შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ, სადაც შენ ხარ / ნაწ. II (1) /


დღეს, 17:36
ავტორი Moonlight17
ნანახია 113

ყველას აქვს გადამწყვეტი მომენტი, როდესაც გვინდა რაღაც რეალურის ნაწილი გავხდეთ. როცა მთელი ცხოვრება დიდ ილუზიას ემსგავსება, შენით თუ არ ეძიე ბნელი ანარეკლიდან შემოსული სინათლე, სამყარო თავისით მოგიტანს ზღურბლთან. შენ მხოლოდ ის გავალია, რომ კარები გახსნა და ძღვენს ხელი ჩასჭიდო.

მია ფოლსის გონება გაბუჟებულიყო, როდესაც მატეოს ოთახის თვალიერებისას ოდნავ გამოხსნილ უჯრაში თვალი არასასიამოვნო ნივთს მოკრა. იფიქრა არ შეემჩნია, თითქოს არც დაუნახავს. მაგრამ ეს ის ზღურბლთან დადებული რეალობა აღმოჩნდა, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა. მეორე სართულის ფანჯრიდან გადაძვრომა არც ისე კარგი იდეა იყო. თანაც, რაილსს ვერ დატოვებდა. გულის სიღრმეში იცოდა, იქიდან რომ წასულიყო მთელი ცხოვრების განმავლობაში ინანებდა.

გაგონილი ჰქონდა, რომ ადამიანი მაშინაა ბედნიერი, როდესაც გააჩნია ვიღაც, ვინც მასზე ზრუნავს. მატეო რაილსის შემთხვევაში პირიქით იყო. მიას თვალებში შიშის გარდა ყველაფერი რომ დაინახა, მაშინ მიხვდა თუ რამდენად დიდი მსგავსება იყო მათ სულს შორის.

-აქ... ყოველთვის აქ იყავი. - ამოიდუდუნა და საფეთქელთან საჩვენებელი თითი მსუბუქად, რამდენჯერმე მიიკაკუნა. სევდიან ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. მიას ვერ გაეგო, რაზე საუბრობდა, თუმცა მისთვის ესეც საკმარისი იყო. იარაღს დარცხვენილმა გადახედა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად იკბინა.

-დატენილი არც კი იყო, - ჩაეცინა რაილსს.

-არც სროლა ვიცი. - მხრები აიჩეჩა და საკუთარ საქციელზე ჩაეცინა. გოგონას ღიმილმა მატეოს გაღიმებაც მოახერხა. უყურებდა და გულიანად იცინოდა. იმ წუთას საერთოდ არ დარდობდა მომავალზე. - უბრალოდ, ინსტიქტებმა ამამოქმედა.

-ელას უნდა დავუძახო. -თავი მსუბუქად დაუქნია მიამ.

-მატეო... იარაღი რად გინდა? - არ შეეძლო, რომ არ ეკითხა.

-მია...- ამოიხვნეშა და თავზე ორივე ხელი გადაისვა. როგორ უნდოდა ამ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ გაეცა. როგორ უნდოდა, რომ მია ამ ყველაფერში არ ჩაეთრია.

-იმედი მაქვს იცი, რომ რასაც მეუბნები ჩვენ შორის რჩება. კიდევ შეძლო რაილსის გაღიმება. მატეოს გონებას უკვე პროტესტი უჩნდებოდა ფოლსის მიმართ. შეუსაბამო სიტუაციაშიც კი ახერხებდა, რომ რაღაც სინათლე დაენახებინა მასზე ფიქრებს.

-ჩემნაირი ცხოვრება რომ გაქვს ადამიანს, გჭირდება. არ მინდა ამ ყველაფრის ნაწილი იყო.

-არა მგონია არჩევნის საშუალება გქონდეს. - დანანებით დაუქნია თვალი მიამ. მატეოს თვალებში ნაპერწკალი გაუკრთა. რაღაც იმედის, რომელზეც ჩაბღაუჭება უნდოდა. ზურგი შეაქცია და მეზობლად გადავიდა, რომ ელა გადმოეყვანა.

ფოლსი რაილსის ოთახში მშვიდად დაბრუნდა. გული ბობოქრობდა. საერთოდ რაზე უნდა ესაუბრათ? მომხდარზე? ისედაც იცოდა, რომ მატეოსგან ვრცელ პასუხს ვერ მოისმენდა.

საწოლზე პატარა ბავშვივით მოკალათდა და ზურგით კედელს მიეყრდნო. მოსწონდა აურა. მიუხედავად იმისა, რომ რაილსისგან კარგი ენერგია იშვიათი იყო, ფოლსი სწორედ ამისგან იკვებებოდა. თვალდახუჭული გონებაში რამდენიმე წუთის წინ მომხდარს ხარშავდა. ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ეძინა და წუთი-წუთზე გამოფხიზლდებოდა.

ვერ მოისვენა. ფიქრები გასაქანს არ აძლევდა. უღიმღამოდ გაახილა თვალები და ხმადაბლა ამოიხვნეშა. ოთახის შემოსასვლელში გაურკვეველი მზერით იჯდა მაილსი და გოგონას მომრგვალებული თვალებით აკვირდებოდა. ძაღლის დანახვისას ფოლს გაეღიმა. ყოველთვის უყვარდა ცხოველები. მისკენ ოდნავ გადაიხარა და მაილსიც კუდის ქიცინით მიუახლოვდა. სევდიანი თვალებით უცქერდა გოგონას. ალბათ, მომხდარის შემდეგ შეშინებული იყო.

მაილსის მოფერებაში გართულმა, ვერც შეამჩნია, როგორ დაბრუნდნენ ბარბარა და ივა. ბოშამ რაილსის ოთახის კარები ერთი ხელის მოქნევით გააღო და მოურიდებლად შეაბიჯა. გოგონებს თითქმის ერთნაირი გამომეტყველება ჰქონდათ, როდესაც ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. ფოლსს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ბარბარა. ივას დანახვამ კი, ცოტა გუნება მოულბო. მაინც, ნაცნობი იყო მისთვის.

-მატეო... დედამისის მოსაყვანად გადავიდა. - ტუჩზე მსუბუქად იკბინა მიამ და მაილსს ხელი გაუშვა.

-ივა, კარგად ვერ გაგიცანი - ხელი სწრაფად გაუწოდა ივანმა და მეგობრულად გაუღიმა.

-მია. - ღიმილით ჩამოართვა ხელი ფოლსმა.

-რა თქმა უნდა, შენზე გვსმენია. - თვალი ჩაუკრა და გვერდით ჩამოუჯდა. - ბარბს, ჩამოჯექი. - შესთავაზა ივამ და ხელით პატარა ტაბურეტზე ანიშნა. ხელებ-გადაჯვარედინებული ბარბარა უკმაყოფილოდ დაჰყურებდა ფოლსს. სახეზე ლურჯი ფერი დაედო. ძალით გაღიმებას ეცადა და ხმის ამოუღებლად დატოვა ოთახი.

-არ მიაქციო ყურადღება, უცნაური გოგოა. ჩვენი მეგობარია. მატეოს ოჯახის ახლობელი. - აუხსნა ივანმა. თან ხელებს იყოლიებდა. წარბებ აწეული საუბრობდა აკვირდებოდა მიას, რომელსაც მიმიკა არ ეცვლებოდა და დიდ მსგავსებას ხედავდა მასსა და რაილსს შორის.

-როგორც ჩანს, საუბარი არ გიყვარს. ჩემი ძმაკაცის არ იყოს... -იმედი მაქვს, უზრდელობაში არ ჩამომართმევ. - შეძლებისდაგვარად გაუღიმა ფოლსმა.

-ვიცი, წეღან რა ამბებიც დატრიალდა. არასწორ დროს აღმოჩნდი აქ. - თავი სინანულით გააქნია ივანმა.

-თუ იცოდი, რატომ არ მოხვედი მეგობრის დასახმარებლად? - სიბრაზემ სძლია ფოლსს. წარბები ერთმანეთს დაახლოვა და დაჟინებული მზერა მიაპყრო ივანს. - მაპატიე, თუ უტაქტო ვარ...

-ჰმ... მია. - ამოიხვნეშა ბიჭმა.- მატეოს არ უყვარს, როდესაც მის საქმეში ვინმე ერევა. მიკვირს, შენც რომ არ გაგიშვა ელასთან ერთად.

-მისი გეშინია? - გაოცდა გოგონა.

-რაილსის? ხანდახან. - გულწრფელად ჩაეცინა ივას. - ჭკვიან ადამიანს უნდა ეშინოდეს მისი. ვინც რამდენიმე წუთის წინ ნახე, ის ტიპები სულელები არიან. უბრალოდ მატეო ზედმეტად დაბრმავებულია რაღაცით, რასაც არავის ეუბნება. - მხრები აიჩეჩა და ღრმად ამოიხვნეშა. არ უნდოდა ზედმეტი წამოსცდენოდა. -რაღაც რომ რიგზე არ აქვს, მაგას მეც ვხვდები. - ტუჩები აიბზუა მიამ. - უხერხულად ვარ, ის გოგო რომ იქ მარტო არის. - ბარბარაზე ანიშნა ივას.

-არ არის ხასიათზე, შეეშვი.

-არ ვიცი, რატომ მოვედი.

-ერთი იცოდე, მია. ახლა გაგიცანი, მაგრამ რასაც გეუბნები ისევ კარგისთვის ვაკეთებ. ღმერთია მოწმე. - გულზე ხელისგული ალალად მიიკრო ივანმა. - მატეომ რომ საკუთარი თავი შეიყვაროს ისე, როგორც შენ უყვარხარ, სასწაულებს დაატრიალებს. იმიტომ არ გეუბნები, რომ ზეგავლენა მოვახდინო. უბრალოდ ადამიანმა წარსულით არ უნდა იცხოვროს. მატეო კი არც მომავალზე ღელავს. რაღაც მომენტებით ცხოვრობს, რომელშიც ყველაფერს უშვებს. ერთხელ ვკითხე, ასე რატომ იქცეოდა. პასუხი კი გაგაცინებს.

მია ინფორმაციას სწრაფად ისრუტავდა. უკვე დაძაბულობისგან თავი სტკიოდა. მაგრამ მატეოზე მეტის გაგების საშუალება ეძლეოდა.

-მაინტერესებს. - თავი დაუქნია გოგონამ.

-ასე თქვა, თვითრეალიზაციაში ვიმყოფებიო.

ორივეს ერთდროულად ჩაეცინა. ერთ წერტილს მიშტერებულნი, ერთსა და იმავეზე ფიქრობდნენ. ივას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ეხსნა მეგობარი ტანჯვისგან, რომელიც მასში მდგმურივით შეკეტილიყო. მიას უნდოდა კიდევ ბევრი ეკითხა, თუმცა ამას მოგვიანებით, რაილსთან გაარკვევდა.

ელას აკანკალებულმა ყვირილმა ყველა დააფრთხო. ივანი მაშინვე გავარდა. ფოლსიც მას მიჰყვა, თუმცა არ იცოდა ოჯახურ ჩხუბში ჩარევა რამდენად კარგი იდეა იქნებოდა, ასე რომ მატეოს ოთახის ზღურბლთან ჩუმად ჩამოდგა.

-ხომ იცი რომ უფალმა შეგიწყალა, მაგრამ რა გააკეთე ამ დროში საამისო?! - ხმას უფრო და უფრო უწევდა ელა. სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და მაგიდაზე დადებული ჭიქა წყალი, რომელიც ბარბარამ გამოუტანა სულმოუთქმელად დალია.

-ერთხელ ლამის დაგკარგე, მატეო. მეორედ ამას ვერ გადავიტან! - ცრემლ მორეული აგრძელებდა გოდებას.

-დამშვიდდი დედა, სტუმარი ჯერ კიდევ ჩვენთანაა. - შერცხვენილმა მსუბუქად ანიშნა ფოლსზე, რომელიც კუთხეში ატუზულიყო. - გთხოვ, დაწყნარდი. არაფერი მოგივა, გპირდები. - კოლოფიდან სიგარეტი ხვნეშით ამოიღო და მოუკიდა. კვამლი ხარბად შეისუნთქა და ასევე, ზომიერად გამოუშვა.

-ისევ სხვების უსაფრთხოებაზე დარდობ. ასეთი გულის პატრონი რომ ხარ, დაგღუპავს... - თავისთვის ამოიდუდღუნა ელამ და თავი ჩახარა. ბარბარა გვერდით ჩამოუჯდა და განერვიულებული ქალის ნუგეშს შეეცადა. მია მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ზედმეტი იყო და კვლავ მატეოს ოთახში დაბრუნდა.

-მანეკას მისამართს მივწერ, რომ მოვიდეს. ნაკერები გჭირდება. გთხოვ არ შემეწინააღმდეგო. - ხმადაბლა მიმართა რაილსს. ფარ-ხმალ დაყრილმა ხელები ჰაერში აღმართა და ტუჩები მსუბუქად მოკუმა.

-ოჯახურ დრამას შეესწარი. - მის სიტყვებზე მიას გაეღიმა. უნდოდა, კიდევ მიედო მის მკერდზე თავი და მისი გულის ცემისთვის მოესმინა, მაგრამ საამისოდ შესაფერისი დრო არ იყო. გრძნობდა, იმ კავშირს რისთვისაც სახელი ვერ მოეფიქრებინა.

-მე წავალ...

-მია, რატომ მოხვედი? - არ შეეძლო ასე უბრალოდ გაეშვა.

-უნდა მომენახულებინე, რომ დავრწმუნებულიყავი კარგად ხარ. - გულწრფელად უპასუხა გოგონამ, ქურთუკი მოიცვა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა. -მერე?... დარწმუნდი?

-ნამდვილად არა. მაგრამ მოხარული ვარ, რომ შენი მეორე ლოყის გადარჩენა შევძელი.

-ხვალ საღამოს...თუ წინააღმდეგი არ იქნები გამოგივლი. ვიცი, ბევრი კითხვა გაქვს.

მიამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.

-მაიკი... მას ხომ არაფერს დაუშავებ? -ასეთი შთაბეჭდილება დაგიტოვე? - ნაღვლიანად ჩამოჯდა საწოლზე რაილსი.

-მხოლოდ ის, რაც მოვისმინე, მატეო. ეს კარგად ჯერ კიდევ არ მესმის რას ნიშნავს.

-მაიკი კარგად იქნება.

შვებით ამოისუნთქა ფოლსმა. კიდევ ერთხელ გაუღიმა რაილსს და მისი ოთახი დატოვა. არ უნდოდა, კიდევ დიდხანს გაჩერებულიყო. ეს მეტ კითხვას დაბადებდა და ნამდვილად არ იყო რაილსი იმ მდგომარეობაში, რომ ახლა ყველა მათგანისთვის გულწრფელად ეპასუხა. ამას ხვდებოდა. იცოდა, რომ ბერმანსი მალე ჩამოდგებოდა რაილსის ზღურბლზე თავისი აღჭურვილობით და მას მიხედავდა. ერთადერთ დაქალს თვალდახუჭული ანდობდა ამ საქმეს.

გასასვლელში ნაბიჯი შეანელა, სამზარეულოში მსხდომ ელას, ბარბარას და ივანს გახედა. რომლებიც ერთნაირი გამომეტყველებით ჩუმად ისხდნენ.

-ნახვამდის... - ხმადაბლა ჩაილაპარაკა. ტუჩები უხერხულად მოკუმა და იქაურობა დატოვა. კარგი გოგოა. გამიკვირდა მისნაირი ჩემი შვილის გვერდით რომ დავინახე. - ხმადაბლა გამოხატა აზრი ელამ და ფეხზე წამოდგა. - უნდა დავწვე. გთხოვთ დარწმუნდით რომ მატეო სისულელეს არ გააკეთებს. ჩემი არ ესმის..- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან.

დაძაბულ ჰაერში ჩამოწოლილი დუმილი ყველაზე მოქმედებდა. განსაკუთრებით ბარბარაზე, რომელიც ყოველ შესუნთქვაზე თავს უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა. უნდოდა ეყვირა, რომ მასში დაგროვილი ენერგია გარეთ გამოეშვა. უნდოდა ეტირა, ეღრიალა. მატეო გადაერჩინა. თუმცა საკუთარ ხილვებს და ფიქრებს ვერაფერს შველიდა.

-ბარბ?... გაფითრებული ხარ. ყველაფერი კარგადაა? - კითხა ივანმა. ეცადა გოგონასთვის თვალებში შეეხედა.

-არ მინდა ამ ყველაფერს ვგრძნობდე. მინდა ჩვეულებრივი ვიყო. - ვეღარ შეძლო. გული აუჩუყდა. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.

-რას გრძნობ? შეგიძლია მითხრა. - ხელზე მსუბუქად მოხვია მტევანი ივამ. -ადამიანი, რომელიც ორი ოთახის მოშორებით არის, მთელი გულით მიყვარს.

-მიას დანახვამ კი, გული გატკინა. - ბარბარას სათქმელი დაასრულა ბიჭმა. - თავს ნუ იტანჯავ ბარბ, გაეშვი... -Შენ არ გესმის, ივა. - თვალებზე მომდგარი ცრემლები მსუბუქად, მაისურის მკლავით მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. Ფანჯრიდან ფოლსს გახედა, რომელიც იმდენად ნელა დგამდა ნაბიჯებს, თითქოს ფეხები უკან რჩებოდა.

ივამ ღრმად ამოისუნთქა,ყურადღება ჩაიდანზე გადაიტანა რომელსაც ორთქლი ასდიოდა. სწრაფად წამოდგა და გაზი გამორთო. Ერთი ფინჯანი გაავსო და ცხელი ჩაი ბარბარას წინ დაუდო.

-Მისმინე, ვიცი ახლოს არ ვართ ერთმანეთთან. Მაგრამ იმაზე მეტს ვხვდები შენს შესახებ ალბათ, ვიდრე ფიქრობ. Ელასგან ვიცი, რომ დედაშენისგან განსხვავებით შენ ხილვებით და არა ამქვეყნიური წინათგრძნობით ხარ ხარ დაჯილდოვებული. -Ჯილდო? - ჩაიცინა ბარბარამ და წინადადება გააწყვეტინა. - ჯილდო არა, ივა, წყევლაა დამიჯერე. - ერთი ხელის მოსმით უსწრაფესად, ნერვიულად გადაიწია წინ ჩამოყრილი გიშრისფერი თმა და მზერა ჩაისკენ გადაიტანა. - წარმოდგენა არ გაქვს, რა ხდება ჩემში. Როგორი გრძნობები მაქვს. Ეს მხოლოდ მატეოს არ ეხება. Მისთვის მხოლოდ კარგად ყოფნა მინდა...- თვალზე მომდგარი ცრემლები მაჯის მოიწმინდა და ცხელი სითხე დაუყოვნებლივ მოსვა, რომ ივას არაფერი შეემჩნია.

-Ბარბ? ... - თვალები მოჭუტა ივამ. Მისთვის ისევე როგორც მატეოსთვის, თითქმის დაუჯერებელი იყო ახლა რის თქმასაც აპირებდა. Მაგრამ, რომ არ ეკითხა არ შეეძლო. - ხილვა გქონდა?

Გაყინული თვალები სწრაფად შეეგება ივას. Ცრემლები სრულიად ამოუშრა ბარბარას და სახიდან ფერი დაკარგა. Ტუჩები ოდნავ გააპო და შემდეგ მოკუმა.

-ანგელოზის სახე აქვს... - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ბარბარამ და ღრმად ამოისუნთქა.

-Გთხოვ, მითხარი. Შენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, კარგის არაფრის თქმას აპირებ.

-ეგ გოგო, რაილსის სასიკვდილო განაჩენი იქნება.



Მანეკამ ალბათ ათჯერ სცადა მაიკისთვის დარეკვა და თხუთმეტჯერ შეტყობინების გაგზავნა. Გრძნობდა რომ ერთერთი საუკეთესო მეგობარი ხელიდან ეცლებოდა და რაილსის სიტყვებს იხსენებდა, რომ რაც შეეძლო მალე უნდა შეეჩერებინა მაიკი თავის დაღუპვისგან. Ყოველი კონტაქტზე გასვლის მცდელობა ფატალური იყო.

Მანეკას ნერვებს აყოლილი ორგანიზმი ტელეფონის ვიბრაციამ ოდნავ აზრზე მოიყვანა. Თავიდან იფიქრა, მაიკი მოვიდა გონს და პასუხს მიბრუნებსო. Გაურკვეველი, მეგობრობას რომ არ შეესაბამება იმაზე მეტად დარდობდა ბერმანსი მაიკზე, ზედმეტადაც კი. Მაიკის მისდამი გრძნობების შესახებ კი რა თქმა უნდა არ იცოდა, ამ აზრზს მის გონებაში ერთხელაც კი არ გაუვლია, ამიტომ მის დარდს ისევ და ისევ მის ზედმეტ ემპათიის უნარს აბრალებდა.

Ტელეფონს როცა დახედა, მიას სახელი ნათლად დაინახა. Მისთვის უცნობი მისამართი გამოეგზავნა და სთხოვდა რომ მატეოსთან მისულიყო ლოყის დასამუშავებლად. Დაქალისგან არ გაკვირვებია ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშე თხოვნა, მაგრამ რაღაც ზედმეტად საეჭვო იყო. Რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად დათანხმდა მიას, კითხვების კორიანტელს კი, როცა ნახავდა მაშინ დააყრიდა.

Მატეო საკუთარ საწოლზე მისვენებულიყო, ერთგულ მაილსს ცალი ხელით ეფერებოდა თვალებდახუჭული და მომხდარზე ფიქრობდა. Თავში ნამდვილი აჯაფსანდალი ჰქონდა, ფიქრებს ნორმალურად ვერ ალაგებდა. Მალევე გამოაფხიზლა კარებზე ზარის ხმამ. Საწოლიდან მძიმედ წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა კორიდორს. Გარშემო ხვნეშით მიმოიხედა და მიხვდა, რომ სახლში მარტო იყო. Კარის ზღურბლზე თვალებგაფართოებული მანეკა დახვდა, რომესაც ცალ ხელში დიდი ზურგჩანთა ეჭირა.

-Შემოდი- ფართოდ გაუხსნა კარი მატეომ და სახლში შეატარა. Მანეკა მაშინვე მობრუნდა და რაილსს მიაშტერდა. -Წარმოდგენა არ მაქვს მე რატომ ვარ აქ - დაუფიქრებლად მიახალა მანეკამ- უფრო სწორად ვიცი, მიამ მთხოვა და მეც გამოვიქეცი. Უბრალოდ უცნაურია. -Მეც მომენატრე - გაუცინა რაილსმა. თავი დახარა, Მისაღებისკენ გაუძღვა და სავარძელზე ჩამოჯდა. მანეკამ მის რესპლიკაზე თვალები აატრიალა. Მეორედ ხედავდა მატეოს, მაგრამ მასთან ისე იყო, თითქოს წლობით იცნობდნენ ერთმანეთს. -Არ მეგონა თუ მოხვიდოდი. არ მეგონა, თუ მია მართლა გამოგიშვებდა - ამოიხვნეშა მატეომ და თავი მსუბუქად მიადო კედელს. -Კითხვების დასხმას შენთან აზრი არ აქვს, ამას უკვე მიმახვედრე.

მანეკამ ბამბა სპირტით გაჟღენთა და მატეოს ლოყაზე მიადო. მატეომ კბილები ერთმანეთს დააჭირა, თვალები დახუჭა და სკამზე ღრმად ჩაჯდა. ოთახში სიმძიმე ტრიალებდა. — მადლობა, მანეკა. — თქვა მატეომ, როცა ტკივილი ოდნავ ჩაცხრა.

— სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. — მანეკამ თვალი გაუსწორა. მისი მზერა გამჭოლი იყო. - ასეთი შარიანიც არ მეგონე. - ერთი ღრმად ამოისუნთქა და ჭრილობის სამედიცინო ნემსით გაკერვა დაიწყო. Მატეო გაუნძრევლად, ხმის ამოუღებლად იჯდა. Თითქოს ვერც კი გრძნობდა როგორ კერავდა ბერმანსი მის ნაფლეთებად ქცეულ ლოყას. -Შრამი დაგრჩება. - ხმადაბლა თქვა ბერმანსმა, როდესაც გაკერვა დაასრულა. Მატეოს მხოლოდ ჩაეღიმა. -Ყავაზე ან ჩაიზე ხომ არ დაგპატიჟო? - შესთავაზა და ფეხზე წამოდგა. Იქვე კედელთან დადგმულ ძველ სარკესთან მივიდა და საკუთარი სახე შეათვალიერა. Ლამის გაკვირვება გამოეხატა, როდესაც უნაკლო ნამუშევარი დახვდა.

-Სიამოვნებით დაგთანხმდებოდი, მაგრამ უამრავი კითხვის მოსმენა მოგიწევს, რაც დიდი ალბათობით გაგაღიზიანებს. Მე კი წარმოდგენა არ მაქვს რა ადგილი გიჭირავს მიას ცხოვრებაში და ჩარევა არ მინდა. -Მართალი ხარ - დაემოწმა მატეო და ღრმად ამოისუნთქა. Მან არ იცოდა როგორი სახის მეგობრობა აკავშირებდა მანეკას და მიას. Არ იცოდა, თუ ინციდენტის შესახებ მოუყვა ვინმეს მიამ და ამის გამო ზედმეტად საუბარი არც სურდა. Ჯერ თვითონაც არ ჰქონდა ბოლომდე გადახარშული - არც მე ვიცი, რა ადგილი მაქვს მიას ცხოვრებაში. Ის... ის ზედმეტად კარგი ადამიანია.

Ხმადაბლა ამოიბურტყუნა და მანეკა კარებამდე მიაცილა. Ბერმანსისთვის მატეოსთან გატარებული ნახევარი საათი ბევრის მომცემი აღმოჩნდა. Მისთვის არასდროს უთხოვია მიას, რომ ვისმესთვის სამედიცინო დახმარება გაეწია. Არც მაშინ, როდესაც თავად იყო ხოლმე გაციებული, ან როდესაც პოლს აწუხებდა რაიმე. Მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჭრილობა ამ შემთხვევებში არ ყოფილა, ეს მატეოს გამონაკლის სიტუაციაში ამყოფებდა.

Მეორე დღეს რაილსის სახლის კარი კრისმა და ივანმა შეაღეს. Მატეო სამზარეულოში დაძაბული იჯდა. Ცალი ხელით ახალგაკერილ ჭრილობას ‘ეთამაშებოდა’., მეორეთი კი იმ იარაღს დასცქეროდა რომელსზეც მიას გაყინული ხელების კვალი რაილსისთვის ჯერ კიდევ თვალსაჩინო იყო. Ვერ იგდებდა გონებიდან მომენტს, მიას გაყინულ, გალოდილ თვალებს და რაც მთავარია მათ ჩახუტებას. Ეს ხომ მისი ოცნება იყო წლების განმავლობაში. Მაგრამ რეალობა იმდენად თავზარდამცემად დაძაბული გახდა, რომ ამ მიღებული ბედნიერებით დატკბობის საშულებას თავს ვერ აძლევდა. Თავი მხოლოდ მაშინ ამოწია, როდესაც ბიჭები მის მოპირდაპირედ ჩამოსხდნენ.

— მათ ჩემი სახელი კი არა, მიას ერთერთი მეგობრის სახელი დაასახელეს — მატეოს ხმაში სასოწარკვეთა გაისმა. — თითქოს ამით მიმახვედრეს, რომ მე ვერაფერს დავმალავ და რაღაც მხრივ მართლებიც არიან. ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს მე არ უნდა დამეშვა! - იმეორებდა რაილსი. თვითგვრემა შხამივით ეღვრებოდა ვენებში. მის გარშემო სამყარო გადღაბნილი საღებავივით ილექებოდა და კონტურებს კარგავდა. ბოლოს ღრმად, კანკალით ამოისუნთქა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, თითქოს სურდა ის საშინელი რეალობა წაეშალა, რომელიც ქუთუთოების მიღმა ფერად ლაქებად ეხატებოდა. იარაღს, რომელიც აქამდე მისი ‘ძალაუფლების სიმბოლო’ იყო, ხელი გაუშვა. ლითონის ცივი ხმა იატაკზე დაცემისას ოთახში საზარლად გაისმა.

-Ივამ მითხრა, მია რომ იყო მოსული. - წარბ აწეულმა, ხმა ამოიღო კრისმა. Მატეომ ძლივს ოდნავ გახელილი მოდუნებული ქუთუთოები კვლავ მოჭიმა და ცალი ხელი თავზე მიიბჯინა.

-მია. ის იქ იყო. როცა ისინი მოვიდნენ. მიამ... მან იარაღი იპოვა ჩემს ოთახში და მათ დაუმიზნა. - რაილსის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა გაისმა, თითქოს ყოველი სიტყვა მისი სხეულიდან ძალით ამოგლეჯილი ხორცის ნაჭერი ყოფილიყო. წინადადების დასრულება ხმის კანკალით გაუჭირდა. Თითქოს ახლა, როცა მომხდარს ხმამაღლა აჟღერებდა უფრო მეტად ხვდებოდა სიტუაციის სიმძაფრეს. ივა დიდხანს უყურებდა მეგობარს, რომელიც გათიშული, თითქოს საკუთარ თავში ჩაკეტილი, მაგიდაზე დაყრდნობილიყო. მისთვის მატეო ყოველთვის იყო ის ადამიანი, ვისაც შეეძლო ცეცხლში შესულიყო და ისე გამოსულიყო, ვერაფერს იგრძნობდა. მაგრამ ახლა, როცა საუბარი მიაზე და მაიკზე ჩამოვარდა, მატეოს თვალებში შიში დაინახა – შიში, რომელიც გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური საფრთხე.

კრისი ხმას არ იღებდა, მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა. მან იცოდა, რომ მატეო მიასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მოწყვლადი იყო, თუმცა ამას არასდროს აღიარებდა. — მორჩა, — უცნაური სიჩუმე რაილსის მკვეთრმა ხმამ დაარღვია. Თვალები სწრაფად გაახილა და ასევე სწრაფად წამოდგა ფეხზე. — აქედან მივდივარ. თუ მათ სურთ, რომ თამაში პერსონალური გახდეს, ასეც იქნება. Ვერ დავუშვებ რომ ტობის და ჩემს გარდა სხვა ვინმე შეეწიროს მათ სიბინძურეს. - თითქოს ტობის სახელის გაჟღერებისას ჰაერიც კი შეირყა ისეთი გამომეტყველება გამოესახათ ბიჭებს სახეზე. Ივა ულევ ემოციას ხედავდა რაილსის სიტყვებში, კრისისთვის კი ძირითადად რებუსები იყო, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არასწორად გებულობდა.

— სად უნდა წახვიდე მატეო, გგონია გაქცევით მოაგვარებ პრობლემებს?!— კრისმა ნაბიჯი გადადგა მისკენ.

-Თუ ახლა შენი პირიდან იმას მოვისმენ ‘ხომ გეუბნებოდიო’ ცუდად დავასრულებთ კრის. - თვალდახუჭულმა გამოსცრა კბილებში მატეოს. Იცოდა კრისის ბუნება. Იცოდა, როგორ ცდილობდა ყოველთვის თავისებური გზით მის გონებაში შეძვრომას. Ამას ის ხშირად აკეთებდა.

-Მომისმინეთ, ხალხი რომელიც აქ მოვიდა, უკან აღარ დაიხევს. Მათ დამპირდნენ თავის დროზე, რომ... რომ ტობის მკვლელის პოვნაში დამეხმარებოდნენ. მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ამის აღიარება, მე მომატყუეს, გამომიყენეს, გამაცურეს - რაც უფრო მეტს აჟღერებდა რაილსი, უფრო და უფრო გრძნობდა მის გარშემო ჰაერის დახუთვას. Ძმაკაცებისთვის არ შეუხედავს, არ სურდა მათი გამომეტყველების დანახვა. Ამას ახლა ნამდვილად ვერ აიტანდა. -ერთადერთი შანსია,აქედან უნდა წავიდე, რომ ნაკლები ადამიანი დაზიანდეს. სანამ მე აქ ვარ, ელა საფრთხეშია. მია... მია კი საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს ამ სასაკლაოზე. - ჰაერი ხარბად შეისუნთქა მატეომ და გეზი საძინებლისკენ აიღო. Სამი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული რომ სწრაფად შემობრუნდა. -ივა, ელას მიხედე. უთხარი, რომ... უთხარი ქალაქიდან საქმეზე გავედი. არ შეაშინო. და რაც მთავარია —არ გაბედოთ და არავის უთხრათ, სად ვიქნები. არც მიას. განსაკუთრებით მიას. მისთვის მე უნდა გავქრე. - ოდნავ ჩაახველა რომ ყელი ჩაეწმინდა. Ბურუს მოხვეული გონებიდან წამოსული სიტყვები კანკალით ამოსდიოდა პირიდან - ასე აჯობებს. თუ ჩემს ძებნას დაიწყებს, უთხარი, რომ ის მატეო, რომელსაც იცნობდა უბრალოდ ილუზია იყო და მისი ცხოვრება ჩემს გარეშე ბევრად ფერადი იქნება.

„მაშინ გული გადამირჩინეს,“ გაიფიქრა მწარედ. „მაგრამ ვერავინ მითხრა, რა უნდა მექნა ამ გულისთვის, თუ ის ერთ დღეს სხვის გამო დაიწყებდა ფეთქვას.“

Ძირს დავარდნილი იარაღი ხელში აიღო და შარვლის ჯიბეში ჩაიტენა. Ელვის სისწრაფით გავარდა საკუთარ ოთახში და კარადიდან წინასწარ გამზადებული პატარა ჩემოდანი გამოიღო. Თითქოს ამ დღეს ყოველთვის ელოდებოდა. Გული გამალებით უცემდა. კარი გაიხურა. გარეთ ნაცრისფერი დილა იდგა, რომელიც არაფერს კარგს არ ჰპირდებოდა. მანქანაში ჩაჯდა, ძრავი დაქოქა და სარკეში საკუთარ თვალებს შეხედა სადაც ახლა მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა, ეს იყო შიში. Იმის წარმოდგენაც კი, რომ მიას მის გამო შეიძლება რაიმე მოსვლოდა ყველა უჯრედს უფორიაქებდა.



ქალაქის მეორე ბოლოში, მიას ბინაში, სიჩუმე იმაზე ხმამაღალი იყო, ვიდრე ნებისმიერი ყვირილი. ფოლსი დივანზე იჯდა, ხელები მუხლებზე დაეწყო და თვალები ერთ წერტილზე მიეშტერებინა. მისი მეხსიერება, რომელიც ჩვეულებრივ წყევლად ექცა, ახლა კინოფირის მსგავსად ატრიალებდა მატეოს ნაცემ სახეს, სისხლის სუნს და იმ ცივ იარაღს, რომელიც თითქოს ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.

კარზე ზარის ხმა გაისმა. Სრულ სიჩუმეში იმდენად ჭექა-ქუხილივით, რომ გოგონა ოდნავ შეცბა კიდეც. Ზღურბლზე მალევე შემოაბიჯა პოლმა. სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა მატეოსთან დაპირისპირების კვალი, გაწითლებული ყვრიმალი და ტუჩის დაბლა გამომშრალი სისხლის ლაქა.

მია? — პოლის ხმა აგრესიასთან ერთად დაბნეულობასაც შეიცავდა. - მანეკასთან გიკითხე, ჩემს ზარებს არ პასუხობ. Გთხოვ მითხარი, რომ იმ ნაგავთან არ წასულხარ - პოლი მთელი ძალით ცდილობდა რომ ხმისთვის არ აეწია. - მითხარი, რომ მიხვდი, რეალურად როგორი ტიპია ეგ შენი რაილსი.

მიამ ნელა აწია თავი და პოლს შეხედა. მის მზერაში არ იყო ის სითბო ან შიში, რასაც პოლი შეჩვეული იყო. ეს იყო სიცივე, რომელიც პირდაპირ მის შინაგან სამყაროს ეხებოდა.

— შენ რა გგონია, პოლ? — ხმა მშვიდი ჰქონდა, თუმცა კანკალებდა. — გგონია, მატეოსთან დაპირისპირებით რამეს დაამტკიცებ?! თუ გგონია, რომ ამით ჩემს თვალში ფასს აიმაღლებ?!

პოლი გაჩერდა, თითქოს ეს პასუხი მისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო. მან სცადა მიასთვის ხელი მოეკიდა, მაგრამ ფოლსი მყისიერად გაწია.

— არ გამეკარო! - თვალებ გაფართოებულმა ამოილაპარაკა გოგონამ. Ორმაგად შოკირებული ბოლო დღეებში მომხდარისგან და ახლა, მისი სიტყვები მისას არ გავდა. Ვერ ცნობდა. Პოლისთვის მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს, თუნდაც ხუმრობით. Ახლა კი.. Ახლა ყველაფერი სინათლის სიჩქარესავით იცვლებოდა. — მე იქ ვიყავი, პოლ. მე დავინახე რა მოტივით დაარტყი მატეოს. შენ არ გიყვარვარ, შენ გინდა, რომ მე ვიყო შენი „ნივთი“, რომელიც კარგად და მორჩილად გამოიყურება. Რაილსი ჩვენს ურთიერთობასთან არაფერ შუაშია. Ჩვენს შორის პრობლემები დიდი ხნის გაჩენილია..

პოლმა დამცინავად ჩაიცინა, თუმცა მის თვალებში ნამდვილი რისხვა ბობოქრობდა.

— შენ რა გგონია, მია, რომ ის პრინცესასავით მოგექცევა?! Გაიზარდე მია! - ხმის გაკონტროლებას პოლი ვეღარ ახერხებდა. Მია ცდილობდა სუნთქვა ეკონტროლებინა. Თავს გამოფიტული თოჯინასავით გრძნობდა. Პოლის სიტყვები მისთვის წარმავალი იყო. Ალბათ, სხვა დროს, სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ, ბევრად მეტ ყურადღებას მიაქცევდა მაგრამ ახლა, წინა დღეების სიმძაფრისგან გამოწვეული ადრენალინით შეჭმული, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რაც მატეოს სახლში მოხდა.

— და შენ? — წამოდგა ფოლსი. — შენ გგონია, რომ შენი „წესრიგი“ თავს კარგად მაგრძნობინებს? - თმები ნერვიულად გადაიწია ორივე ყურზე და ოდნავ მიუახლოვდა. Ტუჩები ერთმანეთს დააშორა, მაგრამ წამებში დამუწა. Თითქოს, არ იყო დარწმუნებული რამდენად შეეძლო გული დაეცალა. Პოლის ნაცნობი თვალები უკვე უცხო ეჩვენებოდა და ფეხქვეშ მთელი წლობით ნაშენები ურთიერთობის მიწას აცლიდა. - შენ არ იცი რა მოხდა, პოლ. შენ არ იცი... შენ კი არა, თურმე მეც არ ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია, როცა ვხედავ, როგორ ცდილობენ ჩემი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ადამიანების ჩამოშორებას.

Თითქოს საკუთარი სიტყვებისგან შოკირებულმა თვალები გააფართოვა, მაგრამ მალევე ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. Ნათქვამს ვეღარაფერი შეცვლიდა. Მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო დაზუსტებით რაზე საუბრობდა.

პოლი გაშეშდა. ფოლსის მზერაში რაღაც ისეთი დაინახა, რაც აქამდე არასდროს შეუმჩნევია – გამბედაობა, რომელიც საზღვრებს სცდებოდა. კარი ხმაურით მიიხურა, თუმცა მისმა სიტყვებმა მიას გონებაში ღრმა კვალი დატოვა.

მია ერთ ადგილზე მიყინული უცვლელად იყურებოდა ფანჯრიდან. Ხედავდა ერთ დროს მისთვის საოცნებო კაცი როგორ ზანტად მიაბიჯებდა მისგან და არა მისკენ. Უთქმელი სიტყვები და ემოციები ახრჩობდა. Უნდოდა ეყვირა, ეღრიალა, ვისმესთვის ან რაიმესთვის პასუხები მოეთხოვა. Პასუხები მის შესახებ თუ რა ერქვა იმას რასაც ახლა გრძნობდა. Რატომ ვერ გრძნობდა საკუთარ თავს, სხეულს, გონებას. Ეგ კი არა, საკუთარ ფიქრებსაც ვეღარ ცნობდა.

Დღე კვლავ მიილია, უსასრულო ლოდინით და უაზრობით. Ფოლსის სხეულმა ფანჯრის რაფიდან დივანზე გადაინაცვლა, სხვაობა მხოლოდ ეს იყო.მალევე მანეკა ბინაში აფორიაქებული შევიდა. მატეოსთვის ნაკერების დადება არ ყოფილა უბრალო სამედიცინო პროცედურა, ეს იყო შეხება იმ სიბნელესთან, რომელსაც რაილსი ასე სათუთად მალავდა და ბერმანსი ამას თითქოს მისი ინტუიციით ხვდებოდა.

— მოვედი, — თქვა მანეკამ და ჩანთა იატაკზე დააგდო. მია შეკრთა, თითქოს შორეული ფიქრებიდან ძალით გამოაფხიზლესო.

— როგორ არის? — იკითხა ფოლსმა ისე, რომ მეგობრისთვის არ შეუხედავს. ხმაში ისეთი სიმშვიდე ჰქონდა, რომელიც მხოლოდ დიდ ქარიშხალს ახლავს ხოლმე.

მანეკამ პლედი მოიცვა და მიას გვერდით ჩამოჯდა. დაჟინებით დაუწყო მეგობარს თვალიერება. — როგორ არის და... მატეოა, რა. ისეთივე გაუგებარი და ხისტი, როგორიც მაშინ გავიცანი. ნაკერების დროს თვალიც არ დაუხამხამებია, თითქოს მისი სხეული საერთოდ არ სტკიოდეს. მაგრამ მია... — მანეკა შეჩერდა და ხმას დაუწია, — რაღაც მოხდა, არა? Მის მეორე ლოყაზე ნაკაწრები შევნიშნე, რომელიც არ მახსოვს ჩემთან მიეღო.

მიამ მზერა მეგობარზე გადაიტანა და ღრმად ამოისუნთქა. — არ ვიცი, მანეკა. მართლა არ ვიცი. იქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ჰაერიც კი სხვანაირად მძიმეა. მატეო... ის ისეთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ერთ წამში სამყარო გაჩუქოს და მეორე წამში ურჩხულებით სავსე ცხოვრებაში ჩაგახედოს.

ფოლსი გაშტერებული ლაპარაკობდა. Თითქს ტუჩების მეტს არაფერს ამოძრავებდა მკერდი რიტმულად მსუბუქი სუნთქვისგანაც კი არ უმოძრავებდა.

— მია, მისმინე, — ბერმანსი მისკენ წაიწია და ხელი ხელზე მოჰკიდა, — როცა ნაკერებს ვადებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცის აკრძალულ ტერიტორიაზე შევიჭერი. ვგრძნობდი რომ თითოეული უჯდრედი სურვილით ეწვოდა რომ შენზე ეკითხა... არა პირდაპირ, არამედ ისე, ირიბად...თვალებში რომ შევხედე ვიგრძენი რომ ყოველი ჩემი სიტყვა შენს შესახებ წყალივით იქნებოდა მისთვის. რა ხდება თქვენს შორის? პოლთან ურთიერთობა ჯერ კიდევ გაურკვეველი გაქვს. Ან და ვინ არის საერთოდ რაილსი შენთვის?

მიამ მწარედ ჩაიღიმა. Თავი სასწორი ეგონა, რომლის თითო მხარეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება ელაგა. Მატეო და პოლი. Იმასაც ვერ იტყოდა, რომ მატეოს როგორც რომანტიულ ობიექტს ისე უყურებდა. Რაილსი მისთვის გაურკვეველ მიმზიდველობასთან ასოცირდებოდა, როგორც მაღალ მწვერვარზე ახალმოსული თოვლის მონაბერი.

— სწორედ ეგაა პრობლემა, მანეკა. Ვერ ვხვდები. მგონია, რომ იმ ნაიარევის მიღმა, რომელსაც შენ დღეს ეხებოდი, ვიღაც სხვა იმალება. ვიღაც, ვინც ისევეა გატეხილი, როგორც მე. მაგრამ მერე... მერე ისევ ის გაურკვევლობის კედელი აღიმართება ხოლმე. მის სახლში... იქ ისეთი დაძაბულობა იყო, მეგონა, კედლები ჩამოინგრეოდა. - ფოლსს ყოველი წინადადება სუნთქვას უკრავდა. Ახლა გრძნობდა, უწინ როდესაც მეგობარს გულს უშლიდა და ამით მშვიდდებოდა, როდესაც როგორც იქნა ვინმეს უზიარებდა ხოლმე მის გრძნობებს, ახლა ეს აღარ შველოდა. Უნდოდა ეყვირა და პასუხები ეთხოვა. Ოღონდ ვისთვის ან რისთვის ეგეც არ იცოდა. Რეალობასა და ალტერნატიულ რეალობას შორის გაჩხერილი ცდილობდა სწორად ეფიქრა, მაგრამ ესეც არ სიამოვნებდა. Თითქოს, მანეკას რომ უზიარებდა ამით სიამოვნების და დაცლის შეგრძნების მაგივრად, სიმძიმე ემატებოდა. Თითქოს მისი და რაილსის ყველაერთად გატარებული მომენტი მათ გარდა არავისთვის იყო განკუთვნილი. Ალბათ, ეს იყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ მატეოსთან შეხვედრამდე მანეკამ მასზე ბევრი არაფერი იცოდა.

— ვიცი, — ჩურჩულით გააგრძელა მიამ წამიერი დუმილის შემდეგ. Თითქოს საკუთარ ფიქრებს გასცა პასუხი. . — ყოველ ჯერზე, როცა მასთან ახლოს ვარ, ვგრძნობ, როგორ მეცლება ნიადაგი ფეხქვეშ. მაგრამ იცი, რა არის ყველაზე საშინელი? ის, რომ ამ გაურკვევლობაში უფრო მეტ სიცოცხლეს ვგრძნობ, ვიდრე პოლთან გატარებულ წლებში. მეშინია, მანეკა. მეშინია იმის, რაც მატეოსთან შეიძლება მელოდებოდეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იმისი მეშინია, რომ ის მე არ მიმიღებს, როგორც მეგობარს.

მანეკამ ფოლსი გულში ჩაიკრა. მან იცოდა, რომ მია უკვე გადაწყვეტილების მიღმა იყო. ის მატეო რაილსის გრავიტაციაში მოხვდა და იქიდან გამოსვლა მხოლოდ დიდი მსხვერპლის ფასად იქნებოდა შესაძლებელი.

-Მაიკისგან არაფერი ისმის? - უცებ წამოყო თავი მიამ და ბერმანსს თვალებში ჩააშტერდა. Მისმა გონებამ ძალიან სწრაფად დაიწყო მის მიერ მოსმენილი ბანდის დიალოგის ტრიალი. Მაიკს რა ესაქმებოდა მათთან? Ან რა კავშირი ჰქონდა მატეოს ამასთან? Ისინი ხომ ერთმანეთს შეხვედრამდე არც კი იცნობდნენ.

Მიამ იცოდა, თუ მანეკას სრულ სიმართლეს მოუყვებოდა, ბერმანსი თავისებურად ეცდებოდა გამოსავლის მოძებნას. Ამ მომენტისთვის კი ფოლსს არავის ჩარევა არ უნდოდა, სანამ მატეოსგან არ გაარკვევდა ყველაფერს.

-Არა, უაზრო დიალოგი და უაზრო პასუხები. Თითქოს რაილსის გამოჩენამ მასაც შეუცვალა ხასიათი. Წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება.- ნერვიულად აიჩეჩა მხრები მანეკამ.

-Მანეკა...მაიკს რამენაირად უნდა დაველაპარაკოთ... უნდა... უნდა დავანახოთ რომ შეუძლია დაგველაპარაკოს, თუ დავაძალებთ უარესად ჩაიკეტება, ხომ იცნობ. Თავი უხმოდ დაუქნია ბერმანსმა. Მიამ ღრმად ამოისუნთქა და ძალდატანებული ღიმილით დაუბრუნდა მის უცვლელ პოზიციას ფანჯრის რაფასთან.



გზა აგარაკისკენ გრძელი და უკაცრიელი ეჩვენებოდა რაილლს. იქ, სადაც ხეები გზას აკრავდნენ, სიმარტოვე უფრო მძაფრი ხდებოდა. Თითქოს ბუნებაც კი ხელების გაშლის და გულში ჩაკვრის მაგივრად ზურგს აქცევდა. Ტყის სახლთან მისულმა, ძველი, დაჟანგული ჭიშკარი გააღო. სახლი ცივი და მიტოვებული დახვდა. მისაღებ ოთახში, პირდაპირ იატაკზე დაჯდა, ზურგით კედელს მიეყრდნო და სიბნელეს მიაშტერდა.

ტელეფონი ამოიღო, მიას ნომერი მონახა, დიდხანს უყურა ეკრანს, შემდეგ სწრაფად გათიშა და დივანზე მოისროლა. მატეო რაილსი ახლა მხოლოდ აჩრდილი იყო, რომელიც საკუთარ განაჩენს ელოდა. მისთვის ყოველი წამი, რომელიც აგარაკის სიჩუმეში გადიოდა, ნელ მოქმედებაში მოყვანილ წამებას ჰგავდა. სიმშვიდე, რომელსაც ის ეძებდა, ილუზია აღმოჩნდა. დანაშაულის გრძნობა ვენებში შხამივით დაედინებოდა — ის ხომ მიას დაჰპირდა, რომ მეორე დღეს ნახავდა, ნაცვლად ამისა კი, საკუთარი შიშების გამო, უგზო-უკვლოდ გაქრა.

Რაილსი ყოველ საღამოს, როცა მზე ჰორიზონტს მიეფარებოდა, მანქანაში ჯდებოდა და ფოლსის კორპუსთან მიდიოდა. Დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა, კვლავ საკუთარ თავს ჭამდა მაგრამ შემდეგ, მისივე გონება ეუბნებოდა რომ მია უბრალოდ არასწორ დროს, არასწორ ადგილას გამოჩნდა. ის შორიდან, ჩაბნელებული სალონიდან უყურებდა გოგონას ფანჯარას. ის იქ იყო, როგორც უხილავი გუშაგი, როგორც დაცემული ანგელოზი, რომელსაც საკუთარი სამოთხის კარის გასაღები დაეკარგა და მხოლოდ შორიდან შესცქეროდა. მხოლოდ მაშინ, როცა ცის კიდეზე პირველი მკრთალი სხივი გამოჩნდებოდა და დარწმუნდებოდა, რომ მია ცოცხალი და უსაფრთხო იყო, ბრუნდებოდა თავის ცივ აგარაკზე, რათა მომდევნო ღამემდე სიმარტოვით დამტკბარიყო.

ათი დაუსრულებელი დღე გავიდა მის შემდეგ, რაც მატეო მიას დაჰპირდა, რომ მეორე დღეს ნახავდა. Ფოლსისთვის ეს დაპირება ერთადერთი საყრდენი იყო იმ ქაოსში, რასაც პოლთან დანგრეული ურთიერთობა და საკუთარი თავის ძიება ერქვა. ყოველ დილით ის იმედით იღვიძებდა, რომ ტელეფონი აინთებოდა, მაგრამ სიჩუმე უფრო და უფრო მძიმდებოდა.გოგონა ბევრჯერ მიუახლოვდა ტელეფონს, აკრიფა მატეოს ნომერი, მაგრამ თითი „დარეკვის“ ღილაკზე გაუშეშდა. ეშინოდა. ეშინოდა იმის, რომ რაილსისთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო, ან უფრო უარესი — მატეოს მართლაც რაღაც დაემართა. Ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო. გადაწყვიტა, თავად მოეთხოვა პასუხები მატეოსთვის.

მატეოს საცხოვრებელ კორპუსთან მისულს, ნაცნობი გარემო დახვდა, თუმცა რაღაც შეცვლილი იყო. სადარბაზოსთან ორი ფიგურა შეამჩნია. ერთი ივანი იყო, მეორე კი მაღალი, სუსტი ბიჭი, რომელსაც მია აქამდე არ იცნობდა. ეს კრისი იყო. ისინი დაბალი ხმით საუბრობდნენ და ნერვიულად ეწეოდნენ.

მიას დანახვაზე ორივე გაირინდა. Კრისმა სიგარეტი სწრაფად გადააგდო და ინტერესით შეათვალიერა გოგონა.

— მია... — ჩუმად თქვა ივამ. მის ხმაში გაოცებაც იყო და ერთგვარი დანაშაულის გრძნობაც. — აქ არ უნდა მოსულიყავი.- გარშემო მიმოიხედა და ხმადაბლა უპასუხა წამიერი პაუზის შემდეგ.

— სად არის მატეო? - მაშინვე ამოიღო ფოლსმა ხმა და ივანის ნათქვამი სრულიად დააიგნორა.

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. Კრისი, უკვე დარწმუნებული გოგონას ვინაობაში, ბეჭებ გამართულმა გადადგა ერთი ნაბიჯი მისკენ და ხელი ღიმილით გაუწოდა.

— მე კრისი ვარ. მატეოსგან ბევრი მსმენია შენზე... იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საერთოდ ვინმეზე უთქვამს. - არ წყვეტდა ფოლსის თვალიერებას, რაც არც მას გამოპარვია.

— სასიამოვნოა, კრის, მაგრამ ეს ჩემს კითხვას არ პასუხობს,.— მიამ მის ხელს შეხედა, მაგრამ არ ჩამოართვა. მისი შეწუხებული მზერა ისევ ივანზე გადავიდა.

— წამოდი, აქ ნუ ვიდგებით.— თქვა ივამ და თავით გარაჟისკენ მიანიშნა.

გარაჟში შესვლისას მიას სიმძიმე დაეუფლა. იქაურობა მატეოს სულს ატარებდა. ძველი მანქანების პოსტერები, კვამლის დაგუბებული, ჩამჯდარი სუნი, კედელზე გაკრული გაურკვეველი რუკები და შუაში ცარიელი ადგილი. სადაც, როგორც წესი, მატეოს მანქანა იდგა. რაილსის გარეშე გარაჟი მხოლოდ რკინისა და ბეტონის გროვა იყო.

— მატეო წავიდა. — დაიწყო კრისმა, როგორც კი ივანმა გარაჟის კარები მიხურა. — მან გადაწყვიტა, რომ ასე უკეთესია.

— უკეთესია?! — მიამ ჩაიცინა, თუმცა თვალები ცრემლით აევსო.

— მია, შენ არ იცი, რა ხდება მის თავს, — ჩაერია ივა. — მატეო არ არის ისეთი ბიჭი, რომელიც პაემანზე დაგპატიჟებს და მერე ყვავილებით მოვა. ის ახლა საკუთარ დემონებს ებრძვის. ის ხალხი ვინც შენ მაშინ ნახე,ჩათვალე მასზე ნადირობა დაიწყეს.

— უნდა ვნახო! მე არ მჭირდება მისი ყვავილები ან მასთან პაემანი. ამისთვის არ მოვსულვარ. ის.. ის ჩემი მეგობარია! — თქვა მიამ მტკიცედ. - მეტაფორებით საუბარი არაფერს მაძლევს ივა.

— არა! — კრისმა თავი გაიქნია. — მატეომ მკაცრად გვითხრა: არავითარი მისამართი, არავითარი კონტაქტი. მას უნდა, რომ დაგიცვას. თუ შენ იქ მიხვალ, ის ხალხი ვინც ნახე, შენს კვალს გაჰყვება. ჩათვალე მატეომ საკუთარი თავი გასწირა მარტოობისთვის, რომ შენ ცოცხალი დარჩე.

Ფოლსს გულში რაღაც ჩასწყდაო. Მისთვის თავგანწირვა სრულიად სხვა მნიშვნელობას ატარებდა.

— და შენ გგონია, რომ ეს დაცვაა?! — მიამ მშველელი თვალები მიაპყრო ივანს. — ივა, შენ მას ყველაზე უკეთ იცნობ. იცი, რომ ის იქ ნადგურდება! ის მარტოა თავის ფიქრებთან ერთად. მე არ მეშინია საფრთხის, მე იმის მეშინია, რომ ის იქ საბოლოოდ ჩაიკეტება და ვეღარასდროს გამოვა.

-ყველაზე კარგად ტობი იცნობდა, მე არა.. ჩვენ არა. - ღრმად ამოისუნთქა ივამ.

-ტობი? - ხმაში გაკვირვება გაუკრთა მიას. ალბათ წლების წინ რამდენჯერმე სმენია ეს სახელი მატეოსგან.

-ტობი. - იმდენად ხმადაბლა დაიჩურჩულა ივანმა დასტურის ნიშნად რომ სრული სიჩუმის გარეშე მის ნათქვამს ვერავინ გაიგებდა. ტობის სახელის ხსნებამ თითქოს ისედაც დამუხტული ჰაერი უარესად დაამძიმა. ივამ ნერვიულად დაიწყო გარაჟში სიარული. მისი აზრები ერთმანეთს ეჯახებოდა. კრისი კი პირიქით, ცივი და ურყევი ჩანდა.

— ივა, არ გაბედო! — გააფრთხილა კრისმა. — მატეომ გვითხრა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ მისი მეგობრები ვართ და პატივი უნდა ვცეთ მის ნებას.

— მია მართალია. მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ უყურო, როგორ იკლავს მეგობარი თავს სიმარტოვით! — იფეთქა ივამ. — შეხედე ამ გოგოს, კრის. მატეო მასზე ლაპარაკისას ისე იცვლება, თითქოს ის ბიჭი ბრუნდება, სანამ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცეოდა. იქნებ სწორედ მიაა ის, ვინც მას იქიდან გამოიყვანს?! Ჩვენ არ გვიკარებს, რომ გვერდში ვედგეთ, ვფიქრობ მიას შანსი უნდა მისცეს.

— ივა, თუ მას რამე დაემართება, მატეო ჩვენ მოგვკლავს. — თქვა კრისმა დაბალი ხმით. Ვინმე იფიქრებდა ხუმრობსო, თუმცა მისი ტონი ხუმრობას საერთოდ არ გავდა.

— თუ მას არავინ მიაკითხავს, ის თავად მოიკლავს თავს იმ სიჩუმეში. - მოულოდნელად ჩაერია მია.

გარაჟში დაძაბულობა პიკს აღწევდა. ფოლსი მათ შორის იდგა და გრძნობდა, როგორ წყდებოდა მისი ბედი. .გრძნობდა რომ მათი დიალოგი თან ესმოდა, თან არა. იცოდა, რომ მატეოს მასთან ყოფნა სიამოვნებდა ხოლმე, მაგრამ ამდენად?! კოპები უფრო და უფრო ეკვრებოდა.

კრისმა ხელები აიქნია და ისიც ფეხზე წამოდგა.მიასკენ თვალებს აპარებდა. თითქოს არ უნდოდა ჩარევა, არ უნდოდა ისედაც დაძაბული სიტუაცია უარესად დაემძიმებინა.

— აგარაკია, ტყის პირას. ძველი, ხის სახლია... — თქვა ივამ ჩუმად. —კრისი წაგიყვანს, მის მანქანას ვერავინ იცნობს და არც არავინ იეჭვებს. ოღონდ იცოდე, მატეო შეიძლება ისეთი დაგხვდეს, როგორიც აქამდე არასდროს გინახავს.

Ივა მძიმედ ჩაეშვა სავარძელზე. Მის თვალწინ წამიერად წარსული მოგონებები გადაიშალა, რომლებიც სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. Მატეო თითქმის ბავშვობიდან ასე იქცეოდა. Თავიდან, როდესაც რაიმეს აშავებდა, ისე იმალებოდა ვერავინ პოულობდა. Შემდეგ წლები გავიდა და უწყინარმა ბავშვურმა ჩვევამ მძიმე გამოვლინებით იჩინა თავი. Ივანი ნათლად ხედავდა ამ პარალელს. Იმდენად ნათლად, რომ გულიც კი ეკუმშებოდა უსიამოვნებისგან.

Ფოლსისთვის ივას სიტყვები ნახევრად გაურკვეველი იყო. Წარმოდგენა არ ჰქონდა რისთვის ამზადებდა ივანი. Ან პირიქით, თითქოს ყველა შესაძლო ვარიანტისთვის იყო მზად, რის გამოც უკან დასახევ მიზეზს ვერ ხედავდა. Იმასაც ვერ იგებდა, მის წინ მდგომი ორი გამბედავი, ჭკვიანი ბიჭი რატომ იყვნენ უმოქმედოდ. Თუმცა კითხვების დასმას და ჩარევას ჯერ ვერ ბედავდა. Ხვდებოდა, რომ ახლა გადადგმული მისი თითო ნაბიჯი რაილსისკენ დიდ ჭაობში შეტოპვას უდრიდა, მაგრამ ჭაობშიც ხედავდა მია ლამაზად გადაშლილ ლოტუსებს.

Მანქანასთან მდგომს, ფიქრებიდან ტელეფონმა გამოიყვანა. Შეტყობინება შეტყობინებაზე მოდიოდა.

„სად ხარ?" „მია, პასუხი გამეცი." „გემუდარები."

Ფოლსმა ეკრანს დიდხანს უყურა. Თავს დააძალა რაიმე ეგრძნო. Ნებისმიერი სახის ემოცია, მაგრამ თავს გამოფიტულად გრძნობდა.ერთი ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა. იცოდა, ეს არასწორი იყო. იცოდა, პოლს ჯერ კიდევ ჰქონდა უფლება, ეკითხა, სად მიდიოდა, რადგან ოფიციალურად არაფერი დაუსრულებია. არც ერთხელ უთქვამთ ერთმანეთისთვის ის სიტყვები, რომლებიც ხავსივით ნათრევ ურთიერთობას ბოლოს მოუღებდა. Ამიტომ ორივემ უბრალოდ გაჩუმება არჩია. ისე გაჩუმდნენ, როგორც ორი ადამიანი ჩუმდება, როცა ორივემ იცის პასუხი, მაგრამ არც ერთს არ სურს პირველმა თქვას ხმამაღლა.

კრისის მანქანაში პირველი ხუთი წუთი დუმილში გავიდა. Ალაგ ალაგ სიჩუმეს კრისის ხმამაღალი ამოღვნეშა თუ დაარღვევდა.

-Მუსიკაში გემოვნებით არ გამოვირჩევი - ჩაახველა კრისმა და წამით ფოლსს გახედა. - მატეო ხშირად მეუბნებოდა, შენი ერთადერთი ნიჭი დაკვირვება და სიტუაციებიდან მარტივად გამოძვრომააო, მუსიკები და სხვა დანარჩენი შენი საქმე არ არისო. - ბოლო სიტყვებს გაურკვეველი ემოციის მატარებელი ღიმილი დააყოლა. -და შენ ეთანხმები? - საუბარში მარტივად აჰყვა გოგონა. Დროის გასაყვანად საკუთარ ფიქრებში ბრძოლას, საუბარი ერჩივნა. -Დაკვირვებაზე? Დიახ, ცოტა რამეს ვამჩნევ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.მაგალითად? -მაგალითად იმას, რომ მთელი გზაა დაძაბული ხარ. Ვიფიქრე ნორმალურია, მატეოს გამოა ასეთქო. - კრისი წამიერად გაჩუმდა, თითქოს მიას რეაქციას დაელოდაო და განაგრძო- მაგრამ ეს მის გამო არაა, ხომ ასეა? Შენი შეტყობინებების ადრესატზე ღელავ. Თუ რა თქმა უნდა ეს თვითონ რაილსი არ არის. Მაგრამ მაინც მეეჭვება - ტუჩები მკუხედ მომუწა კრისმა. Გაიაზრა, რომ ზედმეტად ღრმად შეტოპა იმ წ....ბში რომლებიც პირადი საზღვრების ჯებირებს ეხეთქებოდა. Თუმცა, ფოლსის გამომეტყველებას და თვალებს ვერაფერს ამჩნევდა. Რუტინულად, კვლავ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო - უბრალოდ ცალი ხელი ტელეფონზე იმდენად მჭიდროდ გაქვს მიბჯენილი, თითქოს გეშინია, კიდევ ერთხელ არ აციმციმდეს. -Კრისს..- დამრგვალებული, დაღლილი თვალებით შეხედა მიამ. Თითქოს სულაც არ უკვირდა ან აღიზიანებდა კრისის ზედმეტი ინტერესი თუ დაკვირვება, როგორც თავად დაარქვა.- ამ მომენტში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შენთვის, ყველაფერი მატეოს არ უკავშირდება. - მცირე ღიმილი დააყოლა ფოლსმა და თავი ოდნავ ჩახარა.მიხვდა, რომ Საკუთარი თავი ტყუილში გამოიჭირა.

-Ვიცოდი. - არ დააყოვნა კრისის პასუხმა.

-როგორ იცოდი?! -Მია,არასწორად არ მინდა გამიგო. Ისეთი ტიპის გოგო ხარ, რომ ძალიან დაბალია იმის შანსი მარტო იყო და ალბათ შენი ამჟამინდელი პარტნიორიც ისეთი ტიპის კაცია, ვინც ვერ იტანს, როცა რაღაცას ვერ აკონტროლებს. შენ კი ამ წუთას ყველაზე არაკონტროლირებადი ხარ, რაც კი ოდესმე ყოფილხარ. ეს მას გააგიჟებს.

-Მგონი, ისე არ გამოგივიდა როგორც ჟღერდა. - მსუბუქად აწიდა წარბები ფოლსმა. -არა, - თავი გააქნია კრისმა, თუმცა ღიმილი პირზე დარჩა. - უბრალოდ გეუბნები, რასაც ვხედავ. თავად გადაწყვიტე როგორ მიიღებ ამას.

-კრის... -Ნუ... - გააწყვეტინა სწრაფად - ნუ იტყვი ნურაფერს. Როგორც ივანმა საჩინო გახადა, მე მხოლოდ მძღოლი ვარ.

-Შენ ამის წინააღმდეგი იყავი. - ემოციების კონტროლს საბოლოოდ დანებდა ფოლსი და ამოიხვნეშა. - და ივა? Ისიც ასეთს გხედავს? -Ივა ჩემზე ჭკვიანია. Უბრალოდ რაილსისთვის ის და მაილსი არაფრით განსხვავდება. Მატეოს ყველაფერზე თავს უქნევს, არ ეწინააღმდეგება, არაფერს ამბობს. Ერთი ისაა რომ მერე ჩემზე ლაპარაკობს ჩემს ზურგს უკან. -Და შენ ეს გაწუხებს. -არა, ეს მარტივია. - გაწელა კრისმა. - ალბათ რაილსის ცხოვრებაში თუ ცოტა დიდ ხანს დარჩები, შენით მიხვდები ყველაფერს.

მიამ ვერაფერი უპასუხა. ეს დამატებითი წონა, რომელიც ახლა კრისის სიტყვებიდან მკერდზე ჩამოეშვა, ისედაც სავსე გულს კიდევ უფრო უმძიმებდა.

Მანქანის ძრავი ხეებში ჩაფლულ, პატარა სახლთან შორიახლოს გაჩერდა. Კრისის სახე კი იმის დასტური იყო, რომ ნამდვილად დანიშნულების ადგილას იყვნენ.

-Შენ არ წამოხვალ?- მხოლოდ მაშინ კითხა მიამ, როცა მიხვდა კრისი არ აპირებდა მანქანიდან გადასვლას.

-Არ არის კარგი იდეა - მსუბუქად ჩაიცინა კრისმა. -Რატომ? -Რატომ? - ახლა სიცილი გაიზარდა და მისი ყინულივით ცისფერი თვალები ფოლსის უძირო სფეროებს შეხვდნენ. - მატეოსაც იგივე კითხვებს ნუ დაუსმევ. Შენი აქ ყოფნაც კი არ არის კარგი იდეა, მე თუ მკითხავ. Მაგრამ შენ უკვე აქ ხარ.

Კრისი ცოტა ხნით შეყოვნდა. Მიას უარაფრო გამომეტყველებაზე ოდნავი გაკვირვება დაეტყო. Სწრაფად გადავიდა მანქანიდან და უკან მოუხედავად, მაგრამ ნელი ნაბიჯებით გაუყვა განიერ ბილიკს სახლის ჭიშკრისაკენ. Როცა დარწმუნდა კრისი რომ ფოლსი უკან მობრუნებას არ აპირებდა, მანქანა დაქოქა და მალევე მიეფარა ტყის სიმწვანეებს.

Იმდენად სწრაფად მივიდა ფოლსი სახლამდე, ვერც კი შეამჩნია როგორ შევიდა უზარმარ ჭიშკარში, ახლა კი ზღურბლზე იდგა. Ბოლოჯერ, ღრმად შეისუნთქა გრილი ჰაერი და მსუბუქად დააკაკუნა. Მეორედ, მესამედ. ბოლოს შიგნიდან ფეხის ხმა შემოსემა. არასწორი, გაუწონასწორო, თითქოს ვიღაც კედლებზე დაბჯენით მოძრაობდა. კარი გაიღო. Რაილსი ნახევრად გამართული მის წინ იდგა. ხელში თითქმის ცარიელი ჭიქა ეჭირა,მოჭუტული, მწვანე თვალები შესამჩნევლად დაწითლებოდა. ერთხანს არაფერი უთქვამს, უბრალოდ უყურებდა, თითქოს რაღაც ილუზიას ხედავდა.

-ეს... - ხმა ჩაუწყდა - ეს კიდევ ერთი ცუდი ხრიკია. Ჩემი გონება აშკარად მეთამაშება!

-არა, მატეო. მე ვარ. - ერთიანად აკანკალებულმა ამოიღო მიამ ხმა. Თვალებს რაილსის სახეზე ისეთი სისწრაფით აცეცებდა, თითქოს ნებისმიერი ემოციებიის დანახვას ცდილობდა.

-Არა! - თითქმის ყვირილით რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია მატეომ - შენ არ შეიძლება იყო აქ... მია! - რეალობას თვალი სწრაფად გაუსწორა და ასევე სწრაფად გააფართოვა თვალები. - შენ აქ არ უნდა იყო! -Და მაინც აქ ვარ! - ფოლსი ყველანაირად ცდილობდა ხმა და თავისი ემოციები ეკონტროლებინა. Ეგონა, გაურკვევლობისგან მალე ტვინი გაუსკდებოდა. Მატეომ რეაქცია კი ვერ ეხმარებოდა. -Წადი. - მატეოს ხმა ახლა მშვიდი იყო. Თვალებში დანებებული უყურებდა საყვარელ ქალს. - წადი. Წადი მია. Არ გინდა ამ ყველაფრის ნაწილი იყო.

-არ წავალ! - წარმოდგენა არ ჰქონდა გოგონას, საიდან პოულობდა საკუთარ თავში იმ გამბედაობას, იმ შემართებას რასაც მის წინ მდგომი ადამიანის წინაშე განიცდიდა. - არ წავალ, სანამ არ გავიგებ რა ხდება! -სახიფათოა აქ ყოფნა. -ვიცი. -ისინი გიპოვნიან, მია. - ძალაგამოცლილი ესაუბრებოდა რაილსი.

-Გეთანხმები. Არის მაგის შანსიც. - თავი დაუქნია ფოლსმა.

-Ჭკვიანი გოგო ხარ მია. რატომ ხარ აქ? - მატეოს ხმა გაუტყდა,თითქოს ევედრებოდა. -Მატეო, შენ გადაწყვიტე რომ ჩემთვის სახიფათო ხარ. Იმ დღის მერე რაც.. - თავი ოდნავ დაბლა დახარა. - ვაღიარებ, ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე რომ მე, იარაღი მეჭირა ხელში. Შეიძლება ახლა ვერ ვხვდები, რა სახის ემოციური თუ ფსიქოლოგიური გარდატეხა გადავიტანე, მაგრამ იცი რა? Ეგეც ჩემი გადაწყვეტილება იყო. Შენ ჩემთვის სახიფათო ვერასოდეს იქნები...

მატეომ ხელისგულში მოქცეულ ჭიქას დახედა, რომელიც ჩამოვარდნის პირას იყო. მერე თითქოს გონს მოეგო, კარიდან გვერდზე გადგა.

-Შემოდი. - ხმაში დამარცხების ჩრდილით, თითქოს საკუთარ ომს თვითონვე აგებდა.

შიგნით სუსხი და თამბაქოს სუნი ერეოდა ერთმანეთს. მაგიდაზე ორი ცარიელი ბოთლი იდგა, ერთიც ნახევრად დაცლილი. მიამ იატაკზე მიმოფანტული, ღია გვერდებით დაყრილი წიგნები დაინახა, თითქოს ცოტა ხნის წინ ვიღაცას მთელი ძალით ესროლა.

-Მგონი, უწესრიგოდ ვცხოვრობ ბოლო დროს. — მატეომ მიას მზერას თვალი გააყოლა და დამნაშავე ბავშვივით მხრები აიჩეჩა. -Მიზეზი აუცილებლად ექნება.

-გამოცნობა არ ჭირდება. -ხმადაბლა ჩაილაპარაკა რაილსმა, საკუთარ თავზე დაცინვით.-ამიერიდან ისე უნდა ვიცხოვრო, თითქოს ჩემი ცხოვრების ბოლო დღეა. მიამ თავი კოპებ შეკრულმა გააქნია. სკამზე ჩამომჯდარი მატეოს აკვირდებოდა, რომელიც კარადასთან იდგა.

-Საკმაოდ ბევრს სვამ- დაცლილ ბოთლებზე ანიშნა მიამ.

-ვსვამ, ვეწევი ან მძინავს. ან სამივეს ერთდროულად ვცდილობ. სხვა გზას ვერ ვხედავ. -Მომიყვები? Ტობიზე. - ტობის სახელი თითქმის ჩურჩულით აღმოხდა ფოლსს.

მატეოს სახეზე რაღაცამ წამით გაუელვა, თითქოს ეს სახელი მოულოდნელი ჩხვლეტა ყოფილიყო. - ივამ ახსენა.

-ივანმა ბევრი რამ იცის, რასაც არ უნდა ამბობდეს. - მატეო მაგიდასთან მივიდა, ალკოჰოლის ბოთლს თითი გადაუსვა, მაგრამ არ დაუსხამს. Ჭიქა ძალიან ნელა დადო და ასევე ნელა შებრუნდა მიასკენ. - ტობი მიზეზი გახდა, რამაც მასწავლა რომ ცხოვრება სამართლიანი არ არის.

-დაწვრილებით შემიძლია მოვისმინო. -არა, არ შეგიძლია - ხმა სწრაფად გაუმკაცრდა რაილსს - ეს მხოლოდ ჩემი სატარებელი ტვირთია. Სხვას არავის ეხება.

-ყველაფერი, რაც შენშია, თითქოს ბოლო პერიოდი ჩემშიც ხდება. ჩაილაპარაკა მიამ. - გინდა თუ არ გინდა.

მატეომ ერთხანს მიშტერებულიყო მიას თვალებს, მის ტუჩებს. თითქოს ამ ფრაზას აწონ-დაწონდა, მერე კი, პირველად საღამოს განმავლობაში, ცოტათი გაეღიმა. Დაღლილი, თუმცა ნამდვილი ღიმილით.

-Არ ვიცი, ვინმეს თუ უთქვამს, რომ ძალიან ჯიუტი ხარ. Ეს სიჯიუტე მაგიჟებს. - რაილსი ცდილობდა მზერა სახლში ნებისმიერ ნივთზე გადაეტანა. Დაღლილს, იმდენად სიამოვნებდა ფოლსის მის წინაშე ყოფნა რომ უბრალოდ შეეძლო, ასე მიშტერებოდა მთელი ღამით. -არ ვიცი, ვისგან მაქვს ნასწავლი. - კეკლუცურად გაეღიმა მიას. -ცუდი გავლენა ვარ შენზე. -ალბათ, მაგრამ ერთადერთი გავლენა ხარ ახლა, ვისზეც ფიქრს ვერ ვწყვეტ, ცოტა ხნითაც კი.

დუმილი, რომელმაც დაისადგურა, სხვა სახის დუმილი იყო — ისეთი, სადაც სიტყვების ნაცვლად თვალები ლაპარაკობდნენ. მატეო ნელა მიუახლოვდა, თითქოს ეშინოდა, საკუთარი ნაბიჯების ნდომა უჭირდა.

-ვიცი, რომ პოლთან ხარ. Რთულია ალბათ მისთვისაც.- თქვა ჩუმად. Მიას გულში ნემსივით შეესო მისი შეყვარებულის სახელი.

-საიდან იცი? -შენ ის გოგო არ ხარ, ვინც ერთდროულად ორ კარებზე დააკაკუნებს. თუ აქ ხარ, სადღაც შენში ჯერ კიდევ ორივე კარი ღიაა. -ეს არ ნიშნავს, რომ ორივე თანაბრად მინდა. -იცი, რას ვგრძნობ ახლა? - ხმა აუთრთოლდა რაილსს. Ნერწყვი მძიმედ. Ხმაურიანად გადაყლაპა. - ვგრძნობ ეჭვიანობას იმ კაცის მიმართ, ვისაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია. Პირიქით, მინდა მჯეროდეს რომ გაბედნიერებდა. ჯანსაღი გრძნობა არ არის, ვიცი. მაგრამ ვერ ვახერხებ, არ ვიგრძნო. -Მას თავისი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში. პოლი ვერასდროს გახდება ის, ვინც შენ ხარ ჩემთვის. -და ვინ ვარ მე შენთვის? - იმდენად მწველი აღმოჩნდა რაილსისთვის ამ კითხვის დასმა, რომ ლამის ჩურჩულით ამოილაპარაკა. მიამ ხელი მისკენ გაიწვდინა, ფეხზე წამოდგა და ხელზე შეეხო.

-Წარმოდგენაც არ გაქვს, როგორი სახიფათო კითხვაა ჩემთვის - ჩაილაპარაკა გოგონამ, თუმცა უკან არ დაუხევია. -ყველაფერი ჩვენს შორის სახიფათოა - რაილსს ახლაც გულწრფელად ჩაეღიმა. ღიმილში ტკივილი და გატაცება ერწყმოდა ერთმანეთს. Ის არა პროგნოზირებადი პასუხები, რომლებიც ასე უყვარდა და აგიჟებდა. — ალბათ ამიტომაც ვერ ვჩერდები.

Ხელი ყოყმანით, ძალიან ნელა შეახო მიას ლოყაზე. Თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და სრულიად შეიგრძნო მისი კანის სირბილე, სიმხურვალე. თავი ნელა დახარა, სანამ ორივეს სუნთქვა ერთმანეთს არ შეხვდა.

-Მატეო... - თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა ფოლსმა. Ბრუვდებოდა. Ბრუვდება იმ უცნაური სურნელით, რომელიც მატეოს სიახლოვეს დაჰყვებოდა. -Ვიცი. - მოილოდნელად მისი ცხვირი გოგონას ცხვირს შეეხო. Მატეომ ხარბად შეისუნთქა მიას გამონასუნთქი ჰაერი. - ვიცი, ეს არასწორია. ვიცი, არაფხიზელი ვარ და ვიცი, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. - სწრაფად აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს. Პირი უშრებოდა, Ხმა უწყდებოდა. Საუბრის ძალაც კი არ შესწევდა. Მისთვის ასეთი სიახლოვე მიასთან არ არსებული იყო. Ახლა კი, სიამოვნებისგან გაბრუებულს რეალობის აღქმა ძალიან უჭირდა.
-რატომ...
-იმიტომ, რომ ხანდახან, ერთი წამით, ღირს ის, რასაც ხვალ ინანებ. Რაილსის ორივე მტევანი ახლა გოგონას ლოყებზე იკვლევდა გზას. Შეისწავლიდა მის თითო უჯრედს. Მის თითო მიმიკას. Მათი ცხვირები ერთმანეთს ისე ელამურებოდნენ, მია სუნთქვის კონტროლს ვეღარ ახერხებდა. Მასში უცხო სახის წყურვილი იღვიძებდა, რაც თვალების გახელის და საღად აზროვნების უნარს სრულიად აკარგვინებდა. Მილიმეტრები ეკლდა მატეოს, რომ საყვარელი ქალის ბაგეებს მთელი გულით დაწაფებოდა, თუმცა ბოლო წამს თავი გვერდზე გაწია, ნაბიჯი უკან გადადგა, ხელი შუბლზე მიიდო, თითქოს საკუთარ თავს სასჯელს უსახავდა. -Არა! - ხმაჩახლეჩილმა ამოიხავლა - ასე არა... მე ეს ადამიანი არ ვარ. Შენთან არა. - ხელიი ჰაერში ბრაზმორევით აიქნია და დარჩენილი სასმელი ჭიქაში დაისხა. Ვერ ბედავდა, მიასთვის თვალებში შეეხედა. -მატეო... -Დარჩი. Გვიანია. Დილით კრისს დავურეკავ, რომ წაგიყვანოს.

-Ჩემზე ბრაზდები. - დანანებით ჩაილაპარაკა ფოლსმა და ეცადა მიახლოვებოდა, რომ მისთვის თვალებში შეეხედა, თუმცა რაილსმა საპასუხოდ ნაბიჯი უკან გადადგა და ხელები წინ აღუმართლა. Მიას ძლივს გადაყლაპული ნერწყვი ყელში გაეჭედა, იმდენად უსიამოვნო გრძნობამ დაუარა. Ყოყმანით, ზურგით შეტრიალდა. -Მე დივანზე დავიძინებ. - ამოიდუდღუნა მატეომ.

-Მითხარი, თუ რაიმე არასწორად გავაკეთე ან გითხარი. - ხმადაბლა უპასუხა ფოლსმა და საწოლზე მსუბუქად ჩამოჯდა. -Არ ვბრაზობ. Ძალიან ბევრია, რაც არ იცი მია. Და ვერ წარმოიდგენ, როგორ არ მინდარომ იცოდე.

მატეომ სხვა პასუხი ვერ იპოვა. კარი ჩუმად მიხურა და დივანთან დაბრუნდა, სადაც ღამის დანარჩენი ნაწილი გაატარა, ერთადერთ სანთელს შესცქეროდა, რომელიც სამზარეულოს კუთხეში ჩამქრალიყო თითქმის სულ.

Ერთიანად ემოციებისგან დაცლილი, მია მალევე მოიცვა ძილმა. ბუნდოვან სინათლეზე, მიას სუნთქვის ხმა ისმოდა. ჩუმი, თანაბარი, ისეთი, როგორიც მშვიდი ძილის დროს ისმის. მატეო გულდასმით, განაბული უსმენდა ამ ხმას, თითქოს რაღაც სახის ლოცვას, რომლის სიტყვების გაგებაც არ სჭირდებოდა.

უცნაური, თითქმის სასაცილო წამები ბავშვურ სილაღეს აღვიძებდა მატეოში. მისი სახლის, ამ დანგრეული, მიტოვებული, სამარცხვინო თავშესაფრის კედლებში, პირველად წლების განმავლობაში, ვიღაცას ეძინა, ვისზეც გულწრფელად გიჟდებოდა. ის ადამიანი, ვისი სიცოცხლის უსაფრთხოებაც ბოლო ხანებში ერთადერთი მიზეზი გახდა, ცოცხალი დარჩენილიყო, ახლა მისი სახურავის ქვეშ, მის საწოლზე მშვიდად ეძინა..

ამ ფიქრმა სიხარულის ტალღა მალევე გააღვია. უცნაური, უადგილო, თითქმის დანაშაულებრივი სიხარული, რომელსაც არავითარი უფლება არ ჰქონდა არსებობის. Შემდეგ კი, მომდევნო ტალღა იგრძნო, გაცილებით ძლიერი, რომელიც ყველაზე საშიშ ფიქრებს ატარებდა. ის, ვინც კარს იცავდა ამ ღამით, ის, ვინც პასუხისმგებელი გახდებოდა, თუ რამე მოხდებოდა, თავადვე გახდა ყველაზე დიდი საფრთხე იმისთვის, ვისზეც გულში იფიცებოდა, არასდროს დაუშვებდა ზიანს.

ღამის დანარჩენი ნაწილი ამ ორ ტალღას შორის გაატარა. სიხარულსა და შიშს შორის, სევდასა და მადლიერებას შორის. Ტკივილიანი ცნობიერებით გაჟღენთილმა ღამემ საკუთარ გადაწყვეტილებაში უფრო დაარწმუნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent