შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი წამი (თავი ექვსი)


დღეს, 13:30
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 0

სიჩუმესა და სრულ მდუმარებაში იმ წამს ჩაესმა ნიტას ყურებში სხვა ოთახიდან კარდიომონიტორის გამომავალი წიპ-წიპი, იმ წამს შეიგრძნო საავადმყოფოს სპეციფიკური სურნელიც უკმაყოფილოდ ააცმაცუნა ცხვირი დააკვირდა უტა, ჩაეღიმა ცალყბად, მდორედ გაახილა თვალები ნიტამ და შეეჩეხა საავადმყოფოს თეთრ ჭერს, ბევრი დაუნლაითი რომ აშუქებდა ერთდროულად, თავბრუდაეხვა, დახუჭა ცქვიტად თვალები ნათურები რომ ატრიალდნენ მის გონებაში და დაწყნარების ჟამს წამოახილა ისევ, წააწყდა ისევ თეთრ შუქებს და მოულოდნელად მკვეთრი შუქი გადაიფარა, როცა ნიტას სასთუმალთან მჯდომი ალავიძე დააჩერდა ნიტას
- რას უყურებ? — გაეცინა კაცს, შეკრთა ნიტა და ერთბაშად დაუბრუნდა ცნობიერებას,
- როგორ ხარ? — თვალები, რომ მკვეთრად გაახილა ნიტამ მაშინ ჰკითხა უტამ, ნიტას სახეზე ფერი ისე გაჰქრობოდა, თითქოს სხეულიდან სიცოცხლე ამოეწურა, თვალის ფერიც კი შესცვლოდა, თაფლისფერი გაცისკროვნებული თვალები ნაცრისფრად ჩანაცვლოდა ისეთი დაღლილი იერი ჰქონდა ნანერვიულებს, ძალები გათანგვოდა
- კარგად ვარ, — ესიამოვნა მისი დანახვა ნიტას
- მახსოვს გზაშიც ასე იძახდი...
- არა მართლა კარგად ვარ...
- ექიმმა რაო? გითხრა კიდევ რამე?
- ანტიდოტი გამიკეთა, მითხრა რომ სხეულმა ახალი რამ განიცადა და ამიტომ ვარ ჯერ სუსტად გემოგლობინიც დაბალი მაქვს და ამიტომ დავკარგე გონება ალბათ...
- ყველაფერი კარგად იქნება
- ჩემი ტელეფონი შენ გაქვს? — სხვათაშორის იკითხა
- კი და ცოტახნით პაროლს არ მეტყვი? მერე შეცვალე თუ გინდა
- 1265 — დაუფიქრებლად უთხრა და უკმაყოფილოდ შესწორდა სამედიცინო საწოლზე... უმალ ჩაწერა უტამ მისი ნომერი დაამახსოვრებინა ტელეფონს და პატრონს გაუწოდა,
- სადაც არ უნდა იყო ნიტა! მნიშვნელობა არ აქვს! თუ რამე მოხდება მაშინვე დამირეკავ...
- უტა არ არის საჭ...
- გავიგებ როდის გაგვწერენ... — არ აცადა სიტყვის დასრულება წამოდგა და პალატა დატოვა... დახედა ნომერს ქებაძემ და ერთთავად კმაყოფილებისგან გაებადრა სახე...

....

- შენს ოთახში? უტაა... არ დაიღალე ჩემი დახმარებით? შენი მშობლები რას იფიქრებენ? — უხერხულად შეიშმუშნა ალავიძის შეთავაზებაზე, გვიან გამოეშვათ თეთრი კედლებიდან და მაინც უტა არ მოეშვა. ამ გოგოს გონებაში ჩამჯდარიყო, ისე გაეცნო ნიტა რომ იცოდა მარტო დარჩენილი საკუთარ თავს თავად დაისტრესავდა, თავად შეიშინებდა თავს, ცდილობდა მისი გონების გაფანტვას, უტამ სასტუმროში დაბრუნებისთანავე თავის ოთახში დაპატიჟა, ოთახში ისხდნენ დიდხანს და ბევრ რამეზე საუბრობდნენ, ბევრი რამე განიხილეს კარგიც ფდა ცუდი ერთმანეთის გემოვნება შეისწავლეს სულ მცირე დროში, ისე გაიქცა დრო მათ სიცილში რომ უტას სულ აღარ ეძინებოდა, ნიტა კი სულ მეტად უხერხულად იყო, მოსვენებას რომ არ აძლევდა მისთვის უცნობს. მაშინ როცა რიდით შეაპარა უტამ მასთან დარჩენის ამბავი, დაელოდა პასუხს არ სურდა არასწორად გაეგო ქებაძეს უტას კეთილი სურვილით შეთავაზებული გვერდში დგომა. მაგრამ ნიტამ სწორად გაუგო,
- ჩემი მშობლები მადლობას გადამიხდიან თუ გაიგებენ რომ ჩემს გვერდით ხარ... გინდა ვცადოთ? — ჩაუკრა თვალი და დასწვდა ტელეფონს, ნიშნის მოგებით დაჰხედა გოგოს
- კარგი ახლა... ნუ შემარცხვენ ისედაც ძლივს გიყურებ თვალებში, — გადააქნია თავი
- მაგრამ ჩემი ხომ აღარ გეშინია? — ჩამოუჯდა გვერდით და მაინც ღელვით დააკვირდა მის თვალებს პასუხის მოლოდინში, თვალები ხომ არასოდეს ტყუიან, უყურებდა და მოუთმენლად ელოდა პასუხს გულწრფელ პასუხს
- შენი არ მეშინია... — თამამად ამოილაპარაკა და არც მას მოუშორებია უტას შავი ირისებისთვის თვალი. გაეღიმათ კმაყოფილებისგან ორივეს... შესციცინებდნენ თვალებში ერთმანეთს და კმაყოფილნი უღიმოდნენ,
- არაფერს შეჭამ? — ჰკითხა უტამ
- რომელი საათია?
- პირველი დაიწყება
- ღმერთო, ამდენი ხანი... მთელი დღე წაგართვი და არც ძილი საშუალებას გაძლევ — ცქვიტად წამოდგა საწოლიდან შეწუხებული სირცხვილის ალმური მოედო სახეზე და ტელეფონს დაწვდა,
- ჩემთან გავალ... ყველაფრისთვის დიდი მადლობა, შენ რომ არ ყოფილიყავი ნერვიულობისგან მოვკვდებოდი, პოლიციაშიც ვერ წავიდოდი შიშისგან, შემეშინდებოდა ეგეც, საშინელება მოხდებოდა
- დარწმუნებული ხარ რომ მარტო არ შეგეშინდება ნიტა?..— პირდაპირ მის საფიქრალზე გადავიდა ალავიძე
- როგორც არ უნდა იყოს, საკმარისია, ისედაც ყველაფერი ავრიე, დღეს ოჯახიც კი არ გინახავს!
- მინდა რომ დარჩე ნიტა!.. ჩემი ხომ არ გეშინია არა? დივანზე დავიძინებ... საწოლი შენთვის დამითმია,
- უტა მისმინე...
- არაფერი მოხდება იმით თუ ერთ ოთახში დავიძინებთ, არავინ გაგამათრახებს ამისთვის, არ ხარ კარგად სუსტად ხარ, თუ გინდა აივანზე გავალ ნიტა... ვიცი რომ შენც გეშინია, ახლა მარტო ყოფნის... და უკვე ვნახე როგორ იყავი მაშინ როცა გეშინოდა! დარწმუნებული ვარ აღარ გინდა იგივე გამოცადო! დღეს პირველი ღამეა, ჩემი ხომ აღარ გეშინია არა? დარჩი!... — სიტყვები წაერთვა ნიტას. ოთახში მარტო დარჩენის გაფიქრებაზეც კი ხორკლები აყრიდა სხეულზე, წამით დადუმდა დააკვირდა ასევე გაჩუმებულს
- მე თავად დავიძინებ დივანზე — მიხვდა იმასაც რომ ალავიძესთან კამათს არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაშინვე დანებდა ქებაძე. დანამდვილებით იცოდა უტა მართალი იყო, ღელვისგან ფიქრების უსაზღვრო ნაკადისგან გაგიჟდებოდა მარტო ამ ღამეს
- არა საწოლზე დაიძინებ!
- მე მაინც არ დამეძინება, — აიჩეჩა მხრები ნიტამ
- დაგეძინება, დამამშვიდებელი გაქვს დალეული და მოითენთები, დაღლილი ხარ.
- და შენ?.. შენ კარგად ხარ? — ვერ მოითმინა, ჰკითხა მაინც და შეაჩერდა ისეთი ინტერესით, ისეთი გულწრფელი თვალებით, რომ თითქოს სთხოვა არ მოეტყუებინა მისთვის.
- არც გუშინ გეძინა, ვიცი რომ ასეა! სხვანაირად იმ დროს გარეთ არ დამხვდებოდი. მე გამიმართლა თითქოს ჩემთვის გაჩნდი ანგელოზად მომევლინე მაგრამ შენ როგორ ხარ? რატომ არ გეძინა? — რაღაც თბილი იგრძნო გულში უტამ, ყველაზე იშვიათად მოესმინა ეს სიტყვები და ალბათ როგორ სჭირდებოდა ხოლმე, თუნდაც მხოლოდ მოსმენა, მაშინაც კი როდესაც იტყოდა რომ "კარგად იყო"
- მე კარგად ვარ — დასძინა და საწოლისკენ ანიშნა,
- დაიძინე უკვე გვიანია — ისევ მკაცრი იყო ალავიძე, უფრო ცივიც, თითქოს განაწყენებული ნიტაზე, აარიდა თავი მასთან ლაპარაკს ამ თემაზე. ერთხანს დააკვირდა ნიტაც, კუთვნილი ბალიში დივნის თავში ჩადო უტამ და მოუხერხებლად მიწვა მასზე, ცალი ფეხი ასწია დივანზე ცალი იატაკიდან არ მოუშორებია, მკლავები ახლართა ერთმანეთში და ჭერს გაუშტერა მზერა,
- შუქი ჩავაქრო?
- თუ შენ არ გჭირდება კი, — თქვა და ნიტაც ერთბაშად გადაწვდა მასთან ახლოს მდგარ სანათს, დენი გამორთო და უტას სურნელით გაჟღენთილი, თეთრეულიდან სურნელი ღრმად შეისუნთქა, რაღაც შიგნიდან არ ასვენებდა უღიტინებდა ბოროტულად, ეს პატარა ცეცხლის ალი იყო სადღაც გულის სიღრმეში, რომელსაც ხელს არაფერი უშლიდა ნელ-ნელა აგიზგიზებაში ეგონა არ დაეძინებოდა მაგრამ მალევე ისე მოითენთა ჯოუტად ცდილობდა მილულული თვალების გახელას, სიბნელეში გამოკრთოდა აჩრდილებად უცნობი ვითომ უვოდველო გოგონები კოშმარივით აშინებდა ნიტას და იძულებით გაახელდა ხოლმე თვალებს მაგრამ ბოლოს უძლური გახდა ...
....

( - გაიღვიძე ნიტა რა... ცუდი სიზმარია მე შენთან ვარ... — ეხებოდა ქალის სახეს ალავიძე და ნიტამაც სწრაფად გაახილა თვალები, მთელი სხეულით სველი იყო, შიშით შესცქეროდა უტას
- ცუდი სიზმარი ვნახე
- კარგი არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, მგონი ისევ ცუდად ხარ და ექიმს დავუძახებ კარგი?
- არ დამტოვო რა, — აუცრემლიანდა თვალები, შეეშინდა მარტო დარჩენის, მაგრამ უტას ხმა არ გაუცია მისთვის ოთახიდან გავიდა, მაშინვე გაჩნდა ოთახში ორი გოგონა ნემსითა და შპრიცით ხელში, შიგნით რაღაც სითხე ესხა და მოიწევდნენ ქებაძესკენ, გააკანკალა შიშისგან ნიტას, დაებრიცა სახე წასვლა მოინდომა მაგრამ ვერ შეძლო პარალიზებული იყო თითქოს, დააკვირდა შიში ამ უზარმაზარ ნემსს
- თქვენ? აქ საიდან? ან ეს რა არის?
- ეს? ძალიან მოგეწონება,
- ახლავე გადით აქედან! როგორ ბედავთ საერთოდ ისევ გამოჩენას? ან რას გადამეკიდეთ?! როგორ მიხვდით რომ აქ ვიქნებოდი?
- რაღაც დაგვრჩა გასაკეთებელი... — მიიწევდა უცნობი ბიჭი მისკენ
- არ მომეკაროთ! აქედან გაეთრიეთ — იბრძოდა, მთელი ძალით მთელი ენერგიით ცდილობდა შეშინებული განძრევას, მაგრამ არ შეეძლო პარალიზებული მხოლოდ შიშისგან თრთოდა... მიუახლოვდნენ უცნობები, ქებაძე კი ვერსად გარბოდა, არ შეეძლო. ტიროდა მხოლოდ განწირული და სასოწარკვეთილი უყურებდა გოგონას ხელში მოთავსებულ ნემსს, როგორ უბზინავდა წვეტი... გააკავეს თუ არა უყურებდა ნიტა ბარძაყზე, კანქვეშ შეცურებულ ნემსს და მასში შეშხუპუნებულ 25 გრამ წამალს.... არავინ შველოდა ღრიალებდა მხოლოდ განწირული და ძლიერად ხუჭავდა თვალებს " თვალები გაახილე ნიტა" ჩაესმოდა ხმები...)
– ნიტა თვალები გაახილე!.. ნიტა... — სწრაფად მცირედ გამოღვიძებული წამოაყენა უტამ და ქებაძემაც მარდად გაახილა თვალები... სუნთქავდა ღრმად, განცდილი შიშებისგან, მისი გულის ჩქროლვა მთელ ოთახს მოსდებოდა. გახშირებულად ადი-ჩაუდიოდა მკერდი, ცდილობდა ცნობიერებას დაბრუნებოდა დაეშორებინა ბაგეები ერთმანეთს და ღრმად სუნთქავდა
– სიზმარი იყო! ცუდი სიზმარი იყო... ნუ ტირიხარ კარგი? — ეფერებოდა ნაზად უტა, უსვამდა სახეზე თითებს და წმენდდა ცრემლებს მგზნებარეს. წამოდგა ალავიძე წყალი რომ მიეწოდებინა მისთვის
- არა!.. არა გეხვეწები ახლა არ დამტოვო... — შეშინებულს უკვე მსგავსი მომენტის გამოცდისა ისე შეეშინდა უმატა ტირილს,
- ნიტაა... — შეებრალა ჩამოუჯდა ისევ გვერდით
- ასეთი რა ნახე?
- ზუსტად ასე მიმატოვე უტა... ექიმისთვის უნდა... უნდა დაგეძახებინა.... და შემდეგ ის გოგონები მოვიდნენ...
- კარგი დამშვიდდი შენს გვერდით ვარ არსად წავალ... — ჩაეხუტა... მხურვალე ტუჩები მიაკრო თავზე. გრძნობდა თავის სხეულში ქებაძის გულისცემას, მის თრთოლვას ყველა გრძნობას ითვისებდა უტა
- ასე როგორ იმოქმედეს ამ ლაწირაკებმა ჩემზე... — თითქოს შეძლო თავის ხელში აყვანა მოიწმინდა ცრემლები, მაგრამ არ მოშორებია უტას
- რთული დღე გქონდა, მაგრამ ხვალინდელი დღე კარგი იქნება გპირდები... — შეხედა მოშორებულს, ისევ მოსწმინდა დასველებული სახე
- მგონი ახლა მართლა მღვიძავს,
- მართლა გღვიძავს, — გაეღიმა მცირედ
- მაგრამ წეღან ისე რეალური იყო, თითქმის მსგავსად გამაღვიძე მერე კი დამტოვე და...
- კარგი აღარ გაიხსენო, არ დაისტრესო, ცუდი დღე შენმა გონებამ საკმაოდ ჩინებულად აითვისა, ეცადე დამშვიდდე და დაისვენო, კარგზე იფიქრო.
- როგორ გაიგე? იმედია ლაპარაკი არ დავიწყე...
- არა ძილში ტიროდი, ცრემლები გდიოდა, ერთხელ დაიწუწუნე მხოლოდ
- მაგრამ როგორ გაიგე?
- მე... უბრალოდ — არ უნდოდა გაემხილა სიმართლე შეყოვნდა მოსაფიქრებლად
- შენ არ გეძინა? ალბათ არაკომფორტულად გრძნობ იქ თავს, ავდგები...
- მგონი მართლა არ ხარ კარგად! ნერვებს ნუ მომიშლი დაწექი და ეცადე დაიძინო,
- ასე არაკომფორტულად ვერ დაგტოვებ! ვინ იცის მერამდენე ღამეს ათევ! კარგად არ ხარ! ასე არ შეიძლება თან დაგტანჯე მთელი ეს დრო. უტა მაპატიე დასვენებაც არ შეგარგე, გგონია მე შევლძებ დასვენებას, როცა ამ უხერხულობას ვგრძნობ? — დაებრიცა სახე ქალს, როცა გაიაზრა მისი მდგომარეობა,
- აი კიდევ დაიწყო!.. ნიტა! რომ არ მინდოდეს შენთან ახლოს ყოფნა, ახლა შენს ოთახში წაგივიდოდა გული შიშისგან! არ მინდა რომ გეშინოდეს, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან სტრესული იყო ეს სურათი შენთვის რაც დილას ნახე და ის საშინელი დღე არ მინდა შენზე მოქმედებდეს, წუწუნს მორჩი კარგი? ჩემთან როცა ხარ არაფრის უნდა გეშინოდეს დამიჯერე
- მაგრამ სულ შენთან ხომ ვერ ვიქნები?
- როცა დაგჭირდები სულ შენთან ვიქნები!
- უტა...— დაებრიცა ტუჩები, გრძნობამორეულს
- მოდი ჩემთან — გაშალა ხელები და მიეხუტა ქებაძე სწორედ იმ სხეულს, რომლის გამოც სხეული ბევრჯერ სტკენია, ახლა თბილად ეხვეოდა, სასიამოვნოდ, გრძნობდა უტას გულისცემას თავის სხეულში და ამ უცნაური გრძნობით ტკბებოდა, მშვიდდებოდა, ისეთ ძალას გრძნობდა საფარივით მოჰხვეოდა უტას მკლავები სხეულზე და როცა ამ ხელებს გრძნობდა ისეთ დაცულობას გრზნობდა რომ ეგონა საფარი გადაკროდა ზედ
- ეს საწოლი დიდია, თუ გინდა...
- უხერხულად არ მინდა იგრძნო თავი დავწვები იქით,
- დაწექი, გთხოვ რაა, თვალები დახუჭო იქნებ წესიერად
- ნიტა შენ თუ ამაზე ღელავ...
- უტა გეხვეწები, დაწექი საწოლზე! არ ვიქნები უხერხულად, იმაზე მეტად არა როგორც მაშინ ვიქნები თუკი დივანზე დაწვები ისევ,
- დარწმუნებული ხარ?
- საწოლი დიდია...— შეიმშრალა ცრემლები და იმედიანად შეხედა. ოდესმე რომ ვინმეს მისთვის მსგავსი თავგადასავალი მოეყოლა სახეში დასცინებდა ბოროტულად... მაგრამ ალავიძე იყო ახლა მისთვის ერთადერთი ის ადამიანი ვისაც თვალდახუჭულიც მიენდობოდა, ამ მცირე დროში, ის იყო უცნობი ადამიანი, რომელსაც მისი ნდობა სრულად მოეპოვებინა, უტა იყო ის ვისი დანახვისთანავე სიმშვიდე სუფევდაის სხეულში გონებადი თუ სულში, იქნებ აშავებდა კიდეც უტასგან არასწორი საქციელის მოულოდნელობა რომ ჰქონდა....
- აღარ იტირო ვწვები, — შეწვა საწოლში თუ არა მიიწია ნაპირზე მაქსიმალურად, მათ შორის მანძილიც ისე დიდი იყო თითქოს შუაში ხრამთა დიდი ორმო იყო, თუკი მიუახლოვდებოდნენ მაშინვე გადაეშვებოდნენ უფსკრულში... სანათი გამორთო თუ არა ალავიძემ დუმილი ჩამოწვა ბნელ ღამეში... სიჩუმე და მხოლოდ შორიდან შემომავალი ჯერ ისევ მოძრავი იშვიათი ავტომობილის ხმა... მრუმედ გამოკრთოდა კედლებიც ბნელ ოთახში.
- ბავშვობაში... — სიჩუმე ქებაძის ჩამწყდარმა მაგრამ დამშვიდებულმა ხმამ დაარღვია. მაშინვე ყურადღებით გახედა ალავიძემ და მოსასმენად მოემზადა
- არა მხოლოდ. 19 წლის რომ ვიყავი მაშინაც, დედაჩემი როგორც ყველა დედა, სულ ნერვიულობდა იმაზე, რომ ვინმეს მარტივად ვენდობოდი,მე კი ეს ყველაზე კარგად გამომდიოდა. ერთხელ კურსელის მეგობარი გავიცანი, იმ დღეს თავსხმა წვიმამ მოგვისწრო, იმ გოგომ თქვა რომ თავისთან დაგვპატიჟებდა სანამ წვიმა გადაიღებდა ახლოს ცხოვრობდა თან... დედას დავურეკე რომ მეთქვა დამაგვიანდება-მეთქი ის კი დაეჭვდა... შეეშინდა რა ადგილას ხარ მითხარიო, გამომკითხა სახლის ნომერიც კი, ვბრაზობდი მაშინ. მარტო თუ ხარ არ წახვიდეო... სახლში რომ მივედი მითხრა რომ ძალიან ცუდ ამბებს იგებდა ყოველთვის და საშიშია უცხოს რომ გაყვეო, რატომ-მეთქი რომ ვკითხე, –აი ეგრეო! გოგოს უთქვამს მეორესთვის მარტო ვარ ამოდიო გავერთოთ და ყავა დავლიოთო, მართლაც მისულა ეს გოგო ამ "დაქალის" სახლში, მაგრამ მის ნაცვლად ვიღაც ბიჭი დახვედრია და გოგონა გაუუპატიურებიაო... სიცილად არ მეყო, რამდენი დავცინე საიდან მოგაქვს რეებს კითხულობ-მეთქი, ეგეთი რამე გოგომ როგორ უნდა იკადროს-მეთქი, ბოროტულად შემომხედა მაშინ, ყველას ნუ ენდობიო მითხრა... მაინც ჩემსას ვლაპარაკობდი რომ ეგ სისულელე არასდროს მოხდებოდა და ზღაპრების კითხვას მოშვებოდა... თუ რამე გამაფრთხილა ზედმიწევნით მოხდა... თურმე ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები ხდება რომ როცა გვგონია ცხოვრება გამოვიარეთ, მსგავსი არაფერი გვინახავს... არასდროს თქვა არასდროს, ნამდვილად ასეა! ალბათ რამდენი სიურპრიზი გველოდება კიდევ წინ... — ამოისუნთქა ღრმად, თითქოს ყველა დარდი ამოაყოლა...
- ბევრი რამ სისულელე გვგონია... არც მეგონა თუ ოდესმე... — გაჩუმდა ალავიძე, მიხვდა რომ არ იყო ეს თემა სწორი, გადახედა მას მაყურებელს,
- სხვა დროს გავაგრძელოთ დაიძინე კარგი?
- მეშინია — დაიჩურჩულა და უტასკენ გადატრიალდა...
- შენთან ვარ ნიტა — გადაბრუნდა ნიტასკენ ისიც, უცქერდნენ ერთმანეთს... სიბნელეში ნიტას აწყლიანებული ყავისფერი თვალები , ფანჯრიდან შემოპარული მცირეოდენი შუქითაც კი ბროლივით უნათებდა, უტას კი მისი თვალებით ბნელ ღამეში კიდევ მეტად მრუმედ მოუჩანდა მრგვალი ირისები... უტას შუაში, მათს შორის ცარიელ საწოლზე უძალოდ დაგდებულ ხელს ჩასჭიდა ქებაძემ გაყინული თითები, იმხელა ძალა იგრძნო უტას ხელებში თითქოს კიდევ მეტად მოეშვა, თითქოს კიდევ იმედებით შეივსო,
- გცივა? — იკითხა მის გაყინულ ხელებზე
- არაუშავს... მალე გავთბები,
- მისმინე დაბლა ჩავალ და საბანს ვთხოვ...
- არა, აქ იყავი! — მკაცრად ჟღერდა თითქოს, მაგრამ შიში გარეოდა მის ხმას...
- მაშინ იქნებ...
- იქნებ გამათბო? — გაეღიმა ნიტას, როცა მიუხვდა სათქმელს
- გრცხვენია?
- ისედაც...
- ხომ იცი რომ ზედმეტს არაფერ გავაკეთებ?
- ეგ რა შუაშია?
- გოგო ხარ და შენს პრინციპებს აბიჯებ დღეს, ვიცი რის ფასად გიჯდება ჩემს გვერდით თუნდაც დაწოლა ნიტა...
- ყველაფერი კარგადაა, ან როგორ უნდა გავბედო რამის თქმა მას მერე რასაც უცნობის გამო აკეთებ?
- მე შენ გიცნობ ნიტა...
- მაგრამ...
- ვიცი! — მიიწია შუისკენ ალავიძე არც შეხებია ქებაძეს, ტანთ შემოსილები იწვნენ, მაგრამ ღელვისგან აკანკალებდა ქებაძეს. ასწია უტამ პლედი და შეჩაერდა წამით, ისე შეეფარკლა სირცხვილისგან ღაწვები, სიბნელეშიც კი შეამჩნია უტამ. შეძვრა მის მკლავებში თუ არა, სწრაფად მიაფარა თბილად
– ხელს მოგხვევ, მაგრამ თუ შენ...
- არა! — თითქოს უსიტყვოდაც ესმოდა უკვე ალავიძესი, მოჰხვია ხელები, ისიც სხეულზე აეკრო სრულად მამაკაცს და ერთბაშად დაუარა რაღაც უცნობმა, რაღაც ლავასავით ცხელი ჩაეღვარა სხეულში, მაგრამ მან მხოლოდ სიამოვნება მოჰგვარა, დამშვიდდა ერთიანად, მაგრამ გული მაინც ძლიერად უცემდა... თითქოს საბურველში გაეხვია, საფარი გადაფარვოდა ზედ, მიხვდა ეს კაცი ძლიერი ენერგიის მატარებელი იყო, მიხვდა არც ისე მარტივი იყო მისი გაშვება, მისი დაკარგვა, წამით გაეფიქრა კიდეც რა იქნებოდა, როცა სახლში დაბრუნდებოდა.
- როდის მიდიხარ უტა?
- ზეგ... — მშვიდი იყო უტა
- ვინ ხარ?
- 27 წლის ვარ, არ ვიცი მეტყობა თუ არა, მაგრამ დიახ, არც ისე უფროსი ვარ შენზე, — გაეცინა
- ჩემს ოჯახს იცნობ, კახეთში ვცხოვრობ ნიტა ზემო ალვანში... სულ ხშირად იქ ვარ, ქალაქში საქმეებზე ჩამოვდიოდი ხოლმე, თბილისში დავიბადე სკოლაც იქ დავამთავრე, მაგრამ ალბათ ოდესმე მიხვდები რატომ ვარჩიე კახეთში დარჩენა, ჩემი და-ძმა თბილისში ცხოვრობენ, დასასვენებლად ჩამოვლენ ხოლმე ჩემთან, ზოგჯერ მათთვის ვერ ვიცლი და ამიტომ მიწყრება ხოლმე დედა, ესეც კი იცი, მოსმენილი გაქვს თუშეთში ამყავს ხოლმე ბავშვები იქაც მაქვს სახლი, მაგრამ ამ ბოლოს ვეღარ ვიცლი ხოლმე
- თუშეთში წასვლა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო შენ კი იქ სახლი გაქვს და იქ ასასვლელად ვერ იცლი? — წამოყო თავი სასაცილოდ
- ხო, ასე გამოვიდა, — გაეცინა უტას,
- რა საოცარი იქნება ალაბთ იქ ცხოვრება, სიგიჟეა! ძალიან მაგარია... და თან ბავშვებსაც რა ბედნიერი წლები ექნებათ იქ — მის ხმაში აჟიტირებაც კი იგრძნობოდა, უზომოდ მოეწონა ამბავი,
- შენ თუ ასე გიყვარს, აისრულებ შენც მაგ ოცნებას,
- ნეტავ მართლა მოხდეს, ვერასდროს ვიცლი, ან კი მარტო ვერ ვრისკავ,
- მე წაგიყვან,
- ხი არა? მაწყნარებ? დავიმახსოვრებ იცოდე, — წამოიწია ისევ სიცილით
- დაიმახსოვრე, მე რომ ვამბობ შევასრულებ — გაეცინა თვითონაც,
- ბედნიერი ხარ! ნურასდროს ჩამოშორდები, მათაც შენს ოჯახს შენ აბედნიერებ... — თქვა მაგრამ წამით დაფიქრდა, როგორ ვერ წარმოედგინა ეს საოცარი მამაკაცი მისი უზადო გარეგნობის მქონე კაცი სოფლის ცხოვრებას თან გაყოლილი, იცოდა როგორი იყო სოფელი, იცოდა მისი ჯაფა მისი შრომა მისი ზოგისთვის საჩოთირო საქმეები და მაინც ვერ წარმოედგინა უტა როგორ ახერხებდა ამდენს... აზრადაც არ მოსვლია რეალობასთან მიახლოვებული ალავიძის ქონება ცხოვრების შესახებ....
- დაიძინე... ნიტა, — ჩასჩურჩულა და ცოტახანში ნიტას კი ცეცხლი წაეკიდებოდა, ალავიძე ისეთი მხურვალე იყო, მალევე მოასწრო მისი გათბობა,
- გავთბი,
- ცოტაც და შემდეგ გაგიშვებ, დაიძინე შენ,
- შენც!
- ვიძინებ, მაგრამ არსად წახვიდე
- თუ გინდა ხელსაც არ გაგიშვებ,
- არ გამიშვა! — საპასუხოდ ქებაძის მუცელზე მოხვეულ ხელს რომელიც ასევე ნიტას ხელი თან ახლდა ძლიერად გახლართა უტამ ქალის ხელებში თითები, მეტად ჩაეხუტა და ჩამშვიდებულს თავზე მიაკრო ტუჩები.....

.....
ახალ ცხოვრებას იწყებ მაშინ როცა ახალი ემოციები იბადება შენში...
საკუთარ თავს ცვლი მაშინ როცა გიყვარდება
.....
დილას ისევე დაპირებისამებრ ეხუტებოდა გაყინულ სხეულს, ალავიძე. მოჰხვია ხელი უკეთ და მიხვდა რომ ეხებოდა ქებაძეს გაყინული ფეხები და ისეთი ცივი იყო, უკმაყოფილოს გამოეღვიძა უტას... ძლივს მოსწყდა ძილის ნეტარებას ეს უკანასკნელი, პლედი მენჯებამდე ეფარათ, შეეხო ოდნავ თითებზე, ისიც ისეთივე ცივი ჰქონდა, მხოლოდ ის მხარე ჰქონდა თბილი ნიტას, უტა რომ ეხუტებოდა, სწრაფად წამოიწია, იგრძნო გულში რაღაც მოსწყდა. შიშისგან ეცვალა ფერები სახეზე...
- ნიტა... — ჩახლეჩვოდა ხმა შიშისგან, დაუძახა დაბალ ხმაზე, რომ ჩაძინებული არ შეეშინებინა, თუმცა ქებაძეს სულ არ ჰქონია რეაქცია მის ხმაზე
- ნიტა...— შედარებით ხმამაღლა დაიძახა განმეორებით და ცივმა ოფლმა დაასხა, წამოიწია საწოლზე შეეხო გაყინულ ხელზე, ელდა ეცა, არაორდინალურად აუჩქროლდა გული
- ნიტა გაიღვიძე რა... — შეევედრა, ნაზად ჰქონდა მიხუჭული თვალები ქალს, გონება თითქოს გადაჰკეტვოდა ალავიძეს, შიშისგან ვერ ბედავდა მოესინჯა მისი პულსი, ნერვებისგან დიდხანსაც ვერ შეძლო დაკვირვებოდა მისი სუნთქვისგან მცირედი განარნარება რომ შეემჩნია, ისეთი ცივი იყო ნიტა, მისი გონება მხოლოდ ლაბირინთის გზას დასდგომოდა, უბედური გასასვლელით.
- ნიტა... — ხმა გატეხილმა ამოილაპარაკა ხმამაღლა, დასტაცა ხელი მოიქცია ცალ მკლავზე მგზნებარედ სუნთქვა შეკრულმა
- ნიტა... — უხეშად შეახო ლოყაზე ხელი, შემაჩნია რომ შეირხა, მაშინ გამოახილა თვალები ქებაძემ, მცირედ მოჭუტა თვალები, შეხედა წამით ფერწასულს და მილულა ისევ... ეს იყო ახალი ცხოვრება უტასთვის, ახალი ჰაერი ჩაისუნთქა იმ წამს და დაიბადა თავიდან.... მთელი სხეული ისე მოეთენთა თითქოს 24 საათი გადაბმულად ერბინა, ისე დაღალა მცირე ხნიანმა ემოციამ, უძალოდაც გადაეშვებოდა საწოლზე მის მკლავში ჩაწვენილი ნიტა რომ არა...
- ღმერთს მადლობა! — დაიჩურჩულა
- როგორ ხარ ნიტა?
- რა ხდება?— ნამძინარების ხმით ამოილაპარაკა ისევ და ეცადა წამომდგარიყო,
- სულ გაყინული ხარ — მოიქცია მისი სახე ხელებში,
- გრილა უტა,
- ხო მაგრამ მთელი სხეულით გაყინული ხარ, ხმაც არ გამეცი დაგიძახე
- როგორ? ფხიზელი ძილი მაქვს...
- გუშინ წამალი ხომ დაგალევინეს, თქვეს რო დაგაძინებდა ღრმად,
- აა შეიძლება, — მოჰყვა მთქნარებას, მოიფშვნიტა ბავშვივით თვალები, – რომელი საათია?
- 6 დაიწყო, უბრალოდ... შემეშინდა,
- ხომ გეძინა? — შეაჩერდა უკვე თვალებგახელილი, ნაზად შეეხო ლოყაზე — როგორი ჩაწითლებული გაქვს თვალები...
- მალე ჩამეძინა... მოდი დაწექი ჯერ ადრეა,
- რამე მოხდა?
- უბრალოდ სულ გაყინული ხარ! მართლა შემეშინდა
- მე სულ ასე ვარ...
- მაპატიე არ ვიცოდი... ასე როგორ იძინებ?
- ზოგადად ვერ ვიძინებ ხოლმე, მაგრამ შენ თბილი ხარ... – მხრები აიჩეჩა და უძალოდ მიწვა. გაეცინა ალავიძეს მის გულწრფელობაზე, დაუწვა დამშვიდებული გვერდით და აღარც უკითხავს, მისწია თავისკენ, ჯერ ისევ ძლიერად უცემდა გული გამოცდილი შიშისგან
- უნდა გაგათბო, ასე ციმბირშიც არ ცივა... — მიიჩოჩა თავად ქებაძე და ზურგზე დაწოლილს მკერდზე ჩამოადო თავი, მოხვია ხელები თავადაც მიაფარა პლედი უტამ სრულად და ლღობაც დაიწყო იმ წამსვე,
- ვერ შეძლებ... — დაიჩურჩულა და ძილისგან დაუგნურებული გაიტრუნა მამაკაცის სხეულზე....

.....

- ნიტასთან გადი თიკო რით ვერ ჩაიცვა ნახე რა... — ვერ ისვენებდა დილიდან ალავიძე მას შემდეგ რაც ქებაძე ოთახში გავიდა მოსაწესრიგებლად
- აცადე ძმაო გოგოს! მოგწერა რომ ჩაიცვამს და გამოვა — ღიმილით გადახედა ძმას, დილიდან მასთან ჩამომჯდარი... ალბათ თიკოს მათთვის რომ მიესწრო მთელი სასტუმრო გაიგებდა მათი ერთად ძილის შესახებ, მაგრამ ეს ბედი იყო უფროსი ალავიძესთვის... გააგებინა თიკოს უტამ, რომ ძალიან რთული დღე ჰქონდა ნიტას, დაარიგა, მაქსიმალურად გაართე და გაამხიარულე შენ რომ იციო, მასაც მეტი რა უნდოდა, კმაყოფილი ელოდა.
....
ერთად შეიკრიბა ოჯახი ჩვეულად დილიდან, ერთიანად შეკრებილნი გამოვიდნენ ნომრიდან, მოავლეს თვალი ერთმანეთს გაცისკროვნებული, ერთმანეთის ნახვით ნასიამოვნები მზერით, მაგრამ მათს ოჯახს ახლა ნიტაც შეჰმატვოდა. წამით არ ტოვებდა მარტო თიკო, ჩაეკიდა ქებაძესთვის ხელი და დაჰყავდა ყველგან, ისე , რომ თითოეულ მომენტში ახსოვდა უტას სიტყვები, მისი დარიგება და მისი თხოვნა, მასაც ჩინებულად აეთვისებინა შემსრულებლის როლი და გულმოდგინედ, მთელი რუდუნებით ასრულებდა. ეს უკანასკნელიც უკეთ იყო, ბედნიერებას გრძნობდა, განიცდიდა იმ ეიფორიას, რაც აქამდე არასდროს ეგრძნო, თითოეულთან ახლოს იყო, თითოეულთან საუბრობდა ბევრს ერთობოდა. აკვირდებოდა ალავიძეს, მის მიმიკას მის მანერებს, მის დამოკიდებულებას ოჯახისა და განსაკუთრებით დედის მიმართ, იზიდავდა ეს განსხვავებული ეს ძლიერი მამაკაცი, მოსწონდა მისი სიდინჯე, მისი სულიერი ძალა მოსწონდა, მისი სიმშვიდე მოსწონდა ყველაფრის მიმართ და შეებოჭა შიშს... მისი დაკარგვის შიშს...
.....
გვიანი იყო, დამღლელი დღე ჰქონდათ, ატრაქციონებზე ემოციებისგან დაღლილიყვნენ, აჭარის ჩანჩქერიც მოევლოთ, მძღოლი თავად გიორგი იყო, რადგან ძველად აჭარაში მუშაობდა გზებიც კარგად იცოდა, გაცელქებული თიკო ჩაჯდომოდა მამას კალთაში და დიდის ამბით ჩაეჭიდა ხელები საჭისთვის, მანქანა დამყავსო კიოდა, ირმა კი კი გიორგის ეჩხუბებოდა საჭეს ხელი მოკიდე ცანცარაა ცუდად არ გადმოკრას საჭე და არ დაგვხოცოსო, რატი მიიხუტებდა ირმას თვალები დახუჭე, შენ ვითომ აქ არ ხარ რომ ჩავალთ მერე გაჩნდებიო... იმდენი ეცინა მთელ დღეში ნიტას, რომ ერთ თვეშიც არ გაეცინა მაგის ოდენი აქამდე... საღამოს ჩვეულ კონცერტზე გასულიყვნენ სადაც ნიტაც ისე გაერთო, რომ ცეკვა არ შეუწყვეტავს თიკოსთან ერთად ხან ირმა გაიცეკვებდა, გაჩერებულს რომ შეამჩნევდა, თითქოს მთელი ენერგიები დახარჯეს მაგრამ მაინც იყო შემორჩენილი ცალკე ინდივიდის თვის ნისთვის გამოყოფილი ძალები

კონცერტიდან დაბრუნებულიყვნენ სასტუმროში, ყველანი, გარდა ნიტას და ალავიძესი. ისხდნენ სანაპიროზე მარტო დარჩენილები, ტალღების ქვებზე ჩხარუნი და მისი ძლიერი დინების ხმას მოეცვა არემარე, ჩვეულად ქროდა გრილი ქარი, ბნელოდა, მაგრამ თითქოს ეს იყო მეტად საოცარი იდუმალებით მოცული ზღვის ნაპირი, ბნელიც ნათელი იყო წყვილისთვის... შორიდან ისმოდა ხმაურიანი ქალაქის გუგუნი, მაგრამ, თითქოს ესეც არ სწვდებოდათ მათ სმენას.
- რაზე ფიქრობ? — სიჩუმე დაარღვია უტამ
- ცხოვრებაში, ასეთი განსაკუთრებული დღე არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში!... — შეაჩერდა წამით ღიმილით, შემდეგ კი უბრალოდ მოუნდა ყველაფერი ეთქვა მისთვის
- არც მეგობრებთან არც კურსელებთან... ასე დაცულად არასდროს მიგრძვნია თავი... არ ვიცი ეს როგორ უნდა მივიღო, არ ვიცი.... ნამდვილად საერთოდ არაფერი ვიცი, მაგრამ ... ვიცი, რომ საუკეთესოები ხართ! .. ვიცი რომ თქვენი ოჯახი სასუფეველია უტა, თითოეული მათგანი საოცარია! განსაკუთრებულები ხართ... და შენ?!.. ძალიან დიდი მადლობა... არ ვიცი... იქნებ ოდესმე შევძლო კიდეც და დაგიბრუნო ვალი უკან, ან იქნებ სულაც არაა კარგი ამას, რომ გიმხელ, მაგრამ ის რაც გუშინ გავაკეთე, რაც გუშინ მოხდა, შეიძლება შენთვის, შენი ცხოვრების პრინციპში ეს სულაც არ ჯდებოდა, მაგრამ შენ იყავი გუშინ ჩემი იმედი, რომლის იმედიც შევძელი თვალები დამეხუჭა, არაფერი მომხდარა თითქოს გუშინ დილას განსხვავებული, მაგრამ ისეთი გამოცდა და ზიანის მომყენებელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, მეგონა ელენე ჩემთან დარჩებოდა... ვაღიარებ, მეწყინა რომ ძმას გაჰყვა, მეწყინა, რომ შეძლო დავეტოვებინე, მაგრამ მისიც მესმის ალბათ.... ჩემს მადლიერებას, გაკვირვებას და პატივისცემას ვერაფრით გამოვხატავ შენს მიმართ, ვერც იმას გეტყვი თუ რამე დაგჭირდება დამირეკე-მეთქი, ისევ მე თუ დამჭირდები... შენ ძალიან ძლიერი ხარ! და მინდა რომ სულ ასეთი იყო... მე შენ ისე კარგად არ გიცნობ როგორც შენ, მაგრამ, არაადამიანურად გენდობი... არ ვიცი ცხოვრება რას მოგვიტანს და ვინანებ თუ არა ამ სიტყვებს, მაგრამ მინდა რომ ეს იცოდე... — გრძელი მონოლოგის შემდეგ შეიწმინდა ჩამოცვენილი უხმო ობოლი ცრემლი და ასევე უხმოდ მაცქერალს შეხედა. გაუღიმა მცირედ. მისკენ მისწია უტამ ქალი მიიხუტა გულზე და მოჰხვია ხელები... გაჰხვია თავის საფარში და კიდევ ერთხელ აგრძნობინა სწორედ ის გრძნობა ის დაცულობის შეგრძნება და ის დაცულობა რომელზეც ნიტა საუბრობდა.
......

- დედა ნიტასთან, რომ დავიძინო შეიძლება?
- უი არა დე! რას ამბობ?! გოგო არ შეაწუხო! — სხარტად გასცა პასუხი... თითქოს ოდნავი შიშიც გაერია ხმაში ირმას თიკოს თხოვნაზე... უხერხული ღიმილით შეხედა ნიტას, მოსწონდა ეს გოგო ძალიან, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ის მას არ იცნობდა
- არ შევაწუხებ ვითამაშებთ ცოტახანს — მოიწყინა უეცრად და უცოდველის თვალებით გაჰხედა ოჯახს...
- მააა, გოგო არც კი გვიცნობს წესიერად, ჰკითხე აბა ენდომება შენს გვერდით დაძინება? — ჩაერია გიორგი
- თანაც იქნებ მარტო უნდა ცოტახნით დარჩენა თიკო.... — აუბა მხარი ირმამ
- ეუ რა თავს დამესხით? აღარ მინდა— ახლართა მკლავები ერთმანეთში და ზურგი აქცია ოჯახს,
– თუ თქვენ არ ინერვიულებთ ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით ჩემთვის ეს ნამდვილად სასიკეთო საქმეა, შეწუხება კი არა ამისთვის საჩუქარსაც დაიმსახურებს, მაგრამ თუ თქვენი ნერვიულობა მოჰყვება კულმინაციად, რა თქმა უნდა არ ღირს...— თბილად გადახედა ქებაძემ ოჯახს, უტას შეხედა წამით და ალავიძეების რძალს შეაჩერდა, ირმას გაეღიმა, მაგრამ ყოყმანი დაეტყო სახეზე... აჰხედა უტას, თითქოს მას ეკითხებოდა რა უნდა გეკეთებინა, თითქოს მას ენდობოდა იმ მომენტში მხოლოდ და სხვას არავის, თვალების ნაზი დახუჭვით ანიშნა ალავიძემ რომ პრობლემა არ იყო და ისიც მარტივად დასთანხმდა თიკოს შეთავაზებას....
...
- არ იცელქო! არ გააბრაზო იცოდე! ნურც გაათენებინებ იმ გოგოს დაღლილია!.. იცოდე ვეტყვი და თუკი რამეს გააფუჭებ ან კი გააბრაზებ ყველაფერს მეტყვის გასაგებია?... — დაუქნია თავი დამჯერად და შეაჩერდა დედას, საღამურებს, რომ მონდომებით აცმევდა...
- დედა, გაუგეს უკვე თიკომ და ნიტამ ერთმანეთს, არ სჭირდება დარიგება, თანაც ცეკვის მასწავლებელი ქალია ნიტა და ჩხუბიც კარგად გამოსდის — ახარხარდა ალავიძე ბოლო სიტყვებით დის შეშინებულ თვალებზე
– მასწავლებელია?
- ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფია... — ამაყად განაცხადა თითქოს ღიმილითა და თავაწევით,
– ყოჩაღ, ამიტომაა ლამაზ ტანზე...
- ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება....
მზად ხარ თიკო? წავიდეთ?
- მზად ვარ... — ჩაიცვა ფეხზე და კუნტრუშით ამოუდგა ძმას გვერდით ჩასჭიდა პატარა თითები და აედევნა გვერდით, დერეფანი უნდა გაევლოთ მხოლოდ მიუახლოვდნენ ლამის
– უტა დაუბრუნე ნიტას თავისი ნივთები?
- არა დამავიწყდა,
- რომ მივალთ შემდეგ მიეცი...
– კარგი მართალი ხარ...
....
კარზე რომ ჩამოადგნენ თითქოს მზად ყოფმა გაუღო კარი ცქვიტად, სახე გაბრწყინებოდა თრთოდა სიხარულისგან, ჩასჭიდა თიკოს ხელი და მისი ძმავ შეიპატიჟა ნიტამ, საუბრობდნენ რაღაც ახალსა და რაღაც ძალიან ბავშვურზე, თიკოს წამოჭრილ სკოლის თემას მოჰყვა მათი პირველი კლასის გახსენებაც, მაგრამ ეს მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებდა სამივეს... უცქერდნენ ერთმანეთს ღიმილით და თიკოს სიცელქეზე ახარხარებულებს ცუდი ყველაფერი ერთბაშად დავიწყებოდათ...
- საღამურები არ გაქვს? — ჰკითხა უეცრად თიკომ ქებაძეს
- კი როგორ არ მაქვს...
- რატომ არ ჩაიცვი?
- ჩემი საღამურები ასეთი არ არის, კაბას ჰგავს, მოკლე კაბას და გოგონები რომ მარტო დავრჩებით მერე ჩავიცვამ,
- აუუუ — უკმაყოფილო ჩამოჯდა
- თიკო მე და შენ და-ძმა ვართ, ჩემს ხელში იზრდები და ამიტომ აღარ გერიდება ჩემი, ნიტა არ მიცნობს თან უკვე დიდი გოგოა და ჩემიც რცხვენია, გაიგე?
– გავიგე...
– მე წავალ ახლა თუ გინდათ საღამურები ჩაიცვით და თუ გინდათ შიშვლებმა იარეთ, შეიძლება დედა გამოვიდეს შეგამოწმოს ქალბატონო როგორ იქცევი ამიტო წესიერად მოიქეცი, კარგი?
– კარგი — დამჯერად დაუქნია თავი და ნიტას ამოუდგა უკან.....
....
ოთახში გასულ ალავიძეს სულ დავიწყებოდა დღიური და ის რამდენიმე ნივთი რაც კარადაში გადაენახა განძივით, სწრაფად დასტაცა ხელი და თითქოს მიზეზიც კი იყო ენახა კიდევ, ჩაეხედა მის თვალებში, თუ რას გრძნობდა ახლა, რომ მის არეულ გონებას მის პირველად გამოცდილ გრძნობათა ერთობლიობის მიზიდულობის დარეგულირება შესძლებოდა... მოწიწებით დაელოდა კაკუნის შემდეგ როდის გააღებდა კარებს მასპინძელი თავად ნიტამაც კაკუნის შემდეგ, ირმას მოლოდინში თამამად გამოაღო კარები... ჩაეცვა პიჟამა, მუქი ცასავით ლურჯი წელზე გამოყვანილი, როგორ უხდებოდა მის ლერწამივით სხეულს, დეკოლტეში ვარდივით გადაფურჩქნული სავსე მკერდის რგოლები, სწორი გრძელი ფეხები, უმაკიაჟოდ, გლოსი გადაესვა მსხვილ ბაგეებზე უბზინავდა მიმზიდველად, გრძელი თმა დაეყარა მხრებზე ლავიწები გამოკვეთოდა, დაჭიმვოდა კისერი ალავიძის დანახვისთანავე და მისი ყავისფერი დაბნეული თვალებიც ისეთი ღრმა და თვალის მომჭრელი გახდა ალავიძესთვის ღრმად გადააგორა თუ არა ყელში ბურთი ცხვირწინ მიუხურა კარები ...
რა საჩოთირო იყო ახლა მისთვის, წამოწითლდა სახეზე, ერთბაშად აუძგერდა გული გაგიჟებით, ალავიძე იდგა კარს იქით დაბნეული. თითქოს არაფერი იყო მას ხომ ტანთ ეცვა, მაგრამ მაინც როგორი უზადო იყო ეს ქალი... გრძნობდა რაღაც არაორდინალურს სხეულში, რაღაც ახალს და გამოუცდელს, მაგრამ იმდენად სიამოვნებდა ეს უცნაური გრძნობა, ვერ კმაყოფილდებოდა მისი ერთი გამოცდით ანდამატივით იზიდავდა ეს ქალი, მისი სურნელიც შეიგრძნო წამიერად...
რაღაც პეპლების ფრენას ჰგავდა,რასაც გრძნობდა, თითქოს გული აკეთებდა სალტოებს, ეს იყო აუღწერელი და შეუდარებელი გრძნობა, ვერასდროს ვერაფერს შეადარებდა ამ სიახლეს ეს უკანასკნელი... მერედა რომ იხსენებდა ნიტა ქებაძეს, ასეთ დახვეწილს ბუნებრივსა და საოცრად ლამაზს, ყველაფრის მიუხედავად გაუკრთა ვნება და გზნება ქალის მიმართ. მოიხიბლა სანახაობით დაებინდა წამით თვალები და ისურვა კიდეც მისი მსგავსად ნახვა... თითქოს სურვილი აუხდაო ისევ გაიღო კარები, მაგრამ ამჯერად ხალათით დაეფარა მთელის ხეული საჩქაროდ, აწითლებულ ლოყებს ჩამოშლილი თმა უფარავდა და კდემამოსილი ქვევიდან უყურებდა კართან მდგარს,
- მაპატიე... — დაიჩურჩულა ალავიძემ
- არ მეგონა რომ ისევ შენ იქნებოდი, ხომ თქვი რომ...
- ხო ვთქვი, უბრალოდ რაღაცის მოცემა მინდოდა, ვიფიქრე ჯერ არ დაწვებოდით, მაპატიე... მართლა... — როგორი უაზრო იყო იმ წუთას, თავადაც ვერ ცნობდა თავს, უკვირდა მისი დაფიქრება, რადგან არჩევდა სიტყვებს რა უნდა ეთქვა ნიტასთვის. აბრაზებდა კიდეც ეს ყველაფერი, რადგან ასეთი რამ არასდროს მოსვლია ამის გამო ბოდიში არასდროს მოუხდია
- რა ხდება? — უკვე ინტერესიანი გაუხდა თვალები და მაშინ დახედა უტას ხელებში მოთავსებულ ნივთებს,
- ეს შენ საიდან? — ისე დასტაცა ხელი თითქოს სასიკვდილო ნივთი ეკავა ალავიძეს,
- მე... იმ დღეს მისაღებში მომცეს, ერთად დავუნახივართ და დაუვარდაო თქვეს... — გამართლებას ჰგავდა მისი ტონი. ნიტას უხერხულ სახეზე, თითქოს მომაკვდავი ედგა წინ, მიხვდა რაზე დარდობდა ახლა ქებაძე
- ასეთი სახე ნუ გაქვს, ხომ არ შევჭამე? დაგიბრუნე... — გაეცინა ბოლოს ნიტას აღელვებაზე
- დამშვიდდი არაფერი წამიკითხვას, მაგრამ ასეთი სახე რატომ გქონდა, დამაინტერესა აბა წამაკითხე, — კი იცოდა ალავიძემ რაზეც იყო საუბარი დღიურში, მაგრამ არ გაუმხელია, პროფესიონალურად დამალა და ინტერესიანი და მაცდური გაუხდა მზერა, სცადა ისევ დაეტაცა ბლოკოტისთვის ხელი, სწრაფად დასწია ზურგსუკან ხელი ქებაძემ,
- ოუ... ასეთს, რას მალავ პატარავ? — თითქოს არ იცოდა, ეცვალა კმაყოფილებისგან სახე და უკან დახეულს ჩამოუდგა წინ ძალიან ახლოს, სცადა ისევ დაეტაცა ხელი დღიურისთვის,
- არა! ხომ გქონდა თუ ასე იყო წაგეკითხა — იმართლა თავი გაუწყრა, დაიხია ისევ უკან და ალავიძემ რომ მისკენ კიდევ გადადგა ნაბიჯი, უკან დაწეული აეკრო კედელს, მოექცა წინიდან ალავიძე, თავისი შარმიანი მზერით, მომხიბვლელი, მაცდური ღიმილით და უცნაური სიმშვიდით, მიუახლოვდა იმდენად რომ დაჰყურებდა ქალის სახეს მხოლოდ მილიმეტრებში,
- უშენოდ არ წავიკითხავდი, შენც ხომ უნდა გცოდნოდა?
– არ შეიძლება მისი წაკითხვა,
– რატომ? ასეთი რა წერია მასში? — თითქოს დააჰიპნოზა ნიტა, მხოლოდ თვალებში შესცქეროდა მამაკაცს და სრულად გაყინულიყო, ღიმილით შეაპარა ხელები ნიტას ზურგს უკან დამალული დღიურისკენ უტამ
- უტა სირცხვილია ბავშვი გამოვა რას იფიქრებს? ხელი გამიშვი! — ასე მცირე მანძილზე იმ ღამითაც კი არ ყოფილა მასთან, შერცხვა შეეფარკლა ღაწვები
- გამოვიდეს... — დაიჩურჩულა და დღიურს ხელი მოკიდა თუ არა, აფართხალდა ქებაძე, ცალი ხელით მოხდენილად აიკრო სხეულზე ქალი და ძლიერადვე გააკავა, ზურგსუკან მოქცეული ხელებით... მაინც არ ნებდებოდა, ქალური სიჯიუტით არ უშვებდა ხელს დღიურს, უყურებდა ალავიძის ათრთოლებულ ოდნავ მომღიმარ ტუჩებს, მის თვალებს, რომელიც ხარბად აკვირდებოდა მის ბაგეებს, თავად ნიტასაც კი სურდა იგივე რაც იმ წუთას უტას
- საკმარისია!
- ამას შენ წყვეტ?
- მე ვწყვეტ! — სცადა ისევ, გაიბრძოლა მის მკლავებში, მაგრამ მხოლოდ მისი ხალათი შეიხსნა ასე, კაცის სხეულზე აკრულს კი მხოლოდ გული გადაეშალა ხალათს და მისმა დახვეწილმა გულ-მკერდმაც მოიღერა თავი ლამაზად... დაჰხედა მის გულს ალავიძემ, მისი გულისცემის დანახვა სურდა, მაგრამ მეტად ახდენილი სურვილი რომ დახვდა, უხერხულად შეშმუშნულს შეხედა თვალებში ისევ, სირცხვილისგან რომ აუწყლიანდა თვალები,
- არ თქვა რომ უნდა იტირო,
- თავხედობ!
- ვერ უარვყოფ...— გააქნია თავი, ჩახედა თვალებში ღრმად ღიმილით , - რას მიკეთებ ნიტა?..
მაგიჟებს ჩემი სურვილების საპირისპიროდ რომ მოქმედებ! — ქებაძე დაიბნა, გაკვირვებისგან ეცვალა თვალები, გაცბუნებული გასახტებული გაჩუმდა წამით
- გამიშვი ახლავე!
- ტკბილიძილი ნიტა... — მის ღიმილს მოავლო თვალი ქებაძემ წამით, მომნუსხველი ღიმილს, მიმზიდველსა და საბურველში გამხვევს, შემდეგ შეიგრძნო ალავიძის თბილი, რბილი, ყოვლისმომცველი საოცრად სასიამოვნო პატივისცემის გამომხატველი კოცნა ლოყაზე, ღელვასა და სიამოვნებისგან წამით მიეხუჭა თვალები, ხელებ განთავისუფლებულმა მცირედ მოუჭირა მამაკაცს ქვასავით გამაგრებულ მკლავზე თითები და თვალები რომ გაახილა უტა კარშიც აღარ ჩანდა....
....

ახლოს განშორებასთან
....
დილა ადრიან თიკო უტასთან კიარა ნიტას ნომერში გარბოდა, ნიტაც მზად ხვდებოდა მოცინარი და დილაც პოზიტიურად იწყებოდა. ჩვეულ დროს ზუსტად 10 ის ნახევარზე კარიდან ერთჟამიერად გამოვიდა თითოეული, გიორგი გამოჰყვა ცოლ-შვილს ბოლოს და ნიტამაც შორიდანვე დაუქნია ხელი შემჩნევისთანავე, დიდხანს ელოდა ირმა, როდის გააღებდა კარებს უტა თუმცა უშედეგოდ. იფიქრეს, რომ დაღლილს ღრმად ეძინა, არა მხოლოდ უტას, რატისაც მასსავით მისძინებოდა, " ვინ იცის წუხელ რომელზე დაწვნენო" , ხმამაღლა გამოთქვა აზრი ირმამ. ისაუზმეს და ბიჭების გარეშე დატოვეს სასტუმრო. დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები, მართალია უმთავრესი ადამიანებისა და მხიარულების ორი მიზეზი დაეტოვებინათ მაგრამ, მაინც ძალიან კარგად ერთობოდნენ.
სასტუმროში დაბრუნებულები, ნიტა და თიკო უტას ოთახში ქურდებივით შეიჭრნენ, კარშივე შედგნენ სანახაობით, ოთახი საოცრად მოწესრიგებული და ცარიელი დახვდათ, გაცბუნებულებმა გადაჰხედეს ერთმანეთს... გულდაწყვეტილები, ყურებ ჩამოყრილები გამობრუნდნენ ოთახიდან, როგორ უნდოდა თიკოს ეჩვენებინა ძმისთვის ჩანთაში ჩაწყობილი ყველა ის ნივთი რაც დილას ნიტამ აჩუქა. რატის ოთახიც ცარიელი იყო, მაგრამ უტასთან შედარებით აქ სკამზე ტანსაცმელთა 4 წყვილის ნაკრები გადაფენილიყო
- ძუნაგი — აფხუკუნდა პატარა ალავიძე... ირმას მოახსენეს ამბავი, სქელ სავარძელში რომ ნებივრობდა, ბიჭები სასტუმროდან გაიქცნენო, მაგრამ მათ არ ყოფნას არაფერში შეუშლია ხელი, მალევე იდგნენ აუზის წინ კუპალნიკებით და ცურვისა და წყლის დროებით მობეზრების შემდგეგ, ნაირგვარი აქტივობების შემდეგ, ცეკვის დადგმაც გადაწყვიტეს
....
- შვი-დი რვა-და... ერთი, ორი, სამი, ოთხი... — ისმოდა ნიტას ხმა და თან გვერდით მდგარ გოგონებს გადაჰხედავდა ხოლმე სწორად აკეთებდნენ შესწავლილ ილეთებს თუ არა.
- სამოთხეში ვართ? ეს რა ლამაზი გოგონები ცეკვავენ — არჩემაშვილის კმაყოფილი ხმა ჩაეჭრა ნიტას, ერთბაშად გაჰხედეს გოგონებმაც, თიკოს ხმაზევე ეცნო რატი მგზნებარედ გაჰხედა მომავალს, ხელებ გაშლილი მოიწევდა მათკენ... მათი დანახვით აღტყინებული გაექანა რატისკენ და მოჰხვია ხელები ძლიერად სადაც მისწვდა
- თიკო სველი ხარ! — დაჰკივლა ირმამ
- არაუშავს რატისაც უნდა წყალში, ჰო თიკო? — ჩაუკრა თვალი პატარა ალავიძეს და ხელში აიტაცა. როგორ ბედნიერი გაექანა ილია ძმისკენ, თითქოს საუკუნე არ ენახოსო, რომ დაინახა თიკოს საქციელი, მასაც მოუნდა გამოეხატა ბედნიერება მსგავსად ძმის მიმართ, აიტაცა უტამ ხელებში და შემოისვა ძმა კისერზე,
- ოპააა... ფაშავ რამხელა ხარ! — მოჩვენებითი გაკვირვებით შეაჩერდა რატი და ღიმილით უჩქმიტა ლოყაზე, მხოლოდ ლიკა იდგა ნიტას გვერდით მომღიმარი და როგორც უფროსი და აკვირდებოდა მათ მგზნებარედ
- და თქვენ ქალბატონებო? — ჩამოსვა ძმა და მიუახლოვდა უფროსი ალავიძე გვერდგვერდ მყოფებს, წამით მოავლო თვალი ნიტას გაბადრულ სახეს, დის წინ დაიწია ისე წაეთამაშა ცხვირზე მიაწება ლოყაზე ტუჩები და წამოდგა, დაჰხედა თვალებამონათებულს, ღიმილს, რომ მოკრძალებულად უკლო და შეხედა უტას ჩვეული ეშხითა და გონება ამრევი მზერით
- როგორ ხარ?
- კარგად — დაბალხმაზე გასცა მზადი პასუხი,
- დილამშვიდობისა გოგონებო... — ორივე გადაკოცნა რატიმ, ნიტას თვალი ჩაუკრა და ირმას შეზლონგზე ჩამოჯდა,
- მსოფლიოს ქალთა ქალი ხარ!
- აფერისტი კაცი ხარ შენ! — შეიფერა თან ქალმა და მზის სათვაალეები შეისწორა, მიეფიცხა უკეთ მზეს,
- გეფიცები, ბათუმში შენზე დერსკი დედა არ დადის...
- ზუსტადაც რაა... გეყოლება შვილები და რა ზმანზე იქნები მაგასაც ვნახავ,
- ეე, ნუ მიფუჭებ ცოლის მოყვანის მუღამს რა,
- არაფერსაც, შვილები ხომ გინდა არა?
- ჯერ ახალგაზრდა ვარ გოგო რა დროს ჩემი შვილებია?.. — წამოდგა უკმაყოფილო და თიკოსგან დასველებული მაიკა გადაიძრო
- მე არ წამომიწყია,
- ზუსტადაც შენ დაიწყე ქალბატონო ირმა...!
- რომელსაათზე წავიდეთ? — აუწია ტონს გიორგი ალავიძემ, ყველას რომ გაეგო მისი ხმა
- მე და უტაც თბილისში მივდივართ, საქმე მაქვს და მისი დახმარება მჭირდება, ადრე უნდა წავიდეთ და თქვენ მთელი დღე წინ გაქვთ გაერთეთ... — მარტივად მოაგვარა არჩემაშვილმა, საკუთარ თავზე აიღო ის ბევრი კითხვა რაც გიორგისგან მოსალოდნელი იქნებოდა, იცოდს უტას ტყუილები არ გამოსდიოდა და ისევ თვითონ გაართმევდა საქმეს თავს მოიფიქრებდა მიზეზს
- რა საქმე გაქვს, რა ხდება? — მასაც ზუსტად ისე შვილივით დაეკითხა გიორგი განურჩევლად სხვა ბავშვებისგან.... ამ დროში მიიწია უტა ნიტასკენ მორცხვად, რომ იდგა მათგან შორს, სველს მოახვია გრძელი თეთრი თეთრეულის ნაჭერი...
- წამოხვალ ჩვენთან ერთად?
- არა მარტო წავალ, რა საჭირ...
- დავიღალე... ყველაფერზე უარს რატომ იძახი? — გაეცინა ნიტას დაბნეულ სახეზე, შეუსწორა თეთრი ნაჭერი, წინ ყელთან, ვერც გაეაზრებინა როგორ ახლოს იდგა მასთან და როგორ აბნევდა არათუ გოგონას არამედ თავად ირმას შორიდან რომ უცქერდა მათ,
- მაშინ ასე გკითხავ, რომელ საათზე აპირებდი დღეს წასვლას?
- მაქსიმალურად დილას...
- თიკო არსად გაგიშვებს, ამიტომ ჩემთან ერთად წამოხვალ... — ჩაუკრა თვალი და კდემამოსილს ცხვირზე დაჰკრა თითი...
– უტა, რამაგარი რაღაცეები მაჩუქა ნიტამ იცი? — დაეკიდა ძმას კალთაზე თიკო
- მართლა? — ღიმილით გადახედა ნიტას,
- წამოდი რა გაჩვენო, — ჩაავლო თითში პატარა თითები – წამოდიიი!
- მოიცადე თიკო, რომ ავალთ მერე მაჩვენე, ახლა ყველა აქ ვართ, — ვერ შეელია ოჯახს
- თიკო მაცადე ცოტახანს! — დასჭექა ირმას ხმამ -სად იყავით ადრიანად უტა?
- გავიარეთ, გავივარჯიშეთ საქმეც მოვაგვარეთ... — აღარაფერი უთქვამს ირმას, თავი დააქნია მხოლოდ. აღარ იცოდა ყურადღება ვისთვის მიექცია, ყველა დიალოგში იყო თითქმის... ეჭვიანად უცქერდა უტას, რომელიც ცდილობდა არც დედისთვის მოეკლო ყურადღება და არც ნიტასთვის, ნიტაც ხვდებოდა ამ ყოველივეს და მიუხედავად კდემამოსილებისა მაქსიმალურად ახლოს იყო, ირმასთან რომ უტას გაადვილებოდა ყურადღებიანობა.
დრო უეცრად გავიდა, სამი ოთახი უკვე ისევე მოწესრიგებული იყო, როგორც საწყის დროს დახვდათ, დაცარიელებული და ისევ მომლოდინე პატრონისა. სამი ჩანთიანი იდგა ახლა ლიმუზინის ტიპის ფურგონთან Mercedes-Benz V-Class- ის წინ, მძღოლმა ჩააწყო ბარგი მანქანაში... ოჯახის წინ დადგა და დაელოდა როდის დაემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.
- მშვიდობიანი მგზავრობა. ნიტა ჩვენთან ჩამოდი ერთხელ კარგი? ან იქნებ უტასთან მოახერხო? რამე წვეულება გავმართოთ, მოგვენატრები, არ დაგვეკარგო რა... — აკოცა ლოყაზე მოეხვია ირმა კიდევ და საბოლოოდ უშვა ხელი...
- ჩემო ფაშავ აბა გოგონები შენთვის ჩამიბარებია, გაუფრთხილდი კარგი?
- თვალის ცინით!
- როგორ? ცინით? — აუტყდა სიცილი არჩემაშვილს
- ჰო ფაშავ თვალის ჩინივით — გაეცინა უტასაც. ამასობაში ჩუმად ჩაიმუხლა ნიტა თიკოს წინ, - რომ მთხოვე ნომერი გახსოვს? — უჩურჩულა ჩუმად
- კი მახსოვს,
- ამ ფურცელზე წერია, როცა რამე დაგჭირდება დამირეკე და მაშინვე შენს გვერდით გავჩნდები,
- ჩვენ ხომ დაქალები ვართ? – ჩვენ წვიმამ ერთად მოგვისწრო ქალბატონო, სამუდამოდ დაქალები ვიქნებით! — ძლიერად აკოცა ლოყაზე კმაყოფილს ჩაუჭუჭყა ხელში ფურცელი და წამოდგა. დაემშვიდობნენ კიდევ ერთხელ და მძღოლმაც ქალს გაუღო კარები უმალ, შეატარეს ბიჭებმა, თუმცა ნიტა კარშივე გაქვავდა წამით, მოავლო თვალი ადგილს და დაჯდა შემდეგ... მაინც რა საოცრად თეთრ ფერებში იყო, რა ლამაზი დეკორით, სკამები ერთმანეთის პირისპირ, მათ შორის მაგიდა სადაც სასმელის ჭურჭელს მოათავსებდი, მანქანის შიგნით ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, თითქოს ჩვეულებრივ ფურგონში კი არა, ციურ სასახლეში შედიოდი. კედლებზე გადაკრული რბილი, თეთრი ტყავი, ნაზი ბზინვარებით ანათებდა, სავარძლები მეფური სავარძლებივით — ნაზი ორნამენტებით და კომფორტის ისეთ დონემდე დახვეწილი, რომ იქ დაჯდომისას თავი მაღალი წარმომადგენელი გეგონებოდა, რომელსაც თავისი სამეფო ემსახურება. გვერდებზე უჩანს ფარული უჯრები და პატარა კარებები, რომლებიც თითქოს საგანძურს ინახავენ. ყველაფერი გლუვი იყო, ზედმეტი ხმაურისა და სიმძიმის გარეშე — როგორც მდიდრული იახტის შიდა სივრცე. ზემოთ, იქ სადაც ჩვეულებრივად მხოლოდ ჭაღი უნდა ყოფილიყო აქ გადაშლილი მინიატურული ცა ჩანდა. პატარა ვარსკვლავები მოპარპალე სინათლით ციმციმებდა, თითქოს მანქანის ჭერი ღამის სანახაობად ქცეულიყო. განათება თბილი და რბილი, არა მკვეთრი — ისე ანათებდა, რომ მშვიდად, სიზმრისეული განცდა დაგეუფლებოდა. შეაჩერდა მის წინ ჩამომჯდარ ალავიძეს ნიტა, გაცბუნებული და უამრავი კითხვა უტრიალებდა ახლა თავში. თუ სოფელში ცხოვრობდა ის ჩვეულებრივ სოფელში მცხოვრები გლეხკაცი იყო, არაფრით განსხვავებული სხვა გლეხებისგან, მაგრამ როგორ მგზავრობდა ასეთი მდიდრული გადაადგილებით, ასეთი კომფორტით და ოჯახით ისვენებდა ძვირიან საატუმროში...
- ბავშვებო მე წინ დავჯდები — შეჰყო თავი არჩემაშვილმა, კარები დაუკეტა და მძღოლს მიუჯდა გვერდით... მანქანა დაიძრა ალავიძე კი არაფრით აშორებდა თვალს ნიტას დაბნეულ სახეს...
- რა? — იკითხა თავად ალავიძემ... ქებაძე უფრო დაიბნა, გააქნია თავი კითხვის ნიშნებით, აიჩეჩა მხრები, შერცხვა დაესვა ის უამრავი კითხვა რაც ჰქონდა
- მითხარი... რამდენი კითხვაც გაქვს... მკითხე, — არ მოეშვა უტა
- მე, არაფერი, უბრალოდ... დაიმორცხვა და გადასწია ფარდა გახედა გზას...
- იმედია იმის არ გეშინია რომ სხვაგან წაგიყვან...
- დაიწყე ისევ?
- შენი მზერიდან გამომდინარე... — ნიტა წამით გაჩუმდა, შემდეგ ისევ შეაჩერდა ალავიძის შავ თვალებს
- ფაშას რატომ ეძახით ილიას, ეს ხომ ქართული არ არის?
- ჩვენთან ერთი კაცია, ჩვენი დამმხმარეა სავაში ჰქვია, თურქია მაგრამ, ასე მოუხდა საქართველოში ცხოვრების გაგრძელება, თან ჩვენთან. ჩვენთან რომ მოვიდა 6 წლის ვიყავი მაშინ, ფაშას მეძახდა, ილიაც რომ დაიბადა მასაც ფაშად მოიხსენიებს და ეს სახელიც გაჰყვა, როცა გაიგო რას ნიშნავდა, კმაყოფილი იყო ხოლმე ილიაც მას მერე ჩვენი ფაშაა...
- გასაგებია.... — ისევ გაჩუმდა, შემდეგ ისევ შეაჩერდა ალავიძეს
- ეს ფურგონი დაქირავებულია? მეც შევიტან წვლილს, რადგან აქ ვარ...
- ეს ფურგონი ჩემია ნიტა!... — და ისევ გააჩუმა ალავიძემ ქებაძე.
თითქმის მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს... შესასვენებლად შეაჩერეს 3 საათის შემდეგ ბენზინ გასამართ, სადგურზე... ნიტას ამდენი ხანი ჩუმად ყოფნისგან საუბარიც კი დავიწყებოდა, უტა კი საკუთარ თავს დაბრუნებოდა. კაფეში ჩამოსხდნენ შესასვენებლად...
- შაკო, მოდი ჩვენთან, ყავას ხომ დალევ? — გასძახა მძღოლს ალავიძემ
- არა ბატონო უტა მადლობა,
- მოდი ბიჭო კიარ იკბინება, სახე აქვს ასეთი — ჩაერია არჩემაშვილი და ნიტა რომ აფხუკუნდა უკმაყოფილოდ მიარტყა ალავიძემ ხელი ძმაკაცს... ღიმილით და რიდით ჩამოჯდა მძღოლიც მათთან, დიდ პატივს სცემდა უტას ეს უკანასკნელი ახალი იყო ჯერ მათთან და არც თავად იცნობდა უტას
- ამდენი ხანი საჭესთან ჯდომას არ ვეხუმრებით ჩვენ... 16 წლის რო იყო ალავა უპრავოდ დაჰყავდა მანქანა ქალაქში, შარების მეტი რა აუკიდებია, მანქანაში ეძინა ხოლმე, ახლა საჭესთან დაჯდომას ყველაფერი ურჩევნია ლამის,
- რატომ? — სხარტად დასვა კითხვა ნიტამ
- სიჩქარე უყვარს და ქალაქი საშუალებას არ აძლევს — ახარხარდა რატი...
- სწორი არჩევანია, დასვა სხვა და იმგზავრო უსაფრთხოდ, — ჩაუკრა თვალი ნიტამ,
- მეც მაგას ვეუბნები, მაგრამ თავისთან მაინც ვერ ელევა, დილას სანადიროდ, ფეხით წასვლა არ ეკადრება, თავის ძაღლებიანა მანქანით მიდის... — იცოდა არჩემაშვილმა, რომ ახლა ძმაკაცის შესახებ უყვებოდა ქებაძეს, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ქებაძეს ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებდა ალავიძე კი საკუთარ თავზე არასდროს ლაპარაკობდა...
- საინტერესოა, — გახედა ღიმილით ალავიძეს ნიტამ...
- არ გჯერა არა? ორი წამით... — ხელით აიღო თითქოს შესვენება და ტელეფონი ჯიბიდან ამოაცურა, რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ შეატრიალა ნიტასკენ ფოტო, ჯიპის შავი მანქანის კაპოტზე მთლიანად მოფენილი იყო დახოცილი მწყერები, მათ თავში კი ალავიძის შავ-თეთრი ძაღლი იწონებდა ამაყად თავს, თითქოს მართლა ამ ძაღლის დახოცილი ყოფილიყო ეს ერთი მანქანა მწყერი, — სახე დაებრიცა ქებაძეს უკმაყოფილებისგან
– რა თქმა უნდა შეგეცოდა,
- ყოველ დღე თუ ასე ნადირობ შენ რაღას ტოვებ საერთოდ?
- ბევრნი არიან — გაიცინა მხრების აჩეჩვით უტამ,
- საწ....ბი... ისე რა ლამაზი ადგილია...
- წაგიყვანს ერთხელ — ჩაუკრა თვალი არჩემაშვილმა
- ამასთან არსად არ წავალ, თან თუ საჭესთან ეს იქნება და თან იარაღიც თან ექნება... — გადახედა გვერდულად, ნიშნის მოგებით
- შაკო, შენ უკან დაჯექი საჭესთან მე დავჯდები კარგი? — სხარტად მოაგვარა საქმე უტამ
- აპ აპ აპ... ეგეთებს არ ვართ! — უცებ ეცვალა სახე, ისე დააშინა არჩემაშვილმა, მართლა ეგონა მომაკვდავად დაჰყავდა ალავიძეს... ან კი ტარება არ იცოდა, სწორედ ამიტომ ჭირდებოდა მძღოლი.
ყავა დაუდგეს მაგიდაზე, მშვიდი და მეგობრული საუბარი ჰქონდათ, ნიტა მეტად გაიხსნა, უკეთ გაიცნო ალავიძე და რატი ძალიან მოსწონდა, იმდენად ძალიან, რომ ყველაზე ხშირი დიალოგი მასთან ჰქონდა, უამრავი საერთო გამონახა, მოჰყვებოდნენ ძველ ამბებს და სულელებივით იცინოდნენ... ახლა ალავიძესაც უკეთ შეეცნო ნიტა, თურმე როგორი მხიარული და საყვარელი იყო, მაშინ როცა თავისუფალი იყო, როცა არავისი რცხვენოდა და არავისი ეშინოდა... უფიქრდებოდა უტა და ხვდებიდა აქამდე როგორ სხვანაირა იცნობდა ნიტას, მისი თვალებიც სრულიად სხვანაირი ახსოვდა, ახლა აღტყინებული გახარებული და სახე გაბრწყინებული საუბრობდა ლაღად, თამამად, მაგრამ უტასთან სრულიად სხვანაირი იყო.
მათი საოცარი ჰარმონია კი ბიჭებისთვის უცნობმა ხმამ დაარღვია...
- ნიტა? — ხმაში გაკვირვებაც და სიხარულიც იკვეთებოდა.
სიტყვა გაუწყდა რატის, ურცხვად დაადგა მათ მაგიდას ბიჭი და ნიტას ყურადღება სრულად მიიქცია. გაკვირვებულმა ახედა ნიტამ ნაცნობ ადამიანს ბოჭებს მოავლო გასახტებული მზერა და ფეხზე წამოდგა მის სანახავად,
- გოგო აქ რას აკეთებ? ბათუმში ვერ გნახე შენ და ახლა აქ როგორ აღმოჩნდი? — ათვალიერებდა ურცხვად კაცი და კმაყოფილებისგან შეპყრობილი ვერ იმორჩილებდა მიმიკებს
– რატომ არ მპასუხობდი? სად გაქრი ეს დღეები? მინდოდა ერთად გაგვეტარებინა დრო და შენ?... — უტა შეუმჩნეველი, მალული ბრაზით აკვირდებოდა შემოჭრილს, უტაქტოსა და გაუზრდელს, რომელმაც გამარჯობაც კი არ იცოდა, ასევე უხმოდ აკვირდებოდა არჩემაშვილი მისთვისაც აუტანელ პიროვნებას, რომელსაც ახალვე "გაიყვანდა გვერდით"..., მაგრამ მაინც დიდი მოთმინებით იჯდნენ ბიჭები და აცდიდნენ ნიტას საკუთარი საქმე მოეგვარებინა თავად, გარდა ამისა არცერთმა არ იცოდა, თუ ვინ იყო ახლა ქებაძეს წინ ჩამომდგარი, თვალებდაუმორჩილებელი მამაკაცი, რომელიც ჩქარ-ჩქარა ათვალიერებდა ქალს....
– სიმართლე გითხრა, ტელეფონი ხელში აღარც ამიღია, ხმა სულ მუდმივად გამორთული მაქვს და შენი ზარი არ გამიგია, თან ისე კარგ დროს ვატარებდი სურვილიც არ მექნებოდა გამოსვლის...
- ოო კარგი რა... — გაეცინა კაცს, – ვისთან ატარებდი კარგ დროს გოგო მარტო იყავი... რა კარგი გეგმები მქონდა არადა! ვიცოდი შენი მეგობარი მიდიოდა მალევე, მარტო რომ არ ყოფილიყავი ჩვენთან გადმოხვიდოდი სახლი გვქონდა ნაქირავები ჩვენ
- მარტო არ ვიყავი! მთელი ოჯახი იქ იყო და დაქალთან ერთად ვიყავი...
- ვინ დაქალთან, აა იმასთან იმ ღამეს რომ უნდა მენახე? — და მაშინ წამოიწია ალავიძე, მოშორდა სკამის საზურგეს და ინტერესით დაუგდო ყური, გაახსენდა მცირედი, წამით დავიწყებოდა ამ კაცის სახელი მიუხედავად იმისა რომ ნიტას მისთვის ეთქვა ვის უნდა შეხვედროდა იმ საშინელ ღამეს,
- არა, ძმასთან წავიდა და მოუწია დავეტოვებინე...
- აა ცუდია,
- ვისთვის, როგორ — აიჩეჩა მხრები,
- ვიცნობ მე შენს დაქალს? მარტო იყავი ვიცოდი,...
- არა მარტო არ ვყოფილვარ ხომ გეუბნები, დაქალთან ერთად ვიყავი!
- რომელთან?
- მე და თიკო ვიყავით და იმდენად მაგარი დრო გავატარეთ ვერ აგიღწერ, ცეკვაც დავდგით სიმართლე გითხრა, — ეს მეტად დამაჯერებელი, რომ ყოფილიყო, იცოდა წინ მდგომი არ დაუჯერებდა ასე მარტივად. აბა იმ წამს ალავიძესთვის შეგეხედათ, ამაყად იჯდა სკამზე და გაბადრული, კმაყოფილი უმზერდა ქალს...
– გასაგებია, თბილისშიც უჩემოდ რომ მიდიხარ, შენთვის მქონდა გადანახული ჩემს გვერდით ადგილი და შენ ისევ არ მიპასუხე...
- მაპატიე, მართლა არ მიმიქცევია ყურადღება,
- გოგო გადამრევ შენ, — გაიცინა ბიჭმა მომაჩვენებლად, ზედმეტად ხელოვნურად. მხარზე მოუჭირა წამით ხელი, სიცილის დროს
- ხოდა, რავიცი ნიტა... ის ადგილი ისევ შენახულია... არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? — მაშინ გახედა არჩემაშვილმა ალავიძეს მკაცრად, თვალებით ანიშნა, რომ არაფრით დაეთმო გოგო... ნიტა გაჩუმდა, თითქოს დაფიქრდაო, ღიმილი შეახმა სახეზე და ნელ-ნელა ქრობაც დაიწყო, გახედა ალავიძეს, არჩემაშვილს შეხედა წამით, გაუღიმა მის მკაცრ სახეს, ალავიძეს თვალებში კი ვერაფერი ამოიკითხა მაგრამ, არჩემაშვილი ყველაფერს ეუბნებოდა იმ წამს მრავლისმთქმელი მზერით
- სალომეც ჩვენთან ერთადაა — უხსენა გოგო რომელიც ნიტას კურსელი იყო ერთ დროს, კარგი ურთიერთობაც ჰქონდა მასთანზ ქებაძეს, იცოდა წინ მდგარმა და შეყოვნება, რომ შეატყო სცადა გაემარტივებინა ნიტას სურვილები
- ოთო მისმინე... — მორიდებით გაეცინა ნიტას დახარა თვალები, თითქოს შეემზადა მონოლოგისთვის. უტას გაეხსნა გონება, როგორ დაავიწყდა ეს კაცი ალავიძეს, თვალნათლივ გადაიკითხა ზუსტად ის გვერდი სადაც ნიტა ყვებოდა ამ "პარაზიტზე", ახსოვდა ნიტას ყოყმანი, უნდა მიეცა ამ უკანასკნელისთვის შანსი თუ არა... შეაჩერდა ამ კაცს მეტი ინტერესით, განსხვავებულ რაკურსში შეათვალიერა ისე თითქოს რენტგენში გაატარა მზერითვე, უკმაყოფილო დარჩა, წამით იმედებიც გაუცრუა ნიტამ. მაშინ წამოდგა ფეხზე, მიიქცია ნიტას ყურადღება ანაზდეულად დააკვირდა ქებაძეც და სრულიად გადაავიწყდა წინ მდგომი, ყველა ის სიტყვა ინანა შანსებზე რომ საუბრობდა, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ეს ორი მამაკაცი, ვერაფრით უარყოფდა ნიტა, რომ უტასგან მომავალი ენერგია, ერთბაშად უთანგავდა ძალებს, ანდამატივით იზიდავდა, აჯადოვებდა თითქოს სხვა აღარავინ აინტერესებდა მაშინ როცა უტა იყო იქ, როცა ახსენდებოდა უტას მტკიცე ხასიათი მისი ნებისყოფა და საოცარი მიდგომა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ მეტად ნანობდა იმ შანსებზე, რომელზეც ფიქრობდა მაინც ოთოს მიმართ
- ნიტა, თუ შენ იქ უკეთ იქნები. თან აშკარად შენი მეგობარიც იქ არის, უხერხული არ იქნება თუ შენ მათთან ერთად მგზავრობა მოგინდება და ამაზე შეგიძლია არ იფიქრო... — მშვიდად მიუახლოვდა ქალს, მათ წინ მდგომი ოთოსთვის ყურადღება არ მიუქცევია, მშვიდი მზერით უმზერდა ნიტას თაფლისფერ ლამაზ თვალებს. არჩემაშვილს ცეცხლი წაეკიდა ბრაზისგან, ლამის წამოუვარდა ძმაკაცს, მაგრამ თავი გააკონტროლა
- შეიძლება გავიგო ვინ ხართ? — თითის ნიშნებით იკითხა ოთომ. ახლა ისე გადაამტვრევდა ამ თითს თავზე, როგორც შეშის გაპობისას მორს ხლეჩდა, მაგრამ ისევ ნიტასთვის, ისევ მისი ყოყმანისთვის, რომელმაც არ იცოდა სურდა ამ უკანასკნელთან თუ არა, ისევ ნიტას მიანდო გადაწყვეტილება, ისევ მას აცადა და ისევ მისგან სურდა გაეგო უკვე პასუხი, რომლის მოსაფიქრებლადაც უკვე საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, მამაკაცის თითს მოავლო კბილების გაღრჭიალებით თვალი და მდორე მზერით შეაჩერდა თვალებში
- არავინ არ ვარ..! — ამოილაპარაკა, მაგრამ არ უნანია, მართალია ნიტას დათმობა კი არა, ისე ააორთქლდებდა აქედან მის არსებობას ვერავინ გაიხსებებდა, მაგრამ ამ ყველაფრისგან თავშეკავების მიზეზი ისევ ქებაძე იყო, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო ახლა ის პატივს სცემდა მის აზრს, თუ ნიტა წავიდოდა, ამ გოგოს კილომეტრზეც არ მიუახლოვდებოდა, არ შეაწუხებდა აღარასდროს...
- ძალიან ახლო მეგობარია, უტა და ასევე რატიც, ალბათ საოცრებრივად ვერ შეამჩნიე რომ არ მიესალმე — გაიცინა, რადგან ნამიოკი უხეში არ ყოფილიყო,
- ჰო მართლა, მაპატიეთ ბიჭებო, გამარჯობა, — გაიცინა მანაც. რატი წამოდგა, მაგრამ ახლა ბრაზის ნაცვლად ისეთი ნებიერი და კმაყოფილი სახე ჰქონდა, დასტაცებდა ნიტას ხელს და ცამდე ასწევდა...
- გამიხარდა ოთო, რომ გნახე, თან სალომეს ნახვაც მინდოდა მომენატრა— გაიცინა უხერხულად ისევ როცა განაგრძო ნიტამ. ერთიანად გაცისკროვნებული სახე მოეღუშა არჩემაშვილს, ცხადია ეს იმის ნიშანი იყო, გოგონასთან მგაზრობა ერჩივნა დაქალთან, დაჯდებოდა და ისაუბრებდა მთელი გზა, მეტად ლაღად. არადა, როგორ მოეწონა ეს გოგო არჩემაშვილს, ინანა კიდეც თავდაპირველად მათთან, რომ არ იმგზავრა.
- ხო ისიც რომ გნახავს ძაან გაეხარდება შენი ნახვა, ჩვენი მანქანა, კარებთანვე დგას, ბავშვებთან მივალ ვეტყვი... — აენთო მზერა კაცს, მგზნებარედ ათამაშებდა თითებს, იფიქრა, რომ დაიყოლია ნიტა. ალავიძემ გახედა შაკოს ანიშნა თავით ნიტაზე, წამოდგა შაკო უმალ წასასვლელად, რომ ნიტას ჩანთა გადმოეწყო...
- მოიცადე სად მიდიხარ? — შეაჩერა ნიტამ ცქვიტად, შემდეგ გაკვირვებულმა ახედა ალავიძეს, რომელიც ასევე მშვიდი ოდნავ შეყრილი წარბების ქვემოდან უმზერდა გოგოს,
- არა თუ მაგდებთ, რა თქმა უნდა წავალ... — აიჩეჩა მხრები უდარდელად... მაგრამ უტამ რომ ვერ მოითმინა და ჩაეღიმა, ღიმილით გახედა არჩემაშვილსაც, მანაც გაბადრულმა გადახვია ხელი ძველი ძმაკაცივით,
- არა კი ძალიან მომენატრა სალომეც ოთო, მაგრამ ვნახავ მერე თბილისში, თან სადმეც დავსხდებით, შენც გნახავ ხვალ რეპეტიციაზე, მეზარება ისედაც ეს ბარგის ტარება იქით-აქეთ,
- გოგო ხო მარა, მეთქი ახლა მაინც იქნებათქო ჩვენთან,
- არაუშავს ყოველ მეორე დღეს გნახავ,— გაიცინა ისევ,
- როგორც გინდა ქალბატონო, გნახავ მაშინ თბილისში — გადაკოცნა ისევ დასამშვიდობებლად, ჩამოართვა ხელი ბიჭებს,
- შეხვედრამდე ლამაზო... — გაბედულად დაუქნია ხელი წამით წააწყდა უტას მკაცრ მზერას და უკანმოუხედავად წავიდა...
– მე და შენ უნდა ვიძმაკაცოთ ნიტა! — ჩასჩურჩულა, მოაშორა ხელი და ხელები გაუშალა ნიშნად რომ ნიტას მისი გაშლილი ხელებისთვის, ასევე გაშლილი ხელები დაერტყა, ღიმილით ჩამოკრა ნიტამ მის ხელებს ხელები, ახლა თავად გაუშალა თილილი ხელები, ასევე ჩამოკრა არჩემაშვილმა მის ხელს ხელები და ასე მსგავსად ერთჟამიერად გაჰკრეს ერთმანეთს ცხვირისწვერზე თითები... მოჰყვნენ ერთხმად ხარხარს...
- ეს ორი ერთად არ უნდა დავსვათ — გადაულაპარაკა შაკოს უტამ ღიმილით და კმაყოფილი წავიდა წინ...
პირველ მგზავრობასთან შედარებით, ახლა მთელი გზა არ გაჩუმებულან. რატიც მათთან ერთად იჯდა ფურგონში და გაუჩერებლად ჰყვებოდა მათზე ისტორიებს, უსმენდა ნიტას, უტასაც მოაყოლებდნენ ხოლმე რამეს...

....
იდგნენ ნიტას სახლის წინ. შაკომ საქმიანად შეიტანა ბარგი ნიტას სახლში. იდგნენ გამოსამშვიდობებლად მანქანიდან გადმოსულები მცირედი ღიმილით და უხმოდ გადაჰხედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. იცოდა ნიტამ, ისე დასრულდებოდა ეს ურთიერთობა თითქოს არც არასდროს არსებობდა, ეს იმიტომ რომ ყოველ ბანაკში თუ დასასვენებლად წასულს, გამოცდილება ჰქონდა უკვე რომ მომხდარი რჩებოდა იქვე, ბანაკის ამბები რჩებოდა ბანაკშივე, მხოლოდ ლამაზ მოგონებად, დასვენების დღეებიც ასევე მოგონებების წიგნაკში ჩაიწერებოდა, მაგრამ სხვასთან შედარებით ეს იქნებოდა საუკეთესო, მრავალმხრივ ემოციური , ყოვლისმომცველი, დამაბნეველი და თბილი მოგონება, რაც არ უნდა მომხდარიყო, რატი მაინც მისი პირველი ძმაკაცი იქნებოდა მის სიცოცხლეში, უტა კი პირველი მამაკაცი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდო... დარჩებოდა ეს კაცი ამოუცნობი მისთვის.
- უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის...
- რისთვის? — ჩამოუდგა წინ არჩემაშვილი,
- იცი შენ ჩემი პირველი ძმაკაცი ხარ — შემოირტყა დოინჯები კისკისით ნიტამ
– თუ ასეა შენ ერთადერთი ულამაზესი გოგონა ხარ ქვეყანაზე, რომლის შებმაც არ მიცდია — ახარხარდა არჩემაშვილი – ძმკაცივით ვერ შემოგხედავ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, მაგრამ თუკი ამ დღეებში შენ ჩემს მიმართ ისეთი ნდობა გაგიჩნდა რომ ძმკაცი მიწოდო, გოგონები ძმაკაცებისთვის დაიკოები ხდებიან...
– ხოო არჩემაშვილო? და შენ თუ მიცნობ ნეტა ისე რომ დაიკო მიწოდო, — მცირედ ჩაარტყა მუშტი მუცელში,
- მთელი გზა ვისმენდი მე შენს ისტორიებს და მთელი გზა ვაკვირდებოდი შენს ხასიათს, ჯერ მარტო იქ ვთქვი ჩემი გოგოა-მეთქი ის პარაზიტი რომ შემოგვეჭრა... — უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები
- ვინ? ოთო? — სიცილი ძლივს შეიკავა ქებაძემ
- ხო ეგ ოთო...
- ეგ იცი ვინ არის? მთელი ორი წელია ჩემს შებმას ცდილობს,
- ხოდაა ძმაკაცს თუ დაუჯერებ, მე არ გირჩევ მაგ ბიჭს, გადაუწყვეტელია და სურვილებით მოძრაობს მარტო,
– შენ ეგ რა იცი...
– ნომერი თუ გაქვს დავურეკავ და ვკითხოთ რა ფერის კაბა გაცვია, ხომ გახსოვს თვალები არ გაუჩერებია ისე გათვალიერებდა, მაგრამ შენ გგონია ემახსოვრება?
– ეე არჩემ შენ რა ცუდი ხარ...
– მენდე გოგო, არ ენდო მაგას,
– გენდობი... დამაფიქრა შენმა კაბის ფერმა... — გაეცინა, მაგრამ თან თითქოს ეწყინა, მასზე მაინც არ ფიქრობდა ცუდად და ახლა უთხრეს რომ არც ის იყო სანდო...
- მე რომ დაგირეკო ჩემს ზარს უპასუხებ? თუ ხმა გამორთული გექნება და გაერთობი ჩემ შემთხვევაშიც,
- ოჰო ჰოოო! — გაეცინა ქებაძეს, – როგორი ცუდი ხარრრ... უნდა შეგრცხვეს წესით მაგას რომ მეუბნები არა? — ჩაუკრა თვალი და არჩემაშვილის გაწოდებულ ტელეფონში საკუთარი ნომერი ჩაწერა,
- მე თავისუფალი ვარ... თუ რამე შენი სახლიც ვიცი...
- იციი იციი და სხვათაშორის სკოლა, რომ გამოვაირეთ ზუსტად მანდ ვასწავლი ცეკვას..,
- ინფორმაცია მიღებულია, საათები?
- 3 დან 7 მდე
- რაამბავია გოგო,
- რა ვქნა გენაცვალე, სტუდია ანსამბლი მყავს... — შეიფერა ქებაძემ გადაიყარა თმები ზურგზე,
- ორშაბათი ოთხშაბათი პარასკევი?
- სამშაბათი ხუთშაბათი, პარასკევი შაბათი... — ჩაუსწორა უეცრად,
- ოთხი დღე რატო? მე რატო არ მასწავლიდნენ ეგრე?
- პარასკევს ანსამბლის ბავშვები ემზადებიან დამატებითად საკონცერტოდ ხოლმე, შაბათს 12 იდან 4 მდე ვარ ხოლმე
- დაგირეკავ ხვალ და არ მეცალა ხმა გამორთული მქონდა ეგეთებს არ ვიყოთ...
- გეკადრება? — გაეკრიჭა მორცხვად, დაარტყა ხელები არჩემაშვილის გამოწვდილ ხელებს, თავადაც გაუშვირა ხელები და შემდეგ გაჰკრეს საჩვენებელი თითები ერთმანეთს ცხვირის წვერზე...
- ეს კარგი ვისწავლეთ...
- გეყოფათ ახლა... — გადააგდო თავი ალავიძემ, რამდენი ხანი უსმენდა მათ დიალოგს, თავიდან ერთობოდა მათ საუბარზე შემდეგ უკვე დანაკლისსაც კი გრძნობდა, მერე უყურადღებობას თითქოს ნიტასგან და წყენაც შეპარვოდა სადღაც მის გულს... თვალი ჩაუკრა რატიმ გოგოს ანიშნა მე წავედიო და ფურგონში შეხტა... უნებურად აუწითლდა ნიტას ლოყები, რომ მიხვდა მარტო დარჩა ახლა ალავიძეს წინ, გადაიწია ყურსუკან თმა და მორიდებით შეაჩერდა...
- თუ რამე დაგჭირდება, ჩემი ნომერი გაქვს ნიტა... მართალია მე თბილისში იშვიათად ვარ, მაგრამ...
- იქ რატომ დარჩი უტა? ანუუ... თბილისში რატომ არაფერი მოგინდა? — ეს ალბათ მცდელობა იყო იქნებ თავისთან ახლოს გადმოებირებინა ეს კაცი, რომ ხშირად ენახა, ან რომ მათ ურთიერთობას რამე კულმინაცია ჰქონოდა, ეს კითხვაც თითქოს უხეშად გამოუვიდა, მაგრამ ალავიძემ გაუგო, ნიტას კი მთელი არსებით არ სურდა გაეშვა უტა, არ უნდოდა აქ დასრულებულიყო, ხვდებოდა სჭირდებოდა ეს კაცი, მისი ძალა, მისი ნებისყოფა და ის ენერგია, ის ვნება თუ ემოციები რასაც მისგან გრძნობდა
– ყველაფერი იქ მაქვს ნიტა, სახლი, ხალხი, ცხოვრება ბავშვობა, ყველაფერი მაქვს, თბილისში იმაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებ რასაც იქ გავაკეთებ,
- მაგრამ რთულია იქ ცხოვრება
- რთული? რთული რატოა? — გაეცინა გაკვირვებით, მას არ წარმოედგინა ნიტას ფიქრები, ნიტას აზრები ახლა, თუ როგორი სოფლის ცხოვრება ჰქონდა ალავიძეს კახეთში, რას წარმოიდგენდა ნიტა, სამოთხესავით ამწვანებული ბაღი, რომ ჰქონდა, უზარმაზარი გაზონი, საოცარი ვენახი, მის უკან დიდი მოვლილი ტბა სადაც ერთადერთი ვაშლის ხე იდგა ლამაზად გადაბუჩქული და მოჩანდა მხოლოდ ჰორიზონტი სიმწვანეში, რას წარმოიდგენდა ქებაძე ასეთი საოცარი სიმყუდროვე თუ ექნებოდა ალავიძეს და არა, შუკაში ჩამწკრივებული ხის სახლებით, ერთერთი კარით ე.წ-ულ "ბოსელში" რომ შეაბიჯებდი...
- კარგი დაივიწყე... — მხრები აიჩეჩა ალავიძემ და თითქოს გვერდი უნდა ჩაევლო, შეაჩერა ქებაძემ...
- უღრმესი მადლობა უტა... ყველაფრისთვის,.. ყველა დღისთვის, ყველა ღამისთვის, ყველა სიტყვისთვის. მაპატიე ის სიტყვები იმ ღამეს რომ გითხარი, ვიცი არასდროს დაგავიწყდება... ყველა სიტყვას სიკვდილამდე ვნანობ... მაგრამ არა იმ ღამეს... — გაეღიმა ბოლოს, უტას ეცვალა მზერა, გაცბუნებულმა დახედა ნიტას, რომელსაც ქვედატუჩი მოექცია მცირედ კბილებს შორის და მორცხვი ღიმილით, გადიდებული თვალებით გრძელი წამწამების ქვემოდან მომნუსხველად აფახურებდა წამწამებს, გაეღიმა უტასაც, როცა გაიაზრა სიტყვები... ფეხისწვერებზე აიწია უეცრად ქებაძე, ლოყაზე მოწყვეტით მიაკრო ტუჩები და ადგილს ისე მოსწყდა, თვალი ძლივს მოავლო უტამ. სადარბაზოში შემავალს თითქოს შიშით დააკვირდა უტა, უნდოდა კიდევ შეეხედა ნიტას თვალებისთვის, ვერ დაუძახა, ვერ შეძლო, თავად ნიტა შედგა შესასვლელთან, გამოხედა უტას, ვერაფრით დამალა ღიმილი უტამ, გაეცინა ფართოდ, მის ღიმილზე გაეღიმა ნიტას, ჩვეული სისაყვარლითა და პატივისცემით და სრულად მიიმალა შენობაში. გამოეჩინა კბილები სახე გაბადრულს და ქვედა ტუჩს ისველებდა ენით გონება არეული... როგორი კარგი იყო მისთვის ნიტა ქებაძე.
...

რთული დღეები, მძიმე ფიქრები და წართმეული ენერგია, ყოველთვის რაღაცის ნიშანი ან კი მანიშნებელია.

შემდეგი დღეები, მძიმე და გამთანგველი აღმოჩნდა ორივესთვის. ერთმანეთისგან შორს, ფიქრად გადაქცეულები, მხოლოდ ფიქრობდნენ ერთმანეთზე, თითქოს შეუძლებელი იყო ისევ მათი დაკავშირება. ოცნებასავით ჩაედო ნიტას გულში მისი ნახვა, მისი გამოჩენა, ფიქრობდა გამუდმებით, ხან ნეტარებით აღსავსე წარმომედგინა, ეს შეხვედრა, ხან ველური ვნებით აღტკინებული. სურდა ნიტას ჩაეხედა ისევ უტას ბნელ თვალებში, იმ ღამეს რომ მეტად შეიცნო, ახსენდებოდა გაავებული რომ დაეწაფა მის ტუჩებს, აღტაცებული და სურვილით სავსე თვალებით რომ შესცქეროდა უყურებდა მთელი მისი არსებით, ვნებას მიცემული, ცეცხლს რომ უკიაფებდა ქებაძეს. ხვდებოდა ენატრებოდა ეს მზერა, ის თბილი, რბილი ყოვლისმომცველი მზერა, ის ძალა და ის მკლავები საფარივით რომ გადაფარვოდა ზედ.
ნიტა ისეთივე გარკვეული იყო საკუთარ გრძნობებში როგორც საკუთარი სიცოცხლის არსებობაში. ელოდა უაზროდ, ყოველ წუთს ყოველ საღამოს, სახლში შესვლამდეც კი უაზროდ იდგა სადარბაზოს წინ იმედით რომ ერთხელ მაინც მოსულიყო ალავიძე, მან ხომ იცოდა მისი სახლი... მაგრამ ამაოდ

უტა ჯიუტი იყო, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვივით ამტკიცებდა, მე არავინ შემიყვარდებაო, მიუხედავად ყველა ღამისა ნიტას გარეშე, უკმაყოფილო რომ იღვიძებდა, უკმაყოფილო რომ იძინებდა... დილას არ ნახავდა ქალის ლამაზ სახეს, აღარ გამოცდიდა იმ სანუკვარ გრძნობებს ასე ნარკოტიკივით რომ ითხოვდა მისი სხეული... ამ სანუკვარ გრძნობას ვერაფერს არქმევდა, მხოლოდ მიჯაჭვულიყო მასზე, ენატრებოდა ის სასიამოვნო გრძნობა ნიტა, რომ იწვევდა მასში...
ტკიპასავით მიჰკრობოდა მის გონებას ნიტა, უარყოფდა მის მიმართ გრძნობებს, ნიტა კი, მეტად უახლოვდებოდა მის გონებას გონებიდან კი გულს.
ღვინოც ნიტას ახსენებდა, როგორ აჩხუბა მთვრალი ბიჭები, კარებში გასულს, სულ ახსენდებოდა საღამურებში და როგორი ლამაზი იყო იმ დროს... სანაპიროზე მისი ტუჩების გემოც ახსოვდა და აგიჟებდა როგორი ტკბილი იყო მაშინ, მისი დაბნეული სახეც კი სიამოვნებას ჰგვრიდა, გახსენებისას, ყველა გვერდი ახსოვდა ნიტას დღიურის და თითოეულ გვერდს თითქმის ყოველდღე გადაიკითხავდა ხოლმე ფიქრებში, ყოველ დღე ნიტას სიტყვებით იღვიძებდა, ფიქრობდა კაფეში ნიტას სიტყვებზე, დამშვიდობებისას ნიტას ღიმილზე და ნათქვამზე რომ იმ დღეს არ ნანობდა, თითოეული ფიქრიც სიამოვნებას ჰგვრიდა და ამავდროულად აფორიაქებდა, მოსვენებას არ აძლევდა, ღლიდა და თანგავდა. მაინც ჯიუტად არ უნდოდა დაერქმია სიყვარული. მაგრამ ნათლად გაეგო, რომ აქამდე არ ყვარებია...
ერთბაშად მიმხვდარიყო, რომ წარსულის თუნდაც ყველაზე უცნაური მხოლოდ ბედნიერი ურთიერთობა, სიყვარულთან არანაირ კავშირში იყო, მიჯაჭვულობა ლამაზი მაცდური ქალის მიმართ, რომელსაც შეეძლო მისი მიზიდვაც, არასდროს ეგრძნო ალავიძეს მის მიმართ ეს აღმატებულად განსაკუთრებული მიზიდულობა, მისი საჭიროება, მისით თრობა და გონებაში დასახლება, რაც ქებაძესთან განეცადა. მოსწონდა და უნდოდა მასთან ყოფნა, იყო კიდეც არასდროს უკითხავს ნატალიას მისთვის როგორ იყო უტა... მაგრამ ალავიძეს სჭირდებოდა მასთან ყოფნა, რომ გონება გაჰფანტვოდა, რომ დრო გაეყვანა, რომ არ ჰქონოდა დრო პრობლემებზე ფიქრისთვის. მაგრამ ნიტას მზერა სჭირდებოდა ახლა ის მომნუსხველი, ქალური კეკლუცობით აღსავსე გამოხედვა, მისი კითხვა " როგორ ხარ?" ჭირდებოდა უტას, არ ჰქონდა მნიშვნელობა რა პასუხს გასცემდა, დარწმუნებული იყო ნიტას გულწრფელ სიტყვებში, იცოდა, რომ ეს უბრალოდ კითხვა კიარ იყო, არამედ ნამდვილად აინტერესებდა ნიტას მისი მდგომარეობა, ეს კი რაღაც თბილს უღვრიდა მუცელში.


....
განსხვავებულ ცხოვრებას მიჰყვა რატი, ძმაკაცისგან განსხვავებით.
მეორე დღიდანვე, სიტყვა შეასრულა არჩემაშვილმა, არ აპირებდა გაეწყვიტა ურთიერთობა ან კი მართლაც წარსულისთვის მიებარებინა თითოეული დღე. გამჭრიახი იყო რატი, ყველაფერს ხედავდა, მის ბავშვობიდანვე შესწავლილსა და ამოცნობილ ალავიძეს მისი თითოეული მანერითა და მიმიკით ამოიცნობდა. ახლაც ერთბაშად ამოეცნო მისი მდგომარეობა, იმაზე კარგად იცოდა მისი გრძნობებიც და ყოყმანიც ვიდრე თავად უტამ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, იჯდა მხოლოდ და უყურებდა, არც აზრს გამოთქვამდა მოწყენილ ძმაკაცზე, არც მის გამხიარულებას ცდილობდა, გაღიზიანებული, რომ უაზროდ დაიწყებდა ჯუჯღუნსა და მოუთოკავ ღვარძლს გადმოაფრქვევდა, მაშინაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა, უსვამდა მხოლოდ ერთ კითხვას,
- უტა, შენ თავს არ გავხარ ძმაო, რა გჭირს? — სწორედ მაშინ წყნარდებოდა ალავიძე, ფიქრდებოდა წამით ადგილზე შემდგარი, შუბლზე მძიმედ გადაისვამდა მაჯას და დაწყნარებული აგრძელებდა საქმეს.

მეორე დღიდან, როცა დაურეკა რატიმ ნიტას, მას შემდეგ თითქოს აღარც გაუთიშავთ... გადაიზარდა ყოველდღიურობაში, ახლო ურთიერთობაში, ხშირი და თითქოს მუდმივიც გახადეს ერთმანეთის ნახვა, დაღლილი ქებაძესთვის კი ცხონება იყო რატის გვერდით ყოფნა, მუდმივად იღიმოდა, თავს დაცულად გრძნობდა სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა, მაგრამ არასდროს არცერთს უხსენებია ალავიძე გარდა ერთი დღისა. თავისუფლად გაუნდო რატიმ ქებაძეს გოგონას შესახებ, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო მოსწონდა, თუმცა მაინც ყოყმანობდა — ეს ალბათ ძმაკაცების სენიაო, გაიფიქრა სიცილით. უყვებოდა ნიტაც ყველაფერს მის დღიურად გადაქცეულიყო ხანმოკლე დროში იღებდა და გასცემდა რჩევებს, მის ცხოვრებაში შეიცვალა ბევრი რამ, ელენესთანაც კი აღარ იყო ისე ახლოს, როგორც არჩემაშვილთან...


....
სწორედ რატი იყო ადამიანი რომელიც მართლაც რომ დღიურად ქცეულიყო ნიტასთვის, ბათუმში მომხდარი კი საბაბი იყო თითქოს ელენესთან განშორების ან კი მათი მეგობრობის არევის, ნიტას ეს არ აწუხებდა ვერ განიცდიდა ნაკლებობას მაგრამ ელენესთვის დიდი სტრესი იყო.
- არ გგონია რომ ჩვენი ურთიერთობა გაცივდა ნიტა? — ეს კითხვა ლოგიკური იყო ელენესთვის... რიდით დაესვა კითხვა
- არა უბრალოდ ერთმენთისთვის დრო აღარ გვაქვს — დაუფიქრებლად გასცა ნიტამ პასუხი და შემდეგ დაფიქრდა, რომ ეს ასე სულაც არ იყო.
- ჩემზე ნაწყენი ხარ? — მაინც იკითხა, შეაჩერდა თვალებში მოკრძალებულად და ხიფათის მოლოდინით
- ახლა აღარ, მაგრამ მეწყინა იმ საშინელ დღეს რომ დამტოვე, არც მეორე დღეს გიკითხავს, როგორ ვიყავი... თავად მოგწერე საღამოს, შენ იცოდი რომ მე მარტო ვიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გიკითხავს ჩემთვის... არაფერი თქვა, ის წარსული იყო, ყველაფერი დამთავრდა..!
- ბოდიში, მართლა
- არაუშავს, ხომ ვთქვი? — მიხვდა ნიტა მაინც ვერაფრით გაიმართლებდა თავს ელენე, მაგრამ ეცადა მაინც, იქნებ ჰქონდა კიდეც გასამართლებელი თავი და იქნებ თავად იყო დამნაშავე ქებაძე ...
- რატომ აღარ ვართ ისე, როგორც აქამდე?
- მე რატომ მეკითხები? — სულ შენ დადიოდი ჩემთან, შენ მირეკავდი შენ მწერდი... შენი იყო მოტივაცია...
- ჰო მაგრამ შენგან სიუხეშე არასდროს მოდიოდა...
- და ახლა მოდის? ისევ ისეთი ვარ ელე მე შენთან, ისევ ისეთი, როგორც აქამდე, მე გწერდი კიდეც ამ დღეებში, მიუხედავად იმისა რომ მანამდე მე შენთვის არასდროს მომიწერია... და მე შემიძლია გაჩვენო, რამდენჯერაც დამაიგნორე — გაეცინა ნიტას და ამოაცურა ტელეფონი ჯიბიდან
- ჩემში რატომ ეძებ პრობლემას..? მისმინე ელე, თუ შენ ჩემთან მეგრობა არ გინდა, სრულიად გასაგები იქნება ჩემთვის, სრულიად მისაღებიც, მაგრამ თუ შენ იმ დღის მერე უბრალოდ დამნაშავედ გრძნობ თავს და ამის გამო მარიდებ თავს, არ ღირს გესმის? — გაეცინა ბოლოს და როცა ელენემ თავი ჩახარა, პასუხიც ამოიცნო მასში, სწორედ ეს იყო სიტყვების მიზანიც, იცნობდა ამ გოგოს, გადაშლილი წიგნივით ამოიკითხავდა მასში ინფორმაციას
- ასეა არა?
- არ მეგონა თუ ისე მოხდებოდა... — აევსო თვალები ცრემლებით
- არ მეგონა არ შველის საქმეს, რაც არ უნდა იყოს ის უცნაური თავგადასავალი ორივემ გამოვცადეთ, ეს საქართველოს სამწუხარო რეალობაა ელენე! ნებისმიერ ადგილას ვხედავ დაყრილ ნემსებს და მტკივა!.. ძალიან მტკივა გესმის? მწყინს ის ფაქტი რომ ყოველი მეორე ამით ცდილობს სიამოვნება მიიღოს და ავიწყდებათ დანარჩენი ყველაფერი, მაგრამ ვერც მე და ვერც შენ ამას ვერ შევცვლით! ესს ჩვენ უკვე გამოვცადეთ ერთად და არ ნიშნავს, რომ ან ჩემი და ან შენი ბრალია, შენ გინდოდა იმ ღამეს იქ დარჩენა, შენ გიყვარს გართობა და ეს პრობლემა არ არის, შენ ხომ არ იცოდი რა მოხდებოდა იმ ღამეს? ამიტომ გეყოფა კარგი? ორივე კარგად ვართ, მთავარი ესაა და იმედია ამ შეცდომით ვისწავლით, იმ დღეს არაფერი შეცვლილა, შენ ისევ ჩემი მეგობარი ხარ და ისევე დაზარალდი იმ ღამეს, როგორც მე! გასაგებია? — შეიწმინდა ელენემ ცრემლები და კდემამოსილმა დაუქნია მოსაუბრეს თავი....

....
აეხადა ფარდა გრძნობებს

საათი დილის 6-ს, აჩვენებდა, ალავიძე კოშმარს გამოეღვიძებინა და ისიც გონების გასაფანტად გამოსულიყო ეზოში, სიარულით დაუყვა მინდორს და ტბაზე ჩავიდა სახლს მოშორებით, წელს ზემოთ შიშველი იდგა ტბასთან და აჩერდებოდა თავის ანარეკლს, შფოთავდა, მოუსვნერობას შეებოჭა, დაღლილი იყო, რაღაც აკლდა მის სხეულს და ეს აგიჟებდა, ალბათ ყველას გამოგვიცდია , ვიღაც გვჭირდება, მისი სითბო, სიტყვა ჩახუტება თუ მხოლოდ დანახვაც კი საკმარისია ხოლმე ზოგჯერ ენერგიებით რომ შევივსოთ, სწორედ ასე სასოწარკვეთილი იდგა ახლა ალავიძე კეფაზე შემოეჭდო ხელები და ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, ძველი სიმშვიდე დაებრუნებინა, ეს გამოუცდელი გრძნობები ძალიან ღლიდა, გონებას უფანტავდა და საქმეშიც უკან ხევდა.
....
- ეს შამპანური ღვინო მილიონებს აძლევს იმის მომყვანებსა. იმ ადგილებში უცდიათ გოგირდი შეუყრიათ ზედ ვაზზე და ყურძნის მტევნებზე მანამ ნაცარი არ მოსვლია და ყურძენი უფრო დიდ მარცვლიანი მოსულა და მალეც შემოსულა, ორ კვირაზე მომწიფებულა, ყურძენი არ გაფუჭებულა და ფოთოლიც უფრო გამწვანებულა. ამასთან უცდიათ და მრთელ წაუხდენელ ვაზისთვის დაუყრიათ გოგირდი და უნახავთ, რომ რვა დღეზე ისე შეცვლილა ვაზი, რომ კაცი ვეღარ იცნობდაო. გოგირდს ყვავილის მოსვლის დროსაც ძალიან უშველია და ყვავილი არ გაფუჭებულა, და როგორცა ვთქვით ორი კვირით უფრო ადრე მომწიფებულა, მტევანი და მარცვალი უფრო გაკეთებულა.
- აბა მაგას რა ჯობია სავაშ, ღმერთმა ნუ ქნას რამემ გაგვიფუჭოს ვარდებით გაყვავებულები არიან, ასე თუ გააგრძელეს წლიურ შედეგს ავწევთ,
- ოხ ხო ხო, ეს კაი ვისწავლეთ არა? მეც ვნახე ამას წინა და გადაპენტილი იყო სულა...
- იმას კარგად აქვს საქმე, აქაც მომეწონა მშვენიერადაა წამოყინჩული, მთელ ჰექტარს დავუყევი, კარგადაა მოვლილი,
- სანამ მე ცოცხალი ვარ, მიწის მარცვალი არა მოაკლდებათ — დაუტყაპუნა ალავიძეს მხარზე ღიმილით და გაჰხედა გაშენებულსა და საოცარი ხედის მქონე ჰორიზონტს.
- შენ რა გჭირს ბიჭო, რა ჩამოგტირის სახე? — ახედა მოურიდებლად ღიმილით
- მე? რატომ ჩამომტირის?
- გამოცვლილი ხარ მთლად, ისე გაღიზიანებული დადიხარ, გაუხეშებული ხარ, დაბნეული ხარ, ვერა ატყობ?
- მე ვფიქრობ ამუქებთ, იგივე მაქვს მოსმენილი არჩემასგან,
- მითუმეტეს თუ უკვე მოსმენილი გაქვს ესეიგი ასეა, ჩემს ხელში გაზრდილი ხარ რას გამომაპარებ ? — უტას გაეცინა
- საქმეზე საუბარმა შორს წაგვიყვანა ძია სავაშ
- სადამდე შორს? სიყვარულამდე მიგვიყვანა? — ალმაცერად ახედა მაღალ მამაკაცს სავაშმა, დააკვირდა გამჭოლი მზერით, წამით ფართოდ გაახილა თვალები უტამ, თითქოს გაუნათდაო გონება და სხარტად დახედა კაცს,
- რატომ მივედით სიყვარულამდე?
- სიყვარულის სიმპტომები გაქვს, დაავადებული ხარ ძლიერად, რთული დეკადა გაქვს თავის დაღწევა შეუძლებელია რო იცოდე შენა
- რა სისულელეა, ადრეც მეგონა მიყვარდა,
- ვინ ნატალია? — გაეცინა კაცს, — შენს დაბადებისდღეზე რომ მოვიდა მოკლე თმიანი
- ჰო ეგ.
- ხშირდად უყურებდი იმ დღეს, ყურადღებას აქცევდი, მაშინ ნინომ თქვა, გაუმართლაო ამ გოგოს, ლენამ თქვა გაუმართლა რომ ეს კაცი გვერდით ყავს, მაგრამ უტაა ცოდო თავს რომ იტყუებსო... შენი პრობლემა იყო ის რომ არ იცოდი რა იყო სიყვარული, შენ ყველას მიმართ პატიოსანი ხარ, თბილი, ყურადღებიანი, უბოროტო და ერთგული, სწორედ მაგ ერთგულებით გაჰყევი მაგ გოგოსაც მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იცოდი არ გჭირდებოდა, კარგი გოგო იყო კარგი გემოვნება გაქვს, მაგრამ შენი სულის ნაწილი მხოლოდ კარგი ურთიერთობა არ არის, უკამათო სიყვარული? ტკივილის გარეშე სიყვარული? ვნების და მიზიდულობის გარეშე სიყვარული?
- ვნება იყო როგორ არა — გააწყვეტინა
- როდის მაშინ მაგის ფეხებს შორის რომ იყავი მოქცეული? — ნებისმიერი ქალი შეგიპყრობს მაგ დროს, ზოგი გადაგრევს გაგაგიჟებს, მაგრამ არა ურთიერთობის გარეთ. უყურებდი იმ დღეს იმ გოგოს პატივისცემით და ყურადღებიანი თვალებით, არა ვნებით, არა სურვილით, არა
სიყვარულით, არ გიკადრებია შენ მისთვის სხვა წოდება, შეყვარებული დაარქვი, რამდენი წელი იყავით ერთად თავიდან დაბნეული იყავი გეგონება მართლა გიყვარდა, მერე გაცნობის შემდეგ იცვალა შენი მზერაც შენც სრულად, თვალები ბევრს მეტყველებენ ფაშავ, თვალები ამბობენ რომ გწყურია, რომ შეხედავ, მის ტუჩებს რომ დახედავ და მოგინდება ზედ დააკვდე, თვალებში რომ ჩახედავ და უნებლიეთ გეღიმება, შორს რომ გყავს და ახლოს გინდა, სადაც არ უნდა იყო ის რომ გახსენდება ყოველთვის და ყველაფერზე, ეს პატარა ნიუანსებია. არ მახსოვს გეხსენებინოს შენ იმ გოგოს სახელი ოდესმე, სადმე აგრეოდა და სადმე დაგცდენოდა მაინც....
– შენ მართალი ხარ სავაშ, მეც კარგად ვიცი ეგ ამბავი, წყალი არ გაუვა შენ სიტყვებს, ის გოგო რომ არ მიყვარდა ყველამ ვიცოდით, მათ შორის მეც და ჯიუტად უარვყოფდი ამ ფაქტს,
- ზუსტად ისევე ჯიუტად, როგორც ახლა აჯერებ შენ თავს რომ ნიტა არ გიყვარს!
- ნიტა — ჩაეცინა ალავიძეს, ჩაღუნა თავი გააქნია, თითქოს ღიმილს დამალავდა. რამდენიმე წამის მერე შეახმა ღიმილი სახეზე დაფიქრდა წამით გაახსენდა, რომ სახელი სულაც არ უხსენებია ცქვიტად შეხედა მამაკაცს შეშფოთებულმა,
- საიდან იცი? — ისეთი ხარხარი აუტყდა სავაშს, სახეში დასცინა გაცბუნებულს,
- ოოო, თან რო აღიარე ამ სიტყვებში დააკვირდი მაგას?
- ხედვა გაქვს რამე სავაშ? — გაეცინა თვითონაც,
- შენ გაქვს ხედვა, მე კი არა, წინა დღეებში ლამის მეც ნიტა დამიძახე
- რა? — შეიცხადა
- არც გახსოვს შე კაცო? საბუთებს ავსებდი, იჯექი, ნინო რომ მოვიდა ყვავილები მოიტანეს და წავაღებინო უკან თუ წინა ეზოში დავდგაო — შეგეკითხა, არც შეგიხედავს ორი წუთი ნიტა და მე გამოვალო – უპასუხე, ქალი გაიყინა, გამომხედა მეც კარში მდგარს, შენც შემოგხედა მიხვდეს იქნება ნინო რომ ვარო, მარა ყურიც არ შეიპერტყე, ნინომაც დაგწვა იმ დღეს, აუტყდა ფხუკუნი ქალს ისე გავიდა გარეთ, მე დაგაკვირდი დიდხანს, საქმეს მორჩი წამოდექი და ჩვეულებრივ ვითომც არაფერი მომხდარა ისე გახვედი გარეთ — გაეღიმა უტას,
- ერთ კვირაში ადამიანი ვერ შეგიყვარდება,
- ცოტა მეტი იყავი შენ ბათუმში ნუ ამცირებ
- ვერც ორ კვირაში
- 10 წამია საჭირო რომ ადამიანი ამ ქვეყნიდან გაქრეს, 5 წამია საჭირო რომ ადამიანი შეგიყვარდეს ფაშავ!
რომ დაინახავ მაშინ ვერაფერს იგრძნობ, ვერც შემდეგ, ვერც მის შემდეგ, თუ მასთან ყოველდღე ხარ შეიძლება ვერც ერთ თვეში ვერც ორში,მანამ სანამ მის გარეშე ყოფნა არ მოგიწევს და აი მერე რომ დაინახავ, ემოციები რომ მოგაწვება, სიხარულის, ეიფორისს, ხტუნვა და ყვირილი, რომ მოგინდება სწორედ მაშინ გაგახსენდება ის პირველი დანახვის ხუთი წამი, ის თვალები იმ პირველ ხუთ წამში და მიხვდები რომ ზუსტად იმ წამებმა გადაგიყვანეს ჭკუიდან...
- კი ვთქვი იმ დღეს საშიშია-მეთქი ეს გოგო — გაიცინა
- ლამაზია ალბათ
- ძალიან ლამაზია სავაშ! და ძალიან განსხვავებული,
- ააქვს მიზეზი შენგან დაწუნების?
- თუ თვითონ არ დამიწუნა — გაიცინა თითქოს სიტუაცია განმუხტა
- პასუხი არ იცი?
- ვყოყმანობ.
- დაემშვიდობეთ ერთმანეთს?
- სახლამდე მივაცილეთ,
- ხომ დააკვირდი წასულს?
- იქამდე სანამ თვალს არ მოეფარა,
- უკან მოუხედავად წავიდოდა ის ვიც შენი არ არის.
- სადარბაზოსთან მისულმა გამომხედა, ისე გამიღიმა, რომ სჩვეოდა. — ბაგეები გაეპო სავაშს, ისე გაუხარდა თითქოს ამით უკვე ყველაფრის პასუხი იცოდა,
- რაღა გაყოყმანებს?
- საერთოდ არაფერი! — გაიცინა, თითქოს ლოდი მოეხსნა ზურგიდან სავაშმა კიდევ არ იცოდა რაღაც, რაც უტამ იცოდა და რაც მეტად უმტკიცებდა იმ ფაქტს რომ ნიტა გულგრილი არ იყო.
- რატის ეძმაკაცება, მას მერე ისე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, ყოველ ჯერზე თითქმის პასუხს რომ მცემს ნიტასთან ვარო მწერს,
- ნუ ეჭვიანობ! შეგინახავს მაგ გოგოს კარგი ქნა, თორემ შენ ისე წელავ დროს ამასობაში გაგითხოვდებოდა,
- არ ვეჭვიანობ
- ნურც ბრაზობ! ადგა და ნაბიჯი გადადგა იმან და შენ ზიხარ აქ! რას ელოდები თვითონ მოვიდეს? თაიგულიც ხოარ მოგართვას?
- კაი რა! ხომ უნდა დავფიქრებულიყავი? ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი წლების წინ ახლაც იგივეს არ ვაპირებ ძია სავაშ,
- ხომ ხვდები რომ შენი გრძნობებიც და ემოციებიც ყველა მაგ შენ ნეგატიურ აზრებს ბლოკავს?
- მაინც დაფიქრება იყო საჭირო.
- შენ გვიმალავ რაღაცას
- წარსულში დარჩა ის წყეული დღე
- რა ქნა?
- შეცდომა დაუშვა, ძალიან დიდი შეცდომა!
- აღარ გამოსწორდება, შენ უკვე ყველაფერი იცი უტა, და თუკი ისევ გეფიქრება იმ ქალზე
- არცერთხელ, არცერთ წამს, არც სინანულს ვგრძნობ არც დანაკლისს და აღარც ზიზღსს არაფერს საერთოდ,
- როგორ?
- უბრალოდ ყველაფერს დავუფიქრდი სწორედ მაგ გაწელვებით და ყველაფერი დეტალურად გავიაზრე, ავწონე! დავწონე! დავამტკიცე და გავიაზრე. მე ვინც გონება ამირია ის მყავს მისახედი, უნდა ვაზღვევინო!
- როდის გაგვაცნობ? — გაეღიმა სავაშს
- ის გამომყვეს და იმ დღესვე გაგაცნობ!

....
გრძელდებოდა ცხოვრება, დღეები ერთმანეთს ანაცვლებდნენ, ჩვეულად, უცვლელად, მონოტონურად როგორც აქამდე. იყვნენ ნიტა და რატი ხან კი ელენეც გაერეოდა მათთან, განტვირთვა იყო ნიტასთვის.
ქებაძემ დედამისს თამამად გააცნო არჩემაშვილი და ეს უკანასკნელიც ისევე დაუახლოვდა, ისე მოშინაურდა, მასთანაც, ისე შეაყვარა თავი ხათუნას როგორც თავად ნიტას...
...
- ყოველთვის ინტერესად მექნება ალბათ რატის ძმაკაცი — ჩაილაპარაკა ხათუნამ
- ალბათ წარსულს დარჩა დედა უტა, იმის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა, რომ ჩვენს შორის რამე იქნებოდა, მე მხოლოდ დამაინტერესა იმ კაცმა, ვერაფრით უარვყოფ, რომ უზომოდ მიმიზიდა მისმა განსხვავებულობამ, ქალად ვიგრძენი მასთან თავი, ვიგრძენი რას ნიშნავდა ზრუნვა, მათი ოჯახიც საოცარი იყო, როგორც მოგიყევი, თავიდან გავიფიქრე რომ რამე იქნებოდა, მაგრამ ეს ალბათ ქალური სურვილები იყო, ყველას გვინდა გვყავდეს გვერდით იდეალური მამაკაცი, — გაიცინა დასასრულს ნაღვლიანად, სწყინდა სიტყვები, საკუთარი სიტყვები.
- გული არ დაიწყვიტო დე, ბედი თუ მას გიმზადებს აუცილებლად გადაეყრები სადმე.
- ჯობია ოცნებებს მოვრჩე, ჩემი ცხოვრება განვაგრძო, განვითარდე და გავძლიერდე ესაა ჩემი წინაპირობა — გაიცინა შეგულიანებულმა და დედას ტუჩები ლოყაზე ძლიერად მიაკრო .

დიდი დროა საჭირო დავივიწყოთ რაღაც, ყველაზე რთულია დაივიწყო ადამიანი რომელიც გიყვარს, ან კი რამეს გრძნობ მის მიმართ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია! ცხოვრება კი ბოროტულად გიწყობს ოინებს და როცა მიხვდები რომ ივიწყებ როცა გაიაზრებ რომ უკვე დროა დაივიწყო სწორედ მაშინ გიკაკუნებს კარებზე თავის შესახსენებლად
....
აწრიალებულსა და ახმაურებულ ტელეფონს დახედა ნიტამ, გვიანი იყო, ამ დროს არავინ ურეკავდა მას. ტელეფონს დააჩერდა
" ბნელთვალება" ეწერა ზედ...
სუნთქვა შეუწყდა დაეჭიმა კისერი, მთელ სხეულში გააცია ქებაძეს, ერთიანად წაერთვა ძალები და სასწრაფოდ ჩამოჯდა აკანკალებული საწოლზე, გული ისე აუჩქროლდა მთელი ოთახი ახმაურებულიყო,
- ღმერთო! — დაისვა სახეხე ხელები ჩაახველა ხმის გამოსასწორებლად და თითების კანკალით ძლივს უპასუხა... მიიტანა ყურთან და დახუჭა ძლიერად თვალები, ელოდა ხმას სანუკვარ ბარიტონს და მის მოლოდინში გაირინდა წამით,
- გისმენთ... — გაჭირვებით ამოთქვა სიტყვა სიჩუმის შემდეგ და მთელი არსებით დაელოდა მონატრებულსა და სანუკვარ ბოხსა და მშვიდ ბარიტონს
- ნიტა მინდოდა... — გაისმა ჩურჩულის ხმა, იმდენად შეცვლოდა ქებაძეს ხმა ნერვოულობისგან, ვერც კი იცნო თიკო ალავიძემ მისი მეგობრის ხმა,
- თიკო? შენ ხარ? — შედარებით დამშვიდდა თითქოს, დაიწყო სუნთქვა და აღუდგა ძალები ერთბაშად
- ნიტა? როგორ ხარ? — თამამ ხმაზე გაეცინა ნიტას, მოეშვა სხეულის თითოეული ნაწილი , ლაღად და თამამად გადაწვა საწოლზე დაწყნარებული
- შენ როგორ ხარ პაწიავ?
- მომენატრე...
- მეც მომენატრე და ყველა მომენატრეთ,
- ჩვენთან არ ჩამოხვალ?
- აბა როგორ ჩამოვიდე ბავშვებს ვასწავლი ხოლმე,
- თბილისში ვართ ჩვენც, იქნებ ერთ დღეს მოიცალო, დღეს ჩემი ძმა ჩამოვიდა იცი?
- არ ვიცი, ამიტომ მოპარე ტელეფონი არა? კარგი გოგო ხარ! მიხარია შენი ხმის გაგონება,
- აუ ნიტა, მინდა შენთან, რა კარგად ვთამაშობდით და თან ის ცეკვა ხომ ჯერ ბოლომდე არ გვისწავლია? მინდა რომ ვისწავლო, იცი შენი ნაჩუქარი დღიური თითქმის შევავსე, ბევრს ვხატავ და ბევრ რამეებს ვწერ ხოლმე, — ტიტინებდა ბავშვური სილაღით, სწრაფად თითქოს მოკლე დროში ყველაფრის მოყოლა სურდა მეგობრისთვის
- აუ რა კარგი გოგო ხარ, ამიტომ კიდევ ბევრს გაჩუქებ ხოლმე. რატის სთხოვე ჩემთან ხშირად მოდის, გამოგიყვანს და თუ გინდა დარჩი კიდეც ჩემთან,
- ჩემი ძმის მეგობარი აღარ ხარ ხომ?
- ვარ როგორ არა, უბრალოდ.... — გაუწყდა სიტყვა ნიტას, უტას ხმა რომ გაიგო – ჩემი ტელეფონი სად არის?
ისე დაიძაბა ქებაძე თითქოს მას მოეპარა ალავიძეს ტელეფონი
- ნიტა კიდევ დაგირეკავ, ჩვენთან გამო გთხოვ — ბოლო სიტყვები თქვა და სწრაფად გათიშა... ისე უცემდა გული, თითქოს ამოხტებოდა ახლა საგულედან, მიიჭირა ხელი ძლიერად მკერდზე, თითქოს აჩქროლებულს გააკავებდა, არადა, როგორ გადაეწურა ყველა იმედი, ჩავარდა წინა დღეს სასოწარკვეთილებაში, მაგრამ არ მისცა უფლება უტამ დაევიწყებინა. კივილითა და ცქმუტვით ჩარგო თავი ბალიშში...

....

წუხანდელი ღამის ბედნიერება გაჰყოლოდა ნიტას დილას. ცქმუტავდა კმაყოფილი, ენერგიული და მონდომებულიყო, რუდუნებითა და მხიარულებით ჩაატარა გაკვეთილი სამსახურში და თითქმის მთელი დღე გაჰყოლოდა კმაყოფილება, მანამ სანამ საღამოს არ გაიგო რომ რესტორანში იყო წასასვლელი, კორპორატიულ წვეულებაზე სამსახურიდან, სადაც მრავალი ანსამბლის ქორეოგრაფები იქნებოდნენ...
ყოველთვის მონოტონური იყო მისთვის მსგავსი გასვლები, ყველაზე მომაბეზრებელი და არასასურველი იყო, თითქმის არავის იცნობდა რაც მეტად ურთულებდა და მარტოობისკენ უბიძგებდა, ისედაც ჩუმი არაკომუნიკაბელური ინტროვერტი იყო ქებაძე, არ შეეძლო მარტივად წამოეწყო დიალოგი ან პირველს გაეცნო ვინმე.
ასევე ჩაირა საღამომ უღიმღამოდ, უინტერესოდ, მისთვის ძალიან მოსაწყენად, გუნებაც გამოცვლოდა ერთბაშად, ის მგზნებარე და ენერგიული ხასიათი, მშვიდს დაღლილსა და უინტერესობას ჩაენაცვლებინა.
მიდიოდა და იცოდა, რომ არც დედა დახვდებოდა სახლში, რადგან რამდენიმე კვირით თურქეთში წასულიყო თანამშრომლებთან ერთად მივლინებაში... თითქოს იმედგაცრუებულიც იყო, გუშინდელის მერე, ელოდა კიდევ ნაცნობი ნომერის ზარს, ამინდიც მისი ხასიათის შესაფერისი იყო. წვიმდა, მსხვილი მაგრამ არც თუ ისე ხშირი წვეთები ცვიოდა ციდან, თეთრი კლასიკური შარვალი, აბრეშუმის ბრეტელებიანი მაიკა ეცვა და შავი სახელოებ აკეცილი კოსტიუმი მოეცვა, შავი დახურული მაღალქუსლიანები ჩაეცვა, თმა გაეშალა, ულამაზესი იყო ეს ქალი, თავისი მხრებგაშლილი ამაყი მოხდენილი სიარულის მანერით. უცნობისთვის რომ გეკითხათ, ქედმაღალი, თავში ავარდნილი, მაგრამ ძლიერი ქალი იქნებაო გეტყოდათ. ყოველ ქუჩაზე საყოველთაო ყურადღებას იქცევდა, როგორც კაცებისთვის ასევე ქალებისთვის იყო ყურადღება მისაქცევი, უჭვრეტდა ზოგი შურით ზოგი კი დიდი სიამოვნებით... მიაბიჯებდა წვიმის წვეთების საპირისპიროდ, სიამოვნებით, სიამოვნებდა გრილი წვეთები, მაგრამ თითქოს წვიმა მის დასველებას არ გეგმავდა. ნელა მიაბიჯებდა, რომ შეეგრძნო წვიმის სურნელიც მისი სიგრილეც მაგრამ ისე ჩავიდა მეტროში რამდენიმე ადგილას ემჩნეოდა მხოლოდ წვიმის წვეთები... ექსკალატორზეც არ ყოფილა ადამიანი, მაღლა ასულს თვალი არ ჩაეყოლებინა მეტროში ჩამავალისთვის... გვიანი იყო, ხალხიც მცირედად მიმოდიოდა, იდგა სამედიცინოზე და ელოდა მატარებელს, საღამო ხანი იყო, ჩვეულებრივ აგვიანებდა მატარებელი, წუთებს 14 წუთი, რომ ეწერა თვალები შუბლზე აუვიდა ნიტას და წამით გაკიცხა კიდეც დროის შემდგენელი , დააკვირდა საპირისპირო მხარეს გაჩერებული მატარებლებიდან, რომ გადმოვიდნენ მგზავრები, გააყოლა თვალი როგორ გაიყვნენ საპირისპიროდ, ზოგი ექსკავატორის მხარეს წავიდა, ზოგი კი კიბეებით აუყვა გზას... ჩატეხა მოწყენილმა ტუჩის კუთხე და ააფახურა წამწამები.
მხარზე, რომ შეხება იგრძნო, შეკრთა, გაიხედა ხელის მიმართულებით, სწორედ მაშინ იგრძნო ის ნაცნობი სურნელი სიგიჟემდე, რომ ენატრებოდა, ყველაში რომ ამოიცნობდა იმ ერთს, სუნთქვა შეეკრა, აუძგერდა ძლიერად გული წამწამები მიაკრო ერთმანეთს ისე ძლიერად დახუჭა თვალები და ძლიერად მიიჭირა ხელი გულზე, გახედა ხელის პატრონს მდორედ თითქოს უტას მოლოდინში, მაგრამ თითქოს მხოლოდ ოცნებად დარჩა მის გულს, სურვილად, ძლიერ სანუკვარ სურვილად. ის არ ყოფილა ალავიძე. თითქოს მთელი სახე ჩამოენგრა იმ წამს, იმედგაცრუებისგან, სასოწარკვეთილებისგან, მაგრამ თავს დადებდა ქებაძე, რომ ეს უტას სურნელი იგრძნო და არ განიხილავდა არც იმ საკითხს, რომ ვინმეს შეიძლებოდა ალავიძის მსგავსი პარფიუმერია ჰქონოდა, ჩაციებულიყო, ამოეჩემებინა ის აზრი რომ უტას სურნელი იგრძნო მაშინ
- ნიტა? — კითხვის ნიშნით იკითხა მამაკაცმა, რომელიც ქებაძემ წამით ვერ იცნო... მოღუშული სახე ეცვალა გაკვირვებისგან და ხანგრძლივად დააკვირდა მამაკაცს
- დიახ ნიტა... — დააკვირდა დაუცხრომელი აღელვებით ისევ და შემდეგ ამოიცნო ბიჭი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დაურეკა და უთხრა რომ ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ახლა მას ყურადღებას ვეღარ მიაქცევდა, სწორედ ის ბიჭი იყო დღიურში რომ მოჰყვა ნიტა. იდგა ახლა ნიტას წინ ის ბიჭი, 4 წელი რომ საოცარი მეგობრობა ჰქონდათ, მაგრამ ერთხელ, რომ არასდროს ენახა... ბრაზი მოაწვა მისი დანახვისას, წყენაც და შურისძიებაც, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო,
- ზუკა?
- ჰო, როგორ ხარ? — გადაკოცნა ქალი და აათვალიერა ხარბად, გაკვირვებით კმაყოფილებით
- რა გასაკვირია რომ გხედავ, — ურეაქციო იყო ქებაძე
- მართლა საოცრებაა და შენ საიდან მოდიხარ ასეთი ლამაზი, რომ ხარ?
- აუცილებელია საიდანმე მოვდიოდე? ეს ხომ ყოველდღიური სტილია,
- საოცარი სტილი გქონია — გაეცინა და აათვალიერა ისევ. ისევ უშუალო იყო ზუკა მის მიმართ მაგრამ ნიტა სრულიად გაუცხოვებული და განაწყენებული იყო.
- საით მიდიხარ? — გახედა დროს ზუკამ და ვერაფრით აარიდებდა თვალს, იმ ვარდს ახლა წინ რომ ედგა უეკლოდ,
- სახლში ვაპირებ გასვლას, უბრალოდ... — და ისევ გაუწყდა სუნთქვა, რადგან სურნელი, რომელიც წესით უნდა ჩამოშორებოდა მეტად გამძაფრებულიყო, ეს მონატრებაც სხეულში თითოეულ ძარღვში გამჯდარიყო და სისხლთან ერთად ჩქეფდა, ააცეცა თვალები, მოძებნა უშედეგოდ, როცა მიხვდა რომ უხერხულად გამოსდიოდა განაგრძო სიტყვა.
- უბრალოდ არ მინდოდა წასვლა ტაქსით, ფეხით მერჩივნა გასეირნება,
- ხო, შენ ხომ წვიმა გიყვარს, — გაუღიმა ნიტამ მხოლოდ, არაფერი უთქვამს, მონატრების ტკივილი ეგრძნო მხოლოდ და ტირილსაც დაიწყებდა ახლა სასოწარკვეთილებისგან, უშედეგო ლოდინისგან და დაღლისგან. ვერ ფიქრობდა წინ მდგარზე, ნოსტალგია უღრღნიდა გულს
- ისევ, მარტო ხარ? თუ დაკავებული ხარ? — არ მოეშვა, მიუხედავად იმისა, რომ ნიტა დიდად არ გამოხატავდა მასთან საუბრის სურვილს...
- შენთვის, რა მნიშვნელობა აქვს? — გაეცინა უხერხულად ბრაზის დასამალად ისე ახედა მას, ან კი რას ნიშნავდა მისი ეს ჩაცინება თითქოს დასცინა? გაბრაზდა ქებაძე, მაგრამ მაინც სიჩუმე არჩია...
- ანუ ისევ მარტო ხარ, ისე შენნაირი გოგო მარტო... — სიტყვა გაუწყდა ზუკას მზერა იცვალა ნიტასგან მის უკან და სანამ ნიტაც მოვიდოდა გონზე, მოულოდნელად მხარზე მოჰხვიეს ხელი, გაცბუნებულმა ცქვიტად ახედა გვერდით ამომდგარ ძლიერ სხეულს
- პატარავ, ბოდიში დავაგვიანე... — თვალიც კი ვერ მოავლო ალავიძეს ნიტამ ისე დასწვდა მის ტუჩებს ხანგრძლივი, მაგრამ მოწყვეტით კოცნით... წაერთვა ძალა ქებაძეს და ისევ უტას ძლიერი მოხვეული ხელი რომ არ შეშველოდა წელზე ისევ უტას რომ არ დაეჭირა ჩაიკეცებოდა კიდეც... გაეღიმა მის ტუჩებთანვე, მოშორდა თუ არა ახედა ნიტამ მრავლისმეტყველი თვალებით, უღიმოდა გაცისკროვნებული და უყურებდა თვალებში დაბნეულს... არ ეჯერა, მიესალმა უტა წინ მდგარ გასახტებულ ბიჭს და ჩამოართვა ხელი ძლიერად,
- როცა მითხარი, რომ მატარებლით გერჩივნა, მანქანა შაკოს დავუტოვე, ამიტომ დამაგვიანდა... — აუხსნა ის ყველაფერი რაზეც არც ვალდებულება ჰქონდა და არც აუცილებლობა, მაგრამ წინ მდგომის გასაგონად აუცილებლად ჩათვალა, ვერაგულად მოიქცა და ლამის ტავისივე სიტყვაზე გაეცინა
- არ გამაცნობ? — გაუღიმა გაკვირვებისგან რომ დუმდა ნიტა რომ გაეშტერებინა თვალი უტასთვის და უკვე არც რომ სჯეროდა საკუთარი თვალების ანიშნა უტამ გამოფხიზლებულიყო. საეჭვოდ დააკვირდა ზუკა სწორედ ის იფიქრა ნიტას გაოცებულ რეაქციაზე რომ ვინმე უცნობმა გადაწყვიტა ამ როლის მორგება, გამჭოლი მზერით დააკვირდა მათ
- ჩვენ?... ჩვენ ერთ დროს ვმეგობრობდით, — გამოერკვა ნიტა, გაეხსნა გულიც სახეც, ხასიათიც და ერთბაშად მოზღვავებოდა ამოუცნობი ძალა, ულევ ენერგიასთან ერთად,
- აა მე მას ვიცნობ არა? ცოლი და რამე?
- კი იცნობ — შეხედა ისევ ღიმილით, ერთბაშად მიხვდა, როგორ კმაყოფილებითა და სიამაყით უცქერდა ამ კაცს, ნიტას მზერა რომ დაინახა ეცვალა ფიქრები ზუკას და ეჭვიანი მზერა დაასო ქალს
- ცოლი არა შეყვარებული იყო — გაიცინა უკმაყოფილოდ
- მშვენიერია! იმედია კარგადაა ყველაფერი, — გაუღიმა უტამ ნაძალადევად და ზუკასაც გაეცინა
- არა, ისე მოხდა, რომ დავშორდით
- სამწუხაროა, — ჩაილაპარაკა ისევ და ნიტას დახედა
- ხომ არ გადაიფიქრე მატარებლით წასვლა? — გაასველა ტუჩები, სახე კიარა მთელი სხეული უღიმოდა ალავიძეს, ბედნიერებისგან ცქმუტავდა თავისთან შეუფერებლად, რის ფასად არ უჯდებოდა თავის შეკავება, რომ ძლიერად არ ჩაეკრო გულში და მისი სახე არ დაეკოცნა მონატრებულს... მართალი იყო სავაში, ნიტას დანახვისას ორჯერ მეტი სიამოვნება, მიჯაჭვულობა და სიყვარული იგრძნო ვიდრე მანამდე ფიქრისას.
- ამმმ, — გაეღიმა ნიტასაც, გახედა დროს ჯერ 4 წუთი ეწერა ისევ
– შეიძლება... — გაუცინა მაცდურად, მზაკვრულად მიმზიდველად და თვალებიდან მზერა ალავიძის გახურებულ ბაგეებზე გადაიტანა, შეამჩნია უტამ მოისვა ბაგეებზე ენის წვერი და გაეღიმა ჩვეული ჰოლივუდური ღიმილით
- თქვენ?... ერთად ხართ როგორც მივხვდი
- უთუოდ სწორად მიხვდი, — დანებების ნიშნად აწია უტამ ხელები და ნიშნის მოგებით დახედა ნიტას, ტყუილის შემდეგ რომ იღიმიან ხოლმე მაცდურად ისე უღიმოდა ქალი, საპირისპირო მხრიდან მატარებლის ხმაურმა დროებით გააჩუმა თითოეული, რადგან ერთმანეთის არ ესმოდათ, შესამჩნევი იყო რაღაცის თქმა უნდოდა ზუკას და უტაც მზად იყო, ნებისმიერ კითხვაზე რუდუნებით გასცემდა პასუხს, რომ არა მისი მოულოდნელად გამოჩენილი ნაცნობი, საპირისპირო მიმართულებიდან რომ ღიმილით მოიწევდა მისკენ, ბოდიში მოიხადა ოდნავ ჩამოშორდა ერთმანეთის პირისპირ მდგომებს და ძლიერად ჩამოართვა ნაცნობს ხელი... დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ, უყურებდა ქებაძეს მამაკაცი, ხარბად, შურით ნაღვლიანი მზერით თვალმოუშორებლად და ბრაზიც კი აწვებოდა ყელში, ალბათ საკუთარი თავის ბრაზი.
- დიდი ხანია ერთად ხართ?
- საკმაოდ... — იცრუა უტიფრად
- მე რატომ არ ვიცოდი, რომ...
- ჯობია ესეთებზე არ ვილაპარაკოთ თორემ ისე ამიტყდება ხარხარი ვერავინ გამაჩუმებს, მითუმეტეს შენ რომ მეუბნები ამას, მე ვფიქრობ უხერხულია... მაშინ როცა ჩვენ ათას თემაზე ვლაპარაკობდით და მე ვიყავი გოგო რომელიც იმის გამო რომ ღამე მარტო არ ყოფილიყავი სამსახურში და არ მოგეწყინა, შენთან ერთად ვათენებდი და ათას თემაზე გელაპარაკებოდი... შენს იგნორებსაც ვაიგნორებდი და ზუსტად მაგ პერიოდში გამომიცხადე რომ დაკავებული იყავი, შენ ვერასდროს მკითხავ და ვერასდროს მომთხოვ პასუხს იმაზე, რომ ვარ იმ ადამიანის გვერდით ვინც მიყვარს მჭირდება და ვუყვარვარ
- გოგო შენ არ იცი, მერე რა მოხდა მაშინ... — ბრაზი მოაწვა
- და შენ გგონია ახლა მაინტერესებს?.. მაშინვე გეთქვა რა როგორ იყო, არ დაგეკიდებინე და ისეთი სულელი ვიყავი მაშინაც დაგიჯერებდი,
- მოგწონდი არა?
- მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ, ნუ ეცდები ახლა დააჯერო საკუთარ თავს ის რაც შენ გინდა რომ იყოს, კიარ მომწონდი ვხვდებოდი რომ იმდენად მარტოსული იყავი გჭირდებოდი, მეცოდებოდი, მაგრამ არ მეგონა დაუფასებელი თუ დამრჩებოდა
- ძაან ცუდად და ზიზღით ლაპარაკობ ნიტა...
- არა, დამშვიდდი არ მეზიზღები, მაგრამ არც სიამოვნებას და სიხარულს იწვევ ჩემში, ადრე მიხაროდა ხოლმე შენი მესიჯი ახლა ბედნიერი ვარ რომ არ მხვდება არსად... სამწუხაროა ჩვენი დიალოგი რომ ასე წავიდა, სავსებით მოულოდნელიც და გასაკვირიც კია იმ ურთიერთობიდან ამ რეალობამდე
- და მან რითი მოგხიბლა? თუ რა თქმა უნდა? ქალი ხარ! საკმარისია მისი სიმპათიურობა შეგიყვარდეს მაშინვე! აღნაგობა, აშკარად ძლიერი კაცია — დაიწყო ამრეზილად საუბარი, ბრაზის უკონტროლობისგან ხმამაღლა გაეცინა ნიტას და პარალელურად შეაჩერდა უტას, ყურადღებას რომ აქცევდა მამაკაცთან საუბართან ერთად
- ის ადამიანია! და იმის მაგივრად ღამე გამათენებინოს და დრო გაიყვანოს, ის ათენებს იმიტომ რომ უშფოთველად მეძინოს, მაშინ როცა ცუდად ვარ ვიდეობს კიარ სქროლავს, ჩემს გვერდითაა და მაშინ როცა მჭირდება მისი ნახვა, კიარ მწერს აქ ვარ და გამოდი მნახეო, თავად მოდის ჩემთან...
- პოზიციები გავცვალეთ ანუ? ახლა შენ უკეთებ იგივეს, რასაც მე წარსულში შენ,
- ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა! მე მის გამო მოვკვდები! და შენ ჩემს გამო, ავტობუსით ვერ გამოხვედი ჩემს სანახავად...
- კარგი რა! წარსულს ნუღა იხსენებ მართლა ბევრი სისულელე მაქვს გაკეთებული, ბოდიში...
- არაუშავს, შეცდომები ყველას მოსდის — გაუღიმა ფართოდ
- ნიტა დარწმუნ...
- წესით არც მე უნდა გესაუბრებოდე ახლა რადგან იმაზე სერიოზულსა და გულწრფელ ურთიერთობაში ვარ ვიდრე შენ გაგეგება...
- შურისძიებას გავს,
- არანაირი შურისძიების სურვილი არ მაქვს — გაეცინა ისევ და გახედა უტას, მანაც თითქოს იგრძნო მისი მზერა შეხედა გაუღიმა და ანიშნა კითხვა წასულიყვნენ თუ არა.
- ისევ ის ნომერი გაქვს ნიტა?
- ჩემი ნომერი შენახული გაქვს? — გაკვირვებით შეხედა ისევ
- კი, ანუ ისევ ის ნომერი გაქვს — კმაყოფილს ეცვალა სახე, იმედით, რომ იქნებ დალაგებულიყო კიდეც მათ შორის ურთიერთობა და აპირებდა კიდეც ეს გაეკეთებინა, დაესახა კიდეც გეგმები, ის ძველ ნიტას იცნობდა ჯერ ისევ, იცოდა, როგორ შეძლებდა მის დაბრუნებას. კმაყოფილმა შეხედა
- გამოვცვლი! — გაუღიმა და ხელის დაქნევით დაემშვიდობა, წამოსული რომ შეამჩნია ალავიძემ სხარტად დაემშვიდობა მამაკაცს, უკვე გზადვე შეხვდა მას ისე ამოუდგა გვერდში
– წავიდეთ! დავიღალე, — გადაჩურჩულა უეცრად, აუწია ხელი ალავიძემ დამშვიდობების ნიშნად უკან დარჩენილს, ჩასჭიდა ქებაძეს ხელში ხელი და მასთან ერთად წავიდა ექსკავატორისკენ... უკვე სამშვიდობოს გასული შეტრიალდა უკან მდგარს ერთი საფეხურით დაბლა რომ იდგა და სულ ოდნავ გამაღლებულიყო ალავიძეზე, უყურებდა პირისპირ
- აქ რას აკეთებ? — გაეღიმა მაშინვე ქებაძეს
- სანამ ჩამოხვიდოდი შეგამჩნიე...
- და ჩამომყევი? — გაეცინა კმაყოფილს
- ჰო
- და რომ წავსულიყავი?
- დაგირეკავდი... არ მოგენატრე?
- ეს რომ ცუდი კითხვაა?
- ანუ მოგენატრე
- ვფიქრობ შენ უფრო მოგენატრე, მანქანა გააჩერე და ჩემთან ჩამოხვედი, რომ ჩემთვის მოგესწრო
- და ვაღიარებ, მომენატრე, — გაეღიმა, უპრობლემოდ აიჩეჩა მხრები, გაიცინა ისევ მასთან ერთად და ისე მოეხვია თითქოს ვინმე მის წარმთმევას ცდილობდა
- თავიდან მეგონა, ამ დროში მოასწარი ვინმე გაგეცნო და გელოდებოდა, რომ დაგინახეთ გავჩერდი, მერე თითქოს ვინმეს ეძებდი თან უკმაყოფილო სახე გქონდა რომ მოგიახლოვდი დიალოგიც მოვისმინე შემთხვევით და მოსვლაც თამამად გავბედე,
- შენ გეძებდი... — ქებაძე არასდროს არაფერს მალავდა, ეს ხომ ყოველთვის პირდაპირი იყო, უტას კი წარბები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისგან
- მე?
- ჰო შენ! თავს დავდებდი რომ მთელ მეტროში შენი სუნამოს სუნი ტრიალებდა, — უტას წარბები განმეორებით უნებურად აეზიდა, გაოგნებული უყურებდა ქებაძეს, მაგრამ გულის სიღრმეში კმაყოფილების ალი კრთოდა
- და შენ ჩემი სურნელი ასე კარგად გახსოვდა ეს ორი თვე?
- კი,
- იქნებ სხვასაც მსგავსი სუნამო ესხა?
- არა ესეთი სურნელი მხოლოდ შენ გაქვს!
- და ეს როგორია? — კმაყოფილს გაეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი,
- ძალიან ცუდია... და თან მძაფრი — აიბზუა ცხვირი და ბოლოს საფეხურიდან სწრაფად გადავიდა...

- შენი მანქანა სად არის? — მოავლო გზას ასულმა თვალი,
- ეს არის ჩემი მანქანა, — მოწინავე მუქი მწვანე ფერის მანქანისკენ ანიშნა ალავიძემ
- რომელი? mercedes benz amg c63 s
- შენ როგორი განათლებული ხარ მანქანებში — გაეცინა ალავიძეს,
- მიყვარს მანქანები 20-იანია?
- 20-იანია დაჯექი, — გაეცინა ახალი რამის აღმოჩენისას
- მართლა შენია?
- ნიტა!
- კარგი ვჯდები — უკმაყოფილება, რომ შეატყო შეასრულა უტას სიტყვები სხარტად, კმაყოფილმა მოავლო სალონს თვალი,
- ძალიან ლამაზია,
- ძმაკაცივით ნუ მელაპარაკები თუ შეიძლება — გაეცინა ისევ
- უტა მანქანები მომწონს ვერაფერს შეცვლი, — უკმაყოფილოდ გადახედა, თითქოს საყვედურითვე უპასუხა
- ცოლად თუ გამომყვები გიყიდი,
- რა?! — შეკივლებას გავდა, გველნაკბენივით გადახედა, უბრალოდ წარმოთქმულმა სიტყვებმაც კი მგზნებარედ აუჩქროლა გული
- რაც გაიგე...
- ამდენი ხნის მერე, საკმაოდ შეცვლილი ხარ როგორც ვატყობ... — ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და სიტყვებიც ხუმრობაშივე გაეტარებინა ზედმეტად მიამიტი რომ არ გამოჩენილიყო
- მართლა? და რა შეიცვალა ჩემში?
- ხალისი მოგემატა, მეტი ღადაობის უნარიც აშკარად, და მგონი ხმის ამოღებაც საკმაოდ დაიწყე
- არც მიღადავია! — მის სიტყვებზე გააცია ნიტას, ვერ დაუშვა ისევ მიეღო უტას სიტყვები რეალურად და დაძაბულმა გახედა გზას
- შენ ჯარიმა გადაიხადო გირჩევნია აქ დგომისთვის! სახლში რომ მიგასწრებს ქვითარი
- გადავიხდი... გუშინ თიკოს რა უნდოდა?
- ერთმანერთი მოგვენატრა, ძმა არ უვარგა, ვერ მიხვდება იმდენს რომ ბავშვები მეგობრებს არ ივიწყებენ და სურვილიც ექნებოდა ჩემთან გამოსვლის, მეტიც თავადაც ვერ მიხვდა ერთხელ დაერეკა და ეკითხა როგორ ვიყავი იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა — ბრაზითა და ირონიით საუბრობდა ეს უკანასკნელი, თამამად ხმამაღლა და ლაღად... თითქოს უტას უშუალობამ თავადაც შეჰმატა ძალა, ხალისიც და გამბედაობაც
- ვიცოდი რომ კარგად იყავი, — ღიმილით გადახედა წამით, როცა ძველი ფიქრები, რომ ნაწყენი იქნებოდა ქებაძე, ერთბაშად აუხდა
- ვანგაც ყოფილხარ!
- შენი ძმაკაცი მიჭიკჭიკებდა ყველაფერს, ახლაც ვიცოდი სად იყავი, უბრალოდ ბედზე წაგაწყდი
- ვაღიაროთ რომ არ იყავი მაგის ღირსი..!
- რა გინდა ნიტა? — გაეღიმა ბოლოს გახედა ნიტას, შეაჩერდა თავად ქებაძეც, ჩხუბი უნდა წამოეწყო სწორედ იმ წამს გაახსენდა სიტყვები " ალავიძეს ჩქარი სიარული უყვარსო" გაუფართოვდა თვალები და გველნაკბენივით გახედა გზას,
- გზას უყურე!
- რა დაგემართა?
- წესიერსდ ატარე! ახალგაზრდა გოგო ვარ, სიცოცხლე მიყვარს...
- შენ ჭკუიდან გადახვედი? — ახარხარდა ხმამაღლა
- თუ დღიურები გახსოვს მე სულ ასეთი ვიყავი! — დაემანჭა ირონიულად
- მართალია, მხოლოდ ჩემთან იყავი კდემამოსილი ნაზი გოგო და ეგეც გაქრა! — თითქოს უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა ალავიძემ გაეღიმა სიტყვის ბოლოს
- უკაცრავად?
- არაფერი ძვირფასო! გონებას ნუ მიფანტავ თორემ დამავიწყდება, რომ გვერდზე მიზიხარ და გაზისკენ ფეხი გამექცევა,
- სულ არ ამოვიღებ ხმას... — აიფარა ხელები პირზე და მთელი გზა უხმოდ იჯდა, სიცილით გადახედა ალავიძემ და მართლაც არცერთს ამოუღია ხმა , ისიც საკმარისი იყო ახლა მის გვერდით რომ ეჯდა, ბედნიერების ჭინკები დახტოდნენ მის სხეულში ისედაც, მიენდო უტას სრულად და ეცადა ღიმილი შეეკავებინა...

მაპატიეთ ამ ბოლოს ვაგვიანებ და ლამისაა ინტერესიც დაგიკარგოთ, გპირდებით გამოვასწორებ, მაქსიმალურად ვეცდები ორ-სამ დღეზე მეტი არ გადავაცილო და ერთი კვირა არ გალოდინოთ♥️♥️♥️




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent