რაც ჩვენს შორის დარჩა (სრულად)
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე. ზუსტად ოთხი წელი, სამი თვე და თორმეტი დღე. არ ვიცი, რატომ მახსოვს ზუსტად. ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთი თარიღი კალენდარში კი არა, ადამიანში რჩება. ოთხი წლის წინ მეგონა, რომ იმ დღეს ყველაფერი დასრულდა. ნიკოლოზი. მისი სახელი საკუთარ თავში დიდი ხნის წინ ჩავკეტე. თავიდან ხშირად ვფიქრობდი. მერე უფრო იშვიათად. ბოლოს კი, თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა. სასაცილოა, როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის მოტყუება. მე ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ის პირველად შემიყვარდა. ოცი წლისას კი უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მასთან ერთად ყოფნა მინდოდა. ხუთი წელი... ხუთი წელი, რომელშიც იმდენი რამ ჩავატიეთ, რომ ზოგჯერ მგონია, სხვა ადამიანების მთელი ცხოვრება ვერ დაიტევს იმდენ მოგონებას, რამდენიც ჩვენმა ხუთმა წელმა დაიტია. ჩვენი პირველი კოცნა. პირველი დიდი ჩხუბი. ღამეები, როცა ერთმანეთს არაფერზე ველაპარაკებოდით და მაინც საათობით ვრჩებოდით ერთად. მეგობრების დაბადების დღეები. ჩემი პირველი სამსახური. მისი პირველი დიდი წარმატება. ჩვევები, რომლებიც მაშინ მაღიზიანებდა და ახლა ყველაზე მეტად მენატრება. მეგონა, სიყვარული მაშინ მთავრდება, როცა ადამიანი მიდის. თუმცა, ვცდებოდი. არ მთავრდება. უბრალოდ სწავლობ მის გარეშე ცხოვრებას. მე ვისწავლე. ან ასე მეგონა. ოთხი წლის წინ საქართველოდან წავედი. არავისთვის მითქვამს, რომ გაქცევა მინდოდა. საზღვარგარეთ სწავლა, სამსახური, ახალი ადამიანები, ახალი ქალაქი... მინდოდა ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც ქუჩის ყველა კუთხე მას არ გამახსენებდა. სადაც არავინ მკითხავდა, როგორ ვიყავით. სადაც არავინ იტყოდა: „თათა, ნიკოლოზი როგორ არის?“ პირველი წელი რთული იყო. მეორე — უფრო მარტივი.მესამე წელს უკვე მართლა მეგონა, რომ გადავრჩი. მეოთხე წელს კი საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ნიკოლოზი უბრალოდ ჩემი წარსული იყო. სანამ ერთ საღამოს ჩემმა საუკეთესო დაქალმა, ნიტამ არ დამირეკა. — თათა, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე. მის ხმაში ისეთი აღელვება იყო, რომ თავიდან მეგონა, რაღაც ცუდი მოხდა. — რა მოხდა? — არაფერი. პირიქით. საუკეთესო რამ. — გავჩუმდი. — ჩვენი პატარა უნდა მოინათლოს. — გამეცინა. — გილოცავთ, მაგრამ ამას ჩემთან რა კავშირი აქვს? მეორე მხარეს რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ნიტამ ისეთი ტონით მითხრა, თითქოს ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ ჰქონდათ მიღებული: — შენ უნდა იყო ნათლია. იმ წამს გამეცინა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს ერთი წინადადება ოთხი წლის შემდეგ ისევ იმ ქალაქში დამაბრუნებდა. იმავე ქუჩებში. იმავე ადამიანებთან. და, რაც მთავარია... მას. ნიტამ კიდევ ბევრი რამ მითხრა. გეგი გვერდით ედგა და რაღაცას უმატებდა. მე ნახევრად ვუსმენდი, ჩემი ფიქრები უკვე საქართველოში იყო. იქ, საიდანაც ოთხი წლის წინ მთელი ძალით გავიქეცი. ბოლოს დავთანხმდი. ალბათ იმიტომ, რომ მართლა მჯეროდა, ოთხი წელი საკმარისი დრო იყო. საკმარისი იმისთვის, რომ დაბრუნებულიყავი. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე წავედი სამსახურში კუთვნილი შვებულება გავწერე, ვინაიდან სამუდამოდ წასვლას არ ვგეგმავდი, ბილეთებიც შევიძინე, ბარგიც ჩავალაგე და ორ დღეში უკვე მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდი. — როგორც იქნა ჩემი პირველი დაბრუნდა. დედას ერთადერთო. — სახლში მისვლისთანავე დედა და მამა, რომელთაც სიურპრიზი მოვუწყვე სიხარულისგან თავს მევლებოდნენ და აღარ იცოდნენ როგორ გამოეხატათ ჩემი დაბრუნებით გამოწვეული აღფრთოვანება. — დამშვიდდი დეე, კიდევ ორი კვირა აქ ვიქნები. — ღიმილით მოვეხვიე. — მამას პრინცესამ რატომ გადაწყვიტა ასე მოულოდნელად ჩამოსვლა? — ნიტამ დამირეკა, დამიანეს ნათლია უნდა ვიყო, რომ არ ჩამოვსულიყავი ჩამომაკითხავდა და ძალით წამომიყვანდა, ხომ იცით როგორია.. — ძალიან კარგი დედიკო, უნდა ჩამოსულიყავი. ისე მომენატრე დედი...— როგორც ყოველი ემოციური გამოვლინების შემდგომ ახლაც ცრემლები არ დაინანა. გადავწყვიტე მეორე დღეს მენახა მონატრებული მეგობრები. გვიანობამდე ვსაუბრობდით ოჯახი, ვიხსენებდით ძველ ამბებს, დედას ისევ აბრაზებდა მამა მათი ძველი სიყვარულის ისტორიებით. ***4 წლის წინ *** — თათ, ლიკა დეიდამ მითხრა, რომ წასვლას აპირებ, მართალია ? — აღელვებული მეკითხება იმ წამს კაფეში შემოსული ნიტა. — კი, მართლია. ქეთა და ლილიც მოვლენ, ერთად დაგელაპარაკებით. ცოტახანში სრული შემადგენლობით ვისხედით, ჩვენს საყვარელ კაფეში, ამოჩემებულ მაგიდასთან. — ამოღერღავ? — მოთმინება დაკარგულმა ერთხმად მკითხეს. — ხომ იცით, რომ მე და ნიკუშ...ნიკოლოზს ბოლო პერიოდში ურთიერთობა აგვერია. სამსახურის ამბები, მისი ოჯახის გაუთავებელი პრობლემები. ბოლო პერიოდში ისე შეიცვალა, აღარ ვსაუბრობდით. ნუ, ჩემი ბრალიცაა, არაფერს ვეკითხებოდი, მეც ვდისტანცირდი, იმის მაგივრად მასთან ვყოფილიყავი. — ხმა ამიკანკალდა, ცრემლებმა გზა გაიკვალეს. — მოკლედ, დავიღალე, ისიც დაიღალა. ერთმანეთის აღარ გვესმის, სულ ვკამათობთ. წასვლა მინდა, აქ თუ დავრჩები, ერთ ადგილას გავიყინები. — თათ, დაშორდით ? — კი, დავშორდით... ასე, გამოვიდა. უხმოდ ადგნენ და მომეხვივნენ, ერთად ვტიროდით. *** მე და ნიტა ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ. ჩემს გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა, ქორწილის შემდეგ, იმავე სადარბაზოში ბოლო სართულზე იყიდეს ბინა, ამიტომ ზემდეტი გამოპრანჭვის გარეშე, დილითვე გადავწყვიტე მოულოდნელად დავდგომოდი. როგორც ყოველთვის კარი პირდაპირ შევაღე. — ქალბატონო, ასე უნდა საუკეთესო დაქალის დახვედრა ? სამზარეულოში იდგა, ჩემს მომავალ ნათლულს ფაფას უკეთებდა, ჩემს ხმაზე სწრაფად შემობრუნდა. — არ არსებობს... როდის?— გახარებული გამოიქცა ჩემკენ და სუროსავით შემომეხვია. — გუშინ ჩამოვედი, დავლაგდი და დღეს მშვენიერი სიურპრიზი მოგიწყვე. — ბავშვებმა იციან? — არა, პირველად შენთან მოვედი, საღამოს შევიკრიბოთ და ყველას ერთად ვნახავ. — ვერც წარმოიდგენ, როგორ მომენატრა თათუ. ძლივს შევიკრიბეთ ისევ... — ბოლოსკენ მზერა ამარიდა. — როგორ არის ნიტ? — შენი აზრით? ისე წახვედი, არც უთხარი, დამშვიდობებაც ვერ მოახერხა. აქამდე კი მიკრძალავდი მასზე საუბარს, მაგრამ ახლა ხომ იცი ვერ გაექცევი არა? — რთული იყო. ყოველდღე მასზე ვფიქრობდი, მუდმივად წარსულით ვცხოვრობდი. დამშვიდობება არ შემეძლო. — ხომ იცი, რომ შეიძლება საღამოს ისიც მოვიდეს? გეგისთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბოლო პერიოდში. — მხოლოდ მე ვიქნები დამიანეს ნათლია? — როგორც იქნა ვკითხე. — გეგიმ, ბიჭებიდან უნდა იყოს ერთი კიდევო. ნიკა ან რეზი იქნება. — ნიკუშ..ნიკამ იცის, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი? — არა, არ გვითქვამს. იდეაში, არავინ იცის. — ძალიან კარგი, შესანიშნავი სიურპრიზი ელოდებათ დღე. — მოჩვენებითი მხიარულებით ვთქვი, დაძაბულობის განსამუხტად. ნიტამ ისე მოაგვარა, რომ საღამოს ყველა ერთად მოვიდოდა მასთან, გეგიც სამსახურში იყო, შესაბამისად, მის გარდა არავის ეცოდინებოდა ჩემი ჩამოსვლის შესახებ. მოკლედ მოგიყვებით ჩვენს სამეგობროზე, რომელმაც ბევრ წელს გაუძლო. ნიტა, 5 წლის ასაკში გავიცანი, ერთად გავიზარეთ. მისი აწ უკვე ქმარი, გეგი სკოლიდან მოყოლებული მეგობრობდა ჩვენთან, შემდეგ ჯერ ჩემმა დაქალმა გამანდო მისი ფარული გრძნობების შესახებ, გეგიმაც ანალგოიურად და გადავწყვიტე მათი „კუპიდონი“ ვყოფილიყავი, რამაც გაამართლა. სკოლიდან ერთად იყვნენ. სკოლის ბოლო წელს გადმოვიდა ჩვენს სკოლაში ნიკოლოზი, ჩემთვის ნიკუშა, რომელიც გეგის განუყოფელი ნაწილი გახდა რეზისთან და ლექსოსთან, მისი ბავშვობის მეგობრებთან ერთად. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში გავიცანი საყვარელი, ნაზი, ჩვენი სიფრიფანა ლილი, რომელმაც მალე ჩვენს სამეგობროს კიდევ ერთი საოცარი წევრი ექსტრავაგანტული, ნამდვილი ქარიშხალი ქეთა „გვაჩუქა“. ახლა ცოტას წყვილებზეც გიამბობთ, ლექსო და ქეთა ნამდვილი ცეცხლი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა უცხო თვლისთვისაც კი. გრძნობების აღიარების შემდგომ, მუდმივად კამათობდნენ, შემდეგ რიგდებოდნენ და ასე დაუსრულებლად. ყველას გვეგონა, რომ ან ერთმანეთს მოკლავდნენ ან ქორწილით დაასრულებდნენ, თუმცა ამდენი წლის შემდგეც ისევ ისე არიან. რეზი მუდამ ძალიან მშვიდი ბუნების ადამიანი იყო, ემოციების გამოხატვა ყველაზე მეტად მგონი მას უჭირდა. სწორედ ამის გამო, 2 წლის განმავლობაში ლილის ვერ გამოუტყდა თავის გრძნობებში, მეტიც ვერც ჩვენ გავიგებდით, რომ არა ავტოსაგზაო შემთხვევა. ქუჩის გადაკვეთისას, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი დაეჯახა ჩემს პეპელას. მსუბუქად დაშავდა, თუმცა რეზიმ იმ დღეს იმდენი ემოცია გამოხატა ჩვენთან, საავადმყოფოს დატოვების შემდგომ უკვე ყველამ ვიცოდით მისი გრძნობების შესახებ. ნიკუშა... გეგიმ, ჩვენი ტრადიციული შეკრებისას მოგვიყვანა და გაგვაცნო. დანახვისთანავე მომნუსხა, მისმა შავმა თვალებმა, რომელსაც დანახვის წამიდან არ მაშორდება. ჩვენი ურთიერთობა ყველას გასაკვირდა მალე დაიწყო, გაცნობიდან 2 კვირაში უკვე ერთად ყოფნას ვცდილობდით, 20 წლის ვხდებოდი შეყვარებულებად რომ გამოგვაცხადა სამეგობრომ. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა მეტად ჩახლართული იყო, მუდმივად პრობლემები იყო ჩვენს შორის, რომელიც მისი ოჯახიდან მომდინარეობდა, მასზე დიდ გავლენას ახდენდა, შესაბამისად ჩვენს ურთიერთობაზეც. ხშირად ვკამათობდით, მისი მოულოდნელი გაქრობების, უყურადღებობისა და გულგრილობის გამო, რომელიც არ სრულდებოდა. საღამოს მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ვამზადებდით გემრიელობებს, ჩემი პატარა პრინცი მარი დეიდასთან დავტოვეთ და სუპერმარკეტებიც შემოვიარეთ. — ნიტ, დღეს სავარაუდოდ ბევრს დავლევ, ხომ იცი ისევ შენ უნდა მიშველო! — როგორც ყოველთვის, დაო! სალაროსთან მისულს, ვერ მოვითმინე და 1 კოლოფი სიგარეტი მაინც ვიყიდე. 5 წლის წინ მე და ნიკუშამ ერთად დავანებეთ თავი მოწევას, გამგზავრების შემდგომ ყველაფერი შეიცვალა. — ისევ დაიწყე ? — ჰო... შენ მაინც ხომ იცი... — ვიცი, ვიცი. ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება! — რას გულისხმობ ? — დაეჭვებულმა ჩავეკითხე. — ზოგადად, ხომ იცი, რომ ბოლოს მაინც ყველა პრობლემა ქრება. — აქეთ-იქით იყურებოდა, თითოქს თავის არიდებას ცდილობდა. — ჰო, იმედია. სახლში ასვლისთანავე, მაგდის გაშლას შევუდექით. ტრადიციულად, შეკრებისას ყველას საყვარელი კერძი ან დესერტი მზადდებოდა, უხვად ალკოჰოლი და წვენები. კარის ხმაზე, ინსტიქტურად დავიძაბე, რადგან მთელი დღე მის მოსვლას ველოდი. — ჩემო ჭირვეულო, იმედია ძალიან არ დავაგვიანე. დაკარგულთან ხომ არ გილაპარაკია, რას აპირებს არ მოდ.. — სიურპრიზიი. — აჟიტირებულმა წარუდგინა ჩემი თავი, ქმარს. — დაკარგულო, მომენატრე! — გახარებული გამოიქცა და როგორც ადრე იცოდა ისე გადამეკონა, წამით სუნთქვა შემეკრა. — დეგენერატო, გავიგუდე, როგორ მეგონა ბავშვი მაინც დაგაჭკვიანებდა! — ოჰ,ოჰ მეგონა ცოტა დაიშაქრებოდი, დაღვინდებოდი. შენ კიდევ უფრო გამწარებულხარ! — მაგ ლაყბობას გირჩევნია, ბავშვებს მიწერე და ისე შემოიტყუე ვერავინ ვერაფერი გაიგოს! — კარგი, ძვირფასო. როდის მეშლებოდა ასეთები! რაღაც ამ ბოლო დროს, ძალიან გამიკაპასდი ცოლო! — როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. აივანზე გავდიოდი სიგარეთის მოსაწევად, როცა კართან მისულს მათი საუბარი მომესმა. — ნიკას უნდოდა დღეს მოსვლა ისედაც, რა ვქნათ ცოლო? — არაფერი, მოვიდეს ჩვეულებრივ. ისედაც მოუწევთ ერთმანეთის ნახვა, როდემდე დაემალებიან ერთმანეთს. წამში ცივმა ოფლმა დამასხა, კოლოფიდან ამოღებული ღერი თითებს შორის გამიშეშდა. მოსალოდნელი შეხვედრისგან ისე დავიძაბე გულმა გამალებით დაიწყო ძგერა. — მოდი, გოგო აქ. მოგვიყევი აბა რა ხდებოდა ესპანეთში? — კარგი ჭორიკანასავით ჩამომიჯდა გეგი. — რასაც გიყვებოდით ხოლმე ის. სწავლა დავასრულე, შესანიშნავი სამსახური მაქვს საკმაოდ ცნობილ ჟურნალში. მოკლედ, კარგად ვარ იქ. — დავიჯერო, ესპანელი კაცები ვერ მოაჯადოვე ? — ეშმაკურად ამითამაშა წარბები. — შენ და დედაჩემმა ერთნაირი კითხვების დასმა, როდის მერე დაიწყეთ? — მობეზრებულად ავატრიალე თვალები. — მოკლედ რა. რანაირი ჟურნალისტი შენ ხარ?! საუბარი გეზარება, სიტყვას ვერ დაგაცდევინებს კაცი! — მოჩვენებითი გულისწყვეტით ამოთქვა. — წადი შენს დაქალს მიეხმარე. სიცილ-კისკისში დავასრულეთ მაგიდის გაწყობა. ნელ-ნელა მათი მოსვლის დროც ახლოვდებოდა და დიდხანსაც არ დააყოვნეს. 8 საათზე ტრადიციულად ყველანი ერთად შემოვარდნენ კარში. მე ნიტას თხოვნით ჯერ არ ვჩანდი, აივანზე ვიმალებოდი. — აბა, რა ხდება? რასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ ასე მალე? — ახალბედა გამომძიებელმა, რეზიმ მისალმების შემდეგ გააჟღერა. — ოოო.. ჩვენ ისეთ სიურპრიზი მოგიმზადეთ, სჯობს დასხდეთ! — რა ხდება? მეორე ბავშვის ნათლობაც ხომ არ უნდა გვქონდეს? — ეს უკვე ლექსო იყო. — გამოდი, დაენახე ხალხს! — გეგიმ მიხმო. ოთახში ჩემი შესვლა და აურზაური ერთი იყო. ყველა ერთად მომვარდა, ტრადიციული ჩახუტება, ბედნიერების ცრემლები და ნიკუშა, რომელიც რამდენიმე წუთში მოვიდა. მზერა გავაპარე კარში გაშეშებული, ერთ დროს, ჩემს საყვარელ კაცზე. (თუმცა, ვის ვატუებ?). თავად დაიძრა ჩემკენ და პირისპირ გაჩერდა. ერთხანს მიყურა. ვცილობდი ემოციების გამოცნობას, თუმცა ისევ დუმდა. ხელი მომხვია და ისე ჩამიხუტა, როგორც მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო, თითქოს ისევ 20 წლის ვიყავი. — მომენატრე! — დაბალ ხმაზე ჩამჩურჩულა, ისე რომ გარშემომყოფებს არ გაეგოთ. — მ..მეც! — გაუბედავად, დახშული სმენის ფონზე, ძლივს ამოვღერღე. — აბა, რადგან სრული შემადგენლობით ვართ და ბავშვიც ბებიასთანაა, დღეს დილამდე ვსვამთ ყველა! — ბედნიერად შემოსძახა ქეთამ. მაგიდასთან ჩვეული ადგილები დავიკავეთ, როგორც ადრე, ახლაც წყვილები ერთად დასხდნენ, შესაბამისად გვერდს მიმშვენებდა ნიკუშა. პერიოდულად, მზერას აპარებდა ჩემკენ. ვცილობდი, ფილმის კადრებივით ამოტვიტვიებული მოგონებები უკუმეგდო, წარსულზე არ მეფიქრა. — ჩვენი გოგოს დაბრუნებას გაუმარჯოს! იმედია, მეტჯერ ასე აღარ მოგვანატრებ თავს თათუ! — ისე, როდის მიდიხარ ? — გვერდით მჯდარმა ლილიმ ყველას გასაგონად მკითხა. — ორ კვირაში უკან ვბრუნდები. — კაი, რაა. ასე მალე ? — რა ვქნა ქეთო, სამსახურს ვერ მივატოვებ. რამდენიმე წუთში მოსაწევად გავედი აივანზე. მეორე ღერის მოწევას ვაპირებდი, როცა ზურგს უკან ნაცნობი ადამიანი, მთელი არსებით ვიგრძენი. — ისევ დაიწყე? — იმდენად ახლოდან გავიგე მისი ხმა, შებრუნება ვერ გავბედე. — ჰო. ზოგჯერ პირობის დარღვევა გვიწევს! — ყველას ურეკავდი... მე რატომ ვერ დავიმსახურე? — წამიერად დამიარა სხეულში ბრაზმა. — უკაცრავად? — მისკენ მივტრიალდი. როგორც ვფიქრობდი იმდენად ახლოს იდგა, ცოტაც ცხვირით მის გულ-მკერდს შევეხებოდი. — ესეიგი, კიდევ არ გადაგიარა გაბრაზებამ. — დამიჯერე, საერთოდ აღარაფერს ვგრძნობ. არც ბრაზს და მითუმეტეს არც სხვა რაიმე გრძნობას! — დამშვიდდი. არ გამტყუნებ. შენს ადგილას მეც გავბრაზდებოდი საკუთარ თავზე. — სიცხე ხომ არ გაქვს? როდის იყო საკუთარ შეცდომას აღიარებდი? — შუბლზე ხელი მივადე, წამში ჩამომაწევინა და ტუჩებით ნაზად შეეხო. — ისევ იმ ლოსიონს ხმარობ, მე რომ გაჩუქე... — ღრმად შეისუნთქა სურნელი — შენი კანის სუნი... — წამიერად გამაკანკალა, რა თქმა უნდა, გონებაში საღამოს სიცივეს დავაბრალე. — ჩხუბის ხასიათზე არ ვარ! აღარ ვარ პატარა გოგო, გამატარე! უხმოდ შემიშვა ოთახში, სადაც რამდენიმე წყვილი თვალი მანამდე დიდი ინტერესით იყურებოდა ჩვენსკენ, შესვლისთანავე ყველამ ერთდროულად დაიწყო საუბარი, თითქოს არ გვითვალთალებდნენ. — ჭორიკნებო! — თვალები ავატრიალე. გეგი და ლექსო ერთმანეთს მზერით ესაუბრებოდნენ და პარალელურად ეშმაკურად იცინოდნენ. ხანუმები! — ამ ჭიქით, სიყვარულს გაუმარჯოს! გრძნობას, რომელმაც ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაკავშირა! — მოულოდნელად წამოდგა ნიკოლზი, მისმა მონოლოგმა ყველას გაკვირვება გამოიწვია, განსაკუთრებით ჩემი, რადგან თვალს არ მაცილებდა. — ესენი კარგი, ბავშვი ჰყავთ უკვე, მალე მეორესაც გვაჩუქებენ. დანარჩენები რას აპირებთ გვრიტებო? — სამაგიეროს გადახდის მიზნით, მეგობრებს მრავლისმნიშვნელად გადავხედე. — ჩემი ქარიშხალი ისევ ჭირვეულობს! — ალექსანდრე! ჭირვეულობა მერე ნახე, ბათუმში სასტუმროში, რომ მოგიწევს დარჩენა! —ყელმოღერებულმა, წამში გააჩუმა ქეთამ. — რეზი, ლილი თქვენ რას აპირებთ? — ჩემი პეპელა წამში დაიმორცხვა. — მე რას უნდა ვაპირებდე, ბატონს ჰკითხეთ, რატომ არ მოყავს ცოლი, როცა ბუზებივით ეხვევიან! — ორჯერ არავის არაფერს ვთხოვ! — წამში ვცქვიტეთ ყურები ყველამ. ნიტას გავხედე კითხვის ნიშნიანი მზერით, რომელიც ასევე გაკვირვებული იყო. თვალით ვანიშნე სამზარეულოში გაეყვანა გვერდით მჯდომი ქეთა, ლილის ხელი ჩავკიდე და კარი ჩავკეტეთ. — აბა? რას ნიშნავდა ის სიტყვები ქალბატონო? — წამში მოუწყო დაკითხვა ლილის. — რა სიტყვები? — შენ რაა, რეზიმ ცოლობა გთხოვა და უარი უთხარი? — შოკირებულმა ძლივს ამოვთქვი. — საიდან მოიტანეთ? — სახეზე დაეტყო დაბნეულობა. — გოგო! ამოღერღე! — კარგით ხო... ხომ იცით რა უცნაური ხასიათი აქვს, როგორ დავთანხმებოდი გაცნობიდან სამთვეში, წესიერად არც კი ვიცნობდი... — რაო? როდისო? — ერთმანეთი 8 წლის წინ გაიცანით, ანუ... არც კი მინდა ვთქვა! — შოკირებული ქეთა სიტყვებს ვერ პოულობდა. — ფერია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მის მიმართ გულგრილი თავიდანვე არ იყავი? — ჰო, მაგრამ... იმდენად უცნაურად გამოხატავს ემოციებს... ძალიან დავიბენი... — ახლა? — 8 წელი გავიდა და მას შემდეგ სიტყვაც აღარ უთქვამს. — ცოტაც და იტირებდა ემოციებისგან. — გინდა მოვიტაცოთ? — იდეა წამოაყენა ქეთამ. — რა სისულელეს ამბობ. აღარ ვუყვარვარ, გაბრაზებულია ჩემზე. — წამში ცრემლებმა დაფარა მისი სახე. — როგორი მეამიტი ხარ, ფერიავ. უყვარხარ რომელია... შენ? — რა, მე? — გიყვარს? ახლა, რომ გთხოვოს ისევ თანახმა იქნები? — კარი ოდნავ გაიღო, სივრცეში რეზის სილუეტი დავლანდე, რომელსაც სავარაუდოდ შემოსვლა უნდოდა, თუმცა მზერით ვანიშნე გაჩერებულიყო. ლილიმ სახე ხელებში ჩარგო, რამდენიმე წამით გაირინდა, შემდეგ ძლივს შესამჩნევად ამოიბუტბუტა. — როგორ არ უნდა მიყვარდეს... ნეტავ, მაშინვე დავთანხმებოდი. — თქმა და რეზის კარში გაუჩინარება ერთი იყო. გოგონებს ეშმაკურად გადავხედე, როგორც ჩანს მათაც შემჩნეული ჰყავდათ. ფერია დავამშვიდეთ, გავამხიარულეთ და მისაღებში გადავინაცვლეთ, სადაც რეზი ისევ თავის ადგილას იჯდა, ვითომც არაფერი სახით. — სად დაიკარგეთ ტო? უკვე გვეგონა გაიპარეთ ჭორაობაში. — ნუ გეშინია, სიძე-ძმაკაცო. მთავარ ამბებს უშენოდ არ განვიხილავთ. — ეჰ. ესპანეთმა უფრო გაგაკაპასა ქალბატონო. — დანანებით თქვა. დილამდე ვსვამდით. 7 საათზე დავიშალეთ. სახლში მისვლისთანავე, საწოლზე გავწექი და ჩვილი ბავშვივით ჩამეძინა. ***8 წლის წინ*** — ლილი — ბავშვობიდან ზედმეტად გულჩვილი და ემოციური ვიყავი. ბევრი მეგობარიც ვერ გავიჩინე, იმდენად მიჭირდა უცხო ადამიანებთან კონტაქტი. წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა — ქეთა. უნივერსიტეტის პერიდში გავიცანით თათა, რომელიც პირველი დანახვისთანავე დადებითად განაწყობდა მის მიმართ, ნებისმიერ ადამიანს. იმდენად დავახლოვდით, რომ მალევე თავისი ბავშვობის დაქალი, შემდგომ კი სრული სამეგობრო გაგვაცნო, რომლებიც ჩვენი, ჩემი და ქეთას განუყოფელი ნაწილები გახდნენ. ნიტას სახლში შევიკრიბეთ, სადაც პირველად ვნახე ადამიანი, რომელმაც წამში მიიქცია ჩემი ყურადღება. ბიჭების ფონზე იმდენად მშვიდი, მკაცრი ჩანდა, ზედმეტად არც ვუყურებდი დაბნეულობისგან. გვიან ღამით, როდესაც დავიშალეთ, მან და ლექსომ გადაწყვიტეს ჩემი და ქეთას სახლში გაყვანა. — დღეს ულამაზეს ქალბატონებს არა ერთი, არამედ ორი მძღოლი მოგემსახურებათ, რათა საკუთარ ბუდეში უსაფრთხოდ მივიყვანოთ! საჭესთან ის იჯდა, გვერდით კი ლექსო, რომელიც მთელი გზა საუბრობდა ქეთასთან. სარკიდან ვგრძნობდი მის მზერას, არ მკითხოთ როგორ, უბრალოდ ვგრძნობდი. მას შემდეგ ბევრჯერ გადავიკვეთეთ, რა თქმა უნდა. ყოველი შეხვედრისას, უფრო და უფრო მიჭირდა მისი ყურება, რადგან ამოუხსნელ ემოციებს იწვევდა ჩემში. მალევე მივხვდი, რომ გრძნობა ნელ-ნელა უფრო მეტად ღვივდებოდა, თუმცა მას ანალოგიურს ვერ ვატყობდი. შემოდგომის მიწურული იყო, ჩემი საყვარელი სეზონი. უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი, როდესაც გზაზე გადასვლისას მოულოდნელად გამოჩენილი მანქანა დამეჯახა. გონს საავადმყოფოში მოვედი. პირველი საწოლთან მჯდომი რეზი შევნიშე, რომელსაც სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. — რრ..რა მოხდა? — ხმაზე წამში გამომხედა, თითქოს გამოცოცხლდა. — როგორც იქნა! როგორც ვინერვიულე! — სახეზე მომეფერა, დაიხარა და შუბლზე ტუჩები მომაკრო. არ ვიცი, რამ უფრო მეტად გამაბრუა, ავარიამ თუ მისმა შეხებამ. — ბავშვები? ისინიც აქ არიან? — კარისკენ გავიხედე. — გარეთ არიან! — შენ რატომ ხარ აქ ? მათთან რატომ არ ხარ? ერთხანს მიყურა შემდეგ ოთახი დატოვა და წამში შემოცვივდნენ, დერეფანში მყოფები. საავადმყოფოში რამდენიმე დღე დამტოვეს. ბავშები გვერდიდან არ მშორდებოდნენ. დედა და მამა ყოვედღე ბედნიერებით ივსებოდნენ მათი შემხედვარე. უხაროდათ, რომ ასეთი კარგი ადამიანები მყავდნენ გარშემო. რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტში პირველად მივდიოდი, რამდენიმე ლექცია მქონდა. სადაბაზოსთან ნაცნობი მანქანა შევნიშნე. ის იყო. დავიბენი, ვერ მივხვდი ვისთან შეიძლებოდა ყოფილიყო, მივსულიყავი თუ არა. მოულოდნელად კარი გაიღო და გადმოვიდა. ჩემს წინ დადგა, მზერა გამისწორა. — როგორ გრძნობ თავს? ხომ კარგად ხარ? — უკვე კარგად ვარ, უნივერსიტეტში მივდივარ. შენ? როგორ ხარ? — უკვე კარგად. წამოდი, მე გაგიყვან. — იყოს, ჩემით წავა.. — პეპელავ, ჩაჯექი გთხოვ. — კარი გახსნა და მელოდა როდის დავიკავებდი ადგილს. მანქანა დაძრა. რამდენიმე შუქნიშანი ისე გავიარეთ ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. მომენტებში მზერას ვაპარებდი, რა დროსაც მის თვალებს ვეჩეხებოდი. — ლექცია რომელზე გეწყება? — 11-ზე. რა ხდება? — ესეიგი დრო გვაქვს... — სად მიდიხარ? — აქვე კაფეში, ცოტახნით დრო გავიყვანოთ შენს ლექციამდე. — დაბნეულმა ხმაც ვერ ამოვიღე, ვერ შევეკამათე. სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა. მაგიდასთან მისვლისას სკამი გამომიწია. იქვე მდგომ მიმტანს მოსვლა სთხოვა და ჩემი საყვარელი ფორთოხლის კექსი და ყავა შეუკვეთა. კიდევ ერთხელ გამაოცა. ფინჯანს თითები შემოვხვიე, ნელა მოვსვი სითხე. — ლილი, ცოლად გამომყვები? — ისტერიკული ხველა ამიტყდა მოულოდნელად გაჟღერებული სიტყვებისგან. — რრ..აა? — პასუხი მჭირდება ან ჰო ან არა. დაბნეულობისგან არ ვიცოდი რა მეთქვა, ისიც წარმოუდგენელი იყო რაც მოვისმინე მისგან. — ჩვენ.. თითქმის არც ვიცნობთ ერთმანეთს ნორმალურად... როგორ...რანაირად... — ანუ უარს მეუბნები? — არ შემიძლია ამაზე ფიქრი. ჩვენ არცკი ვიცნობთ ერთმანეთს... საერთოდაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ... ხომ ხვდები... — ლილი, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ! სულაც არ მჭირდება 10 წელი, რომ მივხვდე მინდა სამუდამოდ შენთან ყოფნა თუ არა. — არ შემიძლია. გთხოვ... — გონებაში ქაოსი მქონდა. ერთი მხრივ, ჩემს ერთ ნაწილს სურდა ეყვირა კი, თუმცა ჩემი რაციონალურ ნაწილს გონებაში კარგად დაგეგმილი მომავალი გამახსენა, ჩემი მიზნები, ოცნებები... — კარგი, გასაგებია... — თვალები ჩაუქრა, ფეხზე წამოდგა და ჩემკენ დაიხარა. შუბლზე ტუჩები მომაწება და კარში გაუჩინარდა. როგორც კი მივხვდი, რომ უკან აღარ მობრუნდებოდა ისტერიკული ტირილი ამიტყდა, შემდეგ სახლში ჩუმად შევიპარე, საძინებელში ჩავიკეტე. მეორე დღეს გადავწყვიტე გოგონებისთვის არაფერი მეთქვა. მას შემდეგ ყოველი გადაკვეთისას ან შეკრებისას ისე იქცეოდა, თითქოს ის საუბარი არასდროს ყოფილა... წლები მტანჯვდა გამოუხატავი გრძნობები.... *** ნათლობამდე გაადავწყვიტეთ, ტრადიციულად, კახეთში, გეგის მშობლიურ სახლში წავსულიყავით, რომელსაც სკოლის შემდეგ ვსტუმრობდით ხოლმე. იმ საღამოს შემდეგ, აღარ მინახავს ნიკუშა. ბავშვებიც არაფერს ამბობდნენ, ნიტამაც ვერ გაარკვია სად იმყოფებოდა ბატონი. როგორც მამაჩემი ეძახის, ჩემი ლურჯა ჩემოდანი, რომელიც თითქმის არც ამომილაგებია, მისაღებში გავაგორე, მომდევნო დღისთვის. — თათო, ნინო უნდა მოვიდეს. ასე თქვა , ვერ დაველოდები. როდის მოივლის ყველასო. — ძალიან კარგი, უთხარი ნინაც წამოიყვანოს ბარემ. — შენი აზრით, ნინო ნინას გარეშე სადმე გავა ? — სიცილით მკითხა. — ეგეც მართალია. ოთახში ვიქნები და დამიძახე, რომ მოვლენ! დედას ბავშვობის დაქალების მოსვლამდე, მშვიდად მივწექი ჩემს მონატრებულ საწოლზე და სამსახურის სიახლეებს გავეცანი. როგორც აღმოჩნდა, სანამ მე „მშვიდად ვისვენებ“ რამდენიმე თანამშრომელი გაუშვეს, ასევე, ჩემმა ხელმძღვანელს სურდა გასაუბრება, რომელიც იმდენად საჩქარო იყო, 2 კვირა ვერ მოიცდიდნენ. უცებ წამოვხტი, თმა გადავივარცხნე, მაგიდასთან მოვკალათდი და ზარს დაველოდე. — გამარჯობა, თათა. ვიცი, რომ შვებულებაში ხარ, მაგრამ მნიშვნელობანი საკითხია, რომელიც უნდა გითხრათ. — მისალმებისთანავე მიაყარა წინადადება, რამაც ცოტა ამაღელვა. — გამარჯობა. დიახ, გისმენთ ქალბატონო იზაბელა. — როგორც უკვე შენთვის ცნობილია, რამდენიმე თანამშრომელი რეორგანიზაციიდან გამომდინარე, სამსახურიდან გავათავისუფლეთ. — უკვე ველოდი, როდის მეტყოდა შენც მიგაყოლეთო. — დიახ, გავეცანი. —მე და ბატონმა მატეომ განვიხილეთ შენი კანდიდატურა და გადავწყვიტეთ, რომ.. — კაბინეტში იმ წამს შესულს დაუწყო მოულოდნელად საუბარი. —მაპატიე. მოკლედ, ტექნოლოგიების გვერდის რედაქტორად გნიშნავთ. როგორცკი შვებულებიდან გამოხვალ ახალ პოზიციაზე ოფიციალურად დაინიშნები. რამდენიმე წამით გავიყინე. მოულოდნელობისგან, ბედნიერებისგან, ხმა ჩამივარდა. — უღრმესი მადლობა ქალბატონო იზაბელა. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცით. მერწმუნეთ, არ ინანებთ. — ამაში დარწმუნებული ვარ. ძვირფასო, დიდი ხანია შენსავით მოწადინებული თანამშრომელი არ გვყოლია. დაგემშვიდობები, ბედნიერ დასვენებას გისურვებ. — ნახვამდის ქალბატონო იზაბელა. ზარი დასრულა. გონება ქაოსმა მოიცვა. მანამდე თუ რაღაც დონეზე დაბრუნებას ვფიქრობდი, ახლა წამიერად ყველა გეგმა გადავაწყვე. — თათა, გამოდი. მოვიდნენ! წამში მისაღებისკენ დავიძარი, სადაც დივანზე გვერდი-გვერდ მჯდარი დაქალები დამხვდნენ. — ჩემო ლამაზო, როგორ დამშვენებულხარ! — კიდევ კარგი არ მოგვტაცეს შენი თავი ესპანელმა მაჩოებმა. ერთდროულად წამოდგნენ და ორივე მხრიდან ჩამეხუტნენ, ტრადიციულად. — ნინა დეიდა, ისევ ვერ გათხოვდი ? — საძაგელო! იცოდე არ გაგაცნობ ჩემს ვატუნას. — ნიშნის მოგებით მითხრა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. — ოჰო.. ეს ამბავი რატომ გამომაპარე დედიკო და დედიკოს დაქალებო ? —გაოცებისგან ძლივს ამოვღერღე. — ეგ კი არა. შენ ის მოგვიყევი რა ხდება ესპანეთში? — 6 წყვილი თვალი მიმზერდა. — ყველაფერი კარგადაა. დღეს დამირეკეს, დამაწინაურეს. ამიერიდან, ტექნოლოგიების გვერდის რედაქტორი ვარ. — უცებ მივაყარე. — რა მაგარი ამბავია... ლიკუ, ჩვენი კონიაკი გამოიტანე ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ! — დედას სიამაყე, გილოცავ დე. — აცრემლებული თვალებით ჩამეკონა. წამიერად მოვკარი თვალი მათაც ცრემლნარევი, ღიმილიანი მზერა ჰქონდათ. — კარგი დედა, რა გატირებს? წადი მოიტანე მართლა ნინას გათხოვების და ჩემი სამსახურის ამბავი ერთად აღვნიშნოდ. — გოგო! ჯერ არ გავთხოვილვარ. არ ვჩქარობთ მე და ვატუნა. სულ სიცილ-კისკისში გავაწყევთ მაგიდა. საუბარში ისე გავერთეთ, მეორე ბოთლიც გამოვცალეთ. გვიან მამაც შემოგვიერდა, თავად შემოგვიერდებოდა, რომ არა საყვარელი ცოლის დაქალები, რომლებიც ტრადიციულად მას უნდა წაეყვანა სახლში. — გისმენ, ნიტ — ოჰ, ქალბატონო, სად დაიკარგე მთელი დღე? — ნინო და ნინა იყვნენ, ნინას სატრფო და ჩემი დაწინაურება აღვნიშნეთ. — რაო? სატრფო? მოიცა.. დაგაწინაურეს? — ხმამაღლა ჩამყვირა. — მშვიდად გოგო, პრინცი არ გააღვიძო. — სიმშვიდისკენ მოვუწოდე. — ჰო. მალე ეშველება და გათხოვდება, სამსახურშიც დამაწინაურეს, ახლა უკვე რედაქტორი ვარ. — გილოცავ, სიყვარულო. ყოველთვის მჯეროდა შენი. — წამიერად დადუმდა. — ესე იგი, დარჩენა გამორიცხულია? — ხომ იცი, რომ დარჩენაზე არც მიფიქრია. — ვითომ? ჰმ... კარგი, კარგი. დილით, ადრე მივდივართ, როგორც იცი ხოლმე არ დააგვიანო. — არა, დამშვიდდი, მზად ვარ. ზარი შეწყდა თუ არა, ბალიშზე თავი დავდე და გავითშე. დილით ტრადიციულად, რამდენიმე მაღვიძარამ გამაღვიძა. უცებ მოვწესრიგდი, ნივთებს თვალი მოვავლე და ეზოსკენ გავეშურე, სადაც როგორ წესი ყველა მე მელოდა. — ოჰ, როგორც იქნა. უკვე შტურმით აღებას აპირებდნენ ნიტა და ქეთა. — ლილიმ სიცილით მანიშნა, მომლოდინე დაქალებისკენ. — რით ვერ შეეჩვიეთ. — მობეზრებულად ავატრიალე თვალები. — აბა, მე ვისთან ვჯდები, ჩემი ჩანთა იქნებ ჩადოთ ვაჟკაცებო! — წამში დაფაცუცდნენ. მოშორებით მდგარი შავი ჯიპისკენ წავიდა ჩემი ჩემოდნით გეგი, რომელიც უკანა სავარძელე მოათავსა. — დაბრძანდით ქალბატონო. ვინაიდან, გვიან ჩამოხვედი ყველა გადავნაწილდით. — ამდენი მანქანით რატომ მივდივარ? — საჭიროა, საჭირო! — სწრაფად მიაყარა და უცებ გაიქცა მანქანებისკენ, რომლებშიც უკვე ჩამსხდარიყვნენ დანარჩენები. — საინტერესოა. — ეჭვი მღრღნიდა. კარი გამოვხსენი და უცებ ჩავჯექი. შემდეგ შევნიშე გვერდით მჯდარი ნიკოლოზი, რომელსაც სავარძელი უკან გადაეწია და მშვიდად ეძინა. დაბნეულობისგან ვერ მივხვდი, უნდა გამეღვიძებინა თუ არა. რამდენიმე წამით, თითქმის არც ვსუნთქავდი გარეგნულად ვცილობდი შემესწავლა. — ნიკოლოზ.. ნიკუშა.. — ლოყაზე ხელი შევახე, ზუსტად ისე როგორც ადრე, როცა ძილს თავს ვერ აღწევდა. ჯერ შეიშმუშნა, შემდეგ კი უცებ გაახილა თვალები. — თათ..აა. რა ხდება? უკვე წავიდნენ? — წამში შენიშნა გამქრალი მანქანები. — როგორც ჩანს კი. კარგად ხარ? — ამ..კი.. ჩემებთან ვიყავი სვანეთში ასული, გამთენიისას ჩამოვედი და ისე დამეძინა, ვერც გავიგე. — სახეზე ხელი ჩამოისვა. —მე დავჯდები და დაიძინე შენ. წამიერად გამომხედა, როგორც ჩვევია, ჩაიღიმა და უხმოდ დაძრა მანქანა. გაუსაძლისი დუმილი სუფევდა. ვცდილობდი, მზერა მეკონტროლებინა, რომელიც მაინც გამირბოდა მისკენ, პასუხად კი ღიმილს მახვედრებდა. — როგორ მიდის შენი საქმეები ? —ისევ თავად დავარღვიე აუტანელი დუმილი. — კარგად. უკვე ორი მაღაზია მაქვს და მესამეს ვხსნი. — ძალიან კარგია, გილოცავ. — წამიერად ამომიტივტივდა გონებაში, როგორ დაიწყო საოჯახო ბიზნესის გადაბარება. — შენც გილოცავ. გავიგე დაწინაურების შესახებ. —სახე დაუსერიოზულდა. — ოჰ, მოუსწრია ნიტას ინფორმატორობაც. — ანუ, დაბრუნებას აღარ აპირებ ? — ჯერჯერობით არ ვგეგმავ. მეტჯერ აღარც გვისაუბრია. 1 საათში უკვე ადგილზე ვიყავით. ეზოში დაიარებოდნენ, როგორც ჩანს, ისინიც ახალი მისულები იყვნენ, მანქანებიდან ჩანთები გადაჰქონდათ. — უი, მოხვედით უკვე ? — ლექსომ როგორცკი დაგვინახა, გაოცებულმა შესძახა, რითიც ყველას ყურადღება მიიქცია. — ჰო, აბა სად უნდა წავსულიყავით? — აჰ, ჰო.. — ხელი ჩაიქნია და წამში გაიქცა სახლისკენ. კარი გამოვხსენი ჩანთის ასაღბად, წამში ვიგრძენი წელზე ხელის შეხება. — მომეცი, მე წამოვიღებ. — ხელიდან ამართვა. ტანში გავრცელებული ჟრუანტელი უკუვაგდე და მისკენ შევბრუნდი. — ჩემს ოთახში შეიტანე. — „ჩემს“ გამოვკვეთე, რადგან ის ოთახი ოდესღაც „ჩვენი იყო“. უხმოდ დავიძარით სახლისკენ. — აბა, დავლაგდით და მერე ტრადიციულად ეზოში დავსხდეთ. ცოლო, ბავშვი მე მეყოლება. — მოკლედ, რა. როგორცკი ჩამოვდივართ თავი მეფე ჰგონია და განკარგულებებს გასცემს. — სიცილით განაცხადა ნიტამ. — ვინ, სად ვრჩებით? — ახლავე მოგახსენებთ. ლექსო და ქეთა, მე და ჩემი ცოლ-შვილი, ლილი მესამეზე, თათას გვერდით, რეზი და ნიკო პირველზე. — უცებ ჩამოარაკრაკა. ყველა ჩვენ-ჩვენი ოთახისკენ გავემართეთ. შესვლისას საწოლთან მოვკარი თვალი ჩემს ჩანთას, რომელიც უკვე შემოეტანა ბატონს. უცებ ამოვალაგე საჭირო ნივთები, მივალაგე, სიფრიფანა კაბა გადავიცვი და მისაღებისკენ დავიძარი, სადაც უკვე ყველას მოეყარა თავი. — აბა, რას ვაპირებთ? — ნაწილი შევუკვეთე ჩვენს რესტორანში, ნაწილი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და საღამოს უკვე ეზოში მოვსხდეთ. — გოგონები სამზარეულოში, ბიჭები ეზოში, დამიანე მამასთან! — წამში გასცა ბრძანებები სახლის მთავარმა დიასახლისმა. ბიჭების გასვლის შემდგომ, ოთხივემ სამზარეულოს შევაფარეთ თავი. — აქ, რომ ჩამოვდივარ სულ ჩემი და გეგის ჯვრისწერა მახსენდება. — თვალები მინაბა გახსენებისას. — საუკეთესო ამბავი იყო, ჩვენი შეკრებიდან. — დაეთანხმა ლილი. — ისე, თქვენ არ აპირებთ დაგვირგვინებას ? — გამომცდელად შევხედე ქეთას. — ვაჟბატონს ჰკითხე! — აიბზუა ცხვირი. — ჩხუბი როდისღა მოასწარით? — არ გვიჩხუბია. მე ვარ გაბრაზებული. — ამჯერად, რა მოხდა? — თავისი ძველი სატრფო უნახავს და მეუბნება შემთხვევით შევხვდიო. — რაო? ვინ სატრფო? — აი, ის გოგო უნივერსიტეტში, ჩვენზე ერთი კურსით დაბლა, რომ იყო, თაკო. — კარგი, რა. ალბათ, მართლა შემთხვევით შეხვდა. ხომ იცი, როგორ და რამდენი ხანია უყვარხარ ლექსოს. — დამშვიდება ვცადე. — არა, მაინც გაბრაზებული ვარ! — კარგი, შეეშვი. ერთ-ორ ჭიქას დალევს საღამოს და მერე შეიძლება ჯვრისწერაც დაიგეგმოს. — შეხედე, შენ. ქალბატონო ლილი, შენ თუ გგონია დაგვავიწყდა, რომ ის ამბავი დაგვიმალე, ძალიან ცდები! — კარგით, გეყოთ ახლა. სხვა თემაზე ვისაუბროთ. — თათ, სამსახურის ამბის გამო, დარჩენაზე აღარ იფიქრებ არა? — არა, გოგონებო! ისედაც არ ვგეგმავდი, ახლა ხომ საერთოდ, გამორიცხულია! — მასთან რას აპირებ? — ნელა შემომაპარა ლილიმ. — არაფერს, რას უნდა ვაპირებდე? — აღარაფერს გრძნობ მის მიმართ? — რაც იყო, იყო. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, თუმცა ცუდიც ბევრი იყო. ჩვენს შორის აღარაფერი დარჩა. მზადებაში დრო ისე გავიდა, ვერც გავიგეთ, როგორ შემოგვაღამდა. ყველაფერი მზად იყო და გადავინაცვლეთ ეზოში, რომელიც ჩვენივე ხელით მოვაწყვეთ პირველად ჩამოსვლისას. — ტრადიციულად, პირველ რიგში მინდა ჩვენი სამეგობროს სადღეგრძელო შევსვა! საუკეთესო მოგონებები, ურთიერთობები და ემოციები გვაკავშირებს ერთმანეთთან და დარწმუნებული ვარ, სულ ასე გაგრძელდება. — სიტყვით გამოვიდა გეგი, ჩვენი უცვლელი „თამადა“. — გაუმარჯოს იმას, რაც ჩვენს შორის იყო, არის და იქნება! — დაამატა ნიკოლოზმა და წამში მომანათა თაფლისფერი თვალები. ეს მზერა... გვიანობამდე ვსვამდით. ნიტა, როგორც დედა, ხშირად ადიოდა ოთახში, შესაბამისად ყველაზე ფხიზელი ის იყო. ხუმრობდა კიდეც, მადლობა დამის, თორემ სულ მე ვითიშებოდი პირველიო. შუა საუბრისას, გეგი წამოდგა და გიტარა გამოიტანა, რომელიც ბატონ რეზის მიაწოდა. — რევაზ, დაუკარი ჩვენთვის! გამოართვა თუ არა, გაისმა ყველასათვის ნაცნობი მელოდია, რომელმაც ყველა გადაგვისროლა მოგონებებში. წამიერად გავხედე. ისიც მიყურებდა. მზერას არ მაცილებდა, მეც ანალოგიურად. ალკოჰოლს დავაბრალებდი, თუმცა ვის ვატყუებ ? ფეხზე წამოვდექი, მობილურის დამტენზე შესაერთებლად, რომელიც უკვე გათიშულიყო. — არ დაიშალოთ, მალე მოვალ. ოთახში შესვლისთანავე ჩანთიდან დამტენი ამოვიღე და მობილური შევაერთე. რამდენიმე წამით, საწოლზე მივწექი, თავბრუ მეხვეოდა. — ცუდად ხომ არ ხარ? — მოულოდნელობისგან შევხტი, მინაბული თვალები ვჭყიტე. — არა, კარგად ვარ. აქ რა გინდა? — ნიტამ მითხრა, ნახე მგონი ცუდად იყოვო. — მხრები აიჩეჩა, შემდეგ ჩაეცინა. — როგორც ყოველთვის.. — ოჰ, ესე იგი თავისას არ იშლის. — წამოვდექი და ცენტრში მდგომისკენ გავემართე. — წავიდეთ. თითქმის კართან ვიყავი მისული, როდესაც ხელზე დამქაჩა და თავისკენ შემაბრუნა, სახე ხელებში მოიქცია და მზერა გამისწორა. — რომ იცოდე, როგორ მენატრებოდი... — არ გინ.და.. გთხოვ.. — სიახლოვისგან გარინდულს, თვალები თავისით მიმეხუჭა. — მინდა! თან როგორ მინდა. თქვა თუ არა, ტუჩებზე მისი შეხება ვიგრძენი. მომენტალურად გამოვფხიზლდი და უკან დავიხიე. მოცეკვავე ვარსკვლავები, შავმა ფერმა ჩაანაცვლა მის მზერაში. ხელები ჩამოუშვა და უკან დაიხია, ოთახიდან გასვლა დააპირა, როდესაც გონებაში ატეხილი განგაშის ხმას მივყევი. — ნიკუშა... კარი მიხურა და ჩემკენ გამოიხდა. — გისმენ. სამ ნაბიჯში მასთან გავჩნდი და ახლა მე „დავეტაკე“ მონატრებულ ბაგეებზე. თავიდან ნელა, მერე კი გაშმაგებით, მომთხოვნად მკოცნიდა. თითქოს მონატრებას ასე გამოხატავდა. შემდეგ, სახეზე მეფერებოდა, როგორც ადრე. ხელი ჩამკიდა და კიბისკენ დაიძრა. ეზოში გასვლამდე შევიშმუშნე. — ნუ ღელავ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი! — ხელი თავადვე გამიშვა, მეორე კარიდან გავიდა. — ოჰ, სად იყავი ქალბატონო? ესაა მალე მოვალო? — წარბაწეულმა შესძახა ქეთამ. — მეილებს გადავხედე, სასწრაფო ხომ არ იყო რაიმე და... — წამში მოვიფიქრე ტყუილი, რის შემდეგაც მგონი ეჭვები გაუქარწყლდა საზოგადოებას. სუფრასთან ისე დავჯექი, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა თითები მაინც მიკანკალებდა. ნიკუშა რამდენიმე წუთის შემდეგ შემოუერთდა მაგიდასთან მსხდომებს. ჩემგან ოდნავ მოშორებით დაჯდა, თითქოს შეთანხმებულად ვრიდებდით თვალს ერთმანეთს, მაგრამ იმედად დაძაბული და აღელვებული ვიყავი, შეუძლებელი იყო სხვებსაც არ იგრძნოთ. — აბა, ხვალ დილით ადრე ვინ დგება, მინარეზე რომ ჩავიდეთ? — წამოიძახა ლექსომ და ჭიქა ზემოთ ასწია. — შენ გარდა ყველა, ლექსო. შენ რომ გაიღვიძებ, ჩვენ უკვე ეკლესიიდან ვიქნებით დაბრუნებულები, — გადაიკისკისა ნიტამ და გეგის კვლავ მიეკრო. ღამე ნელ-ნელა იწურებოდა. ალკოჰოლმა და დაღლილობამ თავისი ქნა — სუფრიდან სათითაოდ დაიშალნენ. ჯერ ნიტა და გეგი ავიდნენ, მერე ქეთა და ლექსოც აჰყვნენ, ბოლოს ლილიც შეუერთდათ. მე, ნიკუშა და რეზი დავრჩით. სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინების ხმა არღვევდა. — მეც წავალ, თორემ ხვალ საჭესთან დამეძინება — განაცხადა რეზიმ, ფეხზე წამოდგა, ორივეს გადაგვხედა და სახლში შევიდა. მარტო დავრჩით. ისევ ის სიჩუმე ჩამოწვა, ოთახში რომ გვახრჩობდა. ფეხზე წამოვდექი, რომ უხერხულობას გავქცეოდი, მაგრამ ნიკუშას ხმამ შემაჩერა: — თათა... — ხომ იცი, რომ ჩემი ცხოვრება ახლა იქ არის, ნიკო... სამსახურშიც დამაწინაურეს, ყველაფერი აეწყო. — შენი ცხოვრება იქ არის, თუ უბრალოდ გაურბიხარ იმას, რაც აქ დატოვე? — ხმაში ბზარი გაერია. ნელა წამოდგა და ჩემს ზურგს უკან დადგა, თუმცა არ შემხებია. — ვიცი, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი. ვიცი, რომ წასვლის მიზეზი მოგეცი... მაგრამ დღეს, იმ კოცნის შემდეგ, ნუ მეტყვი, რომ ჩემ მიმართ აღარაფერს გრძნობ. სიმწრისგან ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე ცრემლები შესაკავებლად. — ალკოჰოლის ზემოქმედება... და მოგონებები. მეტი არაფერი. ხვალ დილით ორივეს სხვა რეალობა დაგხვდება. — თავს თუ იტყუებ, მე მაინც ნუ მომატყუებ, — მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმით თქვა. — ძილის ნებას არ მოგცემს ეს ტყუილი. არაფერი მიპასუხია. სწრაფი ნაბიჯით შევედი სახლში, ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ზურგით კარს მივეყრდენი. გული ისე მიცემდა, თითქოს მთელი კახეთი ფეხით შემოვირბინე. ფანჯრიდან გავიხედე. დავინახე, როგორ ეწეოდა ეზოში მარტო დარჩენილი ნიკუშა და სიბნელეს უყურებდა. იმ ღამეს თვალი ვერ დავუხუჭე. დილით, როცა მზემ გამოანათა, ეზოში უკვე აურზაური იყო. ყველანი ეკლესიაში წასასვლელად ემზადებოდნენ — დღეს ჩვენი პრინცის ნათლობა იყო. თეთრი, ჰაეროვანი კაბა ჩავიცვი, თმა უბრალოდ ავიკარი და დაბლა ჩავედი. მისაღებში ნიკუშა დამხვდა. პერანგის სახელოები აეკეცა, საათს ისწორებდა. თვალები ჩასწითლებოდა — ეტყობოდა, მასაც ჩემსავით არ ეძინა. თვალი თვალში გამიყარა, თითქოს გუშინდელი საუბრის გაგრძელებას ელოდა, მაგრამ ამ დროს ოთახში ნიტა შემოჭრა ბავშვით ხელში. — აბა, მზად ხართ? მანქანებთან გამოდით, უკვე გველოდებიან! ტაძრის ეზოში საოცარი სიმშვიდე სუფევდა. ზარების რეკვის ხმაზე გული უცნაურად შემეკუმშა. ცერემონიის დროს ნიკუშას გვერდით ვდექი. როცა მოძღვარმა ლოცვა დაიწყო, ნიკუშამ ოდნავ მოიწია ჩემკენ და ისე, რომ არავის შეენიშნა, ჩემი თითები თავისაში მოიქცია. ამჯერად ხელი ძლიერად ჩავჭიდე. სახლში დაბრუნებისას, დამიანეს უკვე ტკბილად ეძინა, ნიტა და გეგი კი ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ ეზოდან შინ შესვლისთანავე გრძელი, ხის, დიდი მაგიდა თავიდან გააშალეს. სუფრასთან ხმაური არ წყდებოდა. ქეთა და ლექსო ისევ კინკლაობდნენ, თუმცა მათ თვალებში უკვე აშკარა შერიგება იკითხებოდა. მე ოდნავ მოშორებით ვიჯექი, თითებს ღვინის ჭიქას ვუსვამდი და ვცდილობდი, საკუთარი ფიქრები და მოზღვავებული ემოციები როგორმე ჩამეცხრო. ნიკუშა ჩემ პირდაპირ იჯდა. მისი მზერა წამითაც არ მცილდებოდა — მშვიდი, დამყოლები, მაგრამ ამავდროულად ისეთი ღრმა და მტკიცე, რომ სუნთქვა მიჭირდა. როცა ლექსომ მორიგი სადღეგრძელო წამოიწყო, ნიკუშამ ჭიქა მაგიდაზე დადო, წამოიდგა, ჩემკენ წამოვიდა და ჩუმად, მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ჩამჩურჩულა: — შენს ოთახში ავიდეთ სალაპარაკო მაქვს. უხმოდ დავუქნიე თავი და გავყევი. ნიკუშა ხის ძველ მაგიდას მიეყრდნო, გადმომხედა და დაბალი, ოდნავ ჩახრიწული ხმით თქვა: — ვიცი, რომ თავში ათასი კითხვა გიტრიალებს, თათა. ვიცი, რომ ესპანეთზე ფიქრობ, იმ ოთხ წელზე... მაგრამ, იმ კოცნის შემდეგ, ორივემ ვიცით, რომ წარსულში დარჩენა აღარ გამოდის. — ნიკუშა, მე... მე უბრალოდ მეგონა, რომ ყველაფერი დავალაგე, — წავსჩურჩულე და თვალი თვალში გავუსწორე, — მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება აწყობილი იყო. — აწყობილი იყო, თუ უბრალოდ გარბოდი? — ნიკუშამ ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, სახე ხელებში მოიქცია და ცერა თითით ლოყაზე ნაზად შემეხო. — აღარ მოგცემ გაქცევის უფლებას. აღარც მე გავიქცევი. აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ, სანამ არ მიხვდები, რომ ჩვენი ამბავი არ დასრულებულა. თვალები დავხუჭე. ნიკუშას ხელის სითბო, მისი სურნელი და სიტყვების სიმტკიცე იმედის ისეთ ტალღას აგორებდა ჩემში, რომლის წინააღმდეგობაც აღარ შემეძლო. ჩემთვის და ნიკუშასთვის ეს ღამე ახალი დასაწყისი აღმოჩნდა. გარეთ სიჩუმე სუფევდა, შიგნით კი — წლების განმაბლობაში დაგროვილი, მოთოკილი ვნება და უსაზღვრო სითბო. კაბა ნელი მოძრაობით შემომაძარცვა, თითები ჩემს თმებში შეაცურა და ტუჩებში ისე დამეწაფა, თითქოს წყურვილს იკლავდა. ჩემი შიშები და შფოთვები, ნელ-ნელა დნებოდა ნიკუშას ცხელი შეხებასთან ერთად. იმ ღამეს ჩვენ შორის არსებული ყველა მანძილი წაიშალა — დარჩა მხოლოდ სიმშვიდე, რომელსაც ორივე ასე დიდხანს ვეძებდით. — ლილი — ეზოს მეორე მხარეს, საერთო აივანზე ვიყავით. რეზის თითებს შორის სიგარეტი ეჭირა, თუმცა არ ეწეოდა — უბრალოდ, მოაჯირს დაყრდნობოდა და ეზოს უყურებდა. ჩუმად ვადევნებდი თვალს მის პროფილს; იმ მამაკაცის ნაკვთებს, რომელიც რვა წელიწადი ჩუმად, ყოველგვარი პრეტენზიისა და მოთხოვნის გარეშე მიყვარდა. — ლილი, — იპოვა სიჩუმეში ხმა რეზიმ და ჩემკენ შემობრუნდა. ხმაში მსუბუქი, თითქმის უხილავი თრთოლა ერია. — შემთხვევით მოვისმინე, გოგოებს რაც უთხარი. წამიერად სუნთქვა შემეკრა. ვიგრძენი, როგორ ამეწვა ლოყები, თუმცა თვალი არ გამირიდებია. — რვა წლის წინ... — განაგრძო მან, ჯიბიდან პატარა, ხავერდის შავი კოლოფი ამოიღო და ხელისგულზე დაიდო, — როცა უარი მითხარი, მეგონა, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან სათანადოდ ვერ გაჩვენე, რას ნიშნავდი ჩემთვის. ეს ბეჭედი მაშინ ვიყიდე. მას შემდეგ სულ თან დამაქვს. ვიცოდი, რომ ჩემთვის სხვა არავინ იარსებებდა. თვალებიდან ცრემლები წამსკდა. პირზე ხელი ავიფარე, რომ სლუკუნი შემეკავებინა. — რეზი... — ძლივს ამოვთქვი და ნაბიჯი გადავდგი მისკენ, — მე ისეთი სულელი ვიყავი. მაშინ უბრალოდ მეშინოდა... მეგონა, მეგობრობას დავკარგავდით, მეგონა, მზად არ ვიყავი. ყოველ დღე ვნანობდი იმ უარს... ყოველ დღე, როცა გიყურებდი და ვხვდებოდი, რომ ჩემი გული მხოლოდ შენთან იყო. მაშინაც მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ. რეზიმ ოდნავ გაიღიმა. კოლოფი გახსნა, სადაც მთვარის შუქზე ნაზი, ელეგანტური ბეჭედი აციმციმდა. ჩემი ხელი აიღო — იგრძნობოდა, როგორ აუკანკალდა თითები, თუმცა ბეჭედი სრულიად დარწმუნებით გამიკეთა. — ხოდა, ახლა აღარაფრის შეგეშინდება, — ჩურჩულით თქვა მან, თავისკენ მიმიზიდა და შუბლზე ნაზად აკოცა. მთელი სხეულით მივეკარი. აივანზე მდგარს, ამდენი წლის ლოდინის, შიშისა და სინანულის შემდეგ, საბოლოოდ ვიგრძენი, რომ ჩემს უსაფრთხო ნავსაყუდელს მივაღწიე. რამდენიმე წამით მშვიდად ვუმზერდი, შემდეგ კი ძლივს მოკრებილი გამბედაობით სანატრელ ტუჩებს შევეხე. *** დილით მზის სხივებმა რომ გამაღვიძა, ფანჯრიდან გრილი ჰაერი შემოდიოდა. თვალები რომ გავახილე, პირველი, რაც ვიგრძენი, ნიკუშას ხელის სიმძიმე იყო ჩემს წელზე. მშვიდად ეძინა, ლოყა ბალიშზე ედო და ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს ეს ოთხი წელი საერთოდ არც არსებულა. ფრთხილად ავდექი, რომ არ გაღვიძებოდა. ტანსაცმელი ჩავიცვი და სარკეში ჩემს იერს შევხედე — ლოყები აწითლებული მქონდა, თმა აწეწილი, მაგრამ თვალებში ისეთი სინათლე მეტყობოდა, როგორიც ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ოთახიდან პირველი გამოვედი და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში ნიტა დახვდა, დამიანე მკლავებში მოექცია. — ოჰ, გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა? — გამიღიმა და ყავის ჭიქა გამომიწოდა. — ნიკუშა სადაა? — სძინავს. — ვთქვი და თვალი ავარიდე, თუმცა ნიტას არაფერი გამოეპარებოდა, ეშმაკურად გადამხედა. ამ დროს კიბეებზე ნიკუშაც ჩამოვიდა. სრულიად უდარდელი სახით შემოვიდა სამზარეულოში, გვერდით ჩამიარა, წელზე ხელი ოდნავ შემიხო და ნიტას მიესალმა. იმ წამს მივხვდი, რომ მალვას უკვე აზრი არ ჰქონდა — ჩვენს შორის ყველაფერი ისე აშკარა გახდა, რომ არავის დასჭირვებია ზედმეტი კითხვების დასმა. ნახევარ საათში ეზოში ყველანი შევიკრიბეთ. ლექსოს თვალებს ძლივს ახელდა, ქეთა კი უკვე ყავას სვამდა და რაღაცაზე წუწუნებდა. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ ეზოში ლილი და რეზი. ლილი უცნაურად ანათებდა. ხელში წვენით სავსე ჭიქა ეჭირა. წამიერად, მზის სხივზე თითზე რაღაცამ გაელვა. — მოიცა, მოიცა... ეს რას ნიშნავს?! — პირველმა ქეთამ იყვირა და მაგიდიდან წამოხტა. ლილის გაეცინა, ლოყები გაუწითლდა და რეზის გადახედა, რომელმაც წელზე ხელი მოხვია და კმაყოფილი სახით თქვა: — ხო, ნუ, როგორც იქნა, გონს მოვიდა და "კი" მიპასუხა. ისეთი წივილი და ყვირილი ატყდა, რომ მგონი მთელმა სოფელმა გაიგო. ქეთა და ნიტა ლილის ეცნენ, ჩახუტებას არ აკლებდნენ. ლექსომ რეზის მხარზე ხელი დაარტყა და მიულოცა. მეც მივედი, ლილის თბილად ჩავეხუტე და ყურში ჩავჩურჩულე: "ძალიან მიხარია, ხომ იცი?". მანაც მჭიდროდ მომხვია მკლავები და გამიღიმა. საუზმის შემდეგ ნელ-ნელა ბარგის ჩალაგება დავიწყეთ. წამოსვლა არ გვინდოდა, მაგრამ თბილისში დაბრუნების დრო იყო. რა თქმა უნდა, ამჯერადაც ნიკუშას მანქანაში მოვთავსდი. მთელი ერთი ხელით საჭეს მართავდა, მეორე ხელით კი თითებზე მეფერებოდა. თბილისში საღამოსკენ ჩამოვედით. დაღლილები ვიყავით, მაგრამ გოგოებს შანსი არ მოუციათ — გადაწყვიტეს, რომ საღამოს აუცილებლად ჩემთან უნდა შევკრებილიყავით. ცხრა საათი იქნებოდა, ქეთა, ნიტა და ლილი ჩემს ბინაში რომ მოვიდნენ. პიცა შევუკვეთეთ, ღვინო გავხსენით და მისაღებ ოთახში, ხალიჩაზე ჩავსხედით. — აბა, ახლა დაიწყეთ! — ქეთამ ჭიქა ასწია და თვალები მოჭუტა. — ჯერ ლილი, შენგან ვიწყებთ. როგორ, სად და როდის? ლილიმ თავიდან ბოლომდე მოყვა აივანზე მომხდარი ამბავი. ყვებოდა იმ ბეჭედზე, რეზის რომ რვა წელი თან დაჰქონდა, იმ სინანულზე, თავად რომ აწუხებდა და იმ სიმშვიდეზე, ახლა რომ იგრძნო. როცა მორჩა, ოთახში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. — აი, მესმის სიყვარული, — ამოიოხრა ნიტამ. — ახლა კი, თათა, შენი ჯერია. ყველას მზერა ჩემკენ გადმოვიდა. ღვინის ჭიქა ხელში ვატრიალე და ოდნავ გავიღიმე. — ჩემი? მე რა უნდა ვთქვა... — დაიწყო მე, — ის ოთხი წელი, მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. მეგონა, ესპანეთში წასვლით ჩემს ცხოვრებას დავალაგებდი და წარსულს დავივიწყებდი. მაგრამ გუშინ... გუშინ მივხვდი, რომ უბრალოდ გავრბოდი. — და ნიკუშა? — ჰკითხა ქეთამ ჩუმად. — ნიკუშამ მითხრა, რომ აღარ მომცემს გაქცევის უფლებას, — ამოვიოხრე და გოგოებს შევხედე. — და მართალია. აღარც მე მინდა გაქცევა. გუშინ ღამით ყველაფერი ისე იყო, თითქოს ეს წლები საერთოდ არც არსებულა. უბრალოდ, ორივეს გვჭირდებოდა ეს დრო, რომ გავზრდილიყავით. — ესპანეთზე რას შვრები? — იკითხა ნიტამ. — არ ვიცი... — გულწრფელად ვუპასუხე. — ერთ კვირაში უნდა დავბრუნდე, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი, როგორ უნდა წავიდე, როცა ჩემი გული აქ რჩება. გვიანობამდე შემოვრჩით. ვიცინეთ, ვჭორაობდით და ვსვამდით. თითქოს ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა — რეზიმ და ლილიმ თავისი გზა იპოვეს, მე და ნიკუშამ — ჩვენი, და მიუხედავად იმისა, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი იყო, პირველად ვიგრძენი, რომ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. *** დილიდან საშინელი ფაციფუცი იყო. ლილი ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა, ქეთა და ნიტა კი ხან მაკიაჟს უსწორებდნენ, ხან კაბის შლეიფს დასტრიალებდნენ. ჰაერზე გავედი, რომ ცოტა დაძაბულობა მომეხსნა. ფეხის ხმაზე მივიხედე ვინც იყო. კოსტიუმში გამოწყობილი, თმას ხელით ისწორებდა, რომ დამინახა, გაიღიმა, მოახლოვდა და ზურგიდან მკლავები მომხვია, ნიკაპი მხარზე დამიდო. — როგორ ღვთაებრივი ხარ! — ჩამჩურჩულა და ყელში ნაზად აკოცა. — შენც არ გამოიყურები ცუდად. — გავიღიმე და მისკენ შემოვბრუნდი, თუმცა სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა სურდა. — რა ხდება? ნიკუშამ ჯიბიდან პასპორტი ამოიღო და ხელში დამატრიალებინა. — ესპანეთის ბილეთები ავიღე, — თქვა მშვიდი, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ხმით. გაოგნებულმა შევხედე. — რა? — ზეგ ხომ მიდიხარ, მარტო ხომ არ გაგიშვებ? — ეშმაკურად გადამხედა. — ვიცი, ახალ პოზიციაზე მუშაობა და ეს გამოცდილება შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ჰოდა, მეც შენთან ერთად წამოვალ. იქ ვიცხოვროთ, სადაც შენ გინდა, მთავარია ერთად ვიყოთ და დანარჩენს ყველაფერს ეშველება. — მოიცა, ნიკუშა... — დავიბენი და თვალებში ჩავხედე, — მერე შენი მაღაზიები? აქ ყველაფერს ასე ტოვებ? — მაგაზე არ იღელვო — გაეცინა და ხელი ლოყაზე ჩამომისვა. — ონლაინ მარტივად ვმართავ ყველაფერს, თან ისეთი გუნდი მყავს აწყობილი, რომ ჩემ გარეშეც იდეალურად მიჰყავთ საქმე. ასე რომ, გაქცევა აღარ გამოგივა. გული სიხარულისგან შემეკუმშა. არაფრის თქმა აღარ იყო საჭირო — უბრალოდ ყელზე მკლავები მოვხვიე და მჭიდროდ ჩავეხუტე. ქორწილი საოცრად თბილი და ემოციური გამოვიდა. ცერემონიაზე, როცა რეზიმ და ლილიმ ბეჭდები ცვალეს, თითქმის ყველას ცრემლები მოგვერია. ლილი უბრალოდ ანათებდა, რეზი კი ისე უყურებდა, თითქოს მთელ სამყაროში მხოლოდ ის ერთი ქალი არსებობდა. რესტორანში უკვე სრული ქაოსი და მხიარულება სუფევდა. გეგი, როგორც ყოველთვის, სიტუაციას მართავდა და დარბაზში დადიოდა. შუაღამე გადასული იყო, ტორტიც უკვე გაჭრილი და ხალხი ცეკვით იღლებოდა, როცა შევამჩნიე, რომ ლექსო და ქეთა არსად ჩანდნენ. ამ დროს გეგის ტელეფონმა ახმაურდა. ეკრანს დახედა, წარბები გაოცებით ასწია და უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა. — არ არსებობს! — თქვა და ტელეფონი ჩვენკენ შემოატრიალა. ეკრანზე ლექსოს გამოგზავნილი შეტყობინება იყო: "გვრიტებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ! ჩვენ გავიპარეთ, სვანეთში მივდივართ. არ გვძებნოთ, ორი დღე ტელეფონებს ვთიშავთ!" — სერიოზულად?! — გაეცინა ნიკუშას. — ამდენი ხანი ამას გეგმავდნენ? — ლექსოს იდეა იქნება, ასპროცენტიანი, — გადააქნია თავი გეგიმ, თუმცა ეღიმებოდა. ყველას გაგვეცინა. სიყვარული, სიცილი, მოულოდნელი გაქცევები და ახალი დასაწყისები — იმ ღამეს ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ნიკუშას ხელი ჩავჭიდე, მანაც მჭირდროდ ახლართა თითები. წინ კიდევ ბევრი ამბები გველოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


