ცეცხლთან თამაში ნაწილი 4
ნოე მას შემდეგ, რაც სანაპიროზე მოხდა, ჩვენ შორის ინტერესი უფრო გამიმძაფრდა. დავინახე, როგორ გაიპარა სანაპიროზე ჩუმად – ალბათ თვალის არიდება უნდოდა ჩემგან, რადგან ეს ერთი კვირაა, უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტ მის სილამაზეს; უკვე გითხარით, რომ პირველივე დღიდან მიიქცია ჩემი ყურადღება. სახლიდან რომ გავიდა, ჩუმად გავყევი უკან და მოშორებით შევჩერდი – არ მინდოდა შევენიშნე. თვალს ვადევნებდი, ჯერ როგორ შეცურა ზღვაში. უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტდი, იმდენად მიმზიდველი იყო ამ თეთრ საცურაო კოსტიუმში, მის გრძელ მუქ წაბლისფერ თმებს ქარი ურევდა. შემდეგ ტელეფონში მუსიკა ჩართო და ცეკვა დაიწყო. ვეღარ გავუძელი, იმდენად მომინდა მასთან მივსულიყავი, რომ ბევრი არც მიფიქრია, ისე მივუახლოვდი; წელზე ხელი შემოვხვიე და ვაიძულე ამყოლოდა. თავიდან დაძაბული იდგა, მაგრამ მერე ისიც ამყვა. ჩვენ შორის არსებული მანძილი რაც უფრო მცირდებოდა, მით უფრო მძიმდებოდა ჰაერი. თვალებში ჩავხედე და ის იყო, უნდა მეკოცნა, რომ მოულოდნელად ხელი მკრა და ზღვაში შევიდა. იმდენად ვიყავი გრძნობებში აჭრილი და ჩემში დაგროვილი ლტოლვა სულ უფრო იზრდებოდა, რომ მთლიანად ვნების ქარცეცხლში ვიყავი გახვეული. ვერ ვიხევდი უკან, არ შემეძლო. მალე მეც შევცურე და მის წინ გავჩერდი. დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები, როცა მასთან ახლოს მივედი. თვალებში ვუყურებდი, თითქოს ვცდილობდი იქიდან რამე ისეთი წამეკითხა, რაც ბიძგს მომცემდა. შემდეგ შეუმჩნევლად ჩამეღიმა, სახეზე ხელები მოვხვიე და მოწყურებული დავეწაფე მის ტუჩებს. ჩემდა გასაოცრად, ისიც ამყვა კოცნაში, ამან კიდევ უფრო შემაგულიანა და უფრო მომთხოვნი გამხადა. ვეღარ ვჩერდებოდი; შემდეგ ყელზე გადავინაცვლე და ახლა იქ ვაკოცე. ვიგრძენი, როგორ გააჟრჟოლა ჩემს შეხებაზე და როგორ მოდუნდა. საინტერესო ის იყო, რომ არაფერს აკეთებდა, არ მეწინააღმდეგებოდა, არ ცდილობდა ჩემს შეჩერებას, პირიქით – თითქოს ეს სიამოვნებდა. კიდევ მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი ამით სარგებლობას, მაგრამ ვიფიქრე, ცოტას გავაწვალებ-თქო. ვხვდებოდი, რომ მისი სხეული, ნებით თუ უნებლიეთ, ჩემსკენ მოილტვოდა, რადგან ვგრძნობდი, როგორ თრთოდა და მომენტებში თვალებსაც მინამავდა ხოლმე. მთლიან ყელს კოცნით დავუყევი და ნელა, მაგრამ ვნებით ვკოცნიდი. ბოლოს მკერდამდე ჩავედი, იქაც ვაკოცე და გავჩერდი. შემდეგ კი თვალებში ჩავხედე, დავინახე როგორ აელეწა სახე და აღარ იცოდა რა ექნა. მკითხა, ასე რატომ მოვექეცი და რატომ ვაცდუნე. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ საღამოს მას ვუთხარი, რასაც ვგრძნობდი მის მიმართ. ყოველთვის პირდაპირ ვამბობ ჩემს სათქმელს და არაფერს ვმალავ – ამის გამო არაერთხელ მომივიდა უთანხმოება, რადგან ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვამბობ ჩემს სათქმელს. ახლაც ღიად გავუმხილე მას, რომ მომწონს და მინდა ჩემი პარტნიორი იყოს, რადგან ასეთი სილამაზე დიდი ხანია აღარ მინახავს; მარწყვივით გოგოა და ალბათ მასზე რამდენი კარგავს ჭკუას ან იქნებ ჰყავს ვინმეც, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ასე არ დაიბნეოდა ჩემს შეხებაზე – გამოცდილიც იქნებოდა მსგავს რამეს. ამასაც მალე გავიგებ ალბათ. როდესაც ვუთხარი ეს ყველაფერი, გაბრაზდა და ჩხუბი დამიწყო, თუმცა მე ვუთხარი, რომ დისტანციას დავიჭერდი და აღარ შევეხებოდი, სანამ თავად არ მოინდომებდა ამას. ჩემმა სიტყვებმა დააბნია, მე კი ჩამეღიმა. ** დილით ადრე გამოვედი ოთახიდან, რადგან ვერაფრით ვერ დავიძინე, ამიტომ გადავწყვიტე რამით დავკავებულიყავი. ცხენების სადგომში შევედი და მათი მოწესრიგება დავიწყე. ჯერ დილა იყო და უკვე აწვებოდა, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული, როცა ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა. ვიღაც რა, ეს ლინდა იყო – აბა ჩემი მშობლები დილა ადრიან აქ არ მოვიდოდნენ და ყურებას არ დამიწყებდნენ! როდესაც უკან მოვიხედე, დავინახე როგორ ამოეფარა ხეს; ეგონა, ვერ დავინახავდი, მაგრამ მე ვინ რას გამომაპარებდა? ჩამეღიმა და ვითომც არაფერი, ჩემს საქმეს მივუბრუნდი. როდესაც მოვრჩი, სადგომიდან გამოვედი და იმ მიმართულებით წავედი, სადაც ქალბატონი იჯდა, მაგრამ ისე ჩავუარე, მისკენ არც გამიხედია, თუმცა შევნიშნე, როგორი დაძაბული იჯდა. იქვე მდგარი წყლით სავსე ბოთლი ავიღე, მოვსვი, დანარჩენი კი სახეზე შევისხი. ცდილობდა არ გამოეხედა, მაგრამ მაინც აპარებდა თვალს – რომ კითხო, არ ვაინტერესებ, და თვალს კი არ მაშორებს. გადავწყვიტე ცოტა გამებრაზებინა; მართალია ვთქვი, დისტანციას დავიცავდი, მაგრამ მე ხომ არაფერს ვაშავებ, უბრალოდ ცოტას გავაწვალებ-თქო, გავიფიქრე. ხო ვიცი, ვიცი რასაც ფიქრობთ ჩემზე – რომ აუტანელი ადამიანი ვარ და გოგოს ვაწვალებ, მაგრამ რა ვქნა, ისე არ შემიძლია. ისე ვიქცეოდი, ვითომ იქ არავინ იყო ჩემ გარდა, ამიტომ გავაგრძელე წყლით გაგრილება, მეტიც – ბოთლი რომ არ მეყო, შლანგი მოვიტანე და ახლა მაგით დავიწყე გაგრილება. ვაკვირდებოდი, როგორ ეცვლებოდა სახე ყოველ ჩემს მოქმედებაზე. ბოლოს ნერვებმა უმტყუნეს და ჩემკენ გამოემართა: — იქნებ მორჩე ნახევრად შიშველი აქეთ-იქით სიარულს და ამ სულელურ საქციელებს? რის მიღწევას ცდილობ? — გაღიზიანებულმა წამოიძახა. როგორც ჩანს, ძალიან გავაბრაზე; ანთებული თვალებით მიმზერდა ცოტაც და ბრაზისგან აფეთქდებოდა. „ალბათ აჰა, მიზანს მივაღწიე“, გავიფიქრე მე. — შენ უნდა შეგეკითხო, როგორ ვიარო საკუთარ სახლში და რა გავაკეთო? — წარბაწევით ვუთხარი. — ამხელა კაცი რომ ხარ, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ აქ მარტო არ ხარ! — არ ცხრებოდა და უფრო გადმოდიოდა შეტევაზე; ამან აზარტში შემიყვანა. — რა იყო, ასე რატომ გაღიზიანდი? თუ იმდენად მოგწონს ჩემი დაკუნთული სხეული, რომ უბრალოდ ვეღარ უძლებ? — თვალი ჩავუკარი და ისე ვუთხარი. — უკაცრავად, რა თქვი? მე მომწონს შენი სხეული? — გაეცინა მას. — სულაც არ მომწონს შენი სხეულის ყურება, უბრალოდ არ არის ლამაზი ასეთი საქციელი. — ჩაილაპარაკა მან. — როგორც ჩანს, ვიღაცას გაგრილება არ აწყენდა, რადგან ვხედავ, მალე ყურებიდან ორთქლს გამოუშვებს. — სიცილით ვუთხარი, შლანგი მისკენ გავიშვირე და თავიდან ფეხებამდე გავწუწე. წყლის ცივი ნაკადი რომ მოხვდა სხეულზე, მოულოდნელობისგან შეკრთა და პირი დააღო, შემდეგ მკვლელი თვალებით შემომხედა. — შენ ნორმალური თუ ხარ, იდიოტო, რა გააკეთე? — გაბრაზებულმა წამოიძახა. — რა გავაკეთე? უბრალოდ ერთი ადამიანი გავაგრილე. — გავეკრიჭე მე. — ეგრე არა, დამაცადე! ეგ თვითკმაყოფილი ღიმილი თუ არ ჩამოგიღო სახიდან, შენ ნახე! — მუქარით მითხრა, ჩემკენ წამოვიდა და შლანგის წართმევა დააპირა. მივუხვდი, რისი გაკეთებაც უნდოდა. — მომეცი! — კბილებში გამოსცრა. — არა. — კარგი, — ღიმილით მითხრა და სახე ახლოს მოიტანა. — არც ახლა მომცემ? — არა. მან სახე ძალიან ახლოს მოიტანა და ჯანდაბა, მისმა ამ ქმედებამ მომადუნა; ხელიდან შლანგი გამომგლიჯა და წყალი პირდაპირ სახეში შემასხა, თან კვდებოდა სიცილით, სულ დამასველა. — რა იყო ბატონო ნოე? როგორია, როცა მოულოდნელად გასველებენ? — სიცილნარევი ხმით მითხრა. — კარგი, გეყოფა, მომეცი. — არა! — წამოიძახა და უფრო უმატა შლანგიდან დასველებას. მორჩა, მეტი აღარ შემიძლია-თქო, გავიფიქრე და ავედევნე. ის გაიქცა, ნაბიჯებს უფრო ვუმატე და მასთან მივუახლოვდი. ის იყო მასთან მივედი, რომ შლანგი წამერთვა, მაგრამ ქალბატონს ფეხი დაუცდა. ვიფიქრე, დავიჭერ, არ დავარდეს-მეთქი, თუმცა მეც თან გადამიყოლა და ცოტა ხანში ორივემ მიწაზე დავენარცხეთ. ისე მოხდა, რომ ჯერ ის დაეცა და მის ზემოდან კი მე აღმოვჩნდი. წამით კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მე მის დიდ ყავისფერ თვალებში ჩავიკარგე, რომლებიც ასე მათრობდნენ. — მომშორდი! — ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა, რომელიც ადგომას ცდილობდა. სწრაფად ვდგები, შემდეგ კი ხელს ვუწოდებ, რომ წამოდგეს. ცოტა ხანს მიყურა, მერე ხელი გამომიწოდა და წამოვაყენე. როგორც კი წამოვაყენე, ხელი გამომგლიჯა და უკან მოუხედავად გაიქცა. ძალიან მახალისებს მისი წავალება და მისი გაბრაზებული სახის ყურება; გაბრაზებულიც კი საოცრად ლამაზი იყო. შემდეგ სახლში შევედი, რომ თავი მომეწესრიგებინა. დრო ძალიან ცოტა იყო, მე კი დღითი დღე უფრო ვიკარგებოდი მისით. ჩემი სურვილიც უფრო იზრდებოდა. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, არ შემყვარებოდა — ორი თვე არც ისე დიდი დროა და განშორება ძალიან რთული იქნებოდა. ის აქ არ დარჩებოდა მუდმივად და ვერც მე ვერ შევუზღუდავდი მას თავისუფლებას. ჯერჯერობით მხოლოდ ვნებას განვიცდიდი, ეს იყო მამოძრავებელი ძრავა ჩემში. მასთან ყოფნის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მიკვირდა, როგორ ვიკავებდი თავს, მაგრამ მე მინდა, რომ ეს ორმხრივი იყოს და მასაც უნდოდეს ჩემთან ყოფნა. დღეს გავაბრაზე და წყლით დავასველე. გული მიგრძნობს, ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ჩემს ოთახში ვიჯექი, როდესაც დედაჩემი შემოვიდა და ფიქრებიდან გამომიყვანა. — ნოე, შვილო, რატომ აწვალებ იმ გოგოს? — საყვედურით მითხრა. — არ ვაწვალებ, დედა, — თავი ვიმართლებასავით გამომივიდა. — მომისმინე, გოგო რაც ჩამოვიდა, წესივრად არსად ყოფილა გასული, სანაპიროსა და ჩანჩქერების გარდა. ამიტომ ქალაქში წადით, გაისეირნეთ, დაათვალიერებინე საბერძნეთის ლამაზი ადგილები. ვუსმენდი დედაჩემს და ვერ ვიჯერებდი. ის ახლა ერთად გვიშვებს ქალაქში. ღმერთო ჩემო, მე და ლინდა ერთად... წარმოგიდგენიათ? მარტო ჩვენ ორი. ცუდი აზრი ნამდვილად არ არის, მაგრამ ქალბატონი ალბათ უარს იტყვის, ჩემთან ის არსად არ წამოვა, ზუსტად ვიცი. — კი, მაგრამ სად გვიშვებ, დედა? — კავალაში, — ღიმილით მითხრა. — კავალაში? — ვკითხე მე. ეს ხომ საკურორტო ქალაქია, უამრავი სანაპიროთი, ბულვარებითა და კაფე-ბარებით, ერთი სიტყვით, რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის. დედაჩემმა მითხრა, რომ იქ ორი კვირით გვიშვებს. მთელი ორი კვირა! ერთად... წარმოგიდგენიათ? მე არა, რადგან ორი კვირა ერთად მოგვიწევს ყოფნა და უფრო მივეჯაჭვებით ერთმანეთს. ცოტა ხანში მასთან მივედი კოტეჯში და მე რომ დამინახა, სახე შეეცვალა. ალბათ იფიქრა, ამას აქ რა უნდაო. ის იყო, პირი გააღო რაღაც უნდა ეთქვა, რომ მე დავასწარი. — სანამ ჩხუბზე გადახვალ, ჯერ მომისმინე: დედაჩემი კავალაში მგზავნის ორი კვირით და მითხრა, შენც გამეყოლებინე. თან წამოხვალ თუ არა? — ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი და დავუცადე. — სად, კავალაში? ეგ სად არის? — კავალა, საკურორტო ქალაქია, მოკლედ, წამოხვალ თუ არა? — შენთან ერთად წამოვიდე ორი კვირით? — წარბაწევით მითხრა. — მე შემოგთავაზე, დანარჩენი შენ იცი. — ესღა ვთქვი და ის იყო გავბრუნდი, უნდა წავსულიყავი, რომ გამაჩერა. — კარგი, ჯანდაბას, წამოვალ. სხვა თუ არაფერი, გასეირნება არ მაწყენდა სხვა ადგილებშიც. — ყოჩაღ, ჭკვიანი გოგო ხარ, — შევაქე გადაწყვეტილება. — მაშინ მოემზადე, რადგან დღეს საღამოს გავდივართ, დილით ადრე უკვე ბორტზე უნდა ავიდეთ. საღამოს, როგორც ვუთხარი, გარეთ ვუცდიდი და მანქანაზე ვიყავი მიყუდებული. წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდებოდა ამ ორ კვირაში, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და უმიზეზოდ არაფერი ხდება. ესეც ალბათ რაღაცას ნიშნავდა, უფრო მეტი დრო მექნებოდა მასთან გასატარებლად. მალე ისიც გამოჩნდა, ჯინსის კაბა ეცვა, სათვალეები მოერგო და მშვიდი ღიმილით მითხრა, მზად ვარ, წავიდეთო. სიმართლე გითხრათ, ეს სიმშვიდე არ მომწონდა; აი, ქარიშხლის წინ რომ უცნაური სიმშვიდეა ხოლმე, ისე იქცეოდა. ვნახოთ, რა ჩაიფიქრა ქალბატონმა. წინ გრძელი გზა გვქონდა გასავლელი, სანამ ბორტამდე მივიდოდით. მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია, მაგრამ მაინც იყო დაძაბულობა. ვიფიქრე, მუსიკას ჩავრთავ, ცოტა გავფანტავ ამ დაძაბულობას-მეთქი, მაგრამ ჯერ ჩართული არ მქონდა წესივრად, რომ ქალბატონმა მითხრა: — ღმერთო, ნოე, ეს რას უსმენ? — შეწუხებული სახით მითხრა. — მაშინ შენი გემოვნებით ჩართე, თუ ჩემს იწუნებ. მან ეშმაკურად გაიღიმა, ტელეფონი აიღო და დინამიკებში გიტარის მძლავრი ხმა გაისმა. მოიცა, არ მომესმა? ეს ხომ Warrant-ის "Cherry Pie"-ა, როკენროლია! — ეს ხომ ოთხმოცდათიანების ჰიტია? — გაოცებულმა ვკითხე, რადგან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიფრიფანა გოგო უსმენდა როკენროლს და თან ამ სიმღერას. — ხო, რა იყო? — მითხრა მან. — არაფერი, უბრალოდ არ მეგონა როკენროლს თუ უსმენდი... — ჩამეღიმა. — მე მელომანი ვარ და მხოლოდ ერთ ჟანრზე არ ვჩერდები. თუ ვიცი, რომ ეს სიმღერა განწყობის ამაღლებაში მეხმარება, ვუსმენ, — მითხრა მან და სიმღერას აჰყვა ნელ-ნელა. ვხედავდი, როგორ შედიოდა მთლიანად მუსიკის რიტმში და როგორი ემოციებით მღეროდა. ,,Swingin' on the front porch Swingin' on the front porch Ain't nobody else just a-me and you I like the way you do I like the way you do She's my cherry pie Cool drink of water such a sweet surprise Tastes so good, makes a grown man cry Sweet cherry pie" მუსიკა ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული და ისე მღეროდა, თან ვატყობდი, რომ ნელ-ნელა უფრო იჭრებოდა, ემოციებით მღეროდა და თან მუსიკის რიტმს ტანს აყოლებდა. არა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ამ მშვიდი გოგოს მიღმა თუ ასეთი სითამამე იმალებოდა. ეს სიმღერა ხომ ცოტა არ იყოს ძალიან თამამი და თავხედურია, თან იმ სიტყვებს ისე გამოკვეთით ამბობდა, ისეთია, ზრდასრული კაციც კი ატირდებაო. თუ ჩემს გასაღიზიანებლად ჩართო ეს სიმღერა, ვინ იცის, მაგრამ გაოცებული ვუყურებდი — იმ წამს თითქოს მის ირგვლივ არავინ არ იყო და მხოლოდ თავად იჯდა მანქანაში. ბოლო მისამღერზე ჩემსკენ მობრუნდა და მომღერალს მთელი ხმით ააყოლა ხმა. ** დილით ადრე უკვე ბორანთან ვიყავით მისულები. გადავწყვიტე მანქანით ავსულიყავი, რომ ჩემი ტრანსპორტით მემოძრავა ქალაქში, ამიტომ სამოთრაკოდან კავალამდე ჩემი მანქანით ვიყავი. ლინდამ თქვა, მანქანაში ჯდომა მომბეზრდაო და ბორტზე გადავიდა, მეც გადავყევი. შემორაგულ ადგილას მივიდა და ზღვას გადახედა, ტალღები შრიალით ეხეთქებოდა, გემთან შორიახლოს კი თოლიები დაფრინავდნენ. ლინდა ღიმილით გადაჰყურებდა მათ, მე რას ვაკეთებდი ამ დროს? უბრალოდ თვალს ვადევნებდი, ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. ცოტა ხანს გაჩერდა ჰაერზე, შემდეგ ისევ მანქანაში ჩაჯდა, დაღლილი ვარო. ჩაფიქრებული იჯდა, ცდილობდა თვალები დაეხუჭა და დაეძინა, რადგან მთელი ღამე არ ეძინა და ახლა ზღვაში მგზავრობამ საგრძნობლად მოთენთა. ვერ ვიჯერებდი, რომ ახლა ჩემთან ერთად მოდიოდა, მეგონა გაჯიუტდებოდა და უარს იტყოდა, მაგრამ ვინ იცის, რა ჰქონდა ჩაფიქრებული. მაგრამ რადგან გამომყვა, ესე იგი მენდო. არ ვიცი, ეს გოგო რას მიკეთებს, მაგრამ მისი ინტერესი უფრო მიმძაფრდებოდა, საინტერესოა, ეს ორი კვირა როგორ ჩაივლიდა მასთან ერთად. მეორე დილით უკვე კავალაში ვიყავით. გემბანიდან გადმოვედით და გზას დავადექით. სასტუმროს ნომერი, როგორც ჩანს, დედაჩემს დაუჯავშნია წინასწარ; დედაჩემი გადამრევს, ნეტა რა ჩაიფიქრა აქ რომ გამოგვიშვა. სასტუმროში შესვლისთანავე დავბინავდით, შესვლის წინ ვუთხარი, რომ საღამოს კაფე-ბარში გავიდოდით, მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თავის ნომერში შევიდა. საღამოს რვისკენ გავემზადე და მის ნომერთან მივედი. ის იყო, კარზე უნდა დამეკაკუნა, რომ კარები გააღო და გამოვიდა. ადგილზე გავშრი — ისეთი ლამაზი იყო. გრძელი წითელი ჩახსნილი კაბით და შავი ტოპით. ეს თავი ცოტა ნაჩქარევი, გამომივიდა, რადგან სიცხის გამო ვეღარ გავაგრძელე, ამიტომ.იმედია საინტერესო იქნება, თქვენთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



