შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაპიტანო, გამიძეხი რაჭისკენ.. ( სრულად )


გუშინ, 22:28
ავტორი Edna
ნანახია 926

ცხოვრება შეუფერებელ ფეხსაცმელში
წინააღმდეგი ვარ, ეს სიტყვებიც ვერ მოვისმინე ისე აღმოვჩნდი მარტო არავის გაუპროტესტებია, არავინ მოსულა მაშინ როდესაც საყვარელი თვალები მიცქერდნენ. არავინ მოვიდა მათ შორის ის ერთადერთი, რომელიც საჭირო იყო მოსულიყო, თითქმის ჩემი ქმარი.. ერთი ნაბიჯი დააკლდა ჟუჟუნა მაღრაძის ქმრად გამოეცხადებინათ, ბოლო წამს არ მოინდომა.
-კარგი სხვებს ვეტყვი, წავიდნენ შენ კი რამეს გამოგიძებნით და გამოიცვლი - მითხრა ანამ, ჩემმა ერთადერთმა მეგობარმა და ხელისმომკიდემ..
-მოიცადე ვის რას ეტყვი, არავინ არ წავა.. -წინ გადავუდექი, ხელები გავშალე, თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად..
-ჟუჟუნა რას აპირებ ? - იმედგაცრუებლი ხმა, რამე არ ჩაიდნო და კიდევ არ შემარცხვინო თვალებით.. მხარზე მომკიდა ხელი..
-ჩემი ქორწილის დღეა დედა, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, გამატარე..- ჩოჩქოლი მესმის, ჯერ სხვებს ვერც კი ვხედავ, როგორც კი დამინახეს ერთიანად გაჩუმდნენ.
-ჩემო ძვირფასებო, ხომ არ მოიწყინეთ ? შეიძლება გაიგეთ კიდეც რაც მოხდა და ფიქრობთ სახლში ბრუნდებით და ასეც იქნება თუ ეს თავად გსურთ.. მაგრამ მე სხვა რამეს გთავაზობთ, ყველა გამოწყობილები ვართ, ფული გადახდილია, ბენდი გველოდება, ვინც ჯერ კიდევ ცეკვის და გართობის ხასიათზეა, მოდი ერთად გავატაროთ საღამო. ჩემი არ დაოჯახება ვიზეიმოთ რა უჭირს, ეს რა დაგემართა ვაი შე საწყალოს გარეშე, კარგი დრო გავატაროთ ? - თითქოს ვერ ვერ გაიაზრეს რა ვუთხარი, დაბნეულები ერთმანეთს უცქერენ და ბოლოს ერთიანად წამოიშალნენ..
ვიცეკვეთ, ვიმხიარულეთ, მთელი დღე ქორწილის კაბაში გავატარე. თითქოს ყველას მიავიწყდა, რეალურად ქორწილისთვის, ორი ადამიანის სიყვარულის აღსანიშნავად იყვნენ მოსულები..
მეორე დღეს კი რაჭაში გავიქეცი.. გგონიათ ვინმე მეგულება ? სოფელი, ადგილი მაქვს დასარჩენად? ცდებით, სულ რაღაც ორი დღით ვიყავი უხსოვარ დროს, როცა ლევანს არ ვიცნობდი..
სულ მინდოდა დაბრუნება და თითქოს სწორი დრო არასდროს დგებოდა, ლევანს მხოლოდ ზღვა უყვარს, მე მომწონს რამდენიმე დღე, მას უყვარს, ეს არასდროს შემინიშნავს ან დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა..
ზურგჩანთაში რა ჩავაწყვე, წესიერად აღარც მახსოვს. არავინ იცის, საკუთარ სახლში არ გავიღვიძებ, ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებ სხვებზე ვერ ვიფიქრებ. ზაფხული ახლახან დაიწყო, საუკეთესო ზაფხული უნდა მქონოდა, მე კი.. მჭირდება რაჭა.. ამოუხსნელი მიზეზის გამო მაგნიტივით მიზიდავს ჩემთვის მივიწყებული ადგილი, მეც მივყვები.
ტელეფონში ჩართული google map-ით ვიკვლევ გზას, ნეტავ რეალურ ცხოვრებაშიც შემეძლოს გამოყენება, მიმითოთოს საით წავიდე ცხოვრებაში, აშკარად მჭირდება მითითებები, რადგან აშკარაა არ მიმიღია სწორი გადაწყვეტილებები, ვერ ამირჩევია ის ერთადერთი ოჯახის წევრი, რომლის არჩევის საშუალებაც გვაქვს.
გზად შაორის ტბასთან გავჩერდი, მანქანიდან გადმოვედი და ტბას მივუახლოვდი. ხედმა დამღლელი გზა გადამავიწყა. სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა, ხმაურმა მაიძულა უკან მიხედვა.. ვხედავ როგორ გადმოდიან ავტობუსიდან ახმაურებული ადამიანები ფოტოაპარატით მომარჯვებულნი. ყურადღება ისევ ტბისკენ მივმართე..
-see you later aliigator.. - ღიღინი მომესმა, გვერდით გავიხედე, ჩემგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, მაღალი სილუეტი დავლანდე..
-after while crocodile.. - უნებურად გავაგრძელე ჩემი საყვარელი სიმღერის ტექსტი, მეგონა ჩავიჩურჩულე, თუმცა ესევე გამომხედა და გამიღიმა..
-გაუცნობლად, გამარჯობის გარეშე პირველად ვემშვიდობები ადამიანს..- სათვალეები მოიხსნა დაგამომხედა
-იქნებ ასე უკეთესიც იყოს..
-ვინ იცის.. იმედია იდილიას არ გირღვევ, ფოტოებს იღებენ და ცოტა გამოვერიდე
-პრობლემა არაა, ისედაც წასვლას ვაპირებ
-თავად არ გსურს ფოტოები ? გადაგიღებ თუ გინდა
-გუშინ ქორწილში გადაღებულმა ფოტოებმა დამღალა და განწყობაზე არ ვარ
-ვისი ქორწილი იყო, მეგობრის ? თუ.. ნათესავის ?
-ჩემი..- წარბები მაღლა აზიდა, თვალები გაუფართოვდა და მიმოიხედა, მგონი ლევანს ეძებს ჩემს გვერდით
-ცოლი მომეყვანა, მეორე დღეს, მარტოს არ დავტოვებდი
-ქორწილის დღეს არ მოსულა, დრო არ დაკარგა და პირველივე დღეს მიმატოვა..
-ხუმრობ ?
-სახუმაროდ მაქვს საქმე ?
-აბა ქორწილი გადავიღე ფოტოებიო..
-ქორწილი არ გავაუქმე, ჩემს ადამიანებთან ერთად გავატარე დრო, ქმრის გარეშე.. სასაცილოა არა ?
-რამდენ ხანში გავდივართ ? - ვიღაცამ დაუძახა.. საათს დახედა
-ოცი წუთი მგონი საკმარისია..-მომიტრიალდა
-მე უნდა წავიდე - ვუთხარი ზრდილობის გამო, უხმოდ წასვლა მერჩივნა..
-ასე მალე ?
-შენზე ადრე მოვედი, დრო ამოიწურა
-შეხვედრამდე
-არა მგონია ისევ შევხვდეთ.. - გავუღიმე და დავემშვიდობე..
მანქანაში ჩაჯდომისას გავიაზრე, სრულიად უცნობს ვუთხარი საქმრომ მიმატოვა მეთქი, ვითომც არაფერს ნიშნავდეს.. დავქოქე თუ არა სწრაფად გავეცალე აქაურობას, თითქოს შეცვლიდეს და იმ უცნობს მეხსიერება წაეშლებოდეს..
ახლა გარკვევას ვერ დავიწყებ სად დავრჩე, ამიტომაც მივდივარ იქ სადაც დიდი ხნის წინ დავრჩი, დაახლოებით მახსოვს სახლი და დიასახლისის სახელი, წესით მიგნება არ უნდა გამიჭირდეს.. კითხვა კითხვით, გზების რამდენჯერმე არევით, კრუგების დარტყმით, მივაგენი ქალბატონი ლეილას სახლს..
-თქვენთან დავრჩი დიდი ხნის წინ, არ გემახსოვრებით, თუა შესაძლებელი, ადგილი თუ გაქვთ..
-ვაიმე შვილო ნეტა დაგერეკა, ათამდე ადამიანს მაინც ველოდები საღამოს..
-რა გამოდის ადგილი არ გაქვთ ? მხოლოდ დღეს დავრჩე, ვნახავდი ხვალ რამეს
-რამდენი ხნით აპირებ დარჩენას ?
-წარმოდგენა არ მაქვს, ვფიქრობ დიდი ხნით
-მაშინ, ტურის ხალხი ორი-სამ დღეში წავა, თუ გაიჭირვებ პატარა ოთახი მაქვს და მერე გადაგიყვან უფრო კომფორტულ ოთახში
-კიბატონო..
-რა გაეწყობა, კეთილი იყოს შენი ფეხი უწერაში - ჩემს ოთახში შემიყვანა, ჩანთა სკამზე დავდე, მიმოვიხედე, ერთი საწოლი, საკიდი, ფანჯარა როგორც კი შევამჩნიე ამოვისუნთქე, უფანჯრო ოთახში ვერ ვიძინებ, ასე მგონია ვიხუთები ჰაერი აღარ მეყოფა და ძილში გავიგუდები..
-რა ვქნა შვილო, მხოლოდ ეს მაქვს თავისუფალი -გადმომხედა შეწუხებულა
-რას ამბობთ იდეალურია, თან ბოლო წამს მოგადექით..
-სუფთა თეთრეული აქ დევს, პირსახოციც, თუ აბაზანის გამოყენება გინდა პირველ სართულზეა მარჯვნივ, იქ დევს შამპუნი შეგიძლია გამოიყენო თუ გინდა..
-ახლავე გამოვიყენო, შეიძლება ?
-რა თქმა უნდა, მაშ წამოდი გაჩვენებ, სანამ დანარჩენებიც მოვლენ მერე რიგი დადგება..


ტელეფონი გავთიშე, საწოლზე დავდე და ლეილას გავყევი.. მადლობა გადავუხადე და კარი ჩავკეტე..
ნეტავ გრილ წყალს, ჭუჭყთან და დაღლილობასთან ერთად, სირცხვილის ჩამორეცხვაც შეეძლოს.. ხმამაღალი ტირილი მივარდება, ხელებით კედელს ვეყრდნობი და ნელ-ნელა ვიმუხლები, დგომის ძალა მეცლება.. როგორღაც წამოდგომას ვახერხებ, მთლიანად ყინულივით ცივ წყალს ვუშვებ და ადგილიდან არ ვიძვრი.. როცა ვგრძნობ მზად ვარ, წყალს ვთიშავ, ვმშრალდები. სარაფანი გადავიცვი, თავს ვხრი და თმებს პირსახოცში ვახვევ.. გარეთ გამოვედი, რამდენიმე ნაბიჯი გავიარე, უნდა შევტრიალდე, მეორე სართულზე ასასვლელად და სწორედ ამ დროს იღება ჭიშკარი..
-დაგაბინავებთ აბა რას ვიზამ.. -ნაცნობი ხმა, ჩემკენ ტრიალდება და როგორც კი მხედავს ჩერდება.. ლეილა ბებო გამოდის..
-შვილო გაცივდები, მოიცადე ფენს გამოგიტან.. ახლავე მოგხედავთ.. -ეს უკვე ჩემს წინ მდგომს უთხრა, რომელმაც ის დარჩენილი რამდენიმე ნაბიჯიც გადმოდა ჩემკენ..
-და მაინც.. ისევ შევხვდით -მითხრა კმაყოფილმა, თან თავი ოდნავ გადახარა..
-ასე გამოვიდა
-წესიერად ვერ გაგეცანით, კაპიტონ გოგრიჭიანი
-ჟუჟუნა მაღრაძე.. -გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ..-სასიამოვნოა
-ნამდვილად..-ლეილა ბებო გამოდის, ფენს მაწვდის, მადლობას ვუხდი და კიბეებზე სვლას ვიწყებ..-კარგი მოდი გავნაწილდეთ და საჭმელს მერე მივხედოთ, მწვადი, სალათა, ლეილა ლობიო შენზეა
-მზადდება, შენ მაგაზე არ იდარდო ჩემო ბიჭო.. - დანარჩენი აღარ მესმის, ჩემს ოთახში შევდივარ და თმებს ვიშრობ
თეთრეულს ვაწყობ, ვაფარებ ვფუთავ და ასევე ვწვები,ორიოდე წუთიც არაა გასული მეძინება..
სიმღერის ხმა მაღვიძებს, რომელსაც თან სიცილი ურევია, გარეთ უკვე ბნელა, საათი მინდა ვნახო, თუმცა მახსენდება ტელეფონი გავთიშე.. წყალი თუ არ დავლიე მოსასულიერებელი გავხდები, ვდგები ოთახის კარს ვიხურავ და აივანზე გავდივარ..
-ჟუჟუნა, საღამო მშვიდობის, არ დაგვეწვევი ? - არც მეგონა თუ შემამჩნევდა ვინმე,
-არ მინდა ხელი შეგიშალოთ
-რომელ ხელის შეშლაზეა საუბარი, ასეთი ლამაზი მანდილოსანი თუ შემოგვემატება გაგვიხარდება - სხვა გამოესარჩლა კაპიტონს.. მეც მივლასლასებ მათკენ, რადგან საშინლად მრცხვენია..
-ცხელი ლობიო მოგიტანო ? -ლეილა იხრება ჩემკენ და ისე მეკითხება თითქოს საიდუმლო დავალებაზე იყოს, ამ მესიჯის გამოსაგზავნად, რომელიც სავარაუდოდ რაღაცის კოდია და ცხელი ლობია რეალურად ცხელ ლობიოს არ მოიაზრებს..
-თუ არ შეწუხდებით.. -თავს მიქნევს და მალევე ბრუნდება ჯამით ხელში, რომელსაც წინ მიდებს, მადლობას ვუხდი, ის კი შიგნით შედის..
-აქ ასე მარტო, რამ ჩამოგიყვანათ ?- საშუალო ასაკის ქერათმიანი ქალბატონი მეკითხება
-ზაფხული რაჭაში არ ჯობია ? -თითქოს ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდე და მქონდეს გამოცდილება..
-აცადე შე ქალო ადამიანს ჭამა, შენ რომ მიირთვი ხომ კარგი იყო.. -შედარებით ახალგაზრდა მეგობარმა გადაულაპარაკა..
-ასეთი მშვენიერი გოგონა მარტო რომაა მიკვირს თორემ, მე მომიტევეთ.. ისე მარტო ხარ ? - ენის წვერთან მოვიდა სიტყვები, საქმრო მყავს..
-გახლავართ, ცოტა ხნით ქალაქის ხმაურს მინდოდა მოვშორებოდი..
-აქ ისეთი ხალხი ვართ, ნაკლები ხმაური არაა შემოგევლე..


სიმღერ სიმღერით ლობიოს ჭამაში, სულ გადამავიწყდა სრულიად უცნობებს დავეწვიე სუფრაზე..


სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.
ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიანს,
მე რომ გელი იცოდე, ასე არსად გელიან.


მე რომ გელი იცოდე, ასე არსად გელიან.


ყელს შეგაბამ მარგალიტებს,
ყველა ჩემი ცრემლია,
სიყვარულში იცოდე, მწუხარებაც ბევრია.


-ცრემლმორეული ვმღერი დანარჩენებთან ერთად და სხვებისთვის შეუმჩნევლად ვიწმენდ ცრემლებს


-რა კარგები ხართ
-ჰოდა ამ სიმღერის ფონზე ჩვენს შეკრებას გაუმარჯოს მეგობრებო, ახლა შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც იმ სიყვარულს ვავლენთ, კარგი მეგობრებითვის დამახასიათებელს..
-გაგვიმარჯოს..-ჭიქები მივუჭახუნეთ ერთმანეთს, ცოტა ხნით გიტარა გვერდით გადაიდო
-არ იცით რა გავიგე ? ვიღაც გოგო საქმროს ქორწილში მიუტოვებია
-რას ამბობ მერე - წყალი გადამცდა და ამიტყდა ხველა
-ხომ კარგად ხარ ?
-კი კი კარგად ვარ
-მერე რაო
-ქორწილი სიძის გარეშე ჩაუტარებია..
-რა მატრაკვეცობაა, რად უნდოდა.. ქორწილი წყვილის ბედნიერების გაზიარებაა
-მარტო ბედნიერება უნდა გავიზიაროთ ერთმანეთის ? რადგან ასე მოინდომა, იქნებ ეგრე სჯობდა კიდეც..-კაპიტონი
-მართალია, არ უნდოდა ეტყობა მარტო დარჩენა
-თან რამხელა ფულია გადახდილი, ამდენი ადამიანი მოსული და მარტივი გგონიათ იმის თქმა, უი საქმრო არ მოვიდა მოდი დაიშალეთო ? გაამხნევებდნენ იმ გოგოს, ბოლოს და ბოლოს
-რა ვიცი ასე მიმატოვონ, რა გამართობს..
-შენ თუ მიგატოვებდნ, გამოყარე ყველა, დაჯექი სახლში და იტირე აბა რა გიყო- ყველას გაეცინა..
-ჟუჟუნა შენ რას იზამდი ?
-რა.. მე მკითხეთ ?
-ასე საქმრომ მიგატოვოს, შენ რას იზამდი ?
-ასეთი გოგო ვინ უნდა მიატოვოს შენც იტყვი ხოლმე რა ?
-ისე ვიკითხე კაცო..
-არ ვიცი, ვერ გეტყვით, სათქმელად მარტივია, სანამ იმ მომენტამდე არ მიხვალ, რეალურად არ იცი როგორ მოიქცევი..
-ხმა გესმით? მგონი ჩხუბობენ..
-მეზობლებს გაწი გამოწი აქვთ, ნეტა ვის ჭორავენ.. - წამოვდექი..
-საით ?
-მივაყურადებ მაინტერესებს რაზე ლაპარაკობენ
-მეც წამოვალ - ერთ-ერთი გოგო წამოდგა და გამომყვა, ჭიშკართან ავიტუზეთ, ყურები ვცქვიტეთ -არაფერი მესმის, შენ გესმის ?
-ვერაფერს ვერ ვიგებ
-წამო გარეთ გავიდეთ
-სირცხვილი არაა ?
-ვითომ რაღაც გვინდა, წამო წამო მოვიფიქრებთ რამეს - ჭიშკარი გამოაღო, ლაპარაკში გართულებმა არ შეგვიმჩნიეს, ჩავუარეთ და ავტობუსს ამოვეფარეთ
-მოკვდა რა მნიშვნელობა აქვს ახლა დანარჩენს
-ის კაცი ციხეშია მაგ ბიჭის გამო, ამ კაცს შეხვედრა დაუთქვა და თან იარაღი წაიღო
-ამ კაცსაც ჰქონდა იარაღი
-თავს იცავდა
-ქალის გამო მოხდა ყველაფერი, ქალის, აი ეგა ხართ ქალები
-ის ქალი რა შუაშია ამათ თუ ჭკუა არ აქვთ ერთი გამაგებინეთ
-არჩევთ ახლა თქვენც. ერთი მიწაშია მეორე ციხეში.. - უხერხულად გადავხედეთ ერთმანეთს მე და ამ გოგომ, გაუჟღერებლად შევთანხმდით შიგნით დაბრუნებაზე.. ჭიშკარი მოვიხურეთ და სუფრისაკენ გავემართეთ..
-ბოდიში სახელი ვერ გკითხე.
-იზოლდა გავაშელი, მაგრამ ყველა ზიზის მეძახის - თავი დავუქნიე იმის ნიშნად, დავიმახსორე მეთქი და სუფრას შემოვუსხედით..
-ყველა დასალევი სადღეგრძელო დაილია, სუფრა ალაგდა და წავედით დასაძინებლად..
მეგონა გვიანობამდე არ გამეღვიძებოდა, მაგრამ საკმაოდ ადრიანად გამომეღვიძა ისე, როცა ზუსტად იცი, ძილის შებრუნებას აზრი არ აქვს. ამიტომაც მოვწესრიგდი, ნივთები ავიღე, კარები გავხსენი თუ არა, ჩემს მოპირდაპირეთაც ზუსტად ამ დროს გაიღო
-დილა მშვიდობის -კაპიტონი
-დილა მშვიდობის - აივანზე გამოვედი, თითქოს გუშინდელი დღე აქ არ გამეტარებინოს, ახლაღა აღვიქვამ სიმწვანეში ჩაფლულ გარემოს, მდინარის ხმაც ისმის შორიდან.. იმაზე კარგია ვიდრე მახსოვდა..
-მეგონა ყველას ეძინა
-ყველას სძინავს, ჩვენ გარდა, სიამოვნებით მეძინებოდა მთელი დღე, მაგრამ აღარ დამეძინება..
-არადა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საჭესთან იჯექი, საღამოს დალიე... წესით არც უნდა გაგეღვიძა კიდევ რამდენიმე საათი..-თავი დავუქნიე, წასასვლელად ნაბიჯი გადადგა და გავაჩერე..
-ყავა სად ვნახო ?
-ახლა ყავაზე მივდიოდი, გინდა გაგიკეთო ?
-თუ არ შეწუხდები
-ეს შეწუხება და მორიდება გვერდზე გადადე და შეირგე დასვენება..
-შენ არ გინდა დასვენება ?
-ტურს ჩავხურავ და დავისვენებ.. - რა გამოდის ორ დღეში წავა ? - მე ეზოში უნდა დავლიო, თუ გინდა ამოგიტან, თუ გინდა დამეწვიე..
-ჩამოვალ, არ მინდა ვინმე გავაღვიძო..-მეც ჩავყევი, ეზოში მდგარ პატარა მაგიდის გარშემო მდგარ სკამზე მოვთავსდი. სანამ კაპიტონი დაბრუნდებოდეს, ტელეფონს ვრთავ და წინასწარ მეშინია რა შეიძლება დამხვდეს.. იმდენი შეტყობინება, ნარეკია შემოსული, სახელების წაკითხვას წესიერად ვერ ვასწრებ.. შეტყობინებების კითხვას ისე შევყევი, შუშის ზედაპირზე ჭიქის დადების ხმამღა გამომაფხიზლა.. შეამჩნია რა ამბებიც ტრიალებს, მაგრამ არაფერს მეუბნება, შორიახლოს ჯდება და ყავას აგემოვნებს
დედას თავად ვურეკავ, თითქოს მელოდებოდაო ესევე მპასუხობს..
-სად ხარ შვილო, არ გადამრიო.. ხომ კარგად ხარ, თავს რამე ხომ არ მოუწიე..
-კარგად ვარ დედა დამშვიდდი, მაპატიე აქამდე არ შეგეხმიანე..
-სად ხარ დე
-მხოლოდ ის უნდა იცოდეთ, ქალაში არ ვარ, ცოტა ხანს მარტო ვიქნები..
-ჩამოდი დავილაპარაკოთ, გავარკვიოთ, იქნებ რა მოხდა..
-არ მინდა, ცოტა ხნით არავისთან მინდა საუბარი, სხვებსაც უთხარი კარგად ვარ, არავინ მომწეროს ან დამირეკოს..
-კარგი თუ კი ასე გსურს.. -დავემშვიდობე და მაგიდაზე დავდე ტელეფონი
-ავღელდი ვეღარ მოვიფიქრე ავმდგარიყავი და ისე დამერეკა.
-ჩემზე ნუ იდარდებ, პრობლემა არაა.. -ხელი ჩაიქნია.. გარემოს აკვირდება.
-არ უნდა გცოდნოდა, არც კი ვიცი რატომ გითხარი
-გავეცი შენი საიდუმლო, თუ ეს სინანული საიდან..- ხუმრობის ელფერი გადაჰკრავს, მაგრამ სადღაც ვგრძნობ სერიოზულობას..
-უსიამოვნო შეგრძნებაა.. არადა ამასაც საიდუმლო ჰქვია ? ყველამ ყველაფერი იცის..
-რაღატომ მაშინ მალავ ?
-სინანულის თვალები, თანაგრძნობა როგორ საცოდავი ვარ, ეს რა დამემართა.. აქაც უკვე ზედმეტი იქნებოდა.. მადლობა.. გუშინ არაფერი თქვი..
-მადლობა საჭირო არაა..
-კიდევ უნდა გთხოვო რაღაც.. შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდე ?
-ჩვენთან ერთად ? ტურს გულისხმობ ?
-გუშინ გული გადავაყოლე, თქვენთან ერთად კიდევ ერთ დღეს სიამოვნებით გავატარებ, თუა შესაძლებელი
-შენთვის ადგილს გამოვნახავთ როგორმე
-გადავიხდი რასაც დანარჩენები..
-აუცილებელი არაა
-არ გინდა, ვალდებული არ ხარ მხოლოდ იმის გამო, იცი რა მოხდა, კომფორტულად ვიქნები, ჩათვალე ისედაც ამ ჯგუფში ვიყავი, უბრალოდ მოგვიანებით შემოგიერთდით..
-კარგი როგორც გინდა
-მოგესალმებით, გაგიღვიძიათ უკვე..- ზიზი გვიცქერს აივნიდან..
-სალამს გიბრუნებთ, როგორ გეძინა ?
-შესანიშნავად, ლეილამ მითხრა პიტნა მაქო და ნეტა სადა ?
-ჩამოდი და ნახე, წესით მანდ უნდა იდოს..- ჩამოირბინა კიბეები, დააზუსტა საით უნდა წასულიყო და გახარებულმა გვამცნო როგორ მიაგნო პიტნას..
-ესეც ჩემი ჩაი, თქვენ ყავის ხალხი ხართ ხომ ? არ შემიძლია, ვცადე, ვერ ვხდები რა მოსწონს ამ ხალხს
ზარმა დაურეკა, ბოდიშს მოხდით წამოდგა და უპასუხა..
-სიძეს ვახლავარ, რამ გაგახსენა ჩემი თავი ? რა მნიშვნელობა აქვს დილაა თუ შუაღამე, თავად დიად კიტა ტურაშვილს ზარზე არ გავაგონებდი ? ჩემს ახალ ნამუშევარს მოგვიანებით გამოგიგზავნი და შემიფასე შენებურად.. კაი მიდი შენი თინანო მომიკითხე..ზუსტად ჩემი დეიდაშვილი.. - ადგილს დაუბრუნდა და ჩაის ჭიქა აიღო..-არა კი მიყვარს ეს ხალხი მაგრამ ჩაის დალევა დამაცადონ.. რომლისკენ გავდივართ? მგონი გასაღვიძებელია ეს ხალხი..
-თერთმეტისკენ გავალთ, გაიღვიძონ ვისაუზმოთ..- საუზმობის შემდეგ გზას გავუდექით კაპიტონი სულ წინ, მძღოლის გვერდით მოთავსდა, გვერდით ერთი გოგო მიუჯდა, მე სულ უკან გამომიყვეს ადგილი.. საუბარ საუბარში მივედით დანიშნულების ადგილამდე
- ოცი წუთი არც უნდა დაგვჭირდეს ფოტოების გადასაღებად, იმაზე დიდ ხანს ნუ გავჩერდებით ვიდრე საჭიროა, რაც მეტს მოასწრებთ, უკეთესი..
-უსიყვარულოდ როგორ წავალთ კაცო, კაპიტონი ესე არ დაგვტოვებს - შემოტრიალდა ხსენებული,
-მთელი დღე სიყვარულის ჩანჩქერთან გავატაროთ, იქნებ გეშველოს რამე, არა ? - ავტობუსი გაჩერდა და ჩამოვედით. შორიდან დაიწყეს ფოტოების გადაღება
-შიგნით რატომ არავინ შედის ?
-შენ შედი, ვის ელოდები - ზიზის ნათქვამი ჭკუაში ჩამიჯდა, ის კი ვერ გავიაზრე, რომ სანდლები მიცურავს.. არსაიდან გაჩნდა კაპიტონი და ხელი შემომაშველა, სანამ ავედი, შემოვტრიალდი, გავილუმპე ორიოდე წამში..
-გაიღიმე ჩაგიჩხაკუნო ..- ბაღის ზეიმზე დედა, რომ კამერით დასდევს შვილს ის გამახსენდა და გამეცინა.. ვიდეოებიც გადავაღებინე და მივხვდი ჩამოსვლის დროა.. ჩემ სანდლებს დავხედე, შემდე ხელით კიდევ ერთხელ მოვსინჯე წყალი..
-ბარემ შამპუნი მომაწოდეთ და ეგ იქნება.. -კაპიტონი გატრიალდა, ავტობუსში დაყო ორიოდე წამი და ქოლგით დამადგა.. გაშალა, ჩანჩქერის შიგნით შემოატარა და მეორე ხელით მანიშნა დავყრდნობოდი..
-ქოლგა რად უნდა კაცო, ჩამოვიდოდა უცებ - ხელი დავეყრდენი მაგრამ მაინც გამიცურდა ფეხი, დამიჭირა, ხელში აყვანილი გადმომიყვანა სამშვიდობოს..
-რა სასაცილოა, მოიცადე არ დასვა - ზიზისკენ შეტრიალდა კაპიტონი, მეც და ქოლგაც მივყევით, გვინდოდა თუ არ გვინდოდა..
-აღარ მემუქრება წყალი - ჯერ ქოლგა დასწია და შემდეგ მე დამსვა.. - მადლობა ყველაფერთან ერთად ფიზიკურ ტრავმასაც გადამარჩინე
-სანამ სხვები ფოტოებს იღებენ უკან გახედეთ რა კარგო გარემოა, წამო ჩავიდეთ რაა - ზიზის გავუღიმე და ჩავყევი-ბუნებაში როცა ვარ საერთოდ მიკვირს ქალაქში როგორ ვძლებ
-ქაოსი მიყვარს, გზისპირა კორპუსში ვცხოვრობ მეორე სართულზე, მანქანების ხმების ფონზე ბავშვივით მძინავს.. - გამეცინა, უცნაურია ჩემი სახლი არ მენატრება..
-აქ როგორ ძლებ ?
-გასაძლებად არ მაქვს საქმე, ისე მიცდია ბუნების ხმების ფონზე ძილი.. წვიმის
-იმუშავა ?
-არა ქათმის შეწვის ხმა ჩამესმოდა, მომაშიაა და შუა ღამეს ავდექი საჭმელად.. - გადაიხარხარა, დავინახე როგორ წარმომიდგინა.. - შექმნილი ხმები არ მუშაობს, რამდენადაც არ უნდა ჰგავდეს, როცა ფიზიკურად აქ ვარ, ამ ხმებს ვისმენ, სულ სხვა შეგრძნებები მოაქვს.. როგორ შეადრი..
-გამოგვძახეს წასვლის დროა და ჩვენც დავბრუნდით ავტობუსში.. რატომღაც არ გამირკვევია განრიგი, ამიტომაც სანამ არ ვჩერდებით, არ ვიცით რა მელოდება წინ..
-აქ გაჩერდება ავტობუსი, მაგრამ სადღაც ორი კილომეტრი ფეხით უნდა ვიაროთ..- ერთი მანქანის გასავლელი ადგილი და ისიც სულ ტალახიანი, თავი ანიამციაში მგონია.. თორმეტი ბალერინა, ყვავილებზე რომ დახტიან აქეთ- იქით, ზუსტად ამ მოძრაობებით ვცდილობ არ დავისვარო..
გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გადახურული ადგილი დავინახე, მიახლოებისას შევნიშნე მაგიდა სკამებითურთ, სადაც ზოგი უკვე მოთავსებულა...
-ისვენებთ ?
-მოდი მოდი.. შენი მისაჭახუნებელ ჭიქა დავტოვეთ.. - ცარიელ ჭიქაში სითხე ჩაასხეს და გამომიწოდეს..
-ყველას მოგეხსენებათ ჩემი და ბაიკოა თავი და თავი, მე მარტო რაჭას ვეკუთვნი რამდენიმე დღე, ის მთელს საქართველოს.. უკითხავთ ასეთი კარგი ტურები რანაირად გაქვთ, მარტო გასახალისებლადაც შეიძლება წამოვიდეთ, სანახავს რომ თავი დავანებოთო.. ჩემი დის პასუხზე მეცინებოდა ხოლმე, ნაღები საზოგადოებაა შერჩეული, იმსახურებენ რაჭის ნახვას და დროის კარგად გატარებასო.. ამიტომაც ნარჩევ გულიან ხალხს გაგიმარჯოთ.. - არ ვიცი რატომ მსიამოვნებს კაპიტონს საუბარი, დას იმდენად თბილად მოიხსენიებს, გულში სითბო ჩაგეღვრება და მოგინდება ადამიანს იცნობდე ახლოს.. გაგეფიქროს რამდენად მართალია ადამიანი მაშინ, როდესაც სხვაზე ასე ლაპარაკობს და ღიმილით ეთანხმებოდე.. 500 კაციანი " ქორწილი " მქონდა და 5 კაცი მახსენდება ასეთი სითბოთი რომ ამალაპარაკებდნენ.. დამასევდიანა ამაზე ფიქრმა..
-დავილოცეთ, შევისვენეთ, გზა გავაგრძელოთ, დასაკარგი წამები გვაქვს ?- ხეზე ჩამოკიდებული სტაფილოსფერ ტრაფარეტზე შავად დაწერილი " საყინულის მღვიმე " შევასწორე, წესიერად ჩამოვკიდე როგორც შეშვენის..
-პირველად ხარ ? - მკითხა ზიზიმ, თან მივდივართ და თან დაღმართს ვუყურებ, ერთი ფეხის წაცდენაა..
-აქ თუ რაჭაში
-ორივეზე შეგიძლია მიპასუხო..
-აქ პირველად, პრინციპში რაჭაშიც, იმ ორიოდე კინკილა წუთს ვერ ვთვლი, იმდენად კინკილა იყო და იმდენად ვერ გავიცანი რაჭა. გამარჯობა მითქვამს, ახლა დამეგობრება მინდა..
-ხალხს ჰგონია თაფლობისთვე მხოლოდ წყვილზე ითქმის, სინამდვილეში მეგობრობაშიც ასეა. თავიდან უტკბესია შეძენილი მეგობარი, შემდეგ რაც უფრო უახლოვდები ადამიანს, მით უფრო იცნობ და ამ დროს ბეწვის ხიდზე გადიხარ, ეს ბეწვი გაწყდება თუ თოკი გახდება გადაუჭრელი..
-რაჭაზე ვსაუბრობთ ისევ ?
-როცა გამწარდება, ისევ მეგობრად დაურჩი, ჩვენ ყველა მივდივართ, შენ რჩები..- ისე მითხრა თითქოს რაჭას ჩვენ ვეგულებოდეთ, თითქოს კაცი არ ჭაჭანებდეს და ჩემს იმედად ტოვებენ..
-ამხელა რაჭას მარტო როგორ მივხედავ ? - იმდენად შეწუხებულმა, დამფიქრებულმა ვუთხარი, ჩემს სერიოზულობაზე გაეღიმა..
-ვაიმე ჭინჭრებში უნდა გავიაროთ ? დავსუსხულვართ და ეგაა..-თან წინ იყურება თან ჩემკენ..- შემოგეშველები ხოლმე ხანდახან..
-ჭინჭრები მიყვარდა ბავშვობიდან -უნდა ეკითხა რატომო, მაგრამ გავედით სამშვიდობოს და გამოჩნდა მღვიმეც. მივუახლოვდი ჩავხედე ფრთხილად და ბილიკს გავაყოლე თვალი, ისეთი დაღმართია, ჩემი სანდლები ტრავმატოლოგიურში რომ მიშვებს პირდაპირი რეისით.. სხვებმა ნელ-ნელა სვლა იწყეს ყინულისკენ.. მხოლოდ მე შემოვრჩი..
-ახლა მოგეხმარები ჩასვლაში და მერე მომიყევი რატომ გიყვარდა ჭინჭრები ბავშვობიდან კაი ? - ჩასვლის სურვილმა თავი დამაქნევინა კაპიტონისთვის თანხმობის ნიშნად.. მაჩვენა როგორ უნდა დამედგა ფეხები..
-მგონია ბაკურიანის ვაიბზე წავალ..ჩავსრიალდები, ავიჩეხები და თოვლზე საიმედო დაცემის ხელოვნების ცოდნა, ვეღარ გადამარჩენს.. -იქვე დიდ ქვას მივეყრდენი და შემოვტრიალდი, კაპიტონს გავუსწორე მზერა..
-სიტყვა მოგეცი ჩაგიყვან მეთქი, გზა გააგრძელეთ ახალგაზრდავ
-კაპიტანო კაპიტონ -ღიმილი გაეპარა დაბღვერილს..- იალქნები აღვმართო და სრული სვლით წინ ? - თვალებით მანიშნებს ახლა დადგა დრო შენი მეკობრეობა გამოიცადოსო.. მეც წვალებით, ხავილით გავედი ბოლოში, მაღლა ავიხედე და გამეფიქრა გვირაბის ბოლოს სინათლეაო ამას გულისხმობენ მეთქი..
-მე აქ ვრჩები, რა სიგრილე გავგიჟდი..-ზოგი ჩამოსული არ იყო, ესევე ავიდა.. მაღლა გვირაბის ბოლოს სინათლეში, უხილავი ბარიერი გადალახეს..
-ჩვენი წასვლის დროა - კაპიტონს გავხედე
-აქ ვერ დავრჩები ხო ?
-გინახავს კაპიტანს ეკიპაჟის წევრი მარტო დაეტოვებინოს ?
-ცუდი კაპიტნები ტოვებენ..
-ეგრეც ნუ იტყვი, ჯეკ ბეღურა ჩემთვის საუკეთესო კაპიტანია, მაგრამ ისე დამტოვებდა კუნძულზე მარტოს, თვალს არ დაახამხამებდა თუ დასჭირდებოდა..- გულიანად გამეცინა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი გულწრფელად.. ფარულად მესიამოვნა შენიშვნა არ მომცა, კაპიტნობაზე პრეტენზია არ გამოთქვა..
ავბობღდი და მეც გადავლხე ბარიერი..
-ზიზი, ნახე რამხელა კუნძია, ავალ და ფოტო გადამიღე რა ? - დამეთანხმა, ავბობღდი ფეხზე დავდექი, თან თავი შევიმაგრე..
-დურბინდი გათხოვო ? -კაპიტონის ნათქვამი მხოლოდ მე გავიგე და მაშასადამე მხოლოდ მე გამეცინა.. ამოსვლა დაიწყო და თან დააყოლა, პოსტის დაბრუნების დროა მიბრძანდით თუ შეიძლებაო.. მე ადგილიდან არ დავძრულვარ..
- კლდის პირას დგახართ, მარილიანი წყალი გაკლიათ, თქვენ კი სიმწვანეში ჩაფლულ ადგილას ხართ.. - გამეღიმა კაპიტონის კაპიტნობა მარტო ჩემთვის რომ არაა შესამჩნევი..
-ცალი თვალი აიფარე, ქუდი დაიფარე და მეკობრეებს ახალი კაპიტანი ეყოლებათ შენი სახით..-გადავუჩურჩულე
-ჩაბარებული მაქვს კაპიტნობის გამოცდა ? მარტო ტანისამოსი შველოდეს სადაა ეგრე.. გაგონილა ? - დავტოვე და ჩამოვედი დაბლა.. ისევ აღმართს ვეჭიდები
-რატომ ვფოფხიალობ მთელი დღეა და რატომ არ ვიკითხე სად მოვდიოდი, ეს ოხერი რამ ჩამაცმევინა?
-მეტი საფოფხიალო აღარ გვაქვს ნუ ჯავრობ.. -დავისუსხე ასვლაში და გამეღიმა, შეამჩნია ჩემი ღიმილი უდიპლომო კაპიტანმა, ამ შემჩნევამ ჩემი ვალი გამახსენა და დიდად არ მესიამოვნა..
პრიმა ბალერინას შეშურდებოდა ჩემი მოძრაობები ტალახის ასაცილებლად, მივადექით ავტობუსს.. ჩემი ადგილი დავიკავე სულ ბოლოში ფანჯარასთან, გვერდით კაპიტონი დამიჯდა თუ არა, წარბ აწეულმა გავხედე..
-აქ საიდან ?
-ცუდადაა ეკიპაჟის წევრი და ადგილი დავუთმე, გზის ყურება დაამშვიდებს
-არ ჭანჭყარი დაამშვიდებს შეძლებისდაგვარად
-გაწუხებს აქ ჯდომა ?
-დაგვიანებულს ადგილზე წუწუნი არ შეშვენის და არაფერსაც არ ვიტყვი.. - არ თქმულში ამოიკითხა სათქმელი უნებურად, გადაშლილი წიგნი როდიდან ხარ ჟუჟუნა..
ორ საათს აღარც აკლდა არაფერი, ვერ მივხვდი საით მიდიოდით და ამ წრეებს რის გამო ვარტყამდით, ტრაფარეტზე წარწერა " მრავალძალი " ამოვიკითხე თუ არა, გავხედე კაპიტონს..
-ხედებით დავტკბებით და ჭოლევის ტბას ვნახავთ.. -დაველოდეთ როდის ჩავიდოდა ყველა და ბოლოს ჩამოვედით, მე და ჩემი გვერდით მჯდომი.. იმ ადგილს მივუახლოვდით, სადაც მოწყობილია ფოტოების გადასაღებად, ჩარჩოში მოქცეული მაგიდა და აქეთ-იქით სკამი.. წარწერა მრავალძალი, გეგონება ორი ადამიანი პაემანზე იყოს.. იქით ეტლი თითქოს ფრენას, რომ შეძლებს და ამ ღრუბლებში, გაუჩინარდება..
ღრუბლების მიახლოების მცდელობამ მდელოზე გამიყვანა, რაც მაშორებს რეალურად
-მგონი დრო მეპარება, ღრუბლების სიახლოვით ტკბობაში ..
-ფოტოების გადაღებას მოასწრებ..- გადმომილაპარაკა კაპიტონმა უდარდელად, სხვებს გადახედა, ვერცერთმა მოილაო ჯერ მანიშნა..
-გადაღებაზე ფოკუსირებული ისე ვერ ვტკბები როგორც მე მინდა, საკუთარი გადაღებული ფოტოებიდან ხომ არ უნდა ვათვალიერო ადგილები არა-გვერდით არ გამიხედავს ისე ვუპასუხე კაპიტონს..
-ღრუბლებში რას დაეძებ ?
-ერთი დიდი ბამბაა და ვერ ვამტკიცებ.. მგონია თუ ჩამოვვარდები, ღრუბელი დამიჭერს.. - ლევანიც ღრუბელივით იყო, შორიდან მყარი ჩანდა, მეგონა დამიჭერდა და მან მკრა ხელი, დასაცემად განწირულს..
-ჩამოვარდნისას ერთ დიდ ბურუსში ხარ, მაგრამ მალე გრავიტაცია გაიძულებს ამ ბურუსს დაუსლტყდე
-მერე მიწაზე დავეცე და მოვკვდე ?
-პარაშუტის გარეშე რატომ ხტები ჟუ.. -თითქოს გაგრძელებას აპირებდაო და დააპაუზა.. გამეცინა და აღარ მიპასუხია, ორიოდე ფოტო მეც გადავიღე და ტბისკენ გავემართეთ. ცოტა არ იყოს გაუვალ გზას, ჩემი პრიმა ბალერინობაც არ შველის..
სადამდეც იცოდვილა ამ ავტობუსმა მივიდა იქამდე და ჩამოვედით გზის ფეხით გასაგრძელებლად..
ტბას მივახლოვდით
-ამხელა გულის პატრონი მაინც ვიყო, ჩემი დეიდაშვილი თინა, მეუბნებოდა ხოლმე, პატარა რომ ვიყავი, ახლოს თუ არ მოუშვებ გული არ გეტკინება და მოსვენებული იქნებიო. დრო გავიდა და თავადაც ეცინებოდა ეგ სისულელე რამ მათქმევინა, გული უძირო ტბასავითაა შენი ადამიანებისთვისო, გატკენენ, გაწყენინებენ, მაგრამ გირჩევნია იქ იყვნენ სადაც არიან ვიდრე კარები გამოუკეტოო.. ტბა კი არა გუბეც აღარ იქნები და ვაი შენს სიცოცხლესო..
-რა დეიდაშვილი გყოლია, რა გვარია ?
-თინათინ ჩადუნელი.. ორგანიზატორია, შეიძლება გაგიგია..
-ოხ კი ვგიჟდები მოწოდების სიმაღლეზე მყოფ ქალებზე, უგეგმოდ არ დიარება და ზუსტად იცის რა უნდა.. მაგას მინდოდა ჩემი ქორწილი დაეორგანიზებინა და ჩაიშალა, დაკავებული იყო, მე პირდად თინათინ ჩადუნელი მინდოდა და ბოდიში სად შეგვიძლიაო..
-ქორწილი ? - ენაზე საკბენი თუ გაგიხდა უკვე გვიანია.
-თხოვდები ?
-არა, ვაპირებდი.. - ესევე გადავატანინე ყურადღება ფოტოების გადაღებით..
-მეგობრებო ერთი საერთო ფოტო აქაც გადავიღოთ თუ წინააღმდეგი არ ხართ..- დალაგებას ალაგებას და გამოლაგებას იმაზე დიდი დრო მიაქვს ვიდრე ვისურვებდით... მაგრამ საბოლოოდ ყველასთვის ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი ფოტოს გადაღება მოხერხდა..
რადგან მე უკვე მეყო, იქვე ჩამოვჯექი და ტბას დავუწყე ცქერა..
ნეტა როგორია ამხელა გულის პატრონი რომ ხარ, ყველასთვის სამყოფი სიყვარული როცა გაქვს და ანაწილებ ? მე რატომ მოვედი გუბით, როცა ტბას კი არა, ზღვას უნდა ვედარებოდე სიყვარულის სიღრმით ?
წამოსვლის დრო დადგა, მივედით თუ არა ავტობუსამდე, ჩავსხედით და დაღლილობისგან აღარავინ ამღერებულა, რადიო ისმის დაბალ ხმაზე..
-მგონი გვაინ მივალთ სახლში, წავუძინოთ ცოტა.. წვიმამ მოგვისწრო..
-ფანჯარაზე ჩამოსულ წვეტებს გონებაში აჯიბრებ ? იქიდან ერთს გულშემატკივრობ ? - არ ველოდი კაპიტონისგან ამ შეკითხვას..
-დიდი ხანია წვიმის წვეთები აღარ გამიჯიბრებია, თან ის წვეთი არასდროს იმარჯვებდა მე რომ მინდოდა - სევდიანად გამიღიმა, თითქოს ჩემს დამარცხებას განიცდის, წვიმის წვეთებთან არა და საკუთარ თავთან..
სახლში მისულმა სხვებისგან განსხვავებით აბაზანას გავეშურე და ჭამაზე უარი განვაცხადე.. დავიძინე.
. . .
თავი ძლივს ავწიე, ვხვდები გამოფხიზლება მიჭირს, მაგრამ თავს ვერ ვერევი.. ოთახიდან გამოვდივარ, აივანზე გასული ვხვდები, დილა ვერ იქნება ისე ცხელა.. საათს დავხედე და შუადღეა, ჩამეძინა ? ლეილა ბებოს მოვკარი თუ არ,ა თითქოს იგრძნო ჩემი მზერაო გამომხედა..
-გაგიღვიძია - გამიღიმა
-ჩამძინებია, წავიდნენ დანარჩენები ?
-კი წავიდნენ, ისე ტკბილად გეძინა, ჩვენ არ გაგაღვიძეთ და ზიზიმ ვერ გაგაღვიძა..
-მეც მინდოდა მათთან ერთად..
-რაღაც ადგილი უნდა მოენახულებინათ და პირდაპირ თბილისში წავიდნენ.. - მართალი იყო ზიზი, დავრჩი რაჭასთან ერთად მარტო..
დაბლა ჩამოვედი, ყავა მოვიმზადე და ჰამაკში ჩავწექი..
-" მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო " -კარის გაღება და შემოყვირება ერთი იყო, იმდენად მოულოდნელი იყო, ცუდად წამოვიწიე და გადმოვვარდი.. გოგო, რომელიც შემოვიდა, მომვარდა და წამომაყენა..
-შეგაშინე ? არ მინდოდა sorry ..
-ჩაიარა მაგ გაზაფხულმა, ზაფხულია შვილო -სიცილით უთხრა ლეილამ..
-სიყვარულია გაზაფხული ლეილა ბებო, ჯერ არ ჩაუვლია.. - წამოვდექი..- არ მეგონა კიდევ თუ დარჩა ვინმე, სიმღერით არ შემოვიდოდი..
-არაფერია..
-მე ელისო, მაგრამ ყველა ელის მეძახის..
-ჟუჟუნა..
-ყავაც დაგაქცევინე ? მაგაზე შემოვედი
-თქვენ დალიეთ ბავშებო, საქმეები მაქვს..
-გამოხვალ ჩემთან ? ნამცხვარზე დაგპატიჟებ .. - ტკბილთ შემომიტყუა, ლეილას დავემშვიდობეთ და კარებს მივუახლოვდით თუ არა, ელიმ გამაჩერა..
-ლეილასთან რაღაც დამავიწყდა, მიდი გადი და გამოვალ ორ წუთში -ისედაც სახელურზე მედო ხელი, ჩამოვწიე და გამოვაღე, ელის ვაყოლებდი თვალს, წინ გავიხედე თუ არა კაპიტონი შემრჩა ხელთ, აშკარად კარების გაღებას აპირებდა.. ხელი დასწია..
-დღე მშვიდობისა
-დღე მშვიდობის..
-მეგონა წახვედი..
-ტური დავასრულე და დავბრუნდი, მე უკან არ ვბრუნდები ხოლმე..ჟუჟუნა
-გისმენ
-არ შემატარებ ?
-ვაიმე, ვერ გავიაზრე, ბოდიში - ადგილები გავცვალეთ.. ამასობაში ელიც გამოვიდა, კაპიტონი მოიკითხა და იქვე ორ ნაბიჯში შემიპატიჟა
-სტუმარი საღ-სალამათი დამიბრუნე
-ჩემი სტუმარიცაა კაპიტონ..-ეზოში შევედით, სადაც ისეთი ყვავილნარი არაა როგორც ლეილასთან, სამაგიეროდ სიმინდი და მწვანილის ნაირსახეობას მოვკარი თვალი.. ეზოში დავსხედით, თვალისდახამხამებაში გაჩნდა დაპირებული ნამცხვარი და ყავა..
-რა გემრიელია რა კარგი ხელი გქონია
-ცხობა ძალიან მიყვარს მაგრამ ეს კონფლიქტის მიზეზი ხდება, ბაბუს უყვარს ტკბილეული, ბებია ეჩხუბება შენს შაქარს კიდევ ეგ უნდაო.. ვართ ასე..
-მე წავიღებ შენს გამომცხვარს და აგარიდებ კონფლიქტს არ იჯავრო.. არ არიან სახლში ?
-გასულები არიან გაგაცნობ მერე.. სულ ჩხუბობენ, ისეთი საყვარლები არიან.. - პირველად შეხვდები ადამიანს და ისეთი განცდა გაქვს თითქოს სულ იცნობდი და სულ შენიანი ყოფილიყოს.. ცოტა-ცოტა კიდევ ვიბაასეთ, გამოვიხურე ელის სახლის კარი და შევაღე დროებით "ჩემი "..
-პატარა ბიჭების წინ ჩამუხლული კაპიტონის ნახვას არ ველოდი.. ხელში ბურთი უჭირავს და ესაუბრება..
-ხომ გეთამაშეთ ? დღეს მაგრად დავიღალე, დანარჩენი ხვალ.. მოსულა ?
-ხვალაც რო არ გვეთამაშო, ჩვენი ძმაკაცი აღარ იქნები
-როდის გამიტეხია პირობა, ახლა რომ გავტეხო.. ხვალ თქვენთან ვარ.. -ბურთი გადასცა და წამოდგა.. კარისკენ გამოიხედა და დამინახა, თითქოს გაიფიქრა შემოსვლა როგორ ვერ გავიგეო..ბიჭები მომესალმნენ, შემომხედეს, მერე კაპიტონს გახედეს..
-გვეთამაშება ?
-არ ვიცი, ჰკითხეთ.. -გამომხედეს..
-ხვალ კაპიტონს გამოჰყვები ?
-რაზე მეპატიჟებით ბიჭებო ?
-ფეხბურთი, წრეში ბურთი და რავი გააჩნია რამდენი მოვგროვდებით.. წამო რაა..
-პატივია გუნდში ყოფნა.. ხვალამდე..-კარები მიიხურეს..
-რა მალე დათანხმდი, ხვალ დაიქანცები
-მეც მინდა თამაში.. იცი რა მაგრად ვთამაშობ ფეხბურთს ?
-ვითომ ?
-სკოლაში ვთამაშობდი, მაგრამ ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე, გოგო რომ ვიყავი ბიჭები არ მათამაშებდნენ, თუ მათამაშებდნენ და გოლს ვიტანდი, დაგითმეო ეს ისო და.. უხ გამიკვირდა ჩემი მიწვევა..
-სხვა სამეზობლო და სამეგობროა.. სურვილია მთავარი.. -ნაბიჯები გადავდგი, როცა გავცდი ზუსტად მაშინ მომაგონდა..
-შეგიძლია წიგნი მათხოვო ? ისე სწრაფად მოულოდნელად წამოვედი, მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა..
-საიდან იცი მე მაქვს ?
-მოვკარი თვალი წიგნებს..-გაიღიმა და დამეწია..
-მობრძანდით..-მეორე სართულზე ავედით, წიგნებისთვის განკუთვნილ ადგილთან მიმიყვანა..- კონკრეტულად რამე გინდათ თუ გირჩიოთ ?
-ეს.. "ცა მიწიდან იწყება " თუ მეჩვენება -გადმოვიღე გადავშალე და მინაწერით გავსებულ წიგნს არ ველოდი.. შეწუხებული სახით დგას, თითქოს რამეში გამოვიჭირე..
-დიდი ხნის წინ წავიკითხე..- ჯერ ვერ აღვიქვამ რა წერია, კალიგრაფიას ვაკვირდები..
-არ განგსჯი, ჩემი უარესად გამოიყურება.. მეც ჭილაძემ აღმზარდა.. -წიგნს მოვაშორე თვალი და გავხედე.. -როგორ მიყვარდა ლექსები და ეს წიგნი რომ აღმოვაჩინე ასე მეგონა ახლოდან გაცნობის საშუალება მომეცა, ჩუმად რომ კითხულობ ვიღაცის დღიურს, ჩქარა-ჩქარა ემანდ არ მოგისწრონ..- თავის ადგილას დავაბრუნე.. თითები გადავატარე წიგნებს, თავი გვერდით დავხარე, სათაურების ამოკითხვა რომ შევძლო.. არსადიან იწყებს ტივტივს ჭილაძე.. “ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა.. “ ნეტა ჩემი როდის მიიძინებს, ან თუ მიიძინებს საერთოდ ?
-” ატმის ყვავილს გააბაცებს შენი ტუჩი,
შენს სუნთქვაში ია უწყლოდ იხარებს..
მე თუ დამჭრა, სიყვარულმა დამჭრა გულში,
ჩაჩოქილიც შენსკენ გადმოვიხარე “..
-ერთი თოჯინა პინოქიო გადაიქცა ნამდვილ ბიჭუნად და მეორე შენ გააცოცხლე ფურცელზე დაწერილი..- სასურველი წიგნი ავიღე..
- ხომ არ გავიწყდება ვალი გაქვს დასაბრუნებელი..
-ჩემი ჭინჭრებისადმი სიყვარულის წარმომავლობა მართლა გაინტერესებს ?
-თანაც როგორ..- აივანზე გავედით და ჩამოვსხედით..
-მე სოფელი არ მაქვს, მეგობართან ვიყავი მაშინ, ჭინჭრებში ჩავვარდი. ესე ფეხი კი არ გავუსვი, ზაფხულში.. მოკლე მკლავიანები და შორტი მეცვა, ისე ჩავვარდი.. ხომ იგრძენი სუსუხი…სიმწარე.. არ ვიცი ასეთი რა ჭინჭარი იყო, ამატრია.. წამოვდექი, მეგობრის ბებია ისე შემხვდა, ისე მეფერებოდა.. სულ გადამავიწყა სიმწარე.. - გადავიწიე მისკენ, თითქოს ვინმე გაიგებდა და ჩურჩულით გავაგრძელე..-მერე ძალით დავისუსხე და მივხვდი დიდად არავის ადარდება.. “გაივლის რა გჭირს “ “ რა დაგემართა “ როცა მსგავსი ფრაზები მივიღე პასუხად, მეწყინა..
ჰო და რატომღაც ჭინჭარი გახდა მაშინ, გულრწფელობის, სიყვარულის, მზრუნველობის სიმბოლო..წესით მხოლოდ ახლო ადამიანებისთვის, უნდა გემეტებოდეს, შენ კი სრულიად უცხოს უნაწილებ..
-ვარდივით ჭინჭარი ყოფილა
-მწვანე, ხასხასა ჭინჭარი იყო, ნუ ევარდები.. ვარდით რას ალამაზებ ? დამოუკიდებელი მოცემულობითაა მშვენიერი..- მეგონა დამცინებდა, რა ბავშურიაო, თუმცა მგონი ჩემი ჭინჭრის სითბო მასაც გადაედო..
. . .


-თამაშგარე იყო..-გავყვირი ბოლო ხმაზე, თან მივრბივარ და ხელებს ვიქნევ, ჩემი სიტყვების დამადასტურებლად..
-არ იყო.. - მპასუხობს კაპიტონი..
-შენი გუნდიდან გაიტანეს და მაგიტომ ამბობ ხო ? თვალები არ გაქვს, ვერ დაინახე ?
-დავინახე და მაგიტომ ვამბობ..- ის ბიჭი მორბის ჩვენკენ, ვინც დამპატიჟა სათამაშოდ.. კაპიტონის გუნდელი..
-ძალიან კი მინდა ქულა, მაგრამ ჟუჟუნა მართალია, იქ ვიდექი და დავინახე..
-აა კაცი, დაინახა თუ არა ? -კაპიტონმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, ენა გამოვუყავი.. გაეცინა.. ბოლო ხუთ წუთში გატანილი გოლი, ისე აღვნიშნე, მსოფლიოზე ბრაზილიელს არ აღუნიშნავს..
-დაარტყით ბიჭებო -ხელები მაღლა ავწიე..
-მაგარი ხარ, სულ ჩვენ მხარეს ითამაშე ხოლმე..-გაიკრიფნენ ბავშვები ნელ-ნელა, დავრჩით მე და ჩემი კაპიტანი..
-ეს დასასრული არ იყო, რევანშს ავიღებთ..
-იოცნებე.. შენზე მაგარი ვარ..
-ნამეტანი არ შეტოპო..
-მე ამხანაგურები არ ვიცი..- შუა მინდორზე ვზივარ, ხელებით ვეყრდნობი ხელოვნურ ბალახს და მაღლა ვიყურები ..
-რა პროფესიის ხარ ?
-რატომ მეკითხები ?
-სადაც ფეხბურთელი არ გამოხვედი, ანუ სხვა საქმეში უნდა იყო მაგარი.. რას შესწირა საქართველომ ასეთი ტალანტი..
-არ ნახე ინტერნეტში ? - გაკვირვებულმა გავხედე.
-ინტერნეტში რა უნდა მენახა, შენი საქმიანობა ?
-ჩემზე ლაპარაკობს ნახევარი საქართველო..
-ნახევარი საქართველოსთვის უნდა დამეგდო ყური, როცა წინ მიზიხარ ?
-საგანმანათლებლო სააგენტო მაქვს, სტუდენტებს ვაგზავნი უცხოეთში სასწავლებლად..
-კარგი გაპატიებთ, ვერ შემდგარ კარიერას ფეხბურთში..-ვითომ დანანებით გადაილაპარაკა, მთელი საქართველოს სახელით..
-შენ რას საქმიანობ ?
-ახლა რომ გითხრა ფეხბურთელი ვარ მეთქი, დამიჯერებ ?
-არ არსებობს..- წამოვიწიე.. - მეხუმრები ?
-ამდენად ცუდად ვითამაშე, ასეთი დაუჯერებელი რომაა ?
-უეჭველი მეღადავები
-თავისთავად.. მაგარამ მაინც დავამტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს, შემდეგ არა ამხანაგურ თამაშში.. -მხარზე ხელი ვკარი და ამოვსუნთქე, გამეცინა რა იქნებოდა იმის წარმოდგენაზე, მართლა ფეხბურთელი, ყოფილიყო კაპიტონ კაპიტანი..
- overexposed თუ გაგიგია, ადგილია
-ვიცი ნამყოფი ვარ, ჯაზი და ნევე ნევა აი საოცარი..
-ჩემია, არც ისე ცოტა დრო გავიდა რაც შევიძინე.. ამერიკაშიც ვაპირებ გახსნას, ვნახოთ რა იქნება..
-ამერიკაში რატომ ?
-იქ ვცხოვრობ, ზაფხულობით ვარ აქეთ..
-მომწონს კარგი ადგილია.. განსხვავებული, მყუდრო..
-კარგ კაცს ეკუთვნოდა, შვილივით გაუფრთხილდიო დამიბარა.. -წამოდგა, ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე და წამომაყენა..- მოედანი დავტოვეთ და გზას გავუყევით..
-არ მახსოვს ბოლოს როდის ვითამაშე ბურთით ეზოში, შენ გახსოვს ? - ნოსტალგიას მიტევს იქ სადაც პირველად ვარ.. ველოდები მს პასუხს..
-არ გვახსოვს ხოლმე ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები.. ძირითადად..
-არ მახსოვს ბავშვობა როდის დასრულდა..
-ჩემი აზრით არც სრულდება, შინაგან ბავშვს დავატარებთ ყველა, ზოგს მიავიწყდა იმ პატარას არსებობა და ჰგონია გაიზარდა..
- "ბავშვი ხომ არ ხარ " რამდენჯერ მომისმენია, დედისგან, ლევანისგან.. თავს უხერხულად ვგრძნობდი ბავშვური რაღაცები როცა მახარებდა..შენს შინაგან ბავშვს რა ახარებს კაპიტონ ?
-ღრმა ბავშვობაში hot wheels-ის სათამაშო მანქანებს ვაგროვებდი.. ახლაც ვინახავ..
-აღარ აგროვებ ?
-არა, მაგრამ ერთი მანქანა ვერ ვიშოვე მაშინ სანამ ვეძებდი, დროც გავიდა და მანქანებმა სარდაფში გადაინაცვლეს..
-რომელი მანქანაა ასეთი..
-ბიძაჩემს ჩამოჰქონდა ხოლმე.. ეს იყო.. " 1968 over chrome ford mustang "
-სახელი თუ გახსოვს მართლა ჩაგრჩენია..
-ბევრი რამით შეიძლება გავახაროთ ჩვენი შინაგანი ბავშვი, შენ ?
-ფუმფულა სათამაშოები მიყვარდა, ერთ დღეს არსაიდან დედაჩემმა ყველა გააჩუქა, დღემდე ვგლოვობ..-გამეცინა..- საქანელაზე ვგიჟდებოდი და მინდოდა ეზოში საკუთარი მქონოდა..კიდევ ბებიაჩემის გაკეთებული ტყლაპი..
-ტყლაპი ?
-ვიკეთებ ხოლმე
-გამიკეთე - სახლამდეც მივედით, კარი გამოაღო და შემატარა..-ჟუჟუნა
-გისმენ
-იცი ჩემს ბიბლიოთეკაში ქურდი შემოპარულა ?
-რას ამბობ..- გავიოცე
-აბაა, “ ცა მიწიდან იწყება “ გაქრა..
-ვის დასჭირდა ნეტავ ? - უცებ შემობრუნდა ჩემკენ..
-ოთარ ჭილაძის წაკითხვა უფრო უნდა, თუ ჩემს მიერ გაკეთებული წარწერების
-ვის ?
-ჯერ არ ვაღიარებთ ? - თავი ვერ შევიკავე არ გამეღიმა..
-ოთარს ვიცნობ, რამდენადაც შესაძლებელია მკითხველი იცნობდეს..
-ჩემი ჯერია ?
-იცი რამდენის გაგება შეიძლება წიგნში დატოვიილი წარწერებით, მნიშვნელოვანი აზრის მონიშვნით ?
-მაშინვე რატომ არ აიღე ?
-მომერიდა
-რისი
-ამით ცხადი იქნებოდა რომ..
-ჩემი გაცნობა გინდა ?
-ბავშებო მოხვედით ? - ლეილას ხმამ, კაპიტონი აიძულა მიტრიალდეს..
-მოვედით მოვედით..
-როგორ ჩაიარა ?
-ჟუჟუნას გუნდმა მოიგო..
-გამარჯვებულს ეკუთვნის რამე ლეილა ბებო ?
-ხაჭაპური დავაცხვე..
-კარგით მე როგორც დისულოვანი ადამიანი, დამარცხებულსაც გავუზიარებ..
-მოწესრიგდით მიდით, გელოდებით..
. . .


დრო გამეპარა, ზაფხულის დრო თითქმის იწურება.. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სტუმრად კი არ ვიყო, საკუთარ სოფელში ვიყო ჩამოსული.. ელისთან უნებურად დავახლოვდი, ზიზისთანაც, რომელიც შიგადაშიგ გვსტუმრობს, მაგრამ დიდხანს არ რჩება..
ვაგემოვნებ ელის მიერ გამოცხობილ გემრიელობებს, ვთამაშობ ბავშვებთან ერთად, მოხუცებთან ერთად ვჭორაობ საღამოს.. ვსეირნობ თან ვკითხულობ..
-გჯერა ზაფხული თითქმის დასრულდა ? - გავხედე კაპიტონს..
-ზედმეტად მალე გავიდა დრო
-როგორც ყოველთვის არა ?
-ასე მალე ჯერ არ გასულა..
-სამ თვეში მგონია სრულად ფერი ვიცვალე..მაგრამ ამავდროულად რაჭას დავტოვებ თუ არა, საწყის წერტილთან დაბრუნება მაშინებს..
-ახლა რას გრძნობ ? - აქ ყოფნის განმავლობაში ერთხელაც არ დაუსვამს კითხვა ლევანთან დაკავშირებით, თითქოს გრძნობდა რამდენად მზად არ ვიყავი სასაუბროდ
-თავიდან იმდენად ბრაზით ვიყავი სავსე, მეგონა მძულდა და მიკვირდა როგორ შემეძლო სიყვარული ერთ დღეში სიძულვილით ჩამენაცვლებინა, მაგრამ რაც დრო გავიდა.. მივხვდი სიყვარული არ გამქრალა, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს დავიწყება,რამდენადაც ნაწყენი, გაბრაზებული არ უნდა ვიყო.. ლევანი - მგონი პირველად ვახსენებ მის სახელს ხმამაღლა- ის ადამიანი იყო, რომელთანაც ოჯახის შექმნას ვაპირებდი, ისიც არ ვიცი რატომ თქვა უარი.. ის მოსულიყო, ახლა მე ცოლის სტატუსი უნდა მქონდეს, წარმოგიდგენია ?
-შენზე უარი თქმა ვერ წარმომიდგენია..
-ერთი და იგივე მოგონებები არ გვიტრიალებდა ალბათ, მე მხოლოდ კარგი.. საუკეთესო.. მას კი ჩემი ის მხარე, მეც რომ არ მინდა ახლა დავინახო..
-იქნებ დროა მხოლოდ კარგზე ფიქრს თავი დაანებო და ყველაფერზე დაიწყო ფიქრი.. წარმოიდგინე რომ ისევ იქ ხარ იმ დღეს, ის რომ თანახმა იყოს, შენ ახლა ცოლის სტატუსით იქნებოდი ? - სანამ ვუპასუხებდი, ელი გამოვარდა სახლიდან, ბაბუა წაიქცა მომეშველეთო.. არ მინდა კარგად ვარო, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალეთ ექიმთან წაგვეყვანა
სანამ გასინჯეს, ტომოგრაფია გადაუღეს.. ჩვენი დაგვემართა..
-ერთ კვირაში აუცილებელია კონტროლი, კარგადაც რომ გრძნობდეს თავს, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ.. ბალიშებს თუ დაიდებთ და ბოლომდე არ დაწვებით, მაქსიმალურად მჯდომარე პოზიცია უკეთესია.. საჭიროა ფიქსატორი, ძალიან მოჭერის გარეშე.. და ნემსები დღეში ორჯერ.. ყველაფერს ჩამოვწერ..
-კარგით ექიმო ყველაფერს გავითვალისწინებთ
-უკეთესი იქნება თუ დღეს დავტოვებთ, დაკვირვებისთვის.
-ჩემი ცოლის გარეშე რა დამაძინებს ექიმო.. - სახლში არ იმყოფება და არც იცის სად ვართ..
-თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ პრობლემა არაა, ბეწვზე ვართ გადარჩენილები
დავბრუნდით სახლში, ელის ბებომ გაიგო თუ არა რაც მოხდა, გაუბრაზდა, გამოლანძღა.. ცოტა ხანში წნევა გააზომვინა ელის..
-მაგას რომ რამე დაემართოს რა მეშველება, საერთოდ არ უფრთხილდება ამ ოხერ თავს..
-ბებო ყველაფერი კარგად იქნებაო..
-წავალ შევხედავ..-ახლოს აღარ მივსულვართ, მაგრამ დავინახეთ როგორ ჩამოუჯდა სასთუმალთან.. ხელი ჩასჭიდა და წამიერად თვალები დახუჭა..
ერთი კვირაში კონტროლის შემდეგ ყველამ ამოვისუნთქეთ..
. . .
31 აგვისტოს დილაც გათენდა, ბარგი უკვე ჩალაგებული გვაქვს, მეც და კაპიტონსაც.. მე თბილისში ვბრუნდები, ის ამერიკაში მიფრინავს.. ყველას დავემშვიდობეთ და ერთად დავტოვეთ უწერა..
-მიგიყვანდი ბარემ აეროპორტამდე..
-ამბროლაურში მელოდება მეგობარი, იქით მიდის, რაღატომ უნდა იწვალო..
-როგორც გინდა.. ისე ბევრი ადგილი დამრჩა უნახავი
-მერე ეგ ვისი ბრალია, უწერა ვერ დაგატოვებინე
-იცი ადრე ერთმა რაჭველმა რა მითხრა ? ამბობენ რომ უწერელები ნამდვილი რაჭველები არ არიანო..
-რატომო ?
-ხასიათით არ არიან სტუმართმოყვარეებიო.. მაგრამ
-მაგრამ
-ჩემმა უწერელებმა საპირისპირო დამიმტკიცეს, მიხარია, რომ ჩამოვედი.. - ამბროლაურშიც ჩავედით, მანქანა გავაჩერეთ და ორივე გადმოვედით.. ბარგი მეგობრის მანქანაში გადაიტანა. იმ ბიჭს ხელი ჩამოვართვი, როგორ არ მიყვარს, გამარჯობა გაცნობდა და დამშვიდობება ერთდროულად..
მისმა მეგობარმა მძღოლის ადგილი დაიკავა. კაპიტონი მომიახლოვდა..
-ჟუ..შენი უწერელი, ისევ უწერაში დაგელოდება, შენ თუ მოინდომებ..-თმა გადამიწია და ლოყაზე მაკოცა..
-see you later aliigator.. - ვუთხარი მაშინ სანამ მანქნაში ჩაჯდება
-after while crocodile.-მიპასუხა, გამიღიმა, მანქანში ჩაჯდა და წავიდა..
სახლში მისულმა ჩანთა ამოვაბარგე, საწოლზე ჩამოვჯექი და მოპარული " ცა მიწიდან იწყება " გადავშალე.. გადაფურცვლის შემდეგ, შემხვდა თეთრი ფურცელი, ავიღე ახლოს მივიტანე და ამოვიკითხე
"..და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.."


. . .

ჩუმი გარდატეხა


რაჭაში ხელის გაწვდენაზეა მეთქი გავიფიქრე თუ არა, მანქანა შუა გზაზე გამიფუჭდა.. ძლივს მოვახერხე გადაყენება..გადმოვედი და ვფიქრობ რა შეიძლება გავაკეთო.. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ჩემს წინ მანქანა აჩერებს და იქიდან ნაცნობი სახე აჩერებს, ოღონდ ვერ ვიხსენებ საიდან მეცნობა..
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ ?
-თუ არ შეწუხდებით.. - სცადა სხვადასხვა გზით, არაფერმა უშველა..
-ამას აქ ვერ გავაკეთებთ, უნდა გადავიყვანოთ..
-რას ამბობ.. დარწმუნებული ხართ ?
-ხელოსანი ვარ, დამიჯერე გირჩევნია გადაიყვანო.. - ჩემი თხოვნით, ჩემს მაგივრად დარეკა.. აი ასე თითქმის მისული დავრჩი ურაჭოდ და უმანქანოდ..
-დრო დაგაკარგვინეთ, გეჩქარებათ ალბათ..
-ეგ არაფერი, ადგილი მაქვს საით მიდიხართ, თუ გინდა წაგიყვანთ
-რაჭაში..უწერაში..
-უწერაში მეგობარი მყავს..-და უცებ ნათურამ გაანათა..
-ჩვენ აქამდე შევხვედრილვართ - დაბნეულმა გამომხედა..-კაპიტონი გააცილე აეროპორტამდე..
-ის გოგო ჩემამდე ვინც მოიყვანა..-რადგან კაპიტონის ახლობელია, დავთანხმდი წაყვანას
-არ მინდა შეგაწუხო, ამბროლაურამდე გამოგყვები და
-ასე შუა გზაზე ხომ არ დაგტოვებ არა ? მიგიყვან.. დიდი ხანია კაპიტონს იცნობ ?
-იმ ზაფხულს შევხვდი..შენ
-ბავშვობიდან ვმეგობრობ.. - დარჩენილი გზა დიდად არ გვილაპარაკია, მუსიკას ვუსმენდით..
უწერაში შევედით თუ არა ავფორიაქდი, რა დამხვდება ან ვინ. ნაცნობ კარებთან გააჩერა გადმოვედი, უნდა შემეღო კიდეც, მეორე მხრიდან ელი გამოვარდა, ჩემი სახელის ყვირილით..
-ჟუჟუნაა, ახლა არ გავგიჟდე..-გადამეხვია..
-თითქოს დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს..
-ბოლოს ორი თვის წინ ვნახეთ..-მომშორდა ღიმილით..-ალი
-ელი..
-მანქანა გამიფუჭდა და წამომიყვანა..
-კარგი მე წავალ, ჩემი ნაცნობი მუშაობს და არ იდარდო, მე დაგიბრუნებ მანქანას, რაც შეიძლება მალე..
-ნამეტანი გაწუხებ, ასეც არ შეიძლება..
-ჩემი საქმეა არ ვწუხდები.. შეხვედრამდე..-მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.. ელის მივუტრიალდი
-ეს რა იყო
-რას გულისხმობ ?
-კარგი თუ გინდა დამაბრმაო, დამაბრმავე..წამო ბარგი შემატანინე, კარი შევაღე
-ლეილა ბებოო..
-ვაი უკვე ჩამოხვედი, ბებოს სიცოცხლე ? - ბარგი ელიმ აიტანა მეორე სართულზე..
მოგვანატრე თავი, გემრიელობებს გაგიკეთებ.. ხომ გშია ? დაიკელი წონაში ?
-უმნიშვნელოდ..
-ძვალი და ტყავი ხარ, შენ მოგიკვდი..-გამეცინა, ორი კილოს დაკლება რანაირად შემატყო- არ გცივა, ნაწვიმარია?
-თბილი მოსაცმელი დამრჩა
-კაპიტონისას გამიგიტან დამელოდე, მაგას აქვს სათბილობლები იცოცხლე. - შევიდა ოთახში.. ელიმ აივნიდან გადმოიხედა, გზას გახედა, თითქოს ცარელ ვიწრო გზაზე რამე დარჩენოდეს.. ან ვინმე..
-ველოდებით ვინმეს ?
-კაპიტონი არ ჩანს ჰორიზონტზე -არ ჩამოუხედავს, ისე მიპასუხა..
-ელოდები ?
-შენნაირად არა.. -ლეილამ მოსაცმელი გამომიტანა გამიღიმა.. მაღლა კიბეებს ავუყევი და ელის გვერდით დავიკავე ადგილი.. მეც გავხედე გზას და ახლა გამეფიქრა პირველად.. ვაიდა კაპიტონი არ ბრუნდება, იქნებ რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში
-როდის ჩამოდის ხოლმე ?
-წესით აქ უნდა იყოს..- მეგონა რაჭის სასიამოვნო დამატება იყო კაპიტონი, თურმე ჩემი რაჭა კაპიტონია და მის გარეშე აქაურობა, ამ ამინდზე უარესი.- ისევ იწყებს წვიმას, იმედია მალე გადაიღებს
-ტყუილად გაქვს მაგის იმედი, ერთი თუ დაიწყო მორჩა..
-არაფერი არ ხდება, მასე ნუ მიყურებ
-ალის კვალს გაჰყურებ შენ, რაც წავიდა, ის რა მზერის გაცვლა-გამოცვლაც იყო..
-არაფერი გვითქვამს
-სახელის წარმოთქმაში ჩაატიეთ სათქმელი, ოღონდ ერთმანეთს რა უთხარით ეგ მე ვერ გავიგე - გულიანად გადაიხარხარა
-კარგი მეზღაპრე ხარ
-ზღაპარშიცაა ორი წვეთი სიმართლე
-ალფრედი მოგიტანს მანქანას და
-რაო რაო, ვინო?
-ალფრედი ჰქვია ალის, პირადობაში ასე უწერია.. მეღა ვახსენებ ხოლმე ისე თვითონაც არ გაახსენდებოდა. ალია და მორჩა
-მოვა და შეახსენებ
-ტყუილად იღიმები მეთქი, არაფერი გამოვა
-რატომ ასე გადაჭრით ? - თავი გააქნია და მოაჯირს მოსცილდა.. გავყევი ქვემოთ.. ლობიო, სალათი გამოგვიტანა ლეილამ, სამივემ ერთად ვისადილეთ..
ელი სახლში წავიდა, მე მეორე სართულზე, შიგნით შევედი. მოპარული წიგნი თავის ადგილას დავაბრუნე, ფურცელი დავიტოვე მხოლოდ, თავის დროზე შიგნით რომ დამხვდა..
. . .
თვალი წესიერად არ მქონდა გახელილი, ავდექი და გარეთ გამოვედი აწეწილი..
-ვის ეძებ თვალებით შვილო, რა არ გასვენებს..- დავიბენი მე ხომ არ მელაპარაკება ლეილა ბებო თქო.. აივანთან ახლოს მივედი და მოაჯირს დავეყრდენი..
-ჟუჟუნა არ ჩამოსულა ? - თვალები ვჭყიტე..
-რომელი ჟუჟუნა ?
-არ იცობ ლეილა ჟუჟუნას, პირველად გესმის ?
-გამახსენე, ვისზე ვსაუბრობთ ?
-ზაფხული სულ დაგავიწყდა ?
-ზაფხულში რამდენი ადამიანი ჩამოდის, ყველას კი არ ვიმახსოვრებ
-არ ჩამოსულაო გეთქვა, რაღას მაწვალებ..-ზურგით დგას კაპიტონი, ლეილამ ამომხედა წამიერად და მიკვირს თავი როგორ შეიკავა და არ გაეცინა.. ჩანთა მხარზე დაიდო და კიბეებზე ამოსვლა დაიწყო..თითქმის არც შემოუხედავს, ისე შევიდა ოთახში, უკუსვლით გამოვიდა და შემომხედა..
-ჟუ..
-კაპიტანი კაპიტონი ეკიპაჟის წევრს ვეღარ ცნობს ? არა ისეთ ფეხზე ავდექი, მე ვერ ვცნობ ჩემს თავს..
-ჩამოხვედი..- ჩანთა ძირს დააგდო..
-დაგასწარი, დაგელოდებიო და აქეთ მალოდინე
-ფრენა გადაიდო.. შენს დალოდებას ვინ დამასწრებდა..- მის მოსაცმელს შეხედა და არ შეიმჩნია
-ლეილას ლობიომ გამიქარწყლა დარდები, ეგ არაფერი.. - დარჩენილი მცირე მანძილი დაფარა, რაღაცის თქმა დააპირა. კარის გაღება და ყვირილი ერთი იყო..
-ჟუჟუნაა, შენი მანქანა მზად..-შეგვნიშნა აივანზე..-არის..
-ალი ? აქ საიდან ? - გაუკვირდა კაპიტონს და გახარებულმა გადასძახა
-ჟუჟუნას მანქანა უნდა ჩავაბარო, როდის ჩამოხვედი ?
-დღეს დილით..- მხარზე ხელი დავარტყი კაი ძმაკაცივით, გამხნევებისთვის..
-ახლავე დავბრუნდები.. - რატომ ვეჩურჩულები ?
-რა მოხდა ? - ისიც ჩურჩულით რატომ მპასუხობს ?
-მოგიყვები მერე..-ჩავედი ალისთან, მოვიკითხე და გასაღები გადმომილოცა..
-გინდა შეამოწმო?
-აუ კიი წამო..-საჭესთან დამსვა, თავად არც ჩამჯდარა, ისე მიდგას გვერდით
-დაქოქე აბა..- რაღაც უნდა მეკითხა ალისთვის, ორჯერ ვერ გაიგონა სახელით მიმართვა, ამიტომაც მის მზერას გავაყოლე თვალი.. შორიდან ჩანს ელი როგორ მოსეირნობს ყვავილებით ხელში, მეორე ხელში ყუთი უჭირავს..
-სალამი მეგობრებო, ჟუჟუ მანქანა ჩაგაბარეს..-მანქანიდან გადმოვედი, კაპიტონიც გადმოვიდა..-ეს ვინ დაუბრუნდა ფესვებს ?
-რა ადრიანად ჩამოხვედი ელიკო, ხომ მშვიდობაა..
-ბათუმი ამერიკაზე ახლოს მაინცაა, შენ დამასწრებდი რას ლაპარაკობ..
-რას აიჩემე ეს ბათუმი ?
-სამსახურმა გადამიყვანა, მე კი არ გადავედი..თბილისში მაინც ვიყო ჟუჟუნასთან..
-ამ რაღაცებს დავაწყობ და ყავა დავლიოთ.. შენთან თუ ჩემთან ? ჟუჟუნა..
-რაო..
- შენთან თუ ჩემთან
-მე მეკითხები ?
-აბა ვის შევეკითხო..
-ლეილა ბებოო-ფაქტობრივად ყურთან ჩავყვირე კაპიტონს-ყავას დალევთ ?
-დავლიე სიხარულო, გინდა გაგიკეთო ?
-ელი მოდის..
-ალიც..-დაამატა კაპიტონმა
-არა ძმაო, მანქანა მოვიტანე, მივდივარ..
-მიდიხარ არა ის, რამდენი ხანია არ მინახიხარ, წამო წამო..-შიგნით შევედით..
-მადლობა კიდევ ერთხელ გადამარჩინე..- გაიჯგიმა კაპიტონი ალის ქებაში
-ასეთი კარგი მეგობარი მყავს აბა როგორ
-მე ვიცანი პირველად..
-მაშ მერე აღვიდგინე
-კარამდე მომაცილა
-შუა ქუჩაში არ დაგტოვებდა ჩემი ალი..-ელიც მოვიდა და მომიჯდა გვერდით, წინ გამომცხვარი გემრიელობა დაგვიდო..-მე ყავა წამოვიღე, კაპიტონმა თეფშები..
ალიმ გადაიღო თუ არა ნამხცვარი, ელი დაიძაბა..აქეთ-იქით აცეცებს თვალებს.. თან არ იმჩნევს, თან აკვირდება..
-მოგწონს ალი ? -კაპიტნმა ამ შეკითხვის გამო კინაღამ მადლობა დაიმსახურა ელისგან.
-იმაზე გემრიელია ვიდრე მახსოვდა..ეს ნამხცვარი, ბაშვობის მერე არ მიჭამია..
-ელის ტელეფონი ამღერდა, ბოდიშის მოხდით წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯით ჩამოგვშორდა
-სად ჩამომაკითხავ სულ გადაირიე ? არა მეთქი ადამიანო იქნებ შეგეძლოს მოსმენა.. ახხ გგონია მარტო ვარ ? ჩემი შეყვარებულის გაცნობა თუ გინდა ამობრძანდი, დავსხდეთ და ვიჭორაოთ.. ნუ გჯერა ჩამოდი და გაგაცნობ მეთქი.. - გამწარებულმა გათიშა ტელეფონი
-მშვიდობა ელისიუს ? რამხელა ამბავი გამოგვაპარე
- მშობლები მირიგებენ ერთს, ამ უბედურს მოვწონვარ და თანახმაა.. მე მეკითხება ვინმე ? ჰოდა ვუთხარი შეყვარებული მყავს თქო
-აქ ჩამოვიდეს ვის აცნობ
-სად ჩამოვა კარგი რაა.. ვაიმე, ეგ ისეთი ხისთავიანია მართლა შეიძლება ჩამოვიდეს.. კაპიტონ აქ გადამმალავთ ?
-როგორ მოხდა თავად ელისო შეაშინეს ?
-ჩემო ალფრედ, ხისთავიანია მეთქი ადამიანი, ვის რა მოვკითხო.. საუბარს აზრი არ აქვს..კარგი მნიშვნელობა არ აქვს, რამეს მოვიფიქრებ.. რომელი საათია უნდა წავიდე
-სად მიიჩქარი
-ამბროლაურში მაქვს საქმე
-აესე არ ელოდები შენ როდის დაგესხმებიან თავს და შენ მიდიხარ საბრძოლველად ხო ?
-მოგეცა ახალი გასართობი ? ალი რამდენ ხანში მიდიხარ ?
-მე წესით უკვე, წასული უნდა იყო..
-ჰო და ნუ მაწვალებ, წამიყოლე რა..
-წაგიყვან..
-ჩანთას ავიღებ და გამოვალ..-წამოდგა და კარები გაიხურა..
-თქვენი ვერაფერი გავიგე
-ჟუ, ამათ გაგებას არც უნდა ეცადო, რაც თავი მახსოვს ესეთი ჩახლართული, გაურკვეველი ურთიერთობა აქვთ.. მეგობრები, მტრები და
-არ დაამთავრო. მოგხვდება - ელიც ჩამოვიდა და გვერდით მიუჯდა..
-გამომიცხობ რამეს ?
-მშვიდობით ჩამიყვანე და დავფიქრდები ..- მანქანა დაიძრა და ადგილს მოსწყდა..
-უცნაურია, ვერ ვხვდები მათ შორის რა ხდება
-საიდუმლო არ არის, ხვდებოდნენ ერთმანეთს, დიდი ხნის წინ
-რას ამბობ.. კარგი კიდევ უფრო ჩაიხლართა სიტუაცია..
-მიზეზი გაურკვეველია..- ბოლო ორი ნაჭერი გავინაწილეთ..
-ინტერესი არ გკლავს ?
-მათი პირადია, რადგან არ ვიცით საჭირო არცაა..
-პასუხ გაუცემელი კითხვები შემიწირავს ერთ დღეს
-მიიღე იმ კითხვებზე პასუხი რომელიც გინდოდა ? - თეფში დავდე ადგილზე,
-მე გავეცი იმას არ გაუცია და პრინციპში არც მომითხოვია.. თავი კონკია მეგონა, ის პრინცი, ბროლის ფეხსაცმელი იდეალურად მქონდა მეგონა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კონკია კი არა, გერი ვყოფილვარ და საკუთარ თავს ვაპატარავებდი რომ მოვრგებოდი..ფეხსაცმელს არადა პრინცს.. შეუფერებელი ფეხსაცმელში ზედმეტად დიდი დრო გავატარე.. რა გაცინებს ?
-კონკიას ზღაპარში შენი თავი ჩავსვი და გერი..
-რა იყო არ შეიძლება ბოროტმოქმედი ვიყო ? მე მაგალითად ზოგი ისეთი კარგადაა გადმოცემული, კეთილ პერსონაჟს მირჩევნია..
-არა მართალი ხარ, დამავიწყდა შენი შავბნელი წარსულის შესახებ, გამქურდე და გამაღატაკე..
-დავაბრუნე
-მორალურ ზარალი მომაყენე, მაგას რას უზამ ?
-კარგი შენ წარმოიდგინე შენთვის საჩუქარი, კი არადა, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად რაღაც ჩამოგიტანე.. დამელოდე..- ავირბინე და ჩანთიდან პატარა ყუთი ჩამოვიტანე ეზოში..-ინებე, შეგიძლია გახსნა..
-შენ რა მართლა..
-გახსენი..-შეფუთვა გახსნა, ქაღალდი მაგიდაზე დადო.. ჯერ დაიხედა შემდეგ მე შემომხედა.. -რანაირად შენ რა.. " 1968 over chrome ford mustang " მიყიდე ?
-შეიძლება აღარ აგროვებ, მაგრამ გულში ესე ხინჯად დაგრჩა, უნდა გქონდეს..
-ჟუ..-წამოდგა, მეც წამოვდექი..
-გაგიხარდა ?
-გამახარე, თანაც ძალიან - მარცხენა ხელში მანქანა უჭირავს, თავისუფალ ხელს წელზე მადებს და თავისკენ მიბიძგებს..მატრიალებს, მანქანას მაგიდაზე დებს და მეორე ხელსაც მხვევს..-მადლობა..
-ისეთი არაფერია..
-გახსოვდა.. ჩემთვის ბევრს ნიშნავს..- ჰაერში გაშეშებული ხელები, ბუმბულივით ეშვება კაპიტონის მხრებზე.
. . .


დილაადრიან ჩემი ნება სურვილით კაპიტონი გიდობას ითავსებს.. ჯერ ტურისტები არ ჩანას და ასე უსაქმოდ ხომ არ იჯდები, რაღაცის ნახვა მინდა და წამიყვანე მეთქი..
-მინდა ციხე, რამ გაგახსენა ? - გადმომხედა, თან მუსიკას ოდნავ დაუწია.
-შუა საუკუნის ციხესიმაგრეა, ისტორიულ ადგილია, არ უნდა ვნახო ?
-სირცხვილია, თბილისში ჩასულს მოგკითხავენ რაჭაში ჩახვედი და მინდა ციხე არ გინახიაო..
-საითაა ?
-ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ გზაზეა.. იმედია ბილიკზე ასვლას მანქანით არ მომთხოვ..
-ვინ გგონივარ..-გამეცინა ფანჯარას ჩაუწიე..
ბილიკი ავიარეთ..სული მოვითქვი თუ არა ხედს გადავხედე..
-წარმოიდგინე იმ დროში როგორი იქნებოდა
-დიუბუა დე მონპერეს დაუხატავს XIX საუკუნის I ნახევარში.. ჰქონდა თავისებური სილამაზე მაშინ და ახლაც..
-მომწონს თამარ მეფის ლეგენდები და ამ ციხესაც, რომ უკავშირებენ, ყველაფერს ვიჯერებ.. თქვა მეფემ, „აი აქ მინდა ციხე“ და არის კიდევაც..
-მეორე ვერსიით..
-რა გინდა რატომ მიფუჭებ ლეგენდებს, ფანტაზიას.. კარგი დაამთავრე..
-მიუდგომლობის გამო, რაც განაპირობებდა რომ ვერ იღებდნენ..
-თამარ მეფის ვერსიას ვუჯერებ მეთქი, რაც იცოდა იცოდა..
-შენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟია ?
-ერთ-ერთი.. იცი რაზე მეშლება ნერვები ? ამბობენ ასეთი ჩაიბარა, თავად რა შუაშიაო, იმ ჩაბარებულს შენარჩუნება არ უნდა ? რამდენმა ჩაიბარა ქვეყანა და ვერ მოუფრთხილდა..
-ნამდვილად უნდა მიფრთხილდე ძვირფასს..-გავხედე, მიღიმის..
-ცოტა დრო დავყავით ჩამოვედით და მანქანაში ჩავსხედით..
-შემდეგი გაჩერება.. უძირო ტბა
- სალაშქროა ჟუ, ახლა ვერ მივალთ, არც ვართ მზად..
-ვიცი ვიცი, იცოდე ჩემს სიაშია და ამ ზაფხულს უნდა გადაიხაზოს..
-გადასახაზს გადავხაზავთ არ იდარდო - ტელეფინის გამაყრუებელ ხმას, სინანული მოაქვს, რატომ არ გავთიშე საერთოდ ტელეფონი.
-გისმენ ანა
-მეორე ზაფხულია სადღაც გადაკარგულში მიდიხარ, მშვიდობა გაქვს ?
-ამაზე მშვიდად კარგა ხანია არ ვყოფილვარ, რამ შეგაწუხა ?
-დედაშენმა დარეკა, იქნებ დაითანხმო და ჩამოვიდესო, გკითხულობს ყველა
-რისთვის, მოაკლდა გასათათხი ადამიანი ? საჯეჯგნად მე ვყავდი ყველას, რით ვერ გაუვიდა ვადა ჩემზე ჭორაობას, არ ვიცით სად არის და ვერ ვახერხებთ გულიანად გამოლანძღვასო ?
-ვეტყვი დავრეკე თქო, შენ იყავი კარგად, თუ სადაც ხარ კარგად ხარ
-ვარ ანა ვარ..-დავემშვიდობე და გავთიშე
-რამდენი დრო გავიდა, ისევ ?
-ჩემზე იცი რამდენ ჭორს ავრცელებს იმის ოჯახი ? უნდათ გაამართლონ შვილის წასვლა და დამნაშავედ გამომიყვანონ.. მანამდე ანელოზი ვიყავი, მათმა შვილმა დააშავა და მე გავხდი მონსტრი..
-რატომ არ ეუბნები რაჭაში რომ ხარ ?
-ჩამომაკითხავენ.. გგონია გულს დაიმშვიდებს რომელიმე ? არა არ მოასვენებთ ჩემი სიმშვიდე, მე თუ კარგად ვარ მოსვენება ეკარგებათ
-აქ ისეთი ხარ, არ უნდა მისცე საშუალება ეს წაგართვან
-მარტო მე ამდენ ადამიანს როგორ გავუმკლავდე ? აქ სხვაა, შენ ხარ, ლეილა ბებო, ბავშვები.. ზაფხული რაჭაში სხვანაირია, თბილისს რა მოვთხოვო.. ისე როგორია ამერიკაში ?
-ამ სამ თვეს ვერ შევადრი, მაგრამ რამდენადაც რთულია, იმდენად მიჩვეული ვარ..
-თბილისში რატომ არ გინდა ?
-ვერ ვჩერდები, ის დრო რაც მაქ მირჩევნია აქ ვიყო.. Overexposed-ის საქმე კარგად მიდის, მაგრამ იმდენი საქმე იყო სანამ გაიხსნებოდა, დამკვიდრებას დრო უნდა
-Overexposed-ში ვიყავი რამდენჯერმე - გამომხედა -გზას უყურე
-რა გინდოდა ?
-მომენატრესავით..
-სავით ?
-დროში მამოგზაურა
-წინა საუკუნეში ?
-წინა ზაფხულში.. შენი ხელი ეტობა ყველაფერს თუ შენ გიკავშირებდი, არ ვარ დარწმუნებული..
-ჩემს ყოველდღიურობაში იყავი იცი ? მინდოდა ეს თუ არა.. სიმართლე გითხრა ვნატრობდი არ გამხსენებოდი, ხელს მიშლიდი ფიქრში.. მეგობარმა მითხრა ფიზიკურად აქ ხარ მაგრამ არა გონებითო.. ჩვენთან აი ახლა ამ მომენტში ყოფნა ასე რატომ გიჭირსო..
-სამმა თვემ რა დაგვმართა
-ერთმანეთს რა დავმართეთ ჟუ..
. . .


-მილიონს კაპიკი ეკლდეს მილიონი აღარააო, ნათქვამია..
-მომქონდა ელის ნამცხვრები და გზაში შემომეჭამა, მომიტევე
-აფსუს ალი გხედავდეს, ორი ნაჭრით ან მოხვიდოდი ჩემამდე ან არა
-ჩემმა დამ დარეკა, ძლივს ამინდები გამოდის და ჯგუფს გიგზავნიო
-როგორია შენი და, ახლოს ხარ? - ნაჭერი გადმოვიღე და დავაგემოვნე
-კეთილია, რაც არ აქვს იმას მოგცემს, ცოტა ფეთქებადია, პირდაპირ გეუბნება რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს..
-არ გენატრება ხოლმე ?
-ჩამოდის როცა ახერხებს.. ერთადერთ ძმას, ამერიკა ვერ დამაშორებსო..
-ბავშვობიდან ვსაყვედურობდი დედაჩემს და ან ძმა როგორ არ გამიჩინე მეთქი, ისეთი დრო იდგა შენც გაჭირვებით გაგზარდეო.. დანაკლისს ისეთი სიმძაფრით განვიცდი, თითქოს ვიცოდე რას ნიშნავს გყავდეს გვერდით.. საყვედურის საპასუხოდ მეუბნება შენ გააჩინე ბევრი შვილიო
-შვილები გინდა ჟუ ? - აქამდე თვალს ვუსწორებდი.. ნელა მივატრიალე სახე და მზერა მოვაშორე -შენ რა გაწითლდი ?
- არა
-არ მიყურებ და არც მპასუხობ
-ჩემს თავს ოცნებასაც ვერ ვუბედავ.. შენ გინდა ?
-ადრე ბიჭი მინდოდა ფეხბურთზე შევიყვან თქო, ახლა ვფიქრობ და გოგოს უფრო აქვს პოტენციალი, ფეხბურთელი გამოვიდეს..
-ფეხბურთელის მამის პოზიციის გამო გინდა შვილი ?
-იმ ყველა სიკეთესთან ერთად რასაც მშობლობის.. მამის პასუხისმგებლობა ჰქვია, კი წინასწარ ვფიქრობ ასეთ დეტალებზე..
-წამით დავფიქრდე, დავუშვა ერთ დღეს შეიძლება ჩემი რეალობა იყოს.. როგორ გავაგრძელო ცხოვრება ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილების გარეშე ?
-ბებოს სიცოცხლეებო, არ გშიათ ? - გადმოგვხედა ლეილამ მეორე სართულიდან, ოდნავ შევტრიალდი და ავხედე
-იმდენი ნაჭერი ვჭამე აღარ მშია
-ჯერ საჭმელი გეჭამა.. კაპიტონ შეძლებ მაღაზიაში წასვლას ? სტუმრებისთვის უნდა გავამზადო ყველაფერი, სია სამზარეულოშია მაგიდაზე
-კარგი წავალ - ლეილა შებრუნდა, წამოვდექი - წამოხვალ ?
- აბა რას ვიზამ, მოიცა სიას ავიღებ - სამზარეულოდან სია ავიღე და ეზო რამდენიმე ნაბიჯში გავაირეთ, კარი გააღო და გამატარა.. მანქანაში ჩავსხედით და წავედით..-მალე მივედით
-მგონია ყველა ბაზარი ერთმანეთს ჰგავს
-არ გეთანხმები ჟუ, ყველა კუთხეში სხვადასხვა ადამიანები არიან და ადამიანითაა ყველაფერი..ჰოდა ერთნაირი ერთ ქალაქში არსებული ორი ბაზარიც ვერ იქნება ერთნაირი.. ისე მიყვარდა მშობლებს გავყოლოდი
-ბავშვებს ეზარებათ ხოლმე
-მამა როცა ვერ ახერხებდა მეუბნებოდა ხოლმე, დედას მივხმარებოდი, ჩემი მაგივრობა გასწიეო დედას გაუფრთხილდიო, მძიმეები არ ააწევინო..
-ერთი სული მქონდა ყველის დახლთან მივსულიყავით, წესიერად გამყიდველსაც ვერ ვხედავდი, მამას ვანიშნებდი ხოლმე ჩემთვისაც გაესინჯა და დეგუსტაციას ვატარებდით.. მასწავლა როგორ ამერჩია კარგი ყველგან, ზომა წონა ფორმა.. და მთავარი მიზანი არ დავრჩენილიყავი მოტყუებული
-უცნაურია არა ? როგორი მომენტები გვახსოვს და მშობლებს წარმოდგენა არ აქვთ ამ მომენტებს როგორ დავაფასებდით, მათი ყოველდღიურობა იყო..
-არ მინდა სხვების გონებაში ვარსებობდე, ხშირად მავიწყდება, რომ მათთვის უკანა ფონზე მიმავალი უსახელო პერსონაჟი არ ვარ და თავისებური წარმოდგენები აქვთ ჩემზე.. ანდაც უარესი მხოლოდ ჩემს წარსულს იცნობენ და კიდევ ჰგონიათ ისევ ისეთი ვარ..
-თუ უკანა ფონზე პერსონაჟად გინდა ყოფნა, მაშინ ცხოვრებაც უნდა შეწყვიტო, თუ ცხოვრობ, ავტომატურად ექმნებათ წარმოდგენები, იმის მიხედვით თავად ვინ არიან..- ვაშლით სავსე პარკი მივაწოდე..
-ეს წითელი ვაშლი გასინჯული გაქვს ? გემრიელია..მადლობა კარგი დღე -გამყიდველს დავემშვიდობე და სიას ჩავხედე.. მალე გაჩნდა კაპიტონის ხელში, სალათის ფურცელი, მწვანილები, კიტრი, პომიდორი..
-აქამდეც წამოვსულვარ მარტო, მაგრამ შენს გვერდით ყოფნა მაგრძნობინებს, თურმე ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი..-მისკენ შევტრიალდი
-ჩქარობ, კარგის არჩევას დრო უნდა..
-დანახვა უნდა, მართალი ხარ.. -მანქანას მივუახლოვდით, სიას ჩამოვყევით და დავრწმუნდით ყველაფერი გვაქვს.. ისევ დავიკავეთ ადგილები - ბაიკომმომწერა..
-რაო..
-ხომ გახსოვს შენ უძირო ტბაზე ასვლა გინდოდა
-მერე
-ისე ვახსენე ასვლას ვაპირებდით და სტუმრების გაცილების მერე გავაკეთებთ თქო.. თურმე ეს ლაშქრობის იდეა შესთავაზა და ისინიც დასთანხმდნენ.. დღეს საღამოს ჩამოვლენ, ხვალ უძირო ტბაზე წავალთ და შემდეგ ისევ შემოგარენს შემოვატარებ.. გაწყობს შენ ეგ ამბავი ?
-უძირო ტბას ხომ ვნახავ ?
-ნახავ
-შენს გვერდით ხომ ვიქნები ?
-იქნები..
-მაშინ მაწყობს..-ლეილასთან მივედი თუ არა.. გამოვიცვალე მოვწესრიგდი და მივეხმარე როგორც შემეძლო..
-ჩამოვიდნენ..- კარი გაიღო, ორი გოგო შემოვიდა, შემდეგ ნაცნობი სახეები დავლანდე თუ არა წარბები მაღლა ამივიდა, ლევანის სამი მეგობარი.. სულ ბოლოს კი თავად ლევანი შემოვიდა ღიმილით
-აქა მშვიდობა
-მობრძანდით.. -გავშეშდი, მეტყველების უნარი წამერთვა.. ლევანის ხედს კაპიტონი გადაეფარა..
-ჟუ კარგად ხარ ?
-მიშველე
-რა დაგემართა ?
-მყარად დგომაში დამეხმარები ? გთხოვ ხელი არ გამიშვა..- გვერდით ამომიდგა, წელზე ხელი მომკიდა და ფაქტობრივად საშუალება მომცა დავეყრდნო.. ვერაფრის თქმას ვეღარ ვასწრებ, ლევანი გვიახლოვდება, ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად..
-ლევანი..
-კაპიტონი..- ლევანმა გამომხედა თუ არა ღიმილი წამში გაუქრა.. რაღაცის თქმა დააპირა.. გოგო მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა ჩანთის ატანაში.. ლეილა აჰყვა მეორე სართულზე, ბარემ დაგაბინავებთო.. წელს კაპიტონისხელი არ მოშორებია, ისე დამიდგა წინ..
-ის არის ? -თავი დავუქნიე.. - მაპატიე
-შენ რა გაქვს საპატიებელი..
-უნდა გადამიმოწმა ვინ მოდიოდა, ვერ მოგთხოვ და რაც არანაირი სურვილი არ მაქვს მისი ყოფნა აიტანო.. თუ გინდა ელისოს ვეტყვი და
-ის გაიქცა, მეც ზუსტად იგივე ნაირად ვერ მოვიქცევი.. -გარეთ გამიყვანა
-მთავარია შენ იყო კარგად
-არაფერი შეიმჩნიო განსაკუთრებით ლეილასთან, რომ იცოდეს რა გადამხდა და ახლა ვინ რჩება მის სახლში..
-შენს თავზე იფიქრე..
-მასპინძელი ხარ, სტუმარმა ზღურბლს გადმოაბიჯა, ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ არის..
-ხვალ..
-მეც მოვდივარ
-არ მეზარება ცალკე ავიდეთ
-არა, ისე მოვიქცევი, როგორც დავგეგმე
-როგორ უნდა დავჯდე მასთან ერთ სუფრაზე..
-ორი დღე ავიტანთ როგორმე.. - ის დღე მშვიდობით განვლიეთ
. . .


ზურგჩანთაში ჩაწყობილი ჩემი ტკივილებით, განცდებით, ფიქრებით ავდივარ აღმართს. მექაჩება უკან, სურვილს მიჩენს ჯგუფს ჩამოვშორდე და შორს გავიქცე. ლევანი მის მეგობრებთან ერთად რაღაცაზე გულიანად იცინის, იმაზე უფრო ვბრაზობ რეაქცია რომ მაქვს, ეს რომ ნერვებს მიშლის.. მეგონა, გადავლახე და გადავიარე.. მეგონა ამ თვეებმა რაც იმ დღიდან გავიდა მიშველა, თუმცა შევცდი, რადგან რაღაც დამარხე და ზედ ფენა ფენა დააყარე მიწია, ის რაღაც არ ქრება..
ელიც წამოვიდა, რაც მამსუბუქებს.. სულ წინ მყოფი კაპიტონი დანარჩენებს ჩამორჩა და მოგვიახლოვდა..
-ხომ არ დაიღალეთ ?
-რა დაგვღლის, ძლივს კი ვსუნთქავთ, მაგან არ მოგატყოს..
-რაო კაპიტანი კაპიტნობს ? - კიდევ უფრო მომიახლოვდა და გადმომიჩურჩულა
-ჯეკ ბეღურას კარტი მინდა გავათამშო, მაგრამ თავს ვიკავებ
-მეცინება, წარმოვიდგინე როგორ ვტოვებთ კუნძულზე.. -გაეცინა ელის
-არ შეგშვენის რეებზე ფიქრობ..
- უნძულზე დარჩენასაც არ იმსახურებენ, ჰერი ჰერი პირდაპირ ზღვაში - ელიმ გადმოგვიჩურჩულა და ცოტა წინ წავიდა..
-შეიძლება რაღაც გკითხო ?
-გისმენ
-ერთ ქალაქში ცხოვრობთ, როგორ მოხდა აქამდე არ გადაკვეთილა თქვენი გზები
-არ მივეცი ჩემამდე მოსვლის საშუალება
-სცადა ?
-რამდენჯერმე..- ბოროტი ხუმრობებით, სიცილით და სუნთქვის უკმარისობის დართვით, მივედით დანიშნულების ადგილამდე.. დიდი ხანი მოვუნდით, თუმცა როგორც კი ჩემს წინ გადაშლილი ხედი აღვიქვი, სულ გადამავიწყდა გზა. დავბანაკდით, კარვები გავშალეთ..
-რამდენი ფოტოს გადაღება მოასწარი ამასობაში ?
-ზიზიმ მითხრა ბევრი ფოტო გადაუღეო კი არად გადაიღეო.. მოსაცმელს გამოვიტან..- ელიმ დაგვტოვა
-გადასახაზი გადავხაზეთ ? სიაში შემდეგი რა გიწერია
-რევანშის საშუალებას გაძლევ, ვითამაშოთ ?
-ერთი ამოსვლა და არსად წასვლა აღარ გინდა ?
-შენ თუ ჩემთან თამაშის გეშინია, გეთქვა პირდაპირ..
-ვითამაშოთ ვითამაშოთ, მაშინ შემდეგ ლოკაციას მე მოვიფიქრებ - ყველა წავიდა დასაძინებლად, გამთენიისას გამოვედი.. იქვე ტბასთან ჩამოვჯექი მზის მოლოდინში..
-გამიკვირდა შენი წამოსვლა -ლევანის ხმა თითქოს არც გამიგიაო, არ შევტრიალებულვარ
-რატომ არ უნდა წამოსულიყავი ?
-რამდენი ხანია არ მაძლევ შენთან საუბრის საშუალებას, ახლა კი ჩემთან ერთად მოდიხარ
-შენთან ერთად ? გაიხედე რამდენი კარავია, შენთან არასადაც არ წამოვსულვარ.. ჩვენ სალაპარაკო არ გვაქვს
-ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, მისმინე დავფიქრდი და მზად ვარ გაპატიო.. - წარბები მაღლა ამივიდა, წამოვდექი და გავუსწორდი..
-რა მაქვს საპატიებელი, სულ გადაირიე ?
-კარგი რაა, ორივემ ვიცით სიმართლე
-რა სიმართლე, საერთოდ რაზე საუბრობ ?
-კარგი მსახიობი ხარ
-მართლა ვერ ვხდები
- მიღალატე ქორწილამდე ჟუჟუნა
-სიზმარში ნახე და რეალობა გეგონა ?
-რატომ არ აღიარებ ?
-არაფერი მაქვს საღიარებელი, მე შენთვის ფიქრშიც არ მიღალატია, როცა ერთად ვიყავით..
-მითხრეს
-რას ნიშნავს გითხრეს, შეგიძლია ორი სიტყვა გადააბა ერთმანეთს და წესიერად ამიხსნა ?
-გამთენიისას ანა მოვიდა ჩემთან და ყველაფერი მომიყვა, როგორ გრძნობდა თავს დამნაშავედ, რომ შენ დანაშაულის გრძნობის გარეშე მომყვებოდი ცოლად.. დეტალურად მოყვა როგორ მიღალატე, როგორ დამიმალე.. თავად გადაწყვიტე, მე ვერ მოვისვენებდი არ მეთქვაო..
-რას ბოდავ, ჩემი ანა არ მოიტყუებოდა, ამას არ გააკეთებდა..
-შემიძლია მესიჯები გაჩვენო, მოიცადე გინდა მითხრა ანამ მოიტყუა ?
-მარტივად დაიჯერე ჩემი ღალატი, იმდენად არ გინდოდა დაქორწინება არა ?
-ასე არაა, მე..
-მესიჯები მაჩვენე..-ტელეფონი გამომიწოდა, გახსნა მაღლა აუყვა..


" ლევან, სასწრაფოდ სალაპარაკო მაქვს "
" მშვიდობაა, ჟუჟუნა ხომ კარგადაა "
" კარგადაა მაგრამ არის რაღაც არც უნდა იცოდე, უნდა გნახო "


ორი ივლისი
" არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მინდოდა სიმართლე გცოდნოდა ღლატთან დაკავშირებით, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობ "
" იმ ადამიანთან ვერ ვიქნები, ვინც მიღალატა და არც მეუბნება ანა.. შენ რა შუაში ხარ "


ოცი ივლისი
" როგორ ხარ "
" არც ისე კარგად, მადლობა ესეთ დროს ჩემს გვერდით რომ ხარ "
"მიხარია თუ გეხმარები, ამას არ იმსახურებდი, ყველას შენ ჰგონიხარ დამნაშავე "


მესიჯები გრძელდება და მოდის დღემდე.. ტელეფონი გავუწოდე..


-ანა არ მომატყუებდა, იმდენად ნერვიულობდა და განიცდიდა სიტუაციას..
-რაიმე სახის მტკიცებულება გაქვს რომ გიღალატე, გარდა ანას სიტყვებისა ? რით აპირებდა საკუთარი სიტყვების დადასტურებას..
-რაღაც უნდა ეჩვენებინა, არ მოვინდომე.. მოიცადე სად მიდიხარ ?
-შენთან საუბრის გაგრძელებას არ ვაპირებ, მაგრამ მტკიცებულების გარეშე მეორედ ადამიანს ბრალი აღარ დასდო ლევან.. - მხოლოდ მაშინ გამოვედი, როცა დანარჩენებმაც გაიღვიძეს..
აღარ მახსოვს, დრო როგორ გავიდა, როგორ ჩამოვედით უძირო ტბიდან.. როგორ მივედით სახლამდე.. დავიძინე და მეორე დღემდე არ გამიღვიძია .. დანარჩენებთან ერთად ლევანი არ დაბრუნებულა..
ვწევარ, გამოფხიზლებას ვცდილობ და სახეზე შეხებას ვგრძნობ.. თვალებს ვახელ
-კაპიტონ ?
-სიცხე გქონდა, ძლივს დაგიგდე.. მგონი აღარ გაქვს..
-სიცხე მქონდა ?
-არ გახსოვს ?
-გუშინდელი დღე არ მახსოვს..
-უძირო ტბიდან ჩამოვედით, გზაში ახსენე თავს კარგად ვერ ვგრძნობო და ღამე ცუდად გახდი.. - ლევანთან საუბარი გამახსენდა, წამოვჯექი.. - ცუდად ხარ -ისევ მომადო ხელი - არადა არ ჩანს.. - მივიწიე და მხარზე თავი ჩამოვადე..
-ამას როგორ გადავიტან ?
-აქ არ არის..- წამოვწიე..
-ადამიანი რომელიც დასავით მყავდა, გამყიდა, გამანადგურა.. გული მომიკლა..
-რაზე საუბრობ ?
-იცი ქორწილი რატომ ჩაიშალა ? თურმე ლევანს ვუღალატე.. ანამ.. ანა ხომ იცი -თავი დამიქნია..-ანამ უთხრა ლევანს, მე ვუღალატე წარმოგიდგენია ? ქორწილის დღეს მამშვიდებდა, ჩემს გვერდით იყო.. მთელი ეს დრო ჩემს დარდებს ვუზიარებდი, გულის ტკივილს.. ის კი თვალებში ნაცარს მაყრიდა.. ანა მტკივა კაპიტონ.. ანა..-მიმიხუტა.. მოვიკუნტე.. დავპატარავდი..
-როგორ შეეძლო, ასეთი რა დავუშავე..
-შენ არაფერ შუაში ხარ.. ჟუ, თავს რატომ იკავებ ? იტირე, ცოტა გულზე მოგეშვება..-ხელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს ვერ ვყლაპავ..
-იქნებ ვაწყენინე რამე, იქნებ მე მოვიქეცი ცუდად და არ ვიცი..
-მართლა ასე ყოფილიყო, ეგ ამართლებს ანას საქციელს ? -ტელეფონის ზარი, ანა რეკავს.. გამოვწიე და ეკრანი მივაბრუნე.. არ ვიცი რატომ მაგრამ ვუპასუხე, ხმამაღალზე ჩავრთე..
-ჟუჟუნაა, აქამდე არ გაგიღვიძია ?
-დამეძინა..
-რა ხმა გაქვს ?
-ახლა გავიღვიძე..
-ჩემო სიხარულო, იცი რა მაგარი ამბავი მაქვს ? შენი გოგონები მიიღეს უნივერსიტეტში.. წასულია მეთქი და როცა ჩამოვა აუცილებლად უნდა ვნახოთ, ყველაფერი ჟუჟუნას დამსახურებაო..
-რა კარგია.. ანა..
-რაო..
-ლევანისგან რამე ხომ არ გსმენია ?
-იმ დღეს როგორც მოგექცა, რას ამბობ, აღარც მილაპარაკია..
-თავად არ შეგხმიანებია ?
-არა, ხომ იცი გეტყოდი.. რამ გაგახსენა ?
-ისე..
-ცუდი სიზმარი ნახე არა ? სიზმარია სიზმარი, შენ არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.. აბა შეეხმიანე აღარ მოგაცდენ..-დავემშვიდობე და ზარი გავწყვიტე..
-ამ გოგოზეა საუბარი ?
-დაუჯერებელია არა ? როგორ თბილად მესაუბრა..
-მან გითხრა ? იქნებ..
-მესიჯები ვნახე.. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე სწერს.. იქნებ სჯობდა არც გამეგო..
-შენს გვერდით ყოფნა ისე გაეგრძელებინა, ვითომ არაფერი ?
-გამთენიისას გამოვედი კარვიდან და ტბასთან ჩამოვჯექი, ისიც გამოვიდა სასუბრო გვაქვსო.. ღალატს გაპატიებო, წარმოგიდგებია რა მითხრა? მე თურმე ვუღალატე და მისკენ ნასროლ ტალახს მშვიდად იტანდა, როგორც დაჩაგრული..- კარი გაიღო და ელი შემოვიდა
-ისე შემოვიარე და ლეილამ მითხრა ცუდად ყოფილხარ, მე კიდევ რა მშვიდად ვიყავი.. მოგიკვდი, თავს როგორ გრძნობ ?
-უკეთ, სიცხე აღარ მაქვს -კაპიტონი წამოდგა
-ჩაის გაგიკეთებ კარგი ?
-ნურაფერს ჩაშლი, გაყევი კაი ?
-როგორ დაგტოვო
-მე აქ არ ვარ?
-დარწმუნებულუ ხარ ? -თავი დავუქნიე, ჩაი შემომიტანა და დამემშვიდობა..
მოკლედ მოვუყევი ელის რაც მოხდა, გვერდით მომიწვა..
-არ მინდა ფიქრი იმაზე რა უნდა გავაკეთო ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით
-ვინ გითხრა ახლა უნდა გადაწყვიტო ? ისეთი შოკი გქონდა, ცუდად გახდი.. ჯერ დრო გჭირდება დაფიქრდე..
-ხომ შეიძლებოდა რამეში ეჭვი შემპარვოდა, მხოლოდ იმას ვფიქრობ, რამე გამეპარა თქო და მხოლოდ მისი გაკეთებული სიკეთე, გვერდში დგომა.. კარგი მოგონებები მახსენდება და მამწარებს, ჭრილობაზე მარილს მაყრის.. მთელი ეს დრო ვძულდი, მე კი წინ გული დავუდე ..
-ეცადე თავი ხელში აიყვანო და არ ინერვიულო, სიცხე აგიწევს.. დამშვიდდი, მერე ცივ გონებაზე გადახარშავ ყველაფერს..
-მადლობა ელ..
. . .


ელისთან გასვლა დავაპირე, კარი გამოვაღე და ლევანი დამხვდა..
-აქ რას აკეთებ ?
-შეგვიძლია ვისაუბროთ ?
-რა დაგრჩა სალაპარაკო, ჩემი არარსებული საყვარელი უნდა გამიხსენო ?
-ჟუჟუნა გთხოვ..
-გისმენ
-აქ ვისაუბროთ
-შიგნით ლეილასთან გირჩევნია ყავაზე ? ხომ ხედავ არავინაა.. მოკლედ მითხარი რაც გინდა
-შევცდი, არ უნდა მომესმინა ანასთვის, თუ შეძლებ მაპატიე ეს შეცდომა.. არ დამვიწყებიხარ, ყველანაირად ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა.. მაპატიე და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ახლიდან გავიცნოთ ერთმანეთი.. გამოვისყიდი დანაშაულს, ახლიდან მოვიპოვებ შენს ნდობას..
-შენთან დაბრუნებას არ ვაპირებ..
-მეორე შანსი მომეცი, გამოვასწორებ..
-არა.. მიმოიხედე, აი აქ ვიყავი შენგან მიტოვებული იმ დღის მერე, აქ ყოფნამ და ამ ხალხმა გადამატანინა.. როგორი დღეები ღამეები მაქვს გამოვლილი.. ჩემს იმ ვერსიას ვცემ პატივს
ასეთმა რთულმა პერიოდმა გადაიარა, გადავაგორე.. დაგივიწყე ლევან.. შენთან დაბრუნების სურვილი არ მაქვს..
-ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით..
-თავად ჩაყარე წყალში, მე შენზე ბრაზის გულში ჩატოვებას არ ვაპირებ.. გულ დამძიმებული ვერ ვივლი.. შენ შენი გზა მონახე და იქ დაბრუნდი
-ასე ნუ მომექცევი..
-დასრულდა, მე ეს სიმართლე.. ჩემი სიმართლე მჭირდებოდა წერტილის დასასმელად..ნახვამდის.. - უკან აღარც მიმიხედია ელისთან გადავედი და ლეილას დაბარებული ქვაბი წამოვიღე..
-ხომ უკეთ ხარ ბებოს სიხარულო..
-ჩიტივით ლეილა ბებო, ჩიტივით..
-საქმე მაქვს, მე შევალ, თუ დაგჭირდი დამიძახე.. -თავი დავუქნიე
ჩამოვჯექი.. სკამს მივეყრდენი, თავი გადავწიე და ცას ავხედე, ამოვისუნთქე.. ტვირთი მოვიშორე.. ყურსასმენი ავიღე, სიმღერა ჩავრთე..
კარი იღება და კაპიტონი შემოდის.. დამინახა, გამიღიმა, წამოვდექი მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.. რამდენიმე წამის შემდეგ ოდნავ გამოვიწიე, ისე ხელები არ მომიშორებია. მხოლოდ ახლა გავიაზრე მელაპარაკება, მე კი..
-რა მითხარი ?
-ვერ გაიგონე არა ?
-არ მითხრა მთელი ეს დრო გელაპარაკებოდიო.. თავიდან მითხარი..
-არა, გადავიფიქრე..
-კაპიტონ..
-ლეილამ ხომ გითხრა უამინდობის გამო ალისთან დარჩაო, შენ ვერ დაგიკავშირდი და მერე სისულელეები.. რა მნიშვნელობა აქვს..
-მაბრაზებ..
-თქვენით თორემ მე საიდან.. მომენატრესავით
-სავით არა ?
-შენი აზრით ერთ დღეში მოვასწრებდი მონატრებას ?
-შესაძლოა..-მიმიხუტა, ლოყაზე მაკოცა და გამიშვა..
-ლევანი იყო მოსული, ახლა უნდა წავუმწკლარტო მერე თქმას..
-ვიცი გზაში შემხვდა..
-რატომ არ მითხარი
-შენ მინდოდა გეთქვა, რაო რა მინდაო
-შერიგება..მეორე შანსი, პატიება და ასე შემდეგ..
-რა უთხარი..
-რას ვეტყოდი, დავივიწყე ადამიანი, წინ მივდივარ უკან მიბრუნებას და წარსულში ქექვას, სიახლის ელემენტებით არ ვაპირებ.. რაც ჩამოვიდა, რაც სიმართლე გავიგე, ამ მომენტში ანა უფრო მეტკინა ვიდრე ლევანი..
-შემეშინდა იცი ? წამით დავუშვი, მოგენდომა მასთან ერთად წასვლა, ანა რომ არა..
-მაინც არ მოვიდოდა იმ დღეს, ანა უბრალო მიზეზი იყო, არ მენდობოდა, არ უნდოდა ჩემთან საკმარისად.. შენ გამიშვებდი ?
-შენი ნებით, გააზრებით მტოვებდე, თან სხვა კაცი გიყვარდეს, დაგაკავებდი ძალით ? მასე გამიცანი ?
-სხვა კაცზე შეყვარებული არც მოვინდომებდი და არც დადგებოდა გაშვება არ გაშვების საკითხი.. არა, გაშვება ცუდად ჟღერს, თითქოს რაპუნცელი ვიყო, კოშკში გამოკეტილი..
-კოშკში გამოკეტილი იყო, ვეცდებოდი იქედან გამომეყვანე, მაგრამ მე ვერ ვვიქნები ვინც კოშკში გამოგკეტავს..
-ბოროტი დედინაცვალი არ ხარ გასაგებია.. წამო წამო დაიღლებოდი.. გშია ?
-ყოველთვის..
-ლეილამ რა გემრიელობა გააკეთა წარმოდგენა არ გაქვს, ჩემი საყვარელი…
-ტოლმა ბულგარული წიწაკით..
. . .


-ჩაცმული თან მაკიაჟით, რომელი ნორმალური ჩადის წყალში -ელი
-არ მქონდა დაგეგმილი ეს ოხერი მდინარე, ბოლო წამს მოვიფიქრე და უარი მეთქვა ?
-წყალმა გაგალამაზა, თამამად შეგიძლია საშინელებათა ფილმში როლი გამოგიძებნონ - თითქოს კაპიტონი, თბილ სიტყვებს მეუბნეობოდეს.. გამიღიმა და მოსაცმელი მომაფარა
-თუ კარგად გადამიხდიან დავფიქრდები, ისე რამდენი ხანია მდინარეზე არ ვყოფილვარ,
-ჩვენ სულ დავდიოდით, მაშინ როცა პატარები ვიყავით.. მე, ელისო, ალფრედი და კიდევ უბნის სხვა მოაზროვნენი..
-რა კარგი დრო იყო, მენატრება ეგ დრო.. გახსოვს წყალში ჩამაგდეს, შენ გადმოხტი და ამომიყვანე, ჩემზე გაბრაზებული შენ იყავი -ელიმ გადაულაპარაკა ალის..
- ცურვა არ იცოდი, რაც მე შიში ვჭამე..
-ჟღურტულობის საწყისი ეტაპი იყო არა ? -არ შეიმჩნია ჩემი ნათქვამი, დამეთანხმა და გაუცინა მე არა და მოგონებებს..
-შენი არ ვიცი ელი, დიდი ხნით ადრე გეტრფოდი შორიდან..
-საიდან მოიტანე, მაშინ გავიცანით ერთმანეთი
-შენ გამიცანი მაშინ, მე მანამდეც გიცნობდი..
-მე მომიყევი რაა, ელის არ აინტერესებს -გვერდით ამოვუდექი ალის- ჩემო ფრენდო
-რა მოგიყვე, როგორ შემიყვარდა ელისო ? -გაეცინა..
-მიყვარს გაცნობა დაოჯახების ისტორიები
-მე მხოლოდ გაცნობა უნდა შემოგთავაზო, არა უშავს ხო ?
-მიდი მიდი.. -ელიმ ცქვიტა ყურები..
-მაშინ ელის ბებო ბაზარში ხილს ყიდდა, თან დაჰყვებოდა ხოლმე.. მეც სულ იქ ვიყავი, იმ იმედით დამხვდებოდა.. ერთ დღეს, ბაზარში მისულს არ დამხვდა, მაგრამ ჩემს ეზოში, ველოსიპედით კატაობდა და ვიღაცას უცინოდა.. გადმოვარდა, საკუთარ თავზე არ ნერვიულობდა ისე, როგორც ველოსიპედზე, მისი არ ყოფილა.. მივედი დიდი არაფერი იყო, გავაკეთე.. სახე გაუნათდა და ტირილი შეწყვიტა.. მე დედამ დამიძახა, ელიც წაიყვანეს და იმ დღეს აღარ გვინახავს ერთმანეთი.. მერე უწერაში მხოლოდ კაპტონს ვიცნობდი, კაპიტონთან დავრჩი და დაკარგული სიყვარული მეზობლად ვიპოვე..
-შემოეჩვია ჩემს უწერას, ჩემს სახლს და მეზობელ ელისოს..
-თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და ვერ დავინახე.. რატომ არ მითხარი შენ თუ იყავი
-რისთვის მეთქვა.. არც ვიცოდი გინდოდა თუ არა გახსენება
-ამდენად დეტალურად გახსოვთ მაშინდელი ამბები ?
-მაშინდელი ამბები არა, ელი მახსოვს დეტალურად..-მშვიდად მიაბიჯებს, ხმას აღარ იღებს, ამ სიჩუმეში ვყვებით და სვლას ვაგრძელებთ..
ალი კაპიტონს შეჰყვა სახლში, მე ელის.. სახლის ზღურბლს გადავაბიჯეთ თუ არა, ჩაიმუხლა თავი ჩარგო..
-ელ რა დაგემართა, ხომ კარგად ხარ ? -ძლივს ამომხედა ატირებულმა -ელ
-იცი რა პატარები ვიყავით ? მაშინ ალის ხვეულები ჰქონდა, არ მოსწობდა და სულ ქუდი ეხურა.. მაშინ ცხობის სწავლება ახალი დაწყებული მქონდა, არ გამომდიოდა.. როცა მივუტანდი ჩემი გულისთვის ჭამდა, სასაცილო იყო ცდილობდა არ დაჯღანულიყო.. როცა დავინახე რაღაც მოეწონა ისე გავბედნიერდი, სულ მაგას ვუცხობდი ხოლმე.. იმ დღეს ჩემი გამოცხობილი რომ ჭამა, მოგონებებმა თვალწინ გადიარა..
- რატომ დაშორდით ? ასეთი რა მოხდა ?
- თავი ისეთი დიდი მეგონა.. თავადაც არ ვიცოდით რა გვინდოდა, გადავცხოვრდი თბილისში.. ზაფხული აღარ იყო საკმარისი
. . .


“ შენი სიცოცხლე. შენი ნაბიჯი.
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა.
მე მიხარია, − შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ, - ეს რა ჩემი საქმეა! “


კითხვისას შეჩერდა, გამომხედა..
-არ ვეთანხმები მაჭავარიანს
-არ გიხარია ჩემი არსებობა ? -
-ვისი ხარ არ მიწყინო და ჩემი საქმეა ..
-არავის მფლობელობაში არ ვარ იცი ?
-ადამიანის გვერდით ყოფნა, მფლობელობაში ყოფნას არ ნიშნავს..
-შენს გვერდით არ ნიშნავს, მაგრამ სხვებთან ნიშნავს..ბევრისთვის ნიშნავს..
-მერე შენ ვისთან ხარ ჟუ ?
-გააგრძელე კითხვა
-დავასრულებ და მერე მიპასუხე..


“ შენით თენდება. შენით ღამდება.
მსურს სიარული შენთან ხელახლა!
შენა ხარ, რაც მე გამეხარდება!
რაც მეწყინება – ისიც შენა ხარ! “


1951


-ბიბლიოთეკაში არსებულ ყველა წიგნს შენგან წაკითხულს მოვისმენდი
-შენთვის წავიკითხავდი
-შენთან თუ ვიქნები, მოგიწევს..
-გგონია მემუქრები ? -თავი ავწიე
-არ გაიჟღერა მუქარასავით ?
-თუ დამუქრება გინდა მაინცდამაინც, თავს მოგაჩვენებ თითქოს შენს გვერდით ყოფნა და კითხვა ტანჯვაა
-ვაიდა მართლა სატანჯველად გექცეს, მერე სად მიდიხარ ?
-შენს იქით გზა არ არის, დაე იყო ისიც ვინც მეწყინება - შუა ზაფხულია და თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ დრო გვაქვს, ყველაფერი წინაა.. მაგრამ ვგრძნობ გარდაუვლობას, ერთმანეთის სატანჯველად გადაქცევის, ზაფხულის ბოლოს..
ელის სიტყვები მიტრიალებს გონებაში
“ ზაფხული აღარ იყო საკმარისი “
. . .


ხომ იციან ხოლმე თქმა, ნეტავ დამეფასებინაო ის დრო ის მომენტი.. როგორ დამისხლტაო ხელიდან.. მთელი ეს დრო თავს ვახსენებდი ხოლმე, ესაა ის ნანატრი დრო თქო, დაფასებამ ვერ შეანელა, მგონი უფრო ააჩქარა..
დადგა მომენტი როცა შუა ჩალაგების პროცესში გამოვიჭირე ჩემი თავი, მხოლოდ მაშინ გავიაზრე ბოლომდე, რომ ურაჭოდ ვრჩები, რაც ავტომატურად განაპირობებს უკაპიტნობას.. დაკეცვა ვეღარ ავიტანე და ჩანთაში ერთიანად ჩავყარე ყველაფერი..
წასვლის წინა დღე აღმოჩნდა წასვლის დღეზე უფრო მწარე..
-ხვალ მივდივართ..-კაპიტონს გავხედე,
-რატომ მახსენებ..შემდეგ ზაფხულამდე შენს ხმას ვეღარ გავიგონებ
-აუცილებელია შემდეგ ზაფხულამდე ვერ გაიგონო ჩემი ხმა ?
-რას გულისხმობ ?
-შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ.. ხვდები მაინც წინ რამდენი დრო გვაქვს შემდეგ ზაფხულამდე ?
-რამდენადაც უნდა მინდოდეს, არ გამოვა.. ორი საათით ხომ არ არის სხვაობა, იმდენად დიდი განსხვავებაა.. შენ ის გაიაზრე როგორ ავირევით და როგორ დავიტანჯებით ორივე ?
გაგვიფუჭდება, გაუფერულდება და ბოლოს ისევ ძილი გერჩივნება ლაპარაკს.. დამიჯერე, ასე ჯობია..
-წარმოუდგენლად რთული იყო ამ ზაფხულამდე მოსვლა, შენ როცა დაგინახე მაშინ მომეხსნა მძიმე ლოდი, სუნთქვა შევძელი.. ამ წრეს თავიდან ვიწყებთ ? დაიღლები, დაიტანჯები..
-შენს გარეშე ისედაც დავიტანჯები.. მაგრამ აქაურობა, ზაფხული რაჭა.. ვერ გავაიგივებთ ტელეფონზე იმდენი საათიანი სხვაობით შენ გეღვიძება.. მე მეძინება.. ასეთი ჟუჟუნა შენთვის არ მინდა.. არ გთხოვ დამელოდო შემდეგ ზაფხულამდე, თუ ჩემი სურვილი შენთვის ზედმეტია, არ დავეკონტაქტოთ ერთმანეთს ზაფხულამდე.. თუ უშვებ ალბათობას შეიძლება გამოჩნდეს ვინმე სხვა და შენ..
-დაგელოდები, მირჩევნია შენთან ერთად გატარებული სამი თვე, სხვასთან ერთად თორმეტივე თვეს, თუ შენ ეს გსურს.. დაგელოდები..
-სწორად გამიგე ძალიან გთხოვ..
-როგორც გინდა ჟუ.. როგორც გინდა.. - თეთრად გავათენე ის ღამე, თითქოს ამ დროის ძილში დაკარგვა არ მინდოდა.. როცა გავიღვიძე და გამოვედი, კაპიტონი უკვე წასული დამხვდა..
" არ მეყო ძალა შენთან დამშვიდობებისთვის
შემდეგ ზაფხულამდე ჟუ "
ლეილას გადავეხვიე, პატარა ფურცლით ხელში, თითქოს კაპიტონის ჩასახუტებელიც ლეილას ჩავეხუტე.. რამდენიმე წუთიც და რაჭას დავტოვებ, მალე აქ აღარ ვიქნები.. დავუბრუნდები რეალობას.. გადავალ ლოდინის რეჟიმზე..
. . .


სანამ შემოდგომა იშემოდგოვებს, ჯერ კიდევ იგრძნობა ხოლმე ზაფხული, მე ვერ ვგრძნობ სითბოს..
-ანას ელაპარაკე ?
-იცი როგორ გაუკვირდა სცენა რომ არ მოვუწყვე ? მშვიდად ვუთხარი ჩემი სათქმელი, ხმისთვის ოდნავადაც არ ამიწევია..
-თავად რა გითხრა ?
-ყოველდღე ვნანობ რაც გავაკეთეო, მაპატიეო
-პატიება არ ნიშნავს, ისევ მინდა ვმეგობობდეთ მეთქი.. დრო მქონდა ინფორმაციის გადახარშვისთვის, ყველაფერზე დასაფიქრებლად.. ვერ ვიქნები გაბრაზებული, რომელიც სულ იმას გაიხსენებს როგორ მოექცა ანა..
-ზოგი თმებით ითრევდა, მაგალითად მე..
-ბოლომდე მაგის ბრალი არ იყო იცი ? ეშმაკმა შესთავაზა ნაყოფის ჭამა, შეთავაზება არასწორი იყო, მაგრამ ჭამის ბრალიანობა ადამიანებზეა.. ლევანიმაც ჭამა ტყუილი.. ორივე კარგად იყოს, ჩემგან შორს..- იზოლდა ჩემზე მეტადა გაბრაზებული, რაზეც მეცინება, თან საყვარელია.


დრო გადის..


ადრე მიყვარდა შემოდგომა, ზამთარი მიახლოვდებოდა ჩემი საყვარელი სეზონი.. ახლა შემოდგომას ვაგორებ გაჭირვებით.. იზოლდა ცდილობს სევდის მორევში არ გადავეშვა, ხან ცდილობს ამომიყვანოს, ხან თავად მომყვება..
დღეს მორევში კი არა, ფსკერამდე აღარაფერი მიკლია..
-ერთად აპირებდით ფილმის ნახვას, რომელიც ზაფხულში უნდა გამოსულიყო, გადაიდო ახლა გამოდის და გინდა მითხრა ამის გამო ტირი ?
- ხომ შეიძლებოდა მოგვესწრო
-თქვენზე არ იყო დამოკიდებული..
-ვიცი ზიზ ვიცი.. თავს ვერაფერს ვუხერხებ..
-მესმის გენატრება, მაგრამ როგორც შენ ხარ, უკვე ვნერვიულობ..
-ვნატრობ დრო მალე გავიდეს..
-ასე თუ გააგრძელე დრო გავა ძალიან ძალიან ნელა, მანამდე რამეს დამართებ საკუთარ თავს..


ზამთარი მოვიდა, იმდენად მომენატრა, შუა ღამეს ჩავალაგე ბარგი და რაჭის გზას დავადექი.. პირველად ჩავედი რაჭაში ამ დროს, იმდენად სხვანაირი აღმოჩნდა, იმდენად ცარიელი მის გარეშე.. თავს ძალა დავატანე, იმ წამსვე არ გამოვქცეულიყავი და ერთი დღე მაინც დავრჩენილიყავი..
ბილეთი შევიძინე და ისე არავისთვის მითქვამს, წავედი.. მხოლოდ
თვითმფრინავში დავფიქრდი, იქნებ მართლა შეიცვლა ყველაფერი, იქნებ გაბრაზებულია და ჩემი დანახვა არც უნდა.. თუ ვინმე ჰყავს ..
დამღლელი გზის შემდეგ, სასტუმროში მისული გავითიშე.. არ ვიცი ყველა გამოუძინებელი საათი რაც ამ თვეების მანძილზე მოვაგროვე ერთიანად ამოვიაზღაურე.. მეორე დღეს მოვწესრიგდი გავემზადე და სასტუმრო დავტოვე..
overexposed-ის წინ ვდგავარ, ხელები მიკანკალებს, ფეხები არ მემორჩილება..შეიძლება არ იყოს, დიდი ალბათობით არ იქნება, მაგრამ სხვაგან მისასვლელი გზა არ ვიცი.. სხვას არავის ვიცნობ.. გაუბედავად შევედი, ზღურბლს ძლივს გადავაბიჯე.. ისეთი გარემო დამხვდა, წამით დამავიწყდა რისთვის მოვედი.. აქ არ ჩანს.. მიმტანს ვკითხე უფროსი აქ ხომ არ არის თქო, დამეთანხმა, სასწრაფოდ დაუძახე და უთხარი უკმაყოფილო მომხმარებელს მენეჯერთან გასაუბრებაც არ უნდა.. თქვენ გითხოვენო.. ვეღაფაერი მკითხა, ახლავეო გავიდა.. ორიოდე წუთის შემდეგ ხმა გავიგე
-დარწმუნებული ვარ გაუგებრობაა, დამშვიდდი გავარკვევ.. -ქართლად ესაუბრება და ჩემკენ მოდიან, მე ზურგით ვზივარ.. ინგლისურად მესალმება, მე ქართულ სალამს ვუბრუნებ და მისკენ ვტრიალდები
-კაპიტანი კი არადა, უფროსი თქვენ ხართ ? -წამოვდექი, მისკენ შევტრიალდი..
-აქ რას აკეთებ ? - კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი.. -ჩემთან რას აკეთებ ?
-ზაფხული აღარ იყო საკმარისი -ჩავეხუტე, მისი ხელები.. ნიკაპო დამადო, მხარზე მაკოცა..
-არც არასდროს ყოფილა.. -ოდნავ გაიწია..-მართლა ჩემთან ხარ ? მგონია ნებისმიერ დროს გაქრები..
-ჩემი საყვარელი სეზონიც აუტანელი გახდა შენს გარეშე
. . .


გარიჟრაჟი


გაზაფხულის ბოლოს ალიმ ელის ხელი სთხოვა, ჩვენ იქ არ ვყოფილვართ.. ეს ამბავი ზაფხულის დასაწყისში გვახარეს.. ელის და ალის მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ..
-ბებიკო..- ახალგაზრდა ქალმა შემოაღო კარები..
-ვაიმე ჩემი გოგო ჩამოსულა
-ჩემი ძმა სადაა, კაპიტონნ..
-ამას რას ხედავს ჩემი თვალები, ახარე რაჭა შენი ჩამოსვლით ? მიკვირს ხალხის გარეშე ჩამოგვაკითხე..
-რამდენიმე დღე გამოვერიდე..-კაპიტონს მიუახლოვდა - თან ერთი გოგოს გაცნობაც მინდა, მეც ვერ მივხვდი, ყურაბამდე შეყვარებული ძმა შემრჩა ხელთ
-ჟუ - გამოვედი, ჩამოვუყევი კიბეებს, გვერდით ამოვუდექი - გაიცანი ჩემი და ბაიკო..
-ჟუჟუნა - გამიღიმა.. მომესალმა, შემდეგ ლეილას გადახედა..
-მგელივით მშია, ბე, დამაპურეთ..
-რადგან შენ ჩამოხვედი..- დღეები, რომელიც ბაიკოსთან ერთად გავატარეთ, რაჭის სხვა მხარე დამანახა.. კაპიტონი დავინახე სხვა ჭრილში, ვიცოდი კარგი ძმა იქნებოდა, მაგრამ ასეთი მზრუნველი, თბილი როცა დავინახე გული გამითბა.. თითქოს მის ბავშვობას მოვკარი თვალი..
ბაიკოს მოყოლილი ისტორიები შევისრუტე, სპეციალურად გასაბრაზებლად მოყოლილი..
-მგონია უბრალოდ ძმას კი არა, ბავშვობას უყურებ..
-ასეცაა, ბევრს ვჩხუბობდით, ვამწარებდით ერთმანეთს და ახლა თაფლზე ტკბილად მახსენდება ყველაფერი..
-მე არ მყავს ასეთი ადამიანი, მიხარია თქვენი ყურება..
-როცა იაზრდები მერე ხვდები რას ნიშნავს გყადეს და ან ძმა.. ძმაზე ახლობელი ვინ გეყოლებაო მეუბნებოდა დედაჩემი.. ისე სასცილოა ამერიკაში უფრო ხშირად ვნახულობ ვიდრე რაჭაში.. შემოდგომას ვიყავი კაპიტონთან- ხმა შეეცვალა, გავხედე.. - მაშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყავი
-მე ?
-ლეილამ მითხრა შენზე, მეორე ზაფხული აქ გაატარაო,ძალიან კარგი გოგოაო, კაპიტონს მოსწონსო ან მსგავსი არაფერი უთქვამს.. ეს ჩემით ვიფიქრე..
ზარს არ ველოდი, გახსენა კაპიტონმა ზაფხულის იმ დღეს.. კარგი ადამიანია თქო ? გამიღიმა, ჩემი ადამიანიაო.. ამას ახლა ჩემითაც ვხედავ მაგრამ.. შემოდგომას ჩავედი მასთან და თითქოს ფერები დაკარგა, ცხოვრების ხალისი, მექანიკურად ფუნქციონირებდა.. ასე თუ გიჭირს აქ რას აკეთებ მეთქი ? ზაფხულში ვნახავ ასე დავთქვითო.. სანამ იქ ვიყავი წამოსასვლელი ბილეთი იყიდა ჩემთან ერთად, გამაცილა და თვითნ არ წამოვიდა.. ვერ გადავაბიჯებ მის სურვილებსო.. შენზე გავბრაზდი, ყველაფერი კარგი რაც გამიგია თითქოს მიმავიწყდა, შენს ადგილას ვერ წარმოვიდგინე თავი და მხოლოდ კაპიტონის დად დავრჩი.. მერე ზამთარი მოვიდა და ლეილამ დამირეკა, ნანერვიულები ხმა ჰქონდა, ჟუჟუნა ჩამოვიდაო.. ცუდად არის ბავშვი, რა ვუშელოო.. მივხვდი მხოლოდ კაპიტონის და კი არა შენიც უნდა ვყოფილიყავი.. წამოვედი რაჭისკენ და შენ ამერიკაში წასულხარ
-რას მეუბნები, ჩემს გამო წამოხვედი ?
-მიხარია მასთან ჩახვედი, დამიჯერე უნდოდა და შენ გამო არ ჩამოვიდოდა.. რამდენადაც ვიწყებ შენს სიყვარულს როგორც დის, იმიტომ რომ ჩემი ძმის ადამიანთან სხვანაირად ვერ ვიქნები.. იმდენად ვნერვიულობ, ახლაც იგივე არ განმეორდეს. სწორად გამიგე, მე თქვენს ურთიერთობაში არ ჩავერევი.. უბრალოდ..
-მესმის, დამიჯერე იგივეს მე ვერ გადვიტან, ამაზე სულ ვსაუბრობთ, როგორ ჯობია, რა ჯობია.. აქამდე ბევრი რამ მაკავებდა საქართველოში, ახლა ბევრი რამ შეიცვალა.. სწავლის გაგრძელებაზე მანამდეც ვფიქრობდი, ხან სამსახურს ვიმიზეზებდი, ხან იმ ძველ ურთიერთბას.. ახლა კი გადაწყვეტილება მივიღე მეც წავიდე, მთლად იგივე ქალაქში არ გამოდის, მაგრამ ახლოს ვიქნებით, ნანატრ უნივერსიტეტშიც ვისწავლი..
-მიდიხარ ?
-სწავლა რომ არა, პირველად ეს შეკითხვა დავსვი, კარგი ჟუჟუნა სწავლის გაგრძელება გინდა მაგრამ ეს რომ არა, წახვიდოდი მეთქი ? წავიდოდი..
-მიხარია ამის მოსმენა.. შეიძლება ჩემი ბავშვობა არ იყო, მაგრამ გულწრფელად გეუბენბი, შემიძლია დობა გაგიწიო, ეს თუ გენდომება..
-უკეთესს ვერც ვინატრებდი..- გადამეხვია.. მალევე წავიდა, ხალხი მელოდება საქართველო შემოვატაროო..გნახავ ამერიკაში როცა ჩამოვალო..


ზაფხულის ცხელი დღეები გაგრძელდა..


ჩემკენ მომავალიკაპიტონი საეჭვოდ მიღიმის, ხელით რაღაცას მალავს..
-რას მიმალავ ?
-გამოიცანი
-თამაში იწყება, გამოცნობის დროა
-კარგი, ორი ნაბიჯით უკან დაიხიე და თვალები დახუჭე..- მითითებებს მივყევი
-როდის გავიხილო ?
-გაიხილე..- ჩემს წინ შეფუთული ჭინჭრის თაიგული დამხვდა..
-კაპიტონ.. თვალები მატყებს თუ…შენ რა მართლა ჭინნჭრის თაიგული მომიტანე ?
-ერთმა მშვენიერმა გოგომ მითხრა .. გულრწფელობის, სიყვარულის, მზრუნველობის სიმბოლოაო.. არ ვიცი, იმედია მართალი იყო და მოგეწონება..- იმდენად სწრაფად მივედი ჩასახუტებლად, ძლივს მოასწრო თაიგულის გაწევა..- ოღონდ ძალით არ დაისუსხო, ისედაც მოგეფერები
-დეგენერატო.. -გამეცინა - მადლობა..




მსოფლიო ჩემპიონატი დაუყვა ზაფხულს და ჩვენც, ან თამაშებს ვუყურებდით, რომელიც ხან შუა დღის სამზე იყო ხან დილით გამთენიისას.. ხანაც თავად ვეთამაშებოდით ბავშვებს..


ზაფხულის ბოლოს თბილისში მოგვიწა ჩასვლა ქორწილისთვის..
-ჟუ..
-გისმენ..
-ჩვენ რაჭაში გადავიხადოთ..- ქორწილიდან ისევ უწერაში დავბრუნდით, ეზოში შევედი თუ არა, თვალში საქანელა მომხვდა..
-კაპიტონ ეს რა არის ?
-ხომ მითხარი ადრე, სულ მინდოდაო.. თან ჩვენს ფეხბურთელ გოგოსაც დახვდება, ეზოში საკუთარი საქანელა
-რა დროს შვილია
-ჯერ შენ გამოიყენე, იქნებ არც ისე გამძლეა, შვილი როგორ დავსვა პირველად..-მხარზე ხელი გავკარი, გამეცინა, თან მართლა წავედი დასატესტად.. ჩამოვჯექი.
-კაპიტონ..
-გისმენ
-ჩვენს გოგოს რა დავარქვათ ?
-შენ რომელი სახელი მოგწონს ?
-ბაია..
-ბაიკო დავარქვათ ?
-შენს დას ხო ძალიან გაუხარდება, ჰოდა დავარქვათ ბაიკო..
-გაგიჟდება..

სამი ზაფხულის შემდეგ

-თავს უკეთ გრძნობ ? - თმები სახიდან მომაშორა, ყურზე გადამიწია..
-სუფთა ჰაერზე მჭირდებოდა ყოფნა, შეგვიძლია წავიდეთ..
-არ მეჩქარება, დარწმუნებული ხარ, კარგად ხარ ?
-მე მეჩქარება ზაფხული რაჭაში, ლეილას გემრიელობები.. ბუნება, მდინარე.. ფეხბურთში შენი დამარცხება.. შენი მოსმენა როცა რამეს მიკითხავ..
-პირველი ზაფხულია პატარასთან ერთად
-ეკიპაჟში მატებაა..
-გოგოა ჟუ, მორჩა აწყობილი გვაქვს ცხოვრება, ისეთი საფეხბურთო კარიერა ექნება..
-იქნებ არ უნდა თამაში ?
-თუ ჩემი და შენი შვილია ენდომება, თანაც აქ ჩამოსული გამორიცხულია არ შეუყარდეს.
-ფეხბურთი თუ რაჭა
-ორივე..
-რა გაეწყობა.. კაპიტანო, გამიძეხი რაჭისკენ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent