შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მიყურე! მეორე თავი


18-08-2026, 16:00
ავტორი Liliana1996
ნანახია 443

პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმის სიყვარული — ეს ლიკას ერთ-ერთი თვისება იყო. შეეძლო, მთელი დღე შეუსვენებლად ემუშავა, თითქოს გარესამყაროს ეთიშებოდა.
საათს დახედა. ორი ხდებოდა. არც კი გახსენებია, რამე ეჭამა. ღრმად ამოისუნთქა...
მობილურის ეკრანი განათდა. მილა იყო. შეტყობინება გახსნა.
— ქალაქგარეთ, ლოკაციაზე გავდივართ. ნიშნობის წვეულების ორგანიზება მომანდეს. ისე მიხარია, ჩემს გოგონებთან ერთად ვარ... არ ინერვიულო... დილით დავბრუნდები.
პ.ს. კაფეტერიაში ჩასვლა არ დაგავიწყდეს და, ჰო, შვიდზე ფსიქოლოგთან გაქვს სეანსი.
მიყვარხარ...
ჩაეღიმა. გული გაუთბა. მთელ სამყაროში ერთადერთი იყო მილა, რომელიც მასზე ზრუნავდა.
— არ ინერვიულო, მივხედავ თავს... მიეცი სიმშვიდის უფლება შენს თავს... მხოლოდ კონცენტრირდი შენს საქმეზე...
გაგზავნა საპასუხო შეტყობინება და მშვიდად დატოვა თავისი ოთახი.
დაღლილი იყო საშინლად. გზად ანკას შეუარა. ანკა უფროსის მდივანი იყო, პოზიტივს ასხივებდა მუდამ.
— ანკა, წამოდი, კაფეტერიაში ჩავიდეთ. გცალია?
— სასწაული მომხდარა, შენ რომ მთავაზობ საჭმელად გასვლას. ნეტა როგორ ვერ მიხვდი, რომ მალე გადაიწვები, ასე თუ განაგრძობ.
— ოხ, ანკა, როგორ ახერხებ, რომ არასდროს კარგავ შენს ხასიათს, პოზიტივს? რომ არ ვიცოდე, როგორ მუშაობ, ვიფიქრებდი, არაფერს აკეთებს და რატომ არ იქნება კარგ ხასიათზე სულ-მეთქი.
— ზუსტადაც რომ ქანცგაწყვეტილმაც უნდა იაზროვნო და იფიქრო პოზიტიურად, თორემ ამ ჩვენი უფროსის გადამკიდე მალე „წავალ გაღმა, მარილზე“.
— მორჩი, ახლა მაინც არ გეჭორავები ჩვენს უფროსზე. ტყუილად ცდილობ.
— წამო, წამო... შე უჟმურო ქალო, მარწყვის ტკბილი ჩიზქეიქი უნდა გაჭამო, ეგებ დატკბე ცოტა.
— გიჟი ხარ და ბოროტიც! უნდა, აქ გამასუქოს? ისედაც არ მაკლია ხორცები, დაა.— აიი, შეგძლებია ხუმრობაც. ეს უკვე მომწონს. ან რა მსუქანი შენ ხარ? ხალხი ოცნებობს შენს ფორმებზე...
ის ერთი საათი, რომელსაც ანკასთან ატარებდა, სიმშვიდე მოჰქონდა მისთვის. ბევრი იჭორავეს. მაინც აიყოლია ანკამ...
— ახალ ლოკაციაზე მშენებლობა რომ მიდის, მაგის გამო გაწამაწიაშია ბატონი დაჩი. მთელი დღეა კაბინეტში ზის თავის პარტნიორთან ერთად. ამომხადეს სული! ხან რააა, ხან ამას დაურეკე, ხან იმას შეუთანხმე, ეს დაგეგმე, იმას მიხედე... უჰ, აღარ შემიძლია.
— ისე ლაპარაკობ, თითქოს შენი ნათესავი არ იყოს და ვიღაც გარეშე პირზე ლაპარაკობდე.
— ოხ, არ ამომადინა ყელში, რააა! მაინც იცოდე, ნეპოტიზმით არ ჩამიწყვია არაფერი. მე ვარ ისეთი კარგი, რომ ჩემს ბიძაშვილს სხვა გზა არ დარჩააა. მის გვერდით საუკეთესო კადრები სჭირდება.
— ვაჰ, უყურე შენ! თურმე რა ამბიციები გქონია.
— ეგრე, ქალბატონო. ნახე, გიშველა მარწყვის ჩიზქეიქმა.
— ჰო, მართლა, ხუმრობა იქით იყოს და მეც მაგ პროექტის ხარჯთაღრიცხვას ვაკეთებ მთელი დღეა. რაღაცები მაქვს გასარკვევი და...
— მიდი, ლიკა, შენ იცი. ციფრების დედოფალი ხარ. ჰო, მართლა, სამსახურის მერე გაგიყვან სახლში.
— სხვა გეგმები მაქვს დღეს. მადლობა.
— არ მითხრა, კაცი მყავსო, გავგიჟდები, იცოდე. რამდენი ხანია გიცნობ და კაცი არასდროს გახსენებია...
— მორჩი სისულელეებს, ანკა. არავის ვხვდები, ნუ მოიგონე რაღაც.
რაღაც რიგზე ვერ იყო. მიხვდა, არ ემთხვეოდა ციფრები ერთმანეთს. ინვოისში სულ სხვა თანხა იყო მითითებული და ხარჯთაღრიცხვაში — სულ სხვა.
თავიდან იფიქრა, იქნებ ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო... ახლა ვერ დადგებოდა უფროსთან და ვერ ეტყოდა. კიდევ გადაამოწმებდა აუცილებლად.
სამუშაო დღე დაასრულა, მაგრამ წინ კიდევ ელოდა ერთი დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან... ფსიქოლოგთან ვიზიტი.
მართალია, სამი წელი ხდებოდა უკვე, რაც ექიმ ნათიას სტუმრობდა. დაუმეგობრდა კიდეც, უფრო სწორად, ნდობა ჰქონდა მისი, რაც უპირველესია ექიმსა და პაციენტს შორის.
თავისუფლდებოდა უარყოფითი ემოციებისგან ყოველი მასთან ვიზიტის შემდგომ.
თავიდან არ უნდოდა, უარზე იყო, მაგრამ არ გაგიკვირდებათ, აქაც მილამ რომ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
ერთ ღამეს, როცა ჩვეული კოშმარების ფონზე გამოეღვიძა ლიკას, პანიკურ შეტევამდე მისულმა ძლივს მოახერხა მისი დამშვიდება. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო.
მეორე დილით უკვე ფსიქოლოგის კაბინეტის წინ იყვნენ. არ განიხილებოდა არანაირი უარი.
თავიდან კვირაში სამი ვიზიტიც კი დასჭირდა. გაუჭირდა სრულიად უცნობ ადამიანთან კომუნიკაციაში შესვლა იმ დონემდე, რომ გული გადაეშალა. თანდათან შეძლო ექიმმა მისი ნდობის მოპოვება.
ახლა კი მხოლოდ თვეში ერთხელ ჰქონდა ვიზიტი ჩანიშნული. სწორედ იმ ვიზიტის დრო იყო ახლაც.
ტაქსი გამოიძახა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, საკუთარ თავს ტაქსით მგზავრობას რომ აიძულებდა. პირდაპირი დავალება ჰქონდა ექიმისგან, რომ მასთან სეანსზე ტაქსით მისულიყო.
ახსოვს, პირველად რომ ტაქსიში ჩაჯდა. მანქანის სახელური ხელის კანკალით გამოსწია. სხეული აუკანკალდა. ძლივს ჩაჯდა მანქანაში. ექიმის მისამართი ძლივს უკარნახა.
ჰაერი არ ყოფნიდა უცნობ კაცთან პატარა სივრცეში ყოფნის გამო.
ტაქსის მძღოლი შუახნის კაცი იყო. შეამჩნია, როგორ ნერვიულობდა შვილის ტოლა გოგო.
— შვილო, ცუდად ხომ არ ხარ? წყალი მაქვს, აგერ, გაუხსნელია. მიდი, დალიე, თუ გინდა. აგერ გავაჩერებ, საავადმყოფოსთან ვართ. დახმარება თუ გჭირდება...
ძლივს ამოიღო ხმა.
— არა, მადლობა, კარგად ვარ, — უთხრა, რაც შეიძლება მშვიდად.
წყალი გამოართვა, ერთი ყლუპი მოსვა. დამშვიდდა, თავის ხელში აყვანა მოახერხა.
მისამართზე მისულს თანხა მიაწოდა და მადლობაც გადაუხადა.
იმ დღიდან ცდილობდა, მისი შიში სადღაც მოესროლა და რეალობისთვის მყარად გაესწორებინა თვალი.
ტაქსს ელოდებოდა. აგვიანებდა. ხუთი წუთი დააგვიანა.
ამ დროს მათი უფროსი, დაჩი, თავის ძმაკაცთან, ლადისთან ერთად, შენობიდან გამოდიოდა. მათაც შეამჩნიეს.
— საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ლიკა, — მიესალმა ლადო.
— საღამო მშვიდობისა, — უხერხულად იგრძნო თავი ლიკამ.
— რას ელოდებით? — არ შეეშვა ლადო.
მოსწონდა ეს ადამიანი. კარგი აურა მოჰქონდა სულ, როდესაც კი მასთან კომუნიკაცია ჰქონია, რასაც დაჩიზე ვერ იტყოდა. ყოველთვის კრიტიკული თვალით უყურებდა.
საქმე იმაში იყო, რომ სანამ აქ მუშაობას დაიწყებდა, დიდი ხნით ადრე შეხვდა. მაშინ ჯერ კიდევ პირველ კურსზე იყო, როდესაც თან სწავლა და თან მუშაობა უწევდა.
სწორედ მაშინ გაიცნო, როდესაც ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობდა და იქ სტუმრად მოსულ დაჩის მისი შეკვეთა — ცხელი ყავა — ზედ არ გადაასხა.
იმდენი ბოდიში უხადა, შეეშინდა, რომ უჩივლებდა უფროსობასთან და სამსახურს დაკარგავდა. საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა მსგავსი.
ორი წლის შემდეგ, სტაჟირების პროგრამით მისულს, უფროსად ის დახვდა. ხანდახან ფიქრობდა, რომ ის ინციდენტი დაჩის ახსოვდა და, შესაბამისად, ახსოვდა ლიკაც.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსს მასთან არასდროს არაფერი შეუმჩნევია, ამიტომ იყო სულ დაძაბული.
— ტაქსს ველოდები, უნდა მოვიდეს წუთი-წუთზე.
— რა საჭიროა? გაგიყვანთ ჩვენ.
— იცით, რაღაცის თქმა... — დააპირა ლიკამ, როდესაც ტაქსი მოვიდა.
— აი, მოვიდა. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.
ტაქსიში ჩაჯდა. თითქოს იმ დაძაბული სიტუაციიდან გარიდებისას გულზე მოეშვა.
— ეი, რა გჭირს? რანაირად უყურებ ამ გოგოს, თითქოს შენი ვალი ჰქონდეს...
— ნუ იგონებ რაღაცეებს, რაა. ისედაც თავი მისკდება.
— შენი უჟმური ხასიათის გამო ვერ ხედავ? ისეთი შიშით გიყურებს.
— და რა ვქნა, გავუღიმო, რომ ჩვენმა ბუღალტერმა თავი მშვიდად იგრძნოს?
— აუუუ, იმენა რა ნაგლი ხარ! რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მართლა ასეთი აუტანელი და ცხვირაბზუებული ტიპი ხარ.
— კარგი, მომეშვი, რააა, და წესიერად ატარე ეს მანქანა. უკანასკნელად ვმგზავრობ შენთან ერთად რანაირად ატარებ?
— ვახ, წადი, დაისვენე, რაა. ბოლო-ბოლო ამეხადა ტვინი უკვე შენი წუწუნით.
— სხვათა შორის, კომპანიის 20% შენია და უნდა გაწუხებდეს ის ფაქტი, რომ ნაგავი მირიანი ყველანაირი ბინძური ხერხით გვებრძვის.
— კარგი, გაჩერდი, თუ ძმა ხარ. მირიანისნაირები გაგვიჩერებია კი არა, მასზე ბევრად დიდი ავტორიტეტებისთვისაც მოგვიგრეხია კისერი. ვინ მიგდია ეგ მირიანი? სხვა რამ გაწუხებს შენ, ხომ ასეა? ალბათ ისევ შენი მომავალი ცოლის ამბავია. მამაშენი სახლში არ გიშვებს ცოლის გარეშე, — გადაიხარხარა ლადომ.
— მორჩი ცინიზმს, რა, თუ ძმა ხარ. როგორმე მაქვს იმის , 37 წლის კაცმა გადავწყვიტო, ვინ და როდის მოვიყვანო ცოლად.
— აბა, რა გჭირს? მერამდენე ჭიქას ცლი უკვე? რა ხდება, მოყევი.
— თიკა ბრუნდება ესპანეთიდან.
— მერე რა მოხდა?! რამ აგაფირაქა?! ყოფილი ცოლია, ცოლი ხომ არაა. ნუ, თუ, რა თქმა უნდა, ისევ არ გიყვარს და არ გაგიჟებს. თინეიჯერი აღარ ხარ, მგონი, ისევ ბორბლები რომ გეცვიოდეს მასზე.
— საქმე მაგაში არაა. ვერასდროს ვაპატიებ, ხომ იცი. უბრალოდ, აქეთ დედაჩემი შემომიჩნდა. თიკას აღიქვამს ისევ რძლად.
— დაისვას, კაცო, მერე სახლში. რა პრობლემაა? მაინც არ ცხოვრობ მათთან, რა გადარდებს? მოიცა, ისევ გიყვარს?! ჯანდაბა, მაგარი იდიოტი ხარ.
რამდენიმე დღე სრულ ქაოსში გაატარა ლიკამ. ამოწმებდა ათასნაირ საბუთებს, დოკუმენტაციას, ადარებდა რიცხვებს ერთმანეთს, მაგრამ ისევ ის შეცდომები, რაც პირველად აღმოაჩინა, არ იცვლებოდა.
სხვა გზა არ იყო. მთავარი ბუღალტერი შვებულებაში იყო და მას უნდა შეეტანა საბუთები უფროსობასთან.
ანკასთან მივიდა.
— ბატონი დაჩი კაბინეტშია?
— კი, იქაა. ის რობოტი აბა სად წავა... ვუი, წამომცდა...
გაეცინა ლიკას.
კარზე მორიდებულად დააკაკუნა. მხოლოდ მაშინ შევიდა, როცა თანხმობა მიიღო.
— მოგესალმებით, — თქვა გაუბედავად.
— სალამი. რამ შეგაწუხა? — მიუგო დაჩიმ.
საშინლად არ მოეწონა მისი ტონი. თითქოს რამით აწუხებდა. არადა, დაეფიცებოდა, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდა მასთან კომუნიკაცია.
მაგრამ თავს არავის დააჩაგვრინებდა. როდესაც საქმე მის საქმეს ეხებოდა, თავი ასწია და ისეთი სიამაყით შეხედა, რომ წამით დაჩიც კი დაიბნა.
— მოკლედ გეტყვით. ეს ყველა დოკუმენტაცია მოვამზადე, რაზეც საუბარი მინდა. ბოლო რამდენიმე დღეა, ერთსა და იმავე შეცდომებს ვპოულობ ინვოისებში და იმ ხარჯთაღრიცხვაში, რაც ჩემამდე მოდის. მომწოდებლის მოწოდებულ ინვოისსა და გაწერილ ხარჯს შორის დიდი სხვაობაა. ათასობით ლარზეა საუბარი. თავდაპირველი ფასები გაზრდილია ძალიან. ამას თქვენ თვითონ ნახავთ დოკუმენტებში. და მაგიტომ პირდაპირ თქვენთან მოვედი. და ასევე, სამშენებლო მასალების ხარისხიც უნდა გააკონტროლოთ. ეგ ჩემს საქმეში არ შედის მაგრამ დამაინტერესა,დოკუმენტაციით არის მაღალი ხარისხის მასალები გაწერილი შესაბამისად ხარჯით ბევრად მეტია და ობიექტზე შევამოწმე — არაა იგივე მასალა , რაც გაწერილია. ამის თქმა მინდოდა.
დაჩი გაოცებას ვერ მალავდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ლიკა ამბობდა.
— ეს შენ შეამჩნიე? არც კი ვიცი, რა ვთქვა.
— ეს ჩემი მოვალეობაა. ჩემზე უკეთ იცით, ვის კისერზეა ეს გარღვევა დოკუმენტაციაში. დანარჩენი თქვენზეა. წავალ, სამუშაოს უნდა დავუბრუნდე.
— კარგი, მიბრძანდით. მადლობა.
ამაყად გავიდა ლიკა კაბინეტიდან, თითქოს კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო საკუთარ თავთან...


5 წლის წინ
გარბოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სახლამდე მანძილი საერთოდ არ მცირდებოდა. თითქოს ერთ ადგილას იყო გაჩერებული — უმოძრაო კადრივით. თითქოს ვიღაც ისევ უკან ექაჩებოდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. რა უნდა ექნა?! ამას როგორ ეტყოდა ვინმეს?! და ყველაზე რთული კითხვა ამოტივტივდა გონებაში: დაუჯერებდნენ?!

ერთ მხარეს პატარა გოგოს სიტყვა იდგა, მეორე მხარეს კი — სოფელში ავტორიტეტული პიროვნების, კაცის, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. კაცის, რომლის ოჯახიც მათ ოჯახთან ნათესავად ითვლებოდა და რომელთანაც ყოველთვის ახლოს იყვნენ.

შეეშინდა.

გარბოდა პატარა გოგო ათასი შიშით, კითხვითა და ფიქრით.

გაუკვირდა, უკან რომ არ გამოჰკიდებია. პირველად იგრძნო თავი უსაფრთხოდ, როცა ნილას სახლს მიუახლოვდა.

მისაღებ ოთახში სინათლე ენთო. იქ ეგულებოდა მისი „ნილა“.

ოთახში შევიდა — სახეწაშლილი, ნამტირალევი და შეშინებული. ძლივს ამოუშვა ყელიდან მეგობრის სახელი:

— ნილა...

— ლიკ, რატომ არ წახვედი? შენ რატომ დამელოდე? კარგი, არაუშავს, ერთად წავ...

წინადადება ვერ დაასრულა. მეგობრის წაშლილი სახე რომ დაინახა, მაშინვე გაჩერდა.

— ღმერთო, ლიკ, რა მოხდა?! რატომ?! კანკალებ... მითხარი რამე!

ლიკა ვერ საუბრობდა. თითქოს სიტყვები დაავიწყდა.

— გთხოვ, დამეხმარე... რა უნდა ვქნა?! გთხოვ, მითხარი...

— ლიკ, მისმინე. მომიყევი, რა მოხდა. გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით. ყველაფერი მოგვარდება. არ არსებობს რამე, რასაც ვერ გადავიტანთ...

ლიკამ ძლივს ამოილუღლუღა:

— იმან... გიგომ... წამიყვანა მანქანით რაიონში და უნდოდა, რომ... ხელებს მიფათურებდა ყველგან... უნდოდა ეკოცნა... ათას სიბინძურეს მეუბნებოდა... გამოვიქეცი. გთხოვ, დამეხმარე... გთხოვ...

ცრემლებით სავსე თვალებით უსმენდა ნილა. გული ტკიოდა მეგობრის ტკივილზე, იმ დამცირებაზე, რაც მან გამოიარა. სისხლი გაეყინა. თითქოს თავადაც დაპატარავდა იმ საშინელების მოსმენით, მაგრამ მალევე მიხვდა — ახლა ლიკას მისი დახმარება და გვერდით დგომა სჭირდებოდა.

— მე მიყურე, ლიკა. ახლა თვალებში მიყურე. დამიჯერე, არ შერჩება. ყველაფრისთვის დაისჯება. არ შევარჩენთ. ოღონდ დამშვიდდი, გთხოვ...
თავის დასავით საყვარელ და სათუთ მეგობარს გულში იკრავდა, თავზე კი მონოტონურად უსვამდა ხელს და ცდილობდა, მისთვის ის ტკივილი ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა, რაც იმ საღამოს გამოიარა.


მეორედ მაშინ მოკვდა, როდესაც მამის ხელი იგრძნო ლოყაზე. დარტყმა ნაკლებად ეტკინა, უფრო მამის დამოკიდებულებამ ატკინა, დედის სიცივემ და გაკიცხვამ.

დედამ მაინც ხომ უნდა დაიცვას შვილი?!

ტუჩის კუთხიდან სისხლი წამოუვიდა, მაგრამ ამას აღარ უჩიოდა. უბრალოდ, მოესმინათ. მხოლოდ ერთი წუთით... მხოლოდ ერთი წუთი სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაეჯერებინა მისთვის.

მაგრამ არა...

მამამისი ოჯახოს შემარცხვენელს ეძახდა.

ნილას ეჭირა ლიკას ხელი. ვერ ხვდებოდა, რა უნდა ექნა. პირველად იყო ხელებშეკრული.

ოთახში შემოსული გიგო რომ დაინახა, თავი ვეღარ შეიკავა. ჩააფრინდა და რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი ესროლა. ვერავინ შეძლო მისი დაკავება.

ეს უკვე ზედმეტი იყო.

რა უნდოდა ამ კაცს? როგორ ბედავდა აქ შემოსვლას? ან როგორ აძლევდნენ აქ ყოფნის უფლებას?

თავი ვერ შეიკავა:

— შე ნაგავო კაცო, რის გაკეთებას უპირებდი ლიკას?! ხელებს რომ უფათურებდი, შენ ნაგავო!

კაცმა ხელი კრა თავხედურად.

— თქვე თავხედო ლაწირაკებო, რას მიბედავთ ამხელა კაცს?! შენი ლიკა ვიღაც ბიჭთან რომ იყო, იცი?! მე დავიჭირე ფაქტზე და ეს ვერ მოინელა. როგორ ბედავთ ამხელა კაცს ასე მკადროთ?! ჩემს თვალწინ გაზრდილი ბავშვი რას მიბედავს!

— ნეტავ ჩაძაღლდებოდე, ნაგავო! ღმერთი დაგსჯის აუცილებლად! მოვა დრო და ნახავთ, რა მოგივათ!

— ვისთან დაეთრეოდი, გოგო?! თავი მოგვაჭერი?!

მერე ლოყაზე დედის ხელი მოხვდა.

ვეღარ სუნთქავდა. პანიკური შეტევა ეწყებოდა. კანკალმა აიტანა, მაგრამ არც დედამ მიაშველა ხელი და არც მამამ. პირიქით — დაცემულს უფრო აჭერდნენ ფეხს.

მიხვდა, აზრი აღარ ჰქონდა არაფრის მტკიცებას. მაინც არავინ დაუჯერებდა.

და მხოლოდ ეს თქვა:

— მივდივარ.

აღარ იმართლა თავი ამ რა აზრი ქონდა .კაცს უკვე მოეყოლა სათავისო ვერსია და ლიკა ვინ იყო !? არავინ! დატოვა საკუთარი სახლი, სადაც ჩვიდმეტი წელი იცხოვრა.
რა ელოდა, არ იცოდა სრულიად მარტო ოჯახისგან უარყოფილი ,შეურაწყოფილი ,გათელი.

ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, როცა წაბორძიკდა. ნილას დედამ ხელი შეაშველა.

სხვისმა დედამ საკუთარ დედას ინსტინქტით აჯობა.

ლიკამ მადლიერების მზერით შეხედა.

გული ეტკინა.

ნუთუ მხოლოდ შვილის გაჩენა იყო დედობა?!

ესეც მერე თავი იმედია მოგეწონებათ ... პირველად ვწერ და ძალიან ნუ გაამკროტიკებთ... დავიხვეწები ნელ-ნელა ნუ იმედია 😃♥️♥️



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

მშვენივრად წერთ.გელოდებით♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent