შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი წამი (თავი 3)


1-08-2026, 00:35
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 58

სასტუმროში დასაბინავებლად, სულ ახალი აღებული ჰქონდა ალავიძეს გასაღები, უზარმაზარი სასტუმროს ეზოში, რამდენიმე 5 სართულიანი შენობა იდგა, ვიწრო გვირაბი გადიოდა ეზომდე გასასვლელად, იქ სადაც დაბინავება შეიძლებოდა, ჯერ მისი კარმიდამო უნდა გაგევლო სადაც ნახევარი ეზო აუზითა და გასართობი ინვენტარით სავსე ყოფილყო, სწორედ ეს გვირაბი გაიარა ოჯახმა, უკან მიყვებოდა უტა დედასა და და-ძმას მშვიდად ბარგით დატვირთული. დააკვირდა გვირაბიდან გასულ დას აღფრთოვანებული რომ ახმაურებულიყო, გაცისკროვნებული მზერით შესცქეროდა მისთვის სანუკვარ აუზსს და ახტუნავებული დასტრიალებდა თავს
- საუკეთესოა მსოფლიოში ეს სასტუმრო! — სიხარულისგან მგზნებარედ წამოიყვირა თიკომ და არც დაფიქრებულა ცქვიტატ სამოსითვე გადაეშვა აუზში
- თიკო! — დაეწია დედის განრისხებული ხმა, თუმცა ჰაერში შემხტარს, ხომ ვერ გააჩერებდა? ერთი იდეალური ნახტომი და თიკო უკვე წყალში იყო,
- თიკო ახლავე ამოდი! — თავი რომ ამოყო წყლიდან მაშინ წააწყდა დედის აალებულ მზერას, ერთბაშად გაცრა, ბრაზისგან ალ მოდებული ჩამოადგა ირმა აუზს და მთელი არსებით ცდილობდა საკუთარი თავის კონტროლს თითქმის ცარიელი იყო ტერიტორია ირგვლივ მაგრამ მაინც მოძრაობდა ხალხი, მაინც გრძნობდა მრავალ თვალს ქალი და ცდილობდა თავის ხელში აყვანას. აუზთან ჩამოდგა, როგორმე რომ მიმწვდარიყო თიკოს და იმისთვისაც მზად იყო განრისხებულს თმებით ამოეყვანა ბავშვი წყლიდან, თუკი შეძლებდა და მართლაც დასწვდებოდა თიკოს თმას ალბათ მართლაც ასე მოიქცეოდა ეს მძვინვარე მგზნებარებით სავსე.
- რა გემართება! ჯერ ჩანთებიც კი არ აგვიტანია! — ბუტბუტებდა შეძლებისდაგვარად ჩუმად ალავიძეების რძალი, და კბილებს ერთმანეთზე ბრაზისგან აღრჭიალებდა, უხერხულად აცეცებდა თვალებს შესამოწმებლად ხომ არავინ აკვირდებოდა.
- თიკო ამოდი წყლიდან! — დაიგრგვინა ისევ. მომავალ უტას, რომ შეხედა თიკომ წამით ეცვალა სახე, მაგრამ არა შიშისგან, თითქოს შერცხვა მისი და თითქოს სადღაც იმედიც გაუჩნდა იმის, რომ დედის რისხვას გადაურჩებოდა თავისი ურჩი საქციელის შემდეგ, რომელიც ერთბაშად გაანალიზა. იმდენად მძვინვარე იყო ირმა, არ ფიქრობდა თავისი ძალებით მიახლოვებოდა დედას
- მანდ რა გინდა? ჩავარდი? — იკითხა შორიდანვე და მიუახლოვდა აუზს უტა, თითქოს შორიდანვე სურდა პირი მოეწმინდა დის უგუნური საქციელისთვის
- ჩავარდნილს გაავს უტა?!. უნდა შეგვარცხვინოს მოსვლისთანავე!.. ამოდი მაგედან!.. მოგივლი მე შენ!.. გასწავლი მოქცევის წესებს! — ბუტბუტებდა გაცეცხლებული, ისეთი თავზარი დაეცა თიკოს ამ საქციელის ხილვისას, ერთბაშად მოსწოლოდა მკლავებში სისხლი, და როცა მის ერთ სიტყვას არ დაჰყვა თიკო, ამან კიდევ მეტად აალებადი გახადა ქალი. დაწვდა ჩანთას, როცა მოთმინებას კარგავდა და დიდი ნაბიჯებით შევიდა შენობაში. წამით გახედა უფროს დას უტამ, ანიშნა გაყოლოდა დედას და წაეყვანა ილიაც... მაშინვე დაემორჩილა ეს უკანასკნელი, თავი მცირედ უკმაყოფილოდ გააქნია და მიჰყვა დედას.
- უტა დედა მცემს არა? — ინტერესით გააყოლა თვალი ოჯახს, ნაპირზე მისულმა და ახედა ჩაცუცქულს.
- მისმინე თიკო... ვიცი, რომ გიხარია და გინდა ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ცოტა თავიც უნდა შევიკავოთ გესმის? შენ უნდა აკონტროლო შენი სურვილები, შენმა სურვილებმა კი არ უნდა გმართოს... აი მაშინ იქნები ძლიერი გოგო, შეხედე მხოლოდ შენ ხარ აუზში და თანაც ტანსაცმლით! — ეცადა ტონი შეერჩია, არც თბილი, მაგრამ არც ზედმეტად მჭახე აღმოჩენილიყო დისთვის,
- ბავშვივით მოვიქეცი არა?
- ნამდვილად! არაუშავს, უნდა გავერთოთ კიდეც, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს — მოკიდა ხელი ერთბაშად ამოიყვანა, წყლისგან დამძიმებული აუზიდან, თიკოსაც ტანსაცმელი ისე დამძიმებოდა, ლამის გასძვრა სხეულიდან — ყველაფერს თავისი დრო აქვს.... წარმოიდგინე, ახლა როგორი სველი ხარ, თან შეგცივდება ახლა, დედას ტანსაცმელიც კი არ ამოულაგებია, რამდენი ხანი მოგიწევს იყო ასე სველი ტანსაცმლით? სანამ რამეს გავაკეთებთ უნდა დავფიქრდეთ, თორე ასე სულელები გამოვჩნდებით და ჩვენ კარგად ვიცით ვისი გვარისები ვართ!
- კი, ჩვენ ალავიძეები ვართ!
- მართალია, მოდი ახლა მაიკა და შარვალი გაიხადე, რომ შენობაში შეგვიშვან,
- რომ მრცხვენია?
- მიდი და ჩემს მაიკას მოგცემ — ცალ მხარეს გადაკიდებული ჩანთა მოიხსნა, ბარგში ჩადებული შავი მაისური ამოაცურა მალევე სწრაფად გადააცვა დას და სიცილიც აუტყდა. მცირედ უჩანდა მკლავები თიკოს, ფეხები უჩანდა, მხოლოდ. მხრებზე მცირედად სწვდებოდა მაიკის საყელო, თორემ ისევე გასძვრებოდა, როგორც ჩაიცვა...
- ფორიალა... — გააჯავრა უტამ და ტანსაცმელი ერთიანად გაწურა ისე მძლავრად, რომ ლამის შეაშრო. აიტაცა ბავშვი ხელში ჩანთა ცალ მხარეს მოიკიდა, ცალი ხელით თიკოს ტანსაცმელი მოჰქონდა ცალი ხელით კი თიკო ეჭირა, რომელიც კომფორტულად მოწყობილი ძლიერად ხვევდა ძმას კისერზე ხელებს...
- ასე ნუ მიჭერ თორემ გავიგუდები,
- მამა არ იგუდება ხოლმე,
- მერე მე მამა ვარ?
- მამა... მამა.. მამა... მამა ხარ მიეჩვევი — გააჯავრა თიკომ, სიცილით შეხედა ბავშვს უტამ ასევე კმაყოფილი რომ ემანჭებოდა ძმას და გზა განაგრძო იქით,სადაც კედელი ჰყოფდა გასასვლელს, კედლის იქით კი არ მოჩანდა არაფერი, სწორედ აქ უნდა შეეხვია ალავიძეს
- მამა მშია... — დაიწუწუნა მის მკლავებში თიკომ და ისევ ისე ჩამოეკიდა კისერზე, როგორც მამამისს
- ეეე თიკო!.. — ვერაფრის თქმა ვეღარ, მოასწრო სწორედ იმ გასახვევში გასული მოულოდნელად შეასკდა სხეულს... ერთი დაიკვნესა ქალმა,
გაოგნებულმა დახედა ტკივილისგან რეფლექსურად მოკეცილს, ტკივილისგან მკლავებზე, ისვამდა ხელებს ნერვოზულად... სანამ კი საყვედურისთვის მოემზადა, მანამ გადაიწია ყურსუკან თმა თითქოს აზრების მოკრებასა და სიტყვათა ლექსიკონის შეგროვებაში მიეშველებოდა ეს მანერა. უკვე მომზადებული შეაჩერდა უტას... თავზარი დაეცა, თვალები გაუფართოვდა, სიტყვა შეეყინა, მოულოდნელად მისმა დანახვამ ისე აღაშფოთა, ისე გააოცა კანკალმა აიტანა, ისეთმა ცახცახმა, როგორც ეს ციებისას ემართებათ ხოლმე. უყურებდა მამაკაციც განცვიფრებული სიტყვებსაც ვერ მოაბა იმ წამს თავი, უმზერდა თითქოს ქვეყნის დასალიერში, გადაკარგულ ადგილას ენახათ ერთმანეთი
- შენ?! — ერთხმად დასმულ კითხვებზე ასევე ერთბაშად, ერთდროულად აწკიპეს წარბები, თუმცა უტას გასახტებული მიმიკები ერთმაშად ჩაენაცვლა კმაყოფილებისგან, ნიტას სახეს კი უცვლელად, გაოცების კვალი ესვა, გულში ტალღებად ასკდებოდა მღელვარება თითქოს მის სიცოცხლეს წყვიტავდნენ იმ წამს. მოავლო შემდეგ გაფართოებული თვალები ბავშვს უტას მკლავებში, სხარტად ამოუტივტივდა მანამ მოსმენილი მათი საუბარი კიბეებზე ჩამომავალს,
- აქ რას აკეთებ? — გაუთვითცნობიერებლად დასვა მეტისმეტად ფამილარული კითხვა ალავიძემ, მას ხომ გოგო ედგა წინ რომლის ნახევარი ცხოვრებაც გადაკითხული ჰქონდა... გულწრფელი და უზაკველი იყო უტა, მაგრამ ახლა ნიტასთვის, ის ერთ თავხედ მამაკაცად იქცა, მისი ამ არაოფიციალური ტონის გამო, რომელმაც უცნობ ქალთან მოკრძალებულად საუბარი არ იცოდა
- ბატონოო? — უტას გაეღიმა, მიხვდა კიდეც რომ ეს კითხვა ნიტასთვის მეტად პირადი იყო და ამაში არც უნდა ჩარეულიყო
- რამე იტკინე? — ეცვალა ღიმილით მზერა, მეტად კმაყოფილი იყო ეს უკანასკნელი, თითქოს შიგნეულობა დალაგებოდა, თითქოს ის სურვილი ახდენოდა რაზეც მალულად გაუფიქრებია
- როგორც პირველად — მოისვა ხელები მკლავებზე უკმაყოფილოდ ქალმა და კიდევ ერთხელ შეხედა მამაკაცის მრუმე თვალებს, შეცვლილი ეჩვენა, თავადაც შეცბა, პირვანდელის აღარაფერი უგავდა ამ განსხვავებულ მაცდურ მზერას,
- მაგრამ ისე არ წუწუნებ, როგორც პირველად,
- არ არის საჭირო — ბავშვისკენ გააპარა მზერა კდემამოსილმა, თითქოს ბრაზიც შეპარვოდა მის ხმას, თვალები დაბლა დახარა ნერვიულად,
- მცივა მამა — თითქოს დაძაბული სიტუაცია განმუხტა წუწუნით თიკომ და ღიმილით გააპარა გოგონასკენ თვალი, ერთბაშად რომ ეცვალა სახე, თვალები გაუფართოვდა ისე თითქოს რამე დაეშავებინოს, გამოუსწორებელი შეცდომა დაეშვა.
- თიკო ასე ნუ... — გამაფრთხილებელი სიტყვა არ დასცალდა გვერდი ხისტად ჩაუარა ნიტამ, ძალიან შეცბუნებული ზედმეტად მგზნებარე ეჩვენა ალავიძეს გოგო მისი შეჩერება სცადა, თუმცა სწორედ მაშინ გააწყვეტინა ისევ სიტყვა მის ჯიბეში ამღერებულმა ტელეფონმა, უკმაყოფილოდ ამოაცურა დაუხედავად უპასუხა კოპებ შეკრულმა
- გისმენ?!.. მოვდივართ დედა...

....
მომდევნო დღე

- არსად წამოსაყვანები არ ხართ! — კაფეტერიაში ისმოდა ირმას მჭახე ტონი, დაღლილი პირქუში მგზნებარებისგან უკმაყოფილოდ და უშედეგოდ ცდილობდა ბრაზის გამოხატვას. ბავშვებს ვერ იმორჩილებდა, ისინიც თითქოს განზრახ დედის გაბრაზებისთვის, მოუსვენრად დასდევდნენ და აბრაზებდნენ ერთმანეთს თითქოს ირმას მოთმინებას ცდიდნენ ეს ონავრები. ბედად შევიდა უტა და დედის ლანძღვაზე მცირედ გაეცინა, შემდეგ მოავლო თვალი იატაკზე გადავრდნილ აყვირებულ და-ძმას
- დედაა — მიუჯდა გვერდით დედას თავზე რომ წაევლო მგზნებარედ ხელები, მოხვია დედას ხელი და თბილად ეამბორა თავზე
- ბავშვები არიან, თუ არ იცელქეს რა უნდა აკეთონ?
- ეჰ! როდის გახდებიან შენხელები... — მოჰხვია ხელები შვილს და დააკვირდა სასტუმროს კაფეტერიაში მოსიარულე უცხო, მაგრამ მცირე ხალხს და კიდევ ერთხელ დაუყვავა თიკოს
- შენ მართლა გინდა, რომ ჩემხელები იყვნენ? — სიცილით დახედა დედას, როცა ტყუილში გამოიჭირა იმ წამს
- არა მაინც არ მინდა — უარყო უეცრად და ერთხელ კიდევ დაამშვიდა ზედმეტად ახმაურებული ბავშვები
- რატომ არ გინდა?
- მერე ვეღარ მოვეფერები — დანანებით ჩაილაპარაკა ფრთხილად მოჰხვია წელზე ხელი და სასაცილოდ გაეკრიჭა
- ოხ დედაა! შენ ჩემი მოფერება გაკლია გოგო? — თითქოს ეწყინაო უტას ირმას სიტყვები
- როგორ არ მაკლია? იშვიათად მოდიხარ სახლში დაღლილი და ადიხარ ოთახში, ან სულ საქმე და საქმე, აღარც მეხუტები ისე ხშირად, აღარც მკოცნი და აღარც მელაპარაკები, სულ აღარაფერი! — გაუწყრა წუწუნით ეს უკანასკნელი, უნებურად ხმამაღლა გამოთქვამდა წყენას უტას მიმართ, რომელიც ყოვლისმომცველად უღიმოდა და ისეთი აღმატებული მზერითა და სიყვარულით უმზერდა, მთელ დედამიწას ეყოფოდა,
- მოდი ჩემთან, თურმე როგორ ნაწყენი ყოფილხარ ჩემზე, — ძლიერად ჩაიკრო გულში აკოცა თავზე, მისიანად მიეყრდნო დივანს თბილად აკოცა ისევ თავზე ისევ და გახედა უნებურად კაფეტერიას, შეაჩერდა იმ წამს მგზნებარებისგან დაბნეულს, ორმაგი ბუნებითა და საოცარი ინტერესით რომ უმზერდა კარიდან ნიტა, სწრაფად აარიდა გოგომ თვალი როცა ალავიძის მშვიდი მზერა იგრძნო და დაქალთან ერთად ცქვიტად გავიდა კარში. გააყოლა ალავიძემ თვალი და დაკვირდა როგორ მიიმალა ნიტა, შეუმჩნევლად გაეღიმა ამ უკანასკნელს, რაღაც იდუმალი ძალა ანდამატივით იზიდავდა. ქალის ეს მალული, მაგრამ ამავდროულად ინტერესიანი, მოკრძალებული, კდემამოსილი მზერა, სიცოცხლით სინათლითა და მგზნებარებით აღსავსე უტას ქვეცნობიერში ფარულად იზიდავდა.
....
" ზოგადად ვერ ვიტან და არ მგონია საერთოდ რომელიმე ქალს სიამოვნებდეს უცხო კაცის არასასიამოვნო ხელები! , როცა სხვა განზრახვით მეხებიან ვერ ვიტან, როცა ცდილობენ ჩემს შევიწროვებას, ცხადია ეს რომელ გოგოს მოსწონს? მაგრამ მეც ძალიან მეშინია, ყველაზე მეტად მეშინია იმ შიშთა შორის რაც კი არსებობს, მე დღეს კიდევ გამოვცადე ეს საზარელი შიში, ეს სიმხდალე ეს უილაჯობა კიდევ ერთხელ გამოვცადე. ელენეს გასაუბრებაზე გავყევი წინა დღით მთხოვა, როგორ ვკადრებდი უარს? თვითონაც არასდროს დაზარებია გამომყოლოდს სადმე ოდესმე. კომპანიაში უნდა წავსულიყავით, მამამისის ახლო ძმაკაცთან, ჩვენც სანდო ადამიანად აღვიქვით ერთბაშად და მაქსიმალური სიწყნარით შევაბიჯეთ კარში. კაბინეტში ასე 30 წლამდე მამაკაცი დაგვხვდა, ვინმე ბრეგვაძე ნიკოლი. ორივე შეგვიპატიჟა. ცხადია ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა მათი დიალოგითა და კითხვა პასუხით მანამ სანამ, მოულოდნელად დივანზე ჩვენს შორის არ ჩაჯდა. მიხვდა ელენეც მის არანირმალურიბას, ზედმეტად დ
საეჭვო საქციელებსა და მანერებსაც აკვირდებოდა მთელი ეს დრო. კაცმა ელენეს უთხრა, რომ დოკუმენტებს გამოატანდნენ ქვედა სართულიდან და ისიც დაუყონებლივ წამოდგა, მითხრა რომ დავრჩენილიყავი, მალე ამოვიდოდა.... უხერხულად შევიშმუშნე, მოცყევი თვალის ცეცებას მამაკაცის დაჟინებულ მზერაზე, მგზნებარებისგან მიცახცახეცვსს თითები, მეგონა ჰაერის შესუნთქვა მოკლავდა, რადგან ხშირად ვივდებდი ფილტვებს ჰაერით, რადგან ეს კაცი ჩემს გვერდით იჯდა და თვალმოუშორებლად მაკვირდებოდა. ხმას ვერ ვიღებდი, ვაკონტროლებდი და ვაცქერდებოდუ მხოლოდ მის მიძრაობებს მაბერებს და მისი ქცევის
კულმინაციას რომელიც ძალიან მთრგუნავდა, მოულოდნელად მისი ხელი შემეხო ფეხზე, შევკრთი უკან დავიწიე, მაგრამ ამას მისთვის არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა. მდორედ დამისვა ხელი... გეფიცები დღიურო, სიკვდილამდე შემეშინდა ენაც გადავყლაპე. არ ვიცი ამ შიშს რა ქვია, როგორ ავხსნა არც ის ვიცი, ფეხებში ლითონივით სქელი რაღაც მძიმე ბლანტი ჩამეღვარა წასვლის საშუალებას არ მაძლევდა, ვკანკალებდი მთელი სხეულით, მაგრამ მხოლოდ შიგნიდან, ვერ ვდგებოდი და ყველაზე ცუდი ის იყო რომ ვერც ვყვიროდი, თითქოს უხილავი ძალები მიკავებდნენ პირს, მხოლოდ ისეთ დაჭიმულობას ვგრძნობდი, მტკიოდა ყბები, ვერაფრით შევძელი თავის დაცვა ისევ... არ შემიძლია საკადრისად შევეწინააღმდეგო ან ვეჩხუბო ისე, როგორც იმსახურებს ან დავარტყა, ალბათ იმიტომ, რომ მეშინია, მეშინია მაგრამ არაფრით ვიცი რისი. ძეგლივით გაყინულს მეშინია მხოლოდ. ეს წყეული შიშიც ისეთია მეტყველების უნარსა და ძალებს ერთბაშად მითანგავს. ყველაზე ჯოჯოხეთური გრძნობაა რაც კი გამომიციდა. ის კი გადმოიწია მეტად, ძალიან ლამაზი ხარო ჩამჩურჩულა, მთელი არსებით ვეცადე სანამ უარესად შეტოპავდა, სანამ სრულიად დავკარგავდი ჩემს ისედაც მწირ ძალებს, გვერდზე გადავიწიე, მაგრამ ის თან გამომყვა, ჩემს უკან დივანს გადახვია ხელი, იღიმოდა კმაყოფილებისგან, მიყურებდა თვალმოუშორებლად ძეგლივით გაქვავებულს, სახეზე დამისვა ხელები და ვფიცაც გულში რაღაც ნაღველივით მწარე ჩამეღვარა იმ წამს, გული მერეოდა. სწრაფად წამოვდექი ხელში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმატრიალა, მარტო ვართ და სანამ ის იქიდან ამოვა ჩვენ გავისაუბროთო, ასეთი ლამაზი გოგო უკარება რატომ ხარო, თითქოს ავტომატურად იმახსოვრებდა მის სიტყვებს ჩემი გონება, თუმცა იმ წამს ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა შიშისა, ჩემსკენ მოიწევდა მე კი უკანაც ვერ მივდიოდი, გული მერეოდა, როცა ვუყურებდი კიდევ მეტად მეიფლებოდა ეს საშინელი გრძნობა, ვეღარ გავუძელი პირზე მქონდა აფარებული ხელები მაგრამ, ზიზღიც და შიშიც იმდენად ძლიერი იყო ვერაფრით გავუძელი და ვერც წარმოიდგენ რა გავაკეთე... პირდაპირ მის გულმკერდი მოვრწყე, ვუყურებდი ახლა დასვრილს მის ალეწილ დაღრეჯილ სახეს, თითქოს მთელი შიში ამოვაყოლეო შვება ვიგრძენი, სიცილიც კი მომინდა მის სახეზე, მივხვდი რომ უბედურება დატრიალდებოდა ისე გამოვიქეცი იქიდან არავისთვის შემიხედავს.., ელენეს სამსახური დავაკარგვინე, ვინ იცის როგორ უხაროდა მუშაობის დაწყება მე კი, ისე გამოვაქციე იქიდან უკან არც გაგვიხედავს. როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი, მოკლედ ვუთხარი რომ ის კაცი არ მომეწონა და პირობებიც ძალიან ცუდი იყო... მანაც უბრალოდ თავი დამიქნია და მართლაც რომ დამიჯერა, თავს იმითაც ვიწყნარებდი რომ ასეთ ადამიანთან მუშაობას სულ არ მუშაობა ჯობია, "

" იცი დღიურო... მგონი მამაკაცების მიმართ შიში და უნდობლობა მიჩნდება, ვისაც კი ვიცნობ ყველა ცდილობს სადმე გამომიჭიროს, დიახ გამომიჭიროს ბადეში გამაბას, როგორც თევზი, ვგრძნობ მაქსიმალურად ცდილობენ, მარტო აღმოვჩნდე მათთან ერთად, ეს ხომ მარაზმია?! წარმოიდგინე ჩემი ოცნება იყო მყოლოდა ძმაკაცი, ძმაკაცი გესმის? მინდოდა ისეთი ურთიერთობა მქონოდა ვინმესთან რომ თამამად ეთვა ჩემი დაიკოაო, წიგნების კითხვის დროს მსგავსი პერსონაჟები მეტა მიყვარდებოდნენ მათი ეს უშუალო ურთიერთობა, მაგრამ ამაოდ, როგორც კი გავიფიქრებდი, რომ ძმაკაცი მყავდა მეორე დღესვე "რაღაცის" თქმა სურდა ჩემთვის. მერე ყველა უბრალოდ გატაცებულია, ოხ! თითქოს, ეს ვიზუალი დარჩებათ სამუდამოდ და აღარასდროს შეცვლებიან. ერთ-ერთი მოსწავლის ბებია მირიგებდა ერთ ბიჭს, მისი დის შვილია ასე მახსოვს, ერთხელ გამოაყოლა კიდეც ჩემს მოსწავლეს განზრახ, ხომ ვერსად გავექცეოდი? მანაც მოახერხა ჩემი გაცნობა. მართლაც კარგი ბიჭია, მას მერე ყოველდღე ცდილობს შემხვდეს, სულ ცდილობს კარგად მომექცეს არაფერი მაწყენინოს, კარგი ბიჭია, მინდა კიდეც, რომ დავფიქრდე მასზე, იმდენად კარგია, რომ არც მინდა ვაწყენინო, მაგრამ იმის გამო ხოარ ვიქნები მასთან, რომ მას არ ეწყინოს? ასე დაბნეული არასდროს ვყოფილვარ... ალბათ ურთიერთობების არ ცოდნა დიდი მინუსია, სწორედ ამიტომ, რადგან ვერ ხვდები ვის როგორი შანაი უნდს მისცე"

" დღეს ოთოსთან ერთად გასულიც კი ვიყავი სასეირნოდ, ქუჩაში შემხვდა სეირნობისას მანაც დრო იხელთა და თან გამომყვა, ეს ის ბებიის განოგზავნილი ბიჭია. მართალიც ვყოფილვარ, ლამისაა დავფიქრდე მასზე. იმ თემაზე რომლებიც ჩვენ წამოვჭერით, საკმაოდ ვუგებთ ერთმანეთს, მართალია ძალიან მშვიდი და არაპრინციპულია, ეს ძალიან მაბრკოლებს, თითქოს მეტი ძალა სჭირდება მეტი მონდომება, მაგრამ ვფიქრობ ურთიერთობა მის კარგ და მონდომებულ მხარეს მაჩვენებს. მას მეტად ნაზი სათუთი და კარგი პარტიორი სჭირდება, მე ძალიან ცუდი ვარ მისთვის, წარმოიდგინე ისე შემიძლია ადამიანს ვაწყენინო, რომ არ დავფიქრდე, მხოლოდ უხეში სიტყვების სროლა შემიძლია ზოგჯერ ადამიანურსაც კი ვერაფერს ვხედავ ჩემში, მაგრამმ იქნებ მივცე შანსი საკუთარ თავს და არა მას? იქნებ შევეწყო?.."

" თითქოს მოღალატე ვარ, დაქალი მყავს და მე დღიურში ვწერ ყველაფერს, ჩემს ისტორიებს, როგორი დამამცირებელია ალბათ მისთვის. მაგრამ მეშინია, მე ხომ სამუდამოდ დარჩენის არ მწამს, სულ მგონია რომ რაღაც მოხდება და ჩვენ ერთმანეთს დავშორდებით, ან მგონია, რომ რამე ცუდი მოხდება, მგონია თუ ჩემზე ყველაფერ მოვუყვები, მობეზრდება ან უბრალოდ დაიბოღმება ან არ ვიცი, არა, არა! ასეთი არ არის! მართლაც რომ ძალიან კარგია ელენე, ვუყვები ხოლმე რაღაცეებს ალბათ იმიტომ რომ ქვეცნობიერი ცუდად აღიქვამს ჩემს საქციელს, მისი მრცხვენია . შიშიც კი არ მაქვს ვინმეს დაკარგვის, იცი რა? თუ არ ვენდომები სადაც უნდა იქ წავიდეს! არა მხოლოდ ელენეს, ნებისმიერს, მირჩევნია სულ მარტო ვიყო, არავის შევეხვეწები, უკეთესი გამოჩნდება... სიმართლე ვთქვა ეს ამბავი სრულიად სხვა რამეს მოვაყოლე, ნათქვამი არ მაქვს რომ ზუკასთან ვმეგობრობდი, ეს ადამიანი კონცერტზე გავიცანი, დიდხნიანი ურთიერთობა მოგვიწია იმ დღეს, კარგად გავიცანით ერთმანეთიც ისიც უშუალო და საკმაოდ მხიარული ადამიანი ჩანდა, შესაბამისად ჩვენი ურთიერთობა ონლაინ გაგრძელდა, რადგან მისი სასწავლებელი სხვა ქალაქში იყო, წარმოიდგინე რა ძალიან კარგად ვიყავით, ონლაინ ვმეგობრობდით ზუსტად 4 წელი, ათას რამეზე გვისაუბრია, ზოგჯერ ღამეები მითენებია იმიტომ, რომ მუშაობდა და მას არ მოეწყინა მარტივად გაეტარებინა ღამის სმენის საშინლად გამთანგველი ღამე, მთელი ღამეები ვათენებდი მასთან საუბარით. ვიცოდი რომ მოვწონდი, ვიცოდი, რომ გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ, თითქმის ყოველდღიური მიმოწერა გვქონდა... ვიცოდი რომ სხვასაც წერდა, ვიცოდი რომ ე.წ. ბაბნიკი იყო. მე კი მის მიმართ მეგობრულ საზღვრებში ვიჯექი, რამდენი თბილისში ჩამოვიდოდა, კონცერტისთვის იმდენი მე მთხოვდა გასვლას და მის ნახვას იქ სადაც იყო, როგორ ფიქრობ? მე ამას გავაკეთებდი? არა! რა თქმა უნდა! ბევრი რამ მომხდარა ჩვენს შორის, ზედმეტი არაფერი ცხადია. სულ რაღაც ერთი კვირაა არ მომიკითხავს არ მიმიწერია, მაგრამ მანაც პაუზა აიღო, არ მოუწერია ისე როგორც ყოველთვის, დღეს მე პირველმა მივწერე, მგონი ამ 4 წელში მხოლოდ 3 -ედ. არ მცალია და დაგირეკავ-ო გამცა პასუხად, დიდი ხანი არც გასულა მართლაც დამირეკა, მითხრა : - რომ ძალიან კარგი გოგო ვარ, რომ თუ რამე დამჭირდება მაშინვე მივწერო და რას მეუბნება? ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში ვარ და ვეღარ მოგაქცევო ყურადღებას. მეწყინა თავიდან ის ფაქტი, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და არც კი მითხრა, ნუთუ ერთ კვირაში ვინმეს შეყვარება მოასწრო, მერე უბრალოდ დავივიწყე, ბედნიერება ვუსურვე და სრულებით გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან, მას რომ სდომოდა ამ 4 წელში ჩემი ნახვა, ზუსტად ისევე მნახავდა როგორ ერთ კვირაში სერიოზული ურთიერთობა დაიჭირა და რადგან ასეა, ვისაც არ ვუდნივართ ზედმეტადაც კი არ უნდა შევაწუხოთ....
ცხადია არაფერი დამკლებია ცხოვრებაში, არც ყოველდღიურობის მეგობარი, ალბათ მას რომ არ მოეწერა ყოველდღე, თავად არც მივწერდი, მაგრამ ახლა სწორედ მაგან დამაფიქრა, რეგულარულად მესიჯობის მერე ერთი კვირა სრულებით, რომ გაქრა, ნამდვილად საინტერესო იყო მისი ყოფა "
......

ერთ შენობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ფიქრობდნენ ერთმანეთზე,


უკვე ორი სრული დღე გასულიყო, ოჯახის არასრული შემადგენლობის ბათუმში ნებივრობისა. მოატარა და-ძმა უტამ მათთვის სასურველსა და სანატრელ ადგილებში. ოქროს თევზად იქცა ბავშვებისთვის, იმ ოქროს თევზად, რომელიც შეუზღუდავად ასრულებდა სურვილებს... მთელი დღე მგზნებარებითა და ემოციებით დატვირთულებს სასტუმროში გათიშვის პირზე თუ მივიდოდნენ. ამ სასიამოვნო მოგზაურობასა და დასვენების შორის უტასთვის ახალი საფიქრალი გამხდარიყო არა ის რომ ჯერ ის კიდევ დამნაშავედ იყო ცნობილი, არამედ სადღაც მალულად გულის სიღრმეში პატარა მოკიაფე ცეცხლის ალად ენთო უცნობი ნაცნობის კიდევ ერთხელ ხილვის სურვილი, ყოველ ჯერზე, როცა ამას გაიფიქრებდა სხარტად გააქნევდა თავს, ფიქრების ჩამოსაშორებლად. გოგონა მას არ იცნობდა, უტა კი რაც არ უნდა ყოფილიყო არ დაუშვებდა ვინმეთი დაინტერესებულიყო... იმ ყველაფრის მერე რაც მან გამოიარა.
....
- უტა არ მეძინება იქნებ აუზზე ჩავიდეთ? — ორი ნაწნავი ლამაზად დასცვენოდა უფროს დას მხრებზე, თეთრი პერანგი ჩაეცვა ამ უკანასკნელს ჩვრებივით დაეყარა ხელები ძირს, მშვიდი და ნაწყენი შევიდა უფროსი ძმის ოთახში
- ახლა ლიკა? ძალიან გვიანია, რატომ ვერ იძინებ? — მის ნომერში შესულს თიკოზე უფროსს დას დააკვირდა უტა, მცირედ გაეღიმა მის სილამაზეზე და მის წინ ჩამომჯდარს დააკვირდა მშვიდად
- ვერც ბავშვები ვერ იძინებენ, დედას ნერვებს უშლიან და დედაც სულ ჩხუბობს, იცი როგორი ხმაურია ოთახში? ილია და თიკო ჭიდაობენ სულ გადაირივნენ, — გააფორმა ხელებით გოგომ დააბრიალა თვალები უკმაყოფილომ
- ჰო, პატარა ონავრები მართლაც ძალიან ცელქები არიან... — გაეღიმა უტას
- და შენ?.. შენ რატომ ხარ ასეთი სერიოზული?
- მაბრაზებენ ის პარაზიტები! მოუშორებლები არიან, ერთს რომ ვეუბნები ისევ იგივეს აკეთებენ, უკვე მაღიზიანებენ!
- მისმინე, შენ უფროსი გოგო ხარ უნდა გაუგო,
- როგორ გავუგო? ასეთი შეუგნებლები არიან...
- მათ ხელა, რომ იყავი შენც ძალიან ცელქი იყავი, მეტსაც გეტყვი, რაღაცას რომ გააფუჭებდი დედასთან მიდიოდი და მე მაბრალებდი
- არააა!.... — გაასავსავა ხელები დაუჯერებლად ეჩვენა მონათხრობი
- კიიიიი! — გაეცინა უფროს ალავიძეს
- შენ ახლა 11 წლის ხარ და უკვე დასერიოზულდი, ხომ არ იჩქარე პატარავ? — უჩქმიტა ლოყაზე ხელის ზურგით საჩვენებელი და შუა თითის მოჭერით და მცირედად ააკივლა და
- მაგრამ მე ესე მომწონს, — გადაიწია ჩამოვარდნილი ლოკონი უკან, ნაზად თითქოს გაეპრანჭაო ძმას
- საინტერესოა, უბრალოდ ნუ უბრაზდები შენს და-ძმას, მერე ისე დასერიოზულდებიან ინატრებ, მათ ცელქობას,
- გამორიცხულია!
- სრულებითაც არა ქალბატონო, — გაუღიმა გააყოლა თვალი წამომდგარს, თითქოს წასასვლელად იყო მზად მოულოდნელად მოტრიალდა ისევ
- უტა?
- გისმენ დედოფალო,
- დღეს, რომ შენთან დავიძინო შეიძლება?
- აბა არ შეიძლება? — გაეცინა თავად გადაწია თეთრი ზეწარი და უკვე საწოლზე დაწოლილს მიუწვა გვერდით... მიჩოჩდა ლიკა ძმისკენ ძლიერად მოხვია პატარა ხელები, მის გულ-მკერდზე ჩამოდო თავი და თვალებიც დახუჭა, წარბები გაეხსნა კმაყოფილებისგან, უტასაც ეღიმებოდა დის ასეთ სითბოზე
- რამე ზღაპარს მომიყვები?
- მოგიყვები... შენ რაზე გინდა?
- ლამაზ გოგოზე მომიყევი და პრინცზე,
- ოო, ცოტა სერიოზული ზღაპარი მოგდომებია, კარგი....— მოჰხვია ხელები დას თბილად და დაიწყო მოგონილი ზღაპრის მოყოლა...

....
ბათუმში ჩვეული წვიმა დაემთხვა სამშაბათს... ცას სქელი ჯანღი გადაჰკვროდა, ისე ჩამობნელებულიყო, როგორც ნათელი ოთახის ფანჯარას მუქ ფარდას ჩამოვაფარებთ ხოლმე... წვიმდა გადაუღებლად, ხან თითქოს ბათუმის ჩაძირვა სურდა ხან კი წყლის მტვერივით წვრილი წვიმა ცრიდა და ცრიდა, ძლიერი თანდაყოლილი ქარით, თითქოს ცას ყოველგვარი ბოროტების ამოძირკვა სურდა ღრმად მიწიდან.... ქუხდა ისე თითქოს მრავალ სართულიანი შენობა ჩამონგრეულიყო, ელავდა ისე თითქოს ღრუბლებში ცეცხლოვანი გზები იხსნებოდა ბოროტებისთვის...
- ძმაო მეშინია... — დაიჩურჩულა გამთენიისას უმცროსმა ალავიძემ, ხმაურისგან გამოღვიძებულმა, ჩაიმალა საბანში და ძმის სხეულს აეკრო,
- ნუ გეშინია პატარავ, მე შენთან ვარ! — ჩასჩურჩულა. მოჰხვია ხელები და მის თმაში დაიწყო ხელის თამაში. ლიკაც მიენდო ძმას, გაიტრუნა მის მკლავებში ძილ მორეულს კი მოფერების სიამოვნებით მალევე მიენაბა თვალები...
....
- უტაა ახლავე დაიჭირე! ჭკუიდან გადამიყვანთ! — ელვასავით შემოვარდნილ ნახევრად შიშველ ილიას მოჰყვა უკან ალავიძეების რძალი, ქალს ფერები გადასვლოდა მხოლოდ ლოყები შეჰფერვოდა ბრაზისგან... უმცროსი ალავიძე ისე დაუღალავად დარბოდა ოთახში, თითქოს მოზღვავებული ადრენალინი არ აძლევდა საშუალებას გაჩერებულიყო.
- ილია! — უყვირა კარიდანვე და მის დასაჭერად გამოემართა,
- არ მიიდაა დედა არ მიდააა,
- ილია აღარსად წაგიყვან! აღარ ვიქნები მე შენი დედა!
- არ მიდა!
- არაფერს არ მიჯერებ, გცემ იცოდე!
- არ მიდა — ენა გამოუყო გაბრაზებულ ქალს, ახლად გამოღვიძებული აკვირდებოდა ლიკა უფროს ძმასთან ერთად მშვიდად სანახაობას, და ცდილობდნენ სწრაფად მოსულიყვნენ აზრზე, რომ აღექვათ მომხდარი
- დებილო — თან მიაძახა ბავშვური სიცელქით ილიამ, გამოუყო კიდევ ენა,
- უზრდელო ბავშვო! — წამოეჭრა საწოლიდან ლიკა,
- ახლა დაგიჭერ და იცოდე მე შენ გაჩვენებ! — ისე გადმოხტა საწოლიდან თითქოს გაგლეჯვას უპირებდა, შუსტრად დასწვდა ძმას თმაში, ილიაც აკივლდა დაუგვიანებლად
- ლიკა! ხელი გაუშვი! — დასძინა უტამ,
- დედასთან უნდა მივიყვანო
- ხელი გაუშვი! ჯერ ჩემთან უნდა მოვიდეს სალაპარაკო გვაქვს, — შვიდად დაილაპარაკა და სწორედ მაშინ მოუქნია ილიამ დას ხელი მასაც პირდაპირ სახეში მოხვდა გაშლილი ხელი და თვალებ აწყლიანებული გაჰყვა ხელ ჩაქნეულსა და კარში გასულ დედამისს... ოთახში მხოლოდ ძმები დარჩნენ, დადუმდა ოთახიც ისეთმა სიჩუმემ მოიცვა კედლები რომ, წამით შიშით შეაჩერდა უტას ილია. იმდეგაცრუებული უყურებდა უტა ძმას, ანიშნა ჩემთან მოდიო, ისეთი მკაცრი, მომთხოვნი და ენერგიული მზერით უყურებდა უტა, თითქოს იგრძნოვო ილიამ დანაშაული, დახარა თავი და უხერხული ღიმილი გაეპარა მცირედ,
დამორჩილებული კი ჩამოისვა მუხლზე უტამ
- ეს როგორ მოგივიდა? ლიკა აატირე?! დას როგორ დაარტყი?
- აბა რომ მომქაჩა?!
- მართალი ხარ, ცუდად მოიქცა, მაგრამ ის ხომ გოგოა, ჩვენ ხომ კაცები ვართ არა? კაცები ქალებს არ ურტყამენ, მან კი დააშავა, მაგრამ ის ხომ გოგოა, მიხვდება თავის დანაშაულს... იცი ფაშა ქალს, როგორც მოექცევი ისეთი კაცი იქნები! დედას როგორ ცუდად მოექეცი გახსოვს? როგორ ცუდი სიტყვა უთხარი, ენაც კი გამოუყავი,
- აბა რომ მომზდევდა?
- ფაშავ! შენ უნდა დაუჯერო დედას, რომ დიდი კაცი გაიზარდო, დედას კიარ უნდა აწყენინო ყვავილები უნდა მიართვა, უნდა აკოცო, რამდენს წვალობს შენთვის და შენ აწყენინე? ეს რა კაცობაა, ორივე ქალს აწყენინე შენ ახლა, როგორი კაცი გამოდიხარ?
- ცუდი,
- არა, ცუდი არ ხარ მაგრამ ცუდად მოიქეცი ნამდვილად! — ერთხანს შეაჩერდა, საყვედური რომ მოკრძალებულად მიიღო ილიამ, ჩახარა თავი
- მაგრამ ეს ასე ხომ არ უნდა დავტოვოთ არა? შენ ცუდი კიარა მაგრი ბიჭი ხარ, მაგრამ ეს ცუდი საქციელი უნდა გამოვასწოროთ, თან ჩვენ რომ კაცები ვართ უნდა დავიცვათ ჩვენი გოგონები, არავის უფლება არ უნდა მივცეთ რომელიმეს აწყენინონ,
- ყვავილი რომ არ მაქვს? — სასოწარკვეთილმა შეხედა უტას, ეომელსაც მის მონდომებაზე ერთბაშად გაეცინა დაუფარავად
- ვიყიდოთ,
- ვიყიდოთ, ვიყიდოოთ...— შეხტა მუხლიდან
- ადექი უტააა ვიყიდოოთ... — ჩაავლო ხელში ხელი...
....
წვიმას არ შეუშინებია ძმები მალევე ულამაზესი თაიგულები შეარჩიეს ნაწყენი "გოგონებისთვის"
- უტა თიკოს? — შეახსენა, როცა მხოლოდ ორის თაიგული შეარჩიეს, გაეცინა უტას შეაქო ილია
- მიდი ფაშა შენ შეარჩიე თიკოსთვის,
უშვა ხელი და საშუალება მისცა თავად ენახა ახლოდან....
....
ყვირილით შევარდა ოთახში ილია, ხელცარიელი გოგონები რომ ერთად დაინახა თვალები გაუცისკროვანდა
- მოდი უტა... — ჩაავლო კარის უკან მდგარს თითზე ხელი და შეიყვანა ოთახში თაიგულებით სავსე, ისიც უეცრად დაიხარა კარებთანვე. სხარტად გამოართვა დედასთვის შერჩეული თაიგული ილიამ და ძლივს მიიტანა დედამდე,
- აი ცუდად რომ მოვიქეცი... — დაიჩურჩულა და მისი სახე, ისეთი თბილი, მისი თვალები კი ისეთი ნამდვილი იყო იმ წამს, სიხარულის ცრემლები გადმოუცვივდა ქალს, ჩაიკრა გულში შვილი და დაუკოცნა ლოყები.... გამოიქცა უკან ისევ აართვა კიდევ ერთი თაიგული ხელიდან ლიკას მიურბენინა უეცრად,
- მე აღარ დაგარტყავ და აღარ მომწიწკნო თმები, თორემ რომ გავიზრდები დიდი ბიჭი აღარ მექნება, — სიცილი აუტყდა ირმას
- გენაცვალოს დედა მაგ ჩლიფინა ენაში,
- აი თიკო შენც... — მოეხვია დებს ილია და ისეთი თბილი და ნათელი დილა შეექმნათ მთელ ბათუმს ეყოფოდა...
....
დღიურის გვერდები:
" დილა ადრიან სამსახურში მივდიოდი, არ ვიცი როდის დაიმახსოვრა ოთომ ჩემი დამატებითი სამუშაოს დღეები, მაგრამ დილაადრიან ჩემს კართან იდგა, დედას დაუნახავს მკითხა ვინ არისო, როგორი შეუხედავიაო, ისე შემრცხვა დავიფერფლე, რა უნდა მეთქვა? არ მითქვამს, რომ არ ვიცნობდი, პირიქით ავუხსენი როგორი კარგი პიროვნებაა, მაგრამ დედას მაინც არ მოეწონა, ცხვრის ტყავში გახვეული მგელი გადაგეყარაო, კიდევ კარგი ჩემს გვერდით არ იყო იმ დროს ოთო თორემ საფლავს გავითხრიდი, დედას არ სჩვევია ასეთი საუბარი და ახლა, ახლა არ ვიცი რა დაემართა, ისიც არ ვიცი უნდა დავუჯერო თუ არა, მე ხომ ცხოვრებაში პირველად ვცადე ვინმეზე დავფიქრებულიყავი, ყურადღებიანია პატივს მცემს ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ჩემი ყურადღება მიიქციოს, მაგრამ მაინც მეც ვხვდები რომ რაღაც ძალიან დიდი არ აქვს რაც ჩემს გემოვნებაში სრულად ჩასვამს ნეტავ შეგეძლოს ახლა ლაპარაკი, ხომ დამეხმარებოდი არა? "
" იცი რა გამახსენდა? ერთი სული მაქვს, როდის მოვა ზამთარი.... ნეტავ რატომ მიყვარს ასე ძალიან? მყუდროდ ვგრძნობ ხოლმე თავს, მიყვარს საჭმელების კეთების პროცესი, მიყვარს მილოცვები, თითქოს ვალდებული ხარ ბედნიერი იყო, და არ გაქვს უფლება მოწყენის, თოვლი, ბავშვობაში სულ მინდოდა პარტნიორი თოვლში რომ გვეცეკვა, ან კი გვეგუნდავა, მაგრამ ისე არა, რომ ჩემთვის რამე დაელეწა, ყოველთვის მინდოდა კოტეჯში ზამთრის გატარება, მხოლოდ თოვლში, მიყვარდა ხოლმე ყველა რომ ვიკრიბებოდით, ახლაც მხოლოდ მე და დედას მოგვიწევს, მაგრამ ვიცი რომ მამაც ჩვენთან ერთად იქნება, მარტო ვუყურებ გრინჩს, მარტო დავლევ ცხელ შოკოლადს, მაინც გავერთობი, უფლება ხომ არ უნდა მივცე საკუთარ თავს ვიტირო ყველაზე საუკეთესო დღეს"
" დღეს იძულებით წამიყვანეს კონცერტზე, არც კი ვიცი ვისი კონცერტი იყო, დიჯეის შეთხზული გამაყრუებელი მუსიკები ისმოდა მხოლოდ, კურსელები სვამდნენ, წვეთიც კიარ დამილევია, სანერვიულო არაფერი მქონდა და ისე ხომ არ დავლევდი, ჩემთვის ვიდექი მოულოდნელად ვიღაც მამაკაცი დამადგა თავზე ქერა თმიანი აშკარად ზედმეტად ნასვამი იყო, ბარბაცთან ერთად დამიწყო თავის ჭკუით შებმა, რომ არაფერი გამოუვიდა დებილი ხარო, თავში ავარდნილი გაქვს ეგ სილამაზეო და რეები აღარ მითხრა, გავუღიმე მხოლოდ, იმ საღამოს კიდევ
ერთი იდიოტი მოვიდა, შეხებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მივართვი, ერთ მომენტში ერთად მდგომები დავინახე ზურგით ცეკვავდნენ მეც ჩემი ჩანთა და პარალელურად ელენეს ჩანთა ავიღე და მათს შორის ჩავდექი, ერთბაშად ჩავარტყი ორივეს კეფაში ჩანთა და ისე მოვწყდი ადგილს, ჩემი ჩრდილი არსად გამოჩენილიყო, დავაკვირდი როგორ მოუქნიეს ერთმანეთს მუშტები კარგად რომ გალახეს ერთმანეთი, მცველებმაც გააშველეს, არ გავრისკავდი ასეთ რამეს, რომ არ მცოდნოდა შემოსვლისას ჯიბეები რომ დაგვიმოწმეს ცივი იარაღი ხომარსად გვედო, კმაყოფილი წამოვედი იქიდან ისედაც საშინელი საღამო იყო"
....
- აუზში მაინც ჩავიდეთ უტაა,
- თიკო ცივა, — დასძინა ირმამ
- დედა გაიხედე რამდენი ხალხია, აღარ წვიმს და თან კარგი ამინდია,
- როგორი ჯიუტი ხარ!
- აბაა აქ ხომარ ვიჯდები მთელი დღე, ასე ხომ სახლშიც ვიჯდები,
- გრძელი ენა გაქვს თიკო!
- მართალს იძახის დედა, თუ შესცივდება ამოვიყვან, ცურვა იცის და როგორ დავუშალოთ?
- ჭკვიანად იყავი თიკო! — დაუყვავა მაინც, მოისვა უტამ კისერზე ბავშვი და ჩავიდა მისიანად ეზოში საღამო იყო ახლად ბნელდებოდა, აუზზე მაინც ბლომად იყრიდა ხალხი თავს, არც დაფიქრებულა თიკო ისე ჩახტა წყალში,
- უტა ჩამოდი შენც რა გეხვეწები,
- არა მე არ მინდა,
- უტა მოდიიიი — გაისაწყლა თვალები, გაუფართოვდა და ისე აევსო სითხით თითქოს ნიანგის ცრემლებით ტირილს აპირებდა, ნაწყენმა გადმოსწია ქვედა ტუჩი და უტამ რომ მაიკა გადაიძრო შარავანდედმოსილმა ახედა. მალე ისე კარგად დაიწყეს გართობა, თიკო უტას ძლიერ ხელებს მიენდობოდა, მაშინვე შეხტებოდა უტას მკლავებზე და ისიც მაღალზე ასწევდა ჰაერში, თიკო კი სხვადასხვა სალტოებით ეშვებოდა კმაყოფილი წყალში...
- უტა ნახე, ის გოგოც წყალშია ჩამოსვლის დღეს რომ დაგვეჯახა — მაშინვე დაანახა ძმას მომღიმარი გოგო, რომელსაც უტა ვერ შეემჩნია და წყალში ნებივრობდა, გოგონასთან ერთად. ცქვიტად გახედა უტამ, უნებურად გაუშეშდა მზერა ქალზე, თავადაც ვერ შეემჩნია როგორ უმზერდა ხანგრძლივად, გამოუცნობი, გამოუცდელი ხიბლით ატყვევებდა უტას, შესაძლოა ამ ხიბლის საიდუმლო მის ღიმილში იყო, ანდა მის ღრმად ქალურ ნაკვთებში ან პიკანტურ გამომწვევ კეკლუც მიმიკებში. მაგრამ ახლა ნიტას არა მხოლოდ უტას არამდე მრავალი მამაკაცის წყვილი თვალი უყურებდა, მისი გრაციოზულობა მამაკაცებს მეტად და ხშირად იზიდავდა ვიდრე მისი არისტოკრატიული სილამაზე.
- ნახე რა კარგი რამ აცვია, რა ლამაზია, კაბას ჰგავს არა? მეც მინდა, ასეთი,
- ნუ უყურებ თორემ უხერხულად იგრძნობს თავს, — თავადვე მოაშორა მზერა მცირედი ღიმილით
- მაინც ბევრი უყურებს ვერ მიხვდება და თან მე მისი კოსტიუმი რომ მომეწონა?
- ვკითხოთ მაშინ მერე სად იყიდა, — ეუხერხულა უტას, არჩია შორს დაეჭირა თავი ამ ქალისგან
- ახლავე ვკითხოთ
- არა, ახლავე არ გვ... — სანამ კი სიტყვა დაასრულა ბავშვი უკვე სრულად იყო წყალში ჩასული, ნაჩქარევად და მოუთმენლად მიიწევდა დამახსოვრებული ადგილისკენ და საჩქაროდ მიიწევდა უცხო გოგონასკენ, ასეც მოხდა რამდენიმე წუთში მის წინ დაიწყო ტივტივი კმაყოფილმა დაუდევრად. ჯერ მის წინ დაიწყო ტივტივი, ისე რომ მზერა არ მოუშორებია მისთვის, მიიქცია ნიტას ყურადთება და მანაც გაუღიმა ფართოდ შემჩნევისთანავე
- გამარჯობა, — გაუღიმა ნიტამ,
- გახსოვარ?
- როგორ არ მახსოვხარ ფორიალავ,
- ჰეი, ჩემი ძმაც ასე მეძახის,
- მაპატიე, საწყენად არ მითქვამს— გაუცინა ნიტამ, მიეფერა სახეზე
- აქ მარტო ხარ?
- არა მარტო არ ვარ, მაგრამ გამოვეპარე უტას, ძალიან კარგი კოსტიუმი გაცვია და მაინტერესებს სად იყიდე...— ბავშვის საქმიან საუბარზე გულიანად გადაიკისკისა ნიტამ, ძლიერად აკოცა ლოყაზე, მთელი სილაღითა და რუდუნებით აპირებდა გაენდო კოსტიუმის თავგადასავალი
- არ მიწყინო ქალბატონო, ისე საუბრობ ეს უნდა გამეკეთებინა — კოცნასა და დაცინვას მოაყოლა ქებაძ
- ეს მოგეწონა? — დატრიალდა თვალსაჩინოებისთვის და გასწორებისთანავე თიკოს კი არა უტას სახეს წააწყდა, ღიმილი შეაშრა სახეზე შეკრთა მკვეთრად და თვალსაჩინოდ. დაეძაბა სხეულის ყველა ნაკვთი, უცნაური ვნება თუ მიზიდულობა იგრძნო იმ წამს, ხვდებოდა ეს კაცი ანდამატივით იზიდავდა, მისი თავდაჯერებული, ღრმა მუქი თვალებით, რომელიც საბურველში გამხვევი და ამავე დროს გამძარცველი მზერით, ამ გამოცდილი მაცდური მზერით ყველა ქალს რომ აჯილდოვებდა მაინც ძალიან მოსწონდა
- ხომ გითხარი ახლა არა-მეთქი! — მკაცრად დახედა თიკოს ალავიძემ
- ჩვენ ვსაუბროთ და შენ კი ქალების საქმეში ერევი? — მაშინვე მოიშველია თიკომ ენამახვილობა და გასწია უკან
- მაპატიე, მაგრამ უცხოებთან მიჭრა არც ისე სასიამოვნო საქციელია! — მაინც არ მოლბა უტა,
- მაგრამ ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი
- ხო არა? აბა რა ქვია? — გადაიჯვარედინა ხელები უტამ და გამომცდელად შეხედა
- მას? ქეთი ჰქვია, — იცრუა უტიფრად და ნიტას კისკისი მოედო მთელ აუზს, უტას მზერას რომ წააწყდა, ცქვიტად აიფარა ხელები პირზე და ეცადა გაჩერებულიყო
- ამისთვვის დაისჯები ქალბატონო! — ახლართა მკლავები ერთმანეთში უტამ
- ძალიან ენაკვიმატია — ჩაერია და-ძმის საუბარში ნიტა და მიეფერა ისევ ბავშვს,
- გთხოვ ყურადღებას ნუ მივაქცევთ, გავაგრძელოთ, — წინ ჩამოუდგა უტას თიკო ხელის აქნევით, ძალიან ქალურად, მტკიცედ და საქმიანად
- ღმერთო ჩემო...— გაოგნება ვერ დამალა ბავშვის სითამამესა და ჩამოყალიბებულ საუბარზე გოგომ, გაეცინა უტასაც
- მაშინ გეტყვი რომ არსადაც არ მიყიდია, ჩემი დიზაინია, მკერავს შევაკერინე,
- თავად მოიფიქრე?
- დიახ, მე მინდოდა ასეთი,
- ძალიან, მაგარიაა,
- ძალიან დიდი მადლობაა, — შეეფარკლა ღაწვები გოგოს, მორცხვად შეხედა მომღიმარ უტას,
- ცურვა ხომ იცი?
- კი როგორ არ ვიცი,
- მაშინ ზღვაზე გავიდეთ ხოლმე,
- ანუ დავმეგობრდეთ არა?
- კი ზუსტად, და იცი რა? — ხელი დაუქნია ნიშნად ახლოს მოიწიეო, დაწეულს ყურებზე ხელი ააფარა და ჩუმად ჩასჩურჩულა თავისი სახელი, ანალოგიურად გააკეთა ნიტამაც გაუნდო მისი ნამდვილი სახელი კისკისით
- მემგონი აქ ზედმეტი ვარ! — ღიმილით დასძინა უტამ
- ერთად ვითამაშოთ რა,
- თიკო მას მეგობრებიც ჰყავს, წამოდი ჩვენ ჩვენთვის გავერთოთ ისევ,
- მაგრამ...
- იყოს, ერთად გავერთობით, მეტ მეგობარს შეიძენს, — ჩაერთო კდემამოსილებით ნიტა და მაქსიმალურად ეცადა მოერიდებინა მზერა უტას ჩამთრევი თვალებისთვის
- უტა ისე ხომ გაუკეთებ, როგორც მე მიკეთებდი? — ჩაჭიდა ხელი ნიტას და უტას ააკრო ზედ,
- ღმერთო არა! — გველნაკბენივით გახტა ქალი უტას შეხებაზე,
- არა, ვითამაშოთ თიკო, ოღონდ სხვანაირად კარგი? — საქციელით გაკვირვებულ ბავშვს შეაჩერდა ძალდატანებული ღიმილით და თავადაც მიხვდა, როგორ უხერხულად გახტა უკან, მიხვდა როგორი საჩოთირო იყო მისი ეს საქციელი
- ხომ არ გიკბენს?
- მოისვენე თიკო კარგი? — მკაცრად დახედა უტამ
- არა! მამა! — ირონიულად დაეჯღანა თიკო, ნიშნად მამასავით მიბრაზდებიო და ზურგი აქცია,
- თიკო! — დასძინა მკაცრად უტამ და მძვინვარედ შეატრიალა თავისკენ მაშინვე ეცვალა სახე ბავშვს, უტამ მშვენიერად იცოდა მისი თეატრალური ნიჭი, მაგრამ ეს ხომ ნიტამ არ იცოდა. გააფართოვა თვალები თიკომ და ჩაუდგა ზღვასავით წყალი თვალებში, შრეკის კატის თვალებით იყურებოდა საოცრად, მაშასავით გამოეწია ქვედა ტუჩი და იმ წამსვე შეეძლო დაეწყო ტირილი ამ უკანასკნელს
- კარგი არ იტირო, მაგრამ სხვა რამე მოვიფიქროთ, რომ რამე პრობლემა არ შევქმნათ კარგი? — იმედიანად დახედა ბავშვს ნიტამ, ნაზად მიეფერა სახეზე და უტას გაყინულ მზერას განცვიფრებულმა ახედა,
- უტას გვერდით პრობლემები არ არსებობს, დადექი, დადექი — წამებში ეცვალა კმაყოფილებისგან მზერა, გაოცებული ნიტა კი დააყენა უტას წინ ისევ შეაბრუნა მისკენ,
- ახლა ხელში აგიყვანს და შენ უნდა გადახტე კარგი?
- ხელში?! — ლამის შეკივლა, დაებრიცა სახე დაძაბულობისგან, მისი აზრით ნათელი იყო, ფიწრობდა რომ უტას ცოლი ჰყავდა. ცოლიან კაცთან ასე ახლოს დგომა მისთვის სამარის ტოლფასი იყო და როცა ფიქრდებოდა და იაზრებდა, რომ ეს უცნობი მაცდური მზერის ცოლ-შვილიანი მამაკაცი იზიდავდა და ამოუცნობ მიზიდულობას გრძნობდა მის მიმართ, ეს კიდევ მეტად აგიჟებდა. ახლა კი ერთ-ერთი შვილი, ხელს უწყობდა თუ როგორ ეღალატა ცოლისთვის უტას...
- თიკო იქნებ არ გვინდა? — გადააგორა ყელში მძიმე ნერწყვი,
- თიკო რამე ისეთი ვითამაშოთ რაც ყველას გვენდომება! — დახედა მკაცრად უტამ,
- ხომ არ გეშინია? მეც გამიკეთა, წეღან ვთამაშობდით ძალიან კარგია, — წაუყრუა ძმას
- თიკო ოთახში აგიყვან თუ ასე აიძულებ!
- არ ვაიძულებ მინდა უბრალოდ რომ ნახოს რა კარგია, — ჩაიდუდღუნა ნაწყენმა,
- კარგი! კარგი, არ იტირო მხოლოდ ერთი...
- მისმინე, თუ არ გინდა, არ იტირებს, ნომერში ავიყვან და მორჩა!
- მაგრამ ეწყინება, — რიდით ჩაილაპარაკა,
- გადაუვლის...
- მიდი უტა, ასწიე... — კმაყოფილი ხმაზე გადახედა ნიტამ ბავშვს, შემდეგ შეაჩერდა უტას, რომელიც თვალმოუშორებლად უყურებდა, სიტყვები ზედმეტი იყო, თვალებით ეკითხებოდა დარწმუნებული იყო თუ არა,
- კარგი, მხოლოდ ერთი...
- ვაშააა, — აფართხალდა წყალში ეს ონავარი,
- უნდა შეგეხო — ისე გააფრთხილა თითქოს არ იცოდა, მას შემდეგ რაც მასზე იცოდა, თავადაც უხერხულად წაიღო მისკენ ხელები, არ სურდა რამე ეფიქრა მასზე არასწორად, არ უნდოდა თიკოს ახირების გამო ნიტას რამე შიში ეგრძნო მის მიმართ
- ვიცი,!
- კარგი... — დაუქნია თავი და დაელოდა... მალევე მის წელს გრილ წყალში ისეთი მხურვალე ხელები შეეხო ეგონა დენმა გაიარა მის სხეულში, ისე ღრმად დაიწყო სუნთქვა, მკერდი მკვეთრად ადი-ჩაუდიოდა, მთელ ტანში ციებ-ცხელებასავით უვლიდა ჟრუანტელი, შეაჩერდა წამით უტას თვალებს, თითქოს ყველა მისი ემოცია უთხრა ამ მზერითვე, თითქოს გამოუტყდა გამოცდილ გრძნობებში, დაიბნა უტაც იმ წამს, უყურებდა ნიტას ღია თაფლისფერ თვალებს, აღტაცებული, ნიტას ყოვლისმომცველმა, მოსაუბრე მზერამ, უტას სულამდე მიაღწია, არასდროს დაავიწყდებოდა ეს განსაკუთრებული თვალები.
- სამი.., ორი.., — გამოაფხიზლა თიკოს ხმამაღალმა შეძახილმა ორივე, თავადაც მოკიდა ხელები ძლიერ მხრებზე მოსამზადებლად, სამიო დასძინა უტამ და გოგო ჰაერში ააფრიალა, ისიც მოხდენილი, ელეგანტური, ბრუნით ლაზათიანად ჩასრიალდა წყალში... სიხარულისგან ყვიროდა თიკო, თავდაპირველად, მგზნებარედ, გაოცებული მზერით, ბაგეებ დაშორებული შესცქეროდა ნიტას ნახტომს, ბოლოს კი სიხარულისგან ფართხალებდა, მეც-მეცო გაჰკიოდა.
- ასე, როგორ გააკეთე? იცი რალამაზი იყო? — ამოსულს დააცხრა თავზე,
- მეც მასწავლე,
- რომ დატრიადები მოეშვი, ტერფები გადაჭიმე მხოლოდ და თავი ხელების გასწვრივ ჩახარე,
- ახლა გავაკეთებ, — მიადგა უტას, თუ არა მანაც დაპროგრამებულივით ისროლა წყალში ბავშვი, მართლაც ლამის გამოუვიდა თიკოს სასურველი ნახტომი,
- ძალიან მაგარი იყო, წყლიდან ამოსულს ტაში დაუკრა ნიტამ,
- მოდი კიდევ ნიტა, ახლა შენ. ძალიან მომეწონა მინდა რომ კარგად მასწავლო,
- შენ უკვე ზუსტად ისე გამოგდის, როგორც მე სხვა დროს ვცადოთ, როცა ჩემი მეგობრებიც ჩამოვლენ კარგი?
- ახლა სად არიან?
- ერთი გოგოა აქ მაგრამ ტელეფონზე საუბრობს გასულია და ამიტომ ვერ გაგაცანი,
- არაუშავს, მაგრამ გთხოვ ერთი მხოლოდ
- თიკო საკმარისია,— დაუყვავა უტამ
- ერთიც რა უტა, — ჩასჭიდა ხელი ძმას და მისი ხელი შემოჰხვია ქალის წვრილ წელს წყალში,
- თიკო... — უხერხულად წაავლო უტას ხელს ხელი, შეხედა ისევ უტას აღელვებულმა, უტამაც მაშინვე უშვა ხელი, ეცადა ხელი არ შეეხო მისთვის. მოულოდნელად შეამჩნია მომავალი ნაცნობი ქალი მათი მიმართულებით ნიტამ, წამებში წარმოუდგა თვალწინ, კაფეტერიაში ერთმანეთს ჩახუტებულები, მათი დიალოგიც ერთბაშად ამოუტივტივდა ნიტას და უტას ხელის მოშორებასთან ერთად სხარტად გახტა უკან ნაცნობი ქალის, ირმას დანახვისას. ო როგორ არ უნდოდა ახლა რამე შარში გაეხვია თავი, ან კი რამე უკმაყოფილება შეექმნა სვისი ოჯახისთვის... უცნაურად შეხედა უტამ, არ გამოპარვია ქებაძის ეს უცნაური ქცევა. თიკოს ხმამაღალ ძახილზე დედამისის მიმართულებით გაიხედა უმალ, დააკვირდა მომღიმარს,
- თქვენთვის დრო და საათი არ არსებობს?
- დედა ჩამოდი, ნახე ვინ გაგაცნო, იცი რალამაზი სალტო გააკეთა?,— ჩაავლო ცქვიტად ხელი უხერხულად კუთხეში აწურულ ნიტას და უჩვენა დედას,
- დედა ეს ნიტაა, ეს დედიკოა ნიტა— დახარა თავი უხერხულად გოგომ, როცა ქალმა გაუღიმა და დაიჩურჩულა რომ სასიამოვნო იყო მისი გაცნობა,
- უტა მალე ამოხვალთ?
- შენ თუ გინდა ახლავე ამოვალთ — შეაჩერდა ღიმილით,
- ამოდით რა უკვე გვიანია და უნდა დაიძინოს თიკომ,
- როგორც მიბრძანებთ დედოფალო, — თქვა და თიკო ერთბაშად აიტაცა ხელში წყლიდან მცირედ ასულმა მოიკიდა ბავშვი მხარზე და სრულად ავიდა წყლიდან, მაშინღა გაახსენდა აღელვებული ნიტა რომ დაეტოვებინა აუზში შეჩერდა გახედა მშვიდად, აკვირდებოდა გოგო ჯერ ისევ,
- ღამე მშვიდობისა ნიტა, — თიკომ ამოილაპარაკა უტას მაგივრად სიტყვები, მხიარულად დაუქნია ხელი, გაიღიმა უტამ იქედნური, მზაკვრული ღიმილით მხოლოდ, თითქოს კი ხვდებოდა რაღაცას... აღარაფერი უთქვამს მშვიდად განაგრძნო გზა....



№1 სტუმარი ჰოო

საინტერესოა. მომეწონა

 


№2  offline წევრი ანნა ანუკი

ჰოო
საინტერესოა. მომეწონა

დიდი მადლობა♥️🥰🥰

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent