ბედის ირონია 23 თავი
-მადლობა...მხოლოდ ამის თქმა შემიძლია შენთვის- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა აღელვებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. ალექსანდრემ თვალი გააყოლა და როგორც კი შენობაში შევიდა მარიამი, მაშინვე ფანჯრები ჩამოსწია სიცხისგან შეწუხებულმა. მოუთმენლად ელოდა ვაჩე მარიამის გამოჩენას. როგორც კი დაინახა, მაშინვე მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. -დედიკო მომენატრე -მეც ძალიან მომენატრე ჩემო ერთადერთო -ხვალ კიდევ უნდა მოვიდეთ ბაღში? -არა დედიკო დღეს ბოლო დღეა -მაგარია-იყვირა ვაჩემ და გახარებული ჰოლში გავიდა. მარიამი მასწავლებლებს დაემშვიდობა და ხელში აყვანილ ვაჩეს ალექსანდრეს ქურთუკი მოახვია. -არ მინდა-აბუზღუნდა ვაჩე -წვიმს! -მერე რააა?! -გინდა რომ გაცივდე? ვაჩემ უარის ნიშნად თავი გააქნია და როცა ეზოში გავიდნენ ქურთუკი თავისი ნებით მოიხვია. ალექსანდრეს გაეღიმა როცა მანქანაში ჩასხდომისთანავე ვაჩე აწუწუნდა -ცხელა, შეიძლება ფანჯარა რომ ჩამოვწიო? -რა თქმა უნდა!- დაუფიქრებლად უპასუხა ალექსმა და თვითონვე ჩამოსწია -მადლობა- კმაყოფილი ტონით უთხრა ვაჩემ და გასაგრილებლად ფანჯრიდან გაიხედა, მაგრამ მარიამმა ისევ ასწია- დედიკოოოო- აბუზღუნდა ისწვ ვაჩე -წვიიიმს! -მცხელა! -მოითმინე! -დავუწევ-საუბარში ჩაერია უცებ ალექსი და ორივე დააშოშმინა. -მართლა ძალიან ცხელა, მგონი ჯობია, რომ გამორთო- ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიამმა და ქურთუკი შემოიცვა. -დარწმუნებული ხარ?- ეჭვნეულად ჰკითხა ალექსმა და სარკიდან გახედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა -დარწმუნებული ვარ!- დაღლილი ხმით უთხრა მარიამმა და მოულოდნელად დააცემინა. -კარგი, როგორც გინდა- უკმაყოფილო ტონით უთხრა ალექსმა და გათბობა გათიშა. გაეღიმა როცა მისი ქურთუკის ელვა შესაკრავი ბოლომდე ასწია მარიამმა და კაპიუშონი თავზე წამოიფარა- მგონი გაციებს... -ასეა! -თითქმის მივედით -მადლობა რომ დამხმარე... ყველაფრის მიუხედავად! -ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა! -მადლობა -ამდენი მადლობის გადახდა საჭირო არაა- გაეღიმა ალექს და კიდევ ერთხელ გახედა სარკიდან მარიამს- მართლა! -ძალიან უხეშად გელაპარაკე ბოლოს. -ქარიშხალივით შემოვიჭერი შენს ცხოვრებაში, ამიტომ...-წამიერად გაჩუმდა ალექსი- შენი ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი...საერთოდ არ მიკვირს! -მოვედით-იყვირა უცებ ვაჩემ და მანქანის კარი გააღო -არ გადახვიდე!- მკაცრი ტონით უთხრა მარიამმა და ქურთუკი გაიხადა. -დაიტოვე!- ნაწყენი ტონით უთხრა ალექსმა როცა ხელების კანკალით გაუწოდა გამოსართმევად. -არ შემიძლია -კანკალებ! -ალექსანდრე! -მარიამ! - ... - გინდა რომ უარესად გაცივდე? - ... -ძალიან კარგი! მაშინ მოიცვი! -არ ვიცი ოდესმე დაბრუნებას შევძლებ თუ არა -მთავარი შენი ჯანმრთელობააა! -კარგი მადლობა-ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიამმა და ვაჩე ხელში აიყვანა, ალექსის ქურთუკი მასაც მოახვია და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წაიყვანა. .... საშინლად დაიძაბა ალექსი, როცა მანქანიდან, აივანზე მდგომი ზურა დაინახა. ,,ჯანდაბა" გაიფიქრა და გაზს ბოლომდე ჩააჭირა. დიდხანს იხეტიალა ქუთაისის დატბორილ ქუჩებში და იქამდე არ დაბრუნდა შინ სანამ ზურამ არ დაურეკა. -როგორც იქნა მოხვედი, მეგონა ამაღამ სახლში მოსვლას არ აპირებდი! -რომ არ დაგერეკა არ მოვიდოდი! -რატომ? -ისე უბრალოდ... -და ღამის გათენებას სად აპირებდი?ქუჩაში?! - ... -ალექსანდრე!-ხმა გაიმკაცრა ზურამ -ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ძალიან გაღელვებდეს ჩემი ყოფნა ან არყოფნა -მეგონა ეს თემა უკვე დავხურეთ! - ... -მერამდენედ უნდა აგიხსნა ჩვენი დაშორების მიზეზები? - ... -ალექსანდრე?! -აუ რამე დასალევი არ გაქვს?-უეცრა სხვა თემაზე გადავიდა აღელვებული ბიჭი და კარადების თვალიერება დაიწყო. -კი... წყალი! -რამე უფრო მაგარი -ბორჯომი და კოკაკოლა... -ალკოჰოლური! -დალევა გინდა? ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -იმ გოგოს გამო?-წამოენთო ზურა -ვის გულისხმობ?! -ვერ ხვდები? -ვერა -დარწმუნებული ხარ? -რაზე მიმანიშნებ? პირდაპირ მითხარი! -კარგი მაშინ პირდაპირ გკითხავ მარიამთან რა გაკავშირებს? -ვისთან?! -გაეცინა ალექს -მარიამთან- მშვიდად გაუმეორა ზურამ -არაფერი! გათხოვილ ქალთან რა უნდა მაკავშირებდეს?! -არ ვიცი... და შენ იმიტომ გეკითხები! -სერიოზულად? ამას მართლა მეკითხები? -ალექსანდრე! -რააა? -ეს ის გოგო არა?! -ვინ გოგო? -შენი პირველი სიყვარული! -საიდნა მოიტანე?! -ნუ უარყოფ... -მამა! -მე შენზე ყველაფერო ვიცი! საერთოდ ყველაფერი! -მართლა? მაინც რა იცი? -მაგ გოგოს შეეშვი! თორემ ცხოვრებას დაინგრევ -ჩვენ შორის არაფერი ხდება! -დარწმუნებული ხარ? - ... -ალექსანდრე! -უნდა წავიდე -ამ შუაღამისას წასვლას სად აპირებ? ალექსანდრემ მის კითხვას არ უპასუხა. -კარგი რადგან თქვენს შორის არაფერი არ ხდება მაშინ ეს თემაც დავხუროთ-თანაგრძნობით უთხრა ზურამ შვილს და წიგნებოს კარადიდან ჯეკ დენიელსი გამოიღო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


