"თუ ბედისწერაა..." (ნაწილი II)
ზოგჯერ ცხოვრება ისე ჩუმად იწყებს ახალი თავის წერას, ვერც კი ხვდები, როდის გადაფურცლე წინა გვერდი.მაშინ მეგონა, მხოლოდ რამდენიმე ქუჩა გავიარეთ ერთად...მაგრამ იმ დღეს ერთმანეთისკენ პირველი ნაბიჯები გადავდგით.უცნაურია, არა?ადამიანი, რომლის არსებობაც რამდენიმე წუთის წინ არც კი იცოდი,ჩემთვის ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა...ლევანი რამდენიმე წამს ისევ მიყურებდა.მერე თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა.მის თვალებში ის ნაცნობი ღიმილი ისევ გამოჩნდა. - კესანე... - ჰო? - ახლა უკვე ერთი რამ მაინტერესებს. - რა? - მოსაცმელს დახედა. - ამდენი ხანი რომ გქონდა... ერთხელ მაინც არ გიფიქრია, რომ იქნებ აღარ შევხვდებოდით? - მის კითხვაზე გამეღიმა.დიდხანს ვუყურებდი იმ მოსაცმელს, რომელიც ჩემთვის უბრალოდ ტანსაცმელი აღარ იყო. - მიფიქრია. - და? - ადამიანებს რაღაცის იმედი არ აქვთ იმიტომ, რომ დარწმუნებულები არიან... - ცოტა შევჩერდი მერე ისევ გავაგრძელე - უბრალოდ უნდათ, რომ დაიჯერონ. ლევანს არაფერი უთქვამს.მხოლოდ მშვიდად შემომხედა.იმ მზერით, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობდა...სახლში დაბრუნებულმა ისევ ჩემი პატარა, ღია ცისფერი ოთახის კარი შევაღე.თეთრ სკამზე ისევ მისი მოსაცმელი დავდე.რვეული მის გვერდით დავდე.ორივე დიდხანს ჩუმად მიყურებდა.ერთი ჩემს საიდუმლოს ინახავდა...მეორე კი ჩემს ყველაზე ძვირფას მოგონებას.იმ ღამეს ვერ დავიძინე.ლევანის თვალები გამახსენდა.მისი ღიმილი.მისი ხმა.და ყველაზე მეტად... ის მზერა, რომლითაც რვეული დამიხურა.ადამიანები ხშირად ცდილობენ სხვისი საიდუმლო ძალით გაიგონ...ის კი...ისეთი სიფრთხილით მომექცა, თითქოს ჩემი დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩემი სიტყვები.საღამოს მივხვდი, რაღაც რიგზე აღარ იყო.ან, უფრო სწორად...ჩემში რაღაც შეიცვალა.ოთახში აქეთ-იქით დავდიოდი.ფანჯარასთან მივიდოდი.ისევ უკან ვბრუნდებოდი.სკამზე ჩამოვჯდებოდი.ორ წუთში ისევ წამოვდგებოდი.თითქოს მთელი სხეული ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.აფორიაქებული ვიყავი.იმდენად, რომ საკუთარ თავზე გამეცინა კიდეც.სამი ფინჯანი ჩაი დავლიე...დიახ...სამი...ადამიანს, რომელსაც ერთი ჭიქაც კი ძლივს დამილევია მთელი ცხოვრების განმავლობაში.მესამე ფინჯანის ნახევარშივე მივხვდი, რომ პრობლემა ჩაი არ იყო...პრობლემა ის იყო, რომ ლევანი გამუდმებით მახსენდებოდა...მისი ღიმილი...მისი თვალები...ის, როგორ დამიხურა რვეული ისე, თითქოს ყველაზე ძვირფასი ნივთი ეჭირა ხელში.ყურადღების გადასატანად წიგნი გადმოვიღე.ჩემი საყვარელი.ვიფიქრე, რამდენიმე თავი მაინც წამეკითხა.პირველი გვერდი წავიკითხე...მეორეც...მესამეც...მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ მივხვდი, საერთოდ ვერ ვიგებდი, რას ვკითხულობდი.ერთსა და იმავე აბზაცს უკვე მესამედ ვუბრუნდებოდი.წიგნი დავხურე. - კესანე, აშკარად ცუდად გაქვს საქმე... - ხმამაღლა ვუთხარი საკუთარ თავს.ზუსტად იმ წამს ტელეფონის ეკრანი განათდა.გული ისეთი სისწრაფით ამიჩქარდა, თითქოს პასუხი უკვე წინასწარ იცოდა...ეკრანს დავხედე...ლევანი...მეგობრობის მოთხოვნა გამომიგზავნა...რამდენიმე წამი ეკრანს უბრალოდ ვუყურებდი...გავუღიმე...მერე სიხარულით ხტუნვა დავიწყე...ოღონდ არ მკითხოთ რატომმ...მეც არ ვიცი...არც მიფიქრია...დაუფიქრებლად დავაჭირე "დადასტურებას“...მალევა შეტყობინება მოვიდა... - ვიფიქრე, იქნებ ამჯერად შენი ნახატების დასათვალიერებლად ქუჩაში შემთხვევით შეხვედრის იმედი აღარ დამჭირდეს. - ტელეფონს ღიმილით დავხედე.რამდენიმე წამი პასუხს ვწერდი.ვშლიდი.ისევ ვწერდი.ბოლოს მხოლოდ ეს გავუგზავნე. -ჯერ ყველა ნახატის ნახვის უფლება არ გაქვს. - რამდენიმე წამში პასუხიც მოვიდა. -ანუ... რაღაც ეტაპზე მექნება? -თუ კარგად მოიქცევი. -რა უნდა გავაკეთო? -ჯერ არ ვიცი. როცა მოვიფიქრებ, შეგატყობინებ. - რამდენიმე წამის განმავლობაში დუმილი ჩამოვარდა.ვიფიქრე, ალბათ საუბარი დასრულდა...მაგრამ...ტელეფონი ისევ განათდა. -კესანე... -გისმენ -დღეს სახლში მშვიდობით მიხვედი? - გამეღიმა.იმდენად უბრალო კითხვა იყო...მაგრამ რატომღაც ძალიან თბილად მომხვდა გულზე. -მივედი...შენ? -კი,ოღონდ ერთი პრობლემა მაქვს. - წარბები შევკარი. -რა მოხდა? - რამდენიმე წამი პასუხი არ ჩანდა.შემდეგ ეკრანზე ისევ აციმციმდა მისი სახელი. - მოსაცმელი ისევ შენთან დარჩა. - ტელეფონს დავხედე და გამეცინა. -შეგიძლია დაიბრუნო. - პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა. -არ მეჩქარება...თან...ალბათ ეს საუკეთესო მიზეზია, რომ ისევ შეგხვდე. - დიდხანს ვუყურებდი იმ ერთ წინადადებას...ისე დიდხანს, რომ ეკრანი ჩამიქრა.კვლავ ავანთე.ისევ წავიკითხე.და კიდევ ერთხელ...იმ ღამეს პასუხი აღარ გამიცია.არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მქონდა.პირიქით...იმდენი რამის თქმა მინდოდა, ვერც ერთ წინადადებას ვერ ვენდობოდი.ტელეფონი ბალიშის გვერდით დავდე.ვიფიქრე, დავიძინებ-მეთქი.მაგრამ მთელი ღამე მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში...ნეტავ, მართლა ჩემი ნახვა უნდა... თუ უბრალოდ თავაზიანია?...მდილით პირველი მისი შეტყობინება დამხვდა. -დილა მშვიდობისა, მხატვარო - გამეღიმა.არ ვიცი, რატომ...მაგრამ იმ ერთი სიტყვის წაკითხვაც საკმარისი აღმოჩნდა, დილა მართლა მშვიდობიანი რომ გამხდარიყო.იმ დღიდან...თითქოს უხილავი წესი გაჩნდა.ყოველ დილით ერთ-ერთი პირველი მეორეს ვწერდით...ხან ის მასწრებდა...ხან კი მე...თავიდან ჩვენი მიმოწერა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.მერე ნახევარ საათს.მერე საათებს.ერთ საღამოს ისე გავერთეთ საუბარში, ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ გათენდა. -თუ ახლა დავიძინებთ, შენ უნივერსიტეტში და მე ვარჯიშზე დავაგვიანებ. -შენი ბრალია. -ჩემი რატომ? -იმიტომ, რომ საინტერესო მოსაუბრე ხარ. - რამდენიმე წუთი აღარ მოუწერია.ვიფიქრე, ალბათ დაეძინა.მაგრამ ბოლოს მხოლოდ ერთი შეტყობინება მოვიდა. -ამას კომპლიმენტად მივიღებ. - რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევხვდით.შემოდგომა უკვე ქალაქის ყველა ქუჩაზე ჩამოსულიყო.ქარს ხეებიდან ოქროსფერი ფოთლები მოჰქონდა, ჩვენ კი ისევ გვერდიგვერდ მივდიოდით.ამჯერად უხერხული სიჩუმე აღარ იყო.პირიქით...იმდენი საერთო თემა დაგვიგროვდა, ერთმანეთს საუბარს ვასწრებდით. - იცი, - მითხრა უცებ, - შენ წერილებში უფრო ბევრს ლაპარაკობ, ვიდრე რეალურად. - ანუ? - შეტყობინებებში თამამი ხარ...აქ კი... - ღიმილით შემომხედა. - ჯერ კიდევ ცოტა მერიდება... - სიცილით თავი გავაქნიე. - შენ კიდევ რეალურად უფრო ბევრს ხუმრობ, ვიდრე ტელეფონში. - იმიტომ, რომ აქ შენი სიცილი მესმის. - იმ ერთი წინადადების შემდეგ რაღაც წამით ისევ გავჩუმდით.ქარი ჩვენს შორის ჩამოცვენილ ფოთლებს დაატარებდა.უცებ მივხვდი...აღარც მისი ნახვა იყო შემთხვევითობა.აღარც ჩვენი გასეირნებები.აღარც ის შეტყობინებები, რომლებიც ყოველ დილით მხვდებოდა.ის ნელ-ნელა ჩემი დღის ნაწილი ხდებოდა. იმ წვიმიანი დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.იმდენად ბევრი, რომ ზოგჯერ მიჭირდა გამეხსენებინა, როგორი იყო ცხოვრება ლევანამდე...უკვე თითქმის ერთი წელი იყო გასული...წვიმიან შემოდგომას ზამთარი მოჰყვა...ზამთარს - გაზაფხული...გაზაფხულმა კი ისევ ზაფხულს დაუთმო გზა...ისევ ივნისი იყო...იმავე ქალაქში დავდიოდით, მაგრამ უკვე სხვა ადამიანები ვიყავით...ლევანი აღარ იყო ის უცნობი ბიჭი, რომელმაც ერთხელ მოსაცმელი დამიტოვა...ახლა უკვე ჩემი ყოველდღიურობა იყო...ყველაფერი ვიცოდი მასზე.ვიცოდი, რომ დილით მაღვიძარას სამჯერ მაინც გადადებდა, სანამ ბოლოს და ბოლოს გაიღვიძებდა...ვიცოდი, რომ ყავას უშაქროდ სვამდა, მაგრამ ნაყინს ისე ჭამდა, თითქოს ხუთი წლის ბავშვი ყოფილიყო...ვიცოდი, რომ კალათბურთის ვარჯიშზე არასდროს იგვიანებდა...რომ დამარცხების შემდეგ ხმას თითქმის არ იღებდა...რომ გამარჯვების შემდეგ კი პირველი დედას ურეკავდა...ისიც ყველაფერს იცნობდა ჩემში...იცოდა, გამოცდების წინა ღამეს არასდროს მეძინა...რომ როცა ვნერვიულობდი, თმას ყოველთვის მარჯვენა ყურის უკან ვიწევდი...რომ ხატვისას სამყაროს ვივიწყებდი...რომ ნაწყენი თუ ვიყავი, "არაფერი" ნიშნავდა ყველაფერს...ღამეებს საუბარში ვათენებდით...ხშირად ისე თენდებოდა, ვერც კი ვხვდებოდით. -კესანე, უკვე ხუთი საათია... -კიდევ ხუთი წუთი... - და ეს "ხუთი წუთი" თითქმის ყოველთვის კიდევ ერთ საათად იქცეოდა.დილით კი ერთმანეთს ნახევრად მძინარეები ვხვდებოდით.მე უნივერსიტეტისკენ მივდიოდი...ლევანი - კალათბურთის დარბაზისკენ.გზის ნაწილი საერთო გვქონდა.ერთად ვსეირნობდით.ერთად ველოდებოდით ავტობუსს....და როცა ჩვენი გზები იყოფოდა, ორივე ერთსა და იმავეს ვამბობდით. - საღამოს? - საღამოს. - თითქოს ეს ერთი სიტყვა მთელი დღის დაპირება იყო.ლევანს თავგადასავლები უყვარდა.სულ ამბობდა: -დაბადების დღე რესტორანში ყველამ შეიძლება გადაიხადოს...მოგონებები კი ცოტა სხვანაირად იქმნება... - მისი დაბადების დღე 5 ივნისს იყო.იმ წელს წინასწარ გაგვაფრთხილა. - არავინ მკითხოს, სად მივდივართ.უბრალოდ ზურგჩანთა მოამზადეთ.კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით და მენდეთ - სამი დღის განმავლობაში არ გვითხრა, სად მივყავდით.5 ივნისის დილას კი მანქანაში ჩავსხედით.გზაში მუსიკა უკრავდა.ლევანი საჭესთან იჯდა.ხან მღეროდა.ხან საერთოდ თავის გამოგონილ ტექსტებს აყოლებდა მელოდიას.მე კი იმდენს ვიცინოდი, მუცელი მტკიოდა.რამდენიმე საათის შემდეგ მანქანა გააჩერა. - ჩამოდით. - ირგვლივ უზარმაზარი მთები იდგა.მწვანე ტყე.სუფთა ჰაერი. - შუამთის ტბები გველოდება... - ღიმილით თქვა.გავშეშდი. - აქ მოგვიყვანე? - დაიწუწუნა ლევანის მეგობარმა ნიკამ - დაბადების დღეა გაქ.ცოტა განსხვავებული მაინც ხომ უნდა იყოს? - დაამატა დათამ.სხვა რა გზა გვქონდა თავად ბატონმა ლევანმა ისურვა ასე...ბილიკს ნელა მივუყვებოდით.ხან ვჩერდებოდით.ხან ფოტოებს ვიღებდით.ხან ერთმანეთს ვეხუმრებოდით.ერთ მომენტში ფეხი დამიცდა.ლევანმა ხელი მომკიდა. - რამდენჯერ უნდა გიხსნა? - რამდენჯერაც დამჭირდება. - ანუ მთელი ცხოვრება? - გავიცინე. - ვინ იცის... - მანაც გაიღიმა.საღამოს კარვები გავშალეთ,რადგან უკვე კარგად ჩამოღამდა და გზას ვეღარ გავაგრძელებდით.კოცონი დავანთეთ.ვარსკვლავებით აივსო ცა.ისეთი ლამაზი იყო, ქალაქში რომ ვერასდროს ნახავდით ამგვარ ვარსკვლავეთს.ვახშამს ვამზადებდით გოგონები,როცა კოცონთან მჯდარი ლევანი უცებ წამოდგა. - კესანე... - ჰოუ - წამოდი. - სად? -წამოდი და გაჩვენებ. - უკან გავყევი.რამდენიმე წუთი ჩუმად ავდიოდით პატარა გორაკზე.ბოლოს გაჩერდა.ქვემოთ მთელი ხეობა სიბნელისგან ძლივსღა მოჩანდა.კოცონის შუქი კი პატარა წერტილივით ციმციმებდა.ქარი ბალახს ნელა არხევდა. - აქ რატომ მომიყვანე? - ლევანი კარგა ხანს არაფერს ამბობდა.ხელები ჯიბეებში ჰქონდა.ცას უყურებდა. - იცი... - ჩუმად დაიწყო - ერთი წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვინმეს ეთქვა, შემდეგ დაბადების დღეს აქ შენთან ერთად შევხვდებოდი... ალბათ არ დავიჯერებდი. - ჩემკენ შემობრუნდა და განაგრძო - კესანე... მთელი წელი ვფიქრობდი, როდის უნდა მეთქვა.იმიტომ კი არა, რომ პასუხის მეშინოდა...იმიტომ, რომ მინდოდა, ეს დღე დაგვმახსოვრებოდა...რადგან,იმ დღეს, როცა კიდევ ერთი წელი დამემატებოდა...შენთან ერთად დამეწყო სრულიად ახალი ცხოვრება. - ჯიბიდან პატარა, ფრთხილად დაკეცილი ქაღალდი ამოიღო.გამიკვირდა. - ეს რა არის? - გახსენი. - ნელა გადავშალე.შიგნით პატარა ჩანახატი იყო.ვაღიარებ ცუდად დახატული.იმდენად ცუდად, რომ გამეცინა.ნახატზე ერთი გოგო იყო.ალბათ დიდი მოსაცმელით...და მის გვერდით ბიჭი...თავზე კი უზარმაზარი წვიმის ღრუბელი ეხატა.ქვემოთ ეწერა:"ხატვა შენ არ უნდა გასწავლო... მაგრამ სიყვარული შენ მასწავლე“...თავი ავწიე.ლევანი მიღიმოდა...თვალებში შიში და იმედი ერთდროულად უჩანდა. - კესანე... - ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა - არ ვიცი, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს სწორად.არ ვიცი, როგორ უნდა თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები ისე, რომ საკმარისი იყოს.ვიცი მხოლოდ ერთი რამ...შენთან გატარებული ყოველი დღე იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წინა.და მივხვდი, რომ აღარ მინდა არსებობდეს არც ერთი "ხვალ", რომელშიც შენ არ იქნები.მინდა ყველა ჩემი დაბადების დღე, ყველა მოგზაურობა, ყველა გზა... შენით იწყებოდეს და შენით სრულდებოდეს. - მერე ღრმად ჩაისუნთქა - მიყვარხარ, კესანე. - ისე მშვიდად, ისე ნაზად, თითქოს ამ სიტყვებს მთელი წელი გულში ატარებდა...და ბოლოს, როცა ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ ჩუმად დაამატა: - თუ იმ წვიმიან დღეს ბედისწერამ გაგვაცნო ერთმანეთი...დღეს მინდა, რომ არჩევანმა დაგიტოვოს ჩემ გვერდით... - დიდხანს ვერაფერი ვთქვი...უბრალოდ ვუყურებდი...იმ ბიჭს, რომელიც ერთი წლის წინ წვიმიან საღამოს სრულიად შემთხვევით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში.თვალები ცრემლით ამევსო. - იცი, ლევან... - ხმა ოდნავ მიკანკალებდა - სულ მეშინოდა ამ დღის. - წარბები შეეკრა და სახეზე ღიმილი გაეყინა... -რატომ? - ჩავიცინე. - იმიტომ, რომ ვიცოდი, ერთხელ აუცილებლად დადგებოდა. - ცოტა ხანს ცას ავხედე . ვარსკვლავები ისე ახლოს ჩანდნენ, თითქოს ხელის გაწვდენა და შეხება შეიძლებოდა - გახსოვს, პირველად რომ შევხვდით? - როგორ არ მახსოვს. - მაშინ მითხარი...თუ ბედისწერა იყო, ერთხელ ისევ შევხვდებოდით...იმ დღიდან ყოველ ჯერზე, როცა წვიმას ვხედავდი, გულში ერთი და იგივე სურვილი მქონდა...ნეტავ ისევ მენახე -ლევანს თვალები არ მოუშორებია -შენს მოსაცმელს იმიტომ კი არ ვიცვამდი, რომ მციოდა...არამედ იმიტომ, რომ როცა ვიცვამდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცოტათი ჩემ გვერდით იყავი. - ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე...რაღაცის ძებნა დავიწყე...ლევანი ინტერესით მიყურებდა...ბოლოს როგორც იქნა ვნახე ფოტო...ის პირველი ჩანახატი იყო...წვიმა...პატარა მარკეტი...და ბიჭი, რომელსაც ხელში მუქი ფერის მოსაცმელი ეჭირა.ლევანს ღიმილი შეეპარა. - ეს... იმავე საღამოს დავხატე... იცი,ყველაზე მეტად რისი მეშინოდა? - თავი გააქნია - რომ ერთ დღეს ნახავდი ამ ჩანახატებს და იფიქრებდი...ეს გოგო სულელიაო... - კესანე... თუ ვინმე სულელია ამ ისტორიაში...ეს მე ვარ. - რატომ? - რადგან,მთელი წელი ვერ მივხვდი,რომ შენც იმავე ისტორიაში ცხოვრობდი, რომელშიც მე - ცრემლები სიცილში ამერია.ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.მის ხელებში ჩემები მოიქცია. - იცი...არასდროს მიფიქრია, სიყვარული ასეთი მშვიდი თუ იქნებოდა.მეგონა, ხმაურიანი იქნებოდა.ქარიშხალივით.მაგრამ შენთან...სიყვარული სახლს ჰგავს... - ღიმილით შევხედე ღრმად ჩავისუნთქე - მეც მიყვარხარ, ლევან - ლევანს არაფერი უთქვამს.უბრალოდ შუბლზე ფრთხილად მაკოცა.ასე დაიწყო ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია...ერთი წვიმის წვეთით...და ერთი უბრალო სიტყვით გაგრძელდა: ‘’დავრჩები"… იმ ღამეს მთები თითქოს განსაკუთრებულად ჩუმად იყვნენ.მხოლოდ კოცონის შეშა ტკაცუნებდა.ცეცხლის ალი ხან მაღლა აიწევდა, ხან ისევ დაიხრებოდა, თითქოს ქარს საკუთარ ენაზე ელაპარაკებოდა.ცა კი...ისეთი სავსე იყო ვარსკვლავებით, გეგონებოდა ვიღაცას ხელიდან გადმოეყარაო.ლევანს ჩემი ხელი ისევ ეჭირა.ორივეს გვეღიმებოდა.არ ვიცოდი, როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად ასე მშვიდიც იყოს და ასე ბედნიერიც. - წავიდეთ? - ჩუმად მკითხა - თორემ ჩემი მეგობრები იფიქრებენ, რომ მთაში დაგკარგე. - ან პირიქით... -ეგეც შესაძლებელია - კოცონთან რომ დავბრუნდით, ბიჭებმა მაშინვე სიცილი დაიწყეს. - ოოო, დაბადების დღის ბიჭი დაბრუნდა! - ამდენ ხანს სად იყავით? - მაცდური მზერით გვიყურებდა ნიკა - სიმაღლეზე ჟანგბადი აკლდათ და ერთმანეთის ძებნა დაიწყეს ალბათ! - პასუხი გასცა დათამ.ლევანმა მხოლოდ თავი გააქნია. - თქვენ არაფერი შეგცვლით ხომ? - პირიქით! - სიცილით თქვა ერთ-ერთმა - მგონი დღეს რაღაც მაინც შეიცვალეთ და არ გვეუბნებით - ლევანმა მხოლოდ გამიღიმა...მე კი ლოყები ამიწითლდა...სიმართლე რომ ვთქვა...იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე გამოცდებზე...ძალიან მინდოდა ლევანისთვის ტორტი მიმერთმია...როგორიც მას უყვარს დიდი და აუცილებლად შოკოლადის...მაგრამ... გადაკარგულ მთებში, შუამთის ტბებთან, ტორტს ნამდვილად ვერ იპოვიდი...ამიტომ წამოსვლამდე პატარა მარკეტში შევედი...შოკოლადის მაფინები ვიყიდე...ყველაზე მეტად რომელიც უყვარს ლევანს...ჩანთაში კი ფარულად პატარა დაბადების დღის სანთლები ჩავდე.ლევანი მეგობრებთან ერთად იცინოდა.სწორედ ამ დროს გამოვიპარე...ჩანთიდან მაფინები ამოვიღე...ფრთხილად ერთმანეთის გვერდით დავალაგე...სანთლები ავანთე.პატარა ალები სიბნელეში აციმციმდნენ. - ლევან... - ყველა ჩვენკენ შემობრუნდა.გაოცებულმა შემომხედა. - ვიცი... ეს ტორტს საერთოდ არ ჰგავს.მაგრამ შუა მთაში... მაფინებიც დიდი ფუფუნებაა -ყველას გაეცინა.ლევანი კი რამდენიმე წამი უხმოდ მიყურებდა. - კესანე...ეს ყველაზე ლამაზი დაბადების დღეა, რაც ოდესმე მქონია. - სანთლებს დახედა. -სურვილი ჩაიფიქრე! - ყველამ ერთხმად დაუძახა.თვალები დახუჭა.არ ვიცი, რა ჩაიფიქრა.არც არასდროს მიკითხავს.ზოგი სურვილი მხოლოდ იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ჩაიფიქრა.სანთლები ჩააქრო.გიჟებმა ტაში შემოჰკრეს რა თქმა უნდა.რამდენიმე წამით კვამლის თხელი ზოლები ჰაერში აიკლაკნა.ახლა კი სიურპრიზის დრო იყო...ჩანთისკენ გამოვბრუნდი...შიგნით პატარა, მუქი ლურჯი ხავერდის ყუთი იდო...ლევანმა გაოცებულმა შემომხედა. -კიდევ არის? - ჰო...დაბადების დღე წელიწადში ერთხელ გაქვს. - ყუთი ხელში ჩავუდე.ლევანმა ლენტი ნელა მოხსნა.რამდენიმე წამით მხოლოდ ყუთს უყურებდა.შემდეგ ფრთხილად გახსნა.შიგნით პატარა, სპილენძის კომპასი იდო.ძველებური.მრგვალი.სახურავის შიგნით კი პატარა წარწერა ჰქონდა ამოტვიფრული.ლევანმა ხმამაღლა წაიკითხა - „თუ ოდესმე გზა აგებნეს... იმედი მაქვს, ბოლოს მაინც ჩემთან მოგიყვანს“...კოცონთან სიჩუმე ჩამოვარდა.ყველას ღიმილი შეეპარა.ლევანი კი ისევ კომპასს უყურებდა.თითებით ფრთხილად გადაუსვა გრავირებულ ასოებს. - კესანე...ეს... - სიტყვები ვეღარ იპოვა...გამეცინა... - ვიცი...ძალიან ბევრი ვიარე, სანამ ამ კომპასს ვიპოვიდი. - რატომ მაინცდამაინც კომპასი? - მივუახლოვდი. - იმიტომ, რომ შენს ცხოვრებაში ყველაზე მეტად გზები გიყვარს...ახალი ადგილები...მთები...ბილიკები...ლაშქრობები.მინდოდა, ისეთი რამ გქონოდა, რაც ყოველთვის თან გექნებოდა...რამე, რაც ყოველ მოგზაურობაში გაგყვებოდა - ისეტი ღიმილით მიყურებდა... იმ ღიმილში იმდენი სითბო იყო, უნებურად მეც გამეღიმა...მოულოდნელად კომპასი დახურა.ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. - ეს საჩუქარი... ყველაზე ძვირფასია, რაც კი ოდესმე მიმიღია. -აჭარბებ. - საერთოდ არა. - ჩემს თვალებში იყურებოდა...ვიგრძენი, როგორ გამიწითლდა ლოყები... და გული ამიჩქარდა...უცებ ჩამეხუტა...ისე მოულოდნელად, რომ წამით სუნთქვაც კი შემეკრა. - გმადლობ... ყველაფრისთვის...და იმისთვის,რომ არსებობ... - კოცონთან მსხდომებმა ტაში შემოჰკრეს. - აბა, ახლა უკვე ოფიციალურად საუკეთესო საჩუქრის ჯილდო კესანეს ეკუთვნის! - სიცილით თქვა დათამ. - ჩვენც ასეთი რძალი გვინდოდა! - დაამატა ნიკამ.ლევანმა კი სიცილით უპასუხა და ისევ ჩემკენ გამოიხედა - უკვე ვიპოვე... - ყველამ გადაიხარხარა.მე კი თავი დავხარე, რადგან ვიცოდი, თუ კიდევ რამდენიმე წამი მის თვალებს შევხედავდი...ღიმილის დამალვას ვეღარ შევძლებდი.ყველანი კოცონთან დავბრუნდით.შეშა უკვე კარგად აგიზგიზებულიყო.დიდი, ლამაზი სუფრა არ გვქონდა.არც ბროლის ჭიქები.არც რესტორნის ხმაური.მხოლოდ რამდენიმე სალაშქრო სკამი, გაშლილი პლედი, კოცონის სითბო და ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გვერდით ყოფნა უხაროდათ.ალბათ ყველაზე ლამაზი სუფრები სწორედ ასეთებია.ნიკამ პლასტმასის ჭიქა მაღლა ასწია.ყველამ მაშინვე სიცილი დაიწყო. - აბა, დაიწყო... - ჩაილაპარაკა დათამ - ახლა ოცწუთიანი სადღეგრძელო გველოდება. - ოცწუთიანი არა... -თავი გაიპროტესტა ნიკამ - დღეს დაბადების დღეა. მინიმუმ ნახევარი საათი. - აი, ხომ ვამბობდი! - გადაიხარხარა დათამ.ლევანი ჩემსკენ გადმოიხარა. - როგორც იცი... - გადმომჩურჩულა ღიმილით - ნიკას სადღეგრძელოს გარეშე არცერთი სუფრა არ დასრულებულა... - თუ მორჩით ჭორაობას...ახლა ჩემი ჯერია... - ომახიანად შემოგვძახა ნიკამ.ყველა გაჩუმდა. -ლევან...ჩვენ ერთად იმხელა გზა გამოვიარეთ, რომ აღარ მახსოვს, სად დაიწყო მეგობრობა.ზოგჯერ გვაბრაზებ.ზოგჯერ იმდენს გვატარებ, გვგონია, დაგვღუპავ.მაგრამ ბოლოს ყოველთვის ისეთ ადგილას მიგყავართ, სადაც ვხვდებით,რომ ღირდა. - ჭიქა ოდნავ ასწია და განაგრძო სადღეგრძელო- ამიტომ...გისურვებ, ცხოვრებამაც ისეთივე ლამაზი გზები გაჩვენოს, როგორსაც შენ გვაჩვენებ.და...იმედია, ყველა მომდევნო მოგზაურობაში ეს გოგოც შენ გვერდით იქნება - ყველამ ტაში შემოჰკრა...მე კი უხერხულად გამეღიმა...ლევანს არაფერი უთქვამს...მხოლოდ ჩუმად შემომხედა...იმ მზერაში იმდენი მადლობა იყო, სიტყვები ზედმეტი აღმოჩნდა...იმ ღამეს ბევრი ვიცინეთ.ცოტა ღვინოც მოვწრუპეთ.იმდენი კი არა, დილით ვეღარ გაგვეღვიძა.უბრალოდ იმდენი, კოცონთან ნათქვამი ისტორიები უფრო სასაცილო რომ გამხდარიყო.ღამე ნელ-ნელა ღრმავდებოდა.ვარსკვლავები კი თითქოს უფრო და უფრო ახლოს ჩამოდიოდნენ.ერთი მეორის მიყოლებით ყველამ იწყო კარვებისკენ წასვლა.ჯერ ლიკა გაგვეპარა...მერე დათა...დათას სოფოც მიყვა...სუფრა ყველაზე ბოლოებმა ნიკამ,გიორგიმ და მარიამმა დატოვეს... - დილა ადრე იწყება! - შეგვახსენა წასვლის წინ ნიკამ - ვინც ბოლოს გაიღვიძებს, საუზმეს ამზადებს! — რამდენიმე წუთში ბანაკი ჩაწყნარდა.კარვებიდან მხოლოდ ჩუმი ლაპარაკი ისმოდა.მალე ისიც მიწყნარდა.დარჩნენ მხოლოდ...კოცონის ალები...მთების სიჩუმე...და ჩვენ...ლევანი წამოდგა. - მოიცადე. - სად მიდიხარ? - ორ წუთში მოვალ - მალევე დაბრუნდა.ერთ ხელში მაფინები ეჭირა...მეორე ხელში - ლანგარზე დაწყობილი ორი ლითონის ჭიქა, რომლებიდანაც ცხელი ჩაის ორთქლი ამოდიოდა...მკლავზე კი დიდი, ჭრელი პლედი ჰქონდა გადაკიდებული. - ბატონო, მომსახურება ხუთვარსკვლავიანია. -გამეცინა. - რა ვქნა,მომეთხოვება - პლედი მხრებზე მომახვია.ჩაის სურნელი გრილ ჰაერში ტრიალებდა.დიდხანს არაფერს ვამბობდით.არც სიჩუმე გვაწუხებდა.ლევანმა უცებ ცისკენ აიხედა. - იცი...ბავშვობაში მეგონა, ვარსკვლავები მართლა ცვიოდნენ... - მერე? -ყოველ ჯერზე სურვილს ვიფიქრებდი. -სრულდებოდა? - ჩაიცინა. -ალბათ არა. - რატომ? - იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სურვილები მაშინ ჯერ არც მქონდა. -ახლა? - რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს.მხოლოდ ჩაი მოსვა. - ახლა მგონია...სურვილი ციდან კი არ ცვივა...თვითონ მოდის შენამდე - თავი უკან გადავწიე.ცას ავხედე.ისეთი ბევრი ვარსკვლავი იყო, დათვლა შეუძლებელი ჩანდა.ქარი ოდნავ გაძლიერდა...ლევანმა უცებ მხარზე მომხვია ხელები და მთელი ძალით მიმიხუტა.თავი მის მხარზე დავდე.გულისცემა მშვიდად ისმოდა.ისეთი მშვიდი იყო...არ მახსოვს, კიდევ რამდენ ხანს ვისხედით ასე.ხან ვარსკვლავებს ვუყურებდით.ხან ვსაუბრობდით.მერე ყველაფერი ნელ-ნელა ბუნდოვანი გახდა.ქარის ხმა...კოცონის ბოლო ნაპერწკლები...ლევანის მხარი...და სითბო, რომელიც იმ ღამეს ყველაზე თბილ პლედზეც კი უფრო მანუგეშებელი იყო.არ ვიცი, რომელ საათზე ჩამეძინა...დილით თავის გაქანებაზე გამეღვიძა...ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეს რამდენიმე წამი დამჭირდა, გამეხსენებინა, სად ვიყავი.გრილი დილის ჰაერი სახეზე მეფერებოდა.მთებს მზის პირველი სხივები უკვე ოქროსფრად ღებავდა.ირგვლივ საოცარი სიჩუმე იდგა.მხოლოდ ჩიტების ფრთხილი ჟღურტული არღვევდა დილის სიმშვიდეს.გავინძერი.და სწორედ მაშინ მივხვდი...თავი ისევ ლევანის მხარზე მედო.ნელა ავიხედე.მასაც ჩასძინებოდა.თავი ოდნავ ჩემსკენ ჰქონდა გადმოხრილი.ერთი ხელი ისევ პლედზე ედო, მეორე კი ჩემს ხელთან ახლოს დარჩენოდა.გამეღიმა.არასოდეს მინახავს ასე მშვიდი.ლევანმა თვალები ნელა გაახილა.ჯერ ცას შეხედა.მერე მე.უცებ გაეღიმა. - დილა მშვიდობისა... - მისი ხმა დილით ყოველთვის უფრო ჩუმი იყო.თითქოს ჯერ ბოლომდე არც გაღვიძებოდა. - დილა მშვიდობისა... - მეც გამეღიმა. -ორივეს ჩაგვძინებია. - ლევანმა მხრები ოდნავ გაამოძრავა. - ახლა გასაგებია... - რა? - რატომ ვეღარ ვგრძნობ მარჯვენა ხელს. - თვალები გამიფართოვდა. - ღმერთო... მთელი ღამე ასე იჯექი? - მგონი... - თავი სიცილით გააქნია. - მაპატიე... -რისთვის? - ალბათ ძალიან დაგიმძიმე მხარი. - ისეთი სახით შემომხედა, თითქოს ყველაზე უცნაური რამ ვთქვი. - კესანე...მერწმუნე...ყველა ტკივილი ღირს, თუ ბოლოს ასეთი დილა მელოდება. - სიტყვები ვეღარ ვიპოვე.მხოლოდ ჩუმად გავუღიმე.მთების თავზე მზე უკვე მთლიანად ამოსულიყო.ზუსტად იმ დროს, როცა უხერხული სიჩუმე ორივემ ღიმილით გადავფარეთ, კარვების მხრიდან ფეხის ხმა მოგვესმა. -ოოო... - გაისმა ნაცნობი, ოდნავ დამცინავი ხმა - გვრიტებო, დილა მშვიდობისა! - ორივემ ერთდროულად გავიხედეთ.ნიკა იყო.ორ ლითონის ჭიქაში ორთქლადამდგარი ყავა ეჭირა და ისეთი კმაყოფილი სახით გვიყურებდა, თითქოს საუკუნის აღმოჩენა გაეკეთებინოს.ლევანმა შუბლი მოისრისა. - ნიკა...დილიდან რომ გული არ გამიხეთქო არ შეიძლება ხომ? -არა ჩემო პრინცო,ჯერ ყავა მიიღეთ...გულუხვი კაცი გავხდი დილიდან. - მადლობა - გამეღიმა. - მადლობა მერე თქვი. - სიცილით მიპასუხა. - ჯერ ცუდი ამბავი უნდა გაიგოთ... - ლევანმა ეჭვით შეხედა. - აბა, რა დააშავე? - მე კი არა...თქვენ... - რამდენიმე წამით პაუზა გააკეთა, აშკარად სიამოვნებდა ჩვენი ინტერესით თამაში - გილოცავთ!ბანაკში ყველაზე გვიან თქვენ გაიღვიძეთ - ლევანმა თვალები გადაატრიალა. - არ მჯერა. - დაიჯერე...დათამ უკვე ორჯერ მოასწრო ყავის დალევა.გიორგიმ და სოფომ შეშაც მოიტანეს.ლიკამ სახის მოვლის რუტინაც ჩაიტარა.მე და მარიამმა კი თქვენთვის ყავის მოდუღებაც მოვასწარით.ახლა კი...წესები წესებია! - ლევანმა უკვე იცოდა, რასაც იტყოდა.თავი ჩაღუნა და სიცილი დაიწყო. - ნიკა, გთხოვ... -არა, ბატონო!გადაწყვეტილება მიღებულია.დღევანდელი საუზმე...თქვენზეა! -ესე იგი დაგვსაჯეთ? - სიცილით ვკითხე ნიკას. -არანაირად.ეს ჩვენი პრივილეგიაა. -მართლა? - წარბი ავწიე. - ჰო.დანარჩენები კომფორტულად დავსხდებით და გიყურებთ, როგორ წვალობთ. -ლევანმა ყავა მოსვა. - მეგობარი გქვია ახლა შენ? -საუკეთესო. - ამაყად გამოაცხადა ნიკამ. ბანაკიდან დათას ხმამ დაიძახა: - ნიკააა! უთხარი, კვერცხიც შეწვან! -გავიგონე! - დაუყვირა ლევანმა. -და პურიც! - ამჯერად ლიკას ხმა გაისმა. - ჩაიც გააცხელეთ რა! -მარიამაც დაამატა.ნიკამ მხრები აიჩეჩა. -ხედავთ?ხალხს თქვენი იმედი აქვს. - მე და ლევანმა ერთმანეთს შევხედეთ.ერთდროულად ამოგვხდა სიცილი. - კარგი... წავედით, შეფო?- ამოიოხრა ლევანმა და ღიმილით ხელი გამომიწოდა. - პარტნიორო? -წავედით - ნიკამ კმაყოფილმა მოსვა ყავა და მოგვაძახა: -ერთი რჩევა... - რა? -კვერცხს შაქარი არ დააყაროთ.შარშან ლევანმა ეგ ექსპერიმენტი უკვე ჩაატარა! - ბანაკიდან ისეთი სიცილი ატყდა, რომ მთებმა ექოდ დაგვიბრუნეს.ლევანმა თავი ხელებში ჩარგო. -ერთ შეცდომას დაუშვებ ცხოვრებაში...და მეგობრები მთელი სიცოცხლე არ გავიწყებენ. - მგონი, ამ ლაშქრობის შემდეგ ახალი თემაც ექნებათ... - რომელი? - გამომხედა და გაეცინა. -ის, რომ მთელი ღამე ჩემს მხარზე გეძინა. - ლევან! - რა იყო? ფაქტია. - ცოტა ხანში საუზმე, როგორც იქნა, მზად იყო.სიმართლე რომ ვთქვა, იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე ყველა ელოდა.ნიკა მთელი ჭამის განმავლობაში არ წყვეტდა ხუმრობას. - აი, ხედავთ? ჯერ ერთი ღამე გაათენეს ერთად და უკვე მზარეულებიც გახდნენ. - ნიკა... - ლევანმა სიცილით გადააქნია თავი. - კარგი, კარგი... ვჩუმდები.ორი წუთიც არ იყო გასული, ისევ დაიწყო. - აბა...ყველამ ვიცით, რატომაც გახდა ეს საუზმე ასეთი გემრიელი - ლევანმა თვალები გადაატრიალა. -ისევ დაიწყე?... - სიყვარულით მომზადებულიაო, ხომ გაგიგიათ? - ყველა ერთდროულად ახარხარდა. - ნიკა... - ამოიოხრა ლევანმა. - რა იყო?მე ფაქტებს ვამბობ. - რომელ ფაქტებს? - გაიკვირვა გიორგიმ. - არ იცი? მთელი ღამე ვიღაცის მხარზე ეძინა ერთ ვიღაცას. - ჩაი ლამის გადამცდა. - ნიკა! -რა? მთელმა ბანაკმა რომ გავიღვიძეთ, თქვენ ისევ ვარსკვლავებს ელაპარაკებოდით. - ჩვენ გვეძინა -სიცილით ვუთხარი. - ჰო, ჰო...მაგას ვამბობ მეც - დათამ სიცილი ვერ შეიკავა. - ნიკა, შეეშვი, ცოდოები არიან. - თვალები დაუბრიალა მარიამმა - არა, ჯერ მთავარი არც მითქვამს. - ლევანი უკვე ხვდებოდა, რაც მოჰყვებოდა.თავი ხელებში ჩარგო. -წარმოიდგინეთ, - განაგრძო ნიკამ სრული სერიოზულობით - დილით რომ გამოვედი, ვფიქრობ, სად გაქრნენ ეს ორი... და რას ვხედავ -ხელი თეატრალურად გაშალა - ისეთი სცენა დამხვდა, რეჟისორებსაც შეშურდებოდათ! - ლიკამ სიცილით დაამატა: -ფოტო მაინც გადაგეღო. -ვაპირებდი!მაგრამ შემეცოდნენ.ისეთი ტკბილად ეძინათ... -კარგი! - უკვე თავადაც ეცინებოდა ლევანს - გეყოფა. - მე კი გავჩერდები...მაგრამ ხალხს სიმართლე აინტერესებს - ყველამ ერთხმად დაიწყო: -გვაინტერესებს! გვაინტერესებს! -ლევანი ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა.ისე, რომ სხვებს არ გაეგონათ.თითქმის ჩურჩულით მითხრა: - მგონი დროა, ვუთხრათ, რომ ერთად ვართ...თორემ ეს შეშლილი არ გაჩუმდება - სიცილი ძლივს შევიკავე და მეც ჩურჩულით ვუპასუხე: -როგორც გინდა. - მართლა? -ჰო. -მერე არ ინანო. - ღიმილით თავი დავუქნიე.ლევანი გასწორდა.ჭიქა მაგიდაზე დადო. - ნიკა. -ჰო? - ერთი წუთით გაჩუმდები? -თუ საინტერესო რამეს იტყვი. -მგონი, დაგაკმაყოფილებს. - ლევანმა ჯერ მე შემომხედა...მერე მეგობრებს...გაეღიმა. - გადავწყვიტეთ, აღარ შეგეწინააღმდეგოთ... - ნიკამ წარბები შეკრა. -ანუ? - ლევანმა ჯერ ხელი ჩამკიდა და მერე მშვიდად თქვა: -კესანე ჩემი შეყვარებულია. - ორი წამი ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს მთებმაც კი სუნთქვა შეიკრეს.შემდეგ... - რააააა?! - ნიკა ისეთი ხმით წამოხტა, კინაღამ ჩაი გადმოასხა. -ანუ...ანუ მე მთელი ამ ხნის განმავლობაში მართალი ვიყავი?! - გაიკვირვა სოფომ -ბიჭებო!ფული მომეცით!ხომ გეუბნებოდით! - ნიკა გამარჯვებული სახით დათას და გიორგის მიუბრუნდა. - ხომ გახსოვთ? ხუთ-ხუთი ლარი! - ორივემ სიცილით ამოიღო ჯიბიდან და შეწინააღმდეგების გარეშე გადსცეს ნიკას.გაკვირვებულმა შევხედე სამივეს. -მოიცადეთ...ფულს რატომ აძლევთ? - დათამ გადაიხარხარა. - სამი თვის წინ დავნაძლევდით.ნიკა ამტკიცებდა, წლის ბოლომდე ერთად იქნებოდით. -ოოო,არადა მე ვამბობდი, ჯერ ვერ მიხვდებიან საკუთარ გრძნობებს თქო - გააპროტესტა ლიკამ. -თურმე მე მომიგია! - ამაყად თქვა ნიკამ.ლევანმა თავი გააქნია. - წარმოგიდგენია?ჩვენ სიყვარულში ვვარდებოდით...ესენი კი ჩვენზე ფსონებს დებდნენ. - ბიზნესია, ძმაო.- ნიკამ მხარზე ხელი დაჰკრა. - ახლა კი, რადგან ოფიციალურად ყველაფერი გაირკვა... - სრული სერიოზულობით შემოგვხედა. - საუზმის შემდეგ ჭურჭელსაც ოფიციალურად თქვენ რეცხავთ - ბანაკი ისევ სიცილმა მოიცვა.ლევანმა ამოიოხრა. - აი, ამიტომ არ მინდოდა სიმართლის თქმა. - გვიანია. - ნიკამ თვალი ჩამიკრა. - ახლა უკვე ოჯახის წევრები ხართ... და ოჯახში საქმეებიც თანაბრად ნაწილდება. ნიკას დათამაც აუბა მხარი და ლევანი უფრო გააწითლეს. -სიმართლე უნდა ითქვას.ლევანი იმ დღიდან შეიცვალა. -ეგ ტყუილია. - მაშინვე თქვა ლევანმა. - არაა ტყუილი. - უპასუხა მარიამმა. -რა ტყუილი, მახსოვს, ერთხელ სამი საათი გელოდე, რადგან კესანეს უნივერსიტეტიდან გამოსვლა დააგვიანდა. - დააგვირგვინა დათამ.ლევანმა მხრები აიჩეჩა. - რა იყო, ველოდებოდი. -მე სიცილი ვერ შევიკავე. -ანუ თურმე მთებზე საათობით სიარული არ გეზარება, მაგრამ ჩემი ლოდინი გახდა პრობლემა? - არა. -ლევანმა გამიღიმა.ლიკამ ჩემსკენ გადმოიხარა და მანაც დააიწყო... - კესანე, ერთი რამ მაინტერესებს. - რა? -შენ როგორ უძლებდი ამდენ ხანს ამ ყველაფერს?მოსაცმელი შენთან, ბიჭი გვერდით, ყველანი ვხვდებოდით და შენ მაინც... -თავი გავაქნიე უარის ნიშნად. -გეფიცებით, მე მართლა ვერ ვხვდებოდი. - ყველამ გაკვირვებით შემომხედა. -მართლა? -მართლა. - მერე ლევანს შევხედე - თუმცა ახლა რომ ვიხსენებ...ალბათ ძალიან კარგად ვმალავდით. - ნიკამ მაშინვე თქვა: - არა.თქვენ არ მალავდით.უბრალოდ ჩვენ გელოდებოდით, როდის მიხვდებოდით - მერე ჯერ ჭიქას დახედა.შემდეგ ლევანს...მერე მე...თვალები მოჭუტა, თითქოს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდა. -ხალხო...მინდა ყველამ იცოდეთ...მე ამ მომენტის ხელის მომკიდე ვარ.მეჯვარე მე ვარ! წინასწარ გეუბნებით, ადგილი დაკავებულია! - ისეთი სიცილი ატყდა, მთებმა ექოდ დაგვიბრუნეს. -ღმერთო, ნიკა... - სიცილით ვთქვი. -რა იყო?მე თავიდანვე ვიცოდი, რომ აქამდე მივიდოდით. - ლევანმა თავი ხელებში ჩარგო. - არ მჯერა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. -პირიქით, სწორედ იმიტომ ვარ საუკეთესო მეგობარი, რომ პასუხისმგებლობას წინასწარ ვიღებ.- დათამ სიცილით დაამატა: -ჯერ ქორწილი არც უხსენებიათ და ეს უკვე გეგმავს. - რა თქმა უნდა.ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს ორგანიზებას? - საუზმის შემდეგ ბანაკმა ნელ-ნელა მოძრაობა დაიწყო.ჯერ სუფრა ავალაგეთ.მერე ნაკვერჩხალი ჩააქრეს ბიჭებმა და კოცინის ადგილი საგულდაგულოდ დაალგეს.ბოლოს კარვების დროც მოვიდა და ერთი მეორე მიყოლებით ავალაგეთ ისინი.ზურგჩანთები ისევ მხრებზე ავიკიდეთ და გზას გავუდექით.ლევანმა ჩუმად შემომხედა. - მზად ხარ? - ზურგჩანთა მხარზე უფრო მოხერხებულად გავისწორე. - თუ ისევ არ მეტყვი, რომ "ახლოსაა", როცა სინამდვილეში ოთხი საათი უნდა ვიაროთ... - ამჯერად მართლა ახლოსაა. - ნიკა მაშინვე ჩაერთო. -არ დაუჯერო!ლევანის "ახლოს" და ჩვეულებრივი ადამიანის "ახლოს" ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. -ზუსტად. — დაეთანხმა სოფოც. - ერთხელ მითხრა, "კიდევ ათი წუთიაო"... და საათნახევარი ვიარეთ. -აჭარბებთ. -სიცილით თქვა ლევანმა. -საერთოდაც არა! - ერთხმად უპასუხეს ყველამ.ბილიკი ნელ-ნელა მაღლა მიიწევდა.ხეები თანდათან იშვიათდებოდა.მათ ადგილს ალპური მდელოები იკავებდა.ჰაერი უფრო გრილი ხდებოდა.სუნთქვაც თითქოს სხვანაირი იყო.უფრო სუფთა.უფრო მსუბუქი.მარცხნივ პატარა ჩანჩქერი მოჩანდა.წყალი ქვებზე ხტუნვით ეშვებოდა და მთელ ხეობაში მისი ხმა ისმოდა.ხშირად ვჩერდებოდით.არა იმიტომ, რომ ძალიან ვიღლებოდით...არამედ იმიტომ, რომ ყოველი მოსახვევის შემდეგ ისეთი ხედი იშლებოდა, გვერდის ავლა ცოდვა იქნებოდა.ნიკა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ამბობდა: - ეს ბოლო ფოტოა - და ზუსტად ორ წუთში ისევ ტელეფონს იღებდა. - აი, ეს მართლა ბოლოა! - შენი "ბოლო" ლევანის "ახლოს" დაემსგავსა. — სიცილით ვუთხარი.ყველამ გადაიხარხარა.ლევანი წინ მიდიოდა.ზურგჩანთა მხრებზე ეკიდა.ხელში სალაშქრო ჯოხი ეჭირა.ხშირად ბრუნდებოდა. -კესა, როგორ ხარ? -კარგად. -დარწმუნებული ხარ? -ჰო. - თუ გინდაა, შევჩერდეთ. - თავი გავუქნიე. - ჯერ არა. -არ მინდოდა ეფიქრა, რომ ვერ გავყვებოდი.სიმართლე კი ის იყო...ფეხები უკვე ოდნავ მტკიოდა.მაგრამ იმ სილამაზეს რომ ვუყურებდი, დაღლილობა სადღაც უკან რჩებოდა.რაც უფრო მაღლა ავდიოდით...მით უფრო ციცაბო ხდებოდა ბილიკი.ზურგჩანთა თანდათან მძიმდებოდა.სუნთქვა მეხუთებოდა.ლევანმა როგორც კი შემაჩნია ზურგჩანთა გამომართა და მხარზე მოიკიდა.უკვე ფეხები მეწვოდა. - კიდევ ბევრია? - ამოვიოხრე.ლევანმა სიცილით უკან გამოიხედა. -სულ ცოტაღა - ბოლოს ისე გამიჭირდა ერთ დიდ ქვაზე ჩამოვჯექი.და განვაცხადე აღარ მოვდივარ თქო.ლევანი მაშინვე ჩემთან გაჩნდა და გვერდით ჩამოჯდა. -მართლა? -ჰო. -დარწმუნებული ხარ? -ასი პროცენტით. - რამდენიმე წამი ჩუმი ღიმილით მიყურებდა.მერე წყლის ბოთლი გამომიწოდა. -ჯერ წყალი დალიე. - არ მინდა. -კესანე... -ლევან, აღარ შემიძლია. - ფეხებზე ხელი მოვისვი. - მგონია, ხვალამდე აქედან ვეღარ ავდგები. - გაეცინა.ჩანთიდან მალამო ამოიღო.მერე კეტები გამხადა და ფეხები დამიზილა,უკეთ იქნებიო.ათი წუთით დავისვენეთ.ბოლოს წამოვდექი და ლევანს ხელი გავუწოდე გზის გაგრძელების ნიშნად და თან ხუმრობით დავამატე: -თუ გზაში მოვკვდები... -ვერ მოკვდები. -საიდან იცი? - იმიტომ, რომ ჯერ ძალიან ბევრი ადგილი მაქვს შენთვის საჩვენებელი. - უნებურად გამეღიმა.ხელი ჩავკიდე.მაგრამ ბილიკი კიდევ უფრო რთული გახდა.ხშირად ვჩერდებოდი.ხან ვბუზღუნებდი.ხან ლევანს ვემუქრებოდი, რომ უკან მარტო დაბრუნდებოდა.მისი მეგობრები კი ყოველ ჯერზე სიცილს იწყებდნენ. - კესანე, კიდევ ხუთი წუთი! -ეგ "ხუთი წუთი" უკვე ერთი საათია გრძელდება! -მთაში დრო სხვანაირად გადის. - და ნერვებიც! - ყველას გაეცინა.როგორც იქნა...ბოლო აღმართიც გადავლახეთ.ლევანი უცებ გაჩერდა.შემომხედა. - მზად ხარ? - რისთვის? - აიხედე. - ნელა ავწიე თავი.და...სუნთქვა შემეკრა.ჩემ წინ, მთების გულში, ცასავით ლურჯი ტბა იწვა.წყალი ისეთი გამჭვირვალე იყო, თითქოს შიგნით მთელი ცა ჩაესხათ.ქარი წყლის ზედაპირს ნაზად არხევდა.არც ერთი ხმა.არც ერთი მანქანა.არც ქალაქი.მხოლოდ ბუნება.და უსასრულო სიმშვიდე.უნებურად თვალები ამიცრემლიანდა. - ლევან...ეს...სიტყვები აღარ მყოფნიდა. -ლევანი გვერდით დამიდგა. -არა ხომ გითხარი...ყველაზე ლამაზი ხედები იქ გელოდება, სადაც გზაშივე გინდა დანებება მეთქი - ცისფერი შუამთის ტბა მზის სხივებში ისე ელავდა, ყველანი რამდენიმე წამით უხმოდ ვიდექით.პირველი, რა თქმა უნდა, ნიკა აღმოჩნდა. - აბა... ვინ არის პირველი? - რაში? - გაკვირვებულმა ჰკითხა დათამ.დათას სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული ნიკამ ზურგჩანთა ძირს დააგდო.მაისური გაიხადა.და რამდენიმე წამში ტბისკენ გაიქცა. - ნიკა გაგიჟდი?! - სიცილით დაუძახა გიორგიმ. - ერთხელ ცხოვრობ, ძმაო! - და...შხაპ!წყალი ისე აიფრქვა, ყველანი დაგვასველა. -ღმერთო! -წამში ტბიდან მისი ყვირილი გაისმა. - ყინულია! - მთელი ხეობა ჩვენმა სიცილმა აავსო. -ხომ გითხარით, ნუ ჩახტებით მეთქი! -იცინოდა გიორგი. - ახლა უკვე გვიანია! - რამდენიმე წამში ლევანი და დათაც წყალში იყვნენ.მალევე უკან ამოცივდნენ და უარზე მყოფი გიორგი შუა ტბაში შეაგდეს. -მოღალატეები ხართ! -შენ დაიწყე! - ჩვენ, გოგოები, ნაპირზე ვიდექით. - მე ფეხსაც კი არ ჩავყოფ - მტკიცედ თქვა ლიკამ. -არც მე - დავამატე მაშინვე. -საერთოდა, ვინც ახლა წყალში შევა,შეშლილია - ბიჭების გასაგონად ჩაილაპარაკა სოფომ.ლევანმა წყლიდან შემომხედა.სველი თმა შუბლზე ჰქონდა მიკრული. - კესა! - არა! - ჯერ არც დამიპატიჟებიხარ და უკვე უარზე ხარ? - მაინც არა! - მშიშარა ხარ! - არ ვარ! - მაშინ მოდი. - არ მოვდივარ! -გეშინია. - თვალები დავაწვრილე. -ლევან... - ჰოუ - სპეციალურად მაბრაზებ. - გაეცინა - ცოტათი. -ძალიან ცუდი ადამიანი ხარ. -მაგრამ გიყვარვარ. - მეგობრები ერთხმად ახარხარდნენ. -ოოო! - პასუხი, კესანე! -ლოყები ამიხურდა. - საერთოდაც... - სიტყვა ვეღარ დავასრულე.ლევანი წყლიდან ამოვიდა.ნელა მომიახლოვდა.ჩემ წინ გაჩერდა.ხელი გამომიწოდა. -წამოდი. -ისევ ხელს მიწვდი? -მგონი, ეს უკვე ტრადიცია გახდა...იცოდე თუ არ წამოხვალ მხარზე გადაგიდებ და მაინც შეგიყვან... - თუ ძალიან ცივი იქნება? - პირველი ხუთი წამი.მერე ვეღარაფერს იგრძნობ. -აი, ეგ საერთოდ არ მამშვიდებს. - ყველას გაეცინა.ტბიან ნიკას შეძახილები ისმოდა: -ლევან,რაღას ელოდები?მოკიდე ხელი და გამოიქნიე - ლიკა,სოფო და მარიამი გვერდით დამიდგენენ და ლევანს მკაცრი მზერით მიახვედრეს გოგოს არ გაგტანთო...ამაზე ლევანი გაჯიუტდა...ხელები მომხვია...როგორც თქვა მხარზე გადამიდო და წყლისკენ გამიქცა... -ლევან...ცოდოაა- შორიდან შემომესმა მარიამის ხმა.მერე ლიკას წუწუნიც დაემატა: -ლევან,ბოროტი ხარ... - წყლიდან რომ ამოვყვინთეთ ვიგრძენი ფეხქვეშ მიწა არ იყო და პანიკა მომიცვა.მაშინ ლევანმა მიმიხუტა. -ნუ გეშინია,აქ ვარ კეს -ძალიან ცივია! გთხოვვ ამიყვანე... - ჩემი კივილი მთებმა ექოდ დააბრუნეს.ლევანიც იცინოდა.მეგობრებიც.მალე აღარავის ახსოვდა, რამდენად ცივი იყო წყალი.ლიკა ფოტოებს გვიღებდა.მარიამი ვიდეოს.უცებ ნიკას ხმა გაისმა ნაპირიდან. - გოგოებო, გაჩერდით!ფოტო უნდა გადაგვიღოთ! -ლიკას და მარიამს ტელეფონები უკვე მოიმარჯვებული ჰქონდათ. - აბა, გაიღიმეთ! ცოტა მარჯვნივ დადექით! -მაგრამ...ფოტოს გადაღება მათ არავინ აცადა. - დათა!ახლა! -ორივემ ერთმანეთს რაღაცნაირად გადახედეს.ისეთი მზერა ჰქონდათ, უკვე მივხვდი, კარგს არაფერს აპირებდნენ. - ბიჭებო... - მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი. -ნიკა და დათა გიჟებივით გავარდნენ ნაპირისკენ. - აააა! - არაა! -ლიკამ გაქცევა სცადა.სულ ტყუილად.ნიკამ ერთ წამში აიტაცა.დათამ კი მეორე მხრიდან ხელი მოჰკიდა. - ბიჭებო, არ გაბედოთ! - გვიანია! - ნიკა, გაფრთხილებ! - მეც მიყვარხარ, ლიკა!ერთი...ორი...და სამი... -შხაპ! ლიკა მთელი ტანსაცმლით ტბაში აღმოჩნდა.წყლიდან ამოყვინთა და პირველივე სიტყვა იყვირა: - ნიკა!მოგკლავვ! -ჯერ ამოდი! - ნიკა უკვე სიცილით გარბოდა.დათამაც არ დააყოვნა.შემდეგი "მსხვერპლი" მარიამი იყო. -არა, არა... მე თვითონ ჩავალ! - აღარ არის საჭირო! - დათა! - გვიანია! - რამდენიმე წამში მარიამიც წყალში აღმოჩნდა.იხელა სიცილი ისმოდა, ტბის მეორე ნაპირამდეც კი მიაღწევდა.მხოლოდ სოფო იდგა ნაპირზე.ხელში ტელეფონი ეჭირა და ყველაფერს იღებდა.ნიკამ მისკენ გაიხედა. - შენ რატომ არ გარბიხარ? - სოფომ წარბი ასწია. - იმიტომ, რომ ვიცი, არ შემომაგდებთ. - რატომ? -სამი დღეა გაციებული ვარ. -ნიკამ და დათამ ერთმანეთს გადახედეს. -ჰო...ეგ მართალია. ამჯერად გადარჩი. -სოფო გამარჯვებულივით იღიმოდა. - არა... - გაეცინა ნიკას - უბრალოდ, ვინმე ხომ უნდა დარჩენილიყო, ვინც ამ სიგიჟეს გადაიღებდა.სოფომ ტელეფონი ისევ ჩვენსკენ მოაბრუნა. - იღებ? - რა თქმა უნდა! -წლების შემდეგ რომ დაგავიწყდეთ, ვინ ვინ გადაყარა ტბაში, ეს ვიდეო გაგახსენებთ - ლევანის მეგობრების სიცილი, ხუმრობა და კივილი აღარც მე მესმოდა და, მგონი, აღარც ლევანს.ყინულივით ცივ წყალში მოულოდნელად აღმოჩენილს მხოლოდ ერთი რამ მახსოვდა...შიშისგან ლევანს ისე მივეკარი, როგორც ქარიშხალში მოყოლილი პატარა ჩიტი აფარებს თავს ყველაზე მყარ ტოტს.ორივე ხელით კისერზე ვიყავი ჩაბღაუჭებული.ის კი, რომ არ ჩავძირულიყავით, ცალი ხელით წელზე მეხვეოდა, მეორე ხელით კი წონასწორობას ინარჩუნებდა.რამდენიმე წამი ასე ვიყავით.მერე...ნიკამ ეს სცენა რომ დაინახა, ჯერ თვალები გააფართოვა.შემდეგ დათას მკლავში ხელი ჰკრა. -დათა...იქით გაიხედე... -დათამ ჩვენსკენ გამოიხედა.ორი წამით გაჩუმდა.მერე ისეთი ხარხარი აუტყდა, ტბას ექოდ შემოესმა. -ლევან! - ნიკამ სიცილს შორის ძლივს თქვა -ბიჭო, ტბაში ჩახვედი თუ "ტიტანიკის" გადაღებაზე? -ნიკა... -არა, მართლა!ერთი ხელით გოგოს იჭერ, მეორე ხელით წყალში დგახარ...მეტი რაღა დაგრჩა? ახლა სიმღერაც დაუმღერე! - ყველას სიცილი აუტყდა.მე კი ლევანის ქურთუკს უფრო ძლიერად ჩავეჭიდე.ნიკამ ესეც შეამჩნია. - არა, არა... ხელი არ გაუშვა!თორემ ჩვენი კესანე მგონი ისევ ნაპირზე აღმოჩნდება... ოღონდ ცურვის გარეშე! -ლევანმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ჩურჩულით მითხრა: -მგონი, მართლა აღარასდროს გაჩერედება. - შენი ბრალია... -ჩემი? -შენ შემომიყვანე წყალში. -მაგრამ დაგიჭირე. -ეგ შენი ვალია უკვე. - ლევანმა ღიმილით წარბი ასწია. -უკვე? -ჰო... უკვე. - ეს რომ ნიკამ გაიგონა, ორივე ხელი თავზე შემოირტყა. - დათა, მორჩა...ესენი ჩვენ აღარ გვეკუთვნიან...წავედით, ბიჭო...დავტოვოთ, ოჯახური დრო აქვთ. - ტბიდან თითქმის ერთდროულად ამოვედით.კბილები ყველას გვიწაკწაკებდა.ხელები ისე მიკანკალებდა, ჩაისაც კი ვერ დავიჭერდი.გოგოები სწრაფად გავიქეცით კარვისკენ.სველი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ.თბილი ჰუდები, სქელი წინდები, ქურთუკები...მაინც ვერ ვთბებოდით.გარეთ რომ გამოვედით, სასიამოვნო სურნელი შემოგვეგება.ბიჭებს უკვე კოცონი დაენთოთ.ცეცხლი მხიარულად ტკაცუნობდა.ზემოდან პატარა ქვაბი ეკიდა.ორთქლი ნელა ადიოდა ცისკენ. - აბა, გაყინულებო! -ნიკამ ხელები გაშალა. -თქვენი სპა-ცენტრი მზად არის! -სპა-ცენტრი? - გამეცინა. -დიახ...ხუთვარსკვლავიანი... -ლევანმა ლითონის ჭიქები ჩამოგვირიგა.ცხელი ჩაი ხელებში ისეთი სასიამოვნო იყო, თითქოს მთელ სხეულს ათბობდა.კოცონის სითბო ნელ-ნელა გვიბრუნებდა ძალას.რამდენიმე წუთის შემდეგ ნიკამ უცებ ტაში შემოჰკრა. - ბიჭებო!შეშა თითქმის გათავდა.მე და დათა წავალთ, მოვიტანოთ. - მეც წამოვალ. -თქვა გიორგიმ. - ჩვენ წყალს ავავსებთ. -დაამატეს გოგოებმა.უცებ ყველა რაღაც საქმით გაიფანტა.ვერც კი მივხვდი, როგორ.ერთი წუთის წინ ხმაურიანი ბანაკი იყო.მეორე წუთში...კოცონთან მხოლოდ მე და ლევანი დავრჩით.ცეცხლის ალები ჩუმად ცეკვავდნენ.ქარი ოდნავ არხევდა ტოტებს.ლევანი ჩემ გვერდით ჩამოჯდა. -გათბი? - ხელები ჭიქას მოვხვიე. -ცოტა. -აბა მაჩვენე - გაკვირვებულმა გავუწოდე ხელი.ჩემი თითები ხელისგულებში მოიქცია. -ისევ ცივია...კიდევ მოიცადე. -რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა.უბრალოდ ხელებს მითბობდა. - იცი... - ჩუმად თქვა ბოლოს - დღეს პირველად შემეშინდა. -რატომ? -როცა წყალში შევედით...ისეთმა შეშინებულმა ჩამეხუტე...უცებ ვიფიქრე, რამე ხომ არ დაგიშავდა. - გამეღიმა. - მე კი მეგონა, შენთვის უბრალოდ სასაცილო იყო. -თავი გააქნია. -შენ თუ რამე მოგივა...სასაცილოს ვერაფერს დავინახავ -- ამ დროს ქარმა ისევ დაუბერა.თმაზე ჩამოვარდნილი რამდენიმე სველი ღერი სახეზე მომეკრო.ლევანმა ძალიან ფრთხილად გადამიწია ყურს უკან.იმ შეხებაში ისეთი სიფრთხილე იყო, თითქოს ყველაზე ძვირფას ეხებოდა.ორივემ ერთდროულად ცეცხლს გავხედეთ. - მგონი... -გავიღიმე. - რა? -შენი მეგობრები შეგნებულად გაიფანტნენ. - ლევანმაც ჩაიცინა. -დარწმუნებული ვარ...ნიკა ამას შემთხვევით არასოდეს გააკეთებდა. - ორივეს გაგვეცინა.შორს, ტყის სიღრმიდან, ნიკას ხმა გაისმა: -ლევააან!არ გაბედო კოცონის ჩაქრობა!და კესანესაც მიხედე, არ გაცივდეს! - ლევანმა ღიმილით ამოიოხრა. -გეუბნები...ეს კბიჭი ყველგან გვრძნობს მასზე,როცა ვსაუბრობთ. - თბილი ტანსაცმელი მეცვა.ხელში ცხელი ჩაი მეჭირა.ცეცხლიც მთელი ძალით ენთო.მაგრამ ტბის ყინულივით ცივ წყალს თავისი კვალი მაინც დაეტოვებინა.ლევანმა ეს მაშინვე შეამჩნია.ზურგჩანთიდან დიდი, ჭრელი პლედი ამოიღო.უხმოდ მომახვია მხრებზე. - ლევან...შენ? -მე კარგად ვარ. -ნუ მატყუებ.თვითონაც გაყინული ხარ. - პლედი ოდნავ შევწიე - მოდი... -კესანე... - არანაირი კესანე...ან ორივე გავთბებით...ან არცერთი... - რამდენიმე წამი მიყურებდა.მერე ჩაიცინა.პლედის მეორე მხარე მხრებზე გადაიფარა...და ასე...ორივე ერთ პლედში აღმოვჩნდით.კოცონი ჩვენს წინ მშვიდად ტკაცუნებდა.ჩაის ორთქლი ჰაერში იფანტებოდა.ქარი კი ამჯერად ვეღარ გვაწუხებდა.უნებურად თავი მის კალთაზე დავდე.ლევანმა ხელში დაჭერილი ჭიქა გვერდით დადო.მერე პლედი უფრო კარგად მომახურა.თითქოს უნდოდა, არც ერთი ნაპრალიდან შემოპარულიყო სიცივე.რამდენიმე წამის შემდეგ თმაზე ნაზად მომეფერა.ისეთი ბუნებრივი იყო ეს მოძრაობა, თითქოს ამას ყოველთვის აკეთებდა.რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურებდი.მერე თავი ოდნავ ავწიე.მის თვალებს გავუსწორე მზერა.დიდხანს არაფერს ვამბობდი.ბოლოს ძალიან ჩუმად ვკითხე: - ლევან...რით დაგიმსახურე? - ჩემს თმაზე მოსაფერებლად აწეული ხელი წამით გაუშეშდა.სახეზე გაეღიმა.მაგრამ ამ ღიმილში ამჯერად ხუმრობა არ ჩანდა.მხოლოდ სითბო. - არასწორი კითხვა დასვი. - რატომ? -იმიტომ... - ოდნავ დაიხარა, რომ ჩემი თვალები უფრო ახლოდან დაენახა - მე უნდა გკითხო...რით დაგიმსახურე შენ? - გამეღიმა.რამდენიმე წამით ცეცხლის ალებს გახედა.მერე ისევ მე შემომხედა.ნელა გადმოიწია.წარბები ოდნავ შეეკრა. -ისევ ცივი ხარ... -თითქმის ჩურჩულით თქვა.ვერაფერი ვუპასუხე.მხოლოდ გავუღიმე.ძალიან ფრთხილად მომაშორა შუბლზე ჩამოვარდნილი თმის ღერი...შემდეგ...ჩემი გაყინული შუბლი ტუჩებით შემითბო.ისეთი მოკლე, ისეთი ფაქიზი კოცნა იყო, რომ უფრო მზრუნველობას ჰგავდა, ვიდრე რომანტიკას.თვალები უნებურად დავხუჭე.იმ წამს არც მთები არსებობდა.არც კოცონი.არც სიცივე.მხოლოდ მისი სურნელი...და გულისცემა, რომელიც უცნაურად მშვიდად მიცემდა...მაგრამ...ჰოი, საოცრებავ...სწორედ იმ დროს ბუჩქებიდან ნაცნობი ხმა გაისმა. -ხალხო, შეშა მოვიტანეეე... -ნიკა იყო.ხელში შეშის დიდი კონა ეჭირა.კიდევ ორი ნაბიჯი გადმოდგა...ჩვენ დაგვინახა...გაიყინა...ჩვენც გავიყინეთ.რამდენიმე წამი სამივენი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს.შემდეგ ნიკამ ნელა დახედა შეშას.მერე ისევ ჩვენ.ღრმად ამოისუნთქა. - არა...ეს უკვე ზედმეტია.ღმერთო, ერთი შეშის მოსატანად წავედი...ერთი!და თქვენ აქ მთელი მელოდრამა გადაგიღიათ. - ლევანმა სიცილი ძლივს შეიკავა. - ნიკა... -არა, არა...მე არაფერი დამინახავს.სრულიად არაფერი.ნელა შეტრიალდა.ორი ნაბიჯი გადადგა.მერე ისევ შემობრუნდა. -თუმცა...ერთი კითხვა მაქვს. -მე და ლევანმა ერთდროულად შევხედეთ. - რა? - ახლა მოვიდე...თუ ხუთი წუთი კიდევ გავისეირნო ტყეში? - სიცილი ამიტყდა.ლევანმაც ვეღარ მოითმინა. - მოდი, შე უბედურო. - დარწმუნებული ხარ? - ჰო. -კარგი... - შეშა ძირს დააწყო.ხელები დაიფერთხა.მერე ცალი თვალით შემოგვხედა. - ისე...რომ რამე მაინც გამაფრთხილეთ. - ლევანმა შეშის პატარა ნაჭერი ესროლა. - გაქრი აქედან. - ნიკამ სიცილით აიცილა. -კარგი, კარგი...წავედი.მაგრამ იცოდეთ...ამ ამბავს დათა რომ გაიგებს... იცოდეთ, დაცვა აღარ შემეძლება! - ამის თქმა იყო და ისევ ხარხარით გაუყვა ბილიკს.მე თავი ლევანის მხარზე დავადე.ტბის ყინულივით ცივმა წყალმა თავისი სიტყვა მაინც თქვა.თავიდან მეგონა, უბრალოდ დავიღალე.მერე მხრები ამტკივდა.შემდეგ შემცივდა.იმდენად, რომ კოცონთანაც კი ვერ ვთბებოდი.ხელები ერთმანეთს მივაჭირე.მაინც ვკანკალებდი. -კესა... - ლევანის ხმაში პირველად შევნიშნე შიში - კარგად ხარ? -კი... - მაგრამ ჩემი "კი" ისეთი სუსტი იყო, მეც არ დამიჯერა.ლევანი მაშინვე ჩემ წინ ჩაიმუხლა.ხელისგული შუბლზე დამადო.სახე ერთ წამში შეეცვალა. - ცხელი ხარ... - გულში რაღაც ჩაუწყდა - ნიკა! - ისეთი ხმით დაუძახა, ბანაკში ყველა შემობრუნდა.რამდენიმე წუთში მთელი სამეგობრო ჩემს გარშემო იდგა.ლიკა თერმომეტრს ეძებდა.დათა ცხელი წყლისთვის ქვაბს დგამდა.გიორგი დამატებით პლედებს მოათრევდა.თერმომეტრმა დაიწრიპინა.ლევანმა თითქმის სოფოს გამოგლიჯა ხელიდან.რამდენიმე წამი ეკრანს უყურებდა.მერე ღრმად ამოისუნთქა. -მაღალი სიცხე აქვს... - ჩუმად თქვა.იმ ღამეს კოცონთან აღარავინ ხუმრობდა.ლევანი ერთი წუთითაც არ მშორდებოდა.ყოველ ხუთ წუთში ერთხელ შუბლზე ხელს მადებდა. -ახლა როგორ ხარ?გცივა? წყალს დალევ?ჩაი მოგიდუღო? - იმდენ კითხვას მისვამდა, ბოლოს სიცილით ვუთხარი: -ლევან...მგონი, ექიმობაზე უნდა გეფიქრა. - გაეღიმა.მაგრამ იმ ღიმილში სიმშვიდე აღარ იყო.მხოლოდ ნერვიულობა.ხელები ისევ ცივი მქონდა.იმდენად ცივი, თვითონაც რომ შეეშინდა.ჩემი ხელისგულები თავის ხელებში მოიქცია.ნელა მითბობდა.ძილის დრო რომ მოვიდა, გოგოებმა კარავი მომიწყვეს.ლიკამ კიდევ ერთი პლედი გადამაფარა.მარიამმა წყალი გვერდით დამიდო.სოფომ წამლები ხელახლა გადაამოწმა. -ლევან - თქვა ლიკამ -ნუ ნერვიულობ.ჩვენ ვიქნებით. -მთელი ღამე ვუყარაულებთ -დაამატა სოფომ ლევანმა მაშინვე თავი გააქნია. -არა. -რას ნიშნავს არა? -იმას ნიშნავს...რომ მეც აქ ვრჩები. -ლევან... -არ მინდა მარტო იყოს. -მაგრამ ჩვენ ხომ აქ ვართ. - ვიცი - რამდენიმე წამით გაჩუმდა.შემდეგ ძალიან მშვიდად თქვა: -უბრალოდ... მინდა, როცა თვალებს გაახელდეს, პირველი მე დამინახოს.კარვაში სიჩუმე ჩამოვარდა.გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.მარიამმა ღიმილით ამოისუნთქა. - კარგი...ჩვენ გადავალთ - ლიკამ მაშინვე ნიკას დაუძახა. -ნიკა! - რა იყო? - შენი კარავი თავისუფალია? - ნიკამ ჯერ ლევანს შეხედა.მერე მე.მერე ისევ ლევანს.გაეღიმა. -გასაგებია...ჩემი გადასახლება დაიწყო. - შენ დათასთან და გიორგისთან დაიძინე. - უთხრა ლიკამ -ჰო, ჰო...მე რა.სადაც გამიშვებთ, იქ დავიძინებ. - კარავიდან გასვლისას მაინც ვერ მოითმინა.ლევანს მხარზე ხელი დაჰკრა. -თუ ღამე რამე დაგჭირდეს, დამიძახე.თუ არაფერი დაგჭირდეს...მაინც დამიძახე.უბრალოდ მაინტერესებს, გღვიძავს თუ არა. - ლევანს პირველად იმ საღამოს გაეცინა გულწრფელად. -ოხ,ნიკა. -მივდივარ...მაგრამ იცოდე...დღეს ოფიციალურად ყველაზე პასუხისმგებლიანი შეყვარებულის მედალს გაძლევ. - იმ ღამეს გარეთ ქარი ჩუმად არხევდა კარვებს.შიგნით კი...ლევანი ჩემს გვერდით იწვა.მე შემცივნებული უნებურად ისევ მივეხუტე.მანაც ფრთხილად მომხვია ხელები.ისე, თითქოს ეშინოდა, ძლიერად ჩახუტებითაც კი არ ეტკინა.შიგადაშიგ შუბლზე ხელს მადებდა.მერე თერმომეტრს იღებდა.კვლავ მიზომავდა სიცხეს.იმ ღამეს...ერთი წუთითაც არ დაუძინია.ხანდახან კარავი ფრთხილად ირხეოდა.ნიკა თავს შემოყოფდა. -როგორაა? -ცოტათი უკეთ. -რამე ხომ არ გჭირდება? - ჯერ არა. -კარგი...თუ რამეა, ერთი სიტყვა. - რამდენიმე საათში დათა მოვიდა.ჩურჩულით იკითხა: -სიცხემ დაიკლო? - ლევანმა თავი ოდნავ გააქნია. - ჯერ არა. - შენ მაინც დაიძინე ცოტა. - ვერ დავიძინებ. -ლევან... -ვერ დავიძინებ თქო - დათამ აღარაფერი უთხრა.მხოლოდ მხარზე ხელი დაჰკრა და ჩუმად გავიდა.მოგვიანებით მარიამიც შემოვიდა.თერმოსით ცხელი ჩაი მოიტანა. -თუ გაიღვიძებს, ცოტა დაალევინე. - ლევანმა მადლობა ჩუმად გადაუხადა.მთელი ღამე ასე გრძელდებოდა...ხან ნიკა მოდიოდა.ხან გიორგი.ხან მარიამი.ყველა ცდილობდა, რაღაცით დახმარებოდა.მაგრამ ერთი რამ არ იცვლებოდა.ყოველ ჯერზე, როცა თვალებს ნახევრად ვახელდი...პირველი ლევანი იყო.დაღლილი.თვალებაწითლებული.მაგრამ მაინც მომღიმარი.იმ დღეს დრო საერთოდ აღარ არსებობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



