ზავი საკურთხეველთან [თავი 1]
ჩემი პირველი ტექსტია ეს, მეგობრებო. იქნებ მითხრათ, ღირს თუ არა გაგრძელება. მადლობა. თავი 1 მისაღებ ოთახში მთელი ნაკანთა საგვარეულო შეკრებელიყო და დაძაბული სახით განიხილავდნენ რაღაცას, ღამის სამ საათზე მხოლოდ მათი ფანჯრიდან გადიოდა სინათლე. ოთახის კუთხეში საწყლად მიკუნჭულიყო ცისფერთვალება კაფანდარა გოგონა - ანინე ნაკანი და ცრემლიან თვალებს აქეთ-იქეთ დაბნეულად აცეცებდა. -გადაწყდა, ანინე ცოლად გაჰყვება აჩბას და იქამდე იქნება მისი ცოლი, სანამ გამოსავალს არ ვიპოვით, - შეუვალი ხმით განაცხადა უფროსმა ნაკანმა. -რას ამბობ, ზაურ?! როგორ შეგიძლია ეს დაუშვა, ჩვენი პატარა გოგო დამშეული მგლების ხელში როგორ უნდა ჩავაგდოთ, რა გარანტია გვაქვს რომ რამეს არ დაუშავებენ? - ანერვიულებულმა ქალმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი და მოწყვეტით ჩამოჯდა დივნის კიდეზე. -უმცროსი აჩბა არაკაცი არ არის, არაფერს დაუშავებს, მიუხედავად მისი რთული ხასიათისა, თვალდახუჭული ვენდობი მას, - მტკიცედ განაცხადა ზაურმა. ანინემ უეცრად ვეღარ შეიკავა თავი და მოთქმით ატირდა, ტიროდა თავის აუხდენელ ოცნებებს, ვერ შემდგარ სიყვარულსა და აწ უკვე უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახს. ოჯახის ვერცერთმა წევრმა ვერ გაბედა მასთან მიახლოება, იცოდნენ რას სჩადიოდნენ, იცოდნენ რომ გოგონა დაიფერფლებოდა აჩბას გვერდით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, სხვა შემთხვევაში მთელი ოჯახი განადგურდებოდა და ერთის ნაცვლად, 5 წევრი დაიღუპებოდა. ანინე განტევების ვაცი იყო ნაკანების ოჯახისა, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი იყო, როცა აჩბასა და ნაკანის ბედი ოჯახის უფროსებმა დაწერეს, რათა თავიდან აერიდებინათ კიდევ ერთი სასტიკი სისხლისღვრა და დადგა ეს ავადასახსენებელი დღეც. გოგონას ამდენი ტირილისგან გული წაუვიდა, უმალვე წაიყვანეს კლინიკაში, დამამშვიდებელი გაუკეთეს და გოგონასაც ახალშობილი ბავშვივით უშფოთველად ეძინა. ცუდი ამბები რომ სწრაფად ვრცელდება მართალი ყოფილა, აჩბების ყურამდე მალევე მიაღწია ამ ამბავმა, ყველგან მათი ჯაშუშები იყვნენ და მოულოდნელიც არ ყოფილა ანდრეის გამოჩენა ნაკანებისათვის. გაცოფებულმა საავადმყოფოს კარი შემოგლიჯა და გავეშებული დაეტაკა ნაკანების უფროს ვაჟს - თორნიკეს, ზაურს ვერ შებედა. ბიჭს საყელოში წაავლო და კედელს მიანარცხა: - ერთი გოგო გყავდათ ჩაბარებული და მასაც ვერ უპატრონეთ, როგორც კი გონს მოვა მე წავიყვან, დროა უკვე, - გამოსცრა კაცს. ანინეს დედა, ქალბატონი მაია აქვითინდა და ბიჭს შეევედრა, იქნებ ცოტახანი კიდევ დარჩეს, ასე უეცრად ვერ გადაიტანს, შვილო, - ცდილობდა მამაკაცისათვის აზრის შეცვლას, თუმცა ანდრეის უკვე დაწყნარებულმა და ბოხმა ხმამ გააწყვეტინა საუბარი: - თქვენი პრობლემაა, უამრავი წელი გქონდათ რომ გოგონა შეჩვეოდა ამ აზრს, თუმცა არ გამოიყენეთ, დღეს მიმყავს! ზაური ჩუმად ადევნებდა მიმდინარე მოვლენებს თვალს, გამოუვალ სიტუაციაში იყო, იცოდა აფხაზები არ დაინდობდნენ არც მას, არც მის ერთადერთ გოგონას და არც მთლიან ოჯახს, ამიტომ სცადა მაიას დაწყნარება და თორნიკეს გარიდება. ზაურმა ანდრეი გარეთ გაიყვანა სასაუბროდ, ბიჭიც მის ნებას დაჰყვა. -იცოდე, არ გაპატიებთ ჩემს გოგონას ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, გთხოვ, პირობა მომეცი რომ მას არაფერს დაუშავებ; -იმ მდგომარეობაში არ ხარ, რომ მოთხოვნებს მიყენებდე, მაგრამ იცოდე, მე არაკაცი არ ვარ, - მკაცრი ხმით მიუგო ანდრეიმ და კვლავ შიგნით შებრუნდა. ამასობაში ანინე გონს მოსულიყო, დედას მიხუტებული ჰყავდა, ძმები გარშემო დასტრიალებდნენ, ისე როგორც ბავშვობაში, თუმცა თქმას ვერავინ უბედავდა რომ გარეთ მისი მომავალი მეუღლე იცდიდა და წაყვანას უპირებდა. ანდრეიმ პალატის კარი ფრთხილად შეაღო და უეცრად სითბო ჩაეღვარა გულში, პატარა დაუცველი გოგონას დანახვისას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და კვლავ სერიოზული სახე აიკრა. ანინემ თავისი შეშინებული ცისფერი სფეროები შეანათა და აკანკალდა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. ოჯახის წევრებმა მარტო დატოვა წყვილი და ახლა უკვე ორნი დარჩნენ პირისპირ. სიჩუმე ანინეს აკანკალებულმა და ფრთხილმა ხმამ დაარღვია: -გთხოვ, ხომ შეგიძლია უარი თქვა, მე არავინ მომისმინეს და შენ სიტყვას ყველა უთქმელად მიიღებს, - იმედით სავსე თვალები შეანათა ბიჭს. -შემიძლია, მაგრამ არ მინდა, ახლა კი გაემზადე და მივდივართ, ცოლო, - ირონიულად მიუგო ბიჭმამ. ანინეს ცრემლები გადმოსცვივდა, არ ელოდებოდა ბიჭისგან ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა რა ექნა, ნელა ადგა და ჩაიცვა ფეხზე. რომ შეგეხედათ, ანგელოზს ჰგავდა, თეთრი გრძელი, სიფრიფანა კაბა ეცვა, ოქროსფერი დალალები მხრებზე ჩამოჰყროდა და მისი მიხვრა-მოხვრა კი თითქოს ანგელოზის ცეკვა იყო, ამაზე იტყოდა უარს ანდრეი აჩბა? ბოლო წამამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გოგონას გაუშვებდა, თუმცა როგორც კი პირადად ნახა ეგრევე გადაიფიქრა. 30 წლის კაცის გული პატარა სუსტმა არსებამ გაალღო, 22 წლის ანინე ნაკანმა, ჯერ კიდევ ბავშვმა, სუფთამ და უმანკომ. ანინე პალატიდან განადგურებული გამოვიდა, შეეშინდა ანდრეის მკაცრი მზერის, დანახვისთანავე მიხვდა, რომ მარტივი არ იქნებოდა მასთან თანაცხოვრება და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მათ შორის შემდგარმა პატარა დიალოგმა. ხაზი გაუსვა კაცის დომინანტურ მხარეს და წამიერად გასცრა. ფიქრებიდან ანდრეის შეხებამ გამოარკვია, გოგონა ოჯახა არ დამშვიდობებია, ზედ არ შეუხედავს, ბოლო წამამდე ეგონა რომ მის თავს არ დაუთმობდნენ, მაგრამ მწარედ შეცდა. უკანმოუხედავად გაჰყვა ბიჭს და ჩასხდნენ მანქანაში. გამეფებულ სიჩუმეს გოგონას ღრმა სუნთქა არღვევდა, რომელშიც ტირილის ნოტები იპარებოდა, ნელნელა სლუკუნში გადაუვიდა ეს ყველაფერი და უეცრად ძლიერად დაამუხრუჭა ბიჭმა მანქანა, გოგო თავის შემაგრება ვერ შეძლო და სწრაფი მოძრაობით დაიჭირა ანდრეიმ. გოგონას მაჯაზე ხელი წაავლო და დაუყვირა: -მორჩები თუ არა ზლუქუნს? ანინენ შიშისგან უფრო მეტად ატირდა, გული სწრაფად უცემდა და ცრემლები ღვარღვარით სდიოდა: -მე... მე ... ბო... ბოდიში, სახლში მინდა, ძლივს მოაბა თავი სათქმელს. გოგონას ასეთ საცოდავ მდგომარეობაში დანახვაზე ბიჭს გული მოულბა და ცრემლები მოსწმინდა: -ხვალ წაგიყვან, ახლა კი მორჩი ტირილს. გოგონა ცოტა მოეშვა და დაღლილს ჩაეძინა, დანიშნულების ადგილს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭმა ხელში ფრთხილად აიყვანა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო და სახლში შეიყვანა, იმ ოთახში დააწვინა სადაც თვითონ ეძინა, მოწესრიგდა და თვითონაც გვერდით მიუწვა. დილით შემოსულმა მზის სხივებმა ანინეს თვალი მოსჭრა, ეუცხოვა გარემო, ნელა მოათვარიელა აქაურობა და მზერა მის გვერდით მწოლიარე ბიჭზე გაეყინა, სქელი ტუჩები კიდევ უფრო გადიდებოდა, ქერა თმა კი მზეზე უფრო მეტად უნათებდა. მიუხედავად წინ წარმოდგენილი სანახაობისა, ანინეს გული შეემკუშა, გაახსენდა თავისი მდგომარეობა და უცებ წამოხტა, ხმაურზე ბიჭმაც გაიღვიძა, წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მიუხალოვდა ანინეს და გოგონა მასსა და კედელს შორის მოაქცია: -რა არ გასვენებს, ანინე?! -გამიშვი, ვერ ვსუნთქავ, ანერვიულდა გოგონა. -ძილი რომ დამირღვიე, მაშინ რას ფიქრობდი? -მეღადავები? უბოდიშიდ წამომიყვანე აქ, თითქოს ნივთი ვიყო და ახლა მშვიდად ყოფნას მთხოვ? ხომ შეგიძლია გამიშვა, გამიშვი რა... მე არ მიყვარხარ, უნდა ვისწავლო, სხვა მიყვარ... დასრულებული არ ჰქონდა წინადადება გოგონას, რომ ბიჭმა სახეზე ძლიერად მოუჭირა და გამოსცრა: -დღეიდან დაივიწყებ ყველას, ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ, მოვითხოვ პატივი მცე და შეასრულო შენი მოვალეობა, თორემ მე შემიძლია ცუდიც ვიყო, გასაგებია?! გოგონას შეეშინდა, ცრემლები წამოუვიდა და აკანკალდა, თვალს ვერ უსწორებდა. -გასაგებია, ანინეთქო?! შეშინებულმა დაუქნია თავი ანინემ, თუმცა ბიჭმა არ დაანება: -მიპასუხე! -კკ..ი, ძლივს ამოაყოლა სათქმელი გოგომ. -მშვენიერი, ახლა მოწესრიგდი, მე ნივთებს მოგიტან მანამდე და ვისაუზმოთ, ბრძანება გასცა ანდრეიმ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



