შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელიები ( სრულად )


დღეს, 01:14
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 1 015

ვფიქრობდი საიდან უნდა დამეწყო...

ვეღარ გადავწყვიტე რომელ ერთს მივდგომოდი და რომელი მეთქვა, ან საიდან დამეწყო საერთოდ ახსნა. თუმცა, რაც არ უნდა გადამეწყვიტა ჩემს თავში, მაინც ერთი ადამიანი ტრიალებდა, ილია კალანდაძე. საითაც არ უნდა გამეხედა, სადაც არ უნდა ჩამეხედა, ყველგან ის იყო. ჩემს სიზმრებში, ჩემს ოცნებებში, ჩემს ტვინში და ჩემს გულში.

სასაცილოა, არა?

მე უკვე სიმწრის სიცილი მაქვს, თუმცა რატომ? არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ეს აკრძალული გრძნობები ნელ - ნელა მბოჭავენ, მჭამენ და მანადგურებენ შიგნიდან.

ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ. რანაირად უნდა მესუნთქა, როცა თავად იყო მიზეზი რატომაც მეკეტებოდა ფილტვები? მისი დანახვისას რომ ჩემი მთლიანი ორგანიზმი წყვეტდა ფუნქციონირებას? როცა ელექტროდენივით მარტყამდა რაღაც სხეულში, თუნდაც მისი პატარა შეხება, გამოხედვა, ღიმილი და საერთოდ ყველაფერი?

- მაშო?- მომესმა სადღაც შორიდან ელენეს ხმა, ჩემი ლამაზი ელენე ზურაბიშვილის ხმა,- მაშიკო, სად ხარ?

- ოთახში ვარ,- გავძახე და ფანჯრები გამოვაღე, რომ გაზაფხულის ჯერ კიდევ გრილი ჰაერი შემოსულიყო.

- ოჰ, როგორ დავიღალე ნეტავ იცოდე,- ჩამოჯდა საწოლზე და მიაგდო თავისი ჩანთა სკამზე,- დამღალა ლუკას კაპრიზებმა.

- ისევ იჩხუბეთ?- გამეცინა და გვერდით მივუჯექი.

- ძალით მაჩხუბა,- აიჩეჩა მხრები,- წუწუნებს და წუწუნებს.

- რაზე იჩხუბეთ?

- ქორწილზე, ხან რა არ მოსწონს და ხან რა, წესით ეგ მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემთან ხომ ყველაფერი უკუღმაა,- თმებში შეიცურა ხელი და საწოლზე გადაწვა,- ხანდახან ვფიქრობ რომ...

- არც კი გაბედო დასრულება,- გავაჩერე და ფეხზე წამოვდექი,- ისეთ რამეს ნუ იტყვი, რასაც მერე ინანებ.

ნელა მივუახლოვდი და ამჯერად საწოლზე ჩამოვჯექი.

- ხუთი წელია ერთად ვართ გესმის?- წამოიწია თვითონაც,- ამ ხუთ წელში ალბათ ხუთასჯერ დავშორდით.

- მაგრამ მაინც რიგდებოდით,- შევაწყვეტინე საუბარი,- და აქ კამათი ქორწილზე კი არა, სხვა რაღაცაზეა და მგონი ვხვდები რაზეც.

- ჰოო?- ნაღვლიანად შემომხედა.

- ნერვიულობ, საკუთარ თავს არ ჰგავხარ ნიშნობის მერე,- ხელზე ხელი დავადე. რა თქმა უნდა, რომ ნერვიულობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწილი შემდეგ გაზაფხულს იყო და ცოტა დრო გამოყვეს იქამდე, მაინც ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო ყველასთვის,- ხუთი წელი თუ ერთად იყავით, ახლა ნიშნობამ რატომ შეგაშინა?

- არ ვიცი, ახლა ყველა თავზე მახვევია. ვეღარ გამიგია რა ვქნა,- ამოიოხრა და ისევ უკან გადაწვა.

- დამშვიდდი, ისუნთქე. სიმშვიდეში იფიქრე საკუთარ თავზე, მერე ლუკაზე და იპოვი რეალურ მიზეზსაც.

- როგორი მარტივია სათქმელად,- ამოიოხრა ელენემ.

- სათქმელად ყველაფერი მარტივია,- გამეცინა მეც,- შენ გაკეთება იკითხე თორე…

- ჰოო, ხანდახან მშურს შენი. მერე ვფიქრობ რა შარში გავყავი თავი,- გადაიხარხარა ელენემ.

- ნუ გშურს, პირიქით. გიხაროდეს, იმ ადამიანის გვერდით უნდა იცხოვრო, ვინც გიყვარს.

- გადამიყვანს ეგ მე ჭკუიდან და ნახავ მერე, გეყოლება გიჟი დაქალი,- გამეცინა მეც, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი სიცილი. ხველა ამიტყდა, თანაც საშინელი,- ოჰ, ისევ დაგრჩა ეგ ხველა? რამდენი ხანი გავიდა კი მაგრამ?

- მეორე კვირაა უკვე,- ძლივს ამოვისუნთქე და წყალი დავლიე. მართლა საშინელი ხველება დამიტოვა ბოლო გაციებამ და სიცხემ, ლამის ერთი კვირა საწოლში ვიწექი მაგის გამო. ჭამასაც კი ვერ ვახერხებდი, ისე ცუდად ვგრძნობდი თავს.

- წავიდეთ რა ექიმთან, ასე არასდროს ყოფილხარ,- დაიწუწუნა ისევ. უკვე მეორე კვირაა ასე წუწუნებდა, თუმცა ექიმთან წასვლას ყველაფერი მერჩივნა.

- ცოტახანიც, მერე მივალ თუ არ გამივლის.

- მასე იძახი რამდენი ხანია,- დამიბღვირა და ფეხზე წამოდგა რომ აბზუილებული ტელეფონი ამოეღო,- გისმენ ლუკა. მაშოსთან ვარ.

ცარიელი ჭიქა ისევ ტუმბოზე ჩამოვდე და საწოლზე უკეთ მოვკალათდი.

- მოდი ხო და ჩამოვალ,- დაიბუზღუნა და გათიშა ტელეფონი,- მომაკითხავს და უნდა წავიდე. არადა დარჩენა მინდოდა, მაგრამ საგურამოში ადის.

- ისევ შეკრებაა?

- ჰო, მაგისი მშობლები მოდიან და კიდევ ვიღაც ნათესავები. რომ არ წავიდე ტეხავს, რა ვქნა,- აიჩეჩა მხრები და ფანჯარასთან მივიდა,- წამოდი შენც.

- აპ, ახლა მანდ დააპაუზე,- ავიქნიე ხელი,- არსადაც არ წამოვალ. მიყვარხარ, მაგრამ ეგ ნამეტანია.

- მოღალატევ,- ჩაეცინა ელენეს, მერე სიგნალის ხმა გაიგო. მოვიდა, ლოყაზე მაკოცა, გნახავ მალეო და გაიქცა სახლიდან. დავრჩი ისევ მარტო, ჩემს გაშიშვლებულ გრძნობებთან. ჩემს ტკივილთან და ყველაფერ იმასთან, რაც ასე ძალიან მტკენდა.

ჩაი მოვიდუღე, იქნებ ამას მაინც დაემშვიდებინა ჩემი აბობოქრებული ყელი. იმდენად მიჭირდა მომენტებში ყლაპვა, რომ ვიფიქრე თავს დავანებებდი და აღარ დავლევდი, აღარც შევჭამდი არაფერს, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. ელენეს ქორწილში რომ ცოცხალს არ მიმეღწია - მიმაკლავდა სადმე.

- მაშიკო,- ვუპასუხე აბზუილებულ ტელეფონს. მაშინვე ეკრანს დავხედე, როგორც კი ნაცნობი ხმა მომესმა, იმის იმედად რომ სხვა იქნებოდა, თუმცა შევცდი, ის იყო. ის მირეკავდა,- მაშიკო?

- მესმის, გისმენ,- ძლივს ამოვიღე ხმა და ნახევრად ჩაცლილი ჭიქა დავდე მაგიდაზე,- რა ხდება ილია?

- საგურამოში ავდივართ ელენესთან და ლუკასთან, რატომ არ მოდიხარ?- ჩამეძია მაშინვე. ანუ უკვე იცოდა რომ არ მინდოდა წამოსვლა.

- ჯერ კიდევ არ ვარ კარგად, ამიტომაც არ მოვდივარ,- როგორღაც მოვუყარე სიტყვებს თავი.

- მასე თუ უყურე მაგ სიცხეს, აღარ გადაგივლის,- მომესმა სიცილის ხმა,- წამოდი რა, გთხოვ. გამოგივლი და უკანაც ჩამოგიყვან.

- ვინები იქნებით?- დავინტერესდი ისე, თითქოს ერთადერთი ის არ იყო, ვინც მაინტერესებდა.

- მე, რეზი, თაზო, ლუკა, მაგისი ნათესავები. აი რას მათვლევინებ რა. მე არ ვარ საკმარისი?- გაისმა ისევ მისი სიცილის ხმა,- მეც მაგარი ვარ რომ გეკითხები. ჩაიცვი რა. შვიდისთვის და მოგაკითხავ. იცოდე პირობა პირობაა, ამოვალ და ძალით ჩამოგიყვან.

- მაგრამ პირობა არ მომიცია მე...

- ჩემთვის არის ეგ უკვე პირობა. აბა წარმატებები,- და ტელეფონი გამითიშა. რამდენიმე წამი კიდევ შევყურებდი, ჩამქრალ ეკრანზე საკუთარ აფორიაქებულ ანარეკლს ვაკვირდებოდი, მერე კი უიმედოდ გავაქნიე თავი.

- ერთხელაც იქნება და მართლა გადამიყვანს ჭკუიდან...- ჩავილაპარაკე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე. აშკარად მეზარებოდა სადმე წასვლა, მით უმეტეს ბიჭებთან ერთად, სადაც მთელი საღამო ილიას ყურება მომიწევდა და მასზე ფიქრი, მაგრამ ვიცოდი რომ არ ჩავსულიყავი, მართლა ამოვიდოდა და ძალით წამათრევდა. არაფერი ეშლებოდა კალანდაძეს.

გავემზადე გაჭირვებით, როგორც კი სადარბაზოს მძიმე რკინის კარი გაიღო, საღამოს გრილმა, სასიამოვნო ჰაერმა სახეში შემომკრა. ილია ზუსტად ისე იდგა, როგორც რომანტიკულ ფილმებში, მანქანის კაპოტს მიყრდნობილი, ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და თითს ეკრანზე აყოლებდა. ჩემი ნაბიჯების ხმაზე თავი ასწია და მაშინვე გასწორდა. მისი მზერა წამებში აყვა ჩემს ფიგურას და ტუჩის კუთხეში ნაცნობი, ეშმაკური ღიმილი გაეპარა.

- ზუსტად ოთხი წუთი და ორმოცდაათი წამი,- თქვა კმაყოფილი ხმით და საათზე დაიხედა,- ცოტაც და პირობას შევასრულებდი, უკვე სადარბაზოში შემოსვლას ვაპირებდი.

- ოცნებას კაცი არ მოუკლავს,- ჩავიბურტყუნე, ხელები დიდ ჯიბეებში ჩავიწყვე და მის წინ გავჩერდი,- აბა, სად მივათრევთ ჩემს ძვირფას თავს?

- ჯერ ერთი, არ მიგათრევთ, მიგაბრძანებთ,- გაიცინა, ნაბიჯი გადმოდგა და ჩემს აბურძგნულ თმებს ხელი დაავლო, ოდნავ ამიჩეჩა,- და მეორეც, ხომ გითხარი, საგურამოში - მეთქი. რომ ვლაპარაკობ რატომ არ მისმენ?

მისი თბილი თითების შეხებაზე გულმა ისევ გააფთრებით დამიწყო ცემა. ზოგჯერ მეგონა რომ ჩემი გულისცემის ხმა მთელ ქუჩაზე ისმის და ილიაც ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ ის ისევ ისე მიყურებდა. უბრალო, მეგობრული სითბოთი.

- გისმენ ხოლმე, უბრალოდ...

- აუ მაშო, ნუ დაიწყე ეხლა,- მანქანის კარი ფართოდ გამიღო და თავაზიანი ჟესტით მანიშნა დაჯექიო,- შინაურულად ვართ - მეთქი, ხომ გითხარი.

მანქანაში ჩავჯექი. სალონში მისი სუნამოს ნაცნობი სურნელი ტრიალებდა, რომელიც ყოველთვის სიმშვიდესთან ასოცირდებოდა ჩემთვის. ილია სწრაფად ჩაჯდა მძღოლის ადგილას, მანქანა დაქოქა და ნაცნობი მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართო.

- თქვენი საყვარელი სიმღერა, ქალბატონო,- აუწია ოდნავ ხმას. გამეღიმა, ფანჯარაში გავიხედე, სადაც თბილისის ლამპიონები ნელ - ნელა უკან გვრჩებოდნენ. მანქანა სწრაფად მიქროდა საგურამოს გზაზე. ილია რაღაცებს ყვებოდა, ხან ლუკას ქორწილის გეგმებზე ხუმრობდა, ხან რეზის რაღაც ისტორიას იხსენებდა. მე კი ვუსმენდი მის ხმას და ვცდილობდი, ჩემს თავში ატეხილი ქარიშხალი როგორმე დამეცხრო. საერთოდ არ მქონდა იმ ადგილებში ყოფნის სურვილი სადაც კალანდაძე იქნებოდა, თუმცა რა მექნა. სამეგობრო წრეს ვერსად გავექცეოდი.

სკოლაში საშინელი კლასელები ვიყავით. მეზობლებიც ვიყავით, სულ ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვხოცავდით. ლამის გამშველებლად მუდამ თან დაგვყვებოდა ვიღაც ერთი. სულ თავში ვურახუნებდი წიგნებს და არც ის მაკლებდა, მუდამ ჩემი გაპუტული თმები ეჭირა ხელში. ელენე სულ დაგვცინოდა, თქვენ არაფერი გეშველებათო, მართალიც იყო. მეთორმეტე კლასამდე იმაზე დარდით და ფიქრით მოგვიყვანა ნათელა მაღლაკელიძემ, ჩვენმა დამრიგებელმა რომ რაღაცით დაგვაშოშმინა და შეგვარიგა, თუმცა ამაოდ. ან შეიძლება უფრო ემპათიის გრძნობაც გაგვიჩნდა და ერთმანეთს თმებში აღარ ვწვდებოდით ხოლმე, მხოლოდ სიტყვიერად შემოვიფარგლებოდით.

სასაცილო იყო ის ფაქტი, ბავშვობიდან რომ გვიწინასწარმეტყველებდნენ მტრობას სიყვარული მოჰყვებაო. ჩვენ კიდევ ვიცინოდით, თანაც ისე რომ თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდით. როგორ შეიძლებოდა ერთმანეთი შეგვყვარებოდა, ჩვემ ხომ საამისოდ არაფერს ვაკეთებდით. ქართულში საკონტროლოს რვეული დამიხია, მაშინ, როცა უკვე ჩაბარებას ვაპირებდი. მე კიდევ საპასუხოდ ტესტების პასუხები შევუცვალე მათემატიკაში, რის გამოც სამი ქულა ძლივს მოაგროვა. ქიმიაში ხსნარში ჩამიგდო რაღაც ნივთიერება და ხელში ამიფეთქდა კოლბა, მაგ დღეს ჟუჟუნა მასწავლებისგან ძალიან მომხვდა. სულ უყურადღებო მეძახა. საპასუხოდ ფიზიკაში აწყობილი კონსტრუქცია დავუნგრიე, სანამ წარადგენდა მიზიდულობის კანონის გაკვეთილზე.

იმდენად საშინელებებს ვუკეთებდით ერთმანეთს რომ უკვე ბოლო წლებში ყელშიც კი ჰქონდათ ამოსული მასწავლებლებს, ჩვენი დედები სულ დორექტორის კარებთან იდგნენ. მერე მამებიც კი მოიწვიეს, იქნებ მათ მაინც უშველონო. თუმცა სხვა სკოლაში გადასვლაზეც თავს ვიკლავდით და სხვა კლასშიც. სხვა გზა რომ არ დარჩათ სამშვიდობო ზავი დაგვადებინა დირექტორმა თემურიმ, იმ შინაარსით რომ მსგავსს დიდ უბედურებებს თუ გამოვიწვევდით ჩვენს კლასს სულ დაშლიდა. იმ დღის მერე სკოლაში გავჩერდით, თუმცა სკოლის მერე ვინღა გვიშველიდა... მაგრამ მაინც ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ ყველაფრის მერე ორივემ ფრიადზე დავამთავრეთ სკოლა. უაზროდ ვიკრიჭებოდით ორივე ოქროს მედლის აღებისას და უნივერსიტეტის პირველ დღესაც არ დაგმიწყებია ეგ ყალბი ღიმილი, როცა აღმოვაჩინე რომ ის საჯარო მართვაზე, მე კიდევ საერთაშორისოზე ვსწავლობდი და თან ამ ორ ფაკულტეტს ერთად უტარდებოდა ლექციები.

თითქოს სტუდენტობამ სულ სხვა მუღამი წამოიღო. სხვა ანტენა დავიჭირეთ და საერთოდ აღარ ვგავდით იმ თხუთმეტი წლის ბავშვებს, ერთმანეთის გაგიჟებისა და ნერვებზე თამაშის მეტი რომ არაფერი უნდოდათ ცხოვრებაში. აუდიტორიაში შესვლისთანავე უხილავი კედელი აღიმართებოდა ხოლმე ჩვენ შორის - ლექციებზე თითქმის ხმას არ ვცემდით ერთმანეთს, თითქოს სრულიად უცხოები ვყოფილიყავით. თუმცა, საკმარისი იყო რომელიმე საინტერესო საკითხზე სადისკუსიო თემა წამოჭრილიყო, რომ ჩვენი შეტაკებები იწყებოდა. განსხვავებული აზრების გამო ისე ვკამათობდით, ლექტორიც კი სმენად იქცეოდა და დიდი სიამოვნებით გვისმენდა ჩვენ ორს ამ დაუსრულებელ, აზარტულ დებატებში. მერე უკვე ახალი კურსელები შემოგვემატნენ, ჩვენი პატარა, გიჟური სამყარო გაფართოვდა და ნელ - ნელა ერთ განუყრელ გუნდად შევიკარით. მე, ელენე, ილია, რეზი, თაზო, მაკო, ლუკა და ლანა. მეორე კურსზე უკვე ერთ დიდ, საუნივერსიტეტო პროექტშიც კი მოვხვდით. რეზი შემოგვეტენა ბოლოს, თავისი საფირმო ხუმრობებითა და ქაოსით და აი, სწორედ იმ პროექტმა ქნა თავისი. სანამ ყველაფერი ბოლომდე გავიყვანეთ, დავამუშავეთ და მოვამზადეთ, მთელი ორი თვე გავიდა. ფინალური გამოცდის სახით უნდა წარგვედგინა და თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა რომ თავად ილიაც კი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ირონიით უყურებდა, აკეთებდა უთქმელ, ზურგსუკან საქმეებს. რამდენჯერ ყოფილა, რომელიმე რთული თემის შინაარსი მიკითხავს და სანამ მე კითხვას დავასრულებდი, ის უკვე მიწვდიდა ხოლმე თავის რვეულში აკურატულად ჩაწერილ კონსპექტს, ან დღის ბოლოს, სრულიად მოულოდნელად, მეილზე მხვდებოდა მისგან გამოგზავნილი გამზადებული ფაილი. თქმით კი... თქმით არაფერს მეუბნებოდა. უბრალოდ ჩუმად აკეთებდა.

სწორედ ამ პროექტმა, რომელმაც ფინალური ეტაპისთვის კახეთში წაგვიყვანა, ზედმეტად დაგვაახლოვა ყველა. იმდენად ღრმად შევტოპეთ რომ ბოლოს თავად ბავშვებიც მიხვდნენ - ჩვენ შორის რაღაც ისე ვერ იყო, მეგობრობის საზღვრებს აშკარად ვცდებოდით. ჰოდა, იმ ერთ თბილ, ვარსკვლავებიან კახურ ღამეს, გამოვტყდი მეც და აღიარა ილიამაც რომ ჩვენ კლასელები ვიყავით და არც ისე დალაგებული ურთიერთობა არ გვქონდა ბავშვობიდანვე. თუმცა, ალბათ სწორედ ეგ აღიარება იყო საჭირო რომ საბოლოოდ დაგველაგებინა ურთიერთობა და „მეგობრობის" უსაფრთხო ჩარჩოებში დავბრუნებულიყავით. ამ პროექტმა ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა და ზუსტად, ჩაბარებიდან ერთი წლის თავზე, ძალით გამოვუტყდი საკუთარ თავს რომ მე მის მიმართ რაღაც გრძნობები გამაჩნდა. მას მერე ხუთი წელი გავიდა. ხუთი გრძელი, მტანჯველი წელი. ახლა კი, სველი შუშიდან ანარეკლს ვუყურებდი და გულში ვფიქრობდი. ნეტავ არ დავლაგებულიყავით. ნეტავ იმ ღამეს ყველაფერი ჩხუბით დასრულებულიყო და ისე გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან რომ ერთმანეთი შეგვეძულებინა. ახლა ასე საშინლად, ასე გაუსაძლისად არ მეტკინებოდა მისი ყოველი თბილი გამოხედვა და მზრუნველი სიტყვა...

- მაშიკო?- გადმომძახა ილიამ ისევ, მისმა ხმამ ფიქრების ნისლი ერთ წამში გაფანტა,- სად დაფრინავ, გოგო?

- აქ ვარ,- გამოვფხიზლდი მეც მალევე, ოდნავ გავმოძრავდი სავარძელში და ხელები უფრო ღრმად ჩავყავი ჰუდის ჯიბეებში. უკვე საგურამოს გზაზე ვიყავით. სალონში გამათბობელი მუშაობდა, მაგრამ მე მაინც ჟრუანტელი მივლიდა ტანში.

- სულ გაფანტული ხარ ბოლო დროს,- თქვა დაბალი, რბილი ხმით და გზისთვის თვალი არ მოუშორებია,- მართლა ხომ არ გიწევს სიცხე? თუ გინდა აი, იქვე აფთიაქია, შევალ, სიცხის დამწევს და რამე კარგ წამალს გიყიდი. ასეთი ჩუმი მაშო არ მომწონს მე.

- არა ილია, არ მინდა, მართლა,- ამოვილაპარაკე და სასწრაფოდ ჩავახველე რომ ჩემი ხმის კანკალი და ყელის უცნაური სიმშრალე დამემალა,- უბრალოდ, გზამ დამღალა და ცოტა მეძინება. ფიქრებში გადავვარდი.

- რაზე ფიქრობდი, აბა?- მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა, თვალები ეშმაკურად მოუჭუტა და ტუჩის კუთხეში ნაცნობი, თავდაჯერებული ღიმილი გაეპარა,- ჩემზე?

- ოხ კალანდაძე, შენს თავზე წარმოდგენა როგორ არ გიმცირდება არასდროს?- თავი გვერდზე გავაქნიე და იძულებით გავიცინე. ეს ნაცნობი, მსუბუქი კინკლაობა თითქოს ყოველთვის გვშველოდა. ცოტათი გადაფარა ჩემი შინაგანი შფოთვა. მანქანამ მკვეთრად შეუხვია ნაცნობ, მაღალი ხეებითა და სიმწვანით გარშემორტყმულ ქუჩაზე. წინ უკვე მკაფიოდ გამოჩნდა ლუკას აგარაკის დიდი, განათებული ჭიშკარი, საიდანაც საღამოს მყუდრო ჰაერში ხმამაღალი მუსიკის ჰანგები, მხიარული ყიჟინი და ნამდვილი, ოჯახური დღესასწაულის სურნელი იღვრებოდა.

მანქანა ეზოს წინ, ხრეშიან გზაზე გაჩერდა. ძრავის ხმა ჩაქრა და წამით აბსოლუტურ სიჩუმეში დავრჩით, სანამ გარედან მომავალი მუსიკა და ბიჭების ნაცნობი გადაძახილები მანქანის სალონშიც არ შემოიჭრა.

- აბა, ჩამოაბრძანეთ თქვენი დიდებულება, მივდივართ საგულაოდ!- თქვა ილიამ მხიარულად, მანქანის კარი ფართოდ გამოაღო და გადავიდა. მეც გადავედი. საგურამოს საღამოს ჰაერი თბილისისაზე ბევრად უფრო გრილი და სუფთა აღმოჩნდა. სახელოები მტევნებზე ჩამოვიქაჩე და მხრები ოდნავ შევკუმშე. ეზოში შესვლისთანავე თვალში მომხვდა ხეებს შორის გაბმული ყვითელი, თბილი ნათურები, რომლებიც სადღესასწაულო, მყუდრო აურას ქმნიდნენ. იქვე, დიდ მაგიდასთან ხალხმრავლობა იყო - ლუკას ახლობლები, უფროსები, ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, ჭიქებს აჭახუნებდნენ და იცინოდნენ.

- ოპაა, ვინ მოვიდა!- პირველი რეზი შემოგვეგება, ხელში შამფური ეჭირა და სახე სულ აწითლებული ჰქონდა კოცონთან ტრიალისგან,- კალანდაძე ძლივს? მაშიკო, შენ კიდევ ძლივს გამოხვედი სახლიდან, გოგო, მოგვაკლდა შენი ბუზღუნი!

- მეც მიხარია თქვენი ნახვა,- გავუღიმე და რეზის ლოყაზე ვაკოცე. იმავე წამს სახლიდან ელენეც გამოვარდა. ისეთი ლამაზი იყო... სადა, თეთრი კაბა ეცვა, თმები ტალღოვნად ჩამოეშალა მხრებზე და თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა. რომ დამინახა, მაშინვე ჩემკენ გამოიქცა და მთელი ძალით ჩამეხუტა.

- მაშოო! ხომ თქვი არ მოვალო?- ყურში ჩამჩურჩულა გახარებულმა.

- აი, ამ გიჟს მადლობა გადაუხადე, ძალით წამომათრია,- თავით ილიაზე ვანიშნე, რომელიც ამ დროს უკვე ლუკას ეხუტებოდა და მხარზე ხელს უტყაპუნებდა, ნიშნობას ულოცავდა.

- საღოლ ილო, საღოლ!- ელენემ ილიას თვალი ჩაუკრა, მერე კი მე შემომხედა, წარბები შეკრა და შუბლზე ხელი დამადო, ზუსტად ილიასავით,- მოიცა, ისევ ცხელი ხარ? შენ საერთოდ არ გივლის ეგ გაციება?

- კარგად ვარ, ელე, უბრალოდ გზაში მციოდა,- ვიცრუე და ხელები ჯიბეებში უფრო ღრმად ჩავმალე. ნამდვილად არ მინდოდა, დღევანდელი საღამოს მთავარი თემა ჩემი ჯანმრთელობა ყოფილიყო,- წამოდი, ლუკას მშობლები უნდა ვნახო, მივულოცო.

ყველაფერი ძალიან თბილად და ოჯახურად მიდიოდა. ლუკას ნათესავები საოცრად სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა, მაშინვე მაგიდასთან დაგვსვეს, ჭიქები შემოგვაჩეჩეს ხელში და ათასნაირი კერძით აგვივსეს თეფშები. ილია ჩემს გვერდით იჯდა. ხანდახან, როცა ვინმე სადღეგრძელოს ამბობდა ან ხუმრობდა, ილია მე გადმომხედავდა ხოლმე, თითქოს ჩემს რეაქციას ამოწმებდა, მე კი ყოველ ჯერზე ისე ვუღიმოდი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. სინამდვილეში კი, ის ყრუ ფეთქვა საფეთქლებში, მანქანაში რომ დამეწყო, ნელ - ნელა ძლიერდებოდა. ხმები თითქოს ჩემამდე ექოთი აღწევდა. ჭიქების ჩხაკუნი, ხალხის სიცილი, მუსიკა - ყველაფერი ერთ დიდ, გაურკვეველ ხმაურად იქცეოდა ჩემს თავში.

"უბრალოდ გადავიღალე," - ვუმეორებდი საკუთარ თავს და წყლის ჭიქას ხელები მაგრად მოვუჭირე, რომ კანკალი დამემალა.

„ცოტაც და სახლში წავალთ."

- მაშო, კარგად ხარ?- ჩუმად მკითხა ილიამ, ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ. იმდენად ახლოს იყო, მისი სუნთქვა ლოყაზე მეცემოდა,- არაფერს ჭამ, მარტო წყალს სვამ.

- ყელი მიშრება უბრალოდ,- მეც დაბალი ხმით ვუპასუხე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი,- და საერთოდ, სულ რაღაც ორმოცი წუთის წინ მითხარი რომ შენი არსებობაც საკმარისი იყო, ახლა საჭმელზე მამადლი სიტყვას?

ილიას ჩაეღიმა, ჩემს აშკარა თავდაცვის მექანიზმზე წარბები აზიდა და თეფშიდან მწვადის ნაჭერი ჩანგლით ჩემს თეფშზე გადმოდო.

- ჭამე, ჭამე, თორემ ისედაც ძვალი და ტყავი ხარ, საერთოდ გაქრები,- გადმომჩურჩულა ეშმაკურად და უფროსებისკენ მიბრუნდა, სადაც ლუკას მამა მორიგ თბილ სადღეგრძელოს იწყებოდა. ჩუმად ამოვისუნთქე. საფეთქლებში ფეთქვა კი მიგრძელდებოდა, მაგრამ ილიას სიახლოვე და ეს ნაცნობი, თბილი ატმოსფერო როგორღაც მამშვიდებდა. თავი ხელში ავიყვანე. ძალები მოვიკრიბე რომ მხიარული სახე შემენარჩუნებინა, ელენეს ვესაუბრებოდი სამომავლო გეგმებზე, თაზოს და რეზის უაზრო ხუმრობებზე მეცინებოდა და ვცდილობდი, ჩემი ორ კვირიანი უცნაური გაციება საერთოდ დამევიწყებინა.

საღამომ საოცრად მშვიდად, თბილად ჩაიარა. კოცონთან გადავინაცვლეთ, სადაც ბიჭებმა გიტარა გამოიტანეს და ძველი სიმღერების ღიღინი დაიწყეს. მე ჰამაკში მოვკალათდი, ილია კი იქვე, ბალახზე ჩამოჯდა, ზურგით ჩემს ჰამაკს მიეყრდნო და ხანდახან თავს უკან აგდებდა რომ რაღაც ეთქვა. იმ წუთებში, მიუხედავად გულში არსებული ჩუმი, ცალმხრივი ტკივილისა, მაინც სრული ბედნიერება მეღვრებოდა სხეულში. უბრალოდ მისი ზურგის სითბოს შეგრძნებაც კი საკმარისი იყო.

- ქორწილს როდის გეგმავთ?- იკითხა მაკომ და დაუწყო კოცონს წვალება,- როდისთვის მოვამზადო კაბა?

- გაზაფხულზე, არა?- გადხედა ლუკამ ელენეს.

- ჰო, გაზაფხულზე,- დაეთანხმა ისიც,- ძალიან ბევრი საქმეა და არ მინდა მივაყარო ერთმანეთს.

- კარგი იდეაა, არც ძალიან სიცხე იქნება და არც სიცივე,- ჩაილაპარაკა ლანამ მხიარულად,- რამე დრესკოდი გვაქვს თუ?

- არა, არა, რაც გინდათ,- აიქნია ხელი ელენემ,- მაშო?

მომესმა ჩემი სახელი და კოცონზე გაშტერებული მზერა მივანათე ჩემს მეგობარს.

- ჰო?

- რაზე ფიქრობ?- ვიგრძენი სხვისი მზერაც როგორ მოემართა ჩემკენ. ვიჯექი შუაში და ყველა მე მიყურებდა, წამით თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი.

- არაფერი ისეთი,- ავიჩეჩე მხრენი,- უბრალოდ გამახსენდა სკოლის პერიოდი.

- აჰ, ჰოო,- გაეღიმა ელენეს,- როგორი საშინელი ბავშვები ვიყავით.

გამოიშვირა ხელი ჩემზე და ილიაზე.

- ვისთანაც არ უნდა მისულიყავი და ვისთვისაც არ უნდა გეკითხა ყველამ იცოდა თქვენი ამბავი,- ჩაიფხუკუნა ელენემ.

- უყვარდა ვიღაცას ყურადღების ცენტრში ყოფნა,- გამექცა თვალი კალანდაძისკენ.

- ნეტავ ვინ ამბობს ამას,- ჩაეცინა მასაც.

- ახლა კიდევ თქვენი ქორწილია,- აღარ ავყევი და ისევ ელენეს გადავხედე. ისეთი ბედნიერი იჯდა, თვალები უციმციმებდა,- მოკლედ... გავიზარდეთ რა.

- ჰო, ნამდვილად,- ამოიოხრა ელენემ და თავი ლუკას მხარზე ჩამოადო. ლუკამაც მაშინვე ხელი მოჰხვია და საფეთქელზე აკოცა. მათ შემყურეს გულში ისევ რაღაც ნაცნობმა, ბლაგვმა ტკივილმა დამიარა. ბედნიერები იყვნენ. ისეთი ნამდვილები რომ შეუძლებელი იყო, არ გაგხარებოდა, თუმცა ჩემს რეალობაში ეს ყველაფერი მხოლოდ იმის შეხსენება იყო, თუ რა არ მექნებოდა არასდროს.

- ისე, მართლა,- საუბარში თაზოც ჩაერთო,- თქვენ ორს რა გეტაკათ ეგეთი იმ სკოლაში? ლექციებზე კი იყავით მშვიდად.

- ეგ სიმშვიდე იყო?- წამოიწია ლანა,- მაშო ერთს იტყოდა, ილია ხუთს უბრუნებდა.

- ოჰ, კარგი ახლა. მთლად მასეც არ ყოფილა,- გადაიხარხარა ელენემ,- სკოლაში იყო პიკი.

- კარგით ახლა. სულ ჩვენზე აპირებთ საუბარს?- ამოიღო ხმა ილიამაც.

- დაეწყო ამას თავისებური,- ჩაიბუზღუნა თაზომ. ბიჭებმა გადაიხარხარეს. ილიამაც ჩუმად ჩაიცინა, ჭიქა აიღო, ცოტა მოსვა და მერე ისევ მე გადმომხედა. მისი მზერა ყოველთვის ასეთი იყო - ღრმა, ყველაფრისმთქმელი, მაგრამ ამავდროულად ჩემთვის აბსოლუტურად ამოუცნობი. საფეთქლებში ისევ ის ყრუ ფეთქვა ვიგრძენი, მაგრამ იმდენად ვიყავი მიჩვეული ბოლო პერიოდი ამ მდგომარეობას რომ საერთოდ არ მივაქციე ყურადღება. უბრალოდ, ხმები ცოტათი თითქოს შორს მიდიოდა და მერე ისევ ბრუნდებოდა.

"გაციებაა, აბა რა არის, ამდენი ხანია სიცხეები მაქვს და ორგანიზმი გამოიფიტა,"- ვუმეორებდი საკუთარ თავს.

საღამომ საოცრად თბილად ჩაიარა. რეზიმ გიტარა გამოიტანა, თაზომ კიდევ რამდენიმე შეშა შეუკეთა ცეცხლს და ძველი სიმღერების ღიღინი დაიწყეს. სადღაც თერთმეტი სრულდებოდა, როცა ილია ფეხზე წამოდგა, შარვლიდან ბალახები ჩამოიბერტყა და ჩემკენ გადმოიხარა. ცეცხლის შუქზე მისი სახე კიდევ უფრო მკვეთრად, თბილად ჩანდა.

- აბა კონკია, როგორც შეგპირდი. შენი ერთი საათი კარგა ხანია გავიდა, წავედით? თან აშკარად გეძინება უკვე.

- ჰო, წავედით,- ზანტად წამოვიწიე ჰამაკიდან, თუმცა გულში ცოტათი მენიშნა კიდეც რომ ეს საღამო ასე სწრაფად დასრულდა. თავის სიმძიმე მართლაც მერეოდა. ბავშვებს დავემშვიდობეთ. ელენემ კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში, ლოყაზე მაკოცა და დამიბარა.

"თბილი ჩაი დალიე, მიხედე თავს და ხვალამდე გამოკეთდიო".

მანქანაში ჩავსხედით თუ არა, ილიამ მაშინვე გამათბობელი ჩართო ბოლოზე, იცოდა რომ ადვილად ვცივდებოდი. ღამის საგურამო ნელ - ნელა უკან გვრჩებოდა. გზატკეცილზე რომ გავედით, სალონში სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ რადიოში ისმოდა რაღაც ნაცნობი, მშვიდი მელოდია დაბალ ხმაზე. თავი სავარძლის საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე. მართლა საშინლად დაღლილი ვიყავი.

- მაშო...- ჩუმად თქვა ილიამ რამდენიმე წუთის შემდეგ.

- ჰმ?- თვალები არ გამიხელია, ისე ჩავილაპარაკე.

- მიხარია რომ წამოხვედი. შენთან ერთად სულ სხვაა ხოლმე ეგეთი შეკრებები. შენი ბუზღუნის გარეშე მოვიწყენდით,- გულმა ერთი დიდი, ძლიერი დარტყმა გააკეთა. თვალები ნელა გავახილე და პროფილში შევხედე. ის გზას უყურებდა, ხელები საჭეზე მშვიდად ეწყო და ტუჩის კუთხეში ისევ ის თბილი ღიმილი დასთამაშებდა.

"ნუ მეუბნები ასეთ რამეებს, გთხოვ,"- გავიფიქრე ჩემთვის და ისევ ფანჯრისკენ შევბრუნდი, სადაც ღამის თბილისის ნათურები უკვე ნაცნობ ციმციმად იშლებოდნენ.

"ნუ მეუბნები, თორემ მართლა დავიჯერებ რომ ჩემს გრძნობებს რამე აზრი აქვს."

ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ჩემს რეალობაში ამ იმედებს საერთოდ აღარ ეწერებოდა ასრულება. წარმოდგენაც არ მქონდა რომ ეს ჩვეულებრივი, უწყინარი დაღლილობა და გაციება სულ მალე სრულიად სხვა, საშინელ რამეში გადაიზრდებოდა და ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.

* * *

მანქანიდან რომ გადავედი, პირდაპირ კორპუსისკენ დავიძარი. თუმცა მისმა ხმამ შემაჩერა.

- მაშო,- მომესმა მანქანიდან გადასულს მისი ხმა,- ორი წუთით რა...

- გისმენ,- იქვე კარებთან გავჩერდი და თვალებში მივაჩერდი,- რა მოხდა?

- სიმართლე გითხრა, დახმარების თხოვნა მინდოდა,- კეფა მოიქექა და უხერხულად ჩაეცინა,- ნანისთვის მინდა საჩუქრის შერჩევა...

- ნანი?- წამით დავიბენი, ვეღარ გავიხსენე ვინ იყო ნანი.

- ჰო, მინდა რომ შემოვირიგო,- და სწორედ აქ დამარტყა რომ ნანი მისი ყოფილი შეყვარებულია. თითქმის წელიწადია დაშორდნენ, თუმცა რეზო სულ ეჩიჩინებოდა რომ არ იყო ხელიდან გასაშვები გოგო და უბრალოდ უნდა ესაუბრათ ყველაფერზე, ხოდა მგონი მისმა საუბარმა გამოიღო შედეგი,- დამეხმარები?

სხეული სრულიად გამიცივდა. შიგნიდან რაღაცამ მტკივნეულად დაიწყო მსხვრევა, ნამსხვრევები კი პირდაპირ სულში მერჭობოდა. ის ჩემგან, თავისი საუკეთესო მეგობრისგან ელოდა დახმარებას იმ გოგოს დასაბრუნებლად, რომელიც უყვარდა. მე კი ვიჯექი მის გვერდით, ჩემი აკრძალული, ცალმხრივი სიყვარულით, რომელიც ყოველდღე შიგნიდან მჭამდა და იძულებული ვიყავი, დაუნდობელი ნიღაბი მომერგო. ყელში ისევ ის ნაცნობი, დამანგრეველი ფხაჭვნა ვიგრძენი. ამჯერად ეს არ იყო გაციება - ეს იყო ჩემი გათელელი გრძნობების ბოღმა, რომელიც გარეთ მოიწევდა. თავბრუ ისე დამეხვა, თითქოს მანქანა გზიდან გადავარდა, ყურებში წუილი გაძლიერდა.

"დაეხმარე... უთხარი, რომ დაეხმარები..."- უაზროდ მიმეორებდა შინაგანი ხმა, სანამ რეალობის აღქმას საბოლოოდ ვკარგავდი. მეგონა ახლა ხმას თუ ამოვიღებდი ვიტირებდი, ან უფრო უარესი. რაღაც მაწვებოდა შიგნიდან, რაღაც არ მაძლევდა ხმის ამოღების საშუალევას. ყელში მქონდა გაჭედილი.

იმდენად ძნელად გადავყლაპე ცრემლების ბურთი რომ წამით ენაც კი ჩამივარდა. თავი გავაქნიე აქეატ - იქით თითქოს ახლა ვინმე ჩემს საშბელად მოვიდოდა თუმცა არა. ვიდექით მხოლოდ ჩვენ ორნი. შემომეკუჭა სახელოები ლამის იმდენად ვაწვალებდი უკვე.

- დაგეხმარები,- ძლივს ამოვთქვი და უკან დავიხიე, თვალებში ვერ ვუყურებდი მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამე იყო. თუმცა მის გამჭოლ მზერას მაინც ვგრძნობდი,- აუცილებლად. ნახვამდის.

დავამატე ბოლოს, გავტრიალდი და სახლში ავედი. არც დამშვიდობება, არც დროის შეათანხმება, არაფერი. უბრალოდ ავდექი და წავედი, ვეღარ გავუძლებდი. რაღა უნდა მეთქვა?

ვიწექი იმ ღამეს და ვგრძნობდი თვალის კუთხიდან წამოსული ცრემლი როგორ ასველებდა ბალიშს, თუმცა საკუთარი თავის დასახმარებლად ვერაფერს ვაკეთებდი. იმიტომ რომ ეს დამპალი გრძნობები შიგნიდან მჭამდნენ და დავიწყების საშუალებას არ მაძლევდნენ.

მარტო ვიყავი.

ბოლო ხუთი წელია მარტო ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები მყავს. რომ ყველა ჩემს გვერდითაა, მე დღის ბოლოს მაინც მარტო ვარ. საკუთარ გრძნონებთან, საკუთარ თავთან.

განა რა არის რთული? ავდმგარიყავი და მეთქვა მისთვის ყველაფერი, მომესპო ჩვენი მეგობრობა, დამენგრია მისთვის ცხოვრება. ამერია ყველაფერი. რას აკეთებს ადამიანი, როცა ვინმესთვის რამის თქმა უნდა? მიდის და ამბობს. მაგრამ რას ვაკეთებდი მე? ვჩუმდებოდი.

ეს უკვე პრობლემა იყო. უდიდესი პრობლემა, იმიტომ რომ ის ადამიანი ხედავდა სხვას მის გვერდით - სხვას, ვინც მას აბედნიერებდა. სხვას, ვინც მას უყვარდა. მერე კი... მერე კი უცებ ჩუმდები. ჯდები შენთვის, სადღაც მივიწყებულ კუთხეში და უსიტყვოდ ადევნებ თვალს ყველას და ყველაფერს. უყურებ მანამ, სანამ საკუთარი გრძნობები არ შემოგეხვევა ფესვებივით - ჯერ გულზე, მერე ტვინზე და ბოლოს ყელზე... მანამ, სანამ სუნთქვას საბოლოოდ არ გაგიძნელებს. მანამ, სანამ გულს საერთოდ არ გაგიჩერებს.

როგორ ვძლებთ ასეთი ადამიანები? განა რა ძალა გვაქვს, საერთოდ რამდენი რამის გაძლება შეუძლია კაცს? ან სად არის ამ ყველაფრის ლიმიტი? აღარ ვიცი, სანამდე შევძლებ ასე ყოფნას და გაძლებას, იმიტომ რომ ყოველდღე ვგრძნობ, როგორ მეცლება უკანასკნელი ძალა. ვგრძნობ რომ პროგრესის ნაცვლად, საზარელ რეგრესს განვიცდი და საკუთარ თავში ვიმარხები.

ვიცოდი როგორი ცარიელი ვიყავი. ვიცოდი როგორი უსარგებლო ვიყავი. ისიც ვიცოდი როგორი უფერული ვიყავი, მაგრამ სხვის თვალში ნეტავ როგორი ვჩანდი?
ნეტავ ის როგორ მხედავდა საკუთარი თვალებით?

როგორი სევდიანია და მაინც როგორი მარტოსული ვარ.

ძლივს წამოვდექი იატაკიდან. ყველაფერი მტკიოდა ამდენი ხველებისგან, გულ - მკერდი უკვე ყოველ ჩასუნთქვაზე ერთ დიდ ტკივილს მივლენდა. მგონი დრო იყო უკვე ექიმთან მივსულიყავი და გამერკვია რა მჭირდა. სახეზე კიდევ ერთხელ შევისხი წყალი, სარკეში ჩავიხედე, საკუთარ თავს აღარ ვგავდი. დასიებული სახე, ჩაშავებული თვალები, აწეწილი თმები, ვინ ვიყავი და ვინ გავხდი. თავი ნელა გავაქნიე და ოთახში დავბრუნდი. ჟაკეტი რომ ავიღე, სალფეთქები გადმოცვივდა ჯიბიდან. ბოლო ორი კვირა ჩემს ჯიბეებში ცხოვრობდნენ სელპაკის შეკვრები. ნაგავში მოვისროლე და კიდევ ერთი ამოვიღე საჭიროებისთვის. მისაღებში რომ გავედი საჭმლისთვის, ჭამა ვერ შევძელი და გაბრაზებულმა უკან გავწიე თეფში. ისე მიჭირდა გადაყლაპვა... ისევ ჩაი გავიკეთე, ყავასაც კი ვეღარ ვსვამდი უკვე.

- გისმენ დედიკო,- რამდენიმე ზარის მერე გაისმა დედაჩდმის ხმა ტელეფონში,- როგორ ხარ?

- ნორმალურად.

- რა გჭირს ხმაზე? ისევ გაციებული ხარ? ხომ გითხარი რომ...

- აღარ ვარ გაციებული, არც სიცხე მაქვს,- გავაწყვეტინე ლაპარაკი, სანამ პანიკას ატეხდა,- უბრალოდ დამრჩა ხველება და შეგიძლია ლია ექიმის ნომერი რომ გამომიგზავნო?

- გამოგიგზავნი დედა აბა რას ვიზამ, შენ ოღონდ მიდი და...- ანერვიულებულნა გადმომძახა,- ესე ვერ ვაგზავნი, გამითიშე და ნომერზე ჩაგიგდებ.

- კარგი, მიდი,- ხუთ წუთში უკვე გადმოგზავნილი ჰქონდა ნომერი. ექიმს რომ დავურეკე და გვარი ვუთხარი მაშინვე მიცნო. თუმცა შვებულებაში აღმოჩნდა და შემდეგი კვირის ბოლოს ჩამწერა მიღებაზე. მძიმედ გადავდე ტელეფონი გვერდით, იქვე ჩამოვდე უკვე ცარიელი ჭიქა და დივანზე დავწექი. როგორმე უნდა გამეყვანა ეს კვირა დღე. ხვალიდან სამსახურში ვიქნებოდი და ცოტა ყურადღებას მაინც გადავიტანდი რამეზე. თუმცა არც ეს დამცალდა,- გისმენ თაზო.

- მაშიკო, სახლში ხარ?- მხიარულად გამომძახა.

- ხო, რა მოხდა?

- არ წამოხვალ დღეს? გასართობად მივდივართ მთაწმინდაზე,- მომესმა უკან ჩაცინების ხმა.

- კარგი რა, მეღადავები?- წამოვიწიე დივნიდან,- წადით თქვენ.

- მაშიკო,- დაასერიოზულა ტონი,- წამოდი, თორემ ილიას ვეტყვი.

- არა, არა, დღეს მართლა ვერ შევძლებ. ილია კი არა, მამა გაბრიელი რომ ჩამოიყვანო, მაინც ვერ წამოვალ,- გავაქნიე თავი ისე, თითქოს მხედავდეს.

- რატომ კი მაგრამ? ბოლო დროა თავს გვარიდებ ყველას.

- ნუ სულელობ რა, მომკლა ლამის ამ გაციებამ და ახლა მანდ რომ ამოვიდე უარესი დამემართება.

- აუ, კაი ხო,- აღარ გაუგრძელებია წუწუნი, იცოდა რომ ისედაც ჩემს ნათქვამს არ გადავიდოდი,- გამოჯანმრთელდი, იცოდე შემდეგ კვირას მაინც წამოგათრევ.

- შემდეგში აუცილებლად. ახლა არა რა გთხოვ, ნუ დამაძალებ. გაერთეთ თქვენ,- გამეღიმა მის ბუზღუნზე და გავთიშე ტელეფონი. ისევ დივანზე გადავწექი, თუმცა ვეღარ შევძელი დიდხანს ამ პოზაში ყოფნა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული მერეოდა. წამოვიწიე, ხველებამაც შემახსენა თავი და ჯიბეში საგულდაგულოდ შენახილ სალფეთქს დავწვდი,- ჯანდაბა.

ამოვიოხრე და გავსწორდი, მზერა გამიშტერდა ზედ არსებულ წითელ ლაქაზე. ქაღალდზე სისხლის რამდენიმე ნათელი, ალისფერი წვეთი აკანკალებულ ხელებს შორის მკვეთრად გამოირჩეოდა. გული გამიჩერდა. წამით ჰაერი ისე გამომელია, თითქოს ოთახში ჟანგბადი საერთოდ გაქრაო. ყელში კვლავ ვიგრძენი ის ძველი, მწარე გემო, მაგრამ ამჯერად მას სრულიად სხვა, მეტალის ცივი ელფერი დაჰკრავდა.
ორი კვირა... მთელი ორი კვირაა ჩემს თავს ვუმტკიცებდი რომ ეს უბრალო გაციება იყო. თავს ვიტყუებდი რომ გადაღლილობის ბრალი იყო სიცხეები, თავის ტკივილი და ეს დაუსრულებელი ხველა, რომელიც მკერდის ძვალს მიფლეთდა. მაგრამ ახლა? ახლა ეს წითელი ლაქა სალფეთქზე ისე მიყურებდა, როგორც განაჩენი. სიმართლე იმდენად უხეშად დამეჯახა სახეში რომ სუნთქვა შემეკრა.

სალფეთქი მუჭში მოვაქციე და მთელი ძალით მოვუჭირე თითები, თითქოს ასე ამ ხელშესახებ რეალობას გავაქრობდი. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, შუბლზე კი ნერვიულობისგან ოფლმა დამასხა. საფეთქლებში ის ნაცნობი, ყრუ ფეთქვა ისევ გააქტიურდა - თითქოს ვიღაცამ ტვინის სიღრმეში საათის მექანიზმი ჩართო, რომელიც წამებს დაუნდობლად ითვლიდა.

„ეს უბრალოდ გრიპის გართულებაა,"- ვცდილობდი გონებაში სასოწარკვეთილი ყვირილი ჩამეხშო და საკუთარი თავი როგორმე დამემშვიდებინა, თუმცა შინაგანად უკვე ვგრძნობდი რომ რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი და მძიმე ხდებოდა ჩემს თავს. რაღაც, რისი მართვაც ჩემს ძალებს აშკარად აღემატებოდა. სალფეთქი ნაგვის ყუთში ჩავაგდე, თითქოს მტკიცებულებას ვმალავდი და სახეზე ხელები ჩამოვისვი. შემეშინდა, ახლა მართლა შემეშინდა, მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ოთახში შევვარდი, გადავიცდი გარედან ტანსაცმელი, გასაღებს ხელი დავავლე და ახლო მდებარე კლინიკაში წავედი. სასწრაფოდ უნდა გამეგო რა ჯანდაბა მჭირდა და რა ხდებოდა ჩემს თავს.

ქუჩაში ნაბიჯებს ვერ ვითვლიდი, თითქოს ასფალტი ფეხქვეშ მეცლებოდა. გრილი ჰაერი, რომელსაც წესით გონს უნდა მოვეყვანე, ფილტვებში მინის ნამსხვრევებივით მერჭობოდა. კლინიკის მისაღებში ხალხმრავლობა და ნათურების მკვეთრი, თეთრი შუქი იმდენად მჭახე აღმოჩნდა რომ თვალები ამეწვა, საფეთქლებში კი ის ყრუ ბრახუნი ნამდვილ განგაშის ზარად იქცა. რიგის ნომერი მუჭში ისე მქონდა მოკუმული, თითქოს ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა ეგ ფურცელი ყოფილიყო. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი იქ, ცივ სკამზე, მოგონებებისა და შიშის პირისპირ, მაგრამ როცა ექიმის კაბინეტიდან ჩემი სახელი გაისმა, ისე შევხტი, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო.

ექიმი შუახნის, თბილი თვალების მქონე ქალი, ყურადღებით მისმენდა. ვუყვებოდი ორკვირიან გაციებაზე, სიცხეებზე, მოთენთილობაზე... და ბოლოს, ხმის კანკალით, ის წითელი სალფეთქიც ვუხსენე. მისი გამომეტყველება წამში შეიცვალა. ის მეგობრული, დამამშვიდებელი ღიმილი სახიდან გაუქრა და მის ადგილას პროფესიული, მკაცრი კონცენტრაცია გაჩნდა.

- წამოდი ფილტვებზე მოგისმინო,- მითხრა მან, ფონენდოსკოპი აიღო და ზურგზე დამადო,- ღრმად ჩაისუნთქე... ამოისუნთქე... კიდევ.

რამდენჯერმე გამსინჯა, მერე კი წარბები შეჭმუხნა და თავისივე მაგიდასთან დაბრუნდა.

- იცი რა, მაშო? ფილტვებში განსაკუთრებული არაფერი ისმის, სუფთაა. სისხლის წვეთები კი, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია რომ ხველისგან ყელი გაქვს საშინლად გაღიზიანებული და რომელიმე წვრილი კაპილარი გასკდა,- ამიხსნა მშვიდად, თუმცა მის ხმაში მაინც იგრძნობოდა პროფესიული ინტერესი,- მაგრამ ასე უმიზეზოდ ხველა ორ კვირას არ უნდა გრძელდებოდეს, მით უმეტეს, თუ წამლები არ გშველის. საინტერესოა, საიდან მოდის ეს რეაქცია. მოდი, ზუსტი მიზეზი რომ გავიგოთ, დღესვე ფილტვების რენტგენი გადავიღოთ და სისხლის ანალიზებიც ჩავაბაროთ, კარგი?

- კარგი,- თავი დავუქნიე და წამოვდექი. ინტერესი ჩემშიც გაორმაგდა. მართლა მაინტერესებდა, რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს ორგანიზმში და რატომ არ მებრძოდა ეს გაციება. ანალიზების ჩაბარებას და რენტგენის გადაღებას თითქმის ერთი საათი დასჭირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში დერეფნის ცივ სკამზე ვიჯექი, ზურგით კედელს მიყრდნობილი და ტელეფონს დავყურებდი. ეკრანზე ილიას და ლუკას საერთო ფოტო მქონდა გახსნილი, რომელიც შარშან, ზაფხულში გადავიღეთ. ილია ისეთი ბედნიერი იღიმებოდა... მკერდში ისევ ის ნაცნობი, მწარე სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ ამჯერად ყელში ხველის ნაცვლად რაღაც უცნაური, თბილი და მშრალი ღუტუნი ვიგრძენი. თითქოს... თითქოს ყელში რაღაც ნაზი შემეხო შიგნიდან.

"რა უცნაურია..."- გავიფიქრე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე რომ ეს შეგრძნება გამექრო.

- მაშო კიკნაძე. მობრძანდით, პასუხები მზადაა,- გამომძახა ექიმის ასისტენტმა.
ფეხზე წამოვდექი, ჰუდის სახელოები მუჭებში მოვიქციე და კაბინეტისკენ ნელი ნაბიჯით წავედი. შიგნით შესულს, ექიმი კომპიუტერის ეკრანზე ჩემს რენტგენის სურათს ათვალიერებდა. სახეზე სრული გაკვირვება ეწერა, თითქოს რაღაც ისეთს ხედავდა, რასაც საერთოდ არ ელოდა.

- დაჯექი მაშო,- მითხრა ისე რომ მონიტორისთვის თვალი არ მოუშორებია. ნელა ჩამოვჯექი სკამზე. ხელები მუხლებზე დავიწყვე რომ ჩემი შინაგანი მღელვარება არ შეემჩნია. მართლა საოცრად მაინტერესებდა, რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს ფილტვებში და რატომ იქცეოდა ჩემი ორგანიზმი ასე უცნაურად ბოლო ორი კვირაა,- ანალიზები აბსოლუტურად ნორმალურია, არანაირი სერიოზული ანთებითი პროცესი არ ჩანს.

დაიწყო მან, როგორც იქნა, თავი ასწია და სათვალე მოიხსნა.

- და აი, რენტგენის სურათიც... ფილტვები სუფთაა. არანაირი ბრონქიტი, არანაირი ანთება.

- აბა... ეს ხველა საიდან მოდის?- წარბები შევჭმუხნე, აშკარად დაბნეულმა,- წამლებს ვსვამ, სიცხის დამწევებსაც და საერთოდ არაფერი მოქმედებს.

- აი, ეგ არის ყველაზე საინტერესო,- ექიმი სკამზე უკან გადაწვა, კალმით მაგიდაზე რიტმულად დააკაკუნა და დამაკვირდა,- ფიზიკურად, შენი სასუნთქი გზები ჯანმრთელია, მაგრამ ხველა, თანაც ასეთი ხანგრძლივი და მწვავე, უმიზეზოდ არ ჩნდება. ხანდახან, როცა პრეპარატები საერთოდ არ მუშაობს, მიზეზი სრულიად სხვაგანაა ხოლმე. მაგალითად, ნერვულ ნიადაგზე ან რაღაც ძლიერი, ფარული ალერგიული რეაქციის გამო.

- ნერვულ ნიადაგზე?- ჩუმად გავიმეორე მისი სიტყვები და უნებურად ისევ ილია გამახსენდა. ის ქაოსი, რაც ბოლო დროს ჩემს გონებაში ტრიალებდა, მართლაც ყველანაირ ზღვარს სცდებოდა.

- ჰო, ფსიქოსომატიკამ ბევრი უცნაური სიმპტომი იცის,- თავი დამიქნია ექიმმა და რეცეპტის ფურცელი გამომიწოდა,- მოდი ასე ვქნათ. ამ ძველ წამლებს ყველაფერს თავი დაანებე, აზრი არ აქვს. ახლა მხოლოდ მსუბუქ დამამშვიდებელს და ალერგიის საწინააღმდეგო სიროფს გამოგიწერ. დააკვირდი რამდენიმე დღე. თუ მაინც არაფერი შეიცვალა, მერე სხვა სპეციალისტებთან მოგვიწევს კონსულტაცია რომ მიზეზს ბოლომდე მივაგნოთ.

- კარგი, მადლობა,- ფურცელი გამოვართვი, ჩანთაში ჩავიდე და კაბინეტიდან გამოვედი. კლინიკიდან რომ გამოვედი, საღამოს გრილმა ნიავმა მაშინვე სახეში შემომბერა. თითქოს უნდა დავმშვიდებულიყავი, რომ ფილტვებში არაფერი მქონდა, მაგრამ შინაგანი შფოთვა მაინც არ მიშვებდა.

"ნერვულ ნიადაგზეო..."- ვფიქრობდი ჩემთვის და ნაბიჯს ავუჩქარე. ნუთუ მართლა ასე ძლიერად მოქმედებდა ჩემზე ილიას სიახლოვე და ეს დამალული გრძნობები რომ სხეულმა უკვე ფიზიკურად დაიწყო პროტესტის გამოხატვა?

სახლამდე ისე მივედი, ვერც კი გავიგე. გონებაში კვლავ ექოდ მიტრიალებდა ექიმის სიტყვები, თითქოს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ჩემივე ფეხის ხმა კი არა, ის უცნაური დიაგნოზი ჩამესმოდა. ჩემი კორპუსის ეზოში შევუხვიე თუ არა, იქვე, ხის ძირში გაჩერებული შავი მანქანა დავინახე. გულმა მაშინვე უცნაური რიტმით დაიწყო ფეთქვა. მანქანის კარი გაიღო და იქიდან ილია გადმოვიდა. ჰუდის კაპიუშონი თავზე წამოეფარებინა, მაგრამ მისი მზერა, ჩემკენ მომართული, წამში ვიცანი. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ.

- მაშო, სად იყავი?- მკითხა მაშინვე, როგორც კი მომიახლოვდა. მის ხმაში ჩვეული ხუმრობისა და ირონიის ნასახიც კი არ იყო, მხოლოდ სერიოზული, გაუგებარი სიმკაცრე და შეშფოთება იგრძნობოდა.

- გარეთ ვიყავი, ჰაერზე...- ვიცრუე და ჩანთის სახელურს ხელები უფრო მჭიდროდ მოვუჭირე, რომ არ შემჩნეოდა, როგორ მიკანკალებდა თითები,- შენ აქ რას აკეთებ? ლუკამ მითხრა, საგურამოში ადისო.

- თაზომ მითხრა რომ დაურეკე და უთხარი, კარგად არ ვარო,- ილიამ ნაბიჯი გადმოდგა, ჩემ წინ აისვეტა,- მაშო, საერთოდ არ მომწონს, როგორც ხარ ბოლო დროს. თავს გვარიდებ, ზარებს ძლივს პასუხობ. საგურამოშიც იმიტომ წამოხვედი რომ ძალით წამოგიყვანე. რა გჭირს? სიმართლე მითხარი.

მისი ასეთი პირდაპირი, მზრუნველი შემოტევა ყველაზე მეტად მანიარაღებდა. მერჩივნა საერთოდ არ შეემჩნია ჩემი გაუჩინარება, ვიდრე ასე ეპოვა ჩემი სუსტი წერტილები და პირდაპირ გულში ჩაეხედა. ყელში ისევ ის ნაცნობი, მშრალი სიმშრალე ვიგრძენი, მაგრამ მთელი ძალით შევიკავე თავი რომ არ დამეხველა.

- არაფერიც არ მჭირს, ილია, ხომ გითხარით უკვე. უბრალო გაციებაა და ფიზიკურად ძალა არ მაქვს - მეთქი,- ვცადე ხმის გაკონტროლება, მაგრამ ვიგრძენი, როგორ გამეპარა მასში წყენა,- უბრალოდ, მინდა რომ მარტო ვიყო და გამოვკეთდე. რატომაა ეს ასეთი რთული გასაგები?

ილიამ ღრმად ამოიოხრა, სახეზე ხელი ჩამოისვა და მერე ისევ მე შემომხედა. ამჯერად მისი თვალებიდან მთელი სიმკაცრე გაქრა და მხოლოდ სუფთა, ნამდვილი ნერვიულობა დარჩა.

- იმიტომ რომ გიცნობ მაშო,- თქვა დაბალი, ჩურჩულთან მიახლოებული ხმით,- ვიცი როდის ხარ უბრალოდ გაციებული და როდის ხარ ასე ჩაკეტილი. ვნერვიულობ, გესმის? ჩემთვის სულერთი არ არის, რა გემართება.

ეს სიტყვები პირდაპირ ღია ჭრილობაზე მარილის მოყრასავით იყო. „ვნერვიულობო", მეუბნებოდა ადამიანი, რომლის გამოც, შესაძლოა, ჩემივე ორგანიზმი შიგნიდან მებრძოდა. ადამიანი, რომელიც სულ მალე სხვა გოგოსთვის საჩუქრის შერჩევაში დახმარებას მთხოვდა. მინდოდა მეყვირა, მინდოდა მეთქვა რომ ჩემი მთავარი დაავადება თავად იყო, მაგრამ მხოლოდ ტუჩზე ვიკბინე რომ ტირილი ამერიდებინა. შიგნიდან რაღაცამ მტკივნეულად გაიღვიძა. ორკვირიანმა ფიზიკურმა ტანჯვამ, ამ დამალულმა, აკრძალულმა გრძნობებმა და კლინიკიდან წამოღებულმა გაურკვევლობამ ჩემში ერთიანად იფეთქა. თავდაცვის ინსტინქტმა ყოველგვარ ლოგიკას სძლია და ვიგრძენი, როგორ შემეცვალა ხმა.

- მერე ვინ გთხოვა რომ ინერვიულო?!- თითქმის ვიყვირე. ჩემი ხმა ღამის სიჩუმეში უხეშად და მჭრელად გაისმა,- ვინ გთხოვა ილია, ჩემს კორპუსთან დარაჯობა და ჩემი გაკონტროლება? პატარა ბავშვი არ ვარ და არც შენი მზრუნველობა მჭირდება, ამით მე ვერ დამეხმარები!

ილია წამით ადგილზე გაშეშდა, თითქოს ჩემგან ასეთ მწვავე დარტყმას საერთოდ არ ელოდაო. მისი თვალები გაფართოვდა, მერე კი ნელ - ნელა შეიცვალა, სიბრაზემ და წყენამ წამებში გადაფარა მთელი ის სითბო, რაც ცოტა ხნის წინ სახეზე ეწერა.

- რა გემართება, საერთოდ რა გჭირს?- ხმას აუწია მანაც, ნაბიჯი გადმოდგა და უფრო მჭიდროდ მომიახლოვდა, თითქოს ჩემი კედლის გარღვევას ცდილობდა,- გაკონტროლებ? მე უბრალოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი მინდა ვნახო, რომელიც ათი დღეა ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდე! რა დაგიშავე, მაშო? მითხარი, რა დავაშავე ასეთი რომ ზედაც არ მიყურებ და ახლა სახეში მიყვირი?

- არაფერი არ დაგიშავებია!- მკერდი აფორიაქებით მიფეთქავდა, თვალებში სიმწრის ცრემლები მომადგა, მაგრამ მთელი ძალით ვიკავებდი რომ მისი თანდასწრებით არ მეტირა,- უბრალოდ, ცოტახნით თავი დამანებე, გთხოვ. ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი პრობლემები და ამ ყველაფრით ვერ დამეხმარები. წადი საგურამოში, ბავშვებთან ერთად გაერთე, ნანის საჩუქარი შეურჩიე, შენი ცხოვრება ააწყვე და მე ჩემსას მივხედავ!

სიტყვა ნანი ისე გადმომცდა პირიდან, როგორც იარაღიდან ნასროლი ტყვია. როგორც კი ვთქვი, მაშინვე მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო. ილია ერთიანად გაფითრდა. ყბები დაეჭიმა, მზერა ისეთი მძიმე და მჭრელი გაუხდა რომ წამით შემეშინდა კიდეც. ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და მუჭები შეკრა.

