ბედის’წერა(6)
მშვიდად ეძინა-თქო ვერ ვიტყვი ,ათასი ფიქრი ჰქონდა გონებაში ,მაგრამ დაღლილობისგან გაითიშა მაშინვე როგორც კი ბალიშზე დადო თავი. ლუკა სად წავიდა არც დაუნახავს და არც ადარდებდა , ძილში იგრძნო როგორ შეივსო საწოლის ცარიელი მხარე და მალევე შეეხო თავზე ხელი შემდეგ აღარაფერი ახსოვდა . რამდენიმე საათის შემდეგ გაეღვიძა , თვალები რომ გაახილა ზღვის ხმაც გაიგო და გარედან შემოსულ ხმაურს ლუკას ხმაც დაერთო . ერთი ზარი დაასრულა და მეორე განახორციელა იმ წამს -დედა როგორ ხარ … -როგორ უნდა ვიყო … არც კი გრცხვენია რომ მირეკავ ? ცოლი მოიყვანე მართლა თუ ეს რაღაც ვიდეოები დამონტაჟებულია იმ ეიაით თუ რაღაც ჯანდაბით - მართალია -რატომ მოიყვანე გაგიჟდი? ახლა ცოლის მოყვანის დრო გვქონდა ან შენ გქონდა? - რატომ მოჰყავთ ცოლები კაცებს დედა -ვინ არის ეგ გოგო საერთოდ თუ იცი .გაგიჟდი? ბიჭის მკვლელობას გაბრალებენ და შენ მისი მამიდაშვილი მოიყვანე ცოლად? -ვიცი ვინც არის რა კითხვაა. არა არ გავგიჟებულვარ -შვილო გინდა მოგკლან მართლა? გინდა საბოლოოდ გავნადგურდე?მერე რა მეშველება - გაგახსენდა მეც რომ ვარ შენი შვილი? აჰ თუ უბრალოდ დაგაკლდები , სხვა ვინ მოაგვარებს ყველაფერს -ხმადაბლა საუბრობდა ,ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ჩუმად თქვა და სიგარეტის ღერსაც მოუკიდა - არ მოვკვდები ჯერ ,ნუ გეშინია -შენც მამაშენს ჰგავხარ … შენ რომ ჰგავხარ ისე არც ჩემი ნიკუშა გავს და ვერც დაემსგავსება. სულ ცდილობდა მისნაირი ყოფილიყო, ვერაფრით შევუცვალე ეს ამოკვიატება და მაინც, შენ ბუნებრივად ხარ მისნაირი ცივსისხლიანი ბავშვობიდან . ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტე და ახლა მასთან ერთად გაზრდილი გოგო მოიყვანე ცოლად. არაფერი გესირცხვილება ? გოგოების მოტყუებაც დაიწყე, ანა რა დღეშია ამ დროს ნეტავ,საწყალი გოგო. შენც მამაშენივით არაფერი გედარდება საკუთარი თავის გარდა - ქალის ნათქვამი სხვა სიტყვები არ გაუგია ნინას ,მხოლოდ იმ დროს გავიდა ავანზე და გაქვავდა კიდეც კართან - ანა გამოიყენე და მიაგდე , ახლა ეგ გოგო გაწყობს გყავდეს და მაგას აურიე ტვინი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ვინ იცის რამდენს გააუბედურებ. გრცხვენოდეს ,მაგრამ რა შეგრცხვება … მეც მიმაგდე აქ , თუმცა ახლა ახალ ცოლმოყვანილი რას მოხვალ ისე არ მოდიოდი ნორმალურად. სალომე სად არის, ვერ ვუკავშირდები ერთი ეგ გავზარდე ნორმალური ეგეც დამეტანჯა შენ გამო -შენ არ ,მე გავზარდე … წავიდა და არ დაელოდო. ქვეყნიდან გავუშვი -რა ქენი? რას ქვია გაუშვი -წუხელ სახლში რომ არ მოსულა რა გეგონა სად იყო -ვიფიქრე დაქალთან დარჩა … დამამშვიდებელი დავლიე და მეძინა გათიშულს . თქვენს ხელში როგორ მაქვს ნერვები კიდევ . სად გაუშვი ნე ვინ მომივლის ახლა -სალომე შენი მომვლელი არ არის და არც გჭირდება მომვლელი ,შესანიშნავად გადაადგილდები და არც საპირფარეშოში გჭირდება გაყოლა. საჭმელს არც 30წლის ასაკში ამზადებდი ,გამოიძახე და ალაგება თუ გეზარება ყუთშივე ჭამე ან ერთჯერადი ჭურჭლით. -სად გაუშვი, დასამალად გაქვს საქმე ხომ? მერე მე ? -შენ არავინ არაფერს დაგიშავებს ,დამშვიდდი -რა დამამშვიდებს…ფულიც არ მაქვს -ჩაგირიცხავ -რას ათას ლარს? ეგ რაში მეყოფა -სიგარეტს და 500ლარიან ვისკის თუ დაანებებ თავს ყველაფერში -ჭკუა დამარიგე კიდევ … ლოთი რომ არ ვარ თქვენს ხელში . მამაშენი -მამაჩემს ნუ მიხსენებ! -ერთადერთხელ აუწია ხმა და ისიც ისე რომ შეეშინდა ნინა არ გავაღვიძოო ,უკან იმ დროს მიიხედა და დაინახა კიდეც ფეხზე მდგომი ,ტელეფონში რომ ჩაიხედა დაბნეულმა -ვთიშავ , წამლები იყიდე - გათიშა,მაგრამ ტელეფონის ხმა არ ჩერდებოდა. შეტყობინებები მისდიოდა ,ზარებიც და ბოლოს ხმა გაუთიშა ისევ -როდის გაიღვიძე -ამ წამს … რომელი საათია ? უკვე ოთხი ყოფილა,ნახევარი დღე მეძინა ? შენ? შენ არ დაიძინე? -მეც მეძინა … -სიგარეტის ღერი გადააგდო და შემდეგ მიუახლოვდა - როგორ ხარ , არ გშია? წავიდეთ ვჭამოთ რამე -არეულ თმაზე ხელი გადაუსვა და თავზე აკოცა - ძალიან გადაიღლებოდი -ვიბანავებ ჯერ და შემდეგ წავიდეთ. ტანსაცმელი -ამოვიტანე შენი ჩემოდნები -შენ ? -ჯერ შენ იბანავე , მე მერე შევალ -კარგი . სხვა ხომ არაფერია ახალი-შეტყობინებების მოსმენა ეშინოდა -არაფერი .ისევ უგონოდაა კაფეში ისხდნენ და სადილობდნენ . არცერთს ჰქონდა მადა ,მაგრამ კვება რომ სჭირდებოდათ იცოდნენ და მდუმარედ მიირთვეს -რას აპირებ ახლა -ორი დღე გავჩერდეთ თუ შენ საქმეები არ გაქვს. უნდა დავასვენო გონება და ყველაფერს მოვშორდე თუ გეჩქარება ხვალ დილით წავიდეთ -მეც მირჩევნია ცოტა ხნით შორს ყოფნა. დაბრუნება და ომში ჩაბმა ერთი იქნება , ჩემკენ იმდენი ისვრის ქვას - მოვიფიქრებ როგორ გადაგეფარო ისე რომ არცერთი ქვა მოგხვდეს -შენ ვერაფერს გააკეთებ , შენ ცხოვრებას განაგრძობ მე ჩემსას -საქმე აღარ მაქვს . კაფე განადგურებულია,ხელფასებს დავარიგებ და დავემშვიდობები თანამშრომლებს -აღდგენას არ აპირებ? -არ გამოვა … სადმე ვიპოვნო იქნებ სამსახური.მენეჯერის ვაკანსიებს ვნახავ ,მართვის გამოცდილება კი მაქვს -უნდა აღადგინო,რემონტი დაიწყო სასწრაფოდ და ის ელფერი დაუბრუნო . სესხი აიღე -მაქვს უკვე საკმაოდ დიდი და კიდევ ვერ დავიმატებ . ბინა მაქვს ისეც ჩადებული , ყველაფერს დავკარგავ -ბანკიდან არ ისესხო … -ვერავის ვთხოვ ამდენს .არ მიყვარს ვინმესთან თხოვნებით მისვლა -ცოლი ვინმე არ არის -არც იფიქრო -საფიქრალი არაფერია , ხელოსნებსაც ვიცნობ ვინც მალე დაასრულებს ყველაფერს. ავეჯის სახლებიც ვიცი სადაც იქნება შესაბამისი ნივთები -ფულს არ გამოგართმევ ნინა -დამიბრუნებ -ვერ დაგიბრუნებ დიდხანს და თან არ ვიცი საერთოდ რა მოხდება იქნებ ვერც ვიცოცხლო მაგდენხანს -ნუ სულელობ… ცოლად იმისთვის გამოგყევი რომ მოკვდე? მე თუ მოგკლავ სხვა არავინ და ვალს დამიბრუნებ -არა -არ გინდა იქაურობა დაიბრუნო? ნახე თქვენ გვერდზე როგორი კომენტარებია. ვიდეოს ქვეშ თქვენი მომხმარებლები ტირიან , ანგარიში რომ დადო ისე შეგროვდება რემონტის თანხა -ტიკტოკ მათხოვრად ვიქცე? -ეს მათხოვრობა არ არის მეც სიამოვნებით გადავიხდიდი ერთი ვახშმის ფულს ჩემი საყვარელი ადგილის დაბრუნებისთვის და იმდენ ადამიანს აქვს ემოციები,იმდენი პირველი პაემანი,ხელისთხოვნა ,მეგობრული და ოჯახური შეხვედრა ახსოვს მაგ კედლებს -არასდროს ნებდები? -ტელეფონი რომ გაუწოდა და კომენტარები აჩვენა -ნახე როგორი თბილი კომენტარებია ამათი წაკითხვისას აგეტირება -არა ნინა , ფულს ვერ გამოგართმევ -მომყიდე მაშინ -ასე უცებ რაც გაფიქრდება ყველაფერს აკეთებ? ძვირი ღირს დამწვარიც ,ქალაქის ცენტრშია -შენი ცოლი დამოუკიდებელი ქალია რომელსაც თვეში დაახლოებით 10000 დოლარი აქვს შემოსავალი ,რომელიც თითქმის ვერ ხარჯავს ამ ფულს და საკმაოდ დიდი დანაზოგი აქვს ანგარიშზე … მთლიანად ყიდვა არ მინდა მაინც მე ვერ ვმართავ კაფეს,სიმბოლური წილი მომყიდე იმის მიხედვით რაც დასჭირდება რემონტს -არასდროს ნებდები? ან რა დროს კაფეზე ფიქრია ახლა -ჩემი ტვინი ასეთ რაღაცებზე რომ ფიქრობს ისვენებს . სილამაზეს, გაახლებას, შენებას თუ ეხება მითუმეტეს . -უკვე ხედავ როგორც გაარემონტებ ხომ?-უყურებდა და მის თვალებში კითხულობდა გონებაში განათებულ იდეებს - ხო -ბავშვობიდან ასე ებრძვი სტრესს? -ბავშვობაშიც ვქმნიდი ორიგამი მიყვარდა, კერვა ,რაღაცებზე ქარგვა ,ქსოვაც . რა სიჩქარითაც ვლაპარაკობდი გაბრსზებისას იმ სიჩქარით ვქსოვდი . სამკაულებს ვაკეთებდი -მახსოვს შენი გამოფენა გაყიდვა გქონდა და სალომე გეხმარებოდა გოგონებთან ერთად და შემოსული ფულით ბავშვთა სახლში წახვედით.ბავშვებს აჩუქე დანარჩენი ნივთები და პროდუქტები ,ტკბილეული -შენ გატარა მგონი მაღაზიაში ხომ? -კი მე ვიყავი გადამზიდი -იქ რატომ არ წამოხვედი? -ანას დაბადების დღე იყო და მასთან ერთად წავედი პაემანზე. ბავშვთა სახლში წამოსვლა არ უნდოდა, დავისტრესები არ შემიძლიაო - იმ წამს გაახსენდა თინეიჯერობის მოგონებები .თვალწინ დაუდგა ნინას სამეგობროს ბედნიერი აჟიოტაჟი, ყველაფრის სულისჩამდგმელი ნინა რომელიც არავის ჰგავდა ,რომელიც მაშინაც ვერ კმაყოფილდებოდა უბრალო ცხოვრებით და სულ რაღაც საინტერესოს ეძებდა -შენი ანა სულ ერიდებოდა სტრესსა და ყოველგვარ გამოწვევას ახლაც ალბათ სიმშვიდეზე ზრუნავს იოგითა და მედიტაციით -ჩემი არ არის და გთხოვ ასე ნუ მოიხსენიებ . საკუთარ თავზე ყველა სხვადასხვაგვარად ზრუნავს -კაცი კი ჰყავდა იდეალურად არჩეული … შენი ნება რომ ყოფილიყო ცხოვრებაში ნერვი არ აუტოკდებოდა . ჭკვიანია ,ბავშვობიდან იპოვა კაცი, კმაყოფილდებოდა იმით რა ჰქონდა , აირჩია მშვიდი პროფესია -ჩემი ცოლი შენ ხარ და რა გაწუხებს ნინა ? რატომ გაქვს ეჭვიანი ქალის ტონი ,თითქოს მან წაგართვა კაცი -შენ რა შუაში ხარ საერთოდ ან წართმევა … ჩემი რაც არის და რაც მინდა იმას არც დავთმობ -აბა რა არის შუაში -უბრალოდ ატანა არ მაქვს შენი ანასნაირი ქალების და შენ ანას ვერ ვიტან პირადად უშენდოაც და შენიანადაც -რა აქვს აუტანელი ან რა გადაკვეთა გქონიათ ცხოვრებაში მე არ მესმის .სრულიად უპრეტენზიო ,ჰუმანური , მშვიდი გოგოა -შენმა ჰუმანურმა ,მშვიდმა და უორეტენზიომ , შენმა სათნომ გაავრცელა კეკეს ფოტოები მაშინ და ის მთელი ამბავი რაც მოჰყვა მისი დამსახურება იყო. გველია კარგად შენიღბული და ვერაფერი დამარწმუნებს ,რომ იმაზე უარესი არაა რაც 14 წლის ასაკში იყო -რა სისულელეა ნინა … კეკესთან რა კავშირი ჰქონდა რომ ასე გაემწარებინა . ან ანას საიდან უნდა მოეტანა ის ფოტოები -დედამისი მუშაობდა კეკესთან სახლში და დაბოღმილი იყო. კეკეს ტანსაცმელი აჩუქა მაკა დეიდამ , შეიძლება კეკემ როგორმე დაამცირა არ ვიცი ან იმან იგრძნო თავი დამცირებულად. საშუალო ფენის კომპლექსები მე არ ვიცი. ვაფასებ ყველა მშრომელ ადამიანს დამლაგებელია,მეეზოვე, ბანკირი თუ იუველირი ჩემთვის ყველა დასაფასებელია . უბრალოდ არასდროს მქონია სხვა ცხოვრება … ის ფოტოები ნამდვილად შენმა ანამ გაავრცელა,ჭორიც რომ კეკე იყო ბ.ზი თინეიჯერი რომელიც ნუდებს უგდებდა ცოლიან 30წლის კაცს. გოგო მსხვერპლი იყო და ისე მოტრიალდა ყველაფერი მას ადანაშაულებდნენ… ყველა თამამი გოგო არაა ბ.ზი და ამ ქვეყანამ ეს ვერ შეიგნო. ცოლებმა ვერ გაიგეს რომ ქმარი თუ ღალატობს ისაა ნაბ.ჭვარი და 16 წლის გოგო არაფერ შუაში იყო. შენ იცი ვენები რომ გადაიჭრა კეკემ ? იცი მე რომ ვნახე და იცი სისხლის სუნი როგორია ? იცი შენ მეგობარს რომ ამ მდგომარეობაში ხედავ როგორია? იცი რომ ჭორაობენ ყველა ქვას ესვრის და შენ ვერ იცავ? ვერ ამშვიდებ,ვერ ამხნევებ? ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ ,კეკე ფსიქოთერაპევტთან დადიოდა უკვე. ქვეყნიდანაც წავიდა მერე -არ მჯერა … საშინელებას მიყვები ნინა -შენი ფარისეველი ანა წმინდანი არასდროს იყო.უბრალოდ ჭკვიანია და იცის როგორ იყოს კარგი გოგო.სინამდვილეში ნამდვილი ეშმაკია. შენც ოდესმე დაინახავდი მის სახეს,ან დაინახავ მომავალში. მე მაშინ შენ ცხოვრებაში აღარ ვიქნები ალბათ , მაგრამ ჩემ სიტყვებს გაიხსენებ. შენ ნამდვილად არაფერ შუაში ხარ - კეკეს იმ კაცთან რა ერქვა? რა შეემთხვა -ავიწროებდა , ფსიქოლოგიურად ძალადობდა. სიმპათიური იყო და ესეც რაღაც მხრივ ავარდა,მაგრამ მსხვერპლი იყო . -გაბსონას უყვარდა … -ხოო? კარგი ბიჭიათქო სულ ვეუბნებოდი,მაგრამ არ სჯეროდა . ხალხი სულ გარეფასადით მსჯელობს და შიგნით რომ ნაგვით იყოს შეიძლება სავსე ყველაფერი ამას ვერ ხვდებიან -მახსოვს ეგ პერიოდი … შენც შეიცვალე ჩაცმის სტილი პროტესტის ნიშნად -გავიხადე,მაგრამ ადვილად მისაწვდომი არ ვიყავი არც გრძელი კაბით არც მოკლე კაბით -იქამდე თუ 10 ბიჭს ევასებოდი მერე ყველა თინეიჯერი შენზე ხურდებოდა … ბევრ ყვავილს და საჩუქარს იღებდი. სალომეს მოჰქონდა ნაწილი სახლში -მე მჩუქნიდნენ მე ვაჩუქებდი . ყვავილი ყველა გოგოს უყვარს და უხარია თუ მისი წარმომავლობა არ აწუხებს -ახლა აღარ დადიხარ ისეთი გამომწვევი ვიდით , მაგრამ თაყვანისმცემლების ნაკლებობა არ გექნება მჯერა . საქმროც კი გყავდა -გათხოვების შემდეგა რომ ვეყვარები აი მას გავყვები შენს შემდეგ -სასაცილოა? -როცა არავინ გიყვარს კი - იმას რატომ დათანხმდი ისიც გადასარჩენი იყო? -არა , მეგონა რომ მიყვარდა და ვუყვარდი , მაგრამ აღმოჩნდა ,რომ ამბიციები ჰქონდა დიდი -შენი ქმრობა ამბიციური კაცის პოზიციაა? მე რომ არ ვარ ამბიციური? -შენ? შენ სიცოცხლისთვის იბრძოდი ის კეთილდღეობისთვის ცდილონდა.ჭკვიანურია როცა არცისელამაზი ქალი გყავს რომლის გ.ჟმვაც არ გაწუხენს და რომელსაც მოწველი სიბერემდე . იცი უზრუნველი იქნები,მთავარია კარგი ბიჭი იყო ,მაგრამ ისეთი სიმპათიურიც არ იყო და თავიც ვერ მომანდომა იმდენად რომ თვალი დამეხუჭა … არ დაიხრჩო - წყალი მიაწოდა და გაოგნებულს გაუღიმა - რაღაც სისულელე მოიგონე მიზეზად და დაშორდი კაცს ,რომელმაც ცოლობა გთხოვა და სიყვარულს გეფიცებოდა? აი რა მოგეჩვენა ნინა? -არ მომეჩვენა -აბა როგორ მიხვდი რომ ფულის გამო იყო შენთან რომელი შუგერმამი შენ ხარ -რატომ არ ვარ … ჩემი შემოსავალი -შენ კომოლექსი გაგიჩინა შენმა პროფესიამ და შემოსავალმა ნინა? სექსუალური,მიმზიდველი,გემოვნებიანი,ქარისმატული, ეშხიანი ქალი ხარ ,ჭკვიანი, ენერგიული, საინტერესო და კაცი იყო შენთან ფულისთვის? ან რომელი ღატაკი ეგ იყო -ზარმაცი იყო … არ მინდა ახლა დეტალებზე საუბარი ,მაგრამ როცა კაცი ათასობით ლარს გთხოვს , დასასვენებლად შენ უნდა წაიყვანო,შენ უყიდო მანქანა და ამაზე პრობლემა არ ჰქონდეს . გელაპარაკებოდეს სულ ძვირადღირებულ ნივთებზე ,ქორწილის შემდეგ სად დაასვენებ და კიდევ ათასი გულისამრეობა რაც კაცმა არ უნდა ჩაიდინოს -ს.რი -ეგ ნამდვილად ჰქონდა ,მაგრამ ისე მაღიზიანებდა ს.ქსიც ვერ მომანდომა . რაღაცნაირი გამაღიზიანებელი გახდა -ისეთს ნუ მეტყვი რომ გავგიჟდე ნინა,ქმარი ვარ შენი -ქმარიც შენ რომ ხარ და პირველი კაციც იმიტომ გეუბნები თორემ სხვას არ ვეტყოდი და არც მითქვამს .როგორ ვაღიარებდი რომ კაცი შუგერ მამიდ აღმიქვამდა -დარწმუნებული ვარ უყვარდი უბრალოდ ს.რია და მისი ხასიათი ვერ აიტანე ,შენ ვერ მიიღე და ვერ შეიყვარე -ვერც შევიყვარებ ალბათ ვერავის … რაც შეეხება კაფეს მეც მაქვს ჩემი ნოსტალგიები და მჭირდება ის ადგილი -წეხან მიყვებოდი კაცზე რომელიც ფულს გართმევდა და რაზე ვსაუბრობთ ახლა -შენ და მე მაინც დავშორდებით და შენ მე ფულს არ მთხოვ, მე გთხოვ რომ გამოიყენო -რანაირი ქალი ხარ მთელი ცხოვრებაა გიყურებ და ვერ ამოგხსენი -მიყურებდი,მაგრამ ვერ მხედავდი და როგორ ამომხსნიდი როცა გაცნობა არც გიცდია,თუმცა საჭიროც არ არის. ჩვენი ქორწინება ერთგვარი შეთანხმებაა საქმიანი გარიგების მსგავსად -და მოგება მთლიანად ჩემია ? -რა მოგება -ლამაზი ცოლი მყავს? მყავს. სიცოცხლის გარანტაც ვაქციე მისი სანათესაო-სანაცნობოს დამსახურებით? დიახ. ფინანსურ მხარდაჭერას ვიღებ? ვიღებ . შენი ნდობა შემიძლია? შემიძლია -მეც მყავს ქმარი,რომელიც შეეფერება ცნობილ დიზაინერს. ფოტოებზე ვუხდებით ერთმანეთს და ფრიგიდულიც არ აღმოვჩნდი -ფრიგიდული შენ? ნუ მაცინებ -სიგარეტის ღერს თითებსშორის ათამაშებდა და შემდეგ მოუკიდა კიდეც - ცოლზე უგონოდ შეყვარებულმა კაცმაც შეიძლება ვერ გითხრას უარი სულ ოდნავ მაინც რომ მოინდომო -მე არ მინდოდა არავინ და ქალების მიმართაც რომ არ მქონდა ლტოლვა თორემ ლამის იყო ჰომოსექსუალად შევრაცხე თავი -არ მჯერა - ჯერ თვალებში უყურებდა მერე კი ხმამაღლა იცინოდა -ნუ დამცინი… ცოლ-ქმრობის პონტში გულწრფელი ვარ და თან მჯერა რომ ამ ამბებს არავის ეტყვი ,მაგრამ გავბრაზდები -უსაყვარლესი ხარ - უცებ მიიწია, თითები ყბაზე მოუჭირა და ხმაურით აკოცა ტუჩებზე - გეფიცები -შეგიძლია კიდე მაკოცო? -თვალები არ გაუხელია ისე უთხრა და ლოყები საგრძნობლად აუწითლდა მერე კი მიიღო ხანგრძლივი ვნებიანი კოცნა და როგორღაც კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდა ლუკასთან -ფრიგიდული შენ - თვალებში უყურებდა რომ უთხრა ,გულისცემა ჰქონდა აჩქარებული და ოატარა ბიჭივით გრძნობდა თავს - ცამდე კმაყოფილი ვიქნები მთელი ცხოვრება ამით -რით -გაბრუებულმა ჰკითხა და ლოყაზე რომ მიეფერა თვალები დახუჭა -მხოლოდ მე თუ გენდომები ,გეყოლები და არავინ სხვა იქნება შენს გონებაში -ლოყაზე აკოცა და მერე ისევ გაეღიმა -წავიდეთ?გავისეირნოთ? დიდი ხანია არ დამისვენია …მომენატრა ზღვა -გიყვარს ? -ძალიან -ყველაფერი რომ დალაგდება იქ წავიდეთ სადაც ყველაზე მეტად გიყვარს -ტყუილია,ყველაფერს რომ მოაგვარებ ჩემ გვერდით აღარ იქნები და მე გავხდები ცოტა უფრო კარგი ნაცნობი ,ნაცნობი რომელთანაც უკვე გექნება საერთო ისტორია გასახსენებლად -ვნახოთ ,ჯერ სანდრომ გაიღვიძოს -სულ ძილისგუდა იყო და ახლაც არ იღვიძებს. მე მაგზავნიდნენ ხოლმე უფლისწულის გასაღვიძებლად ჩემ გარდა ყველას ეჩხუბებოდა. მეც ჯერ უნდა ჩავხუტებოდი ,მოვფერებოდი თავის გაჩეჩილ თავზე და მერე ბევრი მეკოცნა . წვერი გ იან ამოუვიდა და დავცინოდი , სულ პრიალა ლოყები გაქვს და შენი კოცნა არასდროს მომბეზრდებათქო … - წამში თქვა ყველა სიტყვა და თვალები აემღვრა-რომ მოკვდეს და შენ არ მითხრა ვინაა დამნაშავე გეფიცები მიშას არ მოვუშვებ ისე გაგანადგურებ - შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. სანაპიროზე მიუყვებოდა გზას მერე დაჯდა და ზღვას უყურებდა -ცხოვრებაში პირველად არ ვიცი რა შემიძლია ადამიანის დასამშვიდებლად - გვერდით მიუჯდა ,ერთხანს უყურებდა და შემდეგ უთხრა -უბრალოდ გაჩუმდი -წავიდე? -არა ,იჯექი მაგრამ ჩუმად -პირველადაა როცა ვინმე გაჩუმებას მთხოვს -ვერ ვიტან ზედმეტ ლაპარაკს მითუმეტეს მაშინ როცა ცუდად ვარ და ადამიანის დამშვიდება სიტყვებით არ შეიძლება ან პრობლემა უნდა მოუგვარო ან გაჩერდე - არ იტირო - ფრთხილად შეახო ხელი თმაზე და გვერდიდან ჩაიხუტა -მაპატიე არაფერი უთქვამს პასუხად. გვერდი გვერდ იწვნენ ნინას ტელეფონი რომ ამღერდა და აღარ გაჩერდა -გისმენ მამიდა -შეშინებულმა უპასუხა ქალს და საწოლშივე წამოჯდა -სანდრო? მამიდა -არა მამიდა არა -ტიროდა ქალი და ნინას ტკიოდა მთელი სხეული -აბა ვინ -მამაშენია საავადმყოფოში… დავიღუპეთ ნინა. სადაც არ უნდა იყო დაბრუნდი. მოგვხედე -რა მოუვიდა -ინფარქტი ჰქონდა… ოპერაცია გაუკეთეს. რეანიმაციაში ყავთ მე არ ვიცი დედაშენი შეწუხდა, ისიც დააწვინეს სანამ მეც მივუწვები -ხომ ცოცხალია …ჩემ თავს გაფიცებ ხომ ცოცხალია -ჩემი ძმა რომ მკვდარი იყოს ასე დაგელაპარაკებოდი?-ტიროდა ,მაგრამ სიტყვებს გაარჩევდით -მოვდივარ. სამი საათი დამჭირდება. ექიმის სახელი და გვარი მომწერე ვინ არის კარგი? -უკვე იცვამდა,მაგრამ ხელები ისე გაეყინა გამოძრავებაც ვერ შეძლო. -წავიდეთ … ყვეაფერი ავიღე უკვე -ახოსვდა როგორ ჩაკიდა ხელი ლუკამ და წაიყვანა. კლინიკაში მისვლამდე ესაუბრა ექიმს,ნინას მეგობრები დახვდნენ და ბოლო ინფორმაციაც მიაწოდეს -არ შემოხვიდე- ლუკა უკან ედგა და თან გაყოლას აპირებდა რომ გააჩერა -შენი ქმარი ვარ … ყველგან უნდა გყავდე -ჩემი ძმა შენი აზრით შოთა ძიას ინფარქტი რატო აქ. შენ რომ გამოგყვა ნინა,მისი ერთადერთი ქალიშვილი ვერ გაქაჩა კაცმა და წაიქცა - მეგობრებიდან ერთ-ერთი ისეც აქტიურობდა,მაგრამ ყურადღება იმ დროს მიაქცია -დიდი მადლობა რომ აქ ხართ და ჩემ ცოლს გვერდით დაუდექით,მაგრამ ახლა ცხვირს იქ ყოფ სადაც არ გეკითხება - მშვიდად გახედა და მერე ისევ ნინას გაუსწორა მზერა -შენ გვერდით ვიქნები ! შენი ქმარი ვარ , ამისთვის ხდება ყველაფერი მე და შენ რომ ერთმანეთი გვიყვარს რა უნდა ეთქვა . თუ ახლა არ იქნებოდა მის გვერდით მიშაც არ დაიჯერებდა ამ სიყვარულის ამბავს და ვერ შეაჩერებდა ეს ქორწინებაც. მიდიოდა და ლუკაც უკან მიჰყვებოდა. იცოდა წინ დიდი კედელი დახვდებოდა,მაგრამ ამდენსაც არ ელოდა. საიდან ესმოდა ხმები არც ახსოვდა. ცდილობდა გონებაში არ დაეტოვებინა იმიტომ რომ ყველასი ესმოდა და ხვდებოდა როგორი მძიმე მდგომარეობა იყო. მეხსიერებიდან არასდროს წაეშლებოდა ლუკა, რომელიც მის ხელს არ უშვებდა და სიტყვები , რომლებიც მაშინ თქვა -ნინას არავისთვის უღალატია… სანდრომ იცოდა როგორ ვუყვარდი და რომ გაიღვიძებს სიმართლესაც იტყვის. მე არასდროს არც მომიხმარია და არც ვინმესთვის შემითავაზებია ნარკოტიკი კი არა სიგარეტის მოწევაც მას შემდეგ დავიწყე რაც ჩემი ნათლია პერედოზით გარდაიცვალა. უკანასკნელი კაცი ვარ ვინც ამ ამბავში დამნაშავე შეიძლება იყოს და ყვეას გთხოვთ ადამიანობა გამოიჩინეთ ნინას მიმართ რომელიც სანდროსთვისაც ყველაზე ახლო და წმინდაა . გაიხსენეთ ყველამ ნინას რაც კი რამ გაუკეთებია თქვენთვის და თავად ნუ იქნებით მოღალატეები - ექიმის კაბინეტისკენ დაიძრა და თან გაიყოლა ნინაც. -რა იცოდი -რა -ყველასთვის რომ მაქვს გაწვდილი დახმარების ხელი -რა ცოდნა უნდოდა… შენ ხარ ყველას იმედი და ყველაფრის მომგვარებელი მთელ სანათესაოში ექიმთან საუბრის შემდეგ დამშვიდდა ,მაგრამ პალატაში შესვლა ვერ გაბედა. სკამზე იჯდა და დერეფანიც დაცლილი იყო . მამიდაც სახლში გაუშვა მხოლოდ ბიჭი გამოჩნდა ისევ -ყავაა , შენ რომ გიყვარს ისეთი- ლუკა დააიგნორა და ისე მოეფერა თავზე აშკარა იყო მეგობრობა ნამდვილად არ სურდა -ყველაფერი კარგად იქნება, ცოტა მოითმინე და მერე დალაგდება -და შენ სად მოხვდები რომ დალაგდება ყველაფერი? - ვერ მოითმინა ისე მოუჭირა მაჯაზე ხელები და წამოდგომა აიძულა- რა დისტანციაზე დარჩები ჩემი ცოისგან? -რა იყო უნდა მეკაჩაო ახლა ? არ იცი როგორ ძალიან უყვარხარ? -შენ რა გქვია? რაღაც ვერ გიხსენებ -არ მიცნობ… შენი უბნიდან და ბირჟიდან არ ვარ .არც მამაშენის საძმოს შთამომავალი ვარ -რატო მებლატავები რა გაძლევს მაგის ძალას ? -ხელი გამიშვი -შენ რომ შეეხე იმას ვისაც არ უნდა შეხებოდი მეც შეგეხები რა მოხდა? -გულს ნუ ამირევთ ახლა … მადლობა კოკა , მაგრამ არც ახლა და არც მერე ქმართან გაუგებრობა არ მინდა. დავქორწინდი , თემა დახურულია, რომელიც მე არც გამიშლია -ნინა -არავითარი ნინა ,გასაგებად გითხრა და პატივისცემა გამოიჩინე . არავის მოსმენა უნდოდა. თავი დახარა და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა . დრო გაიყინა თითქოს ,მისი ბრალი იყო?არასწორად მოიქცა? ლუკას გამო უნდა გაბრაზებულიყო? მის გვერდით იჯდა იმ წამს,ხელი ჩაკიდა და მხარზე აკოცა . ამ კაცს რა დანაშაული ჰქონდა საერთოდ იმის გარდა რომ ვიღაცას ხელს აფარებდა . რა ცოდვა ჰქონდა ცხოვრებაში ასეთი, ბავშვობიდან რთული გზა გაიარა და მაინც ცდილობდა სწორი დარჩენილიყო . შურისძიების სურვილი ,სიბოროტის ნასახიც არ ჰქონდა . ნინამ ხომ იცოდა ,ხომ იცნობდა ნინა , ამიტომ უყვარდა ნინას მთელი ცხოვრება ის და ვერავინ სხვა. გვერდიდან არ მოშორებია ის სამი დღე. გაუძლო ყველას და ყველაფერს მერე კი სახლში დაბრუნდნენ. მდგომარეობა სტაბილური იყო, მხოლოდ დასვენება და მედიკამენტების სისტენატიურად მიღება სჭირდებოდა -ბარგს დღეს ჩაალაგებ? -რა ბარგს -ჩემთან უნდა გადმოხვიდე ნინა, ცალ-ცალკე რომელი ცოლ-ქმარი ცხოვრობს -მე უნდა გადმოვიდე დედაშენთან? რამე დანაშაული ჩავიდინე ასეთ მძიმე სასჯელს რომ ვიღებ? თან სალომედ გარეშე -შენ მთელი დღე არ ხარ სახლში… მარტოს არ დაგტოვებ -ჩემებს ვჭირდები -უარესად ინერვიულებენ მე ხომ ვერ გადმოვალ,დაფიქრდი აბა -ცალკე გადავიდეთ -სად . სხვა სახლი მე არ მაქვს სოფლის გარდა და სოფელში ვერ წავალ საქმეები მაქვს -რემონტი უნდა დაიწყო სასწრაფოდ და მომხმარებლები დაუბრუნო კაფეს -ჩაგალაგებინო? -ბევრს არ ავიღებ არაფერს … დიდხანს არცერთ შემთხვევაში გავაგრძელებთ -წინასწარ ისიც არ ვიცოდით დღეს რომ ცოლ-ქმარი ვიქნებოდით-უკან მიჰყვებოდა პრინცესას საკუთარ სასახლეში ოთახისკენ რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა . გარდერობში შევიდა , სავარძელზე დაჯდა და იქედან უყურებდა მთელ ოთახს და კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ ლუკას -ჩემი ოთახი ამ გარდერობის ზომის არის. ტანსაცმელს ისე გადავალაგებ მთელ ადგილს გაგითავისუფლებ -ნეტავ ყველა პრობლემა გამიქრებოდეს, ამ გარდერობის ზომის ბინაშიც გადავალ სიამოვნებით და ნულიდან შევქმნი ყველაფერს -მთელი გულწრფელობით თქვა და შემდეგ ჩემოდნებისკენ გაიშვირა ხელი- იმათ ჩამოალაგებ? წითლები მომაწოდე რა ორი სხვადასხვა ზომის -თუ გინდა მითხარი რა გადმოვალაგო და ჩავალაგებ , არ გავაფუჭებ პირობას გაძლევ -ნერვები რომ გაქვს ამ ყველაფრის ფონზე ჩემი ნივთებისთვის ვგიჟდები - ხელისგულს დაეყრდნო და ისე უყურებდა შემდეგ წამოდგა და ათი წუთის შემდეგ ოთახის კარს ხურავდა. -გადადიხარ კიდეც ? -დავქორწინდი დედა აქ ხომ არ გადმოვიყვან ქმარს -როგორ მდგომარეობაში ვარ ვერ ხვდები ხომ? ჩემ ხელში გაზრდილი ერთი ბავშვი კვდება და ჩემი შვილი მასთან გადადის. მეშინია ვერ ხვდები? სულ რომ ღალატი დავივიწყო , ღამე რა დამაძინებს -დედა გთხოვ , მე თუ დავუშავებ რამეს თორემ ის ვერასდროს ვერაფერს დაუშავებს ქალს . ჩემი ხომ გჯერა დედა, მე რომ მეზიზღებიან კაცები ისე ვის -და მაინცადამაინც ის შეგიყვარდა ასე გაგიჟებით? მამაშენს დაელაპარაკე და ხშირად შემოგვიარე გთხოვ -უბრალოდ უბანს ვიცვლი დე , სამსახურის შემდეგ ჯერ აქ მოვალ და შემდეგ წავალ ლუკასთან - ქალს მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა -ძალიან მიყვარხარ-უკან რომ მოიხედა ლუკა აღარ იყო. იფიქრა წავიდაო ,მაგრამ მამის ოთახში დაუხვდა, სავარძელში იჯდა და რაღაცას ეუბნებოდა -შეიძლება ? -სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და დაჯერება რთულია … მე არაფერი გამაჩნია ნინას გარდა და მიშა არ ვიცი ,მაგრამ მე შურისძიებას არ ვეცდები პირდაპირ შენ გავნებ როგორც კი ნინას ცუდად ყოფნის მიზეზი გახდები -მეც არ მიყვარს ლაპარაკი, მოქმედება სჯობს ,ამას კი დრო დასჭირდება ის კი ნამდვილად გვიჩვენებს როგორი ქმარი ვიქნები . მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ნინა ბედნიერი იქნება აუცილებლად -გავიდა და ნინას შემდეგ მანქანაში ელოდა. -ასე ძალიან გიყვარს?-მამას მხარზე ედო თავი კაცმა რომ ჰკითხა -უფრო მეტად ვენდობი ვიდრე მიყვარს ,გეფიცები მასზე მეტად ვერავის ვენდობი და ვანდობ თავს -სანდრო ვინ მიიყვანა აბა ამ მდგომარეობამდე -გავარკვევ აუცილებლად … გეფიცები ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვანანებ მას ვინც სანდრო წაგვართვა- ორივეს დაემშვიდობა და ლუკას მანქანისკენ დაიძრა -წავედით? -წავედით -კარგად ხარ? - ლოყაზე მოეფერა და შემდეგ მისი მტევანი იპოვა -უკეთესადაც ვყოფილვარ,მაგრამ არაუშავს -მოდი ჩემთან , ჩაგეხუტო - ხელი მოხვია და თავისკენ მისწია -ხანდახან ისე მექცევი ყველა გარემოება შეიძლება დამავიწყო და თავი მოვიტყუო ,რომ გმოგწონვარ -მხარზე ჩამოსდო თავი ,თითები მის თითებსშორის ჰქონდა მომწყვდეული და თვალებდახუჭული აღარაფერზე ფიქრობდა. წარმოდგენა არ ჰქონდა არასასურველი რძალიც თუ იქნებოდა და ამ ქართულ უბედურებაში ჩაებმებოდა რაააც რძალ-დედამთილის ბრძოლა ერქვა . -დედა ნინას იცნობ ,მაგრამ ახალი სტატუსით პირველადაა ამ სახლში .ჩემი ცოლი ნინა -ჩემოდნები შეიტანა და დედას მიმართა -სრული უბედურებისთვის ამ ოჯახს ნინა აკლდა რძლად მადლობა რომ მომყვებით ისტორიის 80%დავწერეთ და ბოლოსკენ გავალთ მალე მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



