შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სანამ საკუთარი თავი დამიბრუნდება" -სრულად


1-08-2026, 17:37
ავტორი lillianna
ნანახია 4

ზოგჯერ ადამიანი სახლიდან კი არ მიდის, საკუთარ წარსულს გაურბის

იმ დილით ქალაქი ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. ქუჩები წვიმას გადაერეცხა, ასფალტზე დაგუბებულ წყალში კი ცა ისეთი ნაცრისფერი ჩანდა, თითქოს ვიღაცას ყველა ფერი მოეპარა. სოფიმ ჩემოდანი ტროტუარზე დადო და პირველად, ექვსი წლის შემდეგ, საკუთარი სახლის კარი ზურგს უკან მიხურა ისე, რომ უკან აღარ მოუხედავს.

ზუსტად იცოდა, თუ ერთხელ მაინც მიიხედავდა, დაბრუნდებოდა.

არა იმიტომ, რომ უნდოდა.

იმიტომ, რომ შიში ყოველთვის სიყვარულზე მძიმეა.

თითები ისევ უკანკალებდა. მარცხენა მაჯაზე ჯერ კიდევ ეტყობოდა მოლურჯო ლაქა.

ხშირად ფიქრობდა, რა ფერი ჰქონდა ტკივილს.

როცა პატარა იყო, ეგონა, რომ ტკივილი აუცილებლად წითელი უნდა ყოფილიყო — სისხლისფერი. მერე გაიზარდა და მიხვდა, რომ ტკივილს ფერი საერთოდ არ ჰქონდა. ის ჩუმად მოდიოდა, ყოველდღიურ ნივთებში იმალებოდა: ჩაის ფინჯანში, რომელიც ყოველთვის ზედმეტად ცივი იყო; კარის ხმაში, რომლის გაგონებისთანავე სუნთქვა ეკვროდა; სიჩუმეში, რომელიც ყვირილზე უფრო საშიში აღმოჩნდა.

სიყვარული კი…

სიყვარული თურმე სულაც არ ჰგავდა იმას, რასაც წიგნებში წერდნენ.

ერთხელ, მრავალი წლის წინ, მართლა სჯეროდა, რომ სიყვარული ადამიანს უკეთესს ხდიდა. მერე გაიგო, რომ ზოგჯერ ადამიანები სიყვარულის სახელით ყველაფერს ანადგურებენ.

საკუთარ თავსაც.

სხვასაც
ტაქსი ნელა დაიძრა.

სოფიმ შუბლი ცივ მინას მიადო და ქუჩებს უყურა. ყველა ადგილი რაღაცას ახსენებდა. ის კაფე, სადაც პირველად უთხრეს, როგორი ლამაზი იყო. ის ხიდი, სადაც პირველად ატირდა. ის აფთიაქი, სადაც თვალების ქვეშ ჩალურჯებისთვის მალამოს ყიდულობდა ..
ადამიანები საოცრად კარგად ვსწავლობთ ტყუილს.

განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა გვინდა.



ახალი ბინა პატარა აღმოჩნდა.

ფანჯარა ძველ ეზოს გადაჰყურებდა. აივანზე ვიღაც მოხუცი ყვავილებს რწყავდა, მეორე სართულზე ბავშვი ფერად ქაღალდის თვითმფრინავს უშვებდა, ეზოში კი კატას მზეზე ეძინა

სოფი დიდხანს იდგა ფანჯარასთან.

ჩვეულებრივი ცხოვრება არასოდეს მოსჩვენებია ასეთი ლამაზი.

არავინ ჩხუბობდა.

არავინ ამტვრევდა ჭურჭელს.

არავინ დადიოდა მძიმე ნაბიჯებით, რომელთა ხმაზეც გული ყელში ებჯინებოდა.

მხოლოდ ქარი არხევდა ფარდას.

და უცებ გაახსენდა

მზით გადახურებული ივნისი.

თოთხმეტი წლის ბიჭი, რომელსაც სულ აჩეჩილი თმა ჰქონდა და ყოველთვის ისე იღიმოდა, თითქოს სამყაროში არაფერი იყო შეუძლებელი.

— სოფ… ერთხელ მაინც დამელოდე…

მისი ხმა წლების სიღრმიდან ამოვიდა.

ლაშა.

უცნაურია, როგორ შეუძლია მეხსიერებას ყველაზე საჭირო ადამიანები ყველაზე ღრმა უჯრაში გადამალოს.

სოფის ეგონა, რომ მისი სახე დავიწყებული ჰქონდა.
.....

ახალი ბინის გასაღები ჩანთის პატარა ჯიბეში ედო, მაგრამ “სახლი” ჯერ კიდევ ვერ ერქვა. სახლი მხოლოდ კედლები არ არის. სახლია ადგილი, სადაც ღამე კარის ჩაკეტვის შემდეგ შიშის ნაცვლად სიმშვიდე მოდის.

მას ეს ჯერ არ განეცადა.
გამომცემლობა ძველი შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა.

ხის კიბეები ყოველ ნაბიჯზე ჭრიალებდნენ, კედლებზე კი წიგნების ილუსტრაციები ეკიდა. თითქოს თავად შენობასაც წიგნების მტვრის სუნი ჰქონდა — ისეთი, ბავშვობაში ბიბლიოთეკაში შესვლისას რომ გხვდება.

— თქვენ სოფი ხართ?

ახალგაზრდა გოგონამ თბილად გაუღიმა.

სოფიმ თავი დაუქნია.

უცნაური იყო, როგორ აშინებდა უბრალო ღიმილიც კი.

ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ყველა სიტყვაში ეჭვი ეპარება კეთილგანწყობასაც უნდობლად უყურებს.

— დირექტორი რამდენიმე წუთში მოვა. მანამდე შეგიძლიათ აქ დაელოდოთ.

პატარა მისაღებში მხოლოდ ორი სავარძელი იდგა.

მაგიდაზე წიგნი იდო.

სოფიმ უნებურად გადაშალა.

პირველ გვერდზე ერთი წინადადება ეწერა.

“ყველაზე გრძელი გზა ისაა, რომელიც საკუთარი თავისკენ მიდის.”

წაიკითხა.

მერე კიდევ ერთხელ.

თითქოს ვიღაცამ ზუსტად იცოდა, რა სჭირდა.



ამავე დროს, ქალაქის მეორე ბოლოში, კაცი ძველი სახლის სხვენში მუყაოს ყუთებს ალაგებდა.

წლებია აღარავის გაეხსნა.

მტვერმა თითები გაუთეთრა.

ერთ-ერთ ყუთში ბავშვობის რვეულები ეწყო, ფერადი მარკერები, გახუნებული ფოტოები…

და პატარა კონვერტი.

ლაშამ კონვერტი ნელა გახსნა.

შიგნით გამხმარი გვირილა იდო.

ისეთი თეთრი აღარ იყო.

დრო ყველაფერს უცვლის ფერს.

გარდა მოგონებებისა.

ფურცელზე მოუხერხებელი, ბავშვური ხელით ეწერა:

“ლაშა, როცა გავიზრდებით, ზღვისპირა ქალაქში ვიცხოვროთ. იქ ზამთარშიც ზაფხულის სუნია.”

ქვემოთ კი პატარა ასოებით—

“სოფი.”

ლაშას გაეღიმა.

— ნეტავ სად ხარ… — თითქმის ჩურჩულით თქვა.

ფანჯრიდან ქარი შემოვარდა.

ფურცელი იატაკზე დაეცა.

ლაშა ასაღებად დაიხარა და პირველად, მრავალი წლის შემდეგ, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ სოფიზე ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია.

არც მაშინ, როცა უთხრეს, რომ გათხოვდა.

არც მაშინ, როცა საკუთარ ცხოვრებას აშენებდა.

არც ახლა.

უბრალოდ, ზოგი სიყვარული ადამიანს თან დაჰყვება.

როგორც ბავშვობის ნაწიბური.

შეხორცებულია.

მაგრამ არასოდეს ქრება.
.....

გასაუბრება ათ წუთზე ნაკლებს გაგრძელდა.

— გამოცდილება გაქვთ?

— დიახ.

— სტრესულ გარემოში მუშაობა შეგიძლიათ?

სტრესი…

ნეტავ იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა მისთვის ეს სიტყვა.

— შემიძლია.

დირექტორმა ფურცლებს დახედა, შემდეგ კი სათვალე მოიხსნა.

— ორშაბათიდან დაიწყეთ.

სულ ეს იყო.

არც განსაკუთრებული აღფრთოვანება.

არც კითხვები მის წარსულზე.

არც ცნობისმოყვარე მზერა, რატომ ჰქონდა განქორწინებული ქალის სტატუსი ოცდაექვსი წლის ასაკში.

უბრალოდ სამუშაო.

უბრალოდ შესაძლებლობა.

სოფიმ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და შენობიდან გამოვიდა.

წვიმას უკვე გადაეღო.

ქალაქს უცნაური ჩვევა აქვს — ყველაზე ძლიერი წვიმის შემდეგ ისე ანათებს მზე, თითქოს არაფერი მომხდარა.

ადამიანებს ეს არ გამოსდით.
....
— ბატონო ლაშა, ჟურნალისტი უკვე ნახევარი საათია გელოდებათ.

— უთხარით, ათ წუთში შევალ.

მდივანმა თავი დაუქნია და კაბინეტის კარი უხმოდ მიხურა.

ლაშა ფანჯარასთან იდგა.

ოცდათორმეტი წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა ყველაფერი, რისთვისაც სხვები ათწლეულებს ხარჯავდნენ.

საკუთარი საადვოკატო ბიურო.

რეპუტაცია, რომელსაც სასამართლო დარბაზებში მოპოვებული გამარჯვებები ამყარებდა.

გავლენა.

ფული.

სახელი.


მაგიდაზე მორიგი საქმის საქაღალდე იდო.

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სამშენებლო კომპანიამ უკანონოდ ჩამოართვა სახლი.

ლაშამ ფურცლები გადაშალა.

— მოვიგებთ, — თქვა ჩუმად, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
ამბობდნენ, რომ ფულისთვის არ მუშაობდა.

სამართლისთვის მუშაობდა.

და სწორედ ამის გამო უყვარდა ხალხს.

ტელეფონი აწკრიალდა.

ეკრანზე დედის სახელი გამოჩნდა.

ლაშამ ღიმილით უპასუხა.

— დილა მშვიდობისა, დე.

— სამსახურში ხარ?

— აბა, სად ვიქნები?

— ლაშა… ერთი კარგი გოგო გავიცანი…

ლაშამ თვალები დახუჭა.

— ისევ დავიწყეთ?

— ოცდათორმეტი წლის ხარ. მთელი ცხოვრება სასამართლოში ხომ არ იცხოვრებ?

— დედა…

— სულ იმას ამბობ, დრო არ მაქვსო. ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგხვედრია ისეთი გოგო ვისთვისაც დროს გაიმეტებ?
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

ლაშამ მზერა ფანჯრის მიღმა გადაიტანა

და ამ ხმაურში, სრულიად მოულოდნელად, თოთხმეტი წლის გოგოს სიცილი გაახსენდა.

შავი, გრძელი თმა.

თაფლისფერი თვალები.

ხელებზე საღებავის ლაქები.

მისდა უნებურად გაეღიმა.

— ლაშა… მისმენ? — დედის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია.

— გისმენ.

— რას ფიქრობ?

— ვფიქრობ რონ ზოგი ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება.

და თუ დაკარგე…

მეორედ ვეღარავისში იპოვი.

დედამ აღარაფერი უთხრა.

იცოდა, ვისზეც ლაპარაკობდა.

სოფის სახელი მათ სახლში წლებია აღარავის უხსენებია.

მაგრამ დავიწყებული არასოდეს ყოფილა.

......

ტასო კართან რამდენიმე წამი იდგა.

არ აკაკუნებდა.

იცოდა, ლაშას ყველაზე დატვირთული დღე ჰქონდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ თუ ახლა ხმას არ ამოიღებდა, შესაძლოა ხვალ უკვე გვიანი ყოფილიყო.

ბოლოს ფრთხილად დააკაკუნა.

— შემოდი.

ლაშას მზერა კომპიუტერის ეკრანიდან არ აუწევია.

— ორი წუთი გაქვს?

— შენთვის? რამდენიც გინდა.

ტასო ჩამოჯდა.

დღეს პირველად ვერ იპოვა სიტყვები.

ლაშამ მაშინვე შეამჩნია.

— ცუდი ამბავია?

ტასომ თავი დაუქნია.

— ჩემი მეგობარია…

ლაშა უხმოდ ელოდა.

— ისეთი გოგოა… ყველას ეხმარებოდა, ყველასთვის დრო ჰქონდა. სულ იცინოდა. ბავშვობაში ოცნებობდა, რომ მხატვარი გამოსულიყო. ამბობდა, ადამიანები ფერებით უფრო გულწრფელები არიან, ვიდრე სიტყვებითო.

მწარედ გაეღიმა.

— დღეს თეთრი ფურცლის დანახვაც კი აშინებს.

ლაშას მზერა დაეძაბა.

— ქმარი?

— ყოფილი ქმარი.

პირველად რომ დაარტყა, ბოდიში მოუხადა.

მეორედაც.

მესამედ ყვავილები მიუტანა.

მერე დაიწყო იმის მტკიცება, რომ თვითონ იყო ყველაფერში დამნაშავე.

რომ ცუდი ცოლი იყო.

რომ ვერ უგებდა.

რომ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა.

რომ ზედმეტად ჩუმი იყო.

რომ ზედმეტად ლამაზი იყო.

რომ ზედმეტად შეუმჩნეველი იყო.

ბოლოს საერთოდ დააჯერა, რომ მის გარდა არავის ეყვარებოდა.

ტასოს ხმა ნელ-ნელა უკანკალებდა.

— ტელეფონს უმოწმებდა.

სამსახური დაატოვებინა.

მეგობრები ჩამოაშორა.

სარკეები შეაზიზღა.

იცოდი, რომ არსებობს ქალები, რომლებიც საკუთარ ანარეკლსაც კი ბოდიშს უხდიან?

ლაშას თითები მუშტად შეეკრა.

— ერთხელ სამი დღე სახლიდან ვერ გამოვიდა.

მეზობლებს უთხრა, კიბეზე დავეციო.

დედას უთხრა, კარს დავეჯახეო.

ყველას ატყუებდა.

ახლა ვეღარ იღიმის.

ღამე სძინავს მხოლოდ მაშინ, როცა შუქი ანთია.

კარის ჩაკეტვას ათჯერ ამოწმებს.

ყველა უცხო მანქანის დანახვაზე ფანჯარას ეფარება.

დღემდე ჰგონია, რომ ერთ დღეს მოვა და მოკლავს.

ლაშამ ღრმად ამოისუნთქა.

— პოლიციაში იყო?

— იყო.

შემაკავებელი ორდერიც აქვს.

მაგრამ ის კაცი მაინც არ ჩერდება.

სახლთან ელოდება.

სამსახურში აკითხავს.

ნომრებს უცვლის და მაინც ურეკავს.

მესიჯებს უგზავნის.

“თუ ჩემი არ იქნები, ვერავისი გახდებიო.”

ტასომ ცრემლები მოიწმინდა.

— ლაშა…

შენ ბევრი ადამიანი გადაარჩინე.

გთხოვ…

კიდევ ერთი გადაარჩინე.

ლაშას პასუხი არც უფიქრია.

— როდის მოვა?

ტასომ პირველად ამოისუნთქა შვებით.


ზუსტად ოცდაათი წუთის შემდეგ კარზე მსუბუქად დააკაკუნეს.

— ბატონო ლაშა…მოვიდა
— შემოვიდეს.

ლაშა ისევ საქაღალდეს ჩაჰყურებდა.

კარი ნელა გაიღო.

— გამარჯობა…

ქალის მშვიდმა, ოდნავ აკანკალებულმა ხმამ ოთახი გაავსო.

— გამარჯობა, — უპასუხა ისე, რომ თავი არ აუწევია. — დაბრძანდით.

სოფი ფრთხილად დაჯდა.

სკამის კიდეზე იჯდა, თითქოს ნებისმიერ წამს ადგომას აპირებდა.

ხელები მუხლებზე დაეწყო, მაგრამ თითების კანკალს მაინც ვერ მალავდა.

ლაშამ კალამი აიღო.

ჩვეულებრივი პროცედურა.

ასეთ შეხვედრებს თითქმის ყოველდღე ატარებდა.

— სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ოფიციალური მონაცემები დამჭირდება.

თავი ასწია.

მათი თვალები პირველად შეხვდა ერთმანეთს.

ორივემ იგრძნო, რომ ამ მზერაში რაღაც უჩვეულო იყო.

რაღაც ძალიან ნაცნობი.

მაგრამ დრო ადამიანებს ცვლის.

ტკივილი კი — კიდევ უფრო მეტად.

ლაშამ ეს უცნაური შეგრძნება გვერდზე გადადო.

— თქვენი სრული სახელი და გვარი?

ქალმა ღრმად ჩაისუნთქა.

— სოფი…

მცირე პაუზის შემდეგ დაამატა:

— სოფი ახლოური.

კალამი ჰაერში გაუშეშდა.

ახლოური…

გონებაში ერთდროულად ათასმა მოგონებამ გაიელვა.

მზით გადახურებული ეზო.

გოგონა, რომელსაც თაფლისფერი თვალები ჰქონდა.

გოგონა, რომელიც საღებავებით დასვრილი ხელებით იცინოდა.

გოგონა, რომელსაც ერქვა…

სოფი ახლოური.

ლაშამ ნელა ასწია თავი.

ახლა უკვე სხვანაირად შეხედა.

თვალებს.

ღიმილის კუთხეს.

იმ პატარა ხალს მარცხენა ლოყასთან, რომელსაც ბავშვობაში დასცინოდა,

და უცებ ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

— …სოფ?

ხმა თითქმის ჩურჩული იყო.

ქალს სახე შეეცვალა.

ისიც დიდხანს აკვირდებოდა.

წარბები ოდნავ შეეკრა.

თითქოს მოგონება ნელ-ნელა იღვიძებდა.

შემდეგ თვალები გაუფართოვდა.

— …ლაშა?

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

არც ერთს აღარ ახსოვდა, რატომ იყვნენ აქ.

მაგიდაზე საქაღალდე ისევ ღია იდო.

სასამართლოს დოკუმენტები.

განქორწინების ფურცლები.

მუქარის ამონაწერები.

ყველაფერი უმნიშვნელო გახდა იმ ერთი წამის წინაშე, რომელმაც ათი წელი გადალახა.

სოფის თვალებში ცრემლი ჩადგა.

— მართლა… შენ ხარ?

ლაშამ პასუხი მაშინვე ვერ გასცა.

წლების განმავლობაში არაერთი მძიმე საქმე ენახა.

არაერთი განაჩენი მოესმინა.

მაგრამ პირველად, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, სიტყვები აღარ ჰყოფნიდა.

მის წინ იჯდა ქალი, რომლის დავიწყებაც ვერასოდეს შეძლო.

და ქალი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რომ ვიღაცას ეთქვა:

— ნუ გეშინია!

ლაშა რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა.

თითქოს სხეული ადგილზე გაეყინა.

ყველა სიტყვა, რომელიც წლების განმავლობაში გულში ჰქონდა დამარხული, ერთდროულად მოაწვა.

მაგრამ არც ერთი აღმოჩნდა საკმარისი.

სოფიც დუმდა.

ვერ იჯერებდა, რომ მის წინ სწორედ ის იდგა.

დრო უცნაური რამ არის.

ზოგჯერ ადამიანს ისე ცვლის, რომ ვეღარ ცნობ.

ზოგჯერ კი მხოლოდ ერთ მზერას სჭირდება, წარსული მთლიანად რომ დაბრუნდეს.

— მართლა… შენ ხარ? — ჩუმად გაიმეორა სოფიმ.

ლაშამ ძლივს დაუქნია თავი.

— მე ვარ.

კვლავ სიჩუმე.

ოთახში მხოლოდ კედლის საათი აგრძელებდა დროის თვლას, თითქოს ამ ორ ადამიანს საერთოდ არ ეკუთვნოდა ეს წუთები.

ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა.

თავი ხელში აიყვანა.

არ ჰქონდა უფლება, ემოციებს საქმეზე ემარჯვა.

მის წინ იჯდა ქალი, რომელსაც დაცვა სჭირდებოდა.

და სანამ ის მისი წარსული გახდებოდა, ჯერ მისი კლიენტი იყო.

მან საქაღალდე ფრთხილად დახურა.

— მგონი… თავიდან უნდა დავიწყოთ.

სოფიმ თვალები მოარიდა.

— ტასოს არაფერი უთქვამს.

— არც მე ვიცოდი, ვისთან მოვდიოდი.

ისევ სიჩუმე.

სოფი პირველი იყო, ვინც მზერა გაუსწორა.

— ძალიან შეიცვალე.

ლაშას გაეღიმა.

სევდიანად.

— შენც.

ეს სიტყვა სიმართლე იყო.

მაგრამ არასრული.

სოფი მხოლოდ გარეგნულად არ შეცვლილიყო.

მისი მხრები თითქოს წლების სიმძიმეს მოეხარა.

თვალებში კი ის სინათლე აღარ ჩანდა, რომელსაც ლაშა ბავშვობიდან იცნობდა.

მან ინსტინქტურად დახედა სოფის ხელებს.

მარჯვენა მაჯაზე თითქმის შეუმჩნეველი, გახუნებული ჩალურჯება ჯერ კიდევ ეტყობოდა.

ყელი მოეჭირა.

ტასოს მონაყოლი უცებ ცოცხალ სურათებად გადაიქცა.

ეს აღარ იყო საქაღალდეში ჩაწერილი საქმე.

ეს სოფი იყო.

მისი სოფი.

მაგრამ საკუთარ თავს ძალა დაატანა.

ხმა ისევ მშვიდი ჰქონოდა

— მინდა, ერთი რამ იცოდე.

აქ იმისთვის არ ხარ, რომ ვინმესთან თავი იმართლო.

არც იმისთვის, რომ ვინმემ შეგიცოდოს.

აქ იმიტომ ხარ, რომ სამართალმა თავისი საქმე გააკეთოს.

სოფის თვალებში ისევ ცრემლი ჩადგა.

წლების განმავლობაში პირველად მოეჩვენა, რომ ვიღაც მის ნათქვამს ბოლომდე მოუსმენდა.

არა იმიტომ, რომ ვალდებული იყო.

იმიტომ, რომ უნდოდა.

ლაშამ ნელა გახსნა საქაღალდე.

— მომიყევი ყველაფერი.

არაფერი დამალო.

რაც არ უნდა მძიმე იყოს.

სოფიმ ტუჩი მოიკვნიტა.

ხმა რამდენიმე წამს ვერ ამოიღო.

შემდეგ ჩურჩულით თქვა:

— არ ვიცი… საიდან დავიწყო.

ლაშამ პასუხი მშვიდად გასცა.

— იმ დღიდან დაიწყე…

…როცა პირველად შეგეშინდა მისი.

და სწორედ ამ კითხვამ გატეხა სოფი.

ექვსი წლის განმავლობაში პირველად აღარ ცდილობდა, ძლიერი გამოჩენილიყო.

თავი დახარა.

ცრემლები ჩუმად ჩამოუგორდა ლოყებზე.

— იმ დღეს მეგონა, შემთხვევით მოხდა…

არ ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება სწორედ იმ წუთში დასრულდა…

სოფიმ თავი დახარა.

ცრემლები უხმოდ ჩამოუგორდა ლოყებზე.

— იმ დღეს… მეგონა, შემთხვევით მოხდა…

ხმა ჩაუწყდა.

ტუჩები აუკანკალდა.

რამდენჯერმე სცადა გაგრძელება, მაგრამ სიტყვები ყელში ებლანდებოდა.

ლაშა არაფერს ამბობდა.

უბრალოდ ელოდა.

იცოდა, ზოგჯერ ყველაზე დიდი დახმარება დუმილია.

სოფიმ თვალები მოიწმინდა.

— პირველად… ხელი მაშინ დამარტყა, როცა ვკითხე, რატომ დაბრუნდა სახლში ნასვამი.

ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, საათის ისრების მოძრაობაც კი ისმოდა.

— მეორე დღეს მთელი ქალაქი შემომატარა.

ყვავილები მიყიდა.

ბოდიშს მიხდიდა.

მეფიცებოდა, აღარასოდეს ვიზამო.

მეც…

მწარედ გაეცინა.

— მეც დავიჯერე.

ლაშას თითები ნელ-ნელა მუშტად შეეკრა.

ფრჩხილები ხელის გულში ისე ღრმად ჩაერჭო, ტკივილიც კი იგრძნო.

მაგრამ სახეზე არაფერი დასტყობია.

სოფი განაგრძობდა.

— მერე მითხრა, რომ ჩემი ბრალი იყო.

რომ ზედმეტს ველაპარაკებოდი.

მერე… საერთოდ აღარ ვლაპარაკობდი.

მაინც ჩემი ბრალი აღმოჩნდა.

ხმა უფრო და უფრო პატარავდებოდა.

თითქოს ყოველი სიტყვა თავიდან აცოცხლებდა ყველაფერს.

— ერთხელ… სარკესთან ვიდექი.

მომიახლოვდა.

დიდხანს მიყურებდა.

მერე მითხრა…

“იცი, რატომ აღარავის მოუნდები?

იმიტომ, რომ შენს გარდა ყველამ იცის, რამდენად უსარგებლო ხარ.”

სოფიმ თვალები დახუჭა.

— იმ დღის შემდეგ…

სარკეში აღარ ჩამიხედავს.

ლაშას სუნთქვა შეეკრა.

უცებ გაახსენდა თხუთმეტი წლის სოფი, რომელიც ყოველი ნახატის დასრულების შემდეგ ეკითხებოდა:

“მართლა ლამაზია?”

და მაშინ ყოველთვის პასუხობდა:

“შენ რაც დახატე, ცუდი როგორ იქნება?”

ახლა კი ვიღაცამ ამ გოგონას სარკეში ჩახედვაც შეაძულა

ყელში რაღაც მწარედ მოაწვა.

მაგრამ ხმა არ გაუტეხავს.

სოფიმ მარცხენა მაჯა უნებურად მოიქცია ხელში.

თითქოს ისევ ტკივოდა.

— ყველაზე მეტად ცემა არ მტკიოდა.

ლაშამ პირველად ასწია მზერა.

— აბა?

— ის, რომ ბოლოს მეც დავიჯერე.

მართლა მეგონა…

არავის ვეყვარებოდი.

არაფრად ვღირდი.

და რომ მის გარდა…

ვერავინ ამიტანდა.

ეს სიტყვები თითქოს პირდაპირ ლაშას გულში მოხვდა.

ერთ წამში გაუქრა მთელი პროფესიული სიმშვიდე.

მის თვალწინ აღარ იჯდა კლიენტი.

მის წინ იჯდა გოგო, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მამაცი ეგონა.

გოგო, რომელიც ხეებზე ბიჭებზე სწრაფად ადიოდა.

რომელიც დაცემისას ტირილის ნაცვლად იცინოდა.

ახლა კი იმავე გოგოს საკუთარი არსებობის რცხვენოდა.

ლაშამ თავი დახარა.

არ უნდოდა სოფის დაენახა, როგორ უკანკალებდა ყბა.

რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა დასჭირდა, რომ ისევ ადვოკატის ხმა დაებრუნებინა.

— კიდევ რას აკეთებდა?

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ათეულობით ძალადობის საქმე ჰქონდა განხილული.

მაგრამ პირველად იგრძნო, რომ თითოეული სიტყვა არა ყურით, არამედ გულით ესმოდა.

რამდენიმე წამის შემდეგ თვალები დახუჭა.

ერთი ფიქრი უტრიალებდა.

ერთი დაუნდობელი კითხვა.

“სად ვიყავი, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა?”

და პირველად ცხოვრებაში, ლაშა გერლიანს, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა, რომ სამართალს ყველასთვის შეეძლო დაგვიანებით მაინც მიესწრო…

ეგონა, რომ ამჯერად ძალიან, ძალიან დააგვიანა.

სოფიმ ტუჩები მოიკვნიტა.

დიდხანს დუმდა.

ისეთი დუმილი იყო, თითქოს ამ რამდენიმე წამში წლების გადალახვა უწევდა.

ლაშა არ აჩქარებდა.

იცოდა, არსებობენ მოგონებები, რომელთა სიტყვებად ქცევაც მეორე ტკივილია.

სოფიმ ძლივს ამოისუნთქა.

— იყო… კიდევ რაღაც…

ხმა თითქმის აღარ ისმოდა.

თითები ერთმანეთს ისე ძლიერად ჩასჭიდა, რომ ფრჩხილები ხელისგულში ჩაერჭო.

— ამის თქმა… ყველაზე მეტად მიჭირს.

ლაშას ყელი ისევ მოეჭირა.

— არ იჩქარო.

სოფიმ თავი გააქნია.

— არა… უნდა იცოდე.

რამდენიმე წამით თვალები დახუჭა.

— როცა ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა…

ხმა ისევ გაუწყდა.

— მისთვის… “არა”… საერთოდ არაფერს ნიშნავდა.

ოთახში ჰაერიც კი დამძიმდა.

ლაშას გული ისე ძლიერად უცემდა, საკუთარი სუნთქვის ხმა ესმოდა.

სოფი ისევ ჩუმად ლაპარაკობდა.

— ამბობდა…

მწარედ ჩაეცინა.

— “ქმარი ვარ… უფლება მაქვს.”

ეს ოთხი სიტყვა თითქოს კედლებსაც დაეჯახა.

სოფის ხმა კანკალებდა.

— ზოგჯერ მთელი ღამე ვფხიზლობდი… მხოლოდ იმიტომ, რომ მეშინოდა, როდის დაბრუნდებოდა სახლში.

კარის გაღების ხმაც კი საკმარისი იყო, რომ სუნთქვა შემკვროდა.

თუ უარს ვეტყოდი…

ბრაზდებოდა.

თუ ვიტირებდი…

ამბობდა, რომ თეატრს ვდგამდი.

თუ არაფერს ვამბობდი…

მეუბნებოდა, რომ ცივი ქალი ვიყავი.

თავი დახარა.

— ბოლოს…

უბრალოდ ვწყვეტდი წინააღმდეგობის გაწევას.

არა იმიტომ, რომ ვეთანხმებოდი…

იმიტომ, რომ აღარ მქონდა ძალა.

ცრემლი უხმოდ ჩამოუგორდა.

— ყველაზე საშინელი იცი რა არის?

ლაშამ ვეღარ უპასუხა.

— დილით სარკეში საკუთარ თავს რომ ვეღარ უყურებ…

და გგონია…

რომ შენი სხეული უკვე შენი აღარ არის.



ლაშას ხელები კანკალებდა.

საქაღალდე ნელა დახურა.

თუ კიდევ ერთ სიტყვას მოისმენდა, ეშინოდა, პროფესიული სიმშვიდე საბოლოოდ დაეკარგებოდა.

გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა.

და მის წინ იჯდა ქალი, რომელსაც წლების განმავლობაში დააჯერეს, რომ ამ დანაშაულში თვითონაც მონაწილეობდა.

ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა.

ხმაში პირველად გაისმა ის სიმკაცრე, რომლის გამოც სასამართლო დარბაზებში ყველას ეშინოდა.

— სოფ…

ქალმა ნელა ახედა.

— ერთი რამ მინდა, ძალიან კარგად დაიმახსოვრო.

შენ არაფერში ხარ დამნაშავე.

არც ერთხელ.

არც იმ ღამეს.

არც იმ დღეს, როცა ხელი დაგარტყა.

არც მაშინ, როცა დაგამცირა.

არც მაშინ, როცა შენი “არა” არ მიიღო.

დამნაშავე მხოლოდ ერთი ადამიანია.

და გპირდები…

ამჯერად პასუხისგებისგან ვეღარ გაიქცევა.

...
ლაშას სიტყვების შემდეგ ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

სოფი დიდხანს უყურებდა მაგიდაზე დადებულ ხელებს.

თითქოს პირველად ცხოვრებაში არავინ სთხოვდა, საკუთარი ტკივილი დაემალა.

მაგრამ სწორედ ამიტომ უჭირდა მისი თქმა.

— ლაშა…

მისი სახელი ისე წარმოთქვა, როგორც წლების წინ.

ჩუმად.

მორიდებით.

— ძალიან მრცხვენია…

ლაშამ წარბები შეკრა.

— რისი?

სოფის გაეღიმა.

ის ღიმილი უფრო ტკივილს ჰგავდა.

— ჩემი თავის.

ეს ორი სიტყვა ლაშას გულზე მძიმე ლოდივით დაეცა.

სოფიმ ძლივს გააგრძელა.

— ხანდახან ვფიქრობ… ნეტავ იმ გოგოს თუ იცნობდი, რომელსაც ბავშვობაში იცავდი… ახლა რომ დამინახოს, ალბათ ვერც მიცნობს.

ლაშამ თვალები დახარა.

მის თვალწინ ისევ ის პატარა გოგო იდგა.

საღებავით მოთხვრილი ხელებით.

აჩეჩილი თმით.

ჯიუტი ღიმილით.

გოგო, რომელსაც მთელი უბანი ვერ ერეოდა.

ახლა კი მის წინ იჯდა ქალი, რომელიც საკუთარი ხმის გაგონებასაც უფრთხოდა.

ეს უსამართლობა იყო.

სოფიმ ღრმად ჩაისუნთქა.

— თავიდან მეგონა… თუ უკეთესი ცოლი გავხდებოდი, ყველაფერი შეიცვლებოდა.

უფრო ჩუმად ვლაპარაკობდი.

უფრო ადრე ვბრუნდებოდი სახლში.

ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც უნდოდა.

მერე მივხვდი…

რაც უფრო ვცდილობდი, მით უფრო ვკარგავდი საკუთარ თავს.

ლაშას ხელი მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა.

ის იმდენ ძალას ატანდა თავს, რომ ხმა არ შეჰცვლოდა.

სოფიმ თვალები დახუჭა.

— ბოლოს ისეთი დღეებიც იყო…

როცა საკუთარი სურვილიც აღარ მეკუთვნოდა.

თუ ვამბობდი, რომ არ შემეძლო…

რომ არ მინდოდა…

ჩემს სიტყვებს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

ხმა გაებზარა.

— ნელ-ნელა დამაჯერა, რომ ჩემს სხეულზეც აღარ მქონდა უფლება.

სიჩუმე.

ისეთი მძიმე, რომ სუნთქვაც კი ისმოდა.

ლაშამ თვალები დახუჭა.

ყელში რაღაც მწარედ მოაწვა.

რამდენი ქალი ენახა სასამართლოში.

რამდენი ჩვენება მოესმინა.

მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე.

რადგან ახლა ყოველ სიტყვასთან ერთად ბავშვობის ერთი მოგონება კვდებოდა.

სოფიმ ჩურჩულით დაამატა:

— ყველაზე მეტად ის მტკივა…

რომ ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე…

და საკუთარ თავს ვკითხე…

“ნუთუ მართლა აღარაფერი დამრჩა?”

ლაშას თავი უნებურად შეერხა.

— არა.

ეს სიტყვა იმდენად მტკიცედ თქვა, თვითონაც გაუკვირდა.

სოფიმ ახედა.

ლაშას თვალები უკვე აღარ ჰგავდა ადვოკატისას.

იმ თვალებში ბრაზი, ტკივილი და დანაშაულის შეგრძნება ერთად იკითხებოდა.

— მომისმინე.

ძალიან ყურადღებით მომისმინე.

ის, რაც შენ დაგემართა, შენ არ აგირჩევია.

შენ არ დაგიწყია.

შენ არ დაგიმსახურებია.

და შენ არ გაქვს ამის გამო სირცხვილის მიზეზი.

სირცხვილი მხოლოდ იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ეს გაგიკეთა.

სოფის ტუჩი აუკანკალდა.

— მაგრამ…

ექვსი წელი დავრჩი…

ექვსი წელი ვერ წავედი.

ლაშამ პირველად ვეღარ შეიკავა თავი.

სკამიდან წამოდგა.

ფანჯარასთან მივიდა.

ზურგით იდგა.

იცოდა, თუ ახლა სოფის თვალებში შეხედავდა, საკუთარ ემოციებს ვეღარ გააკონტროლებდა.

რამდენიმე წამი ჩუმად იდგა.

მერე ნელა შემობრუნდა.

— იცი, რას ხედავს ადვოკატი, როცა შენს საქმეს კითხულობს?

სოფიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.

— მე ვხედავ ქალს, რომელმაც ექვსი წელი გადაიტანა.

ქალს, რომელმაც საბოლოოდ მაინც შეძლო წამოსვლა.

ვხედავ ადამიანს, რომელმაც დღეს აქამდე მოაღწია.

და ეს სისუსტე არ არის.

ეს გადარჩენაა.

სოფიმ თავი ვეღარ შეიკავა.

ატირდა.

ისე, როგორც წლების განმავლობაში არ უტირია.

ლაშა აღარაფერს ამბობდა.

უბრალოდ იდგა.

და იმ წამს საკუთარ თავს მხოლოდ ერთ რამეს ჰპირდებოდა.

ამჯერად არ დააგვიანებდა.

...

სოფი ახალ ბინაში დაბრუნდა.

კარი ორჯერ ჩაკეტა.

მერე მესამედაც გადაამოწმა.

ჩვევა ჯერ არ გამქრალიყო.

ზურგით მიეყრდნო კარს და ნელა ჩაიკეცა იატაკზე.

დღეს პირველად არ ტიროდა შიშის გამო.

ტიროდა იმის გამო, რომ ვიღაცამ უთხრა:

“შენ არაფერში ხარ დამნაშავე.”

ეს წინადადება ისევ და ისევ უტრიალებდა თავში.

რამდენი წელი ელოდა, რომ ვინმე ამას ეტყოდა.

რამდენი წელი…

სარკესთან მივიდა.

დიდხანს უყურებდა საკუთარ ანარეკლს.

ნელა ასწია ხელი და ლოყას შეეხო.

თითქოს ამოწმებდა, მართლა ის იყო თუ არა.

ჩურჩულით თქვა:

— იქნებ… მართლა არ ვიყავი დამნაშავე…

და პირველად, ექვსი წლის განმავლობაში, საკუთარი თვალებისთვის მზერა აღარ აურიდებია.

იმ ღამეს ლაშას არ სძინებია.

სოფის საქაღალდე ისევ მაგიდაზე იდო.

რამდენჯერაც დახურა, იმდენჯერ ისევ გახსნა.

თითოეულ ფურცელზე თითქოს სოფის ხმა ესმოდა.

“ქმარი ვარ… უფლება მაქვს.”

ლაშამ საქაღალდე უცებ დახურა.

სუნთქვა გაუჭირდა.

სასამართლოში ათასჯერ მოესმინა მსგავსი სიტყვები.

მაგრამ არასოდეს ასე.

რადგან ამჯერად საქმე მხოლოდ კლიენტს არ ეხებოდა.

საქმე სოფის ეხებოდა.

გოგოს, რომელსაც ოდესღაც დაჰპირდა:

— თუ ვინმე გაწყენინებს, ჯერ ჩემთან მოუწევს საქმის დაჭერა.

და ვერ დაიცვა.

ტელეფონი აიღო.

კერძო დეტექტივის ნომერი აკრიფა.

— მისამართი მჭირდება.

— ვისი?

— დავით ქავთარაძის.

რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ უპასუხეს:

— ორ საათში გექნება.



ღამე თითქმის ცარიელი იყო.

ძველი კორპუსის ეზოში მხოლოდ ერთი ფანჯარა ენთო.

ლაშა მანქანიდან არ გადმოდიოდა.

ორ საათს ელოდა.

თითქოს საკუთარ თავს აძლევდა დროს.

მაგრამ მერე ისევ სოფის ხმა გაიგონა.

“ჩემს სხეულზეც აღარ მქონდა უფლება…”

ამ სიტყვებმა ყველაფერი გადაფარა.

კორპუსიდან მაღალი კაცი გამოვიდა.

სიგარეტი გააბოლა.

ლაშამ მაშინვე იცნო.

ფოტოებიდან.

საქაღალდიდან.

იმ ადამიანის სახე, რომელმაც ექვსი წელი ჯოჯოხეთად უქცია სოფის.

კარი მშვიდად გააღო.

ნელა მიუახლოვდა.

კაცმა გაკვირვებით შეხედა.

— თქვენ?

— ლაშა გერლიანი.
კაცს ირონიულად ჩაეცინა.

— ოჰ…

იმ შეშლილი ქალის ახალი მხსნელი.

ლაშას თვალებში რაღაც ჩაქრა.

— სიტყვებს ფრთხილად შეარჩევ!
— თორემ?

დავითმა კვამლი პირდაპირ სახეში შეუბერა.
შემდეგ გაიცინა.

— მაინც დაბრუნდება.

ყველა ბრუნდება.

იმ წამს ლაშამ ვეღარ გაარჩია, რამდენად ძლიერად დაარტყა
მხოლოდ ის ახსოვდა, რომ მუშტი პირდაპირ სახეში მოხვდა.

დავითი ასფალტზე დაეცა.

წამოდგომა სცადა.

ვერ მოასწრო.

მეორე დარტყმა.

მესამე.
მეოთხე
მეხუთე
მეექვსე
მეშვიდე
წლების განმავლობაში დაგროვილი ყველა სიტყვა, ყველა განაჩენი, ყველა უსამართლობა ერთ მუშტში მოექცა.

— ეს…

ყბაში დარტყმა.

— იმისთვის…

მუცელში.

— რომ მას…

კვლავ სახეში.

— ეგონა…
დანმაშავე რამეში თავად იყო!

კაცი სისხლში იყო ამოსვრილი.

მაგრამ ლაშა ვეღარ ჩერდებოდა.

მის თვალწინ უკვე დავითი აღარ იდგა.

ხედავდა სოფის.

ჩალურჯებულ მაჯას.

დამალულ ცრემლებს.

სარკეს, რომლისკენაც ექვსი წელი ვერ იხედებოდა.

კვლავ ხელი ასწია.

ამ დროს ვიღაცამ უკნიდან მკლავზე ძლიერად მოქაჩა.

— ლაშა!

ტასო იყო.

ვიღაც მეზობელს პოლიცია უკვე გამოეძახებინა.

— გაჩერდი!

გესმის?!

ლაშას სუნთქვა ეკვროდა.

ხელები უკანკალებდა.

დავითი ძლივს სუნთქავდა

კიდევ ერთი დარტყმა…

და შეიძლება ყველაფერი დასრულებულიყო.

ლაშამ მუშტი ჰაერში გააშეშა.

რამდენიმე წამი ასე იდგა.

შემდეგ ნელა დაუშვა ხელი.

უკან დაიხია.

პირველად დახედა საკუთარ ხელებს.

სისხლიანი იყო.

მაგრამ ეს მისი სისხლი არ იყო.

იმ წამს მიხვდა—

სიძულვილი ისეთივე სწრაფად ანადგურებს ადამიანს, როგორც ძალადობა.

თავი უკან გადასწია.

ღრმად ჩაისუნთქა.

და მხოლოდ ერთი წინადადება თქვა, ისეთი ხმით, რომ თვითონაც ვერ იცნო:

— თუ კიდევ ერთხელ მიუახლოვდები…

სასამართლოში აღარ შეგხვდები.


შორს უკვე პოლიციის სირენების ხმა ისმოდა.

ლაშამ კიდევ ერთხელ შეხედა დავითს.

შემდეგ შემობრუნდა.

მან იცოდა, რომ ეს ღამე არასოდეს დაავიწყდებოდა.
პოლიციის მანქანის ლურჯი შუქები ძველი კორპუსის კედლებს ირეკლავდა.

ლაშა იდგა იქვე.

არ გაქცეულა.

არც თავის მართლება უცდია.

პირველად ცხოვრებაში მას არ ჰქონდა მზად პასუხი.

არც სასამართლოსთვის.

არც საკუთარი თავისთვის.

ტასო რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით იდგა და შეშფოთებული უყურებდა.

— ლაშა…

მან თავი არ ასწია.

— ვიცი.

— რა იცი?

რამდენიმე წამი გაჩუმდა.

შემდეგ ჩუმად თქვა:

— ვიცი, რომ ერთი წამით ზუსტად ის გავხდი, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება ვიბრძოდი.

ტასო გაჩუმდა.

რადგან იცოდა — ეს სიტყვები ყველაზე მეტად თავად ლაშას სტკიოდა.

ის ყოველთვის ამბობდა, რომ სამართალი ემოციებით არ შენდება.

რომ ბრაზი ვერ შეცვლის განაჩენს.

რომ მსხვერპლს სჭირდება დაცვა და არა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ ტკივილს ვერ აკონტროლებს.

მაგრამ იმ ღამით…

ის უბრალოდ ადვოკატი აღარ იყო.

ის იყო ბიჭი, რომელმაც ათი წლის წინ პატარა გოგოს ხელი ჩასჭიდა და უთხრა:

„არავის მივცემ უფლებას, რომ გატკინოს.“

და ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა სტკიოდა.

უფლება.

იმიტომ, რომ სოფის ცხოვრებაში ვიღაცამ დიდი ხნით წაართვა არსებობის უფლება.



რამდენიმე საათის შემდეგ ლაშა საკუთარ კაბინეტში იჯდა.

ღამე გათენებას უახლოვდებოდა.

მაგიდაზე ორი რამ იდო.

სოფის საქაღალდე.

და საკუთარი ხელები.

დიდხანს უყურებდა.

ხელებს, რომლითაც სასამართლოში ათობით ადამიანს იცავდა.

ტელეფონი აინთო.

სოფი.

რამდენიმე წამი მხოლოდ ეკრანს უყურებდა.

არ იცოდა, აეღო თუ არა.

ბოლოს უპასუხა.

— გისმენ.

მეორე მხარეს სიჩუმე იყო.

— ლაშა?

მისი ხმა ისეთი მშვიდი იყო, რომ უფრო მეტად ატკინა.

— ჰო.

— კარგად ხარ?

ამ კითხვაზე ლაშას გაეღიმა.

მწარედ.

— მე უნდა გკითხო ეგ.

სოფიმ დიდხანს არაფერი თქვა.

შემდეგ ჩუმად ამოისუნთქა.

— გავიგე.

ლაშას სახე შეეცვალა.

— ვინ გითხრა?

— ტასომ.

სიჩუმე.

— სოფ…

— არა.

ქალმა პირველად შეაწყვეტინა.

— მომისმინე.

ლაშა გაჩუმდა.

— როცა პირველად გნახე იმ ოთახში…

მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა.

მეგონა, რომ ისევ უნდა ამეხსნა ვინმესთვის, რატომ ვიყავი ასეთი.

რატომ მეშინოდა.

რატომ ვერ ვსაუბრობდი.

მაგრამ შენ…

შენ არ მკითხე, რატომ დავრჩი.

პირველად მკითხე, რა დამემართა.

ლაშას თვალები დაეხარა.

სოფის ხმა აუკანკალდა.

— ამიტომ გთხოვ…

არ დაკარგო ის ადამიანი, ვინც იქ დამანახე.

ლაშამ თვალები დახუჭა.

ეს სიტყვები უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ბრაზი.

— სოფი…

— შენ გგონია, რომ მისთვის პასუხის გაცემა გინდოდა.

მაგრამ მე არ მინდა, ჩემმა ტკივილმა კიდევ ერთ ადამიანს წაართვას საკუთარი თავი.

დიდხანს დუმდნენ.

შემდეგ ლაშამ ჩუმად თქვა:

— ბოდიში.

— რისთვის?

— იმისთვის, რომ ვერ დაგიცავი მაშინ.

სოფის სუნთქვა შეეცვალა.

— ლაშა…

— ვიცი, რომ ეს შენი გადასატანი არ არის.

ვიცი, რომ არ მქონდა უფლება, შენი ტკივილი ჩემს ბრაზად გადამექცია.

მაგრამ როცა გავიგე…

როცა წარმოვიდგინე, რომ ექვსი წელი მარტო იყავი…

ხმა გაუწყდა.

— უბრალოდ ძალიან გვიან მოვედი.

მეორე მხარეს დიდხანს არაფერი ისმოდა.

შემდეგ სოფიმ ჩუმად თქვა:

— არა.

ლაშამ თვალები გაახილა.

— რა?

— არ დაგიგვიანია.

პირველად დღეს…

ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემი ამბავი მნიშვნელოვანია.

და ეს შენ იყავი.



მეორე დღეს სასამართლოში ლაშა ჩვეულებრივზე ადრე მივიდა.

კოსტიუმი ეცვა.

საქაღალდე ხელში ეჭირა.

მაგრამ ამჯერად ბრძოლა მხოლოდ საქმის მოგება არ იყო.

ეს იყო სოფისთვის დაებრუნებინა ის, რაც წაართვეს.

არა წარსული.

არა დაკარგული წლები.

არამედ საკუთარი ხმა.

სოფი სასამართლოს დარბაზის წინ იდგა.

ფეხები უკანკალებდა.

ლაშამ შეხედა.

რამდენიმე წამით ისევ ის პატარა გოგო დაინახა.

მაგრამ ახლა რაღაც განსხვავებული იყო.

შიში ჯერ კიდევ ჰქონდა.

ტკივილიც.

მაგრამ მათ შორის კიდევ რაღაც გაჩნდა.

ძალა.

— მზად ხარ? — ჰკითხა ჩუმად.

სოფიმ ღრმად ჩაისუნთქა.

შემდეგ თავი დაუქნია.

— პირველად…

მინდა, ჩემი სიმართლე მე თვითონ ვთქვა.

ლაშამ მხოლოდ ერთი რამ უთხრა:

— მაშინ დღეს არავის მივცემთ უფლებას, შენი ხმა გადაფაროს.

და კარი გაიღო.

სოფი შევიდა.

ამჯერად არა როგორც მსხვერპლი.

არამედ როგორც ქალი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი დაიბრუნა.



სასამართლოს დარბაზი იმაზე ცივი აღმოჩნდა, ვიდრე სოფის წარმოედგინა.

ჰაერში უცნაური დაძაბულობა იდგა.

ადამიანები ჩუმად მოძრაობდნენ, ფურცლებს ალაგებდნენ, საათს უყურებდნენ.

ყველაფერი ჩვეულებრივი ჩანდა.

მხოლოდ სოფისთვის აღარაფერი იყო ჩვეულებრივი.

მისთვის ეს ოთახი უბრალოდ სასამართლო არ იყო.

ეს იყო ადგილი, სადაც პირველად უნდა ეთქვა ხმამაღლა ის, რის დამალვასაც ექვსი წელი ცდილობდა.

ხელები ისევ უკანკალებდა.

ლაშამ შეამჩნია.

მაგრამ არაფერი უთქვამს.

ზოგჯერ ადამიანს არ სჭირდება სიტყვები, რომ იგრძნოს — ვიღაც მის გვერდით დგას.

სოფიმ ღრმად ჩაისუნთქა.

— მეშინია.

ეს სიტყვები თითქმის ჩურჩულით თქვა.

ლაშამ მისკენ გაიხედა.

— ვიცი.

სოფის გაუკვირდა.

— და მაინც მეუბნები, რომ შევიდე?

ლაშას თვალებში სიმშვიდე იყო.

— იმიტომ, რომ შიში არ ნიშნავს, რომ ვერ შეძლებ.

პაუზა გააკეთა.

— შენ ექვსი წელი იცხოვრე იმ შიშთან ერთად, რომელიც სხვამ შეგიქმნა.

დღეს პირველად ცხოვრებაში შეგიძლია შიში შენს მხარეს გყავდეს.


დავითი დარბაზში თავდაჯერებული შემოვიდა.

ზუსტად ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო.

ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ყველაფერი ისევ მის სასარგებლოდ დასრულდებოდა.

მის გვერდით იურისტი იჯდა.

სახეზე კი ის ნაცნობი ირონია ჰქონდა.

ისეთი, რომელიც სოფის წარსულში ყოველთვის აშინებდა.

მაგრამ დღეს…

დღეს სოფიმ პირველად არ დახარა თავი.

დავითმა ეს შეამჩნია.

რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ.

წარსული და აწმყო.

ძალადობა და გადარჩენა.

სოფიმ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული.

მაგრამ ამჯერად არ გაიქცა.

არ დაიმალა.

უბრალოდ უყურებდა.

და პირველად დაინახა არა ძლიერი კაცი.

არამედ ადამიანი, რომელსაც მისი შიშის გარეშე აღარ ჰქონდა ძალა.


როცა მოსამართლემ სოფის ჩვენების მისაცემად მოუწოდა, ფეხები ისევ დაემძიმა.

ერთი ნაბიჯი.

მეორე.

მესამე.

სკამზე დაჯდა.

მიკროფონის წინ.

ამდენი წელი წარმოედგინა ეს მომენტი.

ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა.

რომ ხმა ჩაუწყდებოდა.

რომ ისევ ის პატარა გოგო გახდებოდა, რომელსაც ეშინოდა.

მაგრამ როცა პირველი კითხვა დაუსვეს, უცნაურად მშვიდად უპასუხა.

— გთხოვთ, მოყვეთ, როდის დაიწყო ყველაფერი.

სოფიმ რამდენიმე წამით თვალები დახარა.

შემდეგ კი თქვა:

— თავიდან მეგონა, რომ სიყვარული იყო.

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.

— მეგონა, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, შეიძლება გაბრაზდეს, შეიძლება შეცდეს… მაგრამ ბოლოს მაინც დაგიცავს.

თვალები აემღვრა.

— მერე მივხვდი, რომ სიყვარული ვერასოდეს მოგთხოვს საკუთარი თავის დაკარგვას.

ლაშა ჩუმად იჯდა.

მისთვის ეს სიტყვები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი არგუმენტი.

სოფი აგრძელებდა.

— ყველაზე რთული ის არ იყო, რომ მტკიოდა.

ყველაზე რთული ის იყო, რომ დამაჯერეს, თითქოს ჩემი ტკივილი არ არსებობდა.

დავითის მხარის ადვოკატი ფეხზე წამოდგა.

— ქალბატონო სოფი, თქვენ ამბობთ, რომ ექვსი წელი ვერ ტოვებდით მეუღლეს.

— დიახ.

— მაგრამ რატომ არ წახვედით მაშინვე?

ძველი კითხვა.

ისეთი, რომელსაც ბევრი ადამიანი სვამს, როცა ვერ ხედავს ძალადობის ნამდვილ სახეს.

სოფიმ პირველად შეხედა პირდაპირ.

— იმიტომ, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ტყვე, როცა კარი ჩაკეტილია?

პაუზა.

— ზოგჯერ კარი ღიაა.

მაგრამ ადამიანს უკვე აღარ სჯერა, რომ გაქცევა შეუძლია.

ლაშამ თვალები დახარა.

ეს პასუხი არცერთ მომზადებულ ტექსტში არ ეწერა.

ეს სოფის სიმართლე იყო.

— თქვენ ამბობთ, რომ გეშინოდათ?

— დიახ.

— მაგრამ მაინც დარჩით.

სოფი რამდენიმე წამი გაჩუმდა.

შემდეგ მშვიდად თქვა:

— იმიტომ, რომ ის, ვინც ყოველდღე გეუბნება, რომ არაფრად ღიხარ, ბოლოს შენს ხმასაც ისაკუთრებს
და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ძალადობა.

როცა ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ იცავს.
....

სასამართლოს შემდეგ სოფი დიდხანს იდგა შენობის წინ.

წვიმა მოდიოდა.

მსუბუქად.

თითქოს ქალაქიც რაღაცას რეცხავდა.

ლაშა მის გვერდით გაჩერდა.

არაფერი უთქვამს.

სოფიმ თავად დაარღვია სიჩუმე.

— იცი, ყველაზე უცნაური რა არის?

— რა?

— მეგონა, რომ სასამართლოში შესვლისას ისევ ის გოგო ვიქნებოდი.

ლაშამ შეხედა.

— რომელი გოგო?

სოფის გაეღიმა.

ძალიან ოდნავ.

— ის, რომელსაც ეშინოდა.

ლაშას პასუხი მშვიდი იყო.

— შენ ის გოგო არასოდეს გამხდარხარ.

სოფიმ გაკვირვებით შეხედა.

— რას გულისხმობ?

— შენ უბრალოდ დაგავიწყდა, ვინ იყავი.


...

სასამართლოს შემდეგ ლაშამ სოფი მანქანამდე მიაცილა.

— სახლში წაგიყვან

სოფიმ თავი გააქნია.

— მარტო მინდა ცოტა გავიარო.

ლაშას აღარ დაუჟინია.

— კარგი… მაგრამ თუ რამე დაგჭირდება, ნებისმიერ დროს დამირეკე.

სოფიმ მხოლოდ თავი დაუქნია.

გზა ნელა განაგრძო.

რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ იგრძნო, რომ პირველად, ექვსი წლის განმავლობაში, არავინ აკონტროლებდა, საით მიდიოდა.

უცნაური თავისუფლება იყო.

ისეთი, რომელსაც ჯერ ვერ ეჩვეოდა.

ლაშა დიდხანს იდგა იქვე.

სანამ სოფის ფიგურა ხალხში არ დაიკარგა.

ტასო მის გვერდით გაჩერდა.

— რატომ არ გააჩერე?

— იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვიღაც ეუბნებოდა, სად უნდა წასულიყო.

ახლა პირველად თვითონ უნდა აირჩიოს გზა.

ტასომ ჩუმად გაუღიმა.

— ისევ გიყვარს?

ლაშას პასუხი არ გაუცია.

დიდხანს უყურებდა იმ ქუჩას, სადაც სოფი გაუჩინარდა.

— სიყვარულით არ ვიცი…

პაუზა.

— მაგრამ როცა დავინახე, მივხვდი, რომ წლები ტყუილად არ გასულა.

რამდენიმე კვირა გავიდა.

სოფი მუშაობდა.

სახლსა და სამსახურს შორის ცხოვრობდა.

თერაპევტთანაც დაიწყო სიარული.

ნელ-ნელა ისწავლა, რომ კარზე კაკუნი ყოველთვის საფრთხეს არ ნიშნავდა.

რომ ტელეფონის ზარი შეიძლება უბრალოდ მეგობარი იყოს.

რომ საღამოს ქუჩაში სიარულიც შეიძლება უსაფრთხო აღმოჩნდეს.

მაგრამ ლაშას აღარ შეხვედრია.

არც დაურეკავს.

არც მოუწერია.

მხოლოდ საქმესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ინფორმაციას უგზავნიდა.

ლაშას ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ მისი ყველაზე სუსტი პერიოდი სიყვარულისთვის არ გამოეყენებინა.

მას არ უნდოდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც სოფი იმიტომ მიეყრდნობოდა, რომ სხვა არავინ ჰყავდა.
...

სამი თვე გავიდა.

შემოდგომა ქალაქში უხმაუროდ მოვიდა.

ხეებს ჯერ მხოლოდ რამდენიმე ფოთოლი ჩამოსცვივდათ, მაგრამ დილას უკვე სიცივე დაჰკრავდა.

სოფი სამსახურში ადრე მივიდა.

გამომცემლობაში დილა ყოველთვის წიგნების სუნით იწყებოდა.

მაგიდაზე ახალი ხელნაწერი დახვდა.

სათაური ჰქონდა:

„დაბრუნება სახლში.“

უცნაურად გაეღიმა.


იმავე დილით ლაშას კაბინეტში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მიიტანეს.

დავით ქავთარაძეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ლაშამ ფურცელი დახურა.

არც შვება უგრძნია.

არც გამარჯვება.

ზოგი საქმე ვერასოდეს სრულდება ერთი განაჩენით.

რადგან კანონი მხოლოდ დამნაშავეს სჯის.

დაკარგულ წლებს კი ვერ აბრუნებს.



იმ საღამოს სოფი პატარა სამხატვრო მაღაზიაში შევიდა.

წლები იყო, ფუნჯი ხელში აღარ აეღო.

თაროებთან დიდხანს იდგა.

თითქოს უცხო ნივთებს უყურებდა.

გამყიდველი მიუახლოვდა.

— დაგეხმაროთ?

სოფიმ უხერხულად გაიღიმა.

— არ ვიცი… საიდან იწყებენ ადამიანები თავიდან ხატვას?

ქალმა თაროდან პატარა აკვარელის ნაკრები ჩამოიღო.

— აქედან.

ყველა თავიდან აქედან იწყებს.

სოფიმ ყუთი ხელში აიღო.

ხელები აღარ უკანკალებდა.



საღამოს სახლში დაბრუნებულმა ფანჯარა გააღო.

წვიმის სუნი შემოვიდა.

მაგიდაზე თეთრი ფურცელი დადო.

დიდხანს უყურებდა.

შემდეგ ფუნჯი წყალში დაასველა.

პირველი ხაზი გაავლო.

მეორე.

მესამე.

უცებ იგრძნო, რომ ვიღაცას აღარ ემალებოდა.

არც საკუთარ თავს.

ტილო ნელ-ნელა ივსებოდა.

ჯერ მხოლოდ ცა დახატა.

შემდეგ ზღვა.

ბოლოს კი პატარა ხის სახლი, რომლის აივანზეც ყვითელი შუქი ენთო.

სურათის ქვედა კუთხეში პატარა ასოებით დაწერა:

„სახლი.“

და პირველად ექვსი წლის შემდეგ იგრძნო, რომ ეს სიტყვა აღარ ტკიოდა.



ორი დღის შემდეგ ლაშა შემთხვევით იმავე ქუჩაზე აღმოჩნდა.

სამხატვრო გალერეის წინ პატარა გამოფენა იყო მოწყობილი.

შესვლას არც აპირებდა.

მაგრამ ვიტრინაში ერთმა ნახატმა გააჩერა.

ზღვა.

პატარა სახლი.

ყვითელი შუქი.

ქვემოთ მხოლოდ ინიციალები ეწერა.

ს. ა.

ლაშას გაეღიმა.

არ იყო დარწმუნებული.

მაგრამ გულმა მაშინვე იცნო.

შიგნით შევიდა.

ადმინისტრატორს ჰკითხა:

— ავტორი აქ არის?

ქალმა დარბაზისკენ გაიხედა.

— კი…

აი, იქ დგას.

ლაშამ ნელა მიაბრუნა თავი.

დარბაზის ბოლოში სოფი იდგა.

ვიღაც პატარა გოგოს უხსნიდა, როგორ ერევა ლურჯი და ყვითელი ერთმანეთში, რომ მწვანე მიიღონ.

იცინოდა.

მართლა იცინოდა.

ლაშა ადგილზე გაშეშდა.

იმ ღიმილში პირველად დაინახა არა ქალი, რომელსაც გადარჩენა სჭირდებოდა.

არამედ ქალი, რომელმაც ცხოვრება თავიდან დაიწყო.

და სწორედ ამიტომ…

არ მივიდა.

ჩუმად შემობრუნდა.

...
რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქში პირველი თოვლი მოვიდა.

სოფი საღამოს სამსახურიდან ფეხით ბრუნდებოდა.

თეთრი ფიფქები თმაზე ეცემოდა.

მოულოდნელად ტელეფონი აციმციმდა.

ერთი შეტყობინება.

ლაშა.

“ზღვა ზამთარშიც ზაფხულის სუნს ინარჩუნებს?”

სოფიმ რამდენიმე წამი ეკრანს უყურა.

შემდეგ გაეღიმა.

ეს მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ეკითხა.

ნელა აკრიფა პასუხი.

“მოდი და ერთად გადავამოწმოთ.”

გაგზავნა.

რამდენიმე წამში პასუხიც მოვიდა.

“ამჯერად აღარ დაგაგვიანებ.”

სოფიმ ტელეფონი გულთან მიიხუტა.

გარეთ ისევ თოვდა.

მაგრამ პირველად ცხოვრებაში ზამთარი აღარ იყო ცივი

გაზაფხული ქალაქში უხმაუროდ დაბრუნდა.

ხეებს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე გაშლილი ფოთლები, მაგრამ ჰაერში უკვე სითბო იგრძნობოდა.

სოფიმ ტელეფონს დახედა.

ლაშა: „ხვალ თავისუფალი ხარ?“

რამდენიმე თვის წინ ამ კითხვას შიში მოჰყვებოდა.

ახლა მხოლოდ ფიქრი მოჰყვა.

ცოტა ხანს უყურა ეკრანს, მერე დაწერა:

— „დიახ.“

ლაშას პასუხი მაშინვე მოვიდა.

— „ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო.“

მეორე დღეს ქალაქის ხმაური უკან დარჩა.

მანქანა ზღვისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა.

სოფი ფანჯარაში იყურებოდა.

— აქ რატომ მოვდივართ?

ლაშას გაეღიმა.

— ერთი ვალი მაქვს.

— ვალი?

— გახსოვს წერილი?

სოფიმ გაკვირვებით შეხედა.

— რომელი?

ლაშამ მანქანა პატარა სანაპიროსთან გააჩერა.

— ის, ბავშვობაში რომ დამიტოვე.

„როცა გავიზრდებით, ზღვისპირა ქალაქში ვიცხოვროთ. იქ ზამთარშიც ზაფხულის სუნია.“

სოფის სუნთქვა შეეკრა.

— შენ… ისევ გაქვს?

— არასოდეს გადამიგდია.

ორივე რამდენიმე წუთი უხმოდ იდგა.

ზღვა მშვიდი იყო.

ტალღები ნაპირს ნელა ეხეთქებოდა.

სოფიმ თვალები დახუჭა.

— იცი… ყოველთვის მეგონა, რომ ის გოგო დავკარგე, რომელმაც ეს წერილი დაწერა.

ლაშამ თავი გააქნია.

— არა.

— საიდან იცი?

— იმიტომ, რომ დღეს აქ დგას.

სოფიმ თვალებში შეხედა.

იმ მზერაში აღარ

არც ვალდებულება.

არც წარსულის ტკივილი.
მხოლოდ მშვიდი რწმენა.

მოულოდნელად სოფიმ ხელი გაშალა.

წვიმის პირველი წვეთები ციდან ჩამოცვივდა.

გაეცინა.

— რა არის? — ჰკითხა ლაშამ.

— მთელი ცხოვრება წვიმა ცუდ ამბებთან ასოცირდებოდა.

ლაშა მის გვერდით დადგა.

— და ახლა?

სოფიმ ცას ახედა.

— ახლა უბრალოდ წვიმს.

ლაშამ ქურთუკი მოიხადა, რომ მისთვის მოეფარებინა
სოფიმ ღიმილით გააჩერა.

— არა.

ამჯერად არ მინდა დავიმალო.

ორივე წვიმაში იდგა.

არც ერთი არ ჩქარობდა.

და სწორედ იმ წამს ლაშამ ძალიან ნელა, ფრთხილად გაუწოდა ხელი.

არ დაუჭერია.

უბრალოდ გაუწოდა.

როგორც ადამიანს, რომელსაც არჩევანის უფლება დაუბრუნდა.

სოფიმ მის ხელს დახედა.

შემდეგ ნელა ჩაჰკიდა.

არსებობდა

მხოლოდ ორი ხელი, რომელიც ამჯერად თანასწორად შეხვდა ერთმანეთს.

და თითქოს იმ ერთი შეხებით, წლების წინ დაკარგულმა ბავშვურმა ოცნებამაც ისევ სუნთქვა დაიწყო.
წვიმა შეწყდა.

ზღვის თავზე მოღრუბლული ცა ნელ-ნელა გაიხსნა და საღამოს მზემ წყლის ზედაპირზე ოქროსფერი ბილიკი გაავლო.

სოფი და ლაშა ისევ ჩუმად იდგნენ.

ზოგჯერ სიჩუმე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიყვარულის ყველაზე ლამაზი ახსნა.
ლაშას ჯერ კიდევ არ გაეშვა მისი ხელი.
არც სოფის უცდია გაშვება.
მაგრამ ეს შეხება არაფერს ითხოვდა.

უბრალოდ არსებობდა.

— გახსოვს? — ჩუმად ჰკითხა ლაშამ.

— რა?

— როცა თორმეტი წლის იყავი, მითხარი, თუ ოდესმე შეგეშინდებოდა, აუცილებლად ზღვასთან წამომეყვანე

სოფის გაეცინა.

— მართლა ვთქვი?

— ჰო.

— ბავშვები უცნაურ რაღაცებს ვამბობთ.

— არა.

ლაშამ თავი გააქნია.

— ბავშვები ყველაზე გულწრფელ რაღაცებს ამბობენ.

სოფიმ მზერა ზღვას მიაპყრო.

— მაშინ მეგონა, რომ ზღვა ყველა ტკივილს წაიღებდა.

— წაიღო?

სოფიმ ცოტა იფიქრა.

— არა…

ტალღებს უყურებდა.

— ტკივილი არ წაუღია.

მაგრამ მასთან ერთად ცხოვრების აღარ მეშინია.

ლაშას გაეღიმა.

ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც ოდესმე ენახა.
ადამიანში.
დაბრუნებისას მანქანაში მუსიკა ძალიან ჩუმად უკრავდა.

არც ერთი არ ლაპარაკობდა.

სიჩუმე უხერხული აღარ იყო.

სოფი ფანჯარაში იყურებოდა.

მოულოდნელად თქვა:

— იცი, ისევ ხატვა დავიწყე.

— ვიცი.

სოფიმ გაკვირვებით შეხედა.

— საიდან?

ლაშამ ოდნავ გაიღიმა.

— ერთხელ შემთხვევით გამოფენაზე მოვხვდი.

ვნახე შენი ნახატი.

სოფის თვალები გაუფართოვდა.

— შენ… იქ იყავი?

— ვიყავი.

— რატომ არ მოხვედი?

ლაშამ საჭეს დახედა.

პასუხის შერჩევა უჭირდა.

— მინდოდა, ჯერ შენი თავი დაგებრუნებინა

და მხოლოდ მერე…

თუ ოდესმე მოისურვებდი…

ჩემთანაც მოსულიყავი.

მანქანაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა

— მადლობა...

ლაშამ მხოლოდ თავი დაუქნია.

რადგან იცოდა—

ნამდვილი სიყვარული ზოგჯერ სწორედ მოცდაა.


რამდენიმე კვირის შემდეგ სოფიმ პატარა წერილი მიიღო.

გამომცემლობიდან.

მისი პირველი საბავშვო წიგნის გამოცემა დაამტკიცეს.

წიგნს ერქვა:

„სახლი, რომელსაც არ ეშინოდა წვიმის.“

ხელნაწერი ხელში ეჭირა და დიდხანს უყურებდა.

წლების წინ ეგონა, რომ მისი ისტორია მხოლოდ ტკივილზე დაიწერებოდა.

ახლა კი ბავშვებისთვის ზღაპარს წერდა. ზღაპრებს წერდა

იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც უნდა სცოდნოდათ რომ

სიყვარული არასოდეს არის შიში.

საღამოს ლაშას დაურეკა.

— დრო გაქვს?

— შენთვის ყოველთვის.

— მინდა, პირველი ეგზემპლარი გაჩვენო.

ლაშა გამომცემლობასთან ათ წუთში მივიდა.

სოფი კიბეებზე იდგა.

ხელში ახალი წიგნი ეჭირა.

სახეზე ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომელსაც წარსული ვეღარ ეხებოდა.

— ეს შენია? — ჰკითხა ლაშამ.

სოფიმ თავი გააქნია.

— არა…

წიგნი გაუწოდა.

შიგნით, პირველ გვერდზე, პატარა წარწერა იყო.

“იმ ბიჭს, რომელმაც ბავშვობაში მითხრა, რომ ფერები არასოდეს უნდა დამემალა.”

ლაშამ წიგნი დახურა.
გაეღიმა.

ლაშამ წიგნი ფრთხილად დახურა.

დიდხანს არაფერს ამბობდა.

თითქოს ეშინოდა, ერთი დაუფიქრებელი სიტყვით ის სიმშვიდე არ დაერღვია, რომელიც ორივემ ამდენი ტკივილის შემდეგ ძლივს იპოვა.

ბოლოს მხოლოდ ჩუმად თქვა:

— ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც ოდესმე მიმიღია.
სოფ…

— ჰო?

— ერთ რამეს გკითხავ?

— მკითხე.

ლაშა რამდენიმე წამს დუმდა.

ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს სწორ სიტყვებს ეძებდა.

— ახლა რომ ისევ თოთხმეტი წლის ვიყოთ…

და იმ ეზოში ვიდგეთ…

ისევ მომწერდი იმ წერილს?

სოფის თვალებში ღიმილი ჩადგა.

დიდხანს არაფერს ამბობდა.

შემდეგ ძალიან მშვიდად უპასუხა:

— არა.

ლაშას სახეზე ღიმილი შეეყინა.

სოფი მიუახლოვდა.

— აღარ მოგწერდი.

თავად მოგაკითხავდი.

ორივეს გაეცინა.

პირველად…

ისე, რომ არც ერთს წარსული აღარ ჩადგომოდა მათ შორის.

რამდენიმე დღის შემდეგ ლაშას კარზე დააკაკუნეს.

— შემოდი.

ტასო იყო.

ხელში ორი ყავა ეჭირა.

ერთი ლაშას გაუწოდა.

— რაღაც შეიცვალე.

— მართლა?

— ჰო.

აღარ გამოიყურები ადამიანივით, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა მარტო უნდა.

ლაშას გაეღიმა.

— იმიტომ, რომ მივხვდი…

ყველას ვერ გადაარჩენ.

ტასომ წარბი ასწია.

— და ეს ვინ გასწავლა?

ლაშამ ფანჯრიდან ქალაქს გახედა.

— სოფიმ.

— როგორ?

— იმით, რომ საკუთარი თავი თვითონ გადაარჩინა.

მე მხოლოდ გვერდით ვიდექი.

ტასოს თვალებში კმაყოფილება გაკრთა.

— ზუსტად ამიტომ შეგიყვარდა.

ლაშას აღარ უარყვია.

არც დაეთანხმა.

უბრალოდ გაიღიმა.

და ზოგჯერ ღიმილი ყველაზე გულწრფელი პასუხია.

ლაშამ მანქანა ნელა გააჩერა.

— აქ რატომ მოვედით? — იკითხა სოფიმ.

სახლს გახედა.

ძველი, ორსართულიანი აგურის სახლი.

ეზოში ისევ იდგა ის დიდი კაკლის ხე, რომელზეც ბავშვობაში ორივე ადიოდა.

ლაშამ ოდნავ გაიღიმა.

— დედას დიდი ხანია შენი ნახვა უნდა… ასე ვფიქრობდი.

სოფის გულში უცნაურად გაკრა.

— იცის, რომ მოვდივარ?

— არა.

— ლაშა…

— ნუ ღელავ. შენ ყოველთვის უყვარდი.

სოფიმ პასუხი აღარ გასცა.

კარი ნინომ გააღო.

რამდენიმე წამით გაშეშდა.

სახეზე ჯერ გაკვირვება დაეტყო, მერე — სიხარული.

— სოფი…

ერთი ნაბიჯიც კი გადადგა მისკენ.

— ღმერთო… მართლა შენ ხარ?

სოფის ოდნავ გაეღიმა.

— გამარჯობა, დეიდა ნინო.

ნინო გადაეხვია.

ისე ძლიერ, როგორც წლების უნახავ შვილს.

— სად დაიკარგე, შვილო…

სახლში შევიდნენ.

ყველაფერი ისევ ისე იყო.

იგივე ფარდები.

იგივე წიგნების კარადა.

იგივე კედელზე ჩამოკიდებული ბავშვობის ფოტო.

ლაშამ ფოტო შეამჩნია.

ორი ბავშვი.

ერთი ბიჭი და ერთი გოგო.

ორივეს ტალახიანი მუხლები ჰქონდა და კამერისკენ იცინოდნენ.

ნინომ ჩაი დაასხა.

პირველი რამდენიმე წუთი მხოლოდ ბავშვობას იხსენებდნენ.

როგორ მალავდნენ ერთმანეთის ჩანთებს.

როგორ გარბოდნენ მდინარეზე.

როგორ დახატა ერთხელ სოფიმ მთელი ეზო ლურჯი ცარცით.

სოფიც პირველად იცინოდა ისე თავისუფლად.

ლაშა ჩუმად უყურებდა.

სწორედ ამისთვის მოიყვანა.

ეგონა, ეს სახლი სოფის გაახსენებდა, რომ მის ცხოვრებაში ტკივილამდე არსებობდა ბედნიერებაც.

მერე ნინომ უცებ იკითხა:

— ახლა სად ცხოვრობ?

— ქალაქში… პატარა ბინა ვიქირავე.

— მარტო?

სოფიმ თავი დაუქნია.

სიჩუმე ჩამოვარდა.

ნინოს მზერა ჯერ სოფისკენ წავიდა.

მერე ლაშასკენ.
ქალი სკამზე გასწორდა.

— ლაშა… ერთი წუთით სამზარეულოში გამომყევი.

ლაშა მშვიდად წამოდგა.

სამზარეულოს კარი დაიხურა.

ნინომ მაშინვე ჩუმად, მაგრამ მკაცრად ჰკითხა:

— რას აკეთებ?

— რას გულისხმობ?

— ნუ გამასულელებ.იმიტომ, რომ შენ ისევ ისე უყურებ, როგორც თვრამეტი წლისას უყურებდი.

ლაშას არაფერი უთქვამს.

— გგონია, ვერ შევამჩნიე?

ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა.

— დედა…

— ერთი რამ მინდა, კარგად გაიგო.

შენ შეგეცოდა.

და ეს ბუნებრივია.

მაგრამ სიბრალული ოჯახს არ ქმნის.

ლაშას სახე დაეძაბა.

— არავის ვიბრალებ.

— მაშინ რატომ მოიყვანე აქ?

— იმიტომ, რომ შენთვის ყოველთვის ოჯახის წევრი იყო.

ნინომ მწარედ ჩაიცინა.

— იყო.

სიჩუმე.

შემდეგ ძალიან ნელა წარმოთქვა:

— მაგრამ ახლა სხვა ცხოვრება აქვს გავლილი.

ლაშამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა ყბა.

— მერე?

— მერე ის, რომ შენ ახალგაზრდა ხარ.

პატივსაცემი.

წინ მთელი ცხოვრება გაქვს.

შეგიძლია ისეთი გოგო იპოვო, რომელსაც ასეთი მძიმე წარსული არ ექნება.

ლაშას თვალები გაუმკაცრდა.

— სიტყვებს დაუკვირდი!

ნინო არ გაჩერებულა.

— რატომ?

სიმართლეს ვამბობ.

განქორწინებულია.

მთელმა ქალაქმა იცის, რაც გადაიტანა.

ადამიანები ლაპარაკობენ.

ხვალ შენს შვილებს რას ეტყვიან?

ლაშამ პირველად ხმას აუწია.

— მორჩი!

— არა, ჯერ არ მოვრჩი.

შენ ადვოკატი ხარ.

ყოველდღე ასეთ ქალებს ხედავ.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ-ერთთან ცხოვრება უნდა გადაწყვიტო.

ლაშას ხელები უკანკალებდა.

— დედა…

— კაცმა გამოიყენა.

დაამცირა.

რაც გაუკეთა…

ვიცი.

მაგრამ იმ ცხოვრების შემდეგ…

ქალი ვეღარასოდეს იქნება.

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

ლაშას სახე ნელ-ნელა შეეცვალა.

ისე უყურებდა დედას, თითქოს პირველად ხედავდა.

— მართლა გჯერა ამის?

ნინო ჯიუტად იდგა.

— დიახ.

— მართლა ფიქრობ, რომ ადამიანს სხვისი დანაშაული აფასებს?

— მე იმას ვფიქრობ, რომ ოჯახს სუფთა ფურცელი სჭირდება.

ლაშამ მწარედ გაიღიმა.

— და სოფი შენთვის სუფთა არ არის?

— თუ გინდა, ასე დაარქვი.

მაგრამ მე ჩემს აზრს არ შევიცვლი.

ლაშა რამდენიმე წამს დუმდა.

შემდეგ მშვიდად თქვა:

— ყველაზე მძიმე საქმეები მინახავს.

მკვლელები.

მოძალადეები.

ბავშვების გამაუპატიურებლები.

და მაინც…

დღეს პირველად შემრცხვა.

ნინო გაოცებული უყურებდა.

— ჩემი საკუთარი დედის.

ამ დროს კარი ძალიან ჩუმად გაიღო.

არც ერთს გაუგონია.

სოფი ზღურბლთან იდგა.

სახეზე ცრემლი არ ეტყობოდა.

მხოლოდ საოცარი დაღლა.

როგორც ჩანს, ყველაფერი მოესმინა.

რამდენიმე წამით სამივემ ერთმანეთისკენ გაიხედა.

სოფიმ ძალით გაიღიმა.

— ბოდიში…

ჩემი წასვლის დროა.

ლაშამ სწრაფად გადადგა ნაბიჯი.

— სოფ…

მაგრამ სოფიმ ძალიან მშვიდად გააქნია თავი.

— არა.

დეიდა ნინო მართალია ერთ რამეში.

მე მართლა ძალიან მძიმე ცხოვრება გამოვიარე.

პატარა პაუზა.

— უბრალოდ…

ეს ჩემი არჩევანი არასოდეს ყოფილა.

შემდეგ ნინოს შეხედა.

— მიუხედავად ყველაფრისა, მიხარია, რომ ისევ გნახეთ.

გმადლობთ იმ ბავშვობისთვის, რომელიც ოდესღაც მაჩუქეთ.

სხვა აღარაფერი უთქვამს.

ნელა გავიდა.

კარი უხმოდ დაიხურა.

ლაშა რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა.

შემდეგ დედას შეხედა.

სოფი ქუჩას სწრაფად მიუყვებოდა.

ლაშა რამდენიმე წამი კართან იდგა.

იცოდა, რომ უნდა გაეშვა.

იცოდა, რომ სოფის სივრცე სჭირდებოდა.

მაგრამ ამჯერად რაღაცამ არ მისცა უფლება, ისევ ჩუმად დარჩენილიყო.
ვერ აიტანდა, სოფის ისევ დაეჯერებინა ის ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში სხვებმა ჩააგონეს.

რომ ის ნაკლები იყო.

რომ მასში რაღაც გაფუჭდა.

რომ ვიღაცის დანაშაული ახლა მისი ნაწილი იყო.

— სოფი!

ქუჩაში მისი ხმა გაისმა.

ქალი გაჩერდა.

რამდენიმე წამი ზურგით იდგა.

შემდეგ ნელა შემობრუნდა.

ლაშა მისკენ მოდიოდა.

სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა.

თითქოს ამ რამდენიმე ნაბიჯში მთელი თორმეტი წელი გამოიარა.

— ლაშა…

— არა.

ჩუმად შეაწყვეტინა.

— ახლა მე უნდა მომისმინო!

სოფი გაჩუმდა.

ლაშა მის წინ გაჩერდა.

რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა.

იმ გოგოს ხედავდა.

იმ პატარა გოგოს, რომელიც ეზოში დარბოდა.

რომელსაც ფერების არ ეშინოდა.

რომელსაც მთელი სამყარო წინ ჰქონდა.

— არ მინდა, ერთი სიტყვაც კი დარჩეს შენში, რაც დღეს მოისმინე.

სოფის თვალები აემღვრა.

— ლაშა, არ არის საჭირო…

— არის.

მის ხმაში პირველად იყო ისეთი ემოცია, რომელსაც ვეღარ მალავდა.

— იმიტომ, რომ შენ ახლა ისევ იმ ადამიანის თვალებით უყურებ საკუთარ თავს, ვინც დაგაზიანა.

სოფიმ თავი დახარა.

— მე უბრალოდ…

— არა.

ლაშამ ნელა გააქნია თავი.

— შენ არ ხარ ის, რაც მან გაგიკეთა.

— და ვერასოდეს იქნები.

ქარი ჩუმად მოძრაობდა ქუჩაში.

ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა.

თითქოს იცოდა, რომ ახლა სიტყვები, რომლებსაც წლები მალავდა, უკან დასაბრუნებელი აღარ იქნებოდა.

— თავიდან მეც მინდოდა ასე დამეჯერებინა.

მეთქი, უბრალოდ საქმეა.

უბრალოდ ბავშვობის მეგობარია.

უბრალოდ უნდა დავეხმარო.

მაგრამ ეს ტყუილი დიდხანს ვერ შევინახე.

სოფი გაჩუმდა.

ლაშამ თვალები დახარა.

— მე შენ არასოდეს დამვიწყებიხარ.
სოფის სუნთქვა შეეკრა.

— ლაშა…

— მომისმინე.

გთხოვ.

მხოლოდ ერთხელ მომისმინე ბოლომდე.

მეგონა, ბავშვობის გრძნობა უბრალოდ მოგონება იყო.

მაგრამ მერე წლები გავიდა.

და მაინც…

ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ფერებზე, ხატვაზე, ზღვაზე ლაპარაკობდა…

შენ მახსენდებოდი.

როცა პატარა გოგოს ვხედავდი, რომელსაც ხელები საღებავით ჰქონდა მოთხვრილი…

შენ მახსენდებოდი.

როცა ვინმე ჯიუტად იბრძოდა თავისი სიმართლისთვის…

შენ მახსენდებოდი.

სოფის თვალებზე ცრემლი ჩამოუგორდა.

— მაგრამ მე…

— ვიცი.

ლაშამ ჩუმად თქვა.

— ვიცი, რას ფიქრობ.

რომ მერე ცხოვრება შეიცვალა.

რომ შენ გათხოვდი.

რომ სხვა გზა აირჩიე.

მაგრამ იცი, რა არის ყველაზე უცნაური?

მე მაშინაც მიყვარდი.

როცა გავიგე, რომ სხვასთან იყავი.

როცა მივხვდი, რომ ის მომავალი, რომელსაც ბავშვობაში ვხატავდით, აღარ არსებობდა.

მტკიოდა.

ძალიან.

მაგრამ არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ შენ რამე დამიშავე.

იმიტომ, რომ სიყვარული ფლობა არ არის.

სოფი ჩუმად ტიროდა.

ლაშას ხმა აუკანკალდა.

— მე არ მიყვარდა შენი ჩემად ქცევის იდეა!

მე შენ მიყვარდი.

ისეთი, როგორიც იყავი.

და ისეთი, როგორიც გახდი.

— ლაშა…

— არა, სოფი.

დღეს უნდა გაიგო.

შენი წარსული ჩემთვის არ არის ლაქა.

შენი ტკივილი არ არის მიზეზი, რომ ნაკლებად შეგიყვარო.

შენი ქორწინება არ არის რამე, რაც შენს ფასს ამცირებს.

შენ არ ხარ გატეხილი.

შენ არ ხარ გაფუჭებული.

შენ ხარ ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ის, რასაც ბევრი ვერ გადაიტანდა.

და მე…

მე ამაყი ვარ შენით.

სოფიმ სახეზე ხელი აიფარა.

— რატომ არ მითხარი ადრე?

ლაშას გაეღიმა.

მაგრამ თვალებში ტკივილი ჰქონდა.

— იმიტომ, რომ მაშინ მეგონა, შენს ტკივილს ჩემს სიყვარულს ვერ დავამატებდი.

მეგონა, თუ მოვიდოდი და გეტყოდი, რომ მიყვარხარ, შეიძლება ეგოისტი ვყოფილიყავი.

შენ ახლახან გამოდიოდი იმ ადგილიდან, სადაც წლების განმავლობაში საკუთარი თავი დაკარგე.

მე არ მინდოდა კიდევ ერთი ადამიანი ვყოფილიყავი, ვინც რამეს მოგთხოვდა.


— ახლა მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ.

არ დამიჯერო იმიტომ, რომ მე გეუბნები.

დამიჯერე იმიტომ, რომ ეს სიმართლეა.

შენ ისევ ის გოგო ხარ.

ის გოგო, რომელსაც ფერები უყვარდა.

რომელსაც ზღვის სჯეროდა.

რომელსაც ეგონა, რომ სამყარო შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო.

და მე…

მე ის ბიჭი ვარ, რომელსაც იმ გოგოს დავიწყება არასოდეს შეეძლო.

სიჩუმე ჩამოვარდა.

სოფიმ ნელა მოიწმინდა ცრემლები.

— მე არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ყველაფრის შემდეგ.

ლაშამ თავი დაუქნია.

— ვიცი.

— და არ ვიცი, შემიძლია თუ არა ვინმეს ისევ მივენდო.

— ვიცი.

— შეიძლება დიდი დრო დამჭირდეს.

— ვიცი.

სოფიმ თვალებში შეხედა.

— და მაინც?

ლაშას პასუხი ძალიან მშვიდი იყო.

— მაინც.

იმიტომ, რომ პირველად ცხოვრებაში არ მინდა შენგან არაფერი.

არც პასუხი.

არც დაპირება.

არც სიყვარული იმავე წამს.

მინდა მხოლოდ ერთი რამ.

რომ ერთხელ მაინც შეხედო საკუთარ თავს ისე, როგორც მე გიყურებ!

თვეები გავიდა.

სოფი ისევ დადიოდა თერაპიაზე.

ისევ ხატავდა.

ისევ სწავლობდა საკუთარ თავთან მშვიდად ყოფნას.

ზოგჯერ რთული დღეებიც ჰქონდა.

ზოგჯერ ძველი შიშები ბრუნდებოდა.

მაგრამ ახლა განსხვავება ის იყო, რომ მარტო აღარ ებრძოდა.

ლაშა არასოდეს ეუბნებოდა:

„დაივიწყე.“

ის ეუბნებოდა:

— მე აქ ვარ.

და ზოგჯერ ეს საკმარისი იყო.

......
ერთ დილას ტასო მის კაბინეტში შევიდა.

სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ლაშამ მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც მოხდა.

— სოფი წავიდა.

ლაშას გული შეუჩერდა.

— სად?

ტასომ უხმოდ გააქნია თავი.

— არავინ იცის.

მხოლოდ ეს დატოვა.

მაგიდაზე თეთრი კონვერტი დადო.

ლაშას სახელი ეწერა.

მისი ხელწერით.

ხელები პირველად აუკანკალდა.

კონვერტი ძალიან ფრთხილად გახსნა.

შიგნით მხოლოდ ერთი ფურცელი იდო.

ლაშა,

მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ადამიანები მხოლოდ ორ ნაწილად იყოფოდნენ — ისინი, ვისიც უნდა მეშინოდეს, და ისინი, ვისაც უნდა ჩავეჭიდო.

შენ მასწავლე, რომ არსებობს მესამე გზაც.

გზა, სადაც ადამიანი საკუთარ ფეხებზე დგება.

ალბათ ძალიან მარტივი იქნებოდა, შენს გვერდით დავრჩენილიყავი.

ვიცი, არასოდეს მატკენდი.

ვიცი, ყოველთვის დამიცავდი.

მაგრამ იცი, რისი მეშინია?

მეშინია, რომ ერთ დღეს სარკეში ჩავიხედო და ვეღარ გავარჩიო, შენ შეგიყვარე…

თუ უბრალოდ იმ ადამიანს მივეყრდენი, რომელმაც სიკვდილისგან გადამარჩინა.

პირველად ცხოვრებაში მინდა ერთი გზა სრულიად მარტო გავიარო.

მინდა, ვისწავლო, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ არც შიშმა მამოძრავოს…

და არც მადლიერებამ.

თუ ოდესმე ისევ შეგხვდები…

მინდა, მაშინ მოვიდე როგორც ქალი, რომელსაც არჩევანი შეუძლია.

და არა როგორც ადამიანი, რომელსაც ვინმე სჭირდება გადასარჩენად.

შენ ერთხელ მითხარი, რომ მე გადარჩენილი ქალი ვიყავი.

ახლა მინდა, უბრალოდ ბედნიერი ქალი გავხდე.

თუ ჩვენი ამბავი მართლა ჩვენსკენ მოდის…

ის გზას მაინც იპოვის.

და თუ ვერ იპოვის…

იცოდე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი მაინც შენს ნათქვამ ერთ წინადადებაში დარჩება:

“შენ არაფერში ხარ დამნაშავე.”

— სოფი

წერილი ბოლომდე წაიკითხა.

მერე ძალიან ფრთხილად დაკეცა.

არ დაურეკავს.

არ მოუძებნია.

არავისთვის უკითხავს, სად შეიძლებოდა წასულიყო.

მხოლოდ ფანჯარასთან მივიდა.

გარეთ გაზაფხულის ქარი ხეებს არხევდა.

ლაშამ თვალები დახუჭა.

და პირველად მათი შეხვედრის შემდეგ…

არ იცოდა, როდის ნახავდა ისევ.

ან საერთოდ თუ ნახავდა.

მაგრამ ერთი რამ იცოდა.

ზოგჯერ სიყვარული სწორედ ის არის

სადაც ადამიანს გაშვების ძალა ჰყოფნის.

დასასრული....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent