ბედის’წერა(5)
-სულ გაგიჟებულხარ,მეხუმრები? როგორ გადამიყვან საზღვარზე გგონია არაფერს ვიტყვი? -არ იტყვი იმიტომ რომ შენ ძმას შენით დააშანტაჟებს მიშა -და შენ რომ გადმამალავ მიშა რას იზამს უფრო მეტად არ გაამწარებს ლუკას? - ნინა ეტყვის რომ ჩემთან ხარ და საფრთხე არ გემუქრება.ჩემ გარდა ვერავინ დაგიცავს რატო არ გესმის,მიშას ჰგონია მას ვემორჩილები და მშვიდადაა … არც მოგიკითხავს თუ რამე ვიდეოს გავუგზავნი და მორჩა -როგორ …აფხაზეთიდან როგორ -მოვახერხებ შენ დამიჯერე … -თითქმის უცნობი კაცი ხარ აფხაზეთში როგორ გამოგყვე უპანიკოდ -ექსკურსიაა,რომლის შანსიც ცოტას აქვს … ჩემი ცოლის სტატუსით უნდა გადაგიყვანო,სხვა გზა არაა -გგონია ცოლად გამოგყვები? სანდრო გადარჩება და ყველაფერი გაირკვევა, ლუკა სიმართლეს დაამტკიცებს და მიშა მე არაფერს დამიშავებს,ნინა არ დაუშვებს და ისეც მე არ ვჭირდები უბრალოდ ლუკას აგიჟებს. მეოთხეც , აფხაზეთის მოქალაქეობა მე მაქვს და შენ რას აპირებ ეგ მაინტერესებს -მამაჩემია აფხაზი და შენ რა მოქალაქეობა გაქვს …რა მოიგონე . დაგშორდები მალევე ნუ ღელავ ან თავად მთხოვ არ დავშორდეთო -ბებია მყავს აფხაზი და შენ მამა როგორ … -დედაჩემის გვარზე ვარ … ბაბუამ გამზარდა და ასე გამოვიდა,ჩახლართული ამბავია.ჩემი ძმა მამის გვარზეა მე დედის,სახელიც ბაბუის მქვია და მემკვიდრეც მისი ვარ -ბავშვობაში განაწილებული ქონება ? -დიახ -არ წამოვალ აფხაზეთში… -არ გინდა ? -შენთან ერთად არ და საექსკურსიოდაც, დასასვენებლადაც ,სამოგზაუროდაც უკეთესი ადგილები ვიცი, მეტად მშვიდი ,კეთილგანწყობილი,ნაკლებ სენსიტიური და უფრო ცივილური -თაფლობის თვეში წავიდეთ სხვაგან … ამდენი ლაპარაკის ნერვი არ მაქვს ,მართლა … სანდრო ჩემთვის ძმაა და მის დაკრძალვაზე შეიძლება ვერ ვიყო ამხელა მსხვერპლზე მივდივარ და შენ რაზე მიჭედავ არ აზროვნებ -ვაზროვნებ , საჩემოდავ და საშენოდაც.არ ღირს ამხელა მსხვერპლზე წასვლა -ღირს! _ჩემ გამო არ უნდა -შენ ღირხარ ყველანაირ მსხვერპლად ! -მგონი გაგიჟდი ან რაღაც გეგმა გაქვს თვითონ და შენ გინდა ლუკაზე შურისძიება ჩემი საშუალებით -ზედმეტად ბევრ სულელურ სერიალს უყურებ და მე გგონივარ ვიღაც ს.რი რომელიც ქალის საშუალებით ეცდება შურისძიებას და შეურაცხყოფას მაყენებ -სერიალი რომ არ არის იმიტომ არ უნდა ვიქცეოდეთ ასე -ნუ გაქვს ისტერიკა -გატაცებული ვარ ,როგორ არ მქონდეს ისტერიკა და ჯანდაბაში გყავდი ჯანდაბაში მიგყავარ. დედაჩემი ,ჩემი ძმები ყველანი ღელავენ . განა მარტო მე ვარ და სადაც მინდა იქ წავალ? სულ რომ მიყვარდე და სხვა არაფერი ხდებოდეს ასე მაინც ვერ გამოგყვებოდი თავქარიანი გოგოს მსგავსად -ასეთი სერიოზული და პასუხისმგებლიანი რომ ხარ იმიტომ მიყვარხარ, არავის რომ არ ჰგავხარ შენი სამეგობროდან და ყველასგან გამოირჩევი ამ შენი ყოველმხრივი წესიერებით,მაგრამ ახლა ისე იქნება როგორც ვამბობ და მერე სულ ისე იყოს როგორც შენ გენდომება -სიყვარულს მიხსნი -არაბანალურია და გამრჩეული ,არა? ვარდებით ახსნილს არ სჯობს?ვარდებსაც არ მოგაკლებ -ისეც გამომიგზავნე … შენ იყავი ხომ? სპრეი ვარდების უზარმაზარი,ფერადი თაიგული რომ მომიტანეს აეროპორტში -და დაქალებს დაურიგე ,არცერთი წამოგიღია სახლში -ჩემი ძმა დაჭრილი, კაფე გადამწვარი,დედა ინფარქტით და მე თაიგულით ტკბობის დრო მქონდა? -შენ თავზე ფიქრს გასწავლი აუცილებლად,სემინარებს ჩაგიტარებ -მე რომ სწავლა მეზარება? -სულ სწავლობ -სულ ვებრძვი სიზარმაცეს…კიდევ როდის გამომიგზავნე? თუ ეგ იყო პირველი -გაიხსენე როდის გეგონე მე ან გინდოდი და მე გეტყვი არას ან კის -არ მინდოდი უბრალოდ -ბევრი ვინმეა ვინც გიგზავნის და ვისზეც ეჭვი შეიძლება გქონოდა როგორ მიხვდი რომ მე ვიყავი -ყველა წერილის თანხლებითაა, იდუმალება არავის უნდა … პირიქით ერთი იბრალებდა მეორეს საჩუქარს -არ მიპასუხე კიდე რომელი გგონია ჩემი -კიდევ გამომიგზავნე რამე და არ გინდა სხვას მივაწერო? -ანუ არ გამომიგზავნია -მე ეგ არ მითქვამს -დაჯექი წავიდეთ ზედმეტი ვიჭორავეთ …დრო არ იცდის -ზურგჩანთა აიღო -ღმერთო რას ვაკეთებ -ცხოვრებაში ერთ-ერთ სწორ ნაბიჯს დგამ -ის კაბა ,იდეალურად მომერგო და ისეთი იყო მეც რომ ვერ ვარჩეც ორ კვირაინი ძიების შემდეგ - ჩაფხუტს რომ უკეთებდა და თმაც გაუსწორა მაშინ უთხრა და თვალები დახარა ,სახე აუხურდა მოულოდნელი მღელვარებისგან. ყველაზე რთულ დროსაც ივიწყებს ტვინი ყველაფერს და გახსოვს მხოლოდ ის და მისი ემოციები -ვინ მიყვარსო რა მითხარი ? -ნიკაპქვეშ ამოსდო ორი თითი და თავი ისე ააწევინა -ის ბიჭი ვის გვერდითაც გადაიღე ფოტოები ჩემი ერთი ნახვით არჩეული კაბით ? -ისეთი ხმა ჰქონდა გრიფიდ საიდუმლოსახ გათმევინებდა -ლექტორია, საკურსოზე მეხმარებოდა ,ერთად ვმუშაობდით და იმ დღეს მასთან უნდა მქონოდა ფოტო -და ვინ მიყვარსო ? - თავი გვერდით გადახარა -სალომემ რომ შეხედა მზის სხივებიც ჩანდნენ უკვე ან მოეჩვენა და თვალები უბრჭყვიალებდა -ვიღაც … ჯერ გადამარჩინე და მერე გეტყვი - არავის ვტოვებ და ვაქცევ ზურგს ნუ ღელავ. მაჭარაშვილი ? იმედია ეგ და არა ვინმე არაკაცი თორემ ძალიან შემებრალება საკუთარი თავი ისეთი სულელი ქალი რომ მიყვარდეს ვინც ყოვლად უგემოვნო და სულელი აღმოჩნდება ბოლოს -გიორგი ნამდვილად არის ის კაცი ვინც უნდა შეგიყვარდეს თუ ნორმალური ხარ ,მაგრამ მე ლუკა სულ მეუბნებოდა ,რომ არანორნალური ვიყავი -აბა ვინ სხვა -მე დავჯდე თუ შენ ატარებ … მე არ ვიცი და დავიმტვრევით . არც გზა ვიცი -ქორწილის ამბავი არ გამოვა ანუ არაკაცურია რომ იცი ქალი სხვისია და შენ ისტორიაში მის ქმრად ტარდები თან ასე -ორივეს გვაქ მოქალაქეობა ,საჭირო არაა … შენ ვისთან მიდიხარ -მეგობართან -მე დაგპატიჟებ ბებიასთან… შენზე გაგიჟდება -რატომ -დამნაშავეებისკენ აქვს მიდრეკილება…შენნაირები უყვარს ისე ასაკითაც არაა შენზე ბევრად დიდი და მგავს კიდეც -სალომე -კარგი მაპატიე ,უდროო ინფორმაცია იყო -ინფო და ხუმრობაც -სანდრო გადარჩება,ვიცი ! -თქვა და მის უკან დაიკავა ადგილი. ზოგჯერ ცხოვრება ისეთ დღეებს გვითენებს, რომელსაც უბრალოდ უნდა მიჰყვე თუ გყავს ადამიანი ვისაც ენდობი ,ხელს ჩაკიდებ და განაგრძობ გზას უმისანართოდ. -მე არ გადმომიშვებენ და საერთოდ უნდა დავრჩეთ ასე მგონია -ჩემი და უნდა ვნახო -ამ სიჩქარით თუ ივლი უფრო წინაპრებს ნახავ და მეც შემახვედრებ …მოსე ცენტრალური გზით არ ივლიდა . ტყუილად ვკარგავთ დროს,ჯობს თვითონ მოძებნო თავშესაფარი -ტელეფონი ჩართო და მაშინვე მიიღო შეტყობინებები -ნინა , სანდრო სიცოცხლისთვის იბრძვის ბავშვი ლამისაა აპარატიდან მოხსნან და შენ რა გააკეთე გოგო. ცირამ გაგზარდა მისი არ გრცხვენია? კაცის გამო დაკარგე ნამუსი? უმადური გახდი კაცის გამო ნინა? - ხმოვანი შეტყობინება ხმამაღლა ჩაირთო და ქალის ცრემლიანი კივილიც გაისმა. -რა ხდება მანდ -ვიღაცასთან დარეკა და დაელოდა -გაგიჟდი ნინა? გათხოვება თუ გინდოდა სხვა ვერ იპოვნე ან სხვა დროს? სანდრო კვდებაო… არ ვიცი აქ ისეც მოთქმა იყო უკვე . დედაშენი გათიშეს ექიმებმა იმდენი დამამშვიდებელი გაუკეთეს. შენს ადგილას სახლს დავივიწყებდი -მამიდა -შეგეშალა ნინა , ძალიან შეგეშალა … ეს არაა სწორი ქცევა. ეგ ბიჭი უდანაშაულოც რომ იყოს ახლა გათხოვების დრო იყო? შენი ბიძაშვილი კვდება… ერთად გაზრდილები ხართ , შენ გიყვარდა ყველაზე მეტად და შენზე გიჟდებოდა ის საწყალი -ნუ ტირი ცოცხალ კაცს. არ მოკვდება ! -გათიშულია ბიჭი … გონზე ვერ მოყავთ რა დაალევინეს ასეთი რა ჯანდაბა დაალევინა კითხე -ლუკამ არ იცის -სულელო გოგო , ჩემო სულელო გოგო შენ მაინც სად ხარ .ჩემთან მოდი სახლში ,დაანებე მაგ ბიჭს თავი -ვერ მოვალ … -მეშინია რამე არ დაგმართოს -ნუ გეშინია . ჩემებს მიხედე გთხოვ, მიყვარხარ -მეც მიყვარხარ. მომწერე იცოდე ხშირად თორემ გული გამისკდება -მოგწერ ,საუკეთესო ხარ -გათიშა და თავიც დახარა . მანქანა ჩქარა მიდიოდა, გზა ცარიელი იყო. დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა უკვე , თავის ტკივილი არ უყუჩდებოდა- რომ მოკვდეს მერე? როგორ უნდა ვიცხოვროთ -მე მართლა არაფერ შუაში ვარ -ხარ , იცი ვინცაა დამნაშავე და ხელს აფარებ. უფლებას აძლევ მშვიდად იცხოვროს და სინდისმაც არ შეაწუხოს ისე გააუბედუროს სხვებიც! დამნაშავე იქნები შენც , თუ იტყვი ვინაა -რომ არ ვიტყვი ხომ იცი - ასეთი ვინ არის -ლუკას გარდა ვერავინ დაასახელებს მის ვინაობას -პატიოსანი კაცი ხარ კაიბიჭური მენტალიტეტით …საერთოდ თუ იცი რა გინდა ამ ცხოვრებისგან ან ვინ ხარ -მე ჩემი ხედვები და ცხოვრება მაქ … -სიმართლის თქმა ბო.ზობა გგონია და ვიღაცას მოუთმენ შეურაცხყოფას -შენ იტყოდი? -აუცილებლად ვიტყოდი იმიტომ რომ ის დამნაშავეა,მკვლელია უდანაშაულო ბავშვის რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა და რომელიც ნარკომანი არ ყოფილა ,მოატყუა მდიდარი ბიჭი რომელიც დღეს კომაშია და ხოო აუცილებლქდ ვიტყოდი მე არა მან მიიყვანა სიკვდილამდე და დედა უტირეთ-თქო …ღმერთო ჩემო ჩემი სანდრო კვდება და შენ ვიღაცას იცავ დუმილით მე დებილი კიდევ გეხმარები სად მოვდივარ საერთოდ. სანდრო რომ მოკვდეს პანაშვიდზეც არ მიმიშვებენ ,ჩემ ბავშვთან გამომშვიდობების უფლებას არ მომცემენ შენ იცი? -კარგი…კარგი დამშვიდდი მაპატიე , მაპატიე ყველაფერი სხვაგვარად ვერ მოვიქცევი-მანქანა გააჩერა , ატირებული გააჩერა და ჩაეხუტა -გამიშვი, ხელები მომაშორე …მართლა სულელი ქალივით ვიქცევი თითქოს შენი სიყვარული მწვავდეს და ეს მაშტერებდეს -გაჩერდი!-ხელით აწვებოდა გოგო რომ მოეშორებინა,მაგრამ არ უშვებდა მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და მზერა გაუსწორა-სწორად იქცევი , გეფიცები ყველაფერს დავალაგებ მხოლოდ სანდრო უნდა გადარჩეს და დრო გავიდეს ისე ,რომ გავძლოთ მეც და ჩემმა ოჯახის წევრებმაც. ვიტყვი,რომ მე გაიძულე და შეგირიგდებიან . შენ არაფერში ხარ დამნაშავე , შენ საუკეთესო შვილი ხარ და არავისთვის გიღალატია - ცრემლები შეუმშრალა და ბოლოს ათრთოლებულ ტუჩებზე აკოცა -მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები ,შენი მონა ვიქნები ოღონდ ახლა გაუძელი და იყავი ჩემ გვერდით . მჭირდები - ლოყაზეც აკოცა, შუბლზე მიეყრდნო და თმაზე ფერება განაგრძო - გთხოვ ნინა -ნუ მკოცნი ასე … ასე თოჯინასავით უგრძნობად . გული მერევა ამაზეც -ჩემი ცოლი ხარ -სხვა გიყვარს რა მნიშვნელობა აქ ცოლი ვარ თუ არა და მეც არ მიყვარხარ -ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ - სავარძელზე მიყრდნობილს,უკვე დამშვიდებულს შეავლო მზერა -ახლა წავიდეთ.სალომეს ვნახავ და შემდეგ ვიფიქრებ ყველაფერ დანარჩენზე რამდენხანს მიდიოდნენ არ იცოდა , მაგრამ სიჩქარეს რომ უმატებდა და ბოლოს მოსეს მოტოციკლის წინ აღმოჩნდა ეს იყო ფაქტი. თვალიც ვერ გააყოლა ისე გადავიდა -სალომე გადმოდი- გოგოს სახეც არ უჩანდა საერთოდ როგორ იცნო -სალომე-მეთქი -ლუკა … -მოდი ჩემთან - ხელი გაშალა და გოგოს ჩაეხუტა . ჩაფხუტი კი მოსეს მიარტყა მკერდზე -შენ არ ვიცი საერთოდ ვინ ხარ , რა გეგმა გაქვს და ვის ემსახურები . რადგან სალომე კარგადაა -სალომე ჩემთან ერთად წამოვა! -როგორ? -შენთან ლაპარაკს და მოლაპარაკებას არ ვაპირებ!ისეც ერთი სული მაქ ყელი გამოგჭრა და სანდრომდე შეწყვიტო სუნთქვა . სალომეს მე გამატან სანამ შენ ჩასვრილს არ მოწმენდ ან თვითონ არ აგებ პასუხს -შენ მართლა გგონია,რომ ჩემ დას გაგატან? -ნუ მაიძულებ სალომეს წინ მოგკლა და მერე სულ ახსოვდე სისხლის გუბეში -ჩემი და მოიტაცე , ამ უაზრო მუქარებით არ მოგადექი ,გავითვალისწინე შენზე რაც მითხრა ნინამ და შენ აქეთ მემუქრები? შენ მე ვინ გგონივარ -კი არ მგონიხარ ვიცი რაც ხარ და მხოლოდ სალომეს გამო ვიკავებ თავს . ნინა შენ როგორ მოიყვანე ჩემამდე , საერთოდ რა დაგემართა ამის ცოლი როგორ გახდი გოგო -შენი გოგო ვინ არის საერთოდ ან ვის თხოვ პასუხს … სადაც გინდა იქ წახვალ ახლა და შენ უფროსსაც რასაც გინდა იმას ეტყვი მე სალომესთან ერთად დავბრუნდები -და მიშა მოგკლავთ ვერ ხვდები რომ ვერაფერს გააკეთებ ვერც დედაშენის და ვერც სალომეს დასაცავად? შენი ძმა საერთოდ ციხეშია და იქ ხომ საერთოდ დაუცველია . უნდა მევედრებოდე სალომე წავიყვანო და ჩემთან მყავდეს უსაფრთხოდ -ჩემ დას შენ არ განდობ -თვითონ მანდობს საკუთარ თავს … ჰკითხე რა ურჩევნია მოშორდეს ყველაფერს და უსაფრთხოდ იყოს, შენც მოგაკლოს ტვირთი თუ წამოგყვეს და საფრთხეში იყოს -სალომეს უყურებდა ამ დროს და თითქოს მის გონებაში აღწევდა -სრულწლოვანია თავად გადაწყვიტოს რა ურჩევნია შენ უკან დაიმალოს თუ მე გამომყვეს -შენ რატომ უნდა გამოგყვეს და შენ რა ვალდებული ხარ რომ დაიცვა ,რატომ თუ არა იმიტომ რომ თვითონ იძიო შური ჩემზე და მე -შენ რომ არ გკლავ სალომეს მიმართ ჩემი სიყვარულის დამსახურებაა და ხმას ნუ უწევ მაღიზიანებ , არ მინდა ზღვარს გადავცდე . სალომე მაინც არაა ჩემი,მაგრამ ნინას ქმარიც ხარ უკვე და მე ნინასთან ბავშვობიდან ვალში ვარ . ქმარს ვერ მოვუკლავ -სალომე გიყვარს და გინდა სალომე გაგატანო? -სალომე მიყვარს ,ამიტომ დავიცავ ყველაფრისგან და ყველასგან და შენ კი არ უნდა გამატანო თვითონ წამომყვება. ამდენი დრო არ მაქვს მელოდებიან -სალომე -კარგად ვარ ,კარგად ვიქნები … შენ დედაზე იზრუნე და ჩემზე ნუ იფიქრებ. ბებოსთან მივალ , ვეცდები დაგიკავშირდე . მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი … ნინა , მიხედე გთხოვ -რას აკეთებ -მივყვები… -არ მიყვები სალომე -მივყვები. ვენდობი და ვიცი მასთან უსაფრთხოდ ვიქნები -წავედით !- ჩაფხუტი გაუწოდა და დაელოდა -სალომე ასე ვერ გაგიშვებ -გამიშვებ … ჩემი სურვილია და შენ არასდროს ეწინააღმდეგები ჩემ სურვილებს იმიტომ რომ იცი მე უბრალოდ არავის ვენდობი - მოეხვია , რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე და შემდეგ ისევ უკან დაიხია-თავს გაუფრთხილდი ,მიყვარხარ მოსესთან ერთად განაგრძო გზა ლუკა კი ისევ იმ ადგილას იდგა და თვალს არ აშორებდა -კარგად ხარ? -იცოდი რომ გაყვებოდა? -მოსეს ქრაშავს მგონი პირველი კურსის შემდეგ … არ აღიარებს ალბათ ახლაც კი , შენ გამო და მამაშენის გამოც ეშინია , მაგრამ ენდობა ,ჭკვიანია , იცის მასთან თმის ღერიც არ ჩამოუვარდება -მე რატომ არ ვიცოდი -ძმებმა არ იციან ,დაქალებმა ვიცით -შენზე გაბრაზებულია … მის ძმას რომ გაჰყევი და არ უთხარი -ვიცი ,მაგრამ სიმართლეს რომ გაიგებს მაპატიებს? -შენ რომ მქრაშავდი ეგ არ იცოდა? -მე არ გქრაშავდი -გიყვარდი? -სად წავიდეთ -თაფლობის თვეში ვართ … სასტუმროში ზღვის ხედით მადლობა ყველას ვინც მომყვებითვ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


