შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზავი საკურთხეველთან [თავი 3]


დღეს, 11:24
ავტორი კასანდრა
ნანახია 69

იმ ღამეს ანინეს თითქმის არ ეძინა.საწოლში იწვა და ჭერს უყურებდა. თვალებს ხუჭავდა, მაგრამ გონებაში ისევ და ისევ ერთი და იგივე კადრი მეორდებოდა,- მამის სახე, დედის ცრემლები, ძმების დუმილი და ბოლოს... ანდრეი.
მისი ხმა.
მისი მკაცრი მზერა.
მისი თითები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ მაჯაზე ჰქონდა შემოხვეული.გოგონამ მაშინვე თვალები გაახილა და ხელზე დაიხედა.ჯერ კიდევ გრძნობდა იმ შეხებას.
-უნდა შევეჩვიო, - ჩუმად ჩაილაპარაკა, თუმცა მაშინვე გაეღიმა მწარედ, - რას უნდა შეეჩვიო, ანინე...
კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა.
გოგონა წამოჯდა.
-ვინ არის?
პასუხი არ მოჰყოლია.
კარი ნელა გაიღო და ოთახში ანდრეი გამოჩნდა.
ხელში რამდენიმე პარკი ეჭირა.
-ბოდიშს გიხდი გუშინდელისთცის, ახლა კი ეს ჩაიცვი.
ანინემ გაკვირვებულმა შეხედა.
-რატომ?
-ჩემს ოჯახთან მივდივართ.
-არ მინდა.
ანდრეიმ პარკები საწოლზე დადო.
-ანინე!
ანინე უძრავად იდგა, ბიჭმა ამოიოხრა, -კარგი.
ანინემ თვალები დაახამხამა.
-კარგი?
-არ წავალთ.
გოგონამ მაშინვე შვებით ამოისუნთქა.
-მადლობა.
-მაგრამ სხვაგან წავალთ.
-რა?
-დილით თითქმის არაფერი ჭამე, ამიტომ სადმე გავალთ.
-არ მშია.
-მაშინ მაინც რამდენიმე ლუკმას შეჭამ.
-რატომ გაინტერესებს?
ანდრეი მისკენ დაიძრა და ანინემ ინსტინქტურად უკან დაიხია. კაცი მაშინვე გაჩერდა.მის მზერაში რაღაც შეიცვალა.შეამჩნია,თუ
როგორ დაიძაბა გოგონა და როგორ მიეყრდნო ზურგით კედელს, როგორ შეკრთა მხოლოდ იმიტომ, რომ მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. ანდრეიმ თავი ოდნავ დახარა.
-მე შენს შეშინებას არ ვაპირებდი.
ანინემ ჩუმად უპასუხა:
-მაგრამ, შენ მაინც სულ მაშინებ.
კაცს ყბა დაეჭიმა.
მართალი იყო.
-კარგი, - თქვა ბოლოს. -აღარ მოგიახლოვდები, სანამ თვითონ არ მომცემ უფლებას.
ანინემ გაოცებულმა შეხედა.ანდრეი კარისკენ შებრუნდა.
-ათ წუთში ქვემოთ გელოდები.
კარი დაიხურა.
ანინე რამდენიმე წამი უძრავად იდგა. შემდეგ პარკებს დახედა. ნელა გახსნა და შიგნით რამდენიმე კაბა, ფეხსაცმელი და თბილი მოსაცმელი იდო. ყველაფერი მისი ზომა იყო.ერთ-ერთი კაბა ხელში აიღო და გაშალა.ღია ცისფერი იყო,
ზუსტად ისეთი, როგორიც ბავშვობაში უყვარდა. ანინეს თითები ქსოვილს ნაზად შეეხო.
ნახევარი საათის შემდეგ ანინე კიბეზე ჩამოვიდა.
ანდრეი მისაღებში იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. ანინეს დანახვისთანავე გაჩუმდა. რამდენიმე წამით მზერა გოგონაზე გაეყინა. ცისფერი კაბა მის ფერმკრთალ კანს კიდევ უფრო ნათელს ხდიდა, ოქროსფერი თმა კი მხრებზე თავისუფლად ეყარა.
ანდრეიმ თავი მაშინვე გვერდზე მიაბრუნა.
-მოგვიანებით დაგირეკავ.
ზარი გათიშა.
-წავიდეთ.
ანინემ ფეხსაცმელი ჩაიცვა. სახლიდან ერთად გავიდნენ.
მანქანამდე მისვლისას ანდრეიმ კარი გაუღო.

გოგონა შეყოვნდა.
-თავადაც შემიძლია.
-ვიცი.
ანინემ დაბნეულად შეხედა. მანქანაში ჩასხდნენ. რამდენიმე წუთი უხმოდ იარეს. ამჯერად ანინე აღარ ტიროდა.
ანდრეიმ რამდენჯერმე გადმოხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-სად მივდივართ? - ბოლოს იკითხა გოგონამ.
-ქალაქგარეთ.
-რატომ?
-იქ არის ადგილი, სადაც მშვიდად ვისადილებთ.
-ხალხის ეშინია შენი?
ანდრეიმ გაკვირვებულმა გადმოხედა.
-რატომ მეკითხები?
-ყველა ისე გიყურებს, თითქოს რაღაცის ეშინიათ.
კაცს ჩაეღიმა.
-შეიძლება იმიტომ, რომ მართლა უნდა ეშინოდეთ.
ანინეს სახე შეეცვალა.
ანდრეიმ მაშინვე დაამატა:
-მაგრამ შენ არ უნდა გეშინოდეს.
-რატომ?
-ჯერ ვერ გადავწყვიტე.
გოგონამ პირველად გაიღიმა.
ძალიან ოდნავ.
მაგრამ ანდრეიმ დაინახა.
და რატომღაც ეს პატარა ღიმილი მთელი გზის განმავლობაში თავიდან ვერ ამოიგდო.
ადგილი მართლაც ულამაზესი აღმოჩნდა, როგორც ჩანს ბატონი აჩბა გემოვნებას არ უჩიოდა. ტერასაზე დასხდნენ. ანდრეიმ კიდევ დამატებით თეფში დაამატებინა, ანინემ კი კითხვით სავსე თვალები შეანათა, თან აღელდა:
-ნუ ღელავ, ლუკას ველოდები, შემოივლის, - მშვიდი ხმით გასცა პასუხი.
-ლუკა?
-გუშინ არ მოგეცა მისი გაცნობის საშუალება, ვფიქრობ, უნდა იცნობდეთ ერთმანეთს, იქნებ კიდევ დაგჭირდეს ჩემგან თავის გადარჩენა, - ირონიულად მიუგო ბიჭმა.
ანინეს გაახსენდა გუშინ რომ ვიღაც ბიჭმა იხსნა გაცხოველებული ანდრეისგან, თუმცა ბიჭისთვის არაფერი უთქვამს.
ვახშამი უხმოდ მიმდინარეობდა, არ აწუხებდნენ ერთმანეთს, როცა მოულოდნელად ლეწვის ხმა გაისმა. ანდრეიმ თვალები აატრიალა, ანინე კი შეშინებული მიტრიალდა. ლუკა მოსულიყო და თან ჭურჭლით სავსე კარადას დაჯახებოდა, ყველა მას მისჩერებოდა. სასაცილო შესახედი იყო ამხელა კაცი და ჩამონგრეული ჭურჭელი.
გაოცებული უყურებდა გადაშლილ სცენას ანინე, თან პატარაზე ჩაიღიმა. როგორც იქნა თავი დააღწია ბატონმა ლუკამ პერსონალს, თავისი სავიზიტო ბარათი დაუტოვა, ზარალს აგინაზღაურებთო და წყვილისკენ გამოიქცა.
-მოგესალმებით, გვრიტებო, - ომახიანად შესძახა.
-რძალი, მე ლუკა ვარ, - ნაზად ეამბორა გოგონას ხელზე.
ანინეს ძალიან მოეწონა ბიჭის სილაღე, საპასუხოდ გაუღიმა და თავადაც გაეცნო:
-მე ანინე ვარ.
-ვიცი, ძვირფასო, როგორ შეიძლება არ ვიცოდე ვინ ხარ, ამ დესპოტ ადამიანათან თუ ვინმე დავინა....,- სიტყვა შუაზე გააწყვეტინა ანდრეიმ:
-გეყოფა, ლუკა!, - გამოსცრა ანდრეის.
-კარგი, კარგი, - სიცილით თავი დაუქნია ბიჭს.
-აბა, რას შვრებით, როგორ მიდის საქმეები, ანინე,მეჭორავე, მომიყევი შენს შესახებ რაღაცები, - გაუბა გოგონას ლაპარაკი. ანდრეი თითქოს არ უსმენდა, მაგრამ ყველა დეტალს აკვირდება.
-როგორც გითხარი, მე ანინე ვარ, ოცდაორი წლის, წელს დავასრულე უნივერსიტეტი, სკოლაში ვაპირებ მუშაობის დაწყებას და კვლავ სწავლის გაგრძელებას, ცეკვის სტუდიის გახსნაც მაქვს გადაწყვეტილი, - სიმშვიდით ჩამოურაკრაკა ბიჭს.
-ვააა, შენ ცეკვავ ტოო?, -გაოცებით შეეკითხა გოგოს, მანაც თავი ნაზად დაუკრა.
-რა მაგარია, აბა ქორწილში არ დაგვჭირდება არავინ, აგერ ანდრიუშასაც ასწავლი და ერთ-ორ მოძრაობს და მორჩო, -გახარებით მოუგო ბიჭმა, ანდრეის ლუკმა გადასცდა, ანინემ კი გაოცებისგან თვალები გააფართოვა:
-რა ქორწილი?, -თან ანდრეის უყურებდა, ბიჭი კი განზრახ ყურადღებას არ აქცევდა.
-შენი და ანდროს ქორწილი, ანინე, ყველა თქვენს ქორწილს ელოდება, არ მითხრა რომ ანდრომ არაფერი გითხრა, - ბოლო სიტყვები გაბრაზებით წარმოთქვა.
-მე არასდროს არავინ არაფერს მეუბნება, -გატეხილი ხმით წარმოთქვა გოგონამ, -არც ის შეუთანხმებიათ, რომ უნდა გავთხოვილიყავი უცხო ადამიანზე და ჩემს ოცნებებზე უარი მეთქვა, -ჩაილაპარაკა უცხო ხმით. -მე დაგტოვებთ ცოტახნით, - წამოხტა გოგო.
ბიჭმა გაბრაზებით შეხედა ლუკას:
-სულ ამდენს რატო ლაპარაკობ?, - დაიღრინა ანდრეიმ.
-მე რა ვიცოდი თუ არ გქონდა ნათქვამი, ხო მაინც გაიგებდა, ან თუ არ უნდა ქორწილი, რატომ უნდა აიძულოთ? იქნებ ჰყავდა ვინმე ვინც უყვარდა, ხო აპირებდი გოგოს დატოვებას, რამ გადგრია?, -გაბრაზებით მიუგო ბიჭმა.
-ვაპირებდი თქმას, ოღონდ როცა დაწყნარდებოდა მერე. მე მინდა ქორწილი, რომ ყველამ დაინახოს ვისი ქალიცაა და აქამდე ვინც ჰყავდა ყველას დაივიწყებს, - თავდაჯერებით წარმოთქვა ანდრეიმ.
-ცუდად ექცევი ანდრეი, არ შეიძლება ასე, ჯერ ძალიან პატარაა, - ბიჭის გადარწმუნებას ცდილობდა ლუკა.
-ვიცი, მაგრამ თავს ვერ ვერევი, დატოვებას ვაპირებდი, საავადმყოფოშიც იმიტომ მივედი, რომ მეთქვა მისი ოჯახისთვის, აღარ წავიყვან და ნუ ინერვიულებთქო, მაგრამ როგორც კი დავინახე, ხელი დავავლე და ჩქარა წამოვიყვანე, არავის რომ არ წაერთმია, - უხსნიდა ანდრეი.
-ფუ, რა ს@@ი ხარ,- აიმრიზა ლუკა.
გოგონა დაბრუნა, აშკარა იყო, რომ ტირილისგან ჰქონდა დასიებული თვალები და მაკიაჟსაც ვერ დაეფარა მისი ჩაწითლებული უპეები.
-არ წავიდეთ?, -ჩუმად იკითხა.
-ჭამა დაასრულე, - აუღლევებლად გასცა პასუხი ანდრეიმ.
-აღარ მინდა, დამეკარგა ჭამის სურვილი, - მტკიცედ მიუგო გოგონამ.
-დაჯექი და ჭამე, ანინე! - ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით გასცა პასუხი ბიჭმა.
-რასაც მინდა იმას ვიზამ, შენ თუ არ მოდიხარ მე წავალ, - უყვირა ანინემ.
ანდრეიმ წარბაბი ზემოთ აზიდა, არ
ელოდებოდა გოგოსგან ასეთ ქცევას და ადევნება ვერ მოასწრო, ისე მოსწყდა ანინე ადგილს.
მძიმე და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ანდრეი, მაგრამ ლუკამ შეაჩერა:
-არაფერი დაუშავო, ანდრეი, - მკაცრად გააფრთხილა არძინბამ.
-არც ვაპირებდი.
გოგონა გარეთ იდგა და ელოდებოდა, ბიჭმა მანქანის კარი გაუღო და ჩასვა. ლუკა ანინესთან მივიდა, შუბლზე აკოცა და ნომერი ჩააწერინა: -თუ რაღაც იქნება, დამირეკე, ფერია.
ანინეს გულში სითბო ჩაეღვარა, ამ ხნის განმავლობაში პირველი იყო ლუკა, რომელმაც გავეშებული ანდროსგან იხსნა.
წყვილი გზას ჩუმად გაუყვა, თუმცა ანდრეიმ დაარღვია იდილია:
-რას ნიშნავდა შენი ეს ქცევა? რა გინდა, ანინე?, -უკვე დამშვიდებული ხმით დაიწყო ლაპარაკი.
-რას ქვია რას ნიშნავდა? ქორწილი ისე დაგეგმე ჩემთვის არაფერი გიკითხავს, ლუკას რომ არ ეთქვა ალბათ არც მეტყოდი, -შეურაცხყოფილი ტონით უხსნიდა გოგონა.
-ასეა, არ გეტყოდი, - უპასუხა მშვიდად.
ანინეს სახე მოეღრიცა, ლოყებზე უამრავმა ფერმა გადაჰკრა. ბიჭი მიხვდა გოგონას გაცხარების მიზეზს და დააყოლა:
-არ გეტყოდი, რომ არ გენერვიულა და რამეს მოვიფიქრებდი.
ხმა აღარ ამოუღიათ, მშვიდად განაგრძეს მგზავრობა.
სახლში დაბრუნებისას უკვე საღამოს ექვსი საათი იყო.კართან მისულებს ერთი კაცი დახვდათ. ანდრეის მისი დანახვისთანავე სახე შეეცვალა.
-აქ რას აკეთებ?
კაცმა ანინეს გადახედა და გაეღიმა.
-ეს არის?
ანდრეი წინ გადაუდგა.
-მას ნუ ელაპარაკები.
-დამშვიდდი, ძმაო. უბრალოდ მაინტერესებდა, ვინ მოახერხა შენი გულის გალღობა.
ანინემ დაბნეულად შეხედა ორივეს.
კაცი რამდენიმე წლით უფროსი ჩანდა. მაღალი, თავდაჯერებული და ზედმეტად თავისუფალი მანერებით.
-მე ლევანი ვარ, - გაუღიმა მან ანინეს. -ანდრეის ბავშვობის მეგობარი.
-მე ანინე.
-ვიცი.
ანდრეის მზერა მაშინვე გამკაცრდა.
-ლევან.
-კარგი, კარგი. მივდივარ.
ლევანმა ანინეს კიდევ ერთხელ გადახედა.
-სასიამოვნო...
-წადიმეთქი.
ლევანს გაეცინა და სახლიდან გავიდა.ანინემ ანდრეის შეხედა.
-ეჭვიანობ?
კაცი ადგილზე გაშეშდა.
-რა?
-ისე მოიქეცი,თითქოს.....
-სისულელეა.
-მაშინ რატომ გაბრაზდი?
-იმიტომ, რომ ლევანი არასანდოა.
-ჩემთან?
-ყველასთან.
ანინეს გაეღიმა.
-კარგი.
ანდრეიმ გოგონას შეხედა.
-რას იღიმი?
-არაფერი.
-ანინე!
გოგომ გვერდი აუარა და კიბისკენ წავიდა.ანდრეი კი დიდხანს უყურებდა მიმავალ ფიგურას. თავადაც ვერ გაეგო, რატომ აღიზიანებდა ლევანის მზერა.
ანინე ოთახში თავის ფიქრებთან ერთად მარტო დარჩა. თავში უტრიალებდა ლუკას სიტყვები, ლევანის გამოჩენა, ანდრესი ეჭვიანობა.
მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა, გოგონაც წამოჯდა:
-ვინ არის?
-მე ვარ, - ბოხი ხმით უპასუხა ბიჭმა.
-შემოდი.
ანდრეი ზღურბლთან გაჩერდა. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ამჯერად ოთახში შემოსვლას არც ცდილობდა.
-ხვალ დილით უნდა წავიდეთ.
-სად?
-უნივერსიტეტში.
ანინემ გაკვირვებულმა შეხედა.
-რატომ?
-საბუთები უნდა მოაწესრიგო. სწავლის გაგრძელება გინდოდა, არა?
გოგონა რამდენიმე წამით ჩუმად იყო:
-გახსოვს?
-ყველაფერი მახსოვს, რასაც მეუბნები.
ანინემ მზერა აარიდა.
-და ცეკვის სტუდიაც?
ანდრეის ტუჩის კუთხე ოდნავ აეწია.
-ეგეც.
მეგონა, რომ ჩემი ოცნებები საერთოდ არ გაინტერესებდა. ანდრეის ღიმილი მაშინვე გაუქრა.
-არ მითქვამს, რომ არ მაინტერესებს.
-შენი ქცევით თქვი.
ანდრეიმ ღრმად ამოისუნთქა.
-ანინე...
-რა?
-მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე შენთან.
ეს პირველად იყო, როცა მისი ხმა ასე გულწრფელად ჟღერდა.ანინემ ნელა შეხედა.
-შეგიძლია უბრალოდ არ მომექცე ისე, თითქოს შენი საკუთრება ვარ.
ანდრეიმ რამდენიმე წამით თვალებში უყურა.
-ვეცდები.
გოგონას გაეღიმა.
ანდრეი კარისკენ შეტრიალდა, მაგრამ გასვლამდე შეჩერდა.
-და კიდევ ერთი რამ.
-რა?
-ლევანს არ ენდო.
ანინემ წარბი ასწია.
-ისევ ლევანი?
-უბრალოდ გაფრთხილებ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ვიცნობ.
და მე რატომ არ უნდა გავიცნო?
ანდრეი გაჩუმდა.
-ეჭვიანობ?
ამჯერად ანდრეიმ პირდაპირ შეხედა.
-შეიძლება.
ანინეს გაეღიმა.
ანდრეიმ თავი გადააქნია და ოთახიდან გავიდა.

მეორე დილით ანინე სამზარეულოში ჩავიდა და ადგილზე გაჩერდა.ანდრეი უკვე იქ იჯდა,მაგრამ მარტო არ იყო.მის გვერდით ლევანი იჯდა და ყავას მშვიდად სვამდა.
-დილა მშვიდობისა, ფერია, — მაშინვე გაუღიმა მან.
ანდრეიმ თვალები დახარა.
-ლევან.
-რა იყო?
-დილიდან ნუ იწყებ.
-მე? მე საერთოდ არაფერი გამიკეთებია.
ანინეს გაეღიმა და მაგიდასთან დაჯდა.
-თქვენ აქ რას აკეთებთ?
-შენ გელოდებით.
-რატომ?
-დღეს მე მიგიყვან უნივერსიტეტში.
ანდრეიმ თავი ასწია.
-არა.
ლევანს გაეცინა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მე მივიყვან.
-შენ საქმეები გაქვს.
-გავაუქმებ.
-არ არის საჭირო.
-ლევან.
-ანდრეი.
ორივემ ერთმანეთს რამდენიმე წამით უხმოდ შეხედა.
ანინემ ამოიოხრა.
-საერთოდ ვერ გავიგე, რატომ ჩხუბობთ.
ლევანმა მაშინვე გაუღიმა.
-იმიტომ, რომ შენი ქმარი ბავშვობიდან ვერ იტანს, როცა რამე მისი კონტროლის ქვეშ არ არის.
-ლევან!
-კარგი, კარგი.
ანდრეი წამოდგა.
-ანინე, წავიდეთ.
გოგონაც წამოდგა, მაგრამ ლევანმა მოულოდნელად დაუძახა.
-ანინე.
გოგონა შემოტრიალდა.
-ჰო?
-სტუდიის გახსნას თუ მართლა აპირებ, ერთი ადგილი ვიცი.
ანდრეი გაჩერდა.
ლევანმა განაგრძო:
-ქალაქში ძველი საცეკვაო დარბაზია. დიდი ხანია დაკეტილია. პატრონს ვიცნობ, თუ გინდა, დღესვე დაგათვალიერებინებ.
ანინეს თვალები გაუბრწყინდა.
-მართლა?
-მართლა.
-ძალიან მინდა!
ანდრეის სახე მაშინვე შეეცვალა.
-დღეს ვერა.
ანინემ მისკენ გაიხედა.
-რატომ?
-საქმე გვაქვს.
-შენ გაქვს საქმე. მე არა.
ლევანმა ჩუმად ჩაიღიმა.
ანდრეიმ მას მკაცრად შეხედა.
-შენ გაჩუმდი.
-მე არაფერი მითქვამს.
ანინემ ჩანთა აიღო.
-უნივერსიტეტში მივდივარ, მერე კი იმ დარბაზს ვნახავ.
ანდრეი გაშეშდა.
-მე გამოგყვები.
-არ არის საჭირო.
-ანინე.
-შენ თვითონ მითხარი, რომ ჩემს შეშინებას არ აპირებდი.
ანდრეიმ ყბა დაჭიმა.
ლევანმა გახედა და ჩუმად ჩაიცინა.
-მგონი, ბოლოს და ბოლოს იპოვე შენი მარცხი, ანდრიუშა.
ანდრეი გაჩერდა.
ნელა შემოტრიალდა.
-კიდევ ერთი სიტყვა და შენი მარცხი ყბაში მოგხვდება.
ლევანს გაეცინა.
-ზუსტად ამას ვამბობ.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

კარგია რომ არ აგვიანებთ,საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent