"ოთხმოცდახუთი მიზეზი,რომ შემყვარებოდი" ნაწილი (II)
ოთხმოცდახუთი მიზეზიდან რიგით პირველი - უჟმური, მაგრამ საოცრად მზრუნველი... ალბათ, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ თავიდან საერთოდ არ მომწონდი.მეტიც,შენი სახის დანახვაც არ მინდოდა.მაღალი, გამხდარი, მუდამ სერიოზული სახით დადიოდი და ისეთი მზერა გქონდა, ადამიანს ეგონებოდა ამპარტავნობის ზენიტში იყავი.როგორც მე მეგონა.პირველად,იმ საღამოს მივხდი,რომ ზედმეტად მზრუნველი ადამიანი იყავი...საღამოს ვახშმის დრო იყო მოსული.კალათბურთელები არსად ჩანდნენ.როგორც რატიმ გვითხრა, ვარჯიშზე იყვნენ.სასადილო უცნაურად მშვიდი იყო.მე უკვე იმედი მქონდა, რომ საღამოს მაინც ამოვისუნთქებდი ცოტათი.მაგრამ ზუსტად სამი წამი გაგრძელდა ეს სიმშვიდე.ეზოდან ისეთი ხმაური შემოვარდა, მაშინვე მივხვდი, რომელი ქარიშხალიც მოახლოვდებოდა.კარი გაიღო და რატიმ თავი შემოყო. - მარ...წინასწარ გეუბნები...უკვე მეცოდები - და კარი ისევ მიხურა.წამის მეასედებში სასადილოს კალიებივით შემოესიენ. - წყალი! - მარიამ, აქ შეიძლება? - მარიამ,კიდევ ერთი პორცია შეიძლება? - მე კი ერთი მაგიდიდან მეორეზე დავრბოდი და უკვე აღარ ვიცოდი, ვის რას ვაწვდიდი.ერთი რამ კი შევამჩნიე.აივნის უჟმური არსად ჩანდა.ჩემთვის უკეთესი,დღეს მაინც ერთი პრობლემით ნაკლები მექნებოდა.მხოლოდ ბიჭები იყვნენ.ხმაურიანები, მშიერები და ისეთი ენერგიით სავსეები, თითქოს ვარჯიშზე არ ყოფილან და პირიქით, მთელი დღე ძალებს აგროვებდნენ ჩემი ნერვების დასახარჯად.საბედნიეროდ, ვახშამი დასასრულს უახლოვდებოდა.ბიჭების რაოდენობა თანდათან მცირდებოდა.სწორედ მაშინ სასადილოს კარი გაიღო.დიდი ქვაბიდან ადუღებულ ჩაის ვამატებდი სპეციალურ კასრში.კარის ხმაზე თავი ავწიე...და...გავჩერდი...კარში გაგა იდგა.შორტის ამარა.ზემოდან არაფერი ეცვა.თმა ოდნავ სველი ჰქონდა, მხარზე პირსახოცი გადაეგდო და ისეთი მშვიდი სახით შემოდიოდა, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა, რომ მე მისკენ გაშტერებული ვიდექი.არა.არა, მარიამ.ნუ უყურებ.საერთოდ ნუ უყურებ.მაგრამ უკვე გვიანი იყო.ჩემმა ტვინმა ზუსტად იმ მომენტში გადაწყვიტა, რომ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იყო.ხელში ცხელი ჩაი მეჭირა და ეს საერთოდ აღარ მახსოვდა.რადგან მთელი ჩემი ყურადღება, სამწუხაროდ, სხვა მიმართულებით იყო წასული...კასრში ჩასხმის ნაცვლად ჩაი პირდაპირ ხელებზე გადავისხი. - აუ! - ვიყვირე და ხელი მაშინვე გავუშვი.წამში ჩემთან გაჩნდა. - მარიამ!დაიწვი? - არა, უბრალოდ ჩაით გადავწყვიტე ხელების დატენიანება! - მაჯაზე ხელი მომკიდა და ონკანისკენ წამიყვანა.ჩემი ყვირილი ისეთი ხმამაღალი აღმოჩნდა, რამდენიმე წამში სამზარეულოდან ყველა შემოცვივდა.პირველი რატი შემოვარდა. - რა მოხდა?! - უკან შორენა მოჰყვა, მერე მისი დამხმარე და კიდევ ორი თანამშრომელი.ყველას ერთდროულად ჩემკენ ჰქონდა მზერა. - მარიამ, რა დაგემართა?! - ხელი დავიწვი... - შორენამ მაშინვე ჩემს ხელზე დაიხედა. - როგორ?! - ჩაი გადმომესხა. - შორენამ ამოიოხრა. - ღმერთო, ამ გოგოს ერთი დღე მარტო ვერ დატოვებ. - რატი კი უკვე ჩემს გვერდით იდგა. - როგორ მოახერხე? - უბრალოდ...არასწორად გადმოვადრუნე ქვაბი - შორენამ კი უკვე მოთმინება დაკარგა. - ბისკვიტო, წამოდი ჩემთან - შორე, კარგად ვარ. - კარგად რომ იყო, ადუღებულ ჩაის ხელებზე არ გადაისხამდი. - შემთხვევით მოხდა. - შემთხვევით?წამოდი სამზარეულოში. - მაგრამ სასადილო... - სასადილო მოიცდის. - სტუმრები... - სტუმრებს მე მივხედავ - რატიმ გამიღიმა. - მაგრამ... - მარიამ,აღარ გავიმეორებ!სასწრაფოდ სამზარეულოში! - შორენას ტონი უკვე ისეთი იყო, კამათი აზრს კარგავდა. - დაჯექი.ძალიან გტკივა? - უკვე ნაკლებად. - და საერთოდ, რას აკეთებდი? - ჩაის ვასხამდი. - ეგ ვიცი. როგორ გადმოგესხა? - გავჩუმდი.შორენამ თვალები მოჭუტა. - მარიამ... - რა? - შენ რამემ ან ვინმემ გაგიფანტა ყურადღება? - არა! - პასუხი იმდენად სწრაფად გავეცი, თვითონაც მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა.შორენას გაეღიმა. - კარგი. - რას იღიმი? - არაფერს. - შორენა... - არაფერი მეთქი. - მერე მალამო გადამისვა და მშვიდად დაამატა: - ოღონდ შემდეგში ადუღებულ ჩაის ნუ გადაისხამ - ვეცდები - ხელებდამწვარმა გავაგრძელე მუშაობა.ისე მეწვოდა, სახეზეც მეტყობოდა უკვე. თითებს ძლივს ვამოძრავებდი, მაგრამ სასადილო დასალაგებელი მქონდა და საქმე თავისით არ გაკეთდებოდა.ერთ მაგიდას ვწმენდდი, როცა სასადილოს კარი გაიღო.თავი ავწიე.ის იყო.ხელში რაღაც ეჭირა.ჩვეულებრივზე სერიოზული სახით მოდიოდა ჩემკენ. - კარგად ხარ? - კი - ხელი მაჩვენე. - კარგად ვარ. - მარიამ. - ისეთი ტონით მითხრა, რომ ხელი უნებურად გავუწოდე.რამდენიმე წამით შემათვალიერა.მერე ხელში დაჭერილი პატარა კოლოფი გამომიწოდა. - დამწვრობის მალამოა. წაისვი. - ეს საიდან? - აფთიაქიდან. - შენ იყიდე? - არა, გზად ხეზე ვიპოვე. - ჰა ჰა ჰა...როგორი სასაცილო ხარ - შენ კი ძალიან ჯიუტი. - მალამო გამომიწოდა. - ახლა წაისვი. - მერე ვიზამ. - ახლა. - საქმე მაქვს. - საქმე მოიცდის. - ოთხმოცდახუთი ბიჭი მყავს მოსავლელი. - ოთხმოცდახუთივე კიდევ ათ-ოც წუთს გაძლებს. - შენ საიდან იცი? - ვიცი. - მერე ჩემ წინ სკამი გამოსწია. - დაჯექი. - ბატონო მწვრთნელო... - მარიამ, დაჯექი. - დავჯექი. მალამო გახსნა და ჩემკენ გამოწია. - თვითონ წაისვამ თუ... - თვითონ - ცოტა ხანს მიყურებდა. - გტკივა? - ცოტა. - „ცოტა“ რას ნიშნავს? - ძალიან. - სახეზე მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. - მაშინ რატომ მუშაობ? - მხრები ავიჩეჩე. - იმიტომ, რომ სამსახურში ვარ. - სამსახური სამსახურია, მაგრამ შენც ადამიანი ხარ. - არაფერი ვუპასუხე.მალამო ფრთხილად წავისვი.ისევ იქ იდგა. - კიდევ გტკივა? - უკვე ნაკლებად. - თითქოს დამშვიდდა და კარისკენ წავიდა.გასვლამდე ერთხელ კიდევ შემომხედა და წავიდა.მე კი მის ზურგს გავაყოლე თვალი.იმ საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, პირველი რაც გავაკეთე, ფეხსაცმელი გავიხადე და საწოლზე დავემხე.მთელი სხეული მტკიოდა.ხელები კი განსაკუთრებით,ცხელი ჩაისგან.მისი მოტანილი მალამო ნამდვილად დამხმარებოდა, მაგრამ მაინც მეწვოდა.ტელეფონი საწოლზე მივაგდე და ჭერს მივაშტერდი.რა დღე იყო...ჯერ ოთხმოცდახუთი ადამიანი.მერე სადილი.მერე თეფშების ამბავი.და ბოლოს...ჩაი.თვალები დავხუჭე. „ეს ბიჭი მართლა ნერვებს მომიშლის...“. ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა.ეკრანს დავხედე.სოციალური ქსელის შეტყობინება „Gaga - friend request“ ... რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი. -რა უნდა? - არ ვიცი, რატომ, მაგრამ მოთხოვნას მაშინვე არ დავთანხმდი.ტელეფონი გვერდზე გადავდე.ორი წუთიც არ იყო გასული, ახალი შეტყობინება მოვიდა. გაგა: როგორ არის დამწვრობა? - ტუჩის კუთხეში უნებურად გამეღიმა.ეს მართლა მეკითხება?პასუხის დაწერა დავიწყე.წავშალე.ისევ დავწერე.ისევ წავშალე.ბოლოს კი უბრალოდ მივწერე: მარიამი: ცოცხალი ვარ. - პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა. გაგა: კარგი. მარიამი: მარტო „კარგი“? გაგა: აბა რა უნდა გითხრა? მარიამი: არ ვიცი. მაგალითად, „მიხარია, რომ გადარჩი“. გაგა: მიხარია, რომ გადარჩი. მარიამი: ახლა უკეთესია. გაგა: ანუ კარგად ხარ? მარიამი: ჰო, აღარ მტკივა. გაგა: კარგი. მარიამი: ისევ „კარგი“? გაგა: ამჯერად მართლა კარგი. - რამდენიმე წამში კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა. გაგა: ხვალ სამსახურში ხარ? - წარბი შევკარი. მარიამი: რატომ? გაგა: უბრალოდ ვიკითხე. მარიამი: კი, ვარ. გაგა: კარგი. მაშინ ხვალ გნახავ. - ვეღარფერი ვუპასუხე.ტელეფონი ხელიდან დავდე.რამდენიმე წამი ჭერს მივაშტერდი.არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ ერთმა წინადადებამ უცნაურად იმოქმედა ჩემზე...„ხვალ გნახავ.“ დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა.ადრე გაღვიძება ჩემი სენი იყო. არ ვიცი, როგორ ახერხებდნენ ადამიანები დილით გაღვიძებას, მე კი თვალებს რომ გავახელდი, ისევ დაძინებას ვაპირებდი.ტელეფონს დავხედე.ჯერ კიდევ ადრე იყო.საწოლიდან წამოვდექი.მოვწესრიგდი, თმა სწრაფად შევიკარი და როგორც ყოველთვის, ყველაზე თხელი სამოსი ავარჩიე. ზაფხულში სხვა არჩევანი არც მქონდა - გარეთ ისეთი სიცხე იყო, ზედმეტი ტანსაცმელი პირდაპირ სასჯელს ჰგავდა.ტელეფონის ეკრანი განათდა. გაგა: დილა მშვიდობის,ქალბატონო მიმტანო...ხელები როგორ გაქვთ? მარიამი: დილა მშვიდობის,კარგად გაგა:კარგი,სასტუმროში შევხდებით. - მალევე წასვლის დრო მოვიდა.ჩანთა ავიღე და სამსახურისკენ წავედი.სასტუმროს ეზოში რომ შევედი, მაშინვე რაღაც უცნაურობა ვიგრძენი.სიჩუმე.ისეთი სიჩუმე, რომ წამით მართლა ვიფიქრე:მისამართი ხომ არ შემეშალა?ჩვეულებრივ ამ დროს უკვე ვიღაც აუცილებლად დარბოდა ეზოში, ბავშვები ხმაურობდნენ, სამზარეულოდან ჭურჭლის ხმა ისმოდა...დღეს კი არაფერი.მხოლოდ დილის ჰაერი და ხეების ფოთლების მსუბუქი შრიალი.სამზარეულოში შევედი. - შორე, დილა მშვიდობის. - შორენამ მაშინვე გამომხედა. - დილა მშვიდობის, ბისკვიტო.ხელი როგორ გაქვს? - აღარაფერი მჭირს. - დღეს მაინც იყავი ფრთხილად. - ვიქნები. - ცოტა ხნით ჩუმად ვიყავით.მერე ოთახს თვალი მოვავლე. - ანანო არ მოსულა ჯერ? - შორენამ თავი გააქნია. - დღესაც არ იქნება. - რა? - მარტო გიწევს მუშაობა. - აუუ, კარგი რააა... - შორენას გაეცინა. - ყავას დალევ? - აუ, კიი. - ახლა შეგიძლია წახვიდე შენს სამფლობელოში და იქ მოგიტან ყავასაც. - ბრძანება მიღებულია. - სამზარეულოდან ჩემს „სამფლობელოში“ გადავედი.სასადილო ჯერ კიდევ ცარიელი იყო.მაგიდები უნდა მომეწესრიგებინა, ჭიქები დამელაგებინა, თეფშები გამემზადებინა...ცოტა ხანში საუზმის დროც მოვიდოდა.დავიწყე თეფშების წმენდა.შორენამ ყავაც მომაშველა.ამან თითქოს ენერგია შემმატა.ნახევარ საათში სასადილო უკვე მზად მქონდა.ყველაფერი თავის ადგილას იყო.და როგორც კი საათს დავხედე, სასტუმრომაც თითქოს გაიღვიძა.ეზოში ხმაური ატყდა.კარებები იღებოდა.ვიღაც იცინოდა.დილის ვარჯიშიდან კალათბურთელები დაბრუნდნენ.და მალევე საუზმეც დაიწყო.თურქ-სელჩუკებივით დაიპყრეს ჩემი სასადილო.ერთ მაგიდასთან ხუთი იდგა.მეორეზე შვიდი.ვიღაც პურს ითხოვდა.ვიღაც არაჟანს.ვიღაც მეკითხებოდა, კვერცხი კიდევ იყო თუ არა.ხმაური ერთ წამში დაიწო.ღრმად ამოვისუნთქე.მეორე დღეც დაიწყო.და ჯერ არ ვიცოდი, რომ ამ დილას ის უჟმური ისევ აპირებდა ჩემს ნერვებზე თამაშს.ცოტა ხანში სასადილოს კარი გაიღო.თავი ინსტინქტურად იქით გავაბრუნე.გაგა შემოვიდა.ამჯერად უკვე სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი და ხელში ტელეფონი ეჭირა. რამდენიმე წამით კართან გაჩერდა და მთელ სასადილოს თვალი მოავლო.უცნაური იყო - როგორც კი ის შემოვიდა, ბიჭების ხმაური თითქმის მაშინვე ჩაწყნარდა.ზოგმა ჭამა გააგრძელა, ზოგმა თავი დახარა, ზოგმაც ისეთი სახე მიიღო, თითქოს ხუთი წუთის წინ საერთოდ არ ყვიროდნენ.აჰა...მკაცრი მწვრთნელი ყოფილა.გაგამ ნელა ჩამოიარა მაგიდებს შორის.ერთს მხარზე ხელი დაადო.მეორეს რაღაც გადაულაპარაკა.მესამეს თეფშში ჩაიხედა.მეოთხე მაგიდასთან გაჩერდა.იქ ერთი ბიჭი იჯდა და მშვიდად ჭამდა.უფრო სწორად, ყველაფერს ჭამდა, გარდა წიწიბურისა.გაგამ თეფშს დახედა.მერე ბიჭს. - გვეტაძე, წიწიბურას რატომ არ ჭამ? - ბიჭმა თავი ასწია. - მწვრთნელო, არ მიყვარს. - არ მიკითხავს, გიყვარს თუ არა. გეკითხები, რატომ არ ჭამ? - არ მიყვარს და... - ესე იგი არ გიყვარს? - ბიჭი მაშინვე მიხვდა, რომ ცუდად წავიდა საქმე. - მწვრთნელო... - ხომ იცი, ეგეთ პასუხებზე რაც გელოდებათ? - ბიჭმა დანარჩენებს გადახედა. - მაგრამ... - გაგამ მთელი სასადილო მოათვალიერა. - გააჩერეთ ყველამ ჭამა! - ერთ წამში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. - სასწრაფოდ გარეთ. - ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. - აუ, კაი რაა, მწვრთნელო... - არანაირი „კაი რა“. - ერთ-ერთმა ბიჭმა გაბედა: - მწვრთნელო,მის გამო არ დაგვსაჯო - მე გაგაფრთხილეთ აქამდე. თქვენ არ გაითვალისწინეთ. ახლა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. - ბიჭები ნელ-ნელა წამოდგნენ.მე კი შორიდან ამ ყველაფერს ვუყურებდი და ჩემთვის ჩავილაპარაკე: უჟმური... - გაგას, როგორც ჩანს, რაღაც მაინც მოესმა, რადგან წამით ჩემსკენ გამოიხედა.მე მაშინვე სხვა მხარეს გავიხედე.ბიჭები გარეთ გაიყვანა.რამდენიმე წუთში ეზოდან უკვე მათი წუწუნი ისმოდა. - ასი ბევრია! - მწვრთნელო, გთხოვ! - გვეტაძე, შენ გამო დაგვემართა! - მე სასადილოში მარტო დავრჩი და უნებურად გამეცინა.ცოტა ხანში ბიჭები უკან დაბრუნდნენ.სახები ისეთი ჰქონდათ, თითქოს ცხოვრებაზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული.გაგა კი ისევ მშვიდად შემოვიდა. - ახლა გააგრძელეთ საუზმე. - არც ერთს ხმა არ ამოუღია.მე კი უკვე უფრო გამაღიზიანებლად მეჩვენებოდა მისი ეს სიმშვიდე.უჟმური.სრულიად უჟმური.ნელ-ნელა ბიჭები სათითაოდ გადიოდნენ.მე კი მაგიდებს ვალაგებდი.ჭიქებს ვაწყობდი.თეფშებს ვაგროვებდი.სწორედ მაშინ ზურგს უკან ნაცნობი ხმა გავიგე: - ქალბატონო მიმტანო...ხელები როგორ გაქვთ? - ნელა შევბრუნდი.გაგა იდგა და ისევ იმ მშვიდი გამომეტყველებით მიყურებდა. - კარგად. - მართლა? - კი. - აღარ გტკივათ? - არა. - კარგი. - კიდევ ერთხელ იტყვით „კარგი“ და მართლა დაგარტყამთ რამეს. - გაეღიმა. - დღეს აშკარად უკეთ ხასიათზე ხართ. - სულაც არა,უკვე მოასწარით ჩემი გაღიზიანება - რა გავაკეთე? - ოთხმოცდახუთივე ბიჭი გარეთ გაყარეთ. - წიწიბურას არ ჭამდნენ. - და ამის გამო ასი ბუქნი? - ასი არა. ზოგმა ნაკლები გააკეთა. - ძალიან სამართლიანი ხართ. - ვცდილობ. - მომღიმარი სახით შემომხედა და წავიდა.მე კი მის ზურგს გავაყოლე თვალი.რამდენიმე წამი კარისკენ ვუყურებდი. აუტანელი - ჩავიბურტყუნე.მაგრამ რატომღაც გამეღიმა.გაგა ეზოში მოკალათდა.ზუსტად სასადილოს წინ.ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც მთელი სასადილო ხელის გულივით ჩანდა.მე კი თავიდან საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება.მაგიდებს ვალაგებდი.ჭიქებს ვაწყობდი.თეფშებს ვამოწმებდი.ის კი მშვიდად მიყურებდა.მე რომ შევხედე, ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ყავა მოსვა.მერე ისევ მე შემომხედა.წარბი ავწიე.მანაც ოდნავ ასწია წარბი.თავი მოვატრიალე და ისევ საქმეს მივუბრუნდი.რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გამეპარა მზერა.ისევ იქ იყო.ისევ მიყურებდა.სწორედ მაშინ, როცა უკვე აშკარად შევამჩნიე, რომ გაგას მზერა ჩემკენ იყო მომართული, ეზოში ორი ახალგაზრდა ბიჭი მივიდა.ისეთი სახით მივიდნენ, მაშინვე მივხვდი - სპეციალურად ცდილობდნენ, ხმამაღლა ელაპარაკათ. - გაგა, ხომ არ იცი, საუზმის დრო დარჩენილია? - ჰკითხა ერთ-ერთმა.გაგამ საათს დახედა. - ჩვენი დრო თერთმეტამდეა. წესით, მოასწრებთ. - ბოლოს ირონიულად ჩაიცინა. - თუ, რა თქმა უნდა, ამ ტემპით არ აპირებთ მოძრაობას. - ორივემ ერთმანეთს გადახედა. - წავედით, რა... - სასადილოში შემოვიდნენ.ორივე დაახლოებით გაგას ასაკის იყო და ორივეს ისეთი სპორტული აღნაგობა ჰქონდა, მაშინვე მივხვდი, რომ კალათბურთელები იყვნენ. - დილა მშვიდობის, - ორივემ ერთდროულად მომესალმა. - დილა მშვიდობის. - ერთ-ერთმა ოდნავ უხერხულად გამიღიმა. - ბოდიში, დავაგვიანეთ. შეიძლება შემოსვლა? - კი, რა თქმა უნდა, - გავუღიმე. - მაგრამ შემდეგისთვის გაითვალისწინეთ. - აუცილებლად.თქვენი სახელი? - მარიამი. - მე ალეკო ვარ, ეს დათოა. - დათომ ხელი გამომიწოდა. - სასიამოვნოა. - ჩემთვისაც. - ალეკომ ცოტა ხანს შემომხედა, მერე უხერხულად გაეცინა. - უკაცრავად, ვარჯიშიდან დავბრუნდით და მოწესრიგება ვერ მოვასწარით. - არაუშავს.თქვენი უჟმური მწვრთნელი თქვენ არ გსჯით? - ორივეს გაეცინა. - გაგა, - დამარწმუნებლად განმიმარტა ალეკომ. - ეგრე ვეძახით ჩვენც ხოლმე. - მართლა? - კი. - საინტერესოა - ჩვენ გაგას დამხმარე მწვრთნელები ვართ.ასე რომ პრივილეგიები გვაქვს. - მართლა?ანუ თქვენც გაქვთ უფლება დასჯის? - ხშირად არა... - ორივეს გაეცინა.მე კი ეზოსკენ გავიხედე.გაგა ისევ იქ იჯდა.ყავა ხელში ეჭირა.და ახლა უკვე აშკარად გვიყურებდა.ბიჭებმა საუზმობა დაიწყეს, მე კი ისევ ჩემს საქმეში ვიყავი გართული.ერთ მაგიდაზე ჭიქებს ვალაგებდი, მეორეზე უკვე დაცარიელებულ თეფშებს ვაგროვებდი და თან თვალის კუთხით ვაკვირდებოდი, რომ ვინმეს კიდევ რამე არ დასჭირვებოდა.სწორედ ამ დროს სასადილოს კარი გაიღო.გაგა შემოვიდა.ისევ მშვიდი სახით, თითქოს რამდენიმე წუთის წინ ეზოში საერთოდ არ იჯდა და ნახევარი საათი ჩემთვის არ ეყურებინა.ბიჭების მაგიდასთან მივიდა, სკამი გამოწია და მათთან ჩამოჯდა.ხელში თავისი ბლოკნოტი ეჭირა და რაღაცების ჩაწერა დაიწყო. - შუადღეზე ვარჯიშზე გავდივართ, - ისე თქვა, რომ თვალები ფურცლიდან არ მოუშორებია.ალეკომ მაშინვე უპასუხა: - არ ჯობია, ჯერ სირბილზე გავიყვანოთ? - დათომაც დაუჭირა მხარი: - ხო, ცოტას გახურდებიან. - კარგი, როგორც გინდათ. საღამოს წავიდეთ მაშინ დარბაზში. - შევთანხმდით, - თქვა ალეკომ.მე ჭიქებს ვაწყობდი და მათი საუბარი მესმოდა.ზუსტად ამ დროს სამზარეულოდან შორენას ხმა გაისმა: - ბისკვიტოოო! - ყველას თავი ერთდროულად შემოტრიალდა.მე თვალები დავხუჭე. - ჰოოო, შორე? - გადაიტანე ომი თუ დაგამარცხეს?! - ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა.შემდეგ ალეკოს სიცილი აუტყდა.გაგამ კი პირველად ისე გაიცინა, რომ თავი ვეღარ შეიკავა.სამივეს გაბრაზებული მზერით შევხედე. - ძალიან სასაცილოა? - ბოდიში... უბრალოდ... - დათომ სიცილით დაამატა: - ოთხმოცდახუთთან მარტო ბრძოლა მარტივი არ ყოფილა, ქალბატონო მარიამ. - გაგამ თავი დამიქნია. - მთავარი ისაა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. - მადლობა თანაგრძნობისთვის, ბატონო მწვრთნელო. - არაფრის. - შორენას ხმა ისევ გაისმა სამზარეულოდან: - ბისკვიტო, თუ ვერ გაუმკლავდი, დამიძახე! - შორენა, მოვერევი! - გაგამ ჩაიღიმა. - დარწმუნებული ხართ? - მისკენ შევბრუნდი. - ბატონო მწვრთნელო,ეს ჩემი მოედანია და აქ ჩემი წესებია,თუ არ გაჩუმდებით ყავის გარეშე დარჩებით... - ალეკომ და დათომ ერთმანეთს გადახედეს. - გაგა,ეს მგონი მუქარა - ჩუმად თქვა ალეკომ.თავი გავაქნიე და ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი.მაგრამ რამდენიმე წამში გაგას ხმა ისევ გავიგე: - მარიამ? - ყავა ხომ არ დაგრჩათ? - წარბი შევკარი. - თქვენთვის? - არა, თქვენთვის. - მე ყავა უკვე დავლიე. - ვიცი. - საიდან? - გაგამ მშვიდად გაიღიმა. - მთელი დილაა თქვენ გიყურებთ. - ალეკომ ჩუმად ჩაახველა.დათომ თავი გვერდზე გაიქნია, სიცილი რომ არ დასცდენოდა.მე კი პირველად აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა.ეს ბიჭი მართლა ძალიან უცნაური იყო.უცნაური და უჟმური...საღამოს, სამუშაო რომ დავამთავრეთ, მე და შორენა ერთად გამოვედით სასტუმროდან.ეზოში ისევ ისხდნენ ალეკო, დათო და გაგა.როგორც კი დაგვინახეს, ალეკო მაშინვე წამოდგა. - საღამო მშვიდობის,ქალბატონო შორენა! - საღამო მშვიდობის, ბიჭებო. - დათომაც გაუღიმა. - დაიღალეთ დღეს? - მე? თქვენზე ნაკლებად, ალბათ, - გაეცინა შორენას. - ჩვენ დღეს გაგამ გვაწამა, - ჩაიცინა დათომ. - თქვენ გეკუთვნით, - უპასუხა შორენამ.გაგა ამ დროს ჩუმად იჯდა და მიყურებდა.შორენამ ეს მაშინვე შეამჩნია. - წამოდი, ბისკვიტო, სახლში წავიდეთ. - ჰო. - ორივემ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ შორენა უცებ გაჩერდა.უკან მიბრუნდა და პირდაპირ გაგას შეხედა. - მწვრთნელო!გაკონტროლებ, იცოდე. - გაგას გაეღიმა. - რას აკონტროლებთ კონკრეტულად? - შენს ქცევას. - რატომ? - ჩემი გულია ეს გოგო და დისტანცია. - შორენა! - მაშინვე შევაწყვეტინე. - ჩუმად, ბისკვიტო, უფროსები ვლაპარაკობთ. - ალეკოს და დათოს სიცილი აუტყდათ.გაგამაც თავი გააქნია. - კარგი, ქალბატონო შორენა. - ძალიან კარგი,თორემ სასადილოში შესვლა აგეკრძალება. - გაგას ღიმილი მაშინვე გაუქრა. - ეგ უკვე სერიოზული მუქარაა. - ზუსტად. - დათომ სიცილით თქვა: - გაგა, შენი ყველაზე სუსტი წერტილი იპოვა. - ალეკომაც დაამატა: - ახლა ვეღარ გადაურჩები. - გაგამ შორენას შეხედა. - კარგი, კარგი. დისტანციას დავიცავ. - შორენამ კმაყოფილმა თავი დაუქნია. - ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ. - მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი.მე და შორენამ გზა გავაგრძელეთ.რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ჩუმად გადავხედე უკან.გაგა ისევ იქ იდგა და მიყურებდა.როგორც კი ჩვენი თვალები შეხვდა, გამიღიმა.მე კი უნებურად გამეღიმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



