ზავი საკურთხეველთან [თავი 2]
ანდრეი ოთახიდან გავიდა და კარი უხმაუროდ მიხურა. ანინე რამდენიმე წამს ისევ იმავე ადგილას გაუნძრევლად იდგა. თითქოს მისი წასვლითაც კი ვერ შეძლო თავისუფლად ამოსუნთქვა. ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ნამდვილად მარტო იყო. უცხო სახლი. უცხო ოთახი. უცხო საწოლი. და კაცი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ პირველად შეხვდა, ახლა მისი ქმარი ერქვა.ანინემ თვალები დახარა და ხელები ერთმანეთში ნერვიულად გადახლართა. — ჩემი ცხოვრება დასრულდა...,- ჩუმად დაიჩურჩულა და თვალებზე მომდგარი ცრემლები სწრაფად მოიწმინდა. საწოლთან მივიდა, ჩამოჯდა და რამდენიმე წამით ჭერს მიაშტერდა. გონებაში ისევ მამის სიტყვები ტრიალებდა. „სხვა გზა არ გვაქვს.“ ყოველთვის სხვა გზა არ ჰქონდათ. როცა პატარა იყო, უფროსები მის მომავალზე საუბრობდნენ,მაშინ არაფერი ესმოდა. ახლა კი ყველაფერი გასაგები ხდებოდა. მისი ცხოვრება მის დაბადებამდე ჰქონდათ დაგეგმილი. ანინე ნელა წამოდგა და კარადასთან მივიდა. კარები გამოაღო. შიგნით უკვე ჩალაგებული ტანსაცმელი დახვდა. ანდრეის მოუტანია. ან ვინმეს მისი ბრძანებით.გოგონას ტუჩები მწარედ მოეღრიცა.კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა.ანინემ მაშინვე უკან დაიხია. -შემოდი, - ძლივს გასაგონად თქვა. კარი გაიღო და ოთახში შუახნის ქალი შემოვიდა. -ქალბატონო, საუზმე მზად არის. ანინემ დაბნეულად შეხედა. -ქალბატონო? ქალს ოდნავ გაეღიმა. -ასე უნდა მოგმართოთ. -არ მინდა. -როგორც გნებავთ. ქალი უკან გაბრუნდა, მაგრამ კართან შეჩერდა. -ბატონი ანდრეი გელოდებათ. ანინეს გული მაშინვე შეეკუმშა. -ახლავე? -დიახ. ქალი გავიდა. ანინემ ღრმად ჩაისუნთქა, თმა მოიწესრიგა და ოთახიდან გამოვიდა. კიბეზე ნელა ჩამოდიოდა, როცა მისაღებიდან მამაკაცის ხმა გაიგონა. - მამა, ყველაფერი კონტროლზეა. ანინე უნებურად შეჩერდა.ანდრეი ესაუბრებოდა ვიღაცას ტელეფონით. - არა, წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევენ. ნაკანებმა იციან, რაც მოხდება, თუ შეთანხმებას დაარღვევენ. პაუზა. -არა,გოგოს არაფერს ვუშავებ. ანინეს სუნთქვა შეეკრა. გოგოს? ასე ეძახდა? ანდრეიმ საუბარი დაასრულა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. სწორედ ამ დროს დაინახა კიბეზე მდგარი ანინე.რამდენიმე წამით ორივე ჩუმად უყურებდა ერთმანეთს. -რამდენი ხანია მანდ დგახარ? — ცივად ჰკითხა კაცმა. -იმდენი ხანი, რომ დავრწმუნებულიყავი ჩემზე სხვებთან ისე ლაპარაკობ, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდე. ანდრეის წარბი ოდნავ აეწია. ანდრეი რამდენიმე წამით ჩუმად იყო. -ჩამოდი. -ბრძანებაა? -თხოვნაა. ანინემ არაფერი უპასუხა და კიბეზე ჩამოვიდა. ანდრეი გვერდზე გაიწია, რომ მისთვის გზა დაეთმო. -დაჯექი. -ანინე მაგიდასთან დაჯდა, მაგრამ საჭმელს ხელი არ ახლო. ანდრეი მის მოპირდაპირედ მოთავსდა.რამდენიმე წამი სიჩუმე იდგა. -რატომ არ ჭამ? -არ მშია. -გუშინაც არაფერი გიჭამია. ანინემ გაკვირვებულმა ახედა, უხმოდ ჰკითხა, როგორ შეამჩნია ეს. ანდრეი მიუხვდა გოგონას გაკვირვებას: - ჩემი ცოლი ხარ. ბუნებრივია, შევამჩნევ. - შენი ცოლი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ორმა ოჯახმა ასე გადაწყვიტა. - ვიცი. -და მაინც არაფერი გაწუხებს? ანდრეიმ მზერა გაუსწორა. -ბევრი რამ მაწუხებს. -აგალითად? -მაგალითად ის, რომ ჩემს წინ ზიხარ და გგონია, რომ შენი მტერი ვარ. ანინეს გაეცინა, თუმცა ეს სიცილი უფრო ტკივილს ჰგავდა. - გუშინ საავადმყოფოდან ძალით წამომიყვანე. - წამოგიყვანე. - ჩემი მაჯა სულ დაალურჯე. ანდრეი დადუმდა. -შემაშინე. კაცმა მზერა აარიდა. -ვიცი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ანინემ მის ხმაში სინანულის მსგავსი რამ გაიგონა.მაგრამ მხოლოდ წამით. -თუმცა ერთი რამე უნდა იცოდე, - განაგრძო ანდრეიმ, -ამ სახლში ვერავინ გაგიბედავს იმას, რაც შენ არ გინდა. ანინემ თვალები დააწვრილა. -მათ შორის შენ? ანდრეიმ პირდაპირ შეხედა. -მათ შორის მე. გოგონას პასუხი აღარ ჰქონდა. ანდრეი წამოდგა. -ჭამე. -არ მინდა. -ანინე... -მართლა არ შემიძლია. კაცმა რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი მის წინ დადებული თეფში გვერდზე გასწია. -მაშინ წვენი მაინც დალიე. -რატომ? -იმიტომ, რომ გუშინ გული წაგივიდა. ანინემ პირველად ვერაფერი მოუფიქრა საპასუხოდ. ანდრეი კი თითქოს თავადაც გაღიზიანდა იმით, რომ მის ჯანმრთელობაზე ფიქრი უწევდა. -დღეს ექიმთან მიგიყვან. -არ მინდა. -ექიმთან მისვლა ჩემი ბრძანება არ არის. -აბა? -ჩემი სურვილია. ანინემ თავი დახარა. ეს კაცი საერთოდ ვერ გაეგო.ერთ წამს აშინებდა, მეორე წამს კი ისეთი რაღაცებით ზრუნავდა, რასაც მისგან საერთოდ არ ელოდა. -და მერე? -, ჩუმად იკითხა. -მერე სახლში დავბრუნდებით. -შენს სახლში? ანდრეიმ რამდენიმე წამი უყურა. -ჩვენს სახლში. ანინეს გულში რაღაც უსიამოვნოდ შეეკუმშა ამ სიტყვებზე.ჩვენი სახლი. ჯერ კიდევ გუშინ მისთვის ეს კაცი უცხო იყო.დღეს კი მის სახლს უკვე „ჩვენსას“ ეძახდა. -მინდა დედასთან დავრეკო. ანდრეიმ დაუფიქრებლად უპასუხა: -დაურეკე. ანინემ გაკვირვებულმა ახედა. -მართლა? -რატომ არ უნდა დაურეკო? -მეგონა, არ მომცემდი უფლებას. ანდრეიმ ოდნავ ჩაიღიმა. -იმდენად ცუდი გგონივარ? ანინემ პირდაპირ შეხედა. -კი. ღიმილი მაშინვე გაუქრა.რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.შემდეგ ანდრეიმ თავი ოდნავ დაუქნია: -სამართლიანია, -ადგა და ოთახიდან გავიდა. ანინე გაოგნებული დარჩა. არ გაბრაზებულა. არ უყვირია. უბრალოდ წავიდა. გოგონამ ტელეფონი აიღო და დედის ნომერი აკრიფა. ზარი დიდხანს გადიოდა. -ანინე? დედის ხმის გაგონებაზე გოგონას მაშინვე ცრემლები წამოუვიდა. -დე... -როგორ ხარ, შვილო? ანინემ პასუხი ვერ გასცა. -დედა... შენთან რომ დავრჩე, შეიძლება? სახლში ხომ წამიყვან? ტელეფონის მეორე მხრიდან მხოლოდ მძიმე ამოსუნთქვა გაისმა. -ანინე... -გთხოვ. -იცი, რომ არ შემიძლია. გოგონამ თვალები დახუჭა. -ვიცი. -მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამე, შვილო. რაც არ უნდა მოხდეს, შენ მარტო არ ხარ. ანინემ ცრემლები მოიწმინდა. -დე... -ჰო? -მე მეშინია. დედას ხმა აუკანკალდა. -მეც მეშინია, ჩემო გოგო. ამ დროს კართან მდგარმა ანდრეიმ ყველაფერი გაიგონა. არ შემოსულა. არც ხმა გაუცია. უბრალოდ რამდენიმე წამით იდგა იქ, შემდეგ კი უხმაუროდ წავიდა. იმ დღეს პირველად მიხვდა, რომ სახლში ქალი კი არ მოიყვანა, არამედ შეშინებული გოგონა, რომელსაც მის გარდა ახლა არავინ ჰყავდა. ეს პასუხისმგებლობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. ანინეს ახალი დასრულებული ჰქონდა სწავლა, მასწავლებლობას აპირება, თუმცა კიდევ სურდა სწავლის გაგრძელება. მოულოდნელად შემოჭრილმა უცხო მამაკაცმა კი მთელი ცხოვრება ამოუტრიალა, არ იცოდა ეს კაცი დართავდა ნებას ემუშავა თუ არა, ან სწავლა გაეგრძელებინა. ანინე ყველაფერთან ერთად შესანიშნავი მოცეკვავე იყო, ნეტავ შეგახედათ, გედივით დანარნარებდა სცენაზე ქართულს როცა ასრულებდა. სტუდიის გახსნა ჰქონდა გადაწყვეტილი, მის მეწყვილესთან ერთად - დემეტრე აქუბარდიასთან. ეს ორი განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, დემეტრეს გოგონა უყვარდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა საკუთარი გრძნობების გასამხელად, თუმცა არ დასცალდა. გოგონაც არ იყო გულგრილი, მაგრამ ყოველთვის თავს იკავებდა. თბილისში მალევე გავარდა ხმა ანინე ნაკანისა და ანდრეი აჩბას შეუღლების შესახებ, ამან აქუბარდიამდეც მიაღწია და მწარე დარტყმასავით მოედო მთელ სხეულზე ახალი ამბები. ყველა ელოდა ამ ორი გავლენიანი და მოსისხლე მტრების, თუმცა აწ უკვე შერიგებული ოჯახების გრანდიოზულ ქორწილს. საუზმობა როცა დაასრულეს ანდრეიმ ანინე ექიმთან გააქანა, მანაც რეკომენდაცია გასცა, რომ გოგონას კიდევ დაემართებოდა უცაბედი გულყრა, თუ ასე ინერვიულებდა. სახლში როცა დაბრუნდნენ ანინემ ოთახში შეაჭრა, ანდრეი კი თავისი შავ-ბნელი საქმეების მოსაგვარებლად წავიდა. მთელი საღამო ოთახიდან არ გამოსულა გოგონა, იწვა და ფიქრობდა თავის დანგრეულ მომავალზე. გვიანი იყო როცა ჩაეძინა, თუმცა ხმაურმა გააღვიძა, წამოხტა ჩაირბინა დაბლა და სამზარეულოში მჯდარი ანდრეი დაინახა, რომელსაც ვისკის ბოთლი იატაკზე დაენარცხებინა და მთვრალი, არეული თვალებით უყურებდა გოგონას. -მე... ვიფიქრე ქურდი შემოვიდა, -დაბნეულმა გოგონამ წამოიწყო საუბარი. -ჩემს გარეშე ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება, ძვირფასო,-თავდაჯერებით უპასუხა ბიჭმა. -დაგტოვებ, ჩაილუღლულა ანინემ, ის იყო ბიჭს უნდა გასცლოდა რომ წელზე უცაბედი შეხება იგრძნო, ანდრეი გოგონას დასწეოდა და კალთაში ელვის სისწრაფით ჩაისვა, გოგომ გააზრება ვერ მოასწრო. -რა... რას აკეთებ, გაგიჟდი?, -აფართხალდა ანერვიულებული გოგონა, თან ბიჭისგან წამოსულ ალკოჰოლის სუნს გრძნობდა. -გამიშვი, ანდრეი, მთვრალი ხარ, გთხოვ, -ამოიტირა ანინემ. -დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებ, გაგიშვებ თუ მოდუნდები, სალაპარაკო მაქვს შენთან, - ვნებიანი ხმით უპასოხა ბიჭმა. -ისე ვილაპარაკოთ, გამიშვი,- კვლავ აფართხალდა გოგონა, თუმცა ბიჭმა ოდნავ ძლიერად მოუჭირა ხელები და ანინეც გაჩერდა, მაგრამ ლარივით დაჭიმულ სხეულს ვერაფერი მოუხერხა, გულისცემა აუჩქარდა და მღლევარებისგან ლოყები აუწითლდა. -უნდა მიეჩვიო, ანინე, მე შენს გაშვებას არ ვაპირებ, არც დიდი ხანი დალოდებას, მოგწონს თუ არა, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, - ბოხი ხმით საუბრობდა ბიჭი. -ახლა რაც შეეხბა საუბარს, ქორწილის შემდეგ კვლავ ჩვეულ რიტმში განაგრძობ სწავლას, სკოლაში სამსახურსაც გიპოვი და ცეკვასაც დაუბრუნდები, თუმცა იმ აქუბარდიასგან თავს შორს დაიჭერ, გაიგე?! - ბოლო წინადადება გამოკვეთილად წარმოთქვა აჩბამ. გოგონას მის მბრძანებლურ ტონზე სიბრაზე შეეპარა და გაცეცხლებულმა უპასუხა: -შენი ნებართვა არ მჭირდება, დიახაც სწავლასაც განვაგრძობ, ცეკვასაც, ვიმუშავებ კიდეც და ვისთანაც მომინდება იმასთან ვიქნები,- რა წამსაც ეს გაიგო აჩბამ წამოდგა, გოგონას მაჯებზე ხელი ძლიერად მოუჭირა და კედელზე ააკრა, -გაიმეორე აბა, რა თქვი?,-დაუღრიალა გოგონას. -მტკენ, გამიშვი, ცხოველო, - ამოისლუკუნა ანინემ. -გაიმეორეთქო, - კიდევ უფრო მოუჭირა გოგოს ხელი. ანინეს სუსტმა მაჯებმა ვერ გაუძლო ამდენს, მოთქმით ატირდა და თან ბიჭს ეხვეწებოდა ხელი გაეშვა. უეცრად სახლის კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და გაცხოველებული ბიჭი სხეულიდან მოაშორა ანინეს. ბიჭმა ანდრეის სახეში უთავაზა, ანინეს კი უთხრა ოთახში ასულიყო, გოგოც სირბილით გაიქცა, უკანმოუხედავად. -ბიჭო, რას აკეთებ, ხო არ გაგიჟდი?,- უყვირა ძმაკაცს. ეს ლუკა ნადარეიშვილი გახლდათ, ანდრეის ძმადნაფიცი. ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ, ლუკას დედაც აფხაზეთიდან იყო წარმოშობით, არძინბების გვარიდან. -გამაგიჟა, ლუკა, გამაგიჟა, იცი რა მითხრა? ვისთან ერთადაც მინდა, იმასთან ერთად ვიქნებიო, რა გამეკეთებინა? -ბავშვს ეჯიბრები ანდრეი? ისიც ეყოფა, შენთან ყოფნა რომ მოუსაჯეს, დაიწყნარე ნერვები და ბოდიში მოუხადე, თორემ დავივიწყებ ჩემი მეგობარი რომ ხარ და მაგრად გცემ, - გაბრაზებულმა დაუყვავა ძმაკაცს. ანინე სააბაზანოში იყო და მოთქმით ტიროდა. რაც თქვა ნანობდა, რადგან ბიჭის გასაბრაზებლად მოიგონა. გაბრაზდა როცა ანდრეიმ ასე უბოდიშოდ მოინდომა მისი ცხოვრების კონტროლი, უნდოდა წყობიდან გამოყევანა ბიჭი, რასაც ნამდვილად მიაღწია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


