შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩუმი დაპირებები (თავი 1)


27-07-2026, 21:30
ავტორი tessa1
ნანახია 130

თავი 1
“ციდან დაშვებული ბეღურები”

გაზაფხულის პირველ დღეს არ მოუტანია ის სიმშვიდე და სითბო, რასაც მანამდე, ყოველ წელს, გაკვირტული ხეების, მოჭიკჭიკე ჩიტებსა და ამწვანებული ბუნების შემყურე გრძნონდა.
ცრემლებად დაღვრილიყო ცა. თითქოს, დატიროდა პატარა არსების უდროო გარდაცვალებას.
ნამდვილი ზამთარი ახლა დამდგარიყო. თვალი მოავლო გაყინულ ეზოს. არ ჩანდნენ ჩიტები, მხოლოდ ბეღურების ჩუმი ჭიკჭიკი ისმოდა შორიდან. ხეებსაც ტოტები თანგრძნობით დაეხარათ. წვიმის წვეთები მოწყვეტით ეცემოდა გამხმარ ბალახს. შლიდა ყველა ნაკვალევს, გარდა იმ ერთისა, რომელიც სამუდამოდ დარჩებოდა მის ცხოვრებაში. გონება გათიშვოდა. ვერ აღიქვავდა ვერაფერს, სიცივის და გაყინული ჩურჩულის გარდა. აივნიდან გადახედა პირველი სართულის შემოსასვლელ კარს, სადაც ეზოდან ნელი, სველი ნაბიჯებით შემოსული ადამიანები იკრიბებოდნენ. ფილაქანზე მათი ნაბიჯების ხმა რიტმულად ისმოდა.
თავი დაეხარა ყველას. ზოგი ქოლგის, ზოგიც კი , მის გარეშე, წვმაში იდგნენ და ვერ ბედავდნენ შიგნით შესვლას. თვალში მოხვდა თავის ტანსაცმელიც. შავი კაბა. რატომ ეცვა კაბა, თანაც შავი? მუქი იყო სანახევროდ მოშორებული ფრჩხილის ლაქიც.
ხმაურს ყურებში დედამისის ხმა არღვევდა. სახლის სიღრმიდან მისი ოხვრა და გოდება მოისმოდა. გაყინული თითებით აივნის მოაჯირს დაყრდნობილი იმაგრებდ თავს. დაჟინებულ მზერას გრძნობდა. ცრემლიან თვალებს. თავად კი თვალები ეწვოდა სიმშრალისგან.
ტელეფონის ზუზუნმა გამოაფხიზლა. ნიკოს სკოლიდან გამოყვანის დროს ახსენებდა აუტანელი ხმა. ნიკოს სხეული მის უკან, შუა ოთახში მდგარ სასახლეში განისვენებდა. ნიკო გარდაიცვალა. აწი ვეღარ გამოიყვანდა სკოლიდან. ეკრანიდან უღიმოდა პატარა ძმის სახე. თავისი ხელით გაზრდილი პატარა ძმა.
თავად ცოცხალი იყო, ნიკო კი, სად იყო ნიკო? უკვე გაციებული იქნებოდა მისი სხეული.
თავად ცოცხალი ვიყავი.
მოაჯირს მოშორდა და ღია კარს გაუპირისპირდა. ძალა უნდა მოეკრიბა და შიგნით შესულიყო, მაგრამ ფეხები თითქოს ერთ ადგილად მილურსმოდა. ვერ აიტანა დედის გლოვა. მისი გაფითრებული სახე და მოცახცახე სხეული. გვერდი აუარა ოთახში ჩამომსხდარ ქალებს და კუთხეში, ბოლო თავისუფალ სკამზე დაჯდა მოწყვეტით. მზერა გაეყინა პრიალა იატაკზე, რომელსაც სასახლის ჩრდილი ეცემოდა. წვიმის ხმა გულისგამაწყალებლად ისმოდა დადუმებულ ოთახში, რომლესაც დროდადრო ერეოდა დედამისის გლოვა. სხვებიც ტიროდნენ, ჩუმად სდიოდათ ცრემლები გაფითრებულ სახეებზე. მისი ახლობლები , ნათესავები, მეზობლები - აქ იყვნენ და დატიროდნენ უდროოდ გარდაცვლილ პატარა ნიკოს, რომლის სულიც კამკამა წყალივით სუფთა იყო.
თვალს არიდებდა სასახლეს ნატა. უკვე მესამე დღე მთავრდებოდა, რაც თავჩახრილი შედიოდა ოთახში და შემდეგი დღის დადგომამდე არ გამოდიოდა.
დროდადრო ეხუტებოდნენ უცნობი სხეულები, ძლიერად უჭერდნენ ხელს მის მტევანს. თითოეულ უცხო შეხებაზე უფრო იზრდებოდა გაუაზრებელი ტკივილი მის გულში.
-როგორ შეიძლებოდა…- ხმადაბლა დასცდა მის ბაგეს გულის ფიქრები. ხელები გადააჭდო ერთმანეთს. ტერფებიდან წამოსული სიცივე მთელ სხეულში გავრცელდა და მოედო გონებას.
- შენ აქ რას აკეთებ ? - დაისისინა მოულოდნელად ხმამ. ჩურჩულით გადაიარა სიტყვებმა ოთახში. თავშეკავებით ასწია თავი ნატამ და მაშინვე გაშეშდა.
საბა იდგა კარში.
ბიჭი, რომელსაც ბრალდებოდა მისი ძმის სიკვდილი.
ყველას მზერა ერთდროულად შეჩერდა კარში ურყევად მდგომზე, რომელიც მზერას არ აშორებდა ნატას. ჩურჩული შეწყდა. იგრძნო გოგომ როგორ გაწყდა მათ შორის ის, რაც აკავშირებდათ აქამდე.
აივნიდან შემოიჭრა სუსხიანი ნიავი, თან შემოიყოლა წვიმისა და ჯერ კიდევ გაუხარელი მცენარეების სურნელი.
- საბა, - გამოაფხიზლა ნატა ფიქრებიდან უცხო ხმამ, ვერ აღიქვავდა ვინ იყო მოპასუხე. ნატასთვის ქალი უსახო იყო, როგორც ოთახში მყოფი უმრავლესობა.
- ჯობია წახვიდე, - გააგრძელა ქალმა. თუ..თუ საბა დამნაშავე იყო, მაშინ რას აკეთებდა აქ?! მისთვის რატომ არ უთქვიათ არაფერი?! გულზე მწარედ გაკრა ტკვილმა. მისი ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩენილიყო თავის ადგილას.
-შენ, რომ…შენ რომ რამე გაგეკეთებინა ! - აქამდე შეკავებული კივილი აღმოხდა დედამისს. თვალები დახუჭა ნატამ. ვერ გაუძლებდა. მის თვალწინ პატარა ძმა ესვენა, წინ კი ბიჭი იდგა, რომელიც უყვარდა, ჩუმად და მხოლოდ თავისთვის.
ფერწასულ დედამისს თავს დაეხვივნენ ქალები, რომელმაც დატირება განაგრძო. ზოგი მსუბუქად ეხებოდა სახეზე, ზოგი - თმაზე, მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
არ უყურებდა მათ. თვალები ისევ ბიჭისთვის გაეშტერებინა, რომელიც მისკენ ნელა მოიწევდა. თითქოს ყველა ნაბიჯში ზომავდა სიფრთხილეს. მის წინ მუხლებზე დაეშვა, და ნატას გაყინულ თითებს საკუთარი ხელები ჩასჭიდა.
თითქოს პირველად იყო მასთან ასე ახლოს. მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად შეხებოდა მის კანს. რამდენჯერ უოცნებია, მაგრამ არ ყოფილა ის ფიქრები ისეთი მწარე და აუტანელი, როგორც რეალურად.
თითქოს სათითაოდ, ყველა უჯრედში, უჭერდნენ ნემსები. სიცივისგან აეწვა თითები.
- უნდა მოვსულიყავი,- ჩახლეჩილიყო ბიჭის ხმა, - ნატა…- გაწითლებული თვალებით გაუსწორა მზერა.
- ვერც კი წარმომიდგენია რას გრძნობ, მაგრამ გეფიცები… - ჩურჩულებდა მის ხელებზე თავდაყრდნობილი, - გეფიცები გავარკვევ ყველაფერს.
- საბა, - პირველად ამოიღო ხმა ამ დღეების განმავლობაში, ირგვლივ გაირინდა ყველა, მისი სიტყვების მოლოდინში. - შენ ხომ
იცი…- ხელი ნელა მოუჭირა მის თითებს,ამ დღის შემდეგ არასდროს დაავიწყდებოდა ნატას, როგორ შეხედა დედამისმმა. აქამდე უკვე მიჩვეული იყო მის მუდამ იმედგაცრუებ მზერას, მაგრამ ამხელა ემოცია, რასაც იმ წუთას ირეკლავდა ცრემლები, არ უგრძნია გოგოს. ცივად გასცრა სხეულში. ოჯახთან დაკავშირებული ფსკერი კიდევ და კიდევ, უფრო ღრმავდებოდა.
ისევ დაბრუნდა ოთახში ხმები. თითოეული მთელი ძალით, რომ იჭრებოდა მის თავში. ისევ მშრალი ჰქონდა სახე. სხვას ყველას ცრემლიანი.
- ნატა, - ამოიხრიალა დედამისმა, - გადი და თვალით არ დამენახო.


საკუთარი ხელით დამარხა თავისი გაზრდილი ძმა. პატარა ნიკო, რომელიც უსამართლოდ აღმოჩნდა არასწორ დროს, არასწორ ადგილას.
მიწით ევსებოდა ფრჩილები. ტიროდა ცა. წყლის წვეთები მთელი სიძლიერით აწყდებოდა მათ სხეულებს.
დედამისი იდგა მოპირდაპირე მხარეს, ცრემლებით დასველებოდა სახე, მაინც ულამაზესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტირილისგან შეშუპებოდა სახე. მუხლები უკანკალებდა, თითქმოს წამი-წამზე დაეცემოდა ძირს, მაგრამ ისევ ამაგრებდნენ მის სხეულს სხვები. გვერდით ამოსდგომოდა ქმარიც. გაყინული სახით რომ დაჰყურებდა შავ მიწას. ცივ თვალებში ახლაც არ ეტყობოდა ემოცია, ზემოდან უყურებდა ხალხს და მალავდა უამრავ რამეს, მის თითოეულ მოძრაობაში. ვერ დაინახა მამის თვალებში ტკვილი, მხოლოდ ისევ ის სიცივე ჩანდა, რაც ბავშვობიდან აჩრდილად დაყვებოდა.
სასაფლაოს ირგვლივ შეკრებილიყო ხალხი შავი ქოლგებით. მათი ცრემლები ერეოდა წვიმას.

უკან დაბრუნდნენ. სახლის მყუდროობას არღვევდა ჩამოწოლილი მდუმარება, წყვდიადად რომ გადაჰფენოდა ოთახებს.
ფართო მისაღებში ისხდნენ შეკრებილები, ცრემლებითა და ჩუმი ოხვრით იხსენებდნენ ბავშვს.
მათგან მოშორებით, სამზარეულოში მაგიდის კუთხეში ჩუმად იჯდა ნატა. წინ ორთქლადენილი ჩაის ჭიქა ედო, რომლისთვისაც მზერა გაეშტერებინა.
-დედაშენმა თქვა, გასულიაო,- ახლოდან მოესმა ხმა. ცარიელი მზერა შეანათა კარის ჩარჩოს მიყრდნობილ ბიძაშვილს წლები რომ არ ენახა.
-სად წავიდოდი?! - ჩახლეჩვოდა ხმა, ჩაეცინა ცივად.
მის წინ ჩამოჯდა ბიჭი, ამ სიტუაციაშიც დისტანციას რომ იჭერდა მასთან.
-პაატა ისევ გასულია?
-პოლიციაშია.
-შალვაც მასთან იქნება ალბათ,- მოიკითხა ბიჭმა მამამისი.
-სამართლიანობისთვის იბრძვის? - ემოციებისგან დაცლილმა შეხედა.- საბა ხომ არ გინახავს?
-არ მინახავს, - თვალი მოარიდა სანდრომ.
-რატომ?
-ახლახანს მოვედი, რა დროს საბაზე ფიქრია, მაინც გაირკვევა ყველაფერი.
-გაირკვევა..- გაიმეორა ჩუმად, - ნიკოს რაღა ეშველება? რომ ვფიქრობ,- თავი გააქნია ურწმუნოდ,-იცი, არ მჯერა რომ აქ იჯდა, ჩემთან ერთად. - ხელი გაიშვირა შედარებით მაღალი სკამისკენ.- ერთად ვისაუზმეთ, მე თვითონ გავუკეთე ჩაი და წინა დღით გამომცხვარი ორცხობილები ჩუმად ვაჭამე, დედას რომ არ გაეგო. გესმის სანდრო? ბოლოს რა მიირთვა მე გავუკეთე, სკოლისთვის სენდვიჩი გავუმზადე, წინა საღამოს მათემატიკის დავალების დაწერაში დავეხმარე…და მერე…სკოლაში მივიყვანე, გზაში ისე მოუსვენრად იყო, სულ მოძრაობდა, მეც თითქოს გავბრაზდი და ვუთხარი თუ ასე მოიქცევი აღარ წამოგიყვან-მეთქი, გესმის სანდრო?!
თავი ჩაეხარა ბიჭს. ადრე მის მზერაში თუ მხოლოდ გაღიზიანება ჩანდა, ახლა თვალს ვერ უსწორებდა მისი ბავშვობის გამყოფს.
-რა დაწერეს? - კითხვანარევი თვალებით ახედა გოგოს,- ტელეფონის გამორთვა მომიწია, ყველა მწერდა ან მირეკავდა, ასეთი რა დაწერეს, რომ ჩემამდე მოვიდნენ?
-გაიგეს პაატას შვილი, რომ ხარ,- ამოიხრიალა ბიჭმა, ხელი მძიმედ მოისვა შუბლზე, იცოდა დიდხანს ვერ დამალავდა ამბავს დილიდან რომ აჭრელებდა ყვითელ პრესას.
-ანუ? -ჩაეცინა ნატას, - ძმა, რომ მშვიდად მეგლოვა ისიც არ მაცადეს?
-ხომ იცი, არ დაიმალებოდა ისედაც. პაატა მთელი ეს ძწლები თქვენს სიმშვიდეზე ფიქრობდა. ახლა ყველაფერი ერთდროულად აფეთქდა, თანაც არჩევნები მოდის.
-და მამაჩემიც ამ ტრაგედიას გამოიყენებს, ხო?- ხმას დაუწია შედარებით. არ უნდოდა
მისაღებში გასულიყო მისი ხმა, ისედაც გრძნობდა ოთახიდან მომავალ მზერებს.-პოლიციის განყოფილებაშიც ამიტომაა ამდენხანს, როგორ ვერ მივხვდი. - ისევ ძველებურად ეუბნებოდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ სანდრო…წლებია მსგავსად აღარ მოქცეულა.
-რას ამბობ ნატა? არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს, წარმოიდგინე რა მდგომარეობაშია ახლა. ნიკო თუ პირადი შურისძიების გამო მოკლეს..არ დატოვებს ამ ამბავს ასე.
-თუ? ისეთი ცივი თვალები ჰქონდა, ცრემლი არ გადმოვარდნია, საფლავის შემყურე თითქოს დაშვებულ შეცდომას ხედავდა, იმას რომ რაღაც გამოეპარა და არა შვილის სამარეს.
-ნატა, - გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია მხარზე. ისეთი იშვიათი იყო მისი სხეულის სითბოს შეგრძნება.. დავიწყებოდა საერთოდ ბოლოს როდის ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ეს ხელები ეხვეოდა ბავშვობაში, იცავდა, თავის სიყვარულს უზიარებდა, მაგრამ ბოლოს მანაც დატოვა,- ერთდროულად ბევრი რამ ხდება, მესმის შენი, ნიკო ჩემი ძმაც იყო. პოლიცია და მამაშენი გაარკვევენ აუცილებლად რაც მოხდა და მკვლელს პასუხისგება მოუწევს, დამიჯერე ასე იქნება. პაატა ყველაფერს გააკეთებს, მამაჩემიც მის გვერდითაა, არ შეგეშინდეს არაფრის. - დაუყვავა გულუბრყვილოდ. ნეტა, სცოდნოდა პაატას ხასიათი.
-დღეს დაბრუნდი?- საპასუხოდ მხოლოდ ეს კითხა, იცოდა პოლიციაც მამამისის მსგავსი ხალხით იყო სავსე და იმედი არ უნდა ჰქონოდა. არავისი. მაგრამ, იქნებ პირველად პაატას დაუნდობელ ბუნებას დადებითი შედეგი მოეტანა და მართლაც ეპოვნა მკვლელი. მამამისის იმედი უნდა ჰქონოდა? კაცის, რომელიც…
-გუშინ საღამოს, მანამდე ვერ მოვახერხე უამინდობის გამო რეისები გააუქმეს, - კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელი, ყველაფრის მიუხედავად გრძნობდა გამოტოვებულ წლებს. ზემოდან დახედა მის მხარზე მიყრდნობილ გოგოს. რატომ
მალავდა გრძნობებს? - შალვამ მომიყვა, - ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები, - საბა იყო მოსული?
-იყო, - ყოყმანით უპასუხა ბიძაშვილს, არ უნდოდა შემჩნეოდა რაიმე, - გაიყვანეს მალევე დინას თხოვნით. სანდრო, საბას ბრალი ხომ არ მიუძღვის?
-რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ მოწმეა, არც კი. ჩვენებას მისცემს, ყველაფერი გაირკვევა,- თმაზე გადაუსვა ხელი ნაზად, - წლებია არ შევხვედრილვარ, შენ ხომ არ გინახავს აქამდე?
-მხოლოდ შორიდან, რამდენჯერმე,-ჩუმად უპასუხა, გრძნობდა მისი საიდუმლოს გამჟღავნება მოუწევდა მალე სანდროსთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცრად კარგი ისტორიაა, ამაღელვებელი და დამაინტრიგებელი. იცით ამ საიტზე კარგა ხანია ასეთი საინტეტესო და ცხოვრებისეული ისტორია აღარ გამოჩენილა, ისეთი რომელიც გულს შეგირხევს, რმდენ ხანში ერთხელ ფადებთ გაგრძელებას?

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

უდავოდ ნიჭიეტი ადამიანი ხართ, საინტეტესო ისტორიაა, ველით გაგრძელებას

 


№3  offline წევრი tessa1

სტუმარი მარი
უდავოდ ნიჭიეტი ადამიანი ხართ, საინტეტესო ისტორიაა, ველით გაგრძელებას


ძალიან დიდი მადლობა ❤️ მეორე თავს მალე დავდებ ❤️

 


№4  offline წევრი tessa1

სტუმარი ნინო
საოცრად კარგი ისტორიაა, ამაღელვებელი და დამაინტრიგებელი. იცით ამ საიტზე კარგა ხანია ასეთი საინტეტესო და ცხოვრებისეული ისტორია აღარ გამოჩენილა, ისეთი რომელიც გულს შეგირხევს, რმდენ ხანში ერთხელ ფადებთ გაგრძელებას?


დიდი მადლობა ❤️ მსგავსი შეფასება ბევრს ნიშნავს ჩემთვის. შევეცდები ყოველი თავი მალე ავტვირთო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent