მე მიყურე ! მესამე თავი
ლადო, სად ხარ? ობიექტზე მივდივართ. ჰო, რაღაც ხდება და გირჩევნია, დროზე მოხვიდე. გაღიზიანებული გავიდა კაბინეტიდან. ისეთ ხასიათზე იყო, ანკამაც ვერ შეძლო მისი გამხიარულება. — დროზე წამო, ლადო. უნდა ვნახო. შენც წამოხვალ! — როგორც მიბრძანებს უფროსი. ისე, ცნობისთვის, ასეთი მიმიკებით თუ იმოძრავებ, გაგიჩნდება ნაოჭები. არ დაგავიწყდეს, რამდენი წლის ხარ. თუ რამე გინდა, კარგ ესთეტიკურ ცენტრსაც მიგასწავლი. — უკაცრავად, გინდა თქვა, რომ ბებერი ვარ?! — უკმაყოფილო მზერა ესროლა დაჩიმ. — რა, არ ხარ?! რომ დავიანგარიშოთ, ლამის თხუთმეტი წლის შვილი უნდა გყავდეს, შენ კი სახლში ძაღლიც კი არ გყავს, ასე რომ... — მიიღებ ამაზე პასუხს, შენ, მატრაკვეცა, დამაცადე... ისე, იცოდე, საკრედიტო ბარათის დაბლოკვით დავიწყებ, რომელსაც დიდი მონდომებით ცლი, ლამის ყოველ კვირა. — უჰ, კარგი, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რობოტო. — რამე თქვი? — არა, მეც მიყვარხარ. სამშენებლო ობიექტზე მისულებს ადგილზე ლადო დახვდათ. მოკლედ მოუყვა, რა ხდებოდა. დაჩიმ მართლაც შეამოწმა მასალების ხარისხი, რომელიც საერთოდ ვერ პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რისთვისაც თანხა იყო გაწერილი დოკუმენტებში. — რა ჯანდაბა ხდება საერთოდ? — არ ვიცი. — წამო, სახლში ვილაპარაკოთ. — რას ხლართავთ საერთოდ? არაფერი მესმის... — ამოიწუწუნა ანკამ. — არცაა გასაკვირი, რომ ვერ გაიგე. უფრო გამიკვირდებოდა, გაგეგო რამე, — უპასუხა ლადომ. — შენ როდის მოიშვები უტაქტობას?! მაგას გირჩევნია, შენს საყვარლებს მიხედო. იქნებ რომელიმემ გაგიჩინოს ბავშვი, თორემ ბერდები, აგერ. ცოტა ხანში ვეღარც მოახერხებ ვერაფერს. — მორჩით ორივე, ახლა! თავი ამეხადა უკვე, — გაბრაზდა დაჩი. წლები იყო გასული, მაგრამ მათი ხასიათი და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილიყო. დაჩის სახლში, მისაღებ ოთახში, ისხდნენ. დაჩი ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს, ანკა ყავას ამზადებდა, ლადო კი ვერ გადაეწყვიტა, დაჩისთვის ეყურებინა თუ ანკასთვის, რომელიც ისეთი ლამაზი იყო უბრალო, შინაურ გარემოშიც კი. თავი ხელში აიყვანა და დაჩის მიუბრუნდა. — ფინანსურ მენეჯერს მივხედოთ. ფაქტზე უნდა დავიჭიროთ, — მიაწოდა იდეა დაჩის. — მართალი ხარ. ჩოხელს დაურეკე. მისი კომპიუტერიდან ყველანაირი ინფორმაცია ამოიღოს და თვალყური ადევნოს ყველა მის მოქმედებას. არ გაგვახარებ, გესმის? — დამშვიდდი, თუ ძმა ხარ. — ყავა მოგიმზადეთ, — ჩაერთო ანკა. — არა, რაც იცი, არის ყავის მომზადება, — შეაქო დაჩიმ. — ზოგს ყელში არ გადაეცეს. — მორჩით კინკლაობას. სხვა მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. — გგონია, მარტო ეგ კაცი დგას ამ საქმის უკან?! არა, მე მგონია, მირიანის ნაჩალიჩარია. — ვერ გაბედავდა მაგდენს ეგ ლაჩარი. — ვნახოთ, რას გაარკვევს ჩოხელი. იმის მიხედვით ვიმოქმედებ. — ანკა, მირიანი ტენდერში იღებს მონაწილეობას. გადამოწმე ყველაფერი, ყველა დეტალი. მაინტერესებს, ამ პროექტს ჩვენ წავართმევთ... — დაჩი, მომისმინე. ასე სწრაფად ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას. ბრაზმა არ გაგიარა, ვიცი, მაგრამ ცივი გონება გვჭირდება ახლა... — მაგიტომ გავალებ. ყველანაირი დეტალის ცოდნა მჭირდება. ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოვუღო მირიანს. — არა, იცი, რა არ მესმის? რატომ მაინცდამაინც ახლა?! ცოტა ფულზე არაა ლაპარაკი. ათასობით ლარზეა... — მოიცა, შენ საიდან გაიგე სხვაობა თანხებზე და იმაზე, რომ ჩვენი შეკვეთილი მასალა იაფფასიანით იყო ჩანაცვლებული? — იკითხა ლადომ. — ჩვენი ბუღალტერი, ლიკა, იყო ჩემთან დღეს. მან აღმოაჩინა. — ვააა, ამიტომ იყო შემოსული დღეს? რა ჭკვიანია ჩემი ლიკა! ვაიმე, რომ გაკოტრებულიყავი, დაჩიკო, მე დავრჩებოდი საკრედიტო ბარათების გარეშეც... ფუი, ეშმაკს! ხვალ ჩიზქეიქზე დავპატიჟო უნდა, მადლობის ნიშნად... — ორივეს გამხიარულება სცადა ანკამ. — არა, მაინც როგორ ახერხებ, სულ გამაღიმო ხოლმე, ყველა სიტუაციაში?! — ლოყაზე აკოცა დაჩიმ ბიძაშვილს. — მომწონს ეგ გოგო. ეტყობა, იცის თავისი საქმე... ციცინო რომ გავა პენსიაზე, დავაწინაუროთ. ან მამაჩემის კომპანიაში მოვიყვან. რას იტყვი, დაჩიკო?! — წამოაყენა წინადადება ლადომ. — მორჩი, ცანცარა, და საქმეს მიხედე, — დასერიოზულდა დაჩი. — ჰო, რა იყო? მაინც სულ უბღვერ და... — მორჩი... — დაუღრინა დაჩიმ. — წავედი, წავედი. აღარ შემიძლია ამ დაძაბული როჟების ყურება... ხვალ მივხედავ ყველაფერსსს... კოცნა გაუგზავნა ორივეს და კარს მიღმა გაუჩინარდა. — რა იდიოტია?! — რა იყო, იდიოტები მოგწონს შენ?! — ჰააა, რაა? სისულელეა, ვის რაში უნდა ეს... — ოხ, ანკა, ანკააა... არ გიცნობდე მაინც. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ გადაწყვიტა, სახლში ფეხით წასულიყო. საათს დახედა — მილაც სახლში ჯერ არ იქნებოდა. ყოველთვის უჭირდა მარტო სახლში გაჩერება. მარტოობა იმ დროს განსაკუთრებით ახსენებდა თავს. იქვე ახლოს პარკი დაინახა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით ჩამომჯდარიყო. ირგვლივ ისეთი მხიარულება იყო... მშობლები პატარებს ასეირნებდნენ, ბავშვები მხიარულობდნენ. ყველგან კისკისი და ჟრიამული ისმოდა. — ძამიკო, ძამიკოო, მიყურე, როგორ კარგად ვდგავარ როლიკებზე! ხომ ვარ ძლიერი?! — ჩემო პატარა, შენ ხარ ყველაზე მაგარი! აი, სულ, სულ ყველაზე მაგარი მსოფლიოში! ლიკა რამდენიმე წამით გაჩერდა. უყურებდა, როგორ უყვარდა ძმას პატარა გოგონა, როგორ ზრუნავდა მასზე, როგორ არ უშვებდა ხელს. საკუთარი ძმა მოაგონდა. განა მხოლოდ ცუდი ახსოვდა ნუგოსგან?! არა... ამიტომაც ეტკინა ასე ძალიან. ნუთუ შეიძლება და გადაიყვარო? — ნუთუ ვერ უნდა იგრძნო მისი ტკივილი? პარკში ხალხი ირეოდა. ყველგან კისკისი და ჟრიამული ისმოდა. უცებ გოგონა ბიჭს ხელიდან გაუსხლტა და, ლიკა რომ არა, დაეცემოდა. ლიკამ მაშინვე ხელი ჩასჭიდა პატარა გოგონას და გულში ჩაიკრა. მისკენ შეშინებული ძმა გამოიქცა. კაცს სახეზე ფერი არ ედო. — ლილიან, ჩემო თვალისჩინო, როგორ ხარ, ჩემო პატარა? — ვერ მშვიდდებოდა კაცი. — კარგად ვარ, ძამიკო. ნახე, ამ გოგონამ ხელი ჩამჭიდა, უცებ რომ გავიქეცი... მგონი, ანგელოზი ხარ, — შესციცინებდა ლიკას თვალებში. — როგორ შემაშინე, ჩემო პატარა... გულში იკრავდა დას და თან ამოწმებდა, რამე ხომ არ ჰქონდა დაშავებული. — უღრმესი მადლობა. თქვენ რომ არა, ცხვირ-პირს მოიტეხავდა ეს ცანცარა გოგო. — რას ამბობთ, რა არის სამადლობელი... უსაყვარლესი და გყავთ. — ხედავ, ძამიკო? უსაყვარლესი ხარო... არადა, ყველა ქარბორბალას მეძახის. მომწონხარ ძალიან. ჩემს დაბადების დღეზე დაგპატიჟებ. ხომ მოხვალ? — უკაცრავად, ვერ გაგეცანით. მე მირიანი ვარ, ეს მოუსვენარი კი ჩემი დაა — ლილიანა. — მე ლიკა. სასიამოვნოა. — მადლობა, როგორ გადაგიხადოთ, არ ვიცი. ყავაზე დაგპატიჟებთ. აქვე კაფეა, თუ წინააღმდეგი არ ხართ... — იცით, ჩემი და მელოდება. უნდა წავიდე. სამადლობელო არაფერია... — ბიძია, უთხარი, ჩემს დაბადების დღეზე მოვიდეს... — ასე ვერ შევაწუხებთ, ძვირფასო. მირიანმა ლიკას შეხედა. — შენნაირ პრინცესას მოწყენა არ უხდება, იცი?! მოდი, ასე ვქნათ: ბიძაშენი თუ მეტყვის მისამართს, მე ვეცდები, მოვიდე. კარგი? მოეფერა ლილიანას ლოყაზე. — მართლა?! სიხარულს ვერ იტევდა პატარა გოგო. დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სახლში მისულს მილა დახვდა. სამზარეულოში ფუსფუსებდა. პიჯაკი საკიდზე დაკიდა, ქუსლები გაიხადა და სამზარეულოს მიაშურა. — როგორ არის ყველაზე კარგი და მსოფლიოში?! — მოეხვია ისე, თითქოს დიდი ხანი არ ენახა. — კარგი, ნუ გამჭყლიტე ახლა. ნახე, რას ვამზადებ. — ელარჯი! — სიხარულისგან ტაში შემოკრა ლიკამ. — ვგიჟდები შენზე! — პირფერო შენ... — მიდი, მაგიდასთან დაჯექი და მე მოგემსახურებით, თქვენო აღმატებულებავ! — სიამოვნებით. რა ხდება სამსახურში, მილა? — აუუ, სრული ქაოსია, რაა. კოტე არ გვაძლევს სუნთქვის უფლებას. ახლა დიდი ივენთი ავიღეთ და მთლად ჩასაფრებულია, მაგრამ ხომ იცი, მიყვარს ეგ სამსახური. — ვიცი, ვიცი. — ხო, მართლა, ხვალ მოლში გავიაროთ. საღამოს ბარში გავიდეთ. ანკაც დაპატიჟე, იცოდე. — ხომ იცი, არ მიყვარს აღნიშვნა დაბადების დღის. — არ განიხილება, იცოდე. დედამ ფული გამომიგზავნა. ხმა, ყრინტი, არაფერი თქვა. ვიცი, გაქვს ფული. არ დახარჯოსო, შემოგითვალა. — როგორ მრცხვენია... — არ გაბედო, იცოდე! — გაუბრაზდა მილა. — შენი დედაა, ლიკა. დედა, ნუ გავიწყდება. — მაპატიე, გთხოვ... ხანდახან მრცხვენია, რომ ჩვენს გამო წავიდა საზღვარგარეთ. — მორჩი სისულელეს. ჩამოდის ამ ზაფხულს და იქნება სულ ჩვენთან. ხომ იცი, რას გეტყოდა? „ეს მინიმუმია, რაც დედამ შეიძლება შვილებს გაუკეთოს.“ — აი, ვახსენეთ და რეკავს. მიყვარს, ვგიჟდები. მგონი, იტალიიდანაც ხვდება, როდის უნდა დარეკოს ხოლმე. მიდი, უპასუხე, სანამ ინტერპოლი არ დაგვაყენა... ცრემლები მოიწმინდა და უპასუხა დედაზე მეტს მისთვის მსოფლიოში. — ხო, დედი, გისმენ. როგორ უყვარდა ასმათს ლიკას ნათქვამი „დედი“. — ჩემო გოგო, როგორ ხარ, შვილო?! — კარგად, დედი. შენ როგორ ხარ? — თქვენ რომ კარგად ხართ, მეც კარგად ვარ. მიდი, აბა, დამანახე, ხომ არ გახდი? ხომ იკვებები ნორმალურად? — კი, კი, დე, ნუ ინერვიულებ ჩვენზე. გვენატრები ძალიან. — ავიღე, დედი, ბილეთი. ორ თვეში თქვენთან ვიქნები... — როგორ მიხარია! — დედიკო, აქ ვარ მეც. მომიკითხე ხოლმე. რა არის ეს?! — ეჭვიანობა მოჩვენებითად მოიწყინა მილამ. — ტუტუცო გოგო, ეხლახანს არ გელაპარაკე?! — კარგი, რა იყო, ქალბატონო ასმათ, შევაცოდებ, თქო, თავს. — მიყვარხართ ორივე. მთავარია, კარგად იყოთ და მეც კარგად ვიქნები. დამამახსოვრეთ. და კიდევ, მილას დაუჯერე ხვალინდელ გეგმებზე, იცოდე, ნუ გამაბრაზებ... — კარგი, დედი. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ არსებებობ და ჩემი დედა რომ გახდი. იმისთვის ვარ ყველაზე მეტად მადლიერი... იმ დღეს მილას დედა გახდა — ის საყრდენი, რომელსაც ასე ეძებდა საკუთარ დედაში. ქალმა ცრემლები საკუთარი შრომისგან დანაოჭებული თითებით შეუმშრალა. გული შეეკუმშა — თითქოს კანში ვეღარ ეტეოდა. უცხო იყო მისთვის ასეთი „მშობლობა“, ასეთი „ოჯახი“, რადგან მილასთვის ნებისმიერს ყელს გამოჭრიდა, მისთვის სიცოცხლეს გასწირავდა. ამ პატარა გოგონას კი საკუთარმა ოჯახმა ზურგი აქცია. არც დაფიქრებულა, ისე თქვა: — არ მაინტერესებს არაფერი. მარტო შენ ხარ და შენი სუფთა და წმინდა თვალები. არც გჭირდება არაფრის ახსნა, მე შენი მჯერა. მარტო არ ხარ, იცოდე. მე და მილა შენთან ვართ. შენ ჩემი შვილი ხარ დღეიდან. ატირდა პატარა გოგო. ეხუტებოდა ქალს, რომელიც მისი დედა არ იყო, მაგრამ ამ წამს დედაზე მეტად ტკბილი აღმოჩნდა. თითქოს ხელახლა სცადა სუნთქვა, თითქოს გატეხილი გული გამთელებას ლამობდა. მოეხვია ოჯახს, რომელმაც, თურმე, ამ დრომდე არ იცოდა, სინამდვილეში რა იყო ოჯახი. დატოვეს სოფელი სამივემ ერთად. ზუსტად იცოდა ქალბატონმა ასმათმა — არავის დააჩაგვრინებდა თავის ორ გოგონას. გაჰყვა მათ დედაქალაქში, ახალ გამოწვევებთან ერთად და იცოდა, რომ არასდროს დატოვებდა მათ მარტო. ლიკამ კიდევ ერთხელ განიცადა იმედგაცრუება, როდესაც ერთ დღეს ძმა დაადგა თავზე. დამღლელი სამუშაო ცვლიდან დაბრუნებულს ბინის კართან ატუზული ნუგო დახვდა. არ იცოდა, რა ეგრძნო. სახლიდან წამოსულს თითქმის ერთი წელი არ გახსენებია საკუთარი სისხლი და ხორცი და ახლა რატომ გადაწყვიტა მისი მოძებნა? შეეშინდა. ეტკინა ის სიცივე და გულგრილობა, რომელიც მის თვალებში დაინახა. მაგრამ არ აპირებდა სისუსტე ეჩვენებინა. ძველი ლიკა აღარ არსებობდა. — ოხ, მოსულა ჩემი ძვირფასი დაიკო! როგორ ხარ, აბა?! კარგია ქალაქში ცხოვრება? კი, მოწყობილხარ იდეალურად. რატომ დარჩებოდი სოფელში?! აქ არავინ შეგიშლის ხელს, ის აკეთო, რაც გინდა. ნუ, პრინციპში, არც მაინტერესებს, რას იზამ. — რა გინდა, ნუგო?! რისთვის მოხვედი? — უპასუხა ლიკამ ისეთი ტონით, როგორითაც რამდენიმე წამის წინ თვითონ ელაპარაკებოდა. — არ მითხრა, რომ მოგენატრე... მაინც არ დავიჯერებ. — შემომიშვი სახლში ჯერ. საჩხუბრად არ მოვსულვარ, მართლა. — ხელს არ დამარტყამ, ვიცი ეგ ნამდვილად... არასდროს დაგირტყამს, არც ბავშვობაში. სახლში შეიყვანა. ნუგო დივანზე მოთავსდა და აქეთ-იქით იყურებოდა. — არა, მართლა კარგად მოწყობილხარ... — რა გინდა, ბოლო-ბოლო? იქნებ, თქვა. — ჩემი სიყვარულით არ მოსულხარ, ვიცი. — ფული მჭირდება... წავაგე კარტში და მოსაკლავად მომდევს ჩვენი მეზობელი. უნდა დამეხმარო. იმედგაცრუების მწარე გემო კიდევ ერთხელ იგემა. მეორედ უფრო მოუჭირა ყელში ამ გრძნობამ. ეგონა, აღარ ეტკინებოდა, მაგრამ მეორედ უფრო ეტკინა. საკუთარი ძმა ფულს სთხოვდა, რომელსაც ის დღედაღამ შრომით შოულობდა. ეს ფიზიკურ ტკივილზე უფრო აუტანელი იყო. კიდევ კარგი, მილა სახლში არ იყო. ალბათ, ყელსაც გამოჭრიდა ნუგოს... ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. — იცი, რა? ერთი წელია, სახლიდან წამოვედი. გამომაგდეს, უფრო სწორად. შენ ერთი წელია, არ მოგიკითხავს და არც დაინტერესებულხარ ჩემი ამბით. შენი პატარა და ვარ... უფრო სწორად, ვიყავი. საერთოდ იცი, როგორ ვირჩენ თავს?! საერთოდ იცი, მე რა მიჭირს?! სად გაქრა ის ბიჭი, რომელიც სულ მიცავდა მამისგანაც კი, როდესაც ჩემი სიცელქის გამო მამის ხელი შენ გვხვდებოდა?! ან როდესაც დედა რაღაცას მავალებდა, შენ აკეთებდი ჩემს მაგივრად და ეუბნებოდი, რომ მე გავაკეთე... იმიტომ, რომ არ გინდოდა, შენი პატარა და წვიმაში დასველებულიყო შეშის შემოტანის გამო. სად წავიდა ის ნუგო, მითხარი?! ლიკას მაშინ არ უტირია. ამაყად იდგა მის წინ და თვალებში უყურებდა. თითქოს ნუგოს თვალებში სინანულიც დაინახა წამიერად. შემდეგ ისევ იმ სიცივემ აუწვა თვალები. — რამდენი გინდა? — ხუთასი ლარი. სიმწრით ჩაეცინა ლიკას. ხუთასი ლარი... ხუთასი ლარის გამო მოვიდა ძმა მასთან და არა იმიტომ, რომ დას ამოდგომოდა მხარში. ჩანთა გახსნა. კიდევ კარგი, დღეს კაფის მეპატრონემ ხელფასის ნაწილი მისცა. — აიღე. აგერაა, — უთხრა ცივად. ნუგომ ფული აიღო. არაფერი უთქვამს. უბრალოდ გაიხურა კარი. იმ დღეს ლიკამ ძმის იმედიც დაკარგა. დილაადრიან გააღვიძა მილამ. ქარბორბალასავით დაატყდა თავზე დას: — რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ დღეს ჩემი დის დაბადების დღეაა! გილოცავ, ჩემო ანგელოზო, დიდი ხანი გვყავდეე მე და დედიკოს! ♥️ — მადლობა, მი. მიყვარხარ. საუკეთესო ხარ მსოფლიოში... — გახსენი. პატარა ყუთი გაუწოდა დას. — მილააა, არ იყო საჭირო, ხომ იცი... — ხმა არ გავიგო, იცოდე. საჩუქარი გახსნა. პატარა ანგელოზის ფორმის კულონი იწონებდა თავს ყუთიდან. — დიდი მადლობა. მომწონს ძალიან... — არაფერს. მიდი, ახლა აწიე შენი ლამაზი ტრ...კი და გავიდეთ საყიდლებზე. ხო, მართლა, ანკას დავურეკე უკვე, მისამართი ვუთხარი, მოვა იქ. — როგორც ინებებთ. ყველა მაღაზია მოიარეს, რაც ეგულებოდა მილას. ლიკას ყველანაირ წუწუნებაზე ერთ წარბს აუწევდა და ლიკაც ვერაფერს ამბობდა. შეარჩიეს ყველაფერი და სახლში საღამო იყო უკვე, რომ დაბრუნდნენ დაღლილები. — მიდი, ახლა მოემზადე. იცოდე, ულამაზესი უნდა იყო. — როგორც ბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ!.. სხვათა შორის, იგივე უნდა გააკეთო შენც. — მე ყველანაირ ფორმაში ჰოო, რომ ვარ, არ იცი!? — კი, კი. როგორ უყვარდა ეს გოგო! მილა იყო ანგელოზი მის ცხოვრებაში. მისი წყალობით ჰქონდა ოჯახი უპირობო სიყვარულით. მისი წყალობით უხაროდა დაბადების დღე და საერთოდ ყოველი დღე კალენდარში. ტანზე მუქი მწვანე კაბა მოირგო. ქუსლებთან ერთად, გრძელი, ყავისფერი, ხვეული თმა უბრალოდ გაიშალა. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და უკვე მზად იყო. სარკიდან მომხიბლავი ქალი უცქერდა. — მე მზად ვარ... ქარბორბალასავით შემოფრინდა მილა. — ულამაზესი ხარ, დაიკო... — გაოცებას ვერ მალავდა. — ეს შენ ხარ ლამაზი, დამენახე აბაა? აი, სად აქვთ კაცებს თვალები, რაა... — ზუსტად, — შეიფერა მილამ. — მოდი, შენი ნაჩუქარი კულონი გამიკეთე. დამეხმარე. — იდეალურია, გეფიცები. — ვაიმე, ლიკა, შენ ხაარ!? როგორი ლამაზი და სექსუალური ხარ, გოგო! რა მკერდი! რა ტრ...კი! აბა, დატრიალდი! აბა, მე ვარ ქალი, ნახე, ლიფიც კი ტყუილად მაცვია! — ანკა, ჩუმად, ცოტა, თორემ ყველა ჩვენ გვიყურებს, — შეიშმუშნა ლიკა. — მილა, უთხარი ამას, ჯანდაბაში მოისროლს კომპლექსებს. — ვეუბნები, მაგრამ სჯერა!? — მიხედავ მე ამას! — დაილაპარაკა დარწმუნებით ანკამ. — ეს ჩემგან, საჩუქარი, — გაუწოდა გოგოს. — დიდი მადლობა. არ იყო საჭირო. — რა სალაპარაკოა ახლა ეს!? — მოდი, ახლა გადავკრათ ერთი და ვიმხიარულოთ... თორემ მომიშალა ერთმა პრიმატმა ნერვი და უნდა გადავაყოლო გული. — ლადომ ხომ გაიცინა? — ლიკამ. — როგორ მიხვდი? აქ არის ისიც, თავს რობოტ ძმაკაცთან ერთად და გვიყურებს. — დაჩი აქ იყო!? — ვერ მიხვდა ლიკა, რატომ იძაბებოდა სულ დაჩის ხსენებაზე. „არის აქ და რა მოხდა მერე?“ — შემოუძახა თავს. მზერა შემთხვევით ბარის კუთხისკენ გაექცა. დაინახა დაჩი. უცნაური მზერა იყო, ამოუცნობი. უყურებდა დაჩი გოგოს. სულ სხვა იყო სამუშაოს გარეთ, თურმე, ლიკა. როგორც კი ბარში შემოვიდა, თავიდანვე მიიპყრო მისი ყურადღება. თავიდან ვერც კი იცნო, იმდენად განსხვავებული იყო. ახლაც, ამდენ ხალხს შორისაც, ყველასგან გამოარჩევდა ადამიანი. თუ მხოლოდ დაჩის ეჩვენებოდა ასე?! ესეც მესამე თავი გამიხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს აზრს.. გამიზიარეთ თქვენი შენიშვნები ♥️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