- ანუ... ამის ბრალია?- თქვა ჩურჩულით, მაგრამ ეს ჩურჩული ყვირილზე საშიში იყო,- ნანის გამო მექცევი ასე? იმიტომ მლანძღავ და მიყვირი რომ დახმარება გთხოვე? მაშო, მე შენ გენდობოდი... მეგონა ვისი, ვისი და შენი იმედი მაინც შემეძლო მქონოდა, შენ კი... უბრალოდ გშურს ჩემი? თუ ასე გეზარება ჩემი ბედნიერება?

ამ სიტყვებმა გული ნაფლეთებად მიქცია. გშურს ჩემი ბედნიერებაო... ღმერთო, ნეტავ სცოდნოდა რომ ჩემი ერთადერთი ბედნიერება თავად იყო. ნეტავ სცოდნოდა, რა საშინელ ჯოჯოხეთს გავდიოდი მის გვერდით ყოველი ნაბიჯის გადადგმისას.

- საერთოდ არაფერი არ გესმის...- ჩემმა ხმამ უცებ ძალა დაკარგა, ჩაწყდა და ყელში ისევ ის ნაცნობი, მახრჩობელა სპაზმი ვიგრძენი. ხველა იმდენად მოულოდნელად და ძლიერად წამოვიდა რომ ვეღარ შევიკავე. სახეზე ხელები ავიფარე და ორად მოვიკეცე. მკერდი მეწვოდა, ფილტვებიდან ჰაერი მთლიანად გამომეცალა და ვიგრძენი, როგორ გამომელია ფეხებიდან ძალა. კინაღამ ასფალტზე დავეცი, მაგრამ იმავე წამს ორმა ძლიერმა, ნაცნობმა ხელმა მხრებში მტკიცედ ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა.
მთელი ჩემი სიბრაზე და სიამაყე წამში გაქრა. ილიამ თავის მკერდზე მიმიკრა, ცალი ხელი ზურგზე მომხვია და ნაზად მიტყაპუნებდა, მეორე ხელით კი თმებზე მეფერებოდა.

- ჩშშ... დამშვიდდი... დამშვიდდი, მაშო,- მისი ხმა სრულიად შეცვლილიყო. მთელი სიბრაზე გამქრალიყო და მის ადგილას მხოლოდ შეშინებული, კანკალამდე მისული მზრუნველობა დარჩენილიყო,- ისუნთქე, გთხოვ, ისუნთქე... ბოდიში, ჩემი ბრალია, არ უნდა მეთქვა. აი ასე, ნელა ჩაისუნთქე.

მის მკერდს ვეყრდნობოდი, მისი სუნამოს ნაცნობი, თბილი სურნელი ფილტვებს მივსებდა და ნელ - ნელა ხველამაც გადამიარა. მხოლოდ ჩემი გულისცემა ისმოდა, რომელიც მისას ებჯინებოდა. რამდენიმე წუთი ასე, აბსოლუტურ სიჩუმეში ვიდექით, ღამის ნათურის შუქზე. არ მინდოდა ამ ჩახუტების დასრულება, ვიცოდი რომ ეს ჩემი ერთადერთი თავშესაფარი იყო ამ მტრულ სამყაროში. ნელა დამიშვა ხელები, მაგრამ არ გავუშვივარ. ოდნავ უკან დაიწია, ჩემი სახე თავის დიდ ხელებში მოიქცია და იძულებული გამხადა, მის თვალებში ჩამეხედა. მისი თითები ჩემს ლოყებზე საოცრად თბილი იყო.

- მაპატიე,- თქვა დაბალი, სუფთა ხმით და ცერა თითით თვალის კუთხიდან ჩამომდგარი ცრემლი მომწმინდა,- უბრალოდ, მართლა ძალიან შემეშინდა რომ დაგინახე, როგორ დნები და ქრები ჩემ თვალწინ. არ მინდა რომ ერთმანეთს ვეჩხუბოთ.

მისი ყოველი სიტყვა სულში მალამოდ მედებოდა, თუმცა ამავდროულად ჩემს განაჩენსაც უფრო მკაფიოს ხდიდა. თავი ოდნავ დავუქნიე, ძალა მოვიკრიბე და სუსტად გავუღიმე.

- მეც მაპატიე... უბრალოდ, მართლა საშინლად დავიღალე ამ ყველაფრისგან,- ჩავჩურჩულე და ხელები მის ხელებზე დავადე.

- ვიცი, ვიცი,- ამოიოხრა და ზურგზე ხელი დამისვა,- აღარ შეგაწუხებ, გამოჯანმრთელდი ბოლომდე, თუ რამე დაგჭირდეს აქ ვარ, დამირეკე.

- მადლობა,- ხმადაბლა ამოვთქვი და სადარბაზოსკენ დავიძარი. აღარ დამიცდია მისთვის როდის წავიდოდა. სახლამდე ძლივს ავაღწიე. უკვე ჩამობნელებულიყო, კლინიკამ ლამის მთელი დღე წამართვა. ვიჯექი დივანზე და ვათვალიერებდი სამეგობროს ძველ ვიდეოებს. როგორ ვერთობოდით, როგორ ყველგან დავდიოდით, სულ რაღაც სამი - ოთხი წლის წინანდელი ვიდეოები იყო, თუმცა ამ მოკლე დროში ზედმეტად სწრაფად გავიაზრდეთ, ისე რომ ვეღარ ვახერხებთ კვირაში სამჯერ შეხვედრას, ვერც ქალაქგარეთ გასვლას, იმიტომ რომ თავისუფალი დრო ვერ დავამთხვიეთ, თუ ვიკრიბებით კიდევ, ვიღაც აუცილებლად გვაკლია.

იმ ვიდეოს ვუყირებდით, სადაც რაჭაში ვიყავით და რეზი როგორ ცდილობდა გაუხედნავ ცხენზე შეჯდომას, თუმცა არ გამოუვიდა და ლამის ხელი მოიტეხა. სიცილი ამიტყდა, თუმცა დასრულებული არ მქონდა რომ ვგრძნობდი, სადღაც მკერდში, რაღაც როგორ მტკიოდა. როგორ ამეხსნა ის გრძნობა, რომლის სახელიც მე თავად არ ვიცოდი, რომ არც მეგობრები ვიყავით ბოლომდე, რომ არც შეყვარებულები, რომ საკუთარი თავით თამაშის უფლებას ვაძლევდი მას, ვინც ასე გამანადგირა. მე ვიყავი დამნაშავე რომ ასე შევტოპე და სხვისთვის რა პასუხი უნდა მომეთხოვა? მე ვიყავი ის, ვინც მისი დანახვისას ადგილზე დნებოდა, ავიწყდებოდა ყველაფერი და მისი ერთი გამოხედვაც კი საკმარისი იყო რომ მთელ დღეს ბედნიერს მევლო.

სად დავუშვი შეცდომა, სად გაირღვა ჩემს მიერ აშენებული კედლები, რომ ამ მკვლელმა გრძნობებმა შეძლო შემოღწევა და მაშინ, როცა ვამტკიცებდი რომ ყველაზე ძლიერი ვიყავი, თურმე ყველაზე სუსტი ვყოფილვარ? ყველა მხრიდან ვცდილობდი ნაკუწებად ქცეული საკუთარი გრძნობები და თავი შემეგროვებინა, თუმცა უშედეგოდ, საიდანღაც მაინც გამეორდებოდა და მერე ისევ ხელახლა ვიწყებდი საკუთარი თავის შენებას. სასაცილოა, არა? ოცდა შვიდი წლის მაშო კიკნაძეს აღარ შეუძლია საკუთარი თავის ზიდვა, იმიტომ რომ გრძნობები ამძიმებენ.

ჩემმა ხველებამ ისევ შემახსენა თავი. საათს რომ გავხედე უკვე შუაღამის ორი ყოფილიყო. ისე ავცდი ყველაფერს, ისე ავცდი ცხოვრებას რომ დავკარგე დღე - ღამის აღქმის უნარი. დავკარგე საკუთარი თავი, ცხოვრება და ყველაფერი, რაც გამაჩნდა. საპირფარეშომდე ვეღარც მივაღწიე. ვიგრძენი ხელებში ისევ წითელი სითხე და კიდევ რაღაც, რაღაც წითელი იყო ჩემს თითებს შორის. ძალა რომ დავკარგე და ხელი იატაკზე დამივარდა დავინახე, როგორ გადასრიალდა ყვავილის ფოთლები.

ბნელ, ცივ ლამინატზე, სისხლის წვეთებს შორის, ორი თუ სამი ალისფერი, ნაზი ფურცელი ეგდო. იატაკზე ვიჯექი, ზურგით საწოლის კიდეს მიყრდნობილი და თვალს არ ვაცილებდი ამ სურათს. გონება წამში აბსოლუტურმა სიცარიელემ მოიცვა. შიშმა ისე შემიკრა სუნთქვა რომ ყვირილიც კი ვერ მოვახერხე.

- ეს რა არის?- ჩურჩულით აღმომხდა და საკუთარი ხმა საერთოდ ვერ ვიცანი. მიწაზე დაგდებულ ქაღალდის ხელსახოცს დავხედე, მერე ჩემს დასვრილ თითებს. ეს შეუძლებელი იყო. აბსურდი იყო. საიდან? როგორ? ჩემს სახლში არსად არ იდო ყვავილები, მით უმეტეს - ცოცხალი, ნამიანი კამელიის ფურცლები. ნუთუ ოთახში ფანჯრიდან შემოფრინდა? არა, ფანჯარა მჭიდროდ მქონდა დაკეტილი. ნუთუ ტანსაცმელზე მქონდა მიკრული, წამოყოლილი და ახლა ჩამომივარდა? არსად არაფერი იყო მხოლოდ ამ ორი ფურცლის გარდა...

აკანკალებული ხელი წინ წავედი. თითის წვერები საშინლად მიკანკალებდა, როცა ერთ - ერთ წითელ ფურცელს შევეხე. ცივი იყო. ნამდვილი, ცოცხალი მცენარის ფაქიზი სტრუქტურა ჰქონდა და უცებ, ისევ ის გაუგებარი, ნაზი სიმშრალე ვიგრძენი ყელის სიღრმეში. თითქოს რაღაც უცხო სხეული მებჯინებოდა სასულეში. შიშის ახალმა ტალღამ თავიდან ფეხებამდე დამიარა. საზარელმა, ირაციონალურმა ფიქრმა გამიელვა თავში, რომლის დაჯერებაც კი სიგიჟედ მეჩვენებოდა. ეს ყველაფერი ჩემი ორგანიზმიდან ამოვიდა? ამას ვერ დავიჯერებდი, რა სისულელეა.

- არა, არა, ჭკუიდან ვიშლები. ეს უბრალოდ ჰალუცინაციაა. სიცხის ბრალია, ექიმმა ხომ თქვა, ფსიქოსომატიკაო!- სასოწარკვეთილი ვუმეორებდი საკუთარ თავს და თვალებზე ხელები მაგრად ავიფარე რომ ეს კოშმარი დასრულებულიყო. მეგონა თუ რამდენიმე წამს ასე დავყოფდი, თვალების გახელისას იატაკზე მხოლოდ ჩვეულებრივ სისხლს დავინახავდი, მაგრამ როცა ხელები ჩამოვწიე, წითელი ფურცლები ისევ იქ იდო, თითქოს ჩემს უსუსურობას და დაბნეულობას დასცინოდნენ. რეალობა ფეხქვეშ მეცლებოდა, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, რა ჯანდაბა მჭირდა. რა ხდებოდა ჩემს თავს და როგორ უნდა მეცხოვრა იმის შიშით რომ მომდევნო ხველა კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ამოიტანდა ჩემი სხეულიდან.

იმ ღამეს თვალი საერთოდ არ მომიხუჭავს. არც მეორე დღეს. იატაკზე, საწოლზე მიყრდნობილი ვიჯექი და ცივ ლამინატს მივჩერებოდი, სანამ ოთახში ნაცრისფერი, მკვდარი ალიონი არ შემოიპარა. დილის შუქზე ის წითელი ფურცლები კიდევ უფრო რეალური, საზარელი და უცხო ჩანდა. როგორც კი ძალა მოვიკრიბე, ნაჭერი ავიღე და იატაკი გააფთრებით დავწმინდე, თითქოს იმ რამდენიმე ყვავილის ფრაგმენტთან ერთად ჩემი გონებიდან ამ საშინელი ღამის მოგონებასაც ვშლიდი. ხელები მიკანკალებდა, გული კი ისე მძიმედ მიცემდა, თითქოს მკერდში დიდი, ცივი ლოდი ჩამიდგესო. საათმა ცხრა დაარეკა. მობილურის ეკრანი ისევ აინთო - ელენესგან რამდენიმე გამოტოვებული ზარი და მოკლე შეტყობინება მხვდებოდა. მასთან ერთად იყო მაკოსი და ილიას მესიჯები. ტელეფონი საწოლზე პირქვე დავაგდე. პირველად ცხოვრებაში, ილიას ხსენებაზე გულში სითბოს ნაცვლად პანიკამ დამიარა. ყელში ისევ ვიგრძენი ის უცნაური, უცხო ფხაჭნი, თითქოს იქ რაღაც ცოცხალი, ფესვგადგმული ორგანიზმი ნელ - ნელა იზრდებოდა და სუნთქვას მიკეტავდა.

"სამსახურში უნდა წავიდე,"- გავიფიქრე სასოწარკვეთილმა.

"სახლში თუ დავრჩები, ამ ფიქრებით საბოლოოდ გავგიჟდები."- სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავი ძლივს ვიცანი. თვალების უპეები ჩამშავებოდა, კანი კი ისეთი ფერმკრთალი მქონდა, თითქოს სისხლისგან დავცლილიყავი. ოფიციალური, სადა ტანსაცმელი გადავიცვი და ოფისისკენ წავედი.

სამსახურში, ჩემს სამუშაო მაგიდასთან მოვკალათდი. კომპიუტერის ეკრანს მივშტერებოდი, მაგრამ ციფრები და იმეილები ერთმანეთში მერეოდა. გოგონები გვერდითა მაგიდიდან რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ, ყავის აპარატის გუგუნი ისმოდა... მოკლედ ტიპური, გადატვირთული სამუშაო დღე იყო.

- მაშო, კარგად ხარ?- გადმომხედა თანამშრომელმა ნინომ,- ძალიან ფერმკრთალი ხარ, თვალები გივარდება.

- კარგად ვარ, უბრალოდ ვერ გამოვიძინე,- იძულებითი ღიმილით ჩავილაპარაკე და კლავიატურაზე თითების კაკუნი დავიწყე. ხმა ისევ ჩამწყდარი მქონდა. სწორედ ამ დროს ჩემი მაგიდის წინ ჩრდილი დაეცა. ავიხედე და ელენე დავინახე. ხელში საქაღალდე ეჭირა, თითქოს საქმეზე შემოიარაო, მაგრამ მისი მზერა წამში შეიცვალა, როგორც კი შემომხედა. ის მხიარული, ბედნიერი ელენე, რომელიც საგურამოში ლუკას მხარზე თავს ადებდა, სადღაც გამქრალიყო - ახლა მის თვალებში მხოლოდ სერიოზული, გადამეტებული მზრუნველობა იკითხებოდა. ჩემკენ გადმოიხარა, მაგიდას ორმხრივად დაეყრდნო. საოცრად ახლოს იყო.

- აქ რატომ ხარ?- მკითხა დაბალი, ჩურჩულით, თან ისე ახლოს მოიწია რომ მისი სუნთქვა ლოყაზე ვიგრძენი,- ბიულეტენი უნდა აგეღო და სახლში დარჩენილიყავი. ტელეფონს რატომ არ პასუხობდი?

- კარგად ვარ, ელე. უბრალოდ, სახლში ვერ გავჩერდი, საქმე ბევრი მაქვს,- ვუპასუხე და ვცადე, სკამით ოდნავ უკან გადავწეულიყავი რომ ეს დისტანცია შემენარჩუნებინა. წარბები შეკრა, აშკარად არ მოეწონა ჩემი ეს ცივი ჟესტი. ხელი ნელა წამოიღო და ჩემს შუბლზე დადო რომ სიცხე შეემოწმებინა. მისი თბილი ხელის შეხებამ მთელ ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა და სწორედ იმ წამს... იმ კონკრეტულ წამს, როცა მისი თითები ჩემს კანს შეეხო, ყელში ისეთი საშინელი, მჭრელი სპაზმი წამოვიდა რომ თვალებიდან ცრემლები წამსკდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ხველა. ეს იყო რაღაც დამანგრეველი, რაც შიგნიდან ყელს მიგლეჯდა.

- მაშო?- ელენეს ხმაში წამში აისახა შიში. პირიდან ხელები არ მომიცილებია. სკამიდან ისე წამოვხტი რომ კალამი იატაკზე დავარდა. საოფისე სივრციდან გიჟივით გამოვვარდი და გრძელ დერეფანში გავედი, სადაც ამ დროს არავინ იყო. კედელს მივეყრდენი, ორად მოვიკეცე და მთელი ძალით დავახველე. მეგონა, ფილტვები ნაფლეთებად მექცეოდა. პირიდან ხელები მოვიცილე და ჩემს ხელისგულებს დავხედე. ჩემი თითები სრულიად წითელი იყო და იქ, სისხლის სქელ მასაში, ალისფერი კამელიის კიდევ ორი, სრულიად ცოცხალი, ნამიანი ფურცელი იდო. ყურებში საშინელი წუილი ამიტყდა. შიშისგან გული მიჩერდებოდა. ეს არ იყო ჰალუცინაცია. ეს არ იყო სიცხის ბრალი. ეს ჩემი სხეულიდან ამოდიოდა, რეალური, მატერიალური ყვავილები... ეს უკვე არ იყო ნორმალური, ეს სიგიჟე იყო, ეს რაღაც არარეალური იყო. პირველ ჯერზე საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ მომეჩვენა, რომ საიდანღაც გამომყვა და ჩამომივარდა და ახლა? ეს რა ხდებოდა, ვერაფერი გამეგო.

- მაშო!- დერეფანში ელენეს ნაბიჯების ხმა გაისმა. ის ჩემკენ მორბოდა, ოფისის კარი ახლახან გამოეხურა და სახეზე სრული პანიკა ეწერა. საშინელმა შიშმა მომიცვა - თუ ის ჩემს ხელებს დაინახავდა, ყველაფერი დასრულდებოდა, ჩემი საიდუმლო გამჟღავნდებოდა. ხელები სასწრაფოდ შარვალზე მოვიწმინდე, ფურცლები მუჭში მოვაქციე და ზურგსუკან დავმალე, სანამ ის ჩემ წინ გაჩერდებოდა,- რა გჭირს?

- არაფერი, ახლა არ დაიწყო. გუშინ ვიყავი ექიმთან,- გავაჩერე ხელის აწევით,- ალერგიაა, როგორც მითხრეს და წამლებსაც ვსვამ.

- რა დაგემართა ასეთი კი მაგრამ,- ამოიოხრა და მომეხუტა,- როგორ დაიტანჯე.

- კარგად ვარ, მართლა. საპირფარეშოში გავალ,- ძლივს მივედი იქამდეც. კარი ზურგსუკან გადავკეტე და მაშინვე ცივ ფილას მივეყრდენი. ფეხები მიკანკალებდა, მეგონა, იატაკზე ჩავიკეცებოდი. ხელები, რომლებიც აქამდე ზურგსუკან მქონდა დამალული, ნელა მოვიტანე წინ და გავშალე. მუჭში მოქცეული ვარდის ფურცლები უკვე სრულიად დაჭ....ტილიყო, ჩემს სისხლთან ერთად ერთიანად აზელილიყო და ხელისგულზე მწარედ მეკვროდა. გულისრევის შეგრძნებამ კვლავ ამომასხა. სასწრაფოდ ნიჟარასთან მივვარდი, ონკანი ბოლომდე მოვუშვი და ხელების დაბანა დავიწყე.

ცივი წყლის ჭავლი ალისფერ სითხეს წამებში რეცხავდა, მაგრამ ის ფურცლები... ის წყეული ფურცლები ფაიფურის ზედაპირზე თითქოს ცოცხლად წებოვნებდნენ. მათზე ხელის შეხებაც კი მზარავდა. ონკანიდან მომდინარე წყალმა ისინი ნელ - ნელა მილისკენ გააცურა და გააქრო. სარკეში ჩავიხედე. ჩემს ანარეკლს ვუყურებდი და საკუთარი თავის მეშინოდა. ტუჩის კუთხეში სისხლის თხელი, გამშრალი ზოლი მქონდა დარჩენილი. ხელსახოცი დავასველე, სასწრაფოდ მოვიწმინდე და სახეზე ცივი წყალი რამდენჯერმე შევისხი. საკუთარ მაგიდას რომ დავუბრუნდი, კლავიატურაზე თითები მითამაშებდა. ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა რა მექნა, თუმცა ბოლოს მაინც ვცადე ჯერ ინტერნეტით გამეგო მსგავსი რაღაც რეალური იყო თუ არა. მონიტორის ეკრანს მივაშტერდი, გარშემო მიმოვიხედე რომ დარწმუნებულიყავი, ელენე ან სხვა ვინმე ჩემს ეკრანს არ უყურებდა. თითები საშინლად მიკანკალებდა, როცა საძიებო ველში სიტყვების აკრეფა დავიწყე. გუგლმა წამში ამომიგდო ათასობით ლინკი. გული გამეტებით მიცემდა. სათითაოდ დავიწყე სტატიების გახსნა. სამედიცინო ფორუმები, ბიოლოგიური კვლევები, ანომალიები... უმეტესობა პასუხებისა, რა თქმა უნდა, აბსურდულ შემთხვევებზე საუბრობდა - შემთხვევით გადაყლაპული თესლი, რომელიც ფილტვში მოხვდა და იქ აღმოცენდა, ან უბრალო პარაზიტული ინფექციები, მაგრამ ეს ჩემი შემთხვევა არ იყო. ჩემგან სუფთა, ნამიანი, ხელუხლებელი ალისფერი ფურცლები ამოდიოდა, თითქოს ჩემს მკერდში სათბური ყოფილიყო მოწყობილი.

ერთ - ერთ ლინკზე რომ გადავედი, აღწერამ წამით სუნთქვა შემიკრა.

"ჰანაჰაკი იაპონური წარმოშობის ურბანული მითია, იდუმალი სენი, რომელიც ადამიანს ცალმხრივი, უპასუხო სიყვარულის გამო ემართება. ამ დროს პაციენტის სასუნთქ გზებსა და ფილტვებში ყვავილების კოკრები იწყებენ ზრდას. ყოველი ფხაჭნი, ყოველი სპაზმი და ხველა სწორედ კანიდან ამოხეთქილი ფურცლების ბრალია, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან ფიტავენ. დაავადების მთავარი ანომალია იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყვავილებს ვერცერთი სამედიცინო აპარატი ვერ აფიქსირებს და ვერც გარშემომყოფები ხედავენ - მათთვის ეს უბრალო, აუხსნელი ხველაა. ყვავილები უხილავია ყველასთვის, გარდა თავად იმ ადამიანისა, ვინც მას ახველებს.

ამასთანავე არსებობს მხოლოდ ერთი გზა ამ მისტიკური ფარდის ასახდელად და გადასარჩენად. თუ გრძნობის ობიექტს - იმ მეორე ადამიანს - დაავადებულის მიმართ ნამდვილი, ორმხრივი სიყვარული გაუჩნდება, ყვავილები ნელ - ნელა გაქრება. ეს არის გულების იდუმალი თანხვედრისა და განკურნების ერთადერთი ნიშანი, რის შემდეგაც სენი სამუდამოდ ქრება. სხვა შემთხვევაში... ყვავილები ადამიანს სუნთქვას საბოლოოდ უკეტავენ."

ეკრანს თვალი მოვაშორე. სიცივემ დამიარა საფეთქლებიდან ფეხის თითებამდე.

"ეს შეუძლებელია,"- გავიფიქრე თავზარდაცემულმა.

"ეს უბრალოდ გამოგონილი ამბავია. ფანტასტიკაა."- მაგრამ რაც უფრო მეტად ვუმტკიცებდი საკუთარ თავს რომ ეს ბოდვა იყო, მით უფრო ნათლად მახსენდებოდა ყოველი დეტალი. როგორ მეწყებოდა ხველა ყოველ ჯერზე, როცა ილია მეხებოდა, როცა ნანის ახსენებდა, როცა მისი სიახლოვე ჩემს აშენებულ კედლებს ანგრევდა. ჩემი სხეული არ ცრუობდა. აი, რატომ იყო რომ ნიჟარაში ჩავარდნილი ფურცელი წამში გაქრა და კლინიკის რენტგენზეც არაფერი გამოჩნდა. აი, რატომ იყო რომ ელენემ ჩემს ხელისგულებზე მხოლოდ სისხლი დაინახა და ვერაფერი სხვა. ის ვერ ხედავდა ჩემს ალისფერ კამელიებს. მათ მხოლოდ მე ვხედავდი - ჩემი განაჩენიც და ჩემი მკვლელი გრძნობებიც მხოლოდ ჩემი თვალებისთვის იყო განკუთვნილი. საშინელმა რეალობამ მთელი ძალით დამარტყა. ეს ნიშნავდა რომ სანამ ილია სხვა გოგოზე ფიქრობდა, სანამ ჩემში მხოლოდ საუკეთესო მეგობარს ხედავდა, მე ამ ყვავილებს მარტო, ჩუმად უნდა შევეჭამე. ის ვერასდროს დაინახავდა ჩემს ტკივილს, ვერასდროს შეამჩნევდა ჩემს ხელისგულზე აყვავებულ ვარდებს, სანამ მისი გული ჩემკენ სრულიად, მთელი არსებით არ შემოტრიალდებოდა. მონიტორს ხელი ვკარი და ოდნავ უკან გამოვწიე სკამი. ოცდაშვიდი წლის ასაკში, როცა მეგონა რომ რეალურ, პრაგმატულ სამყაროში ვცხოვრობდი, აღმოვჩნდი საზარელი, იაპონური მითის ტყვე, სადაც ჩემი გადარჩენა მხოლოდ ილიას სიყვარულზე იყო დამოკიდებული.

- მაშო, ყავა გინდა?- ჩემს ზურგს უკან ელენეს ხმამ გაჟღერდა და ისე შევხტი, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო. სასწრაფოდ დავაჭირე ხელი კლავიატურას და ინტერნეტის ბრაუზერი ჩავკეცე. ეკრანზე ისევ ექსელის ცივი, უსულო ცხრილები აციმციმდა.

- არა ელე, მადლობა...- ჩავჩურჩულე და ვცადე, ხმაში სიმშრალე დამემალა.

- დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ?- ელენე გვერდიდან მომიახლოვდა, მაგიდის კიდეს ჩამოეყრდნო და ყავის ჭიქა დადგა. მისი მზერა ზედმეტად გამჭოლი იყო,- ისეთი შეშინებული თვალები გაქვს, თითქოს აჩრდილი დაინახეო. სხვა სამყაროში ხარ. ხომ არ გინდა, უფროსს ვუთხრათ და სახლში გაგიშვას?

- არა, მართლა არ არის საჭირო,- ძალდატანებით გავუღიმე,- უბრალოდ... ეს ალერგია მფიტავს. წამლები მათრგუნავს და ალბათ ამიტომ ვარ ასე.

ელენემ ამოიოხრა, აშკარად ბოლომდე არ დამიჯერა, მაგრამ აღარ ჩამეძია. თავის მაგიდას დაუბრუნდა. მე კი ისევ მარტო დავრჩი ჩემს კოშმართან. თვალები დავხუჭე და ყელზე ხელი მივიდე. ახლა, როცა უკვე ვიცოდი ამ ყველაფრის სახელი, თითქოს ფიზიკურადაც ვგრძნობდი, როგორ ისხამდა ფესვებს ჩემს სხეულში ილიას მიმართ არსებული გრძნობა. ყოველი ფიქრი მასზე, ყოველი მოგონება მის ღიმილზე, მის ხმაზე - ამ იდუმალი მცენარისთვის საუკეთესო სასუქი იყო. საშინელი ირონია იყო. ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა ის იყო რომ ილიას შევყვარებოდი. ილიას, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ ჩემს კორპუსთან იდგა და ჩემს გამო ნერვიულობდა, მაგრამ როგორც მეგობარზე. როგორ უნდა ამეხსნა მისთვის რომ მისი მეგობრული ზრუნვა კი არ მაშუშებდა, არამედ მალე მომკლავდა? როგორ უნდა მეთქვა რომ თუ ჩემს მიმართ სხვა გრძნობა არ გაუჩნდებოდა, ის ყვავილები, რომლებსაც მხოლოდ მე ვხედავდი, საბოლოოდ დამიხშობდნენ სასულეს?

კომპიუტერის ქვედა კუთხეში საათს შევხედე. სამუშაო დღის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა. უნდა მეფიქრა, როგორ მოვქცეულიყავი. როგორ უნდა მეცხოვრა ამიერიდან იმის ცოდნით რომ საკუთარ მკერდში ცოცხალ განაჩენს ვატარებდი?

თითქოს თავისუფალი ვიყავი, თითქოს არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, თითქოს შემეძლო ავმდგარიყავი და წავსულიყავი, თუმცა ახლა რომ ეს აღმოვაჩინე, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დატენილ ბომბს ვატარებ საკუთარი სხეულით. მეშინია ვინმესთან მისვლა, მეშინია, რადგან შეიძლება ავფეთქდე და თან გავიყოლო ყველა. ლაპარაკი გინდოდეს, მაგრამ იმდენად მტკივნეულ რაღაცას ამბობდე რომ სხვაც არ გინდა ჩაითრიო ამ ამბავში, ეს ყველაზე რთული რამაა. რა უნდა ვუთხრა მეგობრებს, ელენეს? ჩემს ელენიკოს როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი? რა უნდა ვუთხრა რომ ჩვენი საერთო მეგობრის ცალმხრივი სიყვარული მკლავს? ეს ხომ სიგიჟეა? ვის არ ჰყვარებია? ვის არ გასჩენია გრძნობები?

მე რატომ ვიტანჯებოდი ასე ძალიან? რატომ იყო რომ ჩემივე გონება და სხეული მეწინააღმდეგებოდა და ხმას ვერ ვიღებდი? რატომ იყო რომ ჩემი სიამაყე, სინდისი და ნამუსი არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ ყველაფერი მეთქვა? იქნებ იმიტომ რომ ეგ ალბათ უკანასკნელი იქნებოდა, როცა ილიას ვნახავდი? მეშინოდა რომ წავიდოდა, მეშინოდა რომ ჩემი გრძნობები იქნებოდა ჩვენი სამეგობროს დაშლის მიზეზი. თუმცა ამ შიშში ისე მოხდა რომ მას სხვა შეუყვარდა, სხვას ჰკოცნიდა, სხვას ეფერებოდა და მე შორიდან ვუყურებდი. სხვამ გააკეთა ის, რაც ერთ დროს მე უნდა მექნა.

ოჰ, როგორი რთულია გიყვარდეს ვიღაც უპირობოდ და თან შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნებაც. თუმცაღა რაღა იყო სათქმელი, მე ვერც მისი სიყვარული შევინარჩუნე და საკუთარი თავიც დავკარგე. უყურებდე ადამიანს და მისი გესმოდეს, ეს ყველაზე დიდი ნიჭია. მაგრამ უყურებდე ადამიანს და ვერ ხედავდე მასში როგორ კვდება ყველაფერი, ეს უკვე იმ ადამიანის ნიჭია, ვინც ამას აკეთებს. ეს უკვე რაღაც სხვა, უფრო მაღალი კლასის მსახიობობაა, რადგან როგორ შეიძლება ერთიანად საკუთარი თავიც მოატყუო და შენ გარშემო არსებული ხალხიც? და თანაც ამდენი წელი.

თუმცა კარგ მსახიობს ბოლოს აჯილდოვებენ და აქებენ, ჩემი ჯილდო კი ის ტკივილია რომ ვუყურო საყვარელ ადამიანს და გულში ვფიქრობდე თუ რა იქნებოდა რომ... მაგრამ არც იქნებოდა... რადგან ალბათ ღმერთს არ სდომებია საკმარისი სიმამაცე მოეცა ჩემთვის, რომ გადამედო ყველაფერი უკან და ჯერ საკუთარ თავზე მეფიქრა და შემდეგ სხვებზე.

და ბოლოს გულწრფელი ვიყო?

რაც უფრო მეტად ვაჯერებდი საკუთარ თავს ყველაფერს, მით უფრო მეტად ვხვდებოდი როგორ ძალიან კარგი ვიყავი ტყუილში.

* * *

- მაშო,- მომესმა გზის მეორე მხრიდან ელენეს ხმა,- მოიცადე.

- ნუ მორბიხარ, გელოდები,- გამეცინა მის სახეზე. ლოყები ასწითლებოდა, ძლივს ითქვამდა სულს,- რა ხდება?

- საით?

- სახლში, ახლა გამოვედი ოფისიდან.

- მეც წამოვალ, სალაპარაკო მაქვს,- გამომდო ხელკავი და ერთად გავუყევით ჩემი სახლის გზას,- ეს ბოლო კვირაა არსად არ გამოსულხარ. ყველას ვუთხარი რომ მოეცადათ გაგივლიდა და მერე თავზე დავიმხობდით ყველაფერს, მაგრამ...

- რა მოხდა?- ნაბიჯებს შევუნელე. სახეზევე ეწერა ყველაფერი.

- ილიამ სცადა ნანისთან შერიგება, იცი ხო ეგ ამბავი?- წარბები ამიწია.

- ვიცი კი, დახმარება მთხოვა, მაგრამ ვერ შევძელი,- ავიჩეჩე მხრები, სულ არ მახარებდა იმ დღის გახსენევა.

- ჰო და დაშორდნენ, პრინციპში რაღა დაშორებაა, ვერვ მოასწრეს ერთად ყოფნა ისე დაიშალნენ,- ყბა ჩამომივარდა, ილიას უყვარდა ნანიკო ძალიან. თან არც ვიცოდი ეს ამბავი.

- რა მოხდა?

- ნანიკო ადგა და ესპანეთში წავიდა ილიასთან საუბრიდან მეორე დღეს, თანაც სამუდამოდ.

- რას ამბობ...- ნამდვილად შოკირებული ვიყავი. ენა ჩამივარდა. ელენეს სიტყვებმა თავში ყველაფერი ამირია. ილიამ და ნანიმ ვერ მოასწრეს შერიგება? ნანიკო ესპანეთში წავიდა, თანაც სამუდამოდ? ღმერთო ჩემო... ჩემს გონებაში ქაოსი დატრიალდა. ერთი მხრივ, ჩემს ეგოისტურ, შეყვარებულ გულში რაღაც უცნაურმა, აკრძალულმა იმედის სხივმა გაიელვა, მაგრამ მეორე მხრივ, შიშმა უფრო მძლავრად შემიპყრო. მე ხომ ვიცოდი, როგორ უყვარდა ილიას ის. ვიცოდი, როგორ განიცდიდა მასთან დაშორებას და ახლა... ახლა ის სრულიად განადგურებული იქნებოდა.

- ჰო, აი ასე,- ამოიოხრა ელენემ და თავისი ჭიქიდან ყავა მოსვა,- გუშინ ლუკამ მითხრა. ილია საერთოდ არ იმჩნევს, გიჟივით მუშაობს, მაგრამ შიგნიდან ალბათ ყველაფერი ცუდად აქვს. რა ვიცი, გითხრა შენ რამე?

- არა, ბოლოს რომ ველაპარაკე ვეჩხუბე,- ელენეს ყოველი სიტყვა გულზე მახათივით მერჭობოდა. მაშინ… მაშინ ილია ჩემთან მოვიდა, იმიტომ რომ მარტო იყო, იმიტომ რომ სტკიოდა, მე კი ჩემი აფეთქებული ემოციებით ის უხეშად გავაგდე. უცებ ყელის არეში ისევ ნაცნობი, მჭრელი ჩხვლეტა ვიგრძენი. ოღონდ ახლა არა... გავიფიქრე სასოწარკვეთილმა და პირიდან ჰაერი ნელა გამოვუშვი რომ ხველა შემეკავებინა. ინტერნეტში წაკითხული სიტყვები ამეტირტივა გონებაში.

„დაავადება, რომელიც ცალმხრივი სიყვარულის გამო ემართებათ..."*ნანის წასვლა ნიშნავდა რომ ილია თავისუფალი იყო, მაგრამ ნიშნავდა ეს იმას რომ მისი გული ჩემკენ გამოიხედავდა? თუ პირიქით, მისი ტკივილი უფრო გაამძაფრებდა ჩემს სენს? ყოველი ფიქრი იმაზე რომ ილია ახლა იტანჯებოდა, ჩემს ფილტვებში ახალ ეკლებს ზრდიდა.

- მაშო, კარგად ხარ? ისევ გაფითრდი,- ელენემ ხელი გადამისვა მხარზე.

- კი, კი... უბრალოდ, მეცოდება ილია. არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი,- ჩავჩურჩულე და ეკრანს მივაშტერდი რომ ცრემლები დამემალა. უნდა დავმშვიდებულიყავი. თუ ახლა პანიკაში ჩავვარდებოდი და ხველა ამიტყდებოდა, ელენე ისევ სისხლს დაინახავდა, მე კი ჩემს მკერდში ჩაკეტილ ალისფერ, უხილავ კამელიებს, რომლებიც ჩემს სიცოცხლეს წამზომივით უთვლიდნენ წუთებს.

- ჰოდა დაურეკე მოგვიანებით, ან მისწერე,- მირჩია ელენემ, თავისი ყავის ჭიქა აიღო და წასვლამდე მხარზე ხელი თბილად მომიჭირა,- ახლო მეგობარი ხარ, იქნებ დაეხმარო.

როცა მარტო დავრჩი, ხელები მაგიდაზე დავაწყვე და თავი ზედ ჩამოვდე. საოცარია, არა? სამყარო თითქოს დასცინოდა ჩემს მცდელობას კედლები ამეშენებინა. ნანი წავიდა. ილია მარტო იყო. გზა თავისუფალი ჩანდა, მაგრამ ჩემს მკერდში აყვავებული ეს სასიკვდილო ბუჩქი მახსენებდა რომ რეალურად არაფერი შეცვლილა. ილია ნანის გამო გლოვობდა. ჩემი დაავადება კი ზუსტად იმით საზრდოობდა რომ მისი გული სხვით იყო დაკავებული. ყელში ისევ ვიგრძენი ნაცნობი, მჭრელი ჩხვლეტა. ამჯერად ხველა არ ყოფილა ძლიერი - უბრალოდ, პატარა, მშრალი ნახველის მსგავსი სპაზმი. ხელსახოცი სასწრაფოდ მივიტანე ტუჩებთან. როცა დავხედე, თეთრ ქაღალდზე, სისხლის პატარა წვეთთან ერთად, ალისფერი კამელიის სულ ნორჩი, თითქმის შეუმჩნეველი ფოთლები იდო. მცენარე ჩემს შიგნით იზრდებოდა, ძალას იკრებდა და ტოტებს შლიდა.

თეთრ ქაღალდზე დასვენებულს შიშით დავცქეროდი. მცენარე ჩემს შიგნით იზრდებოდა, ძალას იკრებდა და ტოტებს შლიდა, მე კი ამ საზარელ საიდუმლოსთან მარტო ვიყავი. ხელსახოცი სასწრაფოდ დავჭმუჭნე და სანაგვე ურნაში ღრმად ჩავაგდე. ზუსტად ამ დროს ტელეფონი ისევ აზუზუნდა. ეკრანზე ჩვენი საერთო მეგობრის, რეზის სახელი აციმციმდა.

- ჰო რეზო,- ხმა მაქსიმალურად დავამშვიდე.

- მაშო! სად ხარ, გოგო?- ტელეფონიდან მუსიკის ბასების დაბალი გუგუნი და ხალხის ჟრიამული ისმოდა,- მოკლედ, არანაირი უარი! მთელი სასტავი ბარში ვართ, კუთხის დიდი მაგიდა დავითრიეთ. ელენეც მოვა, ლუკაც, ყველა. სასწრაფოდ ტაქსში ჯდები და მოდიხარ, ცოტა უნდა განვიტვირთოთ, თორემ სამსახურმა სულ გამოგვაშტერა.

სახლში მარტო დარჩენის და საკუთარ ფიქრებთან პირისპირ ჯდომის იდეა ისე მაშინებდა რომ ბევრი არც მიფიქრია.

- კარგი რეზო, მოვდივარ,- ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. ალბათ, ეს ხალხმრავლობა და ხმაური მჭირდებოდა კიდეც რომ ჩემს თავში ატეხილი წუილი ჩამეჩუმებინა. სარკის წინ სწრაფად მოვწესრიგდი და ბარისკენ წავედი. ბარში შესულს, მაშინვე თბილი ჰაერი, სიგარეტის კვამლი, ალკოჰოლის სუნი და ხმამაღალი მუსიკა შემოეფეთა სახეში. რეზიმ შორიდანვე დამინახა, ხელი ამიწია და დამიძახა. ჩვენს მაგიდასთან უკვე მხიარულება იყო - ელენე რაღაცას ემოციურად უყვებოდა ლუკას, რეზი კი ახალ შეკვეთილ სასმელებს აწყობდა მაგიდაზე. მივუახლოვდი და ზუსტად იმ წამს, როცა სკამზე უნდა ჩამოვმჯდარიყავი, ჩემი მზერა მაგიდის ბოლოში მჯდომ ადამიანზე შეჩერდა.

იქ ილია იჯდა.

ხელში ჭიქა ეჭირა, რომელშიც ყინულის ნატეხები წკრიალებდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს აქ იყო, მაგრამ ამავდროულად - ათასი კილომეტრის მოშორებით. ელენემ ჩემზე ადრე იცოდა რომ ილიაც მოვიდოდა და ახლა დამნაშავესავით შემოხედა ჩემს გაფითრებულ სახეს. ილიამ თავი ასწია და დამინახა. მის თვალებში ისეთი უძირო, ჩუმი სევდა და დაღლილობა იკითხებოდა რომ ყელში მაშინვე ნაცნობი, მჭრელი ჩხვლეტა ვიგრძენი. ეკლებმა ისევ გაიფაჩუნეს. ის აქ იყო, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ნანის წასვლას გლოვობდა და მე მასთან ისე უნდა მოვქცეულიყავი, თითქოს ჩემს მკერდში მისი სიყვარულით აყვავებული კამელიები სათითაოდ არ მიფლეთდნენ ფილტვებს.

- მაშო, როგორც იქნა!- რეზი ფეხზე წამოხტა, მხარზე ხელი გადამხვია და თავის გვერდით, თავისუფალ სკამზე დამსვა,- აი, ახლა კი სრული შემადგენლობით ვართ. რას დალევ? თუმცა, მოიცა, მე თვითონ შეგირჩევ რამე კარგს.

მექანიკურად დავუკარი თავი, მაგრამ ჩემი გონება სხვაგან იყო. მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ ილიას მზერა ჩემზე ჰქონდა მოშტერებული. მას არ გაუღიმია, არც ხელი აუწევია მისაესალმებლად, უბრალოდ თვალებით გამომყვა, სანამ არ ჩამოვჯექი. ის ნაცნობი, მამაკაცური სუნამოს სურნელი, რომელიც ასე მიყვარდა, ბარის მძიმე ჰაერშიც კი ვიცანი. ჩემსა და მას შორის მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და ნახევრად დაცლილი ჭიქები იყო, მაგრამ მე მეჩვენებოდა რომ მათ შორის უზარმაზარი, გადაულახავი უფსკრული იდო.

- კარგად ხარ?- ელენე გადმოიხარა ჩემკენ, მის ხმაში ისევ ის შეშფოთება ისმოდა, რაც ოფისში,- არ ვიცოდი, რეზის ილოც თუ ჰყავდა დაპატიჟებული... მეგონა, სახლში იყო.

- კარგად ვარ ელე, მართლა,- ჩავჩურჩულე და ვცადე, ჩემი ხმა მუსიკის გუგუნში ჩამეძირა. თვალი მოვაშორე ილიას და მაგიდაზე დადებულ ჭიქებს მივაშტერდი. ბარში შუქი ჩამქრალიყო, მხოლოდ ნეონის წითელი და ლურჯი ნათურები აცეკვებულიყვნენ კედლებზე. ეს წითელი შუქი საზარლად მახსენებდა იმ კოკრებს, რომლებიც ჩემს შიგნით ნელ - ნელა, საათობრივად იშლებოდნენ. ყოველი ამოსუნთქვა მიმტკიცებდა რომ ჩემი სხეული უკვე სხვისი საკუთრება გამხდარიყო. რეზიმ და ლუკამ რაღაც ძველ ამბავზე დაიწყეს სიცილი, ელენეც აჰყვა. მაგიდაზე ნამდვილი მეგობრული ჟრიამული იდგა, სადაც ყველა ბედნიერი და ლაღი ჩანდა. მეც ვიცინოდი, თავის დაკვრით ვეთანხმებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს შუშის მიღმა ხდებოდა. ნამდვილი მე კი ჩემს მკერდში ჩაკეტილ საიდუმლოს ებრძოდა.
უცებ ილიამ ჭიქა მაგიდაზე დადგა, ხმაურით, თითქოს ამით საკუთარი ფიქრებიდან გამოფხიზლება სცადაო.

- მაშო,- მისი დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ყველას მხიარულებას გადაეფარა. მაგიდასთან წამით სიჩუმე ჩამოვარდა,- იმის მერე... მართლა კარგად ხარ? დღეს ოფისშიც ვერ მოგისწარი.

მისი მზრუნველობა ისეთი ნამდვილი და წმინდა იყო რომ გულში მწარე ტკივილმა დამიარა. ის ჩემი მეგობარი იყო. მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი, რომელიც ჩემზე დარდობდა მაშინაც კი, როცა საკუთარი სამყარო ენგრეოდა. ნანის წასვლით მიყენებული ჭრილობა მის თვალებში სისხლმდინარე იარასავით მოჩანდა, მაგრამ ის მაინც ჩემსკენ იშვერდა ხელს საყრდენის საძებნელად.

- კი, კარგად ვარ,- ვთქვი და შევეცადე, ჩემს ხმაში მთელი მსოფლიოს სითბო ჩამეტია, რათა მისი ტკივილი ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა,- უბრალოდ, გადავიღალე. შენ... შენ როგორ ხარ?

მან მზერა აარიდა ჩემს თვალებს, ყინულიანი ჭიქა ხელში აათამაშა და სუსტად ჩაიღიმა. ეს იყო დამარცხებული ადამიანის ღიმილი.

- რა ვიცი... ვარ რა,- თქვა ჩუმად და სასმელი მოსვა,- ნანიკო წავიდა და დავრჩი მარტო.

- ალბათ დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი...

- კი მაშო, ჰქონდა. აბა ორ დღეში როგორ აიბარგებოდა სამუდამოდ,- აიჩეჩა მხრები და მთლიანად ჩაცალა სასმელი,- ახლა მარტო ვარ.

გაიმეორა ისევ, თითქოს ამ სიტყვების ხმამაღლა თქმით საკუთარ თავს რეალობასთან შეგუებას აიძულებდა. მისი ხმა ისე ჩუმად და უმწეოდ გაჟღერდა რომ ბარის ხმამაღალმა მუსიკამაც კი ვერ გადაფარა ჩემს ყურებში. მაგიდასთან მყოფებმა, თითქოს უხერხულობის ასარიდებლად, ერთმანეთში ლაპარაკი განაგრძეს და ჩვენთვის ერთგვარი იზოლირებული სივრცე დატოვეს. მე კი იჯდა და ვუყურებდი ილოას - ჩემს ილიას, რომელიც ჩემს თვალწინ ნაწილ - ნაწილ იშლებოდა. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი ჩამწყდარი ამოსუნთქვა ჩემს სხეულში ექოსავით მებჯინებოდა.

„მარტო ვარო..."- თქვა კაცმა, რომლის ერთი გაღიმების გამოც ჩემს მკერდში მთელი ბაღი ყვაოდა. კაცმა, რომელსაც რომ სცოდნოდა ჩემს გრძნობებზე, იმდენად შევსისხლხორცებოდი რომ მისი სიმშვიდისთვის საკუთარ სიკვდილსაც კი ნებაყოფლობით, უსიტყვოდ ვუმალავდი.

რა საშინელი, დამანგრეველი ირონია იყო ამ ყველაფერში... ის სხვის გამო დაცარიელებულ სამყაროს გლოვობდა და ვერც კი ამჩნევდა რომ ჩემს ფილტვებში ყოველი ახალი კამელიის კოკორი სწორედ მისი ამ უიმედო მარტოობით საზრდოობდა. მე ვიყავი მისი უხილავი საყრდენი, რომელიც ნელ - ნელა, ჩუმად ილეოდა საკუთარ სიყვარულში.

- მარტო არ ხარ ილია,- ხელი ნელა წავიღე წინ და მაგიდაზე, მის ცარიელ ჭიქასთან ახლოს დავდე. არ შევხებივარ, შემეშინდა რომ ჩემს აკანკალებულ თითებს სიმართლე არ გაეცათ,- მე ხომ აქ ვარ. რეზიც აქაა, ელენეც, დანარჩენებიც... ჩვენ სულ შენთან ვართ.

მან თავი ასწია, მისი ჩაწითლებული, დაღლილი თვალები ჩემსას შეეფეთა. იმ წამს მის მზერაში იმდენი მადლიერება და იმავდროულად ისეთი უძირო სევდა დავინახე რომ ყელში ნაცნობმა, მჭრელმა სპაზმმა პირდაპირი დარტყმით შემოუტია ჩემს ფილტვებს. ეკლებმა ერთიანად გაიღვიძეს, თითქოს ილიას ტკივილი მათთვის საუკეთესო საზრდო ყოფილიყო. გავაცნობიერე, როგორ უიმედოდ და უპასუხოდ მიყვარდა ეს კაცი. ყელში ნაცნობი, საზარელი სპაზმი ამომივარდა. ეს არ იყო უბრალო ფხაჭნი - ეს იყო მჭრელი, დამანგრეველი ტალღა, რომელმაც ფილტვებიდან ჰაერი მთლიანად გამომიტაცა. წყევლამ კვლავ გაიღვიძა, თითქოს ჩემს შიგნით არსებულმა მცენარემ ილიას სევდა სასუქად გამოიყენაო. თვალებიდან ცრემლები წამსკდა. პირიდან ხელები არ მომიცილებია, სასწრაფოდ წამოვხტი სკამიდან, ისე რომ რეზის ჭიქას გამოვედე და კინაღამ წავაქციე.

- მაშო?- ელენე ფეხზე წამოიწია, ილიამაც შეშინებულმა შემომხედა, მაგრამ მე უკვე ვერავის ვხედავდი. ხალხის მასას ძლივს გავუარე, საპირფარეშოს კარი მხრით შევაღე და შიგნიდან ჩავკეტე. ნიჟარას ორთავე ხელით დავეყრდენი და მთელი ტანით ორად მოვიკეცე. ხველამ ყელი გამიგლიჯა. ეს იყო ხანგრძლივი, მტანჯველი სპაზმი, რომელიც სისხლის გემოს მიტოვებდა პირში. როცა ძლივს დავმშვიდდი და სუნთქვა აღვიდგინე, ნიჟარაში ჩავიხედე. ფაიფურის თეთრ ზედაპირზე, ჩემს სისხლთან ერთად, ალისფერი კამელიის სამი, სრულიად გადაშლილი, ნამიანი და სურნელოვანი ფურცელი იდო. ისინი იმდენად ლამაზები და ცოცხლები იყვნენ რომ ამ ბინძურ, ცივ გარემოში არარეალურად ჩანდნენ.

ეს იყო ჩემი სიყვარულის ვიზუალიზაცია - ლამაზი, მაგრამ სასიკვდილო. სიგიჟეა, ალბათ ბოლომდე ვერც ვიაზრებდი, რასთან მქონდა საქმე, ან საერთოდ რისი მჯეროდა. იქნებ რამე მჭირდა? კიბო, სიმსივნე, ლეიკემია... იქნებ თავი რამეს დავარტყი და ჰალუცინაციები მაქვს? თორემ როგორ შეიძლებოდა, ნორმალურ, ოცდა შვიდი წლის ქალს პირიდან ყვავილის ფურცლები ამოგეღო და თან მერე უცებ დაგეჯერებინა ეს უცნაური მითი? თან ისე რომ იმ მომენტში საერთოდ არ ვდარდობდი იმაზე რომ ამ ყველაფერს მართლა შეეძლო ჩემი მოკვლა. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, ილიას ჩემი სისხლიანი ხელები არ დაენახა.

ცივი წყალი სახეზე კიდევ ერთხელ შევისხი. სარკეში ჩემი ანარეკლი მართლაც გიჟს ჰგავდა - თვალები გადმომცვენოდა, ტუჩები მიკანკალებდა. გონება მებრძოდა, რეალობისკენ მექაჩებოდა და მეუბნებოდა რომ სასწრაფოდ ტომოგრაფიაზე უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ ჩემი სხეული... ჩემი სხეული სხვა რამეს გრძნობდა. ყოველ ჯერზე, როცა ილია ნანის ახსენებდა, ყელში ისეთი ფიზიკური, მატერიალური ტკივილი მივლიდა, რომელსაც ვერანაირი სამედიცინო დიაგნოზი ვერ ახსნიდა. ღრმად ჩავისუნთქე, სველი თითებით თმა უკან გადავიწიე. სულაც რომ ჭკუიდან გადავსულიყავი, ახლა იქ, ბარის დარბაზში, მარტოობისგან განადგურებული ილია იჯდა. კარი ნელა გამოვაღე და ხმაურიან დერეფანში დავბრუნდი. მისი მიტოვება მაინც არ შეეძლო ჩემს გულს, რაც უნდა ამოსულიყო ჩემი ფილტვებიდან.

მაგიდასთან რომ დავბრუნდი, ხმაური წამით მიწყნარდა. ილიამ მაშინვე ჩემკენ გამომხედა, მისი შეშფოთებული მზერა ჩემს ფერმკრთალ სახეს დაეძებდა.

- მაშო, მართლა კარგად ხარ?- წამოიწია ის, ჭიქა გვერდზე გადადგა და ხელი ისე გამოაყოლა ჩემკენ, თითქოს დაჭერას მიპირებსო, თუკი წავაიქცეოდი,- ძალიან ფერმკრთალი ხარ. წამო, გარეთ გაგიყვან, ჰაერზე.

- არა, არ არის საჭირო,- ძალდატანებით გავუღიმე და ჩემს ადგილზე დავჯექი, ხელები კი მუხლებზე დავიწყვე რომ კანკალი არ შეემჩნია,- უბრალოდ, ალერგიის წამალმა თავბრუ დამახვია. ცოტა წყალს დავლევ და გამივლის.

რეზიმ მაშინვე ახალი, ყინულიანი წყლის ჭიქა გადმომიჩოჩა, თან რაღაც ხუმრობა თქვა სიტუაციის განსამუხტავად, მაგრამ მე მხოლოდ ილიას ვუყურებდი. ის ისევ თავის ადგილას დაჯდა, თუმცა ჩემთვის თვალი აღარ მოუცილებია. მის გამოხედვაში იკითხებოდა რაღაც უცნაური, ღრმა დანაშაულის გრძნობა, თითქოს ფიქრობდა რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა მისი ბრალი იყო, მისი ამდენი წუწუნისა და საკუთარ ტკივილზე საუბრის გამო. მუსიკა ბათქაბუთქით ცემდა ბარის კედლებს, ირგვლივ ხალხი იცინოდა, სვამდა, ცეკვავდა. ჩვენი მეგობრებიც ნელ - ნელა დაუბრუნდნენ თავიანთ მხიარულ დიალოგებს, მე და ილია კი ამ ხმაურის ეპიცენტრში ორ უსიტყვო კუნძულად დავრჩით. ის ისევ მარტო იყო ნანის წასვლის გამო. მე კი... მე ვიყავი გიჟი, რომელსაც საკუთარი სიკვდილის საფრთხეზე მეტად ამ კაცის თვალებში ჩამდგარი სევდა აშინებდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემს შიგნით ფესვები უფრო ღრმად მიიწევდნენ და სუნთქვას მივიწროებდნენ, მე მაინც აქ ვიჯექი, მზადმყოფი, ბოლო ამოსუნთქვამდე მისი მეგობარი ვყოფილიყავი.

ბარში კიდევ ცოტა ხანს დავრჩით. ილიას მხარდამჭერი სიტყვების მერე მაგიდასთან სიმშრალე ნელ - ნელა გაიფანტა, თუმცა მე მაინც ჩუმად ვიჯექი და მხოლოდ წყალს ვსვამდი. ვცდილობდი, ჩემი ყოველი ამოსუნთქვა მეკონტროლებინა, რათა ყელში ჩაბუდებული ეკლები ზედმეტად არ შემეტოკებინა. ილია ხანდახან გადმომხედავდა ხოლმე - მისი თვალებიდან ის პირველადი, მჭრელი პანიკა გაქრა, მაგრამ ჩუმი, მეგობრული დარდი მაინც დარჩა. ბოლოს, როცა საათმა თორმეტს გადააცილა, ელენე ჩემკენ გადმოიხარა და ჩანთას ხელი დაავლო.

- წამო მაშო, წავიდეთ, თორემ ფეხზე ძლივს დგახარ,- თქვა მან და ილიას გადახედა,- ილო, ჩვენ ტაქსით წავალთ, შენც წადი, დაისვენე, საშინელი დღე გქონდა.

ილიამ უსიტყვოდ დაუქნია თავი, ფეხზე წამოდგა და სათითაოდ გადაგვეხვია. მისი ჩახუტება ამჯერად ფრთხილი იყო, თითქოს ეშინოდა, ჩემი მყიფე სხეული არ დაეზიანებინა.

- დამირეკე სახლში რომ მიხვალ,- ჩამჩურჩულა ყურთან და მისი თბილი სუნთქვა ლოყაზე ვიგრძენი. ტაქსიში მე და ელენე უხმოდ ვისხედით. მე ფანჯარას მივადე შუბლი და თბილისის ღამის ნეონის განათებებს ვუყურებდი, რომლებიც ჩემს თვალწინ გრძელ ზოლებად იწელებოდნენ. როცა ჩემს კორპუსთან მივედით, ელენემ მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან ჩემთან ერთად გადავიდა.

- მარტო არ დაგტოვებ ამაღამ,- მითხრა კატეგორიული ტონით, როცა სადარბაზოს კარი შევაღეთ,- ისეთი სახე გაქვს მეშინია, ღამე რამე არ დაგემართოს.

ზემოთ ავედით. კარი გავაღე თუ არა, ბინის ნაცნობმა, მშვიდმა სურნელმა ცოტათი მომადუნა. სამზარეულოსკენ წავედი. მიუხედავად იმისა რომ ყელი ისევ მიშრებოდა, მუცელში რაღაც უცნაური სიცარიელე ვიგრძენი. ბარში ხომ არაფერი მიჭამია.

- ელე,- შევტრიალდი მისკენ, როცა ის მისაღებში, სავარძელზე ეშვებოდა,- გშია? რამე ხომ არ შევჭამოთ? მაცივარში გუშინდელი პასტა მაქვს, უცებ შევათბობ.

ელენემ დაღლილად გაიღიმა და მუცელზე ხელი დაიდო.

- მშია. სიამოვნებით შევჭამდი,- სამზარეულოში გაზქურის ანთებულმა ალმა ოთახი ნაზი, ყვითელი შუქით გაათბო. პასტის შეთბობისას ტაფის შიშხინმა და ნივრის ნაცნობმა სურნელმა წამით დაგვაბრუნა იმ ჩვეულებრივ, უსაფრთხო რეალობაში, რომელიც ბოლო ორ დღეში ასე უცნაურად დამეკარგა. ორი დიდი თეფშით მისაღებ ოთახში გამოვედი და ჟურნალების მაგიდაზე დავდგი. ელენეს უკვე მუხლები სავარძელზე აეკეცა და დაღლილი, მაგრამ თბილი მზერით მელოდებოდა. გემრიელად ვჭამდით, თავიდან ჩუმად, მერე კი ნელ - ნელა, თითქოს იმ მძიმე საღამოს გადასაფარად, ლაპარაკი დავიწყეთ.

- რა უცნაურია ცხოვრება, არა?- თქვა მოულოდნელად ელენემ, ჩანგალი თეფშზე დადო და ფანჯრისკენ გაიხედა,- აი, ნანიკო და ილია... მეგონა, მთელი სამყარო რომ დაქცეულიყო, ერთად იქნებოდნენ. ისე უყვარდათ ერთმანეთი. სიყვარული ხანდახან ყველაზე დიდი ძალა მგონია და ხანდახან - ყველაზე უმწეო რამ, რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს.

მის სიტყვებზე ყელში ისევ რაღაც უცხო, ნაზი ფხაჭნი ვიგრძენი, მაგრამ ამჯერად არ ამიტყდა ხველა. წყალი მოვსვი და სუსტად ჩავიღიმე.

- ჰო... სიყვარული ხანდახან მართლა დაავადებას ჰგავს,- ჩავჩურჩულე ისე რომ ელენეს ჩემი ნათქვამის ორაზროვნება ვერ გაეგო,- შენგან დამოუკიდებლად რომ იკიდებს ფესვებს შენში და ვეღარაფერს უხერხებ.

- შენ გქონია ასეთი სიყვარული, მაშო?- ელენემ ინტერესით შემოატრიალა თავი ჩემკენ,- აი, ისეთი, მთელი არსებით რომ გითრევს და რაციონალურად აზროვნების უნარს გართმევს?

თვალები ავარიდე. ჩემს მკერდში არსებულმა კამელიებმა თითქოს ფოთლები შეატოკესო.

- არა, რას ამბობ,- ჩავილაპარაკე მოულოდნელად უხეში, გულგრილი ტონით. საკუთარ ხმაში გაჩენილმა სიცივემ მეც კი შემაშინა, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო რომ ჩემი ნამდვილი გრძნობები ისევე ღრმად ჩამეძირა, როგორც ის წყეული ფურცლები ნიჟარის მილში,- საერთოდ, ეგეთი სიგიჟეების არ მჯერა. ეგ დრამები და თავგანწირვები ჩემი სტილი არ არის.

ელენემ გაკვირვებით ამომხედა. ალბათ არ ელოდა ჩემგან ასეთ მკვეთრ რეაქციას. მე კი რომ არ ჩამეძიებინა, საუბარი მაშინვე ილიასკენ გადავხარე, ოღონდ ისეთივე მოჩვენებითი გულგრილობით.

- აი, თუნდაც ილია ავიღოთ... დღეს რომ ვუყურებდი, იფიქრებდი ალბათ სამყაროს აღსასრული დადგაო,- ჩავიცინე, თუმცა გულში ყოველი სიტყვა იარასავით მეხსნებოდა - ეგეთი იყო ბავშვობიდანვე. აუტანელი, ეგოისტი და ჯიუტი. სულ ვჩხუბობდით. სულ რაღაცას მიშავებდა, ნერვებს მიგლეჯდა, ჩემს ნივთებს ითვისებდა და მერე უკანაც არ მიბრუნებდა. ნამდვილი ეგოისტი იყო, სულ თავის თავზე ფიქრობდა.

- მართლა?- შეცბა ელენე, ჩანგალი თეფშზე დადო,- ისე ამბობ, თითქოს...

- თითქოს რა?- შევაწყვეტინე ცივად, მხრები ავიჩეჩე და პასტა თეფშზე ჩანგლით ავურიე,- უბრალოდ, რეალობას ვამბობ. მეგობარია და მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ აუტანელი ხასიათი აქვს. სულ თავის ჭკუაზე დადიოდა. მერე, დიდობაში, საერთოდ დაიკარგა - ნანიკო გაიჩინა და სულ მიგვატოვა. იმ გოგოს გარდა სამყაროში ვეღარავის ხედავდა. ისე გადაერთო მასზე რომ საერთოდ აღარ ვახსოვდით, სანამ ახლა არ დასცილდა და ისევ არ მოირბინა თავისი წუწუნით.

მხრები ავიჩეჩე და თეფშზე პასტა ჩანგლით ნერვულად, თითქმის მტრულად გადავატრიალე. გულში კი თითქოს ყოველი სიტყვა ხორცს მიგლეჯდა. იმისთვის, რომ ჩემი ნამდვილი, დამანგრეველი საიდუმლო დამემალა, მზად ვიყავი ილოზე ყველაზე უსამართლო რამ მეთქვა. ეს თავდაცვა იყო - სასოწარკვეთილი, ბრმა თავდაცვა, რომლითაც საკუთარ თავსა და ჩემს განადგურებულ გულს ვეფარებოდი. სიტყვებს ერთმანეთზე ვაყრიდი, სწრაფად, დაუნდობლად, თითქოს ვცდილობდი, ჩემი ყელის მტანჯველი ჩხვლეტა ამ ცივი ტონით ჩამეშხო. ხმა მითრთოდა, მაგრამ მთელი ძალით ვცდილობდი, ეს თრევა უბრალო გაბრაზებისთვის დამებრალებინა. თვალებში სიმხურვალე ვიგრძენი და სასწრაფოდ წყლის ჭიქას დავწვდი რომ ეს მოწოლილი, მწარე ცრემლები უკანვე დამებრუნებინა.

ოთახში მძიმე, მტკივნეული სიჩუმე ჩამოვარდა. გაზქურის ალი დიდი ხნის ჩამწყდარი იყო და ახლა მხოლოდ საათის ისრების წიკწიკი ისმოდა, რომელიც წამებს განაჩენივით ითვლიდა. ელენეს არაფერი უთქვამს. ჩანგალი თეფშზე დადო. მისი ლითონის წკრიალი ამ სიჩუმეში განსაკუთრებით ხმამაღალი და მჭრელი აღმოჩნდა. ის არც გაბრაზებულა და არც ჩემს აგრესიულ ტონზე აჰყოლია კამათს. უბრალოდ, იჯდა და თავისი უზარმაზარი, გამჭოლი თვალებით პირდაპირ ჩემს შეშინებულ სულში იხედებოდა. მე კი... მე ვერ გავუძელი მის მზერას. ხელები ისე მიკანკალებდა, ჭიქა მაგიდაზე ძლივს დავაბრუნე.

- მაშო,- თქვა ელენემ ძალიან ჩუმად, მაგრამ თითოეული ბგერა ჰაერში ტყვიასავით მძიმედ ჩამოეკიდა. მან წამით შეაჩერა მზერა ჩემს აკანკალებულ ტუჩებზე და მერე პირდაპირ თვალებში მიყურა,- ილია გიყვარს?

ამ სიტყვებზე სამყარო გაჩერდა. ჰაერი ფილტვებში ერთიანად გამეყინა, თითქოს დროის დინებამ სვლა შეწყვიტა და მთელი ოთახი, ნივთები, ჩვენი სუნთქვაც კი უხილავმა, ცივმა ყინულმა დაფარა. ყელში ეკლებმა ისე საზარლად გაიფაჩუნეს რომ მეგონა, იქვე, მის თვალწინ სისხლისგან დავიცლებოდი. ეს არ იყო უბრალო შეკითხვა. ეს იყო წლების განმავლობაში საგულდაგულოდ ნაშენები კედლის ერთი ხელის მოსმით დანგრევა.

წამიერი გაშეშების მერე, პანიკამ ტალღასავით გადამიარა. თავდაცვის ინსტინქტმა ისევ გაიღვიძა, ოღონდ ამჯერად უფრო ხმამაღლა და ისტერიულად. ჩემს ისტერიულ შეტევაზე ელენე არც კი შეტოკებულა. ისევ ისე მშვიდად იჯდა, ხელები მუხლებზე დაეწყო და ჩემს აფეთქებას უყურებდა. მისი ეს აუღელვებელი მზერა უფრო მაშიშებდა, ვიდრე ნებისმიერი ყვირილი. მივხვდი რომ ჩემი ყვირილით საკუთარ თავს ვასმენინებდი. ღრმად ჩავისუნთქე, ხელები მაგიდის კიდეს დავაყრდენი და ვცადე, ხმაში მაქსიმალური სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დამებრუნებინა.

- ელე, მართლა...- ჩავილაპარაკე უკვე ბევრად უფრო დაბალი ტონით, თავი გავაქნიე და სავარძლის კიდეზე ჩამოვჯექი,- რა სისულელეს მეკითხები?

თავის დაძვრენა ვცადე, თუმცა მასთან ტყუილები არ გამომდიოდა.

- ძალიან გთხოვ, ნუ აზვიადებ. უბრალოდ, დღეს ზედმეტად დავიღალე, სამსახურშიც პრობლემები იყო, მერე ბარში ილოს ხილვამ და მისმა ამბავმა საერთოდ ამირია ნერვები. ილია ჩემი საუკეთესო მეგობარია და სხვა არაფერი. ეგ თემა საერთოდ დაივიწყე, სასაცილოა,- ელენემ მძიმედ ამოიოხრა. გადმოიხარა, მაგიდაზე ჩემი ხელი იპოვა და თავისი თბილი თითები მჭიდროდ გადამხვია. მის თვალებში იმდენი ტკივილი და თანაგრძნობა ტრიალებდა რომ მივხვდი - ჩემი კედლები საბოლოოდ ჩამოიშალა.

- მაშო ვის ატყუებ?- თქვა მან ჩუმად, მისი ხმა ამ სიჩუმეში ნემსივით მესობოდა გულზე,- მე შენ კარგად გიცნობ. ერთად გავიზარდეთ, ფაქტობრივად. ყოველდღე გიყურებ, შენს გვერდით ვარ და შენი ნებისმიერი ემოციის ამოცნობა შემიძლია, მოხარშულს გიცნობ. შენ გგონია, პირველად შევამჩნიე? დიდი ხანია ვხედავ როგორ უყურებ, როცა ის სხვაგან იყურება. დიდი ხანია, გაკვირვებიდი, მაგრამ აქამდე არ მინდოდა ეს თემა მომექექა, იმიტომ რომ შენს დუმილს პატივს ვცემდი. ვიცოდი, როგორ გეტკინებოდა ამის ხმამაღლა აღიარება.

სუნთქვა შემეკრა. თურმე ყველაფერი იცოდა. თურმე ჩემი საგულდაგულოდ დამალული საიდუმლო სხვისთვის ასეთი აშკარა ყოფილა.

- მაგრამ ახლა... ახლა სხვა რაღაც ხდება,- ელენემ ხელი უფრო მჭიდროდ მომიჭირა, მისი მზერა ჩემს ფერმკრთალ სახეს დაეძებდა,- ახლა რაღაც გჭირს მაშო, რაღაც საშინელება და ვერ მეუბნები. ეს არ არის უბრალო ალერგია და არც უბრალო გადაღლაა. ბარში ისე გაიქეცი, თითქოს შენი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. თვალებში ისეთი შიში გაქვს, აჩრდილს რომ დაინახავს ადამიანი, ისეთი. მითხარი, გემუდარები, რა ხდება? რას მიმალავ?

მისი ყოველი სიტყვა ჩემს ყელში მყოფ ეკლებს აიძულებდა, უფრო ღრმად ჩასობოდნენ ხორცს. ვიგრძენი, როგორ წამომივიდა ნაცნობი, მჭრელი ტალღა. ფილტვებიდან ჰაერი მცირდებოდა, ტუჩები გამიშრა. ელენე მიყურებდა, პასუხს ელოდა, მე კი ჩემს შიგნით არსებულ სასიკვდილო ბაღთან ერთად სრულიად მარტო, უმწეოდ ვიყავი გაჩხერილი ორ რეალობას შორის.

- ელე, შენ მართლა გიჟი ხარ,- ჩავილაპარაკე დაბალი, მაგრამ საოცრად მყარი ხმით. თვალებში პირდაპირ ჩავხედე რომ ჩემი შიში არ წაეკითხა,- რა სისულელეებს იგონებ, საერთოდ გესმის შენი თავის?

- მაშო, მე ხომ ვხედავ...- დააპირა ელენემ თქმა, მაგრამ სიტყვა შუაზე გავაწყვეტინე.

- ვერაფერსაც ვერ ხედავ!- ხმას ოდნავ ავუწიე, თუმცა სიმშვიდე არ დამიკარგავს,- შენ უბრალოდ გინდა რომ რაღაც დაინახო იქ, სადაც არაფერია. ილია და მე ერთად გავიზარდეთ. ის ჩემთვის იგივეა, რაც რეზი, რაც ლუკა, რაც შენ! უბრალოდ, დღეს ზედმეტად ემოციური ვიყავი. ნანიკოს წასვლამ მეც მატკინა გული, იმიტომ რომ ილია მეცოდება, ადამიანია და განადგურებულია.

- წეღან ლანძღავდი...

- ელე...- მივხვდი რომ ზედმეტად თავდაჯერებულად ვჟღერდი, ამიტომ ტონი შევარბილე, თითქოს მართლა ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუხსნიდი მის შეცდომას,- ელე, შემომხედე.

ხელი მხარზე დავადე. ყელი მიშრებოდა, ეკლები ხორცში უფრო ღრმად მიცოცავდნენ, მაგრამ მე ვიღიმოდი.

- ილია ჩემი მეგობარია. ის რომ მის გამო ვნერვიულობ და ხანდახან ვბრაზდები, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ მისი ბედი ჩემთვის სულერთი არ არის. არ არსებობს ეგეთი რამე. მე ილია არ მიყვარს. არასდროს მყვარებია მეგობარზე მეტად და არც არასდროს შემიყვარდება. ეს უბრალოდ აბსურდია,- ელენე ჩუმად მისმენდა. ჩემს თვალებში სიმართლის ნაპერწკალს ეძებდა, მე კი მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე, რომ ეს სიცრუე ჩემს რეალობად მექცია. ვუარყოფდი მთელი არსებით, რადგან ვიცოდი - თუ ამ სიმართლეს ვაღიარებდი, ჩემს შიგნით არსებული კამელიები საბოლოოდ წამიყვანდნენ საიქიოს.

- კარგი, ბოდიში...- ჩუმად თქვა ელენემ, თვალი აარიდა ჩემს დაჟინებულ მზერას და ჩანგალი ისევ ხელში აიღო,- ალბათ მართლა ზედმეტად გადავიღალე დღეს და რაღაცებს ვიგონებ. უბრალოდ, შენზე ძალიან ვინერვიულე.

შვების ტალღამ გადამიარა, თუმცა ეს შვება ილუზიური იყო. ელენე დანებდა. ჩემმა ცივმა, მყარმა სიცრუემ თავისი საქმე გააკეთა და კედელი ჩვენ შორის ისევ აღიმართა. ისევ დავიწყეთ ჭამა. ოთახში ხელოვნური, დაძაბული სიმშვიდე ჩამოწვა. მეც ჩანგალი ავიღე, ვცდილობდი, ჩვეულებრივად ვყოფილიყავი, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ჩემს ფილტვებში ახლა ალისფერი კოკრები ეკლებს არ აჭერდნენ ჩემს სუნთქვას. ნაწყვეტ - ნაწყვეტად ვყრიდი რაღაც უაზრო ფრაზებს ამინდზე, სამსახურზე, ხვალინდელ გეგმებზე და თან ძალდატანებით, ხმამაღლა ვიცინოდი საკუთარ ხუმრობებს. ყოველი ჩემი ყალბი სიცილი ყელში მინის ნამსხვრევებივით მესობოდა. ელენემ ჭამა შეწყვიტა. ჩანგალი თეფშზე დადო და პირდაპირ შემომხედა. მის თვალებში იმდენი, სევდა და სითბო იყო რომ ჩემი ყალბი ღიმილი სახეზევე გამეყინა.

- ნუ აიძულებ თავს გაიცინო, როცა ტირილი გინდა...- თქვა ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონი, აკანკალებული ხმით. ეს სიტყვები უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ჩემს საგულდაგულოდ ნაშენებ კაშხალში ყველაზე დიდი ბზარი გაჩნდა და წყალმა ერთიანად გამოხეთქა. წამით ჟანგბადი საერთოდ გამიქრა. თითქოს მთელი ეს წლები, მთელი ეს აუტანელი, ცალმხრივი სიყვარული, ილიას ყოველი გაღიმება, ნანიკოსთან გატარებული მისი ყოველი წამი და დღევანდელი მისი უმწეო „მარტო ვარ"- ერთიანად მომაწვა მკერდზე. ვეღარ შევძელი. კედლები ჩამოინგრა. ხმა არ ამომიღია. უბრალოდ, თვალებიდან უშველებელი, ცხელი ცრემლები წამსკდა და თეფშზე დაეცა. ტუჩები ისე ამიკანკალდა რომ ხელები სახეზე ავიფარე, რათა ჩემი ქვითინი როგორმე დამემალა. მხრები ერთიანად მიცახცახებდა. ვტიროდი ჩუმად, თავშეუკავებლად, უიმედოდ - ვტიროდი ჩემს განწირულ სიყვარულს, ჩემს მომაკვდავ სხეულს და იმ კაცს, რომელიც ამას ვერასდროს გაიგებდა.

ელენეს მეტი არაფერი უკითხავს. მას არ დაუწყია დამშვიდება ან იმის მტკიცება რომ მართალი იყო. ის უბრალოდ ადგა, ჩემს გვერდით გადმოჯდა და თავისი თბილი ხელები ზურგზე მომხვია. მისი ხელის ნაზი, რიტმული მოსმა ჩემს ზურგზე ერთადერთი რეალური რამ იყო ამ აუტანელ ტკივილში. მან მთელი ძალით მიმიხუტა თავისთან, ჩემი თავი მხარზე დაიდო და ნებას მაძლევდა, ბოლომდე დავცლილიყავი. ამ ემოციურ აფეთქებაში საოცარი იყო, მაგრამ ყელის ტკივილი წამით გაქრა. ეკლებმა დაიხიეს. თითქოს ჩემს შიგნით არსებულმა მცენარემ იცოდა რომ ეს კამელიები სისხლით კი არა, სწორედ ამ მწარე, ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლებით ირწყვებოდა. და მეც ვიჯექი, ჩემს საუკეთესო მეგობარზე მიკრული და ვტიროდი იმას, რის აღიარებასაც საკუთარ თავთანაც კი სიკვდილს ვამჯობინებდი.

ელენეს მხარზე მიყრდნობილი, თითქოს რეალობის მიღმა აღმოვჩნდი. ჩემი ტირილი არ ყოფილა ხმამაღალი. ეს იყო მრავალი წლის განმავლობაში ნაგროვები, ჩუმი და დამანგრეველი ნაკადი, რომელიც აქამდე გულმკერდში მქონდა ჩაკეტილი. ყოველი ცრემლი, რომელიც ჩემს ლოყაზე ჩამოედინებოდა, თითქოს იმ უხილავ ფესვებს აცლიდა ძალას, ყელში ასე გააფთრებით რომ მებჯინებოდნენ. ოთახში მხოლოდ საათის ერთფეროვანი წიკწიკი და ჩემი აკანკალებული, გაწყვეტილი სუნთქვა ისმოდა. ელენე ხმას არ იღებდა. მას კარგად ესმოდა რომ ახლა ნებისმიერი დამამშვიდებელი სიტყვა, ნებისმიერი ბანალური ფრაზა, მხოლოდ გააუფასურებდა იმ უზარმაზარ ტკივილს, რომელიც ჩემში წამებში აფეთქდა. მისი ხელის თბილი, მშვიდი მოძრაობა ჩემს ზურგზე ერთადერთი დასაყრდენი იყო - შეხსენება იმისა რომ მიუხედავად ამ საზარელი მარტოობისა, რომელიც ილიას სიყვარულს მოჰყვა, მე მაინც არ ვიყავი სამყაროში სრულიად მიტოვებული. დიდხანს ვისხედით ასე. ნელ - ნელა, როცა ცრემლების პირველმა, მძლავრმა ტალღამ გადაიარა, სხეულში საოცარი, თითქმის არარეალური სიმსუბუქე ვიგრძენი. ყელიდან ის მჭრელი, მინისებური ჩხვლეტა გაქრა, თითქოს ჩემს შიგნით აყვავებულმა კამელიებმა წამით შეიბრალეს ჩემი დაღლილი სხეული და ეკლები ჩააცხრეს. თავი ნელა ასწიე ელენეს მხრიდან, ხელსახოცით თვალები შევიმშრალე და ფანჯრისკენ გავიხედე. გარეთ თბილისური ღამე თავის მუქ ლურჯ საბნურს აფარებდა ქუჩებს.

- მადლობა...- ჩავჩურჩულე ძლივს გასაგონად, ხმა ჯერ კიდევ მიკანკალებდა,- მადლობა რომ არაფერს მეკითხები.

ელენემ სუსტად, თბილად ჩაიღიმა. მან ჩემი აკანკალებული ხელი თავის ხელებში მოიქცია და მსუბუქად მოუჭირა. მის თვალებში აღარ იყო ის პირვანდელი, გამომცდელი მზერა. იქ მხოლოდ უსაზღვრო მზრუნველობა და გაგება დარჩენილიყო.

- არაფრის თქმა არ არის საჭირო მაშო,- თქვა მან ნაზად, თითქოს ეშინოდა ჩემი ამ ახლად ნაპოვნი, მყიფე სიმშვიდის დარღვევის,- მე შენთან ვარ. რა ფორმითაც არ უნდა გტკიოდეს, რაც უნდა ხდებოდეს შენს თავს... მე შენს გვერდით ვარ და ამას ვერანაირი საიდუმლო ვერ შეცვლის. ახლა კი უბრალოდ დაისვენე.

ამ სიტყვებზე გულში რაღაც უცნაურად თბილი ჩამეღვარა. მე ვიცოდი რომ ჩემი ბრძოლა ამ უცნაურ, სასიკვდილო წყევლასთან ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ყოველი მომდევნო დღე ილიას გვერდით, ყოველი მისი ახალი გამოხედვა თუ სევდიანი სიტყვა კვლავ გააღვიძებდა ჩემს მკერდში ჩაბუდებულ ალისფერ კოკრებს, მაგრამ ამჯერად, ამ ცივ და დაუნდობელ რეალობაში, პირველად ვიგრძენი რომ სრულიად მარტო აღარ ვიყავი საკუთარი გულის ნანგრევებთან.

* * *

სამი დღე გავატარე ასე ჩუმად, სახლი სამსახური, სამსახური სახლი, თითქმის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ ელენე უფრო მეტ ყურადღებას მაქცევდა ოფისში. ხანდახან მთხოვდა სახლში გამოყოლასაც, თუმცა აზრი არ ჰქონდა. ცოტახნით მინდოდა გარკვევა საკუთარ თავში, თუმცა რაღა იყო გასარკვევი. ვკვდებოდი, ეს მოჩვენებითი მითი და ყვავილები ნელ - ნელა მკლავდა. თანაც მერიდებოდა კიდეც, ამდენი წელი ჩუმად ვიყავი მაშინ, როცა თვითონ ყველა დეტალს მიყვებოდა. ვიცი რომ ეწყინა კიდეც და არ იმჩნევდა.

- ბიჭებმა გადაწყვიტეს შენთან მოსვლა,- შემოვარდა ელენე ჩემთან,- ამ წამს დამირეკეს.

- ჩემთან? რატომ ჩემთან?- დავპანიკდი უცებ.

- არ მოსწონთ რომ ესე ხარ, მგონი გასამხიარულებლად და რომ იცოდე ილიაც იქნება,- აიჩეჩა მხრები,- ნუ, მეც ვიქნები, ასე რომ არ ინერვიულო. მარტო არ მოგიწევს შენს სიყვარულთან გამკლავება.

- ელენე, ახლა ამის დრო არაა,- დავიბღვირე და წამოვდექი, ექვს აკლდა ხუთი წუთი. ჯერ ერთიც, ისიც არ მახსოვდა სახლი როგორ დავტოვე, მეორეც კიდევ იმდენად ბნელი და მარტოსული იყო ეგ ადგილი რომ სჯობდა იქ მისვლას, სადმე სხვაგან, ბარში წასულიყვნენ და მეც თან გავყოლოდი.

- ვიცი რომ არ არის, მაგრამ უარს ვერ ვეტყვი,- ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა,- ასე ვერ გააგრძელებ მაშო, სულ თავს ხომ ვერ აარიდებ? თუ ბიჭებს შეხვდები და მას არა - მიხვდება რომ ისაა პრობლემა, მაგრამ თუ მის გამო ბიჭებსაც არ შეხვდები, მაშინ გამოდის მთელ სამეგობროს სცილდები.

- ვიცი ელო,- გავჩერდი მეც,- კარგი, რაც არის.

ოხვრით დავჯექი სკამზე. სამსახურის შენობიდან რომ გამოვედით, ქალაქს უკვე საღამოს ნაცრისფერი ბინდი გადაჰკვროდა. გზაში ორივე ვდუმდით. ელენე ხანდახან ფრთხილად გამომხედავდა ხოლმე, თითქოს ჩემს სახეზე იმის ამოკითხვას ცდილობდა, რამდენად მყარად ვიდექი ფეხზე. მე კი მხოლოდ წინ ვიყურებოდი. გონებაში ათასჯერ გადავახვიე ბოლო სამი დღე - ის გაუთავებელი, ერთფეროვანი მარშრუტი სახლიდან სამსახურამდე, სადაც საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილი, ჩემს მკერდში მოკალათებულ წყევლას ვებრძოდი. ყოველ საღამოს, სარკის წინ დგომისას, ვგრძნობდი, როგორ მართმევდა ძალას ეს ალისფერი ყვავილები, მაგრამ უფრო მეტად სირცხვილი მგუდავდა. მერიდებოდა იმის აღიარება რომ ხუთი წელი ასე ბრმად, უსიტყვოდ მიყვარდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრების ყველა დეტალს, ყველა იმედგაცრუებასა თუ გატაცებას პირველს მე მიზიარებდა. ვიცოდი, ელენეს ეწყინა კიდეც რომ აქამდე არაფერი ვუთხარი, მაგრამ ჩემი დანაშაულის გრძნობა იმდენად დიდი იყო, რომ ამაზე ლაპარაკიც კი მზარავდა.

ჩემს ბინასთან ტაქსიდან რომ ჩამოვედით, ბავშვების მანქანა უკვე ეზოში დაგვხვდა. რეზი საბარგულზე მიყრდნობილიყო და ტელეფონში რაღაცას უყურებდა, მის გვერდით კი... ილია იდგა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, თავი ოდნავ ჩაექინდრა და სიგარეტის ბოლს ნელა უშვებდა ჰაერში. მისი დანახვისას მკერდში ნაცნობმა ეკლებმა ისევ გაიღვიძეს, თითქოს ფესვები ერთიანად შეტოკდნენო. უნებურად ნაბიჯი შევანელე. ელენემ ეს შეამჩნია, გვერდით ამომიდგა და ჩუმად, შეუმჩნევლად დამიჭირა ხელი, თითქოს ამით თავისი ძალის ნაწილს მიზიარებდა.

- აი, ჩვენი დაკარგულებიც!- დაგვინახა თუ არა, რეზიმ ხმამაღლა გამოსძახა და ხელი დაგვიქნია. ილიამ მაშინვე ჩვენკენ მოაბრუნა თავი. სიგარეტი იქვე, საფერფლეში ჩააქრო და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. მის თვალებში ისევ ის ძველი, ნაცნობი მზრუნველობა და დაღლილობა იკითხებოდა, რამაც ჩემი თავდაცვის კედლები წამით შეარყია.

- როგორ ხარ მაშო?- მკითხა ჩუმად, როცა მოგვიახლოვდა. მისი ხმა ისეთი თბილი იყო რომ ყელში ბურთი გამეჩხირა,- სამი დღეა არ მოგიწერია. მართლა ძალიან ვინერვიულეთ.

- კარგად ვარ ილია, უბრალოდ სამსახურში ბევრი საქმე მქონდა,- შეძლებისდაგვარად მყარად მივუგე და ძალდატანებით გავუღიმე, თან თვალი ავარიდე რომ ჩემს გუგებში ჩაბუდებული პანიკა არ წაეკითხა,- წამოდით, ზემოთ ავიდეთ, გარეთ ნუ ვიდგებით.

სადარბაზოში პირველი მე შევედი, რათა ილიას ჩემი ზურგი დაენახა და არა ჩემი აკანკალებული ტუჩები. კიბეებზე ასვლისას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, როგორ მიმძიმდებოდა სუნთქვა. ხუთი წელი ვმალავდი ამას და ახლაც შევძლებდი. თავს უფლებას არ მივცემდი, მთელი სამეგობროს წინაშე ჩავშლილიყავი. როცა კარი გავაღე და ისინი ჩემს ცივ, ბნელ მისაღებ ოთახში შემოვიდნენ, შუქი ავანთე და ღრმად ჩავისუნთქე - სპექტაკლი იწყებოდა და ამჯერად, მასში ჩემი სიცოცხლის ფასი უნდა გადამეხადა.

ოთახი უცებ აივსო მათი ხმებით, ნაბიჯებითა და რეზის ჩვეული, ხმამაღალი ოხუნჯობით. თითქოს ჩემს ბინაში ბოლო სამი დღის განმავლობაში დაგროვილი მძიმე, ჩაკეტილი სიჩუმე ერთიანად გაიფანტა. რეზიმ მაშინვე სამზარეულოსკენ აიღო გეზი, პარკები მაგიდაზე დაყარა და გამოსძახა.

- მაშო, ვიცოდი რომ მაცივარი ცარიელი გექნებოდა, ამიტომ პიცა და ლუდი მოვიტანეთ, არაფრის კეთება არ დაგჭირდება,- ელენე რეზის მიჰყვა დასახმარებლად, მე კი მისაღებ ოთახში, ილიასთან მარტო დავრჩი. ის ფანჯარასთან იდგა, ზურგით ჩემკენ და გადაჰყურებდა დაბინდულ ეზოს. მისი მხრები უცნაურად დაძაბული მეჩვენა. კართან გავშეშდი, ჩანთა სკამზე დავდე და ვცადე, ჩემი სუნთქვის რიტმი მეკონტროლებინა. ყელში ისევ გაიღვიძა იმ ნაცნობმა, ფხაჭნიანმა სიმშრალემ, მაგრამ კბილები ერთმანეთზე დავაჭირე.

- მაშო,- დაიძახა ისე რომ არ შემოუხედავს. მისი ხმა დაბალი იყო, თითქმის ჩურჩულით,- ვიცი რომ ჩემზე ბრაზობ.

მისმა სიტყვებმა წამით დამაბნია. ნაბიჯი გადავდგი წინ, მაგრამ დისტანცია მაინც შევინარჩუნე.

- რატომ უნდა ვბრაზობდე?- ვკითხე და ვცადე, ხმისთვის მაქსიმალურად ბუნებრივი, ოდნავ გაკვირვებული ტონი მიმეცა. ის ნელა შემოტრიალდა. ქუჩის ლამპიონების შუქი, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა, მის სახეს ნახევრად აბნელებდა, თუმცა მისი თვალები მაინც უცნაურად მიყურებდნენ - სინანულითა და რაღაც ღრმა, გამოუთქმელი დარდით.

- იმ საღამოს, ბარში...- თქვა მან და ერთი ნაბიჯით მოახლოვდა,- ისე გაიქეცი, თითქოს ჩემი დანახვაც კი აღარ გინდოდა. მას მერე ზარებს არ პასუხობ, მოკლე ტექსტებს მწერ... ვიცი, რომ დაგღალე. ნანის წასვლის მერე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი, შენ კი... შენ ცუდად იყავი, მე კიდევ ჩემი წუწუნით თავი მოგაბეზრე. მაპატიე მაშო. მართლა ძალიან ეგოისტი ვარ.

გული გამიჩერდა. ის საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ვერც კი ხვდებოდა რომ ჩემი გაქცევის მიზეზი არა მისი ეგოიზმი, არამედ ჩემი გადამწვარი, მომაკვდავი გული იყო. მისი სიტყვების ყოველი ბგერა ჩემს მკერდში არსებულ ბაღს წყალივით ესხმებოდა - ვიგრძენი, როგორ დაიძრა ყელიდან ალისფერი ფურცლების ახალი, დაუნდობელი ტალღა. ტუჩები ძლიერად მოვკუმე რომ ხველა შემეკავებინა.

- ილია რა სისულელეა...- ძლივს ამოვთქვი, ხმა ჩამეხლიჩა და უკან დავიხიე რომ ჩემი კანკალი არ შეემჩნია,- არაფერიც არ მწყენია. უბრალოდ... მართლა საშინელი დღეები მქონდა სამსახურში.

ზუსტად ამ დროს სამზარეულოდან რეზი შემოვიდა, ხელში ლუდის ბოთლებით და ხმამაღალი სიცილით.

- აბა ბავშვებო, რაზე მოგიწყენიათ, პიცა უკვე მაგიდაზეა, გადმობრძანდით!- ელენემ სამზარეულოს კარიდან გამომხედა, მისი შეშფოთებული, ყველაფრისმცოდნე მზერა წამით ჩემს თვალებს შეეფეთა. მან იცოდა, რა ხდებოდა ჩემს შიგნით, მე კი მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი. ამ საღამოს უნდა გადავრჩენილიყავი. ილიას გვერდით უნდა ვმჯდარიყავი, მესმინა მისი ხმისთვის, მემალა ჩემი სისხლიანი საიდუმლო და მეთამაშა საუკეთესო მეგობრის როლი, მაშინაც კი, თუ ეს ჩემი უკანასკნელი როლი იქნებოდა.

- დღეს შენს ყოფილს შევხვდი,- გაისმა თაზოს ხმა მას შემდეგ, რაც მაგიდას მივუსხედით.

- მართლა?- იკითხა რეზიმ,- როგორ გამოიყურებოდა?

- გასუქდა?- ჩაეძია მაკო.

- არა, რავი. მგონი ნორმალურად იყო,- გააგრძელა ლანამ.

- ერთად იყავით?- წარბაწევით იკითხა ელენემ.

- ჰო, ბანკში ვიყავი ბარათზე,- აიჩეჩა მხრები ლანამ.

- გასუქდა?- ისევ იკითხა მაკომ.

- რაღამდენჯერ უნდა იკითხო?- ჩაეცინა ილიას.

- მე საიდანაც ვუყურებდი იქიდან კარგად ჩანდა,- ტუჩი ასწია ლანამ.

- ვახ, შენ? შენ საიდან უყურებდი,- ამჯერად რეზიმ იკითხა.

- ნუუ....- დააპაუზა თაზომ,- რა ვიცი, ყველა მხრიდან.

- ამას უყურე ერთი,- გამეცინა მის სახეზე მეც,- რა დღეშია.

- კაი, ნუ გაიჭიმე, მეგობრების ყოფილებს არ დავსდევ,- აატრიალა თვალები და ლუდი მოსვა.

- კარგი, შევეშვათ ჩემს სამსახურს და თაზოს თავგადასავლებს,- სასწრაფოდ გადავაგდე სიტყვა სხვაგან, სანამ დასცხებდნენ.

- გააკეთე შენი მანქანა?- ჰკითხა ლანამ ბოლოს.

- ოჰ, ეგ საერთოდ ცალკე ისტორიაა!- რეზიმ მაშინვე ხელი აიქნია, პიცის ნაჭერი თეფშზე დადო და მთელი ტანით ჩვენკენ შემობრუნდა,- მოკლედ, მივიყვანე პროფილაქტიკაში. ხელოსანმა კაპოტი ახადა, სერიოზული სახით უყურებს, რაღაცებს უსმენს, მერე კომპიუტერზე შეაერთა, ნახევარი საათი ეჩხირკებოდა და ბოლოს მეუბნება, ძრავში ყველაფერი იდეალურადააო. აბა ეგ ხმა საიდან მოდის, კატასავით რომ კნავის - მეთქი? ადგა, საბურავები შეამოწმა, საბარგული, სიდენიები, ბოლოს გრუჩუტელში ჩემი ძმისშვილის სათამაშო რობოტი ყოფილა შიგნით შეტენილი და ის გამოსცემდა თურმე მაგ ხმებს. ტყუილად გადავყარე ნახევარი ხელფასი დიაგნოსტიკაში.

- ვაიმე არა!- ლანას ლუდი კინაღამ გადასცდა და სიცილი აუტყდა,- მერე, იმ ხელოსანმა რა გითხრა?

- რა უნდა ეთქვა, ისეთი სახით გამომხედა, აღარაფრის თქმა აღარ იყი საჭირო,- გააგრძელა რეზიმ და თავადაც ეცინებოდა,- გამომართვა ფული გრუჩუტელიდან სათამაშოს გამოძრობაში და გამომიშვა.

- რეზი, შენ და შენი მანქანა ერთი დიდი კომედია ხართ,- თვალები აატრიალა მაკომ,- სულ რაღაც გემართება.

- ნუ, ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც ვიცი რომ მანქანა ნორმალურადაა,- გადაიხარხარა რეზიმ. სამზარეულოში ისევ საერთო მხიარულება ატყდა. ელენეც აჰყვა მათ, რაღაც ძველი ამბავი გაახსენა რეზის სტუდენტობიდან, როცა მანქანის გასაღები შიგნით ჩაუკეტა და ორი საათი მავთულით ცდილობდა კარის გაღებას, სანამ არ მიხვდა რომ საბარგული ღია ჰქონდა. მეც ვიცინოდი. ამჯერად ჩემი სიცილი იმაზე ბუნებრივი იყო, ვიდრე ველოდი. როცა გარშემო ასეთი ნაცნობი, თბილი ხმები ტრიალებდა, ჩემს მკერდში არსებული ალისფერი ბაღიც თითქოს ცოტათი მშვიდდებოდა, თითქოს ეკლები ნელ - ნელა იკეცებოდნენ და სუნთქვის საშუალებას მიტოვებდნენ. ილია ჩემ გვერდით იჯდა, ისიც უსმენდა რეზის და დროდადრო მხარზე მეხებოდა, როცა სიცილისგან წინ იხრებოდა. მისი ყოველი ასეთი შემთხვევითი შეხება ჩემთვის ერთდროულად იყო უდიდესი ბედნიერებაც და ყველაზე მტანჯველი შეხსენებაც იმისა, თუ რა ძვირფასი იყო ჩემთვის ეს წუთები.

ლანამ და მაკომაც თავიანთი პირველი კურსის ამბები გაიხსენეს - ის გაუთავებელი კაფეტერიაში ჯდომები, ლექციების გაცდენები, გამოცდების წინ ერთად გათენებული ღამეები და ყავის უზარმაზარი ჭიქები. ამ საუბარმა ყველას ძველი, უდარდელი წლები გაახსენა, როცა ყველაფერი ბევრად მარტივი და ნათელი ჩანდა.
ნელ - ნელა, რამდენიმე ბოთლი ლუდის შემდეგ, ყველანი ცოტათი შევთვერით. სიმძიმე და დაძაბულობა გაქრა, თუმცა სასმელმა სხეული მოადუნა და ხმაურიანი მხიარულება მშვიდმა, ზანტმა განწყობამ შეცვალა. როცა საათის ისრები პირველს მიუახლოვდა, მეგობრებმა ნელ - ნელა დაშლა დაიწყეს.

ოთახში მყოფი მეგობრებიდან არავინ წასულა. სიმყუდროვემ და სასმლისგან მოტანილმა სასიამოვნო სიმთვრალემ ყველანი ჩემს მისაღებ ოთახში დატოვა - რეზი და თაზო ხალიჩაზე ისხდნენ, ზურგით დივანს მიყრდნობოდნენ და რაღაცაზე ძილმორეული ხმით კამათობდნენ, მაკო და ლანა კი პლედებში გაეხვიათ და თვალებს ძლივს ახელდნენ. ელენე სავარძელში იჯდა, დროდადრო აივნისკენ აპარებდა მზერას, მაგრამ ხვდებოდა რომ ახლა ჩარევის დრო არ იყო.

აივანზე გავედი. ღამის გრილმა ნიავმა სახეზე დამკრა და წამით შვება მომგვარა. ხელები მოაჯირს დავაბჯინე და თბილისის ათასფრად მოციმციმე ნათურებს მივაჩერდი. ყელი მიშრებოდა, მაგრამ ეს აღარ იყო ის მჭრელი ტკივილი - სასმელმა თითქოს ჩემს მკერდში აყვავებული ეკლებიც დაათრო და დროებით მიაყუჩა. აივნის კარი ოდნავ გაჭრიალდა. არც კი მიმიხედავს, ისე ვიგრძენი მისი ნაბიჯები, მისი ნაცნობი სურნელი, რომელიც ყოველთვის სხვანაირად მაფორიაქებდა. ილია ჩემ გვერდით დადგა, მოაჯირს დაეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა. ნაპერწკალმა წამით გაანათა მისი დაღლილი, ფერდაკარგული პროფილი.

- ბავშვები უკვე იძინებენ,- თქვა ჩუმად, ისე რომ ჩემკენ არ გამოუხედავს. მისი ხმა ოდნავ ჩახლეჩილი იყო, სასმლისგან დამძიმებული.

- ჰო,- ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე,- დაიღალნენ.

სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს არ იყო მშვიდი სიჩუმე. ჰაერი ჩვენ შორის თითქოს ძაბვით აივსო. ილიამ ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლი ჰაერში გააფრქვია და უცებ თავი ჩაღუნა. მისი მხრები საზარლად შეტოკდა.

- მაშო... საშინლად ვარ,- ამოიოხრა მან და ხმა აუკანკალდა. ეს არ იყო ის ილია, რომელსაც სხვები იცნობდნენ - თავდაჯერებული და მყარი. ჩემ წინ ახლა სრულიად განადგურებული, მარტოსული ბიჭი იდგა,- ნანიკოზე არ მინდოდა საერთოდ მეხსენებინა რამე... ვიცი რომ ყველას თავი მოგაბეზრეთ ჩემი პრობლემებით. მინდოდა რომ ისევ ისე ვყოფილიყავით, როგორც ადრე, ძველებურად... მაგრამ არ შემიძლია. ძალიან ცუდად ვარ, მაშო. ყოველ წამს მენატრება. სახლში მისვლა მეზარება, იმიტომ რომ იქ ყველაფერი მას მახსენებს.

მისი სიტყვები ჩემს გულს ცოცხლად გლეჯდა. ყოველი „მენატრება", რომელსაც ის ნანიკოს მისამართით ამბობდა, ჩემს ფილტვებში ახალ ეკალს აჩენდა. ვიდექი და ვუყურებდი კაცს, რომელიც ჩემ თვალწინ სხვა ქალზე ტიროდა, მე კი... მე მასზე ვკვდებოდი. სისხლის გემო ვიგრძენი ყელში, მაგრამ მთელი ძალით გადავყლაპე.

- ნასვამი ხარ, ილია,- ვთქვი ცივად, იმაზე ბევრად ცივად, ვიდრე მინდოდა, რადგან ეს ჩემი ერთადერთი თავდაცვა იყო,- წადი, შიგნით შედი და დაიძინე. რეზის გვერდით მოკალათდი.

- არც ისე მთვრალი ვარ,- თავი ასწია და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. მისი თვალები სველი იყო, გუგები გაფართოებული, და მათში იმდენი ტკივილი ტრიალებდა რომ ჩემი სიცივე წამში დადნა,- დაძინება არ მიშველის. შენ მაინც ნუ მექცევი ასე, მაშო. შენ მაინც ნუ დგახარ ჩემგან ასე შორს. შენ ხომ ჩემი ნაწილი ხარ. ბავშვობიდან ჩემთან ხარ.

მისი სიტყვები ნელა, სათითაოდ მესობოდა მკერდში. ყოველი ბგერა ჩემს ფილტვებში ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა იმ წყევლას, რომელიც ნელ - ნელა მგუდავდა. მინდოდა უკან დამეხია, უფსკრული გამეჩინა ჩვენ შორის, მაგრამ ჩემს ზურგს უკან მხოლოდ აივნის ცივი მოაჯირი და ღამის თბილისი იყო.

- ილია გთხოვ...- ხმა ჩამიწყდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, რათა ყელში მომდგარი სისხლის გემო დამემალა,- შენ უბრალოდ გგონია რომ შორს ვარ. აქ ვარ, ხომ ხედავ. ყოველთვის აქ ვიყავი. მაგრამ ახლა ემოციებისგან ხარ დაცლილი. ნანიკომ შენში დიდი სიცარიელე დატოვა და ამ სიცარიელეს ახლა ყველგან ეძებ.

- არა, ეგ არ არის,- თავი გააქნია მან, ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და სიგარეტი მოაჯირზე, საფერფლეში ჩააქრო. მისი მოძრაობა ზანტი იყო, ალკოჰოლისგან დამძიმებული, მაგრამ მზერა საოცრად დაჟინებული,- ნანი წავიდა. ვიცი რომ წავიდა და ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ შენ... შენც მეკარგები, მაშო. ბოლო დღეებია, ისე მიყურებ, თითქოს უცხო ვიყო. თითქოს ჩემი შეხება გეზიზღებოდეს. რატომ? რა დავაშავე?

ჩემმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. ეზიზღებოდეს? ღმერთო ჩემო, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მისი ყოველი შეხება ჩემთვის ჟანგბადის ბოლო ყლუპი იყო, რომელსაც მერე კვლავ სიკვდილამდე მივყავდი.

- არაფერი დაგიშავებია, ილია,- ჩურჩულით ამოვთქვი, თვალები ავარიდე და ქუჩის ლამპიონებს მივაჩერდი,- უბრალოდ... ცხოვრება იცვლება. ჩვენ ვეღარ ვიქნებით ის ბავშვები, პირველ კლასებში რომ ერთმანეთს ვხოცავდით. ყველას ჩვენი ტკივილი გვაქვს. მეც მაქვს ჩემი... და ამ ტკივილთან მარტო ყოფნა მჭირდება.

- ჩემთანაც მარტო ხარ?- მისი ხმა უფრო დაბალი, უფრო თბილი და სასოწარკვეთილი გახდა. ის კიდევ უფრო მოახლოვდა. იმდენად ახლოს იყო რომ მისი სხეულის სიმხურვალე ივნისის გრილ ნიავს მთლიანად აქრობდა. ილიამ ხელი ასწია. მისი თბილი, ოდნავ აკანკალებული თითები ჩემს ლოყას შეეხო, მერე კი ნაზად გადამიწია თმა ყურს უკან. ამ შეხებაზე ტანში ელექტროენერგიამ დამიარა. ყელში ეკლებმა გიჟური, გააფთრებული ძალით გაიშალეს ფურცლები. ვიგრძენი, როგორ ამოვიდა კოკრები ყბებამდე, თითქოს ჩემს შიგნით არსებულ ბაღს სურდა, თავად გაეცა პასუხი ამ შეხებისთვის.

- ილია არ გინდა...- ჩავჩურჩულე, ჩემი ტუჩები მის თითებთან ისე ახლოს იყო რომ მისი სუნთქვა ჩემს კანზე ფეთქავდა. ეს იყო სასოწარკვეთილი მუდარა - საკუთარი თავის, მისი და იმ გარდაუვალი დასასრულის გადასარჩენად, რომელიც კარს მოგვდგომოდა. მან არ მომისმინა. სასმლისგან, გაუძლებელი მარტოობისგან და იმ წამიერი ილუზიისგან დაბინდული რომ მე მისი ხსნა ვიყავი, ნელა, ძალიან ნელა დაიხარა ჩემკენ. მის თვალებში სიფხიზლის უკანასკნელი ნაპერწკლები ქრებოდა და ძილი ერეოდა, მაგრამ ტუჩები მაინც ჩემსას შეეხო. ყელში ეკლებმა გიჟური, გააფთრებული ძალით გაიშალეს ფურცლები. ვიგრძენი, როგორ ამოვიდა კოკრები ყბებამდე, თითქოს ჩემს შიგნით არსებულ ბაღს სურდა, თავად გაეცა პასუხი ამ შეხებისთვის.

- არ გინდა... ხელი გამიშვი, გთხოვ,- ჩავჩურჩულე და ვცადე თავი გვერდზე გამეწია, მაგრამ მის თვალებში იმდენი უმწეობა იყო რომ სხეულმა არ მომისმინა. ადგილზე გავშეშდი.

- რატომ მაშო?- იკითხა მან და მისი თითები ჩემს ყბის ხაზზე ჩააცურა, სადაც კანქვეშ ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა ყოველი ძარღვი და როგორ იზრდებოდა ფესვები,- რატომ ხარ ასე შორს? შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისთანაც თავის მოჩვენება არ მჭირდება. ნანიკოსთან სულ ვცდილობდი იდეალური ვოფილიყავი, სულ რაღაცას ვუმტკიცებდი... შენთან კიდევ უბრალოდ ვარსებობ. ახლა კი ამასაც მიკრძალავ?

მისი სიტყვები საწამლავივით ნელა ჩაედინებოდა ჩემს ორგანიზმში. მას ჩემთან სუნთქვა შეეძლო, მე კი მისი ყოველი ამოსუნთქვა ფილტვებს მიგლეჯდა. სასოწარკვეთილებამ ყელში სიმწარედ ამოასხა. მინდოდა მეყვირა, მეთქვა რომ საკმარისია სხვისი სიყვარულის ჩრდილად ყოფნა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა.

- იმიტომ რომ მე შენი თავშესაფარი არ ვარ, ილია,- ამოვთქვი ძლივს გასაგონად. ხმა მიკანკალებდა, სიმთვრალისგან თუ ტკივილისგან, უკვე აღარ ვიცოდი,- შენ ახლა უბრალოდ გტკივა და გგონია რომ ძველი მეგობრობა ამ იარებს მოგიშუშებს, მაგრამ ასე არ ხდება. შენ სახლში უნდა წახვიდე, უნდა გამოიძინო და... და მე თავი დამანებო.

- არ მინდა სახლში,- თქვა ჯიუტად, თითქოს პატარა, გზააბნეული ბავშვი ყოფილიყო. მისი მზერა ჩემს თვალებიდან ნელ - ნელა ტუჩებზე ჩამოვიდა. მისი სუნთქვა, ლუდის მძიმე და თბილი არომატით, პირდაპირ სახეზე მეცემოდა,- და არც შენი თავის დანებება მინდა. შენ რომ წახვიდე, საერთოდ აღარაფერი დამრჩება.

ის კიდევ უფრო ახლოს მოიწია, იმდენად ახლოს რომ ჩვენი სამოსი ერთმანეთს შეეხო. ილიას თვალები ძილისგან და ალკოჰოლისგან უკვე ეხუჭებოდა, თითქოს გონება უკანასკნელ ძალებს იკრებდა რომ ფეხზე მდგარიყო. მე ვიდექი მოაჯირსა და მის სხეულს შორის მოქცეული, სრულიად განადგურებული და ვუყურებდი, როგორ იშლებოდა ჩემი ხუთწლიანი საიდუმლო მის დაჟინებულ, დაბინდულ მზერაში.

მან სახე კიდევ უფრო ახლოს მოიტანა, ისე ახლოს რომ მის თვალებში სინანულის გარდა, უცებ რაღაც ნაცნობმა, წარსულისეულმა ნაპერწკალმა გაელვა. ჩემმა გულმა საზარელი ძალით შეწყვიტა ფეთქვა. ყელში ეკლები ერთიანად გაიყინნენ, თითქოს მოახლოებულ კატასტროფას ელოდებოდნენ.

- ისევ ისე მიყურებ...- ჩაილაპარაკა ილიამ, ხმა უფრო მეტად ჩაეხლიჩა და ტუჩის კუთხე სევდიანად აუტოკდა,- ზუსტად ისე, როგორც მაშინ, სამი წლის წინ... შენთან რომ მოვედი. გახსოვს?

წამით ჰაერი საერთოდ გაქრა აივნიდან. როგორ არ მახსოვდა? ის ღამე ჩემი პირადი ჯოჯოხეთის დასაწყისი იყო. მაშინაც ასე მოვიდა, განადგურებული, სასმლით გაჟღენთილი და მანუგეშებელი მეგობრის მკლავებში ეძებდა ხსნას, რადგან შეყვარებულს ეჩხუბა და დაშორდნენ. როგორ მეუბნებოდა სამუდამოდ დავშორდითო, აღარ შევიყვარებ არავისო და მაშინაც, ზუსტად ამავე აივანზე, მოულოდნელად მაკოცა. ეგოისტურად, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი მარტოობის ეშინოდა.

- ილია გაჩუმდი,- ამოვთქვი გაფითრებულმა და მისი ხელის მოშორება ვცადე, მაგრამ თითები უფრო მჭიდროდ დააჭირა ჩემს ყბას.

- მაშინაც... მაშინაც ასე მითხარი, არ გინდაო,- გააგრძელა ძილმორეული, ნასვამი ხმით, თითქოს იმ ძველ მოგონებაში გადასახლებულიყო,- მერე კი... მერე მიყვირე. მითხარი, ასე რამდენჯერაც ვინმეს დაშორდები და გული გეტკინება, ჩემთან არ უნდა მოდიოდეო... მე შენი სათადარიგო ვარიანტი და ნუგეშის ბალიში არ ვარო...მთელი ერთი თვე არ მელაპარაკებოდი, მაშო. მე კიდევ სულელი ვიყავი, მეგონა უბრალოდ გაბრაზდი...

ჩემს თვალებში ცხელი ცრემლები ჩადგა. მან არაფერი იცოდა. არ იცოდა რომ მაშინ ის სიტყვები იმიტომ კი არ ვუთხარი რომ მისი შეხება მეზიზღებოდა, არამედ იმიტომ რომ იმ ერთმა, წამიერმა კოცნამ გადამრია, გამაგიჟა და სულ სხვა სტიქიაში ჩამაგდო. ყოველი მისი იმედგაცრუება ჩემი სიკვდილის მიზეზი ხდებოდა.

- ჰოდა თუ გახსოვს... ახლა რატომ აკეთებ იგივეს?- ხმა გამიტყდა, ცრემლი ლოყაზე გადმომიგორდა და მის თითებს დაეცა,- რატომ მოდიხარ ისევ ჩემთან, ილია? ნანიკო სამუდამოდ წავიდა და შენ ისევ ჩემს ხარჯზე ცდილობ გადარჩენას?

- იმიტომ რომ არ შემიძლია...- ჩაიჩურჩულა მან. მისი თვალები უკვე ნახევრად დახუჭული იყო, ალკოჰოლი და ძილი საბოლოოდ ერეოდა მის გონებას, მაგრამ სხეული მაინც ჩემკენ იწევდა, თითქოს მაგნიტი მართავდაო,- იმიტომ რომ შენთან... ყველაფერი სხვანაირადაა... მაშო...

მან ვეღარ დაასრულა ფრაზა. სიტყვები ღამის გრილ ჰაერში გაიფანტა და მათ ნაცვლად მხოლოდ მისი მძიმე, ცხელი სუნთქვა დარჩა, რომელიც ჩემს სახეს ეცემოდა. სრულიად უმწეომ, ალკოჰოლისგან გონებადაბინდულმა და იმ გაუძლებელი მარტოობისგან დაცლილმა, რომელიც შიგნიდან ანადგურებდა, უკანასკნელი, ინსტინქტური ძალით გამოიწია წინ. წამით სამყარომ ტრიალი შეწყვიტა, ქალაქის ათასფერი ნათურები ერთმანეთში აირია და მისი ტუჩები ისევ შეეხო ჩემსას. ეს კოცნა საზარელი, მტანჯველი სილამაზით იყო სავსე. მასში არ ყოფილა ვნება ან სიხარული. მასში ნანიკოს დაკარგვის მწარე სურნელი, ილიას უსაზღვრო, ეგოისტური სასოწარკვეთა და ჩემი ხუთწლიანი საიდუმლო ერთმანეთს გადაეჯაჭვა. თვალები მაგრად დავხუჭე, თითქოს ამით რეალობისგან დამალვას ვცდილობდი, ცივ მოაჯირს მთელი ძალით ჩავებღაუჭე და უსიტყვოდ დავნებდი.

ვკოცნიდი კაცს, რომელიც ჩემთვის ერთდროულად სამყაროს ცენტრიც იყო და ჩემი პირადი მკვლელიც.

იმავე წამს, მის ყოველ შეხებაზე, ჩემს მკერდში ჩაბუდებულმა ალისფერმა ბაღმა გიჟური, გააფთრებული ძალით გაიღვიძა. ვიგრძენი, როგორ ამოძრავდნენ ეკლები, როგორ გაიკაფეს გზა ჩემს ფილტვებში და ხორცი სასტიკად მომგლიჯეს, მაგრამ ტკივილს არ ვგრძნობდი - მისი ტუჩების სიმხურვალე ყოველგვარ გრძნობას მიყუჩებდა. მის საწამლავს ნებაყოფლობით, გაუმაძღრად ვსვამდი. ეს წამიერი მარადისობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ილიას სხეული უცებ ერთიანად მოეშვა, თითქოს ამ უკანასკნელმა შეხებამ მისი სულის ნარჩენებიც თან წაიღო. მან ნელა დასწია თავი, მძიმე, ნასვამი შუბლი ჩემს მხარს მიადო და მორჩილად ამოისუნთქა. მისი წამწამები უკვე სრულიად დაშვებულიყო, თვალებს ვეღარ ახელდა.

- მაპატიე...- ჩაილაპარაკა ძილმორეული, გაწყვეტილი ჩურჩულით, რომელშიც სინანული და გათიშვა ერთმანეთში ირეოდა,- მაპატიე მაშო... არ უნდა მექნა. ძალიან... ძალიან მეძინება...

მან ნელა, ზანტად მოიშორა ჩემი სხეული. ფეხი აერია, საყრდენის საძებნელად ხელი ცივ კედელს შეახო და მძიმე ნაბიჯებით, უკანმოუხედავად შებრუნდა მისაღებ ოთახში. აივნის კარი მის ზურგს უკან ჩუმად, თითქოს სამუდამოდ, მიიხურა. შიგნიდან მხოლოდ რეზის ხმამაღალი, ძილმორეული ბუზღუნი გაისმა.

- ილო, აქეთ დაწექი, მანდ ადგილი არაა...- სრულ სიცარიელეში, ღამის თბილისის პირისპირ მარტო დავრჩი. გრილმა ქარმა მაშინვე დაუბერა და წამიერად წამართვა მისი სხეულის ის ნარჩენი სითბო, რომელიც კანზე ჯერ კიდევ მიწვავდა. ხელები აკანკალებულ ტუჩებზე მივიდე, სადაც მისი კოცნის გემო ისევ ცოცხლობდა, და გულწასულივით, მუხლებით დავეცი აივნის ცივ იატაკზე. უცებ ყელში საზარელმა, გაუგებარმა და დაუნდობელმა სპაზმმა დამიარა. სუნთქვა ჩამეკეტა, ხელისგულები სასწრაფოდ პირზე ავიფარე და ამჯერად ჩემი ხველა ვეღარაფერმა შეაჩერა. ეს არ იყო უბრალო შეტევა, ეს ჩემი სხეულის აჯანყება იყო. როცა ხელები მოვიცილე, თბილისის მკრთალ ნათებაშიც კი გარკვევით დავინახე - ხელისგულები სავსე მქონდა მუქი, თბილი სისხლითა და ალისფერი კამელიის სველი, სრულიად გადაშლილი, სურნელოვანი ფურცლებით. ისინი ჩემს თითებს შორის ცვიოდნენ და იატაკზე ლაქებად იშლებოდნენ. სამი წლის წინანდელი შეცდომა დღეს ჩემს საბოლოო, შეუქცევად განაჩენად იქცა. ილიამ კვლავ მომაკითხა თავისი იარებით, კვლავ ჩემს მკერდში ჩააქრო თავისი ტკივილი, მე კი... მე ვიცოდი რომ ამჯერად ყვავილები ჩემს გადარჩენას აღარ აპირებდნენ. ჩემი დრო ნე - ნელა, ამ ფურცლებთან ერთად იწურებოდა.

* * *

მთელი ღამე აივანზე გავატარე, ცივ იატაკზე მიყუჩებულმა, მუხლებში თავჩარგულმა. ხველა მხოლოდ მაშინ ჩაცხრა, როცა ცაზე პირველი, მკრთალი ნაცრისფერი ზოლი გამოჩნდა და ქალაქის თავზე გაბნეული ნათურები სათითაოდ ჩაქრა. სხეული მთლიანად მტკიოდა, თითქოს შიგნიდან ყველა ძვალი და მილიმეტრი გადახლართული ფესვებით მქონდა დაქსელილი. სისხლიანი, გადაშლილი ფურცლები აკანკალებული თითებით სათუთად მოვაგროვე, ხელსახოცში გადავახვიე და ნაგვის ურნაში ღრმად ჩავმალე, თითქოს ამით საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ვმალავდი. მერე სამზარეულოში შევედი, სახე ყინულიანი წყლით დავიბანე და სარკეში ჩემს თავს შევხედე - თვალების უბეები საზარლად ჩაშავებოდა, ტუჩები კი ისევ მიფეთქავდა და ოდნავ დასიებული მქონდა იმ კოცნისგან, რომელმაც ჩემს ორგანიზმში ბოლო თავდაცვის ზღუდეები ჩამოშალა.

მისაღებ ოთახში შემოპარულმა ალიონმა იატაკზე მიმოფანტული მეგობრების სხეულები გაანათა. ოთახში მძიმე, ნასვამი ძილის სუნთქვა ტრიალებდა. რეზის თხელ პლედში გამოხვეულს ეძინა, ხალიჩაზე ხელებგაშლილს, თაზოს თავი დივნის კიდეზე ჩამოედო, მაკოს და ლანას კი ერთმანეთის მხრებზე მიყრდნობილებს ეძინათ. ელენე სავარძელში ოდნავ შეტოკდა, თვალები გაახილა, ჩემი გაფითრებული სახე დაინახა და მის მზერაში იმ წამსვე ისეთი უსაზღვრო ტკივილი და თანაგრძნობა ჩაიღვარა, რომ თვალი სასწრაფოდ ავარიდე. ჩემი მზერა უნებურად გადავიდა დივნის მეორე მხარეს. ილია იქ იწვა. ცალი ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული, მეორე კი ძირს ჩამოჰკიდებოდა. მისი სახე ახლა მშვიდი იყო, ყოველგვარი ტანჯვისგან დაცლილი, თითქოს მთელი ის საზარელი სიმძიმე, წუხელ აივანზე რომ ახრჩობდა და ასე სასოწარკვეთილს აკოცნინა, მე გადმომილოცა, ჩემს ფილტვებში გამოკეტა და თავად სუფთა სინდისით დაეძინა.

ნაბიჯი გადავდგი რომ სამზარეულოში ყავა დამედგა, მაგრამ ჩემს ფეხის ხმაზე ილიამ ამოიოხრა. თვალები ნელა, გაჭირვებით გაახილა. დილის მკვეთრ შუქზე თვალები მოჭუტა, მერე ნელა წამოჯდა, სახეზე ხელები ჩამოისვა და საფეთქლები თითებით დაიზილა. წამით სივრცეს უყურებდა, დაბნეული, მერე კი მზერა მე მომაპყრო. ზუსტად იმ წამს ვუყურებდი მის თვალებს და ვხედავდი, როგორ იღვიძებდა მის გონებაში წუხანდელი ღამის ფრაგმენტები - ალკოჰოლი, აივანი, მისი აცრემლებული თვალები, აღიარება ნანიკოზე და... კოცნა. მისი სახე ერთიანად ალისფერი გახდა, ყელიდან წამოსულმა სიწითლემ ლოყებამდე მიაღწია. მის თვალებში იმხელა სინანული, შიში და უხერხულობა აირეკლა რომ მივხვდი - ყველაფერი დეტალურად ახსოვდა. არაფერი დავიწყებია. და სწორედ ეს ხდიდა ამ წამს აუტანელს. მიყურა ცოტახანს ჩუმად, მერე კი სამზარეულოში მომიხელთა მარტო.

- მაშო...- წამოდგა ფეხზე, ხმა საზარლად უთრთოდა, ხრინწიანი და დაბალი იყო. ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მაგრამ იქვე კიდეზე გაშეშდა, თითქოს ჩემთან მიახლოების ეშინოდა,- მაშო, წუხელ... ღმერთო ჩემო, საერთოდ არ ვიცი, რა დამემართა.

- არაუშავს,- ხმადაბლა ამოვილაპარაკე და ყავის მადუღარა შემოვდგი გაზზე.

- ისეთი მთვრალი ვიყავი, გონება მქონდა აბსოლუტურად გათიშული. არ უნდა გამეკეთებინა. მე... მე უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი, ყველაფერი ამერია. მითხარი, რომ ამის გამო ჩვენს მეგობრობას საფრთხე არ შეექმნება. შენს დაკარგვასაც ვერ გადავიტან, მაშო.

მისი ყოველი სიტყვა წუხანდელ ეკლებზე უფრო ბასრი და ცივი იყო. ის ისევ მხოლოდ საკუთარ დანაშაულის გრძნობას ებრძოდა, ისევ მხოლოდ ჩვენს მეგობრობას და საკუთარ კომფორტს უფრთხილდებოდა. ჩემი გრძნობები, ჩემი შესაძლო ტკივილი ამ კოცნის გამო, მისთვის საერთოდ არ არსებობდა, იმიტომ რომ მის გონებაში მე მხოლოდ მეგობარი ვიყავი. ერთგული, მყარი, მარადიული მეგობარი, რომელიც ყველაფერს აიტანდა. ყელში ისევ ვიგრძენი ნაცნობი, მომაკვდინებელი ფხაჭნი, ალისფერმა კოკრებმა კვლავ დაიწყეს ზემოთ მოწოლა, მაგრამ მთელი ჩემი ნებისყოფა, მთელი ხუთი წლის განმავლობაში ნაგროვები სიძლიერე ერთ მუჭად შევკარი. ზურგში გაზა აბნეულივით გავისწორე, ნიკაპი მაღლა ავწიე და სახეზე ყალბი, საოცრად გულგრილი და მცირედით დაცინვით აღსავსე ღიმილი ავიკარი - ისეთი, როგორიც ნამდვილ მეგობარს შეეფერებოდა სულელურ სიტუაციაში.

- ილია დამშვიდდი,- ვთქვი რაც შეიძლება მსუბუქი ტონით, თითქოს უმნიშვნელო, სასაცილო რამეზე ვსაუბრობდით,- ნასვამი იყავი, მეც ნასვამი ვიყავი, თან ნაწყენი. ყველაფერი მესმის. ჩათვალე რომ საერთოდ არაფერი მომხდარა. ბავშვები ვართ? ყავას დალევ?

მაგრამ განა მართლა ვგულისხმობდი ამას? როგორ შეიძლებოდა დამევიწყებინა ან გამეტარებინა მარტივად? ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ ერთ წამში ჩემი მთელი არსება შიგნიდან აფეთქდა, ფერფლად იქცა და ნამსხვრევები პირდაპირ სისხლძარღვებში ჩამეღვარა. ყოველი სიტყვა, რომელსაც ასეთი სიმსუბუქით წარმოვთქვამდი, ჩემივე ხელით ნასროლი ლურსმანი იყო ჩემი გულის კუბოში. ვუყურებდი ილიას და ვგრძნობდი, როგორ მიპობდა ნეკნებს სრული, უსაზღვრო განადგურების შეგრძნება. ნგრევა არ ყოფილა ხმაურიანი. ეს იყო ჩუმი, შინაგანი კატასტროფა, როცა შენი სამყაროს საძირკველი წამებში იფხვნება და შენ მაინც იძულებული ხარ, სწორად იდგე და უღიმოდე ადამიანს, ვინც ამ ნანგრევების ქვეშ ცოცხლად გმარხავს.

ეს კოცნა ჩემთვის ხსნის, ჰაერისა და აღსარების ტოლფასი იყო, მისთვის კი მხოლოდ ნაბახუსევის უხერხულობა. შეცდომაო თქვა. ამ ერთმა სიტყვამ ჩემი ხუთი წლის ნაცოცხლები, ნალოცი და ნატანჯი სიყვარული მიწასთან გაასწორა, უბრალო შემთხვევითობად აქცია. სრულიად დავცარიელდი. ჩემს შიგნით ყველაფერი, ყოველი იმედის ნაპერწკალი ჩაქრა და მხოლოდ ის საზარელი რეალობა დარჩა რომ მე მართლა არაფერი ვიყავი მისთვის. სხეული მიკანკალებდა, მეგონა, ფეხზე ვეღარ შევიკავებდი თავს და იქვე, მის თვალწინ ჩამოვიშლებოდი, მაგრამ ჩემი ნიღაბი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი სული ყვიროდა, სისხლისგან იცლებოდა, ყოველ მილიმეტრს ფესვები მიგლეჯდა, მე კი გარეგნულად მხოლოდ ყავის ჭიქებსა და დილის სიმშვიდეზე ვსაუბრობდი. ეს იყო ჩემი საბოლოო დამარცხება. ჩემს სიტყვებზე მის სახეზე ისეთი უზარმაზარი, ბავშვური შვება დაიხატა რომ გული საბოლოოდ გამიქრა. თვალები გაუნათდა, მხრები მოეშვა, ნელი ნაბიჯით მოვიდა და მხარზე ხელი მეგობრულად, მყარად დამკრა

- აბა ჰე მაშიკო, მადლობა მასპინძლობისთვის! საღამოს შეგეხმიანები,- მითხრა თაზომ.

- ნახვანდის,- თვალებში კიდევ ერთხელ ჩამხედა ილიამ იმ უსაზღვროდ მშვიდი, დანაშაულისგან განთავისუფლებული მზერით და რეზის მხარზე ხელი გადახვია. ოთახში მყოფებმა ნელ - ნელა საბოლოოდ მოაგროვეს თავიანთი ნივთები. ლანამ და მაკომ ლოყაზე მაკოცეს, თაზომ ხელი ამიწია, ელენე კი ბოლოსკენ ჩამორჩა. კარებთან რომ მივიდა, ისევ შეშფოთებულმა შემათვალიერა, მჭიდროდ ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა.

- ხვალ აუცილებლად მოვალ მაშო, ასე არ დაგტოვებ,- თავი მექანიკურად დავუკარი, ოღონდ მალე გასულიყვნენ. კარი ბოლომდე არ მიმიხურავს, უბრალოდ ხელი ვკარი, მივაჯახუნე და იქვე, დერეფნის ცივ კედელს ზურგით მივეყრდენი. სახლში ის საზარელი, ყრუ სიჩუმე ჩამოვარდა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. მუხლები ერთიანად მომეკვეთა. მისაღებ ოთახში ძლივს შევბრუნდი, მაგრამ შუა გზაზე დამეწია ის საშინელი ტალღა, რომელსაც მთელი დილა ასე გააფთრებით ვიკავებდი. ხველა იმდენად მოულოდნელი, ბასრი და ძლიერი იყო რომ იატაკზე ოთხზე დავვარდი. ხელისგულები პირზე ავიფარე, მაგრამ ნაკადს ვეღარ ვაკავებდი - თბილი სისხლი და ალისფერი კამელიის სველი, სრულიად გადაშლილი ფურცლები თითებს შორის გადმომეღვარა. ხალიჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჩემი მეგობრები ისხდნენ და იცინოდნენ, ახლა ჩემი სიკვდილის ნიშნები ეყარა. ყოველი ამოსუნთქვა აუტანელ ტკივილს მანიჭებდა, თითქოს ფილტვებში თავად კამელიის ბუჩქი ფესვებით მიგლეჯდა ხორცს იმიტომ რომ წყევლამ თავისი უმაღლესი, შეუქცევადი წერტილი მიიღო.

სადარბაზოდან ნაბიჯების სწრაფი ხმა გაისმა. გაუგებარი, ნაჩქარევი ნაბიჯები პირდაპირ ჩემი ბინისკენ მოდიოდა. გული გამიჩერდა. ვინაიდან კარი არ ჩამეკეტა, გარედან სახელურის დაქაჩვისა და კარის ფართოდ გაღების ხმა წამში გაისმა. სანამ განძრევას ან ყვავილების დამალვას მოვასწრებდი, მისაღებ ოთახში ნაცნობი სილუეტი შემოიჭრა.

- მაშო, ტელეფონი დამრჩა დივანზე...- სიტყვა შუაზე გაუწყდა ილიას. სახეზე ნაჩქარევი ღიმილი წამში გაეყინა, როცა ოთახის ცენტრში ჩემს კოშმარს წააწყდა. ზღურბლთან გაშეშდა, თითქოს დენმა დაარტყაო. ხალიჩაზე, მუხლებით ვიდექი. ჩემი თეთრი მაისური სისხლით იყო დასვრილი, ტუჩებიდან წითელი ზოლი დამდიოდა, ჩემს წინ კი... ჩემს წინ მიმოფანტული იყო ათეულობით ალისფერი კამელიის ფურცელი. ხელები ამიკანკალდა, სისხლიანი ხელისგულებით ვცდილობდი იატაკიდან მათ აკრეფას, მაგრამ ყოველი მოძრაობა უფრო მეტად მამხელდა.
ილიას ხელები ჩამოუვარდა. სახიდან ფერი სრულიად გადაუვიდა, თვალები საზარელი სიმართლის გაცნობიერებით აევსო.

- მაშო...- ამოიხავლა მან, ხმა შიშისგან და გაურკვევლობისგან სრულიად ჩაუწყდა. ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მაგრამ იქვე გაშეშდა, თითქოს ეშინოდა იმ რეალობის, რომელიც მის თვალწინ იშლებოდა,- ეს... ეს რა არის? ღმერთო ჩემო მაშო, რა გჭირს? რა დაგემართა?!

მისი ხმა კანკალებდა, თვალები გაფართოებოდა და შეძრწუნებული უყურებდა ჩემს სისხლიან ხელებს.

- არ მოხვიდე...- ამოვიხრიალე, ხმა ყელში გამეჩხირა, სადაც ახალი ეკლები გააფთრებით იკაფავდნენ გზას. უკანასკნელი ძალით ავიფარე ხელები სახეზე რომ ჩემი სისხლიანი ტუჩები და თვალებში ჩამდგარი სასოწარკვეთა დამემალა,- გეხვეწები წადი... უბრალოდ წადი...

- როგორ წავიდე?! მაშო სისხლს ახველებ!- ის ჩემ წინ მუხლებზე დაეცა, მისი ხელი ჩემს აკანკალებულ მხარს შეეხო. ეს შეხება ისევ ისეთი თბილი იყო, ისევ ისე მწვავდა კანს და ჩემმა ფილტვებმაც მაშინვე უპასუხეს, შიგნიდან ახალი კოკრები აფეთქდნენ, თითქოს მისი სიახლოვით სულდგმულობდნენ.

- არაფერია... ფილტვები... ფილტვები მტკივა,- ვცადე ტყუილის თქმა, მაგრამ სიტყვები სისხლის გემომ დაახრჩო. იატაკს დავყურებდი, სადაც ჩვენ შორის ალისფერი ვარდები ეყარა - ჩემი ხუთწლიანი, ჩუმი, მომაკვდინებელი სიყვარულის მტკიცებულება. ის მიყურებდა, მისი თვალებიდან პირველი, შეძრწუნებული ცრემლი გადმოვარდა და ხალიჩაზე დაცემულ ფურცელს დაეცა. ილიას სახეზე საზარელი შიში ეწერა, ის სვამდა კითხვებს, ეძებდა ლოგიკურ მიზეზს, მაგრამ მე ვიჯექი ჩემივე სისხლის გუბეში და ვიცოდი - ის ვერასდროს გაიგებდა რამ მომკლა. ის სამუდამოდ იცხოვრებდა ამ კითხვით, მე კი ამ ყვავილებთან ერთად წავიღებდი ჩემს საიდუმლოს.

- სასწრაფოს გამოვუძახებ... ახლავე, ტელეფონი... სად არის ჩემი ტელეფონი?!- ილია სრულ პანიკაში ჩავარდა. ხელები უცახცახებდა, როცა ჯიბეებს იჩხრეკდა. მისი ხმა ისტერიულ ნოტებს აღწევდა, თვალები კი უფართოვდებოდა იმის დანახვაზე, რომ ჩემი ხველა არ წყდებოდა,- მაშო, არ გაინძრე, გეხვეწები... დამშვიდდი, მითხარი რა გჭირს?! ასე უცებ როგორ გახდი ცუდად?

მისი გონება ხედავდა სისხლს, ხედავდა ჩემს ჩამავალ სიცოცხლეს, მაგრამ აბსოლუტურად ბლოკავდა იმ რეალობას, რომელიც იატაკზე ეყარა. ის ვერ ხედავდა ფურცლებს. მისთვის ეს მხოლოდ წითელი, შემზარავი ლაქები იყო ხალიჩაზე. ისე დაუბინდა მზერა რომ სიმართლის ნაწილაკიც კი არ გააჭაჭანა მის თვალწინ. ის ეძებდა დაავადებას, ეძებდა ლოგიკას, ეძებდა უბედურ შემთხვევას - ყველაფერს, გარდა იმისა რომ ჩემი ფილტვებიდან მისივე უსიყვარულობის გამოზრდილი ბაღი ამოდიოდა. ყოველი მისი შეხება, ყოველი შეშინებული შეკითხვა და ჩემკენ გადმოდგმული ნაბიჯი ჩემს ორგანიზმში ბოლო აფეთქებას იწვევდა. წყევლამ ბოლო, გადამწყვეტი იერიში მიიტანა. ფილტვებში ჰაერი საერთოდ აღარ დამრჩა. ეკლებმა ყელი შიგნიდან მთლიანად გადამიგლიჯეს და ვიგრძენი, როგორ წამოვიდა ბოლო, ყველაზე დიდი ნაკადი. ხელები მიწიდან მოვწყვიტე და მთელი სხეულით წინ გადავზნექე. ისევ იგივე, ისევ წითელი ფოთლები ჩემს ხელზე, რომელსაც ილია სისხლად ხედავდა, ისევ ტკივილი. საშინელი ტკივილი თითქოს ფილტვებს მიგლეჯენ. მისი ხელი, რომელიც ტელეფონისკენ მიიწევდა, ჰაერში გაიყინა, როცა ჩემი სხეული საბოლოოდ მოეშვა. ხელები ჩამომივარდა, ხედვა დამებინდა და ქალაქის მკრთალი შუქი ნელ - ნელა შავ ფარდად იქცა. მუხლები მომეკვეთა და იატაკზე გვერდულად ჩამოვცურდი.

- მაშო...- გავიგონე მისი შორეული, ჩამწყდარი ხმა. ვიგრძენი, როგორ ამიყვანა ხელში. მერე უკვე არაფერი მახსოვს... საერთოდ აღარაფერი.

სიბნელე. ყრუ, უწონადო და აბსოლუტური სიბნელე, სადაც აღარც ეკლების მჭრელი ტკივილი არსებობდა და აღარც ილიას ხმა. თითქოს ჩემი სხეულიდან მთელი ის ალისფერი, სისხლიანი ბაღი ერთიანად ამოიძირკვა და მხოლოდ ცარიელი, ყინულიანი მინდორი დარჩა. პირველი რაც ვიგრძენი თეთრი, მკვეთრი სინათლე იყო, რომელმაც ქუთუთოებში გამოაღწია. ყელში საშინელი სიმშრალე მქონდა, თითქოს უდაბნოს ქვიშა მეყარა, და ყოველი ჩასუნთქვა ჟანგბადის ნაცვლად მინის ნამსხვრევებით მივსებდა ფილტვებს. თვალები ნელა, გაჭირვებით გავახილე. საავადმყოფოს პალატა. კედლების თეთრი ფერი თვალებს მიჭრიდა. აპარატების ერთფეროვანი, მონოტონური წრიპინი სმენას მიხშობდა. მარჯვენა ხელზე გადასხმის ნემსი მქონდა შერჭობილი.

- გამოფხიზლდა! ექიმო, გაახილა თვალები!- ოთახში ელენეს აკანკალებული ხმა გაისმა. ის იქვე, საწოლის კიდესთან იჯდა, თვალები ტირილისგან სრულიად დასიებოდა და ჩემს ცივ ხელს თავის თბილ ხელებში ათბობდა. კართან ნაბიჯების ხმა გაისმა. ექიმი შემოვიდა, თეთრ ხალათში, ხელში სამედიცინო ბარათით. სახეზე მშვიდი, დამამშვიდებელი ღიმილი ეხატა, რაც იმას ნიშნავდა რომ კატასტროფა გადაგორებული იყო. მის ზურგს უკან კი... ილია იდგა. ისეთი ფერდაკარგული, დაღლილი და შეშინებული, თითქოს მთელი ეს საათები ჩემთან ერთად სიკვდილის პირას იდგა. თვალები ჩაწითლებოდა, თმა აჩეჩილი ჰქონდა.

- აი მშვენიერია,- თქვა ექიმმა, საწოლს მიუახლოვდა და პულსი შემიმოწმა,- როგორ ხართ, მაშო? ხმის ამოღება ჯერ გაგიჭირდებათ, ყელი გაღიზიანებული გაქვთ, მაგრამ მთავარი საფრთხე წარსულშია.

მე მხოლოდ სუსტად დავუკარი თავი, მზერა კი ილიას მივაპყარი, რომელიც ოთახის კუთხეში გაშეშებულიყო და ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი გაქრობის ეშინოდა.

- ექიმო, მართლა ყველაფერი რიგზეა? იმდენი სისხლი ჰქონდა, მეგონა ხელებში ჩამაკვდებოდა,- ილიას ხმა ჩაეხლიჩა, ნერვიულად მოისრისა ხელები.

- გესმით თქვენი მეგობრის, მაშო? საშინლად შეაშინეთ,- თბილად ჩაილაპარაკა ექიმმა, ბარათში რაღაც ჩაინიშნა და მერე ჩვენკენ შემოტრიალდა,- ანალიზების მიხედვით, საქმე გვაქვს მწვავე, უყურადღებოდ დატოვებულ ვირუსულ ინფექციასთან. ფილტვები საკმაოდ ძლიერად გაქვთ დაზიანებული, რამაც გამოიწვია სისხლძარღვების კედლების დასკდომა და ძლიერი სისხლდენა ხველის დროს. უბრალო გრიპი გეგონათ, ორგანიზმი კი ბოლო ზღვარზე იყო. რამდენიმე დღე აქ დარჩებით, ანტიბიოტიკებს გადაგისხამთ, ფილტვებს მოვაწესრიგებთ და ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება. მთავარია, კარგად დაისვენოთ.

„ვირუსი... ფილტვების დაზიანება... სისხლძარღვების დასკდომა..."

ექიმის ყოველი სიტყვა ჩემს გონებაში ექოსავით მესმოდა. მედიცინამ, მეცნიერებამ და ილიას საკუთარმა სიბრმავემ ჩემს წყევლას სრულყოფილი სახელი მოუძებნა. მათ იპოვეს ლოგიკა იქ, სადაც მხოლოდ მისგან გამოწვეული სასიკვდილო სიყვარული მგუდავდა. ექიმი ელენესთან ერთად პალატიდან გავიდა, რათა დამატებითი დანიშნულება გამოეწერა. ოთახში მხოლოდ მე და ილია დავრჩით. სიჩუმეში მხოლოდ აპარატის წრიპინი ისმოდა. ის ნელი, აკანკალებული ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, იქ, სადაც წეღან ელენე იჯდა. ხელი ასწია ისევ ისე ნაზად, როგორც წუხელ აივანზე და ჩემს შუბლზე ჩამოშლილი თმა გადამიწია. მის თვალებში იმდენი სინანული და შიში ტრიალებდა რომ ყელში ისევ ვიგრძენი ნაცნობი, სუსტი ფხაჭნი. ბაღი არ მომკვდარიყო. ის უბრალოდ დროებით მიყუჩებულიყო, რათა ძალები მოეკრიბა.

- მაშო...- ჩაიჩურჩულა მან და მისი ცრემლი ჩემს საბანზე დაეცა,- ისე შევშინდი... როცა დავინახე, სულ ჩემს თავს ვადანაშაულებდი. ვიფიქრე, წუხელ აივანზე ჩემმა საქციელმა ისე ინერვიულა რომ ამან გამოიწვია - თქო... მაპატიე, გეხვეწები. სულელი ვარ. შენ კი ასე ავად ყოფილხარ და ხმას არ იღებდი...

ვუყურებდი მის აცრემლიანებულ თვალებს და გულში მწარე, სევდიანი ღიმილი დამებედა. მას ისევ სჯეროდა თავისი ვერსიის. სჯეროდა ექიმის, სჯეროდა ვირუსის. მან ვერ დაინახა ფურცლები ჩემს ხელებზე, ვერ დაინახა ალისფერი კამელიები, რომლებიც მის მუხლებთან ეყარნენ. ხელი ძლივს ავწიე და მისი თბილი თითები ჩემს ხელისგულში მოვიქციე. ხმის ამოღება არ შემეძლო, მაგრამ ჩემი მზერით ვეუბნებოდი იმას, რასაც ის ვერასდროს გაიგებდა. მე გადავრჩი. ამჯერად სიკვდილმა უკან დაიხია, მაგრამ წყევლა ჩემში დარჩა და სანამ ილია ასე ახლოს იჯდებოდა, სანამ მისი ყოველი სიტყვა ჩემს გულს აფორიაქებდა, ვიცოდი ჩემს ფილტვებში ალისფერი კამელიები კვლავ დაელოდებოდნენ თავის დროს, რათა ხელახლა აყვავებულიყვნენ.

ილია ჩემს ხელს უჭერდა, თითქოს იმის შემოწმებას ცდილობდა, მართლა ცოცხალი ვიყავი თუ არა. მისი სუნთქვა ნელ - ნელა მშვიდდებოდა, თუმცა თვალებში ის შემზარავი შიში მაინც ღრმად ჩარჩენოდა.

- ექიმმა თქვა, რამდენიმე დღეში ფეხზე დადგებიო,- ჩაილაპარაკა მან და სუსტად გაიღიმა, თუმცა ეს ღიმილი უფრო საკუთარი თავის დამშვიდებას ჰგავდა,- რეზის და თაზოს დავურეკე. გარეთ არიან, დერეფანში, არ შემოვუშვი ჯერ... ისეთი სახეები აქვთ, გეგონება სამყაროს აღსასრული დადგაო. ყველანი აქ ვართ, მაშო.

„ყველანი..."- გავიფიქრე ჩემთვის. ოთახში ჟანგბადის მძიმე, ქიმიური სურნელი ტრიალებდა, მაგრამ ყოველი ჩასუნთქვისას მე მაინც ილიას ნაცნობ სურნელს ვგრძნობდი. ეს სურნელი ჩემს ფილტვებში ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად ეხებოდა იმ მიძინებულ ფესვებს, რომლებიც ექიმის წამლებს დროებით დაეძინებინათ. ყელის სიღრმეში ისევ ვიგრძენი ნაცნობი სიმშრალე. მივხვდი რომ მედიცინამ მხოლოდ სიმპტომები ჩაახშო. ჩემს შიგნით არსებული ბაღი არ გამქრალა, მან უბრალოდ ფორმა იცვალა, უფრო ფრთხილი, უფრო ღრმა და შეუმჩნეველი გახდა. კარი ოდნავ გაიღო და ელენე შემოვიდა. ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა. ილიას შეხედა, მერე მე გადმომხედა და მის თვალებში ისევ ის ეჭვი დავინახე, რომელიც სამზარეულოში ჰქონდა. ის არ ენდობოდა ექიმის მარტივ დიაგნოზს. შეიძლება ამ წყევლის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ქალური ინტუიციით გრძნობდა რომ ჩემი ფერმკრთალი სახის მიღმა ბევრად უფრო დიდი საიდუმლო იმალებოდა, ვიდრე უბრალო ვირუსი.

- ილო, ბიჭებს უთხარი ცოტა ხნით სახლში წავიდნენ,- თქვა ელენემ დაბალი, დაღლილი ხმით,- მაშოს დასვენება სჭირდება. შენც წადი, წუხანდელიდან მოყოლებული ფეხზე დგახარ, მე დავრჩები მასთან.

ილიამ ჭოჭმანით შემომხედა, თითქოს ჩემი ხელის გაშვება არ უნდოდა.

- დარწმუნებული ხარ, ელე? აქ ვიქნები, თუ რამე დასჭირდება...

- წადი ილია,- ჩურჩულით, ძლივს გასაგონად ამოვთქვი. ხმამ მიღალატა, ხრინწიანი და სუსტი იყო, მაგრამ ილიამ მაინც გაიგონა. მან მორჩილად დაიკრა თავი, დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა. ეს შეხება არ ჰგავდა წუხანდელ კოცნას, ეს იყო სუფთა, მზრუნველი, მეგობრული კოცნა, რომელმაც ჩემს გულს კიდევ ერთი ნაიარევი დაუტოვა.

- საღამოს მოვალ, მაშო. ტელეფონი ახლოს გქონდეს,- ჩაილაპარაკა, ელენეს მხარზე ხელი დაადო და პალატიდან გავიდა. კარი როგორც კი დაიხურა, ოთახში სიმძიმე ჩამოწვა. ელენე საწოლთან მოვიდა, სკამზე ჩამოჯდა და ჭიქა ტუმბოზე დადგა. ის დიდხანს მიყურებდა უსიტყვოდ. მერე ჩემი ხელი აიღო, თბილისის თბილ, მზეს გადახედა, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა.

- რა გემართება?- მკითხა ხმადაბლა,- გინდა დავიჯერო რომ ეს უბრალოდ ვირუსია? ჩვეულებრივი გაციება და ვსო?

- არ მინდა ამაზე საუბარი,- გვერდი ვიცვალე, მტკიოდა ყელი, მიჭირდა საუბარიც.

- შეიძლება დღეს არა, თუმცა მალე მოგვიწევს ამაზე საუბარი. ამას მაინც ვერ გაექცევი,- დამიქნია თითი. არ ვიცი ექიმმა რა გამიკეთა, თუმცა იმოქმედა, ჩამეძინა. ქუთუთოები ტყვიასავით დამძიმდა და უფსკრულში გადავეშვი. ჩამეძინა. ჩემი ძილი არ ყოფილა მშვიდი. ეს იყო მძიმე ბურანი, სადაც რეალობა და ჰალუცინაციები ერთმანეთში ირეოდა.

პალატაში სრული სიჩუმე მეფობდა, რომელსაც მხოლოდ აპარატის მონოტონური, რიტმული წრიპინი და ჩემი მძიმე, ზედაპირული სუნთქვა არღვევდა. ცხელი მზე ფანჯრიდან პირდაპირ ჩემს საწოლზე ეცემოდა, მაგრამ შიგნიდან მაინც საზარელი სიცივე მივლიდა. ხელოვნური ძილის ტყვეობაში მყოფს, სხეული დროდადრო უნებურად მიკანკალებდა, თითები პლედს ებღაუჭებოდა, თითქოს საყრდენს ეძებდა იმ ქაოსში, რომელიც ჩემს გონებაში ტრიალებდა.

სიზმარში ისევ იმ საზარელ, ნესტიან აივანზე ვიდექი. გარშემო ყველაფერი ნაცრისფერი იყო, თბილისის ნათურები კი ჩამქრალიყო. ჩემ წინ ილია იდგა. მისი სახე ბუნდოვანი იყო, თვალები კი საერთოდ არ ჰქონდა, თითქოს სიცარიელე ეწერა სახეზე. ის ხელებს მიწვდიდა, რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ მისი ბაგეებიდან ხმის ნაცვლად მხოლოდ გამხმარი, შავი ფოთლები ცვიოდა. მინდოდა მეყვირა, უკან დახევა მინდოდა, მაგრამ ფეხები იატაკზე მქონდა მიჯაჭვული. ჩავიხედე და დავინახე, როგორ ამოსულიყვნენ ჩემი ფეხებიდან, პირდაპირ კანიდან, მსხვილი, ეკლიანი ტოტები, რომლებიც იატაკის ნაპრალებში იდგამდნენ ფესვებს. წყევლა სიზმარშიც კი არ მასვენებდა. ვგრძნობდი, როგორ მიჭერდა ყელში მარყუჟივით გადახლართული მწვანე ღეროები და სუნთქვას მიკეტავდა. ყოველი წამწამის შეტოკებაზე, ყოველ მძიმე ამოსუნთქვაზე, პალატაში მჯდომი ელენე ხედავდა, როგორ მეცვლებოდა სახეზე გამომეტყველება, როგორ მეჭმუხნებოდა შუბლი და როგორ მიწითლდებოდა ლოყები სიცხისგან. მერე სიზმარი შეიცვალა. საავადმყოფოს თეთრ პალატაში ვიწექი. ზუსტად ისე, როგორც რეალურად, მაგრამ ჭერიდან წამლების ნაცვლად ალისფერი სისხლის წვეთები მოდიოდა. ისინი ჩემს თეთრ ზეწარზე ეცემოდნენ და წამებში გადაშლილ, სურნელოვან ვარდებად იქცეოდნენ. კარი იღებოდა, ილია შემოდიოდა, თეთრ ხალათში გამოწყობილი. ის მიახლოვდებოდა, ხელში სამედიცინო დანა ეჭირა, სახეზე კი ისევ ისეთივე უსინათლო, ბავშვური ღიმილი ეხატა.

„მაშო, ექიმმა თქვა რომ უბრალო ვირუსია... უბრალოდ ფილტვები გაქვს დაზიანებული..."- იმეორებდა მისი ხმა ექოსავით, სანამ დანას პირდაპირ მკერდში მიყრიდა. ტკივილი არ მიგრძნია. მხოლოდ ის დავინახე, როგორ გაიხსნა ჩემი მკერდი და იქიდან, ჩემს ორგანიზმში ჩაბუდებული, აყვავებული კამელიის ბუჩქი მთელი თავისი სილამაზითა და სისასტიკით გარეთ გადმოიღვარა. ილია კი კვლავ იდგა, ჩემს სისხლსა და ყვავილებში დასვრილი და სრულ სიბრმავეში კვლავ იმავეს იმეორებდა.

ლოყაზე რაღაც ცივი და სველი შემეხო, რამაც ამ კოშმარიდან წამიერად გამომაფხიზლა. თვალები სრულად არ გამიხელია, მაგრამ მესმოდა ელენეს ფრთხილი, აკანკალებული ჩურჩული. ის შუბლზე სველ ხელსახოცს მადებდა რომ სიცხე დაეწია.

- მშვიდად მაშო... მშვიდად, ჩემო გოგო... ყველაფერი კარგადაა,- მიმეორებდა ის და ჩემს აკანკალებულ თითებს თავის ხელებში იქცევდა. მე ისევ ჩავიძირე ბურანში, ოღონდ ამჯერად უფერულ, უსიცოცხლო ძილში. წამლებმა საბოლოოდ გათიშეს ჩემი ტვინი და იმ სამყაროში, სადაც ილიას ხმა და კამელიის სურნელი დროებით გაქრა, ჩემმა დატანჯულმა სხეულმა რამდენიმე საათით მაინც ჰპოვა ნანატრი მშვიდობა.

* * *

ექიმის დანიშნულმა პრეპარატებმა თავისი გაიტანა. როცა თვალები საბოლოოდ გავახილე, პალატაში უკვე ბინდი იდგა. ივნისის გრძელი დღე იწურებოდა და ოთახს იასამნისფერი, ცივი შუქი ეფინებოდა. სიცხეს დაეკლო, მაგრამ სხეულში ისეთი სიმძიმე მქონდა, თითქოს ჩემი ძვლები მარმარილოსგან გამოეთალათ. ელენეს სავარძელში ჩასძინებოდა. თავი მხარზე ჩამოეგდო, ხელები კი მუხლებზე დაწყობილ ჩანთაზე ეწყო. ისეთი დაღლილი ჩანდა, შემეცოდა. ნელა, ფრთხილად გადავბრუნდი საწოლში რომ აპარატების წრიპინს ან ზეწრის შრიალს არ გაეღვიძებინა. ყელი ისევ მიშრებოდა, მაგრამ ის საზარელი, მჭრელი ტკივილი, გულმკერდს რომ მიგლეჯდა, დროებით მართლაც მიყუჩებულიყო. წამლებმა მოატყუეს ჩემი ანატომია, თუმცა ვიცოდი რომ ეს მხოლოდ ილუზია იყო. ჩემი ბაღი უბრალოდ ნიადაგში ჩაიმალა, რათა მომდევნო წვიმას დალოდებოდა. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი. ეკრანი გავანათე. რამდენიმე გამოტოვებული ზარი დამხვდა რეზისგან და თაზოსგან, თუმცა ბოლო შეტყობინება ილიას გამოეგზავნა, სულ რაღაც ნახევარი საათის წინ.

" გირეკავდი, ალბათ გძინავს. არაუშავს, იმედია კარგად ხარ და მალე გამოჯანმრთელდები, მიყვარხარ და მენატრები."

ეს სიტყვები ეკრანზე ისე უწყინარად და ჩვეულებრივად ციმციმებდნენ, როგორც ყოველთვის. ის ამას წერდა როგორც ძმას, როგორც მეგობარს, როგორც თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. თითები გადავისვი და თვალები ამემღვრა. სწორედ ამ სიტყვამ, თავისი არასწორი, უფერული მნიშვნელობით, მომიყვანა ამ თეთრ პალატამდე. უცებ პალატის კარი ჩუმად გაიღო. ველოდი რომ მორიგე ექთანი შემოვიდოდა გადასხმის შესაცვლელად, მაგრამ ზღურბლზე ნაცნობი, მაღალი ფიგურა გამოჩნდა. ილია იყო. მას ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რაც დილით, თუმცა ქურთუკი მოეხსნა და ხელში ეჭირა. ნაბიჯი გადმოდგა, ჩემი გაღვიძებული თვალები დაინახა და სახე წამში გაუნათდა. ელენეს გადახედა, დარწმუნდა რომ ეძინა და სულმოუთქმელად, ფეხაკრეფით მოვიდა ჩემს საწოლთან.

- არ გძინავს?- ჩურჩულით მკითხა და იქვე, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. მისი სხეულის სიმხურვალე მაშინვე ვიგრძენი,- ვეღარ მოვითმინე, სახლში ვერ გავჩერდი. ბიჭები გავუშვი და უკან გამოვბრუნდი. როგორ ხარ? მითხარი რომ უკეთესად ხარ.

ხმა საერთოდ არ მქონდა, ამიტომ მხოლოდ თავი დავუკარი და სუსტად გავუღიმე. ხელი პლედიდან ამოვყავი და საწოლზე დავდე. მაშინვე თავისი ორივე ხელი მოჰხვია ჩემს თითებს. ისეთი ცივი ვიყავი რომ მის შეხებაზე ოდნავ შევკრთი.

- ისეთი ფერმკრთალი ხარ, მაშო...- ჩაილაპარაკა მან, თვალები ისევ აევსო იმ დანაშაულის გრძნობით, რომელსაც ვერაფრით უმკლავდებოდა. ჩემს ხელს უყურებდა, მის თითოეულ ხაზს, მერე კი ნელა ამომხედა,- მე ჩემი პრობლემებით თავზე მოგეხვიე, შენ კი ამ დროს ასე ცუდად იყავი. რატომ არაფერი მითხარი? რატომ მიმალავდი რომ ასე ცუდად იყავი?

მისი გულუბრყვილობა თითქმის სასაცილო იყო, რომ არ ყოფილიყო ასეთი ტრაგიკული. ის ფიქრობდა რომ მე ვირუსს ვმალავდი. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მე მას ვმალავდი საკუთარ თავს. ნელა ავწიე თავისუფალი ხელი, მისი ლოყისკენ წავიღე და თითის წვერებით მსუბუქად შევეხე მის კანზე არსებულ ნაღვლს. ხმის იოგები დავძაბე, მთელი ნარჩენი ენერგია მოვიკრიბე და ძლივს გასაგონი, ხრინწიანი ჩურჩულით ვუთხარი.

- ილია ყველაფერი კარგადაა,- ძლივს ამოვისუნთქე,- ისეთი თვალებით ნუ მიყურებ, თითქოს გეცოდები. ეს არ მინდა.

თვალები დახუჭა, ჩემს ხელისგულს თავისი ლოყით მიეყრდნო და მძიმედ ამოისუნთქა. ზუსტად იმ წამს, როცა მისი ცხელი სუნთქვა ჩემს ხელს მოხვდა, ვიგრძენი ყელის სიღრმეში, იქ, სადაც ექიმის წამლებს თავისი დამცავი ბარიერი აეშენებინათ, პირველმა ეკალმა ახალი ძალით, გააფთრებით გაიკაფა გზა.

"არაფერია კარგად"- იყვირა ჩემმა სულმა შიგნიდან, მაგრამ გარეგნულად მხოლოდ მისი თმის სათუთად მოფერება შევძელი. მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი განაჩენი ძალაში რჩებოდა. ამიერიდან ყოველი ჩვენი შეხვედრა იქნებოდა თამაში სიკვდილთან, სადაც ილია ყოველთვის მოიგებდა, მე კი... მე ყოველთვის მის მუხლებთან დავეცემოდი, სისხლითა და კამელიებით სავსე.

- გავალ მე, დაისვენე. უცებ შემოგირბინე, მერე კიდევ მოვალ,- გამიღიმა, მაკოცა ლოყაზე და პალატიდან გავიდა. ელენემ მძიმედ ამოისუნთქა, სავარძელში შეტოკდა და თვალები ნელა გაახილა. პალატის მკრთალ სიბნელეში ჩემს ფხიზელ მზერას რომ წააწყდა, წამით შეკრთა, მერე სასწრაფოდ გასწორდა, სახეზე ჩამოშლილი თმა ნერვიულად გადაიწია და საწოლს მოუახლოვდა.

- გაგეღვიძა ჩემო გოგო?- ჩუმად მკითხა, სკამი უფრო ახლოს მოაჩოჩა და ჩემი ცივი ხელი თავის თბილ ხელებში მოიქცია. მის თვალებში ისევ ის მრავლისმთქმელი, შეშფოთებული ეჭვი იკითხებოდა,- როგორ ხარ? ყელი ისევ ისე გტკივა? თავბრუსხვევა ხომ არ გაქვს?

მხოლოდ თვალებით ვუპასუხე რომ ვცდილობდი გავმკლავებოდი. საუბარი უკვე სერიოზულ ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა, ყოველი ბგერის ფორმირება ყელში ნედლ ხორცზე დანის დასმას ჰგავდა.

- მაშო ვიცი რომ გიჭირს ლაპარაკი, ამიტომ უბრალოდ მისმინე,- ელენეს ხმა დაეწმინდა, მასში სერიოზულობა და რაღაც უცნაური, ღრმად დამალული შიში გაჩნდა,- სანამ გეძინა, შენი ექიმი შემოვიდა. თქვა რომ მხოლოდ ფილტვების დაზიანება და მწვავე ვირუსი არ ხსნის იმ გულწასულობას და ნევროლოგიურ სპაზმებს. ექიმს რაღაც ძალიან არ მოეწონა. თქვა რომ ხვალ დილით, სანამ ანტიბიოტიკების ძირითად კურსს გავაგრძელებთ, თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას გადაგიღებენ. უნდათ, ყველაფერი ზუსტად გამორიცხონ. ნევროლოგიური გართულება არ გვინდაო.

"ტვინის გამოკვლევა..."- ამ სიტყვამ ჩემს გონებაში უცნაური, ცარიელი ცივი ექო დატოვა. მე ხომ ვიცოდი, რა მჭირდა. ვიცოდი რომ ჩემი ნამდვილი დაავადება ანატომიურ ატლასებში არ ეწერა რომ ის ილიას კოცნით, მისი მარტოობითა და ჩემი ხუთწლიანი საიდუმლო სიყვარულით საზრდოობდა, მაგრამ რეალური სამყარო და მედიცინა ყოველთვის ეძებს ხორცშესხმულ, მეცნიერულ ახსნას იქ, სადაც სული უხმოდ იღუპება.

- არ შეგეშინდეს, კარგი? ეს უბრალო დიაგნოსტიკური ფორმალობაა,- ელენემ სუსტად გაიღიმა და ჩემს ხელს აკანკალებული თითები მოუჭირა, თუმცა მისი ღიმილი იმდენად სუსტი და ყალბი იყო რომ მივხვდი, ის თავად ბევრად უფრო მეტად იყო შეშინებული, ვიდრე მე.

მეორე დილა ნაადრევად დაიწყო ჩემთვის. საავადმყოფოს სპეციფიკური, სადეზინფექციო ხსნარებისა და წამლების სუნი ჰაერში მძიმედ იდგა. ილიას მოსვლამდე, როგორც ექიმმა დააპირა, პალატაში სანიტრები შემოვიდნენ. საგორავებელ საწოლზე გადამიყვანეს და გრძელ, უფერულ, უსასრულო დერეფნებში გამაგორეს. ელენე ფეხდაფეხ მოგვყვებოდა, მისი თითები ჩემს ხალათის მკლავს ებღაუჭებოდა, სანამ მძიმე, რკინის კარებთან არ გააჩერეს, სადაც პაციენტების ახლობლებს შესვლა ეკრძალებოდათ. გამოსხივების ოთახში საზარელი, თითქმის არაბუნებრივი სიცივე იდგა. დიდი, თეთრი, მრგვალი აპარატი კუთხეში უზარმაზარი, ცივი მონსტრივით იდგა და ყრუდ, ერთფეროვნად გუგუნებდა. როცა შიგნით შემიყვანეს და იმ ვიწრო, მილისებრ სივრცეში აბსოლუტურად მარტო დავრჩი, თვალები მაგრად დავხუჭე. აპარატის მეტალისებრი, რიტმული, მჭრელი კაკუნი და ზუზუნი პირდაპირ საფეთქლებში მირტყამდა. ყოველ დარტყმაზე ვგრძნობდი, როგორ იშლებოდა ჩემი რეალობა. ჩემს შიგნით, ფილტვებში, ფესვები წყნარად იყვნენ, თითქოს მათაც აინტერესებდათ, რა მეცნიერულ სახელს დაარქმევდა სამყარო ჩემს საბოლოო განაჩენს.

ორი საათის შემდეგ პალატაში დამაბრუნეს. ილიაც მოსულიყო. ისევ ისეთი მზრუნველი, შეშინებული. უკან ედგნენ ბიჭებიც, მაკოც და ლანაც. ისევ მიმტკიცებდა რომ უბრალოდ გადავიღალე, რომ ეს მწვავე ინფექცია მალე გაივლიდა. ვუყურევდი როგორ ცდილობდნენ ჩემს გამხიარულებას ბავშვები, თუმცა გულში არსებულ უზარმაზარ ჭრილობას რა ამომივსებდა.

შუადღისას კარი გაიღო. ექიმი შემოვიდა. სახეზე ის ძველი, პროფესიული, საიმედო ღიმილი აღარ ეხატა . მისი გამომეტყველება საოცრად დამძიმებულიყო, თვალს მარიდებდა. ხელში დიდი, კონვერტში ჩადებული შავ - თეთრი სურათები და კომპიუტერული დასკვნის ფურცლები ეჭირა.

- შეგიძლიათ ორი წუთით დერეფანში გახვიდეთ? მაშოსთვის წამლების ახალი გრაფიკი უნდა შევადგინოთ, პროცედურები უნდა დაიგეგმოს.

- რა თქმა უნდა,- ილია მაშინვე წამოდგა. ეჭვიც კი არ შეპარვია იმაში რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ეგონა, ჩვეულებრივი სამედიცინო ბიუროკრატია მიმდინარეობდა. დაიხარა, შუბლზე თბილად მაკოცა,- გარეთ დაგელოდებით.

- ელენე დარჩეს,- ძლივს ამოვიღე ხმა. გადმომხედა ექიმმა ეჭვის თვალით, თუმცა მასაც ანიშნა ბოლოს და ელენეც სკამზე ნელა ჩამოჯდა.

- კარგი მაშო. მაშინ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ტომოგრაფიამ აჩვენა რომ შენი გულწასულობა, კრუნჩხვითი სპაზმები და ხმის დაკარგვა ფილტვებს საერთოდ არ უკავშირდება. თავის ტვინში, ღრმა სტრუქტურებში, გაქვს მოცულობითი წარმონაქმნი. დიდი ალბათობით, სიმსივნეა. უკვე საკმაოდ დიდ ზომას აღწევს და სწორედ ამიტომ აწვება ნერვულ ცენტრებს, რაც ამ სიმპტომებს იწვევს.

ექიმმა წამით შეისვენა, დაინახა, როგორ შეეკვრა სუნთქვა ელენეს და განაგრძო.

- ზუსტი ტიპის დასადგენად ნეიროქირურგის კონსულტაცია და ბიოფსია დაგვჭირდება, თუმცა წინასწარ უნდა გითხრა - მისი მდებარეობის გამო, ქირურგიული ჩარევა, ანუ ოპერაციით ამოკვეთა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიან დიდი რისკია, რადგან სასიცოცხლო ცენტრებია ირგვლივ. რაც შეეხება ფილტვებიდან სისხლდენას... სამედიცინო კუთხით, ტვინის სიმსივნე ამას პირდაპირ არ იწვევს. სავარაუდოდ, პარალელურად გაქვს მწვავე, დამოუკიდებელი რესპირატორული ინფექციაც, რამაც ძლიერი ხველისას კაპილარების დასკდომა გამოიწვია. ხდება ხოლმე, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი ასე მკვეთრად ეცემა. ახლა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში უნდა გადაგიყვანოთ რომ მკურნალობის ტაქტიკა - ქიმიო ან სხივური თერაპია დაიგეგმოს.

ელენეს ხელიდან ჭიქა გაუვარდა. პლასტმასის ჭიქა იატაკზე დაეცა და წყალი საავადმყოფოს მწვანე ლინოლეუმზე ცივ, დიდ ლაქად გაიშალა. სახე წამებში ისე გაუთეთრდა, თითქოს ძარღვებში სისხლი მთლიანად გაეყინაო. ბაგეები აუცახცახდა, ხელები მუცელზე მიიჭირა, თითქოს ფიზიკურ დარტყმას უმკლავდებოდა. ნელა, საზარელი შიშით გადაიტანა მზერა ექიმიდან ჩემზე. მის თვალებში იმხელა, უსაზღვრო, შეძრწუნებული ტკივილი ჩადგა რომ გული მომეკუმშა.

ექიმმა პალატა დატოვა და მძიმე კარი ზურგსუკან გაიხურა. ოთახში მხოლოდ მე და ელენე დავრჩით. წვეთოვანის ერთფეროვანი ხმა ახლა საათის ისარს ჰგავდა, რომელიც ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა. ელენე იატაკზე დაღვრილ წყალს დააშტერდა. მერე ნელა, თითქოს ყოველი მოძრაობა ფიზიკურ ტკივილს აყენებდაო, სკამზე დაეცა, თავი ხელებში ჩარგო და ოთახი მისმა პირველმა, ხმამაღალმა, შეკავებულმა სლუკუნმა შეაზანზარა. აქამდე ნაგროვები შიში, რომელიც მის თვალებში მყინვარივით იდგა, ახლა გადმოდგა და ნიაღვარად იქცა. მხრები საზარლად უთრთოდა, თითქოს ვიღაც ზურგიდან უხილავ ლოდებს სცემდაო. მე კი... მე უბრალოდ ვიწექი და ვუყურებდი. ვხედავდი, როგორ ტიროდა ჩემი ერთგული ელენე, როგორ იკუმშებოდა მისი სხეული სასოწარკვეთილებისგან, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ჩემშიც ყველაფერი გაყინულიყო. ეს დიაგნოზი ჩემთვისაც სრულიად უცხო, მოულოდნელი და გამაოგნებელი აღმოჩნდა. გონება უარს ამბობდა იმის გააზრებაზე რომ ჩემს თავში რაღაც უცხო, მომაკვდინებელი სხეული ბუდობდა. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ საკუთარი თავის შეცოდებაც კი ვერ მოვასწარი.
უცებ ყურებში საზარელი, ყრუ წუილი ამიტყდა - ისეთი ძლიერი და მონოტონური, რომ სამყაროს ყველა სხვა ხმა ერთ წამში ჩაახშო. ვხედავდი ელენეს მოძრავ ტუჩებს, ვხედავდი მის აცრემლებულ სახეს, რომელიც ჩემკენ მოიწევდა და რაღაცას მესაუბრებოდა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი მესმოდა. ის თითქოს სქელი, წყალგაუმტარი შუშის მიღმა აღმოჩნდა, მე კი ამ აუტანელი წუილის ტყვეობაში, სრულ ვაკუუმში დავრჩი ჩემს გაოგნებასთან ერთად

ელენე ძალაგამოცლილი დაეცა სკამზე, თავი ხელებში ჩარგო და ოთახი მისმა პირველმა, ხმამაღალმა, შეკავებულმა სლუკუნმა შეაზანზარა. აქამდე ნაგროვები შიში, რომელიც მის თვალებში მყინვარივით იდგა, ახლა გადმოდგა და ნიაღვარად იქცა.

- ახლა რა იქნება მაშო?.. ახლა რა უნდა ვქნათ?- ამოიხავლა მან ხელებში ჩახლეჩილი ხმით. მხრები საზარლად უთრთოდა, თითქოს ვიღაც ზურგიდან უხილავ ლოდებს სცემდაო,- საიდან... ღმერთო ჩემო, საიდან მოვიდა ეს სიმსივნე? როგორ, ასე უცებ? რატომ შენ?

პანიკა მის ხმაში ნელ - ნელა მატულობდა, ტალღასავით უვლიდა მთელ სხეულს. თავი ასწია და მისი სახის დანახვაზე გული გამიწყდა - თვალები სრულიად ჩაწითლებოდა, ტუჩები უფერული ჰქონდა და ჰაერს ისე სტაცებდა პირს, თითქოს პალატაში ჟანგბადი საერთოდ აღარ დარჩენილიყო.

- ეს ხომ უსამართლობაა...- მისი ჩურჩული ისტერიულ კანკალში გადაიზარდა. ის საწოლის კიდეს ეცემოდა, ჩემს საბანს ხელებს უჭერდა, თითქოს რეალობის შენარჩუნებას ცდილობდა,- მე ხომ... მე ხომ შენს მეტი არავინ მყავს ასეთი ახლობელი? როგორ შეუძლია ექიმს ასე მარტივად თქვას რომ ბევრი დრო არ გაქვს? არა, მე ამას არ შევეგუები! რამე უნდა გავაკეთოთ მაშო, გემუდარები, ხმა ამოიღე, ნუ დუმხარ!

მისი პანიკა, მისი უსუსურობა ჩემს სხეულში ყოველგვარ ტკივილზე მეტად შემოიჭრა. ვუყურებდი ჩემს ერთგულ, ატირებულ ელენეს, რომელიც ჩემი საიდუმლოსა და ამ საზარელი დიაგნოზის ნანგრევებში მოყოლილიყო და ჩემი ცივი, მრავალტანჯული თავდაცვის კედელი ერთიანად დაინგრა. თვალებიდან პირველი, ცხელი ცრემლი გადმომივარდა და ლოყაზე თბილ კვალად ჩაედინა. ჟანგბადის ნიღაბი მთლიანად მოვიხსენი და საწოლზე გადავინაცვლე, ხელი ძლივს მივაწვდინე მის აკანკალებულ მხრებს.

- ელე...- ხმა ყელში გამეჩხირა, ცრემლები ახრჩობდნენ თითოეულ ბგერას.
მეც ერთიანად ამივარდა ტირილი. ეს არ იყო მხოლოდ სიკვდილის შიში. ეს იყო ხუთი წლის მანძილზე ნაგროვები, დამალული, ჩაკეტილი ტკივილის ამოხეთქვა. ვტიროდი იმიტომ რომ სამყარო ასეთი დაუნდობელი აღმოჩნდა. ვტიროდი ჩემი აუხდენელი ოცნებების, ჩემი აყვავებული და მომაკვდინებელი სიყვარულის გამო. ვტიროდი ელენეს გამო, რომელსაც ჩემი სიკვდილის ყურება უწევდა. ელენე საწოლზე გადმოიხარა, თავი ჩემს მხარზე დადო და ორივემ ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელები, თითქოს ამ თეთრ, უფერულ პალატაში ერთმანეთის მეტი გადასარჩენი არაფერი დაგვრჩენოდა. საავადმყოფოს კედლები ჩვენს ჩუმ, გაუსაძლის სევდას ინახავდნენ და იმ წუთას, საათის ისრების რიტმულ წიკწიკში, სიცრუე და რეალობა ერთმანეთში აირია. ჩვენ ვტიროდით იმ დასასრულზე, რომელიც უკვე შემოპარულიყო ჩვენს ცხოვრებაში და რომელსაც ვეღარაფერი შეაჩერებდა.

ჩვენ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტიროდით ასე, ერთმანეთზე გადაჭდობილები. ელენეს ცხელი ცრემლები ჩემს საავადმყოფოს ხალათს ასველებდა, ჩემი კი - მის თმებში იკარგებოდა. პალატაში მხოლოდ ჩვენი აკანკალებული სუნთქვა და წვეთოვანის ერთფეროვანი, დაუნდობელი წკაპაწკუპი ისმოდა. თითქოს ყოველი წვეთი იმ დროს გვპარავდა, რომელიც ისედაც ასე ცოტა დაგვრჩენოდა. ნელ - ნელა ელენეს ისტერიული სლუკუნი ჩაცხვა. ის ძალაგამოცლილი მოცილდა ჩემს მხარს, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ხელის ზურგით სველი ლოყები მოიწმინდა. მისი თვალები, ჩვეულებრივ ასეთი ცოცხალი და ნათელი, ახლა ჩამქრალ, უფერულ წრეებად ქცეულიყვნენ.

- ახლა რა იქნება, მაშო?.. ახლა რა უნდა ვქნათ?- ჩურჩულით თქვა მან, ხმა სრულიად ჩახლეჩვოდა, მაგრამ პანიკის ტალღამ უკან დაიხია და მხოლოდ უსაზღვრო, მძიმე რეალობა დატოვა,- საიდან... ღმერთო ჩემო, საიდან მოვიდა ეს სიმსივნე? როგორ ასე უცებ? რატომ შენ?

ღრმად ჩავისუნთქე. ყელში ისევ ვიგრძენი ნაცნობი, ფხაჭნი სიმშრალე. ჟანგბადის ნიღაბი ტუმბოზე იდო, მაგრამ ხელი არ მიხლია. მინდოდა ჩემი ნამდვილი, თუნდაც ნატანჯი ხმით მელაპარაკა.

- არ ვიცი, ელე...- ჩემი ჩურჩული მინის ნამსხვრევებივით გაიბნა ჰაერში,- ალბათ, ორგანიზმმა უბრალოდ ვეღარ გაუძლო. ჩვენ ხომ არასდროს ვიცით, რა ხდება ჩვენს შიგნით, სანამ ყველაფერი ერთიანად არ ჩამოიშლება.

ელენემ თვალები დახუჭა, თითქოს ჩემი სიტყვების სიმძიმე ფიზიკურად დააწვაო. თავი მუხლებზე ჩამოიდო, მერე კი ნელა ამომხედა, თითქოს ცდილობდა ამ თეთრი კედლების დამთრგუნველი ატმოსფერო როგორმე გაეფანტა.

- გახსოვს... შარშან ზაფხულს?- მოულოდნელად თქვა მან და სუსტი, სევდიანი ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე,- ყაზბეგში რომ წავედით და მთელი გზა წვიმდა. ჩვენი კარავი რომ დასველდა და მანქანაში მოგვიწია ღამის გათენება. მაშინაც მითხარი, საშინლად მტკივა თავი, ალბათ გადავიღალეო... მე კი უბრალო გამაყუჩებელი მოგეცი. მაგის მერე სულ გტკიოდა ხოლმე თავი, ხშირად ამბობდი. ღმერთო, მაშინვე რატომ არ მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო?

- ნუ აკეთებ ამას,- ხელი მის სველ ლოყაზე მივადე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა,- შენი ბრალი არაფერია. არავის ბრალი არ არის, მაშინ უბრალოდ ბედნიერები ვიყავით და წვიმა გვიხაროდა. მინდა რომ ის დღეები გახსოვდეს და არა ეს საავადმყოფო.

- მე ყველაფერი მახსოვს, მაშო,- ელენემ ჩემი თითები თავის ხელებში მოიქცია და მაგრად მოუჭირა,- მახსოვს, როგორ ვოცნებობდით რომ ზღვავზე წავიდოდით. სექტემბერში, როცა ხალხი ცოტაა და წყალი ჯერ კიდევ თბილია. შენ ხომ სულ ამბობდი, აგვისტოს არაფერი სჯობს, მაგრამ სექტემბრის ზღვა მაინც სხვააო...

- ჰო...- თვალები დამებინდა, მაგრამ ეს აღარ იყო ტკივილისგან. წარსულის მოგონებებმა და მომავლის იმ პატარა, მსხვრევადმა გეგმებმა პალატაში თითქოს ნამდვილი, სუფთა ჰაერი შემოიტანა,- ისევ წავალთ. აუცილებლად წავალთ.

ელენემ დიდხანს მიყურა. მის თვალებში ტკივილის, პროტესტისა და უსაზღვრო მეგობრობის ისეთი ნაზავი იყო რომ მივხვდი - მან თავისი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ის აღარ აპირებდა ტირილს ჩემს გასაგონადად.

- კარგი...- ამოთქვა მან და წელში გასწორდა,- მაგრამ ერთი პირობით. წამლებს, ქიმიას, ყველაფერს, რასაც ექიმები გეტყვიან, ბოლომდე შეასრულებ. მე შენს გაშვებას ასე მარტივად არ ვაპირებ, მაშო. გესმის? ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. ხვალიდან ახალი ანალიზებია, ნეიროქირურგიც შემოვა და ყველაფერს დეტალურად გავიგებთ.

სუსტად დავუკარი თავი. პალატის ფანჯრიდან ივნისის თბილი, ოქროსფერი მზე უკვე ნელ - ნელა იკარგებოდა და თბილისის თავზე პირველი ვარსკვლავები ინთებოდნენ. შიგნით, ჩემს თავში, იმ თეთრ ლაქაში, რეალობა და მოგონებები ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ ელენეს გვერდით ყოფნამ ბოლო დღეების შიში საოცარ, ჩუმ მშვიდობად აქცია.

პალატაში ჩამოწოლილი მყუდროება ექიმის შემოსვლამ დაარღვია, რომელსაც ხელში მაშოს გამოკვლევის ბოლო პასუხები ეჭირა. ელენე მაშინვე ფეხზე წამოდგა, თითქოს ქვეცნობიერად ცდილობდა, ნებისმიერ დარტყმას პირველი დახვედროდა. ექიმმა სათვალე გაისწორა და ფურცლებს დახედა.

- ძირითადი მაჩვენებლები სტაბილურია. თავის ტვინის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ რაიმე მწვავე პათოლოგია, ჰემატომა ან სტრუქტურული დაზიანება არ აჩვენა. თუმცა, მსუბუქი შერყევის სიმპტომები, თავბრუსხვევა და მეხსიერების ხარვეზები, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. წოლითი რეჟიმი და სრული სიმშვიდეა საჭირო. ხვალ დილით შეგვიძლია გამოვწეროთ.

- ელენე, გეხვეწები... ბიჭებს არაფერი უთხრა. არ მინდა ინერვიულონ, მით უმეტეს ახლა,- ელენემ მძიმედ ამოისუნთქა. იცოდა რომ საიდუმლოს შენახვა სწორი არ იყო, მაგრამ ალბათ ჩემს თვალებში იმხელა შიში და ვედრება დაინახა რომ უარი ვერ თქვა.

- კარგი, არაფერს ვეტყვი. ოღონდ ერთი პირობით. ექიმის ყველა მითითებას ზედმიწევნით შეასრულებ.

* * *

პირველი კვირები ჩემთვის ყველაზე მძიმე, ბლანტი და გაწელილი აღმოჩნდა. სამსახურში განუსაზღვრელი ვადით ავიღე შვებულება - ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით, ოფისის ხმაურში ტრიალი, ციფრებთან მუშაობა და კომპიუტერის მანათობელ ეკრანთან საათობით ჯდომა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ჩემთვის სამყარომ ტემპი შეანელა და პატარა, ჩაბნელებულ ოთახში ჩავიკეტე, სადაც დრო სხვანაირად მიედინებოდა. ამ ერთფეროვან დღეებში ელენე ჩემი ერთადერთი მყარი საყრდენი და მეგზური გახდა. თითქმის ყოველდღე მაკითხავდა. ხან დილით ადრე შემოირბენდა, ხელში ახლად გამომცხვარი, თბილი ფუნთუშებითა და იმ იმედით რომ ჩემს სახეზე ღიმილს დაინახავდა. ხანაც საღამოობით რჩებოდა, დიდხანს იჯდა სასთუმალთან, უხმოდ მისვამდა ხელს თმაზე და თავისი მშვიდი მზერით მიფანტავდა ოთახში დაგროვილ, გაურკვევლობისგან შობილ შიშებს. აქა - იქ ბიჭებიც მოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ამ უცნაურმა იზოლაციამ და უეცარმა გაუჩინარებამ მათში უამრავი ეჭვი და კითხვა დაბადა, ინტუიციით გრძნობდნენ რომ ახლა ზედმეტი გამოკითხვების დრო არ იყო. არაფერს მეუბნებოდნენ, არ მაბეზრებდნენ თავს შეკითხვებით, თუმცა მათი მზრუნველობა ყოველ დეტალში იგრძნობოდა. ხან პროდუქტებითა და ხილით სავსე მძიმე პარკებს ტოვებდნენ კართან, ხანაც უბრალოდ დასხდებოდნენ ოთახის კუთხეში, სუნთქვაშეკრულები დამდსცქეროდნენ დივანზე მიწოლილ, ფერმკრთალს და თავიანთი მებრძოლი, მფარველი ენერგიით ავსებდნენ სივრცეს.

ამასობაში მთელი თვე გავიდა. უსასრულო სამედიცინო კორიდორებში სიარულის, განმეორებითი გამოკვლევების, ნევროლოგების კაბინეტებისა და მუდმივი ანალიზების ფონზე, დღეები ერთმანეთს გადაებზარა. და აი, დადგა ნამდვილი, პაპანაქება, მცხუნვარე ივლისი. თბილისი აუტანლად დაცხა. ჰაერი ქალაქის ქუჩებში გაჩერდა, ასფალტიდან სიმხურვალე იფრქვეოდა, საღამოობით კი დედაქალაქი ოქროსფერ - ნაცრისფერ მტვერში ეხვეოდა. გარე სამყაროს ამ დუღილის მიუხედავად, ჩემს შიგნით კვლავ ის უბედური სიმსივნე ბუდობდა. ის ავბედითი ეპიზოდი, საიდუმლოებით მოცული ყვავილი და იმ დღის კონკრეტული დეტალები ჩემს გონებაში დიდხანს არ გამოჩენილა. ტვინმა, თითქოს თავდაცვის უჯრედული ინსტინქტით, ეს მოგონება იმდენად ღრმად ჩამარხა, რომ ზედაპირზე მისი ნამსხვრევიც კი არ ტივტივებდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავდა რომ მე მას ვერ ვგრძნობდი.

ეს შეგრძნება სადღაც კანქვეშ, სულის ყველაზე ფარულ კუთხეში ცოცხლობდა. ვლინდებოდა უეცარი, აუხსნელი შფოთვის შემოტევებით, სხეულის უცნაური კანკალითა და იმ მისტიკური, მაგნიტური მიზიდულობით, რომელსაც ყოველ ჯერზე ვგრძნობდი, როცა ფანჯრიდან თბილისის გადახურებულ, მზით დამწვარ ქუჩებს გადავხედავდი. ყვავილის ვიზუალური სახე არ მახსოვდა, მისი კონტურები გამქრალიყო, მაგრამ მისი მძიმე, მათრობელა სურნელი და უხილავი სიმძიმე კვლავინდებურად, ყოველდღე მაწვებოდა გულზე, როგორც იმ დიდი საიდუმლოს ანაბეჭდი, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც იპოვიდა გზას ზედაპირისკენ. ივლისის მცხუნვარე, ზანტი დღეები ისე დნებოდა, როგორც სანთელი. თბილისური პაპანაქება აუტანელი ხდებოდა. ქალაქში ჰაერი აღარ მოძრაობდა, ასფალტი დუღდა და საღამოობითაც კი შვება არ იგრძნობოდა. სწორედ ერთ ასეთ გადახურებულ, ზარმაც დღეს ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ დუმილისა და ერთ ადგილას ტკეპნის დრო ამოიწურა.

- ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,- თქვა ერთ - ერთმა, როცა ჩვენს მისაღებ ოთახში, ვენტილატორის სუსტი ქროლვის ქვეშ ისხდნენ,- დავიწვით ამ ბეტონის ჯუნგლებში. წავიდეთ აუზზე, გავერთოთ, ცოტა გონება გადავიტანოთ. მაშოსაც გავიყვანთ ჰაერზე.

ჯერ უარი ვთქვი, შიშმა წამომიარა რომ ხალხმრავლობა და ხმაური ჩემს ისედაც მყიფე სიმშვიდეს დაუფრთხობდა, თუმცა ბიჭების ატეხილ ჟინს, მათ ბავშვურ ენთუზიაზმსა და ელენეს მრავლისმეტყველ, თბილ მზერას ვეღარ გავუძელი. თანაც, სხეული თავად ითხოვდა სიგრილეს, იმ სიმძიმის ჩამოფერთხვას, მთელი თვე რომ დამყვებოდა უკან. მომდევნო დილით, მზის პირველ სხივებთან ერთად, ქალაქგარეთ მდებარე ერთ - ერთ ღია, მწვანეში ჩაფლულ აუზისკენ დავიძარით. ივლისის დილა ჯერ კიდევ ინახავდა სასიამოვნო სიგრილეს. იქაურობა ნამდვილ ოაზისს ჰგავდა. ლურჯი, კამკამა წყალი მზის შუქზე ათასგვარად ლიცლიცებდა და ირეკლავდა გარშემო აზიდულ ზურმუხტისფერ ფიჭვებს. ბიჭებმა წამსვე მოიცვეს ტერიტორია - მათი ხმამაღალი სიცილი, ხუმრობები და წყალში ხმაურიანი გადახტომები ირგვლივ ყველაფერს სიცოცხლით ავსებდა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ჩემთვის დაძაბულობა მოეხსნათ, ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა თვალის კუთხით მუდმივად მაკონტროლებდნენ, ხომ არ დავიღალე, ხომ არაფერი მჭირდებოდა.

შეზლონგზე ვიჯექი, დიდ, მუქ სათვალეს ამოფარებული და ბიჭების ამ ლაღ, უდარდელ ყურებას სითბოთი მივსებდა გულს. მერე ელენემ ხელი ჩამკიდა და ნელა ჩამიყვანა წყალში. როდესაც გრილი, მაცოცხლებელი წყალი ჩემს სხეულს შეეხო, მომეჩვენა რომ იმ თვის განმავლობაში დაგროვილი მთელი დაღლილობა, შფოთვა და გაურკვევლობა ერთიანად ჩაირეცხა. წყლის ზედაპირზე ზურგით დავწექი, ყურები წყალში ჩამეძირა და გარე სამყაროს ხმები ჩამეხშო. მხოლოდ საკუთარი გულისცემა და წყლის ჩუმი შრიალი მესმოდა. სწორედ ამ სიმშვიდეში, როცა თვალები დავხუჭე და მზის სხივები ქუთუთოებს მიღმა წითლად აენთო, ჩემს გონებაში რაღაც შეინძრა. წყლის ქვეშ იმ თეთრმა ლაქამ წამით ფორმა იცვალა - თითქოს შორეულმა, ნაცნობმა სურნელმა გამკრა და სადღაც ძალიან ღრმად, მოგონებების ფსკერზე, იმ უცნაური ყვავილის ფურცლებმა კვლავ წყნარად დაიწყეს შლა. თვალები გავახილე, ღრმად ჩავისუნთქე და წყლიდან ამოვყვინთე. ბიჭები შორიდან მიღიმოდნენ და ხელს მიქნევდნენ. რეალობა ფერადი და ცოცხალი იყო, თუმცა საიდუმლო, რომელიც ჩემში ბინადრობდა, უფრო და უფრო მკაფიოდ მახსენებდა თავს.
თვალები რამდენჯერმე დავახამხამე რომ წყლის წვეთები და თვალწინ აცეკვებული იდუმალი ფურცლები ერთიანად მომეშორებინა. საიდუმლო საიდუმლოდ, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო ხმაურიანი და, სიმართლე გითხრათ, ბევრად უფრო სველი აღმოჩნდა. სანამ ფილოსოფიურ - მისტიკურ ფიქრებში ჩაძირვას მოვასწრებდი, ზუსტად ჩემს გვერდით წყალში თაზო გადაეშვა ბომბივით. წყლის უზარმაზარი ტალღა პირდაპირ სახეში მომხვდა.

- აუ, შენ საერთოდ ტვინი გაქვს?!- აყვირდა იქვე, გასაბერ ლეიბზე წამომჯდარი ლანა, რომელიც ცდილობდა სველი თმები სახიდან მოეშორებინა,- თავი წააძრო გოგოს.

- რა იყო, რა აპანიკდით, ხომ ხედავთ, სპორტსმენივით ამოყვინთა!- სიცილით გამომძახა თაზომ, სველი თმა უკან გადაიწია და თვალი ჩამიკრა,- ხომ არ გაწყენინე ქალბატონო?

- წადი რა,- დავუყვირე, წყალი შევასხი და მთელი ხმით გავიცინე. სულ რამდენიმე წამის წინანდელი მისტიკური შფოთვა იმ წამსვე აორთქლდა. ამათ ხელში ვინ დამაცდიდა ღრმა ფიქრებს. მაკომ, რომელიც ამ დროს აუზის ბართან ბარმენს ეკამათებოდა, შორიდანვე დაგვიყვირა.

- ხალხო, კოქტეილები მოიტანეს! ოღონდ მაშო, შენთვის უალკოჰოლოა, „ვირჯინ მოჰიტო"- ექიმის რეცეპტით, მხოლოდ პიტნა და იმედები!- გაიხუმრა რეზიმ. ბიჭები მაშინვე წყლიდან ამოცვივდნენ, შეზლონგები ერთმანეთთან მიაჩოჩეს და ნამდვილი ბაზარი გამართეს. ელენე იჯდა, სველ თმას პირსახოცით იმშრალებდა და კმაყოფილი მიყურებდა, როგორ განვიხილავდი უკვე ლანასთან და მაკოსთან ერთად, თუ რატომ იყო ბიჭების გადმოხტომის ტექნიკა დამწყები ბეჰემოთის სტილში შესრულებული.

- მოკლედ,- გამოაცხადა რეზომ, როცა საზამთროს უზარმაზარი ნაჭერი ჩაკბიჩა,- მაშოს სამსახურიდან შვებულება აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ მთელი ივლისი ჩვენი მძევალია. ხვალიდან გრაფიკი ასეთია. დილით მწვადი, შუადღეს ძილი, საღამოს ისევ წყალი. ექიმმა ხომ თქვა სრული რელაქსაციაო? ჰოდა ჩვენზე უკეთეს რელაქსაციას ვინ გაუკეთებს!

- თქვენ უფრო ინსულტამდე მიიყვანთ, ვიდრე განკურნავთ,- ჩაურთო ელენემ, მაგრამ თავადაც ეცინებოდა. მზე ნელ - ნელა უფრო თბილ, თაფლისფერ ტონებში გადადიოდა. ბიჭები ისევ აგრძელებდნენ ღლაბუცს, ერთმანეთს საზამთროს კურკებს ესროდნენ, გოგოები კი წვენების ჭიქებს აჭახუნებდნენ. მე ვიჯექი ამ აურზაურის ცენტრში, ვუსმენდი მათ ნაცნობ, უდარდელ ხმებს და ვხვდებოდი, რამდენად მჭირდებოდა ეს ხმაური. თუმცა, ამ საერთო ჟრიამულში ერთი რამ მაინც არ მაძლევდა მოსვენებას. მოშორებით მოვკარი თვალი ჩუმად მჯდარ ილიას. დღეს თითქოს განსაკუთრებით ჩაფიქრებული და განყენებული ჩანდა. სანამ სხვები ერთმანეთს წყალს ასხამდნენ და საზამთროს უზარმაზარ ნაჭრებზე ჩხუბობდნენ, ილია შეზლონგის კიდეზე იჯდა, სველი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა და ჭიქაში ჩაყრილ ყინულის კუბებს უაზროდ ატრიალებდა. მისი მზერა სადღაც შორს, ფიჭვების კენწეროებს მიღმა იყო გაყინული. ჩემი ჭიქა ავიღე, ფრთხილად წამოვდექი და ბიჭების ხმაურს გამოვეცალე. ილიასთან მივედი და მის გვერდით, თავისუფალ შეზლონგზე ჩუმად ჩამოვჯექი. ისე იყო ფიქრებში წასული რომ ჩემს მოახლოებაზე მხოლოდ მაშინ შეკრთა, როცა ჩემი მხარი მის მკლავს შეეხო.

- მაშო?- გამოიხედა და მის თვალებში მაშინვე გაკრთა ის ნაცნობი, მფარველობითი მზერა. ჭიქა გვერდზე გადადო და ოდნავ გასწორდა,- ხომ არ დაიღალე? ხომ არაფერი გტკივა? თუ გინდა, ელენეს ვეტყვი და წავიდეთ, ისედაც დიდი ხანია აქ ვართ.

- არა ილია, კარგად ვარ, პირიქით,- სუსტად გავუღიმე, მერე კი პირდაპირ თვალებში ჩავაშტერდი,- აი, შენზე კი ამას ვერ ვიტყვი. რა ხდება შენს თავს? რაღაც არ გასვენებს, გეტყობა. გაწუხებს ეს ყველაფერი, ვხედავ და მეც არ მასვენებს შენი ასეთი ყოფნა. ისევ... ისევ ნანიკოზე ფიქრობ?

ჩემი სიტყვების გაგონებაზე ილიამ მზერა აარიდა. ყინულიანი ჭიქა ისევ აიღო ხელში, თითქოს რაღაც საყრდენს ეძებდა, და ღრმად ამოისუნთქა. თავი გაიქნია, თითქოს იმ ფიქრების გაფანტვას ცდილობდა, მთელი დღე რომ მოსვენებას არ აძლევდნენ.

- არა მაშო, ნანიკოზე აღარ ვფიქრობ,- თქვა ჩუმად, მაგრამ საოცრად მტკიცედ,- მართლა. ის ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვო და სულ დავივიწყო. ჩემს თავთან ეს ეტაპი უკვე დავასრულე.

- აბა რა გჭირს?- ხმა კიდევ უფრო ჩავიწმინდე და ოდნავ წინ გადავიხარე რომ ბიჭების სიცილს ჩვენი ხმა არ ჩაეხშო,- თუ მასზე აღარ ფიქრობ, მაშინ რატომ ხარ ასე? თითქოს აქ ხარ, ჩვენთან ერთად, მაგრამ სინამდვილეში კედელი გაქვს აღმართული და შიგნით არავის უშვებ.

ილიამ მძიმედ დაადგა ჭიქა მაგიდაზე, სახეზე ხელი ჩამოისვა და მერე ისევ მე შემომხედა. მის თვალებში ისეთი დაბნეულობა დავინახე, როგორიც ილიასგან არასდროს მახსოვდა, ის ხომ მუდამ ყველაზე მყარი და გაწონასწორებული იყო ჩვენს შორის.

- უბრალოდ... ყველაფერი იმდენად უეცრად მოხდა, მაშო,- დაიწყო მან და ხმა ოდნავ ჩაუწყდა,- იმდენად სწრაფად შეიცვალა გარემოებები რომ ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე საკუთარ თავში. რაღაცნაირად დავიბენი, თითქოს რეალობას ფეხი ვერ ავუწყვე. ერთ დღეს ყველაფერი ერთგვაროვანია, მეორე დღეს კი აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებ, ისე ტრიალდება ცხოვრება.

- მესმის...- ჩუმად ჩავილაპარაკე,- როცა ყველაფერი თავდაყირა დგება, დროა საჭირო რომ გონებამ მიიღოს ახალი რეალობა. მე ახლა ეს ყველაზე უკეთ ვიცი.

- ჰო, მაგრამ შენ ფიზიკურად მიიღე ტრავმა, მე კი...- ილიამ უცნაურად ჩაიღიმა, ჩემს ხელს დახედა და მერე ისევ მე გამისწორა მზერა,- მე უბრალოდ შიგნიდან ვარ არეული. ვერ ვხვდები, რა არის სწორი და რა არასწორი.

- ილია, აუცილებელი არ არის ახლავე გქონდეს ყველა კითხვაზე პასუხი,- ვუთხარი თბილად და თვალებში ჩავაშტერდი,- მთავარია რომ იმ წარსულს გამოეყავი, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევდა. დანარჩენს კი დრო მოიტანს. ნუ აჩქარებ მოვლენებს.

- ვცდილობ,- ამომხედა ღიმილით,- მგონი ისევ წარსულის ილია კალანდაძეს უნდა დავუბრუნდე.

- ოღონდ ისევ ის მექალთანე არ გახდე,- ჩამეცინა ხუმრობით.

- იქნებ ისევ დაგვეჭამა ერთმანეთი?- ამიქაჩა წარბები,- მომენატრა ეგ პერიოდი. რაღაც ძალიან მშვიდად ვართ.

- ეი, მანდ რაზე ჭუკჭუკებთ? მოგვპარეს გოგო!- ილიამ თავი ასწია, ლუკასკენ გაიხედა და ჩაეღიმა, მერე ისევ ჩემკენ შემობრუნდა. მის მზერაში უსაზღვრო მადლიერება და რაღაც საოცარი სიმშვიდე გაკრთა, თითქოს გულზე ლოდი მოეხსნაო. ჩემს ხელს თავისი თბილი ხელისგული გადაუსვა, ოდნავ მოუჭირა და მითხრა.

- მადლობა, მაშო. მართლა ძალიან მჭირდებოდა ამის თქმა. ახლა კი წადი, მიხედე, თორემ ეს გიჟები აუზს თავზე დაგვამხობენ და მერე მართლა მოგვიწევს აქედან გაქცევა,- გავიღიმე, ფეხზე წამოვდექი და ბიჭებისკენ წავედი. ფეხბურთის თამაში პარკინგზე საზამთროს ქერქებით და მათი გიჟური ღლაბუცი უკვე წინ გველოდა, მაგრამ ილიასთან ამ მოკლე, გულწრფელმა საუბარმა ჩემს გულში კიდევ ერთი თბილი, საიმედო კუთხე გააჩინა.

საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა, როცა აუზის ტერიტორიაზე ხალხი ნელ - ნელა შეთხელდა. ცა ნაზ, ატმისფერ და იასამნისფერ ტონებში შეიღება, ხოლო წყლის ზედაპირზე მზის ბოლო, დანამული სხივები აციმციმდნენ. ივლისის მწველი სიცხე სასიამოვნო, თბილმა ნიავმა შეცვალა, რომელიც თბილისის შემოგარენის მთებიდან უბერავდა. ბიჭებს, რა თქმა უნდა, ენერგია მაინც არ ელეოდათ.

- აბა, წასვლის წინ ერთი ფოტოც და ისტორიისთვის დაგვრჩება!- რეზიმ და ტელეფონი მოიმარჯვა. ყველანი ერთმანეთს მივეჭყლიტეთ. მაკო ფლამინგოს ფრთას ექაჩებოდა, ლანამ ბიჭებს ენა გამოუყო, ელენემ მხარზე გადამხვია ხელი და თბილად გაუღიმა კამერას, მე კი სიცილისგან თვალებმოჭუტული ვუყურებდი ობიექტივს. კადრი ზუსტად იმ წამს დააფიქსირა ტელეფონმა, როცა თაზომ მოულოდნელად თავზე წყალი გადაგვასხა. ფოტო გიჟური გამოვიდა - ბუნდოვანი, სველი და ნამდვილი ზაფხულის ემოციით სავსე.

- გადასარევია, ჩემს პროფილზე უნდა დავდო, წარწერით: „თაზოს ტვინის უჯრედების აღდგენითი თერაპია",- გადაიხარხარა ლანამ, როცა სველ სურათს დახედა. ბარგის ჩალაგებას კარგა ხანი მოვუნდით, რადგან ბიჭებმა საზამთროს ქერქებით ფეხბურთის თამაში ატეხეს პარკინგზე, რაზეც დაცვის თანამშრომელმა ჯერ მკაცრად შემოგვხედა, მაგრამ მერე ჩვენი სიცილი რომ გაიგონა, თავადვე ჩაეღიმა. ბოლოს, როგორც იქნა, მანქანებში გადავსხედით. უკანა სავარძელზე, ფანჯარასთან დავჯექი. ელენემ მანქანა დაძრა და თბილისისკენ მიმავალ გზას გავყევით. გზატკეცილზე მანქანის ფანჯრები ჩამოვწიეთ რომ თბილი, ქალაქგარეთის სუფთა ჰაერი შიგნით შემოჭრილიყო. რადიოში რაღაც ძველი, ნაცნობი მელოდია უკრავდა, ბიჭები კი წინ მიმავალი მანქანიდან ხელებს ყოფდნენ და გვანიშნებდნენ, ჩქარა იარეთო. თავი ღია ფანჯარას მივაყრდნე და თვალები მინაბე. ქარმა სველი თმა სახეზე ამიფრიალა. სხეულში სასიამოვნო, აუზის შემდგომი დაღლილობა მქონდა, ლოყები კი მზისგან მეწვოდა. გონებაში კვლავ სიცოცხლისა და მხიარულების ხმაური ტრიალებდა. ის უცნაური გრძნობა და წყლის ქვეშ გაელვებული შორეული სურნელი სადღაც ღრმად, ქვეცნობიერში ჩაიძირა, თითქოს თვითონაც დაიღალა და ჩაეძინაო. ვიცოდი რომ წინ კიდევ ბევრი გამოკვლევა და პასუხების ძიება მელოდა, მაგრამ იმ წუთას, როცა თბილისის შემოსასვლელთან პირველი ყვითელი ლამპიონები აინთო, მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი იმით რომ ცოცხალი ვიყავი, გვერდით საუკეთესო ადამიანები მყავდა და წინ მთელი ივლისი გველოდა.

* * *

ივლისის ოქროსფერმა მზემ ჩემს საძინებელში ისე შემოიხედა, თითქოს თვითონაც ეჩქარებოდა ჩემი მოლოცვა. თვალები რომ გავახილე პირველი, რაც ვიგრძენი, არა ჩვეული შფოთვა, არამედ რაღაც ახალი, მსუბუქი მოლოდინი იყო. ტელეფონს რომ დავხედე უამრავი მესიჯი იყო მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, დედაჩემისგან.

- ჩემი დაბადების დღეა,- აღმომხდა ხმადაბლა,- როგორ დამავიწყდა..

ელენემ სიტყვა საქმედ აქცია. მთელი დღე ფუტკარივით ტრიალებდა, სახლს აწესრიგებდა, აივანზე ფერად ნათურებს ჰკიდებდა და სამზარეულოდან ისეთი გემრიელი სურნელი გამოდიოდა, რომ მარტო მაგ სურნელს შეეძლო ადამიანის განკურნება. მე კი, მისი მკაცრი ბრძანებით, სრული რელაქსაციის რეჟიმში ვიყავი დივანზე წამოწოლილი, მუსიკას ვუსმენდი და ჩემს თეთრ, ჰაეროვან კაბას შევყურებდი, რომელიც საღამოს ნიავზე ნაზად ირხეოდა. რვა საათი სრულდებოდა, როცა კარზე პირველი ზარი გაისმა. სტუმრები ნელ - ნელა მოგროვდნენ. თავიდან ჩემი თანამშრომლები და ნაცნობები მოვიდნენ - მხიარულები, ხმამაღლები, საჩუქრების უზარმაზარი ყუთებითა და ყვავილების თაიგულებით ხელში. მისაღები ოთახი და აივანი წამში აივსო ხალხით, ჭიქების წკრიალითა და მილოცვების თბილი ტალღით. ყველა ცდილობდა, განსაკუთრებული სითბო ეჩვენებინა ჩემთვის, თვალებში შემომყურებდნენ და მამხნევებდნენ. მეც ვიცინოდი, ყველას ვეხუტებოდი და პირველად ამდენი ხნის შემდეგ, მართლა ვგრძნობდი, როგორ მტოვებდა საავადმყოფოს ის მძიმე, სტერილური სუნი, მთელი თვე სულში რომ მქონდა გამჯდარი. თუმცა, ნამდვილი, ნაცნობი სიმყუდროვე მაშინ დადგა, როცა ხალხი ნელ - ნელა დაიშალა. შუაღამისას სახლში მხოლოდ ჩვენები, ყველაზე ახლო და ძვირფასი ადამიანები დავრჩით. ივლისის ღამე საოცრად თბილი და ჩუმი იყო, თბილისიდან ამოსული ნიავი ძლივს შესამჩნევად გრილი გვეჩვენებოდა. ბიჭებმა იატაკზე დიდი პლედები და ბალიშები დაყარეს, იქვე მოკალათდნენ, გოგოებმა კი ფეხები შემოიკეცეს სავარძლებში. ელენემ ყველას გემრიელი, ცივი სასმელები ჩამოგვისხა და ერთიანად ამოვისუნთქეთ. არანაირი ოფიციალურობა, არანაირი დაძაბულობა.

- აუ ხალხო, აზრზე ხართ, უკვე რამდენი წელია ერთად ვართ?- ჭიქა ასწია თაზომ და ილიას გადახედა,- უნივერსიტეტის პირველი კურსი მახსენდება, პირველი დღე, საერთოდ არავის რომ არ ვიცნობდით.

- შენ გაჩუმდი თაზო,- გადაიხარხარა ლანამ და საზამთროს ნაჭერი აიღო,- შენი პირველი დღე ვინმეს დაავიწყდება? აი, პირველ კურსზე აუდიტორიაში რომ შემოფრინდი, ეგ იყო გენიალური!

- რა მოხდა რამ შეგაშინათ,- თავი მოისაწყლა თაზომ, მაგრამ თავადაც ეცინებოდა.

- რა მოხდა და,- საუბარში რეზი ჩაერთო, თმა უკან გადაიწია და ჩემკენ გამოიხედა,- წარმოიდგინე მაშო, ლექცია მიდის, სრული სიჩუმეა, პროფესორი რაღაც სერიოზულ თემას გვიხსნის. უცებ კარი იღება და ეს გენიოსი შემოდის, თან ორივე ხელში შაურმა უჭირავს. მანამდე ცხრაჯერ დავურეკე დაიკიდე ამოდი - თქო და არაო. რიგში იდგა და დაიგვიანა. პროფესორმა რომ შეხედა, ამან დაბნეულობისგან ერთი შაურმა პირდაპირ კათედრაზე დაუდო - ინებეთ, ბატონო თამაზ, ნაღდიაო.

მისაღები ჩვენმა ერთობლივმა ხარხარმა შეაზანზარა. მაკო სიცილისგან სავარძლის სახელურზე გადაწვა, ელენეს კინაღამ ჭიქა გაუვარდა ხელიდან.

- აუ, ეგ კიდევ რა არის,- ძლივს ამოთქვა მაკომ,- გახსოვთ, მეორე კურსზე, გამოცდების პერიოდში ილიამ და რეზიმ ლექციების კონსპექტები რომ დაკარგეს და მთელი ღამე გოგოების ფანჯრების ქვეშ რომ იდგნენ, გეხვეწებით, ფანჯრიდან გადმოგვიგდე რვეულებიო? თან კორპუსის დაცვას ეგონა რომ სერენადას მღეროდნენ და პოლიციით აშინებდა.

ილიამ, რომელიც მანამდე ჩუმად უსმენდა ყველას და ეღიმებოდა, ჭიქა ასწია და შემომხედა. მის თვალებში ისეთი სითბო და ისეთი ნაცნობი, ძველი ელვარება დავინახე რომ გულში რაღაც სასიამოვნოდ ჩამეღვარა.

- ჰო, მაგრამ მაშომ მაინც გადმოგვიგდო,- თქვა ილიამ წყნარად, მისი ხმა საოცრად მყუდროდ ჟღერდა ივლისის ამ ღამეში,- ზემოდან გადმოგვძახა, თუ არ ჩაბარებთ, ორივეს საკუთარი ხელით მოგკლავთო და სხვა რა გზა იყო.

მე მათ ვუყურებდი, ჩემს გიჟ, ერთგულ, საყვარელ მეგობრებს. ისინი იხსენებდნენ ჩვენს სტუდენტობას, ჩვენს ძველ შეცდომებს, სიცილსა და უძილო ღამეებს.

ღამის სამი საათი სრულდებოდა. აივანზე გიტარის ხმა საბოლოოდ ჩაწყნარებულიყო, მხოლოდ სადღაც შორიდან, გადახურებული თბილისის ქუჩებიდან ისმოდა მანქანების იშვიათი, ყრუ გუგუნი. მისაღებ ოთახში ნამდვილი ომის შემდგომი სიმშვიდე ჩამოწოლილიყო. ლუკასა და თაზოს რეზის მხარზე მიყრდნობილებს, იატაკზე დაგდებულ დიდ ბალიშებზე ჩასძინებოდათ, ისე რომ ლუკას ხელში ჯერ კიდევ ეჭირა გიტარის მედიატორი. ელენე, მაკო და ლანა კი იქვე, კუთხის დივანზე დამსხდარიყვნენ და ძილბურანში იყვნენ ლამის, ერთ პლედში გახვეულიყვნენ. ქეიფი ნელ - ნელა, ბუნებრივად მიილია და სივრცე ივლისის თბილმა, მრავალმნიშვნელოვანმა დუმილმა შეავსო. ჭიქაში დარჩენილი ყინულიანი წვენი მოვსვი. არ ვსვამდი, თუმცა ბიჭებისგან განსხვაღებით, სრულიად ფხიზელს, მეგობრების ამ ემოციური მუხტითა და სიყვარულის ტალღით თავბრუ მაინც მეხვეოდა.

აივანზე გავედი სუფთა ჰაერზე. ძლიერად მოვეჭიდე მოაჯირებს, თუმცა მარტო ყოფნა არ დამცალდა. დაწყევლილი იყო მემგონი ეს აივანი, დათქმულივით სულ ვხვდებოდით მე და ილია აქ. მოაჯირს მოსცილდა. მთელი საღამო შორიდან მადევნებდა თვალს და ახლა ნელი, დანამული, ჩვეულებრივზე უფრო მძიმე ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. ეტყობოდა რომ ალკოჰოლს მისი მუდამ მკაცრად კონტროლირებადი ბარიერები ოდნავ მოეშალა. თვალები ჩვეულებრივზე მეტად უბრწყინავდა, მზერა კი რაღაცნაირად დაუმძიმდა და ჩაეღვარა. ჩემს გვერდით, ცარიელ პუფზე ჩამოჯდა. იმდენად ახლოს იყო რომ მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე, სუნთქვის სითბო და თბილი ვისკის სურნელი სახეზე დამეცა. იატაკს დახედა, თითქოს საუბრის დაწყების მიზეზს ეძებდა, მერე კი თავი უკან, აივნის ცივ კედელს მიაყრდნო, თან თვალის კუთხით ჩემს თეთრ, ნიავზე მოფარფატე კაბას დააჩერდა.

- ყველა გაითიშა,- თქვა დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით,- მარტო ჩვენ დავრჩით...

- მთელი საღამოა გიყურებ. თითქოს აქ ხარ, მღერი, ჩვენთან ერთად სვამ, მაგრამ შენი ფიქრები მაინც სხვაგან დარბის. ისე მოწყვეტილი ჩანხარ ამ ყველაფერს... ისევ... ისევ ნანიკოზე ხომ არ გწყდება გული? ისე უცებ, გაურკვევლად გაქრა შენი ცხოვრებიდან რომ მგონია ბოლომდე ვერ...- სანამ მის სახელს ბოლომდე წარმო ვთქვამდი, ილია უცებ მთელი სხეულით დაიძაბა. ნელა, მაგრამ საოცარი ოსტატობითა და მოულოდნელი სიმტკიცით წამოიწია ჩემკენ, ხელი ჰაერში აღმართა და თითები ტუჩებზე ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მბრძანებლურად დამადო. მისმა თბილმა შეხებამ, რომელიც წამებს გაუტოლდა, ტანში ელექტრონული ჟრუანტელივით დამიარა. სუნთქვა შემეკრა.

- არ თქვა,- ჩურჩულით, თითქოს ვედრებით თქვა მან და პირდაპირ თვალებში ჩამხედა, სადაც ალკოჰოლს მთელი მისი საიდუმლოებები ზედაპირზე ამოეტივტივებინა,- არ მინდა მისი ხსენება. განსაკუთრებით შენგან, მაშო. შენგან საერთოდ არ მინდა ამ სახელის გაგონება და საერთოდ, შენც ნუღარ გაიხსენებ მას. ჩემთვის ეგ ეტაპი დამთავრდა, სამუდამოდ წაიშალა და წარსულს ჩაბარდა.

ხელი ნელა ჩამოუშვა, მაგრამ მზერა მაინც ჩემს ტუჩებზე დარჩა, თითქოს მისი თითების ანაბეჭდს ეძებდა იქ. მერე შარვლის ჯიბეში ჩაიყო ხელი და ფრთხილად ამოიღო პატარა, ხავერდის შავი კოლოფი. მისი თითები ოდნავ თრთოდა, როცა სახურავი გადასწია, შიგნით ნაზი, წვრილი ვერცხლის სამაჯური იდო, რომელზეც პატარა, უფორმო, მაგრამ საოცრად ნათელი თეთრი ქვა ციმციმებდა აივნის ნათურების შუქზე.

- ეს შენ,- ჩუმად თქვა და ხელი გამომიწოდა,- მინდოდა მარტოს, აი ასე, უხმაუროდ მეჩუქებინა შენთვის.

სამაჯურს დავხედე, მერე მას. ჩემი ცივი ხელი თავის დიდ, თბილ ხელისგულში მოიქცია და სამაჯური მაჯაზე ნელა, წარმოუდგენელი ფრთხილობით შემომხვია. ლითონის პირველი სიგრილე კანზე საოცრად მესიამოვნა, თითქოს ჩემი ცხელება დააწყნარაო.

- საოცარია,- ამოვიჩურჩულე დაბნეულმა და ვიგრძენი, როგორ ამიწითლდა ლოყები.
ხელი არ გაუშვია. პირიქით, ჩემს თითებს თავისი თითები მჭიდროდ გადააჭდო, თითქოს ეშინოდა, რომ გავექცეოდი, ან ეს წამი უბრალოდ გაქრებოდა და რეალობის ნისლში ჩაიძირებოდა.

- ჩვენს წარსულზე ვფიქრობდი. პირველ კლასებზე. ღმერთო, როგორ ვჩხუბობდით... გახსოვს? ერთმანეთს სიტყვებით ვჭამდით, ვაუბედურებდით ყველაფერს და ყველას, სადაც კი ერთად აღმოვჩნდებოდით. არ არსებობდა დღე რომ რაღაც წვრილმანზე არ გვეკამათა და ერთმანეთისთვის ნერვები არ მოგვეშალა. ყველაფერი მახსოვს მაშო, ყოველი დეტალი, ყოველი უხეში სიტყვა და იცი, მაშინ შიგნით რაღაც აუხსნელი, გიჟური, მტანჯველი შეგრძნება მქონდა. აი, ისეთი, რაც მუდმივად მაიძულებდა რომ უნდა შემძულებოდი. იმდენად ძლიერი და აგრესიული იყო ეს ემოცია რომ მეგონა, ჩემი მთავარი მიზანი ამ ცხოვრებაში შენი წამება და შენთან მუდმივი ომი იყო...- გავოცდი. მის ხმაში, მის თვალებში იმდენი დაგროვილი, წლების განმავლობაში საგულდაგულოდ ჩამალული სიმართლე დავინახე რომ სუნთქვა სრულიად გამიჩერდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩვენს ძველ მტრობას მის შიგნით ასეთი ღრმა ფესვები ჰქონდა.

- და ახლა?- ძლივს გასაგონად ამოვთქვი და ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გული, მკერდში ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებდა.

- ახლა... ახლა სულაც არ არის ეგრე,- ილია უფრო ახლოს მოიწია, იმდენად რომ მისი მხარი ჩემსას მიეყრდნო. მისი სახე ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში იყო, მისი თბილი სუნთქვა ჩემს ტუჩებს ეხებოდა, მზერა კი ჩემს თვალებსა და პირს შორის დაფრინავდა, თითქოს გზას ეძებდაო,- ახლა საერთოდ არ ვიცი რა მჭირს. აზრზე ვერ მოვდივარ. თითქოს ჩემში რაღაც საბოლოოდ გადატყდა, დაიმსხვრა. ვეღარ ვხვდები საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს. ის ძველი სიძულვილი, ის ომი... ყველაფერი ერთიანად გაქრა, აორთქლდა...

სიტყვა გაუწყდა. მისი ეს აფორიაქებული, დაბნეული, მყარი ნიღბისგან სრულიად დაცლილი და საოცრად გულწრფელი ყოფნა იმდენად განსხვავდებოდა იმ ამაყი ილიასგან, რომელსაც წლებია ვიცნობდი რომ ჩემში რაღაც უეცარმა, კონტროლს მიღმა არსებულმა იმპულსურმა ძალამ გაიღვიძა. მივხვდი, რამდენად ახლოს იყო სიმართლესთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამდვილი დიაგნოზის შესახებ არაფერი იცოდა.

აღარ დაველოდე მის დასრულებას. აღარ მივეცი საშუალება რომ ეს შიში სიტყვებად ექცია. წინ გადავიხარე, ჩემი თავისუფალი ხელი მის სველ, თბილ თმებში შევაცურე, მისი სახე ჩემკენ მოვიზიდე და მოულოდნელად, პირდაპირ ვაკოცე. ეს იყო მოკლე, მაგრამ საოცრად მგზნებარე, მძიმე და სულისშემძვრელი კოცნა. მასში ერთიანად ჩაიქსოვა მთელი ჩვენი წლების განმავლობაში ნაგროვები კინკლაობა, ჩემი ბოლო თვის გაუსაძლისი ტკივილი, ჩემი საიდუმლოს სიმძიმე და მისი ეს უეცარი, გულწრფელი გაურკვევლობა. ილია წამით გაიყინა მოულოდნელობისგან, თითქოს სხეულში დენმა დაარტყაო, მაგრამ ეს მხოლოდ წამს გაგრძელდა. მომდევნო წამს მისი თავდაცვის ბოლო კედელიც დაინგრა, ინსტინქტურად, ძლიერად მომხვია თავისუფალი ხელი წელზე, თავისკენ მიმიზიდა და კოცნაში ამყვა. ეს უკვე აღარ იყო უბრალო შეხება. ეს იყო ღრმა, მტკიცე და სასოწარკვეთილი კოცნა, თითქოს ორივე ერთმანეთში ვეძებდით გადარჩენას ამ გიჟურ სამყაროში. როცა ნელა მოვცილდი, ორივეს სუნთქვა სრულიად აგვრეოდა. ივლისის ღამე ჩვენს გარშემო თითქოს წამით მართლა გაჩერდა, ჰაერი გაიყინა, აივნის ყვითელი, მბჟუტავი ნათურები კი ჩვენს აწითლებულ სახეებსა და აფორიაქებულ მზერას რაღაც საიდუმლოებით მოცულ, ჯადოსნურ შუქს ჰფენდნენ. ილია თვალებში მიყურებდა და მის მზერაში შიშის ნაცვლად უკვე სრულიად სხვა, ბევრად უფრო ძლიერი ცეცხლი გიზგიზებდა.

ილია ადგილზე გაიყინა. მისი მზერა, რომელიც წამის წინ ვნებითა და ცეცხლით იყო სავსე, უცებ სრულმა გაოგნებამ და დაბნეულობამ შეცვალა. თითები ჯერ კიდევ ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, თითქოს ვერ გაეგო, რა მოხდა, სად გადიოდა ზღვარი ჩვენს ძველ მტრობასა და ამ უეცარ, თავბრუდამხვევ წამს შორის. ტუჩები ოდნავ შეახსნა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ... სიტყვის თქმა აღარ დასცალდა. იმავე წამს, თითქოს ეს კოცნა და ჩემი აჩქარებული პულსი ნიშანი ყოფილიყოო, ყელში ნაცნობი, საშინელი სიმძიმე მომაწვა. ფილტვები ერთიანად შემეკუმშა და ჰაერი წამსვე გამომელია. და აი, ისევ... ის ნაცნობი, შორეული, ქვეცნობიერიდან ამოსული სურნელი უეცარი ძალით მოვარდა. კამელიის ის მძაფრი, ცივი და დახვეწილი არომატი იყო, მთელი ეს თვეები ჩემს გონებაში საიდუმლოდ რომ სახლობდა. სურნელი იმდენად რეალური გახდა რომ თითქოს ფიზიკურად ჩამიკეტა სასუნთქი გზები. გული საშინლად ამიფანცქალდა, თავბრუ დამეხვა და ვიგრძენი რომ თუ ახლავე აქედან არ გავიდოდი, კარგი არაფერი მოხდევოდა.

არაფერი მითქვამს. სიტყვის თქმის ძალაც კი არ მქონდა. მკვეთრად მოვცილდი მის ხელებს, პუფზე ხელებით დავეყრდენი, ფეხზე წამოვარდი და უკან მოუხედავად, აივნის კარი გამოვაღე. მისაღებ ოთახში მძინარე ბიჭებსა და დივანზე მოკალათებულ გოგოებს ისე ჩავუარე, თითქოს ქარიშხალი ვყოფილიყავი. ერთადერთი, რაც მინდოდა, განმარტოება და წყალი იყო. სააბაზანოში შევვარდი და კარი შიგნიდან ზანზარით მივხურე. ცივ ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი. სარკეში ჩემს თავს შევხედე, კაბის თეთრი ფერი ჩემს გაფითრებულ სახეს უფრო მეტად გამოკვეთდა, ტუჩები კი, ილიას კოცნისგან ჯერ კიდევ ალეწილი, მიკანკალებდა. კამელიას სურნელი ნელ - ნელა, ტკივილთან ერთად მიხევდა უკან, თითქოს მახსენებდა რომ ჩემი დიაგნოზი, ჩემი სიმსივნე არსად წასულა, ის აქ იყო და ჩემს ყოველ ბედნიერ წამს მეთვალყურეობდა. კარზე ფრთხილი, მაგრამ მტკიცე კაკუნი გაისმა.

- მაშო... კარი გააღე, მე ვარ,- მომესმა ელენეს შეშფოთებული, ჩურჩულით ნათქვამი ხმა. მან ყველაზე უკეთ იცოდა ჩემი ყოველი სიმპტომი. აკანკალებული ხელით საკეტი გადავატრიალე. ელენე წამში შემოცურდა ოთახში, კარი ზურგით მიხურა და მაშინვე ჩემკენ გამოიწვია. ჩემი ცივი ხელები თავის თბილ ხელებში მოიქცია,- მაშო რა მოხდა? ცუდად ხარ? თავბრუ გეხვევა?

მიაყარა კითხვები და ხელი შუბლზე დამადო.

- წამალი გინდა? ხომ არ მოგიტანო? მითხარი რამე, ძალიან გთხოვ, ნუ მაშინებ!- უბრალოდ თავი გავაქნიე, ნიჟარას უფრო მაგრად ჩავებღაუჭე რომ არ წავქცეულიყავი, მერე კი ხელებში ცივი წყალი ჩავიგუბე და სახეზე რამდენჯერმე უხეშად შევისხი. წყლის სიგრილემ ოდნავ გამომაფხიზლა, მაგრამ კამელიის ის უცნაური, მჭახე სურნელი ყელიდან მაინც ნელა, თითქოს უხალისოდ იხევდა უკან. ეს საშინელი შეგრძნება მახსენებდა რომ ჩემი ყვავილი არსად წასულა - ის აქ იყო, ჩემს სხეულში და ნებისმიერ წამს მზად იყო ჩემი რეალობა თავდაყირა დაეყენებინა. თუმცა, ახლა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ მგუდავდა. გულში ისეთი ქაოსი ტრიალებდა რომ სუნთქვა მიჭირდა. ილიას კოცნა, მისი აფორიაქებული, გულწრფელი სიტყვები და მერე ჩემი ასეთი უეცარი გაქცევა... სარკეში ჩემს თავს შევხედე. კაბის თეთრი ფერი ჩემს გაფითრებულ სახეს უფრო მეტად გამოკვეთდა, ტუჩები კი ჯერ კიდევ მიკანკალებდა.

- ელე... კარგად ვარ, უბრალოდ... უცებ ჰაერი გამომელია,- ძლივს ამოვთქვი და სველი ხელებით თმა უკან გადავიწიე.

- აივნიდან ისე გამოვარდი, ილია ადგილზეა გაშტერებული,- ხმა ჩაუწყდა ელენეს და თანაგრძნობით შემომხედა, მერე კი ჩემს მაჯას დახედა, სადაც ილიას ნაჩუქარი ვერცხლის სამაჯური ბრწყინავდა,- რამე მოხდა თქვენ შორის? იჩხუბეთ?

- არა, პირიქით...- ამოვიოხრე და ზურგით კედელს მივეყრდენი,- ვაკოცე ელე. საერთოდ არ ველოდი საკუთარი თავისგან, მაგრამ უბრალოდ... ვაკოცე და მერე ეს შეტევა დამეწყო. ახლა ალბათ ჰგონია რომ გავგიჟდი.

ელენემ პირი გააღო გაოცებისგან, მერე ინსტინქტურად სააბაზანოს კარისკენ გაიხედა, თითქოს ამოწმებდა, ვინმე ხომ არ გვისმენდაო. მიუახლოვდა, მხრებზე ხელები მომხვია და შუბლი შუბლზე მომადო.

- დამშვიდდი, ახლა ამაზე ნუ ფიქრობ, მთავარია შენ გახდე კარგად. ისუნთქე, ღრმად ისუნთქე...- მამხნევებდა ის. სააბაზანოს გარეთ კი სრული სიჩუმე იყო. ვიცოდი რომ იქ, აივანზე, ივლისის ნათურების შუქზე ილია კვლავ მარტო იჯდა და ალბათ თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ პასუხგაუცემელ კითხვებს უსვამდა საკუთარ თავს.
ელენეს სიტყვებმა ჩემს ყურებამდე ძლივს მოაღწია. თავბრუ ისევ მეხვეოდა, მაგრამ გულისცემა ნელ - ნელა მიწყნარდებოდა. ელენემ დამტოვა ცოტახნით. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი, თითქოს სხვა ადამიანი იდგა, ეს მე არ ვიყავი. საერთოდ არ ვგავდი ჩემს ძველ თავს.

თმები შევისწორე და მისაღებში გამოვედი, თუმცა იქ უკვე აღარავინ იყო. საათს დავხედე, თითქმის ნახევარი საათი გავატარე საბააზანოში, მაგრამ მე რატომ მეჩვენებოდა ხუთ წუთად? აქეთ - იქით მოვიხედე, თუმცა არავინ იყო. მერე აივნიდან მომესმა ხმა და ნელა მივუახლოვდი. ელენე უკვე იქ იყო, ილიას წინ იდგა. ზურგით ცივ კედელს მივეყრდენი და სუნთქვა შევიკავე.

- რას აკეთებ ილია?- ელენეს ხმა დაბალი იყო, მაგრამ მასში ისეთი სიმკაცრე და სიმძიმე იგრძნობოდა, როგორიც ჩემს მეგობარს არასდროს ჰქონია,- აი, ახლა, ამ წუთას, რის მიღწევას ცდილობ?

ილია ფეხზე იდგა, თავი ჩაქინდრული ჰქონდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ელენეს არ უყურებდა. მისი მხრები ოდნავ თრთოდა.

- არაფრის...- ჩუმად ჩაილაპარაკა მან,- მე უბრალოდ...

- უბრალოდ რა?- ელენემ ნაბიჯი გადადგა წინ, პირდაპირ მის წინ აღიმართა და ხმას აუწია,- გგონია, ვერაფერს ვხედავ? გგონია, ბრმა ვარ? დავინახე, ახლა რაც მოხდა... და დავინახე ისიც, რაც სამი წლის წინ მოხდა თქვენ შორის. იმ დღესაც ყველაფერი ჩემს თვალწინ დატრიალდა. წლებია უყურებ როგორ იტანჯება, როგორ აუბედურებ ყველაფერს, რასაც ეს გოგო ეხება. რატომ ტანჯავ, საერთოდ რა გინდა მისგან?

დავინახე როგორ ამოიოხრა ილიამ.

- თუ არ გიყვარს, რას უკეთებ ამ გოგოს?- ელენეს ხმაში ცრემლები გაერია, ბრაზითა და ტკივილით სავსე ცრემლები,- რატომ ეთამაშები მის გრძნობებს? ისედაც ძლივს გადარჩა, ილია! შენი გაურკვევლობით გინდა მოკლა? მიპასუხე... გიყვარს? გიყვარს მაშო?

აივანზე საშინელი, მომაკვდინებელი დუმილი ჩამოვარდა. ის ივლისის ნიავიც კი ჩადგა, ფოთლებს რომ აშრიალებდა. მე სიბნელეში ვიდექი, თვალები ფართოდ მქონდა გახელილი და ველოდებოდი. ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. ველოდებოდი ერთ სიტყვას, ერთ მარტივ პასუხს, რომელიც ან გადამარჩენდა, ან საბოლოოდ გამანადგურებდა.

ჩემი მაჯა, სადაც მისი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა, საშინლად დამძიმდა.

ილია გაჩუმდა.

ხმა არ ამოიღო. უბრალოდ იდგა, თვალები დაეხუჭა და დუმდა. ეს დუმილი იყო ყველაზე დიდი, ყველაზე მჭახე და გამანადგურებელი დარტყმა, რაც კი ოდესმე მიმიღია. თითქოს იმ წამს, მის ჩუმ რეაქციაში, ჩემი ბოლო იმედიც ჩაიფერფლა. გულში რაღაც ფიზიკურად გატყდა, ისე მწარედ რომ ტუჩზე კბილი მტკიცედ დავაჭირე რომ ხმით არ მეტირა. რამდენიმე წამის შემდეგ ილიამ თავი ასწია. მისი სახე ყვითელ შუქზე საოცრად დატანჯული, არეული და უმწეო ჩანდა.

- არ ვიცი...- ამოიხრიალა მან და ხელი სახეზე უმწეოდ ჩამოისვა,- ელენე დაიჯერე, მე თავად არ ვიცი... ჩემს თავში ისეთი ქაოსია, საერთოდ ვერაფერს ვხვდები.

- არ იცი?- ელენეს ხმა ცივი და უცხო გახდა. მან ხელი კარისკენ გაიშვირა,- წადი აქედან. წადი და სანამ საკუთარ თავში არ გაერკვევი, სანამ ზუსტად არ გეცოდინება, რა გინდა, აქ მოსული არ დაგინახო! ჩემს სახლში და მაშოსთან ახლოს ფეხი არ შემოადგა. წადი, ილია.

ილიამ კიდევ ერთხელ შეხედა აივნის კარს, თითქოს ჩემს დანახვას ცდილობდა, მერე ღრმად ამოიოხრა, გვერდი აუარა ელენეს და მისაღებ ოთახში შემოვიდა. როგორც კი მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე, ინსტინქტურად უკან დავიხიე. კედელს ავეკარი, სიბნელეში მთლიანად ჩავიძირე და კარს გავეცალე რომ ჩემი ყოფნა არ შეემჩნია. ილიამ ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში ჩაიარა. ისეთი განადგურებული იყო, ისე მძიმედ სუნთქავდა რომ სიბნელეში ვერ შეამჩნია. კორიდორი გაიარა, მთავარი კარი ნელა გააღო და ჩუმად გაიხურა ზურგსუკან. სახლში მხოლოდ საკეტის ცივი ჩხაკუნი და ჩემი აჩქარებული, აფორიაქებული სუნთქვის ხმა დარჩა. ილია წავიდა, მე კი იმავე კედელზე ნელა ჩავცურდი იატაკზე, ჩემი თეთრი კაბა გარშემო შემომეხვია და ვერცხლის სამაჯურს ხელი იმდენად მაგრად მოვუჭირე, რომ ლითონი კანში ჩამეჭრა. ყელში ისევ მიჭერდა რაღაც, მაგრამ ამჯერად ეს კამელიას სურნელი კი არა, ნამდვილი, ცოცხალი ტკივილი იყო.

ელენემ ტელეფონი სარეცხ მანქანაზე დააგდო. სახეზე ხელები აიფარა, მერე თმებში შეიცურა თითები და აივანზე ისე გავარდა, თითქოს იქიდან ილიას დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მაშინვე უკანვე შემოტრიალდა. გაგიჟებულს ჰგავდა.

- აქ იყავი?!- უცებ მომიბრუნდა ელენე, ხმას ვეღარ აკონტროლებდა და ხელებს გიჟივით ასავსავებდა,- ანუ ყველაფერი გაიგონე, რაც იმ იდიოტს ვუთხარი? უსმენდი?!

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ზურგით ცივ კედელს უფრო მაგრად მივეყრდენი და თავი ძლივს დავუკარი. ხმის ამოღების ძალაც კი არ მქონდა, თითქოს ყოველი სიტყვა ყელში მეჩხირებოდა.

- სხვა გზა არ მქონდა, ელე...- ამოვიხრიალე ძლივს გასაგონად, თვალებიდან კი ცრემლები თავისით მცვიოდა,- უნდა გამეგო... უნდა მცოდნოდა, რას ფიქრობდა.

- და რა გაიგე?!- ელენე ჩემკენ გამოიქცა, მხრებში ხელი უხეშად მომკიდა და შემაჯანჯღარა, მისი თვალებიც სრულიად სველი იყო,- რა გაიგე, მაშო?! რომ დგას და არ ვიციო ამბობს?! წლებია რაც შენს თავს ხდება, ყველაფერს ვუყურებ! ვუყურებ, როგორ ჭამთ ერთმანეთს, როგორ გიფანცქალებს გული მის დანახვაზე და ეს ნაგავი კიდევ... დღეს მოდის, გკოცნის და მერე იმასაც კი ვერ ამბობს, საერთოდ რა უნდა შენგან!

- ელე გთხოვ...- ხელებზე ჩავაფრინდი, რომ როგორმე დამეწყნარებინა, მაგრამ ჩემს შიგნით ნამდვილი ქაოსი ტრიალებდა,- რაღაც უნდა გაიაზროს... უნდა მიხვდეს. თუ თვითონვე ვერ მივიდა იმ წერტილამდე რომ საკუთარ გრძნობებს თვალი გაუსწოროს, მე ძალას ვერ დავატან. ილიაა, ხომ იცი... ყოველთვის ასეთი იყო, მუდამ კედლებს აშენებდა ჩემ გარშემო.

- ჰოდა, იმიტომაც გავაგდე!- მკაცრად თქვა ელენემ, ხელები გაიშვირა კარისკენ და მერე უმწეოდ ჩამოუშვა,- წავიდეს. სახლში მივიდეს და კედლებს თავი ურტყას. სანამ ზუსტად არ ეცოდინება, ვინ ხარ მისთვის, აქ ფეხი არ შემოადგას! არ მივცემ უფლებას, ასე გეთამაშოს, მით უმეტეს ახლა, როცა... როცა ისედაც ცუდად ხარ.

მწვავე ტკივილი ვიგრძენი მკერდში. ეს არ იყო კამელიას ის ნაცნობი, ფანტომური სურნელი, ყელს რომ მიშრობდა ხოლმე. არა. ეს იყო ნამდვილი, ფიზიკური, მწარე დარტყმა სადღაც გულის სიღრმეში. თითქოს ილიას იმ ჩუმმა, გაურკვეველმა პასუხმა და მისმა წასვლამ ჩემს რეალობაში ყველაზე დიდი ზამთარი მოიყვანა. გულში რაღაც საბოლოოდ, შეუქცევადად გატყდა. მაჯაზე დახვეულ ვერცხლის სამაჯურს დავხედე, რომლის თეთრი ქვაც აივნის მკრთალ შუქზე ცივად ბრწყინავდა. ეს სამაჯური ახლა ბორკილივით მიჭერდა კანს. ელენემ ჩემს სახეზე ყველაფერი ამოიკითხა, ბრაზი წამში გაუქრა, ჩემ წინ ჩაიმუხლა და ჩემი გაყინული ხელები თავის თბილ ხელისგულებში მოიქცია.

- წამოდი, ჩემო გოგო... წამოდი, დავწვეთ,- ჩურჩულებდა ის და თმებზე მეფერებოდა,- ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები. ხვალიდან ახალი დღე იწყება.

თავი დავუკარი, თუმცა სარკეში ჩემს თეთრ კაბასა და ფერმკრთალ სახეს რომ შევხედე, მივხვდი ჩემი გადარჩენის გასაღები იმ ბიჭის ხელში იყო, რომელმაც ახლახან ჩემი ცხოვრებიდან ზურგშექცევით გააბიჯა.

ოთახში ისეთი სრული, მრავალმნიშვნელოვანი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მხოლოდ ქარიშხლის შემდეგ დგება ხოლმე. ელენემ ხელი ჩამკიდა და ნელი ნაბიჯებით წამიყვანა თავისი საძინებლისკენ. მისაღებ ოთახს რომ ვტოვებდით, თვალი მაინც გამეპარა იმ ცარიელი აივნისკენ, სადაც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი, აკრძალული წამი დაიწერა. ყვითელი ნათურები ჯიუტად ციმციმებდნენ ივლისის მძიმე ჰაერში, თითქოს იმ სითბოს ინახავდნენ, რომელიც ჩვენს შორის გაჩნდა და მერე ასე უცებ, ცივად ჩაქრა. საწოლზე გვერდიგვერდ დავწექით, ისე რომ შუქიც კი არ აგვინთია. ფანჯრიდან შემომავალი ქალაქის ნეონის შუქები ჭერზე უცნაურ, მოძრავ ჩრდილებს ხატავდა. ელენე ზურგზე იწვა, ცალი ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული და მძიმედ სუნთქავდა, მე კი გვერდზე გადავბრუნდი, მუხლები მკერდთან მივიტანე და ჩემს მაჯას დავაჩერდი. იქ, სიბნელეში, ილიას ნაჩუქარი სამაჯურის თეთრი ქვა სუსტად, მაგრამ მაინც ბრწყინავდა. ლითონის სიგრილე კანზე უკვე აღარ მამშვიდებდა, ახლა ის მახსენებდა ყოველ სიტყვას, ყოველ წამს, როცა მისი ტუჩები ჩემსას შეეხო და მერე იმ გამანადგურებელ დუმილს, რომლითაც ჩემს კითხვას უპასუხა.

„არ ვიცი..."- ეს ორი სიტყვა ჩემს გონებაში ექოსავით ტრიალებდა. ყოველ ჯერზე, როცა ამაზე ვფიქრობდი, მკერდში. ეს აღარ იყო ფიზიკური ხველა ან კამელიას ფანტომური სურნელი. ეს იყო ნამდვილი, ცოცხალი, სუფთა ტკივილი - იმის გაცნობიერება რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში შენი ყველაზე მძაფრი ემოციის ადრესატი იყო, საკუთარ თავშიც კი ვერ პოულობდა ძალას რომ შენთვის ადგილი მიეჩინა.

- მაშო...- ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ სიბნელეში, მისი ხმა საოცრად დაღლილი ჟღერდა,- გძინავს?

- არა,- ამოვიჩურჩულე და საბანი მხრებამდე ავიქაჩე.

- დაიძინე გეხვეწები. ხვალიდან ყველაფერს მივხედავთ. ექიმსაც დაველაპარაკებით, ანალიზებსაც გადავამოწმებთ... და იმ იდიოტსაც დრო სჭირდება. გაიაზრებს. სხვა გზა უბრალოდ არ აქვს,- ხმა არ გამიცია. უბრალოდ თვალები დავხუჭე. ჩემი თეთრი, ჰაეროვანი კაბა, რომელიც დღეს ჩემი სიცოცხლისა და გადარჩენის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ახლა იქვე, სკამზე იდო, როგორც მიტოვებული და დაცლილი მოგონება.
ამ ოცდაოთხი წლის დაბადების დღემ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ქაოსი მოიტანა. მე ვიწექი სიბნელეში, ვუსმენდი ელენეს თანაბარ სუნთქვას და ზუსტად ვიცოდი, წინ ბევრად უფრო რთული, უხილავი და საშიში ომი მელოდა, სადაც ჩემი გადარჩენა მხოლოდ მედიცინაზე კი არა, იმ ბიჭზეც იყო დამოკიდებული, რომელმაც ჩემი სახლის კარი ზურგსუკან ასე ჩუმად გაიხურა.

* * *

იმ ავბედითი ღამიდან, ივლისის იმ ნათურებით განათებული ტერასიდან, ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ილია არ მოსულა. არც მოუწერია, არც დაურეკავს. თითქოს იმ ღამეს, ჩემს ტუჩებზე საკუთარი სუნთქვისა და აფორიაქებული გულისცემის დატოვების შემდეგ, ისიც იმ თბილისურ ნისლში აორთქლდა, რომელშიც ჩემი სახლიდან წასვლისას ჩაიკარგა.

მეც არ მიმიწერია. ჩემმა სიამაყემ კი არა, იმ საშინელმა, მბორკავმა შიშმა შემიკრა ხელ - ფეხი რომ თუ დავურეკავდი, ტელეფონში ისევ იმავე, გამანადგურებელ დუმილს ან უფრო უარესს, კიდევ ერთ „არ ვიცი" - ს მოვისმენდი. ჩემი მაჯა, სადაც მისი ნაჩუქარი ვერცხლის სამაჯური ეკეთა, დღითი დღე უფრო მიმძიმდებოდა, მაგრამ მისი მოხსნა ერთხელაც არ მიფიქრია. ის ქვა ჩემი საიდუმლო განაჩენის მოწმედ ქცეულიყო. მთელი ეს კვირა ერთი დიდი, გაწელილი კოშმარივით მიედინებოდა. ელენე ფუტკარივით დამდევდა, სამსახურიდან უხელფასო შვებულება აიღო და კლინიკიდან კლინიკაში დამატარებდა. ყოველ დილით ახალი ექიმის კაბინეტი, ახალი თეთრი ხალათები, ხელახლა გადაღებული, ცივი და უსულო კომპიუტერული ტომოგრაფიის ფირები... ელენეს თვალებში იმედის ნაპერწკალი ჯიუტად არ ქრებოდა. ის ეძებდა ვინმეს, ვინც ეტყოდა რომ ეს ყველაფერი უბრალო შეცდომაა, ან განკურნებადია და სიკვდილი არ მეწერა.

მაგრამ თავად მე? მე ამ იმედის ნამცეციც კი აღარ მქონდა დარჩენილი.

საკუთარ სხეულს ვერ მოატყუებ. ექიმებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წინაშე პროფესიულ ნიღბებს ირგებდნენ, იმედისმომცემს ვერაფერს ამბობდნენ. მათი მზერა, თავის გადაქნევა და სამედიცინო ტერმინების მიღმა ჩამალული თანაგრძნობა ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს მიმეორებდა. მდგომარეობა დღითი დღე, თვალსა და ხელს შუა მძიმდებოდა.

ყველაზე მეტად დედაჩემის ზარები მტანჯავდა. ყოველ საღამოს, როცა ტელეფონის ეკრანზე მისი სახელი იწერებოდა, ხმას ვისწორებდი, ღრმად ვისუნთქავდი და ისე ვპასუხობდი, თითქოს ჩვეულებრივი, უდარდელი გოგო ვყოფილიყავი. ვუყვებოდი, როგორ ჩაიარა ჩემმა დაბადების დღემ, როგორი კარგი იყო სამსახურში... და ვუმალავდი. ჯერ კიდევ ვერაფერს ვეუბნებოდი. როგორ უნდა მეთქვა ქალისთვის, რომელმაც სიცოცხლე მომცა რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო და ჩემს შიგნით რაღაც დაუნდობლად იზრდებოდა?

ღამეები აუტანელი გახდა. როგორც კი ოთახში შუქი ქრებოდა და თვალებს ვხუჭავდი, ძილის ნაცვლად საშინელი, მახრჩობელა შეტევა მეწყებოდა. ფილტვებიდან ჰაერი მთლიანად მიქრებოდა და ყელში ნაცნობი, ცივი სიმძიმე მიჭერდა. დღისითაც კი, ჩემი ერთადერთი თავშესაფარი სააბაზანო გახდა. ლამის იქ დავიდე ბინა.

ცივ კაფელზე ჩამომჯდარი, ზურგით ნიჟარას მიყრდნობილი საათობით ვიჯექი, კარს შიგნიდან ვკეტავდი და ვახველებდი. ხანდახან, როცა შეტევა პიკს აღწევდა, ხელისგულზე ვიხედებოდი და სისხლთან ერთად კამელიას პატარა, წითელ, სველ ფურცლებს ვხედავდი. ისინი იმდენად ლამაზები და ნაზები იყვნენ რომ ვერც კი დაიჯერებდი, თუ ამ სილამაზეს ჩემი მოკვლა შეეძლო. ყოველი ასეთი ფურცელი იმის მტკიცებულება იყო რომ ილიას ჩემს მიმართ არაფერი უგრძვნია. მისი დუმილის ყოველი საათი ჩემს ფილტვებში ახალ კვირტს აცოცხლებდა.

ერთ - ერთ ასეთ დღეს, სააბაზანოს სარკეში ჩემს თავს შევხედე. თვალების გარშემო შავი უპეები გამჩენოდა, ლოყები ჩამცვენოდა, კანი კი ისეთი ფერმკრთალი მქონდა, თითქოს გამჭვირვალე ვხდებოდი. გამხდარი ვიყავი საშინლად, სამოცდა ხუთი კილოდან ორმოცდაათზე ჩავედი. მხოლოდ მაჯაზე არსებული სამაჯური ბრწყინავდა ისევ ისე, თავხედურად და კაშკაშა.

გარეთ, მისაღები ოთახიდან ელენეს ფაცაფუცის ხმა მესმოდა, ჩაის მიმზადებდა და ალბათ ისევ ინტერნეტში ეძებდა რაღაც არარსებულ წამალს. მე კი ვიდექი, ჩემს აკანკალებულ თითებს ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ მტოვებდა სიცოცხლის ძალა ნელ - ნელა, ყოველი ამოსუნთქვისა და კამელიას ყოველი ახალი სურნელის მოვარდნასთან ერთად. კედლები ვიწროვდებოდა და მე ვიცოდი, თუ ილია მალე არ მოვიდოდა, ეს ყვავილები ჩემს ბოლო ამოსუნთქვასაც საბოლოოდ დაეპატრონებოდნენ.

მომდევნო ღამესაც ისევ სააბაზანოში ვატარებდი დროს, ყელში ისევ ის ნაცნობი, მჭრელი სიმძიმე მომაწვა, ოღონდ ამჯერად გაცილებით უფრო მძაფრად, თითქოს შიგნიდან ეკლიანი ტოტები მიჭერდნენო. სააბაზანოს კარი ძლივს მივხურე ზურგსუკან და ნიჟარას დავეყრდენი.

ხველამ მთელი სხეულით შემანჯღრია, მწარე, მახრჩობელა, სულისშემძვრელმა ხველამ. სასოწარკვეთილმა ორივე ხელი პირზე ავიფარე. ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა ხელისგულები რაღაც სველით, წებოვნითა და ცივით. როცა შეტევამ ოდნავ გადაიარა, ხელები ნელა ჩამოვწიე და დავხედე.

ჩემს ხელისგულებზე, მუქ სისხლთან ერთად, კამელიის ფოთლები ეყარა. არა ერთი ან ორი, არამედ მთელი გროვა. ინსტინქტურად, შიშისგან თითები მოვკუმშე და ეს სისხლიანი ფურცლები მუჭში საგულდაგულოდ ჩავიბღუჯე, თითქოს ჩემს უდიდეს დანაშაულს ვმალავდი. ზუსტად ამ დროს სააბაზანოს კარი მკვეთრად გაიღო. ელენე შემოვარდა, ხელშ ტილო ეჭირა, სახიდან ემოციები წაეშალა ჩემს დანახვაზე.

- მაშო! ისევ?!- ჩემკენ გამოიქცა და გვერდით ჩამიმუხლა,- როდემდე უნდა იყო ასე?

- არ ვიცი, ჯანდაბა,- ამოვიოხრე და ვანას მივეკარი ზურგით.

- თითები გაგითეთრდა,- შემეხო ხელზე რბილად, სისხლიც გდის,- რას უჭერ ხელს?

- არაფერი ელე... არაფერია,- ამოვიხრიალე ჩამწყდარი ხმით და მუჭი უფრო მაგრად შევკარი, ზურგით ცივ კედელს მივეყრდენი.

- რა არაფერი გოგო, შეხედე შენს ფრჩხილებს!- იყვირა ელენემ და ჩემი ხელის გაშლას შეეცადა,- სისხლია ვიცი, მაგრამ მარტო სისხლი არ არის. კიდევ რამეს მიმალავ? მაშ რა ხდება?

მთელი სხეულით მოვდუნდი. ძალა აღარ მქონდა მასთან ბრძოლის. ნელა მივეყუდე კედელს, თავი უკან გადავწიე და... უცებ სიცილი ამიტყდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიცილი. ეს იყო გამყინავი, სიმწრით, ტკივილითა და ირონიით სავსე ხარხარი, საკუთარ თავს და ამ აბსურდულ ბედისწერას რომ დასცინის, ზუსტად ისეთი. ელენე გაოგნებული და შეშინებული დამაჩერდა, ეგონა, საბოლოოდ გავაფრინეო.

- დაჯექი ელე...- ვთქვი სიცილნარევი, ჩახლეჩილი ხმით და თვალებიდან წამოსული ცრემლი ლოყაზე ჩამოგორდა,- დაჯექი, თორემ ახლა ისეთ რაღაცას მოგიყვები, მართლა გარეკავ. აი, აზრზე მოხვალ და ფსიქიატრიულს შენით გამოუძახებ საკუთარ თავს.

ელენე მართლაც ჩამოჯდა იატაკზე, თვალს არ მაშორებდა.

- იცი ახლა ამ ხელში რა მიჭირავს?- ნელა, თითების კანკალით გავხსენი მუჭი და მის წინ ხელისგული გავშალე,- კამელიის ფურცლებია, ელე. ნამდვილი, ცოცხალი კამელიის ფოთლები. და იცი რამდენი? ზუსტად რვა ცალი. დღეს რვა ცალი ამომივიდა ფილტვებიდან.

ელენე გაფითრდა, ჩემს ხელს დააშტერდა, მერე თავი გაიქნია, თითქოს რეალობის აღქმას ცდილობდა.

- მაშო... ხომ არ გაგიჟდი? რა კამელია, რას ბოდავ, რა ფოთლები?! სიმსივნე გაქვს, გოგო, გონება გერევა!

- არა ელე, არა!- სიმწრით ჩამეღიმა და ფურცლებს დავხედე,- მეც ეგრე მეგონა თავიდან. მეგონა რომ კლინიკურ სიგიჟემდე მივედი, მარა ესეა. ჰანაჰაკი თუ გაგიგია? აი, ზუსტად ეგ მჭირს. ლამის ორი თვეა ასე ყვავილებს ვიღებ და მახრჩობს. თურმე სიკვდილის პირას კი არ ვარ, უბრალოდ ისეთი ნოყიერი და მადლიანი ფილტვები მქონია, ბაქტერიებისა და ვირუსების მოშენების ნაცვლად, შიგნით ყვავილების ბაღი გავაშენე. ილიას მიმართ ჩემმა ცალმხრივმა სიყვარულმა შიგნიდან ფესვები გაიდგა და კამელიებად ამომდის ყელში.

ელენე ადგილზე გაიყინა. ჩემს სიტყვებში იმდენი საზარელი, ცივი სიმართლე და ისეთი გამოუვალი სასოწარკვეთა იდგა, რომ ამას ფსიქოზს ან ბოდვას ვეღარ დააბრალებდა. სიტყვა ჰანაჰაკიზე უცებ თვალები გაუფართოვდა, სახე წამში დაეძაბა. კანკალით ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი, იქვე, ცივ კაფელზე ზურგით კედელს მიეხეთქა და აკანკალებული თითებით დაიწყო ძებნა. სააბაზანოში მხოლოდ ეკრანის მკვეთრ, ცივი შუქი და ელენეს თვალების სწრაფი, შეშინებული მოძრაობა ჩანდა. ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა სახე ყოველ წამს, როგორ უშრებოდა ტუჩები და როგორ ეცემოდა თავზარი ყოველი წაკითხული წინადადების შემდეგ. ის კითხულობდა იმას, რაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია განაჩენად ქცეულიყო.

- ღმერთო ჩემო...- აღმოხდა მას და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, კაფელზე ხმაურით დაეცა, მაგრამ ეკრანი მაინც ანათებდა ამ უსულო სივრცეს. ელენემ ჯერ ჩემს ხელში არსებულ სისხლიან, ნაზ თეთრ ფურცლებს შეხედა, თითქოს იმ წამსაც სთხოვდა სამყაროს რომ ეს ყველაფერი ილუზია ყოფილიყო, მერე კი მე ამომხედა. მის თვალებში ნამდვილი, პირველყოფილი შიში და უსაზღვრო ტკივილი ტრიალებდა. ტირილი აუტყდა - ხმით, გულამომჯდარი, ისე, თითქოს ჩემს ნაცვლად გლოვობდა იმ ყველაფერს, რაც გველოდა.

- ეს... ეს რა სიგიჟეა, მაშო...- მხრებში ჩამავლო ხელები, თავისკენ მიმიზიდა და ისე მაგრად ჩამეხუტა, თითქოს ცდილობდა თავისი სხეულით დავეცავი ჩემსავე ფილტვებში აყვავებული სიკვდილისგან,- ეს მართლა ხდება? შენ... შენ მართლა იმ იდიოტის გამო კვდები?! შენ მართლა ასე გიყვარს, გოგო?! ამდენი წელი... ამდენი წელი როგორ ჩუმად იყავი, როგორ გვერდით გედგა და გულს გიგლეჯდა...

მისი ტირილი ჩემს ყელში გაჩხერილ ტკივილს დაეჯახა. მეც ავტირდი, ჩემი სისხლიანი და კამელიის ფურცლებით სავსე ხელი ზურგზე მოვხვიე, ჩემი თეთრი პერანგი მისი ცრემლებით იჟღინთებოდა.

- იმიტომ რომ მეზიზღებოდა საკუთარი თავი, ელე...- ვჩურჩულებდი მის თმაში,- მეზიზღებოდა რომ ის მჭირდებოდა საიმისოდ რომ მესუნთქა. და ახლა, ისიც კი არ იცის, ვუყვარხარ თუ არა... და ეს ყვავილები ყოველდღე უფრო მეტ ადგილს მართმევენ.

ვისხედით ასე, სააბაზანოს ცივ იატაკზე, ორნი - სამყაროსგან მიტოვებულები, დაქალები, რომლებმაც წეღან გაიგეს რომ ჩვენს რეალობაში მედიცინაზე ძლიერი და დაუნდობელი რაღაც არსებობდა. ელენე მკოცნიდა თმაზე, მეფერებოდა და მპირდებოდა რომ არ დამტოვებდა, მე კი ჩემს მკერდში იმ რვა კამელიის ფესვებს ფიზიკურად ვგრძნობდი და ვიცოდი - დრო სულ უფრო ცოტა მრჩებოდა.

მომდევნო რამდენიმე დღე საავადმყოფოს თეთრ, ერთფეროვან ნისლში გაქრა. ექიმები თავისას ცდილობდნენ, ახალი გადასხმები, აპარატები, წამლები... ხმა ნელ - ნელა, ხრინწითა და სიმშრალით, მაგრამ მაინც დამიბრუნდა. ელენე გვერდიდან არ მშორდებოდა. ჩვენ შორის იმ ღამით, სააბაზანოს ცივ იატაკზე დადებული პირობა უსიტყვო კანონად იქცა. ილიამ არაფერი უნდა იცოდეს. კლინიკიდან როგორც კი გამწერეს და სახლში დავბრუნდი, პირველი, რაც გავაკეთე, ტელეფონის გათიშვა და სამყაროსგან იზოლირება იყო. ვემალებოდი საკუთარ თავს და ყველაზე მეტად - მას.

- მაშო?

- არაფერი მითხრა, ექთანს დაურეკე რა. გადასხმის დროა,- სააბაზანოში შევედი და ვეცადე საკუთარი თავი გონზე მომეყვანა,- კარგად იქნება ყველაფერი, ნუ ნერვიულობ.

თითქოს ამით ვიმშვიდებდი თავს. ელენე ჩემ გვერდით ჩამოჯდა, ჩემი ცივი ხელი თავის თბილ ხელებში მოიქცია. ექთანს უკვე დაერეკა, მაგრამ ვიცოდით რომ მას საღამომდე ეცალა და მხოლოდ გვიან მოვიდოდა გადასხმის დასაყენებლად. მთელი დღე ჩვენი სალაპარაკო იყო - გრძელი, მტკივნეული საათები, სადაც სიჩუმე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე სიტყვები.

- მაშო, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება,- თქვა ელენემ ჩურჩულით, თვალები აუცრემლიანდა,- უკვე ეჭვობენ ბავშვები რაღაცებს. ლუკაც სულ მეკითხება, რატომ გადმოვსახლდი შენთან... ვერ ხვდება, რატომ დავტოვე ჩემი ბინა და რატომ ვარ სულ აქ. რეზიც მირეკავს, თაზოც... ილიაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, შეშლილივითაა.

მან მზერა მაგიდაზე დადებულ ჭიქაზე გადაიტანა, სადაც წეღან ნიჟარიდან გადარჩენილი ერთი პატარა, ალისფერი ფურცელი იდო.

- იცი, რა არის ჩემთვის ყველაზე საშინელი?- ჩუმად თქვა ელენემ და თვალებში ჩამხედა,- მე ამ ყველაფერს ვერ ვხედავ. ექიმები სიმსივნეს და ინფექციას გიწერენ, შენ კი მეუბნები რომ ეს შენი სიყვარულია, რომ შენში ყვავილები იზრდება. ეს ჩემთვის ისეთი უცნაურია, ისეთი გაუგებარი და მისტიკური... ვერ ვხვდები, მაშო. ამიხსენი, გეხვეწები. როგორ გრძნობ ამას? როგორი გრძნობაა ეს ყველაფერი?

მე ღრმად ჩავისუნთქე. მკერდში რაღაც მძიმედ, ხავერდოვნად გადაგორდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი გრძნობები სიტყვებად მექცია.

- ეს... თითქოს შიგნიდან ვიღაც იზრდება და თან გკლავს, ელე,- ვთქვი ჩურჩულით და ხელი მკერდზე მივიდე,- ყოველ ჯერზე, როცა ილია ჩემზე ზრუნავს, როცა მესალმება, როცა მის სურნელს ვგრძნობ, ჩემს ფილტვებში თითქოს მიწა ნოყიერდება. ფესვები ნელა, მაგრამ ძალიან მყარად მიიწევენ წინ. იკვებებიან ჩემი მოგონებებით. ყოველი წამი, როცა ჩემს ხუთწლიან, ჩუმ სიყვარულზე ვფიქრობ, ამ ბაღს წყალს უსხამს.

ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა. ელენე სუნთქვაშეკრული მისმენდა.

- ხანდახან, როცა ვახველებ ვგრძნობ, როგორ იშლება კოკორი ჩემს ყელში. ფურცლები ნაზია, საოცრად რბილი, მაგრამ მათი ეკლები ხორცში მესობა. ეს არის გრძნობა, როცა შენი ყველაზე დიდი ბედნიერება, სიყვარული, შენსავე მკვლელად იქცევა,- ელენემ თავი ჩემს მუხლებზე ჩამოდო და ატირდა. ჩვენ ასე ვისხედით საღამომდე, ვსაუბრობდით ჩვენს ბავშვობაზე, იმაზე, თუ როგორ შემოვიდა ილია ჩვენს ცხოვრებაში და როგორ იქცა ჩემს ჰაერად და ჩემსავე წყევლად. ბინდდებოდა, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. ექთანი მოვიდა. მან ჩუმად, ზედმეტი კითხვების გარეშე მოამზადა შტატივი, წამლები და ჩემს ვენაში ნემსი შეიყვანა. გამჭვირვალე მილში თხევადმა წამალმა დაიწყო დენა, რათა დროებით მაინც შეეჩერებინა ჩემს თავში დაბუდებული სიმსივნის ზრდა. ექთანმა პროცედურა დაასრულა და წასასვლელად მოემზადა. მისი ფეხსაცმლის ხმამაღალი ტკაცატკუცი დერეფნის პარკეტზე ჩემი წვეთოვანის ერთფეროვან რიტმს შეერია. მან თბილად, მაგრამ მრავლისმეტყველად დამიკრა თავი, თითქოს მემშვიდობებოდა და ჩემს ოთახს ზურგი შეაქცია. მაგრამ როგორც კი ბინის კარი გააღო, მისაღებიდან ნაბიჯების ხმა და ილიას ნაცნობი, შეშლილი, აჩქარებული ხმა გაისმა. ექთანმა დაბნეულობისგან ნაბიჯი შეანელა, თუმცა უსიტყვოდ გაერიდა სიტუაციას და ბინიდან გავიდა. ამ დროს ჩემს ოთახში ელენეს ხმა შემოიჭრა, რომელიც ტელეფონს ხელში ათამაშებდა, სახეზე ფერი არ ედო და ნერვულად აქეთ - იქით დადიოდა.

- ლუკა?- გაისმა ელენეს ხმა, ტელეფონი მოემარჯვებინა და აქეთ - იქით დადიოდა,- სად ხარ?

ვეღარ გავიგე, იქიდან რას ეუბნებოდა ლუკა, თუმცა მისი ხმა ტელეფონის დინამიკიდანაც კი აშკარად აღელვებული ჩანდა. ლუკა ყოველთვის ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული იყო ჩვენს კომპანიაში, მაგრამ ახლა მისი ტონი კატასტროფის მოახლოებას ჰგავდა.

- არ გინდა რა...- მოიწყინა ელენემაც, მხრები ჩამოუვარდა და ტელეფონი ყურზე უფრო მაგრად მიიჭირა,- აქ ხარ? უკვე ეზოში ხართ?

ელენემ ტელეფონი გათიშა. მან ერთი წამით ჩემს ოთახში შემოიხედა, მისი თვალები შიშითა და უსუსურობით იყო სავსე. ახლა რომ აქ ამოსულიყვნენ და ასე ვენახე აუცილებლად მიხვდებოდნენ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

- მაშო, ლუკა არის აქ,- ჩურჩულით თქვა მან.

სასწრაფოდ წავიდა კარის გასაღებად. ჯერ კიდევ სანამ საკეტს გადაატრიალებდა, კარი გარედან გაიღო. ლუკამ პრაქტიკულად შემოგლიჯა ბინის სივრცე. ელენე ზღურბლთანვე დახვდა, ხელები გაშალა და სცადა, როგორმე მისაღებ ოთახშივე შეეჩერებინა.

- ლუკა გთხოვ... ხმას დაუწიე,- ელენეს ხმა კანკალებდა, ის ფიზიკურად ეფარებოდა ჩემი ოთახისკენ მიმავალ დერეფანს.

- ელე, დებილი არ ვარ, ვხვდები რომ რაღაცას მალავ!- ლუკას ხმა სასოწარკვეთილებითა და გააფთრებული ბრაზით იყო გაჟღენთილი,- ელენე, მართლა, რა ხდება? რატომ გადმოხვედი აქ საცხოვრებლად? ბავშვები სულ მაგას ვკითხულობთ. რატომ არის მაშოს ნომერი სულ გათიშული? გვითხარით სიმართლე, ჩვენი მეგობარია და ჩვენც გვაქვს უფლება ვიცოდეთ!

- მე...- სიტყვა არ ჰქონდა ელენეს დასრულებული რომ ჩემი ოთახის კარი გაიღო და ლუკა ზღურბლზე გაშეშდა.

საღამოს ოქროსფერ ბინდში, საწოლზე წამომჯდარი, უფერული და თითქმის გამჭვირვალე ვჩანდი. გამჭვირვალე, გრძელი მილიდან წამლის ცივი წვეთები რიტმულად მიედინებოდა ჩემკენ, ხოლო საწოლის გვერდით აღმართული სამედიცინო შტატივი და მასზე ჩამოკიდებული წამლის ბოთლები საავადმყოფოს დაუნდობელ რეალობას პირდაპირ ჩემს საძინებელში აცოცხლებდა. ზღურბლთან მდგარ ლუკას სახეზე სრული შოკი, გაოგნება და ტკივილი გამოეხატა.

- მაშო...- ხმა წაერთვა, ჩურჩულით ამოთქვა და ჩემს საწოლთან, ხალიჩაზე მუხლებზე დაეშვა. მისი თბილი ხელები ჰაერში აკანკალდნენ, ჩემს შეხებას აპირებდა, მაგრამ ეშინოდა, თითქოს ერთი უხეში მოძრაობით მინის ნამსხვრევებივით ჩამოვშლილოდი,- ეს რა არის?.. რა ხდება, საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს? ელენე, მითხარი, რა სჭირს?!

ელენე ოთახში შემოვიდა, ზურგით კედელს მიეყრდნო, სახე ხელებით დაიფარა და ჩუმად, უმწეოდ ატირდა. მისი სლუკუნი საძინებლის ცივ კედლებს მძიმედ ეცემოდა. ლუკას პირდაპირ შევხედე. თვალებიდან ცრემლები თავისით მიგორავდა ლოყებზე, მაგრამ ხმაში საოცარი სიმტკიცე ჩავაქსოვე. ცივად, ნათლად და შეუბრალებლად ვთქვი ის, რაც რეალურმა სამყარომ ჩემს განაჩენად აქცია:

- თავის ტვინის სიმსივნე მაქვს, ლუკა და ახლა ამაზე ვმკურნალობ,- ეს სიტყვები ოთახში მძიმე, ყინულოვან ლოდად დაეცა.

ლუკას ხელები სახეზე აეფარა, თავი ჩემს საწოლზე ჩამოდო და მისი მხრები საზარლად შეაზანზარა ჩუმმა, მამაკაცურმა ქვითინმა. ვერ იჯერებდა რომ ეს სიტყვები რეალობა იყო. მისი ყოველთვის მყარი დასაყრდენი ფიგურა ახლა ჩემს მუხლებთან ილეწებოდა და ამის ყურება ჩემს მკერდში ათასობით ნემსად ესობოდა, მაგრამ კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. ჩემი სიკვდილის რეალური მიზეზი, ჩემს ფილტვებში აყვავებული კამელიების ფესვები, სამუდამოდ ჩემს საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო და ამ შავ - თეთრ სამედიცინო სახელს ამოფარებოდა.

ბოლოს, ლუკამ ნელა ასწია თავი. მისი თვალები სრულიად წითელი, ჩაშავებული და გაოგნებული იყო. მან ხელის ზურგით უხეშად მოიწმინდა სახე, ჩემს მარცხენა, თავისუფალ ხელს ნაზად შეეხო და ისე შემოხედა ჩემს ვენაში მიმავალ გამჭვირვალე მილს, თითქოს მისი გაგლეჯვა და ამ რეალობის ნამსხვრევებად ქცევა უნდოდა. ყოველი მისი შემოხედვა ჩემს შიგნით არსებულ ფარულ სამყაროს ანჯღრევდა. მე ხომ ტვინის სიმსივნეზე ვსაუბრობდი, თუმცა მთელი ჩემი არსებით იმას ვგრძნობდი, თუ როგორ იკვებებოდნენ ფესვები ჩემივე მოგონებებით და როგორ იპყრობდნენ ჩემს გონებას, რათა ილიას სახე საბოლოოდ წაეშალათ იქიდან.

- როდის მაშო?- ხმა სრულიად წართმეოდა, ძლივს ამოილაპარაკა,- როდის გაიგე? საავადმყოფოში რომ იწექი, მაშინ? ილიამ... ილიამ იცის?

ამ სახელის გაგონებაზე მკერდში ისევ იმ ნაცნობმა, მჭრელმა და ცივმა ტალღამ გადამიარა. ჩემი გრძნობები, რომლებიც ასე მჭიდროდ იყვნენ გადაჯაჭვული ჩემს ფილტვებში ჩაჭედილ ყვავილებთან, წამში აფორიაქდნენ. თითქოს კამელიის ფესვებმა ერთიანად მოიჭირეს მარყუჟი, რადგან ილიას ხსენებაც კი მათი საუკეთესო სასუქი იყო. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, რათა ყელში მომდგარი ყვავილოვანი სიმშრალე და სისხლის გემო დამემალა.

- ილიამ არაფერი იცის, ლუკა,- ვთქვი დაბალი, თითქმის უსიცოცხლო ხმით,- და არც უნდა გაიგოს. არც სხვებმა.

- რა?!- ლუკას თვალები გაუფართოვდა, სახეზე გაბრაზებისა და გაოგნების ნაზავი გამოეხატა, საწოლის კიდეს ხელებით დაეყრდნო,- რას ჰქვია არ უნდა გაიგოს, მაშო?! ის შენი... ის ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარია! გადარეული დადის, მთელი დღეებია შენ გეძებს, პარკში რომ გნახა, სულ აირია! როგორ შეიძლება მას ეს დაუმალო? ის ხომ...

- ზუსტად იმიტომ რომ გადარეული დადის,- არ ვაცადე სიტყვის დასრულება. ჩემი მზერა იმდენად ცივი, მტკიცე და ტკივილით სავსე იყო რომ ლუკა წამით გაჩუმდა. მე ხომ ვიცოდი, რომ თუ ილია ამას გაიგებდა, ჩემი გრძნობები კიდევ უფრო სწრაფად აყვავდებოდნენ და ბოლო მოგონებებსაც წამიშლიდნენ მასზე. ილია ამას ვერ გადაიტანდა. ის საკუთარ თავს დაადანაშაულებდა იმაში რომ ბოლო თვეებში ჩემთან არ იყო, რომ რაღაც გამოეპარა... მე კი არ მინდოდა მისი სიბრალულით სავსე თვალების ყურება,- გაგიჟდება ხომ იცი.

ლუკამ მზერა ამარიდა. მან თავი გვერდზე მიაბრუნა, თითქოს ჩემი თვალებისთვის ყურება უმძიმდა. მერე ელენეს გადახედა, რომელიც უსიტყვოდ, მხოლოდ თავის ქნევით ანიშნებდა, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა.

ოთახში ისევ მხოლოდ წვეთოვანის ერთფეროვანი ხმა ისმოდა. ყოველი წვეთი საათის ისარივით ითვლიდა ჩემს დროს. ლუკამ ღრმად, კანკალით ამოისუნთქა, ჩემს ხელს უფრო მაგრად მოუჭირა და ჩუმად თქვა:

- კარგი... არ ვეტყვი,- სუსტად დავუკარი თავი, თუმცა შიგნით, ჩემს სხეულში, კამელიები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ლუკამ დაიჯერა ტვინის სიმსივნე, მან დაიჯერა მეცნიერება. და სანამ ისინი ჩემს გადარჩენაზე ოცნებობდნენ, ჩემი ფარული ბაღი ჩემს გონებასა და მოგონებებს ნელ - ნელა, შეუქცევადად იპყრობდა. ყოველი ფესვის გაფართოება ჩემი ხუთწლიანი სიყვარულის სასიკვდილო დასტური იყო, რომელიც მხოლოდ მე და ჩემმა მკერდმა ვიცოდით.

* * *

მას შემდეგ, რაც თაზომ აიტეხა სადმე მაინც გავიდეთ, მოვკვდი სამსახური - სახლი სიარულითო, გადავწყვიტეთ პიკნიკზე სადმე ტყეში გავსულიყავით. საბოლოოდ კი ივლისის ბოლო დღეების მზე თბილისის შემოგარენს საოცარი, თბილი ოქროსფერით ჰფენდა. ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, საუკუნოვანი მუხებისა და ნეკერჩხლების ჩრდილში, ბალახს ჯერ კიდევ შერჩენოდა დილის ნამიანი სიგრილე. ჰაერში მიწის, ნორჩი ფოთლებისა და ველური ყვავილების სურნელი ტრიალებდა. სწორედ ეს სუფთა, მსუბუქი ნიავი იყო ის, რაც ჩემს დაღლილ ფილტვებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ლუკამ და ელენემ დიდი, კოპლებიანი პლედი პირდაპირ რბილ ბალახზე გაშალეს. ამჯერად ალკოჰოლური სასმელები საერთოდ არ გვქონდა, ბიჭებმა ჩემ გამო წამოიღეს მხოლოდ სხვადასხვა წვენები, ცივი ჩაი და ხილით სავსე კალათა. თაზო და რეზი კოჯრის გრილ ჰაერზე მაინც ახერხებდნენ ხუმრობას, ლუკა ხმამაღლა იცინოდა და ელენეს რაღაც ძველ ამბავს ახსენებდა. მე პლედის კიდეზე ვიჯექი, პლედი მხრებზე მჭიდროდ მოხვეული და ხის მძლავრ ტანს ვეყრდნობოდი. მიუხედავად იმისა, რომ თავს სხვებთან ერთად მხიარულად ვაჩვენებდი, ხანდახან, მალულად, მაინც გავაპარებდი ხოლმე თვალს ილიასკენ. ისიც ჩემსავით ნაკლებად ერთვებოდა საუბარში. იჯდა ოდნავ მოშორებით, ბალახზე, მუხლებზე ხელებდაყრდნობილი და ხან ტყის სიღრმეს აშტერდებოდა, ხან კი მძიმე, ფრთხილი მზერით მე მიყურებდა. მის თვალებში ისევ ის საზარელი გაურკვევლობა და სევდა იკითხებოდა, რაც ჩემი გამოგონილი დიაგნოზის გაგებამ დაუტოვა.

როდესაც ბავშვები ერთ - ერთ ხუმრობაზე აყვირდნენ და ერთმანეთს წვენის ბოთლები გადააწოდეს, ილიამ მომენტით ისარგებლა. ნელა წამოდგა, ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და ფრთხილად ჩამოჯდა პლედის თავისუფალ კუთხეში, ჩემთან ახლოს. მისი ნაცნობი სურნელი კოჯრის ცივმა ნიავმა წამში ჩემკენ წამოიღო და ვიგრძენი, როგორ შეტოკდა მკერდში რაღაც მძიმე.

- მაშო,- ჩუმად, მხოლოდ ჩემთვის გასაგონი ხმით თქვა მან და თვალებში ჩამხედა,- როგორ ხარ ახლა? როგორ გრძნობ თავს?

მის ხმაში იმდენი შეკავებული მზრუნველობა იყო, რომ ყელი წამში გამიშრა, თუმცა სახეზე არაფერი შემიმჩნევია. თავი მშვიდად მივაბრუნე მისკენ, სუსტად, სრულიად ჩვეულებრივად გავუღიმე და მოკლედ ვუპასუხე:

- კარგად ვარ ილია,- სანამ ის კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, მზერა მაშინვე მოვაცილე და ისევ ბავშვებისკენ შევბრუნდი. რეზის მიერ ნასროლ რეპლიკას გამოვეხმაურე, ხმამაღლა ჩავერთე მათ საუბარში და ილიასთვის სივრცე აღარ დამიტოვებია. ილიამ რამდენჯერმე კიდევ სცადა საუბრის წამოწყება, უფრო ახლოს მოწევა და ჩემს მდგომარეობაზე კითხვების დასმა, მაგრამ ყოველ ჯერზე სრულიად მშვიდად, ზედმეტი ემოციის გარეშე ვპასუხობდი რომ ყველაფერი რიგზეა იყო, რომ წამლები მოქმედებდა , რომ არ ვნერვიულობდი. ჩემი ყოველი მოკლე პასუხის შემდეგ მაშინვე სხვებზე გადავიტანდი ხოლმე ყურადღებას, ლუკას ან თაზოს რაღაცას ვკითხავდი და ილიასთან მარტო დარჩენის შანსს არ ვტოვებდი. ის იჯდა ჩემ გვერდით, კომპანიის შუაგულში, თუმცა ჩემგან სრულად გაუცხოებული. ხედავდა, როგორ ვესაუბრებოდი სხვებს თბილად, მას კი როგორ ვახვედრებდი ზრდილობიან, თუმცა გაუვალ კედელს. მის თვალებში წყენა და გაოგნება იხატებოდა, მე კი შიგნიდან ვილეწებოდი, რადგან ეს დისტანცია ერთადერთი გზა იყო რომ კამელიებს ჩემში მისი სიახლოვით ხელახლა არ გაეღვიძათ.

აშკარად არ სიამოვნებდა ჩემი მსგავსი ქცევები, მის თვალებში იმედგაცრუება, წყენა და გაოგნება ელვასავით გადაირბენდა ხოლმე. ის მიჩვეული იყო რომ მის სიახლოვეს ჩემი სხეულიც, მზერაც და ხმაც სხვანაირად თბებოდა, რომ მე ყოველთვის მის თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული მზრუნველობით ვისრუტავდი. ახლა კი... ახლა მხოლოდ გაუვალ, უემოციო კედელს აწყდებოდა. მთელი დღე ასე, საშინლად დაგრუზული, ჩუმად იჯდა. სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა, ნერვულად ატრიალებდა ხელში სანთებელას და ხან კოჯრის ტყის სიღრმეს გახედავდა, ხან კი თამბაქოს მწარე ბოლს მთის ცივ ნიავს ატანდა. მისი დუმილი პლედზე მძიმე, გაუზავებელ ლოდად იდო, თუმცა ბავშვები მაინც ყველანაირად ცდილობდნენ გარემოს გამოცოცხლებას და ჩემს გამხიარულებას. სიტუაციის საბოლოოდ განსამუხტავად და ჩამოწოლილი უხერხული სიჩუმის გასაფანტად, რეზიმ ხმამაღლა გადაიხარხარა, წვენის ბოთლი გვერდზე გადადო და თაზოს მხარზე ხელი უხეშად, მეგობრულად დაჰკრა.

- თაზო, შენს გატეხილ ხელზე რეაბილიტაციას რომ გადიოდი და თვეები თაბაშირით დაგვდევდი, გახსოვს?- წამოაყრანტალა უცებ რეზიმ.

- ოღონდ ეგ ისტორია არა, გეხვეწები, მაგის გამო დღემდე სირცხვილისგან ვიწვი,- სახეზე ხელები აიფარა თაზომ და პლედზე უკან გადაწვა, მაგრამ უკვე გვიან იყო,- ყველას, ლუკასაც და ელენესაც, მაშინვე ნოსტალგიური ღიმილი მოგვადგა სახეზე.

- არა მართლა, როგორ გადარჩი საერთოდ, ან რა გონებით გააკეთე,- ჩაერთო ლუკაც, ჩაის ფინჯანი ბალახზე დადგა და თვალები მოჭუტა.

- რა ქნა?- იკითა მაკომ ინტერესით.

- უნივერსიტეტის მეორე სართულიდან გადახტა,- დააბოლოვა ლუკამ.

- აბა რა მექნა, ხალხო, სხვა გზა მქონდა?!- თავი იმართლა თაზომ, ხელები გაასავსავა, მაგრამ თავადაც ვერ იკავებდა სიცილს,- ფინალური გამოცდის ტესტები უკვე ჯიბეში მქონდა ჩაკუჭული. იმ საზიზღარ კათედრაზე ძლივს შევიპარე. მერე ნაბიჯების ხმა რომ გვაიგე ტვინი ერთიანად დამებლოკა. მორჩა, ვიფიქრე, აქ არის ჩემი დასასრული - მეთქი. კარიდან რომ გავსულიყავი, პირდაპირ ხელში ჩავუვარდებოდი და უნივერსიტეტიდან გამრიცხავდნენ. სხვა გზა არ იყო - გამოვაღე ფანჯარა, გადავიხედე და...

- და მოადინა ზღართანი პირდაპირ ასფალტზე!- სიცილით დაასრულა რეზიმ და პლედზე ბალახში გაგორდა,- ტესტები კი გადაარჩინა, ხელით ეჭირა, მაგრამ საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, საბრალო ექიმს გაფითრებული ეუბნებოდა, კიბეზე ფეხი დამიცურდაო. ყველაზე სასაცილო იცით რა არის? იმ ლექტორმა მეორე დღეს საერთოდ შეცვალა ეგ საგამოცდო ვარიანტები! იფიქრა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის ახლებს შევიტანო. ტყუილად მოიტეხა ტიპმა მკლავი, აბსოლუტურად ტყუილად!

ამ სიტყვებზე ყველამ ხმამაღლა, მთელი გულით გავიცინეთ. ელენეც კი, რომელიც მთელი დილა დაძაბული მადევნებდა თვალს, აყვა ბიჭების ხალისს და ახითხითდა. მეც ვიცინოდი, სახეზე ხელებს ვიფარებდი რომ ჩემი ბუნებრივი სიხარული ეხილათ, თუმცა ამ სიცილს მიღმა ყელში ისევ ის ნაცნობი, მჭრელი და ხავერდოვანი სიმშრალე მიღიტინებდა. საერთო მხიარულების ტალღაზე, წამით მზერა მაინც გამეპარა ილიასკენ. ის ერთადერთი იყო, ვინც არ იცინოდა. მხოლოდ ტუჩის კუთხე ჰქონდა ოდნავ მწარედ ჩატეხილი, მაგრამ თვალებით ისევ მე მიყურებდა. მისი მზერა იყო იმდენად მძიმე, გამომცდელი, ნატკენი და კითხვებით სავსე, თითქოს ჩემს აცრემლებულ სახეზე იმ ძველი მაშოს პოვნას ცდილობდა, რომელიც მის თითოეულ გამოხედვაზე, მის ყოველ ღიმილზე დნებოდა. ის აშკარად ხედავდა კონტრასტს - ხედავდა, როგორ თავისუფლად, ლაღად ვიცინოდი სხვებთან ერთად, მასთან კი როგორ წამებში ვიცვლიდი ტონს და ვიბუტებოდი. მისი ეს ჩუმი, დაგრუზული მზერა მკერდში ათასობით წვრილ ნემსად მესობოდა. გული საშინლად მტკიოდა, მაგრამ მზერა მყისვე, შეუბრალებლად ავარიდე და თაზოს ახალ რეპლიკაზე გადავიტანე ყურადღება, თითქოს ილია იქ საერთოდ არც მჯდარიყო. კოჯრის გრილი, მთის ქარი ხეების მაღალ კენწეროებს ხმაურით აშრიალებდა, ჩემს შიგნით კი, ამ ხელოვნური მხიარულების მიღმა, კიდევ ერთი ალისფერი კამელიის ფურცელი ნელა, მაგრამ შეუქცევადად იშლებოდა.

მზე ნელ - ნელა დასავლეთისკენ იხრებოდა და კოჯრის ტყეს ხეების გრძელი, მუქი ჩრდილები ეფინებოდა. მთის ჰაერი წამებში აცივდა, ნიავმა უფრო მჭრელად დაიბერა და ჩემს კარდიგანში შემოაღწია. სხეულმა უნებურად ზიზღით შეაჟრჟოლა.

- აუ, უკვე კარგად ცივა, ხომ არ წავსულიყავით?- თქვა ელენემ, მხრები შეიკუმშა და პლედზე მიმოფანტული ხილის ნარჩენების აკრეფა დაიწყო.

- ხო, თან მაშოც ისევ არ გაგვიცივდეს,- მაშინვე აყვა ლუკა, წამოდგა და მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოიღო. ყველამ ერთად დაიწყო ნივთების ჩალაგება. თაზო და რეზი ისევ რაღაცაზე კინკლაობდნენ, ელენე კალათას აწესრიგებდა ლანასთან და მაკოსთან ერთად. მე ნელა წამოვდექი, ფეხები ოდნავ მიბუჟდებოდა. ილია იქვე იდგა. სიგარეტი მიწაზე ჩააქრო, ფეხით გასრისა და უცებ ჩემკენ გამოიხედა და სანამ მე მოვასწრებდი ზურგის შექცევას ან სხვებთან გადასვლას, პირდაპირ ჩემ წინ აღმოჩნდა. არაფერი უკითხავს. უბრალოდ, გაიხადა თავისი თბილი შავი ქურთუკი, ნაბიჯი გადმოდგა და ჩემს მხრებზე მოაცურა.

მისი ქურთუკის შიდა მხრიდან ისეთი ნაცნობი, მცხუნვარე სითბო წამოვიდა რომ სხეულში ერთიანად დამიარა ელენთამ. ილიას სურნელი და თამბაქოს ნაზავი, ახლა პირდაპირ ყელში მეცემოდა და ეს იყო წამი, როდესაც ჩემმა მკერდმა კონტროლი დაკარგა. ფესვებმა საზარლად, გააფთრებით გაიღვიძეს, თითქოს მისმა სიახლოვემ და ამ სითბომ მათში ნამდვილი გაზაფხული გამოიწვია. ყელში მჭრელი, ხავერდოვანი სიმშრალე მომაწვა. ვიგრძენი, როგორ გაიხსნა ერთი დიდი, სისხლიანი კოკორი პირდაპირ სასულესთან.

- არ არის საჭირო...- ჩურჩულით ამოვთქვი და ქურთუკის მხრებიდან ჩამოწევა ვცადე რომ დისტანცია შემენარჩუნებინა. ხმა ამიკანკალდა, ოღონდ არა სიცივისგან, არამედ იმის შიშით რომ ხველა წამომივარდებოდა.

- გეცვას მაშო,- თქვა მან საოცრად მკაცრი, მაგრამ ამავდროულად ჩატეხილი, ნატკენი ხმით. მისი ხელები წამით ჩემს მხრებს შეეხნენ ქურთუკის ზემოდან და ოდნავ მომიჭირეს, თითქოს ჩემს გაჩერებას ცდილობდაო,- მთელი დღეა მემალები. მოსაცმელი არაფერს გიზამს.

პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მის გუგებში იმდენი გაუგებრობა, ტკივილი და უპირობო ერთგულება ირეკლებოდა რომ ჩემი გული სასოწარკვეთილებით აძგერდა. ეს აძგერება კი ყვავილებისთვის საუკეთესო საზრდო იყო. ყელში სისხლის თბილი, ბლანტი გემო მომადგა. პირის ღრუში ფურცლების რბილი, მაგრამ სასიკვდილო შეხება ვიგრძენი. უნდა დამეხველა. ახლავე. ოღონდ ისე რომ მას არ დაენახა.

- მადლობა,- ძლივს ამოვთქვი, კბილები ერთმანეთს დავაჭირე, რომ სითხე უკან დამებრუნებინა, ნაბიჯი უკან გადავდგი და მის ხელებს გავუძვერი,- ლუკა, მე მანქანაში ჩავჯდები, ძალიან დავიღალე.

მივაძახე ლუკას და ილიასთვის აღარ შემიხედავს, ისე წავედი წინ. სანამ მანქანის კარს გამოვაღებდი, ხელი ტუჩებზე მივიდე და ჩუმად ჩავახველე. ხელისგულზე პატარა, ალისფერი, სისხლით დასვრილი კამელიის ფურცელი დამრჩა. სასწრაფოდ ჯიბეში ჩავკუჭე. ილია შორიდან მიყურებდა - ისევ ისე დაგრუზული, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. მანქანის ცივ მინას შუბლი მივადე და თვალები დავხუჭე, თბილისისკენ მიმავალ გზაზე კი ჩემი ჩუმი, სასიკვდილო ბაღი ჩემს ბოლო მოგონებებს ნელ - ნელა ფარავდა.

მალევე დავბრუნდით ქალაქში. მანქანიდან ნელა გადმოვედი და მხრებიდან ილიას შავი, მძიმე ქურთუკი ფრთხილად მოვიხსენი. ისიც მაშინვე გადმოვიდა ჩემკენ, ნაბიჯი გადმოდგა და ჩემ წინ აღიმართა. მის თვალებში იმდენი გაუგებრობა, ტკივილი და ჩუმი კითხვა იყო რომ წამით სუნთქვა შემეკრა. უსიტყვოდ გამოვუწოდე ქურთუკი. გამომართვა და თავისი თბილი თითები წამით ჩემს გაყინულ ხელს შეახო და ამ შეხებაზე მკერდში ფესვებმა საზარლად გაიღვიძეს. ილიამ ჩემს ფერმკრთალ, ჩაშავებულ თვალებს ბინდში კიდევ ერთხელ დახედა, მაგრამ ჩემმა მთელი დღის ცივმა და დისტანციურმა ტონმა აშკარად დაუკარგა რამის თქმის სურვილი. მას არაფერი უთქვამს, არანაირი სცენა არ მოუწყვია, უბრალოდ ტუჩები მჭიდროდ მოკუმა, თითქოს შინაგან ყვირილს ახშობდაო.

- წავედით ჩვენ. აბა, დროებით, მაშიკო,- თქვა ლუკამ საოცრად ხმადაბლა, რათა ეს გაუსაძლისი, მახრჩობელა დაძაბულობა როგორმე განემუხტა.

თაზომ და რეზიმაც სევდიანად, უჩვეულოდ ჩუმად დამიქნიეს ხელი. ილიამ უბრალოდ თავი დამიკრა, ზურგი შეაქცია მანქანას და ბიჭებთან ერთად ნელი, დამძიმებული ნაბიჯით გაუყვა ეზოს გასასვლელს. ისინი მშვიდად, ჩუმად დაიშალნენ ივლისის ყვითელ ბინდში. სწორედ ამ ჩუმმა, უსიტყვო დაშორებამ და ილიას იმ ნატკენმა, მარტოსულმა ზურგმა უფრო მწარედ მოიჭირა მარყუჟი ჩემს ყელში, ვიდრე ნებისმიერმა ყვირილმა.

სადარბაზოში შესვლისთანავე, როგორც კი მძიმე რკინის კარი ზახუნით დაიხურა და ბიჭების მზერას მოვეფარეთ, ცივ ბეტონის კედელს მივეყრდენი. ვეღარ ვიკავებდი. საშინელმა, დამხრჩობმა, სპაზმურმა ხველამ ერთიანად შეაზანზარა ჩემი დასუსტებული სხეული. ხელები სასოწარკვეთით ავიფარე პირზე რომ ეს საზარელი ხმა გარეთ, ეზოში არ გასულიყო და ილიას არ გაეგონა. სისხლის თბილი, ბლანტი ნაკადი თითებს შორის გადმოვიდა, ღარებად ჩამომეღვარა მაჯებზე და მასთან ერთად, სადარბაზოს ჭუჭყიან, ცივ იატაკზე კამელიის რამდენიმე ალისფერი, სრულიად ნედლი ფურცელი დაეცა. აწყლიანებული თვალებით შევხედე ჩემს წინ დამუნჯებულ ელენეს, უსიტყვოდ მომკიდა ხელი და ამიყვანა სახლში.

- არ მითხრა,- ხმა ძლივს ამოიღო,- არ მითხრა რომ ისევ ის ყვავილები გიჭრავს ხელში.

გვიან ღამით, როცა ექთანმა წამლებით სავსე ბოლო ბოთლიც ჩამოხსნა, გადასხმა დაასრულა და ჩუმად წავიდა, ჩემს საძინებელში საოცარი, თითქმის მისტიკური სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ წვეთოვანის შტატივი იდგა კუთხეში, როგორც ჩემი განაჩენის მუნჯი მოწმე. ელენემ თავისი საწოლიდან თბილი პლედი გადმოიტანა, ჩემ გვერდით, დიდ საწოლზე დაწვა და ორთავემ ჭერს დავუწყეთ ყურება. ფანჯრიდან ივლისის ღამის გრილი ნიავი შემოდიოდა, თხელ, გამჭვირვალე ფარდებს არხევდა და ოთახში მთვარის შუქის ნამსხვრევებს ფანტავდა. დიდხანს ვიწექით ასე, უხმოდ, მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა ისმოდა. მერე ნელა გადავბრუნდი გვერდზე, ელენეს შევხედე, რომლის თვალებშიც მთვარის შუქი ირეკლებოდა და ძლივს გასაგონი ჩურჩულით ვკითხე.

- ელე... როგორია, როცა ადამიანს უყვარხარ და შენც გიყვარს? აი, ორმხრივი, ნამდვილი, რეალური გრძნობა როგორია?- ელენემ ღრმად, კანკალით ამოისუნთქა. თვალები წამით დახუჭა, თითქოს საკუთარ გულში, მოგონებების ლაბირინთში ყველაზე ძვირფას პასუხს ეძებდაო, მერე კი თვალები გაახილა და საოცრად ნაზად, სევდიანად გამიღიმა.

- იცი მაშო? ეს თითქოს ყველაზე მძიმე ქარიშხლის შემდეგ სახლში დაბრუნებაა,- თქვა მან თბილი, მელოდიური ხმით და ჩემს ცივ ხელს თავისი თბილი თითები ნაზად შეახო, თითქოს ჩემს გათბობას ცდილობდაო,- როცა გარეთ სამყარო თავზე გენგრევა, როცა ყველა გღალატობს და გტკივა, შენ კი ზუსტად იცი რომ არსებობს ამ დედამიწაზე ერთი ადამიანი, რომლის მკლავებშიც სრულიად უსაფრთხოდ ხარ. ეს არის საოცარი, წარმოუდგენელი სიმსუბუქე, მაშო. არ გჭირდება იმაზე ფიქრი, სწორად თქვი თუ არა რამე, ლამაზად გამოიყურები თუ არა, ან ხომ არ ინანებ შენს გულწრფელობას... შენ უბრალოდ სუნთქავ მისით და ის შენით. ეს არის ძალა, რომელიც ყოველ დილით გაღვიძებს და გაგრძნობინებს რომ სამყაროში მარტო არ ხარ. ნებისმიერ ტკივილს, ნებისმიერ დარდს შუაზე გაიყოფთ და ის სიმძიმე აღარ გკლავს. ის შენი საყრდენია, შენი ყველაზე დიდი სიმშვიდე და თავშესაფარია...

მის სიტყვებს ვუსმენდი და ვიგრძენი, როგორ დამეწვა მკერდი. როგორ მინდოდა, მეც განმეცადა ეს სიმსუბუქე, ეს უსაფრთხოება ილიას ხელებში... ელენემ მზერა გამისწორა, მისი თვალები წამში აივსო ცრემლებით, რომლებიც ლოყებზე ჩამოუგორდა, ხმა აუკანკალდა და ფრთხილად, თითქოს ეშინოდა ჩემი შეხებისო, მკითხა.

- შენთვის როგორია, როცა ასე თავგანწირვით, უპირობოდ და ცალმხრივად გიყვარს?- მე მზერა მოვაცილე, ისევ ჭერს შევხედე, სადაც ჩრდილები იკლაკნებოდნენ. ცხელი ცრემლი საფეთქელთან ჩამომიგორდა და ხელი მჭიდროდ მივიდე მკერდზე, იქ, სადაც ფესვები ჩემს ფილტვებსა და მოგონებებს ყოველწამიერად ხრავდნენ.

- ეს...- დავაპაუზე უცებ,- ეს იგივეა, რაც უყურებდე გვერდიდან, როგორ კვდება შენი საკუთარი მე. ყოველდღე, ყოველ წამს უვლი ამ გრძნობას, წყალს უსხამ შენივე ფარული ოცნებებით, იმედებით, ის კი შიგნიდან ნელ - ნელა გჭამს და გაცარიელებს. როცა ცალმხრივად გიყვარს, მისი უბრალო ღიმილი, მისი ხმის გაგონება, მისი შემთხვევითი შეხება, შენთვის საუკეთესო წამალიც არის და ყველაზე დაუნდობელი შხამიც. შენ მთელი არსებით იცი რომ ეს სიყვარული არასოდეს იქნება შენი, რომ ის სხვისთვისაა შექმნილი, მაგრამ მაინც ვერ თმობ, ვერ გლეჯ ამ ფესვებს, რადგან მათთან ერთად შენი გულიც ამოგლეჯვას ითხოვს და როცა ის შენზე ზრუნავს... ფესვები უფრო ღრმად, უფრო მყარად მიიწევენ წინ ხორცში. ისინი ჩემივე მოგონებებით იკვებებიან. ყოველი კოკორი, რომელიც ყელში მეჩხირება და მახრჩობს, არის იმ ათასობით სათქმელი სიტყვისა და აღსარების გამოძახილი, რომლებსაც მას ვერასოდეს, ვერასოდეს ვეტყვი. ეს არის უმძიმესი გრძნობა, როცა შენი სამყაროს ერთადერთი ცენტრი ეს ადამიანი ხდება, მაგრამ შენ მისი სამყაროს მხოლოდ შორეული, უმნიშვნელო ნაწილი ხარ... და ეს სიყვარული, რომელიც წესით ადამიანს უნდა აცოცხლებდეს და ფრთებს ასხამდეს, შენსავე მკვლელად იქცევა.

ჩუმად იჯდა ელენე, მისი სუნთქვაც კი არარ მესმოდა.

- მანამდე გაწამებს ეს ცხოვრება, სანამ არ დარწმუნდება რომ აღარ შეგრჩა ბრძლის თავი, აღარ შეგრჩა ნიღაბი, რითაც ისევ მოიტყუები. მე ძალაც კი აღარ შემრჩა რომ ვიცოცხლო. შემომხედე, ნეკნებსაც კი დამითვლი ისე გავხდი. საკუთარი სხეულიც კი ვეღარ მიტანს, საკუთარი თავის სიყვარულიც კი აღარ შემიძლია. იცი როგორ მტკივა, ისე მტკივა რომ ფიქრის უნარსაც კი მართმევს. არეული მაქვს თავი, არეული მაქვს გრძნობები, არეული მაქვს ცხოვრებაც, ნერვებიც, სხეულიც, არეული ვარ თავად მე. ვის მივმართო, ვის რა უნდა ვუთხრა, ვინ მიშველის, როცა ყველა გზა მოჭრილია. როცა ვიცი რომ ყოველი დღე უფრო მაახლოვებს სიკვდილთან.

ძლივს ჩავისუნთქე ჰაერი.

- ბედნიერებაა, როცა იცი რომ ვიღაც შენზე ფიქრობს, თუნდაც ერთი ადამიანი. ის, ვისაც უყვარხარ. არაფერია ამაზე ძვირფასი, რა იქნებოდა მის გონებაში ვყოფილიყავი მეც, არ ეთქვა, თუმცა ვყოფილიყავი, ახლა ხომ ასე ტანჯვით არ მოვკვდებოდი?

- ნუ ამბობ რა მაშო მასე,- ამოიტირა ელენემ.

- არ უნდა მეკოცნა მისთვის,- გავაქნიე თავი და წამოვიწიე,- იმ ღამეს ცხრაჯერ მოვკვდი და ცხრაჯერვე გავცოცხლდი. როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო? იცი როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წამს? ჩემმა გონებამ მთელი ჩვენი ცხოვრება წამში დაატრიალა, წამში მაცხოვრა ბედნიერ მომავალში, იმ კოცნამ მომანდომა სიცოცხლე, მაგრამ მერე მისმა პასუხმა დამანარცხა მიწაზე. ბოლომდე გამანადგურა, დამმარხა მიწაში ცოცხლად.

ელენემ თავი ასწია, მისი აცრემლებული, დასიებული თვალები სავსე იყო უსაზღვრო ტკივილით. მას სურდა რაღაც ეთქვა, იმედი მოეცა, მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით - ჩემს ფილტვებში მოკალათებულ ალისფერ კამელიებს უკან დახევა არ სჩვეოდათ. ისინი მხოლოდ იზრდებოდნენ, ჩემივე დამსხვრეული ოცნებებით საზრდოობდნენ და ჩემს ბოლო წუთებს სათუთად, ლამაზად და შეუბრალებლად ითვლიდნენ.

- ყველაფერი გაივლის, აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება,- ვიცოდი რომ ვეღარაფერს მეტყოდა, ანდაც რა უნდა ეტქვა, ხავსს ეჭიდებოდა ელენეც, თორემ გულის სიღრმეში ორივემ კარგად ვიცოდით რომ არაფერიც არ იქნებოდა კარგად.

- არაუშავს, აი ასეა, ასე ხდეება ზოგადად. ცუდად ხარ, ფიქრობ რომ გაივლის, აი ახლა... ან ახლა... ანდაც ახლა მორჩება ყველაფერი და ბოლოს როცა უკვე გადაივლის დარტყმა და შენც გონზე მოხვალ, მიხვდები რომ გაიარა, უბრალოდ შენც თან გაგიყოლა, შენც აღარ ხარ უკვე.

- სიყვარული მწარეა, ძალიან მწარე, თანაც ისეთებისთვის, ვისაც ეს არ დაუმსახურებია,- გააქნია თავი ელენემ და უფრო მიმიხუტა.

მათ უკვე თითქმის მთლიანად, უტიფრად დაეპყროთ ჩემი ფილტვები, წაერთმიათ ჰაერის ბოლო ნამცეცები და ახლა, ამ შუაღამის მყუდროებაში, ჩემს ბოლო, ყველაზე წმინდა, ხელუხლებელ მოგონებებს სათუთად, ნაფლეთ - ნაფლეთ ითვისებდნენ. იპარავდნენ ილიას ხმას, მის გამოხედვას, მის სიცილს და ამ ყველაფერს სისხლიან, სქელ კოკრებად გარდაქმნიდნენ. ოთახში ისევ მხოლოდ წვეთოვანის ერთფეროვანი, დამთრგუნველი და მეტალისებრი ხმა ისმოდა. ყოველი წვეთის მძიმე ჩამოვარდნა ძველებური საათის ისარივით, დაუნდობლად და შეუბრალებლად ითვლიდა ჩემს დარჩენილ, წამზომზე დაყენებულ დროს. ფანჯრიდან ივნისის გრილი, ღამის ნიავი შემოიპარა, თხელი, უფორმო ფარდა მსუბუქად შეარხია და მთვარის მკრთალი, ვერცხლისფერი შუქი პირდაპირ ჩვენს საწოლზე გადმოაღვარა.

ამ ცივ, თითქმის მისტიკურ შუქზე ჩემი თეთრი ზეწარი თოვლივით ქათქათა, უფერული ჩანდა - სუფთა, სევდიანი და მზადმყოფი იმისთვის, რომ სულ მალე ჩემი ფარული ბაღის ალისფერი, სასიკვდილო გამარჯვება თავის უსასრულო თეთრ წყვდიადში სამუდამოდ დაემალა

და მაინც, იმ გრძნობას რა ჰქვია როცა იცი რომ ვერავინ გაგიგებს, როცა იცი რომ მათ ეს ატკენს და აიძულებ საკუთარ თავს რომ გულში შეინახო ყველაფერი, იმ გულში რომელიც სხვისი სიყვარულის გამო ნელ - ნელა გკლავს?

10

აგვისტო დაიწყო უკვე. თბილისზე გაუსაძლისი, მახრჩობელა სიცხე ჩამოწვა. ქალაქის ქუჩებიდან წამოსული გავარვარებული ჰაერი ჩემი საძინებლის ფანჯრებს აწყდებოდა, თუმცა აქ, ოთხ კედელში, მაინც მუდმივი, ხელოვნური და სრულიად უსიცოცხლო სიგრილე იდგა. დრო თითქოს გაჩერდა. ივნისის იმ საბედისწერო პიკნიკიდან საკმაო ხანი გავიდა, მაგრამ ჩემთვის ყოველი დღე წინა დღის იდენტურ, ნაცრისფერ ასლს ჰგავდა. ქიმიოთერაპიის კურსებზე სიარული დავიწყე. ყოველი სეანსი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ციტოსტატიკების ტოქსიკური ტალღა ვენაში ჩასვლისთანავე მიწვავდა სხეულს, მიპობდა თავის გაუსაძლის ტკივილებს და ისეთ გულისრევის შეგრძნებას მიტოვებდა, დღეების განმავლობაში საკვებს ვერ ვეკარებოდი. ანემიისგან ჰემოგლობინი კატასტროფულად დამეცა, ლეიკოციტების ვარდნამ კი იმუნიტეტი სრულად გამინადგურა, უბრალო ნიავზეც კი სხეული მიკანკალებდა.

აგვისტოს შუა რიცხვებისკენ უკვე ნელ - ნელა ჩემმა თმამ ცვენა დაიწყო, თუმცა მაინც რაღაცნაირად ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, არადა გულში ვკვდებოდი. ყოველ დილით, როცა ბალიშზე ჩემი თმის მთელ კულულებს ვხედავდი, მკერდში ფესვები უფრო მჭიდროდ მეხვეოდნენ ნეკნებზე, თითქოს მახსენებდნენ, რომ ჩემი ძველი, ლამაზი ცხოვრებიდან აღარაფერი რჩებოდა. კლინიკაშიც მხოლოდ ელენეს ხათრით, მისი იმედისთვის დავდიოდი, თორემ მე უკვე ნამდვილად გაუბედურებული ვიყავი და ჩემს სხეულს საერთოდ აღარაფერი ეშველებოდა, ეს უკვე ცხადი იყო. ბოლო დღეები საერთოდ არ გავდიოდი გარეთ, აღარც მეგობრებს ვხვდებოდი. გადასხმების გამო ხელები სულ დაჩხვლეტილი, ჩალურჯებული მქონდა, სხეული ისე გამიხდა რომ აღარცერთი ჩემი ძველი ტანსაცმელი აღარ მერგებოდა, შიგ უმწეოდ ვიკარგებოდი. დედაჩემს ისევ ვერ ველაპარაკებოდი, ისევ ევრ ვეუბნებოდი რომ ცუდად ვიყავი, ეგოისტი ვიყავი, მე ვერ ვეუბნებოდი და თავს იმისთვის ვინახავდი მე რომ მოვკვდებოდი ვინმე სხვა შეატყობინებდა ცემს ამბავს. ასეთი საშნელი ადამიანი ვიყავი, უბრალოდ არ მინდოდა ჩემს ტანჯვასთან ერთად მეყურებინა ისიც როგორ იტანჯებოდა.

მესმოდა, მეზობელ ოთახში როგორ უხსნიდა ელენე ბავშვებს ტელეფონით რომ ჩემთან მოსასვლელად ახლა არ იყო შესაფერისი დრო. რომ ძალიან სუსტად ვიყავი და სიმშვიდე მჭირდებოდა. მაგრამ პირიქით, მე თავად ვფიქრობდი, რომ დრო იყო ზუსტადაც ყველაფერი მეთქვა, სანამ ბოლომდე დავმალავდი ჩემს არსებობას, სანამ ყელში გაჩხერილი კამელიები სიტყვის თქმის უფლებას საბოლოოდ წამართმევდნენ.

- ელე...- ხმადაბლა დავუძახე საძინებლიდან. მან ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა და ოთახში შემოვიდა. მისი დაღლილი, შეშინებული თვალები მაშინვე ჩემს გამხდარ ხელებს დაეცა.

- ვის ელაპარაკებოდი? ლუკას თუ თაზოს?- ვკითხე და სუსტად წამოვიწიე საწოლზე.

- რეზი იყო... ბიჭებს მოსვლა უნდათ, მაშო. ილიაც მათთანაა,- ელენემ თავი ჩაღუნა და პლედის კუთხე ნერვულად მოიბრიცა,- ვუთხარი რომ... რომ ჯერ კიდევ ვერ გრძნობ თავს კარგად.

მკერდში ნაცნობი, მჭრელი სითბო ვიგრძენი. ილიას სახელის გაგონებაზე სასულესთან ფოთლების ფუტკრისებრი შრიალი ატყდა. ვიცოდი, რომ თუ ახლა, სანამ კიდევ შემრჩენოდა ლაპარაკის ძალა, მათ არ ვნახავდი, მერე უკვე გვიან იქნებოდა. ჩემი ალისფერი მკვლელი ყოველდღე სულ უფრო მეტ სივრცეს მართმევდა.

- დაურეკე ელე,- ვუთხარი მშვიდად, თუმცა თვალები ამიცრემლიანდა,- უთხარი რომ ამოვიდნენ. ყველანი. მინდა რომ მნახონ. მინდა რომ ილიამაც მნახოს... ასეთი. დაე, ყველაფერი დასრულდეს ისე, როგორც უნდა დასრულდეს. აღარაფრის დამალვას აზრი არ აქვს.

შუადღის სამი საათი სრულდებოდა, როცა ეზოდან ნაცნობი ხმები, მხიარული შეძახილები და მანქანის კარის ბათქაბუთი შემოესმა ჩემს ჩამკვდარ საძინებელს. აგვისტოს მწველი, მძიმე მზე ფანჯრის თხელ, დაშვებულ ჟალუზებს მიღმა ჰაერს ადუღებდა, ქალაქს ადნობდა, მაგრამ ჩემს ოთხ კედელში მაინც ისევ ის ხელოვნური, კონდიციონერის ცივი, სტერილური ნიავი ტრიალებდა. ეს სიგრილე დიდი ხანია აღარ მაცოცხლებდა, პირიქით, საავადმყოფოს პალატისებრ შეგრძნებას მიმძაფრებდა.
ბიჭები სახლში ისე ხმაურით, თითქოს ერთიანად შემოცვივდნენო, ისეთი ლაღი ენერგიით შემოვიდნენ, თითქოს ჩვეულებრივ, ძველებურ საღამოს ერთად შესაკრებად მოსულიყვნენ. მესმოდა რეზის ხმამაღალი, უდარდელი სიცილი, თაზოს რაღაც მახვილგონივრული, სარკასტული რეპლიკა და ლუკას მშვიდი, მზრუნველი და მომთმენი ტონი. ყველანაირად ცდილობდნენ, ეს შემოსვლა რაც შეიძლება ბუნებრივი, ყოველდღიური ყოფილიყო. მესმოდა, როგორ მიესალმნენ ელენეს, როგორ აშრიალდა ცელოფნის პარკები სამზარეულოში, ალბათ, ისევ ჩემი საყვარელი ხილი, ტკბილეული ან ნაყინი მოიტანეს იმ იმედი რომ ამჯერად მაინც, თუნდაც ერთი კოვზით შევჭამდი რამეს და ძალას მოვიკრებდი.

მე კი ჩემს ოთახში ვიჯექი. საწოლის კიდეზე, ბალიშზე მიყრდნობილი, სრულიად ჩუმად და გაუნძრევლად მოკალათებულიყავი. სხეულზე დიდი, უზომო, თბილი ნაცრისფერი ჟაკეტი მოცმული მქონდა, რომელიც ჩემს გამხდარ, ჩონჩხადქცეულ მხრებს ძლივს იკავებდა. ჟაკეტის გრძელ, ნაქსოვ სახელოებს მჭიდროდ, ფრჩხილების ჩავარდნამდე ჩავჭიდებოდი რომ გადასხმებისგან ლურჯად და შავად დაჩხვლეტილი, ჩამწყდარი მაჯები როგორმე დამემალა მეგობრების თვალისგან. ამ საერთო მხიარულებისა და ხმაურის მიღმა, სადარბაზოსა და მისაღები ოთახის ზღურბლზე, ერთი ნაცნობი, ნელი და მძიმე ნაბიჯების ხმაც ვიცანი. ილია. ისიც აქ იყო. ხმას არ იღებდა, ბიჭების ხუმრობებშიც არ ერთვებოდა, მაგრამ მისი იქ ყოფნა ჩემმა ფილტვებმა წამებში იგრძნეს. მკერდში ფესვებმა საზარელი, ელექტრონული ძალისხმევით, გააფთრებით გაიღვიძეს. ყელში ნაზმა, ხავერდოვანმა ეკლებმა მჭრელად დამიწყეს ხეხვა. ილიას სიახლოვე ყოველთვის ჩემი ალისფერი ბაღის გაზაფხული იყო, ახლა კი, ეს გაზაფხული ჩემს ბოლო სუნთქვას უმიზნებდა, ჩემს მოკვლას ცდილობდა. ოთახის კარი ფრთხილად, თითქმის უხმოდ გაიღო და ელენე შემოვიდა. ისეთი ფერმკრთალი, დასივებული თვალებით ყურებდა, თითქოს თავად ყოფილიყო მძიმედ ავად. ძალდატანებით მიღიმოდა, რომ ჩემთვის სიმამაცე და ძალა გადმოედო, თუმცა ტუჩები უცახცახებდა. ის ნელა მოვიდა, ჩემ წინ მუხლებზე ჩამოჯდა და ჩემი ცივი, გაყინული ხელი თავის თბილ, მფარველურ ხელისგულებში მოიქცია.

- მაშო... ყველანი აქ არიან,- თქვა მან ძლივს გასაგონად.

ხელებით საწოლის კიდეს მძიმედ დავეყრდენი. ელენე მაშინვე წამოდგა, მხარში ხელი მჭიდროდ მომკიდა და ნელა, ნაბიჯ - ნაბიჯ დამეხმარა აკანკალებული ფეხების გამართვაში. ჟაკეტის კალთები უფრო მჭიდროდ მოვიკრიფე მკერდზე და ჩემი ოთახის კარი გამოვაღე. მისაღებ ოთახში გასვლა ჩემთვის საკუთარი განაჩენის აღსასრულებლად წასვლას ჰგავდა, თუმცა ამჯერად, გულში საოცარი, მშვიდი სიმსუბუქე მქონდა. მე მათ თვალებში ჩავხედავდი, ილიას ჩავხედავდი თვალებში, სანამ ყელში გაჩხერილი კამელიები სიტყვის თქმის უფლებას საბოლოოდ წამართმევდნენ. მისაღებ ოთახში ფეხი თუ არა შევდგი, ბიჭების ხმაური წამში შეწყდა. რეზიმ თავისი ჩვეული, უდარდელი და ოპტიმისტური ხასიათით, ეს მძიმე, ჩამოწოლილი უხერხულობა მაშინვე დაარღვია. ის პირველი წამოხტა დივნიდან, ფართო, თბილი ღიმილით ჩემკენ გამოემართა, ხელები ფართოდ გაშალა და ძალიან ფრთხილად, თითქოს ჩემს მსხვრევად სხეულს უფრთხილდებაო, ნაზად ჩამეხუტა.

- როგორც იქნა გამოაღწია ჩვენმა პრინცესამ!- თქვა მან ხმამაღლა, თუმცა ჩახუტებისას ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა მთელი სხეული, როცა ჩემი გამოფიტული, გამხდარი ნეკნები იგრძნო ხელისგულებით. ხელები ნელა გამიშვა, ოდნავ უკან დაიხია, სახეზე ისევ ის მხიარული ღიმილი ეფინა და თვალები მოჭუტა,- გოგო, ეს რა არის? როგორ გახდი, რა დიეტას იყენებ ასეთს, ჩვენც რომ გვასწავლო? აშკარად გადააჭარბე, მთლად მოდელივით...

ხმა შუა წინადადებაში გაუწყდა. რეზი ჩემს სახეს დააშტერდა. ჩემს თვალებს, რომელთა გარშემოც შავი, იისფერი წრეები ჩამჯდარიყო, ჩემს ფაიფურივით თეთრ, უფერულ კანს. მისი ღიმილი წამში გაქრა და ნაკვთები ერთიანად წაეშალა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. თაზო, რომელიც მანამდე სავარძელში იჯდა და ტელეფონს ათამაშებდა, ნელა წამოდგა, სახეზე სრული გაოგნება და შიში გამოეხატა. ლუკამ თავი უმწეოდ ჩაღუნა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო.

და ილია... ილია იდგა ფანჯარასთან, გაქვავებული, ერთ წერტილს მიშტერებული. კოჯრის იმ საღამოს შემდეგ პირველად მიყურებდა ასე ახლოს. მის თვალებში აღარ იყო წყენა, სიბრაზე ან გაუგებრობა. იქ მხოლოდ უძირო, საზარელი ყრუ ტკივილი და შოკი იკითხებოდა. ის ხედავდა ჩემს ნამსხვრევებს და ვერ ხვდებოდა, მის ზურგსუკან სამყარო ასე რამ დაანგრია.

- მაშო...- ძლივს ამოთქვა რეზიმ, ხმა სრულიად დაეკარგა და ნაბიჯი უნებურად უკან გადადგა,- რა... რა ხდება? რა გჭირს, გოგო?

ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე იმდენად მძიმე და მახრჩობელა იყო რომ მესმოდა, როგორ ფეთქავდა ელენეს აცრემლებული გული ჩემს ზურგსუკან. მე ნელა მივედი თავისუფალ სავარძელთან და ჩამოვჯექი. ყველას სათითაოდ შევხედე, ბოლოს კი მზერა ილიას ატირებულ, გაფითრებულ თვალებზე შევაჩერე. დრო იყო.

- დასხედით,- ჩემი ხმა ძლივს გასაგონ ჩურჩულს ჰგავდა. ბიჭები უხმოდ, თითქოს
დაჰიპნოზებულებიო, დასხდნენ დივანზე. ილია ადგილიდან არ დაძრულა, ისევ ფანჯარასთან იდგა, მაგრამ მისი მზერა ჩემს სახეს ეკლებით აკავებდა,- რაღაც უნდა გითხრათ.

- რა ხდება?- იკითხა თაზომ.

- ტვინის სიმსივნე მაქვს,- ამოვთქვი ბოლოს, პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე. ეს სიტყვები ოთახში ნაღმივით გასკდა. რეზიმ თავი ხელებში ჩარგო და მხრები აუკანკალდა, თაზო კი უბრალოდ გაშტერებული უყურებდა იატაკს. ილია ისე შეიძრა, თითქოს ზურგში დანა ჩაარტყესო, მისი ტუჩები უხმოდ შეირხა, მაგრამ ხმა ვერ ამოუშვა.

- ივლისიდან ბოლოდან ქიმიოთერაპიის კურსებს გადივარ,- გავაგრძელე საუბარი, ჩემი ხმა საოცრად მშვიდი, მაგრამ მკვდარი იყო,- აი, ამიტომ არ გნახულობდით. აი, ამიტომ ვემალებოდი ყველას. აღარაფერი დარჩა ჩემგან. აღარც ჩემი სხეულია ისეთი, როგორიც ადრე იყო... აღარაფერი.

ხელი ნელა ავიტანე თავზე, კაპიშნი გადავიძრე, ჩემმა მეგობრებმა ერთიანად შეაკავეს სუნთქვა. ჩემი გრძელი, ოქროსფერი თმიდან მხოლოდ თხელი, დაცვენილი კულულებიღა დარჩენილიყო, ზოგან კი კანი მთლიანად მოშიშვლებულიყო. სუსტი, აკანკალებული ხელი თავზე ჩამოვისვი, ნაზად გადავისვი თითები იმ ადგილას, სადაც ოდესღაც ჩემი სიამაყე, ლამაზი თმა იყო და რამდენიმე ღერი ისევ ხელისგულზე დამრჩა. მწარედ ჩამეღიმა.

- ხედავთ?- ჩურჩულით ვუთხარი მათ და ხელისგული ვუჩვენე,- ნელ - ნელა მცვივა... ყოველდღე ჩემი ნაწილი სადღაც ქრება. მერე მხრებიდან ის დიდი, ნაცრისფერი ჟაკეტი უხმოდ მოვიძრე და იქვე გადავდე. ჩემი სხეული იმდენად განადგურებული, გამხდარი და გამოფიტული იყო რომ თხელი მაისურიდან ლავიწის ძვლები საზარლად იყო გამოჩრილი. მკლავები, გადასხმებისგან ლურჯად და შავად დაჩხვლეტილი, ვენებჩამწყდარი, უმწეოდ მეწყო მუხლებზე. სიჩუმე უფრო გაღრმავდა, მხოლოდ ბიჭების ჩუმი ქვითინი არღვევდა ოთახის ჰაერს. ბოლოს დავიხარე, ჩემი ფართო შარვლის ტოტები ნელა, წვივებამდე ავიწიე. ჩემი ფეხები... ადრე ასეთი ლაღი და ძლიერი, ახლა მხოლოდ ტყავით გადაკრულ ძვლებს დამსგავსებოდა, ქიმიოთერაპიისგან დასივებული კოჭებითა და ჩალურჯებებით.

- აი, ეს ვარ ახლა მე,- ვთქვი და თვალებიდან ცხელი ცრემლები ღარებად ჩამომიგორდა ფაიფურივით თეთრ ლოყებზე,- შეხედეთ ამ ნაფლეთებს. ამიტომ არ მინდოდა თქვენი ნახვა. არ მინდოდა, ასეთი დაგემახსოვრებინეთ. არ მინდოდა, ჩემს საწოლთან მჯდარიყავით და გეტირათ...

ოთახში მართლაც სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ყველანი გაშეშებულები ისხდნენ, ხმას ვერავინ იღებდა, თითქოს ერთიანად გამოეცალათ სუნთქვის ძალა. რეზი, თაზო, ლუკა - სახეწაშლილები, უსიტყვოდ უყურებდნენ ჩემს ნამსხვრევებს.

და ილია... ის ისევ იქ იდგა, ფანჯარასთან, სრულიად ჩუმად. მისი მზერა ჩემს დაჩხვლეტილ ხელებზე, მოშიშვლებულ თავზე, წვივებზე გადადიოდა და ვხედავდი, როგორ უმუშავებდა გონება, როგორ აწყობდა ბოლო თვეების ფაზლს. უცებ მის თვალებში კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული, უფრო მწარე ტკივილი აირეკლა. გააცნობიერა. გააცნობიერა რომ ის არ ყოფილა პირველი, ვინც ეს საზარელი ამბავი გაიგო. მიხვდა რომ ელენემ იცოდა, ლუკამ იცოდა, რეზიმ და თაზომაც კი ჩემს შეცვლილ სახეზე მაშინვე ამოიკითხეს სიმართლე... ის კი ყველაზე ბოლო იყო. ადამიანი, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობლად მიაჩნდა, ამხელა ტრაგედიას მარტო ატარებდა და მას არაფერს ეუბნებოდა. ილია ნელი, დამძიმებული ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. მისი სხეული ერთიანად ზანზარებდა. ის პირდაპირ ჩემს სავარძელთან მუხლებზე დაეშვა, ჩემი გაყინული ხელები თავის თბილ ხელისგულებში მოიქცია, თვალებში ჩამხედა და მის ხმაში საზარელმა სასოწარკვეთილებამ ამოხეთქა.

- ეს... არ იკურნება?- ისეთი ჩამწყდარი ხმით მკითხა რომ მეტიც არ შეიძლებოდა. მისი მხრები გააფთრებით ძაგძაგებდა, მისი შუბლი ჩემს მუხლებს მიებჯინა და ჩემს უფერულ კანს მისი ცრემლები ასველებდა.

მე კი მკერდში ვიგრძენი, როგორ დაიძრნენ ალისფერი კამელიები. ილიას ეს სიახლოვე, მისი ეს საზარელი ტკივილი, ბრაზი და ცრემლები ჩემს ფილტვებში ახალ, უფრო მძლავრ ფესვებს შლიდა. ყელში მჭრელი, ხავერდოვანი სიმშრალე მომაწვა, სისხლის ბლანტი გემო პირის ღრუში ვიგრძენი. ჩემი სიყვარული, რომელიც ახლა სიმსუბუქის ნაცვლად საზარელ ტყუილსა და ტკივილს შობდა, ჩემს შიგნით საბოლოო, ალისფერი გამარჯვებისთვის ემზადებოდა.

- არ იკურნება,- თავი სუსტად გავაქნიე და თვალებიდან გადმოღვრილი ცხელი ცრემლი პირდაპირ მის ლოყაზე დაეცა,- უკვე ძალიან გვიანია. არაფერს აზრი არ აქვს... უბრალოდ, მინდოდა რომ გცოდნოდათ. მინდოდა რომ ბოლო დღეებში მაინც აღარ დავმალულიყავი.

მისი გამოხედვა... ღმერთო, მის თვალებში იმდენი სასოწარკვეთა და ნგრევა იყო რომ ამის ატანა ჩემს განადგურებულ გულს აღარ შეეძლო. ის მზად იყო, მთელი სამყარო გადაებრუნებინა, ოღონდ ეს რეალური არ ყოფილიყო, ოღონდ სადღაც, რომელიმე კლინიკაში ამის წამალი არსებულიყო, მაგრამ წამალი არ არსებობდა. წამალი თვითონ იყო და სწორედ ეს რეალობა მგუდავდა.

- არა! არ მჯერა!- თავი გააფთრებით გააქნია ილიამ, ჩემი ხელები ტუჩებთან მიიტანა და გაგიჟებულივით დაუწყო კოცნა დაჩხვლეტილ მაჯებს,- ხომ არსებობს რაღაც გზა? ხომ შეიძლება საზღვარგარეთ წავიყვანოთ? მე ყველაფერს გავიღებ, ყველაფერს გავყიდი, რაც კი მაბადია! მაშო, შენ ვერ წახვალ... გესმის? შენ მე ვერ დამტოვებ! ვერ დაგვტოვებ ჩვენ!

მის ზურგსუკან თაზომ სახეზე ხელები აიფარა, რეზიმ კი უმწეოდ მიჰყარა თავი დივნის საზურგეს. ლუკა უსიტყვოდ წამოდგა, ოთახიდან გავიდა და კარი მძიმედ მიიხურა, მას აღარ შეეძლო ამ გაუსაძლისი სცენის ყურება, იმ ტყუილის ყურება, რომელიც ახლა ყველას ცოცხლად მარხავდა. ყელში მწვავე, დაუნდობელმა ხველამ დამიწყო ღუტუნი. ხავერდოვანი ფურცლები ერთმანეთს მიეჭყლიტნენ ჩემს სასულესთან, ჰაერის მიწოდება სრულად გადაიკეტა. ილიას თბილი ხელები ჩემს ზურგზე ვიგრძენი, როგორ ცდილობდა ჩემს დაჭერას, მაგრამ სხეული ვეღარ დავიმორჩილე. წინ გადავიხარე და მძიმე, მახრჩობელა სპაზმმა ერთიანად შემანჯღრია. ამ სიტყვებზე მკერდიდან ისეთი დაუნდობელი, მჭრელი ტკივილი წამოვიდა, თითქოს ფილტვებში ათასობით ბასრი დანა ერთიანად ჩამატრიალესო. ჰაერი ყელშივე ჩამაწყდა, ვეღარც ჩავისუნთქე და ვეღარც ამოვისუნთქე. ვიგრძენი, როგორ მოაწყდა თბილი, ბლანტი ნაკადი ჩემს სასულეს - ეს აღარ იყო უბრალო სისხლდენა, ეს იყო ნამდვილი ნგრევა. ხელები ინსტინქტურად ავიფარე პირზე. ილიას თბილი, მფარველური მკლავებიდან მთელი დარჩენილი, უკანასკნელი ძალისხმევით გამოვგლიჯე ჩემი დასუსტებული სხეული.

- მაშო!- შეშინებულმა წამოიყვირა ილიამ და ხელები ჰაერში დარჩა გაწვდილი. უკან არ მიმიხედავს. ბარბაცით, აკანკალებული ფეხებით, ჟაკეტის კალთების ფრიალით გავარდი მისაღები ოთახიდან და დერეფანი სააბაზანოსკენ სირბილით გადავჭერი. ჩემს ზურგსუკან ბიჭების ერთდროული წამოხტომის, სკამების გადაყირავებისა და ელენეს სასოწარკვეთილი ყვირილის ხმა მომესმა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა - ილიას ჩემი ნამდვილი სახე არ უნდა დაენახა. სააბაზანოში შევვარდი თუ არა, მძიმე რკინის კარი ზურგით მივხურე და საკეტი სასწრაფოდ, ცივი თითების კანკალით გადავატრიალე. სწორედ იმ წამს, როგორც კი ურდული დაიკეტა, ვეღარ შევიკავე.

საზარელმა, მომაკვდინებელმა ხველამ ერთიანად შეაზანზარა ჩემი გამხდარი სხეული. ნიჟარას ორთავე ხელით დავეყრდენი და თავი დაბლა ჩავხარე. პირის ღრუდან სისხლის სქელი, ალისფერი ნიაღვარი წამოვიდა და თეთრ ფაიფურზე საზარელ, მუქ გუბედ დაიღვარა და ამ თბილ ნაკადთან ერთად... სათითაოდ, ხმაურით გადმოცვივდნენ სრულიად მთლიანი, გაფურჩქნული, ხავერდოვანი და სისხლით გაჟღენთილი კამელიის ყვავილები. იმდენად ბევრი იყო რომ ნიჟარა წამში აივსო ალისფერი ბაღით. ფესვები ყელში მახრჩობდნენ, თითქოს უკანასკნელ სუნთქვასთან ერთად მთელ ჩემს არსებას გარეთ ეპატიჟებოდნენ. საზარელმა, მომაკვდინებელმა ხველამ ერთიანად შეაზანზარა ჩემი გამხდარი სხეული. ნიჟარას ორთავე ხელით დავეყრდენი და თავი დაბლა ჩავხარე. პირის ღრუდან სისხლის სქელი, ალისფერი ნიაღვარი წამოვიდა და თეთრ ფაიფურზე საზარელ, მუქ გუბედ დაიღვარა. და ამ თბილ ნაკადთან ერთად... სათითაოდ, ხმაურით გადმოცვივდნენ სრულიად მთლიანი, გაფურჩქნული, ხავერდოვანი და სისხლით გაჟღენთილი კამელიის ყვავილები. ისინი იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ ნიჟარა წამში აივსო ალისფერი ბაღით. ფესვები ყელში მახრჩობდნენ, თითქოს უკანასკნელ სუნთქვასთან ერთად მთელ ჩემს არსებას გარეთ ეპატიჟებოდნენ.

- მაცალეთ, მე შევალ...- ელენემ ღრმად ამოიოხრა, მისი ხმა ყველას ესმოდა მისაღებში,- ამას ვუმკლავდებით ორი თვეა ლამის... სხვა გზა არ გვაქვს. ყოველი ქიმიის მერე ასე ემართება და არამარტო, სპაზმები ეწყება და არ უყვარს, როცა ვინმე ხედავს!

გარეთ ჩოჩქოლი ოდნავ ჩაცხრა. ელენეს სიტყვებმა, რომლებიც ქიმიოთერაპიის მძიმე რეალობას მიაწერდნენ ჩემს ამ მდგომარეობას, ბიჭები დროებით შეაჩერა. ონკანი ბოლომდე მოვუშვი. ცივმა, მჩქეფარე წყალმა ნიჟარიდან სისხლის ნაკადი ჩარეცხა, კამელიის სველი, მძიმე ყვავილები კი სათითაოდ ავიღე, ხელსახოცში მჭიდროდ შევფუთე და იქვე, ნაგვის ყუთის ყველაზე ღრმა კუთხეში ჩავმალე. სახე ცივი წყლით დავიბანე, ტუჩის კუთხიდან სისხლის ბოლო წვეთი მოვიწმინდე და სარკეში ჩემს თავს შევხედე. თვალები ჩაწითლებული მქონდა, მაგრამ მზერა - საოცრად მშვიდი. მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი. ტყუილმა თავისი საქმე გააკეთა.

საკეტი ნელა გადავატრიალე და კარი გამოვაღე.

ყველანი დერეფანში იდგნენ, გაფითრებულები, თითქოს სუნთქვაშეკრულებიო. ილია პირველი დამხვდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ხელები უცახცახებდა და ისევ ჩემკენ გამოიწია, თითქოს ჩემს დაჭერას აპირებდა, თუკი ისევ წავიქცეოდი. ბიჭები ისეთი საზარელი, ტრაგიკული და შეშინებული სახეებით მიყურებდნენ, თითქოს უკვე კუბოში მნახესო. ჟაკეტის კალთები მჭიდროდ მოვიკრიფე, სუსტად გავიმართე წელში, ყველას სათითაოდ გადავავლე თვალი და მკრთალად ჩამეღიმა.

- ასეთი სახეებით ნუ მიყურებთ,- ვთქვი მშვიდად, ჩემი ხმა ოდნავ ჩახლეწილი იყო, მაგრამ მტკიცედ ჟღერდა,- მე ჯერ კიდევ აქ ვარ. ცოცხალი ვარ. წამოდით, მისაღებში დავბრუნდეთ, ასე კართან დგომა არ გვინდა.

მისაღებ ოთახში დაბრუნება ყველაზე რთული აღმოჩნდა. ნაბიჯები იმდენად მძიმე მქონდა, თითქოს ფეხებზე ტყვიის სიმძიმეები მებაბა. ილია გვერდიდან არ მშორდებოდა; ხელს არ მიჭერდა, რადგან იცოდა, რომ ჩემს აგებულ კედელს კიდევ უფრო გავამაგრებდი, მაგრამ მისი სხეულის სითბო, მისი შეშინებული, აკანკალებული სუნთქვა ზურგს უკან მუდმივად მესმოდა. ის მზად იყო, წამიერად დავეჭირე, თუკი ჰაერში მცურავი ჩემი სხეული ისევ მიწაზე დაენარცხებოდა. სავარძელში ნელა ჩავეშვი. ჟაკეტი ისევ მჭიდროდ მოვიხვიე, თითქოს ეს უზარმაზარი ნაქსოვი ქსოვილი ჩემი ერთადერთი ჯავშანი ყოფილიყო ამ სამყაროში. ბიჭებიც თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, თუმცა წეღანდელი მხიარულებისგან ფერფლიც კი აღარ დარჩენილიყო. ოთახში ისეთი სიმძიმე ჩამოწვა, როგორიც მხოლოდ ტაძრებშია ხოლმე, დასვენებულ მიცვალებულთან.

- მაშო,- პირველად ამოიღო ხმა თაზომ. მისი ყოველთვის ხუმარა და ირონიული ტონი ახლა სრულიად გამქრალიყო, ხმა უთრთოდა,- ჩვენ... ჩვენ არ ვიცოდით. ლუკას მაინც ეთქვა რამე, ან ელენეს. ასე როგორ შეიძლებოდა? ჩვენ ხომ... მეგობრები ვართ. ოჯახი ვართ, გოგო.

- მე ვთხოვე,- გადავჭერი მაშინვე, სანამ ლუკასა და ელენესკენ გაიშვერდნენ თითს. მზერა იატაკს გავუსწორე, სადაც წეღან ჩემი სიცოცხლის ნაფლეთები ეცემოდა,- მე ავუკრძალე. არ მინდოდა, თქვენს თვალებში ეს სიბრალული დამენახა. არ მინდოდა, ყოველი შეხვედრისას გეფიქრათ, რომ ეს შესაძლოა ბოლო ყოფილიყო.

ილია ჩემ წინ, დაბალ პუფზე ჩამოჯდა. ისე ახლოს იყო, რომ მისი მუხლები ჩემსას ეხებოდა. ის უსიტყვოდ მიყურებდა. მისი დიდი, შავი თვალები, რომლებიც ყოველთვის სიმტკიცესა და ძალას ასხივებდნენ, ახლა ჩამსხვრეულ ვიტრაჟებს ჰგავდნენ. მასში რაღაც დიდი კვდებოდა - ალბათ ის უსაფრთხოების განცდა, რომელსაც ჩვენი ბავშვობა და მეგობრობა უქმნიდა.

- რამდენი ხანია?- მკითხა ილიამ. მისი ხმა იმდენად დაბალი და ჩახლეწილი იყო, ძლივს გავარჩიე სიტყვები.

- დიდი ხანია ილია,- მოვატყუე ისევ. თუმცა ჩემს გონებაში ეს „დიდი ხანია" ზუსტად იმ ხუთ წელს ნიშნავდა, რაც ის მიყვარდა,- უბრალოდ, ახლა დამემტვრა სხეული ბოლომდე.

მან ნელა გამოიწვია ხელი, ჩემი ცივი, დაჩხვლეტილი თითები თავის თბილ ხელისგულში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა. მისი სუნთქვა მწვავდა კანს.

- ჩვენ ვიპოვით გზას,- თქვა მან მტკიცედ, თითქოს საკუთარ თავს უფრო უმტკიცებდა, ვიდრე მე,- გესმის? სადაც საჭირო იქნება, ყველგან მივალთ. ყველაფერს გავყიდი, მაშო. მარტო არ ხარ. ამიერიდან ერთი წამითაც არ დაგტოვებ მარტო.

მისი ყოველი სიტყვა, მისი ეს უსაზღვრო მზრუნველობა, რომელიც სიბრალულითა და მეგობრული სიყვარულით იყო გაჟღენთილი, ჩემს მკერდში ახალ აფეთქებას იწვევდა. ვგრძნობდი, როგორ გაიშალნენ კამელიები ფილტვების ქვედა წილებიდან და სასულისკენ დაიწყეს სვლა. ეკლებმა ყელი შიგნიდან გადამიგლიჯეს. ტკივილისგან თვალები მოვჭუტე, მაგრამ კბილები ერთმანეთს დავაჭირე რომ არ დამეხველებინა.

ეს იყო ჩემი სასჯელიც და ჩემი ჯილდოც - მისი სიახლოვით გამოწვეული ნელი, ულამაზესი სასიკვდილო განაჩენი.

ილიამ ხელი არ გამიშვა. მისი თითები იმდენად მჭიდროდ, მაგრამ ამავდროულად ფრთხილად იყო ჩემს მაჯაზე შემოხვეული, თითქოს ჩემს პულსს ითვლიდა, თითქოს ეშინოდა რომ თუ ხელს გამიშვებდა, ჩემი ისედაც სუსტი სხეული ჰაერშივე აორთქლდებოდა. ოთახში დუმილი ისევ მძიმე და გაუვალი რჩებოდა, მაგრამ ეს აღარ იყო წეღანდელი შოკისმომგვრელი, მჭრელი სიჩუმე. ახლა ეს იყო შეგუების, საზარელი რეალობის გააზრების პირველი წუთები. რეზიმ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, ფანჯარასთან მივიდა და ზურგით დადგა, მისი მხრების რიტმული მოძრაობით ვხვდებოდი, რომ ჩუმად ტიროდა. თაზო კი უბრალოდ იჯდა, თავჩაღუნული, და თავის დიდ ხელისგულებს ნერვულად ისრესდა.

- ბიჭებო...- ხმადაბლა ჩავილაპარაკე და შევეცადე, ჩემს ხმაში მცირედი სიმტკიცე მაინც დამებრუნებინა,- მართლა კარგად ვარ ახლა. წადით, დაისვენეთ. ელენე აქაა, ლუკაც...

თაზომ თავი ასწია, მისი თვალები წითელი და დაღლილი ჩანდა. ნელა წამოდგა, ჩემთან მოვიდა, დაიხარა და შუბლზე ძალიან ნაზად, თბილად მაკოცა.

- ხვალვე მოვალთ, მაშიკო. რაც დაგჭირდეს... ნებისმიერ წამს, ხომ იცი,- ჩაიჩურჩულა მან და გადამეხვია,- მიყვარხარ მაშიკო.

მერე ილიას მხარზე ხელი დაადო, თითქოს ანიშნებდა რომ წასვლის დრო იყო.

რეზიც შემობრუნდა, ძლივს გამომხედა, კართან ახლოს გაჩერდა და მხოლოდ თავის დაქნევით დამემშვიდობა. მათ აღარ ჰქონდათ ძალა, ამ ოთახში დარჩენილიყვნენ და ჩემი ნამსხვრევებისთვის ეყურებინათ. ლუკა მისაღებში აღარ შემოსულა, დერეფნიდან მესმოდა მისი დაბალი ხმა, ბიჭებს სადარბაზომდე აცილებდა.

თუმცა, ილია ადგილიდან არ დაძრულა.

ის კვლავ ჩემ წინ იდგა. როცა სახლის მთავარი კარი მძიმედ მიიხურა და ბიჭები წავიდნენ, ოთახში მხოლოდ ჩვენი არათანაბარი სუნთქვა დარჩა. მან ნელა ასწია თავი, ჩემს გამხდარ, თითქმის გამჭვირვალე ხელს შეხედა და მერე თვალებში ჩამხედა. მის მზერაში რაღაც ისეთი მტკიცე, ურყევი გადაწყვეტილება იკითხებოდა რომ მივხვდი - კამათს აზრი არ ჰქონდა.

- მე არ წავალ,- თქვა მან მშვიდად, მაგრამ მისი ხმა ეჭვს არ ტოვებდა,- ამაღამ აქ ვრჩები.

გულში წამიერად პანიკამ დამიარა. ყელში გაჩხერილმა კამელიებმა მაშინვე გაიღვიძეს, თითქოს მისი სიტყვების სითბომ ახალი ენერგია შთაბერაო. ეკლებმა ისევ დამიწყეს ხეხვა შიგნიდან.

- ილო, არ არის საჭირო...- ხმა ამიკანკალდა, შევეცადე ხელი გამომეთავისუფლებინა, მაგრამ მან უფრო მჭიდროდ მოიქცია თავის თბილ ხელისგულებში,- ელენე აქაა, დამეხმარება, თუ რამე დამჭირდება. წადი, დაისვენე... მთელი დღეა...

- მაშო გემუდარები, ნუ მატყუებ და ნუ მაგდებ შენი ცხოვრებიდან,- შემაწყვეტინა მან, მისი ხმა მოულოდნელად ნატკენი ბავშვისას დაემსგავსა,- იმდენი ხანია მემალები. იმდენი ხანია მარტო ატარებ ამ ყველაფერს. ამაღამ მაინც მაცადე რომ უბრალოდ შენ გვერდით ვიყო. არაფერს შეგეკითხები, არაფერს გაიძულებ. უბრალოდ... აქ ვიქნები.

ოთახში ელენე შემოვიდა, ხელში წამლების პატარა ლანგარი ეჭირა. მან შემოხედა ილიას, მერე მე გადმომხედა. მის თვალებში დავინახე ის საზარელი სევდა, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით - მან იცოდა რომ ილიას დარჩენა ჩემს მკერდში აყვავებულ ბაღს უფრო მეტად გააძლიერებდა, მაგრამ ამავდროულად ხედავდა, როგორ სჭირდებოდა ჩემს მომაკვდავ სხეულს მისი სიახლოვე.

- მე მისაღებში, დივანზე გავუშლი,- თქვა ელენემ ხმადაბლა, ილიას შეხედა და მკრთალად დაუქნია თავი,- მაშოს ახლა წამლები უნდა დავალევინო და უნდა დაწვეს, ძალიან სუსტადაა.

ილია ნელა წამოდგა, ჩემს ხელს ბოლოჯერ მოუჭირა თითები და მერე გამიშვა.

- მისაღებში ვიქნები. თუ რამე დაგჭირდეს, თუნდაც უბრალო წყალი... უბრალოდ დამიძახე, კარგი?- თქვა მან, დაიხარა, ჩემს თავსაფარზე ხელისგული ნაზად დამადო და ოთახიდან ისე გავიდა, თითქოს ეშინოდა ჰაერის ზედმეტი შერხევითაც კი არ ვეტკინე. მე კი სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ყოველი ჩასუნთქვისას ვგრძნობდი, როგორ ფართოვდებოდნენ კამელიები ჩემს ფილტვებში. ილია კედლის მიღმა, მისაღებ ოთახში იყო. ჩემგან სულ რამდენიმე მეტრში და ეს აზრი ჩემს შიგნით ნელ, ულამაზეს და აბსოლუტურად შეუქცევად სასიკვდილო აფეთქებას აგრძელებდა.

ელენემ წამლები დამალევინა. მწარე კაფსულები ძლივს გადავყლაპე და საწოლში ჩავწექი. ოთახში შუქი ჩავაქრეთ. ფანჯრიდან აგვისტოს თბილი ღამის სინათლე შემოიპარებოდა და კედლებზე გრძელ, ნაცრისფერ ჩრდილებს ხატავდა. კედლის მიღმა, მისაღებ ოთახში, მესმოდა, როგორ გაიშალა დივანი. ილია იქვე იყო, ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯში. დიდხანს ვერ ვიძინებდი. მკერდი მიმძიმდებოდა, მაგრამ გადაღლილობისგან სადღაც შუაღამისას თვალი მაინც მომეტყუა.

უცნაური შეგრძნება მქონდა სხეულში, ფეხზე წამოვდექი. ბნელოდა გარშემო, გაჭირვებით მოვძებნე ფეხსაცმელები და საპირფარეშოსკენ წავედი. ცივი წყალი შევისხი სახეზე, რომ ეს უცნაური ბურანი გადამეგდო, და როცა უკან გამოვბრუნდი, დერეფნის სიბნელეში ილიას აფორიაქებულ, შეშინებულ ფიგურას შევეჩეხე. ჩემს ყოველ ნაბიჯზე გული უსკდებოდა.

- კარგად ხარ?- მკითხა შეშინებუულმა უკან გამოსულს.

- კარგად ვარ,- თავი დავაქიე მეც და ჟაკეტი უკეთ მოვიხვიე გამხდარ მხრებზე.

- წამოდი მიგიყვან ოთახამდე,- მხარზე დამადო ხელი და საწოლამდე მიმიყვანა,- მიდი, ჩაწექი.

საბანი ასწია და მეც გაჭირვებით, თუმცა მაინც ჩავწექი შიგნით.

- ცოტახანს დავრჩები, კარგი?- ხმადაბლა იკითხა და იქვე საწოლის კიდებზე ჩამოჯდა. ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ხელები თმებზე და როგორ დამისვა ნაზად,- აქამდე როგორ მივედით მაშო?

- არ ვიცი...- ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად ჩავჩურჩულე და თვალები დავხუჭე. მისი თითები ჩემს თხელ, დაცვენილ კულულებში საოცარი ფრთხილობით დაცურავდნენ, თითქოს ყოველი მოძრაობით ჩემი ტკივილის გაქარწ....ბას ცდილობდნენ. ეს შეხება იმდენად თბილი და მშობლიური იყო რომ მკერდში მოწოლილი კამელიების მჭრელი ეკლები წამით თითქოს დაცხრნენ, ნება მომცეს, უბრალოდ მესუნთქა.

- მე კი მგონია რომ ჩემი ბრალია,- თქვა ილიამ მოულოდნელად. მისი ხმა ისე ჩაწყდა, თითქოს ყელში რაღაც მოაწვაო. ხელი წამით გაუჩერდა ჩემს თმაზე, მერე კი ისევ ნელა განაგრძო მოფერება,- სად გავიყავით, რომელ ნაწილში აღარ იყავი პრიორიტეტი არ ვიცი. სულ იმაზე ვფიქრობ, რა დროს გამომეპარა შენი ასეთი მდგომარეობა.

მძიმედ ამოიოხრა და თითები ისევ ჩემს თხელ თმაში შეაცურა. მისი მოძრაობა იმდენად ნელი და სინანულით სავსე იყო, თითქოს ყოველი შეხებით ცდილობდა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

- ყოველთვის მეგონა რომ წინ მთელი ცხოვრება გვქონდა,- გააგრძელა ჩურჩულით, მისი მზერა სიბნელეს მიაშტერდა,- მეგონა, რახან სულ ჩემთან იყავი, ჩემს გვერდით, არსად წახვიდოდი. სამსახური, ყოველდღიური რუტინა, უაზრო საქმეები... ყველაფერი შენზე წინ დავაყენე. იმიტომ რომ ეგოისტურად მჯეროდა, როცა არ უნდა მომეხედა, შენ სულ ჩემს უკან იქნებოდი. მეგონა რომ ყველა კამათის მერე დრო გვექნებოდა შერიგებისთვის. ახლა კი ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი დღე, რამდენი საათი დავკარგე უაზროდ. როგორ დავუშვი რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ასე ჩუმად, მარტო განადგურებულიყო?

მისი სიტყვები, სავსე ნამდვილი, ღრმა სინანულით, ჩემს მკერდში დაუნდობლად ჩაესობოდა ყოველ კამელიას. ის საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმ დაავადებაში, რომელიც რეალურად მისივე უპასუხო სიყვარულის გამო მქონდა დაავადებული. ილიამ თავი ნელა ასწია და ჩემკენ შემობრუნდა. მისი თვალები სიბნელეშიც კი საოცარი სითბოთი და ტკივილით ანათებდნენ. ის ხალიჩიდან ოდნავ წამოიწია, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ჩემს ზურგსუკან, სასთუმალს მძიმედ მიეყრდნო. მისი სხეულის ძლიერი, ნაცნობი სითბო წამში ვიგრძენი, რამაც ჩემს აფორიაქებულ გულს უცნაური, დიდი ხნის მივიწყებული სიმშვიდე მოჰგვარა.

- არაფერი თქვა, მაშო... უბრალოდ, დაისვენე,- ჩაიჩურჩულა მან საოცრად ნაზად.

მისი დიდი, თბილი ხელისგული ფრთხილად შეეხო ჩემს მოშიშვლებულ მაჯას. ისე ნაზად მეხებოდა რომ თვალები თავისით დამიმძიმდა. ქიმიოთერაპიისგან დაქანცული, გამოფიტული ორგანიზმი მთლიანად მოეშვა ილიას სიახლოვისგან. მკერდში ალისფერი კამელიებიც ჩაწყნარდნენ, თითქოს მათაც მოისურვეს ამ წმინდა დუმილში დასვენება. ჩემი სუნთქვა ნელ - ნელა გათანაბრდა, გაღრმავდა და ძილის მორევში საბოლოოდ გადავეშვი.

მთვარის მკრთალი, ვერცხლისფერი შუქი ჩემს გაფითრებულ, მაგრამ ახლა სრულიად მშვიდ სახეს ანათებდა. ძილბურანში ვიყავი, სადღაც რეალობისა და სიზმრის ზღვარზე მყოფი, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ვგრძნობდი მის მზერას და ყოველ ამოსუნთქვას. ის ალბათ ხედავდა ჩემს ჩაცვენილ თვალებს, დაშრეტილ ტუჩებს და თხელ ლავიწებს, რომლებიც პერანგიდან საზარლად მოჩანდნენ. ვიცოდი, როგორ ეცემოდა გული ნაკუწებად იმის გააზრებაზე რომ მე ის გოგო ვიყავი, რამდენიმე თვის წინ მთელ ქუჩას თავისი სიცილით რომ აყრუებდა. მისი თითები კვლავ ნაზად ეფერებოდნენ ჩემს თმას. მეძინა ყოველგვარი ტკივილისა და სიმძიმის გარეშე, ის კი თვალებიდან მოწოლილ ცრემლებს ვეღარ აკავებდა. ძილშიც კი ვიგრძენი, როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე ცხელი წვეთი და ხელზე დამეცა.

ილია ოდნავ დაიხარა, ტუჩები ჩემს შუბლთან მიიტანა, თითქმის შეუხებლა და ღამის მყუდროებაში უმწეოდ დაიჩურჩულა.

- მაპატიე... მაპატიე რომ ვერაფრით გეხმარები. ხელიდან მეცლები და არაფრის ძალა არ მაქვს... მაპატიე,- ხელი არ მოუშორებია. ისე იჯდა საწოლის კიდეზე მიყრდნობილი, თითქოს თავისი ფხიზელი მზერითა და ამ ჩუმი მოფერებით სიკვდილის აჩრდილს იგერიებდა, რომელიც ჩვენ ირგვლივ, სიბნელეში, მოთმინებით ელოდა თავის საათს. მე კი ამ სიტყვების ფონზე, მის თბილ შეხებაში გახვეული, უფრო ღრმად ვიძირებოდი ძილის მორევში.

* * *

თითქოს არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ამავდროულად ყველა გრძნობა გულზე მაწვებოდა. მეხვეოდა და მახრჩობდა. ღმერთო ნეტავ წამით მაინც სცოდნოდა რას ვგრძნობდი. ნეტავ წამით მაინც გამოეხედა მაშინ, როცა სიყვარულის თვალებით ვუყურებდი. მაშინ, როცა ის იღიმოდა და მეც მეღიმებოდა. მაშინ, როცა სხვასთან იყო და ჩემი სხეული ეჭვიანობით სკდებოდა. ეჰ, როგორი რთულია ხანდახან ცხოვრება. სანამ ბოლომდე არ გამწურა, სანამ ბოლომდე არ დამადგა ჭრილობაზე ფეხი და არ გამაწამა არ მოისვენა. რა უნდა მექნა, ჩემი ნიღაბიც კი რომელსაც ბოლო ხუთი წელი ვატარებდი გაიბზარა და ნელ - ნელა ჩამოუცვივდა ნაწილები, სახესაც ვეღარ მიფარავდა, განსაკუთრებით კი თვალებს, რომელიც ასე საშიში იყო. ვუყურებდი საკუთარ თავს სარკეში და ვერ ვხვდებოდი გატეხილი მინდ უფრო ბედნიერი როგორ ვჩანდი, ვიდრე მე ვიყავი. იმხელა ბზარები ჰქონდა, ან უბრალოდ მე, ჩემს სხეულს ჰქონდა ეგ ბზარები და მეჩვენებოდა.

ზარდახშა იდო იქვე ტუმბოზე, სავსე დედაჩემის ნაჩუქარი სამკაულებით. ნელა გავხსენი, უკვე ხელშიც ვეღარ ვიჭერდი ყუთს, მემძიმებოდა. ლამაზი გრძელი საყურეები ამოვიღე რომელიც წინა დაბადების დღეზე მაჩუქა დედაჩემმა და გაჭირვებით დავიმაგრე ყურებზე, ღმერთმა იცის მხოლოდ, როგორ მტკიოდა და როგორ თავს ვიკავებდი. უჯრა რომ გამოვაღე მაკიაჟის ნივთებიც ელაგა იქ, ერთ დროს რომ დილაობით ბედნიერი ვისვამდი ხოლმე ყველაფერს, ახლა უბრალოდ ეწყო ხელშეუხებლად. აკანკალებული თითებით ამოვიღე თვალის ფანქარი და ტუჩსაცხი. სარკეში ყურება მზარავდა, მაგრამ მაინც დავიწყე. ნელა, ძალიან ფრთხილად წავისვი ჯერ თვალებზე, მერე კი ფერმკრთალ, გამომშრალ ტუჩებზე გადავატარე კაშკაშა ფერი. ვცდილობდი დამეფარა ის იისფერი ჩრდილები, ქიმიოთერაპიამ რომ დამიტოვა სახეზე. მინდოდა, თუნდაც წამით, ისევ ის ძველი მაშო დამენახა, რომელიც ერთ დროს ასე უდარდელად იღიმებოდა ხოლმე ამ სარკეში. თუმცა, რაც უფრო მეტს ვცდილობდი, მით უფრო მკაფიო ხდებოდა საზარელი რეალობა. სარკიდან აბსურდულად, ხელოვნურად შეღებილი ნიღაბი მიყურებდა. ფერადი კოსმეტიკის მიღმა საკუთარ თავს მაინც ვერ ვცნობდი. ეს აღარ ვიყავი მე. ეს იყო უცხო, სრულიად დაცლილი, გამოფიტული სხეული, რომელზეც ძალით ვცდილობდი სიცოცხლის ფერების დაბრუნებას. ჭარბი მაკიაჟი მხოლოდ უფრო მეტად უსვამდა ხაზს ჩემს გამხდარ ლოყებს, ჩაცვენილ თვალებსა და მოშიშვლებულ თავს. ტუჩსაცხი ხელიდან გამივარდა და იატაკზე ხმაურით დაგორდა. სარკეს თვალი მოვაშორე, რადგან იმ უცხო ადამიანის ყურება, რომელიც ჩემს ანარეკლად ქცეულიყო, ფიზიკურ ტკივილზე მეტად მგუდავდა.

იატაკზე ვიჯექი და ველოდებოდი ნანატრ სიკვდილს, თუმცა არ მოდიოდა, ისევ ვსუნთქავდი, ისევ ეკლებივით მერჭობოდა თითოეული ჩასუნთქვა გულში. ოჰ, ნეტავ როდის ამოვისუნთქავდი უკანასკნელად რომ დამესვენა. სხეული ისე მტკიოდა, სული მქონდა დაღლილი. იმდენად უმწეოდ ვიწექი იატაკზე რომ საკუთარი თავი თავადვე შემეცოდებდა, გვერდიდან რომ დამენახა.

ტელეფონის ბზუილის ხმა მომესმა. ეკრანს რომ დავხედე დიდად ეწერა “დედა”. თვალები ამეწვა. შემეშინდა, თუმცა მაინც ვუპასუხე.

- გისმენ დედა,- ვეცადე ყველანაირად რომ ხმა არ შემცვლოდა და არაფერს მიმხვდარიყო.

- როგორ ხარ მაშიკო?- მომესმა მისი ბედნიერი ხარ.

- კარგად დედა, შენ როგორ ხარ?- წამოვიწიე გაჭირვებით და კედელს მივეკარი ზურგით.

- მეც კარგად, ახლა ყანაში ვართ მე და გიგლა, ერთი სული აქვს როდის ჩამოხვალ. შემჭამა მალე მოვიდესო,- გაეცინა ქალს,- როდის აპირებ ჩამოსვლას, ხომ არ გადაგიწყვეტია?

- არ ვიცი დედა...- ხმა გამიწყდა უცებ. ყელში მოწოლილი კამელიების სითბო და ის საზარელი სიმართლე, რომელსაც მისგან ვმალავდი, ერთიანად მომაწვა. ვეღარ შევიკავე. პირველი ცხელი ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა და ტუჩსაცხის ახალწასმული ხაზი გააყოლა. ტელეფონი ყურზე უფრო მჭიდროდ მივიკარი, რომ ჩემი აკანკალებული სუნთქვა არ გაეგო, მაგრამ ტირილს ვეღარ ვაჩერებდი. ცრემლები თავისით სცვიოდა ჩემს გაფერმკრთალებულ სახეს და იატაკზე დაგდებულ სამკაულებს ეცემოდა. ნელ - ნელა, ჩუმად ვტიროდი, მხრები მიკანკალებდა და ყოველ ჩასუნთქვაზე ფილტვებში ეკლები მესობოდა.

- მაშიკო?- ქალის ხმაში წამში გაქრა წეღანდელი სიხარული, შეშფოთება შეეპარა,- მაშიკო, ტირიხარ დედა? რა მოხდა, შვილო, რატომ ტირიხარ? ხომ მშვიდობაა? ხომ არაფერი გტკივა?

- მომენატრე...- ამოვიკვნესე ძლივს გასაგონად და თავი მუხლებში ჩავრგე. ყურებში დედაჩემის საყურეები მემძიმებოდა, თითქოს მთელი სამყაროს სიმძიმე მათში გადასულიყო,- უბრალოდ... საშინლად მომენატრე, დე... შენც და გიგლაც. ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ.

- ჩემო გიჟო გოგო, როგორ შემაშინე,- შვებით ამოისუნთქა ქალმა ტელეფონში და თბილად ჩაეცინა, თუმცა მის ხმაშიც მონატრების სევდაც ჩანდა,- მეც როგორ მომენატრე, ჩემო თბილო. თუ ეგრეა, ადექი და წამოდი ამ დღეებშივე, ხომ იცი აქ როგორ გელოდებით? გიგლას შენი საყვარელი ატმები აქვს შენახული, ხიდან არავის აწყვეტინებს, მაშოსიაო.

დედაჩემი ლაპარაკობდა ყანაზე, ატმებზე, მომავალზე... მე კი ვუყურებდი ჩემს ჩხვლეტისგან დალურჯებულ მაჯებს, ტუმბოზე დაყრილ კოსმეტიკას და ვიცოდი, რომ იმ ყანაში ჩემი ფეხი ვეღარასოდეს დადგებოდა. ყელში სისხლის ბლანტი გემო მომადგა, კამელიები გამეტებით აწყდებოდნენ სასულეს, თითქოს მობეზრდათ ჩემი ტყუილები.

- წამოვალ, დედა... მალე წამოვალ,- ჩავჩურჩულე და თვალები მჭიდროდ დავხუჭე, რომ ხმამაღლა არ ამომეკვნესა,- გკოცნ, დე... გიგლასაც აკოცე ჩემგან.

ტელეფონი გავთიშე თუ არა, საწოლზე დავაგდე და ორთავე ხელით პირზე მოვიკეტე ჰაერი. მძიმე, მახრჩობელა ხველამ მთელი სხეულით შემანჯღრია. სარკეში დავინახე, როგორ აირია ჩემი ახლად წასმული მაკიაჟი სისხლსა და ცრემლებში. ზუსტად ამ დროს კარი გაიღო და ზღურბლზე ილია გაჩნდა, ხელში ჩაის ჭიქა ეჭირა და ჩემს ნამსხვრევებს საზარელი სიმშვიდით შეეფეთა.

- მაშო?- მომესმა ელენეს ხმა უკნიდან,- მანდ რატომ ზიხარ?

- არაფერია ელე...- ხმა ძლივს ამოვუშვი ყელიდან, სადაც ალისფერი ფურცლები ისევ მახრჩობელად მედებოდნენ. ხელისგულები სასწრაფოდ ჟაკეტის კალთებში შევიმშრალე რომ სისხლი დამემალა, მაგრამ სარკეში არეკლილი ჩემივე სახე მყიდდა - ალეწილი, ატირებული, გათხაპნილი მაკიაჟითა და ყურებზე აბსურდულად დამაგრებული, გრძელი, სადღესასწაულო საყურეებით.

ჩაის ჭიქიდან ორთქლი ნელა ამოდიოდა და მის სახეს უფარავდა, მაგრამ მისი თვალები მაინც დავინახე. მასში წამიერად აირია ყველაფერი. გაოცება, საზარელი ტკივილი და ის უმწეობა, რომელიც წუხელ, ჩემს საწოლთან ჯდომისას გამოუტყდა საკუთარ თავს. ის უყურებდა ტუმბოზე მიმოფანტულ კოსმეტიკას, ჩემს აკანკალებულ მხრებს და ხვდებოდა, რომ მე, უბრალოდ, ჩემი სიცოცხლის ნარჩენების გადარჩენას ვცდილობდი.

- დედამ დარეკა,- ამოვიოხრე და საწოლზე მივწექი,- მკითხა როდის ჩამოხვალო.

- უნდა უთხრა მაშო, ასე არ შეიძლება,- ამოიოხრა ელენემ და წინ დამიჯდა.

- არ შემიძლია, მოკვდება გესმის? წნევა დაარტყამს, ან რა ვიცი, რაღაც დაემართება და მე ამას ვერ გადავიტან. მშვიდად სიკვდილი მაცადეთ.

- მაშო…

- თვალი უნდა გავუსწოროთ ელენე სიმართლეს და რეალობას,- მე თავადც არ ვიცოდი ასეთი ტონი თ სუაბარი რპგპრ სევძელი,- ვკვდები გესმის? შემომხედე, ჩემს დაკარგულ ოც კილოს ვინმე დამიბრუნებს? ჩემს თმას, ჩემს სხეულს ვინმე დამიბრუნებს? ეს ქიმიები ყოველ დღე ნელ - ნელა მკლავს, შედეგი კი არ არის. თუ ოპერაციას არ გავიკეთებ - მოვკვდები, მაგრმა თუ გავიკეთებ, ტვინი მაინც მოკვდება. იმ ოპერაციამდეც ვერ მივდივარ, ხვდები? ამ სხეულით არავის უნდა ჩემი მიღება და მე…

ჰაერში გამიწყდა სიტყვა, იმიტომ რომ საუბარი აღარ შემელძო.

- და მე უკვე მეტი აღარ შემიძლია,- თავი გვერდით გავაბრუნე,- უკვე ვგრძნობ რომ დროა, ხვდები ეს რას ნიშნავს? შინაგანად უკვე აღარაფერი შემრჩა მთელი.

- მაშო,- ნამტირალევმა ამოილაპარაკა და მომეხვია.

- ამის მეშნოდა ყველაზე მეტად, ამ ნაღვლით სავსე თვალების, ამ მზერის მეშინოდა,- გავიწიე უკან,- დამტოვე გთხოვ.

- მაგრამ…

- გთხოვ ელენე,- კიდევ ერთხელ გავიმეორე, ელენეც წამოდგა უჩუმრად და გავიდა ოთახიდან.

როცა კარი დაიხურა და ოთახში ისევ მარტო დავრჩი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემივე სიტყვების ნანგრევებში მოვყევი. ჰაერი მძიმე იყო, გაჟღენთილი წამლების, სველი სალფეთქების და იმ საზარელი სიმართლის სუნით, რომელიც წეღან ასე დაუნდობლად ამოვაფრქვიე. საწოლის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ყურებზე ისევ ვგრძნობდი იმ სიმძიმეს, რომელიც დედაჩემის საყურეებმა დამიტოვეს, თუმცა ელენემ ისინი უკვე მომხსნა. სათითაოდ შევეხე ყურის ბიბილოებს - იქ არაფერი იყო, გარდა სიცარიელისა. ზუსტად ისეთივე სიცარიელისა, როგორიც ახლა ჩემს შიგნით ბინადრობდა.

ჩემს დაკარგულ ოც კილოგრამზე ფიქრისას ხელი მუცელზე და ვიწრო ლავიწებზე გადავისვი. პერანგის ქვეშ მხოლოდ ძვლები და გამომშრალი კანი იგრძნობოდა. სად გაქრა ის სხეული, რომელსაც ერთ დროს სიცოცხლე უდუღდა? სად გაქრა ჩემი თმა, ჩემი სიცილი? როგორც მათ ეგონათ, და რეალურად ჩემს ფილტვებში ფესვგადგმული კამელიები, დღითიდღე მცლიდნენ. ოპერაციაზე ფიქრიც კი აბსურდული იყო. ქირურგის დანა ჩემს ტვინს შეეხებოდა, მაგრამ ყვავილებს, რომლებიც ჩემი უპასუხო სიყვარულით საზრდოობდნენ, ვერაფერს დააკლებდა. ჩემი გული და გონება ისედაც მკვდარი იყო იმ დღიდან, რაც ილიას მიმართ გრძნობები ყელში გადამექცა და გამეჭედა.

„და მე უკვე მეტი აღარ შემიძლია...“

ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური გადაღლა. ეს იყო სულის დანებება. შინაგანად მართლაც აღარაფერი შემრჩა მთელი. ფილტვებიდან დაწყებული, სისხლძარღვებით დამთავრებული, ყველაფერი ალისფერი, მჭრელი ფურცლებით იყო გადაჭედილი. ყოველი ჩასუნთქვა ბრძოლა იყო, ყოველი ამოსუნთქვა - წაგება.

ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ზუსტად ის მოხდა. ელენეს ნაღვლით სავსე თვალები, ილიას განადგურებული მზერა. მათ თვალებში საკუთარ სიკვდილს ვხედავდი და ეს იმაზე მეტად მტკიოდა, ვიდრე ამას ფილტვებში გაზრდილი კამელია აკეთებდა.

მზერა ტუმბოსკენ გამეპარა, სადაც დატოვებული ჩაის ჭიქიდან ორთქლი უკვე აღარ ამოდიოდა. ჩაი გაცივდა. ზუსტად ისე, როგორც ჩემი სხეული ცივდებოდა ნელ - ნელა. ვიცოდი რომ ილია ახლა დაბლა იყო, ლუკასთან ერთად და ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტს ეჭიდებოდა რომ არ გაგიჟებულიყო. მე კი აქ, ჩემს საწოლში, აკანკალებული თითებით, სრულ სიმარტოვეში ვითვლიდი იმ წუთებს, რაც კიდევ დამრჩენოდა ამ სამყაროში ყვავილების საბოლოო აყვავებამდე. ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩემს მკერდში მიძინებული მონსტრი გამოაღვიძაო, გულმკერდი საშინლად შემეკუმშა. თავიდან მეგონა, უბრალოდ ჰაერი არ მყოფნიდა, მაგრამ წამში ვიგრძენი, როგორ დაიძრა ფილტვების სიღრმიდან რაღაც მასიური, უხეში და მჭრელი. სპაზმმა ისე მოულოდნელად და გამეტებით დამარტყა რომ საწოლზე ორად მოვიკეცე. სასულეში ეკლებმა ერთიანად გაიღვიძეს და ყელი შიგნიდან გადამიგლიჯეს. ჰაერი საერთოდ გამიქრა. ხველა კი არა, ეს იყო ნამდვილი აგონია, მახრჩობელა სპაზმი, რომელიც ყოველ წამს უფრო და უფრო მიჭერდა ყელში მარყუჟს. პირზე ხელი სასოწარკვეთილად ავიფარე რომ ხმა გარეთ არ გასულიყო. საწოლიდან გიჟივით წამოვხტი, ფეხშიშველი გავარდი ოთახიდან და დერეფანი ისე ჩავირბინე, თითქოს საკუთარ სიკვდილს გავურბოდი.

სააბაზანოში შევვარდი, კარი ზურგსუკან გადავკეტე და ნიჟარას მთელი ძალით დავეყრდენი. ჩემი სხეული საზარელმა, ულმობელმა ხველამ დაამტვრია. თვალებიდან ცრემლები წამსკდა, ფილტვები მეწვოდა, თითქოს შიგნიდან ცეცხლს მიკიდებდნენ. თავი ვეღარ შევიკავე და ნიჟარაში დავახველე. ჩემი პირიდან მხოლოდ სისხლი კი არა, მთლიანი, სრულად გაფურჩქნული, ალისფერი კამელიის კოკრები ამოცვივდა. ნიჟარის თეთრ ზედაპირზე საზარლად და ულამაზოდ მიმოიფანტნენ, სისხლით გაჟღენთილები. სუნთქვას ვერ ვიბრუნებდი, სპაზმი მუცლის კუნთებს მიგლეჯდა, ყოველი ამოხველება ახალ ყვავილს და ახალ ტკივილს აყოლებდა.

ონკანი კანკალით, მთელი ძალით მოვუშვი. წყლის ჭავლმა წითლად შეღებილი ფურცლების თბილი გროვა ნელ - ნელა ჩარეცხა. სარკეში ავიხედე, ჩემი სახე, სადაც წეღანდელი მაკიაჟის ნარჩენებიღა ჩანდა, ახლა სრულიად ლურჯი და უსიცოცხლო იყო, ტუჩებზე კი კამელიის ნაფლეთები და სისხლი მემჩნეოდა. ნიჟარის კიდეს ორივე ხელით ჩავებღაუჭე, რადგან ვიგრძენი, როგორ მეცლებოდა მუხლებში ძალა და იატაკი თვალებიდან მიქრებოდა. მომდევნო სპაზმმა ისევ წამომიღო და კედელს ზურგით მივენარცხე, სრულიად უმწეო, საკუთარ სისხლიან ბაღში გამომწყვდეული.

კედელს მიყრდნობილი, რამდენიმე წუთს უძრავად ვიდექი. სუნთქვა ძლივს დავიბრუნე. ცივი წყლით კიდევ ერთხელ გადავიბანე სისხლიანი ტუჩები, ჟაკეტის სახელოთი სახე უხეშად შევიმშრალე და კარი სუსტი, აკანკალებული ხელით გამოვაღე. გონება მიბნელდებოდა, მუხლები მეკეცებოდა და მხოლოდ ის მინდოდა, როგორმე საწოლამდე მიმეღწია.

მაგრამ სააბაზანოდან გამოსულს, ჩემი ოთახის კართანვე პირდაპირ ილია დამხვდა.

იქვე იდგა, კედელს მხრით მიყრდნობილი და მთელი სხეულით ცახცახებდა. მის შეშინებულ, გაფართოებულ თვალებში ისეთი საზარელი ტკივილი და უმწეობა ეწერა, მივხვდი - ყველაფერი გაეგონა. გაეგონა ჩემი მახრჩობელა ხველა, მიუხედავად იმისა, რომ კარი დაკეტილი მქონდა. ერთმანეთს სიბნელეში შევეფეთეთ. ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ისე შევბრუნდით ჩემს ოთახში. ნელა მოიხურა ზურგსუკან კარი. ოთახში დაბრუნებულს, სადაც წეღანდელი ჩხუბის მძიმე ექო ჯერ კიდევ ტრიალებდა ჰაერში, სიმამაცე მოვიკრიბე, მისკენ შევტრიალდი და სუსტი, ჩახლეწილი ხმით ვკითხე.

- რა ხდება ილია?- პასუხი არ გაუცია. ჩემს სიტყვებზე უბრალოდ წამით თვალები დახუჭა, თითქოს ეს კითხვა გულზე დანასავით მოხვდაო. მერე კი, ერთი გრძელი ნაბიჯით გადმოლახა ჩვენს შორის არსებული მანძილი, ჩემთან მოვიდა და უსიტყვოდ, მთელი ძალით ჩამეხუტა.

მისი ძლიერი ხელები წელზე და ზურგზე მომეხვია, თავი ჩემს მხარში ჩარგო და ისე მაგრად მიმიკრა მკერდზე, თითქოს ჩემი დაშლილი, გამხდარი სხეულის ერთიანად შეკავებას ცდილობდა. მისგან თამბაქოს მწარე სუნი და აგვისტოს ღამის გრილი ჰაერი მოდიოდა. ვიგრძენი, როგორ უცემდა გული - ისე გამეტებით და აჩქარებულად, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას აპირებდა.

ხელები უღონოდ ჩამომივარდა გვერდებზე, მაგრამ მისი სხეულის სითბომ წამში ამავსო. ილია არაფერს ამბობდა, არ მკიცხავდა, არ მევედრებოდა სიმართლის თქმას. ის უბრალოდ მჭიდროდ მბოჭავდა თავის მკლავებში და ამ ჩუმ, სასოწარკვეთილ ჩახუტებაში ყველაფერი იკითხებოდა - მისი დაგვიანებული სინანულიც, ჩემი დაკარგვის საზარელი შიშიც და ის უთქმელი სიყვარულიც, რომელიც ახლა ჩემს ფილტვებში კამელიებად ყვაოდა. მისი მხრები ჩუმად ათამაშდა და ჩემს სველ ლოყაზე მისი ახალი, ცხელი ცრემლი დაეცა. მე კი თვალები დავხუჭე, ჩემი აკანკალებული ხელები ძლივს ავიტანე და მის ზურგს ჩავებღაუჭე. ამ წამს, მის მკლავებში, სიკვდილიც კი აღარ მეჩვენებოდა ისეთი საშინელი. ჩახუტებულები დიდხანს ვიდექით ოთახის შუაგულში. ჩემი სხეული, მისი ძლიერი მკლავების საყრდენის გარეშე, ალბათ იატაკზე ჩაიკეცებოდა. ილია ისე მჭიდროდ მიკრავდა თავისთან, თითქოს ფიზიკურად ცდილობდა ჩემში ჩაბუდებული დაავადების განდევნას, ან იმის დამტკიცებას რომ ჯერ კიდევ აქ ვიყავი, მის ხელებში, ცოცხალი.

ნელ - ნელა მისი სუნთქვა ოდნავ გათანაბრდა, თუმცა გულისცემა ისევ ისე გამეტებით უცემდა მკერდში. მან ფრთხილად, თითქოს ეშინოდა ჩემი სხეულის დაზიანების, ხელები მომაშორა, მაგრამ ბოლომდე არ გავუწევივარ. მისი თბილი ხელისგულები ჩემს ლოყებზე დასახლდნენ. თავი ასწია და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. მისი თვალები წითელი და სველი იყო, მზერა კი - სრულიად დაუცველი, ყოველგვარი სიამაყისა და ნიღბის გარეშე. უყურებდა ჩემს სახეს, ჩემს გამომშრალ ტუჩებს, რომლებზეც წეღანდელი სისხლისფერი ნაკვალევი ცივ წყალსაც ვერ მოეშორებინა ბოლომდე და მის სახეზე უსაზღვრო ფორიაქმა გადაირბინა.

- აღარ დამიმალო, მაშო... გემუდარები, აღარაფერი დამმალო,- ჩურჩულით ამოთქვა მან და ხმა კვლავ გაუტყდა,- მჭირდები. აი ასეთიც - სუსტი, დაღლილი, განადგურებული... ოღონდ ჩემთან იყავი.

სიტყვები ყელში დამებლოკა. როგორ მინდოდა მეთქვა რომ ეს ქიმიოთერაპია და ექიმები ვერაფერს უშველიდნენ ჩემს ფილტვებში აყვავებულ კამელიებს. როგორ მინდოდა მეთქვა რომ ეს ყვავილები ზუსტად იმ დღეს ჩაისახნენ, როცა მივხვდი რომ მისი გული სხვას ეკუთვნოდა და ყოველი მისი ასეთი მზრუნველი შეხება, ყოველი ასეთი თბილი სიტყვა მხოლოდ უფრო მეტად ასუქებდა მათ მომაკვდინებელ ფესვებს. მისი სიყვარული მკლავდა და, ამავე დროს, მისი სიყვარული იყო ერთადერთი, რის გამოც ამ საზარელ წამებს ვიტანდი.

- წამოდი, დაწექი,- თქვა მან რბილად, ხელი ჩემს წელზე მოათავსა და ნელი ნაბიჯებით მიმიყვანა საწოლამდე. საბანი გადასწია, დამეხმარა ჩაწოლაში და ისევ ისე თბილად გადამაფარა. მერე იქვე, იატაკზე, პირდაპირ ჩემს საწოლთან ჩამოჯდა, ზურგით ჩემს ლოგინს მიეყრდნო, ცალი ხელით ჩემი ფერმკრთალი, ცივი ხელი თავის დიდ ხელისგულში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა.

- მე აქ ვარ, მაშო. არსად წავალ,- ჩაილაპარაკა მან სიბნელეში და ჩემს თითებს აკოცა. მე კი ბალიშზე თავი გვერდით გადავაბრუნე, მის დაღლილ პროფილს მივაშტერდი და თვალებიდან ჩუმად გადმომივარდა ცრემლი. იმ ღამეს ილია ჩემთან იყო, ჩემს ხელს მყარად ჩაფრენილი, მაგრამ ორივემ ვიცოდით რომ ჩვენს ირგვლივ, ოთახის კუთხეებში, შემოდგომის პირველი ცივი აჩრდილები უკვე მოუთმენლად იცდიდნენ.

* * *

ყოველი მოძრაობა მტკივნეული და ზანტი იყო, თითქოს ჩემი სხეული ჩემს ნებას აღარ ემორჩილებოდა. მან იქვე სკამიდან ჩემი სქელი, ნაცრისფერი კარდიგანი აიღო, ფრთხილად მომახვია მხრებზე და თბილი თითებით სათითაოდ შემიკრა დიდრონი ღილები. მე უმწეოდ ვუყურებდი მის თითებს, რომლებიც ასე მონდომებით ზრუნავდნენ ჩემზე.

- ფეხსაცმელებს მე ჩაგაცმევ, შენ არ დაიხარო,- თქვა დაბალი, მშვიდი ხმით. ჩემ წინ ჩაიმუხლა, იატაკიდან ჩემი რბილი ფეხსაცმელები აიღო და სათითაოდ, საოცარი სიფრთხილით ჩამაცვა ფეხებზე. თავად არაფერი უთქვამს. სიტყვები ზედმეტი იყო. ნელა წამომაყენა. პირველ წამს თავბრუ ისე დამეხვა რომ იატაკი გამომეცალა, მაგრამ ილიამ წამშივე მყარად მომხვია ხელი წელზე და თავისკენ მიმიზიდა, რომ მთელი ჩემი წონა მასზე გადამეტანა.

- მეჭიდები? კარგად ხარ?- მკითხა და ჩემს ფერმკრთალ პროფილს დახედა.

- ჰო, უბრალოდ... ნელა წავიდეთ,- ჩავჩურჩულე და ხელები მის მკლავს ჩავჭიდე. მისაღებ ოთახში რომ გავედით, ელენე სავარძელში იჯდა. ჩვენს დანახვაზე წამოდგა, მაგრამ არაფერი უთქვამს დიდად, მხოლოდ გვთხოვა, დიდხანს არ გაჩერდეთო.

სახლიდან გასვლა ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. სადარბაზოს კიბეებზე ჩასვლისას ილიას თითქმის მთლიანად აყვანილი ვყავდი. ყოველ საფეხურზე ვგრძნობდი, როგორ იძაბებოდა მისი სხეული რომ მე არ მეტკინა. როცა სადარბაზოს მძიმე, რკინის კარი გაიღო და ეზოში გავედით, სექტემბრის საღამოს გრილმა, ნესტიანმა ჰაერმა ერთიანად დამიარა სახეზე. ეს ჰაერი იმდენად განსხვავდებოდა ჩემი ოთახის ჩაკეტილი, წამლებით გაჟღენთილი ატმოსფეროსგან რომ ინსტინქტურად ღრმად ჩავისუნთქე. ჰაერის ჩასუნთქვასთან ერთად მკერდში ნაცნობი ჩხვლეტა ვიგრძენი - ფილტვებში კამელიებმა ზანტად შეინძრნენ, თითქოს ღამის სიგრილემ ისინიც გამოაღვიძა, მაგრამ გადასხმის წყალობით ძლიერი სპაზმი არ დამწყებია. ეზოში, ძველი ალვის ხის ქვეშ, ხის სკამი იდგა. ილიამ იქამდე მიმიყვანა და ფრთხილად დამსვა. თავადაც იქვე, ჩემ გვერდით ჩამოჯდა, ჩემი კარდიგანის საყელო უკეთ შემომისწორა და მერე ჩემი ორივე ცივი ხელი თავის თბილ ხელისგულებში მოიქცია.

გარშემო სრული სიმშვიდე იყო. ცაზე პირველი ვარსკვლავები ინთებოდა, შორიდან თბილისის საღამოს ხმაური, მანქანების სუსტი გუგუნი მოისმოდა. თითქოს სამყარო ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას, ჩვენ კი ამ ხის სკამზე, დროისა და სივრცის მიღმა ვიყავით გაჭედილები.

- როგორ მიყვარდა ასეთი საღამოები... - ჩავილაპარაკე ხმადაბლა და თავი მის მხარზე დავდე. მისი მხარი მყარი და თბილი იყო,- ადრე, როცა წყნეთში ვიყავით, სულ გარეთ ვსხედით ხოლმე, გახსოვს?

ილიამ არაფერი მიპასუხა. მხოლოდ ვიგრძენი, როგორ დაეძაბა მხრები ჩემს სიტყვებზე. მან თავი ჩემს თავზე დაადო, თმაზე ნაზად გამომისვა ტუჩები და უფრო მჭიდროდ მომიჭირა ხელი.

- მახსოვს, მაშ... ყველაფერი მახსოვს, - თქვა ჩახლეწილი, გატანჯული ხმით,- და ისევ ისე იქნება. წყნეთშიც წავალთ, გარეთაც დავსხდებით... ოღონდ შენ კარგად გახდი, გემუდარები.

თვალები დავხუჭე რომ მისი იმედით სავსე, მაგრამ რეალურად სასოწარკვეთილი თვალები არ დამენახა. ვიჯექი მის მხარზე მიყრდნობილი, ვუსმენდი მის გულისცემას და ვგრძნობდი, როგორ ნელ - ნელა, საღამოს ბინდთან ერთად, ჩემს შიგნითაც სამუდამოდ იძირებოდა ის ძველი, ბედნიერი ცხოვრება, რომელიც ერთ დროს ჩვენ ორს გვეკუთვნოდა. სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ეს აღარ იყო ის მძიმე, დაძაბული დუმილი, სააბაზანოსთან რომ დაგვემგზავრა. ეს იყო ორი ადამიანის უსიტყვო შეგუება რეალობასთან. საღამოს ნიავი ალვის ხის ფოთლებს აშრიალებდა და ეს ხმა ერთადერთი იყო, რაც ჩვენს სუნთქვას ერწყმოდა.

- ილია…- დავიწყე ჩუმად, ისე რომ თავი მისი მხრიდან არ ამიღია. ვიგრძენი, როგორ შეტოკდა მისი სხეული. ილიამ ღრმად ამოისუნთქა, ჩემს ხელს თითები უფრო მჭიდროდ მოუჭირა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ხელს გამიშვებდა, სიბნელეში გავქრებოდი,- ვიცი რომ ეძებთ ათას რაღაცას და… უბრალოდ… ნუ წვალობთ, გთხოვ...

ჩურჩულით ვთქვი და თვალები დავხუჭე. ილია მოულოდნელად ჩემკენ შემოტრიალდა. მან ორივე ხელით ნაზად ასწია ჩემი თავი, აიძულა ჩემი დაღლილი მზერა, მის თვალებს შეფეთებოდა. მთვარის შუქზე მისი სახე სინანულისა და უსაზღვრო სითბოსგან სრულიად შეცვლილიყო.

- სულ შენთან ვიქნები, მაშო,- თქვა მან და მისი ხმა ისე ჟღერდა, თითქოს ფიცს დებდა,- ცივა.

ჩაილაპარაკა ილიამ რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა საღამოს ნიავმა უფრო მწვავედ დაუბერა.

- წამოდი, სახლში შევიდეთ, თორემ ელენე აივნიდან გვიყურებს და უკვე ნერვიულობს,- ფრთხილად წამოდგა, ჩემ წინ ჩაიმუხლა, ზურგით შემომებრუნდა და მითხრა.

- მოდი, ზურგზე შემოჯექი, კიბეებზე მე აგიყვან,- ხმა არ ამომიღია. მისი მყარი მხრებისთვის ხელების მოხვევა და ჩემი სუსტი სხეულის მთლიანად მასზე მინდობა ამქვეყნად ყველაზე უსაფრთხო შეგრძნება იყო. როცა ნელი ნაბიჯებით სადარბაზოსკენ წამიყვანა, თავი მის კისერში ჩავრგე და თამბაქოსა და ნესტიანი სექტებრის ღამის სურნელი ღრმად ჩავისუნთქე, იმ იმედით რომ ეს სუნი იქაც გამყვებოდა, სადაც მალე წასვლა მომიწევდა. ოთახში დაბრუნებულებს, სადაც ელენეს უკვე ჩაი მოემზადებინა, ჩემი ტელეფონი აბზუილდა, ეკრანს დავხედე და გულში სითბო ჩამეღვარა - ჩვენი საერთო ჩატიდან ზარები სათითაოდ შემოდიოდა. მაკო, ლანა, თაზო და რეზი... ჩემი გიჟი მეგობრები, რომლებიც ასე აკლდნენ ჩემს ამ ბოლო დროინდელ, კედლებში გამომწყვდეულ ცხოვრებას. ილიამ საწოლზე ფრთხილად დამსვა, ზურგსუკან ბალიშები გამისწორა. ხაზზე ყველანი ერთად იყვნენ, მათი ხმაურიანი შეძახილები წამში შემოიჭრა ოთახის მდუმარებაში.

- მაშიკო! როგორ ხარ?- გაისმა მაკოს და ლანას აჟიტირებული ხმები. ფონზე ბრიუსელის ქუჩების ხმაური და მანქანების სიგნალები ისმოდა.

- კარგად, გოგოებო... თქვენ როგორ ხართ?- ვეცადე, ხმა მაქსიმალურად მხიარული გამეხადა რომ ჩემი ჩახლეჩილი ტონი არ შეემჩნიათ. ილია იქვე, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დაძაბული მისმენდა.

- აუ მაშო, არ იცი, როგორ გვენატრები! აქ ვართ მივლინებით, ბრიუსელში, საშინელი გადარბენები გვაქვს, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობთ. შოკოლადები ვიყიდეთ უკვე ტონობით, შენ რომ გიყვარს, ისეთები. მალე ჩამოვალთ, ორ კვირაში მაქსიმუმ მანდ ვართ და პირდაპირ შენთან მოვფრინავთ!- დააყარა ლანამ.

- ჰო, მაშ, აბა შენ იცი, არ მოიწყინო!- ჩაერთვნენ თაზო და რეზიც, თავიანთი ჩვეული იუმორით, თუმცა მათ ხმაშიც იგრძნობოდა ის ფრთხილი, მზრუნველი ტონი, რომლითაც ბოლო დროს ყველა მელაპარაკებოდა. მათაც ეგონათ რომ უბრალოდ მძიმე პერიოდს გადიოდი და მალე ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.

- ველოდები თქვენს ჩამოსვლას... ძალიან მომენატრეთ,- ჩავჩურჩულე ტელეფონში და ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში ნაცნობი სითბო. ტელეფონი რომ გავთიშე, ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს სიჩუმე ამჯერად უფრო მსუბუქი იყო.

იმ საღამოს, ელენემ ვახშამი პირდაპირ ოთახში შემოიტანა. ილია გასულიყო გარეთ, ელენეს ხათრით რამდნეიმე ლუკმა ძლივს შევჭამე, თუმცა ვიცოდი რომ ეგეც არ შემერგებოდა.

ასე, ჩუმად და ერთფეროვნად გავიდა ორი კვირა.

დრო თითქოს გაიწელა და ამავდროულად, ქვიშასავით გამოგვეცალა ხელებიდან. გადასხმებმა ტკივილი შეამსუბუქა, მაგრამ ჩემი სხეული მაინც ნელ - ნელა კარგავდა სიცოცხლის ნიშნებს. სარკეში ჩახედვას საერთოდ ვერიდებოდი. ოცმა დაკარგულმა კილოგრამმა ჩემი ლავიწები და ყბის ძვლები საზარლად გამოკვეთა. კამელიები ჩემს შიგნით დროებით მიყუჩდნენ, თითქოს ძალებს იკრებდნენ საბოლოო აფეთქებისთვის. მე ვგრძნობდი მათ მძიმე, ხავერდოვან ყოფნას ჩემს ფილტვებში.

სექტემბრის დღეები უსასრულოდ გაიწელა. თბილისური შემოდგომა წელს ადრეულად, ცივი წვიმებითა და მჭრელი ქარით შემოიჭრა, თითქოს ბუნებაც ჩემს ოთახში გამეფებულ განწყობას აჰყოლოდა. ფანჯრის მიღმა ხეები ნელ - ნელა ყვითლდებოდნენ, ფოთლები სველ ასფალტზე ეცემოდნენ და მე ვგრძნობდი რომ ჩემი სიცოცხლეც ზუსტად ასე, შეუმჩნევლად და შეუკავებლად იცლებოდა ყოველი ახალი გათენებისას. ჩემი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. ყოველი დილა იწყებოდა იმის გააზრებით რომ სხეულზე კონტროლს სრულად ვკარგავდი. ის ოცი კილოგრამი, რომელიც თავიდანვე დავიკელი, ახლა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - ჩემი ხელები ორ ტოტს დამსგავსებოდა, პერანგის საყელოდან მოშიშვლებული ლავიწები კი ისე მჭრელად მოჩანდნენ, რომ ილია მათ ყურებას ხშირად თვალს არიდებდა. კანი თითქმის გამჭვირვალე გამიხდა, აბრეშუმივით თხელი და ცივი.

ექთანი უკვე კვირაში რამდენჯერმე მოდიოდა. მისი ვიზიტები ყოველთვის ერთნაირად სრულდებოდა. შემოდიოდა ფეხაკრეფით, მიმოწმებდა პულსს, მიყურებდა გუგებში, მერე მისაღებ ოთახში გადიოდა და იქიდან მხოლოდ ჩურჩული და ელენეს ჩახშობილი ტირილი მესმოდა. ბოლო კონსილიუმის შემდეგ, როცა ილია ოთახში შემოვიდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თავად მიიღო სასიკვდილო განაჩენი. მისი ყბის ძვლები საზარლად იყო დაჭიმული, თვალები კი - სრულიად ჩამქრალი. ექიმებმა საბოლოოდ თქვეს უარი ყოველგვარ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. შანსი აღარ არსებობდა. მათ ეგონათ რომ სიმსივნემ ტვინის ყველა უჯრედი მოიცვა, მე კი ყოველ ჩასუნთქვაზე ფილტვებში ხავერდოვანი ფურცლების სიმძიმეს ვგრძნობდი და ვიცოდი რომ ჩემი კამელიები უკვე ყელამდე იყვნენ ამოსულები. საავადმყოფოში გადაყვანაზე კატეგორიული უარი ვთქვი. ილია საწოლთან მუხლებზე დაემხო, ჩემს ცივ ხელებს თავისი ცხელი ცრემლებით მიათბობდა და მევედრებოდა:

- მაშო გემუდარები, წავიდეთ კლინიკაში. იქ აპარატურა აქვთ, ტკივილს მაინც შეგიმსუბუქებენ, ასე ტანჯვა აღარ მოგიწევს...- მე კი ძლივს შესამჩნევი თავის გაქნევით ვუპასუხე.

- სანამ შევძლებ, ჩემით ვიქნები... ჩემს სახლში. იქ ნუ მომკლავთ, ცივ კედლებში, გეხვეწები...- მან თვალებზე ხელები აიფარა, მხრები აუცახცახდა და დამყვა. მას მერე ეს თემა აღარ წამოჭრილა.

ახლა ჩემი ცხოვრების ნახევარ დღეს სააბაზანოში ვატარებდი. სპაზმები იმდენად ხშირი, ხანგრძლივი და დაუნდობელი გახდა რომ ხშირად საათობით ვიჯექი ცივ, კაფელის იატაკზე, ნიჟარაზე თავდაყრდნობილი. როგორც კი ვიგრძნობდი რომ ყელში მჭრელი ეკლები მოძრაობას იწყებდნენ, გიჟივით ვდგებოდი და იქ შევბორძიკდებოდი. კარს შიგნიდან ყოველთვის ვკეტავდი. ონკანს ბოლომდე ვუშვებდი რომ წყლის ხმაურს ჩემი ხველა და ხავერდოვანი ხროტინი ჩაეხშო - არ მინდოდა ილიას ან ელენეს ეს საშინელება გაეგონათ. ნიჟარაში დახველებისას, სისხლის ბლანტ მასასთან ერთად, უკვე სრულად გაფურჩქნული, მუქი ალისფერი კამელიის ყვავილები ამოდიოდნენ. წყლის ჭავლი მათ ნელ - ნელა რეცხავდა, მე კი სარკეში ვიყურებდი და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ეს აღარ იყო მაშო. ეს იყო სიკვდილის ცოცხალი აჩრდილი.

ჩვენი ბინა ამ დღეებში პატარა, ჩუმ თავშესაფრად იქცა. მეგობრები არ გვტოვებდნენ. თაზო და რეზი ყოველ დღე მოდიოდნენ, სამსახურის მერე პირდაპირ ჩემთან მორბოდნენ. ჩემი გიჟი, მუდამ ხმაურიანი ბიჭები ახლა ოთახში ისეთი ფრთხილი ნაბიჯებით შემოდიოდნენ, თითქოს იატაკი მინის ყოფილიყო. საწოლის კიდეზე ჩამოჯდებოდნენ, ცდილობდნენ ძველი, სტუდენტობის დროინდელი ამბები გაეხსენებინათ, ეხუმრათ, მაგრამ მათ ხმაში ჩატეხილი ნოტები და თვალებში ჩამდგარი, გამოუცრემლელი სევდა ყველაფერს ამბობდა. რეზი ხშირად შუა წინადადებაში ჩუმდებოდა, ფანჯარაში გაიხედავდა და სიგარეტის მოსაწევად გარბოდა.

ლუკაც სულ აქ იყო. ის და ილია ხანდახან საათობით ისხდნენ მისაღებ ოთახში, იატაკზე, ზურგით დივანს მიყრდნობილები და უსიტყვოდ უყურებდნენ ერთ წერტილს.

ილია კი... ილია თითქმის სრულად დადუმდა. მას მერე, რაც ჩემი მდგომარეობა ასე მკვეთრად გაუარესდა, მას ლაპარაკის უნარი თითქოს წაერთვა. ხვდებოდა რომ ნებისმიერი სიტყვის თქმისას ხმა აუკანკალდებოდა და ტირილი წასკდებოდა, ამიტომ სიჩუმეს ამჯობინებდა. ის უბრალოდ იჯდა ჩემს საწოლთან, სკამზე, მთელი ტანით ჩემკენ გადმოხრილი. ჩემს გამხდარ, თითქმის უსიცოცხლო ხელს თავის დიდ, თბილ ხელისგულებში მოიქცევდა, ტუჩებთან მიიტანდა და ასე ატარებდა საათებს. მისი მზერა ჩემს სახეზე დაეხეტებოდა - სწავლობდა ყოველ ნაოჭს, ყოველ ჩრდილს თვალების ქვეშ, თითქოს ცდილობდა ჩემი გამოსახულება მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა. მის თვალებში იკითხებოდა უსაზღვრო, მჭრელი გააზრება იმისა რომ ყველაფერი დასრულდა. ის, თავისი ძალითა და შესაძლებლობებით, სრულიად უმწეო იყო იმ გარდაუვალი აღსასრულის წინაშე, რომელიც ჩვენს შორის ნელ - ნელა, მაგრამ მყარად დგებოდა. ყოველი მისი შეხება ჩემთვის უკანასკნელ თავშესაფარს ჰგავდა, თუმცა ორივემ ვიცოდით - კამელიების ბაღი ჩემს შიგნით უკვე სრულ მზადყოფნაში იყო.

წვიმა ისეთივე მძიმე რიტმით ასკდებოდა ფანჯრის მინებს, როგორც წინა დღეებში. ოთახში მხოლოდ ტუმბოზე დადგმული პატარა სანათი ენთო, რომელიც კედლებზე გრძელ, დაღლილ ჩრდილებს აცეკვებდა. ილია და ბიჭები დაბლა იყვნენ ჩასულები - რეზის მანქანიდან რაღაც ახალი წამლები უნდა ამოეტანათ, რომლებიც ლუკამ ძლივს იშოვა. ოთახში მხოლოდ მე და ელენე დავრჩით. ის საწოლის კიდეზე იჯდა, სველი პირსახოცით ჩემს გამომშრალ, სიცხისგან ალეწილ შუბლს ამშრალებდა და თან ცდილობდა, თვალი აერიდებინა ჩემი ჩაცვენილი ლოყებისა და ლურჯად შეფერილი ტუჩებისთვის. მისი თითები თრთოდა. ექიმიც იყო და მეგობარიც, მაგრამ ახლა არცერთი პროფესია არ აძლევდა იმ ძალას, რომ ჩემი აღსასრული შეეჩერებინა.

მკერდში ჰაერი ისევ მავთულხლართივით გაიხლართა. ნელა, ძალიან ფრთხილად ამოვისუნთქე, თითქოს ყოველ ზედმეტ მოძრაობას შეეძლო ფილტვებში ჩაბუდებული ალისფერი კვირტების ნაადრევი აფეთქება გამოეწვია. ელენეს შევხედე. მისი თვალები ისეთივე სველი და დაღლილი იყო, როგორც ჩემი.

მესამე დღეს, ნაშუადღევს, ჩვენი ბინის კარზე ზარის ხმამაღალი, ნაცნობი წკრიალი გაისმა. მისაღებიდან ჯერ თაზოსა და რეზის ხმები შემოიჭრა, მერე კი კარი ფართოდ გაიღო და ჩემს ოთახში ნამდვილი ქარიშხალივით შემოცვივდნენ მაკო და ლანა.

- მაშიკო!- ერთხმად შეჰყვირეს გოგოებმა. ბრიუსელიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ. ჩემს საწოლთან მაშინვე ატყდა ჟრიამული, რომელმაც ოთახში დიდი ხნის განმავლობაში გამეფებული წამლებისა და სველი სალფეთქების მძიმე სუნი წამში გაფანტა. მაკო ჩემს გვერდით, საბნის კიდეზე შემოჯდა. ისე სწრაფად აწყობდა ტუმბოზე მოოქროვილ ქაღალდებში შეფუთულ ბელგიურ შოკოლადებსა და პატარა, ბრიუსელის გამოსახულებიან მაგნიტებს, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ერთი წამით მაინც გაჩერდებოდა, ოთახში გამეფებული საზარელი რეალობა ამ ყველაფერს უკან შთანთქავდა. მისი თითები შეუმჩნევლად თრთოდა. ლაპარაკობდა ბევრს, ხმამაღლა, ჩვეული ჟესტიკულაციით - მიყვებოდა, როგორ დაკარგეს ჩემოდნები გადაჯდომისას, როგორ ეძებდნენ ყავახანებს წვიმიან ქუჩებში და როგორ აბსურდულად დაუჯდათ ტელეფონები ყველაზე უდროო დროს.

ლანა კი ზურგსუკან ამომიდგა. მან სათუთად მომხვია ხელები გამხდარ მხრებზე და ლოყა ჩემს თმაზე ჩამოდო. მისგან ძვირფასი პარფიუმისა და უცხო, ცივი ქალაქის სურნელი მოდიოდა, რომელმაც წამით მართლაც გადაფარა ჩემს ოთახში გამჯდარი სველი სალფეთქებისა და ანტიბიოტიკების მძიმე ჰაერი.

- არ იცი, როგორ გვენატრებოდი, მაშო...- ჩაიჩურჩულა მან ჩემს ყურთან. ხმაში სიყვარული უთბებოდა, მაგრამ მხრები ოდნავ უფეთქავდა. ვიცოდი რომ ჩემს ზურგსუკან მდგომი, ცრემლებს ძლივს იკავებდა, რომლებსაც ჩემს მოკლე, დაცვენილ თმაზე გადმოღვრის უფლებას არ აძლევდა.

კარებში თაზო და რეზი იდგნენ. თაზოს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, ხმამაღლა იცინოდა მაკოს რომელიღაც რეპლიკაზე, რეზი კი ილოს მხარზე ჰკრავდა ხელს და ძველებურად, უხეშად, მაგრამ თბილად ეხუმრებოდა. კედელზე მიყრდნობილი ლუკაც კი, რომელიც ბოლო დღეებია საერთოდ არ იღიმოდა, ახლა ნაზად შესცქეროდა ამ სურათს. ოთახი ერთიანად აივსო იმ ძველი, ნაცნობი ჟრიამულით, რომელიც ოდესღაც ჩვენი ყოველდღიურობა იყო. წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ისევ სტუდენტები ვიყავით, გამოცდები ახალი ჩაბარებული გვქონდა და წინ მთელი პარასკევი საღამო გველოდა გასათენებლად.

მაგრამ ეს მხიარულება მხოლოდ თხელი, მსხვრევადი ყინული იყო, რომლის ქვეშაც უძირო, ცივი უფსკრული იმალებოდა. გულის სიღრმეში ყველამ ყველაფერი იცოდა. ვხედავდი, როგორ უთამაშებდა თაზოს ყბის ძვალი ყოველ ჯერზე, როცა მისი მზერა ჩემს მკლავებზე გადმოდიოდა. ჩემი ხელები, ოდესღაც ცოცხალი და მოძრავი, ახლა ორ გამომშრალ ტოტს დამსგავსებოდა, რომლებზეც ლურჯი ვენები საზარელი სიზუსტით მოჩანდა. მაკო დაუღალავად ლაპარაკობდა, წამით გაჩუმდა, როცა ჩემს ჩაცვენილ ლოყებსა და სიფერმკრთალეს შეეფეთა. მის თვალებში იმავე წამს გაკრთა ისეთი საზარელი, მჭრელი ტკივილი, რომელმაც ოთახში არსებული მთელი ჰაერი წამში გამოსწოვა. მან სასწრაფოდ აარიდა თვალი ჩემს სახეს და ისევ შოკოლადების ყუთების სწორებას მოჰყვა, მაგრამ უკვე გვიან იყო - მისი ტყუილიც დაინგრა.

ყოველი ხმამაღალი სიცილის, ყოველი მოყოლილი ისტორიის მიღმა უსიტყვო გლოვა იგრძნობოდა. ისინი ჩემთვის იცინოდნენ. ისინი მთელ თავის ენერგიას ხარჯავდნენ იმაში, რომ ჩემს საწოლთან სიცოცხლის ილუზია შეექმნათ, მაგრამ მათ თვალებში ჩამდგარი, გამოუცრემლელი სევდა ყველაფერზე ხმამაღლა ყვიროდა. ყველამ იცოდა რომ ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეკრება. ყველამ იცოდა რომ ჩემი მდგომარეობა შეუკავებლად და შეუქცევადად მიექანებოდა უფსკრულისკენ. ეს იყო მათი სასოწარკვეთილი, დაგვიანებული მცდელობა, სიკვდილის ცივი ხელიდან ჩემი თავი თუნდაც ერთი საათით, თუნდაც ერთი უბრალო ღიმილით გამოეგლიჯათ.

გადავხედე ილის. ის იდგა რეზის გვერდით, უსმენდა ბიჭებს, მაგრამ მისი მზერა მაინც ჩემზე იყო მიჯაჭვული. მის თვალებში არ ყოფილა ყალბი მხიარულება. იქ მხოლოდ ის მძიმე, ჩუმი პირობა იკითხებოდა, რომელიც ორი დღის წინ მომცა. მან იცოდა, რომ როგორც კი ეს ხმაურიანი სტუმრები კარს გაიხურავდნენ და ჩემს ოთახს ისევ შემოდგომის ნისლი დაუბრუნდებოდა, ჩვენ ორნი მარტო უნდა დავრჩენილიყავით. მარტო, იმ ერთსაათიან გზაზე, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა.

მეგობრები კიდევ კარგა ხანს დარჩნენ. ჟრიამულმა ნელ-ნელა ფორმა იცვალა -ხმამაღალი შეძახილები ჩუმ, თბილ მოგონებებში გადაიზარდა. იხსენებდნენ ყველაფერს. ჩვენს ძველ გასეირნებებს, უაზრო ჩხუბებს, იმ დღეებს, როცა ყველანი უდარდელად და ბედნიერად ვიყავით. მე უბრალოდ ვიწექი, ვუსმენდი მათ ხმებს და ვცდილობდი ყოველი ინტონაცია, ყოველი სიცილის ექო ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ შემენახა. ეს ხმები ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილის საუნდტრეკი იყო.

თუმცა, საღამოს მოახლოებასთან ერთად, დაღლილობა მძიმე ლოდად დამეწვა ქუთუთოებზე. ჩემმა სხეულმა ნელ - ნელა უარი თქვა თამაშზე. თაზომ პირველმა შეამჩნია, როგორ ჩამომეშალა მხრები და როგორ გამიხშირდა ზანტი, მტკივნეული სუნთქვა. მან რეზის გადახედა, მერე ნაზად გამიღიმა და წამოდგა.

- აბა მაშიკო, ჩვენ დღეს დაგტოვებთ, ძალიან არ დაგღალით,- თქვა და საწოლთან დაიხარა, შუბლზე ფრთხილად მეამბორა. მისი ტუჩები აკანკალებული იყო.

გოგოებმაც სასწრაფოდ მოიმარჯვეს ჩანთები. მაკომ თვალებიდან წამოსკდარი ცრემლი ჟაკეტის სახელოთი ისე სწრაფად მოიწმინდა, ეგონა ვერ შევამჩნიე. სათითაოდ გადამეხვივნენ, საოცარი სიფრთხილით, თითქოს შუშის ფიგურა ვყოფილიყავი, რომელიც მათ მკლავებში შეიძლებოდა დაფშვნილიყო.

ლუკა და ელენე მათ სადარბაზომდე გასაცილებლად გაჰყვნენ. როცა მძიმე, რკინის კარი ზურგსუკან დაიხურა, ბინაში ისეთი გაყინული, ყურისწამღები სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს წამის წინ აქ საერთოდ არავინ ყოფილიყო. ჟრიამულის ნარჩენები ჰაერში წამლებსა და შემოდგომის ნესტს შეერია.

ოთახში მხოლოდ ილია დარჩა.

რამდენიმე წუთს უძრავად იდგა კართან. მერე ნელი, მტკიცე ნაბიჯებით მოვიდა ჩემთან. მის სახეზე აღარ იყო წეღანდელი ყალბი სიმშვიდის ნიღაბი. დარჩენილიყო მხოლოდ კაცი, რომელსაც გადაწყვეტილება მიეღო და ამ გადაწყვეტილების უკან დახევას აღარ აპირებდა. ჩემ წინ ჩაიმუხლა, ჩემი ორივე ცივი ხელი თავის თბილ ხელისგულებში მოიქცია და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. მის მზერაში იკითხებოდა ყველაფერი - შიშიც, სასოწარკვეთაც და უსაზღვრო, თავგანწირული სიყვარულიც.

- ილია...- ჩავჩურჩულე და თვალი მოვწყვიტე მის თითებს, რომლებიც ჩემი პალტოს ღილებს ასწორებდნენ,- მგონი ჩემი ოცნებების ახდენას ვეღარ მოვასწრებ, ხომ?

ილიას თითები წამით ჰაერში გაუშეშდა. თავი არ აუწევია, ზუსტად იმავე პოზაში დარჩა, თითქოს ჩემმა სიტყვებმა დროებით პარალიზება გაუკეთაო. საძინებელში მხოლოდ წვიმის ხმაური და ჩვენი არათანაბარი სუნთქვა ისმოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ნელა ამოხედა ჩემს სახეს. მის თვალებში იმდენი გაუხმოვანებელი ტკივილი იდგა, რომ შემეშინდა.

- რა ოცნებებზე ამბობ, მაშო?- ჰკითხა დაბალი, ჩახლეწილი ხმით და ეცადა, ტუჩის კუთხეებში ძალით მოეტანა სუსტი ღიმილი,- ყველაფერს მოვასწრებთ. როგორც კი ცოტას მოკეთდები...

- მე მატყუებ თუ საკუთარ თავს იტყუებ?- რბილად შევაწყვეტინე და ჩემი ცივი ხელი მის ლოყაზე მივადე. მისი კანი ცხელი იყო, ჩემი თითები კი - ყინულივით ცივი,- ორივემ ვიცით რომ დრო აღარ მაქვს. უბრალოდ... ახლა, როცა ბიჭები და გოგოები აქ იყვნენ და თავიანთ გეგმებზე, მივლინებებზე ყვებოდნენ, უცებ მივხვდი, რამდენი რამ დამრჩა გასაკეთებელი. მინდოდა პარიზში წასვლა... გახსოვს, სულ რომ გეუბნებოდი, გაზაფხულზე მინდა იქ მოვხვდე - მეთქი? მინდოდა საკუთარი პატარა კოლექცია მქონოდა... და ყველაზე მეტად…

წამით გავჩერდი, რაღა აზრი ჰქონდა მომაკვდავს რომ მეთქვა მისთვის რამე. დავაგვიანე? მაგრამ მაშნ როდის იყო სწორი დრო? ჩვენს ცხო0ვრებაშ რომ განვსაზღვრავთ როდის არის კარგი და ცუდი დრო, იმას რატომ არ განვსაზღვრავთ რომ შეიძლება ოდესმე რაღაც მომენტი უკანასკნელი იყოს?

ილიამ ჩემს ლოყაზე დადებულ ხელზე თავისი დიდი ხელისგული გადამაფარა, თვალები მაგრად დახუჭა და ვიგრძენი, როგორ დაეცა ჩემს მაჯას მისი პირველი, ცხელი ცრემლი. მისი სხეული ჩუმად აცახცახდა.

- მაპატიე რომ ასე გატკინე,- ხმადაბლა ამოვილაპარაკე,- მაპატიეთ, საერთოდ ყველამ…

ილიამ თავი ჩემს მუხლებში ჩარგო. სრულიად განადგურებული ტიროდა, მისი მხრები გამეტებით ზანზარებდნენ, მე კი ჩემს სუსტ თითებს მის თმაში დავატარებდი და ვგრძნობდი, როგორ ტოვებდა ჩემს სხეულს უკანასკნელი ფიზიკური ძალა, თუმცა სული საოცარი, მანათობელი სიმშვიდით მევსებოდა. მან იცოდა რომ უარს ვერ მეტყოდა. მან იცოდა რომ ეს გასეირნება ჩვენი ერთობლივი ოცნებების უკანასკნელი, მყიფე თავშესაფარი იქნებოდა.

ოთახში ელენე შემოვიდა, ხელში თბილი ჩაის ჭიქით. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და სევდიანად გამიღიმა. მე ნელა მივაბრუნე თავი მისკენ, დიდხანს ვუყურებდი მის დაღლილ სახეს და ბოლოს, ძლივს გასაგონი ჩურჩულით ვუთხარი:

- ელე... დედას ნახვა მინდა,- ელენეს წამით ჭიქა ხელში აუკანკალდა და გაოცებულმა შემომხედა. ჩემს ოჯახზე, დედაზე, თითქმის არასდროს ვლაპარაკობდი - წლების წინ მომხდარმა უთანხმოებამ და გაუცხოებამ ჩვენს შორის უზარმაზარი კედელი აღმართა. მათ არც კი იცოდნენ ჩემი ავადმყოფობის შესახებ.

- მაშო... დარწმუნებული ხარ?- ჩუმად მკითხა მან,- გინდა რომ დავურეკო?

- ჰო გეხვეწები...- თვალებიდან ცხელი ცრემლი გადმომივარდა და ბალიშზე გაიჟღინთა,- არ მინდა ისე მოვკვდე რომ ვერ ვნახო... უბრალოდ მინდა ჩემთან იყოს.

ელენეს არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დამიქნია, ადგა და ტელეფონით დერეფანში გავიდა. საღამოს, როცა გარეთ უკვე სრულიად ჩამობნელდა და წვიმამაც იმატა, ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა. მისაღებიდან ილიას დაბალი ხმა და ნაბიჯები მოისმოდა. გული გამეტებით ამიძგერდა, მკერდში ალისფერმა კვირტებმა ზანტად გაშალეს ფურცლები, თითქოს ჩემს აღელვებას ისინიც გამოეღვიძებინა.

ოთახის კარი ფრთხილად, ნელა გაიღო.

ზღურბლზე ის იდგა. ირმა. დედაჩემი.

- მაშო... ჩემო გოგო...- დაიწყო, თუმცა სიტყვა ჰაერშ გაუწყდა, როგორც კი შემომხედა.

საწოლთან მოვიდა, მუხლებით ცივ იატაკზე დაეცა და ჩემს თეთრ საბანს ჩაებღუჭა. მისი ხელები ისე ძლიერად, ისე გააფთრებით კანკალებდნენ რომ ჩემს მყიფე კანზე შეხებისაც კი შეეშინდა, თითქოს ერთი უხეში მოძრაობით შუშასავით დავიფშვნებოდი.

- მაშო... მაშო, დედა... ჩემო ერთადერთო, ეს რა არის? ეს რა გჭირს, სიცოცხლეო?- მისი ხმა ჩურჩულსა და ჩახლეჩილ, გატანჯულ კივილს შორის მერყეობდა. ირმამ თავი ასწია. ჩემი გამჭვირვალე ლოყებიდან ხელები არ მოუშორებია, მაგრამ მისი მზერა ახლა ელენესა და ილიას შორის აწყდებოდა. მის თვალებში საზარელი, ცხოველური პანიკა იკითხებოდა. ის ეძებდა სიტყვებს, ელოდა რომ ვინმე ეტყოდა არაფერიაო, თუმცა არა.

- რატომ ხართ ჩუმად?- ირმის ხმა წვრილ, მჭრელ კივილში გადაიზარდა, თუმცა ისევ ცდილობდა ხმის ჩაწევას რომ მე არ შევეშინებინე,- ელენე! შენ მაინც მითხარი, რა სჭირს ჩემს შვილს?! რატომ არის ასე?! ილო!

ელენემ ვეღარ გაუძლო ამ მზერას, სახეზე ხელები აიფარა და ზურგით შემოტრიალდა, მისი ხმამაღალი ქვითინი საძინებლის კედლებს მიეხეთქა. ილია კი... ილია ადგილიდან არ განძრეულა. ის იდგა კართან, მხრებჩამოყრილი, სრულიად დაცლილი და განადგურებული. მან ნელა ასწია თავი, შეხედა ირმას და ხმით, რომელიც უფრო სიკვდილისპირა ხროტინს ჰგავდა, ვიდრე ადამიანის ლაპარაკს, თქვა:

- სიმსივნეა, ირმა დეიდა... ტვინის სიმსივნე. ბოლო სტადია. ვეღარაფერს ვაკეთებთ... მორჩა,- ეს სიტყვები ოთახში ბომბივით გასკდა.

დედა წამით გაშეშდა. მისი სხეული ისე გაიყინა, თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტაო. მომდევნო წამს მისი სახე საზარელმა, არაადამიანურმა გრიმასამ შეცვალა. ეს იყო ქალის რეაქცია, რომელსაც ახლა, ამ წამს, ცოცხლად გლეჯდნენ გულს მკერდიდან.

- რაა?- აღმოხდა მას და უცებ გიჟივით წამოხტა ფეხზე. ხელი ჰკრა საწოლის კიდეს, ილიასკენ შეტრიალდა და მთელი ტანით აკანკალებული, ყვირილზე გადავიდა,- რას ნიშნავს ბოლო სტადია?! რას ნიშნავს ვეღარაფერს აკეთებთ?! როგორ?! ჩემი შვილი კვდება და თქვენ ეს დამიმალეთ?! რამდენი ხანია, რაც იცით?! როგორ გაბედეთ, როგორ?! უფლება არ გქონდათ! ის ჩემი შვილია! ჩემი გაზრდილია! მე მისი დედა ვარ! დედა!

მისი ხმა მთელ ბინაში გუგუნებდა. ირმა ილიასკენ მიიწევდა, თითქოს ფიზიკურად უნდოდა მასზე ეყარა ჯავრი იმ უსუსურობის გამო, რასაც გრძნობდა. ის გამეტებით ურტყამდა ხელებს ილოს მკერდზე, მაგრამ ილია არც კი იცავდა თავს, უბრალოდ იდგა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა და ამ დარტყმებს იღებდა, როგორც დამსახურებულ სასჯელს.

- როგორ დამიმალეთ...- ირმის ყვირილი უცებ საზარელ, მახრჩობელა ქვითინში გადაიზარდა. ის იატაკზე ჩაიკეცა, ილოს ფეხებთან, და თავზე ხელები წაივლო,- ჩემი პატარა გოგო... ჩემი მაშიკო... როგორ მომიკალით, როგორ დაუშვით ეს... მე ხომ არაფერი ვიცოდი...

- მათ მე ვტხოვე რომ არაფერი ეთქვათ,- ძლივს ამოვილაპარაკე. ჩემმა სუსტმა, ჩახლეწილმა ხმამ ოთახის გაყინული ჰაერი ისე გაკვეთა, თითქოს ყველაზე ხმამაღალი ყვირილი ყოფილიყო. ირმა წამში გაშეშდა. იატაკზე ჩაკეცილმა, ნელა ასწია თავი და მისი ცრემლებით დანამული, გაფითრებული სახე ჩემკენ შემოატრიალა. მისი თვალები, რომლებიც წამის წინ ბრაზითა და სასოწარკვეთით გიჟივით აწყდებოდნენ კედლებს, ახლა გაოგნებითა და უსაზღვრო ტკივილით მომაშტერდნენ.

ილიამაც გამოხედა ჩემკენ. ის ისევ ისე იდგა, მხრებში მოხრილი, თავჩაღუნული, თითქოს ჩემი სიტყვებით მასზე მომართული დარტყმებისგან ჩემი დაცვა უნდოდა.

- რა... რა თქვი, მაშო?- ირმის ხმა წვრილ, მებრძოლ ჩურჩულად იქცა. მან ხელები იატაკს დააყრდნო, დიდი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და ჩემს საწოლთან ისე ნელა მოვიდა, თითქოს ეშინოდა, რომ არასწორად გაიგონა,- შენ... შენ სთხოვე?

მე ღრმად ჩავისუნთქე. ფილტვებში კამელიების მძიმე, ხავერდოვანი შრიალი ისევ გამიაქტიურდა, ყელი სიმწრით დამევსო, მაგრამ თვალი არ მომიცილებია დედაჩემისთვის. ჩემი ძვლებიანი ხელი საბნიდან ამოვყავი და მისკენ გავაწვდინე.

- ჰო დე... მათ მე ვთხოვე,- მოვთქვი და ყოველ სიტყვაზე ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ძალა,- ილოს... ელენეს... ბიჭებს... ყველას მე ავუკრძალე შენთვის რამის თქმა. არ მინდოდა გცოდნოდა.

- რატომ მაშო? რატომ?!- ირმა ისევ ჩემთან ჩაიმუხლა, ჩემს ცივ ხელს თავისი ორივე ცხელი ხელისგული შემოხვია და ისე მომიჭირა, თითქოს ჩემი გაშვება აღარასდროს უნდოდა. მისი ხმა ისევ აკანკალდა, მაგრამ ეს აღარ იყო წეღანდელი გააფთრებული ყვირილი, ეს იყო შვილისგან განაწირები დედის კითხვა,- მე ხომ დედაშენი ვარ... როგორ შეგეძლო ჩემთვის ეს დაგემალა? როგორ შეგეძლო გეფიქრა რომ... რომ შენს გვერდით არ უნდა ვყოფილიყავი?

- იმიტომ რომ მეშინოდა, დე...- თვალებიდან ცხელი ცრემლი გადმომივარდა და ლოყაზე ჩამომეღვარა,- მეშინოდა შენს თვალებში აი ამ მზერის დანახვის. მეშინოდა იმის გააზრების რომ ჩვენს შორის არსებულ კედელს მხოლოდ ჩემი სიკვდილი თუ დაანგრევდა. არ მინდოდა ჩემთან მხოლოდ იმიტომ მოსულიყავი რომ ვკვდები... უბრალოდ, ჩემი სიამაყითა და შიშით... ყველაფერი გავაფუჭე.

ირმამ თავი ჩემს ხელზე ჩამოდო. მისი მხრები ისევ გამეტებით აცახცახდნენ, მაგრამ ამჯერად, მისი ტირილი უფრო მშვიდი, სველი და განმწმენდელი იყო. ის ჩემს თითებს თავისი ცრემლებით ასველებდა. კართან მდგარმა ილიამ მძიმედ ამოისუნთქა, კედელს ზურგით მიეყრდნო და ნელა ჩაცურდა იატაკზე. მას სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული, მაგრამ ვხედავდი, როგორ უთრთოდა მთელი სხეული.

ოთახში შემოდგომის წვიმის ხმაური და ჩვენი საერთო, გატეხილი სუნთქვა დარჩა. სიმართლე ითქვა. საზარელი, მჭრელი სიმართლე, რომელმაც ყველანი ერთნაირად დაგვაზარალა, მაგრამ ამავდროულად, ამ საძინებლის კედლებში წლების განმავლობაში ნაგროვები სიცივეც საბოლოოდ გაადნო.

* * *

იმ დღის შემდეგ ირმა არსად წასულა. ჩემს პალატად ქცეულ ოთახში დასახლდა. საოცარი იყო იმის ყურება, თუ როგორ გადანაწილდნენ ის და ილია ჩემს გარშემო. ორ ადამიანს, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ჩემი სიყვარული და გაუცხოება აკავშირებდათ, ახლა სიკვდილის მოლოდინი უსიტყვოდ აერთიანებდათ. ისინი ერთად მცვლიდნენ სველ პირსახოცებს, ერთად ადევნებდნენ თვალს ჩემს არათანაბარ სუნთქვას და ხანდახან, ღამის სიჩუმეში, სამზარეულოში ჩურჩულით საუბრობდნენ. ელენემაც თითქოს უფრო თავისუფლად ამოისუნთქა - პროფესიულმა და მეგობრულმა პასუხისმგებლობამ, რომელიც აქამდე მარტოს ახრჩობდა, ახლა დედაჩემის მოსვლით სიმძიმე დაკარგა.

უკვე ოქტომბერი იყო. წლევანდელი ოქტომბრის კვალობაზე უჩვეულოდ, საზარლად ციოდა. ფანჯრებზე ყინვის თხელი ნაჭდევები ჩნდებოდა, ქარი კი ბინის კუთხეებში გააფთრებით ზუზუნებდა. თუმცა, მე ეს სიცივე აღარ მაწუხებდა - საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი. ჩემი სხეული ნელ - ნელა კარგავდა რეცეპტორებს, თითქოს სიკვდილს ჩემი ფილტვებიდან კამელიების ფესვების გაფართოებასთან ერთად, ნერვული დაბოლოებებიც მიჰქონდა. ტკივილიც კი გაფერმკრთალდა და მის ნაცვლად მხოლოდ უსაზღვრო, ბამბისებრი სიმძიმე დარჩა.

საავადმყოფოდან ახალი მოსულები ვიყავით. ბოლო გამოკვლევებმა და ანალიზებმა უბრალოდ წერტილი დაუსვეს ყველაფერს - ექიმებმა ხელები გაასავსავეს და სახლში გამოგვაყოლეს, რადგან აპარატებსაც აღარაფერი შეეძლოთ. ახლა მისაღები ოთახიდან ჭურჭლის ჩუმი ჩხაკუნი მესმოდა. ირმა და ილია სადილობდნენ. ძლივს, ძალით ჭამდნენ რამდენიმე ლუკმას, უბრალოდ იმისთვის რომ ფეხზე მდგარიყვნენ.

ოთახის კარი ნელა გაიღო და შიგნით ილია შემოვიდა. მისი ნაბიჯები ყოველთვის ფრთხილი იყო, მაგრამ ახლა იატაკს თითქმის არ ეხებოდა. ის მოუახლოვდა საწოლს, მის დაღლილ, ჩაცვენილ სახეზე ოქტომბრის მკაცრი სინათლე ეცემოდა. ზუსტად ამ დროს, ღრუბლების სქელი ფენა გაიხსნა და ჰორიზონტზე მზის ჩასვლის პირველი, სისხლისფერი და ოქროსფერი სხივები აალდნენ. ქალაქი ფანჯრის მიღმა საოცარი ნათებით აივსო. ილია საწოლის კიდეზე, ჩემ გვერდით ჩამოჯდა. მან ჩემი გამხდარი, თითქმის უწონო ხელი აიღო და თავის ხელისგულებში სათუთად მოიქცია. მზერა ფანჯრისკენ გადმოიტანა, სადაც ცა ნარინჯისფრად, იასამნისფრად და ალისფრად იწვოდა.

- შეხედე მაშო...- ჩაილაპარაკა მან დაბალი, ხავერდოვანი ხმით, და მისი სუნთქვა ჩემს ლოყას თბილად შეეხო,- როგორი ლამაზი მზის ჩასვლაა დღეს... თითქოს მთელი ცა ცეცხლშია.

მე ნელა, დიდი ძალისხმევით მივაბრუნე თავი მინისკენ. თვალები ამიჭრელდა ამ სილამაზისგან. ჩემს შიგნით კამელიები წამით თითქოს გაირინდნენ, რომ ხედვა არ შეეფერხებინათ.

- საოცარია...- ჩავჩურჩულე ძლივს გასაგონად, და ჩემს ტუჩებზე სუსტმა, ნაღვლიანმა ღიმილმა გადაირბინა,- იცი? როცა რაღაცას უკანასკნელად ხედავ... თითქოს სამყარო მის სილამაზეს ასმაგად გიჩვენებს. ადრე მზის ჩასვლას უბრალოდ ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდი. ახლა კი... ყოველი ფერი, ყოველი სხივი ისე მჭრელად მხვდება გულზე, თითქოს თავად ეს სინათლე მესაუბრებოდეს. ამის უკანასკნელად ხილვა... მას უფრო მეტად აზრიანს და ლამაზს ხდის.

ილიამ ჩემს ხელს თითები უფრო მჭიდროდ მოუჭირა. ვხედავდი, როგორ აუკანკალდა ყბის ძვლები, როგორ ცდილობდა ცრემლების შეკავებას, რათა ეს წამი ტირილით არ გაეფუჭებინა. მან თავი ჩემს მხარზე ჩამოდო, მისი თმები ჩემს ყელს შეეხო.

- ნუ ამბობ რომ უკანასკნელია, მაშო…- ამოიხროტინა მან ჩუმად.

- არა ილია... ტყუილები აღარ გვინდა, ხომ შევთანხმდით?- რბილად ვუთხარი და ჩემი თავი მის თავს მივაყრდენი,- ეს სილამაზე იმიტომ კი არ არის სევდიანი რომ მთავრდება... არამედ იმიტომ, რომ ზუსტად ამ დასასრულშია მთელი მისი დიდებულება. მზე ჩადის, მაგრამ ხვალ ისევ ამოვა. მეც... მეც უბრალოდ ამ მზესთან ერთად ჩავალ, უბრალოდ იმ განსხვავებით რომ უკანასკნელად.

ცაზე ფერები ნელ - ნელა მუქდებოდა, ოქროსფერი იასამნისფერში გადადიოდა, იასამნისფერი კი - ცივ, ოქტომბრის ღამის წყვდიადში. ჩვენ უსიტყვოდ ვისხედით, ერთმანეთს მიყრდნობილები. ჩემი გული ყოველ წამს უფრო ზანტად და იშვიათად ცემდა, მაგრამ ილოს მკლავებში, ამ მომაკვდავი მზის სხივების ქვეშ, პირველად ვიგრძენი, რომ სიკვდილი აღარ იყო საშინელი. ის ისეთივე ბუნებრივი და ლამაზი ხდებოდა, როგორც ეს საღამო.

- ილია…- ჩავჩურჩულე და თვალები მზის უკანასკნელ, სისხლისფერ ზოლს გავაყოლე, რომელიც ჰორიზონტზე ძლივსღა ფეთქავდა,- რომ იცოდე, როგორ მიხარია რომ აქ ხარ. ყველაფრის მიუხედავად... ყოველი იმ დღისთვის მიხარია, რომელიც ჩემს გვერდით გაატარე.

- მაშო გეხვეწები, ნუ მემშვიდობები...- ილიამ თავი ჩემს მხარზე ჩამოდო. მისი სხეული ჩუმად თრთოდა,- მე შენ გარეშე... მე ვერ წარმოვიდგენ, როგორ უნდა გავიღვიძო, თუ შენ აქ არ იქნები.

სურვილი დამებადა, მისთვის მეთქვა ის, რასაც ამდენი ხანი გულში სათუთად ვმალავდი. მინდოდა მეთქვა რომ წლების განმავლობაში ყოველი ჩემი ღიმილი, ყოველი ჩუმი მზერა და ჩემი გულის ყოველი ფეთქვა მხოლოდ მას ეკუთვნოდა. მას არასდროს სცოდნია რომ მიყვარდა... ეგონა, უბრალოდ ერთგული, ახლობელი მეგობარი ვიყავი, რომელსაც განსაცდელში არ ტოვებდა. მინდოდა, ეს სიმძიმე მაინც მომეხსნა სულისთვის, სანამ გვიან არ იყო. პირი გავაღე რომ მეთქვა.

„ილია, მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ...“ - თქო, მაგრამ უცებ... მკერდში რაღაც საზარლად, ცივად გაწყდა. კამელიების ფესვები ფილტვებიდან ერთიანად ამოიზარდნენ და ყელი ჩამიკეტეს. ყელში საშინელი, მახრჩობელა სიმწარე და გულისრევის აუტანელი შეგრძნება მოვარდა.

თავის შეკავება ვცადე, მაგრამ სხეულმა საერთოდ უარი თქვა მორჩილებაზე. პირიდან შავი, სისხლნარევი მასა გადმომეღვარა, რომელმაც წამში გასვარა ყველაფერი. ჰაერი ერთიანად გამომელია. ფილტვები დამიპატარავდა, თვალებში სინათლე უცებ ჩაქრა, ილოს შეშინებული, გაფითრებული სახე ნისლში ჩაიძირა და გონება სრულიად დავკარგე. წყვდიადი დიდხანს არ გაგრძელებულა. თითქოს ვიღაცამ ძალით გამომგლიჯა სიბნელიდან. გონს რომ მოვედი, ყურებში საზარელი წუილი მედგა. თვალები ნახევრად გავახილე. ოთახში სრული ქაოსი და პანიკა მეფობდა.

- მაშო! მაშო, გამიგონე! თვალები გაახილე,- ილია ჩემ წინ მუხლებზე იდგა, ჩემს დასვრილ სახეს თავისი პერანგის სახელოთი ამშრალებდა და მისი ხელები ისე ცახცახებდნენ, თითქოს დენზე შეერთებული ყოფილიყო. მისი ხმა კივილს ჰგავდა. ირმა მეორე მხრიდან მებღუჭებოდა, სრულიად სახედაკარგული, თმებს იგლეჯდა და კიოდა. ელენე ტელეფონით ხელში დერეფანში დარბოდა და ოპერატორს გამეტებით უყვიროდა.

- სასწრაფოს ვუძახებ, ახლავე მოვლენ, გაუძელი, მაშო, გემუდარები, არ დამტოვო!- ყვიროდა ილია და ჩემს ცივ ლოყებს თავის თბილ ხელებს უსვამდა. ზუსტად ამ დროს ოთახში ელენე შემოიჭრა, თვალები გაფართოებოდა, ტელეფონი ხელში უთრთოდა.

- ილო... სასწრაფო ვერ მოვა!- დაიყვირა მან სასოწარკვეთილი ხმით,- გარეთ ყველაფერი მოყინულია, მანქანები გაჭედილია, დრო დასჭირდებათო!

- რა ჰქვია დრო დასჭირდებათ?!- ილია ფეხზე წამოხტა, მისი სახე ბრაზისა და შიშისგან უცნაურად დაეკლაკნა,- სისხლისგან იცლება! კვდება!

- ილო, რამე ქენი, გემუდარები, გადამირჩინე შვილი!- აყვირდა ირმაც, საწოლზე დაემხო და ჩემს ხელებს დაუწყო კოცნა.

- მე თვითონ წავიყვან!- გადაწყვიტა ილიამ. წამითაც არ დააყოვნა, ჩემკენ დაიხარა,- ირმა დეიდა, სასწრაფოდ აიღე მისი ყველა წამალი, რეცეპტები, რაც კი გვაქვს, ყველაფერი წამოიღე, გემუდარები! მე სწრაფად ჩავიყვან მანქანაში, წამებში უნდა წავიდეთ საავადმყოფოში!

სანამ ირმა აკანკალებული ხელებით ტუმბოდან წამლების ყუთებს პარკში ყრიდა, ილიამ ხელები ჩემს ზურგსა და მუხლებს ქვეშ შეაცურა. ჩემი სხეული ისე სწრაფად აიტაცა, თითქოს უწონო ნივთი ვყოფილიყავი. თავი მის მკერდზე დამესვენა. მესმოდა მისი გულისცემა - ის ისე გამეტებით, ისე არანორმალურად სცემდა, თითქოს მკერდის ძვლის გაგლეჯას აპირებდა.

საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, მანქანის უკანა სავარძელზე ვიწექი. გონება ნახევრად გათიშული მქონდა, თვალებს ძლივს ვახელდი და სამყაროს ნაწყვეტ - ნაწყვეტად აღვიქვამდი. ყოველ წამს მახველებდა, ყოველი ამოხველება ყელში სისხლისა და სიმწარის ახალ ტალღას მიტოკებდა. ილია მანქანას გიჟური სისწრაფით მართავდა. გარედან საბურავების საზარელი ხრჭიალი მესმოდა მოყინულ ასფალტზე. საჭეს ორთავე ხელით ებღუჭებოდა, წინ იყურებოდა და სარკეში ყოველ წამს ჩემკენ აპარებდა თვალს.

- მაშო, არ დაიძინო... გემუდარები, მიყურე,- მისი ხმა საქარე მინას ეხეთქებოდა,- თვალები არ დახუჭო, ცოტაც გაუძელი, უკვე მივდივართ...

მე კი... მე მისი სახის პროფილს ვუყურებდი ნისლიანი თვალებით. მინდოდა მეთქვა, როგორ ძლიერად მიყვარდა. მინდოდა მეთქვა რომ ეს გრძნობა იყო ჩემი უკანასკნელი საიდუმლო, მაგრამ ხველამ ისევ წამართვა ხმა და მხოლოდ ილიას ზურგს მივაპყარი ჩემი მინავლებული მზერა.

გზები სრულიად მოყინულიყო. საზარელი ყინვის გამო ასფალტი მინასავით პრიალებდა, მაგრამ ილია ამას არ უყურებდა, ის დროს ებრძოდა, ჩემს ყოველ წამს სუნთქვას სთხოვდა და მანქანა გიჟური სისწრაფით მიაქროდა.

- მაშო, გესმის ჩემი? არ გაბედო და თვალები არ დახუჭო, გემუდარები!- ილიას ხმა სალონში ტყვიასავით ვარდებოდა. ცალი ხელით საჭეს ებღუჭებოდა, მეორეთი კი სიჩქარის გადამრთველს ექაჩებოდა. უკანა ხედვის სარკეში მისი თვალები დავინახე, სრულიად გაფართოებული, შიშისგან გიჟური და ნამტირალევი. ცოტაც, მაშო. აი, ხომ ხედავ, უკვე სანაპიროზე ვართ, მალე მივალთ... მიშველე, ღმერთო, ოღონდ ახლა მიშველე, ოღონდ ეს გადაატანინე…

ლოცულბდა, ჩემს გამო ის ლოცულობდა. სიკვდილის წინ ამაზე უკეთესი რა უნდა მომესმინა. უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. გონება ნახევრად ჩამქრალიყო, როგორც ძველი, მინავლებული ლამპიონი. ყოველი ამოხველება ყელში სისხლის ახალ, ცხელ ტალღას მიტოვებდა, მაგრამ ტკივილსაც კი ვეღარ აღვიქვამდი. ჩემს თვალწინ მხოლოდ ილოს ზურგი, მისი დაძაბული მხრები და სარკეში არეკლილი მისი გიჟური, შეშინებული მზერა ლივლივებდა.

„რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, ილია...“

ვყვიროდი გულში, მაგრამ ტუჩებიდან მხოლოდ წყვეტილი, სუსტი ხავერდოვანი ხროტინი ამოდიოდა. მას ეს არასდროს სცოდნია. ჩემი უკანასკნელი, ყველაზე დიდი საიდუმლო ჩემთან ერთად იმარხებოდა. მანქანამ მოსახვევი მკვეთრად აიღო. საბურავებმა მოყინულ ასფალტზე საზარლად გაიღმუვლეს. მოსახვევიდან გამოსულებს, წინ საზარელი სურათი გადაგვეშალა. სანაპიროს შუა გზაზე, ყვითელი ლამპიონების მკვეთრ შუქზე, უზარმაზარი ავარია მომხდარიყო. რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეჯახებოდა, გზა მთლიანად ჩაკეტილი იყო, ირგვლივ ნამსხვრევები ეყარა და ნაცრისფერი კვამლი ასდიოდათ. ილიამ წამში სცადა დამუხრუჭება, მაგრამ მოყინულმა გზამ ყოველგვარი შანსი წაართვა. საბურავებმა ასფალტზე მოჭიდება დაკარგეს. მანქანა წამში მართვის კონტროლიდან გამოვიდა და საზარელი სიჩქარით, უმართავად გასრიალდა.

ყველაფერი თითქოს შენელებულ კადრებში მოხდა. ვნახე, როგორ დაატრიალა ილიამ საჭე გამეტებით, როგორ დაიძაბა მისი კისრის ძარღვები, როგორ გადმოიხედა ბოლოჯერ უკანა სავარძლისკენ - მისი მზერა ჩემს თვალებს შეეფეთა. იმ უკანასკნელ წამს მის თვალებში მხოლოდ ერთი რამ ეწერა. ჩემი გადარჩენის სასოწარკვეთილი სურვილი და შიში რომ ამას ვეღარ ახერხებდა.

მომდევნო წამს ჩვენი მანქანა მთელი ძალით შეასკდა გზის პირას მდგარ ბეტონის ჯებირს. დარტყმა იმდენად ძლიერი და ყრუ იყო რომ ჰაერი წამში გაიგლიჯა. ლითონის ჭრაჭუნის და მინების მსხვრევის ხმა ერთმანეთში აირია. მანქანამ წონასწორობა დაკარგა, ჰაერში აიწია და საზარელი გრუხუნით ამოყირავდა. სამყარო თავდაყირა დატრიალდა. მინების ათასობით პატარა, ბრჭყვიალა ნამსხვრევი ვარსკვლავებივით აციმციმდა სალონში ოქტომბრის ცივ ჰაერში. ვიგრძენი, როგორ მოწყდა ჩემი უწონო სხეული სკამს. მერე იყო კიდევ ერთი მძიმე დარტყმა, როცა მანქანის სახურავი ასფალტს დაენარცხა.

სრული, ყურისწამღები სიჩუმე ჩამოვარდა.

მხოლოდ ბორბლის ბრუნვის ერთფეროვანი, ჩუმი ხმაური და ძრავიდან ამომავალი წვრილი სისინი არღვევდა მყუდროებას. მე იატაკზე ვიწექი, სახით ცივ, გატეხილ მინებზე. ჩემს თვალწინ სამყარო ნელ - ნელა შავდებოდა. ვიგრძენი, როგორ გადმოედინა თბილი სითხე ჩემი შუბლიდან და როგორ შეერია მკერდიდან ამოსულ სისხლს. ჩემს შიგნით კამელიების ბაღმა უკანასკნელი, ყველაზე დიდი ყვავილი გაშალა - ფესვები სამუდამოდ გაჩერდნენ. ვნახე მისი ხელი, დასისხლიანებული, ნამსხვრევებით სავსე, რომელიც წინა სავარძლიდან ჩემკენ, უკან გადმოწეას ცდილობდა. მისი თითები ჰაერში კანკალებდნენ, ჩემს ხელს ეძებდნენ. დარჩა მხოლოდ საოცარი სიმსუბუქე და ფიქრი, რომელიც ამ ცივ ასფალტზე, ნამსხვრევებს შორის სამუდამოდ დაიმარხა.

„მიყვარხარ ილია... მაპატიე რომ ვერ გითხარი.“

წყვდიადმა ნელ - ნელა, ზანტად, უზომო სიფრთხილით დაიხია უკან, თითქოს ეშინოდა ჩემი გამოღვიძებით იმ მყიფე მყუდროების დარღვევის, რომელიც გარშემო გამეფებულიყო.

პირველი, რაც ჩემს ცნობიერებაში შემოიჭრა, არ ყოფილა ის საზარელი, მჭრელი ტკივილი, რომელსაც ველოდი. ეს იყო ყრუ, ყოვლისმომცველი სიმძიმე. მეგონა, ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი, ყოველი პატარა ძვალი ათას ნაწილად იყო მსხვრეული და ასფალტზე გაბნეული, თუმცა ამ ფიზიკური ნგრევის პარალელურად, შიგნიდან უცნაური, მანათობელი სითბო მეღვრებოდა. ეს არ იყო ცხელების მომაკვდინებელი სიმხურვალე, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში მივეჩვიე. ეს იყო დამამშვიდებელი, თითქმის არამიწიერი სიმსუბუქე, თითქოს ვიღაცამ ჩემი სხეულიდან მთელი სიმძიმე ამოაცალა და მხოლოდ სული დატოვა სატირლად. სადღაც ძალიან შორიდან, ოქტომბრის ცივი, გაყინული ჰაერიდან ჩემს ლოყაზე რაღაც უწონო და ფუმფულა დაეშვა. წამით შევკრთი, გონების ნარჩენებმა რეალობის აღქმა სცადეს - თოვლის ფიფქი იყო. პირველი, ნაადრევი, სრულიად მოულოდნელი თოვლის ფიფქი ოქტომბრის მიწურულს. ჩემს ცხელ, დასისხლიანებულ კანზე დაცემისთანავე პატარა, გამჭვირვალე ცრემლად იქცა, ჩემს ლოყაზე ნელა ჩამოედინა და ტუჩის კუთხესთან გაქრა.

დიდი გაჭირვებით, თითქოს ქუთუთოებზე ტონობით ლოდი მეკიდა, თვალები ბოლომდე გავახილე. მზერა გავასწორე და... სუნთქვა საერთოდ შემეკრა. ნაცრისფერი, უხეში და ცივი ასფალტი, სადაც წამის წინ მხოლოდ სიკვდილი, დალეწილი რკინები და საავადმყოფოსკენ მიმავალი გზის საზარელი ნამსხვრევები უნდა ყოფილიყო, სრულიად გაუჩინარებულიყო. ჩემ ირგვლივ, მთელ გზაზე, რამდენიმე ასეულ მეტრზე, ასობით ალისფერი კამელიის ყვავილი იყო მოფენილი. ისინი უსასრულო, მდიდრულ, ცოცხალ ხალიჩასავით ჰფენდნენ არემარეს. ყოველი ნატეხი, მანქანის ყოველი ბასრი მინა, გზის პირას აღმართული ბეტონის ჯებირი, ყველაფერი ამ საოცარ, სურნელოვან ფურცლებს დაეფარა. ჰაერში კამელიების ნაზი, მძიმე, ოდნავ მჟავე და ამავდროულად საოცრად ნაცნობი სურნელი ტრიალებდა. ეს სწორედ ის სურნელი იყო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს ფილტვებში იზრდებოდა, ყელს მიხშობდა და სისხლს მადენდა, მაგრამ ახლა, ამ ყვავილების ზღვაში, ის საოცრად მშვიდი, მიმტევებელი და უსაზღვროდ თბილი გამხდარიყო. კამელიების ფურცლები ჩემს თმაში ჩახლართულიყო, ჩემს ტანსაცმელზე ეყარა, ჩემს გამხდარ, გამჭვირვალე ხელებზე იყო მიწებებული, თითქოს სამყარო თავად, საკუთარი ხელით ცდილობდა ამ ყვავილებით დაემალა ჩემი ნაადრევი სიკვდილის კვალი.

დიდი გაჭირვებით მზერა გვერდით გადავიტანე. ჩემი თვალები ნელა გაჰყვა მანქანის ნანგრევებს. ამოყირავებული, დასახიჩრებული ლითონის გროვა, საიდანაც ჯერ კიდევ ამოდიოდა ნაცრისფერი, წვრილი კვამლი, კამელიების ამ ულამაზეს ზღვაში აბსურდულად, უადგილოდ და საზარლად გამოიყურებოდა. და აი, იქ, ამ ნანგრევების შუაგულში, ილია დავინახე. ის წინა სავარძელზე იჯდა, უფრო სწორად, უსაფრთხოების ღვედს ეკავა მისი სხეული თავდაყირა. მისი თავი უღონოდ, სრულიად უმწეოდ ჩამოვარდნილიყო მკერდზე. მისი თეთრი, ნაცნობი, საყვარელი სახე მთლიანად გაფითრებულიყო, თითქოს მარმარილოსგან გამოეკვეთათ, ხოლო შუბლიდან გადმოდენილი სისხლის წვეთები მის ლოყებზე წითელი კამელიის ნაზ ფურცლებზე უფრო მკვეთრად და კაშკაშად ეცემოდა. თვალები დახუჭული ჰქონდა. ისეთი მშვიდი ჩანდა, ისეთი შორეული და მიუწვდომელი, რომ გული საშინელმა წინათგრძნობამ მომიჭირა. ის სრულიად გონწასული, უძრავი იყო, თითქოს ამ სამყაროს ხმაური მას აღარ ეხებოდა.

- ილია...- აღმომხდა ბაგეებიდან, მაგრამ ეს ხმა იმდენად სუსტი, იმდენად გაწყვეტილი იყო რომ კამელიების ფურცლების ჩუმ შრიალში ძლივს გაისმა. ეს უფრო ჩემს გულში გაჟღერებულ სასოწარკვეთილ კივილს ჰგავდა, ვიდრე რეალურ სიტყვას.

ჩემი გამხდარი, აკანკალებული ხელი, რომლის თითებზეც კამელიის რამდენიმე ნაზი ფურცელი მიწებებოდა, ნელა, მილიმეტრებით, უდიდესი ფიზიკური ძალისხმევის ფასად წავაცოცე ცივ ასფალტზე. ყოველი მოძრაობა მკერდში ათასობით ნემსის ჩასობას ჰგავდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი. მივცოცავდი მასთან, სანამ ჩემი თითები სათუთად, ფრთხილად არ შეეხო მის დასისხლიანებულ, მინის ნამსხვრევებით სავსე ხელისგულს. მისი კანი ყინულივით ცივი დამხვდა. ეს არ იყო ცოცხალი ადამიანის სიცივე, ეს იყო ყინვა, რომელმაც მთლიანად მოიცვა მისი სხეული და სული.

ჩემს შეხებაზე ილია ოდნავ, ძლივს შესამჩნევად შეიხრა. მისი სხეული წამით გამოცოცხლდა, თითქოს ჩემმა თითებმა უკანასკნელი, უხილავი მყიფე ძაფი გააბა ჩვენს შორის ამ წყვდიადში. მან თვალები ნელა, მძიმედ გაახილა, მაგრამ ღმერთო, ეს აღარ იყო ის მზერა, რამდენიმე წუთის წინ საჭესთან რომ ვნახე, შეშინებული, მებრძოლი, ჩემს გადარჩენაზე გადარეული. მისი თვალები სრულიად დაბინდული, გაუცხოებული, შორეული და უსიცოცხლო გამხდარიყო. ის მიყურებდა, მისი მზერა პირდაპირ ჩემს სახეზე იყო მომართული, მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემს მიღმა იყურებოდა, სადღაც იქ, სადაც ადამიანები ტკივილს, სევდას და სიყვარულს ვეღარ გრძნობენ. კანკალით დავაკვირდი მის მკერდს. ის აღარ მოძრაობდა. მისი თეთრი პერანგი, ჩემი ფილტვებიდან ამოსული სისხლით დასვრილი, აბსოლუტურად უძრავად იდო. ილია აღარ სუნთქავდა. მისი გულისცემა, რომელიც წეღან მის ჩაქუჩის ბრაგუნივით ჩამესმოდა ყურებში, სამუდამოდ გაჩერებულიყო.

ცხელმა, მწარე ცრემლებმა თვალები მთლიანად ამიწვა. თავი ზემოთ, ცისკენ ავწიე და იქიდან წამოსულმა სილამაზემ სული ამიფორიაქა. ოქტომბრის ნაცრისფერი, მძიმე ღრუბლები სადღაც გამქრალიყვნენ და მათ ნაცვლად ცაზე საოცარი, არამიწიერი ნათება ალმოდებულიყო. იასამნისფერი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და სისხლისფერი ტონები ერთმანეთში ირეოდა, თითქოს ცა კი არ იწვოდა, არამედ სამყარო თავად იშლებოდა ულამაზეს ფერებად ჩვენს დასატირებლად, თოვლის ფიფქებიც ცვიიოდა, თიტქოს ის სიცივე რაც გულშ მქონდა ჩაბუდებული საკმარისი არ იყო. და ამ ცეცხლოვანი, მანათობელი ცის ფონზე, ნელა, საოცარი გრაციით თოვდა. თეთრი, მსუბუქი ფიფქები და მიწაზე მიმოფანტული წითელი კამელიის ფურცლები ჰაერში, ქარის მსუბუქ ქროლვაზე ერთმანეთს ეხვეოდნენ, ერთად ცეკვავდნენ უცნაურ ვალსს და მერე ჩვენს გარშემო სათუთად ილექებოდნენ. ეს იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე პოეტური და ამავდროულად ყველაზე საზარელი სურათი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მენახა. სამყარო კვდებოდა ჩემს თვალწინ და თავის უკანასკნელ შედევრს მიძღვნიდა.

ჩემი მზერა ნელ - ნელა კიდევ უფრო დაიბინდა, თითქოს ვიღაცამ თვალებზე სველი, სქელი ტილო გადამატარაო. ფერები ერთმანეთში აირია, ცისა და მიწის საზღვარი წაიშალა, მხოლოდ კამელიების წითელი ფერი დარჩა მჭრელ ლაქად.

- ილია...- ავტირდი ჩუმად და ჩემი ცრემლები ასფალტზე დაყრილ ყვავილებს შეერია, მათ ფურცლებზე ნამივით აციმციმდა,- ილია, გთხოვ, ხმა გამეცი...

მაგრამ ხმას არ მცემდა. ის კვლავინდებურად უძრავად იწვა, მისი მზერა სამუდამოდ გაყინულიყო ჩემს ატირებულ, დასისხლიანებულ სახეზე. ის წავიდა ისე რომ ჩემი უკანასკნელი აღსარებაც კი ვერ გაიგონა.

მის ოდნავ ღია ტუჩებზე წვრილი, ნაზი, თეთრი და სრულიად განსხვავებული ყვავილის ფურცლები მოჩანდა. ისინი არ იყვნენ ალისფერი კამელიები, რომლებიც ჩემს სხეულს შიგნიდან ჭამდნენ და ჩემს სიკვდილს ნიშნავდნენ. ისინი იყვნენ თეთრი, ცივი, საოცრად ნაზი, თითქოს თავად თოვლისა და ყინულისგან ნაქსოვი ფურცლები... სხვა, სრულიად უცნობი, ფარული ყვავილი.

„ეს... ეს ხომ კამელია არაა...“

გაუელვა ჩემს მომაკვდავ, გაყინულ გონებას.

„მაშინ... მაშინ აქ რა უნდა ამ ყვავილებს? რატომ აქვს ილიას ეს თეთრი ფურცლები? ნუთუ... ნუთუ მასაც?..“

საშინელმა, დამანგრეველმა და ყველაფრის მომცველმა გააზრებამ ელვასავით გადამიარა სხეულში. ილიას არასდროს უთქვამს. ისიც მალავდა. ისიც ზუსტად იმავე საზარელი, მისტიკური სენით კვდებოდა... ჩემს გამო. ჩემი მრავალწლიანი სიბრმავის, ჩემი უთქმელი, გულში ჩამალული სიყვარულის გამო, რომელიც მას ცალმხრივი, მიუწვდომელი და გამოუვალი ეგონა. ის ჩემს ყურებასა და ჩემს დარდში თავად იხრჩობოდა საკუთარი ყვავილებით და ერთი სიტყვაც არ დასცდენია, რომ ჩემთვის ტვირთი არ აეკიდა.

სადღაც შორიდან მომესმა სასწრაფოს წუილის ხმა, ვირაცის ჩრდილი დამადგა თვალებზე. ვერ ვხედავდი ვერავის ილიას გარდა, თუმცა ასეთ დროსაც არ მიყურებდა ის. იჯდა თავისთვის, ჩუმად. სისხლში მოტხვრილი, ხმას არ იღებდა, მაგრამ ლამაზი იყო. ძალიან ლამაზი იყო, ის ყვავილებიც უხდებოდა მის გვერდით რომ იყო მოფანტული.

- მაშო,- მომესმა ნაცნობი ხმა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებდი ვისი იყო. ვეღარ ვხედავდი, მხოლოდ იმას ვგრძნობდი, როგორ მანჯღრევდა ვირაც მთელი ძალით,- მაშო გაახილე თვალები. ილია… ლუკა ილიას შეხედე.

- ლილიები…- ამოვილაპარაკე ხმადაბლა,- ლილიებს ვხედავ მის პირში.

- მაშო გესმის ჩემი?- დაიწია,- ელენე ვარ, მაშო შემომხედე.

- ლილიებს ვხედავ, ელენე,- ვგრძნობდი ხმა როგორ მიქრებოდა,- მის პირშიც ლილიებია ელენე…

- ილიას პულსი ძალიან სუსტი აქვს,- გაისმა ისევ ხმა.

- მაშო…- ძალიან შორიდან, თითქოს კილომეტრებით შორს იდგა ელენე და იქიდან მიყვიროდა.

ზუსტად იმავე წამს ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა ყელი. ჩემს შიგნით კამელიების ფესვები უკანასკნელად, გააფთრებული, სასოწარკვეთილი ძალით შეიკუმშნენ, თითქოს ამ საშინელი სიმართლის გაგონებაზე მათაც აუტირდათ სული და გლოვა დაიწყეს. ყელში ჰაერი საბოლოოდ, შეურყევლად ჩამეკეტა. ტკივილმა უმაღლეს პიკს მიაღწია, თითქოს გული ორად გამიპოო და მერე... უცებ ყველაფერი დაწყნარდა. ყველაფერი გაფერმკრთალდა და გაქრა.

ნაადრევი თოვლი ისევ ნელა, სათუთად ეცემოდა ჩვენს გადაჯაჭვულ ხელებს, წითელი კამელიები კი განაგრძობდნენ ასფალტის დაფარვას, სანამ სამყარომ თავისი უკანასკნელი, თბილი და მაცხოვნებელი ფარდა არ ჩამოაფარა ამ ორ ერთმანეთზე დაგვიანებულ, უთქმელ და მარადიულ სიყვარულს.

ტანში მცრიდა..

არ შემყვარებია ნელა. თავს დამატყდა გრიგალივით, გულში შემოიჭრა და იქ ადგილი დაიმკვირდა, აღარ ინება გარეთ გსვლა.

დილას, როცა სავაადმყოფოდან დავბრუნდი, შევხედე ჩემს სახლს, დალაგებულს, გაწკრიალებულს, შევხედე ჩემს საწოლს, დედის ხელი ეტყობოდა ყველაფერს, დილას ვუთხარი მინდა რომ შეგეძლოს და ჩემი აფორიაქებული სული და გრძნობებიც დაალაგო - თქო, გაეცინა, იფიქრა ალბათ ვხუმრობდი.

დედა...

ნეტავ მართლა შეგძლებოდა ამის გაკეთება, ახლა ხომ ცივ მიწაზე არ ვიქნებოდი გართხმული, იმაზე ფიქრით რომ დამაგვიანდა... თანაც ძალიან.

იცით ყველაზე საშინელება რა იყო მაინც? ვგრძნობდი როგორ ტოვებდა ჩემი სული სხეულს, ვგრძნობდი როგორ ჭკნებოდა ჩემს შიგნით არსებული ყვავილი, რომელმაც მიაღწია მიზანს და გამანადგურა, მომკლა. თუმცა სად მივდიოდი, თავადაც არ ვიცოდი, არც ამ ქვეყანაში მედგომებოდა, არც იმ ქვეყნად. სადღაც შუაში ვიყავი გაჭედილი და სწორედ მანდ მივხვდი რომ სიცოცხლე მინდოდა. რომ მინდოდა კიდევ ცოტახნით ვყოფილიყავი დედაჩემთან, ჩემს მეგობრებთან. დავსწრებოდი ლუკას და ელენეს ქორწილს, მენახა მათი პატარას გაზრდა. მენახა ილიას ბედნიერება, თუნდაც შორიდან, თუნდაც მე არ ვყოლიყავი ამის მიზეზი.

ნეტავ თუ ოდესმე მაინც შევძლებ რომ დავმშვიდდე, აღარ ვიყო აფორიაქებული და ცხოვრება აღარ მეჩქრებოდეს. ნეტავ თუ ყველას ეს ფიქრებია აწუხებს, ნეტავ იქნებ ჩიტებს თუ ეკითხება ზამთარი, რომ მოვდივარ გინდათ თუ არა გადაფრენა თბილ ქვეყნებშიო. ნეტავ, იქნებ ბუნება თუ ეკითხება ხეს, შენი დრო ამოიწურა და ახლა უნდა გახმეო. ნეტავ, იქნებ ფუტკარი თუ ეკითხება ყვავილს, ახლა შენთან უნდა მოვიდე და უნდა დამეხმაროო.

ნეტავ, იქნებ საერთოდ ცხოვრება თუ ღირს იმად, რომ ბოლოს ტანჯვაში ამოგვხდეს სული?

ნეტავ, იქნებ ღმერთმა თუ იფიქრა რომ მეც მინდოდა მეცხოვრეა ბედნიერად. ან იქნებ იმდენად დიდი სურვილი იყო ჩემი რომ ნატვრების ყუთში აღარ ჩაეტია?

მარტოსულად ვგრძნობ თავს. ნეტავ სულ არ შემყვარებოდა, ნეტავ სულ არ მენახა, ნეტავ ისევ მტრები ვყოფილიყავით. ჯობდა საერთოდ არაფერი ყოფილიყო, ვიდრე ახლა ამ წამს აღარაფერი დამრჩენოდა. ჯობდა მაშინ დავშორებდი, ვიდრე ახლა მისი სიკვდილისთვის მეყურებინა.

და ბოლოს, მაინც ის მოხდა, რისიც ასე ძალიან მეშინოდა. მეგობრებზე მეტი ვიყავით, მაგრამ არც იმხელა ვიყავით რომ შეყვარებულები გვქრმეოდა. სადღაც შუაში, უსასრულობაში ვიყავით გაჭედილები.

ახლა კი... ერთადერთი რამ, რაც მსურს ის არის რომ ჩემმა ტვინმა შეწყვიტოს ჩემს თავში ქაოსის შექმნა. დამთავრდეს ის არეულობა, რომელიც მოსვენების საშულებას არ მაძლევს.

და მაინც, რა რთულია იგრძნო ის, რასაც არ უნდა გრძნობდე.

* * *

დასასრული

* * *

- გამოდის ილიაც დაიღუპა და მაშოც?- იკითხა ერთ - ერთმა გოგონამ დიდ დარბაზში.

- სამწუხაროდ, ორივე დაიღუპა იმ დღეს,- ამოიოხრა ქლამა და წელში გასწორა. წიგნი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ხელში ეჭირა, ნელა დახურა და გვერდით გადადო.

- და მაინც, ვერ მივხვდი,- კეფა მოიქექა ბიჭმა,- ეს დაავადება, რა ერვქა? ჰაან...

- ჰანაჰაკი...

- ხო ეგ, ნამდვილი იყო? იმ ბიჭსაც სჭირდა?- ჩაეძია ისევ.

- დებილო, უნდა მოგესმინა,- წაკრა მხარი თავისმა ტოლმა გოგომ,- გოგოს სიმსივნე ჰქონდა და ელანდებოდა. არ სჭირდა არცერთს, ეგ უბრალოდ მითია.

- ასე არასდროს მოვიქცევი,- წამოდგა ფეხზე ისევ ის ბიჭი,- მე ჩემი შეყვარებული ძალიან მეყვარება.

- ჰო, აბა რა,- აატრილა თვალები ისევ იმ გოგომ.

- წავედით ელენე?- გაისმა გვერდიდან ხმა და ქალიც ფეხზე წამოდგა. თვალი ვერ მოაცილა წამით ბავშვებს ერთმანეთში რომ კინკლაობდნენ. ოჰ, იმ წამსვე გაახსენდა მაშო და ილია სკოლის პერიოდში როგორ ჭამდნენ ერთმანეთს, ზუსტად იგივენაირად ჩხუბობდნენ ესენიც.

- თქვენ ორნი...- გაიქნია ხელი ბავშებისკენ,- თქვენ სემესტრის ბოლოს პრეზენტაციას ერთად ჩამაბარებთ.

გაეღიმა ელენეს და ხელში აიყვანა პატარა მძინარე გოგონა, რომელსაც ლუკას მკლავებში მშიდად ეძინა.

- კარგით რა ელენე მას,- გაისმა ბიჭს წუწუნი.

- დათიკო, წუწუწნის გარეშე. წადით ახლა სახლებში, ამ წიგნს კიდევ ბიბლიოთეკაში მიაგნებთ,- ააქნია წიგნიანი ხელი და გვერდით მდგარს გადასცა.

- გაყიდვებიდან შემოსული თანხა...

- მთელი თანხა ქველმოქმედებაში წავა, ნიცა,- გაუღიმა გოგოს და ოთახიდან გავიდა.

- სასაფლაოზე არ წავიდეთ?- იკითხა იქვე მდგარმა რეზიმ.

- წავიდეთ,- ჩააწვინა ბავშვი მანქანაში. ჩუმად იმგზავრეს იქამდე. გადმოლაგდნენ მანქანიდან და დადგნენ ორი გაყინული ქვის პირდაპირ.

- თქვენი აზრით ცოცხალი რომ იყოს, ძალიან მეჩხუბებოდა მისი დღიურის გამოქვეყნების გამო?- შეკრთა ელენე.

- ნეტავ ცოცხალი იყოს...- ამოილაპარაკა თაზომ.

- მალე მორჩენილხარ წერას,- გაეღიმა ნაღვლიანად მაკოს.

- დაწერილი ჰქონდა მაშოს ისედაც ყველაფერი,- აიჩეჩა მხრები ელენემ,- მე უბრალოდ დავასრულე...

- ღმერთო, როგორ მენატრებიან,- ამოიტირა რეზიმ და ზურგით შებრუნდა.

- იმედი მაქვს იმ ცხოვრებაში მაინც გაგიმართლებს სიყვარულში, ჩემო ლამაზი,- ამოიჩურჩულა ელენემ, ყვავილი დადო ცივ ქვაზე და მანქანისკენ გაბრუნდნენ.



№1 სტუმარი ლილითი

მიყვარსსსსს🥹

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent