემიძლია დავამტკიცო ის, რომ ჩემი კლიენტი იმ დღეს სახლიდან არ გასულა. — თუ არ გასულა, აბა, იქ როგორ მოხვდა? — იკითხა პროკურორმა. — გავიგებთ მალე, — გოგომ მოსამართლეს მეხსიერების ბარათი მიაწოდა. — გთხოვთ, ჩართოთ და ნახოთ, რაც ამ ვიდეოზეა ასახული. ეს ჩემი კლიენტის სახლის კამერებმა დააფიქსირეს. კამერები ჩართეს და სხდომა ნელ-ნელა დაიძაბა. ეკრანზე გამოჩნდა კადრები, სადაც ირაკლი თავის ძმაკაცთან ერთად მისაღებ ოთახში იჯდა და სვამდა, ამის შემდეგ კი ვიდეოს ხარვეზები უჩნდება და გაითიშა. — ეს რა არის, ქალბატონო ადვოკატო? — ცინიკურად იკითხა პროკურორმა და მოსამართლეს მიუბრუნდა. — ბატონო მოსამართლევ, როგორც ხედავთ, მათ არ გააჩნიათ საკმარისი სამხილები იმისთვის, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოდ ვცნოთ, — პროკურორმა გამარჯვებულის სახით წამოიძახა. — მართალი ხართ, ამ ვიდეოში არაფერი ჩანს საეჭვო, გარდა იმისა, რომ ვიდეო ფირი გაფუჭებულია. — იცით რა მაინტერესებს? თქვენზე ამბობენ, ძლიერი იურისტიაო და რავიცი, ასეთი იაფფასიანი მტკიცებულებებით აპირებდით სასამართლოს მოგებას? — თორნიკემ მართას მზერა გაუსწორა. — ეგ ჯერ არაფერს ნიშნავს, ბატონო პროკურორო, წინასწარ ნუ გიხარიათ, აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ამ ვიდეო ფირს კი არ ვიცი, რა დაემართა, — თქვა მართამ და თორნიკეს ცინიკურ მზერას გააწყდა, გონებაში მისი სიტყვები ამოუტივტივდა: „მე არასდროს ვმარცხდები!“. — ბატონო მოსამართლევ, მე მყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ირაკლი ხუციშვილი დამნაშავეა. თქვენის ნებართვით დავუძახებ, — აუხსნა პროკურორმა მოსამართლეს და მცველებს მოწმის შემოყვანა სთხოვა. ოთახში არც მეტი, არც ნაკლები, ირაკლის ყოფილი მეგობარი შემოვიდა. მისი დანახვისას ირაკლის ელდა ეცა. — ხომ გეუბნებოდი, მასაც გადაიბირებენ-თქო, ან შეიძლება ეგეც გარეული იყოს, — ჩაუჩურჩულა მართამ. — გთხოვ, მშვიდად იყავი, ძალიან გთხოვ, თავი შეიკავე, სიტუაციას ნუ გაამწვავებ! — კარგი, შევეცდები. — გთხოვთ, გაგვეცნოთ და დადოთ პირობა, რომ იტყვით სიმართლეს, — უთხრა პროკურორმა მოწმეს. — მე ლაშა გიგაური ვარ, ირაკლის ყოფილი მეგობარი. ვიყავი ბოლო წუთამდე, სანამ მისი ნამდვილი სახე არ დავინახე. — რას გულისხმობთ „რეალურ სახეში“? — იმას, რომ ამ მშვიდი და კეთილშობილი სახის უკან მანიაკი იმალება. — რა შეგიძლიათ გვითხრათ მომხდარზე? — ჩაეკითხა პროკურორი. — ის ამტკიცებს, რომ გოგო უყვარდა და ზიანს არასდროს მიაყენებდა და რომ ვერ შეხვდა იმ დღეს მას. — ცრუობს! მე მიყვარდა ანა და მისთვისაც ნათქვამი მქონდა ეს, მაგრამ ეს რომ გაიგო, იმ დღეს საშინლად ვიჩხუბეთ. მითხრა, რომ ანას არასდროს დამითმობდა, რადგან მასაც უყვარდა, და გიჟივით გავარდა სახლიდან. რამდენიმე საათში კი მირეკავს და მეუბნება, რომ ანას ვეღარასდროს ვნახავდი. მისამართიც კი მითხრა, სადაც იმყოფებოდა. იმ წამსვე იმ ადგილზე წავედი, თუმცა რომ მივედი, უკვე დაგვიანებული იყო. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ამ ფსიქოპატს კი დანა ეჭირა და შეშლილივით მიყურებდა. — შეიძლება კითხვა დავსვა? — იკითხა მართამ. — დიახ. — თქვენ თქვით, რომ იყავით იმ ადგილზე. რა გააკეთეთ ამის შემდეგ? — მე... — ხო, თქვენ რა? თქვენ ხომ გიყვარდათ ის გოგო, რა მოიმოქმედეთ ამის შემდეგ? ჩემი ვარაუდით, თქვენ უნდა იყოთ იმ ანონიმური ზარის ავტორი? — დიახ, მე დავრეკე ანონიმურად. — რატომ დამალეთ თქვენი ვინაობა? — ამას რა მნიშვნელობა აქვს? აქ მთავარი ის არის, რომ გოგო მოკლეს. — ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ის ადამიანი იმალება, ვისაც ეშინია, რომ არ გამოიჭირონ. თქვენ კი ზუსტად ასე მოიქეცით, — მკაცრად უთხრა მართამ. — ასე რომ იყოს, ახლა აქ არ ვიდგებოდი, — წამოიძახა გაღიზიანებულმა ლაშამ. — აქ დგახართ, რადგან იცით, რომ საფრთხე არ გემუქრებათ, თანაც ბრალს თქვენ კი არა, ჩემს კლიენტს სდებენ, — მართა მთელი ეს დრო თვალებში უყურებდა მას და ხვდებოდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. — ბატონო მოსამართლევ, მე ტელეფონში ვიდეო მაქვს, სადაც ის ამას იძახის! — ტელეფონში ვიდეო ჩართო და შემდეგ დიდ ეკრანზე გადაიტანა. ვიდეოში ეს ორი აშკარად ჩხუბობდა, ირაკლი ლაშას უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ ანას არასდროს დაუთმობდა, თუმცაღა ეს იყო მხოლოდ პატარა მონაკვეთი. — ეს რა არის?! ვაპროტესტებ, ბატონო მოსამართლევ! ამ ვიდეოში სულ სხვა რამ ხდებოდა! მე მისთვის არ წამირთმევია არავინ, პირველად მე გავიცანი და მომეწონა, წარმოდგენა არ მქონდა, რომ მასაც მოსწონდა. ის უბრალოდ ეგოისტი ადამიანია, ბავშვობიდან რაც მე მომწონდა, მასაც იგივე უნდებოდა, თვალს ვხუჭავდი დიდი ხნის მეგობრობის გამო. ამ ვიდეოში კი ლაშამ დამიწყო ჩხუბი. — თქვენ თუ ხვდებით, რას ამბობთ? თავდაპირველად ამბობდით, რომ ეს ამბავი გაანდეთ მხოლოდ ლაშას და მასთან ერთად დალიეთ, ახლა კი ამბობთ, რომ იკამათეთ? ბატონო მოსამართლევ, აშკარაა, რომ ეს ადამიანი ვერ არის კარგად, დიდი ალბათობით ფსიქიკური გადახრები უნდა ჰქონდეს, რადგან თავადაც არ იცის, რას ამბობს! — უთხრა პროკურორმა. — არ შეიძლება სხვა დროს მეკამათა მასთან?! — გაღიზიანებულმა წამოიძახა ირაკლიმ. — სიწყნარე იყოს დარბაზში! — დაუყვირა მოსამართლემ. — ხუთ წუთიან შესვენებაზე გავდივართ, შემდეგ კი გავიგებთ საბოლოო შედეგს. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და უკონტროლო გახდა, ყველაფერი თანდათან პირადულად წავიდა. მართა ნერვებმოშლილი დაიარებოდა და არ იცოდა, რა ექნა. — ხომ გითხარი, მასთან ვერაფერს გავხდებით-თქო, — უთხრა ირაკლიმ. — ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს, არის აქ რაღაც საეჭვო და ამოუცნობი, ეს ვიდეო-ფირის გაფუჭებაც მაეჭვებს, — საუბრობდნენ, როდესაც კმაყოფილი სახით თორნიკე მიუახლოვდა მათ. — აბა, როგორ ხართ? გეუბნებოდით არა, რომ გასაქანს არ მოგცემდით და ასეც მოვიქეცი. — ჯერ არაფერი დასრულებულა და ტყუილად ნუ გიხარია, — შეუღრინა და გაეცალა. სასამართლო პროცესი განახლდა და ყველა შეიკრიბა. ყველა დაძაბულები ელოდნენ მოსამართლის განაჩენს, განსაკუთრებით მართა. მოსამართლემ რკინის ჩაქუჩი ჩამოკრა და თავისი მონოლოგი დაიწყო: — მზად ხართ მოისმინოთ საბოლოო განაჩენი? სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ჩვენ მოვუსმინეთ ორივე მხარეს და გადავწყვიტეთ, რომ ბრალდებული ირაკლი ხუციშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადავიყვანოთ, ხოლო საბოლოო განაჩენს რამდენიმე დღეში გამოვიტანთ. თუ ისევ ვერ შეაგროვებთ მყარ მტკიცებულებებს, უკვე მას გამოვუტანთ საბოლოო განაჩენს და გადავიყვანთ საკანში. დღეისთვის სულ ეს იყო, — დაასრულა მან და გარეთ გავიდა. გვარდიელებმა ირაკლის ბორკილები დაადეს და გაიყვანეს. — არაფერზე ინერვიულო, კარგი? მოსამართლემ ერთი შანსი მოგვცა, აუცილებლად დავამტკიცებთ სიმართლეს, — უთხრა გოგომ. ირაკლი გარეთ გაიყვანეს, საპატრულო მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში წაიყვანეს. მართა ნერვებმოშლილი გამოვიდა გარეთ და ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ გზა კვიციანმა გადაუჭრა. — რა გინდა? — მკვახედ იკითხა. — ხომ გეუბნებოდი, მე არასდროს ვმარცხდები-თქო. — შენი ცინიზმის თავი არ მაქვს და თავი დამანებე, რა, ძალიან გთხოვ. — რაო, გული დაგწყდა, შენს იკას რომ ვერ დაეხმარე, ხო? — შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ?! ნერვებს ნუ მიშლი, შენი ყბედობით და წინასწარ ნუ გიხარია, ჯერ არაფერი დასრულებულა, ხომ გაიგე?! — მაინც არაფერი გამოგივა, ტყუილად დროს ნუ დაკარგავ. — მაგასაც ვნახავთ. — ვნახავთ, — უთხრა და მას უფრო მიუახლოვდა. თორნიკეს მზერა თითქოს მის სულს სწვდებოდა, ყოველ დეტალს აკვირდებოდა და მართას აფორიაქებას ზომავდა. მან გოგონას ზემოდან გადმოხედა და შემდეგ მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დააცხრა მის ტუჩებს; ისეთი მხურვალე და დაჟინებული იყო მისი კოცნა, რომ მართას სხეული წამით გაშეშდა, თითქოს ბაგეები გაუბუჟდა კიდეც ამ შეხებისგან. ცოტა ხანს გაბრუებული იდგა, სამყარო მის გარშემო თითქოს გაჩერდა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს და აღშფოთებამ შეცვალა გაბრუება — მართამ მთელი ძალით ჰკრა ხელი და სახეში მტკივნეულად გაარტყა სილა. — ვერ გიტან! — დაუყვირა თვალცრემლიანმა და გააფთრებულმა, ზურგი შეაქცია და გაიქცა. გულამოვარდნილი და აფორიაქებული გზას მანქანისკენ გაუყვა. ეს რა იყო ახლა, რატომ მოხდა, ვერ გაეგო. ინსტინქტურად ბაგეებზე მოისვა ხელი, რომლებიც ჯერაც უხურდა კვიციანის მოულოდნელი კოცნის შემდეგ. ოჰ, როგორ ვერ იტანდა და როგორ სძულდა კვიციანი, თუმცა გულის სიღრმეში რაღაც აშინებდა — ხომ არ იყო ეს გრძნობა სიძულვილის საპირისპირო? ეს ის მტანჯველი მომენტია, როცა ერთდროულად გძულს და თან გაუცნობიერებლად გიყვარს კიდეც. ეს სიყვარული მართას თავადაც ღრმად ჰქონდა დამალული გულის კუნჭულში, თითქოს ეშინოდა მისი აღიარების. მანქანას მართავდა, მაგრამ გონზე ჯერაც ვერ მოსულიყო. „მართა, რა დროს ამ სისულელეებზე ფიქრია? გონს მოეგე! მან შენი ცხოვრება დაგინგრია, გახსოვდეს ეს! თანაც, სასამართლო პროცესი აუცილებლად უნდა მოიგო, სახიდან უნდა ჩამოახიო ის თვითკმაყოფილი ღიმილი, რომელიც ასე გაღიზიანებს!“ — ფიქრობდა იგი. არეული, გონებადაბინდული მივიდა სახლში. ამ ერთ კვირაში მართამ სახლი იქირავა, რომ თავი მშვიდად ეგრძნო. შინ მისულს ეზოში პატარა გოგონა შეეგება. — დედა, მოხვედი? — გახარებული გაიქცა და დედას მოეხვია. — ჰო, ჩემო პატარავ. მიდი, მოემზადე, სასეირნოდ მივდივართ, — უთხრა მართამ და შინ შევიდა. შემდეგ, შვილთან ერთად მთაწმინდის პარკში წავიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მისთვის მარტივი იყო ამ ადგილას ამოსვლა, რადგან ყოველი ნაბიჯი მასთან გატარებულ დღეებს ახსენებდა. როგორც კი პარკში შევიდა, სევდა მოაწვა და მაშინვე ამოუტივტივდა წარსულის კადრები. მოგონებები ტკივილით ცოცხლდებოდა: პარკში ხელიხელჩაკიდებულები მხიარულად მისეირნობდნენ. გოგონა იმ პერიოდში ყურებამდე იყო შეყვარებული და აღფრთოვანებული იყო კვიციანით. „ნახე, ბამბის ნაყინია!“ — წამოიძახა გახარებულმა და სანაყინესთან მიირბინა, ბიჭიც უკან აედევნა. „გამარჯობა, ბაბუ, აბა, გისმენ?“ — მოხუცმა კაცმა თბილი ღიმილი მიაგება. ეტყობოდა, რომ კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ისეთი თბილი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა სევდიანიც. „ბაბუ, ორი ბამბის ნაყინი, თუ შეიძლება, მე მარწყვის არომატით გამიკეთეთ,“ — მხიარულად უთხრა გოგონამ. მოხუცმა მალევე მიაწოდა ორივეს ნაყინი. მხიარულად წამოვიდნენ და იქვე ხის სკამზე ჩამოჯდნენ. კვიციანმა მას ხელი გადახვია და თავისკენ მიიზიდა. „ნახე, ეშმაკის ბორბალია იქ, წამო, დავჯდეთ,“ — წამოიძახა ბიჭმა. „რაა? არა, შანსი არ არის, მე მანდ არ ავალ,“ — შეეწინააღმდეგა გოგო. „კარგი რა, არ მითხრა, რომ გეშინია?“ — გაეცინა ბიჭს. „სიმაღლის შიში მაქვს.“ „რისი გეშინია, მე აქ არ ვარ?“ — უთხრა, ხელი ჩაავლო და ეშმაკის ბორბალთან მივიდნენ. ბილეთები იყიდეს და ყარაულმა კარები გაუღო. „წამოდი,“ — უთხრა, მაგრამ გოგონა ადგილიდან არ იძვროდა. „კარგი, ახლა ნუ გადამრიე, რა გჭირს?“ „მეშინია...“ „არაფერია საშიში,“ — უთხრა და ვაგონში აიყვანა. ნელ-ნელა ბორბალი დაიძრა და ზემოთ დაიწყო სვლა, გოგონას კი ყოველ მოძრაობაზე სული ეკვრებოდა შიშისგან და გახევებული იჯდა. „ახლა რომ დენი ჩაქრეს, რას იზამ?“ „რაა? კარგი რა, ნუ მაშინებ, რატომ ამომიყვანე, აქ ცუდად ვარ,“ — აკანკალებული ხმით წამოიძახა, ბიჭი კი მისკენ მიიწია და გულში ჩაიკრა. მალე დამშვიდდა და შიშიც გაუქრა, მის მკლავებში თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა. მთელი ეს პერიოდი ჩახუტებული ჰყავდა და არ უშვებდა, უცნაურად აბრუებდა მისი სურნელი და გულისცემა მელოდიასავით ჩაესმოდა. „ნახე, რა ლამაზი ხედია,“ — უთხრა ბიჭმა. „არ მინდა, აქაც მშვენივრად ვარ,“ — უთხრა და უფრო მიეკრო ბიჭის სხეულს. მასაც მეტი რა უნდოდა, კმაყოფილს ჩაეცინა და მჭიდროდ შემოხვია თავისი გრძელი, განიერი მკლავები. რა არის სიყვარული, არა? თითქოს დრო ჩერდება და ირგვლივ ყველაფერი ქრება, მითუმეტეს, როდესაც ბრმად ენდობი იმ ერთადერთს. გოგონამ ბიჭს ახედა თვალებათებული, კვიციანი დაიხარა და მის ბაგეებს ნაზად შეეხო და აკოცა. ბავშვის ხმამ გამოაფხიზლა და დააბრუნა რეალობაში. რაღაცნაირად გულში რაღაც ჩაწყდა. სულ უსვამდა ხოლმე თავის თავს კითხვას: რა იქნებოდა, ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო? ახლა მარტო კი არ იქნებოდნენ, არამედ სამივე ერთად მივიდოდნენ პარკში. განა ბევრს ითხოვდა? უბრალოდ, საყვარელ ადამიანთან ერთად უნდოდა ბედნიერად ეცხოვრა, თუმცა, ალბათ, ესეც ზედმეტი იყო მისთვის და არ იმსახურებდა... გაუვლიდა ხოლმე აზრად. ცუდი აზრი იყო მთაწმინდაზე ამოსვლა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა. ყველაფერი მოგონებებს უცოცხლებდა. — დედა, ნახე, ბამბის ნაყინს ყიდიან იქ! — გახარებულმა წამოიძახა ბავშვმა და დედას სთხოვა ეყიდა მისთვის. გოგონა გამყიდველს მიუახლოვდა და ერთი ბამბის ნაყინი შეუკვეთა. — რომელი გინდა? — კითხა შვილს. — ყვითელი... — მხიარულად წამოიძახა. ჭკუიდან გადაჰყავდა მართას ის ფაქტი, რომ ბავშვი არა მხოლოდ გარეგნობით ჰგავდა მამამისს, არამედ გემოვნებაც კი ერთნაირი ჰქონდათ. — დედა, შენ არ გინდა? — არა, მე არ მიყვარს. — ვერ მიცანი? — გაუღიმა თბილად კაცმა. გოგონამ დაბნეული სახით გახედა. — ვერა, მიცნობთ? — რა დამავიწყებს! მახსოვს, წლების წინ აქ შეყვარებულთან იყავი, ისეთი გამორჩეული წყვილი იყავით. — ღმერთო, ახლა გამახსენდა, თქვენ ისევ აქ მუშაობთ? — გახარებული და სევდანარევი ხმით კითხა. — კი, მე სულ აქ ვარ, ბაბუ. ეს შენი შვილია? — იკითხა. — დიახ. — გაუღიმა გოგონამ. — გამეხარდა თქვენი ნახვა, ბაბუ. — გაუღიმა და შემდეგ გზა განაგრძო. ბავშვს პარკი დაათვალიერებინა და შემდეგ ატრაქციონებზე დასვა, თავად კი იქვე ჩამოჯდა. ფიქრებში იყო გართული, როდესაც ბოშა ქალი მიუახლოვდა. — გამარჯობა, ლამაზო, არ გინდა ხელის გულებზე გიმკითხავებ? — არა, მადლობა, არ მჯერა ასეთი რაღაცეების, — უპასუხა. — იქნებ გეცადა? — არ მოეშვა ქალი და მასაც სხვა გზა აღარ დარჩა, გაუწოდა ხელი. ქალმა ხელის გულები გაუხსნა და ინტერესით დაუწყო ყურება, შიგადაშიგ მზერა ეცვლებოდა. — რა ხდება, აბა? — ვხედავ, შენ ძალიან რთული გზის გავლა მოგიწევს, რადგან შენს ცხოვრებაში ჩანს ორი მამაკაცი: ერთი წარსულიდან, მეორე კი — აწმყოდან. შენ კი არჩევანის გაკეთება მოგიწევს. — რას ამბობთ, ქალბატონო, რისი არჩევანი უნდა გავაკეთო? — ანერვიულდა გოგონა. — ან წარსულს აირჩევ, იმ პირველ სიყვარულს, რომელიც წლების წინ დაკარგე და ახლა გამოჩნდა ისევ შენს ცხოვრებაში და ისევ შეეცდება შენს უკან დაბრუნებას, ან კი ახალ ცხოვრებას დაიწყებ ახალ ადამიანთან ერთად. — რა სისულელეა! მე არც წარსულის დაბრუნება მინდა და მითუმეტეს არც ახალი ურთიერთობის დაწყება! — ნერვიულად წამოიძახა. — დამიჯერე, ეს მალე მოხდება. ასევე ვხედავ, რომ რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, მაგრამ ამას არ გეტყვი, ყველაფერს თავის დროზე გაიგებ. — მაპატიეთ, მაგრამ მე ამის არ მჯერა, — წამოიძახა და ენის დაუძახა. — ახლა არა, მაგრამ დრო მოვა და გაიხსენებ ჩემს სიტყვებს, — გააფრთხილა და წავიდა. ნერვებმოშლილი წავიდა სახლში. რა არჩევანი, რის არჩევანი? წარსულის დაბრუნება ნამდვილად არ სურდა, მასთან, და მითუმეტეს არც ახალი ურთიერთობები. მაშ, რას ნიშნავდა ეს? ან ვინ იყო ის მეორე მამაკაცი მის ცხოვრებაში? ვერ ხვდებოდა. მოულოდნელად ირაკლი ამოუტივტივდა გონებაში, მაგრამ ის მხოლოდ მისი კლიენტი იყო და მეტი არაფერი, თუმცა თავად ირაკლი რას ფიქრობს ამაზე, არავინ იცის. ** ამ დროს თორნიკე სავარჯიშო ოთახში იყო და მთელი ძალით ურტყავდა კრივის ტომარას მუშტებს. ასე ცდილობდა იმ ბრაზისგან და ემოციებისგან დაცლას. შეიძლება ითქვას, მთელს ბრაზს ტომარაზე ანთხევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მოიგო პროცესი, მაინც ფსიხდებოდა, რადგან არავინ იცოდა მეორე სხდომაზე რა მოხდებოდა, ამიტომ ეშინოდა დამარცხებულიყო მართას წინ. და კიდევ ის აგიჟებდა, ეს ორი რომ ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ვერ არქმევდა ამას სახელს, წესით სულ ერთი უნდა ყოფილიყო — ის ხომ მისთვის აღარავინ იყო და მხოლოდ წარსული აკავშირებდათ ერთმანეთთან, თუმცა ბრაზი ახრჩობდა. მთელი სხეული ოფლისგან სველი ჰქონდა, სახე წითელი, გადავარცხნილი თმები დაუსველდა და ჩამოეყარა სახეზე. თუმცა ის მაინც აგრძელებდა ტომარაზე მუშტების დარტყმას. მოულოდნელად ტელეფონზე დაურეკეს და ისიც შეჩერდა, სავარძლიდან პირსახოცი აიღო, სახე გაიმშრალა და უპასუხა. — გისმენ. — ბატონო, თქვენი დავალებით იმ გოგოს ვუთვალთვალებდი... — მერე, რა გაიგე მასზე? — ჩახლეჩილი ხმით იკითხა. — მთელი დღე პატარა გოგონასთან ერთად მთაწმინდაზე იყო. — რა თქვი? პატარა გოგონასთან ერთად? — წამოიძახა. — დიახ, ფოტოები გამოგიგზავნეთ და შეგიძლიათ ნახოთ ასევე მისამართიც. — კარგი, — მოკლედ უპასუხა და გაუთიშა. მალე შეტყობინებაც მიუვიდა, იმწამსვე გახსნა და ფოტოებს დააკვირდა. მართლაც ბავშვთან ერთად იყო. შორიდან იყო გადაღებული, ამიტომ კარგად არ ჩანდა ბავშვის სახე. აი ახლა კი საგონებელში ჩავარდა კვიციანი: ვინ იყო ის პატარა გოგონა და რა უნდოდა მართას გვერდით? 29 სექტემბერი, 2024 წელი. სარკესთან იდგა და სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. შარვალ-კოსტიმს იშვიათად თუ იცვამდა ხოლმე, რადგან თავისუფალი სტილი უყვარდა. ახლაც თეთრი პერანგი ჩაიცვა და მუქი ლურჯი ჯინსი. პერანგის ღილები, როგორც ყოველთვის, ახლაც ნახევრად შეხსნილი ჰქონდა და შიგნიდან გრძელი, სქელი ძეწკვი და ვერცხლისფერი ჯვარი მოუჩანდა. სარკეში თავის გამოსახულებას აკვირდებოდა, რომელიც უემოციო და გაყინული სახით იყურებოდა, თუმცა ამ ცივი მზერის მიღმა სევდა და ნაღველი იმალებოდა. სუნამო შეისხა, ხელის საათი გაიკეთა და სამზარეულოში გავიდა სასაუზმოდ. — შვილო, შენი საუზმე უკვე მზად არის, — მიუგო დამხმარე ქალმა. კვიციანი მაგიდას მიუჯდა, რომელიც ცარიელი იდგა და მხოლოდ თვითონ იჯდა დიდ მაგიდასთან. ვერაფრით ეგუებოდა ამ სიმარტოვეს. ირგვლივ ყველა შემოეცალა, ვინც კი გააჩნდა, ახლა კი თვეებია სრულიად მარტო უწევს ცხოვრება. არ უყვარდა სახლში საუზმობა, ამიტომ სახლში არ ჩერდებოდა. ახლა კი, რატომღაც, მოუნდა ისევ ესაუზმა სახლში. მაგიდას გადახედა, რომელზეც ადრე ყველა ერთად სხდებოდნენ და საუზმობდნენ. როგორც წესი, თავში დედა იჯდა ხოლმე, ხოლო დანარჩენები გვერდით ისხდნენ. მამა არასდროს უნახავს, რადგან პატარა ასაკში დაკარგა. — კარგად ხარ? — დამხმარე მიუახლოვდა. — კარგად, როგორ უნდა ვიყო, ლამარა დეიდა? ამ სახლში სული მეხუთება, ისიც კი არ შემიძლია, ვისაუზმო. ამ მდგომარეობას ვერ ვეგუები, — ჩაწითლებული თვალებით უთხრა. — ჩემო ბიჭო, არ ვიცი, რით განუგეშო. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ამ სიცარიელეს მხოლოდ შენი ადამიანის პოვნა თუ შეგივსებს, — თავზე ხელი გადაუსვა, — და კიდევ, უნდა შეიცვალო და შეცვალო შენი დამოკიდებულება ამ სამყაროს მიმართ. ლამარა ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც არ სჭირდებოდა შენიღბვა, დედასავით უყვარდა. ჩუმად მოიწმინდა წამოსული ცრემლები და ფეხზე წამოდგა. — კარგი, ჩემი წასვლის დროა, — წამოიძახა. — და საუზმე? — გარეთ შევჭამ რამეს, — უთხრა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. სახეზე შავი სათვალეები მოირგო და გარეთ გავიდა. გარაჟიდან მანქანა გამოიყვანა, შემდეგ კი წავიდა. ამინდიც ისეთი მოქუფრული იყო, როგორც კვიციანი. ქარი უბერავდა და ეტყობოდა, რომ წვიმას აპირებდა. სამსახურში მისვლა გადაიფიქრა, გადაწყვიტა, იმ მისამართზე მისულიყო, რომელიც გაუგზავნეს, აინტერესებდა, სად ცხოვრობდა მართა. გონებაგაფანტული მართავდა მანქანას, როდესაც კინაღამ პატარა გოგონას დაეჯახა გზატკეცილზე. ძლივს შეძლო დამუხრუჭება. იმ წამსვე მანქანიდან გადავიდა და ბავშვთან მივიდა. გოგონა მუხლებზე დაცემულიყო და ტიროდა. — შვილო, კარგად ხარ? — აღელვებულმა კითხა. მან კი საპასუხოდ თავი დაუქნია და თავისი პატარა ხელებით ცრემლები მოიწმინდა. — აქ მარტო რას აკეთებ? სად არის დედაშენი? — დედა სამსახურშია... — სლუკუნებდა. — კარგი, მაგრამ გზატკეცილზე რა გინდოდა მარტოს? კინაღამ დაგეჯახე. — ვთამაშობდი და ბურთი გარეთ გადამივარდა, ამიტომ გამოვედი ასაღებად. — გასაგებია, წამოდი, სახლში მიგიყვან. — არა. — რატომ? — დედამ მითხრა, რომ უცხოებს არ დაველაპარაკო და არ გავყვე არსად, — ტიტინით უთხრა. — აბა, ახლა რას აკეთებ მაშინ? — გაეცინა. — ნუ გეშინია, მე კარგი ბიძია ვარ, არაფერს დაგიშავებ. სახლში მიგიყვან მანქანით, რადგან სიარული არ შეგიძლია. — კარგი... — რატომღაც ენდო მისთვის უცხო ადამიანს ენი, რადგან რაღაც უხილავი ძალა აკავშირებდა მასთან. სახლი არც თუ ისე შორს იყო, ამიტომ სულ რაღაც ათ წუთში უკვე ადგილზე იყვნენ. ბავშვი მანქანიდან გადმოიყვანა და ეზოში შევიდნენ. თავად კვიციანი აზრადაც კი არ გაივლებდა იმას, რომ ეს პატარა გოგონა მისი ქალიშვილი იყო. — ღმერთო, ჩემო ენი, მე შენ სახლში მეგონე და გარეთ როდის გაიპარე! — ნელიმ შეშინებული მიირბინა. — არ გაუბრაზდეთ, ქალბატონო, როგორც მითხრა, ბურთი გზაზე გადაუვარდა და ასაღებად გასულა, — აუხსნა ბიჭმა. — მართლა? — კი. — თქვენ ვინ ხართ? — გაკვირვებულმა კითხა. — ნელი დეიდა, ეს ჩემი მეგობარია! — მხიარულად წამოიძახა. — შვილო, დედაშენმა რომ გაიგოს ეს ყველაფერი, ხომ იცი, გაგიჟდება. — ნელი დეიდა, ეს ბიძია კარგი ადამიანია, არაფერი დამიშავა, — ბავშვური მიამიტობით წამოიძახა. — მუხლებიც დაიზიანე, — უთხრა ქალმა. — კარგი, წამოდი, დაგიმუშავებ, — ხელში აიყვანა. — დიდი მადლობა დახმარებისთვის. — მადლობის გადახდა არ არის საჭირო, — მიუგო და წამოვიდა. მხოლოდ გზაშიღა გაიაზრა, რომ ეს ის მისამართი იყო, სადაც მართა ცხოვრობდა და ეს ბავშვი ძალიან ჰგავდა კვიციანს. სამსახურის შენობასთან გააჩერა მანქანა, შემდეგ კი ჩვეული სიარულის მანერით გაემართა. შიგნით შესვლისას თანამშრომლებს გადახედა და თავის კაბინეტში ავიდა. შიგნით კი ნაცნობი სხეული რომ დაინახა, სულ გადაირია. — შენ აქ რას აკეთებ? — მოქუფრული სახით კითხა. — გეგონა, გუშინდელის გამო პასუხს არ მოგთხოვდი? — გაისმა გოგონას მკაცრი ხმა. — რა იყო, ისევ ხომ არ გინდა გავიმეოროთ? — ცალყბად ჩაიცინა. — ასეთი ამაზრზენი როგორ ხარ, ან როგორ შეგიძლია ასეთი ცივსისხლიანი იყო? — რა ვიცი, ადრე ასე არ ფიქრობდი ჩემზე, ჭკუა გეკეტებოდა. — ხო, მართალია, სამწუხაროდ ადრე არ ვიცოდი, რა არაკაციც იყავი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, ვინც ხარ. იცოდე, მეორედ არ გაბედო და აღარ შემეხო, თორემ ამას ასე არ დავტოვებ! — შეუღრინა. — მართლა? მაინც რას იზამ, მიჩივლებ? — რა დედამ გშობა ასეთი... — აქ სიტყვა აღარ დაამთავრებინა. დედის ხსენებაზე გადაეკეტა და გოგონა კედელთან მიიმწყვდია. — რა თქვი??! — უთხრა და მრისხანებისგან თვალები აენთო. — ის ვთქვი, რომ რა დედამ გშობა ასეთი... — იცოდე, დედაჩემს არ შეეხო! გიკრძალავ მისი სახელის ხსენებას, გასაგებია? — დაიღრიალა და მუშტი კედელს დაარტყა. გამწარებულმა დახედა გოგონას; პირველად შეეშინდა მისი, რადგან ასეთი გამწარებული არასდროს უნახავს. — თორნიკე, მე... — შეშინებულმა ამოთქვა და ბიჭს შეხედა. — იცოდე, გაფრთხილებ, დედაჩემის სახელი აღარასოდეს ახსენო! შენ არ იცი, ის როგორი დედა იყო, გასაგებია? — გოგონამ თავი დაუქნია და ბიჭიც გაეცალა. — ახლა კი წადი აქედან, სანამ ჯერ კიდევ მშვიდად გელაპარაკები! გასაგებია. შენ გსურს, რომ მე-7 თავი სრულად, ყველა დეტალის, დიალოგისა და ემოციური დატვირთვის დაცვით იყოს დაწერილი, ყოველგვარი შეკვეცის ან ზედაპირული მონახაზის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც თავდაპირველ ისტორიაშია მოცემული. აი, მე-7 თავი სრული სახით: ### თავი 7 — რა თქვი??! — უყვირა თორნიკემ და მრისხანებისგან თვალები აენთო. — ის ვთქვი, რომ რა დედამ გშობა ასეთი... — იცოდე, დედაჩემს არ შეეხო, გასაგებია? გიკრძალავ მისი სახელის ხსენებას, გასაგებია! — დაიღრიალა და მუშტი კედელს მთელი ძალით დაარტყა. გამწარებულმა დახედა გოგონას, რომელიც შეკრთა; მართას პირველად შეეშინდა მისი, რადგან ასეთი გამწარებული კვიციანი არასდროს ენახა. — თორნიკე, მე... — შეშინებულმა ამოთქვა და ბიჭს შეხედა. — იცოდე, გაფრთხილებ, დედაჩემის სახელი აღარასოდეს ახსენო! შენ არ იცი, ის როგორი დედა იყო, გასაგებია?! — გოგონამ თავი დაუქნია და ბიჭს გაეცალა. — ახლა კი წადი აქედან, სანამ ჯერ კიდევ მშვიდად გელაპარაკები! — ჩასისხლიანებული თვალებით დაუყვირა და გოგონაც მაშინვე გავარდა კაბინეტიდან. გამწარებულმა კვიციანმა კიდევ ერთხელ დასცხო მუშტი კედელს და ოთახში ნერვიულად დაიწყო სიარული. მას შეუძლია ყველაფერზე თვალი დახუჭოს, მაგრამ არავის მისცემს უფლებას მის ოჯახს შეეხონ, მით უმეტეს დედას, რომელმაც წვალებით გაზარდა თავისი სამი შვილი და ბოლოს შვილის სიკვდილს გადაჰყვა. მაგიდასთან ჩამოჯდა და გაფსიხებულმა მოისროლა ყველა ნივთი, რაც კი სამუშაო მაგიდაზე ეწყო; ცოტახანში ყველაფერი იატაკზე იყო მიმოფანტული. ფეხზე წამოიჭრა, კაბინეტიდან გიჟივით გავარდა, მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. ვერ აგიღწერთ, როგორ მდგომარეობაში იყო კვიციანი; თვალები ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული ჰქონდა, ტუჩები კი სიმწრისგან უცახცახებდა. რამდენადაც უგულო არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს მხოლოდ მისი ნიღაბია, რადგან გულის სიღრმეში ის ისეთივე კეთილშობილი ახალგაზრდაა, როგორიც წლების წინ იყო, უბრალოდ ცხოვრებამ აქცია ასეთად. თუმცა, ამის გამომჟღავნება არ უნდა და არ ცდილობს რაიმეს შეცვლას მის ცხოვრებაში, წარსულში ჩარჩა. საშინელი სისწრაფით მართავდა მანქანას და გონება გათიშული ჰქონდა. გონს მაშინ მოეგო, როდესაც წინ მიმავალმა მანქანამ მძლავრად დაუსიგნალა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა და როგორღაც შეძლო თავის არიდება, გზიდან გადავიდა, მაგრამ მთელი ძალით ხის ბოძს შეასკდა. წინა მხრიდან მანქანას ბოლი აუვიდა და სიგნალიზაცია ჩაირთო. მალე პატრული მივიდა იმ ადგილზე და კვიციანი მანქანიდან გადმოიყვანეს. — ბატონო, კარგად ხართ? — იკითხა ერთ-ერთმა. — დიახ, — მოკლედ უპასუხა. — დახმარება ხომ არ გჭირდებათ? — არა, გმადლობთ, ჩემითაც გავართმევ თავს. — კარგი, როგორც გინდათ. როგორ მოგივიდათ ავარია? — გზაზე მოულოდნელად მანქანამ გადამიჭრა გზა, თავის არიდება ვცადე, თუმცა ხის ბოძს შევასკდი, — ამოიხრა და სისხლიანი შუბლი მოისრისა. — კარგი, ამ მანქანას ევაკუატორი წაიყვანს, თქვენ კი გამომყევით. აღარაფერი უთქვამს, უხმოდ გაჰყვა; არაფრის თავი ჰქონდა, იმდენად ცუდად გრძნობდა თავს. გზაში ათას რამეზე ფიქრობდა, ცოტა ხნის წინ ლამის სიკვდილს ჩახედა თვალებში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, პოლიციას მართას სამუშაო მისამართი უკარნახა. თავადაც არ იცის, რისთვის მივიდა მასთან, როდესაც დილით გოგონას ეჩხუბა, ახლა კი მის სამსახურთან მივიდა. — მოვედით, დარწმუნებული ხართ, რომ დახმარება არ გჭირდებათ? — ჰკითხა კაცმა. — არა, კარგად ვარ, — უთხრა და გადავიდა. — მადლობა მოყვანისთვის. ბარბაცით მივიდა შენობის წინ, ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და დაურეკა. — გისმენთ? — გაისმა გოგონას ნაზი და ხავერდოვანი ხმა. — შენი ნახვა მინდა. — გოგონამ როგორც კი ბიჭის ხმა იცნო, მაშინვე დაიძაბა. — რა გინდა, ისევ უნდა მეჩხუბო?? — უბრალოდ გამოდი... გარეთ ვარ, გელოდები. — ესღა უთხრა და გაუთიშა. კედელზე იყო მიყრდნობილი და მის გამოსვლას ელოდა. დიდხანს ორჭოფობდა მართა, გასულიყო თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც გავიდა გარეთ. გასულს იქვე კედელთან მიყუდებული კვიციანი რომ დაინახა ამ მდგომარეობაში, ელდა ეცა. შეშინებულმა ისე მიირბინა მასთან და გაუცნობიერებლად შეეხო. — რა მოგივიდა?! — შეშინებულმა შეხედა ბიჭს, რომელსაც მთელი სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი. — შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ შენთვის არავინ ვარ... — სისულელეებს ნუ ამბობ, ამ დღეში როგორ ჩაიგდე თავი? — ავარიაში მოვყევი, — უპასუხა ურეაქციოდ. — ოხ, და ჩემთან რისთვის მოხვედი? — დაეჭვებით გახედა. — არ ვიცი, პოლიციას შენი მისამართი გაუცნობიერებლად მივეცი. — კი, როგორ არა, მჯერა... და ისე გაუცნობიერებლად დამირეკე, არა? კარგი, კარგი. წამოდი, მანქანაში პირველადი დახმარების ყუთი მაქვს და დაგიმუშავებ. მანქანაში ჩასხდნენ და გოგომ უჯრიდან ყუთი ამოიღო, იქიდან კი ბამბა და სპირტი, შემდეგ კი მის დამუშავებას შეუდგა. მთელი ეს პერიოდი თვალს არ აშორებდა მას, უყურებდა გოგონას და სინდისი აწუხებდა. დიახ, არ მოგესმათ, დღეს, როდესაც ავარიაში მოჰყვა, მთელმა ცხოვრებამ კადრებივით ჩაურბინა თვალწინ და ერთ რაღაცასაც მიხვდა. — რატომ მეხმარები? — დახშული ხმით ამოთქვა. — რაა? — რატომ მეხმარები, მე ხომ ამდენი ტკივილი მოგაყენე? — უთხრა ჩახლეჩილი ხმით. — მე შენსავით უგულო არ ვარ და ადამიანს გასაჭირში არ მივატოვებ, თუნდაც ის ჩემი მტერი იყოს, — მიუგო გოგომ და კვლავ განაგრძო იარის დამუშავება. არავინ იცოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა მათ გულებში. რამდენიც არ უნდა უარყონ, რომ აღარ უყვარდათ, მაინც იზიდავდათ ერთმანეთი. თვალს არ აშორებდა გოგონას და ხვდებოდა, რომ მისი გული ნელ-ნელა ლღვობას იწყებდა და იღვიძებდა მივიწყებული გრძნობები. ეს ავარია რომ არა, ალბათ ვერც გამოიღვიძებდა. იმასაც ხვდებოდა, რომ მის წინაშე ძალიან დააშავა, გოგონას გრძნობები ფეხქვეშ გათელა და ნდობა დააკარგვინა. ახლა კი ამის გამოსწორება ძალიან რთული იქნებოდა. მანქანაში სრული სიჩუმე სუფევდა და ხმას არავინ იღებდა, ან რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის? უხმოდ ისხდნენ და თვალებით საუბრობდნენ თითქოს. თვალები ხომ სულის სარკეა. არცერთი არ აშორებდა ერთმანეთს თვალს, თითქოს რაღაცის ამოკითხვა უნდოდათ ერთმანეთისგან. შუბლი დაუმუშავა და შემდეგ სანტავიკი დააკრა. — მორჩა... — ამოთქვა გოგონამ და ხელი უკან წაიღო. — ჰო... — დაბნეულმა მოისრისა კეფა და გვერდზე გაიხედა. — მაინც არ გითქვამს, ჩემთან რისთვის მოხვედი? — არ ეშვებოდა გოგონა. — არ ვიცი, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო... — ამოიხრა. — იცი, მე... — წამოიძახა და გაჩერდა. — ხო, შენ რა? — კითხა და წარბები ზევით აზიდა. — კარგი, არაფერი, დაივიწყე, — სწრაფად უპასუხა და წავიდა. — უცნაურია, რა დაემართა? დღეს დილით ურჩხულივით ღრიალებდა, ახლა კი... ოხ, ღმერთო, არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ამას, — წამოიძახა და ოფისში დაბრუნდა. მთელი დღე მომხდარზე ფიქრობდა და მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. უეცრად მკითხავის სიტყვები გაახსენდა: „წარსულის სიყვარული შეეცდება შენს დაბრუნებასო“. — არა, ეს გამორიცხულია, მე მას არასდროს არ ვუყვარდი, — ოფისში ვეღარ მოისვენა და შინ დაბრუნდა. სახლში შესულს ენი არ შეეგება და ძალიან გაუკვირდა. მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. — მოვედიი! — წამოიძახა და მისაღებ ოთახში შევიდა. ბავშვს მუხლები დაბინტული ჰქონდა. — რა დაგემართა? — აღელვებულმა იკითხა. — არაფერია დედა, კარგად ვარ. დღეს ბურთს ვთამაშობდი და შემთხვევით დავეცი. — ხო, მაგრამ აქ ხომ სულ ბალახია, ასე როგორ დაშავდი? — კითხა შვილს და ბავშვმა თავი ჩახარა. — რას მიმალავ? — გეტყვი, მაგრამ დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები? — კარგი. — ეზოში ვთამაშობდი ბურთით, მაგრამ გარეთ გადამივარდა და მის ასაღებად გარეთ გავედი, შემდეგ კი... — შემდეგ რა? კიდევ რამეა? — კინაღამ მანქანა დამეჯახა, — თავჩაქინდრულმა მიუგო. — რაა? ენი, ხომ გაგაფრთხილე, გარეთ მარტო არ გახვიდე-თქო! — წამოიძახა გაბრაზებულმა. — ხო, მაგრამ ხომ არ დამჯახებია დედა. კარგმა ბიძიამ სახლამდე მომაცილა. — ღმერთო ჩემო, მე შენ რა გითხარი? — ვიცი, მაგრამ ის ცუდი არ იყო, თავის მანქანით მომიყვანა სახლამდე. — მართალს ამბობს ნელი დეიდა? — ჰკითხა ქალს. — დიახ, ის ბატონი კარგი ადამიანი ჩანდა, სახლამდე მოიყვანა და თან მთხოვა, არ მეჩხუბა მისთვის. — კარგი, დღეისთვის კმარა თავგადასავლები... — უთხრა და გულში ჩაიკრა. — ახლა არ გეჩხუბები, მაგრამ ასე მეტი აღარ მოიქცე, კარგი? ეს ერთადერთი ჰყავხარ დედას და არ მინდა რამე დაგემართოს. — კარგი. — მითხარი, ვინ იყო ის ბიძია, ვინც დაგეხმარა, რა ქვია? არ გითხრა? — სახელი არ უთქვამს, მაგრამ ძალიან კარგი ბიძია იყო დედა. — კარგი, მაგრამ მაინც არ ენდო უცნობებს... ** სახლში მისულს მთელი გონება არეული ჰქონდა, შეიძლება ითქვას, ეს ავარია მისთვის ჭკუის სასწავლებელიც კი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ უყვარდა მართა. ასევე თვალწინ დაუდგა ის კადრებიც, თუ როგორ სასტიკად მოექცა მას. შურისძიება ადამიანს გონებას უბნელებს და სისულელეებს აკეთებინებს. ცხელ გულზე არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რადგან შეიძლება მერე მთელი ცხოვრება სინანულმა დაგტანჯოს. ფინჯნით ხელში იდგა და ფანჯრიდან უსასრულოდ გაჰყურებდა ქუჩებს. — რა გავაკეთე, როგორ არაკაცულად ვიქცეოდი... — ამღვრეული თვალებით წამოიძახა. — და ეს ავარია რომ არა, ალბათ ვერც ვერასდროს ამეხილებოდა თვალები. ვერ ისვენებდა, სინდისის ქენჯნა უფრო გაუმძაფრდა და ეს უარესად სტანჯავდა. ახლაღა გააცნობიერა, თუ როგორი ძვირფასი ადამიანი გაუშვა ხელიდან. ახლა კი უკვე გვიანი იყო, რადგან გოგოს იმდენად ატკინა გული, რომ პატიების ღირსიც კი არ იყო, ასე ფიქრობდა. თანაც იქნებ გათხოვდა კიდეც, მაგრამ მას თითზე ნიშნობის ბეჭედი არ ეკეთა. მიმოდიოდა ნერვიულად ოთახიდან ოთახში და ვერაფრით წყნარდებოდა, თანაც ეს ბავშვი ვისი იყო, ცალკე ეს არ ასვენებდა. ტანისამოსი გამოიცვალა და ისევ სავარჯიშო ოთახს მიაშურა. მთელი ძალით ურტყავდა კრივის ტომარას მუშტებს და ემოციებისგან იცლებოდა. — არა, მე აუცილებლად დავიბრუნებ მას! — გაიფიქრა თავისთვის და ვარჯიში განაგრძო. გული რომ იჯერა, ვარჯიშით აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა, შემდეგ კი ოთახში გავიდა, საწოლზე ზურგით დაემხო და მოგონებებს მიეცა. 2014 წლის 10 სექტემბერი მოტოზე იყო მიყრდნობილი და გოგონას ელოდა, უნივერსიტეტის შესასვლელთან. გოგონას გამოცდები ჰქონდა და გასამხნევებლად ბიჭიც გაჰყვა. ხელებ გადაჯვარედინებული იდგა და გოგონას ელოდა. სულ მალე თვალცრემლიანი მართაც გამოჩნდა, რომელიც ბიჭისკენ გაექანა და მოეხვია. — რა მოხდა? შენ რა იტირე? — გაოცებულმა უთხრა. — ცუდად არის ჩემი საქმე.. — მის გულმკერდზე ამოიტირა. — რატომ? — უთხრა და თავზე გადაუსვა ხელი. — ჩავიჭერი... — სლუკუნებდა. — მამაჩემი კი, მომკლავს ეს რომ გაიგოს... — მაგაზე ტირიხარ? არაუშავს, ვის არ მოსვლია ეგ, გადააბარებ შემდეგ კვირას. — გაეცინა ბიჭს. — შენ არ გესმის, ისედაც ბოლო პერიოდში თავს არ მანებებს და სულ იმას მიმეორებს, რომ რაც შენ გაგიცანი, სწავლას მოვუკელი. — ამოთქვა. — მერე შენც ნუ ეტყვი, რომ ჩაიჭერი, ვუთხრათ, რომ მომდევნო კვირას გადაიდო, მანამდე კი კარგად მოემზადები. მითხარი, რაში დაგაკლდა ქულები? — გაუღიმა ბიჭმა. — მათემატიკაში... — ხოდა ძალიან კარგი, მათემატიკა კარგად ვიცი, მე მოგამზადებ, კარგად არ იდარდო, კარგი. — უჰუმ.. — უთხრა და უფრო მიეკრო ბიჭს. — ახლა კი, წამოდი, მინდა ერთ ადგილას მიგიყვანო. — უთხრა და შლემი გაუწოდა. მოტოზე შემოჯდა, შემდეგ კი ბიჭს მჭიდროდ მოხვია ხელები. — შლემი რატომ არ გაიკეთე? — იმიტომ, რომ ასე სიამოვნებას ვერ მივიღებ. — გაეცინა გოგონას. ბიჭმა მოტო დაქოქა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. ჰაერის დიდი ნაკადი მთელს სხეულზე ხვდებოდა გოგონას და თმებს უწეწავდა, ბიჭს ტყავის ქურთუკზე მჭიდროდ ეხვეოდა. ისეთი ბედნიერი იყო იმ წუთებში, რომ სულ გადაავიწყდა პრობლემები, მთლიანად ტკბებოდა ამ წამებით. მოტო შეაჩერა და გადმოვიდნენ. — სად მომიყვანე? — გაოცებულმა იკითხა, რადგან ირგვლივ სულ ბუნება იყო და ფერმები. — ეს ჩემი ფერმაა. — მართლა? — ხო და შენ პირველი ხარ ვინც აქ ამოვიყვანე. მინდა ერთი ვიღაც გაგაცნო. — გაუღიმა და შიგნით შევიდნენ. ფერმა ძალიან დიდი იყო და ირგვლივ სხვა და სხვა ცხოველები იყვნენ, ასევე ცხენებიც. — გამარჯობა, გურამი ბიძია... — მიესალმა ფერმერს. — ვაა, ეს ვინ გვესტუმრა, დიდი ხანია აქეთ აღარ გამოგივლია. — ხო, არ მეცალა, დღეს შევძელი ამოსვლა. მარგალიტა სად არის? — მინდორშია. — გაუღიმა კაცმა. — კარგი. — უთხრა და გოგოს ხელი მოხვია. — მარგალიტა ვინ არის? — გაოცებულმა იკითხა. — ჩემი გოგოა და იმედია, ჩემზე არ იეჭვიანებს, ჩემთან ერთად რომ გნახავს. — რაა? შენი გოგოა? დამცინი? — გაოცებულმა გახედა. — არა, რატომ? მარგალიტა ჩემი პირველი სიყვარულია. — სერიოზული სახით უთხრა. — თორნიკე, რას მიმალავ, ვინ არის მარგალიტა? — მალე გაიგებ ვინც არის. — გაეცინა და ღობიდან მინდორში გადავიდა. ირგვლივ სულ სიმწვანე იყო და ლამაზი პეიზაჟი იშლეოდა. ბიჭმა ერთი დაუსტვინა და ცხენმაც ჭიხვინით მიირბინა მასთან. ლამაზი თეთრი ცხენი პირდაპირ მათ წინ შეჩერდა, თოვლივით თეთრი იყო და ბეწვი მარგალიტივით უბრალოვებდა, ლამაზი გრძელი ფაფარი ჰქონდა მოფენილი კისერზე. — გაიცანი, ეს არის ჩემი მარგალიტა. — უთხრა ბიჭმა. გოგონამ ერთხანს უყურა და შემდეგ ისტერიკული სიცილი აუტყდა. — მოიცა, ამაზე მეუბნებოდი ჩემი პირველი სიყვარულიაო? — სიცილით უთხრა. — ხო, რა იყო? მოიცა, არ მითხრა, რომ ცხენზე იეჭვიანე? — ახლა ბიჭს აუტყდა სიცილი. — აბა, მე საიდან უნდა მცოდნოდა ვინ იყო მარგალიტა? — რა შტერი ხარ, როგორ იფიქრე, რომ ჩემი პირველი სიყვარული ვინმე სხვა გოგო იქნებოდა? შენ ხარ ჩემი პირველი სიყვარული. — უთხრა და აკოცა, ცხენმა ჭიხვინი დაიწყო და ცხვირი გაჰკრა ბიჭს. — ხედავ, როგორ ეჭვიანობს... — უთხრა და ცხვირზე მოეფერა. — ხო, ძალიან ლამაზია. — უთხრა და ფრთხილად მოეფერა ცხვირზე. — ნუ დაიძაბები, ის გრძნობს ამას და არ მოსწონს, ამიტომ თავისუფლად იყავი მასთან. — გააფრთხილა ბიჭმა. — ცხენით ჯირითი იცი? — არა.. — კარგი, მოდი შემოგსვამ და გავისეირნოთ. — უთხრა, შემდეგ გოგონა ცხენზე შემოსვა და უთხრა კარგად მოკალათებულიყო. კვიციანმა ცხენის აღვირი დაიჭირა და გაასეირნა. მარგალიტა ძალიან ნელა ჯირითობდა და თავის პატრონს უჯერებდა. ბუნებაში სეირნობდნენ, სადაც მთები მოჩანდა და სრული სიმწვანე იყო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემოდგომა დადგებოდა, მაინც იყო სიმწვანე, ირგვლივ ჩიტების ჟღურტული ისმოდა, რაც ძალიან ჰარმონიული იყო. — აბა, თავს როგორ გრძნობ? — კითხა ბიჭმა. — ძალიან მომწონს. — წამოიძახა მხიარულად. ბიჭმა ვეღარ მოითმინა და თავადაც შემოაჯდა ცხენს, გოგონამ ხელები შემოხვია, მერე კი კვიციანმა ცხენს მოუთათუნა და სწრაფად გააჭენა ცხენი. შემოიარეს მინდვრები და ძალიან კარგი დრო გაატარეს, ისეთი მხიარულები იყვნენ. **29 სექტემბერი, 2024 წელი.** მტკივნეულად გაახილა თვალები. ახლა ბევრ რამეს აცნობიერებდა — თურმე მას ყოველთვის ყვარებია მართა, მაგრამ შურისძიების სურვილმა გონება დაუბინდა და რეალობას ვეღარ აღიქვამდა. — გამარჯობა, მე ირაკლი ხუციშვილის ადვოკატი ვარ და კომისართან მაქვს საქმე, თუ შეიძლება უთხარით, რომ ველოდები. — დასძინა გოგონამ. — აქ მოიცადეთ, ახლავე დავუძახებ. — დაუბარა გოგონას, თავად კი კომისართან წავიდა. ნერვიულად მიმოდიოდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა თავის კლიენტს. ცოტახანში დაცვის ბიჭი გამოვიდა და მიაცილა ოთახამდე. არასასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა გოგონას განყოფილებაში სიარული, ბნელი კედლები... — გამარჯობა, მითხრეს რომ ჩემი ნახვა გინდოდათ? — უთხრა ფორმიანმა. — დიახ, მე ირაკლი ხუციშვილის ადვოკატი ვარ და მინდა მისი ნახვის უფლება მომცეთ. — საქმიანი გამომეტყველებით უთხრა. — აჰ, გასაგებია, წამობრძანდით, დაცვის ბიჭს ვეტყვი მის საკანამდე მოგაცილოთ. — კარებში გასულმა თანამშრომელს დაუძახა და უთხრა ხუციშვილის საკანამდე მიეცილებინა. ირაკლი იქვე კუთხეში ჩაფიქრებული იჯდა. — ხუციშვილი, შენთან არიან! — დაუძახა და ბიჭიც გამოერკვა. — რაა? — შენთან მნახველია, წამოდი!! — უთხრა ბიჭს, ისიც მის ნებას დაჰყვა. ხელბორკილები დაადეს და შეხვედრის ოთახში გაიყვანეს. — შენმა ადვოკატმა ცალკე ისურვა შენი ნახვა. — უთხრა დაცვის ბიჭმა. — ჩემი ადვოკატი მართაა აქ? — ამის გაგებისას თვალები სიხარულით გაუნათდა. თვითონაც არ იცოდა, როდის გახდა ეს გოგო მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. — ხუთი წუთი გაქვთ დრო, შემდეგ მოვალ და წაგიყვან. — დაუბარა და გავიდა. — აბა, როგორ ხარ? — ჰკითხა გოგომ. — კარგადო ვერ ვიტყვი.. — მესმის, გიჭირს აქ ყოფნა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თანაც მინდა გითხრა, რომ ჩვენმა გეგმამ გაამართლა. — მაინც ვერ ვხვდები, რაში დაგჭირდა ამის გაკეთება? — ბევრ რამეში დაგვეხმარა. გახსოვს რა გითხარი? გითხარი, რომ დიდი ალბათობით შენს მეგობარს ან გადაიბირებენ-თქო ან თვითონ წავა შენს წინაღმდეგ-მეთქი და რა მოხდა? შენი თვალით ნახე და გაიგონე რაც სასამართლოზე გააკეთა. — საიდან მიხვდი, რომ ასე მოხდებოდა? — გაოცებულმა კითხა. — უბრალოდ მივხვდი, ამის გარდა ჩვენ დრო მოვიგეთ და ძალიან მალე გავიგებთ რას მალავს ის ადამიანი. კამერები სად დააყენე? — ერთი სახლში, მეორე მანქანაში. — ძალიან კარგი. სად შევძლებთ ვიდეო მასალის აღებას? — ჩემს კომპიუტერში იწერება. ჩემი სახლის მისამართს გეტყვი, მიხვალ და ეტყვი, რომ მე გამოგგზავნე. — აუხსნა ბიჭმა. — კარგი. ახლა უნდა წავიდე, მალე ისევ შევხვდებით. — დაუბარა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. წასვლის დროს გოგონას ყელზე მორგებული შარფი ჩამოუვარდა და ირაკლიმ აიღო და შეინახა. გრძელი ნაქსოვი კაბა ეცვა ტანზე მომჯდარი, ამავე კაბის პიჯაკის სტილის მოსაცმელი, გრძელი ყავისფერი თმა დაეხვია და გაეშალა, თავზე ბერეტი მოერგო და დიდი შავი სათვალეები, ხელში პატარა ხელჩანთა ეკავა და მისთვის დამახასიათებელი სიარულის მანერებით, თავაწეული გავიდა გარეთ, გადაწყვიტა ფეხით გაევლო ქუჩებში. და ამ გასეირნებით ყველას ყურადღება მიიპყრო, ყველას უკვირდა, თუ ვინ იყო ეს გოგონა, რადგან მათგან განსხვავებული სტილი ჰქონდა — ასე უფრო იტალიაში იცმევდნენ და ყველას აინტერესებდა ვინ იყო ეს ლამაზმანი. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ყველა ასაკის გამვლელი მას აკვირდებოდა. გოგონა კი ამაყი და თავდაჯერებული ნაბიჯებით მისეირნობდა თბილისის ქუჩებში. იქვე კაფეში შევიდა და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა. მასთან მიმტანი მივიდა და მისგან გასაოცრად ინგლისურად რომ დაუწყო საუბარი, გოგონას გაეცინა. — ნუთუ საერთოდ არ ვგავარ აქაურს? — გაოცებით იკითხა. — უკაცრავად, ქართველი ბრძანდებით? — უხერხულად შეიშმუშნა გოგონა. — დიახ. — გაეცინა. — მაგრამ ნუთუ აქაურს არ ვგავარ საერთოდ? — იცით, უფრო იტალიელს გავხართ იერით, თან ეს... ჩაცმულობა... — ხო, ალბათ იმიტომ დამეტყო, რომ უკვე წლებია იქ ვცხოვრობ. — გასაგებია, რას მიირთმევთ? — კაპუჩინოს. — უპასუხა გოგონამ და მიმტანიც ყავის მოსამზადებლად წავიდა. ეს წიგნების კაფე იყო, ყოველთვის ასეთ წყნარ ადგილებს სტუმრობდა ხოლმე, იქ სადაც შეეძლო მშვიდად ეფიქრა ან თუმდაც წიგნი წაეკითხა. დარბაზში მშვიდი მუსიკა ჰქონდათ ჩართული და კაფის ინტერიერიც საკმაოდ მყუდრო იყო. მართამ თვალი მოავლო წიგნებს და ერთ-ერთმა ძალიან დააინტერესა. ყოველთვის ასეთი ჩვევა ჰქონდა, რომ წიგნის კითხვას სანამ დაიწყებდა, ყოველთვის ბოლო გვერდით იწყებდა ხოლმე, რადგან აინტერესებდა რით სრულდებოდა ამბავი. ადრე ძალიან სწამდა სიყვარულის და კეთილი დასასრულის, მაგრამ ახლა უკვე აღარ სჯეროდა, ამიტომ ყოველთვის ისეთ წიგნს ეძებდა წასაკითხად, რომელიც რეალისტურად მთავრდებოდა და არა როგორც ზღაპრებში არის ხოლმე, სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და ბოროტება მარცხდებოდა. ამ ზღაპრების დიდი ხანია აღარ სჯეროდა და ყოველთვის მძიმედ წასაკითხ წიგნებს ირჩევდა. ინტერესით გადაფურცლა და კითხვას შეუდგა. კითხვის პერიოდში პერიოდულად ყავას მიირთმევდა. ეს არის თავის სრული და დაუმახინჯებელი ვერსია. იმედია, ეს ზუსტად ის არის, რასაც ელოდი! *** დარბაზში მშვიდი მუსიკა უკრავდა. გოგონა მაგიდას მიუჯდა და კითხვა დაიწყო; მალე მიმტანმა ფინჯანი ყავა მოუტანა. — ამ წიგნზე რას მეტყვით? — ჰკითხა მიმტანმა. — რა წიგნია? — გოგონამ ყდას დახედა. — აა, „უბის წიგნაკი“... შესანიშნავი წიგნია, — ღიმილით უპასუხა. — კარგი, მადლობა, — თქვა გოგონამ და კითხვა განაგრძო. წიგნი მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა; იმდენად ჩაითრია, რომ თვალს ვერ წყვეტდა. პერიოდულად ყავას მიირთმევდა — ფოტოგრაფისთვის ეს ძალიან ლამაზი კადრი იქნებოდა. დრო ისე შეუმჩნევლად გავიდა, ვერც კი მიხვდა. როდესაც ანგარიში გაასწორა და გასვლას აპირებდა, კარებში კვიციანს შეეფეთა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. კვიციანი გაოცებული დაჰყურებდა გოგონას და თვალს არ აშორებდა. — შენ აქ რას აკეთებ? — შეუღრინა გოგონამ. — შენ თავად რას აკეთებ აქ? ეს ჩემი ადგილია. ყოველთვის, როდესაც განმარტოება და ფიქრი მჭირდება, აქ მოვდივარ. — ეს რომ მცოდნოდა, ფეხსაც არ შემოვადგამდი! — მიაძახა გოგონამ და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. კვიციანი უკან აედევნა. — მოიცადე! — გასძახა კვიციანმა. გოგონა შეჩერდა და მისკენ შებრუნდა. — რა გინდა?! — გაღიზიანებულმა ჰკითხა. — კარგი, არაფერი, დაივიწყე. — დამცინი?! ჯერ მაჩერებ და მერე ამბობ, დაივიწყეო? — ნერვებმოშლილმა იკითხა. — და რომ გითხრა, რა აზრი აქვს? მაინც არ მომისმენ. ასე რომ, არაფერი. — ვერ გიტან, კვიციანო! და იცი რა? სულ ცოტაღა დარჩა და მაგ იდიოტურ ღიმილს სახიდან ჩამოგხსნი, დაიმახსოვრე! კვიციანმა გაოცების ნიშნად წარბები ზევით აზიდა და გოგონას მიუახლოვდა. — მართლა? საიდანღაც ეს ფრაზები მეცნობა... — ჩაფიქრებულის იმიტაცია გააკეთა. — აა, ხო, ეს შენ მითხარი სასამართლოს წინ, რომ ჩემს სიამაყეს დაამსხვრევდი, მაგრამ როგორც ვხედავთ, არაფერი გამოგივიდა. — შენ მე კარგად არ მიცნობ და არ იცი, რაზე ვარ წამსვლელი, თუმცა არაუშავს, ძალიან მალე გაიგებ! — მიახალა გოგონამ, შემდეგ ტაქსი გამოიძახა და წავიდა. ტაქსში მჯდომს სევდა მოეძალა, თვალებზე ცრემლები აწვებოდა, თუმცა არ ტიროდა. სწორედ იმის გამო ეშინოდა სამშობლოში დაბრუნების, რომ მივიწყებული გრძნობები არ გამოღვიძებოდა. რა ელით ამ ორ დაკარგულ ადამიანს მომავალში და როდემდე უნდა დაიტანჯონ? არცერთი იყო ისეთი ძლიერი, როგორადაც თავს აჩვენებდა და არც მეორე იყო უგულო; უბრალოდ, ცუდ დროს შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთთან ახლობლების წარსული აკავშირებდათ, უფრო სწორად, ნოდარის ჩადენილი სისასტიკე. ნოდარმა ახალგაზრდა გოგონა შეაცდინა, რომელმაც ეს ტვირთი ვერ ზიდა და თავი მოიკლა. სწორედ ეს გახდა შურისძიების მიზეზი. კვიციანი მაშინ ძალიან ახალგაზრდა და იმპულსური იყო. ამ ამბავს მეორე ტრაგედიაც დაემატა — დედა შვილის დარდს გადაჰყვა. ამან საბოლოოდ გაანადგურა ბიჭის ფსიქიკა; მაშინ სულ რაღაც 13-14 წლის იყო. მას შემდეგ ჩაიკეტა საკუთარ თავში, მალულად კი ნოდარ ნინიძეზე დაიწყო ინფორმაციის მოძიება. როდესაც შეიტყო, რომ ნოდარს მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა, მიზნად დაისახა, დალოდებოდა, როდის მიაღწევდა ის იმ ასაკს, რომ გეგმა შეესრულებინა. ასეც მოხდა, გეგმა შეასრულა, თუმცა ამან შვება ვერ მოუტანა. შურისძიება ხომ გამოსავალი არ არის? ვინც დააშავა, იმას უნდა გაუსწორდე. თუმცა კვიციანის გადმოსახედიდან ასე ჩანდა: თუ ნოდარის ქალიშვილს გაუბედურებდა, ამით ნოდარიც გამწარდებოდა. სინამდვილეში კი ნოდარს შვილი საერთოდ არ ადარდებდა. გოგონა თავისი ძველი სახლის წინ იდგა და სევდიანად უყურებდა მიტოვებულ ნაგებობას. ბედნიერად არასდროს უცხოვრია აქ, რადგან ნოდარი გამუდმებით ატერორებდა ცოლ-შვილს; ყოველ საღამოს ჩხუბობდა და ცოლს სცემდა. ქალის გულმა ამდენ დარდს ვერ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა. გოგონა მარტო დარჩა მამასთან. ბოლოს კი, როდესაც ეგონა, რომ ბედნიერება იპოვა, აქაც არ გაუმართლა — ამან სულ გაანადგურა. — უკაცრავად, გოგონა, ვის ეძებთ? — მასთან მეზობელი მივიდა. — თუ იცით, ამ სახლში ცხოვრობს კიდევ ვინმე? — ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ქალს. — არა, შვილო, აქ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა ამჯერად ეს სახლი ცარიელია... — რატომ? — ამ სახლის პატრონი, ბატონი ნოდარი, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა, გალოთდა, რის გამოც ყველაფერზე უარი თქვა და სადღაც გადაიხვეწა. — გასაგებია... — და თქვენ რატომ კითხულობთ? — იკითხა ქალმა, თუმცა გოგონამ ყურადღება არ მიაქცია და სახლის ეზოში შევიდა. უმძიმდა იქ შესვლა, მაგრამ თავს ძალა დაატანა, გასაღები მოარგო კარებს და შიგნით შევიდა. მაშინვე ბოლო სცენა დაუდგა თვალწინ. — მამა! — დაიყვირა გოგონამ და ოთახში შევიდა. კაცი საშინლად გამოიყურებოდა: თმები აბურდული, თვალის უპები შეშუპებული და ჩაწითლებული ჰქონდა. — რა გჭირს, რას გავხარ? — წამოიძახა კაცმა. — მითხარი, რა ჩაიდინე და რატომ უნდოდა თორნიკეს შენზე შური ეძია... — ვინ თორნიკე, რას ბოდავ! — მე რას ვბოდავ?! მითხარი, რა გააკეთე ამისთანა, რომ შენი ცოდვების გამო მე დამსაჯა? ასე მითხრა, მამაშენს ჰკითხე და გეტყვისო. გისმენ! — ვინ არის თორნიკე? მე მას არ ვიცნობ... — თორნიკე კვიციანი არ გეცნობა, ეს სახელი?! — დაუყვირა გოგონამ. კაცი შეცბა. კვიციანი ხომ მისი ყოფილი სტაჟიორი იყო, რომელიც ერთ დღეს შეაცდინა. ნოდარი ახალგაზრდობიდანვე ავხორციანი და განდიდების მანიით შეპყრობილი კაცი გახლდათ; ყველას ზემოდან დაჰყურებდა და არავის არაფრად აგდებდა. იმ საბრალო გოგოც ისე, პირუტყვივით შეაცდინა თავისივე კაბინეტში. გოგონა სახლის ყოველ კუთხეს უყურებდა და იქ გაჩერება ცუდად მოქმედებდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო და გამოიქცა. როდესაც კვიციანი თავს ცუდად გრძნობდა ან მარტო ყოფნა უნდოდა, ყოველთვის ბაღში, თავის მცენარეებთან ატარებდა დროს. სხვისთვის ეს შეიძლება უჩვეულო ყოფილიყო, მაგრამ კვიციანს თავისუფალი დროის მათთან გატარება უყვარდა — თითქოს მცენარეებს ესმოდათ მისი გულისნადები და უთანაგრძნობდნენ კიდეც. მათზე ზრუნვა დედამ ასწავლა და ახლაც, ამ ასაკში, ფიქრობდა, რომ როდესაც ყვავილებს უვლის, დედამისია გვერდით. ახლაც აუზთან იყო, სადაც ბაღი ჰქონდა გაშენებული. ხელში მცენარის საჭრელი მაკრატელი ეჭირა და გამხმარ ტოტებს აშორებდა — ისე ფაქიზად და ნელა, თითქოს ეშინოდა არ ეტკინა. თუმცა გონებით სხვაგან იყო წასული. ჩაფიქრებული დასტრიალებდა მცენარეს, სახე კი ნელ-ნელა ბრაზით ევსებოდა. — დაიმახსოვრე, ძალიან მალე მაგ თვითკმაყოფილ სახეს ჩამოგხსნი!! — გაახსენდა გოგონას სიტყვები. გაბრაზებულმა მაკრატელი მოისროლა, ქოთანს წამოჰკრა, რომელიც დაიმსხვრა და იატაკზე მიმოიფანტა. მრისხანებამ ერთიანად დაუარა მთელ სხეულში. ხელები მოკუმა. — ეს არასდროს მოხდება, ვერავინ შეძლებს ჩემს დამარცხებას! არ დავუშვებ, რომ ის ტიპი ციხიდან გამოვიდეს. მე თორნიკე კვიციანი ვარ, დღემდე ვერავინ შეძლო ჩემი დამარცხება და ვერც ახლა შეძლებენ. სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან, მანქანაში ჩაჯდა და განყოფილებაში მივიდა. — გისმენთ, ბატონო? — კარებში დაცვის ბიჭი შეეგება. — პატიმარ ირაკლი ხუციშვილის ნახვა მინდა, — უპასუხა მოქუფრული სახით. — ნახვის საათები ამოიწურა. ხვალ მობრძანდით. — რაო? სად არის თქვენი უფროსი? მისი ნახვა მინდა! — შეუღრინა. — რა ხდება, გიორგი? რა აურზაურია? — დერეფანში კომისარი გამოვიდა. — ბატონო, ეს კაცი ჯიუტად მოითხოვს ხუციშვილის ნახვას, — მიუგო ბიჭმა. — ან ახლავე შემიშვებთ მის სანახავად, ან არადა, ჰაერში აგწევთ სულ ყველას! — რამდენს ბედავთ! ეს განყოფილებაა და არა გასარჩევი ადგილი. რადგან ასე მოითხოვ მის ნახვას, ახლავე მიგიყვან, არ არის პრობლემა. გიორგი, დაადე ამ თავხედს ბორკილები და ჩასვი კამერაში! — გასცა ბრძანება კომისარმა. კვიციანი ირაკლის საკანთან მიიყვანეს, შემდეგ კი დაცვის ბიჭმა შიგნით შეაგდო. — ამას ასე არ დავტოვებ, დაიმახსოვრეთ! — დაუყვირა მან. — ჭკვიანად იყავით აქ და არ დახოცოთ ერთმანეთი, — გააფრთხილა და წავიდა. უკან შებრუნებულმა ირაკლი დაინახა, რომელიც მშვიდად იჯდა და უყურებდა მას. — რაო, ბატონო, ისე ძალიან მოგენატრე, რომ განყოფილებაში აურზაური ატეხე? — წარბების აზიდვით ჰკითხა ირაკლიმ. — აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ ჯობია, აღიარო შენი დანაშაული. არაფერი გამოგივა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში ამოგალპო. — არ დაიღალე ამის გამეორებით? რაც გინდა, ის ქენი, მე შენი არ მეშინია და მალე აქედანაც გავალ, — ეშმაკურად უელავდა თვალები და თან მართას შარფს ათამაშებდა. — ეს რა შარფია? ქალური გადახრები ხომ არ გაქვს შემთხვევით? — ცინიკურად უთხრა. — ეს მართას შარფია... — ამის თქმა იყო და თორნიკემ მაშინვე გამოგლიჯა ხელიდან. — რას აკეთებ, გაგიჟდი? ახლავე დამიბრუნე! — საიდან მოხვდა ეს შარფი შენთან? — ჩემთან ვიზიტის დროს დაუვარდა და მე შევინახე. — ახლა კარგად მომისმინე, არ გაბედო და აზრადაც კი არ გაივლო, რომ მას დაუახლოვდე! — კბილებში გამოცრა. — იმიტომ, რომ მე მინდა ასე. — მოდი, იცი რას გეტყვი? შენ ნამდვილად არ შეგეკითხები, მას დავუახლოვდები თუ არა. მე ის პირველივე დანახვისთანავე მომეწონა და დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა ასე. — იცოდე, მე გაგაფრთხილე. ის შენი მხოლოდ ადვოკატია, რომელიც მალე აღარ იქნება! — შეუღრინა. — როგორ არ არის... — თავისთვის ჩაილაპარაკა. (როგორ არა, ის ჩემია.) ნერვებმოშლილი ჩამოჯდა საწოლზე. ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი შეიძლება სერიოზული მეტოქე გამხდარიყო. თუმცა, მას რა შეუძლია? მთავარია მართას რა უნდა. თვალები დახუჭა და დღევანდელი კადრი დაუდგა თვალწინ — როგორი ელეგანტური და დახვეწილი იყო. რომმა ძალიან შეცვალა, თუმცა ასეთი თავდაჯერებული უფრო მოსწონდა. **29 სექტემბერი, 2024 წელი.** დილით ადრე დაცვის პოლიციამ გისოსებზე დააბრახუნა. — კვიციან! შეგიძლია წახვიდე, თავისუფალი ხარ. — სასამართლოზე შევხვდებით! — მიაძახა ირაკლის და სახლში წავიდა. დაღლილი მივიდა შინ, მოწესრიგდა, ჩაიცვა და სამგზავრო ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგა. — ლამარა დეიდა, რამდენიმე დღე მე არ ვიქნები. — ისევ მივლინებაში მიდიხარ? — კი, — უპასუხა და გარეთ გავიდა. თავისი შავი პიკაპით გაემართა. სანამ ქალაქიდან წავიდოდა, რატომღაც მოუნდა, ის გოგონა ენახა, რომელიც ასე იზიდავდა. გზად ტკბილეული იყიდა და მართასთან მივიდა. — შენ აქ რას აკეთებ? — გაოცებულმა ჰკითხა მართამ. — მე არ ვიცოდი, ეს შენი სახლი თუ იყო... — დედა, ვინ მოვიდა? — გაისმა ბავშვის ხმა. ამის გაგებისას თორნიკეს ელდა ეცა. — დედა, ეს ის ბიძიაა, რომ გეუბნებოდი! — წამოიძახა ბავშვმა. — შენ ოთახში დაბრუნდი! — მკაცრად უთხრა მართამ. ბავშვი ატირებული გაიქცა. — გარეთ გავიდეთ! — უხეშად უთხრა მართამ. ეზოში გასულებმა საუბარი განაგრძეს. — ვინ არის ეს ბავშვი, შენი და „დედას“ რატომ გეძახის?! — დაუყვირა თორნიკემ. — ჩემი დისშვილია. — მართა, ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ ტყუილი არ გეხერხება და შენ და არ გყავს! ეს ბავშვი ჩემი შვილია, ხო? — ენი შენი შვილი არ არის, გასაგებია? ის ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ქალიშვილია, რომელიც მე ჩამაბარა. მე გავზარდე, ჩვილობიდან, ამიტომ მეძახის დედას. — და იმაზე რას მეტყვი, რომ მე მგავს? — არაფრის ახსნას არ ვაპირებ, გთხოვ, წადი აქედან. თორნიკე წავიდა, თუმცა სრულიად არეული იყო — ეს ამბავი ძალიან არ მოსწონდა. იქნებ მართლა მისი შვილი იყო და განგებ უმალავდა? *** ისედაც არეული გონება უარესად აერია. საჭეს დაძაბული მართავდა და ვერაფრით ახერხებდა დამშვიდებას. რა თამაშებს უწყობდა ბედისწერა! ჯერ მართას მოულოდნელმა გამოჩენამ მიაყენა შოკი, ახლა კი ეს ბავშვი, რომელიც თურმე უხილავად აკავშირებდა მასთან. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ის პატარა გოგონა მართასთან რაიმე კავშირში იქნებოდა. რატომ აღელდა მართა ასე ძალიან, როდესაც გაიგო, რომ ბავშვს იცნობდა? რა იყო ამის მიზეზი? ინტერესი შიგნიდან ხრავდა. გამწარებული სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა. — რას მიმალავ, მართა? რატომ გქონდა ასეთი რეაქცია, როდესაც შეიტყვე, რომ ენისთან ვიყავი? ნუთუ არსებობს რაღაც, რაც უნდა ვიცოდე და მიმალავ? აქ რაღაც საეჭვოა და ამას აუცილებლად გავარკვევ, ქალბატონო! — წამოიძახა გაბრაზებულმა და მანქანა მარცხნივ შეუხვია. გაურკვევლობა ჭკუიდან შლიდა. მანქანა აეროპორტის წინ გააჩერა, უკანა კარიდან ჩანთა გადმოიღო და კერძო თვითმფრინავისკენ გაემართა. ჩანთა მხარზე გადაიკიდა და თავისი ჩვეული, თავდაჯერებული ნაბიჯით ავიდა ბორტზე. — გამარჯობა, ბოს! ამჯერად სად მივფრინავთ? — ჰკითხა პილოტმა. — მალდივის კუნძულებზე, — მშვიდი ტონით უპასუხა და სავარძელში კომფორტულად მოეწყო. თვითმფრინავმა აფრენა დაიწყო, მაგრამ თორნიკეს გონება მაინც მომხდართან იყო დარჩენილი. გული რაღაცას უგრძნობდა და მოსვენებას არ აძლევდა. წარბები შეჭმუხნული ჰქონდა, ცალი ხელი ლოყაზე მიეყრდნო და ფიქრობდა, როგორ ემოქმედა. სასამართლო პროცესი მომავალ კვირამდე გადაიდო და არავინ იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. ირაკლის სიტყვები — „მე დანებებას არ ვაპირებო“ — კიდევ უფრო აძლიერებდა მის სურვილს, მეტოქე ციხეში ჩაესვა. მართასგან შორს რომ ყოფილიყო, ყველა ღონე უნდა ეხმარა. სხვა შემთხვევაში, ხვდებოდა, რომ ეს ამბავი ცუდად დასრულდებოდა. სამი ადამიანის ცხოვრება ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული. ნელ-ნელა სასიყვარულო სამკუთხედი იქმნებოდა და არჩევანის გაკეთება ცენტრში მდგარ მართას მოუწევდა. რა გზას აირჩევდა — ძველს თუ ახალს? თუმცა, ორივე გზა მტკივნეული იქნებოდა. შემთხვევით არაფერი ხდება; ირაკლის ადვოკატად დანიშვნაც და ამით კვიციანისთვის გამოწვევის სროლაც ბედისწერის ნაწილი იყო. მართა თავის ოთახში, ფანჯრის რაფაზე იჯდა. ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ქუჩას. თვალები ნაღვლიანი ჰქონდა. — რისიც მეშინოდა, თითქმის ყველაფერი ახდა. ახლა რა იქნება? მან უკვე რაღაც იეჭვა და არ მოისვენებს, სანამ არ გაარკვევს. ოჰ, ღმერთო! — დაღლილი ხმით ამოიგმინდა და ყავა მოსვა. — რატომ არ შემიძლია, უბრალოდ ამოვიგდო გონებიდან მისი არსებობა? მით უმეტეს, რომ უფრო სიმპატიური გამხდარა... რას აკეთებ, მართა? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ის მოძალადეა? შენ აქ შენი მოვალეობის შესასრულებლად ხარ და არა იმისთვის, რომ კვიციანზე იფიქრო. ის არ არის შენი სიყვარულის ღირსი. გისოსებს მიღმა დარჩენილ ირაკლის ფიქრისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. მთელი ეს დღეები გამუდმებით თავის ადვოკატზე ფიქრობდა. საწოლზე წამოწოლილი, ხელში გოგონას შარფს ათამაშებდა. როდესაც პირველად ნახა გზის პირას, განრისხებული რომ ეცა და ჩხუბი დაუწყო, მაშინვე მიიქცია მისი ყურადღება. მაშინ არ იცოდა, რომ ეს გოგონა მისი ადვოკატი გახდებოდა. — ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი გული მოვიგო, — დახშული ხმით ჩაილაპარაკა და შარფი დაყნოსა, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა მისი სუნამოს სურნელი. — შენ ჩემი იქნები და ის კვიციანი ვერ შემიშლის ხელს. არ იცოდა, რა გრძნობა იყო ეს — უბრალო გატაცება, ვნება თუ რაღაც უფრო მეტი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა: უკან დახევას არ აპირებდა. ვინ თქვა, ცხოვრება მარტივიაო? ის გვაბამს თავის რთულ ლაბირინთებში, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე ადვილია. ჩვენ არავინ გვეკითხება, ის თავად წყვეტს ყველაფერს. არავინ ვიცით, როდის რა ქარიშხალს დაგვატეხს თავს. ამ სამყაროში ჩვენ მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები ვართ. ცხოვრება სამივეს თავის ბინძურ თამაშს ეთამაშებოდა და ერთმანეთთან დააკავშირა. მართა ფეხზე წამოდგა. გული დამძიმებული ჰქონდა. რაც არ უნდა ძლიერ ქალად წარმოეჩინა თავი, როდესაც მარტო რჩებოდა, ის ძალა ქრებოდა და რჩებოდა პატარა, დაუცველი გოგო, რომელსაც პატარა ასაკიდან მოუწია მარტოს ბრძოლა. თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. მართამ უპასუხა. — გისმენთ! — თქვა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. — რომელი ხარ? ან ხმას რატომ არ იღებ? — გაღიზიანებულმა ჰკითხა. — არ აპირებთ ხმის ამოღებას? მაშ კარგი, ვთიშავ! ტელეფონი გათიშა, მაგრამ მალევე ისევ დარეკეს. — ვინ ხარ და რა გინდა?! ან ხმა ამოიღე, ან ახლავე ვთიშავ! — ბრაზმორეულმა ჩასძახა ყურმილში. ამ დროს იგრძნო, ვინც ურეკავდა. ყურმილში მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა. აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გათიშა ტელეფონი და არეული ჩამოჯდა საწოლის კიდეზე. კვიციანმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა. თვალები ეშმაკურად უელავდა. მაისური გაიხადა და აუზში გადახტა. კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. — ახლა იწყება ნამდვილი თამაში, ჩემო გოგოვ, და ეს მხოლოდ დასაწყისია, — გაიფიქრა. საცურაო აუზიდან ამოსულმა ტელეფონზე ზარი რომ დაინახა, სწრაფად უპასუხა. — გისმენ, აბა რა ამბები გაქვს ჩემთვის? — დაძაბულმა ჰკითხა. — ბატონო, როგორც მითხარით, იტალიაში ჩავედი გასარკვევად, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ამ სახელით და გვარით იქ არავინ იცნობს მას. — რას ამბობ? რას ჰქვია, არავინ ცნობს? შანსი არ არის! რვა წელი თუ იქ გაატარა და მით უმეტეს, ცნობილი ადვოკატია, ეს აბსურდია! — გაღიზიანდა თორნიკე. — ბატონო, მე რა ვქნა? არავინ არაფერი იცის მის შესახებ და... — ფულს რისთვის გიხდი?! — დაუყვირა. — არ მაინტერესებს, იქიდან არ წამოხვალ, სანამ ყველაფერს არ გაარკვევ, თუ არა და იცი, რაც მოგივა! ტელეფონი გათიშა და მოისროლა. — აქ რაღაცაშია საქმე! რას ხლართავ, ქალბატონო? — გაღიზიანებული დაიარებოდა ოთახში. ბოლოს ისევ მართას გადაურეკა. — გისმენთ? — გაისმა გოგონას ხმა. — მე ვარ, — მოკლედ უპასუხა კვიციანმა. მართამ მაშინვე იცნო მისი ბოხი ხმა. — რა გინდა? რისთვის მირეკავ? — რას ხლართავ, ქალბატონო? რატომ არავინ იცის შენს შესახებ იტალიაში? — რა? შენ რა, ჩემს ზურგს უკან ჩემზე ინფორმაციას აგროვებ?! — გაბრაზებულმა ჰკითხა მართამ. — უკვე გითხარი, რომ ამ საქმეს ასე არ დავტოვებდი და აუცილებლად გავარკვევდი ყველაფერს. — ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არაფერი გამოგივა. თუ გინდა, მთელი იტალია გამოკითხე, ყველა ერთი და იმავეს გეტყვის, — გაეცინა გოგონას. — ადრე თუ გვიან მაინც გავიგებ, რას მალავ. და თუ გავიგე, რომ ენი ჩემი შვილია და მიმალავდი, ამას არ გაპატიებ! კარგად დაიმახსოვრე! — გაბრაზებულმა ჩასძახა და გაუთიშა. „არა, ქალბატონო, — ფიქრობდა თორნიკე, — შენ თუ ჭკვიანი ხარ, მე შენზე უფრო ჭკვიანი ვარ. თუ გგონია, რაიმე გამოგივა, ძალიან შემცდარხარ. მე თორნიკე კვიციანი ვარ, შეუძლებელია, რაიმე მიზნად დავისახო და ვერ განვახორციელო. ადრე თუ გვიან სიმართლეს მაინც გავიგებ და მერე მიფრთხილდი!“ **10 ოქტომბერი, 2024 წელი.** ერთი კვირის შემდეგ სასამართლო დარბაზში შეიკრიბნენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ სიმართლე. პროცესზე ორი ჯიუტი პიროვნება უპირისპირდებოდა ერთმანეთს. მართა ამაყი და თავაწეული შევიდა დარბაზში. თორნიკე მის პირისპირ იჯდა და თვალს არ აშორებდა. ცოტა ხანში ირაკლიც შემოიყვანეს. ის ცუდად გამოიყურებოდა: დაღლილი სახე, აბურდული თმები და მოზრდილი წვერი. თუმცა მშვიდად იყო, რადგან გამარჯვების სჯეროდა. — დღეს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და პატიმარ ირაკლი ხუციშვილს ან დამნაშავედ სცნობს, ან უდანაშაულოდ. იმედია, ამ დროში შეძელით და საკმარისი სამხილები მოაგროვეთ, — მიმართა მოსამართლემ მართას. — დიახ, ბატონო მოსამართლევ, მე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩემი კლიენტი გაიმარჯვებს, — ამაყად და თავდაჯერებულად წარმოთქვა მართამ. სასამართლო პროცესი დაიწყო. პროკურორმა თავისი გამაღიზიანებელი კითხვები დასვა, შემდეგ კი მართა ფეხზე წამოდგა და მოსამართლეს მეხსიერების ბარათი გაუწოდა. — ბატონო მოსამართლევ, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩემი კლიენტი უდანაშაულოდ ვცნოთ, — განუმარტა მან. — ეს რა არის, ქალბატონო? წინაზეც მოიტანეთ, მაგრამ იქ არაფერი იყო, — დამცინავად ჰკითხა პროკურორმა. — გთხოვთ, ჩართოთ ეს, რადგან ყველამ გაიგოს სიმართლე! — გთხოვთ, ჩართოთ ეს ფირი, რომ ყველამ გავიგოთ სიმართლე, — სრული სერიოზულობით მიმართა მართამ მოსამართლეს. — ხოდა კიდევ, ბატონო მოსამართლევ, ამ ვიდეოში ის ადამიანია, ვინც წინა სხდომაზე ბრალი დასდო ჩემს კლიენტს. ბატონო პროკურორო, თქვენც ყურადღებით უყურეთ! — დასძინა გოგომ და დიდი ეკრანიც ჩაირთო. ეკრანზე ნათლად ჩანდა, თუ როგორ შეხვდა ანას ლაშა, ეგრეთ წოდებული ირაკლის მეგობარი. ხმები კარგად არ ისმოდა, მაგრამ ის კი კარგად ჩანდა, როგორ ამოაძვრინა დანა და რამდენჯერმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გულის არეში გოგონას. იმდენად ეშმაკი გახლდათ ლაშა, რომ ხელთათმანები მოერგო, რათა ანაბეჭდები არ გადასულიყო. გოგონას უსიცოცხლო სხეული ჯერ მიწაზე მიაწვინა, შემდეგ მანქანის კარი გამოაღო და ირაკლი მძღოლის ადგილას გადმოსვა, ხელში დანა დააჭერინა, მერე გოგონას სხეული ჩასვა მძღოლის გვერდით სავარძელზე. მხოლოდ ამის შემდეგ გაეღვიძა ირაკლის. — ბატონო მოსამართლევ, ვფიქრობ, ამით ყველაფერი გარკვეულია. ჩემს კლიენტს ცილი დასწამეს და იგი ამ მკვლელობასთან არავითარ კავშირში არ არის, — ნიშნის მოგებით წამოიძახა მართამ. აშკარად კმაყოფილი იყო, რადგან როგორც იქნა, სიმართლე იზეიმებდა. მოსამართლემ დოკუმენტებს გადახედა და ოფიციალური ტონით მიმართა დარბაზს: — სასამართლომ შეისწავლა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ვიდეოჩანაწერი ცნობილია დასაშვებ და უტყუარ მტკიცებულებად. ვინაიდან წარმოდგენილი მასალა უარყოფს ბრალდების საფუძველს, სასამართლო სსსკ-ის 105-ე მუხლისსაფუძველზე, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ირაკლი ხუციშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას წყვეტს! მოსამართლემ ჩაქუჩი დაარტყა და დაამატა: — ირაკლი ხუციშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან! ამასთანავე, სასამართლო გამოსცემს განკარგულებას ლაშა მ.-ს დაუყოვნებლივ დაკავებისა და მის მიმართ ბრალდების წარდგენის თაობაზე! ირაკლი გისოსებიანი ოთახიდან გამოუშვეს, ლაშა კი დააკავეს. — ჩვენ ეს შევძელით! — წამოიძახა ბიჭმა, როდესაც მართას მიუახლოვდა. — შენ რა, ეჭვი გეპარებოდა? — შეიცხადა მართამ. — არა, რა თქმა უნდა, — მიუგო ბიჭმა. — ძალიან კარგი, — გაუღიმა მართამ. ამ დროს კვიციანმა გამოიარა, რომელიც ნამდვილად არ გამოიყურებოდა კარგად. სახე ალეწილი ჰქონდა. — ირაკლი, შენ შეგიძლია წახვიდე სახლში, მე პატარა საქმე მაქვს ჯერ, — უთხრა თორნიკემ. — კარგი, მაშინ მოგვიანებით შევხვდეთ. — კარგი, — უთხრა ირაკლიმ და კვიციანს აედევნა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა. — მოიცადე! — დაუყვირა მართამ და კვიციანი შეჩერდა. გოგონა წინ გადაუდგა და ამაყი სახით შეხედა. — რა გინდა? — უხასიათოდ კითხა კვიციანმა. — რა მოხდა, სად გეჩქარება? — მართა, რა გინდა?! — გაღიზიანებულმა კითხა. — მე რაც მინდოდა, ნაწილობრივ უკვე მივიღე, — კმაყოფილი სახით უთხრა მართამ. — იცი, რა ჩემი მიზანი? მარტო ირაკლის უდანაშაულობის დამტკიცება არ ყოფილა. ამით შენი სიამაყე და პატივმოყვარეობა დავამსხვრიე. გახსოვს, რა გითხარი? ძალიან მალე ამ თვითკმაყოფილ სახეს ჩამოგხსნიდი, მუდმივად მართალი რომ გეგონა თავი. ახლა უკვე გეცოდინება, რომ ყოველთვის მართალი ვერ იქნები და ეს მხოლოდ დასაწყისია — ყველაფერი ახლა იწყება! — დაასრულა თავისი მონოლოგი და კარისკენ შებრუნდა, თუმცა კვიციანმა მაჯაში ხელი ჩაავლო, კუთხეში მიიმწყვდია და მრისხანედ გადმოხედა. — ესე იგი, გინდა დამამარცხო? — ცალყბად ჩაეღიმა კვიციანს. — დიახ, მინდა ისევე დაიტანჯო, როგორც მე ვიტანჯებოდი და ეს დღე აუცილებლად დადგება. — იცოდე, ცეცხლს ეთამაშები! — ცეცხლს მე კი არა, შენ ეთამაშები და ფრთხილად იყავი, არ დაიწვა, — გააფრთხილა მართამ და თვალი თვალში გაუყარა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ბიჭი გამჭოლი მზერით დაჰყურებდა და, როგორც იტყვიან, მზერით ბურღავდა გოგონას. მის ყურთან დაიხარა და დახშული ხმით ჩასჩურჩულა: — იცი, ძალიან მომწონს შენნაირი ველური კატები. — მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ეხებოდა. — თუმცა შენ დიდი ხანია, კატა აღარ ხარ — ძუ ლომად გადაიქეცი. — მერე, ხომ ხვდები, რომ ძუ ლომს ვერაფერს დააკლებს შენნაირი აფთარი... — მტკიცე ხმით უთხრა მართამ. — რა მიწოდე, აფთარი?! — შეიცხადა და განზე გადგა მამაკაცი. — დიახ, სწორედაც რომ აფთარი ხარ და იცი რატომ? — რატომ? — ხელები გადააჯვარედინა კვიციანმა. — შენ იცი, აფთრები როგორ ესხმიან თავს თავიანთ მსხვერპლს? აფთრები ჯერ ღლიან მსხვერპლს და შემდეგ ესხმიან თავს. გარდა ამისა, ეს ყველაზე ამაზრზენი და დამცინავი ცხოველია, მოკლედ, არაა ღირსეული მტაცებელი. შენც ჩუმად მოქმედებ და მერე შეტევაზე გადმოდიხარ. შენ ვერ შეძლებ ჩემში არსებული ლომის გაქრობას და ვერც დამამარცხებ. — ოო, რა თავდაჯერებული საუბრობთ, ქალბატონო! ასე დარწმუნებული ხარ, რომ ვერ დაგამარცხებ? — ჩაეცინა კვიციანს. — დღეს მე შენი დამარცხება შევძელი. — ეგ არაფერს ნიშნავს. წინასწარ ნუ იზეიმებ, რადგან არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. ხომ არ დაგავიწყდა, შენს წინ ვინ დგას? მე თორნიკე კვიციანი ვარ და ჩემი დამარცხება არცთუ ისე მარტივია, როგორც შენ გგონია, — უთხრა და სახესთან უფრო ახლოს დაიხარა. — ახლა როგორ მოვიქცე? — აგზნებულად წარმოთქვა და გამჭოლი მზერა სტყორცნა გოგონას. — იცოდე, არც კი გაიფიქრო! ერთხელ გამოგივიდა, მაგრამ მეორედ ამის უფლებას აღარ მოგცემ. — მართლა? — დიახ. — მოდი, გამოვცადოთ აბა, — უთხრა და ახლა უფრო ახლოს მიიტანა სახე. — შენ ამბობ, რომ აღარ გიყვარვარ და შენთვის სულ ერთია, უკვე ხომ ასეა? — ჩაილაპარაკა მის ტუჩებთან. — დიახ. — ჰო... მაშინ საკოცნელად რატომ გაემზადე? — უთხრა კვიციანმა და მოშორდა. გოგონამ მაშინვე გაახილა თვალები. — რა?! შენ... — რა გეგონა, რომ შენი კოცნა მინდოდა? — გაოცებულმა წამოიძახა. — ჩემო გოგოვ, ცოტა ჩამოყალიბდი — ერთს ფიქრობ და მეორეს აკეთებ. დღეს შენ თავი გაყიდე... — გაეცინა კვიციანს. — ვერ გიტან! — გულმოსულმა მართამ ხელი ჰკრა და გაიქცა. კვიციანმა კმაყოფილი სახით გააყოლა თვალი. „ეს ჯერ დასაწყისია, ქალბატონო. მთავარი ახლა იწყება“, — გაიფიქრა მან, შავი სათვალე გაიკეთა და თავისი ჩვეული მანერით დატოვა იქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი წააგო, მაინც არ ნებდებოდა — აუცილებლად ჩამოაშორებდა ირაკლის თავის ცხოვრებას. თუმცა კარგად იცოდა, რომ არც ირაკლი აპირებდა დათმობას. შენობიდან გამოსულმა თორნიკემ მოშორებით მათ მოჰკრა თვალი. — ირაკლი, მე მეგონა, უკვე წახვედი, — გაოცებით ჰკითხა გოგონამ. — როგორ ფიქრობ, იმ შეშლილთან დაგტოვებდი მარტოს? ხომ არაფერი დაგიშავა? — შეწუხებული სახით კითხა ბიჭმა. — არა და ვერც ვერასდროს დამიშავებს. — შეხედე, ჩვენსკენ მოდის! — წამოიძახა ირაკლიმ. კვიციანი მათთან მივიდა და ალმაცერად დახედა. — არ გეგონოთ, რომ ამით ჩემი დამარცხება შეძელით. თქვენ ჯერ არ იცით, მე რისი გაკეთება შემიძლია! — უკვე ვნახეთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და არც თქვენი მუქარების გვეშინია, — აუღელვებლად მიუგო ირაკლიმ. — შენ გირჩევნია, რაც გითხარი, ის გაითვალისწინო! — დაემუქრა კვიციანი და წავიდა. — რაა? როდის ნახეთ ერთმანეთი? — გაოგნებულმა იკითხა მართამ. — არაფერია, მართა. თუ ნებას დამრთავ, სახლამდე მიგაცილებ, — მშვიდი ხმით თქვა ირაკლიმ. მართამ უარის თქმა დააპირა, მაგრამ როდესაც კვიციანის მოქუფრულ სახეს მოჰკრა თვალი, გადაიფიქრა. — არ მინდა შენი შეწუხება... — წარმოთქვა გოგონამ. — დამიჯერე, არ შემაწუხებ. — კარგი, რადგან ასეა, უარს არ გეტყვი. კვიციანს ნერვები მოეშალა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ორივე მანქანაში ჩაჯდა და დაიძრნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა — ახლა უკვე აღარ იყვნენ როგორც კლიენტი და ადვოკატი, არამედ როგორც ქალი და მამაკაცი. — თუ წინააღმდეგი არ იქნები, მინდა ხვალ სავახშმოდ დაგპატიჟო, მადლიერების ნიშნად, — დაარღვია სიჩუმე ირაკლიმ. — არ არის საჭირო. ეს ჩემი სამსახურია და მე უბრალოდ მოვალეობა შევასრულე. როგორც დაგპირდი, დავამტკიცეთ სიმართლე; ახლა უკვე ჩიტივით თავისუფალი ხარ, — მკრთალად გაუღიმა მართამ. — გთხოვ, უარი არ მითხრა. უბრალოდ მინდა, რაღაც ფორმით გამოვხატო მადლიერება. — კარგი, რადგან ასე მთხოვ, იყოს როგორც გინდა. — ძალიან კარგი. მაშინ ხვალ საღამოს გამოგივლი. ამის შემდეგ ხმა აღარცერთს ამოუღია. თითქოს აღარც იცოდნენ, რა ესაუბრათ — ადრე სასამართლო პროცესი აკავშირებდათ, ახლა კი, მოვალეობის გარეშე, ორი უცხო ადამიანი დარჩნენ. სალაპარაკოც აღარაფერი ჰქონდათ; მდუმარედ გაჰყურებდნენ ფანჯრიდან ქუჩებს. მალე მანქანა მისი სახლის წინ შეჩერდა. — მადლობა მოცილებისთვის, ნახვამდის, — დაემშვიდობა და ეზოში შევიდა. ირაკლიმ მანქანა შემოაბრუნა და წავიდა. სახლში შესულს არავინ დახვდა — როგორც ჩანს, ნელიმ ენი სასეირნოდ წაიყვანა. ოთახში შევიდა, საშინაოდ სპორტულებში გამოეწყო და ისადილა. საქმე წარმატებით დაასრულა და საქართველოშიც აღარაფერი აკავებდა. კარადა რომ გამოაღო, თაროდან ფოტო გადმოვარდა — ფოტოზე თორნიკესთან ერთად იყო გადაღებული. იმ დროს სამყარო თავისი ეგონა და სჯეროდა, რომ ეს ბედნიერება უსასრულოდ გაგრძელდებოდა, თუმცა ასე არ ყოფილა. თვალები დახუჭა და თვალწინ კვიციანის ანთებული თვალები დაუდგა, რომელიც მზერით ბურღავდა. ეს სიტუაცია ძალიან არ მოსწონდა. დღეს ირაკლისგანაც იგრძნო რაღაც, რამაც ძალიან ააფორიაქა. ნამდვილად არ უნდოდა არც ძველი და არც ახალი ურთიერთობის დაწყება, თუმცა, ცხოვრება არაფერს გვეკითხება — როგორც სურს, ისე გვათამაშებს თავის ჭკუაზე, ან ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეგვიშალოს. ნერვებმოშლილი და დამარცხებული დაბრუნდა თორნიკე შინ. დღეს პირველად იგემა მარცხი — მამალივით თავაწეული რომ დაიარებოდა და თავი მართალი ეგონა, თურმე სულაც არ ყოფილა მართალი. ან იქნებ ხვდებოდა კიდეც ამას, თუმცა იმდენად ქედმაღალი და ამაყი იყო, რომ არაფრით აღიარებდა. გამწარებული იჯდა ბართან და, როგორც ყოველთვის, ახლაც ვისკის მიირთმევდა. — ჯანდაბა! ის კრეტინი უდანაშაულოდ სცნეს. უნდა ვაღიარო, რომ მართლაც ძლიერი იურისტია ქალბატონი. როგორც არ უნდა მინდოდეს მის სიახლოვეს ყოფნა, სწორედ მისი ეს უდრეკი და ძლიერი ბუნება მიზიდავს. ძალიან შეიცვალა — როგორც ვიზუალურად, ისე პიროვნულადაც, — ჩაილაპარაკა და ჩაფიქრდა. — ახლა ირაკლი თავისუფალია და ვიცი, არ მოისვენებს, სანამ მას არ დაუახლოვდება, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ! — წამოიძახა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო. სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა, ავტომობილში ჩაჯდა და ადგილიდან დაიძრა. მალე უკვე მართას სახლის წინ იყო და მანქანის ფანჯრიდან მისი ეზოს აკვირდებოდა. ბოლოს, ისე რომ თავადაც ვერ გაიაზრა, კართან ამოყო თავი და ზარი დარეკა. — შენ?! აქ რას აკეთებ? ხომ აგიკრძალე აქ მოსვლა! — ენის სანახავად მოვედი, — მშვიდი ხმით უთხრა და მის რეაქციას დააკვირდა. — ჯერ ერთი, სახლში არ არის და მერე კიდევ... — ვეღარ დაასრულა წინადადება, რადგან კვიციანმა საჩვენებელი თითი მის ტუჩთან მიიტანა და გააჩუმა. — დედა, ვინ არის? — გაისმა გოგონას ხალისიანი ხმა. — როგორც არ უნდა გინდოდეს, ხელს ვერ შემიშლი, რომ ის მოვინახულო, — მტკიცედ მიუგო და, ვითომც არაფერი, შიგნით შევიდა. — მე ვარ, პატარა ქალბატონო! — დაუძახა მამაკაცმა. გაოცებული ენი ხმის მიმართულებით წავიდა და ნაცნობი სახე რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ ადგილზე გაშეშდა და არ იცოდა, რა ექნა. — ნუ გეშინია, დედა არ გაგიბრაზდება, — უთხრა კვიციანმა. ბავშვიც გაიქცა და მოეხვია. — ნახე, რა მოგიტანე! — ხელში პაკეტი ეჭირა, სადაც უამრავი ტკბილეული იყო. — ეს რა არის? ენის ტკბილეულს არ ვაჭმევ! — წამოიძახა მართამ. — არაუშავს, ამ ერთხელ არაფერი მოხდება. მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს. ბავშვს ისე მოეწონა კვიციანი, რომ გვერდიდან არ შორდებოდა. ამ ყველაფერს კი შორიდან მართა ადევნებდა თვალს და გული ეკუმშებოდა მათ შემყურე. მამა-შვილი ისხდნენ და თამაშობდნენ, თან ისე, რომ აზრზეც არ იყვნენ, ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის. გულმა ვეღარ გაუძლო, აბაზანაში გაიქცა და როგორც კი განმარტოვდა, იმ წამსვე ატირდა. გული სტკიოდა. — ღმერთო, ისინი ისე არიან გაუცნობიერებლად ერთმანეთთან დაკავშირებულები, რომ არც კი იციან, ვინ არიან ერთმანეთისთვის. თორნიკე ახლავეა მიჯაჭვული მასთან და რომ გაიგოს მისი შვილია, ალბათ გვერდიდან აღარ მოიშორებს და მოისურვებს, რომ მასთან იყოს... ვიცი, ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ მე ვერ გადავიტან მისგან შორს ყოფნას. სარკეში თავის გამოსახულებას თვალი გაუსწორა, მოიბანა და უკან დაბრუნდა. — დედა, სად იყავი? — კითხა ბავშვმა. — სააბაზანოში, — შეეცადა მშვიდი ხმით ეთქვა, თუმცა კვიციანის თვალს არ გამოპარვია მისი არეული და ამღვრეული მზერა. — კარგი, ენი, ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ისევ შემოგივლი, — ლოყაზე უჩმიტა და წამოდგა. — მიდიხარ უკვე? — ხო, საქმეები მაქვს, — დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. მართაც უკან გაჰყვა. — ხომ კარგად ხარ? — კითხა. — კარგად ვარ. — მართა, სიმართლე მითხარი, არის რამე, რაც უნდა ვიცოდე და მიმალავ? — რას უნდა გიმალავდე? ხომ გითხარი, ენი ნაშვილებია... — იცრუა. — მაშინ რატომ გეშინია იმის, რომ მას დავუახლოვდე? — იმიტომ, რომ არ მინდა შენი დანახვა! და საერთოდ, რას ჩამაცივდი? მგონი, ყველაფერი გასაგებად გითხარი, — უთხრა და კარი ცხვირწინ მიუხურა. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. გრძნობდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე — ამ ბავშვმა პირველივე დღიდან მიიქცია მისი ყურადღება. შეუძლებელია, ასე ვინმეს მიეჯაჭვოს ადამიანი. ეს რაღაც შინაგანად აახლოებდა მასთან; გრძნობდა, რომ ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. თანაც მართას ეს ქცევები საეჭვო იყო. — მისი ქცევები ძალიან მაეჭვებს, ბექა, — დაურეკა მან მეგობარს. — რას გულისხმობ? — იცი, რომ მართას შვილი ჰყავს... — რაა? მოიცა, გათხოვდა? — არა, მაგრამ როგორც ამბობს, მეგობარმა სიკვდილის წინ მიაბარა და მან გაზარდა. — მერე? — მერე ის, რომ მე ამის არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, რაღაცას მალავს, რადგან როდესაც გაიგო, რომ ბავშვი ვნახე, ძალიან გაბრაზდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ის ჩემი შვილია, — ამოიოხრა. — და თუ გაიგე, რომ ის ბავშვი შენი შვილია, რას იზამ? ოღონდ არ მითხრა, რომ დედას შვილს დააშორებ. — ჯერ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ; მინდა, რომ ჩემსკენ შემოვაბრუნო ისევ, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა და იმ კრეტინს დაუახლოვდა, მერე უკვე მივიღებ ზომებს. — ვის? — ირაკლის... — ავად წარმოთქვა მისი სახელი. — ირაკლის? — კი, მაგ ვაჟბატონს თურმე მართა მოსწონს და გამომიცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს. — მაშინ უნდა იმოქმედო, ძმაო, თუ არ გინდა, რომ საყვარელი ქალი და შვილი ვიღაც ირაკლიმ აგახიოს! — გააფრთხილა მეგობარმა. კვიციანი ჩაფიქრებული სახით წამოდგა ფეხზე და თქვა: — არ ვაპირებ მის დათმობას! — წარმოთქვა ეს სიტყვები და წავიდა. მთელი გზა ჩაფიქრებული და დაძაბული მართავდა მანქანას. ძალიან აფიქრებდა მართას მღელვარება; არც მისი არეული მზერა არ გამოპარვია — რამდენიც არ უნდა ემალა, მისი დაბნეული და შეშინებული თვალები ყიდდნენ მას. ამის გარდა, ეს ბავშვი მის პატარაობას აგონებდა. გონებაში მართას და ირაკლის სცენა ამოუტივტივდა, სადაც მის მანქანაში ჩაჯდა გოგონა. თორნიკემ მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, შემდეგ თვალები დახუჭა გონების მოსაკრებად. — ეშმაკმა დასწყევლოს! — სიმწრისგან საჭეს ძლიერ შემოსცხო ხელის მტევანი. — არაფერი გამოვიდა, ის კრეტინი უდანაშაულოდ სცნეს და მათ გაიმარჯვეს. ახლა ის თავისუფალია და დარწმუნებული ვარ, არ მოისვენებს, სანამ მიზანს არ მიაღწევს. ტელეფონი მოიმარჯვა და გადარეკა. — გისმენთ, ბატონო? — გაისმა კაცის ხმა. — ახლა კარგად მომისმინე, დაივიწყე ყველაფერი და რასაც გეტყვი, ის გააკეთე. დღეიდან შენ გევალება, უთვალთვალო ირაკლი ხუციშვილს და მისი ყოველი ნაბიჯი უნდა ვიცოდე — სად არის, ვისთან არის. გასაგებია?! — დიახ, ბატონო. — მაშინ საქმეს შეუდექი. იცოდე, ერთი დეტალიც რომ გამოგრჩეს, გაგანადგურებ! — ჩასძახა ყურმილში და სავარძელზე მიაგდო ტელეფონი. მანქანას არეული გონებით მართავდა. მასში ახლა ყველა ემოცია ერთად იყო თავმოყრილი, შინაგანად ბრძოლას გადიოდა საკუთარ თავთან. მისი ხისტი და პირქუში იერსახის მიღმა სულ სხვა ადამიანი იმალებოდა — ის ადამიანი, რომლის გამოჩენაც არ სურდა. არ ამჟღავნებდა და არც ემოციებს აძლევდა უფლებას, გარეთ გამოეტანა. ბავშვობიდან თავისებური იყო, თუმცა მძიმე ცხოვრების ტვირთმა გამოკეტა თავის ნაჭუჭში. გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა და სამი თაიგული იყიდა. ისევ იმ ადგილს მივიდა, სადაც თავისი საყვარელი ადამიანები მუდამ ელოდნენ. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, მისი თვალები ტკივილით აივსო და ისე მიუახლოვდა საფლავს, თავი ზევით არც კი აუწევია. ის თავაწეული და ამაყი პიროვნება სადღაც გამქრალიყო; მის ნაცვლად ახლა ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იდგა. სწორედ მათ გვერდით იხსნიდა ნიღაბს. — დღეს მინდა პირველი ანას დაველაპარაკო, იმედია არ მიწყენთ, — ნაღვლიანი თვალებით მიმართა ქვაზე გამოსახულ ქალის გამოსახულებას, ისე თითქოს იქ ცარიელი საფლავის ქვა კი არა, ცოცხლები ყოფილიყვნენ. უმცროსი დის ქვასთან ჩამოჯდა და დიდი ვარდების წითელი თაიგული დაუდო წინ. — ნახე, ჩემო პატარავ, შენი საყვარელი თაიგული მოგიტანე, — მტკივნეულად წარმოთქვა. ძალიან უჭირდა რაიმეს თქმა. — იცი, დღეს შენი ნამდვილი მკვლელი დააკავეს. თურმე ის ირაკლი არ ყოფილა, თუმცა მაინც არ მომწონს ეგ ადამიანი. დღეს მინდა პატიება გთხოვო. ალბათ გაგიკვირდება, თუ რისთვის გთხოვ, მაგრამ ჩემი ბრალია, ნაწილობრივ ის, რომ ახლა ჩემს გვერდით აღარ ხარ. მარტო არ უნდა დამეტოვებინე და არ უნდა წავსულიყავი მივლინებით. მაპატიე, გთხოვ, მე ვერ შევძელი შენთვის სათანადო ძმობა გამეწია. პირობას გაძლევ, იმ მანიაკს ციხეში ამოვალპობ შენი მკვლელობისთვის! მასთან რომ დაასრულა მონოლოგი, დედის საფლავთან გადაინაცვლა. — დედა, ვიცი, ძალიან მიბრაზდები ჩემი საქციელების გამო. გთხოვ, აპატიე შენს გზააბნეულ შვილს. ძალიან დავიღალე და ავირიე, ვეღარ ვხვდები, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო. გახსოვს, წინაზე გითხარი, რომ ის ადამიანი შემიყვარდა, ვისაც გული ვატკინე? ძალიან გვიან მივხვდი ამას და ჩემს ჩადენილსაც ძალიან ვნანობ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. როგორ მოვიპოვო მისი ნდობა ისევ? ის ძალიან შეცვლილია და ალბათ არც არასდროს მაპატიებს, როგორც მოვექეცი. ახლა ის კრეტინიც არ მოეშვება. ფიქრებში იყო გართული, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. — გისმენთ? — ბატონო, იმის სათქმელად გირეკავთ, რომ თქვენი დის მკვლელი უკვე დააკავეს და ციხეში გადაჰყავთ, — მიუგო ადვოკატმა. — ძალიან კარგი, ყველაფერი მოაგვარე, გურამ. მე ის მანიაკი უნდა ვნახო პირისპირ! — ავად გამოსცრა კბილებში. — როგორც მიბრძანებთ, ბატონო. ამბობენ, ჯოჯოხეთს სიკვდილის შემდეგ გადის ადამიანიო, თუმცა ამ წუთისოფელშიც გავდივართ ჯოჯოხეთურ ცხოვრებას, ისევე როგორც კვიციანის შემთხვევაში. არავინ იცის, რა ნაღველს და დარდს ატარებდა; არ ყოფილა მისთვის იოლი, არც არავისთვის იქნებოდა ადვილი გადასატანი საყვარელი ადამიანებისგან გამოწვეული ტკივილი. ღმერთზე იყო განაწყენებული და გული ჰქონდა აცრუებული. აღარ სჯეროდა არაფრის, არადა ერთ დროს ძალიან სწამდა უფლის და ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას ესწრებოდა. თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ აღარც სალოცავთან მიუსვლია და აღარც ტაძარში შესულა. თითქოს უფლის წინაშე გაფიცულა, რომ მასთან აღარასდროს მივიდოდა, რადგან მან საყვარელი ადამიანები წაართვა. ათეისტი არ იყო, თუმცა განაწყენდა და დღემდე არ მიუწევდა გული. ახლა, რატომღაც, მოუნდა მისულიყო ტაძარში. შესასვლელთან დაამუხრუჭა. მის წინ უზარმაზარი სამების ტაძარი მედიდურად დაჰყურებდა არემარეს და ზარების ხმა ისმოდა. თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა, მერე კი ტაძრისკენ დაიწყო სვლა, თუმცა როგორც კი კარებს მიუახლოვდა, ფეხები უკან დარჩა და ნაბიჯიც ვერ გადადგა. — არა, არ შემიძლია, ჯერ არ ვარ მზად შენთან შესახვედრად, — ამოიგმინდა და ის იყო, წამოსვლას აპირებდა, რომ ხის ბოძზე პატარა გოგონა დაინახა, რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა. მის მიახლოვდა, სათვალეები მოიხსნა და ნაღვლიანი სახით გახედა. — პატარავ, რატომ ტირი? — მშვიდი და თბილი ხმით კითხა. — აქ რატომ ხარ მარტო, სად არის დედა? — ბიძია, დე... და... საავადმყოფოშია და ავად არის. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თუ უფალს ვთხოვდი დედას კარგად ყოფნას და შემდეგ მტრედებს გავუშვებდი, მტრედები ჩემს თხოვნას მალე გადასცემდა უფალს და გადაარჩენდა, — ტიროდა გოგონა. კვიციანს გული ეკუმშებოდა მის შემყურე. — მერე რა გიშლის ხელს? — ფული არ მყოფნის, რომ ასი ცალი მტრედი გავუშვა, — ამოიტირა. — გასაგებია. სად არის ის მტრედების გამყიდველი? — იკითხა და არემარეს მოავლო თვალი. — უკაცრავად, შეგიძლიათ ერთი წუთით მოხვიდეთ! — დაუძახა გამვლელს. — დიახ, გისმენთ? — ხომ არ იცით, სად უშვებენ აქ მტრედებს სურვილების ასასრულებლად? — აა, ეგ ადგილი ქვემოთ არის. — გასაგებია, — უთხრა და გოგონას მიუბრუნდა. — წამოდი! — დაუძახა ბავშვს და ქვემოთ ჩავიდნენ. იქვე კაცი იდგა. — გამარჯობა, ამ პატარა გოგონას უნდა, რომ მტრედები გაუშვას, რათა სურვილი აუსრულდეს და დედა მალე გამოკეთდეს. რა ღირს ერთი გალია? — როგორც წესი 200 ლარი, მაგრამ ამ პატარა გოგონასთვის უფასოდ გავუშვებ, — გაუღიმა კაცმა. — მე გადავიხდი. — არა, რას ბრძანებთ! ბავშვს ისე სჯერა, რომ მათი გაშვებით დედა გამოჯანმრთელდება, ამიტომ მისთვის უფასოდ გავუშვებ. აბა, მიდი, მოემზადე, ბაბუ, და სურვილი ჩაიფიქრე, — უთხრა კაცმა. გოგონამაც სიხარულით დახუჭა თვალები და სურვილი ჩაიფიქრა. ბავშვთან ერთად კვიციანსაც დაეხუჭა თვალები, რაღაცის იმედად. სულ მალე გალიიდან ათობით თეთრი მტრედი ამოფრინდა და ცაში აიჭრა. — ახლა ბედნიერი ხარ? — მის წინ ჩაიმუხლა კვიციანი და კითხა. — კი, ახლა დედიკო მალე გამოჯანმრთელდება. მადლობა, ბიძია! — უთხრა და ლოყაზე აკოცა. — არაფრის. ახლა კი სახლში გაიქეცი, უკვე ბნელდება, — მკრთლად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა. — კარგი ადამიანი ხართ, ბატონო, — უთხრა კაცმა. — არ ვარ კარგი ადამიანი, თუმცა გულგრილად ვერ ჩავუვლიდი მას. — ცდები, შვილო, შენ ძალიან კეთილი გული გაქვს, — გაისმა მამაკაცის ხმა მის ზურგს უკან. ბიჭმა უკან მიიხედა და მამაო დაინახა, რომელიც ღიმილით უყურებდა. — მამაო, თქვენ ხართ? — უხერხულად შეიშმუშნა. — დიდი ხანია უკვე, რაც თვალს გადევნებ. დავინახე, როგორ მიხვედი ტაძრის კარებთან, მაგრამ არ ან ვერ შეხვედი, შემდეგ როგორ მიხვედი პატარა გოგონასთან და როგორ ამშვიდებდი, მერე როგორ გაუშვით მტრედები. ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გააკეთე, რატომ ფიქრობ, რომ ცუდი ადამიანი ხარ? — გულწრფელად კითხა მამაომ. — იმიტომ რომ ასეა, მამაო, მე არ ვარ კარგი ადამიანი... — მე ასე არ ვფიქრობ, რადგან შენი თვალები სულ სხვა რამეს მოწმობენ. არ შემოხვალ ტაძარში? — არა, არ შემიძლია... — რატომ? — მაქვს ამისთვის მიზეზი. ახლა თქვენი ნებართვით წავალ. — კარგი, შვილო. მე არ ვიცი, რატომ არ ან ვერ შედიხარ ტაძარში, უფალი არავის არ აძალებს მასთან მისვლას, მაგრამ დღეს შენ აქ ხარ და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. მოვა დრო და შენი სურვილით შეხვალ. უფალმა დაგლოცოს! — მამაომ დალოცა და წავიდა. საკმაოდ გვიანი იყო, სახლში რომ დაბრუნდა. იმწამსვე თავის ოთახს მიაშურა, კარადიდან პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა. საკმაოდ დაძაბული და ემოციური დღე გამოუვიდა. დუშის ქვეშ იდგა და ჩაფიქრებული იღებდა შხაპს. ყველაფერს რომ მორჩა, პირსახოცშემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან, შემდეგ კი დასაძინებლად გაემზადა. საწოლში იწვა, თუმცა ვერ ისვენებდა. ადამიანები გავდივართ მძიმე ფსიქოლოგიურ თუ სულიერ წნეხს და ყველა სხვადასხვანაირად ვუმკლავდებით ამას. ზოგს ადვილად გადააქვს, ზოგს — რთულად. თორნიკე ის ადამიანი გახლდათ, რომელმაც დღემდე ვერ გადახარშა მომხდარი ტრაგედიები, საკუთარ თავში ჩაიკეტა და წარსულში ჩარჩა. წარსულს კი ვერ გაექცევი, ის ადამიანის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ეს უნდა მივიღოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. ვერ ისვენებდა და აფორიაქებული იყო. შინაგანი ხმაური მოსვენებას უკარგავდა და ვერაფრით იშორებდა აკვიატებულ ფიქრებს. ხან აქეთ გადაბრუნდა, ხან იქით, თუმცა ძილი არ ეკარებოდა. ბოლოს მობეზრდა საწოლში უაზროდ წრიალი და ფეხზე წამოდგა, სავარძლიდან სპორტული შარვალი აიღო, ამოიცვა და აივანზე გავიდა. შუაღამე იყო, ამიტომ ქუჩებში უკვე სიჩუმე გამეფებულიყო. იდაყვებით დაეყრდნო აივნის მოაჯირს, ცას ახედა, სადაც რატომღაც ერთი ვარსკვლავიც კი არ მოჩანდა და მთვარეც ჯიუტად ამოფარებულიყო შავ ღრუბლებს. სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა, შემდეგ ერთი ნაპასი ჩაარტყა. — რა იქნებოდა, ნორმალური ცხოვრებით მეცხოვრა და დღეს ყველა ჩემს გვერდით ყოფილიყო? ღმერთო, რატომ დაუშვი ეს და რატომ გამატარე ეს ჯოჯოხეთი? რა დაგიშავე?! — საყვედურით მიმართა უფალს და ცას არ აშორებდა თვალს. — განა ეს დავიმსახურე? მე ხომ შენი მჯეროდა და სულ მოვდიოდი შენთან, შენ კი ასე სასტიკად მომექეცი და ყველა, ვინც იყო ჩემს გვერდით, წამართვი! ის პატარა გოგო, როგორ სჯეროდა, რომ თუ გთხოვდა დედის დახმარებას და მტრედებს გაუშვებდა, დედა კარგად გახდებოდა. როდესღაც მეც მის მსგავსად მჯეროდა ამის, მაგრამ ახლა აღარ მჯერა... — მძიმედ ამოთქვა და ოთახში შევიდა. 13 ოქტომბერი 2024 წელი მართამ მთელი დღე შვილთან ერთად გაატარა. უკვე თავისუფალი იყო ყველაფრისგან, ამიტომ აღარსად ეჩქარებოდა. ყველაფერს მორჩა და აღარც არაფერი აკავებდა თბილისში. ტელეფონი მოიმარჯვა და თავის უფროსს დაურეკა. — გისმენთ? — გაისმა კაცის ხმა. — გამარჯობა, სერ, მართა ვარ. — მართა, როგორ გამახარე, რომ დამირეკე! როგორ მიდის საქმეები? — ჰკითხა კაცმა. — წუხელ დასრულდა სასამართლო პროცესი… — მერე, რა ქენი? — მოვიგეთ, — გახარებულმა უპასუხა. — მართლა? ძალიან კარგი, ეჭვიც არ შემპარვია ამაში. — მადლობა, სერ. რადგან ყველაფერს მოვრჩი, მეტი აღარაფერი მაკავებს აქ და შეიძლება უკან დავბრუნდე? — ეგ შენი გადასაწყვეტია, მართა. თავს თუ ცუდად გრძნობ მანდ, წამოდი, — მშვიდი ხმით უთხრა. — მადლობა, სერ, მაშინ წამოვალ. — კარგი, მაშინ შეხვედრამდე. გახარებულმა გათიშა ტელეფონი და მაგიდაზე დადო. მოსაღამოვდა და შეხვედრის დღეც ახლოვდებოდა. არ უნდოდა ეს ვახშმობა, მაგრამ უარი ვერ უთხრა. ზუსტად შვიდზე ირაკლიმ მოაკითხა. გარეთ გავიდა და ირაკლის მიესალმა. — გამარჯობა, — მიესალმა და მკრთლად გაუღიმა. — სალამი. მინდა გითხრა, რომ ულამაზესი ხარ. — მადლობა. ირაკლიმ მანქანის კარი გაუღო და მართაც ჩაჯდა. ამ ყველაფერს შორიდან კვიციანი ადევნებდა თვალს და ბრაზისგან ივსებოდა, შემდეგ უკან გაჰყვა მათ მანქანას, რომელიც ბარის წინ გაჩერდა. დაინახა, როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან და შევიდნენ შიგნით. ცოტა ხანში თვითონაც შევიდა და მოშორებით მაგიდასთან ჩამოჯდა. — მართა, მინდა გითხრათ, რომ მართლაც შეუდარებელი იურისტი ხართ. მინდოდა, რაღაც ფორმით გადამეხადა მადლობა თქვენთვის, ამიტომ გადავწყვიტე, სავახშმოდ დამეპატიჟეთ. — არ იყო საჭირო ეს ყველაფერი, ეს ჩემი სამუშაოა და მეტი არაფერი. ჩემი კლიენტები სავახშმოდ კი არ მეპატიჟებიან, — გაეცინა. — შეიძლება, მაგრამ მე როგორც კლიენტმა, ისე არ დაგპატიჟეთ. — აბა..? — იცი, ამ მოკლე დროში შეძელით და ჩემი გული მოიგეთ. — რაა?! — შეიცხადა. — მე თქვენ მომწონხართ და მინდა უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი. ამის გაგებისას გოგოს ელდა ეცა. — ხვდები, რას მეუბნები?! — წამოიძახა. — კი, აქაც სწორედ მაგიტომ დაგპატიჟე, რომ ეს მეთქვა, — მშვიდად მიუგო. შოკირებული იჯდა და უყურებდა მის წინ მჯდომ ბიჭს. გონებაში ამოუტივტივდა მკითხავის სიტყვები, რომელმაც უთხრა, რომ მის ცხოვრებაში ორი მამაკაცი გამოჩნდებოდა და აი, აუსრულდა კიდეც. ერთი თავისთავად თორნიკე იყო, მეორე კი ირაკლი. თორნიკემ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოისმინა, რადგან მოშორებით იჯდა. მართამ გვერდით გაიხედა და მოშორებით მჯდარი კვიციანი რომ დაინახა, სულ აირია. — ესღა მაკლდა, — ჩაილაპარაკა. კვიციანი მას თვალს არ აშორებდა. — მე ცოტა ხნით გავალ, — უთხრა და სწრაფად დატოვა იქაურობა. საპირფარეშოში შევიდა და მძიმედ დაიწყო სუნთქვა, სული ეხუთებოდა. ონკანი მოუშვა და სახეზე ცივი წყალი შეისხა გონზე მოსასვლელად, შემდეგ სარკეში ჩაიხედა. — არ მომწონს ეს ყველაფერი, ახლა თორნიკეც აქ არის! ღმერთო, დამეხმარე! — წამოიძახა და გარეთ გავიდა. თუმცა მოულოდნელად ვიღაცამ ჩაავლო ხელი და მოშორებით გაიყვანა. — ვინ ხარ... — წამოიკივლა, თუმცა კვიციანის სახეს რომ გადააწყდა, ხმა ვეღარ ამოიღო. — მე ვარ, — წამოიძახა და ირონიული თვალებით დახედა გოგოს. — აქ რას აკეთებ?! — გაღიზიანებულმა კითხა. — თავად რას აკეთებ აქ იმ კრეტინთან ერთად? — რა შენი საქმეა, გამატარე! — შეუღრინა. — რა საინტერესო ადამიანი ხარ, შენს კლიენტთან გააბი რომანი უკვე, არა? — ცალყბად ჩაეცინა. — დროს არ კარგავთ. — გინდაც რომ ასე იყოს, რა შენი საქმეა, მე ვისთან გავაბამ რომანს?! — გაბრაზებულმა დაუყვირა. — არის და ამას მალე დაგიმტკიცებ. — იცი რა, უკვე ყელშია ამოსული შენი საქციელები! ის პატარა გოგო აღარ ვარ, ასე რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირე! — კვიციანმა ერთხანს უყურა და შემდეგ მის ტუჩებს დააცხრა, ძლიერ კოცნიდა. — შენ ჩემს გარდა ვერავინ ვერ შეგეხება და არავის მივცემ უფლებას, ვინმე დაგიახლოვდეს! — კბილებს შორის ამოილაპარაკა გამწარებულმა. მართამ თავიდან მოიცილა კვიციანი, შემდეგ კი სახეში ძლიერ გაარტყა. — შენ ვინ ხარ, რომ ამიკრძალო, მე ვისთან ვიქნები და ვისთან არა? შენ არავინ ხარ! ჩემთვის იყო დრო, როდესაც ვიყავით ერთად, თუმცა შენი ხელით გაანადგურე ყველაფერი და ახლა რა უფლებით ერევი იქ, სადაც არ გეკითხება? უკანასკნელად გაფრთხილებ, ჩემგან თავი შორს დაიჭირე! — დაუყვირა და დარბაზში გავიდა. კვიციანიც უკან აედევნა და იქვე მოშორებით დადგა. — მართა, უკვე მოძებნას ვაპირებდი, ხომ კარგად ხარ? — აღელვებით უთხრა ირაკლიმ. — კარგად ვარ, — წამოიძახა და ერთი ბოკალი ღვინო გადაკრა. საკმაოდ არეული იყო და ეს სიტუაცია საშინლად აღიზიანებდა. ეს ორი მამაკაცი აფთრებივით შემოეხვივნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. კვიციანი მას თვალს არ აშორებდა. უკვე მერამდენე ჭიქას სვამდა... — მართა, გთხოვ, მეტი აღარ დალიო, — უთხრა ბიჭმა. მართამ კიდევ ერთი ბოკალი დაცალა და ფეხზე წამოდგა. — უნდა წავიდე... — ამღვრეული ხმით უთხრა და ბარბაცით დაიწყო სვლა. თუმცა მოულოდნელად წაბარბაცდა და ირაკლიმ დაიჭირა. უკნიდან კვიციანის მზერა დაიჭირა და მის დასანახად მოეხვია ბიჭს. — იცი, თანახმა ვარ შენს შემოთავაზებაზე... — წამოიძახა მოულოდნელად. — რას გულისხმობ? — ვცადოთ. ამის გაგებისას კვიციანი გამწარებული გაეცალა იქაურობას. ** — მოდი, ამაზე ხვალ ვისაუბროთ, კარგი? ახლა არ ხარ საღ აზრზე, — მშვიდი ხმით მიუგო ირაკლიმ და გოგონა ხელში აიყვანა, რადგან ფეხზე ვეღარ იდგა. გასასვლელისკენ დაიძრა, გოგონა მანქანაში მოათავსა და ის იყო, ჩაჯდომას აპირებდა, რომ მხარზე მძიმე შეხება იგრძნო. ინტერესით შებრუნდა უკან და სახტად დარჩა — მის წინ კვიციანი იდგა, რომელსაც მრისხანებისგან უელავდა თვალები. — შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? — გაღიზიანებულმა წამოიძახა ირაკლიმ. — მგონი, დაგავიწყდა, რა გითხარი იმ დღეს საკანში, — შეუღრინა კვიციანმა. — უკვე გითხარი, რომ მის დათმობას არ ვაპირებ, ბატონო თორნიკე, — ცინიზმით უთხრა ირაკლიმ. — გიკრძალავ მის სიახლოვეს ყოფნას, გასაგებია! — დაუყვირა და მანქანის კარები გამოაღო. — შენ ვინ ხარ, რომ მიკრძალავ მასთან სიახლოვეს? — ირაკლი ნელ-ნელა სიმშვიდეს კარგავდა. — ის მე მეკუთვნის, გასაგებია! — მან მე ამირჩია, — ნიშნისმოგებით უთხრა ირაკლიმ. კვიციანს კი გაეცინა. — შენ აგირჩია? სერიოზულად? მან ეს ჩემს გასაბრაზებლად თქვა. — მაინც არ ვაპირებ მის ხელიდან გაშვებას, რაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი გახდება! — დაუყვირა ირაკლიმ. ამ მომენტში კვიციანი გაჩერდა და ბრაზმორეულმა შეხედა. — რა თქვი?! შენი გახდება? — სიმწრისგან მთელი ძარღვები დაეჭიმა და მუშტი პირდაპირ სახეში უთავაზა. — მოგკლავ, არ გაცოცხლებ! რას ნიშნავს, „შენი გახდება“? — დაუყვირა და კიდევ მისცხო. — ის ჩემი ქალი იქნება და შენ ვერ შემიშლი ხელს. — სიცოცხლე მოგბეზრდა, ხომ? — ჩხუბობდა კვიციანი. უკვე იმ დონემდე იყო მოსული, რომ ირაკლი წაექცია, მის ზემოდან მოქცეულიყო და გამეტებით ურტყამდა. ამ ალიაქოთზე მართას გაეღვიძა და მანქანიდან შეშინებული გადმოვიდა. — რას აკეთებთ, ხომ არ გაგიჟდით? ახლავე შეწყვიტეთ ჩხუბი! — დაუყვირა ორივეს, თუმცა არცერთმა არ უგდო ყური. — არ გესმით, რა გითხარით? იცით, რა ჯანდაბამდე გზა გქონიათ ორივეს? მე არცერთი თქვენგანი არ მაინტერესებთ და სულ მალე ვეღარც მნახავთ! — დაუყვირა მათ და ისინიც გაჩერდნენ. — რა?! — წამოიძახა თორნიკემ და მას მიუახლოვდა. — მე არც წარსულში მინდა დაბრუნება და არც ახალი ურთიერთობების წამოწყება მინდა. ირაკლი, შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე არავისთან არ ვაპირებ ურთიერთობის გაბმას. — აბა, ის რატომ მითხარი? — მაპატიე, მე უბრალოდ ამის გასაღიზიანებლად ვთქვი ასე. ვიფიქრე, ამას რომ გაიგებდა, თავს დამანებებდა, მაგრამ შევცდი, — დაღლილი ხმით წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. — მართა, მოიცადე! — კვიციანმა დაუძახა. — თავი დამანებე! არცერთის დანახვა არ მინდა, ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ. მე ნადავლი არ ვარ, რომელსაც მოინადირებენ მხეცები! — გაბრაზებულმა წამოიძახა, თან სიმწრისგან ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან. ცენტრალურ ტრასაზე გავიდა, ბუტბუტით მიდიოდა, თუმცა არც კი იცოდა, სად მიდიოდა. ამ შუაღამეს, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. — მართა, ჩაჯექი მანქანაში! — გასძახა ფანჯრიდან კვიციანმა. — თავი დამანებე, ჩემითაც გავიკვლევ გზას! — ნერვებმოშლილმა უპასუხა და ჯიუტად განაგრძო სიარული. ნაპირზე შეჩერდა იმ იმედით, რომ ვიღაც მაინც გამოივლიდა. საწყლად იდგა მობუზული და თან გაყინულ მკლავებს ითბობდა. მალე მანქანაც გამოჩნდა და გოგონამაც ხელი დაუქნია. — გამარჯობა, შეგიძლიათ სადგურამდე მიმიყვანოთ? — კითხა გოგომ. მანქანის მძღოლმა გოგონა ხარბად აათვალიერა და უთხრა: — შენნაირ ლამაზ გოგოს უარს როგორ ვეტყვი. — ამის თქმა იყო და კვიციანი ადგილზე გაჩნდა. — დამეკარგე ახლა აქედან, სანამ ძვალ-რბილი არ გაგიერთიანე! — დასჭექა მრისხანედ და ისიც იმ წამსვე წავიდა. — რა გააკეთე? რატომ გააგდე?! — მართა, თავს იშტერებ თუ მე მაშტერებ? ის ტიპი არ იყო სანდო, ამიტომაც გავაგდე, გასაგებია? — კაი კაცო, რას მელაპარაკები, როგორმე თავს უშენოდაც მივხედავდი. ახლა რა უნდა ვქნა, სახლში როგორ წავიდე? — სად არის შენი თაყვანისმცემელი? რატომ არ გამოგყვა უკან, აა? — ის ჩემი თაყვანისმცემელი არ არის. — მაგრამ მან მოგიყვანა და ვალდებული იყო, უკან დაებრუნებინე, მაგრამ როგორც კი უარი მიიღო, მაშინვე დაგივიწყა. — ნერვებს მიშლი, თორნიკე, და თავიდან მომწყდი! — არსად წასვლას არ ვაპირებ, ჩაჯექი მანქანაში, სახლამდე მიგაცილებ. — არ მინდა, მადლობა, მირჩევნია ფეხით წავიდე, ვიდრე შენ ჩაგიჯდე მანქანაში. — ასე? არა! — წამოიძახა, გოგონას ხელი დაავლო და ძალით ჩატენა მანქანაში. — რას აკეთებ? სულ გაგიჟდი, ხო? — ხო, გავგიჟდი! შენ გამაგიჟე! — დაუყვირა. — მეტი აღარ შემიძლია, გესმის? ვიცი, დავაშავე შენს წინაშე და არ მოველი, რომ მაპატიებ, რადგან ჩემს თავს ვერც მე ვპატიობ ამ სისასტიკეს. ხვალ ყველაფერს გაიგებ, თუ რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი და მერე შენ გადაწყვიტე, როგორ მოიქცევი. — უთხრა და მანქანა დაძრა. მთელი გზა არცერთს ხმა აღარ ამოუღია. გზაში მართას ჩამოეძინა — ამ შანსს კი კვიციანი ხელიდან ვერ გაუშვებდა. თავის ბინაში მიიყვანა და საწოლზე დააწვინა, შემდეგ პლედი გადააფარა. მის სახესთან დაიხარა და მისი არომატი შეიგრძნო — ისევ ის იასამნის არომატი ასდიოდა, როგორც უწინ. — მაპატიე, თუ შეგიძლია, მე არ ვარ შენი ღირსი, მაგრამ არც უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია. იცი, მოგატყუე, მაშინ რომ გითხარი, არ მიყვარდი-მეთქი — მე მაშინაც მიყვარდი, თუმცა შურისძიების წყურვილმა გონება დამიბინდა და რეალობის აღთქმა დავკარგე. შენი მანქანა რომ მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და ვერ გიპოვეს, ვერც წარმოიდგენ, როგორ განვიცადე მთელი ეს წლები, ვიტანჯებოდი და თავს ვერ ვპატიობდი ამას. — ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, მერე ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა, თუმცა მართამ ხელი ჩაავლო და უკან დააბრუნა. — არ წახვიდე... — წამოიძახა. — შენ არ გეძინა? — წამოიძახა გაკვირვებულმა. — მეძინა, მაგრამ შენმა შეხებამ გამაღვიძა, თუმცა არ მინდოდა შენთვის ხელი შემეშალა. — თორნიკე გვერდით მიუჯდა. — ყველაფერი მოისმინე? — ყველაფერი, — ნაღვლიანად უპასუხა. — თორნიკე, მისმინე, თუ გინდა, რომ ამ ყველაფრისგან განთავისუფლდე, შენი წარსული უნდა გაუშვა და არ უნდა ჩაებღაუჭო მას, გესმის? ახლა კი მიამბე, რაც გაწუხებს. მე ვიცი ნაწილობრივ, რაც ჩაიდინა მამაჩემმა, მაგრამ უფლება მაქვს, ვიცოდე ყველაფერი. — გიამბობ, ოღონდ ხვალ... — ხვალ არა! ახლა და ამ წუთში დაჯდები და მიამბობ ყველაფერს. — კარგი, — მძიმედ ამოიხრა, თვალები დახუჭა და მოყოლა დაიწყო: — 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა დამ თავი მოიკლა. მე შემთხვევით შევესწარი, თუ როგორ ჩამოიხრჩო თავი თოკზე; ვერაფრით ვერ ვუშველე, უკვე გვიან იყო, ან მე რას გავხდებოდი... პატარა ვიყავი, ძალიან განვიცადე ეს ამბავი. მოგვიანებით ჩემი დის დღიური ვიპოვე, სადაც ყველაფერი იყო მის ცხოვრებაზე აღწერილი. მამაშენმა ჩემი და შეაცდინა, მის კომპანიაში მუშაობდა და თუ სწორედ მახსოვს, ასისტენტი იყო. ჩემი დის ამბავი დედამ ვერ გადაიტანა და მის დარდს გადაყვა. დავრჩით მე და ანა მხოლოდ. იმ დღის შემდეგ დავისახე მიზნად, რომ დრო მოვიდოდა და აუცილებლად ვიძიებდი შურს მამაშენზე. — და გადაწყვიტე, მე გამოგეყენებინე, არა? — ჩამწყდარი ხმით კითხა მართამ. — ხო, გადავწყვიტე მეც ისევე მოვქცეულიყავი, როგორც მამაშენი მოიქცა. მეგონა, ამით გავანადგურებდი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ არც თავის შვილის ბედი არ ანაღვლებდა. ეს მხოლოდ შენს მოწერილ წერილში შევიტყვე. — მამაჩემი საშინელი ადამიანი იყო, საბრალო დედას საშინელ დღეში აგდებდა, რადგან როგორც კი შინ ბრუნდებოდა, მაშინვე დედას ცემაზე გადადიოდა, არც მე არ მინდობდა ხოლმე. დედამ კი ამდენ ნერვიულობას ვერ გაუძლო და გული გაუსკდა. ერთადერთი ადამიანია მამაჩემი, რომელიც მძულს! — თვალებიდან წამოსული ცრემლი უხეშად მოიწმინდა და კვიციანს გახედა ცრემლიანი თვალებით. თორნიკემ ხელი მის სახისკენ წაიღო, რომ ცრემლი მოეწმინდა, თუმცა ვერ გაბედა შეხებოდა. ახლა, სრულიად შეცვლილები და ნამდვილები, ისხდნენ და უყურებდნენ ერთმანეთს. არ საუბრობდნენ, უბრალოდ თვალებით ამყარებდნენ კონტაქტს. ვინ იცის, რა ცეცხლი გიზგიზებდა მათ გულებში? წლები გავიდა, თუმცა ორივეს გულები ისევ უწინდებურად ძგერდნენ. უყვარდათ, თუმცა ვერ შეძლეს ერთად ყოფნა. სამყარომ უამრავი განსაცდელი მოუვლინა მათ, რომ დღეს ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ნეტავ რისთვის? ალბათ იმისთვის, რომ გამოეცადათ თავიანთი გრძნობები. ეს ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლის ველია, რომელშიც მხოლოდ ძლიერი იმარჯვებს. — ახლა შენ ყველაფერი იცი, შეძლებ ჩემს პატიებას? — თვალები დახარა და ისე კითხა. — მე უკვე დიდი ხანია გაპატიე... — რა?! — გაოცდა. — ხო, მართალია, დიდი დრო დამჭირდა ამის გადასახარშად, თუმცა მე წარსული დიდი ხანია ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი. და იცი, რატომ? — რატომ? — იმიტომ რომ მივხვდი, წარსულზე ფიქრი ისევ მე დამაზარალებდა, ამიტომ თავს შემოვუძახე და ყველაფერი ცუდი გავუშვი ჩემი გულიდან. — მართა... მითხარი, მაქვს იმის შანსი, რომ... — აქ გაჩერდა, რადგან ძალიან უჭირდა ამის თქმა. — რისი შანსი, რომ ერთად ვიყოთ? — ხო, მითხარი, რას გრძნობ ჩემს მიმართ? — თორნიკე, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე მეტი აღარ მინდა ურთიერთობები არავისთან. — რატომ? — იმიტომ რომ მე... სიყვარულის აღარ მჯერა. მივხვდი, რომ ეს სისულელეა. გესმის? თანაც მე აქ დარჩენას არ ვაპირებ, უახლოეს დღეებში გავემგზავრები რომში. — მიდიხარ? — ხო, რადგან წლებია, იქ ვცხოვრობ და მივეჩვიე იქაურობას. ჩემი საქმე უკვე დავასრულე, მეტი აქ აღარაფერი მაკავებს. — და მე... — შენ რა? — მე რომ გთხოვო, არ დარჩები? — რისთვის უნდა დავრჩე? უკვე გითხარი, რომ არაფერი გამოგვივა-თქო. — კარგი, — უღონოდ ამოთქვა, თითქოს დანებდა კიდეც იმ ფაქტს, რომ ვეღარაფერს შეცვლიდა. რას იზამდა? ხომ არ დააძალებდა მასთან ყოფნას? ამის უფლება არ ჰქონდა. 22 ოქტომბერი, 2024 წელი. მართამ თავისი ნივთები მოაგროვა და ბავშვთან ერთად გარეთ გავიდა. — მადლობა, ნელი დეიდა, ყველაფრისთვის, — უთხრა გოგონამ და ქალს მოეხვია. — რისი მადლობა, შვილო, იქნებ დარჩენილიყავით... — არა, არ შემიძლია, — დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა თორნიკესთან გატარებულ დიალოგს იხსენებდა. არ მოელოდა, თუ ასე უცებ დანებდებოდა და დაუშვებდა მის წასვლას. გული დაწყდა, თითქოს, მაგრამ თავად არ უთხრა, რომ მასთან დაბრუნებას არ აპირებდა? აეროპორტის წინ შეაჩერა მანქანა და შიგნით შევიდა. როგორც კი გამოცხადდა თბილისი-რომის რეისი, თვითმფრინავისკენ გაემართა და სალონში ავიდა. ამავდროულად, კვიციანიც მივიდა აეროპორტში და გიჟივით შევარდა შიგნით. — უკაცრავად, თბილისი-რომის რეისი როდის გადის? — წუთი-წუთზე აფრინდება უკვე, — უთხრა გოგომ. — რა?! — წამოიძახა და გიჟივით მივარდა შუშაბანდს. მისვლა და თვითმფრინავის აფრენა ერთი იყო. — თბილისი-რომის რეისი როდის გადის? — ჰკითხა რეგისტრატორს და ხმა აუკანკალდა. — აფრენას წუთებიღა აკლია, — მიუგო გოგონამ. კვიციანი გიჟივით მივარდა დიდ შუშაბანდს, საიდანაც ასაფრენი ბილიკი მოჩანდა. მისი მისვლა და თვითმფრინავის აფრენა ერთი იყო. — არა, მართა! მართა! — ყვიროდა გამწარებული და შუშას მუშტებს ურტყამდა. ცხოვრებაში პირველად ატირდა. მართამ შეძლო, მის გაყინულ გულში იმედის ნაპერწკალი გაეღვიძებინა, მაგრამ ახლა ეს გული კვლავ ტკივილისგან უგებდა. თვალს ადევნებდა, როგორ იკარგებოდა თვითმფრინავი ღრუბლებში და როგორ ქრებოდა მისი უკანასკნელი იმედი. — ვერ მივუსწარი... ისევ დავკარგე! მას ჩემთან ყოფნა არ უნდოდა, მე კი მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, — ამოიხრიალა და სასოწარკვეთილმა იქვე, ცივ იატაკზე ჩაიკეცა. ცოტა ხანს უმოძრაოდ იჯდა, შემდეგ კი მძიმე, თუმცა გადაწყვეტილებით სავსე ნაბიჯებით გაეცალა აეროპორტს. ფიქრობდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, გამოსავლის ძიება არ წყდებოდა. მანქანას გამწარებული მართავდა, ცრემლებისგან თვალები დაუბინდდა, გზასაც კი ვეღარ ხედავდა. ყურადღების გადასატანად რადიო ჩართო: *„საღამო მშვიდობისა, პატივცემულო მსმენელებო. სამწუხაროდ, მძიმე ინფორმაციით გიერთდებით: ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან რომის მიმართულებით მიფრინავდა. მგზავრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია...“* კვიციანს თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ. მართა... ის ხომ იმ რეისზე იყო! — არა! არა, ღმერთო, ოღონდ ეს არა! მართა, ეს შეუძლებელია... ჩემი მართა... სამუდამოდ დავკარგე! — ღრიალებდა მანქანაში და საჭეს მუშტებს უშენდა. — რატომ? რა დაგიშავე?! ნუთუ არ გეყო, რაც შეიწირე? რატომ მართმევ ყველაფერს?! — საყვედურობდა ზეცას და ტკივილისგან იხრჩობოდა. გონებადაბინდული უკან დაბრუნდა. აეროპორტში შევარდნილმა სუნთქვაშეკრულმა ჰკითხა: — გთხოვთ, მითხარით, იმ თვითმფრინავში იყო მართა ნინიძე? — ვინ ბრძანდებით, ბატონო? — მისი შეყვარებული! გთხოვთ, მიპასუხეთ! გოგონამ კომპიუტერში ჩახედა და ხმა დაუდაბლდა: — დიახ, ბატონო, მართა ნინიძე ბავშვთან ერთად იმ რეისზე იყო. თორნიკეს მუხლები მოეკვეთა. ცოცხალ-მკვდარი, გონებაწართმეული გაუყვა გამოსასვლელს. ზოგჯერ სამყარო დაუნდობლად გვაცდებს და განსაცდელების კორიანტელს გვიგზავნის, რათა დავინახოთ, რამდენად ძლიერია ჩვენი რწმენა. კვიციანისთვის კი ეს გზა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა — მან ხომ დიდი ხნის წინ დაკარგა ღმერთის იმედი. ახლა კი, ფაქტის წინაშე მდგარი, მიხვდა, რომ მისი ბრაზი და წყენა მხოლოდ მის სულს ანგრევდა. ტაძარში შესულმა პირდაპირ მაცხოვრის ხატს მიაპყრო მზერა. — ხედავ? ისევ შენთან მოვედი... არც კი ვიცი, რისთვის. რატომ, უფალო? შენ ის ერთადერთიც წამართვი, ვინც დამრჩენოდა. როდის დასრულდება ჩემი ტანჯვა? როდის?! — დაემხო მუხლებზე და ატირდა. — მე ხომ მინდოდა, ყველაფერი გამესწორებინა... — შვილო, კარგად ხარ? — მამაოს მშვიდი ხმა ჩაესმა. თორნიკემ არაფერი უპასუხა. — ვხედავ, სული გტკივა. მომიყევი, გაუზიარე შენი ტვირთი უფალს. — ვერავინ დამეხმარება, — ამოიხრიალა კვიციანმა. — ყველა წამართვა... დედა, დები, ახლა კი ისიც... მამაომ მოთმინებით მოუსმინა მის აღსარებას. — შვილო, ეს შენი გზა იყო, ტკივილით სავსე, მაგრამ საჭირო, რომ აქამდე მოსულიყავი. შურისძიებამ შენივე სული დააზიანა. მაგრამ გახსოვდეს: სინანული კარის გასაღებია. არ ჩაიციკლო წარსულზე, გაუშვი ის. ჩვენ ტკივილთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება, თუმცა დღევანდელი დღით უნდა ვსუნთქავდეთ, რადგან ხვალინდელი დღე მხოლოდ უფლისაა. — მაგრამ მას ხომ ვეღარ დავიბრუნებ... — ყველაფერი უფლის ხელშია, — გაუღიმა მამაომ და წავიდა. თორნიკე გულმხურვალედ ლოცულობდა, როცა მხარზე შეხება იგრძნო. თავი ასწია და თვალებს არ დაუჯერა: მის წინ მართა იდგა, თვალცრემლიანი და მომღიმარი. — უფალმა შეისმინა შენი ვედრება, თორნიკე, — ჩუმად თქვა გოგონამ. კვიციანი ფეხზე წამოვარდა და ისე ძლიერად ჩაიკრა გულში, თითქოს ეშინოდა, კვლავ არ გამქრალიყო. — შენ... როგორ? ხომ მიფრინავდი? — ვერ წავედი... შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, — ატირდა მართა. — აღარსად გაგიშვებ, მორჩა! — იმეორებდა თორნიკე. მამაო შორიდან უყურებდა მათ და ღიმილით მიუახლოვდა: — ხედავთ? თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები. გაუფრთხილდით ამ სიყვარულს. თორნიკე, იყავი ის, ვინც ხარ — ნუღარ იმალები ნიღბების მიღმა. სანთლის შუქზე, მაცხოვრის ხატის წინაშე, მათ პირველად იგრძნეს ნამდვილი სულიერი სიმშვიდე. — მამაო, — წამოიძახა კვიციანმა, — იქნებ ჯვარი დაგვეწეროს? — დღეს უკვე გვიანია, შვილებო, — გაუღიმა მამაომ, — ხვალ მოდით და სიხარულით შეგაუღლებთ. იმ დღეს თორნიკემ იგრძნო, რომ მისი სული, რომელიც წლების განმავლობაში სიბნელეში იყო ჩაკეტილი, ბოლოს და ბოლოს განათდა. *** არაფერი ხდება შემთხვევით. ჩვენი ცხოვრების გზა ხომ ჯერ კიდევ ზეცაში, უფლის მიერ არის დაწერილი და რამდენიც არ უნდა ვიპროტესტოთ, მაინც ვერ ავუვლით გვერდს იმას, რაც ბედისწერით არის განსაზღვრული. ორმა დანაკარგებით დაღლილმა სულმა ერთმანეთი იპოვა და უფლის კურთხევით ერთ არსად იქცა. — ასე მალე რას მოვასწრებთ? — ჰკითხა მართამ თორნიკეს, როცა ჯვრისწერაზე საუბრობდნენ. — ჯვრისწერას რა მოსწრება უნდა? ხვალ მივალთ და დავიწერთ, — მშვიდად უპასუხა ბიჭმა. — ხო, მაგრამ მეჯვარე მჭირდება. ჩემი მეგობარი იტალიაშია, უნდა შევატყობინო, რომ ჩამოვიდეს... — არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებთ, — უთხრა და ნაზად აკოცა ხელზე. ამ დროს მართას ტელეფონი აწკრიალდა — ნელი ურეკავდა. — გისმენთ, ნელი დეიდა? — შვილო, სასწრაფოდ უნდა მოხვიდე! — გაისმა ყურმილში ქალის შეშინებული ხმა, — ენი ცუდად გახდა... — რა? რა მოუვიდა? — ხმა აუკანკალდა მართას. — არ ვიცი, შვილო... მოულოდნელად გონება დაკარგა. სასწრაფოს გამოვუძახე და ახლა საავადმყოფოში მივდივართ. — მოვდივარ, გზაში ვარ! — მართამ ყურმილი დაუშვა და გაფითრებული სახით შეხედა თორნიკეს. — რა მოხდა? — აღელვებულმა ჰკითხა თორნიკემ. — ენი... ის ცუდად არის. გთხოვ, საავადმყოფოში წავიდეთ. თორნიკემ საჭე კლინიკისკენ შეატრიალა. მართა საშინლად განიცდიდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდნენ დანიშნულების ადგილს. კლინიკაში მივიდნენ თუ არა, მაშინვე ნელი იპოვეს, რომელმაც ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებამდე მიაცილა. — რა მოუვიდა ჩემს გოგოს? — ჩამწყდარი ხმით ჰკითხა მართამ. — არ ვიცი, შვილო, ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა... მულტფილმებს უყურებდა, როცა მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და გონება დაკარგა. ექიმები ახლა სინჯავენ. ცოტა ხანში ექიმი გამოვიდა. — ბავშვის მეურვე ვინ არის? — მე ვარ, ექიმო! რა სჭირს? — მივარდა მართა. — ყველანაირი გამოკვლევა ჩავუტარეთ. სამწუხაროდ, ბავშვს ლეიკემია აქვს. — რა? ლეიკემია? — მართას თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ. — ჯერ საწყის სტადიაზეა და მისი მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა სასწრაფოდ გვჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა. ბავშვს მამა თუ ჰყავს? მართა გაჩუმდა. თორნიკემ კი, რომელიც გვერდით ედგა, იგრძნო, რომ რაღაც ისეთი საიდუმლო იხსნებოდა, რაც მათ ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა. — ექიმო, სხვა დონორი არ გამოდგება? მაგალითად, დედა ან სრულიად უცხო ადამიანი? — იკითხა მართამ, რომელსაც აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ენის მამა სწორედ თორნიკე იყო. — იმ შემთხვევაში, თუ მამა ან დედმამიშვილი არ ჰყავს, მაშინ დონორს მოვძებნით, თუმცა პროცესი ხანგრძლივია. აბა, ჩემი სისხლი სცადეთ, იქნებ დაემთხვეს, — შესთავაზა თორნიკემ. თორნიკემ ანალიზები ჩააბარა. მართა დაძაბული იჯდა და ელოდა; გრძნობდა, რომ სიმართლის ჟამი ახლოვდებოდა. ექიმი კაბინეტიდან რომ გამოვიდა, თორნიკე დაიბარა. — ვინ არის ეს ბავშვი თქვენთვის? — დაფიქრებული მზერით ჰკითხა ექიმმა. — ჩემი საცოლის შვილობილია. რა ხდება? — თქვენ ორივეს მეორე ჯგუფის უარყოფითი სისხლი გაქვთ, რაც ძალიან იშვიათია. დეენ-ემის ანალიზმა კი დაადასტურა — თქვენ ამ ბავშვის ბიოლოგიური მამა ხართ. თორნიკეს გონება აერია. ეს ხომ მისი შვილი იყო! მაგრამ მართამ ეს ამდენი ხანი რატომ დაუმალა? გაბრუებული და გამწარებული გამოვიდა კაბინეტიდან. მართას მივარდა, ხელი უხეშად ჩაავლო და გარეთ გაიყვანა. — როდემდე აპირებდი ამის დამალვას? — დაუყვირა თორნიკემ. — რას გულისხმობ? — მართა, ნუღარ თამაშობ! როგორ შეგეძლო მისი ჩემგან დამალვა?! — ვიცი, დავაშავე, მაგრამ მეშინოდა... შენი მეშინოდა, უგულო მეგონე და ვერ გავბედე სიმართლის თქმა. თუმცა, დღეს ისედაც ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას. — ხვდები, რომ კანონი დაარღვიე? შემეძლო გიჩივლო და ბავშვი სამუდამოდ წამეყვანა! — ვერ წამიყვან, სასამართლო დედას მხარეს იქნება! — აცრემლებული ყვიროდა მართა. — ჩვენ უკვე აღარ ვართ ერთად, მართა! — თორნიკემ ცივად გაწყვიტა საუბარი. — არა... თორნიკე, გთხოვ! — მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერ გაპატიებ. გული ძალიან მატკინე. როგორც კი ენი გამოკეთდება, მას ჩემთან წავიყვან. — გთხოვ, ნუ გააკეთებ ამას! შენ ხომ ასეთი არ ხარ, დედას შვილს ნუ დააშორებ! — არ ვარ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, გავხდები კიდეც უგულო! — გამწარებულმა წამოიძახა და მანქანით გიჟივით გავარდა. გამწარებული იყო და საშინლად ბრაზობდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რამ დაუმალა. არადა, რამდენჯერ უთხრა, სიმართლე ეთქვა. კარგი, ადრე არ შეეძლო, მაგრამ ახლა, როცა ისევ შეხვდნენ, უნდა ეთქვა, რადგან თორნიკეს სრული უფლება ჰქონდა, სცოდნოდა შვილის არსებობის შესახებ. ახლა, როდესაც როგორც იქნა დაალაგეს თითქოს ურთიერთობა, ისევ განხეთქილება ჩამოვარდა მათ შორის, რაც ენის ავადმყოფობამ გამოიწვია. შესაძლოა, სხვა ვითარებაში, რომ გაეგო, ასეთი მწვავე რეაქცია არ ექნებოდა, მაგრამ ახლა რთული სიტუაცია იყო, ბავშვი სიკვდილს ებრძოდა და სწორედ ასე შეიტყო სიმართლე. გამწარებული ატარებდა საჭეს; იმდენად გამწარებული, რომ მთელი სახე უცახცახებდა, თვალები ჩაწითლებული და აცრემლებული ჰქონდა. ეს განცდა, ისევ ნაცნობი განცდა დაეუფლა — საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, მაგრამ ეს უფრო ძლიერი და ღრმა იყო. ეს ისეთი განცდაა, როდესაც შენი სხეულიდან ამოგაგლიჯონ მნიშვნელოვანი ორგანო. ის ხომ მისი შვილი იყო, მისი სისხლი და ხორცი. მართალია, სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მაგრამ უკვე ძალიან უყვარდა, ისე მიეჯაჭვა, ვერც კი აცნობიერებდა, რომ ის მისი შვილი იყო. ახლა კი, რა მდგომარეობაში ჩავარდა, წარმოგიდგენიათ? შეიძლება გაამტყუნოთ ამ უხეშობისთვის, მაგრამ მისთვის ეს ადვილი გადასატანი ნამდვილად არ იყო. ამდენი დანაკლისის შემდეგ ისევ დაუფლებოდა ეს საზარელი განცდა, რომელიც ჩრდილად ექცა, თითქოს დაწყევლილი ყოფილიყო, რომელსაც სიკვდილი გამუდმებით თან სდევს. გამწარებულმა მანქანა კლდიან ადგილას მიაყენა, სწრაფად გადმოვიდა და მთელი ძალით დაუყვირა ხმამაღლა, ამოუშვა ყველა ის ემოცია გარეთ, რომელიც ახრჩობდა. შემდეგ კი უღონოდ ჩაეშვა; თვალები სრულიად ჩაუწითლდა და ცრემლები სდიოდა. დიახ, ის ტიროდა და ვერ ინელებდა მომხდარს, ყველაფერი აირია, მთელი სხეული უცახცახებდა. მთელი ღამე მანქანაზე მიყრდნობილი ფიქრობდა ყველაფერზე, როგორ მოქცეულიყო; თან ეცოდებოდა მართა, მაგრამ თან უნდოდა დაესაჯა ამ ტყუილისთვის. მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა უკან. ზემოთ ავიდა და საოპერაციოსთან მივიდა, სადაც მართა იყო. გოგონამ როგორც კი დაინახა, მისკენ გაემართა, თუმცა თორნიკემ ყურადღება არ მიაქცია და ექიმის სანახავად წავიდა. — გამარჯობა, ექიმო, შეიძლება? — იკითხა. — დიახ, მობრძანდით. — მაინტერესებს, ოპერაცია როდის არის ჩანიშნული? — ორ საათში, მაგრამ მანამდე გთხოვთ, ძალები მოიკრიბეთ, ოპერაციისთვის მზად რომ იყოთ. — კარგი, ექიმო, და შეიძლება ოპერაციამდე ვნახო? — ახლა ინტენსიურ განყოფილებაში გვყავს. — გთხოვთ, მინდა ცოტა ხნით ვნახო, — შეევედრა ექიმს. — კარგი, მხოლოდ ხუთი წუთი; წამობრძანდით, მოგცემთ იქ შესასვლელად საჭირო ნივთებს. ექიმმა ხალათი, ბახილები, პირბადე და ქუდი მისცა. კვიციანმა ჩაიცვა, შემდეგ კი შეიყვანეს ოთახში. — დაიმახსოვრეთ, ხუთი წუთი გაქვთ დრო. — კარგი. ბავშვს მიუახლოვდა და მის წინ საწოლზე ჩამოჯდა, შემდეგ კი ბავშვს გახედა, რომელსაც აპარატი ჰქონდა მიერთებული და უღონოდ იწვა. მისი პატარა, სუსტი ხელის მტევანი მისაში მოიქცია და ნაზად აკოცა. — ისე მიგეჯაჭვე, რომ ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ ჩემი შვილი იყავი. ჩემო პატარავ, მამიკოს ძალიან უყვარხარ, მე არ დავუშვებ, რომ შენ რამე დაგემართოს. აი ნახავ, სულ მალე ისევ ის ცელქი და პრანჭია გოგო იქნები და გვერდიდან აღარ მოგიშორებ, — ცრემლიანი თვალებით საუბრობდა. ბავშვს მის ხმაზე გამოეღვიძა და თავისი ჭრელი თვალები მიანათა. — შენ მამაჩემი ხარ...? — სუსტი ხმით უთხრა. — ყველაფერი გაიგონე? — ჰკითხა გოგონას, მან კი თავი დაუქნია. — კი, მე შენი მამიკო ვარ. — ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა... — გაეღიმა. — იცოდი? — გაოცდა ბიჭი. — კი, მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე დედას ჰგონია. თქვენი სურათი ვნახე შემთხვევით, დედას ჰქონდა დამალული. დედა შენზე არ მესაუბრებოდა, ან რაღაცას იგონებდა ხოლმე, მე კი ვხვდებოდი, რომ ასე არ იყო და შენი გამოჩენაც ასე აფორიაქებდა მას. — ამ პატარა ასაკში ამდენი საიდან იცი? — გაეცინა და თავზე აკოცა. — მამა, რა მჭირს? — არაფერი, ჩემო პრინცესა, უბრალოდ ექიმი გაგსინჯავს, არ შეგეშინდეს, კარგი? — კარგი. — ახლა უნდა წავიდე, მაგრამ მალე ისევ გნახავ, — თავზე აკოცა და გარეთ გავიდა. კვიციანი დერეფანში გავიდა და იქვე ჩამოჯდა. მასთან მართა მივიდა. — როგორ არის ჩვენი შვილი? — ჩამწყდარი ხმით უთხრა, თუმცა თორნიკემ ისევ არ მიაქცია ყურადღება. — იქნებ გეყოს ეს სიჯიუტე, როდემდე აპირებ თავის არიდებას, აა? მეც ადამიანი ვარ, გაიგე! მარტო შენ არ გტკივა გული, მეც საშინლად განვიცდი ამას და შენ უარესად მიმატებ. გასაგებია, ცუდად მოვიქეცი, ვაღიარებ, მაგრამ გთხოვ, ნუღარ მტანჯავ, — ამოიტირა გოგომ და მოულოდნელად გაითიშა. თორნიკემ სწრაფი რეაგირებით მაშინვე მკლავებში მოიქცია მისი სუსტი სხეული. როდესაც გონს მოვიდა, უკვე პალატაში იყო და თორნიკე დაჰყურებდა. — რა მომივიდა? — გული წაგივიდა.. — მძიმედ ამოიოხრა. — არ მაპატიებ, არა...? — მართა, ახლა ამის დრო არ არის, გაიგე? ახლა მთავარია, ბავშვი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. შენ აქ იყავი, დაისვენე, მე უნდა წავიდე და ოპერაციისთვის მოვემზადო. — გთხოვ, ორივე დამიბრუნდით, — ამოიტირა. ოპერაციისთვის მზადება დაიწყეს. მამა-შვილი გვერდიგვერდ დააწვინეს. ბავშვს რადგან ეშინოდა, სანამ დაეძინა, თორნიკე მას გვერდიდან არ მოშორებია, შემდეგ კი ისიც დაწვა. ორივეს ერთდროულად უტარებდნენ ოპერაციას. ბავშვს ამოაცალეს ის დაზიანებული ძვლის ტვინი და შემდეგ მამის გადაუნერგეს. საკმაოდ რთული ოპერაცია იყო და ნელ-ნელა კვიციანის მდგომარეობა მძიმდებოდა. მოულოდნელად კი პულსი სულ დაეცა და აპარატების გამაყრუებელი ზმუილი ატყდა. ექიმები მიცვივდნენ და სპეციალური აპარატით გულზე შოკურ დარტყმებს უკეთებდნენ. მალე ისევ აღდგა პულსი. საკმაოდ დიდხანს გასტანა ოპერაციამ, მაგრამ საოპერაციო ოთახიდან მარტო ბავშვი გამოიყვანეს. მართა აქეთ-იქით იყურებოდა, რომ კვიციანი დაენახა, მაგრამ არსად ჩანდა. — ექიმო, როგორ ჩაიარა ყველაფერმა? — ბავშვმა ოპერაცია კარგად გადაიტანა, რასაც მამაზე ვერ ვიტყვი... — რას გულისხმობთ ექიმო, თორნიკეს რა მოუვიდა? — რთულად გადაიტანა ყველაფერი, გულიც კი გაუჩერდა რამდენჯერმე და ძლივს მოვაბრუნეთ იმ ქვეყნიდან, ახლა კი... — რა ახლა, ექიმო?! — მან კლინიკური სიკვდილი განიცადა. — რაა? ეს რას ნიშნავს ექიმო? — მისი ტვინი გათიშულია, გული კი მუშაობს, ანუ მარტივ ენაზე რომ გადმოგცეთ, არც ცოცხალია და არც გარდაცვლილი და ამ ორ სამყაროს ებრძვის, ან უკან მობრუნდება, ან არა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გაიღვიძებს მისი სხეული. ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები, სადაც უძლური ხდები და უბრალოდ არაფრის გაკეთება და შეცვლა არ ძალუძს ადამიანს, რადგან ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ხელში არ არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენ მხოლოდ მისი მიმართულების მიცემა შეგვიძლია, მაგრამ მასზე განკარგვის უფლება მხოლოდ უფალს აქვს. მან მოგცა სიცოცხლე, ისევ ის წაგართმევს, როდესაც ჩათვლის საჭიროდ, იმიტომ რომ ეს შენი ბედისწერაა და შენ მხოლოდ იმდენხანს იცოცხლებ, რამდენიც უფალმა დაგაკისრა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველივე კარგს ცუდი მოსდევს, ცუდს კი კარგი, იმიტომ რომ ასეა ცხოვრება აწყობილი. მართას უკვე იმედი აღარ ჰქონდა, რომ კვიციანი გამოვიდოდა მდგომარეობიდან. საბოლოოდ კი ვეღარ გაუძლო და წავიდა, მაგრამ ვაი ამ წასვლას — საშინლად სტკიოდა გული, მაგრამ ბავშვს ვეღარ დათრგუნავდა მეტი იქ ყოფნით. — დედა, მამა სად არის? — იკითხა ენიმ. — მალე მამაც ჩამოვა ჩვენთან, შვილო... — სევდიანად გაუღიმა. — არ მჯერა, გთხოვ, სიმართლე მითხარი! — ატირდა. — შვილო, ხომ გითხარი, მალე მოვა ჩვენთან, უბრალოდ ახლა არ შეუძლია. — მაშინ ჩვენ წავიდეთ მასთან, რატომ ვართ აქ? — იმიტომ, რომ ასეა საჭირო. უღონოდ ჩამოჯდებოდა ხოლმე ფანჯრის რაფაზე და უსასრულოდ ჰაიყურებდა ხოლმე ქუჩებს, თითქოს ვიღაცას ელოდა, უფროსწორად კი თორნიკეს. ენატრებოდა, თანაც როგორ! ექიმს ეკონტაქტებოდა და მისგან იგებდა მის ამბებს, ყოველ ჯერზე კი ერთი და იგივე პასუხი: „მდგომარეობა უცვლელია“. ეს ანადგურებდა მას. ვერ იჯერებდა, რომ ის არ ცდილობდა გამოღვიძებას, ახლა, როდესაც სამივე ერთად უნდა ყოფილიყვნენ. უკვე ამდენი თვეა, რაც უიმედოდ ელოდება მის გამოღვიძებას. აღარაფერი აინტერესებდა, სამსახურშიც კი აღარ დადიოდა. — მართა, როდემდე აპირებ ასე ყოფნას? — ჰკითხა მეგობარმა, რადგან მართლა ძალიან ადარდებდა მისი მდგომარეობა. — არ ვიცი, ძალიან მიჭირს უიმისოდ, გესმის? ძალიან მენატრება, — აქვითინდა. — შენ ხომ ძლიერი ქალი იყავი, რა დაგემართა? ასე არ შეიძლება. მგონია, რომ თორნიკე გამოვა მდგომარეობიდან და ის აუცილებლად მოგძებნის, აი ნახავ. — ეს ზღაპარი არ არის, ნინი, არამედ რეალური ცხოვრებაა. ეს ზღაპრებში ხდება სასწაულები, აქ არა. — დამიჯერე, ხდება, მთავარია ამის მთელი გულით იწამო! — ამის თქმა იყო და უეცრად გარედან ნაცნობი ხმა შემოესმა მართას. — მართაა! — ბოლო ხმაზე დაუძახა და გოგოც გიჟივით გავარდა გარეთ. თვალებს არ უჯერებდა ნანახით, ან როგორი დასაჯერებელი უნდა იყოს, როდესაც თორნიკე გამოეცხადა თეთრ ცხენზე ამხედრებული და თანაც თეთრებში გამოწყობილი. შოკირებული უყურებდა და დაჯერება უჭირდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. — არ მჯერა, შენ ეს როგორ... რა ნაირად? — წამოიძახა და პირზე აიფარა ხელი, როდესაც მას თორნიკე მიუახლოვდა. — უნდა დაიჯერო, რადგან ეს ნამდვილად ხდება. ახლა კი გამომყევი. — რაა? სად? — გიტაცებ! — უთხრა და თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ცხენზე შემოსვა. ცხენი აჭიხვინდა და გაიქროლა. გოგონამ ძლიერ შემოხვია ხელი ბიჭის მკვრივ სხეულს და მიეხუტა. საბოლოოდ კი თავი სანაპიროზე ამოყვეს. ცხენიდან ჩამოხტა და შემდეგ მართა გადმოსვა. ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, როდესაც მოულოდნელად თორნიკე მუხლი მოიდრიკა და ხელი სთხოვა მას. სრული შოკი მიიღო. — ქალბატონო ადვოკატო, თანახმა ხარ ცოლად გამომყვეთ და აიტანოთ ამ უღმერთო კაცის ხასიათი, რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული თქვენზე? — როდის აქეთ შევუყვარდი ჩემს მომჩივანს? — გაეცინა. — რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, ბატონო კვიციანო! — უთხრა და ხელი გაუწოდა. — ძალზედ მოხარული ვარ! — თითზე ბეჭედი მოარგო და გულში ჩაიკრა. — თქვენით სასამართლოს პირველ დღესვე მოვიხიბლე, თუმცა ვერ გიტყდებოდით, — უთხრა და ორივეს ერთად გაეცინა. — რა გეშველება. — არა, მართლა მოვიხიბლე. — ეგ როგორ? — სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდი და შეიძლება ითქვას, თავიდან შემიყვარდი, რადგან სრულიად შეცვლილი გამომეცხადეთ, ქალბატონო ადვოკატო, როგორ მეუბნებოდი, ძუ ლომად გადავიქეციო. — ვერ ვიჯერებ, ეს მართლა ხდება? — ცრემლიანი თვალებით ჰკითხა. — ეს ჯერ ყველაფერი არ არის, — გაუღიმა და შემდეგ თვალებზე ხელი ააფარა. — რას აკეთებ? — უბრალოდ მომენდე, — ჩასჩურჩულა და თვალებაფარებული მიიყვანა ერთ ადგილთან, შემდეგ კი გაუშვა. — ეს რა არის? — გაოცებულმა ჰკითხა, როდესაც მის წინ დიდი მაგიდა იყო, სადაც მათი მეგობრები ისხდნენ და არა მარტო მეგობრები, თვით მამა ბასილიც იქ იყო. — ვერ ვიჯერებ, ანუ რა გამოდის, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმე? — და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღე ჯადოსნური გამოსულიყო. — შენ ვერც კი დაიჯერებ, მაგრამ მან ყველაფერი წინასწარ გათვალა და ხვალ ჯვარს მე დაგწერთ მართლმადიდებლურ ტაძარში. — ხუმრობთ? — არა. მოულოდნელად მუსიკა ჩაირთო და თორნიკემ საცეკვაოდ გაიყვანა. ხელები მოხვია და ნელი ვალსის ცეკვა დაიწყეს. — თუ გაპატიო... — ჩასჩურჩულა. — როგორც იტყვიან ჩვენში, ღმერთმა ჩაიარა. ეპილოგი უკვე 50 წელი გასულიყო ამ ამბებიდან და წარმოიდგინეთ, დღემდე ისევ ძლიერ უყვართ ერთმანეთი და უერთმანეთოდ ერთ წამსაც კი ვერ ძლებენ. — ხომ იცი არა, როგორ მიყვარხარ, რატომ მაბრაზებ ხოლმე? — სიცილით უთხრა და მიეხუტა. — შენც ხომ იცი, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლევ. — იცი, ღმერთს სულ იმას ვთხოვ, რომ ერთ დღეს წაგვიყვანს ამ ქვეყნიდან, — სევდიანად უთხრა. — ასეც იქნება, დამიჯერე. ერთად იწვნენ მიხუტებულები და არ შორდებოდნენ. — ჩვენი სიყვარული, ხომ იცი, მარადიულია და სიკვდილი ვერაფერს დაგვაკლებს, ჩემო დედოფალო. — ვიცი და გული არ მწყდება არაფერზე, რადგან მართლა საოცარი წლები გავატარეთ ერთად. მადლობა ამისთვის, მადლობა ამისთვის. — მადლობა შენ, შენ რომ თანხმობა არ მოგეცა, ახლა ერთად არ ვიქნებოდით. უკანასკნელად შეხედეს ერთმანეთს და მიიძინეს. ,,მათი სიყვარული ამით არ დასრულებულა, რადგან მათ სიკვდილის შემდეგაც გააგრძელეს ერთმანეთის სიყვარული…,, დასასრული ** ეს არის ძველი ისტორია, რომელსაც გასულ წელს ვწერდი, ბევრისთვის უკვე ნაცნობი, ამბავია. გასულ წელს, როდესაც ამას ვწერდი, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამ ისტორიის, როგორც საჭიროა ისე დაწერა, დროის უქონლობისა თუ პირადი პრობლემების გამო. ახლა ისევ მივუბრუნდი ბევრი, არაფერი შემიცვლია, მხოლოდ სტილისტური და ლუტერატურული ჩასწორებები გავუკეთე და ზოგი რაღაც ჩავამატე, რაც წინა ვერსიას აკლდა. მოკლედ დიდი არაფერია, მაგრამ მე მაინც მიყვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



