ცეცხლთან თამაში ნაწილი 2
ნოე როდესაც სახლში შევედი, ლინდა ჩემს დანახვაზე დაიძაბა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო. აშკარა იყო, რომ მაინცდამაინც არ ვეხატებოდი გულზე. ჩამოდიან აქ, თავიანთი ქალაქური წესრიგით და ცდილობენ, ილუზია შეიქმნან, თითქოს მოგზაურობა მათ რამეში დაეხმარებათ. რეალურად კი, ადამიანი უბრალოდ დროებით ქაოსს ეფარება, მერე კი ისევ იმ რეალობაში ბრუნდება, საიდანაც გამოიქცა. როგორც ჩანს, ლინდასაც იგივე ილუზიები აქვს, მაგრამ საინტერესოა, მისი ეს სიმყუდროვე როდემდე გასტანს. ისეთი გაოცებული სახით მიყურებდა, ნამდვილად არ ელოდა, ამ სახლში თუ ვიცხოვრებდი. — აი, ჩემი ვაჟიც! მოდი, შვილო, გაიცანი, ეს ნოეა, — წამოიძახა მამაჩემმა. ქალბატონს ხველება აუტყდა. წარმომიდგენია, რას გრძნობს ახლა... ჰაჰ, როგორც ჩანს, მისი სიმყუდროვე დავარღვიე. ეს უკვე საინტერესოა, — გავიფიქრე და შეუმჩნევლად ჩამეღიმა. მის წინ ჩამოვჯექი. ლინდა იმდენად დაბნეული იყო, აშკარად უხერხულობას გრძნობდა; ყველანაირად ცდილობდა, მზერა აერიდებინა და ყურადღება ყავის ფინჯანზე გადაეტანა. ყველა საუზმობდა, ის კი მხოლოდ ყავას მიირთმევდა. — შვილო, რატომ არაფერს ჭამ? — ჰკითხა დედაჩემმა. — ყველაფერი ძალიან გემრიელად გამოიყურება, მაგრამ დილით მხოლოდ ყავას ვსვამ, — ამოილუღლუღა მან. — კარგი, როგორც გინდა. ჩვენ მივდივართ, საქმე გვაქვს. ნოე, მერე გოგო კუნძულის დასათვალიერებლად წაიყვანე, — წასვლის წინ გამაფრთხილა დედამ. ოთახში მარტონი დავრჩით. ჩვენი სტუმარი აშკარად გაღიზიანდა ჩემს გვერდით ყოფნით. ყავა სწრაფად დალია და წასვლა დააპირა, მაგრამ ისე ხომ არ გავუშვებდი, რომ ცოტა არ გამებრაზებინა. — როგორც გავიგე, მწერალი ხარ, ხომ ასეა? — ვკითხე და გამჭოლი მზერით გავხედე. — დიახ, მწერალი ვარ... — შემობრუნდა და ცივად მიპასუხა. — გამიგია, რომ მწერლები ილუზიებში ცხოვრობენ. შენ როგორი ხარ? — ერთი წუთით, შენ რა პრობლემა გაქვს? ან საერთოდ, რა შენი საქმეა, ვინ როგორ იცხოვრებს? — გაღიზიანებულმა წამოიძახა. — კარგი, რატომ ბრაზობ? უბრალოდ ვიკითხე, — მშვიდად ვუპასუხე. — შენს საქმეს მიხედე! — ჩაილაპარაკა და გავიდა. მისმა ქმედებამ გამამხიარულა — საბოლოოდ მაინც გავაღიზიანე. არ ვიცი, რატომ მინდოდა მისი წვალება, მაგრამ ეს გოგო რაღაცნაირად არღვევდა ჩემს სიმყუდროვეს, თუმცა ის ხომ ჩვეულებრივი ტურისტია და ადრე თუ გვიან, უკან დაბრუნდება. სასადილოდან გარეთ გავედი და პირდაპირ ფერმისკენ ავიღე გეზი. იქ მისული მივხვდი, რატომაც არღვევდა ჩემს სიმშვიდეს — ეს ქალბატონი ჩემს ცხენს ელაპარაკებოდა. — რა ლამაზი ხარ... შენ რა გქვია? — ეკითხებოდა ცხენს. გამეცინა. — ჯერჯერობით საუბარი არ შეუძლია. ისე ზევსი ჰქვია, — ვუთხარი და ცხენის გრძელ ფაფარს ხელი გადავუსვი. — ზევსი? საკმაოდ ამბიციური სახელია ასეთი მშვიდი არსებისთვის, — გაოცებულმა მითხრა. — ვინ არის მშვიდი, ზევსი? შენ მას არ იცნობ. ისიც კი მიკვირს, ახლოს როგორ მოგიშვა. საერთოდ არ იცი, როგორ დარბის. ლინდამ ამოიხვნეშა, თითქოს ქალაქური სიმშვიდის აღდგენას ცდილობდა. — მითოლოგიაში ზევსი მბრძანებელი იყო, — თქვა მან უფრო თავდაჯერებულად, თითქოს მწერლის ინტელექტით ცდილობდა ჩემს პროვოკაციაზე პასუხის გაცემას. — მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა მიზეზი, რომ მოემართა თავისი ელვა. შენი ცხენი რას იცავს? შენს „სიმყუდროვეს“, თუ იმ ილუზიებს, რომლებსაც ასე ძალიან ებრძვი? წარბები შევკარი. არ ველოდი, რომ ასე მალე მიპასუხებდა. — ის იცავს იმას, რაც ჩემია, — მშვიდად ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე. — შენ კი, როგორც ჩანს, იცავ იმას, რაც დიდი ხანია დაგეკარგა. თორემ რატომ უნდა ელაპარაკებოდე ცხენს, თუ ადამიანებთან კომუნიკაცია გიჭირს? ლინდას თვალები აენთო. ვხედავდი, როგორ ცდილობდა, რამე მწარე ეპასუხა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. — ცხენები არ განსჯიან, — ჩაილაპარაკა ხმადაბლა. — მათ არ აინტერესებთ, რატომ ჩამოვედი აქ ან რა „ილუზიებით“ ვცხოვრობ. ზურგი შემაქცია და წასვლა დააპირა, მაგრამ გაჩერდა. — და კიდევ, ნოე, — მოტრიალდა იგი, — შეიძლება წიგნებში ვცხოვრობ, მაგრამ მჯერა, რომ ზოგიერთი შტორმი მხოლოდ წიგნებში არ ხდება. ზოგჯერ ისინი ადამიანებშიც იმალება. შენს ცხენს შეუფერებელ სახელს ნუ არქმევ, თორემ შეიძლება ერთ დღეს მართლა დაგატყდეს მეხი. მთელი დღე გარეთ ვიმუშავე. ლინდა ხეივანთან იჯდა, კალმით და წიგნაკით — ალბათ ისევ მორიგ ამბავს იგონებდა. თუმცა ვხედავდი, რომ ამ ხნის განმავლობაში წარბშეკრული იჯდა. უცებ მომინდა, აქაურობა დამეთვალიერებინებინა. საქმეს თავი მივანებე და მასთან მივედი. — ქალბატონო მწერალო, თუ გინდა, აქაურობა დაათვალიერო, იჩქარე, — ვუთხარი. მან გაოცებით შემომხედა. — მართლა? დამათვალიერებინებ? — წამოიძახა. — ხო, იჩქარე. — კარგი, ახლავე დავბრუნდები! — წამოიძახა და კოტეჯისკენ გაიქცა. სანამ ლინდა ემზადებოდა, ცხენები შევკაზმე. ნეტავ, ცხენზე ჯდომა თუ იცის? — გავიფიქრე. ვაპირებდი, ისეთი გზებით წამეყვანა, რომ ცოტა გამეწვალებინა. არ მკითხოთ, რატომ ვაკეთებ ამას, რადგან თავადაც არ მაქვს პასუხი. როგორც იქნა, გამოვიდა. კომფორტულად ჩაეცვა: მოკლე შორტი, ჩექმები, სათვალეები და აპარატიც არ დავიწყნია. გამეცინა. — გამოადგი ფეხი, ამდენი დრო არ მაქვს. — მოვდივარ, ხო, რა იყო? — წამოიძახა და უკან ამედევნა. — აბა, რით მივდივართ? — ცხენებით. იმ გზაზე, საითაც მივდივართ, მხოლოდ ცხენს შეუძლია ასვლა. იმედია, იცი ცხენზე ჯდომა? — ამ... იცი, სამწუხაროდ, არ ვიცი ცხენით ჯირითი, — დაბნეულმა ჩაილაპარაკა. — კარგი, ჯანდაბას, ჩემს ცხენზე შემოჯექი, — ვთქვი და დავეხმარე ასვლაში. ისეთი შეშინებული შემოჯდა ზევსზე, რომ გამეცინა — სულ ცოტა ხნის წინ ხომ ისე ესაუბრებოდა, გეგონება ესმოდაო! მეც შემოვჯექი და კლდოვანი ადგილებისკენ ავიღე გეზი. ეს ყველაზე გრძელი და რთული ასასვლელი იყო. ვგრძნობდი მისი სხეულის ვიბრაციას; ყოველი რხევისას უფრო მჭიდროდ მეჭიდებოდა, რომ არ ჩავარდნილიყო. სპეციალურად ავაჩქარე ზევსი, მაინტერესებდა, რას იზამდა. არ შევმცდარვარ — ქალბატონი მწერალი კიდევ უფრო მომეწება. უკვე ბინდდებოდა და მზე ჰორიზონტს ეფერებოდა. — მალე მივალთ? — წამოიძახა მან. — მოითმინე, — მოკლედ ვუთხარი. კლდის პირას მივედით, სადაც უკვე ფეხით უნდა გაგვეგრძელებინა გზა. კლდეებს შორის გავიარეთ და მწვერვალზე ავედით. ვაკვირდებოდი, ხომ არ დაიღალა, წუწუნს ხომ არ დაიწყებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. პირიქით, მშვიდად მომყვებოდა და დროდადრო ფოტოებს იღებდა. ბოლოს მაღლობზე ავედით. — რა ლამაზია აქაურობა! — აღტაცებით წამოიძახა მან. — მოგწონს? — როგორ შეიძლება არ მომეწონოს? ოკეანე გადაშლილი ხელივით ჩანს, — მითხრა და ეშმაკური მზერით გამომხედა. — ბატონო ნოე, თქვენ თუ ჭკვიანი ხართ, მე თქვენზე უფრო ჭკვიანი ვარ. მივხვდი, რომ სპეციალურად წამომიყვანე გრძელი გზით, რომ დავღლილიყავი, არა? მისმა მოულოდნელმა პასუხმა დამადუმა. არ ველოდი... როგორც ჩანს, ძალიან ჭკვიანია. — აქ რისთვის ჩამოხვედი, მწერალო? — ვკითხე მოულოდნელად. — მომისმინე, კოვბოი. ადამიანები, როგორც წესი, დასასვენებლად ჩამოდიან. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ჩამოვედი, რომ ქალაქის ხმაურისგან დავისვენო. — და იქნებ აქ უფრო ვერ შეძლო დასვენება? არ გიფიქრია ამაზე? ეს კუნძული რამდენადაც მშვიდია, იმდენად შეიძლება საშიშიც იყოს. — მისმინე, რაშია შენი პრობლემა? რაც ჩამოვედი, მარტო იმას ცდილობ, ნერვები მომიშალო! ან საერთოდ, რისთვის წამომიყვანე აქ, თუ მერე უნდა ჩაგეშხამებინა ყველაფერი?! — ანთებული თვალებით მითხრა. მეც ზუსტად ეს მინდოდა — ჩემს პროვოკაციებზე წამომეგო. უცნაურები არიან ეს ხელოვანი ხალხი, მუდამ ილუზიებში დაფრინავენ... ალბათ, ეს ქალბატონიც ილუზიებშია და იგონებს რაღაცებს. ისე იქცეოდა, თითქოს ამ ადგილას სრულიად მარტო ვიყავი და საერთოდ ვერ მამჩნევდა. ისე კი, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან ლამაზია. ეს გოგო საშვალოზე ოდნავ მაღალია, ნორმალური წონის, სავსე მკერდით, ლამაზი ტუჩებით, პატარა ცხვირითა და ნუშისებრი, ყავისფერი თვალებით. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთია, გულგრილს არავის დატოვებს. თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება, როდესაც ბორტზე ვნახე. არა, ეს სიყვარული არ არის — ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა და დიდად არც ურთიერთობებში შევდივარ, თუმცა უნდა ვაღიარო, ამ გოგოს მიმართ უცნაურ მიზიდულობას ვგრძნობ. არ ვიცი, რა განცდაა, სახელი თქვენ დაარქვით. მისი მიმართულებით დავიწყე სვლა, თვალს არ ვაშორებდი. როცა მივუახლოვდი და წინ დავუდექი, წარბები ავწიე: — რა თქვი წეღან? ანუ მე ვაშხამებ ყველაფერს? — აშკარად არ ელოდა, რომ ისევ დავიწყებდი. — მადლობა უნდა მითხრა, რომ ამ ადგილას წამოგიყვანე. — ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაც გქონია! რისთვის უნდა გითხრა მადლობა? ნერვები რომ მომიშალე, თუ სპეციალურად გრძელი გზით რომ წამომიყვანე? — დოინჯი შემოირტყა. — ამ ადგილზე სხვა გზა არ მიდის, — ვიმართლე თავი. მან ცერად შემომხედა, შებრუნდა და წავიდა. რას აკეთებს ახლა? სად მიდის? თავის ჭკვიით გზა არ იცის, ან დაიკარგება, ან ხიფათს გადაეყრება. — მოიცადე! — დავუყვირე და ავედევნე. ის კი ჯიუტად აგრძელებდა გზას. — ლინდა, სად მიდიხარ? შენ გზა არ იცი და დაიკარგები! — როგორღაც გავაგნებ, ნუ ღელავ! — მომაძახა და სიბნელეში გაუჩინარდა. ღმერთო, ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს! ყველაფერთან ერთად, ჯიუტი თხაც ყოფილა. ბილიკებს ჩავუყევი და ვეძახდი, მაგრამ არსად ჩანდა. სად წავიდა ეს გოგო, ან სად ვეძებო ამ სიბნელეში? წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ სახლში მის გარეშე ვერ დავბრუნდებოდი. ქვემოთ რომ ჩავედი, აღარც ცხენი დამხვდა. მოიცა, რა?! ცხენი სადღა წავიდა? ნუთუ ზევსი წაიყვანა? არა, გამორიცხულია, მან ხომ ცხენზე ჯდომა არ იცის! უკვე მოთმინებას ვკარგავდი. აქაურობა დავათვალიერე, მაგრამ ფაქტია — არავინ იყო. როგორღაც ჩავაღწიე სახლამდე და აქოშინებული შევარდი. ეზოში ზევსი მიბმული დამხვდა, ესე იგი, ეს ქალბატონიც სახლშია, ნერვებმოშლილი. მივადექი მის კოტეჯს, კარები შევაღე და... ჯანდაბა! სწორედ ამ დროს გამოვიდა აბაზანიდან. თხელი ხალათი ნახევრად ჩახსნილი ჰქონდა და ოდნავ უჩენდა სავსე მკერდს, სველი თმიდან კი წყლის წვეთები კისერზე იკვლევდნენ გზას. წამით ყველაფერი დამავიწყდა, რისთვისაც მივედი. — აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ახლავე გადი აქედან! — დამიყვირა და ხალათი მჭიდროდ შეიკრა. სულ ავირიე და აზროვნების უნარი დავკარგე. ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და მივუახლოვდი. ის გაფართოებული, შეშინებული თვალებით მიყურებდა. — შენ ნორმალური ხარ? იცი, რამდენი გეძებე? მეგონა დაიკარგე, თან ზევსიც რომ წამოგიყვანია! — მკაცრად ვუთხარი, მაგრამ მას ნერვიც კი არ გატოკებია, მშვიდი და ირონიული სახით მიყურებდა. — რა იყო, ინერვიულე? — ჩაეცინა. — ხო, მე წავიყვანე ზევსი, რადგან მისი დახმარებით მივაგენი სახლის გზას. ახლა კი, თუ შეიძლება, მიბრძანდით აქედან, რადგან ჩემს პირად სივრცეში შემოიჭერით, კოვბოი. ** მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, გონებიდან არ ამომდიოდა ნანახი სცენა. იმდენად მოულოდნელი იყო, აზროვნების უნარი დავკარგე. ჯანდაბა, რა გასაკვირია, რომ ლინდა ოთახში ღამის პერანგით იქნებოდა? თუმცა, მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე თავხედურად, არ უნდა შევჭრილიყავი მის პირად სივრცეში, მაგრამ იმ წუთში ნერვებმოშლილი ვიყავი და არაფერზე დავფიქრებულვარ. მისი ამ ფორმაში ხილვამ სულ ამრია. ისეთი მოწყვლადი იყო იმ მომენტში... გამჭვირვალე ხალათი, სველი თმა, წვეთები, რომლებიც მატერიაზე წვეთავდნენ... იმდენად ძლიერი იყო ცდუნება, მეთვითონაც გამიკვირდა, როგორ შევიკავე თავი. ახლა ვხვდები, რატომ ვრეაგირებ ასე ამ გოგოზე — ეს არ არის ემოციური კავშირი, მე მის მიმართ ფიზიკურ მიზიდულობას ვგრძნობ. იმ წუთას სურვილი გამიჩნდა, მივსულიყავი, დამეკოცნა და მისი სხეულის თითოეული ნაწილი შემეგრძნო. მაგრამ ეს როგორ უნდა მექნა? დიდი ალბათობით, ჯერ კარგად გამლანძღავდა და მერე ცემა-ტყეპით გამისტუმრებდა ოთახიდან. ის უბრალოდ მოგზაურია, რომელიც აქ დასასვენებლად ჩამოვიდა და არა ვიღაც გამვლელი ქალი, რომელთანაც ასე თავისუფლად მიხვალ და ეტყვი: „იცი, რა ძალიან მიზიდავ და შენთან ღამის გატარება მინდა“. ვიღაც „ქუჩის ქალი“, რომელიც გართობას ეძებს, სიამოვნებით დათანხმდებოდა ამას, მაგრამ ლინდა ასეთი არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ლინდა იმ იდიოტმა ნერვები ისე მომიშალა, რომ გაბრაზებულზე ავდექი და წამოვედი. მართალია გზა არ ვიცოდი, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი. უკან ამედევნა და ყვიროდა, რომ გავჩერებულიყავი, რადგან დავიკარგებოდი, თუმცა ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე. უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო და გზაც უფრო ბუნდოვანი ხდებოდა. იყო იმის საშიშროება, რომ დავკარგულიყავი ან სადმე გადავჩეხილიყავი, თუმცა ჯიუტად მაინც წინ მივიწევდი. როგორღაც გზა გავიკვლიე და ზევსიც ვიპოვე — ესე იგი, ეს არის გასასვლელი. კმაყოფილს ჩამეცინა; ზევსი ერთადერთი იყო, ვინც დამეხმარებოდა სახლამდე მისასვლელად. მართალია, ჯირითი არ ვიცოდი, მაგრამ ის ამ კუნძულის ბინადარია და კარგად იცის ეს გზები. მადლობა ღმერთს, კოტეჯამდეც მივაღწიეთ. ეზოში როგორც კი შევედით, ცხენი იქვე, ხესთან მივაბი და კოტეჯისკენ წავედი. მაშინვე აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებად. როდესაც ოთახში დავბრუნდი, მოულოდნელად ნოე დამადგა თავზე. აშკარად გამწარებული იყო, მაგრამ რატომღაც ლაპარაკის უნარი დაეკარგა; ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარა იყო, მზერით მაშიშვლებდა. თავიდან ვერ მივხვდი მისი ამ ქცევის მიზეზს, მაგრამ უეცრად მომაგონდა, რომ თხელი ხალათით ვიყავი, რომელიც ნახევრად ჩახსნილი მქონდა. დავიკივლე და მაშინვე შევისწორე, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არ მიდიოდა და ისევ ისეთი შეშლილი თვალებით მიყურებდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც, თუმცა არ შევიმჩნიე. იგი მომვარდა, ჩხუბი დამიწყო იმის გამო, რომ წამოვედი, შემდეგ კი წავიდა. მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ეს ერთი კვირა ჩემთვის იყო სრული წნეხი, რადგან ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, როგორ დაჟინებით მაკვირდებოდა ნოე. მისი ეს გამოხედვა ჩემში უცნაურ გრძნობას აღძრავდა. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ვიდეო ზარით ჩემი გოგოები მირეკავდნენ; მუშაობას თავი დავანებე და ზარს ვუპასუხე. — როგორ ხართ? — მხიარულად ვუთხარი მე. — ამ ქაოსში როგორ უნდა ვიყოთ? — გაეცინა სოფიას. — შენ როგორ ხარ, როგორია მანდაურობა? — კარგი ადგილია, მაგრამ მოწყვეტილია ყველაფერს, — ამოვთქვი მე. — ერთი რაც მომწონს, აქ ძალიან ლამაზი სანაპიროები და ჩანჩქერებია. — გოგო, ის კოვბოივით გამოწყობილი ვინ არის? — წამოიძახა ნინამ. უკან მივიხედე და ნოე დავინახე, რომელმაც მოღუშული სახით ჩამიარა. — ეგ ნოეა, ამ სახლის პატრონის შვილი. — ბერძენია? — არა, ქართველები არიან, უბრალოდ აქ ცხოვრობენ. აქ პატარა ფერმაც აქვთ ცხენების, ასევე ქათმებიც ჰყავთ, მოკლედ პატარა სოფელი მოგაგონებს, — გამეცინა მე. — ოჰო, ნახე, რა შანსები გამოგიჩნდა, არ გიფიქრია, მასთან რომანი გააბა? — ეშმაკურად ამითამაშა წარბები სოფიამ. — კარგი რა, შენ სულ როგორ უნდა ფიქრობდე ასეთებზე! — გამეცინა მე. — რატომაც არა? ეს შენი თავგადასავალი იქნება, თან იქნებ ბოლოს ერთადაც დარჩეთ. — ეს გოგო სულ გამოაშტერა ამდენმა ფილმების ყურებამ, — სიცილით წამოვიძახე. — კარგი, ახლა უნდა წავიდე, საქმე მაქვს. ძალიან იჭრება ხოლმე ფანტაზიებში სოფია და ყველაფერში თავგადასავლებს ეძებს. აქ გაჩერება არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა ნოეს ნახვა, ამიტომ ყურსასმენები ავიღე და ჩუმად გავიპარე სანაპიროზე. ეს სანაპირო უკაცრიელი იყო და სრულ თავისუფლებას მაძლევდა. უკვე საღამოვდებოდა, მზე კი ნელ-ნელა ზღვის ჰორიზონტზე ჩადიოდა, ისეთი ლამაზი იყო მზის ჩასვლა, რომ ფოტოები გადავუღე, შემდეგ შეზლონგზე დავდე ტელეფონი და ზღვაში ჩავცურე. წყალი სასიამოვნო ტემპერატურის იყო, რამდენჯერმე გავცურე და შემდეგ ამოვედი. ყურსასმენები გავიკეთე და მთლიანად მუსიკაში ჩავიძირე. პირველი, რაც ჩაირთო, იყო ჯენიფერ ლოპესის „On The Floor“. ეს სიმღერა ძალიან მომწონს, ამიტომ მთლიანად ჩავიკარგე სიმღერაში და რიტმულად ვაყოლებდი ტანს. მოულოდნელად, უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი და... ყურადღებაა!! ამ ისტორიაში, ცვლილებებია და მან უფრო სხვა უფრო, სერიოზული სიუჟეტური განვითარება მიიღო, ამიტომ მომიწია მისი შეცვლა, სათაურიდან დაწყებული და სიუჟეტით დამთავრებული, უფრი ღრმა და ფსიქოლოგიურად დრამატილი გახდა, ამიტომ არ აგერიოთ, სხვა ისტიეიაში იგივეა ოღონდ შეცლილი ფრომით. ეს არის ისეთი ამბავი, რომელიც ყოველი ახალ თავში რაღაც მოულოდნელი ხდება პერსონაჟების, თავს და ეს გადაწყვეტილება კი ძალიან სახიფათოა. წინა სათაური ჩემი ცხოვრების კოვბოის ნაცვლად ახლა ქვია ცეცხლთან თამაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



