გადაკვეᲗის წერტილი (ფინალური Თავი)
რამდენიმე კვირის შემდეგ, საავადმყოფოს თეთრი კედლები და წამლების მძაფრი სუნი მხოლოდ მოგონებად ქცეულიყო. ქალაქიდან მოშორებით, სიმწვანეში ჩაფლული სახლის ტერასაზე საოცარი სიმშვიდე სუფევდა. საღამო ხნის თბილი, ზაფხულის წვიმა ნაზად Შხაპუნობდა ხის ფოთლებზე. ეს ხმა საოცრად ჰგავდა იმ საბედისწერო ღამის წვიმას, თუმცა ახლა მასში არანაირი საფრთხე აღარ იგრძნობოდა. ევა ფანჯარასთან იდგა, ჩაის ფინჯანზე ხელებში იᲗბობდა და სველი მინას მიღმა გაშლილ ბუნებას გაჰყურებდა. მისი თვალებიდან საბოლოოდ გამქრალიყო ის მუდმივი, დაფეთებული შიში, რომელიც თვეების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. უკნიდან ნაბიჯების ხმა მოისმა – მძიმე, ნელი, მაგრამ უკვე მყარი. დემეტრე მიუახლოვდა. შავი პერანგის ქვეშ მკერდზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ჭრილობის კვალი, თუმცა მისი მხარბეჭი კვლავინდებურად მედიდურად გამოიყურებოდა. კაცმა ცალი ხელი ევას წელს მოხვია, ზურგიდან ნაზად აეკრო და თავი მის თმებში ჩარგო. ევამ ფინჯანი იქვე, რაფაზე დადგა, უკან გადაიხარა და თავი მის მყარ მხარს მიაყრდნო. – ისევ გტკივა? – ჩუმად ჰკითხა გოგონამ და ხელი იმ ადგილას დაადო, სადაც პერანგის ქვეშ ნაწიბური ეგულებოდა. – შენ გვერდით არაფერი მტკივა, – თქვა დემეტრემ და მისი ხმა ახლა საოცრად მშვიდი, ღრმა და სითბოთი სავსე იყო. – იარაღი სამუდამოდ გადავმალე, ევა. ის ცხოვრება დასრულდა. მეტჯერ აღარასოდეს მოგიწევს ჩემ გამო სასხლეტზე თითის გამოკვრა. ევამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გაეღიმა. მან შეხედა თავის ხელებს, რომლებიც ერთ დროს შიშისგან კანკალებდნენ, ახლა კი დემეტრეს დიდ ხელისგულში საიმედოდ და მშვიდად ისვენებდნენ. მათ გაიარეს ჯოჯოხეთი, ჩახედეს სიკვდილს თვალებში და მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ერთმანეთის დათმობაზე უარი თქვეს. – ვიცი, – ჩაიჩურჩულა ევამ და დემეტრესკენ შემობრუნდა. კაცმა ხელი სახეზე ჩამოუსვა, თითქოს კიდევ ერთხელ უნდოდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ეს გოგო რეალური იყო და მასთან ერთად იდგა.დემეტრემ დიდხანს არ აცალა ფიქრი. ევას მხრებში ხელი მოჰკიდა, თავისკენ შემოაბრუნა და სანამ გოგონა რამის თქმას მოასწრებდა, ტუჩებზე დაეკონა. ეს არ იყო უბრალო, დამამშვიდებელი კოცნა – ეს იყო კოცნა, რომელშიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი მონატრება, გადატანილი ჯოჯოხეთი და სიცოცხლის გააფთრებული წყურვილი ერთიანად იგრძნობოდა. ევა წამით დაიბნა, მაგრამ მალევე აჰყვა, ხელები ყელზე შემოახვია და კაცის სხეულის სითბოს მიენდო. ამ შეხებაზე დემეტრეში თითქოს ძველმა, ნაცნობმა ვნებამ იფეთქა. ის ველური ძალა, რომელიც საავადმყოფოში წამით მიინავლა, ახლა ორმაგად აბობოქრდა. კაცმა ევა უცებ, ერთი მკვეთრი მოძრაობით ჰაერში აიყვანა და რაფაზე ჩამოსვა, თან წელზე შემოისვა მისი ფეხები, ისე, რომ მათ შორის სანტიმეტრიც კი არ დატოვა. – დემე, მოიცადე... – აფართხალდა ევა და მოულოდნელობისგან თავის დახსნა ეცადა, ხელებით კაცის მკვრივ მკერდს დაეყრდნო, რომ ცოტათი მაინც გაეწია. – დამსვი, გთხოვ. ხელი გამიშვი. დემეტრე, როგორც ყოველთვის, გაჯიუტდა. მისი ხელები ევას წელს უფრო მყარად ᲨემოეᲭდო, სახე ახლოს მიუტანა და მის ბაგეებთან ჩურჩულით, ოდნავ ნაწყენი ტონით ჰკითხა: – რატომ მარიდებ თავს? აბა, შემომხედე... სად გარბიხარ? ევამ ამოიოხრა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ალერსით, თუმცა მკაცრად ჩახედა: – არსადაც არ გავრბივარ, გიჟო. უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ხარ ბოლომდე გამოჯანმრთელებული. გგონია, დამავიწყდა, რამდენიმე კვირის წინ რა მდგომარეობაში იწექი საოპერაციო მაგიდაზე? ნაკერები ჯერ კიდევ ახალია, შენი ფიზიკური გადატვირთვა ახლა საერთოდ არ შეიძლება! დემეტრეს დაბალ ხმაზე ჩაეცინა, ეს სწორედ ის ნაცნობი, თავდაჯერებული ღიმილი იყო, ევას ასე ძალიან რომ უყვარდა. – ხომ გაიგონე, ექიმმა რა თქვა – ნორმალური ორგანიზმი ამას ვერ გადაიტანდაო? მე კი ჩვეულებრივი არ ვარ. შენმა „ველურმა“ უკვე დიდი ხანია ყველაფერი მოიშუშა. მით უმეტეს, როცა ასე ახლოს ხარ... არანაირი ნაკერი აღარ მტკივა. – ექიმმა ისიც თქვა, ეს კაცი ნორმალური არ არისო და მართალიც ყოფილა, – თავი გადააქნია ევამ, თუმცა ღიმილს ვეღარ მალავდა. – შენთან საერთოდ როგორ შეიძლება სიმშვიდეზე ლაპარაკი? არავითარი წინააღმდეგობა, დემეტრე. სანამ ექიმი სრულ მწვანე შუქს არ აგინთებს, ჩემს ბრძანებებს ემორჩილები. ხომ შევთანხმდით პალატაში, რომ ახლა ჩემი ჯერია შენი პატრონობის?-ჰკითხა ევამ და სცადა, ხმისთვის მტკიცე ტონი მიეცა, თუმცა თვალებში აშკარად ეპარებოდა ღიმილი. დემეტრეს მზერა ერთ წამში აირია. მასში იმ ძველმა, ჯიუტმა კაცმა გაიღვიძა, რომელსაც ამდენი ხნის მონატრების შემდეგ ამ ქალის ხელებიდან გაშვება უბრალოდ ფიზიკურად არ შეეძლო. წელზე შემოხვეული თითები უფრო მჭიდროდ მოუჭირა, სახე ახლოს მიუტანა და მის ბაგეებთან ჩურჩულით უთხრა: – ჩემი პატრონობა დიდი პასუხისმგებლობაა, პატარავ. დარწმუნებული ხარ, რომ გაქაჩავ? ევამ იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ნაცნობმა ჟრუანტელმა. სცადა, მკლავებიდან თავი დაეღწია, მაგრამ კაცის ძალა ორმაგად აბობოქრებულიყო. როცა მიხვდა, რომ ფიზიკურად თავს ვერ დააღწევდა, გადაწყვიტა თავისი ძველი, ნაცადი ხერხი გამოეყენებინა. ტუჩის კუთხე ეშმაკურად ჩატეხა, თვალები მოჭუტა და პირდაპირ წაკბინა: – მე კი გავქაჩავ, მაგრამ აი შენზე ძალიან მეპარება ეჭვი. ჯერ კიდევ არ ხარ ბოლომდე გამოჯანმრთელებული. ასე უგონოდ თუ აჰყვები ემოციებს, მეშინია, საწოლში თავი არ შეირცხვინო და მერე ექიმების იმედად არ დამტოვო. ამ სიტყვებზე დემეტრეს სახეზე იმ წამსვე დემონურმა, საოცრად მიმზიდველმა ღიმილმა გადაურბინა. თვალები აუციმციმდა, ევას წელს ხელი უცებ გაუშვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკაპზე თითები მყარად მოეჭირა და თავი ზემოთ აეწევინებინა. – ევა, გაფრთხილებ, – უᲗხრა დაბალი, მაცდური ხმით, – ენას ზედმეტად აყოლებ ნებას. იცოდე, ინანებ. გოგონას საერთოდ არ შეშინებია. პირიქით, აზარტში შევიდა და ენის ტლიკინი უფრო მეტი მონდომებით გააგრძელა. – რაო, გეწყინა? სიმართლე მწარეა, ხომ? თავს ნუ იკატუნებ, დემეტრე, ძლივს სუნთქავ. ცოტა რეალობას ჩახედე თვალებში, დასაწვენიხარ, თბილი ჩაი გაქვს დასალევი და არა... – სიტყვა გაუწყდა, რადგან კაცის ცერი თითი მის ბაგეებს უხეშად, მაგრამ ვნებიანად დააწვა. – ისევ აგრძელებ? – დემეტრეს ხმაში სიცილი და გააფთრებული სურვილი ერთმანეთში ირეოდა. სახე იმდენად ახლოს მიუტანა, რომ მათი ცხვირის წვერები ერთმანეთს შეეხო. – მეორედ გაფრთხილებ, გაჩუმდი, თორემ მართლა არ მოგეწონება ჩემი პასუხი. – უი, როგორ შემაშინე, – თვალები გადაატრიალა ევამ, თითები მის მკვრივ მკერდზე აათამაშა და თამამად ჩახედა თვალებში. – მერამდენედ მაფრთხილებ? შენგან მარტო მუქარა მესმის, საქმით კი ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ. იქნებ მართლა ძალა გამოგელია და ამიტომ მელაპარაკები ამდენს? კაცმა ღრმად ჩაისუნთქა. ევას ჯიუტმა ბუნებამ და ამ დაუსრულებელმა პროვოკაციამ მისი მოთმინების ფიალა საბოლოოდ აავსო. – მესამედ აღარ გაგაფრთხილებ, – ჩაილაპარაკა დემეტრემ და სანამ გოგონა კიდევ ერთი სიტყვის თქმას მოასწრებდა, მისი ბაგეები ევას ტუჩებს საოცარი, დაუოკებელი ძალით შეერწყა.კოცნა იმდენად მოულოდნელი და მწველი იყო, რომ ევას წამით სუნთქვა შეეკვრა, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებდა. როგორც კი კაცი რამდენიმე წამიᲗ მოდუნდა, რომ მისი სახისთვის შეეხედა, გოგონამ თავი გვერდზე გასწია, კოცნას დაუსხლტა და სველი ტუჩები ეშმაკურად გაილოკა. მის თვალებში შიშის ნატამალიც არ იყო. – სულ ეს არის? – ჰკითხა სულშეხუთულმა, მაგრამ მაინც დამცინავი ტონით. – კოცნით ცდილობ ჩემს გაჩუმებას, იმიტომ რომ სხვა რამის ძალა უბრალოდ არ შეგრჩა? აღიარე, დემეტრე, ძლივს დგახარ ფეხზე. გულისცემა ისეთი გაქვს, გეგონება ისევ მაგისტრალზე მივრბივართ. დემეტრეს თვალები წამიერად გაუფართოვდა, მერე კი ისევ ის საშიში, ცეცხლოვანი მზერა დაუბრუნდა. მისი ხელი ევას წელიდან ოდნავ ქვემოთ ჩაცურდა და გოგონა კიდევ უფრო უხეშად მიიზიდა თავისკენ. – ევა, შენ მართლა ცეცხლს ეეთამაშები, – მისი ხმა ახლა საოცრად დაბალი, ხრინწიანი და სახიფათო იყო. – გირჩევნია, ახლავე გაჩუმდე და ჩაის მიხედო, თორემ ფიცს ვდებ, ამ რაფაზევე განანებ ყოველ სიტყვას. – უი, თურმე ფიცს დებს! – გადაიკისკისა ევამ, უფრო თამამად შემოხვია ფეხები კაცის წელს და ხელისგულები მის ლოყებზე აათამაშა, თითქოს აწყნარებსო. – საწყალი დემეტრე... მუქარის მეტი არაფერი დარჩენია. ბებერი და უძლური ლომივით ხარ, მარტო ღმუილი რომ შეუძლია. მოდი, აღიარე, რომ ახლა ჩემს იმედად ხარ და თუ კარგად მოიქცევი, იქნებ წამლების დალევაშიც დაგეხმარო ევა უცებ ვეღარ მოერია თავს და ხმამაღალი, გიჟური სიცილი აუტყდება. ეს იყო სუფთა, ნამდვილი კისკისი, რომელშიც ბოლო კვირების განმავლობაში დაგროვილი მთელი დაძაბულობა, შიში და სასოწარკვეთა ერთიანად გამოდიოდა. იცინოდა იმაზე, თუ როგორ ბრაზდებოდა დემეტრე, იცინოდა საკუთარ თავხედობაზე, იმაზე, რომ ცოცხლები იყვნენ და ამ წვიმიან საღამოს ერთმანეთს ასე უაზროდ ებრძოდნენ. დემეტრე ზემოდან დაჰყურებდა მის აცრემლებულ თვალებს, მის ათრთოლებულ ყელს და ამ კისკისში, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად თქვა: – მიყვარხარ. ევა უცებ გაჩუმდა. სიცილი პირზე შეაშრა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. ევა გაოგნდა, თვალებ ფართოდ გაახილა და დემეტრეს შეხედა. ეს კაცი არასოდეს ყოფილა სიტყვების უხვად მფრქვეველი, მით უმეტეს, ასეთი სიტყვების. ევა ელოდა ახალ მუქარას, ელოდა, რომ კოცნით გააჩუმებდა, მაგრამ ამას – არა. – რა... რა თქვი? – ამოილუღლუღა ევამ. დემეტრეს არ გაუღიმია. მისი სახე სერიოზული,მკაცრი იყო, თუმცა თვალებში ისეთი სიღრმე გაუჩნდა, რომელიც ევას მანამდე არასოდეს ენახა. კაცმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, თითები გოგონას ლოყაზე ნაზად ჩამოატარა და სრულიად სხვანაირად, ყოველგვარი ბანალურობისა და შაბლონური ფრაზების გარეშე დაიწყო: – არ გეგონოს, რომ ეს ის სიყვარულია, წიგნებში რომ წერია, ევა. არც ყვავილებია, არც ლამაზი სერენადები და არც მშვიდი, მოსაწყენი მომავალი. ჩემთვის სიყვარული ყოველთვის სისუსტესთან ასოცირდებოდა.მაგრამ შენ... შენ ყველაფერი ამირიე. ღრმად ჩაისუნთქა, ხელი ევას ყელზე ჩააცურა, სადაც პულსი ისევ გამალებით ფეთქავდა, და გააგრძელა: – იცი, როდის მივხვდი? იქ, იმ დაწყევლილ ტყეში, როცა მიწაზე ვეგდე, სისხლი მდიოდა და თვალებს ძლივს ვახელდი. მე დანებებისთვის ვიყავი მზად, ჩემი ორგანიზმი გაჩერებას აპირებდა, მაგრამ შენმა ხმამ, შენმა აკანკალებულმა თითებმა ჩემს ყელზე, უბრალოდ არ მომცა სიკვდილის უფლება. შენ ჩემი გადარჩენის ერთადერთი ინსტინქტი გახდი. სიყვარული ჩემთვის ის კი არ არის, რომ შენზე ვგიჟდები... სიყვარული ისაა, რომ იმ იარაღის სიმძიმემ, რომელიც შენ ჩემ გამო ხელში აიღე, მე უფრო მეტად მატკინა გული, ვიდრე ნეკნებს შორის ჩარჩენილმა ტყვიამ. შენ ჩემი ნაწილი გახდი, ჩემი ველური, ჯიუტი და ერთადერთი ნაწილი, რომლის გარეშეც უბრალოდ ხორცი ვარ და მეტი არაფერი. ევა უსმენდა და გრძნობდა, როგორ ეწვებოდა თვალები, ოღონდ ამჯერად არა შიშისგან, არამედ იმ უზარმაზარი გრძნობისგან, რომელიც ამ კაცმა ასე უხეშად, მაგრამ გულწრფელად გადმოუშალა. აქ არ იყო „შენ ჩემი მზე ხარ“ ან „შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ“. ეს იყო აღიარება ორ მებრძოლს შორის, რომლებმაც ერთმანეთის გამო საკუთარი საზღვრები გადალახეს. – ხოდა, ახლა... – დაამატა დემეტრემ, ხმა ისევ ოდნავ დაუწვრილდა და ტუჩის კუთხეში ნაცნობი, ეშმაკური ნაპერწკალი გაუკრთა, – შეგიძლია რამდენიც გინდა მამასხარაო ჩემს ნაკერებზე და საწოლში თავის შერცხვენაზე. მაგრამ იცოდე, ამ ორგანიზმს შენთან დამარცხება არ უწერია. ევას გაეღიმა, ცრემლი, რომელიც მაინც გადმოგორდა თვალის კუთხიდან, თითით მოიწმინდა, დემეტრეს კისერზე ხელები უფრო მყარად მოხვია, თავისკენ დაქაჩა და პირდაპირ ტუჩებთან ჩასჩურჩულა: – ვიცი, დემე... ვიცი. ჰოდა, მოდი, შევამოწმოთ, მართალია თუ არა ექიმი. ფანჯრის მიღმა წვიმა კვლავინდებურად წკაპუნობდა ფოთლებზე, მაგრამ ამ თბილ ოთახში დრო მართლაც გაჩერდა. მათ გაიარეს ჯოჯოხეთი, ჩახედეს სიკვდილს თვალებში და ახლა, როცა საფრთხეები და ეჭვები წარსულს ჩაბარდა, წინ მხოლოდ ახალი, მშვიდი, მაგრამ კვლავინდებურად ველური დასაწყისი ელოდათ. მინდა ყველას მადლობა გიᲗხრაᲗ,ვინც ელოდიᲗ,კიᲗხულობდიᲗ და Თბილ სიყვრბსა და კომენტარებს იმეტებდიᲗ. ეს ამბავი ასე დასრულდა.დაგიბრუნდებიᲗ სხვა ისტორიებიᲗაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


