ბედის ირონია 24 თავი
-მხოლოდ ეს ერთი ბოთლი გაქვს?- უკმაყოფილო ტონით ჰკითხა ალექსმა გაღიზიანებულ კაცს და სამზარეულოდან ჭიქები გამოიტანა. -მე არ დამისხა -რატო? - ... -თავს ცუდად გრძნობ? ისევ წნევა გაქვს აწეული?! -არა კარგად ვარ, უბრალოდ დალევა არ მინდა. ხო მართლა შენი ქურთუკი სადაა ისევ მანქაში დაგრჩა? -დავკარგე! -სად? -არ ვიცი, არ მახსოვს -უცნაურია! -რა არის უცნაური?! -შენი საქციელი! -რატო? -ვერ ხვდები?!-წამოენთო ზურა -ქურთუკის დაკარგვაში უცნაური რა არის არ მესმის- მხები აიჩეჩა ალექსმა და გახსნილი ბოთლი მოიყუდა -დამისხი! -რა? -ვერ გაიგე რა გითხარი?- ხმა გაიმკაცრა ზურამ და პირთან მიტანილი ბოთლი ხელიდან წაგლიჯა დაბნეულ ბიჭს -გავიგე მაგრამ...-ბუზღუნით თქვა ალექსმა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან- მოვწევ და შემოვალ- უმისამართოდ თქვა და აივანზე უკმაყოფილო სახით გავიდა. -ალექსანდრე!- გასძახა ზურამ -ხო მა -კიდევ რამდენი ხანი უნდა უყურო იმ სახლს! -რომელ სახლს?!- თავი გამოიშტერა ალექსმა და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა. -ალექსანდრე! -კიდევ ერთ ღერს მოვწევ და შემოვალ. -კარგი-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ზურამ და მოთმინებით დაელოდა. შევიდა თუ არა სახლში ალექსი მაშინვე უყვირა- რით ვერ მოწიე ეგ დედა მოტ*ნული სიგარეტი?-და ჯეკ დენიელსის თითქმის ბოლომდე დაცლილი ბოთლი მოიყუდა -შენ არ ამბობდი წეღან დალევა არ მინდაო?- გაუკვირდა ალექს და დივანზე მომღიმარი სახით დაჯდა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ზურამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა -ზუსტად არ ვიცი შენ და მარიამს რა გაკავშირებთ მაგრამ... -წარსული!- წინადადების დასრულება რ აცადა ალექსმა- მხოლოდ წარსული მამა! სხვა არაფერი! საერთოდ არაფერი გესმის?! -დარწმუნებული ხარ? - ... -ალექსანდრე! -ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც მას ზიანს მიაყენებს -გამუდმებით მის ირგვლივ ტრიალებ! -ასე არაა! -ასეა და შენ ეს კარგად იცი! -ჩვენ შორის არაფერი არ ხდება -მოხდება! მასთანა ასე ახლოს ყოფნას თუ გააგრძელებ... -ზურა! -ალექსანდრე! -მე მას გულს არასოდეს ვატკენ! -შენი მჯერა... -მაშინ რა საჭიროა ეს საუბარი? -უბრალოდ მინდა დაგაფიქრო იმ მძიმე შედეგებზე რაც თქვენს სიახლოვეს შეიძლება მოყვეს -რომელ სიახლოვეს, კარგი რა მამა?!უბრალოდ რამდენჯერმე წავიყვანე ბაღში და ეგააა -ესე იგი არ უნდა ვინერვიულო?!- ეჭვნეულად ჰკითხ აზურამ შვილს და მზერა გაუსწორა -არა- მკაცრი ტონით უპასუხა ალექსმა და თავის ოთახში შეიკეტა. .... ბაღიდან დათხოვნის მერე ვაჩე მთელ დღეებს სტადიონზე ატარებდა, შესაბამისად მარიამიც, რომელსაც იშვიათად...ძალიან იშვიათად ენაცვლებოდა ხოლმე ბარბარე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


